შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები ( თავი 3)


6-12-2023, 14:52
ავტორი თუკა
ნანახია 3 582

ქუჩას ორნი მიუყვებოდნენ..
წელში გამართული მიაბიჯებდა, გვერდით და პატარა ნაბიჯებით მიყვებოდა თავდახრილი ჟღალთმიანი გოგონა, აცრემლებული თვალებით და გაძლიერებული გულისცემით.
მათი ხელის ზურგები დროდადრო ეხებოდა ერთმანეთისას და ორივე სახეზე სიმხურვალე უტვტივდებოდა..
ბოლოს მოთმინება დაკარგა, მეტს ვერ გაუძლო. შედგა და მის წინ მდგარ დამფრთხალ გოგონას მხარზე წაატანა ხელი..
- ჩემი ჯერი როდის დადგება?- როდის მორჩები ჩემს ტანჯვას თაია?- ამას ბოლო მოეღება ოდესმე?
- ასე ნუ ლაპარაკობ მინდია..
- აბა როგორ ვილაპარაკო? შეგაქო და ტაში დაგიკრა რომ ასე ვარ ახლა?- თუ რა გინდა რომ გავაკეთო? - ხმა გაუმკაცრდა ვაჟს და სვლა განაგრძო..
- მოდი ჯერ დასრულდეს ჩემი ძმის ამბავი და ჩვენზე მერე ვილაპარაკოთ კარგი? არ მინდა ახლა ორად ვიყო გაყოფილი. გონება მინდა მხოლოდ ერთი მიმართლებით მქონდეს მიმართული..
- საოცრებააა, შენ საერთოდ იცი რა არის სიყვარული? ეს გრძნობა იცი რა არის? მას წინ ვერავინ ეღობება, წინ ვერავინ გადაუდგება. შენ კიდევ მეუბნები ჯერ გიგას ჯერიაო, სიყვარული რა ადამიანებთან ასე რიგის მიხედვით მიდის გოგო? - ძლიერად მოქაჩა თავისკენ და მკერდზე მიიკრა..- იცი რამდენი წელიწადია ამ დღესს ველოდები? რომ ასე თამამად მიგიკრა გულზე და გითხრა ის რასაც ვფიქრობ, გითხრა რომ მინდა მთელი ცხოვრება ჩემი იყო. მინდა რომ ეს არეული ფიქრები დამილაგო... მიყვარხარ თაია, რა გავაკეთო. მიყვარხარ და მჭირდები- ამაზე მეტი რა უნდა გითხრა მითხარი..
- მინდია.. ასე მარტივად როგორ ლაპარაკობ?
- აბა გავართულო? რა გინდა რომ გავაკეთო? მამაშენთან მოვიდე და ვუთხრა რომ მიყვარხარ? თუ პირდაპირ ხევსურეთში ავიდე? მაშინ დამიჯერებ რომ მიყვარხარ?
- მე ახლაც მჯერა - ცრემლები გადმოსცვივდა და მაგრად შემოხვია ხელები. უბრალოდ მეშინია რომ დაგვაშორებენ, რომ ჩვენს სიყვარულს ვერ გაიგებენ.. გვეტყვიან რომ ჩვენი ქორწინება დაუშვებელია...
- რატომ ართულებ თაია ყველაფერს, შემომხედე, მე ხომ შენს გვერდით ვარ, შენთან ვარ, დაგიცავ და მუდამ შენთან ვიქნები. ვერავინ შეძლებს შენთან დამაშოროს, ასე მარტივი ნუ გგონია შენზე უარის თქმა.. მხოლოდ ერთხელ გამაგონე რომ გიყვარვარ, მხოლოდ ერთხელ და მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მეყოფა.. - ვედრებით ჩახედა თვალებში საყვარელ ქალს და მისი სიტყვების მოლოდინში გაიტრუნა..
- მიყვარხარ - თავდახრილმა ამოილუღლუღა და მინდიას მკერდზე აეკრა.. სახე გაუცისკროვნდა მისი გულის აჩქარებულ ძგერაზე და მძლავრად შემოხვია პატარა ხელები ზურგზე..

**
ამაოდ ცდილობდა თავის ბალიშიდან წამოწევას ქეთო.
ძლივს მოახერხა საკუთარ იდაყვებს დაყრდნობილი ოდნავ წამომჯდარიყო. საშინად სტკიოდა თავი. ასე ეგონა თმაში ვიღაც ექაჩებოდა მთელი ძალით .. გვერდით მწოლიარე გიგას გადახედა და სახე მისკენ გაატრიალა..
პატარა ბავშვივით იწვა და მშვიდად ეძინა. ხელები ბალიშის ქვეშ ამოეწყო, ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისათვის და ფშვინავდა..
ლოყაზე ფრთხილად აკოცა და ისიც მაშინვე შეიშმუშნა. ნელა გაახილა თვალები და ზურგზე გადაწვა.
- დილა მშვიდობისა ყველაზე ლოთ ქალს.
- აუუუ, დაიწყე ხო? აქ როგორ აღმოვჩნდი ? - ინტერესით გადახედა გიგიას და ბალიში საწოლის თავს მიაყუდა..
- საიდან აბაზანიდან?- მას მერე რაც ღებინებით დაიღალე და ჩემზე ჩამოგეძინა, ხელში აგიყვანე და მოგაბრძანე აქ ქალბატონო..
- უყურე რა, კიდევ რომ მეჭიმება. ქალბატონოო თან.
- რა არ ხარ თუ? - გამომცდელად გახედა და ცხელი ტუჩები შეახო მხარზე..
- ქალბატონო კი არა ქალიშვილოოო, უნდა გეთქვა, ჯერ ეს ერთიც..
- და რომ არ ხარ? - სიტყვა მოუჭრა და ღიმილის შესაკავებლად ტუჩები მოპრუწა..
- სულ დამავიწყდა... - დარცხვენილმა ჩაილაპარაკა და ხელები სახეზე აიფარა..
- მაშინ გაგახსენებ, რადგან დაგავიწყდა , ყველაზე კარგი რამის გახსენება მთხოვე შენ მე..
მკლავში წაატანა ხელი და თავისკენ მოქაჩა.. ქეთოც დამფრთხალი ჩიტივით დაემორჩლა მის სურვილს და შიშველ სხეულზე ნაზად დაუცურა ხელებიი.. ცხელი სუნთქვა იგრძნო უმალ ყელზე და თვალები დახუჭა, უფრო რომ გაემძაფრებინა მიღებული სიამოვნება.. ნაზად მოძრაობდა მის თლილ სხეულზე მამაკაცის ხელები , წინა კვირის სირცხვილი სადღაც გამქარალიყო. თამამად ეკვროდა ზედ მკერდის დამალვას არ ცდილობდა.. ბოლოს ორივე მოდუნდა, დამძიმებული სხეული მოშორდა და გვერდით მიუწვა. მაგრად შემოხვია ხელი და თავზე აკოცა..
საწოლის გვერდით მდგარი სკამიდან გიგას მაისურს წაატანა ხელი, სწრაფად გადაიცვა და საწოლიდან წმოდგა.
- საით? - გაოცება ვერ დამალა ბიჭმა და საწოლში წამოჯდა..
- შენი აბაზანით ვისარგებლო შეიძლება? - ძლივს მოაბა თავი კითხვას და გაუღიმა.
- რა თქმა უნდა, შეიძლება, ის შენიცაა ..
- რაღაცას გკითხავ და სწორად გამიგე კარგი? - სითამამე მოიკრიბა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.. - ასე მარტივად როგორ გადმოერთე ჩემზე, როცა ის გოგო გიყვარს? ან გიყვარდა, სულ ერთია, ასე მარტივად გადალახე იმ ადამიანის მიმართ გრძნობა, მხოლოდ იმიტომ რომ პაპაშენს არ უნდოდა?
- ეს რა კითხვაა ახლა?- რაიმე არასწორად გავაკეთე და ამას ამიტომ მეკითხები?
- არა , იმიტომ გეკითხები, ერთ დღეს შენმა ოჯახმა ჩემთან დაშორებაც რომ მოგთხოვოს ასე მარტივად გადამხაზავ თუ არა რომ ვიცოდე..
- გესმის მაინც რას მელაპარაკები? - არა, მგონი საღად აზროვნება შეწყვიტე შენ ხო? - გამწარებულმა უყვირა და საწოლის კიდეზე მჯდარი გოგონა ადგილზე შეკრთა..
- ნუ მიყვირი გაიგე?
- კიდე მეუბნები რომ არ გიყვირო??- ესეთი რამე თავში როგორ მოგივიდა? ამიხსენი ქეთო? ჩემთვის ოჯახი ის თემაა რომელიც ყველაზე წმინდაა, ყველაზე ძვირფასი, ისინი თუ ჩემი ოჯახი არიან, შენ რა არ გახდები?
- გასაგებია, მხოლოდ იმიტომ არ მიმატოვებ რომ შენი ოჯახი ვიქნები და ოჯახი წმინდაა, ალბათ ქორწილის წინ, ამაზე კარგ პასუხს არ ინატრებდა არც ერთი ქალი .. - ზანტად წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოს კარი, მთელი ძალით მიაჯახუნაა..
ნერვიულად დადიოდა აივანზე გიგა და სიგარეტს აბოლებდა.. მუშტებს კრავდა და მერე ისევ შლიდა, იმ საშინელი ემოციის სხეულიდან განსადევნად რაც ასე აწუხებდა...
ახმაურებულ ქუჩას გადახედა და საკუთარ საქციელზე პირველად დაფიქრდა.. იქნება ეს გოგო მართალიც კი იყო, მაიკოს ასე უცებ დაგავიწყება და ქეთოსთან ასეთი სიახლოვე ოდნავ უცნაურად თავადაც კი ეჩვენებოდა.. მაგრამ არ შეეძლო, ქეთოსაგან შორს ყოფნა არ შეეძლო. როგორც კი შორდებოდა გული და სხეული ერთიანად ითხოვდა მისი თმების სურნელის შეგრძნობას..
**
თავდახრილი იჯდა გიგა და საბუთებს ჩაბუთებს ჩაკირკიტებდა, ფიქრები ორად ჰქონდა გაყოფილი. ნაწილი ქეთოს ნაწილი კი მაიკოს ეკუთვნოდა. არა უბრალოდ ვერ იაზრებდა ბოლომდე რისი გაკეთება შეეძო ამ გოგოს. მაგრამ ზუსტად იცოდა რომ არც ქეთო იყო უტვინო და მის ამ ფორიაქს უმალ გაშიფრავდა...
კაარზე კაკუნმა შავი აზრებისაგან გაანთავისუფლა და ზერელედ აიხედა ..
- დილა მშვიდობისა, ვიცი რომ არ მელოდი, მაგრამ მოვედი რომ გაგახარო..
- მაინც? - დაბნეული გაეპასუხა გოგონას და ფეხზე წამოდგა..
- იცი რა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე მოკლედ მოვიფიქრე და ახლა მე და შენ თანამშრომლები ვართ ძვირფასო გიგა..
- მეხუმრები მაიკო თუ რა ხდება? - გაბრაზებული წავიდა მისკენ, ხელი მკლავში სტაცა და მის წინ მდგარ სავარძელში ჩასვა.. რა ჩაიფიქრე?
- ნწუ, რას ამბობ, არაფერი საერთოდ. უბრალოდ მამაჩემმა სამსახური მიშოვა, ხოდა აღმოჩნდა რომ ეს ჩემი სამსხური აქ ყოფილა. და იცი რა? სამწუხარო რომ შენ მდივანი არ გჭირდება თორემ ვეცდებოდი შენთან ვყოფილიყავი, ახლა კი შენი უფროსის მდივანი ვარ, პირადი მდინავი. - ხაზგასმით წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა. ან შეეგუე ამ აზრს, ან ადექი და სამსახურიდან წადი..
- ნუ ბოდავ! მეტი საქმე არ მაქვს შენს გამო სამსახურიდან წავიდე. მე რა შუაში ვარ ვისი მდივანიც გინდა იმის მდივანი იყავი, გინდა ჩემი და გინდა გურამის.
- ვნახოთ. ვნახოთ - ღიმილით უჩურჩულა ყურთან ახლოს და ოთახიდან ნელი სვლით გავიდა.
გახევებული იდგა ერთ ადგილას იდგა და ვერ აანალიზებდა რამოდენიმე წუთის წინათ მომხდარ ამბავს. თავი სიზმარში ეგონა და თითქოს გონებასაც კი ეზარებოდა გარკვევა ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი..
ძლიერი ხელებით დაეყრდო მაგიდის კიდეს და ჰაერი ღრმად ამოისუნთქვა.. ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული ძლიერმა ხელმა მაშინვე გამოაფხიზლა და წელში გასწორდა..
- მითხარი ეს ის გოგო არაა? აქ რას აკეთებდა გიგა?- ანერვიულებმა კითხა გიორგიმ და მიხვდა რომ ნამდვილად ის იყო...
- კარგი კითხვაა, ნამდვილად აზრიანი ძმაო, მახარა რომ გურამის პირადი მდივანი გახდა.
- გასაგებია. ქალური შურიეძიება. „ აბაროტს“ გიღებს ანუ..
- ასეა, ზუსტად ასეა. არ ვიცი რა ჰგონია, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად მელაპარაკა. მაგას გონია რომ თუ ცხვირწინ მეყოლება ყველაფერი შეიცვლება და სხვანაირად იქნება..
- შენთვის თუ ეს მართლა სულ ერთია , არც მიაქციო ყურადღება, რა მნიშვნელობა აქვს ახლოს იქნება თუ შორს?
- „სულ ერთია“- ჰაერში გაიჟღერა გიორგის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, ირონიულად ჩაიღიმა გიგამ და მეგობარს თვალებში ჩააშტერდა. სულ ერთია თუ არა , მე უკვე გავაკეთე არჩევანი შენ ხომ ეს კარგად იცი ?!- ამიტომ ეს თემა განსახილველი არაა..
ჯერ კიდევ გაორებული და აფორიაქებული წავიდა მაგიდისაკენ გიგა და მოწყვეტით ჩაჯდა ტყავის შავ სავარძელში..
**
დივანზე იყო მიწოლილი. ტელევიზორის გადასართველში ეკავა ხელში, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და ფეხბურთს გაშტერებული უყურებდა.. ერთი შეხედვით გეგონებოდათ რომ ნამდვლად უყურებდა, თუმცა ზომბირებული სახე და სარკისებრი თვალები მაშინვე მიგახვედებდათ რომ ფიქრებით სადღაც შორს იყო გიგა შათეკაური..
ზლაზვნით წამოდგა კარის გასაღებად. ახლა არც არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა და არც თავი. მაგრამ მის წინ მდგარ ძმაკაცს და დას ვერაფერი უთხრა. ორივე სახლში შემოიპატიჟა და სავარძელში მთელი ძალით ჩაეხეთქა..
- რა სახე გაქვს, ხდება რაიმე?- ინტერესით ჩააშტერდა მინდია და ძმაკაცს მკლავზე ხელი ოდნავ შეახო.
- არაფერი, მისმინე მაგრად დავიღალე . არ მინდა არაფერზე ლაპარაკი.. რამ გაგახსენათ ასე გვიან ჩემი თავი, ის მითხარით..- წელში გასწორდა, გადასართველზე წითელ ღილაკს თითი სწრაფად მიაჭირა და ტელევიზორი გათიშა..
- მგონი ცუდ დროს მოვედით არა? დაბნეულმა თაიამ ჯერ მინდიას გახედა მერე ძმას..
- არა, ცუდ დროს არ მოხვედით. უბრალოდ დავიღლე. ბევრი საქმე მქონდა და სულ ესაა. ხდება რამე? უბრალოდ ხომ არ მოხვიდოდით ასე გვიან, საათი თუ არ გაქვთ , გახედეთ ღამის თორმეტია..
- არა, საქმე ნამდვილად გვაქვს, მაგრამ მოდი თაიამ ჯერ ჩაი გააკეთოს და მერე ვილაპარაკოთ - თვალით რაღაც ანიშნა ძმაკაცს და გოგოს გახედა..
- მიდი დაო, რას მიყურებ. ადექი და მოგვემსახურე. ცოტა ხასიათზე მოვალ მეც. და ვილაპარაკოთ. დამაინტრიგეთ ..
კარებში გავიდა თუ არა თაია, მინდია მაშინვე გიგასკენ გადაიწია და გამომცდელად ჩააშტერდა..
- მაიკომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა. ჩვემი უფროსის მდივანიაა. დამშვიდდი ახლა?
- კაი ხუმრობ? როგორ მოახერხა. თუმცა მისგან არ მიკვირს. ახლა რა უნდა ქნა?
- რა უნდა ვქნა, არაფერის გაკეთებას არ ვაპირებ მინდი , მისმინე ყველაფერი დავალაგე. დავაწყვე. გონებაში, ფიქრებში, გულში.. ასე რომ მაიკო სად იქნება ჩემთვის სულ ერთია.. - გადაჭრით უთხრა და ფეხზე წამოდგა.. - მაგრად დავიღალე. მართლა გეფიცები. რომ შემეძლოს აქედან ისე გავიქცეოდი უკან არ მოვიხედავდი. მაგრამ , ახლა მითუმეტეს ვერ გავიქცევი, ჩემთვის ოჯახი იმაზე ფასეული ვიდრე ეს ვინმე ჰგონია, მთელი პასუხისმგებლობაა.. როგორ ავდგე და წავიდე , სამსახური მივატოვო, როცა სადაცაა ცოლი მეყოლება. - სრული სერიოზულობით გახედა მინდიას და გაუღიმა.
- გისმენ და ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ეს გოგო გიყვარს და მაიკო არც კი ყოფილა, იმდენად გაქვს გააზრებული ამ გოგოს ქმრობა გიგა - დაეჭვებული გაეპასუხა ძმაკაცს და ნერვიულად მოისრისა კისერი. ვერ ვიჯერებ რომ ..
- მეც ვერ ვიჯერებ შენ კი არა. ხო იცი მინდი , პაპაჩემი ჩემთვის ყველაფერია. მის გამო, მისი ბედნიერების გამო ყველაფერს გავაკეთებ. რომ მთხოვოს მასთანაც გადავბარგდები და იქ ვიცხოვრებ. მან ყველაფერი გააკეთა ჩემს გამო, გამზარდა, მასწავლა გზაზე დამაყენა. ადამიანად ჩამომაყალიბა. სხვანაირად ვერ ვიქნები..
- კარგად ნასვამი კაცივით ლაპარაკობ იცოდე ძმაო. ვერაა შენი ფიქრები მთლად დალაგებული. საღად არ აზროვნებ თუ რა ამბავია? დაელაპარაკე მამაშენს?
- რაზე?
- ქეთოზე . რატომ გაყოლებენ ცოლად , ასე კატეგორიულად რატომ ითხოვს ხევისბერი მასთან ქორწილს.
- ჩემები მთაში დარჩნენ , შენს სიდედრ- სიმამრს თაფლობის თვე აქვს - სიცილით უთხრა მინდიას და კარში შემომავალ დას გახედა.
- კარგი რა გიგა, ისედაც ვნერვიულობ კაცი - ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული.
- კარგი დამშვიდდი და მოდი აქ, დაჯექი- მაისურის კიდეზე მოკიდა ძმაკაცს და გვერდით მოისვა, რაზე გინდოდათ ლაპარაკი? რამეა რაც არ ვიცი ?
- აუტანელი იყავი ბავშობიდან და ახლა უარსი ხარ. ნერვებზე მიკაკუნებ თუ რა არის რა? - აცრემლებული მზერა გააპარა ძმისკენ და მინდიას მალულად გახედა. თვალებით ანიშნა უთხარიო.
- კარგი, მოდი სერიოულად და ხუმრობის გარეშე რა გიგა. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს.
- ჩვენ, უბრალოდ .. - მეორე ხმაში აჰყვა თაია და მზერა დახარა.
- მაგრად გაახურეთ ორივემ. ჩემი გაჭირვება მეყოფა მეგობრებო - ან თქვით რა გინდათ , ან მარტო დამტოვეთ და დამასვენეთ ..
- მე და თაიას ერთმანეთი გვიყვარს ხო იცი- რამე გააკეთე რაა ძმურად და დაგვეხმარე - ძლივს ამოღეღა მინდიამ და გამომშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა.
- იფფფფ. კიდე რა გინდა? - მაქსიმალურად ეცადა სიცილი შეეკავებინა გიგას და ფეხზე წამოდგა. ასე თავხედურად მეუბნებ შენი და მიყვარსო , და ამ ლაწირაკსაც უყვარხარ და ახლა მეუბნებით ამას? რამდენი ხნის ამბავია? - წამიერად გადაავიწყდა ხუმრობა და გაბრაზება გამოესახა ამღვრეულ თვალებში.
- გიგა მისმინე - მშვიდად დაიწყო თაიამ და გვერდით მიუდგა.
- შენ მერე დაგელაპარაკები ცალკე ახალგაზრდავ. ჯერ ამასთან გავარკვევ მინდიაზე ანიშნა და ჯიქურ დააშტერდა ძმაკაცს.
კარა ხანმა გაიარა საერთო სიჩუმეში, ყველა თავის გულისთქმას და საკუთარ აზრებს შიფრავდა. საოცარი დუმილი იდგა ცოტა დაძაბული და შიშის მომგვრელი.
- გახსოვს ის ზაფხული, ხევისბერი რომ ავად გახდა და თბილისში დაბრუნდი . თაია მარტო დარჩა და მე ჩამაბარე. გეფიცები არ ვიცი რა მოხდა იმ დროს ჩემში. წამიერად გადამავიწყდა რომ შენი და იყო. არ მინდოდა ასე მომდარიყო, როცა გავაანალიზე რომ თაიას მიმართ სხვა გრძნობა მქონდა, ცუდად ვიყავი, განვიცადე, თავს ვიდანაშაულებდი რომ აქამდე დავედი. მისმინე გიგა - ნერვიულად მოისრისა შუბლი და ფეხზე წამოდგა, თუ მეტყვი რომ დავაშავე და ამ შეცდომის გამო დამკარგავ, არანაირი სიყვარული არ მჭირდება. თუკი ვერ გამიგებ , ამ გრძობას ვერ გაუგებ წავალ და უბრალოდ გაგეცლები ძმაო.
- მოიცა, მაშინ თაია თექვსმეტი წლის იყო მინდია. რას მეუბნები , რომ ჩემი თექვსმეტი წლის და შეგიყვარდა ოცდაერთი წლის ბიჭს? - მისმინე როცა მუცოში მე და შენ ამაზე მეტ-ნაკლებად ვილაპარაკეთ, არც კი დამიშვია რომ შენ ამდენი ხანი გიყვარდა ჩემი და. ამდენი წელიწადი არაფერი მითხარი, ჩუმად იყავი და თვალებში მიყურებდი..მაგრამ შენ რა გელაპარაკო ესეც რომ ასე ჩუმად იყო, მიყურებდით ორივე და მატყუებდით. მე კიდევ გენდობოდით. ჩემს დას ისე განდობდი როგორც შენსას ძმაო, როგორ გგონია ეს რა ქცევაა?! - ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა.
- ვიცი რომ გაწყენინე - ძლივს ამოილუღლუღა და თავი დახარა დამნაშავესავით. მაგრამ შემიყვარდა. უბრალოდ მთელი გულით შემივყარდა შენი და.
- შენ რას დაამატებ ძალიან მაინტერესებს - დამფრთხალ დას მიუტრიალდა და ალმაცერად გახედა.
- გიგა, ხო იცი ჩემთვის ყველაფერი ხარ. მაგრამ არის რაღაცეები რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ვიცი რომ გესმის რასაც გეუბნები. მე და მინდია....
- გისმენ ხევისბერო - ომახიანად ჩასძახა აწკრიალებულ ტელეფონს და თაიას ხელით ანიშნა გაჩუმდიო. - რა ხდება პაპავ, ხომ მშვიდობაა? ფერი ეცვალა გიგას და ძლიერი ხელები დაისვა კისერზე. ამოვალ , გამთენიისას გამოვალ პაპავ, ოღონდ გული არ გამიხეთქო მეტჯერ ასე. ღამე მშვიდობისა - ტკბილად დაემშვიდობა გვარის უფროსს გიგა და მინდიას გახედა. - არ მომწონს ეს ამბავი, ეს კაცი ასე ტყუილად არ დამიბარებს მე, რაღაცაშია საქმე - აფორიაქებულმა უთხრა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. - შენც გიყვარს მინდია? - მოულოდნელმა კითხვამ ლოყები შეუფაკლა გოგოს და სახეზე ალმური მოედო. სიმშვიდე მენატრება ხალხო, ოღონდ სერიოზულად . მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაწყენინეთ ორივემ, განსაკუთრებით შენ მინდია, ამდენი ხანი მიმალავდი ამ ყველაფერს, მიუხედავად ამისა მე მინდა რომ ბედნიერები იყოთ. მე ჯერ კიდევ მუცოში გითხარი რომ მიგიხვდი გრძნობას, მაგრამ ახალი მეგონა, ამ ბოლო დროს გაჩენილი.
- ვერ ვამბობდი ძმაო. გიგა უნდა გამიგო. არაა მარტივი საქმე. ძმაკაცის და გიყვარდება რომელიც შენც დასავით უნდა გყავდეს.
- ახლა თქვენი სიყვარული კი არა ხევისბერი მაფიქრებს. ისეთი ხმა ჰქონდა დარწმუნებული ვარ ახალი რამე მომიფიქრა. ხუთი საათისკენ გავალ, დავადგები გზას და ვეცდები ამოვიცნო პაპაჩემის ფიქრები... - ერთი გულიანად ამოიოხრა და საკუთარ ხელებს დააშტერდა.
**
მუცოს ხეობაზე ხშირი და ბამბასავით ნისლი შემოწოლილიყო. ნელა მიიწევდა წინ გიგა თვალს გზის დანახვა უჭირდა;გაახსენდა ერთხელ პაპამ რომ წაიყვანა ხევსურეთის სიდიადეების დასათვალიერებლად, მაშინაც ასე ჰქონდა შეფენილი ნისლი ჭიმღის კლდის ქედს,მერე თითქოს მდინარე ასაში ჩადიოდა და წყლის ჩხრიალს უერთდებოდა. ბოლოს როგორც იქნა მიაღწია საკუთარ კარ-მიდამოს და გულმა პატარა ბავშვივით დაუწყო ხტუნვა, სისხლი მაშინვე უწყებდა დუღილს. ფრთხილად მიხურა მანქანის კარები და ეზოში შევიდა. ყეფით გამოეგება ალმასხანა , უკან კი ჯოხის კაკუნით მოყვებოდა ბაღათელა.
უკვე კარგად გახუნებულ შარვალსა და პერანგს შეავლო თვალი გიგამ და გაბრაზება ერთიანად მოაწვა ყელში.
- დილა მშვიდობისა პაპავ - გულიანად შესძახა და გულზე მიიკრა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა გიგიავ, რად გიჩქარია ასე ვაჟავ? - რაისთვის არ დაგიძინია და ადრიანად მოსულხარ ჩემსას? - დაეჭვებულმა შეავლო თვალი და მხარზე დაუსვა ხელი ბიჭს.
- ვერ დავიძინე პაპავ, მერე გზაზე უფრო გაუსაძლისია ხოლმე სიარული. შენ დამიბარე და მეც მოვედი - მაქსიმალურად შეეცადა ნერვიულობა დაეფარა .
- არ იქნება შენი გამოსწორება გიგიავ, წამო დავსხდეთ სალაპარაკო საქმეა, უბრალო არ გეგონოს იცოდე - თითის ქნევით უთხრა შვილიშვილს და სახლში შევიდა.
დასჯილი ბავშვივით მიყვებოდა უკან გიგია ხევისბერს და გული გამალებით უძგერდა. ახალი ამბის მოლოდინში იყო. გრძნობა ახალ განსაცდელს უმზადებდა პაპა.
- ჩემებს სძინავთ? - გამეფებულ სიმშვიდეს მოავლო თვალი და სკამზე ჩამოჯდა, მგზავრობისაგან დაღლილი ფეხები მაგრად გაჭიმა, ხელები ჰაერში ასწია და დაიღმუვლა..
- რაის გულს მიხეთქავ შვილო? - სიცილით უთხრა და გვერით მიუჯდა..
- გზამ დამღალა, რა ხდება არ იტყვი ? დამელია სული პაპაავ- მოთმინება დაკარგულმა შეხედა გიგამ მოხუცს და წელში გასწორდა..
- დიდი მოუთმენელი ბალღი ხარ გიგიავ, ვიტყვი მაშ რად არ ვიტყვი. ჩვენსა გუშინ გოჩასები იყვნენ მოსულნი, ჩვენი თაია მოსწონებია , არრა ვიცოდი რა მეთქვარა, ვუთხარი არაა უბრალო საქმე გოგოს ასე მარტივად ვერ გაგატანთ , გიგიას უნდა დაველაპარაკო -თქო. -არაა ცუდი ბიჭი გოჩაი ვაჟაუ, მაგრამ გულს არ უნდა თაიას ბედი მაგ ბალღს გადაულოცოს, თვალში არ მომდის რაღაცა- სწრაფად და აღელვებით ლაპარაკობდა ხევისბერი და გიგას სახეზე გამოსახული ემოცია არ გამოპარვია.
- პაპა არ გამოვა გოჩასთან საქმე - მხნედ დაიწყო და შედგა, თითქოს წამიერად შეეშინდა პაპის პასუხის გიგას.
- სთქვი თუ სათქმელი გაქვს რაიმე ბალღო - მოთმინება დაეკარგა ბაღათელას და მუხლზე დაარტყა ხელი შვილიშვილს.
- ხევისბერო, როცა მითხარი ქეთო უნდა მოიყვანოო არ მინდოდა , მაგრამ დაგთანხმდი, არც მიკითხავს რატომ გინდა ჩვენი და დაუარების ასე ძალიან დაახლოვება, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ პაპავ, თუ ოდნავ მაინც ფასობს ჩემი სიტყვა შენთვის, თაიას ნუ დაუნგრევ ოცნებებს. ჩემი ბედი ისე მარტივად დაგამორჩილებინე ამ წამსაც კი არ ვნანობ რომ ასე მოხდა, მაგრამ თაიას ბედს მაგ ბიჭს არ დავუკავშირებ. - აფორიაქებულმა თქვა გიგამ და პაპას მზერა გაუსწორა..
- რაის არ გინდა თაიას ბედი გოჩასთან? თუ რასმე არ ამბობ ბალღო, სთქვი მტერი ხო არა ვარ..
- გეტყვი, უბრალოდ არ ვიცი როგორ გაიგებ რასაც გეტყვი . თაიას სხვა უყვარს - ომახიანად თქვა გიგიამ და ფეხზე წამოდგა..
- ჩვენი გორისაა ვინმე? ვინაა ბალღო?- ხმაში სიმკაცრე შეეპარა ხევისბერს და ჯოხს დაყრდნობილი ზანტად წამოდგა ფეხზე. რასაა რომ მეუბნები, ჩემი გოგოს გულში სხვა არის და არრა ვიცი მე. ამიტომაა ცრემლი რომ უჩრდილავს თოლებს?!
- დიდი ხნის ამბავი ყოფილა მაგრამ მეც ახლა გავიგე ხევისბერო, ვიცი შენც გაოცდები, მე ჯერ კიდევ გაოცებული ვარ, მაგრამ ჩემი დის ბედნიერების გამო პაპავ, ნუ მაიძულებ რომ შენს წინააღმდეგ წავიდე . მინდა რომ თაია მაინც იყოს ბედნიერი იმ ადამიანთან ვინც მას უნდა.
- რაისაა რომ ამბობ ეგრე? შენ რა არა ხარ ბედნიერი ქეთოსთან?
- სახეზე ღიმილი აესახა გიგას და მაგიდას მიეყრდნო - შენი და ჩემი ბედნიერება განსხვავდება პაპავ - როგორ უნდა ვიყო ბედნიერი როცა გოგოს არც კი ვიცნობ, სულ მალე გოგო რომელიც ჩემი ცოლი გახდება რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი. მაგრამ ხომ ხედავ, შენს გამო, შენი ბედნიერების და შენი სახელის გამო ყველაფერს გავაკეთებ. კარგად გავიაზრე ეს პასუიხისმგებლობა. და მზად ვარ ამისთვის . ვიცი რომ ჩემი გადგომა ისეთ ტკივილს მოგიტანს რომ ვერ გადაიტან, მე კიდევ შენს ტკივილს ვერ გადავიტან პაპავ. შენა ხარ ჩემი ცხოვრების არსი ბავშობიდან - აკანკალებული ხმით დაუმარცვლა პაპას და გაიტრუნა..
- დავფიქრდებოდი კიდევ ბალღო მეტი დრო რომ მქონდეს, მაგრამ სადაცაა ცხოვრებას დავამთავრებ, საცაა ღმერთთან წავალ, მინდა შეცდომა არ დაუშვა ბალღო გიგიავ, ამიტომაა რომ ასე საჩქაროდ მინდა შენი და დაიაურების გოგოს შეყრა.
- კარგი რა პაპა! - გაბრაზებულმა დაუტია პაპას და ზურგი აქცია ცრემლების დასამალავად..
- რად არ გინდა დაგინახო გიგიავ ? ცრემლი კაცს არ შვენის, ჩემი გვარის ბალღს არ შეშვენის ქალივით ქვითინი და გლოვა იცოდე. რაც არ უნდა იყოს დამპირდი რომ შენს გვარს, შენს ოჯახს დაიცავ და არასოდეს მიატოვებ შენს კერას გიგიავ - უკანასკნელი სურვილივით ჩაუთვალა შვილიშვილს ბაღათერამ და ცივი წყალი დაისხა ჭიქაში გულის გასაგრილებლად.
- გპირდები პაპავ, არასოდეს დავივიწყებ ჩემს კუთხეს და წარმომავლობას - მაგრად მიიკრა გულზე თავისზე ბევრად დაბალი ტანის მოხუცი და საჩვენებელ თითით მალულად მოიწმინდა ცრემლი.
- სიტყვა ბანზედ ამიგდე ვაჟო, მაგრამ მაინც უნდა სთქვა, ვინაა ის ბალღი თაიას რომ გულში ჩაუდია.
- მინდიაა - რაც შეეძლო მშვიდად და მკაფიოდ წარმოთქვა სახელი გიგამ და პაპის სახეზე გამოხატულმა ემოციამ დააფრთხო..
- ჩვენი მინდიაი? ჩვენი ბალღი? გაოცებულმა იკითხა ბაღათერამ და გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- პაპა მისმინე, მინდიასაც უყვარს თაიას, მოდი ეს საქმე არ გავართულოთ რა, შენთვის ხომ არაფერი მითხოვია, მარტო ამას გთხოვ, ხომ იცი თაია როგორი ემოციურია, ვერ გადაიტანს პაპა შენს უარს.
- რასაა რომ ბოდავ ბალღო? მინდია შენი ძმაა, ვის გაუგია ასეთი ქცევაი?
- რანაირადაა ჩემი ძმა? მისმინე პაპა, ვიცი რომ ახლა ემოცია უფრო დიდი გაქვს და ვერ იგებ რას გეუბნები, მაგრამ მინდიასაც უყვარს თაია, რა დაშავდება ახლა თუ მივცემთ უფლებას ერთად იყვნენ. ამაზე კარგი რა არის , მინდიას კარგად იცნობ, იცი როგორიცაა, ჩვენი გორისაა როგორც შენ ამბობ, მისი ოჯახიც ვიცით პაპავ, ჩვენი გოგო ისე უყვარს როგორც არავის არასოდეს ეყვარება. ისედაც რამდენი იტანჯნენ პაპავ.
- მამაშენმა რაი თქვა? - დაეჭვებულმა იკითხა და ჯოხი იატაკზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა.
- არ იცის. მეც გუშინ გავიგე. პირველს შენ გითხარი..
- მაშინ მე უარზე ვარ. ერთად გაიზარდეთ ბალღო,ვის გაუგონია მაგათი დაქორწილება..
- ან თაიას და მინდიას დაქორწინებას დათანხმდები ან არადა ჩემი ქორწილიც არ იქნება და იცოდე- წინასწარ შეეგუე ამას, კაცურ სიტყვას გაძლევ ამას გავაკეთებ. და თუ მართლა იცნობ შენს შვილიშვილს იცის გეცოდინება რომ სიტყვას არ გავტეხ - ხმამაღლა თქვა და ოთახიდან გარეთ გავიდა.
კარგა ხანს იჯდა ხევისბერი სკამზე და ეზოში ნერვიულად მოსიარულე გიგას გაჰყურებდა. იცოდა რომ აუცილებლად შეასრულებდა სიტყვას და არ გადავიდოდა, ამიტომ სწუხდა, ახლა ასმაგად სწუხდა . გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხევისბერი უხმოდ იმტვრევდა ხელებს..
- მისმინე ბერიკაცო, გიგია მართალია - დაყვავებით უთხრა ქმარს ლელამ და მოხუცს თვალებში ჩააშტერდა. ბიჭი ყველაფერზე თანახმაა რასაც ეტყვი. გულს მოგცემს და სიცოცხლეს დაგითმობს შენ რომ მოისურვო. მინდიას კარგად ვიცობთ. ოქრო ბიჭია. ჩვენს გოგოს არაფერს აწყენინებს, შენ ეგრედ რად უყურებ სიყვარულს? კარგა ხანია ვატყობ მაგ ბალღს სულში რომ ჰყავდა ჩავარდნილი ჩვენი თაიაი. მაგრამ ახლა გაამხილა ხო ხედავ . ვეღარ დაიტია ვაჟმაც, ცოდოა..
- შენც გიგიას მხარესა ხარ არაა? - წყენით ახედა ცოლს ხევისბერმა და მუხლზე ხელი ნაზად დაადო. - გახსოვს როგორ შემაყვარე თავი? თორე განაღა მინდოდა შენ ქმრობა , გონება დამიბინდე ლელავ, ისეთი ლამაზი და კოხტა იყავ.
- ხოდა ახლა ეგრე აქვს დაბინდული გონებაი მინდიასაც და ჩვენს ლამაზ გოგოსაც. მოდი არ ვატკინოთ ხევისბერო.. ნუ გავიწყდება რომ შენ მარტო ხევის უფროსი არა ხარ, პაპა ხარ მათი. თუკი ჩვენს გოგოს გულში ჰყავს ჩავარდნილი მინდია, რადაა ცუდი მივცეთ ნება ერთად ყოფნისა..
- უნდა ვიფიქრო ლელავ. დილამდის უნდა ვიფიქრო - ეს ბებერი გული მეუბნება არ გააკეთოო. აქეთ გიგია მაძალებს, გახედე როგორ დარდობს თავის დაზე. - ჯოხს მძლავრად დაეყრდო ხევისბერი და ეზოში მოსიარულე გიგას მიმართულებით თავი ნერვიულად გაიქნია..
**
ღამის ნისლი ედგა მუცოს ხეობას, შორი ტყიდან მოისმოდა ტურების ყრუილი და უმალ აძლევდა ბანს ეზოში მწოლიარე ალმასხანაც. მიყუჩებულ შვილს შეავლო თვალი ნიკოლოზმა და პირდაპირ მისკენ აიღო გეზი.
სულ პატარა იყო პირველი სიტყვა რომ თქვა, პირველი ნაბიჯი რომ გადადგა მწვანედ აბიბინებულ ბალახზე , შარვლის ტოტვე მოქაჩა და დამარცვლით უთხრა „მა-მა“. წამიერად გაახსენდა ის განცდა ნიკოლოზს , შვილს მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა და გვერდით მიუჯდა..
- რასაა რომ ჩაფიქრებულხარ ვაჟაუ ?- ხევსურის დამახასიათებელი კილოთი ჰკითხა შვილს და ამღვრეულ თვალებშ ჩააშტერდა..
- კარგი რა მამა!- გაბრაზება შეერია ხმაში და ქვემოდან ახედა..
- რა გჭირს არ იტყვი? - მოულოდნელად მოხვედი უთენია, შენ და პაპაშენი რაღაცას არჩევთ , ახლა ორივეს კოპები გაქვთ შეყრილი მუცოს მთებივით და ხმას არ იღებთ. მშვიდობაა თუ არა?!
- სათქმელასაც არ ღირს, მამაშენმა უკვე გადაწყვიტა და მორჩა !- როდისმე შეწინააღმდეგებიხარ მის სიტყვას?!
- არასოდეს, მაგრამ თუ მეტყვი რა ხდება იქნებ შევეწინააღმდეგო კიდევაც გიგა..
- კარგი რა მამა, კარგი რა.. ხედავდი როგორ არ მინდოდა დაქორწილება და მაიძულე, ახლა თაიას ბედი დევს სასწორზე შეცვლი რამეს? შეეწინააღმდეგები მამაშენს თუ ისევ მარტოს დამტოვებ?
- რას ნიშნავთ თაიას ბედი?- ამიხენი ჯერ, რას ფრუტუნებ ბიჭო!- ხმაში გაბრაზება და წყენა დაეტყო მიკოლოზს და ფეხზე წამოდგა..
- თაიას და მინდიას ერთამნეთი უყვართ, პაპა წინააღმდეგია , გოჩასები იყვნენ მოსულებიო, ვთხოვე თაიას ასე ნუ მოექცევი , მე ხომ თანახმა ვარ ქეთოსთან ქორწილზე-თქო- მაგრამ არ მისმენს, ხო იცი თაია როგორი ემოციურია , შენს შვილს ხო იცნობ? ვერ გადაიტანს პაპას ასეთ სიმკაცრეს და მინდიასთან დაშორებას.. - მთელი გული ამოაყოლა გიგამ და მამას ახედა..
- რა ამბობ გიგა?- ჩვენს მინდიაზე ამბობ? გაკვირვებულმა ჰკითხა შვილს ნიკოლოზმა და ეზოს მოავლო მზერა, თითქოს შეეშინდა კიდევ სხვასაც არ გაეგო ეს ამბავი..
- ახლა შენც არ დაიწყოო , როგორ შეიძლება შენი ძმააო. გასაგებია მე და მინდია ძმებივით ვართ, მაგრამ რა ვქნათ? ასე მოხდა. არ დამიწყო ახლა დემაგოგია ..
- შენ ზედმეტი მოგდის ხო იცი !- რაც მარტო გადახვედი ძალიან ბევრს მელაპარაკები , ტონი და სიტყვები შეარჩიე, ნუ გავიწყდება რომ შენ მინდიას კი არა მამაშენს ელაპარაკები ახლა. - დემაგოგიაა ის რომ ერთად გაიზარდეთ და ახლა მათ შორის სიყვარულია?
- ვიცი რომ მამაჩემს ველაპარაკები, და ზუსტად მაგას გიხსნი , ერთად რომ გავიზარდეთ ასე ამიტომ შეუყვარდა შენს შტერ შვილს, აბა მასე გოჩა რატომ არ შეუყვარდა შორი ეგ იყო..
- გიგა მისმინე, პრობლემების გარეშე მოვაგვაროთ შვილო. ისედაც მალე ჩვენი დღესასწაული მოდის, არ მინდა დაძაბულები ვიყოთ ..
- გასაგებია, ესეიგი ხელსაც არ გაატოკებ , ისევ მამაშენს მიანდობ შენი შვილის ბედს.. - მკლავში ხელი მოკიდა და სახლისკენ მიმავალი მამა შემოატრიალა.
- დაველაპარაკები, აუცილებლად დაველაპარაკები მაგრამ ხვალ. ახლა გვიანია, წადი და დაიძინე..
იმ ღამით თვალი ვერ მოხუჭა, დარდი გულზე ჰქონდა მოწოლილი გიგას. ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას აყურებდა და ბავშობის დროინდელი მოგონებები ერთინად უტივტივდებოდა გონებაში.
„ხუთი წლის იქნებოდა მდინარეში ბანაობისას ქვაზე ფეხი რომ გადაიჭრა, პატარა იყო და პატარა ბავშვივით ტიროდა, სისხლის დანახვაზე კიდევ უფრო აუჩუყდა გული და მდინარის პირას მოთქით ტიროდა.
მანამდე ბავშვებს შორის არსებული მტრობა უცებ დაივიწყა მინდიამ, გვერდით მიუჯდა მეგობარს და სანუგეშებელ სიტყვებს არ იშურებდა.. ეს მათი პირველი ნორმალური საუბარი და გვერდში დგომა იყო. მას მერე გიგა და მინდია განუყრელები გახდნენ. ის რაც გააჩნდა მინდიას იყო გიგას და რაც გიგას გააჩნდა მინდიასი.. მათ შორის არ არსებობდა სიტყვა „ჩემია“.
ეს იყო ყველაზე წმინდა და უანგარო დღე...
სადღაც გულის სიღრმეში ხვდებოდა გიგა რომ , მისი დის მიმართ არ იყო გულგრილი, მაგრამ მისი თაიაც თუ ასე იტანჯებოდა ამ სიყვარულით ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა. ეს ყველაზე რთული ასატანი და გასაგები იყო, მისთვის ზურგში დანის ჩარტყმას წააგავდა ამ გრძნობის დამალვა. ამდენი წელი რომ მალავდა ორივე..
ფეხზე წამოდგა და ნერვიულობისაგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა. ფიქრებში გახვეული დადიოდა ეზოში წინ და უკან. ცდილობდა ცუდი აზრები თავიდან გადაეყარა და ერწმუნა რომ პაპა აუცილებლად დათანხმდებოდა ამ ქორწინებას.
**
გარიჟრაჟს უკვე ფეხზე იყო ქეთო და მზის ამოსვლას ყავის ფინჯნით ხელში შეყურებდა. ხეობას ისევ სქელი ნისლი შემოწოლოდა და ტყიდან სიგრილე მოჰქონდა. ერთიანად აიტანა სიცივემ და მკლავებზე დაყრილ ბუსუსებს ხელი გადაუსვა..
ერთი სული ჰქონდა ტაძრის მიმდებარედ გასულიყო და გიგა ენახა, ერთი სული ჰქონდა ყველა ამ დღის ნერვიულობა სახეში მიეხალა მისთვის და ეთქვა რომ აღარ უნდოდა მასთან არაფერი, მასთან სიახლოვის და ყოფნის სურვილიც კი აღარ გააჩნდა. თვალები ცეცხლით და სიბრაზით ჰქონდა სავსე.
მუცოს ხეობა ხალხის ჟრიამულს მოეცვა, აქ ამდენი ხალხი მხოლოდ დღესასწაულებზე იყრიდა თავს, ხევი ათენგენობას აღნიშნავდა. საკლავის ღმუილის ხმა ცას სწვდებოდა. ჯოხზე დაყრდნობილი დადიოდა ხალხს შორის ამაყად ხევისბერი და საკუთარ ფიქრებს გასაქანს აძლევდა. ერთხანს გაჩერდა, შედგა, ხალხს თვალი მოავლო , თითქოს ვიღაცას ეძებდა. განმარტოვებით მჯდარ თაიას თვალი მოჰკრა და გულს დარდი მოეფინა, იცოდა მიზეზი მისი შვილიშვილის საწუხარისა და ხმას ვერ იღებდა.
- რასაა რომ დაღონებულხარ ბალღო? - თავზე ხელი გადაუსვა და სევდიან თვალებში ჩახედა გოგოს.
- დავიღალე პაპავ - თავის მართლება სცადა თაიამ მაშინვე და პაპას მზერა აარიდა.
- რად მატყუებ ბალღო? პაპას აგრე ადვილად განა რას გამოაპარებ?!- ხმაში სიმკაცრე გაერია ბაღათელას და უმალ აქცია ზურგი წითელთმიან გოგოს.
თვალებით ეძებდა კარგა ხანს ვიღაცას. მერე ძლივს შემოესმა შორიდან ნაცნობი ხმა და ხელით ანიშნა მოდიო ხალხისგან მოშორებით დადგა, ძლიერი თვალები შეანათა შვილიშვილს, წელში ერთიანად გასწორდა და ომახიანად უთხრა.
- რაო პაპა? თბილად შესძახა გიგამ და ძლიერი ხელი შემოხვია პაპას მხარზე.
- მინდიას უთხარი ზომაზე მეტი არ დალიოს, საღამოს ჩვენსა ველოდები. მარტოს მინდა ველაპარაკო.
- გადავცემ პაპავ, გადავცემ აბა რას ვიზამ. ბედნიერმა დაუბრუნა პასუხი გიგამ და სითბოთი სავსე მზერა მოავლო ხევისბერს.
- მისმინე ვაჟავ, ქეთო სადაა, დილიდან არ დამიკრავს თვალი, რასმე ცუდი ხომ არაა, წადი ნახე, იკითხე.
- აქაა პაპა, ველაპარაკე საღამოს ჩვენთან წამოვიყვან, შენ ამაზე არ ინერვიულო, მიდი თუ გინდა წადი სახლში და წამოწექი დაისვენე, ჩვენს მალე მოვალთ.
- რაიდ მინდა დასვენება, დავბერდი განა? მუხლი მომდევს და თვალი, შენ მიდი საქმეს მიხედე ოთხზე ჩვენსა იყავით . გასაგებია? - აჩქარებით ლაპარაკობდა ხევისბერი და შეგროვებული ხალხისკენ მიიწევდა.
ჩაფიქრებული იჯდა ქეთო მდინარის პირას პატარა ქვაზე და ფეხებს ურცხვად აჭყაპუნებდა მდინარის ცივ წყალში. ერთი შეხედვით თითქოს ძალიან ბედნიერი იყო, ყველაფერი ისე მოხდა როგორც მას უნდოდა, ბავშობის ტკივილიანი ოცნება რეალობად აქცია ,მაგრამ რაღაც აკლდა ბედნიერებისათვის. ყველაზე მთავარი „ბედნიერება“. ჯერ კიდევ ვერაფრით ივიწყებდა გიგას პირველ უარს, შიგნეულს უჭავდა ეჭვებში გახვეული ჭია. შავი თვალებით ახედა ცაზე მოფარფატე ღრუბლებს და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მდინარეში ანარეკლს დააშტერდა.
- რატომ გამომყევი? - ისე ჰკითხა ზურგს უკან მდგარ ბიჭს,არც კი გაუხედავს.
- რა იცოდი, მე რომ ვიყავი, ხმაში სიმკაცრე გაერია გიგას, იქნებ სხვა იყო, შემოტრიალებულიყავი მაინც გოგო.
- სხვა არავინ იქნებოდა, რა გინდა გიგა? - გაბუტულმა ახედა და ფეხზე წამოდგა.
- ამიხსენი ერთი რა პრობლემა გაქვს? რატომ „მეროჟები“?
- არ „გეროჟები“. საერთოდაც არ „გეროჟები„ გიგა.
- ხო, სულ არა გეტყობა სახეზე. მომელანდა ეტყობა! რა არ გესიამოვნა? ის რომ მინდა ქორწილები ერთ დღეს იყოს? ესაა შენი მიზეზი?
- საიდან მოიტანე ეგ? - წყენა დაეტყო და სიბრაზეში გადაუვიდა, სისულელეებს რომ ლაპარაკობ გესმის მაინც? - ძალიან კარგად იცი თაია როგორ მიყვარს, ამას როგორ ამბობ გიგა.
- აბა რა პრობლემაა, ამ ამბის გაგების მერე ხასიათი წაგიხდა. ხმას არ იღებ. ამიხსენი გოგო, მკლავში ხელი მოუჭირა და თავისკენ მოქაჩა. მიდი მითხარი რატომ ხარ ასე, რა მიზეზი გაქვს ასეთი, რაზე გაბრაზდი და გამოვარდი?!
- უბრალოდ მოვიწყინე, რომ დავინახე როგორ იბრძვი შენი დის სიყვარულის და ბედნიერების გამო, ჩვენის რომ წინააღმდეგი იყავი..
- მისმინე, წინააღმდეგი ვიყავი და არც არასოდეს დამიმალავს მე ეს შენთვის. მე შენ არჩევანის უფლება მოგეცი ქეთო. მოდი თაიას და მინდიას ნუ შევედრებით რა. მერწმუნე მათსავით რომ გვყვარბოდა ერთმანეთი ახლა ალბათ სამი შვილი მაინც გვეყოლებოდა. მე კიდევ თვალიც არ მქონდა მოკრული შენთვის. რა გეგონა ამიხსენი რა იქნებოდა? მეტყოდნენ შენი პირადი ცხოვრება გვერდით გადადე აგერ ქეთო უნდა მოიყვანო ცოლადო და მეც ტაშის დაკვრით შევხვდებოდი ამ ამბავს?? მგონი ის უფრო უნდა გაგკვირვევოდა რომ მაშინვე თანხმობა მეთქვა... მაინც აი მე კი ნამდვილად მიკვირს, შენ ასე ყურმოჭრილი მონასავით რატომ დახარე თავი და უმალ თანხმობა თქვი - ინტერესით ჩააშტერდა თვალებში გიგა და ორივე ხელი მაშინვე გაუშვა ქეთოს. - რამე არის რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე??
- არაფერია ასეთი.
- შემომხედე, ქეთო შემომემხედე-მეთქი , ხმა ერთიანად გაებზარა გიგას და ზურგით მდგარ გოგოს ძლიერი მკერდით აეკრა ზედ . - შენ აქამდეც იცოდი ვინ ვიყავი არა? - როგორ ვერ მივხვდი, აქამდეც მიცნობდი ხო ასეა?
- ასეა - ძლივს ამოილუღლუღა და მისკენ დატრიალდა. - მაგრამ იცი რა არის? ახლა როცა შენს დას და მინდიას ვუყურებ ვხვდები რომ მარტო ჩემი სიყვარული არაფერს ცვლის, მარტო ჩემი სიყვარულით ოჯახს ვერ ავაშენებ გიგა.
- ეს აზრები საიდან მოგდის ამიხსენი რა !- მე ..
- შენ არ გიყვარვარ. იმიტომ რომ სხვა გიყვარდა, გაიძულეს დაშორებოდი ქალს რომელთანაც ოჯახის შექმნა გინდოდა. არ დამაჯერო რომ შემიყვარებ.
- ძალინ ბავშობ,იმდენად ძალიან რომ უკვე ვცოფდები , ჯერ ეს ერთიც მე არავისთან არ მინდოდა ოჯახის შექმნა, მეორეც მაიძულეს თუ არ მაიძულეს ეს მე მეხება, არჩევანი მე გავაკეთე. ძალა არავის დაუტანებია. და მესამეც თუ მთელი დარჩენილი ცხოვრება ამეების გარჩევაში ვიქნებით, ვერასოდეს გავიხედავთ წინ და ვერც ბედნიერები ვიქნებით. მე მომავალზე ვფიქრობ და შენ ყოველ ნახვაზე მხოლოდ წარსულზე მელაპარაკები..
- იმიტომ რომ მინდა გვერდით ის ადამიანი მედგას ვისაც ვუყვარვარ, რატომ არ იგებ ?- ცრემლები გადმოყარა შავი თვალებიდან და პატარა ბავშვივით ასლუკუნდა..
- რა გავაკეთო ამიხსენი რა, ხო იცოდი რეალობა ქეთო, ერთ კვირაში რომ ვერ შემიყვარდებოდი ვენების გადაჭრამდე ესეც ხო იცოდი. მაგრამ მომწონხარ, შენთან ურთიერთბა, შენთან ყოფნა მომწონს, შენს გვერდით მშვიდად ვარ. რაც ყველაზე მთავარია მიზიდავ, საოცრად მიზიდავ და ეს განცდა არ ვიცი როგორ ავხსნა, არასოდეს მქონია არავის მიმართ. როგორ დაგპირდე ქორწილამდე შეგიყვარებ -თქო, შენ ჩემზე უკეთ იცი რომ სიყვარული ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მოვა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ერთად კარგად ვიქნებით ..
- სხვა რა გზაა - მხრები აიჩეჩა და აბიბინებულ მდელოზე ჩამოჯდა..
- ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს მსხვერპლი იყო, ძალიან გთხოვ, რიგითი წუწუნა ქალი ნუ გახდები რა. - ღიმილით უთხრა და ცხელი ტუჩები შეახო შუბლზე. - წამო რა ქოხში - ჩურჩულით მოახერხა მისთვის სურვილის გამხელა და წვრილ ბილიკზე სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გზას.
შიშველი მკერდით ეკვროდა ზედ გიგას და წვრილ თითებს მკლავზე მაჯის მიმართულებთ უსვამდა. გატრუნული იწვა და ვერ იაზრებდა რატომ ხდებოდა ამ კაცის გვერდით ასეთი ვნებამორეული. როგორ მარტივად ახერხებდა თავისი დათქმული პირობის გადახვევას და სულ სხვა სურვილების განხორციელებას.
- მიყვარს შენი კანის სუნი , იმდენად ბუნებრივია რომ მიყვარს. იცი რას მაგონებს? ცის და ბალახის სუნს.
- ეგ როგორ? - დაბნეულმა წამოსწია თავი და მოსაუბრე ტუჩებზე დააშტერდა.
- დილით ადრიანად როცა გამოხვალ ცას და ბალახს სხვა სუნი აქვს, შენამდე ხელშეუხებლის, ნაზის და სათუთის, წმინდაა. შენც ასეთი ხარ, შენი კანის სუნიც ასეთია ქეთო.
- საიდან იგონებ ამეებს როგორ მინდა ვიცოდე- სიცილით გადაიხარა და ზემოდან მოექცა გიგას.
- არსაიდან, ამას ასე აღვიქვამ და მორჩა. ძლიერი ხელები მოუჭირა თეძოებზე და სიამოვნების კვნესა დასცდა სათუთ ბაგეებს.
შიშველი სხეული მიიკრა ტანზე და თითქოს აქამდე დაგუბებულ სისხლს გასაქანი მისცა. ერთიანად იხუვლა სხეულში ცხელმა სითხემ და სათითაო ძარღვში გაატარა. სახეზე დილის ნიავივით ედებოდა გიგას გახურებული ქშენა და ვნების ქარცეცხლში ერთი ორად ახვევდა..
მათ შორის იყო რაღაც უხილავი ძალა, ერთი ვნება და ერთი გრძნობა ჰქონდათ იმ წამს ორივეს. დამფრთხალი კურდღელივით ეკვროდა ზედ ქეთო საყვარელ კაცს და გული სიამოვნებისაგან ეკუმშებოდა. მხურვალე კოცნას და ალერსს გაეყუჩებინა და მისი ყოველი მოძრაობა გონებას აკარგვინებდა. იცოდა ეს სიყვარული და ვნება კარგს არაფერს მოუტანდა მაგრამ მაინც წინ მიიწევდა ცხვირის წასამტვრევად. თითქოს რაღაცა მიზეზს ეძებდა რომ მასში ცუდი დაენახა, ძალიან სტკენოდა, თითქოს უკან დასახევი უგზა უნდოდა დაენახა გიგას ქცევაში, მაგრამ ეშინოდა რომ უფრო და უფრო გიჟად აქცევდა მისი სიახლოვე და შეხება.



№1 სტუმარი Teo

ძალიან კარგია მაგრსმ ცოტა .მალე დადე რა მომდევნო თავი

 


№2  offline ადმინი თუკა

Teo
ძალიან კარგია მაგრსმ ცოტა .მალე დადე რა მომდევნო თავი

მადლობაა. აუცილებლად მალე დავდებ შემდეგ თავს.
--------------------
4love.ge

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მოწონს აღარ დაგვიანოთ გელოდებით♥️♥️

 


ძალიან კარგი იყო❤️
ხევისბერი ხევისბერობს მაგრამ არც გიგია აკლებს :)

 


№5 სტუმარი თა

ნუ დაგვხოცეთ ეს ხალხი, ჩადეთ რაა შემდეგი თავი!...

 


№6 სტუმარი სტუმარი Lika

მალე გვინდა ახალი თავი????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი Tea

Facebookze gamikra 4love.ge da ikneb damexmarot ra xdeba ver gavige

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent