შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შეჩვევა ? (2 თავი)


14-11-2023, 01:07
ავტორი Annia
ნანახია 1 000

თბილისში ცხოვრება სულ სხვანაირი იყო, შეიძლება რთული იყო მთელი კვირა იატაკზე ძილი, რადგან ვერ ვახერხებდით საწოლის აწყობას და მთელითვე სარეცხის შავი ნაგვის ცელოფნით სხვა უბანში ტარება, რომ ჩემი დის დაქალთან გაგვერეცხა, მაგრამ იმას მაინც სჯობდა სადაც ვცხოვრობდით. როგორც კი დავლაგდით და ამოვისუნთქეთ, დავიწყეთ სახლის პირობებში ჩემი მწვავე აკნეს მკურნალობა, არ გვქონდა იმდენი, რომ ექიმთან მივეყვანე ჩემებს და შემდეგ გვეყიდა ყველაფერი საჭირო, ამიტომ სახლში ვაკეთებდით მაქსიმუმს, შედეგიც გამოიღო, ადრე თუ ლოყაზე უბრალოდ გადასაკოცნელად ვერ იპოვიდი ადგილს ახლა უკეთესობა შეიმჩნეოდა, თმებსაც ვიზრდიდი და ვცდილობდი ხვეულები გამოსულიყო ყოველი დაბანის შემდეგ.
სკოლაში შესვლაც არ ყოფილა ისეთი როგორიც წარმომედგინა, მიჩვეული ვიყავი ბულინგს და დამცინავ კომენტარებს ძველი სკოლიდან, მაგრამ აქ სხვანაირად მიმიღეს, არავის აინტერესებდა ძველისძველი მწვანე ბოტასები, გაცვეთილი შინდისფერი ქურთული და პომპოლიკა შავი ქუდი. იმასაც დავამატებ, რომ საერთოდ ყველას ეკიდა ჩემი გამონაყარი სახეზე, შავი წერტილები ცხვირზე და სულ ძირში დაჭრილი ფრჩხილები. გაკვეთილებზე დაფასთან არასდროს გავდიოდი და მასწავლებლები ამ ყველაფერს შეუჩვევლობას აწერდნენდა აღარ მაძალებდნენ. ამიტომაც ის მეცხრე კლასის მეორე სემესტრი მშვიდად გადავაგორე. უბანშიც ათასში ერთხელ გავდიოდი კლასელებთან ერთად.
ყველაფრის გარდატეხვა მაინც აი აქედან დაიწყო…
- ამაღამ დედა ჩამოდის-კიდევ ერთხელ იმეორებს უფროსი და დედას ჩამოსვლის ამბავს და მეათასედ წმინდავს იატაკს.
- ყველაფერი დახეხილი და დაწმენდილია, იმედია მაინც არ გაგიჟდება- ვხუმრობ როგორც მჩვევია, რადგან ვიცი დედაჩვენის ამბავი, ორ დღეში ყველაფრის ლაგებას რომ დაიწყებს ქოთქოთთან ერთად.
- არმჯერა რომ ჩამოდის, სამი წელი არ გვინახავს, გახსოვს ბოლოს რომ იყო თაკოს დაბადების დღემდე ორიდღით ადრე მოუწია წასვლა- ტუჩს სიმწრით იკვნეტს სალომე და პატარა დას გაჰყურრებს.
- არაუშავს, ცუდად მაინც არ მახსენდება, წასვლამდე იმდენი რაღაც მიყიდაა - თიკო ცდილობს ამ უაზრობით თვალები აგვიხვიოს, თითქოს და მართლა არ სწყდებოდა გული.
- სალო, ამაღამ გეფიცები ვერ დავიძინებ- ვისაწ....ბ თავს და ვანიშნებ თვალებით რომ მეც მინდა გავყვე აეროპორტში.
- არაუშავს, ვერ წაგიყვანთ ვერც ერთს და აღარ იწუწუნოთ მეტი.
დაახლოებით გამთენიის 5-6 საათი იქნებოდა კარის ხმაზე რომ შემეღვიძა, იმ წამსვე წამოვფრინდი საწოლიდან და გავვარდი მისაღებში, ისე ჩავეკარი გულში ჩემს მონატრებულ დედიკოს იქიდან მამაზეციერი ვერ ამწიწკნიდა.
- დედას ცხოვრება, დედას მონატრებავ ვაიმეე რაგამხდარიხარ დედიკო, ჩემო სუნთქვავ-დედაჩემი ყველანაირი სიტყვებით მეფერებოდა, თან ტიროდა და მკოცნიდა მთელს სახეზე.
- მეც მიყვარხარ დედი, მომენატრე ძაალიან, უუსაზღვროდ მიყვარხარ.
კიდევ რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვეფერებოდით ერთმანეთს და შემდეგ ჩემი გულის კიდევ უფრო გასახარებლად და ბავშვური სურვილების ჩასაცხრობად გახსნა თავისი ჩანთა და მომაწოდა რამდენიმე შოკოლადი.
- დედიკო დანარჩენი ყველაფერი ჩემოდანში მილაგია და დილით თიკოსთან ერთად გავხსნათ.
- კარგი დე, გაგიშლით ახლა დივანს და დაისვენე- იმის გამო რომ ჩემი დიდი დის “ლეჟანკა” ნახევრად ჩავარდნილი იყო და ჩვენი, ანუ მე და თიკოს ორსაწოლიანი საწოლი ძალიან ჭრაჭუნობდა ყველა მხრის მოცვლაზე, დედასთვის გვიწევდა დივანზე გაგვეშალა თეთრეული.
(დედიკო ჩამივიდა აგვისტოს შუა რიცხვებში და რჩებოდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე.)
სექტებმრის დასაწყისში, მეათე კლასისთვის გამოგვპრანჭა, გვიყიდა ყველაფერი რაზეც კი შეამჩნია რომ თვალი დაგვრჩა, სახლში სულ იყო ხილი და გემრიელად მომზადებული საჭმელი და ბოლოს 15 სექტემბერს, მეათე კლასში შემიყვანა, ხელ ჩაკიდებული წამიყვანა სკოლაში რომელიც ხუთი წუთის გზაზეც არიყო, შემაცილა საკლასო ოთახში, გაიცნო დამრიგებელი და ბონუსად ჩემი თავიც ჩააბარა.
- გთხოვთ უდედოდ არის გაზრდილი ფაქტობრივად და როცა წავალ ყურადღება მიაქციეთ ანისო ასე უთქვია.
შემდეგ ჩემი პატარა და მიაცილა თავის კლასამდე და იგივე პროცედურა გაიმეორა, დაახლოებით სკოლის დაწყებიდან სამ კვირაში შევამჩნიე ის, მარცხენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, თმები გიჟივით გაბურძგნული და ადიდასები ეცვა შავი წითელში…. მომეწონა.
იმ დღიდან დავიწყე მისთვის გამოპრანჭვა და მისი კლასის წინ სიარული ყველა დასვენებაზე.
ამასობაში დედას წასვლის დროც მოვიდა, ყველაფერი უფერული და სტრესული გახდა, თან ინგლისურზე სიარულიც დავიწყე რადგან ყველაზე მარტივიც კი არ ვიცოდი, ნოემბერი მოდიოდა უკვე ყელში, რომ მომიჭირა მობეზრებამ და მომინდა გამეცნო ახლოდან.
მანამდე რაც ვცადეთ მე და ჩემმა დაქალმა არაფერს გამართლება არ ჰქონია. მაგალითად ერთხელ გიჟივით კლასში შემორბის ჩემი დაქალი ნათია და მთელი ხმით მიყვირის რომ დაფის საწმენდი ნაჭერი წაართვა ტიტეს და მე უნდა დამებრუნებინა მისთვის.
-რომ შემოვა ნაჭერს შენ გადმოგიგდებ და მიეცი, გაეპრანჭე იცოდეე. გამოშტერებულივით დავაღე პირი მაგრამ როგორც კი ტიტე შემოვიდა კლასში და ნათიამაც ისროლა ჩემსკენ საწმენდი მთელი სისწრაფით გავეშურე საწმენდისკენ, რომელიც დაახლოებით ჩემგან სამ ნაბიჯში დაეცა, ხელი რომ მოვკიდე და საწმენდზე ჩემი ბიჭი კლასელის ხელიც დავინახე ჩაბღაუჭებული სახეზე წამომახურა, სანამ გავსწორდებოდით გიჟივით ვუჩურჩულებდი რომ გაეშვა ტილოსთვის ხელი თორემ ხელებს დავამტვრევდი.
-საბა გაუშვი ხელი თორემ გეფიცები მოგტეხავ, გაუშვი გთხოვ, გეხვეწები.
აზრი არ ჰქონია ამ დუდღუნს, გამომგლიჯა და ტიტეს ბედნიერმა მიურბენინა ჩემი ნატვრის ამსრულებელი დაფის ჩვარი.
ასე ბევრი მცდელობით, რომ არაფერი გამოვიდა ბოლოს 4 ნოემბერს ჩემი პატარა დის დაბადების დღეზე დავამატე სოციალურ ქსელში, რომელიც ჩემმა კლასელმა მითხრა.
იმ დღესვე დამამატა, იმდენად უცნაური სახლი ეწერა რომ “პროსტაზე” ვერ დაამატებდი თუ არ იცოდი ზუსტად ვინ იყო.



№1  offline წევრი Annia

გთხოვთ უარყოფითი თუ დადებითი კომენტარი გამიზიაროთ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი Natalia

იმის მიუხედავად რომ ბევრი რამ გეშლება და გამოსასწორებელი გაქვს ამ ისტორიის მთავარ აზრს მაინც ვხვდები ამიტომ უფრო მიადვილდება იმ ყველაფრის გაგება რისი გადმოცემაც შენ გინდა მკითხველისათვის მაგრამ ბევრი რამ გეშლება ბევრი სიტყვა გიწერია არასწორად გრამატიკული შეცდომებიც გაქვს და მაინც ისტორია მომწონს☺️ და კარგი იქნება თუ ზუსტად იმ ემოციებს გადმოცემ რასაც შენ წერის დროს განიცდი რატომღაც მგონია რომ ასე ზედაპირულად აღწერ ბევრ რაღაცას თუნდაც იმ გრძნობას როცა “ის” პირველად დაინახე ☺️ მშვენიერი ისტორია გამოვა თუ ამ ყველაფერს გამოასწორებ ❤️ იმედი მაქვს ცუდად არ მიგიღია ეს კომენტარი ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია ანია!✰ წარმატებები!!

 


№3  offline წევრი Annia

სტუმარი Natalia
იმის მიუხედავად რომ ბევრი რამ გეშლება და გამოსასწორებელი გაქვს ამ ისტორიის მთავარ აზრს მაინც ვხვდები ამიტომ უფრო მიადვილდება იმ ყველაფრის გაგება რისი გადმოცემაც შენ გინდა მკითხველისათვის მაგრამ ბევრი რამ გეშლება ბევრი სიტყვა გიწერია არასწორად გრამატიკული შეცდომებიც გაქვს და მაინც ისტორია მომწონს☺️ და კარგი იქნება თუ ზუსტად იმ ემოციებს გადმოცემ რასაც შენ წერის დროს განიცდი რატომღაც მგონია რომ ასე ზედაპირულად აღწერ ბევრ რაღაცას თუნდაც იმ გრძნობას როცა “ის” პირველად დაინახე ☺️ მშვენიერი ისტორია გამოვა თუ ამ ყველაფერს გამოასწორებ ❤️ იმედი მაქვს ცუდად არ მიგიღია ეს კომენტარი ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია ანია!✰ წარმატებები!!

მადლობა და საერთოდ არ მწყენია არცერთი სიტყვა, პირიქით მამხნევებს და ვეცდებუ უკეთესად დავწერო.
გეთანხმები რომ ემოციებს ბოლომდე ვერ ვაქსოვ ნაწერში, უბრალოდ მიჭირს ამდენი წლის შემდეგ ამ ყველაფრის გახსენება და იმ გრძნობებში თავით ჩაფლობა. ❤️ მადლობა კიდევ ერთხელ და იმედია შემდეგ თავში გავამართლებ მოლოდინს

 


№4 სტუმარი სტუმარი მანჩო

ველოდებოდი :) :) 3>???????????? საცდელი ისტორიის კვალობაზე ძალიან კარგია. წარმატებები❤ გელოდები კვლად

 


№5 სტუმარი სტუმარი salio

ძალიან კარგია გააგრძელე

 


№6 სტუმარი Mari

Dzaaaan interesting

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent