შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გესმის? (სრულად)


14-12-2023, 01:30
ავტორი tasusuna
ნანახია 5 618

-მტკივა,ონო..-უმისამართოდ მოსიარულეს ალბათ მეათედ მაინც ვეუბნები და არ ესმის..
სამზარეულოს ფანჯარასთან ფინჯნით ხელში ისე დამდგარა,თითქოს მთელი შიგნეულობა ცეცხლში არ მქონდეს გახვეული..
ვერ ვსუნთქავ..
უნუგეშოდ გაწვდილ ხელს გულჩამწვარი ვიღებ და იქ ვიდებ,სადაც ყველაზე მეტად მტკივა..
კაშნესავით შემოხვეულ ხელისგულებს კისერზე მცირე შვების სანახავად დავატარებ..
ღმერთო,როგორ არაფერი მშველის..
-ონო..-წამალივით დავეძებ სავსე ოთახში უსულოდ მდგომს..
არ იძვრის..
ღმერთო,გამომხედოს..
მისი ერთი მტევნის შემოშველებით რომ ამოვისუნთქებ ვიცი,და,
როგორ არ ესმის..
დივანზე დადებული წამოდგომას ვცდილობ,თუმცა,არცერთი ძალა არ მაქვს საამისო..
უღონოდ ვიშველიებ პატარა სკამს..
აქ ჩამომჯდარი რამდენჯერ ჩაუწნავს თმები ონოს,ვინ იცის..
ნეტა,სათითაოდ დამეთვალა ყველა..
დამემახსოვრა..
ჩამეკონა გულში და არ გამეშვა..
არ გამეცივებინა..
სეზონებივით არ შემოგვპარვოდა სუსხი..
ნეტავ..
-ანო!-ჩამიჩუმზე ალბათ შევაფხიზლე,
მიყურებს,თუმცა,ჯერ ვერ გადაწყვიტა შემაშველოს თუარა ხელი..
დაძახილი როგორ ვერ გაიგონა..
სულ ერთი წამით გადმოდგა ნახევარი ნაბიჯი..
ხელით შევაჩერე..
არ შემეწინააღმდეგა..
-ნუ გეშინია.-გული მივეცითქო,საკუთარ თავს დავაჯერე,არადა,ისეც არ შეშინებია,ის ნახევარი რომ გაესრულებინა..
სკამზე ჩამომჯდარი გაშლილ,აბურდულ თმებს ცივი ხელისგულები დავუსვი..
ვერაფრით დავიწყვე..
გაურჩებული ყველაზე სუსტი ღერები თითებში დამიძვრებოდნენ და გულს საშინლად მტკენდნენ..
დავპატარავდი..
სულ აღარაფერი გავხდი ერთ წამში,
ისე მცირეც რომ აღარ შემეძლო..
-ონო..-სულ ბოლო ფესვს მოვეჭიდე..
არ ისმის ჩემი ხმა ოთახში,
საერთოდ ბგერაც კი და,
აქამდე,გულში გავლებულიც როგორ ესმოდა..
ღმერთო..
ზურგშექცეული,ბუმბულდაცვენილ ფრთებს არხევს წამიერად და გამოუხედავად დგამს ბარზე ფინჯანს..
არ დაულევია..
ჰორიზონტს გაჰყურებდა მთელი ეს დრო,
გამვლელს უთვლიდა ნაბიჯებს და იქნებ,მთელი ქვეყნის ყიჟინასაც კი უგდებს ყურს..
მომიკვდა გული..
გრძელი,მხრებზე გადმოყრილი თმა ხელებში უმწეოდ მოვიქციე და თვალებზე ავიფარე..
როგორ მინდოდა წესრიგში მომეყვანა..
ღმერთო..
საკუთარი ძვლების ტკივილი ამწამს იმაზე მეტი იყო,ვიდრე წადილი,ხმა მიმეწვდინა მისთვის..
განადგურებული..
უძალო,
უსულგულოდ მარტოდ დარჩენილი საკუთარ ცრემლებსაც ვერ ავუდიოდი,
მის გაციებულ გულს კიარა..
წერტილად ქცეული სულ მთლად გავიყინე და დავიშალე პატარა,ცხელ ცრემლებად..
შველის მაძებარი -უღრან ტყეში,
გაუვალ ბილიკზე მარტოდ დარჩენილი,
უმისამართოდ დავაცეცებდი გაბნეულ თვალებს..
არ ესმოდა..
ონოს საერთოდ აღარცერთი ფიქრის აღარ სწამდა..
არათუ ხედავდა,როგორ მოდიოდა წყვდიადი..
-ანო..-ისევ ნახევარი და არა სრული..
ერთმეოთხედად გამტყდარი გული..
დაეჭვებული მიყურებს შემობრუნებული და ფეხის დადგმას ვერ ბედავს..
ჰაერში გამოკიდებული ნახევარი გრძნობა უსულგულოდ გაკიოდა და,აღარც მისი მესმოდა..
მეც აღარ მესმოდა..
გავიგუდე..
თმები ყელზე მარწუხივით შემომეჭდო და ნელნელა,
ჩემი დასრულება დაიწყო..
ისე გამიბათილდა ერთ წყვილ თვალში მხედველობა,
ბოლოს მხოლოდ მის შიშისფერ ლანდებს ვხედავდი,
გადაუწყვეტელს..
სულში მოლიცლიცე მწარე სასოწარკვეთა სისხლში შემერწყა და ისე მომედო,მთლიანად მშთანთქა..
ის აქ იყო..
მლაშე,
უღმერთო სასოწარკვეთა..
-ონო.. როგორ არ მეთმობოდა სამი ასო და ნახევარი ნაბიჯი მისი..
მაინც..
თითქოს გავაგონებდი,
თითქოს გავაგებინებდი,როგორ ვკვდებოდი,
ხელები მისკენ გავიწვდინე..
იქნებ,არ ესმოდა რას გავდიოდი..
თუ არ,
იქნებ დაენახა?!
ღმერთო..
ისე ჩამოვცურდი ცივ იატაკზე,
ვერც მივხვდი..
ხელისგულები ფეხქვეშ გავიფინე,
ამაოდ..
არსად იძროდა ბურუსი..
ყელში მწარედ მოხვეული გულის სუსტი ცემა ბოლო ძალებს მართმევდა და მთელი სიმწრით ვგრძნობდი ბრძოლას,
სუნთქვის და,
უჰაერობის..
კანი გაყვიროდა,
რაც კი შემეძლო,
სუნთქვასაც კი შეერია ღრიალი..
როდის გამიგებდა ონო..
ბუმბულგაცვენილი,ოთხად მოკეცილი ფრთები მზეს მიჩრდილავდა და შორიდან დამყურებდა..
ისევ..
-ანო.-რა ძალამ ამოაყვირა,ნეტა..
ჰაერში გამოკიდებული ნაბიჯი ლოდივით დადგა და სრული წრე შეკრა..
მთელი სამყარო გადმოლახა,
მთელი უსასრულობა,
განგება და
გაყინული დღეები,
სანამ ძალას იკრებდა,
ნაბიჯების შემოსახაზად..
მთელმა უკვდავებამ განვლო იმ ოცამდე წამში..
მთელი მარადიულობა თვალწინ ჩამომიდგა,
მხრებჩამოყრილი..
-გულო..-პატარა,მოციცქნილ ნაწილს ჩავძახე ,ერთი ფეთქვისთვის..
სუსტად შემომძახა..
არც კი ღირდა თითქმის..
ძირს გართხმული სუსტი ძალა ისე მეჭიდებოდა,
თითქოს წამომაყენებდა..
-გთხოვ,ანო..-ონოს მკვდარი ხმა ისე მომეალერსა იმ მონატრებულ წამს,
დამშვიდებული მდინარე მთლიანად ამიხრიალდა..
ერთიანად მომიწყდა ჯებირებს და ნიაღვარად წამოვიდა..
ლავას ძალა ჩამოისხა და ისე ჩამომიწვა ღაწვები,ყველა განვლილი მილიმეტრი ვიგრძენი კანზე..
ამომეშანთა გულსაკლავად..
ისე მეტკინა,
ისე დამაცოტავა..
-გევედრები ანო..- გადაჩვეული სითბო ისე იუცხოვა ტანმა,გამაკანკალა..
ესმოდა ონოს?!
სულ ცოტა მაინც თუ ესმოდა რას გავდიოდი??
ხედავდა ალბათ და ეს ესაკლისებოდა..
ტანზე ისე მომეჭიდა,თითქოს აზიდვის ძალა ჰქონოდა..
მეც ხომ ვხედავდი
ყოველ დღე,
ცივი გამთენიისხანს,
ზეწარზე დაფენილ ფერფლისფერ დაცვენილ ბუმბულს..
ისე გაუჭირდა,
ისე იბრძოდა,
ისე გამოთხარა ბოლო ძალა,
ვიგრძენი როგორ დატოვა დარჩენილი სიცოცხლე იქ,ძირს,
ჩემთან ერთად..
მკლავებში სიცოცხლის წყაროსავით მომიქცია და მუხლებზე ისე დამარწია,
გული ამომისკდა..
როდის ჰქონდა ეს ძალა ბოლოს ონოს?
ღმერთო,რა მწარედ ამეწვა სული..
მთლიანად დაფლეთილი მკერდი ონოს ისე მოეშიშვლებიბა,
ყველა დახეთქილი ძარღვი დავუთვალე..
აორტაზე მწიკვზე ჩამოკიდებული გამხმარი გული საერთოდ არ უფეთქავდა..
სული შევუბერე ღია ჭრილობაზე..
აეწვა.
სახე ნაპრალებად დაეღარა..
მდინარე ნაპირებს მოაწყდა და გადმოხეთქა..
ისე ტკიოდა,
სული ეწურებოდა და როგორ არ მესმოდა მისი..
-ანო..-სუსტად მოხრიალე ხმა არსაიდან ისე ისმოდა,ბაგები არც ეძროდა..
მეძახდა..
არ მესმოდა და,
ისე გაყვიროდა,
ყელზე ყველა ძარღვი დახეთქვას
ჰქონდა..
მონუგეშე ხელისგულები უმწეოდ შემოვულაგე კისერზე..
გამიქვავდა კანისქცეშ ონო..
ღმერთო,
რა ხმით მეძახდა..
იქ,ფანჯარასთან,ზურგშექცევით იქნებ ისე დამეძებდა აღარც კი ჰქონდა შემობრუნების ძალა..
ონო..
როდისღა დაგრჩა ბოლო იმედად უკანასკნელი ფოთოლი ხეზე?
გახრიოკებული ფრთები მხრებზე მთლიანად შემოეკეცა და საკუთარივით ამეწვა მისი უმწეობა..
მისი დაგლეჯილი სული..
-მეძახდი ონო?!-არცერთი იოგი არ მემორჩილებოდა..
ირისებში გამოვქარგე ყველა ტკივილი..
-მეგონა ვერასდროს გაგაგონებდი,ანო..-ისე ამოიყვირა ცისთვალა სფეროებმა,
გული ნაწილებად დამეყო..
კანი კანზე მივუწებე..
გულის ფერები გადავუსხი..
თმები დამილაგა მისმა ხელისგულებმა..
სუსტი ნაწნავი რბილად გადამიდო მხრებზე და ჩუმ წამოძახილზე თბილად გამომეპასუხა..
ფერნაცვლელი სასოწარკვეთა მის მხრებზე გადავაწვინე და,გავუყავი მცირედ მონათებული იმედი..
ბილიკზე გამეორებული სული ,იგივე ჭრილობებით,
ზუსტი ტკივილებით,გამიპირისპირდა და ჩემად იქცა..
გამიორკეცდა ყველა დარდი და,
მისი დასერილი რწმენა..
-ნუ გეშინია,ანო..-მისი ბგერები..
ღმერთო..
დანატრებული მისი ხმა..
გული ამომისკდა..
თითქოს გამრთელებული ისევ ჩამოვიშალე და საკუთარ ეგოიზმში გამოვეკარი..
ვგრძნობდი,არც აქ ვიყავი მარტო..
ონოს სული ბოდიშებად ჩამადნა ხელებში უბატონოდ და,
კანში შემომეჭრა..
მთლიანად შევუსახლდი და გაორკეცებული ტკივილით ავუვსე დახშული სუნთქვა..
ვერგადმოდგმული ნაბიჯისთვის ისე დამიპატარავდა,
ისე დამიცარიელდა თითებში,
სულ აღარ დარჩა..
-ნუ,ონო,გთხოვ..-მეტი ვეღარ მოვეჭიდე ძალებს..
მისი დაუჭერელი წამოძახილებისთვის როგორ მეთხოვა პატიება??
მისი ხმის ვერ გაგონებისთვის როგორ შევძრომოდი კანში?
ღმერთო..
ერთ ტკივილად ისე გავმრთელდით,
მეგონა,მისით ვსუნთქავდი,
მცირედ..
უთქმელად ნაპატიები სული შევუსისხლხორცე და,
თვალებში თავმოყრილი განცდილი უსიცოცხლობა შემოვუფანტე..
ერთი შეხება მეყო,
გულის კარები გამომეგლიჯა და ისე ჩამეკრო მისი მაპატიე,მთელ სხეულს ჰყოფნოდა მალამოდ..
-ჩემი გესმის ონო?!-ხმის ამოღების ასე არასდროს შემშინებია..
ესმოდა..
კანით ვიგრძენი,როგორ მოეალერსა ყველა ბგერა..
ფრთებქვეშ გამომახვია.
მოფრთხიალე გული კალათაში მოიქცია და სახლში დამაბრუნა..
დაგროვილ სუნთქვას ამოვაყოლე ყველა უთქმელი,ვერგანაგონი და,დახშული ხმა..
-მესმის,ანო..
___
Maybe you don’t understand what i am going through…
But,may be,u are dying too.
__
***
იქნებ,ამოვისუნთქო ცოტა..
იქნებ,ანო და ონო ვართ მე და შენ.
არსად,არასდროს მარტო არ ხარ ♥️
___
მენატრებოდით,
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი penguin

მე-მესმის,ჩემი-არ/ვერ????მიყვარხართ თქვენ და თქვენი ყველა ისტორია????

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
მე-მესმის,ჩემი-არ/ვერ????მიყვარხართ თქვენ და თქვენი ყველა ისტორია????

მიყვარხარ შენ! ♥️

 


№3 სტუმარი One

Ra gitxra tasuna?
Astralshi gamechra emocia)))
Rogor the dozit shegidzlia moitano yvela ganwyoba)))
Unichiereso, gyvarob ese dauswreblad da meamayeba sheni goniereba❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Ra gitxra tasuna?
Astralshi gamechra emocia)))
Rogor the dozit shegidzlia moitano yvela ganwyoba)))
Unichiereso, gyvarob ese dauswreblad da meamayeba sheni goniereba❤️❤️

როგორ
მომენატრე მე შენ ♥️♥️♥️
და მეც რომ მიყვარხარ ასე შორიდან? ♥️♥️♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი Ana-maria

როგორ მომნატრებია თქვენი თითოეული სიტყვის შეგრძნებები. ისევ უამრავი ემოცია,ისევ უსიტყვოდ ახსნილი სიყვარული ❤❤❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
როგორ მომნატრებია თქვენი თითოეული სიტყვის შეგრძნებები. ისევ უამრავი ემოცია,ისევ უსიტყვოდ ახსნილი სიყვარული ❤❤❤

♥️♥️♥️♥️ ხომ საერთოდ არაფერია ხანდახან საჭირო სიყვარულის დასანახად ♥️♥️

 


№7 სტუმარი ნი-კე

დაგვიბრუნდი უკიდეგანო გრძნობებით სავსე ისტორიით♥️♥️უთქმელად რომ დაგანახებს ყველა ემოციას❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
დაგვიბრუნდი უკიდეგანო გრძნობებით სავსე ისტორიით♥️♥️უთქმელად რომ დაგანახებს ყველა ემოციას❤️

როგორ მახარებთ და მაბედნიერებთ ♥️♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი თამთა

ემოციების ზღვა????❤️მადლობა

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამთა
ემოციების ზღვა????❤️მადლობა

გელოდით ❤️❤️❤️ მადლობა ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent