შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 37 (დასასრული)


13-11-2023, 15:58
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 1 809

...
და არ მჯერა დასასრულია, ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით, მიკომენტარებდით და წერის სურვილს მმატებდით, მადლობა რომ მომყვებოდით, შეიძლება კარგი არ გამოვიდა მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ დროის გაყვანა მაინც შეიძლება ამის კითხვით, დიალოგები რეალური ცხოვრებიდან აღებული მქონდა, თითქმის რეალური ცხოვრებიდან აღებულია ყველაფერი, ნუ მეტს არ გავაგრძელებ.... უზომოდ გამიხარდება თუ ცოტა მაინც ნასიამოვნები დარჩით დიდი მადლობა ისევ და ისევ და პოზიტიურ და თქვენთვის სასიამოვნოდ წარმართულ დღეებს გისურვებთ მადლობა ყურადღებისთვის
........
ერთადერთი შესვენებით ჩავიდნენ მხოლოდ ქალაქში და ის მეტად ახარებდა სალომეს რომ მისთვის ძალიან ჩქარა ჩავიდნენ ვინაიდან ნახევარი გზა ჩასძინებოდა. თვალების ფშვნეტით გადმოვიდა მისი სახლის წინ გაჩერებული მანქანიდან ისე გამოართვა თეოდორეს საკუთარი ჩანთა და საკუთარ ფიქრებში ბოლოჯერ მოავლო თვალი, ნელი სიარულით შევიდა ეზოში და თეოდორემაც უხმოდ გააყოლა შესულს თვალი.....
...
ცოტახნით მარტო დარჩენილიყო ბარბარე ხალხმრავალ პარკში მშვიდად ღიმილით აკვირდებოდა ბავშვებს სანამ დანარჩენები მოვიდოდნენ და მხიარულად ჩაიცინებდა ხოლმე ბავშვების ცელქობაზე... დემეტრე რომ მასთან ბრუნდებოდა უკვე მარტო აღარ იჯდა ღიმილით ჩამომჯდარიყო მის გვერდით ბიჭი და აშკარად რაღაც ამბის
მოყოლასთან ერთად მხიარულად იცინოდა, ბარბარესაც გულიანად აცინებდა მისი მოყოლილი ამბით, მარტო მისი დანახვა სიცილის დროს საყვარელ კადრადაც აღიბეჭდებოდა დემეტრეს გონებაში მაგრამ ახლა უცნარად დაუარა სხეულში ბიჭის შეხებაზე რომელმაც ბარბარეს ხელი მოიქცია ხელში, ისე თითქოს მისი ბედი ხელზე უნდა ამოეცნო მის ხელის გულის ჭრილ ხაზებს დააყოლა თითები და შორიდანვე მაყურებელს ცრიდა არასასიამოვნოდ სხეულში,
დიდი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ სწრაფად მიუჯდა მეორე გვერდით ბარბარეს და ხმაურიანი კოცნით დააჯილდოვა, მის საქციელზე გაკვირვებულმა ახედა უცნობმა დემეტრეს და უნებურად გაუშეშდა თითები ბარბარეს ხელის გულზე, თუმცა მასაც მხიარულად რომ ახედა ბარბარემ, მარტივად მიხვდა რომ იცნობდა და უცხო მხოლოდ თვითონ იყო,
- აშკარად ზედმეტად დიდხანს დაგტოვე მაპატიე,
ხელახლად მიაკრო ტუჩები საფეთქელზე და უცნობს შეხედა ინტერესიანი მზერით, შემდეგ დახედა მათ ხელებს და უცნობმაც უხერხულად მოაშორა ხელი,
- არც ისე,... გაიცანი პატაა, ძალიან მხიარულია,
სიცილით ანიშნა უცნობზე და ღიმილით მიიწია დემეტრესკენ მხიარული მზერითვე, კმაყოფილმა დახედა მის საქციელს და ახლოს მიწეულს დემეტრემ და ნაზად მოხვია წელზე ხელი,
- დემეტრე,
თავადვე გაუწოდა ხელი დემეტრემ და ღიმილით ჩამოართვა ხელი,
- ერთად ხართ ალბათ ხო?
თითის გაშვერით ანიშნა ერთმანეთზე და დადებით პასუხზე თავზე უხერხულად მოისვა ხელი,
- ძაან დიდი ბოდიში არ მიკითხავს
ჩაცინებით დახედა დემეტრეს მოხვეულ ხელს ბარბარეს წელზე და კიდევ მეტად დარწმუნდა თავის სიტყვებში
- დაჟე სახელიც არ მიკითხავს, ცუდად არ ჩამითვალოთ, უხდებით ერთმანეთს მაგრად ,
ყურებამდე გაეკრიჭა და ნელა წამოდგა,
წყვილიც მასთან ერთად წამოდგა და უკვე ისიც მისახვედრი იყო რომ დამშვიდობების მომენტი ახლოვდებოდა,
- მაშინ დაგტოვებთ რა და ბედნიერებას გისურვებთ,
ძმაკაცურად ჩამოართვა ხელახლად ხელი დემეტრეს დამშვიდობების მიზნით და ბარბარეს მხოლოდ თბილი მზერა შეავლო
- გაიხარე
ღიმილით დაემშვიდობნენ თავადაც ყოველგავრი უთანხმოების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს რაც ძალიანაც გაუკვირდა დემეტრეს თან დააფასა კიდეც ბიჭის მსგავსი საქციელი, მშვიდად მობრუნდნენ და ღიმილით ახედა ბარბარემაც
- კარგი ბიჭი იყო,
გულწრფელი ღიმილით გახედა გზას და დემეტრემაც თბილადვე დახედა
- ნამდვილად
ხელი მოხვია მხარზე და ისევ მიაკრო ტუჩები საფეთქელზე ბარბარემაც თვალებ დახუჭულმა მეტად შეიგრძნო დემეტრეს სითბო და სიარულშივრ მოხვია ხელები.....
......
ხმა უკვე ჩახლეჩილი ჰქონდა სიმღერისგან მარტო მყოფს მთელი სახლისთვის ხმამაღლა მიეწვდინა მუსიკის ხმა და ყოველ ახალ სიმღერაზე ყვებოდა ნაცნობ სიმღერებს, დივანზე დაღლილი ჩაწოლილიყო მშვიდი მუსიკის ფონზე და თვალი მის წინ შუშის მაგიდაზე დადებული ვისკის ბოთლისთვის გაეშტერებინა,
- სად ჯანდაბაშიაა....
ნორმას გადაცდენილი არეული სასმლის გამო საკუთარი თავი დაეკარგა ან პირიქით საკუთარ თავსაც კი დაბრუნებოდა, ყველანაირი წყენა და დაღლა ამოეგდო რაციონიდან მუსიკის ფონზე თავისთვის ხალისობდა და ხშირ მუსიკის მოსაწყენ კლიპზე ღვიარებით სდიოდა ცრემლები ამასობაში კი მისი ოთახში მიგდებული ტელეფონი 34-ედ რეკავდა, სულ ცოტა აკლდა დემეტრეს იმისთვის, რომ მანქანაში არ ჩამჯდარიყო და სახლში არ დაბრუნებულიყო.....
- დაააავყყრუვდიიი,
წუწუნით დააპაუზა მოსაწყენი მუსიკა და ახალის არჩევასთან ერთად წამოხტა თვალებ გაფართოებული ნაცნობი მუსიკა რომ დაინახა ის რომელსაც ერთი პერიოდი დიდი სიამოვნებით უსმენდა მაგრამ შემდეგ დაკარგა, ემოციებისგან სწრაფად ახტუნავდა და დივნის წინვე დაიწყო ხტუნაობით ტრიალი, მისმა სიმთვრალემ კიდევ მეტად მოიდო მის სხეულში ბინა, თავბრუ უარესად დაეხვა რის გამოც სწონასწორობა სრულად დაკარგა და წინ გადავრდნილმა წაკრა ვისკის ბოთლს ხელი მასთან ერთად გადავარდა და უკვე ძირს ხმაურიანად დავარდნილი დაფშვნილი ვისკის ბოთლის გვერდით მუხლებით დავარდა, ხელები მიაშველა უცებ თავი რომ არ დაერტყა და ხელები, რომ ვისკით დაუსველდა გაკვირვებულმა დახედა ბოთლს,
- ჯანდაბა!
სწრაფად დაავლო ბოთლის დასადები მხრის შერჩენილ ნაწილს ხელი და შიგნით ჩაიხედა შესამოწმებლად კიდევ იყო თუ არა შიდ რამე, თუმცა ბოთლი თითქმის ბოლო წვეთამდე გამოცლილი იყო,
- გადტყდა,..... დაიქცა....
ქვედა ტუჩი სატირლად რომ დამანჭა არც დაუგვიანია ცრემლებს, ნიანგის ცრემლები გადმოყარა და ყურადღება არც მიუქცევია დაქცეულმა სითხემ ტანსაცმელიც რომ დაუსველა, ხმამაღლა დაიტირა დაქცეული ვისკი სწორედ მაშინ შემოაღო კარი ფერწასულმა თეოდორემ ძლიერად, ტელეფონ ყურზე მიდებულმა და სალომეს დანახვისას თითქოს ფერი დაუბრუნდა მაშინვე შემდეგ კი ატირებულის დანახვისას, რომელიც მის დანახვაზე სწრაფად გაჩუმდა ისევ ეცვალა სახე და დიდი ნაბიჯებით წავიდა მისკენ ტელეფონზე ძლივს ამოღებული ხმით
- არა სახლშია ძმა, დამშვიდდი,
დემეტრე სწრაფად დააიმედა და თვითონაც სამსახურიდან გამოქცეულმა თვაზე მოისვა ცალი ხელი შედარებით დამშვიდებულმა
- კარგად არი პროსტა აშკარად ტელეფონი არ აქ აქ, კაროჩე გაგითიშავ ახლა გავიგებ ყველაფერს დაა დავრეკავ ისევ,
კარგად რომ ამოიცნო სალომეს მდგომარეობა გალურჯებულ ტუჩებზე და მის სახეზე არჩია არც გაეგო ანერვიულებულ დემეტრეს,
- მაცადე ბიჭო რას მოკლავ გავიგებ რა ხდება და მერე რაც გინდა ის ქენი,
ჩაცინებით გაანეიტრალა ღელვა თეოდორემ და კიდევ ერთხელ ეცადა სწრაფად დამშვიდობებოდა, გათიშიშვის შემდეგ სწრაფად ჩაიცურა ტელეფონი შარვლის ჯიბეში და ხელახლა ატირებული სალომეს წინ, რომ ჩამოდგა ფრთხილად ჩაიმუხლა მის წინ, ატირებულის დანახვისას სიუხეშეც სრულად გამქრალიყო ყველანაირად მშვიდად შეხედა უხმოდ ისე დაუსვა კითხვა
- რა ხდება შენს თავს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და სალომეს ხელებს დახედა სულ რომ გასველებულიყო თეთრი კაბის ჩათვლით
- აუუ თეოდორ,
ხმამაღლა ამოიტირა ისე მიჩოჩდა მუხლებით მისკენ და კისერზე ჩამოკიდებულმა მოხვია ხელები ქოთქოთით, გაკვირვებულმა მოისვა თეოდორემაც ქვედა ტუჩზე ენა მისი საქციელის შემდეგ და ხელის მოხვევა დააპირა, თუმცა თითქოს რაღაცამ ძლიერად შეაკავა და ჰაერშივე გაეყინა ხელი,
- რა მოხდა?
კითხვა სხვაგვარად დასვა და სალომეც რომ მოშორდა მის წინ მუხლებზე მდგომს შეხედა, ისე დახედა დაფშვნილ ბოთლს და საუბარი რომ დაიწყო სალომემ ისევ მასზე გადაიტანა მზერა
- ბოლო ბოთლი იყოო,....დაიმსხვრაა
თვალები მოიფშვნიტა ისე წამოდგა და ტირილი სწრაფად შეწყვიტა, მისი საქციელით მომღიმარე წამოდგა თეოდორეც მისი დაკვირვებებითვე და მის სწრაფ ცვლაზეც ჩაეღიმა საყვარლად
- ამდენი რატომ დალიე?
ისევ მშვიდად განაგრძო საუბარი და ენერგიულად მომოძრავე სალომეს თვალს არ აშორებდა, თან ცდილობდა ზედმეტად არ მიეწცია მისი ქვედა ნაწილის გამჭვირვალე კაბისთვის ყურადღება, ფეხები რომ იდეალურად ჩანდა
- მეე?
ხმამაღლა შეიცხადა გაოგნებული სახით მიიდო გაშლილი თითები გულ-მკერდის არეში მას ეკითხებოდა, თუ არა, მცირედ რომ დაუქნია თავი თეოდორემ, სწრაფად ეცვალა სახე თვალებთან ერთად, რომელიც ვნებიანად იქცა უეცრად, ნელ-ნელა მიიწია მამაკაცისკენ და კისერზე ხელის სრიალით მოხვია ხელები
- ალბათ შენც ხარ ნასვამი ჰომ,
საჩვენებელი თითი გადაუსვა ტუჩებზე ისე დაჰყურებდა მის ბაგეებს და მცირედ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, ნელ-ნელა რომ უფრო აანალიზებდა რა ხდებოდა სწრაფ-სწრაფად იცვლებოდა და გაკვირვებულ სახეს იღებდა
- მოიცა!
კარებს გახედა დაწვრილებული თვალებით და შემდეგ შეხედა თეოდორეს, შემდეგ ისევ კარებს, შემდეგ გაკვირვებულმა აათვალიერა სახლი სანახავად მის სახლში იყო თუ არა
- შენ ხარ ჩემს სახლში არა?
საჩვენებელი თითის დახმარებით იკითხა და სწრაფად მოშორებული გახტა უკან
- თავხედო! მე ვიცი რისთვისაც მოხვედი!
სწრაფად წამოიძახა ახალი იდეა ძლივს წარმოთქმული სიტყვებით და თეოდორემაც შუბლზე მოისვა ხელი უკვე მიხვედრილმა, როგორ დაიტანჯებოდა ნასვამი სალომეს ახირებებით, ისე ჩაეშვა დივანში და დასვენებისკენ მოუწოდა საკუთარ თავს, თვალები რამდენიმე წუთით მიასვენა და უცებ მოულოდნელად თვალ დახუჭულს ჩაუხტა სალომე კალთაში, დივანზე შემოდო ფეხები და ინტერესით დააკვირდა თეოდორეს, რომელსაც უნებურად გაეხილა თვალები,
- ამდენი რატო დალიე?!
მობეზრებული სახით შეხედა ისე დაავლო ფეხების მოსახარში და წელზე ხელი გვერდზე რომ ვადაესვა, თუმცა უცებ, რომ მოხვის სალომემ ხელები კისერზე, ღრმად ამოხვნეშით უშვა ხელები თეოდორემ და სალომეს უცოდველ მზერას რომ შეხვდა უცებ შეცვლილ ხასიათზე ყველანაირად ეცადა არ გაღიმებოდა
- იმიტომ რომ მინდოდა
კმაყოფილმა გასცა პასუხი თეოდორეს კითხვას ისე ააქნია ფეხები ბავშვივით
- ყველაფერს აკეთებ რაც გინდა?
- არა
- აბა მაინდამაინც ეგ რატო გააკეთე?
- იმიტომ რომ გამეკეთებინა ის რაც მინდა,
- და რა გინდა?
სრაფათ გაცემულ პასუხზე სწრაფად დასმული კითხვის გამო წამით დაიბნა სალომე, თითქოს ჩაფიქრდა კიდეც და მალევე მოახერხა თემის შეცვლა უცებ წამოხტა თეოდორეს კალთიდან ისე დაავლო ხელში ხელი და მისკენ მიქაჩა რომ წამოეყენებინა, თუმცა ძვრა ვერ უყო,
- წამოდი წავიდეთ რა
თვალების გადიდებასთან ერთად გამოწია ქვედა ტუჩი თხოვნის ასრულების მეტი შანსებისთვის და რომ ვერ დაძრა მის წინ მისი ხელით ხელში ჩამოდგა,
- სად მიდიხარ?
- გავერთოთ ადამიანო, მე საბოლოო ვისკი გამიტყდა აღარ არის, წამო იქ სადაც მეტი სხვადასხვა სასმელი იქნება,
თვალებ გაბრწყინებული საუბრობდა სასმლის მოყვარულივით სასმელებზე თითქოს დალევა დიდი სიამოვნებით დაეწყო და არა სახის მანჭვით, თუმცა რაც უფრო მეტი დალია მით უფრო მეტს სთხოვდა ორგანიზმიც
- ადექი დროულადდ,
კიდევ ძლიერად მოქაჩა და თეოდორემ თავად რომ დაქაჩა თავისკენ, უნებურად ჩაუხტა კალთაში ხელახლა,
- შარს აიკიდებ და ვერავინ გიშველის,
ღიმილით და კმაყოფილი მზერით დახედა ბაგეებზე და საერთოდ არ აწუხებდა მთვრალი სალომე, მოსწონდა კიდეც მისი სითამამე და ესაყვარლებოდა კიდეც
- კარგი რა! შენ ხომ იქ იქნები ვიცი რომ მიშველი, ღიმილით და იმედიანი მზერით გადაიწია მისკენ ისე მოხვია ხელი კისერზე და ქვედა ტუჩი ღიმილითვე გამოაცურა კბილებში, ნელა დაიწია ტუჩებისკენ და თეოდორეც უფრო და უფრო აეკრო დივანს, მაინც ვერსად გაექცა სალომეს თბილად მიაკრო ტუჩები და მის მხარზე მშვიდად რომ დადო თავი ცხვირის წვერს ფრთხილად უხახუნებდა კისერზე და თითქოს ძილ მორეული უკეთ ეწყობოდა მის მხარზე
- მე ვერ გიშველი, მსგავს რამეებს თუ იქ გააკეთებ ვერცერთი აღგზნებული ნაბი*ვრისგან ვერ დაგმალავ,
უხეშად მოიშორა მისი ხელი, რომელსაც სახეზე ნაზად უსვამდა სალომე, თითქოს თითებით სწავლობდა მის ყველა ნაკვთს მის მხარზე გატრუნული, თეოდორეს სიტყვებზე სწრაფად წამოიწია დაბუშტული ტუჩებით და არეული მზერა ძლივს გაუსწორა თეოდორეს,
- მოიცა მაგით რას მეუბნები,
- რაც ვთქვი იმას,
- კარგი რა ვიცი, რომ შენ მათ არ გავხარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ბოროტი ყველაზე თავხედი და გარეწარი ხარ, ვიცი რომ შენ მათ არ გავხარ,
საკუთარ თავში დარწმუნებული საუბრობდა, სიმთვრალეს ყველანაირი კომპლექსი და მორიდება მოეხსნა მისთვის და ისიც გულწრფელად ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა, თითქოს ამუქებდა კიდეც თეოდორეს მიმართ შეხედულებებს, რადგან იმასაც იდეალურად ხვდებოდა როგორ სურდა მასთან სიახლოვე და როგორ მოსწონდა ის თბილი და მშვიდი თეოდორე ახლა რომ ეკვროდა
- ყველა ნაგვურად უყურებს ქალს და იმის სურვილი კლავთ როდის ჩაიგდებენ ქალს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.... და მერე?.. მერე უბრალოდ ქრებიან, .....არ ფიქრობენ რა დაემართება შემდეგ გოგოს, რას განიცდის და საერთოდ რა ყველაზე მნიშვნელოვანი იმედი წაართვეს კაცებმა, ქალები კი ყველაზე უცნაურები არიან თავის ძლიერ გრძნობებს ეყრდნობიან და ჰგონიათ რომ მისი პარტნიორისგანაც მსგავსი გრძნობა და სიყვარული მოდის, თუმცა ეს იშვიათია მოკლე დროის გაცნობილთან გადაგხდეს, სულელებივით მიენდობიან მამაკაცს და შემდეგ ყველაფერი სანანებელი უხდებათ
თავის სიტყვებს ყველა იმ თავისი დანახულიდან გამომდინარე აზუსტებდა რაც კი ახსოვდა, თითქოს გულსაც უჩუყებდა ეს ყოველივე თეოდორეს მხარზე დაედო ისევ თავი და საკუთარ საუბარში ფიქრებთან ერთად მიგორავდა ჩამოვარდნილი ცრემლები მის ღაწვებზე
- მამაჩემიც ასეთი იყო....ჩემი მეგობრის ქმარიც.... მაგრამ შენც? შენ მათნაირი არ ხარ ხომ ასეა?
ხელახლად წამოწია თავი ისე ჩააჩერდა წარბებ შეხრილი თვალებში და თითქოს მისი პასუხი ბევრს გადაწყვეტდა უყურებდა გაჩუმებულს და დიდხანსაც დაელოდებოდა პასუხი რომ გაეოგო, სახე შეცვლოდა თეოდორესაც მას მერე რაც გრძნობდა, როგორი ემოციითა და გრძნობით საუბრობდა სალომე, მშვიდად აკვირდებოდა მის ცრემლიან, ნაღვლიან სახეს და მომლოდინე თვალებს პასუხის გაგებისთვის,
- შენ მსგავსად არ იქცევი ხომ ასეა? მათნაირი არ ხარ ხომ?
ისევ გაუმეორა კითხვა მდუმარეს და ფრთხილად შეახო სახეზე ხელი
- არა... არ ვარ...
მის თვალებში მაყურებელმა ამოთქვა სიტყვები და სალომეს ყველაზე გულწრფელი და ბედნიერი ღიმილიც იხილა ამდენი ხნის შემდეგ, სიტყვებისთანავე მოეხვია სწრაფად აცეტებული ხელახლად სალომე და მხიარულად მოშორდა ისევ, სწრაფად წამოხტა თეოდორეს მუხლებიდან ისევ და მის ხელში ჩავლებული ხელით მოქაჩა რომ წამომდგარიყო, ისიც დაჰყვა სალომეს ძალას და წამდგა
- არ გინდა ვიცეკვოთ?
სწრაფად შეტრიალებულმა უცებ ჩართო დაპაუზებული მუსიკა და თეოდორემაც სწრაფად დამანჭა სახე ზედმეტად მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო, ახტუნავებულ სალომეს დახედა და აცეკვებულზე იქით აქეთ რომ იქნევდა თეძოებს ღიმილი ვერ დამალა, ხტუნვითვე შეუტრიალდა სალომე და ღიმილით მოხვია კისერზე ხელები, იქით-აქეთ აქნევდა თავს გაბადრული მის მკლავზე თავად დატრიალდა ისე გადაწვა თამამად, ვერანაირად შეძლო აეყოლებინა თეოდორე ცეკვაში და ისევ კისერზე შემოხვია ხელები, წამით უხმოდ უყურებდა მის ბაგეებს და თანდათან მიიწევდა თეოდორესკენ ფეხისწვერებზე დამდგარი, თეოდორეც საკუთარ გრძნობებთან ბრძოლაში დაჰყურებდა სალომეს მოშიშვლებულ კისერს, მხურვალ ბაგეებს, რომელიც თვითონ მიიწევდა მისკენ, ძლიერად სურდა შეხებოდა კიდეც, მეტად ძლიერად მოეხვია ხელი სალომესთვის, ეკოცნა მოფერებოდა და ბევრი რამეც კი ეთქვა მისთვის, თუმცა ბრძოლაში ჩარეულიყო ეს გამბედაობაც, მილიმეტრებიღა აშორებდა სალომეს თეოდორეს ბაგეებამდე, ძლიერად აუძგერდა მამაკაცს გული სწრაფად ჩამოიხსნა სალომეს მკლავები კისრიდან მაგიდისკენ დაიწია ისე აარიდა თავი და სიმღერა დააპაუზა, სალომესაც წამით ადგილზე გაყინულს ჩაეცინა სიმწრის სიცილით უფრო თეოდორეს საქციელზე და სწრაფად მიუტრიალდა გვერდზე გადაწეულს
- რატომ გამომირთე?
- სველი ხარ წადი გამოიცვალე და დაიძინე
სიმკაცრე გაერია ხმაში სალომესთვის თვალიც აერიდებინა ტელევიზორი სრულად გამორთო და მალე სალომეს თითები რომ მაჯაზე იგრძნო სწრაფად დახედა სალომეს ჩავლებულ თითებს,
- ანუ უნდა გამომყვე რომ არ დავეცე?
მოუთოკავი სიცილით შემოიდო თეოდორეს ხელი მხარზე და წინ ბარბაცით წავიდა თავადაც არ იცოდა რაზე იცინოდა, მხოლოდ ორი რამ შეეძლო ან უაზროდ სიცილი ან ტირილი და მოთქმა თუ როგორ დაიღალა ყველაფრისგან,
- ჩვენ მივდივართ რათა გამოვიცვალოთ,
ხმამაღალი სიმღერის რითმებით დაიწყო ჯარისკაცივით სიარული და თან თეოდორეს ხელს არ უშვებდა ხელს, უეცრად გაჩერდა დასერიოზულებული მზერით სწრაფად მიუბრუნდა თეოდორეს და მისკენ მიიწია
- უნდა გამოვიცვალოთ?
ხელახლად ახარხარდა და სწრაფადვე შეტრიალდა თეოდორეს ხელით მხარზე,
შეკავებული ღიმილით მოისვა თავისუფალი ხელი შუბლზე თეოდორემ და პატარა ნაბიჯებით მიმავალს ფლატა ფლუტით გაყვა რომ მისთვის "ფეხი არ დაებიჯებინა" სიმღერ სიმღერითვე დაიწყო კიბეებზე ასვლა და სწონასწორობის დაცვაც მეტად ურთულდებოდა სალომეს, რამდენიმე არეული ნაბიჯიც და უკან გადმოვარდნილი ზურგით აეკრო თეოდორეს წამოკივლებასთან ერთად, დაბლა დაწეულს დახედა თეოდორემ სწრაფად რომ დაეჭირა და სიცილი რომ დაიწყო სალომემ ფრთხილად წამოაყენა მასზე ორი საფეხურით მაღლა მდგომი, რომელიც მასზე რამდენიმე სანტიმეტრით გამაღლებულიყო,
- ფრთხილად,
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა თავის გაქნევით და იმის ფიქრში რომ სვლას განაგრძობდა სალომე, ასასვლელად შემდეგ საფეხურზე დადგა ცალი ფეხი, ფრთხილად შემოუტრიალდა სალომე იმის შიშით რომ კიდევ აღარ წაქცეულიყო,
- რა მნიშვნელობა აქვს ჩემო 'ჰირო' შენ ხომ დამიჭერ არა?
საყვარელი ღიმილით დაეყრდნო მხრებზე და მეტად ფართოდ გაუღიმა დაწვრილებული თვალებით, მისკენ გადაწეულმა აკოცა ცხვირის წვერზე და კმაყოფილი შეტრიალდა გზის გასაგრძელებლად,
- ვათ?
რიტორიკულად ამოილაპარაკა თეოდორემ და კმაყოფილი ღიმილით დააკვირდა წინ წასულს, მისი საქციელის ავტომატურად განმეორებით ფიქრებში და აივანზე გასულს გაკვირვებული დაეწია, გაკვირვებულმა მიიხედ მოიხედა აივანზე და მშვიდად დახედა გაშეშებულ სალომეს
- აქ აპირებ გამოცვლას?
თავის გატრიალების გარეშე მოავლო იქაურობას თვალები და შემდეგ შეხედა რობოტივით მდგარ სალომეს, რომელსაც არ გამოსდიოდა გაჩერება და იქით-აქეთ ქარიან ამინდში მდგარი ხესავით ქანაობდა
- აი იქ იდექი ბოლოს,
თითი გაიშვირა მისი ოთახის მოპირდაპირე ოთახზე ხელი თეოდორეს სახლისკენ და უკან მდგომს ბარბაცით მიეყრდნო,
- როგორ მძულხარ რომ იცოდე,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ისე რომ ოთახისთვის არ მოუშორებია თვალი, მის მოგონებებში იქ იდგა წელს ზემოთ შიშველი თეოდორე და მის შრამზე დაატარებდა თითებს უცნობი ქალი, თვალს არ აშორებდა თეოდორეს მზერას ჯიუტად უყრიდა მზერას და გული სათითაოდ ეშლებოდა,
- ვერ ვხვდებოდი რატომ,
საკუთარ ფიქრებთან დაიწყო საუბარი მოულოდნელად და თეოდორეც დადუმებული უსმენდა, ყოველ მის სიტყვას მრავალი გაგებით უღრმავდებოდა, რომ სალომეს გრძნობებში მისი სიტყვებითვე შეეღწია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა,
- რატომ მიყურებდი?
სწრაფად მოაგონდა თუ არა ახალი კითხვა აუჩქარებლად შეუტრიალდა და დაღლილი თვალებით ახედა, ინტერესით და მომლოდინედ
- მაშინ როცა შენს უკან ქალი იდგა, რომელიც გელოდა, მაშინ როცა შენს გვერდით იდგა და საერთოდ მაშინ როცა გესაუბრებოდა, რატომ მიყურებდი? რატომ აკეთებდი ამას?
გახსენებითვე თითქოს გულნატკენი უყურებდა ხან ერთ ხან მეორე თვალში დაბნეული არეული მზერით და პასუხი უზომოდ აინტერესებდა,
- მაშინ როცა ცდილობდა შეგხებოდა იქ სადაც ვიცი რომ არავის ჰქონდა უფლება შეგხებოდა რტომ არ უშლიდი?
ჭრილობაზე ანიშნა კითხვებში ისე დახედა დამახსოვრებული ჭრილობის ადგილას,
- რატომ არაფერს ეუბნებოდი? ვაჟამ მითხრა რომ არავის არ ჰქონდა უფლება შეხებოდა შენს ჭრილობას ისიც მითხრა რომ იმდენად ვირი ხარ რომ შენით გაკერე, რადგან ექიმი არ შეგხებოდა, ამ ყველაფრის მერე ჩუმად რატომ იყავი?
დიდი ნერწყვის გადაყლაპვითვე ახედა ისევ და პასუხის მოლოდინშიც იმდენად ღელავდა ფიზიკურადაც შეტყობოდა ანერვიულებული მზერით, არ უნდოდა გაეგო სიტყვები, "რომ იმ ქალს ჰქონდა ამის უფლება"
- მან იცოდა, რომ არ უნდა შეხებოდა! გამოიცვალე,
მაჯაში დაავლო ხელი რომ თემა სწრაფად შეეცვალა სალომეს და მის ოთახში უხეშად შეიყვანა, ხელი რომ უხეშად უშვა სალომეც წაბარბაცების მერე გადავარდა საწოლზე და ნელა წამოჯდა მის ნაპირში,
- სწრაფად გამოიცვალე და დაიძინე!
ხელთავიდან გაუმეორა მკაცრად და მოტრიალება დააპირა სწრაფად ჩაავლო სალომემ ორივე ხელი ხელში, ისე გააჩერა და თეოდორემაც შუბლზე მოისვა ტუჩების გასველებით ხელი ამოხვნეშის მერე ფრთხილად მიუტრიალდა და ჩამომჯდარს ჩამოუდგა წინ, რადგან სალომემ ხელის მიწევითვე აიძულა და ისე დახედა ბრაზნარევი და კითხვის ნიშნის მზერით,
- და რომ შეხებოდა? შემდეგ?
მის ბოლო პასუხს დაუსვა კითხვა და მშვიდი, გადიდებული, საყვარელი თვალებით ახედა,
- არ გააკეთებდა, იცოდა რაც მოყვებოდა, საქციელს, რომელიც ჩემი სიტყვების საპირისპიროდ მოიმოქმედებდა
თავის დაქნევით გასცა მკაცრად პასუხი და მის ბოლო სიტყვას დაელოდა, რომ იქიდან მალე გასულიყო, რადგან სალომეს მზერას გამომწვევი და ზედმეტად ჩამთრევი საქციელები მოჰყვებოდა, ის ჩვეულებრივი მზერაც გაექრო კითხვის ნიშნის და ბევრისმთქმელი თვალებით შეჰყურებდა თეოდორეს და ისიც ცდილობდა მალ მალე აერიდებინა თვალი მისთვის,
- მე რომ გავაკეთო? მეც დავისჯები?
უცოდველის თვალებით ახედა, თუმცა იმდენად დახშული წკრიალა ხმით იკითხა წამით გაცრა კიდეც თეოდორეს, ფრთხილად დაავლო სალომემ თეოდორეს მაისურის ბოლოს ხელი და ნელ-ნელა აწია მაღლა-მაღლა
- გეყოფა!
შეძლებისდაგვარად მკაცრად ამოილაპარაკა და მარცხენა ხელის მუშტს ისე კრავდა ბრაზნარევი დაბნეული და ამავდროულად საკუთარ თავთან წაგებული მოავლებდა მზერას გაურკვეველ ადგილებს, ჯერ კიდევ ცდილობდა გამარჯვებას საკუთარ ემოციებთან.
მაღლა აწეული მაისურიდან დაუფარავად მკვეთრად ინათა დანის ჭრილობის შრამმა და თეოდორეც ძლიერად აჭერდა კბილებს ერთმანეთს, ამავდროულად არ შეეძლო წესიერად გაეწია წინააღმდეგობა თითქოს ადგილზე გაქვავრბულიყო,
- გტკივა?
ხმადაბლ იკითხა და თლილი გაყინული თითები მკრთალად ჩამოუსვა ჭრილობაზე, შეხებისთანავე ძლიერად დახუჭა თეოდორემ თვალები ღრმად ამოხვნეშასთან ერთად და სწრაფად წაავლო სალომეს ხელს ხელი, მშვიდად ახედა სალომემ წამით მთელ კისერ დაჭიმულს ცდილობდა კიდეც არ შეშინებოდა მისი ისიც იდეალურად იცოდა, რომ დასჯა ნამდვილად არ უწევდა, თეოდორეს ძლიერ ჩავლებულ ხელს დახედა ფრთხილად რომ მოაშორა ჭრილობას, თუმცა მას შემდეგ ისევ გაბედულად გადაატარა მეორე ხელის თითები ნაზად,
- მე ხომ შემიძლია მოვარჩინო არა?
ხმადაბლა ამოილაპარა და წამით გააპარა თეოდორესკენ თვალები
- სალომე, გეყოფა
ისევ ამოილაპარაკა თეოდორემ შეცბლილი დაბოხებული ხმით და მხოლოდ სიტყვიერად ეცადა გაეჩერებინა სალომე, რომელმაც იმდენად ნელა და ნაზად შეახო ჭრილობას ახურებული ბაგეები, მთელს სხეულში წამიერად დაუარა თეოდორეს სასიამოვნოდ მწიწკვნელმა გრძნობამ, აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ცდილობდა და ამავდროულად ძლიერად კრავდა მუჭებს, ხანგრძლივად მიკრობილი ტუჩების მოშორების შემდეგ წამოდგა ფრთხილად სალომე, მის შარვლის ქამრისთვის ჩაევლო ხელი ისე ეჭირა საკუთარი თავი წაქცევისგან და თავადაც მოწოლილ ვნებას უფლებას აძლევდა ემოქმედა თავისებურად, თავისუფალი ხელი მშვიდად ჩაავლო კეფაში და ფრთხილადვე აიწია ფეხისწვერებზე, ისე მიწვდა მამაკაცის ძარღვებ დაბერილ კისერს მეტად სასიამოვნოდ შეახო გასველებული ტუჩები და ისევ ფრთხილად მოშორდა, აუჩქარებლად ინაცვლა ბაგეების წინ, მისთვის თვალებშიც კი არ აუხედავს მის ბაგეებს დაცქეროდა და ხვდებოდა კიდეც როგორ ძლიერი ნდომა გაეღვიძებინა წინ მდგომის სხეულში, მაიკის ქვეშ თითები შეეცურებინა მამაკაცის სხეულზე ნაზად დაასრიალებდა ხელებს,
- რატო არ ისვენებ?
შეცვლილი ხმით იკითხა და ხვდებოდა როგორ აგებდა საკუთარ თავთან ბრძოლაში,
- შენ მშვიდად ხარ ხოლმე როცა გრძნობები გიტევს?
მშვიდად დაუსვა კითხვა და ახალი წინადადების სათქმელად ახედა თვალებში,
- შენს ჭრილობას შევეხე, დამსჯი?
ხმადაბალი დახშული ხმით ამოილაპარაკა მის ტუჩებთანვე და უკვე დანებდებოდა კიდეც თეოდორეს წვალებას, მტკინვეულად ჩაავლო კისერში ხელი თეოდორემ ძლიერად მიწია მისკენ და წამში ტკივილი სასიამოვნოდ გაშმაგებულმა კოცნამ ჩაანაცვლა, მოულოდნელი ემოციებისგან ახალი ძალებით შეივსო სალომე, მუცელში თითქოს რაღაც უცნაური სითხეც ჩაქცეოდა და პეპლებთან ერთად აბრჭყვიალებოდა ნასვამს გული, ტუჩებიდან კისერზე, რომ ინაცვლა მასთან ერთადვე გადაეშვა საწოლზე, სალომეს თითები უნებურად ათავისუფლებდა თეოდორეს ტანსაცმლისგან და ისიც თითქოს მას მიჰყვებოდა, მის სურვილს მიჰყვებოდა, წამის მეასედში გადააძრო ისედაც სველი კაბა და ხელახლად მეტად განთავისუფლებულ კისერს დააცხრა მხურვალედ, ძლიერად ხვევდა და დაასერალებდა მის ზემოთ მოქცეულის ზურგზე სალომე ხელებს და გამოუცდელი სასიამოვნო შეხებებისგან ვერ აკავებდა გმინვას, ლავიწებზე, მკერდზე მუცელზე, ყველგან სასიამოვნოდ ეხებოდა ენასთან ერთად ისე ეკვროდა სხეულით და თავისუფალი ხელითვე ნაზად დასრიალებდა ქალის სხეულის თითოეულ წერტილში ხელს.......
.......
სუსხიანი იყო დილა, გადაწმენდილი ცა და მშვიდი დილა ჯერ ადრე იყო და სასიამოვნოდ გრილოდა, ქუჩებიც მშვიდი და უხმაურო იყო, თეოდორე კი ეზოში სკამზე წელს ზემოთ შიშველი უძალოდ ჩამომჯდარიყო, სკამის საზურგეს მიყრდნობოდა მასზე გადაეგდო უძალოდ თავი ხელები იქით-აქეთ ჩამოეშვა და ფეხებიც დატვირთვის გარეშე გაეშალა, თითქოს მთელი სხეულით იწვოდა ისეთი შეგრძება ჰქონდა კონდიციონერიც არ შველიდა და არც ცივი წყალი, უბრალოდ იჯდა და ფიქრისთვის მიეცა თავი, ჯერ ისევ თვალწინ ედგა თვალ გახელილს დილიდანვე მშვიდი და ლამაზი სახე თლილი თითები, რომელიც მის წელზე მოხხვეულიყო დილიდანვე ისე თითქოს გაშვებას არ აპირებდა, შიშველ სხეულზე პლედი გადაეფარებინა და თითქოს ყველანაირ დარდს მოშორებული იყო, ახლა კი თავად დაეხუჭა თეოდორეს მოწმენდილი ცის ქვეშ თვალები და ვერ ხვდებოდა უნდა ენანა წუხანდელი თუ არა, თითქოს გრძნობდა კიდეც როგორ მეტად გაღვივებულიყო ღრმად გრძნობები და ისიც იცოდა, რომ სალომეს პირველივე სიტყვები იქნებოდა ვერ გიტან, ვერ წარმოედგინა რამდენ რამეზე უნდა ეფიქრა, ან როგორ მოხდებოდა ყოველივე, მიუხედავად ამისა არსად წასულა, ეზოში იჯდა საათობით და ელოდა როდის გაიღვიძებდა სალომე.....
....
თვალის გაუხელავად მოფხიზლდა თუ არა მაშინვე დაემანჭა სახე თავი იმდენად ძლიერად სტკიოდა, გამოფხიზლებისთანავე უფრო და უფრო რომ გაუძლიერდა ტკივილი რამდენიმეჯელ მოჭუტულმა გაახილა დღის შუქზე თვალი და წუწუნ ტირილით დაიმხო ბალიში თავზე, თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო მანამ სანამ გონებამ წუხანდელი საღამოს ნაწილ ნაწილ დაფლეთილი კადრები არ ამოუტივტივა გონებაში, გიჟივით მოიქნია ბალიში სწრაფად წამოხტა საწოლზე საწოლის შესამოწმებლად იწვა თუ არა ვინმე და რომ არავინ დახვდა კიდევ მეტად ანერვიულდა, ახსოვდა საუბარი, სიცილიც, თეოდორეს შემოსვლაც და ისიც თუ როგორ შეეხო მის ჭრილობას, ახსოვდა რაღაც მომენტები მაგრამ ყველაფერი ვერ გაეხსენებინა, რამაც სწრაფად აუძგერა გული, ყველაზე მეტად შეეშინდა საკუთარი საქციელის ისე აიწეწა თმა ტირილით და სხეულზე თითქმის აკრობილი ზეწარი რომ ჩამოვარდა სხეულიდან, საკუთარი თავის შიშველის დანახვისას ელდა ეცა, სწრაფად ეცვალა სახეზე შიშისა და ნერვიულობის ფერები, თითქოს გონებაც გადაეკეტა უცებ, მოხრილმა მუხლები სხეულზე აიკრო ისე წაივლო თმებში ხელი და ყველაფრის გახსენების ცდებთან ერთად დაიწყო ტირილი, ამავდროულად თეოდორეს ვერც კი ადანაშაულებდა, საკუთარ თავს ლანძღავდა მაგრამ თან თეოდორესაც, ფიქრები რომ უბრალოდ ასე მარტივად მიატოვა თეოდორემ თავიდან არ შორდებოდა, ღელვისგან იხოკავდა სახეს ფრჩხილებით და ნერვოზულად ქანაობასთან ერთად ტიროდა უხმაუროდ, თითქოს მისი დანაშაულის გლოვასთან ერთად არავის უნდა გაეგო ეს მისი საქციელი და მაინც როდემდე გააგრძელებდა ამოწითლებული თვალებით შიშველი წოლას, ნელა წამოდგა საწოლიდან ისე მოიხვია თეთრი თხელი გრძელი ხალათი ცრემლებიც კი არ მოუწმინდავს მრავალი ცვალებადი ფერებით გავიდა ოთახიდან და სხეულზე ისე იფარავდა ხელს თითქოს შიშველი ყოფილიყო, თითქოს ხალხი ჩამომწკრივებულიყო დერეფანში და წარბ შეკრული თვალით უყურებდნენ გამოსულს, კიბეებზე სვლასთან ერთად არ შეეძლო გაჩუმებულიყო უნებურად ებრიცებოდა ტუჩები და ცრემლებიც ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა, ისე ნელა და აკანკალებული ჩადიოდა არც თავად იცოდა სად მიდიოდა, თუმცა წყლის დალევა თითქოს აზრზეც კი მოიყვანდა, აკანკალებული ნაბიჯით ჩადგა ბოლო საფეხურზე ფეხი და კედელს რომ გასცდა ხმაურზე გაიხედა წინ, წამით შეცბა თეოდორეს დანახვისას წყლის სავსე ჭიქით ხელში, უცნაურად აათვალიერა მას რომ არ ელოდა და ხელახლად დაებრიცა ტუჩები,
- სალო?
გაკვირვებული, შეშფოთებული და მღელვარე ხმა ერთდოულად ამოუშვა თეოდორემ და ჭიქა სწრაფა დააბრუნა მაგიდაზე, უმალ წამოდგა და შეცვლილი ტირილისგან შეცვლილ და დაღლილ სალომესკენ სწრაფად დაიძრა,
- რა მოხდა?
მის წინ ჩამომდგარმა სწრაფად მოიქცია მისი სახე ცალ ხელში ცალი ხელით კი მხრებზე მოხვია ისე თითქოს მალე წაიქცეოდა
- შე....მეშვი...
ტირილის სლუტუნისგან გაწყვეტილი ხმა ამოუშვა სწრაფად ისე ჩამოიშორა გვერდიდან და ახლა ტიროდა, მოწოლილი ემოციისგან წასული რომ არ უნახავს თითქოს გაეხარდა კიდეც მისი დანახვა
- რა მოგივიდა?
კიდევ ერთ ნერვიულობის კითხვაზე შეუტრიალდა სალომე თავ ჩახრილი და გაუაზრებლად მიარტყა ხელი მკერდზე, რაც უცებ მოაგონდა რომ უნდა ეთქვა ის ამოისლუტუნა სავსე თვალებით
- ეს არ უნდა გაგეკეთებინა!..
ხელთავიდან დაარტყა ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიტყვის მერე და თან ხმა არ ამოუღია თეოდორეს თბილ ხელზე, რომელიც ცრემლების მოსაწმენდად შეეხო,
- რა გავაკეთე?
წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა
- ასე არ უნდა ვიქცეოდე, ცხადია ეს მინდოდა მაგრამ არ შემიძლია! მას მერე?! იმის შემდეგ რაც მითხარი რომ მათ არ გავდი? სერიოზულად?!
ხმამაღლა ამოიტირა დამანჭული სახით ტირილისგან და სულს ძლივს ითქვამდა ბოლო ხმაზე ღრიალის შეკავებისგან, თავ ჩახრილი ცდილობდა სათქმელის თეოდორესთვის მიხვედრას და ცდილობდა მოეშორებინა შიში, რომლისაც ისედაც მთელი ცხოვრება ეშინოდა " მიტოვების შიში"
- მოიცა, მოიცა,.... დამშვიდდი ნუ ტირიხარ,
მას შემდეგ რაც მიუხვდა სალომეს, უკვე თავისუფლად მოუსვა სახეზე თბილად ხელები და ეცადა დამშვიდებულისთვის შეეხედა რადგან ნერვიულობა მოეშორებინა მისთვის, აღარ აპირებდა რამის ზედმეტად გაწელვას ისედაც დიდხანს წელავდა ისედაც დიდხანს აწვალებდა მის წინ მდგომს, გარდა ამისა მისი სიტყვების მიუხედავად "მძულხარ" თითქოს იცოდა კიდეც სალომეს გრძნობები და ამაში მეტად დარწმუნებასაც აპირებდა,
- კარგი რა!
უიმედოდ გადააქნია თავი როცა თეოდორემ აიძულა თავი აეწია და მისთვის შეეხედა,
- მომისმინე გოგო! აქ ვარ ვერ მხედავ?
მკაცრად გააჩერებინა თავი და ხმა გაკმენდილს, რომელიც ტირილთან ერთად ჰაერსაც იკავებდა მშვიდად ჩახედა თვალებში,
- შენ თუ იმაზე ღელავ გუშინ მიქარე თუ არა, შეგიძლია დაწყნარდე! უბრალოდ გკოცნიდი ეგ იყო და ეგ,
მშვიდად აუხსნა მოკლედვე და სალომეს თვალებიც წამშივე იცვალა გაკვირვებული მზერით, ხან ერთ ხან მეორე თვალში ახედავდა ხოლმე თეოდორეს და ცდილობდა აუჩქარებლად ესუნთქა შეკავებისგან დაგროვილი ჰაერის გამო, არაფერი არ მოხდა მას შემდეგ რაც ის აკეთებდა? უფრო გაუკვირდა თეოდორეს სიტყვები ვიდრე ეთქვა, რომ ამას ვერ შეძლებდა
- არ გეტყვი შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა, მაგრამ....
ღიმილი გაეპარა ლაპარაკშივე და სალომემაც დიდი ნერწყვის გადაყლაპვით გადაიქნია ისევ "აუუს" ძახილით თავი, ამავდროულად მისო რაღაც ნაწილი დაწყნარდა კიდეც ოსე განაგრძო სლუტუნი
- კაი კაი მისმინე, არ იტირო ოღონ დავსხდეთ რა, და ისე
ფრთხილად ჩაავლო ხელი ძლიერად შეკრულ ხელში და წინ წასულმა თან გაიყოლა, დამჯდარს გვერდით ახლოს მიუჯდა და ეცადა ფიქრებში დალაგებული სიტყვებით გაეგრძელებინა,
- კაროჩე, გუშინ....
- გუშინ გუშინ, ცუდად იწყებ ძალიან ცუდად,
სახის დამანჭვასთან ერთად ამოიტირა ისე აარიდა მზერა და ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები
- გოგო ნუ ტირიხარ ესე უაზროდ! ვაფშე რას სვამდი? ჩემთან რა დღეში ხარ არაფერი არ მომხდარა და გასართობად წასული რო უკან არაფრის გარეშე არ გამოგიშვებდა მაგას ვერ ხვდებოდი?!
გაბრაზება ვერ დამალა ისე გადაიწია წინ და ფეხებ გადაშლილი მჯდომი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო,
- სხვასთან არაფერს არ ვიზამდი
შეყვირებასავით გამოუვიდა ისე წამოიწია თავადაც
- მაინდამაინც ჩემი შეცდენა გინდოდა?
- აუ დაახვიე
- უზრდელისგან სხვას რას უნდა ელოდო!
უკმაყოფილო მზერით გახედა და წარბების აწევით გაუქნია თავი
- მიხარია ქალის უნახავად რომ არ იქეცი წუხელ და ისიც გამიხარდება თუ საერთოდ ამოიგდებ თავიდან,
ცრემლების მოწმენდით წამოდგა სწრაფად და თითქოს ჩამოშორებაც უნდოდა, სწრაფად ჩაავლო წამოწეულმა თეოდორრმ მაჯაში ხელი და დივანზე დაბრუნებულმა ინერციით ჩაისვა კალთაში,
- ჯერ მოიცა,
ყურთანვე ჩაჩურჩულა და სალომეც უხეშად და სწრაფად რომ წამოდგა მოსო კალთიდან ისევ მის მკაცრ ზიზღის მზერას გაუსწორა თვალი,
- რა ჯანდაბას აკეთებ?!
უხეშად დახედა ისე თითქოს მისთვის სახეშიც უნდა გაერტყა, მშვიდად წამოდგა თეოდორე და სალომეს მზერამაც ქვევიდან ზევით გადაიტანა მიმართულება, სწრაფად იცვლიდა მზერას ხან მამაკაცის ერთ ხან მეორე თვალში
- ასე იცით გოგოებმა, გააკეთებთ და მერე ფიქრობთ რომ დავიწყებაც მარტივია მითუმეტეს ამის,
მშვიდად დახედა სალომეს და მანაც ძლიერად ჩამოისვა სახეზე გაღიზიანებულმა ხელები
- ახლა მეტად მარტივად შეძლებ ცხოვრება გამიმწარო გილოცავ, იცი რა?!
- რა?
კმაყოფილმა გაქუნია თავი კითხვის ნიშნად და მის პასუხს დაელოდა, ამავსროულად კი საერთოდ არ აძლევდა სალომე იმის საშვალებას რომ რისი თქმაც სურდა საბოლოოდ ეთქვა
- რაც შენ გამოჩნდი მას მერე! ისეთ სისულელეებს ვაკეთებ რასაც არასდროს გავაკეთებდი! ვერ გიტან იმიტომ რომ შემცვალე! ვერ გიტან იმიტომ რომ არ შემიძლია მაგ შენ დამპლურ ცინიკურობაში მოგიგო, ვერ გიტან იმიტომ რომ შენთან ბევრი მივქარე და ვერ გიტან იმიტომ რომ.....
- იმიტომ რომ სიმპათიური ვარ და მოგწონვარ!
თითქოს გულწრფელად გაუღიმა თუმცა ის ცინიკურობა რაც იმ ღიმილში იყო ზედმეტად აღწევდა სალომემდე
- ვერ გიტან!
ისევ ბრაზისგან ამოთქვა იმის მოლოდინში, რომ კიდევ ზედმეტი დამცირებების ატანა მოუწევდა,
- რა დამთხვევაა,
შეცხადებით დახედა მის ბრაზიან მზერას ისე მოიქცია მისი სახე ხელებში უხეშად
- მეც იმდენად მძულხარ, რომ ზედმეტის უფლებას გაძლევ, აიი იმდენად ვერ გიტან რომ სიჯიუტეში, ეჭვიანობაში და ს*რობაშიც კი გადამდის,
თავად იზიდავდა სალომეს თავისკენ და იმდენად გულწრფელად საუბრობდა სალომეს სასაცილოდ გაოგნებული მზერაც კი არ მოქმედებდა მასზე, დაიბნა სალომე, რადგან მისი 'მძულხარ' ძალიან უცნაური ოყო და საერთოდ არ გავდა იმ ემოციით ნათქვამს, რომლითაც ზოგადად ხმარობენ
- იცი როგორ დავიღალე? მართალია მომწონდა ხოლმე შენთან ჩხუბი, მაგრამ ბოლოს როცა ვიცოდი როგორ გტკენდი, ეს მძულდა, დავიღალე მსგავსი ჩხუბებით აი იმითაც ისე შეხება რომ არ შემიძლია, როგორც რეალურად მინდა,.....
იცი როგორ მინდა?
თავის გაქნევასთან ერთად დაუსვა კითხვა სალომეს, რომელიც ანერვიულებული იდგა და ახლა იმაზე ნერვიულობდა რამე არასწორად არ გაეგო, ამავდროულად კი გული ამოვარდანზე ჰქონდა, ფიქრები, რომ ახლა მისი საოცნებო დღე დგებოდა თავიდან არ შორდებოდა
- ვერ.... ვერ ვხვდები.... ან რა ან როგორ?
ბლუყუნით დაიწყო საუბარი გაურკვევლობაში მყოფმა და მაშინ გაეღიმა თეოდორესაც,
- როგორ? აი ასე....
ფრთხილად დაიხარა მისკენ ისე მიაკრო ტუჩის კუთხეში ტუჩები, ფრთხილად გადაინაცვლა თვალებზე, შუბლზე, საფეთქელზე, კისერზე და ახურებულ ტუჩებზეც ფრთხილად შეახო ბაგეები,
- აი ასე,
ტუჩებთანვე ამოილაპარაკა დაბალხმაზე და სიტყვების გაგრძელება დაეზარა მის ბაგეებს, რომ შეახო თუმცა იძულებული იყო ბოლომდე ეთქვა, კიდევ ერთხელ დააცრა ბაგეებზე ნაზად დახორკლილ სალომეს და ეცადა თავი მოეთოკა
- სხვათაშორის ისიც მინდა ხოლმე გითხრა როგორ მძულხარ,
მორცხვად ჩაიღიმა ისე აარიდა თვალი სალომეს და ეცადა ისევ გაეგრძელებინა
- გუშინ მეკითხებოდი მაშინ როცა შენს უკან გოგო იდგა მე რატომ მიყურებდიო,
ვერ წარმომედგინა შევხებოდი სხვას როცა ის ვინც მიყვარდა და ის ვინც მინდოდა ჩემს მოპირდაპირედ იდგა, შეხებაც კი ვერ შევძელი ის ღამეც ტანჯვა იყო, შენი მზერის მერე.....
ყველა მის სიტყვას ისე დეტალურად უსმენდა, მისი ერთი სიტყვისგან სამ წინადადებას აწყობდა, მაგრამ ყველას მხოლოდ ერთმა სიტყვამ დაუკარგა აზრი, "მიყვარხარ" მძულხარს მაგივრად, აუღწერლად უცნაური შეგრძნებებით შეივსო დიდ ნერწყვებს ყლაპავდა და წარბებიც ბედნიერების შეკავებისგან შეეხარა, არც თავად ეგონა ოდესმე კიდევ თუ გაახარებდა რამე, არა გააბედნიერებდა უფრო, კიდევ მეტად დარწმუნდა თავის გრძნობებში მას მერე რაც დემეტრემ აუხსნა, რომ კი არ სძულდა არამედ უყვარდა, მხოლოდ ის ერთადერთი უტრიალებდა გონებაში სიტყვა "მიყვარხარ" ისე გაეხსა წარბები უნებურად თვალებიც მეტად ეცვალა, ისე აცეცებდა მის თვალებში სწრაფად
- გუშინ მინდოდა მეთქვა, მაშინ როცა არ მაცადე და ისე შეიცვალე წამით გადავიფიქრე კიდეც, ვაფშე ვერც ვამბობდი,
უხერხულად მოისვა კეფაზე ხელი და სალომეს თავჩახრილ ჩაღიმებას დააკვირდა, რომელიც კარგის ნიშანი იყო და თავადაც მეტად მოიპოვა სიმშვიდე მას მერე რაც ძლივს გამოტყდა გრძნობებში
- ამბობენ მთვრალი ხალხი ყველაზე გულწრფელები და რეალურები არიანო...
- ანუ რას მეუბნები?
ძლივს ამოიღო ხმა სალომემ და ინტერესით შეხედა თვალებ შეცვლილმა, უფრო გადიდებულიყო, სითბოთი და სიყვარულით შეცვლილიყო ისიც და სულ აღარ ახსოვდა თავის ძლიერი ტკივილი
- მიდრეკილება ვნებიანი ურთიერთობისკენ გქონია და არცერთხელ არ შევმცდარვარ,
სიცილის ამოაყოლა და მოსალოდნელი საფრთხისგან თავ დასაცავად წაიწია უკან, თუმცა ერთ კაციანი დივნის უკან დგომა ვერ გათვალა და უნებურად გადაეშვა მასზე,
- გაები? თავხედო!
კმაყოფილმა შემოიწყო დოინჯები, ისე დახედა წარბების ათამაშებით და უწინდელი ღელვაც სულ გაქრობოდა ყველანაირი შიშიც მასთან ერთად და უბრალოდ ბედნიერიც იყო იმ ყოველივეთი რაც მოისმინა,
- არა, შენი დასჯა მაქსიმუმ კოცნა იყოს, ან საწოლში ჩათრევა და მე თანახმა ვარ
ღიმილით გასცა პასუხი და სალომესაც უცებ ჩამოეშალა სახე,
- ამ ყველაფერს ის კომპლექსიანი ბიჭი მეუბნება ვინც სიტყვა მიყვარხარსაც ვერ ამბობს?
სახის დამანჭვით უთხრა ისე გადაიწია შორიდან მისკენ სიტყვერი დაცინვით და მის სიტყვებზე უმალ წამოდგა თეოდორეც,
- გითხარი რომ მიყვარხარ, ვერ დაკმაყოფილდი?
მშვიდად შეამცირა პატარა ნაბიჯებით მანძილი და სალომემ რომ თავი უარის ნიშნად გაუქნია ნაზად დაიხარა მისკენ, ყურთან ნელა მიუტანა ტუჩები და დაბალ ხმაზე დაბოხებული ხმით გამოცრა სიტყვები
- მიყვარხარ
ჯერ თბილი ჰაერისგან, რომელიც მის ყურს მისწვდა, მთელი სხეული დაეხორკლა და შემდეგ თბილ ჰაერს მოყოლილი სიტყვებისგან ისე გააცია და გაახურა ერთდროულად ძლივს შეაკავა სხეული რომ მასში აფრენილი პეპლები გარეთაც არ გამოფრენილიყო,
- მიყვარხარ ლამაზო, მიიყყვვააარხაარ,
თვალებში ჩახედა თუ არა ღიმილით გაუმეორა კიდევ ბევრჯერ სიტყვები და სალომემაც ვერ შეძლო ღიმილის დამალვა, ყურებამდე გაკრეჭილი უსმენდა თეოდორეს და მისი სიტყვების დამთავრებისთანვე დაბალი ნოტით დაწყებული სიტყვები სწრაფად აამაღლა
- მეც, მეც, მეეც
სრაფად გადაიქნია თავი უკან სიცილით და თეოდორეც ღიმილით აკვირდებოდა შეცვლილს
- თურმე რა მარტივი ყოფილა,
თქვა და ღიმილით გაშალა ხელები სალომეც მაშინვე ფრთხილად მოეხვია ისე აეკრო სხეულზე ღიმილით და დიდხანსაც გასტანდნენ რომ არა თეოდორეს ტელეფონი, უკმაყოფილოდ მოშორდა სალომე და არც შეუმჩნევია უკმაყოფილება, ღიმილით შეხედა მის ტელეფონს და თეოდორემაც უხერხულად უპასუხა, მის ყურებასთან ერთადვე ჩამოჯდა სალომე დივანზე და მკლავებ ახლართული დააკვირდა ღიმილით
- ქალაქში არ არი ვაჟა, შეეშვით და რო ჩამოვა მიხედავს ხვალ ჩამოდის ისედაც...
მის საუბარსაც მშვიდი მზერით აკვირდებოდა სალომე და თან აზრი გამოჰქონდა, თან იმაზე ფიქრს ვერ წყვეტდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა
- დრო თუ მქონდა გამოვალ,
მოკლედ გასცა ისევ პასუხი ტელეფონში მოლაპარაკეს და რამდენიმე მისი სიტყვის მერე დაემშვიდობა, საქმიანად ჩაიდო ტელეფონი შარვლის ჯიბეში და მაყურებელ სალომეს შეუტრიალდა,
- არ წახვიდე რა,
უხმოდ მაყურებელს უთხრა თხოვნის მზერით სალომემ და თეოდორეც ღრმად ამოსუნთქვასთან ერთად მიუჯდა გვერდით ისე მოხვია ხელი,
- არ წავალ,
დასტურად ამოილაპარაკა და სალომე რომ მიეხუტა კომფორტულად გადაწვა მასთან ერთად, ხელები ძლიერად მოხვია და თბილად შეახო ბაგეები თავზე......
......
- რატი გაიღვიძე რა!
დაბალხმაზე შეარხია ისე გააღვიძა მაშომ რატი რომელიც კრუსუნით გამოხატავდა გაღვიძებისგან უკმაყოფილებას და ეცადა გამოფხიზლებულიყო, ამავდროულად უცებ მომდგარი ფიქრებიც განზრახ აასრულა
- რა ხდება ლანა?
თითქოს ძილ-ბურანშივე ამოიგმინა და გვერდი იცვალა
- ვინ?
კბილებში გამოუცრა შეცხადებული მზერით და სწრაფად ჩაავლო თმაში ხელები მაშომ ისე მოწიწკნა თმაც და მასთან ერთად აღმუვლა რატიც
- გაიღვიძე-მეთქი!
თვალები რომ დააქაჩინა რატის სწრაფად ჩაძახა ყურში უხეშად უშვა ხელი დაბღვერილი მზერით წამოდგა და ბაჯბაჯით გამოაღო კარი..
- დროზე მოწესრიგდი!
უხეშად მიაძახა ისე გაიხურა კარი ძლიერად და ბაჯბაჯით ჩავიდა კიბეებზე,
- ღმერთო, რა მინდოდა?
თავ წამოწეული გაკვირვებული აკვირდებოდა მაშოს გაბრაზებას და სინანულისგან იწვოდა,სულ რაღაც ათ წუთშივე მოწესრიგდა, დაბლა ჩასული სამზარეულოში მყოფებს შეუერთდა და ღიმილით მიესალმა ყველას თან თვალი დაბღვერილ მაშოს გაუსწორა, რომელიც სპეციალურად მისთვის ცხარე სპაგეტს პამიდვრითა და პანჩეტით აკეთებდა,
არაფერი უთქვამს უხმოდ დაჯდა ადგილას სადაც ანიშნეს შენი ადგილიაო და ისიც უსიტყვოდ აცეცებდა თვალებს მას შემდეგ რაც მის ადგილას არც საინი არც ჭიქა და საერთოდ არაფერი იდო, გემრიელად მიირთმევდნენ დანარჩენები ბარბარეს გარდა რადგან ისიც რაღაც ახალს აკეთებდა, რატი კი უხმოდ იჯდა და მაშოს ელოდებოდა, ლამაზად მოახვია მაშომ ისე გადაიღო საინზე მზადი სპაგეტი და უხეშად დაუდო რატის წინ,
- მაშო?
მორიდებით იკითხა ისე გახედა მის გვერდით ჩამომჯდარს და მაშომაც უხმოდ შეხედა მკაცრი მზერით "გისმენს " გამომეტყველებით
- მხოლოდ მე რატომ ვჭამ ამას?
წამწამები ნერვოზულად ნელა ააფახურა ტუჩების დაბრეცვით და დემეტრეს ფხუკუნზე მას გახედა,
- ცოლმა შენთვის სპეციალურად გააკეთა და უკმაყოფილო ხარ?
ცალი წარბის აწევით იკითხა ანანომ და რატიმაც სწრაფად გააქნია თავი
- არა რა სისულელეა, მადლობა,
ძალდატანებით გაუღიმა მაშოს და ისევ აფხუკუნებულ დემეტრეს გახედა რომელსაც პირი საჭმლით გამოეტენა ღიმილს ვერ აკავებდა ისე დასცინოდა, მცოდნემ მისი ჭამის შემდეგ რა მოუვიდოდა რატის წინასწარ ვერ იკავებდა ხარხარს,
რატიმ კი იდეალურად იცოდა რამე კარგი რომ არ მოხდებოდა, თუმცა ხმას ვერ იღებდა, დემეტრეს მიწოდებული ჩანგალი გამოართვა და აუჩქარებლად ჩაარჭო ჩანგალი სპაგეტს ისე დაატრიალა და უკვე მასზე დახვეული აკანკალებული ხელით წაიღო პირისკენ, დემეტრე უფრო და უფრო უმატებდა სიცილს და ცდილობდა სწრაფად გადაეყლაპა რომ არ გაგუდულიყო, მაშო უბრალოდ მშვიდად იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს უშიშრად გასინჯა რატიმ სპაგეტი და ცოტახანში ისეთი სიცხარე იგრძნო ნერვოზულად ხველა აუტყდა, წყალიც კი არსად იდო, რატი ხველებისგან იგუდებოდა დემეტრე კი სიცილისგან, მის გულიან სიცილზე ძლივს იკავებდნენ თავს დანარჩენებიც და მთელი ძალით ცდილობდნენ არ გასცინებოდათ, რადგან მაშოს თხოვნა იყო, რომელიც დემეტრესთვის შეუსრულებელი აღმოჩნდა,
- არ მოგწონს?!
წარბების აწევით გახედა ძლივს გასწორებულს თვალები რომ ჩაწითლებოდა და სახეც სწრაფად ახურებოდა პომიდორივით აწითლდა ისე დაუწვრილდა თვალები და ნატანჯი მზერით გახედა მაშოს კითხვისას
- უგემრიელესია,
ძალდატანებით გაიცინა და ჰაერით ცდილობდა წვის დახშობას,
- მიირთვი,
მშვიდად მიუთითა საჭმელზე მაშომ და მანაც უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა ყელში,
- მაშო ძაან გემრიელია მაგრამ, სხვა....
სიტყვის დასრულება არ აცადა მაშომ ისე მიუტრიალდა
- ანუ არ მოგეწონა და არ ჭამ?
კიდევ ერთხელ იკითხა და მოქმედებესითვისაც მზად იყო რომელსაც წინასწარ გეგმავდა,
- არა, არა ასე არ......
ისევ არ დააცადა სწრაფად გადამრჩენელი სიტყვების წამოძახება საინი წინიდან აართვა და მთელი სპაგეტი თავზე დაამხო, ცარიელი საინი წინ დაუდო და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, დემეტრე კვდებოდა სიცილით მხოლოდ და რატის ნერვებზეც ზედმეტად მოქმედებდა მისი დაცინვა, ღრმად ამოიხვნეშა ისე მოიშორა თავიდან საჭმელი და დემეტრეს ბოროტი მზერით შეხედა, ნელა წამოდგა მობეზრებული მზერით და სპაგეტიც ხელში კარგად მოეთავსებინა, კარგ მომენტში ძლიერად წაავლო დემეტრეს ცალი ხელი კისერში და ცალი ხელით სპაგეტი ძალით ჩაუდო პირში, სწრაფად ეცვალა დემეტრესაც ხასიათი წინააღმდეგობაც გვიანი აღმოჩნდა ისე აფურთხებდა სპაგეტს და ახლა რატი ახარხარდა ძალით რომ მისთვის დაეცინა ისე გაყვა მაშოს,
- ახვარო!
ბრაზისგან დააწია სიტყვები დემეტრემ და ამწვარი ენის სალფეთქით წმენდა დაიწყო....
მათი ოთახი რომ ჩაკეტილი დახვდა, ჯერ აბაზანაში შევიდა რატი ისევ ხელთავიდან მოსაწესრიგებლად და უკვე მზად მყოფმა ძლივს გააღებინა ყვეწნის მერე მაშოს კარები,
- თავადაც ხომ მიხვდი რო განზრახ ვთქვი ის სახელი?
მისი დანახვისთანავე დილის ამბავი გაახსენა და საწოლზე ჩამომჯდარ მაშოს გვერდით მიუჯდა,
- რა მნიშვნელობა აქვს?!
- მაშო კაი რა როდიდან გახდი ასეთი მძიმე?
- კიდევ მე გავხდი? რა ლანა მეღადავები?
- შენ გვერდით ვარ და როგორ ეჭვიანობ მე რო სადმე წავიდე აზრზე ხარ რა მოგივა?
- ხოდა არ წახვიდე და არ ვეჭვიანობ
მშვიდად გახედა და რატიმაც მაშინვე მოხვია ხელი ისე გადაწვა მასთან ერთად საწოლზე,
- შენც წაგიყვან
მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და მაშოსგან ნაზად გარტყმული სილაც მიიღო, გაკვირვებისგან ეცვალა სახე წამით
- მომინდომა ლანა,
მაშოს სიტყვებზე სიცილი ვერ შეიკავა და კომფორტულად მოიმწყვდია მკლავებში.....
.....
ყველაფერი იცვალა თითქოს, სამყაროსაც შეეცვალა ფერები და საერთოდ სრულიად შეიცვალა შეხედულებებიც და ამისთვის ბევრი რამე არც ყოფილა საჭირო, იმისთვის რომ ახლა დივანზე მშვიდად ერთმანეთზე ჩახუტებულები მსხდარიყვნენ, მხოლოდ რეალური ემოციების გამჟღავნება იყო საჭირო,
დივანის საზურგეს კომფორტულად ეყრდნობოდა კმაყოფილი თეოდორე და მასზე მიხუტებულ სალომეს თითებს აწვალებდა და მაინც რამდენი ხანი ისხდნენ მშვიდად და რამდენჯერ გაპარვიათ ბედნიერების ღიმილი ახალი ურთიერთობის გამო...
- მშია,
სწრაფად წამოიძახა სალომემ ისე ახედა თეოდორეს და ფრთხილად წამოიწია,
- შემჭამე რავი,
მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა მოულოდნელ სალომეს სიტყვებზე და სალომეც მაშინვე დაეჭყანა სრულად მოშორდა და ფიქრებთან ერთად წამოდგა, თუ რა გაეკეთებინა,
- ფრიტატას გავაკეთებ კარტოფილის ჭიქაში დაააა ქათამსაც მონადირულად სუპერი იქნება
გემრიელად გააწკლაპუნა პირი და საყვარელ ემოჯს დაემსგავსა,
- ეს იტალიელობა ვერ ჩამოგშორდათ,
ბუზღუნ წუწუნის ხმით წამოდგა თეოდორეც და წინ წასულს მიყვა
- გინდა დაგეხმარო?
სამზარეულოში შემავალს დააწია სიტყვა და სალომემაც უცებ აჩვენა თითებით გაკეთებული გული
- მინდა,
კმაყოფილმა გასცა პასუხი და უკან გამოვარდნილმა თმის წკაპის ძებნა დაიწყო, სრაფად მოიხვია თმა ისე აიწია მაღლა, მზარეულობისთვის ყველანაირად მოემზადა და მშვიდად შევიდა სამზარეულოში,
- ხალათი მომაწოდე რა,
თითის გაშვერით ანიშნა სად იყო დაკიდებული და თეოდორემაც სწრაფად ჩამოხნსა თუ არა მალევე მიაწოდა,
- ვსო უნდა დაიწყო?
- ჰო აბა დაიცა ჯერ ფილე გავალღო, ცხელ წყალში,
თითის დაქნევით დაფიქრებასთან ერთად სწრაფად მივარდა მაცივარს და ქათმის დიდი გაყინული ფილე გამოიღო,
თეოდორეც წამით მოსაწესრიგებლად გავიდა და შემოსულს მაშინვე ხალათი ჩამოაცვა კისკისით თავზე,
- აუ გიხდებაა,
კეთილი შურის თვალებით აათვალიერა და სიცილიც არ შეუკავებია, თეოდორეს შეფერებაზე....
კარტოფილის გათლით დაიწყეს ჩვეულებრივ, მზადება და გათლილ კარტოფილს თეოდორეს აწვდიდა სალომე რომ სქლად გაეხეხა, ამავდროულად თეოდორე იმას ყვებოდა როგორ ჭამდა მთელი ბავშვობა შესაწვავ დამარილებული კარტოფილის ნაჭრებს,
სალომეც კისკისით უსმენდა და თან აკვირდებოდა სწრაფად რომ გამოსდიოდა თეოდორეს მზადება,
- ლიმონის წვენიც რა და სითეთრეს არ დაკარგავს,
უკვე მზად დახეხილ კარტოფილზე ანიშნა და შორიდანვე ესროლა ლიმონი ისე მიენდო თავად კი შემდეგში დაჭირვებადი პროდუქტების გამოლაგება დაიწყო, თეოდორეს არაამქვეყნიურ ხმებზე გახედა სახედამანჭულს, რომელიც პირს ამჟავებუსგან აწკლაპუნებდა და თვალებს ძლივს ახელდა,
- მჟავეაა,
- შენ ენას კიდევ ეგ უნდოდა?
სიცილით მიუახლოვდა სალომე ისე აართვა ლიმონი და ბარემ წვრილ წვრილებად დაჭრა, კიდევ მიაწოდა ნაჭერი თეოდორეს
- არა ჯიგარი ხარ არ მინდა,
ჯერ ისევ წესიერად ვერ გაეხილა თვალი,
- ოოო მიდიი,
ძალით შეუძვრინა ნაჭერი ტუჩებს შორის და ხელთავიდან აამჟავა სიცილით , თავადაც გემრიელად შეექცა ისე თითქოს მანდარინს ჭამდა,
- გაყინული იცი რა გემრიელია?
გაკრეჭვით გახედა და ფილე ცხელ წყალში აატრიალა,
- თურმე რატო გაქ მწარე ენა,
ხელების გატკაცუნებით ჩამოაყალიბა აზრი თითქოს საიდუმლოს ფარდა ახადა და სალომემაც სწრაფად მიარტყა თეძო,
- მაგდენ ლაპარაკს გირჩევნია ფქვილი შეურიო მაგას,
ღიმილით ანიშნა გახეხილ კარტოფილზე და ფქვილის პაჭკა გადმოიღო
- ლეს გო,
მოკლედ მოუჭრა ისე გაეცალა თეოდორე სალომეს და სალომემაც თვალის ზომით დაიწყო ფქვილის ჩაყრა, ხელის შეშლა მარტივად გამოუვიდა თეოდორეს და მანაც ჯამის ნაცვლად ნახევარი ჯამის გარეთ დაყარა, სამზარეულოს ნაწილი ააფქვილიანეს და ესეც კისკისში გაატარეს
- უიმე მოუხერხებელი,
- შემიძლია გაჩვენო რა გამომდის მოხერხებულად,
ფრთხილად დადო პაჭკა მაგიდაზე ისე შემოიწყო დოინჯი,
- რა აბა?
ძალაზე დაყრდნობით გაეჯგიმა თეოდორეც, სალომემ დაყრილ ფქვილს მოუსვა მუჭი და რაც ხელში მოყვა სრულად ჩამოუსვა თეოდორეს სახეზე, ისიც პირ მომუწული გაუნძრევლად იდგა, წამით და ამ საქციელს არც ელოდა ისე გაახილა თვალები, გათეთრებულ სახეზე ვარდისფერი ტუჩები და მხოლოდ მუქი თვალები იმდენად სასაცილო ხდებოდა, ათეთრებული წამწამების ფახურით, რომ შეუკავებლად ახარხარდა სალომე მანამ სანამ, თეოდორემ სული არ შეუბერა და ფქვილი, რომელიც ტუჩებზე ჩამოყროდა სალომეს შეეყარა,
სწრაფად დახედა საკუთარ თავს, რომ ენახა გაფქვილიანდა, თუ არა და ზემდეტი რომ არაფერი ეტყობოდა ენა გამოუყო,
- მახინჯოოო
მიაყვირა თუ არა საჭმელს შეუტრიალდა ღიმილით,
- კვერცი გაკლია და შემდეგ ცხელი ტაფა უნდა დაგადო სახეზე
ახალი მოგონილი საჭმლის რეცეპტი გაუნდო სალომემ ისე გახედა და ხელახლა აუტყდა სიცილი,
- რა მაგრები ხართ ეს და ძმა,
- ჩემი ძმა რა შუაშია?
- ლიჟბი ხალხი აწამოთ,
- შენ დაიწყე მაინც რო იცოდე,
გაკრეჭილი წაიწია მისკენ და ძლიერად შეუბერა სული, ისევ ხარხარს მოჰყვა და თეოდორეც ეცადა ჯერ არაფერი გაეკეთებინა...
მანამ სანამ კარტოფილის ჭიქების ცხობა მიმდინარეობდა, ფრიტატას გაკეთება დაიწყეს, სალომეს, რომელიც ხახვის დაჭრაზე ტიროდა თავის ქნევით ააცალა თეოდორემ დანა
ისე გადაწია გვერდზე და თავად დაიწყო დანის სხარტად ხმარება,
- აქამდე გექნა დამპალო,
სლუტუნით ამოაყოლა და თავად კვერცხის გათქვეფა დაიწყო,
- მოდი ერთი შენთვისაც მაქვს,
კვერცხიანი საინით დაიძრა მისკენ ისე თითქოს მისი მასკა უნდა გაეკეთებინა მისთვის და ისიც უკან უკან დაიძრა,
- ოო მომშორდი,
- მოდიი, უნდა შეგჭამოო,
გაქცეულს აედევნა ისე დაარტყა კრუგი მაგიდას და თეოდორეც დანითვე ურბენდა კრუგებს, მერე გაანალიზა რომ დანა ეკავა და მუქარის მზერით აუწია ცხივრწინ,
- თითებს მოგაჭრი,
თავზე რომ დაადგა, მუქარის შემდეგ აუარა გვერდი, ქვედატუჩ გამოწეულს და ცხელ ტაფაზე დაყარა ხახვი,
- მზაარეეეუუულლლლ,
ხმამაღალი წაღიღინებით დატრიალდა სალომე და სულ არ ადარდებდა რა დღეში ჩააგდეს იქაურობა, თეოდორემ ხახვი ხალაპენიო და წითელი ბულგარული წიწაკა ერთ ჩაის კოვზ ზეთთან ერთად კარგად მოთუშა და სალომე მიუშვა შემდეგ,
- მწიკვი მარილი,
დაბოხებული ხმით ორი თითით რამდენიმე მარილის შეუმჩნეველი კუბიკი მოიქცია თითებში და შორიდანვე მოხრილი ხელით დააყარა, თითქოს,
- რა დააყარე გაფიცებ?
მაყურებელმა სალომემ ამოთქვა და სიცილი ძლივს შეიკავა
- მარილი
გულწრფელად გასცა პასუხი და ახარხარებულს გაკვირვებულმა შეხედა
- უნდა დაგეყარა თედო და შენ იმდენი ამოიღე თითებიდან არც მოგშორებია
- ოო გააფსი,
უკმაყოფილოდ დააყარა ხელახლა, საბოლოოდ შეწვის მერე გამოიღეს კარტოფილის ხრაშუნა ჭიქა და შერეული სუნელებიანი კვერცხით კარტოფილია ჭიქები ისევ მაიმუნობით შეავსეს,
- ვსო?
სწრაფად იკითხა ხელებ დასვრილმა და კმაყოფილმა გაატკაცუნა კისერი, ფიქრებით რომ დასხდებოდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ,
- არ რა ვსო, შედე ისევ ღუმელში 10-15 წუთი რომ კვერცხი გამყარდეს,
სწრაფად მიუთითა და თავად ხელები გაიწმინდა,
- რაამბავია,
წუწუნით შეასრულა სალომეს სიტყვები და ადგილზე გაყინულმა დაუწყო ღუმელს ყურება თითქოს მაშინვე გავიდოდა დრო და სწრაფად გამოიღებდა,
- თედორეე, მიდი რააა დადგი ფილეეც,
წუწუნით არ აცადა შესვენება თეოდორეს თავად კი მკლავებ აკაპიწებული რეცხავდა დაგროვილ ჭურჭელს, ბუზღუნითვე შემოდგა პატარა ქვაბი და ბუზღუნითვე გადაატრიალა ქურის პნოპკა ისიც სწრაფად აინთო და უკვე განთავისუფლებულმა მშვიდად დაუწყო ყურება სალომეს
- ბოლოს სამზარეულოში მუსიკების გარეშე როდის ვიყავი არ მახსოვს, საქმეს ამოაყოლა სალომემ ისე გახედა თეოდორეს,
- რატო საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გეშინოდა?
- არ ნიშნავს მუსიკების მოსმენა იმას, რომ რამის შიში მაქვს,
- ერთი პერიოდი მეც მასე ვფიქრობდი,
ღიმილით წავიდა მისკენ ისე შეამცირა მანძილი და საუბართან ერთად აეკრო სალომეს ზურგიდან, ნაზად მოხვია ხელები, რომ თან შეძლებოდა საქმის კეთება და დახრილი მის კისერთანვე საუბრობდა
- არაფერს რომ არ ვუსმენდი, ერთადერთი საკუთარ თავთან დიალოგი მიწევდა და საშინელება იყო ხოლმე იმდენად, დამღლელი და ხისთავიანია, იმდენ რამეს გიჩიჩინებს ეშმაკივითაა, მეორე მე და ყოველთვის ვცდილობდი ამერიდებინა თავი რამე ნებისმიერით,
- ალბათ მეც მასე ვიყავი,
- და კიდევ, საკუთარ თავს არასდროს ებრძოლო, ბოლოს მაინც წაგებული დარჩები,
ნაცნობ სიტყვებზე სწრაფად ახედა სალომემ გაკვირვებული კითხვის ნიშნის მზერით და თეოდორემაც მშვიდად დახედა ჯერ პირდაპირ შემხვედრ ბაგეებს და შემდეგ მის ლამაზ თვალებს ჩააჩერდა,
- საიდან ეგ?
სწრაფად დაუსვა კითხვა და მანამ არ მოაშორა მზერა სანამ პასუხი არ გასცა,
- გამოცდილი მაქვს,
მშვიდად დაუბრუნა პასუხი და სალომემაც უხმოდ მოაშორა მზერა ისე განაგრძნო ჭურჭლის რეცხვა, თეოდორეს ხელებს დახედა ღიმილით მუცელზე რომ ძლიერად შემოეჭდო მალევე თეოდორეც რომ მიეხუტა და ნაზად აეკრო, გატრუნული აქაფებდა ჭურჭლის ღრუბელს.....
- მშია
ახლა თეოდორემ ამოიწუწუნა ისე ეკვროდა ისევ სალომეს
- შემჭამე რავი,
მზგავსად გაიმეორე თეოდორეს სიტყვები სალომემ და ღიმილით ახედა ისე გამორთო ონკანი
- შეგჭამო?
კითხვაზე ისევ ჩვეულად დახედა ბაგეებს და პასუხად რომ სალომემ გაუღიმა, ნაზად წაავლო ყელში ხელი ისე წვდა ტუჩებზე, უნებურად შემოტრიალდა სალომე და უნებურადვე საცრის ოდენა გაუხდა თვალები, თეოდორეს ვნებიან კოცნაზე სხბადასხვა გრძნობის მოთოკვა შეუძლებელი უხდებოდა, კოცნასთან ერთად დაასრიალებდა ცალ თავისუფალ ხელს თეოდორე მის შიშველ ზურგზე და უკვე თხელი ხალათიც მალევე გაიხსნებოდა მის ტუჩებთანვე ჩაეცინა სალომეს, ისე დაიწყო ზმუილი, რომ თეოდორე მოშორებოდა,
- გეყოფაა,
წამით რომ მოსწყდა მის ტუჩებს სწრაფად ამოაყოლა სიტყვები თუმცა ისევ დაკავდა, მკლავზე რომ რამდენიმეჯელ ისევ ზმუილით დაარტყა ხელი, ბუზღუნით მოშორდა თეოდორეც და ყურადღების და ემოციების გადასატანად კისერში დაწვდა უეცრად,
- გადაგცდები,
სიცილით ამოაყოლა სალომემ და ღრმად სუნთქვას მოჰყვა, ამავდროულად კი კისერზე დატოვებული სველი კოცნისგან მთელ სხეულში გააცია....
საჭმლის სრულად გაკეთებამდე მიალაგა სამზარეულო, იმედიანად დაწმინდა ყველა კუთხე და ხელახლად მზად მყოფმა ქათმის მოქაფვა დაიწყო, თეოდორეც დიასახლისივით ტრიალებდა სალომეს მითითებებით, ღუმელიდან გამოღებულმა საჭმელმა სწრაფად შეავსო ოთახი ორთქლითა და უფრო მკვეთრი სურნელით, სპეციალურ ლანგარზე ჩამოდო თეოდოდორემ ცხელი კარტოფილიანი კეცი, რომ მაგიდა არ დაეწვა და იმის ლოდინი თუ როდის გაცივდებოდა უზომოდ ეზარებოდა,
- აუ სალო ეგ როდის მოიხარშება, რა ძალა გედგააა?
მის მაგივრად მობეზრდა თითქოს კეთება და წუწუნიც ამოაყოლა ამ ყოველივეს,
- რაიყო, ესეც იყოს ჩემი თავის ხო ვიცი არა...
მხრების აჩეჩვით დახედა ქვაბს და მისი კეთება განაგრძო, რაღაც დროც გამონახა რომ გემრიელი ნახელავი გაესინჯათ, მხიარულად ერთმანეთის წინ ჩამომჯდრები, სინჯავდნენ მათ შედევრს და თეოდორეს კრუტუნზე სიცილს ვერ იკავებდა სალომე.... ღიმილით გაუწოდებდნენ ხოლმე ერთმანეთს ჩანგალზე წამოცმულ ლუკმებს და ღიმილითვე აკვირდებოდნენ ერთმანეთს, სასიამოვნო საყურებელიც კი იყო, მათ თითოეულ მზერაში რომ იკითხებოდა ძლივს გამოხატული სიყვარული..... შემდეგი საჭმლის კეთებაც არ აცადა თეოდორემ, ხშირად შემოხვევდა ხელებს და უხმოდ ეხუტებოდა ხანგრძლივად, ხან სალომეს ლამაზ კისერს დაწვდებოდა ხოლმე ხან ერთ ხან მეორე მხრიდან.....
......
სახეზე ისვამდა თეოდორე დამანჭული სახით ხელებს და ადგილები სტკიოდა სადაც ცოტახნის წინ დემეტრეს გაქანებული მუშტი მოხვდა, თავად დემეტრე კი მშვიდად იწმენდდა მუშტს და მშვიდად ათვალიერებდა თეოდორეს
- ესეც იმისთვის, რომ დიდხანს დატანჯე,
- მეც დავიტანჯე დაგარტყა?
შეპასუხებასავით გამოუვიდა და დემეტრემ თვალები რომ დაუქაჩა ისევ ნატკენ ადგილას მოისვა ხელი,
ზოგადად ბიჭები ხომ რთულად იტანენ დის ახალ საფეხურებს სიყვარულის მხრივ, მითუმეტეს დემეტრეს მსგავსი ძმა რომ გყავს ნერვიულობაც კი შეგბოჭავდა მისთვის ეს ყოველივე აგეხსნა, მაგრამ წყვილის შემთხვევაში მეტად გამარტივებულიც კი იყო საქმე, რადგან მან უკვე იცოდა და თითქოს ნელ-ნელა ეგუებოდა კიდეც, მიუხედავად ამისა მაინც ვერ შეიკავა ის მისთვის შემონახული მუშტები, მთელი საათი და 10 წუთი ედგა და ესაუბრებოდა, ყველაფერზე რაც სალომეს უკავშირდებოდა, თუ აწყენინებდა რა დაემართებოდა, თუ მოწყენილი იქნებოდა და კიდევ მსგავსი ათასი თემა მოუყვანა მაგალითად, ისიც უხმოდ უსმენდა ისე ეთანხმებოდა ყველაფერზე გატრუნული მაგრამ ფიქრებით სალომესთან იყო და ნაწილს ვერც გებულობდა რას ეუბნებოდა, თემას გადახვეული დემეტრე.....
.....
ამასობაში კი მოლაპარაკეებმა გადაწყვიტეს კიდეც შესულიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ ახმაურებულებთან, ეზოში მწკრივზე ჩამოდებულ პუფებზე წყვილებად მსხდომები, ძველ თემებს იხსენებდნენ ცუდსაც თუ კარგსაც და ზედმეტადაც მხიარულობდნენ ან ერთადვე სწყინდათ კიდეც, ისევ და ისევ საყვარელი კადრი იყო, შესვლისთანავე ღიმილით ეცვალათ ბიჭებს სახე და თეოდორეც თავისუფლად ჩაეფლო სალომეს პუფში, ზედმეტი დაკვირვევებებით ჩაჯდა დემეტრეც და ბარბარეს რომ დახედა ეცადა ზედმეტი კონტროლიც მოეშორებინა,
- აუ გამახსენდა და ბარემ ვიტყვი რა,
ხმამაღლა, რომ დაიწყო რატიმ, სიჩუმით ჯერ ისევ წინა მხიარული ისტორიისგან გაკრეჭილები, დადუმდნენ და მხიარული მზერით დაიწყეს ახალი ისტორიის სმენა
- მაშინ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა მე და მაშოს რა და ვაჟამ სთხოვა საბუთები რო მოეტანა, კაბინეტში დავხვდი მე და რო არ მელოდა ჯერ ხო ფერი ეცვალა და სწრაფად გარდაისახა,
- ყურებს რო ჩამოყრის უცებ ხოლმე ხო,
წარმოდგენაზე სიცილით ჩაერთო ვაჟა, როცა გაიხსენა ამბის ნაწილი და ღიმილით განაგრძო მოსმენა რატის თავის დაქნევაზე,
- ნუ იქ რა მოხდა არ მოგიყვებით ყველაფერი თავზე დამაფარა, მარა იქიდანაც რო გამოვიდა წარმომიდგენია რა ცეცხლს ყრიდა, ნუ მეც გამოვედი, თან ღრმა ჩასუნთქვებს ვაკეთებ ლამის ვშობე, რო დავწყნარებულიყავი, ძაან გავღიზიანდი იმ მომენტში.... იქით-აქეთ დავდივარ რაღაცა....
ღიმილით ყვებოდა და ამავდროულად ხელებს აყოლებდა მოყოლას და მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდიდა ამბავს,
- მე მოვდივარ მაგ დროს, იმან ცხოველივით ჩამიქროლა და ეს იქით-აქეთ დადის და სახეზე წითელი ფერი ადევს თაან,
სწრაფად ჩაეჭრა ვაჟა ღიმილით მომენტის გახსენებაზე და მეტადაც დაინტერესდა რა მოხდა იმ დღეს
- ხო ნუ წავედი მეც აღარ ვაპირებდი დარჩენას და ვაჟას რო რაღაცეები ვთხოვე წამოვედი, მარა კიბეებზე მხვდება ჯერ ისევ მაშო და ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი, დოკუმენტების კარგი მცოდნეა ეგ, მარა მშვიდობა არ ყოფილა, საჭმელი მოქონდა იმას აშკარად და ამან გააყრევინა, იატაკზე ეყარა ყველაფერი და ის ქალიც ჩხუბობდა, ამან საკუთარ თავზე აიღო გადავიხდიო....
თავიდან მშვიდად განაგრძო მოყოლა რატიმ და მოყოლის პროცესში საკუთარი საქციელი რომ ახსენდებოდა თანდათან იცინოდა,
- ჩავერიე, როგორც უფროსი ზევიდან გადმოვყურებ რაღაც და მერე ის ქალი დუმდა, ეს უსვამს კითხვას რო რა იყო შეკვეთილიო დაა თანხა მითხარიო რო აენაზღაურებინა რა, არ ვაცადე იმ ქალს რაც პირზე მომადგა ის წამოვიძახე,
ხელი დაირტყა მუხლზე დასტურის ნიშნად ისე გააპარა მაშოსკენ თვალი და მაშოც უკვე აღარ იღიმოდა, ამაზე მეტად მოუნდა სიცილი და სიცილითვე განაგრძო მოყოლა,
- დამრგვალებულად 60 ლარი ჩამოვართვით იქაურობის მოწესრიგებაც გადავეცით და არც გავჩერებულვართ იქ....
ეცადა მცირედი სიცილი შეეწყვიტა რადგან, მხოლოდ ის იცინოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა რაზე უნდა გაეცინათ, რადგან სასაცილო ვერაფერი გაიგეს ისტორიის გახსენებაში, მაშო უსმენდა მხოლოდ მომლოდინე მზერით და კარგს არც არაფერს ელოდებოდა,
- ხოდა, თქვენთან ერთად ბოდიში მინდა მოვუხადო, ჩემ ცოლს...... რადგან, 28 ლარის მაგივრად 60 ლარი ავაწაპნე,
გაკრეჭვით წამოიძახა და მოულოდნელობისგან აიფარეს ხელები გოგონებმა პირზე ამავდროულად ეცადნენ სიცილი შეეკავებინათ მაშოს ძირს დაგდებულ ყბაზე და თან ხელს იფარებდნენ ტუჩებზე,
- შეეენ რაააა მზეეეე ხააარ!
თვალები მოუჭუტა ვაჟამ ისე დაუქნია საჩვენებელი თითი რატის,
- მაშო მართლა ბოდიში,
მაშოს რომ სახე არ ეცვლებოდა გარდა გაკვირვებული სახისა მას დახედა ისე დაიწყო კრეჭვა,
- შე დეგენერატო! მჭირდებოდა მე ის თანხაა.....ბოროტო, დამპალო,
- კაი რა ხო ხედავ საქვეყნოდ მოგიხადე ბოდიში,
- შემეშვი,
მაინც უხეშად კრა ხელი ისე წამოხტა პუფიდან წარბებ შეხრილი აპირებდა ადგილიდან მოცილებას, სიცილით ჩაავლო რატიმ მაჯაში ხელი და მისკენ დაქაჩა თუ არა, სწრაფად ჩაისვა კალთაში,
- სხვანაირად აგინაზღაურებ რამდენიმე დღეში გაწყობს?
მკლავზე გადაიწვინა ისე დახედა ყურებამდე გაღიმებულმა და მაშომაც პასუხი თვალის დახამხამებით რომ გასცა , თბილად მიიხუტა მკერდზე......
საღამო იდეალურად დამთავრდა, იდეალური წყვილებითა და საოცარი ურთიერთობით, მართალია ჯერ ისევ უწევდათ რამდენიმეს, ერთმანეთისგან შორს ყოფნა, თუმცა ესეც დროებითი იყო, ყველა ახალი ურთიერთობის საფეხური გამაღლდა დაიხვეწა და მეტად გამაგრდა, რაც ბედნიერების მომტანი ხდებოდა.....
- სახლში წასვლას, როდის შევძლებ ბატონო?
კბილებში გამოაცურა ქვედა ტუჩი ანანომ წელში გამართული ჩამომჯდარიყო საწოლზე და ღიმილით ელოდებოდა ვაჟას, მას შემდეგ რაც სახლში გაიყოლა ვაჟამ მერე გაგაცილევო, ახლა კი ელოდა რომელსაც უნდა გაეცილებინა, თუმცა მის სიტყვებზე კრუსუნით შემოვიდა ვაჟა ისე მიუჩოჩდა ანანოს, კრუსუნითვე მოხვია ხელი ისე გადააწვინა საწოლზე და მუხლებით ასულმა უფრო მაღლა აწია ქალი,
- ოხ ვაჟაააა!
პროტესტის ნიშნად ამოიძახა ისე იცინოდა ვაჟას კრუტუნზე,
- დავიღალეთ, ხოდაა.....
სწრაფად გადაწვდა შუქს ისე გამორთო და კმაყოფილი მიიწია ანანოსკენ,
- გეყოფა, სახლში უნდა წავიდე,
ეცადა წამომდგარიყო, თუმცა ვაჟას საგულდაგულოდ ჩავლებული ხელისგან განთავისუფლება არც ისე მარტივი იყო, რის გამოც მალევე დანებდა,
- სახლში ხარ, ანანო სახლში!
მკაცრად დახედა და სიბნელეში კარგად, რომ ვერ დაინახა წელზე უკეთ მოხვია ხელი,
- ოხ ვაჟაა,
- რა ბედი მაქვს, ჩემ ბედზე ჩამოვარდნილი რომ ხარ,
თავი გააქნია კმაყოფილმა ისე მიაკრო ტუჩები ყბის ძვალთან და ხელებითაც ნაზად მიეფერა საყვრელ ქალს ხშირად კოცნითვე.....
......
ბიჭების საუბარს ჩვეულად ზევიდან ჩუმად უსმენდა სალომე დემეტრეს ოთახში შეყუჟული, ზევიდან ადევნებდა თვალს თეოდორესაც და ღიმილით ჩამოედო რაფაზე იდაყვი, ხელში ნიკაპი მოექცია და აციმციმებული თვალებით იღიმოდა..... თეოდორე, რომ წამოდგა დასამშვიდობებლად წამში მოსწყდა ადგილს, სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე, კარები გიჟით გამოაღო და ეცადა დაწყნარებული მზერით გასულიყო გარეთ, ისე თითქოს არც იცოდა, რომ მიდიოდა, გაზმორვასთან ერთად გავიდა გარეთ და შორიდანვე მოავლო ბიჭებს თვალი, მათაც ყურადღება სალომესკენ გადაიტანეს და უხმოდ დააკვირდნენ მოულოდნელად გასულს,
- არ გძინავს შეენ?
დაბალხმაზე შეათვალიერა დემეტრემ და უხმოდ დააკვირდა პასუხის მოლოდინში,
- არა, ვიდეოს ვუყურებდი....
ჩამოშლილი თმა ყურსუკან გადაიწია ისე წავიდა მათკენ და ახალ ხმაზე, რომელიც ბარბარეს ეკუთვნოდა ხმის მიმართულებით აიხედა მეორე სართულის ფანჯარაში, სადაც ბარბარე ღიმილით იყურებოდა,
- ბაბი შენ გამო ჩამოვედი, მეგონა დემეს გვერდით იქნებოდი,
სიცილით ახედა ახარხარებულ ბარბარეს და ადგილიდან არ განძრეულა,
- ხოდაა, დემეტრეს გამოძახებაზე ვარ მარა თუ არ გცალიათ კაიი,
გაიკრიჭა უცებ და ნელა გადაყო თავი ისევ,
- ვინ გითხრა, რომ არ მცალია, დამელოდე ამოვალ,
სწრაფად გასცა დემეტრემაც პასუხი და ბარბარე კმაყოფილი, რომ შევიდა ოთახში სრულად, თეოდორეს შეხედა
- ავედი კაროჩე და გნახავ ხვალ,
- დავაი, წავედი მეც,
ძლიერად ჩამოართვა თეოდორემ დემეტრეს გაწეულ ხელს ხელი და სწრაფად წასულს გააყოლა თვალი,
- მალე დაიძინე,
გვერდის ჩავლასთან ერთად ნაზად აკრა ნიკაპზე თითები დას დემეტრემ და სწრაფად აუარა გვერდი.... უკვე მარტო დარჩენილები შორიდანვე უხმოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს, ისე თითქოს არ იცნობდნენ ერთმანეთს ან უბრალოდ გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთზე, არცერთი ინძრეოდა და არცერთი ცვლიდა უემოციო სახეს, ორივე მაქსიმალურად ცდილობდა არც შეეცვალა, თუმცა თვალები ძალზედ გამყიდველი, რამ აღმოჩნდა, წამში ჩანაცვლდა უემოციო მზერა წვრილი და მხურვალე მანათობელი სიხარულით და ერთდროულად დაიწყეს სიცილი, არაფრის გამო რომ იცინოდნენ ეს კიდევ მეტად სასაცილო აღმოჩნდა ხარხარითვე მიიწევდა თეოდორე, მოხრილი სალომესკენ, რომელსაც მუხლებზე დაეწყო ხელები მოხრილს და სიცილის შეკავებას ცდილობდა,
- რა გაცინებს?
სიცილით გასწორდა სალომე, თეოდორე რომ მიუახლოვდა და ეცადა მეტად დაწყნარებულიყო, მანაც ღიმილით შემოაწყო მკლავები მხრებზე სალომეს და საუბარშივე დახედა
- მე შენ სიცილზე მეცინება,
- კი მაგრამ შენ გაგეღიმა,
- მე მახსოვს, რომ შენ ღიმილზე გავიღიმე,
ღიმილით გასცა პასუხი, სალომეს და მის თითებს დააკვირდა, როგორ ნაზად ჩაავლო მკლავებში ხელი,
- ნუ კაი,
- კაი,
მოკლედ დაასრულეს თემა და ერთმანეთის ყურებაშივე ღრმად ერთდროულად ამოისუნთქეს,
- მიყვარხარ,
თბილად დაწეულმა მისკენ, ნაზად მიადო შუბლზე შუბლი თეოდორემ და სალომეს მის წელზე შემოხვეულ ხელებზე ჩაიღიმა,
- მეც მიყვარხარ თედორე,
ღიმილით მინაბა სალომემ თვალები და არც კი სურდა, რომ დასრულებულიყო ოდესმე ეს მომენტი, მიუხედავად ამისა თავადვე გაახსენა, რომ წასასვლელი იყო და ფრთხილად მოშორდა
- ახლა აღარ მინდა წასვლა, რატო
ჩამოხვედი,
- არსად არ გავრბივარ აქ ვიქნები ხვალაც წადი ახლა,
ღიმილით შეატრიალა, მობუზღუნე და შეძლებისდაგვარად მიაწვა, რომ კარებისკენ წაეყვანა,
- სალომეეეე
ხმამაღლა ამოიწუწუნა და კარების წინ ჩამომდგარმა თავადვე გააღო კარი, პასუხად ბარემ გააგდო სალომემ 'ჭიშკარს' გარეთ და ხელის დაქნევის შემდეგ აპირებდა უბრალოდ მიეკეტა კარები, სწრაფად ჩაავლო ხელში ხელი თეოდორემ და ინერციით სწრაფად გაყვანილი ფრთხილად და სწრაფად ააკრო გარეთ გაყვანილი დიდ კარებზე,
- ჰი! რაშვებიი?
თვალების გაფართოებით შეიხედა ეზოში და თეოდორემ რომ დაქაჩა სწრაფად გახედა ისევ მას, ღიმილს ვერ აკავებდა თეოდორე მისი ყურების შემდეგ, მის საქციელზე ფრთხილად დაიხარა მისკენ და მხურვალე ტუჩები, იმდენად ნაზად შეახო უკვე ათრთოლებულ ბაგეებზე, თითქოს ეშინოდა არ დაშლილიყო, ნაზად ეხებოდა ზედა- ქვედა ტუჩზე და სალომემაც უნებურად მოუჭირა მის წელზე ჩავლებულ მაიკას თითები, სხეულში უამრავ პეპელას გრძნობდა, გულიც ამ ყველაფერს მეტად აეძგერებინა და იმდენად შეეცვალა ძლივს აკავებდა თავს არ ეხტუნავა სიყვარულისგან, ღიმილით მოშორდა თეოდორეც და ნაზად წაკრა თითი ცხვირისწვერზე,
- სახლში ადი,
ხმადაბლა უთხრა მომღიმარს, რომელიც ძლივს აკავებდა ბედნიერებისგან გამოწვეულ ემოციებს და პეპლებს, რომ არ გამოფრენილიყვნენ,
- მშვიდობიანი ღამე,
თვალების დახრით ამოილაპარა სალომემ ისე მოშორდა და კარებისკენ წაიწია,
- შენც
სერიოზული ხმით გასცა პასუხი და მომღიმარს დააკვირდა, ზედმეტების გარეშე, მარტივად მიკეტა კარები სალომემ და ცოტახანს დაელოდა თითქოს, როდის გაიგებდა ხმას რომ წავიდა თეოდორე და სწრაფადვე ააბაკუნა ფეხები სიხარულისგან, ყურებამდე გაკრეჭილიყო ხტუნაობით დაიძრა სახლისკენ და ტუჩებს კბილებით აწვალებდა გაკრეჭილი......

ასულმა დემეტრემ დახმარება მხოლოდ ბარბარეს წერილებით სავსე ქილის გახსნაში შეძლო, ისედაც ამისთვის ეძახდა ბარბარე, ძლიერად მოჭერილი ჩაჭედილ თავსახურს ძვრა, რომ ვერ უყო, იძულებული გახდა მისთვის ეთხოვა, ახლა კი მასთან ერთად ალაგებდა წერილებს და მასთან
ერთად იცინოდა თავის სასაცილო წერილებზე, რომელიც იშვიათად ხვდებოდა, ამავდროულად დემეტრეს ფიქრები ხშირად გარბოდა ხოლმე შორს და იმაზე ფიქრით თუ როგორ მოეწყო მისთვის სასიამოვნო დღე და როგორ ჩამოეცვა მისთვის თითზე ბეჭედი ისე, რომ ყველაზე დამასამახსოვრებელ და ბედნიერ მომენტად დარჩენილიყო მის ცხოვრებაში,
- დემე აქ ხარ?
ღიმილით აუქნია ბარბარემ ხელი, ცხვირწინ კითხვა, რომ დაუსვა და დემეტრე აშკარად იქ არ იყო და ისიც წამშივე გამოფხიზლდა,
- ბოდიში, რა მკითხე?
- დაიძინე
სიცილით გადააწყო ყველაფერი გვერდზე ბარბარემ ისე მიიჩოჩა მისკენ და მისი ხელი ნაზად და აუჩქარებლად მოიქცია თბილ ხელებში,
- არ მეძინება, უცებ ჩავფიქრდი და,
- მე ვფიქრობ ზედმეტად გადატვირთული ხარ ყველანაირად,
მშვიდად მოუსვა თითები ხელზე და ღიმილით შეანათა თბილი მოსიყვარულე მზერა,
- მთავარია გვერდს შენ მიმშვენებ,
თბილად მოუსვა თავისუფალი ხელი სახეზე ნაზად და იმავე თბილი სიყვარულით გაჟღენთილი თვალებით ჩააჩერდა მის ლამაზ თვალებს, თითქოს სიტყვებიც კი აღარ იყო საჭირო, ყველაფერს იგებდა ბარბარე, ყველა მის ფიქრებს მის სათქმელს დეტალურად და დაწვრილებით იგებდა დემეტრეს მოსაუბრე თვალებიდან, ისევე როგორც დემეტრე არკვევდა ბარბარეს ბედნიერებით მანათობელ თვალებს, თუნდაც იმიტომ რომ ახლა ერთად იყვნენ, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და მის უხეშსა და თბილ ხელს გრძნობდა სახეზე, რომელიც უზომოდ სიამოვნებდა, მის ყურებაშივე თბილად მოხვია ხელი დემეტრემ და ბარბარეც თავისუფლად მიიჩოჩა მისკენ მეტად ისე მიეკრო მკერდზე ღიმილით,
- უბედნიერესი იყო ის დღე, როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და უბრალოდ სამოთხეა ის დანარჩენი დღე როცა ჩემს გვერდით ხარ...
გულწრფელად ამოილაპარაკა ბარბარემ, ეკვროდა სხეულზე, უსმენდა მის გულისცემას, რომელიც უზომოდ სიამოვნებდა და ამშვიდებდა, სიამოვნებდა მისი სიახლოვე სურნელი და ამავდროულად ფიქრები არ ასვენებდა მათი გაცნობის პირველი დღიდან დღემდე,
- უღრმესი მადლობა თითოეული დღისთვის დემე, იმისთვის, რომ შენს გვერდით ვარ...... იმისთვის, რომ მონობიდან გამომგლიჯე, იმისთვის, რომ ნდობის ფასი მასწავლე.... ვერც კი აგიღწერ,
უნებურად ახედა, თითქოს ვერ ეტყოდა იმ ყველაფერს, ისე, როგორც ამ ყველაფერს დემეტრე მის მზერაში ამოიცნობდა, იმ ძლიერ სიყვარულს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გიჟივით შეყვარებული იყო ბარბარე ადამაინზე, რომელიც ახლა თითებით ნაზად ეხებოდა მოშიშვლებულ კანზე მას კი ბედნიერებისა და სიამოვნებისგან დახორკვლოდა სხეული,
- მართლა სიგიჟემდე შეყვარებული გავხდი,
სიცილით მოშორდა ფრთხილად, თითქოს დემეტრეს მდუმარება აბნევდა და აშინებდა კიდეც, ამდენი რამის თქმის მერე სიჩუმე, თითები გააწვალა წამით ისე დაუწყო ლოდინი იქნებ მის, სიყვარულით გაჟღენთილი მზერის მერე სიტყვა "მეც" მაინც გაეგო, ისევ რომ ვერაფერი მოისმინა დაბნეული, დაძაბული მზერით ახედა თვალებითვე და მაშინ გადაიწია მოხერხებულად დემეტრეც თავისუფლად ფრთხილად, ნაზად და მადიანად დაწვდა ბაგეებზე, მოულოდნელობისგან შეეკრა ბარბარეს სუნთქვა, მასთან ერთადვე აუძგერდა გული გამალებით, კისერი იმდენად დაჭიმვოდა ტკივილსაც კი გრძნობდა და ვერ ხვდებოდა, მუცელში რაღაც ახალი გრძნობა, პეპლებისთვის უნდა მიეწერა თუ მთელი ფლორა და ფაუნისთვის, ეს ხომ მისი პირველი და დაუვიწყრად საოცარი გრძნობა იყო, უზომოდ სასიამოვნო და სიყვარულის ნაწილაკებით გამოვსებული აზრზე სანამ მოვიდოდა ვერც კი ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა დაბნეულს, უნებურად აყვა კოცნაში, გაუაზრებლად და დემეტრეც მეტად თბილად შეეხო სახეზე ორივე ხელით, მეტად ძლიერად მიიზიდა მისკენ და ცდილობდა მისთვისაც პირველად ნაგრძნობი უცნაურად სასიამოვნო გრძნობა მეტად შეესწავლა და დაემახსოვრებინა, რადგან ეს ყველაზე სასიამოვნო კოცნა იყო მის ცხოვრებაში, ყველაზე უცნაური არომატით, რომელსაც ისე მიეზიდა, რომ მოშორება უზომოდ გაუჭირდა, ნელა მოშორებულმა მაშინ როცა ჰაერი გამოლეოდა ფრთხილად მიადო შუბლზე შუბლი და მასთან ერთად ეცადა დაერეგულირებინა სუნთქვა, ამავდროულად კი ცერა თითით ნაზად ეფერებოდა სახეზე,
- როგორი გემრიელი ხარ რომ იცოდე....
სუნთქვას ამოაყოლა ისე მოშორდა და უკეთ მიიხუტა სხეულზე,
- მართლა უზომოდ შეყვარებული ვარ...
თავზე თბილად აკოცა ისევ და ბარბარეც გულის დაწყნარებას ვერ ახერხებდა იმდენად ორმაგად განიცდიდა მომხდარს მომღიმარი აციმციმებული მინაბული თვალებით.....
......
სამზარეულოში დაყო რაღაც გარკვეული დრო, მომღიმარი იჯდა სალომე და წითლად მბზინავ ვაშლს ნაწილ-ნაწილ ჭრიდა ისე მიირთმევდა, მხოლოდ ერთადერთ ადამიანთან იყო ფიქრებით ისევ და მასზე ბედნიერიც კი არავინ იყო, ზედმეტად რომ ბევრი მოუვიდა ფიქრებში გართულს სწრაფად დააგდო დანა, წყალი დააყოლა ჩვეულად და თითო საფეხურის გამოტოვებით აირბინა კიბეები, ისე შევიდა ოთახში, მანამ დაწვებოდა უნებურად გაიხედა გადაწეულ ფარდაში მის მოწინავე აივნისკენ და შეკრული წარბები წამში გაეხსნა, თითქოს ელოდა კიდეც თეოდორეს მზერას, რომელიც აივანს მკლავებით დაყრდნობოდა და ასევე ელოდა სალომეს, თითქოს კიდევ ერთხელ უნდოდა კიდეც დანახვა, რომ შეძლებოდა დაეძინა მშვიდად,
ღიმილით გავიდა სალომე აივანზე და მოაჯირთან ძალიან ახლოს მივიდა, ლამის ზედ დაეკიდა კიდეც,
- ფრთხილად,
გამაფრთხილებლად შეათვალიერა მშვიდად თეოდორემ და კმაყოფილი დააკვირდა,
- მეგონა უნდა დაგეძინა,
ღიმილით და ამავდროულად ხმამაღლა ამოილაპარაკა სალომემ და უკან გაიხედა თითქოს ამოწმებდა ვინმე ხომ არ იყო,
- არა მარა დაღლილი ვარ,
- ხოდა დაისვენე და ნუ მალაპარაკებ სირცხვილია ხალხთან
შედარებით დაბალხმაზე ამოილაპარაკა სალომემ და უხმოდ გააყოლა თვალი დაბლა ქუჩაზე ჩამვლელს და შემდეგ შეხედა თეოდორეს რომელმაც სახე "აი დარდის" გამომეტყველებით დამანჭა და გაშლილი ხელებით სასქესო ორგანოსკენ ანიშნა, თვალები დაუბრიალა სალომემ უზრდელობაზე და ხელი აიქნია
- წავედი მე ვიძინებ,
ღიმილით მოტრიალდა, დინჯი ნაბიჯებით შევიდა ოთახში და დიდი შუქი აანთო ერთხელ მოავლო თვალი თეოდორეს, რომელიც თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა და შუშის წინ ჩამომდგარმა ნაზად დაუქნია თლილი თითები, ნელა ჩამოაფარა ღია ფერის ფარდა და ისიც იდეალურად იცოდა შუქი რომ მას ანათებდა, ისე რომ გარედან მისი მოქმედება შავი ჩრდილით იდეალურად ჩანდა, ისევ მშვიდად აკვირდებოდა თეოდორე, რადგან ისევ შეეძლო დაენახა მისი მოქმედებებიც,
სალომემაც მშვიდად გადმოიღო საღამურები საწოლის წინ ჩამოდგა და თავისუფლად გადაიძრო აუჩქარებლად მაიკა, თვალები ეცვალა თეოდორეს, ისე თითქოს სურდა ფარდის შიგნით შემძვრალიყო თვალებითვე, მშვიდად მოისროლა სალომემ მაისური სკამზე და ნახევრად შიშველი წელი ბიუსჰალტერისგანაც გაინთავისუფლა მშვიდად გაშალა საღამური და მისი გადაცმა დაიწყო, მასთან ერთად მისმა ტელეფონმა დაიწყო ხმამაღლა სიმღერა, წამით გაშეშდა ჰაერშივე და რომ მიხვდა, რომ მისი ტელეფონი რეკავდა მშვიდად გადაიცვა საღამური, საწოლზე მიგდებულ ტელეფონს გადაწვდა და ნომერის დანახვისთანავე უნებურად გაეღიმა, წყნარად უპასუხა და აუჩქარებლად მიიტანა ტელეფონი ყურთან, წამით ხმას არავინ იღებდა და მალევე გაისმა მოგვიანებით მამაკაცის ზედმეტად სასიამოვნო მშვიდი ხმა,
- ან ეგ ფარდა ჩამოხსენი ან შუქი ჩააქრე,
სიტყვებზე უნებურად ჩაეღიმა სალომეს და კმაყოფილი ჩამოჯდა საწოლზე
- ჩემს ოთახში ვარ და რატომ არ შემიძლია გავაკეთო ის რაც მინდა?
მშვიდად დასვა კითხვა და კისრის გადაწევით გადაიწია ნელა საწოლისკენ ისე გაწვა ზედ,
- ვფიქრობ გველური საქციელები უფრო ჩართული გაქვს,
მშვიდად აკვირდებოდა ისევ და ისევ სალომეს მის გამოჩენილ სხეულს ჩრდილში და ნაზ მიხვრა მოხვრას, რომელიც აგიჟებდა კიდეც,
- კარგი რა გველობებიც შემიძლია, ახლა რომ ის გავაკეთო რაც რეალურად გველობაა ახლა მანდ არ იდგებოდი,
მშვიდად გადატრიალდა ისე დაწვა მუცელზე და მშვიდად ააქნია ფეხები,
- ძლიერი მოთმენის უნარი მაქვს,
- ჩემთან არ გამოგივა,
- შენთვის უარესი,
- მეძინება,
სწრაფად შეცვალა თემა ისე წამოხტა უცებ საწოლიდან და შუქისკენ წავიდა
- დაიძინე,
დაბოხებული და ისევ ის წყნარი მშვიდი ხმა არ ეცვლებოდა და ეს ყოველივე ძალიან სერიოზულობას მატებდა, უბრალოდ ძალიან სასიამოვნო ხდებოდა მისი მოსმენა
- ტკბილიძილი ისევ,
- ჭკვიანად,
გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა და სალომემაც მაშინვე მოიშორა ტელეფონი სწრაფად გათიშა და შუქსაც სწრაფად წაკრა ხელი, უნებურად გაიხედა ფარდიდან და თითქოს დაპირებულიც ჰქონდა თეოდორეს წასვლა და მისმა გახედვამ შეაჩერა ისევ, უსიტყვოდ შეაჩერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთისთვის გაუგებარი სიტყვების შემდეგ "მიყვარხარ" უხმოდ აქციეს ერთმანეთს ზურგი.....
....
- ხვალისთვის საროჩკა გავაუთოე და შენს კარადაში დევს ამიტომ მე ნუ დამადგები თავზე,
წუწუნით შევიდა მაშო ოთახში საქმის მოთავების შემდეგ და სავარძელში ჩამჯდარს შეხედა წინ შუშის მაგიდაზე ლეპტოპი დაედო და ჩვეულად მუშაობდა რატი, თითქოს არც გაუგია მაშოს სიტყვები საქმით გართულს, ჰმ ამოიზმუვლა მხოლოდ და ისევ მშვიდად განაგრძო საქმე, ერთხელ აატრიალა თვალები მაშომ ისე ჩამოდგა სარკის წინ და ინტერესით დახედა მუცელს, ხვდებოდა როგორ ყოველდღიურად იმატებდა შეუმჩნევლად, ლოყებ დაბერილი ისვამდა ხელს მუცელზე და ხან გვერდულად დადგებოდა სარკის წინ ხან წინიდანვე შეხედავდა ხოლმე, ღრმად ამოსუნთქვით ჩამოყარა ხელები დაბლა ლოყებ ჩაფუშულმა და საკუთარ თავს ჩახედა თვალებში,
- რას ვგავარ,
უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა, სახის დამანჭვით უკმაყოფილებისგან და სულ არ ელოდა სარკეშივე გამოჩენილ რატის, რომელიც მალევე აეკრო ზურგიდან,... თბილად მოხვია ხელები და დახრილი ვამპირივით დააცხრა მის კისერს,
- დედამიწაზე ერთადერთ საოცარ ქალს, რომელიც შეუდარებელია,
მაშოს წუწუნს გასცა პასუხი და ხელთავიდან დაიწყო მის კისერში ცხელი კოცნების დატოვება, არ შეიმჩნია მაშომ როგორ უნებურად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე მისი სიტყვებისგან,
- ჩემი ანგელოზი ხარ, ფრთებითვე, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაინახავს ჩემს გარდა,
მშვიდად გასწრდა ისე შეხედა სარკეში და ნაზად მოუსვა მუცელზე ხელი,
- რომელიც მალე კიდევ ერთ ანგელოზს მაჩუქებს,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მაშოსაც სწრაფად შეეცვალა სახე, ღიმილი გაკვირვებასთან ერთად, სწრაფად შეტრიალდა რატისკენ ისე ახედა და რატიმაც სწრაფადვე შეაგება კითხვის ნიშნის მზერა,
- რატომ გადაწყვიტე, რომ გოგოა?
კითხვაზე უცებ დაიბნა რატი, თვალების ცეცება დაიწყო და მოფიქრებაც გაუჭირდა თუ რა უნდა ეთქვა,
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი,
სიცილით ამოილაპარაკა, მხრების აჩეჩვასთან ერთად და მაშოს მოჭუტულ მზერას დააკვირდა
- ნუ რა მნიშვნელობა აქვს
მხრები აიჩეჩა უცებ, ისე ჩამოეკიდა კისერზე,
- არანაირი,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ისე დაავლო წელზე ხელი და მასთან ერთად გადაწვა მისული საწოლზე,
- შენ რომ არ მყავდე, ახლა სადმე ისეთ ადგილას ჩამარხული ვიქნებოდი სადაც ვერავინ მიპოვიდა ვერასდროს,
თბილად აკოცა თავზე მის გულ მკერდზე დაწოლილს და სწრაფად კოპებ შეკრულმა რომ ახედა ღიმილითვე წაწვდა ტუჩებზე,
- ცუდად მხდის მსგავსი საუბარი რატი,
რატის კოცნაზე წარბები გაეხსნა და ბრაზი მაინც ვერ დამალა ტუჩები დაებერა გაბუტულის მსგავსად და ხელები კომფორტულად შემოაწყო მკერდზე ისე დაეყრდნო თავით ხელებს, რომ რატისთვის ეყურებინა,
- მაპატიე, მარა ხო იცი რო რეალობაა არა?
- შენ იმაზე მეტად ძლიერი იყავი, შენს საქმეში, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერაფერი ვერავინ გააკეთა და მერე რა შეიცვლებოდა? გარდა იმისა, რომ საშინელი ცხოვრებით იცხოვრებდი?
- თუნდაც იმიტომ რომ საშინელი ცხოვრება მომბეზრდებოდა და მეთვითონ დავუშვებდი საკუთარი თავის დასჯას,
- თემის შეცვლა მინდა,
ბრაზისგან შეცვალა თვალები და გამოხედვა უცებ და რატისაც უცებ გაეცინა,
- მემგონი უკვე გეწყება ორსულობის წიკები ამჩნევ?
სიცილით შეხედა მაშოს და მაშოც ღიმილით გადაწვა გვერდით ისე დახედა მუცელს,
- რო რამე ჩემი ბრალი არ იქნება,
გაკრეჭილმა ახედა რატის და მუცელზე ხელის სმა დაიწყო,
- რო რამეეე....
სიტყვა დაიწყო უცებ წამოიწია, დაბლა დაწეულმა წელვადი მაიკა მოაშორა მაშოს მუცელს,ისე შეახო ცხელი ბაგეები,
- მას დავაბრალოთ,
კმაყოფილმა დაასრულა დაწყებული სიტყვა ნელა მოეხვია წელზე, ღიმილით შეუცურა მაშომაც თითები თმებში და ღიმილით თამაში დაიწყო თითების რატის თმაში,
- რატიიი..
ღიმილითვე დაუძახა მაშომ და თბილი მზერით აკვირდებოდა მის მუცელზე თავდადებულსა და გატრუნულს
- ჰო ჩემო პატარა,
თბილადვე გასცა მანაც პასუხი და თითებით ნაზად ფერება დაიწყო მის წელზე,
- მიყვარხარ!
მაშოს სიტყვებზე სწრაფად წამოიწია რატი, ისე აიწია მაღლა, ზედ მოქცეული ხანგრძლივად დააცხრა ბაგეებზე იმდენად ემოციით, რომ სიყვარულის აუხსნელი გრძნობა და ემოცია, მხურვალე კოცნას გააყოლა, უნებურად წაავლო მაშომაც თითები კისერში თავადაც ვნებიანად აყვა კოცნაში, უნებურად მიჰყვებოდა მის ქცევებს, რამაც საბოლოოდ უბრალოდ კიდევ ერთი სასიამოვნო ღამე შეჰმატეს ერთმანეთს, მხურვალე, ვნებიანი და იმდენი ძლიერი სიყვარულით სავსე ემოციით, რომ ირგვლივ მთელ სამყაროს ცეცხლი მოსდებოდა.......
......
უმშვენიერესი დილა გათენებულიყო სოფელში, ჩიტები ჩვეულებრისამებრ ხმაურიანად ჭიკჭიკებდნენ და სოფლის საოცარ სიმშვიდეს მათი სასიამოვნო გალობა და ჭიკჭიკი ახმაურებდა, იქაური ჰაერიც ძალიან განსხვავებულად სასიამოვნო იყო, მაშო ჩვეულად იდეალურად გამოიყურებოდა, ვაშლის გლოსი გადაესვა ბაგეებზე და ისედაც მანათობელს კიდევ რაღაც ახალი მბრწყინავი რამ შეჰმატვოდა, ახალი ჩასულები იყვნენ სოფლად, სტუმრად ზემო იმერეთში რატის არ დალოდებია მაშო სათვალეები მოიხსნა მანქანაშივე დატოვა და მანქანიდან გადმოვიდა, ღიმილით გააყოლა, ქალს თვალი, რომელიც გაკვირვებული მზერით ათვალიერებდა მაშოს, განსხვავებულ ჩაცმულობას, განსხვავებულ სილამაზეს მანქანას საიდანაც ის გადმოვიდა და უკვე რატისაც, რომელმაც წამით გადახედა მაშოს, ზედმეტად დაიბნა კიდეც ქალი, უკვირდა ვისთან იყო წყვილი, რომელიც უკმაყოფილოს არავის დატოვებდა, საოცრად შესრულებულ უნაკლო ნახატიდან გადმოსულებს ჰგავდნენ, მშვიდად წავიდა ღიმილით მაშო დიდი მწვანე 'ჭიშკრისკენ' და ნელა პატარაზე შეაღო კარი, შიშით, რომ ძაღლი არ ჰყოლოდა მასპინძლებს, თავი შეყო ჭიშკარში ისე მოავლო ეზოს თვალი და შორსვე, რომ დაინახა მოხუცი ამავდროულად ძალიან ნაცნობი, თუმცა მეტად შეცვლილი მამაკაცი ასაკისგან სიხარულისგან გაუბრწყინდა თვალები,
- ძაღლი ხომ არ გყავთ?
ხმამაღლა დაიძახა მაშომ და მსხლის ხესთან ჩამომჯდარმა მოსულმა შევსებულმა მამაკაცმაც დაწვრილებული თვალებით გახედა ჭიშკარს, შორიდან წესიერად ვერაფერი გაარჩია სწრაფად დაუძახა, რომ არ ჰყავდა ეზოს დარაჯი და გაჭირვებით წამოდგა დაბალი ხის მორიდან, იქით-აქეთ გადაწევ გადმოწევით აუჩქარებლად წამოვიდა სტუმრისკენ და ცდილობდა გაერკვია ვინ იყო კარებში სრულად შემოსული მომღიმარი ლამაზმანი, კარგად, რომ მიუახლოვდა სახეზე ცვლილება ვერ დამალა აღრფრთოვანებაც არ დაუმალავს იმდენად მოეწონა მაშო,
- გისმენთ ჩემო ქალბატონო,
ხელები გაშალა ისე დაუკრა თავი თავისი მხიარული ხასიათიც ჩააქსოვა სიტყვებში და კიდევ მეტად ფართოდ გაეცინა მაშოსაც ჩვეული ჰოლივუდის ღიმილით,
- ჯიბო პაპა არ გახსოვართ?
ღიმილით იკითხა მაშომ და კაცი უცებ გაშეშდა საოცრად დაიბნა მაშოს სიტყვებზე და მეტად დააკვირდა ქალს, ვერაფრით ხვდებოდა სად ჰყავდა მსგავსი სილამაზე ნანახი, ვერც ვერავის ამსგავსებდა ვერც ვერავის ადარებდა,
- მსგავსი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახავს გენაცვალე,
გულწრფელად გასცა პასუხი და ამით ისიც თქვა, რომ საერთოდ ვერანაირად იხსენებდა, ყველა წერტილში აკვირდებოდა მაშოს, რომ იქნებ რამით გახსენებოდა, ამავე დროს შემოვიდა ეზოში რატი, მოხუცი უკან დაიწა უცებ და ახლა რატის თვალიერებას მოჰყვა, ისინი ისე განსხვავდებოდნენ ყველასგან, რომ უბრალოდ ზედმეტად საოცარ დასანახად აღიქვამდა, მასაც წერტილებში დაუწყო თვალიერება, კმაყოფილიც კი დარჩა რატის შემოსვლით, მაღალი, ახოვანი, ცივი და ამავადროულად მკაცრი მზერაც, იდეალური მწვანე თვალები, რომელსაც თმის რამდენიმე ღერი კიდევ მეტად ამშვენებდა, ტანსაცმელი უბრალოდ იმდენად იდეალურად ედგა ტანზე, რომ იდეალურად გამოკვეთოდა მამაკაცის ახოვან საოცარ სხეულს, დანახვისთანავე გახსნა სახე და ცივი მზერა მომხიბვლელმა ღიმილიმა რომ ჩაანაცვლა კიდევ მეტად დაიბნა კაცი, სანამ რატი რამეს იტყოდა გაუხედავად დაძახა უცებ
- ქალოოო, გამოდი ჯეკპოტი მოვიგეთ გონია,
მის ხმამაღალ ხმაზე შორიდანვე გააგონა ქალმა, ჩვეული უხეში სიტყვით,
- ჰოო, ჰოო, მაცადე კაცო, მოვდივარ,
აშკარად დაძახებებით შეწუხებულმა ამოიფლუტუნა ქალმა და სწრაფად ეცადა გაენთავისუფლა ხელები საქმისგან,
- მართლა ვერ მცნობ ჯიბო პაპა? მაშო ვარ, ისს მაშო სულ შენთან რო იყო ხოლმე,
- მაშო?
უნებურად გაიმეორა სიტყვა კაცმა ისე შემოიწყო ხელები ზურგს უკან და მაშოს თვალიერებით დაიწყო გახსენება,
- ვერც მე მიცანი?
რატიმ დაუსვა ახლა ღიმილით კითხვა და დაბნეულ მამაკაცს ჩააჩერდა თვალებში, დამნაშავედ ნაზად რომ გააქნია უარის ნიშნად თავი,
- რატი ვარ ბაბუ, არ გახსოვს მაშო, რომ დამყავდა ხოლმე შენთაან? ერთადერთი მაშა სამყაროზე,
ღიმილით ეცადა გაეხსენებინა უფრო მარტივად და მამაკაცსაც უცებ ეცვალა ჩაფიქრებული მზერა, სრაფად გაუდიდდა თვალები ისე შეხედა ხან მაშოს ხან რატის,
- რატი და მაშო? პატარა ონავრები!
სწრაფად შეხტა კაცი ბედნიერებისგან ისე გაშალა მათკენ ხელები,
- ხოოო აბაა პაპას მხოლოდ მე არ გეძახდიი? როგორ დაგავიწყდიი?
სიცილი დაიწყო მაშომ და მასთან ერთად ახარხარდა მოხუციც უბრალოდ იმისგან გაბედნიერდა, რომ ოდესღაც ისევ ნახა ბავშვები, რომლის დანახვასაც ნატრობდა, რომლის მომავალიც აინტერესებდა ადარდებდა, რომლებიც უზომოდ ენატრებოდა, ულვაშებიც მასთან ერთად ხარხარებდა, ისე შეხტებოდა ხოლმე, პატარა ბავშვივით ვერ ატევდა სიხარულს გულში, ისე იკრავდა მაშოს გულში და თავზე გახშკრებულად კოცნიდა,
- გენაცვალოს შენი პაპა,
თან ტკბილი სიტყვებით ეფერებოდა ძლიერად მოხვეულს და ხან რატისკენ გაშლიდა ხელს, რომ ისიც ბავშვივით ჩაეკრა გულში
- ორივემ ერთად?.. ქაალო! გამოდი მართლა ჯეკპოტი მოვიგეთ,
უცებ შეტრიალდა სახლისკენ მათ რომ მოშორდა, შეძლებისდაგვარად ასწრაფებული ნაბიჯებით გაიქცა, რომ თავად გამოეყვანა ცოლი,
- შემოდით , მოდით , მოდით დასხედით.... შემოგევლოთ ჩემი თავი,
სწრაფად დაფაცურდა კაცი და ვერ ხვდებოდა ბედნიერებისგან რა უნდა გაეკეთებინა რა უნდა ეთქვა და რა უნდა მოემოქმედებინა,
- ჯერ კიდევ ჩაგეხუტებით რაა,
წარბების შეხრით მიირბინა მაშომ კაცთან ისე მოეხვია ბედნიერმა და გამოსულ ქალს დააკვირდა, რომელიც აშკარად ქმარზე უკეთ გამოიყურებოდა, ჯერ ისევ შემორჩენოდა ახალგაზრდული სილამაზე და ეშხიანობა, ხელში დაჭერილი ტილოთი შეიმშრალა ხელები ისე შეათვალიერა შორიდანვე მისთვის უცხო ხალხი და მაშოც მშვიდად მოშორდა ჯიბოს.....
ყველაზე გულის ამაჩუყებელი შეხვედრა შედგა, ცრემლებიც კი წასკდა ნინელის, ჯიბომ სიხარული სრულადვე ამოაფრქვია, ბავშვივით მიიჯინა მაშო ლამის კალთაში ჩაესვა ძველებურად, ისეე გულიანად საუბრობდა ბავშვებთან, ყველაფერი გამოეკითხა მათთვის, ძველებურად ჩამოესხა მისი დაყენებული ღვინო ჭიქაში და რატის ღიმილით ანიშნებდა "ღვინო დამიჭაშნიკეო",
- თქვენი საქციელი ისეთი, დასაფასებელია თქვენ შემოგევლეთ, ისე არ უნდოდა მომკვდარიყო, თქვენ რო არ ენახეთ, ვერ ისვენებდა, ისე ხშირად ვიგონებდით ხოლმე თქვენს ამბავს , გახსოვთ რა მაიმუნები იყავით?
ღიმილით ბედნიერად საუბრობდა ქალი მაგიდასთან მოსვლისას ხოლმე და ვერ ისვენებდა, რაც კი გააჩნდა ყველაფერი გამოჰქონდა, რომ ეზოში ჩამომსხდრებისთვის არაფერი დაეკლო, მაშოს ხვეწნაც არ გაუგია, ისე დაფაცურდა ხაჭაპურებისთვის, მაგიდასთან რომ მოვიდოდა ახალი საჭმლის დასამატებლად ახალ-ახალ ამბებს იტყოდა ხოლმე ჯიბოზე ან მათზე და ხელახლად გაბრუნდებოდა საქმისკენ, მაშოც გაკრეჭილი უსმენდა რატის და ჯიბოს საუბარს და ხშირად გააყოლებდა ხოლმე თვალს მოტრიალე ქალს, ცოტახანი რომ ჩამოჯდა მათთან ერთად მაშინ შეათვალიერა ორივე ჯიბომ,
- ასე თუ შეიცვლებოდით რას ვიფიქრებდი, იმდენად დახვეწილები ხართ ორივე, გაზრდილები შეცვლილები, უჩვეულო სილამაზით დაჯილდოვებული ხართ, პირველად ვნახე გვერდიგვერდ ასეთი უნაკლოები,
- ოჰ ოჰ, ჯიბო პაპა ძაან ხო არ გვაქებ,
სიცილით შეხედა მაშომ სერიოზულად მაყურებელ ჯიბოს,
- აგერ მომაჭერი თავი, თუ რამეს ვამბობდე არასწორს,
- არა დედა მართალს ამბობს ეს კაცი, ვარსკვლავებივით ბრჭყვინავთ, როგორ შეიცვალეთ ასე არ ვიცი, რატი ბავშვობიდან ეტყობოდა კაი სიმპატიური გაიზრდებოდა მარა შენ თუ ოდესმე ანგელოზად იქცეოდი, რას ვიფიქრებდი,
გულწრფელად გახედა ქალმა ხან რატის ხან მაშოს და ბოლო მის სიტყვებზე ქვედა ტუჩი გამოწია მაშომ
- ანუ მახინჯი ვიყავი?
ვითომ სატირლად გაადიდა თვალები და ქალმაც მკლავები ახლართა ერთმანეთში მაშოს სიტყვებზე როცა, მისი წინადადება არასწორად მიიღო მაშომ
- აბა რას ამბობ ფითქინა გოგო იყავი, მარა უწინდელის არაფერი გიგავს, შემოგევლე.... ანგელოზს გავხარ ორივე იმდენად ნახატს გავხართ, უხერხულად ვარ, ასე, რომ გიმასპინძლდებით,
- ეგეთებბს არ ვიყოთ ბებო, მართალია მას მერე იმდენი წელი გავიდა ვერც კი გვიცანით მაგრამ, ის ბავშვობა აქ დავტოვეთ ის არც გამქრალა ჩვენში ის უფრო რეალური ცხოვრება იყო, თქვენთან გატარებული წამიც,
თბილად მოხვია მაშომ ჯიბოს ხელი და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე,
- ისევ ის ჩემი ჯიბო პაპა ხარ, რომ ვაწვალებდი ხოლმე,
კიდევ ერთხელ აკოცა მაშომ და ჯიბომაც ბედნიერად ჩაიცინა ულვაშებში, ისე უთამაშებდა გული, ბავშვივით უნდოდა ეხტუნავა, გულში ძლივს ტევდა იმ მონატრებასა და სიყვარულს, გვერდიდან არ იშორებდა მაშოს ისე მიურტყავდა ჭიქას ჭიქაზე რატის, ბავშობას იხსენებდნენ და მაშოც გაკვირვებული უსმენდა პაპას, როგორ დეტალურად ახსოვდა ყველა მომენტი წამიც და წუთიც,
- სად წახვედი იმ დღეს ბიჭო! რატო გაქრი, რატო დამიშალე ჩემი მაშოს გული! ეს იყო შენი კაცობა?
მესამე ჭიქაში უკვე შეეტყო კიდეც ჯიბოს დალევა ოდნავ შეფერებოდა და მეტად ალაპარაკდა ჩუმად მყოფი, გახსენებების მერე დამშვიდობების დღემდე მიიყვანა მოყოლა და თითქოს გახსენებულზე ხელახლა ჩაეწვა გული,
- პირობა მიეცი და გაიქეცი, არ იყო სწორი საქციელი ბაბუ, რაც წახვედი მას მერე თვალებ მშრალი მე ის არ მინახავს, მერე ბებიამ წაიყვანა და ჩვენც წამოსვლა მოგვიწია, ყველამ ერთად მივატოვეთ ის პატარა გოგო, როგორ ვბრაზობდი შენზე, ისე არაკაცურად რომ მოიქეცი....
საჩვენებელ თითს აუქნევდა ხოლმე, მოყოლისთანავე გადახედავდა ხოლმე მაშოს და ობოლ ცრემლსაც სწრაფად იწმენდა, შეუმჩნეველი რომ გაეხადა,
- მართალი ხარ, მარა ხომ ჩამოვედი, მოვძებნე და ვიპოვე კიდეც,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა ისე გახედა მაშოს თბილი მზერით,
- გენაცვალეთ,
თბილად ამოილაპარაკა მათმა მაყურებელმა ნინელიმ შორსვე მჯდარმა და მაშოს თვალების დახუჭვით ანიშნა "გენაცვალეო" ჩვეულად
- აბა მოყევით რა ხდება, შენნაირ ქალს არ ეყოლება ცოტა მთხოვნელი მაშო და გყაავს უკვე ძლიერი შესაფერისი მცველი?
ღიმილით წამოდგა ქალი და მაგიდასთან ახლოს ჩამოჯდა მაშოს გვერდით ისე მოუსვა წელზე ხელი,
- კიიი აბა არ მყაავს?
გაკრეჭვით ამოილაპარაკა და ჯიბოს თითქოს ეცვალა კიდეც თვალები ისე გახედა რატის, ღიმილი არ შეცვლია მაგრამ თვალები ხომ ყოველთვის გამყიდველია,
- მთავარია გიყვარდეს და დანარჩენს არაუშავს,
მკვეხად გასცა პასუხი ქალმა, რადგან რატის შემყურეს საერთოდ აღარავინ წარმოედგინა მაშოს გვერდით ისეთი ვინც მაშოს შეეფერებოდა,
- იდეალური ბიჭია სხვათაშორის
სიცილით გასცა პასუხი მაშომ და ჯიბოს შეხედა ხმას, რომ არ იღებდა
- და არა მხოლოდ შეყვარებული.....
პასუხის გასაგრძელებლად ბეჭედ წამოცმული ხელი დასანახად აწია მაშომ და რატისაც ისე ეჭირა სახე თითქოს არ ეღიმებოდა, უცებ შემოკრა ტაში ქალმა მხიარულად და ჯიბოს გადახედა რომელიც მხოლოდ იღიმოდა ჩუმად
- აა შე კაცო გესმის? რა დრო გასულა მის გათხოვებასაც მოვესწარით, გენაცვალე, ბედნიერებას გისურვებ დედა, ეჰჰ რატი რა დრო გასულა გენაცვალე,
ღიმილით გადაწვდა რატისაც ისე მოუსვა მის ხელს ხელი და ისე სევდიანად დაიწია უკან მაშო ვერ ხვდებოდა უხაროდა ეს ყოველივე თუ გლოვობდა უფრო,
- ამოიღე კაცო ხმა რას გაიტრუნე,
უცებ გადახედა ქმარს და პროტესტის ნიშნად დაუბრიალა თვალები,
- რაღა ვთქვა მთავარია შენ იყო ბედნიერი ჩემო გოგო,
თბილად მოხვია ხელი ჯიბომ და აშკარად რაღაც არც მოსწონდა და ვერც ამბობდა,
- შენ რაშვები დედა შენც ვერ იქნები მარტო, ვინ დაგტოვებს მარტო ამნაირ ღვთაებას,
ხელები ააყოლა შორიდან ტანზე და რატისაც ჩაეცინა ისე ჩახარა თავი და მაშოც ღიმილით აკვირდებოდა მის საყვარელ ღიმილს შორიდანვე,
- მე მარტო რანაირად უნდა ვიყო ქალბატონო ნინელი.....
დაწყებული არ ჰქონდა უცებ ჩაეჭრა ისევ ქალი,
- მეც მაგას ვამბობ, მარა ახლა რთულია შენი შესაფერისი ნახო ვინმე...
- რატოა რთული ლამაზი გოგოების მეტი რა დადის ქალაქში
ღიმილით გასცა სწრაფად პასუხი და მაშოს მოავლო თვალი უცებ რო ეცვალა სახე სწრაფად დააწვრილა თვალები,
- ახლა თუ ვშმუთე ამას ორი თვე ვერავის დანახავს
ხმადაბლა ამოიჩურჩულა თავისთვის და რატი კი მიხვდა, რომ კარგი არც არაფერი უთქვამს და ხელი აიფარა სახეზე თავჩახრილმა ისე ეცადა დაემალა სიცილი, მაგრამ მასპინძლებს არ გაუგიათ მაშოს ბუტბუტი,
- შენც მართალი ხარ მარა, რო გიყურებ ანგელოზის მეტი არ მემეტება არავინ,..... ისე დედა დიდი ხანია რაც დაოჯახდი?
სკამიდან ოდნავ წამოიწია ისე შეუტრიალდა ბოლოს ხელთავიდან მაშოს
- გეყოფა ქალო ახლა ნუ შეაწუხე ბავშვები,
- კაი პაპიკო რა, ჩამოვედი რო ყველაფერზე ვილაპარაკოთ მოვისიყვარულოთ ერთმანეთი და აქამდე რო ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით ის გაცდენილი დღეები ცოტა მაინც ამოვინაზღაუროთ,
სიცილით გადახვია მაშომ ხელი ჯიბოს ისე მიეხუტა,
- მარა შენ არაფერს გვეუბნები გეწყინა რამე?
- არა ბაბუ რა მეწყინებოდა შენი ბედნიერება? მარა არ უნდა წასულიყო ეს მამაძაღლი, არ უნდა მიეტოვებინე,
თავის გულისტკივილს ვერ იშორებდა კაცი მას მერე რაც მაშოზე შეიტყო,
- მართალიხარ პაპა და არც ისე დიდი ხანია ბებო ჯერ ახალი ვარ ისევ
ნინელის გადახედა მაშომ და მერე რატის, რომელმაც ცარიელ ჭიქებში ხელთავიდან ჩამოასხა ღვინო
- რატი დღეს წასვლას არ ვაპირებთ? ბევრს სვამ,
- ქალთან ერთად არსად არ უნდა წახვიდე,
დაბალხმაზე ამოიბურდღუნა რატიმ მაგრამ ყველას გასაგონად და მაშომაც ძალით კრეჭვით გახედა ნინელის,
- დარჩით დედა ორი ოთახი ქე მოიძებნება ძლივს გვესტუმრეთ და რა იქნება, აგერ კაცი ხმას ვერ იღებს სიხარულისგან და ნუ შეუმოკლებთ სიხარულს დარჩით რამდენიმე დღე რა იქნება,
გულწრფელად ალაპარაკდა უცებ ქალი მართლა არ უნდოდა ასე უცებ გაეშვა ჩამოსულები, ისე აინტერესებდა, ორივეს ამბავი მასაც და ჯიბოსაც რომელიც ძალიან შეცვლილიყო, შემოპარვოდა სიბერე ისეთი საყვარელი იყო, ულვაშებში რომ ჩაიღიმებდა სწრაფად მიაკრობდა ხოლმე მაშო მჩხვლეტავ თოვლივით თეთრი წვერით დაფარულ ლოყაზე ტუჩებს, ბავშვივით უხაროდა მასაც,
- მართლა ნუ წახვალთ ასე უცებ, ამ დღეს მაინც დარჩით თუ რამე მე დაველაპარაკები შენ ქმარს და ეს ერთი დღე დაგტოვებს შევეხვეწოთ,
ძლივს ამოიღო ხმა ჯიბომ თბილად გადახედა მაშოს და რატის დათანხმებას მერე იღებდა საკუთარ თავზე, მაშომ რატის გადახედა რომ მისი პასუხი გაეგო თუნდაც მზერით და რატიმ რომ გაუღიმა მაშოსაც უცებ გაეპო სახე, ისე მოეხვია ჯიბოს,
- ისე მომენატრეთ აბა რას ვიზამ, როგორ ვნანობ რომ აქამდე ვერ მოგძებნეთ, როგორრ ვნანობ რომ იცოდეთ, რომ ბევრი ძებნა არ დამიწყია, დიდ ბოდიშს გიხდით და იმედია მაპატიებთ,
თვალები დაუსევდიანდა მაშოსაც ისე ეკვროდა ჯიბოს თან ხელს ხვევდა თბილად
- გაპატიებთ დედა გაპატიებთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ბედნიერება შემოიტანეთ, თქვენ იყავით ჩვენი შვილებიც და შვილიშვილებიც დედა, აქაც თქვენი სახლია ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე ქმარიც წამოიყვანე შემოგევლე, აგერ რატი თავის რჩეულს გაგვაცნობს, მართალია სხვა ოცნებებში ვცხოვრობდით მე და ბაბუაშენი მარა, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა თურმე,
- რაზე ოცნებობდით ბეე, ოცნებები რომ სრულდება არ იცი? და შეიძლება მაშინვე არა მაგრამ ბოლოს აუცილებლად ასრულდება,
ღიმილით მოხვია ხელი ნინელის მაშომ და ახლა მისკენ მიჩოჩდა
- ახლა დაგვიანებულა ჩემო გოგო,
ღიმილით მიადო თავი მაშოს ნინელიმ და ჯიბოს აწეულ ჭიქას, რომ რატიმაც შეაგება ჭიქა ღიმილით დააკვირდა,
- ამ ჭიქით თქვენს სიყვარულს გაუმარჯოს ონავრებო, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ვგეგმავთ მაგრამ ახლა ჩემთან ხართ ორივე, ვინც გულში გყავთ და ვის გვერდში ყოფნასაც საკლისობთ ახლა მათაც გაუმარჯოთ,
მოკლედ თქვა ისე მიარტყა რატის ჭიქაზე ჭიქა და ბოლომდე გამოცალა სავსე ჭიქა,
- როგორ ცხოვრობდი დედა იტალიაში მოგვიყევი რას მოღვაწეობდი.....
ისე მშვიდად გააგრძელეს საუბარი რატის ცხოვრებაც გამოიკითხეს მაშოს ცხოვრებაც განიხილეს. ძალით მიუსვამდა ხოლმე მაშოს გვერდით რატის, ისე უმზერდა ხოლმე თვალ მოუშორებლად ან ხშირად ეტყოდა ხოლმე რატის მაშოსთვის რამე მიეწოდებინა და მერე ხელებში უყურებდა, როგორ ნაზად მიეფერებოდნენ ხოლმე ერთმანეთს თითებითვე და გული ეწვოდა თითქოს, მთელი ცხოვრება ბავშვობიდანვე აკვირდებოდა მათ და მხოლოდ ერთი რამ ეწერა პირზე, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, ჯიბოსაც მხოლოდ მათი სიყვარული წარმოედგინა ბავშვობიდანვე ამიტომ ვერ იღებდა ხმას ფიქრები, რომ მაშო სხვისი ქალბატონი იყო, იმდენად წყვეტდა გულს, რომ არც კი უნდოდა რამე ეთქვა, არც ის სურდა მათ ცხოვრებაში, "ონავრების" სამყაროში კიდევ ვინმე შემოსულიყო თუნდაც მაშოს მეუღლე ან რატის რჩეული, მხოლოდ ის ორი უნდოდა ერთად, ბავშვივით ჰქონდა ამოჩემებული, შუადღისით ჯიბოს დაყვებოდა რატი, ვენახი აჩვენა დიდ ნაკვეთში გაჭიმულიყო და სავსე ბარაქიანი მტევნები დაეკიდებინა ზედ დასანახად ღირდა,
- სიმინდი ვერ მოვჭერი წელს, იობიჩმა გამიკეთა კაი საქმე, კარგი ვაჟკაცი გაგვეზარდა, კაი ბიჭია, გვეხმარა წელსაც, დაილოცოს მისი ხელები
ღიმილით გადახედა კაცმა ნაკვეთს, რომელიც თითქმის სულ მოშიშვლებულიყო მოსავლის აღებისგან და წინა მხარეს გადახედა კმაყოფილმა ვენახს,
- მალე დაიწყება ახლა რთველი, რაღა დარჩა უკვე მწიფდება ყურძენი,
მშვიდად ახედა რატის ისე შემოიწყო ღიმილით წელზე ხელები
- მალე გადის ჩემო ვაჟკაცო დრო! თუ ჭკვიანად არ გამოიყენე, რთულია სწორად გაატარო დარჩენილიც.....
ისევ მშვიდად გახედა დიდ სივრცეს, მოსავალი რომ მოჩანდა, კმაყოფილმა გახედა სივრცეს, მზერით რომ ტკბებოდა სიცოცხლით, მზერით რომ უხაროდა ყოველი გათენებული დღე და უხაროდა ის რომ ახლა მის გვერდით იდგა ადამიანი, რომლისთვისაც უნდოდა დაეტოვებინა სახლ-კარი, ჯიბო და ნინელი უშვილოები იყვნენ, მოკლებულნი იყვნენ შვილისგან წამოსულ სითბოს და საერთოდ შვილის დიდი სიყვარულიც არ გამოეცადათ, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ აკლებდნენ ყურადღებასა და დროს, თბილები იყვნენ ყველა ბავშვის მიმართ და რატის მათი პირველი შვილიშვილი შეარქვეს, განსაკუთრებული სიახლოვისა და სიყვარულის გამო, მათთან იზრდებოდა რატი, როგორც ბებია და ბაბუა ხშირად მათთან რჩებოდა ნარდით ერთობოდნენ ხოლმე რატი და ჯიბო ნინელი კი ჩვეულად მის უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურს დააცხობდა ხოლმე უცებ, ბედნიერ წუთებად აგონდებოდა ყველაფერი ჯიბოს და უხაროდა რომ ახლა ის პატარა ბიჭი, უმშვენიერეს მამაკაცად ქცეულიყო და არა მხოლოდ ფიზიკურად,
- სულ პატარა მახსოვხარ მაშოსთან ერთად რო შემოვარდებოდი ხოლმე, ონავრობებს ასწავლიდი და ისიც გიჯერებდა, პატარა ოინბაზები....
სიტყვები გულიანი ჩაცინებით დაასრულა ჯიბომ, თვალწინ ედგა სეტკიან საწოლზე შემომხტარი მაშო ეზოში დამდგარ ჯიბოს მოსასვენებელზე, მთელი ძალით დახტუნაობდა ზედ და რატი წინ დაძაბული ედგა რომ არ გადმოვარდნილიყო, თან უყვიროდა ჩამოდიო მაშო კი განზრახ ყვიროდა ბოლო ხმაზე, რომ რატის სიტყვები არ გაეგო....
- ამდენი ხანი როგორ არ გამოჩნდი ბიჭო მაშოს ცხოვრებაში როგორ გაძელი მის გარეშე?! რა მოთმინება გაქ...
ისევ გულიანად ჩაიცინა ჯიბომ ისე აათვალიერა ქვევიდან და მუცელზე მიარტყა ხელი სიცილშივე დაჭიმულ ნავარჯიშებ სხეულზე უცებ გაადიდა თვალები ულვაშებსაც სწრაფად ეცვალა ფორმა, ისე შემოიწყო დოინჯები
- ყოჩაღ შენ! არ მომცდარხარ,
კმაყოფილმა შეაქო და რატისაც უნებურად ჩაეცინა ისე გააქნია თავი თავჩახრილმა,
- არც მე ვიცი, როგორ შემეძლო მის გარეშე,
გულწრფელად ჩაიცინა ისევ თავჩახრილმა და ჩაფიქრებულმა ახედა არემარეს, მოშორებით ტყე რომ საყვარლად მოჩანდა,
- გიყვარდა, ძალიან გიყვარდა...
ჯიბოც ფიქრებითვე საუბრობდა ისე გაეშტერებინა მასაც თვალი ტყისთვის,
- სიგიჟემდე....
უნებურად გასცა პასუხი ფიქრებში მყოფმა და ფიქრებშიც მხოლოდ მაშო ტრიალებდა მისი საფირმო ღიმილით
- ახლაც გიყვარს...
რატის გულწრფელ სიტყვებზე ფიქრებიდან სწრაფად გამოერკვა კაცი ისე იცვალა მზერა რატისკენ და შემდეგ პასუხს დაელოდა,
- ახლა სიკვდილამდე!
ისევ გულწრფელი სიტყვები ამოთქვა და მოურიდებლად დახედა მამაკაცს, უხმოდ უყურებდა ჯიბო და უსიტყვოდ ეძიებოდა რატის თვალებს იმდენად ღრმად შეიჭრა მასში, რომ სიტყვები საჭირო არც იყო, ყველანაირი რატის გრძნობა ამოიცნო იმაზე მეტიც კი ვიდრე იმ წუთში რატი ხვდებოდა, საერთოდ ვეღარაფერი თქვა, უხმოდ გახედა ისევ სიმწვანეს,
- კი მოსაღამოვდა ისე, ჩავიდეთ დაბნელებას ჩავასწროთ, საღამოს ნისლი ჩამოწვება და აღარაფერი აღარ მოჩანს, ისე კი მიყვარს... ქალი გიჟდება ნისლი რა შესაყვარებელიაო....
გულიანად ჩაეცინა წინ წასულს ჯოხიც რომ მოემარჯვებინა ხელში დასახმარებლად
- რომ გიყვარს რას უზამ გულს ვერ უბრძანებ, მიყვარს მე მისი სიმშვიდე, ვითომ წვრილად ცრის ისე რომ არ მოჩანს და ისე დაგალპობს თავსხმის დროს დაგრჩება მშრალი ადგილი და ნისლის დროს აღარ, ისევ დროს გააჩნია ჩემო რატი, არ უნდა დაგაგვიანდეს, არ უნდა გაწელო თავისდროზე ყველაფერი კარგია.....
საუბარ საუბარშივე მიდიოდა წინ ჯიბო რატი კი წამით იდგა უხმოდ, ინტერესით გააყოლა თბილი მზერა წასულს და ღიმილით გადადგა მშვიდად ნაბიჯი, ჯიბოსავით შემოიწყო ხელები წელს უკან და მშვიდად ჩამოუდგა გვერდში მოლაპარაკეს.....
.....
სიცილ-ხარხარით ისხდნენ მაშო და ნინელი წაქცეულ სკამზე ძირს გაშლილ, მოფენილი კაკლისკენ დახრილიყვნენ და სათითაოდ ტეხავდნენ ნიგოზს, გარჩეულს კი მზად თასში ყრიდნენ, სასიამოვნო წუთები იყო მაშოსთვის, ღიმილით მიაშტერდებოდა ხოლმე ქალს და უცებ მოუნდებოდა დაეკოცნა მისთვის ლოყები,
- როგორ მიხარია რომ ერთად გნახეთ ისევ,
უნებურად წამოიძახა ქალმა, ჩაფიქრების შემდეგ და თითქოს წყენაც კი იგრძნობოდა ისევ და ისევ მის ხმაში, თვალწინ ედგა ბავშვები რატის მზერა ბავშვობიდანვე და თვალწინ ედგა დილა , როგორ შეხედავდა ხოლმე რატი მაშოს, თითქოს ცდილობდა დაემალა კიდეც რომ არ ეთქვა, პატივს სცემდა მაშოს გადაწყვეტილებას მაგრამ ამავდროულად ვერ წარმოედგინა მაშოს გვერდით სხვა ადამიანი,
- მაგრამ, თქვენ.... მაშო რა თქმა უნდა გიყვარს ქმარი, მაგრამ ჩემი ფიქრები რო არ ვთქვა დედა ამაღამ არ დამეძინება,
სწრაფად დაყარა ხელიდან ყველაფერი ისე დაიწყო კალთაზე და საქმიანად შეხედა მაშოს,
- გულსაც მოატყუებ და აიძულებ, გონებასაც და სხეულსაც, თვალებს შვილო ვერაფერს ვერ უზამ, ვერცერთ გამოხედვას ვერ მოიტყუები
- ამას რატომ მიყვებით?
ღიმილი ვერ შეიკავა მაშომ გაკვირვებულმა დასვა კითხვა და ფრთხილად დადო ჩაქუჩი, ხმაზე ჭიშკარს გახედა ნინელიმ და ჯიბოს ხმა რომ ამოიცნო სწრაფადვე მიახალა მაშოს,
- გიყვარს დედა გიყვარს!
სწრაფად ამოილაპარაკა და ნიგოზის ტეხვა დაიწყო, აღარ გაუხედავს შემოსულებისკენ, არც მაშოსთვის შეუხედავს, მაშოსაც არაფერი უთქვამს ღიმილით გახედა რატის და მის თვალისჩაკვრაზე მორცხვად სასაცილოდ აუწითლდა ლოყები,
- მაშო შენი მოტანილი წყალი მიყვარსს ბაბუ,
შემოსვლისთანავე დაიძახა ჯიბომ, ძველებურად და მაშოც უცებ წამოხტა, ჯიბო ყოველთვის მაცივრის ცივ წყალს სვმადა და არც არასდროს ჰქონდა გამოლეული ცივი წყალი, მაშოც სწრაფად გავარდა და რკინის დიდ ჭურჭელში ჩამოუსხა ბლომად ცივი წყალი, მალევე მიურბენინა და უკვე მაგიდასთან ჩამომჯდარმა მოწყურებულმა მოიყუდა ჭიქა, წამში გამოცალა და ხმამაღლა ამოაყოლა წყურვილის მოკვლისგან გამოწვეული ხმები,
- ოხ, ოხ, ოხ, რა კაი იყოო,
ღიმილით აკვირდებოდა მაშოც და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა,
- შენ არ გინდა?
უკან მდგარს დაბალხმაზე კითხა მაშომ ბარემ და რატიმაც მცირედ გაუქნია არას ნიშნად თავი,
- მე სხვა რამე მინდა,
- მეც ბევრი რამე მინდა,
- რა გინდა?
- არ გეტყვი,
ენა გამოუყო სწრაფად და ჯიბოს ხმაზე სწრაფად მას გახედა
- რას ჩურჩულებთ ერთი მანდ?
გასველებული ულვაშები მოიწმინდა ჯიბომ და მაშოს ანიშნა მის გვერდზე ხელის დატყაპუნებით მომიჯექიო......
არაჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი, საღამოს თავი არ დაუზოგავს ნინელის, ყველანაირი საჭმელი დაამზადა, ყველაფრით სავსე მაგიდა გააწყო, მათი ჩამოსვლა იობიჩსაც გააგებინეს, ლევანისაც ორივე ახლაგაზრდა მოიხმეს და რა თქმა უნდა ჯიბომ მის საყვარელ მეზობელსაც დაუძახა, ბატონ ტარიელს, მისთვისაც მოეყოლა "ონავრების" შესახებ და იცოდა რომ გულწრფელად აღნიშნავდა ისიც მათ ჩამოსვლას ჯიბოსთან ერთად, მორიდებულად იყო მაშო ნაცნობ ბიჭთან რომელსაც ბავშვობაში მოსწონდა კიდეც მაშო, ახლა რომ ენახა სულ აღარ ამოვარდნოდა თვალიდან, ნინელიც სულ ლევანის ქებაში იყო, თუ როგორი მშრომელი ბიჭი იყო მაშოც ღიმილით გახედავდა ხოლმე მოციმციმეს და მორიდებას არ იმჩნევდა, რატის გვერდით ჩამომჯდარს აეხლართა მის თითებში ხელი მაგიდის ქვეშ ისე მიედო მის მხარზე თავი, დაღლილს, მაშოსა და რატის ქება დიდება იყო, მათი ჩამოსვლა, ნინელისა და ჯიბოს დახვედრა, შემდეგ მშრომელი ბიჭების დღეგრძელობა კარგი მეზობლობა, არცერთი სადღეგრძელო გამოუტოვებიათ შემდეგ დედებზე გადავიდნენ როგორც ყველა სუფრაზე და მაშოს მომავალი დედობა დალოცეს და ის არ იცოდნენ რომ მაშო უკვე ძალიან მალე გამოცდიდა ამ ყველაფერს, უნებურად მოხვია რატიმ ხელი წელზე და არც მორიდებია ისე მიაკრო ტუჩები საფეთქელზე, მის თამამ საქციელზე უცნაურად გახედავდა ნინელი, შემდეგ მაშოს ადანაშაულებდა ფიქრებით " გათხოვილი ქალი ასე არ უნდა იქცეოდესო" და შემდეგ ისევ ბრძოლით ყრიდა ამ ფიქრებს, "რომ ისინი უზომიდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და მერე რა, თუ მხარს ჩამოადწბდა, თუ ხშირად მოხვევდნენ ერთმანეთს ხელსა და ხშირად მიაკრობდნენ ერთმანეთს მხურვალ ტუჩებს, არც ჰქონიათ მაშოსა და რატის გეგმაში რომ მათი ერთად ყოფნა დაემალათ, თავიდანვე ისე დაიწყეს, რომ ზედმეტადაც კი შეყვნენ ამ ყოველივეს, შემდეგ ერთობოდნენ კიდეც მოხუცების "წვალებით" რომელსაც დიდხანს არ აპირებდნენ უბრალოდ მათი აზრიც უკეთ გაიგეს, როგორ მიიღებდნენ მათ ერთად ყოფნას და ეს უკვე იდეალურიც კი ხდებოდა, გვიანობამდე ისხდნენ მაგიდასთან, ხან ყველა ერთად მღეროდა ხან სასაცილოდ შლიდნენ ხელებს მჯდომარეები ჯიბოს სკამზე დაკრულზე ,
- ცანგალა და გოგონა და ცააანგალა გოგონაა.....
ნინელი აყოლოდა ტაშით ჯჯიბოს და მაშოც უწინდელად შლიდა ხელებს სიცილ კისკისით, უკვე მთვრალი რატი კი მუშტს ასობდა კბილებს ისე ქანაობდა წინ და უკან, ზედმეტად საყვარელი მაშოს დანახვისას რომ შეეკავებინა ის საქციელი რასაც მაშოს დაჭერას და მთლიანად დაკოცნას იწვევდა..... .
...
- ვჰუჰ კარგი იყო,
სიცილით შეყვა ნინელის მაშო ოთახში და ღიმილით მოათვალიერა მოწყობილი ოთახი, ხის კარადით ხის ორსაწოლიანი საწოლით მის გვერდით ხისვე ტუმბო მასზე დიდი სარკე, ერთ კაციანი დივანი და ერთი მოქანავე სკამი მდგარიყო, საყვარელი და მყუდრო გარემო იყო,
- მადლობა ბებო, გამოვალ ორ წუთში,
- კი გენაცვალე, ჩაცმული აქ ჩიხოლი, თუ შეგცივდეს დამიძახე დედა,
ღიმილით ჩამოუსვა გრძელ თმაზე ხელი და უცებ მოიხვია ხელში ისე გამოაცურა ფრთხილად....
- გაიხარეე,
ფართოდ გაუღიმა მაშომ და ცოტახნით მანამ სანამ ქეიფს დააამთავრებდნენ წამოწვა, ღიმილით მიაპყრო ჭერს მზერა, უნებურად მოისვა მუცელზე ხელი და უნებურად დაიწყო მოყოლა თუ როგორ ბედნიერად გრძნობდა თავს.....
....
უკვე გვიან ნინელიც აშკარად დაღლილი იყო, მაშო დატრიალებდა ის ალაგებდა მაგიდას, დასვრილ ჭურჭელს ერთმანეთში აწყობდა და დამატებითაც თუ შეეძლო კიდევ გაჰქონდა ერთდროულად სამზარეულოში, შემდეგ ხელთავიდან კრიფავდა ჩალაგებულ საინებს,
- მე წავიღებ,
ბოხ ბარიტონზე სწრაფად ახედა მაშომ მის უკან მდგარს, ნელა რომ აეკრო უკნიდან და ხელში დაგროვილი ღრმა თავისუფალი საინები მასში ჩადებული ჭიქებითვე გამოართვა, ღიმილით შეხედა მაშომ,
- ნასვამი ხარ,
ღიმილით შეახსენა მაშომ და რატისაც ეცვალა თვალები,
- და რა? საჭესთან ვზივარ?
- არა, მთვრალი ხარ და არ მინდა რამე დალეწო
- რამდენს ტლიკინებ რაა,
ხმამაღლა ამოიზმუვლა ისე შევიდა სახლში, ღიმილით გააქნია მაშომ თავი ისე გახედა მიწოლილ ჯიბოს, რამდენიმე საინი აიღო და რატის გაჰყვა სამზარეულოშივე აწყობდა რატი საინებს და მაშო მიალაგებდა ხოლმე, თან ეღიმებოდა რატის დახმარებაზე, ყველაფერი მოვიტანეო, რომ უთხრა თავისუფლად გახსნა ონკანი რომ ჭურჭელი დარეცხა, უხმოდ გადმოაწყო საინები და რატიც მის გვერდით მჯდმომი წამით უხმოდ აკვირდებოდა, ღიმილით გახედავდა მაშოც მის მზერას, რომ გრძნობდა და ღიმილით მოავლებდა ხოლმე თვალს
- მომენატრე დღეს,
სწრაფად წამოიწია სკამიდან, უკნიდან ნაზად აეკრო მაშოს ისე მოხვია მუცელზე ხელები თბილად და დახრილმა მშვიდად ჩაურგო კისერში თავი ისე მინაბა თვალები,
- დაიძინე წადი,
ღიმილით წაუსვა ქაფი ყველა ჭურჭელს და დარეცხვაც უკვე ემარტივებოდა,
- წამო ხოდა თუ არ ვუთხარი, რომ ჩემი ხარ შემაგდებენ მარტო ოთახში,
ბურდღუნით წამოიძახა და ძლივს გასწორდა,
- მერე რა ერთი დღე გაუძლებ,
- შანსი არ გაქ, ხშირად მოგიწევს აქ ჩამოსვლა და მაინც მოუწევთ გაგება,
- აუ ნინელიი რა ცუდადააა რომ ვთქვი გათხოვილი ვარ-მეთქი,
სიცილი ვერ დამალა მაშომ გულიანად ჩაეცინა და რატიც ღიმილით აგრძელებდა მის მოსმენას
- ყოველ სიტყვაში ქმარს მიხსენებდა, მერე შეეფერებითო ისო ესო,
- ჯიბომ გიყვარსო დამიდგინა მეთქიი რასმელაპარაკები გამორიცხულია
სიცილით იცვალა რატიმ ადგილი, მაშოს გვერდით კარადას მიეყრდნო მისთვის რომ ეყურებინა და თავადაც გახსენებაზე ჩაიცინა
- ნაკვეთიდან რომ ჩამოხვედით მაგ დროს მომაძახა მეც ნინელიმ, თვალებს ვერ დამალავო,
სიცილით გამოავლო ბოლო ჭიქაც ონკანიც მოასუფთავა და გამორთო თუ არა ხელების გასაწმენდად მიტრიალებაც არ აცადა რატიმ, მომღიმარს სწრაფად ჩაავლო სახეზე ხელები სწრაფად დაწვდა ბაგეებზე და მაშოსაც ისე უცებ აუძგერდა ჩვეულად გული თითქოს შეაშინესო,
- ჩემი სიკვდილი!
შეცხადებულ ხმაზე სწრაფად გახედეს კარებში მდგომ ნინელის სახეზე, რომ შემოირტყა ხელი სანახაობაზე და შეშინებული გახედავდა ხოლმე შემოსასვლელს რომ ენახა ჯიბო ხომ არ მოდიოდა, თავადაც ეცვალა ფერები სახეზე და ისე დაიბნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ეშინოდა ჯიბო არ შემოსულიყო, მაშო რატის ისე ჩუმად ამოეფარა რატიც ვერ მიხვდა, სიცილის დამალვას ეცადა ისე აიფარა ხელი ტუჩებზე და რომ შეძლო დაწყნარება და სიცილის შეკავება უცებ გამოიწია
- გეეეცი ახლა პასუხი!!
სწრაფად გადმოიწია ისევ მაშო და ნინელისკენ გაიშვირა თითი ისე უსაყვედურა თითქოს რატის, მომთხოვნი, კოპებ შეკრული მზერით
- ბეჭედის მაინც შეგრცხვენოდა ამხელა კაცს! შენგან არ ველოდებოდი რატი,
არ არსებული ცრემლი მოიწმინდა ისე გაიქცა ნინელისკენ, ცხოვრებით მსახიობმა გადაწყვიტა ისევ ემსახიობა, მოულოდნელობისგან დაიბნა უცებ რატი და შემდეგ თავისუფლად ახლართა მკლავები ერთმანეთში
- ვიღაცას მართლა უჩემოდ ძილი მოუწეეევს,
ხმამაღლა ამოილაპარა და ნინელისაც კიდევ ერთხელ ეცვალა სახე
- ბიჭო! რას იძახი! არ გრცხვენია ბიჭო?! ეს რო ჯიბომ გაგიგოს,
დაბალხმაზე ამოიჩურჩულა ნინელიმ და ისევ შემოსასვლელს გახედა ნერვოზულად შესამოწმებლად
- ბებია ქმარს რა ვუთხრა? როგორ ფიქრობ დამტოვებს კიდე ააქ?
გააგრძელა მაშომ და რატი რომ მისკენ ბრაზიანი მზერით დაიძრა უცოდველივით ამოეფარა ნინელის,
- რატი ბიჭო, რა გიყო?
სახეზე ჩამოისვა ქალმა ხელები ფიქრებით, რითი დაევიწყებინა ეს ამბავი, ან რითი დაებრუნებინა მათ შორის მშვიდი ურთიერთობა ისე რომ ეს ყველაფერი ჯიბოს არ გაეგო, ცუდად გააგრძელა მაშომ, რადგან ნინელის გულს ზედმეტად მიწვდა მომხდარი,
- რა უნდა მიყო ბებია, ვეღარც მიკოცნიააა?
- გაჩუმდი ბიჭო გაჩუმდი!
- რა გავჩუმდე, ამაღამ ერთად ვიძინებთ,
- გაჩუმდი ბიჭო!
სწრაფად დაარტყა მხარზე ხელი ჯიბო რომ შეამჩნია კარებში და მაშოს ისე გახედა თითქოს სთხოვდა არაფერი ეთქვა მისთვის, მაშო კი ისე უაზროდ ახარხარდა, მეტად დააბნია ქალი
- მაშო ძაან ცუდი გოგო ხარ ჯიგარო,
სწრაფად დაწვდა მაშოს მაჯაში რატი ისე მიწია მისკენ, ჯიბოც რომ გამოჩნდა და წელზე შემოიწყო ჩვეულად ხელები, ორივეს გადახედა,
- რა ხმაურია?!
- არაფერი გენაცვალე,
კრეჭვით ჩამოუსვა გულზე ხელი ნინელიმ, რომ ყველაფერი გაენეიტრალებინა, თუმცა რატიმ არ აცადა ეს ყოველივე
- ამის ბეჭედს რო ხედავთ, ჩემი ზანგი კი არ არიი!
ჯერ მაშოს ხელი ააფრიალა ბეჭედის დასანახად და შემდეგ გაუშალა თავისი ბეჭდიანი თითიც,
- ძალიან გთხოვთ მომცეთ უფლება, რომ ჩემ ცოლს ვაკოცო და ამაღამაც მასთან ერთად დავიძინო, ვინაიდან მის გარეშე თვალიც ჩემ ფეხებს მომეხუჭება...
ბოლომდე დაასრულა სათქმელი ისე მოხვია მაშოს ხელი და კმაყოფილიც იყო საბოლოო სიტყვებით, მოულოდნელი ამბისგან ყველაფერი, რომ გაიაზრა უცებ დაკარგა ძალა ნინელიმ ისე ჩაიკეცა, თუმცა მოასწრო კიდეც რატიმ დაჭერა სანამ დავარდებოდა, მკლავებში მოიქცია და ოთახში გასულმა ფრთხილად ჩამოსვა დივანზე, ჯიბო ვერც კი მიხვდა რაზე იყო საუბარი, გაკვირვებული დაყვებოდა მათ, მაშომ წყალი მიაწოდა ქალს და მანაც რამდენიმე ყლუპი მოსვა, ცოტახნით დაელოდა კიდეც საკუთარ თავს, როდის მომჯობინდებოდა და შემდეგ დასვა კითხვა
- ვერ გავიგე დედა.....თქვენ გადამრევთ
- რა ვერ გაიგე ბებიააააა?
ხმამაღლა ამოიზმუვლა ისე ჩამოსვა ჯიბოც ნინელის გვერდზე თავად კი მათ წინ მაგიდაზე აპირებდა ჩამოჯდომას ნინელის სიტყვები ამოუტივტივდა ბავშვობაში რომ უმეორებდა ხოლმე " მაგიდაზე ნუ ჯდები სიღარიბე იცის"-ო და უცებ გასწორდა ისევ, მაშოს კი მზად ჰქონდა სკამი მისთვის,
- ოო გენაცვალე,
სწრაფად გამოართვა რატიმ და ჩამოჯდა თუ არა ხელებთან ერთად დაიწყო უკეთ ახსნა,
- ანუ ბებია უყურე, ცოტა ხნის წინ ნახე როგორ კოცნიდა ქმარი ცოლს....
განმარტებაზე ახარხარებულ მაშოს ახედა უცებ მზერით მაწყვეტინებ და გაჩუმდიო, თუმცა მაშოს ზედმეტადაც გაუჭირდა გაჩუმება ისე მომუწა პირი და ხელებიც უცებ აიფარა, რომ გაჩუმებულიყო,
- მაშო ჩემი ცოლია!
მოკლედ დაუდო დასკვნა ამ ყველაფერს და ერთი ხელის მოსმით ჩაისვა გაკრეჭილი მაშო კალთაში, ნინელი ხელახლად გადაქანდა დივანზე და ჯიბოც ისე უცებ დაწვდა ჯოხს ვერც კი მოასწრეს დანახვა, რატის წინააღმდეგ რო აღმართა სწრაფად წამოხტა რატი მაშოსთან ერთად,
- შე ვირიშვილო! ასე უნდა მოხუცის გაცურება?!
გაქცეულს გაეკიდა შეძლებისდაგვარად და მაშოც ცდილიბდა არ გასცინებოდა ისევ, წყალი მიაწოდა ნინელის გვერდით მიუჯდა და თავადვე მოასმევინა წყალი, ამავდროულად ოთახის გარეთ გავარდნილებს გახედა წამით
- კარგად ხარ?
- წნევა დამივარდა ალბათ ვერ ვარ კაათ,
- არ შეიძლება ასე ყველაფრის გულთან მიტანაა ბებო, თაან ფაქტია მთელი დღე ამაზე მესაუბრებოდი სურვილები ხდება-მეთქი ხომ გითხარი,
ღიმილით მოხვია ხელი ისე მიეხუტა, რომ დაემშვიდებინა,
- რომ იცოდე გულის სიღრმეში, როგორ ბედნიერი ვარ, როგორი მადლობელი ვარ რომ იცოდე,
ხმა რომ გაუწყდა სწრაფად შეხედა მაშომ
- კაი ბებია ტირილი არ დაიწყო ახლა სირცხვილიაა, რა ვიფიქრო გაგიხარდა თუ გეწყინაა,
- არა ბებო არა.... არ ვიტირებ, აწი რაღა ამატირებს, თქვენ მაცოცხლებთ, თქვენ შემოგევლეთ,
აწუწუნებულმა ახედა და მისი ფიქრებითვე მიეხუტა მაშოს, დაღლილი რომ შემოვიდა ჯიბო შორიდანვე მიაგდო ჯოხი, რატისთვის გადაეხვია ხელი დაღლილს და ისიც რომ მშვიდად ჩამოსვა რატიმ დამნაშავედ მოისვა ხელი კეფაზე,
- გეფიცებით ჩემი ბრალი არ ყოფილა.... აი
მაშოსკენ გაიშვირა თითი მისი ბრალიაო და ისევ უხერხულად მოისვა ხელი კეფაზე
- მე რო შემოვსულიყავი პირდაპირ გაგაცნობდით ჩემ ცოლს და მერე გეტყოდით ვინ ვიყავი ან მე ან ის,
წუწუნით ჩამოჯდა მათ წინ სკამზე და მაშოს ენის გამოყოფა დააიგნორა,
- მთელი ცხოვრება ამას ვოცნებობდი, რაც გაგიცანით ერთად რაც იზრდებოდით რაც გაქრით, მხოლოდ ეს წარმომედგინა.....
გულწრფელად ალაპარაკდა, ჯიბო და გადაწეულმა ბედნიერების გამოხატვის ნიშნად დაარტყა რატის მუხლზე ხელი,
- სხვა ადამიანებთან ერთად ვერც ვერასდროს გნახავდით შვილო, ეს იყო დაწერილი აი იქ,
მაღლა აიხედა ისე აიშვირა თითიც და ულვაშების ცმაცუნით გახედავდა ხოლმე მაშოსაც,
- ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ, ერთმანეთი რომ გიყვართ და სურვილებს რომ მისრულებთ, რომ მცოდნოდა მთელ სოფელს დავუძახებდი....
ხელით მონიშნა მთელი სოფლის რუკა და ბედნიერად ჩაიცინა ისევ
- უკეთესი ამბავიც მაქვს,
კმაყოფილმა გაატკაცუნა რატიმ კისერი, მხრებში გასწორდა, თითქოს ყველანაირად შეემზადა სათქმელად და უკვე ინტერესიანი მდუმარე მზერა რომ იგრძნო თავისუფლად გადახედა ხან ერთს ხან მეორეს
- შვილიშვილი ხო გინდათ?
დასრულებული არ ქონდა ნინელი სწრაფად მოშორდა მაშოს ისე აათვალიერა,
- ხოდა გილოცავთ! აქედან რომ ჩავალთ სქესსაც გავიგეებთ,
კმაყოფილმა მოუსვა ხელები ერთმანეთს და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდნენ უკვე, ან როდის ჩაიგდებდა მაშოს ხელში რომ ძლიერად მოეხვია ხელები და დაეკოცნა მისთვის ყველა ნაკვთი, განა მუცელი არ ეტყობოდა უბრალოდ სამოსიც იმდენად იდეალურად ჰქონდა შერჩეული დიდად თუ არ დააკვირდებოდი არც კი შეემჩნეოდა,
- ორსულად ხარ დედა?
დასამტკიცებლად კიდევ იკითხა ნინელიმ და მაშომ რომ ღიმილით დაუქნია თავი, ხმამაღლა წასკდა ტირილი ქალს, იმდენად გულით ტიროდა რომ არ სცოდნოდათ ვერც გაიგებდნენ ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ არა, მაგრამ ეს მართლა საოცნებო იყო მისთვის, თავად ჯიბოსაც კი გადმოსცვენოდა ცრემლები, რადგან მას მერე ის იცოდნენ რომ ახლა მათ ოჯახშიც ირბენდა პატარა 'ონავარი' და ეს პირველი იყო მათთვის, უპირველესი იქნებოდა მათ ოჯახში ბავშვი, თითქოს უბრალოდ ისხდნენ, თუმცა ოთახში იმდენ ბრჭყვიალა ფერს დაინახავდით შეხედვისთანავე რომ მოგჭრიდა თვალს,მთელს ოთახში მაშხალები ფეთქდებოდა სიხარულის გამოხატვის,
თითქოს თავიდან ძილი თავისას შვებოდა, თუმცა ყველაფერს დაწვრილებით ისმენდნენ მოხუცები ისე რომ თვალიც კი არ მოუხუჭავთ, ინტერესით უსმენდნენ მობურდღუნე რატის, რომელიც ძლივს მოვიდა დღემდე მოყოლით და პირ გამომშრალი დაწვდა წყალს, მაშო დივანზე გადაქანებულიყო ისე მიეხუჭა თვალები და მშვიდად სუნთქავდა,
- გენაცვალეთ მე თქვენ,
ღიმილით ამოილაპარაკა ნინელიმ ისე მოუსვა რატის თბილი ხელები სახეზე,
- თქვენადა აქ უკვე გრილა საღამოს და ზამთარში იმ გაყინულ წყალში რეცხავთ ხოლმე?
უცებ გადაუხვია თემას, ცივი წყალი, რომ გაახსენდა ნინელის პასუხის მერე ისევ ჩვეულად მოისვა კეფაზე ხელი,
- ზამთარში, რო ჩამოვიდე წამომყვებით ჩემთან? ერთი ორი თვე აი ძაან რო ყინავს ის პერიოდი და მერე ჩამოგიყვანთ ისევ,
შეთავაზებაზე პასუხი კი იცოდა, თუმცა თავისი მაინც უნდა გაეტანა,
- ეე რაღა დროს ჩვენი სადმე წასვლაა, მიხედვა უნდა ყველაფერს,
- მერე სადმე კი არ გაიქცევა ეს აქ დაგხვდებათ ისევე,
სიცილით ანიშნა სახლზე რატიმ და მაშოსკენ გააპარა მზერა
- როგორც დავტოვებთ დაგხვდებად ისევ, თოვლის თუ გეშინიათ არც ეგ არარი პრობლემაა, არ ჩატეხავს არაფერს, ჩატეხავს და გავაკეთებთ, დრო კი გაქვთ ხოდა მოიფიქრეთ, რაღაცეები დავამატოთ მერე სახლსაც სართული თუ თანახმა იქნებით, მე მრავალშვილიანობას ვაპირებ ბიძია და ყველას თავისი ოთახი ხო უნდა ქონდეს,
სიცილით მოხვია ნინელის ხელი ისე წამოდგა მასთან ერთად,
- ჰოო მაგაზე ვილაპარაკოთ სხვა დროს კაცო, საქმეს რა გამოლევს აქ, ყველაფერი გასაკეთებელი მაქ,
- აბა რაა დასვენებებზე აქ უნდა ჩამოვიყვანო ბავშვები,
გაეკრიჭა თუ არა ნინელიმაც სწრაფად შესციცინა უცებ გაკრეჭილმა
- ვუი შე გენაცვალე,
ღიმილით ჩამოუსვა თბილად სახეზე ხელები და უფლება მისცა მაშოსთვის მიეხედა,
- წავედი ეხლა ეს ბავშვი დავაწვინო და ხვალ გავაგრძელოთ,
ფრთხილად დაწვდა მაშოს, ნელ-ნელა შეუცურა ხელები ფრთხილად მოქცია ხელებში და კიდევ ერთხელ დაემშვიდობა მოხუცებს, ისე ტკბილად აკვირდებოდნენ მაშოთი ხელში გასულს, თითქოს წლები შეემატათ, ძალების აღდგენასთან ერთად, იმდენი იმედი ჩაესახათ, რომ ცუდად ვერანაირად იქნებოდნენ, ფიქრები რომ უპატრონოდ არ იქნებოდნენ, ფიქრები რომ მათ ეზო-ბაკეში სიცოცხლე იგრძნობოდა ეს ყველაზე საბედნიერო იყო მათთვის და რაც მთავარი იყო ეს ის წყვილი იყო ბავშვობიდან რომ დაწერეს მათზე სიყვარულის ისტორია,
.....
ფრთხილად ჩააწვინა საწოლში ფრთხილად გაანთავისუფლა ზედმეტი ტანსაცმლისგან რატიმ მაშო და ცივ საწოლში ჩაწოლილმაც
უცებ დაიწყო კბილის კბილზე დარტყმა, თვალი არ გაუხელია, იქით-აქეთ ტრიალი დაიწყო გაყინულ საწოლში და რატიც მალე მიუწვა, ახურებული სხეულისგან შორიდანვე სითბო რომ იგრძნო დაწოლაც არ აცადა მაშომ, სწრაფად მიჩოჩდა ისე მიეკრო წელსზემოთ შიშველ სხეულზე ძლიერად მოხვია ხელები და თითქმის გამოფხიზლებულმაც მძიმედ გაახილა თვალები, რატიმ კარგად რომ გადააფარა მასზე მწოლიარეს ღიმილით დახედა მაშოს, თბილი მზერით რომ შეჰყურებდა,
- გცივა კიდე?
დაბალხმაზე დაუსვა კითხვა მისკენ აწეულს და მაშომაც უარის ნიშნად გაუქნია თავი,
- უზომოდ მიყვარხარ,
უნებურად ამოილაპარაკა მაშომ ისე დახუჭა მძიმედ თვალები და პასუხად ცხელი ტუჩები რომ იგრძნო მთელი სხეული აუხურდა ისე ლამის დაიწვა, ცხელი ხელებიც იგრძნო მაიკის ქვეშ და უკვე თავისუფალმა დაადო მკერდზე თავი, ისე მინაბა თვალები.....
ყოველდღიური ბედნიერება, ყოველი ახალი ამბავი, რომელსაც მთელი ოჯახი, ყველა წყვილის ოჯახი ერთად აღნიშნავდა, შემდეგ ქორწილი და ახალი ბედნიერი ოჯახი ბარბარესა და დემეტრეს სახით, რამდენიმე თვეში კიდევ ახალი ოჯახი, რომლის დღეც იმდენად ხალისიანი და ბედნიერად ჩატარდა ვერცერთი მომენტის დავიწყებას შეძლებდით,
- მზად ხართ?
ხმამაღლა დაიყვირა ანანომ მაღალზე შემდგარმა ისე შეტრიალდა და გოგონებს გადახედა დადებითი პასუხი, რომ გაიგო ღიმილით გახედა ისევ და სალომეს შეხედა გოგონების უკან სასმლით ხელში რომ იდგა მაგიდებთან, ძალით დაყენებულსაც კი ჰგავდა, მოშორებით ინტერესით იჯდა თეოდორე ისე აკვირდებოდა გოგონებს, მიკროფონი ითხოვა წამით
- სალომე თავს ნუ არიდებ,
უბრალოდ ამოილაპარაკა სიტყვები სიცილით და მზად მყოფმა თაიგული ისროლა თუ არა სწრაფადვე მოტრიალდა, რომ დაენახა ვინ შეძლებდა დაჭერას, ერთი ორი და თამადის ხარხარს ვერ გადაუსწრო ვერავინ, იმდენად გაოგნებული სახით ჩაუვარდა ხელებში სალომეს თაიგული თვალებ გაფართოებული დაჰყურებდა
თაიგულს და ახარხარებულ დარბაზს უსმენდა, ლამის სული დალია თამადამ სიცილისგან, უნებურად გახედა სალომემ ახარხარებულ თეოდორეს და ისიც უცებ წამოხტა ადგილიდან, თავ ქუდ მოგლეჯილი გავარდა დარბაზიდან ისე სასაცილოდ დაწვდა თაიგულიანი ხელითაც სალომე იქით-აქეთ კაბას და ნაზად გაეკიდა, დარბაზიდან არც გასულა თავადაც ხარხარით გაჩერდა სირცხვილით აწითლებულმა, მთელი დარბაზის ყურადღების ქვეშ რომ იყო, ისე მოუტრიალდა დარბაზს და თაიგული უმისამართოდ ისროლა, მხიარული თამადა ხელახლა რომ ახარხარდა დარბაზთან ერთად ისე გაიხედა უკან და თავადაც უნებურად დაიწყო სიცილი, თეოდორეს რომ დაეჭირა თაიგული...
- გაიხარეთ ამდენი არ მიცინია,
სიცილით ამოილაპარაკა ხმამაღლა მიკროფონშივე თამადამ და ჩამოცვენილი ცრემლები მოიწმინდა ისე გახედა წყვილს, სიცილით რომ მიუახლოვდა სალომეს თეოდორე, ღიმილით გადასცა თაიგული და ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები ტუჩის კუთხეში გაკრეჭილ სალომეს მის წელზე ხელ მოხვეულმა შემდეგ კი ისევ და ისევ მხიარულად და ბედნიერად გაგრძელდა ახალი ოჯახის დღე,....
შემდეგ რამდენიმე დღის მერე ისევ და ისევ ბედნიერი ქორწილი, ბოლოს ვინც უნდა გულს ის მაინც შენთან იქნებაო, მართლაც ასე იყო, უბრალოდ ბედნიერებას ქმნიდნენ სიყვარულით....
იყო შავ-თეთრი სიყვარული, მაშინ როცა მაშომ შეძლო რატის შეცვლა, შემდეგ იყო ერთი ნახვით სიყვარული, მაშინ როცა პირველი დანახვისთანავე სიტყვები შეახმა ვაჟას, შემდეგ იყო მიჩვევა და ნდობით გაღვივებული, გადამრჩენელი სიყვარული, მაშინ როცა ძლიერად ჩაჭიდა ბარბარემ დემეტრეს ხელი, შემდეგ კი ჯიუტი სიყვარული, რომელიც ცდილობდა ნელ-ნელა გამოეფატრა სალომე და საბოლოოდ დამარცდა, ეს იყო ოჯახი ყოველდღიურად დაგეგმილი ახალ-ახალი გეგმებით, რომელსაც ერთად მიუყვებოდნენ.....



№1 სტუმარი სტუმარი თამო

უკაცრავად მაგრამ ამ ისტორიის დასაწყისი სად გაქრა? იქნებ სრულად დაგედოთ.

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

სტუმარი თამო
უკაცრავად მაგრამ ამ ისტორიის დასაწყისი სად გაქრა? იქნებ სრულად დაგედოთ.

დიახ ისეთი არეული დღეები დაემთხვა ექაუნთები წამეშალაა და ახალ ახალი ექაუნთებიდან ვდებდი, გუგლში შეგიძლიათ ჩაწეროთ "დრო! თავი 1 ან რომელიც გნებავთ და აუცილებლად ამოგიგდებთ❤️❤️ უფრო მარტივად მოიძებნება არ ვიცი სრულად როდის დავდებ და ამიტომ, ძაღილის ნიშანით მოიძებნება ეს ისტორია, მადლობა ყურადღებისთვის❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

არ იძებნება 1_იდან 11 _მდე წაშლილს აჩვენებს

 


№4  offline წევრი ანნა ანუკი

სტუმარი თიკო
არ იძებნება 1_იდან 11 _მდე წაშლილს აჩვენებს

აააუ არააა წინა დღეებში ჩვეულებრივ წავიკითხეე, იმის გამო წაიშალა ალბათ რომ ერთი თვის მერე თუ არ გააგრძელებ იშლებაა და მე იმ ექაუნთით არ გამიგრძელებიაააა, ამეტირება ახლა

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

სრულად თუ არა ეგ თავები მაინც დადეთ თავიდან????????????

 


№6  offline წევრი ანნა ანუკი

სტუმარი თიკო
სრულად თუ არა ეგ თავები მაინც დადეთ თავიდან????????????

ყველაფერსს ვცდიი ვინაიდან ის თავები გაუქმდა, მე ტელეფონშიც კი არ მქონია შენახული რა გავაკეთო არ ვიცი.... იქნებ შევძლო აღდგენა ❤️❤️

 


№7 სტუმარი ნინი ნინი

1 თავი როგორ ვნახო? დიდი ხანია ვეძებ და ვერსად ვიპოვე????

 


№8  offline წევრი ანნა ანუკი

ნინი ნინი
1 თავი როგორ ვნახო? დიდი ხანია ვეძებ და ვერსად ვიპოვე????

სხვა ექაუნთზე იდო და მას შემდეგ იმ ექაუნთს, რომ არ დაემატა წაიშალა, რაღაც დრო მჭირდება, რომ ის დაკარგული თავები ხელთავიდან დავწერო და ვეცდები ბარემ სრულად დავდო❤️❤️ ბოდიშით მსგავსი ამბის გამო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent