შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები ( თავი 4)


15-12-2023, 13:57
ავტორი თუკა
ნანახია 3 585

საათი რვას უჩვენებდა, მზე უკვე მთებს იქეთ გადაწვერილიყო.
მუცოს ხეობას ბინდი შეჰპარვოდა... მალე შორიდან ტურების და მგლების ყმუილის ხმა მოიცავდა არემარეს. ეზოში ნერვიულად სცემდა ბოლთას მინდია და ნერვებდაწყვეტილი უყურებდა ჯარგი და გიგა. ემოციებისაგან თითებს იმტვრევდა, არ იყო მარტივი საქმე ხევის ხევისბერთან შესვლა და მისი საყვარელი შვილიშვილის შესახებ ლაპარაკი..
მაგრამ იცოდა ამ საქმეს მის გარდა სხვა ვერავინ მოაგვარებდა.. გამბედაობა მოიკრიბა და სახლში თავაწეული შევიდა..
- მოხველ ბალღო? - მაშინვე შეეგება ბაღათელას ხმა მინდიას და სიყვარულით სავსე თვალები მიანათა მოხუცს.
- მოვედი ხევისბერო, დავაგვიანე მაგრამ მოვედი.. - დასჯილი ბავშვივით ჩაიფრუტუნა და თავი დახარა.
- გხედავდი ეზოში. ნერვიულად ხარ ცოტას. მინდიავ, მოდი აქ დაჯე - ხმელ კუშეტკაზე დაუკრა ხელი და ალმოდებული ბიჭი გვერდით დაისვა..
- ორივემ ვიცით რაშიცაა საქმე, სთქვი თუ სათქმელი გაქვს რაიმე ბალღო, მოგისმენ.
- ვნერვიულობ ხევისბერო, არაა უბრალო საქმე ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ვიცი რომ დღეს მარტოს მომიწევს ლაპარაკი.
- სცდები ვაჟო. არ გაგკიცხავ ამის გამო. ჩემი გოგო , ჩემი გული ისეთი კარგია , ვიცი ,ღვთის მადლმა მომასწრო მენახა მაგისი ქალობა. მინდიავ, ხო იცი ბალღო როგორც ჩემი გიგია ისე მიგიღე შენცა,იგრე მიყვარან შენები როგორც ჩემები . ვიცი, ვიცი, რომ ნაწყენი ხარ ჩემზედ.
- რას ამბობ პაპავ, მე თქვენზე ნაწყენი როგორ უნდა ვიყო, თუ მეტყვით რომ არ ვარ თაიას ღირსი ეგრე იყოს.
- არა ბალღო. ბეჩავ ხარ?! - შენ ისეთი ვაჟკაცი ხარ, ისეთი რიგიანი, როგორ უნდა ვთქვა მასეთი? - ხმაში სიყვარული შეეპარა ხევისბერს და დანაოჭებული ხელი მკლავზე წაატანა მინდიას. - მარტო იმისა მეშინია , ჩემი გოგო რომ ბედნიერი ვერ იყოს. ჩემი თაიას ,წყენას ვერ გაპატიებ ბალღო.
- რას ამბობ ხევისბერო.
- დამპირდი რომ, ჩემი ქალაუ, ბედნიერად იქნება შენსა .
- გპირდები ხევისბერო, გპირდები როგორც თვალის ჩინს ისე გავუფრთხილდები. გპირდები რომ ყველაზე ბედნიერი იქნება ჩემს გვერდით.
- რას იტყვი გიგიავ? გავატანოთ შენი და, ამ ბეჩავს? სიცილით გახედა ხევისბერმა კედელზე მიყრდნობილ ბიჭს და ხელით ანიშნა ახლოს მოდიო..
- ჩვენს ბეჩავსაც რომ უყვარს ეგაა საქმე პაპავ, თორემ ამას ორ ბატს არ ანდობს კაცი - ძლიერი ხელი მოუჭირა მკლავზე და აქამდე ნერვიულობისაგან დალეული ძმაკაცი ზედ მიიკა.
იმ ღამით საშინლად აწვიმდა მუცოს ხეობას. მდინარე არაგვის ხმა მთელს ხეობაში ისმოდა და ვიღაცას ეგონებოდა კალაპოტიდან გადმოვარდნას ლამობსო. ღრიალით მიედინებოდა თავქვე და გზად შემხვედრ ყველა ქვასა თუ ხეს გლეჯდა..
ფანჯრის რაფაზე იჯდა თაია და წვიმის წვეთებს სახეს თამამად უშვერდა. პატარა ბავშვივით უხაროდა კოკისპირული წვიმა და დარდისაგან გავარვარებული გულის გაგრილებას ცდილობდა. სულში ერთიანად ჰქონდა მოდებული რაღაც, რაც მოსვენებას არ აძლევდა და თავადაც ვერ ხვდებოდა რა ხდება..
- ყველაფერი ისეა როგორც გინდოდა, ახლა რაღა მოხდა? - დაეჭვებულმა შეხედა დას გიგამ და გვერდით მიუჯდა.
- არაფერი. ასე სწრაფად არ მინდოდა .
- ვერ გავიგე? ასე სწრაფად რას ქვია? გინდოდა მთელი წელიწადი გვეხვეწა პაპასთვის თანხმობა?
- მაგას არ ვამბობ, ქორწილი არ მინდოდა ასე სწრაფად - დაბნეული მზერა მიაპყრო ძმას და ფეხები რაფიდან იატაკზე დაუშვა. უბრალოდ მინდოდა არ დაგვემალა ჩვენი სიყვარული და მერე დრო გვიჩვენებდა.
- შენ ეხლა გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო? - გამწარებულმა უღრიალა დას და მაგრად შეკრული მუშტი დაარტყა ფანჯრის ჩარჩოს. - რას გიჩვენებს დრო? ესეიგი ახლა გინდა მინდია და შეიძლება ორი თვის მერე არ მოგინდეს? შენ საღად აზროვნება შეგიძლია?
- საღად ვაზროვნებ. რა ვთქვი ახლა გასაბრაზებელი? - ცრემლები პატარა ბავშვივით დაედინა სახეზე და ძმას ზურგი აქცია...
- კარგად მომისმინე ახლა რასაც გეტყვი - მაგრად მოუჭირა ხელი და თავისკენ დაატრიალა. - რამოდენიმე დღის წინ ჩემთან მოხვედით თუ გახსოვს, გახსოვს -თქო? - კბილებში გამოსცრა და ოდნავ შეანჯღრია თაია. - რატომ მოხვედი ახსოვს ამ შენს გამოთაყვანებულ ტვინს? - ნუ მიქნევ გოგო მარტო თავს. მოხვედი და აქ გამოვქანდი , მეგონა სიყვარულით კვდებოდი.
- ისე ლაპარაკობ გეგონება მინდია არ მიყვარდეს.
- არ გეტყობა რაღაცა, სახე მჟავე კიტრს მიგიგავს, ეს რაღაცა სვეცკური ბედნიერების გამოხატულებაა შენს სადაქალოში?
- მორჩი ლექციას? ნეტა რა იცი სიყვარულის, სამი კვირის წინ სხვა გიყვარდა , ახლა სხვას ირთავ. - შენ რომ მე სიყვარულზე დამიწყებ ლაპარაკს რა.
- წესიერად მელაპარაკე გოგო, თორე დაბლა გადაგაგდებ გაიგე? - ენა ნუ დაიგრძელე შენ, შენს დაქალებში ხო არ გერევი? წადი და იმათ ეტლიკინე ესე. მე შენგან განსხვავებით არაფერი დამიმალავს, და სხვათაშორის არც ის რომ ქეთო არ მიყვარდა. ძალიან მაგრად ვნანობ რომ გვერდში დაგიდექი შენ, თორე მინდიას გამო კიდევ ბევრ რამეს ავიტან - ოთახიდან გასვლისას გაბრაზებულმა მიაძახა დას და კარები მიაჯახუნა.
**
ჩაფიქრებული იჯდა მარიამი და ვაშლს ხელის ნელი მოძრაობით თლიდა. შორს წაეღო ფიქრებს მისი განცდა და ნერვიულობა. ხედავდა როგორი ბედნიერი იყო ქეთო და ხმას ვერ იღებდა, მაგრამ რა მოხდებოდა თუ ოდესმე სიმართლეს გაიგებდა, თუ მიხვდებოდა რა მიზნით იყო ეს ქორწინება..
ყველაზე უფრო კი გიგას რეაქციის ეშინოდა. ყველაზე მეტად ამაზე ნერვიულობდა, სიმართლის გაგებისას აუცილებად მიატოვებდა ქეთოს. უბრალოდ ვერ შეძლებდა მასთან ცხოვრებას. როგორ უნდა დაეცვა თავისი პატარა გოგო, ეთქვა მისთვის რომ უარი თავად ეთქვა ამ ქორწინებაზე, მაგრამ არ შეეძლო, ამისი ძალა არ ჰქონდა.
გული ეწურებოდა შიშით. ყოველ ღამით ახსენდებოდა დადებული პირობა მაგრამ არც შათეკაურების არ სჯეროდა. ვინმეს რომ სიმართლე ეთქვა სად მიდიოდა მერე? ისევ თავიდან დაიწყებოდა მათი ტანჯვა. მერე ნამდვილად მოუწევდათ ხევიდან გაქცევა, თითით საჩვენებლები გახდებოდნენ.
ყოველთვის სუსტი იყო, ვერასოდეს იცავდა შვილებს, რასაც ქმარი და მამამთილი ამბობდა ის იყო მისთვის კანონი. ვერასოდეს იჩენდა წინააღმდეგობას.. ასეთი გააჩინა განგებამ, ახლაც უნდოდა ეთქვა სიმართლე რომელიც ამდენი წელიადი გულში ჰქონდა გამჯდარი მაგრამ ისევ დუმილს ამჯობინებდა..
- რაზე ფიქრობ დედი? - თბილად მოეხვია ზურგიდან თამრი და დედას ლოყაზე აკოცა. - მოდი მეც დაგეხმარები..
- არა , დედიკო, ხელები გაგიშავდება და გაგიუხეშდება, რად გინდა, ნახე ცოტა დამრჩა და ეგაა - სიტყვა ბანზე აუგდო შვილს მარიამმა და ისევ საკუთარ ხელებს დააშტერდა.
- ქეთოზე ფიქრობ არა? - როგორი ბედნიერია არა? ხანდახან მგონია რომ ქეთოს წარმოსახვაა ეს ყველაფერი უბრალოდ. მერე გიგას რომ ვხედავ ვხვდები რომ რეალობააა. ვინ წარმოიდგენდა, ამდენი წლის ოცნების სიყვარულს თუ განგება რეალობად უქცევდა.
- ვერ მიგიხვდი - დაბნეულმა გააჩერა ვაშლის გათლა და თამრის ახედა..
- რას დედა? - წამიერად შეყოვნდა გოგონა და დედის წინ დაიმუხლა..
- ვერ გავიგე რა თქვი, რა სიყვარულიო?! ქეთოს გიგა უყვარს?
- მოიცა აბა რა გგონია, რომ უბრალოდ ხევისბერის გამო დათანხმდა ამ ქორწინებას? დიდი ხანია უყვარს, დე არ თქვა რომ გითხარი რა .- ხო იცი ეწყინება მერე, და არ მინდა ვაწყენინო რაა. დედა მისმენ? მხარზე ნელა შეახო ხელი და დედის ამღვრეულ თვალებში შიში დაინახა.. - რამე მოხდა? რა სახე გაქვს, რამე ცუდად ვთქვი თუ რა ამბავია? - უმალ გადაედო დედის შიში თამრის და ცრემლები ჩაუდგა ლამაზ თვალებში.
- არფერია შვილო, გამიკვირდა როდის გაიზარდა ასე ჩემი გოგო, რომ ასე ძალიან მოასწრო შეყვარება თქო. - თავის მართლება დაიწყო და თამრისგან თავის გასარიდებლად დაჭრილი ვაშლის მზეზე გაშლა მოიმიზეზა..
შუაგულ მზეზე იდგა მარიამი და ვერ გრძნობდა სიცხეს, სათითაო ვაშლის ნაჭერს მოწნულ ლასტზე აწყობდა გასაშრობად. ზამთარში უყვარდათ გოგოებს ჩირის ჭამა. ამ წელსაც ტრადიციას არ ღალატობდა . მზეს უკვე გვარიანად შეეცვალა მისთვის სახის კანის ფერი, რაც უფრო ლამაზს ხდიდა მის მწვანე თვალებს.
- რა სახე გაქვს, მოხდა რამე? - ინტერესით ჩაეკითხა ცოლს დავითი და მის წინ გაჩერდა. - მარიამ შენ გეკითხები, რამე მოხდა? რა სახე გაქვს გოგო..
- იცოდი რომ ქეთოს გიგა უყვარდა? იცოდი ? იცოდი რომ ეს მარტო ხევისბერის და მამაშენის ახირება არ იყო?? მიპასუხე დათო - რას დადუმებულხარ?
- არ ვიცოდი მარიამ, არც მე არ ვიცოდი, ნიშნობის წინ ვკითხე ქეთოს უნდოდა თუ არა ეს ქორწინება და მივხვდი რომ უყვარდა, საიდან უნდა მცოდნოდა? რატომ ნერვიულობ, რატომ პანიკობ ამიხსენი, ბავშვს თუ უყვარს საკუთარი ქმარი განა ცუდია?
- ის ჯერ მისი ქმარი არაა !- და საკითხავია გახდება თუ არა.. - გამწარებულმა მიახალა ქმარს და ზურგი აქცია.
- მარიამ რა ხდება? - მკლავში სტაცა ხელი, სახლისკენ წასულ ცოლს დავითმა და შეაყოვნა. - რამე ხდება და არ ვიცი, თუ რა ამბავია? სახე ჩამოგტირის, შვილს ათხოვებ ხომ არ ასაფლავებ??? რამე მოხდა - თქო? შენ გეკითხები.
- გიგას ქეთო არ უყვარს, უარზე იყო დაგავიწყდა? ახლა რა მოხდა? ახლა რა შეიცვალა? ამაზე არ გიფიქრია? ხევისბერმა აიძულა ის საწყალი ბიჭი, იმ ბიჭზე არ ფიქრობ კარგი, სხვისი შვილია, შენი შვილი არ გეცოდება იმ კაცის გვერდით საცხოვრებლად რომელსაც არ უყვარს?
- ქალო, შენ სულ ხომ არ გადაირიე? - გამწარებულმა უყვირა ცოლს და ეზოს უკანა მხარეს ძალით გაათრია.. - იცოდე საკუთარი ხელით დაგახრჩობ, ვერ ხედავ შენი შვილი რა ბედნიერია? საიდან მოიტანე რომ გიგას არ უყვარს? მე ამას ვერ ვატყობ, ძალიან კარგად ექცევა ქეთოს, იცოდე ენა არ წაგიცდეს და გოგოს არაფერი უთხრა , არ მოუშალო ნერვები , თორემ არ ვიცი რას გიზავ გასაგებია? ქეთო და გიგა ერთად იქნებიან, ასე გვინდა ყველას.. ეს ხევია ხევი , ეს თბილისი არააა, შენი დაქალის შვილებს არ ჰგავს ჩვენი შვილი ხო ხედავ, ას კაცზე რომ გადადიან ერთად. ეს ქეთოააა- ჩემი შვილი, მთების წმინდა სისხლი რომ უდუღს.
- ახლა გახდა წმინდა ეს გოგო შენთვის? ძალიან კარგი, მაშინ დაჯექი და ილოცე რომ გიგამ სიმართლე არ გაიგოს, დაჯექი და ეს შეევედრე ლაშარს და კოპალას. თორემ ჩვემი შვილის თვალზე ცრემლი რომ დავინახო, შენს გვარს ამოვბუგავ იცოდე.
- მარიამ საკმარისია !- დატევით უთხრა ცოლს და მკერდზე მიიკრა. ვიცი რომ გტკივა , ნერვიულობ, მაგრამ ქეთო ძალიან ბედნიერია. მალე ქორწილია, ჩვენი გოგო გათხოვდება სადაცაა, ისეთი ქორწილი უნდა გადავიხადოთ ისეთი კიდევ ასი წელიწადი არ დაავიწყდეს მთელს ხევსურეთს. თანაც ხო იცი ახალი ამბავი, ხევისბერი ორივე შვილიშვილს ქორწილს ერთ დღეს უხდის.. დიდი, დიდი დღე იქნება მარიამ - მაგრად იკრავდა მკერდზე აცრემლებულ ქალს და თავზე ჰკოცნიდა.
იმ ღამით წამით არ მოუხუჭავს თვალი მარიამს, ისევ კოკისპირულად აწვიმდა მუცოს ხეობას. თითქოს ზაფხულის დასასრულს ტიროდა ცა და შემოდგომის ნისლიან დღეებს უთმობდა გზას.
გაშტერებული მზერით შეყურებდა მისი ფანჯრებიდან მოშრიალე ხეებს მარიამი და ტვინში მხოლოდ ქეთოზე დარდი უტრიალებდა..
**
საკმევლით სურნელით გაჟღენთილ ტაძარში ოთხნი იდგენ ერთმანეთის გვერდით. ოთხივეს ერთი ფიცი უნდა დაედო უფლის და მოძღვრის წინაშე.. მაგრამ ოთხივეს სხვადასხვა განცდა ჰქოდა, ოთხივეს სხვადასხვა ემოცია აკავშირებდა ერთმანეთთან.
გაშტერებული სახით შეყურებდა ხატებს გიგა ფიქრებში გართული. იცოდა რომ ცხოვრება რთულად გასასვლელ გზას უმზადებდა. იცოდა რომ არ იქნებოდა მარტივი ეს ძალით დადგმული გვირგვინი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. მალულად აპრებდა თვალს გვერდით ბედნიერებისაგან გაბრწყინებული მინდიასაკენ , და სადღაც გულის სიღრმეში შურდა კიდევაც. შურდა რომ ასე ძალიან დიდი სიყვარული შეეძლო თაიასი, ამდენი წელი ასე მალულად ინახა ეს გრძნობა და ამდენი წინააღმდეგობის შემდეგ მიისაკუთრა მარტო საყვარელი ქალი.. მას კი რა ჰქონდა სატრაბახო? ძალით რთავდნენ ქალს, რომელსაც წესიერად არც კი იცნობდა.. არც კი იცოდა რა უყვარდა და რა ეჯავრებოდა მის მომავალ ცოლს.
უჭირდა ამ ყველაფრის წარმოდგენა, რაღაც შინაგანი შიშიც კი ჰქონდა ერთგვარი რომ, შეიძებოდა ყველაფერი ისე ვერ გამოსულიყო როგორც ეგონათ. ეშინოდა რომ აუცილებლად ატკენდა ქეთოს გულს და მერე ამ ყველაფერს ვერ გადაიტანდა..
მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა.
- ეს ისაა რაც გინდოდა? -ძმაკაცის ხმამ შეაკრთო მინდია და დაეჭვებულა ახედა..
- რაზე ამბობ?
- ქორწინებაზე. რაზე ვიტყვი სხვაზე ძმაო . ესაა ის რაც გინდოდა? ამისთვის იბრძოდი ამდენი ხანი?
- ეს ისაა რაც მინდოდა. რაზეც ჩუმად ვოცნებობდი გიგა. რატომ მეკითხები, გგონია შენს დას ბედნიერს ვერ გავხდი? ეჭვი შეგაქვს ჩემში? - წყენა გამოეხატა სახეზე მინდიას და ნახევარი ტანით დატრიალდა მისკენ.
- ჩემს განცდას ვამოწმენ მინდია, შენს გრძნობაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ,ვერ ვხვდები ახლა რას უნდა ვგრძობდე, ვერ ვაანალიზებ ხვდები? არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს, ვერ ვიგებ როგორ უნდა მოვიქცე.. გიყურებ და მხოლოდ იმას ვხედავ როგორი ბედნიერი ხარ. მე კიდევ ცარიელი ვარ გესმის? ამაღამ სახლის კარს მოვიხურავთ და აღმოჩნდება რომ ამ გოგოს ოდნავადაც არ ვიცნობ, აქამდე კი ამაზე არ მიფიქრია..
- მიუხედავად იმისა რომ შენი და ძალიან მიყვარს. მეც მასე ვარ გიგა. არც მე ვიცნობ თაიას ისე კარგად რომ ეს შიში და განცდა არ მქონდეს. იმდენი წელიწადი ვიყავი ჩუმად, იმდენი ხანი ვმალავდით ამ ყველაფერს, ვერ გავიცანი, შინაგანად ვერ შევიცანი.. მაგრამ არ ვნანობ გესმის? ძალიან მიყვარს და ყველანაირი მეყვარება, როგორიც არ უნდა იყოს. ჩემი თაია ცუდი როგორ იქნება.. - მისკენ მიმავალ გოგოს გახედა მინდიამ და ბედნიერების ფერები გადაეკრა სახეზე.. თვალები ერთი ორად აულიცლიცდა, თითქოს მის ჟღალ თმაში და კამკამა თვალებში სხვა სამყაროს ხედავდა მინდია. სხვა გიჟური სიყვარული და თავგადასავლები იყოო. სხვა ადამიანი ხდებოდა..
- შენ ვერც კი ხედავ რამხელა განსხვავებაა ჩვენს შორის ძმაო - დარდიანი თვალებით შეხედა მეგობარს და საკუთარი დარდი ისევ გულში ჩაიკლა.
იმ საღამოს ქორწილს ზეიმობდა ყველა.. უხაროდა ყველას მათი შეუღლება.. თვალში ცრემლი ჩადგომოდა ხევისბერს, აწყლიანებული თვალებით შეჰყურებდა შვილიშვილებს. მაგრამ გული სტკიოდა.. იცოდა ამ ქორწინების აზრი, იცოდა რომ ეს ქორწინება არ იდგა სიყვარულზე. სადღაც გულის სიღრმეში ეშინოდა რომ გატყდებოდა მისი საამაყო ბიჭი, ვერ გაუძლებდა ამხელა დარდს, ვერ გადაიტანდა სხვა ქალის გვერდით ყოფნას. მწარე რეალობა კი სხვა რამეს ეუბნებოდა..
სხვა გზა არ ჰქონდა. ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.. სხვანაირად გული ბოღმით აევსებოდა, დარდი მოკლავდა მასაც და მის ოჯახსაც. ისიც იცოდა სიმართლის გაგების შემდეგ გიგა არასოდეს აპატიებდა პაპას ასეთ სქციელს, მაგრამ ყოველ ღამით უფალს ევედრებოდა მანამდე წაეყვანა ამ ქვეყნიდან სანამ სიმართლეს გაიგებდა, სანამ შეიძულებდა, სანამ სანუკვარ და სამაგალითო პაპას გულიდან ამოირეცხავდა.. იცოდა, ყველაფერი კარგად ბაღათელამ იცოდა როგორი მტკიცე იყო მისი გიგიას ხასიათი, იცოდა და ხანდახნ მარტოდ დარჩენილი შეშინებული შვლის ნუკრივით კრთოდა ამის გაფიქრებაზე..
**
დამწუხერებული სახით შეყურებდა არეულ მაგიდას ნინო. ხელის შეხებაზე მკვეთრად შეხტა სკამზე და გულზე მაგრად მიიჭირა ხელი. ჭიქის ძირში მორჩენილი ღვინო მოსვა და ქმარს გაუღიმა..
- ნერვიულობ არა? სახეზე გაწერია- ზურგიდან შემოხვია ხელები ცოლს და თავზე აკოცა..
- რა თქმა უნდა, ვნერვიულობ ნიკო. ჯერ მარტო გიგა იყო, ახლა აღმოჩნდა რომ ორივე შვილი ერთიანად მომშორდა სახლიდან.
- მესმის, მაგრამ ასეა ეს ხომ იცი. თავიდან გაგვიჭირდება, მერე ნელა- ნელა მივეჩვევით. რას არ წარმოვიდგენდი მაგრამ მინდიას და თაიას სიყვარულს ვერასოდეს. აი ახლა იმდენი რამე მახსენდება იმდენი ნინო რომ მეცინება, როგორ ვერ ვხვდებოდი აქამდე-თქო.
- მაგრამ გიგა? მაშინვე გაუმკაცრდა ხმა ნინოს და ფეხზე წამოდგა.- გიგაზე ვნერვიულობ, ლამისაა გული გამისკდეს ნიკო. ასე მგონია საკუთარი ხელით გავუყენე შვილი უბედურების გზას.
- ცდები, ძალიან ცდები, გავა ორი ან სამი თვე და გაგახსენებ შენივე სიტყვებს. გაგახსენებ და მერე ინანებ რომ ასე ამბობდი. არასოდეს არაფერში არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული როგორც ამაში ვარ ნინო. ქეთოს და გიგას საუკეთესო ოჯახი ექნებათ. ზუსტად ვიცი ასე იქნება ..დარწმუნებით უთხრა ცოლს და წითელი ღვინო ჭიქაში ჩამოასხა..
- ასე მგონია თავს იმშვიდებ ნიკოლოზ და ცდილობ მეც დამამშვიდო. ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს. ღმერთი არ გაგვწირავს.
- ისე ნუ ამბობ თითქოს შვილი ომში გაუშვი. ბიჭმა ოჯახი შექმნა, ოჯახი. ბედნიერი იქნება. მალე პაპა გავხდები. წარმოიდგინე მამაჩემი სიხარულით გადაირევა ამათ შვილებს რომ დაინახავს..
- ხო , ასეა, ამას ვერ ვუარყობ. ისე ხევისბერი სევდიანი მეჩვენა. ძლივს დავარწმუნე დაწოლილიყო. აივანზე იჯდა და დედაშენს ეწუწუნებოდა..
- ხო იცი არ უყვარს მამას თბილისი. დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში გამოვა და მთელ ღამეს აივანზე გაატარებს.
- რა ქნას მთაში გაზრდილ კაცს არ მოსწონს აქაურობა, ვერც გაამტყუნებ ნიკო.
- შენ როგორ გაძელი ნინო? გახსოვს პირველად რომ წამოხვედი მუცოში? მაშინ გიგაზე იყავი ორსულად გახსოვს? წამოსვლა აღარ გინდოდა, ისე მოგეწონა იქ. იმ ზამთარს საშინელი თოვლი იყო ხეობაში, ძლივს ავედით ზაფხულზე. ახლაც თვალწინ მიდგას რა ლამაზი იყავი გაბერილი მუცლით რომ დადიოდი სოფელში.
- ისე ამბობ გეგონება ახლა მახინჯი ვარ . ნაწყენმა გახედა ქმარს და მხარზე მიეხუტა. ის ზაფხული ისე გრილად გავატარე. მთიდან ჩამოვედით თუ ატა ოქტომბრის ათში რიცხვებში გიგაც გაჩნდა. რა ლამაზი და განსაკუთრებული იყო. როგორი მშვიდი და თბილი ბავშვი იყო ჩვენი ბიჭი . გახსოვს?
- მახსოვს რა თქმა უნდა, ისიც კარგად მახოვს მეორე როგორი იყო. რომ მახსენდება თაიას გაზრდის ამბავი , გეფიცები ნინო ტანში მცრის და შიში მიპყრობს. ახლაც ვერ ვიგებ მაინც რა ატირებდა ქრონიკულად .
- ბავშვები ასეთები არიან. ხან ტირიან, ხან იციანიან. ასეა ნიკო.. ახლა კი ამხელა სახლში სულ მარტოები დავრჩით. თაიაც გაგვიფრინდა და მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩა.
- ხოდა ახლა ავდგეთ და კიდევ ერთი ბავშვი მოვცხოთ , შათეკაურების გვარს კიდევ ერთი ბიჭი შევმატოთ. - სრულიად სერიოზულად უთხრა ცოლს და შუბლზე აკოცა..
- სულ გადაირიე ამხელა კაცი რა - სიცილით შემოხვია ხელები ქმარს და მკერდზე აკოცა. რა დროს ჩვენი მესამე შვილია სადაცაა ბებია უნდა გავხდე. შენ კიდევ თავი ისევ ოცდახუთი წლის გგონია მგონი..
- რა მე კიდევ, დავთხაროთ თვალები ყველას, გავაჩინოთ მესამე შვილი. ხოდა ერთად გაიზრდებიან შვილიშვილებიც და ჩვენი შვილიც. მგონია კი არა მე სულ ოცდახუთი წლის ვარ ჩემო საუკეთესო ცოლო.
- კარგი რა ნიკო, წამოდი დავწვეთ, ისე დავიღალე აი ამისი ალაგების თავიც არ მაქვს. დილით ადრე ავდგები და ყველაფერს მივუჩენ თავის ადგილს.. - პატარა ბავშვივით თხოვნით ახედა ქმარს და საძინებლისკენ ძალით წაიყვანა..
გაშტერებული თვალებით შეყურებდა თაია ჭერს და შიშველ მკერდზე მთელი ძალით იფარებდა საბანს. ჯერ კიდევ ძალიან სცხვენოდა ქმრის, მიუხედავად ამდენი წლის სიყვარულისა, გული საშინლად უკრთოდა... იცოდა ხვალინდელი დღე ყველასაგან განსხვავებული იქნებოდა.. გულის სიღრმეში რაღაც არ მოსწონდა, რაღაც ნაადრევად ეჩვენებოდა. მაგრამ უყვარდა, ახლა უკვე ქმარი სახელად მინდია სიგიჟემდე უყვარდა. ოდნავ შეახო ათრთოლებული ხელი მხარზე და ზურგიდან მთელი ძალით აეკრა მძნარე ქმარს. საათი უკვე დილის ხუთს უჩვენებდა მას კი წამით არ სძინებია... მხოლოდ თავს იკატუნებდა. რა დააძინებდა ამხელა ემოციის მერე. ქალი რომელიც ამდენი წელიწადი მიუწვდომლად მიაჩნდა, აიღეს და პირდაპირ სახლში დაუსვეს, ამაზე მეტს რას ინატრებდა სიგიჟემდე შეყვარებული კაცი. რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მისი ცოლის ღიმილის გამო..
იმ ღამით არ ეძინა არავის.
ყველას თავისი წილი დარდი და სიხარული ჰქონდა გულში..
იმ ღამით ვინ იცის რამდენმა დაუშვა შეცდომა და რამდენმა აურია ბედნიერება მწუხარებაში... რამდენი მათგანისათვის აღმოჩნდა ეს დღე გადამწყვეტი და რამდენისათვის დარდის მომტანი...
რა უფრო ცუდია შეცდომა დაუშვა და საკუთარ დააბრალოს ბედის უკუსვლა, თუ სხვამ დაგაშვებინოს და მერე სხვას აწმინდო ხელები მთელი ცხოვრება.. ალბათ მეორე ვარიანტს უფრო დიდი ტკივილი მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში. როცა შენ მთავარ პირს,ობიექტს ხელ-ფეხი შეკრული გაქვს ვერაფერს ცვლი, როცა სხვა წყვეტავს შენს ნაცვლად და შენს საკუტარ ცხოვრებას სათავისოდ ატრიალებს... გტკივა დუმილი, გტკივა მისგან მოყენებული ტკივილი და უარესად გაწუხებს ის რომ ვერაფერს ასწორებ..
დილით ადრიანად გაახილა ცისფერი თვალები და გვერდით მძინარე ქმარს გახედა.ჯერ კიდევ ეხამუშებოდა, ბოლომდე ვერ იაზრებდა რომ, ამ კაცს „ქმარი“ ერქვა, მისი ქმარი.. სულ ცოტა ხნის წინათ რომ მალვით უყვარდა, ახლა შეეძლო თამამად , ხმამაღლა ეთქვა რომ ეს კაცი უყვარდა, ხელი ჩაეკიდა და ისე ევლო ქუჩებში. იცოდა ახლა ვერავინ დაძრახავდა. არც მისი ოჯახის შიში ექნებოდა. ამაყად , თავაწეული გაყვებოდა ხევის შარაგზას, თავს მიადებდა მხარზე, ისიც წელზე შემოხვევდა ხელს და ფეხით მოივლიდნენ მუცოს ტყეებს..
შიშველი ფეხები იატაკზე გადმოსწია და საწოლის კიდეე მიფენილ ხალათს ხელი წაატანა. ფეხაკრეფით გავიდა სააბაზანოში და სარკეში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა.. სწრაფად გაიცალა ხელიდან ბეჭედი, რომელიც აქამდე ეხამუშებოდა და ცხელ წყალს სახე შუეშვირა. ესიამოვნა , ოდნავ მოადუნა, თითქოს ფიქრებიც კი დაუწმინდა. თავზე პირსახოცი დაიხვია და სამზარეულოში გავიდა..
რამდენჯერ ყოფილა ამ სახლში, მაგრამ ახლა იმდენად მარტო იყო მინდიასთან ერთად, აღარაფერი ახსოვდა სად რა იდგა.. ღრმად ამოიქუნთქა და ჩაიდანი გაზქურაზე შედგა.
- დილა მშვიდობისა ჩემო ცოლო - ძლიერი ხელები შემოხვია ხელზე და კისერზე აკოცა..
- შემაშინე, მშვიდი ხმით გაეპასუხა და ხალათის ქამარი უფრო მეტად გაიჭირა წელზე. გაგაღვიძე? არადა ფრთხილად ვიყავი.
- არა, არ გამაღვიძე, პირიქით ბოლოს ამდენ ხანს როდის მეძინა არ მახსოვს.. როგორი ტკბილი ხარ რომ იცოდე. ვნებას ატანილმა უთხრა ცოლს და თავისკენ დაატრიალა, ალბათ შენით ვერასოდეს გავძღები თაი. დედას გეფიცები თუ მჯეროდეს რომ ჩემი ხარ, ახლა რომ ჩემთან ხარ, ჩემი ცოლი რომ გქვია თუ მჯეროდეს ეს რაა. იმდენ ხანს ვოცნებობდი ამაზე ახლაც ოცნება მგონია რაა.
- მაგრამ ხომ ხედავ რომ ერთად ვართ. მე შენთან და შენ ჩემთან ხარ. მაგრამ თუ არ გამიშვებ ჩაიდანი გაიქცევა - ლოყაზე აკოცა ქმარს და თევზივით დაუსხლტა ხელიდან.
ცოტა ხანს გაოგნებული იდგა მინდია და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოს უყურებდა. მზის სხივებზე მისი წითელი თმა კიდევ უფრო ლამაზად ლივლივებდა.. გრძნობდა რაღაცა წესრიგში არ იყო, გრძნობდა მაგრამ უხერხულობას და პირველ დღეს აწერდა..
- რამე გაწუხებს?- მკლავში ფრთხილად წაავლო ხელი ფინჯანი გამოართვა.
- არა, საიდან მოიტანე? - ამღვრეული თვალებით ახედა ბიჭს და სკამზე ჩამოჯდა.
- თაია, გაწუხებს რაღაც, აშკარაა რაღაც ხდება ..
- მისმინე, არაფერია მართლა. ცოტა უცხოდ ვარ, უხერხულად. მინდია მეტი არაფერია. დამიჯერე. არაფერია რა უნდა მაწუხებდეს. ღიმილი გადაიფინა სახეზე და ქმრის მუხლებზე მოკალათდა. - როცა შენთან ვარ არაფერი მაწუხებს, საერთოდ არაფერი. აქამდე უშენობა მაწუხებდა ახლა ესეც არ მაწუხებს. კისერზე ნაზად შემოხვია ხელი და ცხელი ტუჩები შეახო შუბლზე.
თავადაც ვერ ხვდებოდა რა აწუხებდა. შინაგანი ხმა ერთს ეუბნებოდა,რეალობა კი მეორეს. რამდენჯერ უოცნებია ღამე ძილის წინ მინდიაზე, მის გვერდით წოლაზე, ცოლობაზე. მასთან ერთად ოჯახის შექმნაზე. ახლა რა აშინებდა, რა აბნევდა ვერ ხვდებოდა. თითქოს ვიღაცამ ხელი წაჰკრა და სხვა ცხოვრებაში გადააგდო, სხვისი ცხოვრება მიაწერა..მთელი ძალით ეკვროდა ზედ ქმარს და გული ბედნიერებით უკრთოდა, მაგრამ სადღაც შიგნით , მეორე მე სჭამდა. სჭამდა ის ვერ ახდენილი და ვერ გაკეთებული საქმეები, ვერ დამთავრებული და ნახევარზე მიტოვებული თამაში. გულში რაღაც უელავდა, რაღაც თრგუნავდა..
**
გრილი წყალი შეისხა სახეზე და ისევ ერთიანად დაუარა სხეულში გულის რევის შეგრძნებამ, ცრემლები პატარა ბავშვივით გადმოყარა და კარში მდგარ ქმარს გახედა..
- კიდევ გული აგერია? - რა ჭამე ასეთი გუშინ, მზრუნველი მზერა შეანათა ქეთოს და მკერდზე მიიკრა.
- არაფერი მიჭამია. უბრალოდ ..
- ნერვიულობდი ალბათ და ამიტომ. ისე ასეთი მაგარი პირველი ღამე მხოლოდ ჩვენ შეგვეფერებოდა, მთელი ღამე გულის რევაში, მინერალურის ყიდვაში და შუბლის დაჭერაში გავატარე..
- ხოდა კიდევ ბევრჯერ მოგიწევს შუბლის დაჭერა როგორც ვატყობ - გაღიზიანებულმა უთხრა გიგას და საძინებელში შევიდა.
- ვერ გავიგე რა ლაპარაკია, ყოველ ღამე აპირებ ასე დამსაჯო , თუ რამე ხდება და არ ვიცი? - გაბუტული ცოლის წინ დაიჩოქა და თბილი ხელი დაადო მუხლზე.
- ის ხდება რომ ორსულად ვარ,- ახლა გაიგე? - ტირილს უმატა და შემცბარი გიგას დანახვაზე ლოგინში შეწვა.
- ორსულხარ ხარ?- მოიცა ეს როგორ, არა კი ვიცი როგორც მაგრამ. ქეთო გადმოტრიალდი, მხარში მოკიდა ხელი ატირებულ გოგოს და ტირილისაგან დაწითლებუ თვალებზე აკოცა. - გუშინ ქმარი გავხდი, დღეს მამა , ხვალ უეჭველად შევიშლები ჭკუიდან და ზეგ რა მოხდება წარმოდგენაც კი მზარავს.
- იცოდე, თუ მეტყვი რომ შვილი არ გინდა, არ წავალ და ბავშვს არ მოვიშორებ გიგა, გინდა დღესვე დამშორდე ამას არ გავაკეთე , განზე გაიწია და ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში ქმარს.
- დიდხანს იფიქრე რომ ეს სისულელე გეთქვა? ასეთი რამე თავში როგორ მოგივიდა გოგო? - ეს ჩემი შვილია, ახლა გაჩნდება თუ ორი წლის მერე რა განსხვავებაა, ერთნარად მეყვარება. ესეთი უაზრობა მეორედ არ მითხრა გასაგებია? თორემ ძალიან გაწყენინებ - ძლიერი ხელი მოუჭირა ლოყებზე და სახით თავისკენ დაატრიალა. - ძალიანაც რომ გინდოდეს ბავშვის მოშორება ამის უფლებას არ მოგცემ, თუ ამ უღელში შევები ბოლომდე ასე იქნება, ასე რომ უმჯობესია ახალი დარტყმისთვის მოემზადო, რომ გაიგებენ ორსულად ხარ, ყველაფერს მიხვდებიან - ნერვიულად მოისრისა შუბლი და შიშველ სხეულზე მაისური გადაიცვა..
ყველაზე რთული ახლა წინ ელოდა, მამის ჩხუბის და ხევისბერთან კამათის ხასითზე არ იყო. როგორმე მარტივად და რბილად უნდა ეთქვა ეს ამბავი მათთვის, მაგრამ მთელი ოცდაშვილი წლის მანძილზე არაფერი ყოფილა მის ცხოვრებაში მარტივი, სასაცილო იყო რომ საკუთარმა შვილმაც ვერ მოითმინა და კიდევ უფრო მეტად გახვია შარში მომავალი მამა..
საწოლზე მოკეცი ცოლს გახედა და გულში საშინელი ტკივილი იგრძნო. წვიმაში მოყოლილი კნუტივით იწვა, სახეზე ხელები აეფარებინა და ტიროდა.. იცოდა ახლა ყველაზე რთულ სიტუაციაში ქეთო იყო. თავისი სიყვარულით ბედნიერი , ქმრის სიყვარულს არ თხოულობდა, ახლა შვილიც დაემატა, რომელსაც წინ ნერვიულობა სდევდა.. გული ყველა სიმი ერთიანად ჩაუწყდა, რატომღაც დაენანა კიდევაც რომ ასე პატარა ამხელა ტკივილში იყო გახვეული. გრილი ჰაერი ფილტვებში გაატარა , უკან ამოტანილ ჰაერს დარდი ამოაყოლა და ნელი სვლით წავიდა მისკენ. ათრთოლებული ტუჩები შეახო კისერზე და თავისკენ დაატრიალა.
- მეშინია, ისე უთხრა გიგას თვალები არც გაუხელია.
- რისი სულელო? მე აქ არა ვარ?
- ჩემების, შენების - გვეჩხუბებიან. ხო იცი, ხევისბერს როგორ შევხედოთ გიგა .
- ვერავინ გეჩხუბება, მამა მე ვარ და ჩემს შვილს როცა მინდა მაშინ გავაკეთებ. როდის გავაჩენ და როგორ გავზრდი ჩემი საქმეა. დამშვიდდი ახლა შენ არ ინერვიულო. მოვაგვარებ ყველაფერს, ჩემებთანაც და შენებთანაც. ამაზე არ ღირს დარდი ქეთო- რაც შეეძლო შვიდად უთხრა და ცრემლებით დასველებული ლოყები შეუმშრალა..
- მიყვარხარ - ნაზად უჩურჩულა ყურში და ხალათის ქამარი განზრახ შეიხსნა..
- როგორ კარგად გამოგდის ჩემი გამოწვევა. სრული სერიოზულობით უთხრა და ზემოდან მოექცა. მაიძულებ რომ წუხანდელის გამო დაგსაჯო, გეფიცები არ ვაპირები, ამაზე არც მიფიქრია მაგრამ მიწვევ.
- ხოდა დამსაჯე, იქნება მეც ეგ მინდა - ჯიბრზე გაეპასუხა და საღამური მხრებიდან გადაიწია.
- ამას ასე არ დავტოვებ იცი შენ ეს კარგად, განა არ დავტოვებ, ვერ დავტოვებ უბრალოდ. ვნებისა და სურვილისაგან ამღვრეული ბუტბუტებდა და გაცხარებით უკოცნიდა ყელს სიამოვნებისაგან გატრუნულ გოგოს. მალულად აპარებდა ხელს მუცლისაკენ და თლილი თითებით , თითქოს პიანინოს დაკვრას ცდილობდა. ზემოდან დაჰყურებდა შიშველ ქალს და სრულიად იაზრებდა რომ მათ ურთიერთობას რაღაც ამოუცნობი ქარიზმა ჰქონდა.. რაღაც გარდატეხა ხდებოდა როგორც კი მის სხეულს ეხებოდა.. თითქოს ომში იყო და ამ ომიდან გამოსვლას ლამობდა.. მაგრამ რაც უფრო გამოსვლა უნდოდა, უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა. უფრო და უფრო მეტად ეფლობოდა ამ ვნების მორევში. არასოდეს არავისთან ყოფილა ასეთი ბედნიერი როგორიც ახლა იყო იმ ქალთან რომელსაც მისი ცოლი ერქვა. მას უკვე ყველა ომი წაგებული ჰქონდა საკუთარ თავთან. - არასოდეს მიოცნებია ოჯახზე იცი?- მოულოდნელად უთხრა ქეთოს და საკუთარ ხელზე დაყრდნობილმა დახედა ზემოდან.- არც მმდომებია ცოლი და შვილი მყოლოდა. ყოველთვის კარიერა მერჩია, ამისკენ მივდიოდი ეს იყო ჩემთვის პირველხარისხოვანი. როცა პაპაჩემმა ულტიმალური წამომიყენა ძალიან დავიბენი, მერე გავბრაზდი კიდეც, ჩემი ცხოვრებით ასე თამაშის უფლება რომ ჰქონდა. მაგრამ ასე გამოვიდა უბრალო..
- შენ ახლა მეუბნები რომ მთელი ჩვენი ქორწინება ფარსია? !- თუ რას აკეთებ , ამას რომ მიყვები? ვერ ვხვდები გიგა, ხევისბერმა გითხრა ქეთო უნდა მოიყვანოო და შენს თავი დაუქნიე, ხვალ რომ გითხრას ქეთოს უნდა გაშორდეო გამშორდები ესეა?
- რატომ ადრამატიზირებ ყველაფერს ამიხსენი, მოდი ახლა ამ უაზრო ლაპარაკს შენს ორსულობას დავაბრალებ , მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ არ ვნანონ, ამ ქორწინებას არ ვნანობ, მხოლოდ ეს მინდოდა რომ გცოდნოდა, იმას მიმხვდარიყავი რომ ჩემთვის ტვირთი არ ხარ, და არც ჩემი საწუხარი. მაიძულეს თუ არ მაიძულეს ასე მოხდა, ბოლო სოტყვა იქაც ჩემზე იყო. შენ რა გგონია მე რომ უარი მეთქვა ამ გოგოს არ მოვიყვან-თქო, პაპაჩემი გულიდან მომიგლეჯავდა? არა რა თქმა უნდა, ხმას არ გამცემდა ცოტა ხანს და მერე ისევ შემირიგდებოდა.. მაგრამ მე მინდოდა და მორჩა! - გადაჭრით უთხრა ცოლს და ხმაში სიმკაცრე გაერია..
- გინდოდა იმიტომ რომ მანამდე იწექი ჩემთან და შეგეცოდე..
- სისულელეს სილულელეზე მიყოლებით ლაპარაკობ ქეთევან. ჩვენი ერთად ყოფნა მას მერე მოხდა რაც მეც თანხმობა განვაცხადე აბა გაიხსენე ცოლო. ერთი რამე კარგად დაიმახსოვრე, რაც არ მინდა იმას ვერავინ გამაკეთებინებს, ქვეყანა რომ დაიქცეს, ქვა ქვაზე რომ არ დარჩეს, თუ მე უბედური ვიქნები არავის ბედნიერება არ მანაღვლებს. ჯერ არ მიცნობ ისე კარგად როგორც საჭიროა და ამიტომ ლაპარაკობ ასე , თანდათან გამიცნობ და მიხვდები რომ შენი აწ უკვე ქმრად წოდებული ძალიან რთლი სამართავია.. ახლა თუ ადგები და რამეს მაჭმევ კარგს იზავ იმიტომ რომ ძალიან მშია, ძალიან - ნელა დაიხარა გაბუსხული გოგოსკენ და ლოყაზე აკოცა.
აივნისაკენ მიმავალ ქმარს თვალი გააყოლა და გული სიხარულით აევსო. უცნაური განცდა იყო ეს ბედნიერება ქეთოსთვის. იცოდა რომ გიგას იმ სიყვარულით არ უყვარდა რასაც თავად გრძნობდა იცოდა რომ შეიძლება არც არასოდეს შეყვარებოდა , მაგრამ გულში სულ პატარა ბედნიერება მაინც ჰქონდა. მაინც ევსებოდა სხეული სიყვარულით. ყოველთვის ეგონა რომ მისი ოცნება და ფიქრები არარეალური იყო. როგორც სიგარეტის კვამლი ისიც ასე გაქრებოდა და არაფერი დარჩებოდა ბოლოს. როცა ბავშობაში ბებია ეტყობა ხოლმე, გულით ნანატრი აუცილებლად ახდებაო, ეცინებოდა, მაგრამ ახლა სჯეროდა. სჯეროდა რომ ის რასაც ადამიანი გულით ინატრებს ღრმად აუცილებლად ახდებოდა..
**
კავკასიონის მთაგრეხილის ორთავ კალთას ნისლი შეფენვოდა. ახლად ამოწვერილი მზე სადღაც სიშორეზე ოდნავ მოსჩანდა. შემოდგომა იდგა. კლდეებზე შეფენილ ტყეს აქა-იქ დასტყობოდა სიყვითლე.. გაბატონებულ ნისლში მხოლოდ ნაძვები მოჩანდა... დილის ნამი კეკლუცი ქალივით იწონებდა თავს და ხეებიდან ჩამოცვენილ ფოთლებს თავს არიდებდა..
მთების ფერდობიდან წამოსული არაგვი ღრიალით მიედინებოდა და კალაპოტის გაფართოვებას ცდილობდა, უკვე მერამდენე ღამე იყო აწვიმდა ხევსურეთს. ლეგა ღრუბლებს მთების თავზე შერეკავდა ქალი და კოკისპირულ წვიმას უშვებდა.. ვიღაცას ეგონებოდა მთაც კი სწუხს ზაფხულის მილევასო...
ზლაზვნით წამოდგა ლელა და კედელზე დაკიდებული მოჩუქურთმებული საათისაკენ მალულად გააპარა თვალი. უკვე რვა სრულდებოდა. ამდენ ხანს ბოლოს როდის ეძინა არ ახსოვდა, როგორც წესი ექვს საათზე უკვე ფეხზე იდგა, მაგრამ ალბათ მგზავრობის და ასაკის ბრალი იყო.
ბავშობიდან უყვარდა შემოდგომა ლელას. სულ პატარა იყო,ასეთ წვიმიან დღეს ტყეში რომ გაიპარა და მერე ძლივს იპოვეს. ღიმილი მოეფინა სახეზე ამის გახსენებაზე და ისევ ისე გაახსენდა ტყეში ხეტიალი ახლაც როგორც მაშინ. გვერდით მდგარ ცარიელ საწოლს გადახედა და აივანზე გავიდა..
ეზოში ხის ქვეშ მოგორავე ძაღლს შვილივით ესაუბრებოდა ხევისფერი და უკვე დანაოჭებულ ხელს უსვამდა თავზე. ალერსისაგან გატრუნული ალმასხანაც პატრონს ნაზად უსვამდა ცხვირს კიდევ მეტის მოლოდინში.
- რაი ბედენაა? მარტოდ რად დამჯდარხარ ?- აივნიდან გასასძახა ქმარს და კიბეებზე ნელა ჩავიდა.
- წელს ადრიანად აგვიცივდა ლელავ, ქვემოდან ახედა ხევისბერმა ცოლს და სკამის მეორე ბოლოზე დაუკრა ხელი დაჯექიო..
- როს იყო სიცივე გაშინებდა ბერიკაცო, გიგიაა შენი დარდი? - მუხლზე ხელი დაადო და ქმარს გაუღიმა.
- აქამომდის მხოლოდ გიგია იყო, ახლა თაიაც მიემატა.. გული ვერა მაქვს მშვიდად ლელავ.
- რას ამბობ ადამიანო? ჩვენი მინდიაი განა მასეთი ბალღია რომ ჩვენს გოგოს აწყენინოს?
- არააა სწორი რასაც ამბობ, ყურს არ მიგდებ ლელავ, მინდია ჩვენი ბალღია და ისე ვიცნობ როგორც გიგიას, მაგრამ თაია არაა ამ ამბავში კარგად გარკვეული, ასე მგონია რაღაცა აწუხებს მის გულს თქო. კი ამბობს მიყვარსო, მაგრამ რთულადაა დასაჯერებელი, მაგ ბალღის თვალები სხვანაირად იყო ამღვრეული ლელავ..
- აგრე რად ფიქრობ ბერიკაცო? კარგზე ვიფიქროთ, კარგი ამბები მოხდება, გული აგრე მიგრძნობს, მალე პატარა ბალღებს ჩაგვიგორებენ კალთაში. ყველანი ჩვენებურები არიან. ყველანი ერთიანად მიყვარან ქეთოც და მინდიაიც - დაეჭვებულმა გახედა ქმარს ლელამ და შეეშინდა რომ მის ფიქრებს ახმოვანებდა ხევისბერი.
თავი უხმოდ გაიქნია და ნელა წამოდგა ჯოხს დაყრდნობილი..
დიდი ხანი იყო რაც ამ ლამაზ მიწა- წყალზე დააბიჯებდა, ბევრი ჰქონდა ნანახი და ბევრიც გადატანილი ბაღათელას. იცოდა ადამიანთა გულების შესახებ. ვერავინ გამოაპარებდა და ვერავინ შეეცდებოდა მოეტყუებინა ბერიკაცი. ახლა თავს ადანაშაულებდა.. ახლა, მხოლოდ ახლა ეშინოდა რომ მისი გადადგმული ნაბიჯი უსამართლო იყო და ცუდ შედეგს მოუტანდა შვილიშვილებს...
დაღმა დაუყვა ბილიკს და როგორც ახალგაზრობაში ახლაც საყვარელ ცხენს ფაფარზე დაუსვა ხელი.. წინ ხევისფერი მიდიოდა და ნისლში ნელა მიაბიჯებდა თავის ფიქრებთან ერთად. უკან თავდახრილი მიყვებოდა შავი ფერის ულაყი. მხოლოდ დროდადრო ჩერდებოდა ახალი ბალახის დასაგემოვნებლად..
**
მთელი სამი კვირა იყო გასული მათი უზარმაზარი ქორწინებიდან. ოთხივე ჩვუელ რიტმს უნდა დაბრუნებოდა. მიუხედავად იმისა რომ სახლში დარჩენის პრობლემა არ ჰქონდა გიგას, მაინც სამსახურში გასვლა ამჯობინა. ცოტა ხნით მაინც იქნებოდა მარტო თავის ფიქრებთან.
იცოდა წინ დიდი კამათი ელოდებოდა და ამისთის მზად იყო.. სალაპარაკოდ კი აზრების დალაგება და გადალაგება სჭირდებოდა..
კაბინეტის კარი მიხურა თ არა იგრძნო რომ აქაურობა საშინლად მონატრებოდა. საყვარელი მაგიდა საბუთები. ყველაფერს მონატრებით შეავლო თვალი. ფანჯარა გამოხსნა და კუთვნილ სავარძელში ჩაეშვა...
კარზე კაკუნმა მყუდროება დაურღვია. აქამდე საბუთებში ჩაკირკიტებულმა ასწია თავი სტუმარს გახედა..
- შეიძლება შემოვიდე?- მშვიდად და მოკრძალებით იკითხა გოგონამ და ქერა თმა ცალ მხარეს გადაიწია.
- რამე ხდება? - უსიამოვნო განცდა ვერ დაფარა გიგამ და ოდნავ შესამჩნევდ ჩაახველა.
- არაფერი უბრალოდ, რომ გავიგე დაბრუნდი, მოვედი რომ მომელოცა. მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერება მინდა რომ გისურვოთ და ეს პატარა საჩუქარი შენს ცოლს ჩემგან გადასცე..
- შენ ახლა ამას გააზრებულად მეუბნები? გინდა რომ ეს ყვავილი წავუღო ჩემს ცოლს და ვუთხრა რომ შენგანააა? - გულიანად გადაიხარხარა გიგამ და მაიკოს თვალებში ჩახედა.. - შენ შეგიძლია მოატყუო ყველა, ოღონდ მე ვერასოდეს მომატყუებ მაიკო. მე შენ ისე კარგად გიცნობ შენ თავადაც რომ ვერ დაიჯერებ... ეს ყვავილი ძალიან ლამაზია, ნამდვილად ვაღიარებ. თუმცა ჩემს ქეთოს მხოლოდ ჩემი მირთმეული ყვავილები უყვარს, ეს კი აქ იყოს. ოფისი დაამშვენოს.
- ნეტა ვიცოდე შენში რა შემიყვარდა . რამ გადამრია ასე.. ასეთი ნაგავი და არაკაცი ხარ და მაინც..
- და მაინც გიყვარვარ, თუმცა ჩემთვის სულ ერთია. ხო იცი მე და შენ მხოლოდ თანამშრომლები ვართ. - ახლა კი ძალიან გთხოვ გადი, თლილი თითებით კარისაკენ მიანიშნა და თვალი ჩაუკრა - ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ძალიან . და დროის დაკარგვა ნამდვილად არ მინდაა.
- გაგამწარებ - კბილებში გამოსცრა და აცახცახებული ხელები დაჰკრა გიგას სამუშაო მაგიდას. - ყოველ ჩემს ცრემლს ამოგადენ შხამად იცოდე. უკან არაფერზე დავიხევ და იცი რას ვიზამ?!- ისე გავუმწარებ შენს ცოლს ცხოვრებას და იმდენ ცრემლს დავაღვრევინებ რამდენიც მე დავღვარე შენს გამო..
- ეგრე ქენი -ურეაქციოდ გაეპასუხა და კარებში გასულ გოგოს თვალი გააყოლა.. - ყელზე მოჭერილი პერანგის საყელოსაგან გაითაისუფლა თავი და ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი, ზუსტად იცოდა ეს გოგო ასე არ დატოვებდა ამ ყველაფერს, იმასაც ხვდებოდა რომ მაიკოს მის მიმართ სიყვარული კი არა მხოლოდ შურისშიება ამოძრავებდა, მაგრამ არ იცოდა ახლა როგორ უნდა მოქცეულიყო. წასულიყო და სიმართლე ეთქვა ცოლისთვის თუ ამ გოგოს ასეთი გამოხტომები მარტივად გაეტარებინა.. ახლა ყოველ შემთხვევაში უარესი ჰქონდა საფიქრალი , ბავშვის ამბავ უნდა ეთქვა ოჯახისათვის. ყველაზე ნაკლებად ახლა მაიკოს მუქარა ანაღვლებდა. სავარძელში ნელა ჩაეშვა და კუთვნილ საბუთებს ჩააშტერდა.. ფიქრებით სხვაგან იყო, გული გამალებით უძგერდა, მოსალოდნელი ჩხუბისათვის მზად იყო და იცოდა რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ჩაივლიდა.. საკუთარ თავზე გაეცინა, მერე გიჟივით გადაიხარხარა და სავარძელზე გადაწვა. ქეთოს სახელის ხსენების დღდან მხოლოდ პრობლემებში იყო, მხოლოდ ამ გარემოებებს აგვარებდა, ახლა კი გიჟივით იცოდა რომ ეს პრობლემების მომტანი გოგო მისი ცოლი და მისი შვილის დედა ხდებოდა.
ოდნავ განათებულ სამზარეულოს მაგიდის გარშემო სამნი ისხდნენ, ლუდს და არაყს მონაცვლეობით სვამდნენ და ძმაკაცის გულის ტკივილს სჯა- ბაასით არჩევდნენ.
- ნაღდად არ ვიცი რა გავაკეთო, დაბნეული ვარ, აი, ბოლომდე ვარ დაბნეული. არასოდეს არ ვყოფილვარ, სადღაც გავიჭედე ამის დედა ვატირე და ვერ გამოვდივარ, ლაბირინთში შემიყვანა ამ გოგომ და რომ ვიფიქრე ეგაა , ვიპოვე ჩემი სიყვარული-თქო, იქ დამაგდო.
- იმენა პანიკობ რა - გადაჭრით უთხრა მინდიამ და არყით სავსე ბოთლს წაატანა ხელი.- მაგრად ახურებ ძმაო, ქალი გიყვარს , მასაც უყვარხარ, ბაზარი არაა მაგრად ტეხავს რომ აქამდე არ იცოდი სიმართლე, მაგრამ ეცადე რომ გაუგო რა.
- რა უნდა გავუგო მინდი? შენ სულ დასირდი? შენ რომ ჩემს ადგილას იყო ასე ილაპარაკებდი? ქალს ლამის ცოლობა ვთხოვე და ახლა მეუბნება შვილი მყავსო. თინეიჯერი ბიჭივით დავიბენი ტო. ამხელა კაცი დაქლიავებული ვიდექი და ვფიქრობდი რა უნდა მექნა . - სწრაფად გადაკრა არაყი და გიგას შეხედა. - შენ არაფერს იტყვი ბრძნულს?
- რა გინდა რომ გითხრა, რას ელოდები ჩემგან, ტაში დაგიკრა თუ რა გავაკეთო. თუ გიყვარს მის შვილსაც შეიყვარებ, თუ არ გიყვარს და არ ხარ მზად ახლავე შეეშვი ძმაო, ან თავს რატომ იტანჯავ ან იმ გოგოს რატომ ტანჯავ. ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება ხო იცი, მაგრამ ალბათ აქვს მიზეზი რატომაც დაგიმალა. მიდი და ჰკითხე, აიძულე აგიხსნას, რა მიზეზით არ გითხრა შვილის ამბავი.
- შენ როგორც წესი რა მარტივად ჭრი და კერავ. აბა შენ იყო ჩემს ადგილას, მერე რას იზამდი.
- მე საკმარისი გადავიტანე ძმაო, აი შვილი რომ ყავდეს ეგღა აკლია ჩემს ბედნიერებას რა - ღიმილით გაეპასუხა გიგა და სასმელი ჭიქაში ჩამოისხა..
- მას მერე, რაც ქეთოსთან ქორწილზე თანხმობა თქვი და მოიყვანე კიდევ. ვფიქრობ რამ გაიძულა ასე როგორ გადასხვაფერდი?
- რამ არა ჯარჯი- ვინ !- ხო იცი პაპაჩემი ყველაფერია ჩემთვის, მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ. ასე მოხდა, უბრალოდ , ამ ყველაფერს არც ბედს და არც განგებას არ ვაბრალებ.
- გისმენ და სხვა ხარ, ასე თამაშის უფება არავის აქვს ძმაო- განაწყენებულმა დადგა ჭიქა მაგიდაზე და მინდიას შეავლო მზერა მტკიცებულების საპოვნელად. - არა ძმაო , მართლა სხვა ხარ. აგერ მინდიამ ის მოიყვანა ვინც უყვარდა, შენ კიდევ სრულიად უცხო ქალი გიწევს გვერდით. - ხო იცი, პაპაშენი როგორ მიყვარს, მაგრამ არამგონია იმასაც ასე უყვარდე, როგორც შენ თავს დებ მის გამო.
- რას ბოდავ ბიჭო?!- გამწარებული წამოხტა გიგა და ერთი ნაბიჯით დაიხია მაგიდიდან უკან.
- არ ვბოდავ, დაფიქრდი რას ვამბობ. მეც ხევსური ვარ, მეც მთის სურნელში ვარ გაზრდილი, მეც იმ ბალახზე ავიდგი ფეხი ძმაო, მაგრამ არაა სწორი საქციელი ეს, ცოლად მოიყვანეო - და შენც მოიყვანე , რომელი საუკუნეა ძმაო, რომელი?!- ხვალ რომ გითხრას გაშორდიო და გოგოჭურების გოგო მოიყვანეო მერე რას იზამ? ისევ ასე ხმალს იშიშვლებ და პაპაჩემმა მიბრძანა და უნდა შევასრულოო იტყვი? თუ მისი სიტყვა შენთვის ისეთი ძლიერია რომ ასე ერთ დღეში უარის მერე თანხმობა გათქმევინა, მაშინ ასე მოიქცე ხო? კარგი, შენ ამაზე არ გიფიქრია, მე ვიფიქრე, მე დიდი ხანია მიტრიალებს ეს აზრი, და სადაც მე გამიჩნდა ეს აზრი, წარმოიდგინე შენს ახლადგამომცხვარ ცოლს არ გაუჩნდებოდა ასეთი მკვლელი აზრები?
- შენზე ადრე გაუჩნდა ასეთი მკვლელი აზრები, უკვე მკითხა, ვიცი რომ მისთვის ძალიან რთულია და მესმის, არც ჩემთვისაა ადვილი. მოდი მარტივად გეტყვი, ჯერ ეს ერთი პაპაჩემი ამას არასოდეს მომთხოვს, მეორეც თუ მთხოვა და ასეთი რამე მოხდა, ქეთოს არასოდეს გავშორდები. იმიტომ რომ ის ჩემი შვილის დედაა , ჩემი შვილი კი მარტო, მამის გარეშე არ გაიზრდება. მე ასე მასწავლეს რომ , ოჯახს სხვა ფასი და სხვა დატვირთვა აქვს ძმაო.
- აუ, ამან ძაან ბევრი დალია, სიცილით სტაცა მკლავში ხელი ძმაკაცს მინდიამ და კუთვნილ ადგილას დააბრუნა. რა დროს შვილია ბიჭო, შვილამდე რომ გთხოვოს?
- რაღა უდროოსია, ქეთო ორსულადააა - ნერვიულად წარმოთქვა გიგამ და თლილი თითებით მოისრისა შუბლი.
- ორსულადაა?! - ორივემ ერთხმად დაიძახა და გაოცება ვერ დამალეს.
- მოიცა, ბევრი დავლიე თუ ეს ისააა რაც მგონია? - მოჭუტული თვალებით შეხედა გიგას და სკამიდან წამოდგა. მოიცაა, გამოდის რომ, შენ, თქვენ. ბიჭოო, ბიჭოო, დავიღუპეთ - გააზრებული გაქვს რომ ამ ცუღლუტობის გამო გაიშარები?მითუმეტეს შენს ორსულ ცოლს არ დაადგება კარგი დღე.
- ასე მოხდა, ახლა რა აზრი აქვს ამაზე ნერვიულობას. რაცაა ესა. რეალობის წინაშე დავდექით ორივე. ამაზე არ მიფიქრია ძმაო. უნდა მივიდე და დაველაპარაკო ჩემებს. ქეთოს სულ არ წავიყვან.
- ისე ქმრის როლი კარგად გაქვს მორგებული, რაღაცას ვერ ვხვდები. ძმურად ამიხსენი რა, ასე მალე გაითავისე ეს გოგო შენად, თუ შენს თავს აიძულებ ასეთი იდეალური ქმრის როლი გქონდეს. - მხრები აიჩეჩა ჯარჯიმ და სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო.
- ან იქნება გიყვარს - ღიმილით შეხედა გიგას მინდიამ და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა..
- არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ . იმიტომ რომ მე თითონაც არ ვიცი ეს რა განცდა და ემოციააა. როცა გავერკვევი მერე მკითხეთ - გაორებულმა დაუბრუნა პასუხი გიგამ მეგობრებს და მაისური ტანზე შეისწორა..

ადამიანები რატომღაც საკუთარ ბედნიერებას თუ უბედურებას ყველაზე მარტივად სხვებს ვაბრალებთ. უმეტესად ბედს და განგებას ვაწმენდავთ ხელებს და თავს ამითი ვინუგეშებთ რომ ეს ჩვენ კი არ ჩავიდინეთ ზეცაში გადაწყვეტილი ამბებიაა.
იქნებ ასეცააა, იქნებ ასე სულაც არაა. და თავად ვიქმნით ჩვენს ბედს, ჩვენ ვართ ჩვენივე საკუთარი ბედის მქსოველები. ხეშ გვიჭირავს ფერადი ძაფი და ნელა ნელა ვქსოვთ, სადღაც ვვარდებით, სადღაც ვდგებით, ესეც ალბათ ამ ძაფის ბრალია, ფერადია და ზოგგან გამონათება გვიწევს..
მაგრამ არასოდეს არ ვაბრალებთ ჩადენილ შეცდომას ჩვენს თავს, იცით რატომ? უბრალოდ მარტივია, ადგე და სხვას დააბრალო, მაიძულეს. არ მინდოდა. არ გამომივიდა, არ დამეხმარა. მაგრამ არა საკუთარ თავს..
ერთხელაც როცა მარტოები ვრჩებით მწარე რეალობის პირისპირ, როცა ცალ მხარეს ჩვენ ვართ და მეორე მხარეს სიმართლე გვიდგას, ისე ჯუტად გვიყურებს თვალებში რომ გვრცხვენია მისთვის თვალის გასწორება... მაგრამ ადამიანი, რისი ადამიანი იქნება აქედანაც გამოსავალი არ ქონდეს მოფიქრებული. აქაც მას აბრალებს რომ საკმარისზე მეტად მწარეა, რომ სიმართლე ასეთი არ უნდა იყო, აქაც კი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. აქაც კი არ უნდა თავი დამნაშავედ იგრძნოს.
ახლა ამ გზაზე იდგა ყველა. ახლა ყველას თავისი სიმართლე უნდა ეპოვნა. ყველას ნათლად უნდა დაენახა სად წაიბორძიკა და სად იყო დამნაშავე..
ახლა მეტი მოთმინება და მეტი თანადგომა სჭირდებოდათ ერთმანეთს.. საინტერესო ის იყო რომელი გაუძლებდა ბედის და განგების ამ ძლიერ დარტყმებს, ვისი გრძნობა უფრო ნამდვილი და ძლიერი აღმოჩნდებოდა. ვის დასცემდა მიწაზე ის მწარე სიმართლე რომელსაც „სიმართლე“ ერქვა..
**
ტირილისაგან დასიებული თალებით და გაწითლებული ცხვრით იჯდა თათა და ტელევიზორს გაშტერებული შეყურებდა. ხალიჩაზე , მის ფეხებთან მოთამაშე შვილის ტიკტიკს არც კი უსმენდა. უბრალოდ ამისი ხასიათი არ ქონდა..
კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა და იძულებული გახადა ამდგარიყო...
- დალიე? - გაოცებულმა ჰკითხა ჯარჯის და კარები ზურგს უკან მიიკეტა.
- დავლიე, რა იყო. მეკრძალება? გიკვირს ასეთს რომ მხედავ? შენ მიმიყვანე აქამდე, შენმა ტყუილებმა მიმიყვანა აქამდე გოგო, მე ხო მივყვარდი თათაააა - ბოლო ხმაზე იყვირა და ძლიერად შეკრული მუშტი დაარტყა კედელს.
- მოდი შემოდი, ოღონდ ძალიან გთხოვ ბავში არ შემიშინო, დავაძინებ და ვილაპარაკოთ კარგი? შენ მანამდე ყავა დალიე და ცოტა გონზე მოხვალ.
- ბავშვი არ შემიშინო. უუუუ, ეშმაკს ვგავარ?
- ჯარჯი არ გეხუმრები, თუ თავს ვერ აკონტროლებ წადი და ხვალ ვილაპარაკოთ - ძალიან ემოციური ბავშვია, ისედაც პრობლემები თავზე მაყრია რატისთან დაკავშირებით - ლამის მუდარით სთხოვა და ცრემლიანი თვალები დამალა.
- კარგი, გპირდები ხმას არ ამოვიღებ. ჩუმად ვიქნები და დაგელოდები.
- შემოდი - კარი გაუღო და ნელა შეატარა სახლში..
ისევ ხალიჩაზე იჯდა და მანქანებით თამაშობდა.ჯერ ორი წლისაც არ იქნებოდა, უცხო ადამიანის შესვლა ეხამუშა და უცხო მამაკაცს თვალი შეავლო. სწრაფად წამოდგა ფეხზე და დაფრთხალი აეფარა დედას...
მისკენ დაიხარა ჯარჯი და ხელი გაუწოდა შეშინებულ პატარას. მანაც სწრაფად მოათავსა ჯარჯის ხელისგულზე თავისი პატარა ხელი და გაუღიმა.. ერთიანად აიტაცა ბავშვი და ლოყაზე აკოცაა. კისერზე შემოხვია პატარა ხელები და ძილის ნიშნად დაადო თავი მხარზე. გაოგნებულმა გახედა გვერდით მდგარ გოგოს, რომელსაც თვალები ცრემლით ავსებოდა და არანაკლედ დამფრთხალი უყურებდა ბიჭს. ძილისკენ წასული ბავშვი დედას გადაუწვინა ხელებზე და გვარიანად დაბარბაცდა, თითქო სასმელმა უფრო დარია ხელი. კედელს მიეყუდა და თათას გახედა.
- იქეთ შევალ და მოდი- ძლივს გასაგონად ჩაიდუდღუნა და სამზარეულოში შესული მოწყვეტით დაჯდა პირველივე სკამზე.. კარგა ხანს იჯდა და ერთ ადგილს მიშტერებული ვერაფერზე ფიქრობდა . თავს და ბოლოს ვერ აბავდა საკუთარ სურვილებს. ვერ აანალიზებდა რომ ეს ბავშვი რომელიც ცოტა ხნით წინათ ასე ეხუტებოდა, მისი ბედნიერების დანგრევის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო.
- როგორ ხარ? თბილმა ხმამ გამაფხიზლა და ფერწასულ გოგოს მზერა შეანათა.
- არ ვიცი - სრულიად გულწრფელად დაუბრუნა პასუხი და ფეხზე წამოდგა. - ნამდვილად არ ვიცი როგორ ვარ, აქამდე ხომ არ ვიცოდი და ახლა საერთოდ თათა..
- მისმინე, ვიცი რომ დაგიმალე და მოგატყუე. თავის მართლებას არ ვაპირებ ჯარჯი, რაც არ უნდა იყოს ამას ახსნა არ აქვს, მაგრამ ახლა სიმართლე იცი. თუ გინდა რომ ახლა დავჯდე და ვიტირო, არც ამისი ძალა დამრჩა, საკმარისი ვიტირე, უბრალოდ დავიღალე, უბრალოდ მინდოდა მეც ცოტა ხნით ვყოფილიყავი ბედნიერი და დამევიწყებინა რომ პრობლემებში ვარ ჩაფლული. მეტის თმის სურვილი ნამდვილად არ მაქვს ჯარჯი.
- არცაა საჭირო - მეტის თქმა არაა საჭირო თათა. მე . ახლა არ ვიცი რა უნდა გითხრა ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მიყვარხარ და შენს გვერდით ვარ. შენს მიტოვებას არ ვაპირებ..
- არ მინდა გეცოდებოდე, ჩემი შვილი მარტომ ვზარდე აქამდე და არც ახლა მჭირდება არავის შეცოდება სწორად გამიგე. არ მინდა ამ სიტყვებს მხოლოდ იმიტომ ვისმენდე რომ ნახე რა სიტუაციაშიც ვარ.
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხმას არც ერთი არ იღებდა . ცხელი ყავით სავსე ფინჯანს დაყურებდა თათა და თვალები ცრემლით თანდათან უფრო და უფრო ევდებოდა. იცოდა ახლა ოდნავ რომ შეხებოდა ჯარჯი, მისი სითბო რომ ეგრძნო მიუხედავად საკუთარ თავთან მიცემული პირობისა , თავს ვერ შეიკავებდა და იტირებდა..
- რა სჭირს ბავშვს? - დამარცვლით იკითხა და გოგოს ახედა
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა ჯარჯი.
- მე მინდა-თქო, რა სჭირს ბავშვს, გეკითხები და მიპასუხე.
- ვერ ლაპარაკობს, შეეშინდა და მის მერე ხმას არ იღებს- ძლივს წამორთქვა დაბალ ხმაზე და ბიჭს ახედა.
- რამ შეაშინა ასე ძალიან, რომ ბავშვი ვერ ლაპარაკობს, რა გადაიტანა ამისთანა? ორაზროვნად შეხედა და ფეხზე წამოდგა..
- გახსოვს იმ დღეს, დალურჯებები რომ მქონდა, რატის მამა მომივარდა და მცემა, ბავშვს გამოეღვიძა , ყვირილზე შეეშინდა და, მის მერე ჩუმადააა. ხმას არ იღებს რატი საერთოდ.
- ეგ „იმ დღეს“ ერთი თვის წინათ იყო და ჩვენ ერთად ვიყავით გოგო, ამიხსენი რამდენ რამეს მატყუებ თათა კიდევ? - გაბრაზებულმა აქცია ზურგი მისი ცრემლიანი თვალები რომ არ დაენახა..
- ვერ გითხარი, როგორ უნდა მეთქვა, ისიც კი არ იცოდი რომ შვილი მყავდა ჯარჯი.
- ხოდა რატომ არ ვიცოდი??? რატომ არ ვიცოდი, რატომ ?- გამწარებულმა გამოსცრა კბილებში - ასე რატომ მომექეცი? რა დაგიშავე ადამიანო?
- იმიტომ რომ შემიყვარდი, შენი დაკარგვა არ მინდოდა, მერჩივნა ეს ტყუილი კიდევ დიდხანს დამემალა, ვიდრე დამეკარგე, რატომ არ გინდა რომ გაიგო?!- უბრალოდ ბედნიერება მინდოდა, მეტი არაფერი, შენ ამას ვერ გაიგებ, შენ არაფერი გაქვს დასაკარგი, მე კი მქონდა, ყოველდღე მინდოდა შენთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ ვერ ვამბობდი, არ ვიცი როგორ უნდა აგიხსანა რასაც ვგრძნობდი .
- გასაგებია, თავის მართლებას აზრი არ აქვს. სიმართლე მაინც სიმართლედ დარჩება, მაგრამ იცი რაზე მეცინება? მოვდიოდი და ვფიქრობდი პასუხს მოვთხოვ, ახსნას მოვითხოვ, ყველაფერს ვაზღვევინებ -თქო, და ვერაფერი გავაკეთე, შენმა შვილმა აზრი შემაცვლევინა, მისმა ერთმა ჩახუტებამ ყველაფერი დამავიწყა, ეს ბავშვი ისეთი საყვარელიაა...
- ასეთი არაა, ზოგადად იმ ამბის მერე არავის ეკარება, უცხოებს მითუმეტეს , არ ვიცი შენთან როგორ მოვიდა, მეც გაოცებული ვარ - ღიმილიანი სახით შეხედა და ბავშვის ტირილის ხმაზე საძინებლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა..
თავი კედელზე ჰქონდა მიდებული, თვალები მაგრად დახუჭული და საკუთარი ფიქრების ერთ ადგილას თავმოყრას ცდილობდა. გაბრაზება და ღიმილი მალულად უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ბედნიერი უნდა ყოფილიყო თუ დარდით სავსე.. გულში სიხარული ჰქონდა. თითქოს დიდი ხნის უნახავი შვილი იპოვა და ახლა მისი გაშვება გეგმაშიც არ ჰქონდა საერთოდ.
**
ფინჯნები მაგიდაზე დააწყო ნინომ და აღელვებულ რძალს ნაზად აკოცა თავზე.. ხვდებოდა რაღაცა წესრიგში რომ არ იყო ,მაგრამ ზედმეტი კითხვებისაგან თავს იკავებდა. არ უნდოდა ახლადდაქორწინებულების ოჯახში ჩარეულიყო.. მისაღებში წელში გამართული შევიდა გიგა და ცოლს დივნის მოაჯირზე ჩამოუჯდა. ნაზად შემოხვია ხელი და ზედ მიიკრა. მაშინვე შეწყვიტა ცახცახი ქეთოს სხეულმა და ქმარს მთელი ძალით მეხუტა ზედ.
- რა ხდება დედიკო? - დაეჭვებულმა შეხედა მარიამმა შვილს და მერე სიძეს.. - ეს შეკრება რისთვისააა?
- რას ამბობ მარიამ, ბავშვებს ჩვენი ნახვა მოუნდათ, შენ კიდევ რეებს ეკითხები - ეცადა ღიმილით ეთქვა დავითს, თუმცა გაბრაზება მაშინვე აესახა სახეზე..
- გვინდა რომ რაღაც გითხრათ. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ზედმეტი კითხვების, პანიკის და სიგიჟეების გარეშე - ისე წარმოთქვა სიტყვები გიგამ თვალი არ დაუხამხამებია და ფეხზე წამოდგა..
- რა ხდება შვილო ?- შიში შეეპარა ნიკოლოზს და გიგასკენ გაიწია.
- ისეთი არაფერი რაც არ გაგახარებთ, უბრალოდ მხოლოდ ის მინდა რომ ამ ყველაფერს გაგებით შეხვდეთ .
- თქვი ახლა რა ხდება გიგააა ,ლამის მუდარით შეხედა მარიამმა და ხელები ერთმანეთში გადახლართა .
- ოჯახში მატება გვაქვს, მალე მე და ქეთო მშობლები გავხდებით . - რაც შეეძლო მშვიდად თქვა და შეკრებილ ხალხს თვალი მოავლო.- არ გაგიხარდათ თუ რა ხდება ? შვილი გვეყოლება, ჩვენნაირი საყვარელი , რბილი და ფუშფუშა , ხო არ ვშორდებით ხალხო რა გჭირთ?- ხმაში გაბრაზება გაერიააა და მინდიას გახედა იმის მანიშნებლად რომ დახმარებოდა..
- გილოცავ ძმაო. რა მაგარიაა . აი მესმის ამბავი - სწრაფად წამოხტა ფეხზე და ჯერ ძმაკაცს მერე ქეთოს გადაეხიაა.. - შენ არ მოულოცავ შენს ძმას? - ბრაზით გახედა თაიას და თავისთან მიიხმო.
- კი მაგრამ რანაირად? - ემოციებმა ერთიანად იხუვლა მარიამის ბაგიდან და ქეთოსკენ წავიდა.. - რანაირად ხარ ორსულად გოგო, ამიხსენი - ადექი, ახლავე ადექი და გამომყევი - მკლავში ხელი მაგრად მოუჭირა და საძინებლისკენ წაათრია.
ოთახში გამეფებული სიჩუმე ყველაზე ერთიანად მოქმედებდა,, საძინებლიდან კამათის და ათრთოლებული საუბრის ხმა შეწყვეტას არ ლამობდა.. მკვეთრად ისმოდა დედის გაბრაზებული საუბარი და ქეთოს სლუკუნი.. დაძაბული იჯდა დივნის კიდეზე გიგა და მთელი ძალით უჭერდა ხელს მინდია ძმაკაცს რომ ოთახში არ შევარდნილიყო. თითებს იმტვრევდა ნერვიულობისაგან, რომ იქ ქალი რომელსაც მისი ცოლი და მისი მომავალი შვილის დედა ერქვა ტიროდა...
ტიროდა გიგას შეცდომის გამო..
ტიროდა იმიტომ რომ გიგამ მოინდომა ყველაფერი ასე ადრიანად, ისე რომ შედეგზე არ უფიქრია.. საზიზღარი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდა, ამ მოვარდნილ ვნებას ხაზი ვერ გადაუსვა და ახლა ამისი ატანა სხვას უწევდა..
ნერვებმა უმტყუნა, ბოლომდე ვერ გაუძლო ცოლის დასჯას, გიჟივით შევარდა ოთახში, საწოლზე მჯდარ მტირალ ცოლს სევდიანი მზერა შენათა, ნელა წამოაყენა, ძლიერი ხელები შემოხვია წელზე და უთქმელად გამოიყვანა მისააღებში..
- აქ იმისთვის არ მოვსულვართ და ჩვენი სასიხარულო ამბავი იმიტომ არ მითქვამს რომ ჩემი ცოლი აქამდე მიგეყვანათ.. გასაგებია რომ თქვენთვის მიუღებელი რაც მოხდა.. მაგრამ მოხდაა, უკვე მოხდა და ამისი შედეგიც გვაქვს. ეს გოგო ჩემი ცოლია და ბავშვი რომელსაც ატარებს ჩვენი შვილია. ერთი თვით ადრე დაიბადება თუ გვიან ამაზე წყდება ჩვენი ბედნიერება? რა გინდათ რომ გითხრათ , ვნანობ-თქო? ვნანობ თუ არ ვნანობ ამით არაფერი იცვლება. ჩვენ შვილი გვეყოლება, თქვენ პირველი შვილიშვილი. ასე ხვდებიან ამ ამბავს? - მოვედით რომ ჩვენი სიხარული გაგვეზიარებინა და თქვენ კიდევ... არც ღირს კიდევ რამის თქმა - ნერვიულად აიქნია ხელი ჰაერში და კარისკენ წავიდა რომ , მამის ძლიერმა ხელმა გააჩერაა.
- ბავშვები მართალს ამბობენ, რაც მოხდა მოხდა. ამით არაფერი იცვლება. მართალია ჩვენ სხვა გარემოებებში გავიზარდეთ, სხვა ხედვა გვქონდა, სხვა ტრადიციები, მაგრამ ესენი სხვა თაობაა. ამის გამო ბავშვებს გულს ნუ ვატკენთ, თანაც ამას რა ჯობია რაც მალე გვეყოლება შვილიშვილი, მით უკეთესი. ნუ გადაირევი ხოლმე შვილო - მაშინვე გავარდნაზე ნუ ხარ, ჩვენიც უნდა გაიგო. მოდი შემოდი. დასხედით . ვისაუბროთ..
- რაზე ვისაუბრო? იმაზე რომ მამა ვხდები და ასეთი სახეებით ხართ? –
- ნუ ბრაზდები შვილო, დაუგეგმავ რაღაცეებს ასეთი შედეგები აქვს ხოლმე. ჯერ პატარა ხარ და კარგად ვერ იაზრებ, გაიაზრებ ჩვენოდენა მოიყრი თავს და მიხვდები რასაც ვამბობდი...
- არ გინდა რა მამაჩემო. სხვა დროს ვილაპარაკოთ. მგონი სათქმელი უკვე ითქვა აქ, თუ არ გჯერათ, ქეთოს შეხედეთ და დარწმუნდებით. - გამწარებულმა მიაყარა სიტყვები ერთმანეთს გამჭოლი მზერით შეხედა მარიამს. - ჯობია წავიდეთ, ქეთოც დაისვენებს.
- როგორც გინდა- მაშინვე მიხვდა ნიკოლოზი რომ გაძალიანებას აზრი არ ქონდა, კარგად იცნობდა საკუთარ შვილს და იცოდა სიტყვას არ გადავიდოდა...
- მე წამოვალ რა შეიძლება? - ძლივს გაბედა გაბრაზებული სიძესთის სიტყვის თქმა და გაუღიმა. ქეთოსთან ვიქნები ცოტა ხნით მომენტრა..
- წამოდი - რა თქმა უნდა თამრი რა კითხვაა. მე მაინც გასვლა მიწევს , ქეთოც არ იქნება მარტო - რაც შეეძლო დამშვიდებულმა უთხრა და კარისკენ წასულმა მთელი ძალით გაქაჩა ცოლი..
**

ისეთ ამინდი ედგა მუცოს ხეობას თითქოს ზაფხულმა შემოდგომა გამოტოვა და პირდაპირ თოვლის ჩამოყრას აპირებსო.. რას გაუგებ ხევს და ხევსურეთს. არც პირველი შემთხვევა იქნებოდა და არც ბოლო. სექტემბერში პირველად მოსული თოვლი...
ფეჩის წინ იჯდა მუხლდახრილი ბაღათელა და დარდი მოსვენებეას არ აძლევდა. განცდა არ ეშვებოდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ამ ზამთარს ვერ გაატანდა სულს. თითქოს ეს ბოლო დღეები იყო მისი.. გრძნობდა რომ სადღაც შეცდომა ჰქონდა დაშვებული და ვერ იაზრებდა სად. ეს კიდევ უფრო მეტად ედებოდა დარდად მის ისედაც დარდიან გულს და სულს..
- რაის ჩაფიქრებულხარ? მყუდროება დაურღია ლელამ და ქმარს გახედა.. რაის არ გასვენებს შენი ფიქრები კაცო? ამოიჩემე რაღაც და იმის გარშემო ტრიალებ..
- გულ მტკივა , - ძლივს ამოღერღა ხევისბერმა და ცოლს ახედა.. - რაღაც არ რაის ისე როგორც უნდა იყოს, რაღაც მოსვენებ არ მაძლევს.. თაიას დარდ მაწევს გულზედ ლელავ..
- თავად ხომ იც, თაიას და მინდიას ამბავი კაცო. რაის გადაეკიდე ამ გოგოს. - გიგიაი უფრო მანაღვლებს , ისე მალე დავაქორწილეთ, ვერა მაქვს გული მშვიდად.
- გიგია ბალღი როდია ლელავ? განა ცუდია ქეთო? - დაეჭვებულმა ჰკითხა ცოლს და ფეხზე ზანტად წამოდგა.
- რაღაცას მიმალავ ხევისბერო და არ მომწონს. შენი ეს აჩემება უბრლო არ იქნება ხომ ვიცი. ისე აიჩემე ახლა უნდა დავაქორწილოო, რაღაცაის გეშინია და არ გინდა გამიმხილო მგონი.
- არც რაის ლელავ, რაის უნდა მეშინოდეს, რა მაქვს საშიში? ჩემი გიგია ბედნიერია, უყვარს ქეთო.
- შენ ხომ იცი რომ ,სტყუი ახლა ! აბა რაით მაჯერებ?- გადაჭრით თქვა და ჩაიდანი ხმაურით დადგა ფეჩზე. - რაის უნდა უყვარდეს?- განა გიგია არ იყო წინააღმდეგი? განა გიგიას არ უნდოდა ქორწილის ჩაშლა? - შენ უყვარხარ გიგიას თორემა ..
- არ გინდა ლელავ. - სევდიანი მზერა მიაპყრო მოხუცმა ცოლს და თვალებში ცრემლი ცრემლი ჩაუდგა. - რაით გინდა დამაჯერო რომ ვსტყუი? რად გინდ, მითხრა რომ არასწორი ვარ ...
- ისევ სტყუი ხევისბერო- უკან არ დაიხია და მის წინ პატარა სკამზე ჩამოჯდა. - გახსოვს გიგიას როგორ არ უნდოდა ცოლის მოყვანა. - გული ვერ გატკინა ბალღმა. ვერცაი ვერ გავიგებ, რად დაგეთანხმა . არ სჩვევია გიგიას ასე მალი-მალ აზრის შეცვლა. შენ გეცოდინება მიზეზი . - რა გინდ ბალღისგან?
- რა გინდ ლელავ შენ? გგონია გიგია არ იქნებ ბედნიერი? ჩვენ რა ბედნიერი არ ვიყვენით? ხომ იცი რომ აქ მთაი, განა ბარში ვართ. წესი წესია იცოდე..
- მართალ ხარ ხევისბერო, აქ მთაი განა ბარია, თუ გიფიქრია სიმართლის მერე რა იქნებ ნეტაი?- დანანებით უთხრა ბაღათელას და საკუთარ დაკოჟრილ ხელებს დააშტერდა ლელა.
კლდოვან მწვერვალებს ქარი გამეტებით აზრიალებდა. ყველა მთაზე მაღლად ატყორცნილი მთის წვერი საოცარი სანახავი იყო კოკისპირულ წვიმაშიც კი. ვიწრო ხეობებით ჩამოკვეთილ ციცაბო კლდეებს ნელა-ნელა შეჰპარვოდათ ნისლი ფენებად. თითქოს ცას ერთიანად დაეხურა თეთრი საბანი მთისა და ჭალებისათვის.
შათეკაურების ციხესაც კი თავი დაეხარა ცათა მბრძანებლისათვის და მის მორჩილებას ელოდა მეორე დილისთვის. იქნებ ჯერ კიდევ გამოედარა ზეცას, იქნებ ჯერ კიდევ გაემეტებინა მზის სხივები მუცოს ხეობისათვის.
**
მთელი საათი იჯდა გაშლილ მაგიდასთან მინდია და საკუთარ ფიქრებს ვერ უყრიდა თავს. სად დაუშვა შეცდომა, სად ჩატეხა ხიდი, სად ვერ გადაიარა ბეწვის ხიდზე ვერაფრით ვერ იაზრებდა. კიდევ ერთხელ სცადა საყვარელ ნომერთან დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ. უკვე მერამდენედ რეკავდა არც ახსოვდა.
ბრაზი ერთიანად მოაწვა. მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და კიბეებზე ჩაირბინა. მიდიოდა და არ იცოდა რა დახვდებოდა, ერთ რამეს კი ზუსტან აანალიზებდა. ეს ქალი უყვარდა. იმდენად დიდი ხანი უყვარდა რომ მის გარეშე ყოფნა არ შეეძლო.
უნივერსიტეტის წინ სადგომზე გააჩერა მანქანა და ფრთხილად მოავლო თვალი ეზოს. მანქანის კარი ზურგს უკან დაიხურა და ნელი ნაბიჯით წავიდა მინდია ეზოს ცენტრალური ნაწილისკენ. უყურებდა და ვერ აანალიზებდა, უბრალოდ არ უნდოდა მიმხვდარიყო არ უნდა დაენახა რომ ეს მისი ცოლი იყო. კუთხეში მდგარ სკამზე ორნი ისხდნენ. ის და ვიღაც. მთავარია „ის“ თაია იყო, ვიღაც კი მინდიასათის სულ ერთი.
ნელა მიუახლოვდა მოსაუბრე წვილს და ორიოდე ნაბიჯისტოლა მანძილი დაიტოვა. ლანდის დანახვაზე მალული მზერა გააპარა თაიამ და ქმრის დანახვაზე ერთიანად წაერთვა საუბრის უნარი. სწრაფად წამოხტა ფეხზე და გვერდით დაგდებულ ჩანთას დასტაცა ხელი.
- მინდია, აქ რას აკეთებ?- შეშფოთება ვერ დამალა და ქმარს მიუახლოვდა.
- გირეკავდი, არ მიპასუხე და წამოვედი, ვინერვიულე - შეეცადა მაქსიმალურად მშვიდად ეთქვა და გაბრაზებული მზერა გააპარა მამაკაცისაკენ. - გვიანია უკვე..
- ვერ გავიგე მაპატიე. ჩემი ლექტორია დემნა გაიცანი. რაღაც ვერ გავიგე და მიხსნიდა.
- ძალიან სასიამოვნოა დემნა. მიხარია რომ ასეთი მონდომებული ადამიანი ხართ და ასე უხსნით სტუდენტებს ყველაფერს. უბრალოდ ახლა გვიანია უკვე წავიყვან ჩემს მეუღლეს ..
- რა თქმა უნდა . დიახ. - ცოტა არ იყოს დაბნეულმა დაუბრუნა პასუხი და საბოლოო მზერა შეავლო თაიას.
სახლამდე ისე იარეს ხმა არც ერთს არ ამოუღია. ზუსტად იცოდა მინდიამ , ახლა თაიას რაიმე რომ ეთქვა საკუთარ ნერვებს ვერ მოთოკავდა და აწყენინებდა.. ეზოში კუთვნილ ადგილას გააჩერა მანქანა და საშუალება მისცა პირველი გადასულიყო. მანქანაში მარტოდ დარჩენილმა ერთიანად იგრძნო სისუსტე და სავარძელს ნელა გადაადო თავი. ხვდებოდა რომ მისი ფიქრები სადღაც სხვაგან იყრიდა თავს. ნერვიულად მოისრისა შუბლი და შესასვლელისკენ წასულ ცოლს უკან გაჰყვა.
- ტელეფონის ზარი არ გესმოდა? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ერთიანად დააბნია თაია და ადგილზე გაშრა.
- არ გამიგონია, ჩანთაში მედო და ხმა გამორთული მქონდა.
- გასაგებია. ასეთს რას გიხსნიდა შენი ლექტორი რომ მთელი სამი საათი დააგვიანე ისე რომ არც გამაფრთხილე.
- ხომ გითხარი,რაღაც ვერ გავიგე..ისედაც გამიცდა ლექციები და ბევრ რამეს ჩამოვრჩი მინდია- შეტევაზე გადავიდა და მისკენ დატრიალდა.
- ჩამორჩი? რას ჩამორჩი ასეთს? მაგრამ იცი რა, შენ მგონი ვერ გაიაზრე რომ გათხოვდი, რომ ქმარი გყავს და გელოდება, რომ უნდა დარეკო და გააფრთხილო მაინც.
- ანუ გამოდის რომ ყოველი ნაბიჯი უნდა მიკონტროლო? - გაუაზრებლად უთხრა და გაბრაზების ნიშნად ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- გიკონტროლო? ეს კონტროლია? რამდენჯერ დაგირეკე ნახე, ერთხელ როგორ ვერ გაიგე ზარი? იქნებ რამე ხდებოდა თაია?
- ვერ გავიგე, ძალიან ვიყავი ჩართული . რატომ აზვიადებ არ ვიცი ..
- ანუ ვაზვიადებ. კარგი - მშვიდად უპასუხა და მანქანის გასაღები მაგრად მოიქცია მუჭაში.
- არ გშია? არაფერი გიჭამია - მეორე ოთახში გასულს გასძახა და აქამდე დაგუბებული ჰაერი ერთიანად ამოიღო ფილტვებიდან.
- შენ ჭამე. მე ჯარჯი უნდა ვნახო . კარისკენ წასულმა დაუძახა და რკინის კარი ხმაურით დახურა.
ფრთხილად დაეშვა მაგიდის წინ მდგარ სკამზე და სახე ათრთოლებულ ხელებში ჩამალა. იცოდა რომ დამნაშავე იყო , იცოდა რომ გული ატკინა კაცს რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა და მაინც, მაინც არ შეაჩერა, მაინც არ სთხოვა სახლში დარჩენილიყო. სახეზე ჩამოგორებული ცხელი ცრემლები მოიწმინდა და მხოლოდ მაშინ შენიშნა მის წინ გაშლილი სუფრა. საკუთარ თავზე გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და აქამდე ჩანთაში ჩამალული ტელეფონი ამოაძრო. ამაოდ გადიოდა ზარი, ამაოდ ირეკებოდა. იცოდა რომ მაინც არ უპასუხებდა მაგრამ მაინც რეკავდა.. მოულოდნელად დააგდო ტელეფონი იატაკზე და მოწყევტით დაეშვა. საკუთარ თავზე გაეცინა. იცოდა ამას იმიტომ არ აკეთებდა რომ მინდია მოსულიყო, მხოლოდ იმიტომ რომ მერე არ ეთქვა არ დამირეკეო.
- რა ხდება ძმაო?- ძლიერი ხელი მოუჭირა მკლავზე და ეცადა თავისკენ დაეტრიალებინა. - რაღაცა არ მომწონხარ, მინდია შემომხედე.
- მგონი შეცდომა დავუშვი - ძლივს ამოილუღლუღა და მეგობარს სევდიანი მზერით შეხედა.- თაია ბედნიერი არაა. არ უნდა მეთხოვა დახმარება გიგასთვის. ყოფილიყო რაც იქნებოდა ის.
- რას როშავ ახლა, სრულ ჭკუაზე არ ხარ?
- ნეტავ არ ვიყო სრულ ჭკუაზე. მაგრამ ვაიდა რომ ვარ. გამიუცხოვდა ჯარჯი.
- მისმინე, ოჯახი ცხოვრების სხვა საფეხურია ხომ იცი. კი არ გაგიუცხოვდა ჯერ ვერ გაითავისა რომ შენი ცოლია. აქამდე მალვით იყო. მერე კი ისე მალე მოხდა თქვენი ქორწინება . ხო იცი ჯერ მაინც პატარაა. აცადე ცოტა ხანს, უკეთ გაგიცნობს, მიგეჩვევა.
- ეხლა შენ მე მაწყნარებ . მაგრამ ასე არაა. მის თვალებში ბედნიერებას ვერ ვხედავ ძმაო.
- ხოდა დაანახე რა არის ბედნიერება მინდია. სახლსა და უნივერსიტეტს შორის დადიოდა მარტო, სადმე თუ იყო იქ ჩვენც ვიყავით, ახლა შენ დაანახე რა არის ბედნიერება. აუხსენი რომ მზად ხარ გაუგო ყველანაირად, რომ მისთვის მხოლოდ ქმარი არ ხარ.
- უნივერსიტეტი არა? - ღიმილით დააბრუნა კითხვა და ჭიქაში დარჩენილი ალკოჰოლის ბოლო წვეთები ჩაიცალა.- იმდენი ხანია მიყვარს, ასე მგონია ჩემად მყავს გათავისებული.
- მაგრად ახურებ მინდი - სიმშვიდე შეინარჩუნა და მორიგი ჭიქა ააცალა. - ხო იცი ჩემი ძმა ხარ. ჩემი სული და გული ხარ. მაგრამ აცალე გოგოს ცოტა ხანს. აცალე და ნახავ როგორ გამოსწორდება ყველაფერი. მიეცი ის თავისუფლება რაც სულ უნდოდა რომ ჰქონოდა.. თუ გინდა გიგასთან ავიდეთ და დაველაპარაკოთ .
- შენ ხო არ უბერავ !- სიმკაცრე გაერია ხმაში და ფეხზე წამოდგა. სიტყვა არ დაგცდეს გიგასთან. იმას თავისი გასაჭირი ეყოფა. ახლა კიდევ მე ჩემი ეჭვებით ვერ დავუმძიმებ ცხოვრებას ძმაო.
- როგორც გინდა. წამოდი სახლში გაგიყვან და დაიძინე. დილით შენს ცოლს რომ დაინახავ ყველაფერი კარგად იქნება ნახავ. -ხელი შემოხვია და ბარიდან გასვლაში დაეხმარა ძმაკაცს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნეტავ რა სჭირს თაიას ისე ძალიან უყვარდა მინდია ესე უცებ გადაიყვანა ვერ დები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


ველოდი სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ არც ასე შემობრუნებას.
თაიასი მესმის რაღაცნაირად, მაგრამ თან არ მესმის. დალაგდებიან ალბათ მალე და ხევისბერის გული არ გაამართლებს.
გიგიას ყოფილი ნერვებს მიშლის და კარგს რომ არაფერს მოუტანს ამ ორს ფაქტია.
ახლა ყველაზე მეტად ის საიდუმლო მაინტერესებს რასაც ეგ ორი ოჯახი ასე მონდომებით მალავს. იმედია მართლა არ შეეწირება გიგიას და ქეთოს ურთიერთობა საიდუმლოს გაცხადებას :(
ველოდები შემდეგს❤️

 


№3 სტუმარი ნანო

ველოდებით ახალ თავს არ დააგვიანო რა

 


№4 სტუმარი სტუმარი ....

ახალი თავი გვინდა რაც შეიძლება მალე???????????????????????????????????????? აღარ გვალოდინო დავიტანჯეთ აქ ხალხი????????????????????

 


№5  offline ადმინი თუკა

რუსკიმარუსია
ველოდი სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ არც ასე შემობრუნებას.
თაიასი მესმის რაღაცნაირად, მაგრამ თან არ მესმის. დალაგდებიან ალბათ მალე და ხევისბერის გული არ გაამართლებს.
გიგიას ყოფილი ნერვებს მიშლის და კარგს რომ არაფერს მოუტანს ამ ორს ფაქტია.
ახლა ყველაზე მეტად ის საიდუმლო მაინტერესებს რასაც ეგ ორი ოჯახი ასე მონდომებით მალავს. იმედია მართლა არ შეეწირება გიგიას და ქეთოს ურთიერთობა საიდუმლოს გაცხადებას :(
ველოდები შემდეგს❤️


მადლობა აზრის დაფიქსირებისათვის. ყოველთვის ყველაზე მეტად ეს მიყვარს როცა მკითხველი თავის აზეს და ემოციას გიზიარებს. მადლობა ამისთვის.

სტუმარი ნესტანი
ნეტავ რა სჭირს თაიას ისე ძალიან უყვარდა მინდია ესე უცებ გადაიყვანა ვერ დები ახალ თავს მადლობა წარმატებები

მალე დავდებ ახალ თავს და მალე გაიგებთ ყველაფერს.
--------------------
4love.ge

 


№6 სტუმარი

მომეწონა, მაგრამ ახალ თავს მოუთმენლად ველოდები!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent