შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (თავი 4)


19-12-2023, 02:30
ავტორი ეველინა
ნანახია 1 091

ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის პირველად ხდება. პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები, პიველი წაქცევა, პირველი ჩახუტება, პირველი სიყვარული, პირველი მიყვარხარ. ყველა ეს „პირველი“ რაღაცასთან ან ვიღაცასთსნ არის დაკავშირებული. წლები გადის, იზრდები, თმაში ჭაღარა გიჩნდება და იხსენებ მოგონებეს, რომლებიც ამ ვიღაცასთან არის დაკავშირეული, მოგონებების მორევში უფრო და უფრო ღრმად შესვლის პარალელურად იცვება შენი განწყობაც, ხან გამოუთქმელი სევდა მოგიკაკუნებს კარს, ხან სუთქვის შემკვრელი ბედნიერება, ხან სულის გამყინავი ტკივილი, მარტივად რომ შემოგვეჩვევა და აღარასოდეს გვტოვებს. შენზეა დამოკიდებული მოგონებათა უფსკრულში თავით ღრმად გადაეშვები და მის საწინააღმდეგობ გაცურაც თუ დინებას მიენდობი, მის ნებას დაყვები და იქამდე იტრიალებ წრეზე სანამ თვითონ დინება არ დაგანარცხებს ფსკერს მთელი სიძლიერით. დანარცხების შემდეგ უბრალოდ იშლები ნაწილებად, ტყდები.

პირველი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვს მეწვია, მაგრამ მაშინ ეს არ ვიცოდი, არვიცოდი რა იყო სიყვარული, მაშინ როცა სამყარო ბოროტების გარდა არაფერს იმეტებდა ჩემთვისნ, ვერ ვიფიქრებდი რომ ამ საოცარ გრძნობას გამოვცდიდი.
მეექვსე კლასში ვიყავი როცა ჩემს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა სახელად თომა. თორმეტი წლის ბავშვის კვალობაზე საკმაოდ მაღალი იყო. ზემოდან მიყურებდა თავისი ბავშვური ღიმილით და მეც მაღიმებდა ხოლმე. მასწავლებელმა ჩემს გვერდით მიუჩინა ადგილი. მახსოვს მაგ დღეს მთელი გაკვეთილი ვტიროდი . მე ხომ ბიჭთან დამაჯინეს ვერ გეტყვით რატომ მეთაკილებოდა მაშინ ეს.

-თუ აღარ იტირებ შოკოლადს მოგცემ-მეუბნება თომა და ჯიბიდან შოკოლადებს იღებს. მეც მაშნვე ვწყვეტ ტირილს. თურმე არაფრის გამო ვტიროდი

ასე დაიწყობ ჩემი და თომას ურთიერთობა, მას შემდეგ მისგან შოკოლადს ყოველდღე ვღებულობდი. თითქოს ქრთამი იყო მის გვერდით რომ ვმჯდარიყავი და არ მეტირა.
აქედან დაიწყო ჩემი ტკბილეულისადმი სიყვარულიც.
თომა ტყუილს ვერ იტანდა ყოველთვის სიმართელს ამბობდა. ადამიანი სიმართლით და პატიოსნებით ფასდებაო ამბობდა ხშირად. მეც გადამაჩვია ტყუილის თქმას მან ჩემში ბევრი რამ შეცვალა. ერთხელ სკოლაში გაკვეთილზე დაგვიანებულს მასწავლებელმა კითხა რატომ დააგვიანეო და საპასუხოდ მიუგო რომ შოკოლადებს არჩევდა და ვერ შეამჩნია დროის გასვლა. საყვედურიც მიიღო.

-სულელო რა გაცინებს? დაგსაჯეს-ვეკითხები გაკვირვებული
-შოკოლადი გინდა?
-მაგის გამო ხომ დააგვიანე
-ხომ გინდა?
-მინდა
-აიღე-მეუბნება და სხვადასხვა შოკოლადებს მიყრის ხელებში
-თომა ეს ბევრია მარტო ვერ შევჭამ
-გაკვეთილები რომ მორჩება გზაში ვჭამოთ

ამ დღის შემდეგ ყოველდღე სკოლიდან ერთად ვბრუნდებოდით სახლში, ეს ჩვენი ტრადიცია იყო, თითქოსდა განუყრელები ვიყავით. ტკბილეულით ჯიბეგამოტენილები მივუყვებოდით ქუჩას და ათას ბავშვურ სისულელეზე ვსაუბრობდით.
-კესანე დიდი რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდე?-მეკითხება მოულოდნელად და ცას გაჰყურებს
-მხატვარი მინდა ვიყო
-საერთოდ არ გაქვს ხატვის ნიჭი, სამაგიეროდ ცეკვა გიყვარს ძალიან მოცეკვავე უნდა იყო შენ
-შენ რა გინდა რომ გამოხვიდე
-კოსმონავტი, დედამ თქვა რომ მამა ცაში გაფრინდა კოსმოსში ამიტომ თუ კოსმონავტი გავხდები მამას შევხვდები-ისე უცებ მიპასუხა თითქოს ამაზე დიდი ხანია ჰქონოდა ნაფიქრი.

ვერც კი გავიაზრეთ ისე სწრაფად გავიდა სამი წელი და ჩვენც გავიზარდეთ მე უკვე 16 წლის ვიყავი დიდი გოგო მერქვა, თომა ძალიან შეიცვალა უფრო და უფრო გასიმპათიურდა. დასერიოზულდა. ბევრს აღარ მესაუბრებოდა. ვერ შევამჩნიე როგორ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მისდამი, როგორ გაიზარდა ჩემი გრძნობები, ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. თომა ხშირად ამბოდა არ მინდა შენი მეგობარი ვიყოო. ყოველ ჯერზე მწყინდა. ჩვენს ურთიერთობას სახელი არასდროს ჰქონია საზღვრებს არასდროს გასცდენია. გავაცნობიერე რომ მის გამო მიხაროდა სკოლაში წასვლა, შოკოლადიც იმიტომ მაბედნიერებდა რომ ის მყიდულობდა. მისი ღიმილის დანახვა მახარებდა, სიახლოვე კი გულს მიჩქარებდა.მაშინ არ ვიცოდი რომ ეს სიყვარული იყო. წიგნებში წაკითხულსა და ფილმებში ნანახს ვერ შევადარე ჩემი გრძნობა. ვამჩნევდი რომ ისიც სხვანაირად მიყურებდა. ვხვდებოდი რომ ისიც არიყო ჩემდამი გულგრილი. არაფერს ვამბობდი მეგონა რომ როგორც ყოველთვის პირველ ნაბიჯს ის გადმოდგამდა.

თომას კალადბურთის თამაში უყვარდა. სპორტის გაკვეთილი გვქონდა თამაშის დროს ბურთი მოხვდა თავში. ძლიერი ნასროლი არ იყო, მაგრამ მოულოდნელად დაეცა და გაითიშა. მასთან მიახლოების საშუალება არ მომცეს. მახსოვს როგორ წაიყვანეს ექიმებმა საკაცეზე მოთავსებული.
-მსახიობობა უსწავლია-იგესლებოდა ლიკა
-როგორ შეგიძლია ასეთი უგულო იყო-აღმომხდა სიტყვები თავისით
-დარწმუნებული ვარ რაღაცას იგონებს და ცუდად სულაც არ გამხდარა-არ იშლის თავისას
-საშინელი ადამიანი ხარ
-რომეოს და ჯულიეტას მაგონებთ, ის უკვე დაეცა ახლა შენი დაცემის დროა-მეუბნება და ხელს მკრავს-გამეცალე
ერთი კვირა სკოლაში არ გამოჩენილა, არაფერი ვიცოდი მასზე და თითქოს ვიშლებოდი, ტელეფონზეც არ მპასუხობდა. მასწავლებლისგან გავიგეთ რომ კარგად იყო და არაფერი სჭირდა, მაგრამ ეს არ მამშვიდებდა უნდა მენახა, უნდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად იყო.
ერთი კვირის შემდეგ სკოლაში მოვიდა ჩემს გვერდით ჩვეულებრივად დაიკავა ადგილი და მხარზე თავი დამადო, სკოლაში პირველები ჩვენ მოვდიოდიოდით ხოლმე. ახლაც საკლასო ოთახში მარტო ვისხედით
-მომენატრე-ცდება ეს ერთი სიტყვა ჩემს ბაგეებს
-გახსოვს ბავშვობაში რაზე ვოცნებობდი-მეკითხება მოულოდნელად
-კოსმონავტობაზე და მამის ნახვაზე-ვამბობ და ვერ ვხვდები საითკენ მიჰყვას საუბარი
-იცი კესანე ჩემი სურვილი სრულდება კოსმონავტი ვხვდები მამასთან მივდივარ შესახვედრად-ამბობს და თვალებიდან ცრელმები იწყებს დენას, თომას მამა დიდი ხანია გარდაცვლილი იყო
-მერე მე აქ მტოვებ-ვამბობ და ხმა მიტყდება
-არ მინდა წასვლა, აღარ მინდა, მაგრამ იქ მამა მელოდება-ამბობს და ჯიბიდან შოკოლადს იღებს
-თომა მე..-ვეღარაფერს ვამბობ და ტირილს ვიწყებ
-თუ აღარ იტირებ შოკოლადს მოგცემ-ამბობს და ნაძალადევად იცინის
-ჩემთან დარჩი
-შენ ხარ მიზეზი რატომაც არ მინდა წასვლა. მაპატიე შოკოლადებს ვეღარ მოგიტან ხოლმე
-თომა რას ამბობ ხვდები მაინც
-გავიგონე, ექიმმა რაც თქვა, მათ ეგონათ რომ მეძინა, სამ თვესაც ვერ მაძლევენ
-ნახავ იმკურნალებ და მალე გამოჯანმრთელდები- უკვე ხმამაღალ ტირილზე გადადვდივარ გული მეწვის, ერთადერთ ნათელ წერტილსაც მაცლის ბედისწერა, ისიც მასთან მიჰყავს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ვერ ვაჩერებ, ვერ ვტოვებ ჩემთან.
-იცი გული რაზე მწყდება? ვერაფერი გითხარი, ვერ მოვასწარი ჩემი გრძნობების შესახებ საუბარი, ვერ ვიფიქრებდი თუ ასე ახლოს იყო დასასრული, ახლაც სიკვლიდი ჩვენი საკლასო ოთახის კართან მელოდება.
-კიდევ დიდი დრო გვექნება ასე ვერ დასრულდები გესმის, ნუ ამბობ მასე.
-სულ არ გეცოდები კესანე ნუ ტირი გთხოვ, შოკოლადს არაიღებ
-მეხუმრები, არ მინდა ეს შოკოლადები, მხოლოდ იმიტომ ვიღებდი რომ შენ მჩუქნიდი გესმის
-ახლაც მე გჩუქნი, კესანე შემომხედე.
-არმინდა არ შემოგხედავ
-მიყვარხარ-მეუბნება და სკამიდან დგება
-მეც მი...
-არ თქვა-მაწყვეტინებს უცებ სიტყვას-თუ იტყვი და გავიგონებ ძალიან გამიჭირდება გესმის-მუდარასავით ჟღერდა მისი სიტყვები
-მიყვარხარ თომა არღვიანო გესმის, ძალიან მიყვარხარ, არ დამტოვო, არ წახვიდე, გთხოვ ჩემთან დარჩი-გატყდა თომა, მაგიდას ძლიერად მიარტყა ფეხი და ელვის სისწრაფით გავიდა საკლასო ოთახიდან, თან გაიყოლა სიკვდილი რომლიც უკვე 16 წელია ელოდა თურმე.
არ გავყოლილვარ საკლასო ოთახში მჯდომი ვუყურებდი თომას დატოვებულ შოკოლადებს და დიდხანს ვტიროდი, ვერც კი შევნიშნე როგორ გაივსო კლასი ბავშვებით. არმინდოდა იმის დაჯერება რომ აღარ მეყოლებოდა, როლ ვერ ვნახავდი მის ღიმილს, მის სახეს, ვერ გავიგებდი მის ხმას.

2011 წლის 25 მარტი

სკოლაში როგორც ყოველთვის ადრე მივედი საკლასო ოთახი მოვაწესრიგე და კიდევ ერთხელ ვცადე თომასთან დარეკვა ისევ უშედეგოდ. პირველი გაკვეთილი ქართული გვქონდა ერთი სული მქონდა ზარი როდის დაირეკებოდა უკვე სული ლეხუთებოდა. ზარი დაირეკა თუ არა გარეთ გავედი დერეფანს მივუყვებოდი გზად მასწავლებლების საუბარი რომ მოვისმინე
-თომა გუშინ საავადმყოფოში გადაუყვანიათ
-საბრალო ბავშვი, საშინელი დაავადებაა სიმსივნე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
-დედამის ვესაუბრე განადგურებულია.
-ღმერთმა გამძლეობა მისცეს
ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და კედელს რომ არ მივყრდნობოდი წავიქცეოდი კიდეც. აღარაა მორჩა წავიდა დამტოვა. არც კი დამემშვიდობა, ერთხელაც არ მომცა საშუალება მენახა. ძალა მოვიკრიბე საკლასო ოთახში შევედი და ჩანთა ავიღე. შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე სკოლას. ზღვისაკენ ავიღე გეზი. ზღვას გავანდე ჩემი დარდი, მოვუყევი ჩემი ტკივილის შესახე. ტალღებს შეერია ჩემი ცრემლები, მზეს გავატანე კიდევ ერთი ტკივილი ჩასვლისას. გაწვიმდა. ბუნებაც კი გლოვობდა ასეთი ნათელი სულის დაკარგვას.

*******************************


-მეთეეე გაიღვიძე რა
-კიდევ ცოტა ხანი რა-ბუტბუტებს, მოულოდნელად წელზე მხვევს და მალევე საწოლში მის გვერდით ვიკავებ ადგილს
- მეთე ცივა
-თავიდანვე ეგრე გეთქვა, მოდი ჩემთან გაგათბობ-ხელებს უფრო ძლიერად მხვევს
-როგორ შეგიძლია ასეთი ძილისგუდა იყო
-ნუ ფართხალებ, დილიდან ასეთ ენერგიაზე როგორ ხარ
-მეთე მცივა, შეშა არაა
-როგორ თუ არაა?-კადრულობს თვალის გახელას-ახლოდანაც ლამაზი ყოფილხარ
-უფრო სწორად არის მაგრამ დასაჩეხია-ვამბობ თვალების ფახუნით
-ახლა გასაგებია, გინდა რომ ავდგე და შიშა დავჩეხო რომ გათბე
-შევასწორებ გავთბეთ ძვირფასო-ვამბობ და ლოყაზე ნაზად ვუსვამ ხელს
-მე ისეც თბილად ვარ-ამბობს და მეორე მხარეს ტრიალდება ზურგს მაქცევს
-ეგრე ხო დამაცადე-საწოლიდან ვდგები საბნის ბოლოებს ხელს ვკიდებ და მთელი ძალით ვქაჩავ, საბანს ხელში ვიჭერ და გავრბივარ
-კესანე დაგახრჩობ -იმუქრება მეთე
-ჯერ უნდა დამიჭირო ძვირფასო-ვამბობ და ვიცინი, ღმერთო ჩემო,
-შენი ძვირფასი როდისღა გავხდი
-შენი ცოლის სტატუსი რომ მივიღე მაშინ
-საბანი დამიბრუნე
-ნწ, შანსი არაა-ვამბობ და დივნის გარშემო ვაგრძელებ სირბილს
-მაგ ტემპით თუ ირბენ აღარ შეგცივდება
-ნუ მომსდევ
-დაგიჭირე-ამბობს და ორივე ხელით მიჭერს, საბან მართმევს შლის და მასში მახვევს-დამელოდე ჩემო ცოლო ჩავიცვამ და დავჩეხოთ შეშას, თუ გინდა რომ წელს ზევით შიშველმა გავაკეთო ეს
-მოიცა აბა დატრიალდი-ვანიშნებ თითით და თვალებით მის პრესებს ვუყურებ- არაა ცუდი იდეა-ვეუბნები და თვალს ვუკრავ ისიც მიახლოვდება ხელს მკრავს და მეც დივანზე ვეცემი, ჩემსკენ იხრება და შუბს მადებს შუბლზე, მე ინსტიქტურად ვხუჭავ თვალებს
-აი სად ყოფილა ჩემი მაისური-ამბობს მოულოდნელად და მაისურის იღებს
-ცეცხლს ეთამაშები-ვეუბნები ხელს კისერზე ვხვევ ახლოს ვიზიდავ და ვისაკუთრებ ასე მონატრებულ ბაგეებს, ახლა მე მონატრებული ვთქვი? მომიტევეთ. ისიც მყვება კოცნაში
-სიამოვნებით დავიწვებოდი-ამბობს და ხელებს წელზე მხვევს მერე კი ჰაერში მიტაცებს ფეხებს მის წელზე ვათავსებ და ვაჯვარედინებ.
-შეშასავით ალბათ
-ზუსტად იცი როგორ უნდა გააფუჭო რომანტიკული მომენტი
-პროფესიონალი ვარ, კი კომფორტულად ვარ აქ მაგრამ თუ შეიძლება დამსვი
-ბუმბულივით ხარ. კაცმა რომ შემოგხედოს იტყვის ეს გოგო არაფერს ჭამს.
-ბევრს არ ვჭამ საერთობ
-ორი თეფში წვნიანი მე შევჭამე და ტორტიც მე მივაყოლე
-არ დამსვამ
მეთე ტანსაცმელს იცვამს და გარეთ გადის შეშის დასაჩეხად. შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ თუ როგორ მოვახერხეთ ადენი შეშის დაწვა. ნეტა იმიტომ ხომარა რომ მთელი დღე სახლში ვართ და არსად არ გავსულვართ.
-მეთე იცი მაინც როგორ უნდა გამოიყენო ნაჯახი
-მეხუმრები-ამბობს და ნაჯახს ძლიერად ურტყამს ხის არც თუ ისე პატარა მორს რომელიც ორ ნაწილად იყოფა.
-უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.
ვუყურებ მეთეს და ვხვდები როგორ გავშინაურდი მასთან, ვხვდები როგორ მომწონს აქ ყოფნა ოღონდ მასთან ერთად. პირველ დღეს თუ უხერხულობის შეგრძნება არ მასვანებდა ახლა თითქოს ეს უხერხულობა სადღაც გადაიკარგა გაქრა. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს უკვე დიდი ხანია ვიცნობ თითქოს ოჯახი ვართ. მეთე შეშის ჩეხვას მორჩა ბუხარი დაანთო და სააბაზანოსკენ აიღო გეზი.
-თუ გინდა შემომიერთდი
-გარყვნილო
-გახლავართ
-შხაპის მიღებას აპირებდი შენ
-ვაპირებ-ამბობს და მაისურს იშორებს სხეულიდან-შენს ადგილას დავფიქრდებოდი
-იდიოტო- ვეუბნები და დივანზე არსებულ პატარა ბალიშს ვისვრი მისი მიმართულებით. სამწუხაროდ მიზანს ცდება და მხოლოდ აბაზანის კარს ეხეთქება ბალიში-იდიოტო, ხისთავიანო, იმედი მაქვს ჩაიხრჩობი მაგ აბაზანაში
ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მეთეს კომპლიმენტებით შემკობას რომ არა ტელეფონის ზარი. ვინ იქნებოდა თუ არა ნინო. რომელსაც არ ვავიწყდები მას შემდეგ რაც გაიგო რომ კოტეჯში მარტო არ ვარ
-რამ შეგაწუხა წერეთლის ასულო?
-მომენატრე დადიანის ქალიშვილო
-აფერისტობა ვისიდან გადაგედო
-შენგან
-უკაცრავად. მარტო მონატრება არ უნდა იყოს შენი ზარის მიზეზი
-კარგი რა კესანე დაქალი რომ მოვიკითხო რამე მიზეზი მჭირდება
-არ გიცბობდე მაინც
-ზოგჯერ მინდა რომ არ მიცნობდე
-არა რამ შეგაწუხა
-მარტო თუ ხარ მოგიყვები
-მარტო ვარ- ნინი იწყებს ამბის მოყოლას და მამცნობს რომ ახალ წელს ილიასთან ერთად შეხვდა, ცნობისთვის ილია მისი ბავშვობის პირველი და ერთადერთი სიყვარულია, რომლსაც მისთვის სიყვარული აუხსნია და ისიც დიდი სიამოვნებით გამოტყდომია გრძნობებში. თითქმის დედალურად ამიღწერა ილიას რეაქცია და ამინდზე საუბარიც არ დავიწყებია. მიხარია რომ მას ვიცნობ. ნინოსთან საუბარში გართულმა ვერც კი გავიგე როგორ გაღპ მეთემ აბაზანის კარი და მხოლოდ პირსახოცის ამარა გამოვიდა გარეთ
-კესანეეეეეეე! აბა მარტო ვარო-თვალები უფართოვდება ნინოს მეც ავტომატურად უკან ვიხედებიი და მეთეს დაბნეულ მზერას ვაწყდები რომელმაც გააცნობიერა რომ ტელეფონიტ ვსაუბრობდი და მალევე დატოვა ოთახი
-ნინოო დამშვიდდი
-ყოველდღე ამ სცენას უყურებ და ჯერ კიდევ არაფერი მომხდარა თქვენს შორის
-დაოკდი თუ შეიძლება დრეს პირველად გავხდი ამ სცენის მოწმე
-მოიცა რატომ არ უარყვე რომ არაფერი მომხდარაა
-ნინო ნუ გამაგიჟებ
-შენს ადგილას რომ ვიყო საუბარში დროს არ დავკარგავდი.
-გოგო რა დაგემართა როგორ საუბრობ
- როგორ ვსაუბრობ
-კი არ საუბრობ კივი ბოლო ხმაზე და მეთეს ესმის შენი ხმა
-მერე რაა მომიკითხე მეთე
-ილიამ იცის რომ გარყვნილი შეყვარებული ყავს
-არიცის მაგრამ თუ გაიგებს გაუხარდება მგონი
-ბოდიში უხერხული სიტუაციისთვის ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა თან არ ვიცოდი ტელლეფონზე თუ საუბრობდი-მალევე ბრუნდება მეთე
-არაუშავს მიღებულია ბოდიში-ტიტინებს ნინო
-იმედი მაქვ თქვენი გაცნობის ბედნიერება მხვდება წილად -ერთვება მეთე
-მეც დიდი იმედი მაქვს
-დღეისათვის საკმარისია აბა კარგად- ვეუბნები ნინოს და ტელეფონს ვთიშავ
-ძია თედომ დარეკა გვითხრა რომ გაუხარდებოდა სახლში თუ ვესტუმრებოდით
-კარგი წავიდეთ-ვეთანხმები მეც მალევე
-მოემზადე და გავიდეთ
მალევე ვემზადები და მეთესთან ერთად მანქანაში ვჯდები. რომლიც ჩემი მანქანის საჭესთან მოთავსებულა ასე უსირცხვილოდ. მანქანას ქოქავს და ვტოვებს ჩვენს ქოხს. ჩვენი როდის გახდა არ ვიცი. აქ ამოსვლისას უკვე საკმაოდ ბნელოდა და მაშინ ვერ შევნიშნე ვერ აღვიქვი ეს სილამაზე. საოცარი სანახავია დათოვლილი ნაძვის ხეებს შორის გამავალი გზა. მეთემ მანქანა ორსართულიანი სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანიდან გადავიდა და მერე მე გამიღო კარი
-მზად ხარ კიდევ ერთხელ მოირგო ჩემი ცოლის სტატუსი?
-სხვა გზა მაქვს?
-არა.
-მაშინ ვიქნები თქვენი ცოლი
-არაფერი გიხდება ისე როგორც ეს სტატუსი
-მოდით ბავშვებო როგორ გაახარეთ ეს მოხუცი არიცით თქვენი სტუმრობით-გვეგებება ძია თედო
-ჩვენც ძალიან გაგვახარა თქვენმა მოპატიჟებამ- ვეუბნები და ხელს ვართმევ
-წამოდით წამოდით ცივა გარეთ-გვეუბნება ძია თედო და სახლში შვყავართ-გაიცანით ეს ჩემი მეუღლეა ნენე
დარჩიძეების ამ ლამაზი ოჯახის გაცნობის და მათი სიყვარულის დანახვის შემდეგ თვალზე ცრემლი მომადგა. მთელი ბავშვობა ასეთ თბილ ოჯახზე ვოცნებობდი, მიუხედავად იმისა რომ ეს ოჯახი ჩემი არაა მაინ მაბედნიერებს მათი არსებობა. დეიდა ნენეს იდეალური სუფრა გაეშალა ჩვენთვის. მეთე თვალით მანიშნებს და მახსენდება ჩემი შემწვარი კვერცხიდა ჩვენი საახალწლო მაგიდა... მეღიმება. ყველანი სუფრას მივუსხედით მამაკაცებმა ღვინო ჩამოასხეს და სადღეგრძელოც შემოსძახეს.
-ბავშვებო სად გაიცანით ერთმანეთი-მოულოდნელად გვეკითხება ქალბატონი ნენე
-ბარში-პასუხობს მეთე და ტანში მაციებს იმედია არაპირებს სიმართლის თქმას
-ბარში?
-კი ქალბატონო ნენე. ოთხი წლის წინ ეს ლამაზი გოგო ბარში ვნახე. ისეთი ლამაზი იყო რომ ერთი ნახვით შეყვარების დავიჯერე. მაშინვე მოიგო ჩემი გული. ვხედავდი როგორ აყოლებდა მუსიკას სხეულს და ვგრძნობდი როგორ მიდუღდა სისხლი როგორ სწრაფად ცემდა გული. მაშინ პირველად გავიფიქრე რომ ეს გოგო აუცილებლად ჩემი უნდა გამხდარიყო. როგორც ხედავთ ახლა ის ჩემს გვერდითაა და ჩემის ცოლი ქვია- ამბობს მეთე და ვხვდები რომ მთვრალსაც კი საოცარი ფანტაზია აქვს. შესანიშნავი მატყუარაა
-შენ რას იტყვი კესანე-ახლა ჩემსკენ გადმოინაცვლა ქ.ნენე
-სიმართლე რომ ვთქვა პირველად რომ დავინახე მეთე საერთოდ არ მომწონებია, მაგრამ მერე გავიგე რომ საოცარი კულინარიული შესაძლებლობები ქონია და ნელნელა დავიწყე მისი მოწონება
-იტყუება დეიდა ნენე ხელი რომ ვთხოვე არც კი დაფიქრებულა ისე დამთანხმდა სიგიჟემდე შევუყვარდი თავიდანვე უბრალოდ არუნდა გამოტყდომა
-რა საყვარლები ხართ ბავშვებო-ამბობს ქ.ნენე და იცინის
საღამომ იდეალურად ჩაიარა. უამრავი ისტორია გაიხსენა ძია თედომ და მას შეუერთდა მეთეც. ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც მასზე არ ვიცოდი. დეიდა ნენემ რამოდენიმე კერძის რეცეპტი გამიზიარა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ იმ კერძების რეცეპტები რომლებიც მეთეს მოეწონა. ხშირად გაუკეთეო დამიბარა. ნეტა მართლა შემეძლოს მისთვის ხშირად კერძების მომზადება. დღეს პირველად დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რა მოხდებოდა ამ 15 დღის გასვლის შემდეგ. როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. რამდენადაც მინდა იმდენად მაშინებს მეთესთვის ამ კითხვის დასმა და ყველაფერს ისევ დროს ვანდობ. დროგ გვიჩვენებს რა როგორ იქნება, ახლა უბრალოდ არ მინდა ამ ფიქრებით დამძიმება.
წასვლის წინ ძია თედომ კვლავ ჩამოგვართვა პირობა რომ მომავალ წელს ისევ ვსტუმრებოდით. სახლში დავბრუნდით მეთე საშინლად მთვრალი იყო საწოლზე ძლივს დავაწვინე ფეხსაცმელები და ქურთუკი გავხადე საბანი დავახურე.
არ მიყვარს მთვრალი ხალხი, არც მთვრალ ხალხთან საუბრი, ეს კი მამაჩემის დამსახურებაა. მახსოვს როგორ ბრუნდებოდა მთვრალი მამაჩემი სახლში როგორ ვკეტავდით ოთახის კარებს რომ არ შემოსულიყო, მახსოვს დედაჩემის განწირული ყვირილის ხმა ყოველი დარტყმისას. ძარღვებში სისხლი მეყინებოდა მაგრამ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. საბოლოოდ მამამ იმდენს მიაღწია რომ დედაჩემმა განქორწინება მოითხოვა. წავიდა თავს უშველა ჩვენ კი დავრჩით მამასთან ბედის ანაბარა და ვინ დაითვლის კიდევ რამდენჯერ მოგვიწია ღამით ოთახის კარის ჩაკეტვა.
დღეს სიმთვრალე სხვა ფორმით ვნახე. მთვრალი ძია თედო, რომელიც სიყვარულს ასხივებდა და მთვრალი მეთე, რომელიც არაფრით გავდა მამაჩემს. მთელი გზა გაბადრული სახით მიმზერდა და ვინიცის რაზე ფიქრობდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და მეთეს გვერდით თბილ საწოლში დავიკავე ადგილი. მალევე ვიგრძენი თბილი ხელები მუცელზე. მეთესკენ ვტრიალდები თავს მის ყელში ვრგავს მის სურნელს ღრმად ვუშვებ ფილტვებში, ვმშვიდდები.
-დღეს ქ.ნენეს რაც ვუთხარი ტყუილი არ ყოფილა პირველად მართლა 4 წლის წინ გნახე ბარში-ბუტბუტებს მეთე
-ალბათ ვიღაცაში გეშლები
-შეუძლებელია შენ ვინმეში შემშლოდი
-რატომ არის შეუძლებელი
-შენნაირი არავინ არაა.

******************************
დილით ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ტელეფონს ვიღებ და ვპასუხობ
-გისმენთ
-გამარჯობა-მესმის ქალის ხმა
-გაგიმარჯოს
-რომელი ხართ?
- კესანე დადიანი ვარ თქვენ რომელი ხართ
-მე მეთეს დედა ვარ შეგიძლია ყურმილი გადასცე?-ტელეფონს სწრაფად ვიშორებ ყურიდან და ახლაღა ვხვდები რომ მეთეს ტელეფონს ვუპასუხე შემთხვევით. ჯანდაბა.
-კარგით ახლავე გადავცემ-ვეუბნები და მეთეს ვაღვიძებ
-გისმენ დედა, ამ დილა ადრიან რა მოხდა.
-მეკითხები კიდეც, როგორ არ გრცხვენია, ხუთი დღეა სახლში არ მოსულხარ, არ ვიცი სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, ბოლოსდა ბოლოს ახალი წელია, ყველა ოჯახთან ერთადაა მეც მინდა ამ დროს ჩემი შვილი ჩემს გვერდით იყოს
-დედა მეტი დრამატულობისთვის შეგიძლია დაამატო რომ უმადური შვილი ვარ საერთოდ არ გიკითხავ და არ მახსოვს რომ დედა მყავს - ამბობს მათე.
აღარ ვაპირებდი მათი საუბრის მოსმენას საწოლიდან ვდგები მალევე ვიწესრიგებ თავ და სამზარეულოში ჩავდივარ. ტოსტერში ორი ცალი პურის ნაჭერი მოვათავსე და გაზქურაზე წყალი დავადგი ჩაიდანით.
მაგიდა ორისთვის გავშალე, რისი გამოლაგებაც შეიძლებოდა მაცივრიდან მგონი ყველაფერი მაგიდაზე მოვათავსე. მალე მეთეც შემომიერთდა
-თუ გინდა შეგიძლია წახვიდე ხომ იცი-ვიწყებ საუბარს
-ვიცი
-დედაშენი მართალია, ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა ხვდებოდე და არა ვიღაც უცნობ ქალთან ერთად სადღაც მთებში
-გინდა რომ წავიდე?-მეკითხება და მზერას არ მაშორებს
-გინდა რომ წახვიდე?-ვუბრუნებ კითხვას
-არ მინდა წასვლა
-არ მინდა წახვიდე-ვამბობ და ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად ფარავს მეთე ჩვენს შორის არსებულ მანძილს
-კიდევ ერთხელ თქვი
-არ მინდა წახ...-წინადადების დასრულებას აღარ მაცდის და დილას ჩემი ტუჩების დაგემოვნებით იწყებს.

*******************
არ ვაპირებდი დღეს ახალი თავის ატვირთვას. ვგეგმავდი რაღაცეების შეცვლას, მაგრამ გადავიფიქრე იყოს ისე როგორც პირველად გავიფიქრე გონებაში. ველოდები თქვენს შეფასებებს. მადლობა მათ ვინც კითხულობთ და მხარს მიჭერთ <3



№1 სტუმარი Nino

Dzalian kargi iyo au iyochage da xvalac dade axali tavi ra gtxob????????❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან მომეწონა. საბრალო თომა როგორ შემეცოდა. გამოუთქმელი სევდის მატარებელია მომაკვდავი ადამიანი. ვერ გაიგებ რას ფიქრობს. რას განიცდის. მალე დადე რა ახალი თავიი. მოუთმენლად გელიი

 


№3 სტუმარი ქრისტინა

საოცარიაააააა. მომწონს. მინდა ახალი თავიი. მეთეზე ვგიჟდები. ჯერ რა სახელი აქვს. მომწონს რაღაცნაირად. კესანეზე რა გითხრა ჩემი ფავორიტია. ველიდები ახალ თავს. მალე დადე რაა. ცოტა ბევრიი რა არ მყოფნის

 


№4  offline წევრი ეველინა

Nino
Dzalian kargi iyo au iyochage da xvalac dade axali tavi ra gtxob????????❤❤❤

მადლობა შენ ჩემო კარგო <3 ვეცდები მალე დავამატო ახალი თავი

სტუმარი ლიკა
ძალიან მომეწონა. საბრალო თომა როგორ შემეცოდა. გამოუთქმელი სევდის მატარებელია მომაკვდავი ადამიანი. ვერ გაიგებ რას ფიქრობს. რას განიცდის. მალე დადე რა ახალი თავიი. მოუთმენლად გელიი

წერის პროცესში მეც შემეცოდა მინდოდა შემეცვალი მისი დასასრული, მაგრამ რაღაცეების შეცვლა ბრალოდ არ შეიძლება <3 <3 ახალი თავი მალე იქნება

ქრისტინა
საოცარიაააააა. მომწონს. მინდა ახალი თავიი. მეთეზე ვგიჟდები. ჯერ რა სახელი აქვს. მომწონს რაღაცნაირად. კესანეზე რა გითხრა ჩემი ფავორიტია. ველიდები ახალ თავს. მალე დადე რაა. ცოტა ბევრიი რა არ მყოფნის

მეთე სახელი მეც მომწონს რაღაცნაირად ქართულ თურქულ ნაზავს გავს მათე-მეთე <3 <3 მოცულობას რაც შეეხება ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებ <3 მიხარია რომ მოგწონთ და მიზიარებთ შთაბეჭდილებებს

 


№5 სტუმარი Gvanca

Au ramdeni vitire atvirte ra axali tavi kargia dzalian ❤❤❤

 


№6 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო ცოტა სევდიანი თომა შემეცოდა ძალიან მეთე კარგი ბიჭი ჩანს იმედია ერთად იქნებიან საოცარი წყვილი გამოვა მადლობა წარმატებები ველოდები ახალ თავს ????????????

 


№7  offline წევრი ეველინა

Gvanca
Au ramdeni vitire atvirte ra axali tavi kargia dzalian ❤❤❤

მახარებს ფაქტი რომ ასე ძალიან მოგწონთ რასაც ვწერ.<3 <3 ახალ თავს რაც შეეხება შეძლებისდაგვარად მალე ავტვირთავ <3 <3

ნესტან
კარგი თავი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო ცოტა სევდიანი თომა შემეცოდა ძალიან მეთე კარგი ბიჭი ჩანს იმედია ერთად იქნებიან საოცარი წყვილი გამოვა მადლობა წარმატებები ველოდები ახალ თავს ????????????

თომაზე მინდოდა ვრცლად დამეწერა მაგრამ გადავიფიქრე ვფიქრობ დეტალებში ჩაღრმავებით თემას გადავუხვევდი <3 <3 მეთე კარგი ბიჭი ჩანს იმედი მაქვს ბოლობდე კარგი დარჩება <3 <3 მადლობა შენ და ასევე წარმატებები

 


№8 სტუმარი დონა

აუ თომა როგორ შემეცოდაა. საბრალო ბიჭი. აუ გააგრძელე რა ძალიან კაია. მალე მინდა ახალი თავი. მეთე მომწონს იმედია ერთად იქნებიან

 


№9 სტუმარი სტუმარი ნატო

აუუ ახალი თავი მალე დადე რა. ძალიან მომწონს

 


№10  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნატო
აუუ ახალი თავი მალე დადე რა. ძალიან მომწონს

ვნახოთ რა მოხდება. ახალი თავი მალე იქნება

სტუმარი ნატო
აუუ ახალი თავი მალე დადე რა. ძალიან მომწონს

მიხარია რომ მოგწონს <3 <3 ახალ თავს დავამატებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent