შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(11)


23-12-2023, 01:07
ავტორი sati
ნანახია 1 817

-მეორედ ჩემი მშობლები აღარ ახსენო! შე ნაბი*ვარო!-საშინელი სროლა ატყდა, ვანომ და დაცვის ბიჭებმა ადგილზევე ჩაცხრილეს ერიკო. ნენე გამოექცა გიგას და ნერსესკენ წავიდა, ადგილზე კი საშინელი სურათი დახვდა. ორივე სისხლისგან იცლებოდა. ნენე ნერსეს მივარდა და ეცადე ფეხი გადაეხვია.
-რას აკეთებ! ვანო გამოიძახე სასწრაფო! -ბოლო ხმაზე ღრიალებდა, თან ტიროდა, თან კიოდა.
-არ უნდა სასწრაფო ნენე, კარგად იქნება-ვანო მივიდა და ფეხი გაუსინჯა, ნერსე გმინავდა ტკივილისგან.
-ნენე, კარგად ვარ, არ ინერივულო-ნერსე წამოდგომას ეცადა და ბიჭები დაეხმარნენ.
-ბიჭებო აიყვანეთ თვითმფრინავში.
-რას... რას ამბობ, ეს ბიჭი?!
-მკვდარია უკვე ნენე-ვანო წამოყენებას ეცადა ნენესი, სანამ ბიჭებს ნერსე მიჰყავდათ თვითმფრინავში.
-რ.. მკვ...მკვდარია?-ნენეს თვალები აუცრემლიანდა-როგორ?-მუხლებზე დაეცა და ეცადე მისი ჭრილობებიდან სისხლდენა გაეჩერებინა-სულ.. გააფრინეთ?! როგორ ჩაცხრილეთ ერთ ადგილზე?! ხო შეგეზლოთ ერთხელ გაგესროლათ, რომ გაგეჩერეინათ..
-ნენე, უნდა ავიდეთ თვითმფრინავში ეხლა აქ გაჩერება არ არის უსაფრთხო-ვანომ ხელი მოკიდა ნენეს და ძალით წაყივანა თვითმფრინავისკენ, მაგრამ ის უძალიანდებოდა და ერიკოსკენ ტრიალდებოდა. დანარჩენმა დაცვის ბიჭებმა შავი პარკი მოიტანეს და გადააფარეს. ნენე ხაოდა, ამას ტირილიც აღარ ერქვა. კაბინაში უკვე დამუშავებული ჰქონდათ ნერსეს ჭრილობა და შეხვეულიც. ნენე უფრო ცუდ დღეში იყო, ვიდრე ის.
**
ადამაინი მოკლეს.. ჩემს თვალწინ. ადამიანი მოკლეს. ნერსე დაჭრეს. ადამიანი მოკლეს. ჩაცხრილეს. დახვრიტეს. ადამიანი დახვრიტეს. ჩემს თვალწინ ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, მოკლეს. ის აღარ არის. იყო და უკვე აღარ არის. აღარც აღარასოდეს არ იქნება. ნერსე საშინელ ტკივილში იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. თვალებში ვერ ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უსროლია ერიკოსთვის.. არც კი ვიიც რას უნდა ვგრძნობდე. რა ჯანდაბას უნდა ვგრძნობდე? შიშს იმის გამო რომ პოლიცია დევნას დაგვიწყებს? იმის გამო, რომ ახლა ამ ბიჭის ოჯახი დაგვიწყებს შურისძიებისთვის დევნას? იმის გამო, რომ ნერსეს შეიძლება რაიმე დაემართოს? ან ჩემი ოჯახის წევრებს? ვიცოდი, რომ ადვილი ცხოვრება არ მელოდებოდა მის გვერდით, ვიცოდი, რომ ეს 6 თვე გამოწვევებით იქნებოდა სავსე და რომ ასე ადვილად ვერ გამოვიდოდა ნერსე ამ საქმიანობიდან. მაგრამ წამითაც არ წარმომედგინა მთელი ცხოვრების მანძილზე რამხელა ტვირთის ტარება მომიწევდა...ან თუ ოდესმე ვიხილავდი ადამიანის დახვრეტას. თვალებიდან არ ამომდიოდა სისხლში ამოსვრილი ერიკოს სახე, რომელიც თვალებღია იწვა და თითქოს მომჩერებოდა, მსაყვედურობდა.. ნამდვილად მსაყვედურობდა, რომ ნერსეს გავყევი. მგონი ჭკუიდან ვიშლები. ახლაც მისი სახე მელანდება და ალბათ მთელი ცხოვერბა გამომყვება ის გაყინული, მაგრამ საყვედურით სავსე თვალები. ტანში ახლაც ჟრუანტელს მივლის, როდესაც მას ვიხსენებ. ერიკო ანდრონიკაშვილი ჩემი ცხოვრების კოშმარად იქცა. არა... ერიკოზე დიდი კოშმარი ჩემთვის ნერსე სამხარაულია, ჩემი ქმარი. ნერსეს გამაყუჩებლები გაუკეთეს და გადახვევას მორჩნენ, თუ არა წამოდგა და ჩემთან მოვიდა, წინ დამიჯდა. ხელზე კიდევ ერიკოს სისხლი მქონდა, მეც და მასაც.
-ნენე, შემომხედე. გიორგი მოდი ორი წუთით ნენეც გასინჯე-ეკიპაჟის ექიმს ელაპარაკებოდა. გიორგი მოვიდა, თვალებში ჩამანათა, სახეზე ხელები მომკიდა, რაღაცეებს მელაპარაკებოდა, მაგრამ არ მესმოდა. არ ვპასუხობდი, სანამ ნერსემ გვარიანად არ შემანჯღრია.
-ნენე მეთქი!- და ეგრევე გამომიყვანა ტრანსიდან. შეშინებული თვალებით გავხედე და ხელები გავაშვებინე.
-კარგად არის ნერსე, არ ინერვიულო-გიორგიც გამეცალა და თავის ჩემოდანს მიუბრუნდა, რაღაცის ძებნა დაიწყო. სავარაუდოდ ვიცი რისიც.
-ნენე, მომისმინე. გესმის ჩემი?-სახეზე მომკიდა ხელები და მაიძულა მისკენ გამეხედა.
-მოკლეს. ადამიანი მოკლეს შენს თვალწინ.. ჩაცხრილეს...
-ნენე, მე ერიკოს სიკვდილი რომ მნდომოდა, თავიდანვე ვიზამდი ამას.
-ანუ შენ არაფერი დაგიშავებია?! თავისით მოკვდა?!
-ნერსე გაიწიე, დამამშვიდებელს გავუკეთებ-გიორგი ჩემკენ ნემსით წამოვიდა.
-არ მინდა!-დავუყვირე, მაგრამ არ მომისმინდა და მკლავში ჩამავლო ხელი.
-არ უნდა-ნერსემ გააჩერა და ხელით უკან გაწია-თავისით დამშვიდდება.
-ნერსე, შეხედე ისტერიკაშია, რამე არ დაუშავოს საკუთარ თავს. თან ეხლავე სახლში უნდა წაგიყვანოთ, ვერ იფრენთ-გიორგი ისევ ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ ნერსემ არ გამოუშვა.
-ისტერიკაში ? -წამოვუხტი ეგრევე-ისტერიკაში რო ვარ გიკვირთ ეს? თქვენ საერთოდ ადამიანები ხართ? ადამიანი მოკვდა! ჩაცხრილეს! დახვრიტეს! არ შეგეძლოთ რომ მხოლოდ ფეხში დაგეჭრათ?-არ მჯერა რომ მსგავს რამეს ვამბობ. არ მინდა იმის დაჯერება, რომ საკუთარ ქმარს ვთავაზობ ალტერნატიულ თავდაცვის საშუალებად კაცის ფეხში დაჭრას. ნერსემ ვეღარ მოითმინა და ყვირილი დაიწყო.
-შენ იცი ეს ადამიანი ვინ იყო? ან რითი მემუქრებოდა? ოჯახის ამოწყვეტით ნენე! ოჯახის ამოწტყვეტით! ნინოს უთვალთვალებდა, დედაჩემს უთვალთვალებდა, და ... შენ გამო, ნენე, შენ გამო არ მისროლია, თორე 3 თვის წინ რომ ეს გაებედა, უკვე მკვდარი იქნებოდა. მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე რაც მოხდა, როდესაც მე დამჭრეს და იმისთვის, რომ არ მოვმკვდარიყავი ვანომ და ბიჭებმა ერთიანად ესროლეს! კი ეს მკვლელობა ჩემს სახელზეც არის. და ჩემი ხელიც ურევია. ერიკოს სისხლი ჩემს ხელებზეც არის. კმაყოფილი ხარ?
-მოიცა.. რას ქვია ნინოს უთვალ.. ბავშვის მოკვლას აპირებდა?
-ავანტყოფების ოჯახია ნენე, წარმოდგენა არ გაქვს რაზე არიან წამსლველი.
-ოჯახი? კიდე ბევრნი არიან?
-არც ისე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა-რომ მიხვდა, რომ მისმა ყვირილმა გაჭრა და დავმშვიდდი, უკან დაიხია და აღარ გააგრძელა არაფრის მოყოლა-ეხლა დაჯდები, გიორგი დამამშვიდებელს გაგიკეთებს, მერე მშვიდად რო იქნები დავილაპარაკებთ და რაც საჭიროა იმას აგიხსნი. ნენე, მიპასუხე სიტყვიერად რომ ყველაფერი გაიგე.
-აზრი? აზრი ნერსე?! შენთვის არასდროს არ აქვს მნიშვნელობა რას ვფიქრობ, ნენე წადი დაიძინე, ნენე ადექი, ნენე წამოდი, ნენე დარჩი! ნენე ის ნენე ეს! ახლა რომ გითხრა არ მინდა თქო? დამიჯერებ?-აქ დამამშვიდებელში არ იყო საქმე, არც ნერსეს მბრძანებლურ ხასიათზე, მე კარგად ვიცნობდი იმ ადამიანს ვისაც ცოლად გავყევი, მაგრამ არა იმ პიროვნებას, რომელიც ახლა ცდილობდა ეს სიტუაცია ჩვეულებრივ მოვლენად შეერაცხა, ან პრობლემად, რომელიც დამამშვიდებლით გვარდებოდა. რა თქმა უნდა ნერსე აღარ დაელოდა ჩემს პასუხს, გიორგის უთხრა გაუკეთეო, ისიც მოვიდა, ჯერ მხარი დამიკავა, ეგონა შეწინააღმდეგებას ვაპირებდი, მაგრამ არ გავრყეულვარ. ნეტა 3 დოზა გაეკეთებინა ერთიანად, რომ იქნება საერთოდ აღარ გამეღვიძა. დამამშვიდებელმა მალევე იმოქმედა. უკვე სახლში გამეღვიძა. რა თქმა უნდა ნერსე გვერდით არ მეწვა. სახლში ჩოჩქოლი ისმოდა, ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა, მათ შორის ნერსეს მამის და ვაჩესი. ნინოს ტირილის ხმა მესმოდა, ალბათ ისიც მოიყვანეს. საღამოს 8 საათი იქნებოდა. დიდი ხანი მეძინა. არავისთან საუბარი არ მინდოდა, ამიტომ არც ავმდგარვარ. ცოტახანში კარზე კაკუნი გავიგე, თამარა შემოვიდა. გული კინაღამ გადამიტრიალდა, მან საიდან გაიგო.
-ნენე, საყვარელო, ალექსანდრემ მომიყვა რაც მოხდა-მოვიდა და გადამეხვია-კიდე კარგი ორივე კარგად ხართ.
-რა.. რა მოგიყვა?-უკვე მეთითონაც ვერ ვარჩევდი რა სიტყვებს წარმოვთქვამდი.
-ავარიაში რომ მოყევით გზად, შენ ხომ ხარ კარგად?-საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე მომაჩერდა.
-კი..-უცბად მეგონა, რომ ნერსეზე, მის ბიზნესზე და ერიკოზე მოუყვა-უბრალოდ დასვენება მინდა, თამარა არ მიწყინო გთხოვ. ძალიან მეძინება, ალბათ ძლიერად დავარტყი თავი.
-კი, კი. გეტყობა სახეზე ჯერ ისევ შოკში ხარ ალბათ. ხვალ როგორც კი გაიღვიძებ დამირეკე, მოვალ და გნახავ. წესიერად დაგელაპარაკები. რაღაც არ მომწონხარ.
-არა, ავარიის ბრალია. მადლობა როომ მოხვედი. ქვევით ბევრი ხალხია?
-უფ, ძალიან. ალექსანდრეც აქ არის, მან მომიყვანა.
-შენ და ალექსანდრე დაახლოვდით?-ამ დროს ალექსანდრეც შემოვიდა. ვიცი, რომ სულელური შეკითხვაა და ახლა ეს არ უნდა მადარდებდეს, მაგრამ ვერ დავუშვებ რომ თამარა და ალექსანდრე დაახლოვდნენ.
-დავახლოვდით რომელია რძალო-შუქი აანთო და საწოლთან მოვიდა-როგორ გრძნობ თავს?
-კარგად. ნერსე სად არის?
-ქვევით.
-დადის?-ფეხში დაჭრეს, კინაღამ სისხლისგან დაიცალა, მის თვალწინ ადამიანი დახვრიტეს და მაინც მე უფრო ცუდად ვიყავი, ვიდრე ის. მე საწოლში ვიწექი ავადმყოფივით, ყველა მკითხულობდა და ის დადიოდა საქმეებზე.
-კი, კოჭლობს, მაგრამ დადის. თამარა დარჩეს დღეს აქ არ გინდა?
-არა, არ ვაწვალებ, ხვალ სამსახური აქვს-არც ის მინდოდა ნერსეს ოჯახთან დაახლოებულიყო, ან საერთოდ ნერსესთან. და მგონი ცუდი იდეა იყო მისი მეჯვარედ წაყვანა ქორწილში.
-კარგი მე გაგიყვან-ალექსანდრმე უთხრა.
-არა, რა საჭიროა. ტაქსს გამოვუძახებ-საერთოდ არ მინდოდა ალექსანდრე და თამარა დაახლოვებოდნენ ერთმანეთს. თამარამ გაკვირვებულმა გამომხედა, ალექსანდრ ეკი მშვენივრად ხვდებოდა, რატომაც არ მინდოდა სახლში წაეყვანა. ახლა ჩემთან და ნერსეს გარემოცვასთან ნებისმიერი დაახლოებული პირი საფრთხეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერიკო მოკლეს, კაცმა არ იცის მათი რომელი ოჯახის წევრი მოვა კიდე შურის საძიებლად.
-კარგი, დაისვენე შენ-თამარას ანიშნა წავედითო. აშკარად არ აპირებდა ჩემ მოსმენას, როგორც მისი ძმაკაცი მექცეოდა, ზუსტად ისევე ესეც.
-აბა აგმოიძინე კარგად, წამლები დალიე, თუ საჭიროა დაამატე ცოტა დამამშვიდებელიც, მოგწერ მერე რამდენს-თამარა ფსიქიატრიც იყო და ფსიქოლოგიც განათლებით. მასთან დავდიოდი, ასე უფრო მოსახერხებელი იყო. გადამკოცა, ჩამეხუტა და გავიდა.
-არ ინერვიულო ნენე-ალექსანდრემ მითხრა, შუქი ჩამიქრო და ქვევით ჩავიდა. წამოვდექი, გრძელი ჟაკეტი შემოვიცვი და ქვევით ჩავედი. მისაღებში ნერსე, ელენე, ვაჟა და ვაჩე იჯდნენ. ბესო, ვანო და დანარჩენები შემოსასვლელში საუბრობდნენ ხმადაბლა. ვანომ ეგრევე მე გამომხედა, პრიველად ამოვიკითხე მის თვალებში ემოცია. თითქოს შეშინებული იყო, მაგრამ არა ამ სიტუაციით, არამედ ჩემი გამოჩენით და მომავალი რეაქციით. ყველა ისე მიყურებდა, თითქოს სასიკვდილო რაიმე მე მჭირდა და არა იმ საცოდავ კაცს, რომ ჩაცხრილეს ერთ ადგილზე. მისაღებში გავედი, ვაჩე წამოდგა, ჩემთან მოვიდა, ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ისეთი მკაცრი მზერით ვუყურებდი მთელ ოჯახს, რომ გადაიფიქრა.
-როგორ ხარ?
-ფეხში შენი ძმაა დაჭრილი და მე მეკითხები როგორ ვარ?-სავარძელთან მივედი და დავჯექი, ნერსეს შევხედე-როგორ გაქვს ფეხი?
-კარგად-ისე მიპასუხა, თითქოს მეასეხარისხოვანი ყოფილიყოს მისი დაჭრის ფაქტი-შენ როგორ ხარ?
-მე რა მჭირს მოსაკითხი? აბა, რაზე ლაპარაკობდით სანამ მე ოთახში შემოვიდოდი.
-ნენე-ნერსემ მკაცრად გადმომხედა.
-შვილო უფლება აქვს იცოდეს, ბოლო-ბოლო დღევანდელი ...-ელენეს როგორც ჩანს უნდოდა მოყოლა, მაგრამ ნერსემ გააწყვეტინა.
-დედა-ახლა მას დაუბრიალა თვალები და ელენეც ეგრევე გაჩუმდა.
-ელენე, ბავშვს დახედე-ვაჟამ ძლივს ამოიღო ხმა და ცოლი ზევით გაუშვა.
-მე რაზე გამიშვებთ?-ვაჟას გადავხედე, მერე ნერსეს, არც ერთი ხმას არ იღებდა-მე არ მაქვს უფლება ვიცოდე რა ხდება? ან რა ოჯახს გადავემტერეთ? ჩემი სიცოცხლე იგივენაირად არის საფრთხეში, როგორშიც თქვენი.
-ნენე, უმჯობესია არაფერი იცოდე-ვაჩემ ამოილუღლუღა.
-აჰა და ამას თქვენ რატომ წყვეტთ რა არის უმჯობესი ჩემთვის? ეს უკვე მხოლოდ თქვენ აღარ გეხებათ! ჩემს ოჯახს ეხება, მე მეხება! უნდა ვიცოდე რასთან მაქვს საქმე! ნებისმიერ მომენტში შეილება ჩემს ოჯახის წევრებს დაემუქრონ.
-დაცვა დგას თითოეული შენი ოჯახის წევრის სახლთან. ბიძაშენი მინისტრის მოადგილეა, არავინ შეეხება, არც შენ ბიძაშვილებს. დედაშენი უკვე აქ არ არის. გაფრინდა-ნერსემ თავისი ჭკუით პრობლემა გადამიჭრა. მოთმინებას ვკარგავდი.
-ანუ არაფერს მეტყვით?
-ასე ჯობს-ვაჟაც ნერსეს აყვა-ასეთი რამ აღარ განმეორდება, გპირდები ნენე.
-აღარ განმეორდება.. აღარ განმეორდება იმიტომ რომ ის ერთადერთი ვინც ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდა დახვრიტეთ, თუ აღარ განმეორდება იმიტომ რომ მის დანარჩენ ოჯახის წევრებსაც მიაყოლებთ ზემოდან?-ამ ოჯახს კარგად გამოსდიოდა სიტყვებით მანიპულირება. თითოეული მათგანი დაბადებიდანვე მანიპულატორად დაიბადა, ამაში დარწმუნებული ვიყავი.
-გეყოფა-ნერსემ ამჯერად მუდარით სავსე თვალებით გამომხედა-ცალკე დავილაპარაკოთ. მამა მერე შეგეხმიანები. ვაჩე ამაღამ აქ რჩები-გასცა ბრძანებები და მანიშნა გავიდეთო. მეც წავყევი, ჩვენს საძინებელში ავედით, კარი დაკეტა, შუქი აანთო და საწოლთან მიმიყვანა.
-გისმენ-ხელები გადავაჯვარედინე და წინ მტკიცედ დავუდექი. უკან დახევას არ ვაპირებდი, ან ყველაფერს მომიყვებოდა, ან ახლავე და აქ დავამთავრებდით ჩვენს ქორწინებას. არ ვაპირებდი ისეთ ადამიანთან ერთად ცხოვრებას, რომელიც არ მენდობოდა.
-ნენე, მე შენ დრო გთხოვე და შენ დამთანხმდი. საერთოდ არ იცოდი, რომ ამ ბიზნესიდან გამოვდიოდი ისე გამომყევი ცოლად, ახლა რაც უფრო მეტ დათმობაზე წამოვედი, უფრო და უფრო მეტს მთხოვ. ასე არ გამოვა, შენ მომეცი მე ის 6 თვე და უნდა შეასრულო პირობა. მეც ვასრულებ პირობას, უკვე დავიწყე საქონლის შემცირება- და აი დაიწყო მანიპულაციაც და ულტიმატუმით. მე ხომ პირობა მივეცი, რომ მშვიდად ვუყურებდი ეს 6 თვე როგორ ეცდებოდნენ ჩვენს მოკვლას და ხმას არ ამოვიღებდი.
-ეგ პირობა მოგეცი იქამდე სანამ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს ის კაცი რამდენიმე საათის წინ. არ ფიქრობ, რომ რაიმე შეიცვალა? -მეთითონ მეცინებოდა უკვე საკუთარ თავზე, არ მჯეროდა რა სიტყვების წარმოთქმაც მიწევდა ერთ წინადადებაში.
-ეგ კაცი, რომელზეც ასე ლაპარაკობ, აპირებდა მთელი ჩემი ოჯახის ამოხოცვას ნენე.
-და უბრალოდ? ნერსე! ასე ცა მოწმენდილზე გადაწყვიტა, რომ შენი მთელი ოჯახი ამოწყვიტოს? მიპასუხე! არაფერი არ დაუშავებია არავის საამისოდ?
-აბა დავმდგარიყვნენ სირებივით ბიჭები და მე მოვეკალი? იცი, თუ ასე განიცდი ჩემს გადარჩენას აგერ-კარადასთან მივიდა, უჯრა გამოაღო და იარაღი გამომიწოდა-აიღე, შენით დაამთავრე.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! კარგად ხვდები რასაც ვგულისხმობ. ნერსე, მე მსხვრევადი ნივთი არ ვარ, ნუ მექცევი ისე თითქოს ჩემს დაცვას ცდილობ-იარაღი გამოვართვი და საწოლზე დავდე.
-თითქოს არა ნენე, ვცდილობ. და გინდა არ გინდა არ ხარ მზად იმ ყველაფრის მოსასმენად, რაც რეალურად მოხდა შენამდე ჩემს ცხოვრებაში. დამიჯერე, რომ არ ხარ. და გუშინ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ახლაც კი მეშინია, რომ უკვე ჩალაგებაზე და გაქცევაზე ფიქრობ. მე კიდე ეგოისტი ვარ ნენე და ვერ გაგიშვებ.
-ვერ, თუ არ-გამომწვევად გავხედე-ისე იქცევი, თითქოს რაიმე აქ უკვე ჩემი არჩევანი იყოს. იმის მერე რაც ვნახე, შენ სულ რომ გამიშვა, ეჭვი მაქვს მამაშენი ამის უფლებას არ მოგცემს, არც ელენე. რა არჩევანი მაქვს? ან გავატარო მთელი დარჩენილი ცხოვრება იმის შიშში რომ ვიღაცა ამოგვწყვიტავს და თან ისე რომ რის გამო ეგეც კი არ მეცოდინება, ან ვეცადო, რომ შენ გაგშორდე და ამის გამო არანაკლები ტანჯვა გავიარო. ნახე, ვეცადო და არა გაგშორდე, იმიტომ რომ შენ ეგოისტი ხარ. შენ არ ფიქრობ ჩემზე.
-ნენე, შენზე რომ არ ვფიქრობდე, ეხლა მარტო იქნებოდი აქ და მე ანდრონიკაშვილების მთელი გვარის ამოსაწყვეტად ვიქნებოდი წასული-კბილებს შორის გამოსცრა და თვალები დამიბრიალა. ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული და ეტყობოდა, რომ ანდრონიკაშვილების წარმოთქმისას აგრესია უოთხმაგდებოდა.
-ბატონო?-გაკვირვებულმა გავხედე-გახსოვს შენთან რომ წამიყვანე ერთხელ ძალით, ვითომ და სალაპარაკოდ. ახალი გაგებული მქონდა შენი შავი ბიზნესის ამბავი და მაშინ გკითხე, ნერსე არაფერი დაგიშავებია თქო? და მე კაცი არ მომიკლავსო, ზუსტად ასე მიპასუხე. ან ეს ტყუილი იყო, ან მალე გახდება ტყუილი-ყველაზე მეტად მაღიზიანებდა ახლა ნერსეს გამომეტყველება. ისე მიყურებდა, თითქოს ცოტაც და გადმოვვარდებოდი ვიტრინიდან და დავიმსხვრეოდი ნაწილებად. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მალე ზუსტადაც რომ ასე მოხდებოდა, მაინც მაღიზიანდება, რომ ნერსე სუსტად აღმიქვამდა. რატომ აღიქმება ამ ოჯახში სისუსტედ ემოციები?
-ნენე, შენ მე პირობა მომეცი. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, შენ ჩემი ცოლი ხარ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მოგიწევს შეეგუო მას-უკვე მტკიცებით ფორმაში მესაუბრებოდა. ეს თხოვნას არ ჰგავდა, მოთხოვნა იყო. კლასიკური ნერსე სამხარაული.
-რატო მომიწევს? შენ თუ აქ ჩემს დაბმას, გამოკეტვას და ჩარაზვას არ აპირებ, მე არ ვაპირებ ვიცხოვრო ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც არ მენდობა. ნერსე მე შემიძლია დაგეხმარო, თუნდაც შეგიმსუბუქო რაიმით ეს ყველაფერი! ნერსე ამის დედაც 10 საათის წინ ჩემს თვალწინ ადამიანი ჩაცხრილეს და არ მინდა დავიჯერო, რომ შენზე ამ ყველაფერმა ისე არ იმოქმედა როგორც ჩემზე! ან მეტყვი რა გააკეთა ამ ადამიანმა საამისოდ, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურა, ან გეფიცები, ეხლა წავალ და აღარ დავბრუნდები.
-არ წახვალ-და ისევ, კლასიკური ნერსე სამხარაული. განსხვავება ის იყო, რომ ადრე მისი მბრძანებლური ტონი უბრალოდ მიმზიდველ დომინანტურ თვისებად მეჩვენებოდა, ახლა კი ვხვდებოდი, რომ საკმაოდ საშიშ ადამიანად მქონდა ურთიერთობა. ნერსე იყო ადამიანი, რომელიც სადღაც გონების ყველაზე შორეულ წერტილშიც კი არ უშვებდა, რომ მას ვინმე შეეწინააღმდეგებოდა.
-და რომ დავრჩე? შენ გგონია, რამე შეიცვლება? რომ გამომკეტო აქ, შენ გგონია მე ისევე მოვიქცევი როგორც აქამდე? ან ისე მოგექცევი როგორც ცოლი? კი ბატონო, ჩამკეტე, თუ გინდა აგერ საწოლზე მიმაბი, ან გექნება რაიმე სარდაფი სადაც მიგყავთ არ ვიცი ვინ.. თქვენი მტრები საცემად თუ დასაკლავად. შეგილია იქ წამიყვანო და სანამ შენი აზრით არ გადამივლის გაბრაზება არ გამომიშვა. ან წამლების დოზები გამიზარდო, იქნება და მე დამეწყო მანიური ეპიზოდი, ან საერთოდ შიზოფრენია მაქვს და მომეჩვენა დღეს რაც მოხდა და არავინ არ მომკვდარა. ერიკო არ არსებობს, ჩემს თვალწინ არავინ ჩაუცხრილავთ და ყველაფერი კარგად არის. შენ მართლა ავარიაში მოყევი, თამარასაც ალექსანდრემ სიმართლე მოუყვა და ეს ყველაფერი ჩემი გამოგონილია.
-ნენე-უკვე ისე მიყურებდა, როგორც შეშლილს. და კი, ნამდვილად შევიშალე. თქვენც შეიშლებოდით ჩემს ადგილას, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ჩემს თავს. ვიცი, რომ ჩემი ბრალია, ისიც ვიცი, რომ გააზრებულად გავაკეთე ეს არჩევანი, მაგრამ საერთოდ არ წარმომედგინა, რომ მსგავსი ეპიზოდის შემსწრე გავხდებოდი ოდესმე ჩემს ცხოვრებაში. პეტრეს და ლაშას ყვირილი სანატრელი გამიხდა, ვოცნებობდი, რომ რომელიმე მოსულიყო და სპეცრაზმით გავეყვანე ამ სახლიდან, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ აქედან ჩემი ნებით ვეღარ წავიდოდი. განა იმიტომ, რომ ნერსე არ გამიშვებდა. რო მნდომოდა თავისუფლად წავიდოდი. არა, საქმეც იმაშია, რომ არ მინდოდა, ახლა სულ რომ არ მოეყოლა ანდრონიკაშვილების და მისი ოჯახის ჩახლართული ისტორია, მე მაინც არ წავიდოდი. ვიცი, უთავმოყვარეო და უპრინციპო ვარ. მაგრამ მიყვარს.
-ნერსე, გეფიცები, წავალ-ჩემი სიტყვების მეთითონ არ მჯეროდა, თვალებიდან ცრემლები ღვარღვარით მომდიოდა. ეს სიტყვები გულს მე უფრო მტკენდა, ვიდრე ნერსეს-ან ეხლავე მეტყვი-ხმა მიწყდებოდა-რა ხდება, ან გეფიცები წავალ და ვერასდროს მნახავ-კანკალი დამეწყო. ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი, ყოველ წუთას თვალებღია სისხლში ამოსვრილი ერიკო მელანდებოდა. თითქოს მსაყვედურობდა, რომ არ მივდიოდი. თითქოს შანსს მაძლევდა და არ ვიყენებდი. აი ის ერთადერთი მომენტი, როდესაც მართლა შემეძლო წავსულიყავი და ვერავინ ვერ დამადანაშაულებდა, რადგან მიზეზი მექნებოდა. ან ახლა ან არასდროს, ასე ვუმეორებდი ჩემს თავს, რადგან ვიცოდი, ეს ბოლო შემთხვევა არ იყო, როდესაც ჩემს თვალწინ ვიღაცის სისხლი დაიღვრებოდა.
-არ წახვალ-უკვე თვითონაც ეჭვი ეპარებოდა მის სიტყვებში.
-წავალ-ძლივს ამოვილუღლუღე.
-ნენე-ჩემკენ წამოვიდა, ჩახუტება უნდოდა, მაგრამ უხეშად გავწიე.
-არ წავალ, მაგრამ სანამ არაფერს არ მეტყვი და ასე მომექცევი, შენთან ერთად ერთ ოთახში ძილსაც აღარ ვაპირებ-ოთახიდან გავედი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში შევედი, კარი დავხურე და გასაღებზე ჩავკეტე. კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. რას მიშველიდა ცრემლების ღვარღვარი ვერ გეტყვით, ერიკოს დააბრუნებდა? ნერსეს შეცვლიდა? თუ წარსულში დამაბრუნებდა, სადაც ვაჩეს მოვუსმენდი და მისგან თავს შორს დავიკავებდი? ალბათ ვაჩეს ერთი სული ჰქონდა, შემოსულიყო და ეთქვა, მე ხომ გეუბნებოდიო. მართლაც რომ მეუბნებოდა. ვაჩეც, ბიძაჩემიც, პეტრეც. ნეტა ვის ვეჯიუტებოდი? ან რა აზრი აქვს საერთოდ ახლა ფიქრს იმაზე თუ ვინ რას მეუბნებოდა? ფაქტი ფაქტია, გუშინ ღამე გავხდი დანაშაულის თანამზრახველი, პოლიცია, რომ მოსულიყო, მეც და ნერსეც ციხეში ვიქნებოდით. მაგრამ ეს ხომ სამხარაულების ოჯახია. 15 წუთში გამოგვიშვებდნენ. ღმერთო არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. გახსოვთ სულ რომ ვცდილობდი ნერსეს გარკვეული თვისებები დამეიგნორებინა, სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია? იმიტომ, რომ არ მინდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. გახსოვთ, რომ ვამბობდი, რომ ვიცოდი ვინანებდი ამ ყველაფერს, რადგან რეალობისთვის ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა ჩემი და ნერსეს ურთიერთობა და ქორწინება. დედას დაეხმარა ჩამოსვლაში, პირდებოდა ნებისმიერი ბიზნესის წამოწყებას მისი დაფინანსებით, ბიძაჩემი გააჩერა. მაგრამ რის ფასად? დრო საშინლად ნელა გადიოდა. საათს დავხედე და ჯერ 10 იყო დაწყებული. კიბეების ხმა გავიგე, ნერსე ქვევით ჩავიდა. ალბათ ისევ ვაჟას ელაპარაკებოდა. მერე ეზოში ვანოს ხმა გაისმა.
-გიგა!-გიგას ეძახდა, სავარაუდოდ ახლა მას მოხვდებოდა იმისთვის, რომ მე თვითმფრინავიდან გამოვექეცი. თუმცა, საწყალს ლამის თავი გავუტეხე.
*
-გიგა გამიშვი! გიგა ნერსე დაჭრეს-განწირულივით ვკიოდი, თითქოს მე დამიმიზნეს ახლახან იარაღი და არა ნერსეს, თითქოს მე დამჭრეს და არა ის. გიგა კი კართან იდგა და არ ირყეოდა. გულმკერდში მთელი ძალით ვურტყამდი და გაწევას ვცდილობდი, მაგრამ ისევ გაუნძრევლად იდგა და ხელები ზურგსუკან ჰქონდა წაღებული. სახეზე გაყინული მზერა ჰქონდა, ისეთივე უემოციო იყო როგორიც ვანო. ხმას არ მცემდა. ნერსეს მიერ იდეალურად გაწვრთნილი ჯარისკაცივით იდგა და ასრულებდა მის მოვალეობას. ვემუდარებოდი, ვუხსნიდი, რომ ნერსე დაჭრეს, რომ ახლა დახმარება ჭირდებოდა, სასწრაფოს გამოძახებას ვთხოვდი, მაგრამ თვალებს მარიდებდა და პირდაპირ იყურებოდა. ვეღარ მოვითმინე, ირგვლივ მიმოვიხედე, ჭიქა ავიღე გადმოსაშლელი მაგიდიდან და თავზე გადავატეხე, წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა. თავბრუ დაეხვა, ხელით უცბად გავწიე, კარი გავაღე და სირბილით წავედი ნერსესკენ.
***
სანამ არ დავრწმუნდი, რომ ნერსე დასაძინებლად წავიდა, იქამდე ოთახის კარი არ გამიღია. სახლში სრული სიჩუმე იყო. სამზარეულოში ჩავედი და ყავა მოვიდუღე. ეზოში გავედი, ბაღში მინდოდა დაჯდომა, მაგრამ ვანომ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ნენე, გთხოვ შიგნით შედი.
-რატომ?-არ ელოდა ჩემს შეკითხვას. ესენი ხო მიჩვეულები არიან ბრძანებების მიღებას და გაცემას. კითხვის ნიშნები არასდროს უჩნდებათ.
-შენი უსაფრთხოებისთვის-მომიახლოვდა, ამით ცდილობდა ეიძულებინა მეც უკან დამეხია და შევსულიყავი. არ გავჯიუტებულვარ, რას მომცემდა მასთან კამათი? ის ხომ უბრალოდ მის მოვალეობას ასრულებდა. გავბრუნდი და მისაღებში დავჯექი სავარძელზე. მეჩვენებოდა, რომ ჩემს წინ სავარძელში იჯდა ერიკო. ზუსტად ჩემს პირდაპირ და მიყურებდა. მეგონა, რომ წუთი წუთზე რაღაცას მეტყოდა, ხმას ამოიღებდა, რადგან პირი ჰქონდა ღია... ასეთი ვნახე ბოლოს ასფალტზე, რომ იწვა. ჰალუცინაციები მქონდა. არ გამიკვირდებოდა, რომ ბიპოლარულ აშლილობასთან ერთად, შიზოფრენიაც დამმართნოდა უკვე. თვალები დავხუჭე რამოდენიმეჯერ და ჩემი თავის დამშვიდება ვცადე. ეს უბრალოდ გეჩვენება, ერიკო მკვდარია და აქ არ ზის. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავახილო თვალები, ერიკო ისევ იქ ზის და მიყურებს - წადი - ხმადაბლა დავიჩურჩულე - ერიკო წადი გთხოვ-ვემუდარები. შემაკანკალა, შემამცივნა. უცბად ერიკოს და ჩემს შორის დისტანცია შემცირდა. თითქოს უკნიდან ვიღაც მოაწვა სავარძელს და ჩემკენ წამოსწია. ადგილზევე გავშრი. ცოტახანი გაუნძრევლად ვიჯექი, ის ისევ მიახლოვდება. ოღონდ ისე, რომ მოძრაობის მომენტი არ ჩანს. წამის მეასედში ხდება ეს ყველაფერი. მაგიდა ჩვენს შორის საერთოდ ქრება. კიდევ ერთხელაც რომ წამოიწიოს სავარძელი, მე და ერიკოს შორის დისტანცია საერთოდ აღარ იქნება. წამოდგომა მინდა, მაგრამ სხეული არ მემორჩილება. მინდა ვიკივლო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ის კი ისევ ისე მიყურებს, ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან. მე ხომ არაფერი დამიშავებია, მისთვის არ მისროლია, იქ რომ ვყოფილიყავი საერთოდაც არ მივცემდი არავის უფლებას ეს გაეკეთებინა. მინდოდა, რომ ეს ცოდნოდა, იქნებ თავი დაენებებინა, რომ ცოდნოდა რომ მისთვის ცუდი არ მინდოდა. არ მინდოდა მომკვდარიყო. მაგრამ ვერ ვეუბნებოდი. იქნებ ესმის კიდეც? ის ხომ ჩემი ჰალუცინაციის ნაწილია. და სავარძელი კიდევ გაინძრა და ერიკოს სახე ჩემსას უახლოვდება, პირს კიდევ უფრო ფართოდ აღებს, თითქოს უნდა იყვიროს, სახე ემანჭება ტკივილისაგან და ... ამ დროს მხარზე შეხებას ვგრძნობ. ხმა მიბრუნდება და შიშისაგან კივილს ვიწყებ.



№1 სტუმარი თი

მემგონი ნენე ჭკუიდან შეიშლება ამათ ხელში, ჰალუცინაცია ისე რეალურად აღწერე ჩემ წინ სავარძელი იდგა და უკვე მეჩვენებოდა რომ ერიკო ჩემსკენ მოდიოდა :დ :დ კარგია რომ მალ-მალე დებ <3

 


№2  offline წევრი sati

თი
მემგონი ნენე ჭკუიდან შეიშლება ამათ ხელში, ჰალუცინაცია ისე რეალურად აღწერე ჩემ წინ სავარძელი იდგა და უკვე მეჩვენებოდა რომ ერიკო ჩემსკენ მოდიოდა :დ :დ კარგია რომ მალ-მალე დებ <3

მაგ ადგილის წერისას მეთითონ მომიწია რამოდენიმეჯერ გაჩერება, თან სადღაც ღამის პირველი საათი იყო და ვამოწმებდი სავარძელს smile ერიკოს სიკვდილის სცენაც გამიჭირდა, აქამდე ჩემს ისტორიებში არ დამიწერია მკვლელობის სცენა და საკმაოდ ცუდად იმოქმედა, რამდენიმეჯერ ისიც ვიფიქრე იქნება ჯობს საერთოდ არ დავწერო და შევცვალო ნარატივი თქო. მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 


№3 სტუმარი ნიც

ვაიმე ეს ერიკოს სცენა რა იყოო გამაჟრიალა მთელ ტანში. მძიმე წასაკითხი იყო ნენეს ფიქრები მაგ მომენტშიც. საკმაოდ კარგად გაქვს აღწერილი ის ბრძოლები, რომლებსაც ნენე გადის იმისათვის, რომ ნერსეს გვერდით შეძლოს გაჩერება და არ გაშორდეს. მგონია, რომ ბოლოს მაინც დაშორდება იმიტო რო უჭირს მაინც ძალიან საკუთარ მორალთან ბრძოლა. მოკლედ აი შოკი თავი იყო და ველოდები სულმოუთქმელად შემდეეეგს heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი sati

ნიც
ვაიმე ეს ერიკოს სცენა რა იყოო გამაჟრიალა მთელ ტანში. მძიმე წასაკითხი იყო ნენეს ფიქრები მაგ მომენტშიც. საკმაოდ კარგად გაქვს აღწერილი ის ბრძოლები, რომლებსაც ნენე გადის იმისათვის, რომ ნერსეს გვერდით შეძლოს გაჩერება და არ გაშორდეს. მგონია, რომ ბოლოს მაინც დაშორდება იმიტო რო უჭირს მაინც ძალიან საკუთარ მორალთან ბრძოლა. მოკლედ აი შოკი თავი იყო და ველოდები სულმოუთქმელად შემდეეეგს heart_eyes heart_eyes

ვნახოთ, ნენე ამასობაში იმდენ განსაცდელს გაივლის, შესაძლოა, ბოლოს ნერსეზე ძლიერიც კი გახდეს heart_eyes ერიკოს სცენას რაც შეეხება, ზევითაც დავწერე კომენტარში გამიჭირდა დაწერა. იმოქმედა ძალიან ემოციურად. სამწუხაროდ ბევრად უფრო მძიმე სცენების დაწერაც მომიწევს, მაგრამ იქნება რომანტიკაც, შეძლებისდაგვარად მსუბუქი კომედიაც, მაგრამ ძირითადად ეს ისტორია მძიმე ხასიათის იქნება. მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი Keso

რატო აღარ დებ ახალ თაავს????

 


№6  offline წევრი sati

სტუმარი Keso
რატო აღარ დებ ახალ თაავს????

ეჰ მე კი ვდებ :დ არ დასტურდება უბრალოდ მალე, თორე გუშინ ღამე გავაგზავნე :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent