შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (თავი 5)


23-12-2023, 16:16
ავტორი ეველინა
ნანახია 1 059

დრო. რაოდენ სწრაფმავალი შეუძლია იყოს მას. არ გააჩნია ჩარჩოები, მისი დაბრუნება და გაჩერება შეუძლებელია. ხანდახან კი ისე სწრაფად იპარება თვალსაა და ხელს შუა რომ ვერ ამჩნევ. თითქოს გუშინ იყო შენი ბოლო ზარი დღეს კი შემგდარი ქალი ხარ ან თუნდაც კაცი. დრო შემოდგომის ფოთოლცვენის მსგავსად გაცლის ადამიანებს, საბოლოოდ უკან რომ მიიხედავ აცნობიერებ რომ მარტო ხარ. აღარავინ დარჩა ნამდვილი. წყენა იმედგაცრუება და ბევრი გამოუთქმელი გრძნობა გეუფლება, მერე ყელში ბურთივით გროვდება და ნელ-ნელა გახრჩობს, ეს პროცესი კი შეუქცევადია. ყვირი ბოლო ხმაზე დახმარებას ითხოვ, შენი თვალები ეძებს მას ვისშიც განკურნების ძალას იპოვის, მაგრამ არა მარტოობა არ იკუნება.
მარტო ვარ. ვერავინ მშველის, ხელს გიწვდით. დამეხმარეთ. ფულს არა სიყვარულს ვითხოვ. უსიყვარულოდ ღარიბი ვარ. მეშინია. დამეხმარეთ.
-კესანე მიყვარხარ-სკოლის უკან მოედანზე მყოფს მიცხადებს თორნიკე სრული სერიოზულობით
-ეგ როგორ ხუმრობ?-გაოცებისაგან ლამისაა შუბლზე ამივიდეს თვალები
-როგორ და ჩვეულებრივად არ შეიძლება მიყვარდე-ამბობს და ლოყები უწითლდება ვრწმუნდები რომ გულწრფელია
-როგორ არა, მაგრამ შენ ხომ არასდროს მოგწონდი
-ეგ ხალხისთვის თვალის ასახვევად იყო, რეალურად დიდი ხანია ჩემს გულში ხარ, ადრე თომას გამო ვერ ვბედავდი ამის თქმას, ვიცოდი რომ მას უყვარდი და შენც არიყავი გულგრილი მის მიმართ
-რას ამბობ?
-დამასრულებინე, ვიცი რომ თომას ადგილს ვერასოდეს დავიკავებ, მაგრამ უბრალოდ შანს ვითხოვ
-ვერ ვიფიქრებდი, მაპატირ მაგრამ არ მჯერა
-მეც უნდა მოვკვდე რომ დამიჯერო?-ვხედავ როგორ იბნევა და ეცვლება გამომეტყველება თორნიკეს
-თორნიკე სიტყვებს დაუკვირდი!-ვერ ხვდები რატომ შეიცვალა ასე სწრაფად
-შენმა სიყვარულმა თომას მსგავსად მეც უნდა შემიწიროს?
-როგორ ბედავ მისი სახელის ხსენებას საერთოდ!?- ბრაზი მაწვება
-თომა შენს გამო მოკვდა, საბრალო ბიჭი რომ სცოდნოდა შენს გამო ასეთ უბედურებას გადაეყრებოდა ალბათ არასოდეს გაგიცნობდა-ამბობს ნაძალაადევად ვხვდები რომ ამ სიტყვების თქმა არ უნდა
-ჩემი ბრალი არაა გესმის! მას სიმსივნე სჭირდა ის ჩემს გამო არ მომკვდარა!
-არ ფიქრობ რომ დაწყევლილი ხარ, ვისაც უყვარდი ან გტოვებს ან კვდება, ვისაც უახლოვდები ყველას კლავ-არსაიდან ჩნდება ლიკა მასვე მოჰყვებიან თეკლა და გიორგი. ამათი გამოჩენაღა მაკლდა.
-ასე არაა, არაა ეგრეე!-ყურებზე ხელელბს ვიფარებ, არ მინდა მათი სიტყვების მოსმენა
-როგორ არაა, მამაშენს სძულხარ, დედაშენი სახლიდან გაქცეულა, თომა მოკვდა, გუშინ გავიგე რომ შენი ძაღლიც კი მომკვდარა, დაფიქრდი იქნებ არ ვცდები და მართლა დაწყევლილი ხარ-აგრძელებს ლიკა
-გთხოვთ გაჩუმდით.-ყურებზე რაც შემიძლია ძლიერად ვიჭერ ხელებს, მაგრამ მათი ხმა მაინც მესმის, არ მიდა მესმოდეს, მტკივა, თიოთოეილი სიტყვა ეკალივით მესობა გულში
-საბრალო ხარ! ვიფიქრე სახალისო იქნებოდა შენთვის სიყვარულის ახსნა, მაგრამ გულისრევისგან თავი ძლივს შევიკავე-მხარს უბამს თორნიკე
-საცოდავი ხარ, გულის ამრევი, შენ არასდროს არავის შეუყვარდები, თომასაც არუყვარდი. უბრალოდ ეცოდებოდი. თამაშობდა შენთან-აგრძელებს თეკლა
-შენ ვისუნდა შეუყვარდე? სახლში სარკე არ გაქვს, რას გავხარ ჩაიხედე სარკეში, უბედურების მომტანი ხარ, წყეული-ამბობს ლიკა და ცდილობს ყურებიდან ხელები ჩამომაწევინოს რაც გამოსდის კიდეც
-გამიშვი მტკივა.. გესმით მტკიცა შემეშვით..-ხელს მკრავს და ძირში მაგდებს
-თორნიკე შორიდან გიყურებდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი ტო ამას ხუმრობითაც არ ავუხსნი სიყვარულს-ჩაერთოო საუბარში გიორგი
-მოშორდი აქაურობას სანამ კიდევ მოუტანე ვინმეს უბედურება, შენნაირებს უბედურების გარდა არაფერი მოაქვთ. კუდიანი ხარ, ვერასდროს ეღირსები ბედნიერებას, შენნაირებს ცეცხლზე წვავდნენ ადრე და რა სამწუხაროა რომ დღეს კოცონზე დაწვა აკრძლულია-იგესლება ლიკა და სული მეყინება, თვალებიდან ცრემლები მდის ღაპაღუპით, ვერ ვჩერდები, თავს ვერ ვიკავებ
-შენს ადგილას თავს მოვიკლავდი, შენნაირი რომ ვიყო ხალხში საერთოდ არ გამოვიდოდი, თავს გარეთ საერთოდ როგორ ყოფ, როგორ შეგიძლია საერთოდ ეგრე ამაზრზენად სუნთქავდე
-ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა იწვოდე, შენნაირი მკვლელები იქ უნდა იყვნენ
-მე არავინ მომიკლავს-ძლივს ვახერხებს სიტყვების თქმას ბურთი ყელში მებჯინება და მახრჩობს
- წყეულო სანამ ჩვენც უბედურებას მოგვიტან გაეთრიე აქედან.
-გინდა დაგეხმაროთ ყველაფრისგან გათავისუფლებაში-მეუბნება გიორგი და სამართებელს მაწვდის
-უბრალოდ ორივე მაჯაზე უნდა დაისვა და მერე მორჩა ყველაფერი თომასთან წახვალ ჯოჯოხეთში-სული მეხუთება, ვერ ვსუნთქავ. გიორგი ხელში მიდებს სამართებელს. მეც ხელს ძლიერად ვუჭერ და ვხედავ როგორ იწყებს წითელი სითხე დენას. სამართებელს ხელში ვიჭერ და მარცხენა მაჯაზე ძლიერად ვისვამ. ვერაფერს ვგრძნობ. მერე მარჯვენაზე და ვხედავ როგორ იღებაბა მოედანი წითლად
-ლიკა მართლა გააკათე გაგიჟდა-მესმის თეკლას ხმა
-მასწავლებელს დაუძახეთ, სასწრაფოში დარეკეთ-ყვირის თორნიკე, თვალებზე ბურუსი იწყებს ჩამოწოლას მიკვირს ასე უცებ ღამდება.
-იმედია ბედნიერები ხართ, იმედია ამაყობთ საკუთარი თავით...-ძლივს ვახერხებს ორი წინადადების თქმას
-დამშვიდი ჩემთან დარჩი-თორნიკე ხელებზე შარფს მახვევს წამით ტკივილს ვგრძნობ მერე კი უბრალოდ ვითიშებიი ვეღარაფერს ვგრძბობ აღარაფერი მესმის.

გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ... ესეც ვერ მოვახერხე. სიკვდილიც კი არ გამომივიდა. მართლა რა საცოდავი შეიძლება იყოს ადამიანი.
-ბაბუ მოხვედი გონს- მესმის ბაბუაჩემის ხმა
-ონისე ვერ ხედავ ახლა გაახილა თვალები დაასვენე გოგო -ქოთქოთებს ბებია
-დინა თუ ქალი ხარ მაცადე ჩემს შვილიშვილან საუბარი
-ბაბუ კარგად ვარ-ძლივს ამოვიკნავლე პირი მიშრებოდა წყალი მინდოდა ბებია მაშინვე მიმიხვდა გასაჭირს
-წყალი დალიე შვილო
-დასვენე კესანე არაფერზე იფიქრო, ჩემთან წაგიყვან, იქ ვერავინ გავნებს

დინა და ონისე, ეს ორი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ისინი რომ არა არვიცი დღეს სად ვიქნებოდი. ონისეს არაფერი უკითხვას საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში არც დინა მაწუხებდა ზედმეტი კითხვებით. მათთან გადავცხოვრდი სკოლა შევიცვალე, პოლიციაშიც მომიწია რამდენჯერმე მისვლა. მაგრამ მათთვის სულაც არ მომიყოლია რეალურად რა მოხდა, მიუხედავად იმისა რომ ასე მომქცნენ მე მათნაირი არ ვარ, ცხოვრებას ვერ დავუმახინჯებდი, არ შემეძლო. ღამით ვერ ვიძინებდი კოშმარები არ მასვენებდა, მათი ხმები ჩამესმოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავში ვიღაც უროს მირტყამდა. არაერთხელს გამიღვიძებია კივილით. ღამე დაძინების მეშინოდა. ლამის შევიშალე.
-კესანე იქნებ მოგვიყვე რა მოხდა-დაიწყო საუბარი ონისემ
-შვილო ჩვენ შენთან ვართ, ვერავინ ვერაფერს გავნებს ვინმემ რამე თუ დაგიშავა გვითხარი
-მათ გაიძულეს?-მკითხა ონისემ და მზერა ჩემს მაჯებს მიაპყრო
-არა მათ არაფერი გაუკეთებიათ ეს მე თვითონ გავაკეთე, მე მინდოდა ასე, მაპატიე ბაბუ, მათ უბრალოდ სამართებელი მომცეს დანარჩენი ჩემით გავაკეთე, მე დავისვი ორივე მაჯაზე , ვხედავდი როგორ ვიცლებოდი სისხლისგან და ვერაფერს ვგრძნობდი. დიდი ხანია ვერაფერს ვგრძნობ. გათავისუფლება მინდოდა, დავიღალე. მთელი ბავშვობა სიყვარულს ვითხოვდი და დღეს სიყვარულის მეშინია. დახმარებას ვითხოვდი და არავის გესმოდათ. ბედნიერება მინდოდა და უბედურებას ვიზიდავდი. მინდოდა დავსრულებულიყავი. იმ მომენტში მართლა ასე ვფიქრობდი და ეს მათი კი არა ჩემი ბრალია.
-გვაპატიე რომ ამდენად ბრმები აღვმოჩნდით შვილო, გვაპატიე რომ ვერ დავინახეთ შენი ტკივილი, ვერ გავიგონეთ შენი ყვირილი. დღეიდან ყველაფერი შეიცვლება-მეუბნება დინა და გულში მიკრავს
-თვითმკვლელობა ლაჩრული საქციელია. საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო რომ შენ ყველაფერს გადაიტან, ყველაფერს შეძლებ. მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდეგ გამოდის მცხუნვარე მზე, ცისარტყელაც ხომ წვიმას მოყავს. უფალმა გაჩუქა სიცოცხლე და მხოლოს უფალს აქვს მისი წართმევის უფლება.-ამბობს ონისე და ოთახიდან გადის
-მართლა მრცხვენია რაც გავაკეთე იმის, ვხვდები როგორ საცოდავად მოვიქეცი, დავამტკიცე რომ საცოდავი ვარ გული მერევა ამის გამო საკუთარ თავზე, მაგრამ გპირდებით ასე აღარ მოვიქცევი, არაა საჭირო ჩემი ოთახის კართან მორიგეობით ჯდომა, შუაღამისას იმის გადამოწმება ვსუნთქავ თუ არა-ვამბობ და ხმამაღლა ვტირი
- კესანე მე და ონისეს გვიყვარხარ და არ გვინდა ჩვენი სიყვარული გაშინებდეს, მთელმა სამყარომ რომ ხელი გკრას, იცოდე რომ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება, ჩვენ კი ხელგაშლილი დაგელოდებით გულში რომ ჩაგიკრათ მონატრებული.
-მადლობა ბე
-ონისეს ნუ გაუჯავრდები საკუთარ თავზეა გაბრაზებული შენზე არა, ბრაზობს რომ აქამდე არ წამოგიყვანა იმ სახლიდან და სკოლიდან, ნანობს რომ ყველაფერი მამაშენს მიანდო, გვიხარია რომ ბოლო წუთს მაინც მოგისწარით და ძალიან არ დავაგვიანეთ.

ამ ყოველივეს მოყვა გაუთავებელი ვიზიტები ფსიქოლოგებთან. საერთოდ არ მქონდა ძალა და არც სურვილი არსად წასვლის, მაგრამ ონისეს და დინას გამო ვაკეთებდი ყველაფერს. ვერცერთი ფსიქოლოგისგან ვერ მოვისმინე სიტყვები რაც საკუთარ თავში ძალას მაპოვნინებდა, იმედის სხივს გამიჩენდა თუნდაც ძალიან მცირეს. ჩემი არავის ესმოდა. საბოლოდ იმდენი მოვახერხე რომ სახეზე ყალბი ნიღაბი ავიკარი ყალბი ბედნიერება, მტკიოდა, ნიღბის მორგების შემდეგ მთელი სხეული. მისი მოხსნის შემდეგ ვხედავდი სახეზე უხილავ ნაიარევს, მაშინ რას ვიფიქრებდი რომ მათი რაოდენობა გაიზრდებოდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... საბოლოოდ ფსიქოლოგებთან სიარულს შევეშვი. თავიდან ონისეს დავყავდი მაგრამ როგორც კი მარტომ დავიწყე სიარული მაშინვე მოვშორდი ყველაფერს. ფსიქოლოგის ნაცვლად ზღვაზე დავდიოდი და დამიჯერეთ მათზე მეტად ეს მშველოდა.

სკოლა ძლივს დავასრულე, იმ დღის მერე სკოლაში მისვლა არ მინდოდა, იქ დაბრუნებას და მათ ნახვას არ ვაპირებდი.. წლის ბოლოს კი სხვა სკოლაში გადასვლა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა საბოლოოდ ისე მოხდა რომ ჩემს ძველ სკოლაში მხოლოდ გამოცდების დასაწერად მივედი... არსად მინახავს „მწვალებლები“.
გამოცდების ჩაბარების შემდეგ დინამ დაიჩემა რომ უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა ჩემი უარით მათ გულს ვერ ვატკენდი და დავთანხმი. ონისემ ლეპტოპი მიყიდა და სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი ტკივილების ვორდის ფურცელზე გადმოტანა. უნივერსიტეტში ჩავაბარე ინგლისურ ფილოლოგიაზე მოვხვდი. ონისეს და დინას სიხარულით სავსე გამომეტყველება დღემდე მახსოვს. მათ გულს ვერ ვატკენ, იმედს ვერ გავუცრუებ ისინი ხომ ასე მგულშემატკივრობენ,
უნივერსიტეტში ჩაბარებას არ ვნანობ, რადგან იქ გავიცანი ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი. სულში შემომიჩნდა და აღარ წავიდა არსად, მას შემდეგ ჩემს ყველა ბედნიერებას და უბედურებას იზიარებდა. გიჟი იყო დალამის მეც გამაგიჟა.

მახსოვს უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი. ლექციებს მოვრჩი ზღვა უნივერსიტეტთან ახლოს იყო ამიტომ პირდაპირ ზღვისკენ ავიღე გეზი ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხშიშველმა გავაგრძელე გზა ქვიან სანაპიროზე, ფიქრებს ვანდობდი ზღავას
-ღმერთო ნეტავ სადაა ასე ნანატრი სიმშვიდე-აღმომხდა ხმამაღლა
-სიმშვიდე შენშია-მესმის ზურგსუკან ხმა და მიჩნდება შეგრძნება რომ ეს ხმა ნაცნობია
-როგორ თუ ჩემშია?
-შეხედე ზღვას, როგორი მშვიდია არა, მისი შემხედვარე დაიჯერებ რომ ორი დღის წიმ ისე ბობოქრობდა ლამის გაარღვია ჯებირები და გადმოვიდა. დაიჯერებ რომ ისე ეხეთქებოფა კლდეებს და ქვებს რომ მისი შემხედვარე გული აგტკივდებოდა. მიუხედავად ბობოქრობისა დღეს ის მშვიდადაა. გგონია ვინმემ დაამშვდა.. არა... ნუ ეძებ სიმშვიდეს ყველგან, ნუ ეძებ მას ვინც დაგამშვიდებს, სიმშვიდე შენშია უბრალოდ კარი უნდა გაუღო და გარეთ გამოუშვა
-არ გამოდის არ შემიძლია
-ფიქრობ რომ სხვა შეძლებს? შენ თუ არ შექმნი შენს სიმშვიდეს სხვა მითუმეტეს ვერ შეძლებს. ვერ დაანგრევს კედელს, რომელიც შენ აღმართე. ფიქრომ რომ საბრალო ხარ, ასე მარტივია ცხოვრება ხომ, გამოიკეტები საკუთარ ნაჭუჭში თავს გამოიტენი ფიქრებით რომ შენი ასეთი მდგომარეობა სხვისი ბრალია და ასე გაგიმარტივდება ცხოვრება.
-ასე არაა
-დაფიქრდი. შეიძლება ახლა შენს ნაჭუჭში კომფორტულად ხარ, მაგრამ დრო მოვა და ზუსტაგ ეგ ნაჭუჭი მოგიჭერს. სანამ ასე მოხდება გამოდი და იყავი ბედნიერი, იცხოვრე.
-მიზეზი არ მაქვს
-საშინელი თავის მართლებაა. გახედე იმ კაცს ხიდზე ინვალიდის ეტლში ზის ზღვას უყურებს და იღიმის. ფიქრობ რომ საცოდავია არა. რომ მიხვიდე და ჰკითხო რატომ იღიმის იცი რას გიპასუცებს? იღიმის იმიტომ რომ დღეს საოცრად მცხუნვარეა მზე. იღიმის იმიტომ რომ დღეს მშვიდია ზღვა, რომ დღეს ასე გემრიელი იყო საჭმელი რომელიც მიირთვა, იღიმის იმიტომ რომ დღეს საოცარი დღეა და ამ საოცარ დღეს ცოცხალია. მიუხედავდ იმისა რომ ეტლშია ცხოვრებას აგრძელებს მუშაობს და საკუთარ ბედნიერებასა და სიმშვიდეს თავად ქმნის. თავად ქმნის მიზეზებს. რამე გინდა? ადექი და აიღე, ნუ დაელოდები რომ ვინმე მოგიტანს მას ლანგარზე დადებულს. სიმშვიდე გინდა? შექმენი შენი სიმშვიდე. დასაწყისისთვის იმით დაიწყე რომ საკუთარ თავს დააჯერე საცოდავი არ ხარ.
-ასეთი მარტივიც არაა
-თავიდან ყველაფერი რთულად გვეჩვენება. მთასვლელს აშინებს აღმართი, რომელიც უნდა აიაროს, მაგრამ მაინც აგრძელებს სვლას, რადგან იცის იქ ზევით რაღაც წარმოუდგენელს ნახავს იგრძნობს.
-მე მთასვლელი არ ვარ
-რჩევა გინდა
-არა
-მაინც გეტყვი, საცოდავად ნუ დარჩები-ამბობს და მიდის ახლაღა ვიკადრე და შევტრიალდი დავინაზე როგორ მიუყვებოდა ზღვის სანაპიროს მინდოდა ამ სიტყვებისთვის მადობა გადამეხადა ვერ მოვახერხე
-მათ მე მატკინეს- შეჩერდა არ შემოტრიალებულა
-მნიშვნელოვანი ის კი არაა რომ გატკინეს, ისაა რა გააკეთე ამ ტკივილის შესაჩერებლად. თუ შენი პასუხი „არაფერია“ მაშინ დაფიქრდი, რადგან დამნაშავე ისინი არა, შენ ხარ. იმდენად შეეჩვიე ტკივილს რომ წინააღმდეგობასაც არ უწევდი მათ, იმის გეშინოდა რომ ეს ტკივილი გაქრებოდა, მერე შენს საცოდავობაში მათ ვეღარ დაადანაშაულებდი. არავის აქვს ისეთი ძალა როგორც შენ მათ შორის არც ლიკას.
-სისულელეა
-გაბრაზდი ანუ მართალი ვარ
-რა გინდა ასე მარტივად დავიჯერო რომ ცხოვრება მშვენიერია?
-ჯერ ფიქრით დაიწყე-აგრძელებს გზას ბოლოს კი უჩინარდება
და ასე არსაიდან გამოჩენილმა ადამიანმა დამაფიქრა ყველაფერზე, მართლა თითქმის არასდროს მიცდია მათზე წინააღმდეგონის გაწევა, ფინია ძაღლივიღ ვასრულებდი მათ სიტყვებს... მოიცაა ლიკა ახსენა.. მან ლიკა ახსენა..ის მე მიცნობს.. ნუთუ თორნიკე იყო. აი თურმე რატომ მეცნობოდა მისი ხმა..შეუძლებელია. როგორ შეცვლილა. დიდი დრო გავიდა.

მას შემდეგ თორნიკე არსად შემხვედრია. მისმა სიტყვებმა ძალა მომცა. ხო გაგიკვირდებათ როგორ რანაირად მაგრამ მან ის მითხრა პირდაპირ რაც არავის უთქვამს. მწარე სიმართლე მომახალა სახეში შელამაზების გარეშე. ახლა რომ ვუფიქრდები წამით იმასაც ვფიქრობ რომ მაშინ მისი გრძნობები ჩემდამი გულწრფელი იყო მისი „მიყვარხარ „ კი ნამდვილი. მას შეეშინდა ხალხის აზრის შეეშინდა და იმიტომ უარყო ყველაფერი, ხუმრობას დააბრალა. ლაჩარი აღმოჩნდა. ჯანდაბა კესანე რაზე ფიქრობ. იმის თქმას ვაპირებდი რომ ამ დღეს საკუთარ თავში საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლის ძალა ვიპოვე.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბატონმა ონისემ მანქანა მაჩუქა. საოცრად გამიხარდა. ვერ ავღწერ. მიხაროდა რომ ისინი ჩემით ამაყობდნენ. მევ ვამაყობდი მათით. მათ გვერდით ყველა აქამდე ჩემთვის უცნობ გრძნობას ვეზიარე. დღესაც ლოცვითა და მადლობით აღსავსეს მათთვის მითრთვის ტუჩები. ონისემ მითხრა არაფერი ამშვენებს ქალს ისე როგორც საჭის ტრიალი. დამცინოდა და მის ასეთ ხუმრობაზე მეცინებოდა. მართვა თვითონ მასწავლა. მალე მართვის მოწმობაც დიდი ზარ ზეიმით ავიღე. თითქოსდა ვიგრძენი ბედნიერება. ჩემს ბედნიერებას ონისე და დინა ერქვა.

მათაც დამტოვეს, ისინიც წავიდნენ. სვანეთიდან მანქანით მომავალებს ტრაილერი დაეჯახათ. როგორც მერე შემატყობინეს ადგილზევე გარდაიცვალნენ. ამის მერე როგორ ვიფიქრო რომ ცხოვრება მშვენიერია. ონისე და დინა დიდი პატივით დავკრძალეთ. არ მემეტებოდა მიწისთვის არცერთი. დაკრძალვის მეორე დღეს ადვოკატმა დაგვიბარა და გვამცნო რომ ონისემ მთელი ქონება მე დამიტოვა. არ ველოდი, დინამ ერთხელ მითხრ ყველაფერს მამაშენს უტოვებსო, როდის მოასწრო ანდერძის შეცვლა.
-შენ აიძულე არა-ყვირილით წამოდგა მამაჩემი ბატონი აკაკი
-მე არაფერი გამიკეთებია
-ბატონო ადვოკატო დარწუნებული ვარ მისი ხელი ურევია ის გააყლბებდა ანდერძს
-დამშვიდდით ბატონო აკაკი, ანდერძი ავთენტურია, მე თვითონ ვესწრებოდი მისი შედგენის პროცესს
-ისინი შენ მოკალი იცოდი რომ ქონებას შენ დაგიტოვებდნენ და მოიშორე-გამოხდა ბიძაჩემი ბატონი გიორგი
-ხვდებით მაინც რას მაბრალებთ, რანაირი ხალხი ხართ
-მთელი ქონება შენ როგორ დაგიტოვეს სულ შეიშალნენ სიბერეში, ეს ქონება ჩემი უნდა ყოფილიკო-არ ცხრება აკაკი
-გიყურებთ და გული მერევა, მათი სხეულები მიწაში ჯერ არ გაცივებულა და თქვენ ფულზე საუბრობთ. როგორ არ გრცხვენიათ ამ ოთხი წლის განმავლობაშ არავინ მოსულხართ და ახლა აქ ფულმა მოგიყვანათ-ვიფეთქე ბოლოს მეც
-ისე ნუ იქცევი თითქოს შენ ფულის გამო არ გადმოსულხარ აქ თვითმკვლელობის სცენაც მაგიტომ არ დადგი- ჩაერია გიორგი
- იმედია თანხას გაგვიყოფ ხომ ?-მეკითხება ჩემი და ლელა
-ახლავე გაეთრიეთ აქედან-მოთმინების ფიალა აივსოო ამათ ვეღარ ავიტან
-სახლიდანაც კი გვაგდებს უმადური ხარ -სიტყვით გამოვიდა ჩემი ძმაც
-წადით სანამ პოლიციას გამოვიძახე
-უმადური
-ამას ასე არ დავტოვებ
-სასამართლოში შევიტან განაცხადს
-ბატონო აკაკი აქედანვე გეტყვით რომ ტყუილად ანდერძი გადახედვას და გასაჩივრებას არ ექვემდებარება-ერთვება ადვოკატი
-ამის დედაც
- ძვირფასო წავიდეთ-ხელს კიდებს დედინაცვალი მამაჩემს
-ამას ასე არ დავტოვებ

ყველა წავიდა უზარმაზარი სახლის კედლებში მარტო დავრჩი. ტირილი მომინდა. კარებთან ჩავიკეცე და ავტირდი კიდეც. ასეთი ადამიანები რატომ არსებობენ. ფულის გამო ყვრლაფერზე წამსვლელები. საბრალო ონისე ეს სცენა რომ ენახა თავიდან მოკვდებოდა. რომ გაეგო ფულის გამო ლამის გადამთელეს საოცრად ეტკინებოდა. არვიცი მე რატომ დაპიტოვეს მთელი ქონება მაგრამ მადლობელი ვარ. მათ ყველაფერი ჩემთვის გააკეთე ჩემი ბედნიერებისთვის და მეც ყველაფერს გავაკეთებ რომ ბედნიერი ვიყო. ნინოს დავურეკე ვუთხარი რომ მჭირდებოდა ისიც მალევე მოვიდა მთელი ღამე ჩემს გვერდით იყო... სწორედ ამ დღეს ნახა ჩემს ლეპტოპში ჩემი პატარა ჩანაწერები... მეორე დღეს გავიგე რომ მამაჩემს საქმე სასამართლოში შეუტანი , მარამ უშედეგოდ.იყო მუქარები ჩემი მიმართულებით. სულ უმადურის ძახილით წამშალეს მათი ცხოვრებიდან, ამ ამბიდან ერთი კვირის შენდეგ სრულიად მარტომ წავედი ამერიკაში. აქ უკვე სული მეხუთებოდა. აღარავინ მყავდა ვის გამოც დარჩემა მომინდებოდა. მარტო ვარ, უკან ვიხედებიდა მხოლოდ ნინოს ვხედავ.

*******************************

-თუ გინდა შეგიძლია წახვიდე ხომ იცი-ვიწყებ საუბარს
-ვიცი
-დედაშენი მართალია, ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა ხვდებოდე და არა ვიღაც უცნობ ქალთან ერთად სადღაც მთებში
-გინდა რომ წავიდე?-მეკითხება და მზერას არ მაშორებს
-გინდა რომ წახვიდე?-ვუბრუნებ კითხვას
-არ მინდა წასვლა
-არ მინდა წახვიდე-ვამბობ და ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად ფარავს მეთე ჩვენს შორის არსებულ მანძილს
-კიდევ ერთხელ თქვი
-არ მინდა წახ...-წინადადების დასრულებას აღარ მაცდის და დილას ჩემი ტუჩების დაგემოვნებით იწყებს.
კოცნაში ვყვები. ხელებს კისერზე ვხვევ. ვგრძნობ როგორ სათუთად დაატარებს ხელებს ჩემი სვიტრის ქვეშ, ჯერ წელზე მუცელზე და ბოლოს მკერდთან ჩერდება.
-თუ არ გინდა შემიძლია გავჩერდე-მეუბნება და თვალებში მიყურებს თითქოს იქ ცდილობს ამოიკითხოს პასუხი
-მოკეტე და საქმეს მიხედე-ვეუბნები მაისურს ვხდი მალევე ჩემი სვიტერიც მეთეს მაისურის ბედს იზიარებს, ხელში ავყავარ და საძინებლის მიმართულებით მივყავარ
-გამაგიჟებ-მეუბნება და მკოცნის ნელ-ნელა მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება
-მეგონა მოვახერხე ეგ-ვამბობ და მეთეს ზურგზე დავატარებ თამამად ხელებს. ტუჩების ნაზი შეხებით მიუყვება მთელს სხეულს და ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი და სიამოვნებს ტალღა სხეულში.
-საოცარი სურნელი გაქვს-გონება დაბინდული ლუღლუღებს, ისეთი მზერით მიყურებს თითქოს გული მიჩერდება. თვალებზე ხელებს ვიფარებ, დიდხანს თუ ვუყურებ ამ მზერას მეც გავგიჟდები.
მეთე მთლიანად ისაუკუთრებს ჩემს სხეულს, მისი სიფრთხილე და ნაზი შეხება მარწმუნებს რომ ხვდება ეს ყოველივე ჩემთვის პირველი არის. მომწონს ეს დამიანი და სულ არ ვნანომ ახლა მის მკლავებში რომ ვარ მოქცეული, სულ არ ვნანობ ჩემის სხეულის ყველა დეტალს ასე უსირცხვილოდ რომ შეისწავლის და ისე მიყურებს თითქოს ჩემი სულის დანახვას ცდილობს ჩემს თვალებში. მისი მზერა მათბობს, ფიქრის უნარს მართმევს.
-მეთე რაზე ფიქრობ-ვეკითხები აწ უკვე მის მკლავებში მშვიდად მყოფი
-მეორე რაუნდზე-ამბობს და იცინის გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და ეს მაბედნიერებს
-გარყვნილო-ვეუბნებიდა მუშტს ვარტყამ მკერდზე
-დამილურჯდება
-არაუშავს-ვეუბნებიდა იმ ადგილას ვკოცნი სადაც რამოდენიმე წამის წინ დავარტყი
-ვინ ხარ ასეთი და რას მიშვრები-ამბობს დამოულოდნელად ზემოდამ ექცევა. ხელებს მიჭერს და ბალიშზე მადებინებს ისე რომ ხელებს არ მიშვებ. ჩემსკენ იხრება და ყელში კოცნის კვალს მიტოვებს
-მეთე რას აკეთებ?
-მიყვარს ასე რომ მეძახი-ამბობს და მკერდისკენ ინაცვლებს
-მეთე მე...-კოცნით მაჩუმებს, მომწონს ასეთი გაჩუმება
-თავს ვერ ვიკავებ.

************************************************

ბედნიერი ვარ, ლამისაა გული ამომივარდეს ვუყურებ მეთეს და ვხვდები რომ დიდი ხნის შემდეგ ცხოვრების გასაგრძელებლად ყველაზე სიპფათიური მიზეზი ვიპოვე, და მერტო ჩემი იყო ეს მიზეზი.
-რატომ იცინი-მეკითხება სამზარეულოში წელს ზევით შეშევი მოფუსფუსე
-საოცარი ხედია ვერაფერს ვიტყვი
-მე საოცარი ვარ ვიცი
-შენზე არ ვამბობ-ტუჩის კუთხეს ვტეხ და ფანჯრისკენ ვანიშნებ-ნახე რა ლამაზად თოვს
-მოდი მივირთვათ-ამბობს მეთე და მაგიდას აწტობს
-რით დავიმსახურე ასეთი პატივი
-ვითვალისწინებ ფაქტს რომ საოცრად დაღლილი ხარ და გუშინ მთელი ძალა გამოგაცალე
-იდიოტო-თავს დაბლა ვხრი არ მინდა ჩემი წითელი ლოყები დაინახოს
-სიამოვნებით დაგიკოცნიდი მაგ წითელ ლოყებს-ამბობს და თეფშზე საჭმელს იღებს
-მერე რას ელოდები
-ჭამე რომ ენერგიის მარაგი შეივსო არმინდა გაითიშო-ამბობს და მზაკვულად იღიმის
-ხეპრე-ვეუბნები და ჭამას ვიწყებ
-კარგი გოგო ხარ-მეუბნება და მინდა სახეში ვუთავაზო. ვიცი სპეციალურად აკეთებს რომ გამაბრაზოს.
-ვიცი რომ კარგი გოგო ვარ- სკამიდან ვდგები და მასთან მივდივარ ახლოს ვიწევი სახე მის სახესთან მიმაქვს იმდენად ახლოს ვარ რომ მის სუნთქვას ვგრძნობ. ვხედავ როგორ აცურებს ხელებს ჩემს წელზე, და უტიფრად მიუყვება თეძოებისკენ
-მარილი, აი სად ყოფილა-ვეუბნებიდა ვშორდები ჩემს ადგილს ვიკავებ და ჭამას ვაგრძელებ ვხედავ მის ალეწილ სახელს მაგრამ არაფერს ვიმჩნებ
-კესანე
-ძალიან გემრიელი მადლობა კარგი ბიჭი ხარ-ვეუბნები ნიშნის მოგებით
-ხომიცი რომ ჩემგან ვერავინ და ვერაფერი გიხსნის- ჭამას ასრულებს ხელებს იბანს და ჩემსკენ მოდის
სწორებ ამ დროს აწკრიალდა ჩემი ტელეფონი და ვინ იქნებოდა თუ არა ნინო მეც მაშივვე ვუპასუხეე და მეთეს სახეზე გამეცინა
-რა გაცინებს გოგო- მიბღვერს ნინო
-მითქვამს შენთვის რომ ძალიან მიყვარხარ და მიხარიხარ-ვეუბნები სიცილნარევი ხმით, მათესაც ეცინება
-კი ტირილის და სიმთვრალის დროს არაერთხელ
-ზუსტად იცი დროის შერჩევა დასარეკად, შენი მეგობარი დიდი უბედურებისგან იხსენი-ამბობს მეთე და სუფრის ალაგებას იწყებს
-გამარჯობა ბატონო მეთე როგორ ხარ-იკრიჭება ნინო
-არამიშავს მაგრამ ცოტახანში ძალიან კარგად ვიქნები-ამბობს და წარბის აწევით მიყურებს ხველა მიტყდება
-მთვრალიც გიხსნი ხოლმე სიყვარულს
-კი, და აღარასდროს დალიო კარგი
-რატომ ასეთი მოსაბეზრებელი ვარ?
-არ მკითხო
-და ამის მერე შენ ჩემი მეგომარი გქვია-ვამბობ და თითქოს ნაწყენი თავს ვაქნევ
-გინდა სასიხარულო ამბავი გითხრა
-გისმენ
-13-ში შენთა ვიქნებით მე და ილია ნიკამ მეც წამოვალო
-მართლა, იცი რომ მიხარიხარ ხო ძალიან გამიხარდა მაგრამ ერთი პრობლემაა აქ მხოლოდ ერთი საწოლი თეთრეული და დივანია. წამოსვლისას საბანი და თეთრეული წამოიღეთ
-კესანეე თუ ერთი თეთრეული და საბანია რა გამოდის რომ შენ და მეთეს ერთ საწოლში გძინავთ-კივის ნინო
-არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ-ამბობს მეთე
-ნიკა გესმის გაგიფინდა კესანე სხვა მამაკაცთან ერთად ძინავს საწოლში-ბოლო ხმაზე ყყვირის ნინოდა მემგონი გააგონა მთელ ბაგრატიონის ქუჩას
-არამარტო ძინავს-მხოლოდ ჩემს გასაგონად ამბობს და ლოყაზე მკოცნის
-თუ არ გრცხვენიათ რა მემგონი ჩემი არსებობა დაგავიწყდათ ჰელოოუ აქ ვარ-ტელეფონის ეკრანიდან ხელს გვიქნევს ნინო
-რაო ვის სად სძინავსო-მესმის ნიკას ხმა
-ეჰ ნიკა კი ეუბნებოდი ჩემს იქით გზა არგაქვსო მაგრამ გზები ქონია შენს კესანეს-არ ცხრება ნინო
-კესანე როგორ ხარ
-კარგად ნიკა შენ როგორ ხარ
-გაბრაზებული აქ ჩამოხვედი და მე არ მნახე არადა მეგონა შენი ოცნების მამაკაცი ვიყავი, გული მეტკინა-ამძაფრებს ნიკა და არარეალურ ცრემლებს იშორებს თვალებიდან
-ჩემი ნახვა თუ გინდოდა მისამართიც იცოდი და ტელეფონის ნომერიც
-ეჰ ჩემო საბრალო ძმო გაგვიფრინდა კესანე უკვე სხვა კაცთან ერთად სძინას
-ინგლისურზე არა სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა
-კესანე რას ამბობს ეს ქალბატონი-ხმა უსერიოზულდება ნიკას ვხედავ როგორ ეცვლება მეთეს გამომეტყველება. ნიკას ხმის გაგონებაზე ვხევად როგორ აკვირდება ტელეფონის ეკრანს მეთე ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია. გამომეტყველება ეცვლება და წარბებს ჭმუხნის.
-იმას ვამბობ რომ ჩვენი კესანე ახლა მთებშია ვიღაც ზე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად და რა ვიცი იქ მარტონი რას აკეთებენ-ჩემს მაგივრად პასუხობს ნინოო
-სიმართლეა- მეკითხება ნიკა ვერ ვხვდები ასე რა აბრაზებს
-სიმართლეა-ვამბობ და მეთეს ვუყურებ რომელსაც წამით სახეზე ღიმილმა გადაურბინა
-ანუ ჩემი წინასწარმეტყველება არ აგიხდაა -ამბობს და წარბებს ხსნის
-რა წინასწარმეტყველება-საუბარში ერთვება ნინოო
-შენმა ხისთავიანმა ძმამ მიწინასწრმეტყველა რომ კაცზე ოცნებით ამომხდებოდა სული. და არასდროს მეღირსებოდა კაცის ალერსი
-მთლად ასე კორექტულად არ მიწინასწარმეტყველებია მაგრამ მიხარია რომ არ აგიხდა-ამბობს ნიკა და იცინის მეც მეცინებაა
-აბა ქორწილს როდის აპირებთ- კისკისებ ნინო
-დღეს აღარ მოესწრება და ხვალ იყოს- ამბობს მეთე ჩემს ზურგს უკან და კამერაში მყოფებს თავს უკრავს
-მეთე ახვლედიანი-ნიკას თვალები უფართოვდება
-შენ რა იცნობ მას-კითხულობს ნინო
-ასე გაოცებული რატომ მიყურებთ თქვენ რა არ იცნობთ-ჯერ მე მიყურებს ნიკა გაოცებული მერე ნინოს-აზრზე არ ხართ რა. მეთე მიხარია რომ შენი ახლოდან გაცნობის შესაძლებლობა მომეცემა
-მეც მიხარია-ამბობს და ისე იღიმის თავბრუს მახვევს ნეტა საიდან იცნობ ნიკა მას ალბათ ბარიდან ვასკვნი და ფიქრებს ვფანტავ
- გელოდებით მოკლედ -ვეუბი და ყურმილს ვკიდებ
-აბა ვინაა შენი ოცნების მამაკაცი?-მიყურებს და წარბებს მაღლა სწევს
-ნიკა- ვეუბნები და ელვის სისწრაფით გავრბივარ გარეთ თოვლში სიბილი მიჭირს მეთე მეწევა ხელს მკიდევბს და ორივე ძირს ვეცემით თოვლში
-ვინააო შეგიძლია კიდევ გაიმეორე -ამბობს და თოვლს დიდ გუნდას იქცევ ხელებში
-შეენ ?-ვამბობ იმ იმედით რომ ეს თოვლის მასა მე არ დამეცემაა
-მეკითხები?
-მეთე კარგი რა მართლა აპირებ მაგის სროლას
-არვაპირებ- ამბოს და ფეხზე დგება სახლისკნ მიდის სამაგიეროდ მე ვიხელთე დრო და თოვლის გუნდას ვაკეთებ და მისკენ ვისვრიი თავში ხვდებაა
-პირდაპირ ათიანში-ვივინი ხმამაღმა
-შენ დაიწყე-ამბობს და გუნდას შემკენ ისვრის და დარწმუნებული ვარ განზრახ აცილებს სამაგიეროდ მე არ ვარ ლმობიერი
მოკლედ საათნახევრიანი ბავშვური გუნდაობის შემდეგ საშინლად გაყინულები და დაღლილები ისევ თოვში ვწევართ. გვათოვს, ჩვენ ორნი ვართ. მარტონი. მე ვიპოვე ჩემი სიმშვიდე. ონისე მე ბედნიერი ვარ შეგიძლიათ შენ და დინა მშვიდათ იყოთ სადაც ხართ.
-კიდევ ერთ შანს მოგცემ. ვინაა შენი ოცნების მამაკაცი-მიყურებს და თვალებში ჭინკები უთამაშებს, მომწონს მისი ეს გამოხედვა
-შენ ხარ -ვამბობ და ვიცი
-სწორი პასუხია- წელზე ხელებს მკიდებს ჰაერში მიტაცებს და სახლისკენ მივყავარ ასე ხელში აყვანის-გავიყინებით.


ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ ეს დღეები ძალიან გადატვირთული იყო. ლეპტოპთა ახლოს მისვლა ვერ შევძელი. იმედია მოგეწონებად და ფუჭად არ ჩაივლის თქვენი ლოდინი.
პ.ს. სიყვარულით ევა



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. სამწუხარო რეალიბაა მაგრამ ასეთი ბულინგის ფაქტები სკოკებში დღემდე არსებობს და ამაზე არ რეაგირებენ თვალებს ხუჭავენ. საბრალო კესანე როგორ შემეცოდა. თორნიკესთან დიალოგი რაღაც სხვა იყო. მიხარია რომ ონისემ და დინამ მიუსწრეს ბოლო წუთს მაგრამ მაინც მიუსწრეს. აკაკის ნაირი კცები არაკაცები არიან არ მინდა მასზე საუბარი. ფულის გამო გიყიდის და გაგყიდის. გული ამერია. მეთე ვინაა?? ნიკამ რატომ იცნო?? რას გვიმალა ევაკო? დიდხანს ლოდინად ღირდა. საოცარი გოგო ხარ. ველი ახალ თავს.

 


№2 სტუმარი Nino

Kargi iyo dzalian didxans nu gvalodineb xolme gtxov ra❤❤❤ velit axal tavs

 


№3  offline წევრი ეველინა

სტუმარი ლიკა
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. სამწუხარო რეალიბაა მაგრამ ასეთი ბულინგის ფაქტები სკოკებში დღემდე არსებობს და ამაზე არ რეაგირებენ თვალებს ხუჭავენ. საბრალო კესანე როგორ შემეცოდა. თორნიკესთან დიალოგი რაღაც სხვა იყო. მიხარია რომ ონისემ და დინამ მიუსწრეს ბოლო წუთს მაგრამ მაინც მიუსწრეს. აკაკის ნაირი კცები არაკაცები არიან არ მინდა მასზე საუბარი. ფულის გამო გიყიდის და გაგყიდის. გული ამერია. მეთე ვინაა?? ნიკამ რატომ იცნო?? რას გვიმალა ევაკო? დიდხანს ლოდინად ღირდა. საოცარი გოგო ხარ. ველი ახალ თავს.

აკაკი ისევ გამჩნდება და არა მარტო აკაკი ;) ყველაფერს ნელნელა გაიგებთ მათ შორის მეთეს ვინაობასაც <3 <3

Nino
Kargi iyo dzalian didxans nu gvalodineb xolme gtxov ra❤❤❤ velit axal tavs

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 შევეცდები მალე დავდო ახალი თავი <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ღირდა ლოდინი ძალიან მომეწონა ცოტა სევდიანი კი იყო მაგრამ ბოლოს მაინც მიხარია ბედნიერი რომ არიან ეს ორნი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️

 


№5  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნესტანი
ღირდა ლოდინი ძალიან მომეწონა ცოტა სევდიანი კი იყო მაგრამ ბოლოს მაინც მიხარია ბედნიერი რომ არიან ეს ორნი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️

მიხარია თუ ფიქრობ რომ ლოდინად ღირდა <3 <3 ახალი თავი საინტერესო იქნება <3 <3 რაც მთავარია მალე იქნება <3 <3 მადლობა და ასევე წარმატებები <3 <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

გავგიჟდი ეს რა არის გოგო? როგორ შემეცოდა ჯესანე საბრალო რამდენი რამ გადაუტანია ???????? ასეთი მამის ხელში კიდევ კარგი გაზრდილა????????. მომწონს კესანე და მინდა მის კლასელებს შეხვდეს და აჩვენოს რომ ძლიერია. თირნიკეს ყოჩაღ როგორ შეცვლილაა. მეთეზე უკომენტაროდ

 


№7  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნანა
გავგიჟდი ეს რა არის გოგო? როგორ შემეცოდა ჯესანე საბრალო რამდენი რამ გადაუტანია ???????? ასეთი მამის ხელში კიდევ კარგი გაზრდილა????????. მომწონს კესანე და მინდა მის კლასელებს შეხვდეს და აჩვენოს რომ ძლიერია. თირნიკეს ყოჩაღ როგორ შეცვლილაა. მეთეზე უკომენტაროდ

მიხარია რომ მოგწონს<3 კლასელები ისევ გამოჩნდებიიან და მათ შორის თორნიკეც <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

Au atvirte ra axali tavi davigalet lodinit

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიკა

მოვითხოვთ ახალ თავს ????????????????

 


№10 სტუმარი Gvanca

Gagrzelebas veli droze dade ra❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი მაიკო

ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. ძალიან კარგია. ახალი თავი მალე დაამატე რა ♡♡♡♡

 


№12  offline წევრი ეველინა

ხვალ იქნება შემდეგი თავი <3 <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო ისტორიაა, მომწონს შინაარსი, კესანე გამოიბრძმენდა და ძლიერი გოგო გახდა, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას....

 


№14  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნინო
საინტერესო ისტორიაა, მომწონს შინაარსი, კესანე გამოიბრძმენდა და ძლიერი გოგო გახდა, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას....

მადლობა ჩემო კარგო <3 <3 იმედია შემდეგი თავებიც მოგეწონება <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent