შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი 16)


21-11-2023, 12:16
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 371

- კაი გაჩერდი ნუ ტირი თამთა! - ძლიერ მოვხვიე ხელები და ვცდილობდი დამემშვიდებინა - რატო დამიმალე? რატო არ მითხარი აქამდე? - მისი სახე ხელებში ჩავრგე და თმა გადავუწიე
- მეც რამდენიმე დღის წინ გავიგე - ონკანს მიეყრდნო და სარკეში ჩაიხედა
- გიორგის არ უნდა უთხრა?
- არა ანი არა გთხოვ არ უთხრა არაფერი - უცებ შემოტრიალდა და კანკალმა აიტანა
- თამთა ეგ შენი უფლებაა რომ უთხრა მაგრამ იმის უფლება არა რომ დაუმალო!
- დრო მჭირდება
- გვიანი არ იყოს - მხრები ავიჩეჩე
- ანი გთხოვ ნუ მიმატებ
- რეალურად უნდა შეხედო თამთა ამ ყველაფერს, ეს თამაში არ არის როცა გინდა შეხვიდე და გამოხვიდე
- ვიცი ჰო
- კაი ნუ ტირი გთხოვ
- გიორგის რო არ უნდოდ..
- აფრენ გოგო? საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ და არც დაამთავრო რის თქმასაც აპირებ
- იქნებ მზად არ იყოს
- მაგაზე ფიქრი უკვე გვიანია - გავიდეთ ეხლა ჯობია
- სად დაიკარგეთ?
- მშვიდობაა? გამომხედა მეგანმა - თავი დავუქნიე და ადგილები დავიკავეთ
- ვააა ვააა ვააა რა სასტავი გაიჩითა ტო - მომესმა უკნიდან კარგად ნაცნობი ხმა და გავიხედე თუ არა გაშლილი ხელებით და გაღიმებული სახეებით მოდიოდნენ ჩვენკენ ბიჭები
- მეღადავებით? - ცერად გახედა მეგანმა ევეს
- ჩემი ბრალი არაა - მხრები აიჩეჩა
- რა ხდება აბაა? - ხელი მომხვია დადიანმა და ჩემ გვერდით ადგილი დაიკავა - სწრაფად მოვიშორე მისი ხელი ჩემი მკლავიდან
- რა სექსუალური ხარ - გვერდით მიუჯდა ავალიანი თამთას და ცხვირი მის თმას გაუსვა
- დათრობაც მოასწარი? - ნაგლად გახედა ბენდუქიძემ
- მაგარი დაგენძ*ა ხო იცი რო გაიპარე - თვალი ჩაუკრა ავალიანმა და ჩვენ გამოგვხედა
- გეგონა ვერ გავიგებდი სად იყავი ? - ყურში ჩამჩურჩულა დადიანმა ისე რომ სხვის ყურადღება არ მიექცია
- შემეშვი ირაკლი!
- კაი მოგივლი მე შენ - თავი გააქნია და არყის ბოთლი აათამაშა
- აბა რა ხდება როგორ ხართ? დუმილი დიტომ დაარღვია ისე რომ მეგანისთვისაც არ შეუხედავს
- კარგად ვიყავით სანამ მოხვიდოდით - ცინიზმი არ დააკლო მეგიმ
- შენ გელაპარაკები საერთოდ? - ირონიულად გახედა ცაგარელმა ქალს - თვალები აუცრემლიანდა მეგანს და დარბაზი დატოვა
- შენ საერთოდ აფრენ დიტო? - დაუბღვირა ევემ
- მოდით დაძაბვა არ გვინდა მალე ახალი წელი მოვა არ გავიფუჭოთ ხასიათი - პოზიტივი შემოიტანა რატიმ და ნია გააცნო ბიჭებს
- აუ შენ საიდანღაც მეცნობი - თვალები მოჭუტა უმცროსმა გოგისვანიძემ და ავალიანს მიმართა
- მე მეუბნები? - გაკვირვებულმა გახედა
- კი კი შენ - გაეცინა ნიას
- ვაა საიდან აბა?
- ვერაზე არ ცხოვრობ?
- კი - იკრიჭება ავალიანი
- აუუუ მთელი ბავშვობა გეპრანჭებოდი - ახარხარდა ნიაკო
- ნია! - დაუბღვირა უფროსმა ძმამ
- კაი არაუშავს ტო რას უძაბავ - ატყდა ავალიანი და თამთას გახედა
- თამთა ეს წარსულში იყო არ იეჭვიანო
- მე საერთოდ არ მადარდებს ნია - ირონიული ღიმილი მიაპყრო ბენდუქიძემ..
დიტომ შეამჩნია რომ დიდიხანი არ ჩანდა მეგანი და ჩუმად გაიპარა,ვერანდაზე შენიშნა ქალი და მისკენ აიღო გეზი, მისი მანტო ქალს მხრებზე მიაფარა და სიგარეტს მოუკიდა.
- არ იყო საჭირო , მაგრამ მადლობა - ისე დაიწყო ლაპარაკი ქალმა ცაგარელისთვის რომ არც შეუხედავს
- მაპატიე მეგან რა
- როდიდან მთხოვ პატიებას? - გაკვირვება ვერ დამალა
- უნდა ვიბავშვოთ ეხლა? თუ რა გინდა ტო? - ხელები გაშალა დიტომ
- დავამთავრეთ ყველაფერი
- ისევ მანანას დარიგებები - სიგარეტი ისროლა და სახელურს მოკიდა ხელი
- დედაჩემი არაფერშუაშია დიტო! შენ თავს დააბრალე ყველაფერი
- შენ როდიდან ბედავ და უჩემოდ სადმე მიდიხარ?
- ჩვენ დავამთავრეთ ყველაფერი - მეთქი დიტო!
- მეგან გონს მოეგე გირჩევნია - თითი დაუქნია და დარბაზში შეიყვანა
- გამიშვი ხელი დიტო
- წამოდი! გაცივდები!
გვიანობამდე სვავდნენ,მხიარულობდნენ,მომენტებში ავიწყდებოდა ყველას თავისი დარდი,წყენა,ბრაზი და მოსიყვარულე იყო ყველა ერთმანეთის მიმართ.. ავალიანი ხვდებოდა რომ თამთა ვერ იყო ხასიათზე , მაგრამ თავის თავს უკავშირებდა მის უხასიათობას , დადიანი გვერდიდან არ მოშორებია ბაგრატიონს , მისი სილამაზით ტკბებოდა მთელი საღამო და ერთი სული ჰქონდა როდის დარჩებოდნენ მარტოები, დიტო მეგანზე ისევ ბრაზდებოდა მაგრამ ხვდებოდა რონ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო ამიტომ ყველაფერზე იყო წამსვლელი , ევე და რატი კი უბედნიერესი წყვილი იყო რომლებიც მთელი საღამო ასხივებდნენ სიყვარულს..
- ნომრებს ავიღებთ ჩვენ - თვალი ჩაუკრა დიტომ ირაკლის და მიმღებში გავიდა
- სამი ნომერი გვჭირდება თავისუფალი - მიუგო ქალს დიტომ
- სამწუხაროდ თავისუფალი არცერთი ნომერი არ გვაქვს, წინასწარ უნდა დაგეჯავშნათ
- ფუ ბლია* რა
- რა ხდება?
- ნომრები არაა თავისუფალი
- კაი მოვთავსდებით რამენაირად რა წამოდი - წამოსძახა გოგისვანიძემ
დიდი ხვეწნის შემდეგ ბიჭები გოგოების ნომრებში მოთავსდნენ , სხვა გზა რეალურად არც იყო..

ირაკლი & ანი

- შეგიძლია იმ დივანზე დაწვე - ბალიში გადავუგდე და აბაზანაში შევედი
- მეღადავები ანუშკი? კაი რაა ამხელა კაცი ამ პატარა დივანზე როგორ დავეტევი - მომესმა მისი ხმა და გამეცინა
- არ მაინტერესებს - დავუყვირე კარებიდან და წყალი მოვუშვი
- დადიანის წუწუნი მესმოდა დიდიხანი , როცა გავედი ლოგინში იწვა და მეკრიჭებოდა, თავზე პირსახოცი მოვიხვიე და დოინჯშეკრული გავხედე
- რაო პატარავ?
- ძაან სინაგლეა რასაც აკეთებ ირაკლი! არ ვაპირებ შენთან დაწოლას ან დივანზე გადადი ან გადი!
- უფრო მაგიჟებ! ახარხარდა დადიანი
- სერიოზულად გელაპარაკები!
- კაი გოგო არ მოგეკარები რამხელა ლოგინია მოდი რა - ხელი მიარტყა ლოგინის მეორე მხარეს და საცოდავად გამომხედა
- იცოდე ეს იქნება ჩვენი ზღვარი არ მომიახლოვდე თორე გარეთ აღმოჩნდები - ბალიშები დავდე შუაში და დავემუქრე
- კაი გპირდები პატარავ!
- პატარას ნუ მეძახი!
ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია და არ ვიცი როდის ჩამეძინა..

გიორგი & თამთა

ნომერში ისე შევიდნენ არცერთს ხმა რომ არ ამოუღია , ორივეს ბრაზი და ბოღმა ახრჩობდა , ორივეს იმდენად ენატრებოდათ ერთმანეთი რომ დუმილში კლავდნენ ყველა გრძნობას..
თამთას ორმაგად უჭირდა მის სიახლოვეს ყოფნა , ფიქრობდა როგორ უნდა ეთქვა რომ ავალიანი მალე მამა გახდებოდა , უჭირდა სიტყვების შეგროვება ბენდუქიძეს და წინადადების აწყობა..
- ასე ჩუმად უნდა იყო? - დუმილი ავალიანმა დაარღვია
- რა გინდა გიორგი?
- კიდე მე რა მინდა ? ისე დატყდით რომ გამოგვა*ევეთ
- შენ არ შეგითანხმებდი
- თამთა ენა! - მომიახლოვდა და კედელს მიმაკრო,თითები კაბას შემოატარა და ღილი შემიხსნა
- შენ ისევ არასერიოზულად აღმიქვავ როგორც ჩანს გიორგი! - მისი ხელები მოვიშორე და თმა გავიშალე
- ბავშვობ უკვე!
- ახალი თაყვანისმცემელი ხომ გყავს მოდი იმას გაეკიდე და უფრო დააჯერებ რაღაცეებს კაი? - თვალი ჩავუკარი და სარკაზმი არ დავაკელი
- აუ ეჭვიანობ? - გაეცინა ავალიანს
- მის ნომერში შესულიყავი აქ რა გინდა? - ხელები გავშალე და თვალები მოვჭუტე
- ეჭვიანობ თამთა!
- მკი*ია გიო - თვალი ჩავუკარი და ლოგინში ჩავწექი - უცბად მოექცა ჩემს ზემოთ ავალიანი , ხელები გამიკავა და თვალებში ჩამხედა
- მაგ სიტყვას კიდე იხმარ და
- და რა? აი რა?
- თამთა! - თავი დახარა და ჩაიცინა
- გიო გამიშვი ცუდად ვარ!
- რა? ვერ მიხვდა რა მოხდა ისე უცბად წამოვდექი და აბაზანაში გავიქეცი , ჩავიკეცე, ერთი ბიძგი და ამოვისუნთქე , ავალიანმა გააზრება ვერ მოასწრო რა მოხდა , ჩემს გვერდით წამოჯდა და ხელები მომხვია , წყალი შემასხა სახეზე და თმა გადამიწია
- კარგად ხარ?
- კი , გამიშვი ხელი - ხელი ვკარი და ლოგინში ჩავწექი
- რა გჭირს ეს დედამოტ*ნული?
- მოვიწამლე ეტყობა არაფერი ვა! არც გაბედო გიორგი ჩემს გვერდით დაწოლა
- და სად დავწვე ხო ვერ მეტყვი?
- არ მადარდებს! სანათი ჩავაქრე და თვალები დავხუჭე.

******** *********
- მეგან წამოდი თუ გინდა ჩემს ნომერში,ადგილი ორივეს გვეყოფა
- მე ჩემი ნომერი მაქვს , დიტომ იფიქროს
- კარგი მაშინ როგორც გირჩევნია
- ნია! - გასძახა და უკან შემოატრიალა გოგისვანიძე
- ხო
- მისმინე! ვერ ვისვენებ და უნდა გითხრა
- რა ხდება?
- გიორგის სიგიჟემდე უყვარს თამთა, წლები ცდილობდა ყურადღების მიქცევას მისგან და იმედები ნუ გექნება კარგი?
- მეგან დამშვიდდით ყველა - გაეცინა და ადგილი დატოვა
ძალიან ციოდა,მეგანი სასტუმროში შევიდა და ლიფტთან დადგა,მაჯის საათს დახედა 23:50 რომ ანახებდა,მესამე სართულზე ავიდა და ნომერში შევიდა, ცხელი აბაზანა მიიღო და პირსახოცი უნდა მოეხსნა როცა ბოხი ბარიტონი შემოესმა
- არ მოიხსნა
- აქ რას აკეთებ დიტო? - ქალი შეკრთა შიშისგან და უყურებდა დარბაისელ ცაგარელს სავარძელში როგორ იყო ჩასვენებული და ღვინოს მიირთმევდა
- მენატრები მეგან და გაიგე უკვე!
- დიტო გადი გთხოვ! ქალის ნათქვამი თითქოს ვერც გაიგო ცაგარელმა, ფეხზე წამოდგა და ქალი მიიმწყვდია კლანჭებში
- მეგან! მეგან! ჩემი ერთი შეხება და სველი ხარ - იცინის
- რას ცდილობ დიტო? - ამოსუნთქვებს აკეთებდა ქალი , აგიჟებდა მისი საყვარელი კაცის შეხება, გრძელ თითებს როგორ უტარებდა ფეხებს შუა და ცეცხლს უნთებდა ქალს
- ჩემი ხარ მეგან! ჩემი და მხოლოდ ჩემი! მიყვარხარ სიგიჟემდე!
- დიტო გაჩერდი გთხოვ! ცდილობდა მისი თითების მოშორებას მაგრამ ამაოდ,ვეღარ გაუძლო ქალმა ცდუნებას და მის ბაგეებს დაეწაფა,პირსახოცი ერთი ხელის მოსმით მოიშორა და კაცის მკლავებში მოექცა.

************
დილით უცნაურმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა , თვალები ძლივს გავახილე და დადიანზე ახლართულს უცბად გამოვფხიზლდი,სწრაფად წამოვდექი ფეხზე და აბაზანაში შევედი.
- რა სწრაფი ხარ ანუკი - ახარხარდა
- მოკეტე!
- ენას ამოგაცლი!
- ენას ამოგაცლი - გავაჯავრე და ცხვირწინ მივუხურე აბაზანის კარი
- შენ ხარ ჩეემი ანუშკი! ვერავინ და ვერასდროს შეცვლის ამას გესმისს? - მის ნათქვამზე გამეღიმა მაგრამ თითქოს ვერც გავიგე , აღარაფერი მიპასუხია, ცოტახნში კარზე მომიბრახუნა მალე გამოდიო.
- აბაზანაშიც არ მომასვენო ირაკლი - დავუბღვურე და თმა ავიწიე
- რა ლამაზი ხარ! წელზე მომხვია ხელები და კარს მიმაყუდა
- ირაკლი გთხოვ რა გამიშვი ხელი!
- მითხარი რა გინდა ანი? რას ცდილობ? ანუ მართლა გინდა დავშორდეთ?
- შენ შეეცადე მაგას უკვე! არ მჯერა შენი გესმის?
- ნუ ატრ*კებ ეხლა - თვალები გადმოატარა ჩემს ტუჩებს და ცხვირის წვერზე დამიტოვა კოცნა
- აი ხო ხედავ ვერაფერს ვერ მეუბნები ირაკლი , ახსნაც არ შეგიძლია , გარბიხარ ეგრევე მე ვერ ვიქნები შენნაირ ადამიანთან გესმის?
- ჩემნაირთან როგორთან? - თვალებში ცეცხლი აენთო დადიანს , შარვალი ამოიცვა და შემომხედა
- დესპოტი ხარ! ლაპარაკიც კი არ გამოდის შენთან, წავედი მე , კარის გაღება ვცადე თუ არა უკან მომატრიალა და ლოგინზე დამსვა , ჩემს წინ ჩაიმუხლა და თვალებში შემომხედა
- მომისმინე პატარავ! ასე სი*ივით დაგდევ ჯერ რამდენი ხანია კაი ეს გავატარეთ - საუბრობდა შესვენებებით და ბრაზდებოდა რომ უწევდა ახსნა უნდოდა უთქმელად გამეგო მისი მაგრამ ასე არარის. ანუ როგორ გინდა დაგარწმუნო ყოველ წამს მიყვარხარების თქმით და ფინტიკლუშკებით? არ ვარ ეგეთი ტიპი , ჩემს გრძნობებს უნდა შენც გრძნობდე ანი , თუ ბევრი არ გინახია იქ სიყვარულს უხსნიან ერთამნეთს იქ სხვასთან ტყნა*რობენ.. ვერ გრძნობ ჩემს სიყვარულს შენს მიმართ? მიპასუხე ანი!
- როცა ვცადე შენი ნდობა მაშინვე მომატყუე! არ მჭირდება არც შენი სიყვარულის ახსნა არც არაფერი! არ გენდობი მორჩა!
- რა მოგატყუე გოგო? რას გადამაყოლე იმ კლუბს? არ თქმას და ტყუილს შორის დიდი სხვაობა როა არიცი? რაუნდა მეთქვა ანი კლუბში ვარ ? ეგ ისედაც არ იცოდი? შენ გოგო ჩემი გამოყ*ევბა თუ გინდა მიდი
- ნუ ყვირიხარ! მოდი მეც წავალ გავერთობი და სხვებს დავუწყებ ს ქნევას, როგორ მოგეწონება ვნახავთ!
- ნუ მაგიჟებ იცოდე! გაფრთხილებ ბოლოჯერ! მაგარი *ლეზე მკი*ია სხვები! შენ ხარ ან ჩემი ან არავისი! ეს კარგად ჩაიბეჭდე თავში - ხელი ჩამავლო ზურგზე და მის ტანს ამაკრო
- მანიაკი ხარ ირაკლი! ვერც ხვდები რას იძახი! გამიშვი ხელი
- მაფრენინებ!
- აქ რა ხდება შვილებო კარგად ხართ? - კარი გიორგიმ შემოაღო და გაოცებული ჩვენ შემოგვხედა
- შენ იდიოტ ძმაკაცს კითხე - მისი ხელები მოვიშორე და განზე დავდექი
- რით ვერ მოგვარდით?
- მიდი მიდი ერთი ჩავიდეთ ქვემოთ - ხელი მოხვია ავალიანს და კარი მიიჯახუნა , ორ წამში უკან შემობრუნდა
- არ დამიმთავრებია იცოდე! - მითხრა და გაქრა ადგილიდან.
მოვწესრიგდი და თამთასთან გავედი,ჯერ ისევ ლოგინში იწვა და ნებივრობდა.
- თამთა ადექი უკვე , ვისაუზმოთ ქვემოთ გველოდებიან დანარჩენები - მის ლოგინზე ავხტი
- მეზარება ანი , ჩადი შენ - ისე მიპასუხა თვალიც არ გაუხელია
- გეზარება კი არა ბავშვზე იფიქრე! რა ქენით არ შერიგდით გიოსთან?
- არა!
- დიდხანს უნდა აწვალო კიდე?
- ვნახოთ. - ავხარხარდით ორივე

თამთა ძლივს დავითანხმე და ქვემოთ ჩავედით, მაგიდასთან დავიკავეთ ადგილები და საუზმეს შევუდექით..
თამთას არ გამოპარვია ნიას მზერა ავალიანის მიმართ,უნდოდა მისთვის თვალები დაეთხარა, ფეხი ფეხზე მივარტყი დაქალს და ყურში ჩავჩურჩულე
- გეყოფა თამთა ძაან იმჩნევ
- დღეს მე თბილისში მივდივარ
- ნუ სულელობ თამთა
- რას ჩურჩულებთ მანდ? - გაეცინა ავალიანს
- არაა შენი საქმე - თვალი ჩაუკრა და ჭამა განაგრძო
- თამთა!
- მოდით ფოტო გადავიღოთ რა - ატყდა უმცროსი გოგისვანიძე
- შენს მულს გავგლეჯ ევე იცოდე!
- კაი რა თამთ გთხოვ ხომ ხედავ ბავშვია ჯერ კიდევ
- მოდით გოგოებო - წამოგვძახა რატიმ, ნია რა თქმა უნდა ავალიანთან დადგა , გიორგიმ ადგილი იცვალა და თამთას გვერდით მოთავსდა ხელი გადახვია საყვარელ ქალს და მშვენიერი ფოტო შედგა.
მე და დადიანს გვძულდა ფოტოების გადაღება და დაგვეტყო კიდეც ფოტოში..
დიდი თოვლი იდო,ცივი ამინდი იყო,ცხელი შოკოლადები მოვიმარჯვეთ და გარეთ გავედით სუფთა ჰაერზე, ყველაფერი თითქოს დალაგდა მაგრამ ყოველი ჩვენთაგანის გულებში რაღაც მაინც არეული იყო, ყველაზე ცუდ სიტუაციაში თამთა იყო, მისი გული ერთი დიდი დაულაგებელი ოთახი იყო არც იცოდა საიდან დაეწყო დალაგება, როგორ უნდა ეთქვა ავალიანისთვის რომ მამა გახდებოდა, არ უნდოდა კისერზე ჩამოკიდება და სავალდებულოდ ცოლად გაყოლა.. ეს ფიქრები ტანჯავდა ბენდუქიძეს , დადიანი არც ერთი წამით არ შორდებოდა ბაგრატიონს სულ მის გვერდით იყო, მეგანი და დიტო ისევ ერთად იყვნენ და ყველამ იცოდა რომ მათ ვერაფერი დააშორებდათ.. ევე და რატი ყველაზე ბედნიერი წყვილი იყო , ნია ცდილობდა ავალიანის ყურადღების მიქცევას მაგრამ ამაოდ,კაცს თავის ქალზე მეტად მაინც არავინ უყვარდა..


მალე დასასრულს მივუახლოვდები <3



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

მომწონსს <3 ველოდები შემდეგს <3

 


№2  offline წევრი ქეთუშკა

მომწონს და ველოდები შემდეგს ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო რადროს დასასრულია,ჯერ წყვილები დავალაგოთ???????????????? ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

მალე დადწ შემდეგი <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ანკა

ახალ თავს ველოდები
უმაგრესად წერ მსიამოვნებს შენი ნაშრომის კითხვა ❣️

 


№6  offline წევრი Holly_Holly

ყველას უდიდესი მადლობა,როგორ მიხარია რომ მოგწონთ <333333

ყველას უდიდესი მადლობა,როგორ მიხარია რომ მოგწონთ <333333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent