შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(5)


15-12-2023, 21:15
ავტორი sati
ნანახია 1 864

სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ტკივილს, რაც ნინოს გარდაცვალებამ მომაყენა. გაუბედურებული ლაშა და პეტრეს ყურება ცალკე ტანჯვა იყო. ყოველდღე იქ ვიყავი, ღამეც იქ ვრჩებოდი, დედამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ის იქ გახდა ცუდად. უამრავი ხალხი მოდიოდა, ლაშა მინისტრის მოადგილე იყო და მთელი მთავრობა იყო მოსული ერთ დღეს, მაგრამ სხვა არავინ შემოუშვეს სახლში სანამ ისინი აქ იყვნენ. დიდხანს ლაპარაკობდნენ, ლაშაც ცუდად იყო. რამდენჯერმე გამოვიძახეთ სასწრაფო, რადგან გულის წასვლის პირას იყო. ძალიან განიცდიდა, მერე პეტრეს და ლაშას რო უყურებდა საერთოდ ჭკუიდან გადადიოდა. მერე მე შემომხედავდა, მამაჩემი ახსენდებოდა და ვეღარც ვასულიერებდით. ბიძაჩემი მამას გარდაცვალების შემდგომ ყველაზე ძლიერ ადამიანად მიმაჩნდა, რომელსაც არაფერი არ დააკლებდა. ახლა კი ისეთი უმწეო იყო.. რაღაცნაირად თავს მეც ისე დაუცველად ვგრძნობდი. ვერ ვხვდებოდი რითი უნდა დავხმარებოდი ან პეტრეს ან ლაშას, მაგრამ ის კი მახსოვს რომ ამ დროს არაფერი გშველის. არც არავის მოჩვენებითი თანაგრძნობა, თუმც გულწრფელი, არც ამდენი ხალხი რომელიც მოდის და გიყვება რამდენად კარგი ადამიანი იყო მამაშენი, არც ის სიტყვები გშველის - დრო ყველაფრის მკურნალია. არც იმის გწამს რომ ღმერთის ნება იყო. ეს ყველაფერი უფრო და უფრო გაღიზიანებს. და ყველაზე საშინელი სიტყვები რაც შეიძლება ამ დროს ადამიანს უთხრა არის ის, რომ აქ წვალობდა და იქ უკეთესად იქნება. ნინო და მამაჩემი აღარ იყვნენ. ლაშა და პეტრე აღარასდროს იქნებოდნენ ისეთები, როგორც ადრე და ალბათ ბიძაჩემი ვეღარასდროს გაიღიმებდა ისე, რომ ნინო არ გახსენებოდა. შეიძლება ფიქრობთ რომ ვადრამატულებ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რა შეკრული და ბედნიერი ოჯახი ვიყავით მამას სიკვდილამდე. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მეორე დღეს ვაჩე და სალომე მოვიდნენ. პეტრე შემოვიდა ოთახში და დამიძახა.
-შენი მეგობრები მოვიდნენ ელა-გავედი შიგნით შემოვიყვანე, სასახლეს შემოუარეს და გარეთ გასვლა მთხოვეს მათთან ერთად. მერე ვაჩემ რაღაც კონვერტი ჩამიკუჭა ჯიბეში, მვიხვდი რომ ფული იყო. ეგრევე ამოვიღე და უკან დავუბრუნე, მაგრამ აგმაჩერა.
-მე ვმუშაობ, სადაზღვევოში. ჩემი ფულია-და უკან დამიბრუნა-ძალიან მიყვარდა ბიცოლაშენი.
-ვიცი. ერთადერთი იყო ვისაც ჯეროდა რომ მართლა მეგობრები ვიყავით. მასაც ძალიან უყვარდი-კიბეებზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში მოვიქციე. მივხვდი, რომ რაც ნინო გარდაიცვალა ერთხელ არ მიტირია, ალბათ პეტრეს და ლაშასთვის სანერვიულოს დამატება არ მინდოდა. ისედაც გული უსკდებოდათ, რომ დარდისგან მეც რამე დამემართებოდა ან რამე სისულელეს გავაკეთებდი, ამიტომ მათ წინ მამაცი სახით ვიდექი.
-გინდა გავიდეთ სადმე?-სალომე გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია-ცოტახნით რომ წამოხვიდე იქნებ უკეთ იგრძნო თავი, არ შეიძლება ამდენი ტირილი ვაი ვაგლახის მოსმენა.
-ვერ დავტოვებ ჩემ ბიძაშვილებს ეხლა სალომე.. მაგრამ მადლობა რომ მოხვედით-მართლა ბევრს ნიშნავდა, რომ მოვიდნენ. ახლა არ მქონდა იმაზე ფიქრის ნერვი, რომ მათზე გაბრაზბეული ვიყავი და არც უხეშად საუბარი მინდოდა არავისთან. ბიცოლაჩემს ეს არ მოეწონებოდა. ნინო ისეთი ქალი იყო, არავის განსჯიდა, ალაბთ ჩემს ადგილას ვაჩესთანაც არ გაწყვეტდა ურთიერთობას. მაგრამ მე აუცილებლად მეტყოდა, რომ ასე უნდა გამეკეთებინა რადგან ჩემზე სულ დარდობდა.
-კარგი ჩვენც აქ ვიქნებით-ვაჩემ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-მომეცი ერთი ღერი მეც-ახლა რომ არ მომეწია ალბათ მართლა ჭკუიდან გადავიდოდი. ვაჩეც არ შემწინააღმდეგებია, მომაწოდა და მოვუკიდე.
-როდის არის გასვენება?-სალომემაც მოუკიდა და სადარბაზო სულ სიგარეტის ბოლში გაეხვია.
-ხვალ-ამ 3მა დღემ ფაქტობრივად ელვისებური სისწრაფით ჩაიარა. გუშინ წინ მოხდა ეს ყველაფეირ, მაგრამ უძილობის გამო მეგონა 2 საათი გავიდა მას შემდეგ რაც პეტრე ჩემთან მოვიდა.
-ელა!-სადარბაზოში პეტრეს ხმამ დასჭექა და ყველამ მე გამომხედა, ჩქარა მოვიდა ჩემთან და სიგარეტი პირიდან გამომაცალა-ეს-თვალთან მომიტანა ანთებული სიგარეტი- მეორედ შენს ხელში არ დავინახო-ამჯერად მშვიდად თქვა, ძირს დააგდო სიგარეტი და ფეხი დააბიჯა-შედი დროზე შიგნით ლაშასთან-არ ვიცი რატომ , მაგრამ თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, მაგრამ სანამ პეტრე დანახვას მოასწრებდა შიგნით შევედი და აბაზანაში შევიკეტე. ვაჩე და სალომე წავიდნენ, მიხვდნენ, რომ ახლა უადგილო იყო მათი აქ ყოფნა. ვერც დავადანაშაულებ. საღამოს ყველა რომ წავიდა , მე პეტრე და ლაშა დავრჩით. გიას ეძინა.
-მომისმინე..-პეტრემ ამოიოხრა-რაც არ უნდა მოხდეს.. ცხოვრებაში არც სიგარეტი და არც სხვა არაფერი მსგავსი დავინახო შენს გვერდით, ირგვლივ, ქვემოთ თუ ზემოთ. გაიგე?
-ეწევი?-ლაშამ გამომხედა.
-არა, ერთი ღერი მოვწიე და გადამაყოლა. აღარ მოვწვე დამშვიდდი-აბა კი, აღარ მოვწევ.
-არ მაინტერესებს-პეტრემ ისევ გაიმეორა-ეხლა შენ დამიმატე კიდე სანერვიულო ელა, ხვალ ლუდის ქილით დამხვდი საერთოდ.
-გავიგე.
-არა ვერ გაიგე! რატომღაც გადაწყვიტე რომ დიდი ხარ, დიდი რო იყო ესეთ სისულელეებს არ აგაკეთებდი. ნინოც აღარ არის რომ მიგითითოს, დედაშენი აქ არ არის, მამა...
-გაჩერდი-ლაშამ დაასტოპა.
-დედა შევე*ი-შეიგინა და ოთახიდან გავიდა, აეტირა. პეტრე ჩემზე უფრო განიცდიდა ახლა, ვიდრე საკუთარი თავის, მამსი ან ძმის გამო. მე კიდევ ჩემი სისულელით როგორ ვანერვიულე. მასთან გავედი და ჩავეხუტე.
-ბოდიში-ვიცოდი რომ აქ საქმე სიგარეტში არ იყო, მაგრამ ბოდიშის მოხდა მაინც გადავწყვიტე. ცრემლები მოიწმინდა, არ უნდოდა რომ მე ასეთი დამენახა.
-კარგი, გვეყო, ხვალ ასეთი სახით სირცხვილია ხალხში გამოჩენა. უნდა გამოვიძინოთ ყველამ ცოტახნით.
-დავწვები ცოტახანში.
-არა, ცოტახანში არა. ლაშა შენც.
-ჰო, კიდე გადავურეკავ და..
-არავის არ გადაურეკავ, ღამის 3 საათია, ხვალ გავარკვევთ ყველაფერს. შედი დროზე ოთახში-ორივე შეგვყარა საძინებელში და თვითონაც დასაძინებლად წავიდა. გასვენებაში უამრავი ხალხი იყო, შეიძლება უადგილოა ხუმრობა, მაგრამ სასახლეზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ რჩებოდა ისე ებღაუჭებოდა ხალხი. ბიცოლაჩემი მთელს თბილისს უყვარდა და მისი სიკეთის შესახებ ყველამ იცოდა. ათასობით ადამიანი მოდიოდა ყოველდღე ნინოსთან და დახმარებას თხოვდა თუ მატერიალრუს, თუ სამსახურით, ტუ მორალურს. ნინო არავის უარით არ ისტუმრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძაჩემი სულ ეჩხუბებოდა ნინო ამდენ ადამიანს ნუ იღებ სახლშიო. მოგეხსენებათ ლაშას თანამდებობიდან გამომდინარე მასთან ხშირი იყო თხოვნები, თუმცა პირდპაირ მას ვერ უბედავდნენ და ამიტომ მოდიოდნენ ბიცოლასთან. უცბად ვიგრძენი, რომ უკან ვიღაც მედგა და მიყურებდა, ნელა გავიხედე და ნერსე დაივნახე.
-ვიზიარებ-მოულოდნელად წამოვიდა ჩემსკენ, წელზე ხელი შემომხვია, ჩამეხუტა და გადამკოცნა. წამიერად შემომხედა თვალებში, თუმცა მალევე გაბრუნდა და ვაჩეს მიუდგა გვერდით. სალომე და რატიც იქ იყვნენ და შორიდან ხელი დამიქნიეს. კიდევ რამოდენიმე ჩემს კურსელს ვხედავდი. ქელეხს არ ვაპირებდით, ვიწრო წრე შევიკრიბებოდით სახლში, ლაშა ძალიან ცუდად იყო ფეხზე ძლივს იდგა. ყველა სახლისკენ რომ დაიძრა, მე პეტრეს 2 წუთი დალოდება ვთხოვე, ნერსესთან და ვაჩესთან მივედი.
-მადლობა, რომ ეს დღეები აქ იყავი-ვაჩეს მივუბრუნდი-ბევრს ნიშნავს. მადლობა ყველას მეგობრებო-შემდეგ ნერსეს მივაჩერდი, როგორ მომნატრებოდა. მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ ისეთი ცივი გამომეტყველება ჰქონდა, სახეშიც კი არ მიყურებდა. საერთოდ გაბრუნდა და მანქანისკენ წავიდა, ისე რომ არც დამშვიდობებია.
-ნენე.. გთხოვ არ გინდა-ვაჩემ მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, მაგრამ იმ წამსვე ისე მალე შემეცვალე გამომეტყველება და ისეთი საყვედურით გავხედე, რომ ეგრევე ამარიდა თვალი.
-ვიზიარებ ნენე-რატი ჩამეხუტა, მეც მოვხვიე ხელები და მადლობა გადავუხადე. ამასობაში პეტრე მობრუნდა.
-გამარჯობა, ელა წავედით.
-ვიზიარებთ ბატონო პეტრე-ვაჩემ ხელი ჩამოართვა.
-მადლობა, თქვენი სახელი?
-ვაჩე.. ნენე... ელას კურსელი ვარ.
-ვაჩე, მადლობა. მეცნობი სახელით. ნენეს ახლო მეგობარი ხარ?
-შეიძლება კი, ვაჩე, სამხარაული-და აი აქ მინდოდა რომ მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი.
-სამხარაული-პეტრემ ნელა გამოატრიალა ჩემკენ თავი და ლამის კბილების კრაჭუნი დაიწყო-კარგი, სასიამოვნოა. წავალთ ჩვენ, მადლობა რომ გვერდში დაუდექით ელას-ხელი ჩამავლო მკლავში უხეშად და მანქანისკენ წამიყვანა-სამხარაული ესე იგი-კიდევ ერთხელ გამოსცრა კბილებში. უკან გავიხედე და დავინახე როგორ გვიყურებდა ნერსე, თითქოს ჩვენკენ წამოსვლას აპირებდა.
-პეტრე გეხვეწები ხელი გამიშვი-ნერსეს აშკარად არ ესიამოვნა ასე რომ მივყავდი-სირცხვილია-ჩვენკენ დაიწყო სიარული, მაგრამ საბედნიეროდ შორს იყო.
-სახლში დაგელაპარაკები მე შენ-პეტრემ მანქანაში ჩამსვა, კარი მოაჯახუნა და სახლში წავედით. ყველა მალევე წავიდა, რომ მარტო დავეტოვებინეთ. გია დასაძინებლად დაწვა, ლაშა და პეტრესთან ერთად დავრჩი. დასაძინებლად დავაპირე მეც წასვლა, მაგრამ ვინ გაცდიდა.
-დარჩი-როგორც ძაღლს უბრძანებდა ისე მომაძახა-დაჯექი-მაგრამ ახლა არ ღირდა მასთან კამათი.
-რა ხდება-ლაშას მაგიდაზე ედო თავი, მაგრმა პეტრეს ასეთ ინტონაციაზე ეგრევე წამოწია თავი-ჰა?-და მერე მე გამომხედა წარბაწეულმა.
-რა ხდება ხო? ამდენი ხანი ცხოვრობდი ელასთან და ერთხელ ვერ გაიგე რომ სამხარაულთან ძმაკაცობს?!-პეტრემ მაგიდაზე დაარტყა მუშტი და ლაშას შეუღრინა.
-ვისთან?-ლაშა საერთოდ ფეხზე წამოდგა და მასწავლებლივით დაეყრდნო მაგიდას ხელებით.
-აუ..-თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეგინებინა არც ერთი.
-რომელ ძმასთან-ლაშამ ისევ გამიმეორა კითხვა.
-აი მაგას რა მნიშვნელობა აქვს
-აქვს!!-პეტრემ იმხელაზე დაიღრიალა გია გამოვიდა ოთახიდან.
-ბიჭო თვენ ნორმალური ხართ?! დედა თქვენი ეს ესაა დავასაფლავეთ და რა ამბები ატეხეთ ჩემს სახლში?!
-ხო ავტეხეთ!-პეტრემაც დაუყვირა-იცი ვისთან დადის შენი დისშვილი?
-პეტრე!-დავუყვირე, ბიძაჩემს ეს ინფორმაცია ისე მიაწოდა, რომ ფაქტობრივად გამომყივანა.
-რა? დადის?-გია ოთახში შემოვიდა და კარი მიაჯახუნა ისე რომ ზედა მხარე საერთოდ ჩამოტყდა.
-დადის რა მეგობრობს, შენ კიდე ნუ უხეთქავ ამ კაცს გულს-ლაშა ეცადა სიტუაცია გაენეიტრალებინა.
-სამხარაულთან-ბიძაჩემს თვალები გაუფართოვდა, სახეზე სულ გაწითლდა და მაგიდაზე ხელი დააბრახუნა.
-რა.. ? რას ბოდავთ! ელა, ვისთან მეგობრობ? იცი შენ ეგენი ვინ არიან?
-იცის, საქმეც ეგ არის-პეტრე არ დანებდა და ცეცხლზე ნავთს ასხამდა.
გია სწრაფი ნაბიჯებით მოვიდა ჩემთან.
-თუ გინდა, რომ არც მე, არც პეტრე და არც ლაშა ციხეში არ ჩავჯდეთ, მაგ ნაბიჭვრების ოჯახს განა ახლოს გაეკარები ან რომელიმე ძმასთან დაგინახავ, აი .. ყურიც რო მოვკრა ქალაქში, ვინმემ თქვას, რომ ჩემი დისშვილი სამხარაულთან დაინახეს, ჭორიც რომ იყოს, ან ძველი ამბავიც უკვე, ერთ ქუჩაზეც რომ დაგინახონ გავლილები, ერთ მაღაზიაში რო აღმოჩნდეთ შემთხვევით... ჩათვალე რო ორივე ძმას და მთელ ოჯახს დედა ექნება მოტყნული, გასაგებია?!-ბოლო სიტყვა დაიყვირა, მისმა ხმამ მთელს სადარბაზოში დაიჭექა-ნერვები არ მომიშალო ელა, ბიცოლაშენი აღარ არის, არც მამაშენი არ არის, რომ მოგხედოს და ცოტა ჭკუაზე მოგიყვანოს, დედაშენი გინდ ყოფილა გინდ არა, ხოდა აი ეხლა მე მოგხედავ. დღეიდან გადმოხვალ ჩვენთან, უნივერსიტეტიდან მოხვალ აქ, მეგობრების ნახვა მოგინდება მოვლენ აქ. სანამ არ დავიჯერებ რომ სამხარაულებთან გაწყვიტე ურთიერტობა... ფეხს აღარ გაადგამ არსად. არც გაბედო შეპასუხება. წადით ეხლა დაიძინეთ და მეორედ ამ სახლიდან ყვირილის ხმა აღარ გავიდეს-თითი დამიქნია, ცოტახანი მიყურა თვალებში და მერე ოთახში შებრუნდა. ისეთი სიბრაზით ვიყავი ავსებული, რომ თავი ვერ შევიკავე.
-ნუ შემეცით რა-ტირილი დავიწყე, კარისკენ წავედი წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ლაშამ დამიყვირა.
-ელა!-გამომეკიდა, ხელი ჩამავლო და საძინებელში შემიყვანა- ნუ ცდი ნურც მამას და ნურც პეტრეს. შედი ეხლა დროზე-კარი გარედან დაკეტა და მარტო დამტოვა.
***
მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი, არ ვაპირებდი, მაგრამ არც ლაშასთან და არც პეტრესთან საუბარი არ მინდოდა. დილით ადრე გავედი სანამ რომელიმე გაიღვიძებდა. ჩემდა გასაკვირად თსუს ეზოში იდგნენ ვაჩე, სალომე და რატი. ესე იგი ამათ ხო ვერაფერი დაშლის, რატის და ვაჩეს გარდა ყველას ერთმანეთთან ჰქონდა სექსი, პრინციპში არ გამოვრიცხავ ამ ფაქტსაც.. 21-ე საუკუნეა. გვერდის ავლა უზრდელობა იქნებოდა, მაგრამ ვაჩესთან ერთად არ მინდოდა ვინმე კეთილისმსურველს დავენახე და მერე ყველაფერი ჩემს ბიძას და ბიძაშვილებს გაეგოთ, ამიტომ ეგრევე უნივერსიტეტისაკენ წავედი. მაგრამ ვაჩე რა ის ვაჩეა, რომ ასე ადვილად დამანებოს თავი და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ.
-რა გინდა ესე ადრე აქ?-მკლავში ჩამავლო ხელი მსუბუქად რომ გავეჩერებინე.
-ლექციები მაქვს. მაგვიანდება.
-არ გაგვიანდება, 9-ის ნახევარია და ნახევარი საათი გაქვს. ვილაპარაკოთ რა ნენე გთხოვ-ნენეს რო მეძახდა ეგრევე გული მილბებოდა, მაგრამ ახლა ამას ჩემთვის არ ვაკეთებდი. არც ვაჩესთვის ან ნერსესთვის. ჩემი ოჯახი ვეღარ გადაიტანდა ამდენ სადარდებელს, გიას რამე რომ მოსვლოდა ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. ჩემი ბიძაშვილებიც გიჟებს გავდნენ და უკვე თქვენც ხვდებით რომ ნამდვილად გაიხდიდნენ საციხოდ საქმეს ოღონდ ამ ოჯახისთვის ჩამოვეშორებინე.
-შენ რაღაც ვერ გაიგე მეგმონი-მკაცრად გავუბრუნდი-მადლიერი ვარ რომ გვერდში მედექით ეს დღეები, მაგრამ არაფერს არ ცვლის ეს. შენნაირ ადამიანთან ურთიერთობა არმინდა, შეიგნე და გაიგე თუ შეილება ერთხელ და სამუდამოდ-ვეცადე მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ უხეშად მეთქვა მისთვის ყველაფერი, რადგან დაეჯერებინა ჩემთვის.
-მეგონა მაშინ უბრალოდ გაბრაზებული იყავი და გადაგივლიდა..
-რა გადამივლიდა? მაფიოზებთან ყოფნის აღარ შემეშინდებოდა? შენ თავი ფილმებში გგონია ხო? შენთვის არაფერს ნიშნავს შეიძლება შენი უსაფრთხოება იმიტომ რომ ოჯახის წევრი ხარ. ჩემთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ოჯახის შექმნა მინდა იცი? ერთხელ არ მინდა გავიღვიძო რომელიმე შენს ფართიზე და ვიღაცეები შემოვარდნენ იარაღით იმიტო რო თქვენმა საქონელმა დააგვიანა ჩამოსვლა, ან ვინმეს ვალი გაქვთ ან პირიქით არ ვიცი.. მშვიდი ცხოვრება მინდა. ჩემს აშილლობას რო მიხსენებ ყოველ ორ წუთში ერთხლე, იცი რომ წამლებზე მეტად სტაბილურობა მჭირდება? სტაბილური მშვიდი ცხოვრება. ოდნავ თუ მაინც გადარდებ როგორც მეგობარი , თავს გამანებებ და შენ შენ გზას გაუყვები და მე ჩემსას. არც სალომესთან, რატისთან და მითუმეტეს ეველისთან არ ვაპირებ ურთიერთობის გაგრძელებას, ამიტომ სამეგობროც არ გაიხლიჩებით. ერთი თხოვნა მაქვს, რომ შენც და შენმა ძმამაც თავი დამანებოთ-ვაჩე კარგად მიცნობდა, მაგრამ ისეთი გულუბრყვილო და სენსიტიური იყო, რომ თითოეული სიტყვა გულზე მოხვდა. თვალებში ცრემლები შევატყე და რაც უფრო ვაგრძელებდი საუბარს, უფრო უცრემლიანდებოდა. ვეღარ გავუძელი და ბოლოში ხმა ჩამიწყდა, მაგრამ უკვე საკმარისი იყო. გავტრიალდი და უკვე მეც აცრემლიანებული თვალებით წავედი უნივერსიტეტისაკენ.
-ე ელა!-რატის ხმა გავიგე, რომელიც ხელს მიქნევდა მოდიო, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება და კიდევ უფრო ჩქარი ნაბიჯებით შევედი უნივერსიტეტში. აუდიტორიაში ავედი, დაკეტილი მეგონა მაგრამ ღია ყოფილა. შიგნით მაგიდასთან ვიღაც კაცი იჯდა ზურგით ჩემსკენ.
-გამარჯობა.. მეგონა აუდიტორია დაკეტილი იქნებოდა-ცრემლები მოვიწმინდე, ის კაციც შემობრუნდა და უცბად შევკრთი. ნერსე იყო.
-წესით დაკეტილი უნდა ყოფილიყო-ჩემსკენ წამოვიდა და კარი მიხურა. შემდეგ სახიდან ცრემლი მომწმინდა. მეგონა ახლა მკითხავდა რატო ვიყავი ასე, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ალბათ ფანჯრიდან ყველაფერი დაინახა-იმედია ეხლა ვაჩეს რა ტყუილებიც ელაპარაკე იგივეთი არ გამისტუმრებ და რამე კრეატიულს მოიგონებ-მინდოდა რომ ჩავხუტებოდი და ტირილი დამეწყო, მინდოდა დავემშვიდებინე. მინდოდა რომ ახლა რაც ვეტყოდი არც ერთი სიტყვა არ მოესმინა, ხელი ჩაევლო და ძალით წავეყვანე ისევ მასთან სახლში და მერე ერთად მოგვეფიქრებინა რამე, რა გაგვეკეთებინა, ბიძაჩემისთვის და დედასთვის რა პასუხები გაგვეცა, მაგრამ ... რეალისტური უნდა ვყოფილიყავი. ასეთი ოჯახის წევრი მე ვერასდროს გავხდებოდი.
-ჯერ ფიქრობ რომელი ტყუილი დამაჯერო?-ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე ამიწია ისე რომ მისთვის თვალებში მეყურებინა-ჰმ?-პასუხს ელოდებოდა.
-არა-ცრელმები ღვარღვარით მომდიოდა თვალებიდან, მაისურის სახელურით მოვიწმინდე, მისი ხელი მოვიცილე და ფანჯრისკენ წავედი.
-გადახტომას თუ აპირებ იმედები მინდა გაგიცრუო ჟალუზები აქვს-სიცილით მითხრა. ნეტა არ ჰქონოდა. უბრალოდ მისთვის თვალებში ყურება არ მინდოდა.
-არ მიყვარხარ.
-კარგი დასაწყისია, აბა შემოტრიალდი და ისე მითხარი-მისკენ გავბრუდნი.
-არ მიყვარხარ-კიდევ გავიმეორე, თითქოს ვცდილობდი ჩემი თავისთვის დამეჯერებინა.
-აბა რა გატირებს?-ისევ ჩემკენ დაიწყო წამოსვლა, აშკარად ვერ იტანდა როდესაც ოდნავი დისტანცია მაინც იყო ჩვენს შორის.
-არ ვტირი-ცრემლები მოვიწმინდე ისევ.
-ცოტა მეტი დამაჯერებლობა გჭირდება, გაიღიმე და დავიჯერებ.
-ნერსე, არ მიყვარხარ-ამჯერად უფრო ხმამაღლა ვთქვი იმ იმედით, რომ დაიჯერებდა. ამ დროს სმენასთან ყველაფერი მშვენივრად ჰქონდა, რატომ ვუმაღლებდი ხმას მეთითონაც არ ვიცი.
-აჰა. და მე რა ვქნა რო შენი არ მჯერა რამდენად ხმამაღლადაც არ უნდა მითხრა?-კიდევ უფრო შეამცირა დისტანცია და ჩახუტება სცადა, რომ დავემშვიდებინე, მაგრამ ხელი ვკარი.
-ეხლა არ გაბედო ჩემთან შეხება-ხელი აწეული მქონდა რომ დისტანცია შეენარჩუნებინა-არც ძალით წაყვანა არ გაბედო არსად. სერიოზულად ვამბობ! თუ ეცდები და წამიყვან პოლიციაში გიჩივლებ და არ მაინტერესებს ვინ გყავს ბლატებიანი მანდ. შემაკავებელ ორდერს გამოგიწერ.
-და შეილება გავიგო რატომ? ოღონდ გავიგე რო არ გიყვარვარ და ნამდვილი მიზეზი?
-არ აქვს ნამდვილ მიზეზს მნიშვნელობა.
-მოდი გამოვიცნო, ბიძამ ყველაფერი გაიგო?
-არა. იმიტომ რომ ვაჩე მიყვარს... და ამას ვერც ერთს ვერ გაგიკეთებთ-თუ მინდოდა რომ თავი დაენებებინა ყველაზე აბსურდული ტყუილი უნდა მომეფიქრებინა, რომელსაც ერთი შეხედვით არ დაიჯერებდა, მაგრამ იმხელა დარტყმას მიაყენებდა მის თავმოყვარეობას, რომ წამით მაინც დაფიქრდებოდა. ზუსტად წამი მჭირდებოდა, რომ დამეტოვებინა აუდიტორია და სანამ აზრზე მოვიდოდა წავსულიყავი. სახე შეეცვალა, ენით ვერ აგიღწერთ რა დაემართა, უცბად დაემსგავსა ნაცემ ძაღლს. გაშავდა. გაცინება სცადა, უნდოდა ხუმრობად მიეღო, სახეზე ათჯერ მაინც შეეცვალა გამომეტყველება. მე კიდე ისევ მეტირებოდა, არ ვიცი შეიძლება ამიტომაც დაიჯერა. ერთი მაინც ვიცოდი, ნერსე ამას ვაჩეს არასდროს არ ეტყოდა, ან ცოტა რომ დაფიქრდებოდა მიხვდებოდა რომ მოვატყუე.
-ადამიანი, რომელსაც გამბედაობა არ აქვს იმის, რომ პირდაპირ მითხრას რატომ არ უნდა ჩემთან ყოფნა.. და იგონებს ათასგვარ მიზეზს ლაჩრულად, ჩემს გვერდით არ წარმომიდგენია. კარგად იყავი, ელა- ელა დამიძახა. ჩემი სახელი ჩემ ყველაზე დიდ კოშმარად იქცა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ხოო , ვკითხულობ ამ ისტორიას ,რომელიც ძალიან საინტერესო და მძაფრი ემოციებით არის სავსე,ისტორიას რომელშიც პერსონაჟები და მათი ემოციები "სულარეულია" საინტერესოა ნენეს სასწორი რომელ მხარეს გადასწონის ,გოგონასი რომელიც საკუთარი პრობლემებითაა სავსე, თუმცა არჩევანის უფლებასაც არ უტოვებენ. რთულია მისი მდგომარეობა და კიდევ უფრო რთულია გამოსავლის პოვნა ,როდესაც ორივე მხარე შენთვის მნიშვნელოვანია.როდესაც იცი,რომ არჩევანს დანაკარგი და გულისტკენა მოყვება... ინტერესით ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები .რას ან ვის დათმობს ორივე მხარე ნენეს გამო ან დათმობენ კი მათ ცხოვრებისელ პრინციპებს და შეხედულებებს .. გელოდები ავტორო როგორ ან როდის დალაგდება ეს "სულ"არეული"სიტუაცია..ძალიან ძალიან კარგი ისტორიაა..

 


№2  offline წევრი sati

Daldoni Daldoni
ხოო , ვკითხულობ ამ ისტორიას ,რომელიც ძალიან საინტერესო და მძაფრი ემოციებით არის სავსე,ისტორიას რომელშიც პერსონაჟები და მათი ემოციები "სულარეულია" საინტერესოა ნენეს სასწორი რომელ მხარეს გადასწონის ,გოგონასი რომელიც საკუთარი პრობლემებითაა სავსე, თუმცა არჩევანის უფლებასაც არ უტოვებენ. რთულია მისი მდგომარეობა და კიდევ უფრო რთულია გამოსავლის პოვნა ,როდესაც ორივე მხარე შენთვის მნიშვნელოვანია.როდესაც იცი,რომ არჩევანს დანაკარგი და გულისტკენა მოყვება... ინტერესით ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები .რას ან ვის დათმობს ორივე მხარე ნენეს გამო ან დათმობენ კი მათ ცხოვრებისელ პრინციპებს და შეხედულებებს .. გელოდები ავტორო როგორ ან როდის დალაგდება ეს "სულ"არეული"სიტუაცია..ძალიან ძალიან კარგი ისტორიაა..

შემდეგ თავში დალაგდება, უბრალოდ არარეალური იქნებოდა ასეთი ამბის მერე ნენე ეგრევე ცოლად გაყოლოდა და ბედნიერად ეცხოვრათ. ზუსტად ნენეს შინაგანი ბრძოლების ჩვენება მინდა ამ ისტორიით მიხარია ასე სიღრმისეულად რომ კითხულობთ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Maia

Dalian kargi istoria. Madloba

 


№4 სტუმარი Ani

Axali tavi rodis daideba?

 


№5  offline წევრი sati

Ani
Axali tavi rodis daideba?

გავაგზავნე შესამოწმებლად, წესით ხვალ აიტვირთება. <3

სტუმარი Maia
Dalian kargi istoria. Madloba

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent