შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკაციები (სულ)


17-12-2023, 20:37
ავტორი ვე რა
ნანახია 5 465

აკაციები
1

(შეცვლილი გზა)

ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, ეს ჩემი ამბავიცა, თუმცა მხოლოდ სანახევროდ. მაგრამ ვერავინ მოგიყვებათ ამ ამბავს ჩემზე უფრო გულახდილად. მაშ ასე:

იმ დღეს მართა უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა, უჩვეულოდ სევდიან განწყობაზე იყო. რატომ იყო ეს მუდამ მხიარული და პირმომცინარი გოგონა ცუდ ხასიათზე? იმიტომ რომ, ვისაც თავისი გული მიამიტად აჩუქა, იმან უღალატა სწორედ. თანაც ისე ბანალურად, როგორც ზოგადად მოღალატეებს სჩვევიათ ხოლმე. ხვდებოდა, როგორ არ ხვდებოდა, რომ მის დარდად არ ღირდა, მაგრამ გული რისი გული იყო თუ ხანდახან უაზროდ და უგულოდ არ შედგებოდა ყალყზე და გონებასაც სათავისოდ არ გადააბრუნებდა. მწვანე სქლად ნაქსოვი კაშნით ცრემლები ამოიმშრალა და გზა გააგრძელა.

ზუსტად იმ სევდიან ადგილს რომ გაუსწორდა, სადაც ბუკინისტები წიგნებს ჰყიდიან ერთ ლარად, უცნაურ ხალხმრავლობას მოჰკრა თვალი. კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსები ასევე კარგად ნაცნობ სიმღერას უკრავდნენ. უყვარდა ეს სიმღერა და თან ახლა ზუსტად გულზე ეფინებოდა მალამოდ.

"ქარი ისევ ქრის,
ჩემში ისევ თოვს,
რა ლამაზად წვიმს,
რა ლამაზად გთმობ!"

მღეროდა გრძელთმიანი ბიჭი უცნაურად ბოხი და მგრძნობიარე ხმით. გაეღიმა მისი დანახვისას. იმდენად ხშირად უსმენდა ხოლმე, ახლა უცნაურად ნაცნობი ეჩვენებოდა კიდეც.
იქვე შორიახლოს სკამზე ჩამოჯდა და სიმღერას მიადევნა ყური.

_ რა ლამაზად გთმობ..._გაიმეორა ჩურჩულით და ახლაღა მიხვდა, რა ღრმა და მტკივნეული შინაარსის სიტყვები იყო.
ახლაღა გაიაზრა, თუ რას ნიშნავდა, როცა ვინმეს დათმობა გიწევს, თან ლამაზად, უხმოდ და უსაყვედუროდ. თუნდაც ის სხვა სულ არ ყოფილიყო შენგან ასეთი ლამაზი დათმობის ღირსი.

მოულოდნელად, ბიჭმა დაკვრა შეწყვიტა და უჩვეულოდ მხიარული სიმღერა ააჟღერა. ეოცა მართას. ეს არ იყო მისთვის ჩვეული სიმღერა. წამოდგა და მუსიკოსის მიმართულებით გაიხედა. დაინახა თვალახვეული გოგონა როგორ მოჰყავდათ მეგობრებს სიცილ_სიცილით. ზუსტად მომღერლის წინ დააყენეს. მის ზურგს უკან ბიჭებმა უზარმაზარი გული მოარბენინეს. მიხვდა ხელის თხოვნის მაგიურ ცერემონიალს რომ შეესწრო და რამდნიმე ნაბიჯით წინ წაიწია.
სხვისი ბედნიერების დანახვამ საკუთარი უბედურება გადაავიწყა კიდეც. ხალხიც მოგროვდა. მხიარული ღიმილიანი სახეებით აკვირდებოდნენ განვითარებულ ამბავს.
გოგონას წინ უზარმაზარი თაიგულით ხელში სიმპატიურმა თმაქოჩორა ახალგაზრდა კაცმა დაიჩოქა.

"რა საყვარელიაო!"_ გაიფიქრა მართამ დაჩოქილის დანახვისას. ლურჯი თვალები სიხარულით ანთებოდა ახალგაზრდას. და უფრო ნათელი უჩანდა. როგორც ორი ფირუზი. როგორც მოწმენდილი ცის ორი ნატეხი. რომ იტყვიან, ყურებამდე გაეხა მართას პირი ღიმილით, მოსალოდნელი დადებითი პასუხის მოლოდინში. მეგობრებმა გოგონას თვალსახვევი მოხსნეს და გვერდზე გადგნენ. ქუჩის მუსიკოსიც მხიარული სახით უკრავდა, რომელიღაც ბედნიერ მელოდიას. მოსალოდნელი ბედნიერების აურა ყველას გადაედო.

გოგოს ხალხის შეკრება ეუცხოვა. ჯერ გაიღიმა,მერე მუსიკოსს შეხედა, მერე ხალხს გადაავლო თვალი. მიხვდა, რაღაც ხდებოდა. ნელა მიბრუნდა უკან და მის წინ დაჩოქილ ლურჯთვალას გაუსწორა მზერა. ნელა ჩამოერეცხა გოგოს სახიდან ღიმილი. ხელები ძირს ჩამოუცვივდა. ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ხალხს ეგონა გაოცებისგან ელდა აქვსო და მის გასამხნევებლად ერთხმად იქუხეს,

_ თქვი კი! თქვი კი! თქვი კი!_ მაგრამ მართას ძალიან ეცნო გოგონას თვალებში დანახული უარი. ეცნო, რადგან ცოტა ხნის წინ თავადაც სწორედ ასეთმა უარმა მოუკლა გული. სახე შეეცვალა მართას, ხელისგული პირზე აიფარა.
მზერა გოგონადან ჯერ ისევ დაჩოქილ და დაბნეულ ბიჭზე გადაიტანა. რომელიც ჯერ ვერ ხვდებოდა რა სჭირდა მის გულისსწორს. მოულოდნელად გოგომ კაცს ზურგი აქცია და უკან მოუხედავად მიატოვა, ასე ცალ მუხლზე ჩაჩოქილი, ხელში ოქროს ბეჭდით.

ხალხი აჩურჩულდა. მუსიკა შეწყდა.
კაცი ღრმად სუნთქავდა თავის დამშვიდებას ცდილობდა. ნელა წამოდგა, თვალმოუშორებლად იმ ოქროს ბეჭედს დასცქეროდა. დაინახა მართამ, როგორ დაებერა ყელზე ძარღვები. წამის წინ ბედნიერი კრიალა თვალები. უცნაურად ჩაუმუქდა. უცნაურად აემღვრა სახე. თითქოს მთელი ძალით ცდილობდა ტირილის შეკავებას. გოგოს მეგობრები ცოტა ხანს კიდევ იდგნენ და მერე თავიანთ დაქალს გაეკიდნენ უკან დაბნეულები. ბიჭის მეგობრებმა იმ უზარმაზარ გულს და ბუშტებს დაავლეს ხელი და სადღაც მიკარგეს. ის ლურჯთვალა კი იდგა, მიტოვებული. ისე თითქოს ყველას გადაავიწყდა. იდგა, ყველა მას უყურებდა, თუმცა მას მაინც ვერავინ ხედავდა. უეცრად ქარმა წამოუქროლა. გამჭოლმა ცივმა, უხეშმა.
კაცს შეაცია. მხოლოდ შავი პერანგის ამარა მდგომს. ალბათ რად უჯდებოდა ეს უემოციო თავშეკავება. ალბათ რამხელა ქარიშხალი ანგრევდა ახლა შიგნიდან. მართა ნელა მიუახლოვდა. წინ დაუდგა და ტკივილით წყენით და გაოგნებით სავსე თვალებში ახედა. არც სიბრალული, არც ბრაზი, მხოლოდ თანაგრძნობა წაიკითხა კაცმა მართას თვალებში.
გოგონამ თავისი თვალებისფერი კაშნი მოიხსნა. ფეხისწვერებზე აიწია და რომ ვერ ასწვდა საკმაოდ მაღალს, ოდნავ მოქნევით ჩამოსდო კისერზე. ოდნავ, სულ ოდნავ სადღაც ღიმილის მიღმა გაეღიმა ლურჯთვალას.

" ყველაფერი კარგად იქნება!" მხოლოდ ტუჩების მოძრაობით უთხრა მართამ. სწორედ ის სიტყვები, რაც ახლა ასე ძალიან სჭირდებოდა კაცს. შემდეგ ხელები მოხვია თითქოს გაქვავებულს და თავისი სითბო ჩახუტებით გაუზიარა. სულ უცხოს, მაგრამ თან თავის სულისფერს. თავისი დარდის თანაზიარს.
მართას მისთვის მეტად აღარ შეუხდავს. უბრალოდ საკუთარი გზა გააგრძელა. იმ გზის საპირისპიროდ, საითაც ის გოგო გაიქცა.
ლურჯთვალა კი იდგა გაოცებული, ხელში მწვანე თბილი კაშნით და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მართას გზას გასცქეროდა.

" თუკი ქალაქს ჩამოთოვა ისევ,
თუ ჩამოკრა მოგონების ზარმა,
მახსენდება შენი ხმა და თითებს
თმის მაგივრად გიტარაში ვაბამ!"

ისევ სევდიანად მღეროდა ქუჩის მუსიკოსი.
და ეს მოხდა 2006 წლის 29 ნოემბერს.

2

(შეშლილი)

2010 წ. 1 მაისი

აკაციის იმ საოცარმა სურნელმა, რომელიც ფანჯრიდან იღვრებოდა, საბოოლოდ გამოაფხიზლა დოროთე ჩქარეული.
თვალები არც გაუხელია ისე ჩაისუნთქა ჰაერი და ხელი საწოლზე მოაფათურა.

_ სადა ხარ სულო?_ გასძახა ცოლს. _ სად გამეპარე?

სულო_ ასე ეძახდა თავის სიყვარულს და ოცნების ქალს, თავისი შვილის მომავალ დედას.
სახელს თითქმის არასდროს, თუმცა მას სახელიც მშვენიერი ჰქონდა, მართა.
მაგრამ დოროთემ სულო აიკვიატა და ცდილობდა ამ ერთ სიტყვაში ჩაეტია, მთელი გრძნობა, სითბო და ბედნიერება.

თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა. ოთახი სავსე იყო აკაციის მოტკბო სურნელით. ეს სურნელი ყოველთვის მას აგონებდა დოროთეს
ადგა და სამზარეულოში გავიდა, ესიამოვნა იატაკის ფილების სიგრილე.
უცნაურად ლამაზი დილა იყო. ნათელი, მზიანი, სურნელოვანი, ჩიტებიანი.
მაცივარზე გაკრეჭილი ყვითელი სმაილის მაგნიტით დამაგრებული პაწაწა წერილი დახვდა. გაკრული ხელით მიეწერა:
" ცხელი რძე და ქიშმიშებიანი ფუნთუშა მოგვინდა, არ გაგაღვიძეთ, გავირბენთ და მოვალთ!"
თითქმის არაფერი უნდებოდა, სხვა ქალებივით ჭირვეული არ იყო. ან იყო და ერიდებოდა. ან არ ერიდებოდა და უბრალოდ სურდა თავადვე აესრულებინა საკუთარი პატარ_პატარა სურვილები.
დოროს, ასე ეძახდა მართა ქმარს, თბილად ჩაეღიმა.

_ მართლა სულო ხარ, აბა რა ხარ?!_ ღიღინით გამოაღო მაცივარი და ის_ის იყო წყლიანი ბოთლი გამოიღო, რომ ბღუილით გაიარა მოტოციკლეტმა.

_ ოხ, ეს ბავშვი გადამრევს რა!_ წარბები შეკრა და ფანჯრიდან გახედა მეზობლის ბიჭს. სწრაფად რომ მიაქროლებდა მოტოციკლს.

_ სად მიქრის ამ დილაუთენია! უნდა დაველაპარაკო, თორემ ერთ დღესაც იქნება თავსაც გაიბუდურებს და სხვასაც დაღუპავს!_ წყალი უკან მაცივარში შედო. უცნაურ წინათგრძნობას აეტანა მისი სხეული. აღარც დილა ეჩვენებოდა წამის წინანდელივით ლამაზი, აღარც ჩიტების გაუთავებელი ჟრიამული უხარებდა სმენას და რაც ყველაზე გასაოცარი იყო, აკაციის სურნელმაც გააღიზიანა საშინლად.

_რით ვერ დაასრულა ეს ოხერი ყვავილობაო გაიფიქრა!
რა იცოდა დორომ, რომ იმ დილას განა მხოლოდ აკაცია, არამედ სამყაროს ყველა ყვავილი დაასრულებდა მისთვის ყვავილობას.

2023 წ. 3 აპრილი

ჩიტების ჟღურტულს ნაცნობი სურნელი შემოჰყვა გაღებული ფანჯრიდან.
თვალები გაახილა, ღიმილით გაიხედა აივნისკენ, მაგრამ არანაირი აკაცია იქ არ მოსჩანდა. სურნელიც გამოფხიზლებისთანავე გაქრა.
ამოიოხრა და გულიც თან ამოატანა, სულს ვიტყოდი, მაგრამ სული დიდი ხანია აღარ ჰქონდა. შავი გახუნებული მაისური და შავი სპორტული გადაიცვა. ფანჯარა წარბებშეკრულმა დახურა და სახლიდან ისე გავიდა სავარჯიშოდ, წარბი არ გაუხსნია.

ნელი სირბილით დაუყვა ქუჩის დაღმართს.
ცამეტი წლის უკან, რაც სახლი შეიცვალა და ამ ქუჩაზე გადმოცხოვრდა, დილის სირბილი ყოველდღიურ რუტინად აქცია. უთენია დგებოდა და მზის ამოსვლამდე დარბოდა. ასე თითქოს გათენების მომენტს ახტებოდა და ცხოვრებას ისე აგრძელებდა, თითქოს მყუდრო და ბედნიერ გათენებებს უკრძალავდა საკუთარ თავს და ასე სჯიდა.

პარკში გადაუხვია და ყურსასმენები ჩართო.
უხეშ წვერზე გადაისვა მტევანის ზურგი.

_ მძულს კიდევ ერთი უშენო გათენება სულო!_ ჩაილაპარაკა ლამის უხმოდ და მძიმე ძუნძულით დაუყვა პარკის უკაცრიელ ბილიკს. მანამდე დარბოდა, სანამ ძალა არ გამოელია. იქვე ტბის პირას ორმაგ სკამზე ჩამოჯდა. თავად სახით ტბისკენ.

_მე რომ მოვკვდე კიდევ შეიყვარებ ვინმეს?!_ ისე ცხადად ჩაესმა მისი სიტყვები გააკანკალა.

_ რატომ იცი ასეთი კითხვების დასმა სულო?

_ როგორის? ძალიანაც ნორმალური კითხვაა! მე რომ მოვკვდე ცოლს მოიყვან?

_ შეწყვიტე ეგ სულელობები რა სულო!

_ მე რომ დავიკარგო და ვეღარ მიპოვნო ვინმე სხვას შეიყვარებ?

_ შენ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი!

_ მართლა? მაშინ მინდა, რომ მე თუ მოვკვდები, შენ ბდნიერი იყო!

_ კარგი, მაგრამ ეგ არ მოხდება, გესმის სულო!_ გაახსენდა, როგორ იცინოდა. გულიანად და ორივე ლოყაზე ლამაზი ჩაღრმავებები უჩანდა.

_ დაიჯერე არა?! დაიჯერე ხომ?! მე თუ მოვკვდები და შენ ვინმესკენ თვალს გააპარებ , იცოდე მოჩვენებად მოვალ! ყველაზე საშინელ სულად და მოსვენებას არ მოგცემ გესმის?!_ ახლაც კი იგრძნო მისი პატარა მკლავები კისერზე. მისი თმის, ყვავილის სურნელი.

_ მოდი სულო! ოღონდ მოდი და გინდაც სამუდამო კოშმარად მექეცი!_ ჩაილაპარაკა.

_ მე მეუბნებით?_მოესმა ნაცნობი ხმა. შეკრთა. თვალი გაახილა და სკამის მეორე მხარეს მჯდომ უცნობ გოგონას გახედა შუბლშეჭმუხნულმა.
ნაცნობი თმის ფერი შემოეფეთა. ნაცნობი თვალის ფერი. გული აუჩქარდა.
ნაცნობი სურნელი შეუძვრა ცხვირში.
უზარმაზარი აკაციის ყვავილების მტევნები დაებღუჯა გოგონას ხელში.

_ ოჰ, რამდენი ეკლები აქვს! მეტკინა!_ თავისთვის თქვა უცნობმა. ცალი ხელი გაშალა და სისხლიანი ნაკაწრები გამოაჩინა.უცებ სიბრაზემ მოიცვა მისი გული.

_ ჯანდაბას ეს აკაციები! ჯანდაბას! ჯანდაბას!_ ყვავილებს ხელი დაავლო და ტბაში გადაუძახა.

_ყოველთვის ტკივილი მოაქვთ, ყოველთვის სისხლი სწყურიათ. სულ მათი ბრალია, ყველაფერი მათი ბრალია!_
უცებ მიხვდა, რაც გააკეთა. გოგონას გახედა. გამშრალი იდგა, ცრემლიანი დიდი ბრიალა მწვანე თვალებით.
დაკაწრული ხელებით. ინსტიქტურად
ნაბჯი მისკენ გადადგა, მაგრამ გოგონა შეკრთა და უკან დაიხია.

_ არ მომეკარო, შეშლილო!_ ავად მოჭუტა ნაცნობი ფერის თვალები და პატარა მუჭი გამაფრთხილებლად მოუღერა.
უყურა , უყურა და გაეღიმა ბოლოს. მართლაც შეშლილი რომ ყოფილიყო, ეს პატარა მუჭები გადაარჩენდა მისგან?

_კი შეშლილი ვარ! ხოდა სახლში გაიქეცი! _ უთხრა ჩახლეჩილი ხმით. წამით გაოცება გაკრთა გოგონას თვალებში. შემდეგ შებრუნდა გოგო და სწრაფად მოჰკურცხლა პარკიდან.
სიმშვიდემ მოიცვა მისი არეული სული.
სახლში უსაფრთხოდ იქნებოდა მწვანეთვალება გოგო. სახლი ხომ ყველაზე უსაფრთხო ადგილია ამ აკაციის სურნელით გაბრუებულ დედამიწაზე.

დასასრული????


ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

გააგრძელე ისტორია????

 


№2 სტუმარი Mary

ვიტირეე ???? კარგი იყო

 


№3 სტუმარი Ana-maria

პატარა,სევდიანი და ძალიან კარგი ისტორიაა ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვერა კარგი რააა მეგონა მხიარული იქმებოდა რამე შენ კიდე მატირე მე????

 


№5 სტუმარი სტუმარი მაო

ვერაფერი გავიგე..

 


№6  offline წევრი gay diary

არ მიყვარს პათეტიკა. არც საკუთარ თავში და ნაწერებში, არც სხვაგან. ამ პატარა ჩანახატში კი იმდენი იყო, რომ... ამაზე დიდად ნუ ვიდარდებთ. გემოვნების საკითხია, რა.
დამასევდიანებელია, მტკივნეულიც. აშკარად იგრძნობა, რომ ავტორმა დაახლოებით ამგვარ ემოციებს დაუმიზნა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მხოლოდ ეს მიზნაში გარტყმის მცდელობა გამოდგა მთლიანი ტექსტი. უმჯობესი იქნებოდა მეტი ფერადოვნება და სიმდიდრე ლექსიკაში; მეტი სიმძაფრე მხატვრულობაში... ზოგიერთ ადგილას ისეთი შეცდომებია დაშვებული, რაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, მაგრამ ჩემთვის - მაინც მომაკვდინებლად ნერვების მომშლელი. მაგ: "იქვე შორიახლოს სკამზე ჩამოჯდა და სიმღერას მიადევნა ყური". ყურის მიდევნება?! მხოლოდ ის ფაქტი მაცოფებს, რომ ავტორი საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს არ უწესებს.
სამაგიეროდ შთამბეჭდავი იყო მთელი სამყაროს ყვავილობა რომ ერთდროულად შეწყდა, იმის შესახებ დაწერილი ფრაზა.
საერთო ჯამში შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორმა ცოტა იზარმაცა და ნიჭი, როგორც წვერგაუთლელი ფანქარი, ისე გამოიყენა. მკრთალ კვალს ტოვებდა, ბუნდოვანს და ფურცელზეც შესაბამისი გამოსახულება დაიხატა.
მოკლედ, არ მომეწონა, თუმცა მეტკინა.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

gay diary
არ მიყვარს პათეტიკა. არც საკუთარ თავში და ნაწერებში, არც სხვაგან. ამ პატარა ჩანახატში კი იმდენი იყო, რომ... ამაზე დიდად ნუ ვიდარდებთ. გემოვნების საკითხია, რა.
დამასევდიანებელია, მტკივნეულიც. აშკარად იგრძნობა, რომ ავტორმა დაახლოებით ამგვარ ემოციებს დაუმიზნა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მხოლოდ ეს მიზნაში გარტყმის მცდელობა გამოდგა მთლიანი ტექსტი. უმჯობესი იქნებოდა მეტი ფერადოვნება და სიმდიდრე ლექსიკაში; მეტი სიმძაფრე მხატვრულობაში... ზოგიერთ ადგილას ისეთი შეცდომებია დაშვებული, რაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, მაგრამ ჩემთვის - მაინც მომაკვდინებლად ნერვების მომშლელი. მაგ: "იქვე შორიახლოს სკამზე ჩამოჯდა და სიმღერას მიადევნა ყური". ყურის მიდევნება?! მხოლოდ ის ფაქტი მაცოფებს, რომ ავტორი საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს არ უწესებს.
სამაგიეროდ შთამბეჭდავი იყო მთელი სამყაროს ყვავილობა რომ ერთდროულად შეწყდა, იმის შესახებ დაწერილი ფრაზა.
საერთო ჯამში შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორმა ცოტა იზარმაცა და ნიჭი, როგორც წვერგაუთლელი ფანქარი, ისე გამოიყენა. მკრთალ კვალს ტოვებდა, ბუნდოვანს და ფურცელზეც შესაბამისი გამოსახულება დაიხატა.
მოკლედ, არ მომეწონა, თუმცა მეტკინა.

ავტორი ზარმაცი არ არის (არ ვარ)))) და მითუფრო არც ყალბი და პათეტიკურია, ალბათ უფრო პირად აღქმაზეა დამოკიდებული ადამიანი პათეტიკად რას მიიჩნევს. თუმცა აზრი მისაღებია, გათვლა ავტორს (ანუ ჩემი))))არასდროს არ აქვს წერტილოვანი))) მეც არ მომეწონა ასეთი ამბავი რომ მქონდა მოსაყოლი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ გაუხარდება უბედურებაზე დაწერილი ამბები მაგრამ ჯერ მეტკინა და მერე დავწერე. და მაინც რადგან მონაყოლის მერე გეტკინათ, გამოდის გიგრძვნიათ. ყურის მიდევნებაში პრობლემას ახლაც ვერ ვხედავ, ))) ამბავი არ არის ამხელა რამხელაც თქვენი კომენტარია, მადლობა რომ არ დაგეზარათ და ემოცია გამიზიარეთ)))

 


№8  offline წევრი gay diary

სათანადო ზომის კომენტარებმა ისედაც მრავლად მოიაყარა თავი ამ სიახლის ქვეშ. რაღაც ამის საპირისპირო იყო საჭირო. რადგან მადლიერება გამოხატეთ გამოხმაურებისთვის, სხვა დროსაც არ დავიზარებ.

 


№9 სტუმარი სტუმარი ვიკი

როგორ ველოდწბოდი კარგ გაგრძელებას ფა ძალიან სევდა მპიტანა ჩემთვის ,ისევ გამიახლდა ჩემი ადამიანის დაკარგვის ტკივილი❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

gay diary
სათანადო ზომის კომენტარებმა ისედაც მრავლად მოიაყარა თავი ამ სიახლის ქვეშ. რაღაც ამის საპირისპირო იყო საჭირო. რადგან მადლიერება გამოხატეთ გამოხმაურებისთვის, სხვა დროსაც არ დავიზარებ.

ჩდმთვის კომენტარების წერას, ახალი ისტორიები შემოგვთავაზეთ , უპათოსო და დაუზარელი )))

სტუმარი ვიკი
როგორ ველოდწბოდი კარგ გაგრძელებას ფა ძალიან სევდა მპიტანა ჩემთვის ,ისევ გამიახლდა ჩემი ადამიანის დაკარგვის ტკივილი❤️

მისთვის ვისაც არავინ დაუკარგავს, არ იქნება ამ ამბის გაგება ადვილი.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მართალიხართ ვერც ვერასდროს გაიგებენ სევდიანი იყო ძალიან მომეწონა მეტკინა მეც მადლობა .....♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent