ნენე(13)
ვაჩე ბავშვს აძინებდა. მე და ნერსე საძინებელში ვიჯექით სავარძელზე და ჩაის ვსვამდით. მოუთმენლად ველოდი როდის დაიწყებდა ყველაფრის მოყოლას. სახეზე ეტყობოდა, რომ ესიკვდილებოდა ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი, თან აშკარად სიტყვებს არჩევდა, რომ რაიმე არ წამოცდენოდა. ასე ვიჯექით ჩუმად სანამ როგორც იქნა დაიწყო მოყოლა. -ანდრონიკაშვილები რაც თავი მახსოვს ჩვენი ოჯახის დაუძინებელი მტრები იყვნენ. დიდი ოჯახია და ჩვენსავით ნარკოტიკების ბიზნესში არიან ჩართულები. 80-იანებში მამაჩემთან მოუვიდათ კონფლიქტი. მაშინ დაიწყო ვაჟამ პირველად საზღვარზე შემოტანა საქონლის, იქამდე მარტო ქვეყნის შიგნით არეგულირებდა სიტუაციას. გაჩი ანდრონიკაშვილი, ზუსტად რა ერქვა არ მახსოვს, გაჩი იყო ზედმეტსახელი, მივიდა ვაჟასთან და დაემუქრა, რომ თუ გააგრძელებდა საზღვარზე გადმოტანას, მთელ ოჯახს ამოუწყვიტავდა მის თვალწინ. ვაჟას იდეაში ისეთი ზურგი საერთოდ არ ჰქონდა, როგორიც გაჩის, მაგრამ მაინც, დღემდე არ ვიცი როგორ მოახერხა ან რისი იმედით, გაჩი და მისი ცოლი მოკლ... ნუ მოკლა ხმამაღალი ნათქვამია, ისე მოაწყო, რომ მათ სახლს ცეცხლი წაუკიდეს და შიგნით გაჩი, მისი და და ცოლი იყვნენ. მაშინ გაჩის უმცროსი ძმა ჰყავდა, მაგრამ პატარა იყო და შურისძიებაზე არც უფიქრია, არც იცოდა არაფერი რა როგორ მოხდა. -გაჩის ძმაა ერიკო? -არა, გაჩის შვილი იყო. უმცროსი. გაჩის კიდევ ერთი შვილი ჰყავს და ძმა. გაჩის ბიჭს შიო ჰქვია, ძმას ლევანი. გაჩის სიკვდილის მერე ჩამოვიდა ლევანი უცხოეთიდან და ერიკოს და შიოს ზრდიდა. მერე ისევ სცადეს გაჩის ბიზნესის წამოწყება და ვაჟა დაემუქრა. გავლენა დაკარგული ჰქონდა ლევანს ძმის სიკვდილის მერე და ამერიკაში მოუწია ორივეს წაყვანა. ეხლა რატო დაბრუნდნენ ვერ გეტყვი-ტყუილი. უკვე კარგად ვიცოდი, როდის მატყუებდა და როდის არა, მაგრამ ახლა რომ მაგაზე დავა დაგვეწყო ზუსტად ვიცოდი საერთოდ აღარაფერს არ მომიყვებოდა. ისედაც ესეც არ უნდოდა რო მცოდნოდა. -ერიკო რატო გამოუშვეს იმ დღეს? -ერიკო იმპულსური და დაუფიქრებელია, ჯერ აკეთებდა და მერე ფიქრობდა. არ მგონია ცოდნოდა ლევანს, რომ ჩვენთან წამოვიდა. ასე დაუფიქრებლად არ იმოქმედებდნენ. ყოველ შემთხვევაში ეხლა ერიკოს სიკვდილის მერე არც ერთი არ მოისვენებს სანამ შურს არ იძიებენ. -და რატო იცდიან ამდენი ხანი? -იმიტომ რომ ერიკოსავით არ დაემართოთ. კარგად იციან, რომ ჩვენ მათგან განსხვავებით არ შევუშინდებით ...-წინადადება აღარ დაამთავრა, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი რის თქმასაც აპირებდა. მეც ასე მირჩევნოდა, არ მინდოდა მისი პირიდან ამ სიტყვების მოსმენა. -და შენ არასდროს არ გილაპარაკია ამაზე ვაჟასთან? 3 ადამიანი ცოცხლად დაწვა და შენ მამასთან არ გაგჩენია ამ თემაზე საუბრის სურვილი? -საუბრის სურვილი-ნერსეს გაეცინა-რა უნდა მეთქვა ნენე? მამასთვის , რომელიც ადამიანებს წვავს იმიტომ რომ წინ გადაეღობნენ. და თან გაითვალისწინე ეს რო გავიგე 16 წლის ვიყავი. 6 წლიდან დავყავდი ბიზნეს შეხვედრებზე, სანამ ვისწავლიდი კარგის და ცუდის გარჩევას, უკვე ჩემი ხელიც გარეული იყო გაჩეს ოჯახის სიკვდილში. -როგორ? -მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა-და როგორც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ტოვებდა და არ მიყვებოდა. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა. არ მჯეროდა, რომ ასეთი მამა ჰყავდა და ცხოვრებაში პროტესტის გრძნობა არ გასჩენია მისი საქციელების მიმართ. ამ ყველაფერს ისე მიყვებოდა, თითქოს ფილმის სცენარზე ვლაპარაკობდით და არა რეალურად სამ ცოცხლად დამწვარ ადამიანზე. წარმოდგენაც არ მინდოდა ვაჟა მე რას გამიკეთებდა, გაშორებაზე კრინტიც რომ დამეძრა. წამით რომ გავიფიქრე, როგორი ადამიანის აღზრდილია ნერსე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ხშირად უთქვამს, რომ კიდევ კარგად ვერ გავიცანი, ახლა ვხვდები რასაც გულისხმობდა. ისიც მამამისისნაირად ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი იყო. ნერსემ სახეზე შემატყო შიში და ოდნავ ახლოს მოიწია-ნენე-სახეზე დაეტყო, რომ ჩემმა რეაქციამ გული ატკინა-მე შენ დაგპირდი, რომ ამ ბიზნესიდან გამოვალ, მაგრამ ეხლა უკვე იცი ვაჟა როგორი ადამიანიც არის. ცოტა დრო მჭირდება, რომ დავგეგმო როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი ისე, რომ -ვაჟამ ჩემზე არ იეჭვოს და მეც არ მომკლას?-სახე მოეღრიცა. -რეებს ბოდავ-და გაბრაზდა-ხელს როგორ გახლებს. მაგიტომ არ მითქვამს. ამ ოჯახში, შენ ვერავინ ვერ შეგეხება. ეს ყველაფერია რისი ცოდნაც გჭირდება. -კარგი და ეხლა რას აპირებ? -სახლი დაცულია, შენ უსაფრთხოდ ხარ. მეტი არაფერი არ არის შენი საფიქრალი. -შენ რომ რამე დაგემართოს? შენ სულ გარეთ ხარ, სულ გადიხარ. -დაცვა მყავს თან. -იმ დღესაც აეროპორტში დაცვა გყავდა, მაგრამ მაინც დაგჭრეს. -უფრო ფრთხილად ვიქნები, გპირდები. მაგრამ ბევრი საქმე მაქვს და გასვლა მომიწევს ხოლმე. -მეც მაქვს საქმე, მეც მჭირდება გასვლა. -რა საქმე? -კლიენტები მყავს, რომლებიც მელოდებიან ნერსე. -ონლაინ მიიღე. ჯერჯერობით ვერსად ვერ გახვალ. ძალიან გთხოვ ამაზე არ მეწუწუნო, კარგად გესმის სიტუაციის სიმძიმე ასე მგონია და ნუ მაიძულებ ისევ ბავშვივით მოგექცე. -კარგი. ანუ ვზივართ და ველოდებით? -კი ბატონო-ნერსემ შუბლზე მაკოცა და საწოლიდან წამოდგა-შენ ცოტახანი დაიძინე, მე სამუშაო მაქვს ცოტა და...-ქვემოდან კაკუნის ხმა გავიგეთ. ორივეს ლოკატორები გვქონდა ყურების მაგივრად. გაფითრებული წამოვდექი და ნერსეს მივაჩერდი, არ ვიცი რატომ შემაშინა ასე კაკუნმა, მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობდა. -დარჩი-ნერსემ ისე მითხრა, თვითონაც არ ჰქონდა იმის იმედი რომ მოვუსმენდი. ქვევით ჩავიდა და მეც გავყევი. კარი ვაჩემ გააღო და ჩემი ბიძაშვილები შემოვიდნენ მისაღებში. -ნენე სად არის?-როგორც ჩანს გაიგეს, რომ არ გავმგზავრებულვართ. ვაი ისიც თუ გაიგეს რატომ. პეტრეს ხმაზევე ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო. -ოთახშია, ვეტყვი, რომ მოხვედით. -იყოს, ავალთ-ლაშამ დაიჟინა და ზევით წამოვიდნენ. ეგრე საძინებელში გავბრუნდი, აბაზანაში შევედი და სახე ჩამოვიბანე, არ მინდოდა შეემჩნიათ, რომ ნამტირალები ვიყავი. თვალების ქვეშ კონსილერიც წავისვი, ტონალურიც, რომ გადაწითლებული სახე დამემალა და ბედნიერი სახით გამოვბრუნდი საძინებელში, სადაც უკვე ჩემი ბიძაშვილები იდგნენ. უკან კი ნერსე იყო. -ნენე-პეტრე ოდნავ ახლოს მოვიდა და სახეზე შემათვალიერა-შენ ქმარს თხოვე მარტო დაგვტოვოს. -ნერსე-მუდარით გავხედე, რომ არ გაერთულებინა და ისიც ეგრევე კაბინეტში გავიდა. -რას გიგავს სახე-ლაშამ საყვედურით შემომხედა-დასიებული გაქვს სულ. რამე დაგიშავა?-მუშტები მზად ჰქონდა უკვე ნერსეს საცემად-მიპასუხე. -არა, ნერსე რა შუაშია. -აბა რატო აღარ წახვედით?-პეტრემ ეჭვის თვალით შემომხედა. -ეხლა შენ აქ როგორც პოლიციელი ისე ხარ თუ როგორც ჩემი ბიძაშვილი?-დეგენერატი ვარ. მეთითონვე ვუქმნიდი ეჭვს, რომ მისი დაკითხვის მეშინოდა და რაღაცას ვმალავდი. -მაგას რამე მნიშვნელობა აქვს?-პეტრეც ეგრევე მიმიხვდა, რომ რაღაცას ვმალავდი. -არა, ნერსეს რაღცა საქმეები გამოუჩნდა და ვეღარ წავედით. -ჩვენ ცოტა სხვა ინფორმაცია გვაქვს-პეტრე კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა-აბა ეხლა კარგად დაფიქრდი, რა უნდა მიპასუხო-ყველაფერი იცოდნენ. მაგრამ თუ პოლიციამ და შსს-მ გაიგეს ერიკოს მკვლელობის შესახებ, აქამდე ნერსე რატო არ დაიჭირეს? -თუ ყველაფერი იცით რაღას მოდიხართ ჩემთან დაკითხვაზე-არ მსიამოვნებდა ასე ახლოს რომ იყო ჩემთან და უკან დავიხიე. -ნენე-ლაშამ ტონს აუწია-იმის მერე რაც შენ ნახე, კიდევ გინდა ამ ადამიანთან და საერთოდ ამ ოჯახში ცხოვრება?! -და რითი განსხვავდება ჩემი ოჯახი მისგან?! ჰა? მამა და გია რამე ნაკლებს აკეთებდნენ?! -წესიერად ილაპარაკე!-ლაშამ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და ხელი აწია მექანიკურად, მაგრამ პეტრე გადაუდგა წინ. -შენს თვალწინ ადამიანი ჩაცხრილეს-პეტრე ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას-მალე შეილება შენ ქმარს ციხეში უკრან თავი და შენც მიყვე თანამზრახველობისთვის. ასეთი მომავალი გინდა საკუთარი თავისთვის? შენი თაფლობის თვე მაფიოზური გარჩევებით და მკვლელობით დაიწყო და შენ გგონია შენი ცხოვრება რაიმეთი განსხვავებული იქნება? ნენე, აბსოლუტურად ბოლო შანსს გაძლევ, რომ ეხლა ჩაალგო, ან თუ გინდა არც ჩაალაგო და წამოხვიდე სახლში. შენ თუ ამ ადამიანის გეშინია და მაგიტო ვერ მოდიხარ, ნუ გეშინია. ხელს ვერ დაგაკარებს, ვერც ეგ და ვერც მაგის ოჯახი. -პეტრე, არავინ არ მაშინებს. არ მინდა წამოსვლა-პეტრეს თვალები აუცრემლიანდა, ბიცოლას სიკვდილის მერე ცხოვრებაში მეორედ ვნახე პეტრე ასეთი. იმედგაცრუებული იყო. -ნენე, კარგად დაფიქრდი-ლაშა მკლავში მწვდა და ოდნავ შემაჯანჯღარა-მიიხედ მოიხედე სად ცხოვრობ! რა ფულით ჭამ და რა ფულით არსებობ! შენ გგონია ის ოჯახი ასე მშვიდად დატოვებს ერიკოს მკვლელობას? თუ მზად ხარ ნაბიჭვრების და ნარკომანების ოჯახს შეაკვდე ტრაგიკულად? ნენე ნუ მაფიქრებინებ რო ბიპოლარი კი არა შიზოფრენია გჭირს და ყოვლად შეურაცხადი ხარ. იმიტომ რომ შემილია გავაკეთო ამის საბუთი, შენი ქორწინებაც ბათილად ვცნოთ და აქედან ფსიქიატრიულში გაგიშვა ოღონდ აქაურობას მოგაშორო. -შენ სუ გააფრინე?-ხელი გავაშვებინე, ეს უკვე სერიოზული მუქარა იყო. ეტყობოდა ორივეს, რომ არ აპირებდნენ უკან დახევას-მემუქრები ლაშა? -როგორც გინდა ისე გაიგე. ან ეხლავე წამოხვალ, ან ამის მერე რაც დატრიალდება შენს თავს დააბრალე. გასაფრთხილებლად მოვედით, ნერსეს და მის მთელ ნარკობარონ ოჯახს დაენ*რა. სამწუხაროდ შენც მათ ოჯახის წევრად ითვლები ჩვენი შეცდომების გაომ. ხოდა მოემზადე, იმიტომ რომ აი ესენი ციხეში რომ ამოყოფენ სათითაოდ თავს, შენ სახლში დაბრუნდები-პეტრეც აყვა მუქარაში ლაშას. მაგრამ ეს არ იყო უბრალო მუქარა. ისინი ნერსეს და მის ოჯახს ემუქრებოდნენ, როგორც ჩანს აღარ უღირდათ ხელის დაფარება სამხარაულებისათვის. გია მინისტრის მოადგილე იყო, პეტრე შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა და გული მიგრძნოდბა რომ კიდევ ბევრი ნაცნობი ჰყავდათ ორმელიც დიდი სიამოვნებით მოიშორებდნენ სამხარაულებს თავიდან. -არჩევანის წინ მაყენებთ? სერიოზულად გინდათ რომ თქვენსა და ნერსეს შორის გავაკეთო არჩევანი? -კი-ორივემ გადაჭრით მიპასუხეს-ან ის , რომელიც ცხოვრებას გაგიმწარებს ან ჩვენ. -ცოტა გვიანი ხომ არ არის თქვენი მხრიდან მაგ არჩევანზე ლაპარაკი? -ნერსეს ხელს არ დააკარებთ. ნერსე ჩემი ოჯახია, მას თუ ავნებთ მეც მვნებთ. და საერთოდაც ფეხმძიმედ ვარ მისგან. ჩემი შვილი უმამოდ უნდა გაიზარდოს იმიტომ რომ თქვენ და გიამ ვერ მოინელეთ რომ მას გავყევი ცოლად?-ორივემ ერთნაირად დაქაჩეს თვალები და ვერაფერი ვერ მითხრეს. რა თქმა უნდა ფეხმძიმედ არ ვიყავი, ელენეს მოცემულ კონტრაცეპტივებს ვსვამდი და ახლო პერიოდში არც ვაპირებდი დაორსულებას, მაგრამ სხვა გზა და ბერკეტი არ მქონდა, რომ ამათ თავი დაენებებინათ ნერსესთვის. რა უნდა ეთქვათ? ჩემი ქმრისგან ვიყავი ფეხმძიმედ, ხომ ვერ მეჩხუბებოდნენ ამაზე. -ყოჩაღ ნენე-პეტრემ ესღა ამოილუღლუღა-აწი უკვე რაც გინდა ის ქენი. წავედით-ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები, დაანებებდა თუ არა ნერსეს თავს? -ბედნიერ თანაცხოვრებას გისურვებთ-ლაშამ ცინიკურად მომიგდო ეს სიტყვები, ეტყობა კიდე რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ პეტრემ წაიყვანა. თვალები ამიცრემლიანდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი ჩემთან აღარ მოვიდოდნენ, ხელი ჩაიქნიეს ჩემზე. დედის გარდა აღარავინ არ მყავდა. ოთახში ნერსე შემოვიდა, მაგრამ ახლა მისი დანახვა საერთოდ არ მინდოდა. ვიცი, რომ მისი ბრალი არ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მიჭირდა ერთდროულად ამდენი რამის გადახარშვა. ცოტახანი ასე ვიდექით სიჩუმეში, მერე ოთახიდან გავიდა, ისე რომ არაფერი არ უთქვამს. ჩვენდა გასაკვირად რამდენიმე დღე არაფერი არ მომხდარა, არავის თვალთვალიც კი არ უცდია. ნერსეს ვატყობდი, რომ ნერვიულობდა, ყოველ ღამე ვაჟა მოდიოდა, ალექსანდრე და ბესოც სულ აქ იყვნენ. ერთხელაც ალექსანდრესთან ერთად მოვიდა თამარა. ყველა ქვევით იყო. ვაჩეც ჩვენთან ცხოვრობდა დროებით. ვაჩე ამოვიდა, ცოტა ნასვამი იყო. -რძალო, არ ჩამოხვალ?-კედელს მიეყუდა და ბედნიერი სახით მკითხა-მალე ახალი წელია, აღვნიშნოთ დამდეგი! -რა დაგალევინეს ასეთი?-საყვედურით გავხედე, მისთვის სმა წესით საერთოდ არ შეიძლებოდა. -ნენე, მე და შენ 1 ახალი წელი გვაქვს მარტო ერთად გატარებული. ხოდა ეხლა არ მითხრა უარი ქვემოთ ჩამოსვლაზე. -ვაჩე, ჯერ ახალი წელი არ არის-მემგონი მხოლოდ დალეული არ ჰქონდა ისე ბარბაცებდა. ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. -გეყოფა. -რა მეყოფა? -ამდენი ნერვიულობა-ლოყაზე მაკოცა და მერე ოდნავ უკან დაიხია-მაგ შენი ნერვიულობით ვერც ვერავის მოაბრუნებ და ვერც ვერავის გაუშვებ იმქვეყნად-გაიცინა, უნდოდა მეც ავყოლოდი მხიარულებაში, მაგრამ არ გამომდიოდა. უბრალოდ გავუღიმე-შენ გგონია კარგად მალავ რო ნერვიულობ და ამ დროს გეტყობა. ნინოც კი გატყობს. ეხლა მოდიხარ ქვევით და სვამ ჩვენთან ერთად, თორე პირობას გაძლევ ზურგზე მოკიდებულს ჩაგიყვან და ნასვამი ვარ და არ გირჩევ მაგას. -კაი ცოტახანში ჩამოვალ-სამხარულები უარს არ იღებდნენ. თუ გინდათ სამხარულთან მანიპულაცია წარმატებულად გამოგივიდეთ, უნდა აჩვენოთ რომ ეთანხმებით და ემორჩილებით. მუდმივად ბატონობის სურვილით შეპყრობილი ადამიანები არიან. რაც გარკვეულ წილად მესმის, მათი აღზრდიდან გამომდინარე. -არა, არანაირი ცოტახანი. ნერსე!-ნერსე უკვე ისედაც ამოდიოდა კიბეებზე, ვაჩეს ჩაყვანას აპირებდა. -დაანებე ბიჭო თავი, ხო გითხარი უკვე არ ახვიდე თქო-გაღიზიანებულმა უთხრა, ეტყობა ბევრჯერ დაუშალა ამოსვლა. ნერსე ატყობდა რომ ეს დღეები უხასიათოდ ვიყავი და არც ცდილობდა ჩემთვის არაფრის დაძალებას. ხშირად იყვნენ მოსულები მისი მეგობრები, მაგრამ რეალურად სამხიარულოდ საქმე არავის გვქონდა. -ეხლა ორივე ცოლ-ქმარი მოიშლით ამ ტრაურს.. ქართულად რა ქვია, მოიცა, გლოვას ჰო და წავალთ და ყველა ერთად დავლევთ. შენ წამლები ჯერ არ დაგილევია-ჩემკენ მოტრიალდა-და დღეს აღარც დალიო! უნდა აგეხეთ ორივეს სიფათები ისე უნდა დაგათროთ!-ისე ხმამაღლა ყვიროდა, ნინოც კი გააღვიძა. ნათია სულ წყელვა-კრულვით ამოვიდა მეორე სართულზე. -ვაჩე შენ გაგიხმა ეგ ენა! შე ხისთავიანო! რამდენჯერ გითხარი ნუ ღრიალებ თქო-სულ სისინით შევიდა ბავშვთან ოთახში. -რა წყევლა ცოდნია -ვაჩემ გამოთაყვანებული სახით გახედა ნერსეს-წამოიყვანე ეხლა ცოლი. -ვაჩე გეყოფა, წავედით ყავას გაგიკეთებს ნათია. -არაფერს არ გამიკეთებს, მოკიდე შენ ცოლს ხელი და ჩამოიყვანე ქვევით. დროზე-ამასობაში ალექსანდრე და თამარიც ამოვიდნენ. -რამდენი უნდა გეხვეწოთ ეხლა ჰა?-ალექსანდრეც ცოტა ნასვამი იყო, თამარასთვის ჰქონდა ხელი ჩაკიდებული. მირჩევნოდა საერთოდ არ დამენახა ეხლა არც ერთი-რძალო ჩამოხვალ თუ გაგიტაცოთ?-ნერსეს შევხედე მუდარით, მომაშორე ესენი თქო. -კაი წამოდი-ამოიოხრა-არ მოგვეშვებიან ესენი ჰა-ქვევით ჩავედით. ვაჩეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, კაი დიასახლისივით დატრიალდა და ზუსტად 5 წუთში სუფრა გაგვიშალა, ტონა საჭმელი გამოიძახა. გეგონება ჩვენს ქორწილს ავღნიშნავდით ახლიდან და ახალ წელს ერთდროულად. თამარა გვერდით მომიჯდა. -ნენე, აუ ხო არ გაბრაზდი მე და ალექსანდრე რო ერთად ვართ?-ბატონო? -ერთად?-ლამის გადავყირავდი სკამიდან. -ჰო, აუ ისე უცბად მოხდა ვერც მივხვდი. ნენე, აი არასდროს ასე არ დამმართნია. გახსოვს ირაკლიზე რომ გიყვებოდი, მასზეც კი არ ვყოფილვარ ასე. მართლა მიყვარს, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი... -საერთოდ იცი რას საქმიანობს?-ძალიან უხეშად ვკითხე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ ნერვები თითქმის აღარ მქონდა. საშინლად გაღიზიანებული ვიყავი ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ნორმალური იყო იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადაგვხდა. ეს რომ ვკითხე, ალექსანდრე და ნერსე ეგრევე ჩვენთან გაჩნდნენ. ნერსემ ხელები დამადო მხრებზე და ყურში ჩამჩურჩულა რომ დავმშვიდებულიყავი, მაგრამ მოვიცილე მისი ხელები და თამარას გავხედე-მიპასუხე. -მანქანების ბიზნესი აქვს ნერსესთან ერთად, რა იყო რო?-თამარამ გაკვირვებულმა გამომხედა, ვერ მიხვდა რატომ მოვიდნენ ორივე ჩვენთან. -გადაგვეღალა რძალი, არ გვიწყინო ერთად ყოფნა ნენე. დღეს მაგიტო მოვედით, იცოდე დიდი ხანი არ არის რაც გიმალავთ ამას. კარგად მოვექცევი კი არა, დედოფალივით მეყოლება თამარა. -ეგ ნამდვილად არ შეეშლება-ბესოც ჩაერთო საუბარში, თან ისიც მანიშნებდა თვალებით რომ გავჩერებულიყავი, სანამ სერიოზულ პრობლემებს შევქმნიდი. მინდოდა წამოვმხტარიყავი და სამივესთვის თავზე დამემხო. როგორ შეიძლებოდა ადამიანისთვის თავი შეგეყვარებინა და მერე გაგემხილა შენი ყველაზე ბნელი საიდუმლოებები მისთვის? ზუსტად ასე მოიქცა ნერსე და ახლა ვხვდებოდი, რეალურ მიზეზს რის გამოც ვბრაზობდი მასზე. ნერსემ ისევ მხრებზე დამადო ხელი და მასაჟის გაკეთება დამიწყო, იმდენად აბსურდული იყო სიტუაცია რომ მაგიდასთან ძლივს ვჩერდებოდი. ალექსანდრე და ნერსე სიტუაციის განმუხტვაში უკვე დახელოვნებულები იყვნენ, თამარას ყურადღება ეგრევე გადაატანინეს მთვრალ ვაჩეზე და ბესოს უაზრო ხუმრობებზე. ნერსე მომიჯდა გვერდით როცა მიხვდა, რომ შედარებით დავმშვიდდი და ჩემს სკამს დაადო ცალი ხელი. -რას აკეთებ?-თამარა ალექსანდრე და ვაჩესთან ერთად მღეროდა რაღაც ქართულ სიმღერას, სახელი არ მახსოვს. -რას ვაკეთებ? -მესმის, რომ გაღიზიანებული ხარ და მძიმე დღეები გქონდა, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ სხვა ადამიანებს გაუფუჭო ურთიერთობები. თამარა და ალექსანდრე თავისით მოგვარდებიან. -მოგვარდებიან?-გაცეცხლებულმა შევხედე-როგორც მე და შენ მოვგვარდით?-ღრმად ამოვისუნთქე, დავიღალე მუდმივად ისტერიკების მოწყობით. ცოტა თავბრუ მეხვეოდა და საჭმელსაც პირს ვერ ვაკარებდი, ღებინების შეგრძნება მქონდა. ვაჩემ ოთახში ნამცხვარი შემოიტანა და რაც ცხოვრებაში არ დამმართნია ნამცხვრის სუნზე, ახლა საშინელი შეგრძნება დამეუფლა და აბაზანაში გავედი სწრაფი ნაბიჯებით. ნერსეც წამომყვა, ეტყობა შეეშინდა ჩემი მარტო დატოვება ასეთ განერვიულებულ მდგომაროებაში. აბაზანაში შევედი თუ არა ნიჟარაში ამერია გული, ნერსე კართან გაჩერდა, ვერ მიხვდა რა მოხდა. -რ...რამე ჭამე?-მალევე მოვიდა გონზე და თმები დამიკავა, სანამ არ დავამთავრე. მერე სახის მობანაში დამეხმარა-არაფერი გიჭამია, მაგიტო აგერია ალბათ. ადამიანებს წლები ჭირდებათ ზოგჯერ რომ ბავშვი გაუჩნდეთ. რას არ აკეთებენ და არ ყავთ. რაღა ამ ორ კვირაში უნდა დავფეხმძიმებულიყავი როცა კონტრაცეპტივებს ვსვამდი. ნერსემაც ეგრევე ის კითხვა დამისვა, რომლის პასუხიც უკვე ვიცოდი, მაგრამ არანაირად არ მინდოდა მას სცოდნოდა. ჩვენი ქორწილიდან დაახლოებით 2 კვირა და ცოტა მეტი იყო გასული. არ ვიცოდი პრაქტიკულად შესაძლებელი იყო თუ არა დავფეხმძიმებულიყავი, ტესტი უნდა მეყიდა ისე რომ ნერსეს არ გაეგო. მაგრამ რათ გინდა? -ნენე გადაგიცდა?-თავი უხერხულად ვიგრძენი, ჩემი ქმარი იყო, მაგრამ ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ მენსტრუაციაზე კაცებთან, ბიჭებთან, ბიძაშვილებთან, ბიძაჩემთან კრინტი არ უნდა დამეძრა. უნიტაზზე ჩამოვჯექი და სახეზე ხელები ავიფარე, საშინლად ვგრძნობდი თავს. ისევ გული მერეოდა, ახლა ამ ყველაფერს ნერვიულობაც დაემატა. სხვა ახსნას ვერ ვპოულობდი. ყოველდღე გაღიზიანებული ვიყავი, მადა ხან საერთოდ არ მქონდა, ხან ყველაფერს ერთიანად ვჭამდი-კარგი ვინმეს გავუშვებ რომ ტესტი გიყიდონ. -არ მინდა. ჩემი ჩანთა მომიტანე რა, თავის ტკივილის წამალი მიდევს და ...-უსიტყვოდ გავიდა საძინებელში. რატომღც გადწყვიტა რომ ჩემი ჩანთა კამოდში უნდა ეძებნა. რომ დავინახე რომ უჯრასთან მივიდა გამოსაღებად, ეგრევე წამოვხტი და მასთან მივედი-მანდ რა უნდა-უჯრა დავაკეტინე და ჩემი ჩანთა ავიღე. ნერსე სამხარაული რისი კაცია თუ არ იეჭვა ეგრევე ტყუილი? გამოაღო უჯრა. ჩემი კონტრაცეპტივები პირდაპირ ზემოდან იდო. არც მიფიქრია, რომ ჩემს კამოდში რაიმეს ოდესმე მოძებნიდა და არც მიცდია დამალვა-რა არი ეს? -ჩემი წამლებია. -ნენე, კარგად ვიცი შენი წამლები რა შეფუთვით გაქვს-კითხვა დაიწყო, მაგრამ ხელიდან გამოვტაცე. -აუცილებელია ყველაფერი იცოდე ყოველთვის? -რატო სვამ კონტრაცეპტივებს? -შენი აზრით?-ტყუილს აზრი არ ჰქონდა-ასეთ ოჯახში ბავშვის გაჩენა ნორმალურია? იმ დღეს რომ მე ფეხმძიმედ ვყოფილიყავი, ალბათ უკვე მოშლილი მექნებოდა მუცელი. -ანუ შენ შვილი არ გინდა ნენე? ამას მეუბნები? -არა, მე შენგან არ მინდა შვილი...უფრო სწორედ...-დავიბენი, საშინელი რამ ვუთხარი. როგორ შეიძლებოდა საყვარელი ადამიანისათვის გეთქვა, რომ მასთან ერთად შვილის ყოლა არ გინდოდა. -ძალიან უსამართლოდ მექცევი ნენე. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შევცვალო, რომ თავი კომფორტულად იგრძნო, რომ არავინ არაფრით არ შეგაწუხოს. ჩემს სიტყვას გადავედი და რაც გაინტერესებდა ეგეც კი მოგიყევი, სულ ვცდილობ ანგარიში გაგიწიო, მაგრამ შენ დღითიდღე უფრო მაგრძნობინებ, რომ ჩემთან ერთად თანაცხოვრება შენთვის ტანჯვაა. ან .. თუ ეხლა ბავშვი არ გინდოდა, ვერ მეტყოდი? რა საჭირო იყო ამის დამალვა? თუ საერთოდ არ გინდა ბავშვი? ნენე ნუ მაგიჟებ ხმა ამოიღე!-ხომ ვერ ვეტყოდი, რომ დედამისის იდეა იყო. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა? მე ხომ მაინც ჩემი ნებით დავიწყე მათი მიღება. -სანამ ანდრონიკაშვილების ოჯახი არ დაგვანებებს თავს... -ანდრონიკაშვილებს შეეშვი!-დამიღრიალა-ანდრონიკაშვილები საერთოდ არ იყვნენ 4 დღის წინ, ახალი დაწყებული არ გაქვს ამის მიღება. ეხლა..-ხმა უკანკალებდა-გიგა წავა აფთიაქში, იყიდის ტესტს და ჩემ თვალწინ გაიკეთებ. და თუ ფეხმძიმედ ხარ -აბორტს გავიკეთებ. -გაიკეთებ? ნენე შენ თუ მაგას გააკეთებ, შეგილია ეხლავე ჩაალაგო შენი ბარგი და წახვიდე ბიძაშენთან. შენ თუ გგონია მე მაგას ან გაპატიებ, ან სანამ აქ იცხოვრებ მაგის უფლებას მოგცემ ცდები. ამიტო გაძლევ არჩევანს. იქნება არ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება და ვერ მეუბნები? იქნება დაშორება გინდა და გეშინია? ხოდა აჰა!-გააღო კარადა და ჩემი ჩემოდანი ჩამოიღო და საწოლზე დადო გადახსნილი-წადი! თუ ესე იტანჯები ჩემთან ერთად ყოფნით და თუ ესე გტანჯავს იმის გაფიქრება, რომ ჩემგან შეილება შვილი გეყოლოს, წადი. სადაც წახვალ იქაც დაცული იქნები და აქაც, თუ მაგას განიცდი. ნენე, ნინოს თავს გეფიცები, ბოლოჯერ გაძლევ ამ არჩევანს. -ნერსე პრობლემა გვაქვს-ალექსანდრე ამოვიდა კიბეებზე ჩქარი ნაბიჯებით. -დამელოდე-მითხრა და ალექსანდრესთან გავიდა, იმან ყურში ჩასჩურჩულა რამდენიმე სიტყვა, რაზეც ნერსეს სახე აელეწა. -აი ეს-ჩემზე მიუთითა სულ ხელების კანკალით, სიბრაზისგან თავს ვეღარ აკონტროლებდა-სანამ მე არ მოვალ, არსად არ წავიდეს. და აი მე რო მოვალ, მერე მე ვიცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.