შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობისთვის გაჩენილი


21-11-2023, 22:08
ნანახია 2 262

მარტოობისთვის გაჩენილი-I თავი

როგორც ზოგი ჭკუათმყოფელი იტყოდა, თუ ე.წ ,," ხარ, დედამიწას ამძიმებ. თურმე ადამიანი არ ყოფილხარ და რაც უფალმა მოგცა, იმით უნდა დაკმაყოფილდე და ზედმეტ ,,სიცანცარეებს" უნდა შეეშვა! ასე ვიყავი მეც; მართალია ორი წლის ასაკში ვიყავი, როცა მშობლები ავტოავარიით დავკარგე, ხოლო დეიდაჩემმა, რომელსაც კარიერულ წინსვლაში ხელს ვუშლიდი ბავშვთა სახლში გამამწესა, ხოლო იქ კი ისეთები ილაპარაკა ჩემ მშობლებზე, რომ მისვლისთანავე შემიძულეს, ნაბიჭვრის იარლიყი მომაკერეს და ასეა დღემდე! ქალბატონ მზიას კი უფროსწორად მზია დეს, სწორედ იმ პერიოდში შევხვდი, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა. ბავშვთა სახლიდან სულ რაღაც ორი თვის გამოსული, შიმშილით რომ არ მომვკდარიყავი, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და მოწყალებას ვთხოულობდი. მან დამაპურა, მომიარა და რაც მთავარია სადმე მიყრუებულ ადგილას სიკვდილს გადამარჩინა. ზუსტად ერთ კვირაში ადამიანს დავემსგავსე. თავად მზია მარკეტში მუშაობდა მოლარედ, ხოლო მე კი მისი ძმის კაფეში ვმუშაობდი დამლაგებლად და ჭურჭლის მრეცხავად. ცოტა დამღლელი კი იყო, მაგრამ იმდენს მაინც ვახერხებდი, რომ ხუთასი ლარით თავი მერჩინა და სხვას არ დავწოლოდი კისერზე.
გავიღვიძე, თავი მოვიწესრიგე და ყავით ხელში წიგნის კითხვას შევუდექი. მალევე გავიგონე ფეხის ხმა.
-დილამშვიდობისა მზია დეიდა.-ღიმილით გავძახე გამოსულს.-რაღაც ცივა ჰო?
-დილამშვიდობის მარიამ.-გამიღიმა მანაც.-კი აცივდა უკვე, შენ რატო ადექი ასე მალე სამსახური ჰომ ათზე გეწყება?!
-რა ვიცი გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე... თან ვიფიქრე სახლის საქმეებსაც გავაკეთებ თქო.-მხრები ავიჩეჩე მე.
-შვილო კარგი რა, წუხდები ისედაც მე კი ამ სამსახურის გადამკიდე ვერაფრით გეხმარები. მაპატიე გთხოვ.-სევდიანად ჩაილაპარაკა მან.-წავალ ჩაის მაინც დავადგამ.
-მერწმუნეთ, სახლში როცა ვარ ესე ჯდომით უფრო ვწუხდები ხოლმე, თან ცოტა არ იყოს მოვიწყინე ამ ამინდის გამო და, იქნებ ცოტა ყურადღება, გადავიტანო-თქო. ვერ ვიტან ზამთარს!-დავიჯღანე მე და გამეცინა.
-გასაგებია.-ჩაეღიმა მასაც და თავი გაიქნია.-შენი ნებაა, მე ვერაფერს დაგიშლი, უბრალოდ არ მინდა თავი ძაან გადაიტვირთო, სამსახურშიც არ გაკლია გადატვირთვა და...
-არაუშავს, არ ვიღლები ძაან. მზია დე იცით თქვენმა ძმამ მითხრა გუშინ, თუ სურვილი გაქვს ჩემ მეორე კაფეში გადაგიყვან თბილისში რომაა, ხელფასს მოგიმატებ ერთ თვეში და 700 გაგიხდიო, სიმართლე გითხრათ ესეც მაკმაყოფილებს, მაგრამ.-მხრები ავიჩეჩე მე.-თქვენ როგორ დაგტოვოთ მარტო.
-ვაა, ყოჩაღ ჩემ ძმას! მე შევთავაზე შენს თბილისში გადაყვანაზე და დამთანხმდა, ქუთაისიც არაა ცუდი ვარიანტი, მაგრამ მინდა წარმატებული ადამიანი დადგე, ამიტომ სექტემბრიდან თბილისში უნივერსიტეტში ჩააბარებ აუცილებლად, და უარი არ მიიღება!თუ სურვილი გექნება იმუშავებ პარალელურად... მარტო დატოვება კიდევ სხვა საკითხია, არც ისეთი მოხუციც არ ვარ ჩემ თავს ვერ მოვუარო, თან შვილიშვილებიც აქვე ცხოვრობენ და მომხედავენ თუ რამეა.-გამიღიმა მან და თავზე მაკოცა.
მე შოკირებული ვიყავი, უარის თქმას ვაპირებდი დღესვე, მაგრამ ხმა რატომღაც ვერ ამოვიღე და ვარჩიე გავჩუმებულიყავი. იქნებ ასეც ჯობდა?!
სამსახურში წავედი, გამოვიცვალე და ჩემი საქმის კეთება დავიწყე. საერთოდ შუა დღის პერიოდში თითქმის სავსე იყო ხოლმე კაფე, და მეც შეუსვენებლივ ვასუფთავებდი ყველაფერს, მაგრამ საღამოობით თითოოროლა კაციღა თუ შემოივლიდა და მეც მეტი დრო მრჩებოდა ყავის დასალევად და საჭორაოდ. საღამოს სახლში ცოტა დაღლილი მივედი, რადგან ერთ-ერთი მიმტანი შეუძლოდ გახდა, და მის მოვალეობასაც მე ვასრულებდი. გამოვიცვალე და ფილმის ყურებას შევუდექი.
-ძაან დაიღალე შვილო?-მკითხა მზიამ.
-ცოტა. თამრო როა მიმტანი ჰო იცით?
‐კი შვილო, როგორ არ ვიცი. ჩემი ნათლულის დეიდაშვილია ეგ გოგო, და კარგად ვიცნობ მასაც და მშობლებსაც.-გამიღიმა მზია დემ.
-აამ ეგ არ ვიცოდი... დღეს ცუდად გახდა და ახლა დროებით მე ვიქნები მის ადგილზე.-ხელები გავასავსავე და ყავა მოვსვი.
-გასაგებია, და რატო გახდა თამრო ცუდად? სერიოზულია რამე?
-არა, არაფერია სერიოზული, უბრალოდ წნევა დაუვარდა და სახლში გაუშვეს, ჰემოგლობინი ქონია დაბალი და ახლა ორი-სამი დღე მე ვიქნები მის მაგიერ.-გამეღიმა მე.
-აჰამ, კარგია თუ სერიოზული არაფერია.-გაეღიმა ლილისაც.-ახლა გვიანია, ხვალ დილით დავურეკავ და მოვიკითხავ, მაინტერესებს როგორ იქნება.
-მზია დეიდა, რაღაც უგუნებოდ მეჩვენები მოხდა რამე?-გავხედე ოდნავ დასევდიანებულ და შეფიქრიანებულ მზიას.-ხომ კარგადაა ყველაფერი?
-კი შვილო კარგადაა ყველაფერი, უბრალოდ ბევრი ხალხი იყო მარკეტში და ხომ იცი.. მოლარედ კი ვმუშაობ, მარა ესეც კი დამღლელია.-მითხრა მე კი ეჭვის თვალით გავხედე.
-იცოდე რამეს თუ მიმალავ, მაინც გავიგებ ჰომ იცი! აღარ ვარ ისევ ისეთი მიამიტი გოგო, მაშინ რომ გამიცანი.-თითი დავუქნიე გამაფრთხილებლად, მან კი სიცილი დაიწყო.
《 ორი კვირის შემდეგ 》
ამ საუბრის შემდეგ მთელი ორი კვირა გავიდა, მე ჩვეულებრივ ვმუშაობდი მზია დეიდაც. მზია ამ ხანებში თითქოს გახდა, ხშირად ხდებოდა ცუდად და თვალებშიც უბნელდებოდა ხოლმე. ექიმთან წაყვანაზე კი კატეგორიულ უარს ამბობდა, არაფერიც არ მჭირს უბრალოდ საკვებმა მომწამლაო, ზუსტად მასე მითხრა, როდესაც შუა ქუჩაში თვალთ დაუბნელდა და მე რომ არ დამეჭირა ნამდვილად თავს დაარტყამდა. ახლა კი ძალიან მაშფოთებდა მისი ეს უეცარი ცუდად გახდომები, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აუცილებლად მივიყვანდი ექიმთან.
ერთხელ მზია გასული იყო, როცა საჭმელს ვაკეთებდი, და გარედან ლაპარაკი შემომესმა. წამშივე ვიცანი მზია დეიდას ხმა, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა, საკმაოდ აღელვებული იყო, რა ხდებოდა არ ვიცოდი და მივაყურადე.
-შაქრო, გთხოვ თუ გიყვარვარ მარიამს არაფერი არ უთხრა ჩემი კიბოს შესახებ, ხომ იცი გაგიჟდება....



№1 სტუმარი მგრძნობიარე

პირველ რიგში გამარჯობა, ახლა გადავხედე შენს ისტორიებს და წინა ისტორიებს

 


№2 სტუმარი სტუმარი Marie

მშვენიერი დასაწყისია გაგრძელებას ველი ☺️წარმატებები!! და კარგი იქნება თუ თავებს გაზრდი☺️❤️

 


№3 სტუმარი ეკა

სტუმარი Marie
მშვენიერი დასაწყისია გაგრძელებას ველი ☺️წარმატებები!! და კარგი იქნება თუ თავებს გაზრდი☺️❤️

მადლობა საყვარელოოო ❤️❤️ მოცუცქნული თავია გეთანხმები და ვეცდები გამოვასწოროო ❤️❤️????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

შვილიიი თავს იდებილებ, თუ გვეღადავები?? ასეთი იდიოდობა რამ დააწერინა??

 


№5 სტუმარი მგრძნობიარე

ასეთი იდიოტობები თავში საიდან მოგდით?))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent