ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან (თავი 10)
გოგოები : -თინიკო ! დღეს რა გეგმები გაქვს ? -ელისაბედმა ვაჟკაცურად გადახვია დაქალს ხელი და წარბი აზიდა -ჯერ ერთი არანაირი თინიკო !- გაბრაზებით წარმოთქვა გოგომ- და მეორეც ნიკუშასთვის საჩუქარი გამოვწერე და ფოსტაში უნდა წავიდე და ავიღო ,სადღაც ნახევარსაათში.იმის მერე დედაჩემს უნდა გავუარო ,ბიცოლა ჩამოდის და მეხვეწა დამეხმარეო. ერთი სიტყვით დღეს თქვენთვის არ მეცლება და ძაან არ გაატრა*ოთ -კაი და ჩვენ რა ვქნათ? - ვითომ დანანებით ჩაილაპარაკა დეამ -შენ გიოსთან გაიქცევი , აჰა ქალბატონი ელისაბედი ერეკლესთან, მართასაც საბასთვის სიყვარული აქვს ასახსნელი და ფაქტობრივად დროს გაიყვანთ - ტაშ შემოჰკრა თინამ -შენ გააფ*ი რა, გაგვიანდება ფოსტაში-ცხვირი ჩამოუშვა მართამ -კარგი ჰო,წავედი. რადგან არ მეცლება იმას კი არ ნიშნავს რომ უნდა დამი*იდოთ და არ მომიკითხოთ - სერიოზული სახით გადახედა გოგოებს -ოქეი - ერთხმად შესძახეს და უემოციო სახით გააცილეს ,რა წამსაც კარი გაიხურა თინათინმა ყველა დაფეთებული წამოხტა და ტელეფონს ეცა -ბიჭებს მივწეროთ რომ გავდივართ - დეამ განუცხადა ორივეს . ბიჭები ბარში ელოდებოდნენ ,ელისაბედმა შავი ტანზე მომდგარი ჯინსი,თხელი სვიტერი ,გულმკერდზე ჩახსნილი ღილებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა,პალტოს დაავლო ხელი და გოგოებთან ერთად დატოვა სახლი. ცოტახანში მისი ბარის წინ იყვნენ, დეა პირველი შეიჭრა ბარში,მართა ფეხს ითრევდა ,ეს კი ელისაბედს არ გამოჰპარვია -რა გჭირს მართ? - მხარზე ხელი მოჰხვია გოგოს -აუ კიდევ კარგი მკითხე ,თორემ არ ვიცი საიდან უნდა დამეწყო საუბარი -ამოიოხრა გოგომ -საბას გამო ხარ? - ტუჩის კუთხე ჩაუტეხა გოგომ -...- მხოლოდ თავი დაუქნია და საწყ*ად ახედა ორი თავით მაღალ გოგოს -ხომ გითხარი დრო თავზე საყრელად გაქვს მეთქი , რაზე ნერვიულობ -ხომაგრამ ძაან მრცხვნია ელ -თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი -არ გადამრიო - გადაიხარხარა ელისაბედმა -ნუ დამცინი - მხარზე მუჯლუგუნი უთავაზა - ამდენ ხანს ვერ ვბედავდი მასთან ასეტ სიახლოვეს ყოფნას,მერე მოვიდა სიყვარული ამიხსნა,ამდენი ხანი ოცნებად მყავდი და ახლა ასრულებას ვიწყებო, გიჟივით მეტაკა ტუჩებზე,მერე თითქოს შევეჩვიე და მეც „გავუთამამდი“,მერე მიყვარხარო და ისევ გავშეშდი ,ხმა ვერ ამოვიღე ,ახლა რო დავინახავ გავწითლდები ,გადავშავდები და მოვკვდები - ამოუსუნთქავად მიაყარა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა,მის საქციელზე ელისაბედ გულიანად ეცინებოდა -ჩემო გადარეულო,ყველაფერი იქნება,მთავარია ბიჭს არ ალოდინო და გული არ დასწყვიტო,იმსახურებს იმის ცოდნას რომ შენც ისევე გიყვარს როგორც მას შენ -ხო არა? თან ისეთი ფსიხია ,შეიძლება ხმა ც არ გამცეს -მით უმეტეს,როცა ხელსაყრელი დრო ჩაგივარდება , თუ გინდა პირდაპირ მიახალე მიყვარხარო და გაიქეცი,მთავარია უთხრა - ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა - წამო შევიდეთ - ხელი მოჰხვია და ბარში შევიდნენ. 10 წუთით ადრე : -ვა დეაჩკა მოსულა - ტაში შემოჰკრა აკაკიმ -დანარჩენები სად არიან ? - მზრუნველად ჰკითხა გიორგიმ და საყვარელ ქალს შუბლზე ეამბორა -მოდიოდნენ ?.. - უკან გაიედა და რომ ვერ დაინახა გოგოები გაუკვირდა -ალბათ მართა ცქმუტავს და ელისაბედი აწყნარებს - ბოლოს მიხვდა და გაეცინა -რატო ცქმუტავს ? - გაუკვირდა საბას -მაგას შენ უნდა გვეუბნებოდე - გაეცინა გოგოს ,საბა მიუხვდა ნათქვამს და ტუჩის კუთხე ჩატეხა -თინა მოტეხეთ ? - აკაკიმ გაანეიტრალა სიტუაცია -კი დღეს არ სცალია ,გვიანობამდე დეამის უნდა მიეხმაროს -ხო ბიცოლამისი ჩამოდის,მეც ველაპრაკე- წვენი მოსვა ნიკოლოზმა ,ამასობაში მართაც გამოცნდა,დაბნეულობა ეხატებოდა სახეზე ,მაგრამ მაინც ამაყად მიიწევდა მეგობრებისკენ,მის უკან ელეგანტური ელისაბედიც გამოჩნდა,ერეკლეს მომენტალურად გაუშეშდა საყვარელ ქალზე თვალი,ნაზი მიხვრა-მოხვრით შემოვიდა დარბაზში , მის დანახვაზე ბარის თითოეულ პერსონალს ბედნიერი ღიმილი აუთამაშდა სახეზე,წამში მიატოვეს „პოსტი“ და მასთან გაჩნდნენ -ბოს რა ლამაზი ხარ- თბილად ჩაეხუტა მაკო -უფროსო თვალს გვჭრით აქ მამაკაცებს - არც დავითმა დააკლო და თითქმის მის სიმაღლე ქალს გადაეხვია -თავს გვანატრებ რა უფროსო - ნათიამ ტუჩ გადმოიტრიალა და თბილად მოეხვია უფროსს -ჩემო გადარეულებო - გულიანად გაეცინა გოგოს -ბოს ახალი თანამშრომელი უნდა გაგაცნოთ -მაკო ცაერთო საუბარში - ეს ნინი შულაიაა ,22 წლის,ჩვენი ახალი მიმტანი -გამარჯობა ქალბატონო ელისაბედ - მორცხვად გამოუწოდა ხელი გოგონამ -არანაირი ქალბატონო და მით უმეტეს თქვენობით საუბარი ,ელისაბედი დამიძახე,ან კიდევ ეს შერეკილები გასწავლიან,მოგაფიქრებინებენ რამე სახელს - გაეცინა და მხარზე ჩამოუსვა ხელი -მაგალითან მე ზურგს უკან დემონ უფროს , საგიჟეთის დირექტორს და შეშლილების დედამთავარს ვუწოდებ ხოლმე -ვითომ ჩუმად ჩაულაპარაკა დავითმა დამორცხვებულ გოგოს ,ელისაბედს მის მეტსახელებზე გულიანად გაეცინა -მე შენ გეტყვი არ გაკლდეს რა - გაუცინა და თმები აუჩეჩა ბიჭს - ცივი კოლა მომიტანეთ რომელიმემ რა - სთხოვა გოგოებს -ბოს ყელი გაგიცივდებათ და მერე როგორ იყვირებთ - მაგიდისკენ მიმავალ ქალს ხმამარალი სიტყვა დააწია დავითმა და გულიანად გადაიხარხარა -ენას ამოგაცლი ჯანჯღავა - შემობრუნების გარეშე მიაძახა და თავის სიტყვებზე გაეცინა -გოგო რა მაგარი შუტკა გაქ გახსნილი ამ შენს თანამშრომლებთან - გაეცინა აკაკის -გამარჯობა ხალხობა - გაეღიმა და ერეკლეს ჩამოუჯდა გვერდით , ბიჭმა ხელი გადახვია და თამზე ხმაურიანად აკოცა.ელისაბედ თვალი აწითლებული მართასკენ გაექცა ,რომელიც საბას მკავებში ჰყავდა მოქცეული და მის თმას ეთამაშებოდა -რას ვშვრებით აბა ? არ გავდივართ - წამოიძახა გიორგიმ -გავიდეთ ,ოღნდ ჯერ ეკას უნდა დაველოდოთ , სადაცაა მოვა ახლა მომწერა -ეკა? - ყველამ ერთხმად წამოიძახა -ხო თინას კურსელი და მეგობარია ,დღეს ჩამოვიდა,სოფელში იყო . -აა ეგ იქნება მეჯვარე ? - წამოიძახა საბამ -არა კაცო რა მეჯვარე, - იუარა ელისაბედმა და მაკოს მიერ გამოწვდილ კოლას დასწვდა,მადლობის ნიშნად გაუღიმა და საუბარი განაგრძო- თინას მეჯვარე სავარაუდოდ ლენკა იქნება ,ხვალ უნდა ჩამოვიდეს იტალიიდან -ა ხუჭუჭა ? - წამოიძახა ნიკოლოზმა -ხო შენ რო კინაღამ სცემე მაგისი ქმარი - გაეცინა ელისაბედს -რა ვიცოდი რო ქმარი იყო ?თინამაც არაფერი მითხრა და მეგონა საწყალ გოგოს აწუხებს თქო -გადაიხარხარა ნიკოლოზმა -თურმე კაცი ცოლს ეცეკვება და ეალერსება,მაგარი კურიოზები ვიყავით რა . ძაან ჯიგარი ბიჭია ,გაგაცნობთ რო ჩამოვა - მხარზე ხელი დაჰკრა გვერდით მჯდომ აკაკის -ლიზაბეტ ! - საუბარშ გარლებს უკნიდან გოგონას წვრილი ხმა მოესათ , ელისაბედმა თავისი სახელის გაგონებაზე სწრაფადვე მოახდინა რეაგირება და ქერა სიფრიფანა გოგოს შეეგება -ეკატერინე მესხელო - მხიარულად წარმოთქვა და თავისზე ერთი თავით დაბალ გოგოს შემოეხვია -ლიზაბეტ როგორ მომენატრე - გოგონამაც სუსტი ხელები ძლიერად შემოხვია მონატრებულ მეგობარს -მეც ჩემო გიჟო , მოდი გაგაცნო ხალხობა - ხელი მხარზე მოჰხვია - ერეკლე ჩემი ბატონი -ჩაეღიმა თავის სიტყვებზე - გიორგი და დეა ,ნუ ახსნას არ დავიწყებ ალბათ ხვდები,საბა და მართა , ნიკოლოზი ჩვენი პატარძლის საქმრო და ესეც მარტოხელა მგელი ჩვენი აკაკი - მხიარულად დაასრულა გაცნობის ცერემონია და აკაკის წაშლილ სახეზე გაუჩერდა მზერა , ეკას სახეზე ფერები გადაუვიდა მამაკაცის დანახვისას,რომ არა ელისაბედის შემოჭდობილი ხელი მის მხარზე ალბათ დაენარცხებოდა ძირს -აკო ? - ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა გოგონამ , ყველას უაზრო მიმიკები აღებეჭდა სახეზე,აკაკი ძარღვები დაჭივოდა სახეზე , მოულოდნელად წამოვარდა ფეხზე და ბარი გაცოფებულმა დატოვა -ეკო ერთმანეთს იცნობ ხომ ? - მაქსიმალურად წყნარად ჰკითხა ელისაბედმა -ლიზაბეტ შეიძ₾ება ცალკე ვისაუბროთ ? - აწყლიანებული თვალებით შეხედა გოგოს- გთხოვ -კარგი,კარგი , დამშვიდდი - ხელი მოჰხვია გოგოს და უკანა მაგიდისკენ ანიშნა - აკაკის მიხედეთ ,აქ კარგი ამბავი არ ტრიალებს - ჩუმად უთხრა ერეკლეს და ეკას უკან მიჰყვა . ბიჭები წამოიშალნენ და ბარი მალევე დატოვეს . -თუ არ გინდა მოყოლა არ დაგაძალებ ეკ - წყნარად მიუგო უკვე აცრემლებულ გოგოს და აკანკალებული ხელი მისაში მოიქცი ა -არა უნდა მოგიყვე ლიზაბეტ ,არ მინდა ჩემი და აკოს ურთიერთობამ და დაძაბულობამ ნიკუშას და თინას ხელი შეუშალოთ - ეცადა ხმა დაემორჩილებინა -კარგი გისმენ - მსვიდად უთხრა და უკანა მაგიდისკენ გააპარა თვალი სადაც მართა და დეა თითების კვნეტით ელოდებოდნენ ამბის გაგებას -მე და აკო ,უფრო სწორად აკაკი ,ასე ვეძახდი ხოლმე - მწარედ ჩაიღმა გოგომ - პირველად ერთმანეთს სოფელში შევხვდით , 2017 წლის ზაფხული იყო ,ბებიამისთან იყო ჩამოსული მე კიდევ სკოლას ვამთავრებდი ბოლო ზარი მქონდა , და ისე აღმოჩნდა რომ მისი ბიძაშვილი ჩემი კლასელია ,მან მთხოვა რომ ერთად წავიდეთო,ჩემთან ჩაჯექიო ,მაშინ აკო 20 წლის იყო მე 17ისამ დავამთავრე სკოლა. რომ ჩავსხედით მძღოლი ის იყო,ნინკამ გამაცნო ,თავიდანვე უზომოდ მოვიხიბლე ამ ბიჭით ,თვითონაც თბილად მექცეოდა , ეროვნულებისთვის რომ ვემზადებდოით მე და ნინკა სანამ სოფელშ იყო სულ ის გვატარებდა რეპეტიტორთან მანქანით, სამ თვეში ისე დავახლოვდით ,დედაჩემი და მამაჩემიც არ იყვნენ წინააღმდეგნი აკო რომ ასე დაგვატარებდა ყველგან ,რადგან იცოდნენ რომ ნინკას ძალიან კარგი ოჯახი ჰყავდა. ეროვნულ გამოცდებზე აკომ მიგვიყვანა მე და ნინკა, ნინკამ ნაცნობები დაინახა და პირველი გადახტა მანქანიდან ,აკომ მთხოვა საქმე მაქვსო და წინ გადმოდიო,მეც დავთანხმდი და წინა სავარძელზე გადავინაცვლე : -ეკატერინე წინ გადმოდი რა , საქმე მაქვს - მშვიდად მითხრა -ახლავე - ვეცადე ჩემი აფორიაქება დამემალა ,მასთან სიახლოვის გამო ,მის გვერდით დავიკავე ადგილი და მომლოდინე მზერა მივაპყარი ,მან მანქანის შუშებს აუწია და საბარძ₾ის საზურგეს მიეყრდნო ,მაშინ სად იყო დაბურულ შუშებზე აკრძალვები -არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ მიიღებ,მაგრამ რომ არ გითხრა ,ახლა რომ არ გამოგიტყდე ალბათ ვეღარასდროს შევძლებ,გამბედაობა არ მეყოფა - ანერვიულებული მელაპარაკებოდა,ვერ ვიგებდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი ,თანაც მე რომ ვიყავი საქმეში გარეული, უნებურად ამაკანკალა და თითების მტვრევა დავიწყე ,ხმასაც კი ვერ ვიღებდი,ან რომ ამომეღო რა უნდა მეტქვა,საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა -არ ვიცი შენი პასუხი როგორი იქნება ჩემს გრძნობაზე ,მაგრამ თუ არ გავრისკე ამას ვერ გავიგებ ეკატერინე - მხოლოდ ახლაღა ასწია თავი და ჩაწითლებული უძიროდ ლურჯი თვალები გამისწორა - ისე შეგეჩვიე,ისე მოგეჯაჭვე,რა სისულელეს არ ვაკეთებ რომ შენი ყურადღება დავიმსახურო,შენთან მეტი დრო გავატარო ,თუნდაც მესენჯერზე საათობით გემესიჯო , მაგრამ ეს ყველაფერი არასაკმარისია, სამი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ ეკუ და ამ სამ თვეში წამიც არ გასულა რომ შენზე არ მეფიქროს,უნებურად არ მეღიმებოდეს შენს დაბნეულ და არეულ სახეზე,შენს წითელ ლოყებზე. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული რომ დამიჯერებ,ჩემს შენდამი გრძნობას დაუჯერებ ,მაგრამ მე მაინც უნდა გითხრა რომ სიგიჟემდე ვარ შენზე შეყვარებული ,რაც გინდა ის დაარქვი ამ გრძNობას ან ნუ დაარქმევ ,მეტის ატანა და მოთმენა მართლა შეუძლებელია - ვუსმენდი და ტანში ყველა ემოცია ერთიანად მირტყავდა, ადამიანი რომელზეც ვფიქრობდი რომ სერიოზულად არასდროს შემომხედავდა, ქალადაც კი ვერ აღმიქვამდა ახლა ჩემს წინ ზის და სიყვარულს მიხსნის,მაგრამ ერთი რამ ნათლად გაიაზრა ჩემმა გონებამ ამ სამ თვეში ბიწს ასე სიგიჟემდე შევუყვარდი? არც კი ვიცი,ნეტავ შემეძლოს ნდობა ,ნეტავ მართლა შემეძლოს - გთხოვ მითხარი რამე - ფიქრები მისმა მუდარის ტონმა გამიფანტა ,თვალი ძლივს გავუსწორე და შევამჩნიე როგორ ევსებოდა სითხით ,მიხვდა რომ არ გამომპარვია და თავი სწრაფად გაატრიალა,სახე და თვალები ნერვიულად მოიფშვნიტა და ისევ გამისწორა მზერა -ახლა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს ? - ვეცადე წყნარი ტონი შემენარცუნებინა -იმიტომ რომ ხვალ თბილისში მიწევს დაბრუნება , შვებულება ამომეწურა ,თუ არ ვიმუშავებ ბებიას და ბაბუას ვერავინ მიხედავს ცემს გარდა ,თან ნინკაც რომ ჩააბარებს ბინა მექნება მოსაძებნი და ქირისთვის ფული უნდა ავუგროვო - ისე ჩამომიყალიბა თვალებში არც კი შემოუხედავს,გული დამწყდა რომ მითხრა თბილისშ ვბრუნდებიო ,მაგრამ ისიც გასაგები იყო რომ სხვა გზა არ რჩებოდა -აკო მისმინე - ნერწყვი ძ₾ივს გადავყლაპე და ვცადე საუბრის დაწყება ,მაგრამ გამაჩერა -არა გთხოვ ,ოღონ ნუ მეტყვი რომ შეგეშვა ,ამას ვერ ვიზავ,თუ გინდა არ მოგიახლოვდები ,არ გნახავ მაგრამ ისევ ამ სოციალურ ცხოვრებაში ჩავეშვები და მესიჯებით დავიკმაყოფილებ შენს არსებობას,ოღონდ ნუ მეტყვი რომ შეგეშვა - აკანკალებულმა მოიქცია ჩემი გაყინული ხელები თავისაშ, გარეთ 40 გრადუსი იყო ლამის ,მე კიდევ თავი ანტარქტიდაზე მეგონა ისე ვიყინებოდი -არ გეუბნები შემეშვი მეთქი - ძლივს დავიწყე საუბრაი - არც იმას გეტყვი არ მნახო , არ მომიახლოვდე თქო , ეგ სრული აფსურდია . არ დაგიმალავ და გეტყვი რომ არც მე ვარ გულგრილი ,მაგრამ ნდობასთან საშნელი პრობლემები მაქვს აკო.ადამიანებს თვალდახუჭული ვერ ვენდობი გესმის ? ვიცი რომ კარგი კი არა იდეალური ადამიანი ხარ ,მაგრამ ეს ჩემთვის მაინც არ არის საკმარისი , დიდი დრო მჭრდება რომ თვალდახუჭული გენდო , შენს გრძნობას დადებითად ვპასუხობ ,მაგრამ ვერც შენ და საკუთარ თავს მითუმეტეს ვერ მივცემ უფლებას ღრმად შევტოპო სანამ ნდობას არ შევძლებ - ძლივს ვუყურებდი თვალებში -ზუსტად ეს მჭირდებოდა - ღრმად ამოისუნთქა და სახეზე ღიმილი მოეფინა,ვერ ვხვდებოდა ახლა რა ემოციები მძვინვარებდა მასში - ეს მჭირდებოდა გესმის ? შენი თანხმობა და შენი ასეთი დამოკიდებულება, ამიტომ მიყვარხარ ასე გიჟურად რომ საკუთარი საზღვარი გიჭირავს , გეფიცები შენი ნებართვის გარეშე ცხვირსაც არ გადმოვყოფ მაგ საზღვარზე - ყურებამდე გაეღიმა და მის ამ ქცევაზე მეც ბედნიერი ღიმილი მომეფინა სახეზე -ანუ შანსს მომცემ დაგიმტკიცო და განგიმტკიცო ჩემი სიყვარული ? - საწყალი თვ ალებით გამომხედა ,მე კი მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, უცბად მეცა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა,ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, ვაპირებდი რაღაცის თქმას მაგრამ ნინკა მოვარდა და გადამათრია ანქანიდან -წარმატებები ლამაზებო - მოგვაძახა აკომ და გაუჩინარდა მანქანით . იმის მერე სანამ გამოცდების პასუხები დაიდებოდა მე და ნინკას გული გვივარდებოდა , ორივე გრანტისთვის ვიბრძოდით ,აკო ეს პერიოდი ვერ ჩამოდიოდა , მესენჯერით ვწერდი და ჩემი მშობლებისგან ფარულად ვიდეოქოლითაც ველაპარაკებოდი ხოლმე ,მალე სურვილიც აგვიხდა სრული დაფინანსებით მოვხვდით ილიაში , აკოს არ მოეწონა ილიაში რომ ცავაბარეთ,დღემდე არ ვიცი ასეთს რას უწუნებს ამ უნივერსიტეტს ,ბინა გვიქირავა მე და ნინკას და ჩვენ ორი მშვიდად ,ჩვენთვის მყუდროდ მოვეწყვეთ, სამი წელი ისე გავიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით,მე და აკო ნინისგან მალულად ვხვდებოდიტ ერთმანეთს ,ხან კაფეშ მპატიჟებდა როცა არ მუშაობდა,ხან მაკში და ვენდისში, ხანდახან ვკამათობდიტ ხოლმე ,ძალიან ეჭვიანი იყო ,ვერ იტანდა კურსელ ბიჭებთან რომ მხედავდა.ძალიან ბევრს ვჩხუბობდით ხოლმე ამაზე ,მაგრამ მალევე ვრიგდებოდით. წარმოიდგინე სამი წელი ნინკას ვუმალავდიტ ჩვენს ერთად ყოფნას. ბაკალავრს ვხურავდით როცა წვეულებასავით მოაწყო ნინკამ ,რა თქმა უნდა აკოც იყო დაპატიჟებული , ძალიან ბევრჯერ ვცადე ნინკასთვის ჩემზე და აკოზე მოყოლა ,მაგრამ აკომ იმდენჯერვე ამიკრძალა,ეგ ენას ვერ გააჩერებს და საპრობლემო გახდება ყველაფერიო,ამაში ვგულისხმობ ჩემი მშობლების დამოკიდებულებას, შორს რომ ვიყავი დიდად აღარ მოსწონდათ აკო რომ მოდიოდა ჩვენთან და ხანდახან მეტროს რომ ვერ უსწრებდა რჩებოდა ხოლმე. იმ წვეულების საღამოს ,მცხეთაში გვქონდა სახლი ნაქირავები ,აკო ნასვამი იყო,მეც სამზარეულოში ვიყავი და ვცდილობდი არეულობისთვის ცოტა მეშველა, ზურგიდან რომ ძ₾იერად მომეკრა დიდი სხეული : -ჩემი კურსდამთავრებული რას საქმიანობს ? - თბილად ჩამჩურჩულა ყურში და მისი ალკოჰოლის სურნელმა ამწვა სასიამოვნოდ ცხვირი -ესმხოლოდ ბაკალავრია აკო - გავუღიმე და კისერზე მოვხვიე ხელები -ხო მაგრამ მაინც ხომ წარმატებით დახურე კურსი , ორი წელი ფაქტობრივად აღარაფერია - ცალი ხელი ლოყაზე ჩამომისვა და ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია -ხო ისე რამდენი წელი გავიდა არა ? ჯერ კიდე ვერ ვიჯერებ რომ ოთხი წელია ეთად ვართ - აღფრთოვანებულმა ჩავილაპარაკე ,მანაც არ დააყოვნა და ტუჩებზე ნაზად მეამბორა, შემდეგ შუბლზე და სხეულზე ძლიერად მიმიკრა -უკაცრავად ?! - უცბად ნინკას გაავებული ხმის ტონი არღვეს სიჩუმეს და მე და აკო წამებში ვფხიზლდებიტ,ვცდილობ მოვშორდე რომ თავი როგორმე ვიმართლო,მაგრამ აკაკი არ მიშვებს ხელებს,პირიქით უფრო მეტად მებღაუჭება -ნინკას გაუმარჯოს, ხვალ კი გვაქვს ოთხი წლისთავი ,მაგრამ დღესაც რომ მოგვილოცო არ გვეწყინება - მშვიდად ჩაილაპარაკა და თავზე მაკოცა -თქვენ რა ერთად ხართ და ეს მე არ ვიცი , უნამუსოდ მატყუებდით ? ახლავე ყველაფერს შენს მშობლებს ვეტყვი ეკა და ნახავ როგორია დაქალის მოტყუება - დაიყვირა და ოთახიდან გავარდა -აკო გამიშვი გავყვები რა,პრობლემები არ მჭირდება ,ჩემებთან რომ დარეკოს და სისულლელეები უთხრას გეფიცები ვეღარ გამოვასწორებ - ვემუდარებოდი ფაქტობრივად -დამშვიდდ პაწაწინავ, წამოდი და ერთად დაველაპარაკოთ - მშვიდად მითხრა და ორივენი ნინკას მოსაძებნად გავემართეთ , ძლივს ვიპოვეთ ეზოდან შემომავალი ,სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეხატებოდა და ტელეფონს ატრიალებდა ხელშ,იმ წამს მივხვდი რომ სრულიად სხვა ადამიანი იყო ნინკა,ნამდვილად არ იყო ის გოგო ვისაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ვენდობოდი -თქვენი ტყუილისთვის მწარედ დაგსჯით ,ღირსები ხართ , თურმე რატომ დაგვტრიალებდა ვაჟბატონი თავს , გოგოს წართმევას ცდილობდი ხო ? გილოცავთ ახლა შავ დღეს დაგაყრის მამაშენი და დაისვენებთ სამუდამოდ - გამოგვიცხადა და გაუჩინარდა ადგილიდან,სახეზე ფერები მეცვალა , აკოს ხელები რომ არა ადგილზე ჩავიკეცებოდი,ბავშობიდან მეშინოდა მამაჩემის გაბრაზების , საქციელებს ვერ აკონტროლებდა, სულ შიშში გავიზარდე ,ამიტომაც ვმალავდი ცემი და აკოს სიყვარულს ასე საგულდაგულოდ,მაგრამ ყველაფერი ერთიანად ჩამომენგრა თავზე . ტელეფონმა გამალებით იწყო რეკვა, აკაკიმ გამომგლიჯა ხელიდან და მამაჩემს უპასუხა,სპიკერზე ჰქონდა ჩართული,მესმოდა როგორ ილანძღებოდა , იგინებოდა ,იმუქრებოდა , აკაკი ამაოდ ცდილობდა რომ ყველაფერი აეხსნა . იმ საღამოს სასწრაფოდ დავბრუნდიტ თბილისშ,მთელი ღამე აკაკიზე მიკრულმა და მოქვითინემ გავათენე, მეორე დღესდედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდნენ მოულოდნელად,აკაკი სამსახურში იყო წასული. მომივარდა ბინაშ მამჩემი მაგინა,მლანძღა , ლამის სიკვდილამდე მცემა . არ დაიჯერა რომ მართლა წრფელად გვიყვარდა ერთმანეთი და არც კი შემხებია ზედმეტად ,არ დაიჯერა რომ საკუთარ თავს არ გადავაბიჯებდი,მას არ გადავაბიჯებდი,სახელს და ოჯახს ჩირქს არ მოვცხებდი,არ დამიჯერა გესმის ? დღემდე ყველა ნაწილი მტკივა სხეულის ის დღე რომ მახსენდება ,ნეკნი ჩამიმტვრია ლიზაბეტ , ფეხი მქონდა მოტეხილი , სულ წიხლები მირტყა ,მეტის ღირსი ხარ ჩემი შერცხვენისთვისო , დედაჩემმა ყველა ნივთი ჩამილაგა , ბარგი შემიკრეს, წერილი დამაწერინეს სულ ძალით აკაკისთვის და სოფელში წამათრიეს , შენ არ იცი რა დღე გამომატარეს ,რა დამმართეს , საავადმყოფოში არ დამაწვინეს რომ არიქნას და იმ ბიჭმა არ ჩამოაკითხოსო , სახლში ძლივს მკურნალობნენ გატეხილ ნეკნზე ,ის ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო ჩემს სულის წვასთანნ შედარებით , რომ წარმოვიდგინე აკაკი რა დღეში ჩავარდებოდა იმ წერილს რომ წაიკითხავდა ,სიკვდილი მინდოდა. - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ეკა და სხეული უფრო უცახცახებდა,ელისაბედი გაფართოებული თვალებით უსმენდა და მოწოლილ ცრემლებს უკან აბრუნებდა,არ უნდოდა გოგონასთის უარესად დაემატებინა ტკივილი და სადარდებელი,მხოლოდ ერთის კითხვა შეძლო -იმ წერილშ რა დაგაწერინეს ? - გოგონას ირონიულად ჩაეცინა -„ აკაკი მაპატიე ,მაგრამ ჩემს ოჯახზე წინ ვერასდროს შევძლებ შენს დაყენებას , არჩევანი გავაკეთე,მე ოჯახს ვირჩევ,ჩვენი ახირება-გატაცების გამო ჩემს ოჯახს ჩირქს ვერ მოვცხებ , დრო ყველაფრის მკურნალია ,შენც და მეც გადაგვივლის ეს გატაცება და ოდესმე ვიპოვით ადამიანს ვინც მართლა გვეყვარება , ვწუხვარ რომ ასე მოხდა , ჩემთვის ოჯახი პირველ ადგილას არის ,სამწუხაროდ ამ ოჯახში ადგილი ვერ მოგეძებნა, მშვიდობით აკაკი !’ - სიტყვა სიტყვით ‘’წაუკითხა’’ წერილი, ორი წელი გავიდა და თითოეული სიტყვა,თითოეული სასვენი ნიშანიც კი ზეპირად ახსოვს იმ დაწყევლილი წერილიდან .- ახლა ის მე ვერ მიტანს ლიზაბეტ , მე კი ისევ ისე ზეციურად და არანორმალურად მიყვარს ის როგორც ორი წლის წინ , არათუ გამინელდა მის მიმართ გრძნობები ,პირიქით რაც დრო გადის უფრო მეტად მემატება ეს სიყვარული , უფრო მეტად ვგრძნობ თავს დამნაშავედ ,რომ სიყვარულს ვერ გავუფრთხილდი,ერთმა გატეხილმა ნეკნმა მაჯობა - ირონიით ჩაეღიმა და ცრემლები მოიწმინდა -არ გიფიქრია ,რომ კაკისთვის სიმართლე გეთქვა ? ხომ ხედავ რა რეაქცია ჰქონდა , ზუსტად ვიცი რომ მასაც იგივე გრძნობა ჭამს შინაგანად , ამაში დარწმუნებული ვარ -არა ლიზაბეტ , მას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ,არ მაპატიებს უარი ასე მარტივად რომ ვთქვი „ჩვენზე’ , ამას არასდროს მაპატიებს,და თუ მაპატიებს , ის აკაკი აღარასდროს იქნება როგორიც ორი წლის წინ -ყველაფერს ეშველება ჩემო ეკა , სიკვდილია რასაც მშველელი არ ჰყავს ,თორემ ცოცხლებს ყოველთვ ის გვაქვს გამოსავლის პონის საშუალება - აცრემლებულ გოგოს ხელები მოჰხვია და გულშ ჩაიკრა . ბიჭები : აკაკის ეკას დანახვაზე ყველა მოგონება ერთიანად ამოუტივტივდა, ეგონა ელანდებოდა ის სიფრიფანა და ანგელოზივით გოგო,რომმელმაც მისი გული დაიპყრო და საგულდაგულოდ ჩაკეტა,გასაღები კი სადღაც შორს მოისროლა,რომ დღემდე ვერავის უპოვია . გულმა ვერ გაუძლო და გიჟივით გამოვარდა ბარიდან .მანქანას ხელებით მიეყრდნო,ყელზე შეკრული პერანგი ძლივს გაიხსნა , რაღაც ახრჩობდა ,მაგრამ ეს პერანგის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა . ცივმა ნიავმა და ზამთრის სუსხმა ერთიანად დაუარა სხეულში მაგრამ წარბიც არ შეუხრია , ისეთი გახურებული ჰქონდა სხეული ასე ეგონა ვიღაცამ ლავა გადაასხა ტანზეო.ბიჭები მალევე გამოეკიდნენ უკან ,თვალები გაუფართოვდათ აკაკი ასეთ დღეში რომ დაინახეს ,არცერთმა იცოდა რა უნდა ექნათ , აკაკი ყველამ ერთ დღეს გაიცნო , დაახლოებით წელიწადნახევრის წინ,მაგრამ მაშნ უკვე თავი მოთოკილი ჰყავდა , ცდილობდა ეკატერინეზე ფიქრები დაებლოკა და სამსახურზე გადართულიყო. თითქმის ორი წელია მათ ეძმაკააცება ,როგოც საკუთარი ძმები ისე ჰყავდა ეს ბიჭები ,მაგრამ ვერ ბედავდა თავის გულისტკივილზე საუბარს, ვერ ეტყოდა რომ იმ ქალმა მიატოვა რომელსაც მთელი თავისი არსება მიუძღვნა,იმ ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახშ შენი ადგილი ვერ მოიძებნაო ,რომლისთვისაც ბეჭედი იყიდა და იმ დაწყევლილ საღამოს ხელი უნდა ეთხოვა ,დღემდე საფულით დაატარებს ამ ბეჭედს ,იმის გასახსენებლად რომ ერთი სიმართლე მაინც უთხრა ეკატერინემ ‘’ ადამიანებს მარტივად ვერ ენდობი, წლები გჭირდება და ზოგჯრ არც არის საკმარისი რომ ვიღაცის ნდობა ისწავლო“ , ზუსტად ეს დაემართა , იმ ქალმა გასწირა ტანჯვისთის ვისთვისაც გული ჰქონდა გადადებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.