შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(3)


13-12-2023, 02:04
ავტორი sati
ნანახია 1 746

მერე რა მელაპარაკა არ მახსოვს, გავითიშე და რომ გავიღვიძე ვაჩეს საძინებელში ამოვყავი თავი. ტანზე კი კაცის ზედა მეცვა, სავარაუდოდ ისევ ამისი. ჭკუიდან კინაღამ გადავედი. იმდენად მთვრალიც არ ვიყავი, რომ ვაჩესთან სექსი მქონოდა. უეჭველი არ მქონია. მივხვდებოდი. არა შანსი არაა. დაუფიქრებლად გავედი ოთახიდან და სირბილით ჩავედი ქვევით რომ ვაჩესთან დამელაპარაკა და უცბად აღმოვაჩინე, რომ ოთახში უცხო ადამიანები იდგნენ. ვაჩე ნერსე და სავარაუდოდ მათი მშობლები.
-ვ-არ დამავიწყდება ნერსეს მზერა, ტუჩის კუთხეში ოდნავ გაეღიმა, მე რომ დამინახა, მაგრამ კარგად რომ დამაკვირდა ეგრევე შეეცვალა გამომეტყველება და თვალი ამარიდა.
-ადი ზევით, ამოვალ ცოტახანში-ვაჩე არც გაწითლებულა, არც უხერხულად უგრძვნია თავი. მეც ეგრევე ავედი, მაგრამ გავიდა 10-15 -20 წთ და ვაჩე ისევ არ ჩანდა. მე დებილივით ვიდექი კართან, ამ დროს კარი გაიღო და ნერსე შემოვიდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და კედელს მიეყრდნო ცალი მხრით.
-შენ და ჩემი ძმა ძალიან დაახლოებულხართ-სრული სერიოზულობით მითხრა.
-ეგ შენი საქმე არ არის-მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ისევ ვაჩეს პერანგი მეცვა. საწოლთან მივედი და შარვალი ამოვიცვი.
-ვაჩე ვერ გაგიყვანს სახლში, ჩაიცვი, წაგიყვან.
-არ მჭირდება არავის წაყვანა-ჩანთა ავიღე და წასვლა დავაპირე, მაგრამ არ მატარებდა.
-რატო ბრაზდები?
-შეგიძლია გაიწიო?-გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ კლდესავით იყო ჩაქვესკნებული ერთ ადგილას.
-ვაჩემ მთხოვა სახლში წამეყვანე, იმედია შეყვარებულს მაინც უჯერებ-ისევ ის დამცინავი ღიმილი უთამაშებდა სახეზე.
-გამატარე ნერსე-ხელით გაწევა ვცადე, მაგრამ ადგილიდან არ იძვრებოდა. საშინლად გაღიზიანებული ვიყავი და ხელი ვკარი. რას დავძრავდი ამხელა გოლიათს. უბრალოდ გაეცინა დ ა კიდევ უფრო მყარად დადგა, მერე ჩემი ორივე ხელი ერთი ხელით აიღო და მისკენ მიმიზიდა.
-გითხარი უკვე, მე მიმყავხარ თქო-მერე უკანა გასასვლელიდან ძალით წამიყვანა და მანქანაში ჩამსვა. არ მინდოდა ისტერიკების და სცენების მოწყობა, როდესაც ვიცოდი, რომ ვაჩეს მშობლებიც სახლში იყვნენ. მანქანაში ჩამსვა, ჩაკეტა, რომ არ გადმოვსულიყავი , ცოტახნით შიგნით შევიდა და მალევე გამობრუნდა ვაჩესთან ერთად.
-დაამშვიდე შენი შეყვარებული სანამ მანქანა გადამიტრიალა-ჩემზე მიუთითა. ვაჩეც მოვიდა ფანჯარა ჩააწევინა ნერსეს და ხელები დადო მანქანის კარზე.
-ეხლა სახლში ნერსე წაგიყვანს, მერე აგიხსნი ყველაფერს-ძალიან უცნაური გამომეტყველება ჰქონდა სახეზე.
-რას ქვია ნერსე წამიყვანს? შენ არ იყავი ჭკუიდან რო გადადიოდი ნერსეს არ გაეკაროო?-გაღება ვცადე კარის, მაგრამ ისევ ჩაკეტა.
-ეხლა ასეა საჭირო. ნერსე მიგიყვანს სახლში და არსად სხვაგან. და გუშინდელზე მერე ვილაპარაკებთ ცალკე მე და შენ.
-არაფერს არ ვილაპარაკებთ, გააღოს მანქანა!-კარის სახელურს ვეჯაჯგურებოდი.
-ნენე ნუ იქცევი პატარა ბავშვივით და ნუ აპროტესტებ ყველაფერს. წაიყვანე- მანქანას მოცილდა, ნერსეს ანიშნა წადითო, მერე ისიც მანქანაში ჩაჯდა და წავედით. საშინლად გაბრაზებული ვიყავი, თოჯინასავით მექცეოდნენ, როცა უნდოდათ წამიყვანდნე როცა უნდოდათ მომიყვანდნენ.
-აბა? შთაბეჭდილებები-ამას კიდე ეგონა რომ სექსი გვქონდა. ვინ ეკითხებოდა საერთოდ.
-არ ვაპირებ მეასედ იმის ახსნას, რომ მე და ვაჩე მეგობრები ვართ.
-კარგი ხო, ვიცი რო მეგობრები ხართ-გაეცინა-გეღადავები უბრალოდ-ხისტად გავხედე.
-აბა დილით....
-ელა, სუ რო ოთახში შემოვსულიყავი და ვაჩეც მანდ გახდილი მდგარიყო ვერც მაგით დამაჯერებდი რო ერთად ხართ.
-და რატომ ვითომ?
-ეგ უკვე მე ვიცი - ბოროტულად გაიღიმა და გზას მიუბრუნდა-წინაზე რატო წახვედი დაუმშვიდობებლად?-ოდნავ მკაცრი ხმით მკითხა, თითქოს მტუქსავდა.
-მეჩქარებოდა. სახლში მელოდებოდნენ. მომხვდა კარგად ტყუილისთვის.
-და რა მოიტყუე?
-რო... ჩემ ერთ მეგობარს ბებია გარდაეცვალა და მერე ეგ მეგობარი ჩემთან სახლში მივიდა.. და მოკელდ ნუ. არ აქვს მნიშვნელობა... ნერსე, რაღაც უნდა გკითხო-უბრალოდ გამომხედა და თავი დამიქნია-რატისთან ვიყავი გუშინ, დაბადების დღეზე. ვიღაც ტიპები იყვნენ და როგორც კი ვაჩეს სახელი გაიგეს ერთი ორჯერ ეგრევე შემეშვნენ. და ვაჩეს ნაცემი ყავს მანდ ვინმე?
-შენთითონ ჰკითხე ეგ.
-არ მეტყვის, არაფერს მიყვება.
-ვაჩეს გვარი იცი?-ეჭვის თვალით გადმომხედა.
-სამხარაული.
-და არასდროს გაგიგონია აქამდე?
-როგორ არა ჩვეულებრივი გვარია.
-სხვა რამეს ვგულისხმობ. ის გეცოდინება, რომ ჩვენს მშობლებს საკმაოდ ბევრი ფული აქვთ.
-კი, ვიცი, რომ ბიზნესი გაქვთ.
-და რომელი ბიზნესი , ეგ იცი?-უცნაურად მიღიმოდა, გზას თითქმის საერთოდ არ უყურებდა. გამომწვევი ღიმილი ჰქონდა, თუმცა რის მიღწევას ცდილობდა ჯერ ვერ ვხვდებოდი. საერთოდაც უცნაური ადამიანი იყო.
-არ-რა-ენა დამება, მაბნევდა.
-ერთ რამეს გეტყვი, ოფიციალურად რა ბიზნესიც გვაქვს, ძალიან განსხვავდება იმ საქმისაგან, რაც არაოფიციალურად გვაქვს. ამიტომ ამიერიდან თუ დაგჭირდება ვინმეს თავიდან მოშორება, სამხარაული ახსენე.
-და რ..რა არაოფიციალური?
-ეგ უკვე შენ აღარ გეხება- მკაცრი ტონით მითხრა, მაგრამ მერე ისევ ის უცნაური ღიმილი შეათამაშა სახეზე.
-გააჩერე მანქანა.
-მივედით თითქმის.
-გააჩერე მეთქი მანქანა!-დავიყვირე და საჭისკენ გავწიე ხელი, მაგრამ ეგრევე დაიჭირა და მანქანა გადააყენა-გააღე კარი.
-ჯერ დამშვიდდი-ნერვიც არ შეტოკებია, ისევ ისემშვიდად იჯდა გეგონება შუა გზაში მოძრაობას არ ვაფერხებდეთ.
-გააღე მანქანა! -კარს ხელი ძლიერად დავარტყი.
-ელა, მესმის, რომ ...
-მე არაფერი არ მესმის! - გამაწყვეტინა - გააღე მანქანა-საჭეზე მივაჭირე ხელი ღილაკს და მანქანიდან გადავედი. რამოდენიმჯეერ დამისიგნალა, მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით განვაგრძე გზა. სახლთან, რომ მივედი იქ დამხვდა მანქანაზე მიყუდებული.
-დამშვიდდი?
-ნერსე, წადი სახლში, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-არ გარყეულა, შევეცადე უფრო სერიოზული სახე მიმეღო და საყვირლად მოვემზადე, იმიტომ, რომ უკვე მარტლა ვეღარ ვიკავებდი თავს.
-ამდენი ხანია ვფიქრობ და ორი რამ მოვიფიქრე. ან იმან შეგაშინა, რომ შვილი მყავს, ნუ შეილაება არაოფიციალურ ბიზნესზე ფიქრმაც, ან თავს იდებილებ და არწმუნებ შენს თავს რომ მე არ მოგწონვარ.
-რ... რამხხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე-ენა დამება, ეს კიდე ვირივით მიღიმოდა.
-ცოტა დროს მოგცემ ფიქრისთვის, კარგად დაფიქრდი რა გინდა. მე აღარ ვარ იმ ასაკში, რომ გეთამაშო და ცოტა ძალიანაც მეზარება. ადი ეხლა სახლში-ეტყობოდა, რომ არ აპირებდა წასვლას სანამ სახლში არ ავიდოდი, აღარ ვიჯიუტე და წავედი. ეს სამჯერ ნახვის მერე რამხელა ამბიციები აქვს რომ მომწონს? მთელი დღე მასზე ვფიქრობდი, ჩემამდე რანაირად მიხვდა რომ მომწონდა? აქამდე სულ ველოდებოდი, რომ ვაჩეს მიმართ მექნებოდა რაიმე გრძნობა, მაგრამ გაცნობის დღიდან სულ სხვადსხვა გოგოებთან ერთად იყო და ალბათ ამის გამო ვერც ვაძლევდი ჩემს თავს ამის უფლებას. არ ვიცი, ძალიან დავიბენი. თან მათი ოჯახის ირგვლივ უცნაური ამბები ტრიალებდა, სამხარაული ესმოდათ თუ არა გარბოდნენ. გადავწყვიტე საბოლოოდ დამესერჩა ან რაიმე მაინც გამეგო მათ შესახებ, ხოდა პეტრესთან მივედი სახლში. მარტო იყო ჩემდა ბედად.
-ლაშამ კარგად იქცევაო და მატყუებს თუ თვითონაც ყოველ ღამე დატასაობს უსაქმურივით-ჩაი მომიდუღა, დამიდგა, შემდეგ კი სამზარეულოს ფანჯარა გააღო სიგარეტს მოუკიდა და ხელი გარეთ გაყო სუნი რომ არ შემოსულიყო.
-არა ღამე დატასაობს კი, მაგრამ მართლა კარგად ვიქცევი-ნამდვილად კარგად ვიქცევი კი აბა.
-ჰა რისთვის მოხვედი.
-მაინც და მაინც რამე უნდა მინდოდეს?-ვის ვატყუებ, ჩემი ბიძაშვილი დებილი ნამდივილად არ არის.
-გინდა დარჩი ამაღამ აქ მაშინ, მომენატრე-ბოროტულად გამიღიმა, ვერ ვიტან, როდესაც ასე ადვილად ხვდება რა მინდა.
-კარგი, ხო. მოკლედ, შენ ხო მიგიწვდება ხელი ბაზაზე. ერთი ადამიანის ოჯახზე მინდა რაღაცის გაგება.
-რისი?
-ძალიან უცნაური ოჯახია, აი მათი გვარი რო ესმით ყველა ეგრევე ერთ ადგილზე იყინება.
-რა გვარია მითხარი აბა?
-სამხარაული.
-სამხარაული-უცნაური სახე მიიღო, თითქოს იხსენებდა რაღაცას. მერე სიგარეტი გადააგდო, ფანჯარა დახურა და წინ დამიჯდა-რა გინდა სამხარაულებისგან?
-ანუ შენც იცი?
-ვიცი რომელია, მითხარი რომ შენი მეგობარი ან ვინმე ახლობელი არ არის მაგ ოჯახიდან-მდა.. აქ ჯობია მოვიტყუო, ისევ ალბათ ჩემი და პეტრეს ოჯახის გამო.
-არა, უნივერსიტეტში ლაპარაკობდნენ და მაინტერესებს.
-ნაძირლების ხროვაა ელა. დამპირდი, რომ არ გაეკარები მაგ ოჯახს-თვალი თვალში გამიყარა და ახლოს მოიწია-ელა მეთქი.
-არა, დამშვიდდი. არ ვაპირებ, მაგრამ მითხარი რატომ-ისევ ადგა, გამოაღო ფანჯარა და მეორე ღერსაც მოუკიდა.
-გითხარი უკვე რატომაც. თუ შეხება არ გაქვს, არც ის უნდა გაინტერესებდეს ვინ არიან.
-ანუ რა გინდა, ჩემით გავიგო მაინც და მაინც?-მაინც არ მოვეშვი ჩემსას, ახლა კიდევ უფრო მაინტერესებდა ვინ იყვნენ.
-ნაროკმანების, უსაქმურების, მკვლელების და ნაბიჭვრების ოჯახია, მეტი რა გინდა? ჩათვალე კანონიერ ქურდებზე უარესი ადამიანები არიან, თუ ადამიანიც ერქმის მაგათ-აბუქებდა. არც ვაჩე და არც ნერსე არ ჰგავდნენ ეგეთ ადამიანებს. ნუ კარგი.. ნერსე უცნაური იყო, მაგრამ მკვლელი? ან საერთოდაც ნარკომანი? ან რა უსაქმური სულ მუშაობდა.
-მაფია?-ოდნავ გაეცინა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა.
-დაახლოებით, თუმცა თავს ასე არ უწოდებენ. ელა, არ დაგინახო მაგათ გვერდით, წარმოადგენა არ გაქ ვინ არიან-სიგარეტი გადააგდო და მკაცრად გამომხედ.ა
-და თუ იცით ვინ არიან, რატო არ იჭერთ?
-გითხარი უკვე, კანონიერ ქურდებზე მაღლა დგანან, მაგათ ხელს არავინ ახლებს. ჩათვალე რაც კი აქ ნარკოტიკები შემოდის, მაგ გაიძვერების შემოტანილია.
-ანუ მთავრობასთან არიან შეკრული?
-არა. ელა, ძალიან ბევრ კითხვას სვამ და არ მომწონს. ამჯერად სიტყვაზე გენდობი, რომ არ იცნობ და არ ეკარები მაგატ, მაგრამ აი უბრალოდ სადმე რო დაგინახო, ან სადმე გავიგო ...
-დამშვიდდი-შევატყვე რომ ძალიან ანერვიულდა, ავდექი და ჩავეხუტე-გითხარი, რომ არ გავეკარები თქო და ვსო. ისე მინდოდა მცოდნოდა, ეხლა ვიცი და არ გავეკარები.
-ჰო-მიმიხუტა-სახლში გაგიყვან, ვნახავ ერთი მაგ ბედოვლათს რას მიკეთებს გივლის თუ არა საერთოდ.
-ვინ ვის უვლის ეგ საკითხავია.
-ეგეც მართალია, ტყუილად ცხოვრობს მგონი მანდ.
-გეთანხმები.
-ხოდა გადავიდეს ისევ თავისთან.
***
ვაჩეს ოჯახი - მაფია. ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ვიცოდი მდიდარი ოჯახიდან მოდიოდა, მაგრამ მაფიას ვერასდროს გავიფიქრებდი. სერიოზულად შემეშინდა, მათთან ერთად ყოფნისას ათასი რამე შეიძლება დამმართნოდა. თუნდაც იმ ღამეს, ვაჩეს სახლში რომ აღმოვჩნდი, მისი მშობლები ქვევით იყვნენ და სახლში უმანაქანოდ არაფრით რო არ გამიშვეს. რა ჯანდაბა იყო ეგ? ან ეხლა როგორ უნდა გამეწყვიტა მასთან ურთიერთობა ისე, რომ ვაჩეს არაფერი ეეჭვა? და ნერსეს?! ნერსემ ხო უკვე იცოდა, რომ მომწონდა. ვერ წარმოიდგენთ რა საგონებელში ჩავვარდი, ამას ისევ ჩემი მანიური ეპიზოდები მირჩევნია, მედიკამენტები მაინც მშველის. ერთადერთი პოზიტიური ამ ყველაფერში ის იყო, რომ ლაშა თავისთან დაბრუნდა სახლში, სალომეც რატისთან გადავედი და მარტო მაინც ვცხოვრობდი. მთელი დღე ვიჯექი სავარძელში, ტელევიზორი მქონდა ჩართული და დებილივით მივჩერებოდი, არც ვუყურებდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ან რამეს დამიშავებდნენ რომ იცოდნენ პეტრემ მომიყვა მათ შესახებ? ან ჩემს ოჯახს? რანაირად გადავიკიდე ორივე ძმა თან. ალბათ სალომემ ყველაფერი იცოდა, ბავშვობიდან მეგობრობენ და შანსი არაა არ მიმხვდარიყო ან რაიმე არ გაეგო. ამ ფიქრებში ვიყავი კარზე კაკუნი რომ გაისმა, ლამის გული გამიჩერდა შიშისგან. არ გავრყეულვარ, იმედი მქონდა, რომ გაზიდან იყვნენ და წავიდოდნენ. ამ დროს ტელეფონზე ზარი გაისმა, ჯანდაბა.
-ელა, ტელეფონის ხმა მესმის გააღე კარი - ვაჩე იყო. არ ვაპირებდი კარის გაღებას. არ მინდოდა მასთან საუბარი. თუ რამე იფიქრებდა, რომ გაბრაზებული ვარ ბოლო შემთხვევის გამო. მაგრამ არ დაანება, ისევ დაიწყო კაკუნი, არ მინდოდა მეზობლებს გაეგოთ და კარი გავაღე. ეგრევე შემოვიდა და კარი დაკეტა, მერე მე მომიბრუნდა - რა გჭირს?
-რა მჭირს?-ისე მართლა საშინლად გამოვიყურებოდი. ჩემი გრძელი ფართხუნა ჟაკეტი მეცვა, ფეხშიშველი ვიყავი და თმა გაწეწილი მქონდა. მისაღებში გავედი და ტახტზე დავჯექი. ისიც გამომყვა.
-ერთი კვირაა გირეკავ, უნივერსიტეტში არ დადიხარ, არ მპასუხობ ზარზე, არ გვნახულობ არავის. ცუდად ხარ? მარტო რო დარჩი მაგიტო?-სახეს ვუმალავდი, არ მინდოდა რაიმეს მიმხვდარიყო და ამიტომ არ ვუყურებდი თვალებში. გვერდით მომიჯდა-ელა, თუ ცუდად ხარ მითხარი. დავრჩები რამდენიმე დღით შენთან, ან სალომეს გამოვუშვებ ისევ. წამლებს სვამ?-საძინებელში გავიდა და ჩემი წამლების თვლა დაიწყო, რომ მიხვდა ვსვამდი ჩვეულებრივად გამოვიდა (ფორმა მაქვს მედიკამენტების მიღების და იქ ვავსებ ხოლმე ექიმისთვის)-გინდა ფსიქოლოგს დავურეკოთ?
-არ მინდა.
-აბა ჩემზე ხარ გაბრაზებული? ელა, მაშინ უბრალოდ რაღაცა პრობლემა შემექმნა ჩემებთან და ამიტომ ვთხოვე ნერსეს შენი წაყვანა.
-რა პრობლემა?-მკაცრად ვკითხე და როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და სახეში შევხედე.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს- ნერვიულად გაეცინა, მაგრამ ცოტათი დამშვიდდა, რომ შეამჩნია ისევ ვუყურებდი სახეში.
-შენთან არასდროს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. არასდროს არაფერს მიყვები, არაფერი არ ვიცი შენს შესახებ, შენი ოჯახის შესახებ, შენი ძმის შესახებ-მასთან გვერდით ჯდომაც კი ნერვებზე მოქმედებდა, აღარ შემეძლო ამდენი ტყუილის მოსმენა. მაგრამ არც ის შემეძლო, რომ მისი ოჯახის გამო ამდენხნიანი მეგობრობა გამეწყვიტა. ვაჩე ძალიან მიყვარდა, აი ვერ წარმოიდგენთ როგორ.
-ისევ ეს თემა, მეგონა დავხურეთ.
-კი, ისევ ეს თემა. როდესაც შენ მთელს ოჯახთან მაქვს შეხება, ნამდვილად ეს თემა წმაოიჭრება ყოველ ჯერზე სანამ სიმართლეს არ მეტყვი.
თვალებში მიყურებდა, ხანნ ერთში ხან მეორეში. კარგად მაკვირდებოდა, თითქოს რაღაცას მიმიხვდა. შევკრთი, მივხვდი, რომ ამდენი არ უნდა მელაპარაკა. წამოვდექი და სამზარეულოში გავეიდ.
-ფეხზე ჩაიცვი-ჩუსტები მომიტანა და ძირს დადო-გაცივდები.
-შემეშვი-უკნიდან ჩახუტებას ცდილობდა მაგრამ გავწიე.
-ნენე-ნენს როცა მეძახდა სულ გულის მოლბობას ცდილობდა, ამჯერად მხარზე სცადა ხელის მოხვევა, რა ეგონა ეხლა რატო მივცემდი უფლებას? ისევ გავაწევინე და ჩაის კეთება დავიწყე.
-მე შენ არ გიყვარვარ, ოდნავ მაინც რო გიყვარდე მომიყვებოდი ყველაფერს.
-და რისთვის მოგიყვე? იცი უკვე ყველაფერი-ჩაიდანი გამივარდა ხეილდან და მთელი წყალი გადამესხა ზემოდან, საბედნიეროდ ცხელი არ იყო ჯერ.
-ნენე-ვაჩე მშვიდად დაიხარა, ჩაიდანი აიღო და ისევ გაზზე დადგა. მერე აბაზანიდან მოიტანა ტილო და იატაკის მოწმენდა დაიწყო. მე გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე, საკუთარ თავს ვებრძოდი კანკალი რომ არ დამეწყო. ვაჩემ დაამთავრა დალაგება და მე მომიბრუნდა.
-ვინ გითხრა?-ახლა მას ჰქონდა მკაცრი გამომეტყველება, და სიმართლე გითხრათ უკვე მეშინოდა.
-არ მომეკარო-ახლოს მოსვლა სცადა, მაგრამ ისევ გავწიე ხელით.
-ნენე, ვინ გითხრა? ნერსემ?-ისევ ახლოს მოსვლას ცდილობდა, მაგრამ მეც უკან ვიხევდი.
-არა. არ აქვს მნიშვნელობა, შენ არ გითქვამს.
-რამდენი გითხრეს მაშინ?-ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ალბათ უკვე იცოდა რომ მოდიოდა აქ რომ ვიცოდი მის შესახებ.
-ყველაფერი. ყველაფერი! შენს დაზე, მაფიაზე და საერთოდ თქვენს მთელ ოჯახზე.
-ჩემს დაზე.. ჩემს დაზე ვერ მოგიყვებოდა ვერავინ ნერსეს გარდა!-მხოლოდ ეს ადარდებდა? ის რომ ნერსემ მის დაზე მომიყვა? ის რომ მაფიის წევრი იყო არაფერს ნიშნავდა?
-ნუ ყვირი!-ყურებზე ავიფარე ხელები და ღრმად სუნთქვა დავიწყე, ვხვდებოდი, რომ პანიკური შეტევა მემართებოდა. აბაზანაში შევედი, კარი ჩავკეტე და სანამ არ წავიდა სახლიდან იქამდე არ გამოვედი. ცოტახანში ჩამეძინა. რომ გავიღვიძე სრულიად დეორიენტირებული ვიყავი. აბაზანიდან გამოვედი და საათს და თარიღს რომ დავხედე ტელეფონზე, უკვე მეორე დრის დილის 5 ის ნახევარი იყო. ვაჩეს მესიჯი დამხვდა.
,,რომ დამშვიდდები დავილაპარაკოთ. იცოდე, რომ მე არასდროს არაფერს არ დაგიშავებ. მიყვარხარ. ამაღამ სალომე დარჩება შენთან’’-მართლაც საძინებელში რომ შევედი სალომე იწვა და ტელეფონს სქროლავდა.
-ამდენი ხანი რა გინდოდა აბზანაში გაფიცებ
-როდის მოხვედი?
-ეხლა ერთი 20 წუთია.
-წადი.
-რა?-გაოცებულმა გამომხედა-რა გჭირს? ვაჩემ კი მითხრა ცუდად არისო, მაგრამ ..-ჩათვალა, რომ მანიური ეპიზოდი მქონდა. ნელა წამოდგა და გაღიმებულმა გამომხედა, ალბათ დამშვიდებას ცდილობდა. ამ ხალხს გიჟი რატომ ვგონივარ? ბიპოლარი მჭირს, ფსიქოპათი და მანიაკი კი არ ვარ.
-იცოდი ხო შენც? -გაბრაზებულმა გავხედე.
-რა ვიცოდი?-ახლა როგორც გიჟს ისე მიყურებდა.
-ვაჩეს ოჯახზე ყველაფერი.
-მოგიყვა?-თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
-არა, ჩემით გავიგე. არ უნდა გეთქვა? ერთად ვცხოვრობდით ამდენი ხანი და ერთხელ არ უდნა გეთქვა ვინ არის ვაჩე?
-ელა, ვაჩეს წლებია თავის ოჯახთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და შენც კარგად იცი. ზუსტად იმ საქმეების გამო, რაშიც არიან გარეული.
-და დარწმუნებული ხარ მაგაში? იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ მათ სახლში ვიყავი და მშვენივრა დიყო თავისიანებთნა.
-არ არის ეგ ჩვენი საქმე ვაჩეს ოჯახი რაშია გარეული, შენი მეგობარი ვაჩეა.
-და ნერსეც! შენ ვერ წარმოიდგინე რა შარში გავყავი თავი სალომე. ნერსეს მოვწონვარ... და მგონი მეც მომწონდა და ის იყო რაღაც უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის რომ ეს გავიგე. ვაჩე შეიძლება აღარ არის მის ოჯახთან ახლოს, მაგრამ ნერსე! ნერსე თავია მაგ ოჯახის. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ის აკეთებს და ...-ხელები და ხმა ამიკანკალდა-ახლა რომ გაიგოს მე ყველაფერი ვიცი და უარს ვეუბნები ალბათ.. ალბათ..
-ელა-ახლოს მოვიდა-დამშვიდდი, შემომხედე. სულ გათეთრდი-სამზარეულოში გაიქცა და წყალი მომიტანა, წამომაწვინა საწოლზე და ადიალა გადამაფარა-დამშვიდდი. არავინა რაფერს არ დაგიშავებს, შენ თუ ნერსესთან ურთიერთობ აარ გინდა ერთად ვეტყვით და დაგანებებს თავს. მანიაკები კი არ არიან. არავის არ ერჩიან. დამშვიდდი.
-არა... შენ არ გესმის-უკვე ვბოდავდი რაღაცეებს ნერვიულობისგან, რამდენიმე დღე იყო გასული რაც არ მეძინა. სალომეც მომიწვა გვერდით, ხელი ჩამკიდა და ცდილობდა დავემშვიდებინე, როგორც იქნა ჩამეძინა. დილით საუბარმა გამაღვიძა, მეორე ოთახიდან მოდიოდა. ვაჩეს ხმა გავიგე, მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი და რეაქცია არ მქონია. ნელა წამოვდექი და გავედი , მხოლოდ პერანგი მეცვა. ვაჩე, ნერსე და სალომე იდგნენ.
-შეიკრიბა?-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ვთქვი, მაგრამ საკმარისი იყო რომ სამივეს შეეწყვიტა ჩოჩქოლი ჩუმად და მე გამომხედეს.
-გოგო, წადი ჩაიცვი-სალომემ დამისისინა.
-ნუ დარდობ, არაფერი ისეთია რაც ამათ აქამდე არ უნახავთ-ნერსეს გაეცინა.
-მიდი ჩაიცვი, მოწესრიგდი და დავილაპარაკოთ-ნერსემ მითხრა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ორივე აქ იყო და როგორ გავაგდებდი არც ვიცოდი. აბაზანაში მინდოდა ჩაკეტვა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი შიში ეგრძნო რომელიმეს. უცნაური შეგრძნება იყო, ჩემს წინ ორი ადამიანი იდგა, რომლებთანაც საკმაოდ ძლიერი გრძნობები მაკავშირებდა. ერთთან მეგობრული , მეორესთან კი.. უკვე აღარც ვიცოდი. და საკმარისია გამეგო მათ შესახებ სიმართლე, რომ ორივეს მიმართ მხოლოდ შიშს განვიცდიდი. საძინებელში გავბრუნდი, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და ისევ გამოვბრუნდი. ხელები გადავაჯვარედინე და მათგან მოშორებით ფანჯარასთან დავდექი. სალომეს საუზმე ჰქონდა გამზადებული. თეფშთან ჩემი წამლები იდო.
-ისაუზმე-ნერსემ სკამზე მიმითითა.
-დიდი მადლობა, რომ ჩემს სახლში საუზმობის ნებას მრთავთ ბატონო ნერსე-წარბი აწია და კიდევ ერთხელ , ამჯეარდ მზერით მიმითითა, დაჯექიო. ინსტინქტურად მეც დავჯექი. ისინიც მიუსხდნენ მაგიდას.



№1 სტუმარი სტუმარი სალო

როდის დაიდება ახალი თავი ნერსე და ნენე აბსურდია

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი სალო
როდის დაიდება ახალი თავი ნერსე და ნენე აბსურდია

მაშინ გირჩევდით აქედანვე შეწყვიტოთ კითხვა smile რადგან ნენე და ნერსეზეა ეს ამბავი. ვწუხვარ grimacing

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძაან კარგია სასიამოვნო საკითხავი
მაგრამ თუ ნენე და ვაჩე ერთად არ იქნებიან მე მოვრჩი კითხვას, თქვენ წარმატებები ♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი marie

არვიცი რატომ არიან მკითხველების რაღაც ნაწილი ასე ცუდად განწყობილი ნენეს და ნერსეს წყვილთან დაკავშირებით მაგრამ მე პირადად ნენე და ვაჩე ვერ წამომიდგენია ერთად მათი მეგობრობა უფრო შეიძლება ვიდრე დაწყვილება ამიტომ მომწონს მწერლის არჩევანი☺️ნენესთვის ჯერ-ჯერობით ასე თუ ისე ნერსე ყველაზე კარგი ვარიანტია
მშვენივრად წერ და მომწონს კიდევაც ეს ისტორია წარმატებები❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

Dzalian kargia droze dade ra axali tavi❤❤❤

 


№6  offline წევრი sati

სტუმარი ლიზა
ძაან კარგია სასიამოვნო საკითხავი
მაგრამ თუ ნენე და ვაჩე ერთად არ იქნებიან მე მოვრჩი კითხვას, თქვენ წარმატებები ♥️

კი ბატონო რა თქმა უნდა თქვენი არჩევანია heart_eyes

სტუმარი marie
არვიცი რატომ არიან მკითხველების რაღაც ნაწილი ასე ცუდად განწყობილი ნენეს და ნერსეს წყვილთან დაკავშირებით მაგრამ მე პირადად ნენე და ვაჩე ვერ წამომიდგენია ერთად მათი მეგობრობა უფრო შეიძლება ვიდრე დაწყვილება ამიტომ მომწონს მწერლის არჩევანი☺️ნენესთვის ჯერ-ჯერობით ასე თუ ისე ნერსე ყველაზე კარგი ვარიანტია
მშვენივრად წერ და მომწონს კიდევაც ეს ისტორია წარმატებები❤️

დიდი მადლობა, ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავს მკითხველის ფიდბექი ❤️

 


№7  offline წევრი Annia

საინტერესოააა…….

 


№8 სტუმარი denm

ბიჭმა აგინა და ჩემთვის მნიშვნელოვანიაოდდდ ეს სალომე საერთოდ აფსურდი. ასეთ ადამიანებზე რატომ წერ? დდ

 


№9  offline წევრი sati

denm
ბიჭმა აგინა და ჩემთვის მნიშვნელოვანიაოდდდ ეს სალომე საერთოდ აფსურდი. ასეთ ადამიანებზე რატომ წერ? დდ

იმიტო რო სამწუხაროდ რეალურად არსებობენ ესეთი ადამიანები, ზღაპრებს არ ვწერ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent