შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან (თავი 1)


16-11-2023, 23:31
ნანახია 2 304

-ანუ ხელფასნახევრიან შვებულებაში ხარ შეჩ*მა ? - ხელი მხარზე დაჰკრა გიორგიმ ჩაფიქრებულ ერეკლეს და გადაიხარხარა
-ნუ ყ*ეობ რა - ხელი აუქნია ბიჭმა და სასმელი მოსვა
-შვებულებაშ არ არის დავითაძე ,უბრალოდ ზუსტად 6 თვეა ამისი უფროსი გაუჩინარებულია და ეს მძღოლის მოვალეობას აღარ ასრულებს,ახლა მისი კომპანიის დაცვაა, დღე გამოშვებით - უკმაყოფილოდ ჩაილაპარა ანუკიმ და ერეკლესსახეზე მიეფერა
-სად გაუჩინარდა რო ? - არ ნებდებოდა გიორგი
-რა გაუჩინარდა ანუკი ,ამას კიდე ეგეთები უნდა ? ყველაფერს იჯერებს - ბიჭმა შეუბღვირა შეყვარებულს
-კარგი რა ,აბა მის საქციელს რა ჰქვია? -ხელები ჰაერში გაასავსავა გოგომ - 6 თვეა არ ჩანს და ყველას ეუბნებიან რო საზღვარგარეთ წავიდაო, მე მაგალიტად არ მჯერა,დედაჩემი მაგათი კომპანიის პიარმენეჯერია და იმანაც კი არ იცის არაფერი და არც სჯერა ,რომ უბრალოდ საზღვარგარეთაა,მის კომპანიას მისი ცოლი ხელმძღვანელოს თუ რაღაც ასეთი - ამოუსუნთქავად მიაყარა გოგომ და თვალდაჭყეტილმა შეხედა შეყვარებულს
-ვა, მემგონი ანუკის მეც ვეთანხმები , რაღაცა უცნაურადაა მანდ საქმე - წვერზე ხელი მოისვა გიორგიმ
-აჰა ესეც მე ვარ ? - ხელები გადაიჯვარედინა ანუკიმ
-კაი ნუ შე**ცით რა, არ ვარ თქვენი ბოდიალის ხასიათზე -ხმა გაიმკაცრა ერეკლე კაჭარავამ
-ჩვენ რას გვეჩხუბები ერთი , გითხარი წამოდი მაგედან და მამაჩემი დაგაწყეინებს თავისთან მუშაობას თქო და თავს იგიჟებ ერო - გაბუსხულმა ანუკიმ ტუჩებგადმობრუნებულმა შეხედა ერეკლეს წარბებშეკრულ მზერას და მაშინვე ინანა რაც თქვა
-ჩემი ხელფასი შენთვის საკმარისი არ არის ? არ გვყოფნის როცა სადმე გპატიჟებ ან საჩუქრებს გჩუქნი ? - ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა გოგოს და ყველა კუნთში დიდმა დაძაბულობამ დაუარა
-რა თქმა უნდა არა ერო! - ხმას აუწია გოგომ- არ გვყოფნის,არ მყოფნის! სამოც და სამოცდაათლარიანი სუნამო რა საჩუქარია გეკითხები ან იაფფასიან ბარრებში და კაფეებში პაემნები, მთაწმინდაზე ბოდიალი და ასე შემდეგ .მე ქვეყნიდან გასვლა მინდა, პარიხი,ვენა,რომი . კიდევ მრავალი რომანტიკა მჭირდება, ყველა მეორე დადის და ისეთ ფოტოებს დებენ რო ვგიჟდები,ჩემი შეყვარებული კიდე რომელიღაცა მდიდარი ოჯახის კომპანიის უფროსის მძღოლი და პირადი დაცვაა ვერც პრინციპს ღალატობს და ვერც ის მოუნელებია რომ მისი უფროსი რომელიც საკუთარი შვილივით ექცეოდა გაქრა .ის კი თავისი შეყვარებულის მამასთან მუშაობაზე უარს ამბობს , სიამაყის გამო ! - გაბრაზებულმა გოგონამ მთელი დაგროვილი წყენა და ბრაზი ამოანთხია რამდენიმე წამში და ბიჭის გაცეცხლებულ თვალებსაც შეეფეთა
-ანუკი წადი! სანამ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს აქედან წადი ! - უკვე სიბრაზისგან ცივმა ოფლმა დაასხა კაჭარავას ,მტონს ძლივს აკონტროლებდა
-აუ დაახვიეთრა ! - გაბრაზებული წამოფრინდა ანუკი და გაცეცხლებულმა დატოვა ბარი
-ამას რა ეტაკა ? - გაოცებული მოემართებოდა მართა ბიჭების მაგიდისკენ
-დახოცეს ერთმანეთი მართო - წარბები აუწია გიორგიმ უმცროს კაჭარავას
-ძმაო ისევ ? - მობეზრებულმა გახედა გოგომ ძმას და უწინ მჯდომი ანუკის ადგილი დაიკავა - საერთოდ რატო ხარ ამ გოოგოსთან ერთად ? ვაფშე სხვა სამყაროებიდან ხართ
-მართა შენ ნუღარ გააგრძელებ რა - მობეზრებულად მიეყრდნო საზურგეს ერეკლე
-ისევ არ გამოჩენილა შენი უფროსი ? - ახლა უკვე მორიდებულად ჰკითხა ძმას მართამ
-არა მართა , რავიცი თუ ასე გაგრძელდება მგონი სხვა სამსახურის მოძებვნა მომიწევს - სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა
-და შენი უფროსის ცოლს ან ვაფშედა შვილს რო დაელაპარაკო? დავიჯერო მარტო ბატონ გოგის სჭირდებოდა მძღოლი?
-კაი რა მართა რა მისი შვილი,ერთი ქარაფშუტა და თავში ავარდნილი გოგოა ,ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი ,შენი ტოლი იქნება 23-24 წლის . მამის განებივრებული ქალიშვილი - მობეზრებულად ჩაილაპარაკა ერეკლემ
-თუ არ შეხვედრიხან მეტჯერ რა იცი რო ეგეთია ? - საუბარში ჩაერთო გიორგი
-მოსმენილით გიო ,მოსმენილით. რამდენჯერაც მამამისი ურეკავდა რომ კომპანიაში მისულიყო და რაღაც მაინც შეესწავლა,მომავლისთვის თუ რაღაცა ეგეთი,ის გოგო ყოველთვის უარზე იყო ,მოგცლია და მეტი საქმე არ გაქოეუბნებოდა. ეს კაცი გიჟს გავდა ასე არ უნდა გამეთამამებინაო და კაროჩე რა . ამ ბარის მეპატრონეა მემგონი და კიდევ რამდენიმესი ქალაქის მასშტაბით
-ა ის ლამაზი გოგო სულ გრზონი როჟით რო ზის ხოლმე და ყველა ეფოფინება თავზე , შენი უფროსის შვილია ? -გაოცებით იკითხა მართამ
-ეგ იქნება ალბათ მერავიცი ,არ დამინახავს - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ის იყო მიმტანისთვის უნდა დაეძახა რომ ყირილი სემოესმა,მაშინვე შემოსასვლელისკენ მდგომი მაგიდისკენ გაიხედა სამივემ
-მაპატიეთ ქალბატონო ელისაბედ ,მე არ ვიცი როგორ დამემართა - აკანკალებული ხმით საუბრობდა ახალგაზრდა გოგონა და ყელში მოწოლილ ცრელმლებს ძლივს იკავებდა
-მაკო! ეს რა ჩაიდინე,ახლავე აასუფთავე - მკაცრი ხმით განაცხადა მენეჯერმა და მაგიდასთან მდგომ აკანკალებულ გოგოს თავზე დაადგა - მაპატიეთ ქალბატონო ელისაბედ ,ახალი მიმტანია,პასუხს მოვთხოვთ - ქალმა თავდახრით ,მაგრამ მაინც მყარი ტონით უთხრა წარბებშეკრული ,მკაცრი გამომეტყველებით მომზირალ გოგონას. გოგო გაბრაზებული წამოდგა ფეხზე , ტყავის შარვალზე დასხმული წვენი სალფეტკით მოიწმინდა და ბრაზისგან აკიაფებული თვალები შეანათა მენეჯერს
-მეღადავებით ?! - ისეთი ხმით დასჭექა რომ თითქმის ყველას ყურადღება მიიპყრო .
-ესეც შენი გათამამებული ბაგრატიონი - ჩუმად ჩაილაპარაკა ერეკლემ
-ქალბატონო ელისაბედ - უკვე ცრემლებად იღვრებოდა გოგონა - მე მაპატიეთ,ახლავე წავალ სამსახურიდან,მაპატიეთ გთხოვთ - ძლივს ლაპარაკობდა და იდაყვებით ცრემლს იწმენდდა . ელისაბედმა წარბებშეკურლმა შეავლო თვალი მასზე არც ისე უმცროს გოგოს , შაი კედები,შაი ჯინსის გაცრეცილი შარვალი , გრძელი ,თითქმის მუხლამდე ჩამოსული ნაცრისფერი მაისური,თეთრი წინსაფარი როელიც ალუბლისგან წითლად იყო შეღებილი,გრძელი ოქროსფერი თმაკოსად ჰქონდა აკრული.ელისაბედს სხეულში სიბრაზის და შეშფოთების ტალღამ ერთიანად დაუარა ,თვ ალებში უფრო მეტად აენთო ცეცხლი და წითურ მენეჯერს წინ აესვეტა
-დაგვტოვე ! - მკაცრად განუცხადა ქალს,მას არც კი ამოუღია ხმა ,უსიტყვოდ შეიკეტა კაბინეტში
-მაპატიეთ გთხოვთ ,მე არ .. - ისე ცხარედ ტიროდა სიტყვებსაც ვეღარ ამბობდა ,სლუკუნებდა და სველ სახეს ისევ იდაყვებიტ იწმენდდა
-ნუ სულელობ ,მოდი ჩამოჯექი - მხარზე ხელი შეახო ,გოგონა მაშინვე შეკრთა - ნუ გეშინია ,მონსტრი კი არ ვარ . მომეცი ეგ წინსაფარი და ჩამოჯექი - ფრთხილად მოხსნა გოგოს წინსაფარი და მის ადგილას ჩამოაჯინა . გოგო ცრემლებისგან ვერც კი არჩევდა მის წინ მჯდომი რამდენიმე გოგონას სახეს. ელისაბედი მაგიდასთან დაიხარა დაშუშის ნამტვრევების აკრეფა დაიწყო
-ბოს! მე ავკრეფ ,მოიცა - ბარიის მაგიდას მოშორდა სუსტი მაღალი ბიჭი და საკუჭნაოსკენ გაემართა , იატაკის საწმენდის გამოსატანად . ელისაბედმა ნამსხვრევების აკრეფა უხმოდ განაგრძო და უცბად ხელიც გაიჭრა
-ჯანდაბა - ჩუმად შეიკურთხა და ფეხზე წამოდგა
-აი ბოს მოვიტანე -ბიჭმა აქანდაზი და ცოცხი მოიმარჯვა,დარჩენილი ნამსხვრევები მოხვეტა და იატაკის ჯოხი მოუსვა იქაურობას,თვალი გოგონას სისხლიანი ხელისკენ გაექცა -ბოს თქვენი ხელი - ბიჭმა ნამსხვრევები გამოართვა სწრაფადვე
-ელო სისხლი მოგდის - ფეხზე წამოდგა დეა და დაქალს ამოუდგა გვერდით
-გთხოვთ მაპატიეთ ქალბატონო - უფრო მოუმატა ქვითინს მაკომ უფროსის სისხლიანი ხელის დანახვაზე
-მაკო დამშვიდდი,არ მომკლავს ეს ჭრილობა,დაჯექი წყნარად ,სული მოითქვი .წყალი მოუტანეთ - სერიოზულად განუცხადა და ბიწს სთხოვა წყლის მოტანა.თვითონ საპირფარეშოში გავიდა ხელი ჩამოიბანა და ქამარზე გამობმუი წითელი ბენდენიტ გადაიხვია .
-მაკო შემომხედე - თბილი ხელი ჩამოუსვა თინათინმა თმაზეგოგოს - ელისაბედი ტირანი არ არის ,ნუ ნერვვიულობ გესმის,ვის არ მოსვლია. მე ჭიქაც კი მივარდება ხოლმე ხელიდან - გაუღიმა და სიტუაციის განმუხტვა სცადა
-ჩემი დაქალი ტირანი მხოლოდ ჩვენთან არის მაკო - სიცილით თქვა დეამ -რო ვაბრაზებთ ხოლმე სულ თმით გვათრევს ხოლმე - ამაზე მაკოს მართლაც გაეცინა და ცრემლები სალფეტკით გაიწმინდა
-აბა როგორ ხარ - მშვიდი ტონი წარმოთქვა ელისაბედმა
-ელო მოხვედი? ხელი რა ქენი ? - ინტერესით შეხედა დეამ . ელისაბედმა მხოლოდ ბენდენით შეხვევული ხელი ასწია,მანიშნებლად იმას ,რომ ყველაფერი რიგზე იყო
-ქალბატონო ელისაბედ - სლუკუნით წამოიწყო მაკომ
-რა ქალბატონო შენზე მხოლოდ რამდენიმე წლით თუ ვიქნები უფროსი - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ელისაბედს და გაუღიმაგოოგოს
-მე ისიც კი არ ვიცი რამდენი წლის ხართ - გაეღიმა მაკოს და ცრემლეი მოიწმინდა . ელისაბედს მის საქციელზე გულიანად გაეცინა
-მოდი გაგეცნობი -ღიმილით უთხრა - ელისაბედ ბაგრატიონი, 23 წლის - ხელი გაუწოდა მაკოს ,მანაც გაღიმებულმა შეხედა დახელი ჩამოართვა
-მაკო გოგიშვილი ,19 წლის
-ხომ გითხარი სულარ ვარშენზე დიდად უფროსი თქო - მიუგო ელისაბედმა - ახლა დამშვიდდი,წყალი დალიე . ვის არ მოსვლია მაკო . განა ვინემს განზრახ უნდა უფროსისთვის წვენის გადავლება ? - გაუღიმა და მაგიდიდან წვენი ააცალა დეას
-რა თქმა უნდა თიკოს გარდა -წამოიძახა დეამ , მაკომ გაკვირვებული სახით შეხედა თინათინს
-აი რა ვქნა? გეფიცებით მართლა მინდა ხოლმე ,განსაკუთრებით მაშნ ვიღაც გოგოები რომ დასტრიალებენ თავზე, ეს არ იმჩნევს ძააან ჰკ*დია ,მაგრამ მე ვცეცხლდები.მერე მოდის და მეუბნება, სიცოცხლევ ხოიცი თანამშრომლები არიან და რა გაბრაზებს ? - ეცადა ნიკოლოზის ხმით გაეკეთებინა ბოლო სიტყვების იმიტაცია .ამაზე ოთხივეს გულიანად გაეცინა
-გიჟი ხარ თინა ,გიჟი - სიცილით უთხრა დეამ - მართლა შენ გყავს შეყვარებული ? - მაკოს შეხედა განათებული თვალებით ,გოგონამ დაიმორცხვა და მხოლოდ თავის ქნევით შემოიფარგლა
-მე ნელის დაველაპარაკები და მოვალ,თქვენ იჭორავეთ - თვალი ჩაუკრა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა
-ქალბატონო ელისაბედ გთხოვთ ჩემს გამო ქალბატონ ნელის არ ეკამათოთ, ჩემი ბრალი იყო -გოგონა უცებ წამოვარდა ფეხზე და მასზე მინიმუმ ორი თავით მარალ ქალს საწ*ლად ახედა
-ჯერ ერთი -არანაირი ქალბატონო ,ბატონო,მადამ და მილედი - თითისაწევით უტხრა გოგოს - და მეორე ნელისთან საუბარი შენ არ გეხება, დაჯექი გოგოებთან ერთად და იჭორავეთ,მერე მოვალ და სახლში გაგიყვან, აშკარად გადაღლილი ჩანხარ ფიზიკურად თუ არა ემოციებისგან მაინც - უტხრა და ნელის კაბინეტისკენ გაემართა .
-მოდი გოგო ნუ ხარ პანიკაში,იმ შენს მენეჯერს კი არ მოკლავს - მხიარულად უთხრა დეამ და მაკოც უკან დაბრუნდა სავარძელში
-ეს ჩემი დაქალი ნამდვილი შერეკილი კია ,მაგრამ ტავის კონტროლი შეუძლია - თინათინმა ც არ დააკლო
-ყველამ ისე აღმიწერა როცა პირველად დავიწყე აქ მუშაობა ,რომ .. - მაკომ სიმორცხვისგან აწითლებული სახე დაბლა დახარა და ლაპარაკი წამოიწყო
-რომ ნამდვილი სატანა გეგონა ხო ? - ახარხარდა დეა ,მაკოს მისმა საქციელმა ღიმილი მოჰგვარა
-დაახლოებით - ჩუმად ჩაილაპარაკა მაკომ - მაგრამ ის ისეთი თბილი და მეგობრულია,მზრუნველიც - ჩუმად ,მაგრამ გასაგებად საუბრობდა
-შეიძლება რაღაც მიზეზებისდა გამო ცივი და გოროზი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ,მაგრამ უზომოდ თბილი გული აქვს. გრძნობების გამოხატვა დიდად არ გამოსდის მაგრამ,საქმე საქმეზე რომ მიდგება გულს ამოიღებს და მოგცემს . ამტომ სისულელეებზე ფიქრს შეეშვი და შენს შეყვარებულზე მოგვიყევი - ტაში შემოჰკრა დეამ
-გაბრიელ ლეჟავა 22 წლის, არქიტექტურაზე სწავლობს . მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, მხოლოდ უმცროსი და ჰყავს მარიამი , ერთ კლასში ვიყავით ბოლო სამი წელი ,დავდაქალდით ,მერე ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე მათ სახლშ და გაბრიელსაც ასე დავუახლოვდი .- რიმილიანი სახით ყვებოდა
-აუ რა კაია ასეთ ასაკში რო შეყვარებული ხარ, მე რომელიმე საუკუნეშ მეღირსება ?- დაიწუწუნა დეამ
-თუ ყველა მეორე დაიწუნე ,მაგრად გეყოლება - წაკბინა თინათინმა
-დამპალო - ენა გამოუყო დაქალს და ისევ მაკოს მიუბრუნდა - სადმე მუშაობს შენი გაბრო ?
-კი ვოლტის კურიერია ,მაგრამ ძაან უჭირს დროების გადანაწილება,იქ გადასახადები,იქ ბანკი ,მარიამსაც უამრავი რაღაც სჭირდება და ყველაფერი მის კისერზეა, ძალიან იღლება,ხანდახან დღის განმავლობაში ლაპარაკსაც ვერ ვახერხებთ ისეთი დაღლილია ხოლმე . თავისი განათლებით და პროფესიით კი ვერ შოულობს ცოტა ადვილ სამუშაოს ,თუ ვინმე არ გყავს გავლენიანი ახლობელ ძნელია თავის გატანა - გოგონამ დანანებით ჩაილაპარაკა და ობოლი ცრემლი გადმოუგორდა
-იცი რა ნიკოლოზს უნივერსიტეტებიდან ანაზღაურებად სტაჟირებაზე აჰყავს არქიტექტურის სტუდენტები, ხოდა მე ვეტყვი შენი გაბრიელის სახელს და გვარს და შტატში ჩასვამს ,მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან ეწყებათ მის სტაჯიორებს ,თან გოგოების პარპაშს კარგი სანდომიანი ბიჭები მირჩევნია.თუ წინააღმდეგი არ ხარ მაკო - გოგონა თან გაკვირვებით და თან გაცისკროვნებული თვალებით უსმენდა
-მე არც კი ვიცი, ზუსტად ვიცი რომ არ არის სწორი ჩვენი პრობლემები რომ მოგახვიეთ თავზე ,მაგრამ მის გამო საკუთარ სიამაყესაც დავთმობ და თანახმა ვარ - ერთი ამოსუნთქვით ჩამოაყალიბა გოგონამ და თინათინს მზერა გაუსწორა
-ეგ სიამაყეზე გადაბიჯება არ არის, სიყვარულისგამო ყველაფრის გაკეთება შეუძ₾ია ადამიანს ჩემო მაკო . შენი ნომერი ჩამანიშნინე და ხვალ დილით კომპანიაში რომ მივალ დაგირეკავ კარგი
-არ ვიცი რითი გადაგიხადოთ - ისევ ცრემლი მოაწვა მაკოს
-ჩავდაქალდეთ და ეგაა - შეჰყვირა დეამ , და ორივე გულიანად გააცინა
- ახლა წვენს შევუკვეთავ და იმედია ელისაბედიც გამოეტევა მალე
-მოგიტანთ გოგოებო - წამოხტა მაკო
-რას მოგვიტან, დაჯექი გოგო.შენ ახლა სამუშაო საათები არ გაქვს - გაუცინა თინათინმა და გოგო უკან დაბრუნდა სავარძელში - უკაცრავად სამი ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება - თინათინმა ბართან მდგომ ბიჭს მიმართა,მანაც სწრაფად მოახდინა რეაგირება და სამი წვენი დაუდო მაგიდაზე
-ინებეთ , მაკრინე კარგად ხარ ? - მზრუნევლი ტონით უთხრა ბიჭმა
-მადლობა დავით , ბოდიშ რომ შენ დაგაწვა ყველაფერი
-რას ამბობ , მთავარია ნელის რისხვას გადავურჩით - ჩაიცინა ბიჭმა და მაგიდას გაეცალა.
ამასობაში ელისაბედი ნელის დაელაპარაკა,კატეგორიულად გააფრთხილა რომ არცერთ თანამშრომელს ტონი არ აუწიოს და მათზე მაღლა არ დააყენოს თავი,თორემ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება. განუცხადა რომ რომელიმე თანამშრომლისგან თუ იგრძნობდა მაინც შიშს ნელის მიმართ ,მას ბარგის ჩალაგება და სამსახურის დატოვება მოუწევდა. ალეწილი სახე დაიმშვიდა და გოგოებთან დაბრუნდა.
ამასობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ ერეკლე,მართა და გიორგი სიტუაციას.
-არც ისეთი უგულო და გათამამებული არ ყოფილა მგონი ხო? - მართამ დაარღვია სიჩუმე
-ხო რავიცი - ჩაილაპრაკა ერეკლემ ,გულში სხვანაირად დაჰკრა ელისაბედის საქციელმა, მართლა ინანა რომ მასზე აასე იფიქრა ,მაგრამ მაინც ვერ იყო ბოლომდე დარწმუნებული ამ გოგოს რეალურ მეში.
-სამაგიეროდ ლამაზია და კიდევ უფრო ლამაზი დაქალიც ჰყავს - წამოროშა იორგიმ და ინანა, რადგან ეგონა გულში ჩაილაპარაკა
-ოჰ ვიღაცას კუპიდონის ისარი მოხვდა ?-გაეცინა მართას
-გოგო რავი,ის დეა რა საყვარელია ნახე, თან არ მყავს შეყვარებულიო ,როგორც გავიგე
-არაფერი გეშველება რა - გადაიხარხარა მართამ და ყველამ კაბინეტიდან გამომავალ მკაცრი ნაკვთების მქონე ქალს გააყოლა თვალი , შავ სამოსსი გამოწყობილი ,ცხენის კუდად აკრული გრძელი შავი თმა ,გამოკვეთილი ყვრიმალები,ჩაცვენილი და ოდნავ ჩაშავებული თვალები,შეკრული წარბები,მოზრდილი ღვინისფერი ტუჩები,უდაოდ გამოკვეტილი სხეულის ფორმები .
-ძლივს მოხვედი - აღმოხდა დეას
-აბა წავედით ? - ღიმილით იკითხა ელისაბედმა
-ძაან გაწუხებთ ქალბ.. -უცბად შეჩერდა - ელისაბედ
-ნუ სულელობ,გვიანია მარტო ხო არ გახვალ. წავიდეთ ,მე ანგარიშს გავასწორებ, ტქვენ მანქანაში დამელოდეთ- გასაღები გაუწოდა თინათინს და თვითონ თანხის გადასახდელად წავიდა.მაკომ ნივთები აიღო და გოგოებს გაჰყვა უკან .
-ბოს რას შვები?კარგად ხარ ? - ხმამაღლა ჰკითხა დავითმა
-რა გჭირს ბიჭო ყრუ კი არ ვარ ? - გაეცინა ელისაბედს
-კაი ჰო ბოდიში- ბიჭსაც გაეცინა - ხელი კარგა დ გაქ ?
-წავა რა , მიდი ბარათით გადავიხდი ,გამოუშვი ტერმინალი -ბიჭმა საქართველოს ბანკის ტერმინალი გაუწოდა,ტელეფონი შეახო,ტანხა მოიხსნა და ჯიბეში ჩააბრუნა მობილური
-ღამემშვიდობის ბოს
-მისმინე ნელისგან ზედმეტი სიტყვა რომ წამოვიდეს თქვენი მიმართულებით,ეგრევე მეუბნებით გასაგებია? თორე გაგწეწავთ
-კაი ბოს ბაზარი არაა,ჩაარტყით - ხელი გაუწოდა ბიჭმა,ელისაბედმა ძმაკაცური სალამი უბოძა ბიჭს და ბარი დატოვა.
მაკო თავის კორპუსთან დატოვეს,მერე დეა და თინათინი დატოვა სახლებში და საავადმყოფოში გაემართა მამის სანახავად .

გამარჯობა მეგობრებო,დიდი პაუზა არც გამიკეთებია,რაღაც ახალი სიტორიის შემოტავაზების სურვილი მგლეჯდა,ხოდა ახლა შემოგთავაზებთ,ჩემი დიდი თხოვნა იქნება თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრზ, გავაგრძელო თუ არ ა? მოგეწონათ თუ არა? იწვევს თუ არა თქვენშI ინტერესს?
მოუთმენლად ველი ტქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი nini

აუ რა
მალე დაბრუნდიი???? გააგრძელე რა ♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

მალე დახეთ გაგრძელება გთხოოვთთ

 


№3  offline წევრი RIAMARIA0

მშვენიერი დასაწყისი იყო აქედანვე მომწონს უკვე❤️ იმედია მალ-მალე დადებთ ახალ თავებს თორემ შემდგომში უკვე უინტერესო ხდება ისტორია ☺️წარმატებები ავტორს!!

 


№4 სტუმარი ანსი

აღარ დებთ ახალ თავს?

 


მეგობრებო მიხარია რომ მოგეწონათ <3 ატვირთული მაქვს და იმედია მალე დადებენ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარია ...განსხვავებული სასიამოვნო საინტერესო ნაწარმოები ჩანს, მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent