შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 14


22-11-2023, 22:48
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 234

ტასომ ლაშასთან ივახშმა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მის მიმართ მართლა არაა გულგრილი, არც აჩქარება უნდა ,თითქოს რაღაც აბრკოლებს.
- ტასო წლებია ერთამენთს ვიცნობთ, ხომ იცი შენს მიმართ რა გრძნობა მაქვს არა? ეს უბრალო მოწონება არა.
- ვიცი ლაშა ვიცი
- იქნებ ვცადოთ ერთად ყოფნა.ამით უბედნიერესი კაცი ვიქნები.
- მეც ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე. მე და შენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ არც მე ვარ შენს მიმართ გულგრილი, უბრალოდ არ მინდა ავჩქარდეთ . ვცადოთ რა გამოგვივა.
- ტასო უბედნიერესი ვარ მართლა.
დიდ ხანს არ დარჩენილან რესტორანში,შემდეგ მეგობრები ნახეს ბარში . უკვე ყველამ იცოდა მათი ერთად ყოფნის შესახებ, სიხარულით ულოცავდნენ წყვილს ახალ ამბავს. ბარი გვიან დატოვეს . სახლამდე კი ლაშამ მიაცილა.
-მადლობა ლაშა ყველაფრისთვის, მშვენიერი საღამო გამოვიდა.
- არაფრის,ვეცდები ყველა დღე მშვენიერი იყოს, ჩემთან ერთად. შეიძლება სულ იდიალია არ გვქონდეს მაგრამ, ერთმანეთს გავუგოთ მხოლოდ.
კარგი ბიჭი იყო ლაშა. ტასო უყვარდა გულწრფელად ეს მის ყველა მანერაში, ქმედებაში იგრძნობოდა. ბავშობიდან არის ტასოზე შეყვარებული , ახსოვს პატარა ნაწნავებიანი გოგო, რომელიც მის გვერდით იჯდა სკოლაში. მას შემდეგ უყვარს და დღეს საბოლოოდ შანსი მიეცა საყვარელო ქალი გვერდით ყავდეს.
- მესმის ლაშა კიდევ ერთხელ მადლობა
დამშვიდობებისას ერთმანეთს ჩაეხუტნენ .ლაშა ტასოს ტუჩებს დაეწაფა. არც გოგო გაძალიანებია კოცნაში აყვა.შემდეგ ერთმანეთს თბილად დაემშვუდობნენ.
თვალს ადევნებდა გიორგი ამ ყველაფერს . ძარღვები დაებერა, როცა საყვარელი ქალი სხვა კაცთან დაინახა.უძლურება იგრძნო იცოდა რაღაც უნდა ეღონა. ეხლა ნამდვილად ვერ ავიდოდა ტასოსთან ამ დროს სასაუბროდ სხვა დრო უნდა შეერჩია. უგუნებოდ დაბრუნდა სახლში ათასი ფიქრებით გამოჭედილი ქონდა თავი.
- როგორც იქნა დაბრუნდი.
- რა გინდა ლიკა? ხო გაგაფრთხილე უაზრო სცენებს შეეშვი.
- ვერ ხვდები რომ შენზე ვღელავ.
- შენ მარტო ჩემს ფულებზე ღელავ
- როგორ მელაპარაკები? ამას არ ვიმსახურებ
- ჩემი სახლიდან წადი სანამ მოთმინება დავკარგე.
- გიორგი გთხოვვ მე ხომ მიყვარხარ.
- შენ ჩემი მდგომარეობა გიყვარს. სამუდამოდ გაქრი აქიდან, ჩემმა თვალებმა არ დაგინახონ.
- ამას განანებ გეფიცები
- გაეთრიე.
არა ადრე თუ გვიან თავიდან უნდა მოეშორებინა ეს ქალი. თითქოს ერთი პრობლემა ჩამოეხსნა მხრიდან.კარგად უნდა დაფიქრდეს რას და როგორ იზამს. იცის რომ ტასოს არ დათმობს.

სანდრომ მეორე დილით ქალთან ერთად გაუღვიძა, რომლის სახელიც კი არ იცოდა, ყოველთვის ასე ხდებოდა, მხოლოდ ერთი ღამის ურთიერთიბები.
- ჩაიცვი და წადი.
- იქნებ კიდევ გაგვეგრძელებინა?მაცდურად წამოიწყო ქალმა.
- გითხარი წადი.
- როგორც გინდა. გაბრაზებული წამოდგა და სახლიც დატოვა.
არანიაირი ვალდებულებები ასე იყო 5 წლის მანძილზე. ვერადავერ ამოიღო გულიდან ნინა, თითქოს მის გულში ფესვები გაიდგა ქალმა. განა არ იცის რომ დააშავა? სწორედ ეს ტანჯავს.
-ნეტავ ნინა სად არის?
- რას აკეთებს?
- იქნებ ოჯახი ყავს?
ასე ვერ გაგრძელდება. რამეს იღონებს აუცილებლად,
დეტექივებს დაიქირავებს. უნდა ნახოს. შორიდან მაინც უნდა ნახოს,რომ დამშვიდდეს.სამსახურშიც უნდა წავიდეს.ზუსტად იცის მოაგვარებს დღეს ამ ამბავს.

ნინა უკვე ნერვიულობდა დილიდანვე. დღეს დიანასთან უნდა გასულიყო. ნატა ბავშვებთან დარჩებოდა.შემდეგ კი სანდროს მიაკითხავდა აუცილებლად სამსახურში.
- ნუ ნერვიულობ ნინა , ხომ იცი ეხლაც წამოგყვებოდი მაგრამ ეს მარტო თქვენ ორმა უნდა გაარკვიოთ.
- ვიცი წავალ წავალ.
დიანასთან მოაგვარა ყველაფერი. ტაქსი გააჩერა და სანდროს სამსახურის მისამართი უთხრა .
შენობას როცა მიუახლოვდა გულმა თითქოდ რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.შენობაში შევიდა და პირდაპირ სამდივნოსკენ აიღო გეზი.
- უკაცრავად მე ალექსანდრე კვიციანთან ვარ.
- შეხვედრა გაქვთ დანიშნული?
- არა მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
- იცით თათბირზეა შეგიძლიათ დაელოდოთ .
- დიხ დაველოდები მაშინ .მადლობა.
ლამის ორი საათი ელოდა მაგრამ სანდრო არ ჩანდა.ნატამ დაურეკა მობილურზე.
- ნინ გიგის გკითხულობს და ტირის არ ვიცი რა ვქნა
- ახლავე ნატ, ეხლავე მოვალ.
ანერვიულებულმა აიღო თავისი ხელჩანთა და გასასვლელისკენ გაემართა.სწორედ ამ დროს გამოვიდა სანდროც, თვალი მოკრა ქალის სილუეტს
- ნინა,ნინა მიაძახა მაგრამ ლიპტით უკვე ჩასულიყო ქვემოთ ნინა და ტაქსისში ჯდებოდა.
- ჯანდაბა ის იყო ის . არა ეს შეუძლებელია. მგონი ვგიჟდები ღმერთო. ჯანდაბა სანდრო გაგიჟდი სულ.
- ქალბატონი ნინო ახლახან აქ რომ გოგო ოყო რა უნდოდა.
- ახ დიახ თქვენ გეძებდათ.გელოდათ მაგრამ მერე დაურეკეს და წავიდა.
- კარგი მადლობა.
- დღეს რამე შეხვედრა გვაქვს კიდევ?
- არა ბატონო სანდრო.
კაბინეტში დაბრუნდა.ნაცნობი დეტექტივის ნომერი მოიძია. მითითებებიც მისცა და მშვიდად წავიდა ბიჭებთან . არა გული უნდა გადაყოლოს , თორემ ლამისაა გაგიჟდება.

- დედკოს სიყვარულო რა მოხდა? ჩაეხუტა ბავშვებს.
- მეგონა მამას მოიყვანდი და იმიტომ მინდოდა მოულიყავი.
- მალე მოვა მამა გპორდებით.
ბავშვები დაამშვიდა და ნატასთა გავიდა სამზაირელოში.
- რა ქენი?
- ვერ ვნახე თათბირზე იყო და მერე შენც დამირეკე.
-იქნებ სახლში მაიკითხო.
- არ ვიცი ხვალ მივაკითხავ ისევ
- დაურეკე შენ ბექას?
- რაზე დავურეკო ნინ. გამარჯობა ბექა ნატა ვარ ჩამოვედი და მნახეო? არა არ მინდა რომ ვნახავ მივესალმები და ეგა.
-დარწმუნებული ხარ?
- დარწმუნებული ვარ. დიანამ დარეკა დღეს ბარში გვეპატიჟება. ბავშვებები ჩემთან მოიყვანოსო და მისი მშობლები და ძიძაც იქაა, მიხედავენ თან ხომ იცი ლილისთან არ მოიწყენენ.
- არ ვიცი ნატ
- ხმა მიდი ეხლა გაემზადე ჩქარა.. თვალაები უნდა დავუბრმავოთ მამრებს.
- ოხ ნატა...

- ტასო კაბინეტიდან გასვლას აპირებდა, როდესაც დააკაკუნეს.
- ეხლა ვინმეს მოსვლა იყო? ისეთი დაღლილია მხოლოდ ძილი უნდა.
- მობრძანდით.
- გამარჯობა შეიძლება შემოვიდე? კარა იქით გასძახა გიორგიმ.
- მოდი რათქმაუნდა.
- მოსაკითხად შემოგიარე. როგრ ხარ?
- ძალიან კარგად მადლობა, ვმუშაობ, ვეჩვევი ახალ გარემოს .შენ როგორ ხარ ? როგორ მიდის საქმეები,?
- ნორმალურად.გცალია სადმე დავსხდეთ.
- კარგი აქვე კაფეა იქ წავიდეთ.
გიორგიმ არ იცოდა როგორ დაეწყო საუბარი ,სიტყვებს ვერ პოულობდა.
.- გიორგი რამე ხდება?
- უნდა ვილაპარაკოთ .შენი წასვლის მერე....
უკაცრავად მირეკავენ ბოდიში.
- ხო ლაშა .კი გამოვედი , მეგობართან ერთად ვარ აქვე კაფეში ..კარგი.
- ხო რაზე ლაპარაკობდი?
-ის ბიჭი ლაშა, გიყვარს?
- მართალი გითხრა არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი,რომ გულგრილი არ ვარ მის მიმართ და გადავწყვიტეთ გვეცადა ურთიერთობა.
- როგორ ფიქრობ ადრე მე გიყვარდი?
ტასო დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა . გული აუჩქარდა.
ეხლა რატომ ეკითხება ამას?
რისი მირწევა უნდა?
მას ხომ დიდი ხანი დასჭირდა ყველაფრის დასავიწყებლად.
- კი მიყვარდი.
- ეხლა ტასო? ეხლა რას გრძნობ ჩემს მიმართ?
- არაფერს . თვალი აარიდა და შეძლებისდაგვარად დარწმუნებით თქვა.
- გასაგებია. ბოდიში რომ უხერხული კითხვებით მოგაბეზრე თავი.
- გავიზარდე გიორგი. მხოლოდ ეხლა ვაანალიზებ რომ არასწორად ვიქცეოდი.
- არასწორად მე მოვიქეცი თავის დროზე ტასო.
- გთხოვ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არ ღირს უკვე,ყველაფერი წარსულში დავტოვე და ჯობია სამუდამოდ იქ დარჩეს.
- რაზე გინოდა ჩემთან ლაპარაკი ის მითხარი.
- არაფერი უბრალოდ საუბარი მინდოდა.
- ბექამ დამირეკა დღეს ბარში ვიკრიბებითო და იქ გავაგრძელოთ საუბარი.
- ხო ვიცი მეც დამირეკა
- მაშინ იქ გნახავ, არ გეწყინოს ეხლა უნდა წავიდე. ძალიან დავიღალე.
- წამო გაგიყვან
- არა საჭირო მართლა.
არ ახსოვს სახლში როგორ მივიდა, როგორც კი კარი მიხურა მწარედ აქვითინდა.
დაიბნა, არ იცის რას ნიშნავს გიორგის ეხლა წარსულში ქექვა. რის მიღწევას ცდილობს ამით? რატომ უნდა, რომ მისი ძველი ჭრილობები გახსნას?
- ღმერთო დამეხმარე. არ შეიძლება, არ შეიძება ისევ მიყვარდეს.
- რატომ მიცემ გული მაინც ისე როგორც ადრე მისი დანახვისას?
-მე ხომ ის დავივიწყე!
არა ტირილის დრო არა. რატომ უნდა იტიროს? საკმარისად არ იტირა თავის დროზე?
არა ეხლა ადგება თავს მოიწესრიგებს ბარში წასასვლელად და ღიმილით დახვდება ლაშას .

- რა ხდება რა სახე გაქვს ჩემს ძმობას გაფიცებ?
- ბექა ცოტა დამალევინე რა ძმურად?
- ბაზარი არა შემოდი.
- ტასოს გრძნობები ჩემს მიმართ გაქრა. იმ ლაშას ხვდება. დავინახე ერთმანეთს კოცნიდნენ.დღეს კი ველაპარაკე ტასოს და მითხრა, რომ ადრე ვუყვარდი და ეხლა აღარაფერს გრძნობს ჩემს მიმართ.
ჩემი ბედის დედას შე...ცი.
- დაწყნარდი თუ ძმა ხარ. უთხარი რომ გიყვარს და სულ გიყვარდა ამ 5 წლის მანძილზე?
- არა. მიმანიშნა, რომ არ უნდა წარსულში ქექვა.
- არა ამხელა კაცი რამ გამო.....ვა ბიჭო . გოგოსთვის სიყვარული არ აგიხსნია და რა პრეტენზია გაქვს
- ვერ გაიგე? აღარ მიყვარხარო.
- გაჩერდი თუ ძმა ხარ. ნუ მოთქვამ აქ აწიე ერთი ადგილი და დაიბრუნე ტასო.შეუძლებელია ბავშობიდან უყვარდი და ეხლა ასე მარტივად გაგაქრო გულიდან და მისი ცხოვრებიდან?
- არ ვიცი. ბარში მოვა დღეს .
- ძალიან კარგი გამოიყენე ეს სიტუაცია.



-



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. დაიძაბა სიტუაცია. მალე დადეთ გაგრძელება გთხოოვთ

უმაგრესია. მალე დადეთ გაგრძელებაა

 


№2 სტუმარი თიკა

ველი ახალ თავს არ დააგვიანო ????

 


№3  offline წევრი ელენე1511

ველოდებით ძალიან, თუ შეიძლება მოგვაშველეთ გაგრძელება, სსინტერესოა საკმაოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent