შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეულის მორჯულება (სრულად)


19-12-2023, 23:33
ავტორი tamro
ნანახია 41 495

1 თავი.
ბალიშს ჩახუტებული ჯერ ისევ ტკბილ სიზმრებში ვიყავი. დროდადრო ვიღაცის ბოხი ხმა ჩამესმოდა, თუმცა სულ არ ვაქცევდი ყურადღებას.
-ალექსანდრა! _ხმა უკვე იმდენად ძლიერად ჩამესმა, რომ დაფეთებულმა წამოვწიე თავი
და საწოლთან სარივით დასობილ ჩემ ძმას ნახევრად დახუჭული თვალებით ავხედე....
სანამ გავაგრძელებდე მანამდე მოკლედ ჩემ შესახებაც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას. ალექსანდრა ნიჟარაძე, 24 წლის. მყავს მამა ნოდარი და ტყუპისცალი ძმა იოანე. მე და იო პატარები ვიყავით, როცა დედა გარდაიცვალა. მას შემდეგ მამა გვზრდიდა და მზრუნველობას არ გვაკლებდა. მთელი ცხოვრება ჩემზე და იოანეზე ზრუნვაში გაატარა. ერთი წუთითაც კი არ გვიგრძნია მისი მხრიდან უყურადღებობა. დედას გარდაცვალების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე ბევრი ჩასჩიჩინებდა, რომ მეორე ცოლი მოეყვანა, რომ ბავშვები პატარები იყვნენ და მათ დედის მზრუნველობა სჭირდებოდათ. მაგრამ მამაჩემს ერთი წუთითაც კი არ უფიქრია მაგაზე. თითქმის ყოველ კვირა დავდიოდით დედას საფლავზე და ყვავილები მიგვქონდა. მამას არ უნდოდა, რომ ოდესმე მაინც წაშლილიყო დედაჩვენის სახე ჩვენი მეხსიერებიდან. ხშირად ვათვალიერებდით ერთად მის ფოტოებს და ყურებდაცქვეტილები ვუსმენდით ნაამბობს მისი ერთადერთი სიყვარულის შესახებ. მამას თუ დავუჯერებთ დედას ძალიან ვგავარ. ფოტოებიდან გამომდინარე რაღაც მსგავსებას მეც ვამჩნევდი ჩვენ შორის, თუმცა არა! დედა იმდენად ლამაზი იყო, რომ მე მას ვერც კი შევედრები.
იოანე როგორ ჩემზე თორმეტი წუთით უფროსი ძმა, გამუდმებით ჩემი თვალყურის დევნებით იყო დაკავებული. რა უნდა მომსვლოდა, რომ ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ერთად დავდიოდით. ყურადღებას არასოდეს მაკლებდა. გამუდმებით ჩემს დაცვას ცდილობდა ყველაფრისგან, იმას კი არასდროს კითხულობდა მჭირდებოდა თუ არა ეს.
ჩემი გარეგნობით უკმაყოფილო არსდროს ვყოფილვარ, თუმცა ვერც თაყვანისმცემლების ჯარით დავიკვეხნიდი. სკოლაში ჩემი ძმის შიშით ვერავინ მეკარებოდა ახლოს. სიმართლე გითხრათ ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა იმ დროისათვის. მახსოვს ერთხელ რა დღე დააწიეს ვიღაც ბიჭს იომ და მისმა ძმაკაცებმა იმის გამო, რომ ვერაფრით გავაგებინე არავითარი სიმპათია არ ქმონდა მის მიმართ. იმის შემდეგ სადაც არ უნდა წავსულიყავი რატომღაც ყველა ბიჭი ძმობას მეფიცებოდა.
იოანე პროფესიით ეკონომისტია. თავის მეგობრებთან ერთად პატარა ბიზნესი აქვს წამოწყებული და მშვენივრადაც უძღვებიან ყველაფერს. პარალელურად არალეგალური კრივით არის დაკავებული. მისი ეს გადაწყვეტილება არსდროს არ მომწონდა , მაგრამ ვერაფერს ვაგნებინებდი. რა თქმა უნდა, მამამ ეს ყველაფერი არ იცოდა. ვინ იცის რამდენი ტყუილი მოგვიფიქრებია ერთად, რომ მის სახეზე დროგამოშვებით გაჩენილი დალურჯებებისათვის შესაფერისი ახსნა მოგვეძებნა. საკმაოდ ფიცხი ხასიათის იყო , რის გამოც როცა მამას ვეუბნებოდით, რომ ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა ადვილად გვიჯერებდა ხოლმე.
სახლში როგორც ერთადერთი მანდილოსანი გარკვეული პრივილეგიითაც ვსარგებლობ. რამდენადაც ამის საშუალებას ჩემი გადარეული ძმა მაძლევს. მისი ჰობი ხომ ჩემი ნერვების მოშლაა. ნუ არ ვუარყოფ ეს ორივეს საერთოა.
-ალექსანდრა-მეთქი! ადექი გოგო.
-შემეშვი რა, მეძინება _თავი ისევ ბალიშზე დავდე.
-აუ ადექი რა, მშია!
-მერე მაცივარი არ იცი სად დგას, თუ თეფშები არ იცი სად დევს.
-საჭმელი არ გვაქვს. გამიკეთე რა რამე.
-მმმ....
-ადექი შე უშნო გაიღვიძე უკვე. _კიდევ ერთხელ ჩამყვირა
-დამანებე თავი. მეძინება _ ბალიშში თავჩარგულმა ამოვილუღლუღე
-ისე შენ დღეს გასაუბრებაზე არ მიდიხარ? _ ამის თქმა და ჩემი საწოლიდან წამოვარდნა ერთი იყო. ათ საათზე გასაუბრებაზე ვარ დაბარებული. საათს დავხედე, ჯერ რვა საათია, მაგრამ მანამდე მოწესრიგება ხომ მინდა, თანაც მე დილით ყოველთვის ვსაუზმობ სახლიდან გასვლამდე. ოთახში რეაქტიული სიჩქარით ვმოძრაობდი და სულ არ ვაქცევდი ყურადღებას კართან სარივით დასობილ ჩემს ძმას.
-შემდეგში მეცოდინება როგორც უნდა გაგაღვიძო. _კმაყოფილმა ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა.
აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და კარადის წინ დავდექი. დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო ამიტომ რამე შესაფერისიც უნდა ამერჩია. ბოლოს არჩევანი ჩავ ტანზე მომდგარ შარვალსა და თეთრ კლასიკურ ზედაზე შევაჩერე, შესაფერისი ფეხსაცმელიც შვუხამე და სარკეში ჩავიხედე. თმა თითქმის ყოველთვის გაშლილი მქონდა, არც ახლა მიფიქრია შეკვრა. უნდა ვაღიარო ჩემი თმა ძალიან მომწონდა. სანამ ქვევით ჩავიდოდი ჩემს მეგობარს, თიკას დავურეკე.
-მიდიდხარ უკვე გასაუბრებაზე?
-ცოტა ხანში წავალ.
-წარმატებები, აბა შენ იცი.
-გოგო რო გამოვალ დაგირეკავ და სადმე გავიდეთ
-კარგი. უი ხო ალექს! კინაღამ დამავიწყდა
-რა მოხდა?
-აბა თუ გამოიცნობ დღეს ვინ ჩამოდის _მხიარული ხმით მკითხა
-რა ვიცი მე ვინ ჩამოდის. ან საიდან ჩამოდის?
-ლაზარე _გახარებულმა ჩამყვირა ყურში.
-რა? ვინ ლაზარე?
-რა გჭირს გოგო, ლაზარე ალექსიძე.
-ა უი ხო გამახსენდა. მერე რა? _უემოციოდ ვკითხე.
-რა მერე რა გოგო! გინდა ჭკუიდან შემშალო?!
-თიკა ნუ ყვირიხარ რა, ჩამოდის და ჩამოვიდეს. ჩემგან რა გინდა?
-ვითო არ იცი ეხა რა, რო ლაზარეს მოწონხარ და არც შენ ხარ გულგრილი.
-ნუ ამბობ სისულელეებს. ეგ ოთხი წლის წინ იყო.
-მთელი უნივერსიტეტი გიჟდებოდა ლაზარეზე, მას კიდევ შენ მოწონდი. იოს გამო იკავებდა თავს თორე...
-თიკა გეყოს რა, ეგ ამბები წარსულს ჩაბარდა. წავედი მე და დაგირეკავ მერე.
-აუ რა უჟმური ხარ რა. _ ამოიბუზღუნა -კაი წადი, წადი.
ტელეფონი გავთიშე, ჩანთა ხელში ავიღე და კიბეზე სირბილით დავეშვი. სამზარეულოში შესვლამდე კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემ თავს სარკეში.
-ალექს მეჩვენება თუ გსუქებული ხარ? _ სამზარეულოდან თავი გამოყო იომ.
-ვიღაც საუზმის გარეშე უნდა დარჩეს!
-სამარე ვარ. _თითები ტუჩებთან გადაიჯვარედინა
-მამას ჯერ არ გაუღვიძია?
-ჯერ არ გაუღვიძია კი არა წავიდა უკვე.
-სად წავიდა ასე ადრე?
-კახა ბიძიამ დაურეკა და დიდი შემართებით გაეშურა სამსახურისკენ.
-რამე ხო არ მოხდა?
-არა. ახალი ავეჯი მოუტანიათო და მეც იქ უნდა ვიყო როცა დაალაგებენო._ მამას და მის ბავშვობის მეგობარ კახას პატარა რესტორანი ჰქონდათ გახსნილი. ორივეს საკმაოდ კარგად ეხერხება მზარეულობა. უნდა ვაღიარო მამა ჩემზე ბევრად უკეთესი მზარეულია. თავიდან ერთი პატარა სასადილო გახსნეს, თავადვე იყვნენ იქ მზარეულებიც და მომსახურე პერსონალიც. თანდათან უფრო გააფართოვეს ყველაფერი და დღეს უკვე საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ ორივეს.
-შენ რას შეჭამ?
-რავიცი გააკეთე რამე. რომც არ მომეწონოს მაინც მომიწევს ჭამა და... _ბოლო სიტყვები თითქოსდა თავისთვის ჩაილაპარაკა. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. განაწყენებულმა გავკარი მხარი, ჩემი ჭკიუთ მთელი ძალით, მაგრამ ისევ მე დავრჩი დაზარალებული.
-ხოდა შენ თვითონ გაიკეთე ხოლმე. _ნაწყენმა ჩავიბურტყუნე და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე
-ჩემი ბუტია დაიკო _სიცილით მომეხვია და მაგრად მაკოცა ლოყაზე.
-არ მოსწონს თურმე ბიჭს საჭმელი _გამოვაჯავრე.
-კაი ხო გეხუმრე. _გაიცინა -მოდი მეც დაგეხმარები _სწრაფად მოვამზადეთ სუზმე და მაგიდას მივუსხედით.
-რა მითხარი სად ვიწყებ მუშაობასო?
-ჯერ გასაუბრებაზე მივდივარ და მერე ვნახოთ.
-ხოდა სად მიდიხარ გასაუბრებაზე?
-სამშენებლო კომპანიაა. საკმაოდ წარმატებული ფირმაა. ზუსტად ისეთი სამსახურია მე რომ მინდა.
-ისე მე, თუ მკითხავ წინა სამსახურიდან არ უნდა წამოსულიყავი, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც თამუნასთან უთანხმოება გქონდა.
-ეგ ვიღაც თამუნა უფროსის შვილი იყო. მე კიდევ ზედმეტი აყალმაყალის თავი ნამდვილად არ მქონდა ამიტომაც წამოვედი.
-ძალიან ცუდადაც მოიქეცი. პირიქით, უნდა დარჩენილიყავი და შენი უფლებები დაგეცვა.
-კარგი რა იო, ხომ ხედავ უკვე ახალ სამსახურს ვიწყებ, თანაც ბევრად უკეთესს.
-შენი საქმის შენ იცი. _მხრები აიჩეჩა -ხო ისე, რაღაცის თქმა მინდა და..._ყოყმანით დაიწყო.
-გისმენ.
-მოკლედ, დღეს კრივში...
-გასაგებია! _შევაწყევტინე - ისევ უნდა იჩხუბო და გინდა, რომ მამასთან „დაგფარო“... _თვალები მობეზრების ნიშნად გადავატრიალე.
-არა, უბრალოდ ვიფიქრე შენც ხომ არ წამოხვიდოდი. გულშემატკივარი ხო მინდა არა? _ სიცილით დაამატა ბოლო სიტყვები როცა ჩემ სახეს შეხედა.
-სულაც არ მაქვს იმის სურვილი, ვუყურო, თუ, როგორ გამილამაზებენ ძმას.
-შენი ძმა იქეთ გაალამაზებს ბევრს. _ თვამომწონედ ჩაილაპარაკა.
-ვნახოთ აბა რისი გამკეთებელი ხარ _ჩავიცინე
-ანუ მოხვალ. _ თვალი ჩამიკრა. მეც ღიმილით დავუქნიე თავი. საათს დავხედე ჩემი წასვლის დრო მოსულიყო. ჩანთას ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოვდექი.
-მე წაგიყვან.
-არ მინდა ჩემით წავალ, ისაუზმე შენ.
-დავამთავრე უკვე. _ფეხზე წამოდგა.
-მანქანა იმისთვის მაჩუქეთ, რომ ისევ შენ გეტარებინე ყველგან? _წარბაწეულმა შევხედე.
-უბრალოდ დღეს წაგიყვან. თან მეც გასასვლელი ვარ.
-ჩემით. _თვალი ჩავუკარი და კოცნა გავუგზავნე.
-კარგი, რო გამოხვალ დამირეკე.
-კარგი. _მანქანის გასაღები ავიღე და სახლიდან გავედი.
****
-ალექსანდრა ნიჟარაძე. _ჩემი სახელი ამოიკითხეს. მეც ფეხზე წამოვდექი და მომღიმარ გოგონას უკან გავყევი. ცოტას ვნერვიულობდი კიდეც.
-ხომ არ ნერვიულობ? _ღიმილით მკითა გოგონამ
-ცოტას. _ ღრმად ჩავისუნთქე
-ნუ ღელავ სანერვიულო არაფერია. წარმატებას გისურვებ. _ თბილად გამიღიმა და ერთ-ერთ კაბინეტში შემიძღვა. მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა. თავაზიანად მივესალმე ორივეს.
-მე რატი ვარ, ეს შაკო _ ღიმილით მითხრა ერთ-ერთმა.
-ალექსანდრა _მეც გავუღიმე.
-სასიამოვნოა, დაჯექი _თავით სავარძელზე მანიშნა.
-უნდა ვაღიაროთ თქვენი სივის წაკითხვისას სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ძალიან კარგი სივი გაქვს. _ შაკო პირდაპირ საქმეზე გადავიდა - თანაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება უკვე გაქვთ.
-დიახ.
-თქვენი სივის ნახვისას დავინტერესედით და თქვენს ყოფილ უფროსს დავუკავშირდით.
-ბატონ დავითს კარგად ვიცნობთ. თქვენ შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით. მე პირადად გაოცებული დავრჩი იმდენად კარგი დახასიათება გადმოგვცა. _ღიმილით ჩააილაპარაკა რატიმ.
-26 წლის ხარ ხომ?
-დიახ.
-დაოჯახებული ხარ?
-არა. _სწრაფად ვუპასუხე
-შეიძლება გავიგოთ რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან? _წამით შევყოვნდი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი წინასწარ მომზადებულ პასუხზე. ნამდვილად არ მინდოდა იმის თქმა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელთან გამუდმებით კონფლიქტი მომდიოდა.
- გეგმები შემეცვალა და იძულებული ვიყავი ქვეყნიდან რაღაც პერიოდი გავსულიყავი.
-გასაგებია. _ ერთხმად ჩაილაპარაკეს ბიჭებმა.
კიდევ უამრავი შეკითხვა დამისვეს, მეც მოკრძალებული ღიმილით ვუსმენდი და მათ თითოეულ შეკითხვას ამომწურავ პასუხებს ვცემდი.
-მე პირადად ძალიან მომეწონეთ _თბილად გამიღიმა შაკომ.
-მეც. თქვენისთანა პროფესიონალი კადრები ნამდვილად გვჭირდება.
-როდიდან შეძლებთ სამსახურში გამოსვლას?
-როცა თქვენ ინებებთ _სწრაფად ვუპასუხე.
-კარგი, მაშინ ორშაბათს ცხრა საათზე აქ იყავი. შენს სამუშაო კაბინეტს ნინო გაჩვენებს. ნინო აქ, რომ მოგიყვანა ის გოგოა _ამიხსნა რატიმ
-კარგი.
-და ხო კიდევ ერთი. როგორც იცით მე და რატი მეწილეები ვართ
-დიახ
-კიდევ ერთი უფროსი გეყოლება, რომელთან ერთადაც მოგიწევს ძირითადად მუშაობა, მაგრამ ის ახლა მივლინებაშია. კვირას ბრუნდება და სავარაუდოდ ორშაბათს მოახერხებ მის გაცნობას.
-კარგი, გასაგებია. _ თავი დავუქნიე.
-ძალიან კარგი, გილოცავ ალექსანდრა _ღიმილით წამოვდექი ფეხზე. ორივეს დავემშვიდობე და კაბინეტიდან გამოვედი. ახლა გავაცნობიერე, თუ როგორ ვნერვიულობდი მათთან საუბრისას. ფირმიდან გამოსულს თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომეხსნა. პირადად ჩემი უფროსებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ორივე თავაზიანი ბიჭები ჩანდნენ. როგორც კი მანქანაში ჩავჯექი თიკას დავურეკე და ჩვენს კაფეში შეხვედრა ვთხოვე.
***
-როგორ ჩაიარა გასაუბრებამ? _კაფეში შესვლისთანავე მომვარდა.
-მომილოცე საყვარელო, ახალი სამსახური მაქვს _ კმაყოფილი გავეკრიჭე და მის წინ ჩამოვჯექი
-რა მაგარია, გილოცავ. როდიდან იწყებ?
-ორშაბათიდან.
-ხო ისე მაგ კომპანიაზე გავიგე, რომ თურმე პოლონეთში ხსნიან ფილიალს. საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, დღეს მოვიძიე რაღაც ინფორმაცია ინტერნეტში. მოკლედ, რომ ვთქვა ძალიან კარგიი სამსახური იშოვე.
-ცოტა ვინერვიულე გასაუბრებაზე.
-რა განერვიულებდა.
-ის ორი კაცი, რომ დავინახე თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე დავმშვიდდი. კარგი ხალხი ჩანს.
-ანუ უფროსებიც გაიცანი უკვე.
-ორი გავიცანი.
-იმათ გარდა კიდევ არის ვინმე?
-კი, სამნი არიან. მესამე მივლინებაშია. მითხრეს, რომ ორშაბათს შევძლებ მის ნახვას.
-დარწმუნებული ვარ მაგასაც მოეწონები. _ გამიღიმა
-იმედია.
-გოგო ხო იცი დღეს ლაზარე რო ჩამოდის. _შეპარვით დაიწყო
-მერე? _მივხვდი რაც ქონდა გეგმაში.
-რა მერე ალექსანდრა?! ბარში ვიკრიბებით საღამოს და შენც წამოდი.
-ვერა.
-კარგი რა, ცოტა ხნით მაინც მოდი. ლაზარესაც ნახავ და თან ცოტას გავერთობით. წარმოიდგინე ორი წელია საზღვარგარეთ არის ბიჭი და...
-არ შემიძლია, დღეს საღამოს იოს მივყვები. თან სურვილიც არ მაქვს წამოსვლის.
-არ მითხრა, რომ იმ სადიზმს უნდა უყურო. _ზიზღით დაემანჭა სახე.
-დიდად არც მე მომწონს, მაგრამ მაინტერესებს თან სახლში, თუ ვიქნები უფრო მეტად ვინერვიულებ. შენც წამოდი.
-მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ._ ჩაიფხუკუნა -საღამოს მითხარი ვის შეულამაზებს ცხვირ-პირს.
-ასე დარწმუნეიბით როგორ საუბრობთ. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მას, რომ რამე მოუვიდეს მერე?
-კარგი რა ალექს, არ იცოდე მაინც შენი ძმის ამბავი, ეგ დაბადებიდან მუშტებს იქნევს და ვინ უნდა მოუგოს.
-არ ვიცი, მე მაინც ვნერვიულობ.
-ნოდარი ბიძიას რას ეტყვით მერე?
-არ ვიცი ჯერ. რამეს მოვიფიქრებთ. _მხრები ავიჩეჩე და მიმტანს შეკვეთა მივეცით.
****
გამაყრუებელი და ყურისწამღები ხმაურისგან უკვე ნერვული დაბოლოებები მტკიოდა. ნერვიულობისგან თითები ერთმანეთში მქონდა ახლართული. განაბული ვუყურებდი ჩემთვის ასე საზიზღარ სანახაობას და გული გამალებით მიცემდა. იმის წარმოდგენაზე, რომ რინგზე მდგომი ერთ-ერთი ადამიანი ჩემი ძმა იყო და შეიძლება მას რამე მოსვლოდა, ლამის იქვე განმეტევებინა სული. სულ არ ვაქცევდი აჟიტირებული მაყურებლის შეძახილებს ყურადღებას. გულის ფანცქალით ვუყურებდი ბიჭებს გამეტებით, რომ უქნევდნენ ერთმანეთს მუშტებს.
ვხედავდი, როგორ მოხერხებულად ცდილობდა მოწინაღმდეგის მუშტების მოგერიებას იოანე. თითოეული ხელის მოქნევაზე ერთ ადგილას ვცქმუტავდი. შიშისგან ბოლო ხმაზე წამოვიკივლე, როცა ფერდში ძლიერად მოხვდა მუშტი. მზად ვიყავი ახლავე ავვარდნილიყავი რინგზე და ჩემი ხელით გამომეყვანა იოანე იქედან. იოს ძმაკაცები ძლივს ახერხებდნენ ჩემს შეკავებას და მეგობარს მხურვალე შეძხილებით ამხნევებდნენ.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასეთ შოკურ მდგომარეობაში. ერთადერთი რისი გააზრებაც მოვახერხე ის იყო, რომ ყველაფერი დამთავრდა. გიჟივით წამოვვარდი ფეხზე და წამის მეასედში იოს კისერზე ვიყავი ჩამოკიდებული.
-რაო, ვინ ვის გაალამაზებსო? _ მხიარული ხმით ჩამძახა ყურში. მაგარად მომხვია ხელები და ჰაერში დამატრიალა.
-ძალიან შემეშინდა. _როგოც კი ძირს დამსვა მისი სახე ხელებში მოვიქციე. -იოანე სიხსლი მოგდის! _შეშფოთებულმა ჩამოვუსვი ხელი საფეთქელთან.
-არაფერია, პატარა ნაკაწრია. ჩვენ ახლა ის მოვიფიქროთ სახლში, რომ მივალთ ნოდარს რას ვეტყვით. _მხიარულად გამიცინა და მკერდზე მიმიხუტა.
***
მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ გვეხმაურა და ჩუმად შევსულიყავით სახლში, თუმცა სულ ტყუილად. ნოდარი შუბლშეკრული იჯდა სავარძელში და თვალს არ გვაშორებდა.
-აბა ახალგაზრდებო! სად ბრძანდებოდით ამ დრომდე? _საათზე მიგვითითა
-კაფეში! _ერთხმად ვუპასუხეთ
-ეგ წარბი მიმტანმა გაგიხეთქა ხომ? _იოს ხელით ანიშნა წარბზე.
-მამა უბრალოდ როცა გამოვდიოდით იოს და მის მეგობრებს ვიღაცასთან შელაპარაკება მოუვიდათ და... _ვცადე სიტუაცია განმემუხტა. სულაც არ მსიამოვნებდა მამას მოტყუება მაგრამ ვერც სიმართლეს ვეტყოდით.
-რა დაგიშავეს ვაჟბატონო? ან რა დაუშავე?! _წარბაწეული მიუბრუნდა იოს
-უბრალოდ...
-კარგი რა მა, არ იცოდე მაინც ამის ხასიათი. უმნიშვნელო რაღაცეებიც აღიზიანებს. მნიშვნელოვანი მართლა არაფერი არ ყოფილა. ბიჭებიც იქ იყვნენ და მაშინვე გააშველეს. _სწრაფად მივაყარე.
-ჰმ! _ ეჭვიანი მზერა მოგვავო ორივეს. - დაგერეკათ მაინც და გეთქვათ. _ თავის ქნევით ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა. შვებით ამოვისუნთქეთ.
-ბოდიში მა, დაგვავიწყდა გაგვეფრთხილებინე. _ გვერდით მიუჯდა იო.
-უკვე ივახშმე? თუ გინდა რამეს გავაკეთებ.
-არა, არ მშია. მე და კახამ ერთად ვივახშმეთ.
-კახა ბიძია აქ იყო?
-კი. ცოტა ხნის წინ წავიდა.
-ხო მართლა, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. _ მამას გვერდით მივუჯექი -შეგიძლიათ მომილოცოთ. ახალი სამსახური მაქვს. _ვახარე ახალი ამბავი.
-რა კარგია საყვარელო, გიოლცავ. _თბილად გამიღიმა მამამ და გულზე მიმიხუტა. _ჩემი ჭკვიანი გოგო.
-ე..ეეე თქვენ რა გინდათ, რომ ვიეჭვიანო? _წამოყვირა იომ და მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა. ერთი ხელის მოსმით წამომწია და კალთაში ჩამიჯინა, თვითონ კი ჩემს ადგილას დაჯდა. -ჩემთვის არ უნდა გეთქვა შე უშნო?
-ახლა ხომ გითხარით. გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა და ორშაბათს ვიწყებ მუშაობას.
-ყოჩაღ შენ. _ლოყაზე მაკოცა . -იმედია აქედანაც არ გამოიქცევი.
-იოანე! ნუ იცი ხოლმე შენ ეგრე. _უსაყვედურა მამამ. -სწორად მოიქცა წინა სამსახურიდან, რომ წამოვიდა. ზედმეტ კონფლიქტს ყოველთვის უნდა აარიდო ადამინმა თავი.
-არ უნდა წამოსულიყო. მითუმეტეს, როცა თვითონ არაფერში იყო დამნაშავე...
-ყველამ თუ შენსავით მუშტების ქნევით აგვარა საქმე მაშინ ცუდად დავამთავრებთ. _ გამაფრთილებლად დაუქნია თითი.
-არაუშავს. უკვე ახალი სამსახური მაქვს და ყველაფერი გაცილებით კარგად არის.
-მე შენს ადგილას ეგრე მშვიდად არ ვიქნებოდი იქედან წამოსვლის შემდეგ
-იოანე ყოველთვის ზედემტად ფიცხი იყავი და ეგ გიშლის ბევრ რამეში ხელს. ცხელ გულზე არ უნდა მოიმოქმედო არაფერი. ტვინით უნდა იაზროვნო ადმიანმა და გრძნობებს არ უნდა აყვე. ვინაიდან...
-ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ. -ორივემ ერთხმად დავასრულეთ უკვე კარგად ნაცნობი ფრაზა.
-კარგით ბატონებო. მე დაგტოვებთ, წავალ დავწვები. _ორივეს მაგრად ვაკოცე ლოყაზე და სწრაფად ავედი ოთახში.
2 თავი
დილიდან მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და იდეებით დახუნძლულმა, პირდაპირ იოს ოთახისკენ ავიღე გეზი. გიჟივით შევვარდი ოთახში და პირდაპირ ზედ დავახტი ჩემს ძვირფას ძამიკოს.
-აუ! რა ჯანდაბაა ამის... გოგო შენ ვერ ხარ კარაგდ ხო?! _უკმაყოფილოდ შემომიბღვირა.
-იდეა მაქვს ძვირფასო ძამიკო _სიცილით ვუთხარი და მეც საწოლში შევძვერი.
-რა იდეები აგივარდა ამ დილას! დამაძინე რა! _ბალიში თავზე დაიდო და ძილი განაგრძო.
-მომისმინე ერთი წუთით _ბალიში თავიდან ავაძვრე
-რა?! _ამოიბუზღუნა
-შემდეგ კვირას მამას დაბდების დღე, რომ არის ხომ არ დაგვიწყებია? _წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა მაშინვე მივხვდი პასუხს.
-ჯანდაბა! ფუ რა დებილი ვარ _ფეთიანივით წამოჯდა საწოლზე. - როგორ დამავიწყდა!
-დაგავიწყდებოდა აბა რა, იმ შენი კრივის გარდა არ გახსოვს არაფერი _თვალები გადავატრიალე.
-მოვიფიქროთ რამე! _ჩემი სიტყვები დააიგნორა. ნამძინარევი თვალები ხელით მოისრისა და სერიოზული სახით შემომხედა.
-მოვიქირე მე უკვე. _ გავეკრიჭე
-ჩემი ჭკვიანი გოგო _ კმაყოფილი სახით შემომხედა -აბა რა მოიფიქრე?
-მოკლედ, შემდეგ პარასკევს როგორც კი სამსახურიდან გამოვალთ მაშინვე წავიდეთ სოფელში. ხომ იცი მამას იქაურობა როგორ უყვარს, თან წარმოიდგინე შემოდგომაზე რა ლამაზია იქ ყველაფერი. მხოლოდ ჩვენ სამი ვიქნებით და ავღნიშნავთ. დიდი ხანია ერთად არსად წავსულვართ. მამასაც ძალიან გაუხარდება.
-ძალიან კარგია, მაგრამ შენ სამსახურში როგორ წახვალ ორშაბათს?
-დილით ადრე წამოვალთ და მოვასწრებ.
-კარგი. ოღონდ ნოდართან ნუ შევიმჩნევთ ნურაფერს.
-კაი რა იო, მამამ ყოვეთვის იცის, რომ მისი დაბადების დღე არ დაგვავიწყდება _ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი - ამიტომ აზრი არ აქვს მაგ არ შემჩნევებს და სისულელეებს.
-კარგი, მაშინ რასაც ვაპირებთ იმას ნუ ვეტყვით. ჯობია არ იცოდეს სად ვაპირებთ აღნიშვნას.
-ხო ვარ ჭკვიანი გოგო _ორი წლის ბავშვივით გავეკრიჭე
-ხარ ხარ. _სიცილით გადამხვია ხელი და გულზე მიმიხუტა -ზოგჯერ ცოტას წაუშტერებ ხოლმე თორე ისე არაგიშავს. _ბოლოს მაინც წამკბინა!
მალევე ჩავედი სამზარეულოში და მამას და იოანეს ჩამოსვლამდე საუზმის მომზადება დავიწყე. თმები კოსად შევიკარი და გაზქურაზე წყალი დავდგი. გონებაში უკვე შემდეგი კვირის გეგმებს ვადგენდი. დარწმუნებული ვიყავი მამას ძლაიან მოეწონებოდა ჩვენი სიურპრიზი. სოფლეში დიდი ხანია არ ვყოფილვათ. ბებია, როცა ცოცხალი იყო თითქმის ყოველ თვე ჩავდიოდით, მაგარმ რაც გარდაიცვალა მას შემდგე ვეღარ ვახეხებთ ისე ხშირად წასვლას. მამას ძალიან უყვარდა იქ დროის გატარება, შემოდგომაზე იქაურობა მართლაც განსაკუთრებით ლამაზია. სოფლის სახლთან მთელ ოჯახს საუკეთესო მოგონებები გვაკავშირებს. ახლაც კარგად მახსოვს რა დიდი სიხარულით მოვდიოდით მე და იო ბებიასთან. ორ გიჟს მთელი სოფელი აკლებული გვქონდა. ჩვენი ჩასვლიდან სულ რაღაც ხუთ წუთში მთლემა სოფელმა იცოდა იქ, რომ ვიყავით. ძალიან მენატრება ის დრო.
-ალექს მალე იქნება საუზმე? _გამომძახა იომ
-კი. რა იყო, მიდიხარ სადმე? _ სამზარეულოდან გამოვედი და სარკის წინ მოტრიალეს თვალი შევავლე.
-ხო, მე და ჯაბას რაღაც საქმე გვაქვს.
-კარგი რა იო, დღეს მაინც ნუ გახვალ სახლიდან.
-რატო ვითო? _გაკვირვებულმა შემომხედა.
-ცუდად, რომ გახდე? _ თვალით მტკივან ადგილზე მივანიშნე.
-კაი რა, რა უნდა მომივიდეს. თან, თუ ცუდად გავხდები შენ ხომ იგრძნობ მაგას და მიშველი. _ გამიცინა და შუბლზე მაკოცა. ოდესმე ვინმეს გსმენიათ ტყუპების დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ? თითქმის ყოველთვის ვგრძნობდი როცა იოს თავს რამე ცუდი ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს მე უფრო ცუდად ვხვდებოდი ვიდრე რეალურად თვითონ იყო. იოანესაც ხშირად უგრძვნია ჩემი ცუდად ყოფნა. მახსოვს ადრე მეშვიდე კლასში როცა ვიყავით, ერთ დღეს იო სკოლაში არ წამოვიდა. მთელი დღე საშინლად ვიყავი მასწავლებლები და სკოლის ექთანი თავს დამტრიალებდნენ. სახლში მისულს ჩემი ძმა ხელმოტეხილი დამხვდა. დივანზე ფერწასული იწვა, თავთან კი არანაკლებ შეშფოთებული მამა ეჯდა. როგორც მოგვიანებით გავიგე მამა და იოანე ავარიაში მოყვნენ. პირველად სწორედ მაშინ დავიჯერე ის, რომ ტყუპები ერთმანეთის გასაჭირს გრძნობენ.
-სულაც არ არის ეგ სასაცილო _ თავის ქნევით ჩავილაპარაკე და სამზარეულოში დავბრუნდი-აუცილებელია, რომ დღეს წახვიდეთ მაგ სამქეზე?
-ერთ მუშტს ნუ გადამაყოლე თორე აღარ წაგიყვან ხოლმე.
-რომც მეხვეწო მეორედ მაინც არ წამოვალ მაგ საშინელ ადგილას. _ცხვირი ავუბზუე.
-მერე შენს ძამიკოს რამე, რომ მოუვიდეს? _ ვითომდა განაწყენებულმა ჩაილაპარაკა და ზურგიდან მომეხვია.
-ვიგრძნობ და გიშველი. _ მისი ხმის იმიტაცია გავაკეთე.
-აბა ვინ რას გრძნობს და ვინ ვის შველის? _მოულოდნელად გაისმა მამას ხმა. ორივე ერთ ადგილას შევხტით. იოს ჩემზე შემოხვეული ხელები საშინლად დაეძაბა.
-ისა... ჩვენ...
-მა, კახა ბიძიას არ დაურეკავს? _საჭიროზე ხმამაღლა წამოიძახა იომ და სწრაფად მიბრუნდა ნოდარისკენ.
-არა, რა იყო?
-არა არაფერი, რაღაც საქმე მქონდა და...
-რა საქმე?
-ისეთი არაფერი. _ხელი აიქნია -ალექს მალე იქნება საჭმელი? _მე მომიბრუნდა.
-კი, ერთ-ორ წუთში მზად იქნება.
-მოდი მეც დაგეხმარები. _გვერდით ამომიდგა მამა. -იოანე თეფშები დაალაგე მაგიდაზე და ერთად ვისაუზმოთ.
-კაი. ალექს, მე ყავა დამისხი დიიიდ ჭიქაში.
-მოგკლავს კაცო ამდენი ყავა. _გასძახა მამამ.
****
-უნდა გენახა რა სიმპათიური იყო ლაზარე. კლუბის გოგონების ნახევარი მას უყურებდა, თვითონ კიდევ ერთხელაც არ გაუხედავს მათკენ. _აღფრთოვანებული მიყვებიდა თიკა გასული დღის ამბებს.
-ანუ წასვლას აღარ აპირებს?
-არა. აქ აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ასე თქვა მეგობრის ფირმაში ვიწყებ მუშაობასო, ვიცე-პრეზიდენტად.
-ოჰ, მეგობარიც მაგას ყოლია _ჩავიცინე.
-სხვათაშორის გიკითხა, დააინტერესა რატომ ვერ მიხვედი. მე ვუთხარი, რომ იო იყო ცუდად და ვერ დატოვებდი. სახეზე შევატყვე არ ესიამოვნა შენი არ ყოფნა.
-არაუშავას, გაუძლებს. ნუ ინერვიულებ შენ_ გავიცინე და ფეხზე წამოვდექი.
-კარგი რა ალექს, ნუ იქცევ ეგრე. იცი რა კარგი ბიჭია?
-ვიცი თიკა, ვიცი. უბრალოდ ჩემს გემოვნებაში აღარ ჯდებიან ეგეთი ბიჭები. _სამზარეულოდან გამოვძახე.
-აბა, როგორები ჯდებიან ნეტა?! _გაბრაზებულმა შემომიბღვირა.
-რთულია ასე უბრალოდ დაახასიათო ადამიანი რომელიც შენს მომავლად წარმოგიდგენია. _ყავის ჭიქებით გამოვედი სამზარეულოდან. თიკას მივაწოდე, მეც გვერდით ჩამოვუჯექი და ფეხები დივანზე ავიკეცე.
-ხვალ გადიხარ ხო სამსახურში?_აღარ გაუგრძელებია ლაზარეზე საუბარი
-კი. სიმართლე გითხრა ცოტას ვნერვიულობ.
-რა განერვიულებს, ჩვეულებრივად იმუშავებ, როგორც ადრე.
-ხო რავიცი, მაინც პირველი დღეა და... _მხრები ავიჩეჩე. -შენ რა ქენი, ელაპარაკე გიოს?
-ჯერ არა. დღეს დამირეკა, მითხრა ხვალისთვის შევხვდეთ სერიოზული საქმე მაქვს შენთანო.
-რა უნდა ნეტა? _ ეშმაკურად ავათამაშე წარბები.
-არ ვიცი _თიკასაც გაეცინა - ვნახავ ხვალ და გავიგებ.
-დღეს ხო უნდა შეხვედროდით.
-კი მაგრამ, სამსახურიდან ვერ ახერხებს გამოსვლას. ავარია მომხდარა იქვე ახლოს და მძიმედ დაშავებულები მიუყვანიათ საავადმყოფოში. როცა დავურეკე საოპერაციოში იყო, მოგვიანებით თვითონ დამირეკა და ხვალისთვის მთხოვა შეხვედრა.
-ისე რა რთულია ექიმობა წარმოიდგინე რა. სულ სისხლთან რო გაქვს შეხება _ სიხლის წარმოდგენაზე გამაჟრიალა. - ჯერ როგორი ნერვები უნდა გქონდეს...
-რთულია, მაგრამ გიოს უყვარს თავისი სამსახური.
-ოჰ, როგორი სტუმარი გვყოლია თურმე _მამაჩემის ხმა გაისმა.
-ნოდარი ბიძია, როგორ ხართ? _თბილად მიესლამა თიაკაც
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ? დიდი ხანია არ შემოგივლია ჩვენთან
-ბოლო დღეები დაკავებული ვიყავი და ვერ ვახერხებდი.
-მშობლები როგორ არიან ძვირფასო?
-კარგად. მამამ მოგიკითხათ. დამაბარა აუცილებლად შემომიაროს ამ დღეებშიო.
-შევეცდები შვილო.
-კარგი ალექს, მე წავალ. გვიანია უკვე.
-იყავი რა ცოტა ხანი _მეც ფეხზე წამოვდექი.
-არა, არა წავალ. ხვალ სამსახურის შემდგე დამირეკე _თიკას დავემშვიდობე და კვლავ მამასთან დავბრუნდი.
-საყვარელო, იოანე არ მოსულა ჯერ?
-არა. ჯაბასთან ერთად არის. დამირეკა მალე მოვალო.
-კარგია. შენ ხვალ გადიხარ სამსახურში?
-კი.
-პირველი დღე ყოვეთვის რთულია, მაგარმ დარწმუნებული ვარ ყველაფერს ადვილად გაართმევ თავს.
-იმედია. ნამდვილად არ მინდა პირველივე დღეს ცუდი შთაბეჭდილება დავუტოვო.
-ვის უნდა დუტოვო გოგო შენ ცუდი შთაბეჭდილება _იოს სიცილნარევი ხმა გაისმა -კაცი, რომ შემოგხედავს ეგრევე ფრთებს გამოგაბამს.
-ნასვამი ხარ ხომ? _ ჩაიცინა მამამ.
-მე? არა, ერთი ჭიქა დავლიე ბიჭბთან ერთად. _ჩვენ გვერდით ჩამოჯდა
-როგორ არიან ბიჭები? კარგა ხანია არ შემოუვლიათ.
-მოვლენ მა, არ დაგვეკარგებიან ეგენი. _ჩაიცინა.
-ერთი ჭიქა დალიე ხომ? _წარბაწეულმა ვკითხე
-ნუ... ორი.
-ორი?
-კაი ხო სამი-ოთხი
-სამი-ოთხი _ სიცილი დავიწყე
-წავალ შხაპს მივიღებ. _ბუზღუნით წამოდგა ფეხზე.
-რამდენჯერ უნდა ვუთხრა ამ ბიჭს, რომ ნასვამი არ დაჯდეს საჭესთან. ათასი რამე ხდება. ფხიზელი იმდენ შარს იკიდებს და მთვრალი რას იზამს _ იკმაყოფილო მზერა გააყოლა მიმავალს.
-ისე ნეტა ვის გავს იო _ ჩავიფხუკუნე
-მე ნუ მიყურებ ქალბატონო, დედაშენი იყო განსაკუთებით ფიცხი ხასიათის _დედას ხსენებისას წამში გაუთბა ხმა. -იოანეც მას გავს, ჯიუტი და ფიცხი.
-სამაგიეროდ მე გგავარ შენ _ კმაყოფილმა შემოვხვიე ხელები.
-ჩემი პატარა გოგო. _ ნაზად მაკოცა შუბლზე. კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ მე და მამამ. მოგვინებით კი დასაძინებლად წავედი.
დილით ადრე გავიღვიძე. სწრაფად მოვემზადე, ყველამ ერთად ვისაუზმეთ და სამსახურში წავედი. მთელი გზა საათს დავყურებდი. მეშინოდა პირველივე დღეს არ დამეგვიანა.
მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და სწრაფად შევედი შენობაში. ერთ-ერთ თანამშრომელს ვკითხე სად შემეძლო ბატონი რატის და ბატონი შაკოს ნახვა. გოგონამ მაშინვე მიმითითა სხდომათა დარბაზისკეს. მეც იქეთ გავეშურე. მალევე შევნიშნე ორივე და მათკენ წავედი
-გამარჯობა. _ ორივეს თავაზიანად მივესალმე.
-ო, სალამი, სალამი. _ თბილად გამიღიმა რატიმ
-როგორ ხარ ალექსანდრა?
-კარაგად ბატონო შაკო. თავად?
-აპ აპ! რა „ ბატონო“ მოგინდა ახლა შენ? _წარბაწეულმა გამომხედა. - არ გვინდა ეს ზედმეტად ოფიციალური ტონი. მე შაკო ვარ ეს რატი _ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
-კარგი გასაგებია. _გავუღიმე.
-ძალიან კარგი. ახლა ნინო შენს კაბინეტს გაჩვენებს. _ იქვე მდგომ გოგონას ანიშნა რატიმ ჩვენთან მოსულიყო.
-გისმენ რატი. _ მაშინვე ჩვენთან გაჩნდა გოგოც.
-ნინიკო, ამ ლამაზ გოგოს აჩვენე კაბინეტი და მერე ჩემთან შემოცუნცულდი. _ღიმილით ჩაუკრა თვალი ნინოს. თავის დაკვრით დამემშვიდობა და თავის კაბინეტში შევიდა.
-წამოდი, ახლავე გაჩვენებ ყველაფერს. _ მეც უკან გავყვეი.
-ალექსანდრა გქვია ხომ?
-კი.
-სასიამოვნოა, მე ნინო. _თბილად გამიღიმა
-ჩემთვისაც სასიამოვნოა. _მეც გავუღიმე
-იმ დღეს როცა დაგინახე მაშინვე მივხვდი, რომ აგიყვანედნენ.
-ძალიან გამიხარდა აქ, რომ დავიწყე მუშაობა.
-ზოგადად ძალიან მეგობრული გარემოა აქ. შაკოც, რატიც და ანდრიაც ძალიან კარგი ბიჭები არიან. სამსახურში ყველას ძალიან უყვართ და ყველა დიდ პატივს სცემს სამივეს.
-ანდრია ვინ არის?
-უი ხო, შენ ჯერ არ იცი. გასაუბრების დღეს აქ არ იყო, მივლინებაში იყო მაშინ წასული და მაგიტო. არაუშავს, ახლა გაიცნობ, თან შენ ძირითადად მასთან ერთად მოგიწევს მუშაობა, მისი ასისტენტი იქნები. ცოტა რთული ხასიათი აქვს მაგრამ შენ არ ინერვიულო, მალე შეეგუები.
-იმედია.
-აი ეს არის შენი კაბინეტი. _დერეფნის ბოლოს ოთახზე მანიშნა - ეს კი ანდრიას. _ ჩემი კაბინეტის გვერდით მდებარე ოთახზე მიმითითა. -ახლა აქ არის. მიდი შენი ნივთები დატოვე და მერე შენი საბუთები შეუტანე. გასაუბრებაზე არ იყო, ამიტომ შეიძლება ერთი-ორი შეკითვა მანაც დაგისვას. იცის ხოლმე ეგრე. _გამამხნევებლად გამიღიმა.
-კარგი, დიდი მადლობა.
-არაფრის, რისი მადლობა. აბა დროებით_ ნინო უკან მიბრუნდა მე კი კაბინეტში შევედი. ძალიან მყუდრო ოთახი იყო. მუქი ფერის ავეჯი გემოვნებით ეხამებოდა კედლების ფერს. მართლაც ძალიან მომეწონა აქურობა. ჩანთა იქვე სავარძელზე დავდე, ჩემი რეზიუმე ავიღე და კიდევე ერთი უფროსის გასაცნობად გავემართე.
ბატონი ანდრიას კაბინეტის წინ გავჩერდი, ფრთხილად დავაკაკუნე კარზე.
-შემოდით! _სულ არ მესიამოვნა ამ ხმის მოსმენა, მთელ სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა. ფრთილად შევაღე კარი და კაბინეტში შევედი. დიდი და ნათელი ოთახი იყო. აშკარად ეტყობოდა გემოვნებიანი ხელი. სამუშაო მაგიდასთან არავინ იჯდა. ოდნავ მოშორებით ფანჯარასთან კი მამაკაცი იდგა. მის სახეს ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი.
-გამარჯობა ბატონო ანდრია. _ მიუხედავად ბიჭების გაფრთხილებისა მაინც ვერ გავბედე შენობით მიმემართა ჯერ კიდევ უცნობი ადამიანისთვის. თავაზიანად მივესალმე ჩემგან ზურგით მდგომ მამაკაცს. ჩემი ხმის გაგონებისთანავე შემობრუნდა და კოპებშეკრული მომაჩერდა. კიდევ ერთხელ დამიარა მთელ სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ. მისი თვალები ისე მიმზერდნენ თითქოს... არც კი ვიცი ამას რა დავარქვა. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა. კოპები არ გაუხსნია ისე შეაჩერა მომლოდინე მზერა ჩემს სახეზე. თითქოს ისევ ჩემგან ელოდა რაღაცის გაგებას.
-გისმენთ! _დაიგრგვინა ხმამ და მთელი ტანით შემობრუნდა ჩემკენ.
-გამარჯობა, ნინომ მთხოვა ჩემი რეზიუმე შემომეტანა თქვენთვის. _ ძლივს მოვახერხე სიტყვის თქმა. თვალებს ნერვიულად ვაცეცებდი მთელ ოთახში. მინდოდა მის წყვდიადიან მზერას გავქცეოდი. ის კი პირიქით, თვალს არ მაშორებდა.
-რა რეზიუმე?! _ წარბაწეულმა შემომხედა და თავის მაგიდას დაუბრუნდა. მისმა კითხვამ ცოტა არ იყოს დამაბნია. ვერ მივხვდი რა მეპასუხა. ნუთუ არ იცის, რომ მე აქ ვმუშაობ. მაგრამ როგორ არ უნდა იცოდეს, უფროსი ხომ ისაა. თავში ჯერ ისევ ვახურდავებდი პასუხს, თუ რა შეიძლებოდა, რომ გამეცა.
-დაყრუვდით გოგონა?! _ფიქრებიდან ისევ ცივმა ბარიტონმა გამომარკვია.- გაგიმეოროთ შეკითხვა? ამიხსენით ვინ ხართ, აქ რა გინდათ და კონკრეტულად ჩემგან რა გნებავთ?!
-მე აქ ვმუშაობ და მითხრეს, რომ თქვენთვის საბუთები უნდა შემომეტანა, ამიტომ....
-რას ნიშნავს აქ მუშაობ?! როდიდან დაიწყეს ამ კომპანიაში ჩემ გარეშე გადაწყვეტილებების მიღება?!_კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა და ისეთი თვალებით შემომხედა თავი საშინელებათა ფილმის გმირი მეგონა, რომელსაც საზარელი მონსტრი თავზე წამოსდგომოდა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის ვინ იქნებოდა ამ შემთხვევაში მონსტრი.
-არა...არ ვიცი.._გაუაზრებლად ვბუტბუტებდი - რამდენიმე დღის წინ გასაუბრებაზე ვიყავი და... სამსახურში ამიყვანეს. როგორც მითხრეს ძირითადად თქვენთან მომიწევს მუშაობა..._ სიტყვა გამიწყდა. უცნაურად ამაყოლა თვალი მტელ სხეულზე და ოდნავ ჩაეცინა ნერვიულად. შევნიშნე როგორ დაეჭიმა სახის ნაკვთები და მუშტი შეკრა. ნერვიულობისგან თანდათან უფრო დავუკელი ხმის ტემბრს, საბოლოოდ კი წინადადება ლამის ჩურჩულით დავსრულე. რამდენიმე წამით საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. ეს წამები კი მე საუკუნედ მეჩვენა. მოულოდნელად ფეხზე წამოდა მამაკაცი და კარისკენ დაიძრა აჩქარებული ნაბიჯით. ჩემდაუნებურად მეც უკან გადავდგი ნაბიჯი.
-აქ დამელოდე! _ უხეშად მომაძახა და კარი გაიჯახუნა. შიშისგან ერთ ადგილას შევხტი. გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ვერ ვხვდებოდი რა გავაკეთე იმისთანა, რითაც ასე გავაღიზიანე მამაკაცი. საბუთები მაგიდაზე დავუტოვე და მისი გაფრთხილების მიხუხედავად, სწრაფად გამოვედი კაბინეტიდან. ჯერ კიდევ დაბნეული, შეშინებული და რაღაცნაირად გაბრუებული ვიყავი. გადავწყვიტე რატისთან და შაკოსთან მივსულიყავი და მათთვის მეთქვა მომხდარის შესახებ. აშკარად რაღაც გაუგებრობა იყო, მე კი ნამდვილად არ მინდოდა ამ არეულობის მონაწიელ გავმხდარიყავი სწრაფი ნაბიჯით წავედი რატის კაბინეტისკენ.
იქ მისულს ხმამაღალი საუბარი შემომესმა. ცოტაღა აკლდათ რომ მოსაუბრეთა კამათი ყვირილში გადაზრდილიყო. უსიამოვნოდ გამცრა მთელ სხეულში, როცა ჩემთვის ნაცნობმა ხმამ დაიგრუხუნა. მეც მაშინვე გავჩერდი და სმენად ვიქეცი.
-მეორედ ამის გამეორებას არ ვაპირებ! _ პირველი რაც გავიგე ეს ანდრიას საშინლად ცივი ხმა იყო. ეტყობოდა, თუ როგორ ბრაზობდა. სხვისი საუბრის მოსმენა საერთოდ არ მჩვევია ხოლმე, ამიტომ მაშინვე უკან დაბრუნება გადავწყვოტე, როცა ჩემი სახელიც გავიგე. თითქოს ფეხები ერთ ადგილას მიმეყინა და განძრევას ვეღარ ვახერხებდი.
-ალექსანდრა არაფერ შუაშია _მშვიდად უპასუხა რატიმ
-ანდრო დამშვიდდი რა! ნუ იცი ხოლმე ყველაფრის ასე გაზვიადება.
-მე ვაზვიადებ შაკო ყევლაფერს?! ერთხელ ხომ გთხოვეთ, რომ არ მჭირდება იაფფასიანი ქალების შემოგზავნა ოფისში მეთქი?! _თვლაები ლამის ბუდიდან გადმომივარდა. ნუთუ ამას ჩემზე ამბობდა.
-ანდრო დამშვიდდი. გვაცადე აგიხსნათ _რატი კვლავ ცდილობდა ყველაფრის მშვიდად ახსნას. - გეფიცები არანაირ ხუმრობას ადგილი არ აქვს. არც ეს გოგოა შენს შესაბმელად მოგზავნილი. შენც იცი რომ ორი ახალი პროექტი ავიღეთ, გვჭირდება გამოცდილი და მოტივირებული კადრები და ამიტომ ავიყვანეთ ალექსანდრა. ყველაფერს შენ თავზე ნუ იღებ!
-კი, როგორ არა, სპეციალურად შეხსნილ დეკოლტეზე ეტყობა მოტივაციაც და გამოცდილებაც _ ირონიულად ჩაიცინა კაცმა. ეს უკევ მეტისმეტი იყო! გაოცებისგან პირიც კი ღია დამრჩა. სწრაფად დავიხედე მთელ ტანზე და ვიგრძენი როგორ გამცრა, როცა შემთვევით შეხსნილი პერანგის ღილი შევნიშნე, საიდანც არცთუ მორიდებით იცქირებოდა ჩემი მკერდი.
ჯანდაბა ალექსანდრა! როგორი დაუკვირვებელი ხარ! შუბლზე შემოვირტყი ხელი და საუბრის მოსმენა გავაგრძელე.
-რა სისულელეს ამბობ ანდრო! _ამჯერად შაკო ჩაერთო
-არ მინდა ეგ გოგო აქ იყოს! არ მინდა და მორჩა! _კიდევ უფრო გუმკაცრდა ტონი.
-არაფერიც არ მორჩა! _ არც შაკო ჩამორჩა ტონში - შენ მორჩი უკვე მაგ სისულელეებს. გოგონა აქ დარჩება და მუშაობას გააგრძელებს!
-შაკო მომისმინე...
-ახლა შენ მომისმინე ანდრია! _ შედარებით მშვიდი ხმით განაგრძო - მეც და რატისაც ძალიან კარგად გვესმის შენი, ვხვდებით რომ მაშინ სისულელე გავაკეთეთ, როცა სალომეს შენთან დაახლოებას ვცდილობდით. მაგრამ ეს ახლა არანაირ კავშირში არაა ალექსანდრას აქ მუშაობასთან. ისიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელია, საერთოდ არც კი იცოდა რომ შენც ჩვენი პარტნიორი ხარ.
-გგონია დავიჯერებ? ერთი შეხედვითაც ეტყობა რასაც წარმოადგენს. თუ მართლა ვერ ხვდებით ეგეთების განზრახვას, ე.ი თქვენს კარგად გაგასულელათ _ირონიულად ჩაიცინა და ბიჭებს გადახედა.
-ანდრია გეყოს უკვე! _საგრძნობლად აუწია რატიმ ხმას -ნუ გგონია, რომ სამყარო მხოლოდ შენს ირგვლივ ტრიალებს. იმ გოგოს აქ მუშაობა არანაიარდ არ გეხება შენ.
-წავიდეს! _მაიც თავის აზრზე იყო - მე მივხედავ ყველაფერს! არ მინდა, რომ აქ იყოს! დღესვე გავუშვებ სამსახურიდან! _ უმოწყალოდ აგრძლებდა სისინს.
-ვერავისაც ვერ გაუშვებ! მე და რატის ძალიან მოგვწონს ეგ გოგო. თავისი საქმის პროფესიონალია. შენ თუ წინააღმდეგი წახვალ მისი, მაშინ ჩვენ დავუჭერთ მხარს. ხმის მიცემაზეც თუ დადგება საქმე მაშინ ორი ერთზეა! ასე, რომ გოგონა რჩება და მუშაობას გააგრძელებს. შენ კიდევ მოეშვი მაგ სისულელებს და უბრალოდ წინ გაიხედე. _ გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას. ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა წყენა, ბრაზი, აღშფოთება და უსამართლობის შეგრძნება ერთად. როგორ შეეძლო ადამიანს ერთი შეხედვით ეფიქრა, რომ თითქოსდა მე აქ მის შესაბმელად მოვედი. ანდრია კიდევ გაიძახოდა რაღაცას, მაგრამ უკვე ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდოდა. რაც შემეძლო სწრაფდ მოვშორდი იქაურობას და კაბინეტში შევვარდი.
ნერვიულობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. თითებს ერთმანეთში ვხლართავდი და ჯერ კიდევ ბიჭების საუბარზე ვფიქრობდი. თავიდან არ ამომდიოდა ანდრიას სიტყვები. დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამსახურიდან წავსულიყავი. კიდევ კარგი რატი და შაკო მაინც არიან ჩემ გვერდით. მაგრამ სულაც არ მქონდა სურვილი ვინმეს ჩემ გამო უთანხმოება მოსვლოდა. თვალებში ცრემლები მქონდა ჩამდგარი და უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, რომ მალე ავღნავლდებოდი. მისი სიტყვების გახსენებისას კვლავ ერთიანად მაწვებოდა ყელში წყენა, სიბრაზე, შიში, გაურკვევლობის გრძნობა.
გავიგონე როგორ მიაჯახუნა ვიღაცამ გვერდით კაბინეტის კარი. სულ არ გამჭირევბია იმის მიხვედრა თუ ვინ იქნებოდა. კვლავ ვაგრძელებდი იქეთ-აქეთ სიარულს.
-როგორ შეუძლია ადამიანს სრულიად უცხოს ასე მოექცე! _ აღშფოთებულმა ჩავილაპარაკე. ნერვიულობას უკვე ბრაზი ფარავდა. საკუთარი ემოციების მეც კი მიკვირდა. უკვე ვიცოდი, რომ აქ მუშაობის გაგრძელების არანაირი შანს არ მქონდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეს ვაჟბატონი ისე გამისტუმრებდა სამსახურიდან წარბსაც არ შეხრიდა. არც მე მკლავდა სურვილი მასთან მუშაობის გაგრძელების, მაგრამ აქედან ისე ვერ წავიდოდი, სანამ ის უტაქტო ყველაფერს არ ამიხსნიდა. ნამდვილად არ მივცემდი არავის იმის უფლებას, ასე მომექცეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ღრმად ჩავისუნთქე და სწრაფად გავედი ოთახიდან. შესაძლოა ჩემი ეს საქციელი მომავალში მენანა, მაგრამ ახლა ამაზე სულ არ ვფიქრობდი. ერთადერთი რაც ახლა მინდოდა ყველაფრის გარკვევა იყო. არც კი დამიკაკუნებია კარზე ისე ჩამოვწიე სახელური და წამის შემდეგ უკვე ანდრიას კაბინეტში, მის წინ ვიდექი.

3 თავი
-რა ხდება?! -საშინლად ცივმა ხმამ დაიგრგვინა. ჩემი მოულოდნელი გამოჩენით ცოტა არ იყოს გაკვირვებული და საშინლად გაღიზიანებული იყო. ფეხზე წამოდგა და ანთებული თვალებით მომაჩერდა. წამით მეგონა, მომვარდება და საკუთარი ხელით დამახჩობს -მეთქი, მაგარმ ის კვალავ ჩემი პასუხის მოლოდინში იდგა და გაცოფებული მიყურებდა.
-სხვის კაბინეტში დაუკითხავად შევარდნა ახალი წესია და მე არ ვიცი?! -კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა. -და საერთოდ, სად გაქრი, ხომ გითხარი აქ დამლოდებოდი! _მძიმედ გადავაგორე ნერწყვი, ჩემდაუნებურად ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, მაგრამ მაშინვე გამახსენდა რისთვისაც შემოვედი აქ. გამბედაობა მოვიკრიბე, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. ღრმად ჩავისუნთქე და მზერა გავუსწორე.
-ახალმოსული თანამშრომლებისადმი ასე უხეშად მოქცევა ახალი წესია და მე არ ვიცი?_ მისი სახის დანახვისას ლამის ვინანე ჩემი სიტყვები.
-ბატონო?! გოგონა სიტყვებს დაუკვირდი! იცოდე ვის ელაპარაკები! _ თვალები დამიბრიალა და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. მე კი ჩემდაუნებურად კვლავ უკან დავიხიე.
-ვინც არ უნდა იყოთ, უფლება არ გაქვთ მსგავსი ტონით მესაუბროთ _მხოლოდ მე ვიცი რად დამიჯდა ამ წინადადების აწყობა. -მ..მე მინდა ვიცოდე რა საწინააღმდეგო გაქვთ ჩემთან. _ჩემს ხმას აშკრად დაკარგვოდა სიმტკიცე
-უკაცრავად?! ზედმეტი ხომ არ მოგდის?!
-თქვენ...
-მე შენ რამე გითხარი?! რა პრეტენზიებს მიყენებ?! შენ საქციელს დაუკვირდი!_ თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი მისთვის. ახლა, რომ მის თვალებს გადავყროდი, ალბათ აქვე განვუტევებდი სულს.
-თქვენ არ გინდათ, რომ აქ ვიმუშაო._შევეცადე ხმისთვის სიმტკიცე შემენარჩუნებინა.
-უკაცრავად, რომ წითელი ხალიჩა არ დაგახვედრე!_მის ხმას ირონია შეერია, თუმცა კვლავინდებურად ცივი იყო - მე შენთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს სამუშაოსთან დაკავშირებით! საინტერესოა შენ საიდან დაასკვენი ეგ! _ სისხლი გამეყინა იმის წარმოდგენისას, თუ როგორ ავუხსნიდი საიდან გავიგე, მისი უკმაყოფილების შესახებ. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, თქვენს საუბარს ვუსმენდი-მეთქი. -გისმენ! _ კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა და შევნიშნე როგორ მოურიდებლად შეათვალიერა ჩემი სხეული. უკვე შეკრული პერანგის ღილის დანახვისას კი ცინიკური ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ მათი საუბარი მოვისმინე და ამის უარყოფასაც არ ჰქონდა აზრი. სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა. ესეც ჩემი წინდაუხედაობის შედეგი. -სანამ ვინმესთან თავხედურად მისვლას და პრეტენზიების წამოყენებას დააპირებ კარგად დაფიქრდი მანამდე! შენი ადგილი იცოდე და ზედმეტი არ მოგივიდეს ქალბატონო! რადგან რატი და შაკო გვერდით გყავს სულაც არ ნიშნავს ეგ იმას, რომ ჩემს გაცურებასაც შეძლებ! _ ჩაისისინა. ამრეზით ამათვალიერა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი. ვგრძნობდი როგორ მომაწვა ცრემლები, ვერასდროს ვეგუებოდი ადამიანების მსგავსი ტონით საუბარს და ყოველთვის გული მიჩუყდებოდა. ახლა კი ჩემი ე.წ უფროსისთვის უნდა მომესმინა.
-პირდაპირ გეტყვი, ნამდვილად არ ვარ შენი აქ მუშაობით აღფრთოვანებული _კვლავ განმგმირავი მზერა მესროლა- მაგრამ ჯერ არაფერს ვამბობ! დრო გვიჩვენებს ყველაფერს. ჩუმად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შენი საქციელის გამო ნამდვილად იმსახურებ გაჩვენო საითაც არის კარი! ვნახოთ ერთი როგორი პროფესიონალი ხარ. _ მისი დამცინავი ტონი და ამაზრზენი მზერა საშინლად შეურაცყოფელი იყო ჩემთვის. ახლა ერთადერთი რაც მინდოდა აქედან გასვლა და მისგან შორს ყოფნა იყო. კარისკენ შვბრუნდი და გასვლა დავაპირე.
-მე არ მითქვამს წადი-მეთქი! _კარის სახელურზე მიმეყინა ხელი. ღრმად ჩავისუნთქე და უკან შემოვბრუნდი.
-გისმენთ. _შეძლებისდაგავრად მტკიცედ ვუპასუხე.
-ამით დაიწყებ მუშაობას! -ხაზგასმით წარმოთქვა ბოლო სიტყვა და თავით მაგიდაზე დადებულ საქაღალდეზე მიმითითა. -საპროექტო დოკუმენტებია, მერიაში უნდა შევიტანოთ, გადახედე რა აკლია და შეავსე._ ფრთხილად მივედი მაგიდასთან და საბუთები ავიღე. იქვე გადავავლე თვალი. გამოსვლა დავაპირე, მაგარმ მაშინვე გამახსენდა მისი სიტყვები და კვლავ ადგილზე დავრჩი.
-გასაგებია რაც უნდა გააკეთო?!
-დიახ. _ უყოყმანოდ ვუპასუხე და მის მზერას თვალი ავარიდე. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. თითოეული შეხედვისას ვხედავდი მის თვალებში დაბუდებულ ზიზღს, ბრაზს, სიძულვილს.
-შეიძლება გავიდე? _ მაქსიმალურად თავაზიანად ვკითხე.
-კი! _ სწრაფად გამოვედი კაბინეტიდან. თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომაშორეს. ჩემს კაბინეტში შესულს თვალებიდან დაუკითხავად გადმომცვივდა ცრემლები. რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე და მაგიდას მივუჯექი.
კიდევ დიდხანს ვფიქრობდი ანდრიაზე და ვცდილობდი როგორმე ჩემთვის აქამდე ამოუცნობი მიზეზი მეპოვა ამ სიტუაციის გასამრთლებლად, მაგრამ ტვინს სულ ტყუილად ვიღლიდი. ბოლოს მაგიდანზე დადებულმა „დავალებამ“ შემახსენა თავი.
საბუთებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და მუშაობას შევუდექი. ნამდვილად არ მინდოდა უფრო გამეღიზიანებინა ეს დესპორტი. ახლაც გარკვევით ჩამესმოდა მისი დამცინავი საუბარი ჩემს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. სხვა თუ ვერაფერი, იმას მაინც დავუმტკიცებ ვაჟბატონს, რომ მისი დასაცინი არც არაფერი მჭირს!
დღის პირველი ნახევარი საქმის დასრულებას მოვანდომე. ყველა საჭირო დოკუმენტი შევაგროვე და საბოლოოდ გადავავლე ფაილებს თვალი, როცა კარზე კაკუნი გავიგე
-შენ ისევ მუშაობ? _ ნინოს მხიარული ჰანგები გაისმა.
-მოვრჩი უკვე. _ თბილად გავუღიმე.
-ეტყობა ანდრიამ, ძალიან შეგაშინა._ჩაიცინა.
-საშინელი ადამიანია _ჩუმად ჩავიბუტბუტე.
-ვინ ანდრია? არ არის ეგეთი ცუდი როგორც შენ ფიქრობ.
-გეტყობა შენ ისე არ გიყურებს როგორც მე. თითქოს მისთვის რამე დამეშავებინოს, არ უნდა, რომ აქ ვიმუშაო. რატი და შაკო, რომ არა მაშინვე მისვრიდა კომპანიიდან.
-შენ არაფერ შუაში ხარ, ეგეთი ხასიათი აქვს. დარწმუნებული ვარ მალე შეეჩვევით ერთმანეთს.
-ეჭვი მეპარება.
-არ ინერვიულო შენ მაგაზე. _თბილად გამიღიმა - შესვენებაზე არ გადიხარ?
-კი, ამ საბუთებს შევუტან „იმას“ _ თვალებით გვერდით კაბინეტზე ვანიშნე. -ხელი აქვს მოსაწერი და მოვალ.
-კარგი, მანამდე მეც ჩემს ნივთებს ავიღებ. _ორივე ერთად გავედით კაბინეტიდან. ანდრიას კაბინეტთან შევჩერდი და ფრთხილად დავაკაკუნე კარზე.
-შემოდით! _კვლავ ის გამყინავი ხმა. ღრმად ჩავისუნთქე და კაბინეტში შევედი.
ჩემი დანახვისას აშკარად შეეცვალა გამომეტყველება. კოპები ისე შეკრა შუბლზე გაჩენილი ხაზების დათვლაც კი შევძელი.
-თქვენი ხელის მოწერაა საჭირო. _საქაღალდე გავუწოდე. სწრაფად გადაავლო თვალი, კალამი მოიმარჯვა და ხელი მოაწერა.
რამდენიმე წამი ასე გაუნძრევლად ვიდექი და სულელივით ვაკვირდებოდი.
-კიდევ რამეა?! _წამწამებს ქვემოდან ამომხედა.
-არ გითქვამთ გადიო. _ ირონია შეერია ჩემს ხმას, თუმცა მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები. აშკარად თავხედური ტონი იყო. ისეთი თვალებით შემომხედა მიკვირს კიდევ ცოცხალი, რომ ვიდექი მის წინ. თვალები ავისმომასწავლებლად დააწვრილა, მძიმედ გადავუშვი ნერწყვი სასულეში. თავით მანიშნა გავსულიყავი. მეც სწრაფად დავტოვე კაბინეტი. ჩემი ნივთები ავიღე და ნინოს მოსაძებნად წავედი.
-ალექს, აქ ვარ _შენობის გასასვლელთან იდგა და მელოდებოდა.
-შეგვიძლია წავიდეთ.
-რაო „იმან“,კიდევ დაგიბრიალა თვალები? _მხიარულად გადაიკისკისა.
-არ დამაკლო _ მეც გამეცინა. - რატის და შაკოს საერთოდ არ ჰგავს.
-დამერწმუნე ანდრიაც, ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ შეჩვევა უნდა რა.
-შენ დიდი ხანია აქ მუშაობ?
-დაახლოებით ოთხი წელია. ადრე მხოლოდ ბიჭები არ იყვნენ ამ საქმეში. რატის და ანდრიას მამების წამოწყებულია ყველაფერი. მერე უკვე თვითონაც ჩაერთვნენ და საბოლოოდ გადაიბარეს კომპანია.
-აშკარაა ყველაფერს წარმატებით უძღვებიან. _ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა ნინომ და ახლოს მდებარე კაფესკენ დავიძარით.
საბედნეიროდ დღის მეორე ნახევარში ანდრიასთან შეხება აღარ მქონია. ელექტრონულ ფოსტაზე გადმომიგზავნა რამდენიმე დავალება თავისი დედლაინებით და ამით დასრულდა ჩვენი კომუნიკაცია.
დღის ბოლოს იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია და თავი ბალიშზე დამედო. თითქოს არც არაფერიო, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში არსებულმა დაძაბულობამ აშკარად თავისი ქნა.
-მა მოვედი. _სახლში შესულმა ხმამაღლა გავძახე ნოდარს. ტელევიზორის ხმა მაშინვე მიჩუმდა
-როგორ ჩაიარა საყვარელო პირველმა დღემ? _ღიმილით შემეგება ნოდარი.
-უკეთესად არც შეიძლებოდა _შევეცადე ჩემი ირონიული ტონი ნოდარისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
-ანუ სამსახური მოგეწონა? კარგი უფროსები გყავს?
-გადასარევი მა, უკეთესს ვერც ვერასდროს ვინატრებდი._კიბეზე ფეხის თრევით ავედი, ნოდარიც უკან მომყვებოდა.
-ასე დაიღალე?
-ფეხზე ძლივს ვდგავარ. _საწოლზე პირქვე დავემხე.
-კარგი დაისვენე. ხო მართლა, იოანემ დამირეკა, ჯაბასთან არიან და ცოტა დამაგვიანდებაო.
-კარგი _ბალიშში თავჩარგულმა ამოვილუღლუღე. საშინლად მტკიოდა თავი. აბაზანაში შევედი, აფთიაქის ყუთიდან გამაყუჩებელი ამოვიღე და დავლიე.
-არ გაიხარო ჩემი ცოდვით! _გაგულისებულმა ჩავიბურტყუნე „უფროსის“ მისამართით და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე. სწრაფად ავკრიფე ტელეფონზე თიკას ნომერი.
-ხო ალექს _მაშინვე გაისმა მისი ხმაც
-თიკუჩი მიშველე, დეპრესია მაქვს.
-მოხდა რამე?
-მოდი რა ჩემთან. მოგიყვები ყველაფერს.
-კარგი ხუთ წუთში მანდ ვარ.
თიკას მოსვლამდე ოთახიდან არ გავსულვარ, ხან ტელეფონში ჩავძვრებოდი, ხანაც ჩანთაში. ერთი სული მქონდა დღევანდელი დღის შესახებ ვინმესთვის მომეყოლა, თორემ ჭკუიდან შევიშლებოდი. როგორ მოვისვენებდი ისე ის მონსტრი, რომ არ გამომელანძღა გემრიელად.
-რა უმსგავსობაა? _შუბლი შეკრა თიკამ.- ნამდვილად ეგრე თქვა?
-კი, სიტყვა-სიტყვით მახსოვს რატის სიტყვები „არც ეს გოგოა შენს შესაბმელად მოგზავნილიო“. არ ვიცი ჩემამდე რა მოხდა ამ ოფისში, მაგრამ ჩემზე რატომ უნდა გადატყდეს ჯოხი, თუკი თავად ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ რამე?! _გაგულისებულმა ჩავილაპარაკე
-წარმომიდგენია როგორი შეურაცხმყოფელია ეს სიტუაცია. იმასაც ვერ ეტყვი თქვენს საუბარს ვუსმენდიო _თვალები გადაატრიალა თიკამ
-ეგ ჯერ არაფერი. უნდა ნახო როგორ მიყურებს, ვერ მიტანს და ერთი სული აქვს როდის მიმაბრძანებს სამსახურიდან.
-კარგი, დავუშვათ ადრე რაღაც მოხდა _საწოლზე წამოჯდა თიკა -მაგრამ, ასე მარტივად როგორ შეუძლია ადმიანებზე წამოდგენა შეიქმნას?
-ეგ რომ ვიცოდე მეც უფრო მშვიდად ვიქნებოდი ალბათ _ჩავიფრუტუნე.
-ის რატი და შაკო ხომ შენ გიჭერენ მხარს, ეცადე ანდრიას არ მიაქციო ყურადღება.
-ეგრე ადვილიც არაა. ყოველ დღე მექნება მასთან შეხება, როგორ გინდა, რომ თავი აარიდო.
-იქნებ დროთა განმავლობაში მართლა შეგეჩვიოს და მიხვდეს, რომ შენც ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი ხარ.
-იმედია _ უიმედოდ ჩავილაპარაკე და თავი ბალიშზე დავდე. -ხო ისე, შენ და გიო რას შვრებით? როგორაა თქვენი საქმეები?
-ოო.. _თვალები გაუბრწყინდა თიკას. -გუშინ სავახშმოდ დამპატიჟა დაა მითხრა რომ ძალიან ვუყვარვარ...
-როგორ იქნა!_ გახარებულმა წამოვიყვირე-მერე?
-მერე ის, რომ დღეიდან ოფიციალურად ერთად ვართ _გახარებულმა მახარა.
საღამომდე თიკასთან ვჭორაობდი. მოგვიანებით კი მამასთან ერთად ფილმს ვუყურებდი. ნოდარი ყოველ თხუტმეტ წუთში საათს უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ იომ გააფრთხილა გვიან მოვალო, მაინც ვერ ისვენებს ერთ ადგილას. ათჯერ მაინც გაიხედა ფანჯარაში და რამდენიმე წუთი გაზას უყურებდა.
-მა დაიძინე შენ, იოს, მე დაველოდები. _ თბილად გავუღიმე.
-არა საყვარელო დავუცდი. _ფეხის ნერვიულად კაკუნი განაგრძო.
-ისედაც დაღლილი ხარ, ჯობია დაისვენო. თუ გინდა შენ მაგივრად მე ვეჩხუბები _ გავიცინე.
-შენც შეგშალა ჭკუიდან _თავის ქნევით ჩაილაპარაკა და კიბეს აუყვა. მშვენივრად ვიცოდი იოს მოსვლამდე საძინებელში გააგრძელებდა ასე ბორიალს. ვერასდროს უძლებს, როცა შვილები მისგან შორს არიან. ყოველთვის ზედმეტად ნერვიულობს, განსაკუთრებით იოანეზე. იცის როგორი ფეთქებადიცაა, პატარა რომ იყოს ალბათ გვერდიდან არ მოიშორებდა.
ტელევიზორთან მოვკალათდი ჩემი ძმის მოლოდინში და არხიდან არხზე დავიწყე გადართვა რაიმე საინტერესო გადაცემის პოვნის იმედით. არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
-ალექს, გაიღვიძე _ფრთხილად შემანჯღრია ვიღაცამ. გაჭირვებით გავახილე თვალი და თავზე წამომდგარ იოანეს ავხედე.
-როდის მოხვედი? _ნამძინარევი ხმით ამოვილუღლუღე.
-ახლახანს, შეგიძლია წახვიდე და დაიძინო, უკვე სახლში ვარ უფროსო. _ჩუმად ჩაიცინა.
-ვიქნები მე აქ. _ გვერდი ვიცვალე და თვალები დავხუჭე.
-ოხ ალექსანდრა! მოდი გოგო აქ._ ხელში ამიყვანა და კიბისკენ დაიძრა.
-რა ხდებოდა ჯაბასთან? _ნამძინარევი ხმით ამოვილუღლუღე.
-არაფერი ისეთი, ბიჭები შევიკრიბეთ და ცოტა დავლიეთ. _ საწოლში დამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა.
-ოო, გაიწიე რა _მაშინვე წუწუნი დავიწყე. -რა გინდა აქ, შენი საწოლი არ გაქვს?
-მე აქ მინდა. _ უკეთესად მოეწყო და მაგრად შემომხვია ხელები.
-მე ხომ მსუქანი ვარ.
-მსუქანი და უშნო. _ ჩაიცინა და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
დილით ნოდარის ხმამ გაგვაღვიძა.
-ბავშვებო გაიღვიძეთ _ ომახიანი ხმით ჩაგვძახა
-რა იყო ნოდარ, ხაშია ასე ადრე? _უკმაყოფილოდ აბუზღუნდა იოანე.
-ოჰ, იკადრე ვაჟბატონო სახლში მოსვლა?
-არ მოსულა გვიან მამა.
-გამოუჩნდა ადვოკატი! ვიცი მე თქვენი „არ მოსულა გვიან“! ადექით ახლა გაცივდა საუზმე.
-მოვალთ მალე.
-შენ საწოლი არ გაქვს? _საბანი გადააძრო იოანეს და თავზე დახედა.
-ბავშვობიდან მომწონდა ეს ოთახი. _ ბალიშში თავჩარგულმა გასცა პასუხი.
-ადექით, ადექით ახლა. ალექს შენ დღეს არ მუშაობ?
-კი, როგორ არა. _ოდნავ წამოვწიე თავი.
-არ დაგაგვიანდეს.
-ცოტა ხანიც და ავდგები _ამოვიბუზღუნე
-მაა გვძინავს ჩვენ. _ წამოიძახა იომ და საბანი თავზე გადამაფარა.
-როდის უნდა მოხვიდე ამხელა კაცი ჭკუაზე. მალე ჩამოდით. _ კიდევ უფრო შემოვხვიე ხელები იოს და ძილის შებრუნება ვცადე, მაგრამ როგორც კი გავიფიქრე, რომ შესაძლოა სამსახურში მართლა დამეგვიანა და ამასთან ერთად ჩემი უფროსის სახეც წარმოვიდგინე, მაშინვე ვჭყიტე თვალები.
-ავდგეთ იო. _ თმა ავუჩეჩე ძილბურანში მყოფს.
-მოიცა რა, ძილი არ გაქვს გოგო? _თვალი არ გაუხელია ისე ჩაილაპარაკა.
-მე კი, ჩემს უფროსს არა! _ ჩავიცინე.
-ცუდი ტიპია?
-ეგ კიდევ რბილადაა ნათქვამი.
-მერე, როგორ ეგუები?
-ჯერ არ ვიცი _საწოლიდან გამოვძვერი და მაგრად გავიზმორე.
-ოხ თქვენ ხო არ აცლით კაცს ცხოვრებას. _იოც ბუზღუნით წამოდგა ფეხზე.
-იძინე მერე ვინ გიშლის? _აჩეჩილ თმაზე ხელი გადავისვი.
-მარტო ვერ ვძლებ ამ ოთახში. _შუბლზე მაგრად მაკოცა და ოთახიდან თვალების ფშვნეტით გავიდა. როგორც კი საათს დავხედე ლამის თვალები გადმომივარდა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და გიჟივით შევვარდი სააბაზანოში. თავი მოვიწესრიგე, სწრაფად ჩავიცვი და ქუსლების კაკუნით ჩავედი ქვევით.
****
-გუშინ ველაპარაკე რაულს, კვირის ბოლოს ჩამოდიან და კონტრაქტსაც გავაფორმებთ. _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა შაკომ
-ცოტას ამოვისუნთქებთ. _სავარძელზე გადაწვა რატი და კომპიუტერში ჩამძვრალ ანდრიას გახედა -მოეშვი შენ კიდევ მაგას ცოტა ხანი!
-შენ არ მუშაობ, ამიტომ მე მაცადე. _თაველი ჩაუკრა მეგობარს.
-აუ წამოდით რა ყავა დავლიოთ, თორე მისკდება თავი. _ფეხზე წამოდგა რატი.
-მოიცა რა, რა დროს ყავაა?
-თავი მისკდება-მეთქი _ საჩვენებელი თითებით საფეთქლები დაიზილა. -გუშინ მთელი ღამე ახალ პროექტზე ვმუშაობდი.
-ოჰ, სენსაცია! როგორ მოხდა, რომ შენ ღამით მუშაობ და არ ერთობი? _ ჩაიცინა შაკომ.
-არ იყო სხვა გზა. თურქების მემორანდუმის თემაზე რა. _ კვლავ სავარძელში ჩაესვენა და თვალები მოისრისა -გაასწორებდა ახლა ყავა... _წინადადება ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, კაბინეტის კარი, რომ გაიღო და ყავის ჭიქებით ნინო შევიდა ოთახში.
-ბიჭებო ყავას დალევთ? _მხიარული ხმით იკითხა. ანდრიამ და შაკომ ერთმანეთს გადახედეს და ჩუმად ჩაიცინეს, რატი კი მაშინვე ფეხზე წამოხტა და ჭიქა ხელიდან გამოსტაცა.
-ჩემი ნინიკო, გრძნობს ჩემს ტკივილს _ ხელი გადახვია გოგონას და შუბლზე აკოცა. ნინომ წარბაწეულმა შეხედა და კულტურულად მოიშორა მამაკაცის ხელი.
-რა იყო ახლა ეს? _კოპებშეკრულმა გახედა ნინოს.
-არც არაფერი _თვალი ჩაუკრა გოგონამ.
-ნუ ცუღლუტობ ნინიკო _წარბები აათამაშა რატიმ.
-მე? _გაკვირვებულმა მიიდო გულზე ხელი, მხიარულად ჩაიცინა და ბიჭებს მიუბრუნდა.
-მადლობა ნინო _ გაუღიმა შაკომ.
-შაკო, დღეს ანა არ მოვა?
-არა, დილით რაღაც ცუდად იყო და სახლში დარჩენა არჩია.
-ცოლი ცუდად გყავს და შენ აქ მიზიხარ? _წარბაწეულმა შეხედა ანდრიამ.
-გველვეშაპი არ მიშვებს მასთან _ ჩაიცინა.
-ვინ? _ერთხმად იკითხეს ბიჭებმა.
-სიდედრი ბიჭებო, სიდედრი _ ჩაიცინა ნინომ და შაკოს გამოწვდილ ხელს, თავისი ხელის გული შეაგება.
-სიდედრმა შეგაშინა ბიჭო? _სიცილით ჩაილაპარაკა რატიმ.
-მომწყდი სიხარულიძე თავიდან რა, შენღა მაკლდი _ხელი აუქნია თავზე წამომდგარ მეგობარს.
-ანასთვის, რო გეკითხა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი იყავი, ხოდა დააძრე ახლა შენი მახვილი.
-ანდრო მოაშორე ეს!
-მოშორდი რატი! ყავა გინდოდა შენ წეღან.
-ნუ ბრაზობ შაკუნა _ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა ძმაკაცს, რაზეც შაკომ გემრიელად უთავაზა მუშტი მუცელში.
-მეტის ღირსი ხარ _მხიარულად ჩაიცინა ნინომ
-შემოხვალ შენ ჩემთან! _გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ოთახიდან გამავალ გოგონას.
-ეს რა საბუთებია? _ინტერსით დახედა შაკომ მაგიდაზე დადებულ საქაღალდეს.
-თქვენი ახალი თანამშრომელი თავის სამუშაოს ასრულებს. _ცინიკურად ჩაიცინა ანდრიამ.
-მერე რა გინდა, ცუდად მუშაობს? _სწრაფად მოსულიერდა რატი და საქაღალდე ხელში აიღო.
-დიდი ვერაფერი. _კომპიუტერის ეკრანისთვის თავლი არ მოუშორებია ისე უპასუხა.
-ერთი გამაგებინა რა გაქვს მაგ კომპიუტერში ეგეთი თვალს რო არ აშორებ მოსვლის წუთიდან.
-ვმუშაობ შაკო. არც სხვას ვაცდენ და არც საკუთარ თავს. _თვალი ჩაუკრა მეგობარს.
-ეს ყველაფერი გუშინ გააკეთა? _საბუთები კვლავ მაგიდაზე დაალაგა რატიმ და ანდრიას გაკვირვებულმა შეხედა. - არქივიდან იყო ბევრი რამე შესავსები.
-ხო. _სულერთიას გამომეტყველებით ჩაილაპარაკა.
-უყურე შენ ალექსანდრას? ყოჩაღ მაგ გოგოს, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ...
-თავის სამუშაოს ასრულებს!
-ეგ გასაგებია, მაგრამ... _ ჩაერთო შაკო.
-რა მაგრამ? _არაფრისმთქმელი სახით შეხედა
-ერთი დღისთვის ამდენი რამ? _საბუთებზე ანიშნა თავით.
-მე არ მითქვამს ყველაფერი ერთ დღესი გააკეთე-მეთქი. _ცინიკურად ჩაიცინა.
-ანდრო!
-რა? _ უცოდველი სახით შეხედა მეგობარს.
-გაძლება მისცეს მაგ გოგოს ღმერთმა შენს ხელში _თავის ქნევით ჩაილაპარაკა რატიმ.
-მე ვთქვი არ მინდა აქ იმუშაოს-მეთქი! თქვენ თქვით იმუშაოსო, ხოდა იმუშაოს!
***
ის იყო კაბინეტში ვაპირებდი შესვლას, გვერდით კაბინეტის კარი, რომ გაიღო და ბიჭები გამოვიდნენ.
-ო, ჩვენი გოგოც მოსულა. _მხიარულად წამოიძახა რატიმ - ეს რა ყოჩაღი გვყოლიხარ _ ღიმილით გადმხვია ხელი. ცოტა არ იყოს დავიბენი მისი ასეთი ქცევით.
-გუშინდელ სამუშაოსთან დაკავშირებით გეუბნება _ ღიმილით ამიხსნა შაკომ -ყოჩაღ შენ ამ უჟმურს, რო მოუხაზე. _თავით კარში მდგომი ანდრიასკენ მიმითითა. ამ უკანასკნელმა კი შაკოს სიტყვების გაგონებაზე ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა იქვე ჩამომახრჩობდა.
-რა ამბავი ატეხეთ ორი ფურცლის გამო _დაისისინა. სახიდან ღიმილი ჩამომერეცხა. -ნუ იცით ყველაფრის გაზვიადება. _კოპებშეკრულმა გადახედა ბიჭებს. -შენ კი, აქ დგომას გირჩევნია საქმეს მიხედო! _ახლა მე მომიბრუნდა. ფრთხილად მოვიშორე რატის ხელი და ხასიათმოშხამული შევედი ჩემს კაბინეტში.
-თავხედი! _ჩემთვის ჩავილაპარაკე და სამუშაო მაგიდისკენ მივბრუნდი. თვალები ლამის ბუდიდან გადმოცვივდა მაგიდაზე საქაღალდეების გროვა, რომ დავინახე.
სწრაფად მივუჯექი სამუშაო მაგიდას და რამდენიმე მათგანს თვალი გადავავლე. სრული დომხალი!
-ეს რა ჯანდაბაა?! _სასოწარკვეთილს აღმომხდა -ან როდისთვის უნდა იყოს მზად? ღმერთო რამდენია. არაა ეგ კაცი ნორმალური! _ჩემთვის ბუზღუნს არ ვწყვეტდი. ფეხზე წამოვდექი და სწრაფად გავედი კაბინეტიდან. ფრთხილად დავაკაკუნე ჩემი უფროსის კაბინეტის კარზე.
-შემოდით!
-უკაცრავად ბატონო ანდრია, რაღაც მაინტერესებს.
-გისმენ. _ღრმად ამოისუნთქა და ისეთი სახით შემომხედა აშკარად არ სიამოვნებდა არც ჩემი დანახვა და არც მოსმენა.
-მაინტერესებდა ეს საპროექტო დოკუმენტები როდისთვის გვჭირდება.
-კვირის ბოლომდე! 4 დღე გაქვს.
-კვირის ბოლოს? _ „ცოტა“ ხმამაღლა მომივიდა.
-რამე გაურკვევლად ვთქვი?!
-დიახ, მაგრამ რასაც გადავხედე ძალიან ბევრი რამ აკლია.
-მერე არქივი რისთვის არსებობს?! _ ცინიკურად ჩაიცინა.
-ხო მაგრამ... ჯერ პროეტის მოთხოვნებიც კი არ ვიცი, ან ნახაზები რამდენად შესაბამისია კოეფიციენტებთან, იქნებ რამე იყოს დასაკორექტირებელი _ანერვიულებული ვუსხსნიდი იმას, რაც რა თქმა უნდა თვითონაც კარგად იცოდა.- იქ მინიმუმ ორი კვირის...
-შემახსენე რა გითარი? _ თვალები ავისმომასწავლებლად დააწვრილა.
-მაგრამ...
-რა გითარი?! _ხმა გაიმკაცრა.
-კვირის ბოლოსთვის მზად იყოსო _ დასჯილი ბავშვივით ამოვილუღლუღე.
-ხოდა სამუშაოს შეუდექი! თუ რამეს ვერ გაიგებ, მკითხე!_კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მისმა მზერამ გამაჩუმა.
-თუ არ შეგიძლია ამის შესრულება, იცი რაც უნდა ქნა _ კმაყოფილი ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-გასაგებია! _უხეშად მივახალე და კარისკენ წავედი.
-გითხარი გადი-მეთქი?! _ სახელურზე გამიშეშდა ხელი. ღრმად ჩავისუნთქე და ანდრიასკენ მივბრუნდი.
-შეიძლება გავიდე? _ მშვიდად ვკითხე.
-კი! _მეც რაც შემეძლო სწრაფად შევედი ჩემს კაბინეტში და კიდევ ერთხელ საწყლად შევავლე თვალი ჩემს სამუშაოს.
-რას მერჩის? _საწყლად ამოვიკნავლე და მაგიდას მივუჯექი.
მთელი დღე კაბინეტში ვიყავი ჩაკეტილი და ამ საბუთებს ჩავჩიჩინებდი. ალბათ ასჯერ მაინც მომიწია არქივში ჩასვლა და საჭირო ფაილების მოძიება. იმდენად დამღლელი იყო ეს ყველაფერი, რომ უკვე ტირილის პირას ვიყავი მისული.
-გოგო შენ რით ვერ დაასრულე მუშაობა? _ოთახში ნინომ შემოყო თავი.
-მიშველე ნინო _ამოვიკნავლე
-რა მოხდა? _ჩემს წინ ჩამოჯდა.
-ამ ყველაფრის შესრულებას მთხოვს სულ რაღაც ოთხ დღეში. თანაც ყველაფერი ისეა არეული, რომ ოთხი დღე მხოლოდ საჭირო დოკუმენტის შეგროვებაში დამჭირდება. ვერ ვხვდები რას მერჩის. დავუშავე რამე? აქ მოსვლამდე თვალითაც კი არ მინახავს ეგ კაცი. გეფიცები ნინო, უკვე სერიოზულად ვფიქრობ აქედან წასვლაზე. მარაზმში გადადის ეს ყველაფერი. ყოველ შეხვედრაზე ისეთი ზიზღით სავსე თვალებით მიყურებს...
-კარგი ალექს, დამშვიდდი. _შემაწყევტინა ნინომ. -ვიცი, ადვილი არაა ანდრიასთან შეგუება, მაგრამ ცუდი ადამიანი მართლა არ არის. უბრალოდ...
-ნინო, ამ შემთხვევაში მისი ადამიანობა საერთოდ არ მაინტერესებს. შენც ხომ ხვდები რომ პირადი წყენის გამო, რომლის მიზეზიც ჩემთვის გაუგებარია, თანამშრომელთან ასე მოქცევა უბრალოდ არაპროფესიონალიზმია! _ნინოს სიტყვებზე გავბრაზდი. -როგორ შეუძლია მისთვის სრულიად უცხოს ასე უხეშად მოექცეს?
-ალექს, საქმე მაგაში არ არის. ანდრიას სულაც არ აქვს პირადად შენი საწინააღმდეგო..
-გაგიჟდი? რას ნიშნავს არ აქვს, აბა ეს ყველაფერი რას ნიშნავს?!
-საქმე სულ სხვა რამეშია. _ნინოს აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
-ნინო შენ რამე იცი?
-ოხ ალექსანდრა, არც კი ვიცი ეს უნდა გითხრა, თუ არა.
-ნინო!
-მოლედ მომისმინე, ახლა რასაც გეტყვი არავის უთხრა გესმის? _სწრაფად დავუქნიე თავი.
-მოკლედ, ანდრია აქ როცა მოვიდა, მასთნ ერთად ერთი გოგონა მუშაობდა, ლილე ერქვა. ვიცნობდი, ძალიან კარგი გოგო იყო. მალევე გავიგეთ, რომ ანდრია და ლილე ერთად იყვნენ. ეტყობოდათ, რომ მართლაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მალევე დაინიშნენ და ქორწილისთვისაც ემზადებოდნენ. შემდეგ არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ერთხელ რაღაცაზე უკამათიათ. ლილე გაბრაზებული წამოსულა ანდრიასგან, გზაში კი საშინელ ავარიაში მოხვდა. ვერც კი წარმოიდგენ კაცი რა მდგომარეობაში იყო. საკუთარ თავს ადანაშაულებდა მომხდარში და დარწმუნებული ვარ დღემდე ასეა. ისე უცებ აირია ეს სიტუაცია როგორც დაიწყო. რამდენიმე წლის წინ მეც შემთხვევით გავიგე რატის და შაკოს საუბრიდან, ავარიის ადგილას ანდრია, რომ მივიდა საკუთარი თვალით ნახა ლილეს დასახიჩრებული ცხედარი. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ეს ამავი, რა თქმა უნდა, ისევ ყველას ახსოვს. ანდრია საერთოდ წავიდოდა ქვეყნიდან ბიჭები, რომ არა, მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდიდან არ შორდებოდნენ. მათი დამსახურებაა დღეს, რომ აქ არის.
-ღმერთო, რა საშინელებაა. _ თვალებგაფართოებული ვუსმენდი ნინოს. -წარმომიდგენია რას გრძნობს.
-ალბათ გაგიკვირდება შენ რა შუაში ხარ ამ ამბავთან. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ, შენს ადგილას დაახლოებით ერთი წლის წინ ერთი გოგო მივიდა, სალომე. ეტყობოდა, რომ ანდრია მოსწონდა, ბიჭებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ როგორმე ერთმანეთთან დაეახლოვებინათ. ბევრი სულელური რამეც გაუკეთებიათ, რაც ანდრიას ძალიან აღიზიანებდა. სალომეც თავისებური გოგო იყო, არაფერზე იხევდა უკან ოღონდ მამაკაცს დაახლოებოდა. მოკლედ საკმაოდ უხერხული და არასასიამოვნო სიტუაცია შექმნა. სერიოზულად ეკამათა ანდრია ამის გამო შაკოს და რატის და საბოლოოდ სალომეც გაუშვეს ოფისიდან. ბოლო პერიოდში ანდროს მისი ბიძაშვილი ირაკლი ეხმარებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ირაკლიმ ცოლი მოიყვანა და ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. შენც ხედავ, რომ ოფისში უამრავი საქმეა, ამიტომ შენი აყვანაც აუციელებელი იყო ირაკლის წასვლის შემდეგ, თუმცა ანდროს რომ ჰგონია სალომეს მსგავსად შენც მასთან ურთიერთობის გასაბმელად ხარ აქ, თან რატი და შაკოც რომ მხარს გიჭერენ ეს კიდევ უფრო აეჭვებს ალბათ და ჰგონია რომ ბიჭები კვლავ არ იშლიან ძველებურ ხრიკებს.
-ღმერთო ჩემო! რა სისულელეა! _მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებსი საუბარს ჩუმად შევესწარი და ჩემ მიმართ ანდრის წარომდგენების შესახებაც მოვისმინე, მაინც გაოცებული ვიყავი. - იმის გამო, რომ ვიღაც სალომე კისერზე ეკიდებოდა, მაგას ჰგონია რომ ყველა ქალი კუდში დასდევს? და მართლა ფიქრობს რომ აქ მისი საცოლის ადგილის დასაკავებლად მოვედი?! _აღშფოთებული წამოვვარდი ფეხზე და ხმას საგრძნობლად ავუწიე.
-ალექსანდრა დამშვიდდი გთხოვ. შეიძლება ახლა ასე ფიქრობს, მაგრამ მალე დარწმუნდება, რომ ცდება და შეგეშვება.
-ერთი წუთით! _წამით შევჩერდი და ნინოს მივაჩერდი დაძაბული მზერით -იმედი მაქვს რასაც ანდრია ფიქრობს სიმართლე არ არის და მართლა რატის და შაკოს ოინების მონაწილე არ ვარ...
-რა თქმა უნდა, არა ალექსანდრა! ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ამ კომპანიაში შენს პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება და შენი აქ ყოფნის მიზეზიც მხოლოდ შენი კომპეტენციაა. _ნინოს სიტყვებმა ნამდვილად დამამშვიდა.
-დამიჯერე, მალე შეგეშვება ანდრია
-ანუ იმას უნდა დაველოდო, როდის დამშვიდდება და შემეშვება?! _ გაღიზიანებული სიმწრით ჩავიცინე
-ვიცი, ძალიან რთულია ასეთ გარემოში მუშაობა, მაგრამ....
-იცი რა, მგონი ასე ზურგსუკან საუბრს აჯობებს პირდაპირ მას დაველაპარაკო _კარისკენ გადავდგი ნაბიჯი, როცა ელვის სისწრაფით წამოვარდა ნინო და წინ გადამიდგა
-მოიცა გოგო, სად მიდიხარ?!
-სად და იმ ვაჟბატონთან! ყველაფერი უნდა ავუხსნა და კარგად გავაგებინო რომ აქ ქუჩის ქალი არვინ არ არის.
-ალექს, გთხოვ დამშვიდდი, სად უნდა შეხვიდე ან რა უნდა უთხრა?
-წარმოგიდგენია მაინც რას ფიქრობს ჩემზე?
-ალექს, ხომ გთხოვე ამაზე არვის არაფერი უთხრა-მეთქი. ვინმემ რომ გაიგოს ეს ყველაფერი მე გითხარი სერიოზული პრობლემები შემექმნება. ძალიან გთხოვ ეცადე თავი შეიკავო _ რაც არ უნდა ყოფილიყო, თავიდანვე მივეცი ნინოს პირობა, რომ ენას კბილს დავაჭერდი. ღრმად ჩავისუნთქე და გაბრაზებული დავუბრუნდი ჩემს ადგილს.

4 თავი
სახლში მისულს თიკა გიო, ჯაბა და ბექა დამხვდნენ იოანესთან ერთად. როგორც კი კარი შევაღე ყველა ერთხმად ალაპარაკდა.
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი?
-ყველა შენ გელოდებით
-შენს სამსახურს დრო არ აქვს?
-მე ბოდიში ყველას. _ჩავიცინე - და როდის მერე ელოდებით ჩემ სახლში მოსვლას ასე?
-დღეის. _ ფეხზე წამოდგა იოანე.
-და დღეს რამე ხდება?
-ხდება. _ჩაიცინა თიკამ, მორცხვად დახარა თვალები და თავი გიოს ჩამოდო მხარზე. თავიდან ვერც კი გავაცნოებიერე რა ხდებოდა. გიოს და თიკას ასეთ მდგომარებაში დანახვამ სულ გადამავიწყა დაღლილობა, თვალები ვჭყიტე და თიკას მკვლელის თვალებით შევხედე. თვითონ კი სახე გიოს კისერში ჩამალა და მარცხენა ხელი ჰაერში ააფრიალა. როგორც კი მის თითზე მოკალათებული ბეჭედი შვნიშნე ყურისწამღები კივილი დავიწყე.
-გიო გადამალე თიკა! _წამოიყვირა ბექამ. მე კი უკვე არცერთს არ ვუსმენდი. წყვილს შუა ვიჯექი. ორივეს მაგრად მოვხვიე ხელი და ჩავეხუტე.
-აქამდე არ უნდა გეთქვა ჩემთვის?! _კოპებშეკრული მივუბრუნდი დაქალს.
-აქამდე როდის? სულ რაღაც ორი საათის წინ მთხოვა ცოლობა და მაშინვე აქ წამოვედით. _სიცილით აიჩეჩა მხრები.
-შენ?! შენ არ უნდა გეთქვა რამეს თუ აპირებდი? _ახლა გიოს მივუბრუნდი.
-რისთვის? რომ ნაადრევად გაგეხეთქა ამისთვის გული? _ჩაიცინა.
-დამპალო! _მხარში მუშტი ვუთავაზე.
-ალექს, ახლა წამოხტი დროზე გამოეწყვე შენებურად და წავედით ყველანი რესტორანში. _ღიმილით მომახსენა ჯაბამ.
-მართლა? ახლა უნდა წავიდეთ? კარგი ხუთ წუთში მზად ვარ! _ფეხზე წამოვხტი და სწრაფად ავირბინე კიბეები. მაქსიმალურად ვცდილობდი სწრაფად ამერჩია რამე შესაფერისი. ბოლოს მუქი ბალოტისფერი, მუხლს ოდნავ აცილებული ტანზე მომდგარი კაბა შევარჩიე. სწრაფად ჩავიცვი და სარკეში შევავლე საკუთარ თავს თვალი. კმაყოფილმა გავუღიმე ანარეკლს და კიბეზე სირბილით დავეშვი.
-ნელა გოგო, იქ მისვლამდე კისერი არ მოიმტვრიო. _ბოლო საფეხურზე იოანე იდგა და მელოდა.
-სად წავიდნენ? _სახლს თვალი მოვავლე.
-გარეთ გველოდებიან. ჩვენ ჩემი მანქანით წავალთ. _თავით მანიშნა. _მ.. როგორი სექსუალური დაიკო მყავს. _ ჩაიცინა და მხარზე ხელი გაადმხვია. _ ვფიქრობ დღეს ვიღაცები უნდა შემომელახოს შენი გადამკიდე.
-შენი გადამკიდე კაციშვილი არ შემომხედავს ნუ ღელავ _ენა გამოვუყე და ტანის რხევით წავედი მანქანისკენ.
-ხო ისე, წეღან თიკამ თქვა, რომ ის ბიჭი ჩამოსულა. _ საჭეს მიუჯდა იოანე.
-ვინ ბიჭი?
-ლაზარე.
-მერე?
-არაფერი, როგორც მახსოვს ადრე მოგწონდა. _ვხვდებოდი როგორ მოუხერხებლად ცდილობდა მისთვის სასურველი ინფორმაცია მიეღო.
-ეგ ადრე იყო_ჩავიცინე.
-დავმშვიდდი. _თვითონაც გაეცინა.
რესტორანში მისულები ერთ-ერთ მაგიდას შემოვუსხედით და აღნიშვნა განვაგრძეთ. საღამოს მართლაც არაჩვეულებრივად ვატარებდით. ბიჭები თავიანთი ხუმრობებით ერთი წუთითაც არ გვაძლევდნენ მოწყენის საშულაებას.
-იცოდეთ ბავშვის ნათლია მე ვარ! _წამოიძახა ჯაბამ.
-თიკუნა დაფიქრდი, დრო ჯერ კიდევ გაქვს, ნახე რა ბიჭი ვარ. _წარბები აათამაშა ბექამ, სანაცვლოდ კი გიოსგან მკვლელი მზერა დაიმსახურა.
-მოიცა ბექა რა, არ გაუქციო ეს სიმწრით დათანხმებული გოგო. _სიცილში ავყევი ბიჭებს.
-მორჩით ახლა ხუმრობას თორემ გიო სათითაოდ დაგვივლის ყველას. _ მხარზე ხელი დაკრა იომ გვერდით მჯომ გიოს და მეორე ხელით ღვინით სავსე ჭიქა მაღლა აწია. _მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად მეცოდება თიკუნა შენს ხელში, მაინც ბედნიერაბას გისურვებთ.
-როდის უნდა მოხვიდეთ თქვენ ჭკუაზე -სიცილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და თავისი ჭიქა შეაგება. ის იყო ღვინო უნდა დამელია, ტუჩებთან მიტანილი ჭიქა, რომ გამიშეშდა. ერთ ადგილს მივეყინე, როცა მოშორებით მაგიდასთან შეკრებილ ხალხს შორის ანდრიას მოვკარი თვალი. დაჟინებით მომჩერებოდა, შევეცადე ყურადღება არ მიმექცია და თვალი მომეშორებინა, თუმცა ზედმეტი მღელვარებისგან სასმელი გადამცდა და საშინელი ხველა ამივარდა. შევამჩნიე, როგორ ჩაეცინა ტუჩის კუთხეში.
-ფრთხილად ალექს. _სწრაფად მომიბრუნდა იოანე -კარგად ხარ?
-კი, კი _ოდნავ გავუღიმე _ ცოტა ხნით ჰაერზე გავალ და მოვალ _ბიჭებს გავუცინე და ფეხზე წამოვდექი, პარალელურად თიკას თვალებით ვანიშნე გამომყოლოდა.
სწრაფად გავედი აივანზე. ცივი ქარის შეხებისას ერთიანად ამიტანა ცახცახმა.
-რა იყო გოგო, რას გამომაქციე? _წამის შემდეგ თიკაც გამოვიდა-მოხდა რამე?
-აქ არის თიკა!
-ვინ?
-ის!
-ვინ ის?
-ჩემი უფროსი!
-ის? მერე რა, იყოს, შენ რას გიშლის?
-არც არაფერს, უბრალოდ დღევანდელი დღის შემდეგ თავს ისედაც ცუდად ვგრძნობ. ახლა კი, როცა აქ დავინახე უარესად გავხდი.
-მაჩვენე აბა, რომელია ეგ ტიპი _ გამჭვირვალე კარში გაიხედა - და სასწრაფოდ მომიყევი რა მოხდა დღეს.
-ის არის, მოპირდაპირე მაგიდასთან, რომ ზის. შავი პიჯაკი აცვია. _თიკამ მაშინვე დაჭყიტა თვალები და უკეთ დაზვერა არემარე.
-არ მითხრა, რომ ის საოცრად სიმპათიური და ზე სექსუალური ტიპია.
-თიკა!
-რა? ალექს, როგორ შეიძლება ეს ისეთი უჟმური იყოს შენ რომ ამბობ. ნახე რა თვალები აქვს.
-თიკა, გაფიცებ რა დაინახე აქედან?
-რაც საჭიროა ის! _ სწრაფად შემობრუნდა ჩემკენ მთელი ტანით -ახლა ის მომიყევი დღეს რა მოხდა. _ღრმად ჩავისუნთქე და თავიდან ბოლომდე დავიწყე ყველაფრის მოყოლა. ვუთხარი ის მიზეზიც რის გამოც არ მოვწონდი ანდრიას. თიკა თვალებგაფართოებული მისმენდა. როგორც კი მოყოლა დავასრულე კიდევ ერთხელ გაიხედა მაგიდისკენ სადაც ანდრია იჯდა.
-ღმერთო, რა საშინელებაა. წარმომიდგენია, რას ნიშნავს მისთვის საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
-გეთანხმები, ძალიან კარგად მესმის მისი, ვიცი რა რთულიცაა.
-არადა რა სიმპათიურია _ტუჩი მოიკვნიტა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-თიკა!
-რა? ისე მართლა ხომ არ იფიქრებდი მის შებმაზე?_ხმამაღლა აკისკისდა.
-თიკა-მეთქი! _თვალები დავაკვესე
-რა იყო? ცოტა უჟმური ტიპია, თორემ სხვა... _სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა აივნის კარი, რომ გაიღო და ტელეფონზე მოლაპარაკე ანდრია გამოვიდა. მე და თიკა მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გავშრით.
-გაიგონა ვითომ? _იმდენად ხმადაბლა მკითხა, რომ მე ძლივს გავიგე მისი ხმა. პასუხად მხრები ავიჩეჩე და თვალით ვანიშნე სწრაფად გავსულიყავით.
კართან მისულმა მკლავზე ხელის შეხება ვიგრძენი. მოულოდნელობისგან შევხტი და თვალებგაფართოებულმა შევხედე ანდრიას. თვალებით მანიშნა არ გავსულიყავი. თვითონ კი ტელეფონზე საუბარი განაგრძო. თიკამ, ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და სწრაფად გამოიხურა კარი.
-გამარჯობა არ გასწავლეს?! _ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და წარბშეკრული მომაჩერდა. ცხვირში მაშინვე მომხვდა ალკოჰოლის სუნი, თუმცა კულტურულად დავაიგნორე.
-ტელეფონზე საუბრობდით და ხელი აღარ შეგიშალეთ. _თვალი ავარიდე.
-დავსრულე უკევ! _თვალები დააწვრილა.
-გამარჯობა. _მშვიდად მივესალმე და მზერა გავუსწორე.
-რას აკეთებ აქ?!
-უკაცრავად? _წარბაწეულმა ავხედე ჩემზე ორი თავით მაღალ უფროსს. _ვალდებული ვარ გიპასუხოთ?
-უცნაური დამთხვევა ხომ არ არის, რომ ბოლო დროს ერთსა და იმავე ადგილებში ვხდებით ერთმანეთს. _თვალები უელავდა.
-მაგალითად სად?
-ჯერ ოფისში შენი ეს მოულოდნელი გამოჩენა არსაიდან, ახლა ამ რესტორანში სადაც საკმაოდ ხშირად დავდივარ. _ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, რაზე გულისცემა მნიშვნელოვნად ამიჩქარდა.
-ამით რისი თქმა გინდათ?! _წამოვენთე
-როგორ შეძელი რატის და შაკოს შებმა? _თვალები დააწვრილა და ვნებიანი მზერა დაასო ჩემს მოღეღილ მკერდს. მისი სიტყვებით და მზერით აღშფოთებულს თვალები გამიფართოვდა.
-ზედმეტი მოდგით ბატონო ანდრია! _ხმის ტონს საგრძნობლად ავუწიე - არ მოგცემთ უფლებას ასე მელაპარაკოთ!
-ხომ არ გავიწყდება ვის ელაპარაკები?! _მკაცრი ხმით შემახსენა, რომ ჩემ წინ უფროსი იდგა.
-თქვენი სტატუსი მხოლოდ სამსახურში ფუნქციონირებს და თუკი უფროსობაზე გაქვთ პრეტენზია, ისე მოიქეცით, როგორც უფროსს შეეფერება _კბილებს შორის გამოვცარი და ნიშნისმოგებით გავუღიმე.
-მართლა? _წარბები აზიდა თითქოსდა გაკვირვების ნიშნად.
-დიახ!
-ე.ი ახლა იმის კეთებაც შემიძლია რის უფლებასაც, როგორც შენი უფროსი, ოფისში არ მივცემდი საკუთარ თავს. _კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემ წინ, რის გამოც ალკოჰოლის სურნელი უსიამოვნოდ მომხვდა. ტუჩები გააწკლაპუნა და მკერდიდან მზერა ჩემს ბაგეებზე ამოაცოცა.
-საშინლად უტაქტო და უზრდელი ხართ! _ გაღიზიანებულმა გამოვცერი კბილებშუა და კარისკენ წავედი. მინდოდა სწრაფად გავსულიყავი აქედან, თუმცა ვინ დამაცადა, მკლავში მწვდა და წამის მეასედში მასთან სანტიმეტრებით დაშორებული აღმოვჩნდი.
-ჩამიტარებ ზრდილობის გაკვეთილებს? _სახეზე მომეფრქვა მისი სუნთქვა. ვიგრძენი როგორ ამიხურდა მთელი სხეული და ნერვიულობამ იმატა ჩემში. ვერ ვხდებოდი რის მიღწევას ცდილობდა ანდრია. ალბათ ჩემი გამოცდა უნდოდა ამიტომაც მეთამაშებდოა ასე ამაზრზენად.
-ხელი გამიშვით _ვეცადე მკლავი გამეთავისუფელბინა.
-რატომ? არ დამსირულებია საუბარი!_ კვლავ სახეზე მეფრქვეოდა ცხელი სუნთქვა, რაც სულ უფრო მეტად მაფორიაქებდა. მთელი გამბედაობა მოვიკრიბე, რომ მღელვარება არ შემემჩნია.
-გისმენთ _ ძლივს ამოვთქვი.
-ჩემი გეშინია! _ცინიკური ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-რომელ ჭკუადმყოფელს არ შეეშინდება თქვენისთანა მონსტრის! _ უხეშად მივახალე, ჩემი მკლავი გამოვგლიჯე და აფორიაქებული დავბრუნდი რესტორანში.
**
მაგიდასთან სწრაფი ნაბიჯით მივიდა და თავის ადგილას დაჯდა.
-ვინ იყო? _ჰკითხა რატიმ.
-დათო იყო, რაღაც აინტერესებდა. _მოკლედ მოუჭრა და ვისკის ჭიჭა ტუჩებთნ მიიტანა. პარალელურად კი მოპირდაპირე მაგიდისკენ აპარებდა თვალს. შაკომაც მის მზერას გააყოლა თვალი.
-ვა, ჩვენი გოგოც აქ ყოფილა. _ალექსანდრას დანახვაზე მხიარულად წამოიძახა.
-ხო, აივანზეც იყო „ჩვენი გოგო“ _მთელი წინადადება გამოკვეთილად თქვა რატიმ და კითხვითი ნიშნებით სავსე მზერით შეხედა ანდრიას. მამაკაცმა მკაცრი მზერა გაუსწორა მეგობარს, რითაც ანიშნა, რომ უადგილოდ გაამახვილა ალექსანდრას აივანზე ყოფნაზე ყურადღება, თუმცა ალექსანდრას მაინც არ აშორებდა მზერას. რატიმ, შეუმჩენვლად გაკრა შაკოს მხარზე ხელი, რის პასუხადაც მამაკაცმა ოდნავ დაუკრა თავი და ანიშნა, რომ მიხვდა რისი თქმაც სურდა.
მეგობრების სიჩუმით შეწუხებულმა ანდრიამ მზერა მოაშორა მოპირდაპირე მაგიდას და ბიჭებს მიუბრუნდა. მათი სხვანაირად აციმციმებული თვალების დანახვაზე კი წარბები შეკრა
-წასვლის დროა!
-კარგი, წავიდეთ. _ერთხმად თქვეს ბიჭებმა და ფეხზე წამოდგნენ.
***
დილიდან ბუზღუნით ძლივს წამოვწიე თავი ბალიშიდან. ისეთ დღეში ვიყავი მეგონა სამსახურში მისვლამდე მოვკვდებოდი. ფეხზე ჩემი კურდღლის ბაჩუჩები ჩავიცვი და თმააბურდული, პიჟამისამარა ჩავედი სამზარეულოში.
-რას გავხარ გოგო _ სიცილი დაიწყო იომ.
-შენღა მაკლდი რა!
-სარკეში ჩახედე, რომ ადექი? _სიცილს განაგრძობდა.
-შემეშვი რა _ თითებით საფეთქლები დავიზილე.
-მოიცა სურათი უნდა გადაგიღო. _ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. -როცა არ შეგიძლია, არც უნდა დალიო _ წარბები შეათამაშა იოანემ
-მააა!! _ხმამაღლა დავიყვირე -უთხრაი რა იოანეს რამე!
-რა გჭირთ? _ნოდარი გამოჩნდა სამზარეულოში.
-ნერვებს მიშლის. _ამოვიბუზღუნე და იოანეს ჩავუჯექი კალთაში.
-მძიმე ხარ გოგო, მეტკინა ფეხები! _ თავისებურები გამოუშვა ეგრევე.
-ღირსი ხარ! _ ჩაი მოვსვი.
-საყვარელო ჯობია ყავა დალიო. _ თავზე გადამისვა ხელი მამამ და ყავით სავსე ჭიქა დამიდგა.
-იო დღეს შენ წამიყვან სამსახურში! _ თავი მხარზე ჩამოვადე.
-არის ბოს! ისე რას სვამდი იმდენს, თუ არ შეგეძლო.
-ნუღარ მკითხავ.
-სამსახურში არ დაგაგვიანდეთ ბავშვებო. _ სამზარეულოდან გავიდა ნოდარი.
-შენ სად მიდიხარ? _სიტყვა დააწია იოანემ.
-რესტორანში, ახალი ღუმელი უნდა მოიტანონ, ყურადღებას მივაქცევ თორემ წესიერად არ გააკეთებენ. მალე წადით თქვენც.
-კარგი _ერთხმად ვუპასუხეთ.
-იოანე მიხედე შენს დას. _გასვლამდე დაუბარა.
-იცი თავი როგორ მტკივა? _სწყლად ამოვიკნავლე.
-წამალს მოგცემ და გაგივლის _ შუბლზე მაკოცა და თმაზე გადავისვა ხელი.
-უჰუმ _თავი დავუკარი და ყავა მოვსვი.
-ხო მართლა, მე დღეს გვიან მოვალ სახლში და უნდა დამფარო _თვალი ჩამიკრა.
-კიდევ უნდა იჩხუბო არა?! _ ხმას ავუწიე.
-ჩუმად!
-ერთელაც იქნება მოგიმტვრევს ვინმე კისერს და გაუხეთქავ მამას გულს! _გაბრაზებული წამოვდექი ფეხზე და ჩემს ოთახში წავედი.
არ მესმის როდემდე უნდა გააგრძელოს ეს სადიზმი და საკუთარი სიცოცხლით თამაში.
ბურტყუნით გამოვაღე კარადის კარი და ტანსაცმელებს მოვავლე თვალი.
მაშინვე გუშინდელი საღამო გამახსენდა. ჩემი უტაქტო უფროსის სიტყვები ყურებში მკაფიოდ ჩამესმა. სიბრაზის ტალღამ დამიარა მთელ სხეულში. ღრმად ჩავისუნთქე და კარადიდან მუხლს აცილებული შავი ქვედაბოლო და კრემისფერი ზედა გამოვიღე.
-იდიოტი, ვირი! _ გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ქუსლების კაკუნით დავეშვი კიბეზე. -გასწავლი, როგორ უნდა ქალების პატივისცემა!
-ვის უნდა ასწავლო ეგ?_ წინ ამესვეტა იოანე.
-შენ!
-მჭირდება? _წარბები მაღლა აზიდა -ეჭვი მეპარება მე მეხებოდეს ეგ სიტყვები.
-ხოდა ნუ მეკითები მაშინ! _შევუბღვირე.
-ალექს, სამსახურში ხომ ყველაფერი რიგზეა? _ ეჭვნარევი მზერა შემავლო
-არაჩევულებრივადაა ყველაფერი! მე შემეშვი, წადი და იქნიე მუშტები შენ!
-სანდრა!
-ნუ მეძახი მასე! _ ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.
-მოიცა წაგიყვან _უკან გამომყვა
-არ მინდა!
-ალექს, მოიცა რა. _მკლავში ჩამავლო ხელი.
-იოანე, ხომ ხვდები რომ რასაც აკეთებ არც უბრალო თამაშია და არც გართობა! იმას მაინც აცნობიერებ რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკავ?! _ ცრემლები ჩამიდგა თვალებში.
-ხომ შევთანხმდით არა მაგაზე _თვალები გადაატრიალა - თუ გინდა შენც წაგიყვან _სიცილით მიჩქმიტა ლოყაზე.
-იოანე!
-მორჩი ახლა, პირველად ხომ არ მივდივარ არა? რა უნდა მომივიდეს ისეთი _სიცილს განაგრძობდა.
-აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. _თავი გავაქნიე და მანქანისკენ მივბრუნდი. ვიცოდი რომ მთელი დღე ნერვიულობით მოვკვდებოდი და სახლში მისვლამდე ვერ მოვისვენებდი. საშინალდ მაღიზიანებდა იოანეს ეს უპასუხისმგებლო ქცევა და დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. არც ჩხუბი შველოდა ამ ამბავს და არც მშვიდად საუბარი. ერთადერთი სანუგეშო ამ ამბავში ის იყო, რომ მის მეგობრები გვერდიდან არ შორდებოდნენ.
მანქანა კომპანიის პარკინგზე გავაჩერე და სწრაფი ნაბიჯით შევედი შენობაში. ლიფტის კარი უნდა დახურულიყო, ვიღაცის ხელი, რომ გამოჩნდა. სწრაფად ავხედე თავზე წამომდგარ ანდრიას. მაშინვე გუშინდელი ინციდენტი გამახსენდა.
-დილა მშვიდობის. _ სწრაფად მივესალმე და თავი გავატრიალე, რომ გუშინელი დღიდან შემორჩენილი გაღიზიანება დამეფარა. თვითონაც თავის დაკვრით მომესალმა და ლიფტის კედელს მიეყრდნო. ვგრძნობდი როგორ მათვალიერებდა, თუმცა ჯიუტად ვაიგნორებდი.
-ათ წუთში სხდომათა დარბაზში იყავი, თათბირი გვაქვს!
-კარგი._ლიფტიდან გამოვედი და ჩემს კაბინეტში შევედი. ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან, ჩანაწერების წიგნაკი და კალამი მოვიმარჯვე და სხდომათა დარბაზისკენ წავედი.
-დილა მშვიდობისა ალექს_შესვლისთანავე შემომცინა რატიმ.
-დილა მშვიდობისა _მეც გავუცინე და ნინოს მივუჯექი გვერდით.
-როგორ ხარ?
-ცუდად! _ მაგიდაზე დავალაგე ჩემი ნივთები.
-რატომ, მოხდა რამე? _ მკითა ნინომ.
-როცა სახლში გეყოლება ნერვების მომსპობი ძმა თვად მიხვდები რა მოხდა _ჩავისისინე.
-მოგესალმებით ყველას _ ანდრია და შაკო შემოვიდნენ დარბაზში და თავიანთი ადგილები დაიკავეს.
-მეგობრებო, როგორც იცით თურქებთან მოლაპარაკებას ვიწყებთ ახალ პროექტთან დაკავშირებით. _საქმიანი ტონით დაიწყო შაკომ. -სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, გვინდა, რომ თითოეული დეტალი დავაზუსტოთ, რათა შემდეგ რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას.
-ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რომ ტენდერისთვისაც უნდა მოვემზადოთ. _განაგრძო ანდრიამ. -ასე, რომ გაორმაგებული ძალებით მოგვიწევს მუშაობა.
-ახალ პროექტს წარმოგიდგენთ, შემდეგ კი ყველამ ერთად განვიხილოთ. _თქვა შაკომ და პროექტორი ჩართო. რატი, თითოეულ დეტალს თანმიმდევრობით ხსნიდა ჩვენც ყურადღებით ვუსმენდით და ეკრანს ვაკვირდებოდით..
-ყველაფერი გასაგებია რატი, მაგრამ ეს პროექტი საკმაოდ ხანგრძლივ დროს საჭიროებს, კლიენტი კი ჩვენგან მაქსიმალურად მცირე დროში მოითხოვს დასრულებას. _თქვა ნინომ, როგორც კი სლაიდი დასრულდა.
-ნინო , ჩვენთვის მთავარია ხარისხი. რაც შეეხება ბატონ რაულს, პროექტის ვადებთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრეთ, შეთანხმებასაც მალე მივაღწევთ.
-ნინოს ვეთანხმები _ ვთქვი მე. - თუ ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება გაფორმებული იმის შესახებ, რომ მშენებლობის ვადები გახანგრძლივდეს გამოდის, რომ გარკვეულ რისკზე მივდივართ. თუ ვერ დაითანხმებთ მაშინ დიდ ზარალს ვნახავთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პროექტის ალტერნატიული ვარიანტიც უნდა გვქონდეს, რომელიც შედარებით მცირე დროზე იქნება გათვლილი.
-ალტერნატიული ვარიანტის არსებობის საჭიროებას ვერ ვხედავ! _ წარბაწეულმა შემომხედა ანდრიამ. -კლიენტი პირველ რიგში ჩვენგან ხარისხს მოითხოვს. ბატონ რაულთან შეხვედრა დღეს გვაქვს, ყველაფერს დაწვრილებით განვიხილავთ და არანაირი პრობლება არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე, რომ თქვენი შეშფოთება უსაფუძვლოა ამ შემთხვევაში. _უემოციო გამომეტყველებით გადმოგვხედა მე და ნინოს.
-არამგონია კლიენტმა თქვენ სურვილებზე ააწყოს საკუთარი გეგმები! _ზედმეტად თავდაჯერებულია ვაჟბატონი! თვალები სახიფათოდ დააწვრილა და სასტიკი მზერა მტყორცნა. მაგიდასთან მსხდომ თანამშრომლებს თვალი მოავლო და ძლივსშენარჩუნებული სიმშვიდით მომმართა.
-უდაო ფაქტებზე ნუ ვდაობთ! _კბილებშორის გამოსცრა. ამის მიუხედავად უკან დახევას არ ვაპირებდი, როგორც კი პირი გავაღე რაღაცის სათქმელად კიდევ ერთხელ შევეჩეხე მის მზერას და ჩემი მცდელობა კიდევ ერთხელ შევწინააღმდეგებოდი იდეაშივე ჩაკვდა.

5 თავი
-საყვარელო, ხომ არ იცი იოანე სად არის? მთელი საღამოა ვურეკავ, მაგარმ ტელეფონი გამორთული აქვს. _ ოთახში შემოვიდა მამა ტელეფონით ხელში.
-ე... ისა.... ბექასთანაა. _სწრაფად მოვარიდე ნოდარს მზერა. ყოველთვის ხვდება მამა როდესაც ვატყუებ. ამ სიტუაციაში კი ჯობს ჩემი აწითლებული სახე არ დაინახოს.
-სად დაეხეტება აქამდე ერთი გამაგებინა! _ბუზღუნით გავიდა მამა ოთახიდან. მე კი მაშინვე ფეხზე წამოვხტი და ტელეფონს დავწვდი. სწრაფად ავკრიფე ბექას ნომერი. დილანდელი ჩხუბის მიუხედავად ასჯერ მაინც დავურეკე მეც, მაგრამ მაშინაც გამორთული ჰქონდა.
-გისმენ ალექს _ბექას მხიარული ხმაც გაისმა.
-სადაა ვაჟბატონი? მოათავეთ ეგ სადიზმი?
-კი, კი მოვრჩით _სიცილით მიპასუხა ბექამ - უკვე სახლში მომყავს, ნუ ნერვიულობ. ხუთ წუთში შენთან იქნება. _ ტელეფონში იოანეს სიცილიც ისმოდა.
-სულაც არ ვნერვიულობ! _ გაბრაზებულმა ჩავძახე და ტელეფონი გავთიშე.
-შტერი! _ჩემთვის ჩავილაპარაკე. ფანჯარასთან ჩამოვჯექი და გზას დავუწყე თვალიერება. ბექას მანქანა მართლაც რამდენიმე წუთში გაჩერდა სახლის წინ. სწრაფად გადმოხტა იოანე მანქანიდან, ბიჭებს დაემშვიდობა და სახლისკენ წამოვიდა. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე ქვევით დავხვდები-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. საწოლზე დავწექი და ტელეფონში დავიწყე უაზროდ ხეტიალი. ქვემოდან ნოდარის უკმაყოფილო ხმა ისმოდა, იოანე კი როგორც ყოველთვის მხიარულად სცემდა პასუხებს. რამდენიმე წამში კიბეზე ამოვიდა ვაჟბატონი და ჩემს ოთახშიც შემოყო თავი.
-მთელი და საღსალამათი დაგიბრუნდი! _ომახიანად შესძახა და საწოლზე ჩამოჯდა. ყურადღება არ მიმიქცევია, თავი ბალიშზე დავდე.
-კიდევ მიბრაზდები? _ თავზე წამომადგა.
-იოანე მეძინება, მომშორდი.
-მეც მეძინება, მიიწიე მაშინ. _ძალით გამწია კედლის მხარეს და გვერდით მომიწვა.
-ხომ შეგეძლო ერთხელ მაინც დაგერეკა მთელი დღის განმავლობაში და გეთქვა, რომ კარგად ხარ! უსინდისო ხარ! იცი, როგორც ვნერვიულობ და მაინც იგივეს აკეთებ! მთელი დღე გიჟივით დავრბივარ სახლში და თავში ათასნაირ ისტორიას ვიგონებ, თუ როგორ მოვატყუო მამა, რომ შენი ვაჟკაცობის ამბავი არ გაიგოს! _ ნერვებმოშლილი წამოვჯექი საწოლზე და ყველაფერი ერთი სულის მოთქმით მივაყარე.
-დამშვიდდი? _ისეთი სახით მიყურებდა დიდი სიამოვნებით დავახჩობდი.
-მოგკლავ იოანე! _ ხელები ყელში მოვუჭირე.
-რამის ძალა მაინც გქონდეს. _სიცილით ჩაილაპარაკა, სწრაფად გამაშვებინა ხელები და მაგარად მომხვია მკლავები. - ხომ იცი როგორ მიყვარხარ ალექს, ჩემი ნაწილი ხარ შენ!
-შენც იცი როგორ ძალაინ მიყვარხარ.
-მიყვარხარო ამბობ, მაგრამ დილით ისე წახვედი, ვიფიქრე დამიკიდა და ეგ არის-მეთქი _ჩაიცინა
-შენგან განსხვავებით გული მაქვს! _ოდნავ წამოვარტყი თავში ხელი და ბალიშზე მივწექი.
***
-იოანე, ხომ იცი დღეს საღამოს სოფელში მივდივართ. _ მამას დაბადების დღის გეგმა კიდევ ერთხელ შევახსენე.
-კი, როგორ არა. შვიდი საათისთვის გავალთ, მანამდე მე ყველაფერს მოვამზადებ. სოფელში ლაშა ბიძიას შევეხმიანე და გავაფრთხილე, რომ ჩასვლას ვაპირებთ.
-წარმომიდგენია რა დახვედრას მოაწყობენ _გამეცინა. ერთად ჩავსხედით მანქანაში.
-იმედია ყველაფერი ჩალაგებული გაქვს. _მომიბრუნდა.
-რა თქმა უნდა. შეიძლება ცოტა ხნით დამაგვიანდეს, დღეს ბევრი სამუშაო მაქვს. _მართლაც ანდრიას წყალობით იმდენი რამ მქონდა გასაკეთებელი, რომ... თანაც ყველაფერი დღეისათვის უნდა ჩამებარებინა.
-კარგი, როცა გამოხვალ დამირეკე და გამოგივლი.
მანანქა ოფისის წინ გმიჩერა. სწრაფად დავემშვიდობე და შენობაში შევედი. თანამშრომელბს მივესალმე და მაშინვე ჩემი კაბინეტისკენ წავედი.
დილიდან არაჩვეულებრივ განწყობაზე ვიყავი. ვიცოდი, რომ შაბათ-კვირას შესანიშნავად გავატარებდი ოჯახთან ერთად. სასიამოვნო ფიქრებში გართული პარალელურად სამუშაო დღის დასაწყებად ვემზადებოდი. მანამდე კი ბატონი ანდრია უნდა მენახა. საჭირო საბუთები შევაგროვე და მისი კაბინეტისკენ წავედი. ფრთხილად დავაკაკუნე კარზე.
-შემოდით. _ესეც ჩვეული ბარიტონი. კაბინეტში შევედი, ჩემდა სასიხარულოდ ბიჭებიც იქ იყვნენ.
-დილა მშვიდობისა ლამაზო _სიცილით მომესალმა რატი.
-დილა მშვიდობისა _მეც გამეცინა.
-რამე გინდოდა?! _ცივმა ბარიტონმა თავისი ქნა და სახიდან ღიმილი ჩამომაცალა.
-რადან შემოვედი ე.ი საქმე მაქვს! _ჩემდაუნებურად წამომცდა. მაშინვე ვინანე ნათქვამი და ტუჩზე ვიკბინე. სამი წყვილი თვალი ერთდროულად მომაჩერდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით სწრაფად დავუდე საბუთები მაგიდაზე და უკან გამობრუნება დავაპირე.
-არ მითქვამს გადი-მეთქი! _შევჩერდი, კვლავ შემოვბრუნდი. ბიჭები ერთმანეთს უყურებდნენ „რაღაცნაირად“, ანდრიას კი თავი საბუთებში ჩაერგო და როგორც მე მივხვდი ყველაფერს დეტალებში ამოწმებდა.
-რაო ალექს, ჩვენი ანდრო ხო არ გაბრაზებს? _თვალი ჩამიკრა რატიმ. საპასუხოდ მსუბუქად გავუღიმე და თავი დავხარე. აბა კიდევ რამე სისულელეს ხომ არ წამოვროშავდი.
-შეგაშინა არა? _ ჩაიცინა შაკომ და ანდრიას გახედა.
-რისი უნდა ეშინოდეს, მონსტრი ხომ არ ვარ? _ანდრიას ცინიკური ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას. მაშინვე წამოვწიე თავი და საბუთებში ჩამძვრალ, ცინიკურად მომღიმარ ანდრიას განრისხებულმა შევხედე. რა დიდი სიამოვნებით დავუკაწრავდი სახეს. სხვა, თუ არფერი გულს მაინც ვიჯერებდი.
-მართალია, მონსტრი ხომ არ არის? _ჩაიფხუკუნა შაკომ.
-ვისთვის როგორ! _ჯიქურ გავუსწორე მზერა. შევნიშნე, როგორ შეკრა შუბლი და თვალებდაწვრილებულმა გამომხედა.
-ვფიქრობ, რომ ვიღაცას ზედმეტად გრძელი ენა აქვს და მომიწევს დავუმოკლო! _ ავისმომასწავებლად გაისმა მისი ხმა
-მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი ენის დამოკლებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული. _საბუთებზე მივუთითე თავით.
-მაგისთვისაც გამომენახება დრო! _ბიჭები ჩუმად ფხუკუნებდნენ.
-შეიძლება გავიდე?
-მიდი, მიდი ალექს _ ანდრიას ნაცვლად სიცილით მიპასუხა შაკომ. მეც აღარ შევყოვნებულვარ. გარეთ გამოსულმა ორი წლის ბავშვივით ენა გამოვუყე დახურულ კარს! „რა ჭკვიანი ვარ“ საკუთარ თავს დავცინე.
შუა დღემდე კაბინეტში ვიყავი ჩაკეტილი და „დავალებას“ ვასრულებდი. ათჯერ მაინც მომიწია არქივში საჭირო დოკუმენტების გულისათვის ჩასვლა. ჩემი ძვირფასი უფროსი რასაკვირველია ხედავდა ამ ყველაფერს და საოცრად კმაყოფილს ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რაზეც მე კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობდი არაფერი შემემჩნია და სწორედ მის ჯინაზე ყველაფერი სწორად გამეკეთებინა.
-როგორ ხარ ალექს? _გვერდით ამომიდგა ნინო
-ცუდად! შენ?
-მე კარგად _გაეცინა- რა გჭირს?
-უკვე აღარ შემიძლია!
-რა არ შეგიძლია?
-ამ უჟმურის ყველა მოთხოვნის უსიტყვოდ შესრულება! ხომ ვიცი, ძალით აკეთებს ამას, რომ დავალება ვერ შევსრულო და მერე ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი ჰქონდეს.
-ხოდა შენც ნუ მისცემ მიზეზს _ შემომცინა ნინომ.
-ოჰ, სათქმელად ადვილია. ძალიან მაინტერესებს რას მოიფიქრებს მისი ტვინი ამის შემდეგ და რა სისულელეს დამავალებს! _გაცხარებული ვლაპარაკობდი. თავიდან ნინო ჩემს სიტყვებზე მხოლოდ იცინოდა, მაგრამ შემდეგ უცებ დასერიოზულდა და თვალებგაფართოებული მიყურებდა. თითქოს ცდილობდა რაღაც ენიშნებინა ჩემთვის -ჰგონია ყველაფერი გაუგვა? ვერ ეღირსება! ნახავს რაც შემილია, შემდეგ კი...
-ალექს, მგონი ჯობს გაჩუმდე. _უხერხულად ჩაიღიმა ნინომ და თვალებით რაღაც მანიშნა.
-გავჩუმდე? კიდევ მე გავჩუ... _და მოულოდნელად თავში ნათურა აინთო. ახლაღა გავაცნობიერე, თუ რას შეიძლება შეეცვალა ნინოს გამომეტყველება.
-არ მითხრა, რომ ჩემ უკან დგას „ის“. _ ნატანჯი სახე მივიღე. ნინომ უხმოდ დამიქნია თავი. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და შევბრუნდი. ნეტავ არ შევბრუნებულიყავი
და არ დამენახა. შარვლის ჯიბეში ხლებჩაწყობილი, თვალებდაწვრილებული, ავისმომასწავლებლად მიყურებდა.
-რამე პრეტენზია გაქვს? _ სერიოზული სახით მკითხა.
-არანაირი. _უარის ნიშნად გავაქნიე თავი.
-დარწმუნებული ხარ? _ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. -მომისმინე, ალექსანდრა, სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობ შენ ჩემს დავალებებთან დაკავშირებით. უბრალოდ გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები, გასაგებია? _დაბალ ხმაზე, ძალზედ გამოკვეთილად ამბობდა თითოეულ სიტყვას.
-მე სულ სხვა რამის თქმა მინდ...
-გავიგე რისი თქმაც გინდოდა!
-როგორც ჩანს არასწორად გაიგეთ, აგიხსნით...
-არა, ახლა მე აგიხსნი ერთ რამეს! სამშენებლო ბიზნესში დიდი კონკურენციაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის მართვა. თუ ბიუჯეტი არ გვაქვს წესრიგში სხვა ნურც ნურაფრეზე ვილაპარაკებთ, შესაბამისად ეგ სამუშაო რასაც გავლებ არანაკლებ მნიშვნელოვანია! არ ვიცი შენ რას აკეთებდი წინა სამსახურში და სიმართლე გითხრა არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ თუ დაუკვირდები მიხდები, რომ აქ ყველაფერი სულ სხვანაირადაა, ვინც სამუშაოს ვერ ასრულებს თავისით ხვდება როგორც უნდა მოიქცეს!
-მე არ მითქავმს, რომ სამუშაოს ვერ ვასრულებ. უბრალოდ რასაც თქვენ მთხოვთ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აქ თითქმის ერთი კვირის სამუშაოა. თქვნ კი ოთხ დღეში მთხოვთ, რომ....
-მე მითითება მოგეცი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს! თუ არ შეგიძლია აქ მუშაობა კარი იცი საითაც არის. როგორც მახსოვს ვიღაც-ვიღაცები შენი მოსვლის დღიდან შენს პროფესიონალიზმზე ალაპარაკდნენ. შესანიშნავი შესაძლებლობაა შენთვის დაამტკიცო რა შეგიძლია._ვუყურებდი მის თვალებს, ვხვდებოდი, რომ ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ამ გამოსვლის შემდეგ ფეხს დავკრავდი და აქედან უკანმოუხედავად გავიქცეოდი. თუმცა, რა თქმა უნდა ამას არ ვაპირებდი. პასუხად მხოლოდ თავი დავუკარი და ჩამი კაბინეტისკენ წავედი.
-ადამიანს ღმერთმა კბილები იმიტომ მისცა, რომ საჭირო დროს დააჭიროს ენას! _საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა ჩავილაპარაკე. ყოველთვის ისეთ დროს როგორ უნდა გამოჩნდეს, როცა საშინელ სიტუაციაში ვარ! არადა რა კარგ ხასიათზე ვიყავი დილიდან.
შუადღისათვის ნინომ შემომიღო კარი.
-გადაურჩი ანდრიას? _სიცილით ჩამოჯდა ჩემ წინ.
-როგორც ხედავ. შენ კიდევ ვერ მითხარი ჩემ უკან თუ იდგა ვაჟბატონი?! _შევუტიე.
-ვცდილობდი მენიშნებინა, მაგრამ ისე იყავი ჩართული, რომ სულ არ მაქცევდი ყურადღებას. _მხრები იაჩეჩა.
-მომიწია კიდევ მისი ბუზღუნის მოსმენა! _ თავით გვერდით კაბინეტზე ვანიშნე.
-კარგი, მოდი შეისვენე ცოტა ხნით. არ გშია? _სწრაფადვე შეცვალა თემა.
-მგელივით!
-ხოდა დროზე მორჩი მაგ საქმეს და წავიდეთ სადმე.
-მოიცა, ბარემ ამასაც დავსრულებ და წავიდეთ.
-ალექსანდრა, ახლავე მოშორდი მაგ კომპიუტერს და ცოტა ხნით დაასვენე ტვინი.
-ეს, რომ ვერ გავაკეთო ის ვაჟბატონი დამასვენებს სამუდამოდ _ჩავიცინე.
-შენ მალე ნერვოზს აიკიდებ.
-არაა გამორიცხული.
-წამო რა დროზე. თან რაღაც უნდა გითხრა.
-რა? _მაშინვე ავიღე თავი საბუთებიდან.
-წამოდი და გეტყვი. _ფეხზე წამოდგა. მეც მაშივე წამოვდექი, ჩანთა ავიღე და მოცინარ ნინოს გავყევი უკან.
-აქვე ერთი პატარა კაფეა. ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ, იქ წავიდეთ.
-კარგი.
კაბინეტიდან ერთად გამოვედით, სწორედ ამ დროს გაიღო ანდრიას კაბინეტის კარი და ბიჭები სრული შემადგენლობით გამოვიდნენ.
-საით გოგონებო? _მხიარულად გვკითხა რატიმ და ნინოს გვერდით ამოუდგა.
-თუ სასადილოდ გადიხართ, ჩვენთან ერთად წამოდით. _ შემოგვთავაზა შაკომ, რაზეც ანდრიამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
-არა, არა ჩვენ...
-არა კი არა კი! _არ მაცადა რატიმ. დიდი სურვილი მქონდა ნინოსაც რამე ეთქვა, მაგრამ კვალვ გასუსული იდგა
-ჩვენ რაღაც საქმე გვქონდა. მერე ვაპირებდით სადილობას.
-არაუშავს, გეგმები გადაანაცვლეთ. ჯერ ვისადილოთ და მერე წადით თქვენს საქმეზე._გზა დაგვითმეს. როგორ არ მინდოდა ამ წუთას ანდრიას სახის ყურება. თან როგორი სახის!
ოფისიდან გავედით და შაკოს და ანდრიას მანქანისკენ დავიძარით. მე რა თქმა უნდა შაკოს ვაპირებდი გავყოლოდი. აბა სადღა მქონდა ამ ვაჟბატონის თვალების ბრიალის თავი.
-ჯანდაბა! ტელეფონი დამრჩა _ჩემდა საუბედუროდ გაახსენდა შაკოს. -თქვენ წადით და მეც დაგეწევით. _სწრაფად მიბრუნდა უკან.
-ნინო, შენ ჩემთან ერთად წამოდი, საქმე მაქვს._რატიმ თავლი ჩაგვიკრა და ნინოსთან ერთად ჩაჯდა მანქანაში.
-არ მოიწყინოთ უჩვენოდ _ სიცილით გადმოგვხედა ვაჟბატონმა ფანჯრიდან და მანქანა ადგილიდან დაძრა. რა იყო ეს ახლა? გაშტერებული ვიდექი და ჯერ კიდევ მიმავალ მანქანას ვუყურებდი.
-დიდხნას უნდა ვიდგეთ? _ანდრიას ხმამ გამომაფხიზლა.
-ჰა? ე... ისა...
-წამოდი! _ თავით მანიშნა მანქანაში დავმჯდარიყავი. ახლა მე რა უნდა ვქნა ამასთან ერთად მარტო? უნდა დავჯდეთ და კარგი მეგობრებივით ვისადილოთ?
-იცით მე.. შაკოს არ დაველოდოთ?
-დაჯექი! _მანქანისკენ მანიშნა და ისე შემომხედა აბა გამებედა კიდევ რამის თქმა.
სხვა რა გზა მქონდა, სწრაფად დავჯექი მანქანაში.
შორს არ წავსულვართ, სულ რაღაც ათ წუთში ვიყავით ერთ-ერთი რესტორნის წინ.
მაგიდას შემოვუსხედით და კერძიც შევუკვეთეთ. თავი ტრაგიკომედიის გმირი მეგონა. იმდენად სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ სიტყვებითაც კი ვერ ავღწერ! ანდრიაც ჩუმად იჯდა და თვალმოუშორებლივ მაკვირდებოდა. ეს მზერა კიდევ უფრო მაკომპლექსებდა და თავისუფლად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა.
-გისმენთ _ მისი მზერით შეწუხებულმა ამოვიდგი ენა.
-რას მისმენ?
-ისე მიყურებთ მგონი რაღაცის თქმა გინდათ.
-მე? _გაიკვირვა
-დიახ.
-რამის თქმა, რომ მინდოდეს შენი თხოვნა არ დამჭირდება. _თვალებდაწვრილებულმა შემომხედა. მეც აღარაფერი მითქვამს, თავი გავატრიალე და გარემოს თვალიერება დავიწყე. ანდრია კი კვლავ მე მაკვირდებოდა. მიხვდა ნერვებს, რომ მიშლის მისი მზერა და ახლა განძრახ იქცევა ასე!
-იმედია საღამოსთვის ყველაფერს მორჩები. _მისმა ხმამ მომიყვანა გონს.
-რას?
-სამუშაოს, იმას რაც გევალება.
-რა თქმა უნდა მოვრჩები!
-შენთვისვე აჯობებს_ცინიკური ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთეში.
-საღამომდე კიდევ დიდი დროა, ასე, რომ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან შეიკავეთ თავი! _შევუღრინე.
-უკვე გითხარი, რომ ზედმეტად გრძელი ენა გაქვს?! _ ხმა გაიმკაცრა, თუმცა მე კულტურულად დავაიგნორე ეს ცვლილება.
-მგონი. _ მშვიდად ვუპასუხე.
-და ის, თუ გითხარი რაც მოგელის მაგის გამო? _მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
-ეგ აღარ მახსოვს. _მაინც ჩემსას ვაგრძელებდი.
-შემიძლია გაგახსენო! _თვალებდაწვრილებულმა უცნაური მზერა მომავლო, რის გამოც საშინლად დავიძაბე. მაშინვე რესტრონის საღამო გამახსენდა.
-არ გაგიჭირდებათ. _ჩავიფრუტუნე და თავი გავატრიალე. როგორც იქნა შეკვეთა მოიტანეს. მიმტანის მოსვლამ აშკარად განმუხტა სიტუაცია.
-მეც მოვედი _რამდენიმე წუთში შაკოც გამოჩნდა -სად არიან დანარჩენები?
-საქმე აქვთ _მოკლედ გასცა პასუხი ანდრიამ.
-აჰა, გასაგებია. თქვენ უკვე მოასწარით ერთმანეთის დაგესლვა? _ორივეს გადმოგვხედა.
****
კმაყოფილი სახით გამოვრთე კომპიუტერი და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.
-ესეც ასე! _ ხელები გავშალე და გავიზმორე. -ახლა ვნახოთ რაღას იტყვი ვაჟბატონო. _ჩავიქირქილე და საბუთებითურთ გავემართე ანდრიას კაბინეტისკენ.
-შეიძლება ბატონო ანდრია? _ღიმილით შევედი კაბინეტში. ფანჯარასთან იდგა ვაჟბატონი და რაღაცას აკვირდებოდა. ჩემი დანახვისას უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები, მე კი კვლავ ისეთივე კმაყოფილი მივედი მის მაგიდასთან და დინჯად დავულაგე საქაღალდეები.
-რა არის ეგ?!
-რაც დამავალეთ. ყველაფერი მზადაა, სათითაოდ შევამოწმე თითოეული დოკუმენტი ასე, რომ შეგიძლიათ არაფრის გეშინოდეთ. _ ყურებამდე გაღიმებულმა მოვახსენე. ჩემს სიტყვებზე წარბაწეულმა გამომხედა.
-შეიძლება გავიდე? _ ღიმილით ვკითხე.
-გადი! _ შემომიღრინა. რაღა თქმა უნდა, არც დავყოვნებულვარ. სწრაფადვე შევედი ჩემს კაბინეტში ჩანთა ავიღე და კარი გამოვიხურე. ამასობაში იომაც დამირეკა, უკვე მოსულიყო და ქვემოთ მელოდა.
-მორჩი უკვე ყველაფერს? _ ღიმილით მკითხა და შუბლზე მაკოცა.
-კი. ახლა მამას გავუაროთ და სოფლისაკენ ჰერი ჰერი! _ სიცილით ჩავსხედით მანქანაში.
****
უკმაყოფილო მზერით გადახედა მაგიდაზე დაწყობილ საქაღალდეებს და კვლავ ფანჯარაში გაიხედა. როგორ უშლის ეს მეტიჩარა გოგო ნერვებს! დიდი სიამოვნებით მოიშორებდა თავიდან, მაგარამ რატი და შაკო თავგამოდებით იცავენ. უკვე ყელში აქვს ამოსული მისი სულელური ცანცარი. დღესაც ძლივს შეიკავა თავი, როცა მისი ნინოსთან საუბარი მოისმინა.
თანაც, როცა იცის როგორი გაიძვერაცაა და რა მიზნით მოვიდა ამ კომპანიაში კიდევ უფრო ღიზიანდება. მართალია რატი და შაკო კატეგორიულად უარყოფენ ალექსანდრასთან რაიმე კავშირს, მაგრამ არც ეგეთი სულელია, რომ ამ ქალის შემთხვევით გამოჩენის ამბავი დაიჯეროს. მშვენივრად იცის, როგორც უნდა მოექცეს ასეთ გაიძვერებს. ყავის ჭიქა ხელში აიღო და კვლავ ფანჯარაში გაიხედა. დაინახა, როგორ გავიდა ალექსანდრა კომპანიიდან და ვიღაც ბიჭს გადაეხვია. თავიდან ეგონა ნაცნობი სახე დალანდა, თუმცა მალევე მოარიდა მზერა. ფანჯარას მოშორდა და გოგონას შემოტანილ საქაღალდეებს მიუბრუნდა. თითოეულ დეტალს გულდასმით აკვირდებოდა. უნდოდა რაიმე შეცდომა, მაინც ეპოვა, თუმცა სამწუხაროდ იმის აღიარებაც უწევს, რომ თავის საქმეს მშვენივარდ აკეთებს ეს გოგო.
-ანდრო, მზად ხარ? _ შაკომ გააღო კარი. -გავიდეთ, თორემ დაგვავაგვიანდება.
-მოვდივარ. _სწრაფად წამოდგა ფეხზე, პიჯაკი შეისწორა და მეგობარს უკან გაჰყვა.


6 თავი
-იოანე, ცოტა სწრაფად იარე თორემ დამაგვიანდება.
-მოიცა რა, ისედაც დილაუთენია წამომაგდეთ ფეხზე! ძლივს ვზივარ საჭესთან.
-გუშინ უნდა წამოვსულიყავით ბავშვებო, სოფლიდან _ თქვა ნოდარმა.
-კაი რა მა, ვინ მიატოვებდა იმისთანა სუფრას. _ჩაიცინა იომ. -ვერ ხედავ რა დახვედრა მოგიწყვეს მეზობლებმა?
-მართლაც კარგი იყო, მაგრამ ხომ ხედავ დღეს ყველა ვაგვიანებთ სამსახურში.
-ხუთი წუთი არ წყვეტს არაფერს.
-იოანე! _მხარში ვუჯიკე.
-ჰო კარგი! _სიჩქარეს მოუმატა. - მა, გოგი ბიძიას ღვინო ხო წამოვიღეთ?
-შენ მარტო ჭამა-სმაზე იფიქრე! წამოვიღეთ, წამოვიღეთ.
-რას მერჩით, ფორმას მაინც არ ვკარგავ _ გაიცინა -ბუზებივით მესევიან გოგონები.
-წინ იყურე, წინ.
-ბავშვებო დღეს მე ცოტა შემაგვიანდება. მე და კახას რაღაც საქმე გვაქვს რესტორანში.
-მეც სამქე მაქვს და შეიძლება ცოტა დავიგვიანო. ბიჭებთან ერთად გავდივარ_სარკიდან გამომხედა იოანემ.
-ანუ სახლში მარტო მტოვებთ?
-დაურეკე თიკუნას და მოვა შენთან ან შენ მიდი, მოისაწყლა უცებ თავი.
-ვინ ბიჭებს გაქვთ საქმე? _წარბაწეულმა შეხედა მამამ.
-მე, ბექას და ჯაბას. სამსახურის საქმეზე ვართ გასასვლელები.
მანქანა კომპანიის წინ გააჩერა. გიჟივით გადმოვხტი და კისრის მტვრევით შევედი შენობაში. მთელი შაბათი-კვირა კი გავატარე არაჩვეულებრივად მშობლიურ სოფელში, მაგრამ ჩემი კარგი განწყობა მალე გაქრებოდა, თუ ჩემს დაგვიანებას ვინმე შეამჩნევდა.
-ალექსანდრა! _ის იყო ლიფტიდან გამოვედი ნინოს ხმა, რომ გავიგე. ვიღაც გოგონასთან ერთად ღიმილით მოდიოდა ჩემკენ.
-დილა მშვიდობისა _გავუღიმე -როგორ ხარ?
-კარგად საყვარელო, შენ როგორ ხარ?
-არამიშავს _მხრები ავიჩეჩე.
-ხო მართლა გაიცანი, ეს ანაა შაკოს ცოლი _ღიმილით გამაცნო გვერდით მდგომი ლამაზი ქერა გოგონა. -ეს კი ჩვენი ალექსანდრაა.
-სასიამოვნოა _ გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-ჩემთვისაც. შაკოსგან, ბევრი მსმენია შენზე. აქამდე ვერ მოვახერხე შენი გაცნობა, ძალიან კი მაინტერესებდა ვინ იყო ანდროს ახალი მსხვერპლი. _ ჩაიცინა.
-მე _ სამივეს გაგვეცინა.
-ჩვენც გვითხარით რაზე იცინით _ შაკოს ხმა გაისმა. სამი მუშკეტერიც მოგვიახლოვდა.
-სიცილის მეტი საქმე მაინც არაფერი გვაქვს! _ირონიულად შემომცინა ანდრიამ. რა უნდა ამას ჩემგან? მხოლოდ მე მხედავს? თვალებდაწვრილებულმა გადავხედე მომცინარ რატის და ნინოს და ანაზე ხელგადახვეულ შაკოს. აშკარად ნეპოტიზმს აქვს აქ ადგილი!
-ცოტა განტვირთვა არავის აწყენს ანდრო _სიცილით უთხრა ანამ.
-განტვირთვის საათები ვიცით ხომ როდისაც არის? _ უკმაყოფილო მზერა კვლავ ჩემზე გადმოიტანა. სწრაფად მოვარიდე თვალი, თავი დავხარე, რომ ჩემი შეცვლილი სახე არ შეემჩნიათ. -შეიძლება გავიგო შენთვის როდის იწყება სამსახური?! _მთელი ტანით მომიბრუნდა.
-არაუშავს ანდრო, ხუთი წუთი ეპატიება _ სიცილით ჩამიკრა შაკომ თვალი.
-გამონაკლისი არ არსებობს! _ შეუღრინა. ყველანი გაჩუმდნენ.
-ბოდიშს გიხდით დაგვაინებისთვის. რამდენი წუთითაც დავაგვაინე იმდენივე წუთით გვიან გავალ დღეს სამსახურიდან. _ ოდნავ გავუღიმე დანარჩენებს და ჩემი კაბინეტისკენ წავედი. გავბრაზდი? არა, უფრო მეწყინა. არ შეუძლია ნორმალურად დამელაპარაკოს და ზედმეტი უხეშობიგან თავი შეიკავოს, შანსს არ უშვებს ხელიდან რაიმე არ წამომაძახოს.
-ყოჩაღ ანდრო! _ზურგსუკან რატის სიტყვები ჩამესმა, თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია. ოთახში შევედი და მაგიდას მივუჯექი.
****
-მშვენიერი დრო გაგიტარებია სოფელში._ ჩემი „არდადეგების“ მოყოლის შემდეგ სახეგაბადრულმა მითხრა ნინომ და წვენი მოსვა.
-მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ისე მესკვდილებოდა დილით წამოსვლა, რომ...
-თან ანდრიამაც მოგიშხამა ხასიათი. _უხერხულად შეიშმუშნა ანა.
-მივეჩვიე უკვე _ჩავიცინე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
-საერთოდ არაა ეგეთი ადამიანი...
-ხოო, ვიცი, რომ ეგ მხოლოდ ჩემზეა აცრილი!
-ვერ ვხვდები რას გერჩის. _მხრები აიჩეჩა ანამ, მე და ნინომ კი ჩუმად გადავხედეთ ერთმანეთს.
-კარგი, მაგაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ნამცხვარი მინდა, შეჭამთ თქვენ?_გვკითხა ნინომ.
-კი _ერთხმად ვთქვით და მიმტანს შეკვეთა მივეცით.
-როგორ მოხდა შენ, შაკომ მარტო გამოგიშვა?
-კაბინეტში არიან სამივე ჩაკეტილები და რაღაცას გაცხარებით განიხილავენ. მგონი ისევ იმ პროექტზეა საუბარი.
-თვის ბოლოს ვიწყებთ მშენებლობას. _თავი დაგვიქნია ნინომ.
-ცოტას ამოვისუნთქებთ.
-კი შენ ამოგასუნთქებს ანდრო _ ორივე ერთხმად აკისკისდა.
-ჰა, ჰა რა სასაცილოა _ თეატრალურად დავიმანჭე.
-შესვენების შემდეგ თათბირი გვაქვს. _გვახარა ანამ და ნამცხვარი ჩაატკბარუნა.- ბოლო დეტალებს დავაზუსტებთ სავარაუდოდ.
-მე წავალ, არ მინდა კიდევ რამე პრეტენზიები გამოთქვას ვაჟბატონმა _სკამიდან წამოვდექი.
-მოიცა რა ცოტა ხანი, ჯერ გვაქვს დრო. _ანაც ფეხზე წამოდგა.
-არა აჯობებს წავიდე. თქვენ იყავით.
-კარგი, მოიცა წამოვალთ ჩვენც. _ნინოც წამოვიდა.
კაფედან გავედით და სამივე ნინოს მანქანისკენ წავედით. მოულოდნელად ანა ცუდად გახდა, ლამის იქვე დაკარგა გონება. მე და ნინომ სწრაფად ჩავსვით მანქანაში.
-შაკოს მაინც ვუთხრათ. _გაჰკიოდა ნინო
-არ არის საჭირო, უკვე კარგად ვარ. _ წყლით სავსე ბოთლი მივაჩეჩე ხელში, რომ დაელია.
-მგონი ჯობია საავადმყოფოში წავიდეთ.
-არა, არ მინდა თავბრუ დამეხვა მხოლოდ სხვა ხომ არაფერი.
-იქნებ სერიოზულია რამე.
-ადრეც მოგსვლია მსგავსი რამ?
-კი ეს რამდენიმე დღეა ცოტა ვერ ვარ კარგად.
-მგონი კარგი იქნება თუ ექიმთან მიხვალ. იქნებ რამე სერიზოულია _ უკანა სავარძელზე მჯდომ ანას გადავხედე.
-კარგი, მაგრამ გთხოვთ შაკოს არაფერი უთხრათ. საღამოს გავალ ექიმთან ახლა კი დავბრუნდეთ კომპანიაში, თორემ სამივეს მოგვხვდება.
-ჩვენ მაგივრადაც ალექსანდრას მოხვდება _ხმამაღლა გადაიკისკისა ნინომ.
-აუ მიდი არ გზას უყურე. შენღა მაკლდი _თვალები დავუბრიალე.
-რა ერთნაირად ბრაზდებით შენ და ანდრო _სიცილში აყვა ანაც.
-ნუ მადარებ იმ მონსტრს!
****
სამუშაო გეგმას დაწვრილებით განვიხილავდით, მოულოდნელად ჩემი ტელეფონი, რომ აწკრიალდა. სწრაფად დავხედე ნომერს, იოს მეგობარი ბექა, იყო. გამიკვირდა რატომ რეკავდა ჩემთან, როცა ჩემი ძმა მასთან ერთად არის.
-არ გათიშავ?! _ მკაცრი მზერა მსტყორცნა ანდრიამ.
-დიახ. უკაცრავად. _სწრაფად გავთიშე ტელეფონი და სამუშაოს მივუბრუნდი.
-თუ მნიშვნელოვანია უპასუხე _მითხრა შაკომ.
-არა, ისეთი არაფერი მეგობარია. მოგვიანებით დავურეკავ.
-ზოგადად, როცა თათბირი გვაქვს უნდა მიხვდე და ტელეფონი გამორთო! _საბუთებიდან თავი არ აუწევია ისე მომმართა ანდრიამ.
-თქვენი შენიშვნის გარეშეც ვხდები, უბრალოდ დღეს...
-ე.ი ვერ ხვდები! _ამომხედა. ო, რა დიდი სიამოვნებით შევულამაზებდი იმ უემოციო, ზედმეტად თავდაჯერებულ სახეს! თვალი მოვარიდე და მუშაობა გავაგრძელე. რთული მისახვედრი არ იქნება, რამდენჯერ მომცემდა უაზრო შენიშვნებს სხდომის დასრულებამდე. მეც მოთმინებით ვიტანდი ყოველივეს. როგორც კი სხდომა დასრულდა ტელეფონი ჩავრთე. ბექას შეტყობინება დამხვდა, მთხოვდა სასწრაფოდ დამერეკა მისთვის. ცოტათი ავნერვიულდი. სწრაფად ავკრიფე მისი ნომერი.
-ალექს წეღან გირეკავდი... _მაშინვე გაისმა ბექას აფორიაქებული ხმა.
-ხო ვიცი, უბრალოდ თათბირზე ვიყავი და ვერ გიპასუხე. მოხდა რამე?
-მისმინე, იოანეს ხომ არ დაურეკავს შენთვის?
-არა, რა მოხდა?
-მთელი დღეა არ გამოჩენილა, ვურეკავ და არ მპასუხობს, თქვენთან სახლშიც ვიყავი, მაგრამ არავინაა.
-ბექა, დილიდან თქვენთან წამოვიდა _ გული ამიჩქარდა.
-ხო, მაგრამ არ ვიცი სად არის ახლა.
-რას ნიშნავს არ იცი სადაა? დღეს ერთად არ აპირებდით სამსახურის საქმეების მოგვარებას? _ ვცდილობდი ხმა გამეკონტროლებინა და ნერვიულობა ზედმეტად არ შემემჩნია.
-ხო, მაგრამ არ გამოჩენილა-მეთქი!
-ბექა, რამეს ხომ არ მიმალავ _ხმა ამიკანკალდა.
-არ ვიცი ალექს, არ ვიცი. რაღაც ვერ არის აქ კარგად. იმედი მაქვს რასაც მე ვფიქრობ ის არ ხდება. თე ჩემი ეჭვები გამართლდა ე.ი საქმე ცუდადაა და... _ გული რეაქტიულად აძგერდა მკერდში. ვიგრძენი როგორ შემომიტია უეცრად უჰაერობის შეგრძნებამ. თავბრუხვევა დამეწყო, სწრაფად გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი.
-ბექა, მითხარი ნურაფერს დამიმალავ.
-წინა ბრძოლის შემდეგ რაღაც ვერ არის საქმე კარგად...
-რას გულისხმობ? იოანეს ვინემსთან პრობლემები აქვს? ვინმე ემტერება?_ხმა ამითრთოლდა.
-რაღაც მსგავსი...
-ბექა... -თვალებში ცრემლები ჩამიდგა -იოანეს რამე, რომ მოუვიდეს...
-ალექს, დამშვიდდი ბიჭები, უკვე ყველგან ვეძებთ...
-სად ხართ?
-ჯაბასთან.
-მალე მოვალ! _სწრაფად გავთიშე ტელეფონი და ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი. ერთი სული მქონდა აქედან გავსულიყავი და რაც შეიძლება მალე გამეგო ჩემი ძმის ამბავი.
ჯერ ისევ თავბრუ მეხვეოდა. არეული ნაბიჯებით გავედი დარბაზიდან. კვლავ უჰაერობის შეგრძნება მკლავდა, სადაც იყო წავიქცეოდი ვიღაცის ხელი, რომ არა.
-ჰეი, ჰეი! _ანდრიას ხმა ვიცანი. მაგრად ჩამავლო ორივე მკლავში ხელი და კედელს ამაკრო -რა გჭირს?!
-ალექს, თავს ცუდად გრძნობ? _ნინო და ანა მომიახლოვდნენ.
-მე... _შევეცადე ანდრიას ხელები მომეშორებინა, თუმცა თვითონ ჩემ გაშვებას სავარაუდოდ ჯერ არ აპირებდა -კ..კარგად ვარ, უბრალოდ თავბრუ დამეხვა. _რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე აზრზე მოსასვლელად.
-დარწმუნებული ხარ?! _ეჭვის თვალით შემომხედა ანდრიამ.
-კი. _სწრაფად დავიხსენი თავი მისი მარწუხებისგან და კვლავ არეული ნაბიჯებით წავედი ჩემი კაბინეტისკენ. გული ამოვარდნას მქონდა, მთელ ტანზე ცივი ოფლი მასხამდა, დარწმუნებული ვარ სახეზე მკვდრის ფერი მედებოდა. რამდენიმე წამი სკამზე ჩამოვჯექი და ცოტა წყალი მოვსვი, რომ დავმშვიდებულიყავი. ღრმად ჩავისუნთქე,
სწრაფად ავიღე ჩანთა და ანდრიას კაბინეტისკენ წავედი, კარზე დავაკაკუნე.
-შემოდით. _რატი, შაკო და ანაც იქ იყვნენ.
-ალექსანდრა, რა ფერი გაქვს, კარაგდ ხარ? _ფეხზე წამოდგა ანა და მომიახლოვდა.
-ბატონო ანდრია, რაღაც მინდა გთხოვოთ _ნერვიულად ვხლართავდი თითებს ერთმანეთში.
-გისმენ _ოთხი წყვილი თვალი ინტერესით მომაჩერდა.
-შეიძლება წავიდე?
-ახლა? _წარბები მაღლა აწკიპა.
-დიახ.
-სამუშაო საათები ჯერ არ დასრულე...
-ძალიან გთხოვთ. _თვალებში ცრემლები ჩამიდგა. -ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა შემთვევაში არ გთხოვდით, რომ...
-ალექსანდრა დამშვიდდი. _რატი და შაკო ფეხზე წამოდგნენ. -ყველაფერი რიგზეა? ცუდად გამოიყურები _მკითხა რატიმ.
-უბრალოდ... აუცილებლად უნდა წავიდე...
-რა თქმა უნდა, შეიძლება. _სწრაფად მითხრა შაკომ და ანდრიას გადახედა, რომელიც უემოციო სახით მომჩერებოდა.
-მადლობა. _სწრაფად გამოვბრუნდი უკან.
-ალექს მოიცა _ანას ხმამ შემაჩერა. -ასე საჭესთან ხომ ვერ დაჯდები.
-მართალია, მითხარი სად მიდიხარ და წაგიყვან _ უკან გამომყვა შაკო _მხოლოდ თავის დაკვრაღა მოვახერხე. შევეცადე შეუმჩნევლად მომეწმინდა წამოსული ცრემლები.
***
-ნეტა რა მოხდა? _ინტერესით იკითხა რატიმ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-მე რა ვიცი რატი! _წარბაწეულმა შეხედა ანდრიამ მეგობარს და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო
-შენთვის არც მიკითხავს! _შეუღრინა -აშკარად ცუდად იყო, ვერ დაინახე?
-დავინახე რატი, და რა უნდა მექნა?!
-შალახო უნდა გეცეკვა! ოდნავი თანაგრძნობის გამოხატვა არამგონია ასე რთული იყოს!
-მომისმინე რატი...
-კარგით ბიჭებო, დამშვიდდით! ახლა ჩხუბის დრო არ არის! _ჩაერია ანა. -მგონი თათბირზე ტელეფონზე, რომ დაურეკეს მაგ ზარის გამო გახდა ცუდად.
-იმედია ცუდი არაფერია.
-იქნებ შაკოს დავურეკოთ...
-ანა, მოვა და კითხავთ მერე რაც გაინტერესებთ!
-კარგი რა ანდრო, ახლა მაინც მოეშვი მაგ უჟმურობას. ვერ დაინახე რა ცუდად იყო გოგო? იქნებ შევძლოთ დახმარება.
-ანდრია მართალია, ჯერ შაკო მოვიდეს და გავიგოთ რა ხდება _თქვა რატიმ. -ნინომ არაფერი იცის?
-არამგონია. ისიც ჩემთან ერთად იყო. _უპასუხა ანამ. უხმოდ ისხდნენ კაბინეტში და შაკოს მოსვლას ელოდნენ.
ცოტა ხანში შაკოც დაბრუნდა. მაშინვე ფეხზე წამოდგნენ რატი და ანა.
-რა მოხდა? რა სჭირდა გაიგე?
-არაფერი ვიცი ანა, თავისი მეგობრის სახლში მთხოვა მიყვანა. ვიღაც იოანეს ახსენებდა ტელეფონზე საუბრისას. მგონი ოჯახისწევრია, შეყვარებული ან მეგობარი.
-ნეტა ცუდი არაფერი ხდებოდეს.
-არაფერი გიკითხავს?
-როგორ არა რატი, მაგრამ ისე იყო განერვიულებული წესიერად პასუხსაც ვერ მცემდა. იქ დავტოვე და წამოვედი.
-საყვარელო იქნებ გაარკვიოთ რა მოხდა, იქნებ დახმარება შეძლოთ.
-ანა ნუ აზვიადებ! _ ჩაერია ანდრია. -სხვის საქმეში ჩარევა არაა აუცილებელი. დახმარება, რომ სჭირდებოდეს შაკოს სთხოვდა, მთელი გზა მის გვერდით არ იყო?!
-ანდრო მორჩი სისინს რა!
-რატი, თქვენ მორჩით ზედმეტ პანიკიორობას. გვთხოვა გამიშვითო, გავუშვით! ცუდად იყო და შაკო გაჰყვა, მიიყვანა სადაც უნდოდა! სხვა ჩვენ არ გვეხება! ეგებ საერთოდ არ სურს ადამიანს, რომ მის საქმეში ჩაერიოთ!
-ანდრია მართალია _თქვა შაკომ - იქნებ მართლა არ სურს, რომ რამე გვითხრას.
-ღმერთმა დაიფაროს ცუდისგან. _შეწუხებული ხმით თქვა ანამ და შაკოსთან ერთად ჩამოჯდა.
****
ნერვიულად დავაბიჯებდი იქეთ-აქეთ. ბექა და ჯაბა ამაოდ ცდილობდნენ ჩემ. დამშვიდებას, არც ერთს არ ვუსმენდი.
-კაი რა, ხომ გითხარი უკვე გზაშია-მეთქი! _ნერვებმოშლილი წამოხტა ფეხზე ბექა.
-სანამ არ მოვა მანამდე ვერ დავმშვიდდები.
-კაი რა, გეყოს…
-ჯაბა ნერვებს ნუ მიშლი! _თვალების ბრიალით გავაჩერე.
-გოგო დაჯექი მაინც.
-არაფერი უთქვამს თვენთვის? _ აფორიაქებული მივუჯექი ბექას გვერდით.
-მითხრა, რომ მოვალ მერე მოგიყვებიო. პეტრეც მასთან ერთად არის თურმე.
-ოჰ, დამამშვიდე. _ისტრიულად გავიცინე. თავი ხელებში ჩავრგე და ნერვიულად დავიწყე იატაკზე ფეხების კაკუნი. კარის გაღების ხმაზე დაფეთებულმა წამოვწიე თავი.
-იო! _ფეხზე წამოვვარდი და აზრზე მოსვლაც არ ვაცადე ისე ჩამოვეკიდე კისერზე.
-ალექს, შენ აქ რა გინდა? _მაგრად მომხვია ხელები. -რომელმა უთხარით?! _თვალების ბრიალით გადახედა ბიჭებს.
-შეეშვი ამათ! _თვალებში ცრემლებჩამდგარმა, გაცეცხლებულმა ვკარი ხელი -იდიოტი ხარ! უკანასკნელი ეგოისტი, რომელიც საკუთარი თავის გარდა არვისზე ფიქრობს, სულ არ გაინტერესებს მე და მამა რას განვიცდით, როცა შენ რამე გიჭირს! ლამის ჭკუიდან გადავედი, როცა გავიგე, რომ ვერ გპოულობდნენ! რა არ ვიფიქრე, გული კინაღამ გამისკდა... _გამწარებული ვუყვიროდი.
-კინაღამ არ ეთველება _ ეშმაკურად გამეკრიჭა. ეს კი ნამდვილად პიკი აღმოჩნდა ჩემი ნერვებისთვის. გამწარებულმა დავმუშტე ხელები და მკერდზე დავუწყე რტყმა.
-ვერ გიტან! მეზიზღები! ყველაზე საზიზღარი ხარ! იდიოტო!...
-კარგი, კარგი მორჩი ახლა _მაგარად შემომხვია ხლები და მიმიხუტა. პატარა ბავშვივით გადმომცვივდა ცრემლები და ბოლოს ხმამაღლა ავღნავლდი. -ჩუ ეხა, არ იტირო. _ შუბლზე მაკოცა.
-კაი ალექს, დამშვიდდი, ხო ხედავ მოგიყვანეთ შენი ძამიკო ცოცხალი და უვნებელი...
-ჯაბა! _შეუღრინა იოანემ.
-სად იყავი?! _თავი ავწიე და ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-ალექს...
-არც კი იფიქრო მოტყუება! აქედან ფეხის მომცლელი არ ვარ სანამ...
-მანქანაში დამელოდე _ სიტყვა შემაწყვეტინა.
-არა!
-გოგო!
-ბიჭო!
-სანდრა!
-ნუ მეძახი-მეთქი მასე!
-ხომ ხვდები, რომ ტყუილად ვჩხუბობთ _ხმის ტონი შეარბილა.
-ვიცი, რომ ვიღაც გადაგეკიდა ბოლო ბრძოლის შემდეგ და მოსვენებას არ გაძლევს. ვიცი, რომ ახლაც იმ ვიღაცასთან შესახვედრად წახვედი მარტო და...
-ალექს _შემაწყვეტინა -იმაზე მეტი გცოდნია ვიდრე საჭიროა. ახლა კი, რასაც გეუბნები ის გააკეთე.
-იოანე _ კიდევ ერთხელ გადმოვყარე ცრემლები თვალებიდან.
-ბიჭებო, ჩევნ წავალთ _ვიცოდი, რომ არაფერს მეტყოდა. ხელი გადამხვია და არანაკლებ ინტერესით აღსავსე ბიჭებს დაემშვიდობა. -ხვალ გნახავთ.
მთელი გზა გაბრაზებული ვიჯექი მანქანაში და ხმას არ ვიღებდი. რამდენიმეჯერ სცადა საუბრის წამოწყება, თუმცა მე პასუხი არ გამიცია. როგორც კი სახლში მივედით ჩემს ოთახში შევედი და კარი შიგნიდან ჩავკეტე.
-გააღე კარი.
-წადი! _შევუღრინე და საწოლზე პირქვე დავემხე.
-გთხოვ გამიღე კარი, ვილაპარაკოთ.
-მეტყვი სად იყავი? _ბალიშიდან თავი წამოვწიე.
-ალექს...
-ხოდა გადი მაქედან! _ბალიში თავზე დავიდე მაგრად. სხვა აღარაფერი უთქვამს. მეთელი საღამო ოთახში ვიყავი მეც. მამას კითხვებსაც ძალიან მოკლე პასუხებს ვცემდი.
აბაზანიდან გამოვედი და პიჟამით შევწექი საწოლში. ტელეფონის ხმაზე უკმაყოფილოდ შევიშმუშნე.
-გისმენ ანა.
-ალექს, როგორ ხარ?
-არამიშავს.
-რა ხმა გაქვს? ყველაფერი კარგადაა?
-კი, კი უკვე ყველაფერი კარგადაა, ნუ ინერვიულებ.
-ხვალ მოხვალ სამსახურში?
-კი, მოვალ. ხო მართლა, შაკოს მადლობა გადაეცი ჩემგან. დღეს ისე ვიყავი დაბნეული სიტყვაც ვერ ვუთხარი...
-შენ მაგაზე არ იფიქრო. _გაიცინა - დაისვენე და ხვალ გელით.
-ხვალამდე. -ტელეფონი გავთიშე და კომოდზე გადავდე. ღრმად ჩავისუნთქე, საბანი გადავიძრე და ფეხების ფლატუნით გავედი ოთახიდან. დაუკაკუნებლად შევაღე იოანეს ოთახის კარი. დაფეთებული წამოჯდა საწოლზე.
-რა მოხდა?
-მიიწიე! _ შევუღრინე და საწოლზე ავცოცდი. ჩემ საქციელზე ჩაეღიმა, საბანი გადასწია და ხელები გაშალა.
-იცოდე რამე, რომ მოგივიდეს, ჩემი ხელით მოგკლავ!
-არაფერი მომივა! _ შუბლზე მაკოცა
-კვირას დედას საფლავზე მივდივარ_თვალებდახუჭულმა ამოვილუღლუღე.
-მივდივართ! _თავი ჩემს თმებში ჩარგო და თვალები დახუჭა.

7 თავი
-ქორწილის საქმეებმა ის გამიტაცა თითქმის ერთი კვირაა არ მინახავხარ.
-მაპატიე თიკა, მეც ძალიან მცხვენია. შეგპირდი დაგეხმარები-მეთქი და მთელი კვიrით გავუჩინარდი.
-დღეს სამსახურის შემდეგ შემომიარე რა.
-კარგი საყვარელო.
-ხო მართლა ალექს, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ იცოდე შენებურები არ გამოუშვა ახლა.
-ვგრძნობ საშიშროებას უკვე _ჩავიცინე.
-ოჰ, ნუ იცი ხოლმე რა. ხვალ ლაზარეს დაბადებისდღეა.
-მერე? _თვალები გადავტრიალე.
-დღეს დამირეკა და მთხოვა მივსულიყავით. განსაკუთრებული აქცენტი შენზე გააკეთა.
-ოხ თიკა. შენ რა უთხარი?
-ვუთარი მოვალთ-მეთქი. _გაიცინა.
-მოგკლავ მჭედლიძე! ჩემი დაპატიჟება რომ სდომოდა თავად დამირეკავდა.
-არ აქვს გოგო შენი ნომერი და შეიძლება ასე პირდაპირ მოვარდნაც მოერდია. ბოლოს და ბოლოს ამდენი წელია აღარ გინახავთ ერთმანეთი.
-მეც მაგას გეუბნები, რომ ამდენი წელია ერთმანეთი აღარ გვინახავს და ახლა რა მინდა მის დაბადების დღეზე.
-მორჩი ეხლა წუწუნს. დაგპატიჟა ადამიანმა, მიხვალ ცოტა ხნით და დაბრუნდები უკან.
-ოხ თიკა! _ამოვიხვნეშე და თვალები მოვისრისე დაღლილმა.
-მოკლედ, სამსახურის შემდეგ გელოდები.
-კარგი_ ტელეფონი გავთიშე და ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი. ნამდვილად არ ვკვდებოდი ლაზარეს ნახვის სურვილით, თუმცა რაღა დავმალო და მაინტერესებდა კიდეც ახლა როგორ გამოიყურებოდა.
ლიფტიდან გამოვედი და ქუსლების კაკუნით გავუყევი ჰოლს.
-ალექს_ზურგსუკან ნინოს ხმა შემომესმა
-გისმენ _სწრაფად შემოვბრუნდი.
-როგორ ხარ? გუშინ ანამ მითხრა ცუდად იყავი.
-ახლა კარგად ვარ _გავუღიმე.
-მოხდა რამე? თათბირზე, რომ დაგირეკეს მაგ ზარის გამო გახდი არა ცუდად?
-ისეთე არაფერი _მხრები ავიჩეჩე- უკვე ყველაფერი კარგად არის.
-კარგი. გთხოვ ეს საბუთები ანდრიას შეუტანე რა. რატიმ კიდევ რაღაცის მოძებნა დამავალა. _საქაღალდე გამომიწოდა.
-კარგი მომეცი. _საბუთები გამოვართვი და ანდრიას კაბინეტისკენ წავედი. კარზე დავაკაკუნე. პასუხი არავის გაუცია, კიდევ ერთხელ დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე კარი.
-ბატონო ანდრია, შეიძლება? _ როგორც ყოველთვის უკმაყოფილო მზერასთან შეხვედრისთვის მოვემზადე, თუმცა კაბინეტი ცარიელი დამხვდა. ასე მგონი სამსახურის დაწყებაც კი არ გამხარებია. შვებით ამოვისუნთქე და კაბინეტში შევედი. საბუთები მაგიდაზე დავულაგე, მობრუნებას ვაპირებდი იქვე თაროზე დადებულმა სურათმა, რომ მიიქცია ჩემი ყურადღება. თაროს მივუახლოვდი და სურათი ხელში ავიღე. რატი შაკო, ანა, ანდრია და კიდევ ერთი ქერა, ძალიან ლამაზი გოგონა იყვნენ სურათზე გამოსახული. ანდრიას იმ გოგონაზე ქონდა გადახვეული ხელი, მკერდზე მიეხუტებინა და მხიარულად იცინოდა. ძალიან მეუცხოვა მისი ასეთი მხიარული სახის ნახვა. სამსახურში გამუდმებით შუბლშეკრული დადის და სულ იღრინება, აქ კი სულ სხვანაირი იყო. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში. იმის გაცნობიერებისას, რომ ეს გოგონა შესაძლოა მისი გარდაცვლილი საცოლე ყოფილიყო უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში და გულის სიღრმეში შემეცოდა კიდეც ანდრია. მისი ძალიან კარგად მესმოდა. ვიცი რასაც ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. სულაც არ არის ადვილი ამ ყველაფრის გაძლება. რა თქმა უნდა, მე ჩემს ტკივილს მისას არ ვადარებ. უბრალოდ შემიძლია გავიგო მისი წუხილი. მე სულ რაღაც 5 წლის ვიყავი დედა, რომ დავკარგე. მაშინ წესიერად ვერ ვხვდებოდი თუ რა ხდებოდა ჩემ თავს. როცა პატარა ხარ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად გადაგაქვს. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ ყველაფერს ბოლომდე და როცა იზრდები მხოლოდ მაშინ ხვდები, თუ რა ხდება შენს თავს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, უკვე ისეთ ტკივილს ვერ გაყენებს რაც შესაძლოა ტრაგედიის პირველივე წუთებში განგეცადა. როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ყველაზე დიდ ტკივილს იმის წარმოდგენა მაყენებდა, რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით არასოდეს იქნებოდა, ამიტომ არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, რამდენად დაიტანჯებოდა ანდრია მისთვის საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო.
ერთ ადგილას გაშეშებული ვიყავი და თვალმოუშორებელი ვუყურებდი სურათს.
-რას აკეთებ აქ?! _სუსხივით ცივი ხმის გაგონებისას ერთ ადგილას შევხტი და წამის უსწრაფესად შევბრუნდი კართან მდგომი ანდრიასკენ. მზერა ჩემი სახიდან ხელებზე გადაიტანა, ერთიანად დაიძაბა. შევამჩნიე, როგორ დაებერა კისერზე ძარღვები და როგორ დამუშტა ხელები. მე კიდევ ჯერ ისევ მაგრად ჩამებღუჯა სურათი ხელში და იმდენსაც ვერ ვხვდებოდი, რომ თავის ადგილას დამედო და აქაურობას გავცლოდი.
მისმა მზერამ ისევ ჩემს სახეზე გადმოინაცვლა. ისეთი თვალებით შემომხედა ვინატრე მიწა გახსნილიყო და შიგ ჩავეტანე. გული ყელში მქონდა მობჯენილი. მთელი სხეული მიცახცახებდა და ვხდებოდი, რომ სახეზეც მკვდრის ფერი მედებოდა.
-ხელი გაუშვი მაგას და ახლავე გადი აქედან! _ ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით მითხრა და კარისკენ მანიშნა. ადგილიდან არ ვიძვროდი და შიშისგან ვცახცახებდი. მინდოდა ამ ადგილს მოვშორებოდი მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა და ჯერ ისევ მის წინ სურათით ხელში ვიდექი.
-გადი!! _ბოლო ხმაზე იღრიალა და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. შიშისგან ერთ ადგილას შევხტი, ლამის გონება დავკარგე. ვერც კი გავიაზრე რა როგორ მოხდა. გონს რაღაცის ძირს მძიმედ დაცემის ხმამ მომიყვანა. ნელა დავიხედე ძირს და ჩემს ფეხებთან დაგდებული ფოტო შევნიშნე, რომელიც სულ რაღაც ორიოდე წამის წინ ხელში მეჭირა. ჩარჩო მთლიანად მინის იყო და დაცემისას ნამსხვრევებად ქცეულიყო. აი აქ კი სიკვდილი ვინატრე! გული რეაქტიული სიჩქარით მოძრაობდა მკერდში. ფეხები თითქოს ჩემ უკითხავად ამოძრავდა და გიჟივით გამოვვარდი კაბინეტიდან. ჩემ უკან კარი იმ სიძლიერით მოაჯახუნეს გამიკვირდა კიდეც, როგორ შერჩა მთელი. მაშინვე ჩემს კაბინეტში შევვარდი. ერთიანად ვცახცახებდი, ხელები სულ მთლად გაყინული მქონდა, ყურები ისე მიწუოდა, რომ მეეჭვებოდა ახლა ვინმეს ნათქვამი ერთი სიტყვა მაინც გამეგო. მთელ ტანზე ცივი ოფლი მასხამდა. როგორც კი ჩადენილი სისულელე და მამაკაცის მზერა მახსენედებოდა მთელი შიგნეულობა მეყინებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა თვალებში ცრემლები
-ალექს! რა გჭირს? _ნინოს შეშფოთებული ხმა ჩამესმა. -ღმერთო ჩემო სულ მთლად კანკალებ! ალექსანდრა რა გჭირს?
-რა სისულელე ჩავიდინე ნინო...._ განერვიულებულმა ამოვილუღლუღე-მართლა... ა..არ მინდო..და გეფიცები. _სახეზე რამდენიმე ცრემლი ჩამომიგორდა.
-რა არ გინდოდა? ვერაფერი გავიგე, რა მოხდა? _ მაგიდაზე დადებული წყლით სავსე ჭიქა შემაჩეჩა ხელში. -დალიე, დამშვიდდები. _ცოტა წყალი მოვსვი და ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე.
-ამიხსენი რა მოხდა? ძალიან ცუდად გამოიყურები, სულ გაფითრებული ხარ.
-ნინო გეფიცები ძალით არ გამიკეთებია., შემთხევით მომივიდა. ა..არც კი მიფიქრია, რომ მის ნივთებში ქექვა დამეწყო...
-ალექსანდრა მოიცადე, ასე ვერაფერი გავიგე, წესიერად ამიხსენი რა მოხდა._ძლივს მოვახერხე, რომ დავმშვიდებულიყავი და ნინოსთვის ყველაფერი მომეყოლა.
-ხო მეც ვიცი ეგ სურათი. ხშირად შემიმჩნევია ანდრიას კაბინეტში.
-გეფიცები ძალით მართლა არ გამიკეთებია...
-ვიცი გოგო, ვიცი. სულელი ხომ არ იყავი აბა სურათი გაგეტეხა. უბრალოდ ის სურათი ანდრიასთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოგონებაა. იქ, გამოსახული ქერა გოგონა ლილეა, მისი საცოლე.
-მეც ეგ ვიფიქრე. ვერ წარმოიდგენ როგორ შემეშინდა ანდრია, რომ დავინახე კაბინეტში. ძლივს შევიკავე თავი, რომ იქ არ დამეწყო ტირილი. ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ ძალით ხო არ მინდოდა... _ თავდახრილმა ჩავილაპარაკე.
-წარმომიდგენია რა სანახავი იქნებოდა...
-მეგონა თავისი ხელით მომკლავდა. სულაც არ გამიკვირდებოდა ეგ, რომ გაეკეთებინა.
-კარგი გვეყოს. აღარ გვინდა მაგაზე საუბარი თორემ კიდევ ცუდად გახდები. მთავარია დღეს ანდრიას აღარ მოედო ზედმეტად თვალში. მალე გაუვლის სიბრაზე, მერე შეძლებ მშვიდად დაელაპარაკო და ბოდიში მოუხადო.
-მართალი ხარ. ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები. თუ მანამდე არ მოვკვდი ნერვიულობით. _ბოლო სიტყვები უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე.
- ეცადე დამშვიდდე და აღარ ინერვიულო მაგაზე. _თბილად გამიღიმა.- მე გავალ თორე ალბათ უკვე მეძებენ. აქ, თუ მიპოვეს შენთან ერთად მეც მომკლავენ _ გამიცინა და ოთახიდან გავიდა.
დღეს მართლაც არ ვიყავი კაბინეტიდან ფეხის გამდგმელი. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, რომ ანდრიას კომპანიის რომელიმე კუთხეში თავისი ხელით მოვეკალი. კაბინეტში ვიყავი ჩაკეტილი და კომპიუტერში ჩამძვრალი ვაკეთებდი ჩემს სამუშაოს. შესვენებაზეც კი არ გავსულვარ გარეთ იმის შიშით, რომ შეიძლება სადმე ანდრიას გადავყროდი. ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა სამუშაო საათი, რომ აქაურობას მოვშორებოდი.
სამუშაო დღის ბოლოს გიჟივით დავწვდი ჩანთას და კაბინეტიდან გამოვვარდი. ვინმეს, რომ ვენახე იტყოდა ეს გოგო ვერ არის კარგადო.
მეც არ ვიცი რა ძალა მედგა, მაგრამ როგორც კი მის კაბინეტს ჩავუარე ერთ ადგილას გავშეშდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, შევსულიყავი თუ არა. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე ახლავე მენახა და ყველაფერი ამეხსნა. ღრმად ჩავისუნთქე და ფრთხილად დავაკაკუნე კარზე.
-შემოდით! _გაისმა ცივი ბარიტონი. ხელის კანაკლით შევაღე კარი. შევამჩნიე როგორ შეკრა წარბები ჩემი დანახვისას და როგორ დაეძაბა მთელი სხეული. სწრაფად მივხურე კარი და სანამ თვითონ რამეს იტყოდა ხმის კანკალით დავიწყე ყველაფრის ახსნა.
-ბატონო ანდრია, ვიცი, რომ ამ წუთას ყველაზე ნაკლებად ჩემი ნახვა და ჩემი ხმის გაგონება გინდათ, მაგრამ არ შემელძო ისე წავსულიყავი, რომ ბოდიში არ მომეხადა დილით მომხდარი ინციდენტის გამო. გეფიცებით მართლა არ მინდოდა, რომ ყველაფერი ასე გამოსულიყო. მე.... მე უბრალოდ საბუთების შემოსატანად შემოვედი. არც კი მიფიქრია თქვენს ნივთებში ქექვა. უბარალოდ... მე.... სრულიად შემთხვევით დავინახე ფოტო და.... არც კი ვიცი რა დამემართა. ვიცი რომ საერთოდ არ უნდა შევხებოდი აქ რაიმეს და ძალიან მრცხვენია ამის გამო. არც კი ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადოთ ჩემი საქციელის გამო. მე... მე მართლა ძალიან ვწუხვარ, მართლა არ მინდოდა, რომ ასე... _ სხაპასხუპით ვაყრიდი სიტყვებს ერთმანეთს. მისთვის თვალის გასწორებასაც კი ვერ ვბედავდი. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი.- ძალიან დიდი ბოდიში. _ჩუმად ამოვილუღლუღე.
-დაამთავრე?! _მისი სუსხივით ცივი ხმა გაისმა კვლავ. მეც სულელივით თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ერთი წუთი თვალმოუშორებელი მაკვირდებოდა, შემდეგ თავით მანიშნა გავსულიყავი. სწრაფად შემოვბრუნდი და ჩუმადვე გამოვიხურე კარი. ჩემი თავის მე თავად მიკვირდა, როგორ არ დავკარგე გონება. ლიფტში შესვლისას ისეთი აფორიაქებული ვიყავი რომ იმ წუთას შეხვედრილ რატის და შაკოს წესიერად ვერც კი დაველაპარაკე. სწრაფად დავემშვიდობე ორივეს და კომპანიიდან გამოვედი. მანქანაში ჩავჯექი, შვებით ამოვისუნთქე. ახლა ერთადერთი რაც მინდოდა თიკას ნახვა და მისთვის ყველაფრის მოყოლა იყო. ვიცოდი, რომ თიკა ჩემს დამშვიდებას შეძლებდა. ასეთ მდგომარეობაში სახლში, რომ მივსულიყავი მამასაც და იოსაც ალბათ გულს გავუხეთქავდი. ორივე მშვენივრად ხვდება ყოველთვის ჩემი ხასიათის ცვლილებას და არც ახლა გაუჭირდებოდათ. მე კი ნამდვილად არ მინდოდა მათთვის რამის თქმა.
**
-ანდრო, გამაგებინე ერთი რას უკეთებ ამ გოგოს ამისთანას რა. _ბიჭები მის წინ დასხდნენ.
-ვისზე მეუბნები?
-ალექსანდრაზე. საწყალი გოგო, ისეა შეშინებული, რომ შენი სახელის გაგონებაზეც ცახცახებს. _ ჩაიცინა რატიმ.
-ყოველ შეხვედრაზე თვალებს ისე უბრიალებს იმას კი არა მე შემეშინდებოდა. _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა შაკომ
-რა ჩემი ბრალია, მაგ თქვენ ალექსანდრას, თუ ზედმეტად სუსტი გული და ნერვები აქვს!_კომპიუტერისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა.
-არ შეგიძლია, რომ ნორმალურად დაელაპარაკო მაინც?
-მაღიზიანებს ეგ გოგო შაკო! და ძალიან გთხოვთ არ დამიწყოთ მაგ მეტიჩარაზე ლაპარაკი! _გაღიზიანებულმა ამოისისინა
-რამე მოხდა?
-მოხდა, უბრალოდ არ მინდა საუბარი!
-კაი რა ანდრო...
-შაკო! _ კოპებშეკრულმა შეხედა მეგობარს.
-რას ერჩი, კარგი გოგოა, ძალიან კარგადაც მუშაობს..
-ირაკლი ბევრად უკეთესად მუშაობდა!
-ირაკლი აქ არ არის, აქ ალექსანდრაა.
-ხოდა იმუშაოს ისე როგორც საჭიროა, მაგ თქვენმა ალექსანდრამ! _ხაზგასმით წარმოთქვა სახელი და ბიჭებს თვალი გაუსწორა.
-ანდრო ზედმეტი მოგდის უკვე. ძალიან კარგად მუშაობს და თავის საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებს.
-ეგ მხოლოდ თქვენთვის რატი!
-რა გჭირს შენ?
-არც არაფერი!
-მაგარს ატრ**ებ ახლა! _წამოენთო შაკო
-მაგ გოგოს გამო უნდა ვიჩხუბოთ?! _კოპებშეკრულმა გადახედა ორივეს.
-კარგით ეხლა არ დაიწყოთ თქვენებურები! _ჩაერია რატიც. -აქ საჩხუბრად არ შემოვსულვართ, ორივე დაწყნარდით!
-რატი მართალია, საჩხუბრად არ შემოვსულვართ. საქმეზე სალაპარკოდ მოვედით.
-მე კიდევ პირქით მეგონა! _ირონიულად ჩაიცინა
-ანდრო!
-კარგი, გისმენთ.
-მოკლედ, თურქებთან და პოლონელებთან თანამშრომლობის საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ _ ბიჭებს გადახედა რატიმ.
-მერე?
-მერე ის, რომ მივლინების საკითხებია მოსაგვარებელი ანდრო. მე თურქეთში მივდივარ ნინოსთან ერთად. _კმაყოფილმა აათამაშა წარბები.
-ბედნიერი მგაზვრობა. _ მშვიდად ჩაილაპარაკა ანდრიამ
-შენც ასევე _ სიცილით უთხრა რატიმ.
-რა?
-რა და შენ პოლონეთში მოგიწევს წასვლა. მოლაპარაკება შენ დაიწყე და შენვე დაამთავრე. _ აუხსნა შაკომ
-კარგით რა, ხომ გითხარით მე ვეღარ წავალ -მეთქი, შაკო წავიდეს.
-სიამოვნებით მაგრამ ვერც მე წავალ.
-ამ წუთას გავაჩენ ჩემს ორეულს და იმას გავუშვებ! _ გაბრაზებულმა გადახედა ბიჭებს რატიმ.
-შაკო კარგი რა, ხომ იცი შვებულების აღებას ვაპირებ.
-როდის მერე შენ და შვებულება? _ერთხმად კითხეს ბიჭებმა.
-და შენ როდის მერე ამბობ უარს მსგავს საქმეებზე?
-დილის შემდეგ.
-რა იყო დილით განსაკუთრებული „საუზმე“ მოგიმზადა ანამ? _ ჩაიცინა
-ანა ორსულადაა ძმაო. ასე, რომ ცოტა ხანი მადროვეთ ცოლ-შვილთან ყოფნა _ თვალებგაბრწყინებულმა ახარა ახალი ამბავი.
-რა? მოიცა, მერე აქამდე არ უნდა გეთქვა? _გახარებული წამოვარდა ფეხზე და შაკოს გადაეხვია -გილოცავ!
-მეც დილით გავიგე. _სიხარულით ჩაილაპარკა
-მოიცა შენც იცოდი და არ მითხარი? _ ახლა რატის მიუბრუნდა.
-შენ მთელი დღე კაბინეტიდან ცხვირს არ ყოფ და აბა რა ჩემი ბრალია ყველაფერს ბოლოს, რომ იგებ _ მხიარულად გაეკრიჭა რატი.
-საპატიო მიზეზი გქონია. _ ჩაიცინა - წავალ აბა რას ვიზამ. მიხედე შენ ანას.
-კიდევ ერთი რაღაც არის. _ შეპარვით დაიწყო რატიმ
-რა?
-მარტო რო არ მიდიხარ ხო იცი?
-ხო ვიცი. ვინ წამოვა ჩემთან ერთად?
-ალექსანდრა. _ ღიმილით „ახარა“ შაკომ
-არა! _წამში დასერიოზულდა. - სამსახურშიც მეყოფა მაგის ატანა! _ჩაისისნა.
-კარგი რა ანდრო, ხომ იცი სხვა გზა არ არის. მსგავს საქმეებს ყოველთვის ანა, ნინო და ირაკლი ასრულებდნენ, მივლინებებშიც ისინი მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან ერთად. ახლა ირაკლი აღარ არის ჩვენთან, ანა ორსულადაა და ცოტა ხნით დასვენება სჭირდება, ნინო ჩემთან ერთად მოდის.
-ის გოგო წამოვა შენთან ერთად და ნინო ჩემთან ერთად. _კალმის წვერი მიუშვირა რატის.
-არ არსებობს!
-რატი!
-არა!
-რატი-მეთქი!
-მე ჩემს ნინიკოს ვერავის ვერ ვანდობ _გაეკრიჭა რატი.
-შენი მომავალი ძმიშვილის ხათრით მაინც დაუშვი გამონაკლისი _ ძლივსშეკავებული ღიმილით თხოვა შაკომ.
-შემომაკვდებით ერთხელაც იქნება ორივე! _ ღრენით ჩაილაპარაკა.
-ძმა ხარ! _სიცილით წამოდგნენ ბიჭები ფეხზე.
-თუ გინდა ალექსანდრას მე ვეტყვი, დარწმუნებული ვარ მასაც შენსავით გაუხარდება _სიცილით გავარდა რატი კაბინეტიდან როგორც კი ანდრიას მზერას გადააწყდა.
-ხო ისე, შენ რატომ აპირებდი შვებულების აღებას? _გასვლამდე მოუბრუნდა შაკო.
-დაივიწყე, არაფერი ისეთი.
-თუ რამე სერიოზულია...
-არა, არაფერი. _უარის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი.

8 თავი
-ისე შენც კაი შტერი ხარ რა _ჩაიფრუტუნა თიკამ და საწოლზე გაწვა.
-ძალით ხომ არ მინდოდა იმ სურათის გატეხა?!
-მესმის, მაგრამ ვერ დადე თავის ადგილას და ვერ წამოდი იქედან?
-თიკა, ხომ მოგიყევი!
-ხო, ხო მესმის. ისე მგონი ამის შემდეგ ეგ შენი ანდრია უფრო აგითვალწუნებს.
-ოჰ, რას ამბობ! ადრე ხო ვეხატებოდი გულის ფიცარზე! _ ჩავუფრუტუნე.
-ხოდა ახლა მით უმეტეს.
-არაუშავს, გადავიტან როგორმე.
-გაძლება მოგცეს ღმერთმა.
-ამინ!
-ხვალ ხო მოდიხარ ლაზარეს დაბადების დღეზე?
-სხვა გზა მაქვს? _ წარბაწეულმა შევხედე.
-ნუ ხარ გოგო ეგეთი უკარება. ერთი საათით გაჩერდი და მერე გაიქეცი სადაც გინდა.
-მასეც ვიზამ.
-წუთი არ გადააცილო! _გაბრაზებულმა შემომიბღვირა. აწკრიალებული ტელეფონის ხმაზე, ჩანთაში დავიწყე ქექვა. ჩემი ძმა იყო.
-გისმენ იო
-სად ხარ?
-თიკასთან.
-მერე არ უნდა დაგერეკა?
-დამავიწყდა. მოხდა რამე?
-არაფერი. მალე მოდი სახლში.
-ხომ კარგად ხარ? _გამეცინა.
-მალე მოდი! _ სწრაფად მომაყარა და ტელეფონი გამითიშა.
-რა უნდოდა?
-მალე მოდიო.
-ძილის წინ ზღაპრების წაკითხვა უნდა? _გადაიკისკისა
-ალბათ. _მეც გამეცინა- მაჩვენე აბა შენი კაბის ფოტოები.
-რამდენიმე ვარინატი მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები რომელი უფრო მომწონს. _ საქორწინო კაბების კატალოგი გამოაძრო კომოდი უჯრიდან და საწოლზე გაშალა.
-ეს ყველაზე მეტად მომწონს _ერთ-ერთ კაბაზე მანიშნა.
-ძალიან ლამაზია.
*****
დილით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საერთოდ არ მქონდა ლაზარეს დაბადების დღეზე წასვლის სურვილი და ეს ხასიათს მიფუჭებდა, მაინც მოვახერხე როგორღაც ამ ფიქრის ბოლო პლანზე გადატანა და მხიარულ ნოტაზე დავეშვი კიბზე.
-დილა მშვიდობისა საყავრელო _ღიმილით მომესალმა მამა.
-დილა მშვიდობისა _ლოყაზე ვაკოცე -რას გვიმზადებ? _ უკვე გამზადებულ სალათებს გადავხედე.
-ქათმის სალათი გაგიკეთე. ისაუზმე და ისე წადი სამსახურში _გამიცინა.
-იცი, როგორ უნდა შემიქმნა დილიდან კარგი განწყობა _ჩავიცინე და მაგიდას მივუჯექი. -იო სადაა?
-ძინავს. დღეს სამსახურში არ მიდის და მთელი დღეს უნდა ვიძინოო.
-არ მოიკლოს მაგან რამე _ პირგამოტენილმა ჩავილაპარაკე. -ძაან გემრიელია
-შეგერგოს.
-ხო მართლა მა, დღეს ცოტა გვიან მოვალ. ერთი ძველი მეგობრის დაბადების დღეა და მე, თიკა და გიო იქ მივდივართ.
-ვისი?
-ლაზარე ჩიქოვანი, მგონი არ იცნობ. დიდი ხანია უკვე აქ აღარ ცხოვრობს. ახლახანს დაბრუნდა.
-ძალიან არ დააგვიანო.
-კარგი _ფეხზე წამოვდექი.
-თბილად ჩაიცვი საყვარელო, უკვე აცივდა.
-კარგად მა. _ქურთუკი ჩამოვხსენი და სახლიდან გავედი.
სამსახურში მისული მაშინვე ჩემი კაბინეტისკენ გავემართე.
-ასე ადრე რატომ მოხვედი ლამაზო? _რატის მხიარული ხმა მომესმა ზურგს უკან.
-ბევრი სამუშაო მაქვს _გავუცინე.
-ყურებს ავუწევ ანდრიას შენი ასეთი დატვირთვისთვის _ხელი გადამხვია
-მაინც არ ეშველება არაფერი _მეც ავყევი სიცილში.
-არ გაგვიგოს, თორე ორივეს ფანჯრიდან გვისვრის _ჩაიფხუკუნა. - ისე მგონი ვიცი რატომ გამუშავებს ამდენს ჩვენი ანდრო _ჩაფიქრებულმა შემომხედა.
-აბა მითხარი.
-რაც უფრო მეტი სამუშაო გაქვს ბუნებრივია მით უფრო მეტი დროის გატარება მოგიწეს სამსახურში არა?
-მერე? _უკვე ვხვდებოდი რაღაც სისულელეს, რომ მეტყოდა.
-მერე ის, რომ არ უნდა ბიჭს შენგან შორს ყოფნა და ამ გზით სულ გვერდით ყავხარ. _გამეკრიჭა.
-რატი გთხოვთ ამ ტემაზე აღარც კი იხუმრო _ ნერვიულად ჩავიცინე.
-კაი გოგო ნუ გაფითრდი _ სიცილით შემავლო თვალი - -ხო მართლა _კაბინეტში შევლამდე მომიბრუნდა -ნინოს გუშინ საბუთები შემოვატანინე შენთან, ანდროს გადაეცი და უთხარი ხელი მოაწეროს. თან შეახსენე, რომ შვიდზე პოლონელებს ვხვდებით რესტორანში.
-კარგი_ თავი დავუკარი და კაბინეტში შევედი მეც. ჩემი ნივთები სავარძელზე დავწყე, მაგიდიდან საქაღალდე ავიღე და ტანის რხევით წავედი ანდრიას კაბინეტისკენ. კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-შეიძლება? _ღიმილიანი სახით ვიკითხე
-მოდი! _ წარბაწეულმა შემომხედა.
-დილა მშვიდობისა _ ფართედ გავიღიმე და საბუთები წინ დავულაგე. _ხელი გაქვთ მოსაწერი. _ ისეთი სახით მიყურებდა აშკარად ფიქრობდა კარგად ვერ არისო.
-ახალი ტენდერისთვის ყველა დოკუმენტი მზადაა?
-დიახ, ყველაფერი წესრიგშია. დღის ბოლოს შემოგიტანთ და თავად გადახედეთ. _ აშკარად უარყოფითად მოქმედებს ამ კაცზე ჩემი კარგი განწყობა. მეც მისი დაბღვერილი სახის დანახვაზე კიდე უფრო ვხალისობდი.
-რატიმ მითხრა შემეხსენებინა თქვენთვის, რომ დღეს შვიდ საათზე რესტორანში შეხვედრა გაქვთ დანიშნული პოლონელ პარტნიორებთან. _ღიმილით ჩამოვურაკრაკე ყველაფერი.
-რა გჭირს შენ?! _წარბაწეულმა ამომხედა.
-მე? არაფერი, რა უნდა მჭირდეს? _შევიცხადე და კვლავ გავიღიმე. -წავიღებ _ ხელმოწერილ საქაღალდეზე მივუთითე. ტანის რხევით წავედი გასასვლელისკენ.
-ალექსანდრა _მისმა ხმამ შემაჩერა. ოჰ, ამან თურმე ჩემი სახელიც იცის.
-გისმენთ. _სწრაფად მივუბრუნდი.
-თვის ბოლოს მივლინებაში მივდივარ, ვარშავაში. _სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და შეცვლილი მზერით ამათვალიერა.
-მერე? _დავიბენი.
-შენც მოდიხარ. _ მეგონა თავში ორი აგური შემომცხეს. გავშრი! ხუმრობს ეს ალბათ..
-რა? _იმხელა ხმაზე წამოვიყვირე ანდრია ადგილზე შეხტა და კოპებშეკრულმა შემომხედა.
-რა გაკივლებს?! _ თვალებით გამბურღა.
-მეე? მე რა.... რის მივლინება... თქვე....თქვენთან... თქვენთან ერთად? _სასოწარკვეთილი ვლუღლუღებდი.
-ხო ჩემთან ერთად მოდიხარ პოლონეთში! _დამიდასტურა და სახეზე კმაყოფილი, ღიმილი გადაეკრა.
-რატომ? მ..ე არ..ა არ...
-რა არა?! _ წარბები შეკრა.
-მე ვერ წამოვალ! _აღშფოთებულმა წამოვიყვირე და მხოლოდ მერე გავაცნობიერე რაც წამოვროშე.
-სულ შენ დაგეკითხები! _ცინიკურად ჩაიცინა.
-ვაი... _აღმომხდა და სასოწარკვეთილი შევტრიალდი კარისკენ.
-ხასიათი ხომ არ გაგიფუჭდა? _ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-არა, უბრალოდ ცოტა ნელე უნდა გეთქვათ სიხარულისგან გული, რომ არ გამოსკდომოდა. _ საწყლად გავიღიმე, კაბინეტიდან გამოვედი და დახურულ კარს ზურგით ავეკარი.
-მომკლავს! _ტირილნარევი ხმა აღმომხდა. -ნამდვილად მომკლავს! ვერავინაც ვერ მიშველის იქ და სადღაც დამმარხავს კიდეც ჩუმად _ ალბათ მალე მართლა დავიწყებდი ტირილს.- აშკარად ჩემი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი გუშინდელის გამო და მაგიტომაც მოიგონა მივლინება. _ტუჩები სატირლად დამებრიცა. -ღმერთო დამეხმა..._სიტყვა შუაში გამიწყდა მოულოდნელად საყრდენი, რომ გამომეცალა ზურგიდან- ვაი! _წამოვიყვირე და ინერციით წავედი უკან. მწარედ დაცემის მოლოდინში თვალები ერთმანეთს დავაჭირე, მაგრამ იატაკზე გაშოტვის ნაცვლად ვიღაცის ხლებში აღმოვჩნდი. ვიღაცის კი არა ანდრიას.
-ფრთხილად! _ მაგრად მოიქცია ჩემი სხეული ხლებეში. გული ლამის საგულედან ამომივარდა, როცა მისი ხლები ჩემს მუცელზე ვიგრძენი. ცხელი სუნთქვა კისერში მეფრქვეოდა და კიდევ უფრო მაფორიაქებდა.
-გადავრჩი _შვების ოხვრა აღმომხდა და თვალები გავახილე.
-ფრთხილად ალექსანდრა. _ყურთან დამჩურჩულა და მყარად დადგომაში წამეშველა. მთელ სხეულზე ტაო დამაყარა. მისი ხელები მოვიშორე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
-კარზე მიყრდნობილი კი არ უნდა იდგე ამ წუთას, კაბინეტში უნდა იჯდე და შენს საქმეს აკეთებდე! _ თავით მანიშნა ჩემი ოთახისკენ. მეც მაშინვე ზურგი ვაქციე და არეულ-დარეული შევედი კაბინეტში.
*****
-ალექს სად ხარ?
-შენ სად ხარ?
-შენი სამსახურის წინ ვდგავარ და გელოდები, დროზე თორე გავიყინე.
-მოვდივარ, ორ წუთში მანდ ვარ. _სწრაფად გამოვრთე კომპიუტერი, ჩანთა ავიღე ფეხზე წამოვდექი და კბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი. ის იყო შევბრუნდი ვიღაცას მთელი ძალით, რომ შევასკდი.
-აი! _წამოვიკივლე -უკაცრავად ბატონო ანდრია _სწრაფად მოვუბოდიშე.
-ფრთხილად სიარული შენთვის ნაცნობია?! _გაღიზიანებულმა მკითხა.
-კი _ თვალების ფახულით ვუპასუხე.
-უკვე მიდიხარ?! _საათს დახედა.
-დიახ, ჩემი სამუშაო საათი უკვე დასრულდა.
-ტენდერის საბუთების გამოსართმევად მოვდიოდი, მომეცი და შემდეგ წადი!
-კარგი _ უკმაყოფილოდ ამოვისუნთქე, სწრაფად შევბრუნდი კაბინეტში მაგიდის უჯრიდან გამოვიღე დოკუმენტები და ყველაფერი ანდრიას გადავეცი.
-შემიძლია წავიდე?
-სად გეჩქარება ასე?
-უკაცრავად? _წარბაწეულმა შევხედე.
-წადი! _ ზურგი მაქცია და კაბინეტიდან გავიდა. მეც აღარ გავჩერებულვარ, ლამის სირბილით წავედი გასასვლელისკენ.
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი? გავიყინე!
-ბოდიში თიკუნა, ანდრიას რაღაც საბუთები ჭირდებოდა და მაგიტო შემაგვიანდა. ამოსულიყავი შენც, რას იდექი აქ.
-შემეზარა. _მხრები აიჩეჩა. _გიო უკვე მოვიდა, იქ გველოდება _ავტოსადგომისკენ გაიშვირა ხელი.
-კარგი წავედით. მე ჩემი მანქანით წამოვალ.
-კაი.
რესტორანში თიკასთან ერთად შევედი. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. მაშინვე თვალში მომხვდა მაღალი, შავგრემანი, სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ღიმილით გამოემართა ჩვენკენ. არ გამჭირვებია ლაზარეს ცნობა. ძველებური ლაღი ღიმილი, საოცრად მიმზიდველი სახის ნაკვთები ყოველთვის ყველას, რომ ატყვევებდა და ერთ დროს მეც მათ შორის. თუმცა ახლა თითქოს ეს ყველაფერი ჩემთვის შეუმჩნეველი იყო.
-გილოცავ ლაზარე _ გადაეხვია თიკა.
-მადლობა, გიო სადაა?
-მანქანას დააყენებს და მოვა.
-კარგი, დაჯექით. _მაგიდიდსკენ მიგვითითა. თიკა სწრაფი ნაბიჯით წავიდა მითითებული ადგილისკენ.
-გილოცავ. _გავუღიმე.
-მადლობა. მიხარია, რომ მოხვედი _გადამეხვია. -ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა _გავუღიმე
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-არამიშავს _მხრები აიჩეჩა და მაგიდისკენ გამიძღვა.
-გავიგე წასვლას აღარ აპირებ.
-ჯერჯერობით ასე გადავწყვიტე. _გამიღიმა და სკამი გამომიწია დასაჯდომად, რა თქმა უნდა, თავისი ადგილის გვერდით.
-იმედია დღეიდან უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს _ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რაც დიდად არ მომწონდა. პასუხად მხოლოდ გავუღიმე და თიკას მივუბრუნდი, რომ როგორმე თავი ამერიდებინა ლაზარესთან საუბრისთვის.
ყველაზე მეტად არ მინდოდა, რომ ლაზარესთან მეცეკვა და ახლა ამის ბედნიერებაც მხვდა წილად. ღიმილიანი სახით, რომ მომიახლოვდა და საცეკვაოდ გამიწვია უარი ვერ ვუთხარი. ფეხზე წამოვდექი და მოცეკვავე წყვილებს შევუერთდით. ნაზად მომხვია წელზე ერთ ხელი, მეორეში კი ჩემი ერთი ხელი მოიქცია და ნაზად ავაყოლეთ მუსიკას ტანი.
-გახსოვს უნივერსიტეტის პერიოდში ჩვენი ბოლო ცეკვა? _ ღიმილით მიჩურჩულა ყურში. მაგას რა დამავიწყებს, ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ხომ ძალიან მომწონდა ლაზარე და მისი სულ მცირე ყურადღებაც კი უდიდეს სიხარულს მანიჭებდა.
-კი, მახსოვს _ გამეცინა.
-გამეორებაზე რას იტყვი? დარწმუნებული ვარ ისევე კარგად ცეკვავ როგორც ადრე.
-ახლა? _თვალები გამიფართოვდა.
-ხო. _ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-იცი კარგად არ მახსოვს ყველაფერი. _ ვცადე მოსალოდნელი „საფრთხე“ ამერიდებინა თავიდან.
-ნუ მატყუებ _ ჩაიცინა.
-მართლა არ მახსოვს ყველაფერი კარგად...
-კიზომბა დაგავიწყდა? _წარბები მაღლა აწკიპა.
-ხო _რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუპასუხე.
-მაშინ ვალსი ვიცეკვოთ _ წამში მომშორდა და მუსიკოსებთან მივიდა. მე კი გაშეშებული ვიდექი და უკვე ვწყევლიდი ჩემს თავს აქ წამოსვლის გამო.
-ღმერთო შენ მიშველე! _ჩემთვის ჩავილაპარაკე, როცა დარბაზში მუსიკის ჰანგები გაისმა. ლაზარეს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და დინჯი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ.
-იმედია თავს არ შევირცვენთ ამდენ ხალხში _ სიცილით ჩამჩურჩულა.
-მოგკლავ ჩიქოვანი! _კბილებშორის გამოვცარი.
-მომწონს ეგ შენი სიფიცხე. _მე კიდევ სულაც არ მომწონდა ამ ბიჭის ასეთი საუბრის ტონი. მაცადე შენ! ცეკვა დამთავრდეს და ჩემს ჩრდილსაც ვერ დიანახავ აქ! ცალი ხელი კისერზე შემოვხვიე, ცალი კი მის თითებში ავხლართე. საშინლად არ მსიამოვნებდა მისი ხელი წელზე. დისკომფორტს მიქმნიდა და თავისუფლად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა. სულ არ მიმიქცევია ყურადღება სტუმრების შეძახილისათვის პირველივე მოძრაობისთანავე. მთელი ცეკვა საშინლად დაძაბული ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შორს დამეჭირა და ზედმეტ სიახლოვეს მოვრიდებოდი, მაგრამ რამდენად გამოგივა ადამიანს ეგ ცეკვის დროს საკითხავია.
როგორც იქნა მუსიკის ხმა შეწყდა და ჩვენს ცეკვასაც დასასრული ეღირსა! ღიმილით დავუკარი თავი ჩემს პარტნიორსა და მაყურებელს, რომელიც საოცარ შეძახილებს არ
იშურებდა და მაშინვე ჩემი ადგილისკენ წავედი.
-ეს რა იყო ალექს _აჟიტირებული იყო თიკა.
-ნუ მკითხავ! _ნაძალადევი ღიმილით მოვავლე თავლი ჩემზე მოჩერებულ რამდენიმე სტუმარს.
-ეს რა ყოჩაღი გოგო გვყოლია _ გვერდით მომიჯდა გიო.
-გიორგი!
-ასე თუ გენატრებოდათ ერთმანეთი გეთქვათ კაცო _კვლავ თავისას აგრძელებდა.
-წავედი მე! -ფეხზე წამოვდექი -ლაზარეს დავემშვიდობები და წავალ.
-მოიცა რა ალექს, ცოტა ხანი იყავი.
-თიკა, მე ახლა, რომ არ წავიდე ამ ვაჟბატონს კიდევ ათასი ცეკვა ამოუტივტივდება თავში და ყველას შესრულება მომიწევს! _ სწრაფად გადავულაპარაკე თიკას და მეგობრებთან მდგომი ლაზარესკენ წავედი.
-უკვე მიდიხარ? _შეწუხებული სახით მომიბრუნდა.
-ხო, უნდა წავიდე. _გავუღიმე
-ცოტა ხნით გაჩერებულიყავი.
-სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ დარჩენას. მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. _გადავეხვიე. -კიდევ ერთხელ გილოცავ.
-მადლობა. თუ გინდა სახლში წაგიყვან.
-არა, მადლობა მანქანით ვარ. აბა კარგად _ თბილად გავუღიმე და რესტორანი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე.
უცნაურია, არადა ერთ დროს ლაზარეზე მართლაც ჭკუა მეკეტებოდა, ახლა კი ვერც ვერფერს ვგრძნობდი. თითქოს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრა.
სახლში მისული იოს და მამას დავემშვიდობე და დასაძინებლად წავედი. წყალი გადავივლე და მოკლე პიჟამისამარა დავწექი. როგორც კი ბალიშზე დავდე თავი მაშნვე ძილი მომერია, სულ ასე ვიცი ხოლმე, როგორც კი ბალიშზე დავდებ თავს მაშნვე მეძინება. წვიმის ხმაც თითქოს მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. აი რატომ მიყვარს შემოდგომა და ზამთარი. სწორედ ასეთი ამინდები მიზიდავს. ვიღაცას ალბათ სულელად მოვეჩვენები. რა არის მოსაწონი წვიმაში, თოვლში და ყინვაშიო, მაგრამ მე მაინც მიყვარს. გვერდი ვიცვალე და საბოლოოდ გადავეშვი სიზმრებში. მუსიკის ხმა თანდათან ძლიერდება და საოცრად ნაზად ხვდება ჩემს სმენას. მკრთალი განათება და ნაზი მელოდია უფრო მეტ ინტიმურობას სძენს ყოველივეს. ნაზად ვაყოლებ სხეულს მუსიკას. ჩემი მოძრაობები და მელოდია საოცრად ერწყმება ერთმანეთს. მცივა, თითქოს მთელ სხეულზე ცივი წყალი გადამასხეს, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. თვალებს ვხუჭავ და თავდავიწყებას ვეძლევი. მუცელზე მძიმე მარწუხებივით მეხვევა რაღაც. თვალს ვახელ და ვხედავ ჩემს ტანზე მოსრიალე უხეშ თითებს. მომენტალურად გამითბა მთელი სხეული და ვდუნდები. საოცრად მესიამოვნა ეს შეხება, თითქოს უკვე განცდილი მაქვს ეს ყველფერი. მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს. მუსიკის რიტმი იმატებს, მეც სწრაფად ვბრუნდები ხელების პატრონისკენ და მის თვალებს მზერას ვუსწორებ. ცივი ოფლი მასხამს ტანზე. ოკეანე! ოკეანე ბობოქრობს თვალებში. მეცნო, მერედა როგორ მეცნო ეს თვალები.
დამფრთხალი წამოვვარდი საწოლში. გული გამალებით მიცემდა, მთელ ტანზე ოფლი მასხამდა.
-რა იყო ეს_აფორიაქებულმა დავიჩურჩულე და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. ღრმად ჩავისუნთქე და ფანჯარაში გავიხედე. -ხომ ვთქვი მოსაკლავად მივყავარ-მეთქი! _ ოფლით დაცვარულ მკერდზე ხელი მივიდე და ბალიშზე მივესვენე. გარეთ ისევ წვიმდა.

9 თავი
-ალექსანდრა ნერვებს ნუ მიშლი!
-იოანე...
-გითხარი მორჩი-მეთქი ზედმეტ ლაპარაკს. მივლინებაში წახვალ და იმას გააკეთებ რაც გევალება სამსახურში გაიგე?! მე აქ დაცვა არ მჭირდება! _თვალები დამიბრიალა.
-ვიცი, რომ ვიღაც გერჩის და შენ გგონია ასე მშვიდად წავალ ორი კვირით საქართველოდან?! _წამოვიკივლე.
-ხმას დაუწიე! _შემომიღრინა და კიბისკენ გაიხედა. -მომისმინე ახლა შენ!
-გისმენ!
-მე არავინაც არ მერჩის. ეგ ამბავი უკვე მორჩა გესმის? მორჩა. არაფერი არ მემუქრება, ასე, რომ მშვიდად შეგიძლია წახვიდე მივლინებაში.
-არ მჯერა. ვიცი, რომ მატყუებ
-არ გატყუებ ალექს არა. _ ჩემი სახე ხელებში მოიქცია -მართლა გეუბნები. _შუბლზე ამკოცა. -თანაც არამგონია შენმა უფროსმა შენი სურვილის მიხედვით ააწყოს სამუშაო გრაფიკი. _ზუსტად მაზოლზე დამაჭირა. აბა მე ვინ დამეკითხება მინდა, თუ არა წასვლა. ანდრიას სახე, რომ წარმოვიდგინე, მაშინვე ყოველგვარი სურვილი გამიქრა მასთან ამ თემაზე კიდევ ერთხელ დალაპარაკებისა.
-იცოდე..
-შენს ჩამოსვლამდე არაფერს არ დავაშავებ. _სიცილით ამიჩეჩა თმა და კიბეზე ჩამომავალ ნოდარს ხელის აწევით მიესალმა.
-დილა მშვიდობისა ბავშვებო _ღიმილით მოგვესალმა.
-მა, სანდრა მივლინებაში მიდის სამსახურიდან _მაშინვე აჯახა იოანემ.
-მართლა? _ახლა მე მომიბრუნდა.
-ხო, ორი კვირით მივდივარ პოლონეთში.
-როდის?
-თვის ბოლოს.
-ანუ ამ კვირის ბოლოს _დააზუსტა იოანემ, ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და სამზარეულოში შევიდა.
-კარგია, რომ სამსახურში საქმე კარგად მიგდის. ვისთან ერთად მიდიხარ?
-ჩემს უფროსთან ერთად._ ორივე ერთად შევედით სამზარეულოში.
-მა, ნადირობის სეზონი არ გახსენით შენ და კახა ბიძიამ? _ ყავის ჭიქით ხელში მოუბრუნდა იოანე.
-რა დროს ნადირობაა იოანე?
-რა ვიცი აბა _მხრები აიჩეჩა.
-მა, ჩაის დალევ?
-კი საყვარელო. _სწრაფდ გავშალე მაგიდა და ყველა ერთად დავსხედით სასაუზმოდ.
******
-ნუ განიცდი ასე სიხარულო _ ხმამაღლა გადაიკისკისა ანამ.
-ოჰ, თქვენ რა გიჭირთ მე მიბრიალებს ეგ თვალებს და მე დამდევს მოსაკლავად _ჩავიფრუტუნე და გაბრაზებულმა გავატრიალე თავი.
-მოიცა რა, მოსაკლავად არა ის _ხელი აიქნია -ისე ნინომ მითხრა რატომაც გაბრაზდა ანდრია შენზე.
-რა გითხრა? _სწრაფად მივუბრუნდი ანას.
-სურათის ამბავი.
-აა ხო.
-მე თუ მკითხავ ეგ სურათი დიდი ხნის წინ უნდა მოშორებულიყო აქაურობას. არ შეიძლება ადამიანმა გამუდმებით წარსულს სდიოს კუდში. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა.
-ანა, რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ.
-ანდრია საცოლის სიკვდილში საკუთარ თავს რატომ ადანაშაულებს?
-ნინომ მოგიყვა ხო? _თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-ავარიის დღეს სერიოზულად იკამათეს ლილემ და ანდრიამ, მიზეზი ლილეს მამის უგუნური საქციელი იყო. როგორც მახსოვს ლილეს მამამ რაღაც არაკანონიერ საქმეს მოჰკიდა ხელი, ამასთან ერთად ის ჩვენი კომპანიონიც იყო. დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც გავიგე თუ იმ კაცს პოლიცია დაიჭერდა, ჩვენი კომპანია ძალიან დიდ ზარალს ნახავდა. ანდრიამ როცა გაიგო ამ ყველაფრის შესახებ გადაწყვიტა ჯერ ლილეს მამას დალაპარაკებოდა, მაგრამ შაკოსგან ვიცი უშედეგოდ დასრულდა ეგ მცდელობაც. შემდეგ ეგ ამბავი ლილემაც გაიგო. ვერ დაიჯერა მამამისის მსაგვსი საქციელი და ამაზე სერიოზული კამათი მოუვიდათ. დანარჩენი მგონი შენც იცი.
-რა საშინელებაა _შეწუხებულმა ვთქვი.
-ალექს, გთხოვ ამის შესახებ ანდრიასთან არაფერი წამოგცდეს თორე...
-ნუ ღელავ, არაფერს ვიტყვი.
-ანდრო სულ სხვა ტიპია. განსხვავებული შეხედულებებით ყველაფრისადმი. ყოველთვის ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მას სურს, მაგრამ თვითონაც ცდილობს, რომ მაქსიმალურად სამართლიანი იყოს. დამიჯერე, მალე დარწმუნდება რომ შენც მისთვის სანდო ადამიანი ხარ
-მეც მოვედი! _ღიმილით შემოვიდა კაბინეტში ნინო. -რაზე ჭორაობდით?
-შენ სად ხარ ამდენი ხანი?
-მივლინების საკითხთან დაკავშირებით რაღაც საბუთებს ვაწესრიგებდი. მე ხომ რატისთან ერთად მივდივარ თურქეთში.
-ხო, შენ რატისტან ერთად _ეშმაკურად ჩაუკრა ანამ თვალი, რაზეც ნინოს გაეცინა.
-მოიცა, მოიცა ახლა არ თქვა, რომ...
-ნუ ღელავ არაფერი არ ხდება _სიცილით მითხრა ნინომ
-ხომ იცი ამათი ამბავი. ფერი ფერს მადლი ღმერთს. ორი ცანცარა ერთმანეთს შეხვდა.
-ხო მართლა, კომპანიის იუბილეზე ხომ მოდიხართ? _მე და ანას გადმოგვხედა.
-მე თავისათავად შაკოს უნდა ვახლდე, ჩვენს პატარასთან ერთად. _ღიმილით გადაისვა მუცელზე ხელი.
-რა იუბილე?
-თხუტმეტი წლის იუბილეა, ხოდა მთელი კომპანია, პარტნიორები, უახლოესი მეგობრები, მოკლედ ყველა იქ იქნება.
-როდის?
-ხვალ.
-აუცილებელია, რომ მეც იქ ვიყო? _სახედამნჭულმა ჩავილაპარაკე.
-აუცილებელია! _მოულოდნელად გაისმა შაკოს ბოხი ხმა. სამივემ კარისკენ მივატრიალეთ თავი და შაკოს და ანდრიას შევეჩეხეთ. - უკლებლივ ყველა თანამშრომელი!
-გასაგებია. _ღიმილით დავუკარი თავი.
-ზოგადსაკაცობრიო თემების განსახილველად შეიკრიბეთ?! _ანდრიას ბარიტონიც მისწვდა ჩემს ყურს.
-ცოტა ხანი შევისვენეთ გოგონებმა _ღიმილით უთხრა ანამ და თვალი ჩაუკრა.
-მე გავალ _ფეხზე წამოდგა ნინო.
-ანუშკი შენ ჩემთან წამოდი, სპეციალური დავალება მაქვს შენთვის. _ ეშმაკურად ჩაუკრა შაკომ ცოლს თვალი და ხელგადახვეული გაიყვანა კაბინეტიდან.
-გნებავთ რამე? _კართან დანასავით დასობილ ანდრიას გავხედე. უარის ნიშნად გააქნია თავი და უკან გაბრუნდა. მე კი მაგიდაზე გაშლილ საბუთებს მივუბრუნდი
-იუბილეს რაც შეეხება _ კვლავ შემობრუნდა კაბინეტში - შაკო არ გვალდებულებს არაფერს, შენი სურვილია მოხვალ, თუ არა. _ისეთი ტონით მითხრა მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. ჩავიცინე
-პირდაპირ მითხარით ბატონო ანდრია, რომ არ გსურთ ჩემი იქ ხილვა.
-კარგია, რომ სწორად გაიგე.
-მაგრამ თქვენ მართალი ხართ. ჩემი გადასაწყვეტია მოვალ, თუ არა! _ფეხზე წამოვდექი.
-კი, შენი გადასაწყვეტია! _კბილებშორის გამოსცრა და კაბინეტიდან გავიდა.
-თავგასული ხეპრე! _ჩემთვის ჩავილაპარაკე.
******
-დაგეხმარები აბა რას ვიზამ _მხიარულად ჩამყვირა ტელეფონში.
-ვიცი თიკა, რა დღეშიც ხარ ქორწილი გამო, მაგრამ...
-შენ მაგაზე არ იფიქრო, ისე გამოგაწყობ მაგ წვეულებისთვის, რომ ეგ შენი ანდრია დაეცემა. _ ანდრიას ასეთ მდგომარეობაში წარმოდგენისას სიცილი ვერ შევიკავე.
-მე ეგ არ მითხოვია, უბრალოდ გთხოვე საყიდლებზე გამომყევი-მეთქი
-ხომ გინდა ლამაზი იყო? ხოდა მაცადე.
-გაცდი, გაცდი.
-სამსახურის მერე გამომიარე და გავიდეთ მაღაზიებში.
-ოღონდ შენებურად არ გინდა ხუთ საათიანი რეიდების ჩატარება.
-ეგ უკვე შენ არ გეხება. გელოდები საღამოს. _ თიკას დავემშვიდობე და სხდომათა დარბაზში შევედი. მთელი თათბირის განმავლობაში სიტყვა არ მითქვამს იმის „შიშით“ ანდრიას რამე არ ეთქვა. ისედაც აცრილია ეგ ჩემზე. მივლინებაზეც თქვეს რამდნეიმე სიტყვა. მომდევნო კვირის ბოლოს მივდიოდით ორი კვირით.
შემდეგ შაბათის წვეულებაზეც თქვეს ცოტა რამ და ყველას შეგვახსენა შაკომ, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავით. როგორც გავიგეთ კომპანიის ყოფილი მმართველებიც მოვიდოდნენ, ანუ ანდრიას და რატის მამები.
ანდრია მთელი სხდომის განმავლობაში უხასიათოდ იჯდა. არა, როდის არის ეგ ხასიათზე მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ეტყობოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. როგორც ჩანს რაღაცაზე განსაკუთრებულად აქვს ნერვები მოშლილი. ჩემი ქვეცნობიერი კი, მკარნახობს, რომ ამ დროს მაქსიმალურად შორს უნდა დავიჭირო თავი მისგან. არც შევმცდარვარ, თათბირის შემდეგ შუა კორიდორში ვიღაცის ყვირილი ისმოდა, კაბინეტიდან გამოვედი და დავინახე როგორ უყვიროდა ანდრია ერთ-ერთ თანამშრომელს. როგორც წესი ამის ყვირილს ყოველთვის მე ვიმსახურებ ხოლმე. სხვებთან შეძლებისდაგვარად ლოიალური დამოკიდებულება აქვს, ახლა კი.... აშაკარად რაღაც ჭირს. როგორ ჩუმადაც გავედი კაბინეტიდან, ისევე ჩუმად შევიძურწე შიგნით და კარი გავიხურე.
დღის ბილოს მადლობას ვუხდიდი ღმერთს, რომ დღეს ანდრიასთან ხშირი შეხვდრები არ მქონია. სამუშაო მაგიდაზე მიმოფანტული საქაღალდეები მივალაგე, კომპიუტერი გამოვრთე, ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.
სწრაფი ნაბიჯით გამოვედი კაბინეტიდან. ის იყო შევბრუნდი, როცა მთელი ძალით დავეჯახე ანდრიას მკერდს. ხელში ყავით სავსე ჭიქა ეჭირა და შეჯახებისას პერანგზე გადაესხა. შეშინებულმა ორივე ხელი პირზე ავიფარე.
-ჯანდაბა! _ კბილებშუა გამოსცრა. მე კი სიმწრისგან ქვედა ტუჩზე ვიკბინე და დამფრთხალმა ავხედე.
-მაპატიეთ ბატონო ანდრია, ვერ დაგინახეთ _სწრაფად მივაყარე.
-არ მგონია იმდენად პატარა ვიყო, რომ ვერ მამჩნევდნენ! _ თვალების ბრიალით შემომხედა. მაშინვე გავხსენი ჩანთა და ერთჯერადი ხელსაწმენდი ამოვიღე. უხეშად გამომგლიჯა ხელიდან და კაბინეტში შევიდა. კარი ღია დატოვა, მე კი ზღურბლზე გავჩერდი და თვალმოუშორებელი ვაკვირდებოდი.
-რას დგახარ მანდ?! ან შემოდი ან გადი! _ კოპებშეკრულმა გამომხედა.
-ე... ისა... რამით შემიძლია დაგეხმაროთ? _ენის ბორძიკით ვკითხე.
-პერანგს თუ გამირეცხავ დამეხმარები! _ წარბაწეულმა შემომხედა.
-ჰა? ე... _საშინლად დავიბენი. პირდაღებული ვუყურებდი და ვცდილობდი მის სახეზე ამომეკითხა სერიოზულად მეობნებოდა ამას, თუ ხუმრობდა.
-მოშორდი აქედან! _საგრძნობლად ხმამაღლა შემომიღრინა, შიშისგან ერთ ადგილზე შევხტი. ვგრძნოდბი, როგორ მადგებოდა ყელში უზარმაზარი ბურთი. თვალები ამიწყლიანდა, სწრაფად მოვარიდე მზერა და ლიფტისკენ წავედი. დაუკითხავად გადმოვარდნილი ობოლი ცრემლი მოვიწმინდე და ღილაკს თითი მივაჭირე.
-იდიოტი _გულმოსულმა ჩვილაპარაკე ოფისიდან გამოსულმა, და მანქანაში ჩავჯექი -უხეში ხეპრე, თანამდებობისთვის შეუფერებელი! _ ჩემთვის ვბურტყუნებდი და გულს ვირეცხავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი დაგროვილი ბრაზისგან განვთვისუფლებულიყავი, ანდრიას სიტყვებით შერჩენილი წყენა მაინც მახსენებდა თავს. ყველაფერი იმას მივაწერე, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი.
****
-მეორე კაბა ხომ არ ჩამეცვა?
-ალექსანდრა ნერვებს ნუ მიშლი! _შემომიღრინა თიკამ -ყველაზე ლამაზი უნდა იყო დღეს.
-მოიცა რა..
-გუშინ შენ არ მთხოვე კაბის არჩევაში დამეხმარეო?
-ხო, ხო გთხოვე _თვალები გადავატრიალე და თმა ერთ მხარეს გადმოვიყარე. ვერაფერს ვიტყოდი, ნამდვილად მშვენივრად გამოვიყურებოდი. ტანზე მომდგარი, ღრმა ზურგით, მუხლს ოდნავ აცილებული შავი მატერია მშვენივრად მერგებოდა სხეულზე. ჩანთა ხელში ავიღე და თიკასთან ერთად ჩავედი ქვემოთ.
-შენი მანქანით მიდიხარ?
-არა, თანამშრომელი გამომივლის.
ის იყო კიბე ჩავიარეთ, როცა იოანემ ლამის გადაგვიარა ზედ ისეთი სისწრაფით მოდიოდა.
-იოანე რა გჭირს, კინაღამ წამაქციე _დაუცაცხანა თიკამ.
-არაფერი, გავდივარ მე! _ სწრაფად ჩაიცვა ქურთუკი.
-სად მიდიხარ ამ დროს? _ მივხვდი კარგი არაფერი ხდებოდა.
-ბიჭებთან.
-იოანე _ნოდარი გამოვიდა თავისი სამუშაო ოთახიდან. -მოხდა რამე?
-ბექა ცუდადაა, ავარიაში მოხვდა და საავდამყოფოში მივდივარ.
-რა?! _ერთხმად წამოვიყვირეთ მე და თიკამ
-ახლა როგორაა?
-არ ვიცი მამა, მივალ და გავიგებ.
-მეც წამოვალ
-არა ალექს! სახლში დარჩი, თან წასვლას აპირებდი...
-რა დროს წასვლაა, მეც მოვდივარ!
-ალექსანდრა შენ სახლში დარჩი, ძვირფასო. შენი თანამშრომელიც მალე გამოგივლის ალბათ. მე გავყვები იოანეს.
-ხო მაგრამ მამა...
-სანდრა მორჩა კამათი! _ისეთი სახით შემომხედა იოანემ მაშინვე მივხვდი, რაც იყო ბექას ცუდად ყოფნის მიზეზი. უარესად ავნერვიულდი ამის გამო, თვალებში ცრემლები ჩამიდგა. შევეცადე მამასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო ჩემი რეაქცია, ამიტომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე.
-ალექს, ვერ წარმომიდგენია ბექას ავარია რატომღაც _შეპარვით დაიწყო აქამდე ჩუმად მდგომმა თიკამ, როგორც კი მამა და იოანე გავიდნენ სახლიდან.
-რა თქმა უნდა, არავითარი ავარია არ ყოფილა! _წამოვიყვირე -შენც მშვენივრად იციც რა არის მაგათი ავარია! _ფეხსაცმელები გავიხადე და დივანზე ავიკეცე ფეხები.
-გიოს დავურეკავ, იქნებ მან იცოდეს რამე _სწრაფად მიმარჯვა ტელეფონი. -გამითიშა! _აღშფოთებულმა წამოიძახა რამდენიმე წამის შემდეგ.
-ალბათ არ სცალია. _ შევეცადე გაბრაზებული თიკა დამემშვიდებინა -მოგვიანებით დაურეკე
-არ უნდათ, რომ რამე გვითხრან და... _თკას სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ფეხზე წამოვდექი და კარი გავაღე. კართან მომღიმარი ნინო იდგა.
-როგორ ხარ საყვარელო? ვაუ რა ლამაზი ხარ _სიცილით შემოვიდა სახლში.
-მადლობა, შენც ძალიან ლამაზი ხარ _ოდნავ გავუღიმე.
-რა გჭირს, ყველაფერი კარგადაა? რა სახე აგქვს.
-ნინო მე ვერ წამოვალ დღეს...
-რას ნიშნავს ვერ წამოხვალ, დღეს ყევლა თანამშრომელი უნდა იყოს იქ.
-ვიცი, მაგრამ...
-წამოვა, წამოვა _ გვერდით ამომიდგა თიკა -გამარჯობა, მე თიკა ვარ.
-სასიამოვნოა, მე ნინო _ღიმილით ჩამოართვეს ხელი.
-თიკა...
-არავითარი თიკა, ახლავე გაემზადე და წადი. აზრი არ აქვს აქ ჯდომას.
-როგორც ჩანს რაღაც მოხდა. მე გარეთ დაგელოდები ალექს, დაილაპარაკეთ მანამდე...
-არა, არა არაფერია, უბრალოდ შეუძლოდ ვარ ცოტა...
-გაგივლის! _ერთხამდ წამოიძახეს. ესეც ორი გიჟი შეხვდა ერთმანეთს. ღრმად ჩავისუნთქე და თანხმობის ნიშნად ფეხსაცმელებისკენ ავიღე გეზი.
-ანდრიას პირი ღია დარჩება _ნინოს წამოძახილზე შევკრთი.
-ეგ რა შუაშია? _კაბა შევისწორე -ყველაზე ნაკლებად მაგ ლოდის ნახვა მინდა!
-ისე კი ძაან სიმპათიურია ეგ თქვენი ანდრია _ჩაიცინა თიკამ.
-ნუ იტყვი _ აყვა ნინოც.
-მივდიოდით ჩვენ მგონი! _წამოვიძახე და კარისკენ ვუბუძგე.
-თიკა თუ გინდა შენც გაგიყვანთ სახლში, მარტო რომ არ იყო _შესთავაზა ნინომ.
-არც პირველადაა ამ სახლში მარტო და არც უკანასკნელად _ჩავიცინე, თიკას ვაკოცე და სახლიდან გავედით.
-გაიღიმე ალექს ცოტა, ნუ ხარ ასე მოწყენილი _რესტორანში შესვლისთანავე მხარი გამკრა ნინომ.
-ვცდილობ _ოდნავ გავიღიმე.
-ვიცი რომ რაღაც პრობლემა გაქვს, მაგრამ ამ წუთას ცოტა გულის გადაყოლება და გართობა არაფერს გავნებს. _თვალი ჩამიკრა და მომღიმარი რატისკენ წამიყვანა.
-ვაი გული! _ თეატრალურად იტაცა სიხარულიძემ გულზე ხელი - ასე გამოპრანჭულები რო მოდიოდით ჩემზე არ ფიქრიბდით?
-რომ ვფიქრობდით სწორედ მაგიტომ _ეშმაკურად ჩაიცინა ნინომ. რატიმ ოდნავ ჩაიცინა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა ნინო. -შენ რა გჭირს ლამაზო, რაღაც ხასიათზე ვერ ხარ. რა იყო უკვე მოასწარი ანდროს ნახვა? _ სამივეს გაგვეცინა ამაზე.
-ჯერ არა.
-ვერ არის ჩვენი ალექსანდრა დღეს მუღამზე.
-მერე ეგ რა პრობლემაა აქ არ ვართ? _ხელები გაშალა რატიმ -ანდრო! _მოულოდნელად წამოიძახა და მოშორებით მდგომ ანდრიას დაუძახა. თვალები გამიფართოვდა, ვერ მივხვდი რას აპირებდა ეს ჭკუამხიარული.
-საღამო მშვიდობისა _მოსვლისთანავე მოგვესალმა. შევამჩნიე როგორ ამათვალიერა თავიდან ბოლომდე და იმდენად უხერხულად ვიგრძენი თავი, ვეცადე როგორმე ნინოს ამოვფარებოდი.
-ანდრო, წამო ვიცეკვოთ _ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა რატიმ. ამაზე მე და ნინოს გაგვეცინა. გამეცინა კი არა ლამის ხარხარი ამივარდა ანდრიას სახე, რომ დავინახე.
-რატი, ხო ჯანმრთელად ხარ?! _წარბაწეულმა შეხედა მეგობარს.
-მე კი არ უნდა მეცეკვო, რისთვის არიან გოგონები აქ. _მისი სიტყვების გაგონებისთანავე სახეზე მიმეყინა ღიმილი. მაშინვე ერთი ნაბიჯი გადავდგი რატისკენ და გვერდით ამოვუდექი.
-კი ბატონო _მხრები აიჩეჩა ანდრიამ და სწრაფად ჩამავლო მკლავში ხელი. გაოცებისგან თავლები გამიფართოვდა. სწრაფადვე „გააკეთა“ ხელკავი და მოცეკვავე წყვილებისკენ წამიყვანა. დაბნეულობისგან აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
სახეზე ჩამოშლილი თმა თითებით უკან გადამიწია, ნელა ჩააყოლა თითები მკლავს და საბოლოოდ შეაჩერა წელზე. ფრთხილად მომხვია ერთი ხელი, მეორეში კი ჩემი თითები მოიქცია და მუსიკას ნელა ავაყოლეთ ტანი. მეგონა ვიწვოდი, დიდი ძალისხმევა დამჭირდა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა თვითონ კი, ვგრძნობდი თვალს არ მაშორებდა. მისი ასეთი დაჟინებული მზერა საშინლად მაფორიაქებდა.
-შანსს არ უშვებ ხელიდან, რომ არ გამაღიზიანო!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-მე? _გაკვირვებულმა ავხედე.
-სხვას ვინმეს ხედავ ჩემ წინ?! _კოპებშეკრული დამაჩერდა.
-და მე რა შუაში ვარ თქვენს ნერვიულ სისტემასთან?! _შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-შუაში არა, თავში ხარ!
-და თქვენთვის თუ უთქვამს ვინმეს, რომ ავადმყოფური აკვიატებები გახასიათებთ ადამიანების მიმართ?
-და შენთვის თუ უთქვამს ვინმეს, რომ ზედმეტად გრძელი ენა გაქვს! _ მჭიდროდ მომიჭირა ხელი წელზე. უფრო მაგრად ამიკრო საკუთარ სხეულზე და ლამის შუაზე გადამამტვრია. მთელ სახეზე სიწითლემ გადამკრა მასთან ასე ახლოს დგომისას.
-მეტკინა _გაბზარული ხმით დავიჩურჩულე, თუმცა მიუხედავად ამისა ხელი ოდნავადაც არ მოუდუნებია. -გამიშვით! _ხმას ავუწიე
-ხმას დაუწიე და ცეკვა განაგრძე!
-მე არ მითხოვია თქვენთვის ვიცეკვოთ-მეთქი _ თვალებაწყლიანებულმა ძლივსგასაგონად დავიჩურჩულე. -და საერთოდ, ჯერაც არ მესმის რა დაგიშავეთ! _ ცეკვა შევწყვიტე და თვალებში ჩავხედე.
-ცეკვა განაგრძე _სცადა კვალვ ავეყოლიებინე, მაგრამ გაბრაზებულმა გამოვგლიჯე თითები ხელიდან და წელიდან მისი ხელის მოშორება ვცადე.
-ალექსანდრა! _კბილებშორის გამოსცრა.
-არ მინდა ცეკვა, დავიღალე და მინდა დავჯდე _ ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და შედარებით მშვიდი ტონით ვუთხარი. როგორც კი ხელი შემიშვა მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავედი რესტორნიდან. ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს და ვცდილობდი თავი შემეკავებინა, რომ ტირილი არ დამეწყო.

10 თავი
-რა გჭირს ლამაზო? _რატის მხიარული ხმა ჩამესმა ზურგსუკან.
-არაფერი, ცოტა ხნით ჰაერზე გამოვედი _გავუღიმე
-ნერვების დასამშვიდებლად ხო? _ჩაიცინა. ოდნავ გავიღიმე და აივნის მოაჯირს დავეყრდენი. -ვიცი, რომ ანდრიას ვერ ეგუები, ცოტა რთული ტიპია, მაგრამ კარგი ადამიანია. არ გეგონოს ამას იმიტომ ვამბობ რო ჩემი მეგობარია...
-ვიცი რატი, მესმის ყველა მაგას მეუბნება ისედაც _ ნერვიული სიცილი აღმომხდა -მხოლოდ ჩემთან აქვს პრობლემა მას.
-არა ალექს...
-არ გვინდა რატი გთხოვ. მშვენივრად ვხვდები, რომ მას არ მოვწონვარ. მეტიც, ვერ მიტანს და ერთი სული აქვს სამსახურიდან გამიშვას. შენ და შაკოს უნდა გიმადლოდეთ დღეს აქ, რომ ვმუშაობ.
-ანდირას უბრალოდ ცოტა რთული ხასიათი აქვს, ძნელად ეგუება ახალ ნაცნობებს და...
-რთულად შეგუება სხვაა, მაგრამ როცა არც ცდილობ შეეგუო ადამიანს და გამუდმებით აგრესიულად ხარ განწყობილი ეგ კიდევ სხვაა. ანდრია პატარა ბავშვი არ არის და არ საჭიროებს შენგან დაცვას, თვითონაც მახვედრებს საკუთარ დამოკიდებულებას, თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო და არ ავყვე...
-ასე მგონია რომ არის რაღაც რის გამოც თავს იკავებ მასთან...
-რა უნდა იყოს? _ ვცადე ბუნებრივად გამომსვლოდა პასუხი. სულაც არ მქონდა იმის სურვილი რატის გაეგო, რომ ანდრიას გარდაცვლილ საცოლეზე ვიცოდი რაღაც -უბრალოდ ვცდილობ არ ავყვე ადამიანს ჩხუბში, რომლეთან კამათსაც არანაირი აზრი არ აქვს. რაც არ უნდა იყოს ის ჩემი უფროსია და ზედმეტი არ უნდა მომივიდეს.
-მაგრამ არც აკლებ _გაიცინა
-სულ დათმობაც არ ვიცი _ მეც გამეცინა.
-საინტერესო გოგო ხარ. აი ზოგჯერ რო ვუყურებ შენი და ანდროს ჩხუბს რატომღაც მგონია, რომ... _ სიტყვა გაწელა და ღიმილით გამომხედა.
-რომ რა?
-რავი აბა, უხდებით ერთმანეთს _რატის სიტყვებზე ისტერიული სიცილი ამივარდა.
-კი როგორ არა, უკეთეს წყვილს ვერ ინატრებს კაცი _სიცილს ვაგრძელებდი.
-არა რატო...
-ღმერთმა დამიფაროს! _აღშფოთებულმა წამოვიძახე. -ხომ გთხოვე ამ თემაზე არ გეხუმრა. _გამეცინა. რატის ეს სულელური მზერა საერთოდ არ მომწონდა და არც ეს უაზრო საუბარი ჩემი და ანდრიას „პოტენციური“ ურთიერთობის შესახებ. ჯერ ისევ სულელურად ვიცინოდი, როცა ანდრია გამოვიდა აივანზე.
-ჩვენი ანდროც მოსულა _ ზურგით მიეყრდნო აივნის მოაჯირს რატი.
-ნიკოლოზი მოვიდა _თავადაც მოაჯირს დაეყრდნო.
-ვა ნიკო ბიძიაც აქაა, წავალ ვნახავ_სწრაფი ნაბიჯით გაგვშორდა რატი. იქედან გამომდინარე, რომ არავითარი სურვილი არ მქონია მასთან ერთად დგომისა, მეც შენობაში დაბრუნება გადავწყვიტე.
-ჩემი მოსვლა გეწყინა? _ირონია იგრძნობოდა მის ხმაში.
-კი! _უხეშად ვუპასუხე და სვლა განვაგრძე.
-აქ იმისთვის არ ხარ, რომ მე დამიახლოვდე? _მისი ირონიით გაჟღენთილი სიტყვების მოსმენისას ერთ ადგილს მივეყინე. წამში მივუბრუნდი ანთებული სახით.
-რა სისულელეს ამბობთ! _ხმას ავუწიე.
-კარგი ახლა, არ გინდა _მობეზრებით ჩაიცინა - გგონია პირველი ხარ ამ კომპანიაში ვინც მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით ცდილობს ჩემს შემბმას? _ მეგონა მეხუმრებოდა, ან მეჩვენებოდა ის რაც ამ წამს მესმოდა. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-მეხუმრებით არა?! _შოკისგან გამეცინა. -რამხელა წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე?! ან როგორ ბედავთ და მსგავის ტონით ან სიტყვებით მესაუბრებით! _ერთიანად მომაწვა ბრაზი. -რატომ ხარ ამ კომპანიაში?! _დაჟინებულ მზერას არ მაცილებდა.
-მე აქ ვმუშაობ! და თუ თვქენ სხვა შეხედულება გაქვთ ამ საკითხზე ეს უკვე მე არ მეხება. არავისთვის არაფერი არ მაქვს დასამტკიცებელი და ასახსნელი. მით უმეტეს თქვენთვის!_ ამრეზით მოვავლე მზერა და რესტორნისკენ შევბრუნდი.
-ალექსანდრა, ნუ გარბიხარ! _ გავჩერდი და მისკენ შევბრუნი, კოპებშეკრული მიყურებდა.
-გაქცევა არ მჩვევია ბატონო ანდრია. უბრალოდ შემცივდა და რესტორანში ვბუნდები._აღარ დავლოდებივარ მის პასუხს ისე მივბრუნდი და უკვე მთლიანად გადავსილ რესტორანში შევბრუნდი.
-სად დაიკარგე გოგო შენ? _სწრაფად მომიახლოვდნენ ნინო და ანა.
-აივანზე ვიყავი.
-შენ და ანდრია მშვენივრად ცეკვავდით წეღან _ეშმაკურად გადიკისკისა ანამ
-ნუ იტყვი!
-ხო, მივხვდით, რომ მან გაგბრაზა. ნუ მიაქცევ ყურადღებას და გაერთე რა.
-სულ არ ვარ დღეს გართობის ხასიათზე.
-რატო? _შეწუხებული ხმით მკითხა ანამ.
-რაც მოვედით მას შემდეგ ასეა.
-მალე წავალ მე.
-ნუ სულელობ, სად უნდა წახვიდე? _დამიცაცხანა ნინომ - ნახე რამდენი ვინმე მოვიდა აქ, რა სიმპათიური ბიჭებიიი _ჩუმად ჩაიცინა
-ჯერ არ იცი ხომ ამ ფირმის ყოფილ უფროსებზე არაფერი?
-არა _თავი გავაქნიე
-აი ის ნიკოლოზ იოსელიანია, ანდრიას მამა. პირველად მან დაიწყო სამშენებლო ბიზნესი, მის გვერდით რო დგას ეგ ილია სიხარულიძეა, რატის მამა. _ ორ მამაკაცზე მიმითითა ნინომ და სწრაფად ჩამოარაკრაკა.
-10 წელი ერთად მუშაობდნენ, შემდგე კი ბიჭებს გადააბარეს ყველაფერი. _დაამატა ანამ -შაკო მაგ დროს გერმანიაში იყო. ანდრიამ და რატიმ შესთავაზეს მეწილეობა და აქ ჩამოვიდა სამუშაოდ. ბოლო ხუთი წელია რაც ერთად უძღვებიან საქმეს.
-შაკო აქ გაიცანი? _ღიმილით ვკითხე.
-არა, მანამდეც ვიცნობდი. _გამიღიმა - ყოველთვის მომწონდა, მაგრამ თვითონ ყურადღებას არ მაქცევდა, სულ იმას მიმეორებდა პატარა ხარო, არადა სულ რაღაც ხუთი წლითაა უფროსი. _ უკმაყოფილოდ მომუწა ტუჩები.
-მერე რა მოხდა? _სიცილით ვკითხე.
-მერე მეც სასწავლებლად წავედი, როცა დავბრუნდი თვითონ მთხოვა მათთან მივსულიყავი სამუშაოდ. ვამჩნევდი, რომ თვითონ იჩენდა ინიციატივას ურთიერთობაში, მაგრამ მე მაინც ვაწვალებდი ცოტას _ჩაიცინა -ბოლოს კიდევ ჩემსავე მახეში გავები და კი შევრჩი საბოლოოდ ასე _ღიმილით დაასრულა საუბარი.
-ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა _ ხმამაღლა გაიცინა ნინომ.
-ანდრია ძალიან ჰგავს მამას _ჩემდაუნებურად გამექცა თვალი გვერიგვერდ მდგომი მამა-შვილისკენ და რაც თავში მომივიდა ის ვთქვი.
-კი ძალიან, მაგრამ ხასიათებით რადიკალურად განსხვავდებიან. _მითხრა ანამ- ნიკა ბიძია ძალიან თბილი ადამიანია, ანდროს კიდევ ცოტა რთული ხასიათი აქვს.
-ვერ შეგეწინააღმდეგები _ჩავიცინე.
-ის ანდრიას დედაა, მარიამი. _ იქვე მდგომ მომღიმარ, ლამაზ ქერა ქალზე მიმითითა. -ძალიან კარგი ქალია.
-სამსახურის საქმეებში მამამისი საერთოდ აღარ ერევა?
-ლიმიტი ამოეწურათ მაგათ _სიცილით თქვა ნინომ _ახალგაზრდებს უთმობენ გზას.
-წამოდით მაგიდასთან დავსხდეთ, თორე ძალიან დავიღალე. არადა ექიმმა მითხრა დაღლილობა მავნებლიაო _ მრგვალი მაგიდებიდან ერთ-ერთისკენ დაიძრა ანა.
-ანა _შევაჩერე _ ჩვენ აქეთ დავჯდებით _მუდარით სავსე თვალებით შევხედე და ნინოსთან ერთად სხვა მაგიდისკენ წავედი. ანაც მიხვდა რატომ არ მინდოდა იმ მაგიდასთან ჯდომა. ნინოც ჩემ აზრზე იდგა და მანაც ყოფილი და ახლანდელი უფროსებისგან შორს ყოფნა მოინდომა. („უკეთესად გავერთობითო“_უფრო ზუსტი მიზეზი ეს იყო) ამიტომ ჩვენც სხვა თანამშრომლებთან ერთად გვერდით მაგიდასთან გადავინაცვლეთ.
მართლაც არაჩვეულებრივი საღამო იყო, მაგრამ მე მაინც მოუსვენრად ვიყავი, ამის არაერთი მიზეზი მქონდა. პირველ რიგრში ჩემი ძმის და ბექას ამბის გაგება მინდოდა, ამასთან ერთად სულაც არ მხიბლავდა ანდრიასთან ჩხუბი და კამათი.
სახეზეც მეტყობოდა უკვე უხასიათობა, ამიტომ მეგობრებს დავემშვიდობე და სახლში წავედი.
-მოხვედი საყვარელო? _ ტელევიზორთან მჯდომმა ნოდარმა ღიმილით გამომხედა.
-კი. ბექა როგორაა? რამე სერიოზულია? _გვერდით მივუჯექი შეწუხებული სახით.
-ბიჭები იყვნენ მასთან შესულები, მე არ მინახავს, მაგრამ ექიმმა თქვა, რომ მალე კარგად გახდება. რაც მთავარია საშიში აღარაფერია.
-კიდევ კარგი _შევბის ოხვრა აღმომხვდა. -იოანე სადაა?
-თავის ოთახში, ალბათ, სძინავს. შენ როგორი დრო გაატარე.
-ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე მაინც ვერ მოვისვენე სანამ ეს ყევლაფერი არ გავიგე.
-წადი დაიძინე შენც ალექს, დაღლილი ხარ.
-ტკბილი ძილი _ლოყაზე ვაკოცე და კიბეზე ავედი. იოანეს ოთახთან შევჩერდი, ოდნავ დავაკაკუნე.
-შემო მა _გამომძახა.
-მე ვარ _სწრაფდ შევედი ოთახში და საწოლზე მწოლიარეს გვერდით მივუწექი.
-რაო ბექუშამ?
-კარგად ვარო და გავუძლებო _ თავი მის მკერდზე დამადებინა და შუბლზე მომაკრო ტუჩები.
-ავარიაში მოხვდა, თუ იჩხუბა?
-როცა შენც იცი პასუხი რატომღა მეკითები?
-იო, გეხვეწები შეეშვი მაგ სადიზმს. ხომ ხედავ ცუდის მეტს ვერაფერს იღებთ კრივისგან. _თავი წამოვწიე და თვალებში შევხედე. არაფერი უპასუხია.
-მამამ რომ გაიგოს მოკვდება. ჩვენ მაინც არ გეცოდებით? რა უნდა მოგივიდეს, რომ შეეშვა ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს? მაინც და მაინც სასიკვდილოდ უნდა დაგდონ?
-ალექს, გთხოვ არ გვინდა რა მაგაზე ლაპარაკი. _ჩემკენ გადმობრუნდა და უფრო მაგრად მიმიკრო ტანზე. -აქ დაიძინე დღეს.
-იო...
-კარგი დრო გაატარეთ? რაღაც მალე დაბრუნდი
-დიდ ხანს ვეღარ გავჩერდი.
-ხვალ სასაფლაოზე წავიდეთ კარგი?
-კარგი.
-მივლინებაში როდის მიდიხარ?
-პარასკევს. _თავი მის კისერში ჩავმალე და თვალები დავხუჭე.
****
-დიდი ხანია არ ვყოფილვართ. -გზისთვის თვალი არ მოუშირებია იოს.
-ხო. აქ გამიჩერე ყევილებს ვიყიდი. _მანქანიდნ სწრაფად გადმოვედი და იქვე ყვავილების პატარა მაღაზიაში შევედი. სწრაფად ვიყიდე ყვავილი და კვ,ავ მანქანაში დავბრუნდი.
-ძაან აცივდა ეს დღეები.
-ჩაიცვი შვილო და არ შეგცივდება.
-ცივსისხლიანებს არ გაწუხებთ ხო სიცივე? _ ირონიული ღიმილით გადმოგვხედა.
-წესით ჭკუასუსტებსაც არ უნდა გაწუხებდეთ დიდად! _ნიშნისმოგებით ჩავუკარი თვალი.
-დღეს მამას უნდა გავყვე რაღაცების საყიდლად და ცოტა შეგვაგვიანდება.
-რა უნდა იყიდოთ?
-რაღაც
-მაინც?
-ცნობისმოყვარეობა ცოდვაა დაიკო _ თვალი ჩამიკრა და მანქანა სასაფლაოს შესავლელეთან გააჩერა. ორივე გადავედით და ბილიკს გავუყევით.
უსიამოვნო შგერძნება მქონდა. არასდროს მიყვარდა სასაფლაოები და მსგავსი ადგილები, განსაკუთრებით დედას გარდაცვალების შემდეგ. როცა ბავშვობაში მოვყვადით მე და იო მამას ყოველ მოსვლაზე მეგონა, რომ შემდეგ ჯერზე აღარ მოვიდოდით აქ რადგან დედა დაგვხვდებოდა და ჩვენთან ერთად წამოვიდოდა, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ ეს მხოლოდ ჩემი ბავშვური წარმოსახვა იყო.
ყვავილები ლარნაკში ჩავალაგე და იქვე ჩამოვჯექი.
-ბუნდოვნად მაინც მახსოვს მისი სახე. _ იოანეც ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
-მეც. _ნაღვლიანად ჩავილაპარაკე.
-მამას ბევრი სურათი აქვს შენახული. ძალიან გავხარ დედას. _ხელი გადამხვია და მკერდზე მიმიხუტა.
-მიხარია, თუ მართლა ასეა. _გავუღიმე.
-ნეტა ახლა ჩვეთან რომ იყოს რას გვეტყოდა?
-ნერვებს ნუ უშლით ერთმანეთსო _ ორივეს გავაეცინა.
-შენ კიდევ გეტყოდა შენს ძმას დაუჯერე და უფროსებს ენას ნუ უტრიალებო!
-შენ კიდევ შენს დას ნუ აბრაზებო გეტყოდა. _ ენა გამოვუყე. რამენიმე წუთი ჩუმად ვიჯექით.
-წარმოგიდგენია მამას დღესაც როგორ უყვარს? _იოანეს ავხედე.
-დღესაც ისე ლაპარაკობს მასზე, რომ ზოგჯერ მგონია დედა ისევ ჩვენთანაა.
-ასეცაა, რა დროც არ უნდა გავიდეს ვიცი, რომ სულ ჩვენთანაა.
-მამა ამბობს ხასიათით ძალიან გავხოარო, ნეტა მართლა? _თავი მოიქექა იოანემ.
-ყოველ შემთხვევაში ნოდარს ნამდვილად არ ჰგავხარ _გავიცინე - მამასგან ვიცი მეც რომ დედაც შენსავით ფიცხი და იმპულსური იყო.
-საინტერესოა როგრ გაუგეს ერთმანეთს, ალბათ სულ მამა თმობდა _გაიცინა
-სულაც არაა აუცილებელი ყველანაირი ურთიერთობის ყვირილით და ჩხუბით მოგვარება. დარწმუნებული ვარ მამა თავისი სიმშვიდით და გაწონასწორებული ბუნებით მოხიბლავდა დედას.
-ნუ ნოდარს ვერც გარეგნობას დავუწუნებთ _ორივემ გავიცინეთ.
-იო... _სიტყვა დასრულებული არ მქონდა იოანეს ტელეფონი რომ აწკრიალდა. ფეხზე წამოდგა და ოდნავ მოშორებით გავიდა. ქურუკი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე და ხელები სხეულზე შემოვიჭდე. გარემოს თვალი მოვავლე. იქვე ერთი ნაცნობი ქალი შევნიშნე. ხშირად ვხედავდი ხოლმე აქ. შვილი ჰყავს გარდაცვლილი და თითქმის ყოველ დღე დადის სასაფლაოზე. ახლაც, როგორც ყოველთვის საფლავს ირგვლივ დასტრიალებს და შეუმჩნევლად იწმენდს თვალებიდან წამოსულ ცრემლებს. გული მიკვდება მას რომ ვუყურებ.
-ალექს, მამამ დამირეკა უნდა მივაკითხო. წამოდი შენც სახლში გაგიყვან.
-ცოტა ხანი დავრჩები. ტაქსით წავალ მერე.
-კარგი _ღიმილით დამიკრა თავი და გასასვლელისკენ წავიდა.
ლარნაკში ჩალაგებული ყვავილები ლამაზად გავასწორე და ფეხზე წამოვდექი, იმ ქალისკენ წავედი, ფრთხილად მივუახლოვდი. ჩემი მისვლა შენიშნა და აცრემლებული თვალებით შემომხედა.
-გამარჯობა _თავაზიანად მივესალმე.
-გაგიმარჯოს შვილო _მანაც გამიღიმა -რამით შემიძლია დაგეხმარო? _წელში გაიმართა.
-მეც იგივეს კითხვა მინდოდა. დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-არა შვილო, მადლობა.
-ალექსანდრა. _ხელი გავუწოდე.
-მარიამი _მანაც ჩამომართვა.
-შეიძლება ჩამოვჯდე? _ მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მივუთითე.
-კი, მოდი. _ოდნავ მიიწია -რამდენჯერმე შეგნიშნე ვიღაც ბიჭთან ერთად აქ.
-დედის საფლავზე მოვდივართ მე და ჩემი ძმა. _ოდნავ გავუღიმე. -თქვენც ხშირად დადიხართ.
-მაინც ვერ ვშორდები ჩემს შვილს _ ნაღვლიანად დახედა საფლავს -რთულია შენი ნაწილის დაკარგვა. ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი უბედურებისაგან.
-რა მოუვიდა?
-ავარია მოუვიდათ მას და მის ძმას. ერთმა საბედნიეროდ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, სერგიმ კი... _ ღრმად ჩაისუნთქა და თავი დახარა
-ძალიან ვწუხვარ.
-მადლობა შვილო. დედას რა დაემართა?
-გული აწუხებდა, მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით მაშინ. კარგად არ მახსოვს ყველაფერი. უბრალოდ ჩემდა გასაკვირად მარტივად გავიგე ის, რომ დედა აღარ მოვიდოდა და ღამით ზღაპრებს აღარ წამიკითხავდა. _ ნაღვლიანად გავიღიმე.
-კარგად მესმის შენი. _მხარზე ხელი დამადო. -რამდენი წლის ხარ?
-26-ის.
-ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა _მორცხვად გავუღიმე. -თქვენც ძალიან ლამაზი ხართ _მთელი გულწრფელობით ვუთხარი ქალს.
-რა დროსია _ჩაიცინა. -აი შენ კი მთელი ცხოვრება წინ გაქვს. დარწმუნებული ვარ თაყვანისმცემლები მოსვენებას არ გაძლევენ.
-ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. _გამეცინა.
-გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება ის ერთიც
-ველი _ორივეს გაგვეცინა.
-კარგი გოგო ხარ.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან საუბარი, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ. იმედია არ მიწყენთ.
-რას ამბობ ალექსანდრა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
ქალბატონ მარიამს დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წავედი.
შორიდან დავლანდე, შემოსასვლელში მანქანა იდგა. სწრაფი ნაბიჯით გავყევი ბილიკს, მოულოდნელად ნაცნობი სილუეტის დანახვისას, რომ გავშეშდი და თვალებგაფართოებული მივაჩერდი სერიოზული სახით მომზირალ ანდრიას.
-ეს უკვე სასაცილოც აღარ არის _ცინიკურად ჩაიცინა. ნუთა მართლა ჰგონია ამ ხისთავიანს რომ კუდში დავდევ.
-ნამდვილად, ამიტომ გთხოვთ ნურაფერს ვიტყვით _საერთოდ არ მქონდა ამ წამს კამათის თავი, ამიტომ ვეცადე გვერდი ამევლო
-აქ რას აკეთებ?! _მისმა ხმამ შემაჩერა.
-მე? _დაბნეულმა მივიდე გულზე თითი.
-ხო შენ! _თვალები გადაატრიალა
-დედაჩემის საფლავზე ვიყავი. _ჩუმად ამოვილუღლუღე.-ნახვამდის. _დავემშვიდობე და ზურგი ვაქციე.
-ფეხით მიდიხარ? _მისმა ხმამ შემაჩერა
-ნწ. _თავი გავაქნიე.
-შენი მანქანა არ იდგა შემოსასვლელში.
-ტაქსით მივდივარ. _ თავის დაკვრით დავემშვიდობე და გამოვბრუნდი.
წამის მეასედში გამიელვა ერთმა აზრმა თავში. ალბათ მისი საცოლეც აქ არის დასაფლავებული. აქამდე არასდროს მინახავს აქ ანდრია. ადამიანის სახეებს ადვილად ვიმახსოვრებ. ერთხელ მაინც, რომ მენახა აუცილებლად დავიმახსოვრებდი. როგორც ჩანს საფლავზეც იშვიათად მოდის.
მოულოდნელად მკლვაზე ხელის შეხება ვიგრძენი. შიშისგან ერთ ადგილას შევხტი და წამოვიკივლე.
-რა გაკივლებს, მე ვარ! _შუბლშეკრული მომაჩერდა და სწარფად გამიშვა ხელი.
-შემეშინდა. _გულზე მივიდე ხელი.
-წამოდი წაგიყვან. _მანაქანისკენ დაიძრა.
-არ არის საჭირო.
-დაჯექი.
-ნუ შეწუხდებით. _თავი მორცხვად დავხარე.
-კარგი. _მხრები აიჩეჩა -როგორც გინდა. _მანქ ანის კარი გააღო და სწრაფად ჩაჯდა. წამით გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს. << ესეც ჩვენი ჯენტლმენი ბიჭი! >> ყურადღება აღარ მივაქციე ისე გავაგრძელე გზა. სწრაფად ჩამიარა მანქანით. აღარ გამიხედავს მისკენ, ან რა მაბრაზებდა ერთი ვიცოდე, მე არ ვუთხარი უარი? ხოდა ვივლი ახლა ფეხით ამ სიცივეში. ქურთუკის ჯიბეებში ჩავიწყვე ხელები და გზა გავნაგრძე.

11 თავი
დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ისე მოვიდა კვირის ბოლო დღე ვერც კი გავიაზრე. დაღლილი ვიწექი დივანზე სახლში და ჩემს ხვალინდელ მივლინებაზე ვფიქრობდი.
ორი კვირა პოლონეთში მომიწევდა ყოფნა, შემდეგ კი თიკუნას ქორწილიც ახლოვდება. მთელი გასული კვირა საქორწილო ტორტისა და კაბის არჩევას მოვუნდით. თიკა ასეთი არასდროს მინახავს, ნერვიულობისგან საღი ფრჩხილი არ შერჩა თითზე. ყოველ დღე მასთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ ჩემი ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.
საშინლად გადატვირთული კვირა მქონდა. სამსახურში ნამდვილი საგიჟეთია, მივლინებების, ახალი პროექტების და ტენდერების გადამკიდე ყველა საშინლად დაკავებულია. თავისუფალი დრო თითქმის არ მოგვეძებნება. როგორც კი ცოტა ხნით ჩამოვჯდები ხოლმე, რომ დავისვენო ანდრია მაშინვე დაბარებულივით გამოჩნდება ხოლმე და სვავივით დამადგება თავზე. რასაკვირველია, შანსს არ უშვებს ხელიდან რამე რომ არ წამკბინოს. ვცდილობ უბრალოდ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ სულაც არაა ადვილი. კიდევ ერთი უბედურება არც ამ ბოლო დროს დამჩემდა ის არის, რომ გამუდმებით ზედმეტად უხერხულ სიტუაციებში აღმოვჩნდები ხოლმე მაინც და მაინც მაშინ როცა თვითონაა ჩემ გვერდით. მაგალითად გუშინ!
გიჟივით შევვარდი შენობაში იმის შიშით, რომ გასული დღის მსგავსად დღესაც არ დამეგვიანა სამსახურში. ის იყო ლიფტში უნდა შევსულიყავი ფეხი, რომ გადამიბრუნდა. დიდი გაჭირვების ფასად შევედი ლიფტში და ღილაკს თითი მივაჭირე. წელში მოვიხარე და ნატკენი ადგილი ოდნავ დავიზილე.
-რა მოუხერხებელი ვარ! _ჩემთვის ჩავიბუტბუტე.
-ნამდვილად! _ მოულოდნელად ჩემს სმენას ანდრიას ხმა მისწვდა. სწრაფად ავწიე თავი და ლიფტის კარში მდგომს ავხედე. „არ მჭირდება შენი დამოწმება!“ გულში ჩავიბურდღუნე.
თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ჩემი უცნაური პოზით მეტად გახალისებულმა ოდნავ ქვემოთ შეაჩერა მზერა. მის მზერას თვალი გავაყოლე და საბოლოოდ ჩემს მკერდზე შეჩერდა. პერანგის ღილი შემთხვევით გახსნილიყო და მადიანად იცქირებოდა ჩემი სავსე მკერდი. ლამის ცეცხლი წამეკიდა სიბრაზისგან, თუმცა ჩემდა საბედნიეროდ მალევე შევიკავე თავი, რომ არ ავფეთქებულიყავი. ნელა გავსწორდი წელში, ისე რომ პერანგის შეკვრა არც კი მიცდია. თმები მოხდენილად გადავიყარე ზურგზე და კისერმოღერებული დაველოდე როდის შემოვიდოდა თვითონაც ლიფტში. ჩემი ჭკუით წავუცელქე არა? ვაიც ჩემს თავს! ისე მოურიდებლად მაკვირდებოდა კვლავ, რომ სახეზე ჭარხლის ფერი დამედო. სწრაფად დავხარე თავი და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე.
-ჯერ არ გაიღება _ჩემს სმენას მისი ირონიული ტემბრი მისწვდა.
-ვიცი! _ წარბშეკრულმა შევხედე. ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაუკრთა. კულტურულად დავაიგნორე ყოველივე ეს და ძლივს გახსნილ ლიფტის კარში გავედი.
მთელი ერთი კვირა ერთმანეთზე უარეს სიტუაციებში ვხვდებოდი. ახლა სახლში ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვლოცულობ მივლინებაშიც არ გაგრძელდეს ეს ჩემი უიღბლობა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. სწრაფად დავხედე ნომერს, ნინო იყო.
-ხო ნინაჩკა.
-ალექს სახლში ხარ?
-კი, რა იყო?
-გოგო ანა გამხდარა ცუდად და საავდმყოფოში წაუყვანიათ.
-რა? _წამოვიყვირე და სწრაფად წამოვვარდი ფეხზე. ყვირილზე იოანეც გამოვიდა სამზარეულოდან -ახლა როგორ არის? ბავშვი კარგადაა?
-არ ვიცი, მეც ახლა მივდივარ. თუ წამოხვალ გამოგივლი.
-კარგი გელოდები.
-ტაქსით მოვდივარ, ათ წუთში შენს სახლთან ვარ. _ტელეფონი გავთიშე, იოანეს სწრაფად მივაყარე რაც მოხდა და ჩემს ოთახში ავედი. სპორტულები გავიხადე. ჯინსის შარვალი, თბილი ზედა და კედები ჩავიცვი და კვალვ ქვემოთ დავბრუნდი.
-თუ დაგაგვიანდება დამირეკე და მოვალ. _მითხრა იომ.
-ტაქსით წამოვალ.
-იმედია კარგადაა ყველაფერი.
-იმედია. _ სწრაფად გავისწორე თმები, მოსაცმელი ავიღე და გარეთ გავედი. ნინოც მალევე გამოჩნდა.
-ხომ არ იცი რა დაემართა?
-არა, რატის დავურეკე რაღაც საბუთებთან დაკავშირებით და მან მითხრა ყველაფერი.
-წარმომიდგენია ახლა შაკო რა დღეში იქნება.
-ნუ იტყვი. _ ტაქსი საავდამყოფოს წინ გავაჩერეთ. ორივე გიჟივით შევვარდით შენობაში.
მთელს ჰოლში ვაცეცებდით თვალებს და ნაცნობ სახეებს ვეძებდით, მოულოდნელად ვიღაცას, რომ შევასკდი მთელი ძალით. ის იყო ბოდიში უნდა მომეხდა, თავი ავწიე და ანდრიას მზერას შევეჩეხე.
-შენ?! _წარბშეკრულმა დამხედა.
-ანდრია, ანა როგორაა? _ჰკითხა ნინომ.
-ჯერ არ ვიცით, ექიმია მასთან. აქეთ წამოდით _კორიდორში გაგვიძღვა.
ბიჭებიც იქვე ისხდნენ. შაკოს ნერვიულობისგან სახეზე ფერი არ ედო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ოდნავი თავის დაკვრით მოგვესალმა. ვიღაც ორი გოგონა იდგა იქვე. შევამჩნიე არც ერთს და არც მეორეს არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა, თუმცა სულ არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება, იქვე რატის გვერდით ჩამოვჯექი.
-რა მოხდა? _ჩუმად ვკითხე.
-შაკომ თქვა აბაზანიდან გამოსული დაეცაო. მაშინვე საავადმყოფოში წამოიყვანა.
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
-იმედია. შენ საიდან გაიგე?
-ნინომ მითხრა.
-ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ...
-წარმომიდგენია რა დღეშია შაკო _ნერვიულად მოსიარულე მამაკაცს გავაყოლე თვალი.
-ნუ იტყვი. ანას რამე რომ მოუვიდეს გაგიჟდება._ მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და მეგობარს სევდიანი მზერით შეხედა. საშინლად დამთრგუნველი სიტუაცია იყო.
ყველა ექიმის მოლოდინში ვიყავით. მე და ნინო გვერდგივერდ ვიჯექით გატრუნულები. შაკო კედელს მიყრდნობილი იდგა, გვერდით ანდრია და რატი ედგნენ და რაღაცაზე დაბალ ხმაზე ესაუბრებოდნენ. ის ორი გოგონაც იქვე იჯდა. რამდენჯერმე დავაფიქსირე ერთ-ერთის არც ისე სასიამოვნო მზერა, თუმცა ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა.
-ანა შარაშიძის ახლობელი რომელია _პალატიდან გამოვიდა ექიმი.
-მე! მეუღლე ვარ _სწრაფდ მიეჭრა შაკო ექიმს. -როგორაა?
-დამშვიდდით უკვე კარგადაა. ყველა საჭირო გამოკვლევა ჩავუტარეთ, ახლა ისვენებს.
-შეიძლება ვნახო?
-ჯერ ნუ შეხვალთ. აჯობებს, თუ დილით ინახულებთ, ჯერ ისევ სუსტადაა და ზედმეტად ნუ დავღლით.
-კარგი. _ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი -ექიმო ბავშვი? _შევამჩნიე რამდენად უჭირდა შაკოს პასუხის მოლოდინში თავის გაკონტროლება.
-ნაყოფის შენარჩუნება მოვახერხეთ, თუმცა უნდა გაგფრთხილოთ, რომ ამიერიდან მეტი სიფრთხილე გმართებთ. არავითარი ზედმეტი მოძრაობები, არავითარი დატვირთვა. წოლით რეჟიმს დავუნიშნავ, ასევე სხვა საჭირო მითითებებსაც მოგცემთ სანამ გავწერ პაციენტს და ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი ზუსტად შეასრულოს.
-მადლობა ღმერთს _შვების ოხვრა აღმოხდა შაკოს. - ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც გვეტყვით. _სწრაფდ დაუქნია თავი საოცრად გახარებულმა და ბედნიერი სახით მოუბრუნდა ზურგსუკან მდგომ ბიჭებს. ორივეს მაგარდ გადეხვია.
-ღმერთმა არ გამწირა _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა.
-უკვე ყველაფერი კარგადაა _ მხარზე ხელი დაკრა ანდრიამ.
-დაივიწყე ძმაო ყველაფერი და ანუკის მიხედე, ჯანმრთელი ნათლული მინდა მე!_სიცილით უთხრა რატიმ.
-მიხარია, რომ ყველაფერი კარაგდაა _შაკოს გადავეხვიეთ მე და ნინო.
-მადობა გოგონებო, რომ შეწუხდით და ამ დროს აქ ხართ..
-რას ამბობს, ეგ რა სათქმელია _ ღიმილით უთხრა ნინომ -ხვალ ისევ მოვალთ... უფრო სწორად მოვალ, ხვალ ალექსანდრა და ანდრია ხომ მიდიან ვარშავაში _ სწრაფად გადააკეთა ნინომ დაწყებული სიტყვა.
-შაკო, თუ რამით შემიძლია დაგეხმარო ხომ იცი ყველაფერს დაუფიქრებლად გადავდებ და...
-მადლობა ანდრო ყველაფრისთვის, ახლა მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, რომ რაღაც დრო ჩემ გარეშე მიხედეთ ყველაფერს.
-ეგ რა სათქმელია.
-რაც შეეხება მივლინებას არც იფიქრო გადადება და კონტრაქტის გაუქმება! არც ერთმა! _ორივეს ერთად გადახედა - თქვენ თუ გეზარებთ საქმის კეთება ამას ჩემ ცოლ-შვილს ნუ შეაწერთ _ხუმრობით გაუწყრა მეგობრებს.
-რას ვიზამთ ანდრო _ნაღვლიანად ამოთქვა რატიმ და მეგობარს მხარზე ჩამოეკიდა.
-ჩვენ წავალთ, ანას ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
-კიდევ ერთხელ მადლობა გოგონებო _თბილად გაგავიღიმა შაკომ და ზემოთ ხსენებულ ქალბატონებს მიუბრუნდა. როგორც გავიგეთ ანას ნათესავები ყოფილან.
-თქვენც წადით _ბიჭებს მიუბრუნდა.
-მე დვარჩები.
-არა ანდრო, ხვალ მიფრინავ, იქაც გეყოფა უძილობა, თუ რამე დაგირეკავთ, გოგონები გააცილეთ.
-ჩვენ მანქანით ვართ _ერთ-ერთმა თქვა, შაკოს დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
მე და ნინოც წამოვედით. მალე რატი დაგვეწია, უკან ანდრიაც მოჰყვებოდა. ახლახანს შევნიშნე ანდრიას ჩაცმულობა, რომელიც ძალიან მეუცხოა. ჯინსი, სპორტიული მაისური და კედები მართლაც ძალიან უხდებოდა.
-გაგიყვანთ _ გვითხრა რატიმ.
-მე სახლში არ მივდივარ _თქვა ნინომ
-ამ დროს? _წარბაწეულმა შეხედა რატიმ.
-ხო, რა იყო? ჩემ დასთან ვრჩები _დაუკონკრეტა ნინომ.
-აა, მერე რა იქამდე ვერ მიაღწევს ჩემი მანქანა?
-ჯერ ალექსანდრა მიიყვანე მაშინ _სიცილით უთხრა.
-ანდრო _უკან მომავალ ძმაკაცს გახედა.
-ხო
-ალექსანდრა გაიყვანე რა სახლში _თვალები ბუდიდან გადმომივარდა რატის წამოძახილზე.
-რატი...
-წამოდი _ ანდრიას ბარიტონი მისწვდა ჩემ სმენას. მანქანას მიუახლოვდა და ჩასაჯდომად მოემზადა.
-ეე... ისა...
-კარიც ხომ არ გაგიღო?! _ ესეც ჩვეული ირონია.
-არაა საჭირო! _შევუბღვირე და მანაქნის უკანა კარი გამოვაღე. დავინახე, როგორ ჩაიცინა ჩემ ქცევაზე.
-წინა სავარძელზე ნემსები არ არის დამაგრებული. _სარკიდან გამომხედა.
-აქ მირჩევნია! _ თავი გზისკენ გავატრიალე.


****
-თიკა უკვე აეროპორტში ვარ.
-ვერ დამირეკე გოგო, გაგაცილებდი.
-სამუდამოდ კი არ მივდივარ ადამიანო, ორი კვირით _ტაქსის მძღოლმა ჩემოდანი გადმოიტანა და თავსი დაკვრით დამემშვიდობა.
-კარგი ხო, ბედნიერი მგზავრობა ძვირფასო
-მადლობა, რომ ჩავალ დაგირეკავ.
-კარგი. ისე ეგ შენი უჟმური უფროსი უკვე მანდაა?
-კი, პირაპირ შესასვლელთან დგას და სასტიკი მზერით მიყურებს _ ჩემგან მოშორებით მდგომ ანდრიას შევხედე.
-იმედია დაათბობთ ურთიერთობებს _ხმამაღლა გადაიკისკისა თიკამ.
-მოკეტე ხვედელიძე! _შევუღრინე და სწრაფად გავთიშე ტელეფონი.
შე კაი კაცო როცა ასე გიხდება ჩვეულებრივი ჩაცმულობა რა სავალდებულოა ყოველ დღე შარვალ-კოსტუმში კამოკვანძა. „სამსახური სამსახურია“ მალევე ვუპოვე ჩემს კითხვას პასუხი.
-დილა მშვიდობისა _ მივესალმე. თვითონაც თავის დაკვრით მომესალმა და შენობისკენ წავიდა.
-ანა როგორაა?
-უკეთ.
-ვერაფერს იტყვი, ამომწურავი პასუხი იყო _ჩავიფრუტეუნე. სულ არ მიმიქცევი ყურადღება მისი მოჟამული სახისთვის ისე ჩავუარე ტანის რხევით.
მგონი სამსახური ერთადერთი შემთხვევაა, როცა დილით გაღვიძებაზე პრეტენზიებს არ გამოვთქვავ, მაგრამ სხვა შემთხვევაში... შემდეგ მთელი დღე გაბრუებული დავდივარ და სულ მეძინება. დილის ექვსი საათიდან უაზროდ დავხეტილობდი სახლში, ათჯერ მაინც შევამოწმე ჩემოდანი რაიმე მნიშვნელოვანი არ დამრჩეს-მეთქი. არც მამა და იოანე დავაძინე და ორივე ჩემთან ერთად დაქროდა მთელ სახლში.
იმედია ვარშავაში ჩასვლისთანავე არ გვექნება შეხვედრა და დასვენების საშუალება მაინც მექნება. წარბაწეულმა გავხედე ჩემ გვერდით მჯდომ ტელეფონში მომზირალ ანდრიას. ღრმად ჩავისუნთქე და უსაქმოდ მყოფმა აეროპორტში მიმავალი ხალხის თვალიერება დავიწყე.
-ალექს _ ჩემი სახელის გაგონებაზე სწრაფად შევატრიალე გვერდით თავი და მომღიმარ ლაზარეს შევეჩეხე.
-ლაზარე? _ფეხზე წამოვდექი -როგორ ხარ? _ ღიმილით ვკითხე.
-კარგად. _ თბილად გადამეხვია. -აქ რას აკეთებ?
-მივლინებაში მივდივარ. შენც სადმე მიდიხარ?
-არა, მეგობარი გავაცილე. რამდენი ხნით მიდიხარ? _ღიმილით მკითხა.
-ორი კვირით.
-ალექსანდრა რეგისტრაცია იწყება _სერიოზული სახით შემაწყვეტინა საუბარი ანდრიამ და არც კი დამელოდა ისე წამოდგა ფეხზე.
-წავალ თორემ... _ხელით ანდრიასკენ ვანიშნე.
-ბედნიერი მგზავრობა _სწრაფად დავემშვიდობე ლაზარეს და ლამის სირბილით გავყევი ანდრიას უკან.
-ბატონო ანდრია კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ, რომ ასე სწრაფად სირბილი არ შემიძლია.
-ჩაგეცვა დაბლები _უდარდელად მითხრა და გზა განაგრძო.
-დამპალი! _ ჩავიბუტბუტე.
-გავიგონე! _მოულოდნელად გაჩერდა და ისეთი სისწრაფით მომიბრუნდა, რომ პირდაპირ ზედ შევასკდი. წონასწორობა დაკარგულმა წავიბორძიკე -ფრთხილად! _ მკლავში ჩამავლო ხელი. -და კარგად დაიმახსოვრე, შემდეგ ჯერზე შენს უტაქტო კომენტარებს აღარ მოვითმენ! _მთელი ძალით მომიჭირა მხარზე ხელი და თვალების ბრიალით დამხედა თავზე. ტკივილისგან წამოვიკივლე, თუმცა მისი თვალების შემყურემ სწრაფადვე ჩავახშე ჩემი ხმა.
-მეტკინა _თვალები ამიცრემლიანდა. სწრაფად მოვარიდე მზერა და ვცადე მკლავი გამეთავისუფლებინა. -გამიშვით _ ხელი გამიშვა და ისე გავაგრძელე გზა მისთვის აღარ შემიხედავს.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავშიც გვერდიგვერდ ვიჯექით სიტყვაც კი არ დამიძრავს. თვალები დავხუჭე და თავი სავარძლის საზურგეზე დავდე.
ვგრძნობდი, როგორ მერეოდა ძილი. სავარძელში უკეთესად მოვკალათდი და საბოლოოდ მივეცი თავს დასვენების საშუალება.
ხელის მსუბუქმა კვრამ გამომაფხიზლა, მაგრამ თვალები მაინც არ გამიხელია.
-ალექსანდრა _ძილბურანში მყოფს ვიღაცის ბოხი ხმა ჩამესმა. სახე უკმაყოფილოდ შევჭმუხნე და გაჭირვებით გავახილე თავლები. თვითმფრინავის სავარძლებთან შედარებით საკმაოდ კომფორტულად ვიჯექი.
-აპირებ გამოფხიზლებას? _კვლავ გავიგე ანდრიას ხმა. ახლაღა გავცნობიერე რა მდგომარეობაშიც ვიჯექი, თუ ვიწექი. მთელი ტანით ანდრიას მხარეს ვიყავი გადაწოლილი და თავი მის მხარზე მედო. ფეთიანივით წამოვიწიე და სწრაფად მიმოვიხედე ირგვლივ. ჩემ ქცევაზე ჩაეცინა.
-ვაპირებ! _შევუბღვირე და წელში გავიმართე.

12 თავი
-შეხვედრა დღეს საღამოს გვაქვს. _სასტუმროში შესვლისთანავე მითხრა
-რომელი საათისთვის ვიყო მზად?
-შვიდისთვის. _ჩემი ოთახის გასაღები გამოვართვი და ლიფტიდან გამოვედი. -სასადილოდ ჩამოხვალ?
-არა _ არც კი შემიხედავს მისთვის ისე ვუპასუხე და ნომერში შევედი.
საწოლზე ჩამოვჯექი და ვარსკვლავის ფორმაში გავწექი. საშინლად მღლის მგზავრობა. ბავშვობიდან ასე ვიყავი, ამიტომ იყო სკოლაში ექსუკრსიაზე წასვლა არასდროს, რომ არ მინდოდა. შემდეგ მთელი დღე უხასიათოდ ვარ და სულ მეძინება. ღრმად ჩავისუნთქე და ფეხზე წამოვდექი. ჩემოდანი დავიწყე და ამოლაგება დავიწყე. რა ვქნა ასეთი ჩვევა მაქვს, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ჩემი ნივთები ყოველთვოს უნდა მოვაწესრიგო და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო.
მალევე მოვრჩი ტანსაცმლის ამოლაგებას და დასასვენებლად წამოვწექი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა.
-ჯმუხი! _ ჩემთვის ჩავილაპარაკე გაგულისებულმა ანდრიას მისამართით და გვერდი ვიცვალე. - აგრესორი! მოდი და გაძელი ახლა ორი კვირა მასთან ერთად!.
საწოლზე წამოვჯექი და ხელები გადავიჯვარედინე.
უაზროდ ვიყავი ოთახში. არ ვიცოდი რაღა მეკეთებინა, ვერც დაძინებას ვახერხებდი და ვერც მშვიდად ყოფნას. ცოტა ხანში ფეხზე წამოვდექი და სასადილოდ ჩავედი სასტუმროს რესტორანში. მაგიდას მივუჯექი და მიმტანს შეკვეთა მივეცი. ორ წუთში ჩემ გვერდით ანდრია გაჩნდა, სკამი გამოწია და მაგიდას მიუჯდა.
-შეწყვიტე შიმშილობა? _ირონიულად ჩაიცინა და მიმტანს ანიშნა მოსულიყო.
-რა შიმშილობა?! _უარესად გამაღიზიანა მისმა დამცინავმა ტონმა.
-კარგი არაფერი _ჩაიცინა. ჩემი შეკვეთა მოიტანეს, გაავებულმა ვტაცე ჩანგალს ხელი და უხეშად „ჩავარტყი“ ხორცის ნაჭერს. კვლავ მისი ჩუმი ხითხითი. ოხ, როგორ მოქმედებს ნერვებზე.
-თურმე სიცილიც ვიცით _მის გასაგონად ვთქვი.
-თურმე _სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ალმაცერად ამათვალიერა.
-საინტერესოა, რატომ რეგაირებ შენიშვნებზე ასე მძაფრად?
-შენიშვნებზე?
-ხო შენიშვნებზე! _წელში გაიმართა.
-შენიშვნებზე არა, უაზროდ ყვირილზე! _კბილებშუა გამოვცარი.
-უაზროდ? _წარბაწეულმა გამომხედა.
-ხო უაზროდ! _ნიშნისმოგებით გავუცინე.
-რაო მოვედით ხასიათზე? _თვალები დააწვრილა.
-ხო.
-ხო! _გამომაჯავრა და მიმტანს შეკვეთის მოტანისთვის მადლობა გადაუხადა.
ორივე ჩუმად ვაგრძელებდით ჭამას. სადილობისას ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ შესაბამისად არც მე შევიწუხე თავი მისი ცქერით. მალევე მოვრჩი ჭამას და ფეხზე წამოვდექი.
-საღამომდე გავივლი სადმე._საჭიროდ ჩავთვალე რომ ჩემი ადგილსამყოფელი სცოდნოდა ჩემს უფროსს.
-სად სადმე? _სწრაფად ამომხედა.
-სასეირნო ადგილი დაილია ამხელა ქალაქში? _ შევიცხადე.
-ქუჩები მაინც იცი?! _ წარბები მაღლა აზიდა.
-ვიცი! _ზურგი ვაქციე და პირდაპირ გასასვლელისკენ წავედი. გარეთ აგსვლისთანავე მომხვდა სუსხიანი ქარი და მთელ ტანში გამაჟრჟოლა სიცივისაგან, თუმცა სასტუმროში შებრუნება მაინც აღარ ვინდომე. თხელი ჯემპრი მჭიდროდ შემოვიხვიე და სასტუმროს ეზოში გავედი. მართლა სულელი კი არ ვიყავი უცხო ქალაქში ჩასულს ასე უბრალოდ დამეწყო ხეტიალი. ვარშავაში სტუდენტობის პერიოდში ვიყავი. ერთი წელი აქ ვსწავლობდი კიდეც, შესაბამისად ეს ქალაქი საკმაოდ კარგადაა ნაცნობი ჩემთვის. ნელა მივდიოდი ქუჩაში და ირგვლივ ყველაფერს ვადევნებდი თვალს. საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. გაცილებით გალამაზდა ქალაქი. მახსოვს როგორ ვთხოვდი მამას, რომ აქ გამეგრძლებია სწავლა, თუმცა ეს მგონი ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემ ცხოვრებაში როცა ნოდარმა რაღაცაზე უარი მითხრა. სიმართლე რომ ვთქვა არ მწყენია. პირიქით, კარგად მესმის მისი. მთელი ამ დროის განმავლობაში მე და იოანე იმდენად მჭიდროდ ვართ ერთმანეთზე მიჯაჭვული, რომ სამივეს გვერთულება ერთმანეთისაგან შორს ყოფნა.
****
-კარგად იმგზავრეთ?
-კი შაკო, ორი საათის წინ ჩამოვფრინდით.
-დღეს გაქვთ შეხვედრა?
-გვაქვს.
-რა იყო რა მოკლე პასუხებს მცემ?
-არაფერი.
-აუუ ეხა დაჭამდით თქვენ მანდ ერთმანეთს. _სიცილი დაიწყო შაკომ
-ჯერ ისიც ცოცხალია და მეც _ თვალები გადაატრიალა და ფანჯარასთან ახლოს დადგა.
-სადაა ალექსანდრა? რატიმ თქვა ვურეკავდიო და არ მიპასუხაო.
-რატი მას ურეკავს და მე არა? _მოჩვენებითი სიბრაზით ჰკითხა- ბოდიალებს სადღაც.
-სად სადღაც?
-რა ვიცი გავიდა სასეირნოდ.
-სად გაუშვი ბიჭო მარტო? _ხმას აუწია შაკომ.
-არ დაიკარგება ეგ. _ჩაიცინა -რომც დაიკარგოს დიდ დანაკლისს მაინც არ ვნახავთ ასე რომ...
-ანდრო, მორჩი ხუმრობას და მოძებნე გოგო.
-მოვა სად წავა. შენ ის მითხარი ანა როგორაა?
-კარგადაა. დღეს სახლში გამოწერეს, ახლა ძინავს.
-მოიკითხე ჩემგან
-აუცილებლად.
-კარგი აბა კარგად. დაგირეკავ ხვალ.
-კარგად _მეგობარს დაემშვიდობა და ტელეფონი იქვე თაროზე დადო. საათს დახედა და უკმაყოფილომ შეკრა კოპები.
-სად ხეტიალობს ამდენი ხანი?! _გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრას ნომერთან მივიდა და კარზე დააკაკუნა. პასუხი არავის გაუცია. კარს მოშორდა და ის ლიფტისკენ წავიდა. ლიფტის კარი გაიღო და ალექსანდრაც გამოვიდა. სუსტი ხმკავები მხრებზე შემოეხვია, ეტყობოდა სიცივემ შეაწუხა. თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა, ცხვირი სიცივისგან აწითლებული, ტუჩებზე ოდნავ სილურჯე დაჰკრავდა.
-ტვინი, რომ არ გადმოგდიოდა ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ იმდენსაც თუ ვერ ხვდებოდი რომ ასეთ ამინდში ნორმალურად ჩაგეცვა ეგ არ მეგონა. _ თავიდან ბოლომდე აათვალიერა გოგონა. _წარბაწეულმა შეხედა გოგონამ და ისეთი სახე მიიღო ერთდორულად აისახა გაბარზებაც და წყენაც. კოპები შეკრა და ისე ჩუარა გვერდი პასუხიც არ გაუცია.
-ალექსადრა! _მიმავალი შეაჩერა -მგონი გელაპარაკები!
-თქვენ მაგას ლაპარაკს ეძახით?! _გაბრაზებული მოუტრილდა - ძალიან შორსაა თქვენგან ნორმალური საუბარი! _შეუღრინა და გაბარზებული წავიდა ნომრისკენ
-როცა გელაპარაკები ზურგს ნუ მაქცევ! _მკლავში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიაბრუნა.
-ხელი გამიშვით! _მკლავი გამოგლიჯა -ხომ არ ფიქრობთ რომ ზედმეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს?!
-ხმას დაუწიე როცა მელაპარკები, ნუ გავიწყდება ვინ ვარ!
-თქვენივე წყალობით არც დამავიწყდება სანამ კომპანიაში ვმუშაობ! _ჩაისისინა.
-სანამ? _ირონიულად ჩაიცინა.
-არ მაქვს სურვილი ვიმუშაო ადამიანთან ერთად, რომელსაც ნორმალური ურთიერთობის არაფერი ესმის და მხოლოდ ცხოველური ქმედებებით საზრდოობს!
-და ასეთი ადამიანი მე ვარ?!
-სხვას ვის ხედავთ აქ?! _პირდაპირ მიახალა და გაღიზიანებული შევარდა ნომერში.
რამდნეიმე წამი ერთ ადგილას იდგა და ოთახის კარს უყრებდა. ღრმად ჩაისუნთქა და ხელებდამუშტული შევიდა თავის ნომერში.
*****
საშინლად გაღიზიანებული შევედი ოთახში და პირქვე დავემხე საწოლზე. ხელები დამუშტული მქონდა და მთელი ძალით ვაჭერდი ფრჩხილებს ხელისგულებს. ბოლოს ისევ ტკივილის შეგრძნებამ მიმიყვანა გონს. ბალიშიდან თავი ავიღე და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. არასდროს არ ვყოფილვარ ფეთქებადი ხასიათის და უკონტროლო ადამიანი, პირიქით ხშირად ზედმეტად მშვიდიც ვყოფილვარ კრიტიკულ სიტუაციებში, მაგრამ როცა ანდრიასთან კონტაქტი მაქვს ჭკუიდან ვიშლები მისი რეპლიკების გადამკიდე. ვერ ვხდები ამდენად რატომ მოქმედებს ჩემზე. გასაგებია, რომ არ ვეხატები გულზე და არც მე მაწერია დიდად გულის ფიცარზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით უნდა ვკმათობდეთ.
ბევრი ფიქრის შედაგად დავასკვენი, რომ ყველაფერის მიუხედავად, ანდრიასთან როგორმე უნდა მომეგვარებინა თუ არა დამერეგულირებინა მაინც სიტუაცია. მართალია ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ მე მაინც შევეცდები თავი მოვთოკო ხოლმე, თუ ძალიან არ გადააჭარბა, მაგალითად როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-თავხედი! _ჩავიბურდღუნე და მაგარდ შემოვხვიე ბალიშს ხელები.
საათს დავხედე, ისრები ხუთს უჩვენებდა. ჯერ კიდევ მქონდა დრო შეხვედრამდე ამიტომ თავს დასვენების საშუალება მივეცი. უკეთესად მოვკალათდი საწოლზე და თვალები დავხუჭე, მაგრამ ამასაც ხომ არ გაცლის არავინ. ჩემი ტელეფონის წკრიალმა გამომაფხიზლა. გაჭირებით ავზიდე სხეული და ჩანთაში ჩამარხულ ტელეფონს დავუწყე ძებნა.
-გისმენთ? _დიდი ძებნის შედეგად მივაგენი ტელფოენს როგორც იქნა.
-ვიღაცამ თქვა დაგირეკავო! _ტელეფონში ნინოს ხმა გაისმა.
-მაპატიე, სულ მთლად ამომივარდა თვაიდან ყველაფერი. როგორ ხართ უჩემოდ? _გამეცინა.
-ჩვენ კი არა შენ როგორ ხარ? კარგად იმგზავრეთ?
-კი კარგად ვარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ ეგ არაფერი.
-სამსახურში კიდევ ისეთი ამბებია რომ... უკვე დაეტყო აქაურობს ბიჭები რომ არ არიან. რატი ასეთი სერიოზული ცოხვრებაში არ მინახავს. გაორმაგებულ ტემპში მუშაობს. _გაიცინა.
-კვირის ბოლოს თქვენც მიდიხართ არა?
-ხო, შაკომ თქვა აქ მე მივხედავო საქმეს. თან ანას მდგომარეობაც უკეთესია. დღეს გამოწერეს სახლში.
-მიხარია, რომ კარგადაა უკვე.
-ანდრიას არ უთქვამს?
-მოიკლა თავი ახსნა-განმარტებების მოცემით. მთელი დღეა ნერვებს მაგლეჯს. საშინლად უხეში, უტაქტო, თავხედი და ცინიკოსია! _გაბრაზებულმა ჩავისისნე.
-უკვე მოასწარით ჩხუბი?
-უბრალოდ ადამინას არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობა, უცხოა ეს მისთვის!
-თქვენ მგონი მართლა დახოცავთ ერთმანეთს
-აღარ მინდა მასზე საუბარი. ისიც მეყოფა, მთელი ორი კვირა გვერდით, რომ უნდა მყავდეს.
-დღეს შეხვედრა გაქვთ?
-კი რვა საათისთვის. ჯერ დრო მაქვს და ვიფიქრე ცოტას დავისვენებ მეთქი.
-კარგი ალექს, მიდი მაშინ დაისვენე და ხვალ შეგეხმიანები.
-კარგი, კარგად. _ტელეფონო გვერდით გადავდე და ბალიში ხელებში მოვიქციე. საწოლში ბევრი ტრიალის შემდეგ მივხვდი, რომ დაძინებას ვერ შევძლებდი, ამიტომ ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.
*****
ტანზე მომდგარი, კრემისფერი, მუხლს აცილებული კაბა ჩავიცვი, თმები გავიშალე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. სარკის წინ ვტრიალებდი კარზე, რომ მომიკაკუნეს. სწრაფად გავაღე კარი.
-წავედი ...თ _ ჩემი დანახვისას აშკარად შეეცვალა სახის ნაკვთები და წამის მეასედში მოასწრო მთელი ჩემი სხეულის შეთვალიერება, თუმცა მალევე დაიბრუნა ჩვეული მზერა.
-ახლავე, ჩანთას ავიღებ. _სწრაფად შევბრუნდი ნომერში, ხელჩანთა ავიღე და უკანვე გამოვბრუნდი.
-დღეს კიდევ გვექნება შეხვედრა? _ლიფტში შევლისას ვკითხე.
-ჯერ არ მივსულვართ და უკვე წუწუნებ? _ლიფტის კედელს მიყრდნობილმა ალმაცერად ამომხედა.
-არა, უბრალოდ მაინტერესებს, ხომ უნდა ვიცოდე.
-არ გვაქვს. _ უცნაურად ჩაიცინა. ჰმ! რას ხედავს სასაცილოს? მზერა მოვარიდე და ლიფტის კარს მივაშტერდი. ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას, მაქსიმალურად ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. როგორც იქნა გაიხსნა ლიფტის კარი და მეც მეშველა. ერთად შევედით სასტუმროს რესტორანში და ჩვენს მაგიდას მივუახლოვდით სადაც უკვე გველოდა სოლიდურ სამოსში გამოწყობილი მაღალი, კარგი აღნაგობის ქერა მამაკაცი.
-ბორის _ღიმილით მიესალმა ანდრია
-ანდრია, როგორ ხარ? _მეგობრულად გადაეხვია მამაკაციც
-კარგად, გვაპატიე ცოტა შეგვაგვიანდა.
-არაუშავს. მეც ახლახანს მოვედი.
-გაიცანი ეს ალექსანდრაა, ჩემი ასისტენტი.
-სასიამოვნოა _ღიმილით გამომიწოდა ხელი.
-ჩემთვისაც _მეც გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-აღფრთოვანებული ვარ თქვენი სილამაზით _ ხელზე მემთხვია. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მესიამოვნა ბატონი ბორისის სიტყვები. მორცხვად გავუღიმე.
-გთხოვთ _ღიმილით მიგვიძღვა მაგიდასთან და ჯენტლმენურად სკამიც გამომიწია.
-გამდლობთ _გავუღიმე. უკვე შემექმნა არაჩვეულებრივი განწყობა, მაგრამ მე ხომ ბოლომდე არაფერი არ უნდა შემერგოს, ხო და ახლაც ანდრიას მზერას გადავაწყდი შემთხვევით და ლამის ადგილზე განმგმირა. სწრაფად დავხარე თავი.
-როგორ იმგზავრეთ? _ანდრიას მიუბრუნდა ბორისი.
-მშვენივრად. _ თავაზიანად გასცა პასუხი.
-ალბათ დაიღლებოდით. მოდით დღეს საქმეზე ნუ ვისაუბრებთ, მაგისთვის ორი კვირა გვაქვს. _გაიცინა - სჯობს დღეს უბრალოდ ვისაუბროთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. _ბოლო სიტყვებზე კვლავ მე შემომხედა.
-კი ბატონო! _შევამჩნიე ხმაში სიმკაცრე გაერია.
-თქვენ რას გვეტყვით ალექსანდრა? _ ღიმილიანი მზერით შემომხედა - მოგწონთ ჩვენი ქალაქი?
-ძალიან. _გავუღიმე - მე უკვე ნამყოფი ვარ აქ.
-მართლა? _შევატყვე ანდრიასც გაუკვირდა.
-დიახ, ერთი წელი აქ ვსწავლობდი. _ღიმილით ვუპასუხე.
-რას ამბობთ? გინდათ მითხრათ, რომ აქამდეც მქონდა თქვენი გაცნობის შანსი ჩემს სამშობლოში და ხელიდან გავუშვი? _გამეცინა.
-ნამდვილად იღბლიანები ხართ ქართველი მამაკაცები, ასეთი ლამაზი ქალბატონები, რომ გიმშვენებენ გვერდს. _ანდრიას მიუბრუნდა.
-სამწუხაროა, რომ ყველას არ აქვს ეს ბედნიერება. _ კმაყოფილი უფრო კი ნაგლური ღიმილი გაუკრთა სახეზე და მზერა ჩემზე გადმოიტანა, თვალები გაკვირვებისგან ლამის ბუდიდან გადმომცვივდა.
-მართლაც სამწუხაროა. _ ჩაიცინა და კვლავ მე მომიბრუნდა. ცოტა არ იყოს ბოროსის ასეთი დაჟინებული მზერა მაფორიაქებდა და უხერხულობის შეგრძნებას მიქმნიდა.
-ბორის _ ანდრიას ხმაზე მიტრიალდა - მეუღლე რატომ არ წამოიყვანეთ. ვფიქრობ ალექსანდრასაც ესიამოვნებოდა მისი გაცნობა. _ ეს სიტყვები ისეთი ტონით თქვა თითქოს რაღაცას მიანიშნებსო ბორისს. შევატყვე მამაკაცს არ ესიამოვნა ანდრიას სიტყვები, უხერხულად გაიღიმა.
-თავს შეუძლოდ გრძნობდა. სხვა დროს აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად.
-ძალიან კარგი. _კმაყოფილი ღიმილი გაუკრთა ანდრიას სახეზე და მე გამომხედა. სწრაფად ავარიდე მზერა და მიმტანის მიერ მოტანილ კერძს შევექეცით.
რესტორანში დაახლოებით ორი საათი გავჩერდით. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი. დროს მართლაც მშვენივრად ვატარებდი, თუ არ ჩავთვლით ანდრიას მზერას, რომელიც როგორც ყოველთვის ახლაც დისკომფორტს მიქმნიდა.
ბოლოს ხვალინდელ შეხვედრაზეც ჩამოაგდო ანდრიამ სიტყვა. შეხვედრის დრო შეათანხმეს და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
-მოგვიანებით საბუთებს გამოგართმევ. ხვალამდე გადავხედავ. _ლიფტიდან გამოსულს მითხრა.
-კარგი. _თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ჩემს ნომერში შევედი.
მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ დავიღალე. ერთადერთი რაც ახლა მჭირდებოდა ცხელი შხაპი იყო.
ცხელი წყლის ქვეშ დგომამ საშინლად მომთენთა. კიდევ კარგი დღეს შეხვედრა აღარ გვქონდა, თორემ ალბათ იქვე ჩამეძინებოდა. დაახლოებით, ერთი საათი მაინც ვიდგებოდი წყლის ქვეშ. ბოლოს ვიკადრე და ონკანი გადავკეტე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი.
ძარღვებში სისხლი რეაქტიულად ამიჩქროლდა, როცა კარადაზე მიყრდნობილი ანდრია დავინახე. უცნაური მზერით მომჩერებოდა. ერთ ადგილას გავშრი, მეგონა სირცხვილისგან იქვე დავიწვებოდი. მოურიდებლად შეათვალიერა ჩემი სხეული, რაზეც ვიგრძენი როგორ წამეკიდე ცეცხლი. გული რეაქტიული სიჩქარით ამიძგერდა, როცა ჩემკენ გამოემართა და ზუსტად ორ ნაბიჯში წინ ამესვეტა. მთელი ძალით ჩავაფრინდი ტანზე მოხვეულ პირსახოცს.
-დავაკაკუნე, რომ არ მიპასუხე შემოვედი. _ზემოდან დამაჩერდა ჩემთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი მზერით -კარი ღია იყო. ალბათ შემთხვევით _ირონიულად ჩაიცინა. უკან გადავდგი ნაბიჯი, თუმცა თვითნაც ფეხდაფეხ გამომყვა და უკვე კედელს აკრულმა წამწამებს ქვემოდან ავხედე. ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ხელები, მის ცხელ სუნთქვასაც ვგრძნობდი სახეზე. გამაჟრჟოლა, როდესაც სველი თმის ბოლო თითზე დაიხვია და მხარზე გადამიწია.
-ვიცი ბევრი რამ დაემხთხვა ერთმანეთს, რაც საშუალებას გაძლევს იფიქრო, თითქოს ამ ყველაფერს სპეციალურად ვაკეთებ _უსწრაფესად დავიწყე ლუღლუღი და კიდევ უფრო მაგრად ჩავეჭიდე მკერდზე შემოხვეულ პირსახოცს. -მაგრამ გეფიცები... გეფიცები ასე არ არის _ნერწვი მძიმედ გადავუშვი და კვლავ ავხედე წამწამებს ქვემოდან. შევნიშნე როგორ მომჩერებოდა მისი თვალები და ამჯერად ჩემი სახის ნაკვთების შესწავლით იყო დაკავებული.-გეფიცები ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა იყო და ის რაც ხდება მხოლოდ ჩემი მოუხერხებლობის და დაბნეულობის ბრალია _ საწყლად ამოვიკნავლე. საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ერთი სიტყვა მაინც გაარჩია ჩემი ლუღლუღიდან. იმდენად ახლოს იდგა ჩემთან, რომ სისხლი მიდუღდა. შევნიშნე როგორ გადაუშვა ნერწყვის გორგალი მძიმედ, შემდეგ კიდევ ერთხელ დაიხვია ჩემი თმის კულულა თითზე და ამჯერად მეორე მხარს უკან გადამიწია. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი საჩევებელი თითის ზურგი მხარზე და ნაზად ჩამოაცურა იდაყვამდე. მეგონა ნერვიულობისგან თუ შიშისგან გული გამისკდებოდა. სუნთქვა შემეკრა.
-გთხოვ შებრუნდი და უბრალოდ დავივიწყოთ ის რაც მოხდა. _ძლივს შეკოწიწებული ნებისყოფით ამოვილუღლუღე და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე.
-საბუთებს მომცემ?_უცნაურად ხავერდოვანი ხმით დაილაპარაკა, თუმცა კვლავ იგრძნობოდა ირონიის ნოტები. ორი ნაბიჯი უკან გადადგა და მაშინვე შებრუნდა. როგორც კი სივრცის შეგრძნება დამიბრუნდა, შვების ოხვრა აღმომხდა და დაფეთებულმა დავიწყე ადგილზე ტრიალი. წამით სრულიად გადამეკეტა გონება და ვერაფრით გავიხსენე რა ვუყავი საბუთებს. უცებ ჩემს ჩანთას მოვკარი თვალი, მაშინვე გამახსენდა, რომ იქ მედო ყველაფერი. სწრაფად მივედი მაგიდასთან და ჩანთის ქექვა დავიწყე, პარალელურად ტანზე შემოხვეულ პირსახოცს ზევითკენ ვექაჩებოდი, რომ როგორმე მოღეღილი მკერდი დამეფარა. იმას კი ვერ ვაცნობიერებდი წელს ქვემოთ თუ იკლებდა სიგრძე. სწრაფად ამოვიღე დოკუმენტები და მაშინვე ზურგით მდგომი ანდრიასკენ შევტრიალდი. გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა, როცა მის წინ მდგომი სარკე დავინახე, სადაც იდეალურად ჩანდა ყველა ჩემი მოძრაობა და ვაჟბატონიც მოურიდებლად იცქირებოდა შიგ. ვიგრძენი როგორ გავწითლდი და ცრემლები მომაწვა.
-დაბნეულობაში ბადალი არ გყავს._ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა, შემობრუნდა და გაშეშებული ხელიდან საბუთები გამომართვა. გასვლამდე კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ჩემს სხეულს. მე კი კიდევ ერთხელ ვინატრე, რომ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. ესეც ჩემი შხაპი და სიმშვიდე!



13 თავი
-ღმერთო, რატომ მემართება ყველაფერი მე! _სახეზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი ხელით შევიმშრალე და ღამის პერანგისამარა შევწექი საწოლში.
-როგორ არ ჩავკეტე კარი! _საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები.
ადგილს ვერ ვპოულობდი საწოლში. ათასჯერ მაინც ვიცვალე გვერდი და თან ჩემთვის უაზროდ ვბურტყუნებდი. თვალწინ სულ ანდრიას მზერა მედგა, ასე ურცხვად, რომ მაკვირდებოდა და უსიამოვნოდ მაჟრჟოლებდა. ბოლოს როგორც იქნა ძილიც შემომეპარა და საბოლოოდ გავითიშე.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. მთქნარებით წამოვდექი ფეხზე და აბაზანაში შევედი. როოგრც კი თავი მოვიწესრიგე, სასაუზმოდ რესტორანში ჩავედი. ანდრიას უკვე ეღვიძა და ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა. ჩემი დანახვისას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, მე კი სირცხვილისგან სახეზე ალმური მომედო. თავიდან ვიფიქრე სხვა მაგიდასთან დავჯდები-მეთქი, მაგრამ იმის წარმოდგენისას, რომ ჩემი დაცინვის კიდევ ერთი შანსს მივცემდი, მალევე გადავიფიქრე და ფრთხილად მივუახლოვდი მაგიდას.
-დილა მშვიდობისა. _თავაზიანად მივესალმე და მიმტანს ვანიშნე მოსულიყო.
-დილა მშვიდობისა _ჭამა არ შეუწყვეტია ისე მომესალმა. -ერთ საათში გავდივართ.
-სად? _გაკვირვებულმა გავხედე.
-სასეირნოდ. _სერიოზული სახით მიპასუხა, თუმცა მაინც მივუხვდი ჯერ კიდევ ჩემთვის უცნაურ იუმორს.
-შეხვედრა გვაქვს? _გადავწყვიტე უპასუხოდ დამეტოვებინა მისი ხუმრობა.
-კი. ჭამას რომ მორჩები ამას გადახედე _თხელი საქაღალდე გამომიწოდა.
-კარგი, _თავი დავუქნიე პასუხად. საბედნიეროდ ჭამის პროცესში არცერთხელ მიგრძვნია მისი მხრიდან სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც გუშინდელი ღამის გამო თავს უხერხულად მაგრძნობინებდა. გულში ალბათ ასჯერ გადავუხადე მადლობა მისი ამ საქციელის გამო.
-მე რატის უნდა დაველაპარაკო, მოემზადე შენ და დაახლოებით ერთ საათში გამოგვლი. პასუხად მხოლოდ თავი დავუკარი. ცოტა ხანში მეც მოვრჩი ჭამას და კვლავ ოთახში დავბრუნდი. სწრაფად ავარჩიე ტანსაცმელი და წასასვლელად მოვემზადე. ანდირას მოლოდინში სავარძელში მოვკალათდი და ლეპტოპი გავხსენი. უაზროდ დავხეტიალობდი სოცილაურ ქსელში და სვხადასხვა სურათებს ვათვალიერებდი.
მალევე გაისმა კარზე კაკაუნი, როგორც ველოდი ანდრია იყო. ერთად გავედით სასტუმროდან და მანქანაში ჩვსხედით.
-ჯერ ერთად ვისადილებთ ახალ პარტნიორებსაც გავიცნობთ უკეთ, შემდეგ კი პოლონელების კომპანიაში მივალთ და კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერს დაწვრილებით განვიხილავთ. _მოკლედ ამიხსნა დღის გეგმა.
-გასაგებია და დიდ ხანს გაგარძელდება შეხვედრა?
-სავარაუდოდ საღამომდე მოვრჩებით. რა იყო სხვა გეგმები გქონდა? _ირონიულად ჩაიცინა.
-არა, უბრალდო ვიკითხე _მხრები ავიჩეჩე და თავი გავატრიალე. ყოველთვის როგორ უნდა სისინებდეს ეს.
რესტორანში შესვლისთანავე მოვკარი თვალი ბატონ ბორისს და კიდევ ორ მამაკაცს, რომლებიც ჩევნ გველოდნენ.
-გამარჯობა _მიესალმა ანდრია.
-გამარჯობა ანდრია, ალექსანდრა _ღიმილით მოგვესალმა ბორისი -გაიცანით, ბატონიო დევიდი და ბატონი იგორი _ღიმილით გაგვაცნო ბორისმა მომავალი პარტნიორები - ბატონი ანდრია და მისი დამხმარე ქალბატონი ალექსანდრა._ტრადიციული „სასიამოვნოათი“ შემოვიფარგლეთ და მაგიდას მივუსხედით. ვცდილობდი ზედმეტად არ ჩავრეულიყავი საუბარში, თუმცა ბორისი ჩუმად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა, როგორც ჩანს არც ანდრიას მოსწონდა დიდად ჩემი ჩუმად ყოფნა და რამდნეჯერმე თვითონაც გამომელაპარაკა.
ასევე ძალიან კარგად ვგრძნობდი ბატონი დევიდის ზედმეტ ინტერესს ჩემ მიმართ. შანსს არ უშვებდა ხელიდან რამე არ ეკითხა, მეც მოკრძალაებული პასუხებით შემოვიფარგლებოდი. სადილის შემდეგ, როგორც ანდირამ მითხრა კომპანიაში მივედით და საქმის დეტალებს განვიხილავდით.
საღამოს კომპანიიდან ყველა ერთად გამოვედით. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ის იყო ანდრიასკენ უნდა წვასულიყავი დევიდი, რომ გადამიდგა წინ.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ალექსანდრა _ ღიმილით მითხრა.
-ჩემთვისაც _მეც ოდნავ გავუღიმე, დამშვიდობების ნიშნად თავი ოდნავ დავუკარი და მანქანისკენ წავედი. შევამჩნიე როგორ გვიყურებდა ანდრია, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს.
მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ. მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა. როგორც კი მანქანა გააჩერა, სწრაფად გადმოვედი და შენობისკენ წავედი, ისე რომ ანდრიას არ დავლოდებივარ.
-აშკარად არ უჩივი უყურადღებობას. _ სასტუმროში შესულს ზურგსუკან მისი ხმა მომესმა.
-რა? _გაკვირვებულმა შევხედე.
-დევიდს ვგულისხმობ.
-მერე თქვენ რა გაღელვებთ?!
-კონტრაქტი და მოლაპარაკება!
-ნუ ღელავთ, ჩემი ურთიერთობები არც ერთზე აისახება და არც მეორეზე! _გაბარზებულმა მივახალე და სასტუმროს ბარისკენ წავედი.
ღვინის ჭიქით ხელში ვიჯექი და ნელ-ნელა ვწრუპავდი. ნამდვილად დიდი შვებაა სამუშაო დღის შემდეგ შენთვის მშვიდად ყოფნა იმის კეთება რაც ძალიან გსიამოვნებს. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მეოთხე, მეხუთე და ამასობაში ვიგრძენი როგორ შემომეპარა სიმთვრალე, თუმცა ჯერ ისევ ცხადად ვაცნობიერებდი ყველაფერს. ჩემს ნომერში დაბრუნებას ვაპირებდი, რ ოცა ვიღაცის ხმა ჩამესმა ზურგსუკან.
-საღამო მშვიდობისა _ თავი მივაბრუნე და უცნობ მამაკაცს შევეჩეხე. ყველაზე ნაკლებად მქონდა ახლა ამ კაცთან საუბრის სურვილი.
-გამარჯობა _ ქართულად მივესალმე და უღიმღამოდ გავუღიმე.
-ინგლისურად არ საუბრობთ? _ ღიმილით მკითხა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა, თანაც ისეთი მზერით, რომ ლამის ადგილზე გამაშიშვლა.
-როგორ არა _კვალვ ქართულად ვუპასუხე.
-მე არ მესმის თქვენი ენა, მაგრამ საკმაოდ კარგად ჟღერს რასაც ამბობთ _ვნებიანი ჭინკები უთამაშებდა თვალებში.
-ვაი შენს პატრონს! _ ჩავიცინე და უკევ შეფხიზლებული აფერისტული ღიმილით მივუბრუნდი მთელი ტანით.
-ძალიან ლამაზი ხართ.
-გაიხარე _ არ ბეზრდება მაინც იმ ენის მოსმენა რომლის გაგებაშიც კი არაა?
-სასმელზე დაგპატიჟებთ _მიმტანს შეკევთა მისცა.
-მადლობთ მეტს არ დავლევ _ ქართულად ვუპასუხე და ასადგომად მოვემზადე.
-იქნებ ინგლისურად ვისაუბროთ, მე არ მემსის თქვენი ენა _შემაჩერა
-ისწავლე მერე ვინ დაგიშალა კაცო! _შევიცხადე.
-რას აკეთებ აქ?! _ზურგსუკან ანდრიას ხმა მომესმა
-უკვე არაფერს _მხრები ავიჩეჩე და ნიკაპით ხელს დავეყრდენი.
-ეს ვინაა? _წარბშეკრულმა შეავლო მზერა „ჩემს კავალერს“.
-ეს? ეს ჩემი კავალერია .... _ სწრაფად მივუბრუნდი უცნობს და ინგლისურად ვკითხე -თქვენი სახელი.
-დანიელი _თავადაც მიპასუხა.
-ხო, ეს ჩემი კავალერი დანიელია_ხმამღლა გადავიკისკისე. ანდრიამ წარბები მაღლა აწკიპა და თვალებდაწვრილებულმა შემომხედა.
-აქ ფლირტის გასაბმელად ხარ ჩამოსული?!
-არა _თავი გავქნიე -სამუშაოდ.
-ადექი და ნომერში ადი!
-რა თქვენი საქმეა მე სად ვიქნები?! _გაბრაზებულმა დავუტიე. როგორც ჩანს ჩემი კავალერიც მიხვდა არასასურველ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა და ჩუმად გაგვეცალა.
-შეეცადე არ იმოქმედო ჩემს ნერვებზე და გააკეთე ის რასაც გეუბნები! _კბილებშუა გამოსცრა.
-და რატომ უნდა გავაკეთო ის რასაც თქვენ მეუბნებით?! _ფეხზე წამოვდექი. ანდრიამ ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად. მოულოდნელად მთელი ძალით ჩამოავლო მკლავში ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
-ხელი გამიშვით! _წამოვიძახე მისი ქცევით გაოცებულმა. მჭიდროდ მომხვია ხელი წელზე და ლამის სირბილით გამატარა ლიფტამდე გზა. ვინმეს რომ შემოეხედა ჩვენთვის, ალბათ, მოსიყვარულე წყვილის მეტს ვერაფრეს დაინახავდა.
-თუ შუაზე არ გადამამტვრევთ მადლობელი დგარჩებით. _ მასთან ახლოს ყოფნით შეწუხებულმა ამოვილუღლუღე და ხელის მოშორება ვცადე ჩემი წელიდან. პასუხი არ გაუცია ისე შევედით ლიფტში რამდენიმე უცხოელთან ერთად. ჩუმად ვიდექი და ვცდილობდი ზედმეტი არაფერი მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ასეთმა ქცევამ ძალიან გამაბრაზა.
-ხელი გამიშვით! _კატეგორიულად მოვთხოვე როგორც კი ლიფტიდან გამოვედით. მანაც არ დააყოვნა - აბსოლუტურად არ გეხებათ თქვენ, მე რას გავაკეთებ არასამუშაო საათებში! _ შევუღრინე და არეული ნაბიჯით წავედი ოთახისკენ.
******
მომდევნო ერთი კვირა თითქმის ყოველ დღე შეხვედრები გვქონდა და წესიერად ვერაფრისთვის ვიცლიდი. მესმის მუშაობა, მაგრამ ამისთანა? აშკარად ეტყობოდა ანდრიას, როგორ უნდოდა რომ ყველაფერი დროზე ადრე დაესრულებინა. მასზე მეტად კი ეს მე მინდოდა. იმაზე უკვე აღარ ვამახვილებ ყურადღებას, რამდენად აუტანელი გახდა ანდრია ამ პერიოდში. დღეებს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი საქართველოში.
-ხვალ ისევ გვექნება შეხვედრა _ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესტორნის ჰოლში მივდიოდით -ყველა საბუთი წესრიგში უნდა იყოს...
-ბატონო ანდრია, უკვე მეათედ მიმეორებთ ერთი და იგივეს _ათასჯერ გაგონილის კიდევ ერთხელ მოსმენით შეწუხებულმა გადავატრიალე თვალები და უკმაყოფილო გამომეტყველებით მივუბრუნდი.
-ხოდა მეთერთმეტედაც მოისმენ! არ მინდა შემდეგ რაიმე პრობლემა შეიქმნას. არ უნდა გჭირდებოდეს იმის ახსნა თუ რამდენად მნიშვნელეოვანია ეს მოლაპარაკება ჩვენი კომპანიისთვის!
-არც მჭირდება!
-რატის ან შაკოს ელაპარაკე? _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
-კი ველაპარაკე. რატი და ნინო ხვალ მიდიან მიდიან თურქეთში.
-ვიცი.
-ხო მართლა ბატონო ანდრია, დილით შაკოს ველაპარაკე და მითხრა მშენებლობაზე პრობლემა შეიქმნაო...
-რა პრობლემა?! _სწრაფად მომიბრუნდა -ახლა უნდა მეუბნებოდე მაგას?!
-უკაცრავად შეხვედრაზე ვიყავით და ვერ მოვახერხე მეთქვა _ჩუმად ამოვილუღლუღე.
-რა მოხდა? _შედარებით რბილი ტონით მკითხა
-ერთ-ერთი ხელოსანი გადმოვარდა მესამე სართულიდან და...
-რას ნიშნავს გადმოვარდა?! როგორ?!
-მშენებლობაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.
-ახლა როგორ არის?
-შაკომ თქვა კარგად არისო.
-კიდევ კარგი. _შვებით ამოისუნთქა
-მოტეხილობა აქვს და დაჟეჟილიაო, მაგრამ რაც მთავარია გადარჩა. მკურნალობის ხარჯები კომპანიამ აიღო თავზე, თუმცა შაკომ თქვა რომ სამსახურში ვერ დაბრუნდება ის თანამშრომელი. შაკო ძალინ იყო გაბრაზებული და... _მთელი მონდომებით ვუხსნიდი ანდრიას ყველაფერს, როცა შევამჩნიე, რომ საერთოდ აღარ მისმენდა. ჩემს ზურგსუკან მისჩერებოდა რაღაცას დაძაბული. მეც თვალი მისი მზერის ობიექტს გავუსწორე და ხელთ ჩვენგან ზურგით მდგომი ქერა მანდილოსანი შემრჩა. რა სჭირს ამ კაცს? გაკვირვებულმა შევხედე კიდევ ერთხელ ანდირას და მერე ისევ იმ გოგოს, რომლიც თმას უკვე ხელით ისწორებდა და გასასვლელისკენ მიდიოდა. მოულოდნელად ანდირაც დაიძრა და ქალს სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან. თვალებგაფართოებული ვუყურებდი და ვერ მივმხდარიყავი რა ეტაკა ამ კაცს. ასე გიჟდება ვითომ ქერებზე? დავინახე, როგორ ჩაავლო სწრაფად ქალს ხელი და თავისკენ ფრთხილად შეაბრუნა, გოგონაც აშკარად დაბნეული უყურებდა და ვერ მიმხვდარიყო რა უნდოდა მისთვის სრულიად უცხო მამაკასც. წამიერად გონს მოეგო ანდრიაც და ხელი შეუშვა. სრულიად წაშლილი სახე ჰქონდა, მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას მეც ავნერვიულდი, წამით ისიც ვიფიქრე ცუდად გახდება-მეთქი. სახეზე მიტკლის ფერი დასდებოდა და უაზროდ აცეცებდა თვალებს ირგვლივ, თითქოს კვლავ იმ ქალის პოვნას ცდილობდა. ფრთხილად მივუახლოვდი აქამდე ერთ ადგილას გაშეშებული და წიდ დავუდექი.
-ბატონო ანდრია, კარგად ხართ? _ხმადაბლა ვკითხე, მაგრამ მგონი ჩემი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გაუგონია.
-ბატონო ანდრია _კიდევ ერთხელ მივმართე და ხელი წინ გავუქნიე გამოსაფხიზლებლად.
-გისმენ _სწრაფად მომიბრუნდა საოცრად შეცვლილი სახით. წამით მისი შემყურემ იმხელა სევდა დავინახე საოცრად ლამაზ თვალებში, რომ გული მომეწურა.
-კარგად ხართ?
-კი, კარგად ვარ _სწრაფად დამიქნია თავი.
-ვინ იყო ის ქალი, იცნობდით?_მივხვდი, რომ სხვის საქმეში ვერეოდი უკვე და უხერხულობის შეგრძნებამ შემომიტია.
-არა, წავიდეთ. _მეტი არაფერი უთქვამს ისე წავიდა გასასვლელისკენ და მეც უკან გავყევი. ვერაფრით გამეგო ანდრიას ასე უეცარი ცვლილების მიზეზი. ვინ უნდა ყოფილიყო ის ქალი ასე, რომ ააფროიაქა კაცი. უფრო სწორად კი ვის მიამსგავსა. რადგან ქალიც საკმაოდ დაბნეული იყო ანდრიას ქცევით, ე.ი არ იცნობდა.
ამ ფიქრებით ჩავჯექი მანქანაში და ანდრიას შევხედე. აბსოლუტურად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, თუმცა მისი თვალები... მისი თვალები კვლავ სევდით იყო სავსე. პირველად ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში. იქნებ რამე ცუდი გაახსენა იმ ქალის დანახვამ? რამე ისეთი რაც ძალიან ტკენს გულს. ამის გაფიქრება იყო და თავში ელვასავით გამირბინა ერთმა აზრმა. მორიდებით გავაპარე ანდრიასკენ თვალი. გზას მიშტერებოდა და ეტყობოდა ფიქრებით სადღაც შორს იყო. თვალი მოვაშორე და ფანჯარაში გავიხედე. გონებაში ის დღე წარმომიდგა როცა მის კაბინეტში შესულმა თაროზე დადებული ფოტო გავტეხე. მაშინ ხომ ნათლად დავინახე ფოტოზე ანდრიასთან ერთად გამოსახული ქერა გოგონა. მისი საცოლე, ლილე. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე, ახლა მივხვდი, აშკარად ლილე გაახსენა იმ ქერამ. კიდევ ერთხელ შევხედე ანდრიას და გულწრფელად შემეცოდა, მისი ტკივილის გამო.
რატომღაც მომინდა რაღაც ისეთი მეთქვა მისთვის რაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა ტკივილს, მაგრამ არაფერი მომდიოდა ამ წუთას თავში სათანადო.
მოლულოდნელად ისე, რომ თავადაც კი ვერ მოვედი აზრზე რაღაც წამოვროშე და მაშინვე ვინატრე მიწა გახსნილიყო და შიგ ჩავეტანე.
-მე ვიცი ლილეს შესახებ. _ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე, მაგრამ ჩემი ხმა თითქოს მეხის გავარდნასავით გაისმა. მანქანა ისეთი სისწრაფით დაამუხრუჭა, ლამის საქარე მინას შევასკდი თავით. შიშიგან წამოვიკივე და გულზე გაშლილი ხელი მივიდე. აცახცახებულმა გავხედე ერთიანად დაძაბულ, ძარღვებ დაბერილ ანდრიას
-რა თქვი?_ძლივსშენარჩუნებული სიმშვიდით გამოსცრა კბილებშუა. საჭეს მთელი ძალით უჭერდა თითებს. გზას თვალმოუშორებლივ მიშტერებოდა და ჩემთვის სულისშემძვრელი მზერით იცქირებოდა უსასრულობაში. წამში გქარა ის სევდიანი მზერა მისი თვალებიდან და ახლა მხოლოდ მრისხანებას აფრქვევდა. გული ამიჩქარდა, მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები, მაგარმ უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა სინანულს. -გაიმეორე რა თქვი! _კიდევ ერთხელ გაიმეორა და კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. საფეთქელზე მონაცრისფრო, მფეთქავი ძარღვი გარკვევით მოუჩანდა. -გაიმეორე-მეთქი!_ბოლო ხმაზე იღრიალა. შიშისგან ერთ ადგილას შევხტი, ხმა ვერ დავიმორჩილე და შევკივლე. თვალებში ცრემლები ჩამიდგა.
-მ...მე უბრალოდ....
-რა?! _კიდევ ერთხელ დაიღრიალა და მთელი ტანით მომიბრუნდა. ერთიანად დავპატარავდი. სავარძლის საზურგეს ავეკარი მობუზული და შეუკავებლად გადმოვყარე ცრემლები. ეს აუტანელი სიჩუმე და მისი გახშირებული სუნთქვა კიდევ უფრო მთრგუნავდა და დამშვიდების საშუალებას არ მაძლევდა. ვხედავდი, რომ მის თვალებში კვლავ ზიზღნარევი მზერა იხატებოდა. ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ჩემი ცრემლები გულს ურევდა.
-შეწყვიტე ტირილი! _ აღარ ყვიროდა, თუმცა მისი ტონი მაინც საგრძნობლად მაღალი იყო. ვიცოდი მის მოთხოვნას ვერ შევასრულებდი. პირიქით, კიდევ უფრო მეტად მოქმედებდა ყოველივე ეს ჩემზე და უფრო ცხარედ ავტირდი. სწრაფად გამოვაღე კარი და მანქანიდან გადმოვედი. თვითონაც გდამოვიდა და ძლიერად მიხურა კარი. გამიკვირდა მინები კიდევ, რომ იყო მთელი. რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი მანქანას და მისგან ზურგით დავდექი.
-შეწყვიტე-მეთქი ტირილი! _საკმაოდ ახლოდან გაისმა მისი ხმა. შევკრთი და სწრაფად მივბრუნდი. კვლავ ის მზერა, რომელიც მე სულს მიოფორიაქებდა.
-მაპატიე. _ამოვისლუკუნე და მკლავები მხრებზე შემოვიხვიე. თავი დავხარე. -ბოდიში, არ მინდოდა რამის თქმა.... _ტირილი საუბარში ხელს მიშლიდა -მე უბრალოდ... დაძაბული მიბრუნდა მანქანისკენ. -არც კი მიფიქრია თქვენს ცხოვრებაში ჩარევა. უბრალოდ მე....
-დაჯექი! _ავისმომასწავებლად დაიღრინა.
-მე მართლა არ მინდოდა...
-დაჯექი-მეთქი! _ დაიღრიალა. კიდევ ერთხელ შევკივლე შიშისგან. გულზე გაშლილი ხელისგული მივიდე, ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და ფეხები არ მემორჩილებოდა, რომ წინ წავსულიყავი და მისი ბრძანება შემესრულებინა.
საშინლად გაღიზიანებული მომიბრუნდა და ჩემკენ დაიძრა. მთელი ძალიათ ჩამავლო მკლავში ხელი და მანქანისკენ წამათრია.
-დაჯექი! _დაბალ ხმაზე გამოსცრა.
-არა _ერთიანად დამფრთხალმა შევხედე და ვცადე ჩემი ხელი გამეთავისუფლებინა, რომელიც უკვე საშინლად მეწვოდა მისი მარწუხების გამო.
-თუ ფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ძალიან ცდები. აქვე დაგტოვებ! ახლავე დაჯექი მანქანაში და მადლობა გადამიხადე ჯერ კიდევ ასე, რომ გელაპარაკები!
-არა! _ აცრემლებული თვალებით ჯიქურ გავუსწორე მზერა. ან რა ჭკუა მქონდა თავში ამ ყველფრის შემდეგ კიდევ, რომ ვეწინააღმდეგებოდი.
-ალექსანდრა! _კბილბშუა გამოსცრა ჩემი სახელი და კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა მკლავზე ხელი რაზეც ბოლო ხმაზე წამოვიკივლე.
-მეტკინა _ ტირლილნარევი ხმით წამოვიკნავლე და მეორე ხელით სახეზე ჩამოგორებული ცრემლები მოვიშორე. _გამიშვით _კიდევ უფრო ჩუმად ამოვისლუკუნე.
-დაჯექი! _ისე მითხრა ხელი არ გაუშვია.
-არ წამოვალ მე თქვენთან ერთად _ჩუმად ვსლუკუნებდი და ცრემლებს თავისუფალი ხელით ვიწმენდდი.
-დაგტოვებ-მეთქი!
-დამტოვეთ _სლუკუნით ჩავილაპარაკე, ძლივს გამოვგლიჯე ჩემი ხელი და შვიდ სანტიმეტრიანი ქუსლების კაკუნით გავაბიჯე. მეც არ ვიცოდი სად მივდიოდი ან რა ჭკუა მქონდა თავში ამ წუთას. მხოლოდ იმას ვიაზრებდი, რომ ანდრიას გვერდით ვერ გავჩერდებოდი. არ შემეძლლო მისი ზიზღნარევი თვალების ყურება. გავიგე, როგორ გაიჯახუნა მანქანის კარი და მალე ძრავაც ამუშავდა. უკვე საკმაოდ მოშორებული ვიყავი მანქანას. საბურავების ჭრიალის ხმა უსიამოვნოდ მოხვდა ჩემს ყურთასმენას. ელვის სისწრაფით ჩამიქროლა მანქანით, ისე, რომ სატიმეტრებით ამცდა. შემცბარბა წავიბორძიკე, წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე, ფეხი გადამიბრუნდა და წამის მეასედში სამარცხვინოდ აღმოვჩნდი ქუჩაში გაშოტილი. ტკივილისგან ხმამაღლა წამოვიყვირე. საშინლად მეტკინა ფეხი, ამაზე კიდევ უფრო ხმამაღლა ავტირდი. ნატკენ ფეხზე ხელი გადვისვი და შევეცადე წამოვმდგარიყავი, მაგარმ ვერაფრით ავდექი და კვლავ უღონოდ დავეშვი მიწაზე.
-ღმერთო რა დავაშავე ასეთი _სლუკუნით ვბუტბუტებდი ჩემთვის, როცა შევნიშნე როგორ შეჩერდა უკვე საკმაოდ შორს გასული ანდირას მანქანა. გულმა რეჩხი მიყო. წამიც და დავინახე, როგორ მოიწევდა უკუსვლით შავი ფერის მანქანა საკმაოდ დიდი სისწრაფით. ვიფიქრე სადაცაა დამეჯახება-მეთქი და აქვე დასრულდება ჩემი სიცოცხლეც. უბედურების მოლოდინში დავხუჭე თვალები, მაგარმ არაფერიც არ მოხდა. ძრავის ხმა მიჩუმდა, მეც ჯერ ერთი თვალი გავახილე მერე მეორე, მანქანა ლამის ზედ ცხვირთან გაეჩერებინა ვაჟბატონს. გაცხარებული გადმოხტა და თავზე დამადგა.
-ადექი! _დაიგრგვინა ხმამ.
-ვერ ვინძრევი, ფეხი მოვიტეხე მგონი. _ტირილნარევი ხმა ამოვუშვი. მაშინვე დაიხარა ჩემ წინ. წარბშეკრული დამაჩერდა ფეხზე.
-ყოველთვის, როგორ უნდა ქმნიდე პრობლემებს! _ამოისისნა
-რატომ ბრუნდებოდით! წასულიყავით და დაგეტოვებინეთ აქ! _ ამოვიბუზღუნე და როგორც კი მის მზერას შევეჩეხე მაშინვე დავდუმდი. უხეშად შემახო ნატკენ ფეხზე ხელი. მე კი ბოლო ხმაზე ვიკივლე.
-მეტკინა! _ ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა თვალებიდან.
-ნუღარ ტირი! _ესღა მითხრა და წამის მეასედში მის ხელებში აღმოვჩნდი. ისე ამაფარფატა თითქოს ხუთი კილო ვყოფილიყავი. მეც გატრუნული ვიჯიქი მის მკლავებში და მტკივანი ფეხის გამო სახედამანჭული შევყურებდი დაბღევრილ ანდრიას. მანქანაში ჩამსვა და საჭეს მიუჯდა.

14 თავი
მთელი ძალით მიაჯახუნა ოთახის კარი და ნომერში შევიდა. ერთიანად დაჭიმვოდა ყველა ძარღვი, თითქოს დასკდომას ლამობსო. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა როგორმე თავი შეეკავებინა, რომ ბრაზი ერთიანად არ გადმოენთხია. სწრაფად შეიხსნა პერანგის ღილი და ჰალსტუხი იქვე მიაგდო. აბაზანაში შესულმა ონკანი გამოუშვა და ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა სახეზე. უკვე ნერვიული დაბოლოებები ეწვოდა და ხელებს გამალებით მუშტავდა. საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში, ხედავდა საკუთარ თვალებს, საკუთარ მდგომარეობას, მდგომარეობას, რომელსაც უკვე დიდი ხნის წინ გამოეთხოვა... ეგონა რომ გამოეთხოვა, მაგრამ ყველაფერმა დღეს ერთიანად შეახსენა თავი. წამით თვალები დახუჭა და თვალწინ განვლილი წლები დაუდგა. ერთიანად გააცახცახა და ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე. ნათლად წარმოუდგა თბილი თაფლისფერები, ნაზი ღიმილი, სიცილი ყველაფერი მისეული და სისხლი კიდევ ერთხელ გამალებით მიასკდა თითოეულ ძარღვს. თვალები გაახილა, საკუთარი ანარეკლის შემყურემ, ერთიანად დაძაბულმა, მთელი ძალით დაარტყა სარკეს მუშტი. ყურადღება არ მიუქცევია არც მსხვრევის გამაყრუებელი ხმისთვის და არც დასერილი კანიდან წამოსული სისხლისთვის.
****
გაჭირვებით წამოვიზლაზნე საწოლიდან და მთქნარებაავარდნოლამ პირზე ხელი ავიფარე. მაშინვე ამომიტივტივდა გონებაში გუშინდელი საღამო და გულმაც რეაქტიულად დაიწყო მკერდში მოძრაობა. სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და კარადასთან მისვლას ვაპირებდი, რ ოცა მტკივანმა ფეხმა საშინელი სიმწარით შემახსენა თავი. ტკივილისგან სახის ნაკვთები დამეჭიმა და ლამის ტირილი ამივარდა. მთელი ძალით დავმუშტე ხელები და საწოლთან მდგომ კომოდს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. შევამჩნიე ექიმის მიერ დატოვებული გამაყუჩებელი წამლები და ერთი ყავარჯენიც, რომ სიარულში დამხმარებიდა ეს რამდნეიმე დღე. კიდვე კარგი რომ დღეს შეხვედრა არ გვქონდა და შევძლებდი ფეხისთვსი ზედმეტი დატვირთვა არ მიმეცა, მაგრამ ახლა ამას ვინღა ჩიოდა. სასწრაფოდ უნდა მენახა ანდრია და უნდა დავლაპარაკებოდი. გამაყუჩებელი დავლიე და გაჩირვებით მივიზლაზნე კარადასთან, სწრაფად ჩავიცვი ტანზე, ფეხზეც ე,წ „ბალეტკები“ ჩავიცვი და ყავარჯნის დახმარებით ოთახიდან გავედი.
ის იყო ჩემი ნომრის კარი გამოვიხურე, როცა შევამჩნიე, როგორ გაიღო ანდრიას ნომრის კარი და თავადაც მალევე გამოჩნდა. ჩემი დანახვისას ერთი წამით ადგილს მიეყინა და მრისხანებისგან კოპები შეკრა. შევამჩნიე, როგორ დამუშტა მუშტები და მისი შეხვეული ხელიც შევნიშნე. გაჭირვებით გადავაგორე ნერწყვი და სალაპარაკოდ მოვემზადე.
-ბატონო ანდრ... _სიტყვის დასრულებაც კი არ მაცადა ისე ჩამიქროლა და რამდნეიმე წამში ლიფტის კარში გაუჩინარდა. მე კი ერთ ადგილას მიყინული დავრჩი.
ბოლო ერთი კვირაც ისე გაგრძელდა, რომ ანდრიას ჩემთვის წესიერად არც კი შემოუხედავს. არც ადრე ვიყავით კარგი მობაასენი ერთმანეთისათვის, მაგრამ უკვე არც ის ჩვეული „გამარჯობა“ იყო და არც „ნახვამდის“. არც ერთს არ ამოგვდიოდა ერთმანეთზე მზე და მტავრე, თუმცა სულაც არ მსიამოვნებდა მისი ეს დამოკიდებულება ჩემდამი, ვგრძნობდი როგორ მატულობდა მის თვალებზე ზიზღი და ამის გამო კიდევ უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს. არასდროს მყვარებია სხვის საქმეში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფა, იმ დღეს კი თავადაც არ ვიცი რა დამემართა. ვგრძნობდი საკუთარი დანაშაულის სიმძაფრეს და ამის გამო ყოველდღიურად უფრო მეტად მაწუხებდა სინდისი.
არასდროს მიყვარდა როცა ადამინებთან კონფლიქტური მდგომარეობა მქონდა, ყოველთვის ვცდილობდი ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ჩემ ირგვლივ მყოფებთან, ყოველდღიურად შემხვედრ ადამიანებთან შედარებით ლოიალური ვყოფილიყავი. ანდრიას გაცნობის შემდეგ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ გამომდიოდა და ამაზე დიდად არც ვდარდობდი, მაგრამ ეს სიტუაცია უკვე აუტანელი ხდებოდა ჩემთვის. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ანდრიასთან უნდა მივსულიყავი და ჩემი საქციელის გამო ბოდიში მომეხადა, ადამიანურად დავლაპარაკებოდი. მქონდა კიდეც რამდენიმეჯერ მცდელობა, მაგრამ თვითონ როგორც კი დმაინახავდა ისე ჩამივლიდა გვერდს თითქოს არც ვვარსებობდი. ვხვდებოდი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ჩემი დანახვისას გამოწვეული ბრაზი და მრისხანება ერთიანად არ გადმოენთხია. მისი ეს საქციელი კიდევ უფრო მიმძაფრებდა სინდისის ქენჯნას. ასე გგარძელება უკვე აღარ შეიძლებოდა. ორ დღეში საქართველოში ვბრუნდებოდით, მე კი მინდოდა ყველაფერი მანამდე მომეგვარებინა.
ერთ დილასაც ანდრიასთან სალაპარაკოდ შემართული გამოვედი ნომრიდან და მისი ოთახისკენ წავედი. რამდენიმე წუთი ვაკაკუნებდი კარზე, როცა მოვხვდი, რომ ნომერში არავინ იყო სასტუმროს რესტორანში ჩავედი. სწრაფად მოვავლე იქაურობას თვალი და მაშინვე შევამჩნიე ფანჯარასთან მდებარე მაგიდასთან მჯდომარე ანდრია, რომელიც მთელი მონდომებით იცქირებოდა ტელეფონში, თანაც არცთუ სახარბიელო მზერით. ღრმად ჩავისუნთქე და მტკიცე ნაბიჯებით წავედი მისკენ. მაგიდასთან გავჩერდი, ოდნავ ჩავახველე და სწრაფად დავიწყე.
-ბატონო ანდრია, თქვენთან დალაპარაკება მინდა _ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია ისე წამოდგა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა.
-ძალიან გთხოვთ მომისმინეთ. _წინ გადავუდექი -სულ ორი წუთი დამითმეთ _თვალებში ვუყურებდი. - მხოლოდ ორი წუთი... გთხოვთ _მისი გამომეტყველებით მივხვდი მელოდებოდა, როდის ვიტყოდი ჩემ სათქმელს.
-ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, როცა ისეთ რამეს შევეხე რაც მე არ მეხებოდა. ამით მე თქვენს საქმეში ჩევრიე, მაგრამ გეფიცებით ეს ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია. ვიცი არაფერი მამართლებს, რაც არ უნდა იყოს არ მაქვს უფლება სხვის ცხოვრებას შევეხო. ძალიან მწუხვართ რომ ასე გამოვიდა, ძალიან მრცხვენია ჩემი დაუდევარი საქციელის. ვერ წარმოიდგენთ რა ცუდად ვგრძნობ თავს იმ ყველაფრის გამო. ძალიან დიდი ბოდიში. მე... მე ცუდი არაფერი მიფიქრია, უბრალოდ.... უბრალოდ... ბოდიში _ათრთოლებული ხმით დავამთავრე სიტყვა და აცრემლებული თვალებით შევხედე ჩემზე მოჩერებულს. რამდენიმე წამი ასე ჩუმად იდგა და მიყურებდა. ეს სიჩუმე კი კიდევ უფრო მეტად მოქმედებდა ჩემზე და გულს მიფორიაქებდა. კვლავ არ იღებდა ხმას და ასე უბრალოდ მიყურებდა, არ ვიცი რის ამოკითხვას ცდილობდა ჩემს სახეზე ან საერთოდ რამეს თუ ცდილობდა. სიტყვის უთქმელად მომშორდა და უემოციო სახით ჩამიარა.
რამდნეიმე წამი კვალავ ერთ ადგილას ვიდექი გაშეშებული, შემდეგ მაგიდასტან ჩამოვჯექი ნერვიულად შევიცურე თამში ხელი.
-სხვა თუ არაფერი მომისმინა მაინც _საკუთარი თავსი გასამხნევებლად ჩავილაპარაკე.
***
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაღლილი წამოვდექი ფეხზე და წასასვლელად მოვემზადეთ.
-ცუდია, რომ ასე მალე უნდა დაგვტოვოთ _ გვითხრა დევიდმა და მზერა ჩემზე შეაჩერა.
-სამაგიეროდ რამდენიმე კვირაში ჩვენ ვესტუმრებით საქართველოს _ღიმილით დაამატა ბორისმა.
-სიამოვნებით გიმასპინძლებთ _ხელი ჩამოართვა ანდრიამ.
-ხვალ ჩვენს წარმატებას ავღნიშნავთ. ამ დამღლელი კვირების შემდეგ ნამდვილად არ გავწყენდა ცოტა განტვირთვა. _ღიმილით შემომხედა დევიდმა.
-მაშ ხვალამდე მეგობრებო _ანდრიაც ოდნავი ღიმილით დაემშვიდობა.
-ნახვამდის _ პოლონელებს გავუღიმე.
-სასიამოვნო იყო ალექსანდრა თქვენი გაცნობა და კიდევ უფრო სასიამოვნო თქვენთან მუშაობა _ აშკარად იგრძნობოდა მის ხმაში მოფლირტავე მამაკაცის ტონი, რაც სულაც არ მესიამოვნა.
-ჩემთვისაც _ოდნავ გავუღიმე და შევეცადე ხელი გამეთავისუფლებინა, თუმცა დევიდს ჩემი ხელი არ გაუშვია. საშინლად უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ქაჯივით ხომ ვერ გამოვგლეჯდი ადამიანს ხელს და ვერ გამოვიქცეოდი. შვეცადე მაქსიმალურად გამომეჩინა თავაზიანობა, მიუხედავად იმისა, რომ დევიდის ასეთი ქცევა უკვე გაღიზიანებას იწვევდა ჩემში.
-ნახვამდის ბატონო დევიდ _ღიმილით დავემშვიდობე და ჩემი ხელი, რომელიც მაგრად ჩაებღუჯა თავის ტორებში ლამის მართლა ძალით გამოვგლიჯე.
-ხვალამდე ალექსანდრა. _ თვითონაც გამიღიმა. ზურგი ვაქციე და მომლოდინე ანდირას მივუბრუნდი.
ერთად დავტოვეთ რესტორანი და სასტუმროში დასაბრუნებლად ტაქსიში ჩავსხედით. მთელი გზა ჩუმად ვისხედით. ჩემს არასიდან გაჩენილ უსიამოვნო შეგრძნებას ყურადღებას არ ვაქცევდი. ოდნავ ჩამოვწიე ფანჯარა, რომ სუფთა ჰაერი შმოსულიყო. ქუჩაში მოძრავ სილუეტებს თვალს ვაყოლებდი და ვცილობდი ამით ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, თუმცა უცნაური, თანაც საშინლად უსიამოვნო შეგრძნება მაინც არ მომშორებია. შეგრძნება , რომელიც მოსვენებას არ მაძლევს.
სასტუმროში მისულები ტაქსიდან გადავედით. ცივი ქარის შეხებამ, თითქოს გამომაფხიზლა. წავიმის წვეთებს სახეზე ვგრძნობდი და საოცრად მსიმაოვნებდა, თითქოს მამშვიდებდა.
-დიდხანს უნდა იდგე? _ შესასვლელთან შეჩერდა ანდრია და წარბაწეულმა გამომხედა. მეც უკან გავყევი. აშკარად არ ვიყავი კარგად.
ლიფტის კარი როგორც კი დაიხურა თითქოს მეც სული შემეხუთა. არადა ჩაკეტილი სივრცის აუტანლობა არსდროს მქონია. წამით თავბრუსხვევაც კი ვიგრძენი, მაგრამ მალევე გამიარა ამ შეგრძნებამ.
ღრამდ ამოვისუნთქე და ლიფტის კედელს მივეყრდენი. ანდრიამ შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მალევე გაატრიალა თავი. ლიფტის კარიც გაიღო და სუნთქვის საშულებაც მომეცა. მოულოდნელად ტელეფონის ხმაზე ისე შევხტი, რომ კიდევ ერთხელ შემომხედა გაკვირვებულმა. ტელეფონს უპასუხა და ოდნავ ნაბიჯს აუჩქარა, მე კიდევ კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ.
მოულოდნელად მთელ სხეულში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა და აშკარად კიდევ ერთელ ვიგრძენი სუნთქვის უკმარისობა. მეგონა სადაცაა გავიგუდები- მეთქი. თუმცა ეს მხოლოდ უჰაერობის შეგრძნება არ იყო, რაღაც კიდევ ახლდა თან, რაღაც ჩემთვის უკვე ნაცნობი გრძნობა, მაგრამ მაინც ვერ მივმხდარიყავი თუ რა იყო ეს. ნაბიჯი შევანელე, ცალი ხელით კედელს მივეყრდენი და ვცადე წონასწორობა შემენარჩუნებია. მოულოდნელად თავში საშინელი აზრი ამომიტივტივდა. თვალწინ დამიდგა ორი პატარა ბავშვი, გოგონა და ბიჭი. ბიჭს ხელი ჰქონდა მოტეხილი და დივანზე იწვა. გოგონა კი მამაკაცთან ერთად თავთან ედგა. ეს ხომ მე ვიყავი. სწორედ ის დღე იყო, იოანე ავარიაში რომ მოხვდა. მაშინაც ზუსტად იგივე დამემართა, ისეთივე შეგრძნებები მქონდა როგორიც ახლა. იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა იოანეს ახლაც რაღაც უჭირდეს მთელ სხეულში გამაცია. გული საშინელი სიჩქარით ამიმოძრავდა მკერდში. ვერც კი შევამჩნიე როგორ აღმოვჩნდი შუა ჰოლში იატაკზე დამჯდარი. თავში გამუდმებით ჩემი ძმის სახელი მიტრიალებდა და დამფრთხალი ვაცეცებდი თვალებს.
-ალექსანდრა, რა გჭირს?! _ ბუნდოვნად ჩამესმა ანდრიას ხმა -გესმის ჩემი?! შემომხედე! _ვიგრძენი როგორ მოიქცია ჩემი სახე ხელებში და ოდნავ შემანჯღრია. -ალექსანდრა, მიპასუხე რა გჭირს?! _ შევეცადე როგორმე პასუხი გამეცა, მაგრამ როგორც კი პირი გავაღე, ჩამწყდარი ხმით მხოლოდ რაღაცის დაწრიპინებაღა მოვახერხე. ვიგრძენი როგორ გამომეცალა იატაკი და ჰაერში აღმოვჩნდი. მთელი სისწრაფით მიმარბენინებდა ვიღაც. მიჭირდა რამის გარჩევა, ყურები თითქოს დახშული მქოდა და შორიდან ჩამესმოდა როგორ იმეორებდა ვიღაც ჩემ სახელს. სახეზე სველი ხელების შეხებას ვგრძნობდი. ნელა გავახილე თვალები და პირველი რაც დავინახე ანდრიას განერვიულებული სახე იყო. რამდენიმეჯერ კიდევ მომითათუნა სახეზე სველი ხელი.
-კარგად ხარ? _პასუხად მხოლოდ თავის დაკვრა მოვახერხე. თვალი მოვავლე ყველაფერს. ჩემს ნომერში ვიყავი და საწოლში ვიწექი. -რა დაგემართა? თუ გინდა ექიმს გამოვიძახებ...
-ტელეფონი მინდა. _საწლოზე წამოვჯექი.
-რად გინდა ტელეფონი?
-ჩემს ძმას უნდა დავურეკო. _შევეცადე ფეხზე წამოვმდგარიყავი, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარი.
-არ ადგე! ისევ ცუდად გახდები, ჩემი ტელეფონით დარეკე. _ჯიბიდან თავისი ტელეფონი ამოიღო და გამომიწოდა. სწრაფად ავკრიფე ნომერი და პასუხის მოლოდინში ლამის ფრჩხილები დავიჭამე. იოანეს ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. გული უფრო ამიჩქარდა. ახლა მეორე ნომრის აკრეფა დავიწყე. ბექას ნომერი იყო, ვიცოდი თუ რამე ხდებოდა ბექა ყოველთვის იოს გვერდით იქნებოდა.
-გისმენთ _ტელეფონში ბექას ხმა გავიგე.
-ბექა სადაა იოანე?! _ფეხზე წამოვდექი, ანდრიაც ჩემთან ერთად წამოდგა. თითქოს ეშინოდა კიდვე ერთელ არ დავცემულიყავი.
-ალექს? შენ საიდან...
-დამალაპარაკე!
-ახლა ვერ დაგელაპარაკება...
-რა სჭირს? ბექა თუ ღმერთი გწამს მითხარი რა სჭირს. _ თვალები ცრემლებით ამევსო და ტირილნარევი ხმით ამოვილუღლუღე.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა. პატარა ჭრილობა აქვს და...
-რა? რა ჭრილობა რის ჭრილობა?! _ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი.
-ალექს დაწყანრდი საავადმყოფოში ვართ და ექიმები ყველანაირად ეხმარებიან.
-რას ნიშნავს ეხმარებიან?! ბექა მითხარი, რომ კარგადაა. _ ხმამაღლა დავიწყე მოთქმა.
-გოგო რა გატირებს! _საგრძნობლად აუწია ბექამ ხმას. - ცუდზე რატომ ფიქრობ სულ?! ექიმები მიხედავენ-მეთქი...
-რა დაემართა? _ტირილს ვაგრძლებდი.
-ალექს..
-ბექა მითხარი!
-დაჭრეს.
-რა? კი მაგრამ...
-გთხოვ არ ინერვიულო. ახლა უკეთ არის. როგორც კი შემიშვებენ პალატაში მაშინვე გადავცემ ტელეფონს და დაგირეკავს.
-როდის დამელაპარაკება? _ჩუმად ამოვისლუკუნე.
-მალე, გპირდები ძალიან მალე.
-ბექა, გთხოვ არ მომატყუო...
-ოდესმე მომიტყუებიხარ?
-არა.
-ხოდა ახლაც დამიჯერე.
-კარგი.
-არ ინერვიულო ყველაფერი კარგადაა.
-იცოდე აუცილებლად დამირეკოს, როგორც კი შეძლებს.
-აუცილებლად_ტელეფონი გავთიშე, სწრაფად შევიმშრალე ცრემლები და მაშინვე გაურკვევლობაში მყოფ ანდრიას მივუბრუნდი.
-არავითარი სამსახური არ მაინტერესებს. თუ გნებავთ დღესვე დამითხოვეთ, მაგრამ მე აქ ერთი წუთით გამჩერებელი არ ვარ! საწრაფოდ საქართველოში ვბრუნდები. _შუბლშეჭმუხნული მისმენდა სანამ სათქმელს დავასრულებდი.
-ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა?! _ სიბრაზე ეტყობოდა ხმაში
-ჩემი ძმა ცუდად არის, სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე.
-საიდან გაიგე, რომ ცუდად იყო?!
-ტყუპები ვართ. თითქმის ყოველთვის ვგრძნობ, როცა რაღაც უჭირს.
-ბარგი ჩაალაგე, საღამოს ვბრუნდებით. მე მანამდე ბორისს შევატყობინებ, რომ ხვალმათთან ერთად არ ვიქნებით. აშკარად არ მოველოდ მისგან ამ პასუხს.
-მადლობა. _ ჩუმად ამოვილუღლუღე. საპასუხოდ მხოლოდ თავი დამიკრა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გავიდა. ჩემდაუნებურად თავში ერთმა აზრმა გამიელვა. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ანდრია ნორმალურად დამელაპარაკა და ჩემი თხოვნა უპრობლემოდ შეასრულა.

15 თავი
საერთოდ არ მახსოვს როგორ ჩავჯექი თვითმფრინავში. მთელი გზა ნერვიულად ვცქმუტავდი ერთ ადგილას და მოწოლილ ცრემლებს დიდი გაჭირვების ფასად ვიკავებდი. ნერვიულობისგან ლამის დავიმტვრიე თითები. ანდრიაც უკვე შეწუხებული სახით უყურებდა ჩემ თითოეულ ქცევას, თქმით კი არაფერს ამბობდა. უკვე იმ ჭკუაზე ვიყავი მისული, რომ ტელეფონის მოსაძებნად დავიწყე ჩანთაში ქექვა.
-გთხოვთ ფრენის რეჟიმზე გადაიყვანეთ ტელეფონი _ ღიმილით შემახსენა „გადაცვეთილი“ წესი ბორტგამცილებელმა და სასმელი შემოგვთავაზა.
-არა გმადლობთ _სწრაფად მოვარიდე მზერა და თავი ილუმინატორისკენ გავატრიალე.
-წყალი, თუ შეიძლება _ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ანდრიამ.
-დალიე _ოდნავ შემეხო მხარზე. ჩემდაუნებურად შევკრთი და სწრაფად მივბრუნდი მისკენ.
-არ მინდა.
-დალიე ალექსანდრა! _შეეცადა რბილად გამოსვლოდა, თუმცა მაინც შეერია ხმაში ჩევული სიმკაცრე -ხომ გითხრა მეგობარმა, რომ შენი ძმა კარგადაა და მალე დაელაპარაკები.
-მაინც ვნერვიულობ! _ ჩუმად ჩავილაპარაკე და წყლიანი ჭიქა გამოვართვი. თავიდან ბოლომდე გამოვცალე და ცარიელი ჭიქა მაგრად ჩავბღუჯე ხელში. -არ შემიძლია მშვიდად ვიყო, როცა...
-კარგი დამშვიდდი, მალე თბილისში ვიქნებით და შენს ძმასაც ნახავ.
-თქვენ არ გყავთ ძმა ან თუნდაც და? მას რომ რამე დაემართოს როგორ იქნებით არ ინერვიულებთ?
-კი, მყავს და, და მას რომ რამე დაემართოს მეც ძალიან ვინერვიულებ. _ისე მშვიდად ამბობდა ამას თითქოს არც არაფერიო.
-თქვენ არაფერი გესმით! _აღშფოთებულმა წამოვიყვირე და თვითმფრინავში მყოფთა ყურადღებაც მივიქციე. როგორც ჩანს მიხვდა, რომ ამ წუთას არ ჰქონდა ჩემთან კამათს აზრი, ამიტომ მეტი არც არაფერი უთქვამს, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. მე კი კვალვ თითების მტვრევა გავაგრძელე, ცრემლები მახრჩობდა იმდენად მიჭირდა თავის შეკავება.
****
გიჟივით შევვარდი საავდამყოფოში და მაშინვე ბექას დავურეკე, რათა გამეგო რომელ პალატაში იყო იოანე. საურველი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ისე ავვარდი მეხუთე სართულზე ლიფტისთვის არც კი დამიცდია.
-ალექს _როცა ერთ-ერთ კორიდორს ჩავუქროლე ჯაბას ხმა მომესმა. სწრაფად მივბრუნდი უკან და მაშინვე ცერცვაძისკენ წავედი.
-როგორაა? სადაა? მძიმედაა დაჭრილი? ხომ კარგადაა ჯაბა? არაფერი დამიმალო....
-მშვიდად ალექს, მშვიდად _ორივე ხელი მხრებში ჩამავლო და ოდნავ შემაქანა. ნერვები უკვე აღარ მემომრჩილებოდა, ისტერიული ტირილი ამივარდა. -გეხვეწბი დამშვიდდი რა ალექს _მკერდზე მიმიხუტა ჯაბამ -ხომ იცი ცუდად ვხდები როცა ტირი _ ნაზად მაკოცა შუბლზე. მარავალჯერ ჰქონდა ჯაბას ეს სიტყვები ჩემთვის ნათქვამი, ისიც ისევე აღმიქვავდა საკუთარ დად, როგორც იოანე. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც რვა წლის წინ ჯაბას და ლეიკემიით გარდაიცვალა.
-არ შემიძლია გაჩერება _ამოვისლუკუნე და მეც მაგრად მოვხვიე ხელები.
-დამშვიდდი უკვე კარგადაა, ნარკოზიდანაც გამოვიდა და თავს მშვენივრად გრძნობს.
-მართლა? _აცრემლებული თვალებით შევხედე.
-მართლა სულელო, მართლა _გამიცინა და აწითლებულ ცხვირზე თითი დამკრა.
-შევალ ვნახავ. ხომ შეიძლება?
-კი, შეიძლება, მაგრამ...
-რა მაგრამ?
-ნოდარი ბიძიაც იქაა.
-მამა აქაა? _სწრაფად შევიმშრალე ცრემლები. -მოიცა, ანუ ყველაფერი გაიგო?
-არა, არაფერი იცის, ვუთხარით რომ ვიჩხუბეთ.
-იჩხუბეთ? _წარბაწეულმა შევხედე
-ხო, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ბექასაც შემოვარტყით ერთი-ორჯერ _სიცილით მითხრა.
-ჯაბა!
-ხო კარგი, კარგი დამშვიდდი ეხა, ცრემლები შეიმშრალე და შედი იმ ბედოვლათთან _გამიცინა. მეც სწრაფად შევიმშრალე ცრემლები და პალატისკენ წავედი. იმდენად მინდოდა ჩემი ძმის ნახვა, რომ არც კი დამიკაკუნებია ისე შევედი ოთახში. საწოლთან მდგარ სკამზე მამა იჯდა და იოანეს რაღაცას ელეპარაკებოდა, იოც მშვიდი გამომეტყველებით უსმენდა. კარის გაღებაზე ორივემ მე შემომხედა.
-ალექს? _თვალები გაუფართოვდა იოანეს.
-ალექსანდრა როდის ჩამოხვედი? _ფეხზე წამოდგა მამაც და ღიმილით გადამეხვია. მთელი ძალით მოვხვიე ხელები მამაჩემს და ჩავეხუტე. ახლა მივხვდი რამდენად მომნატრებია. მივხვდი რამდენად რთულია ოჯახისგან სულ მცირე დროით მაინც მოშორება. თითქოს მთელ გულში არსებული ის სიცარიელე რაც მქონდა წამში ამოივსო მათი ნახვისას.
-მომენატრე მა _პატარა ბავშვივით ამოვილუღლუღე და კიდევ უფორ მაგარად ჩავეხუტე.
-მეც მომენატრე მამა. ჩემი გოგო _თავზე ხელი გადამისვა და ღიმილიანი მზერა მომაპყრო. -ხომ კარგად იმგზავრე?
-კი _თავი დავუქნიე.
-რატომ არ მითხარი თუ დღეს ჩამოდიოდი?
-წესით ხვალ უნდა ჩამოვსულიყავით, მაგრამ ერთი ბიჭის გამო დავაჩქარეთ _თავლების ბრიალით გადავხედე ჩემს ძმას, რომელიც საცოდავი სახით მიყურებდა.
-საიდან გაგიგე?
-ხომ იცი არა მა _მხრები ავიჩეცე და იოანესკენ წავედი.
-მოგკლვ გეფიცები! _დავემუქრე და ეშმაკურად მომღიმარს მაგრად ჩავეხუტე. -იოანე მოვკვდები რამე რომ დაგემართოს _ცრმელები თავისით გადმომცვივდა თვალებიდან
-ოხ ტყუპებო _თავის ქნევით ჩაილაპარაკა მამამ და პალატიდან გავიდა.
-ჩემი ბუზღუნა, მსუქანა, უშნო გოგო _ გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ჩემ თემებში თავჩარგულმა და კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელები. -მომნატრებიხარ ხო იცი შენ _სიცილით მომიშორა. -მოიცა შენ რა ტირი? _წამში დასერიოზულდა -კაი რა სანდრა, გეხვეწები არ იტირო. _ცრემლები შემიმშრალა.
-იცი რა ცუდად გავხდი? _ტირილნარევი ხმით ამოვისლუკუნე
-ვიცი _გამიღიმა -ვიცი რომ გრძნობ ყველაფერს და ბოდიში ამისთვის. ბოდიში რომ ამხელა ტკივილს გაყენებ. ვიცი ცუდი ვარ, ძალიან ცუდი! მაპატიე ალექს, რომ ასეთი საშინელი ძმა გყავს...
-ნუ ამბობ მაგას! _შევაწყვეტინე. -მე მიყვარს ჩემი ძმა და სულაც არაა ის ცუდი! _პატარა ბავშვივით გავეჭიმე. ჩემ ნათქვამზე გაეცინა, მაგრამ სახე ტკივილისგან შეჭმუხნა.
-ჯერ ისევ ვერ ვარ ფორმაში.
-ძალიან გტკივა?
-მიზეზს არ მკითხავ?
-როცა ვიცი რა აზრი აქვს?
-ამ ჯერად მე მართლა არ ვყოფილვარ დამნაშავე. _ხელები მაღლა ასწია -ბექა და ჯაბა რომ არ ყოფილიყვნენ ახლა ვინ იცის სად ვიქნებოდი.
-უჩემოდ ვერასადაც ვერ იქნებოდი!
-მომნატრებიხარ ქაჯო! _გამიცინა და ცხვირზე თითი დამკრა.
-იო...
-ალექს, კრივს თავს ვანებებ. _ეს ფრაზა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ გავშრი. ერთდროულად გაოცებული და გახარებული ვუყურებდი იოანეს და არ ვიცოდი რა ემოცია უნდა გამომეტანა სააშკარაოზე, თუმცა ჩემი თვალები მხოლოდ და მხოლოდ სიხარულს და მადლიაერაბს ასხივებდნენ. -ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. არაფრად მიღირს თქვენი ასეთ მდგომარეობაში ყურება! თავს უკანასკნელ არაკაცად ვგრძნობ როცა მამას სევდიან თავლებს ვხედავ, როცა შენ გიყურებ აცრემელებულს. არ მინდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დავინახო და ამის მიზეზი მე ვიყო.
-ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე _გახარებული გადავეხვიე.
-ოჰ ამათ უყურე რა _მოულოდნელად გაისმა ბექას ხმა. ორივემ კარისკენ შევიხედეთ და ყვავილები თაიგულით მდგომ ბექას შევხედეთ.
-სად ხარ ბიჭო შენ? _სიცილით წამოვდექი ფეხზე და გადავეხვიე.
-ერთი ლამაზმანისთვის ყვავილები ვიყიდე _წარბები სასაცილოდ აათამაშა და იოანეს თვალი ჩაუკრა. ამაზე ყველას ერთად აგვივარდა სიცილი.
****
-ნეტა ახლა როგორაა მისი ძმა? _შეწუხებული სახით იკითხა შაკომ
-არ ვიცი, აეროპორტიდან სავარაუდოდ პირდაპირ საავადმყოფოში წავიდოდა. _მხრები აიჩეჩა ანდრიამ.
-ისე საიდან გაიგე რომ დაჭრეს? _ახლა რატი ჩაერთო საუბრაში.
-ტელეფონზე ვიღაცას რომ ელაპარაკებოდა მაშინ თქვა და გავიგე.
-ნეტა ის ბიჭი რამე ცუდ საქმეში ხომ არაა გარეული? _შაკოს მხარზე დადებული თავი აიღო ანამ და ბიჭებს გადახედა.
-რატომ ფიქრობ ანა, რომ როცა ვინმეს დაჭრიან ან სცემენ ცუდ საქმეშია გარეული? _მიუბრუნდა რატი.
-აბა კარგი საქმისთვის არავის სცემენ და კლავენ!
-ეგრე სტუდენტობის დროს ჩვენც ბევრი მოგვხვედრია და მაგიტომ მაფიოზებად უნდა შეგვრაცხო? _ხელები გაშალა.
-მისი ოჯახის გარჩევა ჩვენი საქმე არ არის _თქვა შაკომ.
-მართალია, თუ რამე არ მოგწონდათ სანამ ჩვენთან მოიყვანდით მანამდე უნდა გეფიქრათ მაგაზე. _ ირონია გაუკრთა ანდირას ხმაში.
-რატომ ფიქრობ ანდრო, ასე დაჟინებით რომ ალექსანდრა მე და რატიმ მოვიყვანეთ?!
-კარგი არ გვინდა ეხლა მაგაზე_ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-სწორედ რომ ახლა გვინდა! _შაკოც უკან მიჰყვა. -დღემდე ვერ ამოიგდე თავიდან ეგ აზრი. კარგი, გასაგებია რომ, შეიძლება თავიდან ჩემი და რატის სისულელეები გეგონა, მაგრამ აქამდე ხომ უნდა მიმხვდარიყავი არა? რამდენი ხანია ის გოგო ჩვენთან მუშაობს, რამე არასწორად გააკეთა? რამე შეეშალა შენთან დამოკიდებულებაში?
-თუ მე ვცდები, მაშინ შეიძლება გავიგო საიდან იცის ალექსანდრამ ლილეს შესახებ? _მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-რა? _ გაუკვირდა შაკოს. -რა ლილე? მოიცა საიდან?
-მეც ეგ მაინტერესებს შაკო! _კოპებშეკრულმა მოავლო მზერა ბიჭებს.
-იმედია მართლა არ ფიქრობ იმას, რომ მე და შაკომ მაგ თემის განხილვა დავიწყეთ ალექსანდრასთან. _ჩაერია რატიც.
-მე არაფერს ვფიქრობ, რაც გავიგე იმას ვამბობ.
-და მაგით რისი თქმა გინდა?! _წამოენთო შაკო.
-იმის, რომ ვიღაც ზედმეტს ლაპარაკობს!_შაკო ამ სიტყვებზე, ალბათ, მრისხანებისგან იფეთქებდა, რომ არა ანას ხმა.
-ანდრია, ვიცი ეს თემა შენთვის რამდენად მნიშვნელოვანიც არის. არ მინდა ამ საკითხში ბიჭებში ეჭვი შეგეპაროს. არც რატის და არც შაკოს ალექსანდრასთვის ლილეზე არაფერი უთქვამთ.
-ანა, რის თქმას ცდილობ? _სამი წყვილი თვალი ერთდროულად მიაჩერდა ქალს.
-მე და ნინომ ვუთხარით მას ლილეზე, ესეც მას შემდეგ რაც ის ფოტო... გაუტყდა.
მაშინ ძალიან ცუდად გრძნობდა ალექსანდრა თავს და...
-და თქვენც დაამშვიდეთ არა?! _ირონია იგრძნობოდა ანდირას ხმაში.
-არა, არა გეფიცები ანდრო, ცუდი არაფერი იფიქრო. უბრალოდ მხოლოდ იმ ფოტოზე გამოსახულ ლილეზე ვუთხარით რომ შენი საცოლე იყო და... _ყველა ხედავდა ანდირას სახეს, რომელიც ერთდროულად ყევლაფერს ასხივებდა.
-ალექსანდრამ...
-მორჩა, გაჩუმდი ანა! _მშვიდი ხმით გააჩუმა.
-ვიცი ძალიან ცუდად მოვიქეცით, მაგრამ ეს ცუდი განზრახვით არ გაგვიკეთებია. გეფიცები ანდრო, მსგავსი არაფერი იფიქრო. ის გოგო მართლა ძალიან განიცდიდა შენთან ყოველდღიურ კამათს.
-ანა! _კიდევ ერთხელ შეაჩერა.
-უბრალოდ იცოდე, რომ ბიჭები არაფერ შუაში არიან _აცრმელებული თვალებით შეხედა ანდრიას და სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ.
-ანა _უკან გაჰყვა შაკოც.
იქვე მდგომი სკამი გამოიწია და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ჩამოჯდა. რატი გაფაციცებით აკვირდებოდა მეგობარს და გონებაში შესაფერის სიტყვებს ეძებდა.
-ანდრო.. _ბოლოს დაბალ ხმაზე დაიწყო -ხომ იცი, რომ არც ანას და არც ნინოს ეს თემა ცუდი განზრახვით არ წამოუჭრიათ. ჩვენ შენი მეგობრები ვართ და ყოველთვის კარგი გვინდა შენთვის... ცხოვრება გრძელდება ანდრო, ყველაფრის მიუხედავად მაინც გრძლედება და რაც არ უნდა რთულად აღსაქმელი იყოს უნდა გაიგო რომ წარსულზე დევნა არაფრის მომცემია.
რამდენიმე წუთი ორივენი უხმოდ ისხდნენ და სივრცეს მისჩერებოდნენ, შემდეგ რატი ფეხზე წამოდგა, მეგობარს მხარზე ხელი გამამხნევებლად დაადო და ანდრიას სახლი დატოვა.
****
იოანე ორ დღეში გამოწერეს საავადმყოფოდან. ჭრილობის გამო ჯერ ისევ უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა მეც, მამაც და ბიჭებიც ყველანაირად ვეხმარებოდით.
ორშაბათს სამსახურში წასვლამდე მითითებები მივეცი ჩემ ძმას და როცა დავრმუნდი რომ არაფერი მავიწყდებოდა მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიხურე სახლის კარი.
სამსახურში მისული მაშინვე კაბინეტში შევედი. უნდა ვაღიარო ამ ორი კვირის განმავლობაში აქაურობაც კი მომენატრა, განსაკუთრებით ჩემი სამუშაო მაგიდა. სასაცილოა. რა მეწვრილმანე ვარ. ცოტა ხანში თათბირი იწყებოდა და სხდომათა დარბაზში უნდა გავსულიყავი, მანამდე კი თიკას ნომერი ავკრიფე.
-ხო ალექს.
-როგორ ხარ, ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, მე და დედა საქორწინო მოსაწვევებს ვარჩევთ. ხვალ კაბის ასარჩევად ხომ გამომყევბი?
-აუცილებლად. დღეს შემოგივლი და დარჩენილი დეტალებიც მოვაგვაროთ.
-კარგი სიხარულო. იო როგორაა?
-ახლა უკეთ, თუმცა ჭრილობა მაინც აწუხებს.
-გიომ რომ მითხრა კრივს თავს ანებებსო მეგონა მომესმა.
-თავიდან მეც გამიჭირდა დაჯერება _ჩავიცინე.
-ზოგი ჭირი მარგებელიაო მაგაზეა ნათქვამი _თიკას სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა. საუბარს ვაგრძელებდი, როცა კარზე ვიღაცამ დააკაკაუნა და წამის შემდეგ ანდრია გამოჩნდა. თიკას სწრაფად დავემშვიდობე და ფეხზე წამოვდექი.
-დილა მშვიდობისა _მივესალმე. თვითონაც თავის დაკვრით მომესალმა.
-შეხვედრა იწყება.
-დიახ, მოვდივარ _მაგიდას მოვუარე და უკან გავყევი. სახეზე უცნაური ფერი ედო.
-კარგად ხართ? _მორიდებით ვკითხე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მახსოვდა ვარშავაში ჩადენილი ჩემი სისულელე.
-კი. _ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. მოულოდნელად მის დაცემინებაზე ჩემდაუნებურად ერთ ადგილას შევხტი.
-როგორც ჩანს გაცივდით.
-ალბათ _თვალები მოისრისა თითებით და მე შემომხედა. -შენი ძმა როგორაა?
-გმადლობთ, ბევრად უკეთ. _ოდნავ გავუღიმე.
-და რა მოუვიდა? _ლიფტის კედელს მიეყრდნო და ისე ამათვალიერა. უნებურად ავნერვიულდი.
-ვიღაცებთან ჩხუბი მოუხდათ და შემთხვევით დაიჭრა.
-ცუდია. _თავი დამიქნია. -საკმაოდ გახშირდა დღეს ქუჩური გარჩევები.
-ქუჩური გარჩევა არც ყოფილა! _სიბრაზის ტალღამ დამიარა და ლიფტიდან გასულს უკან გავყევი.
-რაც იყო. _მხრები აიჩეჩა და სხდომათა დარბაზში შეაბიჯა. მეც ჩემი ადგილი დავიკავე ნინოს გვერდით. სანამ ყველა შევიკრიბებოდით ცოტა წაჭორავებაც მოვასწარით, შემდეგ კი მთლიანად საქმეს მივუბრუნდით.
სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი. სამსახურის შემდეგ მთელი საღამო მე და თიკა ქორწილის ბოლო დეტალებს ვაგვარებდით. ბოლოს და ბოლოს ქორწილი ორ კვირაში იყო. თიკა განსაკუთრებით ნერვიულობდა ყევლაფერზე. საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, საქორწინო კაბა, ხვალისთვის უნდა აგვერჩია. დაქანცული მივდი სახლში და მაშინვე დასაძინელად წავედი. წვიმის ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში და კიდევ უფრო მეტ კომფორტს მიქმნიდა.
სამსახურში დილით მისულმა კი სასწაული ვიხილე. თავად ბატონი ანდრია სამსახურში არ ბრძანდებოდა. როგორც მოგვიანებით შაკოსაგანა გავიგე ავად იყო. ჩემდა გასაკვირად არც მეორე დღეს მოსულა სამსახურში და მაშინ მივხვდი რომ არც ისე მარტივად უნდა ყოფილიყო საქმე.
მისი არყოფნის დროს საქმეს გაცილებით უფორ მეტი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი, მიზეზად კი იმას ვასახელებდი, რომ უფროსის არყოფნით არ უნდა მესარგებლა და ჩემი საქმე, როგორც საჭიროება მოითხოვს ისე გამეკეთებინა.
რამდენჯერაც ანდრიას ცარიელ კაბინეტს ჩავუარე, იმდნეჯერ უსიამოვნო შეგრძნებამ გამკრა გულში. თითქოს მისი არყოფნით მთელ კომპანიას დააკლდა რაღაც და უცნაური სიცარიელე იგრძნობოდა ოფისშიც.
საბუთებით ხელში რატის კაბინეტისკენ მივდიოდი. კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე კარი. რატი ტელეფონზე საუბრობდა. ხელით მანიშნა შევსულიყავი.
-ანდროს ველაპარაკები _მამცნო. ჩემდაუნებურად მესიამოვნა ორი დღის შემდეგ ჩემს უფროსზე „რაღაცის“ გაგონება.
-ხო ცუდი ამინდებია. სიცხე ისევ გაქვს?
-....
-მერე რას შვრები ანდრო, ათბობ საწოლს? _სიცილით ჰკითხა -თუ გინდა გამოვუშვებ ერთ კაი გოგოს და დაგეხმარება _ეშმაკური სისცილით შემავლო თვალი, რაზეც ლოყები ერთიანად ამიხურდა და ვინატრე რატის ნაწილებად დაშლა, ხოლო ჩემი უფროსის მიმართ ყოველგვარი სიბრალული წამში გამიქრა.
-....
-რავიცი ბიჭოო, რა წესია საქართველოში საცირკოზე ჩაბარება, ჩვენ ხო თანდაყოლილი ნიჭი გვაქვს მაგის, სულ ცირკები არა ვართ?
-....
-ეუფ, რას ყეფს _ჩუმად ჩაიხითხითა რატიმ.
-....
-ხო კაი ჩუმად ვარ. საქმეზე გირეკავ ამ წუთას.
-....
-მისმინე ანდრო, ბორისი ჩამოვიდა და ხვალისთვის შევთანხმდით შეხვედრაზე. კონტრაქტს შენი ხელის მოწერა აკლია მხოლოდ და შეძლებ მოსვლას?
-....
-მაშინ...
-....
-ალექსანდრას გამოვატანო? _გაკვირვებისგან მაღლა აწკიპა რატიმ წარბები და თვალებგაფართოებულმა შემომხედა. მეც არანაკლებ გაოცებული ერთ ადგილს მივეყინე ზუსტი პასუხის მოლოდინში.
-ანდრო მგონი სერიოზულად ხარ ავად. სასწრაფო ხომ არ გამოვუშვა?
-....
-კარგი ხო, კარგი არ ვბოდიალებ _ მხრების ჩეჩვით გათიშა ტელეფონი.
-ნუ გაქ გოგო ისეთი სახე, თითქოს გილიოტინაზე გიშვებდე.
-არა ხომ? ნინომ წაუღოს! _წამოვიძახე.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და ეს გამომართვი. _საქაღალდე ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა._მძღოლი წაგიყვანს. _მახარა და კაბინეტიდან გამაცილა.
მანქანა ანდირას სახლის წინ გაჩერდა. არც ისე დიდი, ორსართულიანი საკმაოდ მყუდრო სახლი ჩანდა, თავისი ეზოთი. „ჭიშკარი“ შევაღე და ქუსლების კაკუნით შევედი ეზოში. კარზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე და ანდირას მოლოდინში რიტმულად ავათამაშე ფეხი ქვაფენილზე. ვაჟბატონიც მალევე გამოჩნდა. სპორტულ ზედასა და ჯინსის ოდნავ გაქექილ შარვაში გამოწყობილი. უნდა ვაღიარო ძალიან უხდება ასეთი სტილი.
გაციებისგან ცხვრის ნესტოები აწითლებოდა, თვალები კი აცრემლებული ჰქონდა. აშკარად ეტყობოდა, რომ კარგ დღეში არ იყო.

16 თავი
-თქვენ რა ტირით? _მისი აცრემლებული თავლების დანახვისას ჩემდაუნებურად მორიგი სისულელე წამოვროშე. ისეთი თავლებით შემომხედა, რომ ადგილზე ჩავკვდი.
-შემოდი! _გზა დამითმო. -აქეთ _სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა და მანიშნა დივანზე დავმჯდარიყავი. სახლს აშკარად ეტყობოდა გემოვნებიანი ხელი, თუმცა არც ზედმეტი ფუფუნება იგრძნობოდა. ღია ფერის კედლებს იდეალურად ერწყმოდა მუქი ფერის ავეჯი, თანაც ყველაფერი ისეთ მოწესრიგებული იყო, რომ გონებაში უკვე მრავალჯერ შევაქე ანდრია. <<ნეტა თვითონ ალაგებს ხოლმე სახლს?>> გონებაში კიდევ ერთი უაზრო შეკითხვა გამიჩნდა რაზეც გვარიანად დავცინე საკუთარ თავს. <<გადატყავებული აქვს ბიჭს ხელები იატაკის წმენდაში>>
პალტო გავიხადე და იქვე სავარძელზე ლამაზად გადავდევი.
-ცუდად გამოიყურებით. _ჩემს წინ ჩამომჯდარს ვუთხარი.
-არცაა გასაკვი... _სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა ისე დააცემინა -უკაცრავად.
-ჯანმრთელობა _ოდნავ გავუღიმე.
-რა საბუთები გამოგატანა რატიმ? _საქმეზე გადავიდა. მეც მაშინვე გავუწოდე საქაღალდე და კალამი. -მხოლოდ თქვენი ხელმოწერა აკლია.
-კარგი _საქაღალდე გადაშალა და ხელის მოსაწერად დაიხარა. <წაგეკითხა მაინც> ჩემთვის გავიფიქრე.
-კალამი არ წერს _თავი აიღო და უკმაყოფილო მზერით გამომხედა. -მაგიდაზე დევს, შეგიძლია მომაწოდო? _ჩემ უკან კუთხეში მდგომ სამუშაო მაგიდაზე მიმითითა თავით. მეც სწრაფად წამოვდექი ფეხზე, მაგიდიდან კალამი ავიღე და ანდრიას მივაწოდე.
აშკარად არ იყო დღეს ფორმაში. თავად საუბრისასაც კი ეტყობოდა. ჩვეულებისამებრ დღეს ვერ სისინებს. ჩემსავე აზრებზე ჩუმად ჩამეცინა. ხელი როგორც კი მოაწერა საბუთები გამომიწოდა. ყევლაფერი ჩანთაში ჩავალაგე მეც.
-იცით _მისკენ შევბრუნდი-გაციებულზე კარგია თუ ბევრ სითხეს მიიღებთ.
-რა სითხეს? _წამწამებს ქვემოდან ამომხედა.
-თუნდაც წყალი, თბილი ჩაი, ან თუნდაც ნატურალური წვენები.
-გამიკეთებ?
-რას? _დავიბენი.
-ჩაის.
-მე? _უარესად დავიბენი.
-სხვას ვინმეს ხედავ აქ? _სახლს თვალი მოავლო. აშკარად არ ველოდი.
-ეე.. ისა, კარგით _ მხრები ავიჩეჩე და ჩანთა კვლავ დივანზე დავაბრუნე. -სამზარეულო სადაა?
-იქით _თავით მანიშნა გვერდით მდებარე კარზე. მეც მითითებული ოთახის კარი შევაღე. საკმაოდ ვრცელი სივრცე იყო და ჩემდაგასაკვირად მარტოხელა კაცის კვალობაზე ყველაფერი წესრიგში იყო. <<რა იცი რომ მარტოხელაა?>> გავიფიქრე.
გაკვირვებულმა მოვავლე თვალი ყველაფერს. ახლა საჭირო იყო მეპოვა სად იდო ჭიქები, შაქარი, ჩაი და სხვა საჭირო მასალა. უკან შებრუნებას ვაპირებდი, რომ ანდირასთვის მეკითხა ყველაფერი, როცა კარში ასვეტილი შემეჩეხა. შიშისგან კინაღამ ვიკივლე.
-სად დევს ჭიქები? _ დამშვიდებულმა ვკითხე. ერთ-ერთ კარადას მიუახლოვდა და გამოაღო.
-აქ. _ჭიქა გამოვიღე და იქვე დავდევი. მანამდე გაზქურაზე წყალი დავადგი ასადუღებლად.
-შაქარი და ჩაი? _ამჯერად ჩემკენ დაიძრა. სულ ორიოდე საინტიმეტის მოშორებით გაჩერდა ჩემგან. მისი სიახლოვით დაბნეულმა ძლივს გადავაგორე ნერწყვი და თავლებს ნერვიულად ვაცეცებდი. გული ლამის საგულედან ამოხტა მოულოდნელად წინ რომ გადმოიწია. ხელი მაღლა ასწია და თავსზემოთ ერთ-ერთი კარადა გამოაღო.
-აქ _ირონიული ღიმილი გაუკრთა სახეზე და ისე მომშორდა მზერა არ მოუშორებია ჩემთვის.
-აჰა _ნერვიულად ჩავისუნთქე _კარგი _სწრაფად შევბრუნდი და საჭირო ნივთები ჭიქის ერთად მაგიდაზე გადავალაგე.
-ლიმონი გაქვთ?
-უნდა იყოს სადღაც. _კვალავ გამოაღო ერთ-ერთი კარადა და მოზრდილი ლიმონი ხელში შეათამაშა. წინ დამიდო, თვითონ კი სამზარეულოდან გავიდა. ერთიანად მომეხსნა დაძაბულობა და შედარებით მშვიდად გავაგრძელე ჩემი საქმის კეთება. ჩაი გავამზადე, შიგ ლიმონის პატარა ნაჭერი ჩავაგდე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
ანდრია დივანზე იწვა, ერთი ხელი თავქვეშ ამოედო მეორეთი კი ტელევიზორის ჩამრთველს ატრიალებდა და რაღაცას უყურებდა.
-მზადაა. _ჟურნალების მაგიდაზე დავდგი ჭიქა.
-მადლობა _დივანზე წამოჯდა. ინტერესით გავხედე ტელევიზორს და კრივის დანახვისას უკმაყოფიულოდ შევჭმუხნე წარბები.
-გეტყობა რომ არ გიყვარს კრივი.
-ძალადობრივი სპორტი საერთოდ არ მიყვარს. ვერ ვხდები რა არის სასიამოვნო იმაში, როცა ერთმანეთს გამეტებით სცემენ.
-ვისთვის როგორ. ზოგისათვის საინტერესოა _მხრები აიჩეჩა და ჩაი მოსვა.
-სწორედ მაგ ადამიანების არ მესმის. როგორ უნდა იდგე ტრიბუნაზე მშვიდად და უყურებდე როგორ კლავენ ერთმანეთს. ან უარესი, როგორ უნდა უგულშემატკივრო?! მსგავსი რამ პირადად მე არსდროს გამიკეთებია...
-და ტრიბუნიდან გინახავს კრივი? _გამომცდელად ამომხედა. მაშინღა გავაცნობიერე, რომ ზედმეტი წამოვროშე.
-ა..არა, უბრალოდ ვთქვი რომ მე ეგრე ვერ დავჯდები და ვერ ვუყურებ ამ სადიზმს _ტელევიზორისკენ გავიშვირე ხელი. _ თავი ოდნავ დამიკრა „გასაგებიას“ ნიშნად.
-კარგით, მე წავალ _ჩანთის ასაღებად დავიხარე.
-დაჯექი ჯერ, მძღოლს დავურეკავ და მოგაკითხავს.
-არ არის საჭირო...
-წვიმს. _ფანჯრისკენ მანიშნა თავით. ახლაღა შევნიშნე რომ მართლაც წვიმდა.
-კარგი. _დივანზე დავჯექი და ხელები მუხლებზე დავიწყე. თვითონ კი ტელეფონ მომარჯვებული იჯდა.
როგორც კი მძღოლთან საუბარი დაასრულა კიდევ ერთხელ დააცემინა.
-კარგი იქნება, თუ სიცხის დამწვესაც დალევთ. _ვურჩიე. -და კარგი იქნება თუ დაწვებით.
-მომვლელეის აყვანა გადავიფიქრე _სარკასტულად ჩაიცინა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-თქვენთვის გეუბნებით თორემ მე რა! _შევეცადე მისი სიტყვების გამო გაჩენილი ბრაზი დამეოკებინა.
-ძალიანაც ნუ გამითამმდები!_დაწვრილებული თვალებით გამომხედა და ჩაი მოსვა. გბარაზებულმა გავატრიალე თავი და ფანჯრის მინაზე მოთამაშე წვიმის წვეთებს გავაყოლე თვალი. რა სასიამოვნო სიჩუმეა, მხოლოდ ტელევიზორის დაბალი ხმა, რომ გესმის და ეს ოდნავადაც არ გირღვევს უხილავი კომფორტის გრძნობას. ღრმად ჩავისუნთქე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.
რამდენიმე წამი უხმოდ შევცქეროდი ტელევიხორში ჩემთვის მეტად არასასიამოვნო სანახაუბას, ბოლოს უკამყოფილომ გავატრიალე თავი ანდრიასკენ. თველებს თითებით იფშვნეტდა, თავი დივნის საზურგეზე გადადო და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-კარგად ხართ? _ვკითხე.
-თავი მტკივა.
-თუ გინდათ წამალს მოგცემთ. _ჩანთას დავწვდი.
-არა, ალბათ სიცხის ბრალია.
-მაშინ ჯობია სიცხის დამწევი დალიოთ.
-მართალი ხარ _ამოიხვნეშა და მიბნედილი თვალებით გამომხედა. რამდენიმე წამი ასე მიყურებდა შემდეგ კი ჩახლეჩილი ხმით ამოილუღლუღა -შეგიძლია სააბაზანოდან წამლების ყუთი მომიტანო? _ მისი შერბილებული ტონით გაოგნებული გაუცნობიერებლად წამოვდექი ფეხზე.
-სააბაზანო სადაა?
-მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს, შავი კარი _კვალავ დახუჭა თვალები. ქუსლების კაკუნით წავედი კიბისკენ. ცოტა არ იყოს მერიდებოდა სხვის სახლში ასე თავისუფლად იქეთ-აქეთ სიარული, მაგრამ, რადგან თავად მომცა ამის უფლება...
ნელა ავიარე კიბე და დერეფნის ბოლოს მითითებული კარისკენ წავედი. სააბაზანოში სწრაფად ავიღე აფთიაქის ყუთი და უკან დავბრუნდი.
-მოვიტანე _ჩემ ხმაზე შეკრთა. როგორც ჩანს ჩასთვლიმა. ჩაწითლებული თვალები ამომხედა. აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ იყო კარგად.
-იქნებ სასწრაფოს გამოვუძახოთ _შეწუხებულმა ვთქვი და გაუცნობიერებლად მივადე შუბლზე ხელი. ჩემ შეხებაზე თვალები დახუჭა და კვალვ სავარძლის საზურგეზე დადო თავი. შუბლი სიცხისგან გახურებული ჰქონდა.
-ბატონო ანდრია... _წამოვიძახე.
-მმ..
-სიცხისგან იწვით!
-სადაა წამალი? _ოდნავ გაახილა თვალები. მეც დაფეთებულმა მოვძებნე საჭირო მედიკამენტი, იქვე გრაფინიდან წყალი დავუსხი და მივაწოდე.
-მადლობა _ცარიელი ჭიქა კვლავ მაგიდაზე დააბრუნა.
-უმჯობესია დაწვეთ და დაიძინოთ.
-სტუმარს უყურდაღბოდ ხომ ვერ დავტოვებ _თვალგაუხელლად ამოილუღლუღა და ირონიული ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში.
-მოდით თქვენი სტუმარ-მასპინძლობა სხვა დროისთვის გადადეთ და ახლა ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ.
-ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როცა არ შეგეწინააღმდეგები. _მოთენთილი გაწვა დივანზე და თვალები დახუჭა. <<ნეტა სულ ავად იყოს>> ჩემსავე ფიქრებზე გამეღიმა.
ღმერთმა დაიფაროს, უბრალოდ როცა ზედმეტს არ ლაპარაკობს გაცილებით უფორ მარტივია მასთან ურთიერთობა. იქვე დაკეცილი პლედი ავიღე და გადავაფარე.
<რა მზრუნველი ცოლივით ვიქცევი!> საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა ჩავიბურტყუნე ისე რომ ვერ გაეგო ჩემი სიტყვები. რამდენიმე წამში კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო, რადგან ანდრიას უკვე გათიშულს ეძინა და მშვიდად ფშვინავდა. ისე მშვიდად ეძინა ღიმილი ვერ შევიკავე მისი შემყურემ. მის წინ ჩავიმუხლე და შუბლზე დაუდევრად ჩამოშლილი თმა თითებით ფრთხილად გადავუწიე. წამის შემდეგ კი დენდარტყმულივით მოვშორდი.
-რას აკეთებ ალექსანდრა! _საკუთარ თავს გავუწყრი. ფეხზე წამოვდექი, ჩემი ნივთები ავიღე და ფრთხილად გამოვიხურე სახლის კარი. როგორც კი ქუჩაში გავედი ჩვენი მძღოლიც გამოჩნდა. სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და ოფისისკენ წავედით.
****
მთელი დღე კაბინეტში ვიყავი ჩაკეტილი და ვცდილობდი საქმე დამესრულებინა.
სამუშაოც ჩემ სასარგებლოდ იყო და თავზესაყრელად მქონდა. არ ვიცოდი რისთვის უნდა მიმეწერა ჩემი ასეთი „თავდადება“. საბუთებში თავჩარგული ვიყავი ოთახის კარი რომ გაიღო და ნინო და ანა შემოვიდნენ.
-უყურე შენ ამ ბეჯით გოგოს _მხარი გაკრა ნინომ ანას.
-არ გყავს გოგო უფროსი და დაისვენე ცოტა ხანი _ ორივე ჩემ წინ ჩამოჯდა.
-ანა მეგონა შაკო სამსახურში აღარ გამოგიშვებდა. _ჩავიცინე.
-სამსახურში არც ვარ, უბრალოდ მამიკოს მოვაკითხეთ _სახეგაბადრულმა მომახსენა და ოდნავ გამობურცულ მუცელზე ხელი გადაისვა.
-ისვენებს გოგო, ეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ თავდაუზოგავად_მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა ნინომ. -შენ ის თქვი როგორი დრო გაატარეთ შენ და ანდრიამ პოლონეთში. რაც ჩამოხვედით წესიერად ვერ დაგელაპარკე._სიცილი დაიწყო, ამაზე ანა ცოტა უცნაურად შეიშმუშნა.
-ნუ მკითხავ _თავი გავაქნიე. გოგონებს დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, რა თქმა უნდა აბაზანის ინციდენტის გამოკლებით. ნინოს ლამის თვალები გადმოსცვივდა გაოცებისგან.
-მიკვირს ცოცხალი რომ მიზიხარ წინ _ჩაილაპრაკა ბოლოს.
-ვერ წარმოიდგენ რა საშინლად ვიგრძენი თავი. ძალიან შემრცხვა ჩემო საქციელის გამო. არ მქონდა უფლება რამე მაინც მეთქვა მისთვის და მის ცხოვრებაში ჩავრეულიყავი
-წარმომიდგენია როგორ იქნებოდი _თავი დამიქნია ნინომ.
-ანდრიას ეგონა, რომ ეს ყველაფერი ბიჭებმა გითხრეს _მოულოდნელად თქვა ანამ.
-რა? რა ბიჭებმა? _გაკვირვებულმა შევხედე.
-ბიჭებთან საუბრის დროს იკითხა საიდან იცოდი შენ ეს ყველაფერი. ეგეონა რომ მათ გითხრეს.
-რა სისულელეა! _წამოვიძახე
-ვუთხარი რომ ამის შესახებ მე და ნინომ გითხარით, რათა სიტუაციაში გარკვეული ყოფილიყავი. ვხედავდით როგორ განიცდიდი ანდრიას ასეთ დამოკიდებულებას შენდამი და მაგიტომაც გითხარით.
-რა თქვა? _სუნთქვაშეკრულმა ვკითხე.
-არაფერი. _მხრები აიჩეჩა. -მეც ძალიან შემრცხვა.
-ჩემი ბრალია, არ უნდა მეთხოვა თქვენთვის არაფრის მოყოლა. ახლა ჩემ გამო ასეთ უხერხულ სიტუაციაში არ იქნებოდით.
-ნუ ამბობ სისულელეს. _დამიტია ნინომ
-ნინო მართალია. ანდროს შენზე აქ მოსვლის შემდეგ ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. დღემდე არ სჯერა ან არ უნდა დაიჯეროს, რომ არავის თხოვნით არ მოსულხარ აქ და არც მასთან ზედმეტად დაახლოებას ცდილობ გარკვეული განზრახვით.
-ვიცი, ყველაფერი კარგად ვიცი. _თავი ჩავღუნე -უბრალოდ აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. ძალიან დავიღალე ასეთ სულელურ სიტუაციაში ყოფნით._ღრმად ჩავისუნთქე და გოგონებს შევხედე.
-მართალი ხარ, ჯობია სხვა რამეზე ვისაუბროთ. მაგალითად ამ პატარაზე _წამოიძახა ნინომ და ანას მუცელს წკიპურტი მიჰკრა.
-რა გითხრა ექიმმა სქესი უკვე იცით? _ავყევი მეც.
-ჯერ არა. შესაძლოა მომდევნო კონსულტაციაზე გავიგო _გაბადრულმა გვითხრა. -ვერ წარმოიდგენთ როგორ ვნერვიულობ, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება ჩემი პატარა. _მუცელზე ხელი ნაზად გადაისვა.
-წარმომიდგენია რა ბედნიერი ხარ. _გაუცინა ნინომ -სახელი უკვე მოფიქრებული გაქვთ?
-კი შაკო დიდი ამბით არჩევს სახელებს. თუ ბიჭია გვინდა დავარქვათ დემეტრე, თუ გოგოა მაშინ მინდა ელენე დავარქვა.
-ლამაზი სახელებია. _ღიმილით ვუთხარი.

სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წავედი. საკმაოდ დავიღალე დღის განმავლობაში, თანაც იოანეზეც ვნერვიულობდი, მამა სახლში არ იყო და ვიცი ჩემი ძმა ერთ ადგილას დიდხანს ვერ გაძლებდა.
-იოანე რას აკეთებ?! _დავიკივლე, როცა სახლში შეულმა ფეხზე წამომდგარი იოანე დავინახე.
-აჰ! _ ჩემი მოულოდნელი კივილისგან შემცბარმა ამოიგმინა და მუცელზე, ნაჭრილობევ ადგილას იტაცა ხელი. სახე ტკივილისგან შეჭმუხნა.
-მაპატიე, მაპატიე ძალიან გთხოვ _სწრაფად მივვარდი და მხარში ხელი ვტაცე -კარგად ხარ? მოდი დაჯექი _ანერვიულებულმა მივაყარე.
-ალექს! _წარბაწეულმა გამომხედა -რა გაყვირებს?!
-არ შეიძლება შენთვის ფეხზე ადგომა!
-წყალი მინდოდა და დასალევად მივდიოდი. _თვალები გადაატრიალა.
-მე მოგიტან. _სწრაფად შევედი სამზარეულოში და წყალი მივუტანე.
-ზედმეტად რომ პანიკიორობ ხომ ხვდები. _შეწუხებული სახით ამომხედა.
-ვიცი, მაგრამ რა გიყო ასეთი რომ ვარ _გვერდით ჩამოვუჯექი.
-დავიღალე, აღარ შემიძლია მთელი დღეები ასე წოლა! _უხასიათოდ ამოიგმინა.
-ვიცი, რომ რთულია და...
-არ იცი! _უხეშად შემაწყვეტინა.
-იოანე რა გჭირს? _გაოცებულმა შევხედე.
-არაფერი _ ტელევიზორის ჩამრთველი აიღო და სპორტულ არხზე გადართო.
-რას ნიშნავს არაფერი, ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს.
-არაფერი-მეთქი ალექსანდრა! _არც შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა
-და შენი ეს პასუხები არაფერს ნიშნავს? _წარბაწეულმა შევხედე.
-ხო! _კვლავ ტელევიზორს მისჩერებოდა.
-იოანე... _მოულოდნელად სიტყვა გამიწყდა, სიმწრით ჩავიცინე. ფეხზე წამოვდექი და წინ გადავუდექი, რომ სათანადო ყურადღება დაეთმო. -ასე იმის გამო ხარ რომ კრივს თავს ანებებ არა? _სწრაფად ამომხედა -ესაა მიზეზი ხომ? _მზერა მომარიდა და თავი გაატრიალა.
-ნუთუ ასე მნიშვნელოვანი იყო ეს შენთვის? ასე სასიამოვნო იყო საკუთარი სიცოცხლით თამაში?
-ალექს...
-არ თქვა რომ ისევ აპირებ იმ ყველაფერს დაუბრუნდე.
-არ ვაპირებ! მაგრამ ასე ყოფნაც არ შემიძლია. იცი რამდენი ხანია უკვე ამას ვაკეთებ, ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ვიცი შენთვის ეს სადიზმია და რამდენიც არ უნდა გელაპარაკო მაინც ვერ გამიგებ. მაგრამ ეს ჩემთვის მხოლოდ ადრენალინი არ ყოფილა. რინგზე გასვლა სულ სხვა შეგრძნებაა ჩემთვის. რვა წლის შემდეგ ამ ყველაფრის მიტოვება გადავწყვიტე იმის გამო რომ ასე ახლოდან ჯერ არ მიგრძვნია სიკვდილის შიში. არც ისეთი ეგოისტი ვარ რომ ჩემს საყვარელ ხალხს ვატკინო გული. უბრალოდ უნდა გამიგო რომ ეს უძრაობა, ცხოვრების ეს ახალი რიტმი... არ ვარ ამ ყველაფერს შეგუებული.
-მესმის რომ ისევ მიგიწევს გული იმ ყველაფრისკენ, მაგრამ დამიჯერე ყველაფერი გაივლის.
-ვიცი, უბრალოდ ნუ მომთხოვ რომ ასე მარტივად გავატარო და სახეზე ღიმილი ავიკრა.
-მე მინდა რომ კარგად იყო. _თვალებში შევხედე
-კარგად ვიქნები _ თავი დმაიქნია და ოდნავ გამიღიმა.
-მოვკვდები შენ რომ რამე დაგემართოს.
-არ მოკვდები, იმიტომ რომ არაფერი არ მომივა. _თვალი ჩამიკრა და დივანზე ხელი დაარტყა რადენჯერმე -მოდი დაჯექი. _მეც გვერდით მივუჯექი.
-ისევ გტკივა?
-მკვეთრი მოძრაობებისას კი. _ხელი გადამხვია -გინდა კრივს ვუყუროთ? _ტელევიზორის ჩამრთველი ხელში აიღო და წარბები სასაცილოდ აათამაშა.
-მეხუმრები ხომ? _წარბაწეულმა შევხედე.
-ყურება შეიძლება! _თვალი ჩამიკრა და არხიდან არხზე გადართვა დაიწყო. კარზე ზარის გაგონებისას ფეხზე წამოვდექი. კარი როგორც კი გავაღე თვალები გამიფართოვდა უამრავი ბუშტის დანახვისას.
-შემოგვიშვი! _ბუშტებს უკან გავიგე ბექას ხმა.
-ვერა ხართ ხომ თქვენ კარგად _ჩავიცინე და გვერდით გავდექი რომ მთელი აღკაზმულობით შემოსულიყო.
-როგორაა ჩვენი ავადმყოფი? _ჯაბაც გამოჩნდა ბოთლებით ხელში.
-მოიცა რა ხდება? უნდა დალიოთ? _თვალბგაფართოებული გავყევი უკან.
-მაშ! _ერთხმად მიპასუხეს.
-უნდა აღვნიშნოთ! _დაამატა ჯაბამ.
-მე სამი დღის წინ გამომწერეს საავადმყოფოთან, დაგაგვიანდათ ჯენტლმენებო! _ ირონიულად გაუცინა იოანემ.
-ნწ, სულ სხვა რამე უნდა აღვნიშნოთ. _თავი გააქნია ბექამ და ბუშტები მე გადმომილოცა. -ჩვენი რინგთან გამოთხოვება! _ამაყად განაცხადა.
-რას ბოდავთ? _თვალები გაუფართოვდა იოანეს და გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.
-თვით კრივის მეფე წავიდა და ჩვენ რაღა გვინდოდა იქ? _გაიკვირვა ბექამ.
-ნამუსი გვაქვს _დაამატა ჯაბამ და ბოთლები მაგიდაზე დაააწყო. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი სამ გადარეულს.
-ნუ გაქვს სიხარულო ეგეთი სახე _ ლოყები გამიწელა ჯაბამ -მიდი ჭიქები მოიტანე, შენც დალიე ჩვენთან ერთად.
-იოანესთვის არ შეიძლება.
-კაი რა ალექს _ხელი ჩაიქნია იომ და უკვე გახსნილი ლუდის ბოთლი პირისკენ გაიქანა.
-აპ აპ აპ აპ! _სწრაფად ააცალა ბექამ ბოთლი -შენთვის განსაკუთრებული სასმელი წამოვიღეთ. _გაეკრიჭა და ნაბეღლავის ბოთლი მიაჩეჩა ხელში.
-მეღადავები ხომ? _ გაბრაზებულმა გააღჭიალა კბილები.
-ნწ. _თვალები ააფახულა ბექამ.
-თუ გინდა ნატურალური წვენით შეგიცვლით _გაეკრიჭა ჯაბა და დივანზე დაეშვა. მათი სახეების შემყურეს სიცილის შეკავება საშინლად მიჭირდა. რომ არა იოანეს გამწარებული სახე ბოლო ხმაზე ავხარხარდებოდი.

17 თავი
-შაკო _კაბინეტის კარი სწრაფად შეაღო რატიმ
-რა ხდება?
-ანდრიას არ დაურეკავს?
-დღეს არა. გუშინ საღამოს ველაპარაკე და მითხრა უკვე კარგად ვარო. მეგონა დღეს მოვიდოდა სამსახურში _საათს დახედა შაკომ.
-დილით, რომ გავიღვიძე მისი შტყობინება დამხვდა ტელეფონზე. „ორი დღე არ ვიქნები სამსახურში“ _ხმამაღლა წაუკითხა შაკოს ანდრიას გამოგზავნილი შეტყობინება.
-არ უთქვამს რატომ? _შაკოსაც გაუკვირდა
-დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს, სახლშიც ვიყავი, არც იქაა. ვიფიქრე შენ მაინც გეცოდინებოდა.
-იქნებ მშობლების სახლშია?
-ნიკოლოზს ველაპარაკე, იქაც არაა.
-არასდროს მოქცეულა ასე, რა ჯანდაბა ეტაკა?
-ეთქვა მაინც სად მიდიოდა. _სკამზე ჩამოჯდა რატი.
-იცი _დაიწყო შაკომ -მგონი ვიცი სად შეიძლება იყოს.
-სად? _შაკომ ისეთი მზერით შეხედა მეგობარს, რომ არც მას დაჭირვებია ბევრი ფიქრი მისახვედრად.
-შენ წახვალ თუ მე წავიდე.
-წავალ, შენ აქ მიხედე ყველაფერს.
-კარგი, დამირეკე თუ რამე.
-კარგი _სწრაფად გავიდა შაკო ოფისიდან და მანქანაში ჩაჯდა.
***
რამდენიმე კილომეტრი შეუსვენებლად გაირბინა, ოფლისგან დანამული თმა შუბლზე ეკვროდა. სირბილი შეანელა და სახლისკენ წავიდა. შორიდან დაინახა სახლის წინ გაჩერებული შაკოს მანქანა. როგორც კი სახლს მიუახლოვდა კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი შაკოც შენიშნა.
-ჩვენ კიდევ გვგონია რომ ავად ხარ! _მოჩვენებითი წყენით დაუტია მეგობარს.
-ვარ კიდეც! _ჩაიცინა და კიბეზე ავიდა.
-რა გინდა აქ? თბილისში ვერ ეტევი?
-შვებულება არ მეკუთვნის? _წარბაწეულმა შეხედა მეგობარს და სახლში შევიდა, შაკოც მაშინვე უკან გაჰყვა.
-როდიდან ითხოვს ანდრია იოსელიანი შვებულებებს და ამბებს?
-ცოტა ხანი შემეშვი რა..._წინადადების დასრულება ვერ მოახერხა, რომ დააცემინა.
-ჯანდაბა!
-ესეც შენი შვებულება. _ჩაიფრუტუნა შაკომ -დასვენება თუ გინდა დაწექი საწოლში მშვიდად, დაისვენე თან გამოჯანმრთელდები და დაგვიბრუნდები საღსალამათი. თუ გინდა კარგ მომვლელსაც გიშოვი _სასაცილოდ აათამაშა წარბები შაკომ. ამაზე ანდრიასაც გაეცინა.
-ნუ ღელავ, რატიმ გუშინ იმისთანა მომვლელი გამომიგზავნა რომ.. _წარბები აათამაშა.
-ვინ?
-ალექსანდრა _თვალები გადაატრიალა და ოთახისკენ წავიდა.
-ე ..ეე მოიცა მე რამე გამომრჩა? _თვალები გაუფართოვდა შაკოს.
-საბუთები მომიტანა ხელმოსაწერად სახლში და თან ჩემს გამოჯანმთელებაზეც იზრუნა _ ჩაიცინა.
-როგორც ვხედავ გაამართლა მისმა მზრუნველობამ, კი ხარ კაჟივით _გაიცინა შაკომ.
-ნუ იტყვი _ამოიფრუტუნა და აბაზანაში შევიდა.
-შემოგყვე, თუ მოახერხებ შენით? _სიცილით დააწია შაკომ სიტყვა.
-ლიპარტელიანი დამეკარგე მაქედან! _სიცილით გავიდა შაკო საძინებლიდან და სამზარეულოში შევიდა. მაცივარში რამე თუ იყო საჭმელი ყველაფერი გადმოალაგა და ანდრიას მოსვლას არ დალოდებია ისე დაიწყო ჭამა.
-შეიძლება შემოგიერთდე?_რამდენიმე წუთში ანდრიას ხმაც გაისმა ზურგსუკან.
-კი კაცო დაჯექი ნუ გრცხვენია, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში _გაეკრიჭა პირგამოტენილი შაკო.
-რატიზე ნაკლები მასხარა არც შენ ხარ _გვერდით ჩამოუჯდა მეგობარს.
-ხოდა რას ამბობდი, ალექსანდრამ მიშველაო? _ძველ საუბრას დაუბრუნდა.
-რატომ ცდილობ რომ სულ მასზე ილაპარაკო?_ძეხვის ნაჭერი პირში გაიქანა და წარბაწეულმა შეხედა მეგობარს.
-უბრალოდ, მინდა რომ მასზე წარმოდგენა შეგეცვალოს. ნუ შეგეცვალოს რა, ეგ აფსურდული აზრები მოიშორო.ლამის ქუჩის ქალად შერაცხე.
-და რა უნდა მეფიქრა შენი და რატის იმდენი ხნის მაიმუნეობის შემდეგ? მაგასაც რომ თავი დავანებოთ იმდენად სულელურად იქცევა ხოლმე, რომ შეუძლებელი იყო სხვა წარმოდგენა დამრჩენოდა _უმაყოფილოდ გააქნია თავი
-ვიცი, რომ მე და რატომ ბევრი სისულელე გავაკეთეთ აქამდე და ამანაც შეუწყო ხელი შენს ეჭვებს_მშვიდად დაიწყო შაკომ, ცდილობდა მაქსიმალურად თავისუფლად ესაუბრა და ყველაფერი საბოლოოდ აეხსნა -ვიცი რამდენად გაგანაწყენა ამან თავის დროზე და ისიც ვიცი რომ ცუდად მოვიქეცით. მაგრამ სალომეს შემდეგ გეფიცები ერთხელაც არ გვიცდია არაფერი, მივხვდით რომ ეს ყველაფერი შენ უნდა გადაგელახა დამოუკიდებლად, შენი ცხოვრება იყო, ამიტომაც ერთხელაც აღარ ჩავრეულვათ . ალექსანდრაც ჩვენს ოფისში ისე მოვიდა, როგორც ერთი რიგითი თანამშრომელი და არაფერი განსაკუთერბული. შენიც მესმის როცა არასწორად გაიგე ეგ ყველაფერი, მაგრამ ახლა ხომ მიხვდი არა? -როგორც კი შაკომ საუბარი დაასრულა ოდნავ ჩაიცინა ანდრიამ.
-რთულია საკუთარი შეცდომის აღიარება მაგრამ უნდა ვთქვა რომ შევცდი მასთან დაკავშირებით. _თვალები გადაატრიალა ანდირამ -უბრალოდ... ეგ გოგო ჩვეულებრივი მოსიარულე კატასტროფაა_ეშმაკურად ჩაიცინა პოლონეთში მომხდარი ამბების გახსენებისას.
-რა მოხდა, რაც უნდა ვიცოდე? _ეჭვნარევი მზერით შეხედა უცნაურად მომღიმარ მეგობარს.
-არაფერი _მხრები აიჩეჩა.
-რა მოხდა პოლონეთში? _წარბები აათამაშა და თვითონაც ეშმაკური ღიმილით გახედა ანდრიას.
-არაფერი-მეთქი _სიცილით უპასუხა.
-ანდროო
-მოკლედ, გასაგებია რომ შევცდი მასთან მიმართებით _ეცადა თავი აერიდებინა შაკოს კითხვებისთვის.
-მერე?
-მერე ვცდილობ რომ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდეს მის მიმართ.
-მერე?
-მერე ის რომ ერთბაშად ვერ გადავიქცევი ანგელოზად!
-ნუ ეგეც წინსვლაა. _მხრები აიჩეჩა შაკომ. -მაგარი გოგოა, დარწმუნებული ვარ გაუგებთ ერთმანეთს.
-ჩემს ნერვებზე რომ თამაშობს განსაკუთრებით მაშინაა კარგი _სარკასტულად გაუღიმა მეგობარს.
-მაინც მგონია რომ რაღაც მოხდა პოლონეთში და არ ამბობ _სკამის საზურგეს მიეყრდნო შაკო და სიცილით შეხედა მეგობარს.
-ნუ სულელობ, რა უნდა მომხდარიყო?
-რავიცი, ძალიან ლამაზი გოგოა... _ფრთხულად შეაპარა და გვერდულად გახედა კაცს მისი რეაქციის დასატესტად
-მერე? _სიცილით წამოდგა ფეხზე და მაცივარი გამოაღო.
-ეგ შენ მითხარი მერე რა მოხდა. _არ ეშვებოდა შაკო.
-იცი რა არ მემსის? _ისევ შაკოს მიუბრუნდა _მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რასაც ვფიქრობდი მასზე, მაინც არაფერი უთქვამს.
-ამას ორი ახსნა აქვს, პირველი: ამით ნინოს და ანას „გაყიდდა“, რასაც ნამდვილად არ გააკეთებდა უბრალოდ იმიტომ რომ იცოდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ მისი მეგობრები და მეორე: შესაძლოა ესმის შენი ტკივილი და ამიტომ ასე მძაფრად არ აღიქვამს შენს საქციელს. _ანდრიას მთელ სხეულში სიბრაზემ დაუარა მეორე მიზეზის მოსმენისას.
-ალბათ იტყვი რომ არავისგან არ გჭირდება სიბრალული _განაგრძო შაკომ - შესაძლოა ეს სიბრალული არც ყოფილა მისი მხრიდან, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ვარიანტია.
-მართალი ხარ შაკო, არავის სიბრალული არ მჭირდება!
-ანდრო, ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ მიპასუხე. _მზერა გასუწორა მეოგბარს.
-გისმენ.
-ოთხი წელი გავიდა ლილეს სიკვდილიდან _წამით შეყოვნდა შაკო და მეგობარს დააკვირდა, მაგრამ როცა ანდრიას სახეზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ შენიშნა განაგრძო -კარგად მესმის რომ დღესაც თავი დამნაშავე გგონია იმის გამო რომ იმ.. იმ ღამეს ლილე გაუშვი. ვიცი ეს რა რთულიცაა და მესმის შენი ტკივილის, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ უბრალოდ მინდა ვიცოდე, ისევ ის გრძნობა გბოჭავს?
-რომ გითხრა თავს არ ვადანაშაულებ მოგატყუებ, რადაგნ ვიცი გარკვეულწილად დამნაშავე ვარ. შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს რომ ეს თვით გვემაა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას ვერაფერს ვუხერხებ ჯერ. რაც შეეხება გრძნობას... დღესაც მიჭირს როცა ლილეს ვიხსენებ, მაგრამ გავაცნობიერე რომ ცხოვრება წინ მიდის და მეც უნდა გავყვე. უბრალოდ, ძალიან რთულია.
-შენ არ ხარ დამნაშავე ანდრო _თანაგრძნობით შეხედა მეგობარს და გამამხნევებლად დაადო მხარზე ხელი. რამდენიმე წამი ორივენი ჩუმად იყვნენ. ბოლოს ისევ ანდრიამ დაარღვია დუმილი.
-ლუდს დალევ? _თემა შეცვალა. შაკოც მიხვდა რომ ამ თემას აღარ უნდა დაბრუნებოდნენ.
-კი. _თვი დაუქნია.
-რატი ოფისშია?
-ხო. შენ ხვალ ხომ მოხვალ სამსახურში?
-კი კი აუცილებლად.
-წამლების დალევა გააგრძელე მაინც. როგორც ჩემი სიდედრი ამბობს, მალინიანი ჩაიც უებარი საშუალებაა გაციებისათვის. _ თვალები გადაატრიალა შაკომ.
-მე რატომღაც ლიმონიანი მეგონა _ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. მაცივრიდან ლუდის ბოთლები გამოიღო და მაგიდაზე დაალაგა.
****
-თქვენ არ იცით გოგონებო როგორ გამახარეთ რომ მოხვედით. _ღიმილით შეგვეგება მე და ნინოს ანა. -შემოდით რას დამადგარხართ მანდ. _ სასტუმრო ოთახისკენ გაგვიძღვა.
-მოგვენატრე ანუკი _ღიმილით გავყევით უკან.
-მთელი დღე სახლში უაზროდ ყოფნა იმდენად მოსაბეზრებელია რომ ლამისაა გავგიჟდე _მოწყენილმა ჩაილაპრაკა -ხშირად მოდით ხოლმე რა.
-შაკო სახლში არაა? _ინტერესით იკითხა ნინომ.
-არა, ოფისშია ალბათ ისევ.
-ოფისში არ მინახავს დღეს _მხრები ავიჩეჩე.
-მაშინ ბიჭებთან იქნება. თქვენ ის მითხარით როგორ ხართ? ოფისში რა ხდება, ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა მეც მოსვლა.
-ახლა მთავარი ბავშვია, ასე რომ მასზე უნდა იფიქრო _გავუღიმე.
-მეც ეგ მაძლებინებს _ღიმილით გადაისვა გამობურცულ მუცელზე ხელი. -წამოდით ყავა დავლიოთ _სწრაფად წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ანა, ფრთხილად თორემ შაკო ჩვენ მოგვცხებს შემდეგ _სიცილით უთხრა ნინომ.
-ნუღა იტყვი მაგას, ისედაც უკვე პარანოიად აქვს შიში ქცეული, ჰგონია რომ სულ ცუდად ვარ და არ ვეუბნები.
-რა ქნას, ნერვიულობს. ვერ წარმოიდგენ რა დღეში იყო როცა ცუდად იყავი. ადამინაის არაფერი უჩანდა _ მაგიდას მივუსხედით.
-მესმის მისიც, მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაიგოს. ექიმმაც გვითხრა რომ უკვე შემიძლია სეირნობა, თავისუფალი მოძრაობები და ა.შ მაგრამ ვაჟბატონს არაფერი ესმის _ჩაიცინა -ზოგჯერ ისეთი საყვარელია რომ... _თვალები ააფახულა. -სულ ჩემზე რომ მალაპარაკებთ თქვენც მოყევით რამე.
-უი მართლა რა უნდა მოგიყვეთ _წამოენთო ნინო - ჩვენთან არქივში რომაა სალომე ხო იცით? _მე და ანამ ერთხამდ დავუქნიეთ თავი თანხმობის ნიშნად.
-ჩვენს იურისტთან აქვს რომანი _ნინოს ნათქვამზე სიცილი ვერ შევიკავე.
-რა გაცინებს გოგო?!
-მერე რა მოხდა? _სიცილს ვაგრძელებდი, ანაც ჩემს მსგავსად იცინოდა- რა არის გასაკვირი იმაში თუ ქალი და კაცი ერთად იქნებიან.
-გოგო! _წარაბწეულმა შემომხედა ნინომ -ცოლი ჰყავს იმ კაცს! _ამაზე კი ორივე გავჩუმდით და სერიოზული სახით შევხედეთ თავისი გამოსვლით კმაყოფილ ნინოს.
-რა არაკაცია!_ ჩაისისინა ანამ.
-იმ გოგოს მგონი მართლა უყვარს და მეცოდება _მხრები აიჩეჩა.
-ანა _მოულოდნელად გაისმა შაკოს ხმა.
-მოდი, აქ ვართ _გასძახა ანამ
-ვა გოგონებოო_ღიმილით შემოვიდა შაკო _როგორ ხართ?
-კარგად. _ერთხამდ ვუპასუხეთ.
-და შენ სად ბრძანედბოდი? _წარბაწეულმა, მოჩევნებით წყენით ჰკითხა ანამ.
-ანდროსთან ერთად ვიყავი _ამის თქმა იყო და ანდრიაც სამზარეულოს კარში გამოჩნდა.
-უი ანდრო როგორ ხარ?
-კარგად, შენ? თავს როგორ გრძნობ? _ანას გადაეხვია.
-კარგად ვარ უკვე. _მე და ნინოსაც თავის დაკვრით მოგვესალმა და თითქოსდა გაიღიმა.
-ყავას ხომ დალევთ?
-აბა რას ვიზამთ, რატიც მოვა მალე _ამის თქმა იყო და კარზე ზარიც გაისმა.
-ნინუცი აბა მიდი გაუღე იმ ბიჭს კარი _თვალი ჩაუკრა შაკომ ნინოს. ისიც ღიმილით წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
-ჩვენ იქეთ გავალთ _ანას ტუჩებში აკოცა და სამზარეულოდან ანდრიასთან ერთად გავიდა -ალექს, მოდი შენც _გამომძახა
-ე..ისა ანას მივეხმარები _სწრაფად წამოვდექი ფეხზე. ანას ჩუმი ფხუკუნისთვის სულ არ მიმიქცევია ყურადღება.
-ნუ იცინი! _შევუბღვირე.
-არ გეუბნება არაფერს და მიდი დაჯექი იქ _სიცილით მითხრა.
-ვისზე ამბობ? _თითქოს ვერ მივხვდი.
-ჩვენს მეზობელ ვასიკოზე _ სიცილით გამკრა მხარი.
-ანა!
-მიდი, ეს ყავა გაუტანე ბიჭებს
-ანა-მეთქი!
-ხომ თქვი ანას დავეხმარებიო, ხოდა გაუტანე _თვალი ჩამიკრა. მეც ლანგარი ხლეში ავიღე და სასტუმრო ოთახისკენ წავედი.
ნინო და რატი გვერდიგვერდ ისხდენენ და მხიარულად იცინოდენენ ბიჭებთან ერთად. შაკო ცალე სავარძელში იჯდა, ანაც მასთან მივიდა და სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა. ჭიქები როგორც კი დავალაგე ანდრიას გვერდით დივანზე ჩამოვჯექი და მაქსიმალურად მივიკუჭე კუთხეში. იმდენად დაძაბული ვიჯექი მის გვერდით რომ, როცა ყავის ასაღებად დაიხარა ჩემდაუნებურად შევხტი. წარბაწეულმა გამომხედა და ირონიული ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. კულტურულად დავაიგნორე მისი ღიმილი და შევეცადე საუბარში ავყოლოდი დანარჩენებს. ჩემი მცდელობა აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდა, როცა ანდრია საკმაოდ ფართედ გაიშალა ისედაც მომცრო დივანზე. წარბაწეულმა შევხედე რაღაცით ზედმეტად გამხიარებულს, მაგრამ თავად კვლავ რატის ესაუბრებოდა.
ბოლოს მეტნაკლებად მივეჩვიე ამ უხერხულობას და გოგონებს საუბარში ავყევი.
-ანდრო , შენ როგორ ხარ? _ჰკითხა ანამ- შაკომ მითხრა ავად არისო.
-კარგად ვარ უკვე.
-საშინელი გრიპებია. ამ ამინდების გადამკიდე სულაც არაა გასაკვირი კაცი თუ გაცივდება.
-არაუშავს ანუშკი, შენმა ქმარმა მირჩია უებარი წამალი _ღიმილით ჩაუკრა ანს თვალი.
-შაკომ? _ალმაცერად გახედა ქმარს -რაო რა გითხრა? _სიცილით ჰკითხა
-ლიმონიანი ჩაი.
-მე მალინიანი გირჩიე. _შეუსწორა შაკომ.
-მართლა? მე ლიმონიანი მახსოვს_მხრები აიჩეჩა უდარდელად და ყავა მოსვა, მე კი რატომღაც ჩემდაუნებურად წამოვხურდი სახეზე.
-არც ერთი გაწყენს _უთხრა ანამ.
-იქნებ რამე ფილმს ვუყუროთ ერთად? _იდეა წამოაყენა ანამ.
-მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ დავრჩები. _უხერხულად გავუღიმე ანას. _თან უკვე გვიანია.
-ალექსი მართალია _დამეთანხმა ნინო. -ჩვენ წავალთ, თორემ ხვალ გაგვიჭირდება სამსახურში მოსვლაც.
-ჩვენც წავალთ _ფეხზე წამოდგნენ ანდრია და რატი. ანა, მე და ნინოს გამოგვყვა, ქურთუკები მოგვაწოდა ორივეს.
-გამახარეთ გოგონებო, რომ მოხვედით. კიდევ შემომიარეთ ხოლმე.
-აუცილებლად _ღიმილით დავემშვიდობე ანას და სახლიდან გავედი.
ცივი ქარის შეხებისას ცახცახმა ამიტანა. „პალტო“ უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და ნინოს გამოსვლამდე კიბის რამდენიმე საფეხური ჩავიარე. ჩემი მოუხერხებლობის გადამკიდეს სველ საფეხურზე ფეხი ამისრიალდა და ვინ იცის, ალბათ, ძირსაც გავიშოტებოდი გემრიელად, რომ არა ვიღაცის ხელი ჩემს მკლავზე. წამიერად მაგრად ჩამავლო ხელი, მეც ინერციით მისკენ წავედი და გულ-მკერდზე ზურგით ავეკარი.
-ფრთხილად! _ანდრიას ხმის გაგონებისას ერთიანად შევკრთი. ჩემთან ერთად, ლამის ჩახუტებულმა ჩამოიარა კიბის რამდნეიმე საფეხური და როგორც კი ასფალტზე მყარად დავიგულე თავი მხოლდო მაშინ გამიშვა ხელი.
-მადლობა დახმარებისთვის _ ოდნავ გავუღიმე და სახლიდან გამოსულ ნინოს და რატის შევხედე შაკოს, რომ ემშვიდობებოდნენ. ანდრია თავისი მანქანისკენ შებრუნდა, როცა მომენტალურად გაჩერდა კვლავ მე შემომხედა.
-ასე გეშინია ჩემი? _სახეზე რაღაცნაირი ღიმილი დასთამაშებდა. მისი კითხვით დაბნეულმა უაზროდ გავაღე პირი, თუმცა მალევე დავხურე.
-რა სისულელეა, რატომ უნდა მეშინოდეს? _ ხმა გავიმტკიცე.
-არა? _ალმაცერად გამომხედა.
-ა..არა _ამოვიბლუყუნე. როგორც კი ჩემკენ ნაბიჯი გადადმოდგა, ჩემდაუნებურად სწრაფად დავიხიე ორი ნაბიჯით უკან და პირდაპირ ნინოს შევასკდი.
-ფრთხილად ალექს, ხომ კარგად ხარ?
-აჰ... კი კარგად ვარ. _სწრაფად დავუქნიე თავი. შევამჩნიე როგორ გაეცინა ანდრიას ჩემს ქცევაზე და თავის ქნევით შეტრიალადა მანქანისკენ.
-გოგონებო თქვენ მანქანით ხართ? _გვერდით ამოგვიდგა რატი
-კი, ნინოსაც მე გავიყვან. _ ვუთხარი და ორივე ჩემი მანქანისკენ წავედით.
-აბა ხვალამდე.

18 თავი
-თიკა, მოისვენე თორემ ყველაფერს გააფუჭებ _საპატარძლო კაბაში გამოწყობილ დაქალს შევუტიე.
-კარგი რა ალექს, უცებ ჩავიხედავ სარკეში.
-მოიცა გოგო, შეგიკრა კაბა. _ პატარა ღილები სწრაფად შევუკარი და მაშინევ წინ დავუდექი.
-საოცრება ხარ თიკუჩი _ყურებმადე გაღიმებულმა ვუთხარი.
-მოიცა გაიწიე ვნახო _კაბის გამო გაჭირვებით მივიდა სარკესთან და წამის შემდეგ გაოცებული უყურებდა საკუთარ თავს.
-იცოდე ტირილი არ გაბედო, თორემ საკუთარი ხელით მოგკლავ _როგორც კი მის თვალებში ჩამდგარი ცრმელები დავინახე, მაშინვე მის წინ გავჩნდი.
-ვერ წრამოიდგენ როგორ ვნერვიულობ, მგონია მალე გონებას დავკარგავ _აფორიაქებულმა წამოიძახა და ხელები მარაოსავით მიიქროლა სახეზე.
-კარგი, დამშვიდდი, არაფერია სანერვიულო, მოვა გიო მალე და წაგიყვანს _სიცილით ვუთხარი, არადა მე უარეს დღეში ვიყავი.
-ოოფ _ხელი ამიქნია -იმ ჭკუაზე ვარ რომ ბოლო ხმაზე ვიკივლებ ნერვიულობისგან _ხელების ქნევას მოყვა.
-იკივლე_სიცილით ავიჩეჩე მხრები -ემოციებისგან დაიცლები. _კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს დაქალს. მართლაც რომ თვალწარმტაცი იყო თეთრ კაბაში გამოწყობილი.
-ვიტირებ _აცრემელბული თვალებით გადავეხვიე მეგობარს.
-კარგი რა ალექს, იციდე მეც ვიტირებ.
-26 წელია ერთად ვიზრდებით და ახლა.. _თვალები წყლით ამევსო და ცოტაღა მაკლდა რომ ბოლო ხმაზე არ ავღნავლებულიყავი.
-გეხვეწები არ იტირო თორემ მეც ვიტირებ და ამდენ ნამუშევარს წყალში ჩაგიყრი. _საკუთარ თავს შევალო თვალი და კაბის ბოლოები ოდნავ შეარხია. -ვნერვიულობ _ხელები მაგრად მომიჭირა.
-მეც _გამეცინა.
-ვეცდები არ ვინერვიულო.
-აბა რა, დღეს შენი დღეა და ყველაფერი ბრწყინვალედ უნდა იყოს. _ოდნავ მოვუჭირე ნიკაპზე ხელი - ქვემოთ ჩავალ და ვეტყვი რომ მზად ხარ.
ქორწილი მართლაც რომ არჩვეულებრივი იყო. ეს იყო დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზმე მნიშვნელოვან თარიღად იქცა. ალბათ, ასე საკუთარ ქორწილზეც კი არ ვინერვიულებდი. ყველაფერი მართლაც რომ ზღაპრული იყო. არსფერი სჯობდა თიკას და გიოს გაბრწყინებული თვალების ხილვას. ჩემს დაქალს თვალს ვერ ვაშორებდი, იმდენად ლამაზი იყო საპატრაძლო კაბაში გამოწყობილი. საშინელი ნოსტალგია შემომაწვა, ამას ჩემი ძმის და ბიჭების უაზრო ხუმრობებიც დაემატა, რის გამოც კინაღამ მართლა დავიწყე ტირილი. დამეთანხმებით სულაც არაა ადვილი როცა ბავშვობის მეგობრს ასე, თუ ისე „შორდები“, ხვდები რომ მასთან იმდენივე დროს ვეღარ გაატარებ და ის გიჟური თავგადასავლები რაც აქამდე ერთად გადაგიტანიათ აღარ განმეორდება. ცრემლიანი თვალები შევავლე თიკას და იოანეს მხარზე ჩამოკიდებულმა, ღვინის კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.
-ასე თუ განაგრძობ გამილოთდები _სიცილით მიჩურჩულა. _შენ რომ გათხოვდები მეც ეგრე უნდა დავიწყო ტირილი? _სახე თეატრალურად დამანჭა და ცისფერი თვალები მომანათა.
-სულ არ მოგენატრები არა?! _განაწყენებულმა ვკარი ხელი.
-ჯერ არსად არ გიშვებ! _ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა. -ხომ? _ალმაცერად გამომხედა თავის ნათქვამში დასარწმუნებლად.
-მოკეტე რა _ხელი ვკარი სიცლით.
-მეჯვარეებმა არ უნდა ვიცეკვოთ? _გვერდით ამომიდგა გიორგის მეჯვარე, ნიკა.
-აბა რა. _ღიმილით ჩავკიდე ხელი და მოცეკვავე წყვილებს შევუერთდით.
******
ქორწილი მართალც არაჩვეულებრივი იყო და ყველაფერმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. თიკა და გიო საქორწინო მოგზაურობაში იმავე საღამოს რომში წავიდნენ.
დილით თავის ტკივილის ფონზე არაფერი არსებობდა ჩემს ირგვლივ. ძლივს ავიღე თავი ბალიშიდან და გაჭირვებით წამოვიზლაზნე ფეხზე. თავი მოვიწესრიგე და საფეთქლების სრესით ჩავედი კიბეზე.
-მა _ტირილნარევი ხმით შევედი სამზარეულოში და ნოდარს წინ დავუდექი.
-რა გჭირს მამა? _შეშფოთებულმა შემავლო თვალი.
-თავი მისკდება.
-ოხ ალექს, რამდენჯერ უნდა გითხრა, როცა არ შეგიძლია დალევა არ უნდა დალიო.
-დაქალის ქორწლში არ დამელია? _გავიკვირვე.
-რა ქართველი ვაჟკაცივით ლაპარაკობ დაი? _სიცილით შემოვიდა იოანე სამზარეულოში. -იმ კაცს გავხარ დასალევად „ვეჩნად“ საბაბს რო ეძებს _გაიცინა.
-მოდი ჭამე და მერე წამალი დალიე.
-კარგი _მაგიდას მივუჯექი და ცხელი ჩაი მოვსვი.
-არ წახვიდე დღეს სამსახურში.
-კი აბა რა _ჩავიფრუტუნე.
ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ იმდენს მივაღწიე რომ თავის ტკივილი ოდნავ მაინც ჩავიცხრე და სახლიდან გავედი. საჭესთან ლამის ჩამომეძინა.
ლიფტში შეული კი მართლა დავიძინებდი კდელზე მიყრდნობილი, რომ არა ნინოს ხმა.
-რა გჭრის ალექს? _ღია კარში შემოხტა და სასურველ სართულს მიაჭირა თითი.
-რა გაყვირებს ნინო? _საფეთქლებზე მივიჭირე თითები. -გასკდა თავი.
-რატო, რა გჭირს?
-დაქალი გამითხოვდა და დეპრესიის ნიადაგზე დავლიე, ახლა კი თავი მისკდება _ლიფტიდან ერთად გამოვედით.
-ლოთო _ხმამაღლა გადაიკისკისა ნინომ.
-რატო მიშლი ნერვებს? _ მიბნედილი თვალებით მივუბრუნდი.
-რა დღეში ხარ შე მართლა ლოთო _სიცილს არ წყვეტდა. - რას მოდიოდი სამსახურში? დარჩენილიყავი სახლში.
-კი აბა რა _ჩავიფრუტუნე და კაბინეტისკენ წავედი.
-მოიცა გოგო სად გარბიხარ. ეს ანდრიას შეუტანე _საქაღალდე მომაჩეჩა ხელში -წეღან მითხრეს ჯერ არ მსულაო _საათს დახედა -მაგიდაზე დაუტოვე და გადახედავს მერე თვითონ.
-კარგი _სწრაფად წავედი ჯერ ჩემი კაბინეტისკენ. ჩემი ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნიც კი უკვე ტვინს მატკიებდა. ჩანთა და პალტო ჩემს კაბინეტში დავტოვე და ანდრიას ოთახისკენ წავედი. მთელი ძალით ჩავაფრინდი სახელურს და შევეცადე გამეღო, სწორედ ამ დროს მოქაჩა ვიღაცამ თავისკენ კარი და მეც ინერციით მივყევი.
მაგრად დაცემის მოლოდინში დავაჭირე თვალები ერთმანეთს, თუმცა იატაკის ნაცვლად ვიღაცას ჩავეხუტე. მაშინვე მომხვდა ცხვირში ნაცნობი სურნელი და სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა. სწრაფად ვჭყიტე თვალები და ჩემზე მომზირალ ანდრიას ავხედე. რაღაცნაირად დღეს განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ეს თუ მხოლოდ მე მესიმპათიურა ასე. თვალები რამდნეჯერმე სწრაფად დავახამხამე.
-ფრთხილად სიარული შენთვის უცხოა არა? _ზემოდან დამაჩერდა ირონიული ღიმილით. მასთან ასეთი სიახლოვის გამო საშინლად დავიბენი. აშკარად წამოვწითლდი სახეზეც. მაგრად ვყავდი მიხუტებული მკერდზე, რომ არ დავცემულიყავი.
-ხ..ხო _დაბნეულმა ამოვიბლუყუნე და ვცადე მყარად დავმდგარიყავი იატაკზე.
-რა ხო? _ხელი შემიშვა და ირონიულად მომღიმარემ შემომხედა.
-ანუ არა..ა არაფერი_სწრაფად გავაქნია თავი აზრების მოსაკრებად. <<რა ჯანდაბა მჭირს!>>
-ეგ რა არის? _ჩემი უაზრო ბლუყუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია და თავით ჯერ კიდევ მაგრად ჩაბღუჯულ საქაღალდეზე მანიშნა.
-არ ვიცი _მხრები ავიჩეჩე და უდარდელად ვუპასუხე _ხელი გაქვთ მოსაწერი...
-უკაცრავად? _გაკვირვებულმა შემომხედა. მეც მაშინევ მოვეგე გონს.
-როგორ არ ვიცი! _წამოვიძახე -კონტრაქტის ცვლილების აქტია, რომელიც ფრანგებმა გადმოაგზავნეს. უნდა გადახედოთ _სწრაფად გავუწოდე კოპებშეკრულს საქაღალდე.
-გასაგებია _გამომართვა და კაბინეტში შებრუნდა. მეც ის იყო უკან ვაპირებდი გამობრუნებას მისი ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასემენას.
-ალექსანდრა, ნუ გარბიხარ! _სამუშაო მაგიდას მიუჯდა.
-გისმენთ _მისკენ შევბრუნდი და ერთ ადგილას დავიწყე ცქმუტვა.
-ხვალ ბორისი და დევიდი ჩამოდიან ვარშავიდან _წამით შეჩერდა და თითქოს ჩემს რეაქციას დააკვირდა, შემდეგ კი კვლავ განაგრძო - შეხვედრა საღამოს ექვს საათზე გვაქვს დანიშნული რესტორანში. ჩემთან ერთად მოდიხარ და კონტრაქტიც წამოიღე._ კომპიუტერში შემძვრალი მელაპარკებოდა, უფრო სწორად მითითებებს მაძლევდა. მე კი თავის ტკივილისგან გაბრუებული კვლავ ერთ ადგილას ვირწეოდი და სულ სხვაგან დავფრინავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი ანდრია კიდევ რაღაცას მეუბნებოდა ჩემი ტვინის უჯრედები ვერანაირად ვერ ახერხებდა ნათქვამზე კონცენტრირებას.
-გასაგებია რაც გითხარი? _მომიბრუნდა.
-ჰა?_დაუფიქრებლად წამომცდა. ჩემს რეაქციაზე თავლები ავისმომასწავებლად დააწვრილად და კოპებშეკრული მომაჩერდა.
-ხომ არ გავიწყდება სად ხარ?! _ხმა გაიმკაცრა და მეც მაშინვე ვინანე ჩემი გაფანტულობა. არადა რა სასიამოვნო მოსასმენი იყო მისი მხრიდან მშვიდი ტონით საუბარი.
-ა..არა... _ამოვიბლუუნე და დამნაშავესავით ჩავქინდრე თავი.
-სად დაფრინავ?! წესით ახლა ყველაფერს უნდა ისმენდე რასაც გეუბნები!
-მაპატიეთ! _თავჩახრილმა წამწამებს ქვემოდან ავხედე. -გასაგებია ყველაფერი, ხვალ ექვს საათზე რესტორანში გვაქვს შეხვედრა პოლონელებთან. კონტრაქტს კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო და ხვალ წამოვიღო და... და... _ამის მერე კი არც გამიგია რა თქვა.
-და პროექტიც თან უნდა გქონდეს! _წამეშველა
-დიახ.
-და რატის და შაკოს უნდა შეუტანო ეს საბუთები საღამომდე!_თავით საქაღალდეზე მანიშნა.
-დიახ.
-და ყურადღებით უნდა იყო!
-დიახ _თავი დავუქნიე და გაბრუებული მივტრიალდი კარისკენ. ანდრიას კაბინეტიდან გამოვედი და მაშინვე ჩემს ოთახში შევედი. როგორც კი დავჯექი თავი მაგიდაზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. იმდენად მეძინებოდა, რომ თვალები თავისით მეხუჭებოდა. მიკვირს ანდრიასთან როგორ არ ჩამომეძინა. რამდენიმე წამიც და ალბათ მართლა ჩამომეძინებოდა, რომ არა კარის ხმა.
-ყურადღებით უნდა იყო-მეთქი როცა გითხარი, ე.ი მართლაც ყურადღებით უნდა იყო! _ანდრიას ხმის გაგონებაზე შევხტი და სწრაფად წამოვვარდი ფეხზე.
-დ..დიახ _თავი დავუქნიე თვალებგაფართოებულმა. ევრ მიხვდვი რატომ შემოვიდა. ორიოდე წუთის წინ ხომ მასთან ვიყავი.
-რას აგიჩემებია თუთიყუშივით ეს დიახ, დიახ!
-ეე... დიახ _ჩემდაუნებურად წამომცდა კიდევ ერთხელ და სიცილი ვერ შევიკავე როცა საკუთარი უაზრობა გავაცნობიერე. პირზე ხელი ავიფარე რომ როგორმე გამჩერებულიყავი -უკაცრავად _ძლივს მოვუყარე სიტყვას თავი და კოპებშეკრულს ავხედე. მაშინვე გამიქრა სიცილის სურვილი.
-ხომ არ გავიწყდება სად ხარ და ვის ელაპარაკები?! _ავისმომასწავებლად გაისმა მისი ხმა.
-უკაცრავად _კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე.
-ყურადღებით ალექსანდრა! _ჩემი სახელი გამოკვეთილად წარმოთქვა.
-ყურადღებით ვარ _მონდომებით დავუქნიე თავი.
-კი ხომ? _ირონიულად ჩაიცინა და მაგიდას მოპირდაპირე მხრიდან ორივე ხელით დაეყრდნო.
-კი _გაუბედავად წარმოვთქვი
-ეს საბუთები ჩემთან კი არ უნდა დატოვო, გითხარი რომ რატის და შაკოს უნდა შეუტანო! _ახლაღა გამახსენდა საბუთები რომელებლზეც წეღან მანიშნა მასთან კაბინეტში. პასუხად მხოლოდ თავის დაკვრა მოვახერხე და მძიმედ გადავაგორე ნერწყვი. საქაღალდე წინ დამიდო და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
-ალექსანდრა გამოფხიზლდი! _საკუთარ თავს შემოვუძახე. საქაღალდე ავიღე და შაკოს კაბინეტისკენ წავედი, მანამ სანამ ისევ დამავიწყდებოდა.
****
მეორე დილით, უკვე ადამიანურ ფორმაში მყოფი, ადრიანად მივედი სამსახურში, ვიცოდი დღეს საკმაოდ დამღლელი დღე მექნებოდა, ამიტომ ვცდილობდი პოზიტიური განწყობა ბოლომდე შემენარჩუნებინა, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე არ მომიწამლავდა გუნებას.
კაბინეტიდან გამოსული ანდრიას შევეჩეხე პირდაპირ.
-გამარჯობა _ღიმილით მივესალმე.
-დღის პოზიტივი _თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ეს სიტყვები და ოდნავ ჩაიცინა.
-რასაც თქვენზე ვერ ვიტყოდი _მაინც ვერ დავიმორჩილე ენა. მეგონა ამაზე ჩვეულებისამებრ გაბრაზდებოდა და წარბებს შეკრავდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად გამომეტყველება არ შეცვლია.
-საღამოს ხუთი საათისთვის გავალთ და მზად იყავი. ბორისი და დევიდი უკვე ჩამოვიდნენ _შევამჩნიე როგორ უკმაყოფილოდ წარმოთქვა დევიდის სახელი.
-დიახ, მახსოვს და მზად ვიქნები _თავი დავუქნიე.
-სხდომათა დარბაზში ვიკრიბებით ათ წუთში.
-კარგი _ქუსლების კაკუნით ჩავუარე.
-საით? _მისი ხმა დამეწია.
-ნინოსაც დავუძახებ და სხდომათა დარბაზში შემოვალთ.
-ნინო როგორმე თავად მოაგნებს გზას. _თვალი ჩამიკრა და ჩემკენ დაიძრა -შენ კი ჩემთან ერთად წამოხვალ _ადგილზე გაშეშებული, წელზე ხელის მოხვევით შემაბრუნა თავისკენ, რაზეც მთელს ტანში გამაჟრჟოლა. ოდნავი ბიძგით წინ გამიშვა და თვითონაც უკან გამომყვა.
ნინო უკვე სხდომათა დარბაზში იჯდა, მეც სწრაფად მივუჯექი გვერდით.
-გამოხვედი დეპრესიიდან? _ჩუმი სიცილით მკითხა.
-ნუ დამცინი რა. აი შენც რომ გაგითხოვდება დაქალი მერე მე გავიცინებ _ხუთი წლის ბავშვივით ენა გამოვუყე.
თათბირის შემდეგ კვალავ ჩემს კაბინეტში დავბრუნდი. ანდრიას თხოვნით რამდენიმე საჭირო საბუთი უნდა შემეტანა მისთვის.
კომპიუტერიდან საჭირო მასალები ამოვიღე და საქაღალდეში ჩავალაგე. რამდენიმე საჭირო დოკუმენტი კიდევ ავიღე და მისი კაბინეტისკენ წავიღე. კარზე დავაკაკუნე და ოთახის კარი შევაღე. ანდრია კაბინეტში ჯერ ისევ არ იყო, თუმცა ჩემდა გასაკვირად იქ ვიღაც გოგონა იყო, ჩემი უფროსის სავარძელში მოთავსებული. დაახლოებით 17-18 წლის იქნებოდა. ფეხები სვარძელზე აეკეცა და ტელეფონში ჩამძვრალიყო. ჩემს დანახვაზე თავი აწია და ღიმილით გამომხედა.
-გამარჯობა _ნაზი ხმით მომესლმა და დაუდევრად ჩამოყრილი ღია წაბლისფერი თმა უკან გადაიყარა. წამით საოცრად მეცნო მისი იერი, განსაკუთრებით კი თვალები, ზღვისფერი თვალები.
-გამარჯობა _მეც მივესალმე -უკაცრავად მაგრამ თქვენ ვინ ხართ?
-მე? _ფეხზე წამოხტა ღიმილით -ანდროს და ვარ, ელენე _სწრაფად მამცნო.
-სასიამოვნოა _გავუღიმე.
-შენ, ჩემი ძმის შეყვარებული ხარ? _უტიფრად მაჯახა, რაზეც გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. -აქამდე არ მინახვხარ აქ.
-მე? _გაოგნებულმა ვიკითხე და ისტერიულად ჩავიცინე.
-რა გქვია? _წინ ამეტუზა და შემფასებულარდ შემათვალიერა.
-ალექსანდრა _ჯერ კიდევ გაოგნებულმა ვუპასუხე.
-რას ერჩი ბიჭს, გემოვნება გადასარევი აქვს _ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა კიდევ ერთხელ, შემდეგ კი ზღვისფერი თვალები კვალავ მომანათა.
-არა, შენ არასწორად გაიგე _შევეცადე ამეხსნა, როდესაც კაბინეტის კარი გაიღო.
-ელენე? _ანდრიაც შემოვიდა -რა გინდა აქ?
-მომენატრე და მამას ვუთხარი სკოლის შემდეგ გავუვლი მეთქი _ სწრაფად გაექანა ძმისკენ და კისერზე ჩამოეკიდა. ანდრიამაც მაგრად მოხვია ხელები დას და ნეტარად ჩაიკრა გულში. მათმა შემხედვარემ ღიმილი ვერ შევიკავე.
-ასე უნდა ხომ დავიწყება. ერთხელაც არ მოდიხარ სახლში. დედაც სულ ბუზღუნებს, მე კიდევ სამაგიდო თამაშებს მარტო ვერ ვთამაშობ ასე, რომ დაგვაკლდი ძამიკო _წყალივით ჩამოარაკრაკა.
-ამოისუნთქე გოგო _სიცილით დაკრა დას ცხვირზე თითი. -დღეს მოვალ სამსახურის შემდეგ, ახლა კიდევ სამუშაო მაქვს და ნუ მიშლი ხელს.
- კარგი რა, ისედაც სულ მუშაობ _ცხვირი აიბზუა უმცროსმა იოსელიანმა. -დაგელოდები და ერთად წავიდეთ.
-შეხვედრა მაქვს მე.
-არაუშავს _მხრები აიჩეჩა და უდარდელად ჩაეშვა სავარძელში.
-კარგი ბატონო _ანდრიამაც აიჩეჩა მხრები და თავის სავარძელს დაუბრუნდა.
-სხვათაშორის, შენი შეყვარებული გავიცანი _ თავით ჩემზე ანიშნა, რაზეც მოულოდნელად გადამცდა ნერწყვი და ხველა ამივარდა.
-ვინ? _ჩაიცინა ანდრიამ და ეშმაკური ღიმილით გადმომხედა.
-ალექსანდრა _ღიმილით ამოცნო და მე შემომხედა.
-ა.არა ელენე, იცი... _კვალავ დავიწყე ახსნა.
-ხო ვიცი მე ჩემი ძმის ამბები, სამსახურში არ შეიძლება რომანების გაბმა ხომ? _თვალი ჩამიკრა და სიცლით წამოხტა ფეხზე. -გავალ მე შაკოს და რატის ვნახავ. _სიტყვის დასრულება არ მაცადა ის გავარდა კაბინეტიდან და საშინლად უხერხულ მდგომარეობაში დამტოვა. არ ვიცოდი სად წავსულიყავი და როგორ მოვქცეულიყავი მით უმეტეს როცა ანდრიას დაჟინებულ მზერასაც ვგრძნობდი. მოდი და აუხსენი მსგავსი სიტუაციების შემდეგ, რომ ამ კომპანიაში მხოლოდ სამუშაოდ ვარ მოსული.
-ანუ შეყვარებული? _ირონია შეპარული ხმით მკითხა.
-ა..არა, არა მე არ მითქვამს ეგ, გეფიცებით თვითონ თქვა რომ... როცა შემოვედი აქ დამხვდა და.. და მერე.... _უაზროდ ვიქნევდი ხლებს აქეთ-იქით და ვცდილობდი ამეხსნა ყევლაფერი.
-მერე? _ირონიული ღიმილი გაუკრთა.
-თვითო იფიქრა რომ, ...რომ მე... მე თქვენი...
-შეყვარებული იყავი _ჩემი სათქმელი დააბოლოვა და კვალავ ირონიული ღიმილით ამომხედა.
-ვიცი უკვე სასაცილოც აღარ არის მსგავს სიტუაციებში ჩემი ხილვა, მაგრამ მართლა არაფერ შუაში ვარ._დასჯილი ბავშვივით ვცილობდი თავის გამართლებას. თვითონ კი ეშმაკური ღიმილით შემომცქეროდა. მივხვდი რომ ეს ვაჟბატონი უბრალოდ დამცინოდა და ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა. სიბრაზის ტალღამ ერთიანად დამიარა მთელ სხეულში.
-ასე ძალიან გსიამოვნებთ ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება?!_ნერვებმოშლილი მივაჩერდი.
-ძალიან _ძლივსშეკავებული სიცილით მიპასუხა. გაღიზიანებულმა ხმაურით დავდე ხელში მოქცეული საქაღალდე მაგიდაზე და ჩემი ქცევის გამო მისი გაკვირვებული სახისთვის სულ არ მიმიქცევია ყურადღება ისე დავტოვე კაბინეტი.
-იდიოტი! _გაგულისებულმა ჩავილაპარაკე.
ქუსლების კაკუნით წავედი ნინოს კაბინეტისკენ და ისე შევაღე კარი დაკაკუნება არც მიცდია.
-რა იყო გოგო რას ჩამომიღე კარი.
-რა იყო და ჯანდაბა! _ხელები გადავიჯვარედინე და მის წინ ჩამოვჯექი.
-რა მოხდა?
-ყელში ამომივიდა უკვე ანდრიას ქცევები, რომელსაც ლოგიკას ვერ ვუჭერ!
-ოჰ _ჩაიფრუტუნა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. -რაო ამჯერად, რა მინდაო?
-არაფერი ისეთი _ხელი ჩავიქნიე.
-შეხვედრაზე არ მიდიხართ?
-ნახევარ საათში გავალთ _მაჯის საათს დავხედე. დარჩენილი დროც ნინოსთან საუბარში გავატარე.
როგრც კი ნინომ წასვლის დრო შემახსენა ფეხზე წამოვდექი და გავემზადე. საჭირო დოკუმენტები და პროექტის ნიმუშიც ავიღე და ბატონ იოსელიანთან ერთად გავედი კომპანიიდან. აშაკარდ შერჩენოდა ვაჟბატონს კარგი განწყობა იმ ყველაფრის შემდეგ.
რესტორანში მისულებს ჩვენი სტუმრები უკვე ადგილზე დაგხვდნენ, მაგრამ მათ ერთი უცხო პიროვნებაც ახლდათ. საკმაოდ „სანდომიანი“ გარეგნობის ქალბატონი, რომელმაც მისვლისთანავე უცნაურად აუჟუჟუნა თვალები ანდრიას. აშკარად ვიგრძენი შემოტეული ბრაზი აწ გაცნობილი ირენეს მიმართ, რომელიც როგორც გავიგეთ დევიდის ასისტენტი ყოფილა და დარწმუნებული ვარ არამხოლოდ ასისტენტი. იმასაც მშვენივრად მივხვდი არც მას მოვეწონე დიდად.
მეგობრულად მოვიკითხეთ ერთმანეთი და მაგიდას მივუსხედით. საოცრად მესიამოვნა, როცა ანდრიამ სკამი გამომიწია დასაჯდომად. თავადაც ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვამჩნევდი დევიდის დაჟინებულ მზერას ჩემზე, ხოლო ირენეს თავალებისა და მკერდის ჟუჟუნს ანდრიას მიმართულებით. ჩემდა გასაკვირად ბრაზმა ბოლოს იმ ტალღას მიაღწია რომ მზად ვიყავი მაგიდიდან მესროლა. ყველაფერი იმას დავაბრალე რომ შეხვედრას სერიოზულად არ უდგებოდა ეს ქალი, გონებაში კი ოსტატურად ჩავმალე მიზეზი, რის გამოც ირენემ ჩემი უკმაყოფილება დაიმსხურა. ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ანდრიას ერთხელაც არ შეუხედავს მისკენ, რაზეც ქალბატონს მეტად უკმაყოფილო სახე ჰქონდა შეხვედრის დასასრულს. მთელი გზა სანამ კომპანიაში მივიდოდით არც ერთს ამოგვიღია ხმა. მხოლოდ ავტოსადგომზე მანქანის გაჩერებისას იკადრა საუბარი ვაჟბატონმა.
-დევიდის მხრიდან უყურადღებობას აშკარად არ უჩივი _უემოციოდ ჩაილაპრაკა.
-იგივეს თქმა შემიძლია ირენეზეც! _ცინიკურად გავუღიმე,სწრაფად გადავედი მანქანიდან და ოსტატურად დავაიგნორე ჩუმი ხითხითი.

19 თავი
საღამოს სახლში მისულს, მეტად უცნაური სიტუაცია დამხვდა. ბექა და ჯაბა სასტუმრო ოთახში ჩევულებრივზე ჩუმად და დაძაბულად ისხდნენ. ინტერესით მოვავლე ორივეს თვალი.
-რა ხდება? _ჩანთა იქვე დავდე და პალტო გავიხადე -იოანე სადაა?
-ნოდარი ბიძიას ელაპარაკება. _მეორე სართულისკენ მანიშნა ჯაბამ.
-მოხდა რამე? _ცოტა არ იყოს მეც ავფორიაქდი.
-მამათქვენმა გაიგო, იოანეს ამბები. _თავი არ აუწევია ბექას ისე მიპასუხა.
-რა ამბები? _ თვალები გამიფართოვდა.
-კრივზე.
-რა...? საიდან? ვინ უთხრა? როდის? _დაბნეულმა მივაყარე კითხვები.
-არ ვიცით. როცა მოვედით თვითონ ჰკითხა იოანეს.
-მ..მერე?
-ალექს, შენ უკეთ იცნობ მამაშენს, წარმოიდგინე რა რეაქცია ექნებოდა. _მიუხედავად ნოდარის მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათისა, ვიცოდი ამ ამბავს ძალიან მძაფრად აღიქვამდა. არასდროს იყვირებდა და იჩხუბებდა, მაგრამ იმას რასაც მის სახეზე დაინახვთ ბევრად ჯობია ყვირილი და ჩხუბი.
-იო სადაა?
-ცდილობს ყველაფერი აუხსნას, თუმც რაა ასახსნელი. _მხრები აიჩეჩა ბექამ.
-ჯობია ჩვენ წავიდეთ. _ფეხზე წამოდგა ჯაბა.-იოს შევეხმიანებით. _ბიჭები დამემშვიდობნენ და წავიდნენ. მე კი ერთ ადგილას მიყინული ვიდექი. ვერც ზევით ასვლას ვახერხებდი და ასე უაზროდ ვიყავი. ბუნდოვნად მესმოდა ზემოდან ჩამომავალი ხმები და ჩემი მცდელობაც უშედეგო იყო რამე მაინც გამერჩია ამ ხმებიდან. ერთადერთს ვხვდებოდი, ძირითადად ჩემი ძმა საუბრობდა.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი ასე. ბოლოს ფეხის ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა. კიბეზე ნოდარი ჩამოდიოდა, უკან კი იოანე მოყვებოდა. ჩემს დანახვაზე წამით შეჩერდა. დანისლული მზერა მოავლო უკან ადევნებულ იოანეს და მე მომიბრუნდა.
-შენც იცოდი?_ჩამქვრალი თვალებით შემომხედა მამამ. ვერ გავბედე ტყუილი მეთქვა, ვიცოდი ეს კიდევ უფრო გამიმწვავებდა ისდაც აშლილ სინდისის ქენჯნას. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და პასუხის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე ოდნავ. დავინახე მისი იმედგაცრუებული სახე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულში. საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და გასასვლელისკენ დაიძრა. გაუცნობიერებლად დავიძარი მისკენ, თუმცა ხელის აწევით შემაჩერა. ჩვენთვის აღარ შემოუხედავს ისე გავიდა სახლიდან.
-იო _აცრემლებული თვალებით შევხედე ჩემ ძმას.
-გეფიცები გავიგებ ვინ უთხრა და ჩემი ხელით მოვკლავ! _კბილებშუა გამოსცრა და მტელი ძალით დამუშტა ხელები.
-წავიდა _ტირილი ამივარდა. მამაჩემის იმედგაცრულებული სახის წარმოდგენისას ვერ შევძელი თავის შეკავება.
-გთხოვ დამშვიდდი, გპირდები დაველაპრაკები _ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-ძალიან ვატკინეთ გული _ამოვიტირე.
-ვიცი, ვიცი რომ ჩემი ბრალია. _ ამოიოხრა - მე მაპატიე. _შუბლზე მაკოცა.
-სად უნდა წასულიყო?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-იო რამე რომ მოუვიდეს? _აფორიაქებულმა დავიწყე მთელ ოთახში სიარული.
-ალექს, გაჩუმდი და სისულელეს ნუ ამბობ! _თვალები დამიბრიალა უარესად აღელვებულმა იოანემ.
მთელი ნახევარი საათი უაზროდ ვიჯექით ერთმანეთის პირისპირ და მამას მოლოდინში თვალებს ვაკვესებდით. ბოლოს მოთმინებადაკარგულმა წამოვიყვირე.
-არ შემიძლია ასე გაჩერება
-არც მე, სად შეიძლება იყოს.
-იქნებ კახა ბიძიასთან არის?
-შეიძლება. მოიცა შოთის დავურეკავ და ვკითხავ. _სწრაფად აკრიფა ნომერი იოანემ და პასუხის მოლოდინში ერთ ადგილას სიარული დაიწყო..
-შოთი, როგორო ხარ?
-...
-ბოდიში ასე გვიან რო გაწუხებ, უბრალოდ მინდოდა მეკითხა მამა მანდ ხომ არ არის?
-....
-კახა ბიძიაც იქაა?
-...
-კარგი, მადლობა. _სწრაფად გათიშა ტელეფონი
-რა გითხრა?
-მამამისთან ერთად რესტორანში ყოფილან. წავედით.
-იო, მოიცადე. მგონი ჯობია რომ შენ დარჩე. მე წვალ და დაველაპრაკები. შვეცდები ყველაფერი ავუხსნა, შემდეგ კი როცა სახლში მოვა, კიდევ ერთხელ სთხოვე მოგისმინოს.
-ასე გვიან შენ მარტო სად უნდა წახვიდე?
-კარგი რა, პირველად მივიდვარ?
-კარგი, ოღონდ ნელა იარე.
-კარგი. _სახლიდან ისე გამოვედი ტანზე წესიერად არაფერი ჩამიცვამს. სიცივის გრძნობა ოსტატურად დავაიგნორე და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში.
ვცდილობდი რაც შეიძლება მალე მივსულიყავი რესტორანში. გამიხარდა რომ მარტო არ იყო და კახაც მასთან ერთად იქნებოდა.
სწრაფად გავაჩერე მანქანა ავტოსადგომზე და რესტორნისკენ წავედი. შიგნით შესულმა ირგვლივ დავიწყე თვალების ცეცება სასურველი სილუეტის პოვნის იმედით.
-ალექს _ზურგსუკან ნაცნოობი ხმა მომესმა.
-რატი? _სწრაფად შევბრუნდი -აქ რას აკეთებ?
-რესტორანში რას აკეთებენ ხოლმე? _სიცილით მკითხა. -ხშირად დავდივართ ხოლმე აქ. პატარა, მაგრამ მყუდრო ადგილია.
-აა, ხო _თავი დავუქნიე და კიდევ ერთხელ მოვათვალიერე რესტორანი. რატის უკან ანდრია შევნიშნე ერთ-ერთ მაგიდასთან და წამით მასზე შევაჩერე მზერა. თვითონაც დამინახა.
-შენ რას აკეთებ აქ?
-ეს მამაჩემის და მისი მეგობრის რესტორანია და მამას სანახავად მოვედი.
-აჰა, გასაგებია.
-კარგი, მე დაგტოვებთ _სრაფად გავიარე ხალხით სავსე რესტორანი და მიმტანს ვკითხე სად შეიძლებოდა მამას ნახვა. კაბინეტისკენ მანიშნეს და მეც მაშინვე იქეთ წავედი. ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ ოთახში შევედი.
-შეიძლება? _მორიდებით ვიკითხე. არაფერი უპასუხია. სახეზე მორგებული სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო, თვითონ კი მზერა სივრცეს გაუსწორა.
-მა _ლამის ჩურჩულით დავიწყე საუბარი. საკმარისი სიტყვები არ მქონდა ამ სიტუაციის ასახსნელად. ძნელია ზოგადად ადამიანისთვის რაიმეს ახსნა, განსაკუთრებით მაშინ როცა გასამართლებელი საბუთი არ გაქვს და საკუთარ თავს ვერაფრით გაამართლებ. ხვდები რომ დამნაშავე ხარ და ეს კიდევ უფრო გიმძაფრებს სინდისის ქენჯნას.
-მაპატიე _აწყლიანებული თვალებით ჩამოვუჯექი წინ. -ვიცი, რომ ჩვენს საქციელს არაფერი ამართლებს, ვიცი, რომ დამნაშავეები ვართ, ვიცი რომ ამით შენ არ გეცით პატივი, გადაგაბიჯეთ და უდიდესი ტკივილი მოგაყენეთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გთხოვ რომ გვაპატიო. _სწრაფად შევიმშრალე სახეზე ჩამოგორებული ცრემლი. ვხედავდი მამაჩემის უემოციო სახეს, მისი თვალები ყველაფერს მაგრძნობინებდნენ.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა ისეთი, რაც ამ წყენას შეგიმსუბუქებს. ვიცი რომ არ ექნება მნიშვნელობა ჩემს საუბარს. სხვა თუ არაფერი მხოლოდ ერთს გთხოვ, იოანეს მოუსმინე, მას ყველაზე მეტად შენი მოსმენა სჭირდება. _წამით შევჩერდი.
-გთხოვ რამე მითხარი. _ხელზე ხელი შევახე, თუმცა უხმოდ გაწია ხელი. ამაზე ლამის ჭკუიდან შევიშალე, არასდროს ვიყავი მისი მხირდან ასეთ სიცივეს მიჩვეული -მა... _კვლავ ეს საშინელი სიჩუმე. ფეხზე წამოვდექი და კაბინეტიდან გამოვედი. ოთახიდან გამოსულმა თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. სწრაფად გავიარე რესტორანი და გარეთ გავედი. არ მიმიქცევია ყურადღება არც სიცივისთვის და არც წვიმის წვეთებისთვის. საკუთარი დანაშაულის შეგრძნება მტანჯავდა. ცალკე იოანე, ცალკე კი მამა, ჩემთვსი ორი უძვირფასესი ადამიანი, რომლებიც ასე მოულოდნელად თითქოს ერთმანეთს გაუუცხოვდა. საშინლად მძაფრად მოქმედებდა ყოველივე ეს ჩემზე. ავტოსადგომზე გაჩერებულ უცხო მანქანას ხელით დავეყრდენი.
-კარგად ხარ? _მოულოდნელად ნაცნობი ხმის გაგონებაზე შევხტი და სწრაფად მივბრუნდი. ჩემს წინ ანდრია იდგა და შეწუხებული სახით მიყურებდა.
-კი, კარგად ვარ _სწრაფად შევიმშრალე ცრემლები.
-ჩავთვალო რომ ეს ცრემლები არ დამინახავს? _სახეზე მანიშნა. არაფერი მიპასუხია, თავი გავატრიალე და ჩამოწოლილ წყვდიადში გავიხედე.
-არაფერია _თავი გავაქნიე.
-გაცივდები _თავისი ქურთუკი გაიხადა და ჩემკენ წამოვიდა.
-არ მინდა _უხერხულად ავიჩეჩე მხრები.
-გკითხე რა გინდა-მეთქი? _სწრაფად მომახურა თავისი ქურთუკი, ახლაღა გავაცნობიერე მართლაც როგორ შემცივებია.
-ახლა თქვენ შეგცივდებათ.
-კარგად ხარ? _ჩემი სიტყვები დააიგნორა.
-კი _მონდომებით დავუქნიე თავი და სწრაფად მოვარიდე მზერა, რომ აცრემლებული თვალები ვერ შეენიშნა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად.
-ტყუილის როცა ამბობ უნდა გეხერხებოდეს მაინც. _ხლები ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო.
-არაფერია , გამივლის. თქვენ ნუ შეწუხდებით. _ვცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
-დაგტოვებდი აქ მარტოს და მოგცემდი საკუთარ თავთან დარჩენის უფლებას, მაგრამ ახლა მაგას ვერ ვიზამ. ასე რომ წამოდი, სახლში წაგიყვან.
-არ მინდა, მეც მანქანით ვარ, თან თქვენ რატი გელოდებათ.
-ახლახანს წავიდა რატიც.
-მანქანით ვარ...
-და ასე აპირებ საჭესთან დაჯდომას?
-არაუშავს, კარგად ვარ უკვე, მადლობა.
-წამოდი! _ხმა გაიმკაცრა მკლავზე მომხვია ხელი.
-არა, მართლა არ არის საჭრიო....
-ალექსანდრა! _ სიბნელის მიუხედავად გვაარჩიე მისი მრისხანე თვალების ბრიალი. ჩუმად მივყევი და რამდენიმე წამში უკვე მის მანქანში ვიჯექი.
-გაყინულხარ _მანქანის სალონში შუქის ფონზე ჩემი გალურჯებული ტუჩების შემყურემ უკმაყოფილო მზერით შემომხედა და გამათბობელი ჩართო.
-ხო, ცოტა. _მხრები ავიჩეჩე და ცრემლებისგან დასველებული უპეები შევიმშრალე.
-მისამართი მითხარი შენი _ როგორც კი მანქანა აამუშავა მომიბრუნდა, მეც სწრაფად ვუპასუხე და კვლავ ფანჯარაში გავიხედე.
-არ ვიცოდი ეს თუ მამაშენის რესტორანი იყო.
-მხოლოდ მისი არა არის, მეგობართან ერთად გახსნა რამდენიმე წლის წინ.
-ხშირად დავდივარ, მაგრამ არსდროს შემინიშნიხარ.
-მე არც ისე ხშირად დავდივარ აქ, ასე, რომ დამშვიდდით, ნამდვილად არ დაგდევთ კუდში. _მასთან ასე ხშირი გადაკვეთებით მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები, რაზეც ხმით გაეცინა. წამით მეგონა მომესმა მეთქი მისი სიცილი, რის გამოც გაკვირვებული მზერა მოვავლე. გზას თვალს არ აშორებდა, თუმცა ტუჩებზე კვლავ დასტამაშებდა რამდენიმე წამის წინანდელი სიცილის ნოტები.
-ხვალ სამსაურში...
-ვიცი შეხვედრა გვაქვს ბორისთან და დავიდთან._დავასწარი.
-ირენესთანაც _ კვლავ გადაურბინა ტუჩებზე ღიმილმა. თანაც როგორ უხდებოდა.
-ეგ როგორ გამომრჩა! _სარკასტულად ვთქვი და თავი გავატრიალე.
-რა არ მოგეწონა მაგ ქალის? _გაეცინა.
-სერიოზულად მეკითხებით? _გაკვირვებულმა დავაკვესე თვალები.
-კი _ჩაიცინა.
-ვცდილობ მისი დახასიათებისას ზრდილობის ფარგლებს არ გავცდე, ამიტომ მირჩევნია ისევ ჩუმად ვიყო! _უხეშად მივახალე, რაზეც კვლავ ჩაეცინა. ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო დღეს.
რამდენიმე წუთი ჩუმად მივდიოდით ბოლოს ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
-ბატონო ანდრია....
-მე რატომ ვარ ბატონი ანდრია და ისინი მხოლოდ რატი და შაკო? _ შემაწყვეტინა და ალმაცერად გამომხედა.
-ა... იმიტომ რომ... ე... _მისმა შეკითხვამ დამაბნია და მზერა ავარიდე -თქვენ თავიდანვე ასე მოგმართავთ.
-სამსახურში მხოლოდ შენ მომმართავ ბატონობით.
-მართლა? _ვითომ გავიკვირვე- არ შემინიშნავს.
-ხო, როგორ არა _ცინიკურად ჩაიცინა.
-თქვენ უბრალოდ...
-და ამ თქვენობით საუბარს შეცვლი?
-ალბათ, ვერა. _გულწრფელად ვუპასუხე და მისი მზერა დავაიგნორე.
-რატომ?
-იმიტომ რომ თავიდანვე ასე მივეჩვიე. _მხრები ავიჩეჩე.
ჩემს სალთან მისვლამდე არაფერი აღარ უთქვამს. ორივე ჩუმად ვიჯექით. მე კვლავ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი, რომლის უმთავრესი გმირებიც მამა და იოანე იყვნენ. მანქანის მინაზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთებს თვალს ვაყოლებდი და ათას რამეზე ვფიქრობდი.
-მოვედით. ესაა შენი სახლი?
-კი. _თავი დავუქნიე -ნახვამდის და მადლობა _მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, როცა მისმა ხელმა შემაჩერა.
-ალექსანდრა _მაჯაზე მისი ხელის შეხებისას შევხტი.
-შენ რა, მართლა გეშინია ჩემი? _ალმაცერად შემომხედა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-ისევ თქვენი დამსახურებით _მშვიდად ვუთხარი.
-გამოსწორებადია ეგ _თითქოს არაფერიო ისე მიპასუხა და ხელი გამიშვა.
-არამგონია _მხრები ავიჩეჩე -მადლობა, რომ სახლამდე მომიყვანეთ _ მანქნაიდან გადმოვედი და სახლისკენ წავედი. კართან მისულმა გავიაზრე, რომ ისევ მისი ქურთუკი მქონდა მოხვეული მხრებზე. სწრაფად მოვბრუნდი, თუმცა მანქანა უკვე აღარ იდგა იქ. სახლში შევედი და კარი ფრთხილად მივხურე. ანდრიას ქურთუკი მხრებიდან მოვიძრე, წამით მისი სურნელი მომხვდა, შემდეგ კი მე თავად ღრმად დავყნოსე, მართლაც სასიამოვნო სურნელი ჰქონდა და ვიგრძენი, როგორ გამაჟრჟოლა. სწრაფად გავაქნიე თავი და საკიდზე ჩამოვკიდე ქურთუკი. სასტუმრო ოთახში შესულს იოანე ამესვეტა წინ.
-რაო? გითხრა რამე?
-ვინ? _დაბნეულმა ვკითხე. <დამინახა ნეტა ანდრიასთან ერთად რომ მოვედი?>
-ვინ ალექს, მამამ!
-არაფერი _თავი გავაქნიე. -სიტყვაც არ უთქვამს. _დივანზე დავეშვი მოწყვეტით.
იოანეც ჩემ გვერდით ჩამოჯდა და ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი.
-არასდროს არ მაპატიებს.
-ნუ ამბობ მაგას, ახლა ძალიანაა ნაწყენი, ვიცი რომ გაუვლის, ცოტათი დამშვიდდება და მოგცემს უფლებას დაელაპარაკო. ხომ იცი მამას როგორ უყვარხარ იო. მისი სიამაყე იყავი ბავშვობიდან, მისი იმედი ხარ შენ.
-და მე კიდევ რა გავაკეთე.
-გეხვეწები ნუ ამბობ მაგას _მაგრად მოვეხვიე.
-ასეა. _მძიმედ ამოიოხრა.
-არ არის ეგრე! დარწმუნებული ვარ მამა მოგვცემს საშუალებას ავუხსნათ ყველაფერი.
-და რა უნდა ავუხსნათ ალექს? რისთვის ვაკეთებდი ამას, ვუთხრა ადრენალინისთვისო, თუ უკეთესი ვარიანტი მოვიფიქრო?
-იოანე, გთხოვ ეგრე ნუ ლაპარაკობ. შეიძლება მამა ახლა ძალიანაა გაბრაზებული და გულნატკენი, მაგრამ ასე უბრალოდ ზურგს არასდროს გაქცევს.
-როგორ შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანის გამხნევება? _ნაღვლიანი ღიმილით გამომხედა.
-გააჩნია ადამიანს _ლოყაზე ვაკოცე. დივანზე ვისხედით და უემოციოთ შევცქეროდით ტელევიზორის ეკრანს. კარის გაღების ხმაზე ორივე ერთდროულად წამოვვარდით ფეხზე. მძიმე ნაბიჯით შემოვიდა მამა სახლში. გასაღები იქვე თაროზე ჩამოდო და კიბისკენ წავიდა. ჩვენ დანახვაზე წამით შეჩერდა, შემდეგ კი სიტყვის უთქმელად აიარა კიბე.

20 თავი
დილით გაჭირვებით წმაოვიზლაზნე საწოლიდან. საათს რომ დავხედე რვის ნახევარს უჩვნებდა. აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე. ტანზე თბილი ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი. ის იყო კიბეზე უნდა ჩავსულიყავი,
როცა შემთხვევით იოანეს ხმა მომესმა და ერთ ადგილს მივეყინე.
-ვიცი, რომ არაფერი მამართლებს ამ წუთას. _სწრაფად მივედი ოთახთან და ოდნავ შეღებულ კარში იოსა და მამას სილუეტი დავლანდე. ნოდარი სკამზე იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა უემოციო სახით. იოანე კი ფანჯარასთან იდგა. - არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
-როცა დედათქვენი გარდაიცვალა, მეგონა ეს ყველაზე უარესი იყო რაც კი შეიძლება ცხოვრებაში გადამეტანა. მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე შვილის დაკარგვის შიშს გამოვცდიდი._კვლავ ერთ წერტილს მისჩერებოდა. -საავადმყოფოში როცა გნახე, ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი იქ დავტოვე. შენს ბუნტისთაობას მივაწერე ეს ყველაფერი და როცა ნარკოზიდან გამოხვედი ყოველგვარი საყვედური სადღაც მოვისროლე. როგორც სხვა მშობლისთვის იმ წუთს ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემი შვილი გადარჩა და კარგად იყო. მაშინ რას წარმოვიდგენდი რომ ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი, ყოველ დღე საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს უწერს, საკუთარი ნებით და არ ფიქრობს იმაზე, რომ მის უკან ვიღაც დგას. რას წრამოვიდგენდი ასე მოძულებული თუ გქონდა სიცოცხლე და საკუთარი თავი. არ ვიცი შენ რას ეძახი მაგას, გართობას თუ ადრენალინს, ეს მე არც მაინტერესებს. საკუთარი თავის პატრონი შენ ხარ და თავად გადაწყვეტ როგორ მოიქცე, მაგრამ ვერც ერთი წამით ვერ შევეგუები იმას რომ ოდესმე შვილის საფლავზე მომიხვდეს მისვლა. მირჩევნია დღესვე საკუთარი ხელით გამოვესალმო სიცოცხლეს ვიდრე ოდესმე მაგ დღეს მოვესწრო. ვერც ერთი წამით ვერ შევეგუები განიცადონ ამხელა ტკივილი შენმა დამ, შენმა მეგობრემბა. მე ის კი არ მწყენია შენგან რომ ეს ამბავი დამიმალე, ის მეტკინა რომ ყველა ასე გაგვიმეტე, დაუფიქრებლად და უკანმოუხედავად. ღმერთმა დაგიფაროს, რომ ოდესმე საყვარელი ადამიანის დაკრაგვა კიდევ ერთხელ განიცადო.
-მართალი ხარ _ჩუმად ჩაილაპარაკა- მაპატიე თუ შეძლებ _მზერა გაუსწორა იოანემ ნოდარს. მის თვალებში წაიკითა, რომ მამა სწორედ ამ პასუხს ელოდა მისგან, მისთვის ახლა იოანეს ყოველგვარი თავის მართლება სულ ერთი იყო, რადგან მშვენივრად იცოდა ყოველივე ეს აფსურდი იქნებოდა. ნელა წამოდგა ფეხზე და სანამ კარისკენ წამოვიდოდა მანამდე მოვშორდი იქაურობას.
-გთხოვ ალექსს დაელაპარაკე _იოანეს სიტყვები გავარჩიე -ის მხოლოდ ჩემ გამო დაზარალდა. ძალიან განიცდის. ხომ იცი როგორიცაა.
-იცის ალექსანდრამ როგორც უნდა მოიქცეს. _ესღა გავიგე და სრწაფად მივხურე ოთახის კარი, რომ არ შვეემჩნიე. თვლები ცრემებით ამევსო, ვიცოდი ეს არ იყო საუკეთესო პატიება, მაგრამ უკვე ვხდებოდი ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა. ამ წუთას არც სინდისი მაწუხებდა რომ სხვის საუბარს ვუსმენდი და არაფრი, პირიქით მიხაროდა, რომ ეს ყველაფერი გავიგე.
რამდნეიმე წუთში თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. იო და მამა სამზარეულოში იყვნენ და საუზმობდნენ.
-დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა _მომესალამ იოანე. წამით მამასკენ გავაპარე მზერა. თუმცა კვლავ უემოციო გამომეტყველბით იჯდა. გული დამწყდა რომ არაფერი მითხრა. წამში წამეშალა დილანდელი კარგი განწყობა. საუზმე ისე დავამთავრეთ რომ არავის ამოგვიღია ხმა. სამზარეულოდან გამოვედი და წასასვლელად მოვემზადე. შავი პალტო მოვიცვი და ჩანთა ავიღე, თან ანდრიას ქურთუკიც გავიყოლე, გუშინ რომ შემრჩა.
-თბილად ჩაიცვი _გასვლამდე გავიგე ნოდარის ხმა და გულში სითბო ჩამეღვარა. ჩემდაუნებურად გამეღიმა. მისკენ შევბრუნდი, სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და სახლიდან გამოვედი.
სამსახურში დღეს რატომღაც უჩვეულო ფუსფუსი იყო. მისვლისთანავე შევნშინე ყველა განსაკუთრებით ფორიაქობდა, მერე გამახსენდა რომ რომ დღეს ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ოფისში. კაბინეტში შვევედი და სამუშაო მაგიდას მივუჯექი. დღეს მეც ბევრი სამუშაო მქონდა და სავარაუდოდ კარგა ხანს ვერ მოვრჩებოდი.
ჩემი ვარაუდი მართლაც გამართლდა, შუადღე ისე მოაწია ვერც კი გავიგე. დაღლილობისგან ხერხემალზე უკვე მტკივნეულ ჩხვლეტას ვგრძნობდი. საზურგეს მივეყრდენი და გავიზმორე. საოცარი შვება ვიგრძენი წამით.
-ალექსანდრა, ეს რა არის? _ისე შემოგლიჯა ანდრიამ კაბინეტის კარი შიშისგან ლამის სკამზე ავყირავდი.
-რა? _დაბნეულმა ვკითხე.
-გუშინ გარკვევით გითხარით შენ და ნინოს, რომ პროექტის ნახაზები მზად უნდა იყოს მეთქი, მონაცემები კომპიუტერში უნდა შეგეტანა და შემდეგ ცალკე ასლი გაგეკეთებინა დღეს კი მაგიდაზე ცარიელი საქაღალდე მიდევს! შეგიძლია ამიხსნა რით იყავი ასე დაკავებული?
-ეგ ნინოს უნდა გაეკეთებინა, რადგან...
-და სად არის გაკეთებული საქმე?!
-ერთი წამით..._ფეხზე წამოვდექი.
-ალექსანდრა....
-თუ შეიძელბა მადროვეთ საუაბარი! _აღშფოთებულმა ავუწიე ტონს და სწრაფად მოვშორდი მაგიდას. ცოტა არ იყოს გაკვირვებული მიყურებდა ჩემი ტონის ცვლილების გამო. -მომეცით ეგ! _საქაღალდე ხელიდან გამოვართვი და ნინოს კაბინეტისკენ წავედი. არადა ქალბატონმა დიდის ამბით ჩამომართვა მე გავაკეთებ მაგ საქმესო.
-სად მიდიხარ?! _უკან გამომყვა ანდრიაც.
-ნინოსთან, რადგან ჩემი არ გჯერათ.. _ქუსლების კაკუნით მივედი კაბინეტთან და ისე შევაღე ოთახის კარი არც კი დამიკაკუნებია. იქ ნანახმა კი ადგილზე გამაშეშა. ნინო და რატი ერთმანეთს მიწებებულები გემრიელად აგემოვნებდნენ ერთმანეთის ტუჩებს. როგორც ჩანს ჩვენი შესვლის გამო გამოფხიზლდნენ და სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს. უფრო სწორად ნინო მოშორდა სწრაფად, თორემ რატის სულ არ ანაღვლებდა ჩვენი იქ ყოფნა.
-ეე..ისა.. უკაცრავად არ დავაკაკუნე _დაბნეულმა ამოვიბლუყუნე და ფართხაფურთხით გავვარდი გარეთ, ანდრიაც თან გავიყოლე. დახურულ კარს ზურგით ავეკარი და ღრმად ამოვისუნთქე.
-რა იყო ეს?! _წამწამებს ქვემოდან ავხედე ზედმეტად ახლოს მდგომ მამაკაცს.
-ნინო და რატი _ვითომც არაფერი ისე ვუპასუხე.
-ეგ არა, შენი გამოვარდნა იქედან _თავით კაბინეტზე მანიშნა.
-მგონია, რომ იქ რაც ხდება არც ჩემი საქმეა და არც თქვენი _ამაყად განვუცხადე
- რა დღეში ხარ შენ? _ცოტა არიყოს გაოცებულამ აზიდა წარბები -რაღაც ბევრს ლაპარაკობ... არა, აქამდეც ზედმეტს ლაპარაკობდი, მაგრამ ასე როდიდან ტლიკინებ?!_მეც მაშინვე დავდუმდი და დამნაშავესავით დავხარე თავი. გატრუნეული ვიდექი რამდენიმე წამი. წამწამებს ქვემოდან ავხედე ჩემზე მოჩერებულს. შევამჩნიე როგორ გადაიტანა მზერა ჩემი თვალბიდან ტუჩებზე. <რა იყო ეს?> საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა და ჩემი კანის ფერის ცვლილება კულტურულად დავაიგნორე.
-სიჩუმე ბევრად უფრო გიხდება _ირონიულად ჩაიცინა.
-ნუთუ? _ირონიულად გავუღიმე და სწრაფად ავუარე გვერდი.
-მოიცა _მკლავში ჩამავლო ხელი და უკან დამაბრუნა -სხვაგან მივდიოდით _ თვალი ჩამიკრა, სწრაფად დააკაკუნა ნინოს კაბინეტის კარზე და ჩემიანად შევიდა.
როგორც ჩანს ამჯერად მოესწრო წყვილს ერთმანეთისთვის მოშორება. ხომ ვამბობს ნეპოტიზმს აქვს აქ ადგილი-მეთქი!
-ნინო, ალექსანდრას რაღაცის თქმა უნდოდა შენთვის მგონი _ ზემოდან დამხედა ანდრიამ. მეც საქაღაკდე ჰაერში ავაფრიალე.
-ვაი, მაპატიე ალექს, დამავიწყდა.
-დაგავიწყდებოდა აბა რა _ჩემთვის ჩავიფრუტუნე. რატის ჩუმი ხითხითისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-ახლავე გავაკეთებ ყევლაფერს და კაბინეტში შემოგიტან ანდრია. გუშინ ძალიან ბერვი საქმე მქონდა და...
-დაგავიწყდა _დავსრულე.
-ახლავე მივხედავ მაგ საქმეს.
-და ვერ მოიცდის? _უკმაყოფილო სახით შეხედა რატიმ ანდრიას. რაზეც ამ უკანასკნელმა წარბები იმხელაზე აწკიპა ვიფიქრე სადაცაა თმას შეუერთდება-მეთქი.
-ბატონო ანდრია, როგორმე დამოუკიდებლადაც შევძლებ გადაადგილებას _თვალებით მის ხელზე ვანიშნე, ჯერ ისევ ჩემს მკლავზე რომ ჰქონდა ჩაჭიდებული.
-ხო, ბევრჯერ მინახავს როგორც გადაადგილდები დამოუკიდებლად _ჩაიცინა.
-ყოველ შემთხვევაში ძიძას არ ვსაჭიროებ! _შევუბღვირე და კაბინეტიდან გამოვედი.
-ვითომ? _თვითონაც უკან გამომყვა.
-ოდესმე ძიძა თუ დამჭირდება პირველ რიგში თქვენ შეგატყობნებთ. _ირონია არ დავაკელი.
-ოდესმე ძიძობას თუ დავაპირებ უკვე ვიცი აღსაზრდელი სადაც უნდა ვიპოვო _ ხურდა დამიბრუნდა. საპასუხოდ დაბღვერილმა გავხედე და ჩემს კაბინეტში შევედი. მაშინვე თავლში მომხვდა იქვე გადადებული ვაჟბატონის ქურთუკი, ხელი დავავლე და მისი კაბინეტისკენ წავედი. კარზე დავაკაკუნე და ნებართვას არ დავლოდე ისე შევედი.
-მიკვირს მეც რომ არ შემომივარდი დაკაკუნების გარეშე _ ირონიული მზერით ამომხედა.
-ეს თქვენია. _ყურადღება აღარ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და კვალვ უკან გამოვბრუნდი.
-არ მითქვამს გადი-მეთქი!
-შეიძლება გავიდე? _ძლივსშენარჩუნებული სიმშვიდით ვიკითხე.
-კი _უშფოთველად მითხრა და შევნიშნე როგორ ცდილობდა სიცილის შეკავებას.
-ღმერთო გაძლება მომეცი! _კაბინეტიდან გამოსულმა ამოვიოხრე.
****
ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ძლივს მოახერხა ამოსუნთქვა. საშინლად აღიზიანებს ეს დევიდი, მით უმეტეს რომ დღეს ბორისმაც ვერ მოახერხა მოსვლა.
ათასჯერ მაინც გადაუხვია თემას, რაც კიდევ უფრო მეტად უშლის ნერვებს. მხოლოდ კომპანიის გამოა იძულებული თავისი შეხედულებები გვერდით გადადოს.
შეხვედრის ბოლოს კმაყოფილი სახით წამოდგა ფეხზე.
-რაც მალე მოვრჩებით საქმეს მით უკეთესი _ღიმილით წამოდგა ფეხზე დევიდიც.
-მართალია
-სამწუხაროა, რომ ასე მალე მიწევს საქართველოდან წასვლა. _დანანებით ჩაილაპარაკა.
-როგორც ვხედავ მოგეწონა ჩვენი ქვეყანა. _წარბები მაღლა აზიდა.
-არამხოლოდ ქვეყანა _ჩაიღიმა.
-ხო, ეგ უკვე შევამჩნიე _მშვენივრად მიუხვდა რაზეც გაამახვილა დევიდმა ყურადღება და რატომღაც სულაც არ ესიამოვნა ეს.
-ალექსანდრა რატომ არ მოვიდა დღეს?
-არ ეცალა! _მოკლედ მოუჭრა
-შეიძლება რაღაც გკითხო მასზე? _კოპებშეკრულმა შეხედა ანდრიამ მამაკაცს. როგორც ჩანს დევიდმა ეს თანხმობად მიიღო და პირდაპირ სათქმელზე გადავიდა.
-ალექსანდრას ცხოვრებაში ვინმე არის? ძალიან კარგი გოგოა, ლამაზი, მიმზიდველი...
-ნახვამდის დევიდ! _ხმა გაიმკაცრა და კარისკენ ანიშნა.
-ანდრია... _რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სწრაფად გაჩერდა - ე... მაპატიე, არ ვიცოდი...თუ თქვენ ორი.... _სიტყვა გაწელა და ანდრიას გამომეტყველაბას დააკვირდა. მიხვდა რომ მისი სახე სასიკეთოს არაფერს უქადდა, ამიტომ სწრაფად დაემშვიდობა და კაბინეტი დატოვა. დევიდის გასვლისთანავე ნერვიული სუნთქვა ამოუშვა. მსუბუქად დაჰკრა მაგიდას შეკრული მუშტი. თვითონაც ვერ მიხვდა რა აბრაზებდა.
კომპიუტერი გამორთო და გასასვლელისკენ წავიდა. საკიდიდან ალექსანდრას მოტანილი თავისი ქურთუკი ჩამოხსნა და კაბინეტიდან გავიდა. შენიშნა, რომ მის გვერდით ოთახის კარი ღია იყო და შუქიც ენთო. საათს დახედა, უკვე შვიდს გადაცილებულიყო და ოფისშიც რამდენიმე თანამშრომელიღა დარჩენილიყო. ოდნავ შეღებული კარი გააღო და ოთახში შეიხედა. ალექსანდრას ამ დროს აქ ნახვა ცოტა არ იყოს გაუკვირდა. მისგან ზურგით იდგა გოგონა და კარადაში რაღაცას მონდომებით ეძებდა. თავიდან ბოლომდე აათვალიერა ქალი. წვრილი და ჩამოსხმული ფეხები განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა ჯინსის ტანზე მომდგარ შარვალში, შავი სვიტერი წვრილ წელზე შემოტმასვნოდა, დატალღული თმები კი უკან გადაეყარა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, თვითონაც ხვდება რომ გოგონა, მართლაც საუცხოო სილამაზის პატრონია.
თვალს ადევნებდა როგორ წამოიწია ფეხის ცერებზე, რომ ზედა თაროდან საქაღალდე ჩამოეღო. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ზურგსუკან ამოუდგა სუსტ სხეულს და ხელის აწევით ჩამოიღო საქაღალდე. ერთიანად შეკრთა გოგონა უცხო სხეულის შეხებისას, შეშინებულმა შეკივლა და ფეთიანივით შებრუნდა ანდრიასკენ.
-გული გამისკდა! _შვების ოხვრა აღმოხდა მის დანახვაზე-არ გელოდით. _წამწამები ააფახულა. შენიშნა როგორ აეფაკლა ლოყები და ოდნავ წამოწითლდა სახეზე. მიხვდა, რომ ასე მასთან ახლოს ყოფნის გამო იყო, თუმცა შეგნებულად არ აპირებს უკან დახევას.
-რას აკეთებ ამ დროს აქ? _ზემოდან დახედა.
-დასამთავრებელი მქონდა რამდნეიმე დეტალი და... _ჯერ კიდევ ანდრიას ხელში მოქეცულ საბუთებზე ანიშნა. თვითონაც თავი გასაგებიას ნიშნად დაუკრა. ადგილიდან არ დაძვრულა ისე უყურებდა დაბნეულ გოგოს, რომლსაც ვერ გაეგო სად წასულიყო. საცოდავად მომწყვდეულიყო ანდრიასა და კარადას შორის.
-ხვალ დაამთავრე, სახლში წადი ახლა._თვალი არ მოუშორებია ალექსანდრასთვის
-არაფერია, მალე მოვრჩები. _მხრები აიჩეჩა და ფრთხილად გაითავისუფლა თავი.
-რას ეხება?_საქაღალდეზე ანიშნა
-მშენებლობის ნახაზებია, რამდენიმე საბუთი აკლდა ამ პროექტს და დღეს შევავსე არქივიდან. მონაცემებს კომპიუტერში შევიყვან და მოვრჩები. _ სწრაფად გაითავისუფლა თავი და სამუშაო მაგიდას მიუჯდა.
-ადრე სულ სირბილით მიდიოდი ექვს საათს როგორც კი გადასცდებოდა და ახლა რა გჭირს? _ოდნავ ჩაიცინა.
-ადრე არ მქონია ამდენი სამუშაო, თუ, რა თქმა უნდა, ერთი-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით _ნიშნისმოგებით გაუცინა გოგონამ. მიხვდა რომელ დროზეც გაამახვილა ყურადღება და ოდნავ ჩაიღიმა.
-საჩქარო არაფერია, ხვალ მორჩები.
-უცნაურია, ადრე ყოველთვის იმით მემუქრებოდით, რომ თუ სამუშაოს არ შევასრულებდი შეიძლებოდა სამსახურიდან დაგეთხოვეთ, ახლა კი საჩქარო არაფერია? საინტერესოა რა შეიცვალა _მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა. - თუ ესეც თქვენს ხასიათზეა დამოკიდებული. ხან როგორ გინდათ, ხან როგორ.
-ბევრს ლაპარაკობ! _ კოპები შეკრა.
-როცა ნერვები გეშლებათ ყოველთვის მე ვლაპარაკობ ბევრს! _გაგულისებული წამოხტა ფეხზე, ლეპტოპი ხმაურით დახურა, პალტოს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა.
-უკვე მორჩი? _ცინიკურად ჩაიცინა.
-დიახ! _შეუბღვირა და ტანის რხევით წავიდა ლიფტისკენ, ანდრიაც უკან გაჰყვა.
-ჩაიცვი, თორემ შეგცივდება გარეთ.
-ძალიანაც ნუ მოირგებთ ძიძის როლს! _შევუბღვირე.
-ხომ გითხარი, ჯერ არ გადამიწყვეტია ძიძობა _ირონია არ დამაკლო. საშინლად მოქმედებდა მისი სიტყვები ჩემს ნერვებზე. ლიფტის კარი როგორც კი გაიღო, მაშინვე გამოვვარდი და სწრაფი ნაბიჯით გვაედი გარეთ, მართლაც საშინლად ციოდა, პალტოს მკლავებში ხელები გავუყარე და კიბეზე დავშევი. ამ დაბდურში, შემთხვევით ფეხი ამისხლტა და გემრილეად მოვჯდებოდი ძირს, ხელი რომ არ შეეშველებინა.
-ვიღაცას კიდევ დამოუკიდებლად გადაადგილებაზე ჰქონდა ამბიცია. _უკვე ზედმეტად მტკივნეულად მოქმედებდა ჩემზე მისი ირონია.
-შემეშვით! _შევეცადე თავი გამეთავისუფლებინა, თუმცა ხელი არ გაუშვია, პირიქით უფრო ახლოს მიმიზიდა თავისკენ.
-ასე არ იყო? _ეშმაკური ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-ანდრია, შემეშვით! _ თვალებში ცრემლები ამიციმციმდა.
-ოჰო, უკვე სახელით მიმართვაზე გადავედით, ეს კარგია არა? _ გამიღიმა.
-ცინიკოსი ხართ! _კბილებშუა გამოვცარი და ხელზე დავეჯაჯგურე. წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, ხელი შემიშვა, მეც მაშინვე ჩემი მანქანისკენ წავედი და სწრაფად მოვშორდი იქაურობას.
-იდიოტი! _სიტყვას ცრემლებიც მივაყოლე. განსაკუთრებულად მძაფრად იმოქმედა მისმა ცინიკურმა ტონმა ჩემზე. არადა მეგონა რომ ოდნავ მაინც შეიცვალა.
-ცინიკოსი რეგვენი! _გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ცრემლები შევიმშრალე.
სახლში მისულს იოანე და მამა სასტუმრო ოთახში დამხვდნენ. რაღაცაზე საუბრობდნენ, ჩემს დანახვაზე ორივე ჩემკენ მობრუნდა.
-უკვე სახლში ხართ? _პალტო იქვე ჩამოვკიდე და და კიბისკენ წავედი.
-მოდი ჩვენთან დაჯექი _მითხრა მამამ.
-ძალიან დავიღალე, მირჩევნია დავისვენო. _ოდნავ გავუღიმე.
-არაფერს შეჭამ? _ერთხმად მკითხეს.
-ნწ. _ოთახში ავედი და მაშინვე აბაზანისკენ წავედი. ცხელმა შხაპმა მართლაც სიმშვიდე მომგვარა. თმა გავიშრე და პიჟამისამარა შევწექი საწოლში. სულ არ მიმიქცევია საათისთვის ყურადღება. საშინელი დღე მქონდა და დასვენების მეტი არაც არაფერი მინდოდა.
-კარგად ხარ? _ძილისწინ იოანე შემოვიდა ოთახში.
-კი, კარგად ვარ. _თავი დავუქნიე და საბანში გავეხვიე.
-თუ რამე შეგიძლია მითხრა.
-ვიცი _გავუღიმე.
-ძილი ნებისა _ოთახის კარი გაიხურა. თვალები დავხუჭე და შევეცადე დამეძინა, თუმცა ვხვდებოდი მცდელობა უშედეგო იყო. ჯერ კიდევ ანდრიაზე და მის ირონიულ გამოხტომებზე ვფიქრობდი. არადა, მე მართლა სხვანაირი მეგონა. თითქოს მართლა დაეტყო ცვლილება და არც ჩემ მიმართ ჰქონდა უკვე პრეტენზიები, მაგრამ თითოეულ სიტყვაში ეტყობა, რომ ჯერ ისევ რაღაც აწუხებს ჩემთან დაკავშირებით. წამით დღევანდელი ინციდენტი წარმომიდგა თვალწინ. საკუთარი თავის მიკვირდა, რატომ ვრეაგირებდი მისი მხრიდან ყველაფერზე, მის მზერაზე, სიტყვებზე, შეხებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კარგი არც არასდროს არაფერი უთქვამს მაინც. მისი მეშინოდა? არა, აbსოლუტურად სხვა იყო ეს. ამაზე ფიქრისასაც კი ვფორიაქობდი. თავი გავაქნიე ფიქრების დასამალად და ოსტატურად დავაიგნორე გონებაში გავლილი აზრი.
-არა, რა სისულელეა! მერე რა რომ ძალიან სიმპათიურია, ეგრე ბევრი მამაკაცია _საკუთარი თავი თითქოსდა „ვანუგეშე“ -მაგრამ, მაშინ რატომ არ მემართება სხვაზე იგივე. _თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.
-ნუ სულელეობ ალექსანდრა, მოეშვი მაგ ცინიკოსზე ფიქრს! _საკუთარ თავს შემოვუძახე და გვერდი ვიცვალე.

21 თავი
-დეე! _ყვირილით წამოვარდა გოგონა ფეხზე -ანდრო მოვიდა!
-რა გაყვირებს ელენე? _კარი დაკეტა და ქურთუკი გაიხადა.
-სამ თვეში ერთხელ რომ ნახავ ძმას მერე მიხვდები რაც მაყვირებს_თეძოებზე ხელები შემოიწყო და ძმას წინ აესვეტა.
-შემომიშვი ეხლა _სიცილით მოხვია პატარა დას ხელი და სასტუმრო ოთახში შევიდნენ.
-როგორ ხარ? _ღიმილით შეეგება მარიამი.
-კარგად დე _მაგრად მოეხვია ქალს. -როგორ ხართ თქვენ?
-იმას თუ არ ჩავთვლი, რომ ერთადერთმა ვაჟმა თითქმის სულ დაგვივიწყა მაშინ კარგად _კიბეზე ჩამოვიდა ნიკოლოზი და შვილს გადაეხვია.
-ჩემზე უკეთ იცი რაც ხდება ოფისში და რამდენი სამუშაოა.
-ხო, ხო აბა რა სამუშაო _ჩაიფრუტუნა ელენემ
-აბა შენ მიკეთებ იმდენ საქმეს? _ცხვირზე ორი თითი მოუჭირა დას და მასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
-არაფერს შეჭამ? _ღიმილით ჰკითხა მარიამმა.
-რასაც დამიდებ ყველაფერს _სიცლით უპასუხა.
-დე მეც მშია.
-ახლა არ ჭამე ელენე?
-კიდე მშია! _გაბრაზებულამ შეკრა წარბები.
-ჭამოს, მაინც ძვალი და ტყავია _სათვალის ზემოდან გადმოხედა შვილს ნიკოლოზმა.
-ძვალი და ტყავი მეძახეთ და რა გოგო ვარ _ფეხი ფეხზე გადაიდო -ბევრიც გიჟდება ჩემზე _ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა ანდრიას სმენას მაინც მისწვდა.
-ჭკუით ელენე! _მკაცრი სახით შეხედა დას.
-ნუ იცი ხოლმე რა _მხარზე თავი ჩამოადო და ფეხები დივაზე აიკეცა.
-როგორაა სწავლის საქმეები?
-მშვენივრად, ოქროს მედალს ვიღებ _სიამაყით განაცხადა.
-ეგ უკვე ვიცი და ძალიან კარგია.
-ალექსანდრა როგორაა? _ეშმაკური ღიმილით ახედა ძმას.
-ვინ? _ერთხმად იკითხეს მარიამმა და ნიკოლოზმა.
-ანდროს შეყვარებული _სწრაფად აუხსნა მშობლებს. -როდის უნდა გაგვაცნო ოჯახს? _ეშმაკურად აათამაშა წარბები
-ელე, ალექსანდრა ჩემი შეყვარებული არაა _ სიცილით უთხრა დას.
-აბა ვინაა? _უკმაყოფილო მზერით შეხედა.
-ჩვენი თანამშრომელია....
-ხო, მშვენივრად ვხედავდი როგორ უჟუჟუნებდი თვალებს.
-ელენე!
-რა, არა?
-ადექი ვჭამოთ! _ხელით უბიძგა დას და ფეხზე წამოაგდო. მარიამი ერთ ადგილას მიყინული იდგა და ქმარს შეცქეროდა. აშკარად გაკვირვებული იყო, თუმცა სახეზე ჩუმი ღიმილი დასთამაშებდა.
-ძალიან ლამაზი გოგოა _თავისას აგრძელებდა ელენე.
-მერე?
-მერე ის, რომ არ უნდა გაუშვა ეგეთი გოგო ხელიდან.
-სად წავა რო... _სიცილით დაჯდა მაგიდასთან.
-ხო ლამაზია?
-ელენე...
-მიპასუხე!
-კი, ლამაზია. მერე?
-მერე ოდნავადაც არ მოგწონს? რა კარგი გოგოა...
-შენ რა იცი კარგია თუ ცუდი?
-ვიცი! რატის და შაკოსაც ძალიან მოსწონთ.
-ოჰ მოგისწრიათ თქვენ ამბების გაცვლა.
-შენ კითხვაზე მიპასუხე!
-ბევრს ლაპარაკობ! ჭამე. _თავით თეფშზე ანიშნა
-აღარ მშია! მიპასუხე.
-არა.
-მეპასუხე!
-გიპასუხე უკვე. არა-მეთქი!.
-ფუ, რა უგემოვნო ხარ_ ხელი ჩაიქნია.
-შენ რა გაბრაზებს? _გაკვირვებულმა ახედა.
-არადა ვიცი რომ მოგოწნს.
-საიდან ასკვნი?
-გეტყობა. ადრე სულ სხვანაირად რეაგირებდი ასე რომ გელაპარაკებოდი ვინმეზე ახლა კიდევ....
-ნუ სულელობ.
-არაფერსაც არ ვსულელობ! გახსოვს სალომე რომ გეტენებოდა და მე რო გელაპარაკებოდი მასზე სულ ნერვები გეშლებოდა, ახლა კიდევ... _ნიშნისმოგებით ჩაუკრა ძმას თვალი.
-ელენე, მაცდი ჭამას?
-გაცდი! _გაბრაზებულმა ჩაკბიჩა პური.
-ელენე, მამა რამდენს ლაპარაკობ? _ღიმილით შევიდა სამზარეულოში ნიკა და შვილს თავზე ხელი გადაუსვა.
-იდიოტი შვილი გყვას მა.
-რა სიტყვებია?! _თავზე წამოდგა მარიამიც შვილს. ელენე კიდევ არც დედ-მამის და არც ძმის დასერიოზულებულ სახეს არ იმჩნევდა.
-მა, ხვალ კოსტას კალათბურთი აქვს და იქ მივდივარ.
-ვინაა კოსტა? _იკითხა ანდრიამ.
-მოსულიყავი სახლში ხშირად და გეცოდინებოდა! _ფეხზე წამოხტა და სამზარეულოდან გავიდა.
-ვინაა კოსტა?
-დედაშენს კითხე! _ჩაიფრუტუნა ნიკამ.
-რაო ნიკოლოზ, შემოგიტია ეჭვიანობის სენმა?_სიცილით გახედა მეუღლეს მარიამმა.-კარგი ბიჭია კოსტა, განათლებული, ჭკვიანი, ზრდილობიანი.
-ელენეს შეყვარებულია?
-თვითონ ამბობს შეყვარებული არ არისო ჯერ. ურთიერთობის აწყობას ვცდილობთო, ჯერ კარგად არ ვიცნობო და ა.შ. ხომ იცი შენი დის ხასიათი.
-რას ერჩით, სწორად მსჯელობს.
-ჯერ უნდა ისწვალოს ელენემ _ბუზღუნა მოხუცივით ჩაილაპარაკა ნიკამ.
-კარგი რა ნიკა, ელენე რომ მოკლა სწავლას არ შეეშვება _გვერდით ჩამოუჯდა მარიამი ქმარს.
-ვნახოთ აბა ეგ კოსტა რა ბიჭია _ფეხზე წამოდგა ანდრია და სამზარეულოდან გავიდა. ელენე კვლავ დივანზე წამოკოტრიალებულიყო და ტელევიზორს უყურებდა.
-იცოდე თუ კოსტაზე აპირებ კითხვების დასმას, მაინც არ გეტყვი არაფერს.
-რატო ვითო? _ერთი ხელის მოსმით დაისკუპა და მუხლებზე.
-იმიტომ რომ მოსაყოლი არც არაფერია და იმიტომ რომ შენ სიმართლეს არ მეუბნები. _ფეხზე წამოდგა და კიბისკენ წავიდა.
-ნუ ბავშვობ ელენე._მშვენივრად იცის ელენეს ეშმაკური ხერხები, გაბუტვით და გაბრაზებით ცდილობს ვინმეს სასურველი ინფორმაცია გამოსძალოს, თუმცა თვითონ არასდროს ებმება ამ მახეში. ან რას აიჩემა ეს ალექსანდრა. კი ბატონო თვითონაც აღიარებს, რომ ძალიან ლამაზია, მხიარული, რაღაც თავისებურია, მაგრამ მას ესეც უხდება. თავისებურად ბავშვურიც... _თავის ფიქრებზე ჩაეღიმა, თუმცა წამის შემდეგ მათ გასაფანტად თავი გააქნია. რა დროს ამაზე ფიქრია. ...საინტერესოა დევიდს, რომ მის მიმართ სიმპათიები აქვს თუ იცის, ალბათ იცის კიდეც, თუმცა რადგან ყურადღებას არ აქცევს ე.ი არც აინტერესებს...კმაყოფილს ჩაეღიმა.
*****
-ღმერთო ჩემო, რა მოუხერხებელი ხარ გოგო! _ჩხუბით მივყავდი ნინოს ჩემი კაბინეტისკენ.
-რა ვქნა, ძალით ხომ არ წავიქეცი?! _მტკივანი ფეხი გაჭირვებით გადავდგი.
-როგორ წაიქეცი კი მაგრამ? _მაგრად ჩამკიდა მკლავში ხელი.
-ფეხი ამიცურდა _ტკივილისგან სახე დამებრიცა -ვაიმე სადმე უნდა დავჯდე, თორემ არ შემიძლია.
-მოიცა ახლა, ძირს ხო ვერ დაჯდები?
-არ ვიცი ნინო, სადმე დამსვი თორემ ტკივილით მოვკვდები. _თავისუფალ ხელს ჰაერში ვიქნევდი.
-ვაიმე, მოიცადე კედელს მიეყრდენი და სკამს გამოგიტან რომელიმე ოთახიდან. _კდელს ცალი ხელით მივეყრდენი და მეორეთი მტკივანი ფეხი დავიზილე.
-ღმერთო როგორ მტკივა. _ამოვიგმინე.
-რა დაგემართა? _ანდრიას ხმის გაგონებაზე ერთიანად გამაჟრჟოლა.
-არაფერი _მისთვის არ შემიხედავ ისე ვუპასუხე.
-რას ნიშნავს არაფერი, ძლივს დგახარ ფეხზე! _წინ დამიდგა.
-ფეხი იტკინა ანდრო _ნინო გამოვიდა ერთ-ერთი ოთახიდან სკამით ხელში.
-სად იტკინა, ან ეს სკამი რად გინდა? _სერიოზული სახით გადმოგვხედა ორივეს.
-ფეხი ამიცურდა და სკამზე უნდა დავჯდე! _უხეშად ვუპასუხე და ნინოს გამოწვდილ სკამს დავწვდი.
-აქ უნდა იჯდე მერე?
-ვერ დავდივარ და უკეთესი ვარიანტი თუ გაქვთ მოგისმენთ! _შევუბღვირე
-მოდი აქ _ახლოს მოვიდა და წელში ოდნავ მოიხარა.
-რას აკეთებთ? _თვალები გამიფართოვდა ხელში რომ ამიყვანა.
-კაბინეტში შემყავხარ. _უდარდელად მიპასუხა. საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას გაკვირვებულ თანამშრომლებს.
-არ არის საჭირო, დამსვი.
-ამის მერე კიდევ იტყვი დამოუკიდებლად სიარული შემიძლიაო. _ჩაიცინა და თავისი კაბინეტის კარი შეაღო.
-დიახაც!
-ნინო, არქივში ჩადი და ქეთევანს აფთიაქის ყუთი გამოართვი რა.
-კარგი _თავი დაუქინა ნინომ და სწრაფად გავარდა უკან.
-შენ კიდევ აქ დაჯექი _რბილ სავარძლეზე დამსვა. -ძალიან გტკივა? _შეწუხებული ტონით მკითხა. რატომღაც სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა გულში მისი მზრუნველი ტონის მოსმენისას.
-სიარულს შევძლებ... _მხრები ავიჩეჩე.
-აბა ამით არავინ კვდება _სიცილით ამომხედა ჩემს ფეხებთან ჩამუხლულმა.
-არ დაგეკარგოთ თქვენი ირონია! _ჩემდაუნებურად წამომცდა ხმამაღლა სათქმელი და ტუჩზე ვიკბინე.
-არ დამეკარგება, შენ არ ინერვიულო და ტუჩებს ნუ დაიჭამ, თორემ დევიდს აღარ მოეწონები _ეშმაკური ღიმილით შემომხედა.
-ღმერთო დამეხმარე. _მობეზრებით გდავატრიალე თვალები მისი უკბილო ხუმრობის მოსმენისას. თვითონ კი კვლავ გაღიმებული მომჩერებოდა. მეჩვენება თუ მართლა ასეთი საოცარი ღიმილი აქვს? სულელივით მივჩერებოდი მეც მის სახეს. მოულოდნელობისგან შევხტი, როცა სახეზე ჩამოყილი თმა თითებით ყურსუკან გადამიწია. მძიმედ გადავაგორე ნერწყვი და სწრაფად მოვარიდე მზერა. ვიგრძენი როგორ დამიარა მუცელში სასიამოვნო შეგრძნებამ. წამწამებს ქვემოდან ავხედე, მიღიმოდა! არა აშკარად მოჩვენები დამეწყო.
-ანდრია, ვერ ვიპოვე ქეთევანი _ნინო შემოვარდა კაბინეტში და მეც სწრაფად გამომიყვანა ეიფორიიდან.
-სად არის?! _კოპებშეკრული წამოდგა ფეხზე.
-არ ვიცი _მხრები აიჩეჩა.
-რაო რა ხდებაო? _რატი და შაკო შემოვიდნენ. რატი მაშინვე ნინოს ამოუდგა გვერდით და სწრფაად აკოცა ტუჩებში, რის გამოც გოგონას საშინლად აუჭარხალდა ლოყები და ოდნავი ხელის კვრით მოიშორა მამაკაცი.
-ფეხი იტკინა ალექსანდრამ. _ბიჭებს მიუბრუნდა.
-როდის მოასწარი გოგო, ორი წუთის წინ არ იყავი ჩემთან? _სიცილით მკითხა შაკომ.
-ფეხი ამიცურდა და წავიქეცი კორიდორში. _ტუჩები დავბრიცე.
-სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ?
-არა რატი, არაა საჭირო _შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოვდექი ფეხზე, რის გამოც წავიბორძიკე თუმცა მალევე შევინარჩუნე პოზიცია. შევნიშნე როგორ წამოიწია ანდირა ხელის შესაშველებლად, მაგრამ მალევე შეჩერდა. ცოტა არ იყოს გული დამწყდა.
-მგონი ჯობია სახლში წახვიდე. _მხოლოდ ესღა მითხრა. შევნიშნე შაკოს გაკვირვებული სახე ამის გაგონებისას, სიმართლე ვთქვა და მეც არანაკლებ გაოცებული დავრჩი.
-არ არის საჭირო. _ჩუმად ჩავილაპარაკე და ნელი ნაბიჯით, ნინოს დახმარებით გავედი ჩემს კაბინეტში.
დავიჯერო ჩემზე ზრუნავს? საკუთარ თავს ვეკითხებოდი. ალბათ, ყველას ეგრე დაეხმარებოდა, რა არის აქ გასაკვირი. საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ძალიან მესიამოვნა მისი მხრიდან ეს მზრუნველობა. უკვე საკუთარი ფიქრები სერიოზულად მაშფოთებდა. არ მინოდა იმაზე ფიქრი რატომ შემეცვალა მის მიმართ ასე დამოკიდებულება.
-არაფერია აქ განსაკუთრებული _საკუთარი თავის დასამშვიდებლად ჩავილაპარაკე.
მთელი ერთი კვირა ასე გაგრძელდა. ვხვდებოდი რომ საკუთარ თავში ცვლილებას ვხედავდი და ეს ძალიან მაშინებდა. არ მინდოდა იმის დაჯერება რასაც ქვეცნობიერი მკარნახობდა. ვცდილობდი საკუთარი თავი გამეკონტროლებინა, მაგრამ რამდენად გამომდიოდა ეს კიდევ საკითხავია.
დილით რომ გავიღვიძე არ წვიმდა, თუმცა ძალიან ციოდა. შავი ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი და ამავე ფერის სვიტერი ჩავიცვი. სწრაფად ჩავირბიე კიბე და სამზარეულოში შევედი.
-დილა მშვიდობისა და მშია _ სწრაფად დავისხი ჩაი და მამას და იოანეს შევუერთდი.
-ალექს, დღეს მე და იოანე სოფელში მივდივართ...
-მერე მე აქ მტოვებთ? მეც მინდა სოფელში.
-საქმეზე მივდივართ უშნო _პურის ნაჭერი ამაცალა ხელიდან იოანემ და პირში გაიქანა.
-ოუფ! რა საქმეზე?
-გვინდა სახლის სახურავი შევაკეთოთ თოვლის მოსვლამდე.
-და როდის ჩამოხვალთ?
-ორ-სამ დღეში.
-მეც წამოვალ.
-რა უნდა ქნა გოგო იქ?
-რამეს მაინც ვიზამ _დავეჭყანე იოანეს.
-ისედაც უშნო ხარ და მთლად ნუ იმახინჯებ თავს. _თავისი ჭკუით მაბრაზებს.
-სწორედ ამ მახინჯზე გიჟდება ბევრი _ნიშნისმოგებით ჩავიცინე და ფეხზე წამოვდექი ისე რომ იოანეს სახითვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-გოგოო!! _ბოლო ხმაზე დაიყვირა და უკან გამომიდგა.
-მაა! _მეც ყვირილით ავვარდი კიბეზე.
-იოანე, ფრთხილად, რამე არ ატკინო _ნოდარის სიტყვები მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
-მოდი აქ! _წელზე მომხვია ხელები და ოდნავ წამომწია, უაზროდ ვაქნევდი ფეხებს ჰაერში.
-რაო ძამიკო რა არ მოგვეწონაო? _სიცილით ავუჩეჩე თმა.
-რაო ვინ გიჟდებაო? _ტომარასავით გადამიკიდა ზურგზე და ისე ჩაირბინა კიბე თითქოს ხუთი კილო ვყოფილიყავი.
-ბევრი!
-კი ხომ?
-დიახაც! _ჯიბრიანად გამოვუყე ენა.
-მა, ესეც მიგვყავს სოფელში _ დივანზე დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
-მართლა წამოვალ რა _ბავშვივით გავიწელე ყელი ორი თითით.
-დაჯექი გოგო სახლში, რა გინდა ამ სიცივეში სოფელში. დაურეკე დაქალებს და მოაწყეთ რა „ძივიშნიკი“.
-ეგრეც ვიზამ!
მთელი დღე უაზროდ გავატარე სამსახურში. ხან რას ვაკეთებდი ხან რას, ბოლოს გადავწყვიტე სახლში მარტო ყოფნა რამით მომენელებინა და ნინოს შევთავაზე სამსახურის შემდეგ სადმე გავსულიყავით. ისიც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და საღამოსთვის მამას და კახა ბიძიას რესტორანში წავედით.
-რა კარგი ადგილია _შესვლისთანავე მოეწონა ნინოს.
-ხო, მეც მომწონს.
-პატარა და მყუდრო. ზედმეტი ხმაურიც არ არის.
-საჩვენოა _თვალი ჩავუკარი და მაგიდას მისვუხედით.
-დავლიოთ _ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-კი ბატონო! _სიცილით ვუთხარი და მიმტანს შეკვეთა მივეცით.
ცოტა ხანში კარგად გაბრუებულები ვიყავით. უფრო სწორად კი მთვრალები, განსაკუთრებით მე, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას სულ არ ვანიჭებდი, მით უმეტეს, როცა უკვე არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი.
-ალექს, მგონი ზედმეტი მოგივიდა დალევა. _აკისკისდა ნინო
-შენც _სიცილში ავყევი.
-მთვრალი ხარ უკვე... ორ ჭიქიანო.
-მე? სულაც არა! _ისე შევიცხადე თითქოს რამე უაზრობას მაბრალებდა -სუუულ ცოტა დავლიე.
-კიდევ კარგი ხვალ სამსახური არ გვაქვს თორე...
-თორე მოგვკლავდა „ის“_ სასაცილოდ ავიშვირე თითი ჰაერში. ჭიქას ხელი მოვკიდე და ერთი სულის მოთქმით გამოვცალე სასმელი.
-მეტს ნუ დალევ, თორე სახლამდეც ვეღარ მიხვალ.
-რას ქვია ვერ მივალ! _წარბაწეულმა შევხედე -შენ გგონია მთვრალი ვარ?!
-არა კაცო რა მთვრალი, დალეული ხარ ხო? _ხმამაღლა აკისკისდა -ისე ალექს, რომ იცოდე... ვაიმე! _მოულოდნელად წამოიძახა ნინომ
-რა?
-ანდრია არაა ის? _თავი იმდენად სწრაფად მივატრიალე რომ კისერი მეტკინა.
-უიი, ხო ისაა _ გავიცინე
-რა გაცინებს გოგო!
-რა იყო ახლაც სამსახურში ვართ? _ნინოს მივუბრუნდი უკმაყოფილო მზერით.
-ვაიმე, მგონი დაგვინახა._ ჩაიფხუკუნა -და აქეთ მოდის. _ორივემ ერთმანეთს გადავხედეთ და ისეთი სახე მივიღეთ თითქოს ჩვენკენ მომავალ ანდრიას ვერ ვხედავდით.
-საღამო მშვიდობისა. _ესეც ჩვეული ცივი ბარიტონი.
-გამარჯობა ანდრია. _თავაზიანად მიესალმა ნინო. მე კიდევ ისევ ღვინის ჭიქაზე ვიყავი გადაკიდებული.
-შენ გამარჯობა არ გასწავლეს? _ ტუჩებიდან ჭიქა არ მომიშორებია ისე ავხედე თავზე წამომდგარს და გულზე თითი მივიდე იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მე მეკუთვნოდა თუ არა ეს კითხვა.
-ხო შენ!.
-გამარჯობააა. _ საჭიროზე ხმამაღლა წამოვიძახე და ჩემივე ნათქვამზე სიცილი დავიწყე. ჩემი საქციელი აშკარად გაუკვირდა.
-ისა... ცოტა დავლიეთ _სიტუაციის განმუხტვა სცადა ნინომ.
-გეტყობათ, რომ „ცოტა დალიეთ“! სახლში რით მიდიხართ?
-მე ტაქსით. ალექსანდრა მანქანითაა, მაგრამ ისიც ტაქსით წავა.
-არაფერიც! _ფეხზე წამოვხტი - მე ჩემი მანქანით წავალ. _ჭიქა მაგიდაზე დავდე და სკამს რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი. ისე უცებ დატრიალდა ყველაფერი თავში რა სისწრაფითაც წამოვხტი ფეხზე. ვიგრძენი როგორ ვეშვებოდი მიწაზე. მწარედ დაცემის მოლოდინში თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ არც არაფერი მომხდარა. ვიღაცის ძლიერმა ხელებმა დამიჭირა. ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე მეორე და შუბლშეკრულ ანდრიას სახეს გავუსწორე მზერა.
-ჭიტაა_სულელივით გავეკრიჭე და ხელები კისერზე შემოვაწყვე.-სულ რატომ იბღვირები? _რაც თავში მომივიდა აზრად ის ვკითხე. ნინოს თვალები ლამის გადმოუვარდა ბუდიდან.
-გახსენი ცოტა კოპები და გაიცინე ხოლმე. _თითებით ტუჩის კუთხეები გავუწელე. ისეთი სასაცილო დასანახი იყო რომ ხმამაღალი სიცილი ავტეხე. აშკარად მივიქციე იქ მყოფთა ყურადღება.
-წავედით! _გასცა ბრძანება
-ოფ! _უკმაყოფილოდ წამოვიძახე -არსადაც არ წავედით _მისი ხელებიდან გამოძვრომა ვცადე, მაგრამ შენც არ მომიკვდე!
-ნინო, ამის ჩანთა წამოიღე. _ თავისი ხელით მომაცვა „პალტო“, წელზე ხელი მჭიდროდ მომხვია და არეული ნაბიჯებით წამიყვანა გასასვლელისკენ. მეგონა მთელ ტანზე ცეცხლი მეკიდა. სულელივით მივაშტერდი მის სახეს და თვალს არ ვაშორებდი.
-წინ იყურე.
-იფ, რა სიმპათიური უფროსი მყავს. _გარეთ გასულმა ხმამაღლა გადავიკისკისე.
-ალექს გაჩუმდი _ ოდნავ მიმკრა ხელი ნინომ.
-რატო? _შევიცხადე.
-ამდენი რომ არ უნდა დალიო არ იცი?
-რატო ვითო?! ახლაც სამსახურში ხო არ ვართ!
-ჩაჯექი_მანქანის კარი გამიღო.
-ეს ჩემი მანქანა არაა!
-დაჯექი ალექსანდრა! ნინო შენც! -ისე მომკიდა ხელი ვიფიქრე მთლიანად მომაგლიჯავს მეთქი.
-რა უხეში ხარ. _უკმაყოფილოდ ამოვიბუზღუნე.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. იმდენად მომაბეზრებლად მეჩვენა ეს ყველაფერი, რომ მოულოდნელად ბოლო ხმაზე დავიწყე სიმღერა. ნინო და ანდრია ჩემი ხმის გაგონებაზე ერთნაირად შეცბნენ.
-ალექს გაჩუმდი. _სიცილით მეუბნებოდა ნინო.
-აცადე იმღეროს. _ჩაიცინა ვაჟბატონმა
-რა იყო? შენი აზრით ცუდად ვმღერი?! _შევუბღვირე.
-უჰ, გადასარევად. _ჩაიცინა. _უკეთესი არ გენახოს.
-ჰმ! _ჩავიფრუტუნე და გზისკენ გავატრიალე თავი.
-მე აქ გამიჩერეთ. _ თქვა ნინომ.
-ორშაბათამდე.
-კარგად ნინაჩკაა _ხმამაღლა წავიღიღინე. ჩემს სახლამდე ხმა აღარ ამომიღია. სიჩუმემ, მანქანაზე წვიმის წვეთების ხმამ და სალონში არსებულმა სითბობ ძილი მომგავარა. თავს ვეწინააღმდეგებოდი, რომ არ ჩამძინებოდა. იმასაც მშვენივრად ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ვაჟბატონი.
-ლამაზი ვარ ხო? შენც ლამაზი ხარ _უფრო მივუახლოვე თავი _უფრო სწორად სიმპათიური. იცი როგორ გიხდება, როცა იღიმი?_მთვრალი ღიმილით მოვავლე მის სახეს თვალი. შეცვლილი მზერით მიყურებდა. ვერ მივხვდი რა იყო ეს, თუმცა მის თვალებში სიცივის გარდა ყველაფერი იყო მე, თუ მკითხავთ. ან ისევ მეჩვენება რაღაცები.
-მოვედით. _მანქანა სახლის წინ გამიჩერა. -მიხვალ შენით სახლამდე?
-მივალ_ თავი მთელი მონდომებით დავუქნიე და მანქანის კარი გავაღე. ორივე ფეხი ერთდროულად გადავდგი და მანქანიდან გადმოვხტი... გადმოვხტი და ძირშიც მოვადინე ზღართანი! სიმწრისგან წამოვიკივლე.
-ფრთხილად! _ რამდენიმე წამში ანდრიას ხმა ჩამესმა. წელზე ხელები მომხვია და ფეხზე წამომაყენა.
-წავიქეცი. _სატირლად დამებრიცა ტუჩები. დაცემისას ხელსიგულებიც „მივაშველე“, ახლა კი საშინელ წვას ვგრძნობდი.
-დავინახე. _ჩაიცინა. _წამოდი, სახლში შეგიყვან. _წელზე მომხვია ხელი და სახლისკენ წავედით. საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ წუთას.
-გასაღები ჩანთაში მაქვს. _ ჩანთაში ჩავძვერი და დიდი მონდომების შემდეგ ძლივს ვიპოვე გასაღები. ახლა მთავარი პრობლემა საკეტზე სწორად მორგება გახდა.
-მომეცი მე გავაღებ, თორემ დავსველდით _კარი თვითონ გააღო და სახლში შევედით. -მარტო ცხოვრობ? _ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა შემომხედა და სახლს თვალი მოავლო.
-ჩემები სახლში არ არიან. _ ჩუმად ამოვიბურტყუნე და თავი მხარზე ჩამოვადე.
-შენი ოთახი სად არის?
-რა?! _ მომესმა თუ მართლა მკითხა ამან ეს! -რას კადრულობთ! _წამოვიყვირე და ფეთიანივით მოვშორდი. სამაგიეროდ კედელს შევასკდი ზურგით. _დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე. აშკარად იკავებდა სიცილს. მე დამცინის ვითომ?! ჰმ!
-ფეხზე ძლივს დგახარ. წადი დაწექი.
-წავალ! _ თავი დავუქნიე.
-ნელა ადი კიბეზე. _თავისი ჭკუით დამარიგა და კარისკენ მიბრუნდა. მე კიდევ კედელს მიყუდებული ჯოხივით ერთ ადგილას ვიდექი. თვალები თავისით მეხუჭებოდა. წარმოვიდგინე, რომ უკვე ჩემს საწოლში ვიყავი. მთელი სხეული მომიდუნდა და ალბათ კიდევ ერთხელ ჩავეხუტებოდი მიწას ანდრიას სწრაფი მოქმედება, რომ არა.
-ნელა გოგო! _ ვიგრძენი როგორ მოვწყდი იატაკს. სწრაფად ავიდა კიბეზე.
-რომელია შენი ოთახი?
-აა? _ თვალები გაჭირვებით გავახილე -ის. _თითით ვაჩვენე და თავი კვლავ მხარზე დავადე. ფრთხილად დამაწვინა საწოლზე და იქვე დაკეცილი პლედიც გადამაფარა. თვალების ფახულით ვუყურებდი და რატომღაც სულ აღარ მახსოვდა ძილი.
-დაიძინე _ წელში ოდნავ მოხრილმა უკეთ შემომიკეცა პლედის კუთხეები.
-მიდიხარ? _გაუაზრებლად წამომცდა. ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა შემომხედა. ძლიერი წვიმის ხმა ოთახში არსებულ სიმშვიდეს არღვევდა.
-არ წავიდე? _ ირონია გაუკრთა ხმაში და ტუჩის კუთხე ჩაეჩხვლიტა.
-ნწ _პატარა ბავშვივით გავაქნიე თავი და სწრაფად ჩავეჭიდე ხელზე, რომ არ წასულიყო. ეჰ სიმთვრალეს რა ვუთხარი თორემ...
-ალექსანდრა, დახუჭე თვალები და დაიძინე _სცადა ხელი გაეთავისუფლებინა.
-მეშინია მარტო სახლში. _კიდევ უფრო მაგრად დავქაჩე ხელზე.
-პირველად ხომ არ ხარ მარტო...
-პირველად ვარ! _განაწყენებულმა შევხედე. მართლაც პირველად იყო ასეთი შემთხვევა. არასდროს ვიყავი სახლში მარტოობას შეჩვეული.
-კარგი, სანამ დაიძინებ აქ ვიქნები. _ცალი ხელით მოსწია იქვე მდგომი სავარძელი, რომლის გადაადგილებისთვისაც მე მთელი ძალით ჯაჯგური მიხდებოდა. კმაყოფილმა კომფორტულად მოვიქციე მისი ხელი ჩემს ხელებში და თვალები დავხუჭე. ძლიერი წვიმის მიუხედავად მაინც გარკვევით მესმოდა მისი აჩქარებული სუნთქვა. გონება დაძინებას მთხოვდა. მეძინებოდა კიდეც, მაგრამ ვერ ვიძინებდი, არადა ქუთუთოები საშინლად დამძიმებული მქონდა და თვალის გახელის თავიც არ მქონდა. ვგრძნობდი ჩემს სახეზე მოთარეშე თითებს და სასიამოვნო შეგრძნება მეღვრებოდა მთელ სხეულში. არ მახსოვს როდის წამართვა ძილმა თავი.
შუა ღამისას ხმაურის ხმამ გამომაღვიძა. გაჭირვებით წამოვწიე თავი ბალიშიდან. ანდრია სავარძელში არ იჯდა, როგორც ჩანს წავიდა, მაგრამ აბა რა ხმაური იყო?
გული შემეკუმშა შიშისგან, ფეხზე წამოვდექი და ოთახი დავზვერე, აშკარად მარტო ვიყავი. ნელა გავედი ოთახიდან და თავი ოდნავ გავყავი. ის იყო იოანეს ოთახი უნდა შემემოწმებინა, როცა თვალში მომხვდა კორიდორში მდგომი მაღალი სილუეტი. გულგახეთქილმა ბოლო ხმაზე ვიკივლე, ვიგრძენი როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა და გონება დამებინდა. შეშინებული ჩავიკეცე ძირს და ვეცადე ბრამად გამეკვლია გზა სიბნელეში, როცა ვიღაცის ხელები მწვდა მხრებში.
-ალექსანდრა, დამშვიდდი მე ვარ _ანდირას ხმის გაგონებისას ერთიანად მომეშვა და თითქოს აფორიაქებული გულიც წამით დამიმშვიდდა, თუმცა კვლავ მუხლებზე ჩაკეცილი ვესვენე ძირს. ჩემდაუნებურად ისტერიული ტირილი ამივარდა.
-დამშვიდდი მე ვარ, უცხო არავინაა _სახეზე ჩამოყრილი თმები გადამიწია და სახეზე მომეფერა -ჩუმად, ნუღარ ტირი, ხომ ხედავ კარაგაა ყველაფერი _ამაოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
-შ..შე.მეშინდ..ა _ამოვისლუკუნე და თავი მის მკერდში ჩავდე.
-მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება _ცალი ხელით მისწვდა იქვე მაგიდაზე დადებულ სანათს და აანთო. დაბალმა შუქმა გაანათა ოთახი და დავინახე მისი შეწუხებული სახე.
-დამშვიდდი სულელო, არაფერია საშიში _ოდნავ ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ გადამისვა თმაზე ხელი. -მორჩი ეხა ტირილს _უკეთესად მომხვია ხელები და ფეხზე წამომაყენა. გაუცნობიერებლად მოვხვიე ხელები კისერზე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-დამშვიდდი _თვითონაც მომხვია ხელები, რაზეც მთელ ტანში გამაჟრჟოლა.
-კინაღამ გული გამისკდა _ხმამაღლა ვსუკუნებდი -მეგონა წახვედი და.. და...
-აქ ვარ ხომ ხედავ. ფანჯარა დასაკეტი იყო, ქარმა გააღო და ყვავილის ქოთანი გადმოაგდო ძირს.
-მეგონა ქურდი ი..იყო _უკანასკნელად ამოვისლუკუნე და თავი მკერდზე მივადე.
-არ იყო. _ჩაიცინა. -მოდი დაწექი -ოდნავ წამომწია ჰაერში და მის კისერზე ჩამოკიდებული წამიყვანა საწოლისკენ. შეეცადა დავწვინე, თუმცა მისთვის ხელები არ გამიშვია.
-ალექსანდრა, დაწექი _ოდნავ მომიშვა ხლები. მისგან მოშორების მოლოდინში კი ხელები კისერზე უფრო მაგრად მოვუჭირე.
-ალექსანდრა, მომეცი საშუალება დაგაწვინო საწოლში. _ჯიუტად არ ვუშვებდი მის კისერს ხელებს და მთელი ტანით ვეკვროდი. ანდრიაც მოთმინებით იდგა და მელოდა, თუმცა ვხვდებოდი მისი მოთმინება დიდანხანს, ალბათ, ვერ გასტანდა და მომისვრიდა მის მკლავებში მონებივრეს, თუმცა ჩემი წინასწარმეტყველება არაზუსტი აღმოჩნდა. საწოლზე გადამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა, მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე. რეაქტიულად ამიჩქარდა გული და ვიგრძენი როგორ წამოვხურდი სახეზე. მუცელში ერთიანად დამიარა სპაზმებმა და რაღაც სასიამოვნო შეგრძნებაში გადაიზარდა. რამდენიც არ უნდა უარმეყო, ვიცოდი რომ საოცრად მსიამოვნებდა ანდრიასთან ასე ახლოს ყოფნა.
-დამშვიდდი? _ჩურჩულით მკითხა და ოდნავ შემახო თმაზე ტუჩები.
-მმ _ოდავ ამოვიზმუვლე და უკეთესად მოვხვიე წელზე ხელები.
დილამდე თვალები არ გამიხელია და საკმაოდ სასიამოვნო სიზმრებსაც ვხედვადი. რთული მისახვედრი არაა ვისი მონაწილეობით. თვალის გახელისთანავე შევამჩნიე რომ მარტო ვიყავი. ფანჯარაში გავიხედე, ისევ წვიმდა. ფეხზე წამოვდექი და უკამყოფილომ მოვათვალიერე ოთახი. სავარძელი სადაც ანდრია იჯდა კვლავ თავის ადგილას დაებრუნებია, არც მისი ქურთუკი იყო.
-წავიდა. _ ვიგრძენი როგორ დამიარა წყენამ. ფეხების ფრატუნით შევედი აბაზანაში და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი.
აბაზანიდან გამოსულმა სწრაფად ჩავიცვი საცვლები და თბილი ხალათი მოვიცვი. გადავწყვიტე იოანესთვის დამერეკა, ტელეფონი ავიღე, თუმცა ელემენტი დამჯდარიყო. კიბეზე ჩავირბინე და დამტენზე შევაერთე ტელეფონი, მე კი სამზარეულოში შევედი. მოულოდნელობისგან და უეცარი შიშისგან ხმამაღლა ვიყვირე როცა ჩემგან ზურგით მდგომი მამაკაცი დავინახე.
-შენ აქ რა გინდა?_წამოვიყვირე, როგორც კი ჩემკენ შემობრუნდა.
-დავიჯერო იმდენად მთვრალი იყავი, რომ არ იცი აქ რა მინდა? _ირონიულად ჩაიცინა და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო.
-მშვენივრად მახსოვს ყველაფერი, უბრალოდ წასული მეგონე. _ნერვიულად შევიცურე თმაში ხელი.
-ხო, არ წავსულვარ ჯერ. _ შეცვლილი ტონით მიპასუხა და მზერა მკერდის ღარამდე ჩახსნილ ხალათზე შეაჩერა.
-ნუ მომჩერებოხართ ასე! _შევუბღვირე.
-თორემ არ იყოს პირველი შემთხვევა _თავისთვის ჩაიფრუტუნა და ჭიქიდან წყალი მოსვა. მაშინვე ამომიტივტივდა პოლონეთის ინციდენტი და ერთიანად წამოვხურდი სახეზე.
-თქვენ... საშნლად უტაქტო ხართ! _აღშფოთებულმა მივახალე.
-ჩაიცვი თორემ გაცივდები...
-ჩემი საქმეა რას ვიზამ! _მჭიდროდ შემოვიჭირე თბილი ხალათი და სამზარეულოში შევაბიჯე.
-შენთვის გეუბნები _მხრები აიჩეჩა და ვიგრძენი როგორ გამომაყოლა თვალი.
-ჩემი ძიძა ხართ?! _მივუბრუნდი.
-შენ როგორ ფიქრობ? გინდა შენი ძიძა ვიყო? _ცალყბა ღიმილმა გაუპო ბაგე და საკმაოდ მომიახლოვდა. სამზარეულოს დახლთან ვიყავი მიჭუჭყული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გული ამოვარდნას მქონდა. ვგრძნობდი როგორ მედებოდა მთელ სახეზე პომიდვრის ფერი და გაშეშებული ადგილიდან ვერ ვიძვროდი. აშკარად ბოლოს მომიღებდა მე ეს სიახლოვე.
-გ...გაადით _ ლუღლუღით ამოვთქვი სიტყვა და ჩემი შეფერადებული ღაწვები რომ არ დაენახა თავი დავხარე .
-რატომ? _კიდევ უფრო მომიახლოვდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, გული კი საგულედან ამოხტომას ცდილობდა. ცოტაც და ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი რომ არა მისი ტელეფონის ხმა. გონებაში ათასჯერ გადავუხადე მადლობა ზარის ავტორს.

22 თავი
დრო ვიხელთე და როგორც კი ტელეფონს უპასუხა სამზარეულოდან გამოვვარდი. ალბათ ოთახშიც ჩავიკეტებოდი, რომ არ გამხსენებოდა ვინ ვის სახლში იმყოფებოდა. ერთ ადგილას შევდექი და ამაყად შევბრუნდი ტელეფონზე მოლაპარაკე ანდრიასკენ. ხალათი კიდევ უფრო მაგრად შემოვიჭირე სხეულზე და ღრმად ჩავისუნთქე. სამზარეულოს კართან ცუდად დასობილი დანასავით დავიწყე რწევა. როგორც იქნა მორჩა საუბარს და კვლავ მე მომიბრუნდა.
-ძალიან გთხოვთ წადით ჩემი სახლიდან! _პირდაპირ ვაჯახე. შევეცადე ხმას სიმტკიცე არ დაეკარგა.
-გუშინ მშვენივრად ნებივრობდი ჩემს მკლავებში _ირონიულად ჩაიღიმა. -ახლა კიდევ წავიდე? _ერთიანად წამოვხურდი სახეზე.
-აბა რას ელოდით? _გაოცებულმა ისტერიულად ჩავიცინე.
-მეგონა შენგან მოვისმენდი შემოთავაზებას _ ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
-იმედი უნდა გაგიცრუოთ. _სარკასტულად გავეკრიჭე.
-გუშინ ბევრად უფრო სასიამოვნო იყო შენთან კონტაქტი.
-უკაცრავად, მაგრამ გუშინ მთვარალი ვიყავი და ბევრი რამ არ მახსოვს. _ამაყად გავეჭიმე. საშინლად მოქმედებდა ჩემზე მისი ეს ქარაგმული საუბარი.
-ანუ, სიმთვრალე საპატიო მიზეზია არა? _ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-ამ კონკრეტულ სიტუაციაში, დიახ! _თავი დავუკარი -მადლობა, რომ სახლში მომიყვანეთ, მაგრამ ახლა უნდა გაგაცილოთ.
-ასე გეჩქარება? _ჩემკენ წამოვიდა, მეც ინერციით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-დიახ! _თავი დ ავუქნიე.
-საინტერესოა სად? _კიდევ უფრო მომიახლოვდა.
-და ვალდებულოი ვარ ანგარიში ჩაგაბაროთ?
-რატომაც არა _მხრები აიჩეჩა.
-თქვენი თავი სამსახურში ხომ არ გგონიათ? _აღშფოთებულმა შევუტიე.
-არა. _უდარდელად გააქნია თავი და კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. კიბის მოაჯირს ავეკარი და დაბნეულმა მძიმედ გადავაგორე ნერწყვი.
-რატომ იბნევი ალექსანდრა? _გამოკვეთილად წარმოთქვა ჩემი სახელი.
-ა..არ ვიბნევი _ამოვილუღლუღე და თვალები ავაფახულე.
-გეშინია არა ჩემი?
-აარა _თავი გავაქნიე და მზერა გავუსწორე. ღმერთო, მართლაც რა საოცარი თვალები აქვს. თითქოს მთელი ოკეანე ბობოქრობს მასში.
-გეშინია. _სახეზე ჩამოვარდნილი თმის ღერი თითებით ყურსუკან გადამიწია და ოდნავ შემახო სახეზე თითები. მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა. ნამვილად გული გამისკდება ასეთ მდგომარეობაში მყოფს. ერთიანად დამეჭიმა მუცლის ყველა კუნთი და სუნთქვა შემეკრა როცა ორივე ხელში მოიქცია ჩემი სახე.
-დაისვენე _ჩუმად, მაგრამ გამოკვეთილად მითხრა და ცხელი ტუჩები საფეთქლეთან მომაკრო. ასე მეგონა მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა. ვერც კი გავიაზრე როდის გავიდა სახლიდან, კვალავ ერთ ადგილას მიყინული ვიდექი. თანდათან იბრუნებდა ჩემი გონება აზროვნების უნარს და ვაცნობიერებდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა ყელში ცრემლის გორგალი. მუხლები მომეკვეთა და ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი კიბის საფეხურზე. მაქსიმალურად ვცდილობდი მომდგარი ცრემლების უკან დაბრუნებას. ჩემდა გასაკვირად მცდელობამ შედეგი გამოიღო, უფრო სწორად ამაში ჩემი ტელეფონის ზარი დამეხმარა. ღრამდ ჩავისუნთქე და ფეხზე წამოვდექი. ისე ვუპაუხე ტელეფონს არც დამიხედია.
-გისმენთ.
-ალექს! _თიკას ხმის გაგონებისას თითქოს ერთიანად მომეშვა გულზე სიმძიმე და ბედნიერების ტალღამ დამიარა. თურმე ჩემი დაქალის ხმაც კი მომნატრებია.
-ვაიმე თიკუჩი როგორ ხარ? _გახარებულმა წამოვიყვირე.
-კარგად ვარ კარგად. შენ როგორ ხარ? _სიცილით მკითხა.
-როგორ ვარ კი არა როდის აპირებთ ჩამოსვლას? იცი როგორ მომენტარე?
-ზეგ.
-რა? მართლა? ვაიმე რა კარგია.
-ხო მე და გიომ გადავწვიტეთ ცოტა ადრე წამოვსულიყავით. ასე რომ მალე განხავ ძვირფასო.
-ძალიან გამახარეთ. გიო როგორაა?
-კარგადაა, კარგად. შენ ის მითხარი მანდ რა ხდება?
-ოჰ, რა არ ხდება _ხელი ჩავიქნიე თითქოს დამინახავდა.
-რაო? რა ამბებიაო.
-როცა ჩამოხვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, თორემ იმდენი რამე დამიგროვდა, რომ...
-იცოდე დღესვე წამოვალთ ისე დამაინტრიგე.
-ნუ სულელობ გოგო! შეარგე მაგ კაცს შენთან ყოფნა _სიცილით ვუთხარი.
-ეყოფა რაც შეირგო _თვითონაც ამყვა.
-ძალიან მომენატრეთ ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალთ.
-მეც ერთი სული მაქვს როდის განხავ. იოანე როგორაა?
-როგორც ყოველთვის ფორმაშია და მშვენივრად მოქმედებს ნერვებზე. _ჩავიფრუტუნე.
-და შენი ზე სიმპათიური უფროსი? _ხმამაღლა აკისკისდა.
-ნუ იკითხავ...
-რა ხდება? სწრაფად მითხარი _მომაყარა.
-როცა ჩამოხვალ, გპირდები ყველაფერს დეტალებში მოგიყვები.
-კარგი. მალე გნახავ.
-კარგი საყვარელო აბა კარგად. _თიკას დავემშვიდობე და ტელეფონი კვლავ თავი ადგილას დავაბრუნე.
-ახლა რა გავაკეთო _ჩემთვის ჩავილაპარაკე და ცარიელ სახლს თვალი მოვავლე. რა საშინელებაა მარტო ყოფნა. ვხვდებოდი რომ რაღაც მაწუხებდა, მაგრამ კონკრეტულკად თავადაც არ ვიცოდი რა. უფორ სწორად ვიცოდი რაც იყო, მაგრამ....
კარს ზარის გაგონებისას სწრაფად მივუახლოვდი. გული ამიჩქარდა სანამ გავაღებდი. <ნუთუ დაბრუნდა?... რა სისულელეა!> თავი გავაქნიე. კარი გავაღე და ვიღაც ბიჭს შევეჩეხე ყვავილებით ხელში.
-გამარჯობა, ალექსანდრა ნიჟარაძე აქ ცხოვრობს? _ერთიანად დამიარა ცივმა ქარმა შიშველ ტერფებზე.
-მე ვარ.
-ეს ყვავილები თქვენ. _ვარდების თაიგული გამომიწოდა.
-უკაცრავად, მაგრამ ვისგანაა?
-ბარათი ახლავს _ოდნავ გავიღიმა ბიჭმა და თავის დაკვრით დამემშვიდობა.
-ნეტა ვისგანაა? _სწრაფად დავდევი თაიგული მაგიდაზე და ბარათი ამოვაძვრე. სანამ ტექსტს წავიკითავდი მანმადე მომჭრა სახელმა თვალი.
-ლაზარე _ ამოვიოხრე და ბარათი კვლავ თავის ადგილას დავაბრუნე. -რამ გაახსენა ჩემი თავი? _ჩავუფრუტუნე და ვარდებს დავყნოსე. -ლამაზია _ჩემთვის ჩავილაპარაკე და სამზარეულოში შევედი ლარნაკის გამოსატანად.
*****
-შემოდი რატი, მანდ რას დგახარ?
-რა გინდა გოგო შენ აქ? _გაკვირვებულმა შეხედა ელენეს.
-დედა და მამა წყნეთში არიან და მე ამასთან დამტოვეს.
-ელენე, მორჩი ტლიკინს და გაკვეთილები ისწავლე _სიცილით აუჩეჩა დას თმა.
-არ მაქვს სასწავლი!
-მაშინ ოთახში ადი...
-ორი წლის ბავშვი კი არ ვარ მითითებებს რომ მაძლევ!
-ელენე, ნერვებს მიშლი! _სამზარეულსკენ წასულ დას მკაცრად გასძახა.
-რა სჭირს ამას?
-გაბრაზებულია _ტელევიზორის წინ დასხდნენ.
-შევნიშნე _ჩაიცინა რატიმ -რა უთხარი ასეთი.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას.
-ძმაც ასეთი უნდა. _ბურტყუნით გამოვიდა ელენე სამზარეულოდან -მშია და საჭმელი არ არის.
-ელენე გაიკეთე რამე, ნუ შემჭამე _თვალები გადაატრიალა.
-გაიკეთე რამე! _ძმა გამოაჯავრა -სახლში რომ ხარ მაშინ რას ჭამ.
-შეუტიე ელე, ნახევარფაბრიკატებით ისპობს თავს _სიცილით აჰყვა რატიც.
-მოიყვანოს ცოლი და იცხოვრებს მშვენივრად _ ძმას ენა გამოუყო.
-ალექსანდრა ხომ? _ანდრიაც აჰყვა.
-დიახაც! _სამზარეულოდან გამოსძახა.
-მოიცა, მოიცა რა ხდება აქ? _გაკვირვებულმა შეხედა მეგობარს რატიმ.
-არაფერი ელენეს ახირებებია.
-რა ახირება? რა ცოლი? ალექსანდრა რა შუაშია? _რატის სახის დანახვისას ბოლო ხმაზე გადახარხარება უნდოდა..
-ანდრო რა ხდება? _დასერიოზულდა რატი.
-არაფერი _ღიმილით აიჩეჩა მხრები.
-ეგ შენი ღიმილი არ მომწონს... როდის მერე საუბრობ ალექსანდრაზე ასე მშვიდად.
-რას ერჩი, კაი გოგოა _სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
-ელენე! _გასძახა რატიმ -ვერ არის ხომ შენი ძმა კარგად _გაოცებული იყო რატი.
-ახლა მიხვდი?
-ელეე გააკეთე რა რამე, ჩვენც გვშია. _ მაცივრიდან ლუდის ბოთლები გამოიღო და დას თავზე აკოცა.
-კაარგი _მაშინვე მოითაფლა ელენეც.
*****
მთელი კვირა დღე სახლში გავატარე. დილით იოს და მამას ველაპარაკე და გავიგე რომ ხვალ სარამოსათვის უკვე სახლში იქნებოდნენ, რაც ძალიან მახარებდა. საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი როცა კარზე ვიღაცამ ისე გაბმულად დაიწყო ზარის რეკვა, რომ ეტყობა დაავიწყდა ღილაკიდან თითის აღება. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და კარი გავაღე.
-თიკაა! -გახარებულმა ბოლო ხმაზე შვყვირე მეგობრის დანახვისას და მთელი ძალით მოვხვიე ხელები.
-მომენტარე ალექს _თვითონაც მაგრად ჩამეხუტა.
-როდის ჩამოხვედი? რატომ არ მითხარი? ხომ თქვი ხვალ ჩამოვალო...
-ხო, მაგრამ ვეღარ გავძელი. თან რა მნიშვნელობა აქვს დღეს ჩამოვიდოდი თუ ხვალ _მხრები აიჩეჩა.
-შემოდი მანდ რას დგახარ. _სახლში შემოვიყვანე და დივანზე დავსხედით.
-როგორ მომნატრებიხარ შე ქაჯო _სიცილით გავკარი მხარი
-აბა მე კითხე. ყველა ძალიან მომენტარეთ. ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდი და განხავდით.
-მაინც არ მოასვენე ხომ ის კაცი _სიცილით ვთქვი
-ეგ მერე იყოს, ახლა კი დაწვერილებით მომიყევი რა ხდებოდა აქ.
-კი ბატონო _ ყველაფრის მოყოლა დავიწყე, იოანეს და მამას ამბებით დაწყებული ანდრიას გუშნიდელი სტუმრობოთ დამთავრებული. თვალებგაფართოებული მისმენდა თვითონაც და დროდადრო გაოცებულ ბგერებს უშვებდ აპირიდან.
-არ არსებობს _მონაყოლის დასრულებისთანავე ამოთქვა -თურმე რამდენი რამე მომხდარა.
-ნუ იტყვი. არ ვიცი რომელ წყალში გადავხტე.
-შენ ის მითხარი, ანუ რა გამოდის რომ შენ და იმ უჟმურმა დაალაგეთ ურთიერთობა?
-თავადაც არ ვიცი რა გიპასუხო.
-დაბნეული ბატი ხარ და მაგიტო! _მხარში მუშტი მითავაზა. -არა რაღაც ნამდვილად ხდება თქვენს შორის _ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა.
-მოიცა რა.
-რა მოიცა გოგო, რატომ ხარ ასეთი სულელი?
-მოგვიანებითაც მოასწრებ ჩემს გალანძღვას. ახლა შენზეც მომიყევი რამე.
-ისეთი არაფერი მოსაყოლი. _მხრები აიჩეჩა. -რაც მთავარია თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობ. _ჩაიცინა
-ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე! _კიდევ ერთხელ გადავეხვიე.
-ხოდა თუ გაგახარე მაშინ, ჩაიცვი ახლავე და წამოდი.
-სად?
-რესტორანში ვიკრიბებით ყველანი. გიოს მეგობრებმა სთხოვეს მისვლა, შენც წამოდი რა გთხოვ.
-კარგი რა, უხერხულია, აბა მე რა მინდა გიოს მეგობრებთან?
-ყველას იცნობ. ლელუკა, საბა, ნინა, ლადო მე შენ და გიო ვიქნებით. წამო რა.
-კარგი ხო. დამელოდე ჩავიცვამ _სწრაფად ავედი ოთახში და ტანზე გამოვიცვალე. თხუთმეტ წუთში უკვე თიკას წინ ვიდექი.
-წავედით? _ღიმილი მკითხა.
-წავედით.
რესტორანში მისულებს ყველა იქ დაგვხვდა შეკრებილი. მათ შორის ლაზარეს დანახვისას გაკვირვებულმა ავწკიპე წარბები.
-ამას აქ რა უნდა? _ტუჩების ოდნავი მოძრაობით ვკითხე თიკას.
-არ ვიცი. ალბათ, გიომ დაპატიჟა. _მხრები აიჩეჩა -მე არაფერ შუაში ვარ.
-ოხ თიკა. _გაბრაზებულმა გადავატრიალე თვალები -ჯერ ამის ვარდები და ახლა თვითონ.
-რა ვარდები?
-მერე გეტყვი _მოკლედ ვუთხარი და მაგიდისკენ წავედით.ყველას მივესალმე და სათითაოდ გადავეხვიე.
-ალექს, როგორ ხარ?
-კარგად ლაზარე, შენ როგორ ხარ? _გადავეხვიე და თვალები ლამის ბუდიდად გადმომივარდა როცა ანდრიას სახეს შევეჩეხე. ზუსტად ჩვენს პირდაპი იჯდა და ისეთი თვალებით მიყურებდა ვიფიქრე იქვე ჩამცხრილავდა. სწრაფად მოვარიდე მზერა და ლაზარეს მოვშორდი.
-მომენატრე _ თბილად გამოღიმა და სკამი გამომიწია დასაჯდომად. მის რეპლიკას მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე.
ნაძალადევი ღიმილით ვუსმენდი მეგობრების საუბარს და ყურადღება კვლავ მწველ თავლებზე მქონდა, რომელიც მთელ სახეს მიწვავდა.
-რა გჭირს? _ოდნავ მხარი გამკრა თიკამ და ჩურჩულით მკითხა.
-ანდრიაა აქ _გადავულაპარაკე.
-მერე რა? _ოდნავ ჩაიცინა.
-თიკა... _სიტყვა გამიწყდა და ნერწყვი მძიმედ გადავაგორე.
-ადექი და წამოდი _ფეხზე წამოდგა თიკა, დანარჩენებს მოვუბოდიშეთ და საპირფარეშოსკენ წავედით.
-ახლა მითხარი რა მოხდა ჩემი არ ყოფნის დროს! _თვალები დამიბრიალა. -რა გჭირს?
-არ ვიცი _ჩუმად ამოვილუღლუღე
-რას ქვია არ იცი? რატომ გაღელვებს ასე მისი აქ ყოფნა? _გამომცდელად მომაჩერდა. ვიგრძენი როგორ მომაწვა ცრემლები და აწყლიანებული თვალებით შევხედე დაქალს.
-შეგიყვარდა! _წამში გამოიტანა დასკვნა.
-არ ვიცი, გეფიცები არ მიდნოდა _ცრემლები გადმომცვივდა.
-ნუ ხარ გოგო სულელი, რა არ გინდოდა? რა არის სიყვარულში ცუდი. _გამამხნევებლად მომეხვია.
-რას ნიშნავს რა?! ის რას გრძნობს ჩემ მიმართ, დასანახადაც კი ვერ მიტანს...
-აბა საიდან დაასკვენი ეგ! შენ არ მითხარ მთელი ღამით ჩემ გამო დარჩაო? რომელი კაცი იზრუნებს ქალზე რომელსაც ვერ იტანს? თავად დაფიქრდი.
-არ ვიცი თიკა, მართლა არ ვიცი. _ცრემლები შევიმშრალე.
-მე ვიცი. დარწმუნებული ვარ თვითონაც არაა გულგრილი შენ მიმართ.
-გთხოვ თიკა, ისეთ რამეს ნუ მეტყვი რისი დაჯერებაც ნაკლებად შემიძლია.
-კარგი ბატონო, მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთხელაც შენ თავად იტყვი მაგას..
-გთხოვ, არ მინდა მაგაზე საუბარი.
-კარგი. დამშვიდდი და გავიდეთ. _სწრაფად მოვიწესრიგე თავი და გარეთ გამოვედით ორივე. მაგიდასთან დაბრუნებულს ანდრია რესტორანში აღარ დამხვდა. თითქოს რაღაც მომეშვა, მაგრამ ამავე დროს საშინლად დამწყდა გული, რომ ვერ დავინახავდი.
*****
მთელი ღამე თეთრად გავათენე. საშინლად მეშინია სახლში მარტო დარჩენის, ბავშვობიდან მომყვება ეს შიში რატომღაც. პირველი შემთხვევაა როცა სახლში მარტო დავრჩი, შესაბამისად, ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდნენ მამა და იოანე.
დილით, სამსახურში მისულმა შორიდან მოვკარი ანდრიას თვალი და მაშინვე გუშინდელი საღამო გამახსენდა. შეუმჩნევლად შევედი კაბინეტში და მაგიდას მივუჯექი.
-რა სულელი ხარ ალექსანდრა _ჩუმად ჩავილაპარაკე.-მაინცდამაინც ის შეგიყვარდა! _გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე. -ყველა უბედურება ხომ მე უნდა ავიკიდო!
გაბრაზებულმა დავარტყი თითი „ენთერის“ ღილაკს და კომპიუტერს მივუბრუნდი.
მაქსიმალურად ვცდილობდი მთელი დღის განმავლობაში არ გავსულიყავი ოთახიდან და არც არავის მოვეკითხე.
შუადღისას კი სრულიად მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა.
-შეიძლება?_მოულოდნელად კაბინეტში ელენემ, ანდრიას დამ, შემოყო თავი.
-ელენე? _გაკვირვებულ წამოვდექი ფეხზე -მოდი, შემოდი. _ სწრაფად მოირბინა ჩემთან და გადამეხვია. ცოტა არ იყოს მაკვირვებდა ამ გოგოს ასეთი უშუალო ხასიათი.
-როგორ ხარ? _ღიმილით ვკითხე.
-კარგად, შენ როგორ ხარ? _წინ ჩამომიჯდა და ხელები მუხლებზე დაილაგა.
-კარგად. ჩემთან რამე საქმე გქონდა?
-არა, ანდროსთან ვიყავი და შენც შემოგიარე...
-ა, ხო მართლა ელენე, იმ დღეს აქ რომ იყავი, შენ არასწორად გაიგე რაღაც...
-ხო ვიცი, ვიცი. მითხრა უკვე ანდრომ რომ არ ხართ შეყვარებულები_უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები.
-ხო, მეც მაგის თქმა მინდოდა.. _თავი დავუქნიე.
-სად აქვს იმ სულელს თვალები! _გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა, რაზეც მეც ვერ შევიკავე ღიმილი. -შეყვარებული გყავს?_პირდაპირ მაჯახა.
-არა _სიცილით ვუპასუხე.
-ძალიან კარგი, ანუ ჩემს ძმას აქვს რაღაც შანსები _მის ნათქვამზე თავლები ბურთისოდენა გამიხდა. -თუმცა მას ხომ არავინ მოწოს! _საკამოდ მწარედ მომხვდა ელენეს სიტყვები გულზე.
-ეგრე ნუ ლაპარაკობ შენს ძმაზე...
-ნუ იცავ..
-არ ვიცავ. _მხრები ავიჩეჩე.
-შენ ხომ მოგწონს?
-ელენე, რა კითხვებია? _გაკვირვებულმა ავაფახულე თვალები.
-მაპატიე, ვიცი ზოგჯერ ზედმეტად უხერხულ შეკითხვებს ვსვამ_ დამორცხვებულმა ოდნავ გამიღიმა
-არაუშავს, უბრალოდ ეგრე აღარ იხუმრო _გამეცინა.
-სიმართლე გითხრა არ ვხუმრობ _მხრები აიჩეჩა- სულ ოდნავ მაინც არ მოგწონს ჩემი ძმა?
-ელენე, მოდი მე ვიზრუნებ ამ საკითხის გარკვევაზე, შენ კი სახლში გაიქეცი!
_იმდენად მოულოდნელად გაისმა ანდრიას ხმა კაბინეტში რომ ორივე ერთდროულად შევხტით.
-რა გინდა ანდრო?! _შეუტია გოგონამ.
-სახლში წადი, გელოდება მძღოლი. _გვერდით გაიწია და ელენეს გზა დაუთმო.
-კარგი ხო _დანებების ნიშნად ჩაიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა. მეც წამოვდექი.
-კარგად ალექსანდრა.
-კარგად _ღიმილით დავემშვიდობე.
-როდის მოასწარით ასე დამეგობრება? _კარი მიხურა და ჩემკენ მობრუნდა წარბაწეული.
-თვითონ შემოვიდა ჩემს სანახავად.
-რაო, რა მინდაო? _შარვლის ჯიბეში ჩაიწყო ხელები და ჩემთან ახლოს დადგა.
-არაფერი ისეთი, უბრალოდ მინახულა. _მხრები ავიჩეჩე და სავარძელში ჩავჯექი.
-მერე? _მაგიდაზე თითები აათამაშა.
-რა მერე? _საქაღალდეში ქექვა დავიწყე, ჩემი აწითლებული ლოყები რომ არ შეემჩნია.
-საინტერსოა მის შეკითხვას შენ როგორ უპასუხებდი _ტუჩებზე უცნაური ღიმილი დათამაშებდა. ჩემს სკამს ხელი დასტაცა და ჩემიანად შეაბრუნა თავისკენ. გული ლამის საგულედან ამომივარდა, როცა მსი მკლავებს შორის დავრჩი მომწყვდეული.
-რრ..ა კითხვას?_დაბნეულმა მძიმედ გადავუშვი ნერწვი.
-სულ ოდნავ მაინც არ მოგწონს მისი ძმა? _ უცნაურად უციმციმებდა თვალები. ერთიანად წამოვხურდი სახეზე, ახლა კი ჩემს სიწითლეს ნამდვილად ვერ დავმალავდი.
-რ...აა? _ჩამწყდარი ხმით ამოვილუღლუღე. ვიგრძენი როგორ ამითრთოლდა მთელი სხეული. მისი სურნელი სასიამოვნოდ მხვდებოდა და მთელ ტანში მაჟრჟოლებდა
-სულ ოდნავ მაინც არ მოგწონვარ? _ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
-რრ..ას ამბობთ?! _სწრაფად მივკარი ხელი მკერდზე და ფეხზე წამოვვარდი. როგორც იქნა ნორმალურად სუნთქვის საშუალებაც მომეცა და გაცილები უკეთ დაიწყო ჩემმა ტვინმა აზროვნება.
-რაც გაიგე?_ჩემს სავარძელში თვითონ ჩაჯდა.
-რა სისულელეს მეკითხებით?! _აღშფოთებულმა შევუტიე.
-რატომ.... _სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა კარი ნინომ შემოგლიჯა.
-უი, უკაცრავად არ მინდოდა ხელის შეშლა. _ორივეს მოგვავლო თავლი და გაკვირვებულმა აწკიპა წარბები, როცა ჩემს სავარძელში დაინახა ანდრია მე კი მისგან მოშორებით მდგომი.
-არ შეგიშლია _სწრაფად ვუთხარი და ვანიშნე შემოსულიყო.
-მოხდა რამე ნინო? _თითქოს არც არაფერიო ისე წამოდგა ფეხზე და პიჯაკის ღილი შეიკრა.
-ე.. ალექსთან მოვედი. წამოხვალ კაფეში სასადილოდ?
-კი _სწრაფად დავუკარი თავი და იქვე დადებული ჩანთა ავიღე.
-აბა გოგონებო გავდივართ? _რატიმ შემოყო კაბინეტში თავი - ო, ანდრო შენც აქ ხარ? წამო სასადილოდ გავდივართ. _ ოღონდ ეს არა. ისეთი თვალებით შევხედე ანდრიას, თითქოს თვალებით ვთხოვდი უარი ეთქვა რატისთვის.
-სიამოვნებით. _თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და მე შემომხედა. სახეზე ირონიული ღიმილი აიკრა. სანამ ჩამივლიდა სხვების შეუმჩნევლად ჩამიკრა თვალი და კაბინეტიდან გავიდა. ერთიანად მომაწვა წყენა, სიბრაზე, აღშფოთება. ძლივს ვაკავდებდი უკვე მოწოლილ ცრემლებს.
-ალექს კარგად ხარ? _ნინოს ხმამ გამომაფხიზლა. ახლაღა გავაცნობიერე რამდენად მაგრად ვუჭერდი ჩანთის სახელურს ხელს.
-კი, კარგად ვარ.
-წავედით მაშინ.

23 თავი
რესტორანში ვისხედით მე ანდრია, რატი და ნინო. ლუკმა არ გადამდიოდა პირში დანარჩენები კი გემრიელად შეექცეოდნენ საჭმელს.
-შაკო სად არის? _იკითა ნინომ.
-მალე მოვა. _მოკლედ უპასუხა ანდრიამ -რაღაც საქმეს მორჩება და მოვა.
-ალექს რა გჭირს? რამე არ მოგწონს? _მკითხა რატიმ -თუ გინდა სხვა რამე შუკვეთე.
-არა, არა მომწონს, უბრალოდ არ მშია. _ოდნავ გავუღიმე.
-ალექსანდრა მეგობრებთან ერთად სადილობას არის მიჩევული და არა უფროსებთან. _ირონიულად შემომცინა ანდრიამ. მაშინვე გუშინდელი საღამო ამომიტივტივდა.
-ეგ რა შუაშია! _შევუბღვირე.
-კარგით, მორჩით ახლა თქვენ _ორივეს გადმოგვხედა რატიმ.
-ცუდად ხომ არ ხარ? _ შეწუხებული სახით მკითა ნინომ.
-არაფერია, კარგად ვარ _გავუღიმე და წვენი მოვსვი.
-როგორ გაატარეთ შაბათი კვირა? _სიტუაციის განმუხტვა სცადა რატიმ. ალბათ ეს კითხვა უფრო მე მეხებოდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი თვითონ ნინოსთან ერთად ინებივრებდა.
-კარგად _ღიმილით ავიჩეჩე მხრები.
-შეიძლება ითქვას საუკეთესოდ არა? _ანდრიას ცინიკური ტონის გაგებისას თავი წამოვწიე.
-ვერ გავიგე? _თვალებდაწვრილებულმა შევხედე.
-კარგია დასვენება, როცა თავისუფალი ხარ და რაც გინდა იმას აკეთებ. _თავისთის თქვა, ისე რომ ჩემი კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-ნამდვილად. _დაეთანხმა რატი და ნინოს თვალი ჩაუკრა, რაზეც გოგონა უხერხულად შეიშმუშნა.
-განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან როცა ხარ, არა ალექსანდრა? -მწველი მზერა გამისწორა.
-რაზე მიმანიშნებთ?! _მისი ქარაგმებით და ორაზროვანი საუბრით შეწუხებულმა ვკითხე.
-არაფერზე, რაზე უნდა განიშნებდე? _გაიკვირვა -განა აქ რამეა მისანიშნებელი?
-თქვენი ორაზროვანი საუბრის გაგება ძალიან მიჭირს და იქნებ ამიხსნათ რა დავაშავე ასე რომ მელაპარაკებით! _მოთმინებადაკარგულმა ვკითხე. ყველამ ჩემზე გადმოიტანა მზერა.
-საშინლად ფეთქებადი ხარ. _ჩაიცინა -რატომ ფიქრობ რომ ნებისმიერი კითხვა რასაც დავსვამ შენ გეხება? ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებ საკუთარ თავს? _საოცრად მშვიდი ტონით მესაუბრებოდა და მზერას არ მაშორებდა. ეს ყველაფერი უკვე საშინლად მოქმედებდა ჩემზე. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მაგიდას მოვშორდი.
-უკაცრავად, თავს ცუდად ვგრძნობ და დაგტოვებთ.
-ალექს... _ნინო შეეცადა შვეჩერებინე, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება ჩანთა ავიღე და მაგიდას მოვშორდი.
-ცინიკოსი! _დარწმუნებული ვიყავი რომ გაიგონა ჩემი ნათქვამი, თუმცა უკან აღარ მომიხედია. ვცდილობდი რესტორნიდან ისე გავსულიყავი ჩემი აცრემლებული თვალები არ შეემჩნიათ. < ანუ მე ვანიჭებ ზედმეტ მნიშვნელობას საკუთარ თავს?>
რესტორნიდან გავედი და მანქანისკენ წავედი როცა შაკოს შევეჩეხე.
-საით ლამაზო? _სიცილით მკითხა.
-შაკო, თავს ცუდად ვგრძნობ. შეიძლება სახლში წავიდე?
-კი, რა თქმა უნდა, წადი. ხო მშვიდობაა? შემიძლია რამით დაგეხმარო? _შეშფოთებულმა მკითხა.
-არა მადლობა, სახლში წავალ და დავისვენებ.
-კარგი. _მანქანაში როგორც კი ჩავჯექი ცრემლებს გასაქანი მივეცი.
-სულელი ხარ ალექსანდრა, სულელი, როგორ შეძელი მისი შეყვარება! _საკუთარ თავს ვლანძღავდი, მთელი გზა.
ეზოში იოანეს მანქანის დანახვისას მივხვდი რომ უკვე ჩამოვიდნენ. ღრმად ჩავუსნთქე და სახლში შევედი. იოანე კიბეზე იყო ჩამომჯდარი და ტელეოფნში იცქირებიდა. როგორც კი შემნიშნა ღიმილით წამოდგა ფეხზე.
-ოჰ მოვიდა ქალბატ...._ჩემი სახის დანახვაზე სიტყვა გაუწყდა. -რა გჭირს?! _ხმა გაუკაცრდა.
-არაფერი _ვცადე გვერდი ამევლო.-მიხარია რომ ჩამოხვედით.
-რას ნიშნავს არაფერი, რა დღეში გაქვს თვალები! _შევამჩნიე როგორ დაებერა კისერზე ძარღვები.
-იოანე, გთხოვ შემეშვი, ახლა შენი თავი არ მაქვს. _ოდნავი ხელის კვრით მოვიშორე და კიბისკენ წავედი.
-არ დამიმთავრებია! _უკან ამედევნა
-იოანე გთხოვ...
-ალექს რა მოხდა? რა გჭირს? _ოთახში შეუსლს ფეხდაფეხ შემომყვა.
-გთხოვ... _საწოლზე ჩამოვჯექი
-ვინმემ გაწყენინა? რამე პრობლემა გაქვს? სამასახურში კონფლიქტი გაქვს? _ ჩემს წინ ჩაიმუხლა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სწრფად მომაყარა კითხვები. პასუხის გაცემის არც თავი მქონდა და არც სურვილი. მაქსიმალურად ვცდილობდი ხელახლად მოწოლილი ცრემლები შემეჩერებინა.
-იმ ახვ**ს გამო ხარ ასე?! _მოულოდნელად სახიფათოდ შეეცვალა ხმის ტემბრი.
-რ..რა? ვ..ვისზე ამბობ? _გული ლამის ყელში მომებჯინა.
-ლაზარე ჩიქოვანი არა?! _ხმას აუწია.
-არა, არა იო, გეფიცები ის არაფერ შუაშია _მკლავებში ჩავავლე ხელი.
-აბა ვინ?! ალექს გთოვ მითხარი ხომ იცი შენს გამო...
-ვიცი იო, ვიცი. _ამოვიტირე და მაგრად ჩავეხუტე ჩემს ძმას.
-გეხვეწები მითხარი რა გჭირს _ ნაზად ჩამომისვა თმაზე ხელი.
-მერე იო, გთხოვ.. _მის კისერში თავჩარგულმა ამოვისლუკუნე.
-კარგი, როგორც გინდა. _სახეზე ჩამოგორებული ცრემლები თითებით შემიმშრალა. ვხდებოდი როგორ უჭირდა ბრაზის შეკავება. ასეთ დროს ყოველთვის გაუჩერებლად ყვირის ხოლმე, ახლა კი დარწმუნებული ვარ მთელი მოთმინების ფასად უჯდებოდა სიმშვიდე.
მთელი დღე ჩემს ოთახში ვიყავი. იოანემ უთხრა მამას, რომ ცუდად ვიყავი. ნოდარიც მთელი დღე თავს დამტრიალებდა. როგორ მინდოდა ვინმესთვის მაინც მეთქვა რამე.
მოგვიანებით თიკამ დამირეკა. ემოციებით დამძიმებულმა მოვუყევი ყველაფერი.
ისიც კი ვუთხრაი რომ სამსახურში მისვლა აღარ მინდოდა. მართლაც, ვაცნობიერებდი რომ არ შემეძლო იმ ადმიანის გვერდით მუშაობა, ვინც მიყვარდა, მაგრამ თავად საშინლად მექცეოდა. მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა.
დილით იმ გადაწყვეტილებით წამოვდექი ფეხზე, რომ განცხადებას დავწერდი და დღესვე წამოვიდოდი სამსახურიდან.
ოფისში შესვლისას მუხლები მიცახცახებდა. დარწმუნებული ვიყავი სახეზეც საშინელი ფერი მექნებოდა. კაბინეტში შევედი და ანდრიას მოსვალს დაველოდე. მანამდე კი სამსახურიდან წასვლის შესახებ დავწერე განცხადება.
მალევე დავინახე ფანჯრიდან როგორ გაჩერდა შავი „Range rover” ავტოსადგომზე. გული ამიჩქარდა. რამდენიმე წუთი დავიცადე და როცა დავრწმუნდი რომ უკვე კაბინეტში იყო გაუბედავი ნაბიჯებით წავედი მისი ოთახისკენ. გული ისე მიძგერდა საკუთარ ჯანმრთელობაშიც კი შემეპარა ეჭვი. ღრმად ჩავისუნთქე და აცახცახებული ხელით დავაკაკუნე კარზე.
-შემოდით. _მისი ხმის გაგონებისას მთელ სხეულში გამაჟრჟოლა. გაუბედავად შევაღე კარი და კაბინეტში შვედი.
-შეიძლება? _წამწამებს ქვემოდან ამომხედა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.
-კარგია, რომ მოხვედი. _მთელი ტანით მომიბრუნდა. -ეს საქაღალდე რატის და შაკოს შეუტანე, ხელი მოაწერონ და შეახსენე საღამოს შეხვედრის შესახებ.
-ბატონო ანდრია, მე... რაღაცის თქმა მინდა... _ნერვიულად ვიკვნეტდი ტუჩს და თითებს ერთმანეთში ვხლართავდი. ხელში მოქცეული განცხადების ფურცელი ლამის შემომეხია.
-რა ხდება?
-თქვენთან საქმე მაქვს. _ თვალი გავუსწორე
-გისმენ _სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-მე... სამსახურიდან მივდივარ _განცხადება წინ დავუდე და კვლავ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. როგორც კი ჩემი სიტყვები გაიგო, მაშნვე გასწორდა წელში და განცხადებას დახედა.
-რატომ?! _ ისეთი თვალებით შემომხედა მეგონა ადგილზე ჩამცხრილავდა.
-ასე გადავწყვიტე. _ მოკლედ ვუპასუხე.
-ეგ პასუხი არ არის!
-მე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უკვე მოგახსენეთ, სხვა თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს._ შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ წავედი. მთელი სხეული მიცახცახებდა.
-ვერ წახვალ! _მისი მკაცრი ხმის გაგონებისას კარის სახელურზე მიმეყინა ხელი.
-რას ნიშნავს ვერ წავალ?_ სწრაფად შემოვბრუნდი მისკენ -და რატომ?
-იმიტომ, მე ასე მინდა. _შემომცინა.
-მე უკვე გითხარით, რომ მივდივარ სამსახურიდან. აქ დარჩენას კიდევ თქვენი სურვილის გამო ნამდვილად არ ვაპირებ. _კვლავ გასვლა დავაპირე.
-შენი ძმა როგორაა ალექსანდრა? _ამ კითხვას საერთოდ არ მოველოდი. მისკენ შევბრუნდი სწრაფად.
-ჩემი ძმა რა შუაშია აქ? _ვერ მივუხვდი კითხვის მიზანს.
-იოანე ჰქვია ხო? _ფეხზე წამოდგა და ჩემკენ დაიძრა ნელი სვლით.
-და არ ამიხსნით რა შუაშია აქ ჩემი ძმა? _კითხვა გავუმეორე.
-პროფესიით ეკონომისტია არა? _კვლავ აჭიანურებდა სათქმელს.
-მერე?
-არაფერი. _მაგიდას მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და ირონიულად ჩაიღიმა.
-არ მესმის რა გნებავთ. _ უკვე მოთმინება მელეოდა.
-გავიგე საკმაოდ საინტერესო სპორტით არის დაკავებული. უფრო სწორად ყოფილა._ ერთიანად მომაწვა თავში სისხლი. გულმა იმ სისწრაფით დაიწყო მკერდში ფეთქვა, რომ ლამის იქვე განვუტევე სული. ერთ ადგილას გავშრი, რას ნიშნავს მისი ეს შეკითხვა.
-რ..რა? რა..ას გულისხმობთ? _ნერვიულობისგან ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
-როგორც ვიცი დღესდღეობით საქართველოში არალეგალური „რაღაც-რაღაცები“ კანონით ისჯება ხომ?რა მნიშვნელობა აქვს ამას ადრე აკეთებდი თუ ახლა_ შემომცინა, ნერწყვი მძიმედ გადავუშვი.
-რაზე მიმანიშნებთ?
-მე? მე არაფერზე ძვირფასო. _კულტურულად დავაიგნორე მისი „ძვირფასო“
-ნუ მელაპარაკებით გამოცანებით! _ ხმას ავუწიე.უკვე ჩემი მოთმინება იწურებოდა.
-დამშვიდდი, ასე რატომ ანერვიულდი? _ირონიულად ჩაიცინა.
-თქვენ არ გაქვთ უფლება ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ჩაერიოთ და...
-ვინ ერევა მერე? _შეიცხადა. -მე რამე ცუდი გითხარი?
-ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობთ.
-არაფრის, არაფრის. დავივიწყოთ ეს საუბარი. _ მაგიდაზე დადებული განცხადება ხელში აიღო და კიდევ ერთხელ შეათვალიერა. -დავივიწყოთ ეს დღე მთლიანად, კარგი? _განცხადება ფრთხილად გახია შუაზე და მაგიდაზე დადო. თვალებგაფართოებული ვუყურებდი მის თითოეულ მოძრაობას.
-მემუქებით?
-ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად გაიგე ჩემი ნათქვამი. _ ერთიანად ამიტანა კანკალმა, ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში და საშინლად განერვიულებულმა დავაპირე გამოსვლა, როცა მისმა ხმამ კიდევ ერთელ შემაჩერა.
-ალექსანდრა, წეღან მითითება მოგეცი _ საქაღალდე გამომიწოდა ღიმილით -რატის და შაკოს შეუტანე. _ხელის კანაკალით გამოვართვი და კაბინეტიდან გამოვედი. ყველაფერი ერთიანად მომაწვა და ტირილი ამივარდა. სწრაფად შევედი ჩემს კაბინეტში და მოწყვეტით დავჯექი სკამზე.
-რა უნდა ჩემგან _ამოვისლუკუნე. საშინლად ვგრძნობდი თავს. როცა გადავწყვიტე სამუდამოდ მოვშორებოდი მას, თვითონ რას აკეთებს. ადრე ხომ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდი აქედან. რას ნიშნავდა მისი ეს მუქარა. გული ამოვარდნას მქონდა. ღრმად ვსუნთქავდი, რომ დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა. სხვა გზა მაინც არ მქონდა.
მთელი დღე გაბრუებული დავდიოდი სამსახურში და წესიერად ვერც სამუშაოს ვუდებდი გულს. საღამოს როგორც იქნა სახლში წასვლის საშუალება მომეცა. მაგრამ სახლში წავსლის ნაცვლად ცოტა ხნით ფეხით გასერინება გადავწყვიტე, სიცივის მიუხედავად მივაბიჯებდი ქუჩაში და თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა. პირველი კი ის იყო <რატომ მოიქცა ანდრია ასე?> თითქმის მთელი საათი უაზროდ ვხეტიალობდი, ბოლოს კვლავ ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანსთან მივედი და სახლში წავედი.
ოთხად მოკეცილი ვიწექი საწოლზე და საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. უცნაურად მაჟრჟოლებდა სიცივისგან მთელ ტანში. აბაზანიდან თერმომეტრი ავიღე და სიცხე გავისინჯე.
-როგორ ხარ? _იოანე შემოვიდა ოთახში.
-მგონი ცუდად. _ამოვილუღლუღე.
-რა გჭირს? _თავთან ჩამომიჯდა.
-გავცივდი.
-საშინლად გამოიყურები.
-მგონი სიცხე მაქვს. _თერმომეტრი ამოვიღე და მივაწოდე.
-მგონი კი არა აგქვს! _შეწუხებული სახით დახედა. -იწექი შენ და ჩაის გაგიკეთებ მე. მანამდე წამალი დალიე და მოვალ მეც. _უჯრიდან სიცხის დამწევი ამოიღო, დამალევინა და ოთახიდან გავიდა ჩაის ამოსატანად. სიცხისგან თავი მიბრუოდა და თვალების გახელაც კი მიჭირდა.
დილით თავს უარესად ვგრძნობდი. თავის წამოწევის უნარიც კი არ მქონდა. მამამ და იოანემ სამსახურზე ლაპარაკი ამიკრძალეს და წოლითი რეჟიმი გამომიწერეს. თავადც სახლში აპირებდნენ დარჩენას, თუმცა ჩემი დაჟინებული თხოვნით ორივე გავუშვი სამსახურში. მე კი სიცხიანმა გავაგრძელე ძილი. წამლების დალევის შემდეგ ტემპერატურა დამიწია, მაგრამ თავს მაინც სუსტად ვგრძნობდი. საერთოდ არაფრის ძალა არ მქონდა და მხოლოდ ძილი მინდოდა.
მოგვიანებით კარზე გაბმული ზარის ხმამ გამომაფხიზლა. გაჭირვებით გავახილე თვალები. საშინლად გამიჭირდა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ არც ჩემი სტუმარი აპირებდა ზარის ღილაკიდან თითის აღებას. ბანცალით წამოვდექი ფეხზე, ჩემი კურდღლის ბაჩუჩები ჩავიცვი და არეული ნაბიჯებით, თვალების ფშვნეტით დავეშვი კიბეზე. თავი უარესად ამტკივდა ზარის ხმის მატებასთან ერთად. სწრაფად მივეჭარი კარს და მთელი ძალით გამოვგლიჯე. მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გავშრი. კართან კოპებშეკრული ანდრია იდგა. თვალები კიდევ ერთხელ მოვიფშვნიტე იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად ვხედავდი, თუ არა. აშკარად არ მეჩვენებოდა.
-თქვენ? _ თვალებგაფართოებული მივაჩერდი. ისე მომეშალა ამ წუთას მასზე ნერვები, რომ სიამოვნებით მივუხირავდი კარს, მაგრამ სანამ მე ყოველივე ზომთხსენებულს მოვახერხებდი, ვაჟბატონი ისე შემოვარდა სახლში ნებართვა არც უთხოვია.
-მგონი გასაგებად აგიხსენი, რომ სამსახურიდან ვერ წახვალ! _საშინლად მკაცრი ხმით დაიგრგვინა და ზურგს უკან კარი მიხურა.
-თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ, თავი კომპანიაში ნუ გგონიათ. ეს ჩემი რეზიდენციაა!_რაც შემეძლო მტკიცედ ვუთხარი.
-შენ გგონია, რომ შენს ძმას...
-არ წამოვსულვარ სამსახურიდან. _სწრაფადვე შევაწყვეტინე.
-მაშინ დღეს რატომ არ მოდი?! _ კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა.
-ავად ვარ! _ შევუბღვირე და აჩეჩილ თმაზე ხელი გადავისვი. ახლაღა გავაცნობიერე თავი ჩიტის ბუდესავით, რომ მექნებოდა. თანაც რა ფორმაში ვიყავი? დათუნიებიანი საღამურით, რომელსაც უკანალზე პატარა კუდი ჰქოდა და კურდღლის ბაჩუჩებით. სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა.
-რა დაგემართა? _ წარბაწეულმა შემათვალიერა. ნევებმოშლილმა, მოვკიდე მის ხელს საკუთარი ხელი და შუბლზე მივიდე.
-მეც ადამიანი ვარ ბატონო ანდრია და მეც შეიძლება ზოგჯერ ცუდად ვხდებოდე. სიცხე მაქვს და მაგიტომ ვერ მოვედი სამსახურში. _ხელი გავუშვი
-მერე ფეხზე რატომ ხარ?! _წარბები არ გაუხსნია ისე მკითხა.
-ერთმა ზედმეტად ზრდილობიანმა სტუმარმა მაიძულა ფეხზე ავმდგარიყავი! _შევუბღვირე. ჩემს სიტყვებზე ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და მზერა ჩემს ბაჩუჩებზე შეაჩერა. გავწითლდი.
-დიდხანს უნდა მიყუროთ? _ფეხები ავაბაკუნე.
-მარტო ხარ სახლში? _ ოთახს თვალი მოავლო, პარალელურად ქურთუკი გაიხადა.
-მოიცა თქვენ რა, აქ აპირებთ დარჩენას? _წარბაწეულმა ვკითხე.
-ხო. _თვალი ჩამიკრა - შენ კიდევ ჯობია დაწვე! _ჩვეული სიმკაცრე დაუბრუნდა. დივნიდან დაკეცილი პლედი აიღო, სწრაფად გაშალა და მომახურა. მისმა ასე ახლოს ყოფნამ ლოყები ამიხურა, სწრაფად დავხარე თავი და პლედის ბოლოებს მთელი ძალით ჩავეჭიდე. მოულოდნელად ნიკაპზე ხელის შეხება ვიგრძენი. ფრთხილად ამაწევინა თავი და თვალებში ჩამხედა. რაღაც სხვანაირი მზერით მიყურებდა. არავითარი სიმკაცრის ნაპერწკალიც არ ერია მასში, ან სიცხის ბრალია და მე მეჩვენება. ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი სახეზე. ნერვიულად დავიწყე ტუჩების კვნეტა.
-დაწექი! _მიბრძანა, მეც დაპროგრამებულივით ჩამოვჯექი დივანზე და ფეხები ავიკეცე.
-სამზარეულო რომელია?
-პირდაპირ, ყავისფერი კარი. _ინტერესით გავაყოლე თვალი მიმავალს.
დაჰიპმოზებულივით ვიჯექი და კვლავ სამზარეულოს კარს მივჩერებოდი. ცოტა ხნაში ორი ჭიქით ხელში გამოვიდა. ერთი წინ დამიდო, მეორე კი კვლავ ხელში ეჭირა. ჩემ წინ ჩამოჯდა და თვალებში მომაჩერდა.
-რა? _უხერხულად შევიშმუშნე და პლედი კიდევ უფრო მაგრად შემოვიხვიე.
-დალიე! _მიბრძანა.
-ტკბილია? _სახის მიმიკები დავმანჭე.
-საშუალო. _სწრაფად ავიღე ცხელი ჭიქა ხელში და ცხელი სითხე მოვსვი.
-თქვენ ალბათ უშაქროს სვამთ ხომ? _ ირონიულად გავუცინე. წარბები მაღლა აზიდა და „ერთი შენს თავში ჩამახედაოს“ მზერით შემომხედა.
-რატომ მოხვედით აქ? ხვალ მე თავად მოვიდოდი.
-სახლში მარტო ხარ? _ჩემი კითხვა დააიგნორა.
-არა, გემალებიან ჩემები. _ჩემი ჭკუით ვიხუმრე.
-ეს ბიჭი ვინ არის?! _კოპებშეკრული უყურებდა ჩემი და ბექას სურათს, რომელიც ერთი წლის წინ იოანემ გადაგვიღო ბექას დაბადების დღეზე.
-რაში გაინტერესებთ? _ შუბლშეჭმუხნულმა შევხედე.
-უბრალოდ!
-მეგობარი!
-მეგობარი _ჩაიფრუტუნა
-რა?
-არაფერი _ირონიულად გამიღიმა და ჩაი მოსვა. „დამპალი!“
-თქვენ მგონი ახლა სამუშაო საათები გაქვთ და თქვენი წასვლის დროა. დიდი მადლობა, რომ მინახულეთ. _სწრაფად გადავიძრე პლედი და ფეხზე წამოვდექი. თვითონაც წამოდგა ფეხზე და მომიხალოვდა. ხელი შუბლზე მომადო.
-სიცხე გაქვს და ბოდავ_ ჩაიცინა
-ვიცი მე ვინც ბოდავს! _ კბილებშუა გამოვცარი. არადა სიცხე მართლა მაქვს. სწრაფად ავიღე მაგიდიდან ჭიქა და სამზარეულოსკენ წავედი ფეხების ფრატუნით. ზურგსუკან ჩუმი ფხუკუნის გაგონებაზე, სწრაფად შემოვბრუნდი. ისეთი სახით მიყურებდა ვაჟბატონი ეტყობოდა სიცილს ძლივს იკავებდა. ძალიან მაინტერესებდა რას ხედავდა სასაცილოს. მიხვდა რაც მაინტერესებდა და ცნობსიმოყვარეობა დამიკმაყოფილა.
-საინტერესო პიჟამაა. _მაინც ჩაეჩხვლიტა ტუჩის კუთხე. მაშინვე ამომიტივტივდა თავში ჩემი პიჟამის უკანა ხედი. სრწფად ვიტაცე ხელი პატარა კუდზე და ერთიანად გაწითლებულმა მრისხანე მზერა შევავლე ანდრიას.
-თქვენ... არ.. ნუ... _მრისხანებისგან სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. გაბრაზებული მოვბრუნდი უკან, ხმაურით დავდგი ჭიქა მაგიდაზე, კვალვ დივანზე დავჯექი და პლედი გადავიფარე. თვითონაც ჩემ წინ დაიკავა ადგილი და ძლივსშეკავებული სიცილით მოსვა ჩაი. დაბღვერილი ვიჯექი და მოუსვენრად ვქშინავდი.
-არადა მეგონა უკვე დიდი გოგო იყავი. _ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ჩაიფხუკუნა.
-ნუ, თქვენთან შედარებით ალბათ ბავშვი ვარ _ირონიულად გავეკრიჭე.
-მართლა ასე ასაკოვანი გგნოივარ? _გაიკვირვა.
-არა?
-32 წელი სულაც არ არის დიდი ასაკი.
-ვისთვის როგორ _მხრები ავიჩეჩე. შევნიშნე როგორ შეკრა კოპები უკმაყოფილომ, რაზეც კმაყოფილს ჩამეღიმა.
-შემდეგ ჯერზე მეცოდინება, რომ საწოვარა და დათუნიებიც უნდა წამოგიღო. _ჩაიცინა. ლამის ბოლი გავუშვი, ისე მომეშალა ნერვები._შაკოს და ანსაც ეყოლებათ მალე პატარა და ერთად ითამაშებთ ხოლმე _კვლავ თავისას განაგრძნობდა.
-მორჩით ამ სისულელეების ლაპარაკს და წადით! _ჩამწყდარი ხმით წამოვიყვირე.
-როგორი აგრესიული ხარ. აშკარად დამშვიდება გჭირდება _სახიდან ცინიკური ღიმილი არ შორდებოდა. -ბევრი საშუალება არსებობს მაგისთვის.
-დარწმუენბული ვარ ჭარბად გაქვთ იდეები! _ცინიკურად გავუღიმე.
-მაქვს, მაგრამ შენ მაგისთვის პატარა ხარ ჯერ _ უცნაურად მიღიმოდა. ო, როგორ გავბრაზდი. გამწარებული წამოვდექი ფეხზე, თავადაც ადგა.
-საშინლად უზრდელი და უტაქტო ხარ! _ხლებდამუშტული ავესვეტე წინ.
-რა იყო, მართალს არ ვამბობ? _ჩაიცინა. ნერვებისგან თავი ვერ შევიკავე და მთელი ძალით მოვუქნიე ხელი, თუმცა სულ ტყუილად. სწრაფად მოიქცია ჩემი მაჯა თავის თითებში და თავის სხეულზე ამაწება. ერთიანად მომაწვა ჰაერის უკმარისობა. სუნთქვა სულ მთლად შემეკრა იმდენად იმოქმედა მასთან ასე ახლოს ყოფნამ. არც ავადმყოფობა და არც სხვა რამ არ მახსოვდა ამ წუთას. ვხედავდი ჩემზე მოჩერებულ ზღვიფერ თვალებს და გული ამოვარდნას მქონდა. ცივი ოფლი მასხამდა მთელ სხეულზე. მოულოდნელად თავი ჩემი სახისკენ დახარა. ნაზად მომაკრო ცხელი ტუჩები საფეთქელთან და ყურში ჩამჩურჩულა.
-მშიშარა კურდრელი ხარ.
-გ.ამიშვით _ საცოდავად ამოვიკნავლე. რაღაცის თქმას აპირებდა სახლის კარი, რომ გაიღო. სწრაფად ვკარი ხელი და მოვიშორე. იოანეს დანახვისას უფრო მეტად ავნერვიულდი. როგორც კი ანდრია დაინახა გაკვირვებულმა აწკიპა თავადაც წარბები.
-გამარჯობა. _ ხელის ჩამორთმევით მიესალმა ანდრია.
-გამარჯობა. _დაბნეული მიესალმა ჩემი ძმა, თან თვალს ჩემკენ აპარებდა.
-იო, ეს ჩემი უფროსია, ბატონი ანდრია იოსელიანი. ეს კი ჩემი ძმაა იოანე. _ მკაფიოდ წარმოვთქვი იოანეს სახელი და ანდრიას თვალებში შევხედე.
-სასიამოვნოა _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპრაკა იოანემ და ჯერ ანდრიას მოავლო უცნაური მზერა, შემდეგ კი მე.
-კარგი, მე წავალ რახან უკვე მარტო არ ხარ. ხვალისათვის გელი სამსახურში._ სერიოზული სახით მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა. იოს თავის დაკვრით დაემშვიდობა.
-ნახვამდის, მადლობა, რომ ალექსთან იყავით და მარტო არ დატოვეთ. _თავაზიანობის ეტალონად იქცა ჩემი ძმა. ანდრია კარამდე მივაცილე. როგორც კი წავიდა, გამოვიქეცი ისევ დივნისკენ და კვლავ პლედში გავეხვიე.
-კიდევ გაქვს სიცხე? _ შუბლზე მომაკრო ტუჩები.
-კი.
-ოჰ, ჩაიც მიგირთმევიათ. _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.
-იო, ავად ვარ. _საწყლად ამოვილუღლუღე.
-მაგიტომაც ვარ ჩუმად! ანუ ეს კაცია შენი უფროსი?
-კი ეგ არის.
-ისე, როდის მერე აკითხავენ უფროსები თანამშრომლებს სახლში?
-ჩემისთანა ანგელოზი, რომ გეყოლება სამსახურში სხვა გზაც არ გექნება.
-აბა, კაცო აბა. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა. აშაკარად უნდოდა კიდევ რაღაცის თქმა თუმცა თავი შეიკავა.
******
დილიდან ტვინს ვიბურღავდი იმის გაგებით რის გამო ითხოვდა ასე დაჟინებით ჩემს დაბრუენბას სამსახურში ბატონი უფროსი. სარკის წინ ვიდექი და უაზროდ მივჩერებოდი ანარეკლს.
-სამსახურისკენ ჰერი ჰერი! _თავს შემოვუძახე და ოთახიდან გავედი.
-და რა მოხდება მაგ შენმა უფროსმა ერთი დღე რომ მოგცეს დასვენება. _იოანეს ხმა მომესმა ზურგსუკან -ავად ხარ ჯერ ისევ.
-რაც მთავარია სიცხე აღარ მაქვს. _სამზარეულოში შევედი და ცხელი ჩაი დავისხი.
-ანუ შენი უფროსი ხომ? _მრავალმშნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.
-რა? ვინ?
-ის კაცი გუშინ რომ იყო _თვალები გადაატრიალა.
-კი მეთქი, ხომ გითხარი უკვე. _თავი დავუქნიე.
-ალექს... _წამით შეჩერდა და ამომხედა
-გისმენ.
-დაივიწყე, არაფერი. _ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. _თბილად ჩაიცვი _მომაძახა.
მეც მალევე წავედი სამსახურში. გათოშილი შევვარდი შენობაში და ლიფტის ღილაკს ხელი მივაჭირე. მეორე სართულზე გაჩერდა ლიფტი და როგორც კი კარი გაიღო ანდრიას სილუეტი გამოჩნდა. ჩემ დანახვაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
-დილამშვიდობისა _ღილაკს თითი მიაჭირა.
-გამარჯობა _წეისერად არ შემიხედავს ისე ვუპასუხე.
-ანუ, დაგვიბრუნდი _კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა.
-სხვა გზა მქონდა?! _წარბაწეულმა შევხედე.
-არა! _მთელი ტანით მომიბრუნდა -ამ საკითხზე უკვე შევთანხმდით.
-ეს თქვენ მაიძულეთ ისე მოვქცეულიყავი როგორც თავად გინდოდათ_გაბრაზებული მივტრიალდი მისკენ.
-რომ გამეშვი წახვიდოდი? _შეცვლილი ხმით მკითხა და იმდენად მომიახლოვდა რომ უკვე მის სუნთქვასაც ვგრძნობდი.
-კ..ი _დაბნეულმა ამოვილუღლუღე.
-კი? _კიდევ უფრო მომიახლოვდა და ლიფტის კედლებს ისე მიეყრდნო რომ შუაში დავრჩი მომწყვდეული. სუნთქვა გამიხშირდა როცა მის თვალებში მოხტუნავე უცნაური ჭინკები შვენიშნე და განსაკუთრებული მონდომებით მაკვირდებოდნენ ტუჩებზე. გული საგულედან ამოხტომას ცდილობდა. ლამის სული განვუტევე, როცა ჩემი სახისკენ დაიხარა. ცოტაც და, ალბათ, უკითხავად მიითვისებდა ჩემს კოცნას ლიფტის კარი რომ არ გაღებულიყო. აფორიაქებულმა მთელი ძალით ვკარი ხელი და გიჟივით გამოვვარდი გარეთ. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? რა თამაშს თამაშობდა? ვგრძნობდი როგორ მომყვებოდა უკან. ახლა რომ შემხებოდა მოვკვდებოდი.
-ნინო! _თითქმის ბოლო ხმაზე დავიყვირე, როცა გოგონა დავინახე და მისკენ წავედი. გავიგე, როგორ შეწყდა ზურგსუკან ნაბიჯების ხმა. მეც შვებით ამოვისუნთქე.
-როგორ ხარ ალექს? გუშინ რატო არ იყავი?
-ავად ვიყავი დ ა ვერ მოვახერხე მოსვლა. _ოდნავ გავუღიმე.
-და ანდრია შენთან იყო გუშინ? _მოუთმენლად მკითხა გაკრეჭილმა.
-შენ საიდან გაიგე? _გაკვირვებულმა შევხედე.
-გუშინ სამსახურში რომ ვერ დაგინახა ლამის მთელი ოფისი თავზე დაგვამხო. რა მოხდა ვერ გავიგე. ისიც კი ვიფიქრე რომ სამსახურიდან წახვედი. მთელი დღე უხასიათოდ იყო და ათჯერ მაინც შეაღო შენი კაბინეტის კარი, მერე სადღაც გავარდა გიჟივით. დარწმუნებული ვიყავი რომ შენთან წ ამოვიდოდა _სიცილით ჩამიკრა თვალი.
-სწორად მიხვდი _ამოვიხვნეშე.
-დროზე მომიყევი ყევლაფერი!
-ნინო! _ანდრიას ხმის გაგონებისას ერთიანად შევხტით ორივე. -რატი გეძახის, სხდომათა დარბაზშია.
-კარგი ახლავე მივალ _სწრაფად გამშორდა ნინო
-შენ კი წამოდი, საქმე გვაქვს! _ისეთი ხმით მითხრა, რომ წამით სულ დამავიწყდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი. უკან გავყევი დასჯილი ბავშვივით კაბინეტისკენ მიმავალს. გზა დამითმო და კარში პირველი შემატარა.
-რა საქმე გაქვთ? _მისკენ მივბრუნდი. _როგორც კი კარი გადაკეტა, სწრაფად მობრუნდა ჩემსკენ, მთელი ტანით ამიკრო სხეულზე და ვერც კი გავიაზრე ისე უცებ დამაკვდა ტუჩებზე. სუნთქვა შემეკრა, და ვიფიქრე გული გამისკდება-მეთქი. მთელ ტანზე ცივი ოფლი მასხამდა და ჩემი გულისცემა თავადაც კი მესმოდა. ვგრძნობდი როგორ გადადიოდა ერთი ტუჩიდან მეორეზე. თვალებმიბნედილი მის პიჯაკს ვიყავი მთელი ძალით ჩაბღაუჭებული. მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. გონზემოსული ავყევი კოცნაში რაზეც კიდევ უფრო მეტი მონდომებით მიკოცნიდა ტუჩებს. აშკარად არ აპირებდა გაჩერებას, რომ არა კარზე კაკუნი. უკმაყოფილო სახით მოწყდა ჩემს ტუჩებს და ქვედა ტუჩი ბილებშუა მოიყოლა კმაყოფილი ღიმილით. როგორც კი ხელი შემიშვა წამით ერთ ადგილას დავბარბაცდი, მაგრამ სწრაფადვე შევინარჩუნე წონასწორობა. ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა ნინო და რა საბუთებს უწვდიდა ხელის მოსაწერად. გონს ისევ მისმა შეკითხვამ მომიყვანა.
-ალექს, ხომ კარგად ხარ? რა ფერი გადევს?
-ე..ე.... კიი კარგად ვაარ.... _ჩამწყდარი ხმით ამოვილუღლუღე. ანდრიას მზერა კულტურულად დავაიგნორე და არეული ნაბიჯით გამოვედი კაბინეტიდან.
ჩემს ოთახში შესული მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში. მკერდზე გაშლილი ხელისგული მივიდე. რეაქტიულად მოძრაობდა ჩემი გული. ამაოდ ვცდილობდი აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას და ცოტა ხნის წინ მომხდარის გადახარშვას. მაგრად დავაჭირე წამწამები ერთმანეთს გონს მოსასვლელად.
ფეხზე წამოვდექი და მთელ კაბინეტში წინ და უკან სიარული დავიწყე. სუნთქვა გახშირებული არეული აზრების დალაგებას ვცდილობდი. აზრზე კარის გაღების ხმამ მომიყვანა. დენდარტყმულივით შევბრუნდი და კაბინეტში შემოსულ ანდრიას თვალებგაფართოებული მივაჩერდი. კიდევ უფრო ამიჩქარდა გული, კიდევ უფრო გამიხშირდა სუნთქვა, კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო სისხლმა ძარღვებში მოძრაობა.
-ალექსანდრა _ საოცრად შეცლილი ბარიტონი, სუნთქვაც კი დამავიწყა. ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. მეც ინსტიქტურად დავიხიე უკან.
-გაჩერდით _ ჩემი ხმა მე თავად ძლივს ვიცანი. გაშლილი ხელი გავიშვირე, რომ ახლოს არ მოსულიყო, ვანიშნე გაჩერებულიყო. მაგრამ თითქოს არც არფერიო კვლავ აგრძლებდა სვლას. მეც უკან უკან მივიწვდი, საბოლოოდ კი სამუშაო მაგიდას ავეკარი.
-არ მოხვიდე _ პატარა ბავშვივით ამოვიკნავლე. ჩაეცინა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და იმდენად ახლოს აღმოჩნდა ჩემთან, რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზეც კი ვგრძნობდი. - გთხოვ არ გინდა.. _თვალებში ცრემლები ჩამიდგა. გაშლილი ხელისგულები მკერდზე მივადე.
-ნუ მთხოვ. _ ჩემი სახე ხელებში მოიქცია, წამით ჩემს აცრემლებულ თვალებს აკვირდებოდა, შემდეგ კი მთელი გრძნობით დამაკვდა ტუჩებზე. განაბული ვიდექი მის წინ. ხელები ძლიერად შემომხვია წელზე და თავის სხეულზე ამოკრო. მთელ ტანზე ეკლებმა დამაყარა, სასიამოვნო შეგრძნება მივლიდა სხეულში. მეგონა სისხლი მიდუღდა და სადაცაა ცეცხლი წამეკიდებოდა. გაუბედავად ავასრიალე მის მხრებზე თითები და ხელები კისერზე შემოვხვიე. აშკარად ესიამოვნა ჩემი ქმედება, კიდევ უფრო მომთხოვნად და ვნებიანად მიკოცნიდა ტუჩებს, მე კი ფარხმალდაყრილი ავყევი კოცნაში. დროის შეგრძნაბაც კი დავკარგე. ერთადერთი რასაც ამ წუთას ვგრძნობდი ეს ანდრიას მჭიდროდ შემოხვეული ხელები და მისი ტუჩები იყო, რომლებიც მონაცვლეობით გადადიოდნენ ჩემს ბაგეებზე. გახურებული ტუჩები ნიკაპზე მომაკრო, შემდეგ კი ძალიან ნაზად მაკოცა ტუჩებში. მინაბული თვალები გავახილე და მის ზღვისფერ თვალებში ჩავიძირე. უჩვეულოდ ნათელი მეჩვენა ზღვისფერი ირისები. თვალები დავხუჭე კვალვ, რომ წამით მაინც მოვსულიყავი გონს და სიტუაცია გადამეხარშა. ფრთხილადვე მოვაშორე ხელები და ვცადე მისი მკლავებიდან გამოვმძვრალიყავი.
-ალექსანდრა... _ ხელები დაეძაბა.
-გთხოვ გამიშვი. _ათრთოლებული ხმით ვუთხარი. ვეღარ ვბედავდი მისთვის თვალის გასწორებას. ვიცოდი, მაშინვე მისი თვალების მსხვერპლი გავხდებოდი. გულზე გაშლილი ხელი მივიდე და მაგრად დავაჭირე თვალები ერთმანეთს. ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა ყელში ცრემლის დიდი გორგალი. მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას. როგორც კი სახეზე ანდრიას თითების შეხება ვიგრძენი სწრაფად გავახილე თვალები. მაშინვე ცრემლები გადმომცვივდა.
-გთხოვ ნუ ტირი. _ სცადა ჩემი სახე ხელებში მოექცია, მაგრამ არ მივეცი უფლება. ძალაგამოცლილი ტირილით დავეშვი სკამზე. თვითონაც ჩემ ფეხებთან ჩაიმუხლა.
-ალექსანდრა...
-მე... ეს, არა... ჩ..ჩვენ... თქვენ... _გაუაზრებლად ვბუტბუტებდი და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტირილისგან აწითლებულ ცხვირზე მაკოცა.
-იმაზე გემრიელი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა _ ეშმაკურად ჩაიცინა და ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.
-უტაქტო ხარ! _ შევუბღვირე და ფეხზე წამოვხტი. -რა უფლება გაქვს, რომ მოდიხარ და მკოცნი? _ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და ჩემს ნათქვამს სერიოზულად არ აღიქვამდა.
-მე... მე შენთვის არ მომიცია მაგის უფლება! _ ხელებდამუშტული ვიდექი მის წინ და სულ არ ვაქცევდი ყურადღებას ჩემს სირცხვილისგან აწითლებულ სახეს. თვითონ კი იდგა და მშვიდი გამომეტყველებით მიყურებდა. ტუჩებზე რაღაც სხვანაირი ღიმილი დასთამაშებდა.
-როგორ ფიქრობ, უფროსს სჭირდება ნებართვის აღება რიგითი თანამშორმლისგან?_ საოცრად შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა, თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მეც ინსტიქტურად უკან დავიხიე.
-შენი აზრით ეს სასაცილოა? რა თამაშს მეთამაშები ანდრია?! _მუჭით მოვიწმინდე ცრემლები - რის დამტკიცებას ცდილობ, რომ შენი ეჭვები გამართლდა და მე სულელს მართლა მინდა შენთან ყოფნა?!_ხმას ავუწიე და კიდევ ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან მისი მოახლოების გამო.
-შენი აზრით ეს თამაშია?_კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და საობლოოდ მიმიმწყვდია კედელთან. სუნთქვა გახშირებული ვუყურებდი ჩემზე ორი თავით მაღალ სილუეტს. მისი ზღვისფერი თვალები თავისკენ მიზიდავდნენ და ჩემს ჩათრევას ცდილობდნენ.
-გა...ადი! _ ძლივს ამოვილუღლუღე და მძიმედ გადავუშვი ნერწყვი სასულეში.
-არ გეთამაშები ალექსანდრა _ეშმაკურად ჩიცინა და ტუჩის კუთხე ჩაეჩხვლიტა. ოდნავ მოიხარა წელში და თავი ჩემი სახის პირდპირ შეაჩერა.
-ანდრია _ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და აცრემლებული თვალებით შევხედე.
-როგორ მიყვარს ეგ დაბუშტული ტუჩები _ სწრაფად შეეხო ჩემს ათრთოლებულ ბაგეებს, მომენტალურად დავხუჭე თვალები. მალევე მომშორდა და ღიმილიანი სახით მიყურებდა.-ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანია მინდოდა ამის გაკეთება. _თვალები დახუჭა და ოდნავ გამიხახუნა ცხვირი ლოყაზე -ჯერ კიდევ პოლონეთში ძლივს შევძელი თავის შეკავება, როცა ჩემს წინ იდექი პირსახოცშემოხვეული _ხავერდოვანი ხმით მეჩურჩულებოდა და ისედაც არეულ გონებას, სულ მაკარგვინებდა. -კიდევ ერთხელ ნაზად შეეხო ჩემს ტუცებს და მთელი გრძნობით მაკოცა. ლოყებაფარკლულმა მოვიშორე და თავი დავხარე მისთვის მზერის მოსარიდებლად.
-ალექსანდრა, შემომხედე. _ფრთხილად მომკიდა ნიკაპზე ხელი და თავი ამაწევინა.
-გთხოვ გადი _ ჩუმად ამოვილუღლუღე. ღრმად ჩაისუნთქა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -გთხოვ...
-ალექსანდრა _მშვდიად დაიწყო -მშვენივრად ვხვდები რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ ხარ. ანალოგიურს გეტყვი საკუთარ თავზეც. მესმის რომ ახლა ცოტა დაბნეული ხარ და გიჭირს ასე უცებ მომხდარის გაანალიზება, მაგრამ მინდა პირაპირ გავარკვიოთ ყველაფერი. არც შენ ხარ პატარა და არც მე. ჩემთვის არც ეს კოცნაა სულ ერთი და მით უმეტეს არც შენ. მინდა რომ ჩემთან იყო. _თითოეული სიტყვის წარმოთქმისას სასიამოვნო შეგრძნება მივლიდა გულში -მინდა რომ სულ ჩემთან იყო. გაიგე? _ თვალებში მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა. დაბნეულმა მხოლოდ თავის დაკვრაღა მოვახერხე.
-ხოდა თუ გაიგე ახლა რა უნდა გააკეთო? _ეშმაკური ღიმილით მკითხა. დაბნეულმა კითხვითი ნიშნებით სავსე თვალებით შევხედე. მოვეზრებით გადაატრიალა თვითონ თვალები და სწრაფად მიმიზიდა თავისკენ,
-მოდი აქ შე სულელო. _გაშმაგებით დამაცხრა ტუჩებზე და ისე მოკცნიდა ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა.

24 თავი
როგორც იქნა მოშორდა ჩემს ტუჩებს და მეც მომცა სუნთქვის შესაძლებლობა. მის ზღვისფერ თვალებში მხიარულად დახტოდნენ ჭინკები. მე კი კვლავ დადუმებული ტუჩებს ვიკვნეტდი და ირგვლივ ვაცეცებდი თვალებს.
-შეეშვი ტუჩებს! _ორი თითი ნიკაპში ჩამავლო და თავი ამაწევინა.
-ანდრია...
-გისმენ _ოდნავ გამიღიმა და ნაზად მაკოცა ტუჩებში.
-მოიცადე, გთხოვ...
-გისმენ _ქვედა ტუჩი კბილბშუა მოიქცია და ოდნავი ღიმილით შემავლო მზერა.
-მე... არც კი ვიცი რა როგორ უნდა ავხსნა, ძალიან დაბნეული ვარ... _ნერვიულად ვხლართვადი თითებს ერთმანეთში. -იქნებ მომცე ყველაფრის გაანალიზების საშუალება. თავადც თქვი, რომ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ისე უცებ შეიცვალა ყველაფერი, რომ მართლა დაბნეული ვარ...
-მაგრამ ბედნიერი _სასაცილოდ აათამაშა წარბები. ვერც მე შევიკავე თავი და გამეცინა.
-მინდა რომ ყველა ეს ღიმილი მე მეკუთვნოდეს _ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სერიოზული სახით მითხრა. -მხოლოდ მე უნდა მიყურებდნენ ასე ეს თვალები! ნუ იფიქრებ რომ ჩემი ეს ქცევა სპონტანურია. გაცილებით დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ შენ მიმართ რაღაცას ვგრძნობ ვიდრე თავად გგონია. _ოდნავ ჩაიღიმა.
-და რით დავიმსახურე შენი გრძნობების ცვლილება?
-შენი ქცევით, ხასიათით, ყველაფრთ რასაც აკეთებდი. _შუბლზე მომაკრო ტუჩები.
-ანდრია...
-ვიცი, მესმის რომ დრო გჭირდება და არც გაჩქარებ._თავი დამიქნია-მთავარია დარწმუენბული ვარ რომ გიყვარვარ _ თვითკმაყოფილი იდიოტივით ჩაილაპარაკა და ეშმაკური ღიმილით ჩამიკრა თვალი.
-თავდაჯერებული ხეპრე ხარ! _ წყენით შევუტიე და ოდნავ მივკარი ხელი.
-და ამ ხეპრეზე გიჟდები შენ! _ თვალი ჩამიკრა და კვლავ დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ, თუმცა მე შევაჩერე. -ხო კარგი, კარგი _ხელები დანებების ნიშნად ჰაერში ასწია.
-მე შენ თითქმის არ გიცნობ _თვალებში შევხედე -არაფერი ვიცი შენზე...
-მერე აქ არ ვარ? საკმარისი დრო გვექნება იმისათვის რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, არც მე მინდა ნაჩქარევად არაფრის გადაწყვეტა, მაგრამ არც ერთ ადგილას ვაპირებ დგომას.
-მე ეგ არ მითქვამს...
-გავიგე რაც თქვი. ცოტა ხანი მოვიცდით სანამ თავად არ ჩამოვყალიბდებით ყველაფერში ისე როგორც საჭიროა, მერე კი არავისთან არ ვაპირებ დამალობანას თამაშს _კატეგორიული ტონით მითხრა. რასაკვირველია, არც მე მინდოდა დამალობანას თამაში, უბრალოდ ეს ყვეკაფერი ის მოულოდნელად დამატყდა თავს რომ ყველაფრის კარაგდ გაანალიზება მჭირდებოდა. თანხმობის ნიშნად ოდნავ დავუქნიე თავი. თვითონაც გამიღიმა და ნაზად მაკოცა შუბლზე.
კარზე კაკუნის გაგონებისას ჩემდაუნებურად შევკრთი. სწრაფად მივკარი ანდრიას ხელი და ნაჩქარევად მოვშორდი, რაზეც ამ უკანასკნელმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
-შეიძლება? _ნინო შემოვიდა ოთახში.
-მოდი ნინო _ჩემ მაგივრად უპასუხა. ალმაცერად შეგვავლო მზერა ნინომ ორივეს. ანდრია თავის დაკვრით დაგვემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა.
-ჰო, ჰო აქ რა ხდებაო? _სიცილით მკითხა ნინომ.
-არაფერი _მხრები ავიჩეცე და სწრაფად ავარიდე მზერა. -რა უნდა ხდებოდეს.
-რავიც აბა _ჩაიცინა ნინომ.
-რამე ხომ არ გინდოდა? _სწრაფად შევცვალე თემა.
-ხო მინდოდა, შეგიძლია ამ დღეებში საყიდლებზე გამომოყვე?
-რასთან დაკავშირებით?
-რატიმ მითხრა მინდა ჩემები გაგცნოო, ხოდა....
-ვააუ ანუ უკვე სერიოზულად ფიქრობთ ერთად ყოფნაზე _ღიმილით ვუთხარი.
-ეგრე გამოდის. ცოტას კი ვნერვიულობ.. _თითების მტვრევას მოჰყვა.
-დამშვიდდი დარწმუენბული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-იმედია.
-ხვალ ან ზეგ თუ გეცლება სამსახურის შემდეგ გავიდეთ კარგი?
-კარგი. _კმაყოფილმა გამიღიმა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. მე კი კვლავ დავრჩი ჩემს არეულ გონებასთან. ვგრძნობდი რამდენად ბედნიერი ვიყავი ამ წუთას და რამდნეად მიხაროდა ის რომ ანდრიაც არ იყო გულგრილი ჩემ მიმართ. სიხარულისგან, ალბათ, მალე ცეკვას დავიწყებდი კიდეც. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მართლაც საშინლად დაბნეული ვიყავი. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა, რომელთა დალაგებას უშედეგოდ ვცდილობდი. სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავუჭე. მაშინვე ანდრიას კოცნა წარმომიდგა თვალწინ, სწრაფდ დავჭყიტე თვალები.
-შემიწირავს მე ეს კაცი! _თავის ქნევით ჩავილაპარაკე.
საღამოს სახლში ისე წამოვედი, ანდრია აღარ მინახავს. უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრა ჰქონდათ და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა გამოსვლას შეხვერდიდან. ამ წუთს ნამდვილას მაწყობდა ასე. გაცილებით უფრო დამშვიდებული ვიყავი და ფიქრის საშუალებაც მქონდა. როგორც კი თვითონ გაჩნდება ხოლმე სადმე ახლოს მაშნვე ბრინჯივით ვიბნევი და დალაგებული აზრებიც სულ მთლად მეშლება.
სახლში მხოლოდ ჩემი ძმა დამხვდა. როგორც გავიგე მამა და კახა ბიძია ჩემპიონატის ყურებით იყვნენ გართული თავიანთ მეგობრებთან ერთად.
-მოხვედი დაი? _უჩვეულოდ შეცვლილი ხმით მკითხა იომ.
-მოვედი. _გვერდით ჩამოვუჯექი -და შენ რა გჭირს?
-არაფერი._მხრები აიჩეჩა. -როგორ ჩაიარა დღემ? _იოანეს კითხავზე ერთიანად წამოვწითლდი სახეზე.
-მშვენივრად _მისთვის არ შემიხედავს ისე ვუპასუხე.
-ძალიან კარგი _ ყავა ხმაურით მოსვა და ღიმილით ჩამიკრა თავლი. <რაღაც არ მომწონს ეს ვაჟბატონი>. ფეხზე წამოვდექი და ოთახში ავედი. კარადიდან პირსახოცი ავიღე და აბაზანაში შევედი. მანამ ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ სანამ წყალმა გაციება არ დაიწყო.
გრძელი პიჟამა ჩავიცვი და იქვე სავარძელში ჩავჯექი. ფანჯარაში უაზროდ ვიცქირებოდი და თავში კვლავ ანდრიაზე ფიქრები მიტრიალებდა. < ნუთუ მასაც ვუყვარვარ> საკუთარ ფიქრებზე ბედნიერს ჩამეღიმა და ტუჩებზე თითი აგდავისვი. <ხომ მითხრა არ ვარ შენ მიმართ გულგრილიო, ისიც მითხრა უკეთ გავიცნობთ ერთმანეთსო.> მთელი გული მიმიწევდა მისკენ, მაგრამ თითქოს რაღაც მაბრკოლებდა. წამით ისეთი აზრი ამომიტივტივდა თავში, არამც მთელი დღის ხალისი დამიკარგა. <იქნებ ისევ ის უყვარს> გული ამიჩქარდა. <მაშინ მე რატომ მეტყოდა შენ მიმართ გულგრილი არ ვარო. ამდენი ხნის განმავლობაში სხვას თუ არა იმას მაინც მივხვდი, რომ ეს კაცი ტყუილ უბრალოდ სიტყვებს არ ისვრის. რასაკვირველია, მინდა მასთან ამ თემაზე დალაპარაკებაც, თუ ჩვენს ურთიერთობაზე უნდა ვიფიქრო, მაგრამ ამასთან მისი რეაქცია მაფიქრებს.>
ღრმად ჩავისუნთქე და თავი სავარძლის საზურგეზე დავდე. <იქნებ მართლა ვერ შეძლო ჯერ ისევ მისი დავიწყება>
-წინასწარ არ ღირს ნერვიულობა _ჩემთვსი ჩავილაპრაკე. ფანჯარაში შევნიშნე როგორ გაჩერდა სახლთან მამას მანქანა. -მაგრამ....._მაინც ვერ ვიმშვიდებდი თავს. ჩემს ადგილას, ალბათ სხვა მსგავს რამეზე არც კი იფიქრებდა, მაგრამ მე ყველაფერზე ერთად მეფიქრება და მანამ არ შემიძლია მოვისვენო სანამ ყველაფერს დაზუსტებით არ გავარკვევ. ღრმად ამოვიხვნეშე და საწოლში შევწექი. ახლა არაფრის თავი არ მქონდა. ერთადერთი რაც მსურდა, ყველაფერში გარკვევა იყო. ეჭვების გარეშე, მშვიდად ყოფნა. ბალიშს მაგრად ჩავებღაუჭე და თვალები დავხუჭე. ვიცოდი ძილი კიდევ დიდხანს არ მომეკარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თავი ყველაზე ბედნიერ ქალად ვიგრძენი, თავში გავლილი აზრები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მოსალოდნელი რეაქციის მიუხედავად, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამერკვია. თუმცა განთიადისა და მოსალოდნელი საუბრის მოახლოებასთან ერთად ჩემი მღელვარებაც იმატებდა.
დილით ადრიანად გამეღვიძა. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში, ბოლოს კი ფეხზე წამოვდექი და უღიმღამოდ გავხედე ფანჯრიდან შემოსულ მბჟუტავ სინათლეს. ჯერ მხოლოდ რვის ნახევარი იყო. გარეთ ოდნავ წვიმდა და ოთახში ქარის ზუზუნი ისმოდა. სწრაფად მოვიწესრიგე თავი და მალე ქვევით ჩავედი.
იოანე ადრე წასულიყო სახლიდან. მე და მამამ ერთად ვისაუზემთ და ერთადვე გავედით სახლიდან. სამსახურშიც თვითონ მიმიყვანა და შემდეგ თავის საქმეზე წავიდა. ოფისში შესულს ნინომ მითხრა, რომ თათბირი გვქონდა და თხუთმეტ წუთში სხდომათა დარბაზში ვყოფილიყავი. კაბინეტიდან გამოვდიოდი, როცა ანდრიას შევეჩეხე. მოულოდნელობისგან შევკრთი.
-საით? _ღიმილით მკითხა.
-თათბირზე_მხრები ავიჩეჩე.
-ჯერ ადრეა _მომიახლოვდა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
-ანდრია, დაგვინახავენ _ოდნავ ავიქნიე მხარი.
-დაგვინახონ _თითებით სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია და ცერა თითი ბაგეზე გადამატარა.
-გაჩერდი გთხოვ _მკერდზე გაშლილი ხელისგულები მივადე და ოდნავ მოვიშორე.
-რა მოხდა? _დასეროზულებულმა შემომხედა. სწრაფად მოვარიდე მზერა და თავი გვერდით გავატრიალე.
-ალექსანდრა _ორი თითით მიმატრიალებინა თავი მისკენ.
-მინდა რომ ვილაპარაკოთ.
-გისმენ.
-ახლა არა, მოდი სამსახურის....
-ახლა! _მკაცრად მითხრა.
-აქ არა _თავლებში შვეხედე. რამდნეიმე ნაბიჯით მომშორდა და კაბინეტის კარი გააღო რომ შვესულიყავი.
-მე... მე ბევრი ვიფიქრე _გაუბედავად დვაიწყე, როგორც კი კარი დახურა.
-რაზე?
-ჩვენზე.
-მერე?
-არ ვაპირებ იმის უარყოფას, რომ შენ მიმართ გრძნობები მაქვს _შევნიშნე როგორ აუთამაშდნენ თავლებში ჭინკები. -და შენიც მჯერა, როცა მითხარი რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ ხარ...
-მაგრამ მაინც ეჭვები გაქვს _ჩემი სათქმელი დაასრულა. -ვხდები კიდეც რა არის მიზეზი შენი ეჭვებისა და შენს მდგომარეობაში ეს ბუნებრივიცაა. ალბათ, მეც ანალოგიური რეაქცია მექნებოდა შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი...
-ანდრია ვიცი რომ არ გიყვარს წარსულზე საუბარი და არც ძველი ამბების გახნება გინდა, მაგრამ გთხოვ გამიგე. მე ასე არ შმეიძლია... არ შემიძლია ეჭვებზე ავაწყო ცხოვრება. მინდა რომ ყევლაფერი დაზუსტებით ვიცოდე და არავითარი ეჭვის საბაბი არ მქონდეს. _ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და აწყლიანებული თავლებით ავხედე.
-გულის სიღრმეში ვიცოდი კიდეც რომ ამ თემაზე საუბარი ოდესმე მოგვიწევდა. არც მე მინდა რომ ჩემში ოდნავ მაინც გეპარებოდეს ეჭვი. ამ თემაზე დღეს უკანასკნელად ვსაუბრობ შენთან და თითოეული სიტყვა, რომელსაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე. _თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-შენ იმაზე მეტი იცი ჩემი ცხოვრების ამ ნაწილოის შესახებ ვიდრე საჭიროა. _მშვიდად დაიწყო- არ ვაპირებ იმის უარყოფას, რომ ლილეს გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში კვლავ მასზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ის არც დაბრუნდება უკან. ლილე ჩემი წარსულია _მზერას არ მაშორებდა -რომელიც დამთავრდა. არც არასდროს მიფიქრია წარსულში დაბრუნება. მართალია გამიჭირდა ყველაფერთან შეგუება, მაგრამ უკვე ესეც წარსულია, რომელზე ყურადღების გამახვილებას არ ვაპირებ მომავალში. არ ვაპირებ ამ თემაზე ვრცლად ნოტაციების კითხვას. უბრალოდ უნდა იცოდე, რომ შენთან შეხვედრა ყველაზე მეტად დამეხმარა წარსულის გადალახვაში. ეს თემა შენთვის სანერვიულო არასდროს გახდება და ჩემი სიტყვები ამისთვსი საკმარისი უნდა იყოს-მივხვდი რომ ამის მეტს არც არაფრეს იტყოდა, თუმცა მართლაც საკამრისი აღმოჩნდა ეს იმისთვის რომ მისი თავიდან ბოლომდე მერწმუნა.
-ჩემი მომავალი კი ახლა ჩემ წინ დგას და თვალებგაფართოებული მიყურებს. _ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე. მის სიტყვებზე მეც გამეღიმა.
-სულ ეგრე გამიღიმე ხოლმე _ნაზად მაკოცა შუბლზე.
-შენც სულ გამიღიმე ხოლმე. _გავუცინე.
-ვიცი მე რაც უნდა ვქნა _წრაბები აათამაშა და მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა.
-ანდრია თათბირი გვაქვს და დავაგვიანებთ. _სწრაფად ვიხსენი თავი.
-ხო, თათბირი _როგორც ჩანს ახლაღა გაახსენდა მასაც.-კარგი წავიდეთ _ხელი ჩამკიდა.
-კარგი რა! _სწრაფად დავიხიე უკან.
-დიდხანს უნდა მთამაშო ეს დამალობანა?! _წარბწეულმა შემომხედა. ისეთი სახე მივიღე, რომ ბოლოს თავის ქნევით წავიდა გასასვლელისკენ. მე კი მზად ვიყავი სიხარულისგან ცეკვა დამეწყო. ბედნიერების ღიმილიმა გამიპო სახე და ტაში შემოვკარი. როგორც კი ემოციების გაკონტროლება შევძელი, შეუმჩნევლად გავედი კაბინეტიდან და ქუსლების კაკუნეით გავუყევი ჰოლს.
სხდომათა დარბაზში რაც შემეძლო შეუმჩნვლად შევედი. თანმშრომლების ჯგუფს შევერიე და ჩემი ადგილი დავიკავე ნინოს გვერდით. ანდრია თავის სავარძლეში იჯდა და წინ დალაგებულ საბუთებში იცქირებოდა. მეც ჩემი წიგნაკი გადავშალე და სხვადასხვა ფიგურების ხატვა დავიწყე ყურადღების გადასატანად.
-დილა მშვიდობისა მეგობრებო _რატის ჩვეული მხიარული ხმაც გაისმა. თავი, როგორც კი წამოვწიე მის მზერას შევეჩეხე. ჩემდაუნებურად შევკრთი, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და სწრაფად მოვაშორე მზერა. შემდეგი ერთი საათის განმავლობაში თითქმის არაფერი გამიგია. რამდენჯერაც ანდრიასკენ გავაპარებდი თვალს იმდენჯერვე მის დაჟინებულ მზერას ვაწყდებოდი, რაც ძალიან მაფორიაქებდა. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია და როგორმე შაკოს საუბრიდან აზრი გამომეტანა.
თათბირის დასრულებისთანავე წამოვდექი ფეხზე, რომ სწრაფად გავსულიყავი გარეთ, თუმცა ჩემი მოუხერხებლობის გადამკიდემ ესეც ვერ მოვახერხე. ხელში მოქცეული წიგნაკი, კალამი და ტელეფონი ხმაურით დამივარდა ძირს. სწრაფად ავიღე ყველაფერი და გასავლელისკენ წავედი.
-ალექსანდრა! _ჩვეული ბოხი ბარიტონის გაგებისას ერთ ადგილას შევხტი და ძლივს შევიკავე თავი არ მეკივლა. „დამშვიდდი ალექს, ზედმეტად დაძაბული ხარ“ საკუთარ თავს შემოვუძახე და კვლავ სავარძელში მჯდომ ანრიას მივუბრუნდი.
-გისმენთ.
-დარჩი, საქმე მაქვს შენთან! _ იმდენად ჩვეულებრივად მომეჩვენა ამ წუთას მისი საუბარი, რომ წამით სულ დამავიწყდა ჩვენს შორის არსებული აწ უკვე ურთიერთობა. ამასობაში კი დარბაზიდან ყველა გავიდა და დავრჩით მე და ის! სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარი დაკეტა. როგორც კი ჩემკენ შემობრუნდა დამფრთხალი გავხტი უკან და ხელი წინ გავიშვირე, რომ არ მოსულიყო ჩემთან.
-ანდრია გეყოფა! _აფორიაქებულმა წამოვიყვირე. ალმაცერად ამათვალიერა თავიდან ბოლომდე, სახეზე ღიმილი გაუკრთა, მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, თვითონაც არ დააყოვნა და ორ ნაიჯში აღმოჩნდა ჩემ წინ.
-ანდრია გეყოფა-მეთქი! _ზედმეტად დამფრთხალმა ხმას ავუწიე და მაგიდას ავეკარი.
-ვერც კი წარმოდიგენ როგორი სექსუალური ხარ..._ დახშული ხმით დაიჩურჩულა -ძლივს შევიკავე თავი, რომ თათბირის დროს გარეთ არ გამეყვანე _თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
-გეყოს გთხოვ _ძლივს შეკოწიწებული ნებისყოფით ამოვიკნავლე.
-წეღან რომ ხახამშრალი დამტოვე ჯერ არ დამვიწყებია
-ნუ გავიწყდება სად ვართ _ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა. დაჟინებით მაკვირდებოდა, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიყოლა.
-არც კი იცი როგორ მინდიხარ ალექსანდრა... _ვიგრძენი როგორ გამაჟრჟოლა მის სიტყვებზე, და მისი თვალების შემყურემ მძიმედ გადავუშვი ნერწყვი.
-არც კი იფიქ... _სიტყვის დასრულებაც არ მაცალა ისე შემიცურა წელზე ხელი და თავის სხეულზე ამიკრო.
-ა..ნდრია... _ გულაჩქარებულმა ამოვილუღლუღე, წამიც და მთელი გრძნობით დამაცხრა ტუჩებზე. მთელი სხეული მომიდუნდა, რომ არა მისი მჭიდროდ მოხვეული ხელები იატაკზე გაშოტილი აღმოვჩნდებოდი. გონებამ სრულიად შეწყვიტა ფუნქციონირება. ერთადერთი რასაც ვხვდებოდი ის იყო, რომ საშინლად მსიამოვნებდა მისი კოცნა. ხელში მოქცეული ნივთები სწრაფად გამომართვა და ისე დადო მაგიდაზე წამით არ შეუწყვეტია კოცნა. ხელები კისერზე შემოხვიე და მეც ავყევი ალერსში. აშკარად ესიამოვნა ჩემი ქმედება, უფრო მომთხოვნად წამეტანა ბაგეზე, მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე და ოდნავ შემომსვა მაგიდაზე. სწრაფად შემიცურა კაბის ქვეშ ხელი და რომ არა კაბის სიმჭიდროვე წელამდე აასრიალებდა. გული საგულედან ამოვარდნას ცდილობდა, მთელ ტანზე ცივი ოფლი მასხამდა. ნელა ჩამოვასრიალე კისრიდან ხლები მის მკერდზე და ვცადე ოდნავ მაინც მოვშორებოდი.
-ანდრია _ მისუსტებული ხმით ამოვიკნავლე და თითები სახეზე ჩამოვუსვი.
-ნუ მაჩერებ! _მიბრძანა და კვლავ ჩემს ბაგეებს დაუბრუნდა. კიდევ დიდხანს არ გაჩერდებიდა კარის სახელურის ჩხაკუნის ხმას, რომ არ მოეღწია ჩვენამდე. სწრაფად შევწყვიტე კოცნა, მთელი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ მომეშორებინა და მაგიდიდან ჩამოვსულიყავი. ამ უკანასკნელს საერთოდ არ აღელვებდა კარსუკან ვინმეს დგომა. სწრაფად შევისწორე არეული ტანსაცმელი და გულაჩქარებულმა შევხედე ანდრიას, რომელიც თვალებანთებული მიყურებდა. არც ერთი არ ვიღებდით ხმას, ბოლოს კარსაც მოშორდა დაუპატიჟებელი სტუმარი და მეც შვებით ამოვისუნთქე. ანდრია მაშინვე წამოვიდა ჩემკენ.
-გაჩერდი _მკერდზე მივადე ხელი და ვცადე შემეჩერებინა.-გთხოვ გაჩერდი! ნუ გავიწყდება სად ვართ! _ვცდილობდი მისი მწველი ტუჩებისგან თავი დამეღწია და საღი აზრი როგორმე შემენარჩუნებინა. ღრმად ჩაისუნთქა და ამღვრეული თვალებით შემომხედა.
-ყოველთვის ვერ გამექცევი! _ავისმომასწავებლად გაისმა მისი ხმა. ელვისუსწრაფესად გააღო კარი და გარეთ გავარდა, მე კი დასამშვიდებლად და აზრზე მოსასვლელად დავრჩი კვლავ ერთ ადგილს მიყინული.
****
საღამოს სახლში წასვლამდე ანდრიასთან შევლა გადავწყვიტე. კაბინეტის კარი ღია იყო, თვითონაც შემამჩნია. კარის სახელურს დავეყრდენი ცალი ხელით მეორეთი კი ჩარჩოს.
-უკვე მიდიხარ? _უკმაყოფილო ტონით მკითხა.
-ხო. _თავი დავუქნიე.
-შენი მანქანა, რომ არ დგას ავტოსადგომზე?
-დრეს მამამ მომიყვანა.
-ხოდა მე წაგიყვან _ფეხზე წამოდგა.
-არ არის საჭირო. _ცოტათი მაინც მეუხერხულა.
-ნუ ღელავ ჯერ სახლში არ მიმყავხარ.
-აბა სად? _გაკვირვებულმა შევხედე.
-ჩემთან _კაბინეტის კარი მიხურა და ოდნავ მიბიძგა რომ წინ წავსულიყავი.
-და შენთან რა მინდა? _ვეცადე მღელვარება არ დამტყობოდა ხმაში
-ნუ ღელავ უსაქმოდ არ დაგტოვებ _სიცილით გადმომილაპარაკა და ლიფტისკენ მიბიძგა.
-მანქანში იმდენ რამეზე მესაუბრებოდა, რომ ცოტა გაკვირევბულიც კი დავრჩი.
-არადა როგორი სხვანაირი იყავი აქამდე. _ჩემი ზრები არ დავმალე.
-უხეში, უზრდელი, უტაქტო _თავის ქნევით ჩამოთვალა ყველა ის ეპითეტი, რომლითაც არაერთხელ შემიმკრია. სიცილი ვერ შევიკავე -სამაგიეროდ ახლა კარგი ბიჭი ვარ _ ალმაცერად გადმომხედა და მანქანა სახლის წინ გააჩერა.
-ნწ _სიცილით გავაქნიე თავი და მანქანიდან გადავედი.
-მოდი _სახლში შემიძღვა. რატომღაც ის დღე გამახსენდა, როცა ამ სახლში პირველად მოვედი სიცხიან ანდრიასთან. -მომეცი ქურთუკი. _სწრაფდა გავიხადე და მივწაოდე.
-წესით უნდა გახსოვდეს აქაურობა
-მახსოვს კიდეც.
-ძალიან კარგი. ე.ი ისიც გემახსოვრება საითაა სამზარეულო _სიცილით ამომიდგა ზურგსუკან.
-რა იყო ეხლა ეგ? „რბილად ნათქვამი ქალი ვიცი კუხნაში?“ _სიცილით ვკითხე.
-რა მიხვედრილი მყვახარ _თვითონაც ამყავ სიცილში და ისე შემიყვაანა სამზარეულოში მუცელზე მოხვეული ხელები არ გაუშვია.
-არც კი იოცნებო იოსელიანი!
-მე ბევრად უკეთესი ოცნებები მაქვს _კისერში მაგარდ მაკოცა. -მშია.
-ხოდა შენი ოცნებების ასრულებამდე მოდი რამე მოვამზადოთ
-რას მოამზადებ?
-რას შეჭამ? _ღიმილით მივუბრუნდი
-რაც შენ გიყვარს ის გააკეთე _ შუბლზე მომაკრო ტუჩები
-დამეხმარები?
-ცოტა მოუხერხებელი ვარ ამ ამბებში _ მივხვდი თავის დაძვრენის მცდელობა იყო
-კარგი ხო, გადი მაშინ და როცა მზად იქნება დაგიძახებ.
-აქ ვიქნები _მაგიდასთან ჩამოჯდა და დაკვირვებით მადევნებდა თვალს. მეც შეძლებისდაგვარად ვცილობდი მისი მზერა დამეიგნორებინა და მთელი კონცენტრაცია საჭმლის მომზადებაზე გადამეტანა. რიგრიგობით ვათავსებდი ჯამში საჭირო ინგრედიენტებს და ამაოდ ვცდილობდი ოჯახური იდლიის განცდა თავიდან ამომეგდო. თავი გავიქნიე აზრების გასაფანტად და ვთხოვე მაგიდის გაშლაში დამხმარებოდა. მერჩივნა რაიმე ეკეთებინა ვიდრე ასეთი მზერით ეყურებინა ჩემთვის.
-მმ.. ოჯახში შეიშვები _შეკავებული სიცლით ჩაილაპარაკა როცა საჭმელი გასინჯა.
-ანუ ტესტი ჩავაბარე? _სიცილით ვკითხე.
-ნწ. მაგ ტესტს კიდევ აქვს პუნქტები რომლებიც ზედმიწევნით უნდა შეასრულო.
-გავეცნობი მაგ პუნქტებს აუცილებლად. _თვალი ჩავუკარი მომღიმარს და სიცილი ვერ შევიკავე პირი რომ დაეწვა.
-ფრთხილად ცოტა _სიცლით დავუსხი წყალი.
-შენ არ გშია?
-ნწ. საღამოობით არ ვჭამ ხოლმე.
-აჰა, საიდან თურემ ასეთი ფორმები _თავისთვის ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა.
-და დიდი ხანია შენ ჩემი ფორმების შესწავლით ხარ დაინტერესებული?
-საკმაოდ -წამწამებს ქვემოდან ამომხედა და მთელ ტანზე შემავლო მზერა.
-არ დაიხრჩო!
-აქ არ მყავხარ, მიშველი უცებ.ხელოვნური სუნთქვა ხომ იცი? _მისი ხუმრობისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა და აგდავწყვიტე მასზე პასუხიც მომესმინა.
-ანდრია, რაღაც მინდა გკითხო _მის წინ ჩამოვჯექი.
-გისმენ _ამომხედა.
-საიდან გაიგე, რომ იოანე ადრე კრივით იყო დაკავებული?
-მე კიდევ ბევრი რამე ვიცი _თვალი ჩამიკრა და ოდნავ ჩაიცინა.
-მაგალითად _წარბები მაღლა ავზიდე.
-მაგალითად ერთი შენი ძველი მეგობრის შესახებ _უემოციო სახით მითხრა, თუმცა შევნიშნე რომ რაღაც უსიამოვნოს შეეხო -ლაზარე ჩიქოვანს ვგულისხმობ. _ჩანგალი თეფშზე დადო და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
-მერე? _ინტერესით შევხედე. მივხვდი საითაც უმიზნებდა.
-ახლო მეგობარია? _მშვენივრად მივხვდი რომ ლაზარეზე უჩემოდაც ყველაფერი ციოდა ამიტომ გადავწყვიტე ცოტა მის ნერვებზე წამეთამაშა.
-ძალიან _ღიმილით დავუკარი თავი.
-მართლა? _წარბები მაღლა აზიდა. შევნიშნე როგორ დაეჭიმა ყბები. -და მაინც რამდენად?
-დიდი ხანია ვიცნობ და შესაბამისად ძალიან ახლო მეგობარიცაა _ეშმაკურად გავუღიმე, ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოდან გამოვდიოდი, როცა მოულოდნელად მთელი ძალით ჩამაფრინდა მკლავში და თავისკენ შემაბრუნდა. სწრაფად შემიცურა წელზე ხელი და სხეულზე ამიკრო.
-ახლო მეგობარი არა?! _კბილები გააღრჭიალა და ნაძალადევად გამიღიმა. მისი შემხედვარემ სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავიკისკისდი.
-რა გაცინებს?! _გაკვირვებულმა დამხედა. მე კი ისევ ვიცინოდი. თავი მის კისერში ჩავრგე და სიცილი გავარგრძელე.
-თურმე რა ეჭვიანი ყოფილხარ _როგორც იქნა მოვითქვი სული.
-ალექსანდრა...
-ხო _კისერზე მოვხვიე ხელები და გავუცინე. წამით სერიოზული სახით მიყურებდა, შემდეგ კი თავადაც ჩაეღიმა.
-თავიდანვე გიყვარდა ჩემს ნერვებზე თამაში _მჭიდროდ მომხვია ხელები წელზე.
-რა ჩემი ბრალია შენ თუ ნერვიული სისტემა ცუდ დღეში გაქვს და სულ განერვიულებული ხარ? _მრები ავიჩეჩე
-მერე რისთვის ხარ აქ? შენ დამამშვიდებ! _ჩაიცინა და სწრაფად მაიტაცა ხელში.
-რას აკეთებ ანდირა, დამსვი! _წამოვიყვირე.
-აქამდე გეფიქრა მაგაზე. _ჩაიცინა და სწრაფად დამაწვინა დივანზე, თვითონაც ზემოდან მომექცა და სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ერთიანად დამიარა ცხელმა ტალღამ მთელ სხეულში. ერთადერთი რასაც ამ წუთას ვგრძნობდი გულის წასვლამდე სასიამოვნო მწველი ტუჩები იყო, სუნთქვის საშუალებასაც რომ არ მაძლევდა. ისე მომთხოვნად დაჟნებით და ამავდროულად ნაზად მკოცნიდა რომ ლამის მის ხელებში ჩავმდნარიყავი. მთელი სხეულით საშინლად მოდუნებული ვიყავი და ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობდი ანდრია იყო. კანკალით მივადე ხელისგულები მკერდზე და ვცადე როგორმე სუნთქვის საშუალება მომეპოვებინა. წამით მოწყდა ჩემს ტუჩებს და ვნებისგან ანთებული თვალებით დამაჩერდა. ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ეს ძალიან შორს წასულიყო და სჯობდა ახლავე გავჩერებულიყავი, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ გონებაში გავლილი აზრი იყო და მის რეალიზებას ანდრიას მწველი ტუჩების შეხებამ შეუშალა ხელი. მთელი კანი დამეხორკლა როცა მაისურის ქვეშ შემიცურა ხელი, საგანგაშო იმპულსებმა იწყეს ჩემში ბორიალი და წამით ამქვეყნად დაბრუნებულმა შევეცადე დროულად გამეთავისუფლებინა თავი.
-ანდრია... _ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და გაჭირვებით მოვწყდი მის ტუჩებს. -გაჩერდი გთხოვ...
-მაკოცე! _როგორც კი წამით მომშორდა უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და კვლავ ჩემს ტუჩებზე გადაინაცვლა.
-გაჩერდი.... გთხოვ...._გულაჩარებულმა ამოვილუღლუღე. დიდი ნებისყოფის ფასად მომშორდა. ღრმად ამოხვნეშა და გაღიმებულმა მომაკრო ტუჩები შუბლზე.
-შენი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფერი იქნება. _მშვიდი ტონით მითხრა და ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე. ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი თანდათან სახეზე.
-ალექსანდრა _თავი ამაწევინა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. -საოცრად მსიამოვნებს მაგ აწითლებული ლოყების ავტორიც რომ მე ვარ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გვაწყობს _სიცილით ჩამიკრა თვალი. მე კი ორი წლის ბავშვივით ისევ ერთ ადგილას ატუზული ვიყავი და აჭარხალებული მხოლოდ თავის დაკვრასღა ვახერხებდი. როგორც ჩას მიხვდა ისევ რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი ამიტომ თავად გამოასწორა კვლავ სიტუაცია.
-მოდი, ფილმს ვუყუროთ _ჩემტან ერთად დაჯდა დივანზე და ტელევიზორის ჩამრთველს დასწვდა.
-რა ფილმს?
-მეგონა დამუნჯდი _სიცილით გადმომხედა.
-მორჩი! _ოდნავ გავკარი მხარი მოხითხითეს.
-შენ კიდევ ეგ სიმორცხვე ჩემთან როცა ხარ გვერდით გადადე. _თავლი ჩამიკრა და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე.
-რა ჟანრი გინდა?
-საშინელება _სწრაფად ვუპასუხე.
-აუფ _გაკვირვებულმა გადმომხედა.
-რა?
-არ გეშინია მერე?
-ნწ.
-კარგი ბატონო, ოღონს მერე არ დაიწყო გამორთე მეშინიაო და ამებები.
-სულაც არა! _ენა გამოვუყე. რაზეც კკვალვ დაიწყო სიცილი.
-ბოროტების სავანე გინდა?
-იყოს.
-კარგი ბატონო _ფილმი ჩართო და უკეთესად მოკლათდა ჩემიანად.
-არ გინდა დღეს ჩემთან დარჩე? _მოულოდნელად მკითხა.
-ფილმს ვუყუროთ. _სიცილით ვუპასუხე.
-რა? არ გინდა?
-არ ვარ ხოლმე მიჩვეული სხვაგან ღამის გათევას _სიცილით ვუთხარი
-რა აზრი აქვს მალე მაინც მოგიწევს მიჩვევა _მხრები აიჩეჩა და ტელევიზორს მიუბრუნდა. მეც აღარ გამიმახვილებია ყურადღება მეტად მის ნათქვამზე.
მთელი საათი ჩუმად ვისხედით და ფილმს ვუყურებდით. როგორც ჩანს ანდრიას მოსწონს საშინელებათა ჟანრი და ინტერესითაც უყურებს რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი.
იყო მომენტები როცა ზიზღისგან თვალებს მთელი სიმწრით ვაჭერდი ერთმანეთს და ზედმეტად საშიშ მომენტზე ჩემდაუნებურად შევკრთებოდი ხოლმე, თუმცა ვცდილობდი ეს ანდირას არ შეემჩნია. აბა მართლა რომელი საშინელებათა ფილმების მოყვარული მე ვიყავი.
-სახელი ვინ შეგირჩია? _ჩემს თმებში თამაში არ შეუწყვეტია ისე მკითხა.
-დედამ.
-უცხო და ლამაზი სახელია.
-მეც მომწონს ჩემი სახელი.
-დედა დიდი ხანია გარდაგეცვალა?
-რვა წლის ვიყავი.
-ვწუხვარ. _ნაზად მაკოცა შუბლზე.
-შენი ძმა შენზე უფროსია არა?
-კი, თორმეტი წუთით _სიცილით დავუქნიე თავი. -არადა მეგონა ეგეც გეცოდინებოდა.
-ვიცი კიდეც, უბრალოდ ინფორმაციას ვამოწმებ _ამაყად გაიჯგიმა.
-საინტერესოა შენი ინფორმატორი ვინაა.
-ჩიტი მიზიდავს ამბავს. _ჩაიცინა
-გული მიგრძნობს რომ მაგ ჩიტს მეც ვიცნობ! _წარაბწეულმა შევხედა. ტუჩები ისე მოეკუმა ეტყობოდა სიცილის რომ იკავებდა.
-ფილმს ვუყუროთ.
-აღარ მაინტერესებს ფილმი.
-არადა წეღან ვიღაც თავს დებდა საშინელაბათა ჟანრზე.
-დიახაც!
-და ცოტა ხნის შემდეგ შიშისგან კანკალებდა -ჩაიცინა.
-ოფ _მხარი ავიქნიე და ტელევიზორის ეკრანს შევხედე. საღამომდე ასე ვისხედით და ხან რაზე აგვაბამდით საუბარს ხან რაზე. თავის შესახებაც ბევრი რამ მომიყვა.
მოგვიანებით სახლშიც თვითონ წამიყავანა.
-და შენებს როდის ეტყვი ჩვენზე? _მანქნა სახლის წინ გააჩერა.
-ჯერ მე თავად უნდა ჩამოვყალიბდე რომ მამაჩემს და ჩემ ძმას დალაგებულად ავუხსნა ყველაფერი. _ჩავიცინე.
-თუ გინდა წაგეშველები. _წრაბები აათამაშა.
-არც კი გაბედო!
-კარგი ბატონო. _ჩემკენ გადმოიხარა და ნეტარად დამიკოცნა ორივე ბაგე. -ხვალამდე. სახეგაბადრული გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევედი.
-სად ხარ გოგო აქამდე? _შესასვლელში ამესვეტა ჩემი ძმა.
-მეგობრებთან _ღიმილით ვუპასუხე. -მოხდა რამე?
-მეგობრებთან! _ამომაჯავრა. -რაღაც ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ.
-გადასარევ. _გავეკრიჭე და სამზარეულოდან გამოსულ მამაჩემს ლოყაზე ვაკოცე.
-რა სჭირს ამას? _ალმაცერად ახედა იოს.
-რა ვიცი აბა
-რა უნდა მჭირდეს? კარგ ხასიათზე ყოფნა ადანაშაულია?_მოჩვენებითი წყენით გადავხედე ორივეს და ოთახისკენ ავიღე გეზი. სახეგაბადრული გავწექი საწოლზე და ვერც კი შევნიშნე როდის ჩამეძინა.
დილით გიჟვით წამოვფრინდე ფეხზე. მეგონა სამსახურში დავაგვიანე-მეთქი, მაგრამ ადრე ყოფილა. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და წასასვლელად გამოვეწყე.
-დღეს ადრე მოხვალ? _მკითხა ჩემმა ძმამ.
-თუ რაიმე საქმე არ გამომიჩნდა მაშინ სამსახურის მერე. რა იყო?
-არაფერი ისე გკითხე. _მხრები აიჩეჩა. -მე რაღაც საქმეები ამქვს სამსახურში და შეიძლება გვიან გამოვიდე. -ფეხზე წ მაოდგა.
-მეც ალაბთ გვიან მომიწვეს მოსვლა. _გვითხრა მამამ -დღეს მთლიანი რესტორანი დაჯავშნა კლიენტმა რაღაც კორპორატიული საღამოა და მინდა ყველაფერს ვადევნო თვალყური.
-მაშინ მეც თიკას შევუვლი საღამოს. დიდი ხანია არ მინახავს.
-თიკას ხო? _ეჭვისთვალით გადმომხედა იოანემ.
-რა გჭირს იოანე შენ? _გაკვირვებულმა შევხედე.
-არაფერი -მხრები აიჩეჩა. -წადი თორემ დაგაგვიანდა სამსახურში.
-წავედი მე _ფეხზე წამოვდექი და სახლიდან გავედი. ნაწვიმარ ცას დაწვრილებული თავალებით ავხედე. საინტერესოა ზამთარში თოვლი ეღირსება თბილისს? თავის ქნევით ჩავჯექი მანქანში და სამსახურში წავედი.
სამსახურში მისულს სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. ანაც ჩვენს გვერდით იყო. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ამ ხნის განმავლობაში კარგადაც გაბერილა.
შაკოს კაბინეტში ვიჯექით მე და ანა და სხვადასხვა ამბებს განვიხილაბდით. ცოტა ხნაში კი რატი და ანდრიაც შემოგვიერთდნენ. თავად შაკო ანას და პატარა ვაჟკაცის მითითებას ასრულებდა.
-საშინლად აცივდა. _ხლების ფშვნეტით შემოვიდა ცოტა ხანში შაკო კაბინეტში და ანას ნაყინი მიაწოდა ხელში.
-ჩვენს ბიჭს უნდა _სიცილით აიჩეჩა მხრები ანამ და მუცელზე ხელი გადაისვა.
-მაგრად ცივა, სამაგიეროდ მალე ახალი წელიაა _სავარძელზე გადაწვა რატი კმაყოფილი სახით -ალექს შენ რა გეგმები გაქვს საახალწლოდ?
-მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვხვდები ხოლმე _გავუღიმე და ოდნავ გავაპარე მზერა ანდრიასკენ, რომელიც კოპებშეკრული მომჩერებოდა.
-აი ჩვენ კი გუდაურში უნდა წავიდეთ. _წინ ჩამომიჯდა შაკო -თითქმის ყოველ წელს დავდივართ.
-ალექსანდრა _ ანდრიას ხმის გაგონებაზე სწრაფად წამოვწიე თავი და მას შევხედე - შენ და ნინოც წამოდით _ უცვლელი სახით მითხრა.
-კარგი აზრია _დაეთანხმა შაკო -ყველანი ერთად წავიდეთ.
-ეე... იცით... _ენა დამება. ვერ ვხვდები რას აკეთებს ანდრია. ხომ ვთხოვე ცოტა დრო მჭირდება-მეთქი. მაგას დროის მნიშვნელობა საინტერესოა როგორ ესმის! -არ ვიცი...
-კარგი რა ალექს, წამოდით. სახლში რა უნდა გააკეთოთ_გვერდით მომიჯდა ანა
-არ ვიცი, ნინოსთან არ მილაპრაკია...
-ნინოს მე დავლეპარაკები _შემომცინა რატიმ -კვირის ბოლოს მივდივართ.
-იქნებ ნინოს არ უნდა _ შევეცადე რამე ლოგიკური მიზეზი მომეფიქრებინა, რომ უარი ადვილად მეთქვა.
-რა გითხარი მე? _წარბები აზრიდა რატიმ.
-ანუ მივდივართ ხო? _სიცილით მითხრა ანამ.
-ხო, მაგრამ....
-თუ ჩვენთან ერთად წამოსვლა არ გინდა პირდაპირ თქვი! _უტიფრად მაჯახა ანდრიამ.
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ...
-ხოდა მაშინ წავიდეთ. _წარბები აათამაშა რატიმ. საშინლად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ყველა ჩემს პასუხს ელედებოდა, მე კი ერთი სული მქონდა ანდრია ჩემი ხელით დამეხრჩო.
-კარგი _ ჩუმად ამოვილუღლუღე და ანდრიასკენ გავაპარე მზერა, რომელიც ახლა უკვე საოცრად კმაყოფილი სახით მიმზერდა.
-გუდაური გველის! _ კმაყოფილი წამოდგა შაკო ფეხზე.
-ანუ თვის ბოლომდე უნდა მოვაგვარო იქ სახლის საქმე ამიტომ მე და ნინო წინასწარ ჩავალთ ერთი-ორი დღით ადრე და მივხედავთ ყველაფერს. კვირას კიდევ თქვნ წამოხვალთ. ალექს შენ ანდრო გამოგივლის, შაკოსთან და ანასთან შეიკრიბებით და წამოხვალთ _სწრაფად ჩამოარაკრაკა გრაფიკი.
-რა? _რატის ნათქვამზე გავამახვილე ყურადღება.
-რა იყო გოგო არ უნდა ჩამიწყო საქმე? _ უკმაყოფილოდ გაშალა რატიმ ხელები.
-არა, უბრალოდ ...
-შევთანხმდით!_ფეხზე წამოდგა ანდრია და ისე გავიდა კაბინეტიდან არავისთვის შეუხედავს.
-მგონი მოლბა ჩვენი ანდრო ხო? _ალმაცერად გამომხედა შაკომ, რაზეც ლოყები ამიწითლდა და სწრაფად ავარიდე მზერა.
-კარგი, ჯობს მეც საქმეს მივხედო _ ღიმილით წამოვდექი ფეხზე და კაბინეტიდან გავედი. ჩემს კაბინეტში შესულს ანდრია დამხვდა. მაგიდას მიყრდნობილი იდგა და ხელში კალამს ათამაშებდა. ჩემ დანახვაზე მაგიდას მოშორდა, კალამი თავის ადგილას დადო და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! _მაშინვე შეტევაზე გადავედი. -რას ნიშნავს გუდაურში წამოვიდ... _სიტყვის დამთავრება არც კი მაცადა ისე ჩამავლო მკლავებში ხელი და ცხოველივით დამაკვდა ტუჩებზე. ერთიანად შემეკრა სუნთქვა და მთელი სხეული გამიხურდა. მაგრად მომხვია ხელები და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე. მთელი ვნებით მიკოცნოდა ტუჩებს და უფრო და უფრო მხვევდა თავის ძლიერ მკლავებს.
-ანდრია... _ძლივს მოვახერხე მის ტუჩებს მოვშორებოდი. -ვინმე შემოვა...
-რამე პრეტენზია გაქვს გუდაურთან დაკავშირებით? _ალმაცერად შემომხედა და ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი გაუკრთა.
-ნუ მაიმუნობ! _ხელი ვკარი მკერდზე გაბრზაებულმა -ახლავე გამიშვი!
-ალექსანდრა! _ ხმა გაიმკაცრა
-გისმენ ანდრია! -არც მე დავთმე პოზიცია.
-იმედია ბოლომდე გამყვება მოთმინება. _ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.ოდნავ ჩამოჯდა მაგიდაზე და მეც თავისკენ მიმიზიდა.
-ხომ გთხოვე, რომ ცოტა დრო მოგეცა ჩემთვის
-გამიგია სუფთა ჰაერი აზროვნებაშიც ეხმარებაო ხალხს, ხოდა იქ უკეთესად იფიქრებ _ შემომცინა.
-ჰა ჰა, რა ხუმარა ყოფილხარ! _შევუბღვირე და სწრაფად დავუსხლტი ხელებიდან.
-ჯერ კიდევ ბევრი რამე არ იცი ჩემზე. რაც მალე მოიფიქრებ ყველაფერს მით უფრო ადრე გაიგებ ჩემ შესახებ კიდევ უამრავ სიახლეს. _ჩემი დაბღვერილი სახის ყურებისას გაიცინა, ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
-არ მოხვიდე! _სწრაფად გავხტი უკან. -გადი! _კარისკენ მივუთითე
-ჩემს ოფისში მითითებებს მაძლევ? _წარბები აწკიპა.
-ხო! _იმხელაზე დავუქნიე თავი, რომ კისერი მეტკინა.-სამუშაო მაქვს მე!
-მოიწი აქ _ წამის მეასედში აღმოვჩნდი მასზე აკრული. - რთულია ერთი დღე მაინც გავძლო ამის გარეშე _ჩახშული ხმით ჩაილაპრაკა და ნაზად შემეხო ტუჩებზე. ღიმილით მომშორდა და კაბინეტიდან გავიდა.

25 თავი
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო უკეთ აღვიქვამდი რეალობას, რომელშიც უკვე ანდრიასთან ერთად მიწევდა ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ყოფნით თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მაინც საშინელი დისკომფორტი მქონდა, რომ შეიძლება სამსახურში ყველას გაეგო ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ჩემი მხრივ ყველანაირად ვცდილობდი ოფისში ყოფნისას თავი ამერიდებინა მისთვის, თუმცა ყველა ეს მცდელობა უშედეგო იყო იმის გამო, რომ თვითონ არავის და არაფერს ერიდებოდა.
-როდემდე უნდა მათამაშო ეს დამალობანა? _გული ლამის გამისკდა, როდესაც საპირფარეშო ოთახის კარი შემოაღო და უპარდონოდ შემოვიდა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი?! _სწრაფად მოვავლე კაბინებს თვალი იმაში დასარწმუნებლად, რომ მარტონი ვიყავით.
-ჯერ არა, მაგრამ ცოტა ხანში გამაგიჟებ! _წინ ამესვეტა და სახეზე ჩამოშლილი ხმა ყურსუკან გადამიწია.
-ანდრო, გთხოვ გეყოს, ვინმე შემოვა...
-რატომ გაქვს პრობლემა, რომ შეიძლება ვინმემ გაიგოს ჩვენს შესახებ? _არ წყვეტდა ჩემს სახეზე თითებით თარეშს.
-ვერ ხვდები, რომ ეს ძალიან უხერხულ სიტუაციას შემიქმნის თანამშრომლებთან? _აღშფოთებულმა დავაკვესე თვალები
-და რა ვქნათ? დავშორდეთ რომ თანამშრომლებს არ ეგონოთ ნეპოტიზმს აქვს ადგილიო? _ირონიულად ჩაიცინა და ტუჩები ლოყაზე მომაკრო.
-ეგ არ მითქვამს... _სიამოვნებისგან თვალები მიმელულა.
-აბა რისი თქმა გინდა? _წამით მომშორდა და ცისფერი თვალები შემომანათა
-ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე...
-ვფიქრობ ისეთ რამეს იტყვი, რაც ნამდვილად გამაბრაზებს. _ერთი ნაბიჯით მომშორდა და უკვე დასერიოზულებული მაკვირდებოდა.
-სამსახურის შეცვლაზე ვფიქრობ... _ღრმად ჩავისუნთქე და მისი ანთებული თვალების დანახვისას მზერა მოვარიდე. ნერვიულად ვხლართავდი თითებს ერთმანეთში.
-რაზე ფიქრობ? _ნერვიულად ჩაიცინა და კვლავ მომიახლოვდა.
-გთხოვ არ გაბრაზდე...
-ალექსანდრა, რატომ აზვიადებ ყველაფერს? შაკო და ანა ცოლ-ქმარი არიან და ამის მიუხედავად აქ მუშაობენ. თუნდაც ნინო და რატი ავიღოთ...
-მე არც შაკო ვარ, არც ანა, არც ნინო და არც რატი!
-იმის თქმა მინდა, რომ ეს მათ ხელს არ უშლით ნორმალურად მუშაობაში.
-ვიცი, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან მაფორიაქებს.
-მე ვერ დაგიშლი და ვერც ვერაფერს დაგაძალებ, მაგრამ უბრალოდ გთხოვ, რომ ცოტა ხნით მოიცადო და ასე უცებ ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას.
-კარგი. _ოდნავ გავუღიმე -გავიდეთ თორემ ვინმე შემოვა მართლა. _ორივე გასასვლელისკენ წავედით, როცა მოახლოებული ხმები შემომესმა.
-ყავა გადამესხა, ეხლავე გავიწმენდ კაბას და მოვალ _გული ლამის გამისკდა, როდესაც ნინოს ხმა ვიცანი. სწრაფად ჩავავლე ანდრიას ხელი და ერთ-ერთ კაბინაში შევათრიე.
-ალექს, რას აკეთებ?!
-გთხოვ გაჩუმდი, ნინო მოდის. _პირზე ხელი ავაფარე და მეც ზედ ავეკარი. თვალებით ვანიშნე ზედმეტად არც კი ესუნთა. მესმოდა საპირფარეშოში შემოსული ნინოს ნაბიჯების ხმა. ვლოცულობდი, რომ ასეთ სიტუაციაში არ დავენახე ან კიდევ ვინმე არ შემოსულიყო. გულისცემა კიდევ უფრო ამიჩქარდა, როცა წელზე ანდრიას მძიმე ხელი ვიგრძენი. სწრაფად ავხედე და თვალებით ვანიშნე შეეწყვიტა ჩემი წვალება, რაზეც ეშმაკურად აათამაშა წარბები და უფრო მჭიდროდ ამიკრა მკერდზე. მძიმედ გადავუშვი ნერწყვი, როცა მოულოდნელად მისი ხელი ჩემს საჯდომზე ჩაასრიალა და მაგრად მომიჭირა. ძლივს დავიმორჩილე ხმა, რომ სიამოვნების ნოტები არ ამომეშვა. მის პირზე აფარებული ხელი ახლა უკვე მე ავიფარე პირზე და მკერდზე მუშტი ვუთავაზე. წამიც და გავიგეთ, როგორ გავიდა ნინო ქუსლების კაკუნით საპირფარეშოდან, რაზეც მეგონა შვებით ამოვისუნქავდი, თუმცა კარის მიხურვა და ანდრიას უსწრაფესი მოქმედება ერთი იყო. სწრაფად ამაკრო კაბინის კედელს და წამის მეასედში შემომისვა მუცელზე.
-მაგიჟებ ალექსანდრა!_ტუჩებზე დამჩურჩულა და ნეტარად დამაკვდა. მეგონა სიამოვნებისგან სულს განვუტევებდი. მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე და მჭიდროდ ავეკარი. ვხვდებოდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი, თუმცა მის ალერსზე უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აკანკალებული თითებით შევუხსენი რამდენიმე ღილი და შიშველ მკერდზე ავასრიალე ხელები, რაზეც სიამოვნების ოხვრა აღმოხდა. ვიგრძენი კიდევ უფრო მაგრად როგორ მომიჭრა საჯდომზე თითები, რაზეც კვნესა ვერ შევიკავე.
-უსინდისო ხარ! _აფორიაქებულმა ჩავილაპარაკე და თავი გადავწიე, რომ მის ტუჩებს ჩემი სხეულის შესწავლა გაეგრძელებინა. სიამოვნებისგან თვალები მიმელულა, როცა ძირს დამსვა და თავადაც სწრაფად შემიხსნა პერანგის ღილები, შემდეგ კი მოშიშვლებულ მკერდზე დამაკვდა. მიუხედავად იმისა, რომ გონება ბუნდოვნად მაინც მახსენებდა იმას თუ სად ვიყავი მაინც ვერ ვამბობდი უარს განცდილ სიამოვნებაზე. წამის მეასედში მიმწია თავისკენ და შარვლის ღილი მოხერხებულად შემიხსნა.
-ანდრია გეყოს გთხოვ... _კვნესას ამოვაყოლე სიტყვები და ოდნავ ხელი ვკარი. შევნიშნე, როგორ შებარბაცდა ვნებააშლილი და თვალები მაკრად დააჭირა ერთმანეთ. -ვინმე შემოვა _ისევ მე შევძელი გონზე დროულად მოსვლა. აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი და მის მზერას თვალს ვარიდებდი. ვხედავდი როგორ უჭირდა მასაც თავის შეკავება. სწრაფად შევიკარი შეხსნილი ღილები და ელვის სისწრაფით გამოვვარდი კაბინიდან. სარკეში საკუთარი ანარეკლის წამით შევავლე მზერა და ისე გავედი საპირფარეშოდან ანდრიასთვის აღარ შემიხედავს.
ალბათ მარტივი მისახვედრის ის თუ რატომ ვფიქრობდი სამსახურის შეცვლაზე.

დილიდან მოყოლებული ციბრუტივით ტრიალებდა იოანე მთელ სახლში. კითხვაზე:რატომ? პასუხი: სამსახურში სერიოზული შეხვედრა გავქსო. დილიდან რაღაც საბუთებს წინ და უკან ატრიალებდა.
-წავედი მე ალექს.
-ასე მალე?
-არა, ჯერ მამას უნდა გავუარო რესტორანში.
-აჰა, კარგი მაშინ. _კვალვ ტელევიზორს მივუბრუნდი და ფეხები დივანზე ავიკეცე.
ტელევიზორს ვუყურებდი როცა მაგიდაზე დადებუმა საქაღალდემ მომჭრა თვალი.
ხელში ავიღე და გადავათვალიერე. ჩემს სულელ ძმას დარჩენოდა მაგიდაზე დადებული, არადა მთელი დილაა იმას გაიძახის რამდენად მნიშვნელოვანი საბუთებია. ფეხზე წამოვდექი და მანქანის გასაღები ავიღე. როგორც თქვა ჯერ მამას შეუვლიდა რესტორანში, შესაბამისად ჯერ ისევ იქ უნდა იყოს. მეც სახლიდან გავედი და რესტორნისკენ ავიღე გეზი.
მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და შენობისკენ წავიედი სწრაფი ნაბიჯით. ის იყო რესტორანში შევედი როცა მოულოდნელად იოანე დავინახე, რომელიც ანდრიას ელაპარაკებოდა. ჩემს გაკვირვებას საზღავრი არ ჰქონდა, თავლები ლამის შუბლზე ამივიდა. ვერ ვიტყვი რომ უცნობებივით ექცეოდნენ ერთმანეთს, რადგან ორივე გულიანად იცინოდა რაღაცაზე. თავიდან ვერც კი გავიაზრე რას შეიძლება ნიშნავდეს ყოველივე ეს, შემდეგ კი ჩემმა ტვინმა წამში გააანალიზა ფაქტი. სრულიად შემთხვევით შემამჩნია იოანემ და სიცილი სახეზე მიეყინა. ანდრიამაც მის მზერას გამოაყოლა თვალი და იგივე გამომეტყველებით მომაჩერდა.
-ალექს _ორივე ერთდროულად წამოვიდა ჩემკენ. ჩემ წინ გაჩერდნენ და დაბნეულები ხან მე მიყურებდბენ ხარ ერთმანეთს.
-ალბათ შემთხვევით შეხვდით და სრულიად შემთხვევით გაიცანით არა ერთმანეთი _ირონიულად ჩავიცინე.
-მოდი ყველაფერს აგიხსნით _ ახლოს მოვიდა ანდრია, მაგარმ ჩემი სახის დანახვზე შეჩერდა.
-რას? რა უნდა ამიხსნათ?
-ალექს...
-როგორ გაბედეთ! _აღშფოთებული ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს. -მე.. მე მეგონა რომ..... ღმერთო ჩემო! მე ვდილობდი როგორმე მეთქვა შენთვის და შენ თურმე.... _ იოანე თავჩახრილი იდგა ჩემ წინ. _ იცით მაინც როგორ ვნერვიულობდი?!
-ალექსანდრა მომისმინე... _მხარზე შემეხო ანდირა.
-ვერ გიტანთ! _ იოანეს საბუთები იქვე დავყარე და რესტორნიდან გამოვედი. საშინლად ვიყავი ორივეზე გაბრაზებული, უფრო მეტად კი ნაწყენი. მანქანისკენ მივდიოდი როცა მკლავში ჩამავლეს ხელი და უკან მომატრიალეს.
-მომისმინე! _ანდრიას წარბშეკრულ სახეს შევეჩეხე.
-კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზია და კიდევ მე მიბრაზდები?! _ხმას ავუწიე გაბრაზებულმა.
-არ გიბრაზდები უბრალდო გთხოვ რომ მომისმინო..
-და რას მეტყვი? _ცინიკურად ჩავიცინე.
-რაც გაინტერესებს ყველაფერს.
-აღარ მაინეტერესებს!
-ვიცი რომ გაინტერესებს _ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ცდები! _შევუბღვირე და შევეცადე ხელიდან დავსხლტომოდი, თუმცა ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, უფრო მაგარდ ამიკრო სხეულზე, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. წამში გავიტრუნე და, მიუხედავად წყენისა, თავს უფლება მივეცი ბოლომდე დავმტკბარიყავი ამ წუთებით.
-გთხოვ, მომეცი საშუალება აგიხსნა. _ ოდნავ მომშორდა და ნაზად მაკოცა შუბლზე.
-გვრიტებო ხელს ხომ არ გიშლით?! _ჩემი ძმის ხმის გაგონებაზე გამოვფხიზლდი.
-ხმას ნუ იღებ საერთოდ! _შევუბღვირე -ახლა კი ორივეს გისმენთ! _რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი ანდრიას და წარბაწეულმა მოვავლე მზერა ორივეს.
-დაიწყებ თუ დავიწყო? _ანდრიას გადახედა იოანემ.
-მე დავსვამ კითხვებს!
-გისმენთ! _ერთხმად მიპასუხეს.
-რამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს?
-დაახლოებით 4 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი _ჩემმა ძმამ მიპასუხა.
-ოთხი წელი? მეხუმრები არა?
-არა რატო _მხრები აიჩეჩა -დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ყოველდღიური შეხება არ გვქონია, მაგრამ....
-საიდან?
-ალექს...
-ანდრია, საიდან?
-მხოლოდ იოანე არაა გატაცებული ექსტრემალური სპორტით _მზერა ამარიდა, როცა ჩემს გამომეტყველებას წააწყდა.
-რა? _წმაოვიყვირე. -მოიცა... შ..შენც? შენ რა... კრივში იღებ მონაწილეობას?
-უკევ აღარ, დიდი ხანია შევეშვი. _ისეთი ტონით მითხრა, თითქოს არც არაფერიო.
-და ამას ასე მშვიდად ამბობ?! და შენ ეს იცოდი? _ახლა იოანეს მივუბრუნდი
-მე ვიცოდი ანდირას შესახებ, მაგრამ აი თქვენს შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე. _საჩვენებელი და შუა თითი მოგვიშვირა ორივეს. -როცა ჩვენთან ვნახე ეს ვაჟბატონი შენს მომვლელად ძალიან გამიკვირდა, თუმცა იმ წამს არაფერი შევიმჩნიე. მაშინ არ იყო მაგის დრო.
-და... არ მჯერა! არც კი ვიცი რა უნდა გითხრათ _ისტერიულად ჩავიცინე.
-მეც არ ვიცოდი იოანე თუ იყო შენი ძმა.
-და როგორც კი გაიგე მაშინვე საშენოდ გამოიყენე არა? _ირონიული ტონით ვკითხე.
-ეე... ე მოიცათ რა გამოიყენე საშენოდ და რა მოხდა საერთოდ? _წამოენთო იაონე.
-შენ არ გეხება ეგ და ნუ ერევი! _შევუტიე ჩემს ძმას.
-სანდრა!
-იოანე! _შევუბღვირე.
-ალექს, მემსის რომ გინდოდა თავად გეთქვა იოანესთვის ჩევნს შესახებბ მაგრამ...
-მაგრამ შენი ძამიკო როგორც უკვე გითხარი, ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა ამ ვაჟბატონის ჩანაფიქრს როცა ჩვენს სახლში იხილა _თეატრალურად დაასრულა იოანემ.
-და მე სულელი კიდვე თავს ვიტანჯავ იმაზე ფიქრით, როგორი ფორმით ვუთხრა ეს ჩემს ძვირფას ძამიკოს.
-კაი რა, ნუ გვებუტები ეხა _ჩემკენ წამოვიდა და ხელი გადამხვია, რაზეც შევნიშნე როგორ შეკრა ანდრიამ წარბები. მეც განგებ ჩამოვადე ჩემს ძმას თავი მკერდზე და ჩუმად ჩავიცინე.
-გასკდი გულზე! _მიაძახა იოანემ.
-ერთი კითხვა მაქვს _თავი ავიღე.
-აბა მიდი.
-ერთმანეთის წინააღმდეგ გიჩხუბიათ?
-ოჰ რამდენჯერაც გინდა _ხელი აიქნია იოანემ.
-მერე? _თვალები გამიფართოვდა.
-იოანე! _ხმა გაიმკაცრა ანდრიამ.
-მართალს ამბობს? _ახლა მას მივუბრუნდი. უარის ნიშნად თავი გააქნია. მეჩვენება თუ ეს ჩემს ძმაზე ეჭვიანობს?
-არ მაცალო შენ ხუმრობა! _ბუზღუნა ბავშვივით ჩაილაპარაკა ჩემმა ძმამ და ლოყაზე მიჩქმიტა.
-შემეშვი იოანე, ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ! _შევუბღვირე. -წავედი მე სახლში.
-წაგიყვან _ჩემკენ წამოვიდა ანდრია.
-მანქანით ვარ.
-შენს ძმას დაუტოვე მანქანა. _ისეთი ტონით მითხრა რომ მივხვდი საქმე მხოლოდ ჩემს წაყვანას არ ეხებოდა.
-არ მინდა მურმანის ეკლის როლი შევასრულო, მაგრამ.... _იოანეს სიტყევისთის არ მიუქცევია ყურადღება ისე ჩამავლო ხელი და თავისი მანაქნაისკენ წამიყვანა.
-შენც გეხება რაც იოანეს ვუთხარი, ჯერ არ გადამსვლია წყენა!
-მერე მაგის გამოსწორებას რა უნდა? _ჩაიცინა და მანქნაა ადგილიდან დაძრა.
-არც ისე ადვილია! _ჩავიბუტბუტე.
-მამას როდის ეტყვი ჩვენს შესახებ? _ამ შეკითხავს არ მოველოდი.
-ჯერ ამის დრო არ არის. ჩვენც კი ახლა ვიწყებთ ერთმანეთის გაცნობას.
-შენ არ ცდილობ რომ ახლოს გამიცნო _თითქოსდა ნაწყენმა ჩაილაპარაკა, რაზეც თვალები გამიფართოვდა გაოცებულს და ხმით ჩავიცინე.
-როგორ არ ვცდილობ. ხომ ხედავ უკევ რამდენი რამე გავიგე. ის რომ სულაც არ ყოფილხარ ისეთი ჯმუხი, როგორიც აქამდე ჩანდი, კიდევ ის რომ თურმე აქამდე კრივით იყავი დაკავებული...
-ალექსანდრა! _მისი ხმის ტონის გაგონებისას დავდუმდი.
-კარგი ხო, ვხუმრობ. ამის უფლება მაინც მაქვს იმის შემდეგ რაც გავიგე! _შევუბღვირე.
-მეც ბევრი უფლება მაქვს, მაგრამ ხომ ხედავ არ ვიყენებ. _ვნებიანი მზერით გადმომხედა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.
-მაინც რისი? _მთელი ტანით გადავიწიე მისკენ და სახესთან ახლოს დავიჩურჩულე. მშვენივრად მივუხვდი ხრიკებს და გადავწყვიტე მეც ავყოლოდი.
-ალექსანდრა, ნუ მიწვევ, თორემ საპირფარეშოს ინციდენტი სანატრელი გაგიხდება. _ავისმომასწვალებლად გაისმა მისი ხმა, რაზეც ერთიანად გამაჟრჟოლა და მაშინვე დავუბრუნდი ადგილს
-ღმერთო, როგორი გარყვნილი ხარ!
-მაკოცე!_სრულიად სერიოზული ტონით მითხრა. თვალებში უცნაური ჭინკები უციმციმებდა.
-გააფრინე ხო? გაზას უყურე! _ჩავიცინე და ფანჯარაში გავიხედე. რა მოთხოვენბი აქვს ამას საერთოდ. სწრაფად გადააყენა მანქანა გზიდან და მთელი ტანით მომიბრუნდა.
-ალექსნადრა _გამოკვეთილად წარმოთქვა ჩემი სახელი.
-გისმენ ანდრია.
-მაკოცე! _ საკმაოდ მომიახლოვდა და ჩემს სახესთან ახლოს შეჩერდა.
-ჰმ! რა მოთხოვნებია? _თვალებ დაწვრილებულმა შევხედე, თუმცა მაშინვე გავჩუმდი, როცა მისი თითები შემეხო სახეზე. ნაზად გადაატარა ცერა თითი ჩემს ტუჩებზე, შემდგე კი მთელი გრძნობით მაკოცა. გატრუნული ვიჯექი და დაპროგრამებულივით ავყევი კოცნაში.
-მოიცა _უცებ მოვშორდი -ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ შენზე! _ოდნავ ვკარი ხელი და მისი გაბრაზებული იერი კულტურულად დავაიგნორე.
-ოხ ალექსანდრა, როგორ მოქმედებ ნერვებზე!
-სახლში წამიყვანე.
-ჩემთან წავიდეთ.
-რა მინდა შენთან? _ავფორიაქდი.
-სახლი უნდა დაგალაგებინო!
-ოფ! _მხარი ავიქნიე.
-აბა ჩემთან რომ გადმოხვალ მე დაგილაგებ? _ირონიულად ჩაიცინა.
-არაფერსაც არ დაგილაგებ. _ცხვირი ავიბზუე
-გადმოსვლით გადმოხვალ ხომ? _სიცილით გადმომხედა. მის ნათქვამზე უცნაურად შემეკუმშა გული. სიხარულის ნაპერწკალმა გამკრა და სახე ღიმილმა გამიპო. სრწაფად გავატრიალე თავი.
-მეგობართან ვაპირებ დღეს მისვლას.
-მიგიყვანო? _ღიმილით გადმომხედა.
-კი. _თავი დავუკარი.
-ვინაა შენი მეგობარი?
-თიკა, არ იცნობ, მაგრამ თუ გინდა გაგაცნობ.
-რას ქვია თუ მინდა?! _ გადმომხედა.
-გაგაცნობ! _სიცილით ვუთხარი.
თიკასთან მისულებს წყვილი სახლში დაგვხვდა. ჩემს დაქალს თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა როცა ანდირასთან ე რთად დამინახა და გიჟივით გამოვარდა ეზოში. ანდირა შემოსვლას არ აპირებდა თუმცა გიოს თხოვნას უარი ევრ უთხრა. საკმაოდ კარგადაც შეეწყვნენ ერთმანეთს.
-ვაიმე რას მეუბნები გოგო _აჟიტირებული იყო თიკა -და იოანემ არაფერი არ თქვა?
-არა. ვხვდები რომ ბოლომდე ვერ არის მოსვენებული, მაგრამ იმასაც ხცდება რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ზედმეტად არ ერევა.
-ვიცოდი, რომ გაგიგებდა და ზედმეტებს არ დაიწყებდა კაი ქართველი ძმასავით._ჩაიცინა და მისაღებში მოსაუბრე ბიჭებს გახედა.
-ახლა რას აპირებთ?
-არ ვიცი. გუშინწინ მითხრა გუდაურში წამოდი ჩემთან ერთადო.
-მარტო?
-არა, მეგობრებთან ერთად -ჩურჩლით ვუთხარი -იმდენი მთხოვეს უარი ვერ ვუთხარი.
-ვაიმე რა მაგარია _გახარებულმა შესძახა.
-ალექს _ანდრიას ხმის გაგონებაზე სამზარეულოდან გავედი.
-გისმენ.
-მე უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვს. წამოხვალ თუ რჩები?
-ცოტა ხნით დავრჩები მე _კართან მისულს დავეწიე და ლოყაზე ვაკოცე. უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ზემოდან დამაჩერდა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. ოდნავ დაიხარა და შუბლზე მომაკრო თბილი ტუჩები.
-რაო გოგონი მოგხვდა ამურის ისარი? _სიცილით გადამხვია გიომ ხელი ანდრიას წავსლის შემდეგ.
*****
-მოიცა, მოიცა რას ღადაობ ეხა -ყურებს არ უჯერედბა რატი.
-მეტყობა ხუმრობის რამე?
-შენ და ალექსანდრა ტო?
-ხო _ლუდის ბოთლები დაალაგა მაგიდაზე ანდრიამ და ტელევიზორი ჩართო.
-ამდენი ხანია ერთად ხართ და ეხა უნდა ვიგებდე ამას, ან აქმდე რატო არ ამბობდით?
-თვითონ მთხოვა ჯერ ნუ გავამხელთო.
-კაი ტო, აი ხო ვამბობდი რა რო ერთმანეთისთვის ხართ რა _კამყოფილი სახით გადაწვა დივანზე რატი.
-ოდესმე მითხარი ეგ და არ მახსოვს? _ჩაიცინა ანდრიამ და ფეხბრუთის მატჩს ყურადღებით მიაჩერდა.
-აუ რა მაგარია ტო! _ვერ მშვიდდებოდა რატი. -და ეხა დიდხანს უნდა ითამაშოთ დამალობანა?
-მე არ ვაპირებ არაფრის თამაშს. წავეშველები ცოტათი გამოსავლის პოვნაში _ეშმაკური ღიმილი გაუკრთა სახეზე.
*****
კვირას მთელი დღე თიკასთან ერთად გავატარე. საყიდლებზე გაყოლა მთხოვა და მასთან ერთად დავდიოდი. მეც ავარჩიე რაღაცები საახალწლოდ და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.
სახლში მისული ლამის შოკში ჩავვარდი როცა ანდრია და იოანე დავინახე სასტუმრო ოთახში. რაღაცაზ მხრიარულად საუბრობდნენ. ჩემ დანახვაზე ორივე გაჩუმდა.
-რა ხდება აქ? _დაბნეულმა ვიკითხე.
-არ მოგენატრე? _წარბები აათამაშა ანდირამ
-მეც აქ ვარ ცნობისთვის _ხლები გაშალა იაონემ.
-რას აკეთებთ თქვ...
-ოჰ, სტუმარი გვყოლია _კიბეზე ჩამომავალი მამას დანახვზე თავში სისხლი ჩამექცა ლამის.
-მა, გაიცანი ანდრია იოსელიანი, ჩემი ძველი მეგობარი და ალექსანდრას ამჟამინდელი უფროსი _წარუდგინა იოანემ -ანდრო, მამაჩემი ნოდარ ნიჟარაძე.
-სასიამოვნოა _ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად მამამ.
-ჩემთვისაც _ღიმილით ჩამოართვა ხელი ანდრიამაც.
-არ ვიცოდი, თუ ალექსანდრა იოანეს მეგობართან მუშაობდა _ჩემკენ მობრუნდა.
-არც ჩვენ მა, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ შემთხვევით. _მოახსენა იოანემ.
-ძალიან კარგი, დაბრძანდით _სავარძლისკენ მიუთითა.
-მადლობა.
-ალექს, მოდი საყვარელო შენც ჩვენთან დაჯექი. _დაპროგრამებული წავედი და გვერდით მივუჯექი მამას. თვალებს ნერვიულად ვაცეცებდი ირგვლივ.
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა მა, კარგად ვარ. _სწრაფდ ვუპასუხე.
-მგონი მართლა ცუდად გრძნობ თავს ალექსანდრა. _ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ანდრიას.
-კარგად ვარ-მეთქი! _შევუბღვირე და სრაფად წამოვხტი ფეხზე. შევნიშნე მამაჩემის გაკვირვებული სახე ჩემი საქციელის გამო. სამზარეულოს შევაფარე თავი და ყავის კეთება დავიწყე. რამით მაინც დავკავდები. იოანეზე და ანდიაზე საშინლად ემშლებოდა ნერვები. ვერ ვხვდები რას მეთამაშებიან. მოულოდნელად თავში ერთი იდეა დამებადა და ჩემსავე ფიქრებზე გულში ბოროტად გადავიხარხარე. გამზადბეული ყავა ჭიქებში ჩამოვასხი და ანდრიასთვის განკუთვნილ ჭიქაში მთელი კოვზი მარილი ჩავამატე. ლანგარზე გადავიტანე ჭიქები და ტანის რხევით გავედი სტუმართან.
-მიირთვით _ღიმილით ჩამოვარიგე ჭიქები.
-მადლობა დაი _სწრაფად დაავლო იოანემ ხელი ჭიქას. მეც მამას ჩამოვუჯექი გვერდით და ღიმილით მოვვალე ყევლას თვალი. შევნიშნე როგორ გაუფართოვდა ანდირას თავლები პირველი ყლუპის დალევისას.
-რაც მართლაია მართალია, კარგ ყავას აკეთებ დაიკო _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა იოანემ.
-გადასარევს _ უფრო თავისთვსი ჩაიბურდღუნა ანდრიამ.
-არ მოგწონთ? _მოჩვენებითი წყენით ვკითხე.
-პირიქით, ძალიან გემრიელია! _აფერისტულად გამიღიმა.
-მიირთვით _თვალებით ვანიშნე მარილიან ყავაზე და მეც ნაგლურად გავუღიმე. სულ დამავიწყდა ის რომ მამაჩემიც გვერდით მეჯდა. როგორც კი მის გაოცებულ მზერას გადავაწყდი მაშნვე დავსერიოზულდი.
-რთული სამუშაო გქონია _საუბარი განაახლა მამაჩემმა.
-რაც მთავარია სიამოვნებით ვაკეთებ ამას.
-ეგ ყველაზე მთავარია. საკუთარი პროფესია უნდა გიყვარდეს. აი მე მაგლითად მინდოდა ალექსანდრას სამედიცინოზე ჩებარებინა, მაგრამ თავი მოიკლა ეკონომიური მინდაო. აღარ შემიშლია მეც ხელი.
-კარგია რომ ეკონომიურზე ჩააბარა. _ჩაიცინა ანდირამ და მზერა ჩემკენ გამოაპარა- მაშინ ხომ ჩვენ კომპანიას დააკლდებოდა.
-მარტო კომპანიას ხო_ჩაიფრუტუნა იოანემ ისე რომ მხოლოდ მე გავიგონე. ნოდარმა გაბადრული სახით გადმომხედა. ჩემი უფროსის შექება ესიამოვნა აშკარად მამჩემს. მე კი ცეცხლი მომედო მთელ ტანზე. კიდევ დიდხანს საუბრობდნენ მე კი ჩუმად ვიჯექი. ანდირას დროდადრო წამოსროლილ მწარე მინიშნებებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. ვხედავდი მამჩემი აშკარად მოიხიბლა მისით. ზოგჯერ მეც ჩავერთვებოდი ხოლმე უხეშად მისი ნაგლობის შემყურე, რაზეც ნოდარი დამტუქსავად გადმომხედავდა.
ანდრიას გაცილებისას კი მამაჩემის ზურგს ვეფარებოდი, თითქოს ასე ვიცავდი თავს მისგან.
-ალექსანდრა რას ნიშნავდა შენი საქციელი. _დამტუქსავი ტონით მომიბრუნდა მამაჩემი, როგორც კი კარი მიხურეს.
-არაფერს _თავდახრილმა ამოვიბუტბუტე და დივანზე ჩამოვჯექი.
-რამე დაგიშავა იმ კაცმა ასე უხეშად რომ ელეპარაკე? _ჩუმად ვიჯექი სავარძლეში და ჩემს თითებს მივჩერებოდი.
-არაუშავს მა, ეპატიება ამას _ჩაიცინა იოანემ. ლამის თვალებით ჩავცხრილე კედელთან.
-რას ქვია ეპატიება! სტუმრის პატივისცემა ახლა არ გისწავლიათ.
-ხო არც სტუმრის და არც....
-იოანე! _წამოვიყვირე.
-რა ხდება ბავშვებო? _გამომცდელი მზერა შეგვავლო ორივეს.
-არაფერი მა, ნუ მიაქცევ ყურადღებას.
-რა ხდება? _კიდევ ერთხელ იკითხა ნოდარმა.
-ოო, რას ქვია არაფერი _აშკარად ჩემ ნერვებზე თამაშობდა იოანე.
-იოანე იტყვი?
-რავიცი აბა მა, შენს ქალიშვილს ჰკითხე, აბა მე რა შუაში ვარ _ეშმაკური ღიმილით წამოდგა იოანე ფეხზე და კიბეს აუყვა. რა თქმა უნდა ვხვდებოდი, რომ ამ თამაშში ანდრიას ხელიც ერია.
-ალექსანდრა, რაზე მიმანიშნებს იოანე? _გული ლამის ყელში მომებჯინა. ერთიანად გავწითლდი სახეზე და ვიგრძენი, როგორ მიწყლიანდებოდა თვალები. გატრუნული ვიჯექი და ს აკუთარ თითებს მივჩერებოდი.
-უაზროდ ხუმრობს _ამოვილუღლუღე.
-ნამდვილად? _ეჭვნარევი ტონით მკითა. მხოლოდ თავის დაკვრაღა მოვახერხე. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მეც ჩემს ოთახში ავედი. საწოლზე პირქვე დავემხე და ბალიშში თავჩარგულმა ემოციებს გასაქანი მივეცი.
*****
-ალექს ნუ ბავშვობ კარგი?
-არ ვბავშვობ!
-აბა რას გავს შენი საქციელი?! კიდევ რამდენი თვე უნდა მათამაშო ასე?
-ანდრია რას მეუბნები ხვდები მაინც?
-რომ ვერ ვხვდებოდე არც გეტყოდი.
-კარგი რაა...
-რა?
-გეხვეწები არ გვინდა რა დღეს.
-მე დღეს მინდა.
-მოდი ხვალ ვუთხრათ _ნერვიულად დავიწყე თითების მტვრევა.
-გინდა გამაბრაზო ხო? _წარბაწეულმა გადმომხედა.
-არა, უბრალოდ მე ვეტყოდი.... სხვა დროს...
-ახლაც შენ ეტყვი, უბრალოდ მე ცოტას წაგეშველები.
-გთხო...
-გადადი! _თავით მანიშნა გადავსულიყავი მანქანიდან.
-ანდ....
-გა და დი! _დამარცვლით მითხრა და თვალები დამიბრიალა. მეც სწრაფად გადავხტი მანქანიდან და ჩემი სახლის წინ აღმოვჩნდი. მამაჩემის მანქანის დანახვისას გულმა რეჩხი მიყო.
-წამოდი _ხელი ჩამკიდა და მაგრად მომიჭირა თითები თითებზე.
-ვნერვიულობ _ამოვიხვნეშე.
-ბუნებრივიცაა _ჩაიცინა და კარის გაღების საშუალება მომცა. სახლში შესულს სრული სიჩუმე დამხვდა. ერიანად მომეშვა გულზე.
-როგორც ჩანს მამა არაა სახლში _გაკრეჭილმა ვუთხრაი.
-დაველოდოთ _დივანზე ჩამოჯდა და თავადაც გამიღიმა.
-არ მოვა ჯერ ალბ...
-ალექს _ზურგსუკან მამაჩემის ხმის გაგონებაზე შევხტი და ლამის ვიკივლე. -ასე ადრე სახლში რატომ ხარ? _სასტუმრო ოთახში შემოსულმა როგორც კი ანდრიას მოჰკრა თვალი სახეზე გაკვირვება დაეტყო.
-ოჰ, სტუმარი გვყოლია. როგორ ხარ ანდრია?
-კარგად ბატონო ნოდარ, თავად როგორ გიკითოთ? _თავაზიანად მიესლამა და ხელი ჩამოართვა.
-არამიშავს _მხრების ჩეჩვით უპასუხა მამამ.-ალექს რა გჭირს შენ? _ჩემი სახის დანახვაზე გაკვირვებულმა შემავლო თვალი.
-ა..არაფერი მა _ამოვილუღლუღე.
-ხომ მშვიდობა გაქვთ ახალგაზრდებო?
-კი მა.... უბრალოდ....
-ბატონო ნოდარ _შემაწყვეტინა ანდრიამ. -მე და ალექსანდრას სალაპარაკო გვაქვს თვენთან _მშვიდად უთხრა.
-ჩემთან? გისმენთ _ეჭვნარევი მზერა შეგვავლო.
-ალექს _ხელი გამომიწოდა ანდრიამ რაზეც თვალები გამიფართოვდა. დაპროგრამებულივით ამოვუდექი გვერდით.
-მშვიდობაა ბავშვებო? _დაკვირვებით შეგვათვალიერა ორივე. დადუმებული, თავჩახრილი ვიდექი და შესაფერის სიტყვებს ამაოდ ვეძებდი გონებაში.
-რადგან ალექსანდრას უჭირს ყველაფრის თქმა სჯობს მე გითხრათ და აგიხსნათ ყველაფერი._სერიოზული სახით გადმომხედა ანდრიამ და კვლავ მამას მიუბრუნდა.
-ბატონო ნოდარ _ჩაისუნთქა -თავად მეც ცოტა დაძაბული ვარ, რადგან არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში._გადმომხედა -მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქალიშვილი მიყვარს. სანამ აქ მოვიოდი ბევრი ვიფიქრე და ყველაფერი კარგად მაქვს გაანილიზებული. ნამდვილად აღარ გვინდა დამალობანას თამაში რადგან ეს ზედმეტად მეჩვენება ამ სიტუაციაში, ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთან მოვსულიყავი და ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი მეთქვა. მიყვარს ალექსანდრა და მინდა ჩემი ცოხვრება მას დავუკავშირო. _ანდრია გაჩუმდა. სწრაფად ავიღე თავი და მამაჩემის სახეს დავაკვირდი, რომელიც სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა ანდირას. იმდნეად ვნერვიულობდი მისი პასუხის მოლოდინში რომ ფეხებში ძალა მეცლებოდა.მოკანკალე სუნთქვა აღმომხდა. ხელები სულ გამეყინა და გამიოფლიანდა.
-სწორად აღნიშნე, არც შენ ხარ პატარა და არც ალექსანდრა. შესაბამისად ორივეს გააზრებული გექნებათ ეს ურთიერთობა. როგრც ვხედავ თქვენ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ. თუ ჩემი შვილი მზადაა, რომ თავისი ცხოვრება შენ დაგიკავშიროს, მაშინ მე რაღა მეთქმის იმის გარდა, რომ ბედნიერება გისურვოთ. _დაასრულა მამამ და ორივეს დაკვირვებით შეგვავლო თვალი. ახლა ვიგრძენი რამდენად მაგრად ვუჭერდი ხელს ანდრიას და მივხვდი თვითონაც რამდენად ღელავდა. ღრმად ჩავისუნთქე მოსმენილით ბედნიერმა და წამწამებს ქვემოდან ვახედე მამას დარცხვენილმა. ოდნავ გამიღიმა, თითქოს მთელი ლოდების გროვა მომეხსნა ზურგიდან. გაუბედავად მივუახლოვდი მამას და მაგრად მოვხვიე ხელები.
-ჩემი ანგელოზი _ჩუმად მიჩურჩულა და მაგრად ჩამიკრა გულში
***
-ახლა რაღა მოგივიდა?
-აუ რავიცი ტო, დავიწვი ხელი _შეწუხებული სახით უყურებდა თავის ხელს.
-ხომ გითხარი ფრთხილად იყავი-მეთქი.
-აუ, დაიწვა საჭმელი _კვალავ არ წყვეტდა ბუზღუნს.
-გამოდი აქეთ _სწრაფად მივედი გაზქურასთან და ჩავაქრე. -მოდი მაჩვენე ხელი.
-კაი არაუშავს გამივლის _ონკანი დაკეტა და ფრთხილად შეიმშრალა დამწვარი ადგილი ხელსახოცით.
-მაჩვენე! _ვუბრძანე და ხელი ავაწევინე. -დაჯექი, მალამოს მოვიტან და წაგისვამ.
სწრაფად შევედი აბაზანაში და მალამო გამოვიტანე.
-არაა საჭირო ასე ფორიაქი, ნუ ნერვიულობ _გამიღიმა.
-მომეცი ხელი _ყურადღება არ მიმიქცევია მისი ნათქვამისთვის. ნაზად წავუსვი მალამო და სახვევით შევუხვიე.
-ჩემი მზრუნველი საცოლე _საკოცნელად გადმოიწია.
-მე შენთვის თანხმობა არ მომიცია _ეშმაკურად გავუცინე.
-ნუთუ?
-მხოლოდ მამამ მოგცა თანხმობა _ფაქტი დავაზუსტე -და ამასთან ე რთად არც შენ გითხოვია ჩემთვსი ცოლობა.
-ეგ გამოსწორებადია _თავი იმართლა -თანაც უფრო რომანტიულ მომენტს ვარჩევ.
-კარგად აარჩიე _სიცილით წამოვდექი ფეხზე, მაგარმ ადგილიდან ვერ დავიძარი. წელზე მაგრად მომხვია ხელი და მის მუხლებზე აღმოვჩნდი წამში.
-ხვალ დილით რომ მივდივართ გუდაურში ხომ იცი _ტუჩის კუთხეში მაკოცა.
-მერამდენედ ამბობ უკვე? _ მეც ვაკოცე და გავუცინე -ნინო და რატი გუშინ წავიდნენ არა?
-კი, მოაწესრიგებენ სახლს ჩევენ ჩასვლამდე. _ჩემს ფეხზე ხელი აასრიალა.
-გეყოს ეხლა _ფეხზე წამოვდექი.
-რა გავაკეთე რომ მეყოს? _სიცილით გამომაყოლა თვალი და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია
-დარჩები შენ მშიერი როგორც ვატყობ _ სამზარეულოსკენ წავედი როცა სახლის კარი გაიღო და იოანე გამოჩნდა.
-ოჰ, სტუმრები გვყოლია. _ანდრიას დანახვისას აფერისტულად შესძახა.
-ოჰ, გაგვახარე! _არც ანდრიამ დააკლო ირონია და თავლები ავისმომასწავებლად დაუბრიალა
-არ გინდა ემოციების ასე სააშკარაოზე გამოტანა, ვიცი, რომ გაგიხარდა ჩემი მოსვლა. _მეგობრულად გადაეხვია სარივით დასობილ მამაკაცს. -მოიწყინეთ ხო უჩემოდ? _მეამიტურად შემოგვცინა. ანდრიას სახეზე ეწერა, თუ რა დიდი სიამოვნებით დაახრჩობდა იოანეს. -ალექს ყავას არ გამიკეთებ მე? _ ახლა ჩემკენ წამოვიდა დამპალი ღიმილით. ცოტაღა მაკლდა და მათი სახეების შემყურე სიცილისგან გავიგუდებოდი.
-ახლავე _ფხუკუნით წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოსკენ წავედი. მადუღარა გაზქურაზე შემოვდგი და ჭიქები გავამზადე. მოულოდნელად ვიღაცის მკლავები შემომეხვია მაგრად, ჩემდაუნებურად შევკრთი.
-დალევ?
-არა, არ მინდა. _ნაზად მაკოცა კისერში
-სიყვარულო ძალსა შენსა! _ იოანეს შეძახილი გაისმა. ერთ ადგილას შევხტი, ანდრიას, კი ჩემზე შემოხვეული ხელები ავისმომასწავებლად დაეჭიმა.
-რომ მოვკლა გეწყინება? _ კისერზე მომაკრო ტუჩები და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.
-კი _ჩავიცინე და ტუჩები ლოყაზე მივაწებე.
****
დილით ადრიანად გამეღვიძა. ჩემოდანი უკვე გამზადებული მქონდა, მაგრამ მაინც თავიდან გადავხედე ყველაფერს, არაფერი დამრჩეს-მეთქი. მალევე გავემზადე და ქვევით ჩავედი. იოანემ ჩემოდანი ჩამომატანინა, ბედნიერი მგზავრობა მისურვა და საუშოზე წავიდა. როგორც კი სახლის წინ ანდრიას მანქანა გაჩერდა სწრაფად მოვშორდი ფანჯარას და ქურთუკი ჩავიცვი.
-მა, მოვიდა ანდრია.
-აცადე გოგო კაცს სახლში შემოსვლა _მისაყვედურა მამაჩემმა და ანდრიას კარი გაუღო.
-დილა მშვიდობისა _ომახიანად მიესალმა ანდრია.
-დილა მშვდიობისა _გზა დაუთმო რომ შემოსულიყო.
-როგორ ბრძანდებით ბატონო ნოდარ?
-არამიშავს _მხრების ჩეჩვით უპასუხა მამამ.
-ალექსნადრა მზადაა?
-აქ ვარ _შევეგებე.-მზად ვარ უკვე _გავუცინე.
-წავედით მაშინ.
-მოგეცადათ ცოტა ხანი.
-სიამოვნებით, მაგრამ მეგობრები გველოდებიან და მალე უნდა გავიდეთ. _უპასუხა ანდრიამ.
-მაშ კარგი, ბედნიერი მგზავრობა.
-კარგად მა _გადავეხვიე და ანდრიასთან ერთად გავედი სახლიდან.
-რაღაც გავიწყდება. _გარეთ გასულს გადმომილაპარაკა
-გეყოს, მამაჩემი გვიყურებს! _ჩავიჩურჩულე და სწრაფად ჩავჯექი მქნაქანში. ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო და საჭეს მიუძღვნა.
-ახლაც? _ღიმილით გადმომხედა. მეც გამეცინა, მისკენ გადავიწიე და სწრაფად ვაკოცე. კმაყოფილმა გაილოკა ტუჩები და მანქანა ადგილიდან დაძრა. ჯერ შაკოს და ანას გავუარეთ, შემდეგ კი ერთად დავადექით გზას. გუდაურში გვიან ღამით ჩავედით. საშინლად დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის დავიძინებდი. ანა და შაკო ცალკე მანქანით მოდიოდნენ. როგორც კი ეზოში შევედით, საშუალო ზომის ორსართულიან ხის სახლს კმაყოფილმა ავხედე. რატი აივანზე იდგა და გევლოდებოდა ღიმილიანი სახით.
-შემოდით დროზე თორე გავიყინე. _ბიჭებმა ჩემოდნები გადმოიღეს და სახლში შევედით, საოცრად მყუდრო სახლი იყო. მისაღებში ბუხრით და რბილი სავარძლებით. ძველი სახლი იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცას ეზრუნა მის აღდგენასა და შენარჩუნებაზე.
-ნინო სადაა? _ვიკითხე დ ა სახლს თავლი მოვვალე.
-აქ ვარ _ნინო შემოვიდა ოთახში. ძლივს ვიცანი მისი ხმა. საშინლად ხრინწიანი ხმა ჰქონდა, როგორც ჩანს გაცივებულა.
-რა გჭირს გოგო? _თმები აუჩეჩა შაკომ -რატი, ასე უვლი ხომ ჩვენს გოგოს.
-რომ არ მიჯერებს მაგიტომაც არის ეხლა მასე! და რამდენჯერ გითხარი დაწექი-მეთქი! _დატუქსა ნინო.
-საშინლად ვარ ხალხო_ამოიგმინა საცოდავად.
-ნინო, გინდა წამალს მოგცემ _ჰკითხა ანდრიამ.
-დავლიე უკვე.
-მე წავალ ოთახებს მივხედავ.
-გამოგყვები
-იყავი შენ ალექს, ნინოს მიხედე. შაკო გამომყევი რა გთხოვ _ქმარს გახედა ანამ. ისიც მაშინვე უკან გაჰყვა.
-მოდი თბილ ჩაის გაგიკეთებ. _ღიმილით ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი
-არ დაიღალე? _უკან გამომყვა ანდრია.
-კი, ძალიან. _თავი დავუქნიე და ჭიქების ძებნა დავიწყე.
-მეც _ზურგიდან მომეხიტა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
-ანდრო, მაცადე გავამზადო ჩაი.
-ვიქნები რა ასე _თვალდახუჭულმა ამოილუღლუღა. მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ.
-ვგიჟდები შნეს სურნელზე _ჩუმად ჩაილაპარაკა.
-მე შენსაზე _გამოვუტყდი. კისერში კოცნის კვალი დმაიტოვა და ისე მომშორდა. ნინოს ჩაი მივუტანე და მეც იქვე ჩამოვჯექი. მალე ანა და შაკოც შემოგვიერთდნენ. როგორც გავიგე ეს სახლი რატის ყოფილა და მეგობრები ყოველ წელს იკრიბებიან აქ. საღამომდე ტელევიზორს ვუყურებდით და ვსაუბრობდით. ანდრიას ჩემს მუხლებზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა. მგზავრობამ ისიც დაღალა.
-მგონი დამიწია სიცხემ _შუბლზე ხელი მიიდო ნინომ და რატის ახედა.
-რომ გეუბნები თბილად ჩაიცვი-მეთქი არ მისმენ და ახლა იყავი ეგრე!
-კარგი ხო ბოდიში. _თავი ჩამოადო მამაკაცს და გაიტრუნა.
-არ დავწვეთ? _თვალები მოიფშვნიტა შაკომ
-მე დღეს ამ ოთახიდან არ გავდივარ _უკეთესად გაეხვია ნინო პლედში და ბუხრისკენ მიიწია.
-მე ნინოსთან დავრჩები, იქნებ ღამით რამე დასჭირდეს. _ვთქვი მე
-არ დამჭირდება გოგო არაფერი წადი და დაწექი შენც. _ხრინწიანი ხმით მითხრა ნინომ.
-ისედაც დაღლილი ხარ, წამოდი და დაისვენე _ ფეხზე წამოდგა ანდრია.
-თორემ შენ სულ ნანას სიმღერით აძინებ რა _ჩაიფრუტუნა რატიმ და დივანზე უკეთესად მოკალათდა ნინოს გვერდით. სახეზე ალბათ ჭარხლის ფერი დამედო და თვალებიდან ლამის ცეცხლები გადმოვყარე. ადრიას ეშმაკურმა ღიმილმა კი კიდევ უფრო გამაღიზიანა.
-წადით ყველა და დაისვენეთ _სიტუაციის განმუხტვა სცადა ნინომ.
-ალექს, თქვენ ერთად გაგიშალეთ საწოლი _ეშმაკური ღიმილით ჩაგვიკრა თვალი ანამ.
-ხო, აბა რა ხომ უნდა იზრუნონ ერის გამრავლებაზე _ თავის ქნევით აგრძელებდა რატი ბრძნული აზრების გამოთქმას და კიდევ უფრო მიმძაფრდებიდა მისი ადგილზე ჩაკვლის სურვილი.
-რატი! _ძლივსშეკავებული სიცილით „უსაყვედურა“ ანდრიამ.
-ძილინებისა! _ხელებდამუშტულმა გავაბოტე სწრაფი ნაბიჯით და კიბეზე ავირბინე. ოთახის კარი ხმაურით მივხურე და გაბრაზბული ჩამოვჯექი საწოლზე.
-გაითვალისწინე, რომ სახლი ძველია და ზედმეტ დატვირთვას შეიძლება ვერ გაუძლოს_ ოთახში შემოსულმა ანდრიამ კმაყოფილი სახით მამცნო და კარს თვალი შეავლო.
-იცოდე შენ იატაკზე დაიძინებ! _ფეხზე წამოვდექი და თითით იატაკზე მივუთითე. წარბაწეულმა გამომხედა და ჩაიცინა.
-საწოლიც ძალიან მოსახერხებელია ჩემთვის. _უდარდელად ჩაილაპარაკა და მაისური გადაიძრო. მისი ნავარჯიშები სხეულის დანახვისას წამით თვალები გამიფართოვდა, გაჭირვებით გადავაგორე ნერწყვი და სწრაფად მოვაშორე თვალი. ჩანთიდან ამოვაძვრე პიჟამა და პირსახოცი და აბაზანაში შევედი. იქედან გამოსულს ანდრია უკვე საწოლში დამხვდა.
-იცოდე ზედემტების გარეშე! _გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი.
-ოქეი. _თვალები არ გაუხელი ისე მიპასუხა. მეც სწრაფად შევწექი მეორე მხარეს და საბანი დავიფარე. ცივ საწოლში დაწოლის გამო ერთიანად გამაჟრჟოლა. ფეხები მოვკეცე და უკეთესად მოვალათდი. მოულოდნელად წლზე ხელის შეხება ვიგრძენი და ერთიანად შემახურა.
-ანდრია, რას აკეთებ? _აღშფოთებულმა დავუბრიალე თვალები როცა მთელი ტანით თავის სხეულზე ამიკრო
-არ შეგჭამ _ჩაიცინა - შენს გათბობას ვცდილობ თან.
-როგორმე უშენოდაც მოვახერხებ _ვცადე მოხვეული ხელებიდან დავსხლტომოდი, თუმცა შენც არ მომიკვდე. ეშმაკურად იღიმოდა და თვალებში უცნაური ჭინკები უთამაშებდა.
-მე უკეთესი გზა ვიცი _ყელზე მომაკრო ცხელი ტუჩები რაზეც მთელ ტანზე ტაომ დამაყარა.
-რ..რას აკეთებ? _ დაბნეულმა ამოვიბლუყუნე.
-ვიძინებ შენთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ რატის წინადადება საკმაოდ მიმზიდველი იყო. _ საბანი კარგად შემომიკეცა.
-ანდირა...
-გაჩუმდი და შენც დაიძნე თუ არ გინდა, რომ გადავიფიქრო. ისეც ძლივს ვიკავებ თავს... _დანისლული მზერა შეავლო ჩემს მოღეღილ მკერდს და ტუჩები ენის წვერით გაისველა.
-საშინლად უტაქტო ხარ! _ამოვიბუზღუნე.
-შენ კი სექსუალური ნიჟარაძე _ჩუმი ხითხით მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ცხელი ტუჩებით ჩემს ბაგეებს შეეხო, რაზეც კანი ერთიანად დამეხორკლა. ვიგრძენი როგორ აასრიალა ხელი ჩემს მოშიშვლებულ ფეხზე, რის გამოც სასიამოვნო ოხვრა ვერ შევიკავე.
-ანდრია, მორჩი... _მოვხვდი რომ ბოლომდე ვერ შევძლებდი თავის შეკავებას, თუ სასწრაფოდ არ მომშორდებოდა.
-კარგი ხო_უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა როცა ფართხალი არ შევწყვიტე. _ჩამეხუტე
_უპრობლემოდ შევასრულე მისი ეს თხოვნა და მთელი ტანით მივეწებე. მისი თითები მთელ ხერხემლაზე ნაზად დასრილებდნენ რაც საოცრად მსიამოვნებდა.
ნელა ახლართა თითები ჩემს თმებში და თამაში დაიწყო. თანდათან ძილი მომერია და თავლები დავხუჭე.
დილით რატის მხიარულმა ხმამ გაგვაღვიძა. ოთახის კარზე გამეტებით აკაკუნებდა.
-რატი მორჩი! _შეუბღვირა ანდრიამ და უკეთესად მომხვია ხელი.
-რომელი საათია? _ნამძინარევი ხმით ამოვილუღლუღე.
-თერთმეტი დაიწყო.
-უჰ, დაგვიანებულა უკვე. ჯობია ავდგეთ _წამოსადგომად მოვემზადე.
-მოდი გოგო აქ! _თეძობეზე მაგარდ ჩამოვალო ხელი და კვლავ საწოლში შემაბრუნა.
-ვიყოთ ცოტა ხანი _ხელები მომხვია და თავი ჩემს მკერდზე მოაკალათა. ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში.
-ანდრო ავდგეთ. _საპასუხოდ კი საკმაოდ მოშიშვლებულ მკერდზე მომაკრო ტუჩები.
-გაჩერდი_გაპარული ხმით ამოვიკნავლე.
-რამდენ სიტყვასაც იტყვი იმდენად შორს წავალ _ჩაიქირქილა და კიდევ ერთხელ მაკოცა. -გემრიელი ხარ _კოცნით ამოუყვა კისერს და ტუჩებთან შეჩერდა.
-გეხვეწები გაჩერდი რა... _მკერდზე ხელები დავაწყე და ვეცადე ოდნავ მომეშორებინა.
-გეშინია არა? _ ეშმაკურამ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ა..არა _ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი სახეზე.
-ავდგეთ , ავდგეთ _სიცილით მომშორდა და ფეხზე წამოდგა.
-გინდა დღეს სათხილამუროდ გავიდეთ?
-მე არ ვიცი თხილამურებზე დგომა.
-გასწავლი მერე _აჩეჩილ თმებზე ხელი გადაისვა. მეც ფეხზე წამოვდექი, თუმცა მაშნვე ვინანე ეს, როცა მის დამშეულ მზერას გადავაწყდი. ამაოდ ვცდილობდი მოკლე პიჟამის დაგრძელებას. სწრაფად დავწვდი ტანსაცმელს და აბაზანაში შევვარდი. არ გამოპარვია ჩემს ყურთასმენას მისი ჩუმი ფხუკუნი.
****
-ცოტა ნელა ვერ დავდივარ მასე ჩქარა _თოვლში ამდენი სიარულით დაღლილმა დავიწუწუნე და ერთ ადგილას გავჩერდი.
-გელოდები _ ჩემკენ შემობრუნდა ანდირა და ქუდი შეისწორა.
-კი არ მელოდები გარბიხარ! _გაბრაზებულმა გავაბოტე თოვლში.
-ნუ ღელავ არ დაგტოვებ აქ _სიცილით მითხრა.
-ვერ დამტოვებ _ნიშნისმოგებით გავუღიმე.
-ვითომ? _ალმაცერად გამომხედა.
- საინტერესოა მერე როგორ გაძლებ _ეშმაკური ღიმილით შევხედე მისკენ და ტუჩები ენის წვერით გავისველე. თვალებდაწვრილებულმა გამომხედა. ნერვიულიად ჩაიცინა და თავი გვერდით გაატრიალა, თითქოს სიტუაცია დაზვერაო. შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და ვერც კი გავიაზრე როდის ავღმოჩნდი მის ხელებში. მაგრად შემომხვია მკლავები და სხეულზე მჭიდროდ მიმიკრა.
-ანდრია, მორჩი გვიყურებენ _ვცადე თავი გამეთავისუფლებინა.
-მაგაზე ადრე გეფიქრა! _ მხეცხივით დამაცხრა ტუჩებზე. წამში გავიტრუნე და მეც ავყევი კოცნაში. მეგონა საცაა ტუჩები მომძვრებოდა იმდენად მიბჟუოდა.
-ანდრო... _ონდავ მოვშორდი და ჩუმად ჩავიკისკისე. -მორჩი გეყოს.
-ჯობია დროზე წავიდეთ, თორემ ცოტაც და აღარავის მოვერიდები! _ტუჩებზე დამჩურჩულა და სწრაფად მომშორდა.
-ეგრე ჩქარა ვერ დავდივარ _კიდევ ერთხელ დავიწუწუნე და უკან ავედევნე.
ყურადღებას არ მაქცევდა ისე მიაბოტებდა წინ.
-ანდრია! _ერთ ადგილას გავჩერდი.-აღარ მოვდივარ მე _გაბუტული გავტრიალდი უკან და მუხლამდე თოვლში გავიკვალე გზა, ოღონდ ამჯერად უკან.
-სად მიდიხარ გოგო?!_ მკლავში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა.
-აბა არ მელოდები და... _ ბავშვივით დავიწუწუნე რაზეც სიცილი ვერ შეიკავა -და კდიევ დამცინი! _ხელი გავითავისუფლე და სწრაფი ნაბიჯით წავედი წინ.
-ნუ გარბიხარ!_გამომძახა. პასუხი არ გამიცია, ნაბიჯს ავუჩქარე.
-ალექსნდრა მაბრაზებ! _მისი ხმა დამეწია.
-ცივი წყალი დალიე გადაგივლის! _ხმამაღლა მივაძახე და გზა განვაგრძე. გამიკვირდა როცა მისი ხმა აღარ გამიგია, თუმცა უკან მაინც არ მიმიხედავს. უცებ გავიგონე აჩქარებული ნაბიჯების ხმა, რომლებიც აშკარად ჩემკენ იწევდნენ. მოულოდნელად კი მაგარდ შემომეხვია წელზე მძიმე ხელები და წამის მეასედში თოვლში ავღმოჩნდი, ზევიდან კი ირონიულად მომღიმარი ანდირა მეწვა.
-ვაი _ამოვიკნავლე -რატო ხარ დამიანო ველური! გავიჭყლიტე ადექი _დაგუდული ხმით ამოვიგმინე.
-ჯერ დასჯილი ხარ! _არფრის თქმა არ მაცალა ისე დამეძგერა ტუჩებზე. სიცივის შეგრძნება მაშინვე დავკარგე ისე წამოვხურდი.
-ანდრია მორჩი, სირცხვილია ასე რომ ვინმემ დაგვინახოს... _ძლივს მოავახერხე სიტყვის თქმა.
-დაგვინახონ! _აწითკებულ ცხვირზე ოდნავ წამეთამაშა. -ისევ ხარ ჩემზე გაბუტული?
-დიახაც!
-იმედია ჩემი წინადადება მოგილბობს გულს _ეშმაკურად აათმაშა წარბები.
-რა წინადადება?
-ცოლად გამომყევი!

26 თავი
-რა? _გაკვირვებულმა დვაკვესე თვალები. თვითონ კი კვლავ გაღიმებული მომჩერებოდა.
-რა? _გაიკვირვა
-რა თქვი?
-ცოლად გამომყევი-მეთქი! _ წმაწამები სწრაფად დვახამხამე არსებულ სინამდვილეში დასარწმუნებლად. მოულოდნელად ისტერიული სიცილი ამივარდა. ანდრია გაკვირვებული მიყურებდა. აშკარად ჩემს ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა.
-ხომ კარგად ხარ? _თვითონაც სიცილით მკითხა.
-როგორ უნდა ვიყოკარგად როცა 100 კილო მაწევს ზემოდან მეტად უჩევულო შემოთავაზებით. ადექი.
-მიპასუხე და ავდგებით.
-კარგი.
-გისმენ.
-რას მისმენ კარგი-მეთქი _გადავიკისკისე.
-სხვათაშორის მაგ დროს კარგის კი არა კის ამბობენ.
-მაშინ კი! _დინჯად დავუქნიე თავი.
-ხოდა ავდგეთ ეხლა! _სწრაფად წამოდგა ფეხზე და მეც წამში აღმოვჩნდი მის წინ. სწრაფად ჩაიყო ჯიბეში ხელი და პატარა კოლოფი ამოაძვრო. რასაკვირველია, არ გამჭირვებია იმის მიხვედრა რა იქნებოდა კოლოფში. მე უფრო ის გამიკვირდა ამ წამს თან რომ ჰქონდა.
-მომზადებული წამოხვედი? _სიცილით ვკითხე.
-მაშ! _წამწამებს ქვემოდან ამომხედ და ბეჭედი ხელში შეათამაშა. -მინდოდა უფრო რომანტიული გარემო შემერჩია, მაგრამ ვინ მაცადა _სიცილით მოიქცია ჩემი თითები ხელში. გული სიხარულისგან ამიძგერდა. ყურებამდე გაკრეჭილი ვიდექი მის წინ და ბედნიერების ცრემლებს მთელი ძალისხმევის ფასად ვიკავებდი.
-ჩემი გოგო _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ბეჭედი თითზე გამიკეთა. სათითაოდ დამიკოცნა ყველა თითი, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ორივე თვალზე მაკოცა. ახლაღა შევნიშნე, რომ უკვე ვტიროდი. თვითონ შემიმშრალა ცრემლები და მაგრად მიმიკრა გულზე.
-მიყვარხარ _მის მკერდში თავჩარგულმა ამოვიკნავლე და მეც მაგარდ მოვეხვიე.
-ჩემი ბედნიერება ხარ! _ კიდევ უფრო მაგრად მიმიკრო მკერდზე.
სულელივით ვიკრიჭებოდი და ცრემლების შეკავებას ვერანაირად ვერ ვახერხებდი.
-ასეთ დროს ტირიან გოგო? _სიცილით მკითხა.
-რ..ა ვქ..ნ..ა _ამოვისულუკუნე და მეც გამეცინა.
-ჩემი სულელი _ტირილისგან აწითლებულ ტუჩებზე დამაკვდა. მთელი სხეული
მომიდუნდა, ანდრიას მჭიროდ მოხვეული ხლები რომ არა, ალბათ, იქვე ჩავიკეცებოდი.
-როდიდან მადნები ხელებში ასე _ჩუმად ჩაიხითხითა, როგორც კი ჩემს ტუჩებს მოშორდა.
-მორჩი! _სიცილით მოივკარი მკერდზე ხელი აწითლებულმა.
-არადა, რომ....
-ოე, გვრიტებო! _შორიდან მოგვესმა რატის ხმა. მაშინვე ორივე მისკენ მივტრიალდით. რატი და ნინო მოდიოდნენ ჩვენკენ.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _გაკრეჭილმა გადმოგვხედა.
-კიდევ ორი წუთი ვეღარ გაძელით? _უკმაყოფილოდ უთხრა ანდირამ.
-რად უნდა ბიჭო ხელის თხოვნას ამდენი ამბავი _ხელები გაშალა რატიმ.
-მოიცა, თქვენ იცოდით? _გაკვირვებული მიაჩერდი.
-აბა რა _მხარი გამკრა ნინომ.
-ჩვენ დავეხმარეთ რომეოს გეგმების დალაგებაში _წარბები სასაცილოდ აათამაშა რატიმ. სიცილი ვერ შევიკავე მათი შემხედვარემ
-ხომ ხედავ რამდენი ვინემ ჩავრიე რომ შენი ქმრობა დამემსახურებინა. _გაიჯგიმა ანდრია.
-რა იყო, არ ვიმსახურებ ნეტა? _მეც შევიფერე და თმა ხელი კვრით ზურგსუკან გადავიყარე, ისე რომ ანდრიას სახეს ოდნავ მისწვდა თმის ბოლოები.
-რომ იმსახურებ მაგიტომ _ხელი გადამხვია და მკერდზე მიმიკრო.
-ხო მართლა, ანა და შაკო სად არიან?
-ანა ვერ გამოდის გარეთ, ეშინია ფეხი არ აუცურდეს მოყინულზე და სახლშია, შაკოც მასთანაა.
-მაშინ ჩვენც წავიდეთ სახლში. ასე ხომ ვერ დავტოვებთ. _სახლისკენ დავიძარით ყველანი. გზაში, რასაკვირველია, რატის კომენტარებს ვერ გავექეცით.
-ნინო, გაძლება მოგცეს ღმერთმა ამის ხელში _ოდნავ მოუთათუნა მხარზე ხელი ანდრიამ ნინოს.
ისე სწრაფად გავიდა ეს ერთი კვირა, რომ ვერც კი შევნიშნეთ. არაჩვეულებრივად ვატარებდით დროს ერთად. ახალი წლის საღამო მართლაც რომ განსაკუთრებულად ლამაზი და სასიამოვნო იყო. ამდენი დადებითი ემოციით დატვირთული აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი. მიხაროდა რომ იმ ადამიანის გვერდით ვიყავი ვინც ასე ძალიან მიყვარდა და რაც მთავარია, იგივეს ვგრძნობდი მისგანაც.
თბილისში დაბრუნებამდე დავილაპარაკეთ ქორწილის თარითზე და გადავწყვოტეთ, რომ მარტში გადაგვეხადა. უფრო კონკრეტულად კი პირველ მარტს. გაზაფხულის პირველ დღეს. მეც არ შევწინააღმდეგებივარ. მოსამზადებლად მხოლდო ორი თვეღა გვრჩებოდა, თუმცა როგორც ანდრია ამბობდა ყველაფერს მარტივად მოვაგვარებთო.
-ვაიმე რა მაგარია! _აღფრთოვანებული იყო თიკა ახალი ამბით და ბოლო ხმაზე კიოდა -როდისთვის დანიშნეთ ქორწილი?
-ანდრიას უნდა რომ მარტში გადავიხადოთ. _სიცილით ავიჩეჩე მხრები.
-რა? ასე მალე? რატომ მარტში?
-შენსავით გადარეული თვეაო _სიცილით ვუთხარი.
-კი, მაგრამ სამ თვეში არ უნდა მოვასწროთ?
-სამში არა ორში. პირველ მარტსაა ქორწილი _გავიცინე.
-მით უმეტეს!
-კარგი რა თიკა, მოვასწრებთ ყველაფერს. რა არის აქ მოსუწრებელი.
-საერთოდ არ ნერვიულობ გოგო?
-ვერ წარმოიდგენ რა ფასად მიჯდება ახლა სიმშვიდის შენარჩუნება. ასე რომ შენც ნუ მიმატებ!
-რა ცუდია მე რომ ვერ ვიქნები შენი მეჯვარე _ცხვირი აიბზუა.
-არაუშავს, თათა უკვე საქართველოშია და ამჯერად ის იქნება ჩემი მეჯვარე. _გახარებულმა ვამცენე კიდევ ერთი მეგობრის ჩამოსვლის შესახებ.
-თათა? ჯავახიშვილი? _სახეგაბადრულმა მკითხა.
-ხო _სიცილით დავუქნიე თავი
-მოიცა, როდის მოასწრო ჩამოსვლა?
-გუშინ დამირეკა ბათუმში ვარო_სიცილით ვუთხარი -არც მახსოვს რამდენი საათი ველაპარაკებოდი, იმდენი რამ მქონდა მოსაყოლი...
-ვაიმე რა მაგარია. როდის ჩამოვა თბილისში?
-ხვალ აქ იქნება უკვე.
-გოგო გახსოვს ადრე იოანეს რომ მოწონდა თათა?
-როგორ არა _სიცილით დავუქნიე თავი -გიჟდებოდა თათა ყურადღებას რომ არ აქცევდა.
-არადა რა გეგმები ქონდა ბიჭს, ჩვენი თათუკა რომ არ წასულიყო._თიკაც ამყვა სიცილში.
-დღეს ვუთხარი, რომ ჩამოდის და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს არც არაფერიო. _მხრები ავიჩეჩე.
-ჩამოვა და დაიწყება მაგათი ომიც.
-ეჭვიც არ მეპარება.
****
-შენი მეჯვარე უკვე ჩამოვიდა?
-კი ჩამოვიდა, ხვალ უნდა ვნახო და სავარაუდოდ შენც ხვალ გაგაცნობ.
-როდის უნდა ნახო? ხვალ სამსახურში მოსვლას არ აპირებ? _წამში გაიმკაცრა ხმა.
-როგორ გეკადრებათ უფროსო! _სიცილით ვუპასუხე -როგროც ყოველთვის თავის დროზე ვიქნები სამსახურში.
-გამოგივლი დილით.
-არ არის საჭირო ნუ შეწუხდები, ჩემით მოვალ.
-შენ ხომ არ გგონია, რომ მეზობელს ელაპარაკები? _სიცილით მკითხა.
-არა, უბრალოდ გითხარი _მეც გამეცინა.
-ხოდა ხვალ დილით გამოგივლი.
-კარგი მაშინ.
-მიდი დაიძინე ეხლა.
-კარგად, მიყვარხარ _სანამ გავუთიშავდი სწრაფად ჩავძახე ტელეფონში. კარგად გავეხვიე საბანში და ბალიშზე დავდე თავი. ძილმაც მალევე წამართვა თავი.
დილით სწრაფად წამოვდექი საწოლიდან თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი.
-დილა მშვიდობისა ფემილი! _ხელის აწევით მივესალმე მამას და იოანეს.
-ნეტა თუ იცის ანდრომ რომ ორი წლის ღლაპი მოყავს ცოლად? _ჩაუფრუტუნა იოანემ.
-მშვიდად ძამიკო, მშვიდად. _მეც მაგიდას მივუჯექი.
-შვილო, თათა როდის ჩამოდის?
-დღეს საღამოს აქ იქნება.
-ეგ მახინჯი უნდა იყოს შენი მეჯვარე? _ცხვირი აიბზუა იოანემ.
-იოანე ნორმალურად ილაპარაკე! _შენიშვნა მისცა მამამ.
-ანუ დღეს მოვა ჩვენთან?
-ხო დღეს მოვა და იმედია ისევ არ გაანხლებთ ომს _წარბაწეულმა შევხედე იოანეს.
-გეკადრება დაი? _ხელები ჰაერში ასწია. ეზოდან მანქანის ხმის გაგონებისთანავე fეხზე წამოვვარდი.
-ანდრია მოვიდა და წავედი მე...
-აცადე შვილო სახლში შემოსვლა.
-დავაგვიანებთ სამსახურში მა. _სწრაფად დავემშვიდობე და სახლიდან გავედი.
ანდრია მანქნასთან იდგა და ტელეფონში იცქირებოდა. ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი გადაეფინა.
-დილა მშვიდობისა ბატონო ანდრია _ ღიმილით მივესალმე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.
-დილა მშვიდობისა _ღიმილით მომესალმა და მანქანის კარი გამიღო.
-როგორ ხარ?
-უკეთესად ჩემთან გუდაურში რომ იყავი მაშინ ვიყავი, მაგრამ არაუშავს, ორ თვესაც მოვიცდი _თვალი ჩამიკრა და ცხვირზე თითი დამკრა.
-ხოდა მოიცადე. _სიცილით გადავიყარე თმები ზურგსუკან.
-დღეს ჩემs მშობლებთან მივდივართ საღამოს.
-რა? _გაოცებულმა ვჭყიტე თვალები -დღეს? მოიცა ამ საღამოს?
-ხო.
-ვაიმე! ანდრია მოაბრუნე მანქანა სასწრაფოდ! _აფორიაფქებული ე რთ ადგილას ავწრიალდი.
-რატო, რა მოხდა? _გაკვირვებულმა შემომხედა.
-ვაიმე ადამიანო ასე ხო ვერ წამოვალ, ნახე როგორ მაცვია რამე ნორამლურს მოვძებნი.
-ალექსანდრა ნუ სულელობ! _წამში დაუსერიოზულდა ს ახე.
-ძალიან გთხოვ რა...
-რა აზრი აქვს ამ კაბას ჩაიცვამ თუ სხვას, მაინც ლამაზი ხარ _ღიმილით გადმომხედა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. -დამშვიდდი კარგად იქნება ყველაფერი. _ჩემი თიტები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა.
-ვაიმე, როგორ ავნერვიულდი ეხა _ხულზე გაშლილი ხელი დავიდე.
-რა განერვიულებს? _სიცილით გადმომხედა.
-რა ვიცი, რომ არ მოვეწონო შენებს?
-ეგ მეორედ არ თქვა!
-აუუ... ვნერვიულობ მაინც.
-ვერ ხედავდი ელენეს როგორ მოეწონე?
-ხო მაგრამ....
-სანდრა!
-კარგი ხო, მაგრამ ეგრე ნუ მეძახი არ მომწონს. _გავიბუსხე.
-ვიცი, იოანემ მითხრა არ მოწონს ასე რომ ვეძახიო.
-სწორად უთქვამს.
-რატომ არ მოგწონს?
-ბავშვობაში რამეს რომ ვაშავებდი მამა ყოველთვის ეგრე მეძახდა ხოლმე. ახლაც ეგრე რომ მომმართავენ მგონია რომ რაღაც დავაშავე და მსაყვედურობენ _გამეცინა.
-როგორი ბავშვი იყავი?
-საშინელი _ხმამაღლა გავიცინე. -ბავშვობაში ძირითადად სოფელში ვიზრდებოდით. იქ თითქმის სულ ბიჭები იყვნენ, მხოლოდ მე თიკა და თათა ვიყავით გოგონები და გამუდმებით ბიჭებს დავდევდით. ხან ვის ბოსტანში გადავიპარებოდით ყველანი ერთად, ხან ვისაში. მეზობლის ქათმები სულ აწიოკებული მყავდა. რამდენჯერმე ერთი-ორი წიწილაც კი შემომაკვდა თამაშში _ხმამაღლა გავიცინე, ანდირაც ამყვა.
-ეგ როგორ?
-რავიცი, თამაშში ვერ ვიაზრებდი რამდენად ვუჭერდი ხოლმე ხელებს და ასე შემომეხრჩო რამდენიმე.
-ქილერი მომყავს ცოლად _სიცილში ამყვა ანდრიაც.
-ჯერ სად ხარ _გამეცინა.
-იმედია მეც არ დამდებ ხოლმე ბალიშს თავზე.
-შევცდები _გამეცინა
-სადაა შენი სოფელი?
-იმერეთში.
-იმერელი ხარ გოგო? _იმერული აქცენტით მკითხა.
-დიახ!_სიამაყით მოვიღერე ყელი.
-გინდა ერთხელ სვანეთში წაგიყვან.
-როგორ არ მინდა! _აღფრთოვანებულმა წამოვიძახე.
-მეც დიდი ხანია არ ვყოფილვარ იქ. რაც ბაბუ და ბებო გარდაიცვალნენ მას შემდეგ იშვიათად ვახერხებ ასვლას. ახლა თოვლი იქნება და ვერ ავალთ, მაგრამ გაზაფხულზე, ქორწილის შემდეგ წაგიყვან აუცილებლად.
-პირობა პირობაა. _მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.
-მადლობებს მე ეგრე არ ვიღებ! _ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა.
-გვეჩქარება _სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან.
-გეტყობა გადაგიარა მღელვარებამ _ნაგლურად წაისისინა.
-კარგი რა ანდრია _ამოვიბუზღუნე, როგორც კი გამახსენდა რომ დღეს მისი მშობლები უნდა გამეცნო.
-კარგი ხო, ნუ ნერვიულობ ტყუილად _წელზე ხელი მომხვია და ერთად შევედით შენობაში. არ გამომრჩენია თანამშრომლების გაოცებული სახეები. ცოტა არ იყოს თავი უხერხულად ვიგრძენი.
-ანდრია _ჩუმად გადავულაპრაკე და შევცადე წელზე მოხვეული ხელი მომეშორებინა.
-ნუ ფართალებ! _უფრო მაგრა მომიჭირა თეძოძე ხელი.
-სირცხვილია, ნახე როგორ გვიყურებენ.
-იმიტომ გვიყურებენ ასე, რომ უკვე იციან ჩვენი ამბავი _ჩაიცინა.
-რა? საიდან?
-დაგავიწყდა შენ რომ აქ რატიც არის არა?
-ეგ როგორ გამომრჩა. _მეც გამეცინა.
-წამოდი _კაბინეტისკენ წავედით.
-იცი ახლა რა გამხასენდა? _მის კაბინეტში შესულს სიცილით ვკითე.
-არა _თვითონაც გაეცინა.
-პირველად როცა მოვედი აქ და შენს კაბინეტში გიჟივით რომ შემოვვარდი.
-კი იყავი ღირსი გემრიელად მომეცხო _სიცილით მომხვია წელზე ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
-შენი ბარალი იყო _კისერზე მოვხვიე ხელი.
-რას წარმოვიდგენდი მაშინ ოდესმე თუ შენზე ჭკუას დავკარგავდი.
-აბა მე მკითხე. _გავიცინე. რამდენიმე წამი ასე მიყურებდა, შემდეგ კი ნაზად შემეხო ტუჩებზე.
-ხომ ვამბობ აშკარა ნეპოტიზმს აქვს-მეთქი აქ ადგილი _სიცილით მოვშორდი მის ტუჩებს.
-რაო მერე სამსახურს აღარ იცვლი? _ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-დიახაც, შევიცვლი! და უკვე გასაუბრებაც მაქვს ჩანიშნული, შეიძლება რამდენიმე საათის გაცდენა მომიწიოს _გამომწვევად გადავიყარე თმა ზურგზე
-გამსაწარი აქედან, თორემ მოგიწევს მერე ანაზღაურება გაცდენილი საათების.
-საინტერესოა როგორ _ეშმაკურად გავიცინე.
-ეგ მე ვიცი _თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ტუჩები ენის წვერით გასიველა.
-გავედი მე _სიცილით გავხტი კარში.
დღის ბოლოს ჩემმა მღელავრებამ უფრო მეტად იმატა. როცა ანდრიამ კაინეტის კარი შემოაღო ლამის ადგილზე მივესვენე გონდაკარგული. ყოველ წუთს მეუბნებოდა რომ ს ანერვიულო არ არაფერი იყო, მაგრამ ნამდვილად არ არის ადვილი მომავალ დედამთილ-მამამთილთან შეხვედრა. გული რეაქტიული სიჩქარით მოძრაობდა მკერდში.
-გადმოდი _მანქნაის კარი გამიღო და ღიმილით გამომიწოდა ხელი.
-ვენრვიულობ _აკანკალებული თტები შევაგებე.
-უკვე მაბრაზებ! _თვალების ბრიალით გადმომხედა.
-ნუ მიყურებ რა შენც ეგრე, ისეც ცუდად ვარ _სატირლად დამებრიცა ტუჩები.
-ვაიმე ალექსნდრა, ნუ შემშლი გოგო ჭკუიდან _წინ დამიდგა. -დამშვიდდი არაფერია სანერვიულო. ელენესგან უკვე იციან შენზე და უნახავადაც ძალაინ მოსწონხარ ორივეს, ასე რომ ტყუილად ნერვიუალობ.
-ჩამეხუტე რა _მაგრად მოვხვიე ხელები წელზე.
-ჩემი სულელი _სიცილით მაკოცა თავზე და მაგრად მიმიკრო მკერდზე. _შევიდეთ, თორემ გამიცივდები. _ხელი ჩამჭიდა და სახლისკენ დავიძარით. ღრმად ჩავისუნთქე როცა საკეტის გადატრიალების ხმა გავიგე.
-ანდროო _ელენეს მხიარული ხმაც გაისმე -ალექსანდრა, როგორ ხარ? _მეც გადამეხვია.
-კარგად, ელენე შენ როგორ ხარ?
-დილიდან გელოდები, ანდრომ მითხრა რომ შენს მოყვანას აპირებდა_გახარებულმა შემომცინა- დედას დავუძახებ ახლავე. დედაააა!
-ელენე ნუ წივიხარ _სახლში შვედით. -მამა სადაა?
-აქ არიან! _სირბილით წავიდა ელენე ერთ-ერთი ოთახისკენ. ჩვენც მას მივყევით.
-ანდრო, შვილო _ღიმილიანი სახით შეგვეგება საოცრად ლამაზი ქალი. მოკლე სპილოსძვლისფერი თმა მხრებამდე წვდებოდა. თმის სარჭით ლამაზად გადაეწია უკან. განსაკუთრებით მისმა თვალებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელსაც სათვალეც ვერ უკარაგცადა სილამაზეს. ზუსტად ანდრიასთანა თავლები ჰქონდა. ზედმეტად მოხიბლული დავრჩი ამ ქალის სილამაზით.
-როგორ ხარ მარო? _თბილად მოიკითხა დედა და გადაეხვია.
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-არამიშავს.
-ეს გოგონა ვინ არის?
-ახლავე გაგცნობთ ყველას. მამა სადაა?
-აქეთ წამოდით _ღიმილიანი სახით შემათვალიერა ქალმა და წინ გაგვიძღვა. ანდრიას მაგარდ მოვუჭირე ხელზე თითები და ღრმად ჩავისუნთქე.
-რას მოვესწარით მარიამ, გაგავიხსენბა შვილმა _სიცილით წამოდგა ფეხზე შუა ხნის მამაკაცი და შვილს გადაეხვია. როგორც კი ანდრია ოდნავ მომშორდა მაშინვე ელენე ამომიდგა გვერდით და გამამხნევებლად გამიღიმა.
-როგორ ხარ?
-მე რა მჭირს შვილო აბა ამათ ხელში _მხრები აიჩეჩა კაცმა.
-მშვენივრად გივლის ამრო რას ერჩი. _სიცილით გადახედა დედას.
-ოჰ, როგორც ვხედავ სტუმარიც გვყოლია. _როცა ჩემზე გადმოიტანა მზერა ერთიანად წამოვხურდი სახეზე.
-სწორედ მაგიტომ მოვედით თქვენთან. _ხელი გამომიწოდა ანდრიამ. - ელენე უკევ იცნობს ალექსანდრას _დას თვალი ჩაუკრა. - მოკლედ, ნიკა, მარიამ გაიცანით ჩემი საცოლე ალექსანდრა ნიჟარაზე. ალექს, ჩემი შობლები, მარიამ კიკნაძე და ნიკოლოზ იოსელიანი. _ სუნთქვაც კი შემეკრა მათი შემყურე. მთელი ძალით ვუჭერდი ანდრიას ხელს თითებს და ნერვიულად ვიკვნეტდი ტუჩებს.
-რა სასიამოვნო სუირპრიზია _მცირე დუმილის შემდეგ ფართედ გამიღიმა ნიკოლოზმა. -სად გყავდა აქამდე ეს ანგელოზოვით გოგო?
-სამსახურში! _ყველას დაასწრო ელენემ პასუხის გაცემა.
-სასიამოვნოა შვილო _ხელი გამომიწოდა კაცმა.
-ჩემთვისაც _აკანკალებული თითები გავუწოდე და გავუღიმე.
-ასე ნუ ნერვიულობ_ღიმილით წამოვიდა მარიამი ჩემკენ. -ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც _უფრო მშვიდად გავუღიმე. საოცარი ზეგავლენა იქონია ამ ქალმა ჩემზე. თითქოს მისი თითოეული გამოხედვა მამშვიდებს.
-მოდი, დაჯექით აქ რას დგახართ. _დივნისკენ წამიყვანა. ანდრიაც გვერდით მომიჯდა.
-შენ კიდევ არ უნდა გეთქვა რომ მოდიოდით? რამეს მაინც მოვამზადებდი! _შვილს მიუბრუნდა დამტუქსავი ტონით.
-ნუ იცი ხოლმე დედა.
-წამო დე, მე მოგეხმარები _სწრაფად ჩაავლო დედას მკლავში ხელი ელენემ და სამზარეულოსკენ წაიყვანა.
-როგორც ვხდეავთ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგიღიათ. _ღიმილიანი მზერა შეგვავლო ნიკოლოზმა.
-ლამის ჭაღარა შემეპარა მამაჩემო თმაში და დროა უკვე ვიზრუნო ოჯახზე. _თეძოზე ისე მომიჭირა თითები, რომ ადგილზე შევხტი. თვალების ბრიალით გადავხედე ანდრიას. თავად კი თითქოს არც არაფერიო უდარდელი ღიმილი აიკრო სახეზე.
-როგორც ელენესგან გავიგე ჩევნს კომპანიაში მუშაობ შვილო არა?
-დიახ. _ღიმილით დავუქნიე თავი.
-ნუ ხარ ასე დაძაბული, კაციჭამიები კი არ ვართ _სიცილით გადმომხედა.
-როგორ გეკადრებათ _მეც გამეცინა.
-ჩვენზე რამე ცუდი გაქვს ბიჭო ნათქვამი? _წარბაწეულმა შეხედა ანდრიას.
-პირიქით , სულ გაქეთ და გადიდეთ _ხელი გადამხვია ანდირამ.
-აბა რატომ მიყურებს ასე შეშინებული.
-არა ადვილი საქმე დედამთილ-მამამთილთან შეხვედრა ხომ? _ჩუმად ჩაიხითხითა.
-ანდრია _დამტუქსავი ტონოთ გავკარი მხარი.
-ვცდილობ მოგიხსა დაძაბულობა.
-ნიკა, სასმელი სად გაქვს შენახული სამზარეულოდან გამოსძახა ქმარს.
-ეხლავე მოვალ. _ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი.
-ჩემი დახმარება ხომ არ სჭირდება? _ანდრიას გადავულაპარაკე ტუჩის კვნეტით.
-ჰკითხე.
-მერიდება.
-ალექსანდრა!
-კარგი ხო _ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი. შევეცადე ყურადღება არ მიმექცია ანდრიას ფხუკუნისთვის.
-რამეში ხომ არ დაგეხმაროთ.
-ვაიმე, არა შვილო, არ შეწუხდე...
-რა შეწუხებაა _გავუღიმე -მოგეხმარებით.
-მოვიდეს დე, მოვიდეს. რძალი უნდა შევაფასო მულმა _დანა სასაცილოდ შეათამაშა ხელში ელენემ.
-ელენე როგორ ლაპარაკობ.
-არაუშავს _ელენეს გავუღიმე.
-რამდნეი წლის ხარ ალექსანდრა?
-26-ის.
-და ან ძმა გყავს?
-კი ძმა მყავს და მამა.
-დედა?
-პატარა ვიყავი როცა გარდაიცვალა.
-ძალიან მწუხვარ, მაპატიე არ უნდა მეკითხა.
-არაუშავს.
-ანუ შენ და ანდრიამ ერთმანეთი კომპანიაში გაიცანით?
-დიახ.
-მე თქვენზე ადრე გავიცანი ალექსანდრა _კმაყოდილამ ჩაილაპრაკა ელენემ და დაჭრილი ნამცხვარი მაგიდაზე გადმოდო.
-აბა შენ ვინ რას დაგასწრებს. მიკვრის ანდრიასაც რომ არ მოასწარი. _თავის ქნევით ჩაილაპარა მარიამმა. საოცრად სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა ანდრიას მშობლები. თითქმის სრულიად მომეხსან დაძაბულობა. მტელი ს აღამოც არაჩვეულებვრივად გავატარეთ. უფრო ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთის შესახებ. როგორც გავიგე მარიამი პროფესიით ექიმი ყოფილა. ანდრიამ ქორწილის თარიღის შესახებაც უთხრა მშობლებს. ელენე მაშინვე აჟიტირებული წამოვარდა ფეხზე და დახმარებას დამპირდა. ღიმილით შევყურებდი მთელ ოჯახს და ორმაგად მიხაროდა, რომ ასეთ ადამიანებთან მომიწევდა ურთიერთობა.
-იმედია მღელვარებამ საბოლოოდ გადაგიარა _სიცილით მკითხა ანდრიამ როცა მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.
-იხუმრე შენ დ ა იცი მართლა როგორ ვნერვიულობდი?
-მერე ხომ დამშვიდდი?
-კი. _გავუღიმე. -საოცარი ოჯახი გყავს. არაჩვეულებრივი ხალხია.
-მათაც ძალაინ მოეწონე. ვერ ხედავ მარიამი გვერდიდან არ გიშორებდა.
-მიხარია, თუ ასეა.
-მიდი სახლში შედი. _ის იყო მანქანიდან უნდა გადავსულიყავი როცა შევნიშნე როგორ გაჩერდა ჩვენს წინ ტაქსი და იქედან გოგონა გადმოვიდა. წამიც და ჩემი მეგობარი თათა ვიცანი. თვალებგაფართოებული, გახარებული გადავხტი მანქანიდან და თათასკენ წავედი. მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა ჩემი დანახვისას.
-ვაიმე თათა, თათუკა, ჩემი გოგო როგორ მომენატრე _მაგარდ გადავეხვიე ბავშვობის მეგობარს.
-მეც როგორ მომენატრე ალექს _თვითონაც ჩამეხუტა.
-რატომ არ დამირეკე?
-რავი სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა.
-ღმერთო არ მჯერა აქ რომ ხარ _ყურებამდე გაღიმებულმა შევავლე მეგობარს თავლი. -ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე.
-მოგიწევს დაიჯერო.
-ხო მართლა, გაიცანი ეს ანდრიაა. ანდრო ეს თათაა ჩემი მეგობარი და მეჯვარეც.
-სასიამოვნოა _ღიმილთ ჩამოართვა ხელი.
-ჩემთვსიაც.
-კარგი, მე დაგტოვებთ. _მომიბრუნდა ანდრია.
-ფრთხილად იარე
-კარგი _ნაზად მაკოცა და წავიდა.
-ვაიმე არ სიმპათიურია. _გადმომილაპარაკა თათამ
-წამო სახლში შევიდეთ ჩქარა _სიცილში ავყევი. სწრაფად გავაღე კარი და სახლში შევედი.
-იო, მამა, მოვედიი _ გავძახე ორივეს.
-მოდი მერე კაც... _სიტყვა შუაზე გაუწყდა იოანეს თათას დანახვისას.
-ვა თათა?
-ვა იო? _გაინაზა ჩემი დაქალი.
-როდის ჩამოხვედი?
-ორი დღეა.
-როგორ ხარ? _გადაეხვია.
-კარგად, შენ? _შევნიშნე სახეზე როგორ წამოწითლდა
-არამიშავს. აქ რჩები? ანუ წასვლას აღარ აპირებ?
-არ ვიცი, ვნახოთ. _მხრები აიჩეჩა თათამ. წარბაწეული ვუყურებდი ორივეს და ვხვდებოდი რომ ხუთი წლის წინანდელი გრძნობა იღვიძებდა.
****
სწრაფად მიიწურა მთელი ორი თვე. თებერვალი უკვე სრულდებოდა და ქორწილი სულ რაღაც ორ დღეში იყო. ჩემი მღელვარებაც თანდათან უფრო და უფრო იმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი მზად იყო მაინც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. ამას ისიც ემატებოდა რომ ამინდები სულ მთლად არეული იყო. გამუდმებული წვიმები განსაკუთრებით მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. ანდრია კი მეხუმრებოდა ქორწილის დღეს სპეციალურად შენთვის გამოიდარებსო. ყველა დეტალი მზად იყო. თათას და თიკას დახმარებით ყველაფერს ადვილად გავრთვი თავი.
-გინდა სადმე გავიდეთ?
-გავიდეთ, მაგრამ მგონი წვიამს აპირებს _მოღრუბლულ ცას ავხედე.
-არაუშავს, ხომ გიყვარს წვიმა.
-მიყვარს. _თავი დ ავუკარი ღიმილით და მანქანაში ჩავსხედით. ერთი პატარა კაფეს წინ გავჩერდით.
-ხარ აქ ნამყოფი?
-არა. არადა ხშირად დავდივარ ამ ქუჩაზე.
-ხოდა ახლა ნახავ. _ხელი ჩამკიდა და კაფეში შევედით. მართლაც საოცრად მყუდრო ადგილი იყო. ხის მაგიდებითა და სავარძლებით. მშვიდ ფერებში გადწყვეტილი. ერთ-ერთ მაგიდას მივუსხედით.
-რას დალევ? _მკითხა.
-არ ვიცი, მთავარია ალკოჰოლი არ იყოს, თორე ქორწილში ხვალ საშინელ მდგობარეობაში გამოგეცხადები _სიცილით ვუთხარი.
- ერთი ჭიქა რას გიზამს ეხა? _ მიმტანს ანიშნა ჩვენთან მოსულიყო.
-რას შეუკვეთავთ?
-ორი ჭიქა წითელი ღვინო.
-წარმოგიდგენია, ხვალიდან ქმარი უნდა დაგიძახო _სიცილით შევხედე, როგორც კი მიმიტანი წავიდა.
-წარმოგიდგენია ხვალიდან ცოლი უნდა დაგიძახო _იმავე ტონით მითხრა და სიცილში ამყვა.
-როცა დამინახე რა იფიქრე პირველად? _თავში რაც მომივიდა ის ვკითხე.
-რა ვიფიქრე? _წამწამებს ქვემოდან ამომხედა.
-ხო, რა იფიქრე?
-შემეშინდა.
-ჩემი? _გამეცინა.
-ხო, შენი.
-რატომ?
-შენი თვალები, თვალები იყო პირველი რაც შევნიშნე. საკუთარი ანარეკლი დავინახე მათში.
-ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.
-არა, ყოველთვის არ გემართება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. _ ღიმილით შეათამაშა წარბები და თავი ფანჯრისკენ გაატრიალა
-ანუ ხვალიდნა ცოლ-ქმარი ვართ? _სიცილით მკითხა ბოლოს.
-ანუ _მეც გამეცინა.
-ანუ სახლში რომ მოვალ დავიძახო ქალო ნასკი გამხადე? _სიცილს უმატა.
-ოოფ ეგრე არ მითხრა ხოლმე _ცხვირი ავიბზუე.
-ჩვენ გავიმარჯოს _ღვინის ჭიქა ხელში აიღო.
-გაგვიმარჯოს _ მეც მას მივბაძე.
*****
-ალექსანდრა გაიღვიძე...
-მმ...
-ადექი საყავრელო თორემ დაგაგვიანდება. დილის 7 საათია უკვე.
-მერე რა _ხელი ავიქნიე და ძილი განვაგრძე -რა მინდა სალონში.
-ქორწილი გაქვს გოგო ქორწილი! _ჩემი ძმის ყვირილზე მთელი ტანით შევხტი და მაშინვე ვჭყიტე თვალები.
-ჰა? _ბოლო ხმაზე წამოვიყვირე და ფეხზე ისე სწრაფად წამოვხტი, რომ თავბრუ დამეხვა და მამა და იოანე რომ არა ძირს გავიშოტებოდი.
-ფრთხილად _ნახევად ჩაკეცილს მამამ ხელი შემაშველა.
-ვაიიმეე _ჩაიდუდღუნა ჩემმა ძმამ -ნელა შე ბოთე _ფრთხილად წამომწია და ისევ საწოლზე დამსვა.
-შენი საქმრო მე მოკლავს საღსალამათი რომ ვერ ჩაგაბარო.
-იოანე გაჩუმდი _ხელის აწევიდ გავაჩერე. -ჩემი ქორწილია დღეს. ვაიმე რა უნდა ვქნა! კაბა სადაა? ჩამეძინა არა? დმაგვიანდა და ვერ ვასწრებ ხო ვერაფერს? _სახე სატირლად დამებრიცა. -ვაიმე რა გავაკეთო! ვაიმე ანდრიამ რომ იფიქროს აღარ მივდივარ...სადაა ჩემი ტანსაცმელი? ფეხსაცმელი? ვაიმე აბაზანაში უნდა შევიდე სასწრაფაოდ! _ უკვე სერიოზულად დავპანიკდი. ციბრუტივით ვტრიალებდი მთელ ოთახში. მამა და იოანე კი წარბაწეული ჩემს მოძრაობებს აყოლებდნენ თავს.
-მა, ეს რომ დაიბადა, სამშობიაროში ხომ არ დაუვარდათ? _გადაულაპრაკა იოანემ მამას.
-ალექს, დამშვიდდი ძვირფასო არ გაგვიანდება არსად. მიდი მშვიდად მოიწესრიგე თავი, გოგონებიც მალე მოვლენ.
-ჰა? ანუ არ დამაგვიანდა?
-არა არ დაგაგვიანდა.
-დამშვიდდი გოგო ნუ პანიკიორობ _სიცილით მითხრა იოანემ.
-აჰამ_თავი დავუკარი -კარგი _ღრმად დავიწყე სუნთქვა რომ დავმშვიდებულიყავი.
-მიდი მალე მოწესრიგდი თორემ დაგავგვიანდება და აღარ წაგიყვანს ანდრო _ნაგლურად გამიღიმა ბოლოს ჩემმა ძმამ და ოთახიდან გავიდა.
-შვილო, დამამშვიდებელი ხომ არ გინდა? _სიცილით მკითხა ნოდარმა.
-არა მა, კარგად ვარ. _მეც გამეცინა და სწრაფად შევვარდი აბაზანაში. ცოტა ხანში თიკა, გიო, თათა, ბექა და ჯაბაც მოვიდნენ. თიკა და თათა ჩემ გვერდით იყვნენ და მეხმარებოდნენ. თათას ოსტატობის მეშვეობით როგორღაც სულ რაღაც ნახევარ საათში სტილისტი და ვიზაჟისტი ჩემს ოთახში იდგნენ. საოცრად ვნერვიულობდი. ამ წუთას ერთადერთი რაც მახარებდა ის იყო რომ გარეთ არ წვიმდა. ანდრიასი არ იყოს, მგონი ჩემი ხათრით გამოიდარა.
თორმეტი საათისთვის უკვე მზად ვიყავი და საპატარძლო კაბაში გამოწყობილი სარკის წინ ვიდექი. კაბის ბოლოებს დილის მზის შუქი ეცემოდა და ლამაზად ბრჭყვიალებდა ზედ გაწყობილი თვლები. ფატა თმის სარჭით ლამაზად მქონდა თმაში ჩატანებული, სიგრძით კი იატაკზე ეფინებოდა.
-შეიძლება? _იოანეს ხმის გაგონებაზე უკან მივბრუნდი.
-ვაუ _სახეზე ღიმილი გადაეფინა. -ალექს... საოცრება ხარ _წინ დამიდგა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა. -აღარსად გიშვებ! _სიცილით მითხრა.
-მართლა კარგად გამოვიყურები?
-გინდა სანაძლეო დავდოთ ანდრია რომ მოვა დაგინახავს თუ არა დაეცემა _გაიცინა.
-მორჩი ხუმრობას.
-შეიძლება ბავშვებო? _ოთახში მამა შემოვიდა. ჩემიდანახვისას ერთ ადგილს მიეყინა წამით. შევამჩნიე როგორ აუწყლიანდა თვალები. სახეზე ბედნოერების ღიმილმა გადაურბინა.
-გამზერდა ანგელოზი _ღიმილით მომიახლოვდა. -ძალიან ლამაზი ხარ შვილო.
-მადლობა მა _მეც ცრემლები ჩამიდგა თვალებში.
-არ იტირო, თორემ ყველაფერს გააფუჭებ _ჩემი ხელები თავისაში მოიქცია.-პატარა საჩუქარი მაქვს შენთვის ძვირფასო. _ჯიბიდან ძველი ხელსახოცი ამოიღო, რომელიც საგულდაგულოდ იყო დაკეცილი. ფრთხილად გახსნა, და საოცრად ლამაზი ვერცხლისფერი თმისსარჭი ამოიღო. პატარა, ბრჭყვიალა თველებით იყო გაწყობილი და მართლაც არაჩვეულებრივი ეფექტი ქონდა ხელის გულზე მოქცეულსაც კი.
-დედათქვენისაა _ნაღვლიანად დახედა. -თითქმის სულ თან ატარებდა. ბავშვობაში შენ ძალიან მოგწონდა და ხშირად პარავდი ხოლმე, რომ გაგეკეთებინა. ვფიქრობ სწორედ ახლაა დრო გადმოგცე ეს შენ. ვიცი ახლაც ისევე მოგეწონება როგორც ადრე, ბავშვობაში. _ხელის გულზე დამიდო. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-მადლობა მა _მამაჩემს გადავეხვიე მთელი ძალით. შევნიშნე როგორ სწრაფად შებრუნა იოანემ თავი ფანჯრისკენ და ორი თითით თვალები მოიფშვნიტა.
-ახლავე გავიკეთებ _თბისამაგრი ფატასთან ერთად მოვიხსენი და ახლით ჩავანაცვლე. კაბასაც საოცრად მოუხდა და თმაზეც არაჩვეულებრივად გამოუყურებოდა.
-მოვიდნენ, მოვიდნენ! _ოთახში შემოვარდა თათა. -ალექს მზად ხარ?
-კი, კი მზად ვარ _სწრაფად ავახმხამე წამწამები და კაბა კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
-წამოდით ჩევიდეთ.
-ფრთხილად სიარულში ფეხი არ დაადგა. _თათა დამეხმარა იოანესთან ერთად კაბით კიბეზე ჩასვლაში.
როგორც კი კიბე ჩავათავე შევნიშნე სახლში შემოსული სტუმრები და მათ შორის სმოკინგში გამოწყობილი ანდრია. არ ვიცი მე მეჩვენა ასე თუ არა, მაგრამ ჩემთვის დღეს მაინც განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო. ფართედ გავუღმე და როგორც კი მის გაოცებულ მზერას გადავაწყდი თავი დვახარე რომ სიცილი შემეკავებინა.
-ხომ გითხარი _ჩუმად გადმომილაპარაკა იოანემ.
-ჰე რას აპირებთ ეხა? აღარ გვატანთ პატარძალს? _დასჭექა რატიმ, რომელიც ანდირას უმშვენებდა გვერდს მეჯვარის ამპლუაში.
-რა ლამაზი ხარ _გაოცება და აღფრთოვანება ერთდროულად ისმოდა მის ხმაში.
-მადლობა _კეკლუცად გავუღიმე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
ტრადიციული დალოცვის, სასიამოვნო ლექსისა და რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ყველანი ტაძრისკენ წავედით. სამების ტაძარში მოეყარა ყველას თავი. საოცარი სიმშვიდისა და სიწმინდის ფონზე ჩაიარა ყველაფერმა. ვგრძნობდი ჩემი გულის ძგერას, უზომოდ ბედნიერი ვიყავი ამ წუთას. ჯვარი დავიწერეთ და ეკლესიიდან გამოვედით.
-ჩემი ცოლი _ყურში მიჩურჩულა ანდირამ და კისერზე მომოაკრო ტუჩები.
-ჩემი ქმარი _ყურებამდე გაღიმებულამ დავიჩურჩულე მის ტუჩებთან. ვგრძნობდი თითოეულ წამს და სწორედ ეს მაბედნიერებდა. მალე ყველამ ერთად დარბაზში გადვინაცვლეთ. შევსლისთანავე შეძახილებითა და ტაშით შეგვეგებნენ სტუმრები.
ქორწილი ტრადიციულად გაგრძელდა. მაღალფარდოვანი სიტყვები, სადღეგრძელოები, მშვენირი მუსიკა რაც კიდვე უფრო კარგ განწყობას უქმნიდა ყველა სტუმარს.
-დაისის დროა -ჩუმად გადავულაპარაკე ანდრიას.
-მერე ავდეგთ _სიცილით ჩამჭიდა ხელი და საცეკვაო სცენისკენ წამიყვანა. ცეკვა დავიწყეთ. აშკარად გაოცებული ვიყავი ანდრიას ყურებისას. არ ველოდი თუ ასე კარგად ეხერხებოდა ცეკვა. საოცრად მოხერხებულად მოძრაობდა და არაჩვეულებრივი სიზუსტით აკეთებდა თითოეულ ილეთს. ცეკვის დასარულს ერთმანეთს და სტუმრებს თავი დავუკარით და კვალვ ადგილს დ ავუბრუნდით.
-გაოცებული ვარ. _სიცილით ვუთხრაი. -არ ვიცოდი ასე კარგად თუ ცეკვავდი.
-ჯერ კიდევ ბევრ რამეს აღმოაჩენ ჩემში _თავმომწონედ ჩაილაპარაკა და ჩემიკენ გადმოიხარა საკოცნელად. მეც ხელები მოვხვიე და მთელი გრძნობით ვაკოცე. დარბაზში გაჟღერებული მუსიკის გაგონებაზე სწრაფად მოვშორდი ანდირას ტუჩებს.
-ვაიმე როგორ მიყვარს ეს სიმღერა. წამო რა ვიცეკვოთ. _ფეხზე წამოვდექი.
-რა გიჟი მყავხარ _სიცილით ჩამჭიდა ხელი და ჩემთან ერთად გამოვიდა საცეკვაოდ. ხლები კისერზე მოვხვიე და ნაზად ავაყოლე მუსიკას ტანი.
თვითონ მჭიდროდ მომხვია ხელი წლზე და თავისკენ მიმიზიდა. ჩემი მოღეღილი მკერიდან მზერა ტუჩებამდე ამოაცოცა და ტუჩები ენის წვერით გაისველა. წარბაწეულმა ავხედე და ოდნავ ვკარი ხელი. ჩემ ქცევაზე ბოლო ხმაზე გაეცინა. კიდევ კარგი მუსიკის ფონზე არაფრეი ისმოდა.
-საინტერესოს დღეს სად გამექცევი _ყურთან მიჩურჩულა. მაშინვე წამოვხურდი სახეზე და ერთიანად გავწითლდი. თავი მის კისერში ჩავმალე რომ მღელვარება დამეფარა. სამაგიეროდ კი მას მაგარდა ვუჩქმიტე მხარზე.
-ძალადობის მსხვერპლი ვხდები ქორწინების დღეს.
-მორჩი ანდრია _მკერდზე მივკარი ხელი ერთიანად აწითელბულმა.
-კარგი, ხო _სიცილით მითხრა და რამდენჯერმე სწრაფად დამატრიალა ჰაერში. მთელმა დღემ ემოციებით სავსემ ჩაიარა.
სასტუმროს ნომერში შესულს საოცრად მომემატა მღელვარება. გასაღები ანდრიამ იქვე თაროზე ჩამოდო და ჩემკენ მობრუნდა, მაშინვე ავარიდე მზერა, თუმცა მაინც შევნიშნე როგორ ჩაეჩხვლიტა ტუჩის კუთხე. კედელზე მიყრდნობილი იდგა და მაკვირებოდა. ოფლით დაცვარულ ყელზე ავასრიალე გაყინული თითები.
-აბაზანაში მინდა შესვლა, გადავივლებ_მძიმედ გადავაგორე ნერწყვი რომ ხმა არ წამრთმეოდა.
-იქეთაა აბაზანა _თითით მანიშნა და კიდევ ერთხელ ამათვალიერა.
-კარგი _თავი დავუკარი და კაბის შრიალით წავედი აბაზანისკენ.
-მოიცა, დაგეხმარები ელვის გახსნაში. _მისი ხმა დამეწია.
-კარგი _ერთ ადგილას გავჩერდი. ვიგრძენი როგორ შემეხო მხარზე მისი ხელი. ერთიანად გამაჟრჟოლა, გამეტებით დავმუშტე ხელები. ფრთხილად ჩაასრიალა ელვის შესაკრავი მთელ ზურგზე და ნაზადა შემეხო თითებით მოშიშვლებულ კანზე. ორმაგად ამიძგერდა გული. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ტუჩები მხარზე. თვალები მივნაბე და მოდუნებული გავიტრუნე. ფრთხილად მიმაბრუნდა თავისკენ და სწრაფი მოძრაობით გადამიწია კაბის პლეჩები მხრებიდან. რამდენიმე წამში შრიალით მოშორდა კაბა ჩემს სხეულს და საცვლებისამარა დავრჩი მის წინ. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და მზერა ჩემს თვალებზე შეაჩერა. ცალი ხელი წელზე შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. სწრაფად წამომწია ჰაერში და მუცელზე შემომისვა. მჭიდროდ მოვხვიე მეც ფეხები წელზე. ფრთხილად მიმაწვია საწოლზე და თავადაც ზედ მომექცა. ვგრძნობდი მის აჩქარებულ გუსლიცემას. რამდენიმე წამი თვალებში მიყურებდა და ჩემს რეაქციას აკვირდებოდა, შემდეგ კი ნაზად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. სულ მალე ოთახში არსებულ სიმშვიდეს მხოლოდ ვნების წამოძახილები და გახშრიებული სუნთქვა არღევევდა.

27 თავი
ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა. წამწამები ერთმანეთს გაჭირვებით დავაშორე და გვერდი ვიცვალე. მაშინვე აღვიქვი წელზე შემოხვეული მძიმე ხელი, რის გამოც გამიჭირდა განძრევა. გაღიმებულმა ავხედე ანდრიას, რომელსაც ჯერ ისევ ეძინა. რამდენიმე წუთი ასე ვაკვირდებოდი, ბოლოს კი ფრთხილად მოვიშორე მისი ხელი, საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში შევედი. გაუნძრევლად ვიდექი და წყლის ჭავლს სახეს ვუშვერდი. ბოლოს როცა თითოს ბალიშებზე ნაოჭები შევნიშნე ვიკადრე ონკანის დაკეტვა. ტანი შევიმშრალე, იქვე დაკიდებული რბილი ხალათი ჩავიცვი და აბაზანიდან გამოვედი ანდრიას ისევ ეძინა. საწოლზე პირაღმა იწვა და მშვიდად ფშვინავდა. მის განიერ გულ-მკერდს თვალი შევავლე, ჩუმად ჩავიცინე და ფეხაკრეფით წავედი მისკენ. საწოლს ხელებით დავეყრდენი და მისკენ გადავიწიე ისე რომ ჩემი სველი თმის ბოლოები ოდნავ ეხებოდა მისი სახის კანს. თმიდან ჩამოვარდნილი წვეთები სახეზე დაეცა. თავიდან უკმაყოფილომ შეჭმუხნა შუბლი, შემდეგ გვერდი იცვალა და კვლავ მშვიდად განაგრძო ძილი.
-ჰმ! _ჩავიფრუტუნე. თმა ხელში მოვიქციე და სახეზე ოდნავ გავუსვი რამდენჯერმე იმაში დარწმუნებულმა, რომ ჯერ ისევ მშვიდად ეძინა. სწორედ ამ დროს ისე უცებ გადმობრუნდა ჩემკენ რომ აზრზე ვერ მოვედი. ხმამაღლა დავიკივლე, როცა წელზე მჭირდროდ მომხვია ხელი და სწრაფად დამაგდო საწოლზე თვითონ კი ეშმაკურად მომღიმარი მოექცა ჩემს ზემოთ.
-რას ვმაუმუნობთო? _სიცილით მკითხა და სახეზე ჩამოშლილი სველი თმა გადამიწია.
-გული გამიხეთქე უცებ რომ წამოვარდი _გაშლილი ხელი მკერდზე დავიდე.
-აბა, არ ისვენებდი... _ ღიმილით დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ და ნაზად მაკოცა.
-ვერ გაგაღვიძე! _ჩავიფრუტუნე.
-ბოლოს მაინც გამაღვიძე.
-აბა ამდენი ძილი ვის გაუგია?
-და რომ გავიღვიძო რა გავაკეთოთ? _ თვალები დააწვრილა და ოდნავ უკმაყოფილო ტონით მკითხა.
-დაჯექი და მიყურე! _წარბაწეულმა შევხედე.
-მე რომ უკეთესი იდეა მაქვს არა? _ენით ტუჩები გაისველა, _თვალებში ჭინკები აუთამაშდა და ხელი ხალათის შესაკრავებისკენ ააცურა.
-აჰა, მართლა? _ხელები კესრზე შმოვაწყვე -საინტერესოა რა? _ეშმაკურად ავათამაშე წარბები და ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე. მაშინვე ერთი ხელის მოსმისთ შეხსნა ხალათის შესაკრავი და ტუჩებზე დამაკვდა. მეც სწრფად მოვხვიე ფეხები წელზე და ალერსში ავყევი.
მეორე დღეს საქორწინო მოგზაურობაში, დუბაიში წავედით. მთელი ერთი კვირა გვქონდა ამ საოცარ ადგილას დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. თითქმის მთელ დღეებს გარეთ ვატარებდით. ანდრიას ხან სად დავატარებდი ხან სად. ყველაფერი მომწონდა და მინდოდა ყევლაფრის ნახვა მომესწრო. თვითონ როგორც გავიგე უკვე ნამყოფი იყო ამ ქალაქში, შესაბამისად დიდ აღფრთოვანებასაც ვერ ვატყობდი აქაური არქიტექტურის გამო. არც ბევრი სიარული მოსწონდა ამ სიცხეში, თუმცა უარს მაინც არ მეუბნებოდა და ერთხელაც არ დაუწუწუნია არაფერზე.
-ხომ გითხარი არ მოწიო-მეთქი _სასტუმროს ნომერში ხელში აყვანილი შემიყვანა.
-რა ვიცოდი თუ ასე დამემართებოდა _სიცილს ვერ ვიკავებდი. - ნარკოტიკული საშუალება ერია შიგ?
-არა, უბრალოდ შენთვის იყო ზედმეტად მძაფრი და ამიტომ იმოქმედა ასე ძალიან.
-შენ გგონია ასე ადვილად დავბოლდი?
-არა კაცო არს ამბობ _სიცილს ძლივს იკავებდა. დროდადრო წასკდებოდა ხოლმე ჩუმი ფხუკუნი.
-ახლავე დამსვი! _შევუტიე
-წაიქცევი.
-დამსვი!
-კარგი ბატონო _ძირს ჩამომსვა და ოდნავ უკან დაიხია.
-უშენოდაც შევძლებ გადაადგილებას. _თმები ხელის კვრით გადავიყარე ზურგსუკან და ტანის რხევით უნდა წავსულიყავი ჩემი გამოთვლით აბაზანისკენ, როცა გაბრუებულმა ძირს მოვადინე ზღართანი. ანდრია მაშინვე დამეხმარა წამოდგომაში და კვალავ ხელში ამიყვანა.
-რა გაცინებს?! _შევუტიე
-არაფერი_სიცილით კვდებოდა ჩემი შემყურე.
-აბაზანაში შემიყვანე _ჩემი მითითებისამებრ შემიყვანა აბაზანაში და იქვე ჩამომსვა.
-შეძლებ მარტო, თუ დაგეხმარო _ეშმაკური ღიმილით დამხედა.
-გადი _თითით ვანიშნე გასასვლელისკენ. როგორც კი გავიდა, მაშინვე ჩემს ჩანთაში ჩავძვერი და იქედან შავი პენუარი ამოვაძვრე. ეშმაკურად ჩავიცინე და იქვე ლამაზად მივაფინე. სანამ ჩემს გეგმას განვახორციელებდი მანამდე ცოტა გამოფხიზლება მჭირდებოდა. სახეზე ცივი წყალი შევისხი აზრზე მოსასვლელად. ცოტა ხნით თმები მაღლა ავიწიე და თხელი სარაფანი სწრაფად გავიხადე. ჩემი პენუარი ტანზე მოვირგე და სარკეში საკუთარ ანარეკლს შევავლე თვალი.
-ოჰო _თვალები გამიფართოვა -მგონი ზედმეტი მომივიდა _ჩუმად ჩავიხითხითე.
-არაუშავს ყლაპოს ნერწყვები! _თმა გავიშალე და ტანის რხევით გავედი აბზანიდან. ანდრია საწოლზე იწვა და რაღაცას ინტერსეით ჩასცქეროდა ტელეფონში.
-ჰმ! _ჩავახველე და მისი ყურადღება მივიქციე. წამით თვალები გაუფართოვდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მის ასეთ დაჟინებულ მზერას როცა ვგრძნობდი სირცხვილის გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. ახლაც ვიგრძენი, როგორ ამიჭარხალდა ლოყები. აშკარად არ გამორჩენია მხედველობიდან ჩემი ეს რეაქცია, რაზეც ბოლო ხმაზე ახარხარდა. ო, როგორ გავბრაზდი. თავიდან აბაზანაში შებრუნება დავაპირე, თუმცა შემდეგ თავში ერთი კარგი იდეა დამებადა. ტანის რხევით წავედი თაროსკენ, სადაც ჩემი ტელეფონი იდო. ერთ-ერთი მუსიკა ავარჩიე და მაღალ ხმაზე ჩავრთე. ვაჟბატონი უკვე აღარ იცინოდა, ახლა ინტერესით მაკვირდებოდა. მეც ამით ვისარგებლე და მუსიკას ნაზად ავაყოლე ტანი. სხვა თუ არაფერი ცეკვა მაინც მეხერხებოდა. მისგან ზურგით დავდექი და ისე განვაგრძე ცეკვა. დროდადრო გაშლილ თმაში ხელს ვიცურებდი. ვგრძნოდი მის დაჟინებულ მზერას. ვიცოდი დიდხანს რომ ვერ გაუძლებდა. გამომწვევად ვარხევდი მთელ ტანს, პენუარის პლეჩები მხრებიდან გადავიწიე და ხლების მათგან გათავისუფლება ვცადე, როცა მჭიდროდ შემომეხვია წელზე ანდრიას ხელები. მოულოდნელობისგან შევკრთი.
-ეგ უკვე მე მომანდე!_ყურთან მიჩურჩულა და წამის უსწრაფესად შემაბრუნა თავისკენ. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ამიტაცა ხელში და საწოლისკენ წამიყვანა, მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელ-ფეხი და კოცნაში ავყევი.
ორი კვირის შემდეგ თბილისში დაბრუნებულებს სასიამოვნო სიახლეეები დაგვხვდა. თიკა და გიო პატარას ელოდებოდნენ. ჩემი დაქალი ერთი თვის ფეხმძიმე აღმოჩნდა როგორც გავიგეთ. თიკას წინასწარმეტყველებით ბიჭი იქნება, თუმცა მთვარია ჯანმრთელი იყოს. ყველანი მოუთმენლად ველოდებით პატარა ანგელოზს. ამასთან ერთად როგორც გავიგეთ რატიმ და ნინომაც გადაწყვიტეს დაოჯახება. ქორწილის გადახდა არც ერთს არ სურდა, ამიტომ მხოლოდ მეგობრების წრეში აღნიშვნას ვაპირებდით. ანა უკვე მეცხრე თვეში იყო, პატარა გოგოს ელოდებოდნენ. როგორც კი საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოვედი მაშინვე ვინახულეთ მე და ნინომ. ორსულობის დასაწყისში არსებული გართულებეის გამო ახლაც ხშირად წოლა უწევდა, თუმცა რაც მთავარია თავს ორივე კარაგდ გრძნობდა.
-მეც მინდა შვილი _ერთ საღამოს მითხრა ანდრიამ და უფრო მჭიდროდ მომეკრო სხეულზე.
-მერე მაგას მხოლოდ სურვილი არ უშველის _ეშმაკურად ჩავიცინე -მუშაობაა საჭირო.
-მეგონა წერო მომიყვანდა _ სწრაფად მოექცა ჩემს ზემოთ.
-წერო სხვა საქმითაა დაკავებული _ჩავიცინე და ჩემი ტუჩები მისას მივაწებე.
ძალიან სწრაფად გავიდა მთელი სამი თვე. ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა, თუ არ ჩავთვლით ახალი წევრის შაკოს და ანას ნიცას შემომატებას. ამასთან ერთად სულ რაღაც ერთ კვირაში ნინო და რატიც ხელს აწერდნენ და ამისთვისაც ვემზადებოდით ყველა ერთად. ნინოს თხოვნით მისი მეჯვარე მე ვიყავი, ხოლო რატის-შაკო.
-ანდრო გაიღვიძე, თორემ სამსახურში დავაგვიანებთ. _საწოლიდან წამოდგომას ვაპირებდი როცა მჭიდროდ მომხვია მკლავები და კვლავ თავი სხეულზე ამიკრო.
-ადექი, მერამდენე დღეა ვაგვიანებთ უკვე.
-მერე რა _ამოიზმუვლა.
-მერე ის რომ შეხვედრა გაქვს და დააგვიანებ _ოდნავ მოვარტყი მხარზე ხელი.-გამიშვი ხელი საუზმეს გავამზადებ.
-მე სხვა რამე მშია _ ცხელი ტუჩები მკერდზე მომაკრო.
-აპ აპ აპ _ოდნავ ვკარი ხელი.-ნურას უკაცრავად ვაჟბატონო! _სიცილით მოვშორდი და საწოლიდან ჩამოვხტი -დამსახურება უნდა ყველაფერს. ადექი და გაემზადე! _ არ მიმიქცევია ყურადღება მისი წარბშეკრული სახისთვის ისე შევედი აბაზანაში. ტანზე გადავივლე და სწრაფად მოვიწესრიგე თავი. ანდრიაც უკვე მზად იყო და მელოდებოდა რომ სამსახურში წავსულიყავით. ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როცა მოულოდნელად თავბრუ დამეხვა, თავი ვერ შევიკავე და წონასწორობა დაკრგული ძირს დავეცი. გონება არ დამიკრაგავს, თუმცა თავი მიბრუოდა. ხმაურზე ანდრია შემოვიდა ოთახში.
-ალექს! _სწრაფად მომვარდა და ჩემ წინ ჩაიმუხლა -რა მოხდა, რა დაგემართა? ცუდად ხარ? რა გჭირს? _ჩემი სახე ხელებში მოიქცია.- ფერი არ გადაევს!
-თავბრუ დამეხვა _ჯერ ისე გაბრუებულმა თვალები დავხუჭე.
-მოდი _სწრაფად ამიყვანა ხელში და საწოლზე დამაწვინა -ექიმს დავურეკავ!
-არა! _სწრაფად შევაჩერე -მოიცა ჯერ, გამივლის მალე _თავი ბალიშზე დავდე.
-საშინელი ფერი გაქვს _სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი -რა დაგემართა?
-არ ვიცი _თვალები დავხუჭე - ისე უცებ გავხდი ცუდად აზრზეც ვერ მოვედი.
-წყალს მოგიტან! _სწრაფად წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წამში კი წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა.
-დალიე _ჭიქა გამომიწოდა.
-დამშვიდდი, უკვე კარგად ვარ _მისი შეშფოთებული სახის დანახვისას, ოდნავ გავუღიმე რომ ჩემს სიტყვებში დამერწმუნებინა.
-ექიმთან წავიდეთ! _კატეგორიული ტონით მითხრა.
-გთხოვ არ გვინდა რა, ხომ ხედავ უკვე კარგად ვარ. ალბათ, არაფერი რომ არ მქონდა ნაჭამი მაგიტომაც გავხდი ცუდად.
-იწექი და მე მოგიმზადებ რამეს _ფეხზე წამოდგომა დააპირა.
-ანდრია ნუ სულელობ, არაფერი მომივა, შევჭამ რამეს მშიერი ხომ არ დავრჩები? წავიდეთ სამსახურში, დაგვაგვიანდება...
-რა სამსახურზე მელაპარაკები გოგო? _წარბაწეულმა შემომხედა -მთელი დღე იწვები და დაისვენებ, მე მოგივლი _სწრაფად გამხადა ფეხსაცმელი და თხელი პლედი გადამაფარა.
-სამსახურში...
-ალექსანდრა! _თვალები დამიბრიალა -სახლში იქნები დღეს!
-კარგი ხო _გავუცინე -მე სახლში დავრჩები, მაგრამ შენ წახვალ.
-მარტო არ დაგტოვებ _სწრაფად გაიხადა პიჯაკი და იქვე მიკიდა.
-ანდრია _საწოლზე წამოვჯექი -კარგად ვარ უკვე.
-ალექს..
-გპირდები საჭმელსაც შევჭამ და მთელი დღე დავისვენებ. თუ გინდა საერთოდ არ გავექანები ადგილიდან _თვალები ავაფახულე.
-ნუ მაიმუნობ _მასაც გაეცინა.
-დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს და აუცილებლად უნდა წახვიდე _მუხლებზე დავჯექი და ლოყაზე ვაკოცე. -ჩემზე ნუ ინერვიულებ, როგორც დაგპირდი კარგად შევჭამ და მთელი დღე დავისვენებ _კიდევ ერთხელ მაგრად ვაკოცე ლოყაზე.
-იცოდე თუ რამე მაშინვე დამირეკავ! _გამაფრთხილებლად დამიქნია თითი.
-კარგი, მთვარია სამსახურში ჩემი უფროსი არ გამიბრაზდეს _ეშმაკურად ჩავიცინე და ტუჩის კუთხეში ვაკოცე.
-არ გაგიბრაზდება, ვიცნობ კარგი კაცია _თვითონაც მაკოცა.
-მართლა? _ მისკენ გადავიწიე და ხელები კისერზე მოვხიე.
-გაგაცნობ თუ გინდა _ეშმაკურად აათამაშა წარბები და ერთი ხელის მოსმით ჩამისვა კალთაში.
-სიამოვნებით _ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე და თითები თმებში შევუცურე. თვითონაც სწრაფად წაეტანა კაბის ელვას და წამის მეასედში გახსნა.
-ჩემი სექსუალური ქალი _ვნებამორეული ხმით ჩაილაპარაკა და ჩემიანად გადაწვა საწოლზე. სწრაფად აასრიალა ხელები ჩემს ფეხებზე და კაბა თეძოებამდე ასწია.
-ანდრო.. - ზედ ტუჩებზე დავჩურჩულე -სამსახურში დაგაგვიანდება _ჩუმად ჩავიხითხითე, მკერდზე ოდნავ ვკარი ხელი და წამოდგომა დავაპირე, თუმცა ვინ გაცალა.
-საით? _ სწრაფად გადამაწვია საწოლზე და თვითონ ზემოდან მომექცა.
-გეყოს, თორემ მართლა დააგვიანებ, ნუ გავიწყდება რომ დღეს მნიშვნელოვანი... _სიტყვის დასრულება არ მაცალა, ისე დამაკვდა ტუჩებზე და მთელი გრძნობით მკოცნიდა. სწრაფად მოაშორა კაბის მკლავები ჩემს მხრებს და წამის მეასედში საცვლებისამარა ვიყავი მის ქვეშ მოქცეული. ვისღა ახსოვდა ამ წამს სამსახური და შეხვედრა. მეც პერანგის ღილები შევუხსენი და თითები მის მკერდზე ავასრიალე. სიამოვნებისგან ჩუმი ოხვრა აღმოხდა და ბიუსჰალტერის შესაკრავი ოსტატურად შეხსნა. სწორედ ამ დროს აწკრიალდა მისი ტელეფონი.
-ტელეფონი _ჩახშული ხმით ამოვიკნავლე და თავი უკან გადავწიე რომ უკეთ ჰქონდა კოცნის საშუალება.
-მაცადე! _მიბრძანა და კვლავ განაგრძო ჩემი სხეულის ტუჩებით შესწავლა. აშკარად არ აპირებდა ვიღაც გაჩერებას.
-ანდრო.. _გაჭირვებით მოვშორდი მის ტუჩებს და მკერდზე გაშლილი ხელისგულები მივადე, რომ ოდნავ მომეშორებინა. გაღიზიანებულმა ამოიხვნეშა და სწრაფად დასწვდა ტელეფონს.
-გისმენ რატი! _მისი გამწარებული ხმის გაგონებისას სიცილი ვერ შევიკავე.
-იკადრე ტელეფონის აღება?!
-რა მოხდა?!
-მშენებლობაზე მოდი სწრაფად!
-რა მოხდა-მეთქი? _საწოლზე წამოჯდა.
-შაკო ცეცხლე აფრქვევს პირდაპირ და სადაცაა ვიღაც შემოაკვდება.
-ვინ ვიღაც? რა სჭირს შაკოს და საერთოდ ამიხსნი ნორმალურად?!
-მუშებს შორის ჩხუბი მომხდარა და ერთ-ერთი მძიმედაა დასავებული.
-რა? კარგი მოვდივარ! _სწრაფად გათიშა ტელეფონი.
-რა მოხდა?
-მშენებლობაზე რაღაც პრობლემაა და უნდა წავიდე. _ღრმად ჩაისუნთქა და თვალი ჩემს მოღეღელ მკერდს დაასო, შავ ბიუსჰალტერში მეტად მიმზიდველად რომ გამოიყურებოდა.
-კეთილი ინებე, მოაშორე ჩემს სხეულს ეგ თვალები და სამსახურში წადი! მერამდენე დღეა უკვე აგვიანებ? _საცვლებისამარა წამოვდექი ფეხზე.
-ნეტა ვისი წყალობით? _იდაყვებით დაეყრდნო საწოლს და ოდნავ წამოიწია.
-ძალიან გთხოვ ყველაფერს მე ნუ გადმომაბრალებ. რა ჩემი ბრალია ამხელა კაცი ემოციებს რომ ვერ აკონტროლებ _ზურგი ვაქციე და კარადა გამოვაღე. -პერანგი გამოცივალე, თორემ იფიქრებენ ცოლი არ უვლისო _კარადიდან ახალი პერანგი გამოვიღე და მისკენ მივბრუნდი. შევნიშნე, როგორ ათვალიერებდა ჩემს სხეულს, სახეზე კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
-ტყუილად მიჟუჟუნებ თვალებს, მაინც არაფერი გამოგივა _გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და ახალი პერანგი გავუწოდე.
-მოვიცდი საღამომდე _ეშმაკური ღიმილით წამოდგა ფეხზე და პერანგი ჩაიცვა. მე კი თხელი ხალათი მოვიცვი. _საუზმობაც ვერ მოასწარი _უკმაყოფილოდ ავაბაკუნე ფეხები.
-ცოლიც ასეთი უნდა! _ მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა და თვალი ჩემკენ გამოაპარა, პარალელურად პერანგის ღილებს იკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ უბრალო ხუმრობა იყო, მაინც მეწყინა. წამში შემეცვალა სახის გამომეტყველება და ოთახიდან გასვლა დავპირე, თუმცა ანდრიამ ხელებმა შემაჩერეს. სწრაფად მომხვია წელზე ხელები და ზურგით მის მკერდს ავეკარი.
-ნუ მებუტები _კისერში ანზად მაკოცა -ხომ იცი, რომ ვხუმრობ.
-ვიცი _ჩავილაპარაკე.
-მერე?
-არაფერი.
-რა არაფერი?
-არაფერი _მხრები ავიჩეჩე.
-უკევ ნერვებს მიშლი! _ხმა დაუსერიოზულდა და თავისკენ შემაბრუნა. ორი თითი ნიკაპქვეშ ამამდო და თავი ამაწევინა. ოდნავ დაიხარა და ჩემს ტუჩებს შეეხო. -რატომ ბრაზობ მსგავს სისულელეებზე?
-უბრალოდ მეწყინა.
-კარგი, მაპატიე არ მინდოდა შენი წყენინება.
-ვიცი. _ ხლები შემოვხვიე. თვითონაც მომხვა ხელები და თავზე მაკოცა.
-სწრაფად ჩაიცვი, თორემ დაგაგვიანდება _მის სხეულს მოვშორდი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში ჩავედი და მაცივარი გამოვაღე. საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე, მაგიდაზე დავალაგე კერძის მომზადებას შევუდექი.
-ალექს წავედი მე _სამზარეულოში თავი შემოყო.
-კარგი _გავუღიმე
-საჭმელი ჭამე და როგორც კი შენიშნავ რომ ისევ ცუდად ხარ მაშინვე დამირეკე, კარგი?
-კარგი _თავი დავუქნიე და სახლიდან გავაცილე. იქვე თაროზე დადებული თმის სარჭი ავიღე, თმები კოსად დავიმაგრე და კვლავ სამზარეულოში დავბრუნდი.
საჭმლის კეთებას როგორც კი მოვრჩი ჩემი ნახელავი მე თავად დავაგემოვნე.
-მშვენიერია _კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და ჭამა გავნაგრძე. შემდეგ ჭურჭელი დავრეცხე და როგორც ანდრიას დავპირდი დივანზე წამოვწექი. თან ტელევიზორსი ჩამრთველს ხელში ვათამაშებდი და ხან ერთ არხზე გადავრთავდი ხან მეორეზე. არ მახსოვს ასე წამოწოლილს როდის ჩამეძინა. როცა გავიღვიძე საღამოვდებოდა. დივანზე წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე. ტელევიზორი გამოვრთე და ჩამრთველი იქვე გადავდე. ფეხზე წამოვდექი, ვიფიქრე ცოატ ხნით აივანზე გავალ-მეთქი როცა მოულოდნელად გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და საპირფარეშოსკენ გავიქეცი.
ნიჟარასთან ვიდექი სარკეში ჩემს ფერწასულ ანარეკლს ვაკვირდებოდი. წამით კვალავ ვიგრძენი თავბრუსხვევა. ნელი ნაბიჯით გამოვედი აბაზანიდან და ჩემ ტეელფონს დავსწვდი. თავიდან ვიფიქრე ანდროს დავურეკავ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე არ მინდოდა ამ წამს ხელი შემეშალა მისთვის ისეც იმდენი საქმე აქვს, ტელეფონი კვლავ გვერდით გადავდე და მოწყვეტით გავწექი დივანზე. ცოტა არ იყოს მეც შემეშინდა ჩემი მდგომარეობის. თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამი ასე ვიწექი. ბოლო დროს უკვე მერამდენედ მაქვს მსგავსი შეგრძნებები. უცებ თავში ერთმა იდეამ გამიელვა, სწრაფად დავჭყიტე თვალები და დივანზე წამოვჯექი. მზერა საკუთარი მუცლისკენ გავაპარე, გულისცემა საგრძნობლად ამიჩქარდა, ნერწყვი მძიმედ გადავაგორე. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მაშინვე გარეთ გავვარდი. სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქისკენ წავედი. ორსულობის ტესტი ვიყიდე და კვლავ სახლში დავბრუნდი. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა. აბაზანაში შეხული თითებს ერთმანეთში ვხლართავდი და ისე ველეოდებოდი პასუხს. თვალებს მთელი ძალით ვაჭერდი ერთმანეთს. რამდენიმე წამში ჯერ ერთი თვალი გავახილე და როგორც კი ორივე ტესტზე წითელ ნიშანს მოვკარი თვალი, მაშინვე მეორეც ვჭყიტე. სწრაფად მოვიქციე ტესტი ხელში და კარაგ ხანს გაოცებული დავყურებდი.
-ღმერთო, ორსულად ვარ _ხელსაბანს დაყრდნობილი ვიდექი და ვერ ვიჯერებდი ჯერ კიდევ, რომ ხელში ორსულლობის ტესტი მეჭირა, რომელიც დადებით პასუხს აჩვენებდა. წამით ვერც კი გავიაზრე წარმოთქმული სიტყვები და კვლავ ასე გაშეშებული შევყურებდი კედლებს.
-ანუ დედა გახვდები? _თვალები გამიფართოვდა. ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ და როგორ გადაიზარდა ეს ჯერ კიდევ უცნობი ემოცია სიხარულში. -ანდრო მამა? _მოულოდნელად ისტერიული სიცილით ავხარხარდი და ადგილზე ტრიალი დვაიწყე. -ვაიმე რა მაგარია! _შევყვირე და მუცელზე ხელი გადავავისვი _ჩემი პატარა, ჩემი ცოხვრება, დედიკოს სიხარული _ყურებამდე გაღიმებულმა ჩავილაპრაკე. ჯერ ისევ ეიფორიაში ვიყავი და ბოლომდე აზრზე ვერ მოვდიოდი. საოცარი განცდაა როცა იგებ რომ შენს სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდება, შენ უნდა დაიცვა, მოუარო, გიყვარდეს. ის ხომ შენი სულის და სხეულის ნაწილია. ალბათ, ქალისთვსი ამაზე დიდი ბევდიერება არ არსებობს.
-დედა გავხდები _ყურებამდე გაღიმებულმა ჩავილაპარაკე. მაშინვე გადავწყვიტე ანდირასთვის მეთქვა ახალი ამბავი, აბაზანიდან გამოვედი და ტელეფონს დავწვდი, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე რომ ამ წუთას ვერაფერს ვეტყოდი, ანუ მოცდა მომიწევს. უკმაყოფილოდ ავიბზუე ცხვირი. თუმცა მე რის ალექსანდრა ვიქნებოდი ასე უბრალოდ რომ გავჩერებულიყავი. სწრაფად ავიღე ტელეფონი და ანდრიას შეტყობინება გავუგზავნე. „როდის მოხვალ?“ პასუხის მოლოდინში კი ოთახში წინ და უკან ბორიალს მოვყევი. მალევე გაისმა ტელეფონზე ზარი. სწრაფად ვუპასუხე.
-ანდრო, როდის მოხვალ?
-ალექს, მოხდა რამე? _ხმა შეშფოთებული ჰქონდა -ისევ ცუდად ხარ?
-არა, არა კარგად ვარ და ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მაინტერესებს როდის მოხვალ.
-ნამდვილად?
-კი, კი ნამდვილად _გამეცინა.
-არ ვიცი, შევეცდები მალე გამოვიდე. რა იყო?
-არაფერი, უბრალოდ დაგირეკე _ტუჩების კვნეტა დავიწყე.
-რამე ხომ არ გინდა წამოგიღო?
-მმმ.... ბანანი ან... ვაშლი _სიცილით ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავხედე ჩემ მუცელს.
-კარგი _თვითონაც სიცილით მითხრა -დროებით.
-აჰამ _ტელეფონი გავთიშე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გავწექი. მუცელზე ხელი გადავისვი.
-ნეტა გოგო ხარ თუ ბიჭი დედიკო? _სიცილი დავიწყე -როგორ გამახარე დე, შენ ვერც კი წარმოიდგენ.
კარზე ზარის ხმის გაგონებისას სწრაფად წამოვდექი, კიბეზე ჩასვლისას ოდნავ შევანელე ნაბიჯი და ტანის ნარნარით წავედი კარისკენ. საკუთარ თავზე მეცინებოდა.
-სალამი დაი _ამეკრიჭა ჩემი ძმა.
-იო! _გახარებულმა შევძახე და კისერზე ჩამოვეკიდე. -როგორ მომენატრე რომ იცოდე.
-ორი დღის წინ არ მნახე? _სიცილით მომიშორა.
-არ შეიძლება რომ მემენატრო? _მხარზე ხელი მივაკრი.
-მეც მომენატრე შე უშნო. _ლოყები გამიწელა -გასუქებული ხარ ხო იცი _ალამცერად ამათვალიერა.
-მერე რა? _მხარი ავიქნიე და სამზარეულოსკენ წავედი. -ყავას ხო დალევ?
-დავლევ _თავი დამიქნია
-იცი როგორ მომენატრეთ მართლა? მამა როგორაა?
-კარგადაა, მასაც ენატრები.
-ამ დღეებში აუცილებლად შემოგივლით, თან კარგი ამბავიც მაქვს თქვენთვის
-რა ამბავი?
-ჯერ არ გეტყვი. შენ ის მითხარი შენ და თათა რას მაიმუნობთ?
-ვინ? _თვალები გაუფართოვდა -მე რა საქმე მაქვს მაგ წიკვინასთან?
-როდის უნდა მოხვიდეთ თქვენ აზრზე ნეტა?
-შენ ხო მყავხარ ბრძენი რა. _ჩაიცინა.
-დალიე _ ყავის ჭიქა წინ დავუდგი და მეც მის წინ ჩამოვჯექი.
-გამდლობ. შენ სამსახურში არ ხარ დღეს?
-დღეს არა. დილით ცოტა შეუძლოდ ვიყავი.
-რა მოხდა? ცუდად ხარ? _წამში დასერიოზულდა
-არაფერი, უკვე კარგად ვარ. _ხელი ავიქნიე -წამო რამე ფილმს ვუყუროთ რა.
-შენი ქმარი როდის მოვა?
-წესით მალე უნდა მოვიდეს. _მხრები ავიჩეჩე და საათს დავხედე -რა იყო?
-რაღაც საქმე მაქვს.
-რა საქმე?
-ცნობისმოყვარეობა ცოდვაა _ცხვირზე თითი დამკრა და ჩემთან ერთად მოთავსდა დივანზე.
-ბიჭები როგორ არიან?
-კარგად არიან, ხშირად დადიან ჩვენთან _ხელი გადმხვია, მეც მკერდზე მივეყრდენი.
-რას ვუყუროთ?
-რავიცი, არც შენ გინდა _მხრები აიჩეჩა და თავზე მაკოცა -მართლა მომნატრებიხარ შე უშნო _სიცილით ამიჩეჩა თმა.
-ნიჟარაძე, მოაშორე ჩემს ცოლს შენი ხელები! _მოულოდნელობისგან შევხტი, როცა ანდრიას ხმა გაისმა.
-ე.წ. შენი ცოლი, ჩემი დაა. _ჩემზე შემოხვეული ხელი კიდევ უფრო დაჭიმა და მკერდზე მიმიხუტა. განმგმირავი მზერა ესროლა ანდრიამ იოანეს.
-მოდი ჩემთან. _ თბილი მზერა გადმოიტანა ჩემზე. მაშინვე ღიმილი გადამეფინა სახეზე სახეგაბადრული გამოვძვერი იოს მკლავებიდან და ანდრიასკენ წავედი.
-მიღალატე არა? _იოანეს სიტყვებისთვის სულ არ მიმქცევია ყურადღება. ანდრიას შემოვხვიე ხელები და მის კისერში თავჩარგული გავიტრუნე.
-მოგიტანე რაც გინდოდა _იქვე პარკებში ჩალაგებულ ბანანზე და ვაშლზე მანიშნა.
-ამდენი რად მინდოდა? _სიცილით ვკითხე.
-რავიცი _მხრები აიჩეჩა.
-ჰმ _ჩაახველა იოანემ
-მგონი შენი წასვლის დროა! _შეუღრინა სარივით დასობილ ჩემს ძმას.
-ანდრია! _ თვალები დავუბრიალე.
-რა? _ უცოდველი სახით შემომხედა.
-ესეც შენი სტუმართმოყვარე ქმარი! _ამოიბუზღუნა იომ.
-კარგით, გეყოთ ახლა ორივეს. _იოანესკენ მივბრუნდი.
-ხო მართლა იოანე, რაღაც საქმე მქონდა შენთან.
-რა დამთხევაა, მეც _წარბები აათამაშა.
-აქ არა. _თავით ანიშნა კაბინეტში შესულიყვნენ.
-რა ხდება? _დოინჯშემორტყმული დავდექი მათ წინ და ორივეს წარბაწეული მივაჩერდი.
-მეც მაინტერესებს
-ყავა გამიკეთე რა მეც_მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში და ეშმაკური ღიმილით მომშორდა.
-უკაცრავად სიძე ბატონო, მე ჯერ ისევ აქ ვარ! _ გამოხტა იო.
-წადი მერე _უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ანდრია! _წარბაწეულმა შევხედე.
-ვიხუმრე _ხელები ჰაერში ასწია და იოანესთან ერთად კაბინეტში შევიდა.
ნახევარი საათი კაბინეტში ისხდნენ და რაღაცაზე საუბრიბდნენ, რა თქმა უნდა, არ მომისმენია მათი საუბრისთის. სამაგიეროდ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდბოდი და წინ და უკან დავდიოდი. როგორც კი საუბარს მორჩნენ ორივე კამყოფილი სახით გამოვიდნენ გარეთ. იოანემ დარჩენაზე უარი განაცხადა, ბიჭებს უნდა შევხვდეო, დაგვემშვიდობა და წავიდა.
-რა საქმე გქონდათ?
-ისეთი არაფერი _შუბლზე მაკოცა.
-გშია?
-ძალიან.
-სოუზი გაგიკეთე და ქათმის სალათი _პატარა ბავშვივით დავიწყე ერთ ადგილას რწევა, რომელიც შექების მოლოდინშია. ჩემს ქცევაზე ჩაეცინა.
-წამო ერთად ვჭამოთ.
-არ მინდა მე.
-მე მინდა _ხელი მომხვია და მასთან ერთად შემიყვანა ს ამზარეულოში. მალე გავშალე მაგიდა და ორივე ერთად ვვახშმობდით.
-კიდევ ხომ არ გამხდარხარ ცუდად?
-კი _თავი ღიმილით დავიქნიე. გააკვირვებულმა შემომხედა ჩემი კმაყოფილი გამომეტყველების გამო.
-მერე? ხომ გითხარი დამირეკე-მეთქი.
-ვაპირებდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე _კვლავ ღიმილით ავიჩეჩე მხრები.
-ალექს, ხომ კარგად ხარ? _წარბაწეულმა მკითხა და ჩანგალი გვერდით გადადო.
-არა _ყურებამდე გაღიმებულმა გავაქნიე თავი _ძალიან, ძალიან კარგად ვარ.
-მართლა? და რა არის ამის მიზეზი მეტყვი? _თვითონაც გაეცინა.
-კი.
-მაშ გისმენ._წყალი მოსვა.
-ორსულად ვარ _ყოველგვარი შესავლის გარეშე ვაჯახე. მოულოდნელობისგან წყალი გადაცდა და საშინელი ხველა აუვარდა. მაშინევ ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი.
-ანდრო, კარგად ხარ? _შეშფოთებული ხმით ვკითხე.
-რა მითხარი? _გაფართოებული თავლებით მომაჩერდა როგორც კი სული მოითქვა.
ღიმილი ვერ შვეიკავე. ხელები ზურგსუკან გადავიჯვარედინე და ადგილზე რწევა დავიწყე. შევნიშნე როგორ შეჩერდა მისი მზერა ჩემს მუცელზე.
-ანუ... მამა გავხდები? _დაბნეულმა ამოულუღლუღა და ფეხზე წამოდგა.
-აჰამ _თავი დავუქნიე.
-შენ... დედა?
-აჰამ.
-მეხუმრები არა? _ნერვიული სიცილი გაუკრთა სახეზე -იცოდე ალექს, ასეთ რამეზე ხუმრობა... _ წამით გაჩუმდა და ორ ნაბიჯში ჩემს წინ აღმოჩნდა, სწრაფად მომხვია ხელები და მთელი ძალით ჩამეხუტა. სიცილი ვერ შევიკავე. მეც მოვხვიე ხელები და მის ტუჩებს დავეწაფე.
-ჩვენი შვილი _თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა.
-ხო, ჩვენი შვილი _ღიმილით დავუქნიე თავი.
***
-ბიჭია.
-გოგოა
-ბიჭია ალექს.
-გოგოა ანდრო _უკვე მეექვსე თვეში ვიყავი. დღეს ექიმთან მივდიოდით და შესაბამისად ბავსის სქესსაც გავიგებდით. აქამდე ექიმს ვთხოვე მხოლოდ ის ეთქვა ჯანმრთელი იყო პატარა თუ არა, მინდოდა სხვა დანარჩენი მოულოდნელი ყოფილიყო ყველასთვის, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და ყველაფრის ადრე გაგება ვარჩიე.
-მობრძანდით _ღიმილით შეგვიძღვა ექიმი კაბინეტში. -დაბრძანდით.
-ექიმო ხომ ყველაფერი კარგადაა.
-კი ალექსანდრა, ყველაფერი ძალიან კარგადაა. _ღიმილით დამიქნია თავი.
-სქესის გაგება უკვე შეგვიძლია? _ჰკითა ანდრიამ.
-კი უკვე შესაძლებელია. _სათვალე მოიხსნა ექიმმა და ორივეს უცნაური ღიმილით გადმოგვხედა. -შეიძლება გავიგო თქვენ რას ელოდებით?
-მე ბიჭს
-მე გოგოს _ორივემ ერთდროულად ვთქვით.
-მიხარია, რომ იმედი არც ერთს არ გაგიცრუვდებათ _ ჩაიცინა ქალმა -ტყუპები გეყოლებათ. დღეს გარკვევით დავინახე ექოსკოპიაზე რომ ერთი ბიჭია მეორე კი გოგო. _გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. ერთიანად დამიარა მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის რომ წამით აზრზე მოსვლაც კი გამიჭირდა. ვგრძნობდი როგორ მევსებოდა მთელი სხეული სიხარულით, ყურებამდე გაღიმებულმა შევხედე ანდრიას და გაბერილ მუცელზე ხელი გადავისვი. სწორედ ამ დროს ვიგრძენი მუცელში მცირე ბიძგი.
-ანდრო! _გახარებულმა წამოვიყვირე -გესმის, ტყუპები _სიცილით წამოვდექი ფეხზე და ჩემ ქმარს მაგრად მოვეხვიე.-ისე, როგორც მე და იო, გოგო და ბიჭი._ეიფორიაში მყოფი ემოციებს ვერ ვაკონტროელბდი.
-დედიკო თურმე ორი ყოფილხათ _სიცილით გადავისვი მუცელზე ხელი. ანდრია გაბადრული სახით მიყურებდა, ეტყობოდა რომ ჯერ თვითონაც ვერ აღექვა ყველაფერი ბოლომდე. სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა და მაგრად მიხუტებდა მკერდზე.
****
-ალექს, ხომ იცი ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს და თავსაც მეტად უნდა მოუარო, კარგადაც უნდა იკვებო და დროებით სამსახურიც უნდა დაივიწყო. _დარიგებებს მაძლევდა თათა.
-თავს მოვუვლი და კარგადაც ვიკვევბები, სამსახურში კიდევ სანამ შევძლებ სიარულს მანამ ვივლი _თვალი ჩავუკარი და ელენეს მოტანილი ვაშლი ჩავკბიჩე.
-კიდევ რამე ხომ არ გინდა? _ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ელენე.
-არა ელე, არაფერი _სიცილით ვუთხარი. -შენ რა ქენი გამოცდები?
-ოთხივე დავასრულე, ეხლა პასუხებს ველოდები. _მხრები აიჩეჩა.
-რთული იყო? _ჰკითხა თათამ.
-გამოცდა იმდენად არა, უბრალოდ ეს მთელი მოსამზადებელი პერიოდი იყო ძალიან დამღლელი.
-არაუშავს, მთავარია კარგად ჩააბრაო.
-მოიცათ ხალხო, რა დორს ჩემი გამოცდებია. ერთი სული ამქვს როდის დაიბადებიან მამიდას სიხარულები _ყურებამდე გაიკრიჭა -სახელები შერჩეული გაქვს?
-ბიჭის კი _თავი დავუკარი -გოგოს სახელი მინდა ანდრომ შეარჩიოს.
-რა შეარჩიე? _ერთხამდ მკითეს თათამ და ელენემ.
-ჯერ არ გეტყვით, როცა დაიბადებიან მაშინ გაიგებთ.
-დედა და მამა ჭკუაზე არ არიან, ბებია და ბაბუა ვხდებითო _სიცილით აიკეცა დივანზე ფეხები.
-წარმომიდგენია როგორ უხარიათ შვილიშვილების დაბადება _ღიმილით თქვა თათამ.
-აბა, რას ვაკეთებთო? _სახლში ანდრია, იოანე და შაკო შემოვიდნენ.
-ცოტას ვჭორაობთ _ღიმილით ავხედე ანდროს.
-როგორ ხარ ელე _ცხვირზე თითი წაკრა შაკომ და გევრდით მიუჯდა ელენეს.
-კარაგად. ანა და ნუციკო როგორ არიან?
-მე აღარ მკითხულობთ უკვე? _მოჩვენებით იწყინა შაკომ
-ხო მართლა, რატომ არ მოვიდნენ?
-ნუცას სიცხე ჰქონდა და ანა ვერ წამოვიდა. უკვე კბილები ამოსდის ქალბატონს _ღიმილით თქვა შაკომ.
-ძალიან მომენატრა ეგ ციცქნა
-გინდა ხვალ წავიდეთ? _ხელი გადმხვია ანდრომ. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-იცი ეხლა რა მინდა? _ავხედე.
-რა? _ყველა ინტერესით მომაჩერდა
-ხაში _კმაყოფილმა ვამცნე. ყველას გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. განსაკუთრებით თათას და იოანეს.
-ალექს _დაიწყო იომ -ბოლოს ხაში 15 წლის რომ იყავი მაშინ ჭამე და....
-გული აგერია _დაასრულა თათამ.
-ხო, მაგრამ ახლა მინდა _მხრები ავიჩეჩე.
-გაძლება მოგცეს ძმაო ღმერთმა _მხრაზე დაკრა შაკომ ხელი ანდრიას და სიცილით ჩამიკრა თვალი.
-ნუ ნერვიულობთ ორ წუთში გადაიფიქრებს _ჩაიცინა და მუცელზე წკიპურტი წამკრა.
-კარგით, მე წავალ _ფეხზე წამოდგა თათა -რაღაც საქმე მაქვს.
-მეც მივდივარ და წაგიყვან _იოანეც წამოდგა
-არ არის საჭირო, თავად წავალ..
-არ შეგჭამ ნუ გეშინია!
-არ მეშინია! _შეუბღვირა.
-ხოდა გადი.
-უშენოდაც გავალ!
-თათა! _წარბშეკრულმა გახედა იოანემ.
-არ მივდივარ სახლში.
-და სად მიდიხარ?!
-საქმე მაქვს!
-რა საქმე?!
-რა შენი საქმეა?! _აღშფოთდა თათა.
-უბრალოდ გკითხე! _უდარდელად აიჩეჩა მხარი იონემ.
-თათა წაგიყვანოს რა, გვიანია უკვე _საუბარში ჩავერიე -ვინერვიულებ მერე. _წარბშეკრულმა გადმომხედა ჩემმა დაქალმა ჯერ მე მერე იოანეს.
-წავედით _ჩაიბურდღუნა და ხელი დაქნევით დაგვემშვიდობა.
-ესენი სულ ასე უნდა იყვენენ? _კარისკენ თითო გაიშვირა შაკომ
-ანდროო _თავი მხარზე ჩამოვადე
-ხო
-საზამთრო მინდა _ტუჩები გავილოკე. ანდრიამ და შაკომ ჩუმად ჩაიცინეს. ისეთი მზერით გადახედა შაკოს ეუბნებოდა „ხომ გეუბნებოდიო“
-ეგ უფრო რეალური მოთხოვნაა _შუბლზე მაკოცა, მაგიდიდან მანქანის გასაღები აიღო და ფეხზე წამოდგა.
-და მარწყვიც... _სახლიდან გასვლამდე მივაძახე.
-რატომ გინდებათ ხოლმე ეგ რაღაცები? _ინეტერესით გადმომხედა შაკომ.
-რავიცი აბა _სიცილით ავიჩეჩე მხრები.
-აუ, იცი ეხა რა გამახსენდა?
-რა?
-პირევლად რო მოხვედი ჩვენთან გასაუბრებაზე. გახსოვს როგორ გეშინოდა ანდროსი?
-მეშინოდა რბილად ნათქვამია _ჩავიცინე.
-მაშინ მართლა რას წარმოვიდგენდი ოდესმე ცოლ-ქმარი თუ გერქმეოდათ. _თვითონაც გაეცინა.
-აბა მე მკითხე. _ძველი დროის გახსენებაზე გამეცინა - ისე რატი და ნინო როდის ჩამოდიან მოგზაურობიდან?
-ორშაბათს აქ იქნებიან სავარაუდოდ.
*****
მომდევნო თვეები უფრო მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის. თავადაც ვამჩნევდი როგორ მეცვლებოდა ხასიათი. უმიზეზოდ ვბრაზდებოდი ხოლმე ყველაფერზე და წვრილმანებიც კი მწყინდა. თავადაც არ მომწონდა ჩემი ეს ქმედებები, მაგრამ უნებურად მომდიოდა ყველაფერი. ანდრიაც ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ყოველთვის როცა უმიზეზოდ ავტირდებოდი ან ჩხუბს დავიწყებდი მშვიდად ცდილობდა ჩემს დამშიდებას.
ექიმის თქმით ორსულობაც კარგად მიდოდა და ჩემი პატარებიც თავს კარგად გრძნობდნენ. ანდრია და მე შევთანხმდით, რ ომ ბიჭს სახელს მე შევურჩევდი, გოგოს კი თვითონ. ორივეს მოფიქრებული გვქონდა უკვე სახელები, მაგრამ ერთმანეთს არ ვუმხელდით. მე გადავწყვიტე ჩემი პატარისათვის ნიკოლოზი დამერქვა, ისე როგორც ანდირას მამას ქვია. ეს იდეა მაშინ გამიჩნდა როცა გავიგე რომ ანდირას ბაბუის სახელი ერქვა. დარწმუნებული ვიყავი მასაც ძალიან გაუხარდება ჩემი ეს გადაწყვეტილება.
მეცხრე თვეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ პატარები. თითქმის ყოველს წუთს მახსენებდნენ თავს. ბოლო დროს ცოტა სიარულიც მიჭირდა და წელის ტკივილებიც მქონდა, თუმცა როგორც ექიმმა მითხრა ეს ბუნებრივიც იყო. ხშირად ვიწექი ხოლმე და დღეებს ასე ვატარებდი. ჩემი გოგონებიც ჩემთან იყვნენ. თიკას უკვე თავისი პატარა მათე ჰყავდა და მასთან ერთად გვსტუმრობდა, ანა ნუციკოსთან ერთად, თათა და ნინო კი ჯერჯერობით მარტო. ელენე ყველაზე მეტად მეხმარებოდა. ხშირად რჩებოდა ჩვენთან და ყველა თხოვნას უპრობლემოდ ასრულებდა. ყველაზე მეტად მგონი თვითონ ელოდა პატარების დაბადებას. სახლის საქმეებშიც მეხმარება და ანდრიას დანაბარებისამებრ, მის არ ყოფნაში თითქმის ყველაფერს ჩემ მაგივრად აკეთებს.
ანდირას სამსახურიდან დაბრუნებამდე ორივე იდვანზე ვისხედით და ბავშვის ოთახების დიზაინს ვარჩევდით კომპიუტერში. ელენემ მთხოვა ეს საქმე მისთვის მიმენდო, მეც არ შევწინააღმდეგებივარ. დარწმუნებული ვიყავი რაიიმე ორიგინალურს მოიფიქრებდა.
-ელე, მიდი დაიძინე თუ გეძინება _სუბლზე აკოცა ანდრიამ დას.
-კაი წავედი მე დავიძინო, თორე გავითიშები საცაა _დივნიდან წამოდგა და თვალების ფშვნეტით წავიდა საძინებლისკენ.
-იცი რამდნე რამეში მეხმარება? _თავი ჩამოვადე ანდრიას მხარზე.
-ვიცი.
-ცოტა არ იყოს მერიდება. თვითონაც სტუდენტია უკვე, თავისი საქმეც ბევრი აქვს...
-ალექს, ელენეს ეს რომ არ სიამოვნებდეს დამერწმუნე არაფერს გააკეთებდა. ეგ ყოველთვის იმას აკეთებს რაც სურს, ასე რომ ეგ დისკომფორტი ნუ გაქვს. _ცხვირზე მაკოცა.
-ხო რავიცი, მაინც...
-არ გეძინება შენ?
-მ... კი _თავი დავუქნიე.
-მიდი შენ დაწექი, მე ცოტა სამუშაო მაქვს და მოვალ მალე.
-კარგი _თბილად გაუღიმე. ფეხზე წმაოდგომაში დამეხმარა და საძიენბლისკენ წავედი. ამხელა მუცლით, მართლაც მიჭირდა გადაადგილება. როგორც კი თავი ბალიშზე დავდე, მაშინვე შვებით ამოვისუნთქე და თვალები მივნაბე.
არ ვიცი რამდნე ხანში გამომეღვიძა, მაგრამ ძილი ვერაფრით შევიბრუნე. ამას ჩემი პატარების გაუჩერებელი მოძრაობაც დაემატა. ანდრიას გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ ჩუმად წამოვდექი ფეხზე. ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი.
იქვე ჩამოვჯექი და ქუჩაში მბჟუტავ ლამპიონებს ვუყურებდი. გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა ჰაერში. შემორჩენილი სუსხის მიუხედვადა მაინც სასიამოვნო იყო გარეთ ყოფნა. სწორედ მა დორს ვიგრძენი მუცელში კიდევ ერთხელ ბიძგი.
-რა იყო დედიკო, ვერც თქვენ ისვენებთ? _ღიმილით გადავისვი მუცელზე ხელი.
-ალექს_ გიჟივით გამოვარდა ანდრია აივანზე.- რას აკეთებ აქ?!
-ვზივარ _მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე. შვების ოხვრა აღმოხდა და ჩემკენ წამოვიდა.
-რა არ ვიფიქრე საწოლშ რომ ვერ დაგინახე!_კოპებშეკრული ჩამომიჯდა წინ რაზეც სახიდან ღიმილი ჩამომერეცხა და თვალებში ცრემლები ჩამიდგა. წამით თვითონაც შეყოვნდა, შემდეგ ჩემ წინ ჩაიმუხლა-მაპატიე, არ მინდოდა შენი წყენინება _ფრთხილად ამაწევინა თავი და ნაზად მაკოცა ლოყაზე -უბრალოდ ძალიან შემეშინდა როცა ვერ დაგინახე.
-ვერ დავიძინე და გარეთ გამოვედი _ ამოვიბუტბუტე.
-რატომ? რამე გტკივა? _შეშფოთებულმა მკითხა.
-ძალიან ცელქობენ და გამუდმებით ფეხს მირტყავენ _ გაბერილ მუცლეზე დავიწყე ხელები. დავინახე როგორ გაეხსნა სახის ნაკვთები წამშივე და გახარებულმა გამიცინა. ნელა დაიხარა და მუცელზე მაკოცა.
-ჩემი გაბერილი. _შემდეგ ტუჩებზე ნაზად შემეხო.
-ეს მხოლოდ დროებითია _საჩვენებელი თითი ავუწიე ცხვირწინ.
-მერე რა პრობლემაა, მე აქ არ ვარ _ ჩაიცინა და კიდევ ერთხელ მაკოცა -წამო შევიდეთ, თორემ გამიცივდებით.
-არ მეძინება.
-არ დავიძინოთ მერე, უბრალდო დავწვეთ. _ ხელჩაკიდებული წამიყვანა ოთახში.
კომფორტულად მოვკალათდი საწოლში და ანდრიას მკლავებში გავიტრუნე.
-მოძრაობენ _ჩაიცინა და ჩემს მუცელზე მოხვეული ხელი დაეჭიმა.
-სულ ასე არიან, მგონი ფეხბურთს თამაშობენ _ ჩავიცინე.
-მამას სიხარულები _საოცრად თბილი ხმით ჩამჩურჩულა და ნაზად მომაკრო ტუჩები საფეთქელთან.
-დღეს განსაკუთრებით აქტიურობენ, ვერ გამიგია რა სჭირთ. _დაფიქრებით ჩავილაპარაკე.
-ვეღარ ვძლებთო და უკვე გამოძვრობა გვინდა დედიკოს მუცლიდანო_მუცელზე წკიპურტი დამკრა.
-ჯერ ადრეა, ექიმმა ერთ კვირაშიო.
-როგორმე გავძლებთ ერთ კვირას ხო მამიკოს სიხარულებო _სიცილით ელაპარაკებოდა ჩემს მუცელს.
-რაო, მოგცეს პირობა? _მეც გამეცინა.
-თავი შეიკავეს პასუხისგან _ ჩემი ტუჩებისკენ წამოიწია და ნაზად მაკოცა.
დროდადრო კვლავ ვგრძნობდი ჩემი პატარების წიხლებს მუცელში, რაზეც ბედნიერს მეღიმებოდა.
შუა ღამით ისევ გამეღვიძა, მაგრამ ამჯერად ტკივილის გრძნობამ გამაღვიძა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩემი პატარები, თუმცა ასეთი ტკივილი არასდროს მიგრძვნია. გაჭირვებით წამოვჯექი საწოლში, ტკივილის მორიგმა ტალღამ დამიარა, გამეტებით მოვმუშტე ხელები და ტუჩზე ვიკბინე, რომ ტკივილისგან გამოწვეული ხმა ჩამეხშო.
-ანდრია _ფრთხილად დავადე მხარზე ხელი ქმარს.
-მმ... _ნამძინარევმა ამოიზმუვლა.
-გაიღვიძე, გთხოვ...
-ჰა..? _წამწამები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს. -რა მოხდა? _ძილისგან დაბოხებული ჰქონდა ხმა. ხელის გადაწევით აანთო ბრა და ოთახი დაბალმა შუქმა გაანათა.
-ანდრო, მტკივა _ტკივილისგან სახედამანჭულმა მუცელზე გადავისვი ხელი.
-რა? რა გტკივა? _ჯერ ისევ ვერ მოსულიყო როგორც ჩანს გონს. საწოლზე წამოჯდა და დაკვირვებით შემათვალიერა. -ა..ალექს... _თვალები გაუფართოვდა -მოიცა, მშობიარობა გეწყება?! _ფეხზე წამოხტა.
-მგონი _ გამტებით დავმუშტე ხელები. _ვაი! _ოდნავ ხმამაღლა წამოვიკივლე ტკივის გამეორების გამო.
-ჯანდაბა! _ნერწყვი მძიმედ გადააგორა -მოიცა, ფრთხილად! _სწრაფად მომვარდა და პლედის მოშორებაში დამეხმარა.
-მტკივა! _შუბლი შევჭმუხნე. სწრაფად ჩაიცვა შარვალი და ფეხსაცმელი და კვალავ მე მომიბრუნდა
-მოდი ჩემთან პატარავ _ფრთხილად წამომწია ხელში.
-ვაიმე, ანდრია მტკივა! _ვგრძნობდი როგორ მატულობდა ტკივილი.
-გთხოვ, ცოტაც გაუძელი და მალე მივალთ საავდამყოფოში! _საშინალდ იყო აფორიაქებული -ელენე! _ხმამაღლა დაიყვირა დის სახელი -ელე, გაიღვიძე, სწრფად! _ირგვლივ ისევ სიჩუმე იყო. -ელენე! _კიდევ ერთხელ დაიყვირა.
-ჰა? რა? რა იყო? _თვალებდასიებული გამოვარდა ელენე საძინებლიდან. ჩემი ეს მდგომარეობა რომ არა, ალბათ, ბოლო ხმაზე ავხარხარდებოდი და-ძმის შემყურე.
-მშობიარობა დაეწყო! გთხოვ სწრაფად აიღე კარადიდან ჩანთა, ბავშვების ნივთებია შიგ.
-ელე, გთხოვ ჩქარა _ტკივილისგან უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა. სწრაფად გამოაღო სახლის კარი ანდრიამ და მანქანისკენ დაიძრა ჩემიანად.
-გთხოვ ცოტაც გაუძელი _შუბლზე მომაკრო ცხელი ტუჩები და მანქნაში ჩამსვა.
-მე დავჯდები უკან _ელენე გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-ალექს, შეეცადე დამშვიდდე და ღრმად ისუნთქო _სარკიდან თვალს არ მაშორებდა და მანქანას გიჟივით მიაქროლებდა
-ალექს, გეხვეწები გაუძელი რა ცოტაც! _აცრემლებული მთხოვდა ელენე.
-ვეცდებიი..._ ღრმად სუნთქვა დავიწყე. ცრემლები ვერ შევიკავე ტკივილის მორიგ შეტევაზე და თავი სავარძლის საზურგეზე გადამივარდა.
-ალექს, გთხოვ მე მიყურე! _საშინლად დაძაბული ხმით მითხრა -გთხოვ ცოტაც, მალე მივალთ.... ცოტაც გაუძელი _სიჩქარეს უფრო მოუმატა.
-ანდრო, უფრო ჩქარა _მხარზე დაარტყა ელენემ ხელი.
-მამა მოითმინეთ ცოტაც, ნუ აწვალებთ დედიკოს ასე _მუდარანარევი ხმით ჩაილაპარაკა და უკან გადმოგვხედა.
-ანდრო გზას უყურე! _შეუტია ელენემ.-ალექს, ღრმად ისუნთქე, შეეცადე დამშვიდდე. -მომაყარა ელენემ და ჩემთან ერთად დაიწყო ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ვგრძნობდი როგორ მატულობდა ტკივილი თანდათან და ჩემი ძლივს შეკოწიწებული მოთმინებაც ნაფლეთებად იქცეოდა. საავადმყოფოში მისული უკვე ბოლო ხმაზე ვკიოდი ტკივილისგან. ხელში აყვანილი შემიყვანა ანდრიამ შენობაში და მაშინვე საკაცეზე დამაწვინა. სამშობიარო ბლოკში შეყვანამდე ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული.
-შეგიძლიათ მშობიარობას დაესწროთ _უთხრა ექთანმა.
-არა! _სანამ ანდრია რამე იტყოდა მე წამოვიყვირე - მე არ მინდა ვინმე დაეწსროს! _ლამის ცრემლებამდე მივედი.
-ალექს, ნუ ამბობ სისულელეს! მე მინდა და დავესწრები! _ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-მტკივაა! _წამოვიკივლე _ ელენე დაესწროს! _ძლივს ამოვილუღლუღე.
-ვაიმე მე?!_თვალები გაუფართოვდა ლეენეს -კი, კი თანახმა ვარ! _წამოიყვირა აჟიტირებულმა.
-ალექს...
-ანდრია გთხოვ... -ტკივილისგან შუბლშეჭმუხნულმა ავხედე. ვხედავდი როგორ ნერვიულობდა და სწორედ ამიტომ არ მინდოდა მშობიარობას დასწრებოდა. ვიცოდი მისთვის ჩემი ტკივილის ყურება რამდენად რთული ასატანი იქნებოდა.
მთელი სამი საათი საშინლად მღრნიდა ეს ტკივილი და ლამის, შიგნიდან მჭამდა.
ვფიქრობდი, რომ მეტის გაძლება ნამდვილად არ შემძლო, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენდი, რომ მალე ჩემს პატარებს ხელში ავიყვანდი უფრო მეტი შემართებით ვცდილობდი ამ საშინელ გრძნობასთან გამკლავებას. თითოეულ ჩასუნთქვაზე ვგრძნობდი ტკივილის მორიგ ტალღას. ხმას ვერ ვიმორჩილებდი და ბოლო ხმაზე ვკიოდი. ელენეს ხელს მთელი ძალით ვიყავი ჩაბღაუჭებული. თვითონაც განერვიულებული, მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჩემთვის ოფლით დაცავრული შუბლი შეემშრალებინა და დროდადრო გამამხნევებელ სიტყვებს მეტყოდა ხოლმე.
სულ მალე კი სამშობიარო ბლოკი ბავშვის ტირილის ხმამ მოიცვა. ერთიანად დამიარა მტელ ტანში ჟრუანტელმა.
-ბიჭია! _ომახიანად თქვა ექიმმა და ბავშვი ექთანს გადააწოდა -მეორე მოდის!
ჩემი ერთი პატარა დაიბადა. თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა. კვლავ ისეთივე, ძლიერი ტკივილის შეგრძნება და სამშობიარო ბლოკში კიდევ ერთხელ გაისმა პატარას ტირილი.
-გოგოც აქაა! _სიცილით თქვა ექიმმა და მეორე პატარაც ექთანს გადააწოდა. ბუდნოვნად ჩამესმოდა უკვე ყველას ხმები. საშინლად დაქანცულს თვალები მეხუჭებდოა და ვხვდებოდი როგორ ვკარგავდი გონებას.
-ალექსანდრა! _ექიმის სახეს ბუნდოვნად ვამჩნევდი. -შემომხედე და შეეცადე ძალები მოიკრიბო. _ გაჭირვებით გავახილე თვალები
- ნახე შენი პატარები მოიყვანეს. _წამოიძახა ელენემ. ორივე გულზე დამიწვინეს და მათ დაჭერაში დამეხმარნენ. ერთიანად გამაჟრჟოლა მათი სურნელსი შეგრძნებისას და მათი შეხებისას, საოცრად ნაზები და სათუთები იყვნენ. იმდენად პატარები და დაუცველები რომ მეშინოდა რამე არ მეტკინა მათთვის. ღიმილით დავყურებდი ორივეს და მინდოდა ეს მომენტი უფრო დიდიხანს გარძელებულიყო. მე დედა გავხდი.
ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა თანთადათ ძალა, ამიტომ ბავშვებიც მალევე წაიყვანეს. მე კი საბოლოოდ დამებინდა გონება.
****
სანამ სამშობიაროში იყო ცოლი, თვითონ ადგილს ევრ პოულობდა, ერთადერთი რაც მოიფიქრა დანარჩენებისთვის დარეკვა იყო. ალექასნდრას თითოეული წამოკივლება მოქმედებდა მასზე. წინ და უკან დადიოდა სამშობიარო ბლოკთან და წუთებს ითვლიდა. არ ეგონა ამდენ ხანს თუ გაიწელებოდა ყველაფერი. ამოდ ცდილობდნენ დანარჩენბეიც მის დამშიდებას. ხელებდამუშტული დადგა კედელთან და თვალები დახუჭა. ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-როცა შენ ხარ ცუდად ალექსი ყოველთვის გრძნობს და შენ რა გემართება მისი
ტყუპისცალი არ ხარ? რატომ ვერ ხვდები ვერაფერს როცა შენ დას უჭირს?
_გაკაპასებულმა თათამ შეუტია იოანეს.
-უკაცრავად ქალბატონო, ორსულად ჯერ არ ვყოფილვარ და არც ის ვიცი რა შეგრძნება აქვს ალექსს მაგ დროს. _ირონიულად გაუღიმა.
-მე რას გელაპარაკები და შენ რას ბოდიალებ!
-შემეშვი რა თათა, ჩემზე მეტად ნერვიულობ ნეტა?!
-დიახაც!
-თათა! _სერიოზულად იწყინა იოანემ. გოგონაც მაშინვე გაჩუმდა, მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა.
ცოტა ხანში ყველამ გაიგო სამშობიარო ბლოკიდან გამოსული ბავშვის ტირილის ხმა.
ანდია მაშინევ კარს მიეჭრა და რიტმულად აათამაშა კარზე შეკრული მუშტი.
-მეორე? _იკითხა ანამ და რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ გაისმა პატრას ხმა, რაზეც ყველას ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ბებია-ბაბუები კი გახარებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს და ორი ანგელოზის დაბდებას ულოცავდნენ.
****
მეორე დღესვე მომიყვანეს ჩემი პატარები. მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა მათი სიახლოვისას. გულისცემა მიჩქარდებოდა როცა მათ სურნელს შევიგრძნობდი. ყურებადე გაღიმებულმა ვამცნე ანდრიას რომ ჩემი ბიჭისთვის ნიკოლოზის დარქმევა მინდოდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა თუმცა მისმა პასუხმა მე ალბათ, უფრო მეტად გამახარა.
-ჩვენს გოგოს ბარბარეს დავარქმევ _ამის გაგონებაზე ცრემლების შეკავება ვერ მოვახერხე. ბარბარე ხომ დედაჩემის სახელი იყო. გახარებულმა ჩამოვადე თავი მკერდზე და კიდვე ერთხელ გადავხედე ჩვენს პატარებს.
-აუ ალექს ტირის _შეწუხებული სახით გადმომხედა ანდრიამ -შია მგონი ამას კიდევ _განრევიულებული ხმით მითხრა.
-არ შია, წეღან ვაჭამე _ანდრიას შემხედვარე სიცილს ვერ ვიკავებდი.
-გეხვეწები გამომართვი რა, თორემ არ ჩერდება _ბუზღუნა ბავშვივით წუწუნებდა.
-ვაიმე, ნუ გამაგიჟე ბიჭო, იტირებს ბავშვი ზოგჯერ აბა რას იზამს! _ელენე შემოვიდა პალატაში.
-აუ, ელე, გამომართვი რა.
-აუ ვერა! _ელენემაც ისეთივე სახე მიიღო _რამე რო ვატკინო?
-ვაიმე, რა სულელები ხართ _სიცილით ვუთხარი -მომიყვანე დავიჭერ. ფრთხილად მოვიქციე ნიკოლოზი ერთ მხარეს და მეორე ხელში ბარბარე დავიწვინე.
-ნახე გაჩუმდა _ნერვიული სიცილი გაუკრთა ანდირას -მგონი არ მოწონს ჩემთან...
-ნუ სულელობ! _სიცილით ავხედე
-აღარ იტირო ხოლმე რა მამა ეგრე თორე გულს მიხეთქავ _მოცუცქნულ ცხვირზე ოდნავ ჩამოკრა თითი. -ნახე ნიკო, როგორი მშვიდია.... მამას კაცი
-მეცინება რომ გიყურებ _ჩუმად გადავიკისკისე -რაო დედიკო, შევაშინეთ მამა?
-ჩემი ანგელოზები _ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო.
-აუ სულ ამდენი უნდა ეძინოთ? _ბუზღუნით დახედა ელენემ პატარებს.
-ბარბარეს არ სძინავს.
-ნახე როგორ აქვს თვალები დაჭყეტილი _სიცილით დახედა ანდრიამ -აქედანვე ეტყობა რომ დედას ჰგავს.
-არაფერიც, მამამისივით აცეცებს თვალებს _ნაზად ვაკოცე ჩემს შვილებს.
-რა პატარები არიან _ღიმილით თქვა ანდრიამ და თვალმოუშორებელი აკვირდებოდა ორივეს.
*****
რამდენიმე დღეში უკვე სახლში ვიყავით პატრებთან ერთად. ჩემი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მეგობრებს ბავშების ოთახის მომზადებაც მოუწყვიათ. საოცრად მშვიდ და ნაზ ფერებში იყო ყველაფერი გადწყვეტილი. პატარების საწოლები განსაკუთრებით მომეწონა. როგორც გავიგე ესეც ელენეს არჩევანი იყო როგორც სხვა დანარჩენი. ყველაფერი ძალიან მომეწონა და ყევლას უდიდესი მადლობა გადავუხადე.
ნიკო და ბარაბრე გარემოს ცვლილებას რთულად შეეგუენ. თავიდან თიტქმის ყოველ წუთს ტიროდნენ და მე და ანდრიასაც გვიჭირდა მათი გამკლავება, თუმცა რამდენიმე დღეში ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. როცა ანდრიას მე დ ა იოანემ ვუთხრაით, რომ ნიკოს და ბარბარეს შორის განსხვავება 12 წუთი იყო, როგორც ჩვენს შორის ძალიან გაუკვირდა. მეც არ ველოდი ასეთ დამთხვევას.
-როგორ გვანან ერთმანეთს _ღიმილით უყურებდა მძინარე ტყუპებს.
-გამოდი არ გააღვიძო, თორე შენ დააძინებ შემდეგ _სიცილით გამოვიყვანე ოთახვიდან და კარგი ოდნავ მოვხურე.
-აუ როგორ დავიღალე _გაიზმორა -სად აქვთ ამხელა ენერგია? სულ რამდენიმე დღის არიან და...
-ჯერ გაიზარდონ და მერე ნახე შენ ენერგია _ჩავიცინე და კიბეზე ჩავედი. -არ გშია?
-მაგრად. _თვითონაც ჩაიცინა.
-ხუთ წუთში გავამზადებ რამეს _ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი.
დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. პატარები უკვე რვა თვისა იყვნენ. დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ახერხებდნენ მუხლებზე ხოხვით. სახლში სრული დომხალი იყო. ყველა კუთხე მათი სათამაშოებით იყო სავსე. დილის ექვსი-შვიდი საათიდან იწყებდნენ ტყუპები გამოფხიზლებას და შემდეგ უკვე არც ჩვენ გვაძლევდნენ მოსვენებას.
-სად არიან? _სამსახურიდან სახლში მოსულმა იკითხა ანდრიამ როცა ბავშვებს თვალი ვერ მოჰკრა.
-ძინავთ _ჩავიცინე და ფეხზე წამოვდექი.
-ასე მალე? _გაუკვირდა და ღიმილით მომხვია წელზე ხელი.
-მთელი დღეა ვერ ისვენებდნენ. ხან საით წავა ერთი, ხან მეორე სად გაბობღდება. ხან რას გადმოგდებენ, ხან რას. ნიკო საითაც წავა ბარბარეც იქეთ ეკიდება. _სიცილით მოვახსენე ტყუპების გმირობის ამბავი.
-ხომ გითხარი ძიძა ავიყვანოთ და დაგეხმარება მოვლაში.
-არა! _კატეგორიული ხმით განვუცხადე.
-კარგი ბატონო, როგორც გინდა _დანებების ნიშნად დამირკა თავი და ნაზად მაკოცა. -მმ _ ტუჩები ენის წვერით გაისველა და ვნებამორეული დამაცხრა თავიდან.
-თითის ტოლები ეძახე და რამდენი ხანია ვერ მოგკარებივარ წესიერად _სიცილით ჩააილაპარაკა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. წამში ამიტაცა ხელში, მეც ხელ-ფეხი მჭიდროდ შემოვხვიე წელზე და კოცნაში ავყევი. მალევე აღმოვჩნდით საძინებელში.
-მომნატრებიხარ _ ხერხემალზე აასრიალა თითები.
-მეც _მის კკერდზე თავი უკეთ მოვაკალათე და თავლები დავხუჭე. სწორედ ამ დროს გაისმა ბავშის ტირილის ხმაც, ამას მალე მეორესიც დაემატა. მაშინვე წამოვხტით ორივე ფეხზე.
-მოკლედ, უკვე მოსწრებაზე გავქვს საქმე _სიცილი დაიწყო ანდრიამ და შარვალი ამოიცვა. მეც გამეცინა მის სიტყვებზე, ხალათი შმეოვიცვი და ბავშვების ოთახში აგვედი.
-ჩუ დედიკო, აქ ვართ უკვე _ხელში ავიყვანე ბარბარე. ანრიამ კი ნიკო -არ იტიროთ დედას სიხარულები. _ორივეს მაგრად ვაკოცე. ისინიც მალევე დამშვიდდნენ.
-რამხელა ხმა გაქვთ მამა? _ხელში შეაქანა ნიკო ანდრიამ -რა იყო მომღერლობას ხო არ აპირებთ?
-არაო, მამიკოსავით არქიტექტორი უნდა გამოვიდეო _სიცილით ჩავუკარი თვალი და ბარბარესთან ერთად ჩემს ოთახში გავედი. ანდროც უკან გამომყვა.
-მგონი შიათ.
-არ გეჩვენება რომ ბევრს ჭამენ? _სიცილით ვუთხარი -ნახე როგორ მოიმატეს.
-ექიმმა ხომ თქვა მათი ასაკისთვის შესაბამისი წონის არიანო, დიდი ამაბვი ერთი-ორი ზედმეტი კილო. ფორმების დაცვა რო გავიზდებით მერეო მამა _საწოლზე გადაგორებულ ბარბარეს მუცელზე წკიპურტი წაკრა. -ხომ მამა?
-მოგშივდათ დედას სიხარულები _ ორივე ჩემთან დავიწვინე და ოდნავ შევუღუტუნე, მაშინვე აკივლდნენ და იქეთ-აქეთ დაიწყეს კოტრიალი. ბარბარე გაჭირვებით გაფოფხდა საწოლის კიდისკენ და რომ არა ანდრიას წრაფი მოქნედება ძირსაც ისკუპებდა.
-უყურე რა ამას _სიცილით აიყვანა ხელში -ვერ ისვენებ მამიკო? არ შეიძლება ეგრე, თორე იტკენ რამეს. _ბარბარეც განაბული უსმენდა მამის საუბარს და ისედაც გაბერილ ლოყებს კიდევ უფრო ბერავდა. ნიკო კი საწოლზე თავისთის იწვა და რაღაცას ბუტბუტებდა თავსი ენაზე. საკუთარი ფეხის თითები ხლებში მოექცია და იექთ-აქეთ ირწეოდა.
-ნახე ჩემი ბიჭი რა მშვიდია _ნიკოს წავეთამაშე. -დედიკო, გამიცინე რა _შევუღუტუნე და ლოყებზე გაჩენილი ფოსოები დავუკოცნე.
-მა მააა... მა.. _მოულოდნელად წამოიკივლა ნიკომ, რაზეც ჩემდაუნებურად შევხტი.
-რაო რა თქვა? _თვალები აგუფართოვდა ანდრიას.
-მამაო _სიცილით ავიყვანე შვილი ხელში -კიდევ თქვი რა დედიკო.
-მა.. მა მა _გაკრეჭილი იმეორებდა ახალ სიტყვას.
-და დედიკოს როდის ვიტყვითო ჰა? _სიცილით შვუღუტუნე და ანდრიას ბარაბრეც გამოვართვი. -შენ არ უნდა დამიძახო დედიკო? _ჩემს გოგოს წავეთამაშე, რომელიც გაბუსხული უყურებდა ძმას.
-მამას კაცი _ლოყები დაუკოცნა ანდრიამ ნიკოს და ღიმილიანი სახით ამოგვხედა.
-ჩემი ბედნიერება ხართ _ჩემკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა.
***
-დედიკო, ნიკოს უთხალი ლამე, კიკინები დამიშალა _ფეხების ბაკუნით მორბოდა ბარბარე ჩემკენ და ტუჩები სატირლად დაებრიცა, უკან კი შემართული ნიკო მოსდევდა.
-მოდი ჩემთან დედა _ხელში ავიყვანე ბარბარე და უკვე შემდგარი ნიკოსკენ წავედი. -რას ერჩი დედიკო შენი დის კიკინებს? _სიცლით ჩავიმუხლე მის წინ.
-გაშლილი უფლო უხება _ხელების შლით მითხრა ჩემმა ბიჭმა ისე თითქოს ამაში გაასკვირი არც არაფერი ყოფილიყო.
-ნიკო, მამა, მოდი შენ მე დამეხმარე. დაანებე ბარბის თავი _სიცილით აიყვანა პატარა ქოფაკი ხელში და ეზოში გაიყვანა
-მეც მიდა იქ _წამოიტირა ბარბიმ _ანდრიაც მაშინვე მობრუნდა და ბარბარეც თან გაიყოლა.
-ამათ ძილი როდის უწევთ? _გასვლამდე გამომძახა.
-ჯერ ადრეა _სიცილით ვუპასუხე და ეზოში გასულებს თვალი გავაყოლე. ვუცქერდი მათ და ბედნიერებისგან სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ანდრია ხან ერთს გაეკიდებოდა ხან მეორეს. ჩემი პატარებიც მოსვენებას არ აძლევდნენ მამას და მინდორზე წამოწოლილს ზემოდან ახტებოდნენ. წამით არ აძლევდნენ ამოსუნთქვის საშუალებას. სიცილი ვერ შევიკავე იმის წარმოდგენაზე როცა კიდევ ერთი წევრი შეემატებოდა ჩვენს ოჯახს და კიდევ უფრო მეტი შემართებით მოგვიწვდა პატარა მაიმუნებთან გამკლავება. მუცელზე ხელი გადავისვი და მათკენ წავედი.
დასასრული!




№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან სასიამოვნო ისტორიაა

 


№2 სტუმარი ნი-კე

მიყვარს ეს ისტორია,სასიამოვნო წასაკითხია❤️❤️წარმატებები

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ისტორიაა..დადებითი მუხტით სავსე

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები ადრეც წამიკითხავს საინტერესო საოცარი ნაწარმოებია თავის წყვილებით მიყვარს კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები♥️♥️♥️????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ,მადლობა თქვენ და წარმატებები????

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

კიდეც ვიტირე,კიდეც ვიცინე და ღამეც ლამაზად გავათენე. დიდი მადლობა,ამ საოცრებისთვის.

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგი იყო, სასიამოვნო ისტორია საოცარი წყვილით და დიდი სიყვარულით❤️ მადლობაა

 


№8 სტუმარი Ana-maria

კარგი ისტორიაა,კარგად იკითხება. წარმატებები და სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიებს ❤❤❤

 


№9 სტუმარი ნანამია

მომეწონა, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული ისტორიაააა...აი, კარგ ხასიათზე მყოფიც რომ წაიკითხავ და ცუდზეც... საბოლოოდ კი ღიმილიანს რომ დაგტოვებს... მადლობა...

 


№10  offline წევრი tamro

ძალიან დიდი მადლობა ყველას heart_eyes

 


№11  offline წევრი Annia

ძალიან კარგი იყო

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან ძალიან ლამაზი ისტორიაა❤️❤️ ძალიან ვისიამოვნე და იმედი მაქვს კიდევ დადებთ თქვენს სხვა ისტორიებზ❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი ეკა 5

მიყვარს თქვენი გმირებიი❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი ოლია

ძალიან კარგი წასაკითხი იყო ????

 


№15 სტუმარი Ია

Რა კარგი ნაწარმოებია, მადლობა ???????????? რამდენჯერ წავიკითხე არ ვიცი და რა დიდ სიამოვნებას ვიღებ ყოველ წაკითხვისას. Მადლობა ????????????????????.
P. S. Ამ ავტორის სხვა ნაწარმოებები არის აქ განთავსებული?

[quote=Ია]Რა კარგი ნაწარმოებია, მადლობა რამდენჯერ წავიკითხე არ ვიცი და რა დიდ სიამოვნებას ვიღებ ყოველ წაკითხვისას. Მადლობა
P. S. Ამ ავტორის სხვა ნაწარმოებები არის აქ განთავსებული?[

 


№16 სტუმარი მანანა ჩხეიძე

ეს ტუჩები მომაკრო..ფეხები წელზე შემოვხვიე და ტანზე ავეკარი ცოტა გაზვიადებული ხომ არაა?ძაან გაწელილია.

 


№17  offline წევრი Firefly

მიყვარს ეს ისტორია
--------------------
M.T

 


№18 სტუმარი nianu

ძალიან კარი ისტორიაა,თბილი,საინტერესო და მართლაც ვერ მოვთვლი რამდენჯერ მივუბრუნდი წასაკითხავად,ბევრჯერ რომ მოგინდება წაკითხვა ერთი და იმავე ნაწარმოების მტკიცებაც არ უნდა უკვე რა დონის საინტერესოა,არ მომწყინდება რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო,გამორჩეულია ჩემთვის აშკარად

 


№19  offline წევრი Natalia14

სასიამოვნო წასაკითხი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent