არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (8)
ვიქნებოდი.გონს კარზე კაკუნმა მომიყვანა,სწრაფად მოვკეტე ონკანი,ოთოს მაიკა გადავიცვი და თმის მშრალებით გავედი მისაღებში.კარები გამოვაღე და გაოცებისგან ლამის გული შემიწუხდა.კარებთან არც მეტი, არც ნაკლები თვით ვაჩე იდგა. _რა გინდა? _მასპინძლობაც ასეთი უნდა. ირონიულად მითხრა გვერდით გამწია და პირდაპირ სახლშ შევიდა. _მე შემოსვლის უფლება არ მომიცია. _არც მითხოვია. დივანზე დაჯდა ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ტელევიზორს მიაშტერდა. _როგორც ჩანს ძალიან გაშინაურდი. _იოლად ვერგები გარემოს. _პირდაპირ საქმეზე გადადი რა გინდა. _სანამ ჩემს სათქმელს გეტყვი ხომ არ აჯობებს ტანსაცმელი ჩაიცვა? _მე არ ვგრძნობ დისკომფორტს და თუ შენ ესე ძალიან გაღიზიანებს შენი პრობლემაა. _მოკლედ დაგეხმარები, მაგრამ ერთი პირობა მაქვს. _რა გინდა? _იმაში დარწმუნება მინდა,რომ ნამდვილად საზღვარგარეთ წახვალ და კლინიკაში დაწვები. _მერე? _სწორედ ამიტომ მე გიყიდი ბილეთებს, მე ჩაგაჯენ თვითმფრინავში და იქ ჩემი მეგობარი მიგიყვანს და ყველა საქმეს მოაგვარებს. _და რა საჭიროა ეს ყველაფერი? _არის და მორჩა. _კარგი მთავარია ჩემი დამპალი სახე ვერავინ ნახოს და სხვას მნიშვნელობა არ აქვს. _მომწონს შენი გადაწყვეტილება. _ეხლა რაღას ელოდები? _მადლობის მაგიერია? _შეიძლება ასეც ითქვას. _კარგი წავალ,მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ ეს სახლი შენი საკუთრებაა და ჩემზე ბევრად ბევრი უფლება გაქვს.ხო ხვალ გამოგივლი და პასპორტი გაამზადე. _კარგი. კარები მივხურე და სწრაფად დავუწყე ლეპტოპს ძებნა.როგორც იქნა ტანსაცმელების გორის ქვეშ ვიპოვე და ჩავრთე,მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა,ინტერნეტის ჩასარიცხი ფული არ მქონდა ამიტომ ჩემს კარის მეზობელ ნინო ბებოსთან გავედი.კარზე დავაკაკუნე და მალე სასიამოვნო შესახედაობის ჭაღარა შეპარებულმა ქალმა გამიღო კარები. _უი ტასო,უკვე გამოგწერეს?როგორ ხარ?სულ გამოვშტერდი,ამდენ ხანს რომ დაგაყუდე კარებთან...მოდი შემო.ყავას დალევ თუ ჩაის? _არაფერი მადლობა.ნინა ბებო ინტერნეტი გაქ,რომ ვისარგებლო? _კი როგორ არაა,გუშინ ჩამირიცხა მამუკამ(შვილიშვილი). _ხო მართლა, ვინმე კარგი დამლაგებელი ხომ არ იცი, კარგად რომ დაასუფთავოს სახლი? _კი როგორ არაა ვიცი და დავურეკავ თუ გინდა.როდის მოვიდეს? _რავი დღეს მოვიდეს საღამოს.ძალიან არეული კი არის,მაგრამ ნუ გეშინიათ შპრიცებს და ნარკოტიკს ვერ ნახავს. ვუთხარი სიცილით. _რა ლაპარაკია ეხლა ეს? _ხო მართლა რას შვება მამუკა და სალომე? _რავიცი აბაა, ჩამოსვლას აპირებენ და ბინას ეძებენ. _აბა მე უნდა გავყიდო. _უი მართლა?ხოდა რაღატო ეძებენ სხვაგან,თანაც ახლოს მეყოლებიან.ნუ თუ შენ არ გაქ პრობლემა,რომ იყიდონ. _არა რა პრობლემა პირიქით, რაც უფრო მალე გავყიდი მით უკეთესი. _კარგი მაშინ დავურეკავ და ხვალ მოვლენ. _კარგით მაშინ მე გავალ საქმეები მაქვს. დავემშვიდობე და გაღიმებულმა შევაბიჯე სახლში.ესეც ასე მოვაგვარე,ეხლა მთავარი ისაა ვაჩემ მიყიდოს ბილეთები და გამიშვას. P.s.ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არ გაინტერესებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.