მე შემომხედე! 2
ეს ბიჭი მეცნო. მისი სახე იმღამესთან ერთად ამომიტივდივდა.მისი ხმა იყო, მან უთხრა რომ ერეკლეს კომპანიაში ვმუშაობდი.ის რომ არა ალბათ ახლა მკვდარი ვიქნებოდი.თუმა მიღირდა კი სიცოცხლე როდესაც ლიფტიდან გავედი? ყველა მე მიყურებდა, თითქოს ხორცის ყველაზე მსუყე ნჭერი ვიყავი.ხელში მომარჯვებული წიგნაკი გულზე მივიხუტე და ქეთევანის კაბინეტისკენ ავიღე გეზი.კართან ვიდექი, შუშის ნაპრალში ვხედავდი როგორ დადიოდა ნერვიულად.თან თავზე ხელებს ისვამდა.კარზე დავაკაკუნე თუარა იმწამსვე გამიღო, მკლავში ხელი მმკიდა და გულზე მიმიხუტა. -არუნდა დამეტოვებინე არა.ქვითინით წარმოთქვა და ხელები ძლიერად მომიჭირა.-ხომ კარგად ხარ?შემდეგ წინ გამწია და დამაკვირდა. -კარგად ვარ ქალბატონო ქეთევან.დასაწყნარებლად გავუღიმე. -სახეზე ფერი არ გადევს. -მართლა კარგად ვარ, გთხოვთ დამშვიდდით. -რამოხდა სალომე რა? მითხარი ასეთი რაგააკეთე რომ მარტო დაგტოვა თავისთან.ძალიან დავიბენი, არვიცოდი რა უნდა მეთქვა.სიმართლეს ვერ მოვუყვებოდი, ვერც ტყუილი მოვიგონე, უბრალოდ გაშეშებული ვიდექი და თავის დასაღწევ მიზეზს ვეძებდი.-სალომე გეკითხები.მკაცრად შემომიტია. -არაფერი ქალბატონო.თავი ჩავხარე აწითლებული ლოყები რომ დამეფარა. -თავი აწიე და შემომხედე.თავი ამაწევინა, სახე ახლოს მომიტანა და აწყლიანებული თვალები სახეზე მომანათა.გულში სითბო ჩამეღვარა.მისი ზღვასავით ცისფერი თვალები სავსე იყო შიშით,ბრაზით და რაც მთავარია ზრუნვით.ვხედავდი როგორ ვანაღვლებდი.ვკითხულობდი როგორ მესაუბრებოდა მზერით და როგორ ცდილობდა თავისი აბობოქრებული გულით ჩემი გულის დამშვიდებას. -ქალბატონო ქეთევან არშემიძლია.ერთმა ცრემლმა საწყლად გაიკვალა გზა ჩემს ვარდისფრად შეფერილ ღაწვებზე და ლოყის კუთხემდე დატოვა კვალი.ერთს ორი მოყვა ორს კი ოთხი. -რა არ შეგიძლია სალომე! შენი უფროსი ვარ როგორ მიბედავ.შეეცადა ახლა როგორც უფროსს ისე მომდგომოდა და რამე წამოცდენოდა. -გპირდებით არაფერია ისეთი,უბრალოდ არვიცი ამის ცოდნა თქვენთვის შეიძლება თუ არა,გთხოვთ ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებით.მუდარით ავხედე. -ოხ სალომე! ოხ სალომეე! შე სულელო ბავშვო რა შარში გაყავი თავი? ერეკლესთან როგორ დაიჭირე საქმე?! ახლა კიდე ეს სვავები?.ხელი მომკიდა, ანერვიულებული სახე გაასწორა და დივანზე მის გვერდით ჩამომაჯინა.-მოკლედ ასე იტყვი, მე შეუძლოდ გავხდი, ბატონმა ერეკლემ გამომიშვა რომ უკეთესად გავმხდარიყავი შენ კი ბოლოს იმიტომ დარჩი რომ ჩემი საქმე გაგეკეთებინა კარგი?. -კარგი.თავი დავუქნიე. -ახლა კი წადი რესეფშენზე წნევის აპარატია, ის მოიტანე და თქვი რომ ცუდად ვარ და წნევა უნდა გამიზომო. წამებში წამოვხტი.ჩქარი ნაბიჯებით გავიკვალე გზა რესეფშენამდე უკან კი ნინუცა ამედევნა. -სალომე გაჩერდი ორიწუთი სად მირბიხარ.ხელი წამავლო და მისკენ შემატრიალა. -ქალბატონი ქეთევანი შეუძლოდაა წნევის აპარატი მინდა. -უი რასჭირს? -ბატონ ერეკლესთან შეხვედრისას ცუდად გახდა და წამოვიდა ამიტომ მომიწია მე დარჩენა.ხმამაღლა ვთქვი. -რაგაყვირებს ყრუ კიარავარ. -ნინუცი მეჩქარება, ქალბატონ ქეთევანს წნევა უნდა გავუზომო.კიდევ ხმამაღლა დავიწყე საუბარი. -რა უცნაურად იქცევი.მხრები აიჩეჩა და ხელი გამიშვა.რესეფშენზე მისულმა ასევე ხმამაღლა განვაცხადე ჩემი სათქმელი და წნევის აპარატით დავბრუნდი კაბინეტში. ბავშვობაში როდესაც ფილმებს ვუყურებდი, სულ მინდოდა ერთ-ერთი პრინცესის როლი მქონოდა ნამდვილ ცხოვრებაში. მომწონდა, როგორ ცდილობდა პრინცი მისი გულის მოგებას, როგორ ვაჟკაცურად ებრძოდა ცრათავიან დევს,რა უშიშრად დგებოდა დიდი საფრთხის წინაშე და სულ მზად იყო საყვარელი ქალის გადასარჩენად.გიორგი რომ გავიცანი ძალიან რთული პერიოდი მქონდა.მშობლები გარდამეცვალნენ, რის შემდეგაც ჩემმა ძმამ ბიზნესის წამოწყების მიზნით ბინა ბანკშ ჩადო და არასწორ ადამიანებთან კომპანიონობის გამო უამრავი ვალი წამოიკიდა და გაიქცა,სავარაუდოდ ქვეყნიდან.ამდროს გამოჩნდა გიორგი ჩემი ნათელი წერტილი.ყველა იარა მომიშუშა, თვალიდან წამოსული თითოეული ცრემლი მომწმინდა.მიმიღო როგორც თავისი გულის წორი და გახდა ჩემი მესაიდუმლე.თავი უბედნიერეს ქალად მაგრძნობინა, მეც შესაბამისად ვცილობდი მისი გული გამეხარებინა, ჩემი ბავშური საქციელით ყოველთვის ვიწვევდი მასში კარგ ემოციას, ვეხმარებოდი, ყველანაირად გვერდით ვედექი. ასე გრძელდებოდა პირველი ორი წელი, ბოლოს კი რაღაც შეიცვალა.ვხვდებოდი რომ მისთვის პრიორიტეტული სხვა რამ იყო,ხშირად არ მირეკავდა, არ მწერდა და არც მნახულობდა.მონატრებისგან ჩასიებული თვალებით რომ მნახავდა სულ მეჩხუბებოდა.ბოლოს კი ისე მიმაჩვია თავის გაქრობებს ორი დღე რომარ გამოჩნდეს ჩემთვის ეს უკვე აღარაფერს წარმოადგენს.მიყვარს, მართლა ძალიან, მთელი გულით მიყვარს. მისი ერთი ჩახუტება ჩემთვის ახლიდან დაბადების ტოლფასია ,მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ ეს ჩემთვისაა მარტო ასეთი ამაღელვებელი და მისთვის უკვე სულერთი.მართლა გულით მინდოდა მისთვის მომეყოლა ერეკლეს ამბავი თუმცა ვიცი ის არაფერს გააკეთებდა, იყვირებდა, იჩხუბებდა, მუშაობას ამიკრძალავდა და მერე ისევ გაქრებოდა.მეკი გულის სიღრმეში მინდოდა რომ ეს გაეკეთებინა, ერეკლესთვის პასუხი მოეთხოვა და ამ ჯოჯოხეთს ჩემთან ერთად გასცლოდა. ფოტოგრაფის სიკვდილის შემდეგ 1 თვე გავიდა.ჩემი სამუშაო ნელ-ნელა მძიმდებოდა, ისევე როგორ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა.შფოთვები დამეწყო.ღამით შეშინებულს მეღვიძება, გულისცემა საშინლად მიჩქარდება.ყველაფერი რაც იმღამეს მოხდა თვალწინ მიდგას.თვალებიდან არ ამომდის როგრ გამოასალმეს სიცოცხლე საწყალ ბიჭს და როგორი სიამოვნებით უყურებდა ამ პროცესს ერეკლე.გულის სიღრმეში მეგონა ოდესმე მაინც შეაწუხებდა სინდისი, მაგრამ არა.თვითკმაყოფილებით სავსე დააბიჯებდა ოფისში და მის ყოველ გამოხედვაში ნათლად ჩანდა ის რომ ჩემი სიცოცხლე მასზე იყო დამოკიდებული.სამსახურიდან ადრე მოგვიწია წამოსვლა.თვის ბოლო პარასკევი მოკლე დღედ ითვლება და ოფისი 4 საათზე წყვეტს ფუნქციონირებას.მივაბიჯებდი შემოდგომისფრად დაფენილ ფოთლებზე და გზად ეკლესია მოვლანდე.ღმერთის მწამს, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება შემიძლია, მაგრამ ვერ ვემხრობი მათ პოლიტიკას.ვფიქრობ ზოგიერთი მამაო აღსარების წესით ჩარჩოში აქცევს ადამიანს მითუმეტეს კი ქალს.ეს ჩარჩოები კი არ გვაძლევს იმის უფლებას რომ ცხოვრებით დავტბეთ.ეკლესიის ეზოში შევედი, იქვე დადებული თავსაფრების ყუთი დავინაზე,სასურველი თავზე მოვირგე და ეკლესიაში შევაბიჯე.სანთელი შესასვლელთან ვიყიდე და შიგნით შესულმა მიმოვიხედე.თვალში წმინდა ნიკოლოზის ხატი მომხვდა, მისკენ ავიღე გეზი და სანთელი ავანთე.თავი ჩავხარე და გულის მოსმენა დავიწყე.არ ვლოცულობდი,უბრალოდ ჩემს გულს ვუსმენდი, რომელიც ძალიან იყო გატეხილი.თითქოს ნაპრალებიდან სისხლი მსდიოდა,მთელს ორგანიზმში იფანტებოდა და შემდეგ თავამდე აღწევდა.ხელის გულებზე დაწვეთებულმა ცივმა ცრემლებმა გამომაფხიზლა.სახეზე ხელი მოვისვი და მივხვდი რომ ეს ის ცრემლები იყო რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ ჩემს შესახებ.ადამიანს რომ დაგეხედა პატარა წვრილ ასოებად ამოიკითხავდა იმას თუ რა სჭირდა ჩემს დასახიჩრებულ გულს.ის უბედურია, ჩემი გული უბედურებითაა სავსე.მოულოდნელად ვიგრძენი უხეში მატერიის შეხება ცრემლით დაფარულ ლოყაზე.სწრაფად გავატრიალე თავი გვერდით და შუახნის ქალი დავინახე. -მაპატიე არმინდოდა შენი შეშინება.შეწუხებულმა მითხრა. -არაუშავს ქალბატონო.მორიდებულად გავუღიმე. -რატომ ტირი შვილო?.ნელ-ნელა მომიახლოვდა და მხარზე თბილად შემეხო. -ისე უბრალოდ არვიცი რატომ ამეტირა.ხელისგულებით მოვიწმინდე ცრემლები და შევეცადე გამტყდარი ხმა არმქონოდა. -თუ რამე გაწუხებს უთხარი მოხუუცს, შენნაირი ლამაზი გოგო ასეთი სევდიანი არუნდა იყოს. -რასამბობთ რა მოხუცი, ძალიან კარგად გამოიყურებით. -გოგოობაში ისე ვუვლიდი თავს, რაც დრო გავიდა მერე კიმოვეშვი, სადმქონდა ჩემი ორი შვილის შემყურე რამის თავი.სევდიანად ჩაიცინა და მის თვალებში საწყლად მოკალათებულმა ცრემლმა ნელა დაიწყო გათეთრებულ ლოყაზე გზის გაკვალვა. -გეტყობათ რომ მოვლილი ხართ. -შენ მაინც არ მითხარი რატომ ტიროდი.არ ნებდებოდა. -მე უბრალოდ.სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.არც მინდოდა მისი მოტყუება, არც ის მინდოდა სიმართლე მეთქვა, მაგრამ სიმართლე რაიყო ბოლომდე არცმე ვიცოდი. -კარგი ნუმეტყვი ლამაზო გოგო, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე არცერთი კაცი არ ღირს სატირლად.თბილად გამიღიმა და ტერიტორიას გაეცალა. მთელი დღე გავიდა, გიორგი კვლავ არ გამოჩენილა.მითხრა სამსახურში ვარ და ვერ დაგელაპარაკებიო.მისი სამსახური არვიცი რავთქვა ხან სად მუშაობს ხან სად.ერთ ადგილას არ ჩერდება, ყოველთვის კონფლიქტის ქარცეცხლში ხვდება და დამნაშავე ყოველთვის დამქირავებელია.ახლა მისმა მეგობარმა კორპუსის მშენებლობა დაიწყო და ის წაიყვანა ზედამხედველად.ვიფიქრე ალბათ მუშებს ეხმარებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ზარებით არ შემეწუხებინა.სამსახურიდან სახლში დაღლილი რომ მივედი ცხელი შხაპი მივიღე და წამოვწექი.ჭერს ავაშტერდი.ფოსფორისფრად დახატულ ვარსკვლავებს შევხედე და გამახსენდა როგორ ვხატავდით მე და ჩემი ძმა.ძალიან მენატრება.ყველაფრისდა მიუხედავად მისი მონატრება თან დამსდევს და მოსვენებას არ მაძლევს.ჩემთავს ვაჯერებ რომ ის კარგადაა და არაფერი დამართნია მაგრამ არვიცი.მე მას ძალიან ვუყვარდი, ყოველთვის თავის პატარა პრინცესად აღმიქვამდა, მეც მომწონდა ასე რომ მომმართავდა თუმცა რა შეიცვალა არვიცი.ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც კარზე კაკუნი შემომესმა.სწრაფად გავიქეცი გიორგისთვის კარი რომ გამეღო.საკეტი გადავატრიალე სახელურს ხელი გახარებულმა ჩამოვწიე და წინ სულ სხვა სურათი დავინახე. -სალომე.მძიმედ ამოიხვნეშა და ძირს დაეცა. -ბატონო ერეკლე.გაოცებულმა ვერ გადავხარშე რამოხდა ამიტომ რეაგირება დავაგვიანე.კოჭზე ხელი წამავლო და მეც ინსტიქტურად ძირს დავიხარე.-აქ რასაკეთებთ.შეშფოთებულმა გადმოვატრიალე. -უნდა გაჩუმდე.ძლივს ამოიფრუტუნა.შემთხვევით სახეზე ხელი დავადე.იწვოდა. -სიცხე გაქვთ.შევეცადე მისი მძიმე სხეული სახლში შემომეთრია და კარი მიმეხურა.კარგად გადავკეტე და წამოდგომაში დავეხმარე.საძინებლამდე ძლივს მივიყვანე,რამდენჯერმე დამივარდა კიდეც. -ხელი გამიშვი.ცდილობდა მისი მძიმე ხელი გამოეცალა თუმცა ძალა საერთოდ არ ჰქონდა. -ამის დრო არ არის.ვუთხარი მტკიცედ და საწოლზე დავაწვინე.თერმომეტრი არიყო საჭირო ისედაც მთელი სხეული ცეცხლის ალში ჰქონდა გახვეული.სწრაფად გავიქეცი სიცხის დამწევი მოვუტანე და შევეცადე პირში ჩამეტენა თუმცა ამაოდ არ ყლაპავდა.თავი გვერდით გადააგდო და პირიდან გადმოუვარდა.ბოლოს ნაცადი ხერხი გამახსენდა.დავფშვენი წყალში გავურიე და პირი როგორც შევძელი ისე გავაღებინე.პატარა ბავშვივით დაიჯღანა როცა მწარე წამლის გემო იგრძნო. -ეს რა არის მწამლავ?!.გაბოროტებულმა უცებ ხელი მოიქნია და იდაყვი პირდაპირ თვალში გამარტყა.სათვალე ძირს დაენარცხა.დარტყმისგან ცხვირიდან სისხლი წამმივიდა ერეკლე კი საწოლზე დაეცა.ატირებულმა სააბაზანოს კარი შევაღე და სისხლის შეჩერებას შევუდექი.5 წუთში გადამიარა.ჩემს აწითლებულ თვალს დავაკვირდი და სიმწრისგან კიდევ ტირილი ამივარდა.ასე სლუკუნში ავავსე თასი წყლით და წავედი ჩემი უფროსისკენ რომელმაც ამდენი ტკივილი მომაყენა ბოლო 1 თვის განმავლობაში.შუბლზე ვადებდი სველ ნაჭერს და ვცდილობდი ტირილისგან დაღლილი სხეულით ისვე არ დავარდნილიყავი.ვუყურებდი მას და ვფიქრობდი, რატომ იყო ის ასეთი საშინელი.როგორ შეიძლება პატარა უცოდველი ბავშვისგან გახდე ადამიანი, რომელიც ხალხის სიცოცხლით მანიპულირებს და ისე უდიერად ექცევა მათ როგორც იმ ფოტოგრაფს.ფიქრებმა ნელანელ წამიღ და ბოლოს არმახსოვს როგორ ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, სასიამოვნოდ აჭყიტებდნენ და გაყინულ ადგილებს მითბობდნენ.თვალები ნელა დავაშორე ერთმანეთს და ბატონი ერეკლეს მზერას შევეჩეხე.გაშეშებული იწვა და მიყურებდა.იმდენად არაფრისმთქმელი მზერა ჰქონდა, წამიერად გავიფიქრე რომ მოკვდა.ვუყურებდი მის უსიცოცხლო თვალებს და მასში ვერაფერს ვხედავდი საკუთარი ანარეკლის გარდა.მისი მზერა ვერც მზის სხივმა დაათბო.ღრმად ჩავისუნთქე და დავინახე როგორ დაახამხამა თვალიც.სწრაფად წამოვხტი ფეხზე და წავიქეცი,თან ისე რომ საწოლის ქვემოთ ავღმოჩძნდი.ძალიან მეშინოდა.იატაკზე ვიწექი და ველოდებოდი როდის გადმოიხედავდა.სუნთქვაგახშირებული ველოდი როდის შემომხედავდა ეშმაკის თვალებით და მერე არვიცი რას მიზამდა.საწოლის ხმა იყო,როგორც ჩანს წამოდგა და ჩემს წინ ამესვეტა,დაიხადა მაჯაში ხელი მომკიდა და წამომაყენა.არაფერი უთქვამს,ნატკენ თვალზე თითი გადამისვა და წარბები მოჭმუხნა. -ეს მე გავაკეთე?.ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა.თავი დავუქნიე და თვალი მის მზერას გავუსწორე.-გტკივა?.თითქოს მზრუნველობა შეეპარა ტემბრში.კვლავ თავი დავუქნიე.-მაპატიე.ჩაიდუდუნა და ხელი გამიშვა.სწრაფად მოძებნა ჯიბეში ტელეფონი და საათს დახედა.-სამსახური.თქვა ჩუმად და საროჩკის ღილები შეიკრა.-შენ არმოდიხარ 1 კვირა.თითი დამიქნია და კარისკენ წავიდა.-ქეთევანს ვეტყვი.ეს მომაძახა და უსასრულობაში გაუჩინარდა. კარზე კაკუნი გაისმა,ვერ გავიაზრე როგორ წამოვდექი და გავაღე.ისიც ვერ გავიაზრე როგორ შემოვიდა გიორგი და როგორ დაყარა კუთხეში პარკები.კარი მიაჯახუნა სახეზე ხელი მომკიდა და უკუსვლით მისაღებში გამიყვანა.დივანზე ჩამოვსხედით,ის საუბრობდა მეკი მხოლოდ მისი პირის მოძრაობას აღვიქვავდი.არ მესმოდა რას ამბობდა, თითქოს ყურები დამეხშო.სახეზე გაბრაზება დაეტყო როდესაც პასუხი არ გავეცი.მისი ცისფერი თვალები სიბრაზიზს დროს მუქდება და თეთრი ნაწილი წითლდება.ემოციების ტალღამ ჩემში გადაიარა და ნაპირზე მხოლოდ ერთი შეგრძნება დატოვა. -სად იყავი.მხარზე ხელი ძლიერად დავარტყი. -რასქვია სადვიყავი?.გაოცდა. -მითხარი გიორგი სადიყავი? სად ჯანდაბაში იყავი გამაგებინე.ნელნელა ტალღებს ისევ ბრაზი გამოჰქონდა ჩემკენ. -არიცი სადვიყავი? და რა არის სახეზე რაგჭირს?. -შენი ტ*აკის საქმე არაა რამჭირს! როცა გინდა გამომეცხადები როცა გინდა იკარგები! ეგაა შეყვარებულობა? მითხარი გიორგი სად ისწავლე მასეთი სიყვარული?რატომ არხარ ჩემს გვერდით როცა ასე ძალიან მჭირდები?!.ცრემლებმა წამებში გაიკვალეს გზა სახეზე. -რა დაგემართა სალ? ხოიცი სულ შენთან ყოფნა მინდა მაგრამ ზოგჯერ ისე არგამოდის როგორც ჩავიფიქრებთ.უცებ დაათბო ხმა. -არა გიორგი თუ გინდა ჩემთან უნდა იყო! ამას გამართლება არ აქვს. -რაგჭირს სახეზე? მითხარი ვინმემ რამე დაგიშავა?.ნატკენ თვალზე თითი გადამისვა.უცებ გონებაში ის დილა გამახსენდა, როდესაც ერეკლე მოვიდა და ზუსტად იმ ადგილას შემეხო სადაც ახლა გიორგი მეხებოდა. -გაეთრიე აქედან გიორგი!.ხელი კარისკენ გავიშირე. -რეებს იძახი ჩემო ცხოვრება. -შენი დანახვა არმინდა!მარტო მაშინ მოდიხარ როცა გჭირდები! მე როცა მჭირდები ხან რა მემართება ხან რა მაგრამ ამდროს სადხარ? კაცმა არიცის!იქნებ ვინმესთან ხარ. -ეს უკვე ზედმეტია!. -რა არის გიორგი ზედმეტი ორი დღეა არგამოჩენილხარ. -და ამის გამო ღალატში უნდა დამდო ბრალი?. -მთხარი ასე იქცევა შეყვარებული კაცი? თავის საყვარელ ქალს მარტო ტოვებს?. -სულ შენთან ვერ ვიქნები!.წამოიყვირა და უცებ გავშრი.-შენ თავს უნდა მიხედო და მოუარო,არიცი რომ შუაღამისას ქუჩაში არუნდა იარო? არიცი რომ უცხო ადამიანებს უნდა ერიდო?. -ანუ გინდა თქვა რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია?. -ნუითხოვ იმას რომ ყველგან მე გყავდე რამდენად გავიყო მითხარი?ისედაც ყველანაირად ვცდილობ რომ დავლაგდე და მერე შენ გაგაბედნიერო. -წადი გიორგი გემუდარები. -წავალ აღარ მინდა აქ გაჩერება!უმადური ხარ! მასე გააგრძელე მიდი და რას მიაღწევ ნახავ.ადგა, ჯერ საპირფარეშოში შევიდა და მერე სახლის კარი გაიჯახუნა. -ღმერთო რაგავაკეთო მიშველე.ამოვიკნავლე და ბალიშს ძლიერად ჩავეკონე.დიდხანს ვიტირე.გამოვიგლოვე ჩემი წარსული აწმყოც და მომავალიც.ვეძებე ჩემს თავში დამნაშავე და მხოლოდ იმაში დავადანაშაულე თავი რომ ჩერჩეტი ვარ რადგან ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხს ბევრის უფლებაას ვაძლევ.თავს ძალა დავატანე,ფეხზე წამოვდექი და წავიქეცი,მაგიდას ხელი ჩამოვკარი და რაც ზედ ეწყო წყველაფერი ჩამოვყარე.ჩემს ხელთან გამოგორებული შუშის ჭიქა დავინახე, მასზე საკუთარი ანარეკლი მოვლანდე.ჩალურჯებული თვალი ისე გამოკვეთილად ჩანდა,ხელი დავავლე და კედელს მივანარცხე.-ვინმე დამეხმარეთ გეხვეწებით აღარ შემიძლია.გულზე ხელები მივიბჯინე.-დედიკო მიშველე გემუდარები, შენთან წამიყვანე აქ აღარ შემიძლია.განწირული ხმით მოვთქვამდი და კარზე კაკუნს ყურადღებას არ ვაქცევდი.ცოტახანში კარის გაღების ხმა მომესმა მეგონა გიორგი მობრუნდა, მინდოდა გულშ ჩავეკარი დაა ეთქვა რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდა, სულ დამიცავდა და ხელს არასოდეს გამიშვებდა.მარტო ეს მინდოდა ეთქვა თუმცა მისაღებში შემოსულ ქალის სილუეტს მოვავლე თვალი. -შვილო კარგად ხარ? სასწრაფოში ხომარ დავრეკო.ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლდა.ქალი ჩემთან მოვიდა ჩაიმუხლა და სახეზე მძივებად ჩამოცვენილი ცრემლები მომწმინდა. -არმინდა სასწრაფო სიკვდილი მინდა.ჩემი სახე ხელებში მოათავსა და თავზე მომეფერა. -რადროს სიკვდილია, ახალგაზრდა გოგოხარ დაწყნარდი ყველაფერი გაივლის. -არგაივლის!. -შემომხედე შვილო.წამომაჯინა და სახეზე დამაკვირდა.-დედა შენ ის გოგო არახარ ეკლესიაში რომ ტიროდა?. -კი ისგოგოვარ.რაღაცნაირად გულზე მომეშვა. ცრემლებმაც იკლო და ჩემს წინ მდგარ ქალბატოს დავაკვირდი. -მომხედე შვილო, რაგქვია აბა მითხარი. -მე, მე სალომე მქვია. -ამოისუნთქე ახლა სალომე, ასე ტირილი არშეიძლება.ცრემლები პერანგის სახელოთი მომწმინდა.-მომხედე ჩემო ლამაზო გოგო, არუნდა იტირო გესმის? ყველაფერი ნელანელა გადაივლის და ნახავ რა კარგად იქნები. -როდის უნდა გადაიაროს ძალიან დავიღალე. -თვალი რასგიგავს,ადექი ახლა მიდი მიდი ადექი.დივანზე წამომაწვინა.-აქიყავი შენ მოვალ ახლავე.უცებ გაიქცა და 2 წუთში მოვიდა.-ახლა ცრემლები მოვიწმინდოთ და ეს მაზი წავისვათ კაი?.მითხრა თბილად. -ვერ ვჩერდები.კანკალმა ამიტანა ტირილს ვერ ვწყვეტდი. -ჩაისუნთქე სალომე და ამოისუნთქე, შეეცადე მშვიდად გააკეთო ეს, უნდა დამშვიდდე თორე ასე ვერც საკუთარ თავს დაეხმარები და ვერც სხვას. -აქ როგორ აღმოჩნდით?. -შენს გვერდით გადმოოვედი მეზობლად,ჯერ ჩხუბის ხმა გავიგე მერე მტვრევის და ვიფიქრე ჩემს ახალ მეზობელს რამე უჭირსთქო, გამოვედი და შენ არ დაგინახე? ვერ მოვასწარი გახარება შენ რომ აღმოჩნდი ვისთანაც ერთი კედელი მყოფს. -იცით მეც ძალიან გამიხარდა.წამიერად გავუღიმე და გული სითბოთი ამევსო.-წეხან დედას ვთხოვდი დახმარებას და უცებ თქვენ გამოჩნდით. -დედა სადაა?. -ის აღარაა მარტო მევარ. -ოხ მოდი შე საბრალო.გულზე მიმიხუტა.-შეიძლება ახლა მასე ტირილი? შენუნდა იცინო ახლა იმ ასაკში ხარ. -მეც მინდა სიცილი. -ხოდა ყოველდღე გამოვალ და ასე მოგიღიტინებ.მუცელზე მიჩქმიტა და გამეცინა. -მადლობა ყველაფრისთვის. -უჰ რამადლობა აწი შენი დაქალი ვარ.გადაიხითხითა. -და თქვენი სახელი?. -ნანა მე ნანა მქვია.გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.-მე გავედი და მერე კიდე შემოგივლი დაგხედავ.-დროებით სალომე. -დროებით ნანა.ხელი დავუქნიე და ჩემს მინგრეულ სახლს გავხედე.რას ვლეწავდი მაინც ჩემი დასალაგებელი იყო. ნანას მოტანილმა მალამომ შვება მომგვარა,თვალზე ვისვამდი და თითქოს სულიერ ჭრილობებსაც მიამებდა.მიხაროდა, მართლა ძალიან მიხაროდა მისი არსებობა.ჩემზე ზრუნავდა თითქოს მისი შვილი ვიყავი.საჭმელს როცა გააკეთებდა ერთი დიდი თეფში ჩემთან შემოჰქონდა.სულ იღიმოდა მაგრამ მის თვალებში ძალიან დიდი ტკივილი იკითხებოდა.1 კვირა გავიდა. უკვე კვირა იყო,ორშაბათს სამსახურში უნდა მივსულიყავი.ჩალურჯებაც დიდად აღარ მეტყობოდა,გიორგი კი არსად არ ჩანდა.გული მეწვოდა, მივწერე მოვიკითხე მანკი უკმეხად მიპასუხა.მენატრებოდა მისი ჩახუტება, თვალებს რომ ვხუჭამდი თვალწინ მისი სახე მედგა.გიორგის გახსენება ახლა დიდ სევდას და ტკივილს მგვრიდა.ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი, მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ერთ დღეს მე და ნანა ჩემს სამზარეულოში ვისხედით და ალუბლის ლიქიორს ვწრუპავდით.ნამცხვრის ნაჭერი მოვუჭერი წვენი ჩამოვასხი და კედელთან კომფორტულად მოვკალათდი. -სილურჯე აღარ გაქვს.წვენი მოსვა და თვალებამღვრეულმა გადმომხედა.ორივენი დავთვერით.იმ მომენტში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.ვერაფერს ვგრძნობდი გარდა იმისა რომ ჩემი გული სადღაც ჰაერში ლივლივებდა და დაცემაზე საერთოდ არ ფიქრობდა. -ხო შენი წყალობით ჩემო ნანიკო.ხელი ხელზე დავადე. -შენმა შეყვარებულმა გიქნა?. -არა ის არიზამს ასეთ რამეს.ხელი ჩავიქნიე. -აბა?. -ერთმა ბოროტმა ადამიანმა.ღრმად ჩავისუნთქე როდესაც ერეკლე გამახსენდა. -რატო? ასე როგორ გაგიმეტეს. -ის კაცი სიკვდილისთვისაც მიმეტებს. -მერე? ასე უმოქმედოდ ზიხარ? გემუქრება? ახლავე წავიდეთ პოლიციაში ვუჩივლოთ.შეშფოთდა. -მაგას პოლიცია კიარა მამაზეციერი ვერ დააკლებს რამეს.სიმწრის სიცილი წამსკდა. -ვინარი კიმაგრამ ეგეთი? -არაადამიანი, მონსტრი არაკაცი კიდე რავუწოდო აღარ ვიცი. -ხომიცი ყველაფერს შეიძლება ეშველოს გარდა სიკვდილისა.სიკვდილის ხსენებაზე ღრმად ჩაისუნთქა. -ვინ მოგიკვდა?.მისი შავი სამოსით ყველა მიხვდებოდა რომ მისი საყვარელი ადამიანი მკვდარი იყო. -შვილი.თვალები ცრემლებით აევსო.-ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი მომიკვდა. -როდის? რადაემართა?. -რამნიშვნელობა აქვს ჩემო სალომე, მოკლეს ჩემი ანგელოზი. -მოკლეს? ვინ?. -ერთმა ბოროტმა ადამიანმა, დიდიხანია უკვე. -როგორ?.რაც უფრო მეტ პასუხს ვიღებდი მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა. -მანქანით დაეჯახა.დიდხანს იფიქრა ჩემს კითხვაზე ბოლოს კი მშვიდად მიპასუხა. -ძალიან ვწუხვარ არვიცოდი, მე მეგონა მარტო ერთი შილი გყავდა. -შოთიკო უფროსია, სხვაგან ცხოვრობს, გაბოს დაღუპვის მერე ჩამოგვშორდა. -წამომიდგენია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ძალიან რთულია, ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ.ღრმად ჩავისუნთქე და თავს მეტი კითხვის დასმის უფება არ მივეცი. -კარგი ახლა მომიყევი შენს შეყვარებულზე.ხელები ერთმანეთზე გაახახუნა.მის ხსენებაზე სახე დამისევდიანდა. -რავი რამოვყვე ახლა ვიკამათეთ და სიმართლე გითხრა არმსურს მასზე საუბარი, არმინდა ცხელ გულზე რამე ისეთი ვთქვა რომ შემდეგ ვინანო. -ცუდად გექცევა?. -არა, კიარადა არვიცი, ვერ ვხვდები ნანა არვიცი რაუნდა ჩემგან ან ამ ცხოვრებისგან.ღრმად ჩავისუნთქე და ლიქიორი მოვსვი.-როდესაც ადამიანი გიყვარს ყოველთვის გინდა რომ მის გვერდით იყო, მიწერო და დაურეკო ისკი ქრება. -რასქვია ქრება?. -აი ასე უბრალოდ ქრება,დღეს რომ მოვა მომესიყვარულება ჩამეხუტება მერე ჰოპ ადგება და 2-3 დღე ქრება.სასმელმა ცოტა იმოქმედა,ლოყები ამიხურდა თავშიც რაღაცეებმა დაიწყეს ტრიალი. -მასე როგორ შეიძლება.უსიამოვნოდ გააქნია თავი. -ხო აი მეც მაგას ვიძახი, ამხელა ბიჭია მეუბნება რომ ვუყვარვარ,ჩემს არეშე ცხოვრება არ შეუძლია და მერე არვიცი. -ახლა რას აპირებ?. - არ შევურიგდები,დავიღალე სულ მე ვდგამ პირველ ნაბიჯს და ვპატიობ დროა თვითონაც ქნას რამე.ასე დიდხანს ვსაუბრობდით,ბევრი ვიცინეთ ცოტაც ვიტირეთ ბოლოს კი კარგად დავთვერი.სახლის კარამდე მივაცილე და ბედნიერი დავეშვი ჩემს ფუმფულა საწოლში.იმდენი მოვახერხე რომ მაღვიძარა დამეყენებინა და საბანში გადავკოტრიალდი. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა მამიდაჩემი იყო.დამტუქსა დიდიხანი რომარ შევეხმიანე მერე კი თბილი სიტყვებით გამანებივრა.ჩემი გამზადების დროც მოვიდა.სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე თმა ლამაზად ჩამოვისწორე და მშვიდად გავუყევი სამსახურის გზას.ოფისი შესვლისთანავე იგრძნობოდა დაძაბულობა.სახეზე შემახმა ღიმილი როდესაც ხალხის ცივ სახეებს ვაკვირდებოდი. ნაცრისფერი. ეს ამ ოფისის ფერია.როგორი ბედნიერიც არუნდა იყო ადამიანი, როდესაც კარს გააღებ და პირველ ნაბიჯს გადადგამ შენც მათი ფერის ხდები.დიდი ნაბიჯებით წავედი ლიფტისკენ და ჩემს სართულზე ავედი.სანამ მაგიდასთან მივიდოდი ნინუცა შემხდა დიდი სტაფილოსფერი ზედა, ორი ნაწნავი და ამავე ფერის ბათინკი ეცვა.ის არის ერთადერთი ადამიანი ამ ოფისში რომელიც მზესავით ანათებს.ხელები გაშალა,ჩემკენ წამოვიდა და ძლიერად გამახვია მის მკლავებში. -აღარც მეგობარი გინდა, აღარც სამსახური რაგინდა გოგო აბა გამარკვიე.საჩვენებელი თითი ცხვირთან მომიტანა. -ცუდად ვიყავი გოგო გავცივდი.შევეცადე ტყუილი ოსტატურად მეთქვა. -მერე არუნდათქვა? წამალს მოგიტანდი ან რამეს მოგიმზადებდი. -რომ გადამედო შენთვის. -შენც ახლა კოვიდი არ გქონდეს. -ადრე თუ გვიან შემოვა აქაც აგერ ნახე. -თვალზე რაგჭირს?.მომიახლოვდა და სახე ახლოს მომიტანა. -არაფერი რაუნდა მჭირდეს.თმა წინ ჩამოვიშალე და ჩემს მაგიდაზე წიგნაკები ამოვალაგე. -სალომე აბესაძე ახლავე შემოტრიალდი და მითხარი თვალზე რა გჭირს.მთელმა ოფისმა გაიგო იმხელა ხმაზე დამიყვირა. -ნინუცა გაიგო ყველამ.მხარზე ძლიერად მოვქაჩე და საპირფარეშოში გავიყვანე. -სალომე დედას გეფიცები ახლა გავაფრენ რაგგონია მე გამომაპარებდი მაგას? შეიძლება სხვამ ვერ შეგამჩნიოს მაგრამ მე ვერ გამომაპარებ, გიორგიმ გიქნა ხო? გაციება მოიმიზეზე და მაგის გამო ვერ მოხვედი ხო. -არა რა გიორგიმ! სულ მაგას რატო აბრალებ ყველაფერს როდის დაურტყამს გიორგის ჩემთვის. -დარტყმით არდაურტყამს მაგრამ უხეშიდ და უტაქტოდ რომ გექცევა მაგ ორივემ კარგად ვიცით!ახლა იქნებ მოვიდა და დაგაყდა. -ნინუცაა გეყოს გეხვეწები. -სალომე მერომ მასეთ მდგომარეობაში მნახო მითხარი რასიზამ?. -რა მდგომარეობაშ ნინუცა არაფერი არმჭირს თვალზე. -ახლა ძალიან მიშლი ნერვებს.სალფეთქი წყლით დაასველა და დალურჯებულ ადგილას მომისვა.წამებში ჩამოიწმინდა ტონალური და სილურჯეც მკაფიოდ გამოჩნდა.-ეს რა არის?! ჩაიხედე სარკეში!.-მითხარი ვინ დაგმათა ეს?!. -კარგი გეტყვი.გიორგიზე გადაბრალება არმაწყობდა ამიტომ კიდევ ახალი ტყუილის მოგონება მომიწია.მოვუყევი როგორ შემოიჭრნენ სახლში მძარცველები და შეწინააღმდეგების დროს როგორ დამარტყეს.ნინუცას აცრემლიანებულ თვალებს რომ ვუყურებდი საკუთარ თავზე გული მერეოდა. ამდენი ტყუილი უკვე ყელში მქონდა ამოსული.ყველას ვატყუებდი ჩემს ირგვლივ მათ შორის საკუთარ თავსაც. -შე საბრალო, პოლიციამ რაო როგორ მიდის გამოძიებაო.ძლიერად ჩამეხუტა. -არვიცი ნინ არმინდა მათთან ხშირი კონტაქტი, თუ გაარკვევენ გაარკვიონ თუარადა რასვიზამთ მთავარია არაფერი წაუღიათ, მაგათ ალბათ ეგონათ ოქროებით მქონდა სავსე სახლი. -მე დავრეკავ ჩემს ახლობელთან და ვეტყვი არმიაფუჩეჩონ.იმის გააზრება რომ ნინუცა ახლობელთან დარეკავდა და არარსებული საქმის შესახებ დახმარებას ითხოვდა ჩემთვის მეტად ამაზრზენს ხდიდა ჩემს მოგონილ ამბებს.თავი ძლივს შევიკავე რომარ მეყვირა.გონებაში სალომეს რაღაც ნაწილი განწირული ყვიროდა, მეორე ნაწილი კი ცდილობდა სახეზე არ დამტყობოდა. -არა გოგო ჩემი ახლობელი ჩაერთო საქმეში ამიტომ არაასაჭირო. -ვინ ახლობელი?. -ჩემი მეზობელია პოლიციის ოფიცერი. -უი რასამბობ, კაი მოდი ახლა ჩემი ახალი ტონალური უნდა წაგისვა თან დავტესტოთ და თან დავფაროთ ეგ სილურჯე. ყველაფერს რომ მოვრჩით ჩემს კუთვნილ მაგიდასთან მივედი და კონვერტი დავინახე.სწრაფად გავხსენი და პატარა ფურცელი ამოვიღე რაზეც წვრილად ეწერა „ყველაფერი უნდა მოყვე იმ ღამის შესახებ“.შეშინებულმა სწრაფად ჩავაბრუნე ფურცელი კონვერტში და ტერიტორია მოვათვალიერე.გულისცემამ იმატა, ყველას გამომეტყველება ერთნაირად მომეჩვენა, თითქოს ოფისში მყოფმა თითოეულმა თანამშრომელმა იცოდა ის რასაც ვმალავდი.თავბრუსხვევამ იმატა, ყურებში მესმოდა თუ რა გამალებით ფეთქავდა ჩემი დაუძლურებული გული და როგორ საშინლად წუოდა რაღაც.ამ ყველაფერს შიში ჰქვია.შიში იმისა რომ ვიღაცამ ყველაფერი იცოდა, ახლა ორი მხრიდან ვიგრძენი შეტევა.მივხვდ რომ ეს ყველაფერი ამ პატარა შეტყობინებით არ დამთავდებოდა.გონებაში ყველაფერმა თვალწინ ჩაიქროლა, მე ან ერეკლე მომკლავდა ან კი ვინმე სხვა ვინც იცოდა ის თუ რა დავინახე იმ ღამით.თავბრუსხვევამ იმატა.ხელებს დავხედე ყველაფერს გაორებულად ვხედავდი, ნინუცას ხმაც თითქოს შორიდან ჩამესმოდა. რომ ავიხედე სტაფილოსფერ ზედას შენელებულად ვხედავდი იქით-აქეთ როგორ მოძრაობდა.მუხლებში ძალა გამომეცალა, კონვერტს ძლიერად მოვუჭირე ხელი და ძირს დავეცი.ვუყურებდი ცისფრად შეღებლ ჭერს და ვიცოდი რომ ამ ოფისში გაჩერება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. -სალომე!.შორიდან მომესმა ის ხმა რომელიც სიცოცხლის 1 წელს მაკლებდა.შემდეგ ერეკლეს სახე,მისი ხელები,თვალები და და სუნამოს სუნი.-არ გაითიშო სალომე!.ცუდად ვიყავი ისკი ბრძანებებს გასცემდა. -გთხოვ მომკალი.ხელი ჰალსტუხზე მოვუჭირე და ჩემკენ მოვქაჩე, შემდეგ კი ჩუმად დავიჩურჩულე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.