შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 13


21-11-2023, 23:12
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 187

თავი 13
როგორ მიხარია თქვენი მოსვლა არ იცით. სიყვარულით მოეხვია ილიას და დიანას .პატრა ლილი კი გასუსული იგდა მათ უკან.
- მოდი აქ საყვარელო ჩაგკოცნო. იცი პატარა ონავრები გელოდებინ . აი ისინიც.
ტყუპები აურზაურით გამოვიდნენ მისაღებში და პატრა ლილის მოეხვივნენ.
- ჩემი ბიჭები როგორ არიან აბა. (ილია)
სიხარულით ჩაუკოცნა ცოლ-ქმარმა ლოყები ტყუბებს.
- ნათლია იცი გეგამ მითხრა ილიას მე უფრო ვუყვარვარო. შენ ხომ ჩემი ნათლია ხარ და მე ხომ გიყვარვარ უფრო? მოწყენით ჩაილაპარაკა გიგიმ
- ჩემო კაცო. მე ორივე ერთნაირად მიყვარხართ. ჩემო ვაჟკაცებო..მოდი ჩამეხუტეთ აბა მაგრად.
ილია ბავშვებთან ყოფნით ტკბებოდა. სიგიჟემდე უყვარს ტყუპები. განა შეიძლება ასეთი საყვარელი არსებები არ გიყვარდეს? ბევრი ითამაშეს .ილიამ დაპირებული საჩუქრები ჩამოუტანა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
დიანა და ნინა მისაღებში იჯდნენ და საუბრიბდნენ..
- ნატა სად არის ნინ.?
- მოვა წუთიწუთზე.სამსახურში ეხლა ჩემს საქმეებსაც აგვარებს ეს დღეებია და.
- შენ რას შვები ნინა როგორ ხარ?
- კარგად დიანა ხომ იცი ასეთ ცზოვრებაზე ვერ ვიოცნებებდი. უცხოეთში განათლება მივიღე, კარიერა ავიწყვე, შენი წყალობით ამის ვალს ვერასდროს გადაგიხდი. და რაც მთავარია ორი ანგელოზი მყავს გვერდით.
- მე სხვა რამე ვიგულისხმე ნინა.გულში როგორაა საქმე?
ნინავ ოდნავ გაიღიმა . რამდენი ხანია გულისთვის ყური აღარ დაუგდია. იცის რომ ჭრილობები შეიძლება გაეხსნას.
- კარგად ვარ. ვიცი რაც გაინტერესებს მაგრამ მე ყველაფერი წარსულში დავტოვე.
- ხომ იცი სანდრო გეძებდა სულ . რამდენჯერმე ილიას მოაკითხა.
- ვიცი მომიყვა იილიამ, მაგრამ ავუკრძალე ხომ იცი თქმა. ვერ დავივიწყებდი . არ შემეძლო უბრალოდ. პატიებით ვაპატიე მე ხომ მისგან 2 ანგელოზი მყავს, მაგრამ დავიწყებით ვერ დავივიწყებ იმ დამცირებას რაც გამომატარა. ეს ის შავი ლაქა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც არასდროს მოშორდება.
- მესმის ნინა მაგრამ დაფიქრდი იქნებ დროა დაბრუნდე. ბავშვებს მამა სჭირდებათ. ხომ იცი ილია სულ ცდილობს მათ მამის დანაკლისი შეუვსოს, მაგრამ ეს არა საკმარისი.
შენ იცი ჩემს ყოფილ ქმარს , როგორც დავშორდი. სანამ ილია გამოჩნდებოდა ყველას მიმართ მქოდა ნდობა დაკარგული. მიუხედავად ყველაფრისა ნიკა არაჩვეულებრივი მამაა ნინოსთვის. ეხლა მასთა ერთად ისვენებს ზღვაზე. დარწმუნებული ვარ ტყუპებისთვისაც არაჩვეულებრივი მამა იქნება სანდრო. ნუ მისცემ ბრაზს უფლებას შვილებს მამა წაართვას. დაფიქრდი ამაზე.
- არ ვიცი დიანა .მეც ვფიქრობ ამაზე. აქ სამსახურის კონპანიის ასე მიტპვებაც არ მინდა.
- ამაზე არ იფიქრო რამეს მოვიფიქრებ. მთავრია შენ მიღო სწორი გადაწყვეტილება..
- რა გადაწყვეტილება?
ღიმილით შემოაღო კარი ნატამ
- როგორ მიხარია არ იცი.პატარა ლილი როგორაა.
- ტყუპებთან ერთად თამაშობენ ილია ართობს.
- მოდი დავხედავ და მერე გავაგრძელოთ საუბარი.

- ეხლა მომიყევით რაზე ლაპარაკობდით როცა მოვედი?
- ნატ დიანა მეუბნებოდა რომ საქართველოში დავბრუნდე.რომ ბავშვებს მამა სჭირდებათ.
- მართალი უთქვამს მერე. მამა ყავთ ბავშვებს.იმსახურებენ რომ ყავდეთ.
- ხო მაგრამ მეშინია. ადვილი ხომ არა თავზე დაადგე კაცს და უთხრა გამარჯობა ესენი შენი შვილებიათქო.
- მთავარია დაბრუნდე. ბინა გაქვს. სამსახური ჩემთან გექნება. ბავშვებს ბაღში მიიყვან ლილისთან ერთად იქნებიან..
- დიანა არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ამ წლებისთვის. იმ თანადგომისთავის რაც თქვენგან გვქონდა მე ნატას და ბავშვებს.
- მეორედ არ თქვა გთხოვ.
- ვიფიქრებ აუცილებლად.
- ეხლა მითხარი რა ხდება ხავიერთან .? რამდენიმე დღის წინ იყო ოფისში და მითხრა ვნახეო ..
- არაფერი დიანა.უბრალოდ ვმეგობრობთ.
- ხო მაგრამ იმ კაცს უყვარხარ.
- ვილაპარაკეთ ამ საკითზე . იცის ჩემი პოზიცია.ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას არ გაცდება.
-ხავიერი კარგი კაცია.გამიხარდება თუ ურთიერთობა აგეწყობათ.თან თუ დაბრუნდები ხშირად მოგიწევს ნახო. რა იცი იქნებ გაჩნდეს თქვენს შორისაც ნაპერწკალი.
- არამგონია დიანა.
- ჩემი დაქალი არის სულელი, ასეთი კაცი მეტრფოდეს და მე წარსულს მივტიროდე? სულელია აბა რა არის!
- ნატა გეყოფა .
- რა მეყოფა? რას უწუნებ? გარეგნობას? განათლებას? კულტურას? თუ? ააა რათქმაუნდა შენი ძვირფასი სანდრო ვერ ამოგიგდია გულიდან. და სხვას როგორ შეიყვარებ.
გულზე მოხვდა ნატას სიტყვები, განა იმიტომ რომ ნატა ცდებოდა? არა ის მართალი იყო. ნატა ასეთია როცა საქმე ნინას ეხება არასდროს ერიდება პირდაპირ თქმას სათქმელის. განა სიმართელს რამდენ ხანს გაექცეოდა?სანდრო ისევ უყვარდა.ალბათ ვერც ვერასდროს ამოიგდებდა გონებიდან და გულიდან. და თან იცოდა ვერც მასთან იქნებოდა. ეს სტკიოდა ყველაზე მეტად.
- ნატა არ მინდა ამაზე ლაპარაკი .
- კი ბატონო როგორც გინდა ამით საკუთარ გრძნობებს ვერ გაექცევი.
- ყველაფერი მოგვარდება გოგოებო.
მოდით ეხლა მომიყევით აქ რა ხედება? როგორ მიდის საქმეები?
ბევრი ისაუბრეს გოგოებმა. ილიამ ბავშვები დააძინა და მისაღებში გამოვიდა. ნინას გვერდით ამოუდგა.
- შენი ბიჭები სასწაულები არიან.
- ლილის როგორ უგებენ ვგიჟდები მათ ურთიერთობაზე.
- იცი გიგი სხვანაირი ბავშვია. გეგასგან განსხვავებით უფრო ჩაკეტილია საკუთარ თავში.შევამჩნიე რომ რაღაცას ძალიან განიცდის.
- გუშინ მამამისზე მკითხა როდის ჩამოვაო?
- არ შეძლება ასე ნინა..
- ვიცი დავბრუნდები ილო . სანამ ჩემს შემცველს იპოვი აქ ვიქნები . სამსახურში ყველაფერი მოგვარებული თუ არ დავტოვე ისე ვერ წამოვალ.
- როგორ მიხარია ნინ.
- მეშინია მომავლის.
- იმდენი რამე გადაგიტანია ამასაც გადაიტან დამიჯერე. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით.
- მადლობა ილო.
- იცი რამდენიმე დღის წინ ვნახე მეგობრებთან ერთად იყო. შეცვლილია.
- ყველა შევიცვალეთ ილო.
- შეძლებ ოდესმე აპატიო?
- კი მაგრამ..... ხომ იცი ბევრი მაგრამ არის ჩვენს ურთიერთობაში.
- არაფერია დრო ყველაფერს დაალაგებს.
- ეხლა შენ მომიყევი როგორ ხართ.
- იცი დიანასთან ვგრძნობ რომ ვცოცხლობ.მგონია, რომ მთების გადადგმაც შემიძლია.
- თქვენ იმსახურებთ სულ ესე ბედნიერად იყოთ.
- ყველა ვიმსახურებ ნინა. მოვა ბედნიერბა ხომ იცი არა?
- მე ბედნიერი ვარ ილო.


- რა თვალებით მიყურებ ნინა რა ხდება?
- ნატ დაბრუნება გადავწყვიტე.
- მერე რა სახე გაქვს თითქოს რამე გაბრკოლებდეს.
- შენი დატოვება არ მინდა.
- არა რა გამაგიჟებ.შენ გგონია აქ დავრჩები შენ გარეშე? შენ რა არ მიცნობ? გგონია მარტო დაგტოვებ?
- ნატ ხო მაგრამ აქ აწყობილი გაქვს ყველაფერი სამსახური გაქვს სახლი. კარგი შემოსავალი და ჩემს გამო უნდა დათმო. ესაა რომ არ მინდა.
- ხმა!მორჩა საქართველოში ვბრუნდებით. გგონია მგელბის ხახაში მარტო ჩაგაგდებ?
- ნათლია სად მივდივართ? ოთახიდან გეგა გამოვიდა და გახარებულ ნათლიას და დედას კითხვები დააყარა.
- იცი ნათლიას გულო ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით.ხომ ბევრს გიყვებპდი საქართველოს შესახებ?
- მე დიდი კაცი ვარ ყველაფერი დავიმახსოვრე.
- მამას ვნახავთ? კითხვით შემოვიდა გიგი ოთახში.
- კი ვნახავთ. უბრალოდ დამპირდი რომ ცოტა დროს მომცემ. კარგი შვილო?
- როდის წავალთ?
- 1 კვირაში.
- გიგი ჩემო ბიჭო ჩემზე გაბრაზებული ხარ?
- ადრე რატომ არ წაგვიყვანე მამასთან? ბაღში ყველას დედა -მამა აკითხავდა ხოლმე ჩვენ კი მხოლოდ შენ, ილია და ნატა.
- არ შემეძლო საყვარელო.
გულზე მიიხუტა ნაწყენი ბავშვი.
- აგარ გაგიბრაზდები თუ მალე წაგვიყვან მე და ჩემს ძმას მამასთან.
- მოდით ჩამეხუტეთ გთხოვთ.
ბიჭები მაგრად ჩაეხუტნენ დედას. ნინას ლოყები დაუკოცნეს მორიგეობით.

ერთი კვირაც მალე გავიდა. ილიამ ოფისის საქმეებს აგვარებდა. ნინას შემცვლელი უნდა ეპოვნა ამიტომ დარჩენა მოუწია. გოგოები გამოფრინდნენ ბავშვებთან ერთად. რამდენიმე საათიანი ფრენის მერე მშობლიურ მიწაზე დადგა ფეხი ნინამ. ღმერთო როგორ ენატრებოდა აქაურობა.დიანამ ტაქსი გააჩერა და ყველანი შიგნით მოთავსდნენ.
- ნინ! წამოიწყო საუბარი დიანამ.შენი სახლი დავალაგებინე სუფთა გაწკრიალებულია ყველაფერი.
- დიდი მადლობა, პირდაპირ შეგვიძლია ანუ ჩემს სახლში წავიდეთ?
- რათქმაუნდა . ხო ნატა რაც შეეხება შენს სახლს. რადგანაც ნინას გვერდით გინოდა ეგეც ვაპოვნინე და მისი კორპუსის ქვედა სართულზე იცხოვრებ. უბრალოდ ჯერ გასასუფთავებელი იქაურობა 2 დღე დასჭირდება.
- ნატა რას ნიშნავს ეს? განა არ შეგვეძლო ერთად გვეცხოვრა?
- ნინა გამიგე გთხოვ.ეს იმას არ ნიშნავს რომ შენთან არ მინდა ცხოვრება ,უბრალოდ მინდა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე.თან სულ რაღაც 1 სართულით ქვემოთ ვარ.
- კარგი მაგრამ იცოდე ყოველდღე რომ არ გნახო ხმას არ გაგცემ.
- მოდო აქ ჩემო ბუზღუნა. თავიდან ვერასდროს მომიშორებ ხომ იცი არა?
ნინას ძალიან მოეწონა სახლი. ზუსად ისეთი იყო როგორიც ყოველთვის უნდოდა.ნათელ და თბილ ფერებში.ბავშვების ოთახის მოწყობაზე დიანას უკვე ეფიქრა .
- რა მაგარი. ერთხმად წამოიყვირეს ტყუპებმა.
-დიანამ მადლობა.
- ხომ გითხარი არა.? არ მითხრა მადლობა.
დაბინავებას რამოდენიმე საათი მოანდომეს . ბიჭბს ჩაეძინათ . და მშვიდად მიხედეს საქმეებს. ბედნიერი იყო ნინა.
- მეშინია ნატ.
- მე შენთან ვარ ხომ იცი.
- ბავშვების ბაღის საკითხიც უნდა მოვაგვარო.მერე დიანასთან უნდა მივიდეთ სამსახურის გამო. მერე კი ყველაზე დიდი ამბავი მელოდება. ხომ იცი?
- ყველაფერი კარგად იქნება.
- ბექას ნახვა არ გინდა?
- სიგიჟემდე.

სანდროს დილით ადრე გაეღვიძა.სიზმარში როგორც ყოველთვის ნინა ნახა. აფორიაქებულმა გამოიღვიძა და საათს დახედა ჯერ კიდევ 7 საათი იყო. სავარჯიშო ოთახში შევიდა 1.საათი დაყო იქ. თავი მოიწესრიგა და სამსახურში წასასვლეად მოემზადა. სამსახური ის ადგილი იყო, რომელსაც 5 წლის მანძილზე აფარებდა თავს.იქ ბევრი ფიქრის თავი არ ქონდა საქმეების გამო. კარზე წარმა გამოიყვანა ფიქრებიდან.
- არ შემომიშვებ? მხიარულად მიეჭრა ტასო ძმას?
- მოდი ჩემო გადარეულო.
- როგორ გამოვიყურები სამსახურის პირველი დღისთვის?
- იდეალურად.ვეჭვობ ბევრისთვის თვალების დათხრა მომიწევს.
- კარგი რა ძამიკო . ეგებ ბედი გამეხსნას . რა იცი რა ხდება.
- აბა ის ბიჭი ლაშა?
- ხო. არ ვიცი სან არ ვჩქარობ ჯერ . მის მიმართ არ ვარ გულგრილი მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული.
- გიორგი?
- მასთან არაფერს ვაპირებ დარწმუნებული იყავი.
გზაში ბევრი ილაპარაკეს. სანდრომ თავისი კაბინეტი აჩვენა ტასოს. ბევრ რამეში უნდა დახმარებოდა დას. ამიტომ წინ დიდი სამუშაო ელოდა.ძმის წყალობით თავი არ აუწევია მთელი დღე. და დაღლის დაქანცულმა გამოიხურა ოთახის კარი. ეხლა მხოლოდ სახლში წასვლა და დასვენება უნდა, მაგრამ ლაშას უარი ვერ უთხრა პირველი სამუშო დღის ერთად აღნიშვნაზე. თურმე რა რთული ყოფილა აქ მუშაობა ფიქრობდა გულში. ფოიეში როგორც კი გავიდა ბექას და გიორგის მოკრა თვალი.
- აქ რას აკეთებთ? მიესალმა ორივეს
- შენი უჟმური ძმა უნდა გავიყვანოთ სადმე თორე მუმიასავითა ვერ ხედავ?
- მართალი ხარ. მიდით აბა თქვენ იცით.
- ტასო თუ გინდა წამოდი შენც ხმა ამოიღო გიორგიმ.
- არა სამწუხაროდ გეგმები მაქვს.მელოდებიან თორემ სიამოვნებით წამოვიდოდი.
- აბა კარგად გაერთეთ.
დაემშვიდობა ბიჭებს და გასასვლელისკენ გაემართა.
- ნეტა ვინ ელოდება? ინტერესით იკითხა გიორგიმ.
- ლაშა. პასუხი სანდრომ გასცა. თუ ასე აპირებ ყოფნას მალე მის ქორწილში მოგიწევს მისვლა, ოღონდ სტუმრის სტატუსით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორი საინტერესო ხდება გთხოვ კიდევ დადე ტასო და გიორგიზე ????????????არ დააგვიანო

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი თავი იყო მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????

 


№3  offline წევრი ირინა ირინა

დიდი მადლობა ვეცდები მალე დავდო❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

აინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი, მომწონს ეს ისტორია, გთხოვ დიდხანს ნუ გვალოდინებ...

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიაა..

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტეტესოდ ვითარდება მოვლენები. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება. გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent