ნენე(7)
-წავედით-სადარბაზოში შემიყვანა და სახლში ავედით-მოკლედ არ გაიზარდე. -დალევ რამეს?-კარადიდან შამპანური გამოვიღე. -შენ რა გალოთდი?-ეჭვის თვალით გადმომხედა. -ხო, შენი ძმა თუ განარკომანდა, მე რომ გავლოთდე რა პრობლემაა? -გაწიე ეგ, გეყო ცანცარი და მითხარი რისი თქმაც გინდოდა-თითქოს დაიჯერა და ნერვიულობა შევატყე სახეზე. ჭიქები დავდგი და დავასხი. -მოდი ვითამაშოთ, ძალიან შებოჭილი ხარ. -შენ ასაკი გემატება და ჭკუა გაკლდება ხომ?-ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა. -მართლა გეუბნები, ვითამაშოთ. სიმართლე თუ მოქმედება. -ელა საკმაოდ დიდი ბიჭი ვარ და ცოტა არ იყოს აღარ მაინტერესებს თამაშები. -კარგი. მაშინ ისე გკითხავ რამდენი შეყვარებული გყოლია? -არც ერთი. -რას ქვია არც ერთი-გამეცინა. -შეყვარებულები არ ერქვათ. ჩემი ჯერია რომ გკითხო. -მ... გელოდები. -გიყვარვარ?- -ნ...ნერსე ასე პირდაპირ არ სვამენ ამ კითხვას- ეგრევე გადავკარი და გაეცინა. ჭიქა განზე გაწია, წამოდგა და მომიახლოვდა, შემდეგ თმა გადამიწია სახიდან და წელზე შემომხვია ხელი. თან მაკვირდებოდა, რამდენად მექნებოდა რეაქცია მის თითოეულ ქმედებაზე და იმის მიხედვით აგრძელებდა მოახლოებას. -კიდევ ერთი კითხვა, ახლა შენი აზრით აღარ ვარ კრიმინალი, მაფიოზი და არაადამიანი? ქალბატონო ფსიქოლოგო. -იცი.. ცოტ ამინდოდა მთვრალი ვყოფილიყავი სანამ ამ კლიშეს ვიტყოდი, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ-ის იყო უნდა მეკოცნა მისთვის, რომ უკან დაიხია და ხელიც გამიშვა. -ასე არ გამოვა. ცოლად უნდა გამომყვე-კედელს მიეყრდნო და სრული სერიოზულობით ელოდებოდა ჩემ პასუხს. -შენ... შეყვარებული მემგონი იმიტომ არ გყოლია, რომ ყოველ მეორეს ცოლობას თხოვდი. -ყოველ მეორეს არა. -ნერსე... ჯერ ნორმალურად არც კი გიცნობ. -მაშინ დავინიშნოთ. -რა იყო სექსი ქორწილამდე შენთვის ესეთი პრობლემაა?-ორივეს გაგვეცინა. -არა, უბრალოდ ვიცი შენი ოჯახის ამბავი და პირველივე შესაძლებლობაზე გაგაზავნიან დედაშენთან ამერიკაში. ამიტომ, მინდა აქედანვე იცოდნენ, რომ ოჯახს ვქმნით. -მომისმინე.. ჯერ დიდი დრო უნდა გავიდეს იქამდე, სნაამ მე ნელა ნელა შევძლებ შევაპარო ეს ჩემ ოჯახს, საერთოდ როგორ უნდა შევაპარო ეგეც არ ვიცი, მაგრამ.. ნერსე, შენც უნდა გააკეთო რამე. თუნდაც შეამცირო არალეგალური ბიზნესის.. რაღაც ნაწილი არ ვიცი.. -ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ვდგავარ სათავეში, მაგრამ რეალურად ოჯახები არიან ჩართული-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, უცნაურად იყურებოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა-შენ გგონია ბიძაშენი უდანაშაულოა? -ვერ გავიგე? -ელა, არის რაღაცეები რაც შენ არ იცი, მაგრამ ჩემი მოსაყოლი არ არის. კითხე ბიძაშენს. ყველა ოჯახს აქვს საიდუმლო. -ბიძაჩემი არაფერს არ მეტყვის, შენ მითხარი-მეცინებოდა, მეგონა მეტყოდა, რომ სამინისტროდან ფულს იღებდა ზედმეტს რამე შავი საქმეებისათვის ან რაივიცი ნეპოტიზმს ეწეოდა. -კარგი, მაშინ დამპირდი რომ ისტერიკაში არ ჩავარდები-ამ პირობას ჩემგან როგორ ელოდა ვერ ვხვდები. -ვერ დაგპირდები, მომიყევი-ნერვიულობისგან ცოტაც და კანკალს დავიწყებდი. -მამაშენს... თავი მარტო ბიპოლარული აშლილობის გამო არ მოუკლავს-ბატონო? -აბა? -ბიძაშენთან ერთად ჰქონდა პატარა ბიზნესი, ეგ გეცოდინება-ნელ-ნელა მაპარებდა და ასე უფრო ვხვდებოდი რომ რაღაც კატასტროფის თქმას აპირებდა. გული ამოვარდნაზე მქონდა. -ხო. -ხოდა ეს ბიზნესი არალეგალური იყო. ოღონდ ბიძაშენის დამსახურებით გახდა არალეგალური. მამაშენმა ეს ვერ აიტანა და გამოსვლა მოუნდა, მაგრამ ეგ რომ გაეკეთებინა უნდა გამოესყიდა ბიძაშენის წილი. დიდი ვალები დაიდო, მაგრამ გამოვიდა. ეს ვალები როცა ვეღარ გადაიხადა, თავი მოიკლა-15 სიტყვაში ისე ჩაატია ეს ამბავი თითქოს მთავარი არხის ფეისბუქ გვერდზე განთვასებულ სტატიას მიყვებოდეს და არა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას. -რას ქვია.. ბიძაჩემმა ისე არ გამოუშვა ბიზნესიდან? -არა-გადაჭრით მითხრა. -ეს საიდან იცი?-არ მინდოდა ამის დაჯერება. გია არ იყო ასეთი კაცი, ძმას არ გაიმეტებდა ასე. -ასეთი რაღაცეები ყველამ იცის ჩვენთან. არ აქვს მნიშვნელობა. -და რა.. რა არგუმენტი... რა არალეგალური ბიზნესი, ბიძაჩემი მინისტრის მოადგილეა. -ზუსტადაც. ირონიულია არა?-დამცინავად გაიღიმა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა- მე ვერ მიტანს იმავე საქმის გამო რასაც თვითონ აკეთებდა. -და ეხლა ეს ბიზნესი? -მამაშენი რომ გარდაიცვალა მთლიანი ბიზნესი გაყიდა, რომ დედაშენს დახმარებოდა ვალების გადახდაში. რაც მართალია მართალია, არ დაუტოვებიხართ მარტო-მიუხედავად ამ სიტყვებისა, მაინც ზიზღნარევი სახე მიიღო და თვალი ამარიდა. -ამ...მამა.. მამა გიას გამო ...-თვალებში დამიბნელდა, თავი საშინლად ვიგრძენი, მინდოდა რომ გული წამსვლოდა და აღარ გამოვფხიზლებულიყავი. ნერსემ წყალი მომიტანა და დალევაში დამეხმარა, მაგრამ გავაწევინე, ცოტა გონს მოვედი და ისევ წამოვხტი. -მამა მომიკლა-მშვიდად წარმოვთქვი, მაგრამ ისეთი აღელვებული ვიყავი ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი-მამა მომიკლა მაგ ნაბიჭვარმა! -ნერსესკენ შევტრიალდი - ეს.. პეტრემ და ლაშამ იციან? -არამგონია, პატარა იყავი ძაან შენც და ისინიც. მე შენს ადგილას არაფერს ვეტყოდი. -რას არაფერს ეტყოდი! მამა მომიკლა! გესმის?!-შემოსასვლელში გავედი და კურტკა ავიღე, ჩანთის ძებნა დავიწყე. -ნენე სად მიდიხარ-ისიც გამომყვა. -ბიძაჩემთან-ჩანთაც ვიპოვე და გადავიკიდე, კარი გავაღე, მაგრამ ნერსემ ცალი ხელით ეგრევე მიხურა და ჩაკეტა. -ამით ვერაფერს მიაღწევ, გარდა იმისა, რომ იჩხუბებ და დაკარგავ ერთადერთ ახლობელ ნათესავს. დიდი ხნის წინ მოხდა ეს ყველაფერი, ბიძაშენიც პატარა იყო და დამიჯერე შენზე მეტად განიცდის. -მაშინ რატომ მომიყევი?-მივუბრუნდი და დავუღრიალე-რატომ მომიყევი თუ არაფერი გინდა რომ გავაკეთო? შენთვის რომ ეს მოეყოლათ, როგორ მოიქცეოდი? -მე და შენ ერთმანეთისგან განვსხვ.. -როგორ მოიქცეოდი?! -მამაჩემთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა და...-პასუხს არიდებდა თავს. -ვაჩე! ჩათვალე ვაჩეს დაემართა ასე, როგორ მოიქცეოდი? შენს ძმას რომ ვინმე ასე მოქცეოდა როგორ მოიქცეოდი?-ცოტახანი მიყურა, ფიქრობდა ეპასუხა თუ არა. -იმავე დღეს მოვკლავდი-ასეთ პასუხს არ ველოდი, სხვა სიტუაციაში ალბათ შემეშინებოდა მისი ნათქვამის, მაგრამ ამ შემთხვევაში სერიოზულად არ მიმიღია მისი სიტყვები. ან უბრალოდ ვარჩიე გამეტარებინა. -ხოდა გამარჯობა-მივბრუნდი ისევ კარის გაღება ვცადე, მაგრამ არ დამაცადა, ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. -ნენე, შენ გინდა ჩემნაირი ადამიანი იყო? გინდა მკვლელი გახდე? -ისევ დაუფიქრებლად ვუპასუხე, არც გამიაზრებია რომ ერთ წინადადებაში იხმარა სიტყვები ჩემნაირი და მკვლელი. -არა, მინდა რომ თვალებში ჩავხედო და სიმართლე თვითონ მითხრას რა მოხდა! ნერსე კარი გააღე-დავუკივლე. -არა. -ნერსე, კარი გამიღე მეთქი!. მიხვდა რომ ასე ვერ მამშვიდებდა, ამიტომ ლოჯში გავიდა გასაღებიც მას ჰქონდა და კარს ვერაფრით გავაღებდი. მეც გავყევი, მაგრამ თავს ვერაფრით ვიმშვიდებდი, უცბად ხელში რაც მომხვდა ავიღე და იატაკზე დავანარცხე, ვაზა ნაწილაკებად დაიმსხვრა და ყველგან მიმოიფანტა. ნერსე არც შეტოკებულა, ზურგით იდგა, ჩემსკენ შემობრუნდა, კედელს მიეყრდნო მხრით და მე მიყურებდა. მერე მაგიდაზე დადებულ ჭიქაზე მიმითითა. -გატეხე-კიდევ უფრო გავღიზიანდი, ჭიქა ავიღე და მისკენ ვისროლე, მაგრამ აცდა, გვერდით კედელს მოხვდა და ისიც დაიმსხვრა. ნერსე ისევ არ გარყეულა, უბრალოდ ოდნავ გაეღიმა. ოღონდ ეს არ იყო დამცინავი ღიმილი, რაღაც სხვა იმალებოდა მის უკან. თითქოს სიამაყე... თუმცა საკმაოდ გვიან და დიდი ხნის მერე მივხვდი რასაც მოასწავებდა ეს ღიმილი. არაფერს კარგს-დაამთავრე? თუ გაქვს კიდე რამე კარადაში?-პასუხი რომ არ გავეცი ჩემკენ წამოვიდა, სახეში გარტყმა დავაპირე, მაგრამ ხელები დამიკავა, თვალებში ჩამხედა დამაკვირდა კარგად, ახლოს მოწია სახე, დამაკვირდა წინააღმდეგობას კიდევ გავუწევდი თუ არა და შემდეგ მოწყვეტით მაკოცა. ისევ ვცადე გარტყმა, მაგრამ ორივე ხელის მაჯა დამიკავა ცალი ხელით, კედელზე მიმაყრდნო, სახეზე მომკიდა ხელი და ისევ მაკოცა. აღარ შევწინააღმდეგებივარ... საძინებელში შევედით, საწოლზე დამაწვინა, პერანგის ღილები შევუხსენი და გავხადე, ზედა მან გამხადა, ამ დროს წამოდგა და საძინებლის კარი ჩაკეტა და პერანგის ჩაცმა დაიწყო. -რას აკეთებ?-ღრმად ამოვისუნთქე და ისევ მისკენ გავიწიე, მაგრამ გამაჩერა. -ვიძინებთ. -ნერსე სერიოზულად?-ძლივს ვსუნთქავდი და მეგონა მეღადავებოდა, ამიტომ წამოვდექი და გახდა გავაგრძელე. ის კი კარადასთან მივიდა და ღამის პერანგი გამომიღო-ნერსე გეი ხარ ხო?-გაეცინა, და პერანგი მესროლა. -ჩაიცვი-ამჯერად მკაცრი ტონით მითხრა. -კარგი, რამე ფეტიში გაქვს? თუ რა ხდება-ვერ ვხვდებოდი რატომ არ უნდოდა ჩემთან ყოფნა. -მე შენ გითხარი, სანამ ჩემი ცოლი არ გახდები, არაფერი არ გვექნება. -კარგი ვიქნები, ხო იცი რომ ვიქნები... მოიცადე-მეც რა სულელი ვარ. -დაწექი. ამაღამ არსად არ წახვალ-მომატყუა. ბიძაჩემის ამბავი რომ დამევიწყებინა ოთახში შემიტყუა. -არამზადა ხარ. -არამზადა-გადაიხარხარა-კარგახანია ეს სიტყვა არავისგან არ მსმენია. -კარგია თუ გიხარია, გააღე კარი. -მემგონი შენ კიდე კარგად ვერ გამიცანი-ჩემთან ახლოს მოვიდა-როცა რაღაცას ვამბობ, ის აუცილებლად ისე იქნება როგორც მე მინდა. შენი ნებით თუ შენი ნების საწინააღმდეგოდ, თუ ვისიც გინდა. ამიტო ეხლა დაწვები და დაიძინებ. ბიძაშენს არაფერს ეტყვი, ნუ მაფიქრებინებ რომ პატარა ბავშვი ხარ და შენი ნდობა არ შეიძლება. -თავი ვინ გგონია? არა სერიოზულად, მესმის რომ ფული გაქვს, მაგრამ შენ მართლა მაფიოზი ხო არ წარმოგიდგენია თავი? -მართლა?-გაიღიმა და ჯიბეში ჩაიდო ხელები-ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას ელა, არ მოგეწონება შედეგები. -რატო?-მისკენ წავედი და მტკიცედ დავუდექი. არაფერი მიპასუხა. პერანგი აიღო ძირიდან და ისევ გამომიწოდა. -დაწექი. თვალი თვალში გავუყარე, არანაირ პასუხს არ მაძლევდა და ეს მტანჯავდა. ისედაც სულ იმას განვიცდიდი, რომ ასეთი ადამიანი შევიყვარე და მგონი... წარმოდგენაც კი არ მქონდა ვისთან მქონდა საქმე. თუმცა ახლა გვიანი იყო, ნერსე მთელი სულით, სხეულით და გონებით მიყვარდა. მზად ვიყავი მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, ოღონდ არ დავშორებულიყავით. ამან დამღუპა. მეორე დილით ერთად გავიღვიძეთ, მის გულმკერდზე მედო თავი. უცბად მისმა ტელეფონმა დარეკა, გვერდით ედო, ინსტინქტურად დავხედე , ვაჩე იყო. თურმე ეღვიძა, ეგრევე აიღო და უპასუხა. -ხო ვაჩე?... კარგი, მოვდივარ-გათიშა და უკან დადო ადგილზე. მერე მე გამომხედა-დილა მშვიდობის-ლოყაზე მაკოცა და წამოდგა. ლოყაზე... ან გეი იყო, ან სერიოზულად ქორწილამდე არ აპირებდა ჩემ შეხებას. -რა ხდება? -არაფერი, ვაჩე უნდა ვნახო. შენც მოდიხარ. -მე რა შუაში ვარ? -იმ შუაში, რო სანამ არ დამშვიდდები მარტო არ დაგტოვებ. -არ მინდა წამოსვლა, არ წავალ ბიძაჩემთან. -ჰმ... ადექი-არ მენდობოდა. მის ადგილზე არც მე ვენდობოდი ჩემს თავს. -მაშინ მომიყევი ნორმალურად რა მოხდა. -რატო? რა აზრი აქვს? -რა აზრი აქვს? სულ მეგონა მამამ თავი იმიტო მოიკლა რომ ჩემსავით ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, აღმოჩნდა რომ სრულიად სხვა მიზეზია და ეს ბიძაჩემია. -დარწმუნებული ვარ ბიძაშენი უკვე საკმარისად დაისაჯა. ამასთან ერთად.. მამაშენს ჰქონდა აშლილობა, რამაც დიდი როლი ითამაშა თვითმკვლელობაში. სულ ბიძაშენის ბრალიც არ არის. მანაც ძმა დაკარგა, შემდეგ ცოლი. მეტი რა დასჯა გინდა მისი? შენი თავიც უნდა დაკარგოს? და საერთოდ გინდა გულმა დაარტყას?-მანიპულირებდა, ეს კარგად გამოსდიოდა. -შენ თქვი რომ ჩემს ადგილას მოკლავდი. საწოლზე ჩამოჯდა, ხელი მომკიდა სახეზე და მისკენ მიმიზიდა, თვალებში ჩამხედა. -მე და შენ სრულიად სხვადასხვა ადამიანები ვართ. შენ ერთი ბანალური, პრინცესასავით განებივრებული პატარა გოგო ხარ. მე, კარგად იცი ვინც ვარ. ამიტომ სრულიად საპირისპირო უნდა გააკეთო იმისი, რასაც მე ვიზამდი-რატომღაც არ მწყენია ეს სიტყვები, რადგან სრული სიმარტლე იყო. -კარგი არ მოვკლავ-გაეცინა, შუბლზე მაკოცა, წამოდგა და ჩაცმა განაგრძო. -ნენე-ღრმად ამოისუნთქა და გამომხედა-ეს იმიტომ არ მომიყოლია რომ ბიძასთან გეჩხუბა, მგონია რომ უნდა გცოდნოდა სიმართლე, ეს ერთი. მეორე კიდე რომ უფრო მეტი სითამამე გამოიჩინო, როდესაც ბიძაშენს ეტყვი რომ ცოლად მომყვები. -ეხლა ვერ ვეტყვი ნერსე... მართლა რამე რომ დაემართოს სრულიად ისე ვტოვებ პეტრესაც და ლაშასაც. არ უნდა მოგეყოლა... არც იმის უფლებას მაძლევ რომ ბიძაჩემთან წავიდე და მისგან მივირო პასუხები და არც.. -რა პასუხები? მეტი რისი ცოდნა გინდა ნენე ამიხსენი. ან რათ გინდა დეტალებში ჩახედვა? რაც შეეხება ბიძაშენს, რაფერი არ დაემართება. სადაც ძმის თვითმკვლელობა გადაიტანა ნებისმიერი გართულების გარეშე, მერე ცოლის, ისიც შენ გათხოვებას გადაიტანს ჩვეულებრივად. -არა, ზუსტად იმის გამო რაც მამას დაემართა, ალბათ დანაშაულის გრძნობა აწუხებს .. თუ გააჩნია საერთოდ და მე რო... -სიცილი დაიწყო- რა გაცინებს? -გუშინ ვერ გაკავებდი ბიძაშენთან საჩხუბრად მიდიოდი, ეხლა კი შენ თავს აჯერებ რო იმიტო არ ეუბნები შენი გათხოვების ამბავს რომ გული არ გაუსკდეს. მემგონი ძალიან ზუსტი დიაგნოზი დაგისვეს. მოდი პირდაპირ მითხარი თუ ჩემი ცოლობა არ გინდა და ნუ იგონებ მიზეზებს. -რა სისულელეა-საწოლიდან ავდექი და მასთან მივედი-მინდა რომ ცოლად გამოგყვე. უბრალოდ არ ვიცი როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი ბიძაჩემს ან საერთოდ ამის მერე რა ვალდებული ვარ ნეტა. -არ აუხსნა. გამომყევი და თუ გინდა მერე უთხარი. -რატო რომ სერიოზული ომი დაიწყოს? მოგკლავს ნერსე. ან თუ ვერ მოგკლავს, შეგაკვდება შენ და მერე ვიქნები მე ბედნიერი საერთოდ უოჯახოდ, უშენოდ, და არ ვიცი საბოლოოდ თავს მოვიკლავ და შევუერთდები მამას ზევიტ. -ეგ ხუმრობითაც აღარ გაიმეორო-ეგრევე შეეცვალა გამომეტყველება და მკაცრად მითხრა. -კარგი, შენ მაგაზე არ იდარდო. მოვიფიქრებ რამეს-პერანგი შეიკრა, მაკოცა და ოთახიდან გავიდა. -ანუ დავრჩე?-იმედით სავსე თვალებით ვკითხე. -არა, მოდიხარ. ვაჩესაც უნდა დაველაპარაკოთ. -ჩვენზე? -არა. რო მივალთ მიხვდები-ჩავიცვი, მანქანაში ჩავჯექით და განყოფილებაში მივედით. თუმცა მანქანიდან არ გადავსულვართ, ნერსემ გადარეკა და 5 წუთში ვაჩე გამოვიდა პოლიციის შენობიდან და მანქანაში ჩაჯდა. თვალები ჩაშავებული ჰქონდა, პერანგი მხარზე ჩამოხეული, ხელზე შემხმარი სისხლი ეტყობოდა და თმები საერთოდ აჩეჩილი ჰქონდა. -წავედით-ნერსეს არაფერი უთქვამს, მანქანა დაძრა. მე კიდე თავი ვერ შევიკავე და მაინც ჩავეკითხე ვაჩეს. -ვაჩე რა დაგემართა? -არაფერი-არც შემოუხედავს, თვალები დახუჭული ჰქონდა-ვიჩხუბე ცოტა. -იჩხუბე? ვაჩე რას გავხარ, როდიდან ... როდიდან დაიწყე საერთო გაჩხირვა?-ტონს ავუწიე, რადგან მაღიზიანდება მისი ინდიფერენტულობა და ეს ვითომ და პოხუიზმი. ვაჩეს გაეცინა. -ნენე გეხვვეწები რა. ვერაფერს ახალს ვერ მეტყვი იმის გარდა რაც უკვე მითხრეს-ნერსეს გახედა უკანა ხედვის სარკეში აკვირდებოდა მის სახეს. -გამოსავალში მივდივართ-ნერსემ უთხრა გადაჭრით. -ბატონო?-ვაჩე წინ წამოიწია და მანქანის სავარძლებს დაეყრდნო თავი რომ არ ჩამოვარდნოდა. ნერსეს არ გაუცია პასუხი. -შენ შიგ ხო არ გაქ-ვაჩემ ეს თქვა თუ არა, ნერსემ მკვეთრად მოუხვია მარჯვნივ და მანქანა გააჩერა ტროტუართან, უკნიდან სიგნალების და გინების ხმა გაისმა. გული გიჟივით მიცემდა ისე შემეშინდა. -ნერსე გააფრინე!-განწირულივითი დავუკივლე ისე შემეშინდა. -ან ეხლა გამოსავალში მივდივართ, ან აი აქვე დაგაგდებ ქუჩაში და სულ რო მანქანამ გაგიტანოს, ან დაგბრიდონ გეფიცები აღარ მოვბრუნდები. -თუ დაიბრიდა რაღატო უნდა მობრუნ...-მივხვდი რომ სისულელეს ვამბობდი, ნერსეს შემოხედვაც საკმარისი იყო რომ გავჩუმებულიყავი. ვაჩეს არაფერი უთქვამს, ამიტომ ნერსე მიტრიალდა და გზა გააგრძელა. -როგორც ვხედავ თქვენ უკვე ერთად ხართ-ვაჩემ წამოილუღლუღა. სახეზე სირცხვილისგან გავწითლდი, ვერ მივხვდი რატომ შემრცხვა ასე ძაან ვაჩესგან ეს კომენტარი. -ნენე-ვაჩემ თქვა და ცოტახნით პაუზა გააკეთა-მე შენ გაგაფრთხილე, რომ ცეცხლს ეთამაშებოდი. არ დამიჯერე და შენი არჩევანია, უბრალოდ ძალიან გთხოვ არასდროს არ მომიბრუნდე და არ მითხრა , არც მე დამაბრალო და არც ის მკითხო რატო არ გაგაჩერე თავის დროზე. -უკვე ყველაფერი ვიცი...-არ მჯეროდა რომ ამას ვამბობდი და ჩემი ნებით მივყვებოდი ამ ადამიანს ცოლად. -კი ბატონო-ვაჩემ ამოიოხრა. აქამდე სულ მეგონა, იმიტომ არ უნდოდა რომ ნერსესთან ვყოფილყიავი, რომ გულის სიღრმეში მართლა რამეს გრძნობს ჩემს მიმართ თქო, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ ასე არ იყო. ვაჩეს თავის თავის გარდა არავინ არ უყვარდა-რძალო. -ვაჩე, რომ გამოხვალ კლინიკიდან მერე ვისაუბროთ-არ მინდოდ ამასთან საერთოდ არასდროს ამ თემაზე საუბარი , საშინლად მეუხერხულებოდა რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმასთან.. არა ამას ვერც ფიქრობდი. ალბათ და რო მყოლოდა და ვაჩეს მასთან რომანი გაება, ბევრად უარესი რეაქცია მექნებოდა ვიდრე მას ჰქონდა. თუმცა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ჩემი და მკვლელი მაფიოზი არ იქნებოდა. თუმა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიძაჩემი ნერსეს უფროსი ვერსია იყო.. სრულიად შესაძლებელია ჩემი და მაფიოზი ყოფილიყო. საბოლოოდ, დიდად არ განვსხვავდებოდით ალბათ ერთმანეთისაგან. ან უბრალოდ ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა ამაში, ოღონდაც ნაკლებად შემაძრწუნებლად მიმეჩნია ეს ამბავი. ერთი რამე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ამ დროს რაციონალურად არ ვფიქრობდი. არ ვფიქრობდი რა ტიპის ცხოვრება მელოდებოდა მის გვერდით, რაზე მომიწევდა ნერვიულობა, რისი გაკეთება და ატანა მომიწევდა. არც იმაზე მიფიქრია, რომ უკან დასახევი გზა აღარ მექნებოდა. გაშორება ხომ ყოველთვის გამოსავალია? მის შემთხვევაში არა. ვაჩე 1 თვე დადიოდა კლინიკაში და ცდილობდა ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას. ბოლოს მეტადონის პროგრამაშიც ჩაერთო და სადღააც 3 თვის შემდეგ უკვე კარგად იყო. ამ პერიოდში მე და ნერსე კიდევ უფრო დავახლოვდით და უკვე გადაწყვეტილი გვქონდა დაოჯახება. მე ბიძასთან საუბარიც გადავწყვიტე. ნერსემ დაიჟინა, რომ ერთად დავლპარაკებოდიტ, მაგრმა მე უარზე ვიყავი. საბოლოოდ მაინც ისე გავაკეთეთ, როგორ ცმას უნდოდა. მე მივიდოდი ბიძასთან სალაპარკაოდ და მერე ნერსეც მოვიდოდა. პეტრე და ლაშას მერე ვეტყოდი. სამივეს ერთად ვერ ავიტანდი. მასთან სახლში მივედი. -მომიყევი აბა რა ხდება, ხო გყავს კლიენტები?-სიგარეტით ხელში ნახევრად თავის ფიქრებში გართული ავტომოპასუხესავით მელაპარაკებოდა. ზრდილობის გულისთვის უფრო მეკითხებოდა, რეალურად რაც აინტერესებდა იყო ის ფული მქონდა თუ არა და ჯანმრტელი ვიყავი თუ არა. -კი. გია, რაღაც უნდა გითხრა. ოღონდ ძაან გთხოვ შენებურად არ დაიწყო. -ჯერ მითხარი და ვნახოთ. რა ხდება?-სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და გაკვირვებულმა შემომხედა- რა იყო ფული გჭირდება? და ამისი გრცხვენია კაცო? -არა, რა ფული გია. -ეს გიას როდიდან მეძახი? -გაკვირვებულმა გამომხედა, აქამდე ასე მართლა არ მიმიმართავს მხოლოდ სახელიტ, მაგრამ გაბრაზებას ვერ ვმალავდი. -ბოდიში-არ მინდოდა ამ თემის განხილვა ახლა, ამის დროც მოვიდოდა-გია, ერთი ბი.. უფროსწორად კაცი შემიყვარდა. -აჰა, მერე რა იყო მაგის თქმის გეშინია? უკვე ქალი ხარ ფაქტობრივად. ვინ არის აბა, ვიცნობთ ჩვენ? -იცნობთ კი, ცოლად მინდა გავყვე და ამიტომ გეუბნებით- ასე მოკლედ ვინ ეუბნება ბიძამისს რომ თხოვდება. მაგრამ დაქალივით ხომ არ დავუწყებდი იმის მოყოლას თუ როგორ როდის სად და რა ვითარებაში შემიყვარდა? ვიცი სასაცილოდ არ მაქვს საქმე, მაგრამ ლაშას სახეს რომ ვუყურებდი სიცილს ძლივს ვიკავებდი. გათეთრდა. -ვინ არის?-ეგრევე დაეჭვებით მკითხა. -ეხლა მოვა... და გაგაცნობ-კარზე კაკუნი გაისმა, საკმაოდ დროულად. გავაღე და ოთახში ნერსე შემოვიდა. ლაშამ არ ვიცი საიდან იცნო მაგრამ ეგრევე წამოხტა და სახე წაეშალა. -გოგო!-დაიყვირა და ხმა ჩაუწყდა-შენ... შენ შიგ ხო არ გაქ!-პირველად მაკადრა ბიძამ მსგავსი სიტყვები, თუმცა იმის მერე რაც მამაჩემს გაუკეთა აღარაფერი მიკვირდა. მაგრამ გაოცება მაინც ვერ დავმალე სახეზე. -ბატონო?-ნერსეს სახე მოეღრიცა და გიასკენ წავიდა, მაგრამ წინ გადავუდექი. ახლა მართლა მოკლავდნენ ერთმანეთს და აქ დამთავრდებოდა ყველაფერი. -გოგო... -გულზე ხელი მოიკიდა და სკამზე დაჯდა-ეს... ეს რა გაგვიკეთე ჰა?! მამაშენის სულის მაინც შეგრცხვეს!-ახლა ჩემი მოღრეცილი სიფათი უნდა გენახათ, მე გავუტრიალდი, მაგრამ ნერსემ მაჯაზე მომკიდა ხელი. -გია, სირცხვილზე მგონი შენ არ გაქვს ხმა ამოსაღები. მოდი არ გვინდა ამ თემაზე შენ ძმისშვილთან ჰმ?-ისე გახედა ნერსემ, ყველაფერს მიახვედრა და გია ეგრევე მორჩა ყვირილს და თითქოს ანიშნებდა რომ ხმა არ ამოეღო. -მეტი ვერავინ იპოვე ამხელა ქალაქში?! იცი ვინ არის საერთოდ? სამხარაულებთან მე შენ აგიკრძალე ურთიერთობა.. როგორ გამიბედდე... არა როგორ გამიბედე ეს მე გია ვარდოსანიძეს!!! მამაშენის სულის გრცხვენოდეს! ეს როგორ გაუკეთე შენს ოჯახს. ამ მკვლელთან და ნაბიჭვართან როგორ უნდა იცხოვრო?! -გია-ნერსემ კიდევ ერთხელ გახედა გაფრთხილების ნიშნად. -მე ... მე არ გაძლევთ ჩემ თანხმობას. არ არსებობს-ბოლთას სცემდა ოთახში და თავში ირტყამდა ხელებს-ვაი შე საწყალო გია, რისთვის ჩადე ამდენი რესურსი ამ უმადურ გოგოში. სუ რო მოვკვდე შენ ამას არ გაყვები-ხელებს იქნევდა და გაყვიროდა მთელ სახლში- ან თუ გაყვები მე არ ვიქნები შენს ქორწილში და .. საერთოდ.. საერთოდ ბიძა აღარ დამიძახო. აღარ გყავს შენ ოჯახი-ისევ გულზე წაიჭირა ხელი, მართლა ცუდად იყო. -სასწრაფოს დავურეკავ-ტელეფონი ავიღე ხელში მაგრამ გიამ გამაჩერა. -წაეთრიე აქედან. ჩემმა თვალმა აღარ დაგინახოს შენ თუ ამას გაყვები. დედაშენს მოვახსენებ ყველაფერს. აი ზუტადაც, დედაშენს დავურეკავ და ნანა ჩამოვა და მოგხედავს. -ნანას მეთითონ ვეტყვი, გია გეხვეწები.. -კიდე გიას გაიძახის!-გია დასარტყამად გამოიწია, მაგრამ ნერსემ ხელი დაუკავა. -ნენე, წადი ქვევით დამელოდე მანქანაში-ნერსემ მბრძანებლური ტონით მითხრა. -არა-შემეშინდა და მაჯაზე ჩამოვებღაუჭე-შანსი არაა. -რაო რა დაუძახე?-ახლა ნერსეს მიუტრიალდა - რა ნენე! ელა ქვია შე !-ცოტაც და ნერსესაც დაარტყამდა-თქვენ რა გგონიათ მე ამ ქორწილს დავუშვებ? ჰაერში ავწევ შენ მთელ ნარკამანების ოჯახს! რა იყო, დააფეხმძიმე უკვე ჰო? შე ნაბოზარო შენ! -ნენე დროზე ჩადი ქვევით. ნუ გეშინია-ეგრევე შემატყო სახეზე ნერვიულობა- უბრალოდ დავილპარაკებთ, ჩემი დის სულს გეფიცები-იმედი მქონდა, რომ დას ტყუილად არ დაიფიცებდა, წასვლა დავაპირე, მაგრამ გია არ მიშვებდა. -არსად არ წახვალ, შენ ამას ცოლად არ გაყვები. ნენე.. აი პეტრეს და ლაშას მოვახსენებ ყველაფერს და აი ანხავ.. აი ნახავ რა მოხდება. ეხლა დროზე მითხარი და დამპირდი, რომ ამ არამზადას არ გაყვები ნენე თორე შენ ოჯახი აღარ გყავს. მოიცა.. მე ვიცი რაც ხდება წამლებს აღარ სვამ ხომ? -რა შუაშია ეგ-შეშინებულმა ამოვილუღლუღე, თან ნერსეს უკან ვიმალებოდი, მართლა ცოტა აკლდა, რომ დაერტყა. -ფსიქიატრს დაურეკე! არა მე დავურეკავ, ეხლავე წავალთ და დაელაპარაკები.. ჯერ, ჯერ არც იცნობ ამ არამზადას! რა ქორწილი! რის ქორწილი! მანიური ეპიზოდი გაქვს, ცუდად ხარ ბიძიკო-ტონი შეარბილა-წავალთ ექიმთან , იქ ცოტახანი გიმკურნალებენ და წამოხვალ სახლში. მერე მე და შენი ბიძაშვილები მოგხედავთ-ადვილი გამოსავალი, გამჭყიპონ წამლებით დამაძინებლებით და მატრიალონ თავის ჭკუაზე რასაც აკეთებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე. -ნენე წამლებსაც სვამს და საღ ჭკუაზეც არის. თუ დამშვიდდებით, წყნარად დავილაპარაკებთ-ნერსეს ხმა აღიზიანებდა და ახლიდან დაიწყო ისევ ყვირილი. მერე უცბად გაჩერდა, ზალაში გავარდა და უზარმაზარი კალაშნიკოვით გამოვარდა. -ხელი გაუშვი ჩემს ძმის შვილს თორე აი აქვე ჩაგ*იზდავ შე ბო*იშვილო! -ნენე, წადი მანქანაში დამელოდე-ნერსე არც გარყეულა, სახეზე ერთ ემოციას ვერ ამოიკითხავდით. ვერ ვხვდებოდი როგორ არ ეშინოდა, ის ხომ მოკვლით ემუქრებოდა. -რა.. რას ქვია ქვევით ჩავიდე, გია დაწიე ეგ!-აღარ ვიცოდი რა მექნა, სად დავმდგარყიავი, როგორ გამეშველებინა. წინ მინდოდა გადადგომა, მაგრამ ნერსე არ მიშვებდა. -ჩადი მეთქი ქვევით, დის სულს გეფიცები არაფერი არ მოხდება. -ეხლა შენ თუ წახვალ, მართლა დავბრიდავ მეთქი!-გიამ დაიღრიალა. -გია, მოდი შენ ეგ იარაღი დაუშვი და მე და შენ ცალკე წყანარად დავილაპარაკებთ და გავიხსენებთ 90-იანებს ჰა? მერე ვატრიალოთ პისტოლეტებიც, მე კალაშნიკოვი არ მაქვს თან. -რა 90-იანები რას ბოდავ! -კარგად იცი რასაც ვბოდავ. დაუშვი ეხლა ეგ ძირს-გია მიხვდა რაზეც ეუბნებოდა. -შანტაჟს.. მაშანტაჟებ?! შენ ვინ უნდა დააშანტაჟო, ერთი ჩემი ზარი უშიშროებაში და ჩაგხსნით მთელ ოჯახს, თქვენ.. თავი მართლა მაფიოზები ხო არ გგონიათ?! -ჩაწიე მეთქი იარაღი, ბოლოჯერ გაფრთხილებ-ოთახში საზარელი ხმა გაისმა, შემდეგ კი საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა. ჩემს სიცოცხლეში პირველად გავიგე იარაღის გასროლის ხმა და გული მიგრძნობდა, რომ ჩემი არჩევანის გამო ეს ბოლო არ იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.