''ბედნიერად, ექიმო ვამპირო!''
''ბედნიერად, ექიმო ვამპირო!'' შესავალი ყველგან, მიწაზე თუ ცაში, მასზე ფიქრებით დაიარებოდა თავის ცალმხრივ გრძნობებთან ერთად და ფიქრობდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გაჰყვებოდა. ეს მისი ერთადერთი სიყვარული იქნებოდა, რომელსაც სამუდამოდ ატარებდა... ჰო, 2009 წლიდან აღმოცენებული გრძნობები ალისიასთვის ცალმხრივი აღმოჩნდა. წლები ერთმანეთს მისდევდა, მაგრამ მაინც ამ გრძნობის ერთგული იყო და მარტო უმკლავდებოდა უიმედობას. იმ ადამიანს წლები ელოდებოდა, ოცნებობდა მის გაცნობაზე, მაგრამ 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გაიარა ამ ადამიანმა მის ცხოვრებაში, ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით. ალისია ფიქრობდა და დარდობდა. 5 წელი... 5 წელი ალისია მხოლოდ მასზე ფიქრებით დაიარებოდა ყველგან, სადაც უნდა წასულიყო... ერთ დღეს უცაბედად მოვარდნილმა ალერგიამ არა მარტო მისი ცხოვრება, არამედ მისი გრძნობებიც შეცვალა. ცალმხრივი სიყვარულით სავსემ შეაღო ექიმის კაბინეტის კარი და აღმოაჩინა, რომ მისი დანახვისთანავე მთლიანად გაქრა 5-წლიანი მონატრების ტკივილი და თავად ის ადამიანიც კი, ვისაც ამდენი წელი უიმედოდ შეალია. ალერგიის გამო დადარდიანებული შევიდა ექიმის კაბინეტში, მაგრამ იქიდან სრულიად ბედნიერი გამოვიდა, ალერგიაც კი აღარ ახსოვდა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ სიყვარულის ძველი ტკივილი მოიშუშა და ბედნიერი მიუყვებოდა მანქანით ქუჩებს... სახეზე ხელებს ისვამდა, ისე უხურდა კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ... პირველად მიუყვებოდა სახლისაკენ გზას გახარებული, პირველად მიეცა უშფოთველ ძილს, რომელიც არ ღირსებია 5 წლის განმავლობაში. ბედნიერი მიეკრო ლოგინს და ბალიშს ჩაეხუტა: როგორც იქნა, დავივიწყე, დავივიწყეეეე... მაგარიაააა... მიხარია, რომ სრულიად თავისუფალი ვარ... მადლობა, უფალოოო.... _ ეჩურჩულებოდა თავის თავს, მაგრამ უეცრად ზეზე წამოიჭრა... ალისია ახლა მხოლოდ წარსული სიყვარულისგან იყო თავისუფალი, მაგრამ გრძნობა, რომელიც დღეს იქ, კაბინეტში მოეძალა, რას მოუტანდა?... ეს ჯერ არ იცოდა, თუმცა ისეთი შემართებით იყო, რომ მტვრისგან გამოწვეულ ალერგიასაც დაამარცხებდა და თავისი ცხოვრების მთავარ მოწოდებას, მწერლურ მოღვაწეობასაც გააგრძელებდა. მაგრამ ამჯერად მხოლოდ ''ექიმი ვამპირი'' აინტერესებდა, რომელიც მის ფიქრებში უკვე შემოჭრილიყო ისე, რომ მისთვის არც უკითხავს... ''ექიმი ვამპირი'' I ნაწილი ქალმა თავისი კაბინეტის კარი შეაღო და მაშინვე მაგიდაზე დააგდო ბლოკნოტი და ტელეფონი. თეთრი პატარა ბარათიც მოისროლა და სკამზე დაჯდა. შემოსვლის წუთიდან ორმა წყვილმა თვალმა მზერა მიადევნა მის საქციელს და უცდიდნენ, როდის დაიწყებდა საუბარს. _ დასრულდა ჩემი წიგნების წერა! _ თქვა და საზურგეს მიეყრდნო. _ რაა?! _ შესძახა ორივემ ერთად. _ ნენსიმ ქაღალდი გამომიწოდა, აი ის, _ თეთრი პატარა ბარათი დაანახვა იქ მყოფ ორ ადამიანს, _ აი, ვისზე უნდა დავწერო, თან სიმართლე მის შესახებ! _ მერე რააა?! _ გაიკვირვა კაცმა და თავის მეგობარს შეხედა. _ მე მწერალი ვარ და არა დეტექტივი ან ჟურნალისტი! იმ კაცს უკან უნდა ვდიო და მის ცხოვრებაში ვიქექო ნენსის ბრძანების გამო?! _ საქმეს შევუდგეთ! _ თქვა კაცმა და ქალებს გადახედა. _ მწერლობიდან დეტექტივობასა და ჯაშუშობაში გადავეშვა?! ბედი არ გინდა?! სულელი ბედია, აბაა რააა, უნდა ვწერო კაცზე, რომელსაც ვემალები, რომ არსად შემხვდეს და გრძნობები არ განმიახლოს! თანაც ის გრძნობები, რომელიც მხოლოდ მე მაქვს, ცალმხრივად! _ შეენნ... _ ქალს ენა დაება, რომელსაც არ დაუხედავს, რა ეწერა პატარა ბარათზე, _ იიიმაზე დაგავალა წერა?! ააანდრია დავითიანზე?! _ ჰო! _ საოცარია, კარგი წინადადება შემოუთავაზებია! _ როგორ?! ჯაშუშები გავხდეთ?! ტელეფონი მოვიპაროთ, მასში მიკროფონი ჩავამონტაჟოთ, მერე კაბინეტშიც დავაყენოთ მიკროფონი და სახლშიც?! _ სწორია! ახლავე დავრეკავ და რამდენიმე პატარა მოსასმენს ვიშოვი! მთავარია მისი ტელეფონი ხელში ჩავიგდოთ! _ თქვა კაცმა და გაიღიმა. _ მირჩევნია რაიმე სისულელეზე ვწერო, ვიდრე მის რაიმე ნივთს შევეხო! ასე მგონია ვამპირია და ყველაფერს რევს ჩემს ფიქრებში! _ ალისია, კარგი რა, ვამპირი კი არა, ისეთი მომაჯადოებელია! ახლა მესმის, მისი სახელი რომ გიხსენა, როგორ გაგიჟდებოდი. გამიკვირდა, მტვრევის ხმა რომ არ გამოდიოდა კაბინეტიდან! მგონი დაგერხა! _ გეყოფა! _ თქვა ქალმა და წიგნი ესროლა. ფოტოგრაფმა დავითმა წიგნი ხელში აიღო და წაიკითხა: `ანდრია დავითიანი~. _ მერე ხელი დაადო ზედ: _ მაინცდამაინც მისი წიგნი გედო მაგიდაზე და შენი ხელები მის ნივთს უკვე შეეხნენ! ქალბატონებო, დროა მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ წესების გარეშე და იერიშზე გადავიდეთ! ახლა კი მოიფიქრე, როგორ და მასთან მიდი, რომ ტელეფონი ჩაიგდო ხელში! _ ის მწერალი არააა! მხოლოდ რამდენიმე ნაშრომი აქვს დაწერილი! ცრუმიზეზების მოგონებას მირჩევნია მუშაობა დავასრულო ნენსისთან! _ ჯადოქარია, რომელმაც შენი ფიქრები დაიმორჩილა! ჰონორარის გამო იმ კაცთან ყველაფერზე წავიდოდი! _ თქვა ქალმა და კაცს გადახედა. _ ალისია ამაზე ვერ წავა. _ თქვა კაცმა და ალისიას შეხედა. _ კაცი ვამპირია-მეთქი და მასთან ყველაფერზე წავიდე?! სისულელეა! სხვა გზას გამოვნახავ! _ მაინც რატომაა ვამპირი, ვერ ვხვდები. _ იკითხა კაცმა და ალისიას თვალებში შეხედა. _ ტვინში მიძვრება და ამიტომ! _ მანახე, რომ გაიზარდე და ნაბიჯი გადადგი, უბრალოდ ისევ მორცხვი ხარ და გეშინია! _ არ მეშინია! ასე ადამიანს ვერ მოვექცევი! _ ამ ერთხელ მოიქეცი და დაამტკიცე, რომ შიში არ გაქვს, რომ მისი ხმის გაგონების არ გეშინია, არც მასთან შეხვედრის, მაგრამ მასზე ფიქრის კი გეშინია! ალისიაააა! _ ესე იგი, ხვალ დილით 8 საათზე იცვამ საცურაო კოსტიუმს და აუზზე მიდიხარ! _ დაასკვნა დავითმა და ქალს შეხედა. _ დაივიწყეთ! _ თქვა ქალმა და წამოდგა. _ რაა?! საცურაო კოსტიუმი არ გაქვს?! ვიყიდით. დავითი წამოგყვება, რომელიც მოეწონება, ვიყიდით! _ წამოიძახა ქალმა და ალისიას შეხედა. _ არა! _ ალისია, რა გაშინებს?! გაიხსენე, რამდენს მოსწონხარ და უარს ეუბნები, ახლა მოატრიალე საჭე და პირდაპირ მისკენ შენ წადი! _ არ შემიძლია! _ ქალს, რომელიც სიყვარულზე წიგნებს წერს, სინამდვილეში არ შეუძლია კაცისკენ ნაბიჯი გადადგას! _ კარგი, მკვლელობებზე დავწერ! _ იმედია, იმას არ კლავ მერე! _ თქვა კაცმა და გაიცინა. _ არაფერი დაუშავებია იმას! _ მე კი მგონია, რომ დაგიშავა. შეგიყვარდა! _ თქვა კაცმა და ალისიას გაბრაზებულ მზერას გადააწყდა. _ დავით, შენ მოგეწონებოდა შენს უჩუმრად რომ ვინმეს ეწერა შენზე და შენი ფარული ცხოვრების დეტალები გამოეფინა?! _ მაგარი იქნებოდა, ალისია, მითუმეტეს, თუ ამას შენნაირი ლამაზი ქალი დაწერდა! _ მეც ვეთანხმები, ალისია. წავედით და ვიყიდოთ ახალი `კუპალნიკი~ და ცურვაზე ჩაეწერე. _ ჯანდაბააა! კარგი! ორივემ ერთმანეთს გადახედა, მერე კი ალისიას შეხედეს: _ მაშ საბრძოლველად! ალისიამ ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო, ხოლო თეთრი ბარათი, რომელზეც ეწერა `ანდრია დავითიანი~, გადახია და ურნაში ჩაუშვა. `გაგანადგურებ!~ _ დაემუქრა გულში და კაბინეტიდან მეგობარ-თანამშრომლებთან ერთად გავიდა. აუზზე ერთად წავიდნენ, რეგისტრაცია გაიარეს და ჩაეწერნენ. მერე მაღაზიები მოიარეს. ალისიამ რამდენიმე საცურაო კოსტიუმი შეათალიერა, მაგრამ არცერთი არ მოეწონა, ყველა ერთნაირი ეჩვენა. ბოლოს ინტერნეტში მოძებნა დიანამ და ალისიას დაანახვა: _ აი ესაა შენი სტილი, სამ დღეში ჩამოვა! ალისიამ შეხედა და მოეწონა, მაგრამ მერე სხვა გვერდებზეც გადავიდა და ნახა თუ არა, როგორიც უნდოდა, იყვირა: _ აი ეს! და როცა ჩამოვა, მაშინ წავალ აუზზე, მანამდე კი თქვენ `დასმოტრეთ~ იქაურობა! _ კაცი, ალისია! _ აუზიიი! კაცს მე `დავსმოტრავ~, როცა მივალ. _ თქვა და გაეცინა თუ არა, ორივე მეგობარმა ამოისუნთქა. დიანამ საცურაო კოსტიუმის ზომა მონიშნა და შეკვეთა განახორციელა. რამდენიმე ხანი ისევ იარეს მაღაზიებში. ერთგან ალისიამ შარვლისკენ წაიღო ხელი და დავითმა მაშინვე ჰკითხა: _ რად გინდა?! ახლა მხოლოდ იმ კაცზე უნდა იფიქრო! _ რადგან აუზზე ჯერ ვერ ვივლი, ამიტომაც ბარებში ვივლი ან რესტორნებში მის სათვალთვალოდ, ამიტომაც სულ ერთნაირ სტილს მირჩევნია სხვადასხვა მოვირგო! გასაგებიააა?! _ და თანამშრომლებს შეხედა. ორივემ თავი დაუქნია და ტანსაცმელების არჩევა ერთად დაიწყეს. ალისიამ შავი შარვალს თეთრი პერანგი შეურჩია და წარმოთქვა: _ მაინც თეთრი უყვარს და... _ უკვე ისიც იცი, რა უყვარს და რა არაა?! _ მხოლოდ სამუშაოდან გამომდინარე რა ეყვარება, ეს ვიცი! _ მაინც კარგია, წინ მივიწევთ! _ თქვა დიანამ და მანქანაში ჩასხდნენ. _ ახლა კი სალონში წავიდეთ, რადგან დღეს საღამოს ბარში მოგვიწევს მუშაობა! _ თქვა დიანამ და დავითს მანქანა სალონისკენ მოატრიალებინა. _ გოგოებო, მე დაგტოვებთ და მერე მოგაკითხავთ! რამდენი საათი გინდათ?! _ არ ვიცით, ჩვენით წავალთ. _ თქვა ალისიამ და მანქანიდან გადავიდა. უცებ დიანას მიუბრუნდა: _ შენც წადი, დაისვენე და მოემზადე. შენ კი, დავით, რამდენიმე ფოტო უნდა გადაიღო! ასე რომ, შენც მოემზადე. როცა გეტყვი, მხოლოდ მაშინ გადაიღებ, გასაგებია? _ მერე ორივეს დაემშვიდობა და სალონში შევიდა. ჩაეწერა და რიგს დაელოდა. ხალხი შემოდიოდა, გადიოდა, ზოგი მანიკიურს იკეთებდა, ზოგი თმის რიგში იდგა, ზოგი ეპილაციას ელოდებოდა. ალისიაც რიგს ელოდებოდა, უკვე არ მოსწონდა, ნენსის დავალებას რომ დათანხმდა. წერა ძალიან უყვარდა და გიჟდებოდა. როცა ახალ იდეას მოიფიქრებდა, მაშინვე კომპიუტერს მივარდებოდა და წერას იწყებდა. სადღაც 50-100 გვერდს დაწერდა და მერე ისვენებდა. შემდეგ ახალი ენერგიით უბრუნდებოდა წერის პროცესს, რადგან ღამის საათებში უფრო კომფორტულად გამოსდიოდა მუშაობა. მორჩა თუ არა წარბების აქნას, მანიკიურიც გაიკეთა და ზუსტად 2 საათში გამოვიდა სალონიდან. გზიდან პირდაპირ ტრასაზე გადავიდა, ცოტა მანძილი ფეხით გაიარა და ტაქსი გააჩერა. _ ალისია, დღეს ის არსად არ აპირებს წასვლას, ასე რომ შენი ბარი ჩაიშალა! მისწერა დავითმა ის, რაც მეგობრისგან გაიგო. _ ძალიან კარგი! სულ სახლში იყოს გამოკეტილი ნეტა! _ რას ერჩი, შეგიყვარდა! ხომ არ შეგძულებია?! _ და ღიმილის სმაილი მიწერა. _ არ შემყვარებია! და არც შემიყვარდება `ექიმი ვამპირი~. _ საოცარი, მშვენიერი ექიმი უნდა გეთქვა! _ მორჩი ჩემს მოშხამვას და რამე სხვა საქმე გააკეთე! გაბრაზებულმა მიაგდო ტელეფონი ლოგინზე და მაცივარი გამოაღო. დილით გამზადებული პიცა ჩამოჭრა და ისე გემრიელად ჩაკბიჩა, სულ გადაავიწყდა ექიმიც, მასთან დაკავშირებული გეგმაც და გაბრაზებაც. კიდევ ერთ ნაჭერს ჩაასო თავისი თეთრი კბილები და ფანჯარაში გაიხედა: უკვე ათი წუთი იყო, რაც წვიმდა. შემოდგომის ფერად ფოთლებს ქარი აქეთ-იქით დააქროლებდა, ბოლოს კი რომელ ქუჩაზე ერთად მოაქუჩებდა. ხუთშაბათი იწურებოდა და ალისიაც დასაძინებლად ემზადებოდა. ტელეფონი აიღო და რაღაც შენიშვნები ჩაიწერა სხვა წიგნისთვის, რაც დღის განმავლობაში მოაფიქრდა. მერე ფიქრებში გადაეშვა: _ რა უნდა გავაკეთო ან რისთვის?! ჰონორარისთვის?! _ არა, არ მინდა! _ რატომ, გეშინია?! _ ჰკითხა თავის თავს. _ არაა! არ მინდა ასე წიგნის დაწერა! ფარულად და ჩუმად, ქურდულად და ჯაშუშურად! _ მაშინ მიდი და პირდაპირ უთხარი, წიგნის წერას ვაპირებ შენზე და ყველაფერი მითხარი-თქო! _ არაა ეს შეუძლებელია! ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ის კაცი საერთოდ არ მიცნობს, სრულიად უცხოს რატომ დამეხმარება?! _ მაგრამ ის ექიმია! _ მაინც ვერ დამეხმარება! _ უყვირა თავის მეორე მეს და ფიქრებში წავიდა: გავიგებ, რომელ საღამოს წავა რესტორანში და მეც იქ გავჩნდები, მერე როგორმე გავეცნობი. ამასობაში ჩათვლიმა. დილით ისაუზმა, მერე სახლი მიალაგა და მუსიკები ჩაიწერა ტელეფონში. შემდეგ გამოიპრანჭა და პირველ საათზე გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ტაქსიდან გადმოვიდა და მაღაზიებისკენ გაისეირნა. ყავისფერი ქვებიანი ყელსაბამი ეკეთა, ვეფხვის ნაჭრის ქვედაბოლო ეცვა ნაკეცებიანი და შავი ზედა, მრგვლად ზურგმოღებული, თხელი ყავისფერი პალტო, ყავისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც ქუსლებზე რამდენიმე მრგვალი ბურთი დაჰყვებოდა. ჩანთა შავი, პატარა, სადაც მხოლოდ ტელეფონი, ბლოკნოტი და კალამი ედო. მაღაზიის ვიტრინებს დაუყვა. ნაბიჯის გადადგმისას ქვედაკაბა ირხეოდა და სიამოვნებდა ფეხებზე მისი ხახუნი. თან ყურსასმენებით მუსიკებს უსმენდა, ამ დროს ტელეფონზე სმს-ის სიგნაილი გაიგონა და ჩანთა მხრიდან ხელში გადმოიტანა, სიარული განაგრძო და ტელეფონს დახედა. სმს-ის გახსნას ხელი დააჭირა და ჩანთის გაგდების ხმაც მოესმა. ისე შეეჯახა ვიღაცას, რომ ტელეფონს ხელი ინსტინქტურად მოუჭირა, რათა ისიც არ გავარდნოდა ხელიდან. ყურსასმენებიც ძირს დავარდა. ალისია დაიხარა ასაღებად და უცხო ხელმაც ჩანთისკენ გაიწია. _ მერე დაგირეკავთ! _ მოესმა კაცის ხმა და უცნობმა ქალის ჩანთა აიღო. ალისიამ ქვევიდან ამოხედა და უცბად გასწორდა ისე, რომ სმს-ი არც კი წაუკითხავს. თავისი პატარა ვარდისფერი პირი ღია დარჩა და მხოლოდ ტელეფონს ჩასჭიდებოდა. კაცის სახეს შეხედა, მზერა გაუსწორა და ჩანთის გამოსართმევად ხელი გაიწოდა ისე, რომ თავისი თხელი ხელიც გულივით უფართხალებდა. _ ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, _ და კაცმა ჩანთა მიაწოდა. _ რაც არის, არის! _ ესღა თქვა და ჩანთა სველი ხელსაწმენდით გაწმინდა. _ მეც გიხდით ბოდიშს. _ ეგრევე დაამატა და კაცს შეხედა: ისევ ისეთი იყო, ვამპირული და მოსაწონი. ვამპირულს მხოლოდ იმიტომ ეძახდა, რომ ქალის ფიქრებში აღწევდა და თითქოს ალისიას ძალაუნებურად იმონებდა თავისი გონებით. _ ალისია. _ თქვა და ხელი გაუწოდა, არადა, ალისია ხელს ზოგადად არავის ართმევდა. აგიჟებდა და აღიზიანებდა ხელის ჩამორთმევა, არ უყვარდა, როცა მისი ხელისგული ვიღაცას ეხებოდა. ამ დროს ეგონა, რომ ვიღაცა მის ხელისგულზე არსებულ ხაზებსა და ანაბეჭდებს ჰპარავდა. მაგრამ ახლა საჭირო იყო ასე მოქცევა. კაცმაც გამოუწრდა ხელი და თვითონაც გაეცნო: _ ანდრია დავითიანი. თუ ნებას მომცემთ, სავახშმოდ დაგპატიჟებთ ცოტა მოგვიანებით. ახლა შესვენება მაქვს და უკან უნდა დავბრუნდე სამსახურში! _ კარგი, ბატონო ანდრია, _ მიუგო და კალამი ამოიღო. ხელი ისევ გაიწოდა მისკენ, კაცმაც ჩამოართვა და ალისიამ მის ამოტრიალებულ ხელისგულზე თავისი მობილურის ნომერი წააწერა. _ მაშინ დროებით, _ თქვა და კაციც დაემშვიდობა. ორივემ ურთიერთსაპირისპირო მხარეს გადადგა ნაბიჯი. ალისიამ კალამი ჩანთაში ჩააგდო და ტელეფონს დახედა: _ დაბლები ჩაიცვი და წადი, უთვალთვალე, მორჩი სეირნობას! შენ უნდა გაიგო მისი ყოველდღიური განრიგი, თორემ მე თუ გავიგე, არაფერში გამომადგება, შენ მაგივრად ვერ დავწერ! _ სწერდა დავითი და თან ღიმილის სმაილს უგზავნიდა. _ რას აკეთებ?! _ ეს მისწერა მხოლოდ. _ შენს ბრძანებას ველოდები! როდის მოვიმარჯვო კამერა? _ მოემზადე და მოგწერ დღეს, ახლა კი დამასვენე. აზრზე მოსვლა მჭირდება, რას ვაკეთებ და რატომ! _ ჰონორარისთვის და შიშის დასამარცხებლად! _ მადლობა შეხსენებისთვის. _ მისწერა ალისიამ და ხელი უნდა აეწია ტაქსის გასაჩერებლად, რომ მის წინ უცებ მერსედესი გაჩერდა. კაცმა ფანჯარა ჩასწია და ალისიას მიმართა: _ ქალბატონო ალისია, საით მიბრძანდებით?! _ ბატონო ანდრია, დიღმისკენ, მაგრამ არ შეწუხდეთ, ტაქსის გავყვები. _ დაბრძანდით! _ და კარი გაუღო. ალისიამ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა. _ რომელ ქუჩაზე ცხოვრობთ?! _ თქვენ სამუშაოზე მიდიხართ, ამიტომ არ დაგაგვიანებთ... _ და დიღომში საავადმყოფოებთან ჩამოვალო, უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, _ სადმე დიღომში, ხიდამდე ჩამოვალ. _ როგორც მეტყვით. _ მიუგო კაცმა და ხელისგული აჩვენა, თან ჰკითხა: _ ბოლო კითხვის ნიშანი რა ციფრია?! _ თვითონ გამოიცანით! კაცს გაეცინა: _ გასაგებია და რას საქმიანობთ?! კინაღამ წამოსცდა, ვამპირზე ვწერ წიგნსო, მაგრამ ენას კბილი დააჭირა და უპასუხა, _ ფოტოგრაფი ვარ! _ და კაცს შეხედა. _ რა სურათებს იღებთ?! _ წიგნისთვის და ჟურნალებისთვის! ყველანაირს! _ მოიფიქრა უცბად და გააგრძელა, _ როცა წიგნებს ბეჭდავენ, ზოგს გრაფიკულ ფოტოს ურჩევნია ნამდვილი ფოტოები ამშვენებდეს ყდას, ამიტომაც მწერალი მეუბნება, რანაირი ყდა უნდა და მეც ვურჩევ და ვირჩევ, სად რა გადავიღო ან ვინ! _ კარგია. ვამპირს ორი სიტყვის თქმაც არ შეუძლიაო, ფიქრობდა ისევ და კაცს გაჰყურებდა, რომელიც მანქანას მართავდა. საინტერესოა, ამ ხნის კაცი უცოლოდ რატომაა? _ ფიქრობდა და მის თითებს აკვირდებოდა, რომელსაც წელიწადია იცნობდა შორიდან და იცოდა, რომ ბეჭედი არასდროს ჰკეთებია! ალისიასაც არ ეკეთა ბეჭედი. ბავშვობაში ბევრი ჰქონდა და ატარებდა კიდევაც, მაგრამ ახლა აღარ იტაცებს, მხოლოდ პატარა საყურეები მოსწონს და ახლაც უკეთია შავთვლიანები. _ თქვენ რას საქმიანობთ?! _ გაახსენდა, მასაც რომ უნდა ეკითხა და გულში გაეღიმა. _ ექიმი ვარ. _ მაგარია. რისი?! დიდი ხანია?! _ დიდი ხანია. ვარ პედიატრი და ალერგოლოგი. _ საინტერესოა! ბავშვებთან ყოფნა და მათი სიცილის მოსმენა მშვენიერია. _ დიახ. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემზე ცოტას ვინმე საუბრობდეს, უთხრა თავის თავს ალისიამ და კაცს შეხედა. _ კოსტიუმი რომ ასე გეკუჭებათ და უკან რომ ჩამოკიდოთ, არაა?! კოსტიუმით მანქანა როგორ უნდა ატარო?! კაცს გაეცინა: _ ჩვეულებრივად. ძირითადად კოსტიუმი მაცვია და შევეჩვიე. _ ყოველდღე პერანგების დაუთოებისგან რომ დაასვენოთ თქვენი მეუღლე არ ჯობია?! _ გაგიკვირდებათ და მე ვაკეთებ ამას ხოლმე! ალისიას გაეცინა, რადგან თვითონაც სწორედ ეს გაიფიქრა. მუსიკა მანქანაში დაბალ ხმაზე ისმოდა და ალისიამ ხმას აუწია. შია_ Bიგ გირლს ცრყ შერჩა ხელში. _ ქალები რომ ტირიან გიყვართ?! _ არა! საიდან მოიტანეთ?! _ არავინ აგიტირებიათ?! _ არაა! იმედი მაქვს, არაა. _ არც პაციენტები?! _ არა! _ მე კი ვფიქრობ, რომ კი! როგორც გამიგია, სისხლის ასაღებად რომ აგზავნით პატარებს, ტირიან. აქედან გამომდინარე, თქვენ ატირებთ მათ! _ ეს ანალიზის პასუხებს სჭირდება! ალისიას გაეცინა. _ თქვენ როდის იტირეთ ბოლოს?! _ თავი მოაბრუნა ვამპირმა. ალისია არ ელოდა კითხვის ასე შემობრუნებას. _ დაახლოებით წინა კვირას. კაცს გაუკვირდა. _ რატომ?! _ ქალური სულელური სისუსტეების გამო! ერთ მწერალმა მთხოვა ექიმის ფოტოს გადაღება წიგნისთვის, მაგრამ ნამდვილი ექიმის. მე კი ჯერ ნორმალური ვერავინ ვნახე! _ მოიფიქრა უცბად. _ თანახმა იქნებით გადაგიღოთ? ხართ ნორმალური ექიმი?! _ ყველა ექიმი არანორმალურია?! მე მეგონა ნორმალური ექიმი ვიყავი! _ და გაიცინა. _ რაღაცით არანორმალურები არიან! თანახმა ხართ თუ არა?! _ რა მევალება?! _ მანქანა ლამაზია, მაგრამ სხვა მანქანასთან გადავიღებ, რადგან წიგნში სხვა მარკის მანქანაა ნახსენები. სამოსსაც მე შევარჩევ, თუმცა სტილი თქვენთვის ნაცნობ პერანგს, კოსტიუმსა და შარვალს არ გასცდება, და ასევე ჰალსტუხიც! მოიფიქრეთ და მერე მითხარით! _ კარგი! _ კარგი მოიფიქრებთ თუ კარგი თანახმა ხართ?! _ გაეცინა ალისიას და კაცის ღიმილს თვალი შეავლო. _ თანახმა ვარ! მაგრამ გვიან მცალია ხოლმე, ძირითადად 9 საათის მერე, ან უფრო გვიან. შაბათ-კვირასაც დაკავებული ვარ ხანდახან. _ არა უშავს. დიდი დრო არ დამჭირდება! გამიჩერეთ, მე აქ ჩამოვალ და გმადლობთ. _ შეხვედრამდე, ალისია. _ ნახვამდის, ანდრია. _ თქვა და კარი მიხურა. გზაზე გადავიდა და მაღალ შენობაში შევიდა. ლიფტი გამოიძახა. სანამ მეხუთე სართულზე ავიდოდა, კედელს მიყრდნობილი სახეზე ხელებს ისვამდა: _ ისევ მიხურს! მიხურს! რა მემართება?! რა მჭირს?! ისევ ალერგია?! არა! ალერგია ახლა უკვე ამ ვამპირზე მაქვს! _ თქვა გაბრაზებულმა და ხელი მომუშტა: _ რა ჯანდაბად დავთანხმდი ამ წინადადებას! ავიდა თუ არა მეხუთეზე, თავის სამუშაო ოთახს მიაშურა და ხმაურით შეაღო კარი. _ ალისია?! _ გაუკვირდა კაცს. _ დავით, რა იყო მოჩვენება ნახე?! _ არ გელოდით! _ არც მე ველოდი დიანას აქ ნახვას! _ თქვა და გაეცინა. _ რა ხდება?! ისე, ცოტა მშია! მაჭმევთ რამეს თუ სახლში წავიდე და იქ მოვიმზადო რამე? _ რაღა იქ, აქ მოამზადე. _ კაცმა ხელი მოჰკიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა. _ რა მასალა გაქვს მაცივარში?! გავაღო თუ გამიღებ?! _ იკითხა და კართან გაჩერდა. _ მართლა გააკეთებ რამეს?! _ ჰოო! თუ რამე გეშოვება ამ თეთრ ყუთში! _ კომბოსტოა შიგნით, მაგრამ ჩემმა დამ რისთვის ამოიტანა, აზრზე არ ვარ! კიტრი და პამიდორიც მოიპოვება! _ ძალიან კარგი, _ თქვა ქალმა, ხელები დაიბანა, მერე კომბოსტო გამოიღო და გადარეცხა. _ დაფა სადაა?! და დანა?! ორივე მიაწოდა კაცმა და დიანასთან ერთად იქვე ჩამოჯდა. ალისიამ კომბოსტო დაჭრა და მარილი მოაყარა, მერე კარგა ხანს ხელით ურია. ბოლოს ხახვი, მარილი, სუნელები ჩაყარა პატარა თასში, პამიდორი და კიტრი დაჭრა და ისიც თასში ჩაყარა. შემდეგ კომბოსტო გაწურა, იმასაც თასში ჩაუძახა და ამოურია. ამ დროს ალისიას ტელეფონმა დარეკა: _ გისმენ, დედა, როგორ ხართ?! _ კარგად, შვილო, შენ?! დღეს არ ჩამოხვალ ჩვენთან?! _ მეც კარგად. დღეს რა ხდება?! _ შენი ძმა და რძალი მოდიან და გვინდა ერთად ვივახშმოდ. _ კარგი, დავურეკავ და მეც წამოვყვები. _ გელოდებით. _ ხო. დეე. ალისიამ ტელეფონი გათიშა. ვახშამი ვამპირთან?! არა, ჯობია მოიცადოს, თუ მერე მოუნდა, მერე დამპატიჟოს ვახშამზე, ახლა კი ჩემებს ვესტუმრები. _ გაიფიქრა და სალათას ისევ ამოურია. _ თეფშები გადმოიღეთ და ვჭამოთ! _ თქვა და თასი მაგიდაზე გადმოდგა. პური დადეს, წვენიც ჩამოასხეს და მაგიდას მიუსხდნენ. _ რამე მოიფიქრე, ალისია?! _ იკითხა კაცმა. _ კი, მშია... _ სახლში მეგონა მხოლოდ წერდი და მეტი არაფერი! _ სახლში ვწერ ღამის 2 საათამდე, დილას 8 საათზე საჭმელს ვამზადებ, მერე ვრეცხავ და ვემზადები სამსახურში წასასვლელად. მერე რომ მივდივარ, ისევ ვჭამ, ვალაგებ სახლს და ისევ ღამის 2-3 საათამდე ვწერ, თუ რამე მომივიდა თავში! გასაგებია?! საჭმლის კეთება ვიცი! დალაგებაც! _ თქვა და ჭამა განაგრძო. _ ამ საღამოს რას აპირებ, რესტორანში წახვალ და უთვალთვალებ?! _ საღამოს მშობლებთან მივდივართ შვილები! დღეს ადრე დავიძინებ, რომ ხვალ დილიდან გავხდე დეტექტივი და ჯაშუში! რათა მისი გეგმა და განრიგი დავადგინო! _ ანუ გადავედით შიშის დამარცხებაზე?! _ ჰოო! _ თქვა ქალმა და გაბრაზებულმა ჩაიდო ლუკმა პირში. ჭიქები ასწიეს და ერთმანეთს მიუჭახუნეს: _ მაშ ჩვენი საქმის წარმატებისა იყოს. _ თქვეს ერთად და ღვინო დალიეს. აალაგეს თუ არა, დიანამ ჭურჭელი დარეცხა და დივანზე ჩამოჯდა. _ დიანა, შენ უნდა დაგავალო ბავშვის მოძებნა, პატარა ბავშვის, რომელსაც ალერგია აწუხებს, შენ კი მოემზადე დღეს, სანამ მცალია, გადაღებებზე ამიხსნი რაღაცას, რადგან ცოტა ხნით ფოტოგრაფობა უნდა ვცადო! ორივემ გაკვირვებით შეხედა ქალს. ალისიამ განაგრძო საუბარი: _ ბავშვს მასთან წავიყვან, რომ გასინჯოს! ვითომ ჩემი ნათესავია! ხოლო გადაღება იმიტომ, რომ შეიძლება დამჭირდეს. ხომ ვერ ვეტყვი, მწერალი ვარ და შენზე ვწერ-თქო?! სხვა პროფესია რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, სჯობს ეს ვუთხრა. _ თქვა, მაგრამ მეგობრებს დაუმალა, დღეს რომ შეხვდა. ამის ახსნა ეზარებოდა. _ გასაგებია თქვენი სამუშაო?! ორივემ ჩუმად დააქნია თავი და დიანა ადგა. _ მე წავალ და თქვენ იმუშავეთ! დავითი მთელი ორი საათი უხსნიდა ალისიას, ფოტოაპარატი როგორ უნდა დაეჭირა, რა შუქზე გადაეღო და რა რეჟიმში. სად რა განათება სჭირდებოდა. ბოლოს ალისია დივანზე ჩამოჯდა ფოტოაპარატით ხელში. _ ხვალ შაბათია და ორი-სამი საათით შენი ნაცნობი მოდელები მოიყვანე სადმე ბუნებაში გადასაღებად, მე გადავიღებ! ასევე მჭირდება: წიგნები, მაკრატლები, თეთრი ხალათები, მაგრამ ხალათი მინდა შენობების გამოსახულებით და არა სულ სადა! ეს ნივთები მიშოვე, არ გაგიჭირდება! _ რად გინდა?! _ გადასაღებად! მე ახლა ფოტოგრაფი ვარ დროებით! _ კარგი, ჰოო! _ თქვა კაცმა და ჩაეცინა. _ ახლა წავალ და მოვემზადები მშობლებთან ვახშმისთვის! კარგად იყავი. როცა ყველაფერს იშოვი, შემეხმიანე! _ დაიბარა და გავიდა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა. როცა თავი მოიწესრიგა, გარდერობი გამოაღო და კაბების რიგში ქექვა დაიწყო. ბოლოს ყვითელი კაბა შეარჩია და ლოგინზე დადო. დაბალი ფეხსაცმელიც გამოიღო, რადგან მაღლებზე დაიღალა. კომპიუტერი აიღო. ახალი წიგნის მასალებს წერდა, ამჯერად სულ სხვა წიგნს და არა ვამპირზე, რამდენიმე გვერდი ჩაიწერა, შეინახა და სამზარეულოში გავიდა. მაცივარში შეიხედა. არაფერი ჰქონდა საყიდელი, ყაბაყხის კატლეტები გამზადებული ედო და ხვალე შეწვავდა. მაცივარი მიხურა და ოთახში გავიდა. _ გისმენ, ძმაო. _ მოვედით და ჩამოდი! _ ახლავე. _ თქვა და ყურმილი დაკიდა. კაბა გადაიცვა, ფეხსაცმელები ჩაიცვა, თხელი პალტო მოიცვა, გრძელი საყურეები გაიკეთა, სადა ფერის პომადა წაისვა და სუნამოც დაიპკურა. მერე ჩანთა აიღო და გარეთ გასულმა კარი ჩაკეტა. ხუთ წუთში უკვე მანქანაში იჯდა. გადაკოცნა რძალი და ძმა, მოიკითხა და მათაც მოიკითხეს: _ ერთზე ვწერ ისტორიას და იმედია, რამე გამომივა! მხოლოდ ის ვიცი, რომ 200 გვერდს უნდა გავცდე! _ აუწყა მათ. ორივეს გაეცინა. _ ცოტა ნაკლები რომ იყოს?! _ არა, მაინც 200 გვერდს გადავაცილებ! _ ესე იგი, კარგი უფროსია?! _ ნენსი კი, კარგი ქალია, თავისი პატარ-პატარა ახირებებით! მაგრამ არა უშავს, მეც მაქვს გაცილებით მეტი სულელური ახირებები. _ თქვა და გაიცინა. ალისიამ ტელეფონი ჩაიდო ჩანთაში თუ არა, ხმის ღილაკზე ხელი მოუხვდა და არც შეუმჩნევია, ტელეფონს ხმა რომ გაუთიშა. სახლში მისულმაც კი არ ჩახედა ტელეფონს. ისე გაერთო ოჯახთან საუბარში, ხან ბავშვს დაიჭერდა და ძალით კოცნიდა ან ეთამაშებოდა. ჯერ ივახშმეს, მერე ლიმონის ჩაიც დალიეს და ბოლოს ამბები გაიხსენეს, მოგზაურობები საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, ბავშვობის, სკოლის ამბები. გვიან მიიყვანეს სახლამდე ძმამ და რძალმა. უკვე თვეებია, რაც ცალკე ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მანამდე სულ მშობლებთან ერთად იყვნენ, თავისი ძმაც ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, რაც ცოლი მოიყვანა, ახლა მშობლები ერთად ცხოვრობდნენ, ძმა და ცოლი სხვა სახლში და ალისია კიდევ ცალკე მარტო, როცა უნდოდა მაშინ დაიძინებდა, დილით კი ადრე დგებოდა. ქალმა გაიხადა, პიჟამა ჩაიცვა და დაწვა. ანდრიამ რამდენიმეჯერ დაურეკა, როცა მუშაობას მორჩა. მისი სუნამოს სურნელი ახსენდებოდა კაცს და ამ ქალით რატომღაც ინტერესდებოდა. ისევ დარეკა, მაგრამ არავინ უპასუხა და სახლში შევიდა. მანქანის გასაღები და სახლის გასაღები ერთად იქვე დადო და დივანზე ჩამოჯდა. _ სად არის ნეტავ?! არ სცალია თუ ზარის ხმა არ ესმის?! _ ფიქრობდა. ბოლოს მოჰბეზრდა ლოდინი, შხაპი მიიღო და საჭმელი შეჭამა თუ არა, დასასვენებლად წამოწვა, რადგან დღეს პარასკევი იყო და ხვალ სამუშაო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც რაღაც საქმეები უნდა გაეკეთებინა. ცოტა ხანში ალისიას გამოეღვიძა, ტელეფონი გაახსენდა და ჩანთაში ჩაიხედა. გახსნა და ზარიც დახვდა და სმს-იც: _ ალისია როგორ ხართ?! ანდრია დავითიანი! _ რომლის ტელეფონიც ადრე უკვე ეწერა თავის ტელეფონების სიაში. _ რეკავდა?! რატომ?! ვახშმად მეპატიჟებოდა? დავურეკო?! არა, გვიანია! აბა, დავუმესიჯებ მაშინ. _ თქვა ხმამაღლა და სმს-ებში შევიდა. _ გძინავთ უკვე?! _ მისწერა. _ ჯერ არა. _ დაუბრუნა პასუხი ექიმმა. ადგა და მაშინვე დაურეკა: _ საღამო მშვიდობისა. _ საღამო მშვიდობისა, ალისია, გირეკავდით... _ ბოდიშს გიხდით, სტუმრად ვიყავი და ზარის ხმა არ გამიგია, ახლა ვნახე თქვენი ზარი. _ არა უშავს. მინდოდა ვახშამზე გველაპარაკა. _ კარგი, როდის გცალიათ?! _ დღეს მინდოდა დაპატიჟება, მაგრამ ხვალ იყოს, თუ გცალიათ. _ ხვალ მთელი დღე მცალია, თუ გადაღებები არ მექნება. _ მაშინ, საღამოს 5 საათზე იყოს, რესტორანში, თუ თანახმა ხართ. _ შევთანხმდით, ხვალ 5 საათზე. _ ძილი ნებისა, ალისია. _ ძილი ნებისა. _ მიუგო და ტელეფონი გათიშა. დილას ადრე უნდა ამდგარიყო წასულიყო მასთან და გაეგო, რა დროს სად მიდიოდა. ამ ფიქრებით ჩაეძინა. დილას 6 საათზე ადგა, კატლეტი შეწვა, დაალაგა, შეჭამა, შავი სამოსი ჩაიცვა ისე, რომ არავის ეცნო და გავიდა. ტაქსი გააჩერა და რამდენიმე ხანში მის სახლთან ჩამოვიდა. მოშორებით ჩამოჯდა, მაგრამ ცოტა ხნის მერე ადგა, სათვალე შეისწორა და სირბილი დაიწყო. კარგა მანძილი რომ გაირბინა, შემოტრიალდა და უკან წამოვიდა, თან სადარბაზოს არ აცილებდა თვალს. რვის ოცდახუთი წუთი ხდებოდა, მისი სათვალთვალო ობიექტი სადარბაზოდან რომ გამოვიდა და მისკენ სირბილით გაემართა. ალისია შეტრიალდა და სირბილი განაგრძო, თან ხეებისკენ გადაუხვია. ამ დროს კაცმაც ჩაუარა გვერდით. ალისიამ ამოიღო ტელეფონი და ჩაწერა: ვამპირი 7:30-ზე სავარჯიშოდ გამოდის და დარბის! შემდეგ უკან მიჰყვა მოშორებით, თან ყურსასმენები გაიკეთა. ბოლოს, 30-წუთიანი სირბილის მერე კაცი უკან მოტრიალდა და სახლში ავიდა. ალისია იქვე ჩამოჯდა დაღლილი, დილით სახლში კი ვარჯიშობდა, მაგრამ გარეთ არ დარბოდა! კვლავ ჩაწერა ტელეფონში: 30 წუთი დარბოდა! _ ამ დროსაც კი საინტერესო იყო ვამპირი! _ თქვა თავისთვის და დრო დაინიშნა. _ ახლა ალბათ ბანაობს! მერე ჩაიცვამს და ცოტა ხანს ისევ სახლში დარჩება. მაღაზიაში შევიდა, წყალი იყიდა, დაიცადა, სანამ დაღლა გადაუვლიდა და წყალი მოიყუდა. მალე ანდრიაც გამოვიდა, გასაღები ამოიღო ჯიბიდან, გარაჟი გააღო და მანქანა გამოიყვანა. ალისიამ ტაქსი გააჩერა. _ ამ მანქანას მიჰყევით! _ მისცა მითითება მძღოლს და ფული მიაწოდა. რამდენიმეწუთიანი დევნის მერე მანქანა აუზთან გაჩერდა და კაციც გადმოვიდა. ცოტა ხნის მერე ალისიაც გადმოვიდა და ტაქსი გაუშვა. მერე შენობაში შევიდა, რეგისტრატურასთან მივიდა და აუზის განრიგი გამოიკითხა. ბოლოს სთხოვა მორიგეს, აუზს ვნახავო და ქალმაც გააცილა. ალისია აუზთან მივიდა, სათვალე ისევ ეკეთა, რამდენიმე ადგილი შეათვალიერა და ისიც დაინახა. გამოვიდა თუ არა, ანდრია წყალში ჩაეშვა და ცურვას შეუდგა. ალისია მოტრიალდა. გამოდის 8-დან 9 საათამდე აქ ატარებს დროს! და ქალს მიუბრუნდა: _ 8 საათზე შეიძლება ჩამწეროთ? ან ცხრის ნახევარზე! _ დიახ, თქვენ როგორც გინდათ. _ კარგი, მაშინ თუ შეიძლება ცხრის ნახევარზე ვივლი. როცა ჩაწერას მორჩა, გარეთ გამოვიდა და დაიცადა, თუმცა დიდხანს ვეღარ გაძლო, გაისეირნა და უკან 9 საათისთვის მობრუნდა. ის იყო შენობის კედელს მიეყუდა, როცა მისი მანქანა დაინახა, ანდრია უკვე ტოვებდა იქაურობას. თვითონაც ტაქსიში ჩაჯდა და ვამპირის სახლისკენ აიღო გეზი. მივიდა თუ არა, მანქანა გარეთ დახვდა გაჩერებული. ახლა ალბათ გაემზადება და სამსახურში წავა?! _ არაა, დღეს ხომ შაბათია! _ გაახსენდა და ცოტა ხნით ისევ დაიცადა. ნახევარი საათის მერე დაღლილმა გადაწყვიტა მასთან შეხვედრის დრო შეეცვალა და დაურეკა: _ გამარჯობათ, ბატონო ანდრია, დღეს 5 საათზე ვერ ვახერხებ და დრო ცოტათი რომ გადავწიოთ?! _ გამარჯობა, ალისია. კი ბატონო, რომელ საათზე?! _ 7-ზე რომ იყოს?! _ იყოს. იმედს ვიტოვებ, ამ დროსაც არ შეცვლით. _ თქვა და გაეცინა. _ მისი მოკლე რეპლიკები! _ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ალისიამ და სახლში წავიდა. დღეს მორჩა თვალთვალი, ახლა უნდა დაისვენოს. ვამპირმა 30 წუთი არბენინა, მერე ტაქსით `აკატავა~! _ კარი გაცოფებულმა გააღო და პირდაპირ სასააბაზანოში გავარდა. თუ ყოველ დილას დარბის, მაშინ მეც უნდა ვირბინო, მაგრამ აქედან იქ როგორ მოვხვდე?! ბინა უნდა გამოვიცვალო და სადმე მის ახლოს ვიქირავო თუ რა ვქნაა?! ველოსიპედით ვიარო?! მაგრამ ველოსიპედით დავიმტვრევი, ბავშვობიდან არ მიყვარს! _ ფიქრებით სავსემ იბანავა და გამოვიდა. _ რას აკეთებთ?! _ სმს-ი მოსვლოდა და გახსნა: _ ვამპირი! _ წამოიძახა. _ რატომ იკითხა?! _ დაფიქრდა ალისია და მისწერა: _ დილით ვირბინე და ახლა უნდა მოვემზადო, მერე კი რამე შევჭამო! _ სირბილი კარგია. რას შეჭამდით?! _ პიცას, ოღონდ სადმე გარეთ! _ მოიფიქრა და გაგზავნა სმს-ი. აბა აქ რომ დავპატიჟო, მერე ბინას ვერ შევიცვლი, ამიტომ მალე უნდა ვიპოვო ახალი საცხოვრებელი! მაშინვე დიანას დაურეკა: _ ახლავე უნდა მიშოვო მის მისამართთან ახლოს ერთოთახიანი სახლი ქირით! სასწრაფოდ! ლამაზი ავეჯით! _ და დაემშვიდობა. ალისიამ ჩაიცვა და მართლა გადაწყვიტა პიცა შეეჭამა. ტელეფონს დახედა: _ სად იქნები პიცის საჭმელად?! _ ისევ მესიჯი დახვდა. _ პიცერიაში დიღომთან. _ და მისამართიც მისწერა. ნეტავ მოსვლას აპირებს?! ტანსაცმელი გამოიცვალა, შარვალი ჩაიცვა, ზემოდან მაისური, მერე პალტო, მაღლებზე შედგა და გავიდა. _ დამეწვევით?! _ მიწერა მალევე. _ დიახ. ალისია შევიდა კაფეში, პიცა შეუკვეთა, მაგიდა მონახა და დაჯდა. ცოტა ხანში ანდრიაც დაინახა და მისკენ წამოვიდა თუ არა, წამოდგა და მისთვის საშინელი მომენტისთვის მოემზადა. დღეიდან არავითარი ხელის ჩამორთმევა, უთხრა თავის თავს და გაუხარდა, კაცმა ხელი რომ აღარ გამოიწოდა და ისე გადაკოცნა. _ ანდრია და გადაკოცნა?! _ გაუკვირდა ქალს და მაგიდას კი არ მიუჯდა, მიეკრო, რომ არ წაქცეულიყო. _ აბა, რას მიირთმევთ პიცის გარდა?! _ შეეკითხა კაცს. _ მე უნდა ვიკითხო ეს. _ დღეს არა. _ კარგი, საღამოს მაშინ! საღამოს... რა საღამოს? _ გაიფიქრა და კაცს შეეკითხა: _ მეგონა პიცის გამო საღამოს ვახშამი გაუქმდა! _ არა, მაგრამ თუ არ გცალიათ, სხვა დროს იყოს. _ არა, მცალია 7 საათზე. აბა, რას მიირთმევთ?! პიცა უკვე შევუკვეთე და წვენი. რაც გსურთ, ნახეთ. _ უთხრა და მენიუ მიაწოდა. კაცმა მენიუს ჩახედა. _ მაშინ ფორთოხლის წვენი. ოფიციანტმა ჩაიწერა და წავიდა. მალევე მოიტანეს ორი ფორთოხლის წვენი და პიცა. _ დღეს არ მუშაობთ?! _ იკითხა ქალმა და კაცს შეხედა. _ დღეს არა, მაგრამ ცოტა საქმეები მაქვს მოგვიანებით. თქვენ?! _ დღეს გეიძლება გადაღება მქონდეს, მხოლოდ გადაღება. გემრიელად მიირთვით, _ თქვა და პიცა გადაიღო. _ გმადლობთ, თქვენც. _ კაცმა წვენი დალია. პიცა არ გადაუღია. ალისიამ შეხედა: _ მიირთვით პიცა. _ უთხრა და თეფშზე გადაუღო. კაცს გაეცინა. _ გმადლობთ. _ მე რომ მერიდება სხვაგან საჭმლის ჭამის, ეს ვიცი, მაგრამ პირველად ვხედავ, კაცს ერიდებოდეს, მითუმეტეს როცა თავისი საშინელი გრაფიკის გამო ნორმალურად ჭამას ვერ ახერხებს. თქვა ხმამაღლა. _ საიდან იცით რთული გრაფიკი რომ მაქვს?! _ ნაცნობი ექიმებიდან გამიგია, რომ ექიმებს რთული გრაფიკი აქვთ. _ კი, ასეა. ალისიამ ერთი ნაჭერი მიირთვა თუ არა, შეისვენა და სკამს მიეყუდა. _ დარბიხართ, ესე იგი?! _ დიახ. _ მანაც მოკლე პასუხი გაიმეტა და გაჩუმდა. ალისიას ტელეფონი ახმაურდა და ამოიღო ჩანთიდან. _ უკაცრავად, _ მოუბოდიშა ვამპირს და ზარს უპასუხა: _ გისმენ. _ ვნახე ერთი ბინა და ფოტოები გამოგიგზავნე ვაიბერში! _ მადლობა! _ რას შვრები, სად ხარ?! _ პიცას ვჭამ მეგობართან ერთად! _ ვინ მეგობართან?! _ კარგი აბა, მადლობა და კარგად, როცა მზად იქნებიან მოდელები, დამირეკე! _ რა მოდელები, რა მომზადებააა?! _ თქვა გაკვირვებულმა ქალმა და ალისიამ ტელეფონი გაუთიშა. _ პრობლემაა რამე?! _ არა არაფერი, რაღაცები უნდა მოეტანათ გადაღებისთვის და შემატყობინეს, ცოტა დრო უნდაო! _ გემრიელი პიცაა. _ თქვა კაცმა და ალისიაც დაეთანხმა. _ გადაღებაზე დამპატიჟებთ?! _ როცა იქნება, შეგატყობინებთ. _ სტუდიაში გაქვთ გადაღებები?! _ არამარტო, გარეთაც ხოლმე. _ როგორი ფოტოები მოგწონთ?! _ ბუნების: მდინარეები, მთები, ზღვები და ოქროსფერი შემოდგომა. _ ეს თვე გყვარებიათ! _ დიახ, შემოდგომა და ზაფხული მარტო. თქვენ?! _ ზამთარი! _ საშინელებაა! _ მაგრამ თოვლი კარგია ჯანმრთელობისთვის და ავადმყოფობის დროს. _ სიცივეც კარგია?! _ თქვა ქალმა და გაეღიმა. _ ორგანიზმისთვის გამაჯანსაღებელია! _ ეს ექიმის რჩევებია?! _ ნაწილობრივ, თუ გენდომებათ რაიმე რჩევა, თქვენს განკარგულებაში მიგულეთ! _ მადლობა. დავიმახსოვრებ ამ შემოთავაზებას. _ ღიმილით მიუგო ქალმა და წვენი ბოლომდე დალია. წვენი კაცმაც მოსვა და ქალს შეხედა. ალისიამ მისი მზერა იგრძნო და მაშინვე მისი თბილი გადაკოცნა გაახსენდა. გაახსენდა მის მაგთის ნომერს რომ დააცქერდებოდა, რომელიც მეგობარმა გაუგო, მერე ვაიბერში შეიხედებოდა და მის ფოტოს დააცქერდებოდა, რომელიც იცვლებოდა ხოლმე, მაგრამ ალისიას მისდამი ინტერესი არ ეცვლებოდა, უფრო და უფრო აინტერესებდა, თუმცა მის შეწუხებას რაიმეზე ვერ ბედავდა. ხომ შეეძლო პაციენტის როლი მოერგო და ახლოს გასცნობოდა, მაგრამ მისი პირველი დანახვა იმდენად ძლიერი იყო, ეშინოდა კიდევაც მისი. კაცმა საათს დახედა. ალისია მიუხვდა: _ ალბათ წასვლის დროა... _ უნდა წავიდე, პიცისთვის გმადლობთ. ალისიამ ანგარიში მოითხოვა. _ მე ვიხდი! _ არა, თქვენ საღამოს! _ ალისია! _ ჩხუბს არ გირჩევთ, მე ვიხდი! _ არა! _ მაშინ ვახშამი გაუქმებულია! _ თქვა ქალმა და წამოდგა. კაცმა თანხა დადო და ადგა. _ დღეს 7 საათზე! _ აღარ! _ დროს ნუღარ შეცვლით! მე გაგაცილებთ, სადაც მიდიხართ! _ კარგი, გმადლობთ. _ თქვა და გვერდით მიჰყვა. მანქანაში ჩასხდნენ და გზას შეუერთდნენ. _ ჩხუბობთ ხოლმე?! _ როცა საჭიროა, კი! _ თქვა ქალმა. _ მაინც რაზე?! _ როცა რაღაც არ მომეწონება ან უსამართლობას დავინახავ! _ კარგია! _ სიმართლის დაცვა კი, ჩხუბი არა! კაცს გაეცინა. _ სად მიდიხართ?! _ მაღაზიაში, ბავშვს საჩუქარი უნდა ვუყიდო. _ შვილი გყავთ?! _ არაა, ძმისშვილს! _ რამხელაა?! _ უკვე იმხელა, რომ ჩაიხუტებ და მასთან ერთად დაიძინებ ისე, რომ არ შეგეშინდეს მისი გაჭ....ტის. 1 წლის გახდება! თქვენ გყავთ?! _ ცოლიანი არ ვარ! _ და ან ძმა ვიკითხე! _ არა, მარტო ვარ. _ ცუდია, ძმა რომ გყავს, მაგარიაა. სულ ერთად ვიყავით ბაშვობაში. მერე, ცოლი რომ მოიყვანა, ცალკე გადავიდა. _ გასაგებია. ნამდვილად არაა კარგი ვამპირის მარტო ყოფნა. გაცილებით აუტანელი იქნები, რადგან მარტო გაიზარდე! მთელი 25 წელიწადი ნათესავების და ძმის გარემოცვაში ვიყავი და მაინც მარტო ვგრძნობდი თავს და წარმომიდგენია მართლა მარტო რომ ხარ 30 წლისა, რა საშინელი იქნება, _ გაიფიქრა თავისთვის. _ აქ ჩამოვალ, _ თქვა და კარი გააღო, როგორც კი მანქანამ შეანელა სვლა. _ საღამომდე, ალისია. _ საღამომდე! _ მიუგო და ფიქრში დააყოლა: იმ საღამომდე, რომელიც არ შედგება. მარტო დარჩენილმა ანდრიამ ქალზე დაიწყო ფიქრი, საღამოს გეგმებს აწყობდა მისი გონება, უნდოდა რაც შეიძლება მალე ენახა ალისია ისევ. ასე შეფიქრიანებული შინ დაბრუნდა და კომპიუტერს მიუჯდა. რამდენიმე ფაილი გახსნა და მუშაობას შეუდგა. ისევ გაახსენდა ქალი, მისი გადმოღებული პიცის ნაჭერი და მის ლოყაზე შეხება. კომპიუტერს მოშორდა და ფანჯარაში გაიხედა. მზე ისევ ანათებდა ფანჯრებში. სამზარეულოში გავიდა, წვენი დაისხა და ისევ გაიხსენა კაფეში ქალის მზრუნველობა. წვენი დალია და ისევ საქმეს შეუდგა. ძალით ცდილობდა ემუშავა და ქალზე ფიქრები დაესრულებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა ამაზე ბრაზობდა კიდევაც და თან ეცინებოდა... ალისიამ დიანას ნომერი აკრიფა, მანამდე ფოტოები ნახა და სთხოვა, მისამართზე მიდი და მეც მალევე მოვალო, მერე საჩუქარი აარჩია და ტაქსი გააჩერა. მისამართზე მალევე მივიდა და დიანა გადაკოცნა. _ ვინ მეგობართან იყავი?! _ მერე მოგიყვები, ახლა სახლი ვნახოთ! _ თქვა და ლიფტში შევიდნენ. ალისიას ბინა მოეწონა. _ დღესვე შემიძლია გადმოსვლა?! _ დიახ, _ მიუგო ბინის პატრონმა. _ მაშინ რამდენიმე საათში ჩავალაგებ ბარგს და მოვალ! _ თქვა და ქალს დაემშვიდობა. _ რად გინდა სახლი მასთან ახლოს?! აკი გეშინოდა?! _ უნდა ვირბინო დილაობით! ისიც დარბის! _ აააა! ვისთან ერთად იყავი წეღან?! _ ვამპირთან ერთად! _ რააა?! ნახეე?! შეხვდი?! ესაუბრეე?! და არაფერი გვითხარი?! _ მიაყარა დიანამ. ალისია მიუტრიალდა: _ ბევრის თქმა არ მიყვარს. წუხელვე ვნახე შემთხვევით და დღეს დილასაც! დანარჩენს ბოლოს ნახავთ და ვსიო, მეტი შეკითხვა არ იყოს! _ გააფრთხილა მეგობარი. _ ჩუმად ვარ! _ ძალიან კარგი! დავითსაც უთხარი მოკლედ და კითხვები აღარ დამისვათ! ახლა კი სახლში წავალ, ჩავბარგდები და შენც გამომყევი! შინ მისულმა ყველაფერი ჩაალაგა ორ დიდ ჩანთაში, კარი დაკეტა და ისევ დიასახლისთან დაბრუნდნენ. ალისიამ გასაღები გადაიბარა და ჩანთები ოთახში დააწყო. მერე დივანზე ჩამოჯდა და ფანჯარას გახედა. გახედა და ახლაღა მიხვდა: _ შენ რა, მის მოპირდაპირე კორპუსში მომინახე ბინა?! _ ჰოოო! _ ცოტა მოშორებით და არა ხუთ ნაბიჯში-თქო! _ ალისია, მოპირდაპირე სახლის გვერდით არის მისი ბინა! არც ისე ახლოსაა, ნუ გეშინია! _ მაინც ახლოსაა! _ არა უშავს! _ ისე, მადლობა, ლამაზი ბინააა. ახლა კი ჩანთებს ამოვალაგებ. _ გახსნა ერთი ჩანთა, ფეხსაცმელები ამოაწყო და ქვევით შეალაგა, მერე კაბები ამოიღო და გარდერობში დაკიდა. პარფიუმერიასა და სამკაულებსაც მიუჩინა ადგილი და ლოგინზე მიწვა. _ ახლა დავისვენებ და მერე დავწერ. _ ისევ 2 საათამდე?! _ ჰო, გვიან წერა მირჩევნია! უფრო ვუყრი სათქმელს თავს! და კიდევ ეს საცურაო კოსტიუმი შეუკვეთე. _ და ტელეფონში აჩვენა ფოტო. _ ნაზე, რა ლამაზია, არადა იმ ქლორიან წყალში უნდა გავაფუჭო მაგ ვამპირის გამო! _ არ მოჰყვები ამბებს?! _ არაა. ძაან გთხოვ, ნუ გამიმეორებ მაგ კითხვას! რა ქენი, იპოვე ბავშვი?! _ არა. შენი ნათლული ან ძმისშვილი წაიყვანე, ჯობია! _ რატომ?! ექიმია და გამოიცნობს, ნათესავია თუ უცხო ბავშვი?! _ ჰოო! _ წინასწარმეტყველი არა მგონია იყოს! თორემ ეცოდინებოდა, რომ თავი ჩემგან შორს უნდა დაიჭიროს! ამ დროს დავითმა დარეკა. _ კარგი, გამოვდივარ, რადგან მზად ხართ. _ გადაღებაზე მივდივარ, წამოხვალ?! _ დიანას მიუბრუნდა _ ჰო, აბა რააა. გადაღებაზე ერთად მივიდნენ. გოგოები უკვე მზად იყვნენ, ბუნებაში დივანზე ჩამომსხდრები დავითის ბრძანებას ელოდნენ. _ გამარჯობათ, ლამაზებო! დღეს ცოტა ხნით მე ვიქნები თქვენი უფროსი, ალისია და ჩემს მითითებებს შეასრულებთ დაახლოებით 2 საათი, არც კი. მერე თავისუფლები ხართ! გოგონები პოზებს იცვლიდნენ შემოდგომისფერ ბუნებაში... ბლომად ფოტო გადაიღო ალისიამ, ყველას მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ალისია თავის ბინაში დაბრუნდა, საჭირო რაოდენობის ჭურჭელი ჩაალაგა ჩანთაში და ნაქირავებში წავიდა. არ უყვარდა სხვისი ჭურჭელი, ამიტომაც ყოველთვის თეფშს და დანა-ჩანგალს კაფე-რესტორნებში ხელსახოცით წმენდდა ხოლმე. მშობლების სახლიდან რომ წამოვიდა და ეს გარემონტებული ბინა უყიდეს, პირველად ეშინოდა ოთახში ფეხის შედგმა და ნელა უახლოვდებოდა. ჯერ მარტო შეიხედა, არც შესულა შიგნით, მერე კი შევარდა და რბილ ფუმფულა ლოგინზე წამოწვა. ისეთი ფაფუკი გადასაფარებელი ჰქონდა მის არჩეულ საწოლს, რომ ეზარებოდა ადგომა. იმ დღეს იქეიფეს, იმხიარულეს ახალ სახლში მისი გადასვლა, მერე ოჯახის წევრები გააცილა და დაისვენა, ჩაეძინა. დილით ადგა, ყველაფერი მიალაგა და წინა დღეს მორთმეული ტორტის საჭმელად დაჯდა. მერე თავის კომპიუტერს ჩახედა და წერას შეუდგა, იმ დროს ერთ მკვლელობაზე წერდა. დაასრულა ერთ თვეში ეს მკვლელობაც, რომელიც 300-გვერდიანი იყო და ბედნიერმა ამოისუნთქა. ნენსის წიგნი ჩააბარა და თავის კაბინეტში შეიარა. აქ ჯდომა არ მოსწონდა, მაგრამ იძულებული იყო ხოლმე ხალხში გარეულიყო, რათა არ გაგიჟებულიყო მარტოობისგან. თუმცა ალისიამ იცოდა, რომ ამდენი წერისგან მარტო არც იყო. მისი მეგობრები ხან მკვლელები იყვნენ, ხან კეთილი ადამიანები, ხან ბოროტი შურისმაძიებლები და დიდად არც განიცდიდა მარტოობას, მაგრამ დედის სიტყვები ახსენდებოდა და გარბოდა ხოლმე ხალხში გასარევად. უკვე 6 საათი იყო, ლეპტოპი გახსნა და წერის გასაგრძელებლად მოემზადა. დღეს სახლში იქნებოდა და გვიანობამდე იმუშავებდა. დაწერა 3 ფურცელი და ზარის ხმაც შემოესმა. ტელეფონს არც დახედა, პირდაპირ უპასუხა: _ გისმენთ. _ ალისია, დღეს 7 საათზე გელოდებით. არაა, არაა საჭირო კიდევ შეხვედრა დღეს! _ უთხრა თავის თავს და დილის ამბები გაახსენდა. _ ალისია, მისმენთ?! _ დიახ, მოვალ. _ თქვა დაფიქრების მერე. _ იცით? მე გამოგივლით, მისამართი მითხარით. _ ჩემით მოვალ, მადლობა და შეხვედრამდე. _ მიუგო და გათიშა. კომპიუტერი გამორთო, წყალი გადაივლო და გარდერობი გამოხსნა. შავი კაბა აარჩია, უკან გიპიურიანი ზურგით. ფეხსაცმელი ლურჯი გამოიღო, ლურჯი ყელსაბამი გაიკეთა და ლურჯი ჩანთა აიღო. მერე მაკიაჟი გაიკეთა, თმა უბრალოდ აიწია და ბოლოს სუნამო დაისხა Lანცომე თრესორ-ი, რომლის თავსახურზე ქალს ბარათი მიება წარწერით, რომელიც თავისი ხელით გაეფორმებინა: `სიყვარული _ ეს განძია. ეს არომატი განეკუთვნება ყვავილოვან-ხილოვან, ამბრისებრ-პუდრისებრი არომატების ოჯახს. ვარდი, გარგარის ყვავილები, ლანდიში, ზამბახი, ლილია, მაგნოლია, ვანილი, სანდალი, ამბრა. ყვავილების სიგრილე, ხილის მგრძნობელობა და პუდრის სიმდიდრე _ აი შლეიფი, რომელსაც ქალი ტოვებს Lანცომე თრესორ-ის პკურებისას. მისი მდიდრული დიზაინის ფლაკონი კომფორტულად თავსდება ხელის გულებში, როგორც ძვირფასი განძი. და რადგანაც სიყვარული _ ეს განძია, ის ხდის ქალს ისეთივე ძვირფასსა და სასურველს, როგორც სუნამო, რომელსაც ის ატარებს... ეს სუნამო მუდმივი ქალურობის სიმბოლოა. ის მოგონებაა ყველაზე საამო და ამაღლებული წუთებისა თქვენს ცხოვრებაში. ის ხელახლა გაგახსენებთ იმას, თუ რას განიცდიდით შეხვედრის წინ, როგორ ჩერდებოდა დრო და გული და მთელი სამყარო თქვენ ფეხქვეშ იყო მოქცეული~... როცა დაბლა ჩავიდა და ტაქსიში ჩაჯდა, ტელეფონს დახედა, ათ წუთში 7 გახდებოდა. არ უყვარდა დაგვიანებები, ამიტომ მძღოლს შეეკითხა: _ მალე მივალთ?! _ 5 წუთში. მართლაც, 5 წუთში რესტორანთან იყვნენ. როგორც კი რესტორანში ფეხი შედგა, ხმაც მოესმა. _ ალისია. _ დაუძახა კაცმა და მისი სურნელიც იგრძნო. წამის უსწრაფესად გაახსენდა მისი კაბის შეხება ხელზე, როცა დაეჯახა და საშინლად მოუნდა ქალის ჩახუტება. მკაცრი, თავდაჯერებული ნაბიჯებით მიუახლოვდა. _ ერთდროულად მოვედით?! _ მე ცოტა ადრე მოვედი. _ მიუგო კაცმა და მაგიდისკენ გაუძღვა. დასხდნენ თუ არა, ოფიციანტიც გამოჩნდა. _ ასე გვიან არ ვჭამ ბევრს, ამიტომ რამე მსუბუქს მივირთმევ და რას, ამორჩევას თქვენ განდობთ. _ უთხრა ანდრიას. _ თუ ასეა, მაშინ ორი ქათმის სალათა და სოკო მოგვიტანეთ. _ წვენი?! _ ფორთოხლის თუ გაქვთ ან ბლის. _ ორივე გვაქვს. _ მაშინ ფორთოხალი. ალისიასთან მარტო დარჩენილმა ანდრიამ საუბარი დაიწყო. _ მგონი არ აპირებდით მოსვლას... _ მგონი... _ თქვა ქალმა და საუბრის თემა მაშინვე შეცვალა, _ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?! ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა ექიმობა. ეს საქმე პატარაობიდანვე მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, ბავშვობაში არ ვიცოდი რა იყო ალერგია, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა. _ როგორია თქვენი დასვენების დღე?! _ ცურვა, ვარჯიში, ამ დროს ვისვენებ. როცა არ ვმუშაობ, მეგობრებთან ერთად ვვახშმობ, ან ქალაქგარეთ მივდივართ. თქვენ?! _ რთული სამუშაო გრაფიკი არ მაქვს, როცა ბუნებაში მაქვს გადაღებები, მაშინაც ვისვენებ. მალე საჭმელიც მოიტანეს და ჭამა დაიწყეს. _ ხვალ რას აკეთებთ?! _ იკითხა კაცმა. _ დილით ვირბენ, მერე საჭმელს გავაკეთებ და მივირთმევ, მერე დავისვენებ ალბათ საქმეებისგან. _ რის მომზადებას აპირებთ?! _ ეტყობა გშიათ, _ თქვა ალისიამ და გაუღიმა, _ კარტოფილის პელმენების, ზოგადად, ცოტას ვჭამ, რომ საღამოს მშვიდად დავიძინო. თქვენც თუ მიირთმევთ, დაგირეკავთ. დაგირეკოთ?! _ დამირეკეთ. _ არ ჰგავხართ ადამიანს, ვინც სტუმრად ხშირად დადის! _ არც დავდივარ, როცა მცალია, სადმე მეგობრებში ვარ. _ და გაძალებენ ღვინის დალევას?! _ როცა აუცილებელია ვსვამ, როცა არა, არა. ახლა დალევთ ღვინოს?! ხვალ გაიგებს, ვარ თუ არა კარგი მზარეული და ახლა ისიც უნდა გაიგოს, ვარ თუ არა მსმელი?! _ არა, მეგობრებთან ერთად 3 ჭიქას ვსვამ ხოლმე, მაგრამ მეტი საჭირო არაა. _ ანუ მსმელები არ მოგწონთ. _ არც მსმელები და არც სიგარეტის მწეველები. ადამიანი ისედაც მოკვდება, არაა საჭირო ღვინით ან სიგარეტით სიკვდილი დააჩქარო! თუ რა თქმა უნდა სიკვდილის დაჩქარება არ უნდა ადამიანს! _ ბევრი ამას ვერ გებულობს. _ უმეტესად ქართველები. _ მართალია... ასეთ სასიამოვნო სუნს სიგარეტის სუნი რომ შეერევა, არ არის მოსაწონი. უკვე იგრძნო ჩემი სუნამოს სურნელი?! _ გაიფიქრა ქალმა და შეეკითხა: _ სუნამო არ გიყვართ?! _ კი, მაგრამ მძაფრი არა. _ მძაფრი არ მასხია! _ წამოიძახა უცბად და მამაკაცს შეხედა, რომელიც ჭიქას იღებდა. _ სასიამოვნო სუნი არის-მეთქი, უკვე ავღნიშნე. _ თქვა კაცმა და ჭიქა პირთან მიიტანა. _ LANჩOME_ Hყპნôსე Hომმე-ც სასიამოვნოა! _ საიდან იცანით?! _ იკითხა გაკვირვებულმა, ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ქალის თვალებს შეხედა. _ ჩემი ძმის სუნამოცაა. _ ააა. ანდრიას გაეცინა. რამდენიმე ლუკმა მიირთვა და ალისიამაც შეჭამა. ბოლოს წვენი დააყოლა. გაახსენდა, რომ უნდოდა შორიდან დაკვირვებოდა და ადგა: _ ცოტა ხნით დაგტოვებთ. _ თქვა და ჩანთა აიღო. იმ კაცს, რომელმაც წლების წინ ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა, ახლა სულაც არ ჰგავს! ნეტა რატომ?! _ შეეკითხა თავის თავს და გაახსენდა, რომ მას ახლოს არ იცნობდა და ანდრიასკენ გაიხედა, რომელიც იჯდა მაგიდასთან, არაფერს არ აკეთებდა და ერთ მომენტში საათს დახედა. მერე ტელეფონს დახედა და სმს-ი დაწერა თუ არა, ალისიაც უკან მობრუნდა. _ დავბრუნდი. _ თქვა და დაჯდა. კაცი ტელეფონს მოსცილდა. _ გააგრძელეთ, არ მოგერიდოთ6 მესმის თქვენი გრაფიკი და ადამიანების დახმარების სურვილი. ასე რომ, შეგიძლიათ მისწეროთ. _ არა უშავს, მერე გავაგრძელებ. _ მაშინ გავალ და მერე მოვალ, _ თქვა ალისიამ და გაიცინა, _ მართლა მისწერეთ, თორემ უხერხულად ვიგრძნობ თავს. კაცმა რამდენიმე მესიჯი გაგზავნა და ტელეფონი დადო. _ ასე ზეპირად გასცემთ წამლებს?! _ იკითხა ალისიამ და კაცს დამკვირვებლის თვალით გადახედა. _ ვაიბერში მიგზავნიან ფოტოებს და იმის მიხედვით, ჯერ შეცდომით არ გამიცია დანიშნულება! _ კარგია ექიმი ყოველ დროს გვერდით თუ გყავს, მითუმეტეს კარგი ექიმი. _ ნორმალური ექიმი, _ გაიხსენა კაცმა მისი სიტყვები და ორივეს გაეღიმა, _ მაგრამ რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს... _ დასძინა კაცმა ხმადაბლა. რამეს უნდა მიმანიშნებდეს ახლა ეს ბოლო ფრაზა თუ არა?! ჰკითხა თავს და კაცს შეხედა. _ მაინც რამდენ ხანში გამოიცანით ჩემი ნომრის ბოლო ციფრი?! _ 7-იანი მეშვიდე ცდაზე. _ კაცმა გაიცინა. ალისიასაც გაეცინა. _ ცოტა კიდევ ეტყობა, _ თქვა და ხელისგული დაანახვა, სადაც მართლა იყო მისი ნომრის ციფრები დარჩენილი. ალისიას გაეცინა: _ მე ხელის ჩამორთმევა არ მიყვარს. მგონია, რომ ხელისგულის ანაბეჭდებს და ხაზებს ვიღაცა წაგართმევს. _ საინტერესო მოსაზრებაა. ანაბეჭდები შეიძლება ასე მართლა წაართვა ადამიანს, მაგრამ ბედს ხელის ჩამორთმევით არ ართმევენ. ალისიას გაეცინა. ახლა გაახსენდა მისი ტელეფონი რომ უნდა ჩაეგდო ხელში, მაგრამ თუნდაც პატარა ჩიპი როგორ დაემაგრებინა, ან რატომ უნდა წასულიყო ასეთ რამეზე?! ეს ხომ დაუშვებელი იყო. დიდი რამე, საუბრობდეს ვისთანაც უნდა და რაზედაც უნდა! ეს ჩემი საქმე არაა. ალისია, ამას არ გააკეთებ! ანდრიამ ბოდიში მოუხადა და ცოტა ხნით ადგა. ტელეფონი მაგიდაზე დატოვა. არა, ალისია, არაა, ამას არ იზამ! ახლავე დაივიწყე ეს სისულელე! _ უთხრა თავის თავს, წვენი მოსვა და შორს გაიხედა, რომ ტელეფონზე არ ეფიქრა. მოსმენა ხომ საშინელებაა, ამაზე არასდროს წავალ არაფრის გამო! კარგია, რომ არ ვიშოვე პატარა ჩიპი. თავი დახარა. როგორ იფიქრე, რომ ასეთ სისულელეს გააკეთებდი! არავითარ შემთხვევაში! _ ეჩხუბებოდა თავის თავს და ანდრიაც მოვიდა. _ მოიწყინეთ?! _ არაა, _ და ალისიამ თავი ასწია. _ კიდევ რამეს შეუკვეთთ?! _ გმადლობთ, საკმარისია. ჯობს წავიდეთ. _ თქვა ქალმა და მოემზადა ასადგომად. ანდრიაც ადგა და რესტორანი ერთად დატოვეს. ალისია მანქანაში ჩაჯდა. მუსიკას უსმენდნენ და ჩუმად იყვნენ. მან ანდრიას მისამართი უკარნახა. _ ჩემთან ახლოს ყოფილხართ. _ ჰოო?! _ გაიკვირვა ქალმა, მერე კი ჰკითხა: _ რომელ საათამდე მუშაობთ?! _ გვიანობამდე 8-9, ზოგჯერ 10 საათამდეც კი. _ ასე გვიანობამდე?! ალბათ სახლში არ მიგეჩქარებათ! _ და გაიცინა. _ ამ დღეებში ბავშვი რომ მოგიყვანო გასასინჯად?! _ პაციენტები მელოდებიან და ისე ვერ გავუშვებ, რომ არ მივიღო. ცოცხალ რიგში მოგიწევთ დადგომა. _ კარგი. _ თუ ადრე ჩაეწერებით, ლოდინი არ დაგჭირდებათ. სამწუხაროდ ისე ვერ მიგიღებთ. _ არა უშავს, გვიან მირჩევნია, საღამოს საათებში. _ კი ბატონო. ქალი სახლამდე მიიყვანა. ალისია დაემშვიდობა, ვახშმისთვის მადლობა გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. ვამპირმა მაინც კართან მიაცილა, მერე კი დაემშვიდობა და ალისიამ კარი მიხურა. წყალი გადაივლო და ლოგინზე მიწვა. მართლაც რომ მომაჯადოებელია! მართლაც იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და ვინ არის! იდუმალია მისი გამოხედვა! მისი სუნამო გაახსენდა და თითქოს ისევ იგრძნო მომაჯადოებელი სურნელი. ამ ფიქრებში გაღიმებულს ჩაეძინა. ანდრიამ მანქანა სახლთან გააჩერა. ცოტა ხანი ჰაერზე გაისეირნა და ქალის ფანჯრებს ახედა, სინათლე ისევ ენთო. იქვე მდგარ ხესთან შეჩერდა. ფიქრებში წავიდა. პირველად იდგა ასე ხესთან და ქალის ფანჯრებს ასცქეროდა. ტელეფონი აიღო და სმს-ის მიწერა გადაწყვიტა. დაფიქრების მერე ხეს მოშორდა და ფეხით გაისეირნა, ვერ გადაწყვიტა, მიეწერა თუ არა. ბოლოს სმსი გაუგზავნა და პასუხს დაელოდა. ქალი აღარ სწერდა. ფანჯრებს დაუბრუნდა და მიხვდა, რომ მას უკვე დასძინებოდა. სახლში ავიდა და სასააბაზანოში შევიდა. ისევ განაგრძო ფიქრები ქალზე და არა სამუშაოზე... ისევ ახსენდებოდა მისი კაბის შრიალი და მორიდებული ღიმილი. პირსახოცშემოხვეულმა ლოგინს მიაშურა და დაწვა. რამდენიმე მოსულ სმს-ს უპასუხა და ტელეფონი იქვე დადო. დროდადრო გადახედავდა ტელეფონს, ისევ ელოდა ქალის მესიჯს, მერე კი ნელ-ნელა თვალები დაეხუჭა და ჩაეძინა. ალისია დილას ადრე ადგა, სახლი მიალაგა. სამზარეულოში გავიდა, კარტოფილი ჩაადგა მოსახარშად. მერე პიურე მოამზადა. ცომი მოზილა, მაგიდა გაამზადა და ფქვილიან დაფაზე ცომი გააბრტყელა, პატარა კოვზით პიურე ჩადო და პელმენები გაამზადა. 2 ცალი მაშინვე მოხარშა, მიირთვა და რომ მოეწონა, ტელეფონს დახედა. სმსიიი?! გაუკვირდა და გახსნა: _ ალისია... მადლობას გიხდი დღევანდელი ვახშმისთვის... მაშინვე ანდრიას დაურეკა: _ დილა მშვიდობისა, როგორ ხართ?! _ დილა მშიდობისა, ალისია, კარგად. შენ?! _ მეც კარგად. ახლა ვნახე თქვენი სმსი, ბოდიში. მეც მადლობას გიხდით წუხანდელი ვახშმისთვის. პელმენებზე 2 საათზე გელოდებით, თუ ამ დროს გცალიათ. _ მოვალ. _ მოკლედ უპასუხა და ქალის ხმას დაუკვირდა. ნაზი ჩუმი ხმა ჩაესმოდა ყურში და ეღიმებოდა. _ გელოდებით. _ თქვა ქალმა და გათიშა. ტელეფონს დააცქერდა და ჩუმად ამოიჩურჩულა: _ ხან თქვენობით, ხან შენობით ფორმაში მელაპარაკება! მერე ისევ პილმენებს დაუბრუნდა. სულ 50 მოამზადა საშუალო ზომის და დანარჩენი ცომი შეინახა. გამზადებულები კი სინებზე დააწყო და ცოტა ხნით მაცივარში შედო. სამზარეულო დაალაგა, ჭურჭკლი დარეცხა, დაასუფთავა და საათს შეხედა, უკვე 12 იყო. დარეცხილი ჭურჭელი დაამშრალა, მერე ტილო გამოუსვა. მტვერიც გადაწმინდა და ფანჯარა გააღო. მერე გარდერობიდან კაბა გამოიღო, თეთრეული, პირსახოცი და უცებ ზარის ხმა გაიგონა. გაოცებული წავიდა კარის გასაღებად, ჯერ არაავის ელოდა. საათს დახედა. _ ჩემთან ჯერ 1-ლი საათია! თქვენთან უკვე 2 საათია?! _ ალისია, ადრე გადავწყვიტე მოსვლა, წავიდე?! დიდი სიამოვნებით გაგაგდებდი, თქვა გულში და გაუღიმა. _ არა, მობრძანდით. _ კაცს შოკოლადი და შამპანური გამოართვა. _ რამეს აღვნიშნავთ?! _ ჩემს სტუმრობას! ალისიამ გაიცინა. სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა და ორივენი დივანზე ჩამოსხდნენ. _ სახლს არ დამათვალიერებინებთ?! _ რატომაც არა. _ ალისიაც წამოდგა, სამზარეულო და პატარა ოთახი დაათვალიერებინა. _ აქ კი სასააბაზანოა, _ თქვა და ახლა გაახსენდა, რომ უნდა ებანავა. ანდრია ისევ დივანზე დაჯდა. ალისია კაცს მიუბრუნდა: _ ჯერ კიდევ დრო მაქვს და ცოტა ხნით რომ დაგტოვოთ, იმედია არ გეწყინებათ?! _ სად მიდიხართ?! _ სასააბაზანოში! _ კარგი. _ თქვა კაცმა და გაეცინა. ალისიამ აიღო გამზადებული სამოსი და დასაბანად შევიდა. რამდენიმე ხანში გამოვიდა: ლურჯი კაბა ეცვა. არავითარი სამკაული ან მაკიაჟი, მხოლოდ დედის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა. _ აბა. ხომ არ მოიწყინეთ?! _ არაა, გავერთე, _ მიუგო ანდრიამ და წიგნი დაანახვა, რომლის ერთ გვერდზე ხელით იყო წაწერილი _ ვამპირი. ალისიამ ტუჩზე იკბინა და უცბად მოიფიქრა, ნათესავი მყავდა და ალბათ იმან იმაიმუნაო. _ დიდი ხანია წიგნებს აქვეყნებთ?! _ არა, რამდენიმე პუბლიკაცია მაქვს სამუშაოსთან დაკავშირებით. _ თქვენ როგორ ფიქრობთ?! _ რაზე?! _ იკითხა გაკვირვებულმა ქალმა. _ ვამპირი ვარ?! ალისიას გაეცინა. _ მზრუნველსისხლიანი, ალბათ. ახლავე მოვალ. _ კიდევ მიდიხართ?! უკვე 2 საათია! _ სამზარეულოდან რაღაცებს გამოვიტან. _ თქვა და გავიდა. გაზზე წყალი დაადგა. მანამ მაგიდა გააწყო. თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი. შამპანურიც დადო, შოკოლადიც, რომელსაც რაფაელოები შემოუწყო გარშემო. შემდეგ პელმენები ჩაყარა და მოხარშა. წინა დღის კატლეტებით შეათბო და ისიც მიიტანა სუფრაზე. ისე ნაზად და მსუბუქად დადიოდა ქალი, კაცმა იფიქრა, ბუმბულივით იქნებაო და მისი გამხდარი სხეული აათვალიერა. _ გემრიელად მიირთვით. _ თქვა ქალმა და კაციც გამოერკვა. _ ლამაზად გამოიყურება ერთნაირი ზომებით. _ ფორმის დამსახურებაა. პელმენის ფორმის, _ დააზუსტა და კაცს შეხედა, რომელსაც გაეცინა. _ რამე ვთქვი სასაცილო?! _ პელმენის ფორმაზე გამეცინა. კაცმა შამპანური გახსნა და დაასხა. _ ჩვენ გაგვიმარჯოს! _ გაგვიმარჯოს. _ თქვა ალისიამ და ცოტა მოსვა. უხმოდ მიირთმევდნენ. _ საჭმლის კეთება მოგწონთ?! _ დილას ვაკეთებ ძირითადად, სულ სამზარეულოში ყოფნას არ ვეთანხმები, მაგრამ ცოტა საჭმელი რომ გააკეთოს ყველა ქალმა ოჯახში, ამას ვეთანხმები. _ ქალი კუხნაში _ არც ამას ეთანხმებით ანუ?! _ სულელმა თქვა ეგ წინადადება. _ თქვა ქალმა და კაცს შეხედა. _ ორი-სამი კერძი საკმარისია გაამზადო, მაგრამ სულ სამზარეულოში სისულელეა. სულ საავადმყოფოში რომ იყოთ, კარგი იქნება?! _ არა ნამდვილად. მაგრამ ძირითადად სულ იქ ვარ. მართლა გემრიელია პელმენები, ეტყობა, რომ სახლშია მომზადებული. _ გმადლობთ. კიდევ მიირთვით და ცხელს მოვიტან ისევ. _ არაა ამდენი საჭირო, მადლობა. _ კატლეტი გასინჯეთ მაშინ. _ და ერთი ცალი გადაუღო. _ ახლა კი თქვენი აქ მოსვლის დავლიოთ. _ თქვა ქალმა და ჭიქა მიუჭახუნა. დალიეს. _ ყავა თუ ჩაი?! _ იკითხა ბოლოს, როცა კაცი დანაყრჟა და აღარ ჭამდა. _ ჩაი თუ შეიძლება. ალისია გავიდა და ცოტა ხანში მობრუნდა. ანდრიამ ჭიქები ისევ შეავსო და ალისიას მიუბრუნდა: _ თქვენი სადღეგრძელო იყოს და თქვენი გამასპინძლების. _ მადლობა. _ თქვა ალისიამ და ისევ მოსვა. _ რადგან 3 ჭიქას სვამთ ხოლმე, მეტს აღარ დავასხამ. _ თქვა კაცმა, _ დიდი ხანია რაც აქ მარტო ცხოვრობთ?! _ არა, ერთი თვეა, მერე სხვაგან გადავალ. _ საად?! _ იკითხა გაკვირვებულმა და ჩაფიქრებულმა კაცმა. ალისიამ თავისი ნამდვილი სახლის მისამართი უთხრა. _ რემონტი მორჩება და გადავალ, ამიტომ ეს ბინა დროებით ვიქირავე, _ ამდენი ტყუილის მერე გადაწყვიტა ცოტა სიმართლეც გამოერია. _ ჩემს სახლში მესტუმრებით?! _ არ ვიცი, ჯერ ასეთი შემთხვევები არ მქონია, ისევე როგორც არც დღევანდელი. _ თქვა გულწრფელად სიმართლე და ჩაი დალია. _ და მაინც, ჩემს სახლში სტუმრობაზე იფიქრებთ?! _ ვნახოთ... არავის ხვდებით?! _ იკითხა უცბად ქალმა და მამაკაცს თვალებში შეხედა. _ თქვენ. _ ჩემი თავი რომ არ ჩავთვალოთ, ისე დაიანგარიშეთ. _ პაციენტებს, მეგობრებს, ნაცნობებს. _ ცისფერი ხართ?! _ რაა?! _ ცისფერი ხართ-თქო?! ანდრია წამოდგა. _ ეს ჯერ არავის არ უკადრებია ჩემთვის! _ ანუ ხართ?! _ არა! ეს საიდან მოიტანე?! _ ნორმალური კაცი მეგობრების, ნაცნობების, პაციენტების გარდა სხვასაც შეხვდებოდა! _ ხოდა, ახლა ვხვდები! _ ალისიას! _ თქვა ალისიამ და წამოდგა. _ არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. _ არა უშავს, ახლა კი წავალ, მადლობა ყველაფრისთვის. _ წამოდგა და ნაბიჯი გადადგა. _ რას აკეთებ! _ მოესმა ალისიას თავისი შინაგანი ხმა. _ არა, უნდა წავიდეს! ჩემს გონებაში აღარ მინდა შემოიჭრას! _ ალისია, _ კაცი შემობრუნდა. _ გემრიელი იყო ყველაფერი, მადლობა. _ ანდრია, არ მინდოდა მეწყენინებინა. _ არ მწყენია, დაივიწყე. ჯანდაბა, ნუთუ მართლა ცისფერია?! სხვა მის ადგილზე ქალისკენ გაიწეოდა და ამით დაამტკიცებდა, რომ ცისფერი არაა, მაგრამ ის არაფერს აკეთებს. ასე უბრალოდ დგება და მიდის! მაგრამ მე რა ვქნა, მე არ შემიძლია გადავდგა მეტი ნაბიჯი, ეს ჩემს გეგმებში არ შედის! _ გეწყინა? _ არაა. _ მაშინ წამოდი! _ უთხრა და სამზარეულოში გავიდა. ანდრია უკან მიჰყვა. ალისიამ ფქვილი მოაყარა დაფაზე, გამოიღო პატარა ცომი და დაფაზე დადო. გასაბრტყელებელი ამოიღო და ანდრიას მიუბრუნდა: _ გააბრტყელებ?! თუ არ შეწუხდები. _ ვსინჯავ. _ თქვა მან და გამოართვა. ალისიამ პიურეს ამოურია, მერე ჭიქა აიღო და ბურთები ამოჭრა, გამოიღო პელმენების ფორმა, ცომი ჩადო, მერე პიურე და ფორმა დახურა,ზედმეტი მოაშორა და ფორმიდან პელმენი გამოაგდო. წყალი დაადგა. მერე მოტრიალდა, ანდრია აკეთებდა მის მაგივრად პელმენს. კაცს გაკვირვებულმა ახედა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. _ 2 ცალი შენია, ერთი ჩემი. _ თქვა და წყალში ჩაუშვა. _ ხელები დაიბანე, მანამდე აქაურობას მივალაგებ. _ თქვა და მაგიდა გადაასუფთავა ჩაფიქრებულმა: _ ის პელმენებს აკეთებდა, აქ ამ სახლში.... არ მჯერა, ეს ნუთუ მართლა მოხდა?!. _ ახალი თეფშები დააწყო მაგიდაზე და პელმენი ამოიღო. ერთ თეფშზე ერთი იდო, მეორეზე ორი. ანდრიაც გამოვიდა. _ ისე, კაცებს უფრო გემრიელი საჭმელები გამოსდით. _ აღნიშნა ქალმა და კაცს შეხედა. _ შენც გემრიელი გამოგივიდა პელმენიც და კატლეტიც. _ ისევ გაბრაზებული ხარ?! _ არა, ალისია. ალისია დაჯდა. _ შენს ადგილას სხვა კაცი საქციელით დაამტკიცებდა რაიმეს! _ უკვე დიდი ვარ, შემიძლია ჩემი თავი ვაკონტროლო! ალისიას გაეღიმა და ჩანგალი ჩაარჭო პილმენს. ანდრიაც დაჯდა, ერთი ცალი პილმენი შეჭამა, მეორე ჩანგალზე წამოაცვა და ალისიას მიაწოდა: _ ეს შენ უნდა მიირთვა. _ რატომ, რომ გავსუქდე?! _ არ გასუქდები! დილას ადრე ადექი და ირბინე. _ დავრბივარ! _ ეს შეჭამე და მე წავალ, _ გაუმეორა და ქალს ჩანგლიანი პელმენი პირთან ახლოს მიუტანა. ალისიამ ჩანგალი გამოართვა და შეჭამა. მერე წყალი დააყოლა. _ საჭმლის მერე ასე უცბად წყალს ნუ დალევ. ისე, ბევრი წყალი რომ დალიე, კარგია, და დილითაც უზმოზე. _ მადლობა, ექიმო. _ თქვა ქალმა და გაუღიმა. _ პირიქით, მადლობა დღევანდელი დღისთვის. _ და კაცი წამოდგა, ალისია გადაკოცნა და წავიდა. ალისიას არც ამჯერად უკოცნია. კარი მიხურა და ხელი მოისვა ლოყაზე. ალისია, არც გაბედო მისი შეყვარება! ეს მხოლოდ წიგნისთვისააა! _ უბრძანა თავის თავს და მაგიდია ალაგებას შეუდგა. როცა მორჩა, წამოწვა. უკვე 6 საათი იყო, კომპიუტერთან დაჯდა და ამ დღეების ისტორიები ჩაწერა. მთელი 2 საათი მუშაობდა, მერე წელი ეტკინა, გაისეირნა ოთახში, ისევ წამოწვა და წერა გააგრძელა. ახლა შემიძლია ერთი დღე მაინც სადმე წავიდე დასასვენებლად და ახალი ფიქრების საძიებლად. ტბაზე წავალ, ყვარლის ტბაზე, ლამაზ დივნებზე წამოვწვები და ბუნებას შევავლებ თვალს. ხვალ დილით რომ წავიდე და მეორე დღეს დავბრუნდე, კარგი იქნება. _ გაიფიქრა და პატარა ჩანთა აიღო ბარგის ჩასალაგებლად. ანდრია ფეხით გაუყვა სახლისკენ გზას. ქარი უბერავდა და სახეში ცივი ნიავი ეხლებოდა, მაგრამ მისი ფიქრები მაინც ვერ მიჰქონდა ქარს. გაეღიმა და გაბრაზდა, როცა ქალის შეკითხვა გაიხსენა. მერე მისი სიბრაზე ისევ ღიმილმა შეცვალა და სახლის კარი მსუბუქად შეაღო. ქალის სხეული გაიხსენა და მოუნდა ახლა მის სახლში კარის გაღებისთანავე დაენახა მისი ღიმილი და გაეგონა მისი ხმა, რომელიც მოსწონდა, მოუნდა მასთან ყოფილიყო და ეკოცნა. ლოგინზე წამოწვა და ჭერს ახედა. ცდილობდა მისი სახე გონებიდან გაექრო და სამუშაოზე ეფიქრა. მალევე ტელეფონმა დაურეკა და ფიქრებიდან გამოერკვა... ალისიამ დავითის მოწერილი ნახა: _ ფოტოები მზადაა და ჩემთან არის, თუ გამოხვალ. _ ახლავე გამოვალ. სახლში ხარ?! _ კი, მოდი! რამდენიმე წუთში უკვე დავითთან იყო: _ შემოშვების ღირსი ხარ?! რატომ დამიმალე მასთან შეხვედრა?! _ ახლა არ დაიწყო! მანახე ფოტოები და წავალ. ხვალ დილას ცოტა ხნით ქალაქიდან გავდივარ და ზეგ დავბრუნდები! _ რატომ? სად მიდიხარ?! _ ყვარლის ტბაზე დავისვენებ ერთი დღით! წამოხვალთ?! _ ჰო, აბა რააა. _ თქვა დავითმა და ფოტოები გადმოიღო. _ ვარგა რომელიმე?! _ კი, ნორმალურია! _ რა გეგმა გაქვს?! _ ხვალ დილიდან მივდივართ და დიანასაც უთხარი. დღეს საღამოს ჩემთან ამოდით ასე 9 საათზე, არაფერი წამოაყოლოთ საკუთარი თავების გარდა! _ თქვა და ჩამოჯდა. ფოტოებს გადახედა, რამდენიმე მოეწონა. _ სახლში წავიღებ ცოტა ხნით! _ სულ დაიტოვე! _ ასეთი ცუდია?! _ არა, ნორმალურია! მე ჯერ არ მჭირდება, მერე გამოგართმევ, თუ სადმე დამჭირდა, ან გოგოებს თუ დასჭირდათ! _ დამცინე, ხო! წავედი და 9-ზე გელოდებით! _ გადაკოცნა ბიჭი და წავიდა. სამზარეულოში დარჩენილი ცომისგან ისევ გააკეთა პელმენები და მაცივარში შედგა. 9 საათისთვის მეგობრებს კარი გაუღო. რამდენიმე წუთში მაგიდაც გაშალა და ცხელ-ცხელი პელმენების მირთმევა დაიწყეს. _ ჯერ მხოლოდ 20 ფურცელია მზად, დანარჩენი გაგრძელდება თუ არა, არ ვიცი. მაგრამ მინდა ცოტა ხნით გარემო შევიცვალო. მართალია მხოლოდ ერთი დღით, მაგრამ მინდა ტბაზე გავისეირნოთ და თუ წამოხვალთ, ერთად გავერთობით, სადმე დავსხდებით, ვიქეიფებთ, ვითამაშებთ. არავითარი სამუშაო და სამსახურის ამბები. მხოლოდ ერთი დღე. _ მერე ნენსი?! _ ვეტყვი, ესეც წიგნს სჭირდება-თქო, _ თქვა ალისიამ და გაიცინა. _ აბა? წავედით ხვალ დილიდან?! _ შევთანხმდით. _ თქვეს და გაეცინათ. _ ანუ არ მოგვიყვები?! _ მერე წიგნს ვინ წაიკითხავს, თუ ყველაფერი მოვყევი?! როცა გამოვა წიგნი, დასხედით და წაიკითხეთ. _ ალისიამ კიდევ დაასხა წვენი, მერე ისევ ამოიღო ცხელ-ცხელი პელმენები და ანდრიას მოტანილი შოკოლადი ჩაკბიჩა. ეგემრიელა. ნეტავ დაიკარგება ახლა და დავავიწყდები?! _ გაიფიქრა და სასწრაფოდ წყალი დალია, რომ ფიქრები შეეწყვიტა და წყალს წაეღო, მაგრამ ფიქრები მაინც ვერ გაატანა წყლის ყლუპს. შოკოლადის გემრიელი გემო ისევ დარჩა პირში და გაბრაზებულმა პელმენები გადაიღო. მეგობრები გააცილა თუ არა, იქაურობა მიალაგა და შამპანურის ცარიელ ბოთლს შეხედა. რაღაც გაახსენდა. ადგა და უჯრებში ძებნა დაიწყო რაღაცის, მაგრამ უცებ გაიაზრა, რომ თავის სახლში არ იყო და აქ არ ექნებოდა. უკვე 12 საათი იყო, ჯერ კიდევ არ ეძინებოდა. ტაქსი გამოიძახა და თავის სახლში წავიდა. ოთახში რამდენიმე ყუთი აიღო და იმავე ტაქსით უკან დაბრუნდა. თავისი ყუთები სამზარეულოში დადო, მერე ბოთლი გამოიტანა, წებო წაუსვა და ყუთში შენახული ნიჟარები, მრგვალი ბურთები, პატარა ვარსკვლავები ამოარჩია და ბოთლს მთლიანად დააწება, მხოლოდ წარწერა დატოვა გამოსაჩენად. შიგ კი მამას მოტანილი წითელი ღვინო ჩაასხა და მაცივარში შედგა თავდახურული. ფანჯარა ცოტაზე ღია დატოვა და დასაძინებლად დაწვა. დილას ადგა, ბარგს გადახედა, ხომ არაფერი აკლდა. ჩანთაში საფულე ჩადო, ჩაიცვა სპორტულად და გასასვლელში ჩაიხედა სარკეში. დაბლები გაიხადა, მაღლები ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა. დღეს ორშაბათი იყო, მაგრამ ალისიას შეეძლო სადაც უნდოდა იქ წასულიყო წიგნის დასაწერად, მაგრამ არა ოფისში. ბედნიერი ღიმილით გადახედა მოსულ მეგობრებს და მანქანაში ჩაჯდა თავისი ბარგით. _ გაგიკვირდებათ და საჭმელიც ჩავდე, მაცივარში დატოვება შემეცოდა, ამიტომაც სადმე მივირთვათ! _ ალისიამ უკან შემოდო საჭმელების ყუთი და უკანა სავარძელზე მოთავსდა. _ ამიტომაც გინდოდა უკან დაჯდომა, რომ ასე გებაირამა?! _ ჰოოო რაა... მერე მე დავჯდები წინ და ადგილს შეგიცვლი! _ უთხრა დიანას და კოცნა გაუგზავნა. _ მესიჯი მოგწერე და რატომ არ მიპასუხე?! _ წუხანდელის მერე ტელეფონში არ ჩამიხედავს! ახლა კი მეძინებასავით და მუსიკას აუწიეთ, ისე დავიძინებ! _ იავნანაც ხომ არ გინდა? _ გააჯავრა დავითმა და გაეცინა. _ აუზის დღეები გამოტოვე! _ თქვა დიანამ და ალისიას შეხედა. _ `კუპალნიკი~ მაინც არ მაქვს, როდესღაც წავალ! _ ჩვენც წამოგყვებით! _ ჯერ ტბაზე მაცალეთ ყოფნა, წინასწარ გეგმებს ნუ აწყობთ! ჩამოვიდა ჩემი `კუპალნიკი~?! _ კი. ჩემმა ბიძაშვილმა ჩამოიტანა, მაგრამ მეორე იქითა კვირას იქნება. _ მერე სადააა, რატომ არ მომიტანე?! _ ტელეფონში ჩაგეხედა და წაიკითხავდი! _ ასეთი რა წერია, მითხარი, ჩანთაში მაქვს და მეზარება ამოღება. _ გვიან ჩამოვიდა წუხელ და რომ ჩამოვალთ მაშინ მოგცემ, ჩემი ბიძაშვილის სახლში შევიაროთ-თქო! _ ააა კარგი. ახლა კი გაჩუმდით. დავიძინე! _ თქვა და გვერდი იცვალა. როცა გამოეღვიძა, უკვე ყვარლის ტერიტორიაზე შედიოდნენ, სადაც სასტუმროს ნომერი ჰქონდათ დაჯავშნილი. ბარგით ხელში სასტუმროში შევიდნენ და თავ-თავიანთი ნომრები აიღეს. ალისიას ისევ ეძინებოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ბარგი დააწყო თუ არა ნომერში, მაშინვე უკან გამობრუნდა. გასასვლელში ჩამოჯდა დივანზე და მეგობრებს ლოდინი დაუწყო. საათს დახედა, ჯერ დილა იყო, 8 საათი. რამდენიმე ხანში მეგობრებთან ერთად გარეთ გავიდა. ველოსიპედები იქირავეს და გზას გაუყვნენ. ალისიამ კარგა მანძილი გაიარა მშვიდად, მერე ქვაზე გადაიარა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და დაეცა. დავითი და დიანა მივარდნენ. ალისია წამოდგა. _ კარგად ვარ, _ თქვა და ორივე მოიშორა, _ წადით თქვენ, მე მოგვიანებით შემოგიერთდებით, _ უთხრა მეგობრებს და ცოტა ხნით ორივე დატოვა. დაცემისას ხელი მოიშველია და მხოლოდ ხელისგული ჰქონდა ნატკენი, სისხლი მოსდიოდა. სასტუმროში შებრუნდა. _ ბამბა და ბინტი მოგეპოვებათ? _ იკითხა. ამ დროს უკან ვიღაცის მზერა და მოახლოება იგრძნო. მოტრიალდა და ანდრია დაინახა. _ რა მოგივიდა?! _ იკითხა გაკვირვებულმა კაცმა და ქალი აათვალიერა. _ აქ რა გინდა?! _ თვითონაც ახედა მასზე მაღალ სილუეტს. _ მოგწერე, დღევანდელი დღე მეგობარმა გამიცვალა-თქო და აქ წამოვედი. ისიც მოგწერე, შენც წამოდი-თქო, მაგრამ არ მიპასუხე! _ არ მინახავს ტელეფონი წუხანდელს აქეთ! _ მაშინ რა გინდა აქ?! _ მეგობრებთან ერთად ჩამოვედი ერთი დღით! _ რა გჭირს ხელზე?! _ ველოსიპედიდან გადმოვვარდი. _ ტარება თუ არ იცი, რას დაჯექი! _ მეგობრებმა მთხოვეს! _ რომ გთხოვონ, თავი მოიკალიო, ამასაც იზამ?! _ გააჩნია! ვიფიქრებ! _ თქვა და გაეცინა. _ ხელს მე შევუხვევ, _ უთხრა მოსულ ქალს, ალისიას ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. კაცმა თავისი ნომერი გააღო და შეიყვანა თუ არა, დივანზე დასვა. _ რა, აქაც დაგაქვს სამედიცინო საშუალებები?! _ ჰოო! შენნაირებისთვის! ალისიას ხელი გადაბანა, მერე შეუმშრალა და შეუხვია. სისხლი ბინტიდან აღარ გამოდიოდა. _ არ დაისველო ცოტა ხანი, მერე საღამოს ისევ შეგიხვევ! _ მადლობა, _ თქვა ჩუმად და კაცის ხელი მოშორდა თუ არა მის ხელს იგრძნო, თითქოს გაყინვოდა და სითბო კაცის ხელს წაეღო. არაა, ალისიაა არაა... შენ თბილი ხელები გაქვს ხოლმე და ეს ვამპირი ვერ გაჯობებს! _ გაიფიქრა და კაცს შეხედა. _ ახლა რას იზამ?! _ რაზე?! _ მარჯვენა ხელი გაქვს შეხვეული და როგორ შეჭამ?! _ მშიერი ვიქნები, არა უშავს, _ თქვა და ადგა, თან გაეცინა. _ სად მიდიხარ?! _ ტელეფონი უნდა ვნახო! _ თან არ გაქვს?! _ არაა, ოთახში დავტოვე! _ თქვა და კარი გააღო, ნომერს შეხედა. _ მეზობლები გავმხდარვართ, _ თქვა და თავის ნომერში შევიდა. ანდრია თან გამოჰყვა და მის ოთახში შევიდა. _ მართალია, _ თქვა ორივემ. ანდრიამ _ მეზობლობაზე, ალისიამ კი ტელეფონის სმსებ-ზე. ორივეს გაეცინა. ალისია თავისი ნომრიდან გამოვიდა და კაციც უცბად მიჰყვა უკან. ორივე ჩუმად ჩაუყვა კიბეს და ეზოში გავიდნენ. _ რამეს ითამაშებ?! ბილიარდს, ტენისს, ბადმინტონს?! _ ჰკითხა ქალმა და კაცმაც გაკვირვებულმა შეხედა. _ მაგრამ ხელი გაქვს შეხვეული... _ არა უშავს, ვითამაშოთ! ექიმი ტყუილად ხარ? მერე კიდევ შემიხვევ! _ მიუგო ალისიამ და თამაში დაიწყეს. ალისიამ დაარტყა, ანდრიამაც დაარტყა და ააწყვეს რამდენიმე პარტია. ერთმანეთს კარგად ესროდნენ ბურთს, მერე ალისიამ დაარტყა ცუდად და ანდრიამ მაინც დაარტყა, გოგონა სიფრიფანა იყო, არ იღლებოდა თამაშით, მაგრამ გვერდითა ჩაწოდებებისას ბურთი ძირს უვარდებოდა, ანდრია კი ყველა დარტყმას უძლებდა, მაგრამ ცოტა იღლებოდა ამხელა კაცი. ბოლოს შეისვენეს და გაისეირნეს. იქვე დივანი დაინახეს და ჩამოსხდნენ. ანდრიას მეგობრებმა ჩაიარეს, მაგრამ ანდრია მარტო რომ არ იყო, ხელი აღარ შეუშალეს და გაიარეს, მაგრამ ანდრიამ დაუძახა: _ მოდით, მეზობელს გაგაცნობთო და ისინიც მისკენ გაემართნენ. _ ეს დავითი, ეს კი გიორგია, ჩემი ბავშვობის მეგობრები. ალისია, ჩემი მეზობელი. _ თქვა კაცმა და ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ხელი ჩამოართვეს და ალისია ისევ ჩამოჯდა. _ დაბრძანდით, ხელს არ გვიშლით, _ თქვა ალისიამ და დაჯდომა შესთავაზა ორივეს. _ ჩვენ უკვე ერთი ხელი ბადმინტონი ვითამაშეთ, თქვენ რამეთი გაერთეთ?! _ ჯერ არა, გავისეირნეთ. საღამოს ვითამაშებთ ალბათ ბოულინგს. _ კარგად თამაშობთ?! _ ნორმალურად, _ თქვეს ბიჭებმა. _ შენ? _ მიუბრუნდა ალისია ანდრიას. _ ნორმალურად. შენ?! _ ხან კარგად, ხან ცუდად. _ თქვა და გაიღიმა, ბიჭებმაც გაიღიმეს მის სიტყვებზე. _ მოდი, სასაუზმოდ ერთად წავიდეთ, შენებსაც უთხარი და შემოგვიერთდით. _ თქვა ანდრიამ და ალისიას შეხედა. _ მაშინ წავალ და ცოტა ხანში შემოგიერთდებით, _ მიუგო ალისიამ და ადგა. _ აბა, დროებით. _ დროებით. გვიხარია რომ გაგიცანით. _ გმადლობთ, ასევე. _ თქვა ქალმა და წავიდა. ტელეფონი აიღო და დავითთან დარეკა. _ ვიცი ვისთანაც იყავი, დაგინახეთ, _ გაიგონა დავითის ხმა. _ სასაუზმოდ ხართ დაპატიჟებულები და სასტუმროში მოდით! _ თქვა და გათიშა. ალისია სასტუმროსკენ წავიდა. ის იყო, ვესტიბიულში შედიოდა, რომ თავისი სახელი მოესმა და მოტრიალდა. _ ალისია საოცრებათა ქვეყანაში! _ თქვა ბიჭმა და ჩაეხუტა,_ გამარჯობა, ჩემო საოცრება ბიძაშვილო. _ აქ რა გინდა?! _ არ შეიძლება ამ შენს საოცრება ქვეყანაში ვიყო?! _ გეყოფააა! _ და გადაკოცნა, _ მე აქ ფოტოგრაფი ვარ და არა მწერალი. შენც ასე იცოდე და არავისთან თქვა. _ უჩურჩულა ბიჭს. _ აქ რა გინდა?! _ მეგობრებთან ერთად ვართ და ვერთობით. _ რა ყველა აქაა დღეს, _ თქვა ალისიამ და სასტუმროში შევიდა სიცილით და მასთან ერთად ხელგადახვეული. ბოლოს ალისიამ აკოცა ლოყაზე და მიუბრუნდა: _ მე საქმეები მაქვს, ამიტომ ახლა მე _ ჩემთვის, შენ _ შენთვის, _ თქვა, აკოცა და წავიდა. _ საოცრებავ! _ დაუძახა ბიჭმა. ალისია მობრუნდა, `ახლა რაღა გინდა~ სახით შეხედა ნათესავს. _ საღამოს ერთი ხელი ტენისი ვითამაშოთ და თუ მოვიგებ, ერთ სურვილს შემისრულებ! ანდრიამ მათი საუბარი გაიგონა და სიტყვა `საოცრება~ არ მოეწონა. მაგრამ ალისიას ნათქვამიც მისწვდა მის სმენას, ბიძაშვილო, თანახმა არ ვარო და დამშვიდდა, მერე ალისიას მიუახლოვდა. _ ანდრია?! მოვლენ მეგობრები და შემოგიერთდებით. _ თუ გინდა შენი ნათესავიც შემოგვიერთდეს! _ არაა, ის გადარეული აარაა საჭირო, _ თქვა და გაეცინა, _ სხვა დროს იყოს. მალე მისი მეგობრებიც შემოვიდნენ და ალისიამ ერთმანეთს გააცნო, მერე გარეთ დასხდნენ სუფრასთან. მალე კერძებიც მოიტანეს. ალისიას გვერდით მისი მეგობრები ისხდნენ,ანდრიას გვერდით მისი ძმაკაცები, ისე რომ, ალისია მას პირდაპირ ეჯდა, მაგრამ არასდროს შეუხედავს მისთვის თვალებში სუფრასთან. ალისიას სმსი მოუვიდა და წაიკითხა: _ შენ გიყურებს! _ სწერდა დავითი. _ დიდი რამე! _ მისწერა ალისიამ და სმაილი მიახატა. _ ჭამე რაა, მას ნუ უყურებ! _ ერთხელ მაინც შეხედე! მის ძმაკაცებს და ჩვენ რომ გვიყურებ მარტო! _ დაანებე მესიჯობას თავი! თორემ ჩამოგაქვეითებ! _ უკვე ჩამომაქვეითე და ფოტოგრაფობა წამართვი! _ და სმაილი გამოუგზავნა. ალისიამ წაიკითხა, მაგრამ არაფერი აღარ მისწერა. ბოლოს ისევ მოესმა სმს-ის ხმა და ტელეფონი აღარ ამოიღო, ისევ დავითი იქნებაო. მერე ისევ სმს-ის ხმა გაისმა და წაიკითხა. ალისიას არ შეუხედავს ანდრიასთვის. ტელეფონში კი ეწერა: _ ვის ემესიჯები?! _ იყო პირველი მონაწერი. _ მე არ მპასუხობ მარტო! და არც მიყურებ! ალისიას მისი სმს-ები გაუკვირდა და მისწერა: _ დავითს, გვერდით რომ მიზის! რას მწერს თუ ეს გაინტერესებს, მეუბნება, ანდრია შენ გიყურებსო. და რატომ?! _ მომწონხარ! _ წაიკითხა ალისიამ და გული შეუტოკდა, ფეთქვაც გაუძლიერდა და ჩაფიქრდა: ასეთ შემთხვევაში წიგნი ჩაიშალა, _ უთხრა თავის თავს და ანდრიას ახლაღა შეხედა. არაფერი არ მისწერა და ჭამა განაგრძო. მათ გარდა ყველანი ერთმანეთში საუბრობდნენ, მერე ალისიაც ჩაერთო საუბარში და ანდრიაც. _ კარტი ვითამაშოთ, _ თქვეს ბიჭებმა და ალისიაც გახალისდა, _ ჯოკერი კარგი იქნებოდა, ოღონდ ავტუზოთ. _ არა, მე და დიანა სადმე გავისეირნებთ და მერე შემოგიერთდებით ._ თქვა დავითმა და მაგიდის წევრებს გადახედა. _ მოიცა, _ ალისიამ დავითს შეხედა. _ მე ამათთან მტოვებთ?! _ არა უშავს, _ თქვა დავითმა და დიანასთან ერთად წამოდგა. _ დიდი მადლობა ყველას. მერე გნახავთ. _ თქვეს, თან ალისიას გაუღიმეს და მხიარულად გაუდგნენ გზას. ალისიამ ორივეს გახედა, მინდვრისკენ რომ მიდიოდნენ. ანდრიამ შეხედა ქალს და მისწერა. _ რამეზე გაბრაზდა?! _ არაა, მგონი ერთმანეთი უყვართ, _ და გაეცინა. რამდენიმე ხანში სხვა მაგიდასთან გადაინაცვლეს. _ აბა, ჩემი `პარა~ ვინაა? _ იკითხა ქალმა და სამივეს გადახედა. _ შენ ამოარჩიე. _ თქვა ანდრიამ და შეხედა. _ მაშინ გიორგი, _ და გაჩუმდა, _ არა, დავითი, _ და ისევ გაჩუმდა. ბოლოს ქალმა ორივე ბიჭს შეხედა: _ ორივეს ბოდიში, მაგრამ ანდრიას ვირჩევ. ბიჭებმა გაიცინეს და კარტი დაარიგეს, თან ადგილები შეცვალეს. ატუზეს კარტი და ანდრია იყო პირველი, გიორგი კი ბოლო. პირველი რვა ხელი გიორგიმ და დავითმა მოიგეს, ალისია ბოლო ადგილზე გავიდა. საბოლოოდ ცხრიანები ალისიამ მოიგო, ანდრია კი ბოლო ადგილზე გავიდა. ანდრიას არ უმართლებს თამაშში, _ გაიფიქრა ალისიამ და გაუკვირდა, ცხოვრებაში კაცს ისე ჰქონდა გამართლებული, თამაშში კი არ უმართლებდა. რვიანებში ექვსი დავითმა დაარიგა, დავითმა და გიორგიმ პასები იძახეს, ალისიამ კი 3 და ანდრიამ 4. ბოლო ორ კარტში ანდრიას და ალისიას ჯოკრები და ტუზები ჰყავდათ ხელში. საბოლოოდ ალისიამ წაიღო თავისი სამი და ანდრიამ ოთხის მაგივრად სამი აიღო. _ მადლობა მითხარი... _ მოესმა ალისიას და ანდრიას შეხედა: _ რატომ, ჩემი რომ წავიღე?! _ ჰოო! _ მადლობას არ გეტყვი! ეს ჩემი კარტის დამსახურებაა და არა შენი! _ კარგი! _ თქვა გაბრაზებით კაცმა და კარტი აიღო. ხუთის რიგებისას თამაში ისე წავიდა, რომ ყველა გაფუჭდა. სამიანებში ანდრია პასს გარდა ჩააყენეს, რადგან ალისიამ სამივე კოზირი გულში იძახა. ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. _ ალისია, ჩემი გახიშტვა გინდა? _ იკითხა კაცმა. _ კი, ერთიანების რიგებისას ისედაც გავიხიშტები და ამინაზღაურებ! _ და გაიცინა. მართლაც ანდრია გაიხიშტა სამიანებში და ალისიამ სამივე წაიღო, მაგრამ ერთიანებში ახლა ალისია გაიხიშტა, რადგან ყველას ყვავი მოუვიდა, გიორგის კი ჯოკერი და თავისი ერთი წაიღო. _ აი, ხომ გითხარი, _ თქვა ქალმა და გაიცინა. _ შენს ადგილას არ გავიცინებდი! _ კაცმა ქალს შეხედა. _ რატომ ვითომ?! 200-ის წაშლა უნდა მაშინებდეს?! _ კი, პირველი 8 ხელი ისეთი გქონდა, უნდა გაშინებდეს წაგება! _ ეს თამაშია! თამაში და მეტი არაფერი! _ თამაშიც საშიშია! _ თქვა ორივე ძმაკაცმა, ქალს გადახედეს და გაიცინეს. _ აუბით ახლა მხარი ერთმანეთს! _ ალისიამ კარტი აიღო. _ ნუ გეშინია, არ დაგჩაგრავთ! _ სიცილით შეაგულიანეს. _ არ მეშინია! რვიანებში ალისიამ დააგროვა ყველაზე მაღალი ქულა 7.9, დავითმა კი 5.7, ანდრიამ _ 2.9, გიორგიმ ყველაზე დაბალი მიიღო _ 1.9. _ ალისია, ამ ორ ხელში კარგად გიმართლებს. თავიდან ისე დაიწყე, რომ თავი შეგვაცოდე და ყველაზე დაბალი 2 ქულა მიიღე, მერე კი ყველას გადაგვიჯოკრე შენი შვიდიანებით. ალისიას გაეცინა. _ კარტმა შეგაცოდათ თავი და არა მე! სამი თამაში შეკრიბეს და ალისიამ 17.1 მიიღო მთლიან ჯამში, დავითმა 12.7, გიორგიმ 10.4, ანდრიამ _ 8.7. ალისია ისევ იმის ფიქრში იყო, რომ კაცს თამაშში არ უმართლებდა, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან უმართლებდა. _ ალისია, ისევ წინ ხარ და ისევ 7-იანი გამოგერია. ძალიან გიყვარს შვიდიანი? _ იკითხა დავითმა და ალისიას შეხედა. _ ისევე როგორც ყველა რიცხვი. ჩემთვის ყველა ერთნაირია, დაბადების რიცხვის გარდა, _ თქვა ალისიამ და ცხრიანების კარტი ხელში აიღო. _ და დაბადების დღის რიცხვი?! _ იკითხა ანდრიამ და ალისიას შეხედა. _ ახლა გავაგრძელოთ თამაში, ეგ კი მერე გამოიცანი. _ მოესმა კაცს და ჩაეღიმა. ჩაფიქრებული განაგრძობდა თამაშს თან ალისიას აკვირდებოდა თამაშის მსვლელობისას. ბოლო ცხრიანში ანდრიამ ალისიას მოაჭრევინა კარტი და ანდრიას ორი ჯოკერი მოუვიდა, ერთი ტუზი და დანარჩენები საერთოდ დაბლები. ალისია პრემიაზე გადიოდა, მაგრამ ანდრიას ისეთი კარტი ჰქონდა, რომ ალისიას დამა გული წაართვა ტუზით. ალისიას გაუმართლა _ ერთ ცხრიანსა და ათიან გულში აიღო ერთი, საბოლოოდ ბოლო ცხრიანში ალისიამ ისევ შვიდიანი აიღო და ანდრიამ დააგროვა ორივე ძმაკაცზე მეტი, მაგრამ ალისიას ვერ გასცდა ქულით. _ კარგი ხელი გაქვს, ალისია. _ უთხრა ანდრიამ. ალისია გაწითლდა. კიდევ კარგი, არ შეხებია მას ხელის ჩამორთმევის, ხელის შეხვევის და კოცნის გარდა. გაბრაზებულმა დაუბრუნა პასუხი: _ უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა, რომ კარგად მოვჭერი შენი კარტი! _ ჯერ არავის უთქვამს, შეცდომით საუბრობო, ალისია! _ შენი სიტყვები შეიძლება სხვანაირად გაიგონ შენმა ძმაკაცებმა! _ არაა პრობლემა, ალისია, პირველი წინადადება უფრო კარგად ჟღერდა! _ მის გასაბრაზებლად აღნიშნა დავითმა. _ დაიანგარიშე, _ თქვა ქალმა და გაბრაზებულმა შეხედა დავითს. _ საჭმლის მომზადებაშიც კარგი ხელი გაქვს! _ მოესმათ ძმაკაცებს და გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. _ ჩვენ გვეგონა აქ გაიცანით ერთმანეთი, _ ჩაერია გიორგი. _ აქ მეზობელია, თორემ ოთხი დღეა ვიცნობთ ერთმანეთს და უკვე გემრიელი პელმენებიც გამასინჯა! _ ესე იგი მართლა კარგი ხელი გქონია, ალისია, _ გაიმეორა დავითმა. გაბრაზებულმა ქალმა ანდრიას შეხედა: _ შენ კი ცივი ხელები გაქვს! _ მე შენ ჯერ არ შეგხებივარ! _ ხელი ჩამომართვი პირველ დღეს! დაგავიწყდა?! თანაც ხელი შემიხვიე ცოტა ხნის წინ! _ შენი თბილი ლოყა არ დამვიწყებია! არც შენი თბილი ხელები... _ გეყოფა! _ წამოიძახა გაბრაზებულმა ქალმა და ადგა. _ შედეგები მოისმინეთ, _ შეახსენა დავითმა და მათ კამათზე გაეცინა. დაიანგარიშა საბოლოო შედეგი და დავითს და გიორგის საბოლოო ქულა ერთნაირი აღმოჩნდათ _ 14.6 რაც ჯამში გამოუვიდათ 29.2. ალისიამ დააგროვა 24.1 და ანდრიამ 14.5 რაც გამოვიდა 38.6. დავითმა გამოაცხადა ანგარიში. _ ანდრია, ალისიას უნდა უმადლოდე ამ გამარჯვებას. ორივეს გილოცავთ და როგორც შევთანხმდით, წაგებულებს ერთი სურვილი უნდა შეგვისრულოთ. ასეთი იყო ჩვენი შეთანხმება დასაწყისში. დავითმა და გიორგიმ ერთად მოილაპარაკეს და მაგიდასთან დაბრუნდნენ. _ ქაღალდი რომ შევინახო, შეიძლებაა? _ იკითხა ალისიამ და ქაღალდი აიღო. _ კი, მაგრამ მანდვე დავწერთ ჩვენს სურვილს და ბარემ ისიც შეინახე. _ თქვეს ბიჭებმა და გაიცინეს. ქაღალდი აიღეს, დაწერეს და ალისიას მიაწოდეს. ალისიას გაეცინა. _ კარგი ხუმრობა იყო, მომეწონა. _ ხოდა, თუ მოგწონს შეასრულე! _ მიუგო გიორგიმ და ყველამ ანდრიას შეხედა. _ ასეთი რა დაწერეთ?! _ ანდრიამ ალისიას ფურცელი გამოსტაცა ხელიდან. წაიკითხა. ჯერ გაუკვირდა, შემდეგ გაიცინა. _ რა გაცინებს! _ იყვირა ალისიამ. _ გვერდიგვერდ ვართ ოთახებში. დიდი რამე, თუ ერთი ღამე ერთ ოთახში უნდა ვიყოთ, აქ არ წერია, აუცილებლად ერთად დაწექით ლოგინშიო! _ თქვა და წამოდგა. _ არააა! წავედი. _ ალისია, ნუ გარბიხარ! შეასრულე ეს სურვილი, თან ქაღალდი დაგრჩააა. _ მიაძახა გიორგიმ. გაბრაზებული ალისია მობრუნდა, ქაღალდი გამოსტაცა. ანდრიას მიაძახა, მე 2-ზე ვიძინებო და წავიდა. _ ალისიააა! _ მიაძახა ანდრიამაც. _ რააა?! _ 2 საათზე დაგიკაკუნებ! ალისია გატრიალდა. თავის მეგობრებს დაურეკა და მათთან ერთად ჰამაკზე ჩამოჯდა. _ რა გჭირს?! რამე მოხდა?! _ არაფერი! ჯოკერში მოვიგე და კიდევ მე მიწევს შევასრულო სურვილი! _ რა სურვილია?! _ არაფერი! მშია! _ თქვა ალისიამ და წამოდგა. ნომერში შევიდა და ტანსაცმელი გამოიცვალა. კაბა ჩაიცვა, გარედან თბილი ჯემპრი მოიცვა, დაბლები ჩაიცვა და გრილ ამინდში გაისეირნა. დავითი დაინახა, რომელსაც ციფრული ეჭირა ხელში. მათხოვე, რომ დავწყნარდე და რამეს გადავიღებო, თქვა და ფოტოაპარატი გამოსტაცა ხელიდან. ალისიამ ათი წუთი გაისეირნა, გადაიღო ფოტოები და დაათვალიერა, უცებ იკივლა. _ დავით ესსსს?! დავითმა ალისიას წაართვა აპარატი. _ ეს მერე გავარკვიოთ, ახლა ვჭამოთ, _ თქვა კაცმა და წავიდა. _ ახლავე ამიხსენი, რატომ გადაიღე ჩემი და ანდრიას ამდენი ფოტო?! _ დამშვიდდდი! შენს წიგნს თუ არ უნდა ამდენი, შენ დაიტოვებ სამახსოვროდ. ყველა კარგი ფოტოა. _ კარგი რააააა! იცი, რომ ფოტოები მიყვარს და რაც უნდა გავბრაზდე, ვერ წაგაშლევინებ! ამიტომ ახლავე წადი, დაბეჭდე და გამომიგზავნე! _ როცა შევძლებ, გამოგიგზავნი, ოღონდ ერთი პირობით. _ შენღა მაკლდი. _ გაწიწმატდა ალისია და სასტუმროში შევარდა. როცა ალისია მეგობრებთან ერთად სადილზე ჩავიდა, ანდრია და მისი ძმაკაცებიც იქ დახვდნენ. ისე ერთად მოუწიათ სურასთან ჯდომამ. ალისია დაძაბული იყო, ანდრიას სიახლოვე თრგუნავდა. არაა ის ექიმია, მკაცრი, ცივი, ქედმაღალი, ის ვერ იქნება ვერც თბილი, ვერც რომანტიკული! ის ისეთი არ იქნება, მე მხოლოდ მისი გარეგნობა მომწონს, მაგრამ მის მიმართ სხვანაირი გრძნობა რატომ გამიჩნდა? რატომ მივყავარ ფიქრებით სადღაც თავისთან ახლოს?! _ აბა, დღეს საღამოს რას ვაკეთებთ? _ ანდრიას დავითმა მაგიდის წევრებს გადახედა. _ ალბათ რამეს ვითამაშებთ, ბოულინგს ან რამეს. _ თქვა ალისიას დავითმა. _ მაშინ ერთად წავიდეთ და ვითამაშოთ ბოულინგი. _ წარმოთქვა დიანამ და ალისიას გაბრაზებულ მზერას გადააწყდა. მერე ალისია წამოადგა, მე ცოტა ხნით დაგტოვებთ და წავიდა. ოფიციანტთან მივიდა და ანგარიში მოითხოვა, მაგრამ უკვე გადახდილი ჰქონდათ ბიჭებს. გაბრაზებულმა ალისიამ ხელი მომუჭა და ნომრისკენ წავიდა. ტელეფონი აიღო და წიგნის წერა დაიწყო, მერე ისევ დაბლა ჩავიდა და სკამზე ჩამოჯდა. ტელეფონზე ანდრიას წინ გააგრძელა წერა. კაცს ისევ ეგონა, ვინმეს ემესიჯებაო, ალისია კი წიგნის წერას აგრძელებდა, კომპიუტერშიც და ტელეფონშიც ჰქონდა ნაწერები, რადგან ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან. თანაც ასეთ დროს ტელეფონში წერა უფრო უადვილდებოდა, ვიდრე სულ კომპიუტერთან, მერე დაჯდებოდა და საიდანაც წერდა, იქიდან მეორეში დაამატებდა, ამიტომაც სულ ჰქონდა ორივეში ჩაწერილი მასალა. ალისიამ რამდენიმე გვერდი აკრიფა და ანდრიას ახედა, რომელიც მას უყურებდა. ბოლოს ანდრიამ მისწერა. _ ნერვიულობ?! _ რაზე?! _ დღევანდელ ღამეზე! _ არაა! დიდი რამე, ერთ ოთახში ვიყოთ და გვეძინოს! _ კარგია თუ არ გეშინია. ვის სწერდი?! _ შეყვარებულს! _ რატომ არ თქვი თუ გყავდა?! _ თქვა ხმამაღლა და ქალს შეხედა. _ არ გიკითხავს! _ უთხრა ხმადაბლა და გულში ჩაეღიმა. _ შეყვარებული გყავს?! _ კი. _ როგორია?! _ ძალიან საყვარელი და საინტერესო. შენ გყავს შეყვარებული?! _ ჯერ არა. _ ვინმე მოგწონს?! _ კი. შენ? _ იკითხა ანდრიამ და ალისიას სახეს შეხედა. _ ჩემი შეყვარებული. _ მისწერა ალისიამ და ანდრიას შეხედა. _ სხვა არავინ მოგწონს?! _ მგონი ერთი. ანდრიამ აღარ მისწერა, მაგრამ ალისიამ მაინც განაგრძო წერილების წერა, რამდენიმე დაწერა და ამ დროს ისევ მოუვიდა ანდრიას მესიჯი. _ კიდევ შეყვარებულს ესაუბრები?! _ რა იყო?! _ მითხარი. _ არა, დაქალს. _ კარგი. _ თქვა ანდრიამ, ტელეფონი დაბლოკა და მაგიდაზე დადო. ალისიამ ისევ განაგრძო წერა,ზოგჯერ გაჩერდებოდა და აზრებს იკრებდა, მერე ისევ აგრძელებდა, ბოლოს შეინახა ნაწერი, დააკოპირა და მეილზე გაუშვა, რომ იქიდან კომპიუტერში გადაეწერა. _ გმადლობთ, რომ გადაიხადეთ, მაგრამ ბოულინგს ჩვენ ვიხდით, _ წარმოთქვა ალისიამ და წამოდგა. _ კარგი, მაშინ რამდენიმე საათში აქ შევხვდეთ. _ დაეთანხმა დავითი. შეთანხმდნენ და დაიშალნენ. ანდრია ოთახში შევიდა, წამოწვა და ალისიაზე დაფიქრდა. ვინ არის მისი შეყვარებული?! რატომ ჰყავს შეყვარებული ქალს, რომელიც მომეწონა? _ ეკითხებოდა თავის თავს, მერე ტელეფონი მოიმარჯვა და ალისიას მისწერა. _ რას აკეთებ?! _ დივანზე ვწევარ. _ დაიღალე?! _ არა, ისე ვწევარ. _ წამოდი, გავისეირნოთ, მანამდე ჩემთან შემოდი, ხელს კიდევ გადაგიხვევ. ალისია ადგა, ჩაიხედა სარკეში, ნომერი დაკეტა და ერთ ნაბიჯში ანდრიას დაუკაკუნა კარზე. კაცმა გააღო, ალისიას ხელი ჩაავლო და ოთახში შემოაგდო. _ რა იყო?! _ მომწონხარ-მეთქი! _ მერე?! _ ალისიამ იცოდა, რომ წიგნის გამო დაიწყო ეს ყველაფერი, ამიტომაც თავის თავს ვერაფრის იმედს ვერ მისცემდა. _ მართლა გყავს შეყვარებული?! _ არა. _ მოესმა კაცს და ქალს ხელი გაუშვა. ალისია დივანზე ჩამოჯდა. ვამპირმა ქალს თვალებში ჩახედა, მერე მის ხელს დახედა, სახვევი მოხსნა, სპირტი მოუსვა და ისევ გადაუხვია. _ სახვევი ცოტა ხანი კიდევ საჭიროა. _ მადლობა. _ თქვა ალისიამ და ადგა. ანდრიაც წამოდგა და კართან დადგა. _ რატომ მომატყუე შეყვარებული მყავსო?! _ ისე! _ ისე პასუხი არაა, სიმართლე მითხარი. _ კაი, მოგატყუე! მაინტერესებდა რას იზამდი! _ კარგი! _ თქვა ხმამაღლა. ამაღამ შევხვდებით, ალისია! _ დაიმუქრა გონებაში თავისდაუნებურად და გაეღიმა. _ კარი გააღე და გავიდეთ! _ რომ არ გავაღო და აქ დაგტოვო, გეშინია?! _ არა! ღამე უნდა ვიყოთ ერთ ოთახში და დიდი რამე, თუ ახლა აქ ვართ! _ ჩემი უნდა გეშინოდეს! ალისიას გაეღიმა და კაცს სახეში შეხედა: _ წავიდეთ თუ აქ დავრჩეთ?! კაცი მიტრიალდა, კარი გააღო. ერთად გაუყვნენ მინდორს პატარა ტბის გარშემო. _ ნავზე ავიდეთ, _ შესთავაზა ანდრიამ და ქალს ხელი წაავლო. ალისიაც გაჰყვა. მალევე ორივენი ნავზე იყვნენ და ტბაზე მიცურავდნენ. ალისიამ იქაურობა მოათვალიერა და მოეწონა, მწვანე წყალი მდორედ მიედინებოდა, მის ზედაპირზე ულამაზესი ფერადი ხეების და შენობების ანარეკლი მოჩანდა. ქალმა ხელი ჩაყო ტბაში, მერე შეხვეული ხელიც და წყალი ჰაერში ამოასხა. შხეფებმა ანდრია ოდნავ გაწუწა და ალისიაც გაჩერდა. _ გაერთე?! _ ჰოო! _ კარგია. განაგრძე! მაგრამ ეგ ხელი რაღას დაისველე! _ კიდევ შემიხვიე! თუ ბინტი გენანება?! ალისიამ ისევ ჩაყო წყალში ხელი და ანდრიას შეასხა. მამაკაცმა ნავი გააჩერა და თვითონაც გაწუწა ალისია. ქალმა წამოიყვირა და წამოდგა. _ ძალიან თუ გაინძრევი, ჩავარდები, _ გააფრთხილა კაცმა და ალისიაც გაშეშებული დაჯდა. ანდრიას გაეცინა. ნავი ნაპირს მიაყენა და ტბაზე გადასასვლელ ხიდზე ავიდნენ. ხიდი ხის იყო, მაგრამ რკინის მოაჯირები ჰქონდა. ერთად გაიარეს ხიდი, შუა ხიდზე იყვნენ, როცა გაჩერდნენ და ანდრია მოაჯირს მიეყრდნო, ალისიაც მიეყრდო მის მოპირდაპირე მოაჯირს. ფეხები გადააჯვარედინა, ხელები ზურგს უკან დაიწყო და ხიდს მიეყუდა. _ ახლა რომ ხიდი ჩავარდეს, რას იზამ?! _ რკინისა და ხისგანაა აგებული და არ ჩავარდება! _ რომ ჩავარდეს?! _ ნაპირისკენ გავცურავ! _ მე შენკენ გამოვცურავდი! _ თქვა და ალისიასკენ წავიდა. ხელი მოჰკიდა, მაგრამ ალისია გაიქცა და თავის ოთახში შევარდა. არაა, არა, ალისია, ისევ იმ დროში ვერ დაბრუნდები! ვერ დაუბრუნდები იმ ფიქრებს, იმ გრძნობებს! ის ვამპირი ვერ შეძლებს შენი გონების დამორჩილებას და შენი ფიქრების შთანთქმას! _ არ მინდა ვინმეზე ვფიქრობდე, არ მინდა ვინმეზე ვოცნებობდე, არ მინდა! _ იყვირა ალისიამ და ტელეფონი ლოგინისკენ მოისროლა. _ ახლა ყველაფერი მორჩება. არც წიგნი მაინტერესებს, არც ჩემი გრძნობები და არც ის ჰონორარი ან გამარჯვება! მაგრამ შიში? შიში ერთადერთია, რომელიც შემიძლია დავამარცხო, გავანადგურო ამ მომენტში! ბრძოლა არ უნდა შევწყვიტო, დაე იმ ფიქრებს და გრძნობებსაც შევებრძოლები და ომს გამოვუცხადებ! დაე თუ საჭიროა ბედისწერის პირისპირაც დავდგები! ალისია ლოგინზე დაჯდა, ტელეფონი აიღო და ისევ წერა გადაწყვიტა, თან იცოდა, რომ ასე შეძლებდა გრძნობების მართვას და დამორჩილებას. ეს წიგნისთვისაა, ალისია, მხოლოდ წიგნისთვის, _ ეუბნებოდა საკუთარ თავს და თან წერას განაგრძობდა. რამდენიმე ხანში კარზე კაკუნი გაისმა და გააღო. _ გიორგი?! რა იყო?! _ ბოულინგზე წასვლის დროა. _ მადლობა, მაგრამ უნდა დავისვენო. _ არა, მოდიხარ. პირობა პირობააა და თამაშისას რასაც დაგვპირდი, ისიც უნდა შეასრულო საღამოს! _ კარგი, ჰოო. _ თქვა, ნაწერი ტელეფონში დაამახსოვრებინა და გიორგისთან ერთად გავიდა. ამ დროს ანდრია შეხვდა. _ სახვევს გამოგიცვლი და მერე, _ თქვა და ალისია უკან შეიყვანა. ლოგინზე ჩამოჯდა, ანდრია მის გვერდით დაჯდა. შეეხო თუ არა მამაკაცი, ისევ იგრძნო ქალმა მისი თბილი თითები, თვალები დახუჭა და თავი ძირს დახარა. მალევე გაახილა თვალები და შეხვეულ ხელს დახედა, რომელიც უკვე გაცივებოდა. _ მადლობა, _ ესღა თქვა და ადგა. კაცმა კარი უცბად მიხურა და ალისიას წინ დაუდგა. _ რატომ გაიქეცი?! _ ასე იყო საჭირო! _ ზუსტ პასუხს არ ამბობ! _ წავიდეთ! _ ცივად წარმოთქვა და კაციც კარს მოცილდა. _ ამაღამ შევხვდებით და ვერსად გამექცევი! _ თქვა ანდრიამ და ქალი გაატარა. ფეხსაცმელები გამოიცვალეს, უკვე ყველას მოეყარა თავი. დავითს ვიღაც ნაცნობი გოგო ენახა და მასთან ერთად თამაშობდა, დიანა და დავითიც ერთად იყვნენ, გიორგი და მისი ნაცნობიც ერთად იყვნენ. ალისიამ გაკვირვებული ჩანდა მათი დაწყვილებით. _ კარგი, მე გიყურებთ. _ თქვა და უცებ ანდრიამ ხელი მოჰკიდა: _ შენ ჩემთან თამაშობ! _ უთხრა ქალს და წაიყვანა მათთვის განკუთვნილ ადგილზე. _ ეს არის ჩვენი ადგილი. დავიწყოთ თამაში! გაცილებით დიდ თამაშს ვთამაშობ შენთან, რის აზრზეც არ ხარ! _ გაიფიქრა თავისთვის და ბურთის ასაღებად გაემართა. თავისთვის მცირეწონიანი მწვანე ბურთი აარჩია და ისროლა. შუა ხაზზე წავიდა ბურთი, მაგრამ გადაუხვია და მხოლოდ ერთი კეგლი დავარდა ძირს. მერე ანდრიამ ისროლა, ყველა კეგლი დააგდო ძირს ერთის გარდა. ის ერთი ეს ქალია, _ გაიფიქრა ანდრიამ და გაეღიმა. თუ მასაც გავარტყამ, გამოდის ალისია ჩემია, თუ არადა მაშინ ვერ იქნება ჩემი, მაგრამ არა უშავს, ეს თამაშია, _ შეაგონა თავის თავს და ბურთი გაუშვა. იგი პირდაპირ შუა ხაზზე წავიდა, გაიარა მცირე მანძილი დარჩენილი კეგლის მიმართულებით, მოხვდა მას და წააქცია. ანდრიას გაეცინა. გამოდის, ჩემია, გაიფიქრა და ალისიას შეხედა. _ ნუ დამცინი! _ შეუღრინა ქალმა და ბურთი აიღო. ისროლა თუ არა, მაშინვე ყველა დააგდო ძირს. ალისიამ ენა გამოუყო და შეცბა, მიხვდა, რომ ეს ცუდი საქციელი იყო, _ აბა როგორია? _ დარცხვენილმა ანდრიას შეხედა. _ საოცარი! _ თქვა კაცმა და ისროლა. მანაც ყველა ჩააგდო. რამდენიმე სროლაზე მხოლოდ ერთი ბურთი დააგდო ალისიამ, კაცმა სამი, ალისიამ ზოგჯერ ვერცერთი ვერ ჩააგდო, ანდრია კი აგდებდა, რამდენიმე ხანი ისევ ითამაშეს. წინ ანდრია იყო. კიდევ ისროლა ალისიამ და ყველა ჩააგდო, მაგრამ მაინც ვერ დაეწია ანდრიას, მან მოიგო. პარტიაც დასრულდა. _ გილოცავ. _ თქვა ქალმა და კიდევ აიღო ბურთი. _ მადლობა. _ უთხრა კაცმა, ალისიას ბურთი წაართვა და უკან დააბრუნა. _ კიდევ ვთამაშობთ! _ არა, ახლა ხელი უნდა დაასვენო, რომელიც გადაღალე! _ არ მტკივა! _ აღარ ვთამაშობთ! _ გეშინია?! _ ჰკითხა ქალმა და გაიცინა. _ უნდა დაასვენო ხელი. _ ქალს ხელი მოჰკიდა და სკამზე დასვა. თვითონაც ჩამოჯდა. ალისია უცბად წამოდგა და თავის მეგობრებისკენ გასწია. მერე ძმაკაცებს ჩამოუარა, ცოტა ხანი დაიცადა და მათ თამაშს უყურა, ხან ერთთან დადგებოდა ხან მეორესთან, შემდეგ ბიჭებს გამოელაპარაკა და მათ მოახსენა, თქვენმა ძმაკაცმა მოიგოო. _ გამოდის, ორმაგად მოიგო დღეს, _ თქვა გიორგიმ და გაიცინა. დავითიც აჰყვა სიცილში. ალისია მიხვდა, რასაც გულისხმობდნენ და უკან წამოვიდა. დაჯდა, მაგრამ სხვა მაგიდასთან. ანდრია მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა. _ გამირბიხარ! _ არა. _ მაშინ ადექი და იქით გადავჯდეთ, _ ხელით ანიშნა სხვა მაგიდაზე. ქალიც ადგა და მის მითითებულ მაგიდასთან გადაჯდა. ანდრიაც წაჰყვა და დაჯდა. ალისია მეგობრების მხარეს იყურებოდა. ანდრიამ ხელი მოჰკიდა ნიკაპზე და შემოატრიალა თუ არა, ალისიამ უკან დაიხია. _ გეშინია. _ არა! _ კარგი რა, ალისია. მე ბოულინგში მოგიგე, შენ კარტში. _ მოვიგე, მაგრამ მე მიწევს სურვილის შესრულება! _ არა უშავს! არაფერს დაგიშავებ! ვამპირი არ ვარ! უკვე იმ დღიდან ხარ, რაც ჩემს გონებაში შემოიჭერი და ჩემი დამორჩილება მოახერხე ფიქრებით! _ გაიფიქრა და კაცს შეხედა. _ ახლა 12 საათია. ორ საათში შევხვდებით. _ თქვა და ადგა. _ მიდის. სად? რატომ?! _ გაუჩნდა ქალს კითხვები და თვალი გაეპარა მისკენ. ანდრიამ ფეხსაცმელი გამოიცვალა და ისევ ალისიას დაუბრუნდა, მაგიდასთან დაჯდა. _ ფეხსაცმელი გამოიცვალე და ჰაერზე გავისეირნოთ. ალისია წამოდგა, ცალი ფეხსაცმელი გაიხადა და თავისი ჩაიცვა. მერე მეორე უნდა გაეხადა, მაგრამ თასმა ვერ შეიხსნა. მის დასახმარებლად ანდრია დაიხარა. _ არა, მე გავხსნი. _ თქვა ქალმა და ფეხი გასწია. _ დაიცადე და გავხსნი. _ კაცმა ალისიას ფეხი დაიჭირა ისე, რომ ქალი ვეღარ გაინძრა და წამომდგარი დააჩერდა კაცს, როგორ გახსნა თასმა და ალისიას ფეხი გაათავისუფლა. _ მადლობა. _ უთხრა და თავისი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ორივენი კიბეს ჩაუყვნენ და გარეთ გავიდნენ. კარგა მანძილი ჩუმად გაიარეს. _ დივანზე ჩამოვჯდეთ. _ თქვა კაცმა და დივნებისკენ გადაუხვიეს. გარემოს შუქები ანათებდა და არც ემჩნეოდა 12 საათზე მეტი რომ იყო. ალისია ჩამოჯდა დივანზე და საზურგეს მიეყრდნო. ანდრია მის წინ ჩამოჯდა და შეხედა. _ ალისია... _ თქვა ჩუმად და ქალს თვალებში ჩახედა, როცა ქალმა მზერა კაცზე გადმოიტანა და ჩუმად წარმოთქვა, _ დიახ. _ სად დაიბადე?! _ ზესტაფონში. შენ?! _ ხარაგაულში. _ მაშინ გეცოდინება ზესტაფონი. _ კი, ვიცი, სადაც არის... შენი ძმა სად დაიბადა?! _ თბილისში. _ დედა და მამა?! _ თბილისსა და ზესტაფონში. შენები?! _ ორივე თბილისში. _ ბიძაშვილები გყავს?! _ კი 5. შენ?! _ 4. _ ნახულობ ხოლმე?! _ როცა მცალია. შენ?! _ მეც ხან დაბადების დღეზე, ხან რამე დღესასწაულზე. _ სად სწავლობდი სკოლაში?! _ სოფლის სკოლაში. შენ? _ მეც სოფელში. _ როდის გაქვს დაბადების დღე?! _ გამოიცანი... _ სამ რიცხვზე თუ გამოვიცნობთ, მაშინ ვინც მოიგებს, სიურპრიზს გაუკეთებს მეორე, _ თქვა ანდრიამ და ქალს შეხედა. _ 7. _ თქვა ალისიამ. _ გიყვარს შვიდიანი?! _ ეს უბრალოდ რიცხვია, მეტი არაფერი. ახლა კი მითხარი. _ არ არის სწორი. 20?! _ არ არის სწორი. მაშინ შენია 20?! _ არაა. 29? _ თქვა კაცმა. _ არაა. _ ალისია, ახლა ბოლო რიცხვი უნდა თქვა და დაფიქრდი. _ 17?! _ სწორია. _ რააა?! _ ალისიამ მართლა არ იცოდა თუ 17 იქნებოდა, მაგრამ მან სინამდვილეში თავისი რიცხვი თქვა. _ და შენიც 17?! _ სწორია. ანდრიას გაეცინა: _ გამოდის ერთ რიცხვში გვქონია დაბადების დღე. ახლა კი გავიგოთ რომელი თვეა. ნოემბერი?! _ არაა. შენი მარტი?! _ არაა. სექტემბერი?! _ არაა. დეკემბერი?! _ დიახ. შენიც დეკემბერი?! _ კი, ასეა, ანდრია. ანდრია ადგა და ქალს მიეჭრა ისე უცბად, რომ ფიქრებში ჩაძირული ალისია გონს ვერ მოეგო. როგორც კი ნოემბერი მოესმა, მისი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ერთ დღესა და რიცხვში ჰქონდათ დაბადების დღე. ზუსტად 5 წლის მერე დაიბადა ალისია, და ზუსტად 5 წლით ადრე ანდრია, როგორ დაემთხვა ერთმანეთს ყველაფერი. როგორ შეიძლებოდა ასე დამთხვეოდა მათი დაბადების დღეები?! ეს ხომ წარმოუდგენელია რიცხვთა ამდენ კომბინაციაში. _ ფიქრობდა ალისია, როცა ანდრია შეეხო მის სხეულს, ქალი მოულოდნელად ხელში აიყვანა და აკოცა. ქალმა თავი გაითავისუფლა და დივანზე დაჯდა. არ ესიამოვნა მისი საქციელი. ალისია დაჯდა თუ არა ანდრიას შეხედა თვალებში. _ ანდრია! ამის მერე ჯობს ღამის შეხვედრა დაივიწყო. _ ალისია! არაა! _ და ქალს ხელი მოჰკიდა. _ გეფიცები, ახლოს აღარ მოვალ, მაგრამ შეთანხმება არ გააუქმო! _ ორივე რიცხვი და თვეც მე მოვიგე, ამიტომაც ერთი სურვილი უნდა შეასრულო და ამ შეთანხმებას ვაუქმებთ! _ ეს იმ შეთანხმებას არ უნდა ეხებოდეს! მე ბოულინგში მოგიგე, ამიტომაც შეთანხმება ძალაშია, თან ბოულინგის მოგების სურვილი უნდა შეასრულო! შენ კი დაბადების დღის ამ ორ სურვილს შეგისრულებ! და არ უარყო! _ კარგი, _ თქვა ქალმა და ტელეფონს დახედა, _ მაშინ 1 საათში შევხვდებით. _ კარგი, დროებით. _ თქვა კაცმა და სასტუმროსკენ წავიდა. ალისია კი დივანზე იჯდა, გაახსენდა მისი კოცნა. ერთწუთიანი კოცნაც კი საოცრებად მოეჩვენა და ფიქრებში წავიდა. ტელეფონი ამოიღო და ისევ წერა დაიწყო. კარგა ხანი წერდა, სულ ტელეფონს ჩაშტერებოდა, მერე გარემოს თვალი შეავლო. ნეტავ ეს მომენტიც ყოფილიყო იმ სურათებში, _ გაიფიქრა დანანებით და ტელეფონზე მოსულ სმს-ს დახედა. _ მშვენიერი იყო! _ რაა?! _ კოცნა! _ რააა?! დაინახე?! _ მე არა, ფოტოაპარატმა! _ გადაიღე?! _ ჰოოო. _ სად ხარ, ახლავე მაჩვენე! _ სხვა დღეს გაჩვენებ! _ არაა, მაჩვენე. _ ალისია წამოდგა. დავითიც მაშინვე მისკენ წამოვიდა. ალისიამ ფოტოაპარატი გამოგლიჯა ხელიდან და ჩახედა. ფოტოს დახედა თუ არა, უცებ იყვირა და გაიქცა, მერე უკან მობრუნდა, დავითს გადაეხვია და ისევ სასტუმროსკენ გავარდა. ალისიას პატარა სახე ჰქონდა, ნაზი. სასიამოვნო გარეგნობის გოგო იყო. მისი ყავისფერი თვალები თითქოს ანათებდა, წარბები _ შავი და სქელი, მაგრამ კარგად გამოქნილი, მისი ყავისფერი თმაც ჰაერში ირხეოდა ოთახში შემოქროლილი ნიავისგან. სარკეში ჩაიხედა და აღმოაჩინა, რომ ახლა იყო ბედნიერი, თავისი სახე თვითონვე მოეწონა და პატარა ლამაზი ღიმილი გამოეკვეთა ტუჩებზე. სარკეში წარბები გაისწორა თავისი თლილი თხელი ხელებით, თმა ჩამოივარცხნა და დივანზე დაეშვა. ახლა უნდა ეწერა, მაგრამ ფოტოზე ფიქრობდა. რა საოცარი ფოტო იყო. არაა დავითი მართლაც გენიალური ფოტოგრაფი ჰყავდა, დღეს ამაში საბოლოოდ დარწმუნდა. ალისიამ ტელეფონი აიღო. _ ალისია, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და სახლში წავედი, ანდრიას ვუთხარი და ის წამოგიყვანს უკან. _ დავით, რატომ არ მითხარი მე და რატომ უთხარი ანდრიას?! _ რომ არ ყოფილიყო სასწრაფო, არ წავიდოდი. ბოდიში. _ ჰოდა, რომ გნახავ ამიხსნი, ასეთი სასწრაფო რა იყო! და კიდევ ფოტოებს გაუფრთხილდი და გამომიგზავნე! _ კარგი, კარგი. _ თქვა ბიჭმა და დაემშვიდობა. დავითი სახლში გაბრაზებული ივიდა. დიანას წაეჩხუბა. დანახვისთანავე მოეწონა დიანა და მასთან ურთიერთობას ახლა იწყებდა, ნელა და მდორედ. წეღან კი იკამათეს და დიანა წავიდა თუ არა სახლში, თვითონაც გადაწყვიტა წამოსვლა. შინ შევარდა და ციფრული იქვე დადო დივანზე. გადაწყვიტა, ცოტა ხანი სხვა რამეზე ეფიქრა და სურათების გამზადება დაიწყო. რამდენიმე საათში ფოტოები დაბეჭდა და ჩარჩოებიც გაუკეთა 15 ფოტოს. ყველა კედელზე ჩამოამწკრივა, სურათებს შორიდან შეხედა და მოეწონა. _ თუ დავითანხმე, ვფიქრობ გამოფენისთვის გამომადგება. ყველა მშვენიერია, ასლებს მერე გავაკეთებ, ახლა კი უკვე შუაღამეა და დავიძინებ. _ თქვა და ოთახში გავიდა დასაძინებლად. ალისია ტელეფონზე დავითთან მესიჯობის მერე სასააბაზანოში შევიდა. სახეს ხელები შეახო, ტუჩებს მისწვდა და ხელი მოისვა. კაცის კოცნა გაახსენდა და გააჟრჟოლა იმის გახსენებაზე, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ მთელი ღამე. წყალი გადაივლო, ჩაიცვა მუქი ფერის კაბა, თმაც გაიშრო და ჩამოივარცხნა. მერე აივანზე გავიდა, რომ ჰაერი ჩაესუნთქა. ანდრია რაც ალისიასგან წავიდა, თავის ნომერში ავიდა, აივანზე გავიდა და ალისიას გადახედა. დაინახა, დავითს რომ ესაუბრებოდა და მისგან როგორი გახარებული გამოიქცა. იმწუთასვე ძირს ჩავიდა, დავითი მოძებნა და გამოჰკითხა, რა გაუხარდა ალისიას. მან მხოლოდ ის უთხრა, რომ მალე გამოფენა უნდა გაემართა და ეს უხაროდა ალისიას. ანდრია უკან დაბრუნდა, თავის ძმაკაცებს ესაუბრა ცოტა ხნით, მერე დავითმა დაუძახა და სთხოვა, საქმეზე მიმეჩქარება და ალისიას მიხედეო. ისიც დაჰპირდა მე წავიყვან უკან თბილისშიო. მისი ძმაკაცებმა დილით ადრე გადიოდნენ, ამიტომ სასტუმროში დარჩნენ მხოლოდ ალისია და ანდრია. რამდენიმე ხანში ანდრია გაემზადა და მის კარზე დააკაკუნა. ალისიამ კარი გააღო. _ შენ ხარ?! _ უკვე 2 საათია. _ რომ დაგეგვიანა, არაა?! ან ადრე მოსულიყავი?! _ დაგვიანება არ მჩვევია! ასე ძალიან გინდოდა ჩემი მოსვლა, რომ ადრე მელოდი?! ქალმა არაფერი უპასუხა. ანდრია შემოვიდა და ლოგინისკენ გაიხედა, ჩუმად ჩაიცინა და ქალს შეხედა, რომელიც მას უყურებდა. _ კარგი. მე დავიძინებ, შენ არ იძინებ?! _ კი, დავიღალე! სანამ ანდრია იხდიდა, ალისია შეტრიალდა. კაცმა გაიხადა, საწოლზე დაწვა და პლედი გადაიფარა. _ ალისია, მოტრიალდი. _ თქვა და ალისიაც მოტრიალდა. _ უკვე დავწექი, ნუ ნერვიულობ! ალისიამ წარბები მაღლა ასწია: _ ვინ გითხრა ლოგინში ჩაწექიო?! _ დღეს ლოგინის ნახევარი ჩემია! შენ ხომ თქვი არ მეშინიაო! თუ გეშინია?! _ არ მეშინია! _ თქვა მკაცრად და გუნებაში ჩაიცინა: ვნახოთ, რას იზამ ახლა, _ გაიფიქრა და ნელა წაიღო კაბის ბოლოსკენ ხელი, თან სარკის წინ ისე დადგა, რომ კაცის მზერა დაენახა. კაბას ხელი მოჰკიდა და ნელ-ნელა მაღლა ასწია. კაცის არეული სახე დაინახა სარკიდან და ჩაეღიმა. რას მიშვრება?! ან რას მერჩის ამ სურვილის გამო?! ვინ მაძალებდა მეთამაშა კარტი ამდენი წლის მერე?! მაგრამ მისი კოცნა ისეთი ტკბილი იყო... მისი სხეულიც ასეთივე იქნება! _ გაიფიქრა მამაკაცმა და გული აუჩქარდა. ქალის ზურგს ხარბად შესცქეროდა. ქალიც გრძნობდა, ზურგი რომ ეწვოდა და ჩაეღიმა. ნელა დაიხარა, პიჟამა აიღო და გადაიცვა. მერე შუქი ჩააქრო და ლოგინზე დაჯდა. ახლა ბიუსტჰალტერი მოიშორა მკერდიდან და მშვიდად დაწვა ლოგინში, პლედი დაიფარა და კაცის ხშირი სუნთქვაც გაიგონა. თვითონაც გული აუფართხალდა. გაახსენდა წარსულში მასზე ფიქრებში როგორ იძირებოდა დაძინებისას, მის გვერდით ყოფნაზე როგორ ოცნებობდა. ანდრია მის ქცევებს თვალს არ აშორებდა, მის ყოველ მოქმედებას უყურებდა. _ ალისია... _ რა იყო?! _ თვალები გაახილე. ალისიამ თვალები გაახილა. ანდრია წამოწეულიყო, გვერდულად იწვა და ალისიას უყურებდა. _ დღეს დაგიმტკიცო ცისფერი რომ არ ვარ თუ სხვა დროს იყოს?! _ შეეკითხა და ალისიას გაკვირვებულ სახეს შეხედა. _ ანდრია!!! დაიძინე! _ დავიძინებ, მაგრამ მშვიდად ვერა! _ უცბად ლოყაზე აკოცა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ალისია, კმარა! უკვე ორჯერ მოგპარეს კოცნა, თანაც ამ ვამპირმა! ვამპირია, აბა რააა, ჩემს გონებაში ძვრება! ახლა უნდა დაიძინო, ალისია, უნდა დაიძინო! _ გაუმეორა თავის თავს და გადაბრუნდა, კაცისგან ზურგით დაწვა და თვალები დახუჭა. ანდრიამ ცოტა ხანს უყურა ქალს, თვალები დახუჭა, მერე ისევ ქალს შეავლო მზერა. _ მართალია კოცნაზე არ მიპასუხე, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო და დასამახსოვრებელი. ახლაც მახსოვს, ყავისფერ ფერებში გამოწყობილ გოგოს როგორ შევასკდი და ჩანთა გავაგდებინ. ,იმ დროს ძალიან საყვარელი იყო გაბრაზებული და გაკვირვებული ალისია. _ თქვა ჩუმად და ალისიას ზურგს შეხედა: _ დღეს საუბრის ჩასწორებისთვის სასჯელი არ აგცდება. _ შენ არ თქვი სწორად! _ მეორე სასჯელი დაგემატა! _ რატომ მეორე?! _ საუბარს რომ მაწყვეტინებ ამიტომ! ახლა კი დაიწყე შენი ცხოვრების მოყოლა დაბადებიდან და მე მოვისმენ! _ მეძინება! _ მესამე სასჯელიც მივამატო?! _ არ მეშინია! _ დაიწყე მოყოლა, გელოდები! არ დაგავიწყდეს ძალიან ახლოს რომ წევხარ ჩემგან! ალისიამ ჩაისუნთქა გაბრაზებულმა და ჭერს ახედა: _ რა მოვყვე?! _ დაბადებიდან დღემდე ყველაფერი! _ დავიბადე ზესტაფონის პატარა საავადმყოფოში, დედ-მამა და ძმაც ჩემთან იყვნენ სამი დღე, მერე სახლში წავედით. სოფელში ეზოში დავრბოდი, ვთამაშობდით. მერე ბაღში დავდიოდი, ძმას მივყავდი. თვითონ სკოლაში მიდიოდა. მერე სკოლაში შევედი და ახლა სკოლაში მივდიოდით ერთად. კარგი იყო სკოლაში, მაგრამ დილას ადრე ადგომა არ მიყვარდა. შაბათ-კვირას ხან სად მივდიოდით, ხან სად. წავიდოდით მთელი ოჯახი და ვისვენებდით, სუფრას გავშლიდით ხოლმე სადმე ლამაზ ადგილას. ბედნიერი დღეები გვქონდა. მე და ჩემი ძმა ერთად ვთამაშობდით, წიგნს ერთად ვკითხულობდით, მერე ხან ერთი წაართმევდა, ხან მეორე და ვცელქობდით, ხან ბალიშს ვესროდით ერთმანეთს, ხან სათამაშოებს. უცბად ალისიას ბალიში მოხვდა რბილად და წამოხტა. _ ასე ესროდით?! _ გაიცინა კაცმა. _ არააა! ასე! _ ქალმაც მოიქნია ბალიში და ანდრიას მხარზე მოხვდა. ქალს ხელი მოჰკიდა და კოცნა დაუპირა, მაგრამ გაახსენდა, რომ ახლა არ უნდა მიახლოებოდა და ხელი გაუშვა. _ ახლა გააგრძელე მოყოლა. _ თქვა, ბალიშები აიღო და ლოგინს დაუბრუნდა. ქალი მის მოძრაობას აკვირდებოდა, ბოლოს ლოგინს მიეხუტა და კაცს შეხედა. _ მერე თბილისში ჩამოვედით, იქ გავაგრძელეთ სწავლა, მე სკოლაში, ჩემმა ძმამ უნივერსიტეტში. სკოლაში ერთ ბიჭს ვხვდებოდი, მაგრამ მალევე დავშორდით, აღარ მომწონდა. უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩაბარებისას ერთი ბიჭი გავიცანი. მომწონდა, მაგრამ არც იმასთან გამიგრძელებია დიდხანს ურთიერთობა. სწავლაში ვიყავი გადართული. ცოტ-ცოტა ხნით რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, მერე ფოტოგრაფობას მოვკიდე ხელი, ახლა ერთ-ერთ ჟურნალში ვმუშაობ და ფოტოებს ვაქვეყნებ ხოლმე. თუ ვინმეს დასჭირდა, წიგნისთვის ფოტოებს ვუმზადებ. ახლა შენ მომიყევი! _ ასე მოკლედ მორჩი შენს ამბავს?! _ კიიი! მეტი რა საჭიროა?! ვის ვხვდებოდი, რატომ ან რას ვაკეთებდი მათთან, ესეც გაინტერესებს?! _ შეეკითხა, აბა რას იტყვისო. კაცი გაბრაზდა, მაგრამ მანაც მოკლედ დაიწყო მოყოლა: _ სოფელში მშობლები ერთად მზრდიდნენ, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად იყვნენ და ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ბაღში ხან ვის მივყავდი, ხან ვის ოჯახის წევრებიდან. სკოლაშიც მაცილებდნენ თავიდან, მერე ჩემით მივდიოდი. რამდენიმე მეზობლის გოგო მომწონდა და მათთან დაახლოებას ვცდილობდი, მერე გავიზარდე და სხვებმა დამაინტერესა. უნივერსიტეტის დროს კიდევ სხვა გოგოები მომეწონა. სწავლაში და გოგოებთან ერთად თავს კარგად ვგრძნობდი, ისე რომ არც მიგრძნია და-ძმის გარეშე ცხოვრება! _ თქვა ქალის გასაბრაზებლად და მის სახეს შეხედა. ქალმა ხელი მოუჭირა ბალიშს და გაბრაზებულმა გადახედა კაცს, მერე გადაიხარხარა და ჩაეკითხა: _ ამდენ გოგოებში 33 წლამდე ვერცერთი ვერ მოიწონე ისე, რომ მოგეყვანა ცოლად?! ალბათ არ ვარგოდნენ! ან შენ ვერ ამოარჩიე! ან იქნებ ცისფერი ხარ?! კაცმა ქალს უცბად ხელი წაავლო და ქალმაც შეჰკივლა. _ ყველა განსაკუთრებული და ლამაზი იყო! მაგრამ მე იმ დროს სხვა რამ მინდოდა, მათ სხვა რამ! _ თქვა მკაცრად და მიხვდა, რომ ქალს შეეშინდა. ნიკაპში ხელი ჩაავლო და თვალებში ჩახედა: _ შენ რა გინდოდა კაცებისგან?! იგივე, რაც იმ ქალებს?! _ მაშინ ახლა გათხოვილი ვიქნებოდი! _ ანუ არ გამოჩენილა ისეთი, ვინც დაგაინტერესებდა ისე, რომ მასთან წასულიყავი! _ დამაინტერესა და წავედი ერთ დროს, მაგრამ საბოლოოდ არა! _ მოიტყუა და კაცს შეხედა. _ და რატომ დაბრუნდი?! დროებით გაერთე და მიხვდი, რომ სულ სხვა გინდოდა?! _ ალბათ! _ და რა გინდა ახლა?! _ ძილი! _ თქვა ქალმა და თავი გაარხია, რომ კაცს ხელი გაეშვა. კაცმა ხელებში მოიქცია ქალის სახე და მისკენ გადაიხარა. _ ანდრიაა! არააა! _ იყვირა უცბად ჩუმად და კაცს ჩაეღიმა, თან ყურთან უჩურჩულა: _ მოგატყუე! აქამდე მაინტერესებდნენ ქალები, მაგრამ ისე ძალიან არაა... მხოლოდ ექიმობა მინდოდა... ახლა შენ მითხარი, მართლა წახვედი კაცთან, მერე უკან დაბრუნდი და მანაც ასე გამოგიშვა?! _ როგორ ასე?! _ ისე გამოგიშვა, რომ არ შეგაჩერა?! ვერ მიხვდა რას კარგავდა?! _ რას კარგავდა?! _ საოცარ ქალს! ალისიას! _ უჩურჩულა, უფრო გადაიხარა მისკენ და ჩაეხუტა. ორივემ იგრძნო სითბო და ცეცხლის დავლა სხეულში. _ მეე... არ წავსულვარ არავისთან, მშვიდი ცხოვრება მქონდა, თაყვანისცემლები, მაგრამ საინტერესო არავინ! _ თქვა მანაც ჩუმად და უფრო რომ ჩაეხუტა კაცი, მიხვდა, რომ უნდა მოეშორებინა. წიგნი გაახსენდა და უკან დახევა გადაწყვიტა. _ ანდრიააა! გაიწიე! შენს ადგილას დაბრუნდი! _ კარგი... დამშვიდდი, არ ვაპირებ დღეს დავამტკიცო, ცისფერი რომ არ ვარ! მაგრამ ამის დროც მოვა! _ თქვა და თავის მხარეს დაუბრუნდა თუ არა, მაშინვე ლოგინს მიეხუტა და ქალს შეხედა, რომელიც ლოგინს მიკრობოდა და თვალები დაეხუჭა. _ ანდრიაა... შენ მე ისევ იქ მაგდებ, იმ ფიქრებში და იმ სამყაროში, სადაც მე და შენ ვართ ერთად მარტო! არ მინდა შენზე მეფიქრებოდეს. არ მინდააა! _ გაიფიქრა და აფორიაქებული გულის დამშვიდებას შეუდგა. ანდრიამ ღრმად ამოიხვნეშა: _ ტკბილი ძილი, ალისია. ქალი არც გადმოტრიალებულა, მანაც ტკბილი ძილი უსურვა თვალებდახუჭულმა. ცოტა ხანში ორივე ღრმა ძილმა მოიცვა, თან ორივე ნახულობდა სიზმრებს. ალისიას კაცის თბილი ხელი ახსენდებოდა და ბედნიერი იღიმოდა სიზმარში... ვერც გააცნობიერა, რომ გადმოტრიალდა და მისი ხელი ანდრიასას შეეხო. მთელი ღამე ასე იწვნენ ერთმანეთზე ხელმიდებულნი. დილას, ანდრიამ რომ გამოიღვიძა, შვიდი საათი იყო. უკვე უნდა წასულიყო, რათა მიესწრო სამსახურში, მაგრამ ალისიას გაშვება არ უნდოდა ხელიდან. ცოტა ხანს დაიცადა, ქალის სახეს უცქეროდა და ეღიმებოდა, რომ ახლა მის გვერდით იყო. მალე ალისიამაც გაიღვიძა და ანდრიამ ხელი სწრაფად მოაცილა. ისე, რომ ალისიას არც გაუგია, რომ მისი ხელი ხელში ედო. _ დილა მშვიდობისა, როგორ გეძინა?! _ დილა მშვიდობისა, ანდრია, გმადლობ კარგად, შენ?! _ მშვენივრად. _ თქვა კაცმა. ალისია ადგა. სასააბაზანოში შევიდა. ანდრიამ თვალი გააყოლა: _ მადლობა ჩემს ძმაკაცებს ამის მოფიქრებისთვის! _ თქვა და ჩაეღიმა. რამდენიმე ხანში უკვე ჩაცმული გამოვიდა ქალი. ანდრიაც ადგა და ჩაიცვა. ალისიამ იცოდა, რომ ის 10 საათზე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ამიტომ კაცს მიუბრუნდა, ბარგს ჩავალაგებ და წავიდეთ თბილისშიო. ჩანთა აიღო და თავისი ნივთები ჩაალაგა. _ მე უკვე მზად ვარ, _ მოესმა კაცს და მანაც შეხედა. _ ასე უცბად?! _ ჰო. წავედით?! _ ნომერში გავალ და წავიდეთ. _ ანდრია თავის ნომერში შევიდა, გაემზადა და გარეთ გამოვიდა. ალისია კედელს მიჰყრდნობოდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და წიგნის წერას აგრძელებდა, მაგრამ როცა ანდრია გამოვიდა ოთახიდან, ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და დაბლა ჩავიდნენ. _ გააგრძელე მესიჯობა, არ გიშლი. _ მოესმა ალისიას. _ და რა უნდა დამიშალო?! _ რაღაცები! როცა დრო მოვა! _ მაინც რააა?! _ საჭმლის კეთება საღამოობით. მხოლოდ დილით გააკეთებ! _ რატომ?! _ საღამოს სახლში მოვდივარ და ამ დროს არ მინდა სამზარეულოში ტრიალებდე! _ აბაა?! _ მინდა ჩემთან ახლოს იყო, მაგალითად წუხელ როგორც ვიყავით, ერთ ლოგინში! მაგრამ სხვანაირ სიტუაციაში! _ ბოდავ რაღაცებს! _ თქვა მკაცრად და ჩანთას მოუჭირა ხელები. ანდრიას გაეცინა და აღარაფერი უთხრა. მანქანა გააღო, ალისიას ჩანთა ჩადო, თავისიც და საბარგული დაკეტა. _ წინ დაჯექი, მხოლოდ ჩვენ მივდივართ! ალისია ახლა მოვიდა გონს. _ დიანა სადაა ან ძმაკაცები?! _ უკან თავისით დაბრუნდებიან, დიანა კი წუხელ წავიდა, მის მერე დავითიც, ოღონდ ცალკე. _ რაა?! მე რატომ არ მითხრა ეეგ?! _ წუხელ გაგებას ახლა ჯობდა გაგეგო! _ რატომ?! _ რომ არ გაქცეულიყავი! _ მე არ გავრბივარ! _ თქვა ალისიამ და ენაზე იკბინა. გაახსენდა როგორ გაექცა ტბასთან ანდრიას, ანუ გამოდის, რომ გაიქეცი, ალისია?! ჰოო მაშინ ხომ მშიშარა იყავი?! _ უთხრა თავის თავს და მანქანის საზურგეს მიეყრდნო. ანდრიამ დაბალ ხმაზე მუსიკა ჩართო, მანქანა ხან სწრაფად მიჰყავდა, ხან ნელა. _ ესე იგი წუხელ კარგად გეძინა, ალისია? _ მე კი. შენ? _ მშვენივრად. კიდევ მოვისმენდი შენს ამბებს! _ არ დაიღალე მოსმენით?! _ არა. მე დღეში 30 პაციენტს ვუსმენ. _ და დავიჯერო ცოტათი მაინც არ იღლები?! _ ჩემი საქმე მომწონს ისევე, როგორც შენი მოსმენა. _ მაგრამ არა მგონია 2 საათი პაციენტი გელაპარაკებოდეს. _ ალისიას გაეცინა. _ გააჩნია რამდენი დროა საჭირო პაციენტის გასასინჯად, 30_ 40 წუთი თუ მეტი. შენ მაინც ფიქრობ, რომ ცუდი ექიმი ვარ?! _ ვამპირი რომ ხარ, ეგ ვიცი! _ გაიფიქრა და კაცს შეხედა: _ მარტო კარგი ექიმები არსებობენ? _ ჩემს კითხვას უპასუხე. _ ნორმალური ექიმი ხარ ალბათ, ჯერ არ ვიცი! _ ექიმები კარგებიც არიან და ცუდებიც, ალისია, ყველგანაა ცუდი ან კარგი. _ აბა რატომ გიკვირს, თუ ცუდ ექიმებს მიგაწერ?! _ ცუდი ექიმი არ ვარ და ამიტომ! _ ამაყიც ყოფილხარ! _ მე ვამაყობ ჩემი სამუშაოთი. ეს სამუშაო მომწონს და მას კარგად ვასრულებ! _ დავიჯერო ჯერ არც ერთი რეცეპტის გამოწერისას არ შემცდარხარ?! _ შეუმცდარი არავინაა, მაგრამ პაციენტი უკმაყოფილო არასდროს გამიშვია ან მოტყუებული! _ კითხვას არ უპასუხე! რეცეპტის გამოწერისას არასდროს შემცდარხარ?! _ არა! _ ექიმი პაციენტებზე სწავლობს და არ მჯერა, რომ არ შემცდარხარ! სულ ცოტათი მაინც არაა?! _ არაა! ალისიამ ამოიხვნეშა. ძნელი ყოფილა მისი გამოტეხვა. _ მინდოდა კარგი ექიმი უნდა გავმხდარიყავი, ამიტომაც ყოველთვის კარგად ვასრულებდი ჩემს საქმეს! _ ჯერ კარგად შეისწავლე ყველაფერი და მერე შეუდექი პაციენტების მიღებას?! _ პირველ წელს ჩავიჭერი, მერე უფრო მომეცა სტიმული და ჩავაბარე. წლების მანძილზე კარგად და ბევრს ვმუშაობდი, მათ შორის საკუთარ თავზეც. თუ რამე არ ვიცი, ვიტყვი და პაციენტს სწორ გზას ვაჩვენებ და არა მცდარს! _ ყველა პაციენტი გიჯერებს?! კაცს გაეცინა. _ კი, ალისია, რომ არ მენდობოდნენ, ჩემთან ტყუილად ხომ არ მოვლენ?! _ იქნებ შენი ნახვა აინტერესებთ?! _ რატომ?! _ ბოლოს და ბოლოს უცოლო ხარ! _ და ჩემს ნახვაში ფულს იხდიან?! _ ანდრიას გაეცინა ამაზე. _ ჰოო არაა?! _ გაეღიმა ალისიას და კაცის სიცილს დააკვირდა. რა სიმპათიურია... არა, ალისია, არაა, გულთან ახლოს არ უნდა მიუშვა! _ გამოუცხადა თავის თავს და კაცს მზერა მოაშორა. _ არა მგონია, ჯერ არავის მოუტყუებივარ! ყველას, ვინც მოვიდა, მართლა ჰქონდა ალერგია. _ ისევ გაეცინა კაცს. _ იქნებ სპეციალურად დალიეს რამე და მერე მოვიდნენ?! _ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა! _ ნაცნობს როგორ იღებ გასასინჯად?! _ სამსახურში როგორც სხვებს, ისე. თუ ვინმე ტელეფონზე შემეკითხა ან ვიბერში, რა თქმა უნდა, ფულს არ იხდიან. ამასობაში თბილისშიც შევიდნენ. ალისია სახლთან მიიყვანა ანდრიამ და ბარგი გადმოიტანა. კართანაც მიატანინა და ალისია დაემშვიდობა ისე, რომ არც შეიპატიჟა, რადგან იცოდა, რომ კაცი სამსახურში წასასვლელად უნდა მომზადებულიყო. ალისია ცივად დაემშვიდობა და ანდრიაც წავიდა. პირველად დააგვიანდა კლინიკაში ათი წუთით და გაეცინა. მაშინვე ჩაიცვა თავისი თეთრი ხალათი და მიღება დაიწყო. შინ მისულმა ალისიამ ჯერ ისაუზმა, მერე სარეცხი შეყარა მანქანაში და წამოწვა. ეგრევე ჩაეძინა. რამდენიმე საათის მერე გამოეღვიძა და ისევ წერა განაგრძო. კარგა ხანს იმუშავა, მერე კომპიუტერში გადაიტანა ნაწერი და ყვავილები მორწყა. ანდრია მთელი დღე მუშაობდა. უკვე 9 საათი იყო, როცა საქმეს მორჩა. მთელი დროის მანძილზე ხან ვინ მიიღო, ხან ვინ _ დიდი თუ პატარა, ხან რა რეცეპტი გამოწერა, ხან რა, მაგრამ საჭმელად არ გასულა. მიხვდა, რომ დაიღალა და გამოიფიტა კიდევაც, მაგრამ ალისიას გახსენებაზე ეღიმებოდა და ისევ მუშაობის ხასიათზე დგებოდა. ალისიას მისწერა: _ ალისია, ბოდიში, რომ დღეს დილით ერთად ვერ ვისაუზმეთ. _ არაფერია. _ მოკლედ დაუბრუნა პასუხი გოგომ და ფანჯარაში გაიხედა. ანდრია ამაზე გაბრაზდა, მაგრამ ამ დროს ბოლო პაციენტი შემოვიდა და ვეღარ მისწერა ქალს. ალისიამ ყვავილები მორწყა თუ არა, მერე სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი გახეხა და მისი ჭამა დაიწყო. მერე გუფთის მომზადება გადაწყვიტა. ყველაფერი გაატარა, გუფთის გუნდებიც შეკრა, წვენი გაამზადა, გუფთები შიგ ჩააწყო და გაზზე შემოდგა. მერე ისევ ტელეფონს ჩაუჯდა, წერა გააგრძელა და მთელი მასალა გადაიტანა კომპიუტერში, გვერდები დაითვალა და 80 გამოუვიდა. გაეხარდა, რადგან ხვალ ნენსისთან უნდა წაეღო და ეჩვენებინა. მერე ისევ გუფთას დაუბრუნდა, გამორთო და ზემოდან მწვანილები და ბულგარული მოაყარა. გასინჯა, ძალიან მოეწონა. როცა საქმეს მორჩა, იბანავა და ლოგინზე წამოწვა. უკვე 10 საათი ხდებოდა. დასაწოლად მოემზადა და ლოგინი აშალა. დიანას შეეხმიანა და უსაყვედურა, შენ რაღატომ მიმატოვეო. ქალიც ესაუბრა იმდენს, რომ ალისიამ აპატია და უთხრა, დღეს დამეზარაო აუზზე წასვლა, ხვალ სამსახურიდან გამოგივლი და `კუპალნიკებს~ წამოვიღებო. დიანას დაემშვიდობა და ანდრიას მესიჯიც მოვიდა. გაუკვირდა, ასე გვიან რომ დაუმესიჯა. გახსნა და წაიკითხა. _ სახლში ხარ?! _ კი. _ მიწერა და გაგზავნა. ცოტა ხანში ზარის ხმა გაისმა და კარის გასაღებად გაეშურა. ანდრია შერჩა ხელში. _ აქ რა გინდა?! _ შენი დანახვა, მთელი დღეა მახსენდებოდი. _ თქვა ვამპირმა და კედელს მიეყრდნო. _ შემოდი. _ ალისიამ კარი ფართოდ გააღო და შემოატარა. _ ხელები დაიბანე, მანამდე საჭმელს გავამზადებ. _ არ მინდა, არ შეწუხდე. _ დაიბანე ხელები! _ მკაცრად გაუმეორა და სააბაზანოს კარი გაუღო. ხელიდან ნოუთბუქი აართვა და დივანზე დადო. ალისიამ სუფრა გაშალა, გუფთა ჯერ ისევ ცხელი იყო. წყალიც მოიტანა და ბლის წვენიც დადგა მაგიდაზე. ანდრიაც გამოვიდა. _ კომპიუტერი რატომ ამოიტანე?! _ სახლში ამაქვს ხოლმე. _ ეს შენი სახლი არაა! _ გაეცინა ქალს. _ არც შენი! _ თქვა ანდრიამ და გაუღიმა. ალისიას გაეცინა, _ დაჯექი და მიირთვი. ანდრია ჭამას შეუდგა. ალისია ფიქრებში წავიდა. არ მოსწონდა საჭმლის კეთება, იმიტომ, რომ სულ ფიქრობდა, ვიღაცას მხოლოდ იმიტომ მოეწონებოდა, რომ კერძების მომზადება შეეძლო და ეს აღიზიანებდა. _ ძალიან გემრიელია, დღეს გააკეთე?! _ კი, ახლახან მოვრჩი. ჭამე დღეს რამე?! _ არაფერი. _ სულ არაფერი?! _ გაუკვირდა ალისიას. _ არაფერი. _ გინდა კიდევ დაგისხა?! _ არა, მადლობა, მეტი არ მინდა. გემრიელი იყო. _ გადმოგიღებ კიდევ. _ ალისიამ თეფში აიღო და ისევ გაუვსო კაცს. _ გაგიმართლა. _ მოესმა კაცის სიტყვები და გაუკვირდა. _ რაში?! _ ახლა რომ ვერ გაკოცებ! _ მიუგო და ჭამა განაგრძო. როცა თეფში მოასუფთავა, ადგა და ნიჟარაში ჩადო. მერე ალისიასკენ მოტრიალდა, ის კი გაკვირვებული უყურებდა, თეფში ნიჟარაში რომ ჩადო. _ არ მინდა იფიქრო, რომ ამის გამო მოვედი, _ ანდრიამ ხელი მოჰკიდა. _ შენი ნახვა მინდოდა. _ ხომ მნახე, და ამდენი ხნის უჭმელობასაც გადაგარჩინე. _ მიუგო და გაიღიმა. ამ დროს ანჟრიას ვიღაცამ დაურეკა და მანაც უპასუხა. ქალმა მაგიდა მიალაგა. მარტო წვენი დატოვა მაგიდაზე და ანდრიას მიაწოდა. მანაც გამოართვა ცალი ხელით, მეორეში ტელეფონი ეჭირა და საუბრობდა. როგორც კი ალისია მისკენ ზურგით მიბრუნდა, ჭიქა იქვე დადო და ქალს მუცელზე მოხვია ხელი. ალისიას გული აუფართხალდა და სუნთქვაც სწრაფი გაუხდა. ანდრია ისევ საუბრობდა ტელეფონზე, ალისიამ იგრძნო მისი თბილი ხელისგული, რომელიც მის მუცელს შეეხო და ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა. რამდენიმე წამში ანდრიამ ხელი გაუშვა და საუბარია არ შეუწყვეტია, ისე გაემართა სააბაზანოსკენ. ცოტა ხანში უკან გამოვიდა. ალისიამ მისი საუბრისგან ის გაარკვია, რომ პაციენტი რაღაცას კითხულობდა და ანდრიაც დარიგებას აძლევდა, საოცრად თბილად ესაუბრებოდა. მის მოსვლამდე დივანზე ჩამოჯდა. იქვე ანდრიას კომპიუტერი იდო ჩანთით, ანდრიაც მოახლოვდა, აიღო თავისი კომპიუტერი და დაჯდა. მერე იმ ვიღაცას დაემშვიდობა და საუბარი დაასრულა. ალისიას შეხედა. _ ასე გვიანაც გირეკავენ?! _ თუ სასწრაფოა, კი. _ ტელეფონს არ თიშავ ხოლმე?! _ არა, ეს ცუდი საქციელი იქნება. ალისია გაჩუმდა. რაღაც აზრი მოუვიდა გონებაში, მაგრამ მაშინვე უკუაქცია. აქ რომ დავრჩეო? უნდოდა ანდრიას ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა. არც წასვლა უნდოდა და არც დარჩენა, იცოდა, რომ ეს კარგი საქციელი ვერ იქნებოდა და წამოდგა. _ უნდა წავიდე თქვა და ჩანთას დასწვდა. _ წვენი დალიე. ანდრიამ წვენი დალია, ალისიას ლოყაზე აკოცა, მადლობა გადაუხადა და სწრაფად გავიდა. ალისია დაემშვიდობა და კარი ჩაკეტა. მეორე დილით სამსახურში წავიდა, ნენსის კაბინეტში შევიდა და ამოქსეროქსებული 80 გვერდი წინ დაუდო, _ ჯერ მხოლოდ ესაა,_ თქვა მისალმების მერე და გაჩუმდა. ქალმა ფურცლებს გადახედა, მერე ქალს ახედა: _ რა ხდება?! გაბრაზებული მასზე ხარ და ჩემზე იყრი ჯავრს?! _ მეე... _ გიყვარს... _ მოესმა ქალის ხმა და გაბრაზებული უცბად წამოდგა. _ არაა! არაა! _ ალისიაა! _ თქვა ქალმა და ხელი მის მკლავს ჩასჭიდა. _ შენ ის შეგიყვარდა... მხოლოდ ამიტომ ხარ გაბრაზებული! ალისიამ უცბად გამოგლიჯა ხელი და სწრაფად დაეშვა კიბეებზე. გარეთ გამოსული გაცეცხლებული დაუყვა ქუჩას... მერე დიანას გაუარა. საცურაო კოსტიუმი დაინახა თუ არა, მაშინვე მოეწონა, მენობარს აკოცა, დიდი მადლობა გადაუხადა და ფული მიაწოდა. დიდი უარის მიუხედავად მაინც დაუტოვა ფული. _ აბა რა ხდება, რატომ წამოხვედი ისე, რომ არ გამაფრთხილე?! _ დავითთან კამათი მომივიდა და ტაქსით წამოვედი... _ რაზე იკამათეთ?! ისიც წამოვიდა იმ ღამესვე! _ მხოლოდ შენ არ ფიქრობ ნაბიჯის გადადგმისას, ალისია... ერთმანეთს დავუახლოვდით და მინდოდა, დავფიქრებულიყავი... _ დრო ყველაფერს გვიჩვენებს და ნუ ინერვიულებ, ჯერ არ გილაპარაკიათ?! _ არაა... _ თქვა ჩუმად დიანამ და დივანს მიეყუდა. _ კარგი, მე წავალ, შენ კი წარმატებებს გისურვებ... _ შენ რა ქენი იმ ღამეს?! _ არაფერი! მხოლოდ ვისაუბრეთ! _ თქვა ცივად და ქალს შეხედა: _ რამე უნდა მექნა თუუ?! _ ალისია... შენ ის გიყვარს! _ არააა, დიანაა! ნენსიმაც იგივე მითხრა და შენც იმავეს ნუ მიმეორებ! უფრო სწორია, რომ მომწონს! და მაინტერესებს! _ კარგი, კარგი... გადაკოცნეს ერთმანეთი და ალისიამ ის იყო კარი გააღო, რომ დავითი დაინახა. გაუღიმა და გადაკოცნა კაცი. _ აბა მე წავალ და თქვენ იცით. _ დაიბარა და გავიდა. _ ალისია, შენთან უნდა მოვსულიყავი, ეს ის ფოტოებია, _ და მიაწოდა ხელში .ალისიამ მადლობა გადაუხადა და წავიდა. თავის სახლში ავიდა, თავის ნამდვილ სახლში. ამ დროს ტელეფონის ხმა მოესმა და უპასუხა. _ სახლში ხარ?! _ კი, შენ სად ხარ?! _ რა სად, შენს სახლის კართან! _ თქვა კაცმა და დაუკაკუნა. ალისიამ კარი გააღო. გაეცინა, ჯერ შემოსული არ იყო, რომ უკვე თავზე დაადგა, თანაც არ უთქვამს ყველასთვის, რომ დროებით სხვაგანაც ცხოვრობდა. კიდევ კარგი, აქ დაბრუნდა და არა ნაქირავებში. მისალმების მერე კაცი ჩამოჯდა და იქვე დადებული კონვერტი აიღო ხელში: _ ეს რა არის? _ იკითხა და ქალმაც ხელიდან გამოსტაცა, _ წიგნს ეხება და საიდუმლოა ჯერ, _ თქვა და უჯრაში ჩადო კონვერტი. _ შესვენება გაქვს?! _ კი და შევუვლი-თქო და შემოგიარე. _ დიმა, საჭმელი არაფერი მაქვს, ყავას ან ჩაის დალევ?! _ არა, არ მინდა. დილას კარგად ვჭამე და ჯერ არ მშია, მადლობა. აბა რა ხდება, როდის ველოდოთ ახალ ბესტსელერს?! ალისიას გაეცინა, _ ჯერ მანამდე ბევრი მაკლია, სიკვდილი, მაგალითად, _ თქვა და ისევ გაეცინა,_ უბრალოდ, მხოლოდ 1000 მკითხველიც მეყოფა ჯერჯერობით, სულ არარაობას სჯობს! _ თქვა და დაჯდა თავისი ბიძაშვილის გვერდით. _ გუშინ შენი გადარეული ძმა ვნახე მეგობრებთან ერთად. _ ჰო, ვიცი სადაც იყო წასული გასართობად, ჯერ ისეთ ასაკშია, რომ გადარეულია. _ 20 წლისაა უკვე! _ მაინც გადარეულია. _ გაეცინა და ქალსაც გაეცინა. _ პარასკევს დაბადების დღეზე ვიკრიბებით ბიძაშვილთან, დავითთან ერთად. ხომ მოდიხარ?! _ როგორც ყოველთვის. 8-ზე ხოო?! _ ხოო, აბა მეტი ადრე მაგისთვის არ არსებობს! _ თქვა დიმამ და ალისიამაც გაიცინა. ცოტა ხანი იჭორავეს, გაიხსენეს ბავშვობის ამბები, იცინეს. დროც გავიდა და ალისიამ გააცილა ბიძაშვილი. რამდენიმე წუთში თვითონაც გამოვიდა სახლიდან და ნაქირავებში გადავიდა. როდემდე უნდა ვიარო აქეთ-იქით ორ სახლში იმ ვამპირის გამო, რომელიც ჩემთან მხოლოდ საჭმელად მოდის?! თუმცა არც მინდა სხვა რამისთვისაც მოვიდეს! არ მინდა! არ გინდა, ალისია, არ გინდა არ გჭირდება! არ გჭირდება მისი არაფერი, არც გრძნობებში გამოტყდომა და არც არაფერი! _ გაბრაზებული ელაპარაკებოდა თავის გონებას ჩუმად. მერე ლოგინზე მკერდით დავარდა. თვალები დახუჭა. უნდა დავწერო, მაგრამ ახლა არ მინდა, არც მასზე ფიქრი მინდა, უბრალოდ მინდა დავისვენო, დავისვენოოო! _ გაუმეორა თავის თავს და ჩათვლიმა. 8 საათი ხდებოდა, როცა გამოეღვიძა. ტელეფონი აიღო და სახლი დატოვა. ვეება კარი შეაღო და შევიდა, დერეფანში ხალხი აღარ იყო. მიხვდა, რომ მეტი პაციენტი აღარ ჰყავდა ანდრიას და უკან დაბრუნდა მანქანაში, სადაც დავითიელოდებოდა. რამდენიმე წუთში ანდრიაც გამოჩნდა, თავის მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და გზას გაუყვა. _ უკან მიჰყევი. _ უთხრა დავითს და ისიც დაიძრა. _ რა გჭირს დღეს?! _ შეეკითხა მეგობარი და ქალს გაკვირვებულმა გადახედა. _ არაფერი. გააკეთე, რასაც ვამბობ! და ფოტოაპარატი მომაწოდე! _ ალისიამ კამერა გამოგლიჯა ხელიდან და დაიცადა. ანდრია საშუალო სიჩქარით მიდიოდა. ცოტა ხანში მანქანა რესტორანთან გააჩერა და გადავიდა, იქვე მდგარი კაცები და მერე ყველანი შენობაში გაუჩინარდნენ. ალისიაც გადავიდა მანქანიდან, დავითის დაძახება, არ შეხვიდეო ყურად არ იღო და შიგნით შევიდა. რამდენიმე საფეხური აიარა და პატარა კუპესთან დაინახა ყველა სუფრასთან. ანდრია მხოლოდ თავის ძმაკაცებთან იყო _ დავითთან და გიორგისთან. უცებ მისი სახელი ახსენეს და მაშინვე მიაყურადა. _ არ ვიცი, წინა დღეს სულელურად გამომივიდა. მგონი ალისიას ეგონა, რომ მასთან საჭმლის გამო მივედი, არადა მისი ნახვა მინდოდა. მალევე წამოვედი და ალბათ თავისი ეჭვი ასე უფრო განვუმტკიცე. დღესაც მინდა მისი ნახვა, მაგრამ არ ვიცი ვნახო თუ არა. _ თქვა და საუბარი გაწყვიტა. ალისია სწრაფად უკან დაბრუნდა. კიბეს ჩამოუყვა და ანდრიას მისწერა: _ სად ხარ, მორჩი სამუშაოს?! _ მუშაობას მოვრჩი, რესტორანში ვარ ძმაკაცებთან ერთად. _ დაუბრუნდა პასუხი. ალისიამ მეტი არაფერი მისწერა, მანქანაში ჩაჯდა და დაიცადა. როცა ანდრია გამოვიდა, ისევ გაჰყვნენ უკან. მანქანა ერთ საიუველირო მაღაზიასთან გაჩერდა. ანდრია გადავიდა. უკვე გვიანი იყო, მაგრამ მაღაზია ჯერ არ დაეკეტათ. მამაკაცმა რაღაც აარჩია და ფული გადაიხადა. ალისიამ ფოტოები გადაუღო და დავითს ვიდეოც გადააღებინა. ანდრია უკან გამობრუნდა თუ არა, მალევე მის გვერდით პოლიციის მანქანებიც გაჩნდნენ. დავითმა კარი ჩაკეტა, ალისიას გარეთ არ უშვებდა. ცოტა ხანიც და ანდრია პოლიციაში წაიყვანეს. _ მე არაფერი ჩამიდენია, გამყიდველ ქალს სამკაულის ფული მივეცი და გამოვედი. _ ჩვენ გვითხრეს, რომ ფული არ გადაგიხდიათ და ქალსაც ხელი გაარტყით, ისე გამოხვედით მაღაზიიდან. თანაც ჩეკი არ გაქვთ! _ ალისია!ა ქ იყავი, მე შევალ და გავარკვევ! მანქანიდან არ გადმოხვიდე! _ უთხრა დავითმა და შენობისკენ წავიდა, ალისია კი მანქანაში დატოვა. ფოტოაპარატიანად შეაბიჯა შენობაში. რამდენიმე ხანი პოლიციელს ესაუბრებოდა, მერე ფოტოები აჩვენა და იქვე ჩამოჯდა. _ რატომ გადაიღეთ ფოტოები მაინცდამაინც ამ დღეს?! _ მე ფოტოგრაფი ვარ, დღისით თუ ღამით ვმუშაობ, როცა მომინდება და სადაც მინდა. აქ კარგად ჩანს თანხის მიწოდება, ასევე ისიც, რომ ქალისთვის არაფერი დაუშავებია. _ მაგრამ ლოყა აქვს ნატკენი! _ შეეპასუხა პოლიციელი და დავითმა უცბად გააგრძელა საუბარი: _ ქალი კარგად დაკითხეთ და თუ შეეშინდება, ალბათ გეტყვით, თქვენ უკეთ იცით როგორ აალაპარაკოთ. _ თქვა და ფეხზე წამოდგა. _ ფოტოები დაგვიტოვეთ! _ ფოტოები კი, მაგრამ აპარატს ვე დაგიტოვებთ, _ თქვა და ფოტოები ჩიპით მისცა. რამდენიმე ხანში ქალიც მოიყვანეს, ისაუბრეს მასთან და ანდრიაც გამოუშვეს. კაცმა მანქანა დაქოქა და სახლში წავიდა, ალისიასთვის არ დაურეკია, ცოტა ხანში დაუმესიჯა: _ დღეს ვერ მოვალ, ხვალ გნახავ. მაპატიე, ალისია. ალისია დავითმა დაამშვიდა და სახლთან მიიყვანა. ქალი ოთახში მიდი-მოდიოდა და მესიჯზე ფიქრობდა. ყოყმანობდა, თვითონ მისულიყო თუ არა, მან ხომ იცოდა სიმართლე და იქნებ მისულიყო?! მაგრამ შეიძლებოდა იქ მისვლა?! ბლოს მაინც წასვლა გადაწყვიტა გადაწყვიტა. აიღო პატარა კონტეინერი და სახლიდან გავიდა. ფეხით გაუყვა გზას, ხეები გაიარა და შენობაში შევიდა. მეხუთე სართულზე ავიდა და დააკაკუნა. კარგა ხანს აკაკუნებდა, მაგრამ არავინ აღებდა. მაინც განაგრძო კაკუნი, ბოლოს ანდრიამ კარი გააღო. _ ალისიაა! _ წამოიძახა გაკვირვებულმა და მის მაჯას ხელი ჩაავლო. _ ანდრია, კარგად ხარ?! _ და გადაეხვია. _ ახლა კი, _ ხელი მოხვია ქალს წელზე და სახლში ისე შემოიყვანა. _ აქ რა გინდა?! გამაკვირვე. _ რატომ არ მოხვედი?! _ რაღაც მოხდა და იმიტომ. _ მაშინ დაისვენე, მე წავალ... _ თქვა ჩუმად ქალმა და კაცის წელზე მოხვეული ხელის მიუხედავად, გატრიალდა. კაცის ხელი ახლა მუცელზე ედო, მან ქალი ახლოს მისწია თავისკენ და ჩაეხუტა: _ არა, დარჩი. _ და დივანზე ჩამოსვა. მერე თვალებში ჩახედა და ჩუმად დაიწყო: _ პოლიციაში ვიყავი და ამიტომ ვეღარ ამოვედი. მაღაზიაში რაღაც ვიყიდე და გამყიდველმა პოლიციას დაურეკა, მოატყუა ისინი, ვითომ ფული არ გადავუხადე და ხელი გავარტყი! მერე ყველაფერი გაირკვა და გამომიშვეს. ასეთი რამე ჯერ არ დამმართია! _ ახლა მთავარია სახლში ხარ და დაისვენე, _ ალისია ადგა, ლოყაზე აკოცა და უკან დაიხია, მაგრამ კაცმა ხელი მოხვია და ჩაიხუტა: _ გამიხარდა, რომ მოხვედი! და რადგან მოხვედი, აღარ წახვალ. _ ქალის ხელი თავის ხელში მოიმწყვდია და ოთახისკენ წაიყვანა. _ აქ დარჩი და დაიძინე, _ უთხრა და ოთახის კარი გააღო. _ მაცდური წინადადებაა, ამიტომაც თავს შევიკავებ, ანდრია, მაგრამ ლამაზი ოთახია. _ თქვა ქალმა, მაგრამ ანდრიამ ოთახში მაინც შეიყვანა,_ რადგან შემოხვედი, ესე იგი რჩები! _ თქვა და გაუცინა. როგორ შეუძლია ასეთ მომენტშიც გაიცინოს?! ნეტავ იქ იცინოდა თუ რას აკეთებდა?! არა მგონია. ვიცი გაბრაზებული იქნებოდა და მეტად მაღაზიაში აღარც შევა მგონი! _ გაიფიქრა, როცა კაცმა ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დასვა. თვითონ მის წინ დადგა და შეხედა. _ ხომ დარჩები?! _ მის ხელს დახედა და გაეღიმა, _ ხელი მოგრჩენია... _ ხო, უკვე აღარ მეტყობა კარგი ექიმის დამსახურებით, მადლობა,_ თქვა ქალმა და კაცს შეხედა დარჩენაზე ჩაფიქრებულმა. ქალი ჩუმად იყო, დარჩენაზე ხმას არ იღებდა. კაცმა მის სახეს ხელი შეახო, გაეღიმა კარგი ექიმის მოსმენაზე და ქალს თბილად გაუღიმა: _ ჩემი მოგებული ბოულინგის სურვილია... დარჩი... _ სხვა გზა არის?! _ იკითხა ქალმა და კაცის ხმაც მოესმა: _ აღარ! _ კარგი! _ თქვა ალისიამ. _ მაშინ დავიძინოთ. დაისვენე შენც, ხვალ სამუშაო გაქვს, დილისთვის საჭმელი კი მოგიტანე... ანდრიამ ალისიას ლოყაზე აკოცა და ბედნიერმა გაუღიმა: _ მადლობა საჭმლისთვის. იმ დღესაც, რომ გამიმასპინძლდი, შენთან დარჩენა მინდოდა, მაგრამ... _ თქვა და გაჩუმდა, _ მაგრამ ვიცოდი, რომ არ მომცემდი ამის უფლებას და წამოვედი... ამიტომ წამოვედი ასე უცბად. მადლობა, რომ აქ ხარ ჩემთან და არ გამირბიხარ... _ ქალს ახლოს მიუტანა სახე და უჩურჩულა: _ ძილი ნებისა, _ და ქალის თბილი დამშვიდობების მერე კარისკენ წავიდა... კაცმა აიღო კონტეინერი და გახსნა. როგორც კი კერძის სურნელი შეიგრძნო, თვალები დახუჭა და ბედნიერმა გაიღიმა. სრულიად გადაავიწყდა რამდენიმე ხნის წინ განცდილი ბრალდებებისგან მოტანილი საშინელი შეგრძნებები და თავისი ჯამით საჭმელი მაცივარში შედგა. ქალის კარს გვერდით ჩაუარა და გაჩერდა. ალისიამ გაიხადა და დაწვა, ფიქრებში წავიდა. ჩათვლიმა, მაგრამ ტელეფონმა გამოაღვიძა. _ გძინავს?! _ ჩამთვლიმა და გამაღვიძე! რა იყო?! _ ბოდიში, მაინტერესებდა გეძინა თუ არა, ძილი ნებისა, ალისია. _ ძილი ნებისა, ანდრია, ტკბილი სიზმრები. _ მისწერა კაცს და კარისკენ მოუნდა წასვლა. სახელურს ხელი შეახო და ჩამოსწია თუ არა, ანდრიამაც უკან დაიხია და კედელს მიეყუდა. ორივეს თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ქალმა გაკვირვებულმა ახედა: _ აქ ხარ?! _ მაპატიე, რომ გამოგაღვიძე... _ არა უშავს, აღარ მეძინება... _ თქვა ქალმა და კაცმა მისკენ ნაბიჯი გადადგა. ქალი ახლა მიხვდა, რომ ბევრი არაფერი ეცვა და უცბად დაიხია უკან. კაცს მისი უკან დახევა არ მოეწონა და ორივე ხელი ჩასჭიდა მხრებში. _ უკან ნუ იხევ... _ უთხრა ცივი ხმით. ალისიას შეაჟრჟოლა, შეეშინდა და შეშინებულმა ახედა. კაცს გაეღიმა, ქალი უფრო ახლოს მოსწია, ხელები მთლიანად შემოხვია და ჩაიხუტა: _ რა სურნელიაა... _ Lანცომე თრესორ, _ თქვა ქალმა და თვითონაც დამშვიდებულმა უჩურჩულა: _ ეს სუნამო თავბრუს მახვევს... კაცს გაეღიმა, ქალი უკან გადახარა, სახეში შეხედა და მის თვალებს დააშტერდა: _ მაგრამ მე შენი სურნელი მომწონს... მხოლოდ შენი სურნელი და შენი დანახვით, შენი ხმით ვიკვებები... _ თქვა და ქალმა გაიცინა: _ მხოლოდ ჩემი საჭმელებით იკვებები... კაცმა ხელი ააფარა ტუჩებზე და ლოყაზე აკოცა: _ მაცალე ლაპარაკი, თორემ გავბრაზდები! _ მკაცრად თქვა და ქალი უცბად აიტაცა ხელში. ქალმა წამოიკივლა და კაცს ბედნიერს გაეღიმა: _ შენი დანახვით ვბედნიერდები და შენი ღიმილით ვჯადოვდები... ახლა კი დროა დავიძინოთ... _ მერე ხელი გაუშვა, მის ლოყას ხელი გადაუსვა, კოცნა დაუტოვა და უჩურჩულა: _ ხვალამდე, საოცრებავ... ქალმა თვალები დახუჭა და მხოლოდ მაშინ გაახილა, როცა კარის ხმა გაიგონა. _ რატომ ვფიქრობ მასზე?! რატომ მოდის ჩემს გონებაში?! _ იმიტომ, რომ აქ დარჩი! _ გაუბრაზდა თავის თავს და ზეზე წამოხტა. რამდენიმე ხანი ბოლთას სცემდა ჩაფიქრებული, თან ხელს ხან მხრებს შეახებდა, ხან ლოყას და ტუჩებს. მიყვარსს! შეეკითხა თავის თავს და ლოგინზე წამოწვა, _ არაა! მომწონს... მომწონს მის გვერდით ყოფნა, მომწონს მისი საუბარი, მისი ხასიათი, ნიჭიერება და საოცარი თვალები, ღიმილი... ღიმილი, საიდუმლო და მომაჯადოებელი... _ ნელ-ნელა ფიქრებში ჩაიძირა და სიზმრებშიც გადაეშვა. ანდრიამ ფრთხილად შეაღო თავისი ოთახის კარი, იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა თვალებდახუჭული და მარჯვენა ხელი გადაისვა თმაზე. ახლა აქ უნდა იყოს... _ მოესმა თავისი ხმამაღლა ნათქვამი, გაახილა თვალები და თავის საწოლს მოავლო თვალი, მერე ისევ დახუჭა: _ საოცარია... რატომ მხიბლავს ასე ძლიერ ეს ქალი... რამდენ ადამიანს ვიცნობ და მხოლოდ მან დატოვა ასეთი საოცარი ხიბლი და მიზიდულობა ჩემში... ლანკომე... _ წარმოთქვა და ჩაეღიმა, მისი სურნელი გაიხსენა და გული აუჩქარდა. რამდენი დღეა ასეთი გულით მოძრაობს და მუშაობს, რამდენი დღეა ისე უძგერს გული, რომ გრძნობს გულის არსებობას... კმაყოფილი მიეყუდა დივანს, ქალის თვალები გაახსენდა და გაეღიმა, უფრო აუჩქარდა გული და თავის მკერდს ხელი შეახო. _ ცუდი ექიმი ვარ... _ თქვა ჩუმად და მკერდს უფრო დააწვა, რომ შეეგრძნო ძლიერი გულისძგერა. _ ჯერ არც ერთი პაციენტის პასუხს არ გამოუწვევია ასეთი გულისძგერა ჩემში, ალბათ ცუდი ექიმი ვარ და უგრძნობი... უგრძნობი... ცუდი ექიმი.. ._ თქვა ისევ ჩუმად და ფეხზე წამოდგა. სამკაული ხელში დაიჭირა და გაეღიმა: _ პირველად ვიყიდე და მაშინაც პოლიციაში მოვხვდი. მეოე ქაღალდი აიღო: _ ალისია, სამკაული შენ გიყიდე, მაგრამ იმ ამბის გამო არ ვიცი, გაჩუქო თუ არა, თუ არ მოგეწონა, სხვას გიყიდი, გკოცნი. ანდრია... დაწერა ქაღალდზე და სამკაულს თავზე დაადო. რამდენიმე ხანში ფიქრებით სავსე წამოწვა და მიეძინა... დილით ადრე ადგა, ალისიას ოთახი გააღო, დაინახა, რომ მას ეძინა. კოლოფი იქვე დადო და უკან წავიდა, კარისკენ. _ არ მძინავს, _ თქვა ქალმა და კაციც მოტრიალდა. ალისიამ იქვე დადებულ კოლოფს გადახედა: _ დილა მშვიდობისა. ეს რა არის?! _ დილა მშვიდობისა... _ მიესალმა კაცი და უთხრა: _ ნახე... ალისიამ ხელი ქაღალდისკენ წაიღო და წაიკითხა. _ ანუ ის, რამაც პოლიციაში მოგახვედრა?! _ და გაიცინა. _ ასეა. _ თქვა ანდრიამ და ლოგინზე ჩამოჯდა._ კარგად გეძინა?! _ შესანიშნავად. შენ?! _ მე ცუდად... _ თქვა და ალისიას ხელი მოხვია. _ რატომ? _ შენზე ვფიქრობდი... ქალმა უცბად მოაშორა მზერა კაცს და კოლოფს დახედა. თავი ახადა და კაცს შეხედა: _ ლამაზია, მაგრამ... _ კაცმა პირზე ხელი ააფარა: _ გახსოვს თავიდან დიდი ყელსაბამი რომ გეკეთა, ყავისფერ-შავზე, რომ დავინახე, ვიფიქრე მოეწონება-თქო. უარი არ მითხრა, თუ არ მოგწონს, გამოვცვალოთ... _ ძალიან ლამაზია, საოცარია, მაგრამ ამის ყიდვა არ იყო საჭირო. კაცმა უცბად ქალი პლედიანად ხელში აიტაცა და სარკის წინ დააყენა. _ აწი მაგაზე აღარ უნდა იფიქრო, უკვე აქ ცხოვრობ. _ მხოლოდ ერთი ღამით. _ მიუგო ალისიამ და ანდრიამ და ქალი თავისკენ შემოატრიალა. სამკაული ყელზე გაუკეთა, ალისიას ხელები პლედზე ჰქონდა მოჭერილი, რომ სხეულზე მჭიდროდ შემოხვეოდა. მერე ორივემ სარკეში ჩაიხედა. _ მშვენიერია, ბედნიერებაში. _ თქვა კაცმა. _ ანდრიაა... _ თუ მოგწონს, იტოვებ! ქალი მისკენ მიტრიალდა, ლოყაზე აკოცა, მადლობა მოუხადა და შეტრიალდა, სარკეში ჩაიხედა. მართლა მოეწონა და ძალიანაც მოუხდა. ანდრია კარისკენ წავიდა. _ ჩაიცვი და გამოდი. _ დაიბარა და გავიდა. ქალი მალე გამოვიდა ჩაცმული და წასასვლელად გამზადებული. სამკალი ისევ ეკეთა. მაგიდაზე უკვე საუზმე იყო გაწყობილი. ალისია სკამზე ჩამოჯდა და ანდრიას შეხედა, რომელიც სამზარეულოში ტრიალებდა. _ გამაკვირვე, ანდრია. _ ისევე როგორც წუხელ შენ! ცოტა ხანში სამსახურში უნდა წავიდე. შენ რა საქმეები გაქვს?! წიგნი უნდა ვწეროო, ენის წვერზე მოადგა, მაგრამ გაახსენდა, რომ ამჯერად ანდრიაზე წერდა და ამას ვერ ეტყოდა, ამიტომ ესღა თქვა: _ სახლში წავალ და რამეს გავაკეთებ. _ აქ არ გინდა დარჩე?! _ არაა, _ იყვირა ალისიამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ არ დარჩენილიყო. არ უნდოდა აქ ყოფილიყო და რაიმე გაეკეთებინა ისეთი, რაც წესებს დაარღვევდა, მაგალითად, რამის შემოწმება ან გაკონტროლება. _ არა, ანდრია, აქ ვერ დავრჩები. _ თქვა ბოლოს უფრო მშვიდად და ანდრიას გადმოღებული საჭმელი გასინჯა. ანდრიამ კი ქალის მოტანილი კერძი გადაიღო. _ საჭმელს ვინ ამზადებს?! _ ხან მე, ხან ერთი ქალი. _ მშვენიერია. _ დედაჩემი. _ დედაშენი აქ არის?! _ და ქალი სკამიდან წამოხტა. _ არა, ალისია, მოდის ხოლმე. ამ დროს ზარის ხმა გაისმა და ალისია ისევ წამოხტა ზეზე. _ დამშვიდდი და მიირთვი. ანდრიამ კარი გააღო, ქალს ჩაეხუტა. _ კარგია,რომ მოხვედი. _ დილას ძალიან ადრე მითხარი მოდიო და შემაშინე, შვილო. რა იყო?! _ ერთი ქალბატონი უნდა გაგაცნო. _ და ქალს ხელი მოხვია. ალისია შემოტრიალდა, წამოხტა და ანდრიასთან ჩახუტებული ქალი დაინახა. ეს კაცი თბილია, მაგრამ ასე თბილიც არ მეგონაო, გაიფიქრა და ორივეს შეხედა. _ ეს ალისიაა, ეს კი დედაჩემი ნინი, _ ერთმანეთი გააცნო ორივეს. _ მიხარია, ალისია, თქვენი გაცნობა, _ მოესმა მისი სასიამოვნო ხმა. ალისიამაც იგივე უთხრა და დაჯდა. დაფეთებული იყო, არაფერს ჭამდა, იჯდა და ანდრიას გადახედავდა ხოლმე. ქალი კი ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, და ეღიმებოდა. ალისია თავდახრილი იჯდა. არ ეგონა თუ ასე მოხდებოდა. რას ფიქრობს ეს ქალი ნეტავ ჩემზე?! ვინაა, საიდან მოეთრა და როდის წაეთრევაო?! უნდოდა ამდგარიყო, მაგრამ არ შეეძლო, ეს საშინლად ცუდი საქციელი იქნებოდა. თითქოს სკამს მიეყინა. ანდრიამ ალისიას ხელი ჩაჰკიდა: _ ნუ გეშინია, დედაჩემი არაფერს დაგიშავებს. _ უჩურჩულა დედის გასაგონად და გაეღიმა. ანდრიამ დედას ალისიას მოტანილი საჭმელი გადააწოდა და უთხრა, ალისიამ მომართვაო. გოგო უფრო დაიძაბა და ხელი მომუშტა: რატომ დავრჩი აქ, ეს რა სულელური საქციელი იყო... _ ფიქრობდა გაბრაზებული და ჩანგალს ხელს ძლიერად უჭერდა. _ გემრიელია... მადლობა, შვილო... _ მოესმა ალისიას და ახედა ქალს: _ გმადლობთ, ქალბატონო ნინი... ძალიან კარგი და კეთილი შვილი გყავთ, _ დააყოლა ალისიამ ხმადაბლა და ანდრიას შეხედა. ქალმა გაუღიმა. _ ალბათ შენც ასეთი ხარ, შვილო. პირველად ვხედავ ამ სახლში ჩემ გარდა სხვა ქალს და ეს მიხარია. _ თქვა და ალისიას გაუღიმა. ალისიამაც გაუღიმა. უცებ ანდრიას ხმა გაიგონა: _ კარგი, თქვენ იჭორავეთ, მე კი წავალ. _ და თავისი ოთახისკენ დაიძრა. ალისიამ ხმადაბლა წარმოთქვა: _ უკაცრავად, ერთი წამით დაგტოვებთ. _ ანდრია, რატომ არ გამაფრთხილე?! _ კიდევ გაგაკვირვე?! _ ძალიან, მადლობა საჩუქრისთვისაც. _ აკოცა ლოყაზე და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. ქალს ბოდიში მოუხადა და მაგიდასთან დაჯდა. ბევრი არ ულაპარაკიათ. მაგიდა ერთად აალაგეს და ჭურჭელიც დარეცხეს. მერე ალისიამ თავისი ნივთები ჰოლში გაიტანა. _ ალისია, შვილო... _ დიახ. _ ჯერ ნუ წახვალ, ყავა ან ჩაი დავლიოთ, თუ გცალია. _ კი ბატონო. _ თქვა ალისიამ და ანდრიას შეხედა, რომელიც უკვე მზად იყო წასასვლელად. _ მე კი წავედი, _ ანდრიამ ორივე გადაკოცნა, _ ალისია, დღეს 8 საათამდე არ მოვალ. ხომ სახლში დამხვდები?! ალისიამ გაკვირვებულმა შეხედა. _ ანდრია, ხომ ვთქვი, ვერ დავრჩები-თქო, წუხელ კმაროდა. _ დარჩი და სხვა ოთახში დაიძინებ, როგორც წუხელ! _ აღარ გვინდა ამაზე საუბარი. _ ქალი კაცს გადაეხვია, ბედნიერება უსურვა და კარი მიხურა. ალისია შემოტრიალდა და ქალთან ერთად სამზარეულოში გავიდა. _ ჩაი თუ ყავა, შვილო?! _ ბოდიში, რომ თქვენ გიწევთ გამზადება, ამიტომაც თქვენ რომელსაც დალევთ, იმასვე მივირთმევ. _ ძალიან კარგი. მაშინ ჩაი დავადგათ. რამდენიმე წუთში ანდრიამ დარეკა და ალისიამ უპასუხა. _ გისმენ, რამე მოხდა?! _ ხომ არ ჩხუბობთ?! _ კაცი იცინოდა. _ არაა, _ და ალისიასაც გაეცინა. _ მიხვედი სამსახურში?! _ არა ჯერ. _ საჭესთან ნუ ლაპარაკობ მაშინ. _ კაცს გაეცინა და გაუთიშა. _ ჩხუბობთ თუ არაო აინტერესებდა, _ ალისიამ გაიცინა, ქალმაც გაიცინა. _ ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს, _ თქვა ქალმა და ალისია აათვალიერა. დარცხვენილმა გოგომ მზერა მოაშორა და ჩაი მოსვა. მერე ქალს მადლობა გადაუხადა. _ არ მინდა, აქ რომ ვიყავი, ცუდად იფიქროთ, ქალბატონო ნინი... _ არა, ალისია, ანდრიას შენთან ურთიერთობა მხოლოდ თქვენი საქმეა და თქვენი გადასაწყვეტია, შვილო. _ იცოდეთ მაინც, რომ წუხელ უბრალოდ ვნახე და მთხოვა, აქ დავრჩენილიყავი, მაგრამ ცალ-ცალკე ოთახებში გვეძინა. _ შვილო, არაფერი გაქვს ჩემთვის ასახსნელი. ალისიამ ჩაი დალია. მერე თავისი ფინჯანი გარეცხა და ქალის ფინჯნისკენ მიბრუნდა: _ შეიძლება ავიღო?! _ კი, შვილო,_ და მიაწოდა. ალისიამ ისიც გარეცხა და ორივე საწურზე დაალაგა. _ თუ არ მიწყენთ, უნდა წავიდე. _ თქვა და ქალს შეხედა. _ კარგი, შვილო,, გამიხარდა შენი გაცნობა, იმედია კიდევ შევხვდებით. ალისიამ გადაკოცნა ქალი და დაემშვიდობა. გარეთ გამოვიდა თუ არა, ამოისუნთქა, გრილი ჰაერი შეისრუტა ფილტვებში და სახლისკენ გავარდა. _ როგორი თბილი და ლამაზი ქალია... _ თუ მერე არ აგიმხედრდა... _ უთხრა მეორე ხმამ სარკასტულად. _ ახლა თბილი და ლამაზი ქალია! და შენ ჩუუუ... _ გააფრთხილა საკუთარი თავი. ამასობაში სახლში ავიდა და წამოწვა. ყელსაბამს ხელი გადაუსვა და გაეღიმა: _ აი, რატომ მოხვდა ანდრია პოლიციაში, მხოლოდ ამის გამო... ანუ ჩემ გამო... _ თქვა და გაეცინა, _ მაგრამ მე ვუშველე... _ კმაყოფილმა გადაატარა თითები სამკაულზე, რომელიც ისევ ყელზე ეკეთა. კომპიუტერი აიღო და წერა გააგრძელა. ცოტა ხანში ნენსიმ დაურეკა, წიგნზე ესაუბრა, მოუწონა და დაემშვიდობა. ... ... _ ალისია, როგორ ხარ?! გადაგიარა შიშმა?! _ ჰოო. _ მისწერა გაბრაზებულმა. _ რა იყო დედამ შეგაშინა?! _ ჰოო! _ არაფერია, შეეჩვევი. _ რას, შეშინებას?! _ მასთან ახლოს ყოფნას და საუბარს... დღეს ადრე ვრჩები და სადმე წავიდეთ. _ არ გშია?! _ კიი. _ მაშინ ვჭამოთ და მერე წავიდეთ სადმე. _ ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ. _ ოკ. ანდრია?! _ გისმენ, ალისია... _ მადლობა საჩუქრისთვის... ძალიან მომწონს... კაცმა გაიღიმა და მომავალი პაციენტის კაკუნი შემოესმა თუ არა, უცბად მისწერა: _ მიხარია, ალისია, დროებით... საღამოს ალისიამ ტანზე გადაივლო, გამოიპრანჭა და ტაქსიში ჩაჯდა. ანდრია მანქანისკენ დაიძრა. მაღალი ქუსლები შენიშნა, მერე ნელ-ნელა ზევით აიხედა, შარვალი დაინახა, თეთრი პერანგი და ხელზე გადაკიდებული თეთრი პალტო. ქალის თაფლისფერმა თვალებმა კი კაცი აათვალიერეს. შავი შარვალი და პიჯაკი, რომლის შიგნით თეთრი პერანგი ქათქათებდა. _ იქნებ მითხრათ, ამ ღამე ჩემს მანქანასთან რას აკეთებთ?! _ ერთ საინტერესო კაცს ველოდები! _ და არ გამოჩნდა ეს საინტერესო კაცი?! _ ანდრია ღიმილით მისკენ დაიძრა. ქალს წელზე მოავლო ხელი. _ როგორც ვხედავ, უკვე აცივდა ქალბატონო. _ და მისი ტუჩებისკენ წაიწია. ქალს მისი თბილი ხელები შეეხო თუ არა გათბა და კოცნის მოლოდინშია გაინაბა, მანქანას მიეყრდნო და ყელზე ხელი მოხვია. კაცის ხელები კი მის წელს ეხებოდნენ. ანდრიამ აკოცა. ცივი სხეული გაუთბა ქალს და მამაკაცის კოცნაში ჩაიძირა. მერე უცებ გამოფხიზლდა. _ მანქანაში ჩავსხდეთ, სანამ მთლად გაცივებულხარ, ექიმო ალისია. როგორც კი ჩასხდენ, ქალმა კაცს გახედა და მის თვალებზე შეაჩერა მზერა: _ ექიმი არ ვარ და მიხარია! _ რატომ? თეთრი ძალიან გიხდება, _ უთხრა და ლოყაზე აკოცა. _ მაინც რატომ გიხარია?! _ ცუდი ექიმი ვიქნებოდი! _ რატომ, სიცხის გაზომვა ხომ იცი?! _ კი. _ თქვა ქალმა და გაეცინა. _ ეს ღიმილიი... _ თქვა კაცმა და ქალს ხელი გადაუსვა ლოყაზე: _ წნევის გაზომვა?! _ ეგეც. _ ნემსის გაკეთება?! _ არაააა. _ გეშინიაა?! _ არა, მაგრამ სხვას გავუკეთო ვერააა! _ მე გასწავლი. იქნები დამჯერი მოსწავლე?! _ წნევის გაზომვა, სიცხის და ნემსის გაკეთება არაფერია. წამლები რა როდის და რომელი მიიღოს პაიენტმა, ეგაა მთავარი, რაც არ ვიცი! _ მართლააა?! _ კაცს გაეცინა. _ ნოშპა მაინც არ გაგიგია?! _ კი, 2 ცალი ერთად უნდა მიიღო, კეტონალი ვიცი ტკივილგამაყუჩებელია, მაგრამ თითოს მეტი არც დამილევია, არ მომწონს. _ წამლების ყლაპვა არ მოგწონს?! _ ვინმეს მოსწონს, თუ?! _ გაეცინა ალისიას. _ არ მოსწონთ, მაგრამ როცა საჭიროა აუცილებელია. მანქანა გააჩერა და რესტორანში შევიდნენ. სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, საუბარი განაგრძეს. _ გააჩნია რა წამალია და ვინ გამოწერა, ყველა კარგად და ზუსტად კი არ წერს წამლებს! _ არიან ალბათ ეგეთებიც... _ ალბათ არა, არიან! და ამიტომაც არ მიყვარს ექიმები, ის ექიმები, ვინც არაფერი იციან და თავი ექიმი ჰგონიათ და პაციენტს ასწავლიან ჭკუას. ასეთი ექიმი საშინელებააა! _ რომელმა ექიმმა გაგაბრაზა ასე?! _ პირადად არცერთმა, მაგრამ ვიცი ისეთებიც, ვისაც არ უნდა ენდო, ტყუილად წერენ რეცეპტებს და არ ესმით არაფერი!.. ახლა კი, _ მაცდარად გააგრძელა ქალმა და პერანგისკენ წაიღო თითები. როგორც კი ღილებს შეეხო, კაცმა გაკვირვებულმა ახედა. ქალმა რამდენიმე ღილი შეიხსნა და ყელი გამოაჩინა. კაცს ჩაეღიმა და ქალის ყელი შეათვალიერა. ყელსაბამს თვალი შეავლო: _ მეგონა სულ იხდიდი, აქვე... ქალს გაეცინა. წვენი მოსვა და ანდრიას შეხედა, ახლა უკვე გაბრაზებულმა, რომ დედამისთან ასე გაუფრთხილებლად დატოვა, თუმცა არაფერი უთქვამს. დრო სასიამოვნოდ გააქარეს. გვიან იყო, როცა ანდრიამ ქალი სახლამდე მიიყვანა. _ ძილი ნებისა... _ დაემშვიდობა ალისია და მანქანიდან გადავიდა. _ აგაცილებ! _ გაიგონა კაცის ხმა და მანქანის კარის მიჯახუნებაც. მიხვდა, რომ უკან მოჰყვებოდა კაცი. სახლში შევიდნენ. ანდრიამ კარი მიხურა თუ არა, ქალი თავისკენ მოატრიალა და კარს აატმასნა. _ დასჯილი ვარ?! _ ჯერ არა! _ მიუგო და პერანგის ღილებისკენ წაიღო ხელი. _ არა, ანდრია, ამის გახდას არ გირჩევ! _ და კაცის ხელებიდან თავის გათავისუფლება სცადა. _ მე მეგონა, იმიტომ ჩაიცვი, რომ გაგიხსნა! _ არა, ანდრია... გამატარე! _ ამ ბრძანებას ჯერ არ ვემორჩილები. _ თქვა და ღილებს შეეხო. რამდენიმე ღილი შეუხსნა და მის მკერდს დააცქერდა. ქალის გახშირებული სუნთქვა იგრძნო და ტუჩებში აკოცა. თან მის მკერდს მჭიდროდ იხუტებდა, რამდენიმეჯერ ხელიც შეახო და უკან დაიხია. _ იმედია არ გეწყინება, რომ წავიდე! _ არა მგონია, ახლა კარგიც იქნება. ქალს ლოყაზე აკოცა, მერე ისევ მის ტუჩებს მისწვდა, სახესა და ყელზე გადავიდა, ბოლოს მკერდზე დახედა, ქალის გულის ძგერა შეიგრძნო და ღრმად ჩაისუნთა. შემდეგ სამკაულზე გადაიტანა ყურადღება და ქალის ლოყას შეავლო თვალი. ლოყაზე ისევ აკოცა და გაბრაზებულმა ხელი დაარტყა კარს, გააღო და უცბად გაუჩინარდა. არა. ალისია, გრძნობებს ნუ აჰყვები! ასე ნუ დაემორჩილები გულს! არ დაივიწყო, რომ აქ მთავარი წიგნია და არა გრძნობა! არავითარი გრძნობა! _ ქალი კარს მოსცილდა თუ არა, მაშინვე ზარის ხმა მოესმა. ისევ ანდრია იყო. უსიტყვოდ შემოვიდა, ქალს ხელი წაავლო და ლოგინთან დასვა. ალისია ჯერ ისევ ეიფორიაში იყო. იგრძნო თუ არა ანდრიას შეხება, ლოგინში ჩაეფლო და მხურვალებამ მოიცვა. კაცი კოცნიდა მის მკერდს, მერე კი მუცლისკენ დაიძრა და გაჩერდა კიდევაც. წამოდგა და ლოგინზე ჩამოჯდა. ქალიც ადგა და ღილები შეიკრა. კაცმა ღილების შეკრა არ დაანება, ხელები დაუჭირა. _ აღარ! _ გაისმა ქალის ხმა და კაცს გაეცინა. ნელ-ნელა ყველა ღილს უხსნიდა და ეღიმებოდა ქალის სახის დანახვაზე. _ კარგად უნდა შეკრა ისე, რომ ღილები არ გამოგრჩეს... _ და გადაიხარხარა. მხოლოდ ახლა დაიხედა ალისიამ და შერცხვა. ნუთუ ასე ვნერვიულობდი, რომ შეცდომით შევკარი?! ჰკითხა თავის თავს. _ ახლა კი წავალ, მერე უფრო დამშვიდდები, მარტო რომ დარჩები... _ თქვა ანდრიამ, ერთხელაც აკოცა და წავიდა. ალისია დაწვა. მასზე ფიქრებში ჩაიძირა. ლოგინს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. _ არა გრძნობები, არა სიყვარული! _ წამოდგა და ღვინო დაისხა. რამდენიმე ჭიქა დალია, მერე ბოთლი საწოლთან დაიდგა და დაწვა. ბალიშს მიეხუტა თუ არა, ჩაეძინა. დილას თავის ტკივილმა გამოაღვიძა. სახეზე ცივი წყალი შეისხა. ცოტა გამოფხიზლდა და საჭმელად გავიდა სამზარეულოში. ამ დროს ტელეფონის ზარიც გაისმა და ეგრევე უპასუხა: _ გისმენთ! _ რა ხმა გაქვს?! _ მშია და თავი მტკივა! _ რა დალიე?! _ ღვინო! _ ვინ გყავდა სტუმრად?! _ არავინ, მარტო ვიყავი! _ ვააა, აი მესმის! რა მოხდა?! მიხვდი, შემიყვარდაო და ღვინოში ჩაიხრჩვი?! _ გაეცინა დავითს. _ მორჩი მარჩიელობას, ვთიშავ! _ მოიცა, სათქმელი მაქვს რაღაც! _ რააა? _ მორჩი სმას და გრძნობებს დაემორჩილე! როდემდე უნდა გაუყვე დინებას საწინააღმდეგოდ?! მე უკვე შევირიგე დიანა და ერთმანეთს ვხვდებით! დროა შენც იმოქმედო! _ მართლა? მაგარიაააააა! გილოცავთ! ახლა კი პაკააა! _ თქვა გაბრაზებით და გათიშა. _ არ მინდა გრძნობები და არც ამ გრძნობების მორჩილი მინდა ვიყო! ტელეფონი დააგდო მაგიდაზე, საჭმელი გადმოიღო და ჭამას შეუდგა. ცოტა ხანში ანდრიამაც დაურეკა. _ გისმენ! _ რა ხმა გაქვს?! დილა მშვიდობისა.. _ დილა მშვიდობისა. ცოტა დავლიე... _ ვისთან ან როდის მოასწარი! _ წუხელ ღამე სტუმარი მყავდა... _ ვინ გყავდა ასე გვიან! მითხარი! _ ისეთი არავინ! _ მითხარი! _ ჩემი თავი, _ და გადაიხარხარა ქალმა,_ მარტო დავლიე სულ ცოტა, მაგრამ თავი მისკდება. როცა მოიცლი იქნებ 2 საათით მოიცალო და დაპირებულ ფოტოებს გადავიღებდი. _ კარგი მოგწერ, როცა მეცლება და მოვალ. სად მოვიდე?! ალისიამ მისამართი უთხრა. _ დღეს საღამოს და ცოტას გამოვფხიზლდები თან... _ კარგი ალისია, _ დათანხმდა და გათიშა. ალისიამ ჩაი დალია და ლოგინზე წამოწვა. ჩათვლიმა. როცა გამოეღვიძა, ტელეფონს დახედა და ანდრიას მოწერილი სმსი ნახა. ალისია, როგორ ხარ?! თავი ისევ გტკივა?! სად ხარ, მანერვიულებ! ალისია, რომ შემეძლოს გაგლახავ! მაშინვე მისწერა: _ ანდრია მეძინა, ახლა კარგად ვარ, მადლობააა... _ ნუ მაშინებ! და როცა გწერ, მიპასუხე! _ კარგი, ბოდიში... _ ბოდიში მომიხადე-თქო მაგიტომ არ მითქვამს. როცა გწერ, მინდა მაშინ მიპასუხო და არა რამდენიმე საათის მერე! _ კაიი... _ გაბრაზდი?! _ ისევ მისწერა ალისიამ. _ არა, მაგრამ ცოტათი მაინც ვარ გაბრაზებული, ტელეფონი ტყუილად გაქვს! _ ჰო, ტყუილად მაქვს და რა ვუყო?! _ მე მივუჩენ ადგილს! ახლა კი უნდა წავიდე, მელოდებიან... რამდენიმე საათში ყველაფერი მზად იყო დავითის დახმარებით. ალისიას მხოლოდ კამერისთვის უნდა დაეჭირა ხელი. ანდრია მივიდა თუ არა, გამარჯობა თქვა, დავითი მოიკითხა, მერე ალისიასკენ წავიდა. _ სადაა ტელეფონი?! _ ვისი?! _ შენი! ტელეფონი მანახე! _ კიდევ მომწერე რამე?! _ და ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან. ანდრიამ გამოგლიჯა და ჯიბეში ჩაიდო. _ ანდრია, რას აკეთებ, დამიბრუნე... _ არ გჭირდება. აწი მე მექნება! ჩემს თავს მივწერ ხოლმე! _ დამიბრუნე! _ ალისია! არ ამოიღო, თორემ გცემ! _ კარგი! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცს საკიდრით ახალი პერანგი და კოსტიუმი მიაწოდა, მერე თეთრი ხალათიც ჩასაცმელად. გაემზადა ანდრია და გამოვიდა. ალისიამ ჰალსტუხი გაუსწორა და მიუთითა, სადაც უნდა დამდგარიყო და როგორ. მერე რამდენიმე ფოტო გადაუღო ბუნებაში, მანქანასთან. სანამ ანდრიას ამზადებდნენ ვიზაჟისტები, ალისია მისი სამოსისკენ წავიდა ჩუმად და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა. ქალმა ობიექტივს გახედა. ბრძანება გასცა თუ არა, კაცს ჩაეცინა და საუბარი დაიწყო: _ მე მოდელი ხომ არ გგონივარ... _ უცბად ახარხარდა და ქალმაც ობიექტივი მიაახლოვა. რა ღიმილი აქვს... როგორი თავისუფალი და ძლიერი სიცილი აქვს... რამდენიმე ფოტო გადაიღო და კაცს შეხედა, რომელიც მანქანას ხელით მიჰყრდნობოდა და ეცინებოდა. _ მანქანიდან ისე გადმოდი, როგორც შენი მანქანიდან გადმოდიხარ ხოლმე! _ დაარიგა ქალმა და გაუღიმა: _ მიდი მალე, დაგაგვიანდება! რაც უფრო მალე შეასრულებ ამ როლს, მით მალე გაგანთავისუფლებ... მე კი მგონია, რომ შენგან ვერასდროს გავთავისუფლდები... _ თქვა კაცმა გულში. მანქანის კარი გააღო და ქალისკენ მიბრუნდა: _ ჩავჯდე, მერე გადმოვდგა ფეხი და გავჩერდე?! _ კი! _ უთხრა ქალმა და კაცს ისევ ობიექტივიდან გახედა. კაცმა ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა. _ თავისუფალი ხარ! _ თქვა უცბად ქალმა და კამერას მოშორდა. კაცი მისკენ დაიძრა. ახლოს მისცლმა ქალის ბაგეებს შეავლო თვალი და გაუღიმა: _ წასვლის დროა! _ სად?! _ ვივახშმოდ! _ სამსახური?! _ დღეს უკვე თავისუფალი ვარ.. ._ თქვა და გასაღები ამოიღო ჯიბიდან. _ ფოტოები როცა მზად იქნება, გამოგიგზავნი. _ თქვა ქალმა და კაცს ახედა. კაცმა ქალს ნიკაპზე წაავლო ხელი: _ კარგი ფოტოები გამოვა. _ საიდან იცი?! _ შენი გადაღებულია. _ კაცი გასწორდა და ნელა გადადგა ნაბიჯი. ქალიც გვერდით მიჰყვა. ცოტა მანძილი უხმოდ გაიარეს. მანქანასთან მივიდნენ. _ ჩემი პალტო... _ თქვა ქალმა. _ მე მაქვს სახლში. ქალი დაიბნა. რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა კაცს, მერე ნაბიჯი გადადგა და უკან დაიხია. ქალმა უცბად მოავლო ბუნებას თვალი. ნელა მისწვდა პერანგს და კაცს გამომცდელად ახედა. კაცი დაიძაბა. დაეჭიმა ყელზე გამავალი მფეთქავი არტერია. ქალმა სამი ღილი გაიხსნა და კაცს გაუღიმა: _ სჯობს, პალტო დამიბრუნო! კაცი ამჯერად თვითონაც ჩაება ქალის სცენაში. უცბად მოჰკიდა პერანგის ბოლოს ხელი და ღილს სწვდა თუ არა, ქალმა დაიკივლა და უკან დახევა სცადა, მაგრამ კაცმა ხელი მოხვია და მანქანაში შესვა. მერე თვითონაც სწრაფად ჩაჯდა და ქალს შეხედა: _ თუ ისეთი გულადი ხარ, რომ გარეთ იხდიდი, ახლა გაიხადე! ქალმა გამომწვევად გახედა კაცს და თითები ღილებისკენ წაიღო. კაცმა მეტს ვეღარ გაუძლო და უცბად მიიხუტა ქალის სხეული. მის ბაგეებს აგემოვნებდა და არ უშვებდა ხელებს. ბოლოს ორივე თავის სავარძელზე გასწორდა. _ მომწონხარ! _ თქვა კაცმა და ქალს გადახედა, რომელიც ღილებს იკრავდა. ქალმა უცბად შეიკრა ღილები და ღვედს გადასწვდა. ღვედი რომ არ გამოიწია ბოლომდე, კაცი დაიხარა ქალისკენ, ღვედი გამოსწია, შეკრა და ქალთან ახლოს გაჩერდა. _ მომწონხარ! რატომ არაფერს არ მპასუხობ?! _ არაფერი მაქვს სათქმელი, _ თქვა ქალმა. ანდრიამ მანქანა დაძრა და გზას გაუყვა. _ ტელეფონი მინდა. _ არა, დაივიწყე! ქალი გაჩუმდა და წინ გაიხედა. როგორც კი მანქანა გაჩერდა, უცბად დაემშვიდობა კაცს და მანქანიდან გადავიდა. კაცმა მზერა გააყოლა. ქალი მოტრიალდა და მამაკაცის თვალები დაინახა. საოცრად ცივი ეჩვენა. შეაკანკალა და ჩუმად ამოიჩურჩულა: _ მადლობა გადაღებებისთვის. ქალმა კარი ნელა მიხურა და კაცის ხმაც მოესმა: _ არაფრის, ალისია... --- --- ქალი რამდენიმე საათში ბედნიერი იღიმოდა და ბავშვს კოცნიდა. მის პატარა სხეულს ძალით იჭერდა და კოცნიდა. რძალთან მოლაპარაკების შემდეგ შეეძლო ბავშვი ექიმთან წაეყვანა. ალისია კართან იყო მისული, როცა ყუთი დაინახა. დაიხარა, ფრთხილად გახსნა და კონვერტი და ტელეფონი შერჩა ხელთ: _ კიდევ ერთხელ არ მიპასუხებ და ძალიან ვიჩხუბებთ! _ ეწერა კონვერტში ჩადებულ ფურცელზე. საღამოს ანდრია საქმეებს მორჩა, პოლიციაში გაიარა. იქ გაიგო, რომ ვიღაცას ფოტოები მოუტანია მის დასახმარებლად. გაუკვირდა ეს ამბავი და სახლში წავიდა. დილას ალისია ადრე ადგა და აუზისთვის გაემზადა. ჩაიცვა ახალი საცურაო კოსტიუმი და ზედ ტანსაცმელი გადაიცვა. საცურაო კომპლექსში მისულმა წყალი გადაივლო და აუზისკენ წავიდა. წყალში ჩახტა და გაცურა. მთელი ნახევარი საათი ცურავდა მთელ სიგრძეზე, გაცურავდა და მობრუნდებოდა, მერე ისევ ჩავიდოდა ბოლოში და ისევ მობრუნდებოდა. ნახევარი საათის მერე ანდრიაც დაინახა. არ დაუძახა, ცურვა გააგრძელა. ანდრიაც წყალში ჩაეშვა და გაცურა. ალისიამ დაიცადა და მის მხარეს გაცურა თუ არა, ანდრია გაჩერდა. _ ალისიააა. _ ანდრიაა. _ დიდი ხანია აქ დადიხარ?! _ არა, ვაცდენ რამდენიმე დღეა. შენ?! _ უკვე წლებია. კიდევ ოცი წუთი იცურა ალისიამ და წყლიდან ამოვიდა. _ ალისია, მიდიხარ?! _ კი. უკვე ერთი საათია აქ ვარ. _ არ წახვიდე. _ უთხრა ანდრიამ და მის გვერდით დადგა. _ მე უნდა წავიდე, შენ კი წყალს დაუბრუნდი. ალისია დაემშვიდობა და ნაბიჯი გადადგა თუ არა, ფეხი აუსრიალდა და ანდრიამ დაიჭირა. ალისია უხალისოდ წამოდგა. _ ბოდიში. კაცმა უცბად აკოცა ლოყაზე და წყალში ჩავიდა. ალისიამ ცოტა ხანი უყურა, მერე კი აუზის ტერიტორია დატოვა. _ მალე გავგიჟდები, ამიტომაც ყველაფერი უნდა შევწყვიტო! თორემ ეს ვამპირი ისევ ჩემს გონებაში შემოაღწევს და ეს არ მინდა. მაგრამ წიგნზე უარს ვერ ვიტყვი! რა ვქნა, რა გავაკეთო, უარი ვთქვა და შევწყვიტო წერა თუ გავაგრძელო?! ამ ფიქრებში დავითს მიაკითხა სახლში. _ რა მოხდა?! _ არ ვიცი წიგნის წერა გავაგრძელო თუ შევწყვიტო! _ რატომ, შეგიყვარდა?! _ არააა! _ ვიცი, ალისია, რომ უკვე ერთი წელია გიყვარს! _ და კაცმა გადაიხარხარა. _ არ ვარ სიცილის ხასიათზე! _ ბოლოს და ბოლოს ნახე ფოტოები. სულ არაფერი გითქვამს ფოტოებზე! ალისიას ახლაღა გაახსენდა, ფოტოები რომ უჯრაში ჩააწყო და არ უნახავს. უცბად კარი გააღო და გავარდა. შინ მივიდა. მაშინვე უჯრისკენ გაიქცა და ფოტოები ამოიღო. დაათვალიერა. ყველა ფოტო გაახსენდა, ყველა მომენტი, მისი დაჯახება, მისი ახლოს ყოფნა, ტბაზე მოგზაურობა, მის გვერდით ყოფნა, მისი საოცარი კოცნა... ყველა ფოტო დაათვალიერა. დავითის მიცემული ახალი კონვერტიც უცბად გახსნა. ესენიც დაათვალიერა. მერე ფიქრებში ჩაეძინა. _ ალისია, გცალია დღეს 9 საათისკენ?! ალისიამ არ მისწერა. _ სად ხარ?! რას შვრები?! ალისიაა. რატომ არ მწერ და არ მპასუხობ, რომ გირეკავ?! ალისიამ არაფერი მისწერა. რამდენიმე ხნის მერე გარედან ხმა მოესმა. _ ვიცი სახლში ხარ! გამიღე კარი! ალისიამ არ გააღო. ანდრია ისევ უკაკუნებდა, ცოტა ხანში კარს მოშორდა და წავიდა. _ ასე როგორ მექცევა! ან რატომ! _ თქვა გაბრაზებით და ღვინო მოსვა. ასე არავინ არ მომქცევია! ალისიია! შენ მე მჭირდები! როგორ ან რანაირად მოხდა ეს, ნუთუ შემიყვარ... _ ანდრია ჩაფიქრდა და ლოგინზე წამოწვა. _ რატომ არ გამიღე დღეს კარი, ასე რატომ მომიშორე! შენ ჩემთან უნდა იყო, ჩემთან! _ ისევ ღვინოს დასწვდა. მერე ჭიქა მოისროლა. _ შენ გამო ყველაფერი ამერია სირბილი, ცურვა, სამუშაო, ალისია! სად ხარ! რატომ არ ხარ ჩემ გვერდით! _ გულდამძიმებული ფიქრობდა. დილას ალისია აუზზე მივიდა. რამდენიმე წუთი გაცურა. ამასობაში ანდრიაც მოვიდა და მაშინვე მისკენ გაცურა. უნდა ვილაპარაკოთო, მოესმა ქალს და მის წინ დადგა წყალში. _ ახლა არა! _ ალისია, რატომ იმალები! _ ანდრია! იცურავე! გაბრაზებულმა ანდრიამ მკლავები მოუსვა და აუზის კიდისკენ გაცურა. მერე ალისიასთან ისევ მივიდა. _ ამოდი წყლიდან! _ გადასძახა წყალში მყოფ ქალს. ალისიამ ცურვა არ შეწყვიტა. ანდრიამ ხელი მოჰკიდა ქალს. _ 25 წლის ბავშვი არ ვარ! _ უჩურჩულა და წყლიდან ძალით ამოიყვანა. ალისიაც დაემორჩილა, იქ რომ არ ეჩხუბათ. _ ჩაიცვი და წავედით, _ უთხრა და გასახდელს მიაშურა. იქიდან გამოსულმა ალისიას ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა. _ ანდრია, გეყოფა! ნორმალურად მოიქეცი! _ რატომ გარბიხარ?! _ უბრალოდ, ნაცნობობა მორჩა, _ თქვა ქალმა და ქუჩას გაუყვა. ანდრიამ მანქანა მოატრიალა და გაბრაზებული გაეშურა სამსახურში პაციენტების მისაღებად. საღამო იყო, პარასკევი. ალისია დარბაზში შევიდა, ყველა ნათესავი მოიკითხა და გადაკოცნა. იუბილარს საჩუქარი მიაწოდა და ჩაეხუტა. რამდენიმე ხანში მაგიდას მიუსხდნენ და ქეიფი გააჩაღეს. სვამდნენ, მიირთმევდნენ და დროს ცეკვასა და მხიარულებაში ატარებდნენ. ალისიაც სვამდა ცოტას, სადღეგრძელოებსაც ამბობდა. ცეკვავდა კიდევაც თავის ნათესავებთან ერთად, მისი კაბა ფრიალებდა და ჰაერში იშლებოდა. იღიმოდა და ბედნიერი იყო,რომ ყველა ახლოს იყო აქ, მის გვერდით. დრო სასიამოვნოდ გადიოდა ქეიფსა და მხიარულებაში. ერთი დიდი მაგიდის გარშემო ყველა მისი ნათესავი იჯდა და ბედნიერი ღიმილით იღებდნენ სურათებს. რამდენიმე გოგომ ხელი მოჰკიდა და სხვა დარბაზისკენ წავიდნენ, სადაც დიდი სარკეები იყო. ფოტოები გადაიღეს და დარბაზში დაბრუნდნენ. ტორტის სანთელიც ჩააქრო იუბ იუბილარმა და ისიც გემრიელად მიირთვეს. ალისია ისევ ადგა საცეკვაოდ. გოგოებთან ერთად ცეკვავდა, მერე მარტომაც იცეკვა. რამდენიმე ხანში გიორგი მიუახლოვდა. _ გამარჯობა, ალისია, შენც აქ ხარ?! _ ვააა, გიორგი, როგორ ხარ?! _ გაუკვირდა ალისიას მისი დანახვა. _ კარგად. შენ კარგად ერთობი... _ ხო, ნათესავებთან ერთად. გაიცანი იუბილარი, გიორგი, ჩემი ბიძაშვილი. _ ბიჭები ერთმანეთს გააცნო. _ შეიძლება ვილაპარაკოთ? _ გადაულაპარაკა გიორგიმ და ალისია ცალკე გაიყვანა. ერთად გავიდნენ ჰაერზე და იქვე გაისეირნეს. _ ბოდიშს გიხდი, ცუდად გამომივიდა წეღან ნათქვამი. _ არა უშავს, ხდება ხოლმე. _ თქვა თუ არა ქალმა, ანდრიას ხმაც მოესმა: _ როგორ ერთობით, ქალბატონო?! _ შენც აქ ხარ?! _ გაოცდა ალისია. გამოფხიზლდა მის სიტყვებზე კაცი, რომელიც ჩაფიქრებული იდგა და ქალის სუნამოს არომატს ისრუტავდა. გიორგი მათ მაშინვე გაეცალა. _ აქ რა გინდა?! _ მეც ვქეიფობ, ისევე როგორც შენ! _ მაინცდამაინც აქ?! _ ჰოოო, არ შეიძლება?! _ როგორ არა! _ ალისია, რატომ გამირბიხარ ეს ორი დღეა?! _ არ მინდა ვამპირ ექიმზე ვიფიქრო, _ გულში თქვა ალისიამ და ანდრიას შეხედა. _ რაც იყო იყო. ახლა კი უნდა შევიდე, ნახვამდის. ანდრიამ ხელი ჩასჭიდა და შემოატრიალა. _ რატომ?! _ რა რატომ?! _ რატომ გამირბიხარ! _ ანდრია, ჩვენი ნაცნობობა გრძელდება, უბრალოდ, არ მეცალა, ისევე როგორც შენ, როცა საქმეებით იყავი დაკავებული. მეც მაქვს ჩემი საქმეები! _ ალისია, ტყუილს კარგად ვცნობ! მითხარი რატომ გაურბიხარ ჩემთან შეხვედრას! _ ჩვენი შეხვედრები დასრულდა! _ ხოდა რატომ?! _ იმიტომ, რომ დავიღალე! _ იყვირა ალისიამ და ანდრიამ მაშინვე ხელი გაუშვა. ალისია დარბაზში შებრუნდა და სუფრას მიუჯდა. ჩაება სადღეგრძელოებში, რამდენიმე ჭიქა დალია და ღიმილით ისევ მოცეკვავეებს შეუერთდა. ანდრიამ რამდენიმე ხანი უყურა მის ცეკვას და ბოლოს ძმაკაცებთან დაბრუნდა. გმადლობთ, რომ დამირეკეთ და მითხარით, რომ აქ იყოო. _ არ შეგირიგდა?! _ არაა. ალისიას დავითმა დაურეკა და გვიან კი იყო, მაგრამ გამოფენაზე დაპატიჟა. ალისია რესტორნიდან გამოვიდა და ტაქსით გაემგზავრა. ანდრიაც უკან გაჰყვა თავისი მანქანით. საგამოფენო დარბაზის კიბესთან დაეწია, ჩქარი ნაბიჯებით მიეპარა და ხელზე შეეხო. _ ანდრიააა! აქ რა გინდაა?! _ ის, რაც შენ! _ მე რა მინდა?! _ გამოფენის ნახვა! ახლა კი დროა ერთად შევიდეთ,_ თქვა და ქალს ხელი მაგრად ჩასჭიდა, როგორც კი შევიდნენ. ქალის ცივ ხელს კაცის თბილი ხელი შეეხო და ორივე მაშინვე გათბა, ორივემ იგრძნო რაღაც სიახლის მუხტი. კაცმა ხელი უფრო ძლიერად ჩასჭიდა და გაღიმებულმა უჩურჩულა: _ ახლაც მახსოვს შენი ცივი და თბილი კოცნა, ჩემო ალისიააა..._ ქალს ხელით უბიძგა და პირველსავე ფოტოსთან მიიყვანა: _ ულამაზესი ფოტოა... გაუმართლა ამ წყვილს, _ თქვა ანდრიამ და დავითს დაუქნია ხელი, რომელიც კარში გადიოდა. _ ალისია. ვხედავ, გამირბიხარ, მაგრამ ჩემგან წასვლა მართლა გინდა?! _ შეეკითხა ქალს და შეხედა. _ მეე... _ კარგი. ახლა არ მიპასუხო. წამოდი, დესერტი მიირთვი... ალისიამ ერთი ლუკმა ჩაიდო პირში და ანდრიას შეხედა, მერე თვალი იმ ფოტოსკენ გაექცა,სადაც ანდრიას კოცნიდა. მაშინვე გაახსენდა ტბასთან გადამხდარი ამბავი და მძიმედ ჩაისუნთქა: ნუთუ შეყვარებული ვარ?! შეყვარებული ვარ?! არა, ალისია, არააა! ამის უფლება არ გაქვს, ეს წიგნის გამო დაიწყე, სხვა მხრივ არაფერს გააკეთებდი! მაგრამ ბედმა მასთან შემთხვევით შეგახვედრა და არა შენი დაწყობილი გეგმებით! _ უთხრა სხვა ხმამ და უცბად შეხედა კაცს: _ სახლში მინდა... _ თქვა ჩუმად და კაცს დაელოდა, რას იტყვისო. კაციც ადგა და წამოიყვანა, მაგრამ არა ალისიას სახლში, არამედ თავისაში მიიყვანა. _ ახლა ჩემთან ამოხვალ. არაფერი თქვა, თორემ გავბრაზდები! ალისია უთქმელად მიჰყვა უკან, რამდენიმე წუთში სახლის კარი შეაღო. ქალისთვის ისევ ხელი ჰქონდა ჩაკიდებული. ოთახში შეიყვანა და შუქი აანთო. ალისიამ მოულოდნელად ფოტოები დაინახა კედლებზე. მათი ფოტოები ყველა კედელს ამშვენებდა. ახლოს მივიდა: ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები ისეთი მშვენიერი იყო, რომ ალისია მოლბა. ყველაფერი დაავიწყდა, წიგნიც და ტყუილებიც. _ დავითმა მოგცა?! _ კი! ანდრიამ ხელი მოჰკიდა და თავისკენ შემოატრიალა: _ თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?! _ ჰკითხა და მის სახეს შეხედა. _ ანდრია, _ თქვა და გაჩუმდა. არა, ეს ხომ შეუძლებელია, ასე უცბად და თან წიგნი! _ პირდაპირი პასუხი მითხარი! _ ტყუილები რომ ჩამოვთვალო, არაა?! _ მერე! _ იქნებ ისეთი ტყუილებია, რომ ეგ წინადადება საჭირო აღარ იყოს. _ ალისია, მიპასუხე! _ ფოტოგრაფი არ ვარ. _ კარგი. _ მწერალი ვარ, ვცდილობ, რომ ვიყო. ბოლო წიგნს ახლა შენზე ვწერდი, ზოგჯერ უკანაც დაგყვებოდი. იმ დღესაც, სამკაული რომ იყიდე. _ ჰოო?! ფოტოები შენ გადაიღე?! _ კი. _ რატომ არ მნახე მაშინათვე?! _ დავითიც იყო და მან მიიტანა ფოტოები პოლიციაში. _ იცოდი, რომ რამე გადამხდებოდა?! _ არა, უბრალოდ, მომინდა გამოგყოლოდი! _ კარგია, მადლობა. _ მხოლოდ პირველ დღეს და ტბაზეც შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. რესტორანში მაგიდაზე ტელეფონი რომ დატოვე, მიკროფონი უნდა დამეყენებინა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდოდა ასე ცუდად მოვქცეულიყავი. _ ჰოოო?! მიპატიებია! _ გადაღებაზე შენს ნივთებში ვიქექებოდი. _ და თავი დახარა. _ რას ეძებდი, ტელეფონს?! _ არაა... რაიმე ნივთმტკიცებას, რომ სხვა ქალი გყავდა! კაცს გაეცინა. _ შენ მერე ყველა ქალი წარსულში დარჩა! მხოლოდ შენ და სამუშაო ხართ ახლა ჩემთვის. გადაწყვიტე, ალისია, ცოლად გამომყვები?! _ არა. _ მან კარგად იცოდა, რომ ტყუილების გამო თავის თავს დასჯიდა და ახლაც ასე იქცეოდა. იცოდა, რომ ეს სამართლიანი იქნებოდა. _ რატომ?! _ ტყუილების გამო! _ დაივიწყე ყველაფერი. ახლა აქ მე და შენ ვართ! მიყვარხარ, ალისია. მართალია ახლახან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ვიცი, ეს გრძნობა მართალია, მინდა ჩემთან იყო, მინდა ჩემი ცოლი იყო, შენ არ გინდა?! _ მინდაა! _ წამოიძახა ბავშვივით გახარებულმა და უცბად ტუჩებზე ხელი მიიდო, გაუკვირდა, ეს როგორ ვთქვიო. კაცმა ხელები მოხვია მის ყელს და ახლოს მიიზიდა. ტუჩებში აკოცა და ქალის სხეული მკერდზე მიიხუტა. მერე მაგიდისკენ შეატრიალა, სადაც ერთი მათი ერთობლივი იდო ფოტო. ალისიამ ფოტოს გაკვირვებულმა შეხედა. _ დააწერე ჩემს ფოტოს, რომ თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი, სამუდამოდ ჩემი! _ და კალამი მიაწოდა. ალისიამ წაიკითხა მის მხარეს ანდრიას მინაწერი: _ თანახმა ვარ სამუდამოდ შენი ვიყო, ალისია, მიყვარხარ ძალიან და მეყვარები... ქალმა კაცს აკოცა და ანდრიას მხარეს წააწერა: _ თანახმა ვარ გავხდე შენი, სამუდამოდ შენი.მშემიყვარდი. _ დაწერე წიგნი?! _ არა ჯერ! _ რას ელოდები?! _ დღევანდელ ამბავს! _ ამასაც დაწერ?! _ კიი... არ დავწერო?! _ დაწერე და პირველს მე წამიკითხავ. _ შენ ვერ წაიკითხავ შენით?! _ ვერა! _ გაუცინა და აკოცა. მერე ფოტო ჩადო ჩარჩოში და ფოტოებს შუა ჩამოკიდა. _ მორჩი ტყუილებს?! _ ჰოო... _ აწი სულ დაივიწყებ! _ ვეცდები. კაცმა საწოლზე მიაწვინა, თვითონაც გვერდით მიუწვა, ხელი შემოხვია და მიიხუტა: _ აბა, როდის გინდა ქორწილი?! _ 17-ში! _ ალისია ლოგინიდან წამოიწია და კაცს შეხედა. _ დაბადების დღეზე?! _ ჰოოოო. _ საოცარი ხარ. დაიცდი კიდევ რამდენიმე კვირა?! _ ჰო. შენ?! _ სხვა რა გზა მაქვს, მანამდე შვებულებასაც ავიღებ ერთი კვირით. რა საოცარი ხარ! წიგნს რას არქმევ?! _ რომ გამოვა, ნახავ. კაცმა გაიცინა. _ კვირას მაცნობ შენს მშობლებს! _ უკვე? ამ კვირას?! _ კი! _ მაშინ კვირას შევხვდეთ 7 საათზე ჩემი მშობლების სახლში. მოხვალ?! _ აუცილებლად. _ მიუგო ანდრიამ და ისევ ჩაეხუტა. მალე ორივეს ტანსაცმლიანად ჩაეძინა. დილით ანდრიამ გაიღვიძა და ალისიას დანახვაზე ჩაიჩურჩულა: _ ჩემი საოცარი ალისიაა... _ და ლოყაზე აკოცა. ქალი შეირხა და გადატრიალდა: _ ანდრიააა! ჭკვიანად მოიქეცი! _ თქვა ჩუმად და კაცს ხელი მოხვია. _ მართლა გინდა შენი ცოლი ვიყო?! _ მინდა, ძალიან მინდა. _ უპასუხა კაცმა და ქალი გულში ჩაიკრა. _ წუხელ დაბადების დღეზეც დავლიე და შენც დამათვრე... _ ბედნიერმა კი წამოიყვირე, თანახმა ვარო! _ ჰოოო?! _ თქვა ქალმა და გაკვირვებულმა ცალი წარბი ასწია. კაცმა გულაღმა გადააწვინა და აკოცა. ორივეს გული აუჩქარდა და ერთმანეთს უფრო მიეხუტნენ. კაცმა ქალს თვალებში ჩახედა და უთხრა: _ მიყვარხარ... _ მე კი მშია! _ მიუგო ალისიამ და წამოხტა. კაცმა ჩაიღიმა: _ მაშ ვნახოთ, როდემდე არ მეტყვი ხმამაღლა, მეც მიყვარხარო, _ ჩაილაპარაკა და ჩაცმას შეუდგა. საუზმის შემდეგ ერთად წავიდნენ სარბენად. გვერდიგვერდ მირბოდნენ და თან საუბრობდნენ. მერე აუზზე წავიდნენ. როცა იქიდანაც გამოვიდნენ, ანდრია ალისიას მიუბრუნდა: _ ალისია, ჩემთან უნდა წამოხვიდე! _ ჯერ არა, სახლში მიმიყვანე! P სთხოვა და ლოყაზე აკოცა. _ სულ ლოყაზე რატომ მკოცნი?! _ აბა ჯერ შენი ცოლი არ ვარ! _ და როცა იქნები?! _ მერე სხვაგანაც გაკოცებ, მაგალითად გულთან! _ მიყვარხარ, ალისია. ალისიას ხელი მოჰკიდა და თავისთან ახლოს მისწია. ჩაეხუტა. ქალმა იგრძნო სითბო, რომელიც სხეულში შეიჭრა და ყველა ორგანო დაიარა. მის კოცნაში ჩაიძირა, ორგანიზმი სიცოცხლითა და ბედნიერებით შეევსო. მის სახლთან მისულმა ანდრიამ მანქანა გააჩერა. _ ანუ ჩემთან არ მოდიხარ?! _ გაუმეორა კაცმა. _ ჯერ არა. _ აბა 17-დან?! _ ჰოო. მანქანიდან გადმოსულმა ალისიამ კოცნა გაუგზავნა და სახლში ავიდა. შესვლისთანავე ბარგის ჩალაგება დაიწყო და ტაქსი გამოიძახა. რამდენიმე ხანში საკუთარ ბინაში შევიდა და მაშინვე საწოლზე გაიშოტა. _ უჰ, ჩემი ლოგინი რა კარგია, როგორ მომენატრა. _ და მიიძინა. დილით ადრე გაეშურა მშობლებთან. მთელი გზა ფიქრობდა, როგორ უნდა დაეწყო საუბარი და რა უნდა ეთქვა. ძლივს დაალაგა აზრები და კარზე დააკაკუნა. ორივე სახლში იყო, დედა სამზარეულოში ტრიალებდა, მამა ტელევიზორს უყურებდა. ალისიას კარი დედამ გაუღო, გადაკოცნა, ჩაეხუტა და სახლში შევიდა. მამასაც ჩაეხუტა და გადაკოცნა, მერე მის გვერდით ჩამოჯდა და ტელევიზორს შეხედა. მამამ გამოჰკითხა სამსახურის ამბები, აქეთური, იქითური. _ ხვალ მუშაობ, მამა?! _ არა, შვილო, რა იყო?! _ ხვალ 7 საათზე სტუმარი გეყოლებათ, ანდრია ექიმი. _ თქვა და გაჩუმდა. ხმა არავის ამოუღია და ალისიამ განაგრძო: _ ერთმანეთი შეგვიყვარდა და თუ თანახმა იქნებით, 17-ში ვაპირებთ დაქორწინებას. _ უკვე თუ გადაწყვიტეთ... _ არა, მამა, ხვალ გაიცნობთ და თუ ჩათვლი, რომ არა, არაფერი არ იქნება. _ ადრე რატომ არ გვითხარი, ალისია?! ან ჩემთვის გეთქვა რაიმე?! _ რა უნდა მეთქვა, დედაა?! შემთხვევით წიგნის გამო გავიცანი და შევუყვარდი-თქო? იცი, რომ ბევრი საუბარი არ მიყვარს, ახლა კი ვთქვი, რაც სალაპარაკო მქონდა. _ მაშინ წავიდეთ ბაზარში, რაღაცები ვიყიდოთ. რა გინდა გავაკეთოთ?! _ ცოტ-ცოტა ყველაფერი, მეც მოგეხმარებით, აქ დავრჩები დღეს. ისადილეს და ალისია მამასთან ერთად საყიდლებზე გავიდა. მერე კერძების მომზადება დაიწყეს და გვიან დაამთავრეს. ტოლმას დილით ჩაადგამდნენ, ცხელ ხაჭაპურსაც და მჭადსაც სტუმრის მოსვლის წინ დააცხობდნენ. დანარჩენი _ სალათები, ხორცეულობა უკვე მზად იყო. საღამოს გვიან ნამცხვარიც გამოაცხო ალისიამ და მაცივარში შედო დანამული. უკვე გვიანი იყო, დასაწოლად თავის ძველ ოთახს მიაშურა და ტელეფონს ახლაღა დახედა. _ ალისია, რომ გირეკავ, სად ხარ?! არც კარს აღებ. კიდევ გაიქეცი?! _ ალისიაა, სად ხარ?! მშობლებთან?! _ ტელეფონი სად გაქვს დატოვებული?! _ დახვდა მესიჯები. ალისიამ დარეკა: _ ანდრია, სუფრისთვის კერძებს ვამზადებდი მშობლებთან ერთად მათ სახლში. _ კიდევ კარგი, მეგონა გაიქეცი. როდის გნახავ?! _ ხვალ, საღამოს შვიდზე. _ დღეს ვეღარ, არც ხვალ ადრე?! _ ვერა, დედას უნდა მივეხმარო. _ შენც გააკეთე რამე საჭმელი?! _ კიი. _ მაშინ ხვალ 7 საათზე შენს სახლთან ვიქნები. _ ღამე მშვიდობისა, ტკბილი ძილი. _ გკოცნი, ალისია. _ მეც, ანდრია. მეორე დილით ალისიამ დაჩენილი საქმეები მოათავა, წყალი გადაივლო და გამოიპრანჭა. მაკიაჟი ცოტა გადაისვა სახეზე, ვარდისფერი ღია პომადა წაისვა, თმა აიწია და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც ჩაიცვა. მშობლებიც გაემზადნენ და უკვე 6 საათზე სუფრა გაშალეს. ალისიას ზარის ხმა მოესმა. ხელები ერთმანეთს შეახო და ანერვიულებული კარისკენ დაიძრა. სახელური ჩამოსწია და მამაკაცს ახედა. _ ლამაზად გამოიყურები, _ მოესმა კაცის ხმა და უცბად იგრძნო ხელზე ხელი. კაცს შეხედა და გადაკოცნა. კაცმაც კოცნით უპასუხა და შიგნით ახლაღა შეიხედა. _ გამარჯობათ, _ თქვა და ქალის უკან მდგომ მამაკაცს შეხედა. ალისიამ უცბად დაიხია უკან და მამაკაცი მშობლებს წარუდგინა. ალისიამ შამპანურიდა შოკოლადის კოლოფი გამოართვა, ვარდები კი წყლიან ლარნაკში ჩააწყო. ანდრია დივანზე ჩამოჯდა და ალისიას მამას შეხედა. _ მე პედიატრი ვარ, უკვე წლებია. თქვენ მშენებელი ყოფილხართ. _ დიახ, მაგრამ ეს დღეები ვისვენებ. ძალიან კარგია, კარგი ექიმი დასაფასებელია, შვილო. _ საუბრის მერე ყველამ მაგიდასთან მოიყარა თავი. მშობლები გვერდიგვერდ დასხდნენ, ალისია და ანდრიაც გვერდიგვერდ. ალისიამ საჭმელი გადაუღო. _ ესეც შენ გააკეთე, ალისია?! _ არა, ეს დედამ. მე მხოლოდ ხაჭაპური გამოვაცხვე და სალათა მოვამზადე. ყველაფერი გასინჯე ცოტ-ცოტა. _ შვილო, მიირთვი, რამდენიც გინდა, არ მოგერიდოს. _ თქვა დედამისმა. მერე მამა ჩაერთო საუბარში და ღვინო ჩამოასხა. _ მამა, ანდრია მანქანითაა და ბევრს ვერ დალევს. _ შვილო, ეგ ჩვენ ვიცით, _ მამამ ისევ დაასხა ღვინო სადღეგრძელოს მერე. _ შეუძლია დარჩეს ჩვენთან, _ თქვა ბოლოს. ალისიამ ანდრიას შეხედა, კაცმა გაუღიმა. _ ბევრს არ დაგალევინებ, შვილო, მაგრამ დარჩი და ხვალ დილას აქედან წადი სამსახურში. ცოტა ხანი ისევ ისაუბრეს, მერე ალისია წამოდგა და ანდრიაც გაჰყვა უკან. ალისიამ ოთახი აჩვენა და ლოგინი აუშალა. ანდრიამ ხელი მოჰკიდა, შენთვის საჩუქარი მაქვსო და მიაწოდა. ალისიამ გახსნა და საყურე დაინახა. ალისიამ საჩუქარი მაშინვე ყურის ბიბილოებზე ჩამოიკიდა და სარკეში ჩაიხედა. _ ძალიან საყვარელი და ლამაზია, მაგრამ ოქროულობა დიდად არ მიყვარს, შეგიძლია უბრალოც მაჩუქო, ანდრია. _ გამოდის, ალერგია ოქროს საყურეებზე გაქვს. _ ასეა, _ მიუგო ქალმა და ორივეს გაეცინა. _ ოქროს ბეჭედზე იმედია არ გექნება. _ არა, ანდრია. _ საყურეს ხომ იტოვებ?! _ ძალიან დიდი მადლობა, _ თქვა და აკოცა. _ ჩაის დალევ?! _ მიუბრუნდა მერე ანდრიას. _ დავლევ. _ უთხრა და გაუღიმა. კვლავ სასტუმრო ოთახში გამოვიდნენ. ალისიამ მალევე მოუტანა ჩაი და მისაყოლებელი, მაგრამ ანდრიამ მარტო ჩაი დალია, მადლობა გადაუხადა ქალს და ადგა. ალისია ოთახამდე გაჰყვა და ძილი ნებისა უსურვა. მამაკაცმა ხელი მოჰკიდა და ოთახში შეიყვანა. _ ანდრია, რას აკეთებ?! _ აქ მარტო უნდა დავიძინო?! _ ჰო, ნუ გეშინია. _ პატარა ბავშვი არ ვარ, რომ შემეშინდეს. _ მაშინ დაიძინე. კაცმა ხელი გაუშვა. ქალმა აკოცა უცბად და გავარდა. სახეალეწილი თავის ოთახში შევიდა და დაწვა. ბედნიერმა ამოისუნთქა და ბალიშს ჩაეხუტა. ანდრია წამოწვა, ტელეფონი აიღო და მისწერა: _ ალისია, მიყვარხარ. მადლობა დღევანდელი დღისთვის შენ და შენს მშობლებს, ორივე ძალიან მომეწონა. _ მათაც მოეწონე. _ თვითონ გითხრეს?! _ ჰოოო, აბა სახლში კი არ დაგიტოვებდნენ. _ იქითა შაბათს ან კვირას ჩემს მშობლებს გაიცნობთ და თან ქორწილზე ვისაუბროთ. _ კარგი, ანდრია. ტკბილი ძილი. თუ რამე დაგჭირდეს, შემეხმიანე. ალისიას მალევე ჩაეძინა, ანდრიასაც. დილით ორივენი ადრე ადგნენ, ისაუზმეს და ალისია მშობლების ბინიდან ერთად გამოვიდნენ. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, ანდრიამ მაშინვე აკოცა ქალს. _ ალისია, მადლობას გიხდი, რომ იმ დღეს დამეჯახე. _ მადლობა მე კი არა, ნენსის. უნდა გაგაცნო! _ გაეცინა ალისიას. _ კარგი, გამაცანი ის, ვინც ჩემთან იძულებით გამოგიშვა! შენს ბინაში როდის გადადიხარ?! _ ახლავე. _ მე წაგიყვან. _ არ მინდა გაგაცდინო. _ მე წაგიყვან. _ გაიმეორა ანდრიამ. ალისიამ თავისი მისამართი უკარნახა. _ ნაქირავებ ბინას რა უპირებ?! _ უკვე დავცალე, რადგან ჩემი მისია შევასრულე შენთან დაკავშირებით! ანდრიას გაეცინა, ქალს აკოცა და საჭეს მიუბრუნდა. _ როგორ გეძინა წუხელ?! _ მშვენივრად... სულ შენზე ვფიქრობდი. _ მეც... _ რას ფიქრობდი?! _ ძალიან თბილი და კეთილი ხარ, ჩემო ექიმო! _ უკვე შენი ექიმი გავხდი?! _ კიი! _ მიხარია. აბა, როდის ვისწავლოთ ნემსის გაკეთება?! _ აუუუ... მაგის გარეშე ცოლად არ მომიყვან?! _ არააა! კარგი იდეა მომაწოდე, მაგის გარეშე არ მოგიყვან. _ კარგი! _ კარგი ისწავლი, თუ კარგი უარი ვთქვა ქორწილზე?! _ უარს იტყვი თუუ?! ვისწავლი და მერე გადაწყვიტე, გინდა თუ არა ჩემი ცოლად მოყვანა! _ მინდა, ალისია, მე შენ მიყვარხარ! შენ? ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია, ანდრიამ მანქანა მის კორპუსთან გააჩერა. ქალმა აკოცა და მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ კაცმა ხელი მოჰკიდა. _ ჯერ არ წახვიდე. _ მე კი არა, შენ უნდა წახვიდე და მოემზადო, სამუშაო გაქვს! _ მაგდებ?! _ არა, უბრალოდ ვიცი, რომ სამსახურში უნდა მიხვიდე. _ ბავშვობიდან მოყოლებული მინდა ექიმობა. უკვე 15 წელია ვმუშაობ ამ სფეროში და პირველად არ მინდა სამუშაოზე მისვლა. შენ? _ ანდრია! ჩემი სამუშაო სხვაა, შენი სხვა. ეს კარგად იცი! ისიც იცი, რომ მიყვარს, როცა პაციენტებზე ზრუნავ! და წიგნს უნდა უმადლოდე, რომ შეგიყვარდი! ახლა მირჩევნია შენი სამუშაო გიყვარდეს და მერე მე! _ რატომ სამუშაო და მერე შენ?! _ ვიცი, რომ შენთვის სამსახური მნიშვნელოვანია და ვერ მოვითხოვ მასზე წინ დამაყენო! მართალია ის სხვანაირად გიყვარს და მე სხვანაირად, მაგრამ მაინც შენ პაციენტებსაც ეკუთვნი და მეც! ახლა არა, მერე იქნები ჩემი საკუთრება! _ თქვა ქალმა და აკოცა. _ შენ ჩემი ლამაზი საოცრება ხარ! დღეს შემომიარე რა, გვიან, მომენატრები, _ ჩაეხუტა კაცი და მანქანა დაქოქა. _ არ ამოხვალ? ვჭამოთ და მერე წადი. _ გავემზადები და მოვბრუნდები. _ ბარემ აქ ხარ. _ არაა, მინდა კიდევ გნახო და ამოვალ ცოტა ხანში. _ ჩემ გამო რომ დილის რეჟიმი გერღვევა, არა უშავს?! _ შენ ხარ ჩემი ჯანმრთელობის რეჟიმი, ალისია. _ და აკოცა ლოყაზე. ქალს გაეცინა, _ დილას ადრე ირბინე და მერე იცურავე! _ შენც! _ მე უკვე მოვრჩი ჩემს გეგმას შენთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერს გრძნობებს მივანდობ! _ ძალიან კარგი, მაგრამ ჩემ გამო დარბოდი და ცურაობდი?! _ ჰოო! _ ჩემო ზარმაცუნა! დილას ერთად ვირბენთ და ერთად ვიცურავებთ კიდევაც. _ ისევ აკოცა._ რამდენიმე წუთში მოვალ. ალისიამ ლოგინი მიალაგა, საჭმელი გაამზადა და გაემზადა თვითონაც. ანდრიაც მოვიდა, ალისიას მაგიდაზე დაუდო რაფაელოს კოლოფი და ყვავილები. ერთად ისაუზმეს. მერე ანდრია წამოდგა. _ მადლობა, ალისია. _ ხელები მოხვია და დაემშვიდობა. ანდრია სამსახურში მივიდა, თეთრი ხალათი ჩაიცვა, კომპიუტერი ჩართო და პაციენტების მიღება დაიწყო. ალისიამ რაფაელო მიირთვა, მერე თავის წიგნს მიუბრუნდა, ყველაფერი დაწერა, რაც დღევანდელ დილამდე მოხდა და დავითთან წავიდა. _ რამდენიმე დღეა დაიკარგე სიყვარულოო! _ შესძახა დავითმა, როცა კარი გაუღო. _ თქვენც დაიკარგეთ! დიანა აქააა?! _ ჰოოო. შემოდი. რა ხდება, წიგნზე გადაწყვიტე რამე?! _ ფოტოს ვფიქრობ და რა გადავწყვიტო საბოლოოდ, არ ვიცი. _ იფიქრე კი არადა, იმოქმედე!. _ ფოტოები მოგიტანე. _ და ალისია ყველაფერს მოუყვა. _ აი, ხომ კარგი ყოფილა ასე მოქცევა! მადლობა ნენსის ამ გათვლისთვის! _ თქვა დიანამ. _ კარგი, ჰოო! ვცდებოდი! კიდევ იჭორავეს, მერე ყავა დალიეს და ალისია ორივეს დაემშვიდობა. შინ დაბრუნებულმა ტელეფონი აიღო, მუსიკა ჩართო და წერას შეუდგა. საღამოს ძმასთან გაიარა, ძმისშვილი ინახულა, საჩუქარი მიუტანა და გვიან დაბრუნდა სახლში. თავისი ბინის კართან მისულს უცებ ვიღაც დაეხუტა. ალისიამ შეჰკივლა. ანდრიასაც კი შეეშინდა მის რეაქციაზე. _ როგორ შეგაშინე. უკაცრავად, მაგრამ ასე გვიან სად იყავი?! ან სამსახურში რატომ არ გამომიარე?! _ ერთ ძვირფას ადამიანთან! ბოდიში, ვერ მოვედი... _ მაინც ვისთან? _ მკაცრი ხმით იკითხა ანდრიამ და კარი გააღო. სახლში შევიდნენ თუ არა, ანდრიამ გამოაძრო კარს გასაღები და გადაკეტა. _ ჩემს პატარა ცელქ ბიჭუნას ვერტმფრენი ვაჩუქე და ბევრი კოცნაც მივიღე. ანდრიამ ქალს ხელი მოჰკიდა და მიიხუტა, ჯერ ლოყაზე აკოცა, მერე ყელს ჩაუყვა და ბოლოს მეორე ლოყაზე გადაინაცვლა. _ უფრო ბევრი გაკოცა?! _ უჩურჩულა ჩუმად. _ კიი. _ ალისიამ გაიცინა. _ ტყუი, ბავშვებს ბევრი კოცნა არ უყვართ, ძალით თუ გაკოცებენ! _ მე ძალით არავინ მკოცნის! _ ცდები! _ რა, შენ ძალით მკოცნი?! _ ჰოო! _ მერედა ვინ გაიძულებს?! _ შენი თვალები! შენი ლოყები, ყნლი და კიდევ ესენი, _ თქვა და გაბრაზებული ქალის ტუჩებისკენ წაიწია. ალისია თავიდან არ აჰყვა კოცნაში, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაინაბა, იგრძნო მოდუნება და თბილი ხელი, რომელიც მოეხვია და ლოგინისკენ აიტაცეს. ქალმა ანდრიას შეხედა, რომელსაც მოღიმარი სახე ჰქონდა. _ ღირდა 1 საათი კართან ლოდინი! _ რატომ არ დამირეკე ან დამიმესიჯე?! _ შენ ტელეფონთან არ ხარ, როცა მე მცალია, გირეკავ ან გწერ! _ არაფერი მომსვლია შენგან! ანდრიამ ამოიღო თავისი სამსუნგი და ალისიას დაანახვა გვიან დანარეკები, მერე სმს-ი: _ ალისია, სად ხარ? _ კარს რატომ არ მიღებ, ასე გვიან ვისთან ხარ?! _ ალისია, ნუ თამაშობ ნერვებზე! დაისჯები, იცოდე! ალისიამ ტელეფონი აიღო და ჩახედა. მერე კაცს შეხედა: _ მე არაფერი მომსვლია, ბავშვს ეჭირა და ალბათ წაიშალა. პატარები კარგად აგნებენ ტელეფონში ყველაფერს! _ გაიცინა ალისიამ. _ მე არ ვთამაშობ ნერვებზე და არ მოგიწევს ამის ძალით ატანა! ახლაც უნდა დავისაჯო?! _ ტელეფონი კაცს ხელიდან გამოსტაცა და ყველა მის მესიჯს უპასუხა, ძმასთან ვარო. მერე მობილური უკან დაუბრუნა. ანდრიას მის საქციელზე გაეცინა. _ მაინც უნდა დაგსაჯო, _ უთხრა და ქალი მძლავრად მიიკრა მკერდზე. მის თმას შეეხო და სურნელი შეიგრძნო. _ რა რბილი თმა გაქვს. _ წუხელ ვიბანავე და მაგიტომ! _ სველი თმით არ დაწვე ხოლმე, არც დიდხანს იხმარო ფენი და არც ძალიან ახლოს მიიტანო! _ შენ პედიატრი ხარ თუ ყველაფრის ექიმი?! _ პედიატრი, მაგრამ სხვა რამეებშიც ვერკვევი. _ ჭკვიანი ექიმი! ანდრიას გაეცინა: _ მანამდე ბევრი მაკლია. _ შენ თუ მაგას ამბობ, სხვამ რაღა უნდა თქვას მაშინ, როცა ამდენი ჯილდო გაქვს, რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც კი გქონია თურმე. _ საიდან გაიგე?! _ მოვიძიე! ანდრიას გაეცინა და ქალს ცხვირზე აკოცა: _ კიდევ რა მოიძიე?! _ უცოლო რომ ხარ! _ მალე ამასაც გამოვასწორებ! _ კიდევ რამე გაქვს გამოსასწორებელი?! _ სხვის ბავშვებს რომ ეფერები, საკუთარს უნდა მოეფერო! ქალს გაეცინა: _ შენც ასე იქცევი! _ მართალია, მაგრამ რამდენიმე თვის მერე მაგასაც გამოვასწორებ! _ მე არ მეკითხები?! _ რა, ბავშვი არ გინდა?! _ თუ ჩემგან გინდა, კი, მაგრამ არ მინდა სხვისგან გყავდეს! _ მხოლოდ შენგან. _ დაეთანხმა ანდრია. _ სახლში არ მიდიხარ?! _ აქ ვრჩები. მეგონა იცოდი! _ და გაუღიმა. _ ხვალ მუშაობ! წადი სახლში. _ დილას გადავირბენ სახლში. ახლა კი ცოტა ხნით სააბაზანოს მივისაკუთრებ! _ უთხრა ქალს და წამოდგა. ალისია წამოდგა, თეთრი პირსახოცი გამოიღო და მიაწოდა. _ მადლობა, მაგრამ მეგონა შენს პირსახოცს მათხოვებდი! _ ის ჩემია, ეს შენი იყოს! შედი ახლა სააბაზანოში! ანდრია თითით ცხვირზე შეეხო, _ პატარა აპრეხილი ცხვირი! _ ლამაზიც! _ წამოიძახა ქალმა და დაამატა, _ სიამაყის გამოა ალბათ აპრეხილი, _ და სამზარეულოში გავიდა. კარგა ხნის შემდეგ ანდრია პირსახოცშემოზვეული გამოვიდა, ალსიაის წინ დაუდგა და ხელები მხრებზე დააწყო. _ ჯერ მხოლოდ კოცნას ვაპირებ. _ უთხრა და გაუცინა. _ ჩაიცვი! _ წამოიძახა უცბად ალისიამ. _ რატომ გეშინია, რომ ვერ მოითმენ?! ანდრია დავითიანო, ერთი წელი და მეტია ვითმენ, ტვინში რომ მიძვრები და ამასაც მოვითმენ როგორმე, _ გაიფიქრა, ხმამაღლა კი თქვა: _ შევამოწმოთ?! ანდრიამ მისი წელი ჩაბღუჯა: _ ესე იგი, მე რაც უნდა გავაკეთო, შენ მოითმენ?! _ კი! მაგრამ ყველაფრის ნებართვა არ მომიცია! _ თქვა თუ არა, ანდრიას ხელები შეეხო და კაბა უკვე გვერდზე ედო. ორივენი საწოლზე დაეშვნენ. ერთმანეთს თვალებში ჩახედეს. ანდრიამ ალისიას წელს შეახო ორივე ხელი და მის გულს აკოცა: _ ნუ გიფანცქალებს გული! დამშვიდდი. მიყვარხარ, ცელქო. უჩურჩულა და ისევ თვალებში ჩახედა. ალისიამაც გაუსწორა მზერა და თითებით მის ტუჩებს შეეხო: ერთი წლის წინ ამაზე მხოლოდ ვოცნებობდიო, გაიფიქრა და კაცის ტუჩებს თავისი შეახო. მერე ერთად მიხუტებულებს ჩაეძინათ. მეორე დღეს, როგორც კი ანდრია ალისიამ სამსახურში გაისტუმრა, დატრიალდა, სახლი დაალაგა და საჭმლის მომზადებას შეუდგა. იმდენ ხანს იტრიალა, რომ დასასვენებლად დაჯდომა ვეღარც მოასწრო, უკვე 7 საათი გახდა. მაგიდა გაშალა, თეთრ-ვარდისფერი სუფრა გადააფარა, თეფშები, დანა-ჩანგალი, ჭიქებიც დააწყო და რამდენიმე წუთში ლამაზ სუფრას თვალი შეავლო, სადაც უკვე კერძებიც ლამაზად იწონებდნენ თავს. ზარიც დარეკეს და დაქალებს ჩაეხუტა. მოკითხვის შემდეგ სუფრას მიუსხდნენ. _ ახლაა უნდა გაგვასუქოო?! _ იკითჯა ერთმა. _ გამხდარი ხარ თუ?! თუმცა გგონია, რომ გამხდარი ხარ! _ უთხრა გასაბრაზებლად და ღვინო ჩამოასხა ალისიამ. _ ისე ასხამ ღვინოს, დალევა მაინც შეგეძლოს! _ იმანაც უკბინა. _ დალევა შემიძლია, მაგრამ საჭირო არაა ღვინოში ჩავიხრჩო! შენსავით! _ გეყოთ, ახლა, ისეთი გემრიელი პიცააა! რა დროს კამათიააა! _ ჩაერია მეორე დაქალი და პიცა ჩაკბიჩა. _ ეს ხომ სულ იგესლება! _ თქვა ალისიამ და დაქალს შეხედა. _ არც კი იცი რატომ ვიგესლები! _ შენ კი არა, მე უნდა ვიგესლებოდე! სულ იგვიანებ! და მალოდინებ! კარგად ვიცი, რატომაც. თქვენთან რომ არ ვარ და წერა რომ ავირჩიე ამიტომ! _ მაინც არ მესმის, რა გინდა ამ მწერლობაში! რა შენი საქმე ეგ იყო! _ მომინდა და ჩემი საქმე გახდა! _ ხოო ვუმადლოდეთ, რომ სიძე გვიპოვა მაგ საქმემ! _ სიძე მწერლობამ კი არა, ჩემმა თავმა იპოვა დაბადების დღეზე! სადაც შენც იყავი ერთი წლის წინ! _ და ამდენი ხანი მოუნდი ამ საქმეს?! _ რააა?! _ გაიკვირვა ალისიამ და სკამის ზურგს მიეყუდა. _ კაი, რა გჭირთ დღეს! _ მორჩა, ვიხუმრე. _ ხუმრობას ცოდნა უნდა! _ მიუგო ალისიამ, დაქალს საჭმელი გადაუღო და გაუღიმა. დიდხანს ისაუბრეს, იკამათეს, ჭამეს, ცოტა ღვინოც დალიეს, მერე ძველი ფოტოები გადმოიღეს და გაიხსენეს სტუდენტობის დღეები: სწავლა, სწავლა, და ხინკალზე წასვლა, სადაც სამივენი ერთად შეექცეოდნენ ხინკალს. გამოფენებზე ერთად სიარული, ერთმანეთის დაბადების დღეებზე მისვლა-მოსვლა და სახლებში ერთმანეთთან სტუმრობაც, სადმე ერთად გასეირნება და ყველგან უამრავი ფოტოების გადაღება. _ გახსოვს, პირველი ვინც გვაძლევდა და გვიგზავნიდა ფოტოებს, სულ ალისია იყო. _ ჰოო, სწრაფი... _ გაიცინეს გოგოებმა. _ თქვენ კი სულ მაწვალებდით და მიგვიანებდით. ზარმაცებიიი! _ ხოო, გაბრაზებდით ამის გამოო. _ თქვა ერთმა და დაქალს ჩაეხუტა. ახლაც გაიმეორეს და ერთად გადაიღეს ფოტოები, ხან სად დასხდებოდნენ, ხან სად, ხან ჭიქას დაიჭერდნენ ხელში და ისე იღებდნენ... დრო ლაპარაკში გავიდა და გოგოებიც აიშალნენ, უკვე 10 საათი იყო. ტაქსი გამოიძახეს და წავიდნენ. მალე ანდრიაც მოვიდა. _ დღეს სადღა დაიკარგე, არ მოგენატრე?! _ არ მითხრა, დაგიმესიჯეო! _ ვერ მოვიცალე და შენს სმს-ს ველოდი, მაგრამ ბედი არ გინდა? არც გაგხსენებივარ! _ აათვალიერა კაცმა ქალი და სახლში შევიდა. _ ჩემთვის არ გეცალა, ეტყობა. _ დაქალები იყვნენ, მთელი დღე სამზარეულოში ვარ ძირითადად. ახლა კი დროა გამოვასწორო ჩემი უესემესობა და შენი მოუცლელობააა! _ თქვა და მაგიდასთან მიაცილა. _ აბა, რას მიირთმევ?! _ ჩემი სუსტი წერტილი იცი! აწი სულ შენს ხელში ვარ! _ ქალს ხელები მოხვია და ჩაეხუტა. კოცნაც მიიღო და ქალს ახედა: _ მთვრალიც ყოფილხარ... _ გაეცინა კაცს და სააბაზანოსკენ წავიდა. _ ანუ არ ჭამ ხომ არაფერს?! _ გასძახა ქალმა და ანდრიაც გამოვიდა: _ ნუთუ არ გამიყოფ? კარგი... სხვა რამეს გავსინჯავ. _ თქვა და ქალს უცბად მოხვია ხელები საკოცნელად, მაგრამ ქალის ხმა მოესმა და კაცმა მის ტუჩებს ააყოლა მზერა. _ მე შენ არაფერს გაგიყოფ! რა სისულელელა! ეგღა მაკლია, პაციენტები გავყოთ! ყველაფერი შენია! საჭმელებიც! _ თქვა ქალმა და გაიცინა. კაცმა ხელი მოხვია და დააგემოვნა თუ არა ქალის ყელი, გაეღიმა: _ ჩემი კეთილი! და შენი თავი?! _ ჯერჯერობით ჩემია, მხოლოდ ჩემი! _ მსიამოვნებს ეს სიტყვები! _ ჩემი რომ არის?! _ ჰოო... შენი რომ არის, მხოლოდ შენი და ჯერ არავისი! მაგრამ მალე ჩემი გახდება! ქალს გაეღიმა და მაგიდას მოავლო თვალი: _ საჭმელი მზად არის და შეგიძლია დააგემოვნო. ანდრია სუფრას მიუჯდა. ალისია უცქერდა, როგორ ილუკმებოდა ვამპირი და ეღიმებოდა. _ უგემრიელესია...თითებს ჩაიკვნეტს კაცი, ყველაფერი შენ გააკეთე?! _ კი, რაც გამოვიდა ეგაა. _ მაგარია, ანუ მშიერს არ დამტოვებ ხოლმე?! _ გააჩნია. თუ მარტო ჭამის გამო გინდა ჩემთან, მესტუმრე ხოლმე, არაა პრობლემა. _ ალისია, ბოდიში. ვიცი, ცუდად გამომდის, მაგრამ მთელი დღე... ალისიამ პირზე აფარა ხელი: _ მთელი დღე ხარ სამსახურში პაციენტებთან და უჭმელი ზრუნავ მათზე. ვერ ვიგებ, მთელი 10-11 საათი როგორ ძლებ ასე?! არ მესმის... _ ჩემი ლამაზი ჭკვიანი ქალი... _ ანდრიამ კალთაში ჩაისვა საცოლე და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა: _ ამ რეჟიმს ძალაუნებურად მივეჩვიე. შენზე ფიქრით ვძღები და ცოტათი მშიერი აღარ ვარ ხოლმე. მადლობა უგემრიელესი ვახშმისთვის, _ თქვა და ქალი ცარიელ სკამზე გადასვა. მერე თავისი თეფში აიღო და მიალაგა თუ არა, ქალი მაშინღა გამოფხიზლდა: _ ანდრია, მე გავაკეთებ, დაისვენე. მერე დივანზე დასხდნენ. კაცმა ქალის ხელი ხელში მოიქცია და აკოცა. ქალი დივანს მიეყრდნო და მამაკაცს ახედა: _ ძალიან სიმპათიური ხარ და ვინმეს ხომ არ ხვდები?! _ ჩემს ლამაზ გოგოს... _ და კიდევ პაციენტებს... _ ასეა, მაგრამ უფრო შენ. _ მართლა?! და დილას რომ მიდიხარ სამუშაოზე, თან ჩემთვის იპრანჭები?! _ როგორც შენ, ისე არა, მაგრამ ცოტათი ვიპრანჭები, შენ ახლაც გამოპრანჭული ხარ. _ შენთვისაც და ჩემთვისაც, მომწონს ლამაზად ჩაცმა. _ ძალიან კარგი. ახლა კი დამტოვებ თუ გამაგდებ?! _ თუ გინდა დარჩი, ოღონდ გვერდით მხარეს! _ ქალი წამოდგა და საწოლისკენ დაიძრა. მამაკაცი მის მოძრაობას უყურებდა, ქალი ისევ მაღლებზე დასეირნობდა. მისი ნაზი ჰაეროვანი კაბა ფრიალებდა მოძრაობისას და შრიალის ხმაც გაისმოდა. ქუსლების ხმაც ესმოდა კაცს და ქალის სხეულს ათვალიერებდა თავისი ყავისფერი თვალებით. ისევ გაახსენდა პირველი შეხვედრა ქალთან და გაეღიმა. უცებ გააჟრჟოლა მისი კაბის შეხებისგან, ახლოს გავლილ ქალს ხელი მოჰკიდა კაბის ბოლოში და თავისკენ მოქაჩა. ქალმა წამოიყვირა და მისკენ მიტრიალდა. გაღიმებული კაცი თვალებში უყურებდა და ნელ-ნელა კაბის ბოლოთი თავისკენ იზიდავდა: _ ახლა არ თქვა, უკვე შენთან მინდაო... _ ქალი უცბად წამოენთო სახეზე და ლოგინს გადახედა: _ არ დაგინახო ლოგინთან ახლოს მოსული! დივანზე დაიძინებ! _ კარგი, ვიმუშავებ ცოტას და მერე დავიძინებ. ქალი სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა. კაცი უცქერდა მის მოძრაობას და თან კომპიუტერში იჭვრიტებოდა საქმეების გამო. ცოტა ხანში წამოდგა. ჭიქა აიღო და წყალი დაისხა. ისევ მაგიდასთან დაჯდა. წყალი მოსვა და ქალს გახედა. მის ყოველ ნაბიჯს ადევნებდა თვალს და მერე კომპიუტერს უბრუნდებოდა, ეღიმებოდა და ბედნიერი უყურებდა მონიტორს. _ იმუშავე! _ მოესმა ქალის ხმა და გაეცინა: _ ვმუშაობ, შენ ვერ ხედავ, რომ ვმუშაობ, ზურგით დგახარ. _ ჩემს თვალიერებაში რას მუშაობ! კისერი ამეწვა უკვე! იმუშავე! _ ძალიან საყვარელი ხარ! _ თქვა კაცმა და გაეცინა. _ ტყუილად მაბამ მაგ სიტყვებით, `კუხნაში~ ვერ გამომკეტავ სულ! მაგრამ გპირდები, საჭმელებს გაგიკეთებ ხოლმე! _ თქვა ალისიამ და კაცისკენ მიბრუნდა._ მე უკვე მოვრჩი! აი, შენ კი ზარმაცობ. არ მუშაობ, მხოლოდ მე მათვალიერებ! _ როგორ საქმიანობ სამზარეულოში! _ დაასრულა მისი სიტყვები ანდრიამ და მიუახლოვდა. ახლოს მივიდა, ძალიან ახლოს, სახესთან მიუტანა სახე და ქალიც მოემზადა მაკოცებსო, მაგრამ კაცმა მხოლოდ წყალი დაისხა და მაგიდას დაუბრუნდა. ქალი გაბრაზებული მიტრიალდა. კაცი უცბად მის უკან დადგა, კისერში აკოცა: _ ვიმუშავებ, შენ კი დაიძინე. ქალი კარისკენ დაიძრა. _ ტკბილი ძილი, _ დააწია კაცმა. ქალმა გაუღიმა და გავიდა. რამდენიმე წამში ისევ შემობრუნდა და მამაკაცს ლოყაზე აკოცა: _ ტკბილი ძილი... _ თქვა და უცბად გავარდა ლოგინისკენ. კაცმა ხელი მოისვა ლოყაზე ბედნიერმა და კარისკენ გაიხედა. უცბად ისევ იგრძნო კოცნა და ქალს ხელები სწრაფად წაავლო. _ ეს შენ... _ თქვა ძლივს ქალმა და მამაკაცმაც მის ხელში მოქცეულ ყუთს დახედა. ნელა გახსნა ყუთი: _ სიყვარულით ანდრიას... მიყვარხარ... _ რამდენჯერმე წაიკითხა კაცმა და ქალს ხელები შემოხვია, კალთაში ჩაისვა და ტუჩებზე დაეწაფა. ისე გახარებული და გაგიჟებული კოცნიდა ამ სიტყვების გამო, რომ ძლივს მოშორდა. _ მაგრამ როდის უნდა მითხრა ხმამაღლა ეს სიტყვები?! _ გეტყვი, როცა დრო მოვა. _ თქვა ქალმა, საათს ხელი შეახო და ისევ დახედა ციფერბლატზე მოთავსებულ წარწერას. _ ძალიან ლამაზია, დიდი მადლობა. _ ანდრიამ ქალს ისევ აკოცა და ჩაიხუტა. ქალი ცოტა ხანში ადგა და დაწვა. ბედნიერმა გაუღიმა კარში შემომავალ სინათლეს. კაცი რამდენიმე ხანში წამოდგა. ქალის მშვიდი სუნთქვა მოესმა და გაეღიმა, რომ უკვე ჩასძინებოდა ქალს. იქვე დადებული მისი კაბა აიღო და ხელში მოჭმუჭნა. _ მხოლოდ ასეთ ნაზ ქმნილებას შეუძლია ჩემი გაბედნიერება... _ გაეღიმა და სცადა ისევ სამუშაოზე ეფიქრა. რამდენიმე ხნის მერე ცარიელ დივანს გადახედა და წამოწვა. ქალი შეირხა. ფეხზე წამოდგა და კაცისკენ სიბნელეში გაიკვლია გზა. მის გვერდით დაიხარა: _ აქ იძინებ?! _ არ გძინავს?! _ მთვარეული გელაპარაკები, _ გადაიკისკისა ქალმა და უცბად იგრძნო, როგორ აიტაცეს ხელში და თავის თბილი ლოგინში დააბრუნეს. იგრძნო თუ არა მამაკაცის სიახლოვე სიბნელეში, ალისია ეგრევე დაიძაბა: _ ანდრია... _ რატომ არ გძინავს! მეგონა გეძინა! შენი კაბა დამეკუჭა. _ რა გინდოდა ჩემს კაბასთან?! _ შენ ჯერ ვერ დაგიჭირე და მას მაინც დავიჭერ! _ გაიცინა და ქალს ხელები მოხვია: _ ახლა კი ძილის დროა... _ შუბლზე აკოცა და მის სხეულს ჩაეხუტა. დილას ქალს გაეღვიძა. ხელი გასწია ლოგინში და უცბად წამოიწია. წერილი მოხვდა ხელში და თვალები გაახილა: _ დღეს ადრე უნდა წავიდე, კონფერენცია მაქვს. მადლობა წუხანდელი დღისთვის და ღამისთვის. ბოდიში ასე წასვლისთვის. მიყვარხარ, ალისია, მიყვარხარ და მეყვარები. ძალიან მიხარია შენი დაწერილი სიტყვების წაკითხვა, იმედია, მალე მოვისმენ მაგ სიტყვებს შენი ბაგეებიდანაც. მადლობა საჩუქრისთვის, ახლა რომ ამშვენებს ჩემს მაჯას. მიყვარხარ. ქალმა ტელეფონი აიღო და მესიჯი გაუგზავნა: _ გპატიობ ასე წასვლას! მაგრამ ცოტათი დაისჯები! მიყვარხარ... უსასრულოდ... _ ალისია, მადლობა და დილა მშვიდობისა. როგორ ხარ?! _ რისთვის?! დილა მშვიდობისა. კარგად, შენ?! _ ამ სიყვარულისთვის, მეც კარგად წუხანდელის მერე. _ მე მშიერს საჭმელს ვაჭმევ, სხვა რას ვაკეთებ?! _ ღიმილი დაამატა ქალმა. _ მშიერს აჭმევ, ამშვიდებ და აბედნიერებ შენი დანახვით და ჩახუტებით... _ მასაც ბედნიერებას ანიჭებ. წარმატებები და აღარ გაგაცდენ. დროებით. გკოცნი. _ მადლობა, შენც წარმატებული დღე და გაკოცე. მიყვარხარ... ალისია ადგა. სააბაზანოს მერე გარეთ გაისეირნა. რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი იყიდა და სახლში დაბრუნდა. ანდრია დათქმულ დროზე კონფერენციაზე წავიდა. გამოწკეპილი იყო. _ ანდრია... _ მოესმა ამ დროს გვერდიდან და გაიხედა. _ ამ დღეებში ძალიან ბედნიერი დადიხარ, ხდება რამე?! _ შეყვარებული ვარ, უფროსო... _ მიუგო და გაეღიმა. _ ვაა. ვინაა ასეთი, ძლივს რომ შემოაღწია შენს გულში? _ მალე გაგაცნობ... _ მიხარია ძალიან, უკვე დროა, ოჯახს მოეკიდო, _ უთხრა კოლეგამ, კაცს მხარზე ხელი დაადო და თავის სკამს დაუბრუნდა. ანდრიამ რამდენიმე საათი ისაუბრა, ხალხით სავსე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. დამთავრდა თუ არა კონფერენცია ფოტოები გადაიღეს, შემდეგ კი ა-ლა ფურშეტზე გადაინაცვლეს და საუბარიც იქ გააგრძელეს. ცოტა ხანში ანდრი ყველას გამოეყო და ტელეფონზე დარეკა: _ ალისია... პირველად მიპასუხე ასე უცბად. ქალს გაეცინა: _ როგორ ხარ?! მორჩი?! _ კი. _ როგორ ჩაიარა?! _ კარგად, მაგრამ ერთგან გამიწყდა ფიქრები! შენზე ჩავფიქრდი! შენს საათს რომ დავხედე. ქალს გაეცინა. _ ანდრია, რაღაც უნდა გითხრა. _ რა, ალისია?! რამე მოხდა? _ გაუკვირდა კაცს. _ როცა მოხვალ, დავილაპარაკოთ... _ კარგი, რამე ცუდია?! _ არა, დამშვიდდი, ახლა კი დროებით, შეხვედრამდე. გკოცნი. გაღიმებულმა ანდრია ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ისევ საათს დახედა და თანამშრომლებს დაუბრუნდა. ცოტა ხანში კი ყველას დაემშვიდობა და გზას გაუდგა. ქალის კართან შეჩერდა: ნეტავ რა უნდა მითხრას?! რა უნდა მითხრას?! _ ჩაეკითხა თავის თავს და კარზე დააკაკუნა. _ ალისია... _ ანდრია.. ასე იყავი კონფერენციაზე?! _ კი... ცუდია?! _ ტანზე დაიხედა კაცმა და ქალს შეხედა. ქალმა უცბად უბიძგა კარისკენ და მიხურა თუ არა, კოცნაზე გადავიდა. როცა მოშორდა, გაოგნებული კაცის სახე დაინახა და ჩაეცინა: _ ძალიან სიმპათიური ხარ და ხომ არავინ წამართვა შენი თავი კონფერენციაზე?! _ მხოლოდ ალისიამ... _ მიუგო და მიიხუტა: _ აბა, რა უნდა მითხრა?! უკვე ვნერვიულობ. ალისიამ ხელები მოხვია, ტუჩები ყურთან მიუტანა და უჩურჩულა: _ მიყვარხარ... გახარებულმა ანდრიამ ქალი ხელში აიყვანა, ლოგინზე დააწვინა და სახეში შეხედა: _ ეს მშვენიერი სიტყვები კიდევ გამიმეორე... _ მიყვარხარ... _ გაიმეორა ალისიამ. ამჯერად თვალებში შეხედა. მისი თვალებიც ბედნიერებას ასხივებდა და სიხარულს. კაცმა ქალი მიიხუტა და ლოგინზე წამოწვა. _ მიყვარხარ, ალისია. ძალიან ბედნიერი ვარ. _ მეც, ანდრია. _ ძალიან ლამაზი ხარ და ერთი სული მაქვს, როდის მოვა 17-ი. _ მალე, ანდრია, მალე! _ სიცილი ვერ შეიკავა ქალმა, _ ახლა კი დროა რამე ჭამო და დაიძინო... _ ალისია, ცოტა ხანი ერთ საკითხზე რომ ვილაპარაკოთ, ხომ არ გაბრაზდები?! _ შეეკითხა ანდრია. _ არა, ანდრია, გისმენ. _ ქალი ოდნავ წამოიწია. გულში უცბად გაუჩნდა კითხვები: _ ნეტა რაზე უნდა საუბარი?! რატომ გავბრაზდები?! ვინმესგან შვილი ჰყავს?! არაა, არ მინდა ვინმეს ეკუთვნოდეს! სხვა ეყოლებოდა ადრე, მაგრამ არა შვილიც! _ შვილი გყავს?! _ უცბად წამოიძახა და განზე გაიხედა. _ არა, ალისია, დამშვიდდი, მე... _ თქვა და უცებ შარვლის ჯიბიდან რაღაც წამლები ამოიღო, ლოგინზე დადო: _ აქედან რომელიმე დაგილევია ან გამოგიყენებია?! ქალმა წამლებს დახედა, გულში გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია: _ ამას უყურე, რა ხერხს მიმართა იმის გასაგებად, ვარ თუ არა ერთგული, წესიერი და კარგი გოგო! _ წაიწია წამლებისკენ და ყველას გადახედა, მერე ანდრიას შეხედა: _ არცერთი! _ მაშინ რა დაგილევია ან გამოგიყენებია?! მინდა ვიცოდე, ალისია. ამაზე საუბარი თუ არ გინდა, გაგიგებ. ეს ჩვენ შორის არაფერს შეცვლის, _ თქვა და ქალს აკოცა. ქალმაც აკოცა ლოყაზე და ჩაეღიმა: რა საყვარლად სვამს კითხვას. თან უნდა პასუხი, თან ეშინია ჩემი ცუდი რეაქციის, თუმცა მაინც ისეთი საყვარელი მზერა აქვს, რომ მოგინდება ჩაეხუტო, მაგრამ ახლა ამისგან თავს შევიკავებ! _ გაიფიქრა და მიუგო. _ არცერთი არ დამილევია, არც გამომიყენებია, _ თქვა ჩუმად და კაცს სახეში შეხედა. _ რატომ?! _ ანდრიამ მზერა გაუსწორა. _ გგონია ისეთი სულელი ვარ, რომ არცერთის საჭიროებას არ ვაღიარებ და ისე ვარ ვინმესთან?! ან ვიყავი?! _ არ ვიცი და მინდა შენგან გავიგო. _ კარგად გათვლილი კითხვა იყო იმის გასაგებად, ვარ თუ არა ვინმეს საყვარელი! _ ალისია, მე... _ მაგრამ ქალმა სიტყვა გააწყვეტინა და მის ტუჩებს ხელით შეეხო: _ ბოდიში საუბრის გაწყვეტისთვის, მაგრამ ჯერ არ დამჭირვებია და არც გამომიყენებია, ანდრია, არცერთი, რადგან დროებით ლტოლვას თუ ერთჯერად გრძნობებს არ ვაღიარებ! ამის გაგონებაზე ხელები მოხვია კაცმა და ქალი კალთაში ჩაისვა. _ ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა! ეს ძალიან მიხარია. _ მთლად ნუ გაგიხარდება, ამ მხრივ გაუნათლებელი ცოლი შეგხვდება, _ გაეცინა ალისიას. _ ჭკვიანი რომ იყავი, ვიცოდი! მაგრამ ის მაფიქრებდა, იყავი თუ არა ვინმე სხვისი, დამასწრეს თუ არა... ქალს გაეცინა და მამაკაცს გადახედა: _ საყვარლად დასვი კითხვა, ისე, რომ გულში გამეცინა, მაგრამ თავიდან ვიფიქრე, ვინმესთან შვილი ხომ არ ჰყავს-მეთქი! _ და კაცს კისერთან აკოცა. _ აბა, ექიმო, თანახმა ხართ იყოთ ჩემი ექიმი?! _ კიი, _ დაუდასტურა სიცილით კაცმა და გულზე დაუდო თავი. მისი თითოეული ამოსუნთქვა ესმოდა, გულის დაგადუგი, როგორ ივსებოდა სისხლით, როგორ იკუმშებოდა და უხაროდა, ახლა ასე ახლოს რომ იყო მასთან. _ შენ მაგდენ რამეს იყენებდი?! _ შეეკითხა ალისია გამომცდელად და თვალებში შეხედა. _ არა, რა თქმა უნდა, _ გაეცინა კაცს: _ მხოლოდ იმას, რაც კარგია და საჭირო! _ ამას უყურე! _ შესძახა ქალმა და მამაკაცისკენ გაიწია. _ შენი აზრით ამ თემას როდის უნდა შეეხონ ადამიანები?! _ როცა ურთიერთობას იწყებენ მეორე ადამიანთან. _ ასაკი?! _ 19 წლის ქვემოთ არა და თუ ცოტა მერე იქნება, უკეთესი. _ ეს ქალები, მაგრამ კაცები?! _ მაგაზე პასუხს ნუ მომთხოვ... ქალს გაეღიმა: _ ისე, ექიმები არ ამბობენ 19-23 წლის ზემოთო! _ ალისია, ეს ჩემი აზრია. 19 წლიდან და 25 წლამდე მაინც ერთჯერადი დროებითი გრძნობები არსებობს! ვისაც რა უნდა და როდის, ყველა მაინც თვითონ წყვეტს ამას! სხვისგან დამოუკიდებლად! მთავარია იცოდე როდის გინდა, რატომ და ვისთან, ან რა მოჰყვება ამას. _ ქორწილის დღეს მინდა შენთან, სიყვარულით... _ თქვა ქალმა და კაცმა უცბად გადმოატრიალა ალისია, ჩაიხუტა და თავზე აკოცა: _ დაველოდოთ ქორწილს... დღეს გადავრჩი გალახვას... _ პირდაპირ რომ გეკითხა, ხარ თუ არა ქალიშვილიო, შეიძლება გალახულიყავი, _ და ქალს გაეცინა, _ მაგრამ რა საჭიროა ამაზე გაბრაზება? ბოლოს და ბოლოს ქმარს აინტერესებს ეს! _ მიყვარხარ და სხვასთან რომც ყოფილიყავი, მაინც მეყვარებოდი! _ მართლა?! რომ არ დავჯახებოდით ერთმანეთს?! _ სადმე სხვაგან მაინც გადაგეყრებოდი! ანდრია, შენ არ იცი, რომ ერთი წლის წინ გადავეყარე ამ ლამაზ, მუქ უძირო თვალებს, რომელმაც ფიქრებით დამიმორჩილა, ამიტომაც არ მომინდა არავინ შენ გარდა! ამიტომაც გავექეცი იმ დღიდან შენს თვალებს! _ გაიფიქრა თავისთვის ალისიამ და ანდრიას გაუღიმა. _ უკვე ღამეა და ძილის დროა. _ მე ცოტა სამუშაო მაქვს. _ მიუგო ანდრიამ, _ შენ დაიძინე, კარგი?! _ რომ გიყურო არაა?! _ მიყურე, თუ გინდა. კაცმა ქალს აკოცა და კომპიუტერი ჩართო. ალისიამ ხილი და წვენი გამოუტანა და გვერდით ჩამოუჯდა. დილით ადრე ადგა ანდრია, ალისიას ლოყაზე აკოცა: _ მშვიდად იძინეო, უჩურჩულა და კიბეზე დაეშვა. ქალს დიდხანს ეძინა. მერე ადგა და მზადებას შეუდგა. შუადღისკენ დიანასთან გაიარა და ცოტა ხანი ეჭორავა. შემდეგ შინ დაბრუნდა, წიგნის მასალები ერთად შეკრიბა და კომპიუტერს ჩაუჯდა. ალისია კარგად იცნობდა თავის თავს?! არავინ არავინ არ იცნობს თავის თავს! არავინ არ იცის რა დროს რა მდგომარეობაში აღმოჩნდება და რას გააკეთებს! ალისიამ იცოდა, რომ მოთმინება უნდა გამოეჩინა. ცხოვრებას იწყებდა, ახალ ცხოვრებას მეორე ნაწილთან და უნდოდა და ერჩივნა, რომ მოთმინებით გადაედგა ეს ნაბიჯი. მისთვის მთავარი გაწონასწორებულობა და მოთმინება იყო. მთელი ერთი წელი ითმენდა და ებრძოდა მასზე ფიქრს, როგორ გარბოდა მისი სული, სხეული, გული ამ კაცისკენ და ალისია თავს აიძულებდა და თავისი სხეულის ყველა ნაწილი უკან მოჰყავდა და ამშვიდებდა, ამშვიდებდა, რომ მასში ისე არ ჩაფლულიყო, რომ მისკენ სულელივით გაქცეულიყო და მისთვის სიყვარული არ შეეთხოვა. მოითმინა და ახლა სიყვარულს არ ითხოვს, ის სიყვარული და ბედნიერება იგრძნო და მიიღო მისგან, რაც მას უნდოდა და კიდევ ცოტაც დაელოდებოდა თავისი მოთმინების უნარით იმ გრძნობას, რომელიც სამუდამოდ მასთან დააკავშირებდა თავისი სულითა და სხეულით, გულითა და გონებით. ალისიას მოულონელად გაახსენდა, რომ წიგნის წერა უნდა გაეგრძელებინა. სულ დაავიწყდა ნენსი და მეგობრები. სიყვარულმა ყველაფერი მიატოვებინა და დაავიწყა, ახლობლებიც კი. საძინებელში გავიდა, ლეპტოპი მოიმარჯვა და წერა გააგრძელა. მეორე დილით დაწერილი მასალა პრინტერზე ამობეჭდა და ნენსისთან გაეშურა, თან მის კაბინეტში დაიბარა თავისი მეგობრებიც. იცოდა, რომ შაბათს ნენსი აუცილებლად იქნებოდა სამსახურში. კარზე ფრთხილად დააკაკუნა. შევიდა და იქვე სკამზე მიესვენა. _ რამე მოხდა?! _ შეეკითხა გაკვირვებული ქალი. _ ასე უცბად კაცს შეიძლება შეუყვარდე?! _ რატომაც არა. და რა მოგივიდა?! _ რა და ის, რომ ინსტინქტების მართვა მიწევს და ვბრაზდები! _ ანდრიას ხომ უყვარხარ და მალე მიჰყვები ცოლად? _ გაუკვირდა ქალს მისი სიტყვები და მასთან ახლოს დაჯდა. _ ვუყვარვარ და მალე მივყვები ცოლად, მაგრამ მანამდე ორივე ვიტანჯებით! _ რატომ?! რა მოხდა?! _ მე ვეღარ ვერევი თავს და ვაიძულებ მასაც, რომ თავი აკონტროლოს! _ მერე მიეცი შენს თავს თავისუფლება! ძლივს ადამიანი გიყვარს და რა გაბრკოლებს? _ მე ვერ ვიქნები ის ქალი! მგონია, რომ ვერ ვიქნები ის ქალი, ვინც მინდა ვიყო! _ იყვირა და ქაღალდები მთელ ოთახში მოაფრიალა. _ ალისია, დამშვიდდი, რა გჭირს?! _ შენმა გეგმამ იდეალურად გაამართლა! მაგრამ მე დავიღალე! _ მისით?! _ უმისოდ! _ ხოდა წადი მასთან! და დამშვიდდები! _ არ შემიძლია! _ ალისია! შენი პრინციპები სამუშაოს მიმართ შეიძლება გამოიჩინო, მაგრამ არა სიყვარულშიც! _ მე ვწყვეტ, რა შეიძლება და რა არა! მე ვწყვეტ, რაზე დავწერო და რაზე არა! მე ვწყვეტ, შენთან ვიყო თუ არა! და საერთოდ, რატომ მოგივიდა აზრად, რომ მასზე დამეწერა?! კაცზე, რომელიც შემიყვარდა პირველსავე დღეს! კაცი, რომელიც ჩემი არ იყო და მისგან საუკუნოდ შორს ვიდექი! რატომ აირჩიე მაინცდამაინც ის ან მე?! _ იმიტომ, რომ შენი ჩანაწერები ვნახე შემთხვევით მასზე და გავოცდი, ისეთი გრძნობა მოდიოდა შენგან! შენ ის გინდოდა! გჭირდებოდა! გიზიდავდა! გამოფხიზლდი, ალისია! მართლა მიამიტი პატარა ბავშვი ხარ! შენ გგონია სიყვარული ყველასთან მირბის! გგონია სიყვარული ყველას აქვს გულში?! ახლა ოცნება აისრულე, მასაც უყვარხარ! მაგრამ სულელი ბავშვივით იქცევი და ისევ გეშინია! იმის, რისიც ადრე გეშინოდა! გეშინოდა ბრძოლის და წინ წასვლის! შენში სიყვარული მოფრინდა! იმ დღეს! იმ დღეს დაბადების დღეზე და შენ ის ისე უარყავი, რომ ერთი წელი მასზე მხოლოდ ფიქრებში დაფრინავდი! როგორ გგონია, რა გახარებდა?! წიგნების წერა! და მასზე ფიქრები! ფიქრები, რომელსაც მხოლოდ შენს თავს უზიარებდი და იტანჯებოდი! _ და ახლა მადლობაც გითხრა, რომ მასთან გამიშვი წიგნის დასაწერად?! _ ჰოოო! იმიტომ, რომ იმ კაცს შეუყვარდი! იმიტომ, რომ შენნაირი მიამიტი, სუსტი, მკაცრი, ჯიუტი და გაწონასწორებული ქალი ჯერ არ მინახავს! ქალი, რომელსაც შეუძლია სიყვარულისგან თავი შორს დაიჭიროს და მაინც ამ სიყვარულით იფრინოს! თუნდაც ცალმხრივი გრძნობით! ბევრი ფიქრი გიყვარს და ბრძოლის უნარს მოკლებული ხარ! მერყეობა, რომელიც გახასიათებს სიყვარულში, შანსის გაშვების მიზეზი ხდება! გირჩევ ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან! ქორწილზე ისედაც გჩუქნი თანხას, ამიტომაც ჰონორარზე ვიცი, არც ფიქრობ და არც იფიქრო, ახლა მხოლოდ იმაზე იფიქრე, როგორ გსურს წარიმართოს შენი ცხოვრება! ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული! ამ წიგნს კი, როცა გამოვა მაშინ წავიკითხავ! ვიცი ისედაც, რომ მომეწონება! რადგან ასე არანორმალურად გაბრაზებული ხარ! ესე იგი მიზანში მოვარტყით! _ აააააჰ! შეენი ბრალია ყველაფერიი! და ამ წიგნის! ჯანდაბაა! აღარ მინდა მწერლობა! _ იყვირა და კარიდან გავარდა. _ ალისიაა! _ მოესმა მეგობრების ხმა და გაბრაზებულმა მათაც უყვირა: _ ახლა ყველამ დამანებეთ თავი! _ ალისია, რა მოგივიდაა?! _ გაეკიდა დიანა და ლიფტში შესულ ქალს თვალი გააყოლა გაკვირვებულმა. ალისია გარეთ გამოვარდა და გზას ფეხით გაუყვა, ხან სწრაფად წავიდოდა, ხან ნელა მიაბიჯებდა. ბოლოს ტაქსიში ჩაჯდა და კარზე რომ დააკაკუნა და ქალის გაკვირვებული და გახარებული მზერა დაინახა, მარტო მაშინ გამოფხიზლდა. _ ალისიაა! _ მოესმა ქალის თბილი ხმა, _ ჩემო გოგო, გამაკვირვე. მოდი, შვილოოო... ალისია ახლაღა გამოფხიზლდა და ქალს ისე ჩაეხუტა, თითქოს გაყინული იყო და ვერ ინძრეოდა. _ რამე მოხდა?! გაკვირვებული სახე გაქვს. შვილო, მითხარი, იმ სულელმა ჩემმა შვილმა გაწყენინა რამე?! _ არაა... _ და იქვე დივანში ჩაეფლო. _ მითხარი. ახლა მარტო ვარ. მომიყევი რა გაწუხებს?! _ თქვა ქალმა, გვერდით დაუჯდა და გოგონა მიიხუტა. _ მე... მე უნდა წავიდე... _ ალისია, შვილო... წამოდი. _ ხელი მოჰკიდა ანდრიას დედამ, ლოგინთან მიიყვანა და წამოაწვინა. _ ახლა დაისვენე, მანამდე ჩაის მოგიმზადებ, ხომ დალევ ჩაის ჩემთან ერთად?! თანხმობის ნიშნად ალისიამ თავი დააქნია და ქალი გავიდა თუ არა, მაშინვე ატირდა. მოიკუნტა საწოლზე და სახეზე ხელები აიფარა: ნუთუ მართლა შეყვარებული ვარ?! იქნებ ერთი წლის წინ მომხდარი ამბის გავლენის ქვეშ ვარ მოქცეული და ვცდები?! იქნებ არაა ეს სიყვარული და გატაცებაა?! როდის გავიგებ თუ გატაცებაა?! ვარ თუ არა თანახმა ამ ქორწილზე?! არააა. ანდრიამ თქვა, ქორწილის დღეს კი არა, მანამდე უნდა დაფიქრდეო! დაფიქრდეო! დაფიქრდი, ალისია, დაფიქრდიიი! რა გინდა რატომ ან რისთვის! რა გინდა შენს ბედისწერაში ეწეროს?! ანდრია თუ არააა! არაააააა! არაა! თქვა და ისევ გადმოუშვა ცრემლები. _ ალისიაა შვილოო... ტირიიი?! რატომ?! _ არ ვიიიცი! აქ რატომ მოვედიი, _ თქვა სლუკუნით. _ რა მოხდა, მომიყევი, შვილო... _ სახლში მინდა... _ თქვა და წამოდგა. _ არა, ალისია, აქ დაიძინე, გთხოვ. ჩემი თხოვნა იქნება ეს... _ კარგი. _ თქვა ჩუმად და ბალიშს მიეხუტა. _ რამე გინდა მოგიმზადო?! _ გინდათ ანდრიას ცოლი ვიყო?! _ კი, შვილო... ამას რატომ მეკითხები. დაბნეული ჩანხარ... _ არ ვიცი რა გავაკეთო... _ შენს გულს მოუსმინე... ალისია, იცი? ანდრიას ჩემთვის არავინ გაუცნია, დამირეკა თუ არა, მითხრა ერთი ლამაზი გოგო მინდა გაგაცნოო და ჩემთან ამოდიო. შენზე მელაპარაკა მხოლოდ. სამსახურზეც არ უყვარს საუბარი. დაჯდა და შენზე მელაპარაკა. _ რა გითხრათ?! _ ჩემი ოცნებააო... _ მართლა?! _ კი, შვილო. მის თვალებში სიყვარულის დაბადებას ვხედავ და შენს თვალებშიც. მაგრამ დღეს დაბნეული ხარ ემოციებისგან. დაისვენე, ხვალ კარგად იქნები. გინდა ანდრიას დავურეკო?! _ არაა! ზეგ მუშაობს და მინდა დაისვენოს. _ დაიძინებ თუ გინდა ტელევიზორს ვუყუროთ? _ შეიძლება პატარა ნამცხვარი გამოვაცხოთ ერთად?! სულ პატარა და უბრალო, უკრემო... _ ამოხედა ქალს ცრემლიანი თვალებით და თანხმობა მოესმა თუ არა, ჩაეხუტა: _ მაგარია, მინდა ნამცხვარი... _ და ლოგინიდან უცბად ისე ადგა, რომ ცრემლებიც და ცუდად ყოფნაც დაავიწყდა. სამზარეულოში მოიმარაგეს ნამცხვრის მასალები და ერთად შეუდგნენ მზადებას. ეს იყო ის, რაზეც ალისია ოცნებობდა _ ანდრიას ოჯახთან მშვიდად და ჰარმონიულად ყოფნაზე. _ ცუდი თუ გამოვა, ხომ არ გაბრაზდებით?! _ არაა, შვილო. არა უშავს, მაინც გემრიელი გამოვა ერთად გამომცხვარი. ალისიამ აკოცა ლოყაზე და ფქვილს ამოურია, ქალმაც გაუღიმა, აკოცა და შაქარი ჩაუყარა თასში. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და ალისიამაც უცბად უპასუხა: _ საღამო მშვიდობის. --- _ არ ვარ სახლში, სტუმრად ვარ. --- _ ნამცხვარს ვაცხობთ, თუ გამოვა. --- _ გაგასინჯოო?! --- _ კაი, მისამართს გეტყვი: ახალი მშობლების სახლი. _ ააა, სახლში ხარ?! _ მოესმა კაცის ხმა დედამისს. _ შვილო, ჩვენთანაა ალისია, _ გაიცინა ქალმა და სანამ ანდრია გონს მოეგებოდა, ალისიამ უთხრა: _ შენს გარეშე აქ მოსვლა არ შემიძლია?! _ კი, მაგრამ არ მეგონა მანდ თუ აცხობდი. მეც მოვალ! _ კარგად... _ დაემშვიდობა გოგონა და გათიშა. ალისია ღუმელს წარამარა აკვირდებოდა, ვაითუ ჩავარდეს ნამცხვარიო. _ თუ არ გამოვიდა, სოდას დავაბრალოთ, _ თქვა სადედამთილომ და გაიღიმა. _ აბა, აქ რა ხდება ჩემ გარეშე?! _ გაისმა კაცის ხმა და ალისიასაც მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა: _ შემიყვარდა! _ გაიფიქრა და მისკენ მოტრიალდა. _ ჩემო გოგო, აქ რას აკეთებბ?! _ იკითხა კაცმა, ნიკაპში წაავლო ხელი და აკოცა. _ მეე მეე ნამცხვარი.... კაცმა ქალს შეხედა გაკვირვებული მზერით: _ რამ დაგაბნიათ?! ჩემმა დანახვამ?! მგონი შეყვარებული ხართ ჩემზე! _ მართალია! _ რა უქენით ჩემს გოგოს, შეაშინეთ?! ვის მიჰყვებიო?! _ იკითხა კაცმა გაცინებულმა. ამ დროს მამამისიც გამოვიდა თავისი ოთახიდან. მშობლების მოკითხვის მერე ანდრია ისევ ალისიას მიუბრუნდა: _ ხდება რამე შენს თავს?! _ შემიყვარდი! _ მართლააა?! _ ჰოო! _ თქვა ქალმა და თავი დახარა. _ მაგაზე კარგი რა არის. _ ნამცხვარი გამოცხვა... _ წამოიძახა ალისიამ ამ დროს და მინის მიღმა მიმალულ ნამცხვარს მიაშტერდა. _ ცოტა ხანიც და გამოვიღებ... _ გაუხარდა და ტაში შემოჰკრა. _ ჭამე?! _ კი, შენ?! _ არაფერი. _ ამდენი ხანი არაფერი გიჭამია?! _ არაა... _ რატომ რას აკეთებდი?! _ სამსახურში შევიარე და მერე აქ მოვედი შემთხვევით. _ რას ნიშნავს შემთხვევით?! _ შვილებო, მაგიდას გავშლი, თქვენ კი ოთახში გადით და იქ მშვიდად ისაუბრეთ... _ მოისმა ქალის თბილი ხმა და ორივენი ოთახში შევიდნენ. _ აბა, გისმენ, ალისია... _ კაცმა ხელი მოჰკიდა და კალთაში ჩაისვა. ხელის მოკიდებაზე შეხტა ქალი, მაგრამ მერე მშვიდად მოკალათდა კაცის მუხლებზე. _ გაშინებ?! რატო გეშინიაა?! _ შემიყვარდი და მაგიტომ! _ ჩემი სიყვარულის გეშინიაა?! _ ზოგჯერ კი... _ თქვა და კაცს გულზე მიეკრა. _ მე შენ მიყვარხარ, ალისია, მიყვარხარ. _ მეც შემიყვარდი... _ მითხარი, დღეს რამე მოხდა?! _ ნენსის ვეჩხუბე... _ რატომ?! _ შენთან რომ გამომიშვა წიგნის დასაწერად! _ მერე ნანობ?! _ არაააა და ეს მაგიჟებს! რომ არ ვნანობ! _ თუ რამე გაქვს სათქმელი, მითხარი, მინდა მოგისმინო. _ აქ მოვედი გაბრაზებული და მერე მივხვდი, რომ აქ ვიყავი, ცოტა ვიტირე და მერე ნამცხვრის გამოცხობა მომინდა. დედაშენმა თანახმა ვარ, მისი ცოლი გახდეო... კაცს გაეცინა. _ დედაჩემი კი არა მე უნდა ვიყო თანახმა, ალისია. _ რა, არ ხარ თანახმა?! _ კი, ჩემო გოგო, თუ იმ ნამცხვარს გამიყოფ, ვიქნები თანახმა. _ მარტო ნამცხვრის გამო?! _ იმის გამოც, რომ ძალიან მიყვარხარ და მომწონს, როცა იბნევი და მორცხვი ხდები... და საუბარი არ შეგიძლია ამ დროს... _ გაიღიმა, აკოცა შუბლზე, მერე ტუჩებზე, ლოყებზე გადავიდა და ხელი ჩასჭიდა: _ ახლა დროა ნამცხვარი გამასინჯოთ, ქალბატონო, თორემ მე ცივი ღამეებიც მეყოფა უშენოდ, ნამცხვარიც რომ არ ვჭამო ცივი! _ ცივი არ შეიძლება. არა, პირიქით, თბილი არ შეიძლება! _ უკვეე დაიბენი საოცრებავ: დღეს რესტორანში ვიყავი და შაბათს ჩვენია. ხვალ გაფორმებას და მოსაწვევებს მივხედოთ, როგორი გვინდა. მშობლებმა ჩამოწერონ მანამდე სტუმრები და მერე ჩვენც დავამატებთ... ისე რომ, სამშაბათს მზად იყოს მოსაწვევები დასარიგებლად. _ ხვალ ამდენს ვერ მოვასწრებთ! _ ქალი, რომელიც ამბობს მზად ვიქნები მალევეო და მართლა მზადაა, ამასაც მოასწრებს ჩემთან ერთად. ამაღამ იმაზეც იფიქრე, რა ფერის ყვავილები ან რა გინდა და ხვალ ცოტათი მზად ვიქნებით... კარგი?! თუ რამე გინდა მითხარი. _ კი. მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ... _ ეს უკვე კარგია! მეც მიყვარხარ ძალიან გულში. _ თქვა და გულთან აკოცა. _ კარგი. მაშინ ჩემებს დავურეკავ, ვეტყვი, რომ ჩამოწერონ, ვისი დაპატიჟებაც სურთ და ვინც არ მენდომება, ამოვშლი, _ და გაუღიმა,_ მერე გავიდეთ და ვჭამოთ... _ კარგი. _ მიუგო კაცმა, ხელები შემოხვია და კისერთან აკოცა. ალისიამ დარეკა, მშობლები მოიკითხა, მაშინვე სათქმელზე გადავიდა და აუხსნა თუ არა ყველაფერი, უცბად დაემშვიდობა. _ ვსიოო?! _ ჰოო. _ აიი, როგორც ვთქვი, მალე იცი მომზადება-თქო. _ არ მიყვარს ტელეფონზე ათას რამეზე საუბარი, პირდაპირ სათქმელი და ვსიო... _ ახლა კი წავედით... _ ჯერ არა, ცხელია ნამცხვარი... _ ხომ გინდოდა ცხელი?! ქალს აკოცა და ყურში უჩურჩულაL _ მთავარი დაგავიწყდა, თეთრი ქათქათა კაბაა... _ მაგას მე მივხედავ... _ მე უნდა გიყიდო. _ უკვე დაგასწრეს, მამა მყიდულობს. _ იმედია ქორწილის მერე არავინ შემეცილება, მე რომ გიყიდო?! _ ყველაფერი შენ უნდა გააკეთო?! _ ჰოო, რატომაც არააა. _ არაა! მე და შენ გავიყოფთ. _ ნუ მაჩხუბებ ახლა. _ მაშინ ნამცხვარი ვჭამოთ._ თქვა გოგონამ და ოთახიდან გავარდა. _ ალისიააა... არაფერს არ გავიყოფთ! _ შვილო, რა იყო, რას არ უყოფ?! _ ქორწილის მზადების თანხას! _ ჩვენ არაფრად გვთვლით?! მე ვიღებ ქორწილის ხარჯებს ჩემს თავზე! _ წამოიძახა მამამ და დედაც ჩაერია: _ ხო შვილო, ჩვენც გვინდა ეს გავაკეთოთ. _ არააა. _ მეც არ ვარ თანახმა. _ თქვა ალისიამ და იქვე დაჯდა. _ მე გადავიხდი ყველაფერს! და მეტი აღარ ვილაპარაკოთ. _ ნუ ვიკამათებთ. ხვალ ყველანი შევიკრიბოთ და გავარკვიოთ ყველაფერი. _ არაა! _ ანდრია! რატომ უნდა აიღო მარტო შენს თავზე?! ამით შენი რეპუტაცია ილახება?! _ არ მინდა და იმიტომ! _ ჩემი მშობლების ნახვაც არ გინდა, რომ ერთად დავილაპარაკოთ?! _ ეგ კი, მაგრამ თანხაზე არავინ დამელაპარაკოს! _ ჩემი ნამცხვარი ნორმალური გამოსულა, _ წამოიძახა ალისიამ, ერთი ნაჭერი აიღო და ანდრიას მიუტანა: _ ჭამე, ჯერ ისევ თბილია და გაგათბობს. _ ანდრიამ ჩაკბიჩა და ქალმაც ლოყაზე აკოცა. _ ბოდიში კამათისთვის, ყველას. შემდეგ მშვიდად შეუდგნენ ვახშმობას. _ ხვალ, შვილო, ჩვენთან მოვიდნენ შენები და დავილაპარაკოთ. _ კარგი, ვეტყვი. საღამოსკენ?! _ კი, შვილო. ალისია ადგა და სუფრის ალაგებას შეუდგა, მაგრამ სადედამთილომ არ დაანება და დასაძინებლად გაუშვა. ისიც ოთახში შევიდა და მაშინვე შინ დარეკა, დედ-მამასთან, შეატყობინა, ხვალ საღამოს ანდრიას მშობლებთან მოდით მოსალაპარაკებლადო, მერე დაემშვიდობა და მალევე ჩაეძინა. _ შვილო, ფული თუ დაგჭირდეს, მითხარი. _ მამა ანდრიას მიუბრუნდა. _ კარგი, მამა, მადლობა, მაგრამ ჯერ არ დამჭირდება. _ ნუ აბრაზებ ალისიას. _ მოუტრიალდა ვაჟს დედა. _ ჯერ არ გამიბრაზებია, დედა, წეღანდელი ამბავი იმის ბრალი იყო, რომ შევუყვარდი, _ და გაეცინა. _ გადარეულია. ბევრი იტირა?! _ არც ისე... _ მეც უნდა დავიძინო, ძალიან დავიღალე. დღეს რესტორანში ვიყავი და მენიუც შევუკვეთე. _ ასე ადრე?! _ უკვე მალე მოვა შაბათი... მინდა არაფერი გამოგვრჩეს და ყველაფერი მზად იყოს. _ დაიძინე, შვილო. ჩვენ ჩამოვწერთ ნათესავების სიას და შენ გადახედე მერე, ან დაამატე, ან გამოაკელი, _ შვილს აკოცა დედამ და ანდრიაც დასაძინებლად გაემართა. დედ-მამამ ჩამოწერა ნათესავები, ახლობლები და სულ 100 კაცი გამოუვიდათ. ალისიას მშობლებიც იმ დღესვე დასხდნენ და ჩამოწერეს, ვის დაპატიჟებდნენ და მათაც 100 კაცი გამოუვიდათ. ანდრია დაწვა თუ არა, უცბად მიეძინა გადაღლილს, ალისიას ცრემლებზე ფიქრობდა და ეს არ მოსწონდა. მასზე ფიქრებში ჩათვლიმა კიდევაც. ალისიას ღამე გამოეღვიძა. ტელეფონი აიღო და ჩამოწერა სია: კლასელები, მეგობრები, თანამშრომლები... და ოჯახიანად 50 გამოუვიდა. მერე დაფიქრდა, ვინმე ხომ არ გამომარჩაო, ამიტომ სია კიდევ ერთხელ გადაიკითხა. მერე გაფორმებაზე იფიქრა ბევრი, _ რა უნდოდა, როგორ და რა ფერები გამოეყენებინა. ბოლოს მშვიდად განაგრძო ძილი. დილით ადრე ადგა, ოთახი მიალაგა, გამზადებული გამოვიდა და ეგრევე ანდრიას დაეჯახა. _ ბოდიში... _ რაც არის, არის... _ გაიღიმა ქალმა. _ რაც არის, არის?! რაც არ იყო, ისიც იქნება მალე! _ მიუგო კაცმა და მისკენ გაიწია. _ რეებს აკეთებ? სად ხარ, დაგავიწყდა?! _ ჩემი ბავშვობის სახლში! _ ხოდა ჭკვიანად მოიქეცი... _ აქ კოცნას ვერავინ დამიშლის! _ თქვა ანდრიამ და აკოცა ქალს, მის ტუჩებს ძლივს მოსწყდა. _ უკვე გადიხარ?! _ ვჭამ და მერე... იფიქრე ღამე?! _ კი, სიაზე, გაფორმებაზე და კიდევ რაღაცაზე. აააა, ჰო, შენზეც! _ ჯერ ჩემზე გეფიქრა! იქნებ არ დაგვიწყებოდი. _ მე შენზე ვფიქრობ დიდი ხანია... _ უჩურჩულა ალისიამ და სამზარეულოში შევიდა. ორივენი მშობლებს მიესალმნენ და ჭამას შეუდგნენ. _ ანდრია... _ გისმენ, საოცრებავ... _ როცა მოიცლი, იქნებ ჩამოწერო შენი სტუმრების სია, საღამოს რომ მზად გქონდეს... _ კარგი. კიდევ რამეს მთხოვ?! _ კოცნას... _ თქვა და კაცმაც მიიხუტა, აკოცა და მშობლებს დაემშვიდობნენ. ანდრიამ საცოლე სახლამდე მიაცილა და დაემშვიდობა. _ შევხვდებით საღამოს... _ საღამომდე... ჩემებთან წავალ და ერთად მოვალთ იქიდან. _ მე გამოგივლით საღამოს 5 საათისკენ. _ კარგი, ანდრია. _ აკოცა ალისიამ და კორპუსში შევიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა და მშობლებთან წავიდა. დედა გადაკოცნა და სიას გადახედა, რომელიც დედამ მისცა. ალისიამ სიას თავისი 50 კაცი დაამატა და თავიდან გადაიკითხა. ვიღაცები არ მოეწონა და ხაზი გადაუსვა. კიდევ და კიდევ. _ შვილო, რა ქენი?! _ არ მინდა ისინი და შეკამათების გარეშე! _ კი ბატონო, შენ ვინც გენდომება, იმას დავუძახოთ. _ ვსიოო, არც მეტი, არც ნაკლები, 70 კაცი და მორჩა. ახლა ტელეფონები გვინდა, რომ ადრე გავაფრთხილოთ და ხვალ დილით გაგვაგებინონ, ვინ მოვა და ვინ ვერა, რომ მოსაწვევები გავამზადოთ. შენ თუ დარეკავ, ძალიან კარგი იქნება. მერე მაღაზიაში უნდა გამომყვე კაბის ქსოვილის საყიდლად. ომ გცალია? _ შეეკითხა დედას და ხელით მაგიდას დაეყრდნო. _ გამოგყვები, ჩემო ლამაზო. მიხარია, რომ ბედნიერს გხედავ... _ ასე ვჩანვარ?! _ კი, შვილო. _ მაგარიაააა... აი, ისიც. _ ტელეფონმა დარეკა. _ გისმენ, სიყვარულო. _ ეს პირველად მესმის შენგან. აბა რა ხდება, ჩემო ლამაზო?! _ დედასთან ვარ და სიას მოვრჩით, ახლა დავრეკავთ, ვინ მოვა და ვინ არა, ზუსტად რომ ვიცოდეთ, მერე კაბაზე გავალთ და ვნახავთ. _ ალბათ ძალიან გეჩქარება. _ შენ არააა?! _ კიი, მეც, კაბაზე სად მიხვალ გამაგებინე და მეც მოვალ, კარგი?! _ კარგიიი... გაკოცე. _ ალისიააა... მიყვარხარ. _ მეც მიყვარხარ. ცოტა ხნის მერე ტაქსი გამოიძახეს და დედა-შვილი ქსოვილის ასარჩევად წავიდა. ალისიამ მაღაზიის დიდი რკინის კარი შეაღო და შევიდა თუ არა, თეთრი ნაჭრებისკენ აიღო გეზი. რამდენიმე ნაჭერი მოეწონა და დედას შეეკითხა. _ აუუუ ანდრიაა! დარეკვა დამავიწყდა, გაბრაზდებაა! _ გაახსენდა და ტელეფონს დასწვდა. უთხრა სადაც იყვნენ და დედამისთან გააგრძელა საუბარი: როგორი კაბა უნდოდა და რა სტილის. დედამისმაც დაინგარიშა, რამდენი დასჭირდებოდათ ნაჭერი და სანამ ანდრია მოვიდოდა, მანამდე სხვა ქსოვილები შეათვალიერა. ერთი მუქი ლურჯი ნაჭერი მოეწონა, მეორე კი სადა თეთრ ფონზე მწვანე ყვავილებით მოჩითული და ორივე იყიდა. ამ დროს ანდრიაც შემოვიდა. _ აი, ესენია. შენ რას ფიქრობ?! _ აჩვენა ალისიამ ქსოვილები _ მე მეგონა გამზადებულ კაბას ყიდულობდი. _ არ მინდა გამზადებული, დედა შემიკერავს. _ ჩმეთვის სულერთია, შენ რომელიც გსურს, მე თანახმა ვიქნები. _ მე ეს უფრო მომწონს. _ ანიშნა ხელით და კაცმაც თავი დაუქნია: _ მაშ ვყიდულობთ, მაგრამ იმედია მარტო ამით არ მოდიხარ ქორწილში.... _ არააა, მაგას შიგნით თეთრი ნაჭერი უნდა. აი ეს. _ და რამდენი გინდა, იციი?! _ კი. უკვე ვიანგარიშეთ, რამდენი მეტრიც იქნება საჭირო. _ ალისია, მეტრი კი არა ფული. _ უკვე გადავიხადე... _ უჩურჩულა მანაც ჩუმად. _ ნუ გამაბრაზებ! _ კარგი, რა, ხომ ვთქვი, მამა იყიდის-თქო! _ კარგი, მამას დავუთმობ და იყიდოს. მეტი დათმობა აღარ იქნება! ალისიამ გაუღიმა და აკოცა. _ შევთანხმდით. _ ჩვენ გავაგრძელებთ საყიდლებზე სიარულს, შენ კი სამუშაოს დაუბრუნდი. ხო? _ და ისევ აკოცა. _ დაგელოდებით და მერე ერთად წავიდეთ. გაფორმება და მოსაწვევები ვნახოთ. დედამ ფული გადაიხადა და 10 წუთში უკვე მანქანისკენ მიდიოდნენ. _ მე აქ ჩამოვალ... _ თქვა ალისიას დედამ და გაკვირვებულმა კაცმა მანქანა გააჩერა: _ სახლში მე მიგიყვანთ. _ არა, შვილო, თქვენ წადით საქმეებზე, მე ჩემით წავალ. ნაჭრებს მე წავიღებ და როცა მოხვალ, ზომებს აგიღებ. ანდრიამ და ალისიამ გზა გააგრძელეს. ცოტა ხანში მანქანიდან გადავიდნენ და დიდ ფოიეში შევიდნენ, სადაც ყველაფერი ყვავილებით იყო გაფორმებული. ერთ საათში აირჩიეს ყვავილები და მოსაწვევების სანახავად ჩამოსხდნენ დივანზე. მოსაწვევები ოქროსფერი ორნამენტებით იყო გაწყობილი. ალისიამ პატარა ორნამენტი მოიწონა, ცოტა გადააკეთა ისე, რომ მხოლოდ წარწერა დატოვა. იქიდან გამოსულმა ნენსის მიაკითხა თავის ბინაში, ანდრია კი სახლისკენ გაუშვა. უფროსმა როგორც კი კარი გააღო, ალისიამ მაშინვე ხელები მოხვია და აკოცა: _ მადლობააააააა... ქალმა გაუცინა. _ კარგია, გამოფხიზლებულხარ. _ ბოდიშს გიხდი გუშინდელის გამო. _ მეც ბევრი მომივიდა, მაგრამ გაამართლა. აბა მომიყევი რა ხდება?! _ შაბათს დილიდან ხომ მოხვალთ?! შენ პირადად გეუბნები მარტო. _ ძალიან კარგია, აუცილებლად. არ გამოვტოვებ ამ დღეს. _ დღეს კაბისთვის ნაჭრები ვიყიდეთ. მგონი კარგი გამოვა... _ ულამაზესი იქნები. აწეული თმი, მაკიაჟი, რომელსაც ყოველდღე არ ატარებ. მგონი მოგიტაცებს კიდევაც... ალისიამ გადაიხარხარა და ქალს შეხედა: _ დებილი ყოფილა ის კაცი! _ ვინ?! _ გაუკვირდა ქალს. _ შენნაირი გულთმისანი ქალი რომ ვერ შეაფასა. _ მართალია! _ თქვა ქალმა და გაუღიმა. _ ასე ხდება ხოლმე, ყველა ოჯახისთვის კი არ არის შექმნილი. შენ გიყვარს საჭმლის მომზადება და ეს მოგწონს, სახლში ტრიალიც გიყვარს და სამსახურშიც. შენ ყველაფერი გამოგდის, რასაც ხელს ჰკიდებ. _ შენც ყველაფერს შესანიშნავად აკეთებ, ნენსი! _ მაგრამ მე არ მიყვარს კერძების მომზადება! ეს კი რაღაცით მთავარიც არის. _ კაცის გული არ გადის კუჭზე! _ რაღაც პროცენტით გადის, ალისია. ადამიანებს და მითუმეტეს კაცებს უყვართ, როცა მასზე ზრუნავენ. შენ კი ეს შესანიშნავად შეგიძლია. მართალია უთო არ გიყვარს, მაგრამ ამასაც შეითავსებ, ისეთი ხარ! _ და გაიცინა. _ ანდრიას იმდენი პერანგი აქვს, მალე ჭკუიდან გადავალ... _ თქვა ალისიამ და ჩაეღიმა. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს, მერე ალისიამ ნენსი გადაკოცნა, ისევ ჩაეხუტა და გზას გაუყვა. იმ ქუჩაზე გაიარა, სადაც ანდრიას შეეჯახა და გაეცინა... მერე რამდენიმე მაღაზიაშიც შეი არა და რაღაცები შეიძინა. სახლში შევიდა თუ არა, იქვე დადო ნაყიდი ნივთები და ლოგინს მიეწება დაღლილი. დედამაც დაურეკა და შეატყობინა, ორ საათში ვიქნებით ანდრიას მშობლებთანო. ქალს გაუხარდა, ცოტა კიდევ დავისვენებო და თავი ისევ ბალიშზე მიდო. ცოტა ხანი ჩათვლიმა. მალევე გამოეღვიძა და წასასვლელად გაემზადა. ამასობაში ანდრიამაც მოაკითხა. რამდენიმეწუთიანი ალერსის შემდეგ ქალს შეეკითხა: _ წავედით?! _ უკვე წასულები ვიქნებოდით. _ კოცნის გარეშე არ შეიძლებოდა! სად იყავი კიდევ დღეს?! _ ნენსისთან, მერე მაღაზიებში გავისეირნე... _ და რა იყიდე, არ მეტყვი?! _ არა, რა თქმა უნდა. _ როგორც გინდა. _ გაიბუტა კაცი. _ საყვარელი ხარ გაბრაზებული, _ გაუცინა ალისიამ, როცა ანდრიამ მანქანის კარი გაუღო. მერე გაუარეს ალისიას დედ-მამას და ანდრიას მშობლების სახლისკენ გაემართნენ. 6 საათი ხდებოდა, როცა მათთან მივიდნენ. ანდრიას მშობლები თბილად შეჯვდნენ სტუმრებს. სუფრა უკვე გაეწყოთ. ექვსივენი მაგიდას მიუსხდნენ და ივახშმეს. ბოლოს სასტუმრო ოთახში გადავიდნენ. ანდრია დაჯდა და ალისიაც გვერდით მიუჯდა. მაგიდაზე უკვე ელაგა სტუმართა სია. ანდრიამ ჩანთა გახსნა და თვითონაც დადო სტუმრების სია. ანდრიამ თვალის ერთი გადავლებით დაითვალა დაპატიჟებულთა რაოდენობა და ჯამში 200 კაცი გამოვიდა. _ ესე იგი, 200 მოსაწვევი გვინდა. _ თქვა მან. _ რესტორანს ჩვენ გადავიხდით, შვილო. _ შეაპარა ალისიას მამამ და ანდრიამაც ამოხედა. _ მე გადავიხდი ყველაფერს. ალისიას კაბა დავთმე მარტო, ასე შევთანხმდით! ხომ შევთანხმდით, ალისია?! _ დამაძალეს შევთანხმებულიყავი! _ ალისიააა... _ მაიძულეს... _ გაიმეორა ქალმა, _ სიყვარულით... _ დაამატა ბოლოს და კაცს ხელი მოხვია მხარზე. _ ახლა კი წასვლის დროა. _ თქვა ალისიამ და წამოდგა. _ ჯერ ადრეა, ალისია. _ ჰოოო?! უკვე 12 საათია და შენც უნდა დაისვენო. ხვალ უნდა იმუშაო... _ მე წაგიყვან სახლში. _ კარგი. მშობლები ცოტა ხნით კიდევ დარჩნენ, ვისაუბროთო. ოთხივენი შეთანხმდნენ, რადგან ანდრია ფულს არ ითხოვდა, გარკვეული თანხა ეჩუქებინათ და სახლისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები შესაძენად გაიყვეს, რომელიც არც ისე ბევრი იყო. მერე დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაიშალნენ. ანდრიამ გადახედა ქალს, რომელსაც მშვიდად ჩასძინებოდა. მუსიკას ჩაუწია, მერე ხელში აიყვანა ალისია და როცა სახლის კართან მიიყვანა, მერე გაახსენდა, რომ გასაღები არ ჰქონდა. იძულებული გახდა გამოეღვიძებინა, გასაღები გამოართვა და ძილბურანში მყოფი საცოლე ლოგინში ჩააწვინა. შემდეგ ტანსაცმელი გახადა, საბანი გადააფარა, ტუჩებში აკოცა და სახლის კარი გამოკეტა. ალისიას დილას გამოეღვიძა, საკუთარ თავს შეხედა და გაეღიმა. მიხვდა, რომ ანდრიამ გახადა ტანსაცმელი და კარს მიაშურა. შეეშინდა, ღია ხომ არ არისო?! კარს დაეჯაჯგურა და გაიცინა: _ ამას უყურე! ჩავუკეტივარ! _ წამოიძახა და კაცთან დარეკა. მანაც მხიარულად უპასუხა, როცა მოვალ, გაგათავისუფლებო. რამდენიმე ხნის მერე კარიც გააღო, ქალს ხელი წაავლო და ჩაიხუტა. _ აბა, როგორ იყავი დამწყვდეული?! _ რომ დარჩენილიყავი, არაა?! _ შენი ჩაკეტვა უფრო მომეწონა! თანაც ისეთი სასიამოვნო იყავი, რომ სჯობდა წავსულიყავი, მძინარე ქალებს თავს არ ვესხმი... _ გაუცინა და ოთახში შევიდა. _ გასაღებს მომცემთ?! ანდრია გასაღები ზევით ასწია და ქალს ხელში ჩაუგდო. _ ისე ჯობია, ბარგი ჩაალაგო ნელ-ნელა! _ მე ვიცი როდის ჯობია! იქნებ უარს ვამბობ ქორწილის დროს! _ ალისია, ქორწილამდე უნდა დაფიქრდე ყველაფერზე და არა ქორწილზე ან მის მერე! _ კარგი ბატონო, როგორც თქვენ იტყვით. ახლა კი წასვლის დროა! _ უთხრა კაცს და აკოცა. ანდრია სამსახურში წავიდა. ალისია კი დედამისთან გავიდა. მთელი დღე ლიფის ამარა დადიოდა და თარგებს ირგებდა. კაბაც გამოჭრეს და დაღლილები სადილად დასხდნენ. მამაც მალე შეუერთდათ. მან შვილს ფული ძალით მისცა, რაშიც დაგჭირდეს დახარჯეო. იმანაც ჩაიდო ჩანთაში. ცოტა ხანში დედამისი ანდრიას დედასთან ერთად წავიდა საყიდლებზე, ალისიას კი უთხრა, უნდა გავვიდე, საქმე მაქვს ცოტა ხნითო. ალისიას ტელევიზორთან ჩაეძინა. უცებ სმს-ის ხმამ გამოაფხიზლა. _ სად ხარ, ალისია?! _ მძინავს! _ სად?! _ მშობლებთან! ეს დღეები აქ ვიქნები. ქორწილზე შევხვდებით! _ ალისიააა! ჯერ ორშაბათია! _ მოითმინე ხუთი დღეც! შენც საქმეები გაქვს და მეც მოსამზადებელი ვარ! _ კარგი... მიყვარხარ და მომენატრები. ხვალ რომ გამოგიარო?! _ მიყვარხარ, მაგრამ შაბათს შევხვდებით. _ გეყოფა ძილი! მერე ღამე აღარ დაგეძინება. _ გავითვალისწინებ... _ მისწერა ძილგატეხილმა და სამზარეულოში გავიდა. საჭმელი ჭამა და ტელევიზორს მიუჯდა. ფილმი მოძებნა, უყურა და ორი საათის მერე თავის ოთახში გავიდა. მეორე დღეს, როცა სამზარეულოში ტრიალებდა, კარზე კაკუნი მოესმა და გასაღებად გაემართა. _ აქ რა გინდა?! _ მომენატრე, _ მიუგო ანდრიამ და მოულოდნელად ხელში აყვანილი საცოლე სახლში კოცნით შეიყვანა. _ ჩაალაგე ბარგი?! _ არა ჯერ. დარწმუნებული ხარ, რომ უნდა ჩავალაგო?! იქნებ არ გინდა გამიყო შენი ოთახი ან სააბაზანო?! _ ყველაფერს გაგიყოფ. _ საჭმელსაც?! _ ჰოო, ყველაფერს გაგიყოფ, ოღონდ ჩემს თავს არაა. _ რატომ?! _ ჩემი თავი სულ შენია! ჩემი გულიც და სხეულიც! _ სხეული ჯერ არაა! _ გაეცინა და სამზარეულოში შეიყვანა კაცი. _ რას მიირთმევ: _ ბადრიჯანი, კარტოფილი, ქათამი?! _ ცოტა ყველაფერი, თუ შეიძლება, _ თქვა საქმრომ და ხელებდაბანილები ერთად დასხდნენ საჭმელად. _ მარტო რატომ ხარ?! _ დედა მეზობელთანაა... და მე ხომ გითხარი, არ გნახავ-თქო?! _ მერე რა, შენი მუქარის არ მეშინია. პირიქით, შენ უნდა გეშინოდეს ჩემი მუქარის! _ დარწმუნებული ხარ?! შენ გეშინია, რომ მე არ გავიქცე! _ ალისია... გაქცევაზე ნუ მელაპარაკები, უკვე გვიანაა! _ რატომ?! _ შენ გიყვარვარ და მეც მიყვარხარ, ამიტომ ვერსად გაიქცევი ჩემგან! ახლა კი მადლობა საჭმლისთვის, სამუშაოს უნდა დავუბრუნდე. _ მაშინ დღეს მოსაწვევებს მე გამოვიტან და დავარიგებ ჩემს სტუმრებში... _ კარგი... მე ჯერ არ მცალია. _ მე წამოვიღებ ყველას და სამსახურში მოგიტან, მერე შენ დაარიგე გვიან ან დედას ვთხოვოთ... _ ოკ, გამომიარე, _ კაცმა აკოცა ქალს და წავიდა. ანდრია ბედნიერი იღებდა პაციენტებს. უკვე ერთი თვეა ყველას ძალიან გახარებული ეჩვენებოდა იგი და უკვირდათ, ასეთი რა მოხდაო. ვინც გაიგო, ყველას გაუხარდა. იგი ახლა უფრო ხშირად იღიმოდა, უფრო შესამჩნევი იყო მისი ბედნიერება და უფრო ნამდვილი... ალისიამ ნივთები გადაალაგა, თან თავისი ოთახიც მიალაგა და დააცარიელა. ყველაფერი ჩააწყო ყუთებში და თავის ოთახში დადო. თავის პატარა ბინაში უფრო ბევრი ნივთიი ჰქონდა, მაგრამ ჯერ იქაურობის ჩალაგებას არ ჩქარობდა. დედა-შვილი ისევ შეუდგა კაბის შეკერვას. ისევ ნახევრად შიშველი დაიარებოდა საპატარძლო და ყოველ დაძახებაზე კაბას იზომებდა. ნელ-ნელა კაბა სრულდებოდა და ქალს უხაროდა, რომ ისეთი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც მოეწონებოდა და გაუხარდებოდა. ბოლოს გაემზადა და მოსაწვევების წამოსაღებად წავიდა. გზაში თან წიგნს წერდა. მოსაწვევები გამოიტანა. ანდრიასთან მიეჩქარებოდა. შევიდა თუ არა კლინიკაში, მაშინვე ანდრიას უფროსმა დაინახა და მისკენ გაემართა. მოიკითხეს ერთმანეთი და უფროსმა ალისია თავის კაბინეტში შეიყვანა. ტელეფონი აიღო და ანდრიას დაურეკა: _ ბევრი პაციენტი გყავს კიდევ?! _ არა, მხოლოდ ერთი და მოვრჩები. _ რომ მორჩები, მაშინვე ჩემთან შემოდი... _ უთხრა მკაცრად. ათ წუთში უკვე კარზე აკაკუნებდა და შეაღო თუ არა კარი, მაშინვე ალისია დაინახა მარტო ოთახში და გაკვირვებული დარჩა. _ აქ რას აკეთებ?! _ კარში შემხვდა და ჩემთან კაბინეტში შემოდი და აქ მოვიყვან ანდრიასო... მეც უარი ვერ ვუთხარი, _ ალისიას ჩაეღიმა. _ შეგეშინდა, ნეტა რატომ მეძახისო?! ანდრიამ გაუცინა და აკოცა. უცბად მოიშორა ალისიამ და კაცს მკაცრად შეხედა. _ რას აკეთებ! _ რა იყო, არ შეიძლება გაკოცო?! _ სად ხარ?! არ დაგავიწყდეს! _ აქ მარტო ჩვენ ვართ! _ მერე რა! ეს სხვისი კაბინეტია და სირცხვილია! წავიდეთ... ანდრიას გაეცინა და კარი გაუღო ქალს. ერთად შევიდნენ ანდრიას კაბინეტში და ალისია პაციენტების სკამზე ჩამოჯდა. _ მალე მორჩები საქმეებს?! _ იკითხა ქალმა და მაგიდას ხელით დაეყუდა. _ მალე მოვრჩები... დაარიგე მოსაწვევები?! _ კი. ეს შენი მოსაწვევებია... _ თქვა და კაცს გაუწოდა. კაცმაც გამოართვა და გახსნა ერთი ცალი: _ ლამაზია... შენ მოგწონს?! _ კი, ლამაზია... მაგრამ შენ უფრო სიმპათიური ხარ. _ და ამ სიმპათიურს ჯერ ახლოს არ იკარებ! _ სულ რამდენიმე დღე და მიიღებ შენს საკუთრებას! _ თქვა და გაეცინა. _ დიდი მონდომებით ველოდები ამ დღეს! ახლა კი დროა წავიდეთ. _ თქვა ანდრიამ და თავისი ნივთები აიღო. გამოხურა კარი და უფროსს დაემშვიდობნენ თუ არა, მანქანაში ჩასხდნენ. კაცმა ქალი სახლში მიაცილა, მასთან ერთად რამდენიმე ხანი გაატარა, საჭმელიც ერთად მიირთვეს და ცოტა ისაუბრეს, მერე კი დაემშვიდობა. ანდრია სახლში შევიდა, გამოიცვალა და თავისი ნივთების დალაგება დაიწყო. _ როგორ ხარ?! რას შვრები?! _ მისწერა ალისიამ, რომელიც ლოგინზე იყო წამოწოლილი. _ კარგად. შენ?! ნივთებს ვალაგებ. _ სადმე მიდიხარ?! მე წამოწოლილი ვარ. _ არა, ადგილს ვაცარიელებ მომავალი ქალბატონისთვის. _ მართლაა?! მერე დავალაგოთ რა, ერთად! ახლა დაისვენე. _ მაშინ ვიმუშავებ. იცოდე, ძალიან ბევრი რამ გექნება მერე დასალაგებელი. _ არა უშავს, ნელ-ნელა მივალაგებთ ერთად, ხან მარტო მე. მიყვარხარ. _ მეც მიყვარხარ. ტკბილი ძილი. ხომ იძინებ?! _ კი, ვიძინებ. _ რას შვრება კაბა?! როდის ვნახავ?! _ შაბათს, იკერება ნელ-ნელა. _ ისეთი იქნება, როგორიც გინდოდა?! _ კიიიი... _ ძალიან კარგი. კიდევ რამე ხომ არ გინდა?! _ კოცნა. _ გაკოცე, ალისია, მიყვარხარ. _ მეც მიყვარხარ, ანდრია და ტკბილი ძილი. _ დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. მერე კარგა ხანს კაბაზე ფიქრობდა და ნელ-ნელა ჩაეძინა კიდევაც. დილით ისევ დედამისთან მივიდა, კაბა ჩაიცვა და ბედნიერი დადგა სარკის წინ. თვალები დახუჭა და კაბას თითები გადაუსვა. ისეთი ნაზი და ლამაზი იყო კაბა, რომ მისით ტკბებოდა. მერე გაიხადა და სკამზე დადო. დედამისმა კვლავ გააგრძელა კერვა, ალისია კი მას უყურებდა. დედა ისე ლამაზად კერავდა კაბას, რომ გაეღიმა და გული გაუთბა. წამოდგა, დედამისს აკოცა და ჩაეხუტა. საღამოს თავის ბინაში დაბრუნდა. სახლში შევიდა და სმს-ის სიგნალიც გაისმა. _ როგორ ხარ?! მორჩა კაბა?! _ ჯერ არააა... და შეიძლება... დააგვიანდეს დასრულება. _ რააა?! რატომ?! როდის მორჩებით აბა?! _ კვირას... _ მისწერა და დივანზე ჩამოჯდა. _ ალისია, მართლა?! თუ მატყუებ! _ ოჰ, ექიმო! ხვალ მზად იქნება. გაკოცე, ნუ ნერვიულობ. _ შენ მანერვიულებ ძალით! _ შენ?! შეარჩიე საქორწინო კოსტიუმი?! _ კიი! უკვე ელოდება დიდი ამბით შაბათ დღეს. _ მაგარიააა... დაბადების დღეზე რა გაჩუქო?! _ მხოლოდ საკუთარი თავი! _ მართლააა?! ისე ეს ძალიან ძვირი საჩუქარია! _ სიცილაკები გაუგზავნა. _ მე მხოლოდ ეს ძვირი საჩუქარი მინდა და შენ გაიმეტე! _ კარგი, ექიმო ანდრია... _ შენ რა გინდა?! მე ისედაც ჩემს თავს გაძლევ და სხვა რამეც შეგიძლია მთხოვო. _ მართლააა?! მაგარიააა... შენი სურვილი რამდენი მაქვს შესასრულებელი?! _ ბევრი... შენი?! _ ამას უყურეეეე... ჩემი მხოლოდ ორი! _ ხოდა, მალე გეტყვი ჩემს სურვილებს და უნდა შეასრულო... _ ქორწილის მერე ისედაც შეგისრულებ! _ არა, მანამდე, ალისია. ხვალ სახლში იყავი საღამოს 8 საათისკენ, ჩემს კართან! _ და იქნებ ბევრი პაციენტი გყავდეს, უნდა გელოდო?! _ ძალიან არ დავიგვიანებ, ან პირველად გავუშვებ პაციენტებს უარით! _ მდააა... ასეთი რა არის, რომ ასეთ გადაწყვეტილებაზე წახვალ ამ სურვილის გამო?! _ მალე გაიგებ... ხვალ 8 საათზე შევხვდებით ჩემს ბინის კართან. _ კარგი... ხვალამდე. გაკოცე. _ ხვალამდე, გაკოცე და მიყვარხარ... _ მეც მიყვარხარ... იმ ღამეს ალისიას გვიან დაეძინა, სულ მომავალ ქორწილზე ფიქრობდა და ნერვიულობდა. ანდრიამ სახლი მიალაგა, გაამზადა საღამოსთვის და დაწვა თუ არა, დაღლილს ჩაეძინა. ხუთშაბათს ალისია სულ სახლში იყო და კაბას იზომებდა, დედამისი კი კერავდა. როგორც იქნა, კაბა შეიკერა, გოგონამ ჩაიცვა და სარკის წინ დაიწყო ბზრიალი. ყველა მხრიდან ათვალიერებდა კაბას და მისი თვალები ბედნიერებით ბრწყინავდა. დედას ხელები მოხვია და ჩაეხუტა, ბევრი აკოცა. ეჭვიანობით შეპყრობილმა მამამ მე არ დავიმსახურეო და ალისია ახლა მასაც ჩაეხუტა, მერე კალთაში ჩაუჯდა: _ მადლობა ყველაფრისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესოები ხართ! და საპატარძლო კაბის ყიდვისთვისაც.... _ მოეფერა ორივეს. მერე იბანავა, თმა გაიშრო და ანდრიას პირველი შეხება გაახსენდა, მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა და გული აუჩქარდა. უკვე წასვლის დრო მოდიოდა და მწვანე კაბა ჩაიცვა, თმა მაღლა დაიმაგრა დატალღულად და სარკეში ჩაიხედა. თავისი თავი სარკეში შეათვალიერა, მწვანე პატარა საყურეები გაიკეთა და მკრთალი ღია ფერის პომადა წაისვა. ხელში შავი ჩანთა აიღო, შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ისევ დადგა სარკის წინ. ძალიან ლამაზი იყო. საკუთარი თავი მოეწონა და ბედნიერმა დატოვა ოთახი. _ ალისიააა... _ მოესმა კართან მისულს მშობლების ხმა და მოტრიალდა. _ სად მიდიხარ ასეთ ფორმაში?! შეგცივდება. _ მომავალ ქმართან... მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი! გპირდებით, შაბათამდე არ ვნახავ... _ თქვა, ორივეს ნაჩქარევად აკოცა და ტაქსიში ჩაჯდა. ანდრიამ მანქანა ჩაკეტა, კიბეს აუყვა და ალისია დაინახა თუ არა კართან, გაუღიმა. _ ზუსტად მოსულხარ 8 საათზე! _ ასეა! შენ კი სად ხარ?! _ ჩემს საათზე ჯერ 2 წუთი აკლია! _ თქვა და ქალს დაანახვა თავისი საათი. მაშინვე კარი გააღო ისე, რომ ქალისთვის არ უკოცნია. ქალსაც გაუკვირდა და არც მან აკოცა. მიხურა თუ არა ანდრიამ კარი, მაშინვე გასაღებით ჩაკეტა. _ რა ხდებააა?! დღეს აქედან არ მიშვებ?! _ არააა! _ უთხრა და ნოუთბუქი და გასაღებებიმ აცმა შესასვლელშივე დადო. საათიც მოიხსნა და იქვე დადო ნივთებთან ერთად. მერე ქალს ხელი წაავლო და სააბაზანოსკენ წაიყოლა. _ რას აკეთებ, ანდრიააა?! არააა! _ იყვირა ალისიამ, როცა კაცმა წყალი მოუშვა. _ ქორწილის პირველი ღამე კმარა სანერვიულოდ და ახლა ჯობს ერთად ვიბანაოთ! _ არააა! _ კიიი, _ მიუგო და ხელში აიყვანა: _ ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ მომიწევს გაგხადო კაბაც და თმისამაგრიც მოგხსნა! დამშვიდდდი და მენდე! _ არა, ანდრია, არაა! _ ეს ჩემი სურვილია, ალისია... თქვა და კაბა გახადა, იქვე დააგდო. მერე თვითონაც გაიხადა პერანგი და ქალი წყალში ჩასვა. _ იმ დღეს რომ გამექეცი, ახლა ჩენი ჯერია, გაგაწვალო! _ და წყალი პირდაპირ ალისიას თავზე დაუშვა. ქალმაც წამოიკნავლა. _ მშვიდად, ალისია! კარგი გრილი წყალია და ასეთში უნდა იბანაო და არა მდუღარეში! _ აუხსნა საქმრომ, _ ახლა კი თმას მივხედოთ, _ გააგრძელა, ქალს თითები ნაზად შეუყო თმაში და ბოლომდე დაუსველა. მერე შამპუნი ხელზე დაისხა. ქალს გაეცინა: _ ეგ ჩემი თმისთვის?! _ ჰო, საოცრებავ! _ კაი, მეც დამისხი ბარემ. _ და ხელები გაუშვირა. ცივი შამპუნი შეეხო თუ არა მის ხელს, გააჟრჟოლა და გააკანკალა. რას მიკეთებს ეს კაცი! ცოტაც და წავიქცევი! ან მისკენ წავა ჩემი სხეული! _ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და როგორც კი იგრძნო, კაცის ხელები როგორ უსვამდნენ თმაზე შამპუნს, გაეღიმა. მისი თბილი ხელები მის თავს ეხებოდნენ და თვითონაც შეახო ხელები თავზე ანდრიას და შამპუნი წაუსვა თუ არა, ნელ-ნელა კაცის ზურგს შეეხო და სხეულსაც მიეხუტა. უცებ იყვირა: _ გადიიიი! _ უცბად დაიხია უკან და კედელს ძლიერად მიეჯახა. _ ჯერ დავამთავრებთ და მერე. _ უთხრა კაცმა და თმის ჩამობანას შეუდგა. _ დაიბანე და გადი. _ ისევ უკან დაიხია ქალმა. კაცმაც უცბად გადაიბანა ქაფი. ქალს აკოცა და გავიდა სააბაზანოდან. ალისიამ წყალს შეუშვირა თავი და როგორც კი მოიშორა ქაფი, ტანიც ჩამოიბანა. ის იყო, ჩაცმა დააპირა, რომ კაცის ხელმა შეაჩერა. _ არა, ალისია! ახლა მე რაც მინდა, იმას დაემორჩილები მარტო! _ რატომ მიკეთებ ამას, ანდრიაა! _ შეეკითხა კედელს აკრული ქალი, რომელიც მძიმედ სუნთქავდა. ანდრია ცოტათი მოშორდა ქალის სხეულს. _ ჩემი გეშინია?! _ არა... ვითენთები და ეს არ მომწონს! კაცს გაეცინა და ქალს კოცნა დაუწყო. მერე წყალი ისევ მოუშვა. რამდენიმე წუთი ერთად იდგნენ წყლის ქვეშ, ალისია კედელს იყო მიხუტებული. ერთმანეთის თბილ სხეულს გრძნობდნენ და გულიც გამალებით უძგერდათ... ანდრია მის შიშველ წელს შეეხო და თავისკენ მიიზიდა: _ ახლა კი დროა დავწვეთ და დამშვიდდე! მე მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა ბანაობა და მეტს დღეს არაფერს გიპირებ... _ უჩურჩულა და გაეცინა: _ შენ კიდევ გეშინოდა! _ ანდრიააა! _ კარგი, ჩუმად ვარ, _ თქვა და სააბაზანოდან გავიდა. როცა ბანაობას მორჩა და გამოვიდა, სუფრა გაშლილი დახვდა. ანდრია სამზარეულოში ელოდებოდა. მხოლოდ საჭმლის დანახვისას მიხვდა, რომ ძალზე მოშიებოდა. ანდრიას გაუღიმა და მაგიდას მიუჯდა. _ ზურგი ახლაც მტკივა, ისე გავეკარი კედელს! _ დაიჩივლა ალისიამ. _ მართლააა?! მოდი მანახე, რამე ხომ არ იტკინე. _ არა! ჯერ ვჭამოთ და ცოტა ხნით არ შემეხო! ნუ მაგიჟებ, ანდრიაააა! იცოდე გავბრაზდები! _ კარგი, მერე მანახე შენი მშვენიერი ზურგი. მორჩნენ თუ არა ჭამას, ანდრიამ სახელოები დაიკაპიწა: _ მიდი, მუცელზე დაწექი და ზურგი მანახე! თავიც ხომ არ მიარტყი?! _ იკითხა კაცმა და ქალის სხეულის დათვალიერებას შეუდგა. _ ჩალურჯებული გაქვს პატარაზე! კი მარა კედელი გინდოდა გაგენგრია?! აი აქ გაქვს სილურჯე. _ და თითი დაადო ნეკნთან მარჯვნივ. _ იქნებ კედელიც განგრეულია?! _ და გაეცინა ქალს. ანდრია ჩაეხუტა და თავი დაადო ნატკენ ადგილას: _ ჩემ გამო იტკინე... _ არ მტკივა, ანდრიაა. ახლა საერთოდ არ მტკივა. ისე, ტუჩები მტკივა! და იქნებ მიშველო, როგორც კეთილმა ექიმმა?! _ მართლააა?! _ გაეცინა კაცს, გადმოატრიალა ქალი და მის ბაგეების დაგემოვნებას შეუდგა. _ აი, ახლა მშვენივრად ვარ! _ გაიღიმა ალისიამ. _ დაიძინე ახლა! გვიანაა უკვე და ხელებს ნუ მიფათურებ! ანდრიას ხელი მოხვია თმაზე და მკერდზე დაადო თავი, მისი სურნელი იგრძნო გრილი, ცივი, სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და აკოცა თუ არა ყელთან თვალები დახუჭა და თავში დაუწყო ხელის ფათური. ანდრიაც მისი სურნელით ძღებოდა, მისი ხელის თმაში ბოდიალით ნებივრობდა და ნელ-ნელა ღამის ძილში იძირებოდა ქალთან ჩახუტებული. ალისიას თვალები მიეხუჭა, მის გულისცემას თავის გულს აყოლებდა. _ ალისია, რატომ არ გძინავს?! _ შეეკითხა ანდრია, როცა ქალის გახელილი თვალები დაინახა. _ არ მეძინება. _ დაიძინე, გვიანია! ხომ იცი არ მიყვარს, გვიან რომ იძინებ! _ მდააა, შენ 9-ზე ან 10-ზე მოდიხარ სახლში და მე რომ 11-ზე დავიძინო, მოფერებას აღარ მიპირებ?! _ ალისიააა, კმარა, დაიძინე! ნუღა გამაგიჟებ! _ იმ სახლს რას ვუპირებთ?! _ მანდ გამოვიპარებით ხოლმე და მოგეფერები! ახლა კი დაიძინე! _ ძილი ნებისაა... _ ძილი ნებისაა.. მიყვარხარ. _ დაგეძინა?! _ ჰოოო... _ გაიღიმა ქალმა. _ 2 საათია, მეტი არაა! _ ალისიააა! _ კარგი, ტყუილად ნუ იმუქრები! ძილი ნებისა! _ ძილი ნებისა! _ აკოცა და მის ყელთან თავმიდებულმა მიიძინა. დილით ალისიას როგორც კი გაეღვიძა, ანდრიას სხეულს თითები გადაუსვა. კაცმა მაშინვე გამოიფხიზლა. _ რას შვრები ჩემს სხეულზე?! _ ვერთობი! _ გაიცინა და კაცს შეხედა. _ დილა მშვიდობისა, მომავალო ცოლო... _ დილა მშვიდობისა! _ მიესალმა ალისიაც და უცბად წამოხტა ლოგინიდან. _ რა მოგივიდა?! _ სახლში უნდა გავიქცე! _ უცბად აიღო კაბა და თავის თავს შეხედა. _ შენი მაისური მეცვა მარტო! რა სისულელეა! ანდრიააა! ნუ იცინი! ანდრია ისევ იცინოდა და ბალიშს ეხუტებოდა. _ წუხელ ცოტათი დაგამარცხე?! _ ანდრიააა! ხვალ... იცოდეეე! კაცი უცბად წამოხტა, მოეხვია, აკოცა და მასური გახადა მერე აათვალიერა და გაუღიმა: _ ჩაიცვი ეს შენი კაბა და გაიქეცი ახლა აქედან! ქალმაც უცბად გადაიცვა კაბა და კარისკენ წავიდა. ანდრიამ გააცილა. _ ასე უცაბედად რატომ მიდიხარ?! _ დღეს პარასკევია, ანდრია! ხვალ შაბათი! გააღე კარიი! ანდრიამ კარი გააღო და ქალი უცბად გავარდა სახლიდან. ანდრიას გაეცინა. წინა ღამის ფრაგმენტები გაახსენდა და გაღიმებულმა მიიღო შხაპი. მერე წვერი გაიპარსა და სამსახურში წავიდა. მივიდა თუ არა კლინიკაში, პირდაპირ თავის უფროსს შეეჩეხა. იმან გაუღიმა: _ საოცარ ხასიათზე ჩანხარ დღეს და რატომ არ ისვენებ?! _ მინდა ერთი კვირა დავისვენო და დღეს 7 საათამდე ვმუშაობ! _ ხვალისთვის მზად ხარ?! ხომ არ ნერვიულობ?! _ ცოტათი... _ კარგი რა, რა განერვიულებს! _ უნდა ინერვიულოს, აბა რაა, ისეთი მშვენიერი ქალი მოჰყავს, სანერვიულო ექნება! _ მოესმა ამ დროს ძმაკაცების ხმა და მათკენ მიტრიალდა. _ თქვენ აქ რას აკეთებთ?! _ გამოგიარეთ, იქნებ რამე უნდა და დავეხმაროთო... _ საღამოს 7 საათამდე ვმუშაობ! მერე რესტორანში შევივლი, გადავამოწმებ, თუ არის მზად ყველაფერი... ახლა კი მეჩქარება. მადლობა, ბიჭებო, საღამოს შეგხვდებით! _ თქვა და კაბინეტში შევიდა. მთელი დღე იღებდა პაციენტებს და თან ალისიასა და ქორწილზე ფიქრობდა. ისე უცბად გავიდა დრო, რომ ვერც გაიგო. უკვე 7 ხდებოდა, როცა კაბინეტი დატოვა. ალისია სახლში შევიდა, გაემზადა და მშობლების სახლში წავიდა დამშვიდებული. ანდრიააა... ანდრიააა... შენ... ისეთი საყვარელი და თბილი ხარ! უშენოდ აქამდე როგორ ვძლებდი... როგორ გავძელი ეს ერთი წელი უშენოდ... როგორ ვცოცხლობდი... ფიქრებში გართული მივიდა სახლამდე. კარი დედამ გაუღო. ეგრევე კაბა მოიკითხა. გაუხარდა, ახალი ორი კაბაც რომ მზად იყო და მაშინვე მოისინჯა, ძალიან მოეწონა და მშვიდად დაჯდა საჭმელად. მერე ნივთები ჩაალაგა და ოთახიც მიალაგა. ღამით, დაწოლისას ანდრიას შეეხმიანა და ცოტა ხნით ესაუბრა. კაცს შეპარვით ჰკითხა, ხვალ ემშვიდობები თავისუფლებას თუ არაო. მანაც გაღიმებულმა მიუგო: შენ ხარ ჩემი თავისუფლება და ტყვეობაცო. ახლა ძმაკაცებთან ერთად რესტორანში ვარ და ყველაფერი კარგად არის, ცოტა ხანი ვიქეიფებთ და მალევე წავალ სახლშიო. გახარებულმა ქალმა ბევრი კოცნა გაუგზავნა და მალევე მშვიდად ჩაიძინა. ანდრია სახლში მივიდა თუ არა, ქალს დაუმესიჯა. _ გძინავს?! _ ჩამეძინა, მაგრამ ახლა მღვიძავს... _ მე უკვე სახლში ვარ და ვემზადები დასაძინებლად. ნერვიულობ?! _ ცოტათი, შენ?! _ მეც... ხვალ შევხვდებით, ალისიაა... გკოცნი. ტკბილი ძილი და ბედნიერი სიზმრები... _ დაემშვიდობა ქალს და ბოლოჯერ ჩაეხუტა თავის ლოგინს. დილას გაღვიძებისთანავე მზადება დაიწყო და ძმაკაცებიც დაადგნენ თავზე. _ ეს უკვე მზადაა?! ჯერ 3 საათი გაქვს დრო, ძმაოოო! _ გაუკვირდათ ბიჭებს და გადაიხარხარეს. ამ დროს კარზე ისევ ზარი გაისმა.. ისევ გააღო. _ სოფიი! ანააა! _ ჰოოო, ანდრიააა! და კიდევ დედა და მამაც აქ არიან! _ გაიცინეს და ოთხივენი შევიდნენ სახლში. _ რა ხდება, ყველა რომ მოხვედით ასე ადრე?! მე უკვე მზად ვარ! _ შვილო, ასე ძალიან გეჩქარება?! ჯერ ადრეააა. ყველა სტუმარს დავურიგე შენ მაგივრად მოსაწვევები. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება... _ დაამშვიდა მამამ და იქვე ჩამოჯდა. _ ჩემი ბიჭი გაიზარდა და უკვე ცოლი მოჰყავს! _ ჰო, ასეა... _ ჩაერია დედა და შვილს ჩაეხუტა._ შვილო, ადრე მოვედი, მეთქი მოვეხმარები-თქო, შენ კი უკვე მზად ხარ, ასე ძალიან გეჩქარება ალისიას მოყვანა?! _ კი, დედა... _ მაშინ მე ყავას მოგიმზადებთ და დალიეთ, თან ტკბილეულობიც მოვიტანე და მიირთვით. _ თქვა ქალმა და მაგიდა გაშალა. ამ დროს კარზე ზარი შემოესმა ანდრიას და ჩაფიქრებული გავიდა ჰოლში, დავითი რომ დაინახა, გაუკვირდა. _ სიძევ... როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში?! _ კარგად, დავით, შემოდი... _ გაგიკვირდა, ვიცი, მაგრამ რამდენიმე ფოტოს გადაგიღებთ და წავალ... _ თქვა და ყველას მიესალმა. მართლაც, ფოტოები გადაიღო და კარისკენ წავიდა. _ ალისია უკვე მზადაა?! _ შეეკითხა ანდრია. _ სახლში ახლა მივიდა და მალე მზად იქნება. _ სად იყოო?! _ გაუკვირდა ანდრიას და კაცს გაკვირვებული თვალებით შეხედა. დავითს გაეცინა: _ სალონში! ნუ ეჭვიანობ! _ მხარზე ხელი დაარტყა და დაემშვიდობა: _ შეხვედრამდე... _ კარგი, აბა, მადლობა... _ მადლობა ალისიას, იმან გამომაგდო! _ და გაიცინა. ალისია მთელი ორი საათი სალონში იპრანჭებოდა. მერე სახლში მოვარდა, კაბა ჩაიცვა და სარკის წინ დატრიალდა. ისე მოეწონა კაბა, რომ ბედნიერებისგან ბრწყინავდა. დედას ბევრჯერ ჩაეხუტა და აკოცა. დაპატიჟებულები ნელ-ნელა იკრიბეობდნენ. ყველა, ვინც ალისიას ესტუმრა, აქებდა და მოსწონდა, ბედნიერებას და კარგად ყოფნას უსურვებდა. ბევრი სურათიც გადაიღო დაქალებთან ერთად, მერე მარტო ნენსისთან ერთად. დავითმა თავისი ციფრული სხვას მიაწოდა და ახლა მარტო ალისია, დავითი და დიანა იყვნენ ერთად ფოტოებში. ბოლოს მშობლებთანაც იპოზიორა. კარზე ზარიც გაისმა და ალისია კარს მივარდა. გააღო და ორივე მაშინვე დაიბნა, პირისპირ იდგნენ და ერთმანეთის ათვალიერებდნენ. ანდრიას ძმაკაცმა მამაკაცს ხელი მიარტყა ჩუმად და კაციც გამოფხიზლდა: _ ულამაზესი ხარ, ჩემო საოცრებავ! _ თქვა ანდრიამ და ვარდები მიაწოდა. მერე კოცნა დაუპირა, მაგრამ ქალმა სახე გასწია და ლოყა მიუშვირა: _ ჯერ ადრეა! _ თქვა და გადაიკისკისა. კაცმა გაიღიმა და დანარჩენებსაც მიესალმა. შემდეგ სტუმრებთან ერთად შამპანურებიც დაცალეს და ფოტოებიც გადაიღეს. _ იქნებ არ გატანენ ჩემს თავს?! _ ჰკითხა ალისიამ კაცს, მარტო რომ დაიგულა. _ ამას წინათ ამ სახლში ღამეც კი ნამათევინეს. ასე რომ, შენს თავს დამითმობენ. ბოლოს და ბოლოს მარტო ცხოვრობ და არ ჯობია ბარემ ჩემთან იყო?! სააბაზანოში აბა ტყუილად გაანგრიე კედელი ზურგით?! _ კაი, კმარა. _ წამოდგა ქალი: _ იმ დღის მერე შენთან ყოფნა უკვე ძნელია! _ მერე? ლოგინი ახლოსაა! _ ანდრია! _ არ ხარ ყველაფრისთვის მზად?! _ ქორწილის ღამეს ვიფიქრებ მაგაზე! _ მოიცადე! ქორწილის ღამეს კი არ უნდა იფიქრო, უკვე უნდა იყო მზად ყველაფრისთვის! _ და მაინც რა ყველაფრისთვის?! _ ჩემთან გაერთიანებისთვის! რომ ერთნი გავხდეთ! ქალს გაეცინა: _ უი, ნამეტანი არეულობა იქნება _ გაერთიანებული ექიმი და მწერალი! _ გადაიხარხაა ქალმა და პირზე მიიფარა ხელი. _ შენ მე გამაგიჟებ! _ მეგონა უკვე გაგაგიჟე! ახლა კი წავედით. _ წამოიძახა ქალმა და ოთახიდან გავიდნენ. მანქანაში ჩასხდნენ. ანდრიამ მაშინვე ხელი მოხვია და აკოცა. ფოტოგრაფმაც დაიჭირა ეს მომენტი და მოასწრო ფოტოს გადაღება. ალისია კოპებშეკრული მიუტრიალდა დავითს: _ არ გვაცალო ახლა! _ მერე მადლობას მეტყვი და ძეგლს დამიდგამ, ვიცი შენი ფოტოებით გატაცება! _ ეს განათება თვალს მჭრის! ლამისაა დავბრმავდე! _ რა ვქნა, შენსავით იდეალური და ლამაზი ფოტო მინდა გამოვიდეს! _ დაიძვრინა კაცმა თავი და გააგრძელა ფოტოების გადაღება. საქორწილო მანქანიდან გადავიდნენ და ხელის მოსაწერად შევიდნენ. რამდენიმე ხანი იცდიდნენ, მანამდე ფოტოებს იღებდნენ. ალისიამ ნენსი წარუდგინა ანდრიას. ანდრიამ ქალს მადლობა გადაუხადა, ალისიას ასეთი დავალება რომ მისცა. სამივეს გაეცინა და ერთად ფოტოც გადაიღეს. ანდრიას სულ ხელი ჰქონდა მოკიდებული ქალისთვის და არსად არ უშვებდა მარტო, არც სურათს არ იღებდნენ ცალ-ცალკე. მალე დარბაზში შევიდნენ, იატაკი წითელი ყვავილებით იყო მოფენილი. ერთად გაიარეს ყვავილების ბილიკი და გვერდიგვერდ დადგნენ მეჯვარეებთან ერთად. ხელი ჯერ ანდრიამ მოაწერა და როცა ალისიას ჯერი დადგა, იგი კაცს მიუბრუნდა: _ აუცილებელია ხელი მოვაწერო?! _ თქვა ღიმილით და შეხედა. _ ალისია! _ ძვირფასო, ხელი უნდა გამიშვა ცოტა ხნით,_ თქვა და ყველას გაეცინა. ანდრიამ ახლა გაუშვა მის მარჯვენას ხელი და ქალმაც მოაწერა. _ მეგონა არ გინდოდა ხელი მომეწერა. _ თქვა ალისიამ და ერთმანეთს აკოცეს. ქალმა საოცარი სიმხურვალე იგრძნო, ამდენ ხალხში ასე რომ ეცა კაცი მონატრებულივით გიჟურად და როგორც კი კოცნაობას მორჩნენ, გაკვირვებულმა კაცს გადახედა. მას გაეღიმა და უჩურჩულა: _ ესეც შენ, კოცნაზე უარის გამო! _ უთხრა და ხელი ისევ ჩასჭიდა. მერე ერთად დარჩნენ და იცეკვეს ცოტა, ანდრია მიუტრიალდა და რამდენიმე სიტყვა უთხრა ქალს თან ხელი ისევ ჩაეჭიდა მისთვის. ხელის მოწერის მერე ჯვარიც დაიწერეს და რესტორნისკენ გაემართნენ. მაგიდები უკვე სავსე იყო სტუმრებით, ორივეს მხრიდან ძალიან ბევრს მოეყარა თავი. რამდენიმე სადღეგრძელოს მერე მეფე-პატარძალმა იცეკვა. ანდრიამ ქალს ხელი ნაზად მოხვია. შეეხო თუ არა მამაკაცი, მთელი სხეული დაეძაბა ქალს, გახურებული ლოყებით დასრიალებდა კაცთან ერთად საცეკვაო მოედანზე. _ როგორც იქნა, ასრულდა! დღეს ჩაგიგდებ ხელში და დაგისაკუთრებ! _ უჩურჩულა ანდრიამ და მუსიკის ბოლოს უცბად აკოცა ტუჩებში. მალევე მეჯვარებიც შეუერთდნენ ცეკვას. ორი წყვილი ცეკვავდა და პარტნიორებს ცვლიდნენ... მერე ისევ სადღეგრძელოები შეისვა. ალისია წამოდგა და ანდრიაც გაჰყვა. ალისიას არაფერი უჭამია, არც ანდრიას. ცოტა ხანში ორივენი წამოდგნენ და სტუმრებთან მივიდნენ, ხან ერთ მაგიდასთან შეჩერდებოდნენ, ხან მეორესთან და სტუმრებთან საუბარში ერთვებოდნენ. ტორტიც დაჭრეს. ალისიამ თავის წილ ნაჭერს ჩანგალი ჩაარჭო და ანდრიას გაუწოდა. მანაც შეჭამა და თავისი თეფშიდან რამდენიმე ლუკმა შეაჭამეს ერთმანეთს. უცბად მკვეთრი სინათლე მოხვდა ალისიას თვალებში და შეცბა. ანდრიამ აკოცა. ეს შენი მეგობარი დავითის ფოტოაპარატი იყოო, თქვა და გაუღიმა. რამდენიმე ხნის მერე ისევ იცეკვეს ერთად ჩახუტებულებმა. ორივემ მხოლოდ სამი ჭიქა დალია, მერე ისევ ტორტი მიაყოლეს და სტუმრებს გადახედეს. ალისიასთან საჩუქრები მიჰქონდათ. ის კი იწერდა ტელეფონში, ვინ რა აჩუქა, რომ სცოდნოდა და არ შეშლოდა საჩუქრები ერთმანეთში. ბოლოს ყვავილიც ისროლა. დიანამ დაიჭირა.ა ალისიამ თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა. რამდენიმე სადღეგრძელოს მერე წამოდგნენ და მშობლებს უთხრეს, ჩვენ მივდივართო და გაიპარნენ. ანდრიამ ალისია ჩასვა თუ არა მანქანაში, დაქოქა და სახლისკენ დაადგა გზას. კარი გააღეს თუ არა, იატაკზე ამოყირავებული თეფში დაინახეს და ორივეს გაეცინა. ალისიამ ქუსლიანი ფეხსაცმელი მაგრამ ვერ დაარტყა, სამაგიეროდ ანდრიამ დაარტყა ძლიერად და ალისია ხელში აიყვანა, თან ცალი ხელით კარი ჩაკეტა. ქალი ლოგინზე მიაწვინა, აკოცა და წამოდგა. _ რას შეჭამ?! შენმა და ჩემმა მშობლებმა მაცივარი გადაავსეს. _ არაფერი მინდა. _ მთელი დღე მარტო ტორტი ჭამე! სალათა მაინც შევჭამოთ. _ მეგონა ჩემთან ყოფნა უფრო გეჩქარებოდა ან იმის დამტკიცება, ხარ თუ არა ცისფერი. _ და ალისია წამოხტა ლოგინიდან. ანდრიამ დაიჭირა და ისევ ლოგინზე წამოაქცია. _ ცელქიც ყოფილხარ. _ თქვა და აკოცა. _ ვჭამოთ და მერე, ალისია. თანაც შენი გული ძალიან ფართხალებს! _ ქალის გულს აკოცა და წამოდგა. _ იწექი და მოვიტან საჭმელს. _ ახლა დაიწყება, ეს შეჭამე, ეს არ შეჭამო, ეს დალიე, ეს არაა, ივარჯიშე, გაცურე, ირბინე. _ გააჯავრა ალისიამ და ბალიშს მიეყრდნო. ანდრიამ ყველაფერი გაიგონა და სავსე თეფშით მობრუნდა. _ ეს შეჭამე, მერე გეტყვი, რა გააკეთო... _ თქვა და გაუღიმა. _ ნუ დამცინი, ანდრია. _ საოცრება ხარ! და ძალიან ლამაზი, დღეს განსაკუთრებით, მაგრამ პირველ დღესაც მშვენიერი იყავი დაჯახებისას! საჭმელი ორივემ მიირთვა. _ ახლა თვალები დახუჭე. _ რატომ?! _ დახუჭე! დახუჭა თუ არა თვალები, ანდრიამ თავსაფარი თვალებზე აახვია. _ რას აკეთებ?! _ ჩუუ, თორემ პირზეც დაგჭირდება. _ გაიცინა და ლოგინს მოშორდა. რამდენიმე წუთში შემოიტანა საჩუქარი და ალისიას წინ დაუდო. სახვევი მოხსნა თუ არა, ქალმა ყუთი დაინახა წითელი ბანტით. _ მაგარია, რა არის?! _ გაიოცა ბედნიერმა. _ გახსენი... ბანტს ხელი მოჰკიდა და გახსნა. _ ააააააააააააააააა! _ იყვირა და ხელი პირზე აიფარა: _ რა ლამაზიაა! წითელი ვარდის ფურცლები და რა სუნიაააააა... კაცს გაეცინა: _ შიგნით ჩაყავი ხელი! ალისიას ხელი ვარდების ფურცლებში გაუჩინარდა ნელ-ნელა, უცებ შეეხო რაღაც კოლოფს და ხელი მოჰკიდა თუ არა, ამოიღო: საშუალო ზომის ყუთი ეჭირა ხელში, გაარხია და მოუსმინა, არაფრის ხმა არ მოესმა და გახსნა: _ რა მშვენიერია, რა საოცარია, ანდრიააა! დიდი მადლობა. ძაან ლამაზიააა! _ გაშალა ხელები, კაცს მოხვია და აკოცა. ანდრია კოცნაში ჩაიძირა, მისი თბილი ტუჩები შეიგრძნო და როცა სულიმოითქვეს, კაცმა ქალს უჩურჩულა: _ დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო... _ და სამაჯური მაჯაზე დაუმაგრა: _ მინდა სულ გეკეთოს... _ კარგი... ეს და ბეჭედი სულ თან მექნება! _ თქვა და კაცს აკოცა: _ ძალიან, ძალიან ლამაზია და ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ... ანდრიამ ალისიას კაბის ელვაშესაკრავი ჩახსნა. _ მეც მაქვს საჩუქარი, ანდრია... _ ვიცი.... _ მიუგო და კოცნა დაუწყო. _ ანდრია, ეს დაბადების დღის საჩუქარია... დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიმპათიურო ქმარო... _ თქვა და უცებ პატარა კოლოფი დაანახვა. ანდრიამ კოლოფი გახსნა. შიგნით კიდევ კოლოფი დაინახა და გაეცინა. კიდევ გახსნა და ისევ კოლოფი დახვდა. _ ალისია... მატყუებ?! _ ნახე, კარგად ნახე! _ შეაგულიანა ქალმა. ანდრიამ ბოლო მესამე ყუთი გახსნა და გაეღიმა: _ მადლობა, ალისია, ძალიან ლამაზია... _ ამით მოაწერე ხოლმე ხელი საბუთებს! _ უთხრა და ქმარს ჩაეხუტა. _ გპირდები, ალისია... ხელს სულ ამ კალამით მოვაწერ და სულ შენზე ვიფიქრებ... ვიზრუნებ. _ ქალს აკოცა. მის სხეულს შეეხო და ლოგინზე წამოაქცია. სიყვარულში გადაეშვნენ ერთად. ალისია კი პირველად. დილით ალისიამ გამოიღვიძა და ვერ გაინძრა. ოდნავ შეირხა. ანდრიას სიცილი შემოესმა. _ რას... _ თქვა და ქალს ხელი მოხვია. _ რა იყო, უკვე დგები?! დღეს ასეთი პირველი დილა მაქვს, ვერსად წახვალ! _ და მიიხუტა მისი სხეული. _ ძალიან... _ წამოიძახა ქალმა, მაგრამ კოცნით გააწყვეტინა კაცმა. მერე გაუღიმა. _ ალისია, თმას რატომ იკრავ ღამე?! _ შეეკითხა და თმა გაუშალა, ძირებში თითები შეუსრიალა,_ ძალიან რბილი და ლამაზი ყავისფერი თმა გაქვს, ზოგჯერ უფრო მუქიც. შეგიღებავს ოდესმე?! ალისიას გაეცინა. _ თმა, რომ გავიშალო, მერე თავს დამადებ, ვიცი და მერე გამეღვიძება! მეორე კითხვის პასუხი: არ შემიღებავს ჯერ და არც ვაპირებ ჯერჯერობით, მზეზე სხვა ფერი ჩანს ხოლმე. _ გაიშალე რა, ძალიან მომწონს შენი თმის სურნელი, მე არ დაგიჭერ ხოლმე. _ და გაეცინა. მერე ქალის თავს ხელი დაადო. _ ჩემს ტვინს ნუ ეხები! _ შენს ნახევარ ტვინს ვეხები. _ გაიცინა კაცმა, ხელი წელზე შეავლო და სახეში შეხედა. _ ლამაზი თაფლისფერი თვალები, ლამაზი ვარდისფერი ტუჩები, ლამაზი რბილი ლოყები და პატარა ცხვირი... _ თქვა და შუბლზე აკოცა. _ ჩემი ლამაზი ცოლი. მიყვარხარ! _ მეც მიყვარხარ, ჩემო ნიჭიერო ექიმო! მაგრამ 5 წუთით სააბაზანოში გამიშვი... ანდრია გაიწია და ქალი ძლივს ადგა, სააბაზანოსკენ წავიდა და კარი გადაკეტა თუ არა, კაცის ხმა მოესმა და კაკუნი: _ არ იბანაო! _ რატომ?! _ გააღე! _ დაიცადე! _ გამიღე, ალისია. _ რა იყო, დამაცადე! თუ უნდა ჩაგაბარო ანგარიში?! _ გაეღიმა და მერე გაბრაზებული სახე მიიღო. _ მორჩი მალე და გამოდი, არ იბანაო, მე ასე მინდა! _ კარგი, ჰო! _ გამოვიდა და ლოგინზე დაჯდა. კაცმა ხელი მოხვია და წამოაწვინა. _ ხომ არ იბანავე?! _ არაა! შენ არ გაეცი ბრძანება, არ იბანაოო?! _ კი... ასე თუ დამიჯერებ, კარგია! _ აკოცა. _ კიდევ მაქვს საჩუქარი, კოლოფში ვარდებში ისევ უნდა შეათვალიერო, თან კარგად. _ თქვა და ქალი გაუშვა. ალისიას გაეცინა და კოლოფს დაუბრუნდა, _ ვნახოთ ერთი, რა არის კიდევ. ხელი ჩაყო ვარდებში და გულდასმით მოსინჯა. ორი მომცრო ფურცელი მოხვდა ხელში და ამოიღო: _ სმს-ებს არ გწერ და ასე დაიწყე მოწერა? _ გაიცინა ქალმა და დახედა. _ მივემგზავრებით სამ საათში! _ ეწერა ერთზე. გადაშალა მეორე, რომელშიც ორი ბილეთი იდო. _ საფრანგეთში! _ გაიცინა ალისიამ და კაცმაც წამოიძახა: _ დროა ჩავბარგდეთ და წავიდეთ, მშობლებს დავემშვიდობოთ! ლოგინში ისაუზმეს, მერე გაემზადნენ და გავიდნენ... ლამაზ, ფრიალა კაბაში გამოწყობილმა დააბიჯა სინათლის ქალაქში Lა ვილლე ლუმიერე-ში, შარლ დე გოლის აეროპორტში თავის სიყვარულთან ერთად. ანდრიამ შეხედა და გაეცინა: _ პარიზზე მეტად ზღვა გიყვარს ხომ?! _ კი, _ უპასუხა ქალმა: _ ვიცი, შენ რომ გეკეტება ჭკუა პარიზზე! _ მე სხვაზეც მეკეტება ჭკუა! _ გადასარევია მერე! მე არ მიყვარს ეს ქალაქი, მე ზღვა უფრო მიყვარს. ზღვა და მზე მირჩევნია. _ აქ დიდხანს არ დავრჩებით... _ დაამშვიდა კაცმა და ხელი მოხვია. _ რამდენიმე დღე დავათვალიერებთ პარიზს და მერე სხვა ადგილს ვესტუმრებით. _ რომელს?! _ ამასობაში ტაქსიში ჩასხდნენ. _ ეგ საიდუმლოა, ძვირფასო, _ აკოცა და მძღოლს სასტუმროს მისამართი უკარნახა. მალევე სასტუმროს ლიფტში შევიდნენ: _ ახლა ვჭამოთ და მერე გავიდეთ ქალაქის ქუჩებში, დაღლილი თუ არ ხარ! _ როგორც შენ იტყვი... დაღლილი არ ვარ. _ მიუგო ალისიამ და ქმარს მიეხუტა. ბარგი ნომერში დატოვეს და ქალაქში გავიდნენ. ალისია ყურადღებით ათვალიერებდა ხედებს ეიფელის კოშკიდან. _ აღიარებ ახლა პარიზის სილამაზეს?! _ აქ სიყვარულია და სიყვარულს ვხედავ. კიდევ ლითონის დიდ ნაგებობას, რომლითაც ამაყობენ ფრანგები! მე თუ არ მომწონს, არ შავდება ამით არაფერი და არც არავის აკლდება რაიმე. მე მაინც ზღვა და მზე მაცოცხლებს! _ იცოდე დაგახრჩობ ზღვაში და მერე ვეღარ მეტყვი მაგას! ქალს გაეცინა და კიბეს ჩაუყვნენ. ჩამოვიდნენ თუ არა, ანდრიამ ქალს ხელი წაავლო და როგორც ასვლისას, ისე ჩამოსვლის დროსაც აკოცა და ხმამაღლა განუცხადა მიყვარხარო. ქალმაც იგივე უპასუხა და ჩაეხუტა. ისევ შეეხო ორი სხეული ერთმანეთს ეიფელის ქვეშ. _ თანახმა ხარ ჩემს ცოლობაზე?! რომელიც მეყვარება, რომელზეც მუდამ ვიზრუნებ და ვიფიქრებ... _ დიახ! _ მიუგო ალისიამ ფრანგულად და უცებ ქმარმა თითზე ბეჭედი ჩამოაცვა. ქალმა ახალ ბეჭედს დახედა, ლამაზთვლიანი იყო. ბედნიერებით სავსემ გაუღიმა კაცს: _ ულამაზესია! მადლობა. მიყვარხარ. ცა ლურჯად შეღებილიყო. მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის მდებარე ლუვრის მუზეუმის წინ მდგარი გამჭვირვალე პირამიდები ისეთი სინათლით კაშკაშებდნენ, მზესაც კი შეშურდებოდა. ულამაზესი არქიტექტურით ნაგები ლუვრი ადამიანს თავს ადვილად დაამახსოვრებდა თავისი დიდებული ნახატებით ჭერსა და კედლებზე, არაამქვეყნიურ დიდებულ დიდგვაროვანთა სამყაროში უცბად გადაისვრიდა მნახველს ბერძნული, რომაული, ეგვიპტური, _ ანტიკური და შუა საუკუნეების ნიმუშები. შარლ დე გოლის მოედნის შუაგულში მდებარე „ტრიუმფალური თაღი“ პარიზის ცენტრის ყოველი წერტილიდან ჩანდა. თაღის კედლებზე ულამაზესად ასახული ნაპოლეონის ომის ფრაგმენტები „წინააღმდეგობა“, „მშვიდობა“, „1810 წლის ტრიუმფი“ და „1792 წლის მოხალისეთა გამგზავრება“ ანუ „მარსელიეზა“ თვალს იტაცებდა. თაღის შიდა კედლებზე საფრანგეთის პირველი იმპერიის გენერლების სახელებია ამოკვეთილი, ხოლო სვეტებზე _ ნაპოლეონის მოგებული ომების სახელები. ზედა, ფრონტონის ფრიზზე ფრანგი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, მათ ზემოთ კი ოცდაათი ფარია გამოკვეთილი _ რევოლუციისა და ნაპოლეონის გამარჯვებების სიმბოლო. თაღის ქვეშ აკლდამები და უცნობი ჯარისკაცის საფლავია, რომელიც აქ 1920 წლის „დაზავების დღეს“ დაასაფლავეს. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა სადიდებლად საფლავზე მარადიული ცეცხლი ანთია. აქ ყოველი წლის 11 ნოემბერს საზეიმო ხსოვნის ცერემონია იმართება. ალისია იდგა ანდრიას გვერდით და ტრიუმფალურ თაღს ხარბად ათვალიერებდა თავისი ყავისფერი თვალებით. ანდრია ცოლთან ერთად რესტორანში იჯდა. ლამაზი ფრანგული მუსიკის ფონზე ფრანგულ კერძს გემრიელად მიირთმევდნენ და გარემოს ათვალიერებდნენ. ანდრიამ ქალს ბოკალი მიუჭახუნა და ისევ ადღეგრძელეს სიყვარულით დაწყებული მათი ბედნიერების გზა. ქალთან ერთად ბედნიერი მიაბიჯებდა სიყვარულგამჯდარ ქუჩებში, უღიმოდნენ უცხო ადამიანებს და ქუჩაში ჩამწკრივებულ მაღაზიებს... ჩანთების მაღაზიას რომ ჩაუარეს, ანდრიამ ქალს წაავლო ხელი და შიგნით შეიყვანა. სთხოვა, რაც მოეწონებოდა, ეყიდა. ალისიამ ყავისფერი ჩანთა აირჩია. ალისიამ კი ქმარი ტანსაცმლის ბუტიკში შეიტყუა და ორი პერანგი და რამდენიმე ჰალსტუხი აარჩევინა. პარიზის შემდეგ ანდრიამ ცოლი ვენესუელაში ჩაიყვანა. როცა სასტუმროში დაბინავდნენ, ცოლს უთხრა, სიურპრიზი მაქვს გშენთვისო და თვალებახვეული სადღაც წაიყვანა. როცა ტაქსიდან გადავიდნენ და ცოტა მანძილი გაიარეს, ანდრიამ ალისიას ფრანგული შარფი მოხსნა თვალებიდან. ქალმა შეჰკივლა მის წინ ულამაზესი ზღვის დანახვაზე, მთე გარემოს თვალი მოავლო და ქვიშაზე ფეხშიშველი დადგა. ესიამოვნა თეთრი ცხელი ქვიშა, რომელიც ლურჯ ოკეანეს იყო შერწყმული და მაშინვე წყლისკენ გაიქცა. შეეხო თუ არა მის ფეხებს საოცნებო წყალი, მაშინ მოიხედა უკან9 მხოლოდ ახლა შეამჩნია პატარა ლურჯი სახლი და მის გარშემო ქვიშაში ჩამწკრივებულები პალმები. გაეცინა: _ აი ესაა ჩემთვის დიდი სიყვარულის ქალაქი და არა საფრანგეთი! _ თქვა და კაცს აკოცა. _ მე ეს მიყვარს! _ კიდევ კარგი გაგახსენდი და ჩამეხუტე! ვიცი, რომ ზღვა გიყვარს და არა მე! მე სულ დაგავიწყდი! _ რა სურნელიაა და რა ხმაურიააა! _ წამოიძახა და ქმარს მიეყრდნო, _ მე შენი კოცნა მიყვარს და არა საფრანგეთი! რა ვქნა, არ მიყვარს! ეს ადგილი მირჩევნია! _ ამ ადგილით დატკბობა მარტო სამი დღით მოგიწევს! მეტით ვერა! _ რატომ?! _ დანაღვლიანდა ალისია. _ იმიტომ, რომ ეს საშიში ადგილია და დიდხანს ვერ დავრჩებით. დატკბი ამ სამი დღით და მერე სახლში ვბრუნდებით... _ თქვა და იქვე დაჯდა ქვიშაში. ალისია მაშინვე გებრუნდა, კაბა ხელის ერთი მოსმით გაიძრო, კაცისკენ ისროლა და გაიქცა. _ სად მიდიხარ?! _ დაადევნა კაცმა და ალისიას სხეულს თვალი გააყოლა. _ ოკეანეში! აბა აქ ვიჯდე და ისე ვუყურო წყალს?! _ მიყვარს აქაურობა. კარაკასი, ვენესუელას დედაქალაქი, შეიძლება საშიშია, მაგრამ ლამაზი. _ იყვირა ქალმა და წყალში შეცურა. ცურვით რომ გული იჯერა, კაცისკენ გაიხედა: _ ასე უნდა იჯდე?! _ არ მიყვარს მზე და სიცხე, შენ იცურავე, მე აქ ვიქნები. _ არ იცი რაზე ამბობ უარს! _ თქვა წყლიდან ამოსულმა ალისიამ და ერთიანად სველი ქმარს კალთაში ჩაუჯდა. _ ჩემთვის ეს სამი დღე ვერ მოიცლი, ალბათ! _ დაწყენი ტონით ამოთქვა ანდრიამ. _ ჰოო! ასეა, ეს სამი დღე მხოლოდ ჩემია! _ საფრანგეთში ცუდი იყო?! _ საუკეთესო და ულამაზესი! მაგრამ რა ვქნა, მე წყალი მიყვარს და მზე, რომელიც მათბობს! _ ანუ მე ვერ გათბობ?! _ შენ ჩემს გულს და სულს ათბობ! სამი დღე მაჩუქე და ნუ მამადლი! _ საშიშია ეს ადგილები და მაგიტომ, ალისია... _ ვიცი, რომ საშიშია, მაგრამ არა უშავს. _ მერე უჩურჩულა: _ მაშინ აქვე კარტახენაშიც წავიდეთ, ვნახოთ. მერე დავბრუნდეთ უკან და არ დავრჩეთ! _ და აკოცა. კაცმა ხელში ჩაიჭირა თავისი მშვენიერი ქმნილება და ორივენი თეთრ ქვიშაზე აღმოჩნდნენ გაწოლილები.... ცოტა ხანში ორივე წყალში ჩავიდა. ანრიამ ცოლი ჩაიხუტა და ტალღებზე მონანავეს ალერსი დაუწყო... მამაკაცმა ცოლს გული არ დასწყვიტა და კარიბის ზღვის სანაპიროზე კარტახენასაც ესტუმრნენ. ქალაქში პატარა, 2-3 და 6-სართულიანი ყვითელი, ლურჯი, წითელი შენობები იდგა, რომელსაც ყვავილებით გადავსებული პატარა აივნები ამშვენებდა. სტაფილოსფერ შენობებს თეთრი აივნები სვეტებად გასდევდა. ზოგ აივანზე მწვანე ყვავილები იყო გამეფებული, ზოგან თეთრი თუ ყვითელი, ან სულაც აჭრელებული. ფერადი შენობების ფონზე ყვავილები ფერთა ლამაზ შეხამებას ქმნიდა. დიდი და პატარა პალმის ხეები ერთმანეთთან იყვნენ თეთრ ლამაზ ქვიშაში ზღვის გასწვრივ ჩამწკრივებულები. იქვე პატარა სახლებიც მოჩანდა. ყვითელი თეთრით, წითელი, თეთრი იისფერით შეღებილი შენობები თითქოს ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებდნენ და ერთად უცქერდნენ საშიშ სამყაროს... ალისია ფეხშიშველი მისეირნობდა სილაში და კაბას ხელით აფრიალებდა ბედნიერი, ქარი თმას ურხევდა. კაბასთან ერთად სიმხურვალის და სიგრილის ჰაეროვნებას ერთად შეიგრძნობდა. უკან ხშირად იხედებოდა და სილაში დატოვებულ ნაფეხურებს აკვირდებოდა. ბოლო დღეს კიდევ ერთხელ გავიდნენ ზღვის სანაპიროზე. ალისიამ ანდრიას ხელები მოხვია და აკოცა: _ მადლობა, ანდრია. ახლა კი წავიდეთ... რამდენიმე საათის შემდეგ უკვე თვითმფრინავში ისხდნენ. ალისიას ხელი ანდრიას ეჭირა, როცა თვითმფრინავი ღრუბლებში ამოტრიალდა. ქალს შეეშინდა და ანდრიას ხელი მოუჭირა. მალე ისეთი სანახაობა თვალწინ, სულ გადაავიწყდა შიში და მოუნდა ჰაერში ყოფილიყო და ელივლივა. ერბინა ამ საოცარ თეთრ ღრუბლებში, თოვლი რომ გეგონებოდა. ლურჯი ცის ქვევით თეთრი, ყვითელი და წითელი გარდამავალი ფერების შემდეგ ნაცრისფერი ღრუბლები მოჩანდნენ ილუმინატორიდან. ისეთი ლამაზი იყო ამ თეთრი ღრუბლების დანახვა, თითქოს ადამიანი ხელს გაიწვდენდა, შეეხებოდა მათ და ჩაეხუტებოდა... _ ალისია, კარგად ხარ?! _ შესანიშნავად. რა საოცარი ღრუბლებია, გეგონება თოვლიაო, მასზე სირბილი მოუნდება ადამიანს... _ მართლა ლამაზია... მაგრამ მე უფრო ლამაზი ცოლი მყავს... _ თქვა და ქალს აკოცა. აკოცა თუ არა,, დამშვიდდა ალისია და გაიღიმა. _ ხელის ჩაჭიდება რა საჭირო იყო! გეკოცნა და უფრო ადრე ვიქნებოდი კარგად! _ თქვა და გაიცინა. _ როგორ მაგიჟებს ეს ლამაზი სიცილი... ესე იგი მე შენი წამალიც ვარ?! _ დიდი ხანიაა... ჩემი ერთადერთი წამალი ხარ! _ შენც ჩემი ერთადერთი სიყვარულის წამალი ხარ! ქალს გაეცინა და კაცს შეხედა. _ სიყვარულის წამალი?! საინტერესოა! მომწონს, მაგრამ შენ უფრო მომწონხარ... _ თქვა და კაცისკენ დაიხარა, კაცმაც მაშინვე ტუჩებში აკოცა. როგორც კი იგრძნო ქალის სიმშვიდე და ნდობა, მაშინვე გაათავისუფლა მისი ბაგეები და გაუღიმა: _ აი, ახლა მართლა ვარ შენი წამალი... _ თქვა და გადაიხარხარა. _ მიყვარხარ, ალისია... სამსახურში რომ გავალ, მომენატრები! _ მეც მომენატრები და მიყვარხარ! მოვალ ხოლმე იმ შენს აპარტამენტში! _ თქვა და გაიცინა, როცა დაამატა: _ და ავრევ იმ დღეს... ანდრიამ ქალს ხელი გადაუსვა თავზე და ყელზე აკოცა: _ ჩემი საოცარი ქალი... თვითმფრინავი დაჯდა. კაცმა შეხსნა ქალს ღვედი და უჩურჩულა: _ ახლა თავისუფალი ხარ, მაგრამ ჩემგან არაა! _ და მის უკან დადგა, ხელები მოხვია. _ თაფლობისთვე დასრულდა, ალისია, ხომ არ გწყინს, რომ უკან ასე მალე დავბრუნდით?! _ არა. და ვინ თქვა, დასრულდაო?! აქაც გრძელდება! თუმცა თაფლობის თვეს ემატება შენი სამუშაო! და ჩემი სამუშაოც! თუ გინდა ჩემს წამლად დარჩე, მე სულ დამჭირდება შენი სიყვარული, მზრუნველობა და ყურადღება, სამაგიეროდ საჭმელი არ მოგაკლდება! _ თქვა და გადაიკისკისა... მერე კაცს თვალებში ჩახედა: _ იცოდე, ვერ ავიტან თაფლობის თვის დასრულებას. როცა მოხვალ სახლში, ჩაგეხუტები და გაკოცებ! შენ კი მზრუნველობით სავსე ხელებს მომხვევ, მაკოცებ და გამათბობ! ვერ ვიტან დროის მერე ოჯახის გაუფერულებას... ეს მაღიზიანებს! _ ალისიაა... მე ყოველთვის შენზე ვიზრუნებ, ხელებს მოგხვევ და გაკოცებ... ისევ გაჩუქებ საჩუქრებს და ჩაგეხუტები! მე შენ სულ ასე მეყვარები... სულ ასე ვიზრუნებ შენზე... _ თქვა ანდრიამ და მკლავები ისე მძლავრად მოხვია, ალისიას სუნთქვა შეეკრა. ბარგი აიღეს თუ არა, ტაქსიში ჩასხდნენ. _ დაიღალე, ჩემო საოცრებავ?! _ ცოტათი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის მოვამზადო შენთვის საჭმელი... _ მართალია, ძალიან მომენატრა შენი მომზადებული, მაგრამ დღეს ისვენებ! _ არააა, მინდა გაგიკეთო საჭმელი, ხომ უნდა მოგთაფლო! _ ამაზე ორივეს გაეცინა. დილით ორივეს ერთდროულად გაეღვიძა, დაღლილობა სადღაც გამქრალიყო, არც აკლიმატიზაციას შეუწუხებიათ დიდად. სხეულებით ერთმანეთს მჭიდროდ მიეკვრნენ. ქალმა კაცის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა: _ აბა, მზად ხარ სამსახურში წასასვლელად?! თუ გაზარმაცდი?! _ ვაღიარებ, ცოტა გამაზარმაცე! _ მეეე?! მე რა შუაში ვარ?! შენ გინდოდა შენთან ვყოფილიყავი და... _ და შენ არ გინდოდა?! ქალს გაეცინა: _ მეც მინდოდა შენთან ვყოფილიყავი... მაგრამ მე ავრიე შენი სამსახური, შენი დილა, საღამო, ღამე და შენი სახლიც, რომელიც ახლა ჩემი ნივთებითაა სავსე... _ ტყუი, ქალბატონო, შენი ტანსაცმელი ჯერ აქ არ გადმოგიტანია... _ ალბათ წასვლა რომ დამჭირდეს და ბევრი არაფერი მქონდეს ჩასალაგებელი! _ მე შენ არსად გაგიშვებ! და ჯობს შენს ბინაში ნივთები მოაგროვო და დღეს წამოვიღებ! _ მაშინ იმ სახლში დაგელოდები! _ ალისიამ ქმარს აკოცა და წამოხტა. სამზარეულოში გავარდა, ჯერ საჭმელი გაუმზადა, მერე ტანსაცმელი. ქმარი გააცილა თუ არა, სახლის მილაგებას შეუდგა. ანდრია სამსახურში პირველად გამოცხადდა ახალ ამპლუაში, თითზე ბეჭედს შეხედავდა და ეღიმებოდა. კომპიუტერზე დაიწყებდა რამის მოძებნას ან და ბეჭედს აკვირდებოდა, რომელზეც ამოტვიფრული იყო: ალისია და ანდრია. ვინც კი შემოდიოდა, ნაცნობები თუ უცხოები, ყველა ამჩნევდა ბეჭედს. ვინც იცოდა, ულოცავდა, ვინც არ იცოდა, ეკითხებოდა, ცოლი შეირთეთო? ის კი ბედნიერი სახით ქორწილის ფოტოს შეხედავდა და ზოგს უბრალოდ დიახო, ეტყოდა, ზოგს კი ფოტოსაც აჩვენებდა. ალისიამ ღვინო, რომელიც ანდრიას ნაჩუქარ შამპანურის ბოთლში ესხა, თეთრ გიპიურის გადასაფარებელზე დადგა. ორ პერსონაზე თეფშები, დანა-ჩანგალი დააწყო, გვერდით ლამაზი ლურჯი ხელსახოცები დაალაგა, მაღალფეხიანი ჭიქები თეფშებს დაუდო გვერდით და ქორწილისნაირი გასაფორმებლები შუაში დადგა: ყვავილებით გაწყობილი. კარი გამოხურა და საღამო ხანს თავის ბინას მიაშურა. ნივთებს კარგა ხანს ალაგებდა და ახარისხებდა. რაც უკვე აღარ მოსწონდა, ცალკე ჩაალაგა და გადაწყვიტა ვინმესთვის ეჩუქებინა. რაც დაჩჭირდებოდა, სამგზავრო ჩანთებში ჩაალაგა. ანდრია მოვიდა თუ არა, ქალს კარშივე ჩაეხუტა და აკოცა. ბარგი ერთად ჩაიტანეს და ალისიამ თვალი დაცარიელებულ სახლს შეავლო: ამ ბინაში რამდენი უოცნებია მასზე, ვინც ახლა მისი ქმარი იყო, რამდენჯერ გახსენებია მისი სახე. კაცმა ქალს ხელები მოხვია: _ აქაურობას ვნახავთ ხოლმე, არ იდარდო... _ აქ ვფიქრობდი ხოლმე... ერთ ადამიანზე... _ ვისზეე?! _ შენზე! _ გაეცინა ქალს და ჩახუტებულ კაცს ლოყაზე აკოცა. სახლში შევიდნენ თუ არა, ალისიამ შესასვლელშივე დაატოვებინა ანდრიას ჩანთები და სთხოვა, ცოტა ხანს აქ იყავი და არ შემოხვიდეო. _ რა იყო, კიდევ უნდა გავტეხო თეფში?! _ გაეცინა კაცს და კედელს მიეყრდნო ჩაფიქრებული, ნეტავ რას მიპირებს ჩემი ცოლიო. _ ცოტაც და მოვალ... მოიცადეე! _ და უკვე რომ შემოვიდე?! _ დაიძახა ანდრიამ ცოტა ხნის შემდეგ და ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ქალი უცბად გაჩნდა მის წინ. კაცმა შეათვალიერა ცოლი: _ ეს წეღან არ გეცვა... _ ახლა ჩავიცვი! _ თქვა და ხელი ჩასჭიდა კაცს, პირდაპირ მისაღებში შეიყვანა. თეთრ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი და ზედ კერძებით სავსე თეფშები მოჩანდა... _ ასე უცბად გააკეთე?! _ გავამზადე და ახლა მხოლოდ საჭმელები დავალაგე და კაბა გამოვიცვალე... _ ძალიან ლამაზია და უგემრიელესი სურნელიც ტრიალებს... შენ მგონი სახლში გინდა დამატყვევო... _ ამიტომაც არავის უნდა გაუმხილო შენი სუსტი წერტილი! _ გადაიხარხარა ცოლმა და სკამი გამოუწია. მერე გაუღიმა და თავის ადგილას დაჯდა. შამპანურის ბოთლი აიღო და კაცმაც თვალი გააყოლა ბოთლს: _ ეს რაღაც ახალია, საწამლავს მასმევ?! _ შენი მოტანილი ბოთლია, შიგნით მამას ღვინო ჩავასხი... _ ეს იმ დღეს მოტანილი შამპანურის ბოთლია?! _ ჭკვიანი ხარ! კაცმა ხელში აიღო და კარგად შეათვალიერა: ღია თეთრი და ხაზებიანი ნიჟარებითა და თეთრი და ვარდისფერი თვლებით სავსე იყო ბოთლი, შუაში წარწერის ადგილას კი არაფერი იყო მიკრული. _ და აქ რატომ არ არის?! ალისიამ კალამი მიაწოდა. _ ხელი უნდა მოგიწეროთ?! ვარ თუ არა თანახმა ჩემი ცოლი იყოთ?! თუ ეს საწამლავი გინდა დავლიო?!_ თქვა კაცმა და გაიღიმა. ქალს გაეცინა და თვალები დახუჭა, ისე ძლიერად გაეცინა: _ ხელი მოაწერეთ... ანდრიამ კალამი გამოართვა და დააწერა: `ალისიას, სიყვარულისა და ბედნიერების ნიშნად... მიყვარხარ. ცოლად გამომყვები?!~ _ ბოლოს მიამატა და ქალს კალამი გაუწოდა. _ ახლა კი შენი ჯერია, ქალბატონო! _ და ბოთლიც მიაწოდა. ალისიამ წაიკითხა და გაეღიმა. კალამი აიღო და წააწერა: `ანდრია, მიყვარხარ და მეყვარები, ასეთი თბილი, კარგი, მზრუნველი და კეთილი რომ გაჩნდი... დიახ, გამოგყვებოდი, მაგრამ უკვე შენი ცოლი ვარ~... ანდრიამ წარწერას შეხედა. ქალის სახე ხელებში მოიქცია და კოცნით იჯერა გული. _ მაშინ ჩვენი ერთად ყოფნის და ბედნიერების იყოს და მადლობას გიხდი ამ ლამაზი ვახშმისთვის! _ თქვა კაცმა და ჭიქა მიუჭახუნა ქალს. პარასკევს მთაში წავიდნენ უიკენდის გასატარებლად. ღამე სასტუმროში გაათენეს, დილით კი ადრე ადგნენ და ექსკურსია მოაწყვეს. კოშკები დაათვალიერეს, შიგნითაც შევიდნენ და ბევრი საფეხური აიარეს ერთად, მერე ორივენი პატარა სარკმელთან ჩამოსხდნენ და იქიდან გადახედეს ბუნებას: წინ ულამაზესი მუქი ფიჭვები მოჩანდა, მის ქვევით _ ეკლესია, რომელიც იქაურობას თავისი სითეთრით თითქოს სხივს ჰფენდა. ერთმანეთთან ჩახუტებულები ამ ლამაზ ადგილს სიამოვნებით გაჰყურებდნენ. არემარე გადათეთრებულიყო. ხეებზე თეთრი ფიფქები იდო, ყველაფერი გადათეთრებულიყო. ალისიას არ უყვარდა ზამთარი, მაგრამ თოვლი მოსწონდა, მით უფრო ახლა. სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევდნენ, მალე საბარიგოსაც მიადგნენ და მისი მეშვეობით უფრო დიდ სიმაღლეზე ავიდნენ. მერე ერთად დასრიალდნენ თოვლში. როცა სრიალით გული იჯერეს, ტყისკენ აიღეს გეზი. თოვლში მიაბიჯებდნენ. ალისია პატარა ნაფეხურებს ტოვებდა, მერე უკან იხედებოდა და საკუთარ ნაკვალევს ათვალიერებდა. ანდრიამ თოვლის გორასთან გააჩერა, ხელი ჩასჭიდა ცოლს და და ორივენი თავით გადაეშვნენ და ჩაეფლნენ შიგნით. შემდეგ ზედ წამოწვნენ და კარგა ხანს გაუნძრევლად იყვნენ. მერე გუნდები ესროლეს ერთმანეთს, ირბინეს, სირბილის დროს თოვლის ფანტელები სახეში ეყრებოდა ალისიას და იცინოდა, ანდრია თოვლის ფანტელებს აყრიდა მის სახეს და ალისია გახარებული იცინოდა. ახლა საერთოდ არ სციოდა, ბედნიერი იყო და თოვლში ქმართან ერთად დარბოდა. ბოლოს დაიღალნენ, ისევ გადაეშვნენ თოვლის გროვაში და წამოწვნენ. თბილად ეცვათ და არაფერი ანაღვლებდათ. უკან მობრუნებულები სასტუმროს ნომერში ავიდნენ და ფანჯარასთან დასხდნენ. ლამაზად ბარდნიდა, ფანჯარას თოვლის ფიფქები ეყრებოდა, ქარის ქროლვისგან ხეებიდან ფიფქები ვარდებოდა და ქარს ლამაზად მიჰქონდა ჰაერში. საჭმელი ნომერში შეუკვეთეს. ორი საათიც არ იყო გასული, რომ ალისიამ გამოაცხადა: _ მშია... _ კიდევ გშია?! _ ჰო, მშიერივით ვარ... _ და მუცელს დახედა. _ შენ... მოიცადე... ალისიამ გაკვირვებულმა შეხედა. _ შეიძლება... _ და ქალი წამოხტა. _ სად მიდიხარ?! _ გაოცდა ანდრია. _ აფთიაქში! _ მეც წამოგყვები... _ არა, ახლავე დავბრუნდები. დარჩი ნომერში! _ ალისია, ნუ მეწინააღმდეგები! _ ახლა მე უნდა დამიჯერო. _ ცოლმა ხელი მოჰკიდა და ლოყაზე აკოცა. _ მე შენ მიყვარხარ. _ მეც მიყვარხარ. ალისია მალევე მობრუნდა და პირდაპირ სააბაზანოში შევარდა. ცოტა ხანში გამოვიდა. ჯელში ჩხირი ეჭირა. შემოწმების მიზნით კიდევ ერთხელ დახედა და ანდრიას მიაწოდა, თვითონ ლოგინზე წამოწვა. ანდრიამ გამოსტაცა ხელიდან და დახედა თუ არა, ქალს გაოგნებული მიუტრიალდა. _ რა იყო, ალისია?! არ გაგიხარდა?! _ რააა?! _ დაიბნა ქალი და კაცს გამოხედა. ანდრიამ ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა: _ ჩვენ პატარა გვეყოლება, ალისია... ალისიამ დახედა ისევ ტესტს და კაცს მიუბრუნდა: _ იქნებ შეცდა?! _ არა მგონია, თან ამ ბოლოს სულ გშია. _ ტუჩებში აკოცა ცოლს და ისევ ლოგინზე დასვა: _ შენ არ გიხარია?! _ ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ! _ კარგი, წავიდეთ და ექიმს გავესინჯოთ. _ ჰოო, ეს სჯობს ტყუილად იმედს. ექოსკოპიამ დადებითი პასუხი აჩვენა. ალისიას თვალები გაუბრწყინდა: _ პატარა, ჩვენი პატარა, _ ჩურჩულით ამოთქვა. _ აკი არ გიხაროდა... _ ახლა მიხარიააა, მიხარიააააა.... მშიააა... _ ისევ საჭმელი გაახსენდა. გარეთ გამოვიდნენ და საჭმელად დასხდნენ. _ მალე ორი შვილის მამა გახდები! _ გაიცინა ალისიამ. _ შენ კი ლამაზი, საოცარი, თბილი დედიკო, თანაც ტყუპის... _ მიუგო კაცმა და ქალს მუცელზე აკოცა: _ დღეიდან მხოლოდ ნატურალურ კვებაზე იქნები! _ თქვა მკაცრად და ჯერ მუცელს შეხედა, მერე ქალს. _ შენ სამსახურს დაუბრუნდები და დამივიწყებ! _ გაბრაზებულმა უთხრა ალისიამ და ტორტი ჩაიდო პირში. _ ეს აღარ მითხრა. მე შენ სულ მახსოვხარ, აწი სულ თქვენ სამზე ვიფიქრებ, ჩემო გოგოებო. ჩემი ლამაზები. _ ანდრიამ ალისიას ხელი ჩასჭიდა. _ იქნებ ერთი ბიჭია! _ არა, გოგოები იქნებიან, ჩემი მეორე და მესამე ცელქი გოგონა. _ ერთი ბიჭი იქნება, ზედგამოჭრილი მეორე ანდრია, რომელიც ძალიან მეყვარება, მამასავით... _ მე კი ვფიქრობ, ერთი ბიჭი იქნება და მეორე გოგო! _ ეს კარგი იქნება! _ ერთმანეთი ეყოლებათ და არ იქნებიან მერე მარტონი... _ მართალია... მთელი 30 წელი მარტო ვიყავი, მალე კი სამი ცელქი არსება მეყოლება, ჯერ მხოლოდ ერთი მყავს, _ თქვა და ქალისკენ გადაიხარა: _ აბა, ჩემო პატარებო, გაძეხით თუ კიდევ გშიათ?! _ ახლა გვეძინებაო... მაგრამ ჯერ უნდა ვიბანაოთო. _ თქვა ქალმა და გაიღიმა. ალისია ნენსისთან შევიდა, მაგიდაზე 230 გვერდი ნაბეჭდი თაბახი დაუდო და მხოლოდ ეს უთხრა: _ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი შიშის დასამარცხებლად და გრძნობებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად მოიფიქრე და არა წიგნის დასაწერად! გინდოდა ბრძოლა მესწავლა და შიში დამემარცხებინა! _ ეს ზუსტად ის იყო, რისი მოსმენაც შენგან დიდი ხანია მინდოდა, ალისია. წიგნი მშვენიერია, რადგან იქ განვითარებული მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა და არა ისე, როგორც ვარაუდობდი. თან არაჩვეულებრივად შეიტანე საინტერესო სიახლეებიც. რაც შეეხება სათაურს, საოცარია და ნებას გაძლევ დატოვო! რამდენიმე დღეში წიგნი მზად იყო. ალისიამ რთი ეგზემპლარი შინ წაიღო. ანდრიამ კარი ცოტათი გაკვირვებულმა გაუღო. _ გასაღები არ გაქვს, ძვირფასო?! თუ დაგავიწყდა ჩემი ცოლი რომ ხარ?! _ მინდოდა კარი შენ გაგეღო... წიგნი მოგიტანე. ანდრიამ ხელიდან გამოსტაცა. სათაური წაიკითხა და გადაიხარხარა: _ გამოდის, იმ წიგნს შენ მიაწერე ის სახელი?! _ ჰო, _ მიუგო და თავი დახარა. _ ახლაც ვამპირი გგონივარ?! _ წაიკითხე და მიხვდები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ ხარ ვამპირი. _ და გაეცინა. კაცი ჩამოჯდა და წიგნი გადაშალა. _ მატყუარა ქალბატონი! _ ანდრიაა. _ პატარა მატყუარა ხარ, ალისია, _ თქვა და გვერდით დაისვა. წიგნი მიაწოდა: _ დაიწყე წაკითხვა. დღეს მთელი დღე მცალია და გისმენ. ალისიამ დაიწყო კითხვა. წაიკითხა, ადრეც რომ იცნობდა ანდრიას და კაცმა გააჩერა: _ ადრე საიდან მიცნობდი?! _ მივალ მანამდეც, თუ დამაცდი! ალისიამ ისევ განაგრძო კითხვა. ანდრიამ ისევ გააჩერა. _ გამოდის, ამდენს რომ სწერდი ვითომ ვიღაცას, წიგნს წერდი?! _ ჰოო! _ კარგი, გააგრძელე. ალისიამ განაგრძო კითხვა. _ ესე იგი, იმ დღეს ამოხვედი და მისმენდი რესტორანში?! _ ჰოო! ანდრია, ბოდიში. ალისიამ ისევ განაგრძო კითხვა. მეოე შეისვენეს. ჩაი დალიეს და დივანზე გადასხდნენ. _ ახლა წიგნი დავასრულოთ, _ თქვა ალისიამ. _ ამ ვამპირის ახლაც გეშინია?! _ შეეკითხა კაცი. _ არა, ანდრია. ალისიამ წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო და მანამ არ გაჩერებულა, სანამ ბოლო აბზაცამდე არ მივიდა: _ ჩემი ხელი თავის ხელში ჰქონდა მომწყვდეული და იმ კიბეს მივუახლოვდით, რომლის მეშვეობით დარბაზში უნდა ჩავსულიყავით. საფეხურს ქუსლი შევახე თუ არა, ყველაფერი დატრიალდა, გამეღიმა ბედნიერს და იმწუთასვე ზუსტად ერთი წლის წინანდელი მოვლენა გამახსენდა: დაბადების დღეზე ულამაზესი ლურჯი კაბა მეცვა, საფეხურს ქუსლი შევახე თუ არა, მაშინვე დარბაზს შევავლე თვალი. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი სტუმრები ჩემ წინ ირეოდნენ და დროს ატარებდნენ. უცებ ყველაფერი გაიყინა, ფეხიც აღარ გადამიდგამს კიბისკენ და მხოლოდ ერთი ადამიანი დავინახე ამდენ უცხო თუ ნაცნობ სტუმრებში. გულმა ფეთქვა სხვანაირად დამიწყო და მხოლოდ იმ კაცს ვხედავდი, რომელსაც სოლიდურად ეცვა და ფეხზე იდგა. ისეთი საოცარი იყო და მშვენიერი ღიმილით სავსე, რომ შორი მანძილიდანაც კი გავიგონე მისი ხმის ტემბრი და ტანში დამიარა, ვერ გავიგე, როგორ ვიგრძენი მისი ხმა ასე შორს მდგომმა, მისი სურნელიც თითქოს ჩემს ცხვირს შეეხო და მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი გულის სადღაც სიღრმეში შემოიჭრა და ჩემი ფიქრების მოპარვა სცადა. ხალხი ისევ არსაიდან არ ჩანდა, არც რაიმე ხმა, მხოლოდ მისი ხმა ჩამესმოდა და იმ კაცს ვუყურებდი, მის თვალებს ვუმზერდი და მასში თითქოს უფრო და უფრო ვიძირებოდი. თავს ვაიძულე გამოფხიზლება და საფეხურები ჩავიარე. მეგობარი დამხვდა კიბის ბოლოში და ხელი წამავლო თუ არა, მაშინვე გამოვფიზლდი, მაგრამ ისევ იმ კაცის ხმა მესმოდა და მას გავცქეროდი. მისით იმ დღიდან შეპყრობილი ვიყავი. მასზე ფიქრებში მთელი ერთი წელიწადი გავატარე სრულიად მასთან და სინამდვილეში მის გარეშე, სრულიად მარტო ჩემს თავთან! _ ვინაა? _ ვკითხე მეგობარს და მასზე მივანიშნე. _ ანდრია დავითიანი, ექიმი! ბევრი ადამიანი იცნობს! _ ანდრია დავითიანი, ,,ექიმი ვამპირი“, რომელმაც ჩემი გული დაბადების დღეზე დაატყვევა და დაიმორჩილა. ისე შემოიჭრა მის სიღრმეში, რომ მეგონა სისხლსაც წაიღებდა და მის გარეშე ვეღარ ვისუნთქებდი! _ დასასრული წამოიძახა ალისიამ. _ შენ ადრეც მიცნობდი ესე იგი?! _ და ანდრიამ ქალის მოსაფერებლად გაიწია... _ კი. ზუსტად ერთი წლის წინ, 17 დეკემბერს დაგინახე იმ რესტორანში და მაშინ მივხვდი, რომ ძლიერი იყავი და შენგან თავი შორს უნდა დამეჭირა. არ მეგონა ასე ძლიერ თუ ვინმე მიმიზიდავდა. მაშინ ვიფიქრე, რომ შენ ერთადერთი ვამპირი იყავი, რომელმაც ყველა ჩემი ფიქრი იმ დღიდან დაატყვევა... _ ალისია, იცი რაზე მაქვს ალერგია?! _ არაა... _ თქვა დამწუხრებულმა. _ მხოლოდ შენზე. _ თქვა ჩუმად და მის ტუჩებს მისწვდა, მერე საუბარი განაგრძო: _ შენ გეხები თუ არა, მაშინ ყველაფერი მავიწყდება. ისიც, რომ ექიმი ვარ და ისიც, თუ რა ცოდნა მაქვს ამდენი ხნის მანძილზე ამ საქმიანობაში. შენ ჩემთვის წამალზე მეტი ხარ, ისე დამათრობლად მოქმედებ ჩემზე... _ უთხრა ქალს და ბედნიერმა მოხვია ხელები. მე-2 ნაწილი ალისია ქალაქის ქუჩებში მისეირნობდა და თავის ახალგამოსულ წიგნზე ფიქრობდა. ,,ექიმი ვამპირი~-ს რამდენიმე ეგზემპლარი დაინახა ვიტრინაში და გაიღიმა: _ მშვიდობით, ვამპირო... _ თქვა და მანქანაში ჩაჯდა. მალე ქალაქს გასცდა და დასავლეთისკენ აიღო გეზი... ალისია 19 წლის იყო, პირველად რომ შეუყვარდა. მთელი წელი მასზე ფიქრებით იყო გარშემორტყმული, სადაც უნდა წასულიყო, მასზე ეფიქრებოდა. მასთან საუბარში იძირებოდა და ჯერ კიდევ პატარა გოგონაში ეს ახალი გრძნობა დიდ ცვლილებებს იწვევდა. მთელი დღეები დაფრინავდა და ბედნიერებით სავსე დასეირნობდა ქალაქში თუ ქვეყნის გარეთ. სამოგზაუროდ წასულიც კი მასზე ფიქრობდა და ესიზმრებოდა. სიყვარულის პირველი ფურცლები კი მის ცხოვრებაში ასე დაიწყო: 2009 წლიდან დაიწყო ალისიამ ლაშასთან ინტერნეტით საუბრები, რომელიც რამდენიმე თვე ვირტუალურად გრძელდებოდა. ლაშა 19 წლის იყო, ფეხბურთის გამო საზღვარგარეთ ხშირად უწევდა გასვლა. საქართველოში და და მშობლები ჰყავდა, რომლებიც სუულმოუთმელად ელოდებოდნენ ხოლმე მის ჩამოსვლას. ალისიაც 19 წლის იყო. საქართველოში ცხოვრობდა თავის ძმასა და მშობლებთან ერთად. ახალი დამთავრებული ჰქონდა სკოლა. უნივერსიტეტში პირველიდან ხუთ საათამდე ლექციებს ესწრებოდა, მერე მეგობრებთან ერთად მიდიოდა სავახშმოდ, გამოფენებზე, ფოტოებს იღებდნენ და ხალისიანად ატარებდნენ დღეებს. პირველი სმს-ი, რაც ალისიამ მიიღო ბიჭისგან: შეი მოლტო ბელლა იყო, რომლის გამოც იფიქრა, ბიჭმა არ იცის კარგად ქართულიო, მაგრამ საუბრები ქართულად გაგრძელდა. ლაშას შეყვარებული არ ჰყავდა, მხოლოდ ფეხბურთით იყო დაკავებული. ის იყო მისთვის ერთადერთი სიყვარული, რომლის გარეშეც არ შეეძლო ცხოვრება და მისი ოცნება ესპანეთის დედაქალაქის გუნდში მოხვედრა იყო. თავის თავზე შეყვარებული ბიჭი მხოლოდ ფეხბურთს აფანატებდა. მისთვის სიყვარული მხოლოდ მიჩვევას წარმოადგენდა და მეტს არაფერს. ფეხბურთი ისე უყვარდა, მის გარეშე სიკვდილზეც კი იყო თანახმა. ბიჭს ყოველდღე გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა, ამასთან, ამხანაგური თამაშებიც, რომელიც ძირითადად ფრედ სრულდებოდა. ალისიას მალევე დაამახსოვრდა მისი გუნდის სახელი და ფეხბურთმაც დააინტერესა. რამდენიმე თვის მერე ბიჭმა დისკვალიფიკაცია მიიღო და უკან დაბრუნდა, საქართველოში და ტელეფონებიც გაცვალეს. ერთ დღეს მეგობართან ერთად ისაუბრეს და იხალისეს კიდევაც. საუბარში მეგობარი არც ერეოდა და ამბობდა, მე ცოლ-ქმრის საუბარში ვერ ჩავერევიო. გოგონამ კი მაშინვე წამოიძახა: მე მისი ცოლი არ ვარ და არც ისაა ჩემი ქმარიო. მე ვისაც ავირჩევ, მისი ვიქნებიო, თქვა და გაეცინა. ლაშა კი მარტოა, თვითონ ასე ამბობს და იყინებაო. მეგობარი შეეკითხა, მერე მაგას როგორ უშვებო?! გოგონამ უჩემოდაც დაშვებული იყო, უკვე იყინებაო და ასე მხიარულებაში გაატარეს დრო. მეგობარმა ცალკე გათქვა _ ლაშა ერთგულია, მაგარი გულის ადამიანი, მის გვერდით გატარებული დღეები მუდამ გემახსოვრება და ახლოს რომ გაიცნობ, უფრო შეგიყვარდება და დიდი ალბათობაა, მისი გახდე... ვერ დააღწევ მის მკლავებს თავსო... მაგრამ ბედი სულ სხვა გზით მიდიოდა _ განშორებისკენ და არა სიყვარულისკენ... არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ურთიერთობა ჩემსა და ლაშას შორის, რომელიც უბრალოდ, ჩვეულებრივად და დაუგეგმავად მოხდა. ურთიერთობა, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია, ბედისწერა თუ უაზრო ცხოვრება, თუმცა ამ ადამიანთან თავს კარგად ვგრძნობ. მინდა დავშორდე, მაგრამ არ შემიძლია. მინდა ვუსაყვედურო და გავუბრაზდე, მაგრამ ვეღარაფერს ვახერხებ, რადგან მის ყოველ სიტყვას ვენდობი და მჯერა, რომ არ მატყუებს. შეიძლება ითქვას, თვალდახუჭულიც კი ვენდობი მას.... _ წერდა გოგონა თავის წერილებში. ალისიამ და ლაშამ ცოტა იკამათეს და გაბრაზებულმა ალისიამ მე მივემგზავრები და არ დავბრუნდებიო, უთხრა ბიჭს. ბიჭმა შენ ჩემ წინაშე არაფრით ვალდებული არ ხარ და როგორც შენი ცხოვრებისთვის აჯობებს, ისე მოიქეციო. არ მინდა მოგატყუო, რასაც გეუბნები, ეგაა სიმართლე და მეტი არაფერი... შენ ჩემი სიხარული ხარ და იქნები... შენი გადასაწყვეტია ჩემთან იქნები თუ არა, მაგრამ ჩემთან რომ იყო, ეს მინდაო... რაზედაც ალისია უარს ამბობდა. არ შეეძლო ქორწინების გარეშე დანებებოდა, სხვანაირად იყო გაზრდილი და ფიქრობდა რა აერჩია _ მისკენ ნაბიჯის გადადგმა თუ სამუდამოდ განშორება... ალისია გაემგზავრა... თვითმფრინავში იჯდა და ისევ მასზე ფიქრობდა, ფიქრობდა მასთან საუბარზე და მის ნახვაზე... შეხვდებოდა თუ არა იქ ჩასული და რა იქნებოდა მომავალში... სხვა ქვეყნის ქუჩებს მიუყვებოდა ჩაფიქრებული და მისი გონება ისევ მას და მის სიტყვებს დასტრიალებდა. იქიდანაც მოიკითხა და მისწერა ბიჭს, რომელიც გოგონას ჩამოსვლას და მასთან შეხვედრას ელოდებოდა... ალისია ჩამოვიდა. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ვირტუალური ურთიერთობა დაესრულებინა და სამუდამოდ დაშორებოდა... მაგრამ მისი ნახვა სურდა. ერთხელ და უკანასკნელად და გადაწყვიტა შეხვედროდა, ოღონდ დაქალთან ერთად... 19 ივლისი იყო, 2009 წელი, ალისია დაქალთან ერთად პირველად მიდიოდა მასთან შესახვედრად, მშვიდად მიაბიჯებდა და არ ეშინოდა ამ შეხვედრის, მაგრამ ისე მიაბიჯებდა ქუჩაში, ეგონა კი არ დავდივარ, დავფრინავო... ისე მივიდა მასთან, ვერ გრძნობდა ფეხქვეშ მიწის არსებობას... დაქალი ლაშას ბიძაშვილთან დატოვა ცოტა ხნით, თვითონ კი მასთან ერთად გაისეირნა, ზღვისკენ წავიდნენ და ბიჭმა ხელში აიყვანა: აქ ცუდი ჩამოსასვლელია და გაგიჭირდებაო. ისე უცბად აიტაცა გოგონა ხელში, აზრზე ვერ მოვიდა. მერე იქვე ჩაჯდა ქვიშაში და ზღვას გახედა, რომლის ხმაურიც მის სმენას აღარ სწვდებოდა. ვარსკვლავები კაშკაშებდნენ, ქალმა ერთი ვარსკვლავი ამოირჩია და ბიჭმაც იმავესკენ გაიწვდინა ხელი. ქალმა მე რაც მინდა ის ნუ მოგინდებაო, უთხრა. ამის გამგონე ბიჭი მისკენ წავიდა, ხელში უნდოდა ისევ აეყვანა და წყლისკენ წაეყვანა, მაგრამ გოგონამ უკან დაიხია და არ დაანება. ისევ ქვიშაზე გაწვა, ბიჭიც მიუწვა. გოგონას ხელი ჩაჰკიდა. მის თმას ეხებოდა და გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა, ალისიას მის გულზე ედო თავი და ცას აჰყურებდა. აჩქარებული გულისცემა გაქვსო, უთხრა. ერთმანეთს თვალებში შეაცქერდნენ. ბიჭმა _ მინდა არსად წახვიდე, გავიპაროთო შესთავაზა, მაგრამ გოგონამ უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, ამას სერიოზულად ამბობდა თუ ხუმრობით. მაინც უარი თქვა და ცოტა ხანში წამოდგა. ფეხსაცმელი ჩაიცვა და ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა. ერთად გაუყვნენ გზას იქით, სადაც დაქალი ელოდებოდა. ალისია ჩაფიქრებული მიუყვებოდა სახლისკენ გზას, არეული ფიქრობდა და მიაბიჯებდა... ეს რაღაც უფრო ახალი გრძნობების ვულკანს წააგავდა და მეტს არაფერს. თუმცა ბოლომდე არ გაბრუებულა მასთან შეხვედრით, სულ ცდილობდა თავი ეკონტროლებინა და თავის თავს უმეორებდა: სისულელე არ ჩაიდინო, ისეთი, რომელიც შენს ცხოვრებას დაანგრევს და გაანადგურებს! ბიჭი მის მიმართ თბილი და მგრძნობიარე იყო, მაგრამ ალისია იყო ცივი და თავის გონებას ამუნათებდა: არა! არაფერი ისეთი არ გააკეთო, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო... ალისიამ არაფერი იცოდა ასეთი გრძნობების შესახებ, მას არ ჰყოლია შეყვარებული, არასდროს გამოუცდია სიყვარული, მხოლოდ მაშინ ჩასწვდა და ისიც ნახევრად, როცა მის ცხოვრებაში ვულკანის ლავასავით მოვარდა უცხო გრძნობა მონატრებისა და ახლოს ყოფნისა. ვულკანივით მოვარდა, რათა წაელეკა, მაგრამ მისთვის მხოლოდ ერთი რამ იყო მთავარი: იმედების გამართლება და დადებული პირობა, რომ არასწორად არ მოიქცეოდა და ცუდ ნაბიჯს არ გადადგამდა. იმ დღეს დაჰპირდა თავის თავს, რომ არ უნდა ჩაედინა გამოუსწორებელი სისულელე, თუნდაც პირველი სიყვარული ამის გამო სამუდამოდ წასულიყო მისგან... ლაშა გაბრაზებული იყო, ალისიას ეუბნებოდა, პატარასავით იქცევი და მაბრაზებო. გოგონა კი მაინც არ თმობდა არაფერს, კოცნაც კი არ დაუთმია მისთვის... როცა ბიჭმა უთხრა, ჩემი მინდა იყოო, გოგონამ უარი სტკიცა, რითაც ბიჭი გაანაწყენა. მეორე დღეს ლაშამ დაუმესიჯა, სთხოვა სანაპიროზე ვარ ისევ იმ ადგილას და მოდიო, მაგრამ ალისიამ იუარა. კი უნდოდა ენახა, მაგრამ გრძნობდა, რომ მისი ნახვა მისთვის დამღუპველი იქნებოდა და გადაიფიქრა... პირველად იდგა ალისია წვიმაში ზღვასთან და გარშემო სრულ სიბნელეს უცქერდა. დაქალი გვერდით ედგა. ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა ალისიას გულში... მტკივნეული იყო გოგონას მზერა, სადღაც უსასრულობაში მიმართული. ზღვის ნაპირას დადიოდა და არაფერს გრძნობდა, გაყინული მიუყვებოდა სანაპიროს. მარტო ის იცოდა, რომ ის უნდოდა და ენატრებოდა, მაგრამ იცოდა, რომ მასთან შეხვედრა დამღუპველი იქნებოდა, უფრო მიეჯაჭვებოდა და შორს გადაწყვიტა წასვლა... მისგან სამუდამოდ წასულიყო და აღარ ენახა. სწორედ ეს სევდიანი ტკივილი გაზრდილიყო მის სულში და გამეფებულიყო. ბიჭი მასთან ახლოს იყო, სადღაც იქვე, თითქმის ერთ ტერიტორიაზე იყვნენ და ერთმანეთისგან ასე შორს. აცრემლებულს წვიმაც ასველებდა. ფიქრებში ჩაძირულს მხოლოდ პატარა ფრაგმენტი შემორჩა თავისი გრძნობებისგან. სველი იყო მთლიანად, წვიმასაც ვეღარ გრძნობდა. ნაპირთან იდგა და ტიროდა, წვიმაც თითქოს მასავით ტიროდა, თითქოს გოგონას გრძნობებს განიცდიდა და ჰყვებოდა. დღეები წვიმაში გადიოდა და ალისიაც სევდიანი მიუყვებოდა ცივ, წვიმიან დღეებს... იმ დროს ალისია თავის თავს ვერც კი ცნობდა, შეყვარებული, პატარა დაკარგული გოგონა იყო, რომელსაც საქანელებიც არ უყვარდა, მაგრამ მაინც ყველაზე საშიშ საქანელაზე დაჯდა და იქაც კი მასზე ფიქრობდა და ენატრებოდა... მათი შეხვედრის შემდეგ საუბრებიც საბოლოოდ დასრულდა და თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ის, რაც გოგონას აშინებდა, იყო დარჩენილი გრძნობა, რომელიც არ ნელდებოდა. მის გვერდით ყოფნა აშინებდა და ეს აიძულებდა, მისგან შორს წასულიყო და საბოლოოდ დაევიწყებინა. ცრემლიანი თვალებით იჯდა და უკან ბრუნდებოდა სახლში ფიქრებით, ტკივილით, კითხვებით სავსე. წამოვიდა მისგან, მაგრამ უკან მიბრუნება სურდა, თუმცა იცოდა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო... დღეები გადიოდა, ალისია ისევ მასზე ფიქრობდა, ხელში კალამი ეჭირა და წერდა: არ ვიცი ამას წაიკითხავ თუ არა, მაგრამ ის მოგწერე, რასაც ახლა ვგრძნობ და ვფიქრობ. იმ დღეს რომ მცოდნოდა შენთან საუბრის, შენი ცქერის ბოლო დღე იყო, არ დაგემშვიდობებოდი და გეტყოდი, შენთან ყოფნა მინდა-მეთქი. რომ იცოდე, როგორ მჭირდები. შეგეჩვიე, მინდოდა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ მოგთხოვდი, შენს თავსა და ფეხბურთზე მეტად შეგეყვარებინე. უბრალოდ მინდოდა ჩემზე ცუდი წარმოდგენა არ გქონოდა, ამიტომაც ვთქვი უარი შენთან ახლოს ყოფნაზე, ამიტომაც წავედი შენგან. არ ვიცი, შემიყვარდი თუ არა, ის კი ვიცი, რომ მენატრება შენთან საუბარი, ჩემი სიხარული მენატრება, რომელიც ერთადერთი იყო ჩემთვის. შეგეჩვიე იმდენად, რომ შენზე ფიქრებში ვარ. მინდოდა შენ გვერდით ყოფნა, მაგრამ არ შემეძლო ისე, როგორც შენ გინდოდა. შეიძლება სულელი ბავშვი ვარ, მაგრამ სიყვარული, რომელიც ჩემს გონებაშია, სუფთა და წმინდა მინდა იყოს. სიყვარული, რომელიც ასე ადრე დაიწყო _ ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში. არ ველოდი ისეთ დასასრულს, რაც ჩვენს შეხვედრას მოჰყვა. არ მეგონა, თუ სათქმელს ასე მოგწერდი. შენ ჩემთვის ძვირფას ადამიანად დარჩები, რომელმაც ცხოვრება შემიცვალა და დამამარცხა. შეიძლება არც წაიკითხო, მაგრამ მე მაინც დავწერე, უბრალოდ, მენატრები და შეგეჩვიე თურმე. ჯობია არაფერი თქვა, ვიდრე მითხრა, სულელი ბავშვი ხარ და თავი დამანებეო. მე შენ ისედაც დაგკარგე... 3 აგვისტო, 2009 წელი. 2010 წელი დადგა და ალისიამ ლაშას გვერდზე შეიხედა. ბიჭი მიხვდა, ვინც იყო უცხო გვერდიდან და ალისიას გამოელაპარაკა. ალისიამ ბიჭს მისწერა: მიტევების დღეა და თუ რამე გაწყენინე, მაპატიეო. ბიჭმაც იგივე უთხრა, კარგი გოგო ხარო და ისევ გააგრძელეს ერთმანეთში საუბარი. ალისიამ ბიჭისგან კოცნა მიიღო სმაილით და გაბრაზებულმა მისწერა: _ მე რად მინდა ეს კოცნა, შენს საყვარელს აკოცეო! ბიჭს გაეცინა: _ რა საყვარლები? თუ არ გინდა, არ გამოგიგზავნიო... მერე ერთმანეთს სმაილებს უგზავნიდნენ... მომენატრეო, მისწერა ბიჭმა, ალისიას არ სჯეროდა. ბიჭმა შენი ნებაა, მე გითხარი და სურვილი მაქვს დაიჯერო, იმიტომ რომ ასეაო. მომიტყუებიხარ როდისმეო?! ალისიამ: შენს თავთან იყავი მართალი, თორემ მე რამე თუ მომატყუე, არა უშავს, არა მგონია, სიმართლეს ვისმენდი შენგანო. ბიჭს გაუკვირდა და მისწერა: მატყუარად გამომიყვანე?! მოგატყუე ოდესმე?! ეგ მეორედ აღარ მაკადროო... ერთ დღესაც ალისიას მისწერა, ჩემი გვერდი გატეხეს და არ შეიმჩნიოო. ალისიამ მე მითხარი შენი გვერდის მისამართიო. ბიჭს გაეცინა და მიხვდა, რომ ალისიას აინტერესებდა მისი გვერდი. ბიჭმა ალისიას მისწერა, ჩემს ნომერს მოგწერ და შემეხმიანეო. ალისიამ: მე პირიქით ვიცი, გოგოს ართმევენ ნომერს და არა ბიჭი აძალებს, აჰა და მომწერეო. ბიჭმა _ თუ გინდა, შენი მომწერეო. ალისიამ უარი უთხრა. რამდენიმე ხნის მერე ისევ ბიჭმა მისწერა: _ მოგენატრე?! მაგრამ ალისიამ უპასუხა, ეს გვერდი ალისიასი აღარაა, მაგრამ გადავცემ, ვინ კითხულობსო. ბიჭმა: ჭკვიანი გოგოა, ჩემი სახელი უთხარი და მიხვდებაო. ალისიამ რამდენიმე ხნის მერე მისწერა და ბიჭმა ისევ ჰკითხა: _ მოგენატრეო? ალისიამ კიო რომ უთხრა, ბიჭს ეგონა ატყუებდა და სთხოვა დაეფიცა. სიმართლე მითხარი, ახლაც იგივე გრძნობა გაქვს ჩემ მიმართ თუ შეიცვალა რამე და ვინმემ შემცვალაო?! იგივე გრძნობა მაქვს, არცერთი დღე არ დამვიწყებიხარო, მისწერა ალისიამ. ჩემი სიხარული ხარ-თქო გეუბნები, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთული იყო შენთან ყოფნა და თან დისტანცია. მინდოდა და მინდა მხოლოდ ჩემი გახდე და მე შენი, ოღონდ ჯერ ცოლქმრობა ადრეა, კარიერას უნდა მივხედო, თან არ მინდა დაგკარგო და არც ლოდინი მინდა. მინდა, რომ ჩემი იყო და გეხვეოდე. აი როცა მოვიდოდა დრო, უკვე მთლიანად ერთად ვიქნებოდით, მაგრამ შენ არ გინდა ეგრე. მე კი შენთან ვიყო და დისტანციით, ვერ შევძლებ, წარმოუდგენელია ჩემთვის და ჩემი გრძნობისთვის. ერთმანეთთან ვალდებულების მხრივ კი არა, სიყვარულით უნდა გამხდარიყავი ჩემიო. მერე დაამატა, თბილისში ვაპირებ ჩამოსვლას და მნახეო. მე არაფერს არ დაგაძალებ არასდროს, უბრალოდ მინდა რომ მთელი ღამე ჩახუტებულმა შენთან ერთად გავატარო და რამეზე ვილაპარაკოთ, სანამ არ დაგვეძინებაო. თუ შესაძლებელია ნუ მეტყვი უარს, _ სთხოვა ბიჭმა, მაგრამ ალისიამ უარი უთხრა და არ შეხვდა, რაზედაც ბიჭი გაბრაზდა. რატომ არ შეგიძლიაო, ჰკითხა, ჩემთან ერთი დღე იყო და ვისაუბროთო. გოგონამ უთხრა: მე ჩემს თავთან ვარ მართალი და ასეთი ურთიერთობისკენ ნაბიჯს ჯერ ვერ გადავდგამო. არავინ ეგრე არ მდომებია და არც არავისთან ყოფნა მდომებია ეგრე, ყველაფერს დავთმობდი, რომ გნახო, მაგრამ ვერ გავუძლებ შენ გვერდით ისევ ისე ჩვეულებრივად ყოფნას, მივხვდი, რომ ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენ ის გოგო ხარ, რომელთანაც უბრალო, ჩვეულებრივ ურთიერთობას ვერ გავუძლებ. შენ წარმოგიდგენია ჩემ გარდა სხვა ბიჭი შენ გვერდით?! ვერა, ვერ წარმომიდგენიაო, მიუგო ალისიამ. ჰოდა, ყალბ გრძნობებზე თუ გამცვლი, შენი ნებაა. მე თუ არ ვიქნები, ვიღაც სხვა ხომ იქნება. კარგად დაფიქრდი და მერე მომწერეო, უთხრა, მაგრამ ალისია მაინც იმავე აზრზე იყო და არ უნდოდა მასთან უფრო ახლოს მისულიყო. ერთ დღეს ალისიას მისწერა: სხვისი გვერდიდან ნუ მწერ, ვიცი და ვცნობ, რომ შენ მწერო. ქალმა დაიფიცა, მე არ მომიწერიაო, მაგრამ ბიჭს არ სჯეროდა და უმტკიცებდა, ვიცი, შენ მომწერეო. ალისიამ _ ნუ მაბრალებ იმას, რაც არ გამიკეთებია და თუ არ გჯერა, სულელი ყოფილხარო. ბიჭმა პირველად გაიგონა ეს სიტყვა მისგან და გაბრაზებული დაეკითხა: მე ვარ სულელიო?! ალისიამ _ თუ ფიქრობ, რომ მე მოგწერე და დაფიცება არაფერს ნიშნავს შენთვის, მართლა სულელი ყოფილხარო. ბიჭმა შენს მონაწერ ორ სიტყვასაც ვცნობ და თუ გინდა გეგონოს, რომ სულელი ვარო. ვიცი, შენ რომ იყავი და აღიარეო. ალისიამ მე არ მომიწერია და თუ იმათი გჯერა, წადი და დაუჯერეო. ბიჭმა თუ ოდესმე გდომებია ჩემთან ერთად ყოფილიყავი და მე შენი ვყოფილიყავი, იმ წუთებს გაფიცებ, მითხარი, შენ მწერდი თუ არაო, თუ ასე დაიფიცებ, დავიჯერებო. გოგონამაც დაიფიცა: ვფიცავარ იმ წუთებს, რომ მე არ მომიწერიაო. ბიჭმა ბოდიში მოუხადა და დაემშვიდობა. დღეები გადიოდა. ლაშამ ალისიას მისწერა, შენი ნახვა მინდა და როცა შეძლებ მნახეო. ალისიამ შენთან შეხვედრა გადავიფიქრეო, მაგრამ ბიჭი არ მოეშვა _ ცოტა ხნით მნახე, პირადად მინდა გელაპარაკოო. ბიჭს თეთრი პერანგი ეცვა და გოგოსკენ მოდიოდა... ალისიას გრძელი ლურჯი კაბა ეცვა, ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ ძელსკამზე. ლაშას თითქოს საუბრის დაწყება უჭირდა, გაცივებული იყო და სიცხე ჰქონდა. ამიტომაც ალისიამ ჰკითხა რა საქმე გქონდაო. იმანაც გოგოს თავისი გეგმების შესახებ გამოჰკითხა. ალისიამ უთხრა რამდენიმე ხნით მივემგზავრებიო. ბიჭმა თავისი გეგმების შესახებ არაფერი გააჟღერა, მხოლოდ ის თქვა, მერე არ ამისრულდებაო. მერე გაისეირნეს. ალისია ნატრობდა, ნეტა ფეხი გადამიბრუნდეს, რომ ჩავეხუტოო. ბიჭმა დარწმუნება დაუწყო, ჩემთვის სულერთი არ ხარო. სხვას თუ შეიყვარებ, არ გაპატიებო. მეტად არ გნახავო, გამოუცხადა გოგონამ და ეს არ დაიჯერა ბიჭმა. მშობლები თანახმა იქნებიან, შენი პასუხი რად მინდა, მოგიტაცებო, გოგონამ კი არ მოგყვებიო. შენი ნახვა არ მინდა და აღარ გნახავ, დასვენება მინდა შენგან, დავივიწყოთ წარსულიო. ნაწყენმა ბიჭმა: როგორც გინდაო. დამშვიდობების წინ ბიჭმა გოგოს ხელები დაუჭირა და არ უშვებდა. მერე რაღაც უნდა გითხრაო, ტუჩები ყურთან მიუტანა და აკოცა. ალისია არ გასძალიანებია, მხოლოდ ეს ჰკითხა: რა გინდაო? ბიჭმა _ შენ და ფეხბურთიო. ალისიამ ჩაიცინა, მშვიდად დაემშვიდობა და წამოვიდა. დარწმუნებით იცოდა, რომ ლაშას აღარ ნახავდა. ერთ დღეს ალისია ქუჩაში სეირნობდა მეგობართან ერთად. დაქალმა დაინახა ბიჭი და ალისიას უჩურჩულა, შემოგხედაო. ერთმანეთს უკვე აღარ ესაუბრებოდნენ და სადმე თუ თვალს მოჰკრავდნენ ერთმანეთს, უბრალოდ, მზერებს გაცვლიდნენ და გზას აგრძელებდნენ... ალისიას სმს-ი მიუვიდა ბიჭისგან: მართლა არ გინდა ჩემი ნახვა?! ამას წინათ რომ გითხარი, შენი ნახვა გეგმაში არ მაქვს-მეთქი, მართალს გეუბნებოდი. მე ყველაფერს წარსულში დავტოვებ და მერე როგორმე გონებიდანაც წავშლი, მაგრამ ერთადერთი ხარ, ვინც წარსულისთვის მენანება. თქვი, ცუდად თუ გრძნობდი თავს ჩემთან ურთიერთობისას. _ მოსწერა ლაშამ. არც არაფერი იყო და ეგ ყველაფერი უკვე წარსულშია. მე და შენ ერთმანეთისგან სამუდამოდ თავისუფლები ვართ... გაუგზავნა გოგონამ მესიჯი. ამის შემდეგ ერთმანეთს აღარც სწერდნენ. ერთ დღეს ისევ დაინახა ქუჩაში ბიჭი, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთს შეხედეს შორიდან, ყოველგვარი მისალმების და გამოლაპარაკების გარეშე... რა ლამაზი და საოცარია სამყარო, მაგრამ სიყვარული წარმოსახვაა ამ სამყაროში. მე ვერაფერი გავუგე მას, მხოლოდ უაზრო ახირება აღმოჩნდა ჩემთვის. სიყვარული ცვლის ადამიანებს, მაგრამ შენ არ შეიცვალე... ჩვენ დრომ გაგვყო ერთმანეთისგან. შენ იყავი ის, ვინც მე უარვყავი, მაგრამ ვერ დავივიწყე. მეყვარები სადამდეც შევძლებ. ჩემი გრძნობები დასტიროდნენ უშენობას. უცხოებივით ვართ ერთმანეთისთვის, გამიჯნულები, რადგან შენ ჩემ მიმართ სიყვარული არასდროს გაგაჩნდა... წლები ვტიროდი, რომ ჩემს გრძნობებს ვერავინ გაუგო. არავის სჯეროდა, რომ მაშინ მართლა მაინტერესებდი და ასე მიყვარდი. ვირტუალურ ურთიერთობაში დრო ისე გაიპარა, ვერც შევამჩნიე, შეყვარებული რომ ვიყავი. როცა გონს მოვეგე, უკვე გვიან იყო გრძნობების წაშლა და მათზე გადაბიჯება. რაც უნდა იყოს, წარსული წარსულია და მთელი სიცოცხლე თან გვდევს, მთავარია როგორია ეს წარსული... კარგი თუ ცუდი. და ბედნიერი ვარ, რომ ეს წარსული იყო კარგი, რადგან ისეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, ჩემი თავის შემრცხვენოდა... მენატრებოდა ყველაფერი, შენთან დაკავშირებით, შენი სუნთქვა და ის ერთი კოცნაც, შენგან რომ მივიღე დამშვიდობებისას. თავს შორს ვიჭერდი ამ კოცნისგან, მაგრამ მაინც დაგრთე ერთი კოცნის ნება მეორედ ნახვისას... არ მინდოდა შენი კოცნის ტყვეობაში ვყოფილიყავი, ამიტომაც წავედი. მინდოდა თუ არა შენი ნახვა, არა აქვს მნივშნელობა, რადგან ჩემს თავთან დადებულ პირობას ვერ დავარღვევდი. შემდეგი შეხვედრა შენთან ასე ადვილად ვერ დამაშორებდა, თავს ვერ მოვერეოდი და დაგთანხმდებოდი, ერთად ვყოფილიყავით, ერთ სულად და ერთ სხეულად, ამიტომაც წავედი სამუდამოდ... მაგრამ ვერ გივიწყებ, ვერ გიშორებ გულიდან... ნუთუ მართლა არ დამიმსახურებია ამ სამყაროში შენი თბილი გული და შემოხედვა... ვერ წარმომედგინა, ჩემი გრძნობები თუ ასე უპასუხოდ დარჩებოდა. ისე როგორ შეგეჩვიე მხოლოდ საუბრებით, რომ ვერ შევძელი შენი დავიწყება? რა ღრმად დატოვე მოგონებების ხელწერა ჩემს გულში, რომელსაც ვერ ვშლი, იმიტომ რომ ის ძვირფასი დროა ჩემთვის. შეიძლება შენთვის სისულელეა ის პერიოდი, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი იყო... ძლიერ მინდა დაბრუნება უკან, ჩემი თავის ტყვე ვარ, მაგრამ აღარ ძალმიძს. არ მინდოდა ჩემ გამო შენი ოცნებები დაგეკარგა, მეც დამეკარგა ჩემი ოცნებები, ამიტომ გადავუხვიე განშორების გზაზე, რითაც ცალმხრივი გრძნობების განაჩენზე მოვაწერე ხელი... მიყვარხარ.... და უშენოდ ეს სამყარო არაფრად მეჩვენება, ჩვენ შორის იმხელა კედელია, ძნელია მისი დანგრევა. შენ ხომ ყველაფერი წამართვი _ ფიქრი, გრძნობები და გულიც, შენ იყავი პირველი ჩემი სიხარული. ერთადერთი სიხარული იყავი ჩემთვის, ამიტომაც გაპატიე ჩემთან უგულობა. მაინც მჯეროდა შენი უკან დაბრუნების. სულ ბოლო ადგილას რომ დაგეყენებინე შენი სიყვარულით, ესეც მეყოფოდა, მაგრამ უკვე გვიანია. არ მინდა ვიქცე უაზრო მოგონებად, მე ჩემი ნებით არ დამითმიხარ! ახლა ისევ შენზე ფიქრებში ვარ და მტკივა, რომ რაღაცნაირად სწრაფად შემიყვარდი, თან პირველად... მე ისევ მოვალ ფიქრებით შენთან, შენს თვალებში დავინახავ ახალ ბედნიერებას, რომელსაც სხვისი სიყვარული გაჩუქებს და ის ერთადერთი იქნება, ვისიც შემშურდება, მან ხომ შენი სიყვარულის მოპოვება შეძლო. მე ვერ დავიმსახურე შენი თბილი გული, მიუხედავად იმისა, რომ შენი უარყოფითი მხარეებიც შევიყვარე. ვერ ვეგუები, რომ შორს ხარ, უშენოდ ჩემი ჩრდილის შიშიც კი გამიჩნდა. ახლაც ვერ გიმეტებს ჩემი გული, ისევ ტყვე ვარ შენზე ფიქრების, მე არა არ ვეძებდი სხშენ მერე არ მიძებნია სხვა, ყველგან მაინც შენ გეძებდი. გეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე ის გზები, რომელიც შენთან დამაბრუნებდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მინდოდა ერთი რამ _ კიდევ ერთხელ შენი ნახვა... ისევ მენატრები და მჭირდები, შენ ვინც ასე ახლოს ხარ ჩემთან და თან ასე შორს, ვისთვისაც აღარ ვარსებობ ამ სამყაროში. შენთან ახლოს მოსვლის უფლება აღარ მაქვს, რადგან შენ მე მიმივიწყე. დრომ ბევრჯერ გაგვყო და სჯობდა, სამუდამოდ დავშორებოდით ერთმანეთს. ვცდილობდი შენგან შორს დამეჭირა თავი და აღარ მენახე აღარასოდეს... მაგრამ მინდოდა შენი დანახვა, შორიდან მაინც... იმედია რაღაცას მაინც წარმოვადნედი შენთვის იმ ვირტუალურ სამყაროში. ფიქრებით, გრძნობებით, ოცნებებით სულ შენკენ მოვდიოდი და მეშინოდა, რომ შენ არ გქონდა ის სიყვარული, რაც მე მინდოდა და მჭირდებოდა, მაგრამ შენ პირველი იყავი, ჩემი პირველი სიყვარული და მინდოდა ბოლოც შენ ყოფილიყავი. ყოველი დღე შენი დავიწყება _ გახსენება იყო, შენ მიდიოდი ჩემი გულიდან და მაინც უკან ბრუნდებოდი. შენი ერთი სიტყვა საკმარისი იყო შესარიგებლად და ბრაზის დასავიწყებლად. მახსოვს, როცა მომწერე, ბედნიერმა ვიტირე და მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერებასაც სცოდნია ცრემლები. დაგთმე, მაგრამ არ დამვიწყებიხარ, დაგთმე თავისუფლებისთვის. ამ სამყაროში იყო მხოლოდ ჩემი ნახევარი გაგიჟება შენ მიმართ და არა ჩვენი _ ჩემი და ჩემი პირველი სიყვარულის... თითქოს ვგრძნობდი უშენობას... წერდა გოგონა თავისი გრძნობების შესახებ წერილებში, რომელიც მხოლოდ მისი იყო, მხოლოდ მისი საკუთრება და ადრესატამდე არასდროს მივიდოდა. წარსული წარსულში რჩებოდა... 2010 წელი. ერთ დღესაც ალისია უნივერსიტეტში იყო, როდესაც სმს-ი მიიღო: _ როგორ ხარ, სიხარულო? _ მაგრამ ალისიამ გეშლებათო, მისწერა. _ დავიჯერო არ მოგენატრე? ალისიამ ზოგჯერო, უპასუხა. _ არ გიყვარვარ? _ ჰკითხა ბიჭმა. _ ჯერ არა, გაბრაზებული ვარ შენზე. _ მაგიტომ არ გიყვარვარ? დაიფიცე და დაგიჯერებ. _ რა დავიფიცო და რისთვის? _ დაიფიცე, თუ არ გიყვარვარ. _ შენ გიყვარვარ, ლაშა? არ ფიქრობ, რომ უსამართლო იყავი ჩემდამი? გული ბევრჯერ მატკინე, მაგრამ მაინც მიყვარხარ ცოტათი. _ მე შენთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ მიყვარხარ და მაგიტომ დავთმე და მოგწერე. შენ გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი, უფრო მეტი მინდოდა და მინდა. მინდა, რომ ჩემი იყო და შენგან შვილები მყავდეს, მაგრამ ეგ არ გესმის შენ და გირჩევნია დამკარგო. მალე მიხვდები, რომ სხვას ვერ შეიყვარებ ჩემსავით, მაგრამ გვიანი იქნება. _ გაცხარებით მოსწერა ლაშამ.. ალისია კი ისევ თავის აზრზე იდგა და გადაწყვეტილებას არ ცვლიდა. ისევ ფიქრობდა: ის მე ვერ დამაფასებს. ჩვენი ურთიერთობის ბოლო ისევ განშორება იქნება და დროა ეს ბოლო განშორება იყოს. ალისიას ტელეფონზე მისი ზარი შემოვიდა, მაგრამ გვიან ნახა, დილას. როცა შეეხმიანა, ბიჭი უკვე სხვა ქვეყანაში იყო... 2011 წელი _ ლაშა, როგორ ხარ?! _ მისწერა ალისიამ და ბიჭმაც უპასუხა: _ როგორ გაგახსენდი?! _ შენ ვერ გამიხსენე და მე გაგიხსენე. ალისიამ შესთავაზა, მეგობრებად დავრჩეთ და წარსული დავივიწყოთო. ლაშაც დასთანხმდა, მაგრამ ცოტა ხანში იკითხა: _ როგორ მოხდა, რომ მოგენატრე, ეგ მითხარიო. ალისია გაბრაზდა და უპასუხა: _ წარსულს ნუღარ შევეხებით. დავივიწყოთ, ხომ შევთანხმდითო. ბიჭმა _ მეგონა შეიცვალე და მოგენატრე, მაგრამ ისევ ის ბავშვი ხარო. _ ჩემზე რას ფიქრობ? _ ჩაეკითხა ალისია, რაზედაც პასუხად მიიღო: _ მომწონხარ და მინდა ჩემი იყო. მინდა უფლება მომცე, რომ ჩემი იყო, გაფასებდე და ვზრუნავდე შენზე. არც გეხვეწები და არც გაძალებ. ყველაფერი შენს სურვილზე და გრძნობებზეა. ერთს გეტყვი, თუ ჩემი იქნები, არ გიღალატებ არასდროს და შენზე ვიზრუნებ. _ შენი მეგობრობა მჭირდებოდა, რადგან შენთან კამათით დავიღალე, მაგრამ მეგობრობაც აღარ გამოვა, ვხედავ. მე მართლა მინდა წარსულის დავიწყება და მითხარი გულწრფელად, ამ წარსულში რა იყო შენი აზრით კარგი? _ ჩვენი გრძნობა ერთმანეთისადმი კარგი იყო, მაგრამ ეგ ცოტა იყო, მე არ მყოფნიდა და შენც უცხოსავით მექცეოდი. ეგეთ ურთიერთობას სულ არ გნახო მირჩევნია. _ მე კი ეგეთი ურთიერთობა არ მინდა მქონდეს თუნდაც შეყვარებულთან. მას მივცემ კოცნის უფლებას და ასევე იმას, რომ სხვა ჰყავდეს, მაგრამ მის გვერდით გასეირნების, მეგობრობის უფლება უნდა მქონდეს, ესაა ჩემთვის სიყვარულის დასაწყისი. _ გირჩევნია შენთან იყოს ბიჭი, გკოცნიდეს და სხვასთან გაიქცეს სექსისთვის და დაგტოვოს? _ კი, მირჩევნია, რადგან მასთან მე მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ მსურს, ასე ვერ ვიქნები, ეჭვიანი არ ვარ და ვისთანაც უნდა იმასთან ჰქონდეს სექსი, ეს მისი გადასაწყვეტია. შენთან კამათი არ მინდა. ამიტომ მოგწერე და გთხოვე მეგობრობა, რადგან ამჟამად მე მეტს ვერაფერს შემოგთავაზებ. ძაან მინდა შენც ისე გენატრებოდე, როგორც მე მენატრებოდი და მჭირდებოდი. დღესაც ის გრძნობა მაქვს, რაც მქონდა შენ მიმართ. შენი დაკარგვა არ მინდა, მართლა ძვირფასი ხარ ჩემთვის. _ მერე რატომ მკარგავ? _ იმიტომ, რომ შენ მიშვებ ადვილად ხელს. _ შენ ჩამიჭირე მერე. _ როგორ ჩაგიჭირო მე? _ დამთანხმდი მეგობრობაზე. მეგობრობა კაი შემოთავაზებაა. ამას არავის ვთავაზობ. მე მინდა ის ძველი ურთიერთობა, ოღონდ თავიდან დაწყებული და თუ გაბრაზდები რამეზე, თვეობით ნუ გაიბუტები, მაშინვე დამელაპარაკე და ამიხსენი. მართლა არ მინდა შენთან საჩხუბარი და საკამათო მქონდეს. ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ჯობია ვიმეგობროთ. _ იმას ხომ ხვდები, რომ ჩვენ თუ ვიმეგობრეთ, სერიოზული არაფერი იქნება მერე? მზად ხარ მაგისთვის? _ კი, შენთან თვეობით დაშორებას მირჩევნია მაგ წინადადებაზე წამოვიდე. _ ოკ. ეგრე იყოს. შენ რას ფიქრობ, ამ მეგობრობით რა იქნება? _ შენი აზრით რა იქნება? _ ტყუილი და ფარსი მეგობრობა იქნება ალბათ, მაგრამ ასე მირჩევნია, ლაშა... ისევ იკამათეს და ალისიამ მისწერა, შენს ნახვას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრეო. ბიჭმა: _ შენ რომ ჩემი ნახვა გდომებოდა, აქამდე მნახავდიო. ისევ იკამათეს და ალისიამ: _ ჩემი გონებიდან შენს და ამ წლების ამოშლას ვაპირებ და რადაც უნდა დამიჯდეს გავაკეთებო. _ მე არ მოგწერ არასდროსო, უპასუხა ბიჭმა და ერთმანეთს ისევ დაშორდნენ. ალისიამ რამდენიმე კვირის მერე ისევ მიიღო სმსი: _ მომენატრე. _ არ მჯერა, ნუთუ შენ ხარ?! _ ოღონდ მითხარი, რომ გიყვარვარ. _ მენატრებოდი. ისევ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ნახავდნენ, მაგრამ ალისიამ ისევ ვერ გადადგა ნაბიჯი, სულ ფიქრობდა, რომ შევხვდე, რამე სისულელეს ჩავიდენო და ბიჭს მისწერა: _ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულებულია. ბოდიშს გიხდი, რომ დაგპირდი, გნახავ-თქო. გადავიფიქრე. ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი,და თუ ოდესმე კვლავ მოგვიწევს საუბარი, ბოლო თხოვნა იქნება, ცუდად და უხეშად არასდროს დამელაპარაკოო, მაგრამ ბიჭმა მისი ბოდიში აღარ მიიღო და გაბრაზებულმა უთხრა: _ არ ვიღებ შენს ბოდიშსო! ერთ დღეს ალისიამ მისწერა ბიჭს ტელეფონზე, მაინტერესებდა თბილისში ხომ არ ყოფილხარ, ერთ ადამიანს მიგამსგავსე და ვერ მოვითმინე, რომ არ მეკითხაო. თბილისში ვარო, უთხრა ბიჭმა. ალისიამ კარგი, მადლობაო და დაემშვიდობა. 15 აპრილი იდგა. უკვე გვიან იყო, ალისიამ მოსული სმს-ი რომ წაიკითხა: _ დღევანდელი დღე არ მომილოცე?! თუ აღარ გიყვარვარ? _ მე შენ უკვე გადაგიყვარე. ალბათ არცერთმა არ დავიმსახურეთ მილოცვა. წაშალე ჩემი ნომერი, ალისია უბრალოდ წარსულში იყო და მე წარსულს აღარ ვუბრუნდები! _ მისწერა გაბრაზებულმა ალისიამ ბიჭს, _ როცა არ გამოგვდის საუბარი და ურთიერთობა, გაცლა სჯობს ამ ყველაფრისგან. მე ასე ვფიქრობ. შენ არაა?! ბიჭმა მოსწერა: _ მეც, ჩემო სიხარულო, ოღონდ არ თქვა, არ მომენატრეო. _ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ლაშა. _ შენ ეგრე ვერ მიაღწევ ვერაფერს! _ ლაშა, მე შენთან არაფრის მიღწევას არ ვაპირებ. _ რას არ აპირებ, ალისია, უცხო ადამიანებშიც მე მეძებ და დაფიქრდი, ეგრე თუ არაა, სანამ იუარებ. _ არა უშავს, დრო ყველაფერს განკურნავს და აღარ მოგძებნი, ამ ახირებასაც გადავიტან. _ რას გადაიტან! ერთი შეხვედრა და ერთწლიან დეპრესიას აიკიდებ. არ გინდა ტყუილები, მე ყველაფერი ვიცი. _ შენ ის იცი, რაც მე ჩავთვალე, რომ გცოდნოდა, სხვა შენ ბევრი არაფერი იცი. ხოდა დეპრესია აღარ მექნება, თუ აღარ გნახავ. ქუჩაში თუ ვინმეში მეშლები, ამასაც მალე გადავეჩვევი. _ ჩაიხედე მაინც გულში, ალისია. _ ჩემ გვერდით ვერ იქნება ის ბიჭი, რომელიც თბილად და ყურადღებით არ მექცევა. რაც უნდა მომენატროს და დამჭირდეს, ჩემს ცხოვრებაში ვერ შემოვა. ვნახავ სხვას, ვისაც ვეყვარები და თბილად მომექცევა. შენ კი ასეთად არ მიმაჩნიხარ. ადრე თუ გვიან აზრს შევიცვლი შენზე და სხვა დამაინტერესებს. _ და ეგ გვიან არ მოვა არასდროს, იცი ეგ შენ! შენ მე გჭირდები და არა სხვა, რაც უნდა ცუდი თქვა და დამივიწყო, ჩემთან ბედნიერი რომ იქნები, სხვასთან ისე ვერ იქნები და ეგეც იცი! _ ამას შენ ამბობ და არა მე. რამდენჯერაც დაგშორდი, წავედი შენგან, შენი სმს-ებით გული მილბებოდა, ახლა ასე აღარ იქნება. _ არ ამბობ, მაგრამ მე შენს გულში რა ხდება, ყველაფერს ვგრძნობ და ნუ უარობ. გული იმიტომ არ გილბება, რომ რომც მოგილბეს, მე ხვალ ისევ რომ წავიდე, კვლავ იმ დღეში იქნები. შენ გგონია, რომ შენ წახვედი ჩემი ცხოვრებიდან. ცდები, ალისია, ეგ მე გაგიშვი ყოველთვის. _ ხოდა, მით უარესი, რომ გამიშვი. ახლა არა აქვს აზრი არაფერს ,ჩვენ კარგი ურთიერთობა ვერ გვექნება. _ არ გინდა შევხვდეთ დღეს?! _ გნახო და ერთწლიანი დეპრესია ავიკიდო, მართლა არ მინდა. მე არ გეკითხები, გენატრებოდი, გახსოვდი თუ არა, რადგან მე რასაც ვგრძნობ, ვიცი, რომ იგივე ხდებოდა შენს გულში. 2 წელი დეპრესია საკმარისი იყო და დამატება არ მინდა არაფრის. _ ჩემს გულში რა ხდება ან ხდებოდა, შენ კი არა არავინ იცის, და თუ არ გინდა, არ გეხვეწები. _ მაშინ მითხარი, რა იყო შენს თბილ და ცივ გულში. _ შევხვდეთ და გეტყვი. _ ვერა... რამდენიმე ხნის მერე: _ სიხარულო, როგორ ხარ?! _ რა იყო, ლაშა?! _ მოგენატრე?! _ ეგ კითხვა შენს თავს დაუსვი ჯერ და მერე მითხარი, პასუხად რა მიიღე? არ თქვა ახლა, ჯერ შენ მიპასუხეო. _ ჩემი თავისთვის არ დამისვამს, შენ დაგისვი ჯერ. _ ხოდა, შენს თავს დაუსვი, მოგენატრე თუ არა. მე მომენატრე, მაგრამ არ ხარ ღირსი. _ მერედა როგორ მოგენატრე? _ მინდოდა მოგეწერა და ველოდებოდი შენს სმს-სს. ბიჭმა ალისიას თავისი თავი შესთავაზა, მაგრამ ალისიამ: _ შენს თავს საჩუქრადაც ვერ მივიღებ. მე ელემენტარულ ურთიერთობას გთხოვდი, მაგრამ არ გამოვიდა. მე ვინ მეყვარება, ეგ ჩემი საქმეა, მხოლოდ ჩემი, ჩემთვის რა ჯობია, მე გადავწყვიტე უკვე და შენს ნახვას აღარ ვაპირებ. დავთქვი, რაც უნდა გამიჭირდეს, არ გნახავდი და ჩემს სიტყვას შევასრულებ. _ მოგიკლავს მაშინ თავი, კარგი კარგად იყავი. _ მაგაზე შენ არ იდარდო. კვლავ დასრულდა მათ შორის საუბრები, დასრულდა ბევრჯერ და ვითომ სამუდამოდ... მაგრამ როცა ეგონათ, რომ სამუდამოდ იყო დასრულებული, მაშინ გამოჩნდებოდნენ ხოლმე კვლავ ერთმანეთის ცხოვრებაში... უკვე ვერაფერს ვშველი ჩემს მონატრებულ დღეებს. შენ დამანახვე სამყარო გრძნობების თვალით, სადაც ჩვენ აღმოვჩნდით ცალ-ცალკე, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს. შენ გამაცანი პირველად ასეთი გრძნობები, ცრემლი, სიხარული, მონატრება ამ სამყაროდან. შენ ჩემი დამარცხება შეძელი, ჩემს ფიქრებს, ოცნებებს, გრძნობებს დაეპატრონე... მაგრამ ბოლომდე ვერა... დრო მიდის და ვცდებით სადღაც, ჩემი გულიც შემცდარა... ყველაფერი შემთხვევითობით ხდება ხოლმე... 26 ივლისი, 2011 წელი ალისიას სმს-ი მიუვიდა: _ როგორ ხარ ჩემო სიყვარულო?! ალისიამ გაბრაზებულმა მისწერა: _ მე ხომ დაგემშვიდობე! თუ გაგიარა გაბრაზებამ და მოგენატრე? სულ ბრაზობ, რა ვერ დათბი ჩემდამი! _ შენ არ აკეთებ მაგისთვის არაფერს. მომიყევი რამე, ალისიაა... _ ზღაპარი? რა მოგიყვე? _ თუნდაც ზღაპარი, შენზე მომიყევი. _ იყო ერთი სულელი გოგონა, რომელიც ცხოვრობდა პატარა ჩვეულებრივ ქალაქში, სადაც გამოჩნდა პრინცი. კარგი იყო, ძალიან კარგი, სიზმრებშიც მოდიოდა. ხოდა მერე წავიდა შორს და ზღაპარიც დასრულდა. _ კარგი იყო, მაგრამ ცოტა. _ ვიფიქრე არ შეწუხდეს-თქო. _ ჩემზე ზრუნავ?! _ მთლად არ გამომდის. _ მთლად როგორ?! _ მინდა შენზე ვიზრუნო. მინდა, მაგრამ არ გამომდის საბოლოო ჯამში. ხომ იცი ცოტა ცივი და უხეში ვარ. _ ეგ შენი მინუსია მერე. _ ვიცი. _ მერე გამოასწორე, ალისია. _ მე შენგან გაგებას, მზრუნველობას, ყურადღებას ვითხოვდი. _ მე მაგ ყველაფერს შეგპირდი და არ მოგაკლებდი იცოდი, მაგრამ ჩემი უნდა გამხდარიყავი არ ისურვე შენ. გერჩივნა უსიყვარულოდ სხვასთან ვყოფილიყავი, ვიდრე სიყვარულით ჩემთან. _ ვიცი, ცუდი იყო შენთვის, ჩემი სიჯიუტე, მაგრამ მეც არ ვყოფილვარ კარგად, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ასე მიმაჩნდა სწორად. _ იმ ყველაფერზე ახლა რას ფიქრობ? რომ დაბრუნებულიყო რას იზამდი? _ გნახავდი ყოველდღე და მაგრად მოგეხვეოდი. _ სამწუხაროა, ის დრო რომ აღარაა. _ როცა მაბრაზებ, არ მინდიხარ. _ როდისმე ჩემი ინიციატივით თუ გამიბრაზებიხარ, როცა შენი ბრალი არ იყო. _ შენი ბრალიც იყო და ჩემიც. უფრო მეტად ჩემი. _ კაია, რომ აღიარებ. მოგენატრე? _ მომენატრე. შენ? _ მეც, სიხარულო. ისევ ერთმანეთის ნახვაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ... მაგრამ დრო ასეთი იყო და მხოლოდ დრომ იცოდ,ა რა იყო საჭირო და რა არა. დრომ იცოდა მხოლოდ, რომ ერთმანეთის ნახვა აღარ ეწერათ და აღარც შეხვედრიან ერთმანეთს... _ ცხოვრებაში აღარ მოგწერ! დაიმახსოვრე და არ დაივიწყო! არც გამონაკლის დღეებში! მე არ ვყოფილვარ შენს ცხოვრებაში და ჩათვალე, საერთოდ არ მიცნობდი! ეს ბოლო სმს-ია.კარგად იყავი! _ კაი, ნახვამდის. როგორ მტკენ ხოლმე გულს. 2011 წელი. ეს იყო მათი საბოლოო განშორების სიტყვები, რომლის მერეც ერთმანეთთან სალაპარაკო უკვე აღარ გააჩნდათ, მაგრამ ალისიას მაინც სურდა მისთვის მიეწერა... მაგრამ... მაგრამ ამდენმა განშორებამ გააჩერა მისი გული... გააჩერა მასთან შეხვედრისა და საუბრისგან... წერილი სიყვარულს... _ თვალები დახუჭე. შენს ოთახში შედიხარ, მე კი გელოდები შემოპარული, ჩემკენ მოდიხარ და მკოცნი. როგორ მინდა არ დასრულდეს შენ გვერდით გატარებული წუთები, როცა ყველაფერი მავიწყდება და მხოლოდ შენს საუბარს და სითბოს ვგრძნობ. ისეთი მშვენიერია და სასიამოვნოა შენთან ყოფნა, აღარ მინდა ეს დღე გაქრეს და დაიკარგოს... მინდა მუდამ იყო ჩემს სიაახლოვეს, რათა მითხრა, რომ გჭირდები, ისევე როგორც მე _ სამუდამოდ... მინდა ყოველთვის ვგრძნობდე შენს სითბოს. მინდა ძლიერად ჩამიკრა გულში და მაკოცო ბევრი. მიხარია, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია და ისეთი შეცდომა არ დამიშვია, რომ ჩემი თავის შემრცხვენოდა. სამყარო შეუცნობელია. შეუცნობელია გრძნობები, სიყვარული, ქარი, რომელიც არ იცი საით, ვისკენ წაგიყვანს, მაგრამ უმშვენიერესია სამყარო, როცა ცოცხლობ, ლაპარაკობ და ხედავ მზეს, მთვარეს, ღამეს და დღეს, შეიგრძნობ სიცივეს თუ სითბოს... რომლებიც არ არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად... მას შემდეგ ალისიამ ერთხელ დაინახა ლაშა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, მაინც არ დაელაპარაკა მას... ეს ახირება იყო,წარსულის ფიქრებიანი ახირება. ყველა ნაცნობი უბრალოდ შორს დავტოვე, წარსულში მოვიტოვე უბრალო გაელვებად...ზოგისთვის საინტერესო და ნოზიც ვიყავი მათი აზრით, მაგრამ ჩემთვის არავინ გამოჩენილა იმ გრძნობების გამოძახილით, რაც შენოან მერგო. თითოს ისევ 19 წლის პატარა გოგო ვიყავი, რომლისთვისაც სიყვარულის მოსვლის დრო არ იყო და არც სჭირდებოდა... მაგრამ პირველად შევხედე შენთან საუბრის მერე ცხოვრებას სხვა სიყვარულის თვალებით... მიზიდულობა ძალზე სასტიკია და შეუცნობელი. არავინ იცის, როდის, ვისთან რა მიგიზიდავს... ეს იყო ალისიას წერილების ბოლო ჩანაწერი... მთელი 2009 წლიდან 2012 წლამდე სწერდნენ ერთმანეთს, ალისიას 2014 წლამდე ისევ აინტერესებდა ლაშა და მასზე ფიქრობდა. ეს მოხდა წარსულში, როცა ალისია 19 წლის იყო. ის ამ გრძნობებს 24 წლამდე ატარებდა და მეტად აღარ სურდა წარსულის ტყვე ყოფილიყო... ალისიამ ისევ გადაშალა ბოლო ფურცელი და სიცილი აუტყდა. ახლა იცინოდა და ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც გულის კუნჭულში ისევ სტკიოდა მისი პირველი სიყვარულის ასეთი დასასრულის გამო. მაინც ბედნიერი იყო და უხაროდა... ერთ დროს ამ ისტორიის გახსენებაზე და ყოველ გადაკითხვაზე ტიროდა და მონატრების სევდა იპყრობდა, მაგრამ ახლა ხალისიანი იყო და ცეცხლში ჩაგდებულ ჩანაწერებს უყურებდა, რომელიც იფერფლებოდა. დიახ, ფერფლად იქცა ის წერილები, რომელიც ალისიამ 5 წელი სათუთად შეინახა... _ შეყვარებული სულელი გოგო, _ თქვა და ცეცხლს მიაჩერდა. ალისია სოფელში იყო, მინდორში იჯდა ცეცხლთან. ლურჯ და წითელყდიან ალბომებს წვავდა და თან იცინოდა ბედნიერებით სავსე, რომ ძველი გრძნობები აღარ არსებობდა მასში... და ანდრია გაახსენდა... _ ჩემი ექიმი ვამპირი... _ თქვა, შეხედა ცეცხლში დაფერფლილ ძველ გრძნობას და კმაყოფილმა ახედა ცას: _ მადლობა, უფალო, ეს ექიმი რომ გამაცანი. მადლობა იმ ალერგიისთვის. ამად ღირდა ის 5 ალერგიული თვე, რომელიც მაშინებდა, რამე ცუდი არ მომხდარიყო... ახლა ბედნიერი იყო, რომ სიზმრებით სავსე 5 წელიწადი და მასზე ოცნებები დასრულდა... ალისიამ ცეცხლში შეაგდო უკანასკნელი ფურცელი და უკან მიიხედა, საიდაც სიცილის ხმა მოდიოდა და იქით წავიდა. _ რა იყო, რაზე იცინით?! შამპანურის გახსნის დროა!.. _ დაიძახა და ბოთლს დასწვდა. _ გახსენი, გახსენი, აღვნიშნოთ ამ ცეცხლში მოგიზგიზე ქაღალდების მოცილება და განადგურება... _ თქვა დავითმა და ჭიქა მოიმარჯვა. _ კაცს ოღონდაც დასალევი უხსენე! _ ალისიამ გაიცინა და შამპანური მიაწოდა: _ გახსენი და დაგვისხი. _ აი, ტორტიც მოვიდაა... _ სანთელი რად უნდა, დაბადების დღე კი არ მაქვს! _ თქვა ალისიამ და გაიცინა. _ ალისია, კარგი რაა. მიდი ჩააქრე და ჩაუთქვი! შენი თავისუფლების 5-წლიანი ტყვეობა ადვილი კი არ არის! _ შენიშნა დიანამ. _ მაინც არ გვანახა. ერთი სიტყვაც კი არ წაგვიკითხა, რა! ვერაფრით ვერ გამოტეხ ამ ქალს გრძნობებში! _ აჰყვა შეყვარებულს დავითი. _ ჩემი ლამაზი ბიჭი... _ წამოიძახა ქალმა და ბავშვისკენ დაიხარა. ბავშვმაც თავისი პატარა ხელები გაიშვირა მისკენ, დიდრონი თვალები შეანათა და საოცარი მოუთმენლობით შეხედა. _ ჩემო ბიჭო, _ თქვა ქალმა, ბავშვი მიიხუტა და ბედნიერმა წარმოთქვა: _ მოდი ერთად ჩავუთქვათ... _ ბავშვისკენ დაიხარა, სული შეუბერა სანთელს და მეორე ჭიქა აიღო ხელში. _ ჩვენს ცელქ ბიჭუნას გაუმარჯოს! _ ქალმა შამპანური მოსვა. _ სხვა სადღეგრძელო იყო! _ შეედავა უცბად დავითი და გაიცინა. ქალმა გაიღიმა და ბავშვს აკოცა: _ რას გადაეკიდე ჩემს ძველ გრძნობას! თუ ასე გინდა დაასხი და მეორეც დავლიოთ... _ ქალმა ჭიქა აიღო ხელში და ცეცხლს გახედა: _ უკვე დაფერფლილი წარსულის სადღეგრძელო იყოს... დავითმა სასმელი მოსვა და ქალს შეხედა, რომელიც ბედნიერი უღიმოდა ბავშვს. _ ალისია, გვითხარი რა, მაინც ვინ იყო იქ 5 წელი?! _ შეეკითხა დიანაზე შეყვარებული დავითი, რომელმაც თავის გოგოს თავზე აკოცა. _ 5 წელი?! _ გაკვირვებულმა იკითხა მათზე რამდენიმე წლით უფროსმა კაცმა, რომელიც ბავშვის მამა იყო და ალისიას გვერდით დადგა. _ 5 წელი გიყვარდა მარტო შენ?! _ მიყვარდა? არა! უფრო გატაცება იყო! _ შეუსწორა ქალმა და გადაიხარხარა. _ ეუ, ნამდვილი იდიოტი ყოფილა, შენისთანა ქალს ცალმხრივი გრძნობები რომ გაუჩინა და არა ორმხრივი! _ არა, მე ვიყავი პატარა იდიოტი, _ თქვა ქალმა: _ მაგარია რა გინდა, ორმხრივს ვერ დავივიწყებდი და ცალმხრივი დავივიწყე ისე, რომ ერთი სულელური კოცნა სრულიად წაიშალა! და ეს ძალიან მიხარია... ბედნიერი ვარ... _ მაგრამ ახლა იმის დავლიოთ, ვინაც ეს 5-წლიანი გრძნობები წაშალა. ამიტომ მას გაუმარჯოს, ანდრიას! როგორ ეძახი? ექიმი... _ ,,ექიმი ვამპირი"_ გაიცინა დაქალმა და გაუღიმა. ალისიამ ჭიქა აიღო ხელში, დიანას გადახედა და ზემოთ ასწია: _ კარგი, ექიმი ვამპირის იყოს, _ თქვა და გვერდით მდგომ კაცს შეხედა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა. _ ვინაა ეს ექიმი ვამპირი?! მეგონა წიგნში იყო მოფიქრებული და სინამდვილეშიც არსებობს?! _ ანდრია... ანდრია დავითიანი. კეთილი და ასევე სულელი ექიმი! ქალს 5-წლიანი გრძნობები ერთი მზერით და ღიმილით დაავიწყა. სად იყო აქამდე?! _ წამოიძახა დიანამ და ორივეს შეხედა. გაკვირვებულმა კაცმა შამპანური მოსვა და ცეცხლს გახედა. ქალს შეხედა და სევდიანმა გაიხედა ბავშვისკენ, რომელიც ისევ ალისიას მკლავებში იყო მომწყვდეული. ქალმა ჭიქა დადო და ბავშვს ხელი მაგრად მოხვია: _ მეთქი ბავშვს მოვეფერები და ვაკოცებ-თქო, ამათ კიდევ დამათვრეს! იგი ნელა დაიძრა სახლისკენ და ბავშვი ლოგინში ჩააწვინა, მის გვერდით მიწვა და ჩვილს ხელი გადაუსვა ლოყაზე: _ საოცარი არსება ხარ... თან რა სურნელი გაქვს... მიზიდულობის... _ მაღლა აიხედა და ჩაფიქრებული მიაჩერდა თეთრ ქათქათა ჭერს. _ მე მეგონა მხოლოდ წარმოსახვითი მუზა გყავდა... _ თავზე წამოადგა გიორგი. ქალი ლოგინიდან წამოიწია და კაცს შეხედა: _ გიორგი, მართალია შენთან და ამ ცელქ ბიჭუნასთან ბევრი კარგი დღეები გამიტარებია, მაგრამ არ მიყვარს საუბარი ჩემს გრძნობებზე, თანაც მე მწერალი მინდა ვიყო... დღეს შეიძლება სხვა მომეწონოს, ხვალ სხვა, მაგრამ ჯერჯერობით ამ 5 წლის მერე პირველად ვხედავ თავს თავისუფალს და ეს მიხარია. მართალია ანდრია მახსოვს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით და ეს განსხვავება ძალიან დიდია... ეს უბრალოდ მოწონებაა და მეტი არაფერი... არც შეიძლება მეტი იყოს... _ ქალმა ბავშვს დახედა და გაუღიმა: _ ჩემო ბიჭო, ხვალ სახლში რომ წახვალ, არ მოგენატრები?! _ ბავშვმა მხოლოდ თვალები გაახილა ფართოდ და ისევ დახუჭა. ქალმა ბავშვს ლოყა მიადო თავის რბილ ლოყაზე. _ ალისია, წიგნი ვერ წავიკითხე და ხომ მაჩუქებ?! _ კი, გიორგი... ქვემოთ შენს დროებით ოთახში დაგიდე. კაცი ცოტა ხანში მიუტრიალდა ქალს, რომელმაც ბავშვი დააძინა. _ ალისია, იქნებ წარწერა გამიკეთო?! _ სთხოვა ქალს და თვითონვე უკარნახა სიტყვები... დილას ყველა გააცილა ალისიამ და მარტო დარჩა თავის მომავალ წიგნებთან ერთად, რომელზეც უნდა ემუშავა... კაცმა ალისიას წიგნი აიღო, რომელზედაც ავტორს ავტოგრაფი დაეტოვებინა... რამდენიმე გვერდი წაიკითხა, მერე კი, როცა თბილისში ჩავიდა, მაშინვე შეფუთა და გაგზავნა... *** _ ქალბატონო ნენსი... ექიმი ანდრია გკითხულობთ, თქვენთან შეხვედრა უნდა. _ რა?! აქა?! _ დიახ, აუცილებელი საქმე მაქვსო. _ შემოვიდეს! _ თქვა ქალმა და გაკვირვებული მიაშტერდა წიგნს ,,ექიმ ვამპირს~. ნეტავ რა უნდა, აქ რისთვის მოვიდა... _ ფიქრობდა ქალი, როცა შემოსვლის ნებართვა გასცა. რამდენიმე ხანში კარი გაიღო და კაციც შემოვიდა. იგი ქალს მიესალმა და ხელი ჩამოართვა. _ ალბათ, ხვდებით აქ რატომ ვარ... _ იქნებ ამიხსნათ?! _ ამის გამო! _ თქვა და წიგნი დაუდო მაგიდაზე, _ ,,ექიმი ვამპირი", მინდა ავტორის ნახვა. სად არის ახლა?! _ ვერ გავიგე, რისთვის გინდათ მისი ნახვა?! _ ეს უკვე ჩემი საქმეა, მინდა ვიცოდე სად არის ეს ქალი და ვინაა! _ ფსევდონიმით წერს. არ მაქვს უფლება, მისი ნამდვილი სახელი გავამჟღავნო! _ და თუ ეს მისთვისაც კარგია, მაშინაც უარს იტყვით მის შესახებ ინფორმაციის მოცემაზე?! _ ალისია ... _ უთხრა სახელი და ნამდვილი გვარი და დაამატა: _ ახლა სოფელშია, ეს მისამართია, _ თქვა ქალმა და ქაღალდი გაუწოდა. _ გმადლობთ, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის და წარმატებულ დღეს გისურვებთ. _ თქვენც... ბატონო ანდრია! _ დიახ?! _ წიგნი მოგეწონათ?! _ განსაკუთრებით ალისიაა... _ გაეღიმა კაცს და ქალს შეხედა. _ მართლა დაავალეთ მას წიგნის დაწერა?! _ ალისია მწერალია, თავისუფალი მწერალი, ის თვითონვე წყვეტს, ვისზე დაწეროს და რატომ! რას აპირებთ?! _ დრო გვიჩვენებს! _ თქვა და კარი გაიხურა. მანქანაში ჩაჯდა, წიგნი მეორე სავარძელზე დადო და ფიქრებში წავიდა. _ ალისია... _ თქვა და მანქანა დაძრა... ახალი დაბრუნებული იყო ანდრია ლონდონიდან, როცა წიგნი დახვდა სახლში. სათაური წაიკითხა თუ არა, მაშინვე დას შეეკითხა წიგნის შესახებ. მანაც უთხრა, საჩუქრად გამოგიგზავნესო და ავტორის ხელმოწერაც აჩვენა შიდა ყდაზე. ანდრიამ წიგნის წაკითხვა გადაწყვიტა და თავისუფალ დროს სწორედ მაგისთის პოულობდა. თავდაპირველად სათააურმა შეაცდინა, ეგონა მკვლელობაზე იქნებოდა, მაგრამ რომ წაიკითხა, გაეცინა. დაასრულა თუ არა წიგნი, მიხვდა, რომ ამ ქალის გრძნობები სინამდვილეშიც აინტერესებდა და უნდოდა ავტორი ენახა... გონებაში მაშინვე ერთი პაციენტი ამოუტივტივდა და ყოყმანობდა, შემთხვევით ის ხომ არ არისო. ახლა კი, როცა გაიგო ქალის სახელი, ცოტათი გაუკვირდა, რადგან სწორედ თავისი პაციენტის სახელს ემთხვეოდა. ჩაფიქრებული მისრიალებდა დასავლეთისკენ: _ ნუთუ ისაა?! ალბათ ისაა. ქალი, რომელიც ჩემი პაციენტი იყო, ქალი, რომელიც პირდაპირი იყო და მორიდებულიც... _ ფიქრებში წავიდა და დანიშნულების ადგილს რომ მიუახლოვდა, სვლა შეანელა. ალისია მდინარის ნაპირას იდგა და გარემოს გადასცქეროდა სიამოვნებით აღსავსე. უკვე ეცინებოდა თავის წარსულ გრძნობებზე. ამჯერად ბედნიერი იყო და ცხოვრებას მშვიდად განაგრძობდა წერითა და თავის ახალი ჰობით, ხატვით. ერთი საათია, რაც მდინარეზეა. თევზაობს ისე, როგორც ძმამ ასწავლა და უხარია. ადრე ლოდინი, თუ როდის წამოეგებოდა თევზი ანკესს, აღიზიანებდა, ახლა კი პირიქითაა _ მშვიდად უცდის და ელოდება, როდის მივა თევზი ანკესთან. ერთი საათის მერე ცურვაც გადაწყვიტა, ტანთ გაიძრო და წყლისკენ წავიდა. მდინარეში რომ გველი დაცურავს, ეს უკვე აღარ აშინებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდი ხანია ამ მდინარეში ცურავს და გველები წყალშიც შეხვედრია და ნაპირზეც. მეორე იმიტომ, რომ ზოდიაქოს თუ დაუჯერებს, თვითონაც გველია. სახლში ერთი გველი კიდეც ჰყავს, თავის კუსთან ერთად აკვარიუმში, ერთმანეთს ეწყობიან. ასეც რომ არ იყოს, ისეთია ალისია, მაინც დაამეგობრებს. რამდენჯერმე გაცურა და გამოცურა ერთი ნაპირიდან მეორემდე, მერე ჩაიცვა და ფეხით გაუყვა სახლის გზას. ხელში თავისი ძმის გაკეთებული კალათა ეჭირა თევზებით და მხიარულად მიუყვებოდა სოფლის ბილიკს. წიგნ ,,ექიმ ვამპირზე~ ფიქრობდა, რომელიც ერთი თვის წინ გამოუშვა, ახლა კი თავის სოფელში ისვენებდა და დროს თევზაობასა და ცურვაში ატარებდა. ფეხით ნაცნობი ტყეებისკენ გაისეირნებდა, ბუნებით ტკბებოდა და ხეების შრიალსა და მასში მოფუსფუსე არსებებს აკვირდებოდა. თუ რომელიმე ცოცხალ არსება მოიხელთებდა, ქილაში გამოამწვდევდა ცოტა ხნით, დახატავდა და მერე უვნებელს ისევ უბრუნებდა თავის სამფლობელოს. მისი ნახატების კოლექციაში უკვე იყო რამდენიმე ხე, ფოთოლი, ყვავილი, გველები, კუ, პეპელა და ბუნების ბევრი საინტერესო დეტალი. თავზე ქუდი ეფარა და თმა შიგნით დაემალა, მხოლოდ თავისი ყავისფერი თვალები იცქირებოდნენ ქუდს ქვემოდან. განებივრებული ჯიუტი გოგონა ეზოში შევიდა, მწვანე ხასხასა მინდორი გადაიარა და ის იყო სახლის კარი უნდა შეეღო, რომ სახლის გვერდიდან ხმა შემოესმა და კალათიანად მეორე მხარეს გადაუხვია. _ აი, ჩემი შვილიც მოსულა მდინარიდან, _ მოესმა მამის ხმა ალისიას. უცებ სხვაც დალანდა. უცნობი ხელებს იბანდა და ალისიასგან ზურგით იდგა. _ ალისია, სტუმარი გეყოლება ეს დღეები, მე მივდივარ. სტუმარს ყურადღება მიაქციე. _ გამარჯობა... _ მიესალმა უცნობი. თვითონაც მიესალმა, მაგრამ არც კი შეუხედავს სტუმრისთვის, მაკრატელი და ჯამი მოიმარჯვა, კალათიდან თევზები გადმოყარა და მის გაფხეკას და გაწმენდას შეუდგა. _ ალისია... მე უკვე მივდივარ, თორემ დამაგვიანდება. _ კარგი, მამა, აბა შენ იცი, რომ ჩახვალ, დამირეკე და ყველას მოკითხვა. _ გადაკოცნა და ჭიშკრამდე მიაცილა. მალე მანქანაც დაიძრა და მამამისმა ქალაქისკენ გასწია. ალისიამ ჭიშკარი გადაკეტა და ახლაღა დაფიქრდა, რომ ვიღაც უცხოსთან ერთად რჩებოდა სახლში. ეს არ მოეწონა. თავის თევზებს დაუბრუნდა და მაკრატლით გაჭრა თუ არა, გარეცხვას შეუდგა. _ თევზები საიდან მოიყვანე?! _ მოესმა უცნობის ხმა და მისკენ შებრუნდა. შებრუნდა და თევზიც გაუსრიალდა ხელიდან. _ ის აქქქ... აქქქ რა უნდა...რატომაა აქქქ ამ სახლში... _ ფიქრებში უცბად გაიხსენა მასთან შეხვედრები მის კაბინეტში და თევზს დასწვდა გაბრაზებული. _ მდინარიდან! _ თქვა მკაცრად და ისევ განაგრძო თევზის გასუფთავება. _ შეენ! თევზებს იჭერ?! _ კიი! რაიყო უნდა მეშინოდეს თევზების?! _ გოგო და თევზის ჭერა წარმოუდგენელია. _ თქვა ანდრიამ. ალისიამ აღარაფერი უპასუხა. მორჩა თუ არა საქმეს, მაშინვე ტაფა შემოდგა ქურაზე და ფქვილში ამოვლებული თევზის შეწვას შეუდგა. _ აქ რატომ რჩებით?! _ იქნებ ჯერ სახელი გეკითხა?! თუ უკვე იცი ჩემი სახელი?! _ რა გქვიათ?! _ ანდრია... _ აქ რატომ ხართ?! _ უკვე ერთი კვირაა, რაც ჩამოვედი თბილისში და აი, ეს დამახვედრა ჩემმა დამ! _ მიუგო ექიმმა და ალისიას წიგნი დაანახვა. ქალმაც უცბად ვითომ არ იცოდა, ისე მიუბრუნდა თევზებს. _ ეგ წიგნი რა შუაშიაა აქ ყოფნასთან?! _ თავშია! შენი დაწერილი წიგნი მომეწონა, გადავწყვიტე ახლოს გამეცნო მწერალი და ნენსიმ მითხრა შენი მისამართი. _ ჭამის დროა, თუ გშიათ. _ თქვა და მაგიდის გაშლას შეუდგა. მაცივრიდან გამოალაგა კერძები და ახალი თევზიც ჩაამატა სუფრას. ორივენი მიუსხდნენ მაგიდას და თავიანთ ფიქრებში გართულები შეუდგნენ ჭამას. როცა ანდრია მის სოფელში ჩავიდა, მამამისი ნახა და აუხსნა, რომ ალისიასთან შეხვედრა უნდოდა და დაითანხმა კიდევაც. მანქანა იქვე ეზოში გააჩერებინა, იმ პირობით, რომ ალისიას ცუდად არ მოექცეოდა და არ აწყენინებდა. ალისიამ ჭამა დაამთავრა და ადგა. კაცის მადლობა გაიგონა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, მაშინვე ჭურჭლის რეცხვას შეუდგა ფიქრებით სავსე. _ აქ რატომაა?! რა უნდა აქ?! ნუთუ ხვდება, რომ მას ადრეც შევხვედრივარ?! ნუთუ ფიქრობს, რადგან მისი სახელია წიგნში... ნუთუუუ... _ ამ დროს კაცის ხმაც მოესმა და ფიქრი გაუწყდა. _ რატომ აირჩიე შენი წიგნის გმირის სახელად ანდრია? _ არ შეიძლება თუ აკრძალულია?! ალისიას უხდებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე! _ კარგია, საოცარი წიგნია. _ გმადლობთ... _ თქვა და წყალი გადაკეტა. სახლის უკან სახელოსნოსკენ აიღო გეზი. დანა მოიმარჯვა, სახელოსნოს კარს დაუმიზნა და ისროლა. კიდევ დაამჩნია რამდენიმე ხაზი და დანა ამოაძრო კარის ფიცარს, რომელიც უკვე დასერილი იყო დანის სროლისგან. კარს ბავშვობიდან მოყოლებული ნელ-ნელა ემატებოდა დანის ნაჭდევები. დანა ხელში დაიჭირა და უცბად მოტრიალდა ხმაზე. დანა წინ გასწია, ისე როგორც სროლისას და კაცს შეხედა: _ რა იყო?! _ შენს ნერვებს და დეპრესიას ასე შველი-თქო? _ საიდან მოიტანეთ, რომ დეპრესია მაქვს?! _ ღამე ცუდად გძინავს, ან გვიან იძინებ! სულ ასე უხეშად საუბრობ?! _ ალბათ ალერსი დამაკლდა! ახალგაზრდა მაინც იყო! _ თქვა ჩუმად, მაგრამ კაცმაც გაიგონა მისი სიტყვები. _ იძიეთ შური?! _ ვისზეე?! _ ხეზე! _ კაცზე შურისძიება უფრო საინტერესოა! _ კაცზე იძიე შური და ეს გაწუხებს ახლა?! _ ჯერ არა, ვაპირებ სამომავლოდ! _ მიუგო გაბრაზებულმა და სახელოსნოს მოშორდა. ჭიშკრისკენ დაიძრა და კნუტის ხმაც მოესმა. დაიხარა და კნუტს დაუწყო ძახილი. _ მოდი, პატარა, მოდი, გშია არაა?! რძეს დაგისხამ, ოღონდ არ გაიქცე, კარგი? _ და კნუტი ხელში აიყვანა. ახლა რომ ხედავდეს, მამა იტყოდა: დაანებე თავი, არ გიკბინოსო და გაბრაზდებოდა ალისიას საქციელით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა მის საყვარელ გოგონას რამე არ სტკენოდა. ალისიამ რძე დაუსხა და აცალა როდის დახვრეპდა, რომ ისევ მოფერებოდა. _ შენი კნუტია? _ შეეკითხა ზურგს უკან ხმა. _ არა, ეზოში შემოვიდა და ზოგიერთებივით დარჩება ალბათ! _ თუ ამ კნუტისთვის გაქვს თავშესაფარი, მოხუცისთვის არ გაქვს?! _ მართალია, თავშესაფარი გახდა ეს სახლი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კნუტი აქ ვერ იცხოვრებს, მისი წასვლა-მოსვლა მხოლოდ მისი საქმეა და შენ რადგან მარტო ხარ, შეგიძლია ჩემ მაგივრად მოეფერო! _ რატომ? თუ არ მოგეწონა რძეს რას უსხამდი?! _ ალერგია მაქვს ცხოველებზე. _ მართლა? მე კი მეგონა კაცებზეც! _ კაცებზეც! _ თქვა და გაბრაზებული აუყვა კიბეს. ოთახში შევიდა, აივანზე წამოწვა მზეზე და მიძინება სცადა. ცოტა ხანში ჩათვლიმა კიდევაც და სიზმრებში გადაეშვა. ანდრიამ წიგნი აიღო, მანქანაში ჩადო და გარეთ მდგარ დივანში ჩაჯდა. წინ მწვანე მინდორი და ხეები მოჩანდა, მშვიდი გარემო იყო, მზიანი, ჩიტების ჟღურტულს ყური დაუგდო და ახლა მიხვდა, რომ აქ მშვიდად დაისვენებდა, ქალი თუ დააცდიდა და სიმშვიდეს არ დაურღვევდა. დივანს მიეყუდა და ჩაეძინა. რამდენიმე ხანში ალისიას გაეღვიძა, გაიზმორა და წამოდგა. მაშინვე თავის კუს და გველს ჩახედა, საჭმელი ჩაუყარა და კიბეზე დაეშვა. ისევ ცხელოდა და გადაწყვიტა მდინარეზე გაესეირნა, ეცურავა და მერე გამოეცვალა შემშრალი საცურაო კოსტიუმი. დივნისკენ გაიხედა და მძინარე დაინახა თუ არა, კიბის მუაჯირს მიეყუდა. _ რა მშვიდად სძინავს, ნეტავ საქმე არაფერი აქვს?! წავიდეს და მიხედოს თავის პაციენტებს! აქ რატომ ჩამისახლდა! მე მარტო მინდოდა ყოფნა! ეს კი ჩამობრძანდა და აქ მოუნდა დასვენება! _ ჭიშკრისკენ წავიდა. _ სად მიდიხარ?! _ მოესმა ზურგს უკან და შემოტრიალდა. _ ანგარიშს არავის ვაბარებ, ოჯახის წევრების გარდა! _ თქვა და კარი გააღო, რომ გასულიყო. კაცი ადგა და ნელი ნაბიჯით მისკენ დაიძრა, მშვიდად მიუყვებოდა მის განვლილ გზას. _ რატომ მოდიხარ?! _ გარეთ მომინდა გასეირნება! არ შეიძლება?! ალისიამ მდინარისკენ გადაუხვია და დაღმართს დაუყვა. ნაპირთან მივიდა, გაიძრო სარაფანი და მაშინვე წყლისკენ წავიდა. უეცრად იგრძნო ძლიერი ხელები და შეშინებულმა წამოიყვირა. _ გველი! _ წამოიძახა კაცმა და ქალი უცბად აიყვანა ხელში. _ აქაური გველები არ იკბინებიან! მასთან ერთად ცურავს აქ ხალხი. ახლა კი გამიშვი! ცურვა მინდა! _ თქვა მკაცრად. _ შენ უფრო იკბინები, ვიდრე გველები! _ უკმაყოფილოდ მიუგო ანდრიამ. როგორც კი მისი ხელიდან განთავისუფლდა, ქალი მაშინვე მდინარეში ჩავიდა ისევ უშიშრად და მეორე ნაპირისკენ გაცურა. რამდენიმე ხანი წყალში დაყო. რამდენჯერმე ჩაყვინთა, რომ აზრზე მოსულიყო. მისი შეხების ადგილებიდან სიმხურვალე მთლიან სხეულს უცბად მოედო. ვერც ცივმა წყალმა უშველა, ცეცხლივით უხურდა და ყველა ორგანოს წვავდა. კიდევ ჩაყვინთა და ტანზე ხელები მოისვა. გაბრაზებულმა რამდენიმეჯერ კიდევ ჩაყვინთა. მერე ნაპირისკენ დაიძრა. ნელი მოძრაობით მოაბიჯებდა ქვებზე, ტერფებიც უხურდა. თმა გადაიწია და წყლიდან ამოვიდა, დაიხარა და სარაფანი გადაიცვა. სახლისკენ დაიძრა, თან კაცს დაელაპარაკა, ისე რომ არც შეტრიალებულმა მისკენ. _ მოდიხართ თუ რჩებით?! _ მოვდივარ... _ მოესმა მისი თბილი ხმა და გზა განაგრძო. კაციც უკან მიჰყვებოდა და ქალის გულად ხასიათზე ფიქრობდა. თან მისი თბილი სხეული გაახსენდა და გააჟრჟოლა. სახლში შევიდნენ. ალისია გამოსაცვლელად ავიდა თავის ოთახში. უკვე საღამო იყო. შარვალი ჩაიცვა, თხელი გამჭვირვალე და ასეთივე თხელი მაისური გადაიცვა ზემოდან, გრძელსახელოებიანი. მერე კვლავ დაბლა ჩავიდა. _ შენი კნუტი ისევ აქ არის, _ მოესმა კაცის ხმა და მისკენ მიტრიალდა, ანდრია კნუტს ეფერებოდა. _ ჩემი არ არის, შენი იყოს! მე უფრო ესენი მიყვარს, _ მიუგო და დაანახვა გრძელი, დაახლოებით 3 მტკაველის ხელა ჯოხი, რომელიც აკვარეუმიდან ამოიღო. _ ჯოხი! _ ანდრიას გაეცინა. _ არ მეგონა ცემა თუ გიყვარდა! ლისიამ ხელი გაუშვა ამ 3 მტკაველის ხელა ჯოხს, ის კი ამოძრავდა და გასრიალდა. გასრიალდა იმ კაცისკენ, რომელიც ალისიას ადრევე მოეწონა. კაცი გაკვირვებული გაშეშდა იმის აღმოჩენით, რომ ეს ჯოხი კი არა, გველი იყო. _ გველი? ნუთუ ასეთი უშიშარია? ის ქალია, ქალი და არა ბავშვი! _ გაეპაექრა თავის თავს ფიქრებში, კნუტს მოშორდა და გველს მიაჩერდა, რომელიც მისკენ მისრიალებდა. არ იცოდა, უნდა შეშინებოდა თუ არა მისი. _ გველით გინდა ჩემი შეშინება?! თუ აქედან გაგდება?! ალისიამ გველი აიყვანა და ახლოს მიუტანა კაცს სახესთან. _ ეს ჩემი მეხუთე სიმპათიური გველია, ნედლი ჰქვია, რომელიც უკვე მიყვარს, შენ კი ჯოხი გეგონა. _ ვინც აქ თავის შესაფარებლად მოდის, ყველას იყვარებ?! დანარჩენი გველები სად არიან?! _ გველებს მხოლოდ! _ ალისიამ ოთახიდან ალბომი გამოიტანა და გადაფურცლა. ალბომი სავსე იყო 4 გველის ფოტოებით, რომელიც უკვე დააბრუნა თავის სამფლობელოში: _ აი ესენი უკვე დაუბრუნდნენ თავიანთ სახლს. ამასაც დავაკვირდები 1 კვირა და მერე მათსავით დავაბრუნებ, საიდანაც წამოვიყვანე. ანუ დროებით ვიშვილე! _ მამაშენი ამას ასე როგორ ეგუება??! _ მე ჯიუტი და განებივრებული ვარ! ამ სიტყვებით გაბრუნდა და გველი აკვარიუმში ჩასვა, მერე ხელები დაიბანა და მაშინვე მაგიდის გაშლას შეუდგა. _ იმედია რომელიმე ოთახში საწოლს დამითმობ და ისევ დივანზე არ დამაძინებ! _ შეახსენა ანდრიამ ვახშმის შემდეგ. _ დივანი ძალიან კარგია, რას ერჩი! ზოგს დივანიც არ აქვს. შენ კი გაქვს და დაიძინე! _ თქვა და წამოდგა. _ რომელ სართულზე გინდა ძილი?! _ ბოლოს მაინც დათმო ქალმა. _ რისი დამსახურებაა ოთახი?! _ მამამ მთხოვა, სტუმარს მიხედეო! დაბლა დაიძინებ თუ ზემოთ?! _ ზემოთ! _ პირველ სართულზე უფრო გრილა! _ რადგანაც არჩევანი მაქვს, მეორე სართულს ვარჩევ! ქალი ავიდა მაღლა, თეთრეული გამოიღო და ლოგინი გაშალა. როცა შემოყრუნდა, კარში მდგარი კაციც დაინახა. მისი გონება ფიქრებით იყო სავსე, ისევ წიგნსა და ქალზე ფიქრობდა, ქალის გრძნობებზე წიგნში და თავის სეხნია გმირზე. _ ძილი ნებისა. _ თქვა ქალმა, გვერდი აუარა და დაბლა ჩავიდა. გველს წავიდა. საჭმელი ჩაუყარა და მხოლოდ ამის მერე დაწვა. იტრიალა ბევრი, ვერ დაიძინა. კაცმა ხელი შეახო ჯერ ლოგინს, ისეთი რბილი და ნაზი იყო ქსოვილი, მაშინვე მიხვდა, რომ მშვიდად ჩაეძინებოდა. უცებ რაღაც გაახსენდა და ქალის კარზე დააკაკუნა. _ ალისია, შეიძლება სააბაზანოთი ვისარგებლო?! ოთახში შეიხედა და ნახევრად შიშველი ქალი რომ დაინახა, მაშინვე კარი მიხურა. ალისიამ შიგნიდან გასძახა: _ დიახ, პირსახოცი სააბაზანოშია დაკეცილები, ყველა სუფთაა! _ თქვა და ისევ მიწვა. მასზე ფიქრი შეუჩნდა და ბევრი იტრიალა სწოლში. ბოლოს იძულებული გახადა თავი, შეეწყვიტა კაცზე ფიქრ. მართლაც მალევე ჩაეძინა. ანდრია მშვიდად ჩავიდა სააბაზანოში პირველ სართულზე და წყალს შეუშვირა სხეული. მერე თავის ოთახში ავიდა და მშვიდად ჩაეძინა შეფიქრიანებულს. დილით ალისია ადგა თუ არა, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა ტანსაცმლის შიგნით, დაბლა ჩავიდა და მინდვრისკენ გაეშურა. კაცმა შეამჩნია, ბალახებში რაღაცას გაკვირვებული რომ აკვირდებოდა. ასე ადრე ადგა?! ნეტავ რას აკეთებს და რას ეძებს ასე მონდომებით... _ რამე დაკარგეთ?! ქალს გაეცინა: _ კალია! _ როგორია? _ ალისია ანდრიას მიუახლოვდა და ქილა მაღლა ასწია, რომელშიც პეპლები და კალიები ჰყავდა გამომწყვდეული. _ ეს რა არის?! _ კალიები და პეპლები თევზისთვის. _ ესენი შენ დაიჭირე? _ კი. _ ქალმა კიდევ დაიჭირა კალია, იმასაც ქილაში ჩაუძახა და ანკესებს დასწვდა. _ სად მიდიხარ?! _ სათევზაოდ! _ რაა?! ასე ადრე?! _ ჰო! _ თქვა გაღიზიანებულმა და კარი გაიჯახუნა. ცოტა ხანში ფეხის ხმა მისწვდა მის სმენას, იცნო და ჩაეღიმა, კაცი უკან რომ მიჰყვებოდა. _ სად მიდიხარ, ალისია?! _ მდინარეზე! აქ ზღვა არაა! არც ტბები! ქალი მდინარეზე ჩავიდა და კაცს ანკესი გაუწოდა: _ იმედია უსაქმურობის სადემონსტრაციოდ არ ჩამოსულხარ აქ! _ მე რა უნდა ვქნა?! _ გაკვირვებული ჩაეკითხა ანდრია და ანკესისკენ ხელი გაიწოდა. _ რასაც მე გეტყვი, იმას! ეს ძუაა! ეს კოჭაა, რომელიც ასე იხსნება და როცა გეტყვი, გახსნი და მერე ისევ დაკეტავ! არასდროს გითევზავია?! _ არაა. ქალმა ამოიხვნეშა და კაცს შეხედა: _ დარწმუნებული ხარ, რომ მამაკაცი ხარ?! ჯერ არ შემხვედრია კაცი, თევზაობა არ იცოდეს! _ ალისია! სიტყვებს დაუკვირდი! თუმცა შენ ხომ ფიქრობ, რომ ცისფერი ვარ! ქალს უცბად სიცილი აუტყდა: _ მე შენი არ მეშინია! წავედი! _ თქვა ცივად და ნაბიჯი გადადგა. _ საით?! _ მეორე ნაპირზე! _ მე წავალ. _ შენ აქაურობას არ იცნობ, მე კი აქაურობა დიდი ხანია ვიცი, დაბადებიდან! _ შენიშნა და წყლისკენ წავიდა. დაბალი ნაპირი გაიარა, ქვიშაზე ავიდა, მერე ისევ წყალში შევიდა და ნელ-ნელა გაუყვა ფონს მეორე ნაპირამდე. ერთ ხელში ეჭირა ანკესი და კალიებიც. ავიდა თუ არა ნაპირზე, კაცს გამოსძახა: _ დაატრიალე და ძუა წაიღე! კაცმაც დაატრიალა კოჭა, ძუა წაიღო და მიუახლოვდა თუ არა კალიით სავსე წვეტო საჭირო მანძილს, ალისიამ გააჩერებინა და დაუყვირა, როცა გეტყვი გამოხსენი, ესე იგი გადაწიე ძუის ჩამკეტიო. რამდენიმე ხნის მერე თევზიც აფართხალდა და ალისიამ თავისკენ გაასრიალა თევზი. კარგა ხანს ითევზავეს. რამდენიმე ხნის მერე ადგილიც შეიცვალა ქალმა და ცოტა ხანში ისევ დაიჭირა თევზი. ერთი საათი დაყვეს თევზის ჭერაში, როცა კალიები მთლიანად დახარჯა, ანკესი ჩახსნა და კაცმაც დაატრიალა ძუა. ალისია აქეთა ნაპირზე გამოვიდა. თავისი ანკესი ნაპირზე დადო და კაცს მეორე გამოართვა. ძუა კარგად დაახვია და ჩაეღიმა: _ ანკესმაც დაგიჭირა! _ თქვა და მის ტანსაცმელში მოხვედრილი წვეტოსკენ დაიხარა. როცა ვერაფერი გააწყო, კაცს შეხედა: _ მე ვიბანავებ და შენ ეს გამოხსენი! _ შენ რომ გამომიხსნა და მერე იცურავო?! _ შენ მოხვდი მანდ და გამოიხსენი თავი! _ ალისია, მოდი რა, შენ კარგად იცი ეს ყველაფერი და გახსენი. _ ტანსაცმელი შეიძლება გაიხეს. _ არა უშავს. ქალი მიუახლოვდა, მის ტანსაცმელს ხელი შეახო და ისევ იგრძნო სხეულში სიმხურვალე. კაცს უბრძანა მაისურის გახდა. მერე ქვაზე ჩამოჯდა და გამოხსნა თუ არა წვეტო მაისურიდან, ჩასაცმელი კაცისკე ისროლა, თვითონ კი თევზებს ჩახედა კალათაში. გაეღიმა და ანკესები ერთად დააწყო. _ მე არ მანახვებ თევზებს?! ქალმა თავი მოხსნა კალათას და კაცმაც ჩაიხედა: _ საოცარია! რომ ეთქვათ, ქალი თევზს იჭერსო, არ დავიჯერებდი. მერე ორივემ ერთად შეცურა ცივ მდინარეში. ალისიამ დინების მიმართულებით გაცურა. კაციც უკან მიჰყვა. _ აქ შენ გარდა არავინ დადის საცურაოდ, მაგალითად, მეზობლები?! _ აქ არ არიან, ზოგი ზღვაზეა,ზოგი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. _ შენ რატომ არ ხარ ქალაქში?! _ ეს თვე ვისვენებ, მერე დავბრუნდები. _ ზღვაზე არ დადიხარ ხოლმე?! _ კი, ერთი კვირით წავალთ მე და ჩემი მეგობრები. _ კარგია. იქაც ასე უშიშრად ხვდები წყალს?! _ კი. _ ცურვა დიდი ხანია იცი?! _ ბავშვობიდან ვისწავლეთ ამ მდინარეში მე და ჩემმა ძმამ. _ ერთი ძმა გყავს?! _ კი, შენ?! _ პირველად შეუბრუნა კითხვა და კაცს შეხედა. _ ერთი და, ნინო. _ შენზე უფროსია თუ უმცროსი?! _ ცოტათი უფროსი. _ კარგია. ოჯახი ჰყავს?! _ ჰო, ქმარი და შვილი. _ მაგარია. ალისია ნაპირისკენ დაიძრა და მზეს მიეფიცხა. შეშრა თუ არა, მაშინვე ჭრელი გრძელი კაბა გადაიცვა და კაცს გახედა. თითქოს რაღაც სევდა იგრძნო, გაუკვირდა, გული დაუნაღვლიანდა და კაცს გასძახა: _ მე თევზებს მივხედავ, შენ თუ გინდა კიდე იცურავე, არაფერი მოგივა მარტო, გველები არ გიკბენენ. _ მეც ამოვალ. _ მოესმა და ქვაზე დაჯდა ქალი. კაცი წყლიდან ამოვიდა და ჩაცმას შეუდგა. უცებ ქალისკენ შეშინებულმა გაიხედა, _ შენ უკან გველი მისრიალებს. ქალი წამოდგა და უკან მიიხედა: _ თავის გზაზე მიდის. _ამ სიტყვებით იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და გველისკენ გაემართა. _ უნდა მოკლას?! როგორ, რანაირად... _ ჩაფიქრდა კაცი. ამასობაში ქალმა გველის თავი ჯოხით დაიჭირა და კუდისკენ წაიღო ხელი. კაცისკენ გაიხედა, თან კუდით დაჭერილი გველი აიყვანა: _ აი ასე უნდა დაიჭირო, რომ არ გიკბინოს, მერე კი მშვიდად დააწვინო მიწაზე და თავის გზას გააგრძელებს, _ აუხსნა და გველი ნელა დაუშვა ძირს, ისე რომ არც მოუკლავს და არც ქვეწარმავალს უკბენია. _ გველს ხელს როგორ კიდებ?! _ ბავშვობიდან მაინტერესებდა, დავიჭერდი ხელში თუ ვერა, და როცა დავიჭირე ძალიან გამიხარდა, რომ არ შემეშინდა. ახლაც ასე ვიჭერ და მერე ვუშვებ თავის გზაზე. _ არასდროს მოგიკლავს?! _ მე ტარაკნებსაც ვერ ვაბიჯებ ფეხს! _ თქვა და სახლისკენ გადადგა ნაბიჯი, ხელში ანკესები და კალათი ეჭირა. _ მე წამოვიღებ კალათას, _ მოესმა კაცის ხმა. მიაწოდა და გაუღიმა. _ ტარაკნებიც გიყვარს?! _ არაა! _ დაიყვირა და გზა განაგრძო: _ ვერ ვიტან, ვერც ხელს ვკიდებ და ვერც ფეხს დავაბიჯებ. _ სამაგიეროდ ამხელა გველი არ გაშინებს! ქალს გულიანად გაეცინა. ამასობაში სახლთანაც მივიდნენ. _ შემწვარი გინდა თუ მოხარშული?! _ შენ როგორც გინდა, ალისია. _ მაშინ მოვხარშავ და შევწვავ. _ ჯერ ხარშავ და მერე წვავ?! _ არა, _ თქვა და გადაიხარხარა: _ ნაწილს მოვხარშავ და ნაწილს შევწვავ. მაშინვე ონკანისკენ წავიდა სახლის გვერდით. საფხეკი აიღო და თევზის ფხეკა დაიწყო, კაცი იქვე დადგა და მის ხელებს უყურებდა. ქალმა მაკრატლით გაკუჭა, გაასუფთავა. _ მეც მოგეხმარები. _ თქვა კაცმა და მაკრატელი აიღო, რამდენიმე გაფხეკილი თევზი გაჭრა შუაზე და ჯამში ჩააწყო, მერე ორივემ ერთად გაასუფთავეს და გარეცხეს. _ ხელები თევზისსუნიანი რომ გაქვს, არ განაღვლებს? ქალს გაეცინა: _ არა უშავს, სარეცხის რეცხვის მერე აღარ მექნება. _ არცერთ ქალაქელ გოგოს არ აქვს შენნაირი ახირებები და გატაცებები... _ ვიცი და ეს მომწონს. _ ალისია ადგა, ქვაბიც დაადგა და ტაფაც. რამდენიმე ხანში სუფრაც გაშალა და ორივენი ერთად მიუსხდნენ დილის საუზმეს. უკვე 10 საათი იყო. _ ძალიან გემრიელი იყო, _ თქვა კაცმა. ქალს ჩაეღიმა. _ საკუთარი ხელით დაჭერილი თევზი განსაკუთრებულია. _ მართალია... განსაკუთრებულია. საოცარი ხელი გაქვს. _ შენც დაიჭირე ეს თევზები. _ მარტო როცა ხარ, როგორ თევზაობ?! _ ჩვეულებრივად, ერთი ანკესით. გინდა ბადე ისროლო?! _ რა?! ბადესაც ისვრი?! ქალს ისე გაეცინა, ჩაბჟირდა. კაცმა შეხედა და თვითონაც გაეცინა. ალისიამ შეამჩნია თუ არა მისი დამატყვევებელი სიცილი, უცბად წამოდგა და წყლისკენ წავიდა: _ არა, არა... ფიქრები უნდა გაიყინოს! _ ბადესაც ისვრიი?! _ მოესმა კაცის ხმა და მისკენ მიტრიალდა. _ არაა, ჩემი წონა არაა, თორემ ვისროდი. შენი წონა იქნება და თუ გინდა ისროლე, ისიც არ იცი როგორ უნდა ისროლო?! _ არა ნამდვილად. _ ეს ცოტა რთულია, ჩემი ძმისგან და მამასგან დამინახავს, მაგრამ არ მისინჯია. საღამოს გაჩვენებ თუ გინდა. _ საიდან გაქვთ ბადეები?! _ მამიკოს ბებია ქსოვდა. მერე ჩვენ, მახსოვს, ტყვიებს ვასხამდით ცხელ ყალიბებში და ბადეებზე ვკიდებდით. თუ ბადე დაიხეოდა, იდგნენ ჩემები საათობით და ქსოვდნენ. მე და ჩემი ძმა ერთად ჩამოვდიოდით აქ და ვთევზაობდი ერთად. თუ ბადეს ისროდა, მე მხოლოდ ფოტოებს ვუღებდი ან კალათი დამქონდა. ლამაზი იყო ბავშვობა და საოცარიც. ყველა მდინარეში ვეყარეთ, სანამ ძაან არ დაცხებოდა არ ამოვდიოდით იქიდან. პატარები, რომ ვიყავით, უფრო ბევრნი ვიკრიბებოდით მდინარეში, მერე ყველა ქალაქში წავიდა და აქაურობა დაცარიელდა. ზაფხულობით ან როცა გვცალია, აქეთ მოვდივართ ხოლმე. _ ძირითადად ქალაქში ხარ?! _ კი, მაგრამ აქაურობა ჯობია, ოღონდ ზამთარში აქ გამყინვარებაა, ცივა და ძლივს დაიძინებს ადამიანი. _ ალისია... _ დაიძახა ამ დროს ვიღაცამ. ქალმა ჭიშკრისკენ გაიხედა. მეზობელმა ქვაბით ნადუღი მიაწოდა. მანაც ჯამში გადაასხა და ქვაბი უკან დაუბრუნა გარეცხილი, მერე კი ნადუღის შეკაზმვას შეუდგა. _ მეზობელია? _ კი, ნადუღს არ აკეთებს და ჩვენ გვაწვდის ხოლმე, როცა აქ ვართ. _ გიყვარს?! _ მიყვარს... _ გამოსძახა ქალმა მინდვრიდან, სადაც პიტნა დაკრიფა და უან მობრუნდა, _ ძალიან კარგია აქაური საჭმელი. ალისიამ სამზარეულო დაალაგა და ჰამაკში ჩაწვა. ცოტა ხანში ნადუღს დახედა და გამორთო. ისევ დაუბრუნდა ჰამაკს და მზეს სახეს უშვერდა. ღაწვები უხურჟა, მაგრამ მზისგან იმდენად არა, რამდენადაც კაცის მზერისგან. კაცი იქვე დივანზე იჯდა და ქალს თვალს არ აშორებდა. _ ნადუღი ვჭამოთ... _ თქვა ალისიამ ბოლოს და ორივე სამზარეულოსკენ დაიძრა. _ აქ რატომ ჩამოხვედი? რა გინდა?! _ მწერლის გაცნობა მომინდა, ხომ ვთქვი. _ და მერე? გაიცანი?! _ საოცარი, ჯიუტი, განსხვავებული და პირდაპირია. _ მიყვარს პირდაპირობა! _ დანარჩენი?! _ დანარჩენი, უბრალოდ, ჩვეულებრივი ვარ! _ ვინაა შენი გმირი ანდრია?! _ გამოგონილია... ყოველთვის სიმართლეს ვერ დაწერს მწერალი. _ მაგრამ ის ექიმია და ჩემი სახელი და გვარი აქვს. _ მერედა, ის შენ ხარ? ასე გგონია?! _ მიახლოებით კი. _ შენზე რატომ უნდა დამეწერა?! _ არ ვიცი, იქნებ მიცნობ შორიდან და ჩემი პროტოტიპი გამოგადგა წიგნის დასაწერად. _ მე სხვა გმირებიც მყავს, ყველა გმირი მიყვარს, მაგრამ დროებით. მერე სხვა გმირებს ვიყვარებ, იმათზე, ვისზეც ვწერ. ახლა კი ოთახში ავალ. _ და აქ რას აკეთებ?! რამდენი ხანია აქ ხარ?! _ 2 კვირაზე მეტია აქ ვარ, სტუმრები მყავდა, მერე მამა ჩამოვიდა. ტყეში მივდივარ ხოლმე, როცა ძალიან ცხელა, ხან მდინარეზე ჩავდივარ და იქ ვატარებ დროს. ალისია კიბეს აუყვა, წიგნი აიღო წასაკითხად, აივანზე ჩრდილში დაჯდა დივანზე და კითხვა დაიწყო. კაციც ამოვიდა და მისკენ გაიხედა. ის მეორე დივანზე ჩამოჯდა და მდინარისკენ გაიხედა. _ თაროებზე წიგნებია, თუ გინდა წაიკითხე. _ რატომ კითხულობ მაგ წიგნს?! _ მაინტერესებს! _ მკვლელობები?! _ დიახ, საიდუმლო მკვლელობები საინტერესოა. კაცი ადგა, მალევე წიგნით დაბრუნდა, თავისი ადგილი დაიკავა და კითხვას შეუდგა. მთელი 3 საათი ისხდნენ და კითხულობდნენ. მერე ალისიამ წიგნი გადადო, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა, ქვეწარმავლებს საჭმელი ჩაუყარა აკვარეუმში და კაცს გასძახა: _ საბანაოდ მივდივარ, თუ გინდა წამოდი! _ და გზას გაუდგა. კაცი მაშინვე უკან მიჰყვა. ჭიშკარი გაიხურეს და მდინარისკენ წავიდნენ. ალისია მისვლისთანავე ჩაეშვა წყალში. ერთი საათი იცურავა და ნაპირზე ამოვიდა, ქვებზე წამოწვა და მზეს მიეფიცხა. კაცი ისევ წყალში იყო და მისი მკლავების მოსმის ხმა ქალის ყურამდე აღწევდა. მშვიდად, გაწონასწორებულად უსვამდა ანდრია მკლავებს წყალში და დინების საწინააღმდეგოთ თავისუფლად ცურავდა. ორი საათის მერე ამოვიდა სველი შარვლით და ქვაზე დატოვებულ მაისურს დასწვდა, ხეების ჩრდილისკენ წავიდა. ქალის სხეულს ახლაღა შეხედა, რომელიც მზეს ეფიცხებოდა და თვითონაც დაჯდა. ქალი წამოდგა, სარაფანი გადაიცვა, მისკენ დაიძრა და წინ დაუდგა. კაცმა გაკვირვებული სახით ამოხედა. ალისია დაიხარა, სახე მის სახეს მიუახლოვა და ხელი მის ზურგს უკან წაიღო. უცბად წყლისკენ გაიქნია ხელი და ტყაპანის ხმაც გაისმა. კაცი მაშინვე წამოხტა. _ ნუ გეშინია. _ დაასწრო ქალმა და არც შეხედა, ისე გააგრძელა გზა, _ როცა ტანსაცმელს დადებ, ფრთხილად აიღე და დაათვალიერე, შიგნით რამე არ იყოს... _ მადლობა. მომკვდარა გველის ნაკბენით ვინმე?! _ მე არ გამიგია ჯერ და არ ვიცი... ამდენი ხანია აქ ვბანაობთ და გველებიც გვინახავს წყალში, ამას შევეჩვიეთ. თუ ფეხს არ დაადგამ არაფერს დაგიშავებს. მთავარია მის თავთან არ გქონდეს ახლოს სხეული, რომ არ გიკბინოს. _ ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ. ალისია მაშინვე სამზარეულოში შევიდა, წიწიბურა დაადგა მოსახარშად და კატლეტის შეწვა დაიწყო. რამდენიმე შეწვა და მაგიდაც გაშალა. ორივემ მშვიდად ივახშმა. ქალი მალევე ადგა და ოთახისკენ დაიძრა. ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში გაუჩინარდა. ჩაიცვა თუ არა, დაჯდა და კითხვა გააგრძელა. რამდენიმე საათი ჩაიძირა მკვლელობებსა და საიდუმლოებებში. მერე წამოდგა, ბადე გაახსენდა და კაცს მიუახლოვდა. _ წამოდი, ბადეს განახვებ და თუ გინდა, ისროლე, ოღონდ მისი წაღება მდინარემდე თავად მოგიწევს. _ კარგი. _ დაეთანხმა ანდრია და მაშინვე უკან გაჰყვა ქალს. ბადე უჩვენა და ორივენი მდინარისკენ დაიძრნენ. ქალმა აუხსნა, როგორ უნდა ესროლა. კაცმა ბადე მოიქნია და ეგრევე ამოსწია, როგორც აუხსნეს. _ ერთი თევზიი... _ დაიყვირა ქალმა და თევზი ბადიდან გამოხსნა. _ გავუშვათ... _ ითხოვა კაცმა და ქალმაც თევზი წყალში შეაცურა. ანდრიამ ბადე კიდევ ისროლა, მაგრამ ამჯერად თევზი აღარ ამოჰყოლია. ცოტა ხანში კიდევ ერთხელ ისროლა და მასში მოყოლილი პატარა თევზიც წყალში გაუშვეს. როცა სახლში დაბრუნდნენ, ბადე იქვე გაშალეს მინდორში გასაშრობად. ქალმა სიბნელეში ფეხი გადადგა და ბადეში გაეხვია, წატორტმანდა და კაცმაც უცებ დაიჭირა: _ კარგად ხარ?! _ კი, მგონი. _ თქვა და გააჟრჟოლა. ქალი კიბეს აუყვა, ოთახში შევიდა და ცოტა ხანს ტელეფონზე ილაპარაკა. კი არ ილაპარაკა, ვიღაცას ეკამათა. მერე გაბრაზებულმა გათიშა და ტანსაცმლის გახდა დააპირა. ამ დროს მორიდებული ხმა შემოესმა: _ მე როცა გავალ, თუ შეიძლება მერე გა.. _ და კაცს სიტყვა გაუწყდა. ახლაღა შეამჩნია ალისიამ მისგან რამდენიმე ნაბიჯში ანდრია ჩაის ფინჯნით ხელში. ანდრიამ მოუბოდიშა: _ ვიცი, რომ ვერ დამინახე. დღეს ცოტა ჭამე, ამიტომ ჩაი მოგიტანე... მადლობის ნიშნად, _ ქალი კი ამ დროს ლოგინში ტანსაცმლიანად შეწვა. 2 წუთში შორტი და მაისური საბნიდან ამოაძვრინა და ლოგინთან ახლოს დადო. კაცმა წარბი გაკვირვებულმა ასწია, ალისიამ საბნის ქვეშ რომ გაიხადა და მიხვდა, ამწუთას ქალი შიშველი რომ იყო. ერთი ნაბიჯი აშორებდა მისგან. თანაც შიშველს და თანაც ლოგინში. კაცი ქალზე ფიქრობდა, ქალი კაცზე. ბოლოს ალისია გამოფხიზლდა: _ მომაწოდებ ჩაის? თუ ეგრე უნდა იდგე?! კაცმა ჩაი მიაწოდა და შემთხვევით მის საბანს შეეხო. ახლა რომ შეეძლოს ამ ქალის ჩახუტება, სიყვარულის ყველა ისტორიას დაიჯერებდა. _ ასე ადრე რატომ დაწექი? _ შეხედე შენს ყავისფერ ტისოს საათს და გაასწორე, თუ 11-ს არ უჩვენებს! მართლაც 11 საათი იყო. კაცს სულაც არ ეგონა, რომ ამდენი დრო იყო გასული. იქვე კამოდს მიეყუდა, სანამ ქალი ჩაის სვამდა. _ არ იფიქრო, რომ დაუკაკუნებლად შემოვედი. დავაკაკუნე და რომ არ გამეცი ხმა, შემეშინდა და შემოვედი. სანამ გავიდოდი, მეორე კარიდან შენც შემოხვედი, მაგრამ თუ ჩემ თვალწინ მოინდომებდი გახდას, არ მეგონა, _ და გაუღიმა, იქნებ ცოტა გამხიარულდესო. _ არც მე მეგონა, ჩემს ოთახში თუ ბრძანდებოდით! _ თ-თი როცა საუბრობ, გაბრაზებას გამოხატავ? უცბად ალისიამ ტელეფონი აიღო და დარეკა. _ როგორ ხარ? არ მინდოდა გული მეტკინა შენთვის. მართლა ვნანობ. მაპატიე,მხომ იცი მიყვარხარ... და ის ამბავი დავივიწყოთ. _ გაუცინა და თბილად დაემშვიდობა ვიღაცას. _ დიდი ხანია მეგობარი ბიჭი გყავს? _ შეეკითხა კაცი. _ არც ისე. _ მოიტყუა უცბად. _ მისი ნუ გეშინია, შენს მოსაკლავად არ მოვა, იცის, რომ არ მომწონხარ. არ მომწონხარ! უსიამოვნოდ მოხვდა კაცს გულზე, მაგრამ არ შეიმჩნია. _ შენი გოგო არ იეჭვიანებს აქ რომ ხარ?! _ შეეკითხა ქალიც. _ შენგან განსხვავებით შენ მეტს არავის ვხვდები! _ მე არ მხვდები, ეს კარგად დაიმახსოვრე! რატომ არავის ხვდები? შენი მოსაწონი ვერავინ ნახე? _ ცისფერი გგონივარ?! _ ხარ?! _ არა, რა თქმა უნდა! ორივეს ერთდროულად გაეცინა. _ კიდევ რა გიყვარს?! _ შეეკითხა უცებ ანდრია. _ მზე და სითბო, ყვავილები! _ მიუგო ქალმა და გაახსენდა ალერგიის გამო თავის ფუნჯსა და საღებავებზე დროებით უარი რომ თქვა. ჭიქა გვერდით დადო, მადლობა გადაუხადა კაცს და ახლა თვითონ შეეკითხა, შენ რა გიყვარსო. კაცს გაეცინა. _ ხორცი ტომატით და ხახვში მოშუშული, გუფთა. _ და სხვა რამეებიდან? მაგალითად, მანქანა, კომპიუტერი, ძვირად ღირებული საათი, ტელეფონი, ტანსაცმელი, სამუშაო. _ ყოველდღიური ნივთები, რომელიც ადამიანს სჭირდება, მეც მჭირდება. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ მიყვარს. _ რომელიმე მათგანის გარეშე გაძლებდი?! _ კი, რა თქმა უნდა. _ თუ ასეა, დამიმტკიცე, რომ მათ გარეშე გაძლებ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, ვერ შეძლებ. _ თანახმა ვარ დაგიმტკიცო. ქალმა ხელი წინ გაიწოდა. _ თუ ასეა, ტელეფონს გამორთავ 1 კვირა და მანქანას აქ დატოვებ! _ კარგი. და ჯერ აქედან წასვლას რომ არ ვგეგმავ, მაგდებ? _ ჯერ არა! _ მიუგო და კაცს დაემშვიდობა, ამით მიანიშნა, რომ წასულიყო. როცა ის გავიდა, პიჟამა გადაიცვა და კაცს მიაძახა: _ ჰო, ართლა! გველი დაიკარგა და ალბათ მანდ იქნება სადმე, აქ არსად არ არის ჩემი ნედლი! _ რა?! _ ელდანაცემივით შემოვარდა ანდრია უკან და აკვარეუმს ჩახედა. კუს გარდა არაფერი იყო შიგნით. _ რანაირად დაიკარგა?! და მაინცდამაინც ჩემს ოთახში რატომ უნდა იყოს?! _ რა ვიცი. კატას მოეწონე, ალბათ გველსაც, მაგიტომ არ გიკბინა თავიდან... _ თუ ასეა, ოთახის გამოცვლა მომიწევს, _ კარი მიხურა და ქალის გვერდით დაწვა. _ შეგიძლია შუქი ჩააქრო, ძილის დროა. _ ჩემს გეგმებში შენ გვერდით დაწოლა არ შედის! ადექი! ადექი-მეთქი! კაცმა უცბად გაუკავა ხელები და ლოგინზე მიაჯაჭვა. ქალი შეშინებული მიეკრო საწოლს და კაცს შეხედა. _ ახლა კი დაიძინე! ისე, ხომ არ გცივა? ან ფეხები ხომ არ გაქვს გაყინული? _ ნუ დაიწყებ შებმას! _ არც მიფიქრია! ისე, მაინტერესებს, ის ბიჭი ვინაა, შენი ტოლიაა?! კარგად იცნობ? რას წარმოადგენს?! სანდოა?! _ სანდოა, არქიტექტორია, 2 წელია ვიცნობ, საყვარელი და თბილი ბიჭია. _ ისევ მოიტყუა. _ 2 წელია ხვდებით?! და რა ურთიერთობა გაქვს? რატომ იკამათეთ წეღან? _ საყვარლის გამო! _ შენ გყავს თუ იმას?! _ იმას, რა თქმა უნდა! _ და შეურიგდი?! რაო, რით იმართლა თავი, კაცი ვარ და თავი ვერ მოვთოკეო? ქალს ჩაეცინა, ბნელოდა და ეს შველოდა, კაცს არც მისი ჩაცინება დაენახა და ვერც ტყუილში გამოეჭირა. გაახსენდა, ოდესღაც ამ კაცზე რომ ფიქრობდა, მის გვერდით ყოფნაზე, მასთან ცხოვრებაზე... არა, მორჩა, ალისია, გამოერკვიე ამ ილუზიებიდან! ამ კაცს არ მოეწონები და რომც მოეწონო, მისი ოჯახი ვერ მიგიღებს. რატომ? იმიტომ, რომ არც ასაკით ეწყობი მას და არც განათლებით! მას მართლაც კარგი განათლება აქვს, ისეთი დიდებული, რომ თვითონ თავს დამცირებულად და გულგატეხილად გრძნობს. _ არ იტყვი?! _ შენ რა, სხვა რამეს იტყოდი მის ადგილზე?! _ სხვა ქალთან გაქცევა რა საჭირო იყო, შენ არ ხარ აგერ?! _ მე ექსპერიმენტს ვატარებ სხვა კაცთან ერთად. _ ქალმა ხმამაღლა გაიცინა. _ სად გაიცანი, ისიც სოფლელია?! _ რაო?! სოფლელიო? ჰმ... გააჩნია შენთვის სოფლელი რანაირია. _ ქალი თევზაობ, მანქანით დარბიხარ, გველებს იჭერ და მერე ოთახში ისე უშვებ, თითქოს ლეკვი იყოს. შენ რა, სოფლელად არ მიგაჩნია თავი? ქალაქელი გინდა იყო? არცერთ ქალაქელ გოგოს არ აქვს შენნაირი ახირებები და გატაცებები... ალისიამ არ უპასუხა. მეორე გვერდზე გადაბრუნდა, კაცს ზურგი აქცია და დაძინება სცადა. კაცი მისგან მოშორებით რომ იყო, დამშვიდდასავით და მალე ძილბურანში გაეხვია. ანდრიას გვიან ჩაეძინა, ის ალისიაზე ფიქრობდა. დილას ორივე მზის სხივებმა გამოაღვიძა. ქალმა მზეს გაუღიმა და გაიზმორა. აჩეჩილი თმა შეისწორა და მნათობს მიუშვირა სახე: _ მზეო... ვინ გადასწია ფარდა?! _ წამოიძახა და ფარდას ეცა. კვლავ ჩამოაფარა და მზე მიმალა. მოტრიალდა. უცებ კაცის თვალები შეეფეთა, მისი ღიმილი და სასწრაფოდ ისევ დაწვა. _ რა გაცინებს?! _ როგორი ლამაზი დილაა, უნდა გამხიარულდე! სულ ასეთ ხასიათზე ხარ?! _ როგორ ხასიათზე?! _ ჩხუბის და კამათის! _ ფარდა შენ გასწიე?! _ კი! _ რატომ?! _ მზეს რომ გაეთბე! ფეხები გაყინული გქონდა. _ თუ ასეა, ლოგინი გაგეთბო! _ ჩაილაპარაკა ქალმა და ადგა. თავისი ტანსაცმელი გაიტანა და სააბაზანოს მიაშურა. მერე შევიდა სამზარეულოში, საუზმე მოამზადა და მაგიდა გაშალა. საუზმის შემდეგ სახატავი ნაკრები დაიდო წინ და ხატვას შეუდგა. თავის გველს ხატავდა, რომელიც უკვე ბუნებაში გაუშვა, მაგრამ ახსოვდა, როგორიც იყო. ანდრიამ ნახატს ზემოდან დახედა, მერე ქალს შეაცქერდა. _ რა იყო?! _ არც ამოუხედავს ზევით, ისე შეეკითხა ალისია. _ მხოლოდ ცხოველებს ხატავ?! _ როგორც ექიმი, არ ფიქრობ, რომ ადამიანებიც რაღაც დოზით ცხოველები ვართ?! _ და თუ ვფიქრობ... _ ადამიანებს ვხატავ, როცა საჭიროა და წიგნისთვის მჭირდება, მხოლოდ მაშინ, სხვა დროს კი მხოლოდ ცხოველებს და მცენარეებს ვხატავ ან უსულო საგნებს... ალისიამ ფანქარი შეცვალა და ისევ ნახატს მიუბრუნდა, ჩაფიქრებული იხსენებდა ყოველ წვრილმანს, გველის შეფერილობას. _ ადამიანებს სულ ასე არ აცლი ხოლმე საუბარს?! _ მომისმინე! ხელს მიშლი! წადი, სადმე გაისეირნე! ვერ ხედავ, ვხატავ! კაცმა უცბად ააცალა ნახატი. ქალი მაშინვე წამოხტა და მისკენ გაიშვირა ხელი: _ ახლავე დამიბრუნე! შენი პაციენტი კი არ ვარ... _ თქვა და გაჩუმდა. _ დაასრულე, რას ამბობდი?! _ შენი პაციენტი არ ვარ, რომ შენ დაგიჯერო ან შემეშინდეს! დამიბრუნე! _ თუ მოინდომებ, შეგიძლია დაიბრუნო! _ თქვა კაცმა. ქალმა თვალებში ჩახედა: _ პაციენტები არ გყავს?! მიხედე მათ და მე თავი დამანებე! _ არ მყავს და შენთან ამიტომაც ვარ! _ დამანებე თავი! რა გავაკეთო, რომ თავი დამანებო?! დამიბრუნე ჩემი ნახატი! _ დაიყვირა და კაცს მივარდა, ხელი ჩასჭიდა და უცბად უკან დაიხია, მაგრამ კაცმა ხელი წაავლო და მიიხუტა: _ ძალიან გეშინია... ამას ვგრძნობ... _ სულელი ექიმი! _ დაუყვირა ალისიამ და კიბისკენ გაემართა გაბრაზებული. კაცი უკან გაეკიდა, ხელი წაავლო მაჯაში, თავისკენ შემოატრიალა და თვალებში ჩახედა: _ დაგიბრუნებ, თუ მაკოცებ! _ რაა?! _ გადაიხარხარა ქალმა: _ შენ მართლა სულელი ექიმი ხარ! _ თუ არ გინდა, მაშინ შენს ნახატს დაემშვიდობე. _ თქვა კაცმა და გაეცალა. ქალი უცბად წინ გადაუდგა. თავის ხელის თითებს აკოცა, მერე კაცისკენ წაიღო ხელი, ლოყაზე მიადო და უთხრა: _ დამიბრუნე ახლა ჩემი ნახატი. კაცი ძლივს მოვიდა გონს, არ ეგონა ასეთი კოცნა თუ ერგებოდა: _ ესაა შენთვის კოცნა?! _ ჰოო! დამიბრუნე! _ თქვა ალისიამ და დოინჯი შემოიყარა. კაცმაც ნახატანი ხელი განზე გასწია. ქალმა უცბად გამოგლიჯა ფურცელი ხელიდან, აკრიფა თავისი სახატავი ატრიბუტები და გაცოფებულმა მაშინვე თავის ოთახს მიაშურა. ალისია მოგვიანებით მდინარეზე ჩავიდა, გაცურა და მერე მზეზე წამოწვა. კაცი თავზე წამოადგა, ქალის სხეული შეათვალიერა და უთხრა: _ უკვე 12 საათი ხდება, დროა მზეს მოეფარო! _ შენი საქმე არაა მზეზე რამდენი ხანი ვიქნები და ჩრდილში რამდენი ხანი! ანდრიამ ქალს ხელი წაავლო, უცბად მოატრიალა და სხეულზე მიიკრა სველი და შეშინებული: _ ეს ჩემი საქმეა! _ თქვა და ხელში ატატებული ქალით ჩრდილისკენ წავიდა. იქვე კლდის ძირში ჩამოსვა და ქალს თვალებში ჩახედა. _ ახლა მზე ძალიან მცხუნვარეა და საშიში, ამიტომაც სობს სახლში იყო ან ჩრდილში... _ აუხსნა ანდრიამ და მის გვერდით დაჯდა. მისი შეხებისგან ალისიას სხეული უხურდა. მეტი ვეღარ მოითმინა, შეშინებული წამოვარდა და მაშინვე სახლისკენ გავარდა. ანდრიაც გაეკიდა. _ ალისია... ალისიაა... _ დაუძახა და კარიც ცხვირწინ მიუჯახუნა ქალმა. კაცი ჰამაკში ჩაჯდა ჩაფიქრებული, კიდევ უნდოდა ქალის ჩახუტება და მისი შეხება. ჰამაკში ვეღარ გაჩერდა, გადმოვიდა და ბოლთის ცემას მოჰყვა ჩაფიქრებული. რამდენიმე ხნის მერე მანქანით გაისეირნა და გვიან დაბრუნდა. მთელი საათები ქალზე ფიქრობდა და მისი სხეულის შეხების სურვილი წვავდა. ქალი ისევ ხატავდა... მდუმარედ იჯდა და ცდილობდა კაცი ფიქრებიდან მოეშორებინა... ღამე კაცი მართლა ჩაწვა მის საწოლში იმ მხარეს, სადაც დილით ქალი იწვა. _ ჯანდაბა! ეს კაცი დიდი ხანია, ჯერ კიდევ პირველივე დღიდან გონებასა და ფიქრებში მიძვრება, ახლა კიდევ აქ წევს, ჩემს ოთახში. რატომ მაშინებს ის აზრი, რომ ბებიას და ბაბუას შორის ამხელა სხვაობა იყო და ოჯახი მაინც შექმნეს. რატომ არ შეიძლება ჩვენს შემთხვევაში იგივე განმეორდეს? არ შეიძლება მომეწონოს კაცი, რომელიც 10 წლით უფროსია ჩემზე? მაგრამ მან თავისი თავი დიდი ხანია იპოვა, მე კი ახლა ვიწყებ მწერლობას და ჩემს საქმეებს. _ ჩემს მხარეს რატომ წევხარ?! _ როგორც ისურვე დილას, ახლა ადგილს გითბობ! _ გაიწიეე! _ დაუყვირა და როგორც კი კაცმა გაიწია, თვითონ ჩაწვა. _ დღეს აქ რატომ წვები, გადი შენს ოთახში! კაცი ადგა და კარისკენ წავიდა. ქალმა ამოიოხრა. თავის სხეულს ხელი ჩააყოლა და სიმხურვალე რომ იგრძნო, თავის თავს ხმამაღლა ჰკითხა: _ რატომ მაქვს ასეთი რბილი კანი? _ არავინ შეგხებია და მაგიტომ! _ უპასუხა კაცმა და შეჩერდა. _ ესე იგი, შენ რომ შემეხები რკინა გავხდები?! როგორც ჩანს, ქალის გათბობა არ გეხერხება! მე თვითონ მომიწევს ფეხების გათბობა! _ თქვა მკაცრად. კაცი უცებ მის ლოგინთან ჩამოჯდა და ქალს ფეხებში წაავლო ხელები. როგორ უნდა იყვიროს და გაინძრეს, მაგრამ გაქვავებულივით წევს. მხოლოდ იმას გრძნობს, როგორ თბილად და ნაზად უკავია მისი ტერფები ამ კაცს ხელებში და ფეხებს უმასაჟებს!.. სხვაობაა, ასაკში დიდი სხვაობაა, _ გაახსენდა ალისიას და უყვირა: _ ასეთი სულელური საქციელით ჯერ კაცს ჩემი შებმა არ დაუწყია! _ პირდაპირ სხეულის გასინჯვით იწყებდნენ?! _ დიდებულია! _ თქვა მის გასაბრაზებლად და ლოგინში შეირხა. _ პატარა განებივრებულ ტუტუც გოგოსთან... _ მე არც პატარა ვარ და არც ტუტუცი! _ განებივრებული ბავშვი ხარ, რომელიც ჩემს მოხიბვლას ცდილობს! _ თუ ასე ფიქრობდი, ჩემს საწოლში რატომ იწექი? მე ჩაგიწვინე ძალით?! _ ცივსისხლიანი არ ვარ, გათბობაზე უარი მეთქვა და თავი შორს დამეჭირა! მე შენს ლოგინს შევეხე და არა შენ! ალბათ ის გაღიზიანებს, შენი საყვარელივით რომ არ ვიქცევი. ალისიამ გაიცინა: _ შენისთანა ბებერი არ დამაინტერესებს! დაგავიწყდა, რომ აქ გველის გამო მოხვდი?! მართალი იყო ქალი. ის ხომ ასაკით უფროსი იყო და შეიძლება უკვე ბებერიც ეთქმოდა. აქ ჩამოსვლამდე მისთვის მხოლოდ სამსახური იყო მთავარი, სხვა არაფერი, ამიტომაც ღამის 10 საათამდე ყოველთვის კაბინეტში იჯდა და თავის სამუშაოს ასრულებდა. ამ ქალთან კამათი და ჩხუბი რატომღაც მოსწონდა. _ მართალია, შენ პატარა ბიჭუნებთან გართობა უფრო გინდა! _ ჯანდაბაა! მე არაფერი მინდა, არც შენ მინდა აქ იყო, მაგრამ აქ ბრძანდები და ჩემს გულსა და გონებაში დარბიხარ! _ გაიფიქრა, ხმამაღლა კი თქვა. _ ძილი ნებისა! რა დავინახე მასში ისეთი, რომ იმ დღის მერე ჩემი 5 წელიწადი უბრალოდ უმტკივნეულოდ დამავიწყდა?.. რა დავინახე მასში ასეთი?,იმ დღეს რომ სახე მიხურდა? პირველად ვიყავი ასეთ დღეში. რა მოხდა იმ დღეს ჩემს სულსა და გულში, რომ ასე დავივიწყე სიყვარულის 5 წელიწადი? რატომ ის?! რატომ შეცვალა მან ჩემი წარსული ასე უცბად?! რატომ დავინახე ჩემი თავი მის მერე სხვანაირად. რატომ გავხდი ბედნიერი და რატომ შემეშინდა ჩემი თავის, რომ ვიღაც მეტყოდა, არ მომწონხარო და დამიწუნებდა რაღაცის გამო... ან ეს რაღაცა რა არის?! რის გამო შეიძლება არ მოვეწონო მას... მას! მას რატომ უნდა მოვეწონო?! ის დიდია, მე კი მასზე პატარა ვარ! _ ალისია ერთ დროს მასზე ფიქრებში იძირებოდა, ის ახლა მის გვერდით იყო ასე ახლოს და ეს აგიჟებდა... რატომ ვგრძნობ მის მიმართ ინტერესს, რატომ მიძვრება გონებაში, არ უნდა მომეწონოს, არა! ამით მე დავზარალდები! ბავშვებს ისე საყვარლად უღიმის, ძნელია მისი ღიმილი დაივიწყო, სერიოზული, მკაცრი და ქედმაღალი ადამიანის მიღმა ისეთი მშვენიერი საუბარი და ღიმილი შეუძლია, გაუკვირდება ადამიანს... _ ამ ფიქრებში ისევ ჩათვლიმა. დილას 9 საათზე გამოეღვიძა და ლოგინს გადახედა, უკვე ცარიელ ლოგინს მოავლო თვალი და ადგა. საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა და ყველაზე გამომწვევი მოკლე კაბა გადაიცვა. გასაღები აიღო ხელში და მაშინვე მანქანისკენ გაეშურა. ქალმა გარაჟი გააღო და მანქანა გამოიყვანა. _ მანქანით სად მიდიხარ?! ტარება მაინც იცი?! ქალმა არაფერი უპასუხა, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა თუ არა, გაზს დააწვა და ეზოდან გავიდა. ცოტა ხანში მაღაზიასთან გაჩერდა, პროდუქტი იყიდა და გამოვიდა. კაცმაც მაშინვე დაქოქა თავისი მანქანა და ქალს უკან გაჰყვა. დაინახა, როცა ქალი მაღაზიიდან გამოვიდა და უცებ ვიღაც კაცი გამოელაპარაკა. მათი საუბარი ანდრიას არ ესმოდა, კაცი ზურგით იდგა და ქალს ეკამათებოდა. მხოლოდ ბეჭდიანი ხელი დაინახა კაცის და ფიქრებში წავიდა, საშინელ ფიქრებში და სწორედ ამ დროს კაცის სახესაც შეასწრო თვალი. მას ქალისთვის მაჯაში ჩაევლო ხელი და არ უშვებდა. ქალი კი გაბრაზებული ელაპარაკებოდა. მერე კაცის ხელი სწრაფად მოიშორა და მანქანაში ჩაჯდა. კაცის გამოწვდილ საჩუქარზე უარი განაცხადა და გაბრაზებულმა მიიჯახუნა კარი. სწრაფად მოატრიალა მანქანა და სახლისკენ გაუყვა გზას. ანდრიამაც მოატრიალა მანქანა და კვლავ უკან მიჰყვა. სახლთან მისულმა კარი ძლიერად მიაჯახუნა, ქალს ჭიშკართან დაეწია და მაჯაში სწვდა. მერე კიბეზე აირბინა ალისიასთან ერთად, ლოგინზე დააგდო ქალი და მის მაჯებს ჩაჭიდებულმა დაუყვირა: _ ახლაც იტყვი სანდო ვარო?! ცოლიან კაცს ხვდები?! სულ გაგიჟდი, არა?!!! _ ყვიროდა გაცოფებული ანდრია. _ ნუ მიყვირი! მე შენი საკუთრება არ ვარ, ანგარიშს რომ ითხოვ ჩემგან! _ რასაც გკითხავ, სიმართლეს მეტყვი, გასაგებია, ალისია?! _ კი... _ მიუგო შეშინებულმა. _ რა დაგიშავე? _ ვის შეხვდი მაღაზიასთან? _ მეზობელს! _ ტყუი! _ მეზობელს შევხვდი! _ ქალი მართლა შეხვდა მეზობელს, მაგრამ იმას ვერ იტყოდა, სხვაც რომ ნახა. _ კიდევ ვინ ნახე! _ მეტი არავინ. რა გჭირს? შენ ვინ ხარ, რომ ანგარიში ჩაგაბარო?! კაცმა თითები უფრო მოუჭირა მაჯებზე. _ ვინ ნახე დღეს კიდევ! _ მტკივა! _ მეც მტკივა, ტყუილს არავის ვაპატიებ, ეს კარგად დაიმახსოვრე! _ ხელი გამიშვი! კაცი მაინც არ უშვებდა. _ უფრო გეტკინება, თუ არ მეტყვი! ვის შევხვდი?! _ რისი მოსმენა გინდა ჩემგან?! _ ცოლიანი კაცი ნახე თუ არა?! მატყუარაა! _ და ქალს სილა მოხვდა. _ შენ ცოლიან კაცს ხვდები და არც კი გრცხვენია!!!! _ მე არავის ვხვდები, მითუმეტეს იმ ურჩხულს. შენც ისეთივე ურჩხული ხარ, როგორიც ის! გამიშვი ხელი! _ გაბრაზდა ალისია და კაცის მოშორება სცადა. _ ახლა რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, გასაგებია! _ და რომ არ გავაკეთო?! _ უფრო მეტად გატკენ, ვიდრე გგონია! _ შენი მუქარის არ მეშინია! _ ალისია! შენთან ერთად ერთ ლოგინში ვიწექი, შენთან ერთად ერთ ოთახში. როგორ გგონია ამას შენი მშობლები კარგად მიიღებენ?! როცა გაიგებენ, რომ ჩემთან იწექი, რა რეაქცია ექნებათ?! ახლავე დაივიწყებ იმ კაცს და დანარჩენებსაც! და მე დამემორჩილები, თუ არადა ვიტყვი, რომ ჩემთან იწექი! _ დამამტკიცებელი საბუთი გაქვს?! _ კი! შენი სხეულის ყოველი წერტილი მახსოვს! _ რა?! შენ ჩემს სხეულს ათვალიერებდი?! შეეე ნაძირალა. _ და ქალმა ხელი მოიქნია. კაცმა ჰაერშივე დაუჭირა და ქალიც შეშინებული გაშეშდა! _ თანახმა ვარ! _ იყვირა ქალმა და კაცმაც ხელი გაუშვა. ქალი ნამტირალევი თავის ნივთებს ალაგებდა ჩანთაში. _ მეეე მზად ვარ... _ თქვა ტირილით და კაცს შეხედა, რომელიც კედელს მიყრდნობოდა და ფიქრებში იძირებოდა. მერე მის ჩანთას დასწვდა და კარისკენ წავიდა. _ არა, არ მინდაა... ანდრია... არ შემიძლიაა... არ შემიძლია! გთხოვ... ბოდიში სილის გამო, ხმამაღალი საუბრის გამოც, ამას ნუ გამაკეთებინებ! _ ალისია! ალისია! _ ფეხზე წამოაყენა ანდრიამ. _ მივდივართ! _ არ მინდა... არ მინდაა. იმ ადამიანთან არაფერი არ მქონიაა! მე რატომ უნდა დავზარალდეე?! _ ალისია! იცი ის კაცი ვინაა?! ქალაქიდან ამხელა გზა რატომ გამოიარა შენს სანახავად? _ ის ირაკლი... ირაკლი... გვარი არ მახსოვს... მასთან არაფერი მაკავშირებს! დამიჯერეეე... _ ალისია! ის ჩემი სიძეა! ერთადერთი დის ქმარი! არავის მივცემ უფლებას, მათ შორის ჩადგეს! ახლავე წამოდი შენი ნებით! _ სად უნდა ვიცხოვრო მერე?! _ ჩემთან სახლში! _ და შენი და სადა?! _ ჩემს სახლში! _ იმ კაცს არ გაეკაროო და მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო?! _ ჩემთან, ალისია! ჩემთან ერთად უნდა იცხოვრო ჩემს ოთახში! იცოდე, ძალიან ვარ გაბრაზებული და შენი ნებით დაჯექი მანქანაში. _ ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კედელს მიეყრდნო. ახლაღა დაფიქრდა, ირაკლი ვინც იყო ანდრიასთვის და კედელს მოშორდა, ხელით მოიშორა ცრემლები და აწითლებული თვალებით დაეშვა კიბეზე. მანქანაში ჩაჯდა, ღვედი გაიკეთა და თვალები დახუჭა, უნდოდა ასე მაინც დაევიწყებინა ანდრიას უხეშობა და ფიქრებს მიჰყვა, თუ როგორ გაიცნო ანდრია: ... დილის 10 საათიდან იჯდა და თავის რიგს ელოდა. ალერგია ჰქონდა ფეხზე და ვერცერთ ექიმთან ვერ გაარკვია, რამ დამართა ეს ალერგია და რატომ გამოაყარა. ცდილობდა აღარ ეფიქრა, რამდენად პროფესიონალი იყო ექიმი, რომელიც ურჩიეს. 4 საათზე ძლივს მოუწია შესვლამ. კარს სანამ გააღებდა გაიგო, რომ ახალგაზრდა კაცი იყო და ეს არ მოეწონა. ახალგაზრდა ექიმმა რა უნდა გაიგოსო, გაიფიქრა. როცა კარი შეაღო, წინ მდგარი პაციენტი კაცის სახეს ეფარებოდა და არ ჩანდა. მერე დაინახა... ჩვეულებრივი, უჭკუო ექიმი ჩანდა და თავისი თავი საცდელ კურდღლად მიიჩნია. ექიმმა სკამზე მიუთითა და სკამზე დაჯდა. გული არ უფართხალებდა, მაგრამ სახე გახურებული ჰქონდა, უხურდა ლოყები და კაცს უსმენდა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. ასე იძლევა რჩევებს? ტელეფონით? ალბათ მართლა უჭკუო ექიმია, ნეტავ მე რას ვაკეთებ აქ, რა მინდა! _ გაიფიქრა შეღონებულმა. კაცმა ტელეფონი დადო და როგორც იქნა შეხედა. ქალს იგი არ მოეწონა. მისით არ აღფრთოვანებულა, თავისი ძველი რეცეპტები მიაწოდა და დაელოდა. კაცმა გადახედა, არ დაზარებია, წაიკითხა. ალისიას გაუკვირდა მისი საქციელი და კაცის ხელები შეათვალიერა. ხელზე ბეჭედი არ ეკეთა. მაშინვე მოაშორა მზერა და ექიმის კითხვებს დაუწყო პასუხის გაცემა. ბოლოს გამონაყარი ანახვა ფეხებზე. კაცი მის წინ დაიხარა, გასინჯა და ბოლოს რეცეპტიც გამოუწერა. ქალმა დანიშნულება გამოართვა. ჩემი ტელეფონის ნომერი მანდ წერია, თუ რამე დაგჭირდეთო. ალისიამ მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და კარისკენ დაიძრა. დროებითო. _ მოესმა მისი ხმა და კარი გაიხურა, ისე რომ მისკენ აღარ გაუხედავს. _ ნეტავ მემჩნეოდა გახურებული სახე?! ან რანაირი დასანახი ვიყავი?! _ წავიდა ფიქრებში და მეორე ექიმის კაბინეტისკენ დაიძრა სისხლის ასაღებად. სახლში მისული ბალიშს მიეხუტა და პირველად იგრძნო 5-წლიანი გრძნობებისგან განთავისუფლება, პეპლები იგრძნო სხეულში, სული თავისუფლებითა და სიხარულით შეევსო და მიხვდა, რომ ამდენი ხნის მერე პირველად იყო ბედნიერი. მშვიდად ჩაეძინა. დილას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ეს ექიმი იყო ადამიანი, ვინც მასზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა და ძველი გრძნობები დაავიწყა. დღეები გავიდა. ალერგია ნელ-ნელა უკან მიდიოდა და მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ ისევ ექიმთან მივიდა. კაცი ამ დროს პატარა პაციენტებს ემშვიდობებოდა და ისე უღიმოდა, მაშინვე იგრძნო ქალმა მის გულსა და გონებაში ამ ადამიანის შემოჭრა და ეგრევე სცადა მისი გონებიდან გაძევება. _ მე ის არ მაინტერესებს! ექიმები არ მაინტერესებს! ბავშვობიდან მძულს! მაგრამ ის არც სვამს, არც ეწევა ალბათ... ის ისეთია, ისეთი... არა! ის ისეთი არ არის, ჩვენ განსხვავებულები ვართ! _ უთხრა თავის თავს და რიგში ჩაეწერა, დიდხანს რომ არ დალოდებოდა. გარდა წარსულისა, ასე მის ფიქრებში არავინ შემოჭრილა ამ წლების განმავლობაში. ალისიამ კარზე დააკაკუნა და მის კაბინეტში შედგა ფეხი, მიესალმა და ისე შევიდა, არც კი ახსოვს, როგორ დაჯდა სკამზე. კაციც მიესალმა და მოიკითხა. ჩანთა დადო და კაცს ანალიზის პასუხები გაუწოდა. მერე თავისი კაშნე მოიხვია ყელზე. _ აქ ისე ცივა, შეგიძლიათ პინგვინები შეიფაროთ ცოტა ხნით. სიცივე ზურგში რომ გიბერავთ არ ცივდებით?! _ არა! _ და კაცს გაეღიმა. _ რატომ, რკინის ხართ?! _ გაიცინა ქალმა. _ უბრალოდ, ვიცი, როდის უნდა გამოვრთო და ჩავრთო კონდიციონერი... _ და ისევ გაეღიმა. ანდრია კომპიუტერს მიუჯდა, რაღაც ჩანიშნა. უკვე აფორიაქებდა ეს კაცი... ჰოდა, ის ექიმი ანდრია ახლა აქ იყლ, მასთან, სოფელში! აქ! _ ფიქრებში წასულმა თვალები გაახილა. _ სახლში მინდა... _ თქვა რბილად. _ რამდენიმე საათში მივალთ! _ სოფელში მინდა... ჩემს სოფელში მინდა... დამაბრუნე უკან, ანდრია... _ შეევედრა და მისკენ მიტრიალდა. _ სოფელში მინდა... წამიყვანე სოფელში... _ ქალაქში მივდივართ! _ გთხოვ... მე სოფელში მინდა, იქ ყოფნა მინდა... რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ, ოღონდ დამაბრუნე უკან. _ არა! _ გააჩერე მანქანა! იცოდე კარს გავაღებ და გადავხტები! _ კარს ხელი მოჰკიდა და გაღება სცადა. _ ალისია! _ წამოიყვირა კაცმა და დაამუხრუჭა. _ რას აკეთებ! მართლა აპირებდი გადახტომას?! _ არა... მეშინია... სოფელში მინდა! _ ნუ იქცევი ბავშვივით! მორჩი! _ არ მინდა შენს სახლში! მე ჩემს სოფელში ვიყავი მშვიდად! არ მჯერა სიყვარულის, დამაბრუნე უკანნ! არც ის კაცი და არც შენ არ მჭირდებით! სოფელში მინდაა! არ მჭირდებიი! არ მომწონხარ! _ სიყვარულის თუ არ გჯერა, აბა იმ არქიტექტორთან რას აკეთებ?! _ არავინ არქიტექტორს არ ვხვდები! ამხანაგს ვეკამათე და შევურიგდი... სოფელში დამაბრუნეეე... _ იქ რა უნდა გააკეთო მარტომ?! _ ის რასაც ვაკეთებდი! ვცურავდი, ვხატავდი და წიგნებს ვკითხულობდი! _ ახალი წიგნი როდის უნდა დაწერო?! _ ჯერ მუზა არ მწვევია და ვისვენებ... _ კარგი! იცოდე კარგად მოიქეცი! ჩემს სიძესთან აღარ დაგინახო! _ მე ეგ კაცი არ მომწონს! _ ძალიანაც კარგი! სოფელში დაგაბრუნებ! მაგრამ იცოდე, დაივიწყე ჩემი სიძე! _ მე ეგ კაცი არ მომწონს და არც მაინტერესებს! _ აბა ვინ მოგწონს და ვინ გაინტერესებს?! _ არავინ... _ თქვა დანანებით. დაბრუნდნენ. ანდრიამ მანქანა ჭიშკართან გააჩერა. ალისიამ თავისი ჩანთა აიღო და სახლისკენ ბედნიერი დაიძრა. კაცმა ფეხი შედგა თუ არა ეზოში, ალისია მოტრიალდა: _ ჯობს თქვენს სახლში დაბრუნდეთ! _ სახლში ხომ დაგაბრუნე? ახლა მადლობის ნიშნად საჭმელი მაჭამე და მერე წამოვწვები, დავიღალე! _ მიუგო ანდრიამ და თავისი სამგზავრო ჩანთით სახლისკენ დაიძრა. ახლა შენიშნა ყვავილები კიბესთან. გაახსენდა, ქალმა რომ უთხრა, ყვავილები მომწონს, შენ კი არ მომწონხარო. ჩანთა იქვე დადო და პირველ სართულზე დივანზე დაჯდა. ალისია სამზარეულოში შევიდა, თავისი ჩანთა სკამზე დადო და ხელები დაიბანა. მე რომ არ მეთქვა, არ დამაბრუნებდა? აზრს არ შეიცვლიდაა?! არ შეიცვლიდა! თავის სახლში წამიყვანდა... ნამდვილად უჭკუოა! არ შეგეფერება, ალისია! სულელი კაცია! _ დანა აიღო და პურის დაჭრას შეუდგა. თეფშები დაალაგა, კატლეტები შეწვა, მჭადიც გამოაცხო და ჩაიც დაადგა. მერე ყველიც დაჭრა და სუფრა გაშალა. ცრემლები წამოუვიდა ისე, რომ ტკივილი არც უგრძნია. კაცის შეხება იგრძნო მაჯაზე და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. _ ალისი, ხელი გაგიჭრია! მოდი, დაჯექი, შეგიხვევ. _ არ მინდა! _ დაიყვირა და მაჯა გამოსტაცა. _ საჭმელი მზადაა! _ დაამატა და თვითონ ონკანს მიაშურა. ხელი დაიბანა და თვალი გააყოლა წყალში გამდინარე სისხლის ნაკვალევს. ჩანთას დასწვდა და კიბეს აუყვა. ოთახში შევარდა, ნაჭერი შემოიხვია ხელზე და ლოგინზე დავარდა. არ იტირო... არ იტირო! ცრემლები შეიწმინდა და ბალიშში თავი ჩარგო. ცოტა ხანში ლოგინიდან წამოიწია და წამალი გამოიღო უჯრიდან. უცებ კაცი შემოვიდაა და ხელში გაუშეშდა წამალი, უცბად მუჭში მოიქცია. _ არ მეგონა ასეთი სუსტი თუ იყავი, რაღაც სულელურ წამლებს იღებ! მანახე რას სვამდი?! _ ანდრიამ ხელი მოუჭირა მის მაჯას და წამალს დასწვდა. _ ექიმებს რატომ ვერ იტან?! რადგან ვერ იტან, გამოდის ეს წამალი ექიმს არ დაუნიშნია! _ უჭკუო და სულელი ხარ! _ შენ ძალიან ჭკვიანი ხარ?! გგონია რადგან სახლში მიმყავდი, შენს ლოგინში ჩაწვენას ვაპირებდი? ამ პატარა ბავშვის?! _ არ მიმიღია ეგეთი წამლები! ამიტომაც ხარ სულელი! ეს მე არ მინდა შენთან ლოგინში და არც ვწევარ! _ მე რომ მომენდომებინა, ამას გავაკეთებდი და ხელს ვერ შემიშლიდი! წამლის სახელწოდება წაიკითხა კაცმა და ქალს შეხედა: _ ეს წამალი რეცეპტის გარეშე არ იყიდება. ვინ გამოგიწერა და რატომ?! _ ექიმმა. _ და რატომ სვამ? ალერგია გაქვს? _ ჰო! _ რაზე? ცხოველებზე თუ გაქვს, ეს არ არის ცხოველების ბეწვზე ალერგიის წამალი! ცხოველებზე _ ისევ იცრუა. _ თქვი, ვინ ექიმმა დაგინიშნა და რა ალერგია გაქვს! _ არ ვიცი! _ ისევ ტყუილი. _ რა არ იცი, წამალს სვამ და არ იცი, რატომ?! რა ჰქვია იმ ექიმს? _ არ ვიცი-მეთქი, ხომ ვთქვი. მე ხომ სოფლელი ბავშვი ვარ და აქ საიდან გაჩნდებოდა ალერგოლოგი, რომ დიაგნოზი დაესვა? წამალი გამონაყარის გამო მეგობარმა გამომიწერა, ესაა და ეს! _ რამდენჯერ სვამ ამ წამალს?! _ 3-ჯერ. მზერა გაუმკაცრდა კაცს. _ ახლავე ჩაიცვი და ექიმთან წავიდეთ, დიდი გზა გველის, 3 საათის სავალი! ამ წამლის მიღება 1 ან 2-ჯერ შეიძლება, მეტი არა და ისიც გარკვეული დროით. გასაგებია?! კიდევ რა წამალს სვამ ასე სულელურად ნორმალური ექიმის გარეშე?! _ სხვას არაფერს! კაცი გაბრაზებული ტელეფონს დასწვდა, ვიღაცას ესაუბრა. ბოლოს ქალს მიუბრუნდა _ ცოტა სისხლი რომ აგიღო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? აირჩიე: ან სისხლს ავიღებ, ან 3 საათი მოგიწევს მგზავრობა. _ სისხლის დაკარგვის მირჩევნია! _ გამოუცხადა ალისიამ და თვალებში მკაცრად შეხედა. ანდრიამ ყურადღება არ მიაქცია და ნემსი გაამზადა. _ არ შეგეშინდეს, შენ ხომ გველების არ გეშინია. ესეც არაა საშიში. პატარა ჩხვლეტას იგრძნობ და მორჩა! ქალი სკამზე დაჯდა და ხელი გაუწოდა. ანდრიას სისხლისთვის კოლბაც კი ჰქონდა. კაცი აშკარად ნერვიულობდა. _ ბოდიში თუ გატკინე. თუმცა მიკვირს, შეხებისას სილა რომ არ მომხვდა. _ ამაზე ნერვიულობდი? თუ იმაზე, სისხლი რომ წამართვი? _ ორივეზე! არ მინდა რამე გეტკინოს! _ მჯერა! _ თქვა ცივად და ლოგინზე მიწვა. სჯეროდა მხოლოდ იმიტომ, რომ ნანახო ჰქონდა, როგორ ექცეოდა თავის პატარა პაციენტებს, როგორ უღიმოდა მათ და ესაუბრებოდა მტირალა ბავშვებს. _ ცოტა ხანში დავბრუნდები. შენს სისხლს გავაგზავნი ანალიზზე, _ თქვა კაცმა და გავიდა. მალევვე დაბრუნდა. _ გძინავს?! _ არა! _ მოესმა ისევ ქალის გაბრაზებული ხმა და ლოგინზე ჩამოჯდა. _ მდინარეზე წავიდეთ, არ გინდა?! _ არაა! _ ასე ადრე თუ დაიძინებ, ღამე აღარ დაგეძინება. _ არა უშავს! _ თქვა და კაცის სურნელი ახლა იგრძნო. უცბად წამოხტა და კიბეზე დაეშვა. სააბაზანოს კარი შეაღო და ცხელი წყალი მოუშვა. როცა აბაზანა გაივსო, შიგ ჩაეშვა. იქვე დადებულ ყვავილებიან ვაზას დასწვდა, ერთი ყვავილი ამოიღო, ფურცვლა დაუწყო და წყალში ჩაყრა: აქვს გული?! არ აქვს. აქვს, არ აქვს... რამდენიმე ფურცელი მოაცილა და ყველა წყალში ჩაყარა. დანარჩენ ყვავილებს გადახედა და გაიღიმა: ნუთუ მართლა აქვს გული... გული თუ აქვს, მე უგულოდ მივყავდი სახლში?! სულელი... _ წყლიდან ამოვიდა, პირსახოცი მოიფარა და თავის ოთახში ავიდა. კაცი უკან მიჰყვა, ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დასვა. მისკენ გადაიხარა, გადაწყვიტა ქალისთვის ეკოცნა. ალისიამ თავი მიაბრუნა, რომ მისი ტუჩები არ შეხებოდა. _ არა, არა, არა! _ დაიყვირა და კაცმაც უკან დაიხია. _ არ გინდა! _ ბოლოს ისევ გაიმეორა ქალმა. _ აბა რა გინდა?! _ აღარ შემეხო, გესმის? აღარ! ანდრია დაიბნა. გაახსენდა ქალის სიტყვები, სიყვარულის არ მჯერაო და საწოლს მოშორდა. _ ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. მშვიდად დაიძინე. არც ისეთი ვამპირი ვარ, როგორიც გგონივარ. ჩემთან ლაპარაკიც გაღიზიანებს? _ შეშინებული კითხულობდა კაცი, როცა ქალმა არაფერი უპასუხა. _ როცა მეჩხუბები, კი. _ და ტყუილად გეჩხუბები?! _ კიი. _ დამნაშავეც არ ხარ?! _ არაა, არაა, მე არაფერი დამიშავებია, არაფერი! _ ჯობდა გეღიარებინა შენი შეცდომები, უფრო დავაფასებდი ამას. _ შენ რას დააფასებ, არ მაინტერესებს. რაც არ ჩამიდენია იმას არასდროს ვაღიარებ. ალისია ლოგინის კიდეში იწვა, მასთან ახლოს რომ არ ყოფილიყო. ანდრიამ პლედში გახვეულ ქალთან მიიწია და ძალით ჩაეხუტა. _ არ იყვირო, ალისია, შენ კი არა, უფრო შენს პლედს ვეხუტები, არ გატკენ! ქალმა პირველად მოისმინა მისი ასე რბილად ნათქვამი სიტყვები. _ რა გინდა ჩემგან?! _ ჩაეკითხა და კაცს შეხედა. _ გული მატკინე, ამას ვერ დავივიწყებ. _ შენ ცუდად არასდროს მოქცეულხარ ვინმესთან? _ ამაყად ვექცევი ადამიანებს, მაგრამ სხვისთვის არაფერი წამირთმევია! _ აბა მე წავართვი ვინმეს რამე?! _ სანამ ჩემთან ხარ, ამას ვერ მოახერხებ! _ დარწმუნებული ხარ მაგ სიტყვებში? _ მასთან იწექი? _ შენ ხომ ყველაფერი იცი და ესეც გეცოდინება! _ მინდა შენგან მოვისმინო. _ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პასუხს, როცა არ გჯერა. _ მასთან იწექი კი თუ არა?! ალისიაა! _ არაა. _ მასთან არაფერი გქონია?! _ არა-მეთქიი! _ არ გიკოცნია?! _ არაა! _ ის შეგხებიაა?! _ არაა! მხოლოდ ხელი მომკიდა მაჯაში, ისიც დილას! _ გატკინა?! _ ჰო! და მოვრჩეთ, აღარ მინდა ამაზე საუბარი. _ თქვა ქალმა და კაცის სუნთქვას მიადევნა ყური. ესმოდა მისი ჩქარი გულისცემა და მისი დარდიც. _ წიგნს კიდევ წერ? _ შეეკითხა ანდრია. _ ჯერ არა, ვხატავ. _ ბავშვობაში მე და ჩემი დაც ვხატავდით. _ მაგარია, ახლა?! _ მხოლოდ ნინო ხატავს ახლა, მე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული. _ და რატომ აღარ ხატავ? _ რაც ჩემმა პირველმა სიძემ ჩაიდინა, მის მერე ხატვას თავი დავანებე. ექიმობა მირჩევნია. _ და რა ჩაიდინა? _ ამაზე საუბარი საჭირო არა, ალისიაა... _ მითხარი. _ არა, არ გვინდა. _ მითხარი რაა. _ დღეს არა. _ კარგი, მაშინ გაიწიე! _ თქვა მკაცრად და თითქოს ახლა გაახსენდა, კაცთან ახლოს რომ იყო. _ რომ მეთქვა, არ გამაგდებდი? _ არა. _ კარგი, დაიძინე. _ და კაცი ქალს მოშორდა. ახლა ქალმა მიიჩოჩა კაცისკენ. _ იქნებ მითხრა? _ ჩაეკითხა ჩუმად და კაცს შეხედა. _ რა, ალისია?! _ რა ჩაიდინა შენმა პირველმა სიძემ? _ მორჩი, დაიძინე. _ უთხრა და ქალს სახეში შეხედა, მის თვალებს შეავლო მზერა და ქალიც ადგა უცბად. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, აივნის ფანჯარას მიეყუდა და ზურგით კაცისკენ დადგა. _ რატომ არ იძინებ? _ არ მეძინება. _ რატომ? _ მომიყევი ის ამბავი და დამეძინება. _ ახლა არა. _ კარგი. _ თქვა ქალმა და ისევ აივანზე დარჩა. ანდრია ადგა, მასთან მივიდა. _ წამოდი, დაიძინე, _ უთხრა და მისი შეხება სცადა, მაგრამ გაახსენდა, რომ არ უნდა შეხებოდა და უკან დაიხია. _ წამოდი, დაწექი, _ შორიდან სთხოვა. ქალი მიუხვდა, უკან რომ დაიხია და მისკენ მიიხედა: _ ჩემი გეშინია?! _ არ მინდა ისევ გაწყენინო. ქალს ჩაეღიმა და საწოლში დაბრუნდა. ... დილით მზემ ქალს სახე გაუთბო. ალისიას სითბო ესიამოვნა, კატასავით გაიტრუნა და ძილი გააგრძელა. კაცმა მის სახეს შეხედა, პირველად უყურებდა ასეთი თვალებით, უნდოდა სიყვარული დაეჯერებინა, მაგრამ ქალის შეხვედრა თავის სიძესთან ხელს უშლიდა სიყვარულის დაჯერებაში. _ დილა მშვიდობისა. _ თქვა ჩუმად და ქალს შეხედა. ისიც მიესალმა და გადაბრუნდა. გაბრაზებული კაცი ახლოს მიუჩოჩდა, ისევ გამოელაპარაკა, მაგრამ ალისიამ ყურადღება არ მიაქცია და ისევ გააგრძელა ძილი. _ ზურგს რატომ მაქცევ, როცა გელაპარაკები? _ მეძინება! _ გადმობრუნდი ცოტა ხნით! _ თავი დამანებე! კაცმა წელში წაავლო ხელები და ძალით გადმოატრიალა თავისკენ. _ როცა თბილად გელაპარაკები, ასე აღარ მოიქცე, გასაგებია?! _ გასაგებია... _ თქვა ძლივს, მისი ხელის შეხებისგან თავბრუდახვეულმა. _ ბოდიში მომიხადე! _ რატომ?! _ თავი დამანებე რომ მითხარი, ამიტომ! _ ბოდიში. _ უფრო რბილად მითხარი! _ ბოდიში. _ კიდევ უფრო რბილად! _ ბოდიში, ბოდიშიი, ბოდიშიი. კიდევ ვთქვა? ბოდიშიი! _ როცა რბილად გელაპარაკები, რბილად დამელაპარაკე და ბოდიშის მოხდა საჭირო აღარ იქნება. _ ცუდ ხასიათზე ვარ, მეძინება.... _ რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? ცუდი სიზმარი ნახე? _ ჰო, ცუდი სიზმარი იყო. _ არ მომიყვები? _ არა, უფრო ცუდ ხასიათზე დავდგები. მერე, სხვა დროს მოგიყვები. _ კარგი, ეს მინდოდა მომეცა, ამიტომ გთხოვე ცოტა ხნით გადმობრუნდი-თქო, _ და ქალს კოლოფი მიაწოდა. _ ეს რა არის? _ წამოიძახა ქალმა და სულ დაავიწყდა ცოტა ხნის წინ კაცს რომ ეუხეშებოდა. ანდრიამ გახსნა. კოლოფში ულამაზესი ძვირფასი ყელსაბამი იდო. _ ეს შენია, მხოლოდ შენი და არავის არ აჩუქებ, არც გაყიდი! ფულს, როცა დაგჭირდება, მეტყვი და მოგცემ. _ მართლა? _ გადაიხარხარა ქალმა და კაცს შეხედა: _ ისე იქცევი, თითქოს ჩემი ქმარი იყო ან შეყვარებული! ნუ გაითავისებ წიგნს! ვერ ავიტან! _ ალისია, გაიკეთე ყელსაბამი, მინდა ვნახო შენს ყელზე, _ სთხოვა და ყუთი გაუწოდა. ქალი ადგა და სარკის წინ დადგა. კაციც გვერდით დაუდგა. _ შეიძლება? _ ჰკითხა კაცმა და ქალს თმა გადაუწია, რათა ყელსაბამი გაეკეთებინა. _ მშვენიერია. _ თქვა კაცმა, თავის შექმნილ სამკაულში ქალს კმაყოფილი შესცქეროდა. _ რატომ იხსნი? არ მოგეწონა?? _ უნდა დავიძინო. ქალი ისე დაწვა, რომ მამაკაცისთვის მადლობა არ გადაუხდია. _ დიდი ხანი იძინებ? _ ვნახოთ. _ და ქალმა ბალიშში ჩარგო თავი. კაცი გასვლას აპირებდა, როცა ქალმა დაუძახა: _ მოიცადე. კაცი ადგილზე გაიყინა. ქალმა მასთან მიირბინა, წინ დაუდგა: _ ეს სამკაული საიდან მოიტანე?! _ მე გავაკეთე და ვინახავდი... _ და მე რატომ დავიმსახურე?! _ მომეწონე და იმიტომ. ალისიამ უცბად კისერში აკოცა, მადლობა გადაუხადა და მაშინვე ლოგინისკენ გაიქცა. _ ტკბილი ძილი, _ თქვა გაღიმებულმა კაცმა და კარი გაიხურა. ქალი გადმოტრიალდა, სამკაულს მიაშტერდა: რატომ მაჩუქა მეე?! მე რატომ მაჩუქა?! _ ფიქრებში წავიდა და მიეძინა. კაცი ეზოში ჩავიდა, თან წიგნი წაიღო და კითხვა გააგრძელა დივანზე მოკალათებულმა. კარგა ხანს იკითხა, მერე ალისიას ააკითხა. მას ისევ ეძინა. აკვარეუმს ჩახედა და ახლა დააკვირდა კუს, რომელიც წყალში დააბიჯებდა. აკვარიუმში ჩაყრილი მწვანე ფოთლებითა და სხვადასხვა ფერის ქვებით მიხვდა, რომ ქალის ჩაწყობილი იყო და გაეცინა. აკვარეუმი სუფთა იყო, კრიალა და ანდრიას ხელის ჩაყოფა მოუნდა წყალში. ქალს ამ დროს გამოეღვიძა, შეამჩნია ანდრია და წამოიწია. _ რას აკეთებ?! კაცმა უცბად ამოსწია აკვარიუმიდან ხელი. _ კუ მაინტერესებდა. ქალი ადგა და მიუახლოვდა. _ ბაკანზე მოკიდე ხელი და ამოიყვანე... ახლა ძირს დასვი... კაცმა ხელი გაუშვა და კუც რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილდა. _ გიყვარს?! _ კაცმა ქალს შეხედა. _ კი. ადრეც მყავდა კუ სულ თავიდან, ქალაქში, მერე აკვარეუმიდან ამოვიდა და უწყლოდ რომ იყო, მოკვდა. მერე კიდე მყავდა ერთი, თევზებს დასდევდა, მერე ლიფსიტებიც გვყავდა და ამიტომაც გავაჩუქე. _ თევზებიც გიყვარს აკვარეუმში?! _ მე არა, ჩემს ძმას. _ ეს კუ სულ ასე უნდა ატარო ქალაქიდან სოფელში?! _ კიი... ჩემი კუკიი!.. ახლა ისევ წყალში ჩავიდეთ. _ მიეალერსა კუს და ხელი მოჰკიდა. _ ჩემი სიმპათიური. _ რამდენი სიმპათიური გყავს სახლში. _ გაეცინა კაცს და ქალს შეხედა, რომელიც კუს წყალში სვამდა. _ ჩემი გველებიც სიმპათიურები იყვნენ... ვინ იცის ახლა სად არიან... _ თუ გეცოდებოდა, რატომ გაუშვი?! ქალს გაეცინა და სააბაზანოსკენ დაიძრა, თან კაცს კითხვაზე უპასუხა: _ შენ რომ ლოგინში შემეტყუებინე! _ თქვა და მაშინვე კარში შევარდა. _ ალისია, გამიღე! _ არა, უნდა ვიბანაო! _ გამიღე და მერე შედი! _ არაა, ჯერ უნდა ვიბანაო! წყალი უცბად გადაივლო და გარეთ გამოვიდა. მოკლე კაბა ეცვა მუხლამდე. კაცს გვერდით გაუარა, ეზოში ჰამაკისკენ წავიდა, ჩაწვა და თვალები დახუჭა. უცბად ჰამაკის შერწევა იგრძნო და თვალები გაახილა. _ რა მითხარი წეღან?! _ არაფერი, გეხუმრე. _ დარწმუნებული ხარ?! _ კი! მე ამხელა კაცს როგორ შევაცდენ, ეს სისულელეაა! შემეშვი, დამაძინე. _ ალისია, დღეს სულ გძინავს, ახლა ჭამის დროა. _ არ მშია. მეძინება! _ ჭამე და მერე დაიძინე ისევ. _ არა, ახლა მეძინება! _ მხოლოდ დღეს ხარ ასეთ სულელურ ხასიათზე თუ სხვა დღეებშიც?! _ თვეში ერთხელ. _ კიდევ კარგი, გავუძლებ. მაგრამ ღამე აღარ გინდა ძილი? _ ახლა მინდა. კაცი გატრიალდა. მალე საჭმლით სავსე თეფში მოიტანა და ქალს მიაწოდა. იმანაც მიირთვა, მადლობა გადაუხადა და თვალები მიხუჭა. _ ახლა მეძინება... შენ?! _ მეც. _ მაშინ დავიძინოთ! მამაკაი გვერდით მიუწვა და ხელი მის ხელში ჩჩახლართა. ხელიხელჩაკიდებულები იწვნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ალისიას ისევ გაახსენდა, ერთმანეთს რამდენი რამ აშორებდათ, რამხელა განსხვავება იყო მათ შორის და კაცის ხელიდან დასხლტომა გადაწყვიტა. ხელი გაამოძრავა და მოიშორა კიდევაც, პლედში ჩაძვრა და გაიტრუნა. _ ალისია, რა მოგივიდა?! რატომ მოიშორე ჩემი ხელი?! _ ანდრია, შენ ჩემზე არაფერი იცი! ჩვენ შორის რამხელა სხვაობაა... _ ალისიაა... ეს სხვაობები არ აფუჭებს ჩვენს ურთიერთობას, ჩემს სიძესთან თუ არაფერი გქონია, არც ეს გააფუჭებს არაფერს, თუ გქონია, ამაზე მერე ვიფიქრებ, როგორ გადაგიხადოთ ორივეს სამაგიერო! _ და თუ მქონია, მომკლავ?! _ კი! _ და კაცი ხელით წაეტანა. ქალმა უცბად წამოიყვირა და თვალები დახუჭა: _ მე არაფერი მქონია მასთან, მართლა არაფერი! არ მომწონს ეგ კაცი და შენი სიძე როგორ გახდა, მიკვირს... სახეზე აწერია, რომ კარგი კაცი არ არის... _ თქვა და გაჩუმდა. _ რატომ?! რამე ჩაიდინა ცუდი?! _ ცოლიანი კაცი სხვებს დასდევს, მეტი რაღა გინდა?! _ ალისია, შენ გქონია მასთან რაიმე?! _ არა! მხოლოდ სამჯერ ვნახე, შემთხვევით, ჩემი ნებით არასდროს შევხვედრივარ! _ ძალიან კარგი! სად ნახე და როდის?! მომიყევი! _ გამოფენაზე. მერე სამსახურში მომადგა, რაღაც კოლოფი ეჭირა ხელში, უნდა გაჩუქოო და გაბრაზებულმა გავაგდე, კოლოფი ფანჯრიდან ვისროლე. მან კი დამიყვირა: _ ამას არ გაპატიებო. მერე აქეთ წამოვედი, აქაც შემთხვევით ვნახე. _ კარგი! ახლა დაიძინე და მეტჯერ აღარ მითხრა რაიმე მასთან დაკავშირებით, მისი ხსენებაც არაა საჭირო ჩემთან! _ ჰო... _ თქვა ქალმა და გადაბრუნდა. ცრემლები წამოუვიდა: მან ჩემი ნატკენი გული გაამთელა. გაამთელა და 5-წლიანი წარსულის გრძნობები და ტკივილი დამავიწყა. როგორ შეძლო ეს ასე ერთი ნახვით?! რატომ დამავიწყა მაინცდამაინც მან და არა ვინმე სხვამ?! _ ამ ფიქრებში ნელ-ნელა ძილი მოერია და დაეძინა. ყვავილებით სავსე მინდორი დაესიზმრა.ა ბედნიერი დააბიჯებდა ამ მინდორში, მის გვერდით ყვავილების თაიგულით კაცი შენიშნა. გაეღიმა და კაცს ხელი ჩასჭიდა. ანდრიამ იგრძნო ქალის ხელის შეხება, რადგან არ ეძინა. ქალის თმას შეეხო: ალისია... რა ბავშვივით ხარ, თანაც დიდი ჯიუტიც... _ ქალს ხელი გადაუსვა. თავისი სახე მისას მიუახლოვა და დააკვირდა. ქალი ძტლში თითქოს იღიმოდა, მშვიდად სუნთქავდა. კაცმა მისი სუნთქვას ყური მიუგდო, მისი სურნელიც შეიგრძნო და თვალები დახუჭა. როცა ქალმა გამოიღვიძა, დაინახა, რა ახლოს ეძინა ანდრიას მასთან, თითქმის სახით ეხებოდა და უცბად უკან ჩაიწია. სიზმარი გაახსენდა, ლამაზი მინდორი ყვავილებით სავსე, ანდრიაც გაიხსენა და გაეღიმა. ფრთხტლად დაიხარა მისკენ, ნელა მიუახლოვა სახე, ლოყა დაადო, ჩუმად აკოცა და ისევ თავის ბალიშს დაუბრუნდა. მერე გაბრაზდა კაცს რომ არ გაეღვიძა და ხელი გაიქნია. ამ დროს კაციც შეირხა. ცოტა ხანში თვალები გაახილა და ქალს შეხედა. _ უკვე გაიღვიძეეე?! დილა მშვიდობისა. _ დილა მშვიდობისა! _ ცივად მიუგო და უცბად წამოხტა საწოლიდან. ეგრევე კუსკენ დაიძრა. საჭმელი ჩაუყარა და გარდერობი გამოაღო. ტანსაცმელს შეხედა, გამოიღო მოკლე კაბა და ლოგინზე დააგდო. _ რა მოგივიდა?! კიდევ ცუდ ხასიათზე ხარ?! _ კი! _ რატომ?! _ ჩემი კოცნა ვერ გაიგე და ამიტომ! _ შენ მე მაკოცე?! როდის?! _ წეღან! მამაკაცი ქალს ხელებში სწვდა და ლოგინზე წამოაქცია. _ შენ მე მაკოცე წეღან?!... _ ჰო! _ ასეთ ლამაზ დილას ნუ მომიშლი ნერვებს და კარგად მოიქეცი! _ ქალს ხელი მოხვია წელზე და კისერთან აკოცა, მერე ლოყაზე და შეეკითხა. _ ტუჩებში მაკოცე?! _ არა, ლოყაზე. _ ტუჩებში რომ გეკოცნა, გავიგებდი! ასე ჩუმად როგორ მაკოცეე?! _ რომ არ გამეღვიძებინე, ჩუმად გაკოცე. _ ხოდა, გამოდის შენი ბრალია! კიდევ აქეთ მეჩხუბები?! ალისიამ არ უპასუხა, სააბაზანოში შევიდა და კრი ჩაკეტა. მალევე მოწესრიგდა და გამოვიდა. კაცი ლოგინს მშვიდად ალაგებდა, ქალს სიცილი აუტყდა: _ მაგას მე გავაკეთებდი. _ შენ საჭმელი უნდა ჭამო ჩემთან ერთად, _ კაცმა ხელი მოხვია, აკოცა და კარისკენ წავიდა: _ მეც ვიბანავებ, მანამდე ჩაიცვი. _ მიაძახა და გავიდა. გრილ წყალს შეუშვირა სხეული და ესიამოვნა, ბედნიერმა დატოვა სააბაზანო და ისევ ქალის ოთახს მიაშურა. კარიდანვე შენიშნა ქალის თხელი ფეხები, რომელიც მოკლე კაბით შეემოსა, გაახსენდა ლოგინზე ნასროლი კაბა და ქალი კვლავ საწოლზე წამოაქცია. ალისიამ წამოიყვირა და აფართხალდა: _ ანდრია... ასე ნუ აკეთებ! _ რატომ?! გული გიხტის და ლავა დადის შენს სხეულში?! _ ჰო! კაცს გაეცინა და წამოაყენა. _ ახლა ვჭამოთ. _ თქვა და ორივენი სამზარეულოში ჩავიდნენ. ცოტა ხანში ქალი ჰამაკში იჯდა, კაცი კი იქვე, მის წინ. _ ტელევიზორი არ გაქვს, მიკვირს უმისოდ როგორ ხარ. _ აქ ეგაა კარგი. ტელევიზორის სისულელეები არ მაინტერესებს, ადრე კარგი გადაცემები იყო, საინტერესო ისტორიები, ისეთი რომ ტელევიზორიდანაც მიიღებდი ცოდნას, ახლა კი ყველა არხზე სისულელეები გადის. _ ეგ მართალია, ახლა სრულიად უინტერესო გახდა ყველა გადაცემა. აქ ძალიან კარგია, ჩიტების ჭიკჭიკი და საოცარი გარემო, ერთ ჯიუტ არსებასთან საუბარიც საოცარი და სასიამოვნოა. _ მასთან კამათიც?! _ კი და კამათის მერე მოფერება გასაოცარია, უფრო საინტერესო. ქალს გაეცინა და ჰამაკიდან წამოდგა. კაცმა ქალის ხელები მუჭში მოიქცია. _ როდის დაბრუნდები ქალაქში?! _ რამდენიმე დღის მერე, შენ?! _ ხვალ დილით. _ ასე მალე?! _ ჩამოვალ ხოლმე და ქალაქშიც გნახავ. ხომ არ მოიწყენ?! _ არა, რამეს გავაკეთებ და გავერთობი. _ ვინმეს ხომ არ შეხვდები?! _ მხოლოდ შენ... გინდაა?! _ კიი... _ თქვა და ქალს ხელები შემოაჭდო ლოყაზე. _ გპირდები მაშინ! ახლა გინდა ტენისი ვითამაშოთ?! _ აქ სად უნდა ვითამაშოთ?! _ გაუკვირდა კაცს და ქალსაც გაეცინა. _ წამოდი, მაგიდა გარაჟშია, გავშალოთ და ჩრდილში ვითამაშოთ. ცოტა ხანში ორივენი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს იდგნენ, იცინოდნენ და მხიარულად თამაშობდნენ. რამდენჯერმე ქალისკენ დავარდა ბურთი და დაიღალა ასაღებად, ძალით ურტყამდა ცუდად და კაცისკენაც აგდებდა ბურთს. _ ქალაქში როდიდან იქნები?! _ შეეკითხა კაცი და ბურთი დაურტყა. _ ნუ მაცდენ კითხვებით. მერე ზღვაზე მივდივართ მეგობრები. _ ვინ მეგობრები?! _ დაქალები, რა თქმა უნდა. _ გაეცინა ქალს და დავარდნილი ბურთი აიღო. _ კარგი, მოგიგე და მორჩი ბურთის მინდორზე თამაშს. _ ეხუმრა კაცი და მისკენ წავიდა. _ აიი, ხომ ხედავ ამ ხეს, მოგხვდება! _ უთხრა ქალმა და თან გაიცინა, ჩოგანს რომ შეხედა ორივემ. _ შენ რა, ამას მომარტყამ?! _ ხო! შემეშინდება თუუუ! _ უნდა შეგეშინდეს! მერე მე დაგიჭერ და გაწვალებ! _ თქვა და ქალს წელში წაავლო ხელი, მინდორზე წააწვინა. ქალის მკლავებს თითებით შეეხო და გაეცინა. _ დაგაყარა ბუსუსებმა! _ მცივა, მინდორში გყავარ დაჭერილი! კაცმა მოჰკიდა ხელი და ფეხზე დააყენა თუ არა, კაბა დაუფერთხა. _ შენ შენს სამოსს მიხედე, მე ჩემსას. _ თქვა ქალმა და სამზარეულოსკენ გაიქცა. ანდრიაც უკან მიჰყვა და სანამ მიუახლოვდებოდა, ქალმა საწუწით წყალი შეასხა, თან უკან იხევდა: _ არ მომეკარო და არ გამწუწო! ცოტა ხანში ორივენი გალუმპულები იყვნენ და ქალი გაბრაზებული იდგა. _ ანდრია! ხომ იცი ცუდად რომ ვარ! რაებს აკეთებ?! _ შენ დაიწყე, ცელქო გოგო! _ და შენ როგორც დიდს და ჭკვიანს, მოგეთმინა და არ გაგეწუწე! _ ახლა კიდევ გაგწუწავ, თუ არ გამოიცვლი მაგ სველ კაბას და თუ არ ვჭამთ ცოტა ხანში! _ თქვა და ქალს ხელი ჩასჭიდა. ორივემ კიბე აირბინა და ოთახისკენ წავიდნენ. _ მოიცადე, შენ აქ დარჩი და მე ჩემს ოთახში შევალ! _ შენს ოთახში?! რამდენი დღეა იქ მძინავს და შენი ოთახია მარტო?! _ ჰო ჩემი ოთახია და ჩემთან გველმა მოგიყვანა! _ გაიცინა ქალმა და უცბად მიხურა კარი, გადაკეტა და სველი კაბა გაიძრო, ყველაფერი გაიხადა და ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა თუ არა, ჩუმად გაიპარა მეორე კარიდან. კიბე ჩაიარა სიცილით და უკან მიტრიალდა თუ არა, კაცს დაეჯახა. _ რაო, მივიპარებიო ჩუმად და მეორე კარში დამხვდებაო?! _ ჰო... _ დაიჭყანა ქალი და სამზარეულოსკენ გაიხედა: _ მშია... _ მართლა?! მე კი მგონია, რომ მარტო მიიპარებოდი საჭმელად. _ გავამზადებდი და დაგიძახებდი. _ უცბად აკოცა კაცს ლოყაზე და თავი გაინთავისუფლა თუ არა, სამზარეულოსკენ გაიქცა. კაცს ჩაეცინა, ოთახში შევიდა, გამოიცვალა და სამზარეულოში ჩავიდა. ახლა აღმოაჩინეს,რომ საჭმელი გასამზადებელი იყო და ორივეს გაეცინა, მერე საქმეები გაინაწილეს. კაცმა კიტრი, პამიდორი დაჭრა, ქალმა კი მჭადი მოზილა და დააცხო, მერე ყველი გამოიღო და ხილიც დადო მაგიდაზე. _ საზამთროს შენ ჭრი?! _ ხო, რა იყო, ვიცი დაჭრა. _ მე დავჭრი, შენ მჭადებს მიხედე. _ თქვა კაცმა და დანა გამოართვა ხელიდან. როცა დანაყრდნენ, ეზოში გავიდნენ, ჰამაკში ჩასხდნენ და რამდენიმე ხანი გარემოს უცქერდნენ ჩაფიქრებულები. კიდევ როდის ვნახავ?! რომ წავა დავავიწყდები.... დავავიწყდები?! _ ფიქრობდა ქალი და კაცის გვერდით ჰამაკში ირხეოდა. _ საზამთრო ვჭამოთ და ნესვიც... _ წამოიძახა ალისიამ უცბად და წამოხტა. კაცს ჩაეღიმა. _ გიყვარს ხილი?! _ ძალიან. ხილი, მურაბა, კომპოტები... სახლში გამზადებული ყველაფერი მიყვარს. _ ლეღვიც?! _ კი... ეს ყველაზე გემრიელი რამეაა! _ მაშინ ჩემს სახლში სტუმრად რომ მოხვალ, მე გაჭმევ ლეღვს, მანამდე დამპირდი, რომ არსად შეჭამ! _ გპირდები, მაგრამ შენს სახლში სტუმრად რა მინდა?! სტუმრად კაცებთან არ დავდივარ! _ ძალიან კარგია, არც უნდა იარო! შენ მხოლოდ ჩემთან მოხვალ სტუმრად, მე ლეღვს გაჭმევ და მერე სახლში გაგაცილებ. _ მართლა?! _ ჰო! აბა სხვა რამ გინდა კიდევ ჩემს სახლში?! ქალს გაეცინა და ნესვი ჩაკბიჩა, მორჩა თუ არა ჭამას, კაცს შეხედა: _ არა, არც არაფერი! _ ალისია... _ გისმენ... _ პელმენებს მართლა აკეთებ?! _ კი. _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა, _ იმედიაა წიგნში რაც არის, ყველაფერს არ მომთხოვ! _ კარგი... _ თქვა კაცმა და საზამთრო გადაიღო. _ მითხარი, პელმენები გინდა?! _ შევჭამდი! _ ახლა? ხილის მერე არა! მაგრამ მერე გაგიკეთებ. კარტოფილი დავადგათ და სანამ მოიხარშება, ცომს მოვზელ. _ ცომის მოზელა იცი?! _ აბა რა... ცოტა ხანში კარტოფილი გარეცხა და გაზზე შემოდგა. ფქვილი და მასალები მოიმზადა და ცომის მოზელაც დაიწყო. კაცი იქვე იჯდა და ქალს თვალს აყოლებდა, საითაც წავიდოდა. ორივე ერთად ამზადებდნენ პელმენებს. ქალის ხელები ფქვილიანი ჰქონდა, მამაკაცს კი კარტოფილიანი. ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე და მერე ისევ ჩუმად უბრუნდებოდნენ თავიანთ საქმეებს. რამდენიმე ხნის მერე კაცი აბრტყელებდა ცომს, ქალი კი წყალს ადუღებდა ქვაბით და პიურეს ამზადებდა. _ ძალიან, ძალიან გემრიელია და დიდი მადლობა... _ თქვა ანდრიამ და ქალმა მისკენ გაიხედა. _ შეგერგოს... სახლში ვინ გაჭმევს?! _ ჩემი და. როცა სცალია, ის ამზადებს საჭმელს, როცა არ სცალია, მეგობრებში ვქეიფობ სადმე. _ სადმე... ლოთი კაცი ამბობს ასე. _ თქვა ქალმა და გაიცინა. _ მაშინ რესტორანში ან კაფეში. _ კაცსაც გაეცინა. _ დალევა არ მიყვარს, მაგრამ როცა საჭიროა ვსვამ, ცოტას. _ მთვრალი ჯდები საჭესთან?! _ არა. შენ?! _ არც მე. _ ახლაა კი გავისეირნოთ სადმე, თორემ ასე ვერ დავიძინებ! _ თქვა ქალმა და ჭურჭელი აალაგა, დარეცხა. თბილი ჟაკეტი შემოიცვა და ეზოში გავიდა. კაციც მალევე გამოვიდა. _ სად მივდივართ?! _ ტყისკენ გავისეირნოთ. _ საიდანაც გველები მოგყავს?! _ ჰო, მაგრამ გველები ღამე არ შეგვაშინებენ. _ გაეღიმა ქალს. გზას გაუყვნენ, ცოტა ხანში კი ტყისკენ გადაუხვიეს. უცბად ღამის სიბნელეში კაცმა ხელი მოხვია ქალს და ტუჩებში აკოცა. მისი სხეული ხელებში მოიქცია, წელზე და ყელზე მოჰკიდა ხელი და ძლიერალ მიიხუტა. ორივეს გაუხურდა სხეული, სიბნელეში მოელვარე მთვარეც უფრო ამძაფრებდა და ადნობდა მათ გრძნობებს. ანდრია ალისიას თბიო სხეულს ვერ შორდებოდა, უფრო და უფრო უნდოდა მისით დატკბობა და ხელს არ უშვებდა. მერე ქალი ოდნავ გაუძალიანდა. ისიც ნახევრად მოსცილდა. _ რა იყო?! _ სახლში წავიდეთ, მეძინება. _ კარგი... _ თქვა და სახლისკენ მოტრიალდნენ. ორივე ოთახში იწვა და ერთმანეთს უცქეროდნენ. _ გამიბრაზდი კოცნაზე?! _ არაა... არ მიყვარს, ასე რომ ვდნები! _ თქვა ქალმა და ბალიშზე თავი დადო. კაცი მისკენ დაიხარა, ზემოდან დახედა: _ გეშინია, რომ ბოლომდე დადნები?! _ ალბათ! _ მიუგო ქალმა და მკაცრად შეხედა: _ ახლა დაიძინე! ანდრიამ ლოყაზე აკოცა, მერე ისევ მის ტუჩებს დაეწაფა და მოშორდა თუ არა, გამაძღარი და გამთბარი თავის ადგილს დაუბრუნდა. _ ძილი ნებისა, ალისია... _ ძილი ნებისა, ანდრია... _ თქვა ქალმა და თვალები დახუჭა. დილით ანდრია ადრე ადგა, ჩაალაგა თავისი ნივთები და ქალს პელმენები მოუხარშა. ცოტა ხანში კარის ხმაც მოესმა და კიბისკენ წავიდა. _ უკვე ადექი?! _ კი, როდის მიდიხარ?! _ ვჭამოთ და მერე წავალ. ქალი დაჯდა და კაცს გაუღიმა. _ იმედია მოხარშულია და უმს არ მაჭმევ! კაცს გაეღიმა: _ მეც იმედი მაქვს, რომ მოხარშულია და უმს არ გაჭმევ. _ თქვა და ლოყაზე აკოცა. ქალმაც უცბად დაიჭირა მისი სახე, მანაც აკოცა და ჭამას შეუდგა. მოულოდნელად ანდრიამ ქალს მაგიდაზე ვარდები დაუდო და აკოცა: _ იმედია, ყვავილები რომ მოვკრიფე, არ გამიბრაზდები. ქალს გაეცინა, თვითონაც აკოცა და ყვავილები გახარებულმა გამოართვა. _ დიდი მადლობა, მადლობა პელმენებსაც. _ თქვა და გაეღიმა. საუზმის შემდეგ კაცი წამოდგა, წასასვლელად მოემზადა და ქალს ხელები შემოხვია: _ კიდევ შევხვდებით... _ აკოცა რამდენჯერმე ჯერ ლოყაზე, მერე კი ტუჩებისკენ დაიძრა. მისი ტუჩებიც გასინჯა და ქალს ჩაეხუტა, ისევ შეიგრძნო მისი სურნელი, შეივსო და დაიმახსოვრა. მერე თავი უკან გადასწია, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა ალისიას და თვალებში ჩახედა: _ ხომ შემხვდები კიდევ?! _ კი, ანდრია... _ მაშინ ნომერს გამოგართმევ. ალისიამ ნომერი უკარნახა და ჩაეცინა. ცოტა ხანში ხელი დაუქნია დაძრულ მანქანას და სევდიანი მზერა გააყოლა... მარტო დარჩენილმა ალისიამ მოიწყინა. ხან დივანს ჩაეხუტა, ხან კუს ჩაუყარა საჭმელი, მერე ცოტა ხნით მშობლებს ელაპარაკა ტელფონით და ბოლოს დასაძინებლად დაწვა. გვიან ჩაეძინა, იმ მხარეს, სადაც ანდრია იძინებდა... ანდრიამ სამსახურში მისვლისთანავე ალისიას ანალიზის პასუხი მოითხოვა და გადახედა თუ არა, მაშინვე დაურეკა. რამდენჯერმე აკრიფა ნომერი და სხვაგან მოხვდა. კარგა ხანს კრეფდა ნომერს და ბოლო ციფრს ცვლიდა. როგორც იქნა, მეხუთე ცდაზე ბედმა გაუღიმა, ქალის ხმა იცნო: _ ალისია, უკვე რამდენიმე ხანია გირეკავ და თანდათან დამპყრობლის გრძნობა გამიღვიძე. ქალს გაეცინა და ჰამაკიდან წამოხტა: _ ნუთუ აქამდე შენში ეგ გრძნობა არ გაუღვიძიათ?! _ არა! საბედნიეროდ! _ საბედნიეროდ?! ახლა თქვი, რისთვისაც დამირეკე, თორემ დაგავიწყდება. _ ქალს გაეცინა. _ თუ შეძლებ, ქალაქში ჩამოდი, ექიმთან ჩაგწერე ალერგიის გამო. მინდა დაგეხმარო და უარი არ მითხრა, ყველაფერი გადახდილია! _ უფფფფ, კაი ერთი, გადახდილია რა, კი არ ვიყიდები! ჩამოვალ! _ გაბრაზდა ალისია. წასაღები ნივთები მოაგროვა და გზას გაუდგა. სახლში მშობლები ნახა, მოესიყვარულა და მეორე საღამოსვე ექიმის კაბინეტს მიადგა. _ ალისია! _ გაუხარდა მისი დანახვა ანდრიას. ო როგორი იყო მისთვის აქ შემოსვლა, როგორი! ის პირველი დღე გაახსენდა, აქ რომ მოვიდა. მაშინ დაივიწყა ძველი სიყვარული და განთავისუფლდა მისი ტყვეობისგან. _ მე ის ექიმი ვარ, ვინც ასე გაღიზიანებს და არ მოგწონს! _ თქვა კაცმა და ქალს გადაეხვია. _ ჰო ასეა, _ მიუგო ალისიამ და იგრძნო, რომ ახლაც ისე უხურდა სახე, როგორც პირველ დღეს და გაუკვირდა, რომ ეს განმეორდა... _ ანალიზის პასუხის მიხედვით ოთახის მტვერზე გაქვს ალერგია და კიდევ... ტყუილები გიყვარს, ალისია?! _ არაა! _ მკაცრად უთხრა ქალმა. _ კარგი, ჩემო ძველო მატყუარა პაციენტო! _ თქვა ჩუმად, _ ახალ რეცეპტს გამოგიწერ, დანიშნულებისამებრ მიიღე და სხვა რამით არ შეცვალო. _ დაგავიწყდა. _ შეახსენა ქალმა. _ რა?! _ ოთახის მტვერი და კიდევ?! _ ჩემზე გექნება მალე ალერგია, როცა მოგენატრები! ალისიამ გადაიკისკისა და წამოდგა: _ ბედნიერად! _ თქვა და კარისკენ წავიდა. _ ბედნიერად, ალისია, და დროებით! რამდენიმე ხანში სმს-ი მიუვიდა: _ სადმე გავისეირნოთ დღეს, ვისვენებ ცოტა ხანში. _ სად? _ შენ ხომ აქაურობა არ იცი. კინოში გინდა? _ გაეხუმრა კაცი. _ კი, მინიონები ვნახოთ. _ მინიონები? _ ქალს სმაილი გაუგზავნა, _ ანიმაცია?! იყოს! _ რომელ საათზე?! _ ერთ საათში. _ კარგი. ალისია უკან მოტრიალდა და კლინიკის ეზოში ძელსკამზე ჩამოჯდა. ანდრიაც მალე გამოვიდა, ქალი შეამჩნია და მისკენ წავიდა: _ აქ ხარ?! _ ხომ თქვი გავისეირნოთო?! წავიდე?! _ არაა! არ მეგონა აქ თუ იქნებოდი, _ თქვა კაცმა, ქალს ხელი მოჰკიდა და გზას გაუყვნენ... ახლა ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, მაგრამ ბატიბუტს არ აკნატუნებდნენ, რადგან არცერთს არ უყვარდა. კაცმა შოკოლადი გახსნა და ქალს ტუჩებთან მიუტანა. მანაც ჩაკბიჩა და გული აუჩქარდა, ძლიერად სუნთქავდა, ცდილობდა გული დაემშვიდებინა და მინიონებს იძულებით უყურებდა. _ თუ ალერგიამ შემოგიტია, ექიმს დაურეკე, არ მოგერიდოს, იქნებ ცოტათი ამან მაინც დაგატკბოს! _ მომერიდება ასეთ სისულელეზე დარეკვა. _ რატომ?! მისი ადრეც გერიდებოდა?! _ ცოტათი კი. _ და ქალს გაეცინა, რომ ანდრიამ გაიგო, ვინც იყო. _ რატომ არ მითხარი, ჩემი პაციენტი თუ იყავი?! _ რადგან ვერ მიცანი, ასე ჯობდა! _ ჩემი რომ გერიდებოდა, იჯექი და არ მეკითხებოდი არაფერს?! _ რამდენჯერმე შეგეკითხე, მერე აღარ. _ აბა რას აკეთებდი, სხვას ეკითხებოდი?! _ ალერგიას ვითმენდი! _ მართლაა?! _ ჰო! _ ესე იგი მორცხვიც ხარ და მორიდებულიც სხვა დანარჩენთან ერთად?! _ რა დანარჩენი?! _ საოცარი, განსხვავებული, ჯიუტი, პირდაპირი და უკარება. კაცმა გაიღიმა. _ იცინე, ხო! წარმოიდგინე, ეს მინიონები შენი პატარა პაციენტებია და მათ შენი გაღიმება უნდათ, რომ ასე მაინც დაივიწყონ ის საშინელი ექიმი, რომელიც თავისი კაბინეტიდან ბავშვებს ნემსის გასაკეთებლად აგზავნის! ქალის ხუმრობაზე ანდრიას სიცილი წასკდა: _ ამდენი პაციენტიდან, _ თან მინიონებს გახედა, _ ერთი არის მარტო მოუსვენარი და დაუმორჩილებელი. აი როგორც ის პატარაა, _ და ხელი გაიშვირა ერთ-ერთისკენ. _ ეგ რომელია, ნემსის გაკეთება რომ იცის? _ ჰო. ოღონდ ჯერ გასარკვევია, მართლა იცის თუ ტყუილს ამბობს! _ გახდი ავად და დამიძახე! _ მე უკვე ვარ ავად, ალისია, შენით. _ უჩურჩულა ყურში. ამასობაში მინიონებიც დასრულდა და ქალი ფეხზე წამოდგა. ორვენი მანქანისკენ დაიძრნენ. _ და რატომ გგონია, რომ საშინელი ექიმი ვარ?! _ შენ სისხლის ასაღებად უშვებ ბავშვებს და ამიტომ. _ აბა სხვანაირად ვერ გავიგებ რა სჭირთ. _ არც ისეთი საშინელი ყოფილხარ მაშინ! კაცმა ხმამღლა გაიცინა და მანქანა დაძრა. ცოტა გზა რომ გაიარეს, ალისიამ უთხრა: _ აქ ჩამოვალ, სოფელში უნდა წავიდე. _ შუა გზაში?! მე ჩაგიყვან და მერე უკან დავბრუნდები. _ არაა. აქ გამიჩერე. _ უთხრა მკაცრად, რადგან მისი მანქანა იქვე ეყენა. კაცმა გააჩერა. _ აქ რომელი მარშრუტი ჩამოივლის? პირდაპირ სოფლის?! _ და გაბრაზებულმა შემოხედა ქალს. _ ჰო. _ თქვა ალისიამ და ჩანთიდან გასაღები ამოიღო, კარი გააღო, გადავიდა და თავის მანქანას მიადგა. ამ დროს კაცის მკაცრი ხმაც მოესმა: _ შენ! შენ! არ თქვა ახლა, მანქანით წავალ სოფელშიო, ამხელა გზაზეეე?! ამას არ დავუშვებ! _ გეყოფა! ხვალე სამუშაო გაქვს და დაისვენე. _ არა, ალისია! _ მანქანიდან გადმოვიდა თუ არაა მაშინვე მოატრიალა ქალი თავისკენ. გასაღები გამოგლიჯა და მისი მანქანა ჩაკეტა. _ მე წაგიყვან და მოვრჩეთ! და საერთოდ რა გინდა სოფელში, აქ დარჩი, რომ გნახო ხოლმე... _ სოფელში მინდა, მაგრამ ჩემი მანქანით! _ მანქანა ვინ მოგცა შენ?! შენისთანა ჯიუტს მანქანა რად უნდა! შენ სოფელში დაგყავს მანქანა და ქალაქში არ ივლი. ახლა უკვე არც სოფელში ივლი! იმიტომ, რომ მე მინდა ასე! _ გაიწიე და დამსვი ჩემს მანქანაზე! ალისია ჩაჯდა თავის მანქანაში და 100 კმ/სთ სიჩქარით იარა, მერე უკვე სიჩქარეს აღარ აკონტროლებდა და 140-თაც მიდიოდა. სოფლის სახლში 2 საათში ჩავიდნენ. _ გშია?! _ არა! შენ? _ არც მე. _ დაიძინე და ხვალ დილას წადი 6 საათზე, მიასწრებ სამსახურში. ეს რომ გაიგონა, კიბესთან იდგა. ქალს შეხედა: _ მერე და ვინ გითხრა, რომ წასვლას ვაპირებ?! რატომ იხევ უკან? _ იმიტომ, რომ შენ წინ მოიწევ! ალისიამ უკან დაიხია, ოთახში შევიდა, კაციც მიჰყვა, თან სახეში უყურებდა. უკუსვლით ქალი ლოგინზე დავარდა და კაცს გაეცინა. თვითონაც გვერდით მიუწვა, ქალს თვალებში ჩახედა და იგრძნო მისი გულისცემა. თურმე გული ჰქონიაო, გაიფიქრა. ქალი თვალს თვალში უყრიდა და უცებ მის ყელს ეძგერა კაცი. ალისია გაშეშდა, გაიყინა და გული კი არა, მთელი სხეული უძგერდა. მის სხეულისკენ დაიხარა კაცი. რა ახლოსაა ახლა ეს ქალი, ნეტავ სულ ასე ახლოს ჰყავდეს. მკლავებში მომწყვდეული, რომ არ გაექცეს სხვაგან, ვიღაცასთან რომ არ გაიქცეს. ალისიას მისი ტუჩები შეეხო და ყველა ტკივილი სადღაც გაქრა. და მიხვდა, ახლა გაკავებული რომ არ ჰყავდეს ანდრიას, აუცილებლად დათანხმდებოდა ყველაფერზე. აუცილებლად დაიწყებდნენ მისი ხელები ფათურს და კაცის სხეულს შეერწყმებოდნენ. მიხვდა, რომ ცოტაც და გაითიშებოდა მისი კოცნისგან, მაგრამ კიდევ უნდოდა ეს კოცნა გაგრძელებულიყო. მისი ტუჩები მთელ ყელს მოედო. ადგილი აღარ დარჩა ყელზე, რომ არ დაეკოცნა. ქალმა გაიფართხალა და კაცმა მკლავები უფრო მოუჭირა. თავისი ძლიერი მკლავებით დაჭერილი ჰყავდა ისევ, რომ არ გაქცეოდა. თითქოს გაიყინა ქალი, რომ უარი ეთქვა. როგორ, ასე უნდა იყოს და არაფერი თქვას?! ენა ხომ აქვს და ვერაფერს ამბობს?! როგორც იქნა, იყვირა. _ შენ გაკოჭვაც გჭირდება და დაბმაც, რომ მშვიდად იყო და მორჩილად. _ კრემი მაქვს წასასმელი, ახლა წადი, დაიძინე! ანდრია მიხვდა, რა კრემიც უნდოდა. თაროდან აიღო და ხელზე დაისხა. _ მასაჟი არ მჭირდება! _ ვიცი, კრემს წაგისვამ და წავალ! _ არა, მე წავისვამ. წადი, დაიძინე! წად... _ და კაცი კრემიანი ხელით ფეხებს ამოუყვა. ალისია თავს გაკოჭილად გრძნობდა, ვეღარ ინძრეოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაკოჭილი არ იყო. _ მოდუნდი! წეღან რბილი და მოდუნებული იყავი, ჟელატინივით. იმ საზამთროს მურაბასავით, შენ რომ გიყვარს, _ კაცი მის მუცელს ამოუყვა, მხრებს, ყელს, რომლის შეხებისას ქალს გააკანკალა და კაციც მიხვდა, რომ მასზე დამათრობლად მოქმედებდა და გაუხარდა, მისი გულის ასე აძგერება რომ შეძლო და ისევ შეეხო მის კისერს, თავი უკან გადაუწია და მის ყელს ისევ კოცნა დაუწყო. _ რა მშვენიერი სურნელია, ალისია. ეს სულ გამყვება, მაგრამ მინდა შენც გამომყვე სახლში რაღაც დროის მერე, _ დაამატა ბოლოს და დაემშვიდობა. ალისია ფიქრობდა. მასზე ფიქრობდა, სიზმარშიც კი მივიდა მასთან ანდრია და დაავიწყა ყველა სიჯიუტე, ყველა უარი და მიუკარებლობა. სმს-ი მოვიდა ამ დროს და უცბად გამოფხიზლდა. _ ალისია, გძინავს? _ არა. _ დღეს საოცრად რბილი და შესანიშნავი იყავი. ამ ღამეს კი გადასარევი იყო შენი ყელი, რომ ვფიქრობ, როგორი იქნები მთლიანად, მინდება, რომ ჩემს სახლში დასახლდე. მინდა შენი ყველა დეტალი, შენი სიჯიუტე და უხეშობაც კი მინდა, ოღონდ აქვე ახლოს იყო ჩემთან ერთ ოთახში და არა ასე ცალ-ცალკე. _ მერედა შენს კაბინეტში ალერსი შეიძლება?! და ქალს კარის ხმა შემოესმა ისე, რომ ეგონა კარი ჩამოიღეს და ძირს აგდიაო. უცბად მიეჭრა კაცი და კოცნა დაუწყო. მხრებს ჩამოუყვა კოცნით, მინდა აქ დავიძინო, შენს სხეულზე! გადადგი ეს ნაბიჯი და დამთანხმდი! _ აქ შენი კაბინეტი არ არის! _ და კაბინეტი რომ იყოს, მაშინ რაზე დამთანხმდებოდი, ყველაფერზე?! _ ყველაფერზე არა, რაღაცაზე მაინც. _ როდის მოხვალ ჩემს კაბინეტში?! _ როცა ჩამწერენ! _ იხუმრა ქალმა. იცოდა, რომ 1 თვეში ადრე არ იქნებოდა თავისუფალი ადგილი. _ თუ ასეთ კომპრომისზე წახვალ, თანახმა ვარ თბილისში აქედან ვიარო, თანაც ყოველდღე! თაფლივით მათრობელა ხარ. ყველაფერზე დაითანხმებ კაცს. ახლა გასაგებია შენი ახირებები: მანქანა, თევზის ჭერა, გველები... რამის ყიდვაზე უარს გეუბნებიან ოჯახის წევრები? მითხარი და მე გიყიდი, დღეს დაიმსახურე, რადგან გალღვი! _ რატომ ფიქრობ, რომ ყველა ახირებას მარტო ოჯახის წევრები მისრულებენ?! _ მოიცა!!!! თაყვანისმცემლებისგან საჩუქრებს იღებ?! _ გამოიცანი. ჭკვიანი კაცი ხარ! _ აქამდე სულელი მოხუცი უკვე ჭკვიან კაცად ვიქეცი?! _ სინამდვილეში უფრო სიმპათიური ხარ და მიმზიდველი, ამიტომაც გეძახდი ასე. აბა ხომ არ გეტყოდი, მიმზიდველი სიმპათიური ხარ-თქო? თავში აგივარდებოდა! _ და ამ ლამაზ გოგოს რა აჩუქეს, არ იტყვის?! _ შენ გამოიცანი! _ აჰჰ ჰოო. სუნამო, ჩანთა, სათვალე... მდა კიდევ საყურე. ყელსაბამებს არ ატარებ დიდად. საათი კიდევ... არ ვიცი. _ ვერც ერთი ვერ გამოიცანი. _ და ქალს გაეღიმა. _ მაშინ ვაღიარებ დამარცხებას შენ წინაშე და მითხარი. _ პიანინო, მანქანა და ასე შემდეგ... _ მოიცადე! ის მანქანა და ეს პიანინო საყვარლებმა გაჩუქეს?!!!!!! მერედა ოჯახის წევრები ამაზე თანახმა არიან!! _ ხმას ნელ-ნელა უმატებდა ანდრია. _ ყველა შენი საყვარელი იციან შენებმა? როცა წავალ, იმ მანქანას ნაგავში გადავისვრი. იცოდე, ის მანქანა აღარ მიხსენო და ეს პიანინოც გაიტანე აქედან! ძალიან გავბრაზდი, ისე ძალიან, რომ ცემა მოგიხდებოდა! _ კაი, მორჩი. ოჯახის გარდა ეს ნივთები არავის არ უყიდია! _ და გაიცინა. _ შენ სულ ასე უნდა მაეჭვიანო?! ალისია! იცოდე ამის გამო დაგსჯი, დაგსჯიი! რომ მეტჯერ ასე აღარ გამამწარო! აი ... _ და მეტი არაფერი გაუგია, ისე დარეტიანდა, როცა ხელი შეახო სხეულზე. _ იცოდე საშიში ვარ და ეს დაიმახსოვრე, რადგან შემიძლია ახლა ხელი მოგკიდო და აღარ გაგიშვა ეს კარგად იცი, ასე რომ, მორჩი ჩემს გამწარებას ეჭვიანობებით. _ ბოლოს თვალებში ჩახედა: _ ხომ არ შეგაშინე?! შენი ნების გარეშე არაფერს გავაკეთებ კოცნის გარდა და სანამ არ მიბრძანებ, მანამდე კოცნას არ გავცდები. მაგრამ ეჭვიანობებს და გამწარებებს მორჩი!!! ახლოს რომ იყო, შეიძლება. შორს ხარ და ნუ მაეჭვიანებ... _ და მისი სხეულიდან ხელი აიღო. _ დააბრუნე ხელი სხეულზე! _ რაა?! _ დაბრუნდი უკან-თქო! ხომ გიბრძანე! ანდრია უცბად ადგა, ლოგინს და ქალსაც მოშორდა. _ ასე აღარ იხუმრო, ჯერ ამისთვის არ ხარ მზად, ეს კარგად ვიცი! იცოდე, ასე სხვას არ გაეხუმრო, თორემ არ დაგითმობს და მერე რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე!!!! _ და მაინც რა მომივა??! _ სხვის ლოგინში აღმოჩნდები და ასე არ დაგითმობს, როგორც მე გითმობ! _ მართლა? და რას მითმობ?! _ ალისია! იმას, რომ ჩემი არ ხარ!!! რატომ გინდა ჩემი გამოწვევა, მერე კი თავი უნდა შევიკავო და ასე ვიყო სულელივით! _ კაცმა ნაბიჯი გადადგა და კარისკენ წავიდა. ძლივს მოისვენეს ოთახებში, ორივემ ძლივს დაიძინა და ფიქრებიან სიზმრებში გადაეშვნენ. დილით ადრე ადგა კაცი და გაემზადა წასასვლელად. უცბად ქალი დაეტაკა, ლოყაზე აკოცა და მალევე მოშორდა, კარისკენ გავარდა და თან მოაძახა: _ მშვიდობიანი მგზავრობაა! _ უკვე მაგდებ?! _ დააწია სიტყვა და ქალისკენ წავიდა. _ ჰო... კარგად... _ თქვა და ჭიშკრისკენ გაუყვა ბილიკს. კაცი დაეწია, წინ გადაუდგა და ხელები მოჰკიდა მხრებზე: _ ხომ ჭკვიანად იქნები და არავის შეხვდები?! _ ჰო... _ თქვა და და ჩაეხუტა. კაცმა ლოყაზე კოცნა დაუტოვა და მანქანაში ჩაჯდა, მერე რამდენჯერმე გამოხედა და მანქანა დაძრა. ალისია მდინარეზე გავარდა, იცურავა ცოტა ხანი, მერე საჭმელი ჭამა, ნივთები ჩაალაგა და სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა ქალაქში. სახლში მივიდა, მშობლებს ჩაეხუტა, მათთან ისაუბრა, ილაპარაკა, მამაც დაამშვიდა, სტუმარი მალევე წავიდა სახლშიო. სააბაზანოში შევიდა, იბანავა და სარკის წინ დადგა გამოპრანჭული. რამდენიმე საათის მერე ალისიამ ანდრიას მიაკითხა, დააკაკუნა და მის კაბინეტში ფეხი შედგა. კაცი უცბად წამოხტა. _ ალისია! _ წამოიძახა და მისკენ გაემართა. _ მომენატრე. აქ რას აკეთებ, ალერგია გაქვს?! _ ჰო და ძაან ცუდი. _ მიუგო ქალმა და დაჯდა იმ სკამზე, სადაც კაცმა პირველ შეხვედრაზე მიანიშნა, დაჯექიო. _ დანიშნულებას იცავ? მაჩვენე გამონაყარი. ქალმა დაახველა, წყალი უნდოდა. კაცი გავარდა და მოუტანა. ქალმა ფანჯრებზე ფარდა ჩამოაფარა და კაცი რომ შემოვიდა, კარიც ჩაკეტა. ამისთვის კაცს მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ანდრიამ ქალის წინ ჩაიმუხლა. ო, ჯანდაბა, ანდრია! ახლა შენ დაჩოქილი ხარ ისე, როგორც წლების წინ, პირველსავე დღეს, როცა შემოგხედე და სახეზე ალმური მომედო. შენ ჩემი გამონაყარი უნდა გენახა, მე კი სახეზე ხელები მოვისვი. ისე მიხურდა, თითქოს ცეცხლი მეკიდა. და ახლაც ასე ხარ ჩემ წინ დაჩოქილი და ისე მიყურებ, თითქოს გაყინული ვიყო. მაინც გამადნობდი შენი შეხებით, იმით, რომ ჩემი გაწითლება შეგიძლია ასე, სახე გამიხურდეს და ვეღარ ვსუნთქავდე. _ ამის გაფიქრება და ალისიამ ერთი ხელის მოსმით კაბა გაიხადა და კაცის წინ თითქმის შიშველი დარჩა. მერე მაგიდაზე ჩამოჯდა. ანდრია ქვევიდან ამოჰყურებდა ქალს და ფიქრობდა: _ უნდა გამომცადოს? უნდა კი ჩემთან ურთიერთობა? _ და ფეხზე წამოიმართა. _ ქაღალდები რომ ძირს გადავყარო, შეიძლება?! _ იკითხა ალისიამ და მაგიდაზე დადებულ საბუთებს და წიგნებს გადახედა. კაცმა ხელი ჰკრა ყველაფერს ერთად, ლეპტოპიც სწრაფად დახურა და ქალს ისე სწრაფად მიეკრო, რომ გონს მოსვლა არ აცალა. აქ ჩემს კაბინეტშია, ჩემთანაა, ფიქრობდა და კაცი მის სხეულზე დაცურავდა. თან საკუთარ თავს შეუძახებდა, ზედმეტი არაფერი ჩაედინა, მაგრამ როგორ? ალისია ლამის შიშველი იყო, თანაც მის კაბინეტში. რა მოუვიდა ალისიას, ტვინი გამოეცალა?! ასე როგორ გათამამდა? _ მჭირდები, _ თქვა ალისიამ დაბალი ხმით. კაცის სმენას მისი თბილი ხმა მაშინ მისწვდა, როცა ქალს მკერდზე კოცნიდა. გავხადო ეს თუ არა? არა! ისედაც შიშველია და მაგიჟებს, რაღა საჭიროა ბოლომდე გახდა. მაგრამ იქნებ უნდა, რომ გავხადო?! _ უკვე გავიხადე, რაც გასახდელი იყო. _ მიუხვდა ქალი და თავი მაგიდაზე დადო. _ ტელეპატი ხარ?! _ ჰოო. შენ რომ იცოდე ის, რაც მე ვიცი, ამაში დარწმუნდებოდი! _ და რა იცი, მომხიბლავო და მომაჯადოებელო?! _ კაცმა თავისი ხელები მის მკერდზე დატოვა და შეხედა. ახლა ნახა, არავითარი მაკიაჟი არ ჰქონდა ქალს და მაინც გასაგიჟებელი იყო. თუმცა ვარდისფერი შეუმჩნეველი ბლესკი ესვა და მეტი არაფერი, სუნამო ხომ ალისიას ძლიერ უყვარდა, თანაც Lანცომე. _ შენ იცი, კაცი როგორ უნდა გააგიჟო. რამდენს უგრძნია ეს Lა ნუიტ ტრესორ შენს სხეულზე? _ კაცი გაჩერდა, რადგან თავს ვეღარ ერეოდა. _ ჯობს მოვიცადოთ, ალისია, არ მინდა მერე გამექცე... ქალს გაუკვირდა მისი თავშეკავებულობა. ნუთუ ასეთი ძლიერია? ასე გაწონასწორებული და შეუძლია გაჩერება? იქნებ, უბრალოდ, არ უნდოდა?! _ ალისია, ჩაიცვი, სანამ გადამიფიქრებია შენი ბოლომდე გასინჯვა. _ გააფრთხილა კამცა, წყალი დალია და თავის სკამზე დაჯდა. _ თბილი ტუჩები და ხელები ჩემი გაყინული სხეულისთვის ნამდვილი მისწრებაა. თრესორ-ზე სასიამოვნო და გამაბრუებელი ხარ, ასე რომ ამაზე ნუ იეჭვიანებ. და ბევრს არ უგრძნია თრესორ-ის არომატი ჩემს სხეულზე მხოლოდ იმიტომ, რომ სუნამოებს ხშირად ვიცვლი. ალისიამ უცებ გადაიცვა კაბა, კაცს აკოცა და კაბინეტიდან გაქრა. მოულოდნელად ისევ დაბრუნდა და კაცს წინ დაუჯდა. კაცმა გასაღები აიღო და ქალს ხელი მოჰკიდა: _ წასვლის დროა, სახლში გაგაცილებ, იმედია სოფელში არ მიდიხარ ისევ! _ ჩემი მანქანის გასაღები მინდა... _ დაივიწყე მანქანის გასაღები! _ მომეცი გასაღები. _ არა, ჩემი მანქანით წაგიყვან. _ მოდი, შენ შენი მანქანით გამაცილე და მე ჩემს მანქანას წავიყვან, გთხოვ... _ კარგი! მაგრამ იცოდე, გავბრაზდი! _ მეცოდინება... _ თქვა ალისიამ, ლოყაზე აკოცა და უჩურჩულა, _ დღეს ამდენი რამე გავაკეთე, პირველად დავდნი და შენ ამბობ გავბრაზდიო?! აღარ მინდა შენი დანახვა! _ და მანქანისკენ გაემართა. ალისია თავის მანქანაში ჩაჯდა. კაცი მისკენ დაიძრა და ფანჯარაში შეიხედა: _ ჭკვიანად იარე! იცოდე, უკან მოგყვები! ქალმა გაიღიმა და მანქანა დაძრა. ანდრიამ სადარბაზომდე მიაცილა ქალი და იქ დაემშვიდობა. _ ძილი ნებისა, ალისია... _ ძილი ნებისა. _ მიუგო ქალმა და ლიფტი გამოიძახა. ანდრიამ მანქანა დაძრა და სახლისკენ გაუყვა გზას. დილით ალისია დაქალების მოსანახულებლად წავიდა. კარგა ხანს იჭორავეს, იმხიარულეს და გადაწყვიტეს დასასვენებლად ერთად წასულიყვნენ ზღვაზე. შეადღე გადავიდა, როცა მათგან წამოვიდა. რამდენიმე საათში ანდრიას დაუმესიჯა. როცა მარტო იქნები და მოიცლი, შემეხმიანეო. კაცმა პაციენტი გაუშვა თუ არა, მაშინვე დაურეკა. _ გამიღე. _ უთხრა ქალმა და ანდრიაც კარისკენ გავარდა. ალისიამ დააკაკუნა: _ კარი არა, აი ეს... _ ალისია! გაგიჟდი? ფანჯრიდან რატომ ძვრები, კარიდან შემოდი! _ არ მინდა შენი პაციენტები მეჩხუბონ. ამიტომ ჯობს აქედან შემოვიპარო! _ და ჩამოვიდა თუ არა ფანჯრის რაფიდან, ეგრევე ანდრიას დაუწყო კოცნა. _ ალისია, დაიოკე გრძნობები და წადი! _ სულ 10 წუთი და წავალ. _ ალისიამ ისევ აკოცა კაცს, იმანაც უპასუხა მის კოცნას და ისე აღელდა, რომ ქალი მაგიდაზე შემოსვა. _ უნდა წავიდე, 10 წუთი გავიდა. _ უთხრა კაცს, რომელიც ეფერებოდა. _ ცოტა ხანიც. _ წადიო, მაგდებდი და ახლა არ მიშვებ? _ ქალი მაგიდიდან გადმოხტა და ფანჯარა გააღო. _ რას აკეთებ?! კარიდან გადი! _ ფანჯრიდან მოვედი და იქიდან წავალ, თან მანქანაც აქ მიყენია. _ ხომ გაგაფრთხილე, თბილისში მანქანით ნუ დადიხარ-თქო?! _ პაკაა. _ კაცს კოცნა გაუგზავნა და ფანჯრიდან გადავიდა. კაცი ცოტა ხანში აზრზე მოვიდა და პაციენტების მიღება გააგრძელა. ალისიამ მანქანა კორპუსთან დააყენა და გადმოვიდა. სადარბაზოსკენ დაიძრა და უცებ გაშეშდა. იქ ირაკლი იდგა. _ გამარჯობა, ალისია, როგორ ხარ?! _ კარგად, ირაკლი, შენ?! _ მშვიდი ღიმილი მოირგო და გაუღიმა. კაცი მიუახლოვდა. _ ალისია, ისე შეგეშინდება ჩემი, რომ გარეთ მშვიდად ვერ ივლი! ეს იცოდე! გაცნობის დღიდან მოყოლებული უკვე სამჯერ მომიშორე. მეხუთეჯერ რომ შეგხვდები, ყველაფერი უკვე ჩემს სასარგებლოდ იქნება! ხელიდან ვეღარ დამისხლტები! _ ირაკლი, უკან დაიხიე! _ რატომ?! უკვე გეშინია?! _ მორჩი, ძალიან გთხოვ, ასე ნუ მექცევი. მინდა უბრალოდ ნაცნობები ვიყოთ. _ არა! ალისიაა! მე გაცილებით მეტი მინდა! _ თქვა და უფრო ახლოს მივიდა მასთან. _ ირაკლი, თავი დამანებე და გამატარე. გთხოვ. _ კარგი, მხოლოდ ერთი პირობით! ვახშამზე დამთანხმდები! _ და არავითარი ზედმეტი! _ დათმო ამჯერად პოზიციები ქალმა. _ შევთანხმდით! _ კარგი. ხვალ საღამოს შევხვდებით! _ თქვა ქალმა და გაუღიმა. _ ლიფტამდე მიგაცილებ. ქალს გაეცინა და კაცს ხელი დაადო მხარზე: _ დიდი მადლობა, მაგრამ მე საიდუმლოებით მოცული ურთიერთობა მომწონს შენთან და საიდუმლოდ დავტოვოთ... _ უჩურჩულა და დაემშვიდობა: _ ხვალამდე... _ მერე ეგრევე სადარბაზოში შევარდა გულამოვარდნილი. _ არ უნდა გეშინოდეს! მისი არ გეშინოდეს! ის არავინაა! იცი ვინც არის... ცუდი ადამიანია... ცუდი, ცოლი ჰყავს და თავს არ მანებებს! ანდრიამ ან მისიანებმა როგორ მიიღო ასეთი კაცი სიძედ! ბინის კართან მისულს სმს-ი მოუვიდა და ტელეფონს დახედა. _ ალისია... _ სწერდა გიორგი. _ გისმენ, როგორ ხართ?! _ კარგად ორივე. შენ? _ ერთი ნაცნობი მაწუხებს, ისე არა მიშავს. ამ ჟროს ჟაურეკა გიორგიმ და ალისიამაც უპასუხა. _ ალისია, მინდა რაღაც გითხრა და კარგად მომისმინე. _ ის... ჩემი მტრები, ირაკლი და ანდრიაა, ჩემი ცოლისძმა! _ რა?! ირაკლი? და შენ ანდრიას პირველი სიძე ხარ?! ეს აქამდე რატომ არ მითხარი?! _ ასე იყო საჭირო, ალისია! ამ თემაზე საუბარი არ მიყვარდა და არ მოგიყევი. ანდრიას ხვდები?! _ მეე... ეს შემთხვევით მოხდა... მე მისი ყოფილი პაციენტი ვარ. ჩემი წიგნი ნახა და გაცნობა გადაწყვიტა...წიგნი...წიგნი! _ წამოიყვირა უცებდა ახლაღა ჩაფიქრდა: _ მე წიგნი არავისთვის მიმიცია ჩემი ავტოგრაფით შენ გარდა... შენ გაუგზავნე მას ჩემი წიგნი?! _ კი, ალისიაა... _ რატომ?! _ მინდოდა შენს გრძნობებში გარკვეულიყავი და ცოტათი მაინც დაგხმარებოდი, შენ ხომ ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთე... ირაკლის უფრთხილდი. ანდრია კი კარგი ადამიანია... _ თქვა და გაჩუმდა. _ ბავშვი რას შვრება?! _ კარგადაა. _ მოიცადე, ის, ის... _ დაფიქრდა ისევ და უცებ წამოიძახა: _ ნინოს შვილია?! რა გამოდის, დედამ არ იცის შვილის შესახებ და არც ბიძამ?! გიორგი! _ დაუყვირა და ტელეფონს თითები მოუჭირა. _ ალისია, გთხოვ... შენ იმ დღეს ორივე გადაგვარჩინე და ეს იყო მთავარი... _ რატომ არ მითხარი?! _ გთხოვ, ეს ჩემი საქმეა. შენ მხოლოდ ირაკლის უფრთხილდი და ნუ გააბრაზებ! _ აბა რა ვქნა, მისი საჩუქრები რად მინდა! _ არ გინდა, მაგრამ მაინც რბილად მოექეცი. _ არა! _ ჯიუტად გაიმეორა. ამ დროს სხვა ზარიც შემოვიდა. ტელეფონს რომ დახედა, გიორგის უთხრა: _ მირეკავენ და მერე შეგეხმიანები, _ და როგორც კი გათიშა მეორე ზარს უპასუხა. _ ალისია, სად ხარ?! _ სახლში შევდივარ. _ შენი ნახვა მინდა... დამელოდე. ქალი ისევ ძირს ჩამოვიდა და თავის მანქანაში ჩაჯდა. ანდრიას ლოდინში დაიძაბა: _ ასე როგორ მოხდა? ანდრია, ირაკლი, გიორგი, ნინო... ჯანდაბა! ახლა მე რა ვქნა, ანდრია მოვატყუო და გიორგის თხოვნა შევუსრულო?.. როგორ მოვიქცეეე... ირაკლი სანამ გარეთაა, ვერაფერს ვიტყვი, ან მე რა ვთქვა, ან როგორ?! მე ხომ არ მაქვს ამის თქმის უფლება, ეს მხოლოდ გიორგის უფლებაა... მისი უფლებაა მხოლოდ... მე მას ვერ გადავახტები... _ ამ ფიქრებში იყო, როცა ანდრიამაც დაუსიგნალა, მანქანიდან გადმოვიდა და ქალის გვერდით დაჯდა. ანდრიამ აკოცა და ქალის მორიდებული მზერა შენიშნა. ალისიამ არ გადაკოცნა. _ თვალებში შემომხედე! ქალმაც ახედა და მალევე მოაშორა მზერა: _ ცოტა ხნის წინ აქ იყო მოსული, ძლივს მოვიშორე, მოვატყუე, რათა მომეშორებინა, ხვალ ვახშამს დავპირდი... მაგრამ არსად არ ვაპირებ მასთან ერთად წასვლას... _ თქვა შესვენებებით ქალმა და ქუჩას გახედა. _ ალისია, შენ მე კიდევ არ მენდობი?! _ და თავის მკლავებში მოიმწყვდია ქალი, ყელთან კოცნა დაუტოვა და თავი დაადო: _ არ მინდა მასთან რამე გქონდეს! მეორეჯერ ვერ გადავიტან ვერც მე და ვერც ჩემი და ღალატს. _ ანდრია, ვთანხმდები შენს წინადადებას! _ რა წინადადებას?! _ გაუკვირდა კაცს და უცებ მიხვდა. _ ჩემთან იცხოვრებ?! ისე როგორც ცოლი და ამაზე ხარ თანახმა?! _ ჰო... _ არა, მე არ ვარ თანახმა! იმ დღეს ეს გაბრაზებულმა გითხარი, თორემ არ გაიძულებ ჩემთან წამოსვლას. შენ რომ უარი მითხარი, დავფიქრდი იმ დღეს და მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო, რომელიც გაბრაზებულმა მივიღე! _ გასაგებია. მაშინ წავედი, სახლში ავალ. _ ალისია, დამშვიდდი და მის სიტყვებზე არ ინერვიულო. ჩემთან ნურაფრის შეგეშინდება! _ ქალს ლოყაზე აკოცა, ხელები მოხვია და თვალებში ჩახედა: _ მე შენ გენდობი, მომწონხარ და მაინტერესებ! _ ანდრია, ირაკლი ასე ადვილად არ დანებდება. _ მის წინააღმდეგ ვერ წავალ, ეს არ შემიძლია. უბრალოდ შეეცადე, მისგან შორს იყო და ახლოს არ გაეკარო. ის კაცი ძლიერია! შენ არაფერი გესმის! გადადი მანქანიდან! _ არა, ალისია, შენ არაფერი მოგივა. მე შენ გვერდით ვიქნები! ის ძალით ხელს არ დაგაკარებს. _ შენ არ იცი ადამიანს რა შეუძლია! _ ალისია! შეეცადე ფრთხილად იყო და ყურადღებით... _ კარგი... ახლა კი უნდა დავისვენო და შენც უნდა დაისვენო. მე სოფელში მივჟივარ ახლავე, _ ამ სიტყვებით კაცს ორივე ლოყაზე აკოცა და გაუღიმა. _ მეც გამოგყვები, _ მიუგო კაცმა, ქალის მანქანა დაქოქა და გზას გაუყვნენ. სოფელში ჩასულები მანქანიდან არ გადმოსულან. ეზოს შესასვლელთან დარჩნენ. _ მადლობა ალერგიას, რომ არსებობს და შენთან მომიყვანა. _ თქვა მოულოდნელად ალისიამ და კაცს აკოცა. პირველად აკოცა კაცს ასე და მოუნდა კიდევ ეკოცნა. ქალის თბილი ხელები ნელ-ნელა მის ყელთან მივიდნენ და შემოეხვივნენ. ქალი ხვდებოდა, რომ ახლა მართლა ჰგავდა იმ მაცდურ ქალს, რომელსაც კაცის დამორჩილება უნდა და გაჩერდა. მაგრამ მის ლოყას ტუჩები არ მოაცილა და ყურში ჩასჩურჩულა: _ მე გირიგდები, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია, მოიფიქრე! კაცმა თვალებში ჩახედა. _ ალისია, იმ დღეს გაბრაზებული ვიყავი, ბოდიშს გიხდი ამის გამო, მაგრამ ჩემს სახლში ასე უცბად მხოლოდ იმიტომ კი არ მიმყავდი, რომ ჩემს სიძეს მოშორებოდი. მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი ახლოს... ახლა როგორც ხარ ისე... ჩაგხუტებოდი და ბევრი მეკოცნა. _ როგორ?! კაცს გაეცინა და ქალს რამდენჯერმე დაუტოვა სხეულზე კოცნა: _ აი ასეეე! _ მაშინ აღარ ვბრაზობ, იმ დღეს რომ მატირე! ბოდიშიც მიღებულია და ძალაუნებურად ვეღარ გავბრაზდები. _ ესე იგი ჩემი ბოდიშია ჩვენი შემრიგებელი?! ქალმა კაცს ხელი მიადო ლოყაზე: _ ასე იყოს. _ თქვა და გაიცინა. იმ ღამეს ორივეს მანქანაში ეძინა. ალისიას კაბა არ ეცვა, კაცი კი ტანსაცმლიანად ეხუტებოდა ქალის სხეულს. ანდრიას ქალმა დაასწრო გაღვიძება, გამოფხიზლდა და იგრძნო, რომ გვერდები სტკიოდა ასე წოლისგან. კაცს შეხედა, ჩაეღიმა, მიხვდა, რომ კაცის სხეულზე ეძინა. მისკენ მისწია თავი, მის მკერდს მოშორდა და ტუჩებში დააცხრა ისე, როგორც მშიერი მგელი დააცხრება მსხვერპლს. კაცს გაეღიმა, ახლოს მიიხუტა და სახე დაუჭირა. _ ალისია, რა გააკეთე წეღან?! _ გაკოცე... ტუჩებში! _ რატომ?! იცი მაინც?! _ კი, ზღვაზე რომ მიშვებ ამიტომ! _ მხოლოდ ამის გამო გაისარჯე ასე?! _ ანდრია, ტუჩებში კოცნაზე უარესიც ჩავიდინე. შენთან ლამის შიშველი ვწევარ. ანდრიამ ალისია ამოატრიალა და ზემოდან მოექცა. _ ასე რომ ვარ, არ მომწონს! დატყვევებულივით! _ არა უშავს! მიეჩვიე! ანდრია მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ეძგერა. _ შენ მე მაგიჟებ... _ ამოიჩურჩულა მამაკაცმა და ქალს დახედა. _ შენც მაგიჟებ, ანდრია. შენც შეგიძლია ქალის გაგიჟება, _ უთხრა და ადგა. _ რატომ ადექი?! _ ასე თავის მოთოკვა უფრო შემეძლება! თანაც ვიცი, ტანი დაგეღალა აქ წოლით. _ სად მიდიხარ?! _ შენც გამომყევი, კრემს წაგისვამ და მასაჟს გაგიკეთებ. ვიცი, ახლა მთელი სხეული გტკივა ასე წოლისგან. _ თანახმა ვარ! _ გაუხარდა კაცს და სახლში გადაინაცვლეს. კაცი საწოლზე გულდაღმა გაზვა. ალისიამ კრემი მოიმარჯვა და მისკენ მიიწია. ახლოს დაუჯდა და ნაზად გადაანაწილა კრემი მის ზურგზე. გული აუჩქარდა, როგორც კი მისი ხელისგულები კაცის ზურგს შეეხნენ. რაღაც არაამქვეყნიური სითბო ჩაეღვარა სხეულში, თითქოს სისხლი აუდუღდა. ხელებს დაასრიალებდა მის სხეულზე და ეგონა, მალე გული ფეთქვას შეწყვეტდა. ვეღარ გაუძლო ამ სიმხურვალეს და მაშინვე გადმოხტა ლოგინიდან. კაციც გადმოტრიალდა, ცხელი სხეულით შეეხო ლოგინს, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სხეული დაეწვა და ქალი რომ ვეღარ დაინახა ოთახში, მაშინვე სააბაზანოსკენ გავარდა. კარი შეგლიჯა და დაინახა, ალისია ცივ კედლებს ხელს როგორ ახებდა. იგი უცბად შემოტრიალდა კარის ხმაზე და შეჰკივლა. _ ალისია... ალისია... შენ მე ჭკუიდან გადამიყვან! ახლა სამსახურში უნდა ვიყო! _ შესძახა, ქალი მიიხუტა და ტუჩებში ეძგერა. ქალი გაშეშებული იდგა, მხოლოდ კოცნაში ჰყვებოდა და ხელებს არ აკარებდა. ანდრიამ ხელები წელზე მოხვია. ამასობაში ძირს ჩაცურდნენ, აბაზანაში. ქალმა წყალი წყალი მოუშვა. მამაკაცი მაშინვე შამოფხიზლდა და ქალს მოშორდა. ქალმა შეხედა. კაცი რამდენიმე ნაბიჯში იდგა და ქალის სხეულს ღიმილიანი სახით ათვალიერებდა. _ შევცდი... _ თქვა ქალმა. კაცი ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ქალის სიტყვები. ყველაფერი ერთდროულად დაუტრიალდა თვალწინ: ღალატი, ტკივილი, შიში, უსიყვარულობა და ქალისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა, თითქოს ფეხებიც აღარ ემორჩილებოდნენ და მისკენ მთლიანად ვეღარ მიიწევდა. _ შევცდი... მეგონა შენთან არაფერს ვიგრძნობდი... _ გაიცინა ქალმა და გააგრძელა ღიმილით სავსე სიტყვები: _ ერთხელ შენს კაბინეტში გითხარი, ის, რაც მე ვიცი და შენ არ იცი-თქო. ჯერ კიდევ დანახვისას მივხვდი, რომ შენთან დავდნებოდი და ცეცხლის შეხებას ვიგრძნობდი... ვხვდებოდი, რომ შენთან თავს ვერ დავიცავდი და არც მექნებოდა ამის სურვილი... ჯერ კიდევ პირველი დანახვისას ვიცოდი, რომ ძველი, 5-წლიანი სიყვარულის ცალმხრივი გრძნობები გამინადგურე, ისე რომ ცრემლი, სევდა და გულისტკივილი მთლიანად შთანთქე და სადღაც მოისროლე. ერთი მზერით, მხოლოდ ერთი მზერით და მაშინ მივხვდი, რომ განსხვავებულები ვიყავით. მაინც შენთან მინდოდა მოსვლა, მაინც შენთან მინდოდა ჩახუტება და პირდაპირ თქმა, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც ვინც ჩემი ცალმხრივი სიყვარული ერთ დღეში გამიქრო და ამქვეყნად ყველაზე თავისუფალ ბედნიერ არსებად მაქცია, რომელსაც შენი ეშინოდა. ვგრძნობდი, რომ განსხვავებული იყავი და უჩემოდ თავისუფლად შეგეძლო ფრენა საქართველოდან შორს, სადაც შენ მოგინდებოდა... მაგრამ ახლა აქ ხარ და ეს ძალიან მომწონს, მიკვირს და მიხარია, რომ შემიძლია შენთან გავდნე, დავდნე და დავიფერფლო... კაცი ქალისკენ დაიძრა, როგორც კი გაიგო, ბედნიერ არსებად გადამაქციეო, ხელები მოხვია და ასე უსმენდა მის გულის ძახილს, მის სიტყვებს და თვითონაც ბედნიერ არსებად გადაქცეულიყო. ქალმა სათქმელი დაასრულა თუ არა, მაშინვე ტუჩებზე დაეწაფა. მის ყელს ხელი შეახო და მოეფერა. მისით ტკბებოდა და ივსებოდა, გული უფართხალებდა და ყოველ მის სიტყვას გონებაში იმეორებდა. ქალის ტუჩებს მოსწყდა თუ არა, ნიკაპს შეახო ხელი და ყურისკენ გადაინაცვლა: _ მადლობა... იმ დღეს, პირველად რომ მოხვედი... მარტო არ იყავი... თორემ ადრევე ჩემი მსხვერპლი გახდებოდი! _ ქალს გაღიმებული ტუჩებით აკოცა ლოყაზე კოცნა და გააგრძელა: _ დღეს პირველად არ წავედი სამსახურში და პირველად არც არავინ გამიფრთხილებია! ჩემო ბედნიერო არსებავ! ახლა ამისთვის ცოტა პასუხს გაგებინებ! _ თქვა და ქალი ლოგინისკენ გაარბებინა, შამოაქცია და ზემოდან მოექცა. მერე მის თვალებს გაბრწყინებულმა შეხედა. ალისია ძლივს სუნთქავდა, თვალები სად წაეღო არ იღოდა. კაცი მის ნიკაპს შეეხო და ქალს ანიშნა, თვალებში შემომხედეო. ქალმაც შეხედა და გაიტრუნა, გულის ხმა ესმოდა, ორი გულის ხმა და კაცს თვალებში უყურებდა. _ სულ მინდოდა ბედნიერად ყოფილიყავი... მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი... მინდოდა იმ წიგნის დამწერი მხოლოდ შენ ყოფილიყავი და მეტი არავინ ამქვეყნად... დაგინახე თუ არა, მაშინვე გამიხარდა, რომ ის ქალი შენ აღმოჩნდი. ქალი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოვარდა. შენი ღიმილი რომ დავინახე იმ დღეს, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან მალე დამიმორჩილებდი... ახლა კი დროა დაგსაჯო... ცეცხლი რომ წამიკიდე შენი ხელებით და სულ დამავიწყე დღეს ჩემი სამსახური... _ დაამთავრა ანდრიამ, მის მკერდს დააცქერდა, ხელში მოიქცია და კოცნა დაუწყო. _ ანდრიაა... _ თქვა ჩუმად ალისიამ და სხეული დაეჭიმა. ძლივს სუნთქავდა და თვალებს მაგრამ ხუჭავდა, მთელ სხეულში ბედნიერების ტალღამ დაუარა. ანდრია გადაბრუნდა და მის გვერდით დაწვა. _ ჩემი მწერალი... ახლა დროა აღიარო, წიგნის გმირი ვინა და შენი მუზაც. _ ანდრიაა, ანდრია, კაცი, რომელმაც სულელური ცალმხრივი გრძნობები სადღაც გააქრო და ბედნიერება მაჩუქა! _ უპასუხა ალისიამ. კაცმა ხელები მოხვია. _ ალისიაა... ეს ყველაზე გასაოცარი სიტყვებია... შენი მუზა ვარ მეეე?! _ გადაიხარხარა კაცმა და ქალს ტუჩებში აკოცა. _ ჰოო... _ ძლივს მოასწრო ქალმა ამის თქმა და ბედნიერმა კაცმა კოცნიფ ლამის დაახრჩო, მერე კი ხმამაღლა დაიყვირა: _ შემიყვარდი... შემიყვარდი.... შემიყვარდი... მიყვარხარ... ქალმა კაცის სახე ხელებში მოიქცია: _ შენ... _ თქვა და სიტყვა გაუწყდა. უცებ გაახსენდა პატარა ბავშვი და ანდრიას სიძე. ლოგინიდან წამოხტომა უნდოდა და გაქცევა, მაგრამ კაცმა არ გაუშვა. თავი დაადო გულზე და თვალები დახუჭა. კაცმა მისი გულის ფეთქვა უფრო ახლოს იგრძნო და თვალები დახუჭა ბედნიერებისგან! კაცმა ქალს ხელები ძლიერად მოხვია, თავი ააწევინა მკერდიდან და თვალებში ჩახედა: _ ალისია... დამპირდი, რომ არ მიღალატებ და არ დამტოვებ. დამპირდი... _ ანდრია, მე არ მიყვარს წინასწარ დადებული პირობები! _ არა! ალისია, არა! დამპირდიი! დამპირდი! _ გპირდები, რომ ჩემთან ასე ახლოს ვერავინ ვერასდროს მოვა... _ მადლობა, რომ ჩემთან ხარ და მენდობი... _ თქვა კაცმა მოწყენილი ხმით. _ ანდრია, შენი თვალები ულამაზესია, როცა მიყურებს! ძალიან, ძალიან მომწონს და მაბედნიერებს... ვიცი რაღაც გტკივა და გაწუხებს, სიძეზე რაღაც გინდა თქვა და მაინც არ შეგიძლია. თუ გინდა, მოგისმენ და გაგიგებ. რაც არ უნდა იყოს, მოგისმენ და გაგიგებ... _ ალისია, ეს ძალიან რთულია... _ ანდრია, გული რომც მეტკინოს, მაინც უნდა მითხრა და გამიმხილო, თუ რამე გაწუხებს, სამაგიეოროდ მეც მოგიყვები... _ რას უნდა მომიყვე, ალისია?! გინდა შენს ყოფილ სიყვარულზე მელაპარაკო?! თუ სხვა ამბავია რამე?! _ 19 წლის ვიყავი, რომ მომეწონა... მხოლოდ 2 შეხვედრა გვქონდა, მეტი არა, მაგრამ ეს პირველი სიყვარული იყო და მეგონა ეს გრძნობა სამუდამოდ გამყვებოდა... მთელი 5 წელი მასზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი... _ ქალს გაეცინა. _ ახლა საერთოდ არ მახსოვს! არც ტკივილს მაყენებს! შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია! შენ დაგინახე და მაშინვე დავივიწყე ყველაფერი! ეს ბედის დიდი საჩუქარი იყო! ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის! ახლა შენ მომიყევი. _ ალისია, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ შევეცდები მოგიყვე... _ რა, კაცი მოკალი?! _ არა, ალისია! _ გულდაწყვეტილმა იყვირა კაცმა, ეს როგორ იფიქრაო. _ მაშინ შენ კვლავ ჩემი კეთილი მუზა იქნები, ამაზე არ იდარდო, ახლა კი გისმენ. _ თქვა ჩუმად და დაიძაბა კაცის სიტყვების მოლოდინში. ალისიამ მთელი გულით მოუსმინა. ახლა უფიქრდებოდა ამ ამბავს და ცდილობდა ყველაფერი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. გული თვითონაც სტკიოდა, რომ მის მეგობარ გიორგის და ანდრიას ეს მოუვიდათ. კაცს ხელები მოხვია, ჩაეხუტა ძლიერად და აკოცა. ანდრიას სახეში შეხედა და გაუღიმა: _ სადაა ის ბავშვი?! _ ბებიასთან და ბაბუასთან. _ მერე შენი და ასე როგორაა?! _ ეს ბავშვი მას ტკივილს ახსენებს და ამიტომაც ურჩევნია, ჩემს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.. . _ ამოიხვნეშა კაცმა და ქალს შეხედა: _ არ ბრაზობ ჩემზე?! _ არა, ანდრიაა. შეგვიძლია ამ საქმის მოგვარება, ის ნაშვილები ჯობს შეიყვაროთ სულ ცოტათი მაინც, მას ხომ არაფერი დაუშავებია. თქვენ შეგიძლიათ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალოთ. წარმოიდგინე როგორ გაუხარდება დედის და ბიძის მზრუნველობა. ბავშვი იშვილეთ და ბებიას დაუტოვეთ, წარმოიდგინე როგორ უხაროდა, რომ იშვილეთ და ფიქრობდა, რომ დედ-მამა ეყოლებოდა და მასზე იზრუნებდნენ. თქვენ კი ის ბებიას ჩააბარეთ, დედის სიყვარული ჩაუკალით... კაცი ქალს უყურებდა და მისი სიტყვები გულს უფორიაქებდა. ხვდებოდა. რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც უჭირდა ამ შეცდომის გამოსწორება. ქალმა იგრძნო მისი ჩუმი ფიქრები და კაცს გაუღიმა: _ ანდრია, გაიღიმეეე... ახლა ჯობს იმ პატარა არსებას მიაკითხო და სახლში წაიყვანო, შენს დასთან. შენ სამუშაოს დაუბრუნდები, ისედაც გააცდინე. მე კი ხვალ საღამოს წვეულებაზე მივდივარ თანამშრომლებთან ერთად. ცოტათი დამშვიდდი?! _ კი, ალისია... მადლობა, რომ მომისმინე. ვიფიქრებ იმ ბავშვზე. მართალი ხარ, ასე ცუდად არ უნდა მოვქცეოდი, იმ ბავშვს არაფერი დაუშავებია. ისეთი საყვარელი იყო, რომ წამოვიყვანე, მაგრამ მივატოვე და... ამ დღეებში წავალ და ვნახავ... იმედი მაქვს მაპატიებენ ჩემს საქციელს ის და ჩემი და... _ ახლა კი ქალაქში წავიდეთ... დროა შენს საქმეებს დაუბრუნდე, მე კი ჩემსას, _ კაცს აკოცა და ადგა. მალევე მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუყვნენ. ანდრიამ ალისია სახლამდე მიიყვანა. ქალი ლიფტში ავიდა, კაცი კი ისევ თავის ფიქრებს დაუბრუნდა აყვანილ ბავშვზე. ამდენი ხანი დას უმალავდა, რომ ბავშვი აყვანილი იყო და არა მისი ღვიძლი შვილი. ალისიამ იმ ღამეს კარგდა გამოიძინა. დილას ნენსის ესაუბრა, მერე მეგობრებსაც ელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ამ დღეებში ზღვაზე წასულიყვნენ. მერე სახლის დალაგებაში მიეხმარა დედას და როცა მორჩა, საბანაოდ შევიდა. შავი გრძელი კაბა გამოიღო, რომელსაც მხრებიდან ზურგამდე ორნამენტები დაჰყვებოდა ოქროსფერი ბრჭყვიალა ფირფიტებით და წელზე მთავრდებოდა. დავარდნილი გრძელი კაბა მხოლოდ ზურგზე იყო ღია და მარცხენა ფეხიდან ჩახსნილი. მაკიაჟი სადად გაიკეთა და თმაც მაღლა აიწია, ოქროსფერი ფეხსაცმელი ჩაიცვა და შავი ჩანთა დაიჭირა ხელში. სარკეში თავისი თავი შეათვალიერა და სახლიდან გამოვიდა. მანქანა გააღო და ჩაჯდა. ის იყო, გასაღები უნდა გადაეტრიალებინა, რომ გაითიშა. გონება დაკარგა და გულიც წაუვიდა... კაცმა ხელში აიყვანა და უკანა სავარძელზე დააწვინა. მის სხეულს თვალი ჩაატარა და მოშიშვლებულ ფეხზე აკოცა, მერე თმაზე გადაუსვა ხელი, მკლავზე, ზურგზე და ბოლოს საჭეს მიუჯდა... ქალმა თავი გაარხია... ნაბიჯების ხმა შემოესმა და შიშისგან ოდნავ გამოფხიზლდა... სიბნელეა. ქალი ვერ ინძრევა, ვერც ლაპარაკობს. ნელ-ნელა ახსენდება მანქანაში ჩაჯდომა და გათიშვა. შიში იპყრობს და ცდილობს გონს მოვიდეს. ბრაზობს ანდრიაზე, ასე რომ დატოვა დღეს, ცრემლებიც ეფინება მის სახეს, მაგრამ თავს იკავებს, ახსენდება ირაკლის მუქარა და ტანში აჟრჟოლებს, გრძნობს როგორ ეცლება ძალა სხეულში და უცებ კვლავ ნაბიჯების ხმა აფხიზლებს. _ ლაპარაკის უფლებას მოგცემ და თუ კარგად მოიქცევი, გაგიშვებ. გასაგებია?! _ მოესმა და გააკანკალა. რა შემზარავია. ისაა, ის ნაძირალა. თავს აქნევს. თვალები ახვეული აქვს, სკამზეა დაბმული და მხოლოდ პირს უთავისუფლებენ. მაშინვე ყვირის: _ ნაძი...ნაძირალა, _ ახლა თავს უნდა მოვერიო, რომ უფრო არ გავაბრაზოო, _ ფიქრობს. _ ბოლოს რაზე გელაპარაკე, ალისია?! _ მე რაც გითხარი, მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია! _ მე რაზე გელაპარაკე-მეთქი! _ გაუმეორა კაცმა და გააკანკალა. _ გაწიე შენი ხელები! _ ყვირის და უცბად თვალებს ახელს, ახვეული ნაჭრისგან განთავისუფლებული. _ აი აქ იმდენი კაცი გიყურებს აღტაცებით, რომ უარს შენზე არავინ იტყვის, მათ შორის მეც! _ ქალი მართლაც ხედავს რამდენიმე სილუეტს და შიში იპყრობს, ცდილობს გონზე იყოს და არ გაითიშოს. _ ახლა კითხვებს დაგისვამ, შენ კი მიპასუხებ, _ ეუბნება სიბნელეში მდგარი სილუეტი, _ ზუსტად და გარკვევით, თორემ ანდრიაც კი ვეღარ გიშველის! _ ქალი უცბად თავს უქნევს და დაძაბული იყურება გარშემო. მოიკრიბე ძალა, ალისია, რომ არაფერი წამოროშო, არ წამოროშო არაფერი! _ თავის თავს ამხნევებს ქალი და კაცისკენ იყურება, რომელიც სიბნელეში სკამზე ზის. _ გაიმეორე, რაზე გესაუბრე ბოლოს?! _ შეგეშინდება ჩემი ისე, რომ გარეთ ვეღარ გახვალო, მეხუთეჯერ რომ შეგხვდები, უკვე ვეღარ დამისხლტებიო... _ თქვა ძლივს ქალმა. _ შენ რა მითხარი?! _ საიდუმლოებით მოცული ურთიერთობა მომწონს შენთან და საიდუმლოდ დავტოვოთ-მეთქი. _ წინა დღეებში რა გითხარი?! _ სამკაულს მჩუქნიდი, მე არ გამოგართვი და ამის გამო მეკამათე... _ კიდევ?! _ ჯანდაბა! რა გინდა ბოლოს და ბოლოს, დავიღალე შენი მოსმენით! არც შენთან შეხვედრა მინდა და არც შენი დანახვა! დამანებე თავი და შენს ცოლს მიხედე! რისთვის მოიყვანე ცოლად, მხოლოდ ფულის გამო?! _ ეს შენი საქმე არა! _ იყვირა უცბად კაცმა და ფეხზე წამოხტა. ისევ აუხვიეს თვალი და კაცი მიუახლოვდა. მის სახეს ხელი შეახო. ქალმა თავი გააქნია, ისე გასწია სხეულიც, რომ წატორტმანდა და კაცმა დაიჭირა, გაასწორა სკამი. _ წყალი მინდა... _ თქვა ძლივს ქალმა და ნაჭრის შიგნით თვალები დაატრიალა. წყალი მიუტანეს, მოსვა. ცოტა ხანში ერთი ხელიც გაუხსნეს ქალს და მაშინვე სახეში შეისხა წყალი, რომ გამოფხიზლებულიყო. კაცი მის საქციელზე ჩაფიქრდა და ქალს შეხედა, რომელიც მეორე ჭიქასაც სახეში ისხამდა. _ არ მოგწონვარ? _ მოესმა ქალს და კაცისკენ გააყოლა დახუჭული მზერა. _ არა. _ აბა ანდრია მოგწონს?! მასთან რატომ ხარ?! _ ალისია მიხვდა, რომ კაცმა მისი და ანდრიას შესახებ იცოდა და ძლიერად შეეშინდა მისი დაკარგვის. _ არაა! _ შენთან ურთიერთობა მინდა, ვიცი, მოგწონვარ და გინდა! აღიარე, ალისიაა! ყველაფერს მოგცემ, რაც გენდომება, ცოლსაც მივატოვებ თუ გინდა, რასაც მთხოვ, შეგისრულებ. _ და ისევ თავზე შეეხო თუ არა, ქალმა წამოიყვირა. _ ახლა რაც მინდა, შენი ხელები მომაშორო! შენთან არანაირი ურთიერთობა არ მექნება, იმიტომ, რომ არ მინდა და არც მსურდა. ეს პირველსავე დღეს გითხარი და მილიონჯერ გავიმეორებ. მე შენ არ მინდიხარ! ამოიგდე თავიდან ეგ ახირება! _ დაამთრავებს თუ არა, ქალს მაშინვე მინის მტვრევის ხმა ესმის და შიშისგან კივის. ბოლოს გაჩუმდა, ვეღარ გაეგო, საით გაეხედა, რომელ მხარეს, ან სად იდგა კაცი. _ თავს მაშინ დაგანებებ, თუ მისი ცხოვრებიდან წახვალ. ესაა ჩემი ბოლო სიტყვა! _ დრო მოვა და წავალ! _ ამას იმიტომ ამბობ, ეტყობა კარგად ვერ გეფერება... _ კიდევ შემიძლია გავიმეორო, არც შენ და მითუმეტეს არც მას არ აქვს ის, რაც მე შემაბამს! _ აბა მასთან რატომ ხარ?! _ ეს ჩემი საქმეა! შენ რატომ ხარ ნინოსთან, თუ არ გიყვარს! მხოლოდ ფულის გამო?! _ ჰოო! _ ფულის გამო გაწირე გიორგი, შენი ცოლის პირველი ქმარი? _ რას ამბობ?! _ გაუკვირდა კაცს და ჩაფიქრდა, ქალმა მისი სახელი საიდან იცისო. _ მე მწერალი ვარ და ყველაფერი კარგად ვიცი! _ შენ! ეს არ უნდა იცოდე! კაცი გაბრაზებული მიმოდიოდა და აზრებს ვერ უყრიდა თავს, გიორგი მისი მეგობარი და ნინო ორივეს მსხვერპლი! რა შუაშია აქ ეს ყველაფერი... ნუთუ ეს ორივემ ასე ჩაიფიქრეს! მაგრამ ალისიამ! ალისიამ საიდან იცის ეს ამბები, საიდან! _ ეს საიდან იცი, როგორ გაიგე? ვინ გითხრა, გიორგი ვინ იყო ჩემთვის! ახლავე მითხარი! თორემ აქედან არ გაგიშვებ! _ შენი არ მეშინია! _ თქვა ქალმა, ძლივს წარმოთქვა სიტყვები, გაბრაზებულს სულ დაავიწყდა, რომ არაფერი არ უნდა ეთქვა. _ გიორგის ვიცნობ! ის შენ არ გგავს, კეთილი ადამიანია და ჭკვიანი! მას... _ თქვა ქალმა და უცბად გაჩუმდა, დაფიქრდა და თავში ახალი აზრი მოუვიდა. _ შენ მოაწყვე ეს ყველაფერი! რომ ცოლისთვის დაგეშორებინა და მერე ის ქალი ხელში ჩაგეგდო! შენ მოაწყვე ეს ყველაფერი, რათა გიორგი მოგეშორებინა! უცბად კარის ჯახუნის ხმა გაიგონა და ისევ შეჰკივლა ქალმა, მიხვდა კაცი რომ გარეთ გავარდა და შეეშინდა, ისევ დაიყვირა გამიშვიო და სკამიდან ადგომა სცადა, მაგრამ უცბად გაითიშა. იგრძნო სხეულის სიმსუბუქე და ცრემლები წამოუვიდა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა წამლისგან. კაცმა ხელები მოხვია, მისი მოშიშვლებული ზურგი შეიგრძნო და გააჟრჟოლა, მაგრამ ეს ჟრჟოლა მაშინვე ტკივილში გადაუვიდა და ქალზე ფიქრების მოცილება სცადა. რამდენჯერმე თავი გააქნია, რომ ქალი გონებიდან მოეშორებინა. ტკივილსაც გრძნობდა ქალის ცრემლებისგან და მისი სიტყვებისგან სიბრაზესაც, ქალის სიტყვები გულს უსერავდა და ანადგურებდა. _ ნუთუ ამდენი რამე მომატყუა?! ამდენი რამე დამიმალა! იმ დღის მერე ასე მომექცა და დამიმალა, სიმართლე არ მითხრა და დამიმალა... ასე პირველად მომეწონა ქალი და ისიც თურმე ჩემთან იმის გამოა, რომ შემიყვარდეს, გამანადგუროს და მერე მიმატოვოს! კაცმა ქალი მანქანაში ჩასვა, მის გვერდით დაიცადა ცოტა ხანი და ქალს ბოლოჯერ შეავლო მზერა, მერე კარი ჩუმად მიხურა. რამდენიმე ხანში ქალსაც გამოეღვიძა,შიში და ტკივილი ერთად შეერია და თვალები ძლივს გაახილა. თავი მოატრიალა, არავინ იყო გარშემო. გაუხარდა და მანქანა დაძრა. ეშინოდა, იმ საუბარს იხსენებდა და მანქანა სოფლისკენ მიჰყავდა. მთელი გზა ფიქრებში გაატარა, მთელი 2 საათი სამივე კაცზე ფიქრობდა და მხოლოდ ანდრიასა და გიორგიზე დარდობდა, რომ ასე დაშორდნენ ძმაკაცები ერთმანეთს, გული სტკიოდა მათი ცხოვრების ასე შეტრიალებაზე და სიჩქარეს უმატა. სოფლისკენ გადაუხვია. სვლის შენელება სცადა, მაგრამ მუხრუჭები არ დაემორჩილა. შეეშინდა და ტელეფონს დასწვდა. მხოლოდ ანდრია გაახსენდა, მაგრამ ტელეფონი მოისროლა და ატირდა. ცოტაც და ბეტონის კედელს მიუახლოვდა მანქანა და დაჯახების ხმაც გაისმა. ხელები წინ წასწია, რომ საავარიო ბალიში სახეში ცუდად არ მოხვედროდა. ძლიერი რყევა იგრძნო და მანქანაც გაჩერდა. გონს მოეგო თუ არა, იგრძნო, რომ სხეული ემორჩილებოდა, ისევ ცრემლები წამოსცვივდა და ღვედის გახსნა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბოლოს გამოძვრა ღვედიდან და მანქანიდან გადავიდა. მაღალი ქუსლებით მიუყვებოდა სოფლის ორღობეს, შავი კაბა ძირს მიწაზე დასთრევდა. საფულე ხელში მოექცია და გზას ძლივს მიუყვებოდა, რამდენიმეგან წაბორძიკდა. ამ დროს კაცის ხელის შეხება იგრძნო, ისევ შეეშინდა და დაყვირება სცადა, მაგრამ ხმა უკვე აღარ ამოდიოდა ყელიდან. _ გიორგი... _ თქვა ჩუმად და კაცს ხელი მოხვია. _ ბოდიში, ალისია... არ მეგონა, თუ მანქანას გაგიფუჭებდა! ვერ დაგიცავი... მაპატიე... _ ბავშვი სადა?! _ დაცვასთან დავტოვე. _ შენ ხომ მას არსად ტოვებ! ახლავე წადი მასთან! _ ალისია! გვიან მივხვდი, რომ მუხრუჭები მოშლილი იყო. შენთან დარეკვა ვცადე, მაგრამ ვერ დაგიკავშირდი. არ მეგონა თუ კედელს დაეჯახებოდი! რამე იტკინე?! _ არაფერი... სახლში მინდა... _ თქვა და კაცის ხელს დაყრდნობილმა შეაბიჯა სახლის ეზოში. _ შენ ჩვენ გადაგვარჩინე, მე კიდევ ვერ დაგიცავი... _ ირაკლიმ მომიტაცა! _ ანდრიამ მოგიტაცა! _ რაა?! საიდან მოიტანეეე! ეს ირაკლიმ მომიტაცაა! _ არა, ალისია, ეს ანდრია იყო, ამიტომაც არ შევუშალე ხელი. თქვენს საუბარს ვისმენდი! ამიტომაც გამომრჩა, ირაკლიმ მუხრუჭები რომ მოშალა და ვერ დაგიცავი! _ მართლა ანდრია იყო?! _ წამოიყვირა ქალმა და კარს მიეყუდა. _ ჰო, ალისია! _ უპასუხა კაცმა და ქალიც მაშინვე ჩაიკეცა. კაცმა ხელი მოხვია, კარი გააღო, ქალი საწოლზე დააწვინა და გამოაფხიზლა. ალისია მაშინვე წამოხტა და კაცს შეხედა: _ მართლა ანდრია იყო?! გიორგიმ თავი დაუქნია. _ ახლავეე წადი აქედან! შეიძლება გზაში იყოს და აქეთ მოდიოდეს! _ ალისია, შენ რაც მითხარი, იმას ანდრიამ მოგიყვა?! _ კი, ხომ მოგწერე! შენ მაინც ფიქრობ, რომ ისიც დამნაშავეა?! _ მან მე არ დამიჯერა და დამნაშავეა! მან მე არ დამიჯერა! _ მაგრამ მან ბავშვი აიყვანა, თავის დას რომ არ ენერვიულა შვილზე! _ ალისია! შენ მან მოგიტაცა! შეგაშინა და კიდევ იცავ?! _ წადი! ბავშვთან წადიი! მე კი დასვენება მინდა და დაფიქრება. _ თქვა ხმადაბლა და გარდერობისკენ დაიძრა ტანსაცმოსაღებად. გამოსაცვლელი აარჩია და კარს მიეყრდნო. გიორგი უკვე აღარ იყო ოთახში. _ ნუთუ მან მომიტაცა! ასე როგორ მომექცა! ასე როგორ შემაშინა! რამდენი სისულელე ვილაპარაკე... ახლა ანდრია თუ მოვიდა, დაკითხვას მომიწყობს! ალბათ ჩემზე ძალიან გაბრაზებულია და ჩემი დანახვაც აღარ უნდა! არც მე მინდა მისი დანახვა, არც მასთან საუბარი! ასე როგორ მომექცა! ასე როგორ შემაშინა! იმ ბანდიტი ირაკლის გამო ასე შემაშინა! _ კიბე ჩაირბინა მაღალი ქუსლებით და მაშინვე სააბაზანოში შევარდა. ფეხსაცმელებიც იქვე მიყარა, კაბაც გაიხადა და ძირს დააგდო. მაშინვე სააბაზანოში ჩაწვა. თვალები დახუჭა, ცოტა ხანში დამშვიდდა კიდევაც, მოეხსნა მთელი დღის დაძაბულობა, შიში. ტანი შეიმშრალა, კაბა ჩაიცვა და ფეხსაცმელები გაწმინდა თუ არა, ჩაიცვა და კიბეს აუყვა. უკან ნაბიჯების ხმა მოესმა და გაბრაზებული მიტრიალდა. ანდრია დაინახა ეზოში შემოსული და შეშფოთებულმა გაიფიქრა, არ უნდა ვაგრძნობინო, რომ ყველაფერი ვიციო და კიბისკენ მიტრიალდა. _ ალისია, მანქანას რა მოუვიდა? _ იკითხა შეშინებულმა ანდრიამ და ქალისკენ გაიქცა. კიბე აიარა და ქალს ხელი მოჰკიდა, თავისკენ შემოატრიალა. _ არაფერი... _ თქვა მშრალად ქალმა და მზერა აარიდა. _ რა მოხდა, რამე იტკინე?! რა მოგივიდა?! _ იყვირა კაცმა და ქალი ხელში აიყვანა. მერე ოთახის კარი ფეხით გააღო და ქალი ლოგინზე დააწვინა. _ მითხარი, ალისია, რა მოუვიდა მანქანას. შენ იჯექი საჭესთან?! ხომ გითხარი, არ დაჯდე მანქანაზე-თქო! _ ცუდ ხასიათზე ვარ! მარტო მინდა ყოფნა! _ მოესმა კაცს და უკან დაიხია. _ შენ მე მატყუებდი, ალისია, თურმე ჩემი მიტოვება გინდა! _ უთხრა თავის თავს კაცმა და ქალს სახეში შეხედა. _ ახლავე ამიხსენი, მანქანას რა მოუვიდა! რამე იტკინე?! მითხარიი! რა გტკივაა?! მითხარი, ალისია! _ ირაკლიმ მომიტაცა და სისულელეები ველაპარაკე. იძულებული ვიყავი სისულელეები მელაპარაკა! იმდენი აბდაუბდა ვუთხარი... მერე მანქანაში გამეღვიძა და სოფლისკენ წამოვედი! მანქანა არ ჩერდებოდა და კედელს დავაჯახე, რომ გამეჩერებინა! იმან გააფუჭა მანქანა, ვინაც მომიტაცა! ჩემი მოკვლა უნდოდა! _ დამშვიდდი, ალისია... კარგად იქნები, ნუ გეშინია... ძალიან შეგეშინდა?! _ ძალიან... მეგონა რამეს დამიშავებდა, მიკვირს ასე რომ გამომიშვა. ალბათ იმიტომ გამომიშვა, რომ მოვეკალი გაფუჭებული მანქანით! რატომაა ის შენი სიძე, ვერ ვხვდები! _ ის ჩემმა დამ აირჩია და არა მე! _ მაგრამ შენმა დამ ის აირჩია მას მერე, რაც... _ რა რაც, ალისიაა! ახლავე მითხარი, რას მიმალავ და რატომ მიმალავ! _ შენც მომატყუე და შემაშინე! შენ მომიტაცე! მე კიდევ როგორ შემეშინდა! მეგონა რამეს დამიშავებდი! _ შენ... ეს საიდან იცი, ალისია... _ ვიცი! შენი დანახვა აღარ მინდა! ვერ გიტან! _ იყვირა ქალმა და ლოგინიდან ადგა. _ წადი აქედან და აღარ დამენახვო! _ ალისია, მინდა ვილაპარაკოთ. გულწრფელად მითხარი, საიდან იცნობ ჩემს პირველ სიძეს?! _ წადიი! არ მინდა შენთან არაფერზე საუბარი! _ არა, ალისია, მითხარი ყველაფერიი! _ მე გეტყვი! _ მოესმათ უცბად მკაცრი ხმა და ორივე კარისკენ მიტრიალდა. მის დანახვაზე გიორგის გაახსენდა მასთან ერთად ბედნიერი დღეები, მისი და, ბედნიერები როგორ ელოდებოდნენ შვილს და როგორ დაენგრა ყველაფერი. ღალატი ძმაკაცისგან, როცა აღარ დაუჯერა ანდრიამ მის სიტყვებს და რომ გააგდო სახლიდან. ასე მარტივად რომ მოიშორეს, ამას პატიობდა, მაგრამ თავის შვილს, რომელიც სიკვდილს ებრძოდა და ალისია დაეხმარა, ამას ვერ პატიობდა ვერც ცოლს და ვერც თავის ძმაკაცს. _ გიორგი! _ თქვა ძლივს ანდრიამ და სასოწარკვეთილმა შეხედა, როცა რამდენიმე ნაბიჯში კაცი დაინახა. _ ანდრია! ისევ შევხვდით ერთმანეთს! _ თქვა და მისკენ დაიძრა. კაცი ლოგინზე დაეცა. _ ჩვენ ვიცოდით, რომ მოკვდი... _ ამოიხრიალა, კაცს მზერა მოაშორა და ქალისკენ გაიხედა. _ მომკალი, მაგრამ ბოლომდე ვერა! _ მიუგო კაცმა მკაცრად და ანდრიამაც მისკენ გაიხედა, გაფართოებული თვალებით შეხედა და ძლივს ამოთქვა: _ რას ამბობ, არაფერი მესმის... _ შენ ჩემი მართლა არ გესმოდა! გეუბნებოდი და არ დამიჯერე! ჩემი არ გეჯერა! ქალს, რომელიც მიყვარდა, დამაშორე! _ შენ მე და ჩემს დას გვიღალატე! _ და შენ ეს ღალატი დაიჯერე და ჩემი მოკვლა გადაწყვიტე! _ არა! მე შენ მატკინე გული, მაგრამ შენი მოშორება არასდროს მომისურვებია! ეს შენ გაითამაშე სიკვდილი! რომ ეს ფარსი გაგეგრძელებინა?! _ ხოო! მე შურის საძიებლად დავბრუნდი! მკვლელს გადავურჩი და ახლა აქ ვდგავარ! მკვდრეთით აღმდგარი! _ მკვლელს? რომელ მკვლელს?! _ იყვირა ანდრიამ და ქალს შეხედა, რომელიც იქვე იდგა ფიქრებში ჩაძირული. _ ირაკლის! კაცს, რომელიც შენი სიძე გახდა ჩემი სიკვდილის მერე! კარგად დაგეგმეთ ორივემ ჩემი მოშორება! _ მე შენი მოშორება არასდროს მდომებია! შენ ჩემი ძმა იყავი! ძმასავით მიყვარდი! მაგრამ შენ გაგვქურდე! ახლა რაღა დაგრჩა წასაღები ჩემი ოჯახიდან! _ ირაკლი და შენ! ორივე როცა მოკვდებით, ყველაფერი გასწორებული იქნება! _ თქვა და ალისიაც მისკენ დაიძრა გაბრაზებული. _ შენ სულ გაგიჟდი! ახლავე დაუშვი იარაღი, არ დავუშვებ, გაისროლო! _ ალისიაა! წადი! შენ ნუ ჩაერევი! _ ამდენი ხანია ორივე მატყუებთ და ახლა ნუ ჩაერევა ამ შენს თამაშში?! _ იყვირა ანდრიამ და ქალს მკაცრი მზერით გახედა. _ ალისიამ იმ დღეს სიკვდილს გადამარჩინა! მაგრამ შენთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია! სიმართლე რამდენიმე დღის წინ გაიგო, მაგრამ აზრი არ შეუცვლია შენზე! შენ კიდევ როგორ უცბად შეიცვალე აზრი ქალზე, რომელსაც ბოლო დროს ხვდებოდი! ასე იცოდი შენ სიყვარული! მაგრამ ვცდები, შენ სიყვარული არ იცი! არ იცი როგორია, როცა გიყვარს ქალი და მას გაშორებენ! როცა შვილს ელოდები ბედნიერებით სავსე და იბრძვი, რომ არ დაკარგო და გადაარჩინო! _ გიორგი! იარაღი დაუშვი და მშვიდად ილაპარაკეთ! _ იყვირა შეშინებულმა ალისიამ და გიორგის შეხედა: _ გთხოვ, მისი ხათრით... მხოლოდ მისი ხათრით გთხოვ დაუშვი იარაღი და მორჩი ამ სულელურ შურისძიებას! _ ხედავ, ანდრია! ქალი, რომელიც მოიტაცე და ასე შეაშინე, კიდევ შენს მხარესაა და შენ გიჭერს მხარს! მაგრამ ახლა გიჭერს მხარს, მერე კი შენგან წავა და მიგატოვებს, რადგან შენ ის სხვისი სახელით მოიტაცე! და იმიტომაც მიგატოვებს, რომ მისი გრძნობების არ გჯერა! არადა ქალს ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდი, როცა პირველად დაგინახა და გულში ჩაუვარდი! შენ კი მხოლოდ მის მერე დაინტერესდი მისით, როცა მისი წიგნი გამოგიგზავნე! _ შენ?! _ დიახ! მე გამოგიგზავნე ის წიგნი! მეეე! რადგან შენს გულში სიყვარული გაჩენილიყო, მაგრამ შევცდი! შენ მხოლოდ შენს დაზე ფიქრობ! მაგრამ როგორ გგონია, როცა გაიგებს რა ჩაიდინე მის შვილთან დაკავშირებით, რას იზამს? ნახავ, როგორ შეგიზიზღებს! შენც ისე შეგიზიზღებს, როგორც მე შემიძულა! _ არა! ამას არ იზამ, ამას არ ეტყვი! _ ვეტყვი! იმასაც ვეტყვი, რომ მეორე სიყვარულში ძლიერ შეცდა. იმდენად შეცდა, რომ მკვლელს გაჰყვა ცოლად! მკვლელს, რომელმაც მე და მისი ერთადერთი შვილი მოკლა! მაგრამ ორივე გადავრჩით! _ რა... ბავშვიი... ბავშვი ხომ მოკვდა... მე ის დავმარხე... მის საფლავზე ყვავილები მიმაქვს... ამ ტკივილს მე ვიმარხავ გულში მხოლოდ... იქ ბავშვი ასვენია, შენი შვილი და ჩემი დისშვილი! შენ კიდევ რას მეუბნები, რას! _ იყვირა ანდრიამ და დივანზე დაეცა. _ ანდრია... _ იკივლა ალისიამ და მისკენ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გაახსენდა თუ არა გატაცებისგან მიღებული შიში, უკან დაიხია და ნაბიჯი არც გადადგა. ისევ ტკივილი გაახსენდა და შიში. კაცისკენ სევდიანად გაიხედა და თავის ადგილას დარჩა. _ ირაკლიმ ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ალისიამ გადაარჩინა იგი, მეც მივლიდა და ორივეს გვერდით იყო ისე, რომ არ იცოდა, ვინ ვიყავი. ის მე დამეხმარა, საერთოდ არ იცოდა ჩემზე არაფერი! _ სადაა ბავშვი! მისი ნახვა მინდა! აქამდე რატომ არ თქვი, რომ ბავშვი ცოცხალი იყო! რატომ?! ან შენ, ალისია... შენ მაინც გეთქვა ეს! ხომ იცოდი როგორ მტკიოდა ეს ამბავი და ეს ჩემი საიდუმლო! რატომ?! _ შენ რომ უფრო გამენადგურებინე! მაგრამ შურს შენს დაზეც ვიძიებ! მას გული რომ არ სტკენოდა, შენ სხვა ბავშვი მიუყვანე მას, მაგრამ ისეთი გულქვა ხარ, რომ ისიც კი მოაშორე და მისი სიყვარულიც დაუშალე! ალისია კი არაფერ შუაშია, მან არაფერი არ იცოდა, მხოლოდ ბოლოს განვითარებული მოვლენების მერე მიხვდა ვინ ვინ იყო სინამდვილეში! _ ალისიას ნაცვლად გიორგიმ უპასუხა მის შეკითხვას. _ მე მხოლოდ ის ჩავიდინე, რომ ბავშვის შესახებ მოვატყუე! მე არავის მკვლელობა არ დამიგეგმავს! _ კმარა! დავიღალე თქვენი ყვირილით! მშვიდად მოუსმინეთ ერთმანეთს! _ არაა! ალისიაა! დღეს დავასრულებ ჩემს შურისძიებას! _ თქვა გიორგიმ და ანდრიას შეხედა, რომელიც ტელეფონს მიშტერებოდა. გიორგიმაც დახედა ნომერს. _ უკვე იცის ალბათ რაც ჩაიდინე ბავშვთან დაკავშირებით! _ თქვა მან და ანდრიას ხელში სწვდა, ტელეფონი გამოსტაცა და მოისროლა. _ ახლა თავის გაუცემელ კითხვებთან დარჩეს მარტო თავის ქმართან ერთად! _ თქვა ისევ მკაცრად და კაცს მაჯაში სწვდა. _ ახლა ჩვენც წავალთ! ყველანი ერთად შევიკრიბებით და დღეს დავასრულებთ ამ ყველაფერს! _ და ანდრიას უბიძგა, მანქანაში ჩამჯდარიყო. ალისიაც უკან მიჰყვა ყვირილით: _ მეც მოვდივარ! _ შენ აქ დარჩები! ან ზღვაზე წადი, ჯობია! _ გიორგი! _ ალისიაა! წადი დაისვენეე! _ მეც მოვდივარ! _ გაიმეორა ქალმა ჯიუტად, გამოაღო მანქანა და ანდრიას შეხედა, რომელიც უკან იჯდა. უცბად მიხურა კარი და გიორგის გვერდით დაიკავა ადგილი. ანდრია დაიძაბა, მის გვერდით რომ დაჯდა ქალი და ორივეს სევდიანად გახედა. _ აქამდე რატომ არ გამოჩნდი?! _ შენგან განსხვავებით ვარკვევდი ყველაფერს! სამკაულები, რომელიც დაიკარგა და მე დამბრალდა, ირაკლიმ მოიპარა და შენი დაც ხელში ჩაიგდო! ისე იყავით ორივენი ტკივილით დაბრმავებულები, ვერც კი ხვდებოდით ვის უშვებდით სახლში! _ ალისიამ როგორ გაგიცნო?! _ ჩემი მოკვლა სცადეს და ალისიამ გადამარჩინა. მე ვთხოვე დავეტოვებინე და სამშობიაროში წასულიყო. ჩემს შვილს თუ საფრთხე დაემუქრებოდა, გადაერჩინა! _ სრულიად უცხოს, თანაც ქალს როგორ უნდა გადაერჩინა შენი ბავშვი ირაკლისგან, თუ ირაკლის მისი მოკვლა უნდოდა! _ ალისია მარტო არ იყო! ჩემი მეგობრები გავაყოლე თან, რომელთაც ალისიას დახმარებით დავუკავშირდი! მე დაჭრილი ვიყავი! ვიწექი და ვერ ვდგებოდი! _ შენს ანგარიშებზე თანხა იყო ბევრი, ბავშვზე კი მითხრეს დაიღუპაო! _ რომ მომეპარა ფული, ჩემს ანგარიშზე კი არა, სხვა ანგარიშზე დავდებდი და ასე დავმალავდი! შენ ჩემი არ დაიჯერე და ცოლს დამაშორე! შენ მე არ მენდე! მე მეგობრობას არ ვუღალატებდი! შენ არ გჯერა ჩემი და არც მე მჯერა ახლა შენი! შენს დას დაუმალე ბავშვის ამბავი და სხვას რატომ არ მოატყუებდი! _ იძულებული ვიყავი, შენი დაკარგვის გამო რომ არ ენერვიულა. ბავშვის დაკარგვასაც ვერ გადაიტანდა. მეც ვიტანჯები, ეს რომ ჩავიდინე. ის ბავშვიც კი ვერ შევიყვარე, რადგან ამ ტკივილს და საიდუმლოს მახსენებდა, ამიტომაც გავუშვი დედაჩემთან! _ ალისია, შენ მე მეკითხებოდი გიორგიზე და ერთხელაც არ გითქვამს, რომ მას იცნობდი და რომ ბავშვი ცოცხალი იყო! ასე რატომ მომექეცი! თუ გიყვარდი! მე შენ მართლა მომწონდი! შენ მიმართ გრძნობები მქონდა! _ მე და შენ შორის იმ წუთიდან დასრულდა ყველაფერი, როცა ირაკლის სახელით მომიტაცე! _ მხოლოდ ასე მოჰყვებოდი იმას, რასაც მალავდი! შენ არ იყავი ჩემთან გულწრფელი! მე მხოლოდ ეს მოგატყუე და შეგაშინე, ბოდიშს გიხდი ამის გამო! მაგრამ შენ ბევრი რამ მომატყუე და დამიმალე! _ ალისია არაფერ შუაშია, ხომ გითხარი! არ იცოდა ვინ ვიყავი შენთვის! მხოლოდ ეს ბოლო დღეებია გაიგო! _ ჩემზე ინფორმაციას გაძლევდა, ამის გამო იყავი ჩემთან?! _ შენთან ყოფნა მომწონდა! მაგრამ ახლა აღარ მომწონს! ცოტა ხანი სამივე დადუმდა. გიორგიმ გადაუხვია და პირდაპირ სახლთან დააყენა მანქანა. სამივე გადავიდა და სახლში შევიდნენ. ქალის სხეული დაინახეს ლოგინზე ჩაკეცილი და ანდრია მაშინვე მისკენ გაიქცა, თან დას ეძახდა. ქალმა არ მიიკარა ძმა, ხელი ჰკრა და უკან დაიხია. ახლა დაინახა ქალი და მის გვერდით მდგარი გიორგი. ყველაფერი გაახსენდა, ამ სახლში მასთან ერთად ბედნიერი ცხოვრების წლები და ცრემლები წამოსცვივდა. _ შენ ცოცხალი ხარ... ჩვენი შვილი... _ თქვა ქალმა და მისკენ გადადგა ნაბიჯი, ვეღარ შეძლო მიახლოება და შუა გზაში გაჩერდა, როცა მიხვდა, რომ კაცი მისკენ არ იწევდა. _ შენც იცოდი ჩვენს შვილზე?! შენ სად იყავი?! _ მე მოგწერე წერილი... _ გიორგი! გეყოფა მისი განადგურება! ხომ ხედავ, როგორ სტკივა! _ ალისიაა! მეც მტკიოდა, მთელი თვეები მტკიოდა და მანადგურებდა მათი უნდობლობა და უგულობა! ალისია მისკენ დაიძრა და ქალს ხელი მოხვია: _ ჯობს დამშვიდდეთ და დივანზე ჩამოჯდეთ. _ შენ... ალისია ხარ, მწერალი?! _ დიახ... _ ანდრიას ვინც მოსწონს?! _ არა, ის ალისია არ ვარ! _ თქვა ქალმა და ქალს ხელით ანიშნა, დამჯდარიყო. _ ირაკლი თქვენთან აღარ მოვა! დღეიდან დაც და ძმაც მარტონი იქნებით! _ თქვა გიორგიმ და ალისიას ხელი გაუწოდა. იმანაც ჩაჰკიდა ხელი. გიორგი და ალისია კარისკენ დაიძრნენ, მაგრამ გიორგი უეცრად შემოტრიალდა ზურგით მდგარ ანდრიასკენ. _ ჩემი მოკვლა არ გდომებია, ანდრია?! _ არა, ეს აზრად არ მომსვლია... _ უპასუხა ტკივილით და ამოიხვნეშა. _ რატომ არ დამიჯერე?! _ სამხილები ისეთი იყო, ამას შენც კი დაიჯერებდი, და თანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდა ბოლო დროს ჩემს დასთან... _ ის ბავშვი ვინ არის, საიდან მოიყვანე?! _ ობლად დატოვებული ჩვილი იყო და წამოვიყვანე... არავისთვის წამირთმევია. _ რატომ არ გიყვარს?! _ შენ კარგად იცი, რომ სიყვარულის არ მჯეროდა.... _ და გაჩუმდა. _ და ვერც იმ ბავშვს შევიყვარებ, რადგან ჩემს საიდუმლოს მახსენებს. დამიჯერე, თუ არ ხარ დამნაშავე, მე ჩემს შეცდომებს გამოვასწორებ და უფლებას მოგცემ, ვინ გსურს, ის აირჩიო. _ ვინ ავირჩიო?! _ იყვირა კაცმა და ანდრიასკენ დაიძრა, ალისიას ხელს ჩაჭიდებული. _ რაებს ბოდავ, ანდრეე! _ წამოსცდა სახელი, რომლითაც ადრე მიმართავდა თავის ძმაკაცს. _ ჰო, ალისია, ნინო თუ სხვა ქალი! კარგად მოუთვინიერებიხარ ამ ქალს, _ ალისიას შეხედა ანდრიამ და გაუცინა. _ იქნებ გიორგის აქვს ის, რაც მე არ გამაჩნია! _ წარმოთქვა ჩუმად და ფანჯარას მიეყრდნო, მოტრიალდა და ისევ ხელიხელჩაკიდებულები რომ დაინახა ორივე, გული მოეწურა. _ ალბათ შეუყვარდა... მასზე იზრუნა ქალმა, ბავშვიც გადაურჩინა და ალბათ შეუყვარდა... _ მე დამსაჯე თუ გინდა... მაგრამ ჩემს დას ასე ნუ გაიმეტებ... ნუთუ ბავშვს დედას წაართმევ ისე, რომ საერთოდ არ ანახვებ ერთმანეთს... _ თქვა ძლივს და ისევ ალისიას შეხედა სახეში, მის თვალებს უცბად მზერა მოარიდა და თავის დისკენ გაიხედა. _ მას ჯერ კიდევ არ უგრძნია დედაშვილობის სიყვარული. მე წავართვი უცხო ბავშვის სიყვარული... ირაკლიმ კი მისი ცხოვრების ორი სიყვარული წაართვა... _ თქვა და იქვე ჩაიკეცა დივანზე. ალისიამ მისკენ გაიწია, მაგრამ გიორგიმ ხელი არ გაუშვა და უკან უბიძგა. ქალიც გაჩერდა და გიორგის შეხედა: _ რატომ ტანჯავ ორივეს, როცა მათ არაფერი დაუშავებიათ?! _ მათ ჩემი მტერი მიიღეს და მე არ დამიჯერეს! დროა წავიდეთ! ახლა მათაც დაკარგეს ყველაფერი! _ თქვა და მიტრიალდა თუ არა კარისკენ, ქალიც მიტრიალდა და უხმოდ დატოვეს ოთახი. ქალი მიაბიჯებდა, კაცის მზერას გრძნობდა უკან და ვერ იხედებოდა, კისერი ისე ჰქონდა დაძაბული. გიორგიმ კარი გაიხურა და ქალს ხელი გაუშვა. ანდრიამ თვალი გააყოლა ორივეს, ცრემლის წვეთი იგრძნო სახეზე და ხელები მოხვია დას: _ მაპატიეე... მაპატიეეე... რომ იცოდე, როგორ მკლავდა და მანადგურებდა ეს საიდუმლო... მაპატიე, ნინოო, მაპატიეე... _ შენ შეგიყვარდა ეს ქალი... _ თქვა ცრემლიანი ხმით ნინომ და ძმას გულზე დაადო თავი. იგრძნო მისი ტკივილიანი სუნთქვა და თავს აიძულა ძლიერი ყოფილიყო, ძმას ხელი მოხვია და სახეში შეხედა: _ მისთვის იბრძოლე და თუ შენი ბედია და უყვარხარ, შეგირიგდება... _ თქვა და ანდრიას ლოყაზე აკოცა: _ გაპატიე... ვიცი, რომ ჩემი გულისტკენა არ გინდოდა... მაგრამ ჩემი შვილი... ჩემი ნამდვილი შვილის ნახვა მინდა... _ ნინო... ბებია ხვალ ბავშვს ჩამოიყვანს. ჩვენი ვალია მას კარგად მოვექცეთ და უდედობა არ ვაგრძნობინოთ! _ მე ჩემი შვილი მინდა, ჩემი შვილი... ჩემი... _ თქვა ქალმა ხმამაღლა და ატირდა. _ გიორგის დაველაპარაკები... დავითანხმებ... მაგრამ ის ბავშვიც შენი შვილია და უნდა შეიყვარო... ისიც შენი შვილია... ბოდიში... ის შენი შვილი არაა, მე მოგიყვანე... _ არა! ისიც ჩემი შვილიაა და მინდა, მინდაა... ჩვენ წავიდეთ ცოტა ხნით მათთან და მერე უკან დავბრუნდეთ. _ მე უნდა ვიმუშაო, ნინო, შენ წაგიყვან და მე უკან დავბრუნდები. _ კარგიი... ხვალ დილით წავიდეთ. _ კარგი. _ თქვა და დას ხელი მოხვია: _ ახლა დავისვენოთ. კარი შეაღო დის ოთახის და ქალმა უკან დაიხია: _ არ მინდა ამ ოთახში დაძინება! _ თქვა და თავის ოთახში წაიყვანა, გვერდით მიუწვა თვითონაც და თვალები დახუჭეს. არცერთს არ ეძინებოდა, მაგრამ არცერთი არ ახელდა თვალებს, უნდოდათ ტკივილი დაევიწყებინათ, მაგრამ ფიქრებით ისევ თავიანთ ტკივილს უბრუნდებოდნენ. ამწუთას გვერდით არავინ ჰყავდათ სხვა, არავინ, ერთმანეთის გარდა... ანდრიას ალისიას წიგნი ეჭირა ხელში და ლოგინში იწვა თავისი დის გვერდით. ახლა მხოლოდ ორ ქალზე ფიქრობდა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა: თავის დასა და ალისიაზე. დამწუხრებული შეჰყურებდა ჭერს. _ რატომ წახვედი მასთან, ალისია, რატომ არ დარჩი ჩემთან! რატომ! ხომ დამპირდი, რომ ჩემს დას გულს არ ატკენდი! ასე როგორ მოექეცი! გიორგი ხომ მისი ერთადერთი სიყვარულია! ნუთუ ის შეგიყვარდა და ამიტომაც წახვედი მასთან! რატომ არ დარჩი ჩემთან ან რატომ არ მომიყევი ეს ყველაფერი შენ თვითონ! 8 8 8 _ მკაცრად მოექეცი! _ მოესმა გიორგის და ალისიას გადახედა, როცა მანქანა დაქოქა. _ რომელს?! ანდრიას?! ჯობია ცოტა ხანი გაწვალდეს, რომ ჭკუა ისწავლოს! ხომ უნდა მიხვდეს, ვინ დაკარგა ჩვენი სახით! ალისიას ნაძალადევად გაეღიმა და წინ გაიხედა, ქუჩისკენ, რომელსაც მანქანა უკან იტოვებდა. _ ზღვაზე მინდა... დასვენება მინდა... ამ ყველაფრის დავიწყებაც მინდა. _ კარგია! ჩაგიყვან და მე უკან დავბრუნდები. _ არა! დაქალებთან ერთად წავალ ხვალ დილიდან და ბავშვი ჩამოიყვანე ცოტა ხნით, მოვეფერები. გთხოვ... _ კარგი, ალისიაა... ანდრიას არ მისწერო და არც დაელაპარაკო! _ ტელეფონი არ მაქვს! ჩემი ტელეფონი მანქანაში დარჩა! ირაკლი სადა?! _ დაჭერილია. ნუ გეშინია მისი, მალე შენი მანქანის გაფუჭების გამოც დასდებენ ბრალს და დიდხანს იქნება ციხეში! _ არაფერს დაგვიშავებს?! _ არა... ფული რაც ჰქონდა, აღარ აქვს... _ იქნებ სხვა ანგარიშებზე აქვს?! _ აღარ! სრულიად უფულოდ არის, წააგო ბევრი... ის მიიღო, რაც დაიმსახურა! ალისია სახლში შევიდა, მშობლები დაამშვიდა, ასე სიარულს რომ მიეჩვია, ხან სოფელში რომ იყო და ხან ქალაქში. ორივეს აკოცა, გაუღიმა და მაშინვე სააბაზანოში შევარდა. გაემზადა და პიჟამაში გამოწყობილი გამთენიისას შევარდა ლოგინში დასაძინებლად. ანდრია მასზე მთელი 10 წლითაა უფროსი. ამ კაცთან ვერ იქნება. რას იტყვიან მშობლები?! ალისია ხომ გართობის მიზნით არასდროს გააბამდა ურთიერთობას კაცთან. უბრალოდ მასთან თავი ვერ მოთოკა. _ ამ ფიქრებში უკვე მანქანაში იჯდა თავის მეგობრებთან ერთად და გზას მიუყვებოდნენ ზღვისკენ. მთელი სამსაათ-ნახევარი მუსიკებს უსმენდნენ, საუბრობდნენ, მღეროდნენ და იცინოდნენ. ალისიამაც დაივიწყა დროებით ყველაფერი და გზას მხიარულებაში ატარებდა. ახალი ტელეფონით ხელში თავის უფროსს ნენსის ეჭორავებოდა წინა დღის წვეულებაზე და უყვებოდა ბოლო დღის ამბებს... საუბარს მორჩნენ თუ არა, მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვეს და ფოტოებიც გადაიღეს. მერე ისევ განაგრძეს გზა, ერთმანეთს ეცვლებოდნენ გოგოები, ხან ალისია იჯდა საჭესთან, ხან მისი დაქალი ნინო და მშვიდად მიასრიალებდნენ მანქანას ახალ ტრასაზე. 4 საათისკენ უკვე ოთახიც დაიკავეს და ზღვისკენ გაემართნენ საცურაოდ. ალისიამ კაბა გაიხადა. მის სხეულს წითელი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა. შევიდა თუ არა წელამდე წყალში, მაშინვე ტალღებში გადაეშვა და შორს უკიდეგანო ზღვაში შეცურა. გადასაკვეთ ხაზთან შეჩერდა, მოიხედა უკან და ხალხით სავსე პლაჟს გააყოლა მზერა, თავის მეგობრებს ხელი დაუქნია, რომლებიც იქვე ნაპირზე ცურავდნენ და უკან წამოვიდა. მეგობრებთან მივიდა და მათთან გააბა საუბარი, სამივე მხიარულობდა და იცინოდა. ალისია ცოტა ხანში წყლიდან ამოვიდა და შეზლონგზე გაწვა. თვალები დახუჭა, სახეზე ქუდი დაიფარა და მარტო სხეული მიუშვირა მზეს გასარუჯად. მალე მეგობრებიც ამოვიდნენ და ალისიას გვერდით დაწვნენ რუჯის მისაღებად. ალისიამ ჩართო მუსიკები და პირველსავე მელოდიაზე ტანში შეაჟრჟოლა, ისევ ანდრია გაახსენდა. 30 წუთის მერე ისევ ზღვაში შეცურა, რამდენიმე ხანი იცურავა და ისევ წამოწვა გასარუჯად, ამჯერად მეორე მხარეს. ისევ 30 წუთი მუსიკებში ჩაეფლო და ჩათვლიმა. უკვე საღამო იყო. ნინომ ბურთი ჩააგდო და ალისიამაც დაიყვირა: _ ვაშა, დიდებულია! ალისიას ჯერიც დადგა და მანაც ჩააგდო ბურთი. _ შეიძლება ერთი ხელი ვითამაშოთ?! _ მოესმათ გოგოებს და მიხვდნენ, რომ უცნობი ალისიას ეკითხებოდა და მეგობარს აცალეს პასუხის გაცემა. ქალმაც უარი განაცხადა და ისევ ჩააგდო ბურთი. კაცი მიუახლოვდა: _ ხომ არ გეშინია, რომ დამარცხდები?! _ არა! შენთან დამარცხებაც კი აღარ მაინტერესებს! _ თქვა და თამთასკენ დაიძრა, რომელიც გზიდან ჩამოეცალა, რათა დასარტყმელად კარგად დამდგარიყო. _ ალისია... ვისაუბროთ! მინდა ცალკე დაგელაპარაკო! _ არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო! ან ვინ ხარ, რომ გელაპარაკო! _ იცი ვინც ვარ და მინდა ვილაპარაკოთ! _ არა! გვაცალე თამაში და დაგვტოვე! _ იცოდე მეტჯერ აღარ შეგეხვეწები! იცი შენც, რომ კისერზე არ ჩამოგეკიდები! _ არც მჭირდება! _ თქვა მკაცრად და მეგობრებთან თამაში გააგრძელა. _ ეს ის იყო?! _ ჰო! წარსულის უკვე მკვდარი, დავიწყებული აჩრდილი! _ თქვა და სამივემ გადაიხარხარა. თამაშს მორჩნენ და კლუბისკენ გაისეირნეს. თანხა გადაიხადეს და მაშინვე საცეკვაოდ შეუერთდნენ ხალხით სავსე დარბაზს. მუსიკა, ხმაური, ჟრიამული ერთმანეთში ირეოდა. მერე სამივენი მაგიდისკენ დაიძრნენ, სასმელები აიღეს და ხალხის ყურება შორიდან გააგრძელეს. რამდენიმე ხნის მერე ისევ იცეკვეს, ფოტოებიც გადაუღეს ერთმანეთს. ზღვისკენ გაისეირნეს, გრილი ტალღების მონაბერი ნიავი შეისუნთქეს. მერე იქვე ჩამოსხდნენ ქვებზე და ფოტოების დათვალიერებას შეუდგნენ. ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა ბინისკენ გაეშურნენ. მხიარულად მიუყვებოდნენ ჯერ ისევ ხალხით სავსე ქუჩას. ალისიამ კარი გააღო და ჩუმად შევიდნენ სახლში, ძილი რომ არ დაეფრთხოთ არავისთვის. ანდრიამ ნინო ჩაიყვანა ბავშვთან. ქალი ბავშვს მოეხვია და თავისი შვილი წარმოიდგინა, ცრემლი ჩამოუგორდა და უფრო ძლიერად მიიხუტა ბავშვი მკერდზე. ანდრიამ ორივეს შეხედა და მანქანისკენ დაიძრა ფიქრებით სავსე. ალისიამ უთხრა მაშინ, ბავშვი შეიყვარე და მასზე იზრუნეო... მაგრამ არ შემიძლია... _ გაიფიქრა და ხმაც მოესმა: _ ანდრია... _ ნინო ეძახდა და უცბად მოტრიალდა. _ ჩაეხუტე, იცი რა თბილია? ნინომ ბავშვი ხელში აიყვანა და ძმას მიახუტა, ხელები მოახვევინა და გაუღიმა: _ ხომ თბილია და საყვარელი... უკვე დიდი ბიჭი გამხდარა... ნეტავ ჩემი შვილი რამხელაა... გოგოაა! ბიჭიაა! მინდა ვიცოდეეე! დაელაპარაკე, რა, დაელაპარაკე გიორგის, ყველაფერი მაპატიოს... _ დამშვიდდი, ნინო... შენ არაფერი დაგიშავებია! _ მე მას ვუღალატე და სხვასთან ვიყავი, უსიყვარულოდ ვიყავი, მაგრამ მაინც სხვასთან! _ დაივიწყე ირაკლი! გიორგიც დაივიწყე! ახლა ალბათ სხვასთანაა! _ ანდრია, შენ ხომ დამპირდი, რომ იბრძოლებდი ალისიასთვის და მის არჩევანს გაარკვევდი! _ ნინო! წაიყვანე ეს ბავშვი და მე სამსახურში წავალ! _ დაელაპარაკე გიორგის... გთხოვ... _ აუცილებლად ვნახავ... _ ანდრია დედამისს და დასაც დაემშვიდობა და ბავშვს შეხედა, რომელიც მას უყურებდა და უღიმოდა. მისკენ წავიდა და ბავშვს აკოცა. იგრძნო, თითქოს განთავისუფლდა ამ საიდუმლო ჭრილობისგან და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა: _ ხომ იქნები ნინო დედასთან ერთად?! _ თქვა თავისთვის და მანქანისკენ დაიძრა. ნინომ დედამისს დიანას ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა. ქალი იჯდა და ცრემლებს იწმენდდა ნინოსთან ერთად, ანდრიაზეც ბრაზობდა, მაგრამ ნინო აწყნარებდა, ბავშვს გადახედავდა ბედნიერი და მისი მშვიდი ძილით ტკბებოდა. უხაროდა, რომ ეს ბავშვი მისი ნაწილი გამხდარიყო. ეფერებოდა და კოცნიდა, ჩუმად, წყნარად, რომ არ გაღვიძებოდა. მისი სითბოთი და სურნელით ივსებდა დანაკარგს და ტკივილს... ბავშვთან ერთად დადიოდა სახლში, ეთამაშებოდა, საჭმელს თავისი ხელით აჭმევდა, ბანდა და ასეირნებდა. მასზე ასე პირველად ზრუნავდა. ლოგინში იწვა, ბავშვი მუცელზე დაეწვინა და თან ტიროდა, ახსენდებოდა თავისი შვილი, როგორ იზრდებოდა მუცელში და ელოდებოდა მის დაბადებას, როგორ ელოდებოდა მის დანახვას და ხელში აყვანას, როცა პირველად ჩაიკრავდა გულში და ძუძს მოაწოვებდა. დედას როდის დაუძახებდა და როდის ეტყოდა შვილი, მიყვარხარო... ყველაფერი გაიხსენა თავის შვილთან დაკავშირებით და ბავშვს ხელი გადაუსვა. ნეტა როგორია ჩემი პატარაა... რამხელა გაიზარდა?.. რა სტკივა და აწუხებს?.. ფიქრებში წავიდა და ცრემლები დაედინა ღაწვებზე. ცდილობდა თავისი ტკივილი ფიქრებიდან განედევნა და მშვიდად ყოფილიყო პატარა ბავშვთან, რომელიც მის შეხებას და ალერსს გრძნობდა... ანდრია მუშაობას გულს ვერ უდებდა. მთელი ორი დღე აურია სამსახურში, ხან მივიდოდა, ხან წამოვიდოდა. იცოდა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან უამრავი პაციენტი იყო ჩაწერილი მასთან ვიზიტზე და უკვე აღალატებდა. სამსახურში მისული ეგრევე უფროსის კაბინეტს მიადგა. _ ოოჰჰჰჰ, მოაგვარეეე საქმეები და მოხვედიი?! რა მოხდა? ასეთი ვინ გამოჩნდა, რომ ორი დღე პირველად აურიე სამსახურში?! _ ქალი! _ ქალი! მაშინ მე ავიღებ ჩემს თავზე პაციენტების მკურნალობას და შენ მიხედე შენს ქალბატონს! _ უთხრა უფროსმა და გაუღიმა: _ რა იყო?! არ თქვა ახლა, სამსახურში მოვედი და ვიმუშავებო! _ არა... _ გაეცინა ანდრიას და უფროსს საბუთი მიაწოდა. კაცმა დახედა და გაეცინა: _ რამდენიმე დღე გაგათავისუფლებ, კაცო, რა შემაშინე! მეთქი სადმე მიდის დიდი ხნით! _ ხელი მოაწერა განცხადებას და უკან დაუბრუნა, თან შეეკითხა: _ მშვიდობაა?! _ ჩემს გრძნობებში მინდა გავერკვე და დავფიქრდე! _ კარგი, კარგი... აბა შეხვედრამდე და შენ იცი! მალე გადაგეწყვიტოს ეს საკითხი და სწორ გზაზე დამდგარიყავი... ანდრიამა მადლობა გადაუხადა უფროსს, დაემშვიდობა და მაშინვე ალისიას დაურეკა. ალისია ზღვაზე იწვა და მუსიკებს უსმენდა, შემოსულ ზარებს არ პასუხობდა. მზემ ძლიერად დააჭირა. ქალიც ვეღარ გაჩერდა და მაშინვე ზღვაში შეცურა. _ ალისია... მაპატიეე... მაპატიე, რომ მოგიტაცე და შეგაშინე. გთხოვ დამელაპარაკე, სად ხარ, შენი ნახვა მინდა... _ ალისიაა, დამელაპარაკე, მიპასუხე...შენთან საუბარი მინდა... ბავშვი ვნახეთ და რომ ვაკოცე, ისეთი თბილი იყო, ასე მგონია ტკივილი მომიშუშა, მაგრამ შენთან საუბარი მინდა... ალისია... _ შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ... პირველი ხარ, ვინც ჩემს ცხოვრებაში ასე შემოაღწია და თავი მომაწონა... ალისიაა... ის მაინც მითხარი გიორგისთან რა გაკავშირებს?! ალისიაა! მიპასუხე, ლამისაა გავგიჟდე ეჭვიანობისგან! _ მისი ტელეფონი მაინც მომეცი! ალისია! ალისიამ საათს დახედა და სმს-ები წაიკითხა თუ არა, ტელეფონი დაბლოკა. მერე მეგობრებს მიუბრუნდა: _ მე ვიცვამ და მივდივარ, ასე ძალიან მზეში აღარ მინდა ყოფნა! _ ჩვენ ცოტა ხანი დავრჩებით. სახლში წახვალ?! _ მაშინ კაფეში დავჯდები. _ თქვა, კაბა გადაიცვა და კაფესკენ წავიდა. როცა ბინაში დაბრუნდა, რატომღაც, ინტერნეტში შევიდა. ფეისბუქი გახსნა და უცებ თვალები გაუფართოვდა. _ ისევ შეენ? ახლა რა ჯანდაბა გინდაა?! შენღა მაკლდი! _ ალისია, როგორ ხარ? მომენატრე. _ 5 წლის წინანდელი სიყვარული სწერდა. დააკვირდა თარიღს და რამდენიმე დღის წინ იყო მოწერილი. პირველად ცხოვრებაში ალისიას ამ სმს-ზე პასუხის მიწერა არ მოუნდა. არც მონატრება უგრძნია და ტაში შემოკრა. მან მოახერხა ამ ერთი ვიგინდარას ისტორიის ნაგავში გადაყრა და დავიწყება. _ არც მე ვიცი, ეს როგორ გამოუვიდა იმ ექიმს, რომელიც ზედაც არ მიყურებდა, როცა მის კაბინეტში შევედი. _ თქვა თავისთვის. ალისიამ მესიჯი წაშალა და მაშინვე ზღვისკენ გაეშურა მეგობრებთან, გახარებული, რომ წარსული უკვე მისთვის უმტკივნეულო იყო და მოშუშებული. მაგრამ ახლა ანდრიაზე იყო გაბრაზებული, ასე რომ მოექცა. ზღვაში შეცურა და გაუყვა ტალღებს. ცოტა ხანში მოიხედა და კაცის ხმაც მოესმა. _ რატომ გამირბიხარ და მაიგნორებ?! _ შენ ჩემთვის უკვე არაფერს აღარ ნიშნავ! დიდი ხანია უკვე! _ ტყუი! გახსოვს როგორ გიხაროდა ჩემი სმს-ები და ჩემთან საუბარი! ყოველთვის მირიგდებოდი და ჩემკენ გამორბოდი! _ ცდები! ზაფხულში გნახულობდი მხოლოდ, ისიც ორჯერ! მეტჯერ არ მინახავხარ და ახლა ვამაყობ ჩემი თავით, რომ მეტჯერ აღარ შეგხვდი! შენ ჩემთვის არავინ ხარ! ახლა სულ სხვა ადამიანი მაინტერესებს და შენ უკვე ერთი პატარა სულელური გატაცება გახდი, რომელიც წარსულში დავტოვე! _ არაა ასე, ალისია და კარგად დაფიქრდიი! ჩემს მოახლოებაზე ისევ გიფართხალებს გული და გინდა ახლოს გყავდე! დაფიქრდი, ასე თუ არაა?! _ შენს მოახლოებაზე არაფერს აღარ განვიცდი! მეცინება, შენზე რომ დავხარჯე ის წლები, მაგრამ კარგი გაკვეთილი იყო იმის გასაგებად, რომ შენ ის არ ხარ, ვინც მე მჭირდება და მეყვარება! მე შენ არ მჭირდები და არ მიყვარხარ! _ იცოდე, ახლა გაძლევ ბოლო შანს და კარგად დაფიქრდი! ბოლო შანსი გაქვს ჩემი დაბრუნების! _ ჰოდა, კარგად იყავი! _ თქვა ქალმა და ნაპირისკენ გაცურა. ბიჭი უკან მიჰყვა ცურვით და მის გვერდით დადგა. _ კარგად დაფიქრდი, ალისია! _ წარმატებებს გისურვებ! მე შენ აღარ მჭირდები! _ გაიღიმა ბედნიერმა და გასარუჯად წამოწვა. მუსიკის ხმას აუწია, თავისი მეგობრები დაამშვიდა, კარგად და ბედნიერად ვარო და მშვიდად მიწვა შეზლონგზე. ამ დროს მისკენ მომავალი გიორგი და ბავშვი დაინახა. ალისია მათკენ გაიქცა. ხელები გაიწვდინა და პატარას ჩაეხუტა. ხელები მოხვია ბიჭს და ხელში აიყვანა: _ ჩემიი ტკბილი... _ მიეალერსა. _ მე ამ შესანიშნავ გემრიელ ბიჭს ბევრს ვაკოცებ! _ თქვა და ბავშვს კოცნა დაუწყო. _ იციი რა ტკბილი ხარ?! უტკბილესი! _ ამბობდა და ბავშვის მოფერებით ვერ ძღებოდა. მერე დაქალებს დროებით დაემშვიდობა და გიორგისთან ერთად აუზზე გადაინაცვლა. ბავშვი წყალში ჩაიყვანა, გიორგი კი იქვე ჩრდილში ჩამოჯდა. პატარა წყალში ორივე დაცურავდა და ალისია მასთან ერთად იცინოდა და მხიარულობდა. გიორგი ფიქრებში წასულიყო. ალისიამ ბავშვი კალთაში ჩაისვა და გიორგის შეხედა. _ რა მოგივიდა, რაც ჩამოხვედი ხმა არ ამოგიღია! _ შენი მანქანა პოლიციაშია და ირაკლის უმტკიცდება მანქანის გაფუჭება... _ ეგ ვიცი! სხვაა?! _ ახლა შეგიძლია მშვიდად ვიყოთ, აღარ შეგვაწუხებს! _ ამაზე კი არა, მგონი ნინოზე ფიქრობ! მისი ნახვის მერე არ ხარ ხასიათზე! ისევ გიყვარს! _ არაა! _ თქვა კაცმა და უცბად წამოხტა. _ ანუ გიყვარს! _ შენ, ალისიაა?! შენ გიყვარს ანდრიაა?! _ არაა! _ ანუ გიყვარს! _ მორჩი! _ თქვა ქალმა და სკამიდან წამოხტა, ბავშვი მიაჩეჩა მამამისს და ბინისკენ გასწია. _ ალისიაა! _ დაუძახა გიორგიმ და ქალიც მოტრიალდა. _ ჩვენ მარტო დღეს ვართ აქ! უკან ვბრუნდებით! _ სად ნინოსთან?! _ არა, ჩემს სახლში! შენ ზღვაზე იქნები?! _ ცოტა ხანი კი! _ თქვა გაბრაზებულმა და ისევ გიორგისკენ წავიდა. ბავშვს ხელი მოხვია და კოცნით გაძღა თუ არა, გაუღიმა ორივეს და დაემშვიდობა... ანდრია სამსახურიდან სახლში დაბრუედა. გაბრაზებული და გულნატკენი იყო, ალისიამ რომ არ უპასუხა სმს-ებზე. წინა ღამე გაახსენდა, საშინლად ტკივილიანი, ყოველ წამს გიორგის და ალისიას იხსენებდა და გული ეწურებოდა. გრძნობდა, ისევ უჭერდა გულზე მარწუხები და თავს ცუდად გრძნობდა. თავის ოთახში იჯდა და ალისიას ბედნიერი სახე ახსენდებოდა, მისი კოცნა, მისი სითბო და სიყვარული. არაა, არა, მას გიორგი არ უყვარს! არ უყვარს! მას მე ვუყვარვარ. მეეე! მართალია ამას არ ამბობს, მაგრამ ვგრძნობ, რომ მე ვუყვარვარ და მე ვუნდივარ! მხოლოდ მე ვმოქმედებ მასზე ისე ძლიერად, რომ მთელი სხეული უხურს და გულიც ისე უძგერს, როგორც არასდროს... ალისია მხოლოდ ჩემია, ჩემი და სხვა არავისი! ზღვაზე წავიდოდა ალბათ... იქნებ იქაც გიორგისთანაა, იქნებ მის გვერდით არის ბედნიერი... არა, ჩემთანაა ბედნიერი! მხოლოდ ჩემთან! ალისია, შენ მე ვერ მიმატოვებ! ვერ მიმატოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ მოგიტაცე და მოგატყუე, თითქოს ირაკლი ვიყავი! უნდა მაპატიო და გამიგო... მე ხომ მიყვარხარ, ალისია! შენ მიყვარხარ! _ ფიქრობდა ანდრია. მეორე დღეს ანდრია ალისიას მამასთან მივიდა. ალისიასთან შეხვედრებზე დაითანხმა და დაჰპირდა, რომ გაუფრთხილდებოდა მის შვილს. მერე სოფელზე დაელაპარაკა. როცა გაიგო, სოფელში მივდივარ საქმეზეო, ანდრიამაც შესთავაზა წაყოლა და დილას ადრევე ერთად გაუყვნენ სოფლისკენ გზას... სამსახურის ამბებს მოუყვნენ ერთმანეთს. ძირითადად ანდრია საუბრობდა. კაცს ყველა კითხვაზე პასუხს სცემდა და თვითონაც ალისიაზე კითხულობდა ამბებს. სოფლის სახლში მისულებმა საჭმელი ჭამეს, დაისვენეს და დივანზე ჩამოსხდნენ. _ ალისიას ბავშვობა სოფელში აქვს გატარებული, _ თქვა მამამისმა, _ აქაურობა ძალიან მოსწონს და შეეჩვია აქ ყველაფერს, გველებსაც, კუებსაც. _ გასაკვირია ასეთ რამეებს რომ არ უშლით... _ ვინ თქვა არ ვუშლიო. _ გაეღიმა კაცს. _ ვუშლი, გველებს რომ ეხება, მაგრამ არ იშლის. _ გამოდის, მოურჯულებელი და ჯიუტია. _ თქვა ანდრიამ, _ ჯიუტია, მაგრამ საყვარელი... მისი ღიმილიანი სახე მახარებს. მერე საქმეს შეუდგნენ. ალისიას მამამ ხეები მოიტანა და ანდრია დაჩეხვას შეუდგა. გვიან ღამით მორჩნენ მუშაობას და სავახშმოდ დასხდნენ. მეორე დღეს მწვადი შეწვეს და სათევზაოდ ჟინჟღილის გამზადებას შეუდგნენ. ანდრია გაკვირვებული უყურებდა ცეცხლით განათებულ მდინარეს, რომელიც წყალში ირეკლებოდა. ცეცხლმოკიდებული ბამბა, რომელიც ხეზე იყო დახვეული, ნაპირს ანათებდა, ქალის მამა კი თევზს იჭერდა ხელით ან დიდი ჩანგლით. ანდრია დადიოდა ნაპირთან და დიდი გულისყურით უცქერდა თევზჭერის ამ მეთოდს. სიბნელეში დადიოდა ცეცხლით ხელში, მისთვის ყველაფერი ახალი იყო. ბუნებას ეძინა, ორი კაცი სიბნელეში დააბიჯებდა მდინარის პირას და ფრთხილად ეძებდნენ წყალში თევზს. ცეცხლი იდუმალი სანახავი იყო სიბნელეში. ვარსკვლავებით განათებულ ღამეს ისიც აკაშკაშებდა და საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა. კარგა ბლომად დაიჭირეს თევზი და შინ გვიან დაბრუნდნენ. დილით გემრიელად მიირთვეს თავიანთი ნადავლი, ისაუბრეს წუხანდელ ღამეზე, მერე მიალაგეს ყველაფერი და მშვიდად გაუდგნენ გზას ქალაქისკენ. ანდრია კაცს დაემშვიდობა და იმანაც მადლობა გადაუხადა სოფელში რომ გაჰყვა. ანდრია კი სახლში წავიდა. რამდენიმე დღე გავიდა, რაც ალისია არ ეხმიანებოდა და სამსახურში გადაწყვიტა წასვლა. დილას სამუშაოზე გამოცხადდა. ამჯერად ყალბი ღიმილით დაიწყო პაციენტების მიღება. შესვენების დროც მოვიდა. ის იყო გასვლას აპირებდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ადგა და გააღო. იქ ალისია იდგა. მას ალერგია რომ არ ჰქონოდა ხელზე, აქ არც მოადგამდა ფეხს, მაგრამ მუშაობაში ეს ხელს უშლიდა და ამიტომაც გადაწყვიტა აქ მოსვლა, წამალი სჭირდებოდა, მალამო, რომელიც ანდრიას უნდა გამოეწერა მისთვის, თორემ ფეხს არ მოადგამდა. _ ხელებზე გამომაყარა და ამიტომ მოვედი. _ სწრაფად უთხრა და კართანვე გაშეშდა, როცა ანდრიამ ალისიას ხელი წაავლო. მაშ მარტო ამისთვის მობრძანდი? _ გაიფიქრა გულში და კარი გამოუღო. _ ჩემი პაციენტი აღარა ხარ, სხვასთან მიდი და ის გამოგიწერს წამალს! _ ამ სიტყვებით ქალი კარში გამოაგდო და კარი მიუჯახუნა. _ სულელი ბავშვი! _ თქვა და დაჯდა. ალისიას საყურე დაუვარდნოდა და ეს ახლა შეამჩნია ანდრიამ. დაიხარა და აიღო. პატარა, ლეღვის ფორმის საყურე იყო, წითელი ფერის, რომელიც ანდრიას ძალიან მოსწონდა და გარეთ გავარდა. ალისია ისევ იქ იყო... მკლავში წაავლო ქალს ხელი და კვლავ თავისთან შეათრია. _ წამალს მაშინ გამოგიწერ, როცა ჩემთან ყოფნაზე იქნები თანახმა და მაშინ შეგირიგდები. მანამდე ყველაფერი დაივიწყე! შენ ჩემი გახდები და როცა გახდები, მაშინ დავილაპარაკოთ შენს ალერგიაზე და ჩვენზე. მანამდე მოიფიქრე! ახლა კი ნახვამდის! _ კარი გააღო და ისევ გარეთ გაუშვა ქალი. _ აა! ანდრიამ ერთმანეთში აურია სამსახური და ურთიერთობა! ნამდვილი სულელი კაცი! _ დასცინა ალისიამ და გაბრაზებული მანქანაში ჩაჯდა. მთელი დღე უხასიათოდ გაატარა. საღამოს კი ვერ მოითმინა, ტელეფონი აიღო და ანდრიას დაურეკა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და გაბრაზებულმა გარდერობს მიაშურა. გრძელი ლურჯი კაბა ეცვა. თავისი ლეღვის ფორმის საყურე ვერ გაიკეთა, ბერვრი ეძება, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. ის ხომ ერთადერთი იყო, რომელიც დიზაინერს შეუკვეთა და გააკეთებინა. გული დასწყდა, რომ მაინცდამაინც ის საყურე დაკარგა. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. მარცხენა ფეხი გადმოდგა, შიშველი, რადგან კაბა ამ მხარეს იყო ჩახსნილი და ყოველ ნაბიჯზე ფეხს უშიშვლებდა. ანდრია ძალზე სიმპათიურად გამოიყურებოდა. გულაჩქარებული ქალის სხეულს აუყვა მზერით. ძლივს გადადგა მისკენ ნაბიჯი და მიესალმა. ორივენი აუყვნენ კიბეს და ოთახში შევიდნენ. ანდრიამ კარი მიხურა და ალისიას ნაბიჯი გადადგმული არ ჰქონდა, რომ თავისკენ შემოატრიალა და ლოგინზე დააგდო. მის მოშიშვლებულ ფეხს შეეხო და კოცნა დაუწყო. მერე ტუჩები ხელმა შეცვალა და ალისიას გაუხსნელ კაბასთან შეჩერდნენ. _ ამ კაბის გახევა არც გაბედო! _ ბრძანა ალისიამ და გაჩუმდა. _ და რომ გავხიო, რაა მერეე?! ესეც ერთადერთია შენსავით?! _ მე ერთადერთი ვარ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ეს კაბა ერთადერთია! და არ მინდა გახიო! _ ელვაშესაკრავი არ აქვს ამ კაბას? როგორ იცვამ?! _ და გაეცინა. _ როგორც ვიხდი, ისე ვიცვამ! _ თუ ასეა, მაჩვენე, რახან მისი გახევა არ გინდა! ალისია წამოდგა, კაბას ბოლოში მოჰკიდა ხელი, ზევით ასწია და წამში გაიხადა. _ ახლა ჩაიცვი! _ მოითხოვა ანდრიამ, რაც ალისიას გაუკვირდა. _ თუ ჩაცმას მთხოვდი, რაღას გამახდევინეეე?! _ ალისიამ ჩაიცვა და კარისკენ წავიდა. ანდრია დაეწია და ზურგით ჩაიხუტა. ქალი გაჩერდა და მოტრიალდა. ანდრია დაიხარა, კაბა ამჯერად თვითონ გახადა და სკამზე მიაგდო. ალისიას წელში მოჰკიდა ხელები და ლოგინზე დააწვინა. ქალმა ნელ-ნელა თავისი ხელები მის ყელთან მიიტანა და მამაკაცს პერანგი პირველი ღილი შეუხსნა. თითები ისე ხსნიდნენ ღილებს, თითქოს მას არ ემორჩილებოდნენ, თავისით აკეთებდნენ საქმეს. მალე ანდრიას პერანგი უკვე აღარ ეცვა. კაცი ადგა და შარვალი შეიხსნა, თან ალისიას აკვირდებოდა, რას იზამდა ან რა რეაქცია ექნებოდა. მასში გაკვირვება არც ჩანდა. ალისიამ თვალები სხვაგან მიაპყრო და ფიქრს მიეცა: _ ნუთუ ამას ვაპირებ?! ქალი, რომელიც ფლირტსაც არ მიიყვანდა მამაკაცთან ბოლომდე, ნუთუ თანახმა იყო ამაზე? ალისია იწვა ლოგინზე და არ გარბოდა, არც არას ამბობდა, მხოლოდ ანდრიას მზერას გრძნობდა სხეულზე. ეხვეწებოდა ანდრიას თვალებს, იქამდე ჯერ არ მივიდეთო! არა! არ უნდოდა, ახლა გამხდარიყო ქალი და ყველა თავისი გეგმა ასე ჩაეფუშა... ანდრია მისკენ დაიხარა და ხელებით მოეფერა. მერე მისი სხეულის ქვედა ნაწილს შეეხო და კითხვა დაუსვა: _ მზად ხარ?! ალისიამ თავი დააქნია. ბოლოს, ჰოო, _ თქვა და გაჩუმდა. _ მზად ხარ წამლის გამო თუ ურთიერთობის გამო?! _ ორივეს გამო. ანდრიას გაეცინა. ალისია მის იუმორზეც აფრენდა ჭკუას და ეს იჭერდა მის მკლავებში. თავდაპირველად ანდრია მის სხეულს ხელით ეხებოდა და ალისია უარს არ ეუბნებოდა. არაფერს დაგიშავებ და არ გატკენო, უთხრა ანდრიამ. ქალი ჩუმად ელოდა. ალისია, ადექი! არა! ეს შეუძლებელია, შეუძლებელია ამ კაცს უარი უთხრა, შეუძლებელია მისი ღიმილი დაივიწყო, მისი იუმორი და ასე მიატოვო! ეჩხუბებოდა ალისია თავის თავს და სიამოვნებისგან კვნესოდა. ეს ხმა შეიგრძნო ანდრიამ და გაჩერება აღარ მოუნდა. მეტს არ აპირებს ახლა, იცის, რომ ალისია ამისთვის მზად არ არის, მაგრამ მაინც აქ არის. მხოლოდ მოეფერება და მორჩება. ეს ცოტათი მაინც დაამშვიდებს, რომ ალისია არ გაიქცევა და არ წავა სხვაგან ან სხვასთან, მაგრამ რა გარანტია აქვს, რომ არ გაიქცევა, თუნდაც მოსახდენი მოხდეს?! ის ხომ იმ ქალს არ ჰგავდა, ვინც კაცს ეტყოდა, შენთან ვიწექი და ცოლად შემირთეო. ეს იცოდა ანდრიამ, იცოდა და ხვდებოდა, ამას რომ ალისია ამას არ იტყოდა. რატომ არ სთხოვდა ამ კაცს უფრო მეტს, რატომ?! ამ ფიქრებში დარბოდა მისი გონება და ალისიას ხელს არ აშორებდა. მის კვნესას როცა გაიგონებდა, მხოლოდ მაშინ გამოერკვეოდა ფიქრებიდან და უცქერდა, ქალში მისი ხელის შეხება რა გრძნობებს აღვიძებდა. ალისია გათამამდა და ანდრიას თვითონაც მოხვია ხელები. ანდრიამ მძლავრად მიიხუტა. ალისიას კვნესას ახლა სულ სხვანაირად ისმენდა კაცი. ორივეს ერთნაირად უცემდა გული. ალისიას სხეულს კაცის სხეულის სუნთქვა ესმოდა. ქალს მარჯვენა ხელი მის თმაში შეეცურებინა, მარცხენით მის ზურგს ეხებოდა და ვნების ბურანიდან გამოსვლას აღარ აპირებდა, რათა არ გაქცეულიყო. _ ალისიაა!!!! _ ანდრია!!! _ დამატყვევებელი ხარ იმ ლამაზი კაბის გარეშეცც! _ არ მომწონს, როცა ასე მაგიჟებ! _ ნუ გეშინია, დღეს მეტს არაფერს გიპირებ! _ კაცი ისევ ალისიას იყო მიკრული და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ალისიამ ამოისუნთქა და გამოერკვა: სხვა მეტი არაფერიო, მაგრამ ის მუქარა ტყუილი იყო?! ნუთუ ჩემთან არ უნდა თუ ჩემ გამო იკავებს თავს?! _ გამატარე! _ მკაცრად მიმართა კაცს და ლოგინში ისე შეირხა, რომ ანდრია გაწეულიყო. _ რატომ?! _ სააბაზანოში შესვლაზეც ანგარიში უნდა ჩაგაბარო?! _ კიი! _ ქალს გაუღიმა, აკოცა და გვერდით გადაწვა. რაებს აკეთებ, ალისია! არ უნდა მოდუნდე ასეეე! ასეთი გაუწონასწორებელი არასდროს ყოფილხარ!!! ამას ადრე არ დაუშვებდი არასდროს!!! მაგრამ სულ არასდროს ხომ არ იქნება?! სახე დაიბანა და სარკის წინ დადგა, მაგრამ შიგნით არ იხედებოდა. რისი ეშინია?! იქიდან სხვა ქალის დანახვა თუ გაუწონასწორებელი ქალის დანახვა?! მთელი სხეული უხურდა, ყველა შენახები ადგილი ეწვოდა და სიმხურვალეს გრძნობდა. მაშინვე აბაზანაში ჩახტა და ცივ წყალს შეუშვირა მთელი სხეული. შესცივდა. აკანკალებულმა გააღო კარი. ანდრიამ გაოცებით შეხედა: _ რამე ხომ არ გინდა?! ქალმა მხოლოდ თავი გადააქნია და კაბისკენ წავიდა. _ ნანობ?! _ არაა. არ ვიცი. _ ჩემი რომ გამხდარიყავი, ინანებდი?! _ არ ვიცი! კაცმა ხელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა. ჩაეხუტა. მის ყურს ხელი მოჰკიდა და თმისკენ გადაინაცვლა. უყურებდა ქალს და მის თმაში ეფლობოდა. მერე შარვლის ჯიბეს გადასწვდა, ამოიღო რაღაც და ალისიას ყურებს მიუბრუნდა. ჯერ მარჯვენა ყურს შეეხო და სცადა, სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. არაა, ვატკენ. ჯობს თვითონ გაიკეთოს. და საყურე ალისიას ხელისგულზე დაუდო. _ ეს შენ საიდან გაქვს? დღეს მთელი დღეა ამას ვეძებ და შენ რატომ გაქვს ან როდის მომხსენი?! _ ჩემს კაბინეტში დაგივარდა. ალისიამ საყურე მოიხსნა და ისინი გაიკეთა. _ ამის გაკეთებას ცდილობდი და ვერ გააკეთე?! _ გაეცინა. _ ჰო, ვიფიქრე ვატკენ-მეთქი. ალისიას გაეცინა და ანდრიასაც. _ ლამაზია! _ ვიცი, ანდრია. _ იფიქრა, საყურეზე მეუბნებაო. _ ალისია ლამაზი! _ ადრე ვერ შენიშნე და რა ვიცი! _ შევნიშნე, მაგრამ ის სხვა კაცებზე ფიქრობდა! _ ახლა რა, არ ვფიქრობ?! _ ალისია!!! გიორგისთან რა გაკავშირებს?! _ არაფერი, მხოლოდ ნაცნობობა, მე ის გადავარჩინე და ბავშვი... _ როგორია ბავშვი?! _ ძალიან საყვარელია და ლამაზი, თბილი და კეთილი. _ გიორგი სადაა?! იმ დღის მერე არ შემხმიანებია. _ ბავშვთან არის. შენი და რას შვრება?! _ დედასთან და ბავშვთან არის. ცდილობს ბავშვი შეიყვაროს. რომ ვაკოცე ბავშვს, ისეთი თბილი და კარგი იყო, ასე მგონია ყველა ჩემი ჭრილობა მოაშუშა... მაგრამ არ მინდა ჩემი და იტანჯებოდეს თავისი შვილის გარეშე... არ ამბობს, მაგრამ ვიცი, გიორგი უყვარს... ისიც ვიცი, რომ ირაკლისთან არასდროს ყოფილა ისე, როგორც მასთან. გიორგის ნომერი მინდა, ალისიაა... მომცემ?! გთხოვ... მაპატიე, რომ ასე მოგიტაცე და შეგაშინე. ალისიამ ტელეფონს დახედა და ნომერი უკარნახა. ანდრიამ ცოტა ხანში დარეკა, მაგრამ არ უპასუხა ყოფილმა სიძემ და ალისიას დამწუხრებულმა შეხედა. _ არ მპასუხობს... _ როცა მოუნდება, დაგირეკავს და შეგხვდება. _ მიუგო, პლედი გაასწორა და კაციც გვერდით მიუწვა. _ ალისია, მინდა ერთმანეთს ვხვდებოდეთ და ერთად ვიყოთ... მერე კი ერთად დავიწყოთ ახალი ცხოვრება... რას ფიქრობ?! არ მაპატიე ჯერ?! _ არაა! _ ეს შენ გიყიდე... _ თქვა და ქალს გაუწოდა შეფუთული საჩუქარი. _ ეს საჩუქარიც კი არ გიშველის! _ ვიცი... მაგრამ მაინც უნდა მიიღო. ალისიამ საჩუქარს ლენტი მოხსნა, კოლოფი გვერდით დადგა და საჩუქრის ყუთი ამოიღო, რომელიც ლამაზი თეთრი ყვავილებით და წარწერით იყო გაფორმებული. _ მაპატიე, ალისია... არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა და შემეშინებინე, _ წაიკითხა ფურცელზე და მერეღა დახედა წარწერას, რომელიც წითელი კალმით იყო შესრულებული: _ ალისია, მიყვარხარ. შენი მუზა... ქალს გული აუფართხალდა და ბედნიერმა მოხვია კაცს ხელები, აკოცა კისერში და იქვე დარჩა. კაცს მისი სუნთქვა ეხებოდა ყელში და ბედნიერი ხვევდა ქალს ხელებს. ქალმა ანდრიას ახედა გვერდიდან და ისევ წითლად ნაწერს შეხედა ყუთზე. _ ლამაზია! კარგი ჩანაფიქრია! _ ყუთი გახსნა და უჯრები დაათვალიერა, რომელიც მძივებისთვის იყო განკუთვნილი. _ მადლობა... მაგრამ ასე ადვილად მაინც არ დაგივიწყებ, რომ შემაშინე! _ თქვა და ისევ კოლოფში ჩადო სამკაულების ყუთი. ანდრიამ ხელი მოხვია და მიიხუტა. ორივეს მალე ჩათვლიმა. ორი დღის შემდეგ გადაწყვიტეს, ალისიასთან შეხვედროდნენ ერთმანეთს. და აი დადგა შეხვედრის დრო... ანდრია კიბეზე ადის და იცის, რომ ცოტა ადრე მიდის ქალთან, მაგრამ უნდა ადრე მისვლა, მალე უნდა ნახოს ალისიაა და არა ზუსტად 7 საათზე. და ალისიას კართან ესმის: _ ალისია, კარგი რა, 5 წელია გიყვარვარ. 5 წელი ერთმანეთს ვხვდებოდით, გენატრებოდი და მითხარი, რომ სამუდამოდ დამელოდებოდი. კარგად მახსოვს შენი სიტყვები, შენ ჩემთან ყველაფერზე თანახმა იყავი იმიტომ, რომ გიყვარდი და ახლაც გიყვარვარ, უბრალოდ, ვერ მაპატიე წასვლა, მაგრამ კარგად იცი, როცა მივდიოდი და მერე უკან გიბრუნდებოდი, შენ ისევ მხვდებოდი და მიღებდი! ჩემთან შეხვედრაზე ოცნებობდი და როცა გეტყოდი, მინდა შენი ნახვა-თქო, შენ ჩემთან მოდიოდი! ალისია არაფერს ამბობდა, მით უმეტეს ახლა, როცა ანდრიას გაოგნებული მზერა შენიშნა. ქალი ადგილზე გაიყინა. _ ეს მართალია, ალისიაა?! _ იყვირა ანდრიამ. _ ჰო, მაგრამ ეს იყო წარსულში! _ შენ წარსულს არასდროს ივიწყებ, ალისია! ისევე როგორც მე ვერ დამივიწყე და გახსოვვარ! _ დაიძახა წარსულმა და ანდრიას მუშტი მისი მოხვდა ყბაში. ანდრია შეტორტმანდა. არ ეგონა, თუ ვინმეს ხელს მოუქნევდა და უკან გავარდა. გავარდა იმის გამო, რომ ალისიას ყვირილი შემოესმა, ანდრია რას აკეთებო, როცა მუშტი მოუქნია იმ კაცს, რომელიც ახლა ქალის გვერდით იდგა. ანდრია კიბეს სირბილით ჩაუყვა. ალისიამ გაკიდება სცადა, მაგრამ კაცმა დაიჭირა და ხელი პირზე ააფარა, რომ არ დაეყვირა!. _ ხედავ?! არც მოგისმინა და არც დაგიჯერაა! მე კი გისმენდი და შენი მჯეროდა კიდეც, როცა გრძნობებს მიშლიდი, როცა გენატრებოდი და გიყვარდი. ანდრიამ ეს სიტყვაც გაიგონა და სადარბაზოდან შლეგივით გავარდა, რომ მეტი არაფერი მოესმინა... _ გეყოფაა! შენ ის ვერ მოინელე, რომ მე ვიყავი ერთადერთი ქალი, რომელიც შენთან დაწოლას არ ცდილობდა. ერთადერთი, რომელმაც სექსზე უარი გითხრა და შენზე უარი თქვა! გეგონა უშენოდ მოვკვდებოდი და შენი სიყვარულის გარეშე ვეღარ ვიარსებებდი! შენ სიყვარული არც კი შეგიძლია. შენ მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს, შენი ნაგავი თავი! შენ არავინ ხარ! 5 წელიწადი კი არ მიყვარდი, მძულდი, რომ ერთადერთ ვიგინდარას გამოვუტყდი გრძნობებში და ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ვიგინდარას უარი ვუთხარი ყოველგვარ ურთიერთობაზე და მით უმეტეს სექსზეე!ახლა გაეთრიე აქედან! სამუდამოდ და იცოდე, რომ მე შენ შენთან დაკავშირებული წარსული სიკვდილის დროსაც კი არ მემახსოვრება და არ დამჭირდება,ისევე როგორც არ დამჭირდები შენ, რადგან არ მჭირდები, დიდი ხანია უკვე! _ და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა. ალისიამ სუფრა გაშალა და კარს აღებდა, რომ ანდრიას ჩახუტებოდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს წარსული მოეთრა მასთან და დაუნგრია ბედნიერება. ის ვახშამიც უნდოდა ძირს გადმოეყარა, მაგრამ ის მაინც ძლიერი ქალი იყო, ესეც აიტანა და საზიზღარ წარსულს მიახალა ყველაფერი, რაც ადრე ვერ უთხრა. ამის მერე შვება იგრძნო, ანდრიას კი მაინც დაიმორჩილებდა და დაიმონებდა. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ამას გააკეთებდა, თუნდაც თავი ისე დაეკარგა, რომ თავის თავთან დადებული ფიცი გაეტეხა და მისი გამხდარიყო! ალისიამ ღვინო მოსვა და ატირდა. ყოველთვის, როცა გეგმას ალაგებს, ყველაფერი ეფუშება. რატომ?! წარსულის ჭრილობები დაივიწყა! ანდრიამ დაავიწყა, მაგრამ შედეგი? თუმცა ეს ხომ ალისიას ბრალი არ არის? ის მოულოდნელად დაადგა თავს. ჰოდა ადგება და მივა ანდრიასთან, მიიღებს თუ არა, მაინც მივა! ამ ფიქრებით გარეთ გავარდა, მაგრამ არა, ანდრია ახლა არ მომისმენსო, ჩაილაპარაკა და უკან მობრუნდა. ანდრიას ბოთლით ხელში იჯდა, რამდენიმე ჭიქა უკვე დაელია. ისევ ფიქრებში ჩაფლულიყო: 5 წელი უყვარდა! 5 წელი! ალბათ ახლაც უყვარს! ამდენი წელი უყვარდა და მასზე ფიქრობდა, მასზე ოცნებობდა და ნატრობდა! მხოლოდ ის კაცი იყო, ვისზეც ოცნებობდა და ენატრებოდა! ბოთლი ხელიდან გაუშვა და იატაკზე დავარდა თუ არა, ხელები თავზე შემოიწყო და აყვირდა: _ ის უყვარს თურმე, ის! 5-წლიანი გრძნობა მასში ჯერაც არ განელებულა! ალბათ არც განელდება! ალისიაა! რატომ?! რატომ არ შეგიძლია მე გიყვარდე! რა გააჩნია იმ კაცს ისეთი, რაც მე არ გამაჩნია, რაც მე არ მაქვს! მეეეე! მე ხომ ყველაფერი მაქვს, ყველაფერი, რაც მომისურვებია! მაგრამ ალისია ერთადერთია, რომელიც მსურს და ჩემი არ არის! ჩემი ვერ იქნება ქალი, რომელსაც 5 წელი სხვა უყვარდა! სხვაა! _ იყვირა და ფეხზე წამოხტა. _ დაე ასე იყოს! ბედნიერებას გისურვებ, ალისიაა! _ თქვა კაცმა და ტელეფონს დახედა. მერე ისევ დაჯდა დივანზე და ტელეფონს ხმა გაუთიშა. დაშტერებული დაჰყურებდა მაგიდას, სადაც ხმაგამორთული ტელეფონი ვიბრირებდა. გაცოფებული კი იყო, მაგრამ ბოლოს გაბრაზებულმა მაინც უპასუხა ზარს. გაიგონა თუ არა ქალის ხმა, მაშინვე გათიშა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, სახეზე წყალი შეისხა, რომ გამოფხიზლებულიყო და ტაქსი გამოიძახა. მალევე ანდრიას ტელეფონზე უცნობი ზარიც გაისმა, ალისიას დაქალი ურეკავდა: _ ალისია ცუდადაა და გთხოვ მასთან მოდი! _ ალისია ცუდად?! _ და 5 წუთში უკვე მის კართან იყო აყუდებული. დაქალმა კარი გააღო, ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ანდრია გათეთრდა ცრემლების დანახვაზე და შიგნით შევიდა თუ არა, გული წაუვიდა... 20 წუთის მერე... ანდრია წევს, ვერ ინძრევა. ვერც დგება და თავი სტკივა. გაახილა ბოლომდე თვალები და ალისია დაინახა, რომელიც მას თვალს არ აცილებდა. _ თვალებში შემოხედვას როგორ ბედავ?! _ და ადგომა დააპირა, მაგრამ მიხვდა, რომ ვერ ადგებოდა. _ აქ რა ჯანდაბა ხდება!_ დაიყვირა უცებ და ზედ დაიხედა. _ დაბმული ხარ! ნუ გეშინია, არ გამიუპატიურებიხარ! არც შემიშინებიხარ მოტაცებით! _ ალისია, მორჩი ამ სულელურ საქციელს, თორემ ვინ ვის გააუპატიურებს, ამასაც ვნახავთ! _ დამშვიდდი და გაჩუმდი, თორემ პირსაც აგიკრავ. _ შენი პატარა ბიჭი არ ვარ, რომ მემუქრები! _ სხვა გზა არ დამიტოვე და ამიტომ ჯობს მე თვითონ გაგაჩუმო! _ და სკოჩი მიუტანა პირთან. ანდრიამ სახე ხან იქით გასწია, ხან აქეთ, მაგრამ ბოლოს ალისიამ თავი დაუჭირა და მაინც აუკრა პირი! _ აი, ეს ჩვენი ვახშამი იყო, _ თქვა და სუფრა დაანახვა, მისთვის რომ გააწყო. _ შენ რომ გიღებდი კარს, ის ვიგინდარა აღმოჩნდა შენ მაგიერ! მე იმ კაცთან არაფერი მაკავშირებს უკვე წლებია და ახლა აქ რატომ მოეთრა, არ მაინტერესებს. ამის თქმა მინდოდა, შენ კიდევ გაიქეცი სულელივით! დაიჯერე, რომ მე ის მიყვარს! _ და სკოჩი ნელა მოხსნა. _ შენს თვალებში დავინახეე მისდამი გრძნობა! _ შენ თუ სიბრაზის გრძნობა ვერ წაიკითხე, ექიმი კი არა, სულელი ყოფილხარ მაშინ! _ ესე იგი კიდევ გიყვარს და ამას არ აღიარებ! გამიშვი ახლა, თორემ როცა ხელებს გავიხსნი, გცემ, ალისია! _ მე შენი არ მეშინია ანდრია! _ აბა იმ ვიგინდარასი გეშინია, რომელმაც მიგატოვა და მაინც უბრუნდებოდი?! _ მორჩი იმ ვიგინდარაზე ეჭვიანობას! _ ალისიამ ანდრიას მკერდზე დაარტყა მუშტი რამდენეჯერმე. _ მე ის არ მჭირდება! არ მიყვარს და არც მაინტერესებს უკვე დიდი ხანიაა! წარსული, რომელიც არაფერს აღარ ნიშნავს, მოვიშუშე და ბედნიერი ვარ, რომ ის აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში! _ იმაზე საუბარიც კი გაღიზიანებს და აღგაგზნებს! ალისიამ ანდრიას სილა გაარტყა და მიაძახა: _ ახლა შეგიძლია აქედან წაეთრიო! _ და ფეხები შეუხსნა. მერე ხელებიც... შეუხსნა და დაელოდა, რას იზამდა ანდრია. _ ყველაფერი დასრულდა! _ იყვირა ანდრიამ და კარში გაუჩინარდა ისე, რომ ალისიასთან აღარ უკამათია და აღარც შეხებია... _ სულელი, ნამდვილი სულელი ექიმი! არ გაპატიებ, ანდრია, ჩემი რომ არ დაიჯერე! _ დაემუქრა გულში და ლოგინს ჩაეხუტა. ალისიამ ბარგი ჩაალაგა და ისევ დაბრუნდა ზღვაზე მეგობრებთან. მხიარულად ატარებდა დღეებს და შურისძიებაზე ფიქრობდა. მთელ გეგმებს აწყობდა, რომ ანდრიასთვის ტკივილი მიეყენებინა. მთელი დღეები ზღვაზე დადიოდნენ გოგოები, საღამოს კლუბში მხიარულობდნენ და დაღლილები ბრუნდებოდნენ ბინაში. ალისიას მოკლე ქვედაბოლო ეცვა და გამჭვირვალე ზედა. ჩოგბურთს თამაშობდა ნინოსთან ერთად. რამდენიმე ხელი მოიგო და ბედნიერი იღიმოდა. ბურთს ერთხელაც დაარტყა ჩოგანი და თვითნოაც ბურთს გაეკიდა. ჩამსხვრეული მანქანის სარკისკენ გაიქცა და მის წინ დადგა. ახლა დაინახა მანქანა, მისი ნომრები. უცბად ნელ-ნელა უკან დაიხია და მანქანას წინა კაპოტს მიეყუდა. _ შენ?! _ სამაგიეროს ასე მიხდი, ალისია?! _ არა! ჰო! _ კაცს შეხედა, გადაიხარხარა და ისევ დაიძრა სათამაშო მოედნისკენ. _ ალისია! _ ხელში სწვდა კაცი და თავისკენ მოატრიალა. _ უფრო მძიმედ გადაგიხადე სამაგიერო! წარსულთან ვიწექი! _ წამოიყვირა და კაცის მოშორება სცადა, მაგრამ ხელიდან ვერ დაუსხლტა. _ რა იყო?! არ მოგესმა! წარსულთან ვიწექი-მეთქი! ეს ჩემთვის პირველი შესანიშნავი ღამე იყო! _ ალისია! ასე ნუ მექცევი! გულს მტკენ! _ ანდრია, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა! შეგიძლია დაისვენო და სხვა ქალებთან გაერთო ზღვაზე! ახლა სრულიად თავისუფალი ხარ! _ ასე ნუ მექცევი... _ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვჭირდება! _ თქვა ქალმა და კაცის ხელი მოიშორა. _ ალისია, ცდები! მე შენ ისევ მჭირდები! ისევ მიყვარხარ და მეყვარები! რომც მიღალატო, მაინც მეყვარები... ახლაც მიყვარხარ! _ შენ ცდები, ანდრიაა! მე შენ არ მიყვარხარ! _ მართლა არ გიყვარვარ?! _ არა! _ მიახალა ქალმა და გაიქცა. კაცმა თვალი გააყოლა და მანქანაში ჩაჯდა. მოატრიალა, ავტოსადგომი დატოვა და მაშინვე დაიძრა ცენტრალური ტრასისკენ. _ არ ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... _ თვალებზე ხელები აიფარა და უცბად დააგდო სიჩქარე. მიღალატა?! მიღალატა?! იქნებ მომატყუა და ჩემი გაბრაზება უნდოდა... უნდოდა გული მტკენოდა და ეს მოახერხა კიდევაც... ალისიაა... მე ხომ მიყვარხარ! მე მიყვარხარ! ასე არ დაგთმობ! _ იბრძოლეეე... იბრძოლე... _ ჩაესმა დის სიტყვები, დაამუხრუჭა და უკან მოტრიალდა. ქალაქში შევიდა და სასტუმროს ნომერი აიღო. ალისიამ ტანსაცმელი გამოიცვალა და ოთახში მყოფ მეგობრებს გადახედა. ლოგინს მიეკრო. ორივე მეგობარი თავზე დაადგა. _ ალისია, რა მოგივიდა, რატომ ეჩხუბე?! _ მან მე მიმატოვა! ახლა მე მივატოვე და მოვატყუე, რომ ვუღალატე! _ დამშვიდდი! მოგენატრება და შეირიგებ! _ არა! მე ის არ მჭირდება! ახლავე გამოიპრანჭეთ და საცეკვაოდ წავიდეთ! _ დაქადნებით თქვა და ახალი კაბა გამოიღო. გაემზადა და ღია შინდისფერ პომადას დასწვდა. საღამოს ანდრიამ ალისიას საათის მსგავსი საათი გაიკეთა, კოხტად ჩაიცვა და სასტუმრო დატოვა. გასვლის წინ ალისიამ ხელში აიღო საათი, სიყვარულის საათი, ანდრიას ნაჩუქარი. გამოპრანჭული გოგოები სახლიდან გავიდნენ. გიორგის მიერ დატოვებული ერთი ბიჭი, როგორც დაცვა, უკან მიჰყვა სამივე ქალს. კიბისკენ მიდის ალისია, თან ანდრია ახსენდება. უცებ ხელზე შეხება იგრძნო და ახლაღა მიხვდა, რომ ვარდებოდა და დაიჭირეს. _ შენ?! დაცვა სადა?! ან გოგოები?! _ როგორ უნდა დავაბა ლოგინზე ვინმე ან როგორ უნდა მოვიშორო, უკვე მასწავლეს, _ და მიანიშნა, რომ დაცვა ქალს აღარ ჰყავდა. _ დღეს მე ვარ აქ დაცვა! _ წელზე ხელი დაადო და ქალთან ერთად კიბეს ჩაუყვა. _ წელზე ხელი მომაშორე, თუ შეიძლება! _ რატომ ვითომ?! არც ისეთი კარგი დაცვა გყავდა! _ არც შენ ხარ ძლიერი, რამდენიმე ხნის წინ ჩემს ოთახში იყავი გაკოჭილი! _ ეს წამლის დამსახურებაა მხოლოდ! _ ანდრიამ ხელი მოჰკიდა და კიბის ჩამოსასვლელთან სიბნელეში კედელთან დააყენა. ქალს სადა მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და ძალიან ლამაზი იყო შავ კაბაში. _ ვაღიარებ დამარცხებას შენი სილამაზის წინაშე! _ და ალისიას ტუჩებს დაეკონა. _ მაგრამ ქალი კოცნაში არ აჰყვა. _ მითხარი, რომ ჩემთვის არ გიღალატია და მომატყუე! _ არ მომიტყუებიხარ! _ არ მჯერა! შენს მუზას ვერ უღალატებდი! ის ხომ შენი შთაგონების ერთადერთი წყაროა! ქალი მიხვდა, ის ჟურნალი წაეკითხა კაცს, სადაც მისი ინტერვიუ დაიბეჭდა და ახსენებდა, მთავარი მოქმედი გმირი ჩემი მუზაა და ჩემი შთაგონების წყაროო. მკაცრად უთხრა: _ ეს ადრე ჩაწერილი ინტერვიუა! ახლა კი არაფერი არ არის ჩვენ შორის! _ მართლა?! _ გაეცინა კაცს და ქალის სხეულს ხელები ჩააყოლა: _ მართალია, ჩვენ შორის არაფერი არ არის, მაგრამ დღეს იქნება! _ თქვა და ქალი ხელკავით ხალხით სავსე დარბაზში შეიყვანა. _ იცეკვე! ხომ ამისთვის გამოიპრანჭე! _ უყვირა ხმაურში. ქალმაც სხეული გაარხია და ცეკვა დაიწყო. _ ჩემი დაცვა დააბი?! _ ექიმი ვარ და არ გამიჭირდა მისი გათიშვა. დაცვა რად გინდოდა?! ჩემგან დასაცავად?! _ არა, გიორგიმ დამიტოვა! _ აქ იყო?! _ რამდენიმე დღის წინ იყო და ბავშვიც ვნახე. ანდრია ქალის ტუჩებს ისევ ეძგერა აქ, ამდენ ხალხში და წელზე ხელი მჭიდროდ შემოხვია! ახლა მისი ხელი ქალის შიშველ ზურგს ეხებოდა... ალისიამ გაიბრძოლა. _ ახლა სილა მოგხვდებოდა, ამდენი ხალხი რომ არ იყოს! _ ალისია, ისინი ცეკვავენნ და მე რას გავაკეთებ, მათი საქმე არა! დამშვიდდი. მხოლოდ გაკოცე! ქალმა თავი გაინთავისუფლა მისი ხელებიდან და გაშორდა. _ ვერცერთი კაცი ვერ შეეხება შენს ტუჩებს, ვერც წარსული და ვერც სხვა! _ უკვე შემეხნენ! გაბრაზებულმა ანდრიამ ალისიას ხელი წაავლო და გარეთ გაიყვანა. მაშინვე ხელში აიყვანა, მხარზე გადაიკიდა და თავისი სასტუმროსკენ გასწია. _ დამსვი! სად მიგყავარ! _ სიმართლეს მაინც გათქმევინებ! _ ჩამომსვიი! _ გაჩუმდი! ალისიამ თავისი მეგობრები მოიკითხა. კაცმა ღიმილით მიუგო, ჩემი ძმაკაცი მიხედავს და არავინ მოიტაცებს, შენ კი მე მოგხედავო და სასტუმროში ტვირთიანად შევიდა. კიბეზე აირბინა, ნომერი შეაღო, კარი ჩაკეტა და ქალი ლოგინზე დააგდო. ალისია რბილად დაეცა და თავბრუსხვევა იგრძნო, თვალები ვერ გაახილა. შუბლზე მოიკიდა ხელი, ნელა გაახილა თვალები და უცბად ისევ დახუჭა. _ რა იყო, თავს მაცოდებ?! _ თავბრუ მეხვევა, ისე მოგყავდიი ამოტრიალებული! _ თქვა და ლოგინზე გაწვა, რომ დაესვენა. კაცმა ხელი წაავლო და სააბაზანოსკენ წაიყვანა. _ ახლა სად მიგყავარ?! _ ფეხსაცმელი ძალიან გიყვარს, ამიტომაც მხოლოდ მაგის დატოვებას ვაპირებ შენს სხეულზე! _ უთხრა ქალს და ეგრევე სააბაზანოში შეაგდო თავის კაბიანად. ანდრიამ საყურე მოხსნა და გადაყარა. მისი თეთრეულიც ძირს ეგდო. ანდრიას ჟილეტი კარს იქით ეგდო, მისი პერანგიც და შარვალიც. ალისიას კაბა ისევ ეცვა. კაცმა კედელთან მიამწყვდია, იცოდა, რომ ამაზე ქალი გაგიჟდებოდა და მის სხეულს შეეხო. მისი სველი ხელები ალისიას ფეხებზე დასრიალებდნენ. ანდრიამ ხელი ქალის კაბასნ მკერდზე ააყოლა და მიხვდა, რომ ქალს ბიუსტჰალტერი არ ეცვა. ხელი მკერდზე მოუჭირა და მეორე ხელით შიგნით შეაღწია. ალისიას სხეულზე მისი ხელი დაფათურობდა და არ უშვებდა. ანდრია ეფერებოდა კაბის შიგნით და ამით ტკბებოდა. უცებ ხელი გაუშვა და მისი ალერსი შეწყვიტა. ალისია ვნებისგან გამოფხიზლდა და ანდრიას მიაჩერდა. კაცია კაბის გახდას შეუდგა. მალე ქალი მის წინ სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ ფეხსაცმელი ეცვა. ახლა ორივენი შიშვლები იყვნენ, მაგრამ ანდრიას ბოლომდე არ გაუხდია. თავზე წყლის ნაკადი ასხამდათ... მათი ხელები სხეულებზე დაცურავდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ... ალისიამ ანდრიას მხარზე დაადო თავი და გაინაბა. ანდრია მის შიშველ მკერდს ეხებოდა და ეფერებოდა... მერე ქალი ხეში აიტატა, მთლიანად სველი ლოგინზე დააწვინა და ჩაეხუტა. ახლა აქ დაიწყო ალისიას ხელის ფათური სხეულზე და მისით თავიდან ტკბობა. _ ახლა უკვე ვიცი, რომ მარტო ჩემი ხარ და მეტი არავისი! ისიც ვიცი, რომ არ გიღალატია და მომატყუე! _ საიდან იცი?! _ ვერ შეძლებდი გეღალატა ერთადერთი შთაგონების წყაროსთვის! _ მუზისთვის! _ ანუ ჩემთვის არ გიღალატია და ეს გასაბრაზებლად მოიგონე?! _ ჰო, ასეა! _ თქვა ქალმა და კაცის შეხებისგან შეხტა, ისევ დაეხვა თავბრუ და კაცს გაუბრაზდა: _ ანდრია! შენ მე მათრობ და მადნობ! ეს არ მომწონს! _ უნდა გაუძლო და დამნებდე! _ არაა! _ იყვირა უცბად ქალმა და ლოგინიდან წამოიწია. _ დღეს არა! _ გაიცინა კაცმა, ქალს ხელი მოჰკიდა, ისევ მიიზიდა მისი სხეული და მიიხუტა: _ ჩემი მორცხვი, გამბედავი, ჯიუტი, ცუღლუტი ქალი! რომ მაღიზიანებდი და მაეჭვიანებდი, რას ფიქრობდი, ადგება და მიმატოვებსო?! _ ჰო! უცებ ალისიამ ანდრია გადმოატრიალა და თვალები დაახუჭვინა, რამდენჯერმე აკოცა და ჩაეხუტა. _ ესაა, რაც უნდა გამეკეთებინა იმ დღეს და შენი ეჭვიანობით გადაიდო. _ უთხრა და წამოდგა. ანდრია წამოჯდა და ალისია კალთაში ჩაისვა. _ გინდოდა იმ ვახშმის მერე ლოგინში დაგები და ჩემ სხეულს კოცნით შეხებოდი?! _ კიი! _ მერე დაბმული არ ვიყავი იმ დროს? ქალს გაეცინა. _ იმ დროს გაქცევა გინდოდა და არა გაუპატიურება! მეც დაგინდე, როგორც შენ დამინდე იმ დღეს... _ შენ რომ მე შემხებოდი და მომფერებოდი, იმ დღეს არსადაც არ გაგიშვებდი და არც გავიქცეოდი! ქალი ისევ ლოგინში დააბრუნა და თვალებში ჩააშტერდა ბედნიერებით გაბრწყინებული. _ შენ მე მითხარი, ის გიყვარს და გაგიჟებსო! სულელო! მე ის არ მიყვარს! _ გაუღიმა ალისიამ. _ აბა ვინ გიყვარს?! _ ჯერ არავინ! _ თქვა მკაცრად ქალმა და კაცს ლოყაზე აკოცა. _ ცუდი ბიჭი ხარ, იმ დღეს რომ არ მომისმინე და გაიქეცი! _ მთავარია ორივემ გამოვცადეთ გრძნობები და ერთმანეთისთვის არ გვიღალატია! _ თქვა კაცმა და ქალს აკოცა. მერე პლედი გადააფარა და უცებ ხმაური რომ გაისმა, ქალმა სახეზეც გადაიფარა პლედი. _ ანდრიაა! _ იყვირა ჩუმად. _ დამშვიდდი, ჩემი ძმაკაცია. _ ადექი, უნდა ჩავიცვა და არ შემოხვიდეთ! კაცს გაეცინა და ძმაკაცთან გავიდა. _ აბა, რა ხდება, სად არიან გოგოები?! _ სახლში მივიყვანე მშვიდად, ცოტა დალიეს! _ შენ არ დაგილევია?! _ არაა! ხმაურმა დამღალა, როგორ ძლებენ ეს გოგოები ასეთ ხმაურში, მიკვირს! შენ რას შვრები?! _ კარგადაა ყველაფერი, მადლობაა დახმარებისთვის. _ რას ამბობ, კარგი რაა... ახლა დავიძინებ და ხელს არ შეგიშლით, ჩუმად ვიქნები. ალისია მაშინვე წამოხტა საწოლიდან და პლედი შემოიხვია. როგორც კი ძმაკაცი გავიდა, ანდრიას მიუბრუნდა გაბრაზებული. _ ყველაფერი სველია! ახლა რა ჩავიცვა! _ დამშვიდდი, ალისია. აქ დარჩები, არაფერი დაშავდება! ალისიამ გაგულისებით კაბა მიაჩეჩა ხელში: _ გაწურე და ჩავიცმევ! _ მეხუმრები?! _ არა! გაწურეე! კაცმა კაბა გაწურა და ქალმაც გამოგლიჯა ხელიდან. მერე ჩაიცვა და უკან მიიხედა: _ ახლა გასაგებია, რატომ მიხურდა სხეული! _ თქვა მკაცრად და კაცმა გაუღიმა. _ მართლა მიდიხარ?! _ კი! _ არ წახვიდე, დარჩი... მინდა, რომ დარჩე... _ მე არ მინდა! _ თქვა მკაცრად, ფეხსაცმელი ხელში დაიჭირა, საათი მაჯაზე გაიკეთა, საყურეებსაც დასწვდა, აკრიფა და კაცს შეხედა: _ ნახვამდის! _ ბედნიერად და შეხვედრამდე... ასე უნდა დამემშვიდობო ხოლმე. _ შეუსწორა და ქალს აკოცა. _ გაგაცილებ. _ თქვა და მაშინვე გაემზადა. ალისიამ ფეხშიშველა გადადგა კარში ფეხი და კაცმაც ხელში აიყვანა. _ რას აკეთებ, დამსვი... _ გაცივდები და თან ფეხშიშველი ვერ ივლი... ჯობდა ჩემი ტანსაცმელი მეთხოვებინა და ის ჩაგეცვა. _ არ მინდა! ჩემი ტანსაცმელი მინდა! _ თქვა და კაცს კისერზე მოხვია ხელი. კაცის ხელებში მომწყვდეული გულაჩქარებული სუნთქავდა და კაცის გულის ხმაც ესმოდა... ქალს ერთ ხელში თავისი ნივთები ეჭირა, მეორე ხელში ფეხსაცმელი ჩაებღუჭა, თვალები დაეხუჭა და საშინლად ცხელოდა სველ კაბაშიც კი. კაცი მის სხეულს ჩასჭიდებოდა და სიგრილეს გრძნობდა მისი სველი კაბიდან. როგორც იქნა, ადგილზე მივიდნენ. ანდრიამ ქალი კართან ჩამოსვა. ახლაღა გაახილა თვალები ქალმა, კაბა შეისწორა და მაშინვე კარზე დააკაკუნა. _ მადლობას არ გადამიხდი?! _ მადლობა. _ თქვა და სანამ ისევ დააკაკუნებდა, კაცმა ხელი მოჰკიდა კისერზე და ტუჩებზე დაეწაფა, თან უჩურჩულა: _ ასე უნდა გადამიხადო მადლობა! _ და ყელშიც აკოცა. თამთამ და ნინომ კარი გააღეს და ალისიას გადაეხვივნენ. _ გვეგონა დღეს არ დაბრუნდებოდი... _ რატომ?! _ მისმა ძმაკაცმა გვითხრა, ალისია კარგ ხელშია და არ ინერვიულოთო! დაგირეკე და ჩვენთვის არ გეცალა... _ მორჩით, დაიძინეთ, უკვე გვიანია და მეც მეძინება! _ თქვა და ჩუსტებში ჩაყო ფეხი. წაბორძიკდა და ანდრიამ შეაშველა ხელი, ჩაიხუტა, აკოცა და დაემშვიდობა. _ შენ... მარტო რომ მიდიხარ? _ შეცბა ალისია. _ არა უშავს, მაგრამ თუ გინდა გამაცილე. _ იხუმრა კაცმა და გაუღიმა. ქალს ისევ აკოცა და დაემშვიდობა. _ რომ მივალ, მოგწერ. _ უჩურჩულა და მერე სამივეს დაემშვიდობა. _ ალისია, გძინავს?! _ არა, გელოდებოდი. _ მივედი, ჩემზე არ ინერვიულო. ახლა დაიძინე და თბილად დაიფარე, არ გაცივდე. _ მერე შენ არ მომივლი?! _ ისედაც მოგივლი. _ გაეცინა კაცს და ქალს კოცნა გაუგზავნა. _ ბოდიშს გიხდი მანქანის გამო, ხომ მაპატიე?! _ ამ ღამის მერე გაპატიე. ბედნიერი ძილი და შეხვედრამდე... _ ბედნიერი ძილი, ანდრია და შეხვედრამდე... _ დაემშვიდობა კაცს და თბილად დაიფარა პლედი. დილით ანდრიამ ადრე გაუარა ბინაში. ალისია მარტო იყო, გოგოები ზღვაზე გასულიყვნენ. _ ლამაზი კაბა გაცვია. ახლა კი რადგან მზად ხარ, წავიდეთ. _ სად?! _ იკითხა ქალმა. _ როცა მივალთ, გაიგებ. _ თქვა კაცმა და ლოგინზე ჩამოჯდა, სანამ ქალი ბოლომდე გაემზადებოდა. მის სიარულს აკვირდებიდა, კაბა რომ ერხეოდა და სწრაფად რომ ემზადებოდა. როცა გაემზადა, ანდრიას ჩაუჯდა კალთაში და მხრებზე ხელი მოხვია: _ წავიდეთ... _ თქვა მხიარულად და გაიღიმა. კაცი მის ტუჩებს ახლოდან დააკვირდა, ხელი გადაუსვა და ქალს `ბლესკიან~ ტუჩებზე აკოცა. _ კარგია, გემრიელია და ერთი ფენა საკმარისია. _ თქვა, წამოდგა და ალისიაც წამოაყენა. ხელიხელჩაკიდებულები გაუყვნენ ქვაფენილს. ალისია ანდრიას ოთახში იჯდა ლოგინზე და კაცს უყურებდა, მის სხეულს ათვალიერებდა და ბედნიერად გრძნობდა თავს. _ მე შენ მიყვარხარ, ალისია და ჩემგან ვერ წახვალ! _ დაემუქრა ქალს და ხელები მოხვია. _ და რა გამაჩერებს აქ?! შენი სხეული?! _ ჩემი სიყვარული! მე შენ მიყვარხარ, ალისია! შენც გიყვარვარ, მაგრამ ამას არ აღიარებ ჯერ! _ მშია! _ თქვა ქალმა და შეირხა. კაცმა მაშინვე შეუკვეთა საუზმე და ქალს ხელები მოხვია: _ ცოტა ხანი მოიცადე და ერთად ვისადილოთ. ანდრია ფანჯარაში იხედებოდა და ალისიას უცდიდა. ქალმა გარდერობი გამოაღო და ვერაფერი მოიფიქრა, რომ ჩაეცვა. ქვემოთ ანდრიას შარვალი ეცვა, მაგრამ ზემოთ? _ ქალბატონო?! პრობლემაა რამე?! _ არა! _ გაიცინა ქალმა, ანდრიას პერანგი აიღო და ჩაიცვა. მხიარულად ისადილეს. მერე ანდრია ქალს გვერდით მიუჯდა. _ მიყვარხარ, ალისია, ძალიან მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და მინდიხარ. _ მთელი სახე დაუკოცნა და ჩაეხუტა. _ კიდევ მითხარი ეს სიტყვები. _ ძალიან მიყვარხარ, შენს ექიმს ძალიან შეუყვარდი. ძალიან! მერე საწოლზე გადაინაცვლეს. ალისიამ ანდრიასთან მიიწია და კოცნა დაუწყო, კაცი ქალის ინსტინქტებს მიჰყვა... ალისიას ესიამოვნა სიცხიანი დღის მერე მისი გრილი სხეული, რამდენჯერმე აკოცა და ხელი გადაუსვა სხეულზე. ქალმა პერანგის ღილების გახსნა დაიწყო და კაცის ცხელი სუნთქვა გაიგონა, გული გამალებით უცემდა. მის თვალებს დააშტერდა. იმდენი ცეცხლი დაინახა მის თვალებში, შეეშინდა გაგრძელების, მაგრამ ხელებს მაინც პერანგის ღილებზე დაატარებდა და ბოლო ღილი უკვე ეგონა, გავხსენიო და კაცის სხეულს დააკვირდა. მკერდზე აკოცა და ხელებით შეეხო თუ არა, პერანგიც გადაუწია და ბოლო ღილის აწყვეტის ხმაც მოესმათ. კაცს ტანში გააჟრჟოლა და ქალს ხელი აუტარა ზურგზე, ქალი დაიძაბა და სხეული დაჭიმა. ალისია კაცის სხეულს კოცნით დაუყვა და ქამართან გაჩერდა. კაცი დაიძაბა. ქალმა უცბად წაავლო კაცის თმას ხელი და მთელი სიძლიერით მოქაჩა, მის ტუჩებს ეცა და ცოტათი რომ ამოესუნთქა, ყელისკენ დაიძრა და ღრმად ჩაისუნთქა. კაცს მისი ამოსუნთქვა მოელამუნა და ხელი შეუცურა თმაში, მისი სურნელი შეისუნთქა და ღრმად ამოისუნთქა... ქალის თითები თავის თითებში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა. _ ამ ნაზ თითებს შეუძლია ლამაზად წეროს და მეც გამათბოს თავისი გრძნობებით. მაკვირვებ. ყოველდღე ძალიან საინტერესო და მგრძნობიარე ხარ. _ კარგი, მორჩი! _ თქვა ქალმა და უცბად წამოხტა ლოგინიდან. კაცის ხელებს კი ძლიერად დაეჭირა და არ უშვებდა. _ გამიშვიი! _ არა, ალისია! _ გამიშვი! სააბაზანოში მინდა! შენ კი ეს დააკერე! _ იხუმრა და კაცს ღილი დაუდო შიშველ მკერდზე.... როცა ალისია გამოვიდა, ანდრიამ უცბად დაიწყო: _ შენთან არაფრის დასრულება არ მინდა, ალისია, არც კამათის, არც ახირებების და არც მინდა რომ რაიმე დასრულდეს... მინდა სულ გაგრძელდეს. ჩემი ცოლი უნდა გახდე... ვაღიარებ, გაბრაზებული ვიყავი და ამიტომაც მოგიტაცე, რომ გამეგო შენსა და ირაკლის შესახებ. მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, ასე თუ გატკენდი გულს. შენი სიყვარული მინდა. მინდა გიყვარდე ისევ და ჩემთან იყო... მაპატიე, ალისია... მინდა, ჩემთან იყო, ჩემთან იცხოვრო, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთად გავატაროთ მთელი ცხოვრება... ახლა კი რაღაც საბუთს უნდა მოვაწეროთ ორივემ ხელი. ანდრიამ კალამი ამოიღო, რომელიც ალისიამ აჩუქა. ალისიამ გაკვირვებულმა შეხედა. მიხვდა, იგი რაღაცას აპირებდა, ამიტომ თვითონაც ამოიღო თავისი კალამი, რომლითაც ხელი უნდა მოეწერა და ჩაფიქრდა. გრძნობს, როგორ უყურებს კაცი, მთელი სახე უხურს. გეგონება ცეცხლი მოსდებოდეს და კაცს უყურებს, რომელმაც სკამზე Dდასვა და ქალს თავისი კალამი დააჭერინა ხელში. _ ყოველ დაბადების დღეზე და ყოველთვე რაღაცას გაჩუქებ! _ ამდენი საჩუქარი არ მინდა, ანდრია... _ გინდა! შენ ჩემგან ყველა საჩუქარს აიღებ და შეინახავ... _ მე შენი ნაჩუქარი ვარდიც შენახული მაქვს, მაგრამ სულ საჩუქრები არაა საჭირო! _ ალისია! გაიგონე, რასაც გეუბნები! კაცს ხელში მონტებლანკოს კალამი უჭირავს და ქალსაც. მერე კაცმა მის ხელს მოჰკიდა ხელი, თავის ხელებში მოიქცია ქალის კალმიანი ხელი და ფურცელთან ახლოს მიიტანა. ქაღალდზე ქალს ხელს ადებინებს და აწერინებს: _ თანახმა ვარ არავის არ შევხვდე ანდრიას გარდა! _ თანახმა ვარ ავიღო საჩუქარი ყოველთვე! მხოლოდ ანდრიასგან! ქალს ეცინება, კაცს უყურებს და ეღიმება. _ რას წერ, იმას უყურე, რომ მერე დაზღვეული იყო! _ ეუბნება კაცი ღიმილით და ისევ აგრძელებს წერას. _ თანახმა ვარ გაპატიო სიძეებთან დაკავშირებული ამბები, იმიტომ, რომ მომწონხარ ასეთი გიჟი, ველური, მოურჯულებელი, დაუმორჩილებელი, დაზღვეული და ძნელად შესაბმელი, რაც მიბნევს თავ-გზას... თუ რამეს დაარღვევ, არანაირი დაზღვევა არ გიშველის! განსაკუთრებით სხვა კაცების შემთხვევაში! ახლა კი ეს ბევრჯერ წაიკითხე, რომ დაიმახსოვრო და არაფერი შეგეშალოს! პ. ს. _ გაცილებით მეტი ვიცი შენზე, ვიდრე შენ გგონია! ჭკვიანად იყავი! გაფრთხილებ! ბოლოს ქალს ხელს აწერინებს და თვითონაც აწერს ხელს. _ მაინც რა იცი?! ქაღალდს უწვდის ქალს და ეუბნება: _ ყოველღამე გადაიკითხე, აქ სანამ ხარ და ჭკვიანად იყავი! _ მემუქრები?! _ გაფრთხილებ! იქ რომ ჩამოხვალ, მუქარას მერე შევასრულებ! _ კიდევ რამე ხომ არ გავიწყდება?! _ არა! მე არაფერი მავიწყდება. არც ის ქედმაღალი გოგო, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოვარდა და ფურცლები რომ დაყარა ძირს! არც ის, ქაღალდი რომ გამომგლიჯა ხელიდან! არც ის, უმაკიაჟოდ რომ იყავი და გული რომ გიფართხალებდა და რომ წითლდებოდი! არც ის, რომ მაკვირდებოდი და ჩემს კაბინეტს რომ ათვალიერებდი! _ შენ რეცეპტს მიწერდი თუ მე მაკვირდებოდი! _ მე ორივეს ვაკეთებდი! _ ქალს აკოცა ლოყაზე და კალამი შეინახა. მერე ხელი მოჰკიდა და სკამიდან ააყენა: _ ახლა დროა გავისეირნოთ და მერე მე წავალ, შენ კი ჭკვიანად იქნები! თბილისში რომ ჩამოხვალ, პირდაპირ მე მნახავ! _ ქალს ხელი მოხვია და გარეთ გავიდნენ... ნელა მისეირნობდნენ. ალისიას უცებ ხმაური შემოესმა და მაშინვე გაუხვია მეორე ქუჩაზე, ანდრია უკან მიჰყვა. _ სად გარბიხარ?! _ აი, სად ყოფილა ეს მშვენიერი სიყვარული... _ დაიძახა ალისიამ და კარი შეაღო. ოთახში რამდენიმე კაცი შენიშნა ანდრიამ და არ ესიამოვნა. ალისია შევიდა შიგნით, დაიხარა და პატარა ბავშვს ხელები მოხვია: _ ჩემი ლამაზი ბიჭიი... ბავშვმა გაიღიმა. ქალი მარტო ბავშვს ამჩნევდა და უღიმოდა: _ აბა, ჩემი ლამაზი როგორ არის?! _ აკოცა ქალმა ლოყებზე. ანდრია ორივეს უყურებდა და ეჭვიანობა იპყრობდა. ალისიამ ანდრიას გვერდი აუარა და დივანზე ჩამოჯდა. ბავშვი ხელში მუხლებზე დაისვა და ეფერებოდა. _ ვინაა ეს ბავშვი?! _ ნუ ყვირი! ჩემი მეგობრის შვილია! _ ალისია, დაგსჯი მწარედ იცოდე! _ ნუ მემუქრები! _ თქვა ქალმა და ბავშვი დივანზე დააწვინა, მისკენ დაიხარა და კოცნა დაიწყო. _ ალისიაა! _ ანდრია! დამშვიდდი და მაცალე ბავშვთან ყოფნა! შენ ხომ არ შეგიძლია ბავშვების სიყვარული კაბინეტის იქით! ალისიამ ბავშვი გულზე მიიხუტა, ისიც უღიმოდა ქალს და მის თბილ კოცნას ლოყას უშვერდა. ანდრია ორივეს შეჰყურებდა და მათგან წამოსული სიყვარული სიამოვნებასაც ანიჭებდა და აბრაზებდა კიდევაც. ალისიამ კაცს შეხედა: _ ანდრია, ნახე, ხომ ძალიან საყვარელია?! _ ესენი ვინ არიან?! _ ანდრიამ კაცებს გადახედა. _ დაცვაა... _ რად უნდა ამ პატარა ბავშვს დაცვა?! ვინაა ასეთი?! _ ბავშვიც გრძნობს, რომ არ მოგწონს! _ თქვა ქალმა და ბავშვს აკოცა: _ არა უშავს, ჩემო ბიჭო, მე მომწონხარ, ასეთი ცელქი და საყვარელი რომ ხარ! შენ ჩემი დიდი ბიჭი ხარ! ახლა კი ვჭამოთ, ჩემო პატარა და მერე დავიბანოთ... კალთაში ჩაისვა ბავშვი, მანაც ქალს ხელები მოხვია. _ შენთვის რას წარმოადგენს ის და მისი ოჯახი? თუმცა ვიცი, ბავშვი შენი მშვენიერი სიყვარულია! _ თქვა კაცმა გაბრაზებულმა და ალისიას სახეში შეხედა, როცა ბავშვს საჭმელს აჭმევდა. _ დამიჯერე, დრო მოვა და ამ ბავშვის შეგრცხვება. ისე, იმედი მაქვს, ეს ბავშვი მალე შენც ასე დაგიმორჩილებს! და მერე თავს ვეღარ დააღწევ მის სიყვარულს _ გაიცინა ქალმა და ბავშვს შეხედა: _ ჩემი ფუმფულა... მერე იქვე მდგარ უცხო კაცებს მოავლო თვალი: _ მამიკო სადა?! _ საქმეზე წავიდა და ცოტა ხანი ჩვენთან დატოვა, გვიან დაბრუნდება. _ მოესმა დაცვის ხმა და ქალმაც გაიღიმა. _ მაშ, ახლა დროა ვიბანაოთ! _ თქვა და სააბაზანოსკენ წავიდა. ბავშვი იცინოდა და ალისიას უყურებდა. ქალი წყალს ავსებდა და თან შიგ შამპუნს ასხამდა. ანდრია კარს მიჰყრდნობოდა და მათ აკვირდებოდა. ალისიამ ბავშვს ტანსაცმელი გახადა და წყაოში ჩასვა. ანდრია მათთან მივიდა და ალისიას ხელი შეაშველა, ბავშვი დაიკავა და დააცქერდა: _ ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, მეც მინდა გაბანაო... _ თქვა და ბავშვს აკოცა. _ საოცარი ღიმილი გაქვს, ძალიან საყვარელი ხარ... _ და ალისიას შეხედა, რომელსაც ეღიმებოდა. ალისია ბავშვს ხელს უსვამდა, კაცის ხელიც ეხებოდა ქალის ხელს და ბავშვის სხეულს. ცოტა ხანში ანდრიას ქაფი შეესხა და ქალს გაეცინა, ბავშვმაც გაიღიმა. ანდრიამ ორივეს შეხედა, ჩაეღიმა. ერთად დაიჭირეს ბავშვი და ორივემ კოცნა დაუწყო. ალისია და ანდრია ბავშვს ბანდნენ, უკვე კარგად გაწუწულები იყვნენ და იცინოდნენ ბავშვთან ერთად. ანდრიამ ბავშვს ხელი წაავლო და დაიჭირა, როგორც კი ქაფი დაასხა თავზე, ბავშვიც გაჩერდა და მშვიდად ელოდებოდა თავის დაბანას. ანდრიამ წყალი დაასხა და თავი დაბანა. ალისია პირსახოცს დასწვდა. ანდრია აათვალიერა, რომელიც გაწუწული იყო. ორივე იცინოდა, ანდრია ბავშვის სიცილზე და სიცელქეზე მხიარულდებოდა, ქალი კედელს მიეყრდნო და ორივე აათვალიერა. ანდრიამ იგრძნო მისი მზერა, ზურგი აეწვა და უცბად მიტრიალდა: _ მიდი, გაიყვანე... მე უნდა წავიდე, გამოვიცვლი და გნახავ. _ თქვა და წამოდგა. ბავშვს აკოცა და ქალს ხელში მიაწოდა, მანაც პირსახოცი მოახურა და დივანზე დააწვინა. კაცმა ქალს წაავლო ხელი, მასაც აკოცა და გავიდა. მალე კარი ისევ გაიღო და გიორგი დაინახა. ალისია, აქ ვინ გყავდა? _ ანდრია... წავიდა გამოსაცვლელად. გაიწუწა. _ არ მინდა ის ბავშვს მიუახლოვდეს! _ არ მითქვამს, მისი დისშვილი რომ არის. უცბად კარზე ზარის ხმა გაისმა და ქალი გავარდა. ანდრია დაინახა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ანდრიამ გიორგი შეამჩნია და მაშინვე მიხვდა: _ ეს ჩემი დისშვილია?! _ თქვა ძლივს და ბავშვს შეხედა. _ არა! _ მოესმა გიორგის ხმა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ბავშვისკენ დაიძრა. ანდრიამ ბავშვს აკოცა უცბად და ალისიას შეხედა, რომელმაც თავი დაუქნია. ქალს ხელი მოხვია და აკოცა, ბავშვი უკვე გიორგის მიჰყავდა ოთახისკენ. _ მადლობა, ალისია... მაპატიე, ცუდად მოვიქეცი... _ ანდრია... _ ქალმა აკოცა და ჩაეხუტა: _ შენ ბავშვს მოეწონე, ერთად კარგად იყავით და მხიარულობდით... დანარჩენი დაივიწყე. ახლა გაემგზავრე და მშვიდობით იარე... _ კაცს დაემშვიდობა და გიორგისთან მიბრუნდა. ანდრია ბედნიერი ჩაჯდა მანქანაში, სადაც ძმაკაცი ელოდებოდა და გზას გაუდგნენ. გიორგიმ დაბღვერილმა შეხედა ალისიას. _ რა იყო! არც შენ და არც მე არ ვიცოდი, თუ აქ გაიცნობდა ანდრია ბავშვს! ბოლოს და ბოლოს მისი ბიძაა! და ბოლოს და ბოლოს, დროა დაელაპარაკო და შეურიგდე! დედაც გააცნო ბავშვს და იგრძნოს ნამდვილი დედის სიყვარული! _ არა!! არაა და არა! _ მორჩი ყვირილს! ბავშვს ნამდვილი დედა სჭირდება! მე კი ვუყვარვარ ბავშვს, მაგრამ გრძნობს, რომ მე დედა არ ვარ! ტყუილად ხომ არ გაქვს ცოლის ამდენი ფოტო მოგროვებული! ის ქალი ისევ გიყვარს და დროა მას ესაუბრო! _ არა! მე ის არ მჭირდება და არც ჩემს შვილს არ სჭირდება! _ გიორგი! დაივიწყე რაც იყო, მათ არაფერი დაუშავებიათ! _ მათ მე არ დამიჯერეს და მიმატოვეს! _ კარგი რა! ეს ყველაფერი ხომ იცი, რომ ირაკლის გეგმა იყო! შენი და ბავშვის მოშორება უნდოდა, მერე კი დადარდიანებულ და გულნატკენ ქალს ხელში ადვილად ჩაიგდებდა! ისიც იცი, რომ ფულის გამო სურდა ნინოს ცოლად მოყვანა! შენ კი ნინო გიყვარდა და გიყვარს! მაგრამ ამას არ აღიარებ! _ არ მიყვარს! ეგ ქალი ჩემთვის აღარაა! _ შენთვის თუ არა, ბავშვისთვისაა, ის მისი დედაა! დედაა! _ კმარა, ალისია! ნუ მახსენებ ამას! _ მე კი არ გახსენებ! ბავშვის გულში ჩახუტებაც გახსენებს, რომ ბავშვს მამის გარდა ნამდვილი დედაც ჰყავს, რომელიც მას სჭირდება! დამიჯერე! _ ალისია, დამასვენე! ბავშვს მიხედე, მე წავალ ცოტა ხნით! _ თქვა მკაცრად და ზღვისკენ წავიდა. ჩაფიქრებული ნაპირს გაუყვა. ყოველ დღეს იხსენებდა ბავშვის დაბადებიდან მოყოლებული და გაბრაზებული მიაბიჯებდა ქვიშიან ნაპირზე... ცოტა ხანში დაბრუნდა. ალისიას და ბავშვს ჩახუტებულებს ეძინათ. თავის ოთახში შევიდა, მძიმედ მიიხურა კარი და ქალის სიტყვებზე დაფიქრებულს ჩაეძინა. 8 8 8 ალისია, ბავშვი და გიორგი ერთად დაბრუნდნენ თბილისში. ალისია ბავშვთან ერთად იჯდა უკან და ეთამაშობოდა... დამშვიდობებისას ალისია გიორგის მიუბრუნდა: _ ძალიან გავერთე ბავშვთან ყოფნით. ხვალ შემოგივლით, კარგი? _ ალისია, რა კითხვაა ეს, გვესტუმრე, არაა პრობლემა... ერთმანეთი გადაკოცნეს, ალისია ბავშვს მოეფერა, ბევრი აკოცა და სახლში შევიდა. ბარგი ამოალაგა და მაშინვე გასარეცხად შეყარა ფერების მიხედვით, საჭმელი ჭამა და ლოგინზე წამოწვა. რამდენიმე ხანში მშობლებიც მოვიდნენ და ალისია მათკენ დაიძრა, გადაეხვია მათ და მოუყვა ზღვის ამბები. მერე ერთად მიუსხდნენ ვახშამს. ალისიამ სარეცხი გაფინა, ახალი შეყარა და ისევ ლოგინზე წამოწვა. _ ანდრია... ჩამოვედი! _ მისწერა და კაცის სმს-ს დაელოდა. _ ჩემთან მოდი, რომ ჩამოხვალ-თქო ხომ გითხარი! _ გიორგიმ მომაცილა სახლამდე. ხვალ მათთან მივდივარ. შენს დას უთხარი და მათთან წაგიყვანთ... ოღონდ გიორგიმ არაფერი არ იცის. _ მართლა?! მადლობა, ალისია... ახლავე ვეტყვი, ჯერ ისევ ბავშვთან ერთადაა დედასთან. რომელ საათზე ვიყოთ მზად?! _ ასე 3 საათზე. მე გამოვალ და წაგიყვანთ. _ მანქანა გყავს?! _ არაა! ტაქსით მოვალ. _ არაა მე მოგაკითხავ დასთან ერთად. _ კარგი... ჩემს სახლთან 3 საათამდე მოდით. _ კარგი, ალისიაა... ძალიან დიდი მადლობა... ძალიან გაუხარდება ნინოს. მეც ძალიან გამიხარდა. ჩემთან რომ მოსულიყავი, უფრო გამიხარდებოდა. _ ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში მერჩივნა მოსვლა. _ მაშინ ტკბილი და ბედნიერი სიზმრები. _ შენც, ანდრია... ბედნიერად და შეხვედრამდე. _ ბედნიერად, ალისია... მიყვარხარ და მომენატრე... _ მისწერა ქალს ანდრიამ და სახლში შევიდა. მაშინვე დას დაურეკა და სთხოვა მზად ყოფილიყო, რომ წამოეყვანა. დამ თვითონ ჩამოვალო და ანდრია საჭმელად დაჯდა. მერე ქალის კუს, რომელიც მამასის ნებართვის სოფლიდან წამოიყვანა, წყალი გამოუცვალა, საჭმელი ჩაუყარა და გაუღიმა. დილას ალისია გაემზადა და ბავშვისთვის ნაყიდი საჩუქრები პარკში ჩადო. რამდენიმე ხნის მერე ანდრიამაც დაუკაკუნა კარზე. მშობლები მოიკითხა, მათთან ერთად ისაუბრა და მერე თავის დასა და ალისიასთან ერთად გიორგისთან წავიდნენ. გიორგიმ კარი გააღო და მარტო ალისია დაინახა. გადაკოცნეს ერთმანეთი და კარი მიხურა თუ არა კაცმა, ალისიას ხმაც მოესმა: _ გიორგი, მარტო არ მოვსულვარ... კაცს გაუკვირდა, მაგრამ მალევე მიხვდა, ქალს გაბრაზებულმა გადახედა და კარში გაიხედა. დაინახა კართან მდგარი ანდრია და ნინო. არცერთს არ დალაპარაკებია, ალისიას მიუბრუნდა მხოლოდ. _ ხომ გაგაფრთხილე, რომ არცერთის დანახვა არ მინდოდა! _ გიორგი... მორჩი და ბავშვი მოიყვანე, საჩუქრები მოვუტანე. _ შენ კარგი, მაგრამ მათგან არაფერი აღარ მჭირდება! _ დამშვიდდი! ისინი ბავშვის დედა და ბიძა არიან! ლუკაა... _ დაიძახა ქალმა და ბავშვისკენ დაიძრა. _ ჩემი ლამაზიი... _ ქალმა ხელები გაშალა და ლუკა გულში ჩაიხუტა: _ საჩუქრები მოგიტანეთ მე და ანდრიამ. ანდრიას თუ აკოცებ და ჩაეხუტები, საჩუქარს მოგცემს. _ უთხრა ბავშვს. ანდრიამაც ხელი მოხვია ბიჭს, გულში ჩაიხუტა და გადახედა თავის დას, რომელიც ტიროდა. ის ბავშვისკენ დაიხარა, მაგრამ გიორგი ჩაუდგა შუაში. _ არც გაბედო! ახლავე წადით აქედან! _ გიორგი! ძალიან გთხოვ, მე დამსაჯე, მაგრამ ნინოს ასე ნუ მოექცევი. გთხოვ... _ ახლავე წადით ორივენი! ბავშვს არ მიუახლოვდები! _ დაუყვირა ქალს და ხელი გაიშვირა მისკენ. ქალს შეეშინდა და უკან დაიხია. ალისია ლუკას მივარდა და ხელი მოხვია: _ ნუ ტირი. მამიკო შენ არ გიბრაზდება... _ ბავშვი ხელში აიყვანა და ქალისკენ დაიძრა. _ ალისია! არც გაბედო! იცოდე, დავივიწყებ შენს კეთილ საქმეებს, რაც ჩემთვის გაგიკეთებია! _ გიორგი! შენ ეს ქალი ისევ გიყვარს და მასაც უყვარხარ! ამ ბავშვს კი ეს ქალი სჭირდება! _ ალისიამ ბავშვი მიუყვანა ნინოს და ქალმაც ხელებში მოიმწყვდია, ბევრი კოცნა და გული წაუვიდა. გიორგი მისკენ გაიქცა და ქალი დაიჭირა, რომ არ დაცემულიყო. ინსტინქტურად ხელები მოხვია. მაშინვე ლოგინისკენ გააქცია და დააწვინა. ალისიამ ანდრია შეაჩერა. _ სად წაიყვანა?! _ იკითხა შეშფოთებულმა. ალისიამ გაიცინა, _ მაღლა ოთახში! ახლა მაინც ისაუბრებენ და გაარკვევენ რამეს! ანდრიამ ქალს ხელები მოხვია და ტუჩებში აკოცა: _ დიდი მადლობა ყველაფრისთვის... _ თქვა კაცმა და ბავშვს გადახედა, რომელიც იქვე იჯდა და სათამაშოებს ათვალიერებდა თავისი პატარა თითებით. ამ დროს გიორგის ყვირილის ხმაც მოესმათ და ალისიას გაეცინა, გაიგონა კაცის მუქარის სიტყვები და ბავშვთან მივიდა: _ ახლა მე, შენ და ანდრია ერთად გავისეირნებთ მანქანით. ანდრიამ ლუკა მხრებზე შეისვა და კარისკენ წავიდა. ბავშვი თავზე კიდებდა ხელს და თმაში ხლართავდა თავის პატარა თითებს. ანდრიამ ხელი დაუჭირა და აკოცა: _ ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭი ხარ... სამივენი მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუყვნენ. _ სახლში წავიდეთ... _ თქვა ანდრიამ და ქალს გადახედა. _ სად სახლში?! _ ჩემთან! _ თქვა კაცმა და თავისი სახლისკენ დაძრა მანქანა. სამივენი იცინოდნენ და გზას მიუყვებოდნენ. ანდრიასთან ავიდნენ. _ ლუკას ახლა ჭამის დრო დრო აქვს, რამეს მოვუმზადებ! _ მისი ჭამის განრიგიც იცი?! _ ჰო... მამამისი რომ ცუდად იყო, ბავშვს მე ვუვლიდი! ცოტა ხანში ორივენი ბავშვს საჭმელს უმზადებდნენ. ბავშვი კი სათამაშოებით ერთობოდა სამზარეულოში. ანდრია და ალისია კი საჭმელს ერთად ამზადებდნენ და თან ბავშვს უცქეროდნენ ბედნიერები. გიორგიმ თავის ლოგინში მწოლიარე ქალს დახედა. ერთბაშად მოაწვა მისი დაუფლების და გარეთ გაგდების სურვილიც. ქალს ხელი წაავლო და გამოაფხიზლა. ნინომ ნელა გაახილა თვალები და კაცს ისეთი გრძნობით შეხედა, რომ ორივემ იგრძნო ერთმანეთის მონატრება. კაცმა უცბად უკან დაიხია და კარს ხელი მოჰკიდა. _ ახლავე წადი! _ ბრძანა და კარს ხელი მოჰკიდა გასაღებად. უცებ ქალის ტირილი გაიგონა. _ ნუ ტირი! _ იყვირა კაცმა, კარს ფეხი მიარტყა და ოთახიდან გავარდა. მაშინვე ბავშვს დაუწყო ძებნა. მიხვდა რომ სახლში აღარ იყო ბავშვი და მაშინვე გასაღებს ეცა. ნინო მისკენ გაიქცა და ხელი მოჰკიდა: _ გთხოვ... გთხოვ... ნუ დამაშორებ ბავშვს... ნუ მომექცევი ასე... ის ჩემი შვილიცა... ჩვენი სიყვარულის შვილია, გიორგი. გთხოვ... გთხოვ... _ აცრემლებული და აკანკალებული იდგა კაცის წინაშე, უცებ დაიხარა და მუხლებზე დადგა: _ გთხოვ... გთხოვ... მაპატიე ყველაფერი... მაპატიე ყველაფერი... დამსაჯე როგორც გინდა, ოღონდ ბავშვს ნუ წამართმევ. მხოლოდ 10 წუთით მისი შორიდან დანახვაც მეყოფა... გემუდარები... _ ხელები მოხვია კაცის ფეხებს და ცრემლებით სავსე ძლივს საუბრობდა. უცებ ისევ გული წაუვიდა. კაცი მისკენ დაიხარა. ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დააწვინა. როგორც იქნა, ბოლოს მოასულიერა. ქალი შეშინებული წამოიწია ასადგომად. კაცმა გადახედა და უბრძანა: _ იწექი! რადგან თანახმა ხარ სასჯელზე, მეც თანახმა ვარ შენს წინადადებაზე! აქ, ამ სახლში მოხვალ დილიდან საღამომდე! სახლს მიხედავ და ბავშვის საჭმელს! მაგრამ აქ ისე იქნები, როგორც მოსამსახურე და არა ბავშვის დედა! ის ჩემი შვილია! და ეს კარგად დაიმახსოვრე! _ ქალი წამოდგა და მისკენ მიიწია ატირებული: _ მადლობა, მადლობაა... მადლობა ამისთვის... კაცი ადგა და ქალს მოშორდა. _ სახლში წაგიყვან და ბავშვს წამოვიყვან! _ თქვა მკაცრად და გასაღები აიღო. ალისია და ანდრია ბავშვს ართობდნენ და აჭმევდნენ. სამივენი იცინოდნენ და მხიარულობდნენ. კარი გაიღო თუ არა, ბავშვი გულზე მიიხუტა. მამამისი მისკენ დაიძრა. კაცმა ხელში აიყვანა შვილი. ამ დროს ნინო მიუახლოვდა და ბავშვი ჩაიხუტა, თან აკოცა. გიორგიმ ამასობაში ალისიას შეხედა: _ ალისია, ვერ გადამირჩები! _ თქვა და მისკენ დაიძრა. ისიც მაშინვე ანდრიას ამოეფარა უკან. _ რა ხდება, შერიგდით თუ ვერა? _ იკითხა ანდრიამ. _ ცოტა ხნით შენი და ჩემთან მოვა ხოლმე! _ უთხრა კაცს და ალისიასკენ დაიძრა. _ ხოდა, მე რაღას მერჩი! _ თქვა ალისიამ. _ დღეს რაც ჩაიდინე, მაგის გამო ვერ გადამირჩები მაინც! _ რბილად უთხრა გიორგიმ და ბავშვიანად გავიდა. ანდრია ახლა თავის დას ასულიერებდა. ცოტა ხანში ისიც გამოფხიზლდა და ალისიას ჩაეხუტა. _ ალისია... მადლობა, როგორი ტკბილი იყო ბავშვის კოცნა... ჩემი შვილიი, ჩემი შვილი... _ ხელი ლოყაზე მოისვა, რომლითაც ბავშვს მიეხუტა, ტუჩებს შეეხო, რომლითაც ბავშვს აკოცა. ქალს მხარზე დაადო თავი და ისევ ატირდა. _ დამშვიდდი... გიორგიმ ხომ მოგცა შანსი., რომ მასთან იქნები. თანდათან მიხვდება, რომ ისევ გიყვართ ერთმანეთი და მალე ერთად იქნებით... ამაზე აღარ ინერვიულო, თორემ ანდრიაც დარდობს... შენს ცრემლებს ისიც განიცდის. _ უჩურჩულა ქალს და ლოყაზე აკოცა. _ ალისიაა... შენ ხომ იცნობ ბავშვს, მომიყევი, როგორია და როგორ გაიზარდა. ალისიამ ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო: _ საავადმყოფოში ვიყავი მეგობრის სანახავად, გვიანი იყო. ამხანაგიც მახლდა, რამდენიმე ხანი მეგობარს ვესაუბრეთ და ეზოში გავედით მე და ჩემი ამხანაგი. გზას მივუყვებოდით, ხმაური რომ შემოგვესმა. იქითკენ წავედით და ჩემმა ამხანაგმა დაინახა ორი მოჩხუბარი და მაშინვე გაშველებას შეუდგა. გიორგი დაჭრილი იყო. საავადმყოფოში წაყვანაზე უარი გვითხრა და გვთხოვა, იმას ჩემი შვილის მოკვლა უნდა და ამაში ხელი უნდა შევუშალოო. ადგომას აპირებდა, ძლივს გავაჩერეთ... ბოლოს ჩემმა ამხანაგმა ხელი მოჰკიდა და სამივე შევიპარეთ საავადმყოფოში. ბავშვი ირაკლის ეჭირა ხელში, თქვენ რომ გითხრეს მოკვდაო... როგორც იქნა, წავართვით ბავშვი, საავადმყოფოდან გავიპარეთ ოთხივენი და გიორგის სახლში წავედით. მათთან მივდიოდი ხოლმე, თან ექიმიც მიმყავდა. ბავშვი ძალიან საყვარელი იყო. გიორგი სულ მის გვერდით იწვა, მის ტირილს, ძილს, საჭმელს, ყველაფერს აკონტროლებდა. მერე საავადმყოფოში იწვა, ჭრილობა გაუღიზიანდა. ამიტომ რამდენიმე თვე ბავშვთან მე ვიყავი. როგორც კი ფეხზე დადგა, მის მერე სულ ირაკლის დასდევდა. როგორც კი გაიგო ნინოსთან იყო, იმ დღიდან უმეორებდა თავს, ბავშვის შესახებ კარგია, რომ არაფერი გავაგებინე, როგორც ჩანს, ჩემი მოკვლა მათაც უნდოდათ, ისედაც გაბრაზებულები იყვნენ ჩემზე და სახლიდან რომ გამაგდეს, ალბათ ჩემი მოშორებაც განიზრახესო... სხვა მეტი ისეთი არაფერი მომხდარა. ბავშვი ძალიან თბილია, ნინო, დრო მოვა და შეგეჩვევა. მთავარია მასთან ითამაშო, ზღაპრები მოუყვე და გარეთ გაასეირნო. უყვარს სტაფილო, ჭარხალი და კიტრი, ყველაფერი წვრილად დახეხილი და კაკაო, შოკოლადის ნამცხვრები უყვარს. დილით ადრე დგება, მაგრამ გვიან წვება. საჭმელს სამჯერ ჭამს ან ოთხჯერ. ყოველ დღე ჭამს სტაფილოს, ჭარხალს და კიტრს დახეხილს, მაგრამ კვირაში მხოლოდ ორჯერ სვამს კაკაოს, ყოველ დილას კი ხაჭოს ჭამს. _ გიორგი რას ჭამს?! _ იკითხა ანდრიამ და ალისიას შეხედა. აინტერესებდა რას ეტყოდა ქალი მის შესახებ. _ ბავშვთან დიდხანს ვრჩებოდი ხოლმე, ამიტომაც მისი საჭმელების მენიუც ვიცი. ყავას სვამს, როცა გაბრაზებულია, ისე ყველაფერს ჭამს, თავიდან ცუდად რომ იყო, წვნიანებს და მოხარშულებს ჭამდა მარტო. ესაა და ეს. ანდრიამ ალისია მეორე ოთახში გაიყვანა და მოეხვია. _ მადლობა, ალისია... მადლობა, რომ დღეს ჩემს დას დაეხმარე და ამათ კიდევ ერთი შანსი მიეცა. რომ იცოდე, როგორი ბედნიერი იყო ნინო, ბავშვს რომ ელოდებოდა. გაბერილი დადიოდა მაღაზიებში და ტანსაცმელს ყიდულობდა მისთვის, სათამაშოებს არჩევდა. თან მთელი ღამე იწვა და ტიროდა... ტიროდა, რომ გიორგი დაკარგა, ტიროდა, რომ ბავშვი მარტო რომ უნდა აღეზარდა... ბავშვს ეფერებოდა და ცდილობდა თავისი ტკივილი დაევიწყებინა. ღამე მისი ცრემლების ხმა მესმოდა და ცდილობდა ეს ცრემლები ყველასთვის დაემალა... როგორ სტკიოდა, ბავშვს რომ აჩენდა.. .მისი სიკვდილი გავიგე თუ არა, მაშინვე ეს აზრი მომივიდა თავში, ვფიქრობდი რომ მის დაკარგვას ვერ გადაიტანდა და სხვა ბავშვი ავუყვანე... არც კი ვიცი, ასე უცბად ასეთი ჩვილი როგორ ვიპოვე და ვიშვილე... _ ანდრია ქალს ეხუტებოდა და თან ცრემლებს ღვრიდა ამ ამბის ხელახლა გახსენებაზე, ისე იყო, თითქოს თავიდან განიცდიდა ყოველ წამს და შეიგრძნობდა ტკივილს. ალისია კაცს კოცნიდა და ცრემლებს უშრობდა... _ ანდრია... დამშვიდდი, თორემ ვინერვიულებ და აღარ დამეძინება... ახლა ნინო კარგად იქნება, ისევ ბედნიერი იქნება და გიორგიც შეურიგდება... დამშვიდდი... ახლა ნინო უნდა გაახარო და დააჯერო, რომ ისევ ერთად იქნებიან სამივენი. _ ალისიამ ტელეფონი გათიშა, როგორც კი ანდრიას სიტყვები გააგონა გიორგის, თურმე იწერდა მის ნალაპარაკევს. კაცს აკოცა რამდენჯერმე და სახეში შეხედა: _ მე სახლში უნდა წავიდე, შენ კი თავს მიხედე. ნინო ხვალ გიორგისთანაა წასასვლელი და დაამშვიდე... _ კაცს ისევ აკოცა, ნინოსთან გავიდა, დაემშვიდობა და ანდრიამ სახლამდე მიაცილა. გიორგიმ ბავშვი დააძინა და ლოგინზე მიწვა. ქალის სურნელი იგრძნო და მის ცრემლიან ბალიშს ჩაეხუტა. ალისიას ტელეფონის ზარს უპასუხა და ანდრიას სიტყვები გაიგონა თუ არა, ამოიხვნეშა და ლოგინიდან წამოდგა. აივანზე გავიდა, სუფთა ჰაერზე. თავისი ტკივილიანი დღეები გაიხსენა და გული დასწყდა, რომ მისი ცხოვრება ასე გაგრძელდა. ლოგინში ჩაწვა და თვალწინ ისევ ნინოს სახე დაუდგა, რომელიც მუხლებზე იდგა ატირებული, ცრემლებს რომ ღვრიდა და ეხვეწებოდა. ქალზე ფიქრებში ჩაეძინა და სიზმარშიც მას ხედავდა, მასზე ფიქრობდა და მას ეძახდა. უკვე 9 საათი იყო, ეძინებოდა ადრე ამდგარს, მაგრამ ზარის ხმა მოესმა და კარისკენ გაიქცა. გააღო და ნინო დაინახა. მის წინ მდგარი თავდახრილი ქალის სხეული აათვალიერა და კარი ბოლომდე გააღო. _ გამარჯობა... _ მოესმა ქალის აკანკალებული ხმა. _ შემოდი! _ თქვა მკაცრად და ქალი გაატარა. გიორგიმ ბავშვს შეხედა: _ ნინო აქ ივლის და შენ მოგივლის. _ უთხრა და ბავშვს აკოცა. კაცმა ნინოს მაშინვე უბრძანა, საჭმელი გაამზადე და მერე სახლიც დაალაგეო, თვითონ კი კაბინეტში შევიდა ჩაფიქრებული. ბავშვი იატაკზე იჯდა და თავისთვის ერთობოდა სათამაშოებით. ნინო თავზე ხელს ხვევდა და კოცნიდა, რამდენჯერმე ჩაკოცნა შვილი, მერე კი უცბად მოშორდა, მაშინვე დაუბრუნდა სამზარეულოს და საქმეს შეუდგა. გიორგი თავის სკამს მიეყრდნო და ჩაფიქრებულმა მოხვია ხელები საკუთარ თავს, მოუნდა ეს ხელები ქალისთვის შეეხო და მის ყოველ ნაწილს მოფერებოდა, მისი გულისცემა გაეგონა ახლოს და მისი სხეულით მთლიანად დამტკბარიყო. ქალის სუნამოს სურნელი გაიხსენა. მიხვდა, რომ ისევ იგივე სუნამო ჰქონდა ქალს, რაც მასთან ყოფნისას. ქალის ყველა ნაწილი გაიხსენა და მთელი გრძნობებით გადაეშვა, მის სურნელში გახვეული, მის ყოველ უჯრედს იხსენებდა და მის სითბოს. ხელი მაგრად მოუჭირა ქაღალდს და ყველაფერი ძირს დაყარა: _ შენ! შენნ! სხვისი იყავი! სხვისიი! ამას არ დაგივიწყებ! გაგანადგურებ და გაგაწამებ! ისე გაგაწვალებ, როგორც მე გავწვალდი იმ ტკივილის გამო, რომელიც შენ მომაყენე და ყველამ! ერთადერთი ბავშვი მასუნთქებდა და მასულდგმულებდა. აივანზე გავიდა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა ცხელი ჰაერი და ეზოს გადახედა. მერე ბავშვთან მივიდა, რომელიც სათამაშოებით თამაშობდა. შვილს აკოცა რამდენჯერმე და ქალს მიუბრუნდა: _ რამდენიმე საათში დავბრუნდები! _ უთხრა და კარი გაიხურა. ქალი სამზარეულოში იდგა, საჭმელს აკეთებდა და ბავშვს უყურებდა, რომელიც თავის ახალ სათამაშოებს ეცნობოდა და თავისთვის ერთობოდა. ბავშვს ხაჭო გაუმზადა და მერე მასთან დაჯდა იატაკზე. ხელი მოჰკიდა და აკოცა. ბავშვს თან აჭმევდა, თან ეთამაშებოდა და ესაუბრებოდა. როცა აჭამა, მერე ბავშვთან ერთად ოთახები მოიარა და დაალაგა, გასარეცხები მოაგროვა და სარეცხ მანქანაში შეყარა. შემდეგ მტვერი გადაწმინდა და დაასუფთავა თუ არა ოთახები, ისევ ბავშვთან დაჯდა და სათამაშოებით ართობდა, თან უხსნიდა, როგორი იყო და რა ფერის ესა თუ ის სათამაშო. გიორგიმ კარი გააღო და გრილი სასიამოვნო სურნელიც მაშინვე შეიგრძნო, ესიამოვნა და მთელი თავისი დარდიც მიავიწყდა. ქალი დაინახა, რომელიც საჭმელად ეპატიჟებოდა. _ მზადაა საჭმელი. კაცმა ფეხსაცმელი გაიხადა, ბავშვს მოეფერა და თავისი ოთახისკენ წავიდა. გამოიცვალა თუ არა, სამზარეულოში გავიდა. მაგიდა ერთ კაცზე იყო გაშლილი. საჭმელს სანამ მიუჯდებოდა, გიორგიმ შვილს მოჰკიდა ხელი და კალთაში ჩაისვა. _ აბა, რა გააკეთე სახლში?! _ ყოფილ ცოლს შეხედა. _ ოთახები დავალაგე, საჭმელი გავამზადე და სარეცხიც დავრეცხე. თან ბავშვს ვაჭამე და... _ უცბად გაჩუმდა. _ და რაა?! _ მოვეფერე. ძალიან თბილია, მასთან ერთადაც ვითამაშე... _ თქვა ნინომ და მაგიდას დაეყრდნო ფეხზე მდგომი. _ საჭმელი ჭამე! _ თქვა კაცმა და ბავშვს საჭმელი მიუტანა პირთან. უცებ ბავშვს თეფში აუყირავდა და ორივე გათხუპნულები სააბაზანოსკენ დაიძრნენ. ქალმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მზერა მოარიდა კაცს, რომელიც ტანსაცმელს იცვლიდა. ქალი კი ბავშვს ხდიდა. როცა დასვრილი გახადა, ბავშვს ხელი მოჰკიდა და გიორგის ოთახისკენ წაიყვანა. კარის წინ უცბად შედგა. _ მე არ ვიცოდი, აქ თუ იყავი... _ თქვა ჩუმად და კარში შედგა ნახევრად შიშველი კაცის დანახვისას. _ შემოდი! სხვა დროს კი კარზე დააკაკუნე! _ თქვა კაცმა და მაისური გადაიცვა. ქალი კარადისკენ დაიძრა. ამოიღო ტანსაცმელი და ბავშვს ჩააცვა. ბავშვმაც მოხვია ხელები. ქალი დადნა და ცრემლი გადმოუგორდა. კაცმა დაინახა და მაშინვე გასძახა: _ მალე ჭამეთ! _ და ოთახიდან გავიდა. ქალიც უკან მიჰყვა ბავშვით. მაგიდასთან დაჯდა, შვილი კალთაში ჩაისვა და საჭმელი წინ დაიდო. ქალი ბავშვს აჭმევდა, მის ბუნჩულა სახეს უყურებდა და იღიმოდა. ბავშვს ეძინა. ქალი მის გვერდით მიწოლილიყო და ჩაეთვლიმა. გიორგიმ დაუძახა და ქალიც უცბად გამოფხიზლდა. _ მასთან ძილის უფლება არ მომიცია! _ ბოდიში... ჩემი წასვლის დროა... _ თქვა და თავისი ჩანთის ასაღებად წავიდა. კაცმა ხელი ჩაავლო მაჯაში და ოთახიდან გაიყვანა. _ არ გამაგდო... გთხოვ, ბავშვს ნუ დამაშორებ... კაცმა ქალი მეორე ოთახში შეიყვანა და ლოგინზე დააგდო. _ აქ დაიძინებ! _ თქვა და ხელი გაუშვა. _ მე ჩემი ნივთები არაფერი წამომიღია... _ თქვა შეშინებულმა. _ ხვალ დილას მოიტან! მანამდე გაძლებ! _ მიუგო გიორგიმ მკაცრად და კარი გაიხურა. ქალი ბალიშს ჩაეხუტა და ატირდა. უცბად კარის ხმა გაიგონა და შეშინებული წამოჯდა. _ ყავას გამიკეთებ?! _ ასე გვიან?! _ იკითხა ნამტირალევმა და ფეხზე წამოხტა. _ კითხვების გარეშე! გამიკეთებ თუ არა?! _ კარგი... როგორი?! _ შეეკითხა ქალი და კარში მდგარ კაცს გვერდით გაუარა. კაცმა მისი სურნელი იგრძნო, რომელიც ჰაერში გაიფანტა. ქალს ხელი მოჰკიდა და შეაჩერა. _ როგორიც მიყვარდა! ა! თუმცა დაგავიწყდებოდა! _ 1 კოვზი შაქრით! _ დაასწრო ქალმა, სანამ კაცი სათქმელს გააგრძელებდა. _ ახლა მხოლოდ ბავშვი მატკბობს! უშაქრო გამიკეთე! _ გაბრაზებულმა მიუგო ქალს და ამჯერად წელზე მოავლო ცალი ხელი, მეორე კი კედელს მიაბჯინა. _ იმ შენს სიყვარულს რა უყვარდა?! _ გიორგი, არ გინდა... გთხოვ... _ შეევედრა ქალი და თავი დახარა. _ გიორგი?! რა გიორგი! მე შენთვის ბატონი გიორგი ვარ! ლუკა ჩემი შვილია! შენ კი ჩვენი მოსამსახურე ხარ! არც გაბედო ბავშვს უთხრა, დედაშენი ვარო! თორემ ვერსად ნახავ შენს შვილს, სიზმარშიც კი! მართალია ვერ გაიგებს ჯერ, რომც უთხრა, მაგრამ ამ სიტყვის თქმაც კი არ გაბედო! _ ასე ნუ მექცევი... _ მორჩი! ტირილს ვერ ვიტან! კიდევ იტირებ და აქედან გაგაგდებ! დაიმახსოვრე! ახლა კი ყავა გამიმზადე! _ თქვა და ქალის სხეულს ხელი მოაშორა, მეორე კედელს მიარტყა და თავიც მიადო: _ რატომ ვგრძნობ მის შეხებისას რაღაცას! რატომ ვგრძნობ მის ტკივილს, რომელიც გულში მხვდება და მაგიჟებს, ის ხომ სხვისი იყო! _ გაიფიქრა და თვითონაც სამზარეულოსკენ დაიძრა. _ ნინო, როგორ ხარ?! ანდრიას გამოვართვი შენი ნომერი. რამე პრობლემა ხომ არ არის?! ცუდად ხომ არ გექცევა გიორგი?! თუ რამე დაგჭირდეს, გამაგებინე, არ მოგერიდოს... არ ინერვიულო, ყველაფერი დალაგდება და ბავშვსაც მალე შეუყვარდები... გკოცნი. წარმატებები. ალისია. _ წაიკითხა ქალმა და გაეღიმა მისი სმს-ის წაკითხვისას. კაცს ყავა დაუდო წინ და ტელეფონს დააჩერდა. _ ვის სწერ? შენს ქმარს ციხეში?! _ დასცინა და ყავა მოსვა. საოცრად გემრიელი ეჩვენა. პირველად სვამდა ასეთ ყავას. ყავის სიმწარე სრულიად ვერ შეიგრძნო და ქალს შეხედა. _ ვის ელაპარაკები?! _ ალისიას. _ მაგის გამო დავინდე შენი ძმა, ეს იცოდე! _ რატომ?! ჩემს ძმას არაფერი დაუშავებია... _ ალისიას შეუყვარდა და ამიტომ! ის კი ჩემი და ჩემი შვილის გადამრჩენელია! _ თქვა და ყავა კვლავ მოსვა. ისევ ვერ იგრძნო სიმწარე და გაბრაზებული წამოხტა. ქალს ხელი წაავლო და ტელეფონი გააგდებინა. _ მორჩი წერას! როგორი იყო შენი ქმარი ლოგინში?! _ გიორგი... გთხოვ... _ ბატონო გიორგი! _ გამოსცრა კაცმა კბილებში და ქალს მაჯაში ჩააფრინდა, ოთახიკენ წაიყვანა, ლოგინზე დააგდო და ზემოდან დახედა შუბლშეკრულმა. _ მითხარი! _ არ ვიცი... _ მითხარი! სწრაფად! _ მასთან არ ვყოფილვარ... _ გცემ, იცოდე! ნუ მატყუებ თვეები მასთან იცხოვრე და არაფერი ჰქონია შენისთანა ქალთან?! მითხარი! _ იყვირა კაცმა და ქალს ხელები გაუკავა, მთელი ძალით დააწვა და სახეში შეხედა. _ ხომ გტკივა! უფრო მეტად მინდა გეტკინოს! და გატკენ! მომიყევი ახლა ყველაფერი, რაც მასთან გქონდა! _ არ მქონია... მას მხოლოდ ჩემი ფული სჭირდებოდა... უცბად ხელი მოიქნია და ქალის კივილი რომ გაიგონა, გამოფხიზლდა და მოქნეული ხელი ლოყასთან გაუჩერა. მაშინვე ეცა ქალს, ტანზე რაც ეცვა, შემოაძარცვა და კუთხეში მოისროლა. _ შენ ამბობ, რომ მასთან არ ყოფილხარ?! _ არა... _ თქვა ძლივს თვალდახუჭულმა. _ არ მჯერა! არ მჯერა! ამ ტყუილს არ დავიჯერებ! კიდევ მეტყვი ტყუილს და აქედან გაგაგდებ! _ თქვა მკაცრად და მოშორდა. _ არ მიყვარდა... მასთან ყოფნა დაუფიქრებლად გადავწყვიტე... მას ფული უნდოდა და მე ვაძლევდი... კაცი გაბრაზებული მოტრიალდა ქალისკენ და დააცქერდა. მისი გულის და სხეულის კანკალი შეიგრძნო და ზემოდან დააცქერდა. _ ახლა არ მითხრა ცალ-ცალკე ოთახებში გვეძინაო! _ ასეა... კაცი გაბრაზებული და გახარებული იყო, ერთდროულად სიძულვილსაც გრძნობდა და სიყვარულსაც. ქალს ხელი მოჰკიდა და თვალებში ჩააშტერდა. _ მოვიფიქრე! ჩემი საყვარელი შეგიძლია იყო! მაგრამ არავითარი სინაზე და სითბო აღარ გამაჩნია შენ მიმართ! _ თქვა გაბრაზებულმა, მაისური გაიხადა და სადღაც მოისროლა. ქალი დაიძაბა. მასთან ყოფნის წუთები გაახსენდა და გული დასწყდა... შეეშინდა მისი სიმკაცრის და თვალები დახუჭა. მთელი სხეული დაეძაბა, მაგრად ჩასჭიდა ხელები პლედს, რომელიც საწოლზე ეფინა. მისი შეხება იგრძნო და ბედნიერებითა და ტკივილით შეევსო ერთდროულად სხეული. მისგან სიველურეს მოელოდა და ელოდებოდა უხეშად მოქცევას. კაცი მის სხეულს ხელს არ ადებდა, თავს იკავებდა მისი შეხებისგან. მისი ალერსი გაახსენდა და ქალს მძიმედ დააწვა სხეულზე. ქალი შეშინდა, მაგრამ მაინც მოუნდა მისი შეხება. ლამის დადნა და კაცისკენ წაიღო ხელები. მის ზურგს შეეხო და კაციც დაიძაბა. მთელ სხეულში აქამდე მონატრებული სითბო ჩაეღვარა და ქალს მაგრად დააწვა. ქალმა იკივლა შიშისგან და ხელები მაგრად მოუჭირა კაცს ზურგზე. თითებზე კაცის ნაჩუქარი ბეჭდები აღარ ეკეთა. კაცმა ვეღარ მოითმინა, საბანს მოაშორა ხელები... უცბად გამოფხიზლდა და ხელები ისევ საბანზე დააბრუნა. ქალის შეკივლება გაიგონა და მაშინვე გაჩერდა. ქალის სხეულს მოშორდა და ადგა. _ მაპატიე, თუ გატკინე. _ თქვა და სწრაფად გავარდა. შიშველი ქალი მოიხარა და საბანს ხელები მაგრად მოუჭირა. _ ნუთუ გადამიყვარა! აღარ ვუყვარვარ! მე კი ისევ მიყვარს! მასზე ვოცნებობდი და ვფიქრობდი! სიზმარშიც და ცხადშიც! _ ცრემლების მთელი ნაკადი დაედინა ღაწვებზე. კაცი გარეთ გავარდა. _ ნუთუ ისევ მიყვარს! ისევ მიყვარს და მინდა ჩემი იყოს! როგორ მომნატრებია მისი სხეულიი მისი ხმა. _ ქალის შეშინებული ხმა გაახსენდა. _ ის შენი ცოლი აღარაა, ახლა შენი საყვარელია,_ უთხრა თავის თავს გაბრაზებულმა და ბოლთის ცემას მოჰყვა. ჰაერის ცივი ნაკადი შეეხო, მიხვდა, რომ მაისური არ ეცვა, მაგრამ მთელი სხეული უხურდა და ზურგით კედელს მიეყრდნო. ქალის ხელის შეხება გაახსენდა და ტანში სასიამოვნოდ გააჟრიალა. _ ახლა ჩემი საყვარელია და რაც მომინდება, იმას მივიღებ მისგან! _ თქვა და ბავშვის ოთახისკენ დაიძრა. ბავშვს დახედა და თავის ლოგინს დააცქერდა. წამოწვა. ძილი არ ეკარებოდა და ჭერს მიაშტერდა. ალისია ანდრიას კართან იდგა. კაცმა კარი გააღო თუ არა, მაშინვე წაავლო ხელი და კოცნა დაუწყო. უნდოდა ქალის ყველა უჯრედს შეხებოდა კოცნით. წელში წაავლო ხელი და კისერში ნაზი, მომთხოვნი კოცნა დაუტოვა. ქალს მთელი სხეულით მიეკრო და მის ტუჩებს მისწვდა. ალისია დაიძაბა, კედელთან მიტმასნული თავის შემაგრებას ცდილობდა, მაგრამ ნელ-ნელა ძალა ეცლებოდა, გული უფართხალებდა და კაცის ძლიერ ხელებს გრძნობდა. გაყინულივით იდგა და ცდილობდა არ გამლღვალიყო. ისე ჰყავდა კაცს დაჭერილი, უკვე ვეღარ ინძრეოდა, ვეღარც ფეხს დგამდა თავისუფლად, კაცის ფეხებსაც დაეჭირათ თავის ფეხებში, ისე გაეხლართა, არ უშვებდა ქალს. კაცი ყელიდან ლოყაზე გადავიდა, ისევ ყელს ჩაუყვა კოცნით და მკერდისკენ დაიძრა.: _ ანდრია! გეყოფა! აქ ამისთვის დამიბარეე?! _ შენ რამე სხვას ელოდი?! _ იკითხა კაცმა და ისევ მიეძალა. ქალმა ძალა მოიკრიბა, კედელს მოშორდა და კაცს ხელი ჰკრა. მერე მიტრიალდა და კიბეზე დაეშვა. კაცს გაეღიმა, ქალს დაეწია და კიბის შუაში გააჩერა: _ სწორი არჩევანია! ეს სართული ჩემი დის არის, ის ზევით კი მხოლოდ ჩვენი! _ თქვა და ქალს ხელი წაავლო. მხარზე გადაიკიდა და კიბეს აუყვა. _ დამსვი, ანდრია! იცოდე, გავბრაზდები! _ რამდენიც გინდა იყვირე! აქ ვერავინ გაიგებს შენს ხმას! ჩემ ზემოთ არავინ არ ცხოვრობს! ქვევით კი ბინა ცარიელია, რადგან ჩემი და აქ არ არის! _ თქვა და ქალი ლოგინზე დააგდო, ხელი წაავლო და ზემოდან დააცქერდა. _ წეღან სად მიდიოდი, ხელი რომ მკარი და მომიშორე! _ ანდრია... მეე გამიშვი, არ გინდა! _ ჩემი გეშინია! კიდევ კარგი! ვამპირად გადაქცეულხარ! _ არა! გველი ვარ! _ წამოიყვირა ქალმა. _ კარგი, ჩემო გველო! _ თქვა კაცმა და კარი ჩაკეტა. ქალს მოესმა კარის გადაკეტვის ხმა, ინსტინქტურად უკან დაიხია და თვალები გაახილა. _ რას აკეთებ?! _ გეგონა გაიქცეოდი?! ხომ გითხარი არაფერი გამოგივა-მეთქი! _ და ქალს უცებ ტანსაცმელი გახადა. ქალმა შეშინებულმა წამოიყვირა. ახლა მხოლოდ ლიფი და შარვალი ეცვა. გული გამალებით უძგერდა და მთელი სხეული უხურდა. _ ასე ნუ მიყურებ! _ თქვა ქალმა ძლივს და მკერდზე აიფარა ხელები. _ სახლში მინდა! _ სახლში ხარ უკვე! _ არა, ჩემს სახლში მინდა! _ შენს სახლში ხარ! _ მშობლების სახლში მინდა! _ ამდენი წელია იქ ცხოვრობ! ახლა ჯობია სახლი გამოიცვალო! აქეთ-იქით სოფლიდან ქალაქში სიარულსაც მორჩე და დამჯერი ცოლის როლი აითვისო! _ არაა! რა?! _ წამოიძახა და ლოგინიდან წამოხტა. _ თავი რამეს დაარტყი?! _ სიყვარულის წიგნს! _ რა?! _ მწერალი ქალის სიყვარულის წიგნს! _ ბოდავ რაღაცებს! სახლში მინდა! _ მოდი ჩემთან, მოგეფერები და მერე მშვიდად დავიძინოთ! _ არაა! _ იყვირა ქალმა და კარისკენ გაიქცა. კაცმა დაიჭირა და ისევ კოცნა დაუწყო. თითები ზურგზე ჩაუსრიალა. ქალის შარვალს შეეხო თუ არა, ქალმაც გაიბრძოლა. ხელები წინ გაიშვირა და კაცის სხეული მოიშორა. კაციც უკან გადგა და გაბრაზებულმა შეხედა. _ არა, ანდრია, აქამდე რამდენის უფლებას გაძლევდი, ამის გამეორებას აღარ ვაპირებ! _ რატომ?! ადრე თუ ასე ძლიერ გინდოდა ჩემთან ყოფნა, ახლა აღარ გინდა?! _ არაა! არ მინდა და მორჩა! ალისიამ კარი გააღო და გასვლისას გაიჯახუნა. ანდრია გაბრაზებული ლოგინზე წამოწვა. ქალის უარზე ფიქრობდა და დარდობდა. ბოლოს მის სიჯიუტეზე გაეცინა და წამოიძახა: _ ახლა ვნახოთ, ალისია, ვინ აჯობებს, შენ თუ მე! ალისია სახლში შევიდა. შაბათ-კვირას დედა და მამა სოფელში მიდიოდნენ საქმეებზე. ალისიამაც ჩაალაგა ბარგი და მშობლებთან გავიდა, რათა თვითონაც გაჰყოლოდა მათ. დილას გიორგი ძლივს ადგა, თავი სტკიოდა. მძინარე ბავშვს დახედა და მაშინვე სააბაზანოსკენ დაიძრა. კარი შეაღო და უცებ შიშველი ქალი დაინახა. მაშინვე მიტრიალდა. _ არ ვიცოდი აქ თუ იყავი! _ არა უშავს. უკვე გამოვდივარ. _ თქვა ქალმა და პირსახოცი მოიფარა სხეულზე. სისწრაფეში სველი გადმოვიდა და ფეხი აუსრიალდა. კაცმა დაიჭირა და ქალის გრილი სურნელი იგრძნო, თავში დაარტყა იმწამსვე მისმა დაუფლებამ. ხელები მოუჭირა. ორივეს გული უფართხალებდა ერთმანეთთან ახლოს ყოფნისგან. ქალმა მადლობა გადაუხადა და კარისკენ დაიძრა. ამ დროს კაცის ხმა გაიგონა. _ კარი ჩაკეტე და უკან დაბრუნდი! _ რა?! _ წარმოთქვა გაკვირვებულმა ქალმა და კარს ხელი მოუჭირა. _ კარი ჩაკეტე-მეთქი! _ იყვირა კაცმა და ქალისკენ წავიდა მკაცრი ნაბიჯით. კარი ჩაკეტა და ქალი კარს ზურგით მიაკრა: _ შენ ჩემი საყვარელი ხარ და რასაც გიბრძანებ, იმწამსვე შეასრულებ! _ თქვა მკაცრად და ქალს პირსახოცში ჩაფრენილი ხელები გაუშეშა, პირსახოცი ხელის მოქნევით მოისროლა და ქალის სხეულისკენ დაძრა ხელები... ქალი გამოვიდა სასააბაზანოდან, ტანსაცმელი ჩაიცვა და მაშინვე ქუჩაში გავარდა. სახლში მისულმა ტანსაცმელი ჩაალაგა ჩანთაში და ისევ გირგისთან წავიდა. ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდა და ქმარზე ფიქრობდა, თავის ერთადერთ ქმარზე. მის სუნთქვაზე, მის ალერსზე, მის კოცნაზე ფიქრობდა და გიჟდებოდა, ახსენდებოდა ძველი ბედნიერი დრო და გიორგიზე ფიქრი აშინებდა. ეშინოდა მისგან კიდევ შორს ყოფნის, ეშინოდა მის გვერდით ყოფნისაც, მაგრამ მაინცა მასთან უნდოდა. უნდოდა უფრო ჩახუტებოდა კაცი, კიდევ უფრო ეგრძნო მისი ალერსი და ის ძველი სიყვარული, რაც კაცს ადრე გააჩნდა. უნდოდა მის გვერდით ისევ ბედნიერი ყოფილიყო ბავშვთან ერთად. ბავშვი გაახსენდა, მოენატრა და ნაბიჯს აუჩქარა. კაცმა სააბაზანო დატოვა და თავის ოთახში შევიდა. ბავშვს ხელები მოხვია და ჩაიხუტა. ტანსაცმელი ჩაიცვა და ქალის მომზადებული საჭმელი აჭამა ბავშვს. თვითონ ყავა დაისხა და დივანზე ჩამოჯდა ჩაფიქრებული. უცებ ქალის ფეხსაცმელები დაინახა, ნელ-ნელა ზევით აუყვა მზერით და ქალის სევდიანი თვალები შეეფეთა. გული მოეწურა მის დანახვაზე და ჩაფიქრებულმა მძიმედ გადაუშვა ყელში ნერწყვი, გული ეტკინა, ასეთი სევდიანი რომ დაინახა. _ ტანსაცმელები წამოვიღე... ახლავე გავამზადებ საჭმელს. _ მოესმა და ახლა მიხვდა ,რომ ფიქრებში კი არა, ცხადში ხედავდა ქალს. _ ბავშვმა ჭამა, საჭმელი გააცხელე და მეც შევჭამ! _ თქვა და კაბინეტში შევიდა. გაუკვირდა დალაგებული ოთახი რომ დახვდა და სამზარეულოსკენ დაიძრა. _ როდის დაალაგე კაბინეტი?! _ წუხელ ღამე... _ რატომ არ გეძინა?! _ ვერ დავიძინე... _ თქვა ჩუმად ნინომდა საჭმელი წინ დაუდო. კაცი სუფრასთან დაჯდა და ქალს შეხედა. _ შენც ჭამე! _ მომთხოვად წარმოთქვა. ცოლის სახეს უყურებდა და ცდილობდა, მისთვის მშვიდად ეყურებინა. ნინომ ბავშვი ეზოში გაიყვანა. ორივენი იცინოდნენ და თამაშობდნენ. კაცი მათ აკვირდებოდა და იღიმოდა, სრულიად გადაავიწყდა ქალისგან გულისტკენა და მათკენ გაეშურა. იქვე ჩამოჯდა და ქალს შეხედა. ორი ჭიქა დადო მაგიდაზე და დაუძახა. ქალი უცბად მოვიდა აზრზე, ღიმილი მოიშორა სახიდან, ბავშვს ხელი მოჰკიდა და კაცისკენ დაიძრა. _ დაისვენე და ნაყინი ჭამე! _ თქვა მკაცრად გიორგიმ და ქალს შეხედა. ქალი მაგიდასთან დაჯდა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. კაცი ადგა, ბავშვი გამოართვა და თვითონ ჩაისვ კალთაში, ბავშვს სათამაშო მისცა ხელში და ისიც გაერთო. ერთი კოვზი თვითონაც გასინჯა. ბავშვი იღიმოდა, ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს. თან თამაშობდა და ტუჩებს ილოკავდა. ქალმა ნაყინი ჩაიდო პირში და ტკივილით სავსე თვალებით კაცს გადახედა. უნებლიეთ ტუჩზე ენა გადაისვა და ამ დროს კაცმაც შეხედა, მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი, ადგა და ბავშვი იქვე დასვა სათამაშოებში, პლედზე. მერე ქალს მიუბრუნდა: _ ეგ მეორედ აღარ გააკეთო! _ თქვა მკაცრად და მაშინვე დაიძრა სახლისკენ. _ მეე... _ მოესმა კაცს ქალის ხმა და შემოტრიალდა: _ შემოდი! თუ მზეში უნდა იყო?! _ მკაცრად მიმართა და კარში შევიდა თუ არა, ქალიც ბავშვით ხელში უკან მიჰყვა ჩაფიქრებული. ცოტა ხანში ბავშვმა დაიძინა. ქალი ფრთხილად ადგა ლოგინიდან და კარისკენ დაიძრა. უცბად კაცის შეხება იგრძნო და შეკრთა. კაცმა პირზე ხელი ააფარა და ჩუმადო, უთხრა, ხელში აიტატა და ოთახიდან გაიყვანა. ქალისთვის განკუთვნილ ოთახში შეაბიჯა, ლოგინზე დააწვინა და დააცქერდა. ქალის მკერდს თვალი ააყოლა და გულზე დაადო ხელი. _ რომ შემეძლოს, ამ გულს ამოგაცლიდი! როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი, დაგეჯერებინა ის ტყუილი და მოგეშორებინე! შენ! ამას არ დაგივიწყებ! _ ხელი წაუჭირა ყელში და როგორც კი მიხვდა, ქალი არ ყვირის და მნებდებაო, ხელი გაუშვა. _ დამახრჩვე თუ გინდა, თუ ეს დაგამშვიდებს... _ მოესმა ქალის აკანკალებული ხმა და თვალები დახუჭა. _ მინდა სიკვდილი... _ რაებს ბოდავ! _ დაუყვირა კაცმა. _ ეს მეორედ აღარ თქვა! _ მირჩევნია მოვკვდე... შენ ჩემი არ გჯერა! მე არ ვყოფილვარ ირაკლისთან! _ მორჩი! მისი სახელის გაგონებაც არ მინდა! არც ის მაინტერესებს, მასთან როგორ გეძინა! _ მასთან არ მძინებია! _ გაჩუმდი! _ დაუყვირა და ქალი შეხტა, კაცმა იგრძნო ეს და უფრო მოხვია ორივე ხელი წელზე, ერთი ხელით ზურგს აუყვა და ქალს გააჟრჟოლა. მეორე ხელი მისი თმასკენ წაიღო და უჩურჩულა: _ ჩემი ხარ ახლა, ჩემი და მეტი არავისი! _ მერე უცებ ტანსაცმელი გახადა და ქალის სხეულს მოფერება დაუწყო... ბავშვმა გამოიღვიძა, ატირდა. ორივე მაშინვე გამოფხიზლდა, ზეზე წამოხტნენ და ტანსაცმელები ჩაიცვეს თუ არა, ჯერ კაცი გავარდა ოთახიდან. ბავშვისკენ გაიქცა და ოთახში შევარდა. ლოგინზე წამომჯდარი დაინახა და უცბად წაავლო ხელი. _ დამშვიდდი, არაფერია, ჩემო ბიჭო... დამშვიდდი, აქ ვართ მე და დედიკო, აქ. _ თქვა და ქალს შეხედა, რომელიც კარში იდგა და ტიროდა. კაცი ახლა მოეგო გონს, რაც თქვა და ქალს მზერა მოაშორა. _ ნუ ტირი! _ მოესმა ქალს. მაშინვე მოიშორა სახიდან ცრემლები და ბავშვისკენ წავიდა... ბავშვი ლოგინზე დასვა კაცმა, ქალმა ხელები მოხვია და მიიხუტა. _ .ლუკაა... მოდი ჩემთან. _ უთხრა მამამ და ბავშვი ხელში აიყვანა. ქალმაც დანანებით გაუშვა ბავშვს ხელი და ადგა, კარისკენ დაიძრა. _ ნინო, მოდი აქ. _ მოესმა უცბად და მათკენ მიბრუნდა. კაცმა ანიშნა მოდიო და ისიც გვერდით დაისვა. ბავშვი მისკენ მიატრიალა და სახეში ჩახედა: _ ის შენი ნამდვილი დედიკოა. _ უთხრა ბავშვს. ლუკა თითქოს მიხვდაო, მაშინვე ქალისკენ გადაბობღდა და ჩაეხუტა. _ შვილო... _ დაიჩურჩულა ქალმა, ბავშვს ხელები ძლიერად მოხვია და ატირდა. _ ბოდიში, შვილო... ბოდიში, რომ ვერ დაგიცავი, ბოდიში, რომ შენთან არ ვიყავი... შენი სურნელი, შენი სითბო მავსებს და სიცოცხლეს მიხანგრძლივებს... _ მოესმა კაცს და გული ეტკინა ქალის სიტყვებზე. ნინოს ცრემლები წამოუვიდა. უცებ ბავშვის თბილი ხელების შეხება იგრძნო და უფრო ატირდა. კაცი ლოგინიდან წამოდგა, აივანზე გავიდა და ძლიერად შეისუნთქა ჰაერი. _ აღარ წავა! ახლა ვეღარ წავა... _ თქვა ჩუმად და ქალის ხმაც მოესმა: _ მადლობა, ბატონო გიორგი... კაცი ბატონოზე უცბად შეტრიალდა საყვირლად და რომ დაინახა, ბავშვი დედას მიჰკრობოდა, სრულიად გადაავიწყდა ყველაფერი. მათ ერთად ნახვით დატკბა და ქალს თავზე გადაუსვა ხელი ისე, რომ არც დაფიქრებულა. ქალს თმაზე აკოცა და ბავშვს შეხედა. დროა საჩუქრებზე წავიდეთ და რამე ვუყიდოთო, თქვა და ქალს თვალებში შეხედა. _ მეე... საჩუქარი მაქვს... _ თქვა ქალმა და უცბად გავარდა ოთახში, ჩანთიდან რამდენიმე ყუთი ამოიღო და ისევ ოთახში შებრუნდა. ბავშვმა ისევ მოხვია ხელები დედას და არ უშვებდა, მთლიანად მიჰკრობოდა მონატრებულ სხეულს. _ შვილო... შვილო... _ ეძახდა დედა ბავშვს და ეხუტებოდა. ბავშვმა ლოგინზე დადებული ყუთები დაინახა და მათკენ წაიწია. _ ეს სულ შენია. _ უთხრა ქალმა და ყუთების გახსნას შეუდგა. მერე ქალმა ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა, ბავშვს ხელი გადაუსვა თავზე და დააკვირდა ბედნიერ სახეზე. როგორც კი ახალი სათამაშოები დაინახა, ბავშვმა მაშინვე ისევ მოხვია ხელები. _ კარგი, ახლა დროა ვჭამოთ და მერე მაღაზიებში გავისეირნოთ, _ თქვა გიორგიმ და ცოლ-შვილს გადახედა,რომლებიც ლოგინზე ისხდნენ სათამაშოებში. ჭამს რომ მორჩნენ, სამივენი მანქანაში ჩასხდნენ. მთელი სათამაშოების მაღაზიები მოიარეს. კაცს რამდენიმე პარკი ეჭირა ხელში, მანქანაში ჩაალაგა და სახლში დაბრუნდნენ. გიორგი მანქანას მართავდა, უკან იხედებოდა და ორივეს აკვირდებოდა. მათი სიცილი გულზე მალამოსავით ედებოდა და მთელი წლების ტკივილი და დარდი ავიწყდებოდა. კმაყოფილი ჩასჭიდებოდა საჭეს და სახლისკენ მიდიოდა სახლისკენ, რომელიც ქალს და ბავშვს უყიდა, რომ მათთან ერთად ეცხოვრა მშვიდად და ბედნიერად... დაღლილებმა შეაბიჯეს სახლში, სამივენი ლოგინზე მიწვნენ. კაცმა ინსტინქტურად ორივეს გადახვია ხელი და მიიხუტა. ორივეს საამო სურნელი ჩაისუნთქა და ბედნიერმა დახუჭა თვალები. ლუკას წამში ჩაეძინა, მაგრამ დედას ძილშიც ეფერებოდა, თავის პატარა ხელს სახეზე უსვამდა და ქალი მის ყოველ შეხებაზე ცრემლებით ნამავდა ბალიშს. კაცი მის ცრემლებს ამჩნევდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, ბოლოს ვეღარ გაძლო დაწოლილმა, ლოგინიდან ჩუმად ადგა. ქალთან მივიდა და დახედა: _ ნუ ტირი, არ მომწონს როცა ტირილი მესმის! მარტო როცა იქნები მაშინ იტირე! _ უთხრა მკაცრად და ოთახიდან გავიდა. ბავშვი გადატრიალდა და ქალს მიეხუტა. _ ჩემო ბიჭო, ძალიან მიყვარხარ... დედას ძალიან უყვარხარ... _ მიეფერა შვილს და ისევ ატირდა. ცოტა ხანში თვითონაც ჩაეძინა. კაცი ეზოში გავიდა, გრილი ჰაერი ჩაისუნთქა და უკან დაბრუნდა ოთახში. ქალის ტირილის ხმა რომ აღარ მოესმა, მიხვდა ჩაეძინაო და თვითონაც სცადა დაძინება. კარგა ხანს იწრიალა ლოგინში, ბოლოს მიხვდა, რომ შიოდა და სამზარეულოს მიაშურა. დანაყრდა თუ არა, ოთახში ავიდა, იქ გამეფებული ბავშვისა და ქალის სურნელი შეიგრძნო და მძიმედ დაეშვა საწოლზე. თავი ხელებში ჩარგო, ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ქალი ბავშვის გამო მიეღო თუ მისდამი დარჩენილი გრძნობების გამო. უკან მიიხედა, პატარა და დიდი მწოლიარე არსება დაინახა და ცრემლებმა დაუსველა სახე. ორივეს ერთად მიკრულებს ეძინათ. ერთად სუნთქავდნენ, თითქოს ისე იყვნენ შეერთებულები. ხელი სახეზე ჩამოისვა, თავის ადგილას დაწვა და ორივეს გადახედა, მშვიდად სუნთქავდა ბავშვი, ქალი კი მძიმედ სუნთქავდა. კაცს შეეშინდა, ხელი გადახვია ორივეს. ქალი შეირხა. _ ბბა... _ თქვა და ვერ მიხვდა, როგორ მიემართა კაცისთვის. გიორგი მიუხვდა და შეეკითხა: _ რამე გინდა?! ქალმა აკანკალებულმა უთხრა: _ საჭმელი ან ყავა ხომ არ გაგიმზადო? _ მე ვჭამე, მადლობა. შენ ჩადი და რამე შეჭამე, არაფერი გიჭამია. ქალი წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა. ბედნიერმა დაიწყო საჭმლის მომზადება. კაცს გაუკვირდა, ნინო რომ აღარ ბრუნდებოდა ოთახში. სამზარეულოსკენ დაიძრა და პიჟამაში მოფუსფუსე ქალი დაინახა. _ რას აკეთებ?! _ ქალმა გაიგონა მისი ხმა და შიშისგან შეხტა. _ საჭმელს. _ თქვა ძლივს და კაცს ქვევიდან ახედა, მიშლის თუ მეჩხუბებაო, ფიქრობდა, _ ხორცს ჩავშუშავ და ღომსაც გავაკეთებ. ნამცხვარსაც გამოვაცხობ. _ ღამის 2 საათზე აპირებ ამის გაკეთებას?! _ რა, არ შეიძლება?! მაინც არ მეძინებაა. _ თქვა ჩუმად და შოკოლადიანი ნამცხვრის გამოცხობას შეუდგა. ქალმა ნამცხვარი გაამზადა და ფორმაში ჩაასხა, ღუმელში შედგა და შოკოლადიანი ხელი უნებურად პირისკენ წაიღო. კაცმა შეამჩნია ეს და მისკენ დაიძრა: _ რას აკეთებ?! _ მეე... _ პატარა ხარ და თითებს იტლაკავ?! _ შოკოლადიანი მქონდა... _ თქვა ძლივს და კაცს თვალებში მორცხვად შეხედა. _ ნამცხვარს აცხობ?! _ კი... _ მიუგო ქალმა ჩუმად და შეეშინდა, არ გაბრაზდესო. კაცმა უცბად წელში წაავლო ხელი, ტუჩებს მისწვდა ამდენი ხნის მერე პირველად და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ქალის გულის ფეთქვა გაიგონა. ქალს შეხედა და მის დახუჭულ თვალებს დააშტერდა. ქალმა ნელა გაახილა თვალები და უცბად მოაშორა კაცს მზერა. _ გემრიელი ნამცხვარი იქნება! _ მოესმა ქალს და გაბრაზებულმა და ერთდროულად გახარებულმა დაიწყო ხორცისა და ბოსტნეულის მომზადება. ხორცი წვრილად დაჭრა და წყალში ჩაყარა მოსახარშად. კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი და ვაშლი დახეხა და ფენა-ფენა ჩაყარა ჯამში, ზემოდან მწვანილები მოაყარა და ზეითუნის ზეთი მოასხა, ცოტა ლიმონიც დააწურა. რამდენიმე კვერცხი დადგა გაზზე მოსახარშად და ნამცხვარს შეხედა, რომელიც ჯერ კიდევ ცხვებოდა. კაცი ეზოში გავიდა, ახლა უფრო არეული და გაკვირვებული დააბიჯებდა. _ შენ ის გიყვარს! _ ჩაესმოდა ალისიას სიტყვები და ბრაზობდა, ეს სიტყვები რომ ახსენდებოდა. ქარმაც დაუბერა და თითქოს ისიც ამ სიტყვებს ეუბნებოდა. გაკვირვებული და გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და მალევე ლამპიონებით განათებულ ქუჩებში დაიწყო მანქანით სიარული. _ არ მიყვარს! არ მიყვარს! _ უმეორებდა ხმამაღლა საკუთარ თავს და გაბრაზებული ორივე ხელით ეჭიდებოდა საჭეს. ნინომ შვილს დახედა, აკოცა ლოყასა და ხელზე და სამზარეულოს დაუბრუნდა. ახლა დემეტრეზე ფიქრობდა და მასზეც დარდობდა, უნდოდა მასზეც ეზრუნა და დედობრივი სიყვარული არ მოეკლო. ღუმელში შეიხედა, ნამცხვარი მზად იყო და გამოება დააპირა. ამ დროს მაჯაში კაცის ხელი იგრძნო. _ რას აკეთებ?! _ ნამცხვარი გამოცხვა... _ და შიშველი ხელებით იღებ?! _ წამოიძახა გაბრაზებულმა კაცმა და ქალს ნაჭერი მიაწოდა. _ მადლობა. _ თქვა ჩუმად ნინომ და ნამცხვარს დასწვდა. _ რაზე ფიქრობდი?! _ მოესმა უცბად და პირდაპირ უთხრა, არც დაფიქრებულა: _ დემეტრეზე. მას სიყვარული დააკლდა... დედის, ისევე როგორც ლუკას... _ თქვა და ნამცხვარი დაფაზე დადო. მალევე კვერცხი და ხორცი გადმოაწყო მინიან ჯამზე, ცალკე ბოსტნეული შეინახა, შოკოლადის მინანქრის მზადებას შეუდგა და განელებულ ნამცხვარს განელებული მასა დაასხა. რამდენიმე ხანში ჭურჭელიც მიალაგა. ამასობაში 5 საათი გახდა. კაცი მის სიტყვებზე ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა. უცებ ოთახისკენ მომავალი ნინო დაინახა. ქალი გაჩერდა და დაიცადა. კაცი მისკენ დაიძრა, ხელი წაავლო და მასთან ერთად ქალის ოთახში შევიდა. კოცნა დაუწყო, ვერ ძღებოდა და ქალის ბაგეებს ვეღარ შორდებოდა. ქალის ალერსში გახვეულს არაფერი აღარ ახსოვდა, ძველი ტკივილი მთლიანად გადაავიწყდა. ქალს ეხებოდა მთელი სხეულით, ტუჩებით და მასთან ჩახუტებული იწვა. _ დედას დაურეკე, უთხარი, შვილს წავიყვან-თქო! _ მოესმა ქალს. შეკრთა და თავი ასწია. _ რაა?! მერე სად წავიყვანო?! ხომ ვერ მივატოვებ, ისიც ჩემი შვილია... _ აქ წამოიყვან! არსად ვაგდებ! _ თქვა გიორგიმ და ადგა. ქალი დაიძაბა, ვერ გაეგო კაცის ასეთი ცვლილება. თვითონაც ადგა და კაცს შეხედა: _ მასზეც უნდა იძიო შური?! _ შენზე! _ თქვა კაცმა და კარისკენ დაიძრა: _ დაურეკე დედაშენს და უთხარი, რომ ბავშვი მიგყავს! _ უთხრა მკაცრად და ბავშვის ოთახისკენ წავიდა. შვილს დახედა, ისევ მშვიდად ეძინა ბავშვს. ქალმა უცბად ჩაიცვა, სუფრა გაშალა და ბავშვსაც გაუმზადა საჭმელი. მერე თვითონაც ბავშვისკენ დაიძრა და მის სახეს დააცქერდა. ფიქრებში წავიდა ისე, რომ ვერც შენიშნა, კაცი რომ უყურებდა. ბავშვმა თვალები გაახილა და დედის დანახვაზე ხელები მისკენ გაიშვირა, აყვანას ითხოვდა: _ ჩემი ტკბილი შვილი. _ თქვა ჩუმად ნინომ და ბავშვს აკოცა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და უკან გაიხედა. კაცი დაინახა, რომელიც მათ ელოდებოდა. ქალმა ტანსაცმელი გამოიღო, ბავშვს ერთად ჩააცვეს და სამზარეულოში გავიდნენ... სამივემ ერთად ისაუზმა. ბავშვი ხან დედასთან იჯდა და ხან მამასთან. მერე დემეტრეს წამოსაყვანად წავიდნენ. რამდენიმე საათში უკვე ნინოს დედასთან იყვნენ. მანქანა სახლის წინ გაჩერდა. ნინოს დედამ მათ დანახვაზე შეჰკივლა და სიძეს ჩაეხუტა, ლუკას დანახვაზე კი ცრემლი მოადგა, ბევრი ეფერა და კოცნა. რამდენიმე ხანი გარეთ იდგნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. დემეტრე დივანთან იჯდა და თამაშობდა. მერე ნინო დაინახა და სახე გაებადრა, ხელები გაშალა და ქალმაც უცბად აიტაცა ხელში. დიდხანს კოცნა, მასთან გატარებული დღეები გაახსენდა და, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მისი ნამდვილი დედა, უყვარდა ეს ბავშვიც. გიორგი მათკენ დაიძრა, ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა, თბილად აკოცა, მისი სურნელიც შეიგრძნო და ბავშვს უჩურჩულა: _ ახლა მე ვარ მამაშენიო და თავის შვილს გადახედა, რომელიც ბებიას ჩაეკრა გულში, კოცნიდა და თან ტიროდა. მალე ყველანი სუფრასთან ისხდნენ და სადილობდნენ. ქალმა ბოდიში მოუხადა თავის სიძეს და ისევ ატირდა. კაცმა ხელი მოხვია და აკოცა, დაამშვიდა და დააწყნარა ქალი... ცოტა ხანში ბავშვის ნივთები ჩააბარგეს და სახლისკენ გაუყვნენ გზას. ბავშვები უკან ისხდნენ, ნინო მათ შუაში იჯდა და ორივეს ეფერებოდა და კოცნიდა. დემეტრეს შეხედა და ლუკაზე უთხრა: თქვენ მეგობრები და კარგი ძმები უნდა იყოთ, ერთმანეთს არ უნდა ეჩხუბოთ და არ გააბრაზოთო. ორივე ბავშვი უსმენდა დედას. მერე სამივეს ჩაეძინა. როგორც კი სახლს მიუახლოვდნენ, კაცმა ჩუმად გადაუღო ფოტო, მერე ქალი გააღვიძა და დემეტრე ხელში აიყვანა. მაშინვე ლოგინში დააწვინა და გვერდით ლუკაც მიუწვინეს. _ დემეტრე ჩემს ოთახში დაიძინებს, ჩემთან... _ ძმები არიან უკვე და ერთად უნდა ეძინოთ. _ თქვა კაცმა და ბავშვებს გადახედა. მერე ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოსკენ წავიდა. სანამ ბანაობდა, სიდედრის ცრემლებზე ფიქრობდა. იცოდა, რომ მას გულწრფელად უყვარდა სიძე და მის მიმართ კარგად იყო განწყობილი. ნინოს მიმართაც მოლბა და ტანსაცმელი ჩაიცვა თუ არა, ოთახისკენ დაიძრა. ნინო იქ იყო, ორივე ბავშვს დაჰყურებდა, მათ სურნელს ხელახლა ისრუტავდა და სახე უღიმოდა. _ ნინო, კარგად ხარ?! _ მოესმა და მისკენ მიატრიალა თავი ქალმა. _ კი, უბრალოდ, დავიღალე. _ წამოწექი, არ გძინებია წუხელ, წამოწექი. ქალიც დაწვა ლოგინზე, ბავშვებს ხელი გადახვია და ჩათვლიმა, მიუხედავად კაცის მხარეს დატოვებული სურნელისა, რომელიც ფიქრებს ურევდა, დაღლილს მაინც ჩაეძინა. კაცმა სამივეს გადახედა და ამოიხვნეშა. ცოტა ხნის წინ საერთოდ ვერ იფიქრებდა, აქ შვილის გარდა ოთახს ვინმეს თუ გაუყოფდა. ახლა კი მის ოთახში სხვა ბავშვიც იწვა, რომელიც უნდოდა ლუკას დამეგობრებოდა და ქალი, რომელიც ვერ გაერკვია, უყვარდა თუ სძულდა. _ შენც დაიძინე... _ მოესმა ქალის ძილნარევი ხმა და მისკენ გაიხედა. ნინოს თვალები დაეხუჭა. მისკენ დაიძრა, კიდევ იყო ცოტა ადგილი ქალის გვერდით, წამოწვა და ხელი გადახვია. მის სხეულს მიეხუტა და ქალიც შეირხა, ძილში იგრძნო მეორე თბილი სხეული, კაცი უფრო ჩაეხუტა და ხელი ქალის სახეს მოუსვა. ქალს გაეღვიძა და გადმოტრიალება სცადა, მაგრამ კაცმა არ დაანება, ისევ მის სახეს ეხებოდა ხელით. ქალის შავ თმას აკოცა და თავისკენ მიიზიდა ცოლი. _ სააბაზანოში დაგელოდები. _ უთხრა ჩუმად და ქალის სხეულს მოშორდა. ქალი უცბად გამოფხიზლდა, კაცის გასვლის მერე ადგა და სარკეში ჩაიხედა: _ რატომ აკეთებს ამას, მხოლოდ ვნების გამო თუ მონატრების გამო? ან მე რატომ ვაძლევ ამის უფლებას... მაგრამ მე ხომ მიყვარს... მიყვარს და მინდა ჩემი იყოს... _ ეუბნებოდა თავის გულს და სააბაზანოსკენ მიაბიჯებდა. კაცს უკვე დაესველებინა სხეული, წყლის ქვეშ მდგარი ქალის თბილ სახეზე ფიქრობდა, რომელიც არ მოსწონდა, როცა ცრემლიანი იყო. ქალი უკვე ნამცხვარს ჭრიდა, როცა ხელზე შეხება იგრძნო და გააჟრჟოლა. მაშინვე იგრძნო მეორე ხელი წელზე და მის მუცელთან გაჩერებული მტევანი, რომელმაც მიიზიდა. ჩუმი ხმა მოესმა და წამის წინ განცდილი ალერსი გაახსენდა, ნელ-ნელა ითიშებოდა და ალერსის ბურუსში ვარდებოდა. _ უჩემოდ ჭამდი?! _ თქვა და ქალის დანიანი ხელი ნამცხვარში ჩაარჭო. _ მეე... ბავშვებს ვუმზადებ, _ ძლივს თქვა და კაცის ხელი შეხება იგრძნო მკერდზე. _ მეე... _ თქვა ჩუმად ქალმა და თვალები მიხუჭა. _ მე თუ ყავას გამიკეთებ, უკეთესი იქნება. _ თქვა და ქალის სხეულს უცბად მოშორდა. ქალმა საჭმელები გამოიღო და ყავაც ადუღდა. უკვე ყველაფერი მზად იყო. ბავშვებსაც ჭამის დრო მოუდიოდათ და ოთახისკენ დაიძრა. კაციც უკან მიჰყვა და დემეტრე აიყვანა, თან ქალს შეხედა: _ ბავშვს უნდა შევეჩვიო, _ უთხრა და დემეტრეს აკოცა. ორივენი ბავშვებით სამზარეულოსკენ დაიძრნენ. ქალმა ყავა დაასხა და კაცს დაუდგა წინ. გიორგიმ გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და წამის წინ განცდილი ალერსი გაახსენდა. ისევ ქალზე დაიწყო ფიქრი, მის კოცნაზე და მისი სხეულის შეხებაზე. უკვე ხვდებოდა, რომ ყოველდღე ქალი სჭირდებოდა და მხოლოდ ნინო. საჭმელი გადაიღო და ბავშვებს გადახედა, ორივენი გვერდიგვერდ ისხდნენ. კაცმა ქალი გვერდით სკამზე დაისვა. რამდენიმე ხანში ქალი შეხტა და კაცმა უფრო მოუჭირა ფეხზე ხელი. ნინო ცდილობდა მის მოშორებას, მაგრამ კაცის ხელი მის ფეხებზე დადიოდა და ჩუმად აგიჟებდა ქალის სხეულს. როგორც კი ბავშვები მორჩნენ ჭამას, უცბად მოაშორა ხელი კაცმა ცოლს და ადგა. ქალს მიეხმარა მილაგებაში, რომელიც ხმას არ იღებდა. ბავშვები დაბანეს და იატაკზე დასვეს თბილ პლედზე. ბავშვები ერთმანეთს სათამაშოებს უცვლიდნენ და ერთობოდნენ. სამზარეულოდან ნელი ნაბიჯით გავიდა ქალი, თავისი ოთახისკენ დაიძრა. სააბაზანოში შევიდა და ცოტა ხნის მერე კარში გავიდა. კაცი დაეჯახა და ხელში მოიქცია: _ რაო, ახლაც არაო?! _ სახლი მაქვს დასალაგებელი! _ თქვა ქალმა და უცბად დაუსხლტა ხელიდან. საქმეებს მორჩა და დაღლილი გვიან ავიდა ოთახში. შუქი უნდა აენთო, შეხება რომ იგრძნო და გააცივა ტანში, როგორც კი გიორგის ხელები და სუნთქვა იგრძნო. მაშინვე დამშვიდდა და კაცის მოქმედებებს მიჰყვა. _ ბავშვები... _ მოესმა ლოგინთან მისულ კაცს და ქალს ყელზე უკბინა: _ დღეს სულ გარბიხარ! ბავშვები თამაშობენ, თუ დავჭირდით, დაგვიძახებენ, _ თქვა და გაბრაზებულმა ამოიხვნეშა, ამ დროს ბავშვების ხმა რომ მოესმა. ორივე უცბად გაჩნდა მათ წინ. ბავშვებს სათამაშოები ჩაებღუჯათ და თან ერთმანეთში ჟღურტულებდნენ. ორივე მათთან დაჯდა, სათამაშოები აიღეს და მათთან ერთად დაიწყეს თამაში. ქალი ბავშვებს უხსნიდა, რა რა სათამაშო იყო, როგორი რა ფერის, რა ცხოველი რამხელა იყო და რა ფერის... კაცი ქალის სიტყვებს უსმენდა და ქალის ხელში მოქცეულ სათამაშოებს აკვირდებოდა. _ აბა, ეს რა არის, აგვიხსნას დედამ. _ თქვა კაცმა და ქალს სპილო მიაწოდა. _ ეს სპილოა, დიდი, ძლიერი, ნაცრისფერია და მის შვილს სპლიყვი ჰქვია, _ თქვა ნინომ: _ სპილოს დიდი ხორთუმი აქვს და იმით ჭამს და სვამს, დიდი ყურებიც აქვს, მასზე ადამიანები სხდებიან და სეირნობენ... _ დაასრულა მოყოლა და ლუკას ხელი წაავლო, რომელსაც სხეული მოდუნებოდა და ძილი უნდოდა. დემეტრე კი ისევ უსმენდა ქალს და მის თვალებს აკვირდებოდა. კაცმა ხელი მოხვია ბავშვს და მის სახეს შეხედა: _ უყურე ამას, როგორ უყურებს ჩემს ქალს! _ თქვა მკაცრად და ბავშვიც ატირდა. უცბად წამოხტა კაცი და უკან დაიხია: _ არაა პატარაა... არ მინდოდა... შენი შეშინებაა... ბოდიშიი. _ თქვა და ბავშვისკენ წავიდა. ბავშვმა უფრო მოუმატა ტირილს და ქალმა გაბრაზებულმა უთხრა კაცს, თან ბავშვი მიაწოდა: _ ლოგინში ჩააწვინე ლუკა,_ მერე დემეტრეს მიუტრიალდა: _ მოდი ჩემთან... ჩემო შვილო... ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებს. ის ხომ... _ მამიკოაა. _ თქვა კაცმა და ბავშვს ხელი გადაუსვა. _ მე ბავშვებს არაფერს დავუშავებ. _ და ბავშვს აკოცა, ისიც გაჩუმდა და დამშვიდდა. ნინომ ორივე დაწვინა და სანამ ღრმად ჩაიძინებდნენ, გვერდით მიუწვა. მერე ადგა და სათამაშოების ალაგება დაიწყო. _ რამდენი ხანია გიცდი! _ გიორგის შეხება იგრძნო. _ ორი ზღაპარი წავუკითხე... ახლა კი უნდა მივალაგო სათამაშოები. _ მათთვის ახალ დედას მოვიყვან! შენ კი სულ ჩემი იქნები! _ თქვა მკაცრად და ქალის სახეზე შეხებისას მისი ცრემლები იგრძნო. _ რატომ ტირი?! _ მართლა შეუცვლი ბავშვებს დედას?! _ თუ ჩემი იქნები, არაა! _ მიუგო კაცმა და ქალი წამში გააშიშვლა... კაცი უფრო და უფრო იძირებოდა გრძნობებში, აღარ უნდოდა გაჩერება. უფრო უნდებოდა ქალის გვერდით ყოფნა და მისი ალერსი, ხმა, რომელიც ყურში ჩაესმოდა, ავიწყებდა განცდილ ტკივილს და ალერსისკენ უხმობდა... ქალს სიამოვნებდა მისი სხეულის ასე ახლოს ყოფნა, მაგრამ როგორც კი იხსენებდა, რომ შეიძლება კაცს მიეტოვებინა, ეს აგიჟებდა, კაცის სხეულზე გაბრაზებული დაატარებდა პატარა წამოზრდილ ფრჩხილებს, რაც კაცს უფრო ახელებდა. ორივენი საწოლზე იწვნენ, თეთრეული და პლედი უკვე ძირს გადაეგდოთ, ალერსით გამთბარებს სხეული უხურდათ. რამდენიმე ხნის მერე ცივ იატაკზე გადაინაცვლეს და ერთმანეთს მიხუტებულებმა გააგრძელეს ალერსი... ალისიას მამამ ეზოს ჭიშკარი გააღო და მანქანა შეიყვანა. ალისიამ თავი წამოსწია, წამოდგა და გაიზმორა გაბრაზებული, რომ მთელი გზა ეძინა. სახლში ავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დედამისს მოეხმარა სუფრის გაშლაში. მორჩნენ თუ არა საჭმლების გამზადებას, მამამის დასაძახებლად წავიდა. ალისიამ სახლის უკან გაუხვია, პატარა შენობას გასცდა, მინდვრისკენ გაეშურა და უცბად შეჩერდა. კედელს მიეყრდნო და რამდენჯერმე გახედა მოშორებით მდგარ სილუეტს: მეჩვენება?! მელანდებაა?! არა! ნამდვილად ისაა! თვალები მოიფშვნიტა და კაცს შეხედა, რომელიც წელზევით შიშველი იყო და ხეების გარშემო მიწას ბარავდა. ქალი ხეს მიეყრდნო. ახლა მიხვდა, რომ ის გააჩნდა ანდრიას, რასაც ეძებდა ამ ხნის განმავლობაში. ის ჩემიანებთან არის და მუშაობს. კაცი, რომელიც შეძლებულია, ქედმაღალი, მკაცრი, რომელსაც არ უყვარს თავისი სამსახურის გარდა არაფერი, აქ არის და ბარავს, ის ჩემი მშობლების გვერდითაა ასე და მათ ეხმარება! ალისია მისკენ დაიძრა და მამამისიც დაინახა. მამას მიუტრიალდა და გაბრაზებულმა უთხრა: _ დედა საჭმელად გეძახის... _ თქვა და უკან გაბრუნდა გაბრაზებული. კიბე აირბინა და ლოგინზე გაიშოტა. _ რატომ არ მელაპარაკები?! _ მოესმა კაცის ხმა და უცბად წამოიწია ლოგინიდან. _ ჩემი ოჯახის წევრებისგან თავი შორს დაიჭირე! _ რატომ?! გეშინია, რომ მოვეწონები?! _ მაინც რა გაქვს მოსაწონი?! _ იყვირა ქალმა და წამოხტა. კაცი ჩაფიქრდა, ვერაფერი თქვა. მართლა არ იცოდა, რა ჰქონდა მოსაწონი. მთელი სისასტიკით ჩაესმოდა სიტყვები, რომელსაც ყოველღამე უმეორებდა თავის თავს და ცდილობდა დაევიწყებინა: _ მას არა აქვს, ის რაც მე შემაბამს! _ ალბათ არც არაფერი... _ მიუგო ჩუმად და კარისკენ წავიდა. ალისიას გაუკვირდა მისი პასუხი, მიხვდა, რომ კაცს გული ატკინა. მისკენ გაიქცა და ზურგიდანვე ჩაეხუტა, ხელები მოხვია და ზურგზე დაადო თავი: _ გამგები, კეთილი, ჭკვიანი, ქედმაღალი, ბრაზიანი, ბაღში მომუშავე, სიმპათიური. ყველაფერი გაქვს მოსაწონი, ყველაფერი და შენთან ყოფნა არ შემიძლია... _ რატომ, ალისია, რატომ?! _ შენ მე მაგიჟებ შენი შეხებით! არ მინდა გრძნობების მორევში გადავეშვა! _ გასაგებია. საჭმელად ჩამოდი, შენ გელოდებით. _ თქვა და კიბე ჩაიარა. მერე ალისია მამის წინ დაჯდა და ორივე მშობელს გადახედა. _ თუ შეიძლება და დროს დამითმობთ, ალისიაზე მინდა დაგელაპარაკოთ, როცა სახლში არ იქნება... _ თქვა ანდრიამ და ალისია ჩამოვიდა თუ არა, მშობლებმაც თავი დაუქნიეს ჩუმად და მშვიდად განაგრძეს ჭამა. ალისია ცოტა ხანში მაღაზიაში გაუშვეს და ანდრიამაც დრო იხელთა, მშობლებს დაელაპარაკა და დამშვიდდა... საღამოს ანდრია ალისიას მამასთან ერთად წავიდა მდინარეზე. ალისია სახლში იყო და საჭმელს ამზადებდა. უკვე ბნელდებოდა. თევზებით სავსე ჯამი დაინახა და გაოცდა: _ მაგარია... ვინ დაიჭირა?! _ მე და მამაშენმა. _ ჯერ კიდევ ფართხალებენ და როგორ გავკუჭო?! _ იყვირა ალისიამ და უკან დაიხია. _ რომელიც არ ფართხალებს, ის გაკუჭე! ცოცხლებს მე მივხედავ. _ თქვა კაცმა და მაკრატელი აიღო ხელში, თან გაეღიმა. ალისიამ რამდენიმე გაკუჭა და კაცს გადახედა, რომელიც ჩაფიქრებული შესდგომოდა საქმეს. _ მე დავამთავრებ... წადი, იბანავე და დაიძინე... _ არ ვარ დასაბანი! _ ახლა იქნები, ალისიაა! _ თქვა კაცმა, ქალისკენ წაიღო უცბად ხელი და ყელზე დაადო. ქალმა იკივლა და უკან დაიხია. _ არა, ანდრია! ეს როგორ გააკეთე, სულელო! ვერ ვიტან თევზის სუნს სხეულზეეე! _ ალისია! _ მოესმა უცბად მამამისის ხმა: _ სულელო მეტჯერ აღარ გავიგონო და ბოდიში მოიხადე! _ მამაა, მან თევზიანი ხელი დამადო! _ ალისიაა...შენ გოგო ხარ და ასე არ უნდა ილაპარაკო! _ ბოდიში! _ თქვა გაბრაზებულმა ქალმა და კაცს თავისი თევზიანი ხელი დაადო მხრებზე: _ ახლა შენც დასაბანი ხარ! _ დაიყვირა და გაიქცა. _ მაპატიეთ, _ უთხრა ანდრიამ მამამისს და ქალს გაეკიდა. ხელი მოჰკიდა და მაშინვე სააბაზანოსკენ დაიძრა. ქალი შეაგდო სააბაზანოში და ქალმაც დაიყვირა: _ აქ რას აკეთებ! გადი აქედან! ანდრიამ ყური არ უგდო, წყალი მოუშვა და ქალი დაასველა. _ ეს იმის გამო, რომ იცოდე, ჩემი იქნები და მეტი არავისი! _ მერე ქალს წყლის ქვეშ აკოცა, მაშინვე გაუშვა ხელი და გავიდა. ქალმა ჩამოიხეხა თევზიანი ადგილები და მაშინვე ოთახში შევარდა. პირსახოცმოფარებული იდგა სარკის წინ, თან სხეულს სუნავდა, ჰქონდა თუ არა თევზის სუნი. გულში ემუქრებოდა კაცს და ელოდებოდა როდის ამოვიდოდა მეორე სართულზე. ანდრიამ თევზი მაცივარში შეინახა. სააბაზანოსკენ წავიდა და ნელ-თბილ წყალს შეუშვირა სხეული. ხელი მოისვა ქალის თევზიანი ხელით დატოვებულ ადგილებზე და ჩაეღიმა. ქალის თბილი ალერსი და მორცხვობა გაახსენდა და ბედნიერმა გადაისვა თავზე ხელი. ალისია დაიღალა ლოდინით, პიჟამა ჩაიცვა, თმა ფენით გაიშრო და ლოგინში ჩაწვა. ეძინებოდა, თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ არ აძლევდა თავს ძილის უფლებას. რამდენჯერმე ლოგინში გადატრიალდა და ორადგილია საწოლი მთლიანად არია. გაბრაზებული წამოხტა, ზეწარი გაასწორა და ფეხაკრეფით გარეთ გავიდა. პირველ სართულზე ოთახები გაიარა და მთვარის შუქზე ახლა შეამჩნია ერთ-ერთ ოთახში გაშლილი ლოგინი. მიხვდა, ვისიც უნდა ყოფილიყო და გაუხარდა, ცარიელი რომ იყო. მაშინვე სააბაზანოს კარს მიაყურადა. როგორც კი მიხვდა, რომ ანდრია ბანაობდა და მშობლებს უკვე ეძინათ, გაუხარდა. მაცივარი გამოაღო და ბედნიერმა მიხურა კარი. რამდენიმე ხნის მერე კაცის ფეხის ხმაც მოესმა და გაღიმებული შევარდა საწოლის ქვეშ, იქ დაიმალა. ანდრია ტანსაცმლიანი გამოვიდა, შარვალი მიკეცა გვერდზე და ლოგინში დაწვა, პლედი გადაიფარა და უცბად იგრძნო თუ არა ცივი მასის შეხება, მაშინვე წამოვარდა. ქალი ხელს იფარებდა პირზე და უფრო ბჟირდებოდა, სიცილს ვეღარ იკავებდა. _ ოხხხ ალისიაა! _ მოესმა კაცის ხმა და ალისიამ უფრო მაგრად მიიჭირა ხელი პირზე, რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა და არ გაეგო კაცს, სადაც იმალებოდა. კაცი მაშინვე გაიქცა სააბაზანოში, რათა ტომატიანი სხეული ისევ დაებანა. _ ალისია! ხვალ ვერ გადამირჩები! სამაგიეროს გადაგიხდი! როგორ გაბედე ჩემს ლოგინზე ტომატის დასხმაა! ახლა რა ვუყო თეთრეულს ან სად დავიძინო! როგორც კი ქალი მარტო დარჩა,მაშინვე გამოვარდა გარეთ და თავის ოთახში შეიპარა. ლოგინში ჩაწვა და მალევე მშვიდად მიიძინა. ანდრია კი თავის თეთრ- წითელ თეთრეულს აკვირდებოდა და ბოლთას სცემდა ოთახში. ბოლოს ხელი მოხვია ყველაფერს და სარეცხ მანქანაში შეაგდო. თვითონ კი ლეიბზე გაიშოტა გაბრაზებული. ძილი აღარ ეკარებოდა, ქალის საქციელზე ფიქრობდა და ცდილობდა რამე მოეფიქრებინა, რომ სამაგიერო გადაეხადა. რამდენიმე ხნის მერე ძლივს ჩაეძინა, პირდაპირ ლეიბზე მიიძინა და მხოლოდ ბალიშს იყო მიკრული. დილით ანდრიას ადრე გაეღვიძა. მშობლებს მოუყვა ყველაფერს და აუხსნა, თეთრეული რატომ იყო სარეცხ მანქანაში. _ გამოდის, ალისიას გამო მარტო ლეიბზე გეძინა?! ვერ გაგვაღვიძე, შვილო?! _ შეიცხადა ქალმა. _ არა უშავს, არ იყო საჭირო თქვენი გაღვიძება, მაინც კარგად მეძინა. _ ახლა შენ გადაუხდი სამაგიეროს?! _ შეეკითხა მამამისი და ანდრიას ღიმილით შეხედა. _ არ ვიცი... მისი გაბრაზება მინდა, მაგრამ თქვენი არა. _ თქვა და ადგა. _ წყალში ჩაყვინთვა აბრაზებს ძალიან. _ უთხრა მამამ უცბად და კაცს ხელი დაჰკრა მხარზე: _ ოღონდ ბევრი არ მოგივიდეს... _ დააყოლა და ისევ გაუღიმა. ალისია ადგა თუ არა, მაშინვე საჭმელად ჩავიდა. ანდრია დაინახა, გაუღიმა და თავის ადგილას დაჯდა. ჭამა დაიწყო და თან გულში ეცინებოდა, როცა ანდრიას გადახედავდა. _ როგორ გეძინა?! _ იკითხა ჩუმად და კაცს შეხედა, თან ლუკმას იდებდა პირში. _ მშვენივრად, შენ?! _ მშვენივრად. მე საბანაოდ მივდივარ. _ თქვა უცბად და წამოხტა. მდინარისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით. რამდენიმე წუთში ანდრიაც უკან მიჰყვა და როგორც კი ქალი მდინარიდან ამოვიდა და წამოწვა ქვიშაზე, მაშინვე ქალისკენ დაიძრა ჩუმად. დაიჭირა თუ არა, ქალმაც უყვირა: _ გამიშვი, ნუ მიჭერ, ანდრია! _ ჩუმად იყავი! _ უთხრა კაცმა და ჩაეღიმა. ქალის ზურგს ხელი შეახო და ქალმაც იყვირა: _ ანდრიაა! არა! არა! რას აკეთებ! ხმას აღარ გაგცემ! მომაშორეეეე! კაცმა ქალს ხელი გაუშვა თუ არა, ისიც მაშინვე მდინარესკენ გავარდა. მაინც ვერ ჩამოიბანა მთლიანად ზურგი და გაბრაზებული წავიდა კაცისკენ. _ ახლა მოგხვდება! _ დაემუტრა ალისია და ხელი მოიქნია, მაგრამ კაცმა დაიჭირა, პირდაპირ კისერში წაავლო ხელი და ტუჩებში აკოცა. მერე ხელში აიყვანა. _ ახლა წყალში ჩაყვინთვის დროა! _ თქვა და ქალიანად მდინარისკენ გავარდა. ქალი უყვიროდა, მაგრამ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ქალს ერთხელ ჩააყვინთინა, სახიდან აბურდული თმა გადაუწია და ისევ კოცნა დაუწყო, თან ხელს ზურგზე უსვამდა. მოაშორა თუ არა მაიონეზი მთლიანად, ისევ აკოცა ტუჩებში და წყალში ისროლა ქალის სხეული. ქალმა ამოყვინთა და გაბრაზებულმა ხელები დაარტყა წყალს. _ ჭკუას გასწავლიი! _ დაიყვირა და კაცს თვალი გაბრაზებულმა გააყოლა, რომელიც გაღიმებული უყურებდა და უკვე სახლისკენ მიემართებოდა. _ ანგარიში გასწორებულია, ალისიაა! _ დაუძახა კაცმა გაბრაზებულს. _ გადაგიხდი სამაგიეროს, ანდრია! _ დაიყვირა ქალმა და კაცის ზურგს გააყოლა თვალი. მერე წყლიდან ამოვიდა, ხელი დასტაცა თავის ნივთებს და მაშინვე სახლისკენ გაეშურა გაბრაზებული. ტანსაცმელი არც ჩაუცვამს, პირდაპირ საცურაო კოსტიუმით წავიდა. შინ მისვლისთანავე სააბაზანოსკენ გავარდა და დაკეტილი რომ დახვდა, რამდენჯერმე დააბრახუნა. როგორც კი გაიგონა, ანდრია ვარო, მაშინვე დაუყვირა: _ დროზე გამოდი! მალე მორჩი! _ ალისია, ნუ ყვირიხარ! დამშვიდდი! ამ დილას ვინმემ გიკბინა?! _ კარი გააღო კაცმა და ქალს გაუღიმა. ალისია მისკენ გადაიხარა და კისერში კბილები დაასო, თან გაიცინა: _ მე არა შენ გიკბინეს! _ თქვა და გაიქცა. ოთახში ავარდა. ყველაზე მოკლე, გამჭვირვალე ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. ანდრიამ ისევ ბოსტანს მიაშურა. ალისიამ ცოტა ხანში პატარა თოხი მოძებნა, მხარზე გაიდო და კაცისკენ გაემართა. ანდრიამ შეხედა და გაჩერდა. ქალი ახლოს მივიდა და კაცის წინ გაჩერდა: _ ახლა შენ გეშინია ჩემი! _ გადაიხარხარა, კაცს თოხი გამოართვა და თავისი პატარა თოხი მიაწოდა: _ ამით იმუშავე! _ მეკაიფები?! _ არა! ეს მეზობელს სჭირდება ცოტა ხნით! _ თქვა და თოხით ხელში გაიქცა. რამდენიმე წუთის მერე თოხი კიბის ქვეშ დამალა და მალულად ანდრიას გახედა, რომელიც მოხრილი იყო პატარა თოხით ხელში და ძლივს მუშაობდა. რამდენიმე საათი ალისია სამზარეულოში დედას ეხმარებოდა, თან ანდრიას შორიდან შეხედავდა, რომელიც ისევ მიწას არტყამდა თოხს და ძლივს მუშაობდა დახრილი. ალისია ორი საათის მერე მისკენ დაიძრა და დიდი ნორმალური ზომის თოხი მიაწოდა, რომელიც სამალავიდან აიღო. კაცს უსიტყვოდ გაუწოდა და პატარა გამოართვა თუ არა, მაშინვე შეინახა. მერე ისევ ანდრიასთან დაბრუნდა და გაუღიმა: _ საჭმელი მზადაა და დაისვენე! _ მე რა დამასვენებს ვიცი, მაგრამ სადა... _ თქვა კაცმა. _ რა გინდა მაინც?! კაცმა ხელები მოხვია წელზე და სხეულზე მიიკრა, აკოცა და მერე ქალი გვერდით გასწია: _ მადლობა. ახლა ჭამის დროა! _ თქვა და თოხიანად წავიდა. იქვე სახლის კედელთან დატოვა თოხი და ხელებისა და სახის დაბანას შეუდგა. ალისია ჩაფიქრებული ნაბიჯებით გაუყვა სამზარეულოსკენ გზას. კარში შევიდა და ანდრიას შეხედა, რომელიც მას უყურებდა. სკამი გამოსწია და დაჯდა. ჩაფიქრებულმა გადაიღო წვნიანი და ჭამა დაიწყო. ცოტა ხანში ხილიც მიაყოლა და დივანზე გადაინაცვლა. ანდრია რამდენიმე ხანში მის გვერდით დაჯდა და დივანს მიეყრდნო დაღლილი. _ აღარ მუშაობ?! _ შესვენება მაქვს, წინააღმდეგი ხარ?! ალისია წამოდგა და მშვიდად გაუყვა ეზოს, ჰამაკისკენ წავიდა, გაბრაზებული ჩაწვა შიგ და ჩათვლიმა. ცოტა ხანში ხმაც მოესმა დედამისის: _ ალისია, ანდრია გეძახის, ადექი, შვილო, დღეს ბევრი იმუშავა და დასვენება უნდა. _ მერე მე რაა?! _ იყვირა და თვალები გაახილა. _ მიდი, შვილო... ალისია წამოხტა და ოთახში შეაბიჯა. ანდრია წამოწოლილიყო. ქალმა უცბად დახედა მაგიდაზე მდგარ მინის ყუთს. შიგ ჩაიხედა და დაიყვირა: _ ჩემი კუუკი! კუკიი! _ თქვა და ბედნიერმა ამოიყვანა. _ კუკიი... როგორც იქნა ჩემთან მოხვედი... _ კუკი გახსოვს, მე კი აღარ! _ კუკი რატომ წაიყვანე, ამისი უფლება ვინ მოგცა! _ დაუყვირა კაცს. _ მამაშენმა დამრთო წაყვანის ნება... _ თქვა კაცმა, ადგა და ქალისკენ დაიძრა. ქალი უკან წავიდა და კარს შეეხო თუ არა, უცბად წამოიკივლა და კაცმაც ხელი ააფარა ტუჩებზე: _ ჩუმად... _ მერე ლოგინზე დასვა და თვითონ ისევ დაწვა. _ ტუმბაზე დევს კრემი... _ მოესმა ქალს და უცბად დახედა კაცს. _ რაა?! _ წამისვი. _ არა! _ იცოდე, კიდევ იქნები თევზიანი! _ თევზი აღარაა! _ ალისია! გეყოფა! ვიცი, რომ ძალით მომეცი ის თოხი, გინდოდა დაგესაჯე და დამსაჯე. ახლა კრემი წამისვი. ქალმა კაცს გადახედა და გაუღიმა: _ მაშინ ადექი. ქალი კაცის სხეულთან ახლოს იდგა. მის ხელებს უკვე კრემი შეხებოდა და კაცს ჩახუტებოდა. თავის კრემიან ხელებს კი ზურგზე დაატარებდა და თვითონაც კრემივით დნებოდა... კაცმა უცბად მოჰკიდა ქალს ხელი და ლოგინზე დააწვინა. ქალის თვალებს დახედა და გაუღიმა: _ მადლობა, მაგრამ ახლა თუ გინდა ამ ლოგინიდან ადგე, მასაჟი გამიკეთე და მერე მოგცემ ამ ოთახიდან გასვლის უფლებას. _ დავიყვირებ... _ თქვა ქალმა და კაცის სიცილიც მოესმა. _ მშობლები ამწუთას არ არიან სახლში... _ თქვა კაცმა, გაიწია და როგორც კი ქალი წამოდგა ლოგინიდან, თვითონ დაწვა და ქალს ამოხედა: _ გელოდები... ქალი ნელა დაიძრა მისკენ, ლოგინზე ჩამოჯდა და კაცის სხეულს დაადო თავისი თითები... ქალი მორჩა თუ არა, უცბად წამოხტა ლოგინიდან და კარში გავარდა. კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა და სახე გაებადრა, როცა ქალი ისევ კარში შემოვარდნილი დაინახა. ალისიამ უცბად სტაცა ხელი კუს და გავარდა. _ მეც არ ვიფიქრე, ჩემ გამო დაბრუნდა უკან-მეთქი... _ თქვა დანანებით და ბალიშში ჩარგო თავი. ქალს მოესმა თუ არა მისი, ხმა ნელა დადო კუ კართან, ფეხაკრებით შევიდა ოთახში, კაცს უცბად აკოცა მხარზე და უკან დაიხია. კაცმა ასწია თავი, ქალს ამოხედა და გაუღიმა: _ დაბრუნდი?! ქალი უცბად გაიქცა კარისკენ სიცილით, მდინარეზე გავიქცეთო. კაციც წამოხტა და ქალს გაეკიდა. კარში გასულს ხელი წაავლო: _ რა შუა გზაზე დატოვე ეს კუკი, მე კი დიდი ამბით ველოლიავები და სამსახურში დავატარებ. _ მართლა? _ აფართხალდა ქალი მამაკაცის მკლავებში და სიცილს მოჰყვა: _ სამსახურში დაგყავს?! _ ჰო, ვერ წარმოიდგენ, რამდენ ბავშვს მოსწონს ჩვენი კუკი, მისი ხათრით ხორცსაც ჭამენ და წვნიანსაც. ქალს სიცილი აუტყდა. ბოლოს მამაკაცს ახედა და გაუღიმა: _ დამსვი... ისედაც ბევრი იმუშავე... _ ცოტაც და წყალში ჩაგაგდებ, _ მოესმა ქალს და მამაკაცის ყელს ჩამოეკონწიალა: _ არაა! არც გაბედო, ანდრია! კაცს ჩაეღიმა და მდინარისკენ დაიძრა. ნაპირს როგორც კი მიუახლოვდა. ქალი აფართხალდა და მამაკაცს ახედა: _ არც გაბედო, აღარ მინდა ყვინთაობა! გთხოვ! _ მაშინ კოცნას ვითხოვ... _ თქვა კაცმა და ნელა დაიძრა წყლისკენ. ქალის სხეულს როგორც კი მისწვდა წყალი ზურგზე, უცბად აიწია და მამაკაცის ტუჩებს მიუახლოვდა. კაცმა როგორც კი იგემა კოცნა, უფრო შეიგრძნო სიგრილე წყლისგან და ქალის სხეული უფრო მიიხუტა სხეულზე. ქალი ჩამოსვა და თვალებში ჩახედა: _ მგონი უკვე შევრიგდით... _ არა! _ იყვირა ქალმა და მამაკაცის სხეულზე აღმოჩნდა ახლოს მიკრული. _ არა... არ ჩამაყვინთიო, გთხოვ... _ შეეხვეწა და მამაკაცს ისევ აკოცა. კაცს ჩაეღიმა და ქალს თავზე გადაუსვა ხელი: _ არ ჩაგაყვინთინებ, მაგრამ კიდევ რაღაცას მიწყობ, ვიცი, სამაგიერო რომ გადამიხადო. ქალმა ცას ახედა და გაეღიმა: _ უკვე ბნელა. ნაპირზე ჩამოვსხდეთ და ცას ვუყუროთ ცოტა ხანი. კაცმა ქალს ცოტა ხანი გაცურვა სთხოვა. გაცურეს და მალე ორივენი ამოვიდნენ წყლიდან. კაცმა ქალის სხეული მიიხუტა და ნაპირისკენ გაუყვნენ გზას. კაცი ქვებზე დაჯდა, ქალს უცბად ხელი მოხვია და მიიზიდა. ქალის სხეულს თავისი მაისური მიაფარა და ხელები შემოხვია. ქალი მის მაიკას ჩაებღაუჭა და მამაკაცის მკერდს მიეხუტა. _ რა გაუკეთე მათ?! _ მოესმა ქალის ხმა კაცს და გაკვირვებულმა გადახედა: _ ვის?! _ ჩემს მშობლებს, ასე რომ გენდობიან. _ ალისია, მე ვამპირი არ ვარ! იციან, რომ შენზე ვიზრუნებ, რომ ცუდად არ მოგექცევი, მაგრამ ცელქობების გამო დაგსჯი, როგორც დაგსაჯე, მგონი ახლაც გიდის თევზის სუნი. _ ანდრია! _ იყვირა ქალმა და უცბად წამოიწია. კაცმა არ გაუშვა ხელები და თავისკენ შემოატრიალა: _ აბა ახლა რას იზამ... _ თქვა, შემოხვია ხელები და სხეული დაუკოცნა. _ აღარ მოგწონვარ?! _ იკითხა კაცმა და ქალის მთვარით განათებულ სახეს შეხედა. _ კი... _ თქვა ჩუმად ქალმა და თვალები ნელა დახუჭა, როცა ანდრიამ ისევ აკოცა. ალისიამ მძიმედ ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, რომ მისთვის არ შეეხედა. კაცს როგორც კი შეხედავდა, მის თვალებში მაშინვე ვნებასა და ალერსს ხედავდა და ცდილობდა მისკენ არ გაეხედა. კაცი მის სახეს შეეხო და ხელი თვალებზე გადაუტარა: _ როგორ ძლიერად ხუჭავ თვალებს, გონებიდან გინდა გამაგდო?! _ ჰო... _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა, რომელსაც ეღიმებოდა. _ ამდენი ხანია გონებიდან ვერ გამაგდე, შენი მუზა მე ვიყავი და ახლა მაგდებ?! _ ანდრია... _ თქვა ქალმა და მამაკაცის სხეულზე მიხუტებული აღმოჩნდა. _ გეყოფა ქვებზე წოლა, _ თქვა კაცმა, თვითონ მიწვა ქვებზე და ქალის სხეული ჩაიხუტა: _ დამშვიდდი... მოდუნდი... მე არც ვამპირი ვარ და არც გველი... _ ანგარიში განულებულია... _ თქვა ალისიამ და მამაკაცის ხელებს ხელი ჩაავლო: _ სახლში წავიდეთ, რა... 8 8 8 დილას ნინომ ორივე ბავშვს გადაუსვა თავზე ხელი და კოცნით გაძღა თუ არა, ბედნიერმა გაიზმორა. ფრთხილად ადგა ლოგინიდან და სააბაზანოში შევიდა. გიორგი ადრე გავიდა სახლიდან საქმეებზე, როცა დაბრუნდა, ქალი დაინახა აივანზე, სარეცხს ფენდა. _ ფრთხილად! _ იყვირა კაცმა: _ ცოტა უკან დაიხიე, არ გადავარდე! ქალი შეხტა და უკან დაიხია შეშინებულმა. კაცი მის უკან იდგა, ქალიც ეკამათებოდა, ნუ მიყვირი ასეო, ნელ-ნელა კამათში ჩაერთვნენ... კაცმაც დაკიდა ზოგი სარეცხი და ქალს ხელი სტაცა: ტუჩებში აკოცა და მოიშორა: _ როცა საჭიროა გიყვირებ და როცა საჭიროა გაკოცებ! _ თქვა და უკან შევიდა ჰოლში. ბავშვებთან დაჯდა და მათთან დაიწყო თამაში. ხან დემეს ეუბნებოდა, ეს სპილოა ნაცრისფერიო, ხან ლუკას ეუბნებოდა, ეს ცხენია თეთრი და შავიო, მერე წიგნი აიღო და პატარა ლექსი წაუკითხა ორივეს, მატარებელი ააწყვეს ერთად და ლიანდაგებზე დაჰყავდათ და ერთობოდნენ. _ ბავშვებო, ჭამის დროაა! _ მოესმა ქალის ხმა კაცს და ქალს შეხედა: _ სამ ბავშვს ძალიან შია, _ თქვა და ადგა, ბავშვებიც აიყვანა და ხელების დასაბანად წაიყვანა. _ აბა, მესამე დიდ ბავშვს რას აჭმევ? _ წვნიანი გაგიმზადე და მიირთვი. _ მიუგო ნინომ და სამზარეულოსკენ გატრიალდა. ამ დროს კაცმა წაავლო ხელი და კისერში აკოცა, თან ხელები მოუჭირა წელზე: _ მე საჭმლის მერე კიდევ მეშივება! _ თქვა და ქალის აკანკალებულ სხეულს ხელი გაუშვა: _ წადი სუფრა გაშალე საჭმელი და მოვალთ! თან დამშვიდდი! ჯერ ადრეა აფორიაქება! მაგიდასთან განაწილდნენ. კაცმა ორივე ბავშვი გვერდიგვერდ დაისვა და ხან ქალი აწვდიდა ლუკმასმათ, ხან კაცი. ცოტა ხანში კაცმა ქალს გახედა, რომელიც მშვიდად იჯდა მოშორებით და საჭმელს მიირთმევდა. კაცი მორჩა ჭამას და ქალის სხეული შეათვალიერა: _ შორს იმიტომ დაჯექი, რომ არ შეგხებოდი?! _ ბავშვებთან ცელქობა უზრდელობაა! _ მეც ბავშვი ვარ, ოღონდ ცოტა დიდი! მადლობა საჭმლისთვის. წავალთ, ვითამაშებთ ბავშვები. _ თქვა და ქალს კოცნის გარეშე აუარა გვერდი. _ გიორგი... _ უთხრა ჩუმად, როცა კაცმა ახლოს მიიხუტა ალერსის მერე ქალი. _ გისმენ, ნინო... _ ხვალ გამოფენა მაქვს და... _ მპატიჟებ?! _ ჩაეკითხა და ქალს საუბარი გააწყვეტინა. _ მე ცოტა ხანს გამოფენაზე ვიქნები და ბავშვები... _ დავტოვებთ დაცვასთან! ანუ მე არ მეპატიჟები?! _ თუ გინდა მოდი... _ თქვა და ლოგინიდან ადგა. _ შენ სულ აქ ხარ ეს დღეები და ვინ მართავს იქ შენს სამეფოს?! _ მდივანი და ჩემი მარჯვენა ხელი. _ ისევ სოფო და გვანცაა?! _ კი. ალისიამ კიბე აიარა და კაცის ხმაც მოესმა: _ აქ რას აკეთებ?! _ შენმა დამ დამპატიჟა! _ მაგრამ არა მე! _ შენ კი არა, შენი და მართავს ამ საღამოს! ისაა მასპინძელი! შედგა თუ არა ფეხი დარბაზში, კაცის ხელის შეხებაც იგრძნო. _ ჩემს სხეულზე რა გინდა?! _ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი იქნები და მეტი არავისი! ქალს კაცის ნაჩუქარი ყელსაბამი ამშვენებდა ყელზე. კაცმა მის სხეულს თვალი ააყოლა და უჩურჩულა: _ მოგიშორებია თევზის სუნი და ყელსაბამით დაგიმშვენებია ყელი! თან ჩემი ნაჩუქარით! _ ანდრიაა! ნუ მიშლი ნერვებს! _ შენც მიშლი ნერვებს! გრძნობებსაც მიშლი! ისე გაცვია, ლამისაა აქვე დაგიწყო მოფერება! ყველა კაცს თავს რომ აწონებ და ისინი მზერით გჭამენ, რას განიცდი? _ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ამას. _ და არაფერს განიცდი, როცა შენზე ფიქრობენ და შენთან ყოფნა უნდათ?! _ მათ ტვინში შეგიძლია ჩაიხედო?! ტელეპათი ხარ?! _ როცა აქ ფეხი შემოდგი და უმრავლესობამ შენ შემოგხედა, ეს უკვე მისახვედრი იყო! _ მე მხოლოდ ანდრიას მზერას ვგრძნობდი! _ ნუთუუუ?! _ მართლა! _ თქვა ქალმა, სასმელი მიიტანა ტუჩებთან და კაცმა მის ტუჩებს შეხედა. _ გირჩევ არ დათვრე... მერე არ გემახსოვრება რა მოხდება! _ უჩურჩულა ქალს და თავისი ძმაკაცისკენ დაიძრა. გიორგი ნინოსთან მივიდა, ჩუმად უკან დაუდგა და ქალს უჩურჩულა: _ მშვენიერია... ქალიც უცბად მოტრიალდა. _ მშვენიერი კაბაა... ალბათ ახალ მორიგ მსხვერპლს ეძებ! _ თქვა ქალის გასაბრაზებლად. _ ამ სპექტაკლებს გაუმარჯოს. _ დააყოლა და მოსვა. ქალმა მისკენ გაიხედა: _ თუ დასაცინად მოხვედი, წადი... _ რატომ? მინდა დავტკბე ამ სპექტაკლით, ხალხით, რომელიც გიხუტებს და სხეულში გიძვრება, როცა ფული და ქონება გაქვს! გაუმაძღარი საზოგადოება! _ გიორგი, გთხოვ, ხმადაბლა ისაუბრე ან საერთოდ მორჩი ასეთ საუბარს! _ დამეთანხმე და მოვრჩები! _ მართალი ხარ და ისიც იცი, ვინ იყო ჩემთან და ვინ არ იყო. _ კაცს უჩურჩულა და უცბად მიტრიალდა. ყველა უღიმოდა და ულოცავდა მათ, ისევ წყვილად რომ ხედავდნენ. ზოგი შურითაც კი უყურებდა. კაცმა დრო იხელთა, როგორც კი შუქმა დაიკლო, ქალს ხელი წაავლო და თითები თეძოზე ჩამოუტარა. _ რას აკეთებ?! _ უჩურჩულა გაბრაზებულმა ნინომ და კაცის მოშორება სცადა. 30 წუთი სამკაულების ჩვენების განმავლობაში გიორგი ქალს ხელებს არ აშორებდა და აგიჟებდა შეხებით. _ გილოცავ, მშვენიერი იყო. _ უჩურჩულა ქალს და უცბად მოაშორა მის სხეულს ხელები. შუქი აინთო თუ არა უცბად მოშორებით დადგა და გამომწვევად ჩაიღიმა. ქალს ვერ გაერკვია, რა იყო მშვენიერი, მისი სხეული თუ სამკაულები. რამდენიმე ხანში გაყიდვას მორჩნენ და დესერტების მაგიდებთან გადაინაცვლეს. გიორგიმ ქალს ხელი წაავლო, სანამ სხვა დარბაზში გავიდოდა და ბნელ კუთხეში გაიყვანა. _ რა იყო, გეშინია?! _ მეე... რისიი... _ თქვა ძლივს და კაცისგან თავის დახსნას შეეცადა. _ ჩემი, აქვე რომ არ მოგეფერო! _ მთვრალი ხარ! სახლში წადი ბავშვებთან, უკვე სძინავთ და მათთან იყავი! _ და შენ აქ დაქტოვო?! არაა! ზუსტად 20 წუთი გაქვს დატოვო ეს სპექტაკლი და წამოხვიდე! _ თქვა და ქალს კოცნა დაუტოვა ყელში. _ მიდი! 20 წუთი! _ და რომ არ წამოვიდე?! _ ხელს ჩაგკიდებ და მაინც წაგიყვან 20 წუთში! _ თქვა და ქალს ხელი მიარტყა კარში შეგდების მიზნით, თან გაეცინა ქალის ჩუმად წამოკივლებაზე. ქალი ხან ვის დაელაპარაკებოდა, ხან ვის, ცდილობდა პასუხი უცბად, მოკლედ გაეცა. ბოლოს სოფო და გვანცა ნახა, გადაკოცნა, უთხრა, მივდივარო და დაემშვიდობა. კარში გამოსულს უცბად ხელში სწვდნენ და შეხტა. _ რატომ მაშინებ?! _ ამოიკნავლა. კაცმა ხელი წაავლო და კიბეზე დაეშვნენ. _ 2 წუთი დაგაგვიანდა! _ თქვა და ქალი მანქანაში ჩასვა. რამდენიმე ხანი ჩუმად ატარა და მანქანა გააჩერა. ჩააქრო და ქალის შეკითხვას, სად ვართო, მშვიდად გასცა პასუხი: _ მთვრალი ვარ და მალე მოვედით! აქ გავათენებთ ღამეს! _ და ქალს ბოთლი გაუწოდა: _ დალიე! _ რა?! _ იყვირა ქალმა და საზურგეს გაბრაზებული მიეყრდნო. _ დალიეეე! _ გაუხსნელი ბოთლიდან როგორ დავლევ! _ თქვა ქალმა მკაცრად და კაცს გადახედა, რომელიც უფრო ცხელი და დამათრობელი მოეჩვენა. კაცს ჩაეღიმა, ბოთლი გახსნა და ქალს გაუწოდა თუ არა, მანაც მოსვა. მძიმედ გადაუშვა ერთი ყლუპი და კაცს გაუწოდა უკან. _ არაა! არაა! ეს ნახევარი შენ უნდა დალიო. _ თქვა და კიდევ დაალევინა ცოტა. მერე თვითონ მოსვა და ისევ ქალს მიაწოდა. _ სადღეგრძელო მაინც თქვი, ასე რომ იყუდებ ლოთივით! _ გაიცინა კაცმა და ქალის მოყუდებული ბოთლი პირთან შეაჩერა. _ ჩვენს შვილებს გაუმარჯოს. _ თქვა ქალმა და კაცმა ლოყაზე აკოცა. ცოტა ხანში თვითონაც დაიჭირა ბოთლი: _ ჩვენს ორ ბიჭუნას გაუმარჯოს, _ თქვა და მოსვა. _ კარგი სადღეგრძელო იყო, კიდევ თქვი. _ ახლა შენ თქვი! _ კარგი! ჩვენს წარსულს გაუმარჯოს! _ თქვა და მორიგეობით ისევ მოსვეს სასმელი. _ ჩვენს ოჯახის წევრებს და შენი გადამრჩენელი ალისიასი იყოს ეს სადღეგრძელო. _ თქვა ქალმა და ისევ დალიეს. _ კარგიაა, გაუმარჯოს! _ თქვა კაცმა და მოიყუდა თუ არა, ალისიას სიტყვები გაახსენდა: _ გიყვარსო. მორჩა თუ არა, ქალს კიდევ დაალევინა, მერე ხელები მოჰკიდა და კოცნა დაუწყო. _ გიორგი, არაა! _ რატომ! _ ხვალ არ გემახსოვრება არაფერი! _ პირველად ხომ არ ვართ ერთად! უკან გადადი! _ თქვა და ქალს ხელით უბიძგა. ქალი წამოდგა, სკამის შუაში გადააბიჯა და უკან გადავიდა, კაცმა მზერა გააყოლა, გაეღიმა: _ საინტერესოაა! _ თქვა და გადავიდა. უკანა კარი გააღო, ჩაჯდა, დაკეტა, სიბნელეგამეფებულ მანქანაში ქალს ხელი წაავლო და ყელზე მოუჭირა: _ აბა ახლა დროაა! _ თქვა და ქალს ყელში აკოცა. მერე გადააწვინა და ზემოდან დააცქერდა, ყელთან მიუტანა ხელი და ქალს თვალებში შეხედა, მოუნდა თვალები დაენახა და სიმართლე გაეგო, მაგრამ მაშინვე გაიფიქრა, გული მიკარნახებს, რას ამბობს, მართალს თუ ტყუილსო და ქალს მეორე ხელი მაგრად მოუჭირა გულის მხარეს. ქალმა შეჰკივლა და შეირხა. _ გიორგი, გთხოვ! _ დამშვიდდი. ისე ძალიან არასდროს გატკენ, როგორც შენ მატკინე! _ იღრიალა და ქალს ხელი უფრო მოუჭირა ყელზე. _ გიორგი, რას აპირებ... _ თქვა შეშინებულმა და გაფართხალება სცადა. _ დაგახჩობ! როგორც შენ დამახრჩვე ცოცხალი! _ თქვა და ქალს მეორე ხელი ჩაუტარა ზურგში: _ შენი სხეული ერთადერთი იყო, რომელიც მაგიჟებდა და მიყვარდა! ერთადერთი, რომლისთვისაც არ მიღალატია! იცი რატომ მოგექეცი პირველ დღეს ისე, რომ ჩაგიწვინე ლოგინში და მერე ცრემლებში მიგატოვეეე! იმიტომ, რომ თვეებიაა არავისთან ვყოფილვარ! შენ გამო! შენ მჭირდებოდი! შენ კი სხვასთან ნებივრობდიი ლოგინში! შენ! ახლა მეტყვი, არ მიღალატიაო! და მე სულელიც დავიჯერებ ამ ტყუილებს! იმიტომ, რომ მიყვარხარ! _ გიორგი.... გთხოვ... მეც მიყვარდი და ახლაც ისევე მიყვარხარ... ისევე მჭირდები, როგორც ადრე... მე შენთან ყოფნა მინდა და მინდოდა. _ მაგრამ არ მოხვედი ჩემთან! არ მოხვედი! მიმატოვე და ხელი მკარი! ხელი ჰკარი ჩემს გრძნობებს და სიყვარულს! _ დაუღრიალა და სახესთან ახლოს მიუტანა ტუჩები: _ რომ შემეძლოს მოგკლავდი! არ დაგინდობდი! გცემდი! _ მცემე... _ თქვა ძლივს და ისევ ცრემლები გადმოუშვა. _ მიდი მცემეე... თანახმა ვარ... _ მოესმა კაცს და უცბად აუშვა ხელი ქალის ყელს. მისი სხეული გადაატრიალა და ქალმა სიბნელეში იგრძნო თუ არა ქამრის განცალკევება შარვლიდან, შეირხა და თვალები დახუჭა. კაცმა ისევ იგრძნო მისი შიში, ცრემლები და სხეულის კანკალი. ქალს სხეულზე დაუსვა ქამარი და ხმა ამოიღო გაბზარულმა: _ კარგი, გცემ, რადგან თანახმა ხარ! _ თქვა და ქალის სხეულს დააკვირდა, იგრძნო, ქალი რომ დაიძაბა. _ თანახმა ხარ? _ კი... _ მოესმა ცრემლიანი ხმა და ქალს ისევ აუტარა ქამარი სხეულზე თუ არა, ქალმაც შეჰკივლა შიშისგან და დაიძაბა. _ საცემი რატომ ხარ?! _ რომ არ დაგიჯერე და არ გნახე. _ თქვა ჩუმად და დაელოდა, სადაცაა მომხვდებაო, მაგრამ კაცი მხოლოდ ქამარს დაატარებდა ქალის ზურგზე. _ რას აკეთებდი იმ ნაძირალასთან?! _ მასთან არ ვყოფილვარ... არ შეეძლო მხოლოდ... _ რა მხოლოდ, რა?! _ უყვირა კაცმა და ქალის წამოკივლებაზე თვითონაც შეხტა. _ მხოლოდ რამდენჯერმე შემეხო, მაგრამ ფულს ვაძლევდი და სულ არ ვახსოვდი... სახლშიც არ მოდიოდა ხოლმე და მიხაროდა... მე მასთან ტკივილის გამო დაბრმავებული ვიყავი და არა რაიმე გრძნობის გამო... _ თქვა ძლივს და ცრემლები ხმამაღლა გადმოუშვა. კაცმა ქალი გადმოატრიალა და გულზე მიიხუტა: _ მხოლოდ ხელით გეხებოდა?! _ ჰოო... _ მოესმა ძლივს ცრემლიანი აკანკალებული ხმა და ქალს ყელში აკოცა, მერე ცრემლიან თვალებზე აკოცა და ცრემლები შეუმშრალა. _ როგორ მენატრებოდი! ბავშვს ხელში ვიჭერდი და მტკიოდა უშენობა! შენს ყოველ სიტყვაზე ვფიქრობდი და ეს მასულდგმულებდა! შენს ფოტოებს ახალს და ძველს დავყურებდი და გაბრაზებული მაინც შენ გნატრულობდი! _ დაუყვირა და ქალის ტუჩებს ეცა. უფრო მაგრად მოხვია ხელი წელზე და ქალის სხეულს კაბა მთლიანად შემოაცალა. _ მაპატიეე, მაპატიეეე... _ თქვა ძლივს ქალმა და თავბრუ დაეხვა. თავი სუსტად იგრძნო და ძლივს თქვა, თან კაცს ხელები მოუჭირა მაგრად: _ ცუდად ვვ... _ თქვა და გაითიშა. _ ნინო! ნინო! _ შუქი აანთო გიორგიმ და უცბად გამოფხიზლდა. ქალს ხელი ჩასჭიდა მაჯაში, სუსტი პულსი იგრძნო და შეეშინდა. მაშინვე წყალს ეცა და ქალს სახეზე მოუსვა. _ ნინო! გამოფხიზლდიი! ასე ნუ მატკენ გულს! მე ხომ მიყვარხარ და ისევ შენთან მინდა ყოფნაა! _ დაიყვირა და სიტყვებს არც დაუფიქრდა, გულიდან დაყვირებულ სიტყვებზე არც ფიქრობდა, მხოლოდ ქალს უყვიროდა სახელს და წყალს სახეზე უსვამდა. _ მეც მიყვარხარ. _ მოესმა ძლივს და ქალის სხეული ჩაიხუტა: _ როგორ შემაშინეეე! გაახილე თვალები და ჩაიცვი! გთხოვ, ნინო, გთხოვ, თვალები გაახილე. ქალმა თვალები გაახილა.ა კაცი მისკენ დაიხარა, ნაზად აკოცა და ქალს წყალი დაალევინა. _ გთხოვ, კაბა ჩაიცვი და წავიდეთ. _ თქვა და წინ გადავიდა, მანქანა დაქოქა და დაძრა, ცდილობდა ნორმალური სიჩქარით ევლო. ქალს უყურებდა და მშვიდდებოდა, რომ ხედავდა, როგორ იცვამდა და სუნთქავდა. _ მოვედით. _ თქვა და ქალს კარი გაუღო. მისკენ დაიხარა, ხელში აიყვანა და ქალმაც თავი მიადო გულზე და დამშვიდდა. _ ნინო! თვალები არ დახუჭო! მიყვარხარ და მინდა ჩემთან იყო! არც გაბედო სისულელეები, თორემ გცემ! ასე აღარ შემაშინო! _ თქვა სახლში შესულმა. მალევე ქალთან ოთახში იყო და თავზე უსვამდა ხელს. სანამ ანალიზები აიღეს და წაიღეს, ქალთან იდგა და თავზე ხელს არ აცილებდა. ქალს თვალებში ჩახედა და აკოცა, თან უჩურჩულა: _ ხომ იქნები დამჯერი ცოლი? ისევ ისეთი მოსიყვარულე ნინო, რომელიც მომეფერება და გემრიელ საჭმელს გვაჭმევს სამ პატარას. _ კიი, კიი. _ თქვა ქალმა, ხელები მოხვია და აკოცა: _ მაპატიე, ძალიან ვნანობ. _ ჩუუ, ჩემო გოგო, ახლა უნდა დაისვენო და ქორწილისთვის მოემზადო. _ უჩურჩულა და უცბად უკან დაიხია, როგორც კი კარის ხმა გაიგონა. _ საშიშია რამე, ექიმო?! გული რატომ წაუვიდა?! _ თქვენ ქმარი ხართ?! _ დიახ! ორი ბიჭი გვყავს პატარა! მითხარით, საშიშია რამე?! _ ნერვიულობის ბრალია, არაფერია საშიში. უნდა დაისვენოს და არ დათვრეს, ბევრი უნდა ჭამოს... ახლა კიდევ ერთ რამეზე გავსინჯავთ და ამით მორჩება. _ თქვა ექიმმა და ორივეს წინ გაუძღვა. კაცს ხელში ჰყავდა აყვანილი ქალი და სწრაფად მიაბიჯებდა კორიდორში. ქალმა უცბად წაიკითხა კაბინეტზე წარწერა და კაცს შეხედა, ის მხოლოდ ქალს უყურებდა და გულში იკრავდა. ქალი დააწვინეს თუ არა, შეხტა ცივ ნარის შეხებისას და კაცს შეხედა, ის კი მხოლოდ ქალს უცქერდა და მზერას არ აშორებდა, მხოლოდ ცივი სითხის შეხებაზე შეირხა და წამოამცივნა. კაცმა მის მზერას ახლა გააყოლა თვალი და უცბად იყვირა: _ მუცელზეა პრობლემა?! ექიმს გაეღიმა და მონიტორს შეხედა: _ გილოცავთ. _ მოესმა ქალს და ცრემლები გადმოსცვივდა. გიორგი გაშეშებული იდგა და ქალს უყურებდა გაკვირვებული, ჯერ ვერაფერს ხვდებოდა. _ ძალიან პატარაა... _ მოესმა და ექიმს წაავლო უცბად ხელი: _ პატარა?! _ შვილს ელოდებით... _ მესამეეე... _ იყვირა და ქალს ხელი მაგრად მოხვია.. ექიმს გაეცინა. ნინომ ხელი მუცელზე დაიდოა: _ პატარაა... _ თქვა ჩუმად და ბავშვს მიეფერა. გიორგი ნელა ატარებდა მანქანას და ხელს უშენდა საჭეს: _ ჯანდაბა, ჯანდაბაა! სულელი ვარ! _ მოესმა ქალს და შეეშინდა, იფიქრა, ბავშვი არ უნდაო და ტირილი დაიწყო. კაცმა უცბად შეანელა სვლა, ქალს ხელი მოხვია და აკოცა: _ ნინო, რატომ ტირი? მითხარი რა გინდა და მოგიტან. _ სულელი რატომ ხარ, არ გინდა ბავშვი?! _ ბავშვი მინდა, შენც და ბავშვიც მინდიხართ... მიყვარხართ! რა მაგარია, ისევ მამა ვიქნები! ამჯერადაც მარტო გამაზრდევინებ და მოგკლავ, იცოდე. _ დაემუქრა ქალს და ისევ აკოცა. _ მე სულელმა დაგათვრე და განერვიულე... _ თქვა და ქალს ხელი მოხვია. ქალმა დაამშვიდა და მის კისერთან მიხუტებული გზას გაჰუყურებდა, როდის მივიდოდნენ სახლში. 8 8 8 ალისიამ რამდენიმე ჭიქა დალია. ანდრია შორიდან აკვირდებოდა მის სიარულს, მისი საუბრის მანერას, ღიმილს და თავის ნაცნობებში საუბარს აგრძელებდა. მერე ქალისკენ დაიძრა და ბოლო ჭიქა ხელიდან გამოსტაცა, უკან დააბრუნა. ქალს ხელი მოხვია და უთხრა: _ სჯობს ახლა წავიდეთ და ის მოხდეს, რაც არ მომხდარა ჯერ! _ რა?! _ თქვა ქალმა და კაცის მკერდს მიეხუტა. _ წეღან გაგაფრთხილე და დაივიწყე ჩემი გაფრთხილება! _ თავი მტკივა! _ თქვა ქალმა და კაცს ახედა, გაეცინა და თვალები დახუჭა. ანდრიამ ქალი მანქანიდან გადაიყვანა და რამდენიმე ხანში ლოგინში დააწვინა. ფეხსაცმელები გახადა და მისი ფეხები აათვალიერა. _ ბედი არ გინდა! რაც გინდა ის გააკეთე, სრულიად არაფერი ემახსოვრება! და რად მინდა ასეთი ბედი! _ გაეცინა და ქალს ლოყაზე აკოცა: _ ალისია, წამალს დალევ?! _ არა... _ წამალი ვიცი არ გიყვარს! მე მხოლოდ კოცნას გთავაზობდი! _ მაინც არ მინდა! _ თქვა ქალმა და გადაბრუნდა. _ კაბიანად იძინებ?! _ ჰოო... _ თქვა ქალმა და საბანს გადასწვდა, ხელით მოძებნა და გადაიფარა. _ ჩემს ლოგინში იძინებ?! _ მოესმა ქალს და უცბად გამოფხიზლდა,ოთახს მოავლო თვალი და ბალიშზე დააბრუნა თავი. _ მადლობაა... ძილი ნებისაა... _ თქვა და საბანში გაეხვია. 8 8 8 სახლში შევიდნენ თუ არა გიორგი და ნინო,მაშინვე ბავშვებს დახედეს, ორივეს მშვიდად საყვარლად ეძინა გვერდიგვერდ. სათითაოდ აკოცეს ბავშვებს და სამზარეულოში ჩავიდნენ. ნინომ წვენი დალია და დივანზე ჩამოჯდა. _ რას შეჭამ?! _ არაფერი მინდა, თავი მტკივა და მეძინება. _ თქვა ნინომ და თვალები დახუჭა. _ ბოდიშიი...ეს რომ მცოდნოდა, არ დაგალევინებდი, ჩემი ორი მთვრალი პატარა. _ თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია. _ საჭმელი ჭამე და მერე დავიძინოთ. _ უთხრა ქალს და თავზე აკოცა. ცოტა ხანში ხელში აიყვანა და ლოგინში ჩააწვინა. ქალი ლოგინს მიეხუტა ჩაფიქრებული, კაცმა შენიშნა ეს და ქალს თვალებში ჩახედა: _ რამე გინდა, ნინო, და ვერ მეუბნები?! მითხარი თუ რამე გინდა... _ მეე... მეე... მართლა გიყვარვარ?! თუუ სიმთვრალით მითხარი ის სიტყვები... _ შეეკითხა და კაცს შეხედა. _ მე მთვრალი ვარ და სიმთვრალე მაძლევს ძალას, სიმართლე გითხრა... მიყვარხარ და სულ მიყვარდი. _ უთხრა ქალს და მუცელზე აკოცა მუცელს, მერე თავი დაადო ზედ: _ აქაა ჩვენი პატარა... რა ბედნიერებაა... ჩემი და შენი პატარა... ქალმა ისევ ტირილი დაიწყო და კაცმა გულზე მიიხუტა: _ ნინო... ვერ ვიტან, რომ ტირიხარ! არ იტირო! ახლა ბავშვი გყავს აქ და არ იტირო! _ მაგრამ ეს ბავშვი ხომ არ გინდა... შენ ხომ ჩემთან გაბრაზებული იყავი ყოველ ღამით! _ ნინო! გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მიყვარდი და ამიტომაც ვიყავი შენთან! ეს მეტჯერ აღარ მითხრა: მე მინდა ეს ბავშვი! ეს ბავშვიც ჩვენი სიყვარულისაა და შერიგების! იცოდე მეტჯერ არ იფიქრო, რომ შენთან მხოლოდ შურის საძიებლად ვიწექი! მე შენი სხეულის სითბო მჭირდებოდა... შენ მჭირდებოდი, შენ და მეტი არავინ! _ თქვა და ქალს სახეზე კოცნა დაუწყო: _ ჩემი გოგო... ჩემი გოგო... ხვალიდან მოსამსახურე მოვა და ის გააკეთებს ყველა საქმეს სახლში, შენ უნდა დაისვენო. _ თქვა და ქალს შეხედა. _ არაა, გთხოვ, არ მინდა! მე მივხედავ ყველაფერს, გთხოვ. _ არა, ნინო. ახლა მე დამიჯერებ და ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე ვიტყვი. კარგი?! _ ჰოო, კარგი. _ დაეთანხმა ჩუმად და თავზე მოიკიდა ხელი. კაცმა ხელი მოხვია და აკოცა. _ ჩემი მთვრალი გოგო, _ კოცნა დაუწყო სახეზე და ხელი შეახო მის ლოყებს. _ დაიძინე და ხვალ კარგად იქნები. ხვალ ბევრი საქმეები მაქვს. _ რა საქმეები?! _ სჯობს ორ ბიჭს ოთახი გავუკეთოთ და ჩვენ ჩვენი ოთახი გვქონდეს. _ რატომ?! _ არ გინდა?! _ მათთანაც მინდა ყოფნა. _ მერე არსად მიმყავს, მე მინდა ჩემს ოთახში ყოველ დილით გაღვიძებულმა შენ დაგინახო. _ მეც. _ თქვა ჩუმად და კაცს ლოყაზე აკოცა. კაცმა ხელები მოხვია და მიიხუტა, მერე მუცელზე ხელი დაადო და გაიტრუნა მის მოსმენაში. _ ჯერ ადრეა, გიორგი... _ არა უშავს, მოგეფერებით, როგორ მომენატრა ეს სურნელი, ეს ჩახუტება და ეს რბილი ლოყები. _ მეც მომენატრა შენი შეხება... _ მართლაა?! _ ჰოო, ანდრიამ რომ გაგიშვა სახლიდან, ძალიან დამწყდა გული, არ მინდოდა შენი დაკარგვა, არ მინდოდა უშენოდ გამეტარებინა დღეები. ბავშვს ხელს ვუსვამდი და შენს დაბრუნებას ვითხოვდი უკან... _ ნინო... დაივიწყე ყველა ტკივილი... ახლა ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, მე დავბრუნდი და არ მიგატოვებ. ისევ მიყვარხარ, მიყვარხარ... _ რა ბედნიერებაა... შენი ეს თბილი სიტყვები... ძალიან დიდი მადლობა. _ ახლა დაიძინეთ, ჩემო პატარებო. _ თქვა და ქალს თვალები დაახუჭვინა თავისი ხელით, თან მის სახეს ეფერებოდა და ყველაფერს ივიწყებდა ბედნიერი... დილას ქალი წამოდგა, გაემზადა და ბავშვებს დახედა თუ არა, სამზარეულოში ჩავიდა. კაცი დაინახა გაზთან მდგარი და გაეცინა: _ რაო, მოსამსახურემ არ მოვალო?! _ ვერ მხედავ ამხელა კაცს?! _ თქვა და ხელში სახეხი აიღო. _ აბა რა დაგიხეხოთ ბავშვებო?! ქალს გაეცინა: _ შენ ხარ ჩემი მოსამსახურე?! მეგონა მე ვიყავი შენი მონა-მოსამსახურე და საყვარელი. _ ნინო... ეგ სიტყვები დაივიწყე! მე ვარ ახლა მოსამსახურე?! არა. რა მოსამსახურე, მე საჭმელს გავაკეთებ, მზარეული ვარ. _ თქვა და ქალს ხელები მოხვია. _ ხაჭო მინდა დახეხილი ხილით. _ ახლავე გავამზადებ და მიირთვით. _ თქვა და სახეხზე ვაშლი ჩაატარა, ხილი დახეხა, ხაჭოს ზემოდან მოაყარა და ქალს გაუწოდა: _ აი ჩემო ბავშვებო, გემრიელად მიირთვით. _ თქვა და წინ წვენიც დაუდო. კაცმა ბავშვებს ხელი მოხვია და ქალს გადახედა. _ მე სახლში უნდა ვიყო?! _ ჰოო... ჩემო პატარებო. _ აკოცა ქალს მუცელზე და სახეში შეხედა: _ დაისვენე, დაიძინე, ჭამე და ჩვენც მოვალთ. _ თქვა და ქალს ხელი მოხვია: _ აბა რა გინდა გიყიდოთ?! _ არაფერი. _ თქვა და სამივეს აკოცა. ნინო სახლში მარტო დარჩა და მტვერი გადაწმინდა, სახლი მიალაგა და გარეთ გაისეირნა. რამდენიმე ხანში სახლში შევიდა, სადილი მოამზადა და წამოწვა თუ არა, ჩაეძინა. ბიჭებმა მაღაზიები შემოიარეს, ოთახისთვის ნივთები შეარჩია კაცმა, თან ორივე ბავშვს გადახედავდა ხოლმე. ნინოსთვის საჩუქარი უნდოდა და ბავშვებიანად შევიდა საიუველირო მაღაზიაში. რამდენიმე ხანი არჩევდა ბეჭედს, მერე ბავშვებს აუხსნა, დედას უნდა ვაჩუქოო და აარჩია თუ არა, მაშინვე სახლისკენ დაიძრნენ. მძინარე ქალი დაინახა და მისკენ წავიდა, ტუჩებში აკოცა და თავზე გადაუსვა ხელი. ბავშვებთან და ხელოსნებთან ერთად დაალაგა ახალი ოთახი და ჩუმად გამოხურა კარი. ქალს გაეღვიძა და ოთახისკენ დაიძრა, უცბად წამოვიდა გიორგი და კარში დახვდა: _ ჯერ ადრეა შემოსვლა. _ აუუ მანახვე, რაა... _ ცოტა ხანიც მოიცადე და მოვრჩებით. მერე ტანსაცმელები დაალაგე და სათამაშოები. _ მე რა, ბავშვი ვარ?! _ ჰო, ჩემო გოგო. _ აკოცა და კართან გააჩერა. ცოტა ხანში კარი გაუღო და ქალმა თვალები ფართოდ გაახილა. _ რა მაგარიაა... _ შენც გინდა, ხოო?! _ იკითხა კაცმა და გაეცინა. _ ორი მანქანა. რა ლამაზიაა... მოგწონთ?! _ იკითხა და ბავშვებს შეხედა, რომლებიც იღიმოდნენ. ქალმა ახალი კარადა დაინახა,სათამაშოების თაროები და ორი მაგიდა. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ქალმა სამივეს აკოცა და საჭმელად ჩავიდნენ ყველანი. მორჩნენ თუ არა, ოთახში ავიდნენ, გიორგი ნინოს უყურებდა, რომელიც ტანსაცმელებს კეცავდა და ახალ კარადაში ალაგებდა. ცალკე ლუკას დაუწყო, ცალკე დემეტრეს და თაროებზე ზღაპრების წიგნები დაალაგ. ბავშვებმა სათამაშოები ძირს დაყარეს და თამაში დაიწყეს. გიორგიმ კარადაში შეიხედა და თვალი მოავლო თუ არა ბავშვების ტანსაცმელს, ჩაფიქრებული გავიდა ოთახიდან. ბავშვები თამაშობდნენ. ქალი კი სათამაშოებს ალაგებდა თაროებზე, ნაწილს კი ბავშვებს აძლევდა სათამაშოდ. ბოლოს ყველა სათამაშო დააწყო, რაც დაეტია, დიდები კი დივნის გვერდით ერთ ადგილზე განათავსა. ბავშვებს ჩაეხუტა და მათთან ერთად მიწვა ჯერ ერთის ლოგინზე, მერე მეორის ლოგინზე. ცოტა ხანში წამოდგა. ორივეს აკოცა და მიულოცა ახალი ოთახი, თან დაამატა, ძალიან კარგი ლოგინებია, კარგად ვიწექიო და გახარებული გავიდა ოთახიდან, ბავშვები კი თავიანთ ახალ ოთახში ხოხავდნენ და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ქალი კაცის მოსაძებნად წავიდა, მისთვის თავიდან განკუთვნილ ოთახში შევიდა და კაცი ლოგინზე ჩამომჯდარი დაინახა. _ აქ რატომ ხარ?! _ გაემზადე და გავისეირნოთ, ჩვენ გარეშე არ მოიწყენენ ბავშვები, ახალ ოთახს არ მოშორდებიან. _ უთხრა ქალს და ოთახიდან გავიდა. ნინო გაემზადა. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა და გააღო. _ უკვე მზად ხარ?! _ კი, ახლავე. _ თქვა და ჩანთას დასწვდა. მაღაზიებში იკამათეს, მე გადავიხდიო, ბოლოს კაცმა გადაიხადა და ჩანთები მანქანაში ჩააწყო. _ სახლში არ მივდივართ?! _ არა. _ თქვა კაცმა და ქალს აკოცა: _ ცოტა ხნით მოგიტაცებ. _ უჩურჩულა და ლოყაზე აკოცა: _ ხომ არ დაიღალე?! _ არაა... და სად მივდივართ?! _ ცოტა ხანი და მივალთ. _ უთხრა ქალს და გადაუხვია გზიდან, რამდენიმე ხანში მანქანა გააჩერა რესტორნის წინ. ქალმა ხელები მიიდო გახარებულმა პირთან და კაცს ჩაეხუტა, ულამაზესი ყვავილებით იყო სავსე მაგიდა, რამდენიმე კერძი უკვე ელოდათ და ნაზი მუსიკის ხმაც გაისმა. ერთად ბედნიერებმა იცეკვეს, გემრიელად მიირთვეს საჭმელიც და რამდენიმე ხანში კაცი ქალის წინ დადგა. ჯიბიდან ამოიღო კოლოფი და ქალის წინ დაიხარა: _ თანახმა ხარ გახდე ისევ ჩემი ცოლი?! ჩვენი ბავშვების დედა და მთელი ცხოვრება ახლა მხოლოდ ჩემთან გაატარო, რაც უნდა მოხდეს?! _ მეეე... _ ფეხზე წამოხტა უცბად ნინო და კაცს ხელები მოხვია. _ მეეე გიორგიი... მეეე... _ დაიბნა და ბოლოს ამოიჩურჩულა: _ შენ არ გაგყრივარ! _ თქვა და გული წაუვიდა. კაცმა ხელში დაიჭირა და გაოგნებული, გაკვირვებული უსვამდა ქალს სახეზე. _ ნინო! გამოფხიზლდი! რა მითხარი, ან რას მეუბნები ჩემს კითხვაზე... ვერაფერი ვერ გავიგე! გაახილე თვალები! _ წყალი მოუსვა სახეზე და ლოყაზე აკოცა: _ ნინო, უკვე მეორედ მიხეთქავ გულს! გაახილე თვალები. _ რამდენიმე მივარდა მოსახმარებლად, მაგრამ გიორგიმ მოიშორა და ქალს ისევ თვითონ მოეფერა: _ ნინო... გამეცი ხმა. _ მეე კარგად ვარ... _ თქვა ჩუმად და კაცს ხელი მოუჭირა ბეჭზე. _ რატომ მაშინებ?! თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?! _ კიი კიი... _ თქვა და კაცმაც უცბად აკოცა, ქალი ახლა გამოფხიზლდა და ხელები უფრო ძლიერად მოხვია კაცს. _ სახლში მინდაა... _ ამოიჩურჩულა. კაცმა უცბად აიყვანა ხელში და მანქანაში ჩასვა. თვითონ საჭესთან დაჯდა და ქალს გადახედა, რომელიც მას უყურებდა. კაცს ახლა გაახსენდა ბეჭედი და უცბად დაამუხრუჭა: _ ისე მაშინებ გულის წასვლით, რომ მავიწყდება ყველაფერი. ესე იგი თანახმა ხარ?! _ კი, კიი. _ თქვა ქალმა, ხელები მოხვია და გაუღიმა. კაცმა ბეჭედი გაუკეთა და ხელზე აკოცა: _ ჩემი ლამაზი ცოლი! _ მე ისევ შენი ცოლი ვიყავი, განქორწინების საბუთზე ხელი არ მომიწერია. _ თქვა და გაკვირვებულ კაცს შეხედა. _ აბა, ირაკლისთან როგორ იქორწინე?! _ მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო ჩემ გვერდით ყოფილიყო, მეც გულნატკენს მხოლოდ ეს მინდოდა, მაგრამ შენთან განქორწინება არ მინდოდა. _ თქვა და ატირდა. _ რა გატირებს?! გთხოვ, არ იტირო. _ ბედნიერი ვარ. _ თქვა და კაცის ტუჩებს პირველად დასწვდა თავისი ნებით, კაცი მოეშვა და მთელი სხეულით გადაეშვა ქალის ალერსში. რამდენიმე ხანში მანქანა დაძრა სახლისკენ. ქალმა კაბა გამოიცვალა, სააბაზანოში შევიდა და კაციც უკან მიჰყვა უცბად. _ რამე ხომ არ გინდა?! _ ჩაეკითხა ქალს. _ მშია... _ იბანავე და მანამდე სუფრას გავშლი. _ რა გვაქვს?! _ ხორცის წვნიანი, ძალიან ცხიმიანი არაა. _ კარგი. _ თქვა და ნახევრად შიშველი დაიძრა კაცისკენ, ხელები მოხვია და აკოცა, მერე კარისკენ უბიძგა და ლოყაზე აკოცა. დროებითო და კარი მიხურა. _ ეს რა იყო?! რატომ გამომაგდე?! _ მოესმა და ჩაეღიმა ქალს: _ მშია! _ გასძახა და წყლის ქვეშ დადგა... ბედნიერი... ყველაფერი გაახსენდა, პირველი ხელის თხოვნა ყვავილების ბაღში, სადაც ორივენი ყვავილების დასათვალიერებლად იყვნენ. წვიმა წამოვიდა და ბედნიერებმა მთელი ქუჩები ერთად შემოიარეს ფეხით... ბედნიერმა აიღო პირსახოცი და ტანი შეიმშრალა... ბავშვები უკვე მაგიდასთან ისხდნენ და საჭმელს მიირთმევდნენ მამიკოს დახმარებით. ქალი ჩამოვიდა თუ არა, ორივეს ხელი მოხვია, აკოცა და ბავშვების გემრიელი სუნი რომ შეისუნთქა, გაეღიმა და კაცს შეხედა. _ აბაა ბავშვებო, დღეიდან დედიკო ჩემი ცოლია... _ ჰო. _ იყვირა ქალმა და ბავშვებს ხელი დაანახვა. ოთხივენი ბედნიერებით სავსენი ისხდნენ და ნაყრდებოდნენ. _ აბა როდის მორჩები მზარეულობას?! _ იკითხა ქალმა და კაცს გაუღიმა. _ სანამ არ მომენატრება შენი კერძები, _ უთხრა და კალთაში ჩაისვა: _ უჰჰჰ, უკვე დამძიმებულხარ. _ კარგი რაა, ჯერ ისევ პატარაა! _ მაინც მძიმე ხართ. _ გაეხუმრა და ლოყაზე აკოცა: _ ჩემი ორი ბავშვი... _ მე ბავშვი არ ვარ! _ დედიკო ხომ ხარ უკვე. _ შენ მამიკო. _ კიდევ გავხდები მესამეჯერ მამიკო, _ უთხრა და მუცელზე ხელი მოუსვა. _ ახლა დროა ჩვენს ოთახში ავიდეთ! _ თქვა და ქალი ხელში აიყვანა. ლოგინზე დააწვინა და ზემოდან დააცქერდა: _ ოთახი გაქვს გასამზადებელი. _ რისთვის?! _ ეს ოთახი ჩვენია! დროა ყველა ნივთი გადმოიტანო, მინდა ყველგან შენი ნივთები იყოს. _ ყველგან რაა, ბავშვი ვარ?! _ მინდა ამ ოთახში სულ შენი ნივთები ვნახო! ერთი ჩანთა გაქვს მარტო მოტანილი. _ მეგონა მალე გამაგდებდი და ბარგი ხომ არ უნდა მეტარებინა. _ კარგი! მე შენ გაჩვენებ გაგდებას! _ ქალს ხელი მოხვია წელზე და თავისკენ მიიზიდა მოსაფერებლად... დილას ალისიამ გაიღვიძა. სახლში მარტო რომ იყო, იცოდა. ტანსაცმელები მოაგროვა და სარეცხ მანქანაში შეყარა. რაც ეცვა, ისიც შეაგდო გასარეცხად და სააბაზანოსკენ დაიძრა შიშველი. _ ჯანდაბა! _ მოესმა ხმა და უცბად შევარდა სააბაზანოში. _ შენ აქ რას აკეთებ?! _ შიშველი უნდა მენახე და დავრჩი! რას ვაკეთებ და აქ დავრჩი ღამე! _ რატომ?! _ დაუყვირა კარის უკნიდან კაცს და გულზე მიიდო ხელი. ისე უფართხალებდა გული, ყურებში ესმოდა მისი ბაგაბუგი. _ ღამე რომ მოგიყვანე სახლში, მშობლებმა აღარ გამიშვეს, ისეთი მთვრალი იყავი, აღარ გახსოვს აქ რომ დავრჩი! ქალს მთელი სხეული უხურდა და ნახევრად ცივ წყალს მიუშვირა სხეული. თავი საშინლად სტკიოდა. ბანაობის შემდეგ პირსახოცში გაეხვია და კარი გააღო. _ წახვედი თუ აქ ხარ?! _ ჯერ აქ ვარ! ქალმა ჩაისუნთქა და თავის ოთახში შევიდა. პირსახოცი მოიშორა და გარდერობი გააღო, რომ ტანსაცმელი აეღო. კაცმა კარზე დაუკაკუნა და ქალიც შეხტა. _ რა იყო?! რატომ მაწუხებ! _ რა ნახე სიზმარში, ასეთ ხასიათზე რომ ხარ! ნამდვილად აუტანელი ხარ ამ დილას! სახლში მივდივარ. _ აქამდე უნდა წასულიყავი! _ უთხრა კარის შიგნიდან და კაცმა კარი შეგლიჯა. ქალმა დაიყვირა და ზურგით დადგა. _ რას აკეთებ! გადი... წადი! _ თქვა ძლივს და პირსახოცს დასწვდა უცბად. კაცმა ხელიდან გამოგლიჯა და ისროლა. _ ალისია, დროა მორჩე ამ ყვირილს და შეეჩვიო ჩემ წინაშე ასე დგომას! თანაც დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ აქ დარჩენით! _ მერე ქალს შეხედა, დააკვირდა და პირსახოცი მოაფარა ზურგიდან. _ მშვენიერია! ახლა წავალ. ბოდიში შემოვარდნისთვის. საღამომდე... _ საღამოს შენთან მოსვლას არ ვაპირებ! _ ცდები! მე ვაპირებ აქ მოსვლას! _ რატომ?! ვინ დაგპატიჟა?! _ მშობლებმა. _ ისინი ჩემი მშობლები არიან! _ შენი მშობლები არიან! მაგრამ მალე ჩემებიც გახდებიან... _ თქვა გულში და უკან დაიხია. _ ბედნიერად. _ ბედნიერად და შეხვედრამდე! _ თქვა მკაცრად ქალმა და გულის დამშვიდება სცადა. _ მაშ ჩემთან შეხვედრა გინდა?! _ აა?! არაა. _ თქვა სწრაფად ქალმა და პირსახოცს ხელები მოუჭირა. _ წადი ახლა, წადიი... _ თქვა გულში და თვალები დახუჭა. _ შეხვედრამდე. _ თქვა კაცმა და კარი გაიხურა. ალისია ლოგინზე დაჯდა პირსახოციანად. ამოიხვნეშა და ბალიშს გადასწვდა. თვალები მაგრად დახუჭა და გულზე დაიდო ხელი. იქნებ მას არ ვუყვარვარ... იქნებ მარტო მე მიყვარს ასე... რატომ შემიყვარდა ასეთი გრძნობით... იქნებ წიგნის გამო შემიყვარა... ანდრია სახლში მარტო იყო, თავის დაზე ფიქრობდა და ელოდებოდა, რომელმაც შეატყობინა, მალე მოვალ სახლშიო. კარის ხმა რომ გაიგონა, მაშინვე დაეშვა კიბეზე და უცბად გაჩერდა. _ გიორგი... _ ხომ არ გაგიხარდა, აქ რომ ვარ?! _ მოესმა უცბად მკაცრი ხმა და ანდრია მისკენ წავიდა, ხელი მოხვია და მხარზე ხელი დაარტყა: _ მიხარია აქ რომ ხარ... აბაა რას დალევ?! _ ღვინოს! _ თქვა გიორგიმ და ქალს გადახედა, რომელმაც თვალები ასწია. _ აბა რა ხდება შენს თავს?! _ იკითხა და დივანზე დაჯდა. _ დღეს ალისიასთან მივდივარ. _ თქვა და თავისი გეგმა გააცნო. უცბად ორივე ჩაეხუტა ერთად და ანდრიამ გაკვირვებულმა შეხედა. ჯერ ალისიასა და ანდრიას სადღეგრძელო დალიეს, მერე ისევ ჩამოასხეს. ანდრიამ დის ხელი ხელში აიღო და უცებ გაოცდა: _ ეს რა არის?! _ ცოლი დავიბრუნე! _ თქვა გიორგიმ მკაცრად და ანდრიას შეხედა:_ პრობლემაა რამე?! _ მმმართლაა?! _ ჰო ჰო! _ უთხრა დამ და გადაეხვია: _ ბედნიერი ვარ! ძალიან! _ დაო, ჩემო ლამაზო. _ ხელები მოხვია დას, თავზე ხელი დაადო და აკოცა: _ მიხარია შენი ბედნიერება. _ ანდრია, დაიწყო გიორგიმ, _ მინდა გთხოვო შენი და გამატანო, ისედაც ჩემი ცოლია და ყველაფრის უფლება მაქვს! მისი ნივთები უნდა წავიღო, თანაც შენც მალე მარტო აღარ იქნები! _ თქვა და კიდევ გადაეხვია ანდრიას. ანდრიამ ხელი მოხვია ბედნიერმა და პირველად მშვიდად ამოისუნთქა და თანხმობა მისცა. _ ჰო, მართლა, კიდევ დავლიოთ ერთი ჩვენი პატარების და მალე შენთვისაც მოგველოცოს, _ თქვა და დაამატა, მალე მესამეჯერ ბიძია გახდებიო. _ რაა?! _ დაიყვირა ანდრიამ და ფეხზე წამოხტა. _ ჰო, ლუკა, დემეტრე და მესამე მუცელშია. _ თქვა ქალმა და ძმას მიეხუტა. _ ბედნიერებას გისურვებ, ჩემო ლამაზო, ძალიან მიხარია, ახლა მშვიდად წავალ ალისიასთან. _ თავზე აკოცა დას და მესამე ჭიქაც დალია. სახლი მალევე დატოვა, გიორგი და ნინო კი ერთად ალაგებდნენ ქალის ნივთებს ჩანთებში. 8 8 8 საღამოს ალისია მშობლების თხოვნით გამოიპრანჭა. ლამაზი ვარდისფერი კაბა ეცვა, მკერდზე კარგად მომჯდარი და წელიდან ნაკეცებიანი. შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ანდრიას ნაჩუქარი საათი და სამაჯური გაიკეთა. ყელი მთლიანად მოშიშვლებული ჰქონდა, მხრებიც კარგად მოუჩანდა კაბაში. თმა აიწია და უკან ჩამოუშვა. რა უნდა ანდრიას ჩემს სახლში! ან რა დროს გამოპრანჭვაა ამ ღამეში, უძახდა თავის თავს ხმამაღლა და სარკეში იხედებოდა, თან მაინც იპრანჭებოდა. რა უნდა ამ სახლში?! ან ჩემს მშობლებს რას გადაეკიდა! ხან აქაა მათთან, ხან სოფელში! _ ალისია, გამოდი, დროა, შვილო. _ მოესმა დედის ხმა და გავიდა. _ რა უნდა და რისთვის მოდის?! ვერ გავიგე! ან ჩემი კუ როდის უნდა დამიბრუნოს, სოფელში ისევ რომ წამართვა! _ თქვა გაბრაზებულმა და სამზარეულოში შევიდა. _ მორჩი საკუთარ თავთან საუბარს და ხაჭაპური დაჭერი, უკვე მოვა. _ ჩემი ხაჭაპური თუ არ ჭამა ახლა! _ თქვა მკაცრად და დანა აიღო ხელში. ცოტა ხანში ხელებიც დაიბანა. კარზე ზარი მოესმათ თუ არა, ალისიამ გააღო. სანამ მიესალმებოდა, კაცის სხეულს ათვალიერებდა შავ კოსტიუმში გამოწყობილს და საათიც დაინახა, რომლისნაირი თვითონაც ეკეთა. _ ულამაზესი ხარ... და მომაჯადოებელი. _ თქვა კაცმა და ქალმაც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. _ ეს ჩემი ძმაკაცია, ირაკლი... თუმცა უკვე იცნობთ ერთმანეთს... _ თქვა ანდრიამ და მისალმების მერე ალისიამ ორივე სახლში შემოიპატიჟა. სუფრასთან მალევე დასხდნენ. ბიჭებმა ცოტა მიირთვეს და ბევრი ისაუბრეს. ალისია ჩუმად იჯდა ჩაფიქრებული. უკვირდა, ანდრიამ ძმაკაცი რომ წამოიყოლა. ანდრია რამდენიმე ხანში წამოდგა და ალისიასკენ გაემართა. მის წინ დაიხარა და ქალს შეხედა. _ ალისია... ულამაზესი ხარ... მინდა მუდამ შენთან ერთად ვიყო ბედნიერებასა და ტკივილში.მიყვარხარ ძალიან, მინდა სულ მიყვარდე და შენზე ვიზრუნო. ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი და ჩემთან მოხვედი იმ დღეს... გთხოვ დაფიქრდე და ცოლად გამომყვე... _ თქვა და ალისია უცბად წამოხტა. უკან დაიხია და მშობლებს გადახედა. _ თქვენ იცოდით?! _ კი, შვილო... _ მერეეე?! _ იყვირა ალისიამ და მამას გადახედა. _ ჩვენ ვუთხარით, რომ ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია და სხვა არავისი. _ მეეე... მეე რა უნდა ვთქვა... _ ალისია... დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ... _ კაცმა ხელები მოხვია მკლავებზე და ქალს სახეში შეხედა. _ ჩემთან იცხოვრებ ახალ სახლში. ნერვებს მომიშლი და მერე ჩამეხუტები ხოლმე... ცოლად გამომყვები?! _ შენი მშობლები თანახმა არიან?! _ ჩაეკითხა შეშინებული და ანდრიას შეხედა. _ კი, ალისია, მე შენ მიყვარხარ და მათაც უყვარხარ შორიდან ,მალე ახლოს გაგიცნობენ და შეუყვარდები... თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?! _ კი... კი... კი. _ თქვა ქალმა და კაცი ჩაეხუტა ძლიერად და ლოყაზე აკოცა. მერე უჩურჩულა: _ მშვენიერი ხარ და საოცარი სურნელი გაქვს... დღეს ვერ დავიძინებ მშვიდად... _ ქალმა ხელები მოხვია, პირველად მშობლების თანდასწრებით, კაცს უცბად აკოცა ლოყაზე და უკან დაიხია. _ ბოდიში ყველასთან, მაგრამ მე ნამდვილ კოცნას ვითხოვ. _ თქვა კაცმა და უცბად აკოცა ქალს. ალისიას სახე გაუხურდა, წამოწითლდა და მილოცვები მიიღო თუ არა, სააბაზანოსკენ გავარდა. სახეზე წყალი შეისხა ბედნიერმა და გამოფხიზლება სცადა. _ სიზმარი არ არის, რეალობაა, რეალობა. _ იყვირა ქალმა და კაცის ხმაც მოესმა კარიდან: _ რეალობაა, რეალობა, ალისია! მიყვარხარ! _ ალისიამ უცბად გააღო კარი. კაცმა ხელი მოხვია და ჩაიხუტა. ალისია დაწვა, ანდრიას მოტანილ ყვავილებს კიდევ გადახედა და თავის ბლოკნოტში მოქცეულ ყვავილს დააცქერდა. აკოცა და შეინახა თუ არა, ახალმოტანილ თაიგულს აკოცა და ანდრიას სმს-ი მისწერა: _ ანდრიაა... ბედნიერი ვარ... _ მეც, ჩემო ალისია... მიყვარხარ. ნინომ და გიორგიმ თავიანთი ოთახიც მოაწყვეს, ახალი ავეჯი შეარჩიეს, დაცარიელებულ ოთახში შეიტანეს, დაალაგეს და დაღლილები წამოწვნენ ახალ ლოგინზე. _ დაისვენე, ჩემო ლამაზო და საჭმელი ვჭამოთ. _ უთხრა ცოლს და ხელი გადახვია. ქალს ჩათვლიმა და კაცი ფრთხილად წამოდგა. სამზარეულოში გავიდა, საჭმელი შეაცხელა და ბედნიერმა გაამზადა სუფრა. კარზე ზარის ხმა მოესმა და უცბად გაკვირვებულმა გააღო კარი. _ დიი... _ თქვა და ქალს გადაეხვია. _ შვილო... ანდრიამ მითხრა და ვერ მოვისვენე... მიხარია თქვენი ბედნიერება, თანაც ბავშვების ნახვაც მინდოდა. _ კარგ დროს მოხვედით. ყველას უნდა გვეჭამა. ნინოს ჩაეძინა, სანამ გაიღვიძებს... _ ერთი წუთითო უთხრა და გავარდა. ქალი მისკენ წავიდა და სამზარეულოში რომ დაინახა ახლა კაცი, გაეღიმა და თვითონ მივიდა გაზთან ახლოს. _ გემრიელი სუნია... მე გავაკეთებ, შვილო, რაც გინდა. _ უკვე შეთბა. როგორ აკეთებთ საჭმელებს ეს ქალები, ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო. _ შენ აკეთებ საჭმელებს?! ნინო რას აკეთებს?! _ ნინომ უნდა დაისვენოს. _ რატომ, ცუდადაა?! _ გაუკვირდა ქალს და იქვე ჩამოჯდა სკამზე. _ არა, ორსულადაა. აკი ანდრიამ მითხრაო. _ თქვენი შერიგება მითხრა, შვილო... რაა ორსულადაა?! იმასთან არ წოლილა და რანაირად! _ იყვირა ქალმა და ფეხზე წამოხტა. _ ჩემგან, დედა, ჩემგან. _ უთხრა ქალს და იმანაც უცბად მიიკრა გულზე: _ ჩემი კარგი ბიჭი! სად არის ორი ცელქი ბავშვი?! _ ახალ ოთახში ერთობიან. სახლს დაგათვალიერებინებთ და თან მათაც ნახავთ. _ თქვა და რამდენიმე ოთახი აჩვენა თუ არა, ბავშვების ოთახი შეაღო. დემეტრემ უცბად გამოიხედა და ქალისკენ დაიძრა ფორთხვით. _ მოდი, ჩემო ბიჭო. _ ხელი მოხვია ბებომ და ჩაეხუტა ლუკას, მერე დემეტრესაც მოჰკიდა ხელი, მიეფერა და ოთახი დაათვალიერა. ძალიან მოეწონა და გიორგისაც აკოცა, მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის და ბოდიში კიდევ მოუხადა. _ რა კარგი ოთახი გაქვთ. უკვე დიდი ბიჭები ხართ, _ ბავშვებს აკოცა და მალევე სხვა ოთახისკენ წავიდნენ. _ ეს ჩვენი ახალი ოთახია. დღეს მოვიტანეთ ახალი ავეჯი, _ უთხრა ქალს და ბედნიერმა შეაღო კარი. ნინო ლოგინზე იწვა და ისევ ეძინა. ქალმა შვილს თვალი მოავლო, ხელი გადაუსვა თავზე: _ ჩემი გოგო იმ ბანდიტმა როგორ გააწვალა! _ ცრემლი გადმოუგორდა და კაცი უცბად ჩაეხუტა: _ დიანა, არ გინდა, ახლა ბედნიერია და კარგად ვიქნებით ერთად ჩვენს ორ შვილთან და მომავალ ბავშვთან ერთად. ქალმა გაუღიმა და აკოცა, ბოდიშს გიხდითო ყველაფრის გამო... _ არა, არა,მე უკვე კარგად ვარ ანდრიასთან და აღარ გვინდა ამაზე ფიქრი და ტირილი. ბედნიერმა ქალმა ახლა მოავლო ოთახს თვალი. _ რა ლამაზია, შვილო, ყველაფერი. _ კი, მაგრამ ნივთები ჯერ არ შეგვილაგებია. _ უთხრა და სამზარეულოსკენ გაემართნენ. _ გიორგი, შვილო... ანდრია ალისიაზე გველაპარაკა, იცნობ იმ გოგოს?! _ კი... ძალიან კარგი გოგოა, თბილი და მზრუნველი, ლუკას უვლიდა ძირითადად... _ თქვა და ქალს მოუყვა თავისი ამბავს ალისიასთან დაკავშირებით. _ ძალიან კარგი და თბილია, მოგეწონებათ. _ დაამშვიდა ქალი და სამზარეულოში დატოვა, თვითონ კი ნინოს გასაღვიძებლად წავიდა. ქალმა გამოიფხიზლა და კარის ხმაზე თავი წამოყო. _ გიორგი, დედა დამესიზმრა, თითქოს აქ იყო და მომეფერა. _ არ დაგსიზმრებია, გვესტუმრა და დღეს აქ დარჩება, ბავშვებს საჩუქრები მოუტანა და შენ ბევრი ტკბილეული, სახლში გაკეთებული. _ ახარა და ქალი ლოგინიდან წამოდგა. კარისკენ წავიდა და გიორგიმ თვალი გააყოლა: _ როგორ გეძინა, კარგი ლოგინია?! _ ჩაეკითხა და უკან გაჰყვა. _ კი, კარგია. _ თქვა და სამზარეულოში შევიდა. დედამისს გადაეხვია და ქალმაც ხელები მოხვია, ბედნიერება უსურვა გახარებულმა და მუცელზეც მოეფერა... დრო ბედნიერად გაატარეს, უკვე დაღლილები დაწვნენ თავიანთ ახალ ოთახებში. 8 8 8 ანდრია ალისიასთან ერთად მაგიდას მიჰყრდნობოდა. ალისიამ ჭიქა გაუწოდა და ანდრიამაც მიუჭახუნა. _ შენი წარმატებისა იყოს, ანდრია... _ ჩვენი წარმატებისა იყოს... შენს მოსვლას გაუმარჯოს, როცა პირველად მოხვედი ჩემთან! ერთმანეთს ჭიქა მიუჭახუნეს და ცოტა მოსვეს. ალისიამ კაცს შეხედა და ჭიქა მიუტანა პირთან: _ ბოლომდეე... _ თქვა. _ არა, ალისიაა. _ თუ არ დალევ, წავალ! _ თუ ეს ერთი ბოთლია გადამწყვეტი, კარგი. _ თქვა კაცმა და მთლიანად მოსვა ჭიქა და ბოთლიდან ისევ დაისხა. რამდენიმე ჭიქა კიდევ დალია. მერე ლოგინზე ჩამოჯდა და ქალს შეხედა, რომელსაც ეღიმებოდა. _ ახლა რას მიბრძანებ, ალისია?! _ შენი დამორჩილებაც შესაძლებელია თურმე! _ შენი კი ცოტათი ძნელი იყო! _ თქვა. ქალი კალთაში ჩაუჯდა და ჩაეხუტა. კისერში რამდენიმეჯერ აკოცა და ღილებს მიადგა. _ არა, ალისიაა... _ მე მინდა! _ მთვრალი ვარ და არ გვინდა... როცა ფხიზელი ვიქნები, მაშინ. ალისიას გაეცინა და კაცი ლოგინზე დააწვინა ხელის კვრით. ზემოდან დააცქერდა და გადაიხარხარა: _ მთვრალი ხარ უკვე მეორედ, ანდრია... _ და კაცს აკოცა. ტუჩებს მისწვდა თუ არა, კაცმაც ხელები მოხვია, თავის ხელებში მოიქცია ქალი და კოცნა დაუწყო. ცოტა ხანში მოშორდა: _ ახლა დროა სახლში წახვიდე... თორემ აქედან მერე აღარ გაგიშვებ! _ ქალს აკოცა და კარისკენ წაიყვანა. ქალს შეხედა თვალებში. დაინახა, ისევ კოცნას რომ ელოდნენ მისი თვალები, ხელი წელზე შემოხვია და კართან დააყენა. ანდრია ქალის ყელს შეეხო. ქალმა როგორც კი ბეჭდიანი ხელი მოხვია ყელზე, უკან მიბრუნდა, ლოგინზე დააწვინა და თვალებში ჩახედა. ახლა ხვდებოდა, რომ ამ ქალს ელოდა მთელი წლები, მის სიყვარულს ელოდებოდა. ქალის ლოყას და კისერს ჩამოუყვა კოცნით, გულთან აკოცა და თვალებში ჩახედა. ქალს არაფერი არ უთქვამს და ჩაიღიმა. კაცმა კაბა შეუხსნა და კოცნა დაუწყო, ცოტა ხანში კი მის გვერდით მიწვა და ჩაეძინა. ალისია რამდენიმე ხანში წამოდგა, კაცს გაუღიმა, ლოყაზე აკოცა ჩუმად, მერე ტუჩებში და საწოლს მოშორდა. იქვე თავისი კალამი დაინახა და კაცისკენ დაიხარა კალმით ხელში. _ ბედნიერად, სიყვარულო! შენ ის გაქვს, რაც მე შემაბამს და დამიმონებს! ეს შენი კეთილი, თბილი, შრომისმოყვარე გულია... მიყვარხარ... _ სმაილი მიახატა და კალამი ისევ დააბრუნა უკან მაგიდაზე. ნაწერს გადახედა და კოცნის კვალი დატოვა თუ არა, ფრთხილად დაიძრა კარისკენ და კიბეზე ჩავიდა. ანდრიას გაეღვიძა, ქალს დაუძახა, რომ ვერ გააგონა, მიხვდა ქალის წასვლას და პერანგს დასწვდა ჩასაცმელად. სარკეში ქალის დანატოვარი კოცნა დაინახა პერანგზე და ახლა დააკვირდა ნაწერსაც, ბედნიერმა გაიზმორა და ქალის ნაკვალევს გადაუსვა ხელი. ღიმილით წაიკითხა კიდევ ნაწერი და გაუხარდა, ქალს რომ უყვარდა, გაუხარდა და ბედნიერი შევიდა სააბაზანოში, რომ მას ის გააჩნდა, რაც ასე ძლიერ აინტერესებდა და უნდოდა, რომ ჰქონოდა... 8 8 8 ანდრიამ ალისიას ხელები მოხვია: _ ბოდიში, ალისია, რომ ჩამეძინა და მარტო გაგიშვი... ქალს გაეცინა და კაცს აკოცა: _ არაფერია, ანდრია, არაფერი დაშავებულა. _ შენი წარწერა ძალიან მომეწონა. _ ქალს აკოცა და გულზე მიიხუტა. _ ესე იგი გიყვარვარ?! _ მიყვარხარ, ანდრია... მიყვარხარ, მიყვარხარ! _ თქვა და კაცის კოცნაც შეეხო. ბედნიერმა ამოისუნთქა. მამაკაცმა კაბის ელვა შეუკრა და ქალსაც გაეცინა: _ ელვის შეკვრა და გახსნა დაგიმუღამებია, ექიმო! _ ეს მხოლოდ ერთი ქალის დამსახურებაა! რატომ დამათვრე?! _ ასე უფრო ადვილია კაცის დამორჩილება ცოტა ხნით! _ სულ შენ გინდა, რომ დამიმორჩილო?! ალისიას გაეცინა: _ არაა... ამ ამპლუაშიც ხომ უნდა გაგიცნო, მერე რომ ვიცოდე, მთვრალი რას გააკეთებ და რას არა! _ მე შენთან კამათიც მიყვარს, ალისია. შენი ჯიუტობაც და სიწითლეც, როცა ცდილობ დაიმალო და გაიქცე ჩემგან! _ პერანგი შეინახე?! _ კიი, გარდერობში შევდე... ესე იგი საბოლოოდ შევძელი შენი მოხიბვლა და დამონება?! ქალს გაეცინა და მამაკაცს ლოყაზე აკოცა: _ კი, ეს ნამდვილად გამოგივიდა... _ მე კი მეგონა, რა ჯანდაბა არის ის, რაც ასე აბამს ამ ქალს და მე ვერ მოვახერხე-თქო. ალისიას გაეღიმა და მამაკაცს თავი დაადო მხარზე: _ წასვლის დროა, ანდრია... _ თქვა და მშობლების გასაცნობად წავიდნენ ორივენი. მშვიდად და ბედნიერად ფუსფუსებდნენ სახლში გიორგი და ნინო ბავშვებთან ერთად. უკვე ბავშვების მონათვლისთვის ემზადებოდნენ და ალისიასაც ელოდნენ. ლამაზი სუფრა იყო გაშლილი, ყველას მოეყარა თავი და უკვე ბავშვების სადღეგრძელოებს სვამდნენ. ბედნიერად გაატარეს დრო. ანდრია და ალისია გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. _ მეც მინდა... _ მოესმა ქალს ყურში და გაეღიმა: _ რაა, ანდრია?! _ ბავშვები... _ ჰო! თუ პირდაპირ ეგ გინდა, კარგი! _ თქვა და გაეცინა. _ ქორწილის და შენი მოფერების მერე მინდა. _ დაამატა და ქალს გაუღიმა: _ ჩემი პირდაპირი ჯიუტი გოგო... რამდენიმე წყვილმა იცეკვა და ანდრიამ დასთან გადაინაცვლა, გიორგიმ კი ალისიასთან. _ ხომ გეუბნებოდი, გიყვარს-მეთქი. _ მოესმა კაცს და ალისიას შეუბღვირა: _ ხო, ამბობდი და მაგიჟებდი! _ რატომ? _ ჩემთან რომ არ იყო, ამიტომ! _ თქვა და უცბად მოჰკიდა ცოლს ხელი, თან ანდრიას დაუბღვირა, ჩემი ცოლი მინდაო. მას კი ალისია მიაჩეჩა ხელში. ანდრიას გაეცინა და ალისიას ყელთან თავი დადო: _ ჩემი გოგო... ბედნიერი დღეები ისევ გრძელდებოდა, ბავშვებიც ბედნიერებით სავსე დარბოდნენ სახლში, თავიანთი სათამაშოებით ხელში დააბიჯებდნენ და თუ წაბორძიკდებოდნენ, მაშინვე ყველა ხელს გაიწვდენდა მისაშველებლად. სახლში ყველგან ხმაური და ჟრიამული ისმოდა... ალისია საჰაერო ბუშტშია, ყვავილებს, რომელიც იქ ყრია, ქალი ჰაერში ისვრის და სულს უბერავს ბედნიერი. ანდრია და ალისია ღვინოს მიირთმევენ, კაცი ქალს შოკოლადიანი ტორტის ნაჭერს აწვდის და მის ტუჩებთან მიაქვს... ბედნიერი ალისია ისევ ყრის ყვავილების ფურცლებს ჰაერში და თვალს ადევნებს, როგორ მიემართება ძირს ხალხისკენ. იმდენი იყო ყვავილი, ისევ ფარავდა ქალის ფეხებს კალათაში. ანდრიამ ტუჩებში აკოცა. ალისიას გული აუფართხალდა ამ სიმაღლიდან ამ ყველაფრის შეგრძნებაზე. _ ალისია, დღეიდან ჩემი ცოლი ხარ... _ უჩურჩულა კაცმა და ქალს ხელები მოხვია თეთრი კაბის გარედან. გარშემო ლამაზი კლდეები მოჩანდა, მწვანე წყალი მიედინებოდა ქვემოთ და ცაში წითელი ბუშტები მიფრინავდნენ ქარის მიმართულებით. საჰაერო ბუშტიც ცაში ეკიდა და ნელ-ნელა მაღლა მიიწევდნენ. ალისია ლამაზ ბუშტებში ჩაფლულ ხეებს ათვალიერებდა და ტკბებოდა მათი ცქერით. ანდრიას მისთვის წელზე შემოეხვია ხელები და ქალს ხან კოცნიდა, ხან ეჩურჩულებოდა. ლამაზი ტყე გაიარა საჰაერო ბუშტმაც და გაშლილ წყალთან დაიწყო ქვევით დაშვება. უკვე ბნელდებოდა. ანდრია ცოლს მიეხმარა და საჰაერო ბუშტიდან ჩამოვიდნენ თუ არა, ორივენი პატარა ბილიკს გაუყვნენ. წინ ჩაყოლებაზე ლამაზი სანთლები ენთო გულის ფორმის, მთელი გზა ყვავილებით იყო სავსე. ალისია ლამაზად მორთულ ბილიკს ათვალიერებდა და კაცს წელზე ხელს ხვევდა. _ ძალიან, ძალიან ლამაზიაა ყველაფერი... მადლობა, ანდრია... _ თქვა ქალმა და ნაბიჯი გადადგა ყვავილებში. _ ალისია... მალე ჩვენი ღამე მოვა... დატკბი ამ სილამაზით... _ დაემუქრასავით კაცი და გაუღიმა. _ მემუქრები?! _ სულ ცოტათი... _ უჩურჩულა კაცმა. ქალს თვალებში შეხედა: _ მიყვარხარ, ალისია... _ მეც მიყვარხარ, ანდრია... ძალიან, ძალიან დიდი სიყვარულით... _ თქვა ხმამაღლა ქალმა და კაცს ხელები შემოხვია. ანდრიამ ქალი ხელში აიყვანა და ვარდებით სავსე ბილიკზე დააწვინა. ორივენი ერთმანეთს უცქეროდნენ და გარშემო გამეფებული წყლის ხმაურს უსმენდნენ. ყვავილების სასიამოვნო სუნთან ერთად ერთმანეთის მომაჯადოებელ სუნსაც შეიგრძნობდნენ და ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ. კაცმა ქალს ხელი მოხვია წელზე და კოცნა დაუწყო. ქალი დაჰყვა მის ნებას. ქალის სხეული კაცის ხელების სითბოს იტანდნენ და დაძაბული უსმენდნენ მათ გულისცემას. ცოტა ხანში კაცი გაჩერდა და ქალის სხეული ჰაერში აიტაცა. რამდენიმე მანძილი გაიარა და ქალის შერხევაც და მისი ხმაც გაიგონა: _ ახლავე დამსვი! _ თქვა ხმამაღლა და აფართხალდა. კაცმა ქალს ხელი დაადო წელზე და ნელა ჩაუტარა ძირს. _ ანდრია! დამსვი! არ მინდა დაიღალო! _ თქვა და უცბად ტუჩებზე მიიდო ხელი, როცა კაცის სიცილიანი ხმაც მოესმა: _ შენ ფიქრობ ასე დავიღლები?! და სახლამდე ვერ მიგიყვან?! _ კაცს ჩაეცინა და ქალი უცბად ჩამოსვა კართან. კარი გააღო თუ არა, თეფშის დანახვაზე გაეცინა. გატეხილ თეფშს დახედა კაცმა და ქალს შეხედა: _ შეგიძლია მოიპარო, იქნებ ქმარი დაგესიზმროს... არა, შევცდი. დღეს სიზმრები არც იქნება... _ დაასრულა თუ არა, ქალს ხელი მოხვია, კარი მაშინვე გადაკეტა და ალისია ლოგინზე მიაწვინა. _ მოიცადე გავიხსენო... _ თქვა კაცმა ჩაფიქრებულმა და ქალს ზემოდან დახედა: _ ვინ ამბობდა, თქვენისთანა მოხუცი არ მაინტერესებსო?! _ და ახლა გინდა იძიო შური?! თუ ასეა, მეც შეგახსენებ, შენს კაბინეტში როგორ გამყინე! _ და როგორ არ შევეხე, _ დაასრულა ქალის სიტყვები და დააყოლა, _ აი ამ ფეხებს... _ ხელი ააყოლა ქალის ფეხებს და მისი ყელისკენ წავიდა: _ როგორ მიყვარს, როცა ასეთი ხარ ჩემს მკლავებში... _ ანდრია... _ თქვა ქალმა და მამაკაცს ახედა. _ კაბის გახდაში დაგეხმარები, მერე არაფერს გაიძულებ, ალისიაა... _ თქვა ჩუმად კაცმა. კაცი მისკენ დაიხარა და აკოცა. ალისია ნელ-ნელა ყველაფერს სწყდებოდა... მამაკაცი ქალის გაყინული, აკანკალებული სხეულიდან მთელ სიმხურვალეს, სითბოს შეიგრძნობდა და ქალის მთლიანად დაპყრობა სურდა... _ ანდრიაა... _ სანამ ჩემი არ გახდები, ჩემს მკლავებში იქნები გამომწყვდეული. _ თქვა კაცმა და ქალის სხეულს მოშორდა: _ დროებით გათავისუფლებ! _ თქვა და ლოგინზე გადაწვა. ალისია მაშინვე წამოხტა და სააბაზანოსკენ დაიძრა. თავი მოიწესრიგა, თმა ჩამოიშალა და უკან მობრუნდა. კაცი ლოგინს დაჰყრდნობოდა და სააბაზანოს კარისკენ იხედებოდა. ქალი დაინახა თუ არა თმაგაშლილი და მაკიაჟის გარეშე, გაეღიმა. ალისია მაშინვე გაჩერდა, როგორც კი კაცი მისკენ გამოემართა მკაცრი ნაბიჯებით. კაცმა ქალს ხელი წაავლო და შემოატრიალა. ქალის სხეულს ხელები ააყოლა, მისკენ დაიხარა და უჩურჩულა: _ მიყვარხარ. _ მერე უცბად ისევ მოატრიალა თავისკენ, ხელები შემოხვია და ლოგინზე დააწვინა. ქალს თვალები მაგრად დაეხუჭა და ცდილობდა, გული არ წასვლოდა კაცის ცხელი შეხებისგან... ანდრია ქალის ტერფებს შეეხო ხელებით და ქალიც დროებით დამშვიდდა ასეთი თბილი მასაჟისგან. _ დიდხანს გეცვა მაღლები... _ თქვა კაცმა და ქალის ტერფებს მიუბრუნდა. ქალმა გაიღიმა. მასაჟი ძალიან მოსწონდა და მშვიდად იწვა ლოგინში. სრულიად დაავიწყდა ყველაფერი. კაცი ნელ-ნელა ფეხებს ამოუყვა და ქალის თეთრ საცვლებს დააკვირდა. ჩაეღიმა და ნერწყვი გადაყლაპა. _ მომენატრე და მინდიხარ, ალისია! _ მოესმა უცბად ქალს და გამოფხიზლდა. კაცს შეხედა, რომელიც მის საცვლებს აკვირდებოდა და შეხედა. _ მინდა ჩემი იყო! _ თქვა კაცმა მომთხოვნად და მბრძანებლურად. ქალი ხმას არ იღებდა და თვალდახუჭული საბანს ეკვროდა... 8 8 8 ქორწილი დამთავრდა თუ არა, გიორგიმ ცოლს ხელი მოჰკიდა და უჩურჩულა: _ ჩვენი წასვლის დროა, ძვირფასო! მართალია, ჩვენ ქორწილი უკვე გვქონდა, მაგრამ პირველი ღამე ისევ შეგვიძლია გავიმეოროთ. _ თქვა და ქალი კიბეზე ჩაარბენინა. _ სად მიგყავარ?! მერე ბავშვები?! _ დიანა დედამ ჩაიბარა ორივე და მითხრა, ერთი კვირა თავისუფლები ხართო. _ ქალს აკოცა და უცბად ჩასვა ტაქსიში. რამდენიმე საათის მერე მშვიდ წყნარ ტბასთან მდგარ პატარა სახლთან გააჩერებინა და ქალს ხელი ჩასჭიდა. _ ჩვენი კვირაც დაიწყო... _ ორსულ ქალს რას უპირებ?! _ მოიცადე! ქორწილამდე დაორსულდი?! _ ეხუმრა და ხელში აიტაცა. ქალს გაეცინა და ურცხვად უთხრა: _ ხო რომ დავორსულდი, მერე გამიკეთეს ბეჭედი თითზე. _ და კაცმა მკაცრად გადახედა: _ ბავშვმა გიშველა იმ დღესაც და ახლაც! _ თქვა და მაშინვე წავიდა თავისი ოთახისკენ. ქალი ჩამოსვა და ხელები მოხვია. ლამაზი ყვავილები ეყარა ლოგინზე და სანთლები ენთო. ნინომ შამპანური დაინახა და გაეცინა: _ კიდევ უნდა დაათრო ეს ბავშვი?! _ არა... არა, ჩემო შვილო... უბრალოდ, ჭიქას მივაჭახუნებთ, არ ინერვიულო. _ მუცელზე აკოცა და შამპანურისკენ წავიდა. _ შუქი არ გვაქვს?! _ არაა! სანთლები მხოლოდ! ცოტა ხანში ჩავაქრობთ და დავიძინებთ. _ აკი პირველი ღამეო! _ ქალმა მისი გამოწვევა გადაწყვიტა და კაცმა უცბად მომუშტა ხელი გულდაწყვეტილმა. _ ნინო... იცოდე, ნუ მიწვევ, თორემ დავივიწყებ, რომ პატარა გყავს მუცელში! _ დაემუქრა და ქალი ლოგინზე დასვა. ჭიქა გაუწოდა და ბედნიერმა უთხრა: _ ახალდაქორწინებულებს გაუმარჯოს... _ თქვა და მოსვა. ქალმა მხოლოდ მიუჭახუნა და იქვე ჩამოდო ჭიქა. კაცმა ხელი ჩაავლო კაბაში და ნელა გაუხსნა, ტუჩებში ეცა მთვრალი და სანთლები ჩააქრო თუ არა, მაშინვე გაეხვნენ თბილ საბურველში... 8 8 8 დილით ანდრიამ გაიღვიძა, ქალს გადახედა და ჩაეღიმა. ქალმა მისი კოცნა იგრძნო თუ არა, ჩაეღიმა და ხელი მოხვია კაცს. _ ლამაზო ცოლო... გველი აღარ გყავს ოთახში?! _ გაეცინა კაცს და ქალის სხეული ქვემოთ მოიქცია. _ ყველაზე დიდი გველი მყავს ლოგინში... _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა. _ პირველი ღამის მერე ეს დავიმსახურე?! _ თქვა კაცმა და გვერდით გადაწვა. ქალმა მისკენ გაიხედა და ახლა თვითონ მოექცა ზემოდან. _ საოცარი ღამე იყო, მადლობა ყველაფრისთვის, ახლა კი ვისაუზმოთ... _ თქვა და მამაკაცისკენ დაიხარა. რამდენჯერმე აკოცა კისერში, _ შენ ყველაზე ყველაზე მაგარი ქმარი ხარ მსოფლიოში... _ ვიქნები შენთან ერთად... _ მიუგო კაცმა და ხელში აიყვანა: _ ახლა კი ვისაუზმოთ... ქალი მამაკაცის კალთაში იჯდა. ორივენი მხიარულობდნენ, თან მიირთმევდნენ... _ რომ იცოდე, შენი კოცნა უფრო ტკბილია ჩემთვის და გემრიელი, ვიდრე საუზმე! _ უთხრა კაცმა და ქალს ისევ ტუჩებში სწვდა... ანდრიამ `ექიმი ვამპირი~ აიღო თაროდან. _ ვისთან ერთად აღნიშნე პირველად ამ წიგნის გამოშვება?! _ მეგობრებთან ერთად და გიორგისთან ერთად სოფელში... ღამის ცა და ცეცხლი ანათებდა იქაურობას. ეს ის დღე იყო, როცა გიორგის წიგნი ვაჩუქე. ამ დღეს გაიგო შენ შესახებ და წიგნიც გამოგიგზავნა... _ ქალს გაეცინა და მამაკაცს შეხედა. მამაკაცმა შუბლზე აკოცა: _ ძალიან მომწონს ეს წიგნი... მგონი მართლა შემიყვარდი... _ ქალმა უცბად დაიხია უკან და მამაკაცს შეუბღვირა: _ წიგნის წაკითხვის მერე ხომ? _ არა, მაშინ, როცა კაბინეტში შემომივარდი დედაშენთან ერთად! ანდრიამ წიგნი აიღო და გადაშალა: _ გულმა ფეთქვა სხვანაირად დაიწყო და მხოლოდ იმ კაცს ვხედავდი... ანდრია დავითიანს... _ დაასრულა კაცმა და ქალს მიეალერსა... დღეები, კვირები ბედნიერებასა და მხიარულებაში გაატარეს ახალ სახლში... 8 8 8 ერთ დღესაც ალისია ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა ქმარს. _ ჩვენ მარტონი არ ვართ სახლში... _ ქალს საუბარი აღარ ჰქონდა დამთავრებული, რომ ანდრიამ გააგრძელა: _ ვინმე სტუმარი გვყავს?! აქამდე რატომ არ მითხარი, ვინაა ასე გგვიან? ქალს გაეცინა. ანდრიას ხელი აიღო და მუცელთან დაადებინა. _ აი აქ... _ ალისიაა! მეეე მამა გავხდები! ეს მშვენიერია, ეს ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ბედნიერი საჩუქარია შენ მერე... ძალიან მიხარია! _ და ქალი ხელში აიყვანა. _ ადრე რატომ არ მითხარი, მაშინ აღარ მოგეფერებოდი, ალისია! _ ჯერ არა უშავს... _ თქვა ქალმა ჩუმად და სახეზე წამოხურდა. მამაკაცმა ხელი მოხვია და მიეხუტა, ქალის მუცელს გადაუსვა ხელი და ბედნიერმა დაუწყო კოცნა... _ რამდენი ხნის არის? ექიმთან წავიდეთ, მინდა ვნახო... _ ახლა ძალიან გვიანია, _ ქალს გაეღიმა, _ თანაც ჯერ პატარაა. _ მამა გავხდები... რა გინდა, რა გჭირდება? _ ჯერ არაფერი, _ თქვა ქალმა და მამაკაცს კოცნა დაუწყო, ცოტა ხანში გაჩერდა ამოსასუნთქად და გაუღიმა. ანდრია სამსახურში დადიოდა. ყოველ ხუთშაბათს ალისია მის კაბინეტში 5 წუთით შევარდებოდა და კაციც მაშინვე ფეხზე წამოვარდებოდა შეშინებული, რამე ხომ არ გინდაო... ქალი გაიცინებდა, კაცს თვალებში შეხედავდა და ეტყოდა: _ გვაკოცე ორივეს და წავალთ, არ გაგაცდენთ... ისიც კოცნიდა ქალს და მუცელზე ეფერებოდა, კოცნას უგზავნიდა პატარას და ქალს ბედნიერი აცილებდა კაბინეტიდან. თვითონ კი სიცოცხლით სავსე პაციენტების მიღებას აგრძელებდა... გიორგი და ნინო ბავშვებთან ერთად სეირნობდნენ ეზოში, ქალს მუცელი უკვე კარგად წამოზრდოდა. გიორგიმ საჩუქარი მიაწოდა ქალს, თავისი შექმნილი სამაჯური. ქალი ბედნიერი ეხუტებოდა. გრილ ჰაერს ისუნთქავდნენ და ერთმანეთის კოცნით ტკბებოდნენ. ბავშვები კი ეზოში დარბოდნენ და სათამაშოებს დაათრევდნენ სახლში თუ გარეთ... _ მეც ბედნიერი ვარ, ანდრია... _ და შენ რითი ხარ ბედნიერი? _ თქვენით, ჩემო ლამაზებო... _ მიუგო და ქალს მუცელზე ხელი შეახო. _ ალისია, ეს შენია. _ თქვა კაცმა და ყუთი გაუწოდა მძივებით სავსე. ალისიას გაეცინა და მძივებს შეეხო: _ მოგიგროვებია... _ თქვა და გაიცინა. _ ასეა, ჩემო გოგო... ახლა კი შენ დაისვენე, მე ცოტა ხანს ვიმუშავებ. _ თქვა და ქალს აკოცა... ბედნიერი თვეები სუფევდა გიორგისა და ანდრიას ოჯახში. ანდრია ცოლს დასტრიალებდა სიხარულით და გაბერილ მუცელზე ეფერებოდა. ქალებს უფრო დიდი სიყვარულით უცქერდნენ საქმეებში ჩაფლულებიც კი და ბედნიერი ღიმილით ადევნებდნენ თვალს მათ ოჯახში მოფუსფუსეებს... 8 8 8 ამასობაში თვეები გავიდა. ნინო ჭურჭელს ალაგებდა. გიორგიმ ქალს კისერში აკოცა ნინო უცბად შეხტა და აკივლდა. კაცმა ხელი ააფარა პირზე და ხელში აიტაცა. _ გიორგიი... _ ჩუუ სანამ ჩვენს მესამე გოგონას სძინავს... _ უთხრა და ქალის ბაგეებს დაეწაფა მონატრებული... 8 8 8 ანდრია თავის ცოლს უცქეროდა, რომელიც ძლივს დააბიჯებდა. დროდადრო კომპიუტერიდან გაიხედებოდა და მის სიარულს აკვირდებოდა. ქალის გაშლილ კაბას თვალს ადევნებდა და ისევ სამუშაოს უბრუნდებოდა. _ ვსიო... მოვრჩი... _ მოესმა ცოტა ხანში ქალს და სკამზე ჩამოჯდა ძლივს. კაცი მისკენ დაიძრა, _ როგორც კი იმშობიარებ, მაშინვე შვებულებას ვიღებ და ჩემს ორ ლამაზ არსებასთან ერთად ვიქნები... _ თქვა და ცოლს მუცელზე აკოცა. _ ტყუილად აიღებ, მე დედასთან ვიქნები... _ თქვა ქალმა და მამაკაცს გაუღიმა. _ ხან ერთთან და ხან მეორესთან... _ აჰაა ანუ ხან ერთთან იქნები და ხან მეორესთან და მე არცერთთან არ მეპატიჟები?! ამას უყურე! შვილო, როგორ არხეინად მიშორებს თავიდან დედაშენი! ქალს გაეღიმა და მამაკაცს ახედა: _ მერე ნახე შენ, რა არხეინად მოგიშორებ, თუ არ დაესწრები მშობიარობას! _ თქვა და ფეხზე წამოდგა. მამაკაცმა თვალი გააყოლა ქალის სხეულს და ჩაეღიმა: _ სულ ცოტა ხანიც და უკვე ჩემთან იქნებით ჩახუტებულები... ალისიამ და ანდრიამ პატარა გოგონა ინახულეს, ძალიან მოეწონათ ეს ნაზი არსება, რომელსაც მშვიდად ეძინა თავის საწოლში... ბავშვებსაც აკოცეს ბევრი და ყველამ ერთად ივახშმა. სუფრაზე მშობლებიც იყვნენ და ახალდაბადებულის სადღეგრძელოებს სვამდნენ... ანდრია ცოლს იყო ჩაბღაუჭებული და ამშვიდებდა. ბავშვი გაჩნდა და ჭიპლარი გადაჭრა თუ არა, ცოლს აკოცა და დედის მუცელზე მწოლიარე ბავშვს დახედა. მერე ხელში თამამად აიყვანა. ქალს გაეღიმა და ქმარს შეხედა: _ პირველი ხარ, ვინც ასე უცბად დაიჭირა ბავშვი და არ ეშინია... _ რომ არა ჩემი პროფესია, მეც შემეშინდებოდა. _ უთხრა ქალს და შუბლზე აკოცა. _ ჩემი ლამაზები. ძალიან ბედნიერი ვარ, ალისია... მადლობა ამ საჩუქრისთვის. ქალს გაეცინა. ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და კაცის მკლავებში მომწყვდეულ პატარას დახედა, რომელსაც მშვიდად ეძინა. 8 8 8 ალისია კაბინეტში იჯდა. პირველად მოავლო ასეთი თბილი მზერით გარემოს თვალი და თვალები დახუჭა, თავისი წიგნის დასაწყისი გაიხსენა და ჩაეღიმა. გამჭვირვალე მინის მიღმა მომავალ სილუეტს გახედა და ფეხზე წამოდგა. ხელის მოხვევა და კოცნა იგრძნო და ბედნიერი გაინაბა: _ აბა, როგორ არის ჩემი პატარა?! _ გადახედა შვილს და ცოლს დააცქერდა სახეზე: _ არ მითხრა, უკვე სამუშაოზე გამოვედიო! _ გამოვედი, სულ სახლში ყოფნა მომბეზრდა... _ თქვა ჩუმად და მამაკაცს გადახედა: _ ახალი წიგნი არის გასამზადებელი და ცოტა წავიმუშავებ, ბავშვს არაფერი უჭირს, დედიკოს კი ცოტა მუშაობა არ აწყენს... _ თქვა, ბავშვი აიყვანა და მკერდზე მიიხუტა. კაცმა გარემოს მოავლო თვალი და ქალს შეხედა: _ აქ ასე ღია გამჭვირვალე ოთახში აჭმევ?! ქალმა ხელი გასწია, როგორც კი ფარდები დაეშვა, კაცს ჩაეღიმა და ბავშვის მერე ისევ დედიკოს აკოცა: _ ჩემი მწერალი... _ თქვა და იქვე ჩამოჯდა. დიდი ინტერესითა და ბედნიერებით უცქერდა ბავშვის ჭამის წუთებს. ქალს გადაავლო თვალი და ბედნიერმა მიიწია მისკენ, ხელი გადაუსვა თმაზე და ლოყაზე შეაჩერა: _ როგორი თბილი, საყვარელი და საოცრად გამაგიჟებელი ხარ... ძალიან მიყვარხარ, დიდხანს არ დარჩე სამსახურში, კარგი?! მინდა სახლში იყოთ, სახლში დამხვდეთ ორივენი... მიყვარხართ და მეყვარებით... _ ორივეს აკოცა და კარი გააღო: _ აბა, სახლისკენ, ჩემო ლამაზებო... _ რა ჟანრისაა შენი ახალი წიგნი?! _ შეეკითხა ქალს, როცა სვლა შეანელა. _ ახალი დეტექტივი, მკვლელობები და ასე შემდეგ. _ თქვა ქალმა ჩუმად და ბავშვს დახედა, რომელსაც უკვე ეძინა. კაცმა მანქანა გააღო, ბავშვი აიყვანა ხელში და ქალს ლოყაზე აკოცა: _ ასეთ დროს რა დეტექტივი და მკვლელობები აგიტყდა, ისედაც არ კმარა ირაკლი?! _ დაწყებული მქონდა და აუცილებლად უნდა დავასრულო... _ ნეტავ ყველაფერს, რასაც იწყებ, ასრულებდე! _ რაა?! _ დღეს დილას კოცნით დაიწყე და უცბად გაიქეცი, მხოლოდ ეს ვიგულისხმე... _ თქვა კაცმა და გადაიხარხარა. ქალმა ჩანთა დადო და საყურეს დასწვდა თუ არა, მამაკაცის გასაგონად ამოიჩურჩულა: _ მე შენ გაჩვენებ დასრულებას! _ დაიმუქრა და მამაკაცს გადახედა, რომელიც მისკენ მიაბიჯებდა. _ მართალია, უნდა მაჩვენო! _ თქვა კაცმა და ქალის უკან გაჩერდა, თან სარკეში უცქეროდა. ალისია მის ნაბიჯს დაელოდა, მერე უცბად მისწვდა მამაკაცს და კოცნის მერე უკან დაიხია, კაცმაც მაშინვე წაავლო ხელი და ლოგინზე მიაწვინა. ქალს ჩაეღიმა და კაცის ალერსს მიჰყვა. ------------- ალისიამ გადახედა მეგობრებს და ფოტოები გადაათვალიერა. ბოლოს ერთ ფოტოზე შეაჩერა მზერა, ორივე მეგობარს დაანახვა და დასაბეჭდად გადააგზავნა. თავის წიგნის ორ გვერდს გადაავლო მზერა და ჩაეღიმა: _ ყველა წიგნში ანდრიასეულია რაღაც დეტალი... _ თქვა და ჩაეცინა, ბოლოს რაღაც წვრილმანები შეცვალა და ფეხზე წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯში კარი გადაკეტა და ფარდები როგორც კი ჩამოეშვა, ბავშვი აიყვანა ხელში. _ მაპატიე, ჩემო პატარა... ვიცი, არ გასვენებ სახლში, მაგრამ რა ვქნა... დედიკოს სამი სამუშაო დღე აქვს და შენც... იცოდე არც მწერალი არ გახდები და არც ექიმი! რამე შენებური ვარიანტი აირჩიე სამომავლოდ... _ თქვა და შვილს თავზე აკოცა: _ ნამდვილი საოცრება ამ ცხოვრებაში თავად შენ ხარ და ჩემი მუზაც... _ თქვა ბედნიერმა და ბავშვი მკერდზე მიიხუტა. _ ახლა რომ აქ იყოს მამაშენი, იტყოდა, საერთოდ ჭკუიდან მშლით, ასე რომ ხართ ერთმანეთზე მიკრულებიო და ისეთი სითბო, ისეთი სიყვარულით სავსე სურნელი ტრიალებს, ლამისაა სამსახურიდან გამოვიქცე და თქვენთან დავრჩეო... _ თქვა და ბოლოს ბედნიერმა ისევ მამაკაცის გასაგონად ამოილაპარაკა, _ მამიკო, ორივეს გვიყვარხარ... ტელეფონში მამაკაცს ჩაეღიმა და ქალს ბედნიერმა თავისი კაბინეტიდან დაუბრუნა პასუხი: _ მიყვარხართ ორივე, ალისია... ქალი სახლში ადრე წავიდა. მამაკაცმა კარი ჩუმად შეაღო და როგორც კი იგრძნო ბავშვს სძინავსო, ქალს ხელი უცბად მოხვია და საძინებლისკენ წავიდა. _ დღეს სულ გამაგიჟე შენი ზარით! _ ქალს მიეჭრა და კოცნა დაუწყო, _ ასე თუ კიდევ მოიქცევი, მაშინვე სამსახურში მოგივარდები და მერე ფარდებიც ვეღარ გიშველის! _ თბვა და ქალის თბილი სხეული გულში ჩაიკრა... _ მინდა ვიყვირო, როგორ მიყვარხარ! _ ჩუუუ... ბავშვი ნუ შეაშინე მუცელში! _ თქვა უცებ ალისიამ. _ რა?! _ ანდრიამ დაჟინებით შეხედა. მატყუებ, ხომ? _ არა! მეორედ ხდები მამიკო! _ მართლა?! _ შესძახა გაოგნებულმა. _ ჩუუუ, ნუ აშინებ ბავშვსს! მართლა, მართლა! კაცმა ხელი მოხვია და მუცელზე ყური დაადო: _ რამხელაა?! _ ორი კვირის! _ ალისია, ბედნიერი ვარ, ბედნიერი შენთან ყოფნით, ჩემი შენდამი სიყვარულით, რომელიც შენთან და ბავშვებთან მაკავშირებს და მაერთიანებს... ბედნიერი ვარ, რომ შენ ხარ ჩემი ჯიუტი და სიყვარულით სავსე ცოლი, რომელიც ასე თბილად მკოცნის და მაბედნიერებს, როცა სახლში მოვდივარ, კარს მიღებს, მეხვევა და მკოცნის, რომელიც ჩემზე ზრუნავს და გემრიელ საჭმელებს მიკეთებს, რომელიც წერს მხოლოდ თავის მუზაზე და მეტზე არავისზე... _ შენ ის გაქვს, რაც მე შემაბამს და დამიმონებს! ეს შენი კეთილი, თბილი, შრომისმოყვარე გულია... მიყვარხარ... ბედნიერად... _ თქვა ქალმა და მამაკაცს ხელები შემოხვია. ახლა ისე გადახედა, როგორც არასდროს, ისე გადახედა, როგორც სიბრაზისგან გაგიჟებულ კაცს, რომელიც ისევ მის კაბინეტში იჯდა და ქალს ემშვიდობებოდა: _ ბედნიერად... და ეს ბედნიერად იყო ქალისთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი და გამაგიჟებელი, რასაც მისკენ მიჰყავდა, სამუდამოდ იმონებდა და ავიწყებდა 5-წლიან უკვე სულელურ, ბავშვურ გრძნობებს. ისევ და ისევ მიიწევდა მამაკაცისკენ და სახეზე კოცნიდა: _ ბედნიერად... ბედნიერად... ბედნიერად... _ იმეორებდა სხვადასხვანაირად და თან იცინოდა: _ არცერთი არ არის ისეთი, როგორც შენ ამბობ... _ უთხრა ბოლოს კაცს და ამ დროს მისი სასიამოვნო, საოცრად დამათრობელი ნათქვამიც გაისმა: _ ბედნიერად... და ქალს ისევ წარმოუდგა თავისი თავი კართან მდგარი, სახელურს ჩაჭიდებული და მის ზურგს უკან მდგარი მამაკაცის ალერსიანი სიტყვა: _ ბედნიერად... თუმცა ამჯერად მამაკაცი მის გვერდით იწვა, ქალის სახე ხელებში მოექცია, მისი სხეული მთლიანად დაეტყვევებინა და არაამქვეყნიური სითბოთი და სიხარულით იმეორებდა: _ მიყვარხარ სამუდამოდ... ბედნიერად... ესეც ჩემი 2017 წელს დაწერილი და გამოუქვეყნებელი ისტორია. გთხოვთ ყველამ თქვენი აზრი გამიზიარეთ ნაწარმოებთან დაკავშირებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.