შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაღვაშები- ,,იქედნეს ნაშობნი"(1 საცდელი თავი)


6-12-2023, 02:03
ავტორი ავრორა
ნანახია 6 071

•ისტორიის უმეტესი ნაწილი მწერლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს ,მითუმეტეს რომ ცნობები ბაღვაშთა საგვარეულოს შესახებ საკმაოდ მცირეა...

••••
კლდეკარის საერისთავოში, წვიმის ხმაურიცა და ქარის ავისმომასწავლებელი ზუზუნიც, ციხის შიგნით ახლადდაბადებული ,,მემკვიდრის" ტირილის ხმამ ჩაახშო,რომელსაც წინ მშობიარე ქალის კვნესა და აუტანელი ტკივილები უსწრებდა...
მეტად ბედნიერი იყო იმ ღამით ლიპარიტ II ვაჟის დაბადებით ,მის გულში ანთებულიყო ნაპერწკალი მამობისა.
იქნებ პაპას ,ლიპარიტ I-ს, კლდეკარის საერისთავოს პირველ ერისთავს , ემსგავსებოდა ჯერ კიდევ უსახელო არსება?!რას მოუტანდა იგი ახალს თავის საგვარეულოს?
იმ ღამით ან შემდეგ წლებში რამდენჯერ დაფიქრებულა შვილის მოსალოდნელ ბედზე ლიპარიტი, ისე როგორც მამა ?როგორც შვილის ბედზე ,მომავალზე შეწუხებული მამა?
ამბობდნენ იმ დღისით მშვიდად დასძინებია ლიპარიტ II-ს, შვილის ნახვა კი არ უჩქარია... რომლის თავგადასავალიც იმ ღამით ბედის ძაფებით უკვე მოიქსოვა.
გამთენიისას , კლდეკარის საერისთავო ქარმა დატოვა და თითქოს თავის მისიად დაისახა რატი I -ის დაბადება ეცნობებინა სამეფო-სამთავროებისთვის.
საუზმემდე შესულა ლიპარიტი შვილთან, კაცმა არ იცის რა იგრძნო მისი დანახვისას, კარგად ფარავდა სახის მკაცრი ნაკვთები ემოციას ბებიაქალისთვის, ერთი კია ზედმეტ გამოხატულებას არც ელოდნენ, ბოლოსდაბოლოს ასე
ნანატრი თბილისის საამირო ხომ ,,არ უგდიათ ხელთ".
ვერც წინა ღამით მშობიარობისგან დასუსტებულმა მეუღლემ შეძლო ამოეკითხა ემოცია ქმრის ნაკვთებში, იქნებ არც უცდია ,ან რომ ეცადა გამოუვიდოდა კი?თუნდაც სჭირდებოდა კი რაიმეში ? საერისთავო-საგვარეულოებს შორის ქორწინება კვლავინდებური , მუდამ მსგავსი , ყველასთვის ნაცნობი შედეგით - მემკვიდრეთი დაგვირგვინდა .
ის რატი ბაღვაში, რომელმაც ტირილით აიკლო დაბადების წამებიდან ციხე, რომელიც იწვა სრულიად უშფოთველი და ჯერ კიდევ უცოდველი ისეთივე პატარა იყო ,როგორც საქართველოში დაბადებული არაერთი: ფარნავაზი,გორგასალი,ბაგრატ მესამე,სხვანი და სხვანი....
,,ეს კი ის მტევანია,რომლიდანაც მშვენიერი ყურძენიც გამოვა და ძაღლყურძენაცა"...
განა მას კი არ მოუწევს საგვარეულოზე ზრუნვა?
განა მას კი არ ჩაუნერგავენ მომავლის გეგმებს?
განა მას არ მოსამზადებენ მტერთან შებმისთვის?
ერთს კი გაგიმხელ მკითხველო , შეიძლება სხვა არაფერი მაგრამ კლდეკარის საერისთავოში ყველამ იცოდა რომ რატი ბაღვაში იმ ბედნიერ ვარსკვლავზე არ იქნებოდა დაბადებული ,თავად აერჩია მომავალი და საყვარელი ქალი , ან კი რაში სჭირდებოდა მას ეს ადვილად სამართავი ,გაუკონტროლირებადი გრძნობა ?!
არც დრო იყო და არც ვითარება , არც წარმომავლობა ამას არ ჰპირდებოდა.



№1 სტუმარი hai

sainteresoa, gagrzelebas veli.

 


№2  offline წევრი ავრორა

hai
sainteresoa, gagrzelebas veli.

მადლობა გამოხმაურებისთვის<3

 


№3 სტუმარი Nini

მიყვარს შენი ისტორიები. გააგრძელე რა:)

 


№4  offline წევრი ავრორა

Nini
მიყვარს შენი ისტორიები. გააგრძელე რა:)

უდიდესი მადლობა ნინი<3

 


№5  offline წევრი Annia

საინტერესო იყო და დაველოდები შენს ისტორიას

 


№6  offline წევრი ავრორა

Annia
საინტერესო იყო და დაველოდები შენს ისტორიას

მადლობა ძალიან დიდი<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent