ნენე(2)
არ ვიცი როგორ გამომივიდა, მაგრამ მოვახერხე, სირბილით მივედი გაჩერებამდე, მთელი გზა გული მისკდებოდა რომ ვფიქრობდი ვაჩეს და ნერსეს ჩხუბზე. წარმოდგენაც არ მინდოდა რა დამართეს ერთმანეთს, თან რის გამო? ძმები არიან. რა ვერ გაიყეს ამდენი ხანი? როგორც იქნა მივაღწიე ვაჩეს სახლს, ეზოში ჩვეულებრივი ჟრიამული იყო, ფართი გრძლედებოდა, ისე ვითომც არაფერი. ხოდა შევედი თუ არა სახლში, სამზარეულოში დავინახე სახეზე დასისხლიანებული ვაჩე და ნერსე, ნერსე ხელსახოცით იმშრალებდა სისხლს და ვაჩეს ყველა თავზე ეხვია. ჩანთა სავარძელზე ვისროლე და გაბრაზბეულმა შევაბიჯე სამზარეულოში. ეგრევე ყველამ გამოიხედა, მართლა სპილოსათვის მივაბიჯებდი. -თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ? ან ერთი ან მეორე-ძალიან გაბრაზებული ვიყავი-რას გავხართ?-ვაჩესთან მივედი-რა ხდება ამიხსნი? -არაფერი, ისე-ვაჩემ დამცინავად გამოხმედა და მერე ამრეზით გადახედა ნერსეს-ვინ დაგირეკა?-სალომეს გახედა. -გადით ცოტახანი ოთახიდან-რატის სალომეს და ეველინას მივუბრუნდი. უხმოდ გავიდა სამივე და მარტო დამტოვეს, რაც მაფიქრებინებდა, რომ მგონი ამ ყველაფერში დანაშაული მე მიმიძღვოდა. -ამიხსნით რომელიმე რა ხდება? ნერსე ძალიან უცნაურად მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა და სახეზე პატარა ღიმილსაც ვამჩნევდი, ოღონდ ეს არ იყო დამცინავი ან სარკასტული ღიმილი. არც მანიაკალური. არ ვიცი, უცნაურად მიყურებდა. ვაჩეს კი ცხვირიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა, მივედი და ცოტა უხეშად წინ გადმოვაწევინე თავი რომ სისხლი გაჩერებულიყო. -არაფერი, და-ძმა არ გყავს? შეკამათება მოგვივიდა-ნერსემ ისე მშვიდად ამიხსნა, გეგონება სახე ნახევრად დანგრეული არ ჰქონოდა და უბარლოდ პულტისთვის იჩხუბა ვაჩესთან. -არ მყავს. ბიძაშვილები მყავს, მაგრამ ერთმანეთს სახეს არ ვულეწავთ. ვაჩე?-არც ერთი არაფერს მეუბნებოდა-კარგი თავში ქვა გიხლიათ ორივეს-წასვლა დავაპირე, მაგრამ ვაჩე წამოდგა და ხელი ჩამავლო. -წამოდი დავილაპარაკოთ. -არ ვაპირებ ლაპარაკს, წადი თავს მიხედე, ტრაილერ გადავლილს რო გავხარ-უხეშად მოვიცილე და ეზოში გავედი. სალომე და რატიც გამომყვნენ. -რა მოხდა არ თქვეს?-სალომეც ძალიან განერვიულებული იყო. -არა, არც იტყვიან. ორივე ვირია. ნუ მელაპარაკები გული მერევა. სიგარეტი მომეცი. სალომემ კოლოფიდან ამოიღო სიგარეტი, მომიკიდა და მომაწოდა. ხელები მიკანკალებდა ნერვიულობისაგან და სიბრაზისგან ერთდროულად. რატი ეცადა დავემშვიდობინე, ხელი გადამხვია და მიმიხუტა. -კაი, ესენი სულ ესე არიან ნუ ნერვიულობ. -ნუ ვნერვიულობ? ნახე რას უგავდა ვაჩეს სახე? -გადაუვლის-სალომემ დამამშვიდა თავისი ჭკუით. -ეხლა მომიყევით რამ ოხდა, სანამ საბოლოოდ გავრეკე. -ვსვამდით რა და უცბად ნერსე მოვიდა, ეგ და ვაჩე სალაპარაკოდ გავიდნენ, მგონი ვაჩემ დაურეკა. და ცოტახანში ბრახუნის ხმა გამოვიდა, რომელიღაცა ჭიშკარს მიეხეთქა და რო გავედით უკვე მაგ დღეში იყვნენ. არც უყვირიათ, არაფერი. პროსტა ჩხუბობდნენ. ამ დროს ნერსე გამოვიდა, ისე ჩაგვიარა ვითომ ცარაფერი, უბრალოდ ერთხელ გამოიხედა ჩაიცინა და ჭიშკრიდან გავიდა. ვერ მოვითმინე, რატის ხელი მოვიშორე და გავყევი. -რამე სასაცილოა?-ნელა შემობრუნდა ჩემკენ და ორი ნაბიჯი გადმოდგა-არაფერს არ იტყვი? -ძალიან აღელვებული ხარ. ეგრე ვაჩეს არ ადარდებს ჩვენი კამათი. -კამათს ეძახი ხო სახეზე რაც გჭირს იმას? -რა უთხარი ვაჩეს? -რა უნდა მეთქვა?-ანერივულებულმა მოვქაჩე კიდევ ერთხელ სიგარეტს და ლამის სახეში შევაბოლე -არაფერი. უბრალოდ მაინტერესებდა რამე თუ უთხარი იმ ღამეზე. -ვაჩემ გითხრა რამე? -ამიკრძალა შენთან მოახლოება. -ვ.. რა უფლებით? -ეგ შეგიძლია თვითონ კითხო-მანქანისკენ წავიდა, მაგრამ არ შევეშვი, მანქანის კარი გავაღე და შიგნით ჩავჯექი. ცოტახანი მელოდა, ეგონა გადმოვიდოდი, მაგრმა შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაძრა-რას აკეთებ? -ამიხსენი რა ხდება. -რაზე აბა? -ნერსე თავს ნუ ისულელებ-ჩემი თავის მიკვირდა როგორ ველაპარაკებოდი ასე გაბედულად. ჩემზე უცნაურად მოქმედებდა, აქამდე მისი მერიდებოდა, თვალს ვერ ვუსწორებდი. ახლა კი.. რაღაც. არ ვიცი ვერ ვხსნი ახლა რას ვგრძნობ. -არის რაღაცეები, რაც არ არის საჭირო რომ იცოდე თუ ვაჩე არ გიყვება. მისი მეგობარი ხარ. -მეგობარი და არა საკუთრება. -ვაჩე ეგრე არ აღიქვამს. მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ. -რისი თქმა გინდა, რომ მეგობარზე მეტად ვუყვარვარ?-ეს ეჭვი აქამდე არასდროს გამჩენია, რადგან ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად იყო, ხან ეველინასთან, ხან ლილესთან, სიმთვრალეში სალომესთანაც უცდია, მაგრამ რატიმ მიბეგვა. -არ ვიცი, ეგ ვაჩეს უნდა ჰკითხო. სად ცხოვრობ? -აქვე ჩამოვალ სადმე-გამახსენდა, რომ შევეტენე და ძალით ჩავუხტი მანქანაში. -არა, ესე გვიან არ ჩამოგსვამ ქუჩაში. გამახსენდა, წინაზე ხომ მიგიყვანე სახლში. -არა, სახლში არ მივდივარ, მეგობართან ვრჩები. -მაშინ მითხარი მეგობარი სად ცხოვრობს? -რაში გადარდებს? მანქანას სპეციალურად არ აჩერებდა და კარიც ჩაკეტილი ჰქონდა. ცოტახანში მანქანა გააჩერა, სიბნელე იყო ვერ ვხედავდი. გადავიდა და კარი გამიღო. -გადმოდი. -სად ვართ? -ჩემთან. -რა?-თვალები გადმომივარდა. -გადმოხვალ თუ აქ იძინებ? -შენთან რა მინდა?-გულიც ამომივარდებოდა ცოტახანში. -არ მითხარი სად დამეტოვებინე. ხოდა აქ დაიძინებ და ხვალ დღისით წახვალ სადაც გინდა. ბოლოს როგორც მახსოვს, ავტობუსის გაჩერებიდან წამოგიყვანე შუაღამეს. ვიცი როგორც გჩვევია ხეტიალი. -ეგ ერთხელ მოხდა. -ხოდა მეორედ აღარ მოხდება. ან ტაქსით გაგაცილებ ვაჩესთან, ან აქ დარჩები. აირჩიე-სპეციალურად მაძლევდა ესეთ არჩევანს, კარგი მანიპულატორია. მაგრამ ახლა ვაჩესთან კამათს ისევ აქ დარჩენა მერჩივნა, თან სახლშიც ვთქვი,რომ მეგობართან ვრჩებოდი. სალომეს ბებია გარდაეცვალა თქო. რამ მათქმევინა. ცოტა ვიყოყმანე, მაგრამ ბოლოს მაინც გადმოვედი და ეზოში შევყევი. გაგიკვირდებათ და მასაც კერძო სახლი ჰქონდა. შიგნით სინათლე არ ენთო, ანუ მარტო ცხოვრობდა, მადლობა ღმერთს. შიგნით შევედით, მისაღებიდან ტირილი გაისმა ბავშვის, თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. თურმე მხოლოდ ბუხარი იყო ანთებული და ვიღაც ქალი აძინებდა თოთო ბავშვს. შვილი ჰყავდა? და ცოლთან მომიყვანა? მზად ვიყავი უკვე გავქცეულიყავი. -გამარჯობა ნერსე-ის ქალი შემოეგება და ბავშვი მიუყვანა და მერე მე შემომხედა გაკვირვებულმა. -ეს ჩემი ძმის მეგობარია, ელა-ნერსემ ბავშვი მიიხუტა და ზურგზე მოფერება დაუწყო-თავისუფალი ხარ დღეს ნათია. -მაგრამ ღამ.. -ხვალამდე-ნათია უხმოდ წავიდა. -შენი შვილია? -კი. -და ნათია? -ძიძა. -ბავშვს რა ქვია? -ნინი-ეტყობოდა,რომ არ უნდოდა არაფრის მოყოლა ბავშვზე და თავი გავანებე. -კარგი, მე აქ დავიძინებ-სავარძელზე ჩამოვჯექი და პლედი მოვიხურე. ისიც მოვიდა და გვერდით მომიჯდა ბავშვთან ერთად. -ცოლს გაშორებული ვარ, თუ მაგაზე დარდობ არავინ მოგვივარდება აქ ისტერიკებით. -საერთოდ არ ვდარდობ. -წამლები თან გაქვს?-თვალი თვალში გამიყარა და ისე მკითხა, აღარ მახსოვდა, რომ იცოდა ჩემი ბიპოლარული აშლილობის შესახებ. ზოგადად როცა უცხოებთან ამ თემაზე ვსაუბრობ თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, ვღიზიანდები. მაგრამ არა ახლა. თავი დავუქნიე და ჩანთიდან ამოვიღე-წყალი იქიდან შეგიძლია დაისხა, წამოდი განახებ-სამზარეულოში შემიყვანა, ცალი ხელით აიღო ჭიქა, გამივსო და მომაწოდა, იმის ნიშნად რომ უკვე დამელია. არც ამაზე გავღიზიანებულვარ. უფრო მზრუნველობის ჟესტად აღვიქვი. დავლიე და მერე ცოტახანი ჩუმად ვიდექით სამზარეულოში. -მე ნინოს ავიყვან ზევით, დავაწვენ და ჩამოვალ , თუ უკვე არ იძინებ. -ჯერ არა. ნერსემ ბავშვი ოთახში გაიყვანა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ვაჩე იყო. რო არ ამეღო ვიცოდი ამაფეთქებდა, ამიტომ ვუპასუხე. -სად ხარ?-საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა. -რა იყო? -სახლში არ ხარ, შენ ბიძაშვილებთან არ ხარ. -რა?! ჩემს ბიძაშვილებს დაურეკე? -კი, და მითხრეს,რომ სალომეს ბებიის პანაშვიდზე ხარ, ნუ დარდობ შევიცხადე, თითქოს არ ვიცოდი. სად ხარ? -ხვლა მოგიყვები. -არა, ეხლავე მითხარი სად ხარ, მოგაკითხავ და წამოგიყვან. -ვაჩე, შენ ცოტა ხოარ გაუბერე? როდიდან გეხება შენ ჩემი ადგილსამყოფელის კონტროლი? -იმ დროიდან რაც ჩემ ძმასთან დაახლვოდი. ბოლოჯერ გაფრთხილებ არ დაიჭირო მასთან ურთიერთობა ნენე. -თორე? კიდევ ცემთ ერთმანეთს? -გაჩუმდა- აქ ხარ?-ცოტახანი სიჩუმე იყო. -იცი საერთოდ ვინ არის? იცი რო ჩემი დის სიკვდილი მაგის ბრალია? -რ...რას ბოდავ? -სად ხარ მითხარი და მოგიყვები ყველაფერს. -ნ.. არა, ხვალ გნახავ. -ნერსესთან ხარ? -ვაჩე, ხვალ გნახავ. შემეშვი. -გიყვარს? გიყვარს ხო?! ჩემი დის მკვლელი გიყვარს?!-მთვრალი იყო, ბოლო ხმაზე მიღრიალებდა-საერთოდ იცი რა ადამიანია? გარეწარია! ! არასდროს ვაპატიებ ჩემი დის სიკვდილს! არასდროს! -ვაჩე, გამოფხიზლდი და ხვალ ვილაპარაკოთ. -არა არ დავილაპარაკებთ, შენ თუ ეხლავე არ წამოხვალ მაქედან, სადაც ვიცი ზუსტად რო ხარ, მე და შენ საერთოდ აღარასდროს არაფერზე არ დავილაპარაკებთ. გაიგე?! ან მე ან ეგ ! გაიგე?! -ვაჩე, არ ვაპირებ ეხლა შენთან ლაპარაკს. -ეგაა ხო შენი მეგობრობა? შენი კარგის მოვ*ყან თუ არ წამოხვალ მაქედან, მე შენ გაჩვენებ ...-გავუთიშე, იმხელა ხმაზე ყვიროდა. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ვიცოდი, რომ მთვრალი იყო, მაგრამ მისგან გინებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი. -სიმთვრალეში ეგრე იცის-ნერსე მედგა უკან. მისი ხმის გაგონებაზე ცოტა შევხტი, მაგრამ არ გავტრიალებულვარ. მხარზე ხელი დამადო დამშვიდების ნიშნად და მალევე ჩაწია-ჩაის გავაკეთებ-სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი დაადგა. ისე შემრცხვა ეს ყველაფერი, რომ გაიგო სახეში ვერ ვუყურებდი. უბრალოდ წამოვწექი სავარძელზე და პლედი გადავიფარე, მეგონა თუ მოვიკატუნებდი თავს რომ მეძინა, აღარ დამელაპარაკებოდ.ა მაგრამ ჩაი რომ გააკეთა, მაგიდაზე დამიდგა წინ და გვერდით სავარძელზე დაჯდა. -ჩემი და.. მე და ჩემი და ავარიაში მოვყევით რამდენიმე წლის წინ. -არ ხარ ვალდებული მომიყვე-ცრემლები მოვიწმინდე და გავუბრუნდი- არ უნდა ჩავრეულიყავი, ბოდიში. -ჩემზე უფროსი იყო. რამდენიმე წლით. ვაჩე დღემდე მე მაბრალებს და ვერ უმკლავდება ამ ფაქტს. ყოველდღე სვამს. ახალ-ახალ მანქანებს ლეწავს. ნარკოტიკებზეა გადასული. დღესაც ამიტომ ვიჩხუბეთ. თუმცა.. ვუშვებ იმ ფაქტს, რომ ჩემი ბრალიც იყო რაღაც მომენტში. -საჭესთან ვინ იჯდა? -მაგას არ აქვს მნიშვნელობა-თვალი ამარიდა. -ვაჩე ამბობს, რომ შენ მოკალი. -ასე ჯობია-ნერსემ ჩაი მოსვა და ბუხარს მიაჩერდა. -შენ არ იჯექი ხო?-წამოვდექი და მოთმენით დაველოდე პასუხს, მაგრამ ზედაც არ მიყურებდა, არათუ ხმას მცემდა-ნერსე-ოდნავ ხმამაღლა დავუძახე. -მერე ჩემი ცოლი დაფეხმძიმდა. ბავშვი რო გაჩნდა დეპრესია დაემართა და წავიდა. მე და ნინი მარტო დავრჩით-მთელი ცხოვრების ისტორია 5 წუთში მომიყვა, თითქოს ფილმის სცენარს ყვებოდა იმდენად მშვიდი სახე ჰქონდა. -ნერსე... შენ ძმას ამდენი ხანი როგორ ატყუებ. რატომ აფიქრებინებ რომ... -აბა რა ვაფიქრებინო? რომ ნარკომანი და ჰყავდა? ეს გინდა რომ ვუთხრა? საერთოდ რომ გადაირიოს და თავი მოიკლას?-ისევ მშვიდად საუბრობდა, აუღელვებლად. სახეზე ნერვის შეტოკებაც კკი არ ეტყობოდა. ა) ან მანიაკია ბ) ან ფსიქოპათია გ)ან რაიმე აშლილობა აქვს დ)ან ... ან არ ვიცი, ამ სამიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად. -აბა თვითონ უნდა გახდეს ნარკომანი? ვერ ხედავ რა ცუდად არის? -მივხედავ რამენაირად. -ვხედავ როგორც მიხედე. სიმართლეს თუ არ ეტყვი -რა შენ ეტყვი? -არა, ჩემი სათქმელი არ არის-ხმა აღარ ამოუღია, ასე ვიჯექით სანამ ბოლოს დაღლილობისგან არ ჩამეძინა და დილის 6საათისკენ ნინის ტირილმა არ გამაღვიძა. ნერსე ზევით იყო ალბათ ცდილობდა დაემშვიდებინა. სამზარეულოში შევედი ვეღარ შევიბრუნებდი ძილს, ამიტომ ავდექი ჩავიცვი და ვიფიქრე საუზმეს გავაკეთებ, თქო, მაგრამ მერე გავაცნობიერე სად ვიყავი. ვაჩეს ეს რომ გაეგო გარეკავდა, ამიტომ ეგრევე დავავლე ჩანთას ხელი და გავედი სახლიდან ლამის სირბილით. მაგრამ თითქოს გულში რაღაც მეუბნებოდა, რომ ვაჩეს გამო არ გავქცეულვარ. თუმცა იმ მომენტში არ მინდოდა ამის გაცნობიერება. ცოტახანში მივხვდი, რომ ტელეფონი დავტოვე ნერსესთან. მთელ ტანში გამცრა, უცბად მივბრუნდი, მეგონა ნერსე კიდევ ზევით იქნება თქო, მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს. სამზარეულოში იყო და ჩემი ტელეფონი ეკავა ხელში. ჩემი დანახვისთანავე სახეზე ცინიკურმა ღიმილმა დაკრა, ჩემი ტელეფონი გაათამაშა ხელში და მერე ხელები გადააჯვარედინა და ცალი მხრით მაცივარს მიეყრდნო. -რაღაცა დაგრჩა ხო?-არ ვიცი რა დამემართა ამ სიტყვებზე, მაგრამ მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სახეზე გავწითლდი კიდეც, მაგრამ არა სირცხვილისაგან. -ხო, სიჩქარეში დამრჩა-მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, ამაყად დავიჭირე თავი და მისკენ წავედი, ხელი გავუწოდე ტელეფონი რომ მოეცა, მაგრამ ადგილიდან არ გარყეულა. -დილის 6 საათზე მიხვალ სახლში? და რას იტყვიან შენი ბიძაშვილები? -ვეტყვი, რომ გასვენებიდან მივედი. მომეცი ტელეფონი. მოიცა... შენ საიდან იცი რომ ბიძაშვილებთან ვცხოვრობ? -შენ მომიყევი. -არა. -კი, გუშინ ღამე რომ ვლაპარაკობდით. -არ მომიყოლია ნერსე. -აღარ გახსოვს-საეჭვოდ მომეჩვენა ეს ფაქტი, მაგრამ ალბათ ვაჩეს წამოსცდა და ძმის ჩაშვება არ უნდოდა-ისაუზმე და მე გაგიყვან. -არა, არ მინდა. ვაჩემ, რომ გაიგოს რო აქ ვარ გაგიჟდება. -გუშინ იმიტომ არ წამოხვედი რო გაიგოს? -რ.. შენ რატო ერევი ჩვენს ურთიერთობაში? -იმავე უფლებით, რატომაც შენ ერევი მე და ჩემი ძმის ურთიერთობაში. -ვაჩე ჩემი მეგობარია. -ხოდა ჩემი ძმაა. -იცი, ეხლა შევამჩნიე, რომ ზუსტად შენი ძმისავით აუტანელი ხასიათი გაქვს-გაეცინა. -უარესი, უფრო ჯიუტიც ვარ. -ჩემზე ჯიუტი მაინც ვერ იქნები. არ მოგცემ ტელეფონს, სანამ არ ისაუზმებ. -ჩემი პირადი საკუთრებაა-გამორთმევა ვცადე მაგრამ უკან დაიხია. -ეხლა შენ ჩემს კერძო საკუთრებაზე იმყოფები-მიწვევდა, თან სერიოზულად. სახეზე ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა ჩემი წვალება. დილის 6 საათზე მასთან კამათის ნერვი საერთოდ არ მქონდა, ის იყო უნდა დავთანხმებოდი, რომ მისკენ მიმიზიდა ცალი ხელით და სახე ძალიან ახლოს მომიტანა. -იცი რითი განვსხვავდებით მე და ვაჩე? მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა-იმ მომენტში ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ამით, მეგონა მასთან კამათზე ამბობდა. თუმცა მოგვიანებით სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. -მაგალითად? -მიუხედავად იმისა რომ გული ლამის იყო და ამომივარდა, ვცდილობდი არ შემემჩნია და მასსავით აუღელვებელი და მშვიდი ვყოფილიყავი. -დაჯექი, საუზმეს გავაკეთებ-სკამზე მიმითითა და ინსტინქტურად დამჯერი ცუგასავით ჩამოვჯექი. მერე ტელეფონი დადო მაგიდაზე და საუზმის კეთებას შეუდგა. ამის შემდგომ დიდად აღარ გვისაუბრია, ძიძა მოვიდა და მასთან ლაპარაკში გაერთო, მეც უცბად დავემშვიდობე, ტაქსი გამოვიძახე თქო და წავედი. ვაჩე ძალიან ნაწყენი იყო გუშინდელის მერე და გადავწყვიტე მასთან გავსულიყავი. სახლის გასაღები ვიცოდი სადაც ჰქონდა დამალული მეორე , ავიღე და შიგნით შევედი. ნახევარ კურსს შიგნით ეძინა. ზევით ავედი მის ოთახში, ერთ მხარეზე სალომე ეწვა, მეორეზე ეველინა. კინაღამ გული გამისკდა, რატის ეს სცენა, რომ ენახა ალბათ გაგლიჯავდა სუ ყველას. კარის გაღების ხმაზე სალომეს გაეღვიძა. -ვ.. ელა... აუ კარი გაიხურე და გამოვალ 2 წუთში. -ნუ გამოხვალ-კარი გამოვიხურე და ჩქარი ნაბიჯებით ჩამოვედი ქვევით, რატო ვაპირებდი ვაჩესთან თავის გამართლებას, როდესაც თვითონ ასე ამორალურად ექცეოდა საკუთარ მეგობრებს? ნერსე გუშინდელის შემდგომ ბევრად უფრო ამაღლდა ჩემ თვალში , ვიდრე ვაჩე ამ 2 წლის განმავლობაში. კარის ხმა გავიგე, ვაჩე ჩამორბოდა კიბეებზე. -ნენე, მოიცადე-მხარზე მომკიდა ხელი და გამაჩერა. -გეხვეწები გამიშვი, გული მერევა ეხლა არ დამელაპარაკო-ხელი გავაშვებინე. ოთახიდან სალომეც გამოყვა ზედას იკრავდა და ამ დროს ჩვენდა ბედად რატი წამოდგა ტახტიდან, ჯერ სალომეს გახედა, მერე ნახევრად შიშველ ვაჩეს და ბოლოს ჩემ სახეს. -ე... თქვენ შიგ ხო არ გაქვთ?-ეგრევე წამოდგა და ვაჩეს მიუახლოვდა- მიპასუხე, შენ შიგ ხო არ გაქ?! სუ გამო....ვდი?-ხმის ტონისთვის არც აუწევია ისე გაუქანა და დაარტყა სახეში, ვაჩე ძირს გაგორდა და თავი დაარტყა, მაგრამ მსუბუქად, მერე რატი სალომეს წვდა მხარში და მაგრად შეანჯღრია- აი მაგ ბას არ გაპატიებ არასდროს და გაგიბაზრებ მთელ უნივერსიტეტში იმას რა ც ხარ. -რატი თავი გაანებე!-ძალიან უჭერდა ხელს და გავაშვებინე ხელი. -შენ როგორ იცავ ამათ?! შენი შეყვარებული ამას რო ხმარობს გევასება თუ ავად ხარ შენც? -წადი ეხლა აქედან, დროზე! გამოფხიზლდი და მერე ილაპარაკეთ, მეორედ ხელით არ შეეხო. წადი!-ხელი ვკარი, რადგან ისევ სალომესკენ მოდიოდა. სახე ალეწილი ჰქონდა, ძლივს ვაკავებდი-რატი წადი! -დედას მოგიტყნავთ ორივეს!-ვაჩეს და სალომეს უღრიალა და გიჟივით გავარდა სახლიდან. სალომე მაინც გაეკიდა, თავისი საქმე თვითონ იციან, ვაჩეს წამოდგომაში დავეხმარე. -სერიოზულად? -ძალიან იმედგაცრუებული სახით შევხედე-ამ დონემდე თუ დავარდებოდი არ მეგონა. წასვლა მინდოდა, მაგრამ ხელს არ მიშვებდა. თვალებს მარიდებდა, გატრიალდა და სახლში შემაბრუნა, მერე კარი ჩაკეტა. -შედი სამზარეულოში-მბრძანებლური ტონით მითხრა, მაგრამ ჩემი რეაქცია, რომ დაინახა ეგრევე შეარბილა ხმა-შედი სამზარეულოში-გამიმეორა. შემოსაცმელი გავიხადე, ჩამოვკიდე და სამზარეულოში გავედი. ვაჩემ ყველა გაყარა სახლიდან და მერე ისიც შემოვიდა. -ძალიან დავთვერი გუშინ. -გეტყობა. -ელა, არ ვთვლი თავს ვალდებულად აგიხსნა გუშინდელი ფაქტი სალომეს რაც ეხება. მე და შენ მეგობრები ვართ. მაგრამ თუ შენ რაიმე გრძნობა გაქვს ჩემს მიმართ და მე ეს ვერ შევამჩნიე, თუ რამე გეწყინა, მაპატიე. -შენ მიმართ? ეხლა მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ. -და რითი დავიმსახურე ეს ზიზღი? -იმ საქციელებით რასაც ვხედავ ბოლო 1 თვეა ჩემს, შენი ძმის და შენი მეგობრების მიმართ. მარტო დარჩები. -შენს მიმართ? რა დავაშავე შენს მიმართ? სიმართლე გითხრათ იმ მომენტში პასუხიც კი გამიჭირდა, რეალურად მე ნაწყენი ვიყავი იმის გამო როგორ ექცეოდა ნერსეს და რატის და რომ არ მიყვებოდა სიმართლეს მისი ოჯახის შესახებ. ჩემს მიმართ კი არსებითად არაფერი ჰქონდა დაშავებული, გარდა ერთისა. სერიოზულად გული მერეოდა მას რომ ვუყურებდი. -ნერსესთან ურთიერთობას რა მიზნით მიკრძალავ თუ ჩემს მიმართ გრძნობები არ გაგაცნია?-ჩემს სიტყვებზე ოდნავ გაეცინა და მომიახლოვდა. -ანუ იეჭვიანე-ნელა-ნელა მოდიოდა ჩემკენ. -არა. მე შენ გეკითხები. -ნენე, დამიჯერე, შენს მიმართ ... ძალიან მიყვარხარ. ჩემს ცხოვრებაში ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პრორიტეტული ადამიანი ხარ და ყველაზე წინ დგახარ. ვინმე ოდნავ ცუდად რო შეგეხოს, ჩემი ძმაც კი, ურჩევნია არ დამენახოს. -ამიტომ იჩხუბეთ გუშინ? ჩემ გამო?-ვიცი საკმაოდ დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე. -მე და ჩემი ძმის კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით არანაირად არ ხარ შენ. -აბა? -მე გთხოვე, რომ ცოტა დრო მომცე და ამ საკითხზე კითხვები აღარ დამისვა. გთხოვ. -კარგი. წავალ მაშინ-ვიცი ცოტა ბავშვურად გამომდიოდა, მაგრამ ჩემიც გაიგეთ, ვიღაც უცხო კაცის სახლში გავატარე ღამე, 3 სთ მეძინა და ახლახანს ისეთ სცენას შევესწარი თავი ტელენოველაში მეგონა. -ნენე რატო იქცევი ესე?-ისევ წინ გადმომიდგა-როცა გეუბნები, რომ ნერსე არ მინდა ნახო ესე იგი ამისათვის მიზეზი მაქვს. -ხოდა მე არ მესმის ეგ მიზეზი, თუ არ მოგწონვარ რატომ უნდა მიშლიდე ნერსეს ნახვას?!-სერიოულად ვღიზიანდებოდი. რომ არ მიპასუხა გასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ წინ გადამეღობა. -არ არის ნერსე კარგი ადამიანი, გულს გატკენს-თვალი თვალში გამიყარა და სრული სერიოზულობით წარმოთქვა ეს სიტყვები. -შენ არ მტკენ? აი ეხლა მაგ ტყუილებით და საიდუმლოებით. -მე და შენ მეგობრები ვართ, ნერსეს არ ჰყავს, როგორ გითხრა... გოგო მეგობრები. იცოდი რომ ცოლი ჰყავდა? და გაშორდა. თავქუდემოგლეჯილი გაიქცა ოღონდაც მასთან არ ყოფილიყო და შვილიც დაუტოვა. -ვიცოდი. -ვ.. ვერ გავიგე? ბოდიში?-ცალი წარბი აწია და მკაცრად გამომხედა-ბატონო? -ხო, ვიცოდი. თვითონ მომიყვა, გუშინ. -გ...რა გინდოდა გუშინ ნერსესთან?-სახე აელეწა, ხმა შეეცვლა, ენა ებმოდა და ეტყობოდა, რომ ბრაზდებოდა. ორივე ხელი მუშტად შეკრა. -შენგან წამიყვანა სახლში მანქანით, მე ვთხოვე. და გზაში მომიყვა-გუშინდელიდან ტყუილებში დავხელოვანდი. -ანუ ჩემი სიტყვები შენთვის არაფერს არ ნიშნავს. -არა, შენი აკრძალვები არ ნიშნავს ჩემთვის არაფერს-ხელები გადავიჯვარედინე და ჯიუტად დავუდექი. -აკრძლავად მიიღე?-ირონიულად გაეცინა-შენ და რაიმე ვინმესგან აკრძალვად მიიღე? -რჩევად ნამდვილად არ მიმიღია სიტყვები მეორედ ჩემს ძმასთან ერთად არ დაგინახო, გინდ ბრძანებად მიიღე გინდ მოთხოვნად. გავს ეს თხოვნას?-მივუახლოვდი, რადგან თვითონაც ასე იქცეოდა როცა ჩემზე მანიპულირებას ცდილობდა ყველა მხრივ, ვერბალურად, ქცევებით თუ მანერებით. -და შენ მაინც და მაინც ბრძანებად მიიღე-მანაც არ დათმო და ისიც ახლოს მოვიდა. -გამომდინარე იქიდან, რომ შენი თხოვნის მიზეზი არ ი... -ნენე გეყოფა თამაში. ან პირდაპირ მითხარი რო ჩემი ძმა გევასება ან გაითვალისწინე ჩემი თხოვნა და არ მიუახლოვდე. -ესეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე? -როგორი , რო შეიძლება ვინმე მოგეწონოს? -რო შენი ძმა შეიძლება მომეწონოს. -და რა ჩემი ძმა ადამიანი არ არის? -მე უბრალოდ მინდოდა დამენახა შენგან ის ნდობა რაც მე შენ მიმართ მაქ. -ნდობაზე გინდა ლაპარაკი ხო? კარგი. მაშინ მითხარი აბა რა უნდა ზოლაფრენს შენს ჩანთაში?-გავშეშდი. ვერ ავღწერ რამდენი ემოცია მომაწვა ერთდროულად. საიდან იცოდა ჩემი წამლების შესახებ? ან ჩანთა რატო გაჩხრიკა? -ჩემ ჩანთაშიც იქექებოდი? -სალომემ მომიყვა. ნდობაზე ხომ ვსაუბრობთ? ხოდა ამიხსენი აბა. -და რა მოსაყოლია ჩემი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები? -მაშინ რა მოსაყოლია ჩემი და ჩემი ძმის წარსული?-არ მჯეროდა რომ სერიოზულად ადარებდა ამ ორ რაღაცას ერთმანეთს. -კარგი, ეხლა გამოჩნდა რეალურად ჩვენი ურთიერთობა როგორიც არის. მე ზედმეტები წარმოვიდგინე, იმაზე ახლობელ ადამიანად აღგიქვი ვიდრე რეალურად ხარ-მეწყინა. ამ დროს სრულიად სხვა მიზეზების გამო არ ვუთხარი სიმართლე. -ეგრეა-გულნატკენი ჩანდა, როგორც იქნა უკან დაიხია და ყავის გაკეთება დაიწყო. -არ არის ეგრე. -ნენე, რატო არ მითხარი? -და რატო უნდა მეთქვა ვაჩე? -თუნდაც იმიტომ, რომ შენთვის დალევა იმ დოზით.. რა დოზითაც შენ სვამ არ შეიძლება. -აი ზუსტად მაგიოტ არ გითხარი, ნენე შენთვის დალევა არ შეიძლება, ნენე ახლა შენი ძილის დროა ,ნენე წამალი დალიე. -უსამართლო ხარ. -არ ვარ. ზუსტად მაგ დამოკიდებულების გამო არ გითხარი, მომექცეოდი როგორც ავადმყოფს. როგორც მექცევიან ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი, ჩემი ბიძაშვილები. ჩემი დიაგნოზის გაგების მერე ყველა ცვლის დამოკიდებულებას, აღარ მიყვებიან არაფერს რაზეც შეილება ვინერვიულო. ჩემები იმასაც კი მიმალავდნენ რომ მამამ თავი იმიტო მოიკლა, რომ იმავე დიაგნოზი ჰქონდა რაც მე. რომ შეეძლოთ ალბათ დიაგნოზსაც დამიმალავდნენ საკუთარს. -ნენე, მე არ გეუბნები რომ არ უნდა იცხოვრო და არ უნდა დალიო, უბრალოდ შენ... შენ რა დოზითაც სვამ სასმელს, მე რო მცოდნოდა, რომ წამლებს სვამდი, ამდენის დალევის უფლებას ნამდვილად არ მოგემცდი. -აი შენი პრობლემა, გგონია რო გაქვს უფლება ვინმეს რამე აუკრძალო, ან შენ ძმას, ან მე. და შენ თავს? შეგიძლია შენ თავს ბოზკაცობა აუკრძალო? -ნუ ცდილობ, რომ გული მატკინო. -აჰა ანუ ცდადაც არ ღირს, იმიტომ, რომ ჩემი სიტყვები შენთვის არაფერს ნიშნავს. -ძალიან ბევრს ნიშნავს, გეთანხმები ყ*ეური საქციელი იყო სალომესთან სექსი, არ უნდა ამეკრძალა შენთვის ნერსესთან ურთიერთობა. არ მქონდა ამის უფლება და სავარაუდოდ ზუსტად მაგიტომ წააყვანინე თავი სახლში, რადგან დაგემტკიცებინა, რომ ვერავინ ვერაფერს გიბრძანებს. ეხლა შენ აღიარე, რომ ბავშვური საქციელი იყო, ჩემს ჯინაზე მაგის გაკეთება. ნერსეს არც კი იცნობ, იქნება და რატომ გიშლიდი მასთან ურთიერთობას? გიფიქრია ამაზე? ამაზე მართლა არ მიფიქრია. -უნდა მენდო, როდესაც გეუბნები, რომ ნერსე არ არის ის ადამიანი... -და იქნებ რაღაც არის რაც შენ არ იცი შენ ძმაზე? გიფიქრია,რომ ის არ არის ცუდი ადამიანი? -ნახევარიც კი არ იცი იმისი რაც ნერსემ გააკეთა. -მართალი ხარ. არ ვიცი. -ხოდა, გთხოვ. რაც არ უნდა მოეყოლა შენთვის, დამიჯერე რო ყოველი სიტყვა ტყუილი იყო, საოცარი მანიპულატორია. ისე შეგაცოდებს თავს, რომ ვერც კი მოასწრებ თვალის დახამხამებას. ნენე, მე რო ვიცოდე რო შენ ჩემთან ურთიერთობა ზიანს გაყენებ, თავსაც კი დაგანებებ იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. ნებისმიერი რამე შეგილია დაიჯერო ჩემზე, მაგრამ არა ის, რო მე შენთვის ცუდი მინდა. -გავიგე. -ხოდა ნუ ხარ გაბრაზებული გთხოვ-ჩემთან ახლოს მოვიდა, სახიდან თმა გადამიწია, შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა-რატის დავურეკავ და დაველაპარაკები. -სალომესთან ერთად აღარ მინდა ცხოვრება. -დაანებე თავი, სალომეს სექსი ვისთან ექნება ეგ შენ არ გეხება. ჩემთან ეხლა ვერ ვაცხოვრებ და არ დატოვო ისე. -კარგი. -და შემდეგზე რამე რო დაგჭირდება ჩემთან მოდი და არა ნერსესთან. მერე საღამოს დავჯდეთ და მომიყვები რა მოგიყვა. *** სახლში წავედი უნდა გამომეცვალა, კარის გასაღებით გაღებას ვცდილობდი, რო კარი გაიღო და დედაჩემი დამხვდა წინ. გულმა კინაღამ დამარტყა, კიდე 3 დღე არ უნდა ჩამოსულიყო. უკან პეტრე და ლაშა ედგნენ, ორივე ერთ პოზაში, ხელები ჰქონდათ გადაჯვარედინებული და ძალიან გაბრაზებულები ჩანდნენ. კულმინაცია იყო, რომ სალომე იჯდა მისაღებში და ძალიან დამნაშავე სახით მიყურებდა, აშკარად არ ამყვა ტყუილში და უთხრა, რომ ბებიამისი ცოცხალია. აი ახლა, გაბრუნებას და ამათგან გაქცევას არაფერი მირჩევნოდა. მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ რა სწრაფია ლაშა როცა უნდა. -დე.. რატო ჩამოხვედი ესე ადრე?-გადავკოცნე, თავის გადებილება მინდოდა მეცადა. -ბიჭებმა დამირეკეს. შემოდი აბა ერთი, მოყევი სად იყავი-დედა მაინც და მაინც მკაცრი არ არის, მაგრამ ტყუილს ვერ იტანს. ლამის ფეხები მომეკვეთა, ხოხვით შევედი სახლში და სალომეს გვერდით დავჯექი. -ეს შენი მეგობარია?-დედამ სალომეზე მიმითითა. -კი რამდენიმე დღე ჩემთან რჩებოდა, მარტო რო არ ვყოფილიყავი. -რატომ მოიტყუე რომ ბებია გარდაეცვალა? ან სად წახვედი ღამის 3 ზე?-დედაჩემი პირდაპირი ქალია, არ დაიწყო შემოვლა. ეგრევე ბიჭებს გავხედე ძალიან გაბრაზებულმა. მაგრამ რას ველოდებოდი? ორივეს ერთი სული ჰქონდათ როდის გამომკეტავდნენ ალბათ ან ფსიქიატრიულში ან თავისთან სახლში. -ყოჩაღ თქვენ სამივეს-იქით ვადანაშაულებდი ჩემი ტყუილებისათვის, მაგრამ მეგონა, რომ რომელიმე მაინც დამიდგებოდა გვერდით. ჩემი ბრალია, სხვის საქმეში, რომ ზედმეტად ვყოფ ცხვრის, აი ვის გამო გავიფუჭე ურთიერთობა ლაშა და პეტრესთან? ან დედაჩემთან? ვაჩეს სექსის გამო ეველინა და სალომესთან და მაგის და ნერსეს კონფლიქტის გამო? მართლა ბიპოლარული აშლილობა მჭირს და სავარაუდოდ გონებრივი შეფერხებაც მაქვს. ან აზროვნების პრობლემები. ან უბრალოდ დეგენერატი ვარ. -ელა, რანაირად ელაპარაკები? გაგიჟებული იყო პეტრე ვერ ვცნობო, ბოლო 1 კვირაა ყირაზე გადადის, ხან სად გარბის ხან სადო. რომ დამირეკა ეგრევე წამოვედი, ღამე 3 ზე წავიდა და მოგვატყუა, რომ მეგობრის ბებია გარდაიცვალაო. შეგილია ამიხსნა რა ხდება? მანიური ეპიზოდი გაქვს?-ეს ბოლო წინადადება ხმადაბლა წარმოთქვა, თითქოს სირცხვილი იყო. -აუ აი... აღარ შმეიძლია, შეიძლება რომ ყველაფერი ჩემს აშლილობას არ დაბრალდეს? -მაშინ ახსენი ელა, რა ხდება? მედიკამენტებს იღებ? -კი. -აბა მაჩვენე-ჩემი ჩანთა აიღო ხელში და მომაწოდა. -სერიოზულად? ეხლა წამლები უნდა დამითვალო? შენ გავიწყდება, რომ სრულწლვოანი ვარ არა? ვერ გამაკონტროლებ ისე როგორც შენ გინდა . -აი ეხლა ამტკიცებ, რომ საღ გონებაზე არ ხარ-მემგონი სპეციალურად გადავყავდი ჭკუიდან, რომ მართლა ჩემი მანიისათვის დაებრალებინათ ყველაფერი. -რატო? იმიტო რო გეწინააღმდეგები? გავბედე და გეწინააღმდეგები შენ და შენ დაქვემდებარებულებს? -ლაშა და პეტრეზე მივუთითე. -წესიერად ილაპარაკე ელა-კბილებს შორის გამოსცრა ლაშამ. -ნუ შემეცით მთელმა ოჯახმა რა-წამოვდექი, მაგრამ ჩემს სიტყვებზე პეტრე აენთო უცბად მოვიდა და ერთი ხელის კვრით უკან ჩამაგდო სავარძელში. -წესიერად ელაპარაკე დედაშენს, შენ ძალიან ხო არ გაგიტკბა თავისუფლება? ან დროზე ახსნი სად იყავი, ან ისეთ ხალხს ჩავრევ ამ ამბავში სულ დეტალებში გავიგებ უცბად სად იყავი და რა ხდებოდა-პეტრე პოლიციელი იყო, გია შსს-ში მუშაობდა. ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო. -მეგობარს ჰქონდა პრობლემები და დავეხმარე. -რომელ მეგობარს? -არ იცნობთ. -რა ქვია მაგ მეგობარს-დედამ მკითხა. -ვაჩე. -რაა? ღამის 3 საათზე ვიღაცა ტიპთან ერთად დაიარები და პრობლემებს უგვარებ?-ლაშაც წამოენთო და თავზე დამადგა, ხელების ქნევა დაიწყო გაბრაზებულზე. -ძმასთან იჩხუბა სერიოზულად, სალომეც იქ იყო-სალომეს მივუბრუნდი, იქნება ამჯეარდ მაინც დამდგომოდა გვერდში. -ხო, მართალს ამბობს-სალომემ დამიდასტურა, მაგრამ ვინღა დაუჯერებდა. -და შენ რა შუაში იყავი? -ვაიმე ინერვიულა დედა და არ მინდოდა მარტო ყოფილიყო. -სალომე ხომ იყო იქ. შენ რა საჭირო იყავი? თუ შენი შეყვარებულია?-ოპა, აი ეს აინტერესებდათ სამივეს, თორე სულ ფეხზე ეკიდათ ეხლა ჩემი მეგობარი, შმეგობარი. -არაა ჩემი შეყვარებული მეგობარია. ჰყავს იმას შეყვარებული. ან ები-ამაზე ცოტა გამეცინა. -ხოდა იმას რატომ არ დაურეკა მაშინ?-ლაშა უკვე გიჟს ჰგავდა. -ვაიმე, ხო მეკითხებით სად იყავიო ხოდა გიხსნით. -და რატო მოიტყუე მაშინ ბებია გარდაეცვალა სალომესო?-დედაჩემი უკვე დაიბნა, ვეღარ ხვდებოდა მე ვიტყუებოდი, თუ თვითონ უჭირდა გაგება. -იმიტო რო ვიცოდი, რო სხვანაირად არ გამიშვებდით-ლაშა და პეტრეს შევხედე გაბრაზებულმა. -იასნად არ გაგიშვებდით ვიღაცა ტიპი ჩხუბობს თავის ძმასთან შენ რა შუაში ხარ? გამშველებელს რო მეტი ხვდება არ იცი ამხელა გოგომ?-პეტრე უკვე ხელებს იქნევდა აქეთ იქით და თვალები ისე ჰქონდა დაქაჩული ჩემი ერთი ზედმეტი სიტყვა და მართლა ვაჩესთან წავიდოდა საცემად. პეტრე სუსში მუშაობდა და 2 წუთში გაიგებდა სიმართლეს რო ნდომოდა-მოკლედ, აი დღეიდან, ფეხს არ გაადგამ სახლიდან, დედაშენი როცა არ იქნება იცხოვრებ ჩემთან -შენ ცოლი დ... -ხმა! ელა-იმხელა ხმაზე დაიღრიალა მეც, დედაც და სალომეც ერთიანად შევხტით. ნანამ საყვედურით გახედა- კიდე ერთი სიტყვა და მწარედ განანებ წუხანდელს-კიდევ უფრო აუმაღლა ხმას- პირობას გაძლევ-თითი დამიქნია ორი წლის ბავშვივით და ღრიალი გააგრძელა-კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი ან საერთოდ კიდევ ერთხელ სადმე წახვალ ისე რო მე არ მეტყვი, არ გამაგებინებ და საერთოდაც ნებართვას არ აიღებ და დედას მოვუ*ნავ მაგ შენ ვაჩეს, მაგის ძმასაც და მთელ მოდგმას! გასაგებია?-ნანა უკვე ვერარ ბედავდა საყვედურის მიცემას ისე ყვიროდა პეტრე. თითქოს მამაჩემი ყოფილიყო. ვინ მისცა ამდენის უფლება? ძალიან მინდოდა მეყვირა, რომ არ არის გასაგები და წამოვმხტარიყავი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, უბრალოდ თავი დავუქნიე და დაველოდე რას იზამდნენ. ლაშა უკვე მშვიდად იყო, პეტრემ თქვა მისი სათქმელიც და აღარაფერს ამატებდა. -მე დღეს ისევ მიწევს გაბრუნება უკან, თან სასწრაფოდ. წახვალ პეტრესთან დღეს. -ლაშა რო დარჩეს აქ?-დედაჩემს გავხედე. -რაა?-პეტრემ წარბები აწია-მე არ ვთქვი გასაგებად რო ჩემთან მოდიხარ? -ადრე ხო ვ... -ელა!-დაიღრიალა და უცბად ღრმად ჩაისუნთქა-ბოდიში ნანა დეიდა, უბრალოდ... 2 ღამის უძინარი ვარ აი ამის გამო და ვეღარ ვიკავებ თავს რო არ ვცემო აქვე. -ხოდა ამიტო დარჩეს ლაშა-ნანამ თქვა-მეგობრის დახმარება უნდოდა, იცი,რომ ცოტა მიამიტია და ეშლება ხოლმე რაღაცეები. ლაშა დარჩება და გააკონტროლებს, კიდევ ერთი მსგავსი ნაბიჯი და მერე მართლა პეტრესთან გადახვალ-პირი დამრჩა ღია, ნანა ყოველთვის პეტრეს უჯერებდა ხოლმე, არ მჯერა რომ ამჯერად მის წინააღმდეგ წავიდა. -იცით მე დაგტოვებთ-სალომე წამოდგა, მაგრამ ნანამ გააჩერა. -არა, რას ამბობ. დარჩი რამდენი ხანიც გჭირდება, ლაშასი არ მოგერიდოს, წესიერი ბიჭია, შენ არაფერს გაკადრებს ზედმეტს. დასავით მოგექცევა ისე როგორც ელას. ბოდიშს გიხდი უხერხულ მოდგმოარეობაში ჩაგაყენეთ და ამდენ ყვირილს გასმენინეთ. შეგილია გახვიდე ოთახში ცოტახნით. სალომე ოთახიდან გავიდა. -ელა, მამაშენის სიკვდილის მერე, ვერ დამაბრალებ იმას,რომ მე შენ მიმართ ზედმეტად მკაცრი ვარ. მე სულ უნდა ვიცოდე სად ხარ, ვისთან ერთად და რარს აკეთებ. მედიკამენტებიც უნდა ვიცოდე რომ სულ თან გაქვს. ბიჭებიც მხოლოდ ამას გთხოვენ. -არა, ბიჭები მთხოვენ რომ არავის არ ველაპარაკო, 9საათზე სახლში ვიყო და არსად ვიარო. ბიჭი მეგობრები არ მყავდეს, სულ ვიმეცადინო და საერთოდაც ჩემი ყოველი ნაბიჯი მათ შევატყობინო. -არა, ერთადერთი რასაც გთხოვთ არი ის, რომ ნორმალურ დროს დაიძინო რომ ნორმალურად გეძინოს. ნორმალურად იკვებო და გქონდეს სტაბილური რუტინა. მოდი სახლში 1-მდე, 2-მდე, იცოდნენ სად ხარ, ვისთან ერთად ხარ და სვამ თუ არა წამალს. -რა პირველი და ორი ნანა, ბარემ ნუ მოვა სახლში უკვე დილაა მაგ დროს-პეტრე თავისას არ იშლიდა. -პეტრე, ახალგაზრდა გოგოა, 9 საათზე მოსვლას ნამდვილად ვერ ვთხოვ ეხლა სახლში. იმ ვაჩესთან ერთად მარტო არ მინდა რომ იყო ღამე, სალომეც იქნება ხოლმე იმედია და ასეთ შემთხვევაში შეგიძლია მასთან ერთად ყოფნაც. თუ არ მიმალავ და შეყვარებული არ არის. -არ არის. -ხოდა მშვენიერი. პეტრე, ლაშა, უკვე აღარ არის ელა პატარა და არ ჭირდება ასეთი კონტროლი, ძმაკაცებიც ეყოლება და ამაზე ნუ გაუჭედავთ. შეყვარებული იცის რომ ადრეა და ჯერ სწავლას უდნა მიხედოს. -ნანა, შენ შეყვარებული რა გგონია საიდან მოდის?-პეტრემ დამცინავად გახედა თავისი ჭკუით ,,მიამიტ’’ დედაჩემს-მეგობრობიდან იწყება ყველაფერი, აბა ბაც და თავში არავინ არ დაეცემა მოდი შეყვარებულები ვიყოთო. -გასაგებია, მაგრამ ყველა ბიჭთან ურთიერტობას ხომ არ ავუკრძალავთ? თან სალომესთან ერთად იქნება ხოლმე. კარგი უნდა გავიქცე, ელა, გთხოვ არ ანერვიულო ბიჭები, თქვენ კიდე ნუ ფორიაქობთ ყველაფერზე. გამისკდა გული-გადამკოცნა, ჩამეხუტა, ჩანთას დაავლო ხელი და გაიქცა. მე ბედნიერი სახით მივაჩერდი პეტრეს და ლაშას. -შენ გგონია ეხლა შენი გაიტანე ხო?-პეტრე გვერდით ჩამომიჯდა-ვაჩეს გვარი მინდა, მთელ ოჯახს გადავამოწმებ და ვნახავ ვინ არიან. -არაფერსაც არ გადაამოწმებ. -ვითომ რატომ?-ეჭვის თვალით შემომხედა. -იმიტომ რომ თქვენი საქმე არაა, ნანამაც კი დამანება თავი, ეხლა სანამ რომელიმეს მაგრა გაწყენინეთ შემეშვით ორივე, მეძინება მაგრა და საღამოს ლექცია მაქვს-საძინებელში გავედი და კარი მივიხურე იმ იმედით, რომ არც ერთი არ გამომყვებოდა, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ხოდა შემოაღეს კარი, პეტრე ჩემ საწოლზე ჩამოჯდა, ლაშა კართან დადგა დარაჯივით. -ეხლა შენ გგონია, რო ნანასავით მიამიტი ვართ რომელიმე?-პეტრე ნამდვილად სუსში მუშაობდა, დაკითხვის ტონიც კი მიუთითებდა ამაზე. -აუ რა გინდა პეტრე?-წამოვდექი და გაბრაზებული მივაჩერდი. -აუ რა გინდა კი არა, ვინ არის ეს ვაჩე. -ჩემი მეგობარია. -მეგობარი-ლაშას გაეცინა-შენ აღარ გახსოვს ეტყობა ჩემი მეგობარი გოგ...-პეტრემ ეგრევე ისეთი თვალებით გახედა ლაშამ წინადადებაც არ დაამთავრა და თვალი აარიდა, ჩაახველა და გააგრძელა- არ ხდება ეგრე რა ელა, ნუ ხარ მიამიტი. და ეს ღამის სამ საათზე ნახვა რა არი მეგობრის თუნდაც. -აღარ ვნახავ ღამის სამზე ოღონდ შემეშვით-უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი ოღონდ თავი გაენებებინათ. -შენ ხო იცი რო ორ წუთში შემილია რო მოვინდომო გავიგო გუშინ ღამე სად იყავი-პეტრემ თვალებში ჩამხედა, თითქოს სიცრუის დეტექტორი ჰქონდეს ჩადგმული ტვინში. შიშისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა, არანაირად მაწყობდა რომ პეტრე ნერსემდე გასულიყო. -ვიცი. -ხოდა ან წესიერად მოიქცევი ან იძულებული ვიქნები რო აი ამ მეთოდებით გაკონტროლო. სახლი, უნივერსიტეტი, მეგობრები 12 საათამდე და დამთავრდა. თუ ბევრს გაატრაკებ, სამსახურსაც დაიწყებ ჩემთან და ვნახავ როგორ გექნება ღამის 3 საათზე ვიღაც ვაჩესთან ბოდიალის ნერვი. -რა 12 საათი ნანამ... -ნანა აქ არ არის, რო იყოს და ეს დღეები გამოევლო რაც შენ ჩვენ გამოგვატარე, 12 ზე კი არა ვაფშე არ გაგიშვებდა სახლიდან. ამიტო მადლიერი იყავი. და ნუღა მეპასუხები. ძალიან გაბლატავდი, მადლობა თქვი, რო მამამ არ იცის არაფერი, თორე აი მერე რაც მოხდებოდა ნახავდი. ეხა დაიძინე და ლექციაზე ლაშა გაგიყვანს-ვიცოდი რომ ეხლა შეპასუხებას აზრი აღარ ჰქონდა ამიტომ თავი დავანებე. გაისწორა თავისი და წავიდა. ლაშა ცოტახნით იდგა კართან ალბათ ელოდა რომ ტირილს დავიწყებდი, რომ დავემშვიდებინე, მაგრამ ამ სიამოვნებას არ მივანიჭებდი არც ერთს. ხოდა ისიც გავიდა. მალე ჩამეძინა, რადგან სულ 3 საათი მეძინა ღამე. საშინლად დაღლილი ვიყავი. ლექციაც გავაცდინე და ლაშამაც აღარ გამაღვიძა. ალბათ 11 იქნებოდა ტელეფონმა რო დარეკა. -გისმენ?-ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი. -რას მისმენ, სად ხარ?-ვაჩე იყო. -სახლში. -ხო აპირებდი გამოსვლას საღამოს ჩემთან? -აუ მაგრა გაჭედეს ჩემებმა, ნანა ჩამოვიდა და ისტერიკები ამიტეხეს ღამის 3ზე სად იყავიო. -აიფ და რა ეხლა დაგსაჯეს?-გაეცინა. კიდე კარგად არ იცნობდა ეს ჩემ ბიძაშვილებს, თორე ამ კითხვას არ დასვამდა. -ნუ, დაახლოებით. შენ კიდე არ იცი რა ველური ბიძაშვილები მყავს. მოგიყვები ხვალ უნივერსიტეტში. -ველოდო რომელიმემ რომ დამისატკავოს?-ხარხარით კვდებოდა. -აუ პაკა-გავუთიშე და ძილი განვაგრძე. თქვენ წარმოიდგინეთ და პეტრემ შეასრულა თავისი სიტყვა მთელი ერთი თვე სანამ დედა არ დაბრუნდა კოშმარში მაცხოვრა, ყოველ საღამოს მირეკავდა და მამოწმებდა სახლში ვიყავი თუ არა. ზოგჯერ მოდიოდა კიდეც. ეს ყველაფერი კიდე გაუარესდა, როდესაც დედაჩემი ჩამოვიდა მივლინებიდან და ისეთი ამბავი მახარა, რომ ამას ჯობდა ... არ ვიცი რა ჯობდა. ყველაფერი. მოკლედ მივლინებიდან დაბრუნდა დილით ადრე და გამიხარდა, გამოვედი ჩავეხუტები , მოვესიყვარულები თქო და ახლა უფრო დიდ ჩემოდანს ალაგებდა. -რა ხდება?-მეგონა მესიზმრებოდა. მთელი ოთახი ტანსაცმელებით იყო მოფენილი და დედა ჩქარ-ჩქარა ალაგებდა რაღაცეებს. -ელა, არ გამიბრაზდე. უკვე დიდი გოგო ხარ, წესით მე ასე ყოველდრიურად აღარ გჭირდები. -რა იყო დედა მშორდები?-ორივეს გაგვეცინა ჩემ ვითომ და კარგ ხუმრობაზე. -გახსოვს რუმინეთის პროექტზე რომ გელაპარაკებოდი, განცხადება რომ გავაგზავნე-თვალებანთებული მელაპარაკებოდა, ძალიან ბედნიერი იყო. -მერე? -გუშინ დამიბრუნდა პასუხი, მივდივარ. -რამდენი ხნით? -6 თვით. -6 თვით მტოვებ ამ ველურებთან?-ვიცი ეგოისტი ვარ, განა ის მადარდებდა რო დედა ამდენი ხნით მიდიოდა, იმაზე ვნერვიულობდი, რომ ამ ორ ცხოველთან მომიწევდა დარჩენა. -არა, მესმის, რომ გაწვალებს ორივე. ლაშას ვეტყვი რომ არ არის საჭირო უკვე აქ დარჩენა. მაგრამ მაინც მინდა, რომ შაბათ კვირაობით ეცადო და მაგათთან გახვიდე ხოლმე 1 -2 ღამე მაინც დარჩე იქით თუნდაც ბიცოლაშენთნ. -არ ვიქნები დედა მარტო, სალომე ცხოვრობს აქ. -კარგი, რა ვიცი. მაგრამ მაინც, რომ დაგირეკავენ სულ უთხარი სად ხარ და ვისთან ერთად. -არ ჭირდება პეტრეს ეგ, ჯიპიესი აქვს ალბათ ჩემს ტელეფონში. -ნუ აჭარბებ ელა, ზრუნავენ შენზე. -მახრჩობენ უფრო. აღარ ვარ 2 წლის. -არც 30 ის არ ხარ-მკაცრად გამომხედა. -ანუ 30 ის სანამ არ გავხდები ესე უნდა მიჭამონ ტვინი? -ელა, დე, გთხოვ არ მანერვიულო, იცოდე საერთოდ არ წავალ. ხოდა აი ასე, მეგობრებო. ძლივს მოვიპოვე ნანატრი თავისუფლება. ლაშა და პეტრე მაინც არ იშლიდნენ თავისას, მაგრამ ნანას სიტყვა კანონი იყო. ხოდა პეტრეს არც ეცალა ჩემთვის, მისი ცოლი მეორე ბავშვზე იყო უკვე ფეხმძიმედ და იმათ დასდევდა. ლაშა კიდე დრამებში იყო , შეყვარებულმა უღალატა. მოკლედ ჩემთვის არც ერთს არ ეცალა. ხოდა ზუსტადაც, რატის დაბადების დღე მოდიოდა. რატი მაგარი ნაჩხუბარი იყო მაინც ვაჩესთან, ხოდა მარტო მე მივდიოდი. სალომეც არ იყო დაპატიჟებული. რატო მივდიოდი იკითხავდით, იმიტო რო რაც ვაჩემ ჩემი დიაგნოზის შესახებ გაიგო წვეთს არ მასმევდა და პატარა ბავშვივით მექცეოდა.მაგრამ სიმარტლე ვთქვა მივედი თუ არა მაგრა ვინანე, კაციშვილს არ ვიცნობდი წესიერად და ყოველი მეორე იდიოტი მე მეფლირტავებოდა. ადრე ასეთ დროს ვამბობდი, რომ ვაჩე ჩემი შეყვარებული იყო და ეგ ეგრევე მიგვარებდა, რატის კიდე ფეხზე ვეკიდე ვიღაც ნაშა ჰყავდა ამოყვანილი. ხოდა ვიჯექი ჩემთვის და ვწრუპავდი რაღაც საოცარი წარმოშობის კოქტეილს რომელიც ვიღაცამ შემომაჩეჩა. წამლები არ მქონდა დალეული, რადგან სასმელზე მართლა არ შეილება ამდენის დალევა. ცოტახანში ისევ მომიჯდა რატის ერთ-ერთი ძმაკაცი., ყურადრება არ მივაქციე იმედი მქონდა წავიდოდა. -იუბილარის ვინ ხარ?-ცოტა უხეში ტონით მკითხა. -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? -დიდი, თუ და, ბიძაშვილი და ნათლული არ ხარ-აჰა გასაგებია, რატიც უკრძალავდა თავის ძმაკაცებს ახლობლებთან ფლირტს, მაგრამ ნეტა ისიც ეთქვა, რომ მეგობრებიც ლიმიტია. -ბიძაშვილი ვარ. -გასაგებია. ნინი ანუ-არ მეგონა რო იცოდა ბიძაშვილები ჰყავდა თუ არა. -შეყვარებული მყავს. -და სად არის? -მალე მოვა. -და რა ქვია, იქნება ვიცნობ? -ვაჩე-უკან გაიწია და ოდნავ სახე შეეცვალა-კარგი, მშვიდობიან ღამეს გისურვებ- ეგრევე წამოდგა და გავიდა. რომ გითხრათ იმდენად ნასვამი ვიყავი რომ ჩვეულებრივ ამბად მივიღე ეს თქო მოგატყუებთ, ძალიან გამიკვირდა, ჯერ იმიტომ, რომ ეს ბიჭი 25 წლის მაინც იქნებოდა და 20 წლის ვაჩესი რატო შეეშინდა ასე ვერ ვხვდები, ან სახელით როგორ იცნო საერთოდ. იქნებ ვინმეში შეეშალა. სავარაუდოდ ასეც არის. ძალიან ბევრი დავლიე მართლა, ყველაფრისგან ტვინი მქონდა მოტ*ნული. ხოდა რატის ვაჩესთვის დაურეკავს მოდი წაიყვანეო. მე ვერაფერი ვუთხარი ნახევრად გათიშული ვეგდე სავარძელზე, მაგრამ მესმოდა რაც ხდებოდა ირგვლივ. -ნახე რა ნაშაა-ვიღაც ბიჭი მიახლოვდებოდ,ა მაგრამ უცბად გაჩერდა. -შენ შ*გ ხო არ გაქ, სამხარაულის შეყვარებულია. -კაი ტო, მერე სადაა თვითონ-ის ვიღაცაც კაი ნასვამი იყო. -მოდის და გირჩევნია გაეცალო. -ბაზარი არაა, არ ვიცოდი, უკაცრავად... ბოდიშს გიხდით-გადმომძახა, თავი დამიქნია, ოდნავ გავახილე თვალები და ეგრევე შეკრთა და მიიმალა ხალხში. ამ დროს ხმამაღალი ნაბიჯების ხმა გავიგე, ჩემკენ გაბრაზებული ვაჩე მოდიოდა, მკლავში ჩამავლო ხელი და ნელა წამომაყენა. -წავედით-ყველა განზე გაიწია, მე და ვაჩე გავედით და მანქანაში ჩავსხედით-შემომხედე-მანქანაში შუქი აანთო და ჩემი სახე მისკენ მიატრიალა-რამდენი დალიე? -ჰა? -ამდენის დალევა როგორ შეილება წამლებზე?! შეილება ინტოქსიკაცია დაგემართოს. -არ.. დამილევია ... წამლები. მერე რა მელაპარაკა არ მახსოვს, გავითიშე და რომ გავიღვიძე ვაჩეს საძინებელში ამოვყავი თავი. ტანზე კი კაცის ზედა მეცვა, სავარაუდოდ ისევ ამისი. ჭკუიდან კინაღამ გადავედი. იმდენად მთვრალიც არ ვიყავი, რომ ვაჩესთან სექსი მქონოდა. უეჭველი არ მქონია. მივხვდებოდი. არა შანსი არაა. დაუფიქრებლად გავედი ოთახიდან და სირბილით ჩავედი ქვევით რომ ვაჩესთან დამელაპარაკა და უცბად აღმოვაჩინე, რომ ოთახში უცხო ადამიანები იდგნენ. ვაჩე ნერსე და სავარაუდოდ მათი მშობლები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.