შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა’ფერი ( სრულად )


31-12-2023, 21:56
ავტორი დეასი
ნანახია 15 338

იმის მიუხედავად, რომ წარმოშობით აჭარელი არ იყო, უამრავი მიზეზის გამო ცხოვრობდა ზღვისპირეთში, კერძოდ, ბათუმში. ამ წუთას ზუსტადაც, რომ ერთ-ერთი მიზეზთაგან გამომდინარე სარკეში საკუთარ ანარეკლს უმზერდა და თავს უბედნიერესად გრძნობდა. თინა შერვაშიძე, მისი ერთადერთი და ბავშობიდან სათაყვანებელი მამიდა, ბედნიერდებოდა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ აწ უკვე ბიძიად წოდებული დიმიტრი სანიკიძე მამიდამისს ბავშობის ოცნებას აუსრულებდა და შავ ზღვასთან, აუცილებლად, აუშენებდა პატარა, მყუდრო სახლს, ზღვაში გასასვლელი აუზით.
ანოს ყველაზე წმინდად ჯვრისწერა მიჩნდა.
ჯვრისწერა ეს ის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა, რომელიც წყვილს ერთმანეთთან და უფალთან სამუდამოდ აკავშირებს. ერთი მეორეს მე’უღლე ხდება, ანუ ისინი სამარადისოდ ერთ უღელში ებმებიან.
სუნთქვაშეკრული იდგა. წამით მოეჩვენა, რომ მის ირგვლივ დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ყველა გაქრა და ის ხმაური, რომელსაც ჩიტების ჭიკჭიკი, მანქანების გამაყრუებელი სიგნალი და ხალხის ჩურჩული ჰქმნიდა, მამაოს სიტყვებმა შთანთქა. მისი თვალები მხოლოდ თინას გულწრფელ ღიმილს და ამ უკანასკნელის მიმართულებით დიმიტრის სიყვარულით სავსე მზერას აღიქვამდა.
ქორწილი, როგორც ნამდვილ ტრადიციულ ქართულ ოჯახს შეესაბამებოდა ისეთი იყო.
ზოგადად, არ უყვარდა ამხელა გარემოცვაში ამდენ უცნობთან ერთად ყოფნა. ხშირ შეთხვევაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და მომაბეზრებელი სიტუაციიდან გამომდინარე მალევე იღლებოდა.
დღეს კი ძალიან კარგად აცნობიერებდა იმას, რომ გამონაკლისი იყო.
ცხოვრება ხშირად გვაყენებს მსგავსი ფაქტის წინაშე. უბრალო, მარტივი მაგალითებით გვაჩვენებს, რომ გამონაკლისები ყველა სიტუაცისა და ვითარებაში არსებობს.
თვით ანო შერვაშიძე იმის ნამდვილი მაგალითია, თუ როგორ ბენიერდება ადამიანი სხვისი ბენიერების შემყურე.

მთელი საღამოს განმავლობაში, ანო ამჩნევდა მამიდამისის დაჟინებულ მზერას უზარმაზარი მინის შემოსასვლელი კარისკენ. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყვიტა ნეფე-დედოფლის მაგიდასთან მისვლა. მისი სკამიდან წამოდგომა და თინას გაღიმებული სახე ერთი იყო.
დაინახა როგორ მიეფერა დიმიტრი თინას ნაზად მაჯაზე, საპასუხოდ კი მამკაცმა ლოყაზე კოცნა მიიღო. ამ სანახაობის შემყურე ანომ საერთოდ ვერ მოახერხა იმის გაცნობიერება თუ როგორ დაიძრა წყვილი ახლად შემოსული სტუმრებისკენ.
ზოგადად, იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამიდამისთან, ვერც კი წარმოიდგენდა მის ირგვლივ თუ არსებობდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობდა. დიმიტრის შესახებაც პირველმა გაიგო და, რაღა თქმა უნდა, მასვე ერგო პატივი პირველს გაეცნო იგი.
ახლა კი რატომღაც გაურკვევლობაში იყო, რაც მის გვერდით მჯდომმა მამამ ეგრევე შეამჩნია. მის მზერას თვალი გააყოლა და ყველაფერს მიხვდა. თავიდან ბატონ კიტას მოუნდა საკუთარი ქალიშვილის სიტუაციით ცოტა ეხალისა.
- მა, სათვალე მანქანაში დამრჩა და შეგიძლია მითხრა ჩემი და და სიძე ასე ვის შესციცინებენ თვალებში?
- მამა ჩემზე კარგად მხოლოდ დედა თუ გიცნობს შენ. სათვალეს მხოლოდ იმიტომ ატარებ, რომ დედა გააბრაზო და ამით შენვე იხალისო. ერთხელ წამოსცდა, რომ კითხვის დროს იმდენად გიხდებოდა სული მისდიოდა და წარმოდგენაც კი არ უნდადა სხვა ასე რომ დაგინახავდა რა დაემართებოდა. შენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაიგე და მეორე დღესვე სამსახურში მიმავალმა ცხვირზე სათვალე დაიკოსე. არადა დარწმუნებული ვარ, დედას დასანახად ყოველ დილით სახლიდან გასვლის დროს იკეთებ და ეზოდან როგორც კი გადიხარ, თვალს მიეფარება თუ არა ქალბატონი ლილე იმწამსვე იხსნი. ხოლო, როცა იცი ყოველ საღამოს 7 საათზე დედა სახლის ჭიშკართან გელოდება და შენ გარეშე სახლში ფეხის შემდგმელი არ არის, ისევ მის გასაბრაზებლად, რომ მერე შემოირიგო და ბავშვივით გააწითლო სახლისკენ მომავალ გზაზე, როგორც კი 300 მეტრი დაგრჩება გასავლელი ისევ იკეთებ იმ გამჭირვალე სათვალეს.
დაამთავრა თუ არა მონოლოგი, მამამისის გაკვირვებულ სახეზე და ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილზე მასვე გაებადრა სახე.
- მამა მე შენ მომავალი ლექტორი მგონიხარ და თურმე ამასობაში რა კადრს კარგავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შენი სახით.
- მე უბრალოდ ის გითხარი, რაც ისეც ნათელია. უბრალოდ დედას იმდენად აბრუებ, რომ შენ გარდა ვერასდროს ვერაფერ სხვას ვერ ამჩნევს. კარგი ძალიან გადავუხვიეთ თემას. სანამ ამოგხადე სული ჩემი კითხვებით, მითხარი ახლად მოსული სტუმრების შესახებ, თორემ ჩვენ დიალოგში უკვე მამაკაცი მამიდას ეცეკვება, ხოლო ის ულამაზესი ქალბატონი და მგონი მათი ვაჟი ჩვენი მაგიდისკენ მოდიან.
- ნონა, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურები. თემო როგორ გაიზარდე და შეიცვალე. რა მალე გადის დრო.
- გამარჯობა ძია კიტა. სამწუხაროდ, დრო ნამდვილად მალე გადის, მაგრამ თქვენ ვერაფერს გაკლებთ.
- როგორც ყოველთვის შენც ფორმაში ხარ ჩემო ბიჭო.
- კიტა, მეჩვენება თუ შენ გვერდით შენი ასლი ანოა? გამარჯობა საყვარელო, მე ნონა ვარ. ეს კი ჩემი გადარეული ვაჟია თემო.
ისე თბილად გადაეხვია და მოკითხა ნონამ გოგონა, რომ ანომ ერთი წამით თავი ცივადაც კი ჩათვალა.
- შენ ის მშვენიერი ქალბატონი ანო ხარ, რომელსაც ყოველი სატელეფონო საუბრის დროს ჩემი მშობლები, თინა და დიმიტრიც გახსენებენ, არა? სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა. იმედია პირდაპირ შენობითზე რომ გადმოვედი არ გეწყინება.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნონა და შენი თემო. არა არ მეწყინება, პირიქით კარგია, რომ ასეთი უშუალო ხარ. მაპატიეთ, მაგრამ მგონი თქვენ ყველა უკვე მე მიცნობთ, ამასობაში კი მე არა. დიმიტრი რა კარგია რომ შემოგვიერთდი. იქნებ შენ მაინც ამიხსნა რამე, თორემ მამაჩემი რაღაც საეჭვოდ სდუმს.
- აი ჩვენი დედოფალიც მოდის და ის მოგახსენებს ყველაფერს.
- რა არის კი მაგრამ, ორი წუთით დაგტოვეთ და გადარიეთ ეს გოგო, ხო?
კიტა და ჯერჯერობით ანოსთვის უცნობი მამაკაცი ერთმანეთს ისე გადაეხვნიენ, გოგონამ წამით იფიქრა სიზმარში ხომ არ ვარო.
- გამარჯობა, ანო. მე არჩილ თავდგირიძე ვარ. ეს ულამაზესი ქალბატონი ნონა ზოიძეა, ხოლო ეს მამასავით არასერიოზული ბიჭი, ჩვენი ვაჟია, თემო. ალაბთ, მიხვდი, რომ ისიც თავდგირიძეა.
- მოკლედ როგორი არასერიოზულიც 19 წლის ასაკშიც იყავი, ისეთივე დარჩი. მიხარია, რომ ჩემ ქორწილში მაინც გხედავთ პირადად...
თემომ თინას შუა გზაზე სიტყვა გააწყვეტინა.
- მაპატიეთ თინა დეიდა, მაგრამ ისეთ რაღაცას გეტყვით, რომ ღირდა თქვენ საუბარში ჩარევა. დღეიდან უფრო ხშირად დაგვინახავთ. ნუ მე კი ისეც მხედავდით, მაგრამ დედა და მამა ძლივს ბათუმში ბრუნდებიან. მოისიყვარულეს ერთმანეთი, დატკბნენ, დაისვენეს და უკან მოიტოვეს სოფელი სუფთა ჰაერთან ერთად.
- სანამ ახალ ამბავზე კომენტარს გავაკეთებ, მოდი აქ ყური უნდა აგიწიო. ამდენი ხანია რა ვერ გაგაგებინე, რომ შენზე მხოლოდ რამდენიმე წლით ვარ უფროსი და ეს თქვენობითი ზედემტია რა. იმას ვერ დავიკვეხნი, რომ შენ ყოველდღე მანებივრებ შენი ნახვით თავს, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ შენ უფრო ხშირად გხედავ, ვიდრე შენს მშობლებს.
- შენ, ქალბატონო, რომ არ წაგვკბინო ისე არ შეგიძლია, ხომ? რაარი იმაში ცუდი, რომ ქმარი ცოტახნით გავიტაცე და დავტკბით, მაგრამ უფრო სწორი ნათქვამი გამოვა, ბატონმა არჩილმა დამატკბო თქო, რომ ვთქვა.
- თქვენის ნებართვით მეც დავამატებ - არჩილიც ჩაერია საუბარში - ახლა უფრო კარგად გაუგებ ჩემ ცოლს თინა, რას გულისხმობს დატკბობაში... ძლივს არ გათხოვდი.
- ჩვენ თუ ამ კინკლაობას აღარ მოვრჩებით, ანო ტყავს გაგვაძრობს. ისედაც გაურკვევლობაშია ჩემი ქალიშვილი.
- მამა, რა ლაპარაკია. ისეთი საყვარლები ხართ, მინდა მთელი ცხოვრება ვიჯდე და გიყურებდეთ.
- ასეთი ზარმაციც არ მეგონეთ მომავალო ლექტორო. ჩემ ხელში მებრალებოდა ჩვენი მომავალი თაობა და თურმე ჯერ სად ვართ.
- კარგი, თემო მორჩი ღლიცინს. მოკლედ მამიდას ცქრიალავ შევეცდები მარტივად და უცებდ აგიხსნა ყველაფერი. ეს ამბავი რა დღეს გასახსენებელია, მაგრამ შენი ლამაზი თვალების გამო რას არ იზამს კაცი.
- თინა, შენის ნებართვით მთავარი გმირი მე ვარ და მევე დავიწყებ.
- მომენატრა შენი გაბუქებული საუბარი არჩილ, ასე რომ ხელს ვერ შეგიშლი.
- ნუ ის კი იცი მამიდაშენი როგორ აფრენს წყალზე, ზღვაზე, ცურვაზე და საერთოდაც როგორ აფრენს - ყველას ერთად სიცილის ტალღამ გადაუარა - 19 წლის ვიქნებოდი, მამიდაშენი 13ის და იმ ღამით 14ის ხდებოდა. რა დამავიწყებს მაგას. როგორც მერე გავიგე, ახალი გადმოსულები იყავით ზღვის პირეთში. თურმე მის კლასს აუტეხია, ღამით ზღვაზე შეხვედროდნენ ყველა ერთად 12ზე თინას დაბადების დღეს. თინამაც, არ გაუტეხა. ხო იცი როგორია არა და, რა თქმა უნდა, ასეთი გაბედული ნაბიჯისთვის ჩემნაირი საჩუქარიც დაიმსახურა.
- აჩი, შენ არასდროს არაფერი გეშველლება რა. ანო, საყვარელო, აჩიკო სულ ისეთი გიჟი იყო, როგორიც ახლა არის. მაშინაც, ღამის 12ის ნახევარი იყო, ყველა ნაპირზე ვიჯექით კოცონის ირგვლივ. დავინახე, იქვე ჩვენთან ახლოს ბიჭი იყო მარტო, ზღვას გაჰყურებდა და არ ექანებოდა. თავიდან ვიფიქრე მისთვის ფიქრობს თქო, ხოდა ზედმეტი ყურადღება აღარც მიმიქცევია. გადის 20 წუთი და მესმის ტალღებთან ერთად წყალში ჩახტომის ხმა. რა თქმა უნდა, მივხვდი რაც ხდებოდა. რატომღაც უცებ გული შემეკუმშა, თითქოს დაპატარავდა და ფეთქვა შეანელა. ეგრევე ფეხზე წამოვხტი, ყველა გაკვირვებული მიყურებდა, რა დაემართაო. გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს მე უკვე წყალში ვიყავი და თავით ვხტებოდი, ჩემი სახელი რომ მომესმა. მიმართულება კი ვიცოდი იმ უცნობის საითაც გაცურა და მეც იქეთ წავედი. მართალია არც ყვირილი გამიგია, არც არაფერი, უბრალოდ ვიგრძენი, ცუდად იყო და დახმარება სჭირდებოდა. იმ ღამით ორივეს მაგრად გაგვიმართლა, სავსე მთვარე იყო და მარტივად დავინახე აჩი.
მივცურე, იმის მიუხედავად, რომ მართალი ავღმოჩენილვარ, ფეხი დაჭიმვია და ცურვას ვეღარ აგრძელებდა, მაინც უტუხად მიყურებდა და ხმას არ იღებდა ვინმე, რომ არ დახმარებოდა, არადა დარწმუნებული ვარ, სანამ წყალში ჩავიდოდა, დაგვინახა იქვე ბავშვები. გაკვირვებული მიყურებდა როგორ მივცურე მასთან და გამოვდე ხელი. რა იცოდა მაშინ ამან მე, რომ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი ცურვაში. ხოდა ძლივს მოვატეხე ამ ჯიუტს რქები და დავეხმარე გამოცურვაში. სახეზე ეტყობოდა გადაღლილობა, ვეღარც სუნთქვადა, მაგრამ მაინც ცდილობდა არ შეემჩნია და ბოლომდე არ მეყრდნობოდა. ჩემ კლასელებს ზედმეტი პანიკა არც აუტეხავთ, იცოდნენ საფრთხე არ გვემუქრებოდა, რადგან 4 წლიდან ვცურავდი. ხოდა სადაც იყო ნაპირთან მივედით, უცებ ცამ არ გაანათა. გული გაგვისკდა, სანამ გავიაზრეთ რაც ხდებოდა. ამ გიჟებს ფეირვერკები უსროლიათ ზუსტად 12 საათზე. აჩიც გაკვირვებული მიყურებდა. მივხვდი კითხვა ვერ გამიბედა და მეც ბევრი აღარ ვაწვალე:
- მადლობა ამ არაჩვეულებრივი მე-14 დაბადებისდღის საჩურქრისთვის მეთქი.
ხოდა აი ზუსტად მაქედან მოყოლებული, აგერ უკვე 18 წელია, სისხლს მიშრობს.


შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ ცხოვრებაში ასეთებიც ხდება. სრულიად უცხო ადამიანები ერთამეთისთვის დაუფიქრებლად სიცოცხლესაც კი სწირავენ.


***


დაფეთებული წამოხტა.
ირგვლივ უკუნითი სიბნელე გამეფებულიყო, სანამ თვალი არ შეეეჩვია მანამდე ოთახში ავეჯის კონტურიც ვერ გაარჩია. სულ ოფლიანი იყო. ოთახში ნაცნობი სურნელი იგრძნო, მაგრამ თავი კიდევ სიზმრის გავლენის ქვეშ ეგონა, ამიტომ ყურადღება არ მიაქცია, სანამ მისთვის ნაცნობი ხმა არ შემოესმა.
- ანიკო, კარგად ხარ?
ასე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მიმართავდა, რომელიც წესით ახლა ძალიან შორს უნდა იყოს მისგან.
- ანო, რატომ მაშინებ? არ გეჩვენები, ილო ვარ, შე.....
სიტყვა არ დაამთავრებინა, ისე ჩაეხუტა ბიჭს სუნთქვაც კი გაუჭირდა.
- ასე გამჭყლიტავ და ძვლებსაც ჩამიმტვრევ, რაარი გოგო ეს რა ძალა გაქვს?
- შე... შეეენ აქ, როგორ, რანაირად, ჰა?
- ნუ ლუღლუღებ, ერთი შენი ჭირი მე. გააჩერე ეს ხელები, ნამდვილი ვარ გოგო, მეტკინა ლოყები.
ანო ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. ულამაზეს, დიდ, წყლიან მწვანე თვალებს წამში ორჯერ "აფახუნებდა".
- ჰო, სურპრიზს გიკეთებდით. ხომ ვიცი როგორც გიყვარს ეს დადგომები, უცებ გამოჩენები, მაგრამ კრახით დასრულდა ჩემდა საბედნიეროდ, ანიკო. ქორწილში მინდოდა ფურორი მომეხდინა ჩემი გამოჩენით, კიც ვიყიდე ბილეთები ისე, რომ ქორწილამდე 2 საათით ადრე აქ ვყოფილიყავი, მაგრამ შენმა უსაყვარლესმა მეგობრამა ჟუჟუნა წვიმამ მის ბიძაშვილ ჭექა-ქუხილს შეჯიბრი გაუმართა, რომელი აჯობებდა და ასე უამინდობის გამო რეისი გადაიდო. შუადღის 3 საათის მაგივრად ღამის 1ზე ჩამოვფრინდი. ქორწილიც დასრულებულა და ყველა სახლებშიც დალაგებულხართ. ზოგს დაძინებაც მოუსწრია, შენ მსგავსად, ხოდა, როგორც ბავშობაში ვიცოდი, დედა და მამა აღარ გავაღვიძე, ფანჯრიდან შემოვძვერი.
ამ ლაპარაკში იგრძნო ყურის გაუსაძლისი ტკივილი და თვალებმა ნელნელა პატარა დის გაბადრული სახეც აღიქვა.
- ანუ ვაჟბატონო მე, რომ უნივერსიტეტში მგონიხარ სამაგისტრო ნაშრომის ჩასაბარებლად, შენ ამ დროს აეროპორტში გადადებული რეისის გამო ყურყუტებ?
- იაზრებ, ხომ ჩემ თავგანწირვას?
- ცუდი ბიჭი ხარ ტყუილისთვის, მაგრამ იმდენად მომენატრე შე ჭინკა, რომ ამ ერთხელ გაპატიებ.

ხო, ადამიანები ხშირად ივიწყებენ და უკანა 'პლანზე' წევენ საკუთარ პრობლემებს, სხვების გულისტკივილის მოსამენად.
ასეთი იყო ანოც.

მეორე დილით შერვაშიძეების სახლი, ლილე ჩერქეზიშვილის გამაყრუებელმა კივილის ხმამ შეძრა, რომელიც 2 წლის შემდეგ მილანიდან დაბრუნებული უფროსი ვაჟის, ილიას დანახვამ გამოიწვია.


***


ნაბიჯებს ნელ-ნელა აუჩქარა. იმის მიუხედავად, რომ წვიმა სიგიჟემდე უყვარდა, გაციება ნამდვილად აღარ უნდოდა. ისედაც ახლახანს მორჩა და ისევ წვნიანის ჭამის პერსპეექტივა არ ხიბლავდა.
მის ბიძაშვილ თემოსთან მიდიოდა, რომელმაც წინა ღამით დაჟინებით სთხოვა, როგორც კი გაიღვიძებდა მასთან მისულუყო.
არასდროს უფიქრია მასთან მისვლისას, რომ რაღაცის გამო მიდიოდა.
დღეს კი რატომღაც ეგონა რაღაც, აუცილებლად, ხდებოდა, რასაც საფუძვლად თემოს დაჟინებული თხოვნაც ახლდა.
გზად ბებო დაინახა მინდვრის ყვავილებს ყიდდა.
ეგრევე საყვარელი ბიცოლა გაახსენდა, რომელსაც მინდვრის ყვავილებზე ეკეტებოდა. იცოდა, რომ ბიძამისი და ბიცოლამისი ჯერ კიდევ სოფელში იყვნენ, თან დაბრუნებას არ ჩქარობდნენ, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მაინც იყიდა პატარა თაიგული.
მოხუცს მადლობა გადაუხადა და მისი გაღიმებაც დაიმსახურა, დალოცვასთან ერთად.
ზოგადად შიში არ აქვს არც ლიფტის, არც ჩაკეტილი სივრცის, მაგრამ რატომღაც დღეს გადაწყვიტა ფეხით ასულიყო მეშვიდე სართულზე.
კარზე დაკაკუნებაც კი არ უცდია, იცოდა მის ჭკუათხელ ბიძაშვილს სულ ავიწყდებოდა კარის ჩაკეტვა, ხოდა მანაც პირდაპირ სახლში შეჭრა გადაწყვიტა, მაგრამ როგორცკი კარის სახელური ჩამოწია, ჰოი საოცრებავ, დაკეტილია. გაუკვირდა, მაგრამ იმის იმედად, რომ თემო დაჭკვიანდა ყურადღება აღარ მიუქცევია კარის ინციდენტზე. რამდენჯერმე დააკაკუნა და დაელოდა სახლიდან გასაღების გაჩხაკუნების ხმას.
დიდხანს არ მოუწია ლოდინი, მალევე გაუღო ახლად გაღვიძიებულმა, სახედასიებულმა, თმაგაბურძნულმა ბიძაშვილმა კარი.
ხმის ამოღება არ აცადა თემოს, პირდაპირ მიაყარა.
- არ დამიწყო ახლა შენი ზამაშკები. დავინახე, ეგრევე ჩემი ნონა გამახსენდა და წამოვიღე. ვიცი, რომ ჯერ არ ჩამოსულა და ვერ ნახავს, მაგრამ იქნებ კარის ჩაკეტვასთან ერთად, ამათაც სათანადოდ მიხედო და გამაოცო ჩემო თემუკა.
- ბიჭო რა დაიქოქე, სიტყვა ვერ ჩავაკვეხე. რააარი გამოკეთდი და ახლა სხვებს ანოკაუტბ?
- შემომიშვებ ახლა სახლში, თუ დიდხანს ვიდგე აქ და შენ მეზობელსაც მოძვრეს თვალები შენი თვალიერებით?
- ვინ ჩემ მეზობელს?
თემო მერამდენედ წამოეგო ასე მიამიტურად ერეკლეს ოინებს სათვალავიც მათაც კი არეოდათ უკვე. იმდენად მარტივი ტყუილი დაიჯერა, რომ ახლა სადარბაზოში, ნახევრად შიშველი, ჩაკეტილ კარებთან აყუდებული, ბავშვივით ეწუწუნება ერეკლეს გაღებაზე, თან მუქარაც არ დავიწყებია, რომ შავ დღეს დაააწევდა უკან.
დიდხანს ვერც შეიკვა სიცილი ერეკლემ, არც უცდია, მაგრამ თემოს ნათქვამმა: ბიჭო, ჩუსტები მაინც გამომიყარე, გამეყინა წვივებიო, ამან ბოლო მოუღო. ოთხად მოიკეცა და სადაც იყო გადაბჟირდებოდა, მის წინ გაოცებული ორი წყვილი თვალი, რომ არ შეენიშნა.
ნონასთვის ნაყიდი თაიგული და კარის გასაღები, თანმიმდევრობით დაცვივდა იატაკზე.
გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აუჩქარა ნაბიჯებს და გადაეხვია ორივეს ერთად.
ეს ადამიანები, ეს ოჯახი, ეს სახლი, მისთვის ყველაფერი იყო.
ნონას და არჩილს საკუთარი მშობლებისგან არც კი განასხვავებდა, თემო კი ღვიძლი ძმასავით ჰყავდა.
რა დროიდანაც თემო ახსოვდა, იქედანვე ახსოვდა საკუთარი თავიც.
ყოველთვის ერთად იყვნენ.
ერთად იზრდებოდნენ.
ერთად და ერთმანეთისთვის არსებობდნენ.
- თაიგული ტყუილად არ მოგიტანია, ერკე.
- როგორ მომნატრებიხარ ერეკლე.
- ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ნამდვილები ხართ და ჩემ წინ დგახართ. ძია არჩილ, ასეთი რა დამართე ჩემ ნონას, ამდენიხანი ჩემ გარეშეც, რომ გაძლო.
- მე ნუ მეკითხები მაგას, მას კითხე რა დამმართა ამხელა კაცს ყველა და ყველაფერი, რომ დამავიწყა.
პატარა ბიჭივით გამაპარა და გამომკეტა მის სამფლობელოში.
- ერკე ნახე როგორ დამიშტერებია, მისი პირით თქვა, რომ სოფლის სახლი ახლა უკვე ჩემი სამფლობელოა.
იმდენად ყავდათ ერთმანეთი მონატრებული აღარვის ახსოვდა გარეთ სიცივეში ტკბილად ჩაძინებული თემო, რომელსაც გაბრაზება ჯერ კიდევ შეჭმუხნულ შუბლზე ეტყობოდა.

სადაც მისვლა ყოველთვის შეგიძლია, სადაც დაუღალავად გელოდებიან, სადაც არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოადგენ, ვინ ხარ, არ გჭირდება არანაირი ნიღბის მორგება, სინამდვილეში ხარ ის ვინც ხარ, ზუსტად ეს ადგილია ნამდვილი სახლიც.


***


მეგობარი - ერთი სიტყვაა, უამრავი სხვადასხვა სხეულითა და განმარტებით.
ნამდვილი მეგობარი შენი სულის ნაწილია.
თუ ცხოვრებაში თქვენი გზები ერთხელ უკვე გადაკვეთა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ იმდენად მჭიდროთ ხართ ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებულნი, რომ როგორც არ უნდა ეცადოთ, თავს ვეღარასდროს დააღწევთ ერთურთს.

ზუსტად ასე იყო სამუდამოდ დაკავშირებულნი ანო შერვაშიძის და კატო ჯაყელის ცხოვრების გზები ერთმანეთთან.

წამებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა კატოს მის ზარზე ეპასუხა და მასთან უმოკლეს დროში გამოცხადებულიყო. როგორც იქნა ინება ქალბატონმა ყურმილის აღებაც:
- ამ დილა უთენია, რა არ გასვენებს შერვაშიძე?
- მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, ისე მიპასუხე არც კი დაგიხედავს რომელი საათიია. მესმის ადამიანს ძილი გვიანობამდე უყვარდეს, მაგრამ საღამომდე? კი მაგ....
შუა გზაში გააწყვეტინა ანოს.
- ასეთი რა დროა ამისთანა შემართებით, რომ ხარ. ჰა ჰა მაქსიმუმ ორი იქნება საათი, არც
- კი, კი, როგორ არა, საერთოდ არ დაიწყო ექვსი.
ისეთი გამაყრუებელი კივილის ხმა მოესმა, ძლივს მოასწრო ტელეფონის ყურიდან მოშორება.
- კატო მორჩი თუ კიდევ ორი მეტრიდან უნდა გესაუბრო?
- შენ ახლა დაქალი გქვია, გოგო? მართლა ექვსი დაწყებულა, აქამდე როგორ არ დამირეკე, ხომ გითახრი გუშინ, ხვალ 3ისკენ გამოვალ რამე გემრიელი დამახვედრე თქო. ასე მომიშორე თავიდან არა ქალბატონო?!
- ჯერ ეს ერთიც, ამ ცეზარში დაჭკნა ეს სალათის ფურცლებიც, ბრაუნიც სულ გაცივდა და ილიამაც....
გაგრძლებელს აპირებდა, რომ არა ოთახში შემოვარდნილი ილია, რომელიც თვალებს უყლიპავდა მასზე არაფერი ეთქვა.
- რაო რა ილიაო?
- რაოდა ილიამაც შემჭამა, არ შემიძლია ამდენი ხანი ჩემზე გაბრაზებული, რომ არის და სული ძვრებაო მონატრებით, მაგრამ მაინც არ აღიარებსო. მალე გამოვიდეს შენთან, რომ დაველაპარაკოო, თორემ ვურეკავ, ვწერ, ავაფეთქე და არ მპასუხობსო.
- ეგეც რა აფერისტია. რა მეტყობა ახლა მე იმის, რომ ამაფეთქა ზარებით?
- აი პირველში გეთანხმები, მაგრამ მეორე საკითხთან დაკავშირებით რავიცი, რავიცი.
მოთმინებით დააიგნორა ხელის ტკივილი, რომელიც ილიას ჩქმეტამ გამოიწვია.
- ხო კარგი, კარგი. ავდგები ახლა, მოვწესრიგდები და ნახევარ საათში შენთან ვარ.
მოსმენილისგან გაკვირვებულ, ილიას დამანჭულ სახეზე სიცილი ძლივს შეიკავა. ბიჭმა ჩუმად უჩურჩულა, რომ კატო პირიქით იქეთ დაეთანხმებინა ანოს მასთან 'სტუმრობაზე', რათა ამით კატოსთვის უფრო დიდი ფურორი მოეხდინა მის უეცარ გამოჩენას.
ანოსაც სხვა გამოსავალი არ დარჩა.
- არა, არა. სანამ შენ ახლა ადგები, მოწესრიგდები და აქ მოხვალ კი დაგვათენდება თავზე. მერე მილანიდან ილიამაც ზარებით უნდა ამიკლოს, ამიტომ მივდივარ ასეთ დათმობაზე და ჩემ ნახელავთან ერთად შენთან მოვდივარ.
დაამთავრა თუ არა მონოლოგი, ყურმილი ეგრვე გაუთიშა კატოს. იცოდა, რომ შავ დღეს დააყრიდა საბოლოოდ თუ მაინც მასთან მიდოდა და სულ ტყუილად დაუფრთხო ძილი. მისი სახლის გასაღები ხომ ისეც ჰქონდა, მაგრამ აბა რა იცოდა მისი დაულაგებელი ძმა ყველაფერს თავდაყირა თუ დააყენებდა.


***


სადარბაზოში შეაბიჯეს თუ არა, ანო უსიტყვოდ გაემართა კიბებიისკენ. ის ის იყო, პირველ საფეხურზე ფეხი უნდა შეედგა, უცებ ილიას გაცისკროვნებული თვალები, რომ დალანდა.
ილიას გადაწყვეტილებაზე კი ანოს გული გაუთბა.
ლიფტში ისე შევიდა, არაფერი უკითხავს. არ უნდოდა ზედმეტად ილიას სივრცეში შეჭრილიყო, უბრალოდ მისდამი სიამაყე მარტივი და უბრალო გზით გამოხატა. ლოყაზე ხანგრძლივად და ხმით აკოცა.
ილია დის საქციელით უზომოდ კმაყოფილი დარჩა.
სულ აღიარებდა იმას, რომ ანო ყველასგან განსხვავდებოდა. არ იცოდა ზედმეტი ჩაკითხვები, ჩარევები, ყურადღების გამახვილებები. მოგცემდა პირად სივრცეს, პატივს სცემდა შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და მუდამ გვერდში დაგიდგებოდა.
იგრძნო, ამჯერად მისი დრო იყო.
- გადავწყვიტე მილანში დამეტოვებინა ზედმეტი უსაფუძვლო შიში და ფობია.
საპასუხოდ ანომ მერვე სართულის ღილაკს მიაჭირა და ძმას მთელი გულით გაუღიმა.

კატო, რომ უსასრულოდ მრავალფეროვანი და ჭარბი ემოციებით აღსასვე გოგოა, ამაში არა ერთხელ დარწმუნდებით.
რეაქცია ქონდა აღუწერელი.
ილიამ გადაწყვიტა, კართან მარტო დახვედროდა. ანო გვერდით მიჩურთა. 'ჭუჭრუტანას' თითი მიაფარა და ხანგრძლივი ზარი დარეკა.
და-ძმა შერვაშიძეებს სახლიდან გარკვევით შემოესმათ ძირში დავარდნის ხმა. იმის წარმოდგენაზე თუ როგორ აებლანდა ფეხი კატოს პლედში წამოდგომისას, როგორც ყოველთვის სიჩქარის დროს ემართებოდა ხოლმე, ანოსთვის პიკი იყო. მისმა გულმა ამდენს ვეღარ გაუძლო და მთელ ხმაზე ახარხარდა.
კატო კი კარს იქეთ, რა თქმა უნდა, ქალბატონის მოკვლით იმუქრებიდა.
კარი სწრაფად გამოაღო, პირი გააღო თუ არა, უკვე გამზადებული ყველა სათქმელი სიტყვა ზედვე შეეყინა.
გაოცებულმა, ინსტიქტურად კარი ცხვირ წინ მიუხურა და-ძმას და ამასთან ერთად, მისი ფირმული კივილიც ზედ დააყოლა.
გაკვირვებული და გაოცებული, ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსული ილო და ანო ერთმანეთს უმზერდნენ.
ილიამ დასერიოზულება და კარის გაღება სცადა, კატოს კივილისგან დაღლილი მისთვის ენა, რომ ამოეგლიჯა, მაგრამ ვინ აცადა, ანოს ჩუმმა ფხუკუნმა და ხელზე ჩქმეტამ ბოლო მოუღო და მასთან ერთად ახრხარდა.
ამასობაში კატომაც ინება კარის მეორედ გაღება.
- მითხარი, ილია, შენი პირით მითხარი, რომ არ მეჩვენები, არც სიზმარია და მე ახლა არ მძინავს.
- არა, სამწუხაროდ, სზიმარშიც გესტუმრე პატარავ.
- ეგრე რა, თორემ კინაღამ გულმა დამარტყა. ეს ნამდვილად ჩემი გადარეული ილიას ცანცარს წააგავს.
- კინაღამ არ ითვლება კატუსს.
- ანო რა მწარე ხარ ხოლმე.
აბა რა ექნა ანოსაც, ერთმანეთზე გადაფსკვნილი წყვილისგან მივიწყებულს რაიმეთი ხომ უნდა ეხალისა, არა?!
ხოდა, ცოტაც იხალისა.

ილიას ძალიან უყვარდა კატოსთან ერთად ბლინების გაკეთება, რაზეც უმეტეს შემთხვევაში კატოსგან უარს იღებდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მართალია ილია დიდი შემართებით იწყებდა სულ საქმეს, მაგრამ იმდენად აბინძურებდა სამზარეულოს, კატოს სულ ერჩივნა ცოტა ეწვალა, მარტო გაეკეთებინა და მალევე მიელაგებინა სამზარეულო, ვიდრე იქაურობა თავდაყირა დამდგარიყო და მთელი დღე და ღამე, უკეთეს შემთხვევაში მთელი დღე ან მთელი ღამე ისევდაისევ, მარტოს ელაგებინა.
მაგრამ ამჯერად, ილიას მონატრებამ გაჭრა.
საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ილიამ კატოს მონატრებით ისარგებლა და წყვილმა ანო ჩართული ტელევიზორის წინ პუფზე გაწოლილი მარტო დატოვა.
ანოსაც მობეზრდა ერთი არხიდან მეორეზე გადართვა. იქვე მაგიდის პირველ თაროზე ფლომასტერებსა და გასაფერადებლებს მოკრა თვალი.
გულში კატოს მეზობელი ლიაკო ბებო დალოცა ხშირად, რომ უტოვებდა მის პატარა შვილიშვილს კატოს მაღაზიაში ჩასვლის მიზნით.
გასაფერადებლებიდან პეპლების ამოარჩია და საქმეს შეუდგა.
უეცრად ნაცნობ სიმღერას: მოდი, წავიდეთ_ს აყვა მისაღერში.
უეცრად გაფერადება შეწყვიტყა.
კარგად ახსოვდა, ტელევიზორი გამორთო, ყურსასმენებიც არ ეკეთა. ილია და კატოც ვერ ჩართავდნენ ტელეფონებში, რადგან სამივესი მის წინ მაგიდაზე ეწყო. კომპიუტერი ორი დღის უკან გაუფუჭდა კატოს, ფანჯრიდანაც ვერ შემოვიდოდა ხმა, გარეთ წვიმდა და დახურული იყო, ამასთან ერთად ორმაგი მინაც არ მიცემდა ხმას შემოსვლის საშუალებას. კატოს ქუჩიდან შემომავალი ავტომობილების სიგნალის ხმა აწუხებდა და, როგორც თვითონ ამბობდა, ნერვს უტოკავდა ხოლმე, ასე რომ მხოლოდ ერთადერთი გზა რჩებოდა.
ალბათ რომელიმე მეზობელი უკრავდა ან უსმენდა ძალიან მაღალ ხმაზე, რადგან სხვა ბინაშიც ხმა ამ დონემდე შედიოდა. ანოსთვის რთული მისახვედრი აღმოჩნდა ვინ შეიძლება ყოფილიყო. კატოს მერვე სართულზე მეზობლად მხოლოდ ლიაკო ბებო და ხანში შესული ცოლ-ქმარი ყავდა, ასე, რომ არა მგონია მათგან რომელიმე ყოფილიყო.
გოგონამ ისიც კი ვერ გაარჩია, ვინმე ორიგინალს უსმენდა თუ თვითონ ასრულებდა.
რატომღაც მაინც ფიქრობდა, რომ ვიღაც საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებდა. ამაში დასარწმუნებლად კი სამზარეულოში მოკისკისე და მაგიდის გარშემო მორბენალი წყვილისკენ გაემართა.
მის ამ დაუდევარ საქციელს პასუხად სახეში მუჭა ფქვილი მოჰყვა, ჩაბჟირებულ წყვილთან ერთად.
მაგრამ მისი თავდადება საკუთარი მოსაზრების დასაზუსტებლად ღირდა.
კატოსგან გაიგო, რომ მეშვიდე სართულზე თავდგირიძეები ცხოვრობდნენ. თავიდან წინა ღამით მამიდამისსის ქორწილში ახლად გაცნობილი თავდგირიძეები გაახსენდა, მაგრამ რატომღაც იფიქრა, რომ მათ გარდა უამრავი სხვა ადამიანიც არსებობდა იგივე გვარით, ასე, რომ იმ წუთასვე უკუაგდო ეს აზრი.
ისიც გაიგო, რომ ოჯახიდან თურმე ერთერთი პიანინოზე უკრავდა, ხოლო მეორე ელექტრო გიტარაზე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელი იყო სიმღერა მეშვიდე სართულიდან გაეგო. კატომ ისიც დაუყოლა გიტარაზე ხშირად არ უკრავენ და როგორც ჩანს შენ პატივი გერგო მოგესმინაო, ამიტომ დააფასეო.
ანომაც დააფასა. იმდენად მოხიბლული იყო მოსმენილით, ჯერ კიდევ ყურში ესმოდა ნოტები.

საბოლოოდ, ილიამ და კატომ თავი მოაბეს ბლინების გაკეთებას. საკუთარი ნახელავით ჩაისთან, არაჟანთან და ნუტელასთან ერთად ანოს გაუმასპინძლდნენ.
ლილეს დაჟინებული თხოვნით აბარგდნენ, საერთო ძალებით სახლი მიალაგეს, კატო ჩააბარგეს და შერვაშიძეების სამფლობრლოსკენ აიღეს გეზი.
ანოს აზრად მაოუვიდა კატოს ცოტა შეშინება, რასაც უკან ილიასგან სიმართლის გამხელა მოყვებოდა.
ასე რომ, ლიფტი გამოიძახა. კარი როგორც კი გაიღო და კატო შიგნით შევიდა, ვითომ და ილიაც უკან მიაყოლა. თვითონ სადარბაზოში დარჩა, ილოს თვალი ჩაუკა და კატოს კივილი დააიგნორა, რომელიც ლიფტის კარის დახურვამ შთანთქა.
დიდიხანი არ მოუწია ლოდინი ანოს. ლიფტი მეორედ მერვე სართულზე ორ წუთში ამოვიდა.
რატომღაც ხელში მუქ იასამნისფერ ფლომასტერს, რომელიც მეზობლის შვილიშვილს ეკუთვნოდა, გაუაზრებლად ათამაშებდა.
შემთხვევით ხელისგულზე შეხება იგრძნო. მაშინ გაიზრა, რომ თან გამოჰყოლია.
უცებ ძალიან მოუნდა ლიფტის კარებზე სიმღერის ავტორისთვის წარწერა დაეტოვებინა.
დაწერა კიდეც...
,,მეშვიდე სართულზე მოდი, წავიდეთ-ს ვინ უკრავს?''

ასე უბრალოდ და მარტივად.


***


რაც მამა გარდაეცვალა, აწ უკვე ორი წელია, გიტარისთვის ხელიც კი არ უხლია.
რატომღაც მამასთან ერთად ისიც დამარხა, არადა ერეკლე და ელექტრო გიტარა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო.
აი ხომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც საყვარელი სათამაშოს გარეშე ცხოვრებაც კი არ წარმოუდგენიათ და ხშირ შემთხვევაში მათთან ერთად სძინავთ და ბანაობენ კიდეც, ასევე იყო ერეკლე და მისი პირველი სათამაშო ელექტრო გიტარა, რომელიც მამამ, ალექსანდრე თავდგირიძემ აჩუქა.
ალექსანდრემ, როგორც კი შემაჩნია, შვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მუსიკალური ინსტრუმენტის მიმართ, ეგრევე მის ძმას, არჩილს უამბო და პირველი ნამდვილი ელექტრო გიტარაც უყიდა ერეკლეს.
ალექსანრემ პატარა ერეკლე თავიდანვე არჩილს მიაბარა, მას მუსიკის და ხელოვნების არფერი გაეგებოდა, მისი ძმა კი შესანიშნავად უკრავდა პიანინოზე, რაც დედისგან ერთ-ერთ ვაჟიშვილს ერგო წილად, რომელიც ალექსანდრე ნამდვილად არ გახლდათ.
აქედან გამომდინარე, მამამისმა იმდენად დიდი წვლილი შეიტანა ერეკლეს მუსიკალურ ცხოვრენაში, რომ ამ უკანასკნელმაც ალექსანდრეს გარდაცვალებასთან ერთად ცხოვრების ერთადერთი საყრდენიც მიაბარა მიწას.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერეკლე ბიძამიისს არასდროს უკარგავდა შრომას და უდიდეს პატივს სცემდა მას თითოეული წუთისთვის, რაც უპრობლემოდ და უანგაროდ დაუთმო.

ახლა კი იჯდა ბიძამისისს სახლის მისაღებში და თვალებ გაფართოებული, მოწყურებული შესცქეროდა ბიძაშვილის ელექტრო გიტარას, რომელიც თემოს მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ ერეკლე როცა მოდიოდა და არჩილთან ერთად მეცადინეობდა, ისიც მათ შეერთებოდა და მათთან ერთად დრო გაეტარებინა.
ისევდაისვე, ალექსანდრე იყო პირველი, რომელმაც შეამჩნია თემოს დაჟნებული მზერა, რომელიც მამამისს და ერეკლეს მიემართებოდა. ხოდა ერთ დღესაც, ერეკლეს ორი გიტარა ეჭირა ხელში, აქედან ერთ-ერთი კი თემოს ეკუთვნოდა.
როგორც კი, ერეკლემ ალექსანდრეს სახელით გიტარა თემოს აჩუქა, ეს უკანასკნელიც აწყლიანებული თვალებით გაიქცა ალექსანდრესკენ ჩასახუტებლად,
ბიძიამ კი საპასუხოდ ყურში უჩურჩულა: მართალია შენ მე დამემსგავსე და ჩემნაირად მუსიკის არაფერი გაგეგება, მაგრამ მათზე ნაკლები არაფრით არ ხარ და იმსახურებ, მათთან ერთად დროის გატარებასო. საპასუხოდ თემომ პატარ ხელები კისერზე მაგრად მოჰხვია და ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა.

ისევ ერეკლეს, რომ მივუბრუნდეთ.
ვეღარ გაუძლო, სულმა სძლია, ფეხზე წამოდგა და გიტარისკენ გაემართა.
თავიდან უბრალოდ იფიქრა, ხელში დავიჭერ და ასე დამთავრდებაო, მაგრამ ნურას უკაცრავად. თითები თავისით გაემართა სიმებისკენ და გიტრამაც რამდენიმე სასიამოვნო აკორდი გამოსცა.
ამასობაში ერეკლემ ვერც კი შეამჩნია, მის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოება როგორ უცქერდა ამ ნანატრ სანახაობას.
როგორც კი გაიაზრა რა ხდებოდა, სად იყო და რას აკეთებდა ტანში სასიამოვნოდ გასცრა.
უცებ დალანდა ნონას ამღვრეული თვალები, არჩილის გაბადრული სახე და თემოს სავარძელზე ჩაბღაუჭებული ხელი, საპასუხოდ კი მათ გულწრფელად გაუღიმა.
არჩილმა იგრძნო, რომ მისი დრო იყო. მანაც არ დააყოვნა და პიანინოსკენ აიღო გეზი. ამასობაში თემომ ტელეფონში ერეკლეს საყვარელი სიმღერის ნოტებიც მოძებნა და მამას წინ დაუდო, რათა ახლახან ექსპრომტად დაწყებულ ერეკლეს შემოქმედებას თავადაც აჰყოლოდა.


***


ძლივს დააღწია თავი აწუწუნებულ თემოს, რომელიც დასალევად მიათრევდა სადღაც. მიზეზად, დედის დიდხანს მარტო დატოვება დაასახელა, რომელსაც თემო გამოესარჩლა ეკატერინეს მათთან მოსვლით, რაზეც ერეკლემ განუცხადა წნევა ჰქონდა ამ დილით და არ მინდა გარეთ გამოვიდესო, შეუძლოდ არისო, საბოლოოდ ამან გაჭრა და ძლივს თემომაც ფარ-ხმალი დაყარა.

ამჯერად აღარ უფიქრია მეშვიდედან ფეხით ჩასვლაზე და ახლად გაღებულ ლიფტში პირდაპირ შეაჭრა.
პირველი სართულის ღილაკს მიაჭირა თითი და კარის დახურვას დაელოდა. კორპუსი მთლად ახალ აშენებულიც არ იყო, ასე რომ ლიფტში უამრავი წარწერა იწონებდა თავს. თითქოს და ყველა დაზეპირებული ჰქონდა, იმდენად ხშირად დადიოდა აქ, რომ სხვანაირად შეუძლებელიც კი იქნებოდა, უეცრად ერთ-ერთი მათგანი, რომ ეუცხოვა.
სულ რაღაც 5 დღეა აქ არ ყოფილა საკუთარი ვირუსისგან გამომდინარე, ამიტომ მისთვის მარტივი მისახვედრი გახლდათ, რომ ეს წარწერაც ახალი იყო.
უცებ გადაიკითხა და სხეულში ტემპერატურის მომატებაც იგრძნო.
იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, აზრი, რომელიც თავში იმ წამს გაიელვა, მეამიტურად და ბავშურად ჩათვალა.
უკან მაინც არ დაიხია და ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა.
დიდი მოთმინებით დაელოდა კარის გაღებას, სადარბაზოც დატოვა და იქვე ახლოს მდებარე საკანცელარიო მაღაზიაში შევიდა, რომელიც დღეს თაიგულის ყიდვისას შეამჩნია.
მაღაზია ლურჯი ფლომასტერით დატოვა.
კორპუსისკენ გაემართა. ლიფტი ბედად ისევ პირველ სართულზე დაჰხვდა და კარებიც მალევე გაიღო.
შიგნით დიდი მოწიწებით შევიდა.
ამასობაში კარიც დაიხურა და კაცმა არ იცის, ერეკლემ შიგნით რა მოიმოქმედა.

მართალია, ცხოვრებაში ხშირად უნდა მოუსმინოთ საკუთარ გონებას, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოოდ გულით უნდა მიიღოთ. არ აქვს მნიშვნელობა მას საპააუხოდ რა მოჰყვება, მთავარია არასდროს ინანოთ და თუ მაინც ინანებთ, სჯობს გულით მოქმედება ინანოთ და არა პირიქით, უმოქმედობა.


***


თინას და დიმიტრის გამგზავერებიდან, ილიას დაბრუნებიდან და თავდგირიძეების გამოჩენიდან ორი კვირა მალევე გავიდა. უკვე მარტიც იწყებოდა, ნელ-ნელა გაზაფხულიც ადგამდა ფეხს ცივი ზამთრის შემდეგ ბათუმში.
ილიას რა უჭირდა, მაგისტრატურაც უკან მოიტოვა და აპრილიდან სამსახურსაც იწყებდა ერთ-ერთ ცნობილ სამშენებლო კომპანიაში თავისივე პროფესიიით, არქიტექტორად მუშაობას.
აი კატოს და ანოს კი მეორე კურსის მეორე სემესტრის დაწყებამდე სულ რაღაც 10 დღე აშორებდათ.
ანო ქართულ ფილოლოგიაზე სწავლობს და მომავალში ამ სფეროში ლექტორობას აპირებს, ხოლო კატო, ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო საკუთარი არჩევნით. მე შენ გეტყვი იმდენად კომუნიკაბელური, სხარტი და ენერგიულია, სხვა პროფესია მისთვის ტანჯვაც კი იქნებოდა.
ორივე დაქალს სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი იმდენად იზიდავდათ, რომ ამ უკანასკნელის გარეშე ცხოვრებაც კი არ წარმოედგინათ. საქართველოს ნაკრებზე ხომ მზე და მთავრე ამოსდიოდათ, მათ არცერთ შინ, სახლში თამაშს არ ტოვებდნენ, ხშირად ცდილობდნენ კიდეც გასვლითებზეც გაჰყოლოდნენ, თუ ამის საშუალება და დრო ჰქონდათ.
ზუსტად ამ სფეროში აპირებდა კატოც პროფესიის გაგრძელებას, ფეხბურთის კომენტატორობა უნდოდა და ამასთან ერთად რომელიმე სპორტული არხის წამყვანობა, რაშიც ანო უზომოდ გულშემატკივრობდა და მაქსიმალურად უწყობდა ხელს.

უკვე ორი მარტი იყო, ოთხში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თამაში ჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბათუმში.
რა თქმა უნდა, ბილეთების ყიდვა ანოს უკვე მოესწრო, აბა ამ საქმეში კატოს იმედზე ჩემი მტერი იყო, იმდენად გაფანტული და გულმავიწყია, ხანდახან სახლიდან ჩუსტებითაც კი მიდის უნივერსიტეტში და მხოლოდ მაშინ აანალიზებას იმას რაც მის თავს ხდება, როცა ანოს გადაწითლებულ სახეს აღიქვამს.
ყოველთვის, როდესაც ნაკრებს თამაში ბათუმში ჰქონდა ან ბათუმის დინამო შინ ხვდებოდა მეტოქეს, ანოს და კატოს თან ახლდათ თინა, რომელიც ყველნაირ სპორტის სახეობაზე გიჟდებოდა, მითუმეტეს თინა ხომ ცურვითა და წყალბურთით იყო დაკავებული. დიდი განსხვავება არ იყო მათ ასაკებს შორის. კატო უკვე 19 წლის იყო, ანო მაისში 20ის ხდებოდა და თინაც ახლახანს გახდა 31ის. სამივეს იმდენად ახლო ურთიერთბა ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ ანოს დედა, ქალბატონი ლილე და კატოს დედა, მაია ხანდახან თეთრი შურითაც შეჰყურებდნენ მათ ურთიერთობას და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას.

თინა და დიმიტრი უკვე ორი კვირაა, რაც შვეიცარიაში იყვნენ 'თაფლობის თვეში' და დაბრუნებას არც ჩქარობდნენ, არადა ანო ფიქრობდა მამიდამისი თამაშს ჩამოუსწრებდა და ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებას, სამწუხაროდ, იმედები გაუცრუვდა. თინას ზარიდან გაიგო, რომ წყვილი ჯერ კიდევ ერთი კვირა არ აპირებდა უკან დაბრუნებას, ანოსაც რა ექნა, მოუწევდა მხოლოდ კატოსთან და ილიასთან ერთად თამაშზე წასვლა.

ოთხი მარტიც გათენდა.
დილიდანვე აჟიტირებული იყო. გრძნობდა, რომ, აუცილებლად, მოიგებდნენ თან დიდი ანგარიშით.
წინა ღამით მასთან დარჩენილ და გვიან დაძინებულ კატოს მოსვენება არ მისცა. თავზე დაახტა და ყურში ბოლო ხმაზე კივილით გამოაფხიზლა გოგონა.
მისმა ბოლო ხმაზე კივილმა ორმაგი შედეგი გამოიღო, კატო ხომ გააღვიძა და გააღვიძა, ამასთან ერთად კი მისი ძმაც წამოხტა საწოლიდან და დაუკაკუნებლად შეუვარდა საძინებელში დას.
- კარგია, რომ შენით გაიღვიძე, შემდეგი შენ იყავი რიგში.
- ქალბატონო, ჯერ ერთიც ჩემით არ გამიღვიძია, შენ დამიფრთხე ტკბილი სიზმრები. მეორეც, თამაში საღამოს რვა საათზეა, ამ დილა უთენია რამ გაგაღვიძა და მესამეც, რაარი ჩემგარეშე რომ გაერთეთ გუშინ და ფეხებზე დამიკიდეთ, ეგეც არ იკმარეთ და ერთად ძილიდანაც მომტეხეთ, ხო?
- ძამიკო ....
შუა გზაზე გააწყვეტინა ილიამ.
- არ დაიწყო ახლა და მომაშორე ეგ ძაღლის თვალები. ქალბატონო შენ კიდევ მიიწიიე, რომ დამაყუდე ამ სიცივეში ფეხზე და შემომყურებ გაკვირვებული, ვითომ პირველად მხედავდე.
- არა, ილიკო პირველად არ გხედავ, მაგრამ კი მაინტერესებს როდიდან დაიწყე ვარჯიში. რაარი ბიჭო ეს რა ტანზე ხარ, ჰა? გინდა გააგიჟო ქალიც და კაციც ხო?
- არა, ბაჭია, მე მარტო ქალიც მეყოფა.
- თურმე მარტო ქალიც ეყოფა. ხეპრე - მისთვის ჩაიბურტყინა კატომ.
- გავიგე ქალბატონო. ერთი ამას დამიხედეთ, რას აფახუნებ გოგო მაგ გრძელ წამწამებს?! ან მანდ რას ატუზულხად დასჯილი ბავშვივით, მოდი აქ.
წინააღმდეგობა არც გაუწევია, შუაში მოკალათებულ ილიას ერთი მხრიდან კატო მიეწება, მეორე მხრიდან ანო აეკრო და ვაჟბატონსაც მეტი რაღა უნდოდა, გაბადრული ორ ანგელოზს შორის, მალევე გაითიშა.


კარები 6ისთვის იღებოდა. სტადიონთან ახლოს, კერძო სახლში ცხოვრობდნენ შერვაშიძეები, ამიტომ
4ისთვის დაიწყეს მოწესრიგება, ჭამეს, ოთახები მიალაგეს, გამოიცვალეს და 6ის ნახევრისთვის სახლის კარიც გამოიხურეს.
ილოს ბევრი მეგობარი არ ჰყავდა.
22წლამდე ბათუმში ცხოვრობდა და პატარა სამეგობრო წრეც ჰყავდა.
მერე თითქმის ორი წელი მილანში იყო მაგისტრატურაზე, სადაც მის ორ ძმაკაცთან ერთად გაემგზავრა. თვითონ იქედან ყველზე ადრე დაბრუნდა. ერთ-ერთი, მიშკა მის დასთან გაემგზავრა პარიზში დასასვენებლად, ხოლო გაბრიელი მაგისტრატურის შემდეგ ექვს თვიან სტაჟს გადიოდა, ამიტომაც მარტო მოუწია უკან დაბრუნება. ისეც ძლივს გაძლო იქ საქართველოს და ოჯახის გარეშე. იმდენად პატრიოტი იყო, ბოლო ორი წელი სხვა მიწაზე ცხოვრება მისთვის სიკვდილს ტოლფასი იყო, ამიტომაც არ თხოვა გაბრომ მასთან დარჩენა და უკან ერთად დაბრუნება. იმავე მიზეზით არ შესთავაზა მიშკამაც მასთან ერთად პარიზში ცოტა ხანი დასვენებაც.
ბავშობის მეგობრენი იყვნენ, ბაღიდან ერთად მოდიოდნენ, ძმაკაცის გულისტკივილს მის სახეზე და ყველა მოქმედებაში კითხულობდნენ.
მართალია, ძალიან უჭირდა ილიას ახლა მათ გარეშე ყოფნა, მაგრამ იცოდა ყველაფერი რატომაც ხდებოდა და მოთმინებით ელოდებოდა მათ დაბრუნებას.
ზუსტად ამ მიზეზით მიდიოდნენ მხოლოდ სამნი თამაშზე.
კატო, ანო და ილია.
ანოს და კატოს ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავდათ და სიმართლე თუ გაინტერესებთ, არც სჭირდებოდათ.
ყველასთან თბილი და კარგი ურთოერთობა ჰქონდათ. ბევრს ემეგობრბოდნენ და ბევრსაც იცნობდნენ, მაგრამ ყველაზე დიდ დროს მხოლოდ ეს ორი ატარებდა ერთად.

ბილეთებიც გაატარეს, კიბეებიც აიარეს და საკუთარი სექციისკენაც გაემართნენ.
ადგილები მალევე დაიკავეს.
ჯერ არ იყო ბევრი ადამიანი მოედანზე.
შვიდი საათი ახლა იწყებოდა.
მტჩის დაწყებამდე ორსაათზე ნაკლები რჩებოდა.
ტრიბუნებმაც ნელ-ნელა დაიწყო შევსება.
ხალხიც მომრავლდა.
ხმაურმაც იმატა.
მღელვარებაც უფრო შესამჩნევი გახდა.
8 საათიც ხდებოდა, კომენტატორმა შემადგენლობის წარდგენაც, რომ დაიწყო.
უცებ ანომ მხარზე შეხებაც იგრძნო, თვითონ შუაში იჯდა და კატოს მოყოლილ ამბავს ისმენდა მისკენ შებრუნებული, ამიტომაც იფიქრა ილია იქნებაო.
უცებ შეტრიალდა და მისკენ მომღიმარი ახლად დაქორწინებული წყვილიც ნათლად დაინახა.
ორ წამში უამრავი რამ მოხდა.
გოგონები წყვილს ეხუტებოდნენ, ილია მათ დასხდომას სთხოვდა, ხალხს ხელს ვუშლითო და ამასობაში, გუნდებმაც დაიწყეს მოედანზე გამოსვლა.
დიმიტრიმ და ილიამ ძლივს დასვეს გოგონები მათ შორის. შუაში თინა დასვეს, მარჯვნიდან ანო მიუჯდა, მარცხნიდან კატო და მათ გვერდით ბიჭებიც მოთავსდნენ.
იმის მიუხედავად, რომ უმარავი კითხვა ჰქონდათ გოგონებს თინასთან და დიმიტრისთან, თამაშმა ყველაფერს გადააჭარბა.
პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა, მსაჯმა მხოლოდ სამი წუთი დაამატა და დროც მალევე მიილია.
15 წუთიანი შესვენება როგორც კი დაიწყო, თინამ იგრძნო მისკენ მიმართული ორი წყვილი თავლი და ხმამაღლად განაცხადა:
- როგორც კი თამაშს მოვიგებთ და სახლში დავბრუნდებით, ყველაფერს მოგიყვებით.
ასე მარტივად მოიშორა გოგონები.
დიმიტრი და ილიაც კი გაკვირვებული შეჰყურებდნენ ამ სანახაობას, როგორ უცებ დამშვიდნენ და დაშოშმინდნენ ანო და კატო.
მეორე ტაიმიც დაიწყო.
67 წუთზე პირველი გოლი მეტოქის კარებში საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
გულშემატკიბრებმა აიკლეს იქაურობა.
დარწმუნებული ვარ, თინას და კატოს კივილი ბათუმის პორტშიც კი ესმოდათ გემზე ეკიპაჟსს.
ანო 32 კბილით იღიმოდა და მწვანე თვალებს, გრძელ წამწამებთან ერთად წამში ორჯერ აფახუნებდა.
დიმიტრი და ილო ერთმნეთს მაგრად ეხუტებოდნენ და ასე აღნიშნავდნენ პირველ გოლს.
მეორე საპააუხო გოლი, მეტოქემ მალევე შეაგდო საქართველოს კარებში.
ანგარიში 1:1 გახდა.
ხალხი ფარ-ხმალს ჯერ კიდევ არ ყრიდა და ვგონებ, არც აპირებდნენ.
დროთა განმავლობაში მატჩიც უფრო დაიძაბა. გულშემატკივრები შეუჩერებლად ამხნევებდნენ ქართველ მოთამაშეებს და გამარჯვებისკენ მოუწოდებდნენ.
ჩრდილოეთ მაკედონიამ მარტივ და დამცველობით ხერხს მიმართა.
ბურთს უბრალოდ ერთმანეთს უგორებდნენ და თამაშს არც ამწვავებდნენ.
ყველა ხედავდა და აანალიზებდა ქართველებს როგორ ეწურებოდათ მოთმინების ფიალა.
84-ე წუთი იწურებოდა ანგარიში 2:1 რომ გახდა.
მეორე საგოლე გადაცემა გურამ კაშიას, გუნდის კაპიტანს, და გოლი თორნიკე ოქრიაშვილს ეკუთვნოდა.
იქ რაც ხდებოდა ვერც კი აღიწერება, მითუმეტეს ხომ ვერ დაიწერება.
იქ უნდა ყოფილიყავი და ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა გეგრძნო.
ეკრანზე სხვადასხვა გულშემატკივრის ემოციები ჩანდა.
ამისთვის არავის ეცალა. ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ულოცავდა და ზოგიც გულმოდგინეთ ქვითინებდა სიხარულისგან.
როგორც იქნა ყველაფერი ცოტა ჩაწყნარდა. ნელ-ნელა ხალხმაც დაიწყო საკუთარი ადგილის დაკავება და მატჩიც ჩვეულევრივად გაგრძელდა.
ზუსტად ორი წამით გაიხედა ანომ უზარმაზარი ეკრანისკენ და გულიც იმწამსვე გაუთბა.
ეკრანზე ჩანდა ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული ბიჭები. მათ დიაგონალში კი ახლაგაზრდა წყვილი იჯდა პატარა გოგონათი ხელში. ბიჭებისგან ერთ-ერთი შორიდან პატარას უღიმოდა და თან 'ჭიტას' ( არ ვიცი რაქვია ამ თამაშს სახეზე, რომ ხელს იფარებ და ჭიტა დას იძახი ) ეთამაშებოდა. ბავშვი გულიანად კისკისებდა და ამ ბიჭისკენ იწეოდა. კადრი ეკრანიდან მალევე გქრა და თითქოს ანოსაც გულში რაღაც ჩასწყდა.
კატოს კივილმა კი მალევე მოიყვანა გონს.

თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.


***


ყველა სიზმარს თავისებური ახსნა აქვს.
ზოგ ადამიანს სიზმრების და მათი ახდენისაც კი სჯერათ.
ჩვენ, რომ გვგონია სიზმარი დაძინებიდან გაღვიძებამდე გრძელდება, მტკნარი სიცრუე ყოფილა.
მეცნიერული გამოკვლევით მათი ხანგრძლივობა სულ რაღაც შვიდი წუთია, არც მეტი და არც ნაკლები.
ხშირად ადამიანები დიდ დროს უთმობენ რაღაც საკითხებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე ფიქრს და აქედან გამომდინარე, ამით ხსნიან საკუთარ სიზმრებს, რაც ნაწილობრივ სიმართლესთან ასოცირდება, მაგრამ არა ყოველთვის.
ადამიამები სიზმრებს ყოველთვის ხედავენ და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა რვა საათი სძინავთ მათ, თუ მხოლოდ 20 წუთი. უბრალოდ, ჩვენ ყოველთვის არ გვამახსოვრდება ისინი.
ჩვენ ქვეცნობიერში იმდენი აუხსნელი და ჩუმი პროცესი მიმდინარეობს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით, რომ კიდევ ადეკვატური ახსნა და დამოკოდებულება გვაქვს მათ მიმართ.

თვალები მალევე გაახილა. ოფლისგან იწურებოდა.
ბალიში ძილში ტირილისგან სულ სველი ჰქონდა.
მარჯვენა თვალთან ობლად ცრემლი შერჩენოდა.
ნელა წამოჯდა საწოლში.
ირგვლივ მიმოიხედა.
უკუნითი სიბნელე იყო.
სიჩუმე გამეფებულიყო.
ეს ყველაფერი კი იმის მიმანიშნებელი იყო ანოსთვის, რომ ჯერ კიდევ შუა ღამე იყო.
წამოდგა. ნელი ნაბიჯებით აივნისკენ გაემართა. იმის მიუხედავ, რომ უკვე გაზაფხული დამდგარიყო, საკმაოდ გრილოდა.
პლედი მოიფარა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო.
ხედს გახედა.
მართალია, ძალიან ახლოს ცხოვრობდა სანაპიროსთან, მაგრამ ახლა ძლივს გაარჩია ცა და ზღვა ერთმანეთისგან, ისიც ძალიან მკრთალი ზოლით.
ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, რაც იმის მომსწავებელი გახლდათ, რომ მომავალი დღე, აუცილებლად, თბილი და მშვიდი იქნებოდა.
ანო ღრმა ფიქრს მისცემოდა. მისი ცხრამეტ წლიანი ცხობრების მანძილზე მეორედ ხედავდა მსგავსი შეინაარსის სიზმარს.
წარმოშობით აფხაზი იყო, მაგრამ აფხაზეთში არასდროს ყოფილა.
მისი ოჯახი 1992-1993 წლებიდან იქ აღარ ცხობრობდა.
ახლა მარტივი გასაგებია, აფხაზი შერვაშიძეები რატომაც ცხოვრობდნენ აჭარაში.
ამისგარდა კიდევ უამრავი მიზეზი აკავშირებდათ აქაურობას.
ანოს დედა, ლილე აჭარელი იყო.
გაგიკვირდებათ და, ანოს მშობლების სიყვარულის ისტოროაც ზუსტადაც, რომ აფხაზეთში დაიწყო.
პირველად კიტამ ლილე მეზობელ ოჯახში სტუმრად ჩამოსული ნახა.
ლილეს ბებო ყოფილა აფხაზი.
ყველაფერი 1985 წელს დაიწყო.
ლილე სულ სადღაც 5 წლის თუ იქნებოდა.
წითელი დიდი ლოყებით და ორი კიკინით დარბოდა ეზოში,
ძაღლს ეთამაშებოდა და გულიანად კისკისებდა.
კიტა ამ სანახაობას ჭიშკარზე აყუდებული უცქერდა.
დედა მეზობლებთან მარილის სათხოვნელად გადასულიყო, კიტაც მას აეკიდა. აბა ამ შანს ხელიდან ხომ არ გაუშვებდა.
თავიდან ბრაზობდა კიდეც, დედმისი მზეობლებს რატომ სთხოვდა რაღაცებს, როცა ისინი შედარებით უკეთ ცხოვრობდნენ და პირიქით იქეთ უნდა დახმარებოდნენ სხვებს.
მაშინ ასე აუხსნა დედამ მას:
- ისინი ხშირად გვთხოვენ ჩვენ დახმარებას, მათ ძალიან უჭირთ მატერიალურად, სწორედ ამიტომ მინდოდა მეთხოვა რამე ისეთი, რაც მათ ტვირთად არ დააწვებოდათ და გაიმეტებდნენ. ასე ისინი იგრძნობენ, რომ ჩვენც გვჭირდებიან და შემდეგში უფრო გაუადვილდებათ რაიმეს თხოვნა.
( წყარო: ©ლიტერატურულნი )

თანდათანობით კიტამაც გაიაზრა დედას კეთილი განზრახვა.
იმ დღის შემდეგ კი, ლილე და მისი ოჯახი მზეობლად არავის უნახავს.
კიტა იმდენად გათიშული და გაფანტული დადიოდა, რომ დედამისი მალევე მიხვდა ყველაფერს.
როცა ის სამწუხარო რეალობაც დადგა აფხაზეთში, კიტას ოჯახიც აჭარაში გადაცხოვრდა.
მთელი 8 წელი კიტას თვალით აღარ ენახა პატარა ლილე, რომელიც აღარ გახლდათ ისეთი პატარა, როგორც თავიდან.
გოგონა უკვე 13 წლის ხდებოდა კიტამ სრულიად შემთხვევით სკოლასთან ახლო მდებარერე სკვერში, რომ შეამჩნია, ისევ ლაღად მოკისკისე.
ყველაფერი აქედან გაგრძელდა და რითიც დასრულდა თქვენც კარგად ხვდებით ალბათ.

ისევ ანოს, რომ მივუბრუნდეთ.
ვერაფრით ხსნიდა რა იყო მიზეზი იმის, რომ უკვე მეორედ ესიზმრებოდა აფხაზეთი და იქ განვითარებული მოვლენები.
ძილი მოერია. ოთახში დაბრუნდა და ემოციურად გადაღლილი, როგორც კი თბილ საწოლში შეწვა, მკვდარივით გაითიშა.


***


მეორე დილით საკმაოდ გვიან გაიღვიძა.
უკვე შუადღილს ოთხი საათი ხდებოდა.
მალევე მოწესრიგდა, ჭამა და ზღვის პირას გადაწყვიტა გასეირნება.
რამდენი არ ეხვეწა და ემუდარა კატოს შენც წამოდიო, მაგრამ რად გინდა, ყურიც არ შეუბერტყავს.
პირიქით ანო იქეთ გადაიბირა, რომ ზღვის შემდეგ მასთან მისულიყო და სახლის დალაგებაში მიხმარებოდა, მშობლები იტალიაში გაეცილებინა კატოს რაღაც კონფერენციაზე და სახლი ყირაზე იდგა.
ანოც დასთანხმდა, ცოტას გავისერნებ და მოვალო.
აი ასეთი ძლევამოსილი გახლდათ ჩვენი კატოც.

ანომ პატარა შავ ჩანთას დაავლო ხელი და სახლი დატოვა.
ზოგადად არ უყვარს მსგავასი აქსესუარები.
ჰგონია ჩანთას, როცა ატარებს ასაკი უფრო ემატება და მეტად ქალს ემსგავსება.
მაგრამ თითქმის ერთი თვეა ეს პატარა შავი მხარზე გადასაკიდებელო ჩანთა ამოიჩემა, რომელიც ილიამ ჩამოუტანა მილანიდან. პირველად კატოს, რომ ესტუმრნენ მაშინ გააკეთებინა ძალით ილიამ, ხოდა ჩათვალეთ მას შემდეგ არც მოუხსნია.

5 წუთში ზღვის პირას იყო.
ზღვასთან ძალიან ახლოს, ნაპირზე ჩამოჯდა.
იმდროისთვის იქ არც ისე ბევრი ადამიანი იყო,
აქა იქ თუ შენიშნავდით რამდენიმე ახლაგზარდა წყვილს.
ათიოდე მეტრის დაშორებით ანომ ახლაგზარდა, სადღაც მისი ასაკის ან ორი-სამიწლით უფროსი ბიჭი შეამჩნია.
ანოს ყურადღება ბიჭის ჩაცმულობამ მიიქცის.
არა, არასდროს არავის ჩაცმულობით ან გარეგნობით არ აფასებდა.
ამ შემთხვევაში ის იყო განსაკუთრებული, რომ ბიჭი ზღვისფერი, თხელი პერანგის ამარა იჯდა მხოლოდ.
მის მაგივრად ანოს დააჟრიალა.
იმდენად უხდებოდა ბიჭის პერანგის ფერი და ზღვა ერთმანეთს, ცოტა ხნით ანოს თვალიც კი გაუშტერდა.
თითქოს ბიჭმაც იგრძნო და ანოს გამოხედა.
ანომაც ნელ-ნელა, თანდათან მოაშორა თვალი უცნობს და ჰორიზონტს გახედა.
მალევე ჩაიკარგა ტალღების ხმაში.
ზღვას და კრიალა ცას თვალს ვერ სწყვეტდა.
იჯდა ზღვის პირას სრულიად მარტო და სულიერად მშვიდდებოდა.
თითქოს ტალღებს ატანდა მის ფიქრებს.
სიზმარზე ბევრი აღარც უფიქრია, როგორც კი თინას დაიმარტოხელებდა, ყველაფერს დაწვრილებით უამბობდა.
აუცილებლად გაერკვეოდნენ.
ამასობაში, წასვლის დროც დადგა, ენანებოდა, მაგრამ რა ექნა, კატო ელოდებოდა.
წამოდგომისას შემაჩნია, რომ უცნობი ისე წასულიყო, მას არცკი შეემჩნია.
ზედმეტი ფიქრის გასაფანტად თავი გააქნია და ფეხით გაუყვა კატოს სახლისკენ.


***


საღამოს შვიდი საათი ხდებოდა.
მონატრებული მეგობრები უნდა ენახა, სადღაც ახალ გახსნილ ბარში.
დიდად არ იზიდავდა მსგავსი ადგილები, მაგრამ მეგობრების გამო კომპრომისებზე უპრობლემოდ მიდოდა.
კარი შეაღო თუ არა, თავისიანები დაინახა.

აი, ხომ არსებობს ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტები, როდესაც თავს ჩიტივით ლაღად, ამაღლებულად და თავისუფლად გრძნობს ადამიანი, არა?!
ზუსტად ამ ცხოვრებისეული მომენტებიდან ერთ-ერთის მსგავსად მივიჩნევ ამ უკანასკნელ სიტუაციასაც.

შენი ნამდვილი მეგობრები სწორედაც ის ადამიანები არიან, რომლებთანაც არ არჩევ სიტყვებს, არ გეხამუშება საკუთარ პრობლემებზე საუბარი, არ გრძნობ თავს დაჩაგრულად და უმნიშვნელოდ.
როდესაც გულწრფელად გრძნობ მათ გვერდში დგომას, გაგებას და არასდროს, შენში ერთი წამითაც კი არ შეაქვთ ეჭვი, მართლაც მაშინ დაზუსტებით შეგიძლიათ იმის თქმა, რომ გაგიმართლათ და თქვენ ხართ იღბლიანნი.

დიდ მინასთან ახლოს, მრგავლი მაგიდის ირგვლივ მსხდარი მეგობრებისკენ გაემართა.
სახე უბრწყინავდა, ხედავდა მის დიდ ოჯახს და სიამაყით ივსებოდა.
ბევრი კი არა, სულ ხუთი ადამიანი ელოდა, რომლებიც მისთვის ნამდვილად არ იყო ცოტა.
ოთხი ახმახი, როგორც ერეკლე მათ ეძახდა, და ერთი თვალებხატულა გოგონა.
- როგორც იქნა გვაღირსე მოსვლა, შე კაი კაცო.
- რა ოთხმოცი წლის კაცივით ბაზრობ, იოანე რაარი?!
- ჩემ თავს გაფიცებ, ნუ იმანჭები ერთი რა. შენც არ მყავდე 15 წლის ბიჭუკელა, ჩემო ანდრეი
- რა ანდრეი აგიტყდა ბიჭო, მაინდამიანც უნდა დაგალურჯო?!
- თქვენ ხომ არასდროს არაფერი გეშველაბათ - ხელი ჩაიქნია ღიმილით ერეკლემ.
- ხო, თუმცა თქვენ რაგიჭირთ, მერე ისევ მე უნდა მარბენინოთ საავადმყოფოებში სუპებით ხელში.
- აი გამოიკვეთა დაყვდრის ნიშნებიც... - კესომა არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ იდაყვი მოუქნია იოანეს მუცელში.
- ლევან, დღეს რაღაც არ მომწონხარ შენ მე, საეჭვოდ სდუმხარ - ჩაეკითხა ყოველთვის დაკვირვებული და ნეიტრალური ერეკლე ძმკაცსს.
- რას ნიშნავს დღეს? სხვა დღეებში ანუ მოგწონს ხო? და ასე უტუხად გვაპარებ შენი ორიენტაციის შესახებ ბატონო ერეკლე?
- მორჩი ღლაბუცს რა. გამაგებინა ნეტა, როგორ არასდროს არ იღლები იო.
- მხოლოდ შენი ხათრით, კესკა.
- კესკას მოგცემ შენ მე.
- მოკლედ, ხომ იცით....
- არიქა დაიწყო, ჩაჩუმდით მანდ და ჩვენ მაინც გაგვაგონეთ - ასე ოსტატურად გააჩუმა ანდრომ ორეული.
როგორც კი ლევანის თვალს მიეფარა თემო, მანაც უნებურად განაგრძო.
- მოკლედ, ხვალ ხომ გახსოვთ, თეატრში პოეზიისს საღამოა რა. ხოდა ჩვენ უფროსს ჩემი და ჩემი მეწყვილის ლექსების კრებულია არევია. მე გალაკტიონის ,,მესაფლავე" უნდა წამეკითხა და ნოეს თურმე ,,უსიყვარულოდ". ახლა კიდე ისე გამოვიდა, რომ მე ,,უსიყვარულოდ"-ის წაკითხვა მიწევს და ხომ ხვდებით რაა....
- ძამიკო და შენ ახლა მართლა იმაზე ღელავ, რომ შეიძლება ჩვენ... -
კესოს ზურგის უკან მდგარმა თემომ შეაწყვეტინა და თვითონვე დაამთავრა.
- რომ შეიძლება თქვენ ნაწილ თემოს რამე გაახსენდეს ან ეწყინოს?
- თემო, ჩვენ ხომ მაინც ვიცით რისი გადატანაც მოგვიწია ერთად, არა?! - ლევანს ხმაც კი აუკანკალდა, რაც იქვე მყოფმა თითოეულმა მათგანმა ნათლად იგრძნო.
- ბიჭო, შენ მართლა ხოარ გძმარავს? რაც იყო, იყო. მეტი საქმე არგვაქვს წარსულის გამო რამეს ახლა მოვერიდოთ. სანამ მართლა იმის გამო გეჩხუბე, რომ ეგეთი აზრი სართოდ დაგებადა, აქედან აორთქლდი და სტროფებს თვალი გადაავლე.
ამ სიტყვებთან ერთად თემომ თავლიც ჩაუკრა ანერვიულებულ, გაფითრებულ ლევანს.
კესოს ძმის შემხდვარე გაეღიმა.
იოანე ანდროს მიეხუტა, რასაც ანდროს ჩახველება და იოანეს თავზე წარმოტყმაც მოჰყვა.
იქაურობას სიცილის ტალღამ დაუარა.
ერეკლე კი იჯდა გაბადრული სახით და ღმერთს მადლობას სწირავდა მათი მის ცხოვრებაში არსებობისთვის.

ხო, ნუ გიკვირთ.
ასე მარტივად და უბრალოდაც ხდება რაღაცები ხოლმე, როცა ნამდვილია.


***


უკვე კატოს სახლს უახლოვდებოდა. იქვე საკონდიტროში კატოს საყვარელი ნამცხვარიც უყიდა.
სალაროსთან რიგში იდგა, სულ რაღაც მესამე იყო. სანამ დრო ჰქონდა, ფანჯრიდან თვალი მოავლო ნაცნობ კორპუსს.
ლიფტის გახსენბაზე წამში ჟრუანტელმა დაუარა და გონებაც დაებინდა.
საერთოდ ვერ შეამჩნია მის წინ რიგი როგორ მიილია და მოლარე კონსულტანტი როგორი მოთმინებით ელოდა მის მიახლოებას.
გონს მალევე მოეგო, თანხაც გადაიხადა და შენობაც დატოვა.
ჩვეულებრივი ნაბიჯებით გაემართა სადარბაზოსკენ. არაფერს ელოდა და ეს შესამჩნევიც კი გახლდათ, მას ხომ აქ მოსვლამდე ერთხელაც კი არ გახსენებია ცოტახნის წინანდელი ინცინდენტი.
ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი და მოთმინებით დაელოდა ამ უკანასკნელსაც.
დიდი ხანი ლოდინი არც მოუწია, მალევე გაიღო ლიფტის კარიც და კატოს მეზობელი ლიაკო ბებოც დალანდა შიგნით, რომელიც თავის შვილიშვილს უტოვებს ხოლმე კატოს.
ღიმით მიესალმნენ, მოიკითხეს და მშვიდობიანი დღეც უსურვეს ერთმანეთს.
ლიფტში მერვე სართულის ღილაკს დაპროგრამებულივით მიაჭირა და კარების დახურვასაც დაელოდა.
თვალში მოხვდა მის კითხავზე ლურჯად დაწერილი ექვსი ასო: ერეკლე.
გაეღიმა, რადგან მიხვდა ბიჭი ეთამაშებოდა.
მხოლოდ სახელი დაუწერა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერეკლეს ფიქრობდა წარწერის ავტორს აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია ქვედა სართულზე მეზობლების შესახებ, თუ სახელი ეცოდინებოდა გვარის გარკვევას რაღა უნდოდა.
ანომაც გაუაზრებლად გახსნა ილიას ნაჩუქარი შავი ჩანთა და იასამნისფერი ფლომასტერი ამოიღო.
მიაწერა: ,,კარგად გამოგდის, ასე გააგრძელე".
ლიფტის კარიც გაიღო.
ანოს არცერთი წამით თავშიც კი არ გაუელავს ის აზრი, რომ ბიჭი რომელიმე სოციალურ ქსელში მოეძებნა.

ამის მიზეზი კი მარტივია.

მას სჯეროდა, რომ დედამიწაზე ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო.
ზუსტად ამ მიზეზითაც არ უფიქრია წარწერის ამბავზე კატოსთან ბოლო სტუმრობიდან სანამ კიდე მოვიდოდა იქამდე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ თუ რაღაც უნდა ყოფილიყო, აუცილებლადაც, იქნებოდა.

სწორედ ასეც მოხდა.

ყველაზე მთავარი კვანძიც სწორედ მაშინ გაიხსნა, როდესაც ლიფტიდან გამოსულმა ანომ, ფლომასტერი კვლავ დაუფიქრებლად ჩანთაში ჩააგდო.

ზუსტად მაშინ მოჰფინა ნათელი უფალმა ყველაფერეს, როცა ანომ გაიაზრა რატომ, მაინცდამაინც, ყველგან ილიას ნაჩუქარ ჩანთას დაატარებდა თან, როდესაც ამ უკანასკნელის ატანაც არ ჰქონდა.

იმიტომ ხომ არა, რომ ჩანთით ზუსტად იმ ფლომასტერს ატარებდა, რომელიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იცოდა მას, აუცილებლად, დასჭირდებოდა?!


***


ტირილი რა ჩვეულებრივი სიტყვაა არა?!
შეიძლება, მართლაც მდედრობითი სქესისთვის ჩვეულებრივი სიტყვაც და სიტუაციაც კი არის ( ესეც, რა თქმა უნდა, ყველა ქალისთვის არა )
მაგრამ, აბა მამაკაცებისთვის რასთან ასოცირდება იგი? შემთხვევით სილაჩრესთან, სისუსტესთან, არა-კაცობასთან ხომ არა?!
რა თქმა უნდა, კაცისთვის ტირილი, ცრემლები და ემოციების გამოხატვა ამ გზით, ხომ წარმოუდგენელია არა?!
სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
ჩემთვის ( და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენთაგანისთვისაც) ეს საზოგადოების ერთობლივი აზრი და დოგმა სტერეოტიპია.
ქალს თუ აქვს უფლება, საშვალება, არჩევანი საკუთარი იმედგაცრუება, ემოციურობა, ტკივილი ცრემლებით და ისტერიკით გამოხატოს, კაცს რატომ ვართმევთ ამ უფლებასა და არჩევანს? ისინიც ჩვეულბრივი ადამიამები არიან, როგორც დანარჩენები.



ანოს თვალები გაუფართოვდა კარი თვალებ ჩაწითლებული და უამრავი ხელსახოცით სავსე კატომ, რომ გაუღო.
ზოგადად არასდროს აკვირვებს სხვისი ცრემლები და ეს მდგომარეობა, მაგრამ კატოსგან ცოტა არ იყოს, ეუცნაურა.
ქალბატონი მართლაც, რომ განსაკუთრებული სიტუაციების გარდა მხოლოდ პოზიტივს, სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებს.
კატოს კი მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ხილვამ, რომელიც კარის ზღურბლზე ცელოფნებით დახუნძლული, ვერ ექანებოდა კიარა, დროდადრო თვალებსაც კი არ ხუჭავდა, ღიმილი მოჰგვარა.
მიხვდა, რომ მასზე ზედმეტად იმოქმედა.
სლუკუნით და თან მომღიმარი სახით გადაეხვია. ანომაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და ცელოფნიანი ხელები მაგრად შეჰმოხვია.
- სოციალურ ქსელში პოსტი წავიკითხე და ამან იმოქმედა ასე ძალიან - გამოუტყდა კატო.
- აი რაში ყოფილა თურმე საქმე. ძალიან ემოციური და რთული წასაკითხი იქნებოდა ასე თუ იმოქმედა შენზე კატუს.
- შემო და წაგაკითხებ.
სახლში პირველი მაინც ანომ მისი კატუსა შეატარა.
- აბა, რაები მომიტანე? - ცრემლიან წამწამებს მალ-მალე აფახუნებდა და ცელოფნებში შორიდან იჭყიტებოდა.
- რას მისჩერებულხარ, გოგო.
შენი საყვარელი ნამცხვრებია, ჩაის მოვადუღებ, ვჭამოთ და სახლს მივხედოთ, მაგრამ რაღაც არ ეტყობა ისეთი მისალაგებელი იყოს ჩემი დახმარებაც, რომ გჭირდებოდეს. - თვალები სასაცილოდ დაჭყიტა - გამომაქცუნე არა?!
- არა, არა, შენ იყავი, მე მოვადუღებ ჩაის, მანამდე კი აი ეს წაიკითხე -
უკვე მისაღებიდან გადიოდა, უცრად უკან, რომ შემობრუნდა - და ხო, ქალბატონო გამოგაქცუნე იმიტო, რომ მართლა მჭირდება შენი დახმარება და თან საჩუქარიც მაქვს შენთვის, ამიტომ კეთილი ინებე და წაიკითხე ეგ პოსტი, სანამ არ ადუღებული ცხელი ჩაი გადაგასხი.
ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ კატოს.
იმის მიუხედავად, რომ ბავშობიდან ერთად მოდიოდნენ, მაინც ვერ გაუგო ამ გოგოს, როგორ შეუძლია ერთ წამში ტიროდეს და მეორე წამს კვლავ გულწრფელმა ღიმილმა გაუპოს სახე?!
ხელში მოქცეული მოწყობილება, კერძოდ, კი კატოს ტელეფონი აზუზუნდა. ჯეოსელი წერდა ახალი შეთავაზების შესახებ. გაეღიმა.
გაახსენდა რატომაც ჰქონდა კატოს ტელეფონი და პოსტის კითხვას შეუდგა.
ისტორია საკმაოდ მცირე ზომის იყო, მაგრამ, ამავდროულად, მართლაც, რომ ბევრის მთქმელი აღმოჩნდა.

,,ერთხელ ვაჟმა დედა რესტორანში დაპატიჟა. დედა უკვე მოხუცი იყო და ჭამის დროს საჭმლის ნამცეცები კაბაზე უცვიოდა. ვაჟი მოთმინებით უბერტყავდა კაბას და ჭამაში ეხმარებოდა. მთელი რესტორანი უკმაყოფილოდ შესცქეროდა ამ წყვილს, მაგრამ ვაჟი არ იმჩნევდა და დედაზე ზრუნვას განაგრძობდა...
სადილს რომ მორჩნენ, ვაჟმა დედა დიდ ფოიეში გაიყვანა, სარკის წინ დააყენა, კაბა ჩამოუფერთხა, თმებზე ხელი გადაუსვა და სათვალე შეუსწორა.
მთელი რესტორანი დაძაბული უთვალთვალებდა მათ.
ვაჟმა საფასური გადაიხადა და დედასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა.
- ახალგაზრდავ, რაღაც დატოვეთ. - დაუძახა უცებ ვიღაც მამაკაცმა.
- მე მგონი არაფერი - მიუგო ვაჟმა.
- როგორ არა, აქ მჯდომ ყველა შვილს მაგალითი, ხოლო ყველა დედას იმედი დაუტოვეთ! ! !... "
( წყარო: დაიჭირე წამი )

ახლა, კი მართლა ყველაფერი გასაგები იყო ანოსთვის.
სამზარეულოში, ღუმელთან მოფუსფუსე კატოს ზურგიდან ჩაეხუტა და ბონუსად კისერშიც დაუტოვა კოცნა.
- შენ ხარ ნამდვილი საოცრება.
- ნამდვილად არ დაგიწყებ ახლა მაგ ფაქტის უარყოფას, რადგან შენთვის მართლაც საოცრება ვარ.
ამის თქმაღა იყო, და ჯიბიდან ორი თეატრის მოსაწვევი ამოიღო.
- დღეს აქ რჩები ქალბატონო. ხვალ თეატრში ,,მე გადავცურავ ზღვას" სპექტაკლზე მივდივართ და თან ამის შემდეგ, პოეზისს საღამო იმართება.
- ხომ იცი, რომ...
კატომ არ დაასრულებინა.
- ჩვენ პირველ რიგში, ერთმანეთი გვყავს ანო, ამიტომ არ უნდა ახლა მადლობა, მიყვარხარ და მსგავსი კომენტარები. ჩვენ ხომ ისეც სულ გამოვხატავთ ამას ერთამნეთის მიმართ. მარტივი მაგალითი ამისა: შენ ჩემი საყვარელი ნამცხვრები ამომიტანე ისე, რომ თეატრზე არაფერი იცოდი, მე კი ისე ვიყიდე ბილეთები ჯერ შენ დახმარებაზეც კი არ იყავი დათანხმებული.
ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია.

მართლაც, რომ ყველაფერი გასაგები იყო ორივესთვის.

ამის შემდეგ, შემთხვევით, ბედნიერება, რომ წვრილმანებშია ეჭვი, ხომ არავის გეპარებათ?!


***


თეატრის კიბეებზე ადიოდნენ, ანოს ილიამ, რომ დაურეკა.
- ქალბატონო, რომ დამთავრდება ყველაფერი, დამირეკე, მოგაკითხავთ.
- იმენა ძმა ხარ რა - შეჰყვირა კატომ.
- მაგას არისტოკრატულმა ადგილებმაც კი ვერ უშველა. უთხარი გოგო, თეატრში ხართ, რა აჭყავლებს?!
- კაი, ილო, დაგირეკავ ნახევარი საათით ადრე, სანამ ყველაფერი დასრულდება.
- გაკოცეთ - არ ცხრებოდა კატო.
ისედაც ვიბრაციაზე დაყენებულ ტელეფონს ხმა სულ გაუთიშა და ილოს ნაჩუქარ, იმ პატარა შავ ჩანთაში მოუძებნა ადგილი.
- კიდევ კარგი გუშინ გვიან მაინც გაგახსენდა ის, რომ ილოსთვის არ გქვონდა ბილეთი ნაყიდი და არც თეატრში წამოსვლა შეთავაზებული. გაგვიმართლა, რომ არ ეცალა თორემ ხომ იცი, ცოცხლად შეგვჭამდა.
თან ბოლო დროა განაწყენებულიც კი ჩანს, სულ იმას გაიძახის მე რატომ მივიწყებთო.
- კაი რა, ანო. ჩურჩუტია, როგორ შეიძლება ილო დაგავიწყდეს ან ძალით მოტეხო თემიდან.
- კაი, გოგო რაც აქამდე ამ ჟარგონებით არ გილაპარაკია, ახლა მოგინდა?
- მოიცა ერთი რა, კაი ხასიათზე ვარ შემარგე, სანამ პოეზიამ სულ დამსტრესა.
- ვერც ეგ გიშველის შენ.
ღიმილით ხელი ჩაიქნია და წინ მიმავალ კატოს დაედევნა.

სპექტაკლი ხომ არაჩვეულებრივი იყო ( ან რად უნდა მაგას ბევრი საუბარი ) აი პოეზიის საღამომ კი ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა.
უამრავი ადამიანი ესწრებოდა მას,
თეატრში ტევა არ იყო.
იმდენად ნაცნობი ლექსები და პოემები წაიკითხეს, რომ იქ ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ.

ანოს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთი პატარა მონაკვეთი ,,უსიყვარულოდ"-დან.
ესეც იმიტომ, რომ ნათლად ესმოდა მის წინ სკამზე მჯდარი ახალგაზრდა ბიჭის სიტყვები:
"და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,

ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.

და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,

თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!"

გალაკტიონ ტაბიძე


***


თემოს დაჟინებულ მოთხოვნაზე, მასთან აეღნიშნათ ლევანის წარმატება, უარი ვერავინ უთხრა.
არცერთს არ უნდოდა ასე გვიან ნონას და არჩილის შეწუხება, მაგრამ რა გაეწყობოდა?!
იცოდა ერეკლემ, თემოს ვერავინ გადაათქმევინებდა ჩანაფიქრს და ბიძაშვილს გვერდში ამოუდგა.
და ასე, ორმაგი ძალებით დაითანხმეს ყველა.
ნონა, რომ არ შეეწუხებინათ, უამრავი მზა საჭმელი აიტანეს, სასმლის ყიდვა ვერ გაბედეს, იცოდნენ არჩილი რა დღესაც დააწევდა უკან და იმიტომ.
ლიფტი არც ისეთი დიდი იყო, ამდენი ადამიანი უამრავი ცელოფნებით ერთად რომ დაეტია, ამიტომ პირველ ასვლაზე ერეკლეს და ანდროს გარდა, ყველა ერთად შევიდა ლიფტში, ცელოფნები კი მათ დაუტოვეს, ორნი ხართ და უფრო მარტივად ამოიტანთო.
ერეკლეს გული გამალებით ძგერდა, ერთი სული ჰქონდა ლიფტი მალე ჩამოსულიყო.
ანოსგან განსხვავებით, ერეკლე გააზრებულად იმ დღის შემდეგ ლურჯ ფლომასტერს სულ თან დაატარებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა გზა ბიძამისთან ჰქონდა თუ არა, ერჩივნა სულ თან ჰქონოდა.
თავიდან რომ გეკითხათ, მისი საქციელი მემაიტური და ბავშურიც კი იყო, მაგრამ აბა, ახლა კითხეთ ნამდვილად ასე ფიქრობდა თუ არა?!
ძლივს შელაგდნენ და შეიტანეს ყველაფერი.
გაუხარდა იმედები, რომ არ გაუცრუვდა. თვალებში ვარსკვალვები აუთამაშდა, რაც ანდროს არ გამოჰპარვია.
ერეკლემ დაასწრო.
- არაფერი თქვა.
ჯიბიდან ფლომასტერი ამოიღო და მიუწერა:
,,მადლობელი ვარ. ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის, მითუმეტეს უცნობისგან"
და მართლაც, რამდენს ნიშნავდა ერეკლესთვის ეს სიტყვები მამის გარდაცვალების შემდეგ.
- არ ვიცი, რა ხდება და რას აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი შენ ამ მდგომარეობად ნამდვილად ღირს, ძმაო - ხელი გადახვია ანდრომ და ამით, უსიტყვოდ უთხრეს ერთმანეთს ყველაფერი.

თუ შენი ბესნიერებისთვის არ იბრძოლებ, ის აუცილებლად სხვას ერგება.


იმას ხომ ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რა ხდებოდა შუა ღამით თავდგირიძეების ოჯახში?!
რა ნონა შეაწუხეს, ნონამ იქეთ შეაწუხა ყველა, რამე ხოარგინდათ, არ მოგერიდოთო, თორემ ამ ოჯახში ფეხს ვერ შემოდგამთო. ემუქრებოდა ყველას და თვალებს სასაცილოდ აბრიალებდა...
ამის შემყურე კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას გრძნონდა არჩილი, რომ თავის დროზე სწორი არჩევნი გააკეთა.
ან განა, როგორ შეიძლება სწორ და არასწორ არჩევანთან გვქონდეს საქმე, როცა ეს უკანასკნელი სიყვარულს ეხება?!


***


იმის მიუხედავად, რომ წინა ღამით გვიან დაიძინა, მეორე დილით ადრიანად ჭყიტა თვალები. ალბათ, ძილშიც კი გრძნობდა მოსალოდნელ ბედნიერებას.
ხვალ უნივერსიტეტი ეწყებოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ანოსაც ბევრი საქმე ჰქონდა, ისევე, როგორც სხვებს.
მას არ უყვარდა ზედმეტი არაფერი.
ისედაც მოწესრიგებული იყო ყოველთვის, ამიტომაც არასდროს არ სჭირდებოდა ზედმეტი ფორიაქი.
გეგმები არ ჰქონდა, ილოსთან ერთად გაატარებდა მთელ დღეს, მშობლებს მოესიყვარულებოდა და კარგად გამოიძინებდა.

სამზარეულოში ერთად საუზმობდნენ ოთხივენი, თინამ, რომ დარეკა.
- აბა, შერვაშიძეების ოჯახი მისმენთ?!
კეთილი ინებეთ და დღეს ყველა საქმე გადადეთ. საღამოს გვესტუმრეთ და ერთად ვივახშმოთ, თან თავდგირიძეებიც მოვლენ. ძალიან მომენატრა ძველი დრო და დროა გავიხსენოთ, არა?!
ილოც არ იცნობს მათ და გავაცნობთ ერთმანეთს, თან არჩილის ძმის შვილიც იქნება დღეს ჩვენთან.
სიტყვა ვერ ჩაუგდო ვერავინ თინას, ისე მიაყარა და დაკიდა ყურმილი.
- კარგით, მაშინ მე დღეს საკონდიტროში აღარ წავალ ( ლილეს საკუთარი საკონდიტრო ჰქონდა, სადაც თვითონვე იყო მთავარი კონდიტერი )
- მე გავალ საქმეებზე და მალე დავბრუნდები, მზად დამხვდით - განაცხადა უფროსმა შერვაშიძემ.
- ილო ჯერ მაინც არ მუშაობს და სანამ შანსი მაქვს, ხელიდან არ გავუშვებ და ჩვენც მოლში გავალთ რაღაცებს ვუყიდით თინას და დიმიტრის.
ძმისთვის არც უკითხავს, ისე დაალაგა გეგემები, ვითომ ილია რამეზე უარს ეუბნებოდეს.

ასე დაიშალნენ და გადანაწილდნენ ყველანი თავიანთ გზაზე.


***


რაღა თქმა უნდა, შერვაშიძეებისა და ჩერქეზიშვილის ოთხკაციანი რაზმი, დროზე ადრე გამოცხადდა თინასა და დიმიტრის ეგრედწოდებულ 'სუფრაზე'.
მათთან ერთად ქალბატონი კატოც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რად გინდა, იგვიანებდა. რა თქმა უნდა, დალოდება და მისთვის გავლა შესთავაზეს, მაგრამ იმდენად დიდი დრო მჭირდება, ჯერ სახლშიც კი არ მივსულვარო, წადით და მეც გვიან, მაგრამ მაინც შემოგიერთდებითო. რაღა უნდა ექნათ?! ვერც ვერაფერი.
- იმედია კარგი ამბავისთვის შევიკრიბეთ.
- ძმაო რა იყო კი, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლებოდა გვევახშმა?
- რაღაც, არ გეტყობათ თვალებზე 'უბრალოდ' სავახშმოდ, რომ შევიკრიბეთ.
- კარგი, თინა. ხომ იცი შენ ძმასთან ჭიდილს აზრი არ აქვს. თავდგირიძეებს დაველოდოთ და...
- აი თანაც კარზე ზარია.
ანომ კარისკენ მიმავალი თინა შეაჩერა.
- იყავი თინ, მე გავაღებ.
ნაცნობი სახეები მალევე დალანდა.
- შემობრძანდით
- ანო, საყვარელო არ არის საჭირო ეს კლდევამოსილება, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
- არ შემიძლია, ჩემ მეუღლეს არ დავეთანხმო. თანაც ქალბატონო, ეს უკანასკნელიც არც ისე ხშირად ხდება ხოლმე - ცხვირზე თითი სასაცილოდ დაჰკრა არჩილმა ანოს.
- მიხარია, შენი კიდევ ერთხელ და არა იმედია უკანასკნელად ხილვა - ძალიან უშუალოდ და მეგობრულად გადაეხვია თემოც ანოს.
დადებითად აკვირვებდა თავდგირიძეების ოჯახი.
ყველა დეტალს ამჩნევდა და თვით უნებურად, მეხსიერებაში იბეჭდავდა.
არჩილის ჟესტი იმდენად ესიამოვნა მეუღლის მიმართ, რაც პალტოს გახდაში დახმარებას მოაიზრებდა, რომ ტანში სასიამოვნოდ გასცრა გოგონას.
დიდი სიყვარულით მოიკითხეს ერთმანეთი, ილიასაც გააცნეს თავდგირიძეების ოჯახი და სუფრას შემოუსხდნენ.
- სანამ აქ შეკრების მიზეზს დავასახელებთ მე და დიმიტრი, ძალიან მაინტერესებს ჩემი ალექსანდრეს ბიჭი სად არის?
- ერეკლე?
- დავიჯერო მას სხვა ვაჟიც ჰყავდა და მე არ ვიცოდი? რამ გაგაკვირვა თემო, ხო ერეკლეზე მაქვს საუბარი.
როგორ მომენატრა ეგ საზიზღარი და ჩემი ეკატერინე.
- ახლახანს არ ინახულე კი, მაგრამ?!
ამას წინათ ჩემი რძალი მიყვებოდა, ძალიან ხშირად დადის ჩვენთან და ვკონტაქტობთო.
- ეგრეც არის აჩიკო, უბრალოდ დღეს ველოდებოდი ორივეს და ცოტა არ იყოს გული დამწყდა.
- მოდიოდნენ, ერეკლე ჩვენთან იყო და ეკასთვის უნდა გაგვევლო, უცებ ერეკლეს, რომ დაურეკეს და სახლში მოუხდათ დარჩენა.
- წარმოდგენაც კი არ მინდა, ჩემი ჩურჩუტი გოგო ახლა როგორ განიცდის აქ არ ყოფნას და დარდობს ვაწყენინე იმ ხალხს, რომ ვეღარ მივედიო. ახლავე დავურეკავ და დავბრუნდები.
სანამ თინა აივანზე ტელეფონზე ერეკლეს დედას, ეკას ესაუბრებოდა, მამაკაცებმა გახურება მოასწრეს და უფლის, სამშობლოს, გარდაცვლილების და გმირების სადღეგრძელოებიც კი შესვეს.
ის ის იყო, დიმიტრიმ მშობლების სადღეგრძელო დაიწყო, თინაც დაბრუნა.
- რა კარგ დროს დავბრუნებულვარ, ნამდვილად ბედია.
თითქოს და, ანოს გულში რაღაცამ გაუელვა, ხელ ორი წუთის წინ მოსულ, მის გვერდით მოკალათებულ კატოს მაჯაზე მოუჭირა და თინამაც დაიწყო.
- იმედია, ქმარი არ მიწყენს და სადღეგრძელოში შეწილებას მაპატიებს. მოკლედ ჩემო ყველაზე ძვირფასო და მნიშვნელოვანო ადამიანებო, არ დავიწყებ მშობლის როლის ახსნას ადამიანის ცხოვრებაში, პირდაპირ ამ როლში შევაბიჯებ და ყველაფერს ჩემი დიმიტრი და მე ერთად განვამტკიცებთ.
- მგონი ვერაფერს დავამატებ, ჩემმა ცოლმა იმდენად ამომწურავად და პირდაპირ გაჯახათ ჩვენი ცხოვრების მთავარი ბედნიერების მიზეზი.

იქ ამაბავი ატყდა...

"ბედნიერება - ეს არის ნიჭი დააფასო ის, რაც გაქვს და არა ის, რაც არ გაქვს" ვუდი ალენი.

დააფასო ის, რაც გაქვს არის ნიჭიცა და ბედნიერებაც.
ვერ წარმოგიდგენიათ რამდენს კარგავს ადამიანი, რომელიც რაღაც სხვას განდიდებს და, ამასობაში, კარგავს იმას, რაც წინ უდევს...


***


ერთამანეთის პირისპირ იჯდნენ და უამრავ რამეზე ფიქრობდნენ.
ერეკლე ორმაგად განიცდიდა დედის საღამოს გუფიჭებას, ვიდრე იმას თუ, რა უნდა ექნა ამ კონკრეტულ სიტუაციაში.
ეკატერინე კი იმაზე ღელავდა ერეკლესთვის როგორ დაენახებინა სწორი გზა და ის, რომ ყოველი წამი ძვირფასია.
ფრთხილად დაიწყო.
- დე, გუშინ თავიდან გადავიკითხე ერთი წიგნი, რომელშიც უამრავი ცხოვრებისეული ფრაზაა მოცემული, ერთი კი განსაკუთრებით თვალში საცემია.
,, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, არაფრის გადადება არ შეიძლება, ყოველ წამს ოქროს ფასი აქვს"
,, სხვა უდაბნოს საიდუმლო. "
და მე ნამდვილად ვეთანხმები მას, მეტიც, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ შენც ეთანხმები მას.
- დედა, ძალიან დავიბენი. თან არ მინდა ფარ-ხმალი დავყარო და, ამავდროულად, ძალიან მიმძიმს მამის მერე ამ გზის გაგრძელება.
- დე, ხომ იცი, ამ ნაბიჯით შენ ალექსანდრეს კიდევ უფრო გაახარებ იქ სადაც არის. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმიტომაც ხდება, ის რაც ხდება შენს თავს, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდე და დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში.
ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, ილია მეორე სულ ამბობს
,, ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. თუ დღეს განსაცდელში ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ განსაცდელს ნუგეშისცემა და სიხარული მოსდევს, ხოლო თუ სიხარული და ბედნიერება არ გაკლია, ნუ გაამაყდები, რადგან
შეიძლება წინ განსაცდელი გელოდებოდეს. ადამიანის ცხოვრება ხომ დაცემათა და აღდგომათა გაბმულ ჯაჭვს წარმოადგენს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ."-ო და აბა შენ რას ფიქრობ, ერეკლე?
ყავისფერ დიდრონ თვალებში აკაშკაშებული ვარსკვალავები შეანათა ერთადერთ ვაჟიშვილს.
- დედა, შენ ჩემი ანგელოზი ხარ. ვერასდროს დაგასრულებ, როგორაც არ უნდა გავიზარდო, ცხოვრებას შენ გარეშე ბოლომდე ვერასდროს შევიცნობ.

ერთმანეთს მთელი ძალით გადაეხვივნენ.

განა არსებობს დედამიწაზე იმაზე მჭიდრო კავშირი, ვიდრე ეს დედ-მამა-შვილობაა?!


***


ჩქარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა უნივერსიტეტის მესამე სართულის ჰოლში ერეკლე, არ უნდოდა კესოს აუდიტორია მის მისვლამდე დაეტოვებინა. გოგონას ტელეფონი წინა დღით აივნიდან გადავარდნოდა, ერეკლეს კი უნდა ეთქვა, რომ მისი ძმა, ლევანი გაუვლიდა უნივერსიტეტში და სახლში დატოვებდა.
ჰოლში ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა, ისეთი სიწყნარე გამეფებულიყო.
პირდაპირ კარის წინ, აუდიტორიასთან შეჩერდა, ოდნავ ფანჯარა გამოაღო და ფანჯრის რაფასვე დაეყრდნო.
იქვე ახლოს ორი გოგო შეამჩნია, ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია მათთვის, ზურგით იდგნენ, მაგრამ ერთ-ერთის ყვითელმა შარფმა, ნამდვილად, დაიმსახურა ერეკლეს ყურადღება.
საკუთარი ბოლომდე ვერ გადაწყვეტილი საკითხის შესახებ, თითქოს წინასწარ შერჩეული სიტყვები შემოესმა, რომელიც აშკარად მას არ ეკუთვნოდა.
ის ყვითელ შარფიანი გოგონა ეუბნებოდა მეორეს.
- ნენე, ,,ნამდვილი ცხოვრება ისეთი მარტივი არ არის, როგორც ფილმებში ჩანს ხოლმე, ნამდვილი ცხოვრება არეულ-დარეულია."
( ანიმაცია: ზოოტოპია ) ასე, რომ ბევრად უფრო ადვილია ახლის შექმნა, ვიდრე ძველის გადაკეთება, ამიტომ ნაკლებად იდარდე იმაზე, თუ რა მოხდა წარსულში, ეცადე მომავალი ამაზე უკეთესი გქონდეს...

და, თითქოს, ერეკლსაც ეს სჭირდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
გოგონას გახედა, მაგრამ მის სახეს თვალი ვერადავერ მოჰკრა, თუმცა მისი ხმა და საუბრის მანერა, სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში.

გონზე აუდიტორიის კარის გაღების ხმამ მოიყვანა.
მალევე დაინახა კესო, კესომაც შეამჩნია მეგობარი და მისკენ დაიძრა.
გვერდში მდგომი გოგონა, კატო გააცნო ერეკლეს.
ერეკლემ კი ლევანის დანაბარები გადასცა კესოს.
კესომ საპასუხოდ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ შემდეგ ლექციამდე ეზოში იქნებოდა კატოსთან და კატოს მეგობრებთან ერთად.
ერეკლეს კი არ გასჭირვებია, კატოს მეგობრებში, მანამდე მის გვერდით მდგომი ორი გოგონას ამოცნობა.
სანამ თვალს არ მიეფარა ეს ოთხეული, მანამდე განუძრევლად იდგა იმავე ადგილას.

ძვირფასებო, შეუჩერებლივ იარეთ წინ!
ზოგჯერ ცხოვრების ხელახლა დაწყება საუკეთესო გამოსავალია.


***


უნივერსიტეტის პირველ დღეს, პირველივე ლექცია მალევე დაამთავრა, რადგან გაცნობითი სახის იყო. ერთი ჯგუფელი მისი ნაცნობი აღმოჩნდა, ნენე. აქამდე ორ საგანს სწავლობდნენ ერთად, გაუხარდა მისი კვლავ ხილვა.
ერთმანეთს დიდი სიყვარულით გადაეხვივნენ. ლექცია როგორც კი დაამთავრეს, ერთად გაუდგნენ გზას კატოს აუდიტორიისკენ. ნენემ მცალია, დრო მაქვს და მეც წამოვალო. ანოსაც ძალიან გაუხარდა, კატოს გაგაცნობო უთხრა.
სანამ ქალბატონს აუდიტორიასთან ელოდებოდნენ, ანომ მარტივად შეამჩნია ნენეს უხასიათობა, რადგან იცოდა გოგონას უშრეტი ენერგიის შესახებ.
ნენემაც მალევე გაანდო გულისტკივილი ანოს, რომელიც ბენდის დაკარგვას უკავშირდებოდა.
აქამდე ანოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ნენე ბას-გიტარაზე თუ უკრავდა.
ყველაფრის მიუხედავად, მეგობარს ფარ-ხმალის დაყრის საშვალება არ მისცა და მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც არც თუ ისე ცუდად გამოუვიდა.
ამასობაში მათკენ მომავალი კატოც დაინახა, უცნობ გოგონასთან ერთად.
ის უცნობი გოგონა, კატოს ახალი კურსელი აღმოჩნდა, კესო.
ანომ კესოს და კატოს ნენე გააცნო და ოთხივენი შესვენების ერთად გასატარებლად ეზოსკენ გაემართნენ.


***


ლექციებს მალევე მორჩნენ.
კესოს მართლაც მოაკითხა მისმა ძმამ, მაგრამ სულ ტყუილად, გოგონა სახლში არ მიდიოდა, კატოსთან ერთად ჰქონდა გადაწყვეტილი საღამოს გატარება.
ლევანმაც რა გაეწყობააო, მაინც აქ ვარო და კატოსთან მიყვანა შესთავაზა გოგონებს.
კესოს თხოვნით კატოც დასთანხმდა შემოთავაზებას, ანომ მე ილია გამომივლის, როგორც იქნა მისი მეგობრები ჩამოვიდნენო, ხოლო ნენე უკვე ორი საათის წასული გახლდათ, რადგან ყველაზე ადრე მორჩა ლექციეებს.

მართლაც, რომ რა გაეწყობოდა.

ანო მარტო დარჩა უნივერსიტეტი კარებთან. უცებ, ისე შეიპყრო წყურვილმა, რომ დაუფიქრებლად გაემართა, იქვე მეორე ქუჩაზე მდებარე პატარა მარკეტისკენ.
ჩქარობდა, არ უნდოდა მის არ ყოფნაში ილია მოსულიყო და დაეგვიანებინა.
მაღაზიიდან გამოდიოდა, იქვე შუქნიშანთან მდგომი, მოხუცი ქალი, რომ შეამჩნია ორი მძიმე ჩანთით.
უნდოდა მისულიყო და დახმარება შეეთავაზებინა, მაგრამ სანამ შუქნიშანზე მწვანე აინთო და ქუჩა გადაჭრა, ქალთან უცხო ბიჭი მივიდა.
ღიმილით მიესალმა, მიხვდა, რომ ბიჭიც არ იცნობდა ამ მოხუცს.
ჩანთები ხელიდან გამოართვა, მისი მაჯა ხელზე მოიქცია და ნელ-ნელა ქუჩის გადაკვეთა დაიწყეს.
ამის შემყურე, ანოს თვალებზე სიხარულის ცრემლები მოადგა.
უხაროდა, ნამდვილი ადამიანები ჯერ კიდევ, რომ არსებობდნენ.


ამ დროს კი ერეკლეს სულ სხვა გულის ტკივილი აწუხებდა...
,, გაიხედა
და გამოიხედა გულმა
და ფიქრი ეტკინა-
ყველა რაღაცას უყურებდა
ერთმანეთს-არავინ."

ვაჟა ხორნაული.


***


ცოტა არ იყოს ეუცნაურა ლევანს, კატომ საკუთარი მისამართი, როცა უკარნახა, რადგან ეს უკანასკნელი, თემოს მისამართს ემთხვეოდა.
მთელი ცხოვრებაა იქ ცხოვრობდნენ თავდგირიძეები და თავლი არასდროს მოუკრავს კატოსთვის ლევანს, დროის უმეტესი ნაწილის იქ გატარების მიუხედავად.
ლევანს დისთვის საჩუქარი ჰქონდა, ამიტომაც უნდოდა დაჟინებით მას მიეკითხა უნივერსიტეტში კესოსთვის, მაგრამ კატოსთან მოერიდა, ხომ არ ვაყურებინებ კესოს როგორ ვჩუქნი საჩუქარს და მისთვის არაფერი მაქვსო.
დიახ, ასეთი სუფთა გულის პატრონი იყო, ამხელა 24 წლის პოეტი კაცი. რას იზამდა, ცოტა ხნით გადადო საჩუქრის ამბავი.
უმცროსს დისთვის ლევანს ტელეფონი ეყიდა, წინა დღით, პოეზიის საღამოზე აღებული ჰონორარით.
იცოდა მის დას არ უყვარდა ძვირადღირებული საჩუქრები, მაგრამ ტელეფონზე ღელვას მაინც ამჩნევდა. კესოს ტექნიკა არ უყვარდა, მთავარ მიზეზად ამ უკანასკნელს ასახელებდა ადამიამების ერთმანეთის მიმართ გაცივებაში, მაგრამ სჭირდებოდა, მის გარეშე ვერაფერს კითხულობდა და ვერავის ეკონტაქტებოდა.

კესომ მხოლოდ მისამართზე მისულმა იცნო თემოს კორპუსი, გვერდით ჩუმად მჯდომ გოგონას გადახედა და უთხრა.
- კატო, შენ ჩვენი ბიჭის მზეობელი ყოფილხარ და აქამდე როგორ არც ერთხელ არ შეგვიმჩნევიხარ?
- თქვენი ბიჭის? - დაიბნა.
კესომ გადაიკისკისა. ახლა ლევანი ჩაერთო.
- მაგ გიჟს ნუ უსმენ. თავდგირიძეები გეცოდინება აუცილებლად, მეორე სადარბაზოში მეშვიდეზე ცხოვრობენ.
- აჰ, კი. მეც მეორე სადარბაზოში მერვეზე ვცხოვრობ, ჩემი ქვედა მეზობლები არიან - დაეთანხმა კატო.

უფრო წინა საღამოთი, თინასთან ვახშამზე გაცნობილი თავდგირიძეები ამოუტივტივდა გონებაში, ვიდრე მისი მეზობლები.
გვიან გაანალიზა, რომ ერთი და იგივე ოჯახზე იყო საუბარი, რასაც წინა საღამოთი ეზოში დაპარკინგებული იგივე მანქანა ადასტურებდა, რომლითაც თინასთან იყვნენ თავდგირიძეები მისული.

უკვე ლიფტში იყვნენ, კატო ჩანთიდან გასაღებს იღებდა კესომ, რომ მოუჭორა ხელზე.
- ნახე რა უცხო, თან არაფრის და თან ყველაფრის მთქმელი დიალოგია.
კარზე დაწერილ დიალოგზე მიუთოთა.
კატოს მკრთალად გაეღიმა.
წარწერები ახალი იყო, აქამდე არ შეემჩნია.
კესომ ტელეფონის არ ქონის გამო კატოს თხოვა თავისი და კამერაში დიალოგიც დააფიქსირა.


***


შერვაშიძეების სახლში აურზაური იყო.
უამრავი ადამიანი ტრიალებდა.
ილიას მეგობრები დაბრუნებულიყვნენ საზღვარგარეთიდან და სუფრა გაეშალათ.
თინა და დიმიტიც იქ იყვნენ.
სუფთა ჰაერზე მოუნდა თინას გასვლა და ანოც თან გაყვა აივანზე.
- დიდი ხანია, მე და შენ მარტო არ ვყოფილვართ ანნ... მომენატრე, ჩემო გოგო.
ანო თინას გადაეხვია.
- თინა მიყვარხარ და მინდა სულ ერთმანეთის გვერდით ვიყოთ.
- სხვანიარად ვერც იქნება. დიდი ხანია არ გვიჭორავია მე, შენ და კატოს. როგორ მიდის თქვენი საქმეები, დღეს უნივერსიტეტიც დაგეწყოთ.
- ყველაფერი კარგად არის, ხომ იცი არ არსებობს ამაბავი, რომელიც არ ვიცით ჩვენ სამმა ერთმანეთზე. სიმართლე გითხრა მე მაქვს დიდი ხანია შენთვის რაღაც მოსაყოლი, მაგრამ რაღაც გაიწელა ეს ამბავი -
ანოს დამალვა არც უფიქრია, პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- გისმენ, ჩემო ცქრიალავ.
- კაი რა, ნუ მეძახი ეგრე, თორემ მეცინება...
- კარგი, კარგი, აბა დაიწყე.
- უკვე ორჯერ ვნახე სიზმარი აფხაზეთზე თინა და ოროვეჯერ ოფლით დაცვარულმა გავიღვიძე.
აქამდე ესეთი რამ არ დამმართნია, ხომ იცი ეგრევე გეტყოდი.
ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ არც კი მიფიქრია იმაზე რასაც სიზმრად ვხედავდი, მე ომს არ მოვსწრებივარ, ისეთი ტკივილი არ გადამიტანია, რაც თქვენ და ვერ ვხვდები ეს ჩემ სიზმრებთან რა კავშირშია.
თინა ამ დროის განმავლობაში სუნთქვა შეკრული უსმენდა ანოს.
- ანო, ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა?
- კი, თინა, რატომ გაქვს ესეთი ხმა?
- შენ არ გემახსოვრება, საყვარელო, მაგრამ ბავშობაშიც დაგმართნია მსგავსი რამ და მაშინაც მხოლოდ მე მიამბე ამის შესახებ...
- ხო, მე ნამდვილად არ მახსოვს და შენ ხომ არ იცი რატომ ხდება ესე?
- მგონი ვხვდები, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. შენ, რომ 5 წლის იყავი შემთხვებით 1992-1993 წლის აფხაზეთოს ომის ფოტოები იპოვე შენი მშობლების საძინებელში, ეგ დღე კარგად მახსოვს, რადგან სახლში მხოლოდ მე და შენ ვიყავით, ილოს მაღალი სიცხე ჰქონდა და საავადმყოფოში ჰყავდათ ლილეს და კიტას წაყვანილი.
სამზარეულოში ვიყავით, მე ჩაის ვაკეთებდი ჩვენთვის შენ, რომ მითხარი მშობლების ოთახიდან სახატავ რვეულს და ფანქრებს მოვიტან და დავხატავო, მეც დაგთანხმდი. ისეთი დინჯი იყავი, არაფრის დამშავებელს შენ არ გავდი - აქ გაეღიმა თინას -
ცოტა, რომ შეგაგვიანდა მე თვითონ შემოგაკითხე ოთახში, შენ კიდევ გაშტერებული თვალების დაუხამხამებლად რაღაც ფოტოებს დაჰყურებდი, ზოგიც იატაკზე იყო მიმოფანტული.
უცებ გულში რაღაცამ გამკრა, და ვაი, რომ სწორად ვიფიქრე.
ბებიაშენის, ჩემი და კიტას დეიდის, ( ანუ დედას დის ) ომში გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდი.
მარინა ფოტოგრაფი იყო, ზუსტად მაგ ომში გაიცნო ბიძაჩვენი, მისი ქმარი, გეგა.
ახლა ეს რატომ გამახსენდა, ზუსტად მაგ ამბავის შემდეგ 3 წელში დაგემართა ისევ მსგავსი რამ, კოშმარებს ნახულობდი ომზე, მაშინ 8 წლის იყავი და პირველი შემთხვევაც ეგ იყო, მხოლოდ 4 ჯერ ნახე სიმზარი და ამ წუთამდე, დღემდე მეტჯერ აღარც გინახავს...
სამწუხაროდ და თან საბესნიეროდ, ახლა კვლავ გესიზმრა, და იცი ამაში რაა საბესნიერო, იმის მიუხედავდ, რომ შენ სულ გახსოვს საიდან ხარ და რა გადავიტანეთ, ახლა უფრო მეტად დააფასებ ჩვენ წარსულს, ცხოვრებას და თითოეულ წამს.
სიმართლე გითხრა, იმდემად მძიმე კადრები იყო ფოტოებზე ასახული, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ რაღაც კვალს შენ ცხოვრებაზე მაინც დატოვებდა, საერთოდ არ მესმის ამდენს როგორ გაუძლო მარინამ, მაგრამ არც ის დაინდო დედაბუნებამ ბოლომდე. მას შენზე ხშირად ესიზმრებოდა ომის კადრები და თითქოს ლანდად დაჰყვებოდა ეს ამბავი, იმიტომაც აღმოჩნდა ეს ფოტოები კიტას უჯრაში, ბიძაჩვენმა კიტას სთხოვა მარინასგან შორს მათი შენახვა....
ანომ შეაწყვეტინა.
- სიმართლე გითხრა, ახლა უფრო დავმშვიდდი და მომეშვა, რადგან ვიცი რაც ხდება და რა მიზეზით. ხომ იცი გაურკვევლობა მძაბავს და რადგან ესეც გავიგე, დანარჩენს ეშველება, ხომ იცი აღარ ვარ პატარა გოგო, ვიცი, ყველაფერს მოვაგვარებთ.
- როგორ მიხარია ბოლო სიტყვები მრავლობითში შენვე, რომ თქვი, თორემ შეიძლება გამეტყავებინე.

ოროვეს გაეცინა. ცივმა სიომაც დაუბერა და სახლს მიაშურეს, ნამდვილად არცერთს არ უნდოდა ჯერ არ დაბადებული ბავშვის გაციება.


***


გვიან გაიგეს შაბათ საღამოს უნივერსიტეტში ახალი კურსის დაწყების აღსანიშნავად გახსნის კონცერტი, რომ იმართებოდა.
სცენა ღია ცის ქვეშ, უნივერსიტეტის ეზოში იყო მოწყობილი.
მარტისთვის არა შესაფერისი სითბო გამეფებულიყო იმ საღამოს.
უამრავ სტუდენტს და, არა მარტო სტუდენტს, მოეყარა თავი.
ერეკლეს, თემოსა და კესოს დაჟინებული თხოვნით იოანე, ლევანი და ანდროც მათთან ერთად ატარებდა ამ საღამოს, იმის მიუხედავად, რომ ისინი უკვე უნივერსიტეტში აღარ სწავლობდნენ.
ანდროს მაგისტრატურა ახლახანს დაემთავრებინა.
ლევანი უნივერსიტეტში საერთოდ არ სწავლობდა, პოეტი იყო და შესაბამისი კურსები გაიარა, ხოლო იოანემ საკუთარი განათლება მხოლოდ ბაკალავრიატის დამთავრებით შემოფარგლა.
თემო, კესო და ერეკლე თანატოლები იყვნენ, სამივენი მეორე კურსის მეორე სემეტრს სწავლობდნენ, უბრალოდ ასაკით ჰქონდათ რამდენიმე თვე ან სულაც ერთი წელი აცდენა.

რა თქმა უნდა, კატო, ანო და ნენეც ესწრებოდნენ ამ საღამოს, ისევ და ისევ, კატოს დაჟინებული თხოვნითა და მოთხოვნით.

საღამო წინა სემესტრში ფრიადი სტუდენტების დაჯილდოვებით დაიწყო, რომელსაც გაგრძელება, აუცილებლად, შესანიშნავი ექნებოდა, ხოლო დასასრულს უზარმაზარი ფოიერვერკები დააგვირგვინებდნენ.

როგორც იქნა, დაჯილდოვება დასრულდა და ახლა უნივერსიტეტის ბენდს უნდა გაეგრძელებინა საღამო.
ბენდი მხოლოდ 3 ადამიანისგან შედგებოდა, რასაც სცენაზე ადამიამების რაოდენობაც ამტკიცებდა.
ერთ-ერთი პიანინოზე უკრავდა, ერთიც დასარტყამ დრამზე, ხოლო მესამე კი ძალიან პატარა ზომის საყვირზე.
ერთი შეხედვით, ჯგუფი შეუმდგარს წააგავდა, რატომღაც არცერთი არც ბას გიტარაზე ან ელექტრო გიტარაზე უკრავდა, არსად სოლისტიც არ ჩანდა, რამაც ცოტა არ იყოს, დამსწრე საზოგადოების გაკვირვებაც კი გამოიწვია.

ყველას მზერა სცენისკენ იყო მიმართული, როდესაც მეგობრების ჯგუფს ერეკლე გამოეყო და ამ უკანასკნელისკენ დაიძრა.
სცენის გვერდით ხუთსაფეხურიან კიბეს აუყვა დინჯი ნაბიჯებით.
წესით მისი მეგობრები ამის შემყურე განცვიფრებულები და გაკვირვებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, მათგან ზოგი არც კი სუნთქვადა, ზოგიც აკაშკაშებული თვალებით და სიამაყით უმზერდა მას, ხოლო კესო ცრემლების შეკავებასაც კი არ სცდილობდა. მოკლედ, ხუთივე გახევებული, თითქოს იმ ადგილას მიწეპებული, გაღიმებული სახეებით, მიკრაფონთან ახლად მისულ ერეკლეს უცქერდნენ.
- მოგესალმებით ყველას, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ წარმატებულ სემესტრთან ერთად.
ალბათ ამ ჯგუფის შესახებ აქამდე გსმენიათ და არა ერთხელ მოგისმენიათ მათთვის, ალბათ ყველას გაინტერესებთ აქ საიდან ვარ და რას წარმოვადგენ?! ნება მომეცით, გაგეცნოთ -
აქ ოდნავ ჩაეღიმა და მალევე განაგრძო მონოლოგი -
მე ამ ჯგუფის ახალი წევრი გახლავართ, სოლისტი და ელექტრო გიტარაზე შემსრულებელი, ერეკლე თავდგირიძე. არ დაგიმალავთ და გეტყვით, საკმაოდ დიდი ხანია არაფერი არ შემისრულებია, გარკვეული, პირადი მიზეზების გამო და ახლა, თამამად შემიძილია გითხრათ, რომ მიხარია აქ დგომა, საყვარელი საქმის გაგრძელება და სიამოვნების მიღება მასთან და თქვენთან ერთად. მართალია, სიტყვა ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მინდა ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ყველას ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ: არასდროს იცით რა იქნება შემდეგი და რას მოგიტანთ საკუთარი არჩევანი, მაგრამ ზუსტად რაც უნდა იცოდეთ ის არის, რომ რაღაც, აუცილებლად უნდა აირჩიოთ, გადადგათ ნაბიჯი და დაუსრულებლად გაგრძელოთ...

აი თურმე ბოლო დღეებია ერეკლე რას ებრძოდა და რა ფიქრებს მისცემოდა.

საკუთარ სათქმელს თავი მოაბა, დაასრულა და იქაურობა ტაშის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა.

მალევე განაგრძო:
- მადლობა აქ ყოფნისთვის, გვერდში დგომისთვის და უბრალოდ არსებობისთვის. ჩვენი ოთხკაციანი ბენდი სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ულევ ბედნიერ წუთთან ერთად.

უამრავი ნაცნობი თუ უცნობი, ქართული თუ უცხოური ნაწარმოები შეასრულეს საკუთარი ინტერპრეტაციით.
ოთხივეს ეტყობოდა უდიდესი სიყვარული საკუთარი 'საქმის' მიმართ, რაც უდაოდ მათაც და იქ მყოფ თითოეულ ადამიანსაც სიამოვნებას ანიჭებდა.
ერეკლეს იმდემად ნაზი, ხავერდოვანი ხმა და ხმის ტებრი ჰქონდა, რომ შეუძლებელიც კი იყო სხეულის თითოეულ უჯრედს არ მოსდებოდა ის.
ბენდის თითოეული წევრი, დრო გამოშვებით მსმენლსაც გამოეხმიანებოდა ხოლმე.
ერთ-ერთი სიმღერის დასრულების შემდეგ, ერეკლემ განაცხადა:
- ეს საღამო დარწმუმებული ვარ, ჩემს მსგავსად ბევრისთვის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისია, ამიტომ ამის დასაფასებლად, მზად ვარ ჩემი საყვარელი სიმღერა გიწილადოთ.

მისი სამეგობროდან, რა თქმა უნდა, ყველა ხდებოდა, რა სიმღერა იქნებოდა ეს უკანასკნელი.

ერეკლემ გიტარაზე მისი გრძელი თითებით ნაზად აიღო სიმღერის პირველი ნოტები, დარბაზს თვალი მოავლო, ორი წამით მის მეგობრებს გაღიმებული სახით შესციცინა და, ის ის იყო, კვლავ დარბაზს დაუბრუნდა, რომ მის პირდაპირ, მოშორებით მდგარ, მისთვის ჯერ კიდევ უცნობ, თავალებ აკაიფებულ გოგონაზე გაეყინა მზერა.

მზერა, რომელსაც ანომ საპასუხოდ თვალი თავლში გაუყარა ერეკლეს.


"ერთ მზერას შეუძლია სიყვარულის მოკვლა, ერთ მზერას შეუძლია გააცოცხლოს იგი."
( წყარო: ფსიქოლოოგის დრო )

მზერა.... ერთ მზერას, სიყვარულით სავსეს, ანდაც ცარიელს...
ყველაფრის შეცვლა ძალუძს.

ამასობაში მისამღერიც დაიწყო:
,, მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ

მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ

ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი

მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ

სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ

ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი

ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ

ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ

ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე....

მე ვიცი რა გველის

და ვხედავ შენ ლექსებს ისევ წერ

ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ

და ვიცით ჩვენ სხვებიც გვისმენენ

შენ იცი რა გველის

შენ ხედავ მე ლექსებს ვეღარ ვწერ

შენ იცვლი, შენ იცმევ, შენ ცხოვრობ

მე კი ვეღარ ვძლებ…"

ქეთათო და ირაკლი ჩარკვიანი.

ნაცნობმა ხმამ, ტექსტმა და შესრულებამ ანოს თავბრუ დაახვია.

კატოს მაჯას მაგრად ჩაეჭიდა.

თითქოს ეს ყველაფერი პირველად არ ხდებოდა მის თავს...


***


უკვე ორი საათი ხდებოდა, რაც უკუნით სიბნელეში საწლოზე ტანსაცმლით იყო გაწოლილი და სახე ჭერისკენ მიეშვირებინა.
თვალები დიდი რუდუნებით დაეხუჭა მასთან ერთად კი, სუნთქვის დარეგულირებას სცდილობდა.
თავში უმარავი აზრი უტრიალებდა, მოგონებას მოგონება ანაცვლებდა და ეს კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას იწვევდა მასში.
დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს ხმა და შესრულება მანამდეც მოუსმენია სადღაც.
ღრმად ჩაისუნთქა და აზრების დალაგებას შეუდგა.
ზუსტი თანმიმდევრობით იხსენებდა ბიჭის სიტყვებს, რომლებიც სცენაზე გაცნობის დროს წარმოთქვა.
უფრო ძლიერად, რომ დაეძაბა გონება და გაეხსენებინა ყველაფერი, ერეკლეს ნათქვმს სიტყვებს სიტყვასიტყვით იმეორებდა, თან იმდენად ხმადაბლა, თითქოს მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა.
,, - მოგესალმებით ყველას, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ წარმატებულ სემესტრთან ერთად.
ალბათ ამ ჯგუფის შესახებ აქამდე გსმენიათ და არა ერთხელ მოგისმენიათ მათთვის, ალბათ ყველას გაინტერესებთ აქ საიდან ვარ და რას წარმოვადგენ?! ნება მომეცით, გაგეცნოთ...''

ამ სიტყვების შემდეგ, ანოს მისი ჩაღიმებაც კი ახსოვდა.
თითქოს თვალწინ აღიქვა და ტანში გასცრა.
ისევ გაანაგრძო გახსენება....
,, - მე ამ ჯგუფის ახალი წევრი გახლავართ, სოლისტი და ელექტრო გიტარაზე შემსრულებელი, ერეკლე თავდგირიძე..."
და აი ისიც.
ერეკლე თავდგირიძე, ერეკლე თავდგირიძე, ერეკლე თავდგირიძე..... ანოს გონებაში მანტრასავით ტრიალებდა ეს სახელი და გვარიი.......
ტუჩზე საჩვენებლი თითი მიიდო, კიდევ უფრო დაძაბა გონება და ამ უკანასკნელმაც განგაშის ხმები გამოსცა...
- მოიცა, მოიცა... ახლა ხმამაღლა დაიწყო ფიქრი.
- ჩვენ, რომ თინასთან ვიყავით იმ დღეს, რა თქვა თემომ ერეკლემ ვერ შეძლო მოსვლაო?! დაურეკეს და დარჩენა მოუწიაო?!... ერეკლეო?...
კვლავ ხმამაღლა განაგრძობდა.
- თავდგირიძეები არიან, თან არჩილის ძმისშვილიც იქნებაო, ესე ართქვა თინამაც, როცა დარეკა?....
თან უკრავს, თან ერეკლე ჰქვია, თავდგირიძეა, ისევ ,,მოდი წავიდეთ" იმღერა, როგორც მაშინ...
კატომაც ჩემ ქვემოთ თავაგირიძეები ცხოვრობენო, ხშირად უკრავენ, მაგრამ გიტარაზე არაო, ამ ჯერად შენ გაგიმართლაო...

ნელ-ნელა ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებდა....
ცოტა არ იყოს, იერითაც კი ეცნობოდა ბიჭი, უბრალოდ იმდემად დიდი პრობლემა ჰქონდა მეხსიერების, რომ ყველაფერი უფრო რთულდებოდა...

კიდევ დიდი ხანი გააგრძელებდა ჭერში ცქერას და ყველაფრის გაანალიზებას, რომ არა ტელეფონის ხმა.
კატო სწერდა:
,, იმედია ჯერ კიდევ გღვიძავს და ჩემი შეტყობინება არ გირღვევს მშვიდ ძილს, თორემ ამ ცოდვას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ;) შენთვის უნდა მეჩვენებინა დღეს და სულ გადამავიწყდა :(
ნახე, რა საყვარლობააა?!... " თან ფოტოც დაურთო, რომელზეც ანოსთვის ნაცნობი დიალოგი იყო ასახული, კატოს სადარბაზოში, ლიფტის კარზე...

გაააკანკალა...

თითქოს ყველაფერი ერთად ხდებოდა მის თავს...
უამრავჯერ გასხენებული დიალოგი, კიდევ ერთხელ გადაიკითხა და გაეღიმა.

კატოს მიწერა:
,, შენ, რომ არ მყავდე კატუსს...♡ "

თითქოს ჯაჭვმაც თავისით დაიწყო დალაგებაც და გაერთიანებაც.

და შეიძლება ითქვს, რომ ანომ იმ წამიდან, თავისუფლად სუნთქვაც შეძლო.


***


უნივერსიტეტში სპეციალურად მოწვეულ პროფესორს ლექცია უნდა წაეკითხა ქალთა უფლებების შესახებ, რომელიც ყველაზე დიდ საკონფერაციო დარბაზში ტარდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ რაზე სწავლობდა ან რომელ კურსზე იყო, დასწრება თავისუფალი იყო და ამიტომ, შვიდას ადგილიან დარბაზში, სკამების დამატებაც კი მოუწიათ უნივერსიტეტის დაცვას, იმდენ ლექტორსა თუ სტუდენტს მოეყარა თავი.

საკოფერენციო დარბაზი ოვალური ფორმის გახლდათ, ცოტათი პარლამენტის დარბაზსაც კი წააგავდა, გინდოდა თუ არა, ჩვეულებრივად მჯდომსაც კი სარკისებულად, საპირისპიროდ სხვა ადამიანი უმშვენებდა ხედს.

ანო მესამე რიგში იჯდა, თითქმის ბოლო მაგიდასთან, რომელიც გასასვლელთანაც ახლოს იყო და ამავდროულად დარბაზის შუაგულთან.
წესით გვერდით ნენე უნდა ყოლოდა, მაგრამ, როდესაც დარბაზში შემოდიოდნენ, დაურეკეს და გაქცევა მოუწია თან ისე, რომ ვერაფრის ახსნა მოახერხა გოგონამ ანოსთვის.

მართალია თავს უკეთესად იგრძნობდა გვერდით მეგობარი, რომ ჰყოლოდა, მაგრამ არც ამდენ უცნობში დარჩენილი გრძნობდა დისკომფორტს.

როგორც იქნა პროფესორიც გამოჩნდა და მალევე დაიწყო ლექციაც.

ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიტყო ქალთა უფლებების შესახებ, რაც აქამდე არ იცოდა ან იცოდა, მაგრამ უბრალოდ არასდროს გახსენებია.
მართალია ბევრ მოსაზრებასა და შეხედულებაზე ეთანხმებოდა ბატონ ვასოს, მაგრამ ზოგ საკითხს განსხვავებულად აღიქვამდა და იაზრებდა.

შუა საუბრისას, ბატონმა ვასომ იქ მსხდომებს მიმართა კითხვითაც:
- ქალს უფრო მეტი გაჭირვების, პრობლემის, ტკივილის, სისუსტის ატანა შეუძლია თუ მამაკაცს?!...
მართალია, აქ შვიდასზე მეტი სრულიად განსხვავენული ან რაღაცით მსგავსი აზრი, შეხედულება და მოსაზრება არსებობს ამ წუთას, მაგრამ მზად ვარ ყველას მოვუსმინო, ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას იგი და არგუმენტებიც დაურთოს თან.

იმის მიუხედავად, რომ დარბაზის 65%ს მდედრობითი სქესი წარმოადგენდა, კითხვაზე პასუხი მაინც უმრავლესობამ მამაკაცი დაასახელა.

ანოს გონებაში იმდენი აზრი უტრიალებდა, რომ უცებ თავის ტკივილიც კი იგრძნო.
არასდროს უჭირდა ან ერიდებოდა ამდენ ხალხში საუბარს, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი შეხედულებაც გაეზიარებინა. რატომაც არა?!
ხელი აწია და თავის რიგს დაელოდა, როდესაც პროფესორი მას შეანჩნევდა და უფლებას მისცემდა ესაუბრა.

სკოლის მოსწავლეს გავდა დიდ მერხთან მჯდომი, ცალი ხელით ზემოთ აწეული გოგონა.
ბატონმა ვასომ მალევე შეამჩნია ანო და მის დანახვაზე თვითუნებურად ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.

ანოს თავის დაკვრით ანიშნეს, რომ შეეძლო დაეწყო საუბარი.
მალევე წამოდგა დარწმუნებით ფეხზე და გულწრფელი ღიმილით მოავლო თვალი დარბაზში მსხდომებს.
- მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ვასო ამ არაჩვეულებრივი ლექციის ჩატარებისთვის და თქვენ მეგობრებო - მიმართა დარბაზს - გულწრფელი პასუხებისთვის.
ახლა თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთს წაგართვამთ, რადგან მე არ შემიძლია ამ შეკითხვას მხოლოდ ერთი სიტყვით გავცე პასუხი - გაეღიმა, შეიძლება ბევრი ვერც მიხვდა ერთი სიტყვით პასუხში ანომ რა იგულისხმა, მაგრამ მან კი თავისთავად კარგად იცოდა ამ ფაქტით ხაზი, რომ გაუსვა წინ დიდი მონოლოგი, რომ ელოდა ყველას. - მინდა რამდენიმე ფაქტი ავღნიშნო. დარბაზში ახლა და ზოგადად დედამწაზეც უმრავლესობას ქალები წარმოვადგენთ, ამის მიუხედავად, კითხვაზე პასუხი მეტწილად მამაკაცი აღმოჩნდა, მე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავეთანხმები უმრავლესობას.
ცხოვრებისეიული მაგალითებით აგიხსნით, რატომ შეუძლიათ ქალებს უფრო მეტის ატანა და რატომ არიან უკაცრავად და, ისინი ვირები.
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ქალი არ არის მხოლოდ ქალი, მან უნდა შეითვისოს უმარავი პროფესია მასთან ერთად.
ქალთან ერთად ის უნდა იყოს დედა, მეუღლე, მეგობარი, შვილი, მეზობელი, ნათესავი, ახლობელი... და კიდევ არვიცი ვინ, თან ამ ყველაფერთან ერთად, ის ყოველთვის მომხიბლველად, მიმზიდველად და სასურველად უნდა გამოიყურებოდეს....
მოკლედ, რომ ვთქვათ ქალი ყოველთვის იყო, არის და იქნება მულტიფუნქციონერობის მაგალითი.
მეორეც, ღმერთმა ყველა ადამიანი დაიფაროს, მაგრამ ის ფაქტი მგონი ყველასთვის ცნობილია, რომ როდესაც მამაკაცები ქვრივდებიან მათ აქვთ უფლება მეორედ, მესამედ ან კიდევ არ ვიცი მერამდენეჯერ შეირთონ ცოლები და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ ერთად, არც მუშაობა, არც სახლი, შვილების, ეზოს, ოჯახის მოვლა.
მათთვის ტკივილი აუტანელია და გვერდით აუცილებლად სჭირდებათ ქალი, რომელიც ყველაფერს შეუმსუბუქებს მათ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელზეც ის შეძლებს დაყრდნობას, მაგრამ ჩემ ნათქვამს კვლევის შედეგებიც დაადასტურებს.
მამაკაცების უმეტესობა დაქვრივების შემდეგ ისევ ქმნის ოჯახს... ამით მე იმას არ ვეწინააღმდეგები, რომ ისინი არ იმსახურებენ ბედნიერებას და ცხოვრების გაგრძელების უფლებას, უბრალოდ ამ არგუმენტით მე ვამყარებ იმ აზრს, რომ ქალებს უფრო მეტის ატანა შეუძლიათ ვიდრე მამაკაცებს.
კიდევ ძლიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვიცი ამდენი დრო არ გვაქვს.. რაც ძალიან სამწუხაროა, უბრალოდ რამდენიმე რჩევას მოგცემთ და საერთოდ ისევე გავუჩინარდები და გავქრები, როგორც ამ ჩემ მონოლოგამდე არ ვარსებობდი.

მივმართავ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი ქალებს:
,, არასდროს არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ არ შეგიძლიათ. თუ რამე მთელი გულით გინდათ, აუცილებლად, გამოგივათ. არა იმიტომ, რომ ქალები ხართ, არამედ, იმიტომ, რომ ხართ ძლიერი ლიდერები. გაბედეთ, აიღეთ პასუხისმგებლობა, თქვით ვინ ხართ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და გჯეროდეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
შეგიძლიათ, გქონდეთ ძალიან წარმატებული კარიერა, იყოთ კარგი დედები და გყავდეთ ძლიერი ოჯახები.'' ( დებერა სივერსტენი )

,, შეიძლება ახლა დაღლილი და გამოფიტული ხარ, ვერ გაგიგია ამდენი რამ რატომ ხდება შენს ცხოვრებაში, მაგრამ მოვა დღე და უკან, რომ მოიხედავ, დაინახავ ძალიან ძლიერ ქალს, რომელმაც ბევრი სირთულე და დაბრკოლება ღირსეულად დაძლია. რომელმაც მიუხედავად ბევრი ბრძოლისა და უსამართლობისა, სულის სილამაზე შეინარჩუნა, ქალს, რომელსაც შეძლებ უწოდო გმირი და მისაბაძი მაგალითი..."

მონოლოგიც ჩაამთავრა, ნელა დაიძრა დარბაზის შუაგულისკენ, ბატონ ვასოსაც გვერდი აუარა და დაფაზე ცარცით, უზარმაზარი ასოებით დაიწყო წერა:
,, იფიქრე ყველა იმ ამბავზე, რომელიც ჯერ არ მომხდარა.
დამიჯერე, წინ დიდი გზაა..." ( ვაინეს )

ყველა სიტყვა მხოლობით ფორმაში დაწერა, თითოეულ იქ მჯდომს საკუთარ თავზე, რომ მიეღო.
მაგიდაზე პროფესორს სამადლობელო წერილიც დაუტოვა და დარბაზი უკან მოუხედავად, დინჯი ნაბიჯებით, კმაყოფილმა დატოვა.


***


წესით ახლა, ახალ წევრს უნდა ეგებებოდეს ბენდში, ამის მაგივრად კი, ვერ გაუძლო ცდუნებას და უნივერსიტეტის სპეციალურ ლექციაზე ამოყო თავი.
ყველაფერი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ერეკლესთვის, რომ საერთოდ ვერ გაიგო გარეთ როგორ ჩამობნელდა.
პირველივე რიგში, შემოსასვლელი კარიდან მეორე ბოლოში, ფანჯარასთან იჯდა.
მთელ აუდიტორიას ხელის გულივით ხედავდა.
პროფესორსაც და იქ მჯდომ საზოგადოების თითოეულ წევრს გულისყურით უსმენდა.
არცერთი სიტყვაც კი არ გამორჩენია, რაც იქ გაჟღერებულა.
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვა მისთვის ზედმეტად საინტერესოც კი აღმოჩნდა.
ამ საკითხის მიმართ არა ერთხელ უფიქრია და უსაუბრია წარსულში მშობლებთან ერთად.
ამჯერად კი, რატომღაც თავი არ შეიწუხა, ვალდებულად არ ჩათვალა გამოეხატა საკუთარი აზრი და შეხედულება ამ საკითხის მიმართ, სამაგიეროდ ყველას მოუსმინა.


თავი ჩახრილი ჰქონდა, ნაცნობი ხმა, რომ შემოესმა.
მესამე რიგში, კართან ახლოს მდგომ გოგონას დააკვირდა, რომელიც საკუთარ მოსაზრებას უზიარებდა დარბაზში მყოფებს.
ყველა სიტყვას უზომოდ დიდი სიფრთხილით უსმენდა, დრო და დრო, ჩაეღიმებოდა კიდეც.
ვერასდროს წამოიდგენდა თუ საკუთარი ყურით მოისმენდა, მისსავე შეხედულების იდენტურ მოსაზრებას სხვისგან.
ფრიად გაკვირვებული დარჩა, როდესაც გოგონამ საუბარი დაასრულა.
თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა დაფისკენ მიმავალს და ცდილობდა ყველა მის მიხვა-მოხვრაში გოგონას ამოცნობას.
თავს ასჯერ უფრო კმაყოფილად და ამაყად გრძნობდა ერეკლე, დაფაზე ანოს დაწერილ სიტყვებს, რომ მოჰკრა თვალი.


***


კატოსთან იყო.
მეორე დღეს უნივერსიტეტი არც ერთს არ ჰქონდა, ჯერ არც კატოს მშობლები დაბრუნებულიყვნენ შინ.
კატომ აიტეხა რამე გავაკეთოთო, ანომ კი იცოდა ამ სიტყვებში რაც იგულისხმებოდა, ამიტომ არ შეეწინააღმდეგებია, რაღა დაემალა და მასაც საკმაოდ აწუხებდა შიმშილის გრძნობა.
სამზარეულოსკენ გაემართა.
კატოც თან აედევნა.
ანოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რასაც გააკეთებდა, ხმის ამოუღებლად შეუდგა მის საქმეს და მაცივრისკენ გაემართა.
- იმედი მაქვს ცომისთვის ყველა ინგრედიენტი გაქვს, თორე შენ მოგიწევს მაღაზიისკენ ჰერი-ჰერი.
- ეგრე მიცნობ? - სასაცილოდ დაიმანჭა კატო, არც ანოს შეუკავებია თავი და საყვარლად აკისკისდა - ქალბატონო რის გაკეთებას აპირებ?
- კარგია, რომ შენვე აღიარებ და ამბობ, რომ მე ვაპირებ და არა შენ.
- მაშ. - დაეჭყანა ანოს.
- ვერ მოგართვი, ამ ყველს დამიხეხავ სანამ მე ცომს გავაკეთებ.
- ჰმმმ..მ ცომი და ყველი? - ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიბჯინა და ჩაფიქრდა - ერიკა - უცებ წამოიყვირა, თითქოს გონება გაუნათდა - ხაჭაპურს აკეთეეებ? - თვალები გაუბრწყინდა კატოს.
- გეფიცები, კატუს კუჭის მონა ხარ რა - გაეღიმა ანოს.
- უკაცრავად რა, ისეთი გემრიელი ხელი გაქვს კუჭის მონაც, რომ არ ვიყო, მაინც გამიხარდებოდა...
- ჩემი პატარა ბარტყუნია ხარ, გოგოოო - სასაცილოდ გაუწელა ორივე ლოყა ანომ კატოს.
- მიდი, მიდი, დატრიალდი, თორემ ეგ ცომი, როდის ამოვა. მომშივდა უკვე. კუჭი კივიიის... - სასაცილოდ დატრიალდა ბარის მაღალ სკამზე.
- გათბობასთან დავდებ და მალე ამოვა - უპასუხა ანომ მშვიდად, თვალებ აკაიფებულ გოგონას, თან გადაწყვეტილი ჰქონდა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის განსხვავებული ამბის, მისი და უცნობის ლიფტს კარზე დაწერილი დიალოგის შესახებ მოეყოლა.


***


ყველას თემოსთან სახლში მოეყარა თავი. გარეთ წვიმდა, არსად წასვლის ხალისი არ ჰქონდათ, მისაღებში მშვიდად შეყუჟულიყვნენ და თემოს მამას, ერეკლეს ბიძიას მოყოლილ ისტორიებს ყურს უგდებდნენ.
ამასობაში, საძინებელში ნონა ემზადებოდა.
არჩილის მეგობრის დაბადებისდღეზე მიდიოდნენ.
სადაცაა არჩილს ლოდნისგან მოთინება უნდა ამოწურვოდა, თემომ, რომ აიღო საკუთარ თავზე სიტუაციის განმუხტვა.
- დედა, დამთავრდა დაბადების დღე ისე, რომ თამადა წამითაც არ ყოფილა იქ - შესძახა ნონას მისაღებიდან.
- ერთი ვინმემ გამაგებინეთ, ამდენი ხანი რას შვრება, ეს ისედაც მშვენიერი ჩემი ცოლი... - ამოიგმინა არჩილმა.
- მოვდივარ საყვარელო, უბრალოდ საუბარს შევყევი და... - ეს არ უნდა ეთქვა ნონას ნამდვილად.
არჩილი ფეხზე წამოიმართა, მას თემომაც მიბაძა, მამას ხელი გადახვია და გაქანების უფლება არ მისცა.
ნონაც გამოჩნდა მისაღებში.
- კარგი, კაცო რა თვალებით მიყურებ, სადააცა უნდა გამგლიჯო... - გაიხუმრა ნონამ, იმის მიუხედავად, რომ ხდებოდა არაფერი კარგი ელოდა წინ. მალევე გააგრძელა.
- თინას ველაპარაკებოდი, მისი მდგომარეობა მაინტერესებდა, რამე ხოარ სჭირდებოდა და თავს კარგად თუ გრძნობდა.
- ნახეთ რა ყურადღებიანი დედა მყავს - თქვა თემომ და იქ მყოფებს ღიმილით მოავლო თვალი. ცდილობდა სიტუაცია გაენიტრალებინა, თორემ კარგად აცნობიერებდა, რომ სადაც იყო არჩილი იფეთქებდა.
- მე შენ და მაგ ჭინკას - თინა იგულისხმა - გადაგაბამთ ერთმანეთზე, ოც წუთში ისეც არ ნახავდით ერთმანეთს? რა ბაასი გამიმართეთ - მხრიდან თავისუფლად მოიშორა თემოს ხელი და ნონასკენ აუჩქარებლად, მოზომილი, ნელი ნაბიჯებით გაემართა.
ყველა მონუსხულივით შეჰყურებდა ამ უსაყვარლეს წყვილს.
არჩილმა ცოლს ხელი წელზე მოჰხვია და ყურში ჩუმად უჩურჩულა:
- მოგივლი მე შენ - და იქვე, ყველასგან შეუმჩნევლად კოცნა დაუტოვა.
ნონა სახეზე ოდნავ წამოხურდა უხერხულობისგან, არ უნდოდა იქვე მყოფებს რამე შეემჩნიათ, არჩილს შეუმჩნევლად უჩქმიტა წელზე და მისი ხელიც ოსტატურად მოიშორა.
ბავშვებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და კარისკენ გაემართა.
არჩილი თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა ბავშვებს და კარისკენ დაიძრა ისიც. მალევე შეჩერდა, საკიდიდან ნონას შავი პალტო ჩამოხსნა და ცოლს დაედევნა, რომელიც ლიფტს ელოდა.
- საყვარელო, ვიცი, რომ გაბნევ და ჩემ შეხებაზეც ტემპერატურა საგრძნობლად გიმატებს, მაგრამ ესე ნამდვილად გამიცივდები - ნონას მხრებზე პალტო მოახვია და მწვანე თვალებში აკაიფებული ვარსკვალავებით მიაჩერდა.
- შენ და ეგ შენი მწვანე დიდრონი თვალები მომიღებთ მე ბოლოოოს - მისთვის ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ნონამ და იმ წამს გაღებულ ლიფტში პირველმა შეაბიჯა...


- არჩილზე ვაფანატეეებ - დაიწყო კესოსმ.
- ნონა იმენა ძაან საყვარელია - არ ჩამორჩა დას ლევანიც.
- ეგ ორი ერთად, რავიცი რა... - ამოიოხრა თემომ.
- ეგენი, რო სახლში მყავდნენ, მათდამი ზედმეტი სიყვარულის გამოხატვისგან შეიძლება სახლიდანაც კი გამოვეგდე - გაეღიმა ანდროს.
- არჩილი ხო არჩილი, მარა ნონა ვაბშე სხვა სამყაროა, როგორ ვითომ შეუმჩნევლად უჩქმიტა აჩიკოს და სახეზეც წამოწითლდა ჩვენ გამო - ერეკლეს ამ სიტყვებმა ყველას სახეზე ღიმილი მოჰგვარა.
- ყველაზე მაგარი იცით რა იყო, ვითომ, რომ ძია არჩილი გაუბრაზდა ნონას ამდენი ხანი ლოდინის გამო, სინამდვილეში კი ძლივს იკავებდა თავს, რო არ მივარდნოდა და არ ჩახუტებოდა... - ყველა დაეთანხმა იოანეს.
- თან თვალებში ჭინკები, რომ უხტოდნენ და უზომოდ დიდ სიამაყეს, რომ გრძნონდა ნონას საქციელის გამო... მიყვარეს ეგ ორი რაა - კესო სახე გაებადრა და ერთ ადგილზე ძაღლივით წკმუტუნი დაიწყო.
იოანემ ხელი გადახვია და გულზე მიიხუტა, ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი გოგონა.

- აბა ახლა რა ვაკეთოთ? - იკითხა თემომ.
- აუ არ გშიათ? - თავი წამოყო ერეკლემ.
უარის ნიშნად ყველამ თავი გააქნია.
- აბა მე რატო მშია? - ერეკლეს სიტყვებზე გაეცინა ყველას.
- აბა ჩვენ რავიცით - მხრები აწევით უპასუხა იოანემ.
- ისე, ბიჭებო რა მაინტერესებს იცით? - დაიწყო კესომ. - ამდენი ხანია ერთი გოგო, რომ ვარ, აღარაა დრო გენდერული თანასწორობა დავიცვათ?
- რის თქმას ცდილობ პატარა ჭინკა? - გამოეხმაურა ანდრო კესოს.
- გაიჩინეთ შეყვარებულები რა, ან ვინმე გოგო მაინც გაიცანით და მერე მე ვიცი, თორე უკვე მოსაწყენები ხართ - ჩაიქირქიტა კესომ.
- უმადური არაა ახლა ეს? - ვითომ გაუბრაზდა თემო კესოს.
დის სიტყვებზე ლევანის გონება გაუნათდა.
- ეეე, კესო აქვე, აქვე რა თემოს ზემოთ შენი კურსელი არ ცხოვრობს ახლახანს, რო გაიცანი და წინაზე მე დაგტოვეთ მასთან? მოიცა რა ერქვა - ერთხანს ჩაფიქრდა ლევანი - მოიცა, მოიცა შენნაირი სახელი ქვიიია, აუ დამავიწყდა რაა..
- კატო შე იდიოტო - კესომ ტაში შემოკრა, უცებ წამოვარდა და ლევანს გახაეხვია - იმენა ძმა ხარ რა.
ამ სიტყვებზე ლევანმა თავში ხელი წამოარტყა პატარა დას.
- ხოდა დაპატიჟე შენც და აღარც მარტო იქნები, ცოტა გენდერულ თანასწორობასაც შევაშველებთ ხელს და დროსაც სასიამოვნოდ გავიყვანთ.
- სადაა ჩემი ტელეფონი - დაფაცურდა კესო - ანდაც რად მინდა დარეკვა, ავაკითხავ და ჩამოვიყვან - უკან მოუხედავად გავარდა სახლიდან, სიტყვაც კი ვერავინ დააწია გზად.
- მაგარი გიჟია - გაეცინა თემოს.
- ისე თემო შენ არ იცნობ კატოს? შენ ზემოთ ცხოვრობს მერვეზე - მერვე სართულის გაგონებაზე ყურები დაცქვიტა ერეკლემ, ლევანმა კვლავ გააგრძელა - რაც თავი მახსოვს, სულ აქ ვართ და ერთხელაც კი არ შემხვედრია აქამდე ან მსმენია მასზე რამე - მიმართა თემოს ლევანმა.
- ალბათ ახალი გადმოსულია - დაასკვნა იოანემ.
- არა მგონია, წინაზე, რომ ვტოვებდით ეგეთი არაფერი არ უთქვამს - უპასუხა ლევანმა.
- რავი, ხომ იცი მე ყველას არ ვიცნობ აქ, შეიძლება აჩიკომ და ნონამ იცოდნენ... - თქვა თემომ.
- არაა გამორიცხული - დაეთანხმა იოანეც.

ერეკლე რატომღაც ხმას არ იღებდა.
დიდი ყურადღებით უსმენდა ბიჭების დიალოგს.
ამასობაში გავიდა ხუთი წუთი.. ერთ ხუთ წუთს მიყვა მეორე, მეორეს მესამე, მესამეც მეოთხე... და აი ასე, გავიიდა 20 წუთიც... ლევანმა ვეღარ მოისვენა.
- ეს გოგო ზემოთა სართულზე ავიდა თუ სხვა სადარბაზოს ან კორპუსის მერვე სართულზე? - გაეღიმათ ბიჭებს.
- მოიცა, დავურეკავ - თქვა იაოანემ - ოჰ, რად გინდა აგერ დევს მისი ტელეფონიც...
- იმენაა ჩვეულებრივი ტიპური გოგოა რა, ავიდა ნახა დაქალი, გამოჯდა ახლა იქ, სვამენ ალბათ ყავას და ჭორაობენ... - თქვა თემომ.
- არა, არა, კესო და ჩვეულებრივი ტიპური გოგო? გამორიცხულია - თავადვე უპასუხა საკუთარ თავს, ხმამაღლა თემომ.
ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
- რამე ხოარ დაემართა? - განგაშის ხმები ჩართო იოანემ.
- რა უნდა დამართნოდა კაცო - უპასუხა ანდრომ მშვიდად.
- დაიცა, ავაკითხავ მარა კარი რო არ ვიცი? - თავი მოიქექა ლევანმა.
- სულ ოთხი კარია, სამი ცდა და თუ ვერც ერთხელ გაარტყი, მეოთხეა რა - გაუცინა თემომ.
დანანებით ჩაიქნია ხელი ლევანმა და ის ის იყო, კარისკენ უნდა დაძრულიყო, კესომ, რომ შემოაღო იგი.


***


ამოსობაში, რა ხდებოდა კატოსთან სახლში.

ანოს უკვე მოესწრო ერთი დიდი იმერული ხაჭაპურის გამოცხობა და ამასთან ერთად, კატოსთვის ლიფტის კარზე დიალოგის ინციდენტის მოყოლა.
სამზარეულოში მაგიდასთან პირისპირ ისხდნენ.
კატო მთელი მობილიზებით უგდებდა ყურს ანოს მონათხრობს.
თვალებში ნელ-ნელა ნაპერწკლები ენთებოდა, რასაც ანოც შესანიშნავად ამჩნევდა.
ის ის იყო, ანომ მონოლოგი დაასრულა, რომ კარზე კაკუნიც ატყდა.
კატო ფეხზე წამოდგა და კარებისკენ ისე გაემართა, ანოსთვის თვალი წამითაც კი არ მოუშორებია...
ანომ კი იფიქრა ახლა კარმა გადამარჩინა, მაგრამ მერე რა უნდა მეშველოსო და დანანებით წამოდგა ფეხზე, რათა ღუმელიდან მეორე ხაჭაპური გამოეღო.
კატოს კარი გაღებული არ ჰქონდა, კესო, რომ ხელზე ებღაუჭებოდა და სადღაც მიათრევდა.
- გოგო, ნორმალური ხააარ? სად მიმათრევ, გამარჯობა მაინც გეთქვა - შეჰკივლა კატომ.
- გამარჯობა - ღიმილით მიესალმა კესოც.
ორივეს გაეცინა.
- გეფიცები შენ ვერ ხარ კარგად. დამაცა გოგო ჩუსტები მაინც გამოვიცვალო ან ქურთუკი მაინც ჩავიცვა, გარეთ ყინააავს. კარიც არ ჩემიკეტავს, რა კარიიიი, ანოა ჩემთან - აქოთქოთდა კატო.
- ვაიმეე, რა დაიქოქა უყურე ერთი შენ - გეცინა კესოს კატოს შემყურე.
- სად მიმათრევ ქალოოო, არც შენ გაცვია ქურთუკი.
- ნახე ნახე, ერთი წამით არ ჩერდება. გოგო, აგერ ქვემოთა სართულზე მიმყავხარ, მოვედით კიდეც...
- გოგოოო, ანოა ჩემთან სად გამომაქცუნე და დამატოვებინე ის გოგო მარტო...
- მერე და რა პრობლემაა, დავბრუნდეთ და წამოვიყვანოთ, ვითომც ჩვენც ძალიან შორს ვართ წასასვლელები, უიჰ...
- გიჟი ხარ - მიაძახა კესოს,ხელი გააშვებინა და ისევ მერვე სართულისკენ დაიძრა, ღიმილიანი სახით.
უკან ქოთქოთით დაედევნა კესოც.
- წეღან ისე მითხარი, მარტო დამატოვებინე გოგოვო, თითქოს ვინმე მოიტაცებდეს ანოს... - ორივეს გაეღიმა და ჯერ კიდევ ღიად დარჩენილ კარში ერთად შეაბიჯეს.
- ერთი სამჯერ გკითხე კატო ვინ არის-თქო და არც ერთხელ არც კი მიპასუხე. - არც გამოუხედავს მათკენ ანოს, ცომის გაბრტყელებას განაგრძობდა.
- აი ამ ქაჯმა, ისე გამაქანა ვითომც არაფერი, ძლივს მოვიყვანე გონს და გავაგებინე სიტყვა.
- ვა, თქვენ აქ რა ამბავში ყოფილხართ, ერეკლეს დავუძახებ აქეთ ამოვიდეს და მიირთვას, მაინც შიოდა - განაგრძობდა ბუტბუტს კესოც.
კესოს ხმის გაგონებისას, ნება იბოძა ანომაც და მას გამოხედა.
- პრივეტ, კესო. როგორ ხარ? მაპატიე, ხელი ფქვილში მაქვს, ვერ გადაგეხვევი, მაგრამ თუ მოიწევი გაკოცებ.
- მოვიწევი კიდეც, გაკოცებ კიდეც და დაჟე, ჩაგეხუტები კიდეც - გაუცინა კესომ.
ამათ შემყურე, მოთიმინება ამოწურულმა კატომაც ამოიგმინა.
- ქალბატონო, მოდი შენ აქ და ამიხსენი რა ხდება - მიმართა კესოს, მერე ანოს მიუბრუნდა - შენ კიდევ მიხედე მანდ საქმეს - გასცა ბრძანება კატომ.
ანომ კიდევ უფრო არ გავაბრაზო ეს გოგოო და ხმა არ ამოუღია, მორჩილად გააგრძელა თავისი საქმე და მესამე ხაჭაპურიც დააკრა.
- მოკლედ, ქვემოთ ჩვენ მეგობართან, თემოსთან ვართ ბავშვები, ჩემ ძმას გაახსენდა წინაზე, რო აქ დგატოვა და დაურეკე შენ დაქალს და ჩამოვიდესო, ხოდა მეც აქვე ფეხის ორ ნაბიჯზეც ამოგაკითხე და ჰოი, საოცრებავ, ანოც აქ არის - გაიკრიჭა კესო - გამიმართლა, ორივე აქ ხართ და მაგრად გავერთობით.
ანომ ხმა ძლივს ამოიღო.
- სად ქვემოთ ხართ, თემო თავდგირიძესთან? - დაბნეულად ამოიხრიალა.
- ხოო და ჩავიდეთ რაა - ყურადღება არ მიუქცევია კესოს ანოს ხმისთვის.
- ქალო შენც კიდე, რო გამაქანე, თავიდანვე ეგრე გეთქვა.
- უიმე რა ვერ დაივიწყე შენც კიდე რა... აბა, ხო წამოხვალთ? - არ მოეშვა კესო.
იმის მიუხედავად, რომ კატო ანოს უბღვერდა, მაინც მას გახედა და ამით მიანიშნა, მასვე მიიეღო გადაწყვეტილება.
ანოს ხმა არ ამოუღია, თვალმოუშორებლად უყურებდა კატოს და მხრების აწევით მიანიშნა, როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთო.
კატომაც ბევრი აღარ გააგრძელა და თითქმის დასთანხმდა.
- აი ანო ხაჭაპურებს აცხობს, მას თუ დიდი დრო არ დასჭირდება, რატომაც არა - თვალი ჩაუკრა ანოს კატომ.
- არა, ახლა შევდგი ბოლო და ასე 15 წუთში მზად იქნება, დავჭრი და წავიდეთ - ანომაც უპასუხა.
კესომ ბედნიერებისგან რამდენჯერმე ტაში შემოჰკრა.
კატოც უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ქვემოთ თინასთან მყოფი თავდგირიძეები ცხოვრობდნენ, სადაც, სავადაუდოდ, ახლა ერეკლეც იმყოფებოდა და ანო მასთან შეხვედრას ვეღასად გაექცეოდა.
ანო საერთოდ აღარ ღელავდა, ბედს მინდობოდა, რაც იქნება იქნებაო ფიქრობდა და მართლიც, გახლდათ.

რაც მოსახდენია, ის ისეც მოხდება...
სხვანაირად, უბრალოდ გარდაუვალიც კია.

15 წუთი ისე გავიდა საუბარში ვერც შეამჩნიეს.
ანომ ხუთი წუთი დააცადა ხაჭაპურს, ოდნავ როგორც კი გაცივდა, დაჭრა და თეფშზე ლამაზად დააწყო.
არ დავიწყებია კესოს ნათქვამი სიტყვები ერეკლეს, რომ შიოდა.
თხელი მოსაცმელი მოიცვა, თეფშს დასტაცა ხელი და კარისკენ დაიძრა.
უკან მიყვნენ კესოც და კატოც.
კარი ჩაკეტეს და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ ქვედა სართულისკენ.
კესო დაწინაურდა, კატომაც დრო აღარ დაკარგა და ანოს უთხრა:
- ამჯერად მართლა გადამირჩი და აი სახლში, რომ დავბრუნდებით, ნამდვილად ნახავ წინ რაც გელის - ამის თქმის დროს კესოს, რომ არაფერი შეემჩნია, სახიდან ერთი წამით ღიმილიც კი არ მოშორებია კატოს.
რა თქმა უნდა, კესომაც დაუკაკუნებლად შეაჭრა სახლში და დატოვა გოგონები გაურკვევლობაში.
საყვედურებმაც არ დააყოვნა:
- მეტიჩარა, სად ხარ ამდენი ხანი?
- გოგო, ესაა ზედა სართულზე ცხოვრობსო?
- გაფიცებ ამ კორპუსში იყავი მერვეზე, თუ სადმე სხვაგან?
არ ჩუმდებოდნენ ბიჭებიც.
- უიმე, გეყოთ რა, აი გაიცანით - უცებ გაიხედა უკან და სახტად დარჩა, გოგონები ჯერ არ ჩანდნენ.
- ვინ? - იკითხა ღიმილით იოანემ.
- სასიამოვნოა - გააგრძელა ლევნმაც.
- გამარჯ... - დაიწყო ანდრომაც, მაგრამ ვინ აცადა?!
უკან მოუხედავად დაიძრა კესო კარებისკენ და იქვე აყუდებულ გოგოებს გაკვირვებულმა შეხედა.
- თქვენ ვერ ხართ დალაგებულები, ხო?
- და აი ამას, გვეკითხება ჩვენ ეს? - ჰკითხა კატომ ანოს.
- უიმეე, შემოდით ხალხო, გაიყინა სახლი - არ ჩერდებოდა კესოც.
ძლივს შელაგდნენ გოგოებიც და კესო გაუძღვა მათ მისაღებისკენ.
- მოკლედ და კონკრეტულად, ლევან შენ იცნობ კესოს, ეს ანოა - მიანიშნა ანოზე, მერე ისევ გააგრძელა - ეს კატო შენი მეზობელია თემო, ანო ეს შენი დაქალის მეზობელია თემო - არ აჩერებდა ენას წამითაც კი კესო - ეს კიდევ მისი ბიძაშვილია, ერეკლე... ეს ანდროა, ეს კიდევ იოანე. - მერე ბიჭებს მიუბრუნდა - ბიჭებო ესენი კესო და ანოა, ანო და კესო... ხო ხო ვიცით, რომ ძალიან სასიამოვნოა, აღარაა საჭირო. თემო ადექი, გადი თეფშები და სალფეთქები შემოიტანე, დატრიალდი რაა - წამოაგდო თემო - ანომ თავისი გამომცხვარი ხაჭაპური მოგართვათ - ანოს გახედა - დიახ, აი ასეთ პატივში ხართ.
ანდრომ იქვე მდგომი, ორ კაციანი დივანი მოაჩოჩა და გოგონებს გაუღიმა.
ანომაც ხაჭაპური მაგიდაზე დადო და კატოს გვერდით დაიჭირა ადგილი.
კატო ყველაფერს აკვირდებოდა, არა მარტო იქ მყოფებს, ოთახში განლაგებულ ნივთებსაც კი.
ანომ კიდევ ერთხელ თვალი მოავლო იქვე მყოფებს და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეკივლა.

რაღაც ნამდვილად ხდებოდა...

თემოც დაბრუნდა, ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა და სიტუაციის განმუხტვას შეუდგა.
- ისე, ქალბატონო მარტო ლევანი ან შენ კი არ იცნობთ კატოს ან ანოს, მეც ვიცნობ - უთხრა კესოს - მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი აქ თუ ცხოვრობდა კატოც...
- ისე ხო, ჩვენ მთელი ცხოვრებაა, თუ მთლიანად მთელი არა, წლებია აქ ვართ და შენ არცერთხელ შეგვიმჩნევიხარ - თქვა იაონემ.
- ხო, არც მე შემიმჩნევიხართ აქამდე, ყველას არ ვიცნობ კორპუსში, სახლში დიდ დროს არ ვატარებ და ალბათ ამიტომ - ახსნა კატომ
- გასაგებია - გამოეხმაურა ანდროც და კესოც ჩაერთო საუბარში.
- თემო, შენ საიდან იცნობ მათ? - ერეკლესაც ძალიან აინტერესებდა ეს ფაქტი და ყური უგდო მათ დიალოგს.
- ერეკლე იცი, ანო ვისი ძმის შვილია? - კითხა თემომ, ერეკლემაც გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა - ჩვენი თინას ბიჭო, ანო კიტას შვილია და კატოც ანოს დაქალია რა - ახსნა თემომ.
- კიტა ბიძიას შვილია? - დააზუსტა ერეკლემ.
- კი, კიტას - უპასუხა ანომ მშვიდად.
- მოკლედ - ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა თემო - ჩვენთვის უახლოესი ოჯახის შვილია ანო და კატოც მათი ოჯახის წევრია რა.
- სხვათა შორის, თქვენ უნივერსიტეტშიც სწავლობენ - დაამატა ლევანმა.
- რა პატარაა დედამიწა - კიდევ ერთხელ აღნიშნა ანდრომ ეს ფაქტი.
ყველას გაეღიმა ამის მოსმენისას.
ანოს გონებაში კი, კვლავ ზღვაზე უცნობის ცისფერი პერანგი უტრიალებდა.
- ცუდია, რომ ნენე აქ არ არის, ბარემ იმასაც გაიცნობდით, არაჩვეულებრივი გოგოა - თქვა დანანდენით კესომ.
- მერე და რა პრობლემაა, შემდეგზე გავიცნობთ - ამით თემომ, ის ფაქტი დაადასტურა, რომ ისინი კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
- ხალხო, ისე აღდგომაზე რას ვაპირებთ? სულ რაღაც ორ კვირაშია - წამოჭრა ახალი თემა იოანემ.
- კაი ბიჭი ხარ, შენ - თავზე ხელი გადაუსვა ლევანმა იაოანეს, რასაც ყველას სიცილი მოჰყვა.
- მე მაქვს არაჩვეულებრივი იდეა - დაიწყო ანდრომ - უნივერსიტეტში ხომ ისვენებთ რამდენიმე დღე თქვენ? - თვალი მოავლო ხუთეულს: კესოს, თემოს, კატოს, ანოს და ერეკლეს. ყველამ ერთად თავი დაუქნია დასტურის ნიშნად - ხოდა ჩვენც ავდგეთ და წავიდეთ ჩემთან სოფელში.
- თამარასთან და გურამთან? - ჩაეკითხა იოანე.
- კიი, ჩემთან გურიაში - დაეთანხმა ანდროც - თან იმ ნენესაც უთხარით და გავიცნობთ კიდეც.
კესომ ტაში შემოჰკრა და ლოყაზე ხმაურით აკოცა ანდროს.
- მე მომწონს ეს იდეა - გახალისდა იოანეც.
- მეც გავითავისუფლებ თავს - თქვა ლევანმაც.
- ხომ იცით, სადაც თქვენ, იქაც მე - სასაცილოდ გაიკრიჭა თემოც.
- ბენდში მოვაგვარებ და რა პრობლემაა - ერეკლემაც არ დააყოვნა.
ახლა კატოს ან ანოს ჯერი იყო, მაგრამ რატომღაც არცერთი იღებდა ხმას.
- გოგოებო, აბა თქვენ რას იზამთ? - ჩაეკითხა ანდრო.
მართლა არ იცოდნენ რა ექნათ, ცოტა ერიდებოდათ ახლახანს გავეცნოთ ერთმანეთი და ეგრევე სოფელში, როგორ წასულიყვნენ, და თან ამავდროულად, არ უნდოდათ უხერხულში ჩაეგდოთ ანდრო ან რომელიმე მათგანი.
სანამ უპასუხებდნენ, თემომ დაასწრო.
- ილიასაც ვუთხრათ - შესთავაზა მან გოგონებს.
ყველა გაკვირვეული შეჰყურებდა თემოს, ვისზე იყო საუბარი ვერ გაეგოთ.
- ილია ჩემი დიდი ძმაა - თქვა ანომ.
- მერე და ეგ რა პრობლემააა, ვუთხრათ მასაც - მოუწონა იდეა ანდრომ თემოს.
- არა, არა, სამსახური ახლახან დაიწყო და ვერ შეძლებს, თან მისი მეგობრებიც ახლა ჩამოვიდნენ და ვერ დატოვებს - აუხსნა ანომ მათ.
- მერე მათაც ვეტყვით - თქვა იოანემ.
ანოს ძალიან ეუხერხულა, ეს რამ მათქმევინაო.
- არა, მე ეგ არ მიგულისხმია - დაიბნა.
- კაი, გოგო რამ აგანერვიულა, არაა პრობლემა შევთავაზებთ და თუ მოახერხებენ, პირიქით ძალიან გაგვიხარდება - დააწყნარა კესომ.
- მოკლედ, ჩვენც წამოვალთ, ილიასთანაც თქვენ გაარკვიეთ და ჩვენც ვკითხავთ - დაალაგა სიტუაცია კატომ - მადლობა მოწვევისთვის - უთხრეს ანდროს გოგონებმა.
- ანუ, მოდიხართ? - ჩაეკითხა კესო კვლავ.
- აუუ, ამისთვის არ უნდა გვეთქვა ახლა ორი კვირა ტვინს შეჭამს - შემოირტყა თავში ორივე ხელი ლევანმა.
- იდიოტო - შეუბღვირა კესომ.
ყველას გაეღიმა.
კიდევ ორი საათი დაჰყვეს გოგონებმა თავდგირიძეებთან, თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს, ძალიან ლაღად და გახსნილად.
ბოლოს ყველას მოუბოდიშეს, მასპინძლობისთვის და ანდროს სოფელში მიპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადეს და ბინაც მშვიდად დატოვეს.
ანოს თავში უტრიალებდა ყველას უზომო მადლიერება ხაჭაპურისთვის, და იმის გააზრება, რომ ერეკლეს მოეწონა ეს უკანასკნელი, რასაც ის ფაქტი ადასტურებდა, რომ ბიჭმა, ყველასგან განსხვავებით, ორი ნაჭერი მიირთვა.


***


თავდგირიძესთან მყოფებიდან უმეტესობას ახლა ნამდვილად ტკბილად ეძინა, გარდა სამი ადამიანისა.
აქედან ორი კატო და ანოა, რომლებიც ახლა ერთად ყველაფრის გასააზრებლად ღამეს ათევდნენ.
ერეკლე კი ღრმა ფიქრს მისცემოდა მისი საძინებლის აივანზე, ცაზე ვარსკვლავების შემყურე.
აბა გამოიცანით ვის ესაუბრებოდა და ვისზე?
კი ბატონო, ალექსანდრეს უყვებოდა ანოს შესახებ ყველაფერს და გზადაგზა თავადაც იაზრებდა მომხდარს.

- ანუ, ანო რას მეუბნები, რომ ერეკლე ის ბიჭია, ვისი ნამღერიც ჩემთან მოისმინე და ლიფტის კარზე ერთმანეთს წერდით, ამავდროულად ის ჩვენი უნივერსიტეტის ბენდის ახალი წევრი, სოლისტია და კიდევ იმას მიხსნი, რომ ის შენი უცნობია? - სადაც იყო გაკვირვებისგან თვალები უნდა გადმოსცვენოდა ბუდიდან კატოს.
- ყოჩაღ, კატუს თითქმის ფინიშის ხაზთან ხარ.
- კაი, გავიგე, ის ერეკლე თავდგირიძეა, რომლის შესრულებამაც მოგხიბლა და ამავდროულად ჩვენი თინას, მეგობრების შვილია... მაგრამ, ეს უცნობი როგორღაა ერეკლე ამიხსენი რა, დავიტანჯე - საწყალი თვალებით ახედა ანოს.
- ისეთი საყვარელი ხარ, მინდა შეგჭამო გოგოო - ლოყები გაუწელა კატოს - დღეს დააკვირდი ერეკლეს ცისფერი პერანგი, რომ ეცვა?
- კი, მერე? - დაეთანხმა კატო.
- მაგ პერანგით ვიცანი, წინაზე სანამ შენთან მოვიდოდი, ზღვაზე ხომ ვიყავი?! ხოდა ეგეც ჩემ გვერდით, ნაპირთან იჯდა, იმავე პერანგით.
სტადიონზე, რომ ვიყავით და თინა დაგვადგა თავზე დიმიტრისთან ერთად, ეგეც ხომ გახსოვს? ხოდა მანდ დავინახე პირველად ეკრანზე, პატარა გოგონასთან მოთამაშე.
მერე ზღვის პირას.
მერე უნივერსიტეტშიც ვნახე. ილოს, რომ ველოდებოდი მაგ დროს ერეკლე მოხუცს ქუჩაზე გადმოსვლაში ეხმარებოდა და ეს სამივე შემთხვევა ერთი და იმავე ადამიანთან ასოცირდება...
- ერეკლესთან - წამოიძახა კატომ.
- ერიკა - გაუხარდა საკუთარ ეჭვებში დარწმუნებულ ანოს.
- სიგიჟეა - აღმოხდა კატოს.
- პერანგი, რომ დავინახე, იცი რა დამემართა? თვალში დამიბნელდა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკივლა. თავი ინდურ ფილმში მგონია.
- ინდურში? გოგოოოო, ბედი კარს მოგდგომია, რაებს ბოდავ - ახლა კი ნამდვილად იკივლა კატომ.
- მგონი ყველაფერი სიზმარია.
- დაიცა გიჩქმიტო - გამოიყენა შანსი კატომ.
- ამდენი დამთხვევა წარმოუდგენელია.
- დამთხვევები და შემთხვევითი რაღაცები არ არსებობს, ანო
- არ მჯერა, რომ ყველაფერი ჩემ თავს ხდება - გულწრფელად გაეღიმა ანოს.
- შემთხვევით შეხვედრა ყველაზე არა შემთხვევითი რამაა დედამიწაზე.... - ჩუმად უჩურჩულა კატომ ყურში ანოს.


***


- მა, ვიცი, რომ მისმენ - ყველაზე კაშკაშად მოციმციმე ვარსკვლავს მიმართა ერეკლემ - იმის მიუხედავად, რომ ახლა ძალიან გვიანია, ვიცი მისმენ და თან წუხხარ რატომ არ მძინავს ამ დროს, მაგრამ რა გავაკეთო აგონიაში ვარ - ანოს გახსენებაზე მკრთალად ჩაეღიმა - დედას სძინავს, არ მინდოდა გამეღვიძებინა, თან შენთან საუბარი მომენატრა - თვალებში ვარსკვლავები აუკაიფდნენ - ერთი გოგოა, რა... ანო ჰქვია, რა მშვენიერი სახელი ჰქვია, არა?! ანო - კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა იგი - როგორი არაჩვეულებრივი სახელიც ჰქვია, ისევეა მა თვითონ ანოც.
დღეს მისი ხმა, როგორც კი გავიგონე, მივხვდი, რომ ის გოგო იყო, რომელიც უნივერსიტეტში მეორე გოგონას ამხნევებდა, არ დანებებულიყო. მერე საკოფერენციო დარბაზში, რომ მონუსხულივით შევყურებდი და ვუსმენდი, როგორ საჯაროდ საუბრობდა მისი შეხედულების შესახებ, მეგონა ჩემ აზრებს და ფიქრებს კითხულობდა.
დაფასთან მიმავალი, იმიტომ ვცდილობდი ყველა მიხვრა-მოხვრაში მის ამოცნობას, რომ სადღაც ეს ხმა უკვე გამეგონა.
ამას დაემატა ისიც, რომ ყვითელი შარფი დარჩა მაგ დღეს მაგიდაზე, რომელიც წინაზე დერეფანში ეკეთა - ცოტა ხანი გაჩუმდა, მაგრამ მალევე გააგრძელა - ახლა ვზივარ, ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ და მე თვითონაც გზადაგზა ვიაზრებ ამ ყველაფერს, რაც ახლა ჩემ თავს ხდება... აუ მაა იცი, რა გემრიელი ხელი აქვს? - ადგილზე აცქმუტდა ერეკლე - დღეს მისი გაკეთებული ხაჭაპური ვჭამე და თავი ძლივს შევიკავე თემოსთვის ბოლო ნაჭერი, რომ არ წამერთვა, რომლის აღებაც დამასწრო - ბავშვივით გაეცინა - რა გავაკეთო, ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს... მიხარია, რომ უკვე მესამედ, ეს ოღონდ მე რაც მახსოვს, ნუ კიდევ ღმერთმა იცის რამდენჯერ, ვხდებით ერთმანეთს. - კისრის ქვემოთ ცალი ხელი ამოიდო და გააგრძელა - ხო, კიდევ ეს მეოთხე შემთხვევა იქნებოდა, წინაზე თინასთან და დიმიტირსთან, რომ მოგვეხერხებინა წასვლა... იცი, ვისი შვილია, მა? ჩვენი თინას ძმის, მა... კიტას პატარა ქალიშვილია...

ის ღამე ერეკლეს აივანზე მამასთან მოსაუბრეს დაათენდა......

,,ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი."


***


ლილესთან, ანოს დედის საკონდიტროში მაგიდასთან ისხდნენ ოთხივენი.
ნენემ თხოვა სამივეს სადმე წავიდეთ და ახალ ამბავს მოგიყვებითო.
ანომაც თავისთან დაპატიჟა გოგონები. გაახსენდა წინა დღით დედის ნათქვამი სიტყვები:
,, - საკონდიტროში ახალი ნამცხვრები გვქვს, ინსპირაცია მომცა მამაშენმა და რაღაც ახალი მომაფიქრდა. მოკიდე ხელი ხვალ გოგოებს და მოდით გაგასინჯებთ, ცხელ ჩაისთან ერთად-ო."
ანომაც მოკიდა ხელი სამივეს უნივერსიტეტის ეზოში და საკონდიტროში გამოაქნა.

- მოკლედ, გოგონებო, უნნივერაიტეტის ბენდში ამიყვანეს - დაიწყო ღიმილით ნენემ.
- შენ რა მღერი? - გაუკვირდა კესოს.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ნენემ.
- აბა? - ჩაეკითხა ისევ.
- ვუკრავ, გიტარაზე - თქვა სიამაყით.
- ვააააუ, რა მაგარიიია, ანუ ბენდში ერეკლესთან ერთად ხარ? - კითხა ისევ კესომ.
- შენ საიდან იციი, ერეკლე? - გაუკვირდა ნენეს - ააა, თუმცა უნივერსიტეტის დაწყების კონცერტის წინ არ გაგვეცნო ყველას?
- არაა, ერეკლე ჩემი მეგობარია, ნუ მალე თქვენიც - სასაცილო დაიკრიჭა კესო.
- მოკლედ, ერთი სიტყვა ვერ ჩავაკვეხეთ, ვინაა ეს გოგო? - თქვა სიცილით კატომ
- ქალბატონი კესარია - პომპეზურად წამოდგა კესო ფეხზე
- დაჯექი ერთი თუ ქალი ხარ - სკამისკენ დაქაჩა კატომ.
- ნენე, გილოცავ მთელი გულით, საყვარელო - გაუღიმა ანომ
- მადლობა, ჩემო ლამაზო - ლოყაზე აკოცა საპასუხოდ
- მეც გილოცავ ნენე, უამრავი კონცერტის ჩატარებას, ბევრი ბიჭის დატყვევებას და ულევი სიამოვნების მიღებას გისურვებ - მიულოცა თავისებურად კატომაც.
- კატო, შენ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, მადლობა დიდი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ნენემ კატოს.
- სააბოლოოდ, კი მეც ვუერთდები მათ მილოცვებს, გავაერთიანებ ყველაფერს, რაც ცალ-ცალკე გისურვეს ამ ორმა და მე ყველაფერს ერთად გისურვებ - დამატებით, ხმაურით აკოცა ლოყაზე კესომ.
- მაშინ, შენ ორმაგი მადლობა, გიჟ ქალა - ლოყაზე საყვარლად უჩქმიტა კესოს.
- აბააა, პირველი კონცერტი როდის არის? - ჰკითა კატომ.
- ხო, დებიუტი როდის გააქვს? - დაინტერესდა ანოც.
- ჯერ ზუსტად, არ ვიცი, მაგრამ ხომ იცით, პირველ რიგში თქვენ გაგაგებინებთ...
- არ გაგავგებინებ და შენი აჯობებს... - დაემუქრა კესო
- მართლა მაშინებ შენ მეე კესოო
- ჯერ სად ხააარ - ბოროტულად ჩაიცინა - საერთოდაც, თუ იცი, რომ აღდგომაზე გურიაში მივდივართ?
- რაიო? - გაიკვირვა ნენემ.
- ჰოო, კესომ, კესოს ძმამ, შენმა სოლისტმა და მათმა მეგობრებმა ჩვენც და შენც აღდგომაზე სოფელში დაგვპატიჟეს - აუხსნა კატომ.
- რა კარგია - გულწრფელად გაუხარდა ნენეს - მაგრამ კონცერტი ან რეპეტიცია, რომ მქონდეს?
- გოგო შენ არ უსმენდი წაღან კატოს? თქვენი სოლისტიც მოდის და რა კონცერტი უნდა გქონდეთ, გაფიცებ?
- ეგეც მართალია, მაშინ მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო - სიხარულით დასთანხმდა შემოთავაზებს ნენეც.
მათ მაგიდას ქალბატონი ლილეც მოუახლოვდა.
- აბა, გოგონებო, რომელს დაგიმატოთ ჩაი? - საყვარლად შესციცინა იქვე მყოფებს.
- რაღა ჩაი, მოვკვდებით ჩვენ დღეს ლილეე, ეს რა გემრიელობებიაა - თქვა კატომ.
- მართლა, ყველაფერი ისეთი გემრიელია ქალბატონო ლილ... - კესო საუბრობდა, უცებ ლილემ, რომ შეაწყვეტინა.
- რაო, კატუს რა დამიძახა?
- ქალბატონოოო, ლი....
- გოგოო, შენც იმეორებ? - შეჰყვირა უცებ კატოს.
- აბა, რა დამიძახაო არ მკითხე?
- შენ მოგიკვდი მე, შენ... - შემოირტყა დანანებით ორივე ლოყაზე ხელები - ბავშვებო, მე ვარ უბრალოდ ლილე, არანიაირი ქალბატონო, თქვენობითი მომართვა და მითუმეტეს, ლილე დეიდობა, შევთანხმდით, ხო? - თვალი მოავლო გაკვირვებულ კესოს და ნენეს, რომლებმაც ერთდროულად დაუკრეს თავი თანხმობის ნიშნად. - აი ეგრე, კარგი გოგონები ხართ, თქვენი ყუთები მზადაა და წასვლის დროს არ დაგრჩეთ - გაუღიმა ყველას და იქაურობა უხმაუროდ დატოვა.
- რა ყუთები? - გაკვირვებით იკითხა ნენემ.
- ნამცხვრების ყუთები - აუხსნა ანომ.
- დედააა, რას ამბობ, რომ მე ეს გემრიელობები ჩემივე ხელებით სახლში უნდა მივიტანო და ლევანს გავუნაწილო? - ხელი მკერდზე მიიდო შეშფოთებით კესომ.
- რას ვიზამთ, ყველას არ აქვს ის ბედნიერება, დედ-მამიშვილი, რომ არ ყავდეს ისევე, როგორც მე - თვალო ჩაუკრა კატომ კესოს.
- რა თახ ვინმე ხარ შენ, ვინც არ გიცნობს კატო... - ყველამ ერთად გაიცინა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ.

საკონდიტროში ანრი ჯოხაძის სიმღერა ,, რა აზრი აქვს ლოდინს " გაისმა.
- ლილე არ ხუმრობს - თქვა ღიმილით კატომ.
- მე ძალიან მიყვარს ანრი - დაეთანხმა კესოც.
- ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა ხალხო, რამდენიც არ უნდა დამცინოოთ - დაამატა ღიმილით ნენემ.
- თქვენ და დედაჩემი არაჩვეულებრივად გაუგებთ ერთმანეთს... - სანამ სიმღერის მისამღერი დაიწყებოდა, ამის თქმაღა მოასწრო ანომ...


,,რა აზრი აქვს ლოდინს

თუ არავინ მოდის

რა აზრი აქვს ფიქრებს

თუ არ დაგაფიქრებს

რა აზრი აქვს წამებს

ახლა აქ რომ გაგაწამებს

რა აზრი აქვს რამეს

თუ მარტო გძინავს ღამე

რა აზრი აქვს ლოდინს

თუ არავინ მოდის

რა აზრი აქვს ფიქრებს

თუ არ დაგაფიქრებს

რა აზრი აქვს წამებს

ახლა აქ რომ გაგაწამებს

რა აზრი აქვს რამეს

თუ მარტო გძინავს ღამე..."


და მართლაც, რა აზრი აქვს ლოდინს?!


***


უნივერსიტეტში, სარეპეტიციო დარბაზში ისხდნენ კატო, თემო, კესო და ანო.
ბენდს რეპეტიცია ჰქონდა, უნივერსიტეტის შემდეგი ღონისძიებისთვის.
რადგან სოფელში ჰქონდათ წასვლა გადაწყვეტილი, ნენემ და ერეკლემ დროის დაკარგვაზე უარი თქვეს და წინასწარ ემზადებოდნენ 10 დღის შემდეგ, დაგეგმილი კონცერტისთვის.
თითქმის ბოლო რიგში ისხდენენ, ხელი, რომ არ შეეშალათ მათთვის.
ანო ახალხანს შემოუერთდა მათ.
თვალი მოავლო დარბაზს, უკანა რიგისკენ გაემართა და წყნარად დაიკავა ადგილი კატოს გვერდით. სცენაზე ერთ-ერთი დრამზე უკრავდა და მასთან ერთად ერეკლე ცდილობდა ელექტრო გიტარაზე ნოტების აწყობას.
ნენე იატაკზე იჯდა და ზურგით პიანინოს ეყრდნობოდა.
თემო კატოს რაღაცას გაცხარებული უყვებოდა და თან ცდილობდა ხმამაღლა არ ესაუბრა ხელი, რომ არ შეეშალა რეპეტიციისთვის.
კესოს ეტყობოდა ეს ისტორია ისეც, რომ იცოდა, სახეზე პომიდვრის ფერი გადაჰფენოდა.
კატომ კი ვეღარ შეიკავა თავი და ხმადაბლა აკისკისდა.
ანო მათთან ერთად იჯდა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ვერ კონცერტრირდებოდა ერეკლეს შემყურე.
მონუსხულივით უცქერდა ერთ ადგილზე მდგომს, რომელიც მისი გრძელი თითებით ტექსტის შესაბამის აკორდებს იღებდა და თან მარჯვენა ფეხს აყოლებდა მელოდიას.
როგორც იქნა, ერეკლეს და დრამერის დუეტს ნენეც შეუერთდა, თანდათან პიანინოც აჟღერდა და დარბაზში ლაშა ღლონტის ,, ყველაფერი შენით იყო"-ს სასიამოვნო ჰანგები გაისმა.
ანო ხვდებოდა, რომ დაჟინებით მიშტერებოდა ერეკლეს და სადაცაა ბიჭიც ამას მიხვდებოდა.
თავს ძალაა დაატანა და გვერდით მჯდომ ბავშვებს გახედა ღიმილით.
- როდის ამთავრებენ, ხომ არ იცით? - იკითხა ანომ.
- სადღაც ოც წუთში - უპასუხა თემომ, იმის შემდეგ, რაც მაჯის საათს დახედა.
- და მერე რას ვაპირებთ? - იკითხა კესომ.
- ორდღეში ხომ გურიაში მივდივართ - დაიწყო კატომ - ხოდა, ჩემთან წავიდეთ, როგორც კი მორჩებიან, დანარჩენებსაც გავაგებინოთ და ჩემთან გადავწყვიტოთ ყველაფერი რას, როგორ ვიზამთ.
- მართალი ბრძნდებით ქალბატონო - კვერი დაუკრა ანომ კატოს.
- ესეიგი, უნივერსიტეტის კალენდრისთვის არ გადამიხედია, ალბათ არ გიკვირთ, ხო? - იკითხა თემომ, ყველამ ღიმილით თავი უარყოფის ნიშნად, რომ გააქნია, განაგრძო - ხოდა, როგორ ვისვენებთ აღდგომაზე?
- დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს, შაბათს, კვირას თავისთავად აღდგომაა და ორშაბათს, რადგან მიცვალებულთა დღეა - უპასუხა კატომაც.
- ხოდა, ძალიანაც კარგი. დრო, რომ არ დავკარგოთ ოთხშაბათს შუადღის მერე დავადგეთ გზას და ორშაბათს საღამოსკენ დავბრუნდეთ - თქვა თემომ.
- კი ბატონო, დაველოდოთ ახლა ამათ, როდის დაამთავრებენ, წავიდეთ კატოსთან და გადავწყვიტოთ ყველაფერი - კესომ ჩამოაყალიბა საღამოს გეგმა.
- ჩვენ გველოდებით, როდის დავამთავრებთ, ხო? - იკითხა ახლად მოახლოვებულმა ნენემ.
ის და ერეკლე შეუმჩნევლად მოსულიყვნენ მათთან.
ყველამ მათ გახედა. ანომ კარგად დაინახა, როგორ უღიმოდა ერეკლე მას თბილი ღიმილით, მანაც საპასუხოდ გაუღიმა, მაგრამ თვალის მოშორება ვეღარ მოიფიქრა.
ერეკლეს, რომ უხერხული სიტუაცია არ შეექმნა, ანოს თვოთონვე უდიდესი ძალისხმევით მოაშორა მზერა.
კატოს ვინ გამოაპარებდა ამ ყველაფერს?!
სიტუაციის განსამუხტად ანოს მხარი შეუმჩნევლად გაჰკრა და ფეხზე წამოიჭრა.
- ხოდა თუ მორჩით, წავედით ახლა ჩემთან - ერეკლეს და ნენეს მოავლო თვალი კატომ.
- შენთან მივდივართ? - ჰკითხა ნენემ.
- კი ბატონო - კატოს მაგივრად კესომ უპასუხა.
- რამეს ხომ მაჭმევთ? - საწყლად იკითხა ნენემ.
- რა იყო, შენ შესვენების და 'პერეკუსის' ( ჭამის/მოწევის ) უფლებას არ გაძლევენ ბენდში? - ჩაიხითხითა თემომ.
ნენეს უნდა ეპასუხა კატომ, რომ დაასწრო.
- ქალბატონო ნენე თქვენც და დანარჩენებსაც დაგაპურებთ, არ ინერვიულოთ. ორი დღეა ეს გოგონა - ანოს გახედა - ჩემთან რჩება და სახლში იმდენი რამ გვაქვს, რომ მთელ კორპუსს ეყოფა. - გაეღიმა კატოს.
- ხო, როგორც კი მივალ ყველაფერს მივხედავ და რა პრობლემაა - დაეთანხმა ანოც კატოს.
- თქვენ გაგახაროთ ღმერთმა - ნენეს ცოტა მოხუცივით გამოუვიდა ნათქვამი და ყველას ხმით გაეცინა.
ერეკლემაც დრო იხელთა და შანსი არ გაუშვა ხელიდან.
- წინაზე ვერ მოვახერხე, მეთქვა - გვერდით ამოუდგა ანოს - არაჩვეულებრივად ამზადებ.
ანოს გულწრფელად გაეღიმა.
- მიხარია, თუ მოგეწონათ - ყველაზე მიანიშნა - მადლობა დიდი.


ფეხით გაუყვნენ ექვსივენი კატოს სახლისკენ, გზად ლევანს, ანდროს და იოანესაც დაუკავშირდნენ და გაგებინეს საკუთარი გეგემების შესახებ.
ლევანი და იოანე ერთად იყვნენ და მალევე შეუერთდნენ დანარჩენებს, ხოლო ანდრომ ცოტა შემაგვიანდებაო.
რა გაეწყობოდა, ყველანი ერთად დაიძრნენ კატოს სახლისკენ.


მართალია, კატოს და თემოს კორპუსში ორი ლიფტი კი იყო, ერთი პატარა, მეორე დიდიც, მაგრამ პატარაში რვა კაცი და პლიუს ამდენი ცელოფანი ნამდვილად ვერ დაეტეოდა, ხოლო, დიდი ლიფტიც არ გახლდათ იმდენად დიდი, რომ ამდენი კაცი, ამდენი რაღაციით დაეტია, ხოდა ესე გადაანაწილა კესომ ყველანი.
ოთხივე ბიჭი დიდი ლიფტში, ყველა ცელოფანთან ერთად შეყარა, დანარჩენები კი, ოთხივე გოგო ერთად ავიდოდა პატარა ლიფტით, მაგრამ, ვაი, რომ დიდის კარი არ იხურებოდა.
ყვალაზე ახლოს კართან ერეკლე იდგა, კესომაც არ დააყოვნა, დასტაცა ხელი და ძალით გამოათრია ბიჭი სადარბაზოში.
ლიფტის კარიც დაიხურა და ბიჭებიც ნელ-ნელა დაიძრნენ მერვე სართულისკენ.
გოგონები პატარა ლიფტში ელოდნენ კესოს, რომელსაც უკან ერეკლეც მოჰყვა.
რის ვაი ვაგლახით, შეიჩურთეს პატარა ლიფტში და დაიძრნენ მერვესკენ.
ერეკლე, რადგან ბოლო შემოვიდა კართან გოგონებისკენ ზურგით მთასავით აღმართულიყო.
- მაპატიეთ, ბავშვებო, დაგჩრდილეთ და თან ზურგით ვარ თქვენ მხარეს - მოუბოდიშა სასაცილოდ ერეკლემ ოთხივეს.
- რას ვიზამთ, ცოტა ხანი არ ვისუნთქებთ, იმდენი ვართ, თუმცა მგონი ზევით უკეთესი ჰაერია არა? - ჩაეკითხა კატოც.
ერეკლე ერთი თავით მაღალი იყო ოთხივეზე.
- ისე ოთხივე, რო ერთი სიმაღლის ვართ - თქვა ანომ და ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
კესო კი შესძლებისდაგვარად ნენეს და ანოს მიუბრუნდა და ორივეს ჰკითხა.
- თქვენ აქ, კარზე რო დიალოგია წაგიკითხავთ?
გაკვირვების ნიშნად თვალები დაქაჩა ნენემ.
- რომელი, აი ის 'მოდი წავიდეთ'-ზე, რომ წერია? - იკითხა ანომ სილაღით.
- ხოო, შენ გცოდნია, კატომ გითხრა ან გაჩვენა ფოტო? - ჰკითხა კესომ ანოს.
- არა, ჩემი დაწერილია - თქვა ანომ - ანუ მთლიანად კი არა, მაგ დიალოგის ერთ-ერთი წევრი მე ვარ - ღიმილით და დიდი სათნოებით მოახსენა ანომ იქვე მყოფებს.
ერეკლე კი ამდროს, სუნთქვა შეკრული უსმენდა მათ და მუშტი ისე ძლიერად შეეკრა, რომ მარჯვენა ხელი სულ გათეთრებოდა.
- რა ხდება კი, მაგრამ ვერაფერი გავიგე - იკითხა საყვარალდ ნენემ.
- რადა... - დაიწყო კესომ და ლიფტიც გაჩერდა.
ძლივს გალაგდნენ ხუთივენი და კართან ატუზულ ბიჭებს, ხელებში უამრავი ცელოფნით მდგომებს კესომ ახლად ამოღებული ტელეფონით ფოტო გადაუღო.
- კატო გააღე რა, მოვ'კ'ტი კაცი - თქვა ლევანმა.
კატომაც არ დააყოვნა. მალევე ყველა სახლში შელაგდა, ზოგი სამზარეულოში გადანაწილდა, ზოგიც მისაღებში.
მაღაზიაში ბიჭებს იმდენი რამ ეყიდათ, რომ სამზარეულოში მაგიდა ვერც კი იტევდა ცელოფნებს.
ლევანმა და იოანემ განაცხადეს ჩვენ სამსახურში დავიღალეთ და თქვენ მიხედეთ ყველაფერსო.
ტელევიზორთან მოკალათდნენ და მათ ნენე და კესოც შეუერთდნენ, რომლებმაც თავი დაიძვრინეს სამზარეულოში საქმიანობისგან.
ერეკლემ ამოლაგებაში დაგეხმარებითო და იქვე დარჩა.
თემოს კატომ თეფშები და ჭიქები შეაჩეჩა, მაგიდაზე დაალაგეო.
ანო და ერეკლე ცელოფნიდან რაღცებს იღებდნენ და კატოს აძლევდნენ, კარადებში ან მაცივარში, რომ შეელაგებინა.
სამზრეულოში ჯგუფურად საქმეს მალევე მორჩნენ, ხოლო ანო ყველაფრის გაცხელებს ან ახალი კერძების მომზადებას შეუდგა.
არავის დახარება არ მჭირდება, დაისვენეთო, განაცხადა.
ერეკლემ და თემომ სოლიდარობას მაინც გამოგიცხადებთ და სამზარეულოში არ დაგტოვებთ მარტოსო.
ერთი წამით კატომ კიიფიქრა გავალ და თემოსაც რამენაირად გავიყვან აქედან, ამ ორს დავტოვებ მარტოვო, მაგრამ იფიქრა, რომ ყველაფერი მალევე გაიშიფრებოდა და ეს ნამდვილად არ აწყობდათ, ამიტომ იქვე ჩამოჯდა ისიც და თემოს გაუბა საუბარი.
- კიდევ, როდის აპირებთ თინასთან და დიმიტისთან მისვლას? - ჰკითხა კატომ თემოს.
- არ ვიცი, ჩვენები ხშირად დადიან, მაგრამ ჩვენ არც ისე - უპასუხა თემომ და ერეკლეს გადახედა, რომელიც თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა სამზარეულოში მოფუსფუსე ანოს და ფიქრობდა: ნეტა, ოდესმე მხოლოდ ჩემთვის თუ მოამზადებს რამესო?! მისავე ფიქრებზე ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.
გონს მხარზე თემოს დადებულმა ხელმა მოიყვანა.
- ხომ ასეა ერეკლე? - ჩაეკითხა თემო.
- ბოდიში, ვერ გავიგე - ოდნავ დაეტყო დაბნევა ერეკლეს.
- არა, არაფერი. კატოს ვებნებოდი ჩვენ ხშირად ვერა, მაგრამ ჩვენები დადიან შერვაშიძებთან თქო - გაუმეორა თემომ.
- კი ბატონო, ეგრეა - დაეთანხმა ერეკლეც - მაგრამ ამ დღეებში აპირებენ, როგორც ვიცი, დედა, აჩიკო და ნონა მისვლას.
- რა კარგია - გულწრფელად გაუხარდა ანოს - ჩვენ, რომ ახლა სოფელში მივდივართ, ცოტას ვნერვიულობდი მათთან, რომ ვერ ვიქნებოდით აღდგომაზე, თუმცა პირიქით, თავისებურად მოილხენენ ახლა.
იმდენად გულწრფელად იღიმოდა და საუბრობდა ანო იმ წამს ყველაფერზე, ერეკლეს უცებ მოუნდა, წამომხტარიყო და მაგრად შემოეხვია ხელები ანოსთვის.
უბრალოდ ჩახუტებოდა.

მისაღებში იოანე და ლევანი ტელევიზორში რაღაც გადაცემას მისჩერებოდნენ, თუ როგორ უნდა იმოგზაურო ალასკაზე 100დოლარად და ულიმიტო თანხის რაოდენობით.

ნენე და კესო ფანჯრის რაფასთან იდგნენ და ეზოში, სტადიონზე ბურთით მოთამაშე ბავშვებს გადაჰყურებდნენ.
კესომ უცებ ტელეფონი მოიმარჯვა და კატოს ჩატი გახსნა, სადაც ლიფტის კარზე დიალოგის ფოტოს უგზავნიდა.
ნენეს მიუბრუნდა და თავიდან დაიწყო.
- ხომ გახსოვს წეღან ლიფტში, რასაც გეუბნებოდი? - თანხმობის ნიშნად ნენემ თავი დაუქნია - ხოდა აი ესაა რა - ტელეფონი გაუწოდა - და მეც ახლა გავიგე, თურმე ანო, რომ წერდა ვიღაცას.
- მართლა, რა სავყვარლობააა - ღიმილით გაუწოდა ნენემ კესოს უკან თავისი ტელეფონი, კესომაც არ დააყოვნა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა, უკვე დაზეპირებული ტექსტი.

,, მეშვიდე სართულზე ,,მოდი წავიდეთ"-ს ვინ უკრავს? "
,, ერეკლე "
,, კარგად გამოგდის, ასე გააგრძე...."

სტოპ, სტოპ, სტოპ... რა ასე გააგრძელე, კარგად გამოგდის, ვისი სახელი წერია და რომელი სართულიიიი?
კიდევ ერთხელ გადახედა, რომ დარწმუნებულიყო თავის ეჭვებში.
მეშვიდეზე უკრავს, ვიღაც ერეკლეეე?!
ნეტავ ვინ არის, ერეკლე თავდგირიძე ხომ არა, თემოსთან სახლში, მეშვიდეზე, მის საყვარელ სიმღერას?
ნელ-ნელა იაზრებდა ყველაფერს...
- ანომ ლიფტში თქვა, მე ვწერდიოოოო, ანუ რა გამოდის ანო და ერეკლე ერთმანეთს წერდნენ ისე, რომ არ იცოდნენ? - მის თავს ელაპარაკებოდა კესო ჩუმად.
ნენე და იოანე მას უცქერდა გაკვირვებით, ლევანმა კი დანანებით ჩაიქნი ხელი, იცის ხოლმე ეგრე ჩემმა დამო და იოანეს უთხრა დაიკიდეო, ნენე კიდევ გაკვირვებული შესცქეროდა დაბნეულ კესოს.
სადაცაა კესოს პირი უნდა გაეღო და ნენესთვის რაღაც მაინც ეთქვა, უცებ კარზე ზარი, რომ დაირეკა.
კატომ სამზარეულოდან გამოსძახა ნენეს, გთხოვ გააღეო და რა გაეწყობოდა? ეს უკანასკნელიც ჩამოშორდა, აგონიაში მყოფ კესოს...


ანდრო მოსულიყო...
იმ საღამოსვე, ორშაბათს, მოაგვარეს ყველაფერი.
კი ჰყავდა ანდროს და ლევანს მანქანა და შეეძლოთ გადანაწილებულიყვნენ ორივეში და ისე წასულიყვნენ გურიაში, მაგრამ ამჯობინეს დიდი მინი ვენის ქირაობა და ერთად მგზავრობა.
ოთხშაბათს 5 საათისთვის თემოს და კატოს კორპუსთან შეთანხმდნენ შეხვედრაზე და მალევე დაიშალეს, დაშლამდე კი ყველას ძალისხმევით კატოს სახლი მიალაგეს.
ბიჭებმა საკუთარ თავზე აიღეს ყველაფერის დალაგება.
ანომ და მეტწილად გოგონებმა გააკეთეთ საჭმელიო - მეტწილადში ლევანმა მის დას, კესოს ჩაურტყა ნამიოკი, რომელიც ჯერ კიდევ აგონიაში მყოფს არაფერი გაუკეთებია იქ ყოფნისას, გარდა ჩაფიქრებული ფანჯრის რაფაზე ჯდომისა და მერე მაგიდასთან თვალების ცეცებისა.
თემომ მაგიდა აალაგა და ყველაფერი გამოგვა.
იოანემ ჭურჭელი დარეცხა, რომელსაც გზადაგზა ლევანი ენაცვლებოდა.
დარეცხილ ჭურჭელს ანდრო ამშრალებდა, ხოლო მთლიან სახლში იატაკი ერეკლემ მოწმინდა.
ნენე ჩუმად ყველას ფოტოს უღებდა კატოსთან ერთად.
კესო კი მის წინ დივანზე მჯდარ, ბიჭების შემყურე, მომღიმარ ანოს თვალ მოუშორებლივ აკვირდებოდა.

ესეც ასე, ერთად ყველაფერს მალევე მორჩნენ.


***


ახლად მოსულ მინივენში, გადანაწილდნენ და რუსთაველიდან ბენზეს გზატკეცილისკენ დაიძვრნენ, გურიის გზას, რომ დამდგარიყვნენ.
მძღოლი ოცდაათ წალმადე მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც გზა კარგად არ იცოდა, ამიტომ მის გვერდით ანდრო მოთავსდა გზის საჩვენებლად, ანდროს გვერდით ფანჯარასთან კი ნენე დასკუპდა, მგზავრობა ცუდად მხდის და ჰაერი უნდა ვისუნთქოვო.
სულ უკან იოანე და ლევანი ერთად მოთავსდნენ, შუაში მეზობლები, თემო და კატო დასხდნენ გვერდიგვერდ, და წინ მმძღოლის უკან კესო დაჯდა შუაში, ერთი მხრიდან ანო მოისვა, მეორედან ერეკლე, ასე უკეთ დავაკვირდები მათ და დავზვერავო, ამას პლიუს მძღოლის სარკეში ყველას დავაკვირდებიო.

მოკლედ იმ პერიმეტრს კესო მთლიანად აკონტროლებდა.

ანდრო გვარად დუმბაძე იყო და ძალიანაც ამაყობდა საკუთარი წარმომავლობით, მითუმეტეს, რომ ნოდარ დუმბაძის გვარს ატარებდა.
ოზურგეთიდან ერთი საათის გზაზე, ნოდარ დუმბაძის სახლ მუზეუმთან ახლოს, სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა თავისი სათაყვანო ბებია-ბაბუა.
ბიძამისსაც იქვე ახლოს, მშობლების სახლთან დაედო ბინა და ხშირი სტუმარი იყო მათი.

გზაში დრო იმაზე მხიარუდალ გაატარეს, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
კატო და თემო ერთი წამითაც არ ისვენებდნენ და სხვასაც არ აძლევდნენ მოსვენებას, მითუმეტეს ხომ ძლის საშუალებას.
რადიოში ჩართულ ყველა სიმღერას თან ყვებოდნენ და არემარეს აყრუებდნენ, მათი თავგანწირული ვითომდა შესრულებით.
მერე ამათ შემყურე ლევანი ჯუჯღუნს იწყებდა, ნენე ტრიალდებოდა და ეუბნებიდა ცუდად ვარ და ესღა მაკლდა კიდევო, მომასვენეთ, სიცილი კიდევ უფრო ცუდად მხდისო.
რომ ვერა და ვერ აჩერებდნენ ამ ორ ბულბულს, მოთმინება გამოლეულნი სიცილისგან იჭაჭებოდნენ...
ხანდახან ჩუმი ხმით ერეკლეც აყვებოდა მათ, ამდროს ანო კი მოჯადოებული შეჰყურებდა და უსმენდა ამ უკანასკნელს, ეს ფაქტი კი კესოს ნამდვილად არ გამორჩენია თვალთახედვიდან.


სოფელში მალევე ჩავიდნენ ავტობანით, ორი საათიც არ დასჭირვებიათ.
ანდრომ ხიდის შემდეგ, ეზოსკენ მიმავალი გზაც მიასწავლა მძღოლს და მალევე გამოჩნდა ანდროს სათაყვანო კარ-ეზო.
რიგრიგობით ჩამოლაგდნენ და ჭიშკარს მიაშურეს.
უკვე ჩამოღამებულიყო, საღამოს რვა საათიც დაწყებულიყო.
დიდ ორსართულიან სახლში, მხოლოდ პირველ სართულზე, ერთ ოთახში ენთო შუქი. მალევე გაიღო ამ ოთახის კარიც და მასპინძელიც გამოჩნდა.
- ანდრო, შენა ხარ? - გამოსძახა ხანში შესულმა კაცმა, დაეჭვებით.
- მე ვარ ბაბუ, მეე - ნაბიჯს ნელ-ნელა აუჩქარა და მთელი ძალით გადაეხვნიენ ერთმანეთს.
როგორც კი გული იჯერეს, და დამიჯერეთ ეს სულაც არ მომხდარა მალე, კაცმა შესძახა:
- დედაკაცოო, გამოხედე აბა ბაღანას - და თვითონ დანარჩენებისკენ დაიძრა ღიმილით.
ანდროს ბებოც, ქალბატონი თამარაც მალევე გამოჩნდა და ისეთი სისწრაფით გამოქანდა შვილიშვილისკენ, ბევრ პროფესიონალ მორბენალს შეშურდებოდა.
- ბებო გენაცვალოს შენ - სახეზე დაატარებდა დაკოჟილ ხელებს ანდროს და თვალებიდან ცრემლები ღლაპა-ღლუპით სცვიოდა.
ამასობაში გურამი ბაბუ ყველას გაცნობოდა სათითაოდ და თან გულში იკრავდა თბილად.
- ერთი უყურეთ ამათ, თუ მოგვაქცევენ აბა ახლა ყურადღებას - ცოლს და შვილიშვილს ღიმილით თვალს ვერ აშორებდა.
თითქოს ახლა გამოერკვა თამარა ბებოც.
- უი, მომიკვდეს თავი, შვილებო - უცებ წამოიძახა და ანდროს ჩამოშორდა.
- გამარჯობათ, ბებია - მიესალმა ყველას და თბილად ჩაიკრა გულში - წეღან, რაღაცა მეტაკა, გამოვშტერდი უცებ.
- კი, კი, მარტო წეღან - გამოექომაგა გურამი ცოლს.
ყველას გაეცინა.
- ბაბუ, შემოდით სახლშიიი, მოგვეჭრა თავი, რას დაყუდებულხართ ეზოში - შეშფოთდა გურამი.
- ბებო, რითი ჩამოდით? არ მითხრა ახლა, რომ... - აქოთქოთდა თამარა ბებო.
ანდრომ შეაწყვეტინა.
- არა, ბე, ჩემი მანთქანით არ ჩამოვსულვართ, ტაქსით ჩამოვედით ყველა ერთად - აუხსნა ბიჭმა.
- მერე, შენ მამაძაღლოოო, სადაა ის კაცი, რომ ჩამოგიყვანათ? ასე უპატრონოდ გაუშვით უკან? - გურამმა ყველას ეჭვის თვალი მოავლო.
- არა, ბაბუ, აგე ნახე, ჭიშკართან გველოდება - ხელით აჩვენა თემომ.
- სად წავიდოდა, არაფერი გადმოგვიტანია ჯერ - განაგრძო ლევანმა.
- მომიკვდეს თავი, კაცი გარეთ გველოდება და ჩვენ აქ დავბჟუტურობთ - სახეზე შემოირტყა ხელები თამარამ.
- შეიყვანე ქალო, აი ბაღნები 'ზალაში' - დაარიგა ცოლი - იმ ბოვშს კიდე მე გავუღებ ჭიშკარას და შემოვიპატიჟებ, როგორც საჭიროა - ჭიშკრისკენ გაემართა გურამი.
- მობრძანდით ბავშვებო, მობრძანდით - წინ გაუძღვა ყველას.
ანდროს ხელი გადახვია და იქვე მყოფნს გაუღიმა.
ანდრომაც არ დააყოვნა ქალს ხელი წელზე მოხვია და შუბლზე მიაკრა ტუჩები.
კესომაც დრო იხელთა და ფოტო გადაუღო მათ.
შუა მისაღებში მაგიდა იყო სამ კაცზე გაშლილი, ეტყობოდა ვახშმობას აპირებდნენ, სანამ ბავშვები დაურღვევდნენ იდილიას.
- ღმერთმა, კაი დროს მოგიყვანათ ბოვშებო, ჩვენც ჭამას ვაპირებდით - თქვა ბებომ - ახლავე გავამზადებ ყველაფერს და გავშლი სუფრას - დატრიალდა თამარა.
მაგრამ ნურას უკაცრავად, გოგონები რა გოგოები იყვნენ დახმარება, რომ არ შეეთავაზებინათ.
ნაწილი ბიჭებისა მანქანისკენ დაიძრნენ სანოვაგისა და ჩანთების ამოსალაგებლად, ნაწილიც ანდროს გაჰყვა მეორე ოთახიდან სკამების შემოსატანად და მაგიდის გასაშლელად.
გურამ ბაბუს, რა თქმა უნდა, მოეხერხებინა ტაქსის მძღოლის დაყოლიება სახლში შეპატიჟებასა და ღამის გათევაზე, გარეთ უკვე ბნელა და თან დაღლილი იქნები, ნამგზავრიო, ასე ვერ გაგიშვებთო...
შენ, ჩვენი გურულების და ზოგადად ქართველების სტუმართ-მასპინძლობის შესახებ არაფერი გაგიგიაო?... ბიჭიც ნამუსზე ააგდო და სხვა გზა დათანხმების გარდა არც დაეტოვებინა მისთვის.
სამზარეულოში ერთი ამბავი იყო.
აბა რა იქნებიდა, ამდენი ქალი ერთად ტრიალებდა.
კესო კარტოფილს თლიდა, კატო ყველს ხეხავდა, ნენე სალათს ჭრიდა და კაზმავდა სუნელებით.
ანოს მჭადი დაეკრო 'ფეჩზე' და ახლა ხაჭაპურის ცომს ზელდა, თამარა ბებო საქათმეში შესულიყო ქათმის დასაკლავად.
ამასობაში ანდროს ბიძაც მოსულიყო მეზობელი სახლიდან, თურმე ვახშმობას დედასთან და მამასთნ ერთად აპირებდა, იმიტომაც იყო სუფრა სამ კაცზე გაშლილი.
მას კი აქ მისვლისას, სასიამოვმო სურპრიზი დახვდა.
გურამ ბაბუს, ტაქსის მძღოლი ავთო, მასთან ერთად ღვინის ჩამოსასხმელად წაეყვანა.
ანდროს ბიძია, გოჩა კი სახლში დაბრუნდა მაგარი, ახლად გამოხდილი ჭაჭის მოსატანად...
სადღაც 9 საათისთვის, ცამეტივე დიდ სუფრას შემოსხდომოდა, რომელიც ერთობლივი ძალებით გაეშალათ.
რიგ-რიგობით და მონაცვლებით, ხან ერთი ბიჭი, ხანაც ერთი გოგო მაგიდაზე თეფშს, ჩანგალს, დანას, ჭიქას, სალფეთქს და კიდევ უამრავ წვრილმანს ალაგებდნენ.
ამ პროცესშიც ისე გაერთნენ და იმდენი იცინეს, თითქოს არანაირი პრობლემა ან საფიქარალი არ ჰქონოდათ აქამდე.


***


მეორე დილით მასპინძლებმა დილა ადრიან გააცილეს ტაქსის მძღოლი, ავთო, სამსახურში მაგვიანდებაო და გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ ასეთი მასპინძლობისთვის და თბილი დახვედრისთვის.

ბავშვები მეორე სართულზე ორ ოთახში გადანაწილებულიყვნენ.
ანოს და კატოს ერთად ეძინათ, ხოლო კესოს და ნენეს გვერდი- გვერდ საწოლებში.
ბიჭებს კიდევ არაფრის თავი არ ჰქონდათ გუშინ საღამოთი და ვის სად ეძინა ვერ გაიგებდით.
ლევანს ნახევრად გაეშალა კუთხეში მდგარი დივანი და ისე იწვა, ბავშვივით მოკუნტული.
თემო საერთოდ იატაკზე იწვა უშფოთველად.
ხოლო ორსაწოლიან ლოგინში ერთ მხარეს ერეკლეს ეძინა მისთვის ცალკე, მეორე მხარეს კი ანდროს და ამას, დამატებული იოანე ეწვა ზურგზე, რომელსაც სასაცილოდ მიეწეპებინა ტუჩები ანდროს ზურგისთვის, საჯდომი კი პატარა ბავშვივით სასცილოდ აებზიკა.

არ გაგიკვირდებათ და პირველი დილით თამარა ამდგარიყო, საწოლშიც ძლივს გაძლო, ძილშიც ბორგავდა სუფრა მაქვს ასალაგებელიო, მაგრამ ნურას უკაცრავად.
იმის მიუხედავად, რომ წუხელ ბევრი ეხვერწა გოგონებს და ლამის დაითანხმა თქვენ არ ალააგოთო, დილით მე მივხედავო, როგორც კი დაწოლილა, იქაურობა მიულაგებიათ, ყველაფერი დაერეცხათ, გაესწორებინათ და ერთი სიტყვით, იქაურობა დაეწკრიალებინათ.
დილის რვა საათი ხდებოდა მამლის ყივილზე ანომ თვალები, რომ დაჭყიტა.
მალევე მოწესრიგდა და ქვემოთა სართულისკენ დაიძრა.
კიბიდან დალანდა ეზოში, ქათმების შუაში მდგომი თამარა ბებო და მისკენ დაიძრა.
- დილამშვიდობისა, ბებო - მხიარულად მიესალმა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, ჩემო გოგო - პირჯვარი გადასახა ანოს.
- ამ დილაადრიან რამ აგაყენა, ამ სააიკვდილომ გაგაღვიძა, არა? - მამლისკენ მიუთითა.
- არა, არა. ძილი კი მიყვარს, მაგრამ სუფთა ჰაერი და ბუნება უფრო - გაუღიმა ანომ.
- ღმერთმა გაგახაროს - სახეზე მოუთათუნა ხელი თამარამ.
- ხელ-პირს დავიბან და მომეცით ეგ სიმინდი მე ვაჭმევ ქათმებს და წიწილებს, თქვენ კი დაისვენეთ - შესთავაზა ანომ.
- მე რა დამასვენებს, ბებო აქ იმდენი საქმეა, მაგრამ შენი დახმარება არმინდა, ისიც გეყოფათ, გუშინ ყველაფერი, რომ დაგილაგებიათ - გაუწყრა წუხანდელისთვის თამარა ანოს.
- ბებო, ეგ ყველაფერი ბიჭებმა გააკეთესეს. ეგრე იციან ხოლმე... გვეტყვიან, თქვენ გვიკეთებთ ყველაფერს და ჩვენ გამო იღლებითო, ხოდა ჩვენც დაგეხმარებით და მივიღებთ მონაწილეობასო - აუხსნა ანომ.
- მაგათ შემოვევლე, ბებო მე - თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა თამარას.
ანომ ვეღარ მოითმინა, ისე მოუნდა ჩახუტებოდა ამ საყვარელ მოხუცს, რომ დრო არ დაკარგა და მთელი ძალით გადაეხვია.
თამარამაც საპასუხოდ ხელები მოხვია და ზურგსა და თმაზე დაუსვა გოგონას.
- ღმერთმა გაბედნიეროს - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა ანოს.
ამასობაში გურამს და გოჩასაც გაეღვიძებინათ.
ანომაც ხელ-პირი დაიბანა და თამარა ბებოს მაინც გამოართვა, ჯამში ჩაყრილი სიმინდი ქათმებისთვის.
ბებოც აღარ შეწინაღმდეგებია და ქმრისა და შვილისკენ ღიმილით დაიძრა.
სამივე სამზარეულოში შეიყუჟა, რათა დილით ესაუზმათ და თავთავიანთ საქმეებს მიბრუნებოდნენ.
სოფელი არ იცდიდა.
გურამი წისქვილში უნდა მისულიყო სიმინდის დასაფრქვევად, ხოლო გოჩა ბოსტანში უნდა გასულიყო ხილის და ბოსტნეულის მოსაკრეფად.
თამარას ბავშვების გაღვიძებამდე უნდოდა საუზმის და წვნიანის გაკეთება მოესწრო.

სამზარეულო პირდაპირ ბიჭების საძინებლის ქვემოთ იყო.
მაგიდის ალაგებისას თამარა ბებოს შემთხვრევით ჩაის ჭიქა დავარდნოდა და იატაკზე ნაწილებად დამსხვრეულიყო.
ამ ხმაზე ერეკლეს გამოღვიძებოდა.
- შე დასაწვავო, თამარა გაგიხმეს ეგ ხელები, ალბათ წამოყარე ყველა ბოვში ფეხზე - გაუწყრა საკუთარ თავს ქალი.
ამ მონოლოგის მოსმენისას ერეკლეს საყვარლად ეღიმებოდა.
ბევრი აღარ მოუცდია, საწოლიდან მალევე წამოდგა, იქვე დადებული 'რუგზაკიდან' თბილი შავი როლინგი ამოიღო და გადაიცვა.
მერეღა მოავლო ოთახს თვალი და ხმამაღლა, რომ არ გასცინებოდა ქვემოთა ტუჩს კბილებით ჩაებღაუჭა.
როგორც კი დამშვიდდა, შეეცადა ოთახი ფეხაკრებით დაეტოვებინა, რათა სხვებისთვის არ დაეფრთხო ძილი.
აივანზე გადგა ფეხი თუ არა, ამოისუნთქა, თითქოს აქამდე ბომბზე დადიოდა და სუნთქვის უფლებაც არ ჰქონდა.
მოაჯირთან მისულმა, მხოლოდ მაშინ დაინახა ეზოში, ქათმების შუაგულში მიწაზე მოკალათებული ანო, როგორ აჭამევდა და ესაუბრებოდა წიწილებსა თუ ქათმებს.
მისი ამ ფორმაში დანახვისას ტანში სასიამოვნოდ გასცრა.
გრძელი ოქროსფერი თმა ზურგზე დაჰფენოდა გოგონას, რომელიც
მზის სხივზე კიდევ უფრო კაშკაშებდა და ბრწყინავდა.
ერეკლეს ახლა ნამდვილად გაუჭირდა სუნთქვა.
აივნის მოაჯირს ძილივს-ძლივობით დაეყრდნო და თვალმოუშორებლად მიაშტერდა წიწილებთან საყვარლად მოკისკისე ანოს.


***


ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ერეკლე განუძრევლად, ანოს შემყურე, ეზოში თამარა ბებო, რომ არ გამოჩენილიყო.
გონს მალვე მოეგო, აივნიდან მათ დილა მშვიდობისა უსურვა და კიბეზე დაეშვა ღიმილით.
ერეკლეც მათკენ დაიძრა.
- დილა მშვიდობის, საყვარელო - გაუღიმა თამარამ.
- მშვიდობიანი დილა - დაუბრუნა ანომაც პასუხი.
- ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა, გენაცვლოს შენ ჩემი თავი - ხელი დაუსვა მხარზე ბებომ ერეკლეს.
ერეკლემაც საპასუხოდ ოცდათორმეტივე კბილით გაუღიმა მოხუცს და მხრები უდარდელად აწია.
აბა ქალს ხომ არ ეტყოდა, შენმა ქოთქოთმა გამაღვიძაო...
- რამდენი ქათამი გყოლიათ - თვალი მოავლო იქაურობას ერეკლემ.
ახლაღა წამოიმართა ანოც ფეხზე.
- სულ ოცდახუთია - გაიკრიჭა ანო - ჩვიდმეტი ქათამი და რვა წიწილა - ყველას გაეღიმა.
- მორჩი ბებო, ამათ გამოკვებას? - ჰკითხა ქალმა.
- კი, თამარა ბებო, ახლა მაღაზიაში წავალ და დანარჩენებს ბორჯომსა და ნაბეღლავს მოვუტან, გუშინდელის შემდეგ დარწმუმევული ვარ, დასჭირდებათ - ცარიელი ჯამი ქალს გაუწოდა და სახლისკენ დაიძრა.
უცებ რაღაც გაახსენდა და მის უკან მომავალ, ერეკლეს და თამარას მიუბრუნდა.
- ერეკლე, შენც ხომ დალიე გუშინ კი, მაგრამ თავი არ გტკივა? ასე ადრეც ამდგარხარ.... - გაკვირვებულმა ჰკითხა.
ერეკლეს ჩეღიმა.
- ბევრი არ დამილევია და რაც დავლიე, ისიც ნელ-ნელა, ამიტომ არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს - უპასუხა ბიჭმა - იმათმა იკითხონ თორემ .... - თავით მიანიშნა მეორე სართულისკენ.
- აა კაციი - თქვა თამარამ და სახლში პირველი შევიდა.
ერეკლე უკვე გვერდში ამოდგომოდა გოგონას.
- მეც წამოვალ მაღაზიაში, გაგიჭირდება ამდენი რაღაცის წამოღება - შესთავაზა ერეკლემ.
- მე, რომ ჩვეულებრივი გოგო არ ვარ?
- და მე, რომ ეგ არც მითქვამს?
- აბა, რატომ უნდა გამიჭირდეს, მე ძალა არ მაქვს თუ რა? - სასაცილოდ დაიმანჭა და ხელი დაჭიმა.
ერეკლესაც გაეცინა მის ამ საქციელზე და უთხრა:
- კარგი, მაშინ ასე გეტყვი - ცოტახანი შეჩერდა და მალევე განაგრძო - შენთან ერთად მინდა წამოსვლა.
ანოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
მკრთალად გაუღიმა, თუმცა საპასუხოდ ვერაფერი უთხრა.
ერეკლე კი გაბადრული თვალებით მისჩერებოდა გოგონას.
შემოსავლელ კართან ჩამოკიდებულ მოსაცმელს და ყვითელ შარფს დასწვდა ანო, პატარა შავი ჩანთიდან საფულეც ამოიღი და უკვე გამოწყობილი ერეკლესკენ დაიძრა, რომელიცც თამარა ბებოსთან ახალი მაღაზიის გზას არკვევდა.
არც ისე შორს არისო, სულ რაღაც 7 წუთი თუ დაგჭირდებათ მისასვლელადო.
ერეკლეს კი ეცოტავა, მაგრამ რას გააწყობდა?!

ანო მართლა არ გავდა ჩვეულებრივ გოგოს, ჩვეულებრივს კი არა, საერთოდ არავის არ გავდა.
რაღაცებს, რომ განიცდიდა და მისთვის ფიქრობდა, ეს ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ ერეკლესთანაც მორიდებული, დარცხვენილი გოგონსავით უნდა მოქცეულიყო?!

- აბა, როგორ მოგწონს აქაურობა? - ჰკითხა ერკელემ, თვითონ ხომ აქ არ იყო პირველად.
- სიმართლე თუ გაინტერესებს, მე ზოგადად ცხოვრებაში, ყველაფერი მომწონს, რადგან ყველაფერში ვხედავ რაღაც ღირებულს - დაიწყო ანომ - აქაურობა კი ნამდვილად, უზომოდ მომწონს. აბა რა ჯობია, სოფელს, სუფთა ჰაერს, ნამდვილ ადამიანებს და ნამდვილ ცხოვრებას, სადაც არც ტექნოლოგიებია ზედმეტი და არც პრობლემები.
- პრობლემები ყველგან არის, მას ვერსად გავექცევით - თქვა ერეკლემ.
- მერე და, ვინ თქვა, რომ პრობლემები აქ არ არის ან აუცილებლად უნდა გავექცეთ მათ?
- ალბათ ახლა ფიქრობ, რომ ყველა სიტყვაზე გეკიდები, არა? - გაუღიმა ერეკლემ.
- არა, პირიქით მგონია, რომ ყურადღებით მისმენ. უბრალოდ წეღან ზედმეტ პრობლემებში ვიგულისხმე ის, რაც ქალაქებშია, მაგრამ არ არის სოფლებში.
- მართალია - დაეთანხმა ერეკლეც.
მალევე შეცვალეს თემა.
- ხომ, ნამდვილად სწორად მივდივართ ერეკლე? - ჰკითა ანომ - მე გზა არ მიკითხავს, თამარა ბებოსთვის.
- კი, საადაცაა მივალთ უკვე.
- რა საყვარლები არიან, არა ანდროს ბებია და ბაბუა? თამარა ბებოს, რომ ვუყურებ, მინდა სულ ვეხუტებოდე და იმ საყვარელ ლოყებს ვუკოცნიდე. - უდიდესი სიყვარულით და სითბოთი თქვა ანომ.
- თამარა ბებო და გურამი ბაბუ, მართლაც, სულ სხვა განზომილებაა.
ნამდვილი ბებო და ბაბუ არიან - თქვა ერეკლემ და ოროვეს გაეღიმათ.
შემთხვევით ერეკლემ დააცემინა.
- უკაცრავად, ალბათ გავცივდი - თქვა გაკვირვებით მან, რადგან ვერ ხვდებოდა სად უნდა მოესწრო გაციება.
- არა, რა უკაცრავად. ასე თხლად, რომ წამოდი, მხოლოდ როლინგის ამარა, მაგის ბრალი იქნება. ჯერ კიდევ სიცივეებია, მარტის თვე, ხომ იცი, როგორი ცვალებადია? ერთ დღეა შეიძლება ისე ცხელოდეს, მოკლესახელოიანები მაისურით დაიწყო სიარული, მეორე წამს კი, შეიძლება ცა ჩამოიქცეს, ისეთი წვიმა წამოვიდეს.
საერთოდ არ აინტერესებდა ერეკლეს მისი გაციების ამბავი, პატარა ბავშვივით მოტაატე ანოს თვალს ვერ აშორებდა, საუბრის დროსას, უნებურად ხელებს, რომ იქნევდა აქეთ-იქით.
გოგონათი მონუსხულმა, საერთოდ ვერ შეამჩნია, როგორ შემოხვია ანომ თავისი შარფი კისერზე.
- აი ესე უკეთესია - გაუღიმა ანომ და ცერებზე აწევით ბიჭთან ზედმეტად მიახლოებულმა მალევე მოაშორა ხელები მის შარფს - შეიძლება ქურთუკის დანიშნულებას ვერ გასწვდეს, მაგრამ სიცივეს ცოტას შეგიმსუბუქებს.
ერთ ადგილზე გახევებული ერეკლე კი ძლივს ფიქრობდა, ისეც ხომ ცუდად მხდის მისი დანახვა და მოახლოვება, ახლა კიდევ სულ მთლად ბოლო უნდა მომიღოს, მისი გამაბრუებელი სურნელითო?!

მაღაზიაში ბევრი რამ არ ჰქონდათ საყიდელი, მოხუცებს ისედაც ყველაფერი ჰქონდათ თანაც ნატურალური სახლში, ამას პლიუს წინა ღამითაც უამრავი რაღაც ჩამოეტანათ, უბრალოდ მინერალური წყალი და ტკბილი ნამდვილად არ მოეპოვებიდათ შინ.
ანოს თანხა უნდა გადაეხადა ერეკლემ, რომ დაავლო ცელოფნებს ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ერთი წუთი... ერთი წუთით, არ მითხრა, რომ... - ერეკლეს მალევე წამოეწია - შენ გადაიხადე..
- კარგი, არ გეტყვი - გაუღიმა ერეკლემ.
- რა საქციელი ახლა ეს - გაიბუსხა - ჯერ ეს ერთი, მაღაზიაში წამოსვლა მე ავიჩემე, ამას პლიუს, მე არ მიყვარს მსგავსი რაღაცები - განაგრძო მან - გავიყოთ თანხა, რაც გადაიხადე - თქვა ანომ და გაშტერებულ ერეკლეს ახედა.
- რა ვქნათ? - ჰკითხა ერეკლემ.
- ხო, თანხა მაინც გავიყოთ, ამასაც იმიტომ გთავაზობ, რომ ვიცი ყველას მაინც არ გამომართვამ.
- ანო, რას მეუბნები? - მართლა ძალიან დაიბნა ერეკლე.
- მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ - ალუღლულდა ანო - ყველაფერში ერთნაირი უფლებები გვაქვს.
ანუ შენ, რომ ახლა ფეხბურთის ბილეთი მიყიდო, მე აუცილებლად დასალევს და სნექებს ვიყიდი, ისევე როგორც შენ.
ანუ 50/50 რა.
- რა საინტერესო გოგო ხარ შენ - გაუღიმა ერეკლემ - ანუ ფეხბურთის ბილეთი, ხომ?
ახლაღა მოეგო გონს ანო და გაიზრა რა თქვა.
- არა, არა, მე ეგ არ მიგულისხმია - დაიწყო ხელებით ახსნა ისევ - ეგ მაგალითად მოვიყვანე... ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ... - შეაწყვეტინა ერეკლემ.
- იმის თქმა გინდოდა, რომ თუ ერთი რაღაცას გააკეთებს, მეორემაც ანალოგიურად უნდა მიიღოს მონაწულებაო. ანუ მე თუ საჭმელს გავაკეთებ, შენ ჭურჭელს დარეცხავ და რაღაც მსგავსი რა... - სასაცილოდ დაიმანჭა ერეკლე.
- ხო, აი ზუატად, მაგას ვამბობ მეც. ხოდა, რამდენი გადაიხადე? - კვლავ განაგრძო ანომ.
- მერედა ვინ თქვა, რომ მე მაგაზე თანახმა ვარ?
ანო ლოყებზე პომიდორივით წამოწითლდა.
- ხო, მაგრამ შენ ხომ თქვი, რომ...
- კი მე ის ვთქვი, რაც შენ. ნამდვილად გეთამხმები იმაში, რომ ორივე მხარემ უნდა მიიღოს ყველაფერში მონაწილეობა, მაგრამ არ მითქვამს, რომ ეს ამჯერად უნდა მოხდეს. - აუხსნა ერეკლემ.
- იმაში ორი აზრი არ არის, რომ ხანდახან ადამიანებმა ერთმანეთს რაღაცები უნდა გაუკეთონ ან უყიდონ კიდეც, ისე უბრალოდ, მაგრამ ახლა....
- კარგი, რა ანოოო, გვეყოს ამაზე საუბარი, აზრი არ აქვს.
- ერეკლე, ეს რანაირი საქციელია ახლა? - გაიბუსხა ანო და გულმკერდთან ხელები ბავშვივით გადაიჯვარედინა.
სოფლის ცენტრს ახლახანს გაცდენილიყვნენ.
მალე ისევ ანომ დაიწყო.
- ცელოფნები მაინც მომეცი, მაგას მაინც დავიჭერ.
ერეკლემ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამით კიდევ უფრო გააბრაზებდა გოგონას და პატარა, მჩატე ტკბილეულით სავსე ცელოფანი გაუწოდა.
- ეს რაა არიიის? - ჰკითხა ანომ გაფართოებული თვალებით.
- რადა, შენი წილი ცელოფანი - გაუღიმა ერეკლემ და ერთ ადგილზე გახევებულ გოგონას, სიცილით ჩამოშორდა.

მაღაზიიდან დაბრუნებულებს და-ძმა ქაჯაიები გაღვიძებულები დახვდათ.
ცოტა არ იყოს, კესოს კი გაუკვირდა, ამ ორის ერთად ხილვა, მითუმეტეს, რომ ანოს აშკარად ეტყობოდა ხასიათის ცვლილება, ერეკლეს კი ზედმეტად გაბრწყინებული სახე ჰქონდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია ქაჯაიების ასულმა.
- ასე ადრე, როგორ? - ჰკითხა ერეკლემ და-ძმას - კარგად ხართ?
- რავიცი აბა, ზურგმა შემაწუხა და გამეღვიძა - თქვა ლევნმა.
- რაიზა ბებია? - ახლად გამოჩენილმა ბებომ ჰკითხა.
- თამარა ბებო, გუშინ ჭკუაც კი არ მომეკითხებოდა, ისე დავწექი, მადლობა ღმერთს კიდევ, საერთოდ ფეხზე დგომა, რომ შემიძლია.
გაეცინა ყველას.
- მე კიდევ - კესომ დაიწყო - რაღაცა მწერმა გამაღვიძა და ვეღარ მოვისვენე, მერეღა შევამჩნია შენც, რომ არ იყავი ოთახში და ვიფიქრე, ჩავალ დავეხმარები ხალხს თქო - უთხრა კესომ ანოს.
- რად მინდა, ბებია მე თქვენი დახმარება, ისედაც ზედმეტს აკეთებთ და წუხდებით.
- რა ლაპარაკია ახლა ეს, თამარა ბებო, ჰა? - ჰკითხა კესომ და ქალისკენ გაემართა გადასახვევად.
- ანომ ნაბეღლავი მოგიტანათ - თქვა ერეკლემ და ახლაღა მოაგონდა ცელოფნების მაგიდაზე დაწყობა.
- მე არაფერიც არ მომიტანია, არც ფული გადამიხდია და არც სახლამდე მომიტანია ჩემით.. - თქვა ანომ ჩვეულებრივად.
- ინიციატივა, ხომ შენი იყო, არა?! - უპასუხა ერეკლემაც.
- ანო, ჯიგარი ხარ რა - მხარზე ხელი დაკრა ლევანმა და ცელოფნიდან ერთი ბოთლი ამოაცალა ერეკლეს.


ყველაფერი ამოალაგეს, თამარასაც მიეხმარნენ, ამასობაში გურამიც დაბრუნებულიყო და ცოლ-ქმარი მეზობლის სანახავად დაიძრა.
თამარა ბებომ, ჩვენ მეზობელ სახლში იზო ბებო ცხოვრობს მარტოვო, ეს დღეები წნევები აქვს და ხანდახან ვინახულებთ ხოლმე და საჭმელი გადაგვაქვს მე და გურამსო..
ახლაც თამარა ბებო ხელებ დამშვენებული, თავისი გაკეთებული სუპით და გურამი ბაბუ ჭადის ფქვილით იზოს სახლიკენ მიემართებოდნენ.

- ახლა ჩვენ რა ვაკეთოთ? - იკითხა კესომ.
- რავიცი, აბა... - უპასუხა ძმამ.
- ჩაის ხომ არ დალევთ, ხომ არ გვესაუზმა? - იკითხა ანომ.
- არაა, მე და ლევანს დილით ჭამა არ გვიყვარს, აი შენ და ერეკლემ ისაუზმეთ - თვალი ჩაუკრა კესომ.
- არა, მადლობა, მე არაფერი არ მინდა... თან დანარჩენებს დაველოდოთ და მერე ვისადილოთ, თორემ არამგონია, როცა ეგენი გაიღვიძებენ კვლავ საუზმის დრო იყოს - თქვა ერეკელემ.
- მე არაფერი მინდა, თქვენ გკითხეთ უბრალოდ - აუხსნა ანომ.
- ხოდა, მაშინ რამე მოვიფიქროთ რა, სანამ ისინი ადგებიან და ბებო-ბაბუც უკან დაბრუნდებიან.
- რამე ვითამაშოთ - აყვა კესოს ლევანიც.
- მაგალითად? - იკითხა ანომ.
- ეტყობა შენ თავმა გაგიარა - გაუცინა ლევანს ერეკლემ.
- თუ ძმა ხარ, ნუ მახსენებ რა. ვითამაშოთ და ყურადღებასაც გადავიტან.
- აა, მე წამოვიღე ბადმინტონი, თუ გინდათ სამი წყვილი მაქვს და ვითამაშოთ ოთხში.
- სამი წყვილი? - გაუკვირდა ლევანს.
- ხო, მე და კატოს ძალიან გვიყვარს და სულ რამდენიმე შეკვრა დაგვაქვს თან. ვინმემ თამაში, რომ გვთხოვს ისე ვათხოვოთ ჩვენც, რომ არ შევწყვიტოთ თამაში - ღიმილით აუხსნა იქვე მყოფებს ანომ.
- მაშ, რა გაეწყობა, ვითამაშოთ - დასთანხმდა ერეკლეც.
- წყვილებში როგორ ვნაწილდებით? - იკითხა ლევანმა.
- მე და ანო, შენ და ერეკლე - უპასუხა კესომ.
არ მისცა საშვალება ერეკლეს და ანოს წყვილში ყოფილიყვნენ, რადგან მყარად გადაწყვეტილი ჰქონდა მოგება, თან ისე, რომ სურვილებზე ეთამაშათ და თავისი სურვილი ერეკლესთან ჰქონოდა.
- ოღონდ რამეზე ვითამაშით რა - თქვა კესომ.
ანოც დაეთანხმა, ეგრე უფრო საინტერესო იქნებაო.
- ბუქნებზე? - იკითხა ლევანმა.
- არა, რა ბუქნებზე. სურვილევზე - თქვა კესომ.
- კი ბატონო - სიამოვმებით დასთანხმდა ერეკლეც და მოსალოდნელი შანსისთვის მოემზადა.

ანგარიში 13 : 11 დამთავრდა გოგონების სასარგებლოდ.
ანოს სიტყვის თქმა არ აცალა კესომ და მანვე განაცხადა:
- მე სურვილი ერეკლესთან მექნება, შენ კიდევ ლევანთანო. ჩემ ძმას ისიც ეყოფა, ჩემი ძმა რომააო.
რა გაეწყობოდა?
ამასობაში დანარჩენებსაც გაღვიძებოდათ, თამარა და გურამიც დაბრუნებულიყვნენ შინ და შუადღის ორი საათისთვის ყველანი მადიანად შექცეოდნენ სადილს, რომელიც ამჯერად მხოლოდ თამარა ბებოს მომზადებული გახლდათ.
მალევე მიალაგეს, მოწესრიგდნენ და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ გაემართნენ.
მანქანა არ ჰყავდათ, ამიტომაც გზას ფეხით დაადგნენ.
მშვენივრად მოილხინეს, მუზეუმიც დაათვალიერეს, ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და შვიდი საათისკენ დაქანცულებმა მიაშურეს სახლს.

საღამოს კოცონი დაენთოთ და ყველანი ირგვლივ შემომსხდარიყვნენ.
ანდროს თხოვნით, ნაკვერჩხალზე კარტოფილს და სიმინდს წვავდნენ.
ნენეს იქვე ახლოს თავისი გიტარაც მოემარჯვებინა.
ანომ საკუთარი სურვილის გამოყენებაც მაშინ მოინდომა, როცა გაიგო ლევანის შესაძლებლობების შესახებ.
სთხოვა საყვარელი ლექსი წაეკითხა და თუ კიდევ ვინმეს სურვილი ექნებოდა, ისიც შეერთებოდა ამ ყველაფერს.
უკუნით სიბნელეში, რომელსაც მხოლოდ ეზოს შუაგულში დანთებული ცეცხლი არღვევდა, საამო ხმა გაისმა:

,, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვლავარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო!"

გალაკტიონ ტაბიძე - ,,მესაფლავე"

ლევანის შემდეგ კატომ გამოიჩინა ინიციატივა:

,, რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!"

აკაკი წერეთელი - ,,მუხამბაზი"

კატოს კესოც მიჰყვა:

,, გახსოვს? ტოტი ქარისა აქანებდა მთვარესა...
ნეტავ ახლა სადა ხარ და რომელსა მხარესა..."

გალაკტიონ ტაბიძე - ,, ეს მშობლიური ქარია"

ანდროც შეუერთად მათ:

,, მჭიდში მაქვა ათი საშუალო ტყვია.

პირველი იმას მხდალი, რომ ჰქვია;

მეორე ტყვია ღალატზე წამსვლელს;

მესამე იქვე, მათსავე დამცველს;

მეოთხე ტყვია ენის მიმტანებს;

მეხუთე სარგებელს, ვინც კი იმატებს;

მეექვსე ტყვია დამჩაგვრელს სუსტის;

მეშვიდე კარგების ზარალს, რომ უცდის;

მერვე დამგმობელს თავისა ერის;

მეცხრე ურწმუნოს ღმერთის და ბერის;

მეათე ტყვია ეკუთვნის ბოროტს.

მეათე ბოლოა და გეტყვით ბოლოს...

მჭიდში მაქვს ათი საშუალო ტყვია,

მაგრამ არცერთი არ გამისვრია..."

კოკა კობალაძე - ,, მჭიდში მაქვს ათი საშუალო ტყვია"

მათ გამოწვევას არც გურამ ბაბუ ჩამორჩენია:

,, აი, ხომ ხედავ, გავიდნენ წლები

და მაინც შენი ერთგული დავრჩი,

ერთგული სულის და არა ვნების,

ქალის კი არა - უმწეო ბავშვის.

და, არა ტანჯვით, არამედ შვებით

ისევ დაგეძებ, ისე, ვით მაშინ

და შენი თეთრი ამაყი მხრები

კვლავ განთიადი მგონია ქარში."

თამაზ ჭილაძე - ,, აი ხო ხედავ, გავიდნენ წლები "

ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ვისაც მიემართებოდა გურამ ბაბუს წაკითხული ლექსი.
მთელი ამ დროის მანძილზე თვალი წამითაც კი არ მოუშორებია თამარა ბებოსთვის, რომელსაც ღლაპა-ღლუპით სცვიოდა ცრემლები.
გურამის შემდეგ, ასპარეზზე ნენე გამოჩნდა.

,, შენს თვალში ჩანს ალი

ალს შემდეგ ფერფლისა,

ფერფლი სიყვარულისა,

რომელიც იწვოდა დროთა შორისა.

დაე ის მდუმარე ღიმილი,

რასაცა სდევს სიცილის მიზეზი,

განაათდა და გამოჩნდა ის...

მდუმარე...

აციმციმდა და ამამციმციმა,

საბოლოოდ დაცემულმა ვარსკვლავმა ზღვაში.....

ვინ არის ის ნეტარი?!

მორიელია! მორიელი!

ვერ დამკბენს შხამსა ჟამსა ესაო!

გულსა წაიღებს, მდუმარე სამარემდე...

წაიღებს იმედგაცრუებას და გრძნობასო!

დაე მისი ნაკოცნი შხამსა უდრისო,

შხამსა უკიდურეს სიამოვმებისა,

შხმასა უსაზღვრო ბედნიერებისა!

შენს თვალში ჩანს ალი!

ალი მდუმარე!

ალი ცოცხალი!

ალი ფერადი!"

,,სულის სანთლები"

ნენეს შესრულებით ყველა გაკვირვებული დარჩა, მაგრამ მალევე შეცვალა გაკვირვება, სიამოვნებამ, როდესაც ანდროს ბიძიამ, გოჩამ გააგრძელა პოეზიის ერთგვარი საღამო:

,, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხელე,

ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.

განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,

ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცმა.

ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,

უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.

ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,

სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...

სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

ოღონდ არ გაბედო - რომ შენ დაიღალე."

გალაკტიონ ტაბიძე - ,, სიტყვა არ წამოგცდეს..."

გოჩას ხმაში, ფოლადივით ჟღერდა სინანული და ყველა კარგად ხდებოდა ამ დაღლაში რაც იგულისხმებოდა.

ერეკლე მოუთმენლად ელოდებოდა ანოს ნარნარა ხმას, ძალიან აინტერესებდა რომელ ლექსს წაიკითხავდა იგი.
ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია, რადგან მალევე გაჟღერდა ანოს წკრიალა ხმაც:

,, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!

არაერთს ისე მოეღო ბოლო,

თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!

სად არის იგი, ეს ღმერთმა იცის!

იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის,

ათასში ერთი გამხდარა ღირსი."

მუხრან მაჭავარიანი - ,, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ"

ანოს გზას დაადგა თემოც:

,, და განუწყვეტილ ცახცახად ქცეულს

და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს

ვიზეპირებდი შენ ლამაზ სხეულს,

როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს."

ოთარ ჭილაძე - ,, ჩრდილები "

თემოს ამდენი ხნის მანძილზე ჩუმად მჯდარი იოანე მიჰყვა:

,, როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ, ჩამოილევა სიზმარში ავი,

მხოლოდ ამას გთხოვ - იქნებ შენს მუხლზე ესვენოს ჩემი დაღლილი თავი."

თამაზ ჭილაძე - ,, მხოლოდ ამას გთხოვ. "

თამარა ბებოს დროც დამდგარიყო..
მხრებზე მოხვეული შარფი თავზე ჩამოიფარა და გასუსულ, მის მომლოდინე ბავშვებს თვალი მოავლო:

,, ...და მაინც დიდი გზაა იქმდე,

კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,

კვლავ შემაწუხებს, რაც დავიქადნე,

ქმნად სიკეთისა, რაც მაკავებდა.

და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,

გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,

მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,

რაც ჩემი ნებით არ დამითმია."

ხალხური 1975წელი - ,, რა წამსაც კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. "

თამარა ბებოს ხმაში უზომო სინანული, ტკივილი და ვედრება იგრძნობოდა, რასაც მისი ცისკენ აღმართული ხელებიც ადასტურებდა.

ამასობაში მხოლოდ ერთი ადამიანიღა დარჩენილიყო.
ერეკლეს ყველა იქ მყოფი დაჟინებით მისჩერებოდა და ამით მიანიშნებდნენ, რომ მისი რიგი დამდგარიყო.
ერეკლემ ღრმად ჩაისუნთქა, ერთი შეხედვა ანოსაც შეხედა, შემდეგ კი, ლამაზად აკაიფებულ ცეცხლს გაუშტერა მზერა და დაიწყო:

,, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არ ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

და მე დღეს არ ვნაღლობ, დაე ვცდებიდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა,

და სიყვარულის დღესასწაული. "

გალაკტიონ ტაბიძე - ,, რაც უფრო შორს ხარ. "


და თითქოს, ( რაღა თითქოს ) ერეკლე ამ სიტყვებით გრძნობებში უტყდებიდა ვიღაცას.



იდეალურზე, იდეალური საღამო გამოდგა...


***


წითელი პარასკევი იყო, იმ დღეს. უამრავი საქმე ჰქონდათ, მალევე ადგნენ, ისაუზმეს, ერთობლივი ძალებით მიალაგეს სახლი და ნაბეღლავისკენ დაადგნენ გზას.
იქამდე ფეხით ნამდვილად ვერ მივიდოდნენ, ამიტომ დილის 11 საათისთვის სოფლის ცენტრში მოსულ სამარშრუტო ტრანსპორტს მიაშურეს, უმარავი ცარიელი ბოთლის თანხლებით.
თამარა ბებომ სთხოვა მათ, წამოეღოთ სახლისთვისაც მინერალური წყალი.
ბავშვებს ანდროს ბიძიაც გაჰყოლოდათ, გურამი კი მეზობელთან ერთად სათევზაოდ წასულიყო.
თამარა ბებომ კვერცხებს შევაგროვებ, ფხვნილის გავამზადებ და, როგორც კი უკან დაბრუნდებით ერთად შევღებოთ კვერცხებიო.
გზაში გოჩას მოყოლილ ისტორიებზე ყველანი ერთად გულიანად იცინოდნენ.
მალევე გამოჩნდა ნაბეღალვიც.
არც ისე ბევრი ხალხი იყო იმდროისთვის იქ.
სავარუდოდ, ყველა აღდგომისთვის ემზადებოდა და იმიტომაც, მხოლოდ უცხოელ ტურისტებს მოეყარათ იქვე თავი.
ყველამ ერთად დაიკავა რიგში ადგილი, თითოს ორი ბოთლი მაინც ჰქონდა ხელში, სანამ ამათ გაავსებდნენ, კი გახდებოდა საღამოც.
იქვე ახლოს, ტრიალ შუაგულში ოთხი ბავშვი თამაშობდა წრეში ბურთს, როგორც კი, ეს ანომ და კატომ შეამჩნია თვალებში ჭინკები აუთამაშდათ.
ბოთლები ნენეს და კესოს მიაჩეჩეს და ბავშვებისკენ დაიძრნენ.
სანამ ესენი ბავშვებს გაეცნენ, საქმე ჩააწყვეს და მათ სათამაშოდ შეუერთდნენ, თემოს და იოანეს ბოთლებიც გაევსოთ.
ორივე მათკენ დაიძრა და საყვედურიანი მზერა მოავლეს იქვე ატუზულ გოგოებს.
- ქალბატონებო, რატომ მოგვტეხეთ წრეში ბურთიდან? - იკითხა იოანემ სერიოზული სახით, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
- იქნებდა ჩვენც გვინდოდა ამ ჭინკების გაცნობა და მათთან ერთად თამაში? - გააგრძელა თემომ.
- ჩვენ უბრალოდ - დაიწყო კატომ.
- კაი, გოგო რა სახე გაქვს, მართლა კიარ გეჩხუბებით - თქვა თემომ.
ყველამ დაინახა როგორ შვებითაც ამოისუნთქა კატომ და გაეღიმათ.
ნელ-ნელა მათ ანდრო და კესოც შემოემატნენ.
დანარჩენები ისევ რიგში იდგნენ, როდესაც მათ გოჩამ შესთავაზა მე ავავასებ დარჩენილ ბოთლებს, თქვენ წადით და მათ შეუერთდითო.
ასე შეემოემატნენ სხვებსაც ნენე, ერეკლე და ლევანიც.
სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა.
6 - 7 ზე იყვნენ.
თემო არჩევანი იყო, კესო არადანი.
თემოს ჯგუფში კატო, ნენე, ანდრო და ორი პატარა ბავშვი აღმოჩნდა, რომლებიც მათ გამოჩენამდე თამაშობდნენ წრეში ბურთს.
დანარჩენებს კი კესოს ჯგუფში მოეყარათ თავი. კესოს დამსახურებით იყვნენ ერეკლე და ანოც ერთ ჯგუფში.
ამას პლიუს და-ძმა ქაჯაიებიც ერთად იყვნენ, ბონუსად დამატებულ ორ ბავშთან და იოანესთან ერთად.
ორივე მხარეს სამი სამზე გადანაწილდნენ, რათა ბურთები ჩაეწოდებინათ.
წრეში თავიდან ოთხნი იყვნენ: ლევანი, იოანე, მარიამი და ანა.
კესოს თავისივე გათვლით ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის დაეტოვებინა, ერეკლეს და ანოს სახით, მასთან ერთად.
ლევანი მალევე დაჭრა ანდრომ.
ლევანს მარიამი მიყვა, რომელსაც ბურთი საკმაოდ მწარედ მოხვდა თავისივე პატარა მეგობრისგან, ლუკასგან.
ამასობაში ერეკლე შეემატა მარტოდ დარჩენილ იოანესა და ანას.
იოანე ნენემ დაჭრა, თან ისე კი არა?! პირდაპირ ათიანში გაარტყა, თავი გაუხეთქა ბიჭს, რაზეც ყველას ისტერიკული სიცილი აუვარდა.
ანოც შეუერთდა წრეში მდგომებს.
პატარა ანამ ვეღარ მოახერხა კატოს ნასროლი ბურთის აცილება და მალევე დატოვა წრე.
ამასობაში კესომაც ინება ასპარეზზე გამოჩენა და სამეულის სახით, წრეში ერეკლე, კესო და ანო დარჩნენ.
კესო ჩვეულებრივად განაგრძობდა თამაშს, სანამ თავში აზრმა არ გაუელვა, მარტო დაეტოვებინა ერეკლე და ანო წრეში.
ესეც მოიქცა, თითქოსდა ვერსად გაექცა თემოს ნასროლ ბურთს და მალევე დატოვა წრეც.
ამასობაში ერეკლე და ანო საკმაოდ კარგად და დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდნენ ბურთების აცილებას.
ის ის იყო ანოს მიმართულებით ანდრომ ბურთი ისროლა, უცებ ერეკლეს ხელი, რომ შემოეხვია წელზე და მეორე მხარეს გადასვა.
ერთი შეხედვით ერეკლემ ამით გოგონა მარცხს გაადრჩინა, მაგრამ აბა ანოსთვის გეკითხათ რა დაემართა?
არანაკლები გავლენა იქონია ერეკლეზე თავისივე დაუფიქრებელმა საქციელმა, მაგრამ აბა ამდენ ხალხში ხომ არ შეიმჩნევდნენ რაიმეს, არა?!
თუმცა ეს მომენტი და საერთოდ ეს ყველანაირი დეტალი, კარგად იყო აღბეჭდილი ნენეს მიერ გადაღებულ ვიდეოში.
თამაში კესოს ჯგუფის გამარჯვებით დასრულდა ანოს დამსახურებით.
ერეკლე მალევე დაჭრა პატარა გიგიმ და ანომაც უდიდესი ძალისხმევით აიცილა 20 ბურთი. ( ანო 19 წლის იყო, ერთით მეტი ბურთიც აიცილა და გამარჯვებაც იზეიმეს, მართალია მალე გახდებოდა ანო 20 წლის, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა თამაშისთვის )


***


სახლში დაბრუნებულებს კესოს ერთი შეხედვით სასტიკი იდეა დაებდა, წაგებულები ბოსტანში მუშაობით დაესაჯა.
მე თუ მკითხავთ მშვენიერი იდეა გახლდათ.
თამარა ბებოს და გურამი ბაბუს დაეხმარებოდნენ.
ეს ამბავიც მალევე გადაწყდა.
ანდრო და თემო თამარა ბებოსთან ერთად, კარტოფილს დასარგავად გაეშურნენ.
კატო და ნენე გურამ ბაბუს და გოჩა ბიძიას გაყვნენ სიმინდის მოსაკრეფად.
კესომ დანარჩენებს ხელი დაავლო და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმწიფებელი თხილის მოსაგროვებლად გაიყვანა ბოსტანში.
ამასობაში ყველანი ისე გადაანაწილა კესომ ერეკლე მხოლოდ მას, რომ დაემარტოხელებინა.
ანო და ლევანი ერთ ხესთან იდგნენ და მიწაზე დაყრილ თხილს გოდორში ყრიდნენ.
იოანე ხეებს აქანებდა, ნენე ამასობაში კი ძირში ჩამოყრილ თხილს აგროვებდა.
- ისე ქალბატონო, მშვენირი იდეა იყო ბოსტანში გამოსვლა - დაიწყო ერეკლემ - ამით ბებოს და ბაბუს ისე დავეხმარებით, თითქოს მხოლოდ შენს სურვილს ვასრულებთ.
- ერეკლე - შეეცადა რაც შეიძლებოდა დაბალ ხმაზე ესაუბრა - მოვიფიქრე ჩემი სურვილი.
- აბა, გისმენ შე ჭინკა - ცხვირზე ჩამოკრა ხელი ერეკლემ კესოს.
- მინდა, რომ რამდენიმე შეკითხვაზე გულწრფელად მიპასუხო.
- და ამისთვის სურვილი რა საჭიროა, როდის მომიტყუებიხარ ან დამიმალავას რამე შენთვის?
- ეგ არაფერს შუაშია, უბრალოდ მინდა, რომ უფრო დარწმუნებული ვიყო.
- კაი, ბატონო, რა პრობლემააა... უბრალოდ რამდენიმე შეკითხვაში, რამდენი იგულისხმება?
- ნუ ნერვიულობ, ბევრი არა - გაუცინა კესომ.
- მაშ, დავიწყოთ.
- იცოდი ლიფტის კარზე, რომ ანო გწერდა? - დაუსვა პირველი კითხვა კესომ.
- არა, თქვენთან ერთად გავიგე მეც, როდესაც თვითონ ანომ თქვა ამის შესახებ.
- აქამდე არასდროს შეგიმჩნევია, ანო?
- პირველად, ახლახანს, უნივერსიტეტი, როცა დაიწყო, აი იმ დღეს ვნახე შენ, რომ მოგაკითხე აუდიტორიასთან და გითხარი ლევანი მოგაკითხავს თქო.
მაგ დღეს გავიგონე პირველად მისი ხმა, ჩემკენ ზურგით იდგა და ნენეს აწყნარებდა - თვალებში ვარსკვლავები აუკაიფდა ერეკლეს
- მერე...
კესოს უნდოდა ეკითხა კიდევ როდის ნახეო, მარა ვინ აცადა? ერეკლეს ენა არც გაუჩერებია.
- მაგის მერე, უნივერსიტეტის გახსნის კონცერტი, როდესაც გვქონდა სცენიდან დავინახე...
მერე კიდევ საკონფერენციო დარბაზში სიტყვით გამოვიდა და მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემ მაგივრად საუბრობდა...
ბოლოს კიდე შენ თვითონ მოიყვანე თემოსთან ეგ და კატო... - ძლივს მორჩა, ანოს მზერა მოაშორა და კესოს გამოხედა.
- შენ რა ანო მოგწონს? - ჰკითხა სასიამოვნოდ შეშფოთებულმა და გაკვირვებულმა კესომ ერეკლეს.
- ამას მართლა მეკითხები? - გაუცინა ერეკლემ.
- მართალია, სულელური კითხვა გამომივიდა. ეგ ისეც გეტყობათ ორივეს - თავი გააქნია ღიმილით.
- ორივეს? - ჰკითხა ინტერესიანი თვალებით ერეკლემ.
- ამას მართლა მეკითხები? - წამის უკან ერეკლეს დასმული იგივე შეკითხვა გაუმეორა კესომ ბიჭს.
ამასობაში ლევანი მიწაზე გაწოლილიყო და მასთან ახლოს ჩამომჯდარიყო ნენეც და ანოც, იოანე კი ზურგით ხეს მიყრდნობოდა.
ლაპარაკში ერეკლეს და კესოს იმდენი თხილი შეეგროვებინათ, რომ ცელოფნებში მათი ტევა აღარ იყო.
- ეი, თქვენ რას ჩურჩულებთ მან, მოდით აქ - გასძახა ლევანმა.
ანომაც მათ მიაპყრო მზერა, კესოსაც საპასუხოდ გაუღიმა და თავი ნენეს მხარს ჩამოადო.
- ერთი თავალით შემახედა, ახლა ისინი რას აკეთებენ რა - თქვა იოანემ სიცილით.
- ნუ ნერვიულობ, გოჩა ბიძიასთან მოვაგვარე, ვიდეოს და ფოტოებს გადაუღებს ყველას ჩუმად - თვალი ჩაუკრა ლევანმა იოანეს.
ლევანის სიტყვებზე ყველას გულიანად გაეცინა.
- შენ უნდა თქვა კაცი ვარო, რა - უთხრა ნენემ ლევანს.
- მაშ - ლევანიც სასაცილოდ გაიჯგიმა და სახლის გზას დაადგა.
- წავიდეთ, დაღლილები იქნებიან რამე მოვუმზადოთ - თქვა ბიჭმა.
- ერთი დამანახა, შენ რისი გამკეთებელი ხარ, რა - მიაძახა კესომ და ძმას აედევნა კუდში.
- მაგას, შენ მეუბნები მე? - შემოუტრიალდა ლევანი კესოს და სასაცილოდ მიუშვირა თითი ჯერ პატარა დას, მერე კი საკუთარ თავს.
- არა, აგერ იოანეს - გაუცინა კესომაც.
ყველანი თხილის ცელოფნებით ან გოდრით დამშვენებული დაუბრუნდნენ სახლს.
ისადილეს და ყველანი სადღაც დაიფანტნენ.
თამარა ბებომ ანდროსთან, კესოსთან და ანოსთან ერთად კვერცხების შეღებვას შეუდგა აღდგომისთვის.
ერეკლე გურამი ბაბუს ნარდს ეთამაშებოდა.
კატო, ნენე, იოანე და ლევანი ჯოკერს თამაშობდნენ სურვილებზე.
თემო და გოჩა კიბის სახელურს ღებდნენ მუქ ბალოტისფრად.

ერეკლეს ნარდის თამაში უკვე დაესრულებინა, გურამი ბაბუმ 3 : 2 მოუგო ბიჭს და მეზობელთან გადასულიყო თევზის შესაწვავად.
ერეკლე აივანზე ოდანავ მოშორებით მარტო იჯდა ოთხეულისგან, რომლებიც ისევდაისევ ჯოკერს თამაშობდნენ.
უცებ მისმა ტელეფონა გაანათა, ნომერზე წერდა კატო:
- ხო, კიდევ ერთი კითხვა - გაეღიმა ერეკლეს - დამავიწყდა წაღან მეკითხა, გუშინ რატომ გქონდა ანოს შარფი შენ შემოხვეული, როდესაც მაღააზიიდან დაბრუნდით? რა შენ გეგეონა ვერავინ შეამჩნია? ( თვალ ჩაკრული ემოჯიც დაურთო თან ) - ამის გახსენებისას ერეკლეს ტანში გასცრა.
- იმიტომ ხომ არა, რომ მხოლოდ როლინგის ამარა ვიყავი მაღაზიაში?
- რაიყო კი, მაგრამ უკვე ასე ძალიან დაგაშტერა? - სიცილის ემოჯებიც მიაყარა ერეკლეს.
- შენ გირჩევნია მანდ კვერცხების შეღებვა გააგრძელო, სანამ ვინმემ შეგამჩნია მეზობლად მყოფს მე, რომ მწერ - კოცნის ემოჯი გაუგზავნა ერეკლემ კესოს.
საპასუხოდ კესოს აღარაფერი მიუწერია ერეკლესთვის. ერთი სამზარეულოში იკრიჭებოდა, მეორეც აივანზე სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.
საღამოს ყველანი ერთად მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორში ანდროს მშობლების ქორწილს 'კასეტას' უყურებდნენ.
ანოს ვიდეო ქოლით თინა ურეკავდა, იქვე მყოფნი, რომ არ შეეწუხებინა ბოდიში მოიხადა და აივანზე გავიდა კატოსთან ერთად.
ყველანი ანოსთან სახლში შეკრებილიყვნენ და ანოს მამის, კიტას წარმატებას აღნიშნავდნენ.
- აბა, როგორ დროს ატარებთ მანდ? შემთხვევით დარჩენა ხომ არ გადაგიწყვეტიათ? - ჰკითხა ღიმილით თინამ გოგონებს.
- ჩემი რამ მოგახსენო, მაგრამ ანო ალბათ აქვე სადმე ახლოს გათხოვდება და დარჩება კიდეც - უპასუხა კატომ.
- დაჟე, ასეა საქმე, მამიდა? - ჩაეკითხა ქალი ანოს.
- შენ ამის ბჟუტურს უსმენ? მაგას ჯობია, დამანახო მანდ ვინები ხართ, რაღაც ბევრი ჩანხართ.
- ხო, თემოს დედ-მამაც აქაა, ერეკლეს დედაც - თინა, როცა ამას ამბობდა კამერა ერეკლეს დედას მიუშვირა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა ანოს, ცოტა არიყოს ეუხერულა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა რისი...
- ხოო? დაიცა თემოს და ერეკლეს დავუძახებ - თქვა კატომ და მისაღებში გაუჩინარდა.
მალევე იგრძნო ანომ ყელში ცხელი სუნთქვა. ერეკლე დახრილიყო გოგონასკენ, უფრო კარგად, რომ დაენახა ტელეფონში იქ შეკრებილი საზოგადოება.
ანო კინაღამ იქვე ჩაიკეცა. კატოს ეს არ გამოპარვია და ანოს მოდუნებული ხელიდან, სადაცაა ტელეფონი, რომ უნდა დავარდნოდა, ლამაზად აცაალა იგი და კამერას გაუღიმა.
თემო და კატო თინას და თემოს დედას, ნონას ესაუბრებოდნენ, ანო კი იქვე ჩამოკიდებული ჰამაკისკენ დაიძრა.
ერეკლეს ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, მისულიყო და თემოსთან და კატოსთან ერთად დედას დალაპარაკებოდა, მისაღებში დანარჩენებთან დაბრუნებულიყო თუ ანოსთან მისულიყო, რომელიც იცოდა მისი დაუფიქრებელი საქციელის გამო იყო ასე აფორიაქებული.
მაინც ბოლო ვარიანტი ამჯობინა ყველას და ნელი ნაბიჯებით ჰამაკში მოკალათებული გოგონასკენ დაიძრა.
ანო უხომოდ მიიწია გვერდზე ერეკლესთვის ადგილი, რომ გაეთავისუფლებინა, მაგრამ ბიჭი ჰამაკის უკან მხრისკენ დაიძრა და ანოს უკან ამოუდგა.
- დასამშვიდებლად თმაზე მოფერება ყველაზე კარგი ვარიანტია - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ერეკლემ და კვლავ განაგრძო - თუ წინააღმდეგი არ ხარ, თმას დაგიწნი და ცოტას დამშვიდდები, გეტყობა რაღაც აღელვებული ხარ - ერეკლე მთელი გულწრფელობითა და ყველანაირი ცინიზმის გარეშე ესაუბრებოდა ანოს.
ანომაც თანხმობის ნიშნად, დაუდევრად შეკრული თმა ჩამოიშალა და თავი ოდნავ უკან გადაწია ერეკლეს, რომ უკეთ შეძლებოდა შეხება.
მალევე იგრძნო თმაზე ნაზი შეხება.
პატარა ბავშვივით გაირინდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
ერეკლე მოჯადოებულივით, ოდნავი ხელის კანკალით ჯერ ეფერებოდა ანოს, მალევე კი თმის დაწნაც დაიწყო.
- თმის დაწნა იმიტომ ვიცი, რომ მამამ მასწავლა - ხმადაბლა დაიწყო ერეკლემ - მთელი 18 წელი ვუყურებდი დილით, როგორ უწნიდა თმას მამა დედას. დედაც იქამდე არ იშილიდა თმას, სანამ ისევ მამა არ დაუწყებდა წუწუნს მთელი დღე შეკრული გაქვს და გეტკინებაო, არადა დედას საერთოდაც არ აწუხებდა, მამა ისე მჩატედ უკრავდა.
მას უბრალოდ სულ სიამოვნებდა და ელამაზებოდა მამის დაწნილი.
დაწოლის წინა ისევ მამა ადგებოდა ჯუჯღუნით, მივიდოდა დედასთან და უშლიდა თმას - ანო გარინდული უსმენდა ერეკლეს დაბოხებულ და წყნარ ხმას - მეც მამამ მასწავლა, თითქოს წინასწარ იგრძნო, რომ მე მომიწევდა მისი ამ 'საქმის' შეთავსება... და ასეც არის, უკვე თითქმის ორი წელია, მე ვუწნი დედას თმას, რამდენიმე დილის გამოკლებით, როცა მასთან არვარ ისე, როგირც დღეს ხდება ეს... - ჩაამთავრა ერეკლემ საუბარიც, თმის დაწნასთან ერთად.
ნამდვილად ბადალი არ ჰყავდა ამ საქმეში მას, იმდენად მოეწონა ერეკლეს ჩაწნილი თმა ანოს, რომელიც მანვე დაადო მხარზე დასრულების შემდეგ.
ერეკლემ ნელი ნაბიჯებით მოუარა ჰამაკს და გვერდით მიუჯდა ანოს.
იმდენად ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, რომ ორივეს ტანში სასიამოვნოდ დაუარათ ჭიანჭველებმა.
ანო ამ დროის მანძილზე ჩაფიქრებული იჯდა და ცდილობდა სათქმელისთვის თავის მოყრას.
ერეკლე კი მარჯვენა ფეხით ჰამაკს ოდნავ არწევდა.
- მე ძალიან ვწუხვარ, ერეკლე - გაუბედავად დაიწყო ანომ, ერეკლეს კი პირველად მოეწონა მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი სახელი ამდენდად.
ისეთი სინაზით წარმოთქვა ანომ, თითქოს აქამდე ერეკლეც კი არ რქმევია ბიჭს.
ანოს საპასუხოდ გაუღიმა, იქვე დადებულს პლედს დაწვდა და გოგონას შემოჰხვია მხრებზე.
ამის მეტი იმ საღამოს არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, ან რა საჭირო იყო სიტყვები?
ერთმანეთის გულისტკივილს უსიტყვოდაც ხვდებოდნენ და იზიარებდნენ...


***


შაბათი დღეც გათენებულიყო, ღამით უკვე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ელოდათ წინ.
ბიჭებს შესანიშნავი იდეა დაჰბადებოდათ.
ყველა ერთმანეთს მოუმზადებდა ისეთ პასკას, როგორიც უყვარდა საღამოს კი წმინდა გიორგის ეკლესიაში ( სოფელ შემოქმედში ) შეხვდებობნენ აღდგომას და დაესწრებოდნენ წირვას.
სამზარეულოში ერთად 12 კაცი ძლივს ეტოდნენ.
ანდრომ ბებო-ბაბუ და ბიძიაც აიყოლა მათთან ერათად.
ყველამ გადაინაწილა სამი განსხვავებული პასკის ზომის ფორმა.
დიდი ზომის პასკებს გააგეკეთებდნენ ჩვეულებრივი რეცეპტით, ეკლესიაში ხალხისთვის დასარიგებლად.
საშვალო ზომის ფორმით ერთ-ერთს მოუმზადებდნენ მათვისს საყვარელ პასკას, პატარა ზომისას კი ყველა საკუთარი თავისთვის გაიკეთებდა.
თამარა ბებომ გადაანაწილა ყველა:
ანდრო ნენეს გაუკეთებდა ქიშმიშის გარეშე პასკას.
გურამი ანდროს გაუკეთებდა პირიქით ბევრი ქიშმიშით სავსე პასკას.
ანო გურამი ბაბუს გაუკეთებდა ქიშმიშითა და თხილით პასკას.
თემო ანოს შოკალადით მოუმზადებდა.
იოანე თემოს თხილით გაუკეთებდა.
ნენე იოანეს ნიგვზით.
ერეკლე ნენეს მარციპანით.
თამარა ბებო ერეკლეს მთლიანად შოკოლადის პასკას ყველაფრის გარეშე.
კესო თამარა ბებოს ქუშმიშით და ნიგზვზით.
ლევანი დას ( კესოს ) ცუკატის ნაწილებით ( ანუ თითქმის იგივე ჟელიბონებით ).
გოჩა ბიძია ლევანს მხოლოდ შაქრის პუდრით.
კატო კი გოჩა ბიძიას თაფლთან ერთად.
ანდრო კი კატოს ნახევარს ქიშმიშით ნახევარს შოკოლადით მოუმზადებდა.

სიმართლე თუ გაინტერესებთ, ამდენი პასკა საღამომდე როგორ უნდა მოესწროთ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ვინც ინდომებს ის შეუძლებელასაც კი შეძლებსო ნათქვამია.
საღამოს 9 საათისთვის ძლივს მორჩნენ 'ტყიპნას'.
ერთი საათიც დასჭირდათ ყველაფრის მისალაგებლად, გასამზადებლად და ეკლესიაში დასარიგებელი პასკების ჩასალაგებლად.
იქვე მეზობელს სამარშრუტო ტრანსპორტი ჰყავდა, გოჩამაც სთხოვა ყველანი ეკლესიაში წაეყვანა, კაციც სიხარულით დასთანხმდა.
ორმოც წუთში დანიშნულების ადგილას იყვნენ და იქვე შეკრებილ ხალხს პასკებსა და წითლად შეღებილ კვერცხებს ურიგებდნენ.
თამარა აცრემლიანებული თვალებით მისჩერებოდა ამ ღვთისნიერ ბავშვებს და უფალს მათ ბედნიერებას სთხოვდა.
11ზე წირვაც დაიწყო და ყველანი პატარა ეკლესიის ეზოში ერთად დადგნენ.
ანდროს სანთლები ეყიდა და ყველასთვის გადაენაწილებინა.
თამარა ბებო და გურამი ბაბუ გვერდი-გვერდ იდგნენ გოჩასთან ერთად.
დანარჩენები კი ერთად იყვნენ.
წინ ოთხივე ერთი სიმაღლის გოგონა ჩამწკრიბებულიყო, უკან კი ბიჭები ამოსდგომოდნენ.
ერეკლე კარგად ვერ ხედავდა ანოს, რადგან ანდროს მხარი უშლიდა, ამას პლიუს ანო ზურშექცევით იდგა ერეკლესკენ და საკურთხეველს თვალს არ აშორებდა.
წამით თითქოს იგრძნო ანომ ერეკლეს დაჟინებული მზერა და გამოხედა.
გოგონამ გაუღიმა, ერეკლემ კი იმ წამს სუნთქვა შეწყვიტა.
ხელში პატარა სანთლით, თავზე თავსაბურავით და თბილი ღიმილით უცქერდა მას გოგონა...
რომ არა კესოს შეუმჩნეველი ჩქმეტა მაჯაზე, ალბათ ვერასდროს მოეგებოდა გონს.

12 საათზე ყველა ერთმანეთს კვერცხებს ურტყავდნენ და ქრისტეს ჭეშმარიტად აღდომას ულოცავდნენ.


,, სიცოცხლე არ არის ის, რაც იცხოვრე, არამედ ის, რაც გაგახსენდება და როგორც გაგახსენდება." ( ვაინეს )

და ნამდვილად, ყველა იქ მყოფთ ეს დღეები ყოველთვის ბედნიერებით, ნეტარებითა და სიხარულით მოაგონდებოდა.


***


,, ქალი, რომელიც სიცოცხლეს მითმობს,

ქალი, რომელიც ჩემი გულია.

ქალი, რომელიც რწმენაა ჩემი,

ჩემი უზომო სიყვარულია.

ქალი, რომელიც არ დაბერდება,

ქალი, რომელსაც დარდი ჩვევია,

ქალი, რომელიც სულ მეყვარება,

ჩემი სუნთქვაა, დედაჩემია."

თათია ნიკოლაძე.


უკვე მონატრებისგან აღარ იყო. ამდენი ხნით დედა არასდროს დაეტოვებინა, მითუმეტეს მარტო.
მისი აცისკროვნებული თვალები ენატრებოდა, როგორცკი ერეკლეს დალანდავდა მაშინვე, რომ ენთებოდა.
დარწმუნებული იყო არ ეძინა.
ალბათ სასთუმალთან ათევდა ღამეს ალექსანდრეს მონატრებით და ერეკლეზე ფიქრით თუ როგორ იყო მისი ერთადერთი შვილი.
დაურეკა.
- დე, ქრისტე აღსდგა - ძლივს ამოილაპარაკა ბიჭმა.
- ჭეშმარიტად, დე.. ხომ არაფერი გიჭირს? - მშვიდად ჰკითხა, მაგრამ იცოდა ერეკლემ რამდენად უჯდებოდა დედას ეს სიმშვიდე.
- არა,დე. უბრალოდ, ძალიან მომენატრე - აღიარა.
- ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ, ერეკლე - მიესიყვარულა ტელეფონიდან.
- ახლა, როცა შენ ხმას ვისმენ, თითქოს სულიერად ვმშვიდდები - გაუღიმა ისე, თითქოს ეკატერინე ამას დაინახავდა.
- მე შენი ეგ ღიმილი მიყვარს ახლა, რომ გაკერია სახეზე.
- მიყვარხარ, დე - მთელი სიყვარულით და გრძნობით უთხრა ერეკლემ დედას.
- მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო.
- მშვიდი ძილი - სადაც იყო, საუბარს დააასრულებდნენ.
- გელოდები, დე - ესღა უთხრა ეკატერინემ და ყურმილიც დაუკიდეს.

საეროდ, მშობელი იცით როგორი რაღაცაა? მართლა, ყველაფრის და მიუხედავად, ყოველთვის გვერდში, რომ გიდგას და სულ, რომ სჯერა შენი.
ყველა შენი წარმატება შენზე მეტად, რომ უხარია და ყველა შენი მარცხი შენზე მეტად, რომ სტკივა.

მშობლებთან დაკავშირებით, ცხოვრებაში უამრავი მნიშვნელოვნი ფაქტი გავითავისე, მაგრამ ერთი ყველაზე ცხადად გავიაზრე...
მშობელი ყოველთვის დიდი მოთმინებით, შიშითა და სიყვარულით გველოდება.
ჩვენი ყოველი სახლიდან გასვლა, მათვვის აფორიაქებულ გულთან არის დაკავშირებული.
მათ ხომ, არასდროს იციან, ზუსტად როდის დავბრუნდებით ან როგორები დავბრუნდებით შინ.

ასე, რომ სანამ გვყავს ორმაგად დავაფასოთ ისინი, თორემ სიკვდილის შემდეგ, რომ ადამაინი უფრო მნიშვნელოვანი და დაფასებულია, რად უნდა ამას თქმა?!


***


კვირას დილით თემომ აიტეხა, გინდა თუ არა ჭურის წყალზე წავიდეთო, ამათაც რა ჰქონდათ მეტი საქმე?!
თამარა ბებომაც შეაშველა თემოს სიტყვა, წადით ბავშვებო, მოილხინეთო.
ხოდა ესენიც დაადგნენ, არც ისე შორეულ გზას.
ჭურის წყალი, იგივე პატარა ჩანჩქერი იყო, მცირი მრგავლი ზომის აუზით გურიაში.
ხიდისთავიდან ნახევარი საათი თუ დაგჭირდებოდა მისასვლელად.
ნამდვილად არ აპირებდნენ ახლა იქ ბანაობას, მაგრამ არც მის ნახვაზე იტყოდნენ უარს.
- მალე მივალთ? - იკითხა სიარულით დაღლილმა კესომ.
- დაიღალე? - ჰკითხა თემომ სინანულით.
- კაი, რა იყო კი იყო შენი იდეა აქ წამოსვლა, მაგრამ ცოტა არ იყოს ჩვენც გვაინტერესებს ჭურის წყალი - დაამშვიდა კესომ თემო.
- მოდი, ზურგით წაგიყვან - უთხრა ლევანმა დას.
შემოთავაზებით გახალისებული კესო, მალევე შემოახტა ძმის ზურგს.
ანდრო და ერეკლე, გოჩას მისწავლებული გზის გაგნებას ცდილობდნენ.
იოანე, ანო და კატო რაღაცაზე ისტერიკულად იცინოდნენ.
მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ იმდენად პატარა აღმოჩნდა აუზი, კლდეებს შორის მოთავსებული, რომ გინდოდა თუ არა აუზის პირას ყველა ცალ-ცალკე უნდა მდგარიყო.
ცოტა სიცივე კი იყო კლდეებს შორის და წყალიც ყინულივით ცივი გახლდათ, მაგრამ ამ სილამაზის გამო ნამდვილად ღირდა, რაღაც დათმობაზე წასვლა.
- თქვენ თუ იცოდით, ამ აუზში ყველაზე მეტი რაოდენობით გველი, რომ არის ზაფხულობით? - იკითხა თემომ.
ამის კითხვა და კატოს ჩავარდნა წყალში ერთი იყო.
აუზი კი მცირე ზომისა იყო, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდით სიღრმეზე.
სიღრმით სამ მეტრამდე აღწევდა.
აბა რა იცოდნენ, იქვე მყოფებმა კატომ ცურვა, რომ არ იცოდა?!
ამას მანამდე ვერ მიხვდნენ, სანამ ანომ არ იკივლა და წყალში არ გადაეშვა, ზედაპირისკენ აფართხალებული გოგონასკენ.
კატო იმდენად შეშინებული იყო, ვერც კი იაზრებდა ვიღაც ზემოთ ამოსვლაში, რომ ეხმარებოდა.
ანომ მარტო ვერ მოახერხა მისი დახმარება, მაგრამ მალევე აღმოჩნდა თემოც მის გვერდით.
ერთობლივი ძალებით აუზის კიდეზე შემოსვეს კატო და თვითონაც გვერდით მიუჯდნენ აცახცახებულ გოგონას.
ვისაც რა მოეძებნებოდა იქვე შემოახვიეს სამივეს მხრებზე.
ანომ იგრძნო მხრებზე ერეკლეს ხელები და მალევე მისი სურნელიც აღიქვა, რომელიც ერეკლეს მოსაცმელს ასდიოდა.
კატოს კესომ თავისი შარფი მოახვია, ანდრომ კი მოსაცმელი ათხოვა.
თემოს არაფერი უთხოვია, მაგრამ იოანემ არ დაანება გაცივდები და ეს მაინც გქონდესო და საკუთარი თხელი ქურთუკი გაუწოდა.
ნენემ დრო იხელთა და რამდენიმეს შეშფოთებულ, ზოგის შეშინებულ და ზოგის ანერვიულებულ სახეს ფოტო გადაუღო, ბონუსად, სელფიც თან დაურთო ყველას სამახსოვროდ.

მალევე დატოვეს იქაურობაც.


***


მეორე სართულის აივანზე იდგა, ზურგით საძინებლების კარებისკენ.
შუადღის სამი საათი იქნებოდა.
ეზოს შუაგულში საუკუნეზე დიდი მსხლის ხეს აეყარა ტანი.
მზე მკრთალად ანათებდა, სასიამივნო ნიავი ქროდა, რასაც ფოთლების შრაშა-შრუში ერთო თან.
სიმშვიდე გამეფებულიყო.
თვალებდახუჭული, ღრმად სუნთქვადა.
ნეტარებას მისცემოდა.
სიცოცხლის მშვენიერებაზე ფიქრობდა.
სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა ნელი ნიავი.
ყურებში საამოოდ ჩაესმოდა ფოთლების ხმა, ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად.
ზურგს უკან დაჟინებულ მზერას გრძნობდა, არც შემცდარა, მალევე მიუახლოვდა მას ანო, მის მიახლოვებამდე კი, ნიავმა გოგონას გასაგიჟებელი არომატი მიუტანა ერეკლეს.
მხრებზე საკუთარი მოსაცმლის მოხვევა იგრძნო, რომელსაც მასთან ერთად ანოს სურნელი ასდიოდა.
- არ ვიცი ამის მოსმენა რამდენად გჭირდება ახლა, მაგრამ მინდა გახსოვდეს, რომ შენ მარტო არ ხარ.

და ეს სიტყვები ერეკლესთვის ჩახუტების ტოლფასი გახლდათ.


***


საძინებელ ოთახში ანო და კესო მარტო იყვნენ.
კატო ცხელი შხაპის მისაღევად გასულიყო, დილანდელი ინციდენტიდან გამომდინარე, ნენე კი თემოსთან ერთად მაღაზიაში წასულიყო.
- ანო, შეიძლება რაღაც გკითხო? - დაიწყო გაუბედავად კესომ.
- რა თქმა უნდა, კესო - გაუღიმა ანომ.
- პირველად ხდება ჩემთავს, როცა რაღაცის მერიდება, მაგრამ, ნუ მოკლედ - ხელი ჩაიქნია გოგონამ - რაც არის არის. შენ ყვითელ შარფთან ერთად რატომ გძინავს ეს დღეებია? - ეჭვის თვალით გახედა გოგონას - რამე ხომ არ გაწუხებს?
- კი, მაწუხებს - დაიწყო გოგონამ, რითაც კესოს გაკვირვებაც გამოიწვია - მაგრამ ჯერ მე თვითონაც ვერ გამირკვევია რა ჰქვი ამას.
დაასრულა ანომ და კესოს სანდომიანად გაუღიმა.
- კარგი, მოდი მაშინ ასე გკითხავ - არ ეშვებოდა კესო - რატომ ყნოსავდი ერეკლეს მოსაცმელს? - გაკვირვების ნიშნად წარბი აზიდა კესომ.
- იმიტომ, რომ რაღაცას მმართებს, რაზეც არ მაქვს პასუხი - უთხრა მშვიდად ანომ - მსიამოვნებს, მისი სურნელი.
- მგონი შენი საქმე ცუდად არის.
- მე ასე არ ვიტყოდი, კესო - ფეხზე წამოდა და გოგონასკენ გაემართა.
- რა? - ჰკითხა გაკვირვებით კესომ.
- ადექი, რა. ჩაგეხუტები, ძალიან საყვარელი ხარ - არ აცადა გონზე მოსვლა ანომ, დაავლო ხელი გოგონას, თვითონვე წამოაყენა და მხრებზე შემოხვია ხელები.
მალევე კესოს ხელებიც იგრძნო ზურგზე.


***


ეზოს ჭიშკარი ზედმეტად მხიარული საახეებით შემოაღეს მაღაზიიდან ახლახანს დაბრუმებულმა, ნენემ და თემომ.
ყველა გრძნობდა, რომ წინ რაღაც განსხვავებული ელოდათ, რაზეც წყვილის თვალებში აკაიფებული ჭინკებიც იმოწმებოდა.
ჯოკერში და-ძმა ქაჯაიებს წაეგოთ სურვილი თემოსთან და ნენესთან.
კესოს სურვილების ასრულებით გაბოროტებულმა თემომ, არც ისე მარტივად შესასრულებელი სურვილი მოუფიქრა და-ძმას, რაზეც ნენე მალევე დაითანხმა მაღააზიისკენ მიმავალ გზაზე.

მეორე სართულზე ბიჭების ოთახში იატაკზე და საწოლებზე გადანაწილებულები ისხდნენ.
თემომ იქვე მყოფებს თავლი მოავლო და დაიწყო:
- ჩემი და ნენეს ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენი სურვილი ასერთია და-ძმა ქაჯაიებთან - სასაცილოდ გაიკრიჭა თემო და თვალი-თვალში გაუყარა განცვიფრებულ ქაჯაიებს - უნდა ჩაგვიტაროთ ცეკვის მასტეკლასი.
ყველას გაცინა.
- მეც არ ვიფიქრე, რამე სასიკვდილო არ გამაკეთებინოს თქო - შვებით ამოისუნთქა ლევანმა.
- ჩვენ კი შევეცდებით, მაგრამ იმედია თქვენც იქნებით კარგი მოსწავლეები - თქვა კესომ და ფეხზე წამოდგა.
- მაშ ასე, აღსდექით ფეხზე და დაწყვილდით - მოუწოდა ლევანმა დანარჩენებს.
- არა, არა მე დამაცადეთ, დაგაწყვილებთ - ავის მომასწავლებლად გაუღიმა ერეკლეს კესომ და ყველასგან შეუმჩნევლად თვალიც ჩაუკრა - შვიდნი ხართ, ამიტომ...
- რა კარგია, მე გამოვაკლდები ამ სიამოვნებას და ყველაფერს სამახსოვროდ შევინახავ - გააწყვეტინა თემომ საუბარი კესოს და თავიც დაიძვრინა მოსალოდნელი საშიშროებიდან.
- ერთი ამას დამიხედეთ რა, აგვტეხა ყველა და თვითონ მშრალად გამოძვრა - ვითომ დაბღვერილმა გახედა ნენემ თემოს.
- სულ შენს გვერდით მიგულე, ნენე - დაეჭყანა გოგოს.
- მოდი, საქმეს მივუბრუნდეთ - დაიწყო ისევ კესომ - კატო და ანდრო ერთად იცეკვებენ, ერეკლე და ანო ერთად, იოანე და ნენე კი ერთად - დააწყვილა ყველა.
სათითაოდ ყველას მიუახლოვდა და გვერდი-გვერდ დააყენა მეწყვილეები.
- რასაც ჩვენ გავაკეთებთ, თქვენც იმას იმეორებთ.
- რა თქმა უნდა, მასწ - ბავშვივით თქვა იოანემ.
- ზედმეტი გამოხტომების გარეშე, თორემ დატოვებთ დარბაზს - წაიმკაცრა ლევანმა.
- ჰა, ახლა ვიწყებთ? - იკითხა მოთმინება დაკარგულმა ანდრომ.
ორი წუთის განმავლობაში, და-ძმა იმას არკვევდა, რომელი ცეკვა ესწავლებინათ სხვებისთვის, კესოს დაჟინებული თხოვნით, არჩევანი ვალსზე შეაჩერეს.
ამასობაში წარმოიდგინეთ რა დღეში იყვნენ ერეკლე და ანო?
ერეკლეს ვეღარ გაგეგო, დასრულების შემდეგ კესო მოეკლა თუ გამოეყენებინა შანსი და შეერგო ცხოვრება?!
ანო კი პირიქით, მადლობელი იყო ასეთი იდეალური საჩუქრისთვის, მზად იყო მიიეღო გამოწვევა და მყარად დარწმუნებულიყო საკუთარ ეჭვებში.
პირველო მოძრაობა მარტივი აღმოჩნდა.
ცერებზე აწეულთ უბრალოდ ერთი ხელი უნდა ჩაეჭიდათ, მაღლა აწეიათ და ამასთან ერთად ნაბიჯები მონაცველობით, ხან უკან ხანაც წინ უნდა გადაედგათ.
მალევე ამ მოძრაობას ტრიალი შეემატა, რომელიც ოთხჯერ უნდა გამეორებულიყო.
ამასობაში თემო ტელეფონით ირგვლივ უვლიდა ყველას და უღებდა, ხანდახან წყვილებსაც მიუახლოვდებოდა და ახლო რაკურსით უღებდა მათ.
შემდეგი ილეთი იყო ნაბიჯით ოთხკუთხედზე სიარული.
გოგონას უკან ბიჭი უნდა ამოდგომოდა, ცალი ხელი წელიდან მკერდის ქვემოთ დაედო და გოგოსაც თავისი მტევანი ბიჭის მაჯაზე ზემოდან მოეთავსებინა.
ეს ილეთი ორჯერ მეორდებოდა ზედი-ზედ.
შემდეგი ილეთი ხელში ატაცება გახლდათ.
გოგო ოდნავ უნდა წამომხტარიყო და მამაკაცს ხელებით უფრო ზემოთ უნდა აეწია იგი.
ეს ილეთი მხოლოდ ერთი მობრუნება გახლდათ.
საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს ყველაფერს.
ბოლოს წყვილებს ერთმანეთისთვის, მკერდის ქვემოთ, მუცელზე ხელი უნდა დედოთ და რამდენიმე ბრუნი გაეკეთებინათ საპირისპიროდ.
ეს ილეთი მიყოლებით სამჯერ მეორდებიდა.
მალევე თავიდან დაიწყეს, გაიხსენეს გზადაგზა ყველა ილეთი და გონებაში ჩაიბეჭდეს.
ის ის იყო, ფინიშთან უნდა გასულიყვნენ ლევანმა, რომ თქვა:
- რაღაც არ მომწონს...
ყველამ ერთად ამოიხრა.
- მე კი პირიქით, არც კი წარმომედგინა ამდენი თუ შემეძლო - თქვა იაოანემ.
- რაღაც აკლია რა - განაგრძობდა ლევანი.
- ალბათ მარილი ხო? - იხუმრა ანდრომ.
- ცოტა არ იყოს, დავიღალე - აწუწუნდა კატო.
- ერთხელაც და მორჩა - თქვა კესომ.
- ბინგო - უცებ წამოიძახა ლევანმა და საჩვენებელი თითი მოიშორა ტუჩებიდან, ვითომ ჩაფიქრებულის როლს, რომ თამაშობდა - გრძნობები მაკლია, რაღაც ძალიან ხეებივით ცეკვავთ.
- ვა ხეები ცეკვავენ? - იკითხა ნენემ.
- არც მე ვიცოდი - გაუღიმა ანდრომ.
- კარგით, რა - დაიწყო ლევანმა.
კესომ კი პირველად იგრძნო, ამხელა სიხარული და სიყვარული ლევანის მიმართ.
- მართალი ხარ, ჩემო ძმაო - დაეთანხმა კესო და მხარზე ხელი დაჰკრა - ვალსი სიყვარულის ცეკვააა, თქვენ კი გეგონებათ დაძალებით გაცეკვებენ.
- სხვანაირად არის რო? - თემოს გახედა ანდრომ.
- ასეთი ცუდი მეწყვილე ვარ? - ვითომ იწყინა კატომ.
- შენც კარგად იცი, რომ ეგ არაფერ შუაშია კატუს - ცხვირზე თითი დაჰკრა ბიჭმა.
- კარგი, სამქეს შევუდგეთ.
- ბოლოჯერ ცეკვავთ, ამიტომ დამანახეთ ემოციები, გრძნობები, სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, აღელვება, ჟრუანტელი, რავიცი კიდევ რა - აქოთქოთდა კესო.
ერეკლეს და ანოსაც თითქოს ეს სჭირდებოდათ სიმამაცისთვის და მთელი გრძნობებით დაიწყეს ცეკვა.
ერთმანეთს თვალს წამითაც კი არ აშორებდნენ, გულწრფელად უღიმოდნენ და სიამოვნების მორევში გადაკარგულიყვნენ.
წყვილს სიმღერის დასრულების მიუხედავად, ცეკვა არ შეუწყვიტავს.

მალევე აღმოაჩინეს, რომ ოთახში მარტონი დარჩენილიყვნენ...


***


უკვე ორშაბათს ბათუმში ბრუნდებოდნენ.
საქმე და უნივერსიტეტი არ იცდიდა, ამიტომ უნდოდათ კვირა დღე მთლიანად გამოეყენებინათ.
ნაკვერჩხალზე ბიჭები მწვადს წვავდნენ, გოგონები ეზოში, ღია ცის ქცეშ სუფრას შლიდნენ.
გოჩა და გურამი ეზოში სკამებს ეზიდებოდნენ.
- ბებო, ყველაზე დიდი ჯამი გვჭირდება - გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე ბებოს ანდრომ.
თამარას არაფერი უპასუხია, რადგან არც არაფერი მისწვდომია მის ყურთასმენას.
- უყურე, აბა ახლა შენ, თუ გამოგხედოს - თქვა გურამმა - დედაკაცო, გამოხედე ბოვშს - შესძახა ცოლს.
- მე რამდენჯერ უნდა გითხრა შენა, რომ დედაკაცი არ უნდა დამიძახო? - აქოთქოთდა თამარა და ბიჭებისკენ დაიძრა.
- აბა, რაფრა მოგმართო, შე დედაკაცო - არ წყვეტდა გურამი ბაბუ.
- აა კიდო - ხელი ჩაიქნია თამარამ - ბოვშებო ამ კაცს მთელი ცხოვრებაა ვერ შევასმინე ვერაფერი. - დანანებით ჩაიქნია ხელი - ჯერ იყო და ქალიშვილო, ქალიშვილოო მეძახდა.
მერე ცოტა, როგორც კი წამოვიზარდე, გოგოო დამიძახა, მერე კიდევ ქალოვო მითხარა, ახლა კიდევ თქვენ თვითონ არ გესმით? დედაკაცოო მკადრებს.
- აბა რაფრა, მოგმრათო - ჩაეძია კიდევ ერთხელ გურამი ბაბუ.
- რაფრა და ჩემო ტურფავ, ჩემო მშვენებავ, ჩემო სიყვარულო - უხსნიდა თამარა.
ყველას გულწრფელად ეღიმებოდა ამ უსაყვარლესი მოხუცების შემჰყურე.
- მაშ, კარგი ჩემო მშვენებავ და თვალის ჩინო - მიმართა სიცილით გურამმა ცოლს და მხრებზე ხელი მოხვია, თამარა ბებომაც დაინდო საყვარელი ქმარი, ფარ-ხმალი დაყარა, სახიდან ვითომ განაწყენებულის ნიღაბიც მოიშორა და ქმარს სახეზე სიყვარულით ხელი მოუთათუნა.

სუფრას შემოსხდომოდნენ.
თამადობა გოჩა ბიძიამ აიღო თავზე.
თავიდან უფალი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ადღეგრძელეს, შემდეგ წასულები მოიხსენეს და ცხოვრების შანსი დალოცეს.
ახალგაზრდებმა თბილი დახვედრისა და მასპინძლობის სამადლობელი შესვეს.
შემდეგ მშობლები და დედ-მამისშვილებიც დალოცეს.
ახლა სიყვარულის ჯერი იდგა.
- გოჩა ბიძია, ერთ სადღეგრძელოს მოგპარავთ, თქვენი ნებართვით - თანხმობის ნიშნად კაცმა ლევანს თავი დაუქნია - ამ ლამაზი სასმისით, მინდა სიყვარულის სადღეგრძელო შევსვა, რომლის გარეშეც არაფერს აქვს აზრი და არც არაფერი არსებობს ამ უკანასკნელის გარეშე - ლევანს საუბარზე ეტყობოდა, რამხელა გავლენა ჰქონდა მის 'პროფესიას' ამ ყველაფერზე.
- ნამდვილად, ფეხზე წამდგომით უნდა დავლიოთ ეს სადღეგრძელო - თქვა გოჩა ბიძიამ.
ყველანი წამოიშალნენ და დიდი მოწიწებითა და რიდით შესვეს ყველაზე მთავარი და მამოძრავებელი გრძნობის - სიყვარულის სადღეგრძელო.
როგორც კი დასხდნენ და ცოტა დამშვიდნენ, თემომ იკითხა:
- იმედია ახლა არავინ არ მიწყენთ, ეს კითხვა ყველაზე დიდს ჩვენ შორის, ყველაზე გამოცდილს, რომ დავუსვა - ყველას თვალი მოავლო და მალევე განაგრძო - გურამი ბაბუ, რა არის სიყვარული?
- შენ... - დაიწყო იოანემ, მაგრამ ბიჭმა მალევე შეაჩერა.
- უბრალოდ მინდა, რომ ვიცოდე და წარმიდგენა მქონდეს მასზე, რადგან არსდროს გამომიცდია და არ მინდა ხელსადათვალს შუა დავკარგო ის, როდესაც ამის ბედნიერება მეც მერგება წილად - თქვა თემომ.
- ბაბუ, იმაზე კარგად ამ კითხვაზე ვერავინ გიპასუხებს, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე გოდერძი ჩოხელმა - დაიწყო ბაბუმ და მალევე ყველასთვის ნაცნობი სიტყვებით ალაპარაკდა - ,, ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვა, რომ სიყვარული ომი არაა. ომია, სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო, ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც.
ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია, რომ ხშირად ამის აღქმაც კი გვიჭირს.
დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით, ბინძური თამაშია.
სიყვარული კი წმინდაა, ისევე როგორც უფალი. სათუთია, როგორც თხელი შუშა. თბილია, როგორც მზე და ნათელი, როგორც ლურჯი ცა.
ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენ გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული, რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ეხებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემედე გიყვარს. ეს იმდენად იშვიათია, რომ ვიცი ბევრი ვერ გაუგებს.
ბევრი ოცნებობს მის პოვნაზე და ათასიდან ერთი პოულობს მას." - მთელი ამ დროის მანძილზე გურამს საკუთარი ცოლისთვის არ მოშორებია მზერა, თამარა კი ჩუმად ტიროდა.
ყველა ხვდებოდა, რომ ისინი ( გურამი და თამარა ) იმ ათასიდან ერთნი იყვნენ, რომლებმაც შეძლეს ნამდვილი სიყვარულის პოვნა ( დამსახურება ).


***


საწოლში იწვა და ფიქრობდა.
საკმაოდ დიდი დრო გასულიყო, რაც ბოლოს აფხაზეთის შესახებ სიზმარი ენახა.
მესამეჯერ როდის ნახავდა ან საერთოდ თუ განმეორდებოდა კვლავ იგივე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა...


***


ორშაბათს მალევე დატოვეს დუმბაძეების სამფლობელო.
საღამოსკენ აპირებდნენ ბათუმში დაბრუნებას, მაგრამ გეგმები ცოტა შეეცვალათ.
გზაში ურეკის სანაპიროზე აპირედნენ გაჩერებს და შემდგომ, ქალაქში დაბრუნებას.
სამშაბათიდან უნივერსიტეტიც ეწყებოდათ, ზოგ-ზოგიერთს სამსახურიც ელოდა.

სანაპიროზე მარტო იჯდა და ზღვაში ფეხებით შესულ ანოს თვალს ვერ აშორებდა. იცოდა, ამ დაჟინებული მზერით გოგონასაც აწუხებდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა.
სუნთქვა ეკვროდა კატოსთან ერთად ლაღად მოკისკისე გოგოს დანახვისას.
ყველანი ერთმანეთს ფეხებით წყლის წვეთებს ესვროდნენ და გულიანად იცინოდნენ.
გვერდით კესო მიუჯდა:
- ლამაზია, არა? - ჰკითხა.
- მსოფლიოში ერთადერთი და ისიც ჩემთვის - თავლი არ მოუშორებია ანოსთვის, ისე უთხრა კესოს.
კესოსაც გულწრფელად გაეღიმა.
ერეკლეს კი მთელი ამ დროის მანძილზე, ტუჩის კუთხე ჩატეხვოდა.


გზაში მალევე გაიგეს მოსალოდნელი კონცერტის შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი საქველმოქმედოდ ატარებდა.
რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარულითა და სიამოვნებით დასთანხმდნენ ნენე და ერეკლე ამ შემოთავაზებას.
საღამოს შვიდი საათისთვის, ყველანი სახლებში გადანაწილდნენ, მომდევნო დღის მოლოდინით.


***


მეორე დღეს უნივერსიტეტი გააცდინა და მთელი დღე მონატრებულ ოჯახის წევრებთან გაატარა.
ოთხივენი სამზარეულოში ერთად ისხდნენ მაგიდასთან და ანოს მოყოლილ სოფლის ისტორობზე იცინოდნენ.
მაგიდა ერთობლივი ძალებით აალაგეს და მისაღებში საოჯახო კომედია ჩართეს.
შემდეგ ჩაიც დალიეს და თინას მდგომარეობაც მოიკითხეს.
ილიამ მალევე დატოვა ოჯახის წევრები, უნდა გამოეძინა, მომდევნო დღესაც სამსახურს ვეღარ გააცდენდა.
ლილემ ცარიელი ჭიქები მაგიდიდან აალაგა და სამზარეულოს მიაშურა.
კიტასაც ტელეფონზე დაურეკეს და მარტო მოუწია ქალბატონი ანოს დატოვება.

10 წუთის შემდეგ, უკან მისაღებში დაბრუნებულ მშობლებს ქალიშვილი დივანზე მიძინებული დახვდათ, როგორც ეს ანოს ბავშობაში ხდებოდა ხოლმე.

მეორე დილით, საკუთარ საძინებელში გაეღვიძა.
სხვებისგან განსხვავებით, ანოს არ სჭირდებოდა იმის ნატვრა, რომ კვლავ იმ დროში დაბრუნებულიყო, როდესაც დივანზე ეძინებოდა ხოლმე და მეორე დღეს საწოლში იღვიძებდა.
ბატონი კიტა ამ ნატვრას შვილს დაუბადებლად უსრულებდა.


***


ანოსგან განსხვავებით, ერეკლემ სულ სხვანაირად გაატარა სამშაბათი დღე.

მონატრებულმა დედა-შვილა გული ძლივს იჯერა ერთმანეთით.
ალბათ ორი საათი ეხვეოდნენ ერთმანეთს.
გვიან ღამით ჩაიც ერთად დალიეს რასთან ერთადაც, ეკა უდიდესი სიყვარულითა და ყურადღებით ისმენდა სოფლის ამბებს.
მომავალი კონცერტის შესახებ ინფორმაციით გახარებული დარჩა და შვილს, აუცილებლად, მის გვერდით ყოფნა გამუცხადა.

სამშაბათს დილით ისაუზმეს თუ არა, ალექსანდრეს სასაფლაოსკენ დადგნენ გზას.

- მა, მოვედით - სინანულით ამოიოხრა ერეკლემ.
- ახლა, როცა ასე ცხადად გხედავ, ვხვდები, რომ კიდევ უფრო მომნატრებიხარ - ისედაც მტვრისგან სუფთა სურათს, თავიდან დაუწყო გაწმენდა.
- დედა სულ დადის მა შენთან, ხო? - ერეკლეს თვალთახედვას იქვე დატოვებული ქოთნის პატარა მცენარე არ გამორჩენია.
- ხომ იცი, მის სიახლოვეს ყოველთვის ყველგან ვგრძნობ, მაგრამ აქ როცა მოვდივარ, თითქოს მხრებზე მისი ხელები მეხვევა - გაეღიმა ქალს.
- როგორ გამიმართლა თქვენი შვილი, რომ ვარ - დედამისს ხელი მოჰხვია და ალექსანდრეს თვალებაკაიფებულმა გაუღიმა.
- მაა, მართალია მე შენ უკვე ყველაფერი მოგიყევი, მაგრამ რადგან ორივე აქ ხართ ყველაფერს კიდევ უფრო დეტალურად მოგახსენებთ და თან გულის ნადებს გაგანდობთ - მალევე განაგრძო ერეკლემ.

ეკატერინეს არ გაჰკვირვებია შვილის სიტყვები, ისედაც ხდებოდა ბოლო დროს ერეკლე განსხვავებულად ,ლაღად და ბედნიერად, რომ დაფარფატებდა.

მშობლის გული მაინც სულ სხვა...

სასაფლაო, მართალია, დასევდიანებულებმა დატოვეს, მაგრამ ერთმანეთით ამაყებმა.

ერეკლეს საკუთარი მშობლები ეამაყებოდა.

ეკატერინეს ერთადერთი და არაჩვეულებრივი შვილი ეამაყებოდა, საუკეთესო მეუღლესთან ერთად.

ალექსანდრე კი ასეთი გამგები, ერთგული და მზრუნველი ოჯახით ამაყობდა, იქედან სადაც იყო...


***


ოთხშაბათი იყო, უნივერსიტეტის მერე კატოსთან უნდა წასულიყო, გვიან ღამით კატოს მშლობლები ბრუნდებოდნენ და უნდოდათ ვახშამი დაეხვედრებინათ, რასაც კატო ნამდვილად ვერ მოახერხებდა, მითუმეტეს მარტო.

გზად სუპერმარკეტში შეიარა, პროდუქტები იყიდა. კატოს მამას, ავთოს წითელი ღვინო უყიდა, გიჟდებოდა, მაიას კი ( კატოს დედას ) იქვე 'ბადი შოფში' ტანის მოვლის სასაჩუქრე ნაკრები.

ასე დახუნძლულმა მიაღწია კატოსთან როდესღაც.

- რაარი გოგო, გამოიტანე მაღაზია? - გაეხუმრა კატო - ეს რაარი? - დაწვდა სასაჩუქრე პარკს - არა, ხო შენ არასდროს არავინ დაგავიწყდეს - დაიწუწნასავით კატომ - და მე? - იკითხა ბავშვივით გაბუტულმა.
- ღმერთო, რა გეშეველბა შენ? - ლოყები სასაცილოდ გაუწელა და წინ ორი კინოს ბილეთი დაუდო.
- არაააა? - წამოიყვირა კატომ.
თანხმობის ნიშნად ანომ თავი რამდენჯერმე დაუკრა და ცელოფნებიანად სამზარეულოსკენ გაემართა.


***


ანდროს მანქანაში ისხდნენ მხოლოდ ორნი, ერეკლეს რეპეტიცია ჰქონდა და ანდროსვე უნდა დარტოვებინა უნივერსიტეტში.
მანქანაში დაბალ ხმაზე ირაკლი ჩარკვიანის "მე გადავცურავ ზღვას" იღვრებოდა.
მარტისთვის შესაფერისი, არაპროგნოზირებადი არეული ამინდი იყო. არც მზე იყო, არც წვიმა, თან ციოდა თან თბილოდა, ვისთვის როგორ, ერთი რამ კი აშკარა იყო, ცა ღრუბლებს დაეფარა ისე, რომ მზის ვერცერთი სხივი ვერ აღწევდა დედამიწამდე.
- კონცერტი რომელ რიცხვშია? - დაიწყო ანდრომ.
- სავარაუდოდ, აპრილის 7შიო.
- ანუ იქამდე ჯერ დრო არის.
- კი ბატონო, ორი კვირა გვაქვს.
- შევეცდები მოვიდე, სიკეთეს კი ისეც და ასეც გავიღებ.
- ხო, საქმოველმოედო კონცერტია... ცოტა არიყოს მაჟიტირებს, პირველად ვიღებ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას - ნერვიულად გაეღიმა.
- ჩვენ გვჯერა შენი - ღიმილით გახედა ანდრომ ერეკლეს და ხელი მხარზე დასცხო.
- გვიან თუ არ მოვრჩები, ლევანს გავუაროთ რეპეტიციაზე, ზეგ პოეზიის საღამო აქვს თეატრში.
- მაშინ შევეცდები მეც მალე მოვრჩე საქმეებს.
- აი მოვედით, მადლობა, ძმა ხარ ანდრო - ცალყბად გაუღიმა.
მანქანიდან გადადიოდა გზად, რომ დააწია.
- ერეკლე ისე კი მინდოდა რაღაც მეკითხა.
- მერე შე კაცო, რას უცდი - სავარძელზე დაბრუნდა.
ორივეს გაეღიმათ.
- მგონი ვხვდები რაც ხდება - თქვა ერეკლემ.
- მაშინ შენით დაიწყე - გაუცინა ანდრომ.
- ჯერ ჩვენ, ნუ ისიც არვიცი, მე და ანო ჩვენ თუ ვართ... ვაბშე რახდება აზრზე არ ვართ. პირადად არ გვილაპარაკია, არც მე მითქვამს რამე. პრინციპში სერიოზული ასე არც არაფერი ყოფილა, გზადაგზა მოდის ყველაფერი, არც ვმალავ მე პირადად არაფერს, ანო დარწმუნებულიც კი არ ვარ, რამეს თუ ფიქრობს და მითუმეტეს სხვანაირად თუ გრძნობს... ნუ კაროჩე, რაც არის არის რა...
ერთი რაც ვიციი ზუსტად, მაგრად გამაბრუა, ანდრო - სასაცილოდ ამოიკნავლა ერეკლემ.
- მაგრად გამიხარდება თქვენ, რომ ერთად იყოთ... ნუ პრინციპში, ხო იცი, თუ უნდა იყოს, კიიც იქნება - თვალი ჩაუკრა, ერეკლესკენ გადაიხარა და კარი თავისივე ხელით გაუღო.


***


შაბათობით არ სწავლობდა ხოლმე, უმეტეს დროს დედასთან საკონდიტროში, კატოსთან სახლში ან კიდევ გვიანობამდე ძილში ატარებდა.
წინა ღამით თინამ დაურეკა, ხვალ გამოდი ჩემთან და თან დარჩიო, დიმიტრის თბილისში აგზავნიან, ორშაბათს კონფერენცია აქვსო.
მე, შენ და კატომ პიჟამა ფართი მოვაწყოთო, სამწუხაროდ, კატო ამ საიმოვნებას აკლდებოდა, დედ-მამა ახალ ჩამოსული ყავდა და მათ ასე ვერ მიატოვებდა.
ასე, რომ მხოლოდ თინას და ანოს გარემოცვაში მოუწევდა პატარა ბავშვს ( ჯერ კიდევ თინას მუცელში მყოფს ) დროის გატარება.
თქვენ გგონიათ ეს ორი მოუკლებდა სიგიჟეს?
ნურას უკაცრავად, არდაბადებულ ბავშვს მუცელშივე გააგიჟებდნენ ისე, რომ დაფიქრდებოდა, ნამდვილად ღირს ამ ოჯახში დაბადებაო?! ( ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით )
უკვე გამზადებული იყო თინამ, რომ დაურეკა დედამთილმმა გამომიარა და ცოტა გვიან გამოდი თუ საქმეები გაქვსო. ანოსაც ერჩივნა დედას მიხმარებოდა და მერე მისულიყო მამიდამისთან.
ილოს ხელი ჩაკიდა და დედამისის საკონდიტროსკენ აიღეს გეზი.
ქალი გადარიეს, ბავშვებივით ცელქობდნენ. სამზარეულოში მაფინების გაკეთება დაიწყეს და სულ მოთხვარეს იქაურობა, ლილეც ვითომდა გაბრაზებული უჯავრდებოდა მათ, არადა სინამდვილეში გულში სითბო ეღვრებოდა, მის შვილებს ლაღად მოკისკისეებს, რომ ხედავდა.

ამასობაში ბატონი კიტაც შეურთდა მათ, სამსახურიდან პირდაპირ იქ მისულიყო.
კიტა და ლილე სამზარეულოს მილაგებას შეუდგნენ, ანომ და ილიამ კი ხელი დასტაცეს მათივე 'შემოქმედებას' და იქვე ახლო მდებარე სკვერისკენ გაეშურნენ, სადაც ბავშვებს უნდა გამასპინძლებულიყვნენ საკუთარი ნახელავით.
საბავშო გასართობ მოედანზე იმ დროისთვის, თან შაბათი დღისთვის უამრავ ბავშვს მოეყარა თავი.
ესენიც ბედნიერნი დადიოდნენ და სხვებსაც ახარებდნენ.
ბავშბებთან ერთად კლასობანაც ითამაშეს და მალევე დაუბრუნდნენ მშობლებს, რომლებსაც უკვე მოესწროთ სამზარეულოს მილაგება, ჭიქა ჩაის მომზადება და მაგიდასთან ჭუკჭუკი.
მათი შემყურე ანო ბედნიერებისგან ანათებდა.
ილიამ ფოტოს გადაღებაც მოასწრო მაშინ, როდესაც კიტამ მეუღლეს წინ ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე მიეფერა....

შვიდი საათისთვის ლილე და კიტა სახლისკენ გაეშურნენ, ილია მეგობრების სანახავად და განსატვირთად, ანო კი თინას სახლისკენ დაიძრა გახარებული უმარავი ლილეს ნაირნაირი ნამცხვრის თანხლებით...


თინა და დიმიტრი ზღვის პირას, ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობნენ, რომელსაც ოთხივე მხრიდან ეზო ერტყა.
ჭიშკარი უხმაუროდ გამოაღო და კარისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა, თუმცა საუბრის ხმა სახლიდან მკრთალად, მაგრამ მაინც მოესმა.
ანომ ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა თინას დედამთილ-მამათილი ალბათ ისევ აქ არიანო, ან კიდევ დიმიტრიმ ვერ შეძლო თინას დატოვება რამდენიმე დღით და უკან დაბრუნდა ან არც კი წასულაო.
გაეღიმა და დაუკაკუნებლად შეაღო სახლის კარი.
- მოვედი - დაიყვირა, მისაღებში ხმის მისაწვდენად.
სანამ თინამ მოახერხა მისაღებიდან გამოსვლა ჰოლში, ანო უკვე მათ წინ აისვეტა.
ფრიად გაკვირვებული დარჩა, თინას გვერდით, სავარძელში მოკლათებული ერეკლეს დანახვისას.

ერეკლეს ტანში სასიამოვნოდ გასცრა და ტუჩის კუთხე ჩაეტეხა, რაც თინას თვალს ნამდვილად არ გამორჩენია.

რატომღაც არც ერთი არ ელოდა იქ ერთმნეთის ნახვს, თან ორშაბათის მერე, აგერ უკვე მეხუთე დღე სრულდებოდა, რაც ერთმანეთი არ ენახათ.
- გაიცანი, ჩემი არჩილის ძმის შვილი, ერეკ.... - ორივემ ერთად გააწყვეტინა.
- ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთთს - ერთად თქვეს და ამაზე სამივეს გაეღიმა.
- რატომღაც აქ არ გელოდი - უთხრა ანომ ერეკლეს და მისკენ დაიძრა.
- რატომღაც არც მე - გულწრფელად მიუგო ბიჭმაც.
ერთმანეთი გადაკოცნეს და პირისპირ დასხდნენ.
თინაც მალევე მოკალათდა სავარძელში და აცქმუტუნდა.
ანოს ეს არ გამორჩენია, ყველაფერს მიხვდა და სანამ თინა აენთობოდა, დაასწრო.
- თემო კატოს მეზობელია, ერეკლე თემოს ბიძაშვილი, კი იცი - გაუღიმა თინას - ხოდა ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ, თან ბენდში უკრავს, თან თემოსთან ხშირადაა და აი ასე გადაიყარა ჩვენი გზები, სხვათაშორის ახლაც ერთად ვიყავით სოფელ... - აცრემლიანებულმა თინამ შეაწყვეტინა ანოს.
- ჩემო ბიჭო, ერეკლე მართლა ბენდში უკრავ? - გაუკვირდა ანოს თინას აღელვებული ხმის მოსმენისას და აცრემლიანებული თვალების დანახვისას.
- ერეკლე მართლა? ალბათ, ალექსანდრე ახლა როგორ ხარობს - ცრემლები შეიმშრალა თინამ.
- კი, თინ მართლა ასეა - ქალისკენ გადაიხარა და მოეხვია.

ახლაღა გაახსენდა ანოს კვლავ სცენაზე ერეკლეს სიტყვები: ,, არ დაგიმალავთ და გეტყვით, საკმაოდ დიდი ხანია არაფერი არ შემისრულებია, გარკვეული, პირადი მიზეზების გამო და ახლა, თამამად შემიძილია გითხრათ, რომ მიხარია აქ დგომა, საყვარელი საქმის გაგრძელება და სიამოვნების მიღება მასთან და თქვენთან ერთად...."

აი თურმე რაში ყოფილა საქმე და რატომ გაოცდა, გაუხარდა და ატირდა თინა ახალი ამბის გაგებისას.
ფიქრებისგან მალევე გამოეეკვა, როდესაც მხარზე თინას შეხება იგრძნო.
- ბავშვებო ერთი იდეა მაქვს და მინდა წინასწარ იცოდეთ, რომ თავს ვერ დამაღწევთ - სამივეს გაეღიმა - ანო შენ ისეც აქ რჩებოდი, ვაჟბატონო შენ თუ გცალია რამდენიმე საათით? - ჩაეკითხა ზრდილობისთვის ერეკლეს და მალევე თვითონვე განაგრძო - ხო, რა თქმა უნდა, გცალია.... ხოდააა....
- თქვი თინაა, ხომ იცი ყველაფერს შეგისრულებ - თქვა ანომ.
- თ - დაამატა ერეკლემ.
- თ? - გაიკვირვა ანომ.
- ხო, ყველაფერს შეგისრულებთ - აუხსნა ბიჭმა და საყვარლად გაუღიმა ანოს.
- მოკლედ ახლა შემოტევა მაქვს, ბავშვის სქესი არ ვიცით და არც გვინდა წინასწარ, რომ ვიცოდეთ...
ჯერ ძალიიიან, ძალიიიან ადრეა, მაგრამ მინდა რამე ტანსაცმელები ვუყიდოთ, თან ორივე აქ ხართ, აღარც მარტო მომიწევს ბოდიალი, არჩევაშიც დამეხმარებით და გავერთობით კიდეც - ბავშვივით ატიტინდა თინა.
- და რა პრობლემაა, ტაქსს გამოვიძახებ და რომელ მოლშიც გინდა, წავიდეთ - უპასუხა ერეკლემ.
- არა, რა პრობლემაა კაცო - ცინიზმით თქვა ანომ - როდესმე ყოფილხარ საყიდლებზე მასთან ერთად?
უარის ნიშნად თავი გააქნია ერეკლემ.
- ხოდა, აბა ახლა, ნამდვილად გაძლებას გისურვებ - დანანებით დასწვდა ჩანთას და ფეხზე წამოიმართა ანო.

თინა მალევე გაემზადა, ერთ მახერს ანო ამოიყენა, მეორე მხარეს ერეკლე და ეზოში დაელოდა ტაქსის გამოჩენას.
ეიფორიაში სულ რაღაც 15 წუთში აღმოჩნდნენ.
შენობის კარებში გახარებულმა თინამ, დამწუხრებულმა ანომ და ბედნიერმა ერეკლემ, ქალის გულის გახარება, რომ მოახერხა ამ წვრილმანით, სინამდვილეში კი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა წინ რა ელოდა, შეაბიჯეს.
მოლი ორ სართულიანი იყო, მხოლოდ პირველ სართულზე ოცი ტანსაცმლის მაღაზია მაინც იყო, მეორეზე საუბარიც კი ზედმეტი გახლდათ.
თინა სექციიდან სექციაში ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, ერეკლე ფეხის აყოლებას კი არა, თვალის გაყოლებასც კი ვერ ასწრებდა.

ახლა ხვდებოდა ანო რასაც გულისხმობდა იმ სიტყვებში...

ჯერ მხოლოდ შვიდ მაღაზიაში თუ იქნებოდნენ ნამყოფები, სამივეს ხელში ტევა, რომ არ ჰქონდათ.
კიდევ კარგი, იქვე იყო ცელოფნების შესანახი, თორე ისედაც უკვე ძლიან დაღლილებს სადაცაა ქანცი გაძვრებიდათ, რასაც ვერ ვიტყოდით ჯერ კიდევ მხიარულად და ენერგიით აღსავსე თინაზე.
პირველი სართული მალევე მოითავეს, რადგან ამ სართულზე ბევრი საბავშო მაღაზია არ იყო.
ანოს და ერეკლეს ბედად მეორეზეც არ გახლდათ ბევრი საბავშო მაღაზია... ამასობაში თინას მოშივებოდა... ორივეს ხელი დასტაცა და იქვე სწრაფი კვების ობიექტისკენ გააქნა.
- დღეს მე გიმასპინძლებთ, იქნებ ცოტა ამით მაინც გამოვისყიდო ჩემი 'დანაშაული' - მიუგო სკამებზე მივარდნილ ბავშვებს და მათ გაეცალა.
- კაი სპორცმენია, კაი შოპაგოლიკია, კაი ქალია, მარა ორსული? საიდან აქვს ამდენი ენერგია ვერ დავადგინე - თქვა ერეკლემ.
- ამას ორსულიბა კი არა, სამსულობაც ვერ უშველის ამ საკითხში, ამით ისვენებს, იკვებება და ბედნიერდება ეგ - ამოიხრიალა ანომ.
- ამდენ ხანს სად წავიდა? - ის ის იყო იკითხა და ფეხზე წამოიმართა ერეკლე, მათ მაგიდას თინა და ოფიციანტი, ახალგაზრდა გოგონა, რომ მოუახლოვდა ხელებ დამშვენებული.
- აი ესეც ესე - როგორც კი თინამ და გოგონამ მაგიდაზე დააწყვეს შეკვეთა, დაიწყო - აი ეს ქათმის ფრთები და fრი, შენ პატარა ქალბატონო - მიუბრუბდა ანოს - ეს სენდვიჩი და ატმის წვენი შენ ერეკლე - დაუდო ცხვირ წინ ბიჭს - აი ეს ნაყინი კი მე - სასაცილოდ გაწელა სიტყვა და კმაყოფილი მიეყრდნო სკამის საზურგეს.
- არ მითხრა ახლა მახსოვდაო - უთხრა ერეკლემ.
- მეკადრება?! არ გეტყვი - გაეკაკლუცა ქალი.
- თინა, შენ ეს ნაყინი ნამდვილად გეყოფა? - ჩაეკითხა ანო.
- შენ არ ინერვიული მაგაზე - ცხვირზე დაკრა ხელი გოგოს.
დაღლილობაზე მადიანად მიირთვეს და ვოიაჟის გასაგრძელებლად მოემზადნენ თინამ, რომ დაასწრო.
- არა დღეს მოვრჩით პატარა ჭინკას ამბებს - მოცელზე დაისვა ხელი. ამ ამბით გახარებულ ერეკლეს და ანოს სახეზე ღიმილი გადეკრათ, რომელიც მალევე წაეშალათ, როდესაც თინამ განაგრძო - დიმიტრის მინდა რამე ვუყიდო და ეგაა - ახლა ნამდვილად დაასრულა.
- ანუ, იგივე გველოდება წინ ხო? - ჩეკითხა ერეკლე იქვე მდგომთ.
- არა, ამ ჯერად მართლა მალე მორჩება, თუ მხოლოდ დიმიტრის უნდა უყიდოს რამე - აუხსნა და გაამხევა ანომ მოღუშული ბიჭი.

ამჯერად მაღაზიებში ლამაზად აკვირდებოდნენ და ათვალიერებდნენ ყველაფერს. უფრო მარტივი იყო დიმიტრისთვის რაიმეს არჩევა, ვიდრე ჯერ არ დაბადებული, გაურკვეველი სქესის ბავშვისთვის ტანსაცმლის არჩევა, თან ეს უკანასკნელი თინასაც, რომ მოწონებოდა.
უკვე მაღაზიიდან გადიოდნენ ანომ, რომ დააწია გზად მათ სიტყვა.
- ამის გვერდითაში შედით, მე აქ რაღაც უნდა ვნახო - ამის მოსმენისას თინამ მხრები აიჩეჩა და გაკვირვებულ ერეკლეს ხელი ჩასჭიდა, რომელსაც შეიძლებადაც კარგი არაფერი ელოდა წინ, მარტო დარჩენილ თინასთან.

ანოს დიმიტრისთვის საჩუქრის თვლიერებისას, ერთ-ერთ მაღაზიაში, კაცების სექციაში, საკმაოდ მაღლა, მესამე რიგში ჩამოკიდებული, თეთრი თხელი პერანგი მოხდა თვალში.
როგორც კი დაინახა, თვალში ამ პერანგში გამოწყობილი, უზომოდ სიმაპატიური ერეკლე გამოესახა. დანახვისთანავე იგრძნო, რომ, აუცილებლად, უნდა ეყიდა ეს უკანასკნელი.
მხოლოდ ერთი ცალი იყო დარჩენილი და ესეც ნიშნად ჩათვალა, თუ მისი ზომის იქნება ანუ ზუსტად ამ ამბისთვის იყო დარჩენილიო.
კონსულტანტს მალევე ჩამოახსნევინა და სარკისკენ გაემართა.
ტანზე მიიდო პერანგი და საკუთარ ანარეკლს გახედა სარკეში.
ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ეს პერანგი უკვე ერეკლეს იყო და ახლა მას მოერგო...
გულწრფელად გაეღიმა და ჩანაფიქრით კამყოფილი სალაროსკენ გაემართა.
მაღააზიიდან გასულს იქვე ჰოლში სკამზე ჩამომჯდარი დაუხვდა თინა და ერეკლე, მათკენ აუჩქარებელი ნაბიჯით გაემართა და იქვე ჩამოჯდა.
თინამ კითხვის დასამელად პირი გააღო თუ არა, მასზევე მიეყინა სიტყვები....
დაინახა როგორ დაიძრა ანო ერეკლესკენ და ყველანაირი მორიდების გარეშე როგორ შეაჩეჩა ბიჭს ცელოფანი ხელში.
ხმა არცერთს ამოუღია ისე დაიძრნენ, დანარჩენი ცელოფნების ასაღებად.

ან რაიყო სათქმელი?

თინა უთქმელადაც მიხვდა
ყველაფერს.

ანომ უსიტყვოდაც იგრძნო ერეკლეს მადლიერება მისსავე თვალებში აკაიფებული ვარსკვლავების დანახვისას.

ერეკლესთვის კი აქამდე ყველაფერი ბუნდოვანი, ნათელი გახადა ანოს საქციელმა.


,,თუ გულში მზე გქვს, თავად ხარ ზეცა"

გიორგი დიასამიძე.


და ზუსტად ასეთი იყო ანოც...


***


ღამის სამ საათზე ტელეფონის ხმამ დაურღვია ძილი.
,, ანო, მადლობა "
სულ რაღაც, ორადორი სიტყვა და გათენებული მთლიანი ღამე.
ანო ძალიან კარგად აცნობიერებდა, რა დაუჯდა ეს საქციელი და სიტყვები ერეკლეს.
მარტივი ხომ არ არის, ანოს საქციელის გააზრება.
გოგოს ნორმალურად არ იცნობ, ახლახანს 'დამეგობრდითსავით', უამრავი საერთო ნაცნობი გყავთ და ამასობაში, რა ხდება? მოდის და უმიზეზოდ, უყველაფროდ საჩუქარს გჩუქნით.
კი, გასაგებია, რომ ეს ერთი შეხედვით ადამიანურ საქციელს შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ როდესაც შენ ამ გოგოს სხვანაირად უყურებ და შეძლებისდაგვარად არც ის არის შენ მიმართ გულგრილი, მაშინ?!

მოკლედ, გაურკვევლობა მართლაც, რომ ძალიან რთული რაღაცაა...

ანომ საპასუხოდ ერეკლეს მშვიდი ძილი უსურვა და თითქოს აქ გაიზრა ბიჭმა საკუთარი საქციელის სიმძიმე.
სად მოაფიქრდა ღამის საამ საათზე ანოს, რომ ეძინებოდა?
იმდენად დაბნეული იყო სახლში დაბრუნების შემდგომ, რომ ფიქრში დროის ასე წრაფად გასვლა ვერც კი გაანალიზა.
შუბლზე ხელი შემოირტყა, როდესაც საათს დახედა და იმის შიშით, ანოსთვის შებრუნებული ძილი აღარ დაერღვია, ვეღარც საბოდიშო წერილი მისწერა...
მობოდიშება შემდეგ შეხვედრამდე გადადო და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, რატომ ეღვიძა ანოს ასე გვიან და რატომ უპასუხა წერილზე ასე მალე....


ამასობაში ანოს მოსვენება ვინღა მისცა, წყლის დასალევად გამოსული თინა, გოგონას შეუკუსკუსდა საძინებელში.
- მითხარი, რომ მარტო მე არ მღვიძავს და მტანჯავს მონატრება... - წაიმღერა თინამ
- რა იყო, დიმიტრი გენატრება, თიიიიინ? - შეძლებისდაგვარად გაწელა თინას სახელი.
- კარგი, მე ბიძაშენი არ მაძინებს, აი შენ კი რას მეტყვი? - ჰკითხა და საწოლში გვერდით მიუწვა ძმის შვილს.
- მომენატრა შენთან ერთად ძილი - უთხრა ანომ.
- ბავშვო, რა ხდება შენსა და იმ არაჩვეულებრივ ყმაწვილს შორის?
- მგონი, არაფერიც არ ხდება - თქვა ანომ.
- აბა, შენი საქციელი რას მივაწეროთ? - პატარაზე გამობერილ მუცელზე დაისვა ხელი თინამ.
- არაფერიც, რომ არ ხდებოდა, მაგიტომაც მე მოვახდინე - გაუღიმა გვერდში მწოლს.
- შე ჭინკა - ცხვირზე დაჰკრა ხელი
- კარგი, აბა ახლა ლამაზად და თანიმდევრულად მომიყევი ყველაფერი.

მგონი ყველასთვის ძალზე ნათელია, რომ იმ ღამეს არც ერთს არ ეწერა ძილი...
პატარას მაინც რას ერჩოდნენ, ვინმე მეტყვის? :D


***


დილის ათი საათი დაწყებულიყო.
ფრთხილად შეაღო შვილის საძინებლის ოთახის კარი და მის უშფოთველ ძილზე გულიანად გაეღიმა.
დიდხანს უყურა ასე კარებიდან. საბოლოოდ მისკენ დაიძრა, საწოლზე თავთან ჩამოუჯდა და თმებზე მიეფერა.
- დეე, 11ზე რეპეტიცია გაქვს - დაიწყო - უკვე ათი დაიწყო, საუზმობა ხომ უნდა მოასწრო, თან სალაპარაკო გვაქვს ერეკლე - ახლა ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
- მმმ - ამოიზმუილა ერეკლემ - ცოტაც რა.
- კაი დე, ხუთ წუთში კიდევ შემოვალ - წამოდგომა დააპირა თითებზე, რომ ერეკლეს ხელის მოჭერა იგრძნო.
- არა, დე დარჩი და თმებზე მომეფერა ისევ რა - ბავშვივით ამოიოხრა.
ქალს გულში სითბო ჩაეღვარა და შვილის თავი კალთაში მოიქცია.
- დე, მე და შენ, რომ სალაპარაკო გვაქვს, ხომ იცი? - ჩაეიკითხა.
- დე, ისეც არაფერს ვმალავ, მითუმეტეს შენთან და თან ამას დამატებული, შენ ყოველთვის ყველაფერს ხვდები და გრძნობ - ღიმილით ახედა თვალებში მოციმციმე ვარსკვალავებიან ეკატერინეს.
- არა, მე კი ისეც ვხვდებოდი შენ გადაგვარებას, ამას დამატებული, შენმა აღიარებამ კიდევ უფრო ნათელი მოჰფინა ყველაფერს, მაგრამ მინდა პირისპირ მე და შენ ვისაუბროთ.
- ვაა დე, დუელზე მიწვევ? - გაეხუმრა ქალს.
- კი და მინდა იმ ახალი თეთრი პერანგით გამომეცხადო - თვალი კეკლუცად ჩაუკრა შვილს და ოთახი უკან მოუხედავად დატოვა - ადექი ვაჟბატონო, ათის ნახევარი გამხდარა - წაიღიღინა სამზარეულოდან ეკამ.
- რა მეშველება? - თავი ღიმილით გააქნია და სააბაზანოსკენ დაიძრა.

10 წუთში, სრულიად მოწესრიგებული დედის ნახელავ ბლინებს შექცეოდა.
- მმმ, რა გემრიელია - სიამოვნებით ამოიგმინა და გაუღიმა ქალს.
- შეგერგოს, ვაჟბატონო - ვითომ წაუსერიოზულა, მაგრამ ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილს ვერაფერი მოუხერხა.
- დე, ისე შენ ანოს იცნობდი აქამდე?
- დააინტერესა, ბატონს.
- კაი, დე არ გამოგდის ეს ვითომ სიმკაცრე და სიცივე ჩემთან და მოდი შევეშვათ რა - ლოყაზე მიეფერა ქალს.
- რა მეშველება?! - ხელები ჭერისკენ აღაპყრო - არა, კი ვიცოდი ანოს შესახებ, ხშირად ახსენებდა არჩილიც და თინაც, მაგრამ პირადად არასდროს მინახავს - და რაღაც საეჭვოდ გაეღიმა.
- რატო იღიმე ეგრე, დე?
- არა, ახლა გამახსენდა სოფელში, რომ იყავით და კამერაში დამინახა, როგორ შერცხვა და დაიბნა - გაეცინა ქალს - ძააალიან საყვარელია.
- დედა, ახლა გავაფრენ - აღელვდა ერეკლე - ანუ, შენც მოგწონს ანო და აბა, ახლა მითხარი, ამის მერე რა ეშველება იმ გოგოს?!...
- მეც? - ჩაეკითხა ბიჭს.
- რა, შენც? - გაუკვირდა ერეკლეს.
- არა, შენც მოგწონსო და ვიფიქრე კიდევ ვის მოწონს ეს გოგო ჩემს მეტსს თქო? - ჩაიხითხითა ეკატერინემ.
- დეე - ვითომ განაწყენებულმა ამოიბზუვლა.
- მოკლედ, ახლა მე რა მაინტერესებს - დაიწყო სერიოზულად - გუშინ რა პერანგი მოიტანე მთელი ღამე, რომ თეთრად გაგათენებინა და ახლა წაშლილი სახით მიზიხარ აქ?
- დედაა, ისაა... ნუუ, მოკლედ... - დაიწყო ლუღლუღი ერეკლემ.
- კაი ერთი, რას მიედ-მოედები - გახედა ვითომ ნატანჯი სახით შვილს - მივხვდი ყველაფერს და ეგ ჩემთვის აქამდეც ნათელი იყო.
- რა იყო ნათელი? - წამოენთო ერეკლე.
- აი მაგას, ანო გეტყვის თავის დროზე, უკვე თუარ გითხრა მისი საქციელით - და თავით ოთახის ღია კარში საწოლზე მიფენილი პერანგისკენ მიანიშნა.
- კაი, დე სანამ ანდრომ გამომიარა და წავედით რეპიტიციაზე, რაღაც უნდა მიშველო.
მაგიდიდან ახლად ამდგარ ქალს საცოდავად ახედა.
- მშვიდობა გაქვს, ბიჭო? - უდარდელად ჰკითხა.
- ანუ, რა ხდება იციიი - ეკატერინემ თავიდანვე შეაწყვეტინა.
- თუ, წაღანდელივით ბავშვივით უნდა ილუღლუღო სულ არ მომიყვე, კაი?
- დედა, რა გჭირს ჩემი გამჭირვებია...
- თავი ჩახარა საწყალდ ბიჭმა.
- კაი, ჰო გისმენ - მისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა.
- ანოს - თავიდანვე გაეღიმა ერეკლეს - მოკლედ, ანოს სოფელში წამოცდა რაღაც ფეხბურთის ბილეთებზე, ხოდა როცა ჩამოვედით გავიგე, რომ ბათუმს თვის ბოლოს თამაში აქვს, ხოდა აბა მე რა გამაჩერებდა? - ყურადღებით მჯდარ დედას გახედა - ბილეთები ვუყიდე, ხოდა რაც ჩამოვედით მაგის მერე არ მინახავს გუშინდელამდე, ისეც ბილეთები სამშაბათს უნივერაიტეტში უნდა მიმეცა, ისიც ჩუმად....
- ჩუმად ეგ როგორ? - ჰკითხა ეკამ.
- ეგ მე ვიცი, ანუ ისე, რომ არცკი მეთქვა მისთვის ჩემგან, რომ იყო... ანოა მაგას მისითაც მიხდებოდა, რაა...
ხოდა, გუშინ ისე მოხდა, რომ პერანგი მაჩუქა. ახლა მეც, რომ ავდგე და ბილეთები ვაჩუქო, ხომ იფიქრებს, სპეციალურად მაჩუქაო, მადლობის ნიშნადო...
- და, რა თქმა უნდა, შენ ეს არ გინდა - ეკამ დაასრულა შვილის მაგივრად.
- ხოდა, ახლა რა ვქნა ვეღარ ვხვდები - თავი ჩაღუნა ერეკლემ.
- ანო, ხომ ჩვეულებრივი გოგო არაა, დე? - ჩაეკითხა შვილს, პასუხის ცოდნის მიუხედავად.
- არა, რა თქმა უნდა - გაეღიმა ერეკლეს - ერთადერთია.
- ხოდა, არც იფიქრებს, რომ მადლობის ნიშნად უყიდე. ყველაფერს იმაზე კარგად მიხვდება და გაიაზრებს, ვიდრე ამას სართოდ შენ წარმოიდგენ...
ზოგადად, კაცებს და ეტყობა შენც წარმოდგენაც კი არ გაქვს, ქალები როგორები ვართ... - გაუღიმა შვილს და შუბლზე მიაწეპა გავარვარებული ტუჩები - ასე, როდის გაიზარდე, დე არც კი ვიცი - ნიაკაპი ჩამოადო თავზე ერეკლეს და სიხარულის ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა...

,, სულსა მოგცემ გულისთვის,
სხვა მეტიმცა რა გამონე. "

შოთა რუსთაველი.


***


საინტერესოა, ამ დროს რა ხდებოდა თინასთან და ანოსთან?
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ორთავეს გაგუდულს ეძინათ.
წინა ღამით გათენებულმა, მაინც თავისი შედეგი გამოიღო.
გადაღლილებს, გამოფიტულებს, მთელი ღამის უძინართ ისე უშფოთველად ეძინათ, ალბათ ბომბიც, რომ აგეფეთქებინათ მაინც ვერაფერს მიხვდებოდნენ.


***


ანდრომ გამოუარა მანქანით, მეც მინდა თქვენ რეპეტიციას დავესწროო...
რა იცოდა ერეკლემ, ბონუსად ანდროს კესოც, რომ მოჰყვებოდა.
გოგონებს მომავალი კონცერტისთვის ტანსაცმელი უნდა შეერჩიათ, რადგან კვირა დღე იყო, რეპეტიციის შემდეგ თავს დაადებდნენ და მთელ ბათუმს მოივლიდნენ.
რა ენაღვლებოდათ? არც არაფერი.

მანქანაში ანდროს გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, ერეკლემაც უდარდელად გამოაღო წინა კარი და დასკუპდა.
რას წარმოიდგენდა კესოც თუ იქ იქნებოდა ამ დილა უთენია...
გარედან მანქანაში არ დაულანდავს ანდროს გარდა არავინ, დაჯდა თუ არა გული გაუკსდა.
- ჰაააი - იმხელა ხმაზე დაიკივლა გოგონამ და გამოიწია სკამებს შორის, ერეკლესთვის ლოყაზე, რომ ეკოცნა, ბიჭი ერთი-ორად დაფეთებული ჩაბღაუჭებიდა კარებს.
- გიფიცებ ყველაფერს, შენ ნორმალური ხარ? - გულზე მარჯვენა ხელი მიიდო შეშინებულმა.
- სურფრაიიზ - გადაიკისკისა კესომ.
- გიჟი ხარ - ვერ ცხრებიდა ერეკლე.
ანდრო ამათ შემყურე იჭაჭებოდა.
- მიადგი ახლა გაზის პედალს ფეხი, თორე მიგაყოლე შენც ამას - დაემუქრა ბიჭს და ალმაცერად გახედა კესოს.
- დამშვიდდი? - რაც ეზოდან მანქანა გაიყვანა, იმის მერე ჰკითხა ანდრომ ბიჭს.
- შენ აქ საიდან? ძილს როგორ დააღწიე თავი? - გახედა უკან მჯდომ ენერგიით აღსავსე კესოს.
- ნენე - ღიმილით თქვა და კიდევ უფრო დააბნია ერეკლე, ამ დილაადრიან ასეთი ენერგიით მყოფმა გოგომ.
- რა ნენე?
- მოდი სანამ შენ ეს შუაზე გაგლიჯე, მე აგიხსნი - ანდრო შეეცადა ისედაც დამშვიდებული სიტუაციის დამშვიდებას - ნენემ გააღვიძა, რეპეტიციის მერე გოგოშკურ ამბებზე მიდიან - ღიმილით მოახსენა ერეკლეს.
- არ ხართ თქვენ კარგად - გაუღიმა წინ გამოწეულ გოგოს და შუბლზე უმტკივნეულიდ ხელი მიარტყა.
- რა ქენი, ბილეთები? - ანდრომ დრო იხელთა და დამშვიდებულ ერეკლეს ჰკითხა.
- რა ბილეთები? - გაიკვირვა კესომ.
ანდრომ ახლა გაიაზრა მარტო, რომ არ იყვნენ და თვალებით მოუბოდიშა ერეკლეს. რას წარმოდგენდა მასზე ადრე კესომ, რომ იცოდა ყველაფერი.
- ვერაფერი, იქეთ გამიკეთა საჩუქარი - ჩაილაპარაკა ღიმილით ერეკლემ.
- რაიო? - სულ დაიბნა კესო - აბა, ანოო და ამბებიო?
- მოიცა, მოიცა რა იქეთ საჩუქარი? - გაკვირვებულმა შუა ქუჩაში დაატორმუზა მანქანა ანდრომ.
- კაი გადააყენე ან მივაღწიოთ უნივერსიტეტამდე და მოგიყვებით, ჯერ არ მინდა სიკვდილი - მანქანის ინციდენტზე მიუთითა ერეკლემ ანდროს.
ვინ დააცადა უნივერსიტეტამდე მისვლა, დაიძრა მანქანა თუ არაა, აალაპრაკეს ერეკლეც.
- ვაიმე სანამ დაიწყებ, ამან ყველაფერი იცის? - იკითხა დაბნეულმა ანდრომ კესოზე.
- ამან არა რა- თქვა კესომ - შენამდე მე გავშიფრე ყველაფერი.
- კი იცის ანდრო - გააწყვეტინა ერეკლემ - ოღონდ ბილეთებზე არა..
- რა ბილეთებზე? ან რატო არ ვიცი? - გაიკვირვა კესომ.
- ალბათ, იმიტომ ხომ არა, რომ გადმოგირეკავო და დამადე? ფილმს ჩაუჯექი, როგორც მახსოვს - ჩაეკითხა ერეკლე.
- აუუ, აბა ისეთ მომენტზე დამირეკე, შენ და ანო კი არა, საერთოდ ჩემი სახელი, რომ გეკითხათ ეგ აღარ მახსოვდა - ჩაიბუტბუტა დამანაშავესავით კესომ.
- კაი, ხალხო რა ფილმი და გადაგდება, რა ხდება ამიხსენით... - მოთმინება ამოწურულმა ანდრომ ძლივს იკითხა მშვიდად.
- მოკლედ..... - ყველაფერი სოფლიდან ჩამოსვლის წამიდან ამ წუთამდე, ყველანაირი დეტალის გამოტოვების გარეშე უამბო აჟიტირებულ მეგობრებს.

რაო ბიჭები უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ და 'ჭორაობენო', ხო?


***


გაგუდულ მამიდა და ძმის შვილს ტკბილი ძილი ილიამ დაუფრთხო.
ძლივს მოაბეს თავი ყველაფერს.
მოწესეიგდნენ, სახლი მიალაგეს და შუა დღის 4საათისთვის ჩაის დასალევად, იგივე სასუზმოდ ( ამასაც თუ საუზმობა ერქვა ) დასხდნენ.
ილია თინას და ანოს წაშლილ სახეებზე ძალიან ბევრს იცინოდა.
- ილია, თუარ მორჩები გაგატყავებ - სიცილით დაემუქრა თინა ძმისშვილს.
- იცით, რა მაგარი სახეები გაქვთ - ჩაიხითხითა ბიჭმა - იმენა ალეწილები ხართ.
- შემოგვათენდა, რა - თქვა თინამ და თვალი ანოსკენ გააპარა.
- ბავშვი არ მოასვენეთ, არა?
- ბავშვი ალბათ ბიძაშვილებს წყევლის მუცელში - გაიცინა ანომ.
- ბიძაშვილებს რატო და არა ბიძაშვილს? - იკითხა ილიამ.
- ხო, შენ არ შემარჩინო ერთი სიტყვაც კიი - დაუბღვირა ძმას.
- სამახსოვროდ ფოტოები გადაგიღეთ დრო, რომ გავა ერთად ვიცინებთ - გაიკრიჭა ილია.
- შენ დღეს რაღაც ძაან საეჭვოდ იცინი - საჩვენებელი თითი დაუქნია დამ ძმას.
- რა ხდება, ილიკო? - დაინტერესდა თინაც.
- ხო, რავიცი - საეჭვოდ შეიშმუშნა ილია.
- რაღაც არ მოწმონს შენი ღიმილი მე - ამის თქმაღა იყო და ორივე დაძმას ერთად გაეღიმათ.
- არა? - ჰკითხა ანომ და მისკენ დაიძრა.
- ნუუუ - დაიწყო ილიამ.
- ბავშვებო, რა ხდება? - სულ დაიბნა ქალი.
- ამ გიჟს ვიღაც მოწონს და იმიტომაა ასე აცუნდრუკებულიი - გაარკვია თინა ანომ ყველაფერში.
- კიმარა დღეს რა დღეა? - იკითხა გაპარული ხმით თინამ.
- ვაჟბატონო, სანამ გაგტყავე, ამ სიტყვის მთელი მნიშვნელობით, რახდება ჩქარა დაფრქვი...

შემოეხვივნენ ირგვლივ აწითლებულ ილიას თინა და ანო.


***


რეპეტიციას 3საათისთვის მორჩნენ.
მათ თემო და ლევანიც შემოერთებოდნენ.
ნენე და კესო საყიდლებზე გაეშურნენ, იმ იმდეით, რომ ბიჭები გაუვლიდნენ მანქანით იქ სადაც იქნებოდნენ.
ბიჭებმა კი გეზი ნეოკასკენ ( კაფე ) აიღეს.
მთელი დღის უჭმელები ქლაბ სენდვიჩებსა და ბურგერებს შექცეოდნენ.
სანამ გოგოები ბოდიალს მორჩებოდნენ, იოანესაც გაუვლიდნენ და ყველანი ერთად თემოსთან ავიდოდნენ.

საღამოს შვიდი საათისთვის გოგონებს ბათუმი მოლთან გაუარეს.
მანქანაში ვინ ვისზე იჯდა ვერ გაარკვევდით.
ჯიპი კი იყო, მარა შვიდი ადამიანი და აქედან ხუთი ახმახი ბიჭი, როგორ გადანაწილდნენ მართლაც, რომ საინტერესო იყო.
კატოსთან და ანოსთან დარეკვა კესომ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე აიღო.
კატომ სამი ზარიდან არცერთს არ უპასუხა, კი გაუკვირდა კესოს ხო მშვიდობა აქვსო, მაგრამ, როცა მივალთ ავაკითხავო და გავარკვევ ყველაფერსო იფიქრა.
ახლა ჯერი ანოსთან დადგა.
განგებ ანდროს თხოვა სიმღერისთვის ხმას დაეწია, რათა ერეკლეს გაეგო ყველაფერი.
ჩატარება ცადა რა.
- ბატონო - მოესმა ნარნარა ხმა.
- ალო, ანო მინდოდა.
- მორჩი გოგო ცერცეტს - გაუცინა ტელეფონიდან ანომ კესოს.
- კაი, ხო. თემოსთან ავდივართ ბავშვები, ადე, დაირაზმე და გამო რა.
- ხო, მარა მამიდასთან ვარ - აუხსნა ანომ.
- მერე ეგ რა პრობლემააა, ერთად გამოდით - ნახა გამოსავალი კესომ.
- არვიცი რამდემად შეძლებს, შევეცდები, მარა ვერ დაგპირდებით - მრავლობითში უპასუხა, ისეც ხვდებობდა, რომ კესო მარტო არ იქნებოდა.
- კაი, მიდი გელოდები-თ - თ სპეციალურად გამოუყო.
ის ის იყო ყურმილი უნდა დაეკიდა ისევ ანოს, რომ მიუბრუნდა.
- ალო, დაიცა ანო. არ გათიშო. რაუნდა მეკითხა, იცი? - პაუზა გააკეთა - ქალბატონი კატო რატომ არ მპასუხობს ხომ არ იცი?
- ალბათ მშობლებთან ერთადაა და ტელეფონი თან არ აქვს - ივარუდა ანომ.
- ოქეი, გავარკვევ. აბა გელოდებით, გაკოცეეთ - ჩაჰყვირა და გაუთიშა.
- მორჩი? - იკითხა თემომ.
- კი ბატონო, აუწიეთ ახლა.
სარკიდან კესოს გამოხედა ანდრომ და თვალი ჩაუკრა, საქციელის მოწონების მიზნით.


***


- ვინ იყო? - ჰკითხა თინამ.
- კესო, ბავშვები თემოსთან ავდივართ და გამოდითო - ლაღად უთხრა.
- მერე რას ვუცდით? - გაიკვირვა თინამ.
- რა? - ჰკითხა ანომ.
- ხო, ვერ გავიგე არ მიდიხარ თუ რა არი? ეგეც არიყოს, გავიგე გითხრა ერთად გამოდითო, ხოდა მეც მოვდივარ.
- ვიფიქრე, ვერ შეძლებს, დაიღლება და არ ვეტყვი თქო - უთხრა ანომ.
- და ამიტომ შენც არ მიდიხარ? ან ვინ თქვა, რომ მეც დავიღლები? - გაიკვირვა თინამ და მოსამზდებლად საიძებლისკენ დაიძრა.
- ეგეც, რომ არ იყოს, არჩილს და ნონას სურპრიზს გავუკეთებ, რამდენი ხანია არ მინახავს არცერთი.
- თინა, წინა შაბათ-კვირას იყავით ერთად - გაუხსენა ანომ.
- შენ ხო კაცს არ აცლი არაფერს - ხელი ჩაიქნია და კარადიდან ფართო, თავისუფალი კაბა გამოიღო.


***


თემოსთან ახალ მისულები იყვნენ კარზე ზარი, რომ დაირეკა.
კესომ კარის გასაღებად წასული ნონა შეაჩერა და ასპარეზი ერეკლეს დაუთმო.
- აი ჩვენც მოვედით - შემოფარფატდა სახლში თინა, ერეკლეს გადაკოცნის შემდეგ.
- ეს ვისი ხმა მესმის? - მისაღებიდან გამოსძახა არჩილმა თინას.
- დიახ, დიახ მე ვარ - შეიფერა თინამ.
სანამ ერთმანეთს გადაეხვივენ, მოკითხეს და დანარჩენებიც გააცნეს თინას, ანო და ერეკლეც მათ შეერთებოდათ.

როგორც კი დალაგდნენ, ჩაწყნარდნენ და 'მორახათდნენ' კესომ დაიწყო.
- მე კატოსთან ავალ, ჩამოვიყვან და მერე დავიწყოთ.
ყველა გაკვირვებული უყურებდა.
- რა უნდა დავიწყოთ? - ჰკითხა ლევანმა დას.
- გართობა - ჩაიხითხითა და იქვე მყოფებიც გაამხიარულა.
- არა, არა. კესო, თუ სწორად მახსოვს - მიმართა თინამ, კესომ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა - ჩვენ ავალთ კატოსთან, მართლაც, რომ დიდი ხანია ავთო და მაია არ მინახავს და თან არჩილს და ნონას გავაცნობ, თუ უკვე არ იცნობენ ერთმანეთს.
- გვეკადრება? - იკითხა არჩილმა - მეზობლები ვართ, მართალია ხან ჩვენ ვართ სოფელში და ხან ისინი საზღვარგარეთ, მაგრამ ცნობით ერთმანეთს ნამდვილად ვიცნობთ.
- ხოდა, მთლად უკეთესი, ახლა იმ ფაზამდე მიგიყვანთ, რომ ძალიან დაუახლოვდეთ ერთმანეთს, ძალიან კარგი ხალხი არიან, თან აგერ ბავშვებიც მეგობრობენ თურმე - დააყოლა თინამ.
- დილით კექსი გავაკეთე, დავჭრი და ავიდეთ - დასთანხმდა შემოთავაზებას ნონაც.
- ხო აბა, მართლა ბავშვებთან დასაჯდომად და მათთვის ხელის შესაშლელად კიარ მოვსულვარ - გაიკვირვა თინამ.
- რას ამბობ, თინა - გაუბრაზდა თემო.
- რა ლაპარაკია? - ჰკითხა არჩილმაც.
- ჩვენ, პირიქით გაგვიხარდი, თინ - უთხრა ერეკლემ.
დანარჩენებმაც იუარეს, მაგრამ თანას რას გადაათქმევინებდი? აყარა მეგობრები და უკანმოუხედავად დაიძრა მერევე სართულიკენ.


***


მალევე შემოურთადათ მათ კატოც, ტელეფომზე ვერ პასუხის მიზეზად ძილი დაასახელა.
მეზობელს დილით მასთან ბავშვი დაეტოვებინა და ისე დაღლილიყო, მისი წაყვანის მერე, როგორ გაითიშა ისიც კი არ ახსოვდა.

სამზარეულოში ნონას კექსის მოსატანად გასულ თემოს, მაგიდაზე შახმატის დაფა დახვდა.
გაახსენდა ლევანს როგორ უყვარდა თამაში და გულის გასახარებლად მასთან ერთად დაბრუნდა მისაღებში.
- ლევან, შენთვის საჩუქარი მაქვს, საყვარელო - დაიწყო კეკლუცად თემომ.
- მომაშორეთ ვინმემ ეს, რა საყვარლობა აუტყდა - დაიჭყანა.
- კაი რა სიხარულო, მე მართლა გეუბნები - არ ჩერდებიდა თემო.
- სანამ გაგიერთიანე ეგ სახე, თავიდან მომწყდი - დაემუქრა ლევანი.
- უმადურო - დღლილმა მიუგო და მაგიდაზე შახმატის დაფა დაუდო.
გახარებულმა ლევანმა გვიან გაიაზრა საკუთარი საქციელის სიმძიმე, რაშიც თემოს ლოყაზე კოცნა იგულისხმებოდა.
ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა, რასაც ლევანის 'ბღვერვა' მოჰყვა უკან.
- წამო ლევან მაგიდასთან, მე გეთამაშები, გავიხსენებ თან თამაშს - უთხრა ნენემ.
- იცი? - კითხა ბიჭმა.
- არა, საყურებლად მოგყვები... კი ვიცი, ბაბუ მასწავლიდა ბავშობაში. კაი ხანია არ მითამაშია და გავიხსენებ, მაგრამ, როცა მოგიგებ არ უნდა ტირილი, კაი? - გაუღიმა გოგომ.
- წამო, ერთი მოგამტვირო ეგ თავდაჯერებული რქები.
იქვე მაგიდასთან გადაჯდნენ.

ამასობაში კესომ აიტეხა, გინდა თუ არაო ჯასთ დენსი ( just dance ) ვიცეკვოთო.
კესოს კატოც აყვა და ამ ორ დანარჩენებიც აიყოლიეს.
კესო და თემო ერთად ცეკვავდა, კატო და ერეკლე ერთად.
ანომ უარი თქვა, გამოუძინებელი ვარ, გამოფიტული, ძალა არ მქვსო. ( ეს ამბავი ერეკლეს არ გამორჩენია )
ანდრომ მე თქვენი ყურებით დავტკბები, ეგეც მეყოფაო.
იაონე რატომღაც მთელი საღამო არ იღებდა ხმას, რაც ანდროს ნამდვილად არ გამორჩენია.
ოთხეული შუა ცეკვის დროს იყვენენ, როცა ანდრო იოანეს მიუბრუნდა.
- რა გჭირს, იო მთელი დღეა? - ჰკითხა ბიჭს.
- ხო, ხმასაც არ იღებ - ჩაეკითხა ანოც.
- მშვიდობა გაქვს? - კვლავ განაგრძო ანდრომ.
- აუ რავიცი რა, გუშინ მთელი დღე ყელი მტკიოდა და დღეს ექიმთან ვიყავი.
- დღეს, ხომ კვირაა, როგორ? - გაუკვირდა ანოს.
- დედაჩემის დაქალია, ექიმი და მის კლინიკაში ვიყავი - აუხსნა იოანემ.
- მერე და, რაო? - იკითხა ისევ ანდრომ.
- რაო და... - პაუზა გაკეთა ბიჭმა - გლანდების ოპერაცია გაქვს გასაკეთებელიო - ამოიკნავლა სასაცილოდ.
ანდრო ყველაფერს მიხვდა და სიცილს ძლივს იკავებდა.
- არ მითხრა, რომ... - დაიწყო ანომ.
მაგრამ რად გინდა ანდრო ისე გადაწითლდა სახეზე, ანომაც ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას და ხმამაღლა აკისკისდა. ( არც ეს გამორჩენია ერეკლეს )
იაონეს არაფერი არ უთქვამს, მათ გულიან სიცილზე თვითონვე ეღიმებოდა.
ბავშვივით ეშინოდა ექიმების და არ იყო აბა სასაცილო?
ამასობაში კატოს სიმღერა დაესტოპებინა და ყველა გაკვირვებული შესცქეროდა ბოლო ხმაზე მოკისკისე ანოსა და მოხარხარე ანდროს.
- რა ხდება? - იკითხა იდილია დარღვეულმა ლევნმა.
- რა და... - სულ ვერ ითქვამდა ანდრო - აუ შენ თქვი რა, ანოო - ხელი დაჰკრა გოგონას მხარზე.
- ბავშვებოო - დაიწყო ანომ, მაგრამ იოანემ გააჩერა და ყველაფერი თვითონ მოუყვა დანარჩენებს.
ყველას, მათ შორის იოანესაც სიცილის ტალღამ გადაუარა.
ნელ-ნელა ყველა დაწყნარდა, თავის საქმეს მიუბრუნდა და იოანეს დაპირდა ოთხშაბათს, ოპერაციისას და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგაც გვერდში დგომას.

იმ დღეს ბავშვები მალევე დაიშალნენ, რასაც ვერ ვიტყოდით მათ მშობლებ-მამიდებზე.

ანდრომ და კესომ ერთობლივად სიტუაცია ისე მოაწყეს, რომ ტაქსიში მარტო ანო და ერეკლე დარჩენილიყვნენ.
თემო სახლში დარჩა, კატოც.
ანდროს მანქანაში ნენე, იაონე, ლევანი და კესო ჩასხდნენ.
ლევანს მანქანა გაფუჭებული ჰყავდა, იმიტომაც დაჰყვებოდა ბოლო დროები ანდროს ყველგან.

არც ანოს და არც ერეკლეს არ უთქვათ უარი ერთად მგზავრობაზე.
მართალია გზა ცოტა გაეწელებოდათ, რადგან თინას სახლი და ერეკლეს სახლი ქალქის ერთი ბოლოდან მეორეში იყო, მაგრამ აბა მათთვის გეკითხათ, ამ შემთხვევაში ეს ამბავი თუ არ აწყობდათ?!
ანო იმდენად გამოფიტული იყო, წინა ღამის გათენების და დილით ( რაღა დილით ) ილიას გაღვიძების გამო, რომ მანქანაში გამეფებულმა სიჩუმემ, სიბნელემ და დაბალ ხმაზე თორნიკე ყიფიანის შესრულებით ,,მენატრება"-ს ჰანგებმა, სულ მთლად მოწყვიტა სამყაროს და მორფეოსის სამყაროში ისე გადაეშვა, არ უთქვამს ერეკლესთვის, რომ თინასთან აპირებდა იმ ღამით ისევ დარჩენას.

ანოს ერეკლეს მხარზე ჩასძინებოდა.
ერეკლე იმის შიშით ადგილიდან არ გაქანებულა გოგონასთვის ძილი არ დაეფრთხო.
ტაქსის მძღოლი სარკეში ნანახი სურათით ტკბებოდა და შიგადაშიგ ეღიმებიდა კიდეც.
ერეკლე ფრთხილად და ძალიან ნაზად ცდილობდა თმაზე მოჰფერებოდა ანოს და მისი სურნელი ბოლომდე გადეშვა ფილტვებში.
იმ წამს ერეკლეს მთელი გულით სურდა დრო გაჩერებულიყო და მხოლოდ ორნი დარჩენილიყვნენ დედამიწაზე.
მართალია დროის გაჩერება შეუძლებელი იყო მათთვის, მაგრამ მათ ნამდვილად შეეძლოთ მხოლოდ ორი დარჩენილიყვნენ დედამიწაზე.
ამის სიცხადეში მოსაყვანად ერეკლეს გიჟური იდეა დაებადა, ტაქსის მძღოლს მალვე დაუძახა და უთხრა:
- სანამ არ შეიშმუშნება, გთხოვთ უგზოუკვლოდ განაგრძეთ სიარული, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს და იმაზე მეტს გადაგიხდით.

ოღონდ ეს შანსი გამოეყენებინა ბოლომდე იმ წუთას, და არა მარტო იმ წუთას, ანოს გულისთვის ყველაფერზე ყოველთვის იყო წამსვლელი.

ღამის თერთმეტ საათზე, უკუნით სიბნელესა და სიჩუმეს მხოლოდ ზღვის ტალღებისა და მანქანის საბურავების ხმა არღვევდა არემარეს.


,, სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა."

ვაჟა ფშაველა.


***


ოთხშაბათი დღეც გათენებულიყო.
ყველანი დაპირებისამებრ იოანეს საავადმყოფოს ჰოლში ელოდნენ.
ოპერაცია გაუმტკივარებით კეთდებოდა და სულ რაღაც 15-17 წუთს გრძელდებოდა.
ძლივს დაამშვიდეს და გაისტუმრეს დაფეთებული იოანე საოპერაციოში.
უამრავი ნაყინის ჭამითა და მთელი დღე გვერდში ყოფნით დაითანხმეს საწყალი ბიჭი.
ოპერაცია წარმატებით მალევე დამთავრდა.
ყველანი პალატაში შეჩურთულიყვნენ. იმ ციცქნა ოთახში როგორ ეტეოდნენ, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ.
- აბა, როგორ ხარ უშიშარობის ეტალონო? - ჰკითხა ღიმილით ლევანმა.
- შემზე გავიგეთ, ექიმს იქეთ ამშვიდებდა მალე დამთავრდებაო - გაეხუმრა კესო.
- გაალამაზე ექიმიც, ხო? - სიცილით ჰკითხა ანდრომ.
- კაი, რა იყო. რას ეცით, დააცადეთ მოვიდეს გონს - გადახედა ყველას ერეკლემ.
- დაიცა, რა ცოტას გავრეთობით, ისეც სულ თვითონ არ ერთობა?! - თქვა თემომ.
- და თქვენ რა სამაგიეროს უხდით? - იმდენად გულუბრყვილოდ იკითხა ანომ, რომ იოანესაც კი შეძლებისდაგვარად გაეღიმა გოგონას კითხვაზე.
- კაი, რა იყო ანო, კიარ დავცინით - უთხრა ანდრომ.
- ცოტას ვერთობით და მასაც ვართობთ, ასე არააა პატარავ? - თავზე ხელი გადაუსვა ამის თქმისას ლევანმა ბიჭს.
- გიჟები ხართ - დაასკვნა ანომ.
ამასობაში, იოანეს კალამი და ფურცელი მოემარჯვებინა და რაღაცას გაცხარებული წერდა. მორჩა თუ არა, თაბახი გამოატრიალა და კატოს მიუთითა შენ წაიკითხეო.
- რა იყო კი მარა, მნახეთ დაჭრილი არწივი და მომადექით, არა? - პირველი ნაწილის წაკითხვისას ყველას გულიანად გაეცინა.
- დაჭრილი არწივი - გაიმეორა თემომ.
- არწივიო, ამან - თქვა ლევანმა და თითი იოანესკან გაიშვირა.
იოანემ კატოს ხელიდან ფურცელი გამოგლიჯა და წერა განაგრძო.
ახლა ნენემ დაიწყო კითხვა:
- ესეიგი რაც აქდე ვერ მითხარით, ახლა ინაზღაურებთ, არა? - ჩაამთავრა ნენემ თუ არა ყველამ სასაცილოდ დაბღვერილ იოანეს გახედა.
- კაი, იო მოვრჩით მართლა - უთხრა ანდრომ.
იოანემ ახლა სასაცილოდ დაიწყო თითების გაშვერა ერეკლეს, კატოს, ნენეს და ანოს მიმართულებით.
- რაიო? - იკითხა კესომ.
- აბა, უფრო ხმამაღლა თქვი, იო - აგიჟებდა თემო.
იოანეც არ ჩამორჩა, იქვე ტუმბოზე დადებულ ტელეფონის დამტენს დაწვდა და პირდაპირ მუცელში გაუქნა თემოს.
- მეტკინა, შე მხეცო - ამოიგმინა თემომ.
გამარჯვების ნიშნად იოანემ შეძლებისდაგვარად გაუღიმა მას.
- ღირსი ხარო, გადმოგცა - უთხრა ერეკლემ ბიძაშვილს.
იოანემ საქციელის მოსაწონად ხელი დაჰკრა მხარზე ერეკლეს.
- რაო, წეღან რას ამბობდი? - ახლა ნენე ჩაეკითხა.
ისევ ფურცელზე წერა დაიწყო.
ახლა ანომ წაიკითხა:
- რას ვამბობდი და, მარტო ეს ოთხია ჯიგარი და კაი ხალხი თქო, არც დამცინიან, არც მაწვალებენ და არც მაგიჟებენ თქო.
- ეგრე, ხო? - ავისმომასწავებლად დაუბღვირა კესომ მეგობარს.
- კესარია, არ გინდა ახლა, მერე ერთად გავამწაროთ - დაამშვიდა და თვალი ჩაუკრა ლევანმა გოგოს.
- კაი, ახლა ასე ვქნათ - დაიწყო ნენემ - ამანც, რომ დაისვენოს - იოანესკენ გაიშვირა თითი - ყველანი წავიდეთ აქვე ლუკა პოლარეში და ნაყინები ვჭამოთ.
ახლა იოანე ნამდვილად დაეტყო გაბრაზება და ბალიში მოურიდებლად გაუქნია გოგონას.
იქვე დაგდებულ ფურცელს სწრაფად დასწვდა და კვლავ წერას შეუდგა.
ისეთი სისწრაფით დაწერა რაღაც, რომ სიტყვები, რომელიც ბატის ნაფეხურებს წააგავდა, მხოლოდ ანდრომ გაარჩია:
- ნენე, შენც კაი ჭინკა ყოფილხარ. კაი ხალხში მხოლოდ ეგ სამეული დარჩა - ამის თქმისას იოანემ ხელი ერეკლეს, ანოს და კატოსკენ გაიშვირა - ახლა წადით, ჩასკდით და ამხელა კაცი, რომ გამაგიჟეთ, მეც მომიტანეთ ნაყინი, თორემ ექიმს თქვენ თავს ამ პალატაში კი არა საერთოდ საავადმყოფოში არ შემოვაშვებინებო.


***


საქველმოქმედო კონცერტი ახლოვდებოდა.
ბავშვებს გადაწყვეტილი ჰქონდათ კონცერტის ჰონორართან ერთად, ორგანიზება გაეწიათ საყოფაცხოვრებო, პირადი ნივთების შეგროვების საკითხზეც.
ნებისმიერი მცირეოდენი დახმარებაც კი გადამწყვეტი იქნებოდა მათთვის, რადგან ერთ მთლიანობას, მცირე ნაწილები ჰქმნიდა.
ორგანიზებას სათავეში კატო, კესო და ანო ედგნენ. კონცერტის გამო გოგონათა ჯგუფს ნენე გამოკლებდა, მაგრამ დანარჩემები მატერიალურ და ზოგად დახმარებას უწევდნენ, უბრალოდ ორგანიზებას ვერ უერთდებოდნენ.
ყველას რაღაც მაინც მოჰქონდა.
ზოგს საკუთარი ტანსაცმელი, ზოგს საყოფაცხოვრებო ტენიკა, ზოგს წიგნები, ზოგს მოძველებული ტელეფონებიცა და კომპიუტერებიც კი არ ენანებოდათ... გზადაგზა, იმდენი რამ შეგროვდა ჯამში, რომ ყველანი უზადო კმაყოფილებას გრძნობდა ერთობლივი შრომის გამო.
სამწუხაროა, მაგრამ მთავარ როლს მაინც კონცერტი და მისით შემოტანილი თანხა თამაშობდა.
ამ ფულით აპირებდნენ გაჭირვებულებისთვის წამლების, პროდუქტისა თუ საჭმლის ყიდვას.
სადაცაა კონცერტის დღეც ახლოვდებოდა და პასუხისმგებლობა და მღელვარებაც თითოეულ სტუდენტსა თუ ლექტორში იმატებდა.


***


დიმიტრის კონფერენციის წარმატებით ჩატარებისა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნის სუფრაც ახლოვდებოდა.
თინამ აიტეხა გინდა თუ არა, სახლში ავღნიშნოთ კომფორტულად და ჩვენივე გარემოშიო, ვიდრე პომპეზურად რესტორანშიო.
არადა, ყველა ცდილობდა მასზე ზრუნვას, რომ არც ბავშვი გადაღლილიყო და არც მომავალი დედა, მაგრამ თინას მორჯულება ხომ არასდროს არის მარტივი, არა?
ანომ ხელი მაინც არ გააქანებინა, პარასკევ საღამოს ყველანაირი საქმე გადადო და თავისვე ხელით მოამზადა ყველაფერი მამიდმისისა და ბიძამისის სახლში.
არც ლილე გაიკარა, იცოდა საკონდიტროში აუარება შეკვეთა ჰქონდა, თან შაბათის ქორწილისთვის უზარმაზარი ტორტის შეკვეთა უნდა გაეკეთებინა.
კატოს დახარებაზე თავად ანომ განაცხადა უარი, მაგის დახმარება ყველაფრის სამმაგ გაკეთებად დამიჯდებაო.
არც წყენია კატოს, ისედაც იცოდა საკუთარი თავის ამბავი, ამიტომ პირიქით გახარებული დარჩა დაქალმა, რომ არ გაწირა ტანჯვისთვის ეს უკანასკნელი.
ანოსთან სამზარეულოში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა იქმადე, სანამ თინამ არ შეააპარა ერეკლეს დედის, ეკატერინეს საღამოს სტუმრობის ამბავი.
ამის შემდგომ, დაბნეულ გოგოს ორი ხაჭაპური დაეწვა, ხინკალი გადაეხარშა და დასამშვიდებლად მიყუდებული წყალიც კი გადასცდა.
საბოლოოდ, კი საკუთარ თავს მობილიზაციისთვისა და დაწყნარებისთვის მოუწოდა და მგონი გამოუვიდა კიდეც.
მაგიდის გაწყობა საკუთარ თავზე კატომ აიღო.
შვიდის ნახევრისთვის ყველა და ყველაფერი მზად იყო.
ნელ-ნელა სტუმრებმაც დაიწყეს მოსვლა, ბევრი ხალხი არც იქნებოდა, მხოლოდ ახლო ოჯახის წევრები გაალამაზებდა საღამოს.
პირველები ლილე, ილია და კიტა შემოემატნენ დანარჩენებს.
მალევე მოვიდნენ დიმიტრის მშობლები და დეიდაც.
ბოლოს კი თავდგირიძეების ოჯახი და ეკატერინე მობრძანდნენ.
მალევე შემოუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს ოჯახური მოლხენა.
სუფრის წამყვანად და თამადად, რა თქმა უნდა, არჩილი აირჩიეს. ერთი მაგიდის ბოლოში ნონა და არჩილი ისხდნენ, მეორეს ბოლოში კი თინა და დიმიტრი.
შუაგულში ერთ მხარეს დიმიტრის მშობლები, დეიდა, ილია და თემო იკავებდნენ, საპირისპირო მხარეს კი ანოს მშობლები, ანო, კატო, ერეკლე და ეკატერინე.
ანოს ეკატერინესგან კატო და ერეკლე აშორებდა, რის გამოც ქალს ნორმალურად ვერც კი ხედავდა, მაგრამ მისი სილამაზითა და სიარულის მანერით კარში შემოსლისთანავე მოიხიბლა.
ახლა მიხვდა, ერეკლე თვალებით და არა მარტო თვალებით, ვისაც ჰგავდა.
ანოს ნახელავი ყველამ ცალცალკე მოუწონა.
ერეკლეს დედამ შეაქო კიდეც, ასეთი ხაჭაპური მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არსად მიჭამიაო, დედის სიტყვებმა კი ერეკლეს ღიმილი მოჰგვარა.
ანო ამდენი ქებისგან შეწუხებული სახეზე სულ გადაწითლდა და ბოდიშის მოხდით საპირფარეშოსკენ დაიძრა.
თინამ სპეციალურად გამიჩალიჩაო, ფიქრობდა, რას გამოაცხადა საჯაროდ, ყველაფერი ჩემმა არაჩვეულებრივმა ძმისშვილმა, ანომ მოამზადაო.
სანამ სააბაზანოში ანო სახეზე წყალს ისხამდა და მშვიდდებოდა, რა იცოდა სუფრაზე რა ხდებოდა?!
უკან დაბრუნებულს, სიტუაცია ერთიორად დამძიმებული მოეჩვენა.
ამას ამტკიცებდა ერეკლეს გახშირებული სუნთქვა, ეკატერინეს გაფართოებული თვალებიც და თინას შეწუხებული სახეც.
მაგიდის სკამი ფრთხილად გამოწია და თავის ადგილას, კატოს გვერდით მშვიდად მოკალათდა.
გაკვირვებული თვალებით გახედა გვერდით მჯდომს და სიტუაციიაში გარკვევა სთხოვა.
კატოს არც სჭირდებოდა ანოს თხოვნა, ისედაც ყველაფერი უკვე ნომერზე ესემესის სახით მოეყოლა მისთვის.
თვალებით მაგიდაზე დადებული ტელეფონისკენ ანიშნა და სუფრას მოავლო თვალი.
კატო წერდა:
,, ადექი თუ არა, დიმიტრის დეიდამ ღიმილით გამოგაყოლა თვალი და მის დას, დიმიტრის დედას გადაუჩურჩულა თან ისე, რომ ყველამ ყველაფერი გავიგეთ :D თუ როგორ მოწონხარ მისი მეზობელი ახლაგაზრდა, ლექტორი ბიჭისთვის. "
,, სულ ესა? " მიწერა ანომ.
,, გოგო შენ ნორმალური ხარ? " არც კატოს პასუხმა დაუგვიანა.
,, აუ, ვერ მივხვდი რა ხდება "
,, არ ხარ შენ ჯანმრთელად, გოგო "
,, კატო "
,, რა ვერ გაიგე, ამის გაგონებისას ყველა დაიძაბა. დიმიტრის დედა უხერხულში ჩავარდა. თინა სულ დაიბნა, ერეკლე კიი... ეჰ ერეკლე, სულ დაიძაბა. თავლი არ მომიშორებია, მაგიდის გადასაფარებელს ჩაბღაუჭებოდა და ამავე ხელზე ეკატერინე გასამხნევებლად ეფერებოდა, თან შიგადაშიგ ყურში რაღას გადაუჩურჩულებდა, ხოლმე " დაასრულა კატომ.
ანოს სხეულზე სულ ჭიანჭველებმა დაუარა, ყველაფერი მისთვის ისედაც ნათელი იყო.

საღამო მალევე განაგრძეს.
ახლა ჯერი მიცვალებულების დღეგრძელებაზე მიმდგარიყო.
ძლივს განმუხტული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
- ამ სასმისით მინდა წასულების სადღეგრძელო დავლიო და პირველ რიგში არ შემიძლია, ჩემი ერთადერთი ძმა არ გავიხსენო - თქვა თუ არა არჩილმა, გვერდით მჯდარ რძალს და ძმის შვილს გახედა აცრემლიანებული თვალებით - ალექსანდრეს თამადობით, ყველა წასულს და ანგელოზად გადაქცეულ ჩვენ მფარველებს ვადიდებ და კიდევ იქეთ ვალოცვინებ ჩვენ თავებს - სასმისი ბოლომდე გამოცალა და ჭიქაც თავქვე გადმოატრიალა.
ერეკლემ განსამხნევებლად გვერდით მჯდარ დედას ხელზე ხელი მოუჭირა, ლოყაზე აკოცა და მაგიდაც უაკნმოუხედავად, მძიმე ნაბიჯებით დატოვა.
შეძლებისდაგვარად არავინ შეიმჩნია იქ გამეფებული სიტუაცია და კვლავ შეუმჩნევლად განაგრძეს საღამო.
ათი წუთის გასვლის შემდეგ, ანომ მეტი ვეღარ მოითმინა და უკან მოუხედავად დატოვა თავისი ადგილი.
გეზი აივნისკენ აიღო, სადაც ერეკლე ეგულებოდა.
მოაჯირთან ახლოს, წელში გამართული იდგა ბიჭი და ცისკენ მიეპყრო თვალები, როდესაც ანოს მშვიდი, მომაჯადოებელი ხმა შემოესმა.
,, ცაში აიხედა და იცოდა, იქ ვიღაცას უყვარდა. "
- გურამ დოჩანაშვილი - შემოუბრუნებლად უპასუხა ბიჭმა ანოს.
- გცოდნია - ესღა თქვა და გვერდში ამოუდგა ბიჭს.
- ანო.... - დაიწყო ერეკლემ, მაგრამ ანომ შეაწყვეტინა.
- ნახე, როგორ ბნელი ღამეა, მხოლოდ ვარსკვალავები ანათებენ არემარეს და ზღვის ტალღების ხმა არღვევს ღამის სიმშვიდეს..
მოდი ერთად მოვუსმინოთ - მიუგო ბიჭს.
ერეკლეს ჩაეღიმა და ამის შემდგომ ხმაც აღარ ამოუღია.
მალევე იგრძნო მან თავისივე თითებზე ანოს გრძელი, ლამაზი თითების შეხება.
ერთმანეთისკენ შეტრიალდნენ თუ არა, თვალი-თვალში გაუყარეს.
- ერეკლე, მთლიანად შენ - თვალებით თავიდან ბოლომდე მოავლო მზერა ბიჭს - მთლიანად შენ მაგიჟებ - ჩუმი ჩურჩულით ამოილაპარაკა ანომ.
- ახლა, მე გთხოვ ანო, გავჩუმდეთ რა - ერეკლემ შეაწყვეტინა გოგონას და ისეთი თხოვნა-მუდარით აღსავსე თვალებით გახედა, რომ ანო იმწამსვე დადუმდა.
მალევე იგრძნო ერეკლემ სახეზე როგორი სინაზით ეფერებოდა ანო მას.
ცდუნებას ვეღარ გაუძლო და სიამოვმებისგან თვალები დაეხუჭა. სახეზე მოქცეულ ანოს მტევანს თავისი დაადო და უდიდესი რუდუნებითა და სიყვარულით მარცხენა ხელისგულზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები გოგონას.
სიამოვნებისგან ქარ-ცეცხლში გახვეული ანოსკენ ფრთხილად დაიხარა და ყურში ძალიან ნაზი და ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა:
- ხელის გულზე ჩემ გარდა არავის აკოცნინო.


***


ორშაბათს დილით ილია ტოვებდა გზად უნივერსიტეტში ანოს.
- ანო ეს დღეებია ვერაფრით დაგიმარტოხელე, შენთან სალაპარაკო მაქვს - დაიწყო ილიამ.
- გისმენ, ილო - ძმას ღიმილით გახედა.
- რა ხდება შენ და იმ ბიჭს - სახელი ვერ გაიხსენა.
- ერეკლეს - შეახსენა ანომ.
- ხო, შენ და ერეკლეს შორის - ცალი თვალით გახედა გვერდით მჯდომ დას.
- მოდი, ასე გეტყვი, ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტი საუბარი და მითუმეტეს იმის თქმა რაც არ არის - ამ სიტყვებზე თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ილიამ ანოს - ერთად არ ვართ, მაგრ....
- მაგრამ იქნებით - დაასწრო ილიამ.
არადა ანო ამის თქმას არ აპირებდა, უბრალოდ უნდოდა ეთქვა ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ უნდა იყოს, კიდევაც იქნებაო.
- გიჟი ხარ, ძამიკო რაღა გელაპარაკო? - მხარზე დაკრა ხელი ილიას.
- ანუ, ახლა ვითომ რას მიტარებ? თემას მიცვილი, ხო?
- ვაააუ, საიდან მიხვდი - გადაიკისკისა ანომ - ეგრე მიცნობ, ბიჭო?
- და მე მაინც მგონია, რომ ერთმანეთზე გიჟდებით, მითუმეტეს იმ დღეს თინასთან რაც მოხ...
- არ მაინტერესებს ილო შენ რა გგონია - შეაწყვეტინა ანომ - რაღაც ძაან მკაცრად და უხეშად გამომივიდა ნათქვამი, მაგრამ შენ ხომ მაინც იცი რასაც ვგულისხმობ, არა? - ძაღლის თვალებით გახედა ძმას.
- მე თუ არ ვიცი, აბა ვინ იცის? - ამ ფრაზით იქ არ მყოფ კატოს წაკბინა და შუქნიშანის წითელზე გაჩერებულმა დრო იხელთა, დისკენ გადაიხარა და ძაალიიან მაგრად მოეხვია.
- ჩემი სულის ნაწილი ხარ, ხომ იცი, არა? - ჰკითხა ანომ ძმას.
- ვიცი, ჩემო ჭინკავ - საპასუხოდ ცხვირზე სასაცილოდ დაჰკრა თითი პატარა დას.


***


შვიდი აპრილიც დამდგარიყო. უნივერსიტეტის ეზოში, ბულვარის მხრიდან სცენას აწყობდნენ საღამოს კონცერტისთვის.
ყველას იქ მოეყარა თავი და სააბოლოო დოვლათს ანაწილებდნენ სხვადასხვა, ფერად-ფერად ცელოფნებში.
ერთიანად საქმეს მალევე მორჩნენ და დარჩენილი ლექციებზე დასასწრებად გასწიეს.
კონცერტი, საღამოს შვიდ საათზე იწყებოდა.
იქმადე ბენდი გენერალურ რეპეტიციას გადიოდა, რომელსაც ვერავინ ესწრებოდა.
ანოსთვის საინტერესო ლექციებმა დრო უფრო მალე გაიყვანა და ნანატრი საღამოც დადგა.
გაგიკვირდებათ და, პირველი გახსნის კონცერტის შემდეგ, ახლა გაცილებით უფრო მეტ ადამიანს მოეყარა იქ თავი ისე, რომ ეზოში კი არა, ბულვარშიც აღარ იყო ტევა.
უამრავი ნაცნობი თუ უცნობი სახეები იერეოდა ერთმანეთში, ზოგი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლექტორი თუ პროფესორი იყო, ზოგიც უბრალოდ დამსსვენებელი და ადგილობრივი მოსახლეობა.
იქვე აკადემიის სტუდენტებსაც მოეყარა თავი, ეტყობოდა პირველი გამოსვლის შემდეგ ბენდმა სახელი საკმაოდ გაითქვა და ადგილიც დაიმკვიდრა საზოგადოებაში, რაც ნამდვილად დადებით როლს თამაშობდა საქველმოქმედო საღამოსთვის.
ერეკლე ნერვიულობის ნაცვლად, მთელი საღამო აჟიტირებული დააბიჯებდა.
ვერცერთმა ერეკლესა და ნენეს მეგობარმა ვერ შეძლო მათი გამხნევება, გასაკვირიც არ იყო, სცენამდე ვერავინ მოაღწევდა ისეთი ამბავი იყო ირგვლივ, მაგრამ ანო რის ანო იყო რამე მაინც, რომ არ მოეხერხებინა?
საღამო სასიამოვნოდ დაიწყო და კულმინაციამდეც სათანადოდ გაგრძელდა.
ბენდმა თხუთმეტამდე სიმღერა მაინც შეასრულა, ზოგი საკუთარი ინტერპრეტაციით, ზოგი ქავერით და ზოგიც უბრალოდ ორიგინალ სტილში.
საღამო უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ბოლო სიმღერამდე ერეკლემ განაცხადი, რომ გააკეთა.
თითქოს ყველა ამას ელოდაო, ირგვლივ ყველაფერი ჩაწყნარდა და არემარეს მხოლოდ ერეკლეს ხავერდოვანი ხმა არღვევდა.
- ეს სიმღერა რაც მოვისმინე, იმის შემდგომ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემში, ბოლო დღეებია კი მთლინად გავიაზრე რატომ მიყვარს ასე და მისი მოსმენისას ან კიდევ შესრულებისას ბოლომდე რატომ ვისისხორციელებ. ბოლო დროებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ხუთი დღეა - თინასთან აივანზე მომხდარი ამბების შემდეგ - ეს სიმღერა ჩემთვის ერთადერთ ადამიანთან ასოცირდება.
მორჩა თუ არა ერეკლე მონოლოგს, თვალებით უამრავ ადამიანში იმ ერთადერთის ძიებას შეუდგა და მალევე იპოვნა ისიც.
ანომ მოურიდებლად, თავლის მოუშორებლად მიაპყრო მზერა მისკენ დაჟინებული თვალებით შემყურე ერეკლეს და ღმერთს მადლობა გადაუხადა მისი არსებობისთვის.
გოგონას მთელი დღე იმის აჟიტირება არ ეყო საღამოს ერეკლეს ნაზ ხმას, რომ მოისმენდა, ზემოდან დამატებული მისი ნაჩუქარი პერანგი, რომ დალანდა ბიჭზე სცენაზე გამოსვლის შემდეგ.
ისედაც გულ გაჩერებულს ახლა კიდევ ეს დაემატა და რომ არა მისკენ მომართული ერეკლეს თვალები და კატოს მაჯისთვის ჩაბღაუჭებული ხელი, ალბათ გონებასც კი დაკარგავდა.

დაიწყო თუ არა, ერეკლემ გიტარაზე სიმღერის შესაბამისი აკორდების აღება, ყველანი გაიტრუნენ.

,, სიყვარულმა იცის დღე და სიყვარულმა იცის ღამე

სიყვარული მე არვიცი, მჯერა შენ მასწავლი მალე

მოვა წვიმა, მოვა თოვლი, ჩავუყვებით ქუჩას ორნი

გარბენინებ წვიმაში და კოშკს აგიგებ სილაში

ნუ დამტოვებ გრძნობაში და სიყვარულს ნუ ჩათვლი ბოდვაში

შენთავსვფიცავარ მიყვარხარ
შენ ჩემ ცხოვრებას მიგავხარ"

გიორგი ტიგინაშვილი და კახი ხუციშვილი - ,, სიყვარულმა "


***


სიმღერის შესრულება დაასრულა თუ არა, ნაჩქარევად, მაგრამ ზრდილობიანად დაემშვიდობა საქველმოქმედო კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებისკენ დაიძრა.
ანო იქვე დახვდა, პირველ საფეხურთან.
ერეკლემ მალევე ჩაიარა ხუთივე საფეხური და გოგონას მოწყურებულივით გადაეხვია.
თითქოს ანოსაც თავიდანვე ეს ქონდა განზრახული... მალევე მოხვია ბიჭს ხელები წელზე და თავი მხარზე ჩამოადო.
იმ მომენტისთვის ყველანაირი სიტყვა ზედმეტი გახლდათ.
თითქოს არცერთ არ ჩაესმოდა გარშემო გამეფებული უამარავი ადამიანის საუბარი, სიცილი თუ კისკისი.
როგორც იქნა გული იჯერეს, თუ ეს სართოდ შესაძლებელი იყო და ოდნავ დაშორდნენ ერთმანეთს.
ერეკლემ არ დაანება და წელზე კვლავ დაუტოვა გოგონას მარწუხები შემოხვეული.
ანო ოდნავ მოსცილდა ბიჭის გულმკერდს და პირდაპირ თვალებში მიაჩერდა.
- შენმა გამხნევებამ და გვერდში დგომამ გამაბედინა ამდენი - დაიწყო ერეკლემ - რომ არა შენი მოხერხებულობა და ინიციატივის გამოჩენა, ალბათ დღეს ეს ყველაფერი არც მოხდებოდა...
- სხვა დროს, მაგრამ მაინც ხომ მოხდებოდა, არა? - ჩაეკითხა თვალებგაბრწყინებული ანო.
- რა თქმა უნდა - ბიჭს არც უცდია რაიმეს დამალვა.
- ესეიგი კარგი ვქენი, რომ მოვიპარე სცენასთან და მაგ ყურის მიკროფონში ჩაგძახე, არა? - გადაიკისკისა გოგონამ.
- უდაოდ - თვალთან ახლოს, ლოყაზე ხელისგულით მიეფერა ერეკლე ანოს - ჩემი თილისმა ხარ.
- ვატყობ - უთხრა ანომ ჩუმად და ამის დასადასტურებლად პერანგზე მიანიშნა ერეკლეს - სხვათაშორის, ძალიან გიხდება.
- ესეც, შენი დამსახურებით - ოცდათორმეტით გაუღიმა ანოს.
ანო კი ბიჭთან ისედაც ახლო მყოფი, კიდევ უფრო ახლოს მიიწია და ყურში ნაზად ჩასჩურჩულა:

,, სიყვარული მე არ ვიცი, მჯერა შენ მასწავლი მალე..."


***


ერეკლესთან იყვნენ. ეკა და ნონა ერთად წასულიყვნენ თინას სანახავად, არჩილთან სახლში კი ფეხბურთისთვის შესაფერისი სუფრა იყო გაშლილი, მხოლოდ კაცებისთვის.
თემომ აიტეხა გინდა თუ არა, სადმე წავიდეთ ამ სიცხეში ფეხბურთს არ მაყურებინოთ და ლუდით არ გამჭყიპოთო, ერეკლემაც დედაჩემიც გასულიაო და ჩემთან წავიდეთ რა პრობლემააო.
ერეკლესთან თავი მხოლოდ 'ძველი სამეგობროს' მოეყარა.
ნენეს უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჰქონდა, ანო და კატო ერთად იყვნენ სადღაც წასული, ხოდა მხოლოდ ასე შემორჩნენ შესანიშანვი ექვსეულნი.
მისაღებში ისხდნენ და ლევანის მომავალ პოეზიის საღამოზე დეტალებს არკვევდნენ.
ამჯერად, ბიჭი მარტო ატარებდა პოეზიის საღამო, რაშიც, რა თქმა უნდა, მეგობრები ეხმარებოდნენ.
- ისე არ ყოფილა ბევრი საქმე - თქვა იო.
- იმიტომ, ხომ არა, რომ ბევრი ვართ და მალე ვაგვარებთ? - გაუღიმა ანდრომ.
- ისე ეგეც მართალია - დაეთანხმა ბიჭს და თავი მოიღერა.
- ლევან, ისეთ საღამოს მოვაწყობთ, აწი სულ შენ მოგადგებიან, გინდა თუ არაა შენ ჩაატარე ან დაგვიგემე მაინცო - თქვა თემომ.
- საღამოს? - სასაცილოდ დაჭყიტა თვალები ლევანმა.
- პიეზიის საღამო ვიგულისხმე, რა იყო კი მარა?... რა უტაქტო ბიჭი ყოფილხარ შენ - თქვა თუ არა თემომ, იქვე ბალიშს დასტაცა ხელი და გაუქნია.
- კაი, გეყოთ მალე მოვრჩეთ და რამე ვჭამოთ, რა - აწუწუნდა კესო.
- დაიღალე? - საყვარლად ჰკითხა ძმამ დას.
- ვაუ, ამას რას ხედავს ჩემი თვალები, მიჩქმიტე ანდრო - თქვა იოანემ და ბიჭს მიუტრიალდა.
- ააა - ანდრომაც არ დააყოვნა, რასაც იოანეს ყვირილი მოყვა.
- გიჟები ხართ - დაასკვნა ერეკლემ და ღიმილით მოავლო თვალი მეგობრებს.
- წავალ რამეს მოვძებნი ან გავაკეთებ - ფეხზე წამოიმართა კესო და მას ერეკლეც მიჰყვა.
- რა მარტივად მოტყდნენ, ეე - თქვა თემომ.
- რას იზამ, იმათ ჭკუა მაინც აქვთ - თავში წამოკრა ხელი იოანემ თემოს.
- მიგასახიჩრებ - დაემუქრა თემო ბიჭს და სახეში ოდნავ გაარტყა.
- სანამ ჩოჩქოლს დაიწყებთ, დამამთავრებინეთ ეს ყველაფერი და მერე ორივეს მე დაგეხმარებით - ღიმილით მიუგო აპიმპილებულ ბიჭებს ლევანმა და დროზე ადრე დააშოშმინა სიტუაცია.
- ხო, მოვრჩეთ და ვჭამოთ, რა - მხარი აუბა ანდრომაც ლევანს.
იქ-აქ გადარეკ-გადმორეკეს, დეტალები დააზუსტეს და საქმესაც მორჩნენ.
ამასობაში, ბუტერბროდიანი თეფშებით კესო და ერეკლეც შემოუერთდნენ მათ.
ცოტა წაიხემსეს და იცინეს.
თუმცა, მალევე დასერიოზულდნენ, როდესაც ერეკლემ თქვა, თქვენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო.
ხუთიდან, ანდრო და კესო, მშვენივრად ხვდებოდნენ რას და ვის ეხებოდა ეს სერიოზული სალაპარაკო.
სინამდვილეში კი დარჩენილი სამი კაციც ხვდებოდა, რა შეიძლება ეთქვა ერეკლეს.
- მოკლედ - არც ბევრი აცია, არც ბევრი აცხელა და პირდაპირ უთხრა მათ - მე და ანო ერთად ვართ - სანამ ვინმე რაიმეს ეტყოდა, თავადვე განაგრძო - ასე პირადად და პირდაპირ ჯერ არაფერზე გვისაუბრია, არც სახელი დაგვირქვამს და მითუმეტეს დაგვიმალია, უბრალოდ ისე მიეწყო თუ მივაწყვეთ ყველაფერი, რომ ჯერ ასეთი მომენტი არ შევგქმნია, სიმართლე გითხრათ, არც ის გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ერთად ვართ, უბრალოდ მე ასე...
- გინდა - შეაწყვწტინა იოანემ.
- გგონია - თქვა თემომ.
- იტყოდი - ივარუდა ლევანმაც.
- ფიქრობ - დაასკვნა ანდრომ.
- ებიჭო, დააცადეთ - გააჩუმა ყველა კესომ.
- არა, უბრალოდ მე ასე ავხსნიდი ამ ყველაფერს - ყველაფერი თქვა თუ არა, ისეთი შვება იგრძნო, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი ახლახანს მოხსნესო.
- ჯერ არაფერს ვიტყვით, ერთმანეთში გაერკვიეთ - მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა ერეკლეს.
- მაგრად გამიხარდით, ძმო - უდიდესი კმაყოფილებით უთხრა იოამემ ბიჭს.
- ერეკლე, ალბათ მაგაზე მეტად ისიც კი არ გამიხარდებოდა, რომ გეთქვა გიტარაზე დაკვრას ვიწყებო ისევო - თვალებში ვარსკვლავებ აკაიფებული თემო ფეხზე წამოიჭრა და ერეკლეს მთელი ძალით გადაეხვია.
ანდრო და კესო ხმას აღარ იღებდნენ, ან რაღა უნდა ეთქვათ?

აი ასე.

ნამდვილი მეგობრებიც, ზუსტად ისინი არ არიან, რომლებსაც არც ის აინტერესებთ რატომ, როგორ, რამდენი ხნის წინ დაიწყო ყველაფერი. მათთვის, ხომ მხოლოდ მეგობრების კარგად ყოფნა და ნამდვილი ბედნიერებაა მნიშვნელოვანი, არა?


***


კაფეში ისხდნენ, ცხელ ჩაის სვამდნენ და ილიას აყოლინებდნენ რაღაც ამბებს, იმ გოგოზე, რომელიც მოსწონდა.
- ისე, რამდენი ხანია, ჩვენ სამი ერთად არსად ვყოფილვართ, არა? - თქვა ანომ.
- მართლაც - დაეთანხმა კატოც დაქალს.
- თქვენ ორი ისედაც სულ ერთად არ ხართ, მარტო მე მტეხავთ ხოლმე - დაიწუწუნა სასაცილოდ ილომ.
- აა დაიწყო ისევ - დაუბღვირა ძმას ანომ.
- შენ ვინ გტეხავს ილო, იქეთ გვტეხავ ჩვენ ორს - ბიჭს ლოყები სასაცილოდ გაუწელა და ანოს თვალი ჩაუკრა კატომ.
- ესეიგი, თამთა დაითანხმე არა ვახშამაზე? - ჩაეკითხა კიდევ ერთხელ ანო ილიას.
- კი, როგორც იქნა. ისეთი სადა, საყვარელი და თავისებურია, ამდენი ხნის მერეც, ვერ ვიჯერებ, რომ ძლივს, მაგრამ მაინც დამთანხმდა - საყვარლად აჭიკჭიკდა ილია და გაეღიმა თამთას გახსენებაზე.
- მოკლედ, ყველა შეყვარებულია, რაა - ხელი ჩაიქნია კატომ - მარტო მე დავრჩი მგონი.
- შემ ვინ დაგტოვებს ქალბატონო, მითუმეტეს მარტოს - ანუგეშა დაქალი ანომ.
- ისე მართლა, რა მეშველბა, რომ გათხოვდებით, აა? - თვალი მოავლო სევდიანად გოგონებს ილომ.
- აუფ, ეს მიეცა ოცნებებს რა - გაუცინა ანომ ძმას.
- ვერ მოგართვით, ილო. ჯერ კარგად უნდა გაგაწვალოთ და მერე კიდევ შეიძლება, დაფიქრება - გაუღიმა კატომ.
- დაფიქრება? - ჩაეკითხა ილია - შენ მგონი, მართლა არაფერი გეშველება - ხელი ჩაიქნია დანანებით.
- უყურეთ ერთი ამას, მას ვითომ უკვე ეშველა - წაკბინა ბიჭს კატომ.
- აი დაგანახებ, მე თუ თქვენ ორივეს არ მოგასწროთ - ხუმრობით დაემუქრა ორივეს ილია.
- ეგ ჯერ საკითხავია - თქვა კატომ და თვალი-თვალში გაუყარა დაქალს.
- არ უნდა ეს ქარაგმებით საუბარი, თუ ჩემი ძმა ხარ, რა - ხელი დაჰკრა კატოს მხარზე ილიამ - ისედაც ვიცი და ვხვდები ყველაფერს, უბრალოდ საკუთარ თავთან არ ვაღიარებ ჯერ, რო არ გადავიდე ჭკუიდან - ცალყბად გახედა დას.
მართლა ძალიან უჭირდა, ილიას ორის ვიღაცისთვის დათმობა კი არა, გაყოფაც კი.
- კაი შევეშვათ ამ თემას, სხვა დროსაც მეყოფა გულის დარტყმა - თვითონვე დაალაგა ყველაფერი და განაგრძო - ამ დღეებში, მართლა უნდა დამეხმაროთ რაღაცებში - ლეკვის თვალებით გახედა გოგონებს.
- ხო მშვიდობა გაქვს მართლა, ილო? - ჰკითხა ძმას ანომ.
- ეე გოგო, წაღან არ გვითხრა თამთა ვახშამზე დავპატიჟეო - გაახსენა კატომ.
- უი, და მერე ჩვენ რაში უნდა დაგეხმაროთ, რესტორნის არჩევაში? - გადაიკისკისა ანომ.
- არა - დაიწყო ილიამ.
- მგონი, ვხდები რაც ხდება და ვინმემ წყალი მომიტანეთ - დაიწყო კატომ ვითომ ხუმრობით, თან სერიოზულად და სახეზე ხელის დანიავებას მოჰყვა.
- ხოო, მინდა, რომ ვახშამი მე გავუმზადო - დაიწყო შეპარვით და მისკენ მომართულ ორ წყვილ გაკვირვებულ თვალს გაუსწორა მზერა - ანუ, თქვენ მიკარნახეთ, მე გავაკეთებ. დედას ნამცხვრის გაკეთებაში დავიხმარებ, სახლს მევე მივალეგებ და სუფრასაც მე გავშლი, რა თქმა უნდა - მოჰყვა ბლუკუნს ილია.
- კარგად ხარ? - ანომ ამაში დასარწუმნებლად, ილიას შუბლზე მიადო ხელი.
- არა, ტემპერატურა ნამდვილად არ გაქვს - თქვა მალევე.
- კაი, რას მეხუმრებით, მართლა ვამბობ - ამოიოხრა ილიამ.
- არა, ილო. რა გეხუმრებით, უბრალოდ მართლა არ მჯერა, ესეთი ძმა თუ მყავდა - დაიწყო ანომ ლუღლუღი - არა კი ვიცოდი, რომ საუკეთესო იყავი და სულ ვაღიარებდი ამას, მაგრამ შენ თუ ამას მოინდომებდი, იტყოდი და გააკეთებდი, რას წარმოვიდგენდი?! - გაუღიმა ილიას ანომ.
- დაგეხმარებით კიარადა, მაგაზე მეტს ვიზამთ, ილი - გაუღიმა კატომაც და გასამხნევებლად გადაეხვია ბიჭს.
- არა, თქვენ უბრალოდ მიკარნახეთ, დანარჩენს მე მივხედავ - გულწრფელად გაუღიმა გოგონებს ბიჭმა და ხელი გადახვია ორივეს.
ანომ შეუმჩნევლად მოიწმინდა ობლად ჩამოგორებული ცრემლი მარჯვენა თვალთან და ძმას ხანგრძლივად მიაკრა ტუჩები ლოყაზე.

სამეულს მალევე გამოაკლდა ილია და დარჩნენ მხოლოდ ორნი.
ძველი ბათუმის ქუჩებში ნელა მისეირნობდნენ და ჯერ კიდევ აღტაცებულნი, ილიას ამბავზე საუბროდნენ, რომელზედაც გული ვერადავერ იჯერეს.
სიარულში გართულნს, კატოს არაჩვეულებრივი იდეა დაჰბადებოდა, რომელიც მალევე გაუზიარა ანოს.
- ანო, ხომ გახსოვს ჩვენი სიგიჟეების დღიური, რომელშიც სია ჩამოვწერეთ რა უნდა გაგვეკეთებინა, მეშვიდე კლასიდან დაწყებული ჩვენი დღის ბოლო წამამდე? - მიუბრუნდა გოგოს.
- მაგას კითხვა უნდა, ქალბატონო?! - მოჩვენებით გაუწყრა დაქალს ანო.
- ხოდა, ინტერვიუს დროა - აღტაცებით შემოჰკრა ტაში კატომ.
- აუ, რა მაგარი გოგო ხარ, შენ ხომ არ იცი, კატუუუს?! - გადაეხვია დაქალს და ხელები მაგრად მოუჭირა.
- შენი დამსახურებით, ვიცი - შეიფერა კატომ და თმა სასაცილოდ აიქნია ხელით.

გაინტერესებთ ალბათ, რა ხდება, ხო? კარგით, ახლავე აგიხსნით მე, თორემ ამათ სად სცალიათ ჩვენთვის?!
ხოდა, რას ვამბობდი. მეეშვიდე კლასში ერთად შექმენეს დღიური, რომელშიც ყველანაირ იდეას წერდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ერთად სხვა, რომ გაეხარებინათ, რომ დახმარებოდნენ უცხოებს ან კიდევ უბრალოდ განსაკუთრებული დღე შეექმნათ უცნობებისთვის.
ერთი შეხედვით ბავშური, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი იდეის მატარებელი გახლდათ ეს 'ახირება'.
ერთი საერთო დღიური ჰქონდათ, რომელიც ყველასგან უცნობ ადგილას შეენახათ და როგორც კი, რომელიმე პუნქტს შეასრულებდნენ, მისეკენ გაემართებოდნენ და ორი 'პწიჩკით' აღნიშმავდნენ.
ორი იმას ნიშნავდა, რომ ორივემ ერთად გააკეთა ეს.

სადაც იყვნენ ძველი ბათუმის ქუჩები უნდა დაეტოვებინათ და პორტში გადასულიყვნენ, გზად ზებრასთან ახლოს მჯდომი ხანში შესული ქალბატონი, რომ დალანდეს.
იქვე ახლოს მაგიდაზე სამკაულები ეწყო და ეტყობა ჰყიდდა.
ერთმანეთს გაღიმებული სახეებით გადახედეს და მისკენ დაიძრნენ.
- ბებო, ხომ არ დაგეხმაროთ ამათ გაყიდვაში? - ჯერ კატომ შესთავაზა.
- უფალმა დაგლოცოთ, ბებო - ახედა თავზე დამდგარ გოგონებს ქალმა - რად მინდა თქვენი დახმარება, აა ბებო, რა მაქვს ახლა მე სხვა საქმე ისედაც ამის გარდა - გაუღიმა მათ.
- არა, რატომ ჩვენც დაგეხმარებით, თქვენც აქვე იყავით და ერთად გავატაროთ დრო - შესთავაზა ანომ.
- გენაცვალეთ მე თქვენ, ბებო. გაგახაროთ ღმერთმა, რა კაი გოგოები ყოფილხართ - სიხარულით გახედა ორივეს.
- ბებო, თან, რომ რაღაცები გკითხოთ, ხომ შეიძლება? - ჰკითხა კატომ.
- თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გექნებათ პრობლემა - დაამატა ანომ.
- ბებო, ახლა თქვენ მე ისეთი რა უნდა მკითხოთ, რაც არ გეცოდინებათ ან რასაც მე გასწავლით, აა? - ჩაეკითხა ქალი.
- არა, რატომ ბებო. პირველ რიგში, თქვენ ჩვენზე ცოტათი დიდი ხართ - ამის გაგაონებაზე ქალს გაეღიმა - უფრო გამოცდილი. ცხოვრებაში გაცილებით მეტი გინახავთ და გისწავლიათ. უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული გზა და დრო გამოგივლიათ და როგორ შეიძლება თქვენ არ გვასწავლოთ ჩვენ რამე? - ჰკითხა ღიმილით ანომ.
- ბებო, თქვენ თუ არა, აბა ვინ? - ჰკითხა კესომაც.
ქალმა დანებების ნიშნად გაუღიმა გოგონებს და უთხრა, ყურადღებით გისმენთო, მე თუ თქვენ დაგეხმარებით, ეგ იმაზე მეტად გამიხარდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათო.
ანომაც არ დააყოვნა და დაიწყო.
- ბებო - და უცებ ჰკითხა - პირველ რიგში, ხომ შეიძლება ასე მოგმართოთ?
თანხმობის ნიშნად ქალმა ანოს თმაზე ხელი ჩამოუსვა და ლოყაზე მოუთათუნა. მალევე განაგრძო.
- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინანიათ?
- გაცემული, არასდროს არაფერი მინანია შვილო, უღირსი ადამიანებისთვის დაკარგული დროის გარდა - გაუღიმა ქალმა ანოს.
- რას გვეტყვით ტკივილზე? - ახლა კატო ჩაეკითხა.
- ,, ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ."
( გაბრიელ გარსია მარკესი )
- არ უნდა განვსაჯოთ, სანამ? - დაიწყო კვლავ ანომ.
- ზოგადად, არასდროს არავინ არ უნდა განვსაჯოთ, რადგან ჩვენ ვერასდროს გავიგებთ სინამდვილეში რაც ხდება იმას, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით - ამ დროს მოხუცს ხმაში სინანულიც გამოერია, რაც გოგონებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
- თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული? - ისევ ანომ ჰკითხა.
- თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა... - ეს თქვა თუ არა, მზერა ცისკენ აღაპყრო მოხუცმა.
- მტრობაზე რას გვეტყვით? - ჰკითხა კატომ ქალს.
- რაც მტრობას დაუნგრევია - სიყვარულს უშნებია.
- და სიცოცხლეზე?
- ,, მხოლოდ ერთხელ ნაბოძენ სიცოცხლეში, ვიცოცხლოთ ერთხელ, კაცურად..." ( გურამ დოჩანაშვილი )
- ადამიანებს ყოველთვის უნდა ვაგრძნობინებდეთ და ვანახებდეთ, ჩვენ რომელ გრძნობებს? - კვლავ ანო ჩაეკითხა.
- ბებო, შენივე სიკარგით უნდა დაანახო ადამიანებს, რომ შენ მათნაირი არ ხარ. - გულწრფელად გაუღიმა გოგონას.
- ერთმანეთს რაში უნდა ვაჯობოთ, ბებო? - ახლა კატომ ჰკითხა, რომელიც გულდასმით იწერდა ყველაფერს ტელეფონში.
- ჩვენ, ბებო ერთმანეთს, მხოლოდ და მხოლოდ, პოზიტივში უნდა ვაჯობოთ.
- რა არის თქვენთვის სიძულვილი?
- ,, სიძულვილზე ადვილი არაფერია, აი სიყვარულს სჭირდება დიდი ძალა და ძილერო სული. " ( ზურა მხეიძე )
- და სიყვარული? - გაუბედავად ჰკითხა ანომ.
ქალი ამ კითხვას ყველაზე მეტად ელოდა. იცოდა, რომ მის გარეშე აზრიც არ ექნებოდა ამ ყველარაფერს.
- ამაზე მხოლოდ ერთი ისტორია შემიძლია მოგიყვეთ - ქალმა არ დააკონკრეტა ეს ისტორია მას ეხებოდა თუ არა, მაგრამ ყველაფერი ისედაც ცხადზეცხადი გახლდათ გოგონებისთვის, რომლებიც გასუსულნი, მომლოდინე თვალებით შესცქეროდნენ მოხუცს.
- ერთი ძმაკაცი მყავდა - ზოგადად დაიწყო ქალმა ისტორიის მოყოლა - ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი.
ლობიოზე დაგვპატიჟა, სამეგობრო.
ათამდე ვიყავით ჯამში.
ავედით, ცოლი უკვე ამზადებდა ლობიოს და მალევე მოიტანა ისიც მაგიდასთან.
გავსინჯეთ და ზედმეტად მარიალიანია, თუმცა არ შევიმჩნიეთ...
უცებ, ქმარი ეკითხება:
- საყვარელო, მარილი შენც დაუმატე?
- ჰო, აუ ძალიან მარილიანია?
- ბოდიში, დამავიწყდა მეთქვა, მეც ჩავყარე, როცა დუღდა...
( ცოლი შეცბა )
- ამაღამ ბევრი წყლის დალევა მოგვიწევსო - გვითხრა მასპინძელმა.
ყველამ გაიცინა და ჭამა განვაგრძეთ.
თუმცა, ერთ-ერთი პირველი მივედი და მხოლოდ მე ვიცოდი, რომ იმ საღამოს ჩემი ძმაკაცი სამზარეულოში არ გასულა...

( ისტორია ნამდვილია, სოციალური ქსელიდან, ტოპ-პოზიტივის გვარდიდან მაქვს აღებული )

- ვითომ არაფერი, მაგრამ ყველაფერი - თქვა ანომ და მოგონებებში გადაკარგულ ქალს მიაპყრო კვლავ მზერა.
- ყველაზე მეტად ადამიანში რას აფასებთ? - ჰკითხა ჯერ კიდევ, მოსმენილი ისტორიით მოჯადოებულმა კატომ ქალს.
- ,, ყველა ურთიერთობის მთავარი სიმაგრე გულწრფელობაა. გულწრფელობის გარეშე არაფერი არსებობს. არც სიყვარული, არც ნდობა, არც ბედნიერება. არაფერი რისთვისაც ვცხოვრობთ. ამიტომ ვამბობ სულ, რომ გულწრფელობას უნდა გაუფრთხიდე - მთელი შენი გულწრფელი ემოციით უნდა შეიყვარო ის, ვინც სულ უნდა გყავდეს. ის, ვინც შენი ადამიანია - უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ იმსახურებ...
ბედნიერებს ზოგადად უმარავი ახსნა თუ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბედნიერება გნცდაა ზუსტად ის, როცა სხვის თვალებში - უთქმელად გრძნობ და ამჩნევ გულწრფელ ემოციას." ( ვაინეს )
- და მაინც, რა არის ბედნიერება? ჩაეძია ქალს კატო.
- ,, მხოლოდ სიყვარულსა და მეგობრობას ძალუძს ჩვენი მარტოობის შევსება. ბედნიერება ყველას ხვედრი როდია, ის ყოველდღიური ბრძოლაა... და ვფიქრობ, რომ მისთვის მზადყოფნა გვმართებს, რომ როცა კი ის ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრება, სრულიად შევძლოთ მისით ტკბობა." ( ორსონ უელსი )
- ბებო, გვითხარი ახლა, ამ სიბრძნეს რა ვუყოთ, რომელიც შენ ჩვენ გვიწილადე?
- იცხოვრეთ, ბებო!
- როგორ?
- იყუჩეთ და ერთი დღით იცხოვრეთ!


***

ამასობაში სად იმყოფებოდა არაჩვეულებრივი ოთხეული?
თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, რომელ ოთხეულზე საუბარი, არა?
- მეც მოვედი - ღიმილით შეკუსკუსდა საკონდიტროს სამზარეულოში თინა.
- თინას ვახლავართ - ღიმილით მოიშორა ტანიდან წინსაფარი ლილემ და მულისკენ დაიძრა.
- დღეს არ გელოდი აქ, გამიხარდა შენი ნახვა - გადაკოცნა ლილემ თინა.
- აბა შენ ვერ მოიცალე და, ხომ იცი, თუ მუჰამედი ვერ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან - გადაიკისკისა და ხელები გადახვია რძალს.
- წამო იქეთ, ნონა და ეკაც მახლავს.
- უი, რას ამბობ - შეწუხდა ლილე - ახლავე, ჩაის დავადგამ და გავიდეთ.
ჩაის მადუღარა დაადგა, თეფშებს ხელი დაავლო და თინასთან ერთად სამზარეულო დატოვა.
ერთმანეთი თბილად მოიკითხეს, ფანჯარასთან ოთხადგილიან მაგიდას ირგვლივ შემოუსხდნენ და საუბარსაც მოჰყვნენ.
- გამიხარდით, აქ ნამდვილად არ გელოდით - გაიკვირვა ლილემ.
- თინას დამსახურებაა - გადახედა მეგობარს ნონამ - მასთან მივდიოდით მე და ეკატერინე, დავურეკთ და მოდით რა პრობლემააო, მერე შენთვის დაუკერკავს და შენ კი უთხარი არ მცალიაო, ხოდა ხელი დაგვალო ოროვეს, არაფერიც არ გვკითხა და შენთან გამოგვაქნა, იმდენი კი ვერ მოიფიქრა, რომ ასეც გაცდენთ ახლა ჩვენ შენ - საყვედურნარევი მზერით მიაჩერდა დაქალს.
- ოო, აბა შენ გარეშე არ გვინდოდა ჩვენ - ამის თქმისას მუცელზე დაისვა ხელი და ბავშვს გადააბრალა ყველაფერი.
ყველას გაეღიმა თინას ჭირვეულობაზე.
ამასობაში ჩაიც ადუღებულიყო.
ლილე წამოდგა მის მოსატანად ეკამ, რომ არ დაანება, წამოგყვები, დაგეხმარებიო.
უარიც ვეღარ უთხრა ლილემ და ორივემ სამზარეულოს მიაშურა.
ერთად მიმავალთ თინამ თვალი კმაყოფილი ღიმილით მოავლო, რაც ნონას თვალთახედვას არ გამორჩენია.

ის საღამო მშვენივრად გაატარეს ერთად. კარგადაც მოილხინეს, ისაუბრეს, ბავშვებიც გაიხსენეს, ერთი-ორი სიტყვა მათზეც ითქვა და მალევე დაიშალნენ.
ნონას ქმარ-შვილი ელოდა სახლში.
ლილეს უზარმაზარი საქორწინო ტორტის შეკვეთა.
თინას საყვარელი ქმარი და უგემრიელესი ვახშამი.
აი ეკატერინეს კი, ერთადერთი ვაჟიშვილი და მისი სამეგობრო, რომლებიც ერეკლეზე ნაკლებად მართლა არ უყვარდა და ენაღვლებოდა ქალს.


***


კვირას იმდენად თბილი და მზიანი ამინდი იყო, რომ იოანემ აიტეხა გინდა თუ არა პიკნიკზე წავიდეთ სადმე ახლოს აქვეო.
ჩატში ისეთი ამბავი ატყდა, ვინ რას იძახდა ვერ გაიგებდით. ზოგს ეზარებოდა, ზოგი უწონებდა იოანეს იდეას, ზოგს არ ეცალა, ზოგს უკვე სახვა გეგემები ჰქონდა, მაგრამ რად გინდა? მოკიდა ბიჭებს ხელი იოანემ და ანდროს მანქანაში ჩაყარა ისინი.
ლევანი კესოსთან ერთად გოგონებთან გააგზავნა, გინდა თუ არა ყველანი ჩატენე მანქანაშიო.
ასე აღმოჩნდნენ ერეკლე და ანო ცალცაკლე მანქანებში.
არადა კონცერტის შემდეგ, უკვე ორი დღეა, ერთმანეთი არ ენახათ.
გაგიკვირდებათ და, ლევანმა მოასწრო დანარჩენებს მისვლა.
სანამ ბიჭებმა სამწვადე ხორცზე გაიარეს, ისინი უკვე ციხისძირში იყვნენ.
აპრილის შუა რიცხვები იყო.
შესანიშნავი ამინდი იყო იმ დღეს და ნამდვილად, არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა მთიდან.
უზარმაზარი ზღვა, როგორ უერთდებოდა კრიალა ცას და როგორ კაშკაშებდა ვეებერთელა, ერთადერთი ცხელი ვარსკვალავი ცის კაბადონზე.
გულში თითოეული მათგანი უზომო მადლიერებას და კმაყოფილებას გრძნონდა იოანეს ჯიუტად აჩემებულ იდეაზე.
სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, გოგონებმა პლედები დააფინეს ტრიალ მწვანედ მოკაშკაშე მინდორზე, ამასობაში, ლევანს ორი დიდი ქვა მოეძებნა შამფურებისთვის და ცეცხლიც დაენთო ნაკვერჩხლისთვის.
მალევე, ანდროს მანქანაც გამოჩნდა.
ნენე და კატო მინდორზე გაწოლილიყვნენ, ლევანი ცეცხლთან ჩამუხლულიყო, ანო კი კლდის პირას ბიჭებისკენ ზურგშექცევით იდგა და ულამაზეს პანორამას შესცქეროდა.
კესო ჩუმად ყველას სამახსოვრო ფოტოს უღებდა, ახლა ჯერი ანოსთან დამდგარიყო და, არც იყო გასაკვირი, ხედით მონუსხული გოგონა სართოდაც, რომ ვერ ამჩნევდა კესოს ფოტოგრაფობას.
მანქანიდან ბიჭები ნელ-ნელა ცელოფნებს ეზოდებიდნენ.
ერეკლეს თვალები კი ანოს ეძებდნენ და არც დაუყოვნებიათ, მალევე იპოვნეს გოგონას ოქროსფერი მბზინვარე თმებიც.
ერეკლესკენ ზურგით იდგა ანო, რომელსაც თეთრი კოჭებამდე ფარფატა კაბა ეცვა, თმა დაესწორებინა და მხრებზე დაეყარა, რომელიც მზის შუქზე კიდევ უფრო ბრწყინავდა.
ერეკლეს წამით სუნთქვაც კი შეეკრა და ადგილიდანაც ვერ შეძლო დაძრა.
იმასაც კი ვერ გრძნობდა, სართოდაც თუ სუნთქვადა.
თითქოს დედამიწა მხოლოდ ანოს და მის ირგვლივ ტრიალებდა.
ცელოფნები იქვე დააწყო, სადაც აქამდე გახევებული მიწებეოდა მიწას და ჩქარი ნაბიჯებით გოგონასკენ დაიძრა.
გზად ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას და უზომო მონატრების ჩახშობას.
კლდის პირთან, ძალიან ახლოს მდგომი გოგონა, რომ არ შეეშინებინა სანამ მიახლოვდებოდა ჩაახევლა, რამაც ნამდვილად გამოიღო შედეგი.
აქამდე მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის, ხეზე ფოთლების შრიალის და ზღვის ტალღების ხმის მოსმენისას გაბრულებული გოგონას ყურთასმენას რატომღაც ვიღაცის ჩახველების ხმაც მისწვდა...
ეს ჩვენთვის იყო ვიღაცის, თორემ ანომ ძალიან კარგად იცოდა ეს ვიღაც ერეკლე, რომ იყო.
ნელა შემოტრიალდა და მისკენ გასაგიჟებლად მომღიმარ, სახეზე ოდნავ გარუჯულ და თვალებ აკაიფებულ ერეკლეს მიაპყრო მზერა.
ბიჭს მოახლოება კი არა, გონზე მოსვლაც კი არ აცადა, ისე დაიძრა მისკენ და გავარვარებული ტუჩები ლოყაზე, ცერებზე აწევის შედეგად, მიაკრო.
ამასობაში კი, ერეკლემ დრო იხელთა, ანოს გამაბრუებელი სურნელი ბოლომდე შეისუნთქა, ფილტვებში ჩაუშვა და მზინვარე, დასწორებულ თმაზე ხელი ძალიან ნაზად დაუსვა...


***


თავის ოთახში, საწოლზე იწვა და იქვე ახლოს ლეპტოპი მოეთავსებინა ბალიშზე, უეცრად, სოციალურ ქსელში ერეკლეს წერილი, რომ მოუვიდა.
რაღაც ქართული სიმღერის ლინკს უგზავნიდა:

https://youtu.be/W48pN2yV0UI

საწოლზე კიდევ უფრო კომფორტულად მოკალათდა, ლეპტოპი გვერდზე გადადო, ხმას აუწია და ლინკიც გახსნა.
ოთახში სასიამოვნო მელოდია მალევე გაჟღერდა.
ზუსტად სამი წუთის შემდგომ, ერეკლემ პასუხიც ( კითხვაც ) მიიღო საკუთარ წერილზე ( სიმღერის ლინკზე )
- თუ მოგეფრები?
- მოგეფერები, მეც. -მალევე უპასუხა ბიჭმაც.
- თუ მომენატრები?
- მომენატრები, მეც.
- თუ გაგიბრაზდები?
- გაგიბრაზდები, მეც... არა, ვერა, მე ვერ გაგიბრაზდები.
- კარგი, მეტს აღარ ვიზამ, მეც.
- თუ მოიწევი, ჩაგეხუტები ერთს.
- ერთს?
- ბევრს.
- ველოსიპედით შემომატარებ მთებს?
- ჩემთავს გაფიცებ, ნუ დაისწორებ მთებს.
- მაშინ, მეც ნუ მიშლი ნერევბს...
- მეტს აღარ ვიზამ, მეც...

და აი ეს თმების დასწორებაღა იყო ნათელი, რომ მოჰფინა ყველაფერს.
მართლაც, დღეს ანოს პიკნიკზე თმა რატომღაც დასწორებული ჰქონდა, კარგად ახსოვს ბიჭის რეპლიკაც:
,, - ღვთაება ხარ ყველანაირად, ეს დასწორებული თმაც ხომ გიხდება და მაგიჟებს, მაგრამ გთხოვ შენ ლამაზ დალალებს, ოქროსფერ ლოკონებს ნუ მოუღებ ბოლოს და ნუ დატანჯავ, მეტჯერ აღარ გაიმეტო არც ისინი და არც მე ასეთი სისასტიკისთვის " - ო.
და აი თურმე რაში ყოფილა საქმეც.

სიმღერის ტექსტი კი ასეთია:

,, თუ მომეფერები, მოგეფერები მეც.

თუ მოგენატრები, მომენატრები მეც.

თუ გამიბრაზდები, გაგიბრაზდები მეც.

და მეც აღარ ვიზამ მეტს.

მეც აღარ ვიზამ მეტს.

თუ გაფრინდები, გამოვფრინდები მეც.

ველოსიპედით შემოგატარებ მთებს.

თუ მოიწევი, ჩაგეხუტები ერთს.

ერთს?

და მეც აღარ მოვწევ მეტს.

მეც აღარ მოვწევ მეტს.

გადმობრუნდები, გადმოვბრუნდები მეც.

თუ შემირიგდები, შეგირიგდები მეც.

ჩემთავს გაფიცებ, ნუ გაისწორებ თმებს.

და მეც ნუ მიშილი ნერვებს.

მეც ნუ მიშილი ნერვებს.

მეც ნუ მიშილი ნერვებს.

შენც რა კარგი ხარ, შენც.

მეც აღარ ვიზამ მეტს.

მეც აღარ მოვწევ მეტს. "

( თუ მოგენატრები, მომენატრები მეც )

მართალია, არც ერეკლე ეწეოდა სიგარეტს და არც ანო ისწორებდა ხშირად თმებს, მაგრამ ეს სიმღერა ზუსტად აღწერდა მათ დღევანდელ სიტუაციას, თან თავისებურად ცოტა ინტერპრეტაციაც გაუკეთესს სიმღერის შინაარსსაც...


***


მეორე დღეს, დაპირებისამებრ ანო და კატო ილიას ეხმარებოდნენ ვახშმის მომზადებაში.
ეხამარებოდნენ რა, ასწავლიდნენ და ისიც დიდი მონდომებითა და რუდუნებით აკეთებდა ყველაფერს.
ასეთი მონდომებული, ფრთხილი, ბედნიერი და ამავდორულად დაბნეული ძმა, ანოს არასდროს ენახა.
გოგონების მითითებისამებრ უფროსი შერვაშიძე ძალებს არ ზოგავდა და ყველაფერს იდეალურად ართმევდა თავს.
კატო ბიჭს ვიდეოს უღებდა სამახსოვროდ, თუ არ გამაბრაზებ თამთას, როცა ცოლად შეირთავ მაშინ ვაჩვენებო, მაგრამ თუ გამაბარაზებ ამით დაგაშანტაჟებ და ყველგან გამოგაჭენებ სახელოებ აკოწიწებული, წინსაფრით და სახეზე ფქვილით როგორ დატრიალებ სამზარეულოშიო.
მართალია, ილიას არაფერი ეთაკიელებოდა, მაგრამ ამ საღამოს ნერვების მოშლა ნამდვილად არ უნდოდა, ამიტომ ყურადღება არც კი გაუმახვილებია ამაზე.
საქონლის სტეიკი მოამზადა, პიურესთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად, ამას დამატებული წითელი ღვინოც მომარჯვებული ჰქონდა და მხოლოდ მაგიდის გაშლაღა დარჩენოდა.
გოგონებმაც მალევე დატოვეს ბიჭი.
ილიამ სამზარეულო მიალაგა, მაგიდა აივანზე გაშალა ზღვის არაჩვეულებრივი ხედით და ბოლო აპრილის უთბილესი ამინდიც დაურთო თან.

ურთიერთობებს ვქმნით თვითონ ჩვენ, ადამიანები, ამიტომ საჭიროა ხან ერთი წავიდეს კომპრომისზე ხანაც მეორე, ხანაც ერთმა დათმოს ხანაც მეორემ. არის ისეთი შემთხვევბიც, როდესაც ერთნაირ აზრამდე და დამოკიდებულებამდე ვერ დავდივართ, ამ შემთხვებაში კი ყველაზე გონივრული გამოსავალი უბრალოდ ამ თემისა თუ საკითხის იმ დონემდე მიყვანა, რომ თითოეული მხრის აზრი იყოს დაფიქსირებული.
ილიას კი უდიდესი წვილი მიუძღვოდა ჯერ არ დაწყებული ურთიერთობის სადარაჯოზე, რომელიც, აუცილებლად, დაუფასდებოდა.


***


ლევანის პოეზიის საღამო იყო, რომელსაც მარტოდმარტო ატარებდა.
დარბაზში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.
ოთხივე ქალბატონი, თავიანთ მშობლებიანა იქ გახლდათ.
ბიჭების მშობლებიც იქვე იყვნენ, მაგრამ რატომღაც თვითონ ბიჭები არ ჩანდნენ.
საღამო ისე დაიწყო, რომ არც კი გამოჩენილან.
ანოს კი ეუცნაურა სიტუაცია, მაგრამ გადაწყვიტა ერეკლესთვის მაინც არ დაერეკა, ეკატერინეც კი იქ იყო, ამიტომ გოგონა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი მალევე გამოჩნდებოდა.
არც შემცდარა ანო.
ჩაბნელებული სცენის შუაგულში, სადაც ლევანი მოკალათებულიყო მაღალ ბარის სკამზე და საკუთარი ლექსის წაკითხვას ასრულებდა, მალევე აინთო ბიჭის გვერდითაც თეთრი შუქი, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, იოანე გამოჩნდა.
სანამ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და სიტუაციის გარკვევას შეეცადნენ, იოანეც ამასობაში ამეტყველდა.

- ,, რა დამავიწყებს შენ ლამაზ თვალებს,

რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!

იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,

ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ვეტყვი, თუ როგორ გიყვარდა ძველად

ჩვენი ტრფიალება წრეგადასული,

თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა

და მოგონებად დარჩა წარსული. "

ლადო ასათიანი - ალბომიდან ,,ალუბლები"

მსმენელთ ოვაციების გამოხატვა არ დასცალდათ, იქვე მესამე რგოლი, რომ განათდა.
ანდრო იყო.

,, როგორც ყოველთვის ახლაც მაქვს დალეული.

ღამღამობით, ვარ მთვარეული.

შენს გარეშე არეული,

შენს გამო კი ვარ სნეული.

ჩემი მეგობარი გახდა რვეული,

შენს გამო დამენგრა სისტემა ნერვული.

უშენობამ გამხადა ნული...

გთხოვ გამიმთელე გული...

რა იქნება გამითბო სული...

ლექსის წერით ვარ გართული.

ეს მოდაა ქართული! "

( ავტორი უცნობია, თუმცა წყაროა: დაიჭირე წამი )

მალევე ასპარეზზე ბატონო თემოც გამოჩნდა.

,, ქალი, რომელიც სიცოცხლეს მითბობს,

ქალი, რომელიც ჩემი გულია.

ქალი, რომელიც რწმენაა ჩემი,

ჩემი უზომო სიყვარულია,

ქალი, რომელიც არ დაბერდება,

ქალი, რომელსაც დარდი ჩვევია,

ქალი, რომელიც სულ მეყვარება

ჩემი სუნთქვაა, დედაჩემია. "

თათია ნიკოლაძე - ,, დედა "

ანო პირველივე წამიდან, რაც სცენაზე იაონე გამოჩნდა, ერეკლეს ელოდა. ამ მოლოდინში, გულიც გაუჩერებლივ უფრთხიალებდა და თითქოს, იგრძნო მისი მოახლობა, სიმშვიდემ, რომ დაისადგურა მასშიც და ირგვლივაც, დარბაზში.

,, ყოველთვის დედას უწერენ ლექსებს,

ყოველთვის დედას გულით ეტრფიან,

მაგრამ მამების ამაგი გვახსოვს?!

ცოტა კი არა უფრო მეტია...

მამას არ ძალუძს ქალივით მოთქმა,

მამა სიტყვებით ვერ ამბობს სათქმელს,

მაგრამ სიღრმეში გულის და სულის დიდი აქვს სითბო,

გრძნობების არ მთქმელს...

გასაფრენად, რომ გჭირდება ფრთები,

მამა ძალაა იმედის ფერთა...

მას თუ ჭაღარა ამშვენებს თმებში,

შვილთა ამაგი ემჩნევა წელთა...

დედაც და მამაც ფუფუნებაა, რომ გყავდეს დიდხანს,

ჭირდებათ მოვლა,

გაზაფხულიც კი დაკარგავს ელფერს,

თუ კი მშობლების გარეშე მოვა... "

ანანო ხმალაძე - ,, მამა "

დარბაზში მზოლოდ ორნი ხვდებოდნენ, ეკატერინე და ანო, რომ ეს ლექსი არ იყო მხოლოდ ერეკლეს გულიდან წამოსული გამოძახილი, მასთან ერთად ის პასუხი გახლდათ, დიახ, პასუხი, თემოს წაკითხულ ლექსზე...


რა თქმა უნდა, საღამო ლევანს უნდა დაეგვირგვინებინა და ასეც მოხდა.

,, საღამოთი ნაცნობ შარით

შენი სახლისკენ გასწევ ნელა,

და შეკრთები ერთი წამით -

შენს ფანჯრებში ისევ ბნელა.

ყოველგვარი გაჰქრა ვადა...

არ ემჩნევა ფანჯრებს ნთება,

თითქოს ვიღაც წავიდა და

არასდროს არ დაბრუნდება! "

სვეტა კვარაცხელია - ,, სინათლე შენს ფანჯარაში! "


მალევე შეივსო ანოს გვერდით ცარიელი ადგილიც და, ამასთანერთად, თითებში სასაიამოვნო სითბოც იგრძნო, რომელიც ბიჭის ახლართული გრძელი თითებიდან იღებდა სათავეს.


***


კიტა, დიმიტრი და ილია შაბათ დილით სათევზაოდ წასულიყვნენ, ხოლო ქალბატონებს: ანოს, ლილეს, კატოსა და თინას შერვაშიძეების სახლში მოეყარათ თავი.
ნუ რაღა ოთხივეს, მხოლოდ თინა მოვიდა დილით, თორემ ლილე და ანო ისეც სახლში იყვენენ, ამას დამატებული ქალბატონი კატო დაქალის სარეცელს, რომ იყოფდა, იმიტომაც აღმოჩნდა და გახლდათ იქ.

მაისისთვის შესაფერისი თბილი ამინდი იყო, ასე, რომ თამამად გადაწყვიტეს მეორე სართულის ტერასაზე დასხდომა და სახლში გამოწურული, ჯანსაღი წვენის დალევა, თან, რა თქმა უნდა, ლილეს ნამცხვრებიც არ დავიწყებიათ.
მე შენ გეტყვი, ეგ დაავიწყდებოდა ახლა თინას?!
დილის ულამაზეს ცას აჰყურებდნენ და თან იცინოდნენ, ბიჭების აუცილებლად კრახით დასრულებულ თევზაობაზე, რადგან ჯერ არ ახსოვდათ შემთხვევა, როდესაც უკან რამით დაბრუნებულიყვნენ, ერთადერთი დღის გარდა.
რა თქვენ გგონიათ, ის ერთიც გამონაკლისი იყო?
ნურას უკაცრავად, ქალბატონების გაცურება გადაწყვიტეს, მაგრამ ვაი რომ ქალები ისეთები არიან, იქეთ გააცურებდნენ და გაახვევდნენ მათ მათსავე მოგონილ მახეში.
იმ ერთხელაც ბატონებს უნდოდათ ქალების და საკუთარი ჭიის გახარებაც ერთდროულად, რის შედეგადაც სახლში სუპერმარკეტში ნაყიდი თევზი მოიტანეს...
ერთი შეხედვით ჭკვიანური სვლა იყო, ქალებისგან დაცინვას გადაურჩნებოდნენ და თან გემრიელად ივახშმებდნენ კიდეც საღამოს.
მართალია, გემრიელად ვახშმობა კი მოახერხეს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდი დაცინვაზე.
უარესი დაემართათ.
,, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე " - ო მათზე იყო ნათქვამი.

გაყინული თევზი ჰქონდათ მაღაზიიდან სახლში მოტანილი...


დილის სასიამოვნო ნიავი უბერვადა, რასაც ქალების სასიამოვნო კისკისი ახლდა თან.
თინას მოყოლილ ისტორიებზე იცინოდნენ გულიანად, თუ როგორ აწვალებდა ქალი ქმარს რაღაც სისულელების გაკეთებით, რომლებსაც ვითომდა მასში მყოფი ბავშვი ითხოვდა.

მალევე ანომ დაიწყო საუბარი, რომელიც უფრო კონკრეტულად ლილესკენ იყო მიმართული.
- ერეკლე და მე ერთად ვართ.
- ეკატერინეს ერეკლე? - მალევე გამოეხმაურა ქალიც.
- უფრო, ანოს ერეკლე - გაუღიმა თინამ რძალს.
- კი, ერეკლე თავდგირიძე, ეკატერინესა და ალექსანდეს შვილი და ამავდროულად არჩილის ძმის შვილი... ააა ხო კიდე, თემოს ბიძააშვ.... - გოგონამ ვეღარ შეძლო დასრულება, რადგან დედის ხელები იგრძნო ზურგზე.
ლილე მას ეხუტებოდა.
- რაო, დე შეყვარებული ხარ? - თმაზე უსვამდა ერთ ხელს ანოს, მეორეს კი ზურგზე დაატარებდა.
ამ სიტყვის გაგონებისას ანომ სხეულში განგაშის ზარები იგრძნო.
შეყვარებული? ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ყველაფერი ცხადი იყო და თან მის თავს ხდებოდა.
მალევე მოხვია ხელები ქალს მხრებზე და გულში ჩაიკრა.
- დე, შენ ხომ იცნობ ერეკლეს?
- კი, დე. ასე პირდაპირ და უშუალოდ შეიძლება არა, მაგრამ არც ნაკლებად... ახლა კიდე, თურმე ჩემი პატარა გოგონას სიყვარული ყოფილა და მინიმუმ სიძედ ვიცნობ, მაქსიმუმ ჩემი შვილიშველების მამად და აბა რა გამოდის? - ქალმა ნამდვილად შეძლო შვილის გაგიჟება.
ანოს ისე აუწითლდა ლოყები, ისე დაემსგავსა კიდევ უფრო პატარა ბავშვს და საყვარელ თინეიჯერს, რომ სამივემ ძლივს იჯერა თავი მისი ჩახუტებით.


ესეც, ასე... დედა ქალიც კმაყოფილი გახლდათ...
რაც კიდევ უფრო უორმაგებდა, უათმაგებდა და უასმაგებდა ბედნიედებასა და თავდაჯერებულობას ანოს.


***


აქეთ, თავდგირიძეებთან უარესი ამბავი ტრიალებდა.
ნონა და არჩილი ცას ეწვინენ და ლაბათ მასაც კი გასცდნენ სიხარულისა და ბესნიერებისგან.
ერეკლე პირველი და დიდი შვილივით ჰყავდათ, რომელიც არასდროს გამოურჩევიათ თემოსგან.
იმდენად მოულოდნელი, დაუჯერებელი და თან სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა მათთვის, რომ ახლა სამნი ისხდნენ დიავანზე: თემო, ეკატერინე და ერეკლე, რომლებიც შეჰყურებდნენ, მაგიდასთან ჩამომსხდარ წყვილს, რომლთაგანაც ერთი უზომავდა წნევას მეორეს.
არჩილს იმდემად უხაროდა, პირველ რიგში, თინას და კიტას ოჯახის შვილის და თან მერე ანოსნაირი გოგოს გამოჩენა ერეკლეს ცხოვრებაში სულ სხვა ამპულაში, რომ ფიქრობდა ახლა მართლა შემიძლია თავისუფლად დავხუჭო თვალები და პირველ შვილიშვილზე ვიოცნეობოო...

არა, მართლა ვერ გავიგე. ჯერ საერთოდ რა საჭიროა, მაგაზე ოცნება - ბავშვი რა პრობლემაა, უბრალოდ ხალხი არ არიან?
ეს ჩურჩუტი ბატი წყვილი, ჯერ ერთმანეთს არც კი დალაპარაკებიან, რა სიყვარულის ახსნასა და გამოტყდომაზეა საუბარი...
ერთმანეთთან ჯერ ცივილური 'წყვილური' შეხვედრაც კი არ ჰქონიათ...

განა, ანო და ერეკლე ერთი ჩვეულებრივი, ცივილური, ტიპური წყვილი ხომ არ არიან ან იქნებიან, კაცო?!

ბოლოსდაბოლოს, ანო და ერეკლე არიან, რა...


***


,, ერთამნეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არებობს ჩვენს ქვეცნობიერში. " ზიგმუნდ ფროიდი

საღამოს ათი საათი ხდებოდა.
დილის ამინდთან შედარებით, გარეთ საკმაოდ აციებულიყო.
ტელეფონზე კვლავ წერილი მოუვიდა, რომელმაც საძინებელ ოთახში გამეფებული წყვდიადი დაარღვია.
,, ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას "
წამი არგასულა, პირველ წერილს მეორე მოჰყვა:
,, თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას... "
მესამეც:
,, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას "
ორი წამი, როცა გავიდა და შემდეგი წერილის აღარ მოსვლია, ანომ იფიქრა ბოლო იყოო, მაგრამ:
,, გაგავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს "
კვლავ გაგრძელდა:
,, ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს "
ანოს გულმა წამში კიდევ ორჯერ მეტი სისწაფით იწყო ფეთქვა.
,, და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს "
კულმინაციის დრო იყო...
,, ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას "
წამის გასვლაც კი არ აცადა, უკვე გაუზარებლად დაზეპირებული ნომერი აკრიფა და ზარის გასვლას დაელოდა.
- სად ხარ? - არაფრის თქმა არ დააცადა ანომ ბიჭს.
- აივნიდან გადმომხედე.
რანაირი ბიჭი იყო, გოგო გააგიჟა, სახლთან მიადგა, სიცივეში მხოლოდ მოსაცლის ამარა იდგა და ანოს არც კი თხოვდა ქვემოთ ჩასვლას და მის ნახვას. იქეთ, კიდევ უფრო უფრთხილდებოდა ანოს, ასე გვიან ( საღამოს ათ საათზე ) მშობლები, რომ არ შეეწუხებინა, გარეთ, რომ არ გამოსულიყო და სიცივეში არ გაციებულიყო.
მართლაც, რომ ამოუხსნელი და დაუმთავრებელი გახლდათ ერეკლე თავდგირიძე არა მარტო ანოსთვის, არამდე ჩემთვისაც კი.

ანომ წამიც კი არ მოიცადა, ტელეფონი საწოლზე მიაგდო და მხოლოდ გრძელსახელოებიანი მაისურის ამარა დაეშვა პირველი სართულისკენ, სადაც ერეკლე ელოდა.
ბიჭისკენ მთელი ძალით გაიქცა და ძლიერად შემოხვია კისერზე ორივე ხელი.
არც ერეკლეს დაუყოვნებია და საკუთარი მარწუხებიც შემოჰხვია ანოს წელს.
- რა არის, ასე ხომ გაცივდები, ანო - დაიჯუჯღუნა ერეკლემ.
- ამას, შენ მე მეუბნები? - პირდაპირ თვალებში შეხედა ბიჭს.
როგორც კი ერეკლემ მოსაცმლის გაძრობა დაიწყო, ანომ შეაჩერა.
- არც კი გაბედო - თითი სასაცილოდ დაუქნია - მოდი ასე ვქნათ.
ბიჭს გახსნილი მოსაცმელი უფრო კარგად შემოაჭიდა სხეულზე და მის გულმკერდზე მიკრულმა წელზე შემოიხვია ერეკლეს ბალოტისფერი მოსაცმელიც.
- ანო, კარგი, რაა - არ დააცალა ბიჭმა და მასთან ერთად თავისვე მოსაცმელში გახველ გოგონას ზურგს უკან ელვაშესაკრავი შეუკრა.
- მართალია, ასე უკეთესია - გაუღიმა მასზე ოდნავ მაღალ ბიჭს და მხარზე კიდევ უფრო კომფორტულად ჩამოადო თავი.
ამასობაში ერეკლე ანოს თმის სურნელს ისრუტავდა და ერთმანეთზე აკოწიწებდა თან, რომ გაჰყოლოდა.
- ანო - ძლივს დაახწია თავი გოგონას თმებს და ყურში ჩასჩურჩულა - გთხოვ, გაცივდები, სახლში ადი, რა.
- ცოტაც, რა - ამოიწუწუნა ანომ.
- მე შენთან მოვედი აივნიდან, რომ გადმოგეხედა ან გარეთ თუ გამოვარდებოდი - ჩაეცინა - რამე მაინც მოგეცვა.
- შენ თვითონ არ თქვი ახლა, გამოვარდებოდიო? ხოდა, აბა როდისღა უნდა მომეცვა ან ჩამეცვა რამე? - ბიჭს ოდნავ მოშორდა, ისე როგორც ამის საშვალება ნაჭრის მოსაცმელმა მისცა და გაუღიმა - კარგი, ხო ნუ მიყურებ ეგრე, მივდივარ - ლოყაზე ხანგრძლივად მიაკრა ტუჩები ბიჭს და ამის შემდგომ, თავი ძლივს დაახწია ერეკლეს გახსნილ მოსაცმელს.
სანამ წავიდოდა, ბიჭმა მაინც მოახერხა ანოსთვის დაძალებით თავისი მოსაცმლის ჩაცმა და თმების სასაცილოდ არევა.
- მიხარია, რომ თმებს აღარ ტანჯავ - უთხრა და ისე მომაკვდინებლად გაუღიმა, რომ ანო კიდევ ცოტა ხნით მიეწება იმ ადგილს სადაც აქამდე იდგა.

მალევე უყურებდა, ეზოსკენ მიმავალ თმაარეულ, მის ბალოტისფერ, ორი ზომით დიდ მოსაცმელში გახვეულ გოგონას და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. იქამდე არ დაძრულა ადგილიდან, სანამ ანომ საძინებლის აივნიდან არ გადმოჰხედა ერეკლეს და კიდევ ერთხელ არ დემშვიდობა ჰაეროვანი კოცნით ბიჭს.

მხოლოდ, ერთი ადამიანია საჭირო უკიდეგანო, უსასრულო, უსაზღვრო ბესნიერებისთვის, არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ ის ერთადერთი, რომელიც ყველანაირად, ისეც და ასეც შენ გეკუთვნის, რადგან მხოლოდ შენთვისაა შექმნილი და შენც, მხოლოდ მისთვის არსებობს ამ უზარმაზარ სამყაროში.


***


სამშენებლო კომპანიის შესასვლელში იდგნენ და ელოდებოდნენ, როდის მორჩებოდა გოგონა ტელეფონზე საუბრას და დართავდა მათ ნებას ასულიყვნენ მეორე სართულზე.
- მიბრძანდით, ბატონი ილია გელოდებათ - მიუგო დახლიდან გოგონამ.
- ბატონი ილია - ჩაიჩურჩულა კატომ და წინ წასულ ანოს თან აედევნა.
- ისე, ხომ იცნობ შენ ილიას? ხოდა, რომ მიხვდება აქ რისთვის ვართ, მოგვკვლავს - გადაუჩურჩულა კატოს და კაბინეტის კარებთან შეჩერდა.
გზა კატოს დაუთმო.
აი ბურთიც შენ და აი მოედანიცო...
შენვე დაიწყე, შენვე დაასეულეო...
კატომაც არ აცია, არც აცხელა, პირდაპირ, დაუკაკუნებლად შეგლიჯა ოთახის კარი.
- ბატონს ვახლავარ - გაკვირვებულ ბიჭს მისალმების მიშნად ხელი აუწია და იქვე მაგიდასთან მდგომ ორი სავარძლიდან, ერთ-ერთში ჩაესვენა.
- კატო? ანო? ხომ შვიდობაა? ვერ დამიკავშირდით თუ რახდება? - დაიქოქა ბიჭი.
- ილო, დამშვიდდი ცოცხლები და საღ-სალამათნი ვართ. შენ კიდე რას გაჩერებულხარ მაგ კარებში, შემოდი და დაჯექი რა - მიმართა ჯერ კიდევ ღია კარებში ასვეტილ ანოს.
- ამ გიჟმა აგტეხა ხო? - მიმართა დას და ხელი კატოსკენ გაიშვირა.
- ეს გიჟი იქნება ორივეს, რომ ძალიან კარგად მოგხედავთ - გადახედა ორივეს.
- მოკლედ, ილო ანოს აქვს შენთვის რაღაც მოსაყოლი - კატომ თქვა ეს თუ არა ანოს თვალები გადმოუცვივდა. ვერ ხვდებოდა ახლა იქ რა ხებოდა. კატო რას ხლართავდა. მგონი ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას აპირებდა.
- ანო? - მიუბრუნდა დას.
- მე? - იკითხა ანომაც.
- ხო, ანო შენ არ მეუბნებოდი მარტო ვერ მივალ, ვერ ვეტყვი ვერაფერს, წამომყევიო? - ვითომდა გაიკვირვა კატომაც.
- შენ, გოგ.... - ვინ აცადა ანოს, ილია ფეხზე წამოდგა და დასთან მივიდა. იქვე ჩაიმუხლა და ნიკაპზე ხელი მოჰკიდა.
- ანო, ხო კარგად ხარ? - შეშინდა ბიჭი, რაც ნამდვილად იგრძნობოდა მის აკანკალებულ ხმაში - არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, შენ ჩემთვის რამე ვერ გეთქვას და თან ამის შუამავლობა დაგჭირვებოდეს - თავით მიუთითა იქვე არხეინად მჯდომ, სეირის ტკბილად შემყურე კატოზე.
ის ის იყო, ანომ პირი გააღო რაღაცის სათქმელად კაბინეტის კარი, რომ გაიღო.
- უი, უკაცრავად... დაკაკუნება დამავიწყდა - სანახაობით დაბნეულმა ისიც ვერ მოახერხა ნათქვამი სისრულეში მოეყვანა და კაბინეტი დაეტოვებინა.
- არა, შემოდი თამთა - ფეხზე წამოიმართა ილია და საკუთარი სკამისკენ დაიძრა.
ამასობაში კატო გულში ზეიმობდა.
იმაზე კარგი და გამოსადეგი სიტუაცია შეჰქმნა, ვიდრე ჩანაფიქრში ჰქონდა.
არ გამორჩენია მის არწივივით მზერას, ანოს და ილიას ასე ახლოს დანახვისას გაკვირვებული თვალები და აწითლებული ლოყები.
- გაიცანი, ეს.... - დაიწყო ილიამ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, კატომ შეაჩერა.
- გამარჯობა, მე კატო ვარ - ხელი გაუწოდა - ეს კიდევ, ანოა - მიუთოთა ჯერ კიდევ აგონიაში მყოფ ანოზე კატომ.
- სასიამოვნოა - მორცხვად ჩაიჩურჩულა - ბატონო, ილია მაშინ მე გავალ და მერე შემოვალ, ბოდიში კიდევ ერთხელ წაღანდელითვის.
სიტყვა პირზე შერჩა ილიას კვლავ, რადგან კატო ისევ არ თმობდა ასპარეზსს.
- არა, საყვარელო... რატომ უნდა გახვიდე და მერე შემოხვიდე, ჩვენ გავალთ ან თუ საიდუმო საქმე არ არის, მოაგვარეთ და მერე გავაგრძლებთ ჩვენც - გაუღიმა გამამხნევებლად უხერხულად აწურულ გოგონას.
- მართალია, კატო - დაეთანხმა ანო - ჩვენ წავალთ და თქვენ საქმეები მოაგვარეთ.
იფიქრა ამათაც მარტო დავტოვებთო, კატოსაც დავიმარტოხელებ და გავაცლი სულ ღერა-ღერა თმებსო, ეს თუ ვერ ვქენი, ახლა ილიას მაინც დავაღწევ თავსო, მაგრამ რად გინდა, სად აცალა ილიამ?!
- არა, თქვენც დარჩებით და თამთაც - თქვა ბიჭმა - მოდი თამთა მაჩვენე რა საბუთები შემოიტანე, თქვენ კიდევ დასხედით, ჯერ არ დაგვიმთავრებია... - საჩვენებელი ხელი დაუქნია გოგონებს და მასთან მოახლოვებულ გოგონას განსამხნევებლად, ღიმილით ახედა...

***

მისაღებში იჯდა მშობლებთან ერთად და რაღაც გადაცემას უყურებდა შავი ზღვის შესახებ.
მთელი ორი საათის განმავლობაში მოუსვენრად ცქუმტავდა და ვერ ისვენებდა. თითქოს, შიგნიდან იწვოდა და ეკლებზე იჯდა. რამდენჯერმე კიტამაც კი ჰკითხა, ხომ კარგად ხარო? მაგრამ აბა რა უნდა ეთქვა, თვითონაც არ იციდა რა ჭირდა და რა არ ასვენებდა.
მალევე დატოვა დედ-მამა მარტონი მისაღებში, თვითონ კი საძინებლისკენ აიღო გეზი.
ოთხაში შესული არ იყო, ტელეფონზე წერილს, რომ წერდა.
იცოდა, დღეს ერეკლეს რეპეტიცია უნდა ჰქონოდა და არ უნდოდა, ზარით ხელი შეეშალა მისთვის, ამიტომ მიწერა გადაწყვიტა.
,,გარეთ ძალიან წვიმს და იმედია შესაბამისად გაცვია, ხო?"
გარეთ მართლაც, რომ მაისისთვის შეუსაბამოდ, კოკისპირულად წვიმდა.
ეგონა ერეკლე მალევე ვერ უპასუხებდა, თუმცა ორი წუთიც არ იქნებოდა გასული საპასუხო წერილიც, რომ დაუბრუნა:
,,მე შენი იმედი მქონდა, რომ გამათბობდი"
ანოს გაეღიმა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული რამ მიწერა.
,,მე კიდევ იმედი მქონდა, რომ რეპეტიციაზე იქნებოდი და ვერ მიპასუხებდი"
" დილით ვიყავი, საღამოს ბიჭებს არ ეცალათ და მე და ნენე ადრე მივედით დღეს"
,,ანუ, უკვე სახლში ხარ?"
,,შეიძლება ეგრეც ითქვას"
,,რაღაც ვერ ხარ, ხო ხასიათზე?"
,,შენ, რომ არსებობ ჩემ ცხოვრებაში, მე რა მომაწყენს?!"
ანოს ტერფიდან თმის ძირებამდე სასიამოვნო ელექტრონებმა დაუარეს.
,,ერეკლე თავდგირიძევ" მიწერა ღიმილით.
,,ანო შერვაშიძევ" უპასუხა ღიმილითვე ბიჭმაც.
,,აუუ, რაღაც გიჭირს, ხო? მითხარი, რაა... მთელი დღეა ვერ ვისვენებ, აფორიაქებული ვარ'' ბოლოს მაინც გამოიტყდა ანო, მართლა ვერაფრით მოისვენა.
ამასობაში, კი ერეკლე სულელივით იღიმებიდა და გული სითბოთი ევსებოდა, ანოს ბავშურობის გამო.
,,ანო, მგონი მაგიჟებ"
,,მგონი?"
,,მგონი აღარ, მართლა მაგიჟებ"
,,ხოდა, რას ვაკეთებ, როგორ ვარო?"
,,ასე ცდილობ ინფორმაციის გამოძალვას? რაღაც არ ხარ დამაჯერებელი"
,,გაჩვენებ, ახლა მე შენ კარგად დამაჯერებლობას..."
,,რას გულისხმობ?"

ერეკლეს ბოლო წერილზე პასუხი არ მიუღია, რადგან ანო პირდაპირ სახლის კართან გამოეცხადა გაკვირვებულ და აშკარად გაციებულ ბიჭს.
აი თურმე რა ყოფილა...
აი თურმე რა არ ასვენებდა ანოს...
რა აფორიაქებდა... გრძნონდა რაღაც, რომ უჭირდა ერეკლეს...
ბიჭს საშინლად ჰქონდა ჩაწითლებული თვალები. სახეზეც კი ეტყობოდა დაღლილობა, სიაუსტე და მაღალი ტემპერატურა.
- ეს არის, კრაგად ვარ, შენ, რომ არსებობ მე რა მომაწყენსო? - უთხრა ჯერ კიდევ კარის ღრუბლთან მდგომმა გოგონამ, შეწუხებული სახით - როგორი განადგურებული ხარ, ერეკლე.
აქოთქოთებული და ანერვიულებული ანო შემოსასვლელში ძლივს შევიდა, ხოლო ბავშვივით მოწყენილი და მისი მდგომარებით შეწუხებული გოგოს დანახვისას ერეკლე ვეღარ აზროვნებდა. ისეც ხომ სუსტად იყო, თითქმისდა მითიშული, მაგრამ ანო ამ მდგომარეობაშიც კი ახერხებდა მასზე განსაკუთრებული გავლენის ქონას. მოჯადოებული შეჰყურებდა ლოყებ აწითლებულ, თმაარეულ ანოს და გული პატარა ბავშვივით უფრთხიალებდა.
იქვე ჩამომჯდარ გოგოს, რომელიც სველი ფეხსაცმლის მოშორებას აპირებდა, თავადვე დაასწრო დახრა და გოგონას ტერფებს ფეხსაცმლის მოშორებაც.
იქვე ახლომახლოს არ იყო სახლის ჩუსტები, ამიტომ თავისივე გაიხადა და დაუტოვა გოგონას.
იცოდა ანო 'დატუქსავდა' გაციებული და სიცხიანი კიდევ ფეხშიშველი სიარულს, რომ აპირებდა და მალევე გაეცალა გოგონას ისე, რომ სიტყვის დაძვრის საშვალება არ მისცა.
მისაღებში ტელევიზორის წინ, სადაც ანოს მოსვლამდე იწვა, ახლა დაჯდა და გოგონას გამოჩენას ელოდა, თუმცა რატომღაც ანო იგვიანებდა.
სინამდვილეში კი, ანო ერეკლეს ამ პატარა, უმნიშვნელო საქციელით ( თავისი ჩუსტების დატოვებით ) მონუსხული ერთ ადგილს ვერ სცილდებოდა. გულში სითბო ჩაეღვარა.
დასამშვიდებლად და ცოტა აზრზე მოსასვლელად, აჩქარებულ გულზე ( გულმკერდზე ) ხელი მიიბჯინა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.
- სახლში მარტო ხარ? - ჰკითხა ბიჭს.
- ახლა ხო, გასულია დედა და მალე მოვა - უპასუხა და შეეცადა ცოტა მოშორებით დამჯდარიყო გოგონასგან რაიმე, რომ არ გადაედო მისთვის.
- წვნიანს გაგიკეთებ და წამლებს დაგალევინებ - ფეხზე წამოიმართა ანო.
- მადლობა, საყვარელო. დედა ზუსტად პროდუქტის საყიდლადაა გასული, წვინიანი უნდა გაგიკეთოო. კი ვუთხარი, ამ ამინდში არ ღირს გასვლა მეთქი და არც წვიანი მინდა, მხოლოდ შენ იყავი აქ თქო, მაგრამ ვინ დამიჯერა, აბა? ხედავ სადმე დედას? - სასაცილოდ გაშალა ხელები და მისაღებში იქეთ-აქეთ მიმოიხედა.
- რა სასაცილო ხარ, ერკე - გულწფელად გაუღიმა ბიჭს.
ამ დროს კი ერეკლეს სუნთქვა გაუორმაგდა, თვალებში ვარსკვლავები აენთო და სასაცილოდ, პატარა ბავშვივით, მიინაბა.
ასე ლამაზად არასდროს არავის მიუმართავს მისთვის... ასე არასდროს მოსწონებია საკუთარი სახელი.
ანო აძლევდა ხიბლს და ალამაზებდა ყველაფერს, რასაც კი შეეხებოდა.
ვეღარ მოითმინა, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ გოგონას მიუახლოვდა და ძლიერად მოხვია ხელები.
არც ანო დარჩენია ვალში, მალევე მოხვია ბიჭის განიერ მხრებს წვრილი ხელები.
- შენ მე მეფერები - ყურში ჩასჩურჩულა ნაზი ბრაიტონით ბიჭმა აღელვებულ გოგონას.

მალევე დაბრუნდა შინ, სულ სველი და 'გაწუწული' ეკატერინეც, რომელიც არასდროს ატარებდა წვიმაში ქოლგას, სულ ცდილობდა შანსის გამოყენებას და წვიმის შეგრძნებას.
იმაზე მეტად გაუხარდა ქალს სახლში ანოს დანახვა, ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა.
მალევე გამოიცვალა და სამზარეულში შეყუჟულ წყვილს შეუერთდა.
- უკაცრავად, მე ... - ქალის დანახვაზე სასაცილოდ ალუღლუღდა ანო.
- დედა, ანომ ... - ერეკლეს გოგონამ შეაწყვწტინა.
- მაპატიეთ ასე უკითხავად, რომ შემოვედი საზარეულოში და წვნიანის მომზადება დავიწყე, უბრალოდ ვიფიქრე რაც უფრო მალე მიირთვამდა ერეკლე, მით უფრო მალე გახდებოდა უკეთაც... - საყვარლად აარიდა ქალის ულამზეს ცისფერ თვლებს თავისი მწვანეები.
- ძალიან კარგადაც გიფიქრია - გაუღიმა განსამხნევებლად ერთ ადგილას აწურულ გოგონას - ერეკლე, რატომ მებოდიშება, შენ ხომ არ იცი, დე? - ახლა შვილს გახედა.
ერეკლემ მხრების აწევით მიანიშნა, რომ არც თვითონ იცოდა, არადა ხვდებოდა რატომაც წუხდა ანო.
ის ხომ წვრილმანებსაც კი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა.
ანო მალევე მიუბრუნდა თავის დაწყებულ საქმეს და ბოსტნეულის გარეცხვა განაგრძო.
ქალი იქვე ჩამოჯდა შვილთან ახლოს და მასთან ერთად მიაცქერდა აუღელვებლად მოფუსფუსე გოგონას.
- წვიანში სტაფილოს ხომ შეჭამ? - შეეკითხა ანო.
- შენ გაკეთებულ საწამლავსაც კი შევჭამ - ვითომ იხუმრა და მიესიყვარულა ბიჭი ანოს, მაგრამ საპასუხოდ დედისგან ფეხზე საკმაოდ მწარე ჩქმეტა მიიღო.
- მეტკინა - დაიწუუწნა.
- ძალინაც კარგი, ზუსტად ეგ მინდოდა, მეც - გაუღიმა ქალმა.
- ტერორში ვარ, ერთი წვნიანს მიკეთებს - ჯერ ანოს გახედა - მეორე მალურჯებს - მერე დედას - ამასობაში კი მე ვარ ავად და სიცხე მაქვს.
- მერე, მე ხომ გითხარი არ ადგე, არ უნდა შემოყოლა და აქ ჩამოჯდომა თქო. იწექი თბილად, კომფორტულად და ტელევიზორში რაიმეს შეხედე თქო.
- დედა, ახლა ეს გოგო ნორმალურია? - ქალს მიუბრუნდა - ჩემთან სახლშია, ჩვენ სამზარეულოში ფუსფუსებს და მე მთხოვს, რომ ძალიან მშვიდად იქვე გვერდით ოთახში ვიწვე და ტელევიზორში უაზრო რაღაცებს ვუცქირო? - შეეცადა ცოტათი დაბალ ხმაზე ეჩურჩულა ანოს, რომ არ გაეგო.
- ტყუილად დამჯდარხარ აქ და მისჩერებიხარ ამ გოგოს. არსად გაგექცევა. კი ვიცი, ძალიანაც გინდა შენ გამო ყოველთვის რაღაცას აკეთებდეს და მხოლოდ შენთვის ფუსფუსებდეს სამზარეულოში და ამ მომენტის ჩასაბეჭდად და მოგონებად შესანახად მოსვენებას არ აძლევ მასაც და საკუთარ თავსაც.
ვერ ელევი, მისით ტკბობა გინდა და არცერთი შანსის ხელიდან არ გაშვება, მის სიახლოვეს, რომ იყო, უდარაჯო და უცქირო, მაგრამ დე, ანო ხომ ერთადერთია და ისიც შენთვის, არა? - ყბაჩამოვარდნილ შვილს თბილად მიეფერა ხელზე და წყვილი უკანმოუხედავად მარტო დატოვა.

დედა მაინც ხომ დედაა, არა?
ეკატერინე, რა დედა იქნებოდა საკუთარი შვილი, რომ ვერ გაეშიფრა და ამოეცნო?
ასეც იყო, ყველაფერს თავისით მიხვდა და შვილიც აღფრთოვანებული დატოვა.
რასაც ერეკლე საკუთარ თავთანაც კი ვერ აღიარებდა, ეკატერინემ სრული სიზუსტით ყველაფერი თვალწინ გადაუშალა ბიჭს.

***

კატოს ოთახში საწოლზე გულაღმა იწვნენ და საუბრობდნენ, უფრო სწორად, რომ ვთქვათ, ანო იხსენებდა წინა დღით ერეკლესთან სახლში მომხდარ ამბებს და კატოს უყვებოდა.
- მისაღებში ტელევიზორის წინ ვისხედით. ეკატერინე სამზარეულოში იყო და ჩემ გაკეთებულ წვნიანს ჭამდა, მე კიდევ ვაჟბატონს ( აქ ჩაეღიმა )
- ანუ, ერეკლეს - დააკონკრეტა კატომ.
- ხო, ერეკლეს ვაჭმევდი წვნიანს. მაგასაც თუ ჭმევა ერქვა.
- რა გულისხმობ? - საყვარლად მოწუწუნე ანოს ჰკითხა.
- რას და, მასთან ახლოს ვიჯექი, აბა ორი კილომეტრიდან ხოარ ვაჭმევდი, არა? - შეიცხადია ანომაც - ხოდა, ვიჯექი და ნელ-ნელა ვაჭმევდი, ეს კიდე იმ ხელზე და მაჯაზე შეუწყვეტლივ მეფერებოდა, რომელშიც კოვზი მეკავა. რა არ ვუთხარი, რა არ ვცადე, მაგრამ ბიჭი ვერ გავაჩერე... ეგღა მაკლდა, ისეც მაბრუებდა მასთან სიახლოვე, თან ასე უკითხავად ეკატერინესთან სახლში და სამზარეულოში შეჭრაც მრცხვენოდა, ცალკე კიდე ერეკლე არ მეშევებოდა და მაბრუებდა.
- ერთი, ვითომ შენც არ გსიამივნებდა, რომ გეფერებოდა რა - შეაწყვეტინა კატომ.
- მერე და, რა, რო მსიამოვნებდა? - აღიარა ხმამაღლა - ხომ უნდა დაეცადა, არა? კიდევ კარგი მაგის მერე მალევე წამოვედი, წამოვედი რა, მომიწია, და სხვათაშორის, შენ გაჩალიჩებული ამბის გამო..
- რას გულისხმობ? - გაუკვირდა კატოს.
- რასდა, ილიამ დამირეკა და მთხოვა მალე მოდი სახლში, სალაპარაკო გვაქვს ოფისში მომხარზეო - აუხსნა გოგონას.
კატოს ის ის იყო, თავის გასამართლებლად და ანოს კლანჭებისგან თავის დასაღწევად, რაღაც უნდა ეთქვა, საძინებლის კარი დედამისმა, რომ შემოაღო.
- ვახშამი მზადააა, ქალბატონებო
- მიმართა საწოლზე უკვე წამომჯდარ გოგოებს - გამოდით და ერთად ვივახშმოთ.
- ოქრო ხარ, დედა - მაშველ რგოლს დასწვდა დედას სახით კატო და მარტო დატოვა საძინებელში ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსული დაქალი.
- აბა, რა ხდება ახალი უნივერსიტეტში? - ვახშმობისას იკითხა კატოს მამამ და ორთავეს გახედა.
- განსაკუთრებული არაფერი, შუალედურიები გვქვს და მალე ფინალურების დროც მოვა... - თქვა ანომ.
- და მერე, მესამე კურსელ - სასაცილოდ დაიჯღანა კატო და ყველას სიცილის ტალღამ გადუარა.
- დე, შენ მაინც არაფერი გეშველბა - ვითომ გასამხნევებლად ქალმა კატოს თავზე ხელი გადაუსვა.
- გეთახმებით მეც და ანოც, არა? - ანოს გადახედა კაცმა.
- მოკლედ, ჩემზე გადატეხეს ჯოხი, რა - დაიწუწუნა კატომ.
- მალე შენი დაბადებისდღეა ანო, აპირებ რამეს? - ჰკითხა ქალმა.
- ეგრე, რა - გაუღიმა დედას კატომ - ძლივს რამე წესიერზე არ ვსაუბრობთ, რო დამიწყეთ აქ უნივერსიტეტი, გამოცდები და ამბები. კიდე ეგ მინდა, მე? - აქოთქოთდა კატოც.
- რავიცი, მაია დეიდა არაფერს განსაკუთებულს არ ვგეგმავ - უთხრა ანომ.
- რატომ, კაცო 20 წლის არ ხდები? - ჰკითხა კაცმა - თანაც 20 მაისს, ოქროს დაბადებისდღეც გაქვს, ეგრე არ შეიძლება, შვილო - ლოყაზე მოუთათუნა ხელი ანოს.
- ვუერთდები, მამა კაცს - დაიწყო კატომ - სულ ხომ არ გაქვს დაბადებისდღე, თანაც ოქროსი, არა? - მართალია, ეს მამა-შვილი ანო, არავინ იცის ხვალ, ხვალ კი არა დღეს, ახლა ორო წუთის მერე რა მოხდება, სანამ გაქვს, შანსი, დრო და საშუალება, არ გაუშვა ხელიდან ესეთი შესაძლებლობები - უთხრა მაიამ ანოს და მაგიდის ალაგებას შეუდგა.

***

ოთხივე კაფეში, დიდ მაგიდასთან ისხდნენ და ბიჭებს ელოდებოდნენ, რომლებიც იოანეს ობიექტზე იყვნენ გასულები და გოგონებს კაფეში შეხვედრას შუთამხმდნენ.
ნენეს ინიციატოვით დღეს ისინი აპირებდნენ ბიჭების დაპატიჟებას.
რა თქმა უნდა, დანარჩენებმაც მხარი აუბეს და ახლა უამრავი კერძის თანხლებით, რომლებიც ნელ-ნელა გაიცებას იწყებდა, ელოდნენ ბიჭების გამოჩენას.
ოც წუთში მოვიდნენ და მალევე შეურთდნენ მათაც.
- რა იყო კი, მარა ცალი თირკმელი უნდა გავყიდო ეს, რომ გადავიხადო? - გაიხუმრა თემომ.
- არა, ამას ერთი არ ეყოფა თემო, მეორეც უნდა მიაყიდო - გაეხუმრა იოანეც.
- ნახეთ რა, რა კაცია ერთი ეს - გახედა ძმაკას - კი არ მითხრა, ერთს მე გავყიდი და ასე გავინაწილოთ მაინცო, მეორეც მიაყიდეო, ტო - დაიჩივლა თემომ.
- მორჩებით, ამ მასკარადს თუ ავდეგთ და წავიდეთ? - ჩაეკითხა ბიჭებს კესო.
- არა, ნახეთ ეს რა მელაა - თქვა დაზე ლევანმა - მოინდომა წყლიდან მშარალად გასვლა, რა.
- არა, რა ნენე ყველაფერი შენი ბრალია, რა გააჩერებთ ახლა ამათ? ან რისი ღირსები არიან, მართლა და მართლა, რაა - შეწუხდა კესო.
- უიმე, მორჩით - შეეცაადა ყველას დამშვიდებას კატო - დღეს ჩვენ გეპატიჟებით ყველაფერზე.
- არა, დაპატიჟება კი კარგია, მაგრამ მაგას გადახდაც, რომ უნდა თან იცით, ხომ? - ჩაეკითხა თემო.
- არა, ამას ვერ გავუძლებ მე - სკამს მიეყრდნო კატო - აუხსენი ანო რა - მიმართა ჯერ კიდევ მშვიდად მყოფ დაქალს.
- ჩვენ გეპატიჟებით და ჩვენვე გადავიხდით - თქვა ძალიან მშვიდად.
- არა, კი გავიგეთ, მაგრამ წინასწარ, რომ ვიცოდეთ რამდენისაა მზად, რომ ვიყოთ ჩეკის დანახვისას, რა - არ ცხრებოდა ლევანი.
- არა, უყურე კიდე თავისას, რომ აწვება - აპიპილდა მოთმინება ამოწურული კესო.
- რა იყოთ, ხალხო, რა გეტაკათ? - ახლა უკვე, ნენემაც ამოიღო ხმა - ჩვენ გეპატიჟებით და ჩვენვე გადავიხდით, არ ინერვიულოთ - იქეთ შეეცადა კიდე ბიჭების დამშვიდებას.
- არა, კიდე იქეთ, რომ ელოლიავება ერთი, დამიხედეთ ამას რა - მაინც ვერ ისვენებდა კესო.
- კაი, რა იყო გოგო შენც - მიმართა ლევანმა დას - ვხუმრობთ, ვითომ არ გვიცნობდე რა.
- აი ყველაზე ჯიგრები, ერეკლე და ანდრო არიან - გადახედა ჩუმად მჯდომ და სიტუაციით გამხიარებულ ბიჭებს.
- ხოდა, მაშინ ეგენი გადაიხდიან - ისევ შეეეცადა გოგონების გამოწვევას იოანე.
- ვინმემ, გამაკავეთ - ამის თქმაღა მოასწრო კესომ და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, რომ თვალის გაყოლებაც კი ძლივს მოახერხეს დანარჩენებმა.

უკვე საღამო იყო, იქვე ახლოს, ფეხით ბულვარიდან პარკში, რომ გადაინაცვლეს.
კესომ და კატომ ერთად აიტეხეს, გინდა თუ არა ზოოპარკში შევიდეთო და აბა, ამ ორს ერთად ( ნუ ცალკ-ცალკესაც ) ვინ დაამარცხებდა, რო?
ბათუმის ზოოპარკში ბევრი არაფერი იყო სანახავი, თუმცა საკმაოდ კარგად გაერთნენ, სამახაოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ერთმანეთიც შეაშინეს.
ანოს არ უყვარდა ზოოპარკები და ცირკები. ისეთი ადგილები და დაწესებულებები, სადაც ცხოველებს სასტიკად სჯიდნენ, ავიწროვებდნენ, თავისუფლებას ართმევდნენ და გალიაში ამწყვდევდნენ,
თუმცა მეგობრების ხათრით, უარი არ თქვა ამ შანსზე და რამდენიმე ცხოველს, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელიც კი გაუწოდა.

***

ნენე და კესო საერთო ლექციაზე იყვნენ უნივერსიტეტში, თუმცა, რატომღაც, აგერ უკვე ათი წუთია ლექტორი იგვიანებდა.
კესოს დრო ტელეფონში ფოტოების და ვიდეოების თვალიერებით გაჰყავდა, რასაც გვერდით მჯდომი ნენეც ადევნებდა თვალს.
წინა დღით კაფეში გადაღებულ ვიდეოებს უყურებდნენ, ერთ-ერთში საინტერესო და უთბილესი მომენტი, რომ დაიჭირეს.
ანო და ერეკლე, რა თქმა უნდა, გვერდი-გვერდ ისხდნენ. ანოს უცებ იატაკზე სალფეთქი დაუვარდა და მის ასაღებად დაიხარა, რა დროშიც საუბრაში გართული ერეკლე მაგიდის წვერს ხელს აფარებს, რადგან ანომ რაიმე არ დაიზიანოს.

ნამდვილად, არ ვიცით იქვე მყოფთაგან, რომელიმე თუ შეძლო ამ მომენტის დაჭერა, მაგრამ ფაქტია, ანოს არაფერი გამორჩენია...

შენი ქმედება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს, უფრო სწორად კი, შენი ქმედება გადამწყვეტია!

***

საღამო იყო თემოს სახლს, რომ ტოვებდნენ ერთად ანო და ერეკლე.
ბიჭს გოგონა უნდა მიეცილებინა სახლამდე...
თემოს და კატოს კორპუსისგან არც ისე შორს, პატარა სტადიონი იყო, რომელზეც, გაგიკვირდებათ და, იმის მიუხედავად, რომ სულ ხალხმრავლობა ( უფრო ბავშვთმარავლობა ) გახლდათ, ახლა კაცის შვილის ჭაჭანება არ იყო.
იქვე ახლოს, ანომ ფეხბურთის ბურთიც დალანდა, ამ უკანასკნელისკენ გაემართა და როგორც კი, ხელი დასტაცა მოედნის შუაგულისკენ დაიძრა.
გამომწვევად უღიმოდა ბიჭს და მისკენ მოახლოებისკენ მოუწოდებდა.
ერეკლემაც არ დააყოვნა და მალევე შეუერთად, პატარა ბავშვივით აჟიტირებულ, ანოს.
კარში თვითონ ჩადგა და ბურთი დასარტყმელად ანოს დაუტოვა.
არცერთს არ უნდოდა ერთმანეთისთვის რაიმეს დამტკიცება, აი მაგალითად ანოს იმის, რომ კარგად თამაშობდა და გოლს აცილებლად გაუტანდა ერეკლეს, ერეკლეს კი ბურთის აღება არ უნდოდა, იმის მიუხედავად, რომ შესანიშნავად გამოდიოდა ეს უკანასკნელი.
რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა კარში მდგომ ბიჭს და მოემზადა ბურთის დასარტყმელად.
ერეკლემაც ვითომ დიდი შემართებით დაიწყო აქეთ-იქით ხტომა.
ანომ გაითამაშა თითქოს ბურთს ფეხი ლამაზად ვერ დაარტყა და სულ სხვა მიმართულებით გაუშვა, ერეკლეს კი ანომდე ჩაფიქრებული გადაწყვეტილება მოჰყავდა სისრულეში, სანამ ანო დაურტყავდა იქამდე გადახტა კარდან სულ სხვა მიმართულებით და მინდორზე დაეცა.
მინდორზე ვარსკვლავივით გართხმეულ ბიჭს თავზე წამოადგა ანოც.
ერეკლე წამოიწია ჩასახუტებლად და მალევე მოექცია გოგონაც მის ძლიერ მკლავევში.
ორივე მინდორზე დაეცა.
ერეკლეს ზურგით მწვანე საფარას ეკვროდა, ანო კიდევ ერეკლეს აჩქარებულ გულმკერდს...

შეიძლება ვიღაც, ამ მომენტს მოგონებადაც კი ასახავდა ტელეფონში ან ფოტოაპარატის კამერაში მაინც, თუმცა, ვინ იცის?!


***


ზღვის პირას იყო მარტოდმარტო.
ულამაზეს დაისს მისჩერებოდა და ტალღების სასიამოვნო ჟღერადობას ყურს უგდებდა.
არცისე შორს იყო ნაპირისგან.
ხშირად ხედავდა ზღვაში უმარავ გამოუსედაგ, გადაყრილ ნივთებს, მათ შორის, ცელოფნებს, ბოთლებს, ხის ტოტებსა და ასე შემდეგ.
რატომღაც ახლა ყურადღება ნაპირთან ძალიან ახლოს მოტივტივე მინის ბოთლზე გაუმახვილდა.
არ აპირებდა არც ადგილიდან დაძვრას და არც ბოთლის აღებას, მაგრამ ხომ იცით სხეულში, რომ რაღაც ძალა შემოგიჩნდება და არადა არ მოგასვენებს, აი ზუსტად ეგრეთ დაემართა ახლა ანოსაც.
ფეხზე ძალით წამოიმართა და ბოთლისკენ დაიხარა.
მალეცე მოიქცია ხელებში და მის მზერას არ გამოპარვია, მინის ბოთლში მოთავსებული ფურცელი, რომელიც რატომღაც ანოსთვის წერილთან ასოცირდებოდა.
დიდხანს არ შეყოვნებულა, მალევე გახსნა ბოთლიც და ხელი დასტაცა საკმაოდ მოზრდილ, ლამაზად და ბევრჯერ დაკეცილ ფურცელს.

,, თუ შენ ამას კითხულობ, ესეიგი ასეც იყო საჭირო. წარმოიდგინე ამხელა, მიუწვდომელ ოკეანეში ( ზღვაში ) მოგზაურმა ბოთლმა შენ აგირჩია, შესაბამისად მისი წერილიც შენთვისაა.
იცი რას გეტყვი? სიცოცხლით დატკბი. ნუ ცდილობ ცხოვრებას აუწყო აკორდები, ნუ ცდილობ მოერგო მის ჩარჩოებს და არასდროს მისცე უფლება შეხვედრილ ტკივილებს გაგაბოროტოს.
და თუ ახლა გრძნობ, რომ იქ არ ხარ სადაც საჭიროა და თუ ოდნავ მაინც არაკომფორტულობა გებრძვის, ადექი და წამოდი.

წადი იქ, სადაც სხვა თუ არა საკუთარი თავი მაინც რომ იპოვო. არ იქნება კარგი თუ სიყვარულს ზურგს შეაქცევ, ეძებე-თქო ვერ გეტყვი, მე ვფიქრობ, რომ ის თავისით ჩნდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. და თუ ეს სიყვარული უკვე შენთანაა, მაშინ სხვა რა მეთქმის გარდა იმისა, რომ გაუფრთხილდე, გაუფრთხილდე და გიყვარდეს.
ძალიან სულელი იქნები თუ ბედნიერებას შენივე ნებით დათმობ. ვფიქრობ სიძულვილისა და გაბრაზებისათვის ძალიან პატარაა ჩვენი სიცოცხლე, დრო ყველაფერს შენზე უკეთ მიხედავს. ასე რომ გაიღიმე რა, თქვი რაც გულით გინდა,
ხვალ შენს რომელიმე ამოსუნთქვას
ჰაერი რომ არ ეყოს? შენს რომელიმე სიტყვას ასოები, რომ გამოელიოს?
ის რასაც გრძნობ შენია და ის ვისზეც გრძნობ მისიცაა.
სიმდიდრე შენს გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანების მიხედვით გაზომე,
სიღარიბე კი შენივე ვერ-ნათქვამი სიტყვებით, შენივე შეცდომებით. იყავი სამაგალითო ადამიანი, იყავი მშობელი, რომელიც ჩაუქრობელ ნაპერწკლებს ტოვებს შვილების გულში. იყავი მეგობარი, რომელიც არასდროს მისცემს დავარდნის საშუალებას, რომელიც ყოველთვის მზად იქნება დახმარებისთვის. იყავი ადამიანი, რომლის ცხოვრების ნაფეხურებსაც ეს ბობოქარი ოკეანე ვერაფერს დააკლებს. იყავი ის ვინც ხარ, ნიღბების გარეშე.
იმდენად კარგი ხარ, რომ საკუთარ თავს არ უნდა მალავდე.
წადი, სამყარო გელოდება.
დიდხანს ნუ შევაწუხებთ დედამიწას. ახლა კი, წერილი უკან დააბრუნე ძლივს გადარჩენილ ბოთლში,
და მერე ამ უთვალავ წყლის წვეთებს გადაეცი, მათ უკეთ იციან, საით წაიღონ. " ( წყარო: დაიჭირე წამი )

შემთხვევითობა არ არსებობს,
ყველაფერი უფლის ნება გახლავთ...


***


თინასთან და დიმიტრისთან ერთად ნაყინს მიირთვამდა ქალბატონი ანო ვერანდაზე.
თინას უკვე ოდნავ ეტყობოდა წამოზრდილი მუცელიც, სადაც ოყო მეოთხე თვეშიც გადააბიჯებდა.
გამონაკლისი გახლდათ, ბატონი დიმიტრიც ისვენებდა და სახლში ატარებდა დროს საყვარელ მეუღლესთან და მეუღლის ძმისშვილთან ერთად.
- ანო, რა გაჩუქოთ დაბადების დღეზე? - ჰკითხა ქალმა.
- თინა, რატომ მრავლობითში? რატომ ართმევ გოგოს ბევრი საჩუქრის შანსს ხელიდან? შენ შენთვის აჩუქე, მე ჩემთვის - ანოს ცხვირზე დაჰკრა თითი და ქალს გაუღიმა.
- ბავშვი მაჩუქე თინა, ბავშვი - მიუგო ქალს ხუმრობით.
- ეგ უკვე გზაშია, 5 მაქსიმუმ 6 თვეც და ეგაა - გაუღიმა ძმის შვილს.
- ხო, მაგრამ მე, რომ ახლა მინდა? - დაიწუწუნა საყვარლად გოგომ.
- მერე და, რას მიკეთებ ეს ახალგაზრდა ქალი? უთხარი ერეკლეს - თვალი ჩაუკრა საზეზე აპილპილებულ ანოს.
- თინა, უხერხულია - საყვედურნარევი თავალებით გახედა ცოლს დიმიტრიმ.
- მერე რა, აღარ არის პატარა ბავშვი, აგერ ააა სადაცაა 20 წლის ხდება ქალბატონი - შეეცადა სიტუაციის განმუხვტას და ანოს მიეფერა მხარზე.
- მამიდაშენს არაფერი ეშველება, ანო... - დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია კაცმა - ვერც მე ვუშველე, ვერც ბავშვი უშველის და კიდევ უფრო, ასაკის მომატებაც ვერ შველის, ხომ ხედავ ფორმას არასდროს კარგავს, პირიქით უფრო ამყარებს - ალმაცერად გახედა თინას.
- რას ვიზამთ, ესეთი შეგიყვარდი, საყვარელო - მიესიყვარულა ქმარს და თავი ჩამოადო მხარზე.
- ისე - ძლივს ამოიღო ხმა, ამ დროის მანძილზე ჩუმად მყოფმა ანომ - გიყვარდეს ვინმე, ეს რას ნიშნავს?
- გიყვარდეს ვინმე ეს ნიშნავს: - დაიწყო დიმიტრიმ ძალიან დაბალ ხმაზე საუბარი და თინას თმებს ჩამოუსვა ნაზად ხელი - ჩახუტებას ეს, როცა ყველაზე მეტად გჭირდება...
იპოვე ის, რაც წლების წინ დაკარგე...
როდესაც მზე აცხუნებს შენს სხეულს, მაგრამ ის არ გწვავს...
და კიდევ, რაც მთვარია - ორი წამით შეჩერდა, გახედა თვალებ აცრემლიანებულ ქალს და ლოყაზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები - მიდიოდე სახლში მძიმე დღის შემდეგ და მაინც, შეგეძლო-ს იყო უსაზღვრო-დ ბედნიერი მასთან...


გიყვარდეს ვინმე, ეს ნიშნავს მეორე ადამიანი იყოს შენთვის სახლი...

ესეც ასე...


***


ერეკლესთან იყო თემო.
- ძმობას გაფიცებ, მართლა აპირებ? - ჰკითხა გაღიმებულ ბიჭს.
- ვაპირებ რა, ვიყიდე უკვე - უპასუხა მხიარულად.
- გიჟი ხარ - გადაიხარხარა ბიჭმა - არა, სიყვარული მაინც რას არ გაგაკეთებინებს კაცს, რა - ხელი დაჰკრა მხარზე ერეკლეს და სავარძელში მძიმედ ჩაესვენა - არა, კი ვიცი, რო არ გიჭირთ. შენც მუშაობ და ნორმალური ანაზღაურებაც გაქვს ბენდიდან, ალექსანდრეს ბიზნესსაც გაკოტრება არ ემუქრება, მშვენივრად ხელმძღვანელობს ეკატერინე საუველირო მაღაზიებს, მაგრამ ამხელა თანხა ასე უცებ, საიდან ბიჭო? ბანკი გაიტანე თუ რა იჩალიჩე? - გაკვირვებულმა და ცოტა გახალისებულმა გახედა ბიჭს.
- არა, არავისთვის არაფერი არ წამირთვამს, არც მომიპარავს, არც სესხი ამიღია, არც მისესხებია, არც დედასთვის გამომირთმევია და არც ბენდის ფულით მიყიდია რამე...
- აბა, ტო თირკმელი გაყიდე? - ახლა მართლა შეწუხდა თემო.
- არა, კოლექციას მოვაკელი - გაუღიმა გულწრფელად ბიჭს.
- რას ამბობ, ერეკლე... რომელიმე მათგანი გაყიდე? - ფეხზე წამოვარდა და თვალი გიტარის კოლექციისკენ გააპარა.
- ჩემი შავტუხა ბიჭი გავიმეტე, რას ვიზამთ ესეთია ცხოვრება - გაუღიმა ბიძშვილს და სახლში ახლად დაბრუნებული ეკატერინესკენ დაიძრა ცელოფნები, რომ გამოერთვა.

,, ათასობით მარცვალი ითესება, მაგრამ ყველა არ ამოდის... მთავარია მზე თუ დაანათებს.
ასეა ცხოვრებაშიც..." ( წყარო: დაიჭირე წამი )


***


მეორე დღეს დაბადებისდღე ჰქონდა.
ლილემ აიტეხა გინდა თუ არა, საღამოს გამოდი, ერთად გავაკეთოთ და გამოვაცხოთ ხვალინდელი დღისთვის ტორტიო, ანოსაც უარი არ უთქვამს დედისთვის. გულს გავუხარებ და ერთადაც გავატარებთ დროსო.
იმ დღეს ლილემ საგანგებოდ ადრე, შვიდი საათისთვის დახურა საკონდიტრო და ქალიშვილის გამოჩენას დაელოდა.
მოჰკრა თუ არა თვალი ანოს, იქაურობა შეძლებისდაგვარად ჩუმად დატოვა, გოგონას კი საკონდიტროს სამზარეულოში სურპრიზი დაუტოვა.
დედას დიდხანს ეძახა, თუმცა პასუხი არსაიდან გაუგონია.
სამზარეულოში შეჭრილ გოგოს, ხელებში წინსაფარსა და შეფის ქუდში გამოწყობილი ერეკლე შერჩა.
მის დანახვაზე, თვითადაუნეებურად, ოცდათორმეტივეთი გაეღიმა.
ბიჭმა აზრზე მოსვლა არ აცადა, თავზე იქვე მაგიდაზე გამზადებული ქუდი მოარგო და წინსაფარიც თავისვე ხელებით შეუკრა წელზე.
ანო მალევე მოეგო გონს, ბიჭს ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები მისალმების ნიშნად და საქმეს შეუდგა.
მაგიდაზე მისთვის საყვარელი უამრავი სახის ტკბილეული ეწყო, იცოდა, ამ ყველაფერში დედამისისს ხელიც ერია.
მაგიდაზე მხოლოდ ბისკვიტისთვის აუცილებელი ინგრედიენტები დატოვა და ერეკლეს მიუბრუნდა.
სამმ საათში უზარმაზარი არაჟნის კრემით, შოკოლადითა და ბანანით ტორტი ჰქონდათ მზად.
მართალია იმაზე დიდი დრო მოანდომეს მომზადების პროცესს, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ შუალედში ერთმანეთს არ ინდობდნენ.
ფქვილითა და კრემით ასაჩუქრებდნენ ერთმანეთს, რასაც ლილეს მიერ იქვე საგანგებოდ დატოვებული ტელეფონის კამერა აფიქსირებდა.
მალევე მიალაგეს იქაურობა, ჭურჭელიც ერთობლივად გარეცხეს და დაადგნენ ჯერ ანოს სახლისკენ მიმავალ გზას ორნი, შემდეგ კი, მხოლოდ ბედნიერი ერეკლე საკუთარი სახლისკენ, არც თუ ისე, შორ გზას.


***


როგორც ყოველთვის ხდებოდა, დღესაც ( ღამითაც ) ბატონი კიტა არ არღვევდა უტყუარ წესს.
ქალიშვილის საძინებელში ზუსტად ღამის 12 საათზე შეაღო კარი და ტკბილად ჩაძინებულ გოგონას ნაზად მიეფერა ოქროსფერ ლოკონებზე.
საწოლის თავთანვე ჩაიმუხლა და შუბლზე აკოცა შვილს.
ანო ამაზე შეიშმუშნა და მალევე დაჭყიტა თვალებიც.
მისკენ დახრილ, მთელი გულით მომღიმარ მამას ხელები კისეზე შემოჰხვია და ჩეხუტა.
- მიყვარხარ, მა - უთხრა აცრემლიანებულმა კაცს.
- გილოცავ, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო - თმაზე დაუსვა ისევ ხელი - მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა და მეტი არაფერი - იქვე, თმაზე დაუტოვა კოცნა - ყოველთვის მაქვს შენი იმედი და, იმის თქმაც არ არის საჭირო, რომ ანალოგიურად შენც უნდა გქონდეს ჩვენი, შენი ოჯახის...
ცხვირზე დაჰკრა ხელი, კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და მალევე დატოვა ანოს საძინებელიც.

,, როცა ადამიანი გეტყვის, ჩემი იმედი ხარო, ყველაფერი უნდა გააკეთო იმედი, რომ არ გაუცრუვდეს! "


***


არაფერ განსაკუთრებულს არ გეგმავდა და არც აპირებდა.
საყვარელ ადამიანებთან ერთად, რომელშიც ოჯახის წვერები და მეგობრები მოისაზრებოდა, აღნიშნავდა მისთვის განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს.
არადა, მის დაბადებისდღეზე მეტად, ასე ყველას ერთად ნახვა და ყოფნა ახარებდა.
თინას უზარმაზარ ბაღში, ზღვის ულამაზეს ხედთან ერთად, ტრიალ მინდორში გაეშალათ მაგიდა.
როგორღაც მოეხერხებინა ისიც, რომ ილია და თამთა ერთად მოვიდნენ მის დაბადებისდღეზე.
უამრავი საჩუქარი მიიღო, როდესაც ისედაც ირგვლივ ჰყავდა უფლისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქრები, საყვარელი ადამიანების სახით.
ნენეს თან გიტარაც წამოეღო, რომლის დანიშნულებასაც მხოლოდ ერეკლე და თავად, ნენე ხვდებოდნენ მხოლოდ.
მალევე წამოდგა ფეხზე ბიჭიც და ყველას ყურადღებაც მიიპყრო.
- მართალია, ანო - მისკენ მომზირალ გოგონას გახედა და მალევე განაგრძო - მე ცალკე, მარტო, მხოლოდ და მხოლოდ, შენთვის არ მიმღერია და ვერც ახლა დაგპირდები პირველად ასე მოხდება თქო, რადგან... - თვალი ჩაუკრა გაშტერებულ გოგონას და ნენეს გამოწვდილ ინსტრუმენტს დასტაცა ხელი.
ნაზი, ხავერდოვანი ხმით დაიწყო, მხოლოდ ანოსთვის სიმღერა.
გოგონას გაფართოებულ თვალებს ვერ აშორებდა თავისსას და მომაკვდინებლად უღიმოდა ამ უკანსაკნელსაც.

,, ამ სიტყვებს Შენთვის წარმოთქმულს

ამ ფიქრებს Შენთვის დახატულს

ამ სიზმრებს Შენთვის მოგონილს

ამ ღიმილს Კენტად დარჩენილს

ამ ფეთქვას Შენგან გაჩენილს

ამ ფრენას მოგიძღვნი შენ!

Მიყვარს ღამე, როცა ვათენებთ და

Მიყვარს მღერა, როცა ხარ შენ ჩემთან!

გამოვივლი შენ სახლთან და
უაზროდ დავიყვირებ

ფიქრი მარტო შენზე მიყვარს და დრო, როცა გამიღიმებ

არაუშავს ყველა კვდება

არც ერთი ვარ და არც ბოლო

გალაკტიონს შევედრები

მეც გაფრენა ვიცი მხოლოდ

Ნუ ღელავ, არ დავეცემი

ეგ ღიმილი მაძლიერებს

Მიწაზე თუ ვეღარ გნახე

ციდან დაგათვალიერებ მე...

ფრენას მოგიძღვნი შენ!

ამ ფრენას მოგიძღვნი შენ! "

ჯგუფი 1/4 - ,, ციდან დაგათვალიერებ "

მთელი სული და გული ჩააქსოვა ამ სიტყვებსა და ნამღერში ერეკლემ, რასაც ანო იმაზე მეტად გრძნობდა, ვიდრე რომელიმე ცოცხალი არსება.
თავად გოგონა მიუახლოვდა ბიჭს და მთელი ძალით მოხვია ხელები.

ანოს მხრიდან, ყველას წინაშე ეს საქციელი იყო უსიტყვოდ ნათქვამი ყველა'ფერი...

მაგრამ, როგორც მე მივხვდი ერეკლე მხოლოდ საკუთარ შესრულებას არ დასჯერებია და სხვა 'საჩუქარიც' ჰქონდა მზად.
- ქალბატონო ანო - მიმართა გოგოს, ოდნავ მოშორდა მის სხეულს და წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია - მართალია, ვიცი, რომ ჯერ კიდევ შოკში ხართ აქ მომხდარი მოვლენების გამო, მაგრამ მე მსურს კიდევ დიდხანს გიყუროთ, ასე გაურკვევლობაში, გაფართოებული თვალებითა და შოკში მყოფს, ამიტომაც ეს შენ - ამის თქმაღა იყო და ერეკლემ გოგონას თვალ წინ აუფრიალა საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსის ევროპის საკვალიფიკაციო გასვლითი მატჩის ორი ბილეთი.
სანამ გოგონა გონს მოეგებოდა დაამატა - 17 ივნისს არის კვიპროსში, გამოცდების პერიოდს არ ემთხვევა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს - აგონიაში მყოფ ანოს თვალი ჩაუკრა და ახლა მისსავე ინიციატივით მიიკრა გულმკერზე.
- ანუუ, რ....ას ამბ..ობ, რომ - დაიწყო გოგონამ ლუღლუღიც - შენ და მე, მე და შენ, ერთად ევროპის - ერეკლესკენ და მისკენ იშვერდა სასაცილოდ საჩვენებელ თითს - შესარჩევ თამაშზე, სადაააც ჩვენი ნაკრები, საქრთველოს გუნდი თამაშობს, მივდივართ? - ძლივს ჩამოაყალიბა სათქმელი.
- უფრო სწორი იქნება თუ გეტყვი, რომ შენ და ის - შეუმჩნევლად კატოზე მიუთითა თავით - მიდიხართ...
- არააააა? რას ამბობ ერკე? - სულ გაგიჟდა სიხარულისგან - რომ ჩემ დაბადებისდღეზე, ჩემ კატოსაც გაუკეთე საჩუქარი? - ხტუნვა დაიწყო ერთ ადგილას - გავაფრენ, შენ მაფრენინებ მე, კატო ხომ საერთოდ ცოცხლად შეგჭამს... - გაიხედა ერთ ადგილას ბედნიერად მცქმუტავ გოგოსკენ, რომელსაც ჯერ კიდევ დაქალის წასვლა უხაროდა ნაკრების თამაშზე და არ იცოდა მას რა ელოდა წინ...
- ერეკლე, საუკეთესოზე საუკეთესო ხარ, ხომ იცი ეს, არა? - ახედა ბიჭს.
- შენთვის? - გაუღიმა ანოს - კი ვიცი, პატარავ - იქვე დაიხარა და შუბლზე აკოცა ბედნიერებისგან გასხივოსნენულ გოგონას.
- კატო და მე, მე და კატო - ჩუმად იმეორებდა მისთვის და ერეკლეს გასაგონად მხოლოდ.
- არა, ანო - თავი გაუქნია უარის ნიშნად - მე და დანარჩენებიც მოვდივართ... - ასე ყველანაირი შესავლის გარეშე აჯახა აჟიტირებულ ანოს, რომელსაც, რომ არა ერეკლეს ძლიერი მკლავები, ალბათ ახლა ბინა მინდორზე ექნებოდა დადებული.

,, ბედნიერება ეს არის ნიჭი, აფასებდე იმას, რაც გაქვს და არა იმას, რაც არ გაგაჩნია " ( ვუდი ალენი )


აი თურმე, რომელ სიგიჟეზე საუბრობდა ჩვენი თემოც...


***



- ანოოოოო - წამოიყვირა კატომ
- ჰოოო - ამოიზმუილა ნახევრად მძინარემ
- ანოოო - ახლა გოგოს გაღვიძებას მისი 'შენჯღრევით' შეუდგა - ანოოო, მიდი გააახილე თვალები რაა - რაც შეეძლო ბოლო ხმაზე ჩაჰყვიროდა ყურში და წელავდა სიტყვებს კატო.
- რაა არი კატო? - წინა ღამით, დაბადებისდღის შემდეგ ძალიან გვიან ძლივს ჩაძინებული, ახლა გონს ვერ ეგებოდა
- აუუუ, ციგურებზე წავიდეთ, რააა - აწუწუნდა
- დაიცა, ისევ მძინავს და სიზამრია თუ რაარი? - გაუკვირდა ანოს და თვალები მოისრისა.
- არა, გღვიძავს უკვე და წავიდეთ რააა - არ ჩერდებოდა
- კატუუუს - უცებ საწოლში მუხლებზე დადგა და დაქალს ალმაცერად დახედა - აბა, მზად ხარ? - და ავის მომასწავლებლად აათამაშა წამწამები.
- არაა - თითი დაუქნია ანოს - ანო, მეცნობა ეგ გამოხედვა და არ მომწონ... - ვეღარ დაასრულა სიტყვა, ოთხად მოიკეცა და ბოლო ხმაზე კისკის მოჰყვა
- აბა, გავაგრძელოო - ეკითხებოდა ანო და ხელებს არ აჩერებდა, უსწრაფესად დაატარებდა მუცელზე
- ანოო, გთ..ხხ...ოოოვ - ვეღარ სუნთქვადა - სულს ვეღარ ვითქვამ, გთ....ხხო..ვ, გაჩერდიიი, რაა - ძლივს ამბამდა სიტყვებს ერთმანეთს
- კარგი, ჰოო - როგორც იქნა დაინდო კატოც და გვერდზე მიუწვა - კატუს, მიყვარხარ, ხომ იცი? - თავი მისკენ მიაბრუნა და თავალებში მიაჩერდა გოგოს.
- ვიცი, ანო, მაგრამ ეგ არ გიშველის... არც იმას უშველის ორი წუთის უკან რაც ჩაიდინე და ვერც ციგიურებს აარიდებ თავს - თვალი ჩაუკრა ანოს და ლოყაზე მიაწება ტუჩები
- მოკლედ, ეს გოგო იქამდე არ დაისვენებს სანამ ხელს ან ფეხს არ მომამტრევს - თქვა თუ არა, თავი დანანებით გააქნია და ფეხზე წამოიმართა.
სანამ ანო წესრიგდებოდა, კატოს უკვე მოესწრო ლოკაციის ბავშვებისთვის ჩატში გადაგზავნა და მათი ორ საათში იქ დაბარება, ყველანაირი თავის არიდებისა თუ თავის დაღწევების გარეშე.

ზუსტად ორი საათის შემდეგ ყინულის სასახლის წინ იდგნენ ყველანი ერთად და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.
ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ძლივს შეძლეს და-ძმა ქაჯაიების დათანხმება, რადგან არცერთი დიდის ამბით არ აპირებდნენ ამხელა რისკზე წასვლას და მათი თქმით თავის დამტვრევას.
ერთი გაკვირვება ყველას გაუკვირდა, კესოს ასეთი საქციელი და თავშეკავება, ქვეყნად არ არსებობდა რამე, რაზეც წარმოედგინათ მას შეეძლო უარის თქმა... მაგრამ, ნუ რას ვიზავთ, უკვე ყველანი მათთვის განკუთვნილ ციგებს ირგებდნენ.
პირველი ასპარეზზე, ყინულზე საკმაოდ კარგად მოციგურავე გოგონები, კატო და ნენე გამოჩდნენ.
მასვე, მიყვნენ თემო და იოანე, აი რაც შეეხებოდა და-ძმას, ისინი ანდროს ამოდგომოდნენ გვერდით, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორეს.
კატომ ისე მიატოვა ანო, თითქოს წარმიდგენა არ ჰქონოდა, რომ მისი დაქალი აზრზე არ ყოფილიყო სრიალის. რამდენჯერაც არ უნდა დამდგარიყო ანო, აზრი არ ჰქონდა, ყველა ჯერზე თავიდან უწევდა ათვისება და მერწმუნეთ, ეს უკანასკნელი სულაც არ ხდებოდა ეგრე მარტივად ხოლმე.
ერეკლემ საკუთარი ხელებით ჩააცვა ანოს ციგურები, შემდეგ თვითონ მოემზადა და გოგონას წამოდგომაში დაეხმარა.
ხელი-ხელ ჩაკიდებულები, ერთმანეთის შემყურე, ნელნელი ნაბიჯებით გაემართნენ ყინულისკენ.
მართალია ანო ძლივს მოძრაობდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ეყრდნობოდა ერეკლეს მკლავს, არ უნდოდა ბიჭისთვის დისკომფორტის შექმნა, თუმცა ეს მომენტი დაიჭირა თუ არა ეგრევე ერეკლემ, თითქოს იქცეოდნენ, გოგონა გააცურა და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია ანოს ხელი.
ამათ შენყურე, ყველას მიენებებინა საკუთარ 'საქმეზე' თავი და გულწრფელი ღიმილით მათ შესციცინებდნენ, ზედმეტად კმაყოფილი კატო კი დაქალსა და მის თანამზრახველს სამახსოვრო ვიდეოს უღებდა.
ის დღე ბოლომდე შეირგეს, ისიამოვნეს და ძალიან გვიან, კმაყოფილებმა დატოვეს ერთმანეთი მომავლ დღეს შეხვედრის იმედად.


***


სამ დღეში, წინა საგამოცდო პერიოდის, გრანდიოზული საღამო უნდა ჰქონოდათ უნივერსიტეტში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ნენესა და ერეკლეს ბენდი გახსნიდა და დახურავდა, ამიტომ ინტენსიურად უწევდათ ბოლო დღეებში რეპეტიციები.
უკვე ორი დღე იყო, რაც ერთმანეთი არ ენახათ ანოსა და ერეკლეს, ამიტომ გოგონამ საღამოსთვის ყველა საქმე გადადო და ერეკლეს მიკითხვა გადაწყვიტა.
ნენესგან იცოდა, რომ საღამოს ცხრისთვის ასრულებდნენ რეპეტიციას, ამიტომ ზუსტად 9ის ნახევარზე დარბაზთან, ჰოლში ელოდა ერეკლეს, შიგნით არ შესულა, არ უნდოდა მათთვის ხელი შეეშალა.
ულამაზესი ღია ცისფერი, გრილი, ფეხზე ჩახსნილი, სადა კაბა ეცვა, რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთდა გოგონას ყვრიმალებსა და თეთრ, ფითქინა კანს.
გადაწყვეტილი ჰქონდა დღეს ერეკლე ნაყინზე დაეპატიჟებინა და სადმე გაესეირნათ... არაფერი განსაკუთრებული, უნდოდა მის ერკესთან ერთად ლაღად და თავისუფლად გარტარებინა დრო.
ნახევარი საათი, ანოსთვის არც თუ ისე მალე, მიიწურა.
ჰო, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას ელოდები, მაშინ ხომ უფრო ნელა გადის დრო და, პირიქით, როცა გინდა ნელა გავიდეს იგი, თვალის დახამხამებაში მიიწურება ხოლმე...
რას ვიზამთ?! ასეა სამყარო მოწყობილი.
თავიდან ერეკლეს გარდა ყველანი გამოვიდნენ დარბაზიდან, ანოს მიესალმნენ და ნენეს გარდა ყველანი მალევე დაემშვიდობნენ გოგონას.
- ქალბატონო, არ მეგონა აქ თუ გიხილავდი - თვალი ჩაუკრა ანოს ნენემ.
- ჰო, ერეკლეს გამოვუარე და თან შენც გნახე - გაუღიმა გოგოს.
- არა, რო არც მალავს და პირდაპირ მეუბნება, თან შენც გნახეო - გულით გაუღიმა ანოს და თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი - მიდი, შეკუსკუსდი ქალბატონო, შენ ბიჭს რაღაც დარჩა და უკან მიბრუნდა, მე დაგტოვებთ - ლოყაზე ხანგრძილვად მიაწება ტუჩები და თავლებში ჭინკებათამაშებულმა, უკანსვლით დატოვა გოგონა.
ანომ ღიმილით თავი გააქნია და კარიც გამოაღო.
კარებში ოდნავ გაკვირვებული ერეკლე შერჩა.
- ანო? - გაკვირვებით იკითხა თუ არა, ერთ ადგილზე მიწებებული გოგონა მისკენ მიიზიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა. თავი მხარზე ჩამოადო და ანოს გასაგიჟებელი თმის სურნელი მთელი გულით შეისუნთქა - გამიხარდი - იქვე ჩასჩურჩულა ყურში.
ნელ-ნელა მოშორდა ანო ერეკლეს და მთელი გულით გაუღიმა.
- იმედია, დრო გაქვს, არ დაგაყოვნებ და ნაყინზე შემომიერთდები - თვალები საყვარლად აუფახუნა ბიჭს.
- უდაოდ - სიტყვიერადაც და თავის დაქნევითაც ერთდროულად დასთანხმდა გოგონას შემოთავაზებას.
- და ბონუსად, დღეს სახლამდეც კი მიგაცილებ - გაუღიმა ბიჭს.
- დედა, ეს რა პატივში ვარ, ხოარ ვკვდები? - სასაცილოდ გაიკვირვა და ანოს ოდნავ გაბრაზებაც კი შეძლო.
- ეგრე აღარ თქვა - გაბუსხული ხმით მიუგო ერეკლეს და გვერდით ამოუდგა.
ერეკლემ კი დანაშაულის გამოსასყიდლად და გოგონას ვითომდა 'შემოსარიგრბლად' ანოს ზურგიდან წელზე მოჰხვია ხელები და დაატრიალა.
კორიდორი ანოს ლაღად მოკისკისე ხმამ მოიცვა.

პარკში თოლიას შოკოლადის ნაყინები მიირთვეს, რომელზეც ანომ ძლივს დაითანხმა ერეკლე, რომ მას გადაეხადა.
ბიჭმა გაბრაზების ნიშნად ანოს ცხვირზე ნაყინი წაუსვა და მკლავზე უკბინა. არც ანო ჩამორჩენია, შოკოლადიანი ტუჩებით სახეზე ყველაგან დაუტოვა კოცნა, სადაც კი შეეძლებოდა.
მალევე, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთი გაასუფთავეს და ბულვარში ბილკს გაუყვნენ ფეხით.
გზად უცნაური, მაგრამ ძალიან საყვარელი წყვილი შეხვდათ, რომლებსაც გასაკეთებლად ერთანაირი ტატუები ამოარჩრვინეს.
საბოლოოდ, არჩევანი ზღვაში მოტივტივე შუქურაზე შეაჩერეს და წყვილიც საკუთარი იდეით კმაყოფილნი დატოვეს.
ანოს ერეკლეს სახლში მიცილების ამბავი კრახით მაშინ დასრულდა, როდესაც გოგონამ უკვე ერეკლე სახლამდე მიაცილა, სადაც იყო დაემშვიდობა და მის ყურთასმენას ერეკლეს წარმოთქმული სიტყვებიც შემოესმა:
- არა, შენ მართლა ახლა რა გეგონა, რომ მომაცილებდი და ასე გვიან სახლში მარტო წახვიდოდი?
- მაგრამ ჩვენ ხომ უკვე მოვედით, ერეკე?! - ჰკითხა ბიჭს.
- კიდე გაიეორე აბა.
- მაგრამ ჩვენ ხომ უკვ.... - შეაწყვეტინა გოგოს
- ეგ არა, ბოლო სიტყვა.
- რა ბოლო სიტყვა? - სუ დაიბნა ანო.
- აი რაც დამიძახე, რა - აუხსნა აგონიაში მყოფ ანოს.
- კაი, ერკე, რა... ვერ გავიგე, რაზე მეუბ.... - ისევ შეაწყვეტინა.
- ხო, აი ეგგ
- რა, აი ეგ? - ჰკითხა ისევ...
- ანო, მომწონს როგორც მეძახი - გაუღიმა გოგოს.
- რა, ერეკე? ააა, ერკეს, რომ გეძახი ეგ? - ახლაღა შეამჩნია ბიჭის დახუჭული თვალები და გაბადრული სახე... მისკენ მიიწია და ყელზე შემოჰხვია ორივე ხელი - ერკე, ეკრე, ერკე..... - უამრავჯერ გაუმეორა, ღიმილით ანომ.
ერეკლემაც შუბლზე გავარვარებული, ცხელი ტუჩები მიაკრა ანოს და ხანგრძლივად აკოცა
- აი ახლა კი, ნამდვილად წავედით - გაბრუებულ გოგონას, აზრზე მოსვლაც არ დააცადა, ხელი ჩაჰკიდა და ანოს სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა...
მართალია, ერთი ორჯერ ანომ ისევ დაიწყო, თუმცა ერეკლეს სახის დალანდვისას იმდენჯერვე გაჩუმება გადაწყვიტა...

" და ყველა დამარცხდა, ვისაც სიყვარული თამაში ეგონა..."

ვაჟა ხორნაული


***


გრანდიოზულმა კონცერტმა არაჩვეულევრივად ჩაიარა, ნელ-ნელა კვიპროსის მოგზაურობის დროც უახლოვდებოდათ, რომლის შესახებაც უმეტესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ამიტომ ანო და ერეკლე მალევე აპირებდნენ ბავშვებისთვის ამის შესახებ მბობას.
გოგოენები უნივერსიტეტის ეზოში ისხდნენ, სიცხისგან შეწუხებულნი ჩრდილს აფარებდნენ თავს.
ანო ერეკლეს ელოდებოდა, დანარჩენები ლევანს, რომლესაც სახლში უნდა დაერიგებინა ყველანი, თუმცა, რატომღაც იგვიანებდა.
კესო და კატო შეუჩერებლივ საუბრობდნენ მომავალი საქართველოსა და კვიპროსის მატჩის შესახებ, ერთი გაფიქრება ანომ ისიც კი იფიქრა, ახლა ვიტყვიო, მაგრამ შინაგანად რაღაც აჩერებდა.
მალევე შეამჩნია, ნენეს არაფრის მთქმელი, მოღუშული სახე და მაშინვე უკუაგდო თავისი ჩანაფიქრი.
ერთ წამში იმდენად დიდი სევდა ამოიკითხა ნენეს ღიმილში, რომელიც კატოს და კესოს კისკისის მოსმენისას გამოესახა გოგონას სახეზე, რომ გულმა ერთი-ორი დარტყმაც კი გამოტოვა.
ის ის იყო, ნენესთვის უნდა ეკითხა თუ რას სჭირდა, იქვე ლევანმა მანქანა, რომ გააჩერა.
ყველანი დაემშვიდობნენ ანოს, ერეკლეს მოკითხვა შეუთვალეს და სახლისკენ დადგნენ გზას.

,,თუკი სხვისი სევდის ყურებისას, შენს ცხოვრებაში არსებული სიხარული გეხამუშება, რა კარგი ადამიანი ხარ იქნებ არც იცი..."

ცირა ტურაშვილი.


***


ერეკლეს იდეით ახლა მოლისკენ გზას ადგნენ, სადაც თინას ბავშვისთვის სათამაშოები თუ ტანსაცმელი უნდა ეყიდათ. უნდოდათ, სანამ ერთი კვირით კვიპროსში გაემგზავრებოდნენ მომავალი სანიკიძე ენახათ და დაესაჩუქრებინათ.
ანოს წინააღმდეგობა არც გაუწევია, თუმცა არც ის იყო რთული შესამჩნევი, რომ გუნებაზე არ იყო.
თავიდან ერეკლემ არაფერი არ ჰკითხა, იფიქრა თვითონ მეტყვის თუ საჭირად თვლისო, მაგრამ რომ ვერადა ვერ დალანდა ანოს ლაღი ღიმილი, მოთმინების ფიალა ამოეწურა და ჰკითხა:
- ანო - გოგონა მისკენ ნელა მიაბრუნა და იდაყვებზე ხელები მოკიდა - ნახევარი გზაა ხმას არ იღებ, არც იღიმი, ჩაფიქრებული დადიხარ და ხომ მშვიდობა გაქვს, ჩემო ცქრიალავ? - გამამხნევებლად გაუღიმა გოგონას.
ანოს ბიჭის მომართვაზე, ტუჩის კუთხა ჩაუტყდა, რაც ერეკლემ ეგრევე შეამჩნია.
- აი, ხოო ეგრე, ნელ-ნელა პროგრესს განვიცდით - გაუღიმა გოგოს.
- ერკე - მიმართა ბიჭს, კისერზე ხელევი შემოხვია და ჩაეხუტა.
ასე გატრუნული იდგნენ ორი წუთი. ერეკლე თმაზე ეფერებოდა ანოს, ანოს კი თავი ჩამოედო ბიჭის მხარზე.
- ერეკლე, რაღაც ნენე - მალევე დაიწყო - დღეს, რაღაც ნენე არ მომეწონა, ძალიიიან, ძალიიიან მოწყენილი იყო, თვალები სევდით ჰქონდა სავსე და მე... - ხმა აუკანკალდა - და, მმმმ...ეეე გული შემი.მმწწწუხ...დდდა - ამოისლუკუნა ანომ.
ერეკლემ გოგონა ოდნავ მოიშორა სხეულიდან და მისი სახე ხელებში მოიქცია.
- ჩემო სიცოცხლე - ლოყაზე ცერა თითით მიეფერა - დამშვიდდი, ანო...
მეც შევამჩნიე, ბოლო ორი დღეა რეპეტიციებზეც კი მოწყენილია, არდა რეპეტიციებზე ენერგო ვამპირს ჰგავს ხოლმე... მეგონა, რომ მომელანდა და არაფერი ვკითხე, არადა თურმე შენც შეგიმჩნევია...
ანომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
- ყველა ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში გვხვდება, თავის საკუთარ ომში იბრძვის, ომში, რომელზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს და არაფერი ვიცით - მტკიცე სიტყვებით თქვა ერეკლემ და ანო კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა - დამშვიდდი, საყვარელო... ხომ, იცი, რომ ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ, არა? - გოგონას სანდომიანი თვალებით დააცქერდა, ანომაც დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და გულწრფელი ღიმილით გაუღიმა ერეკლეს.
- აი ეგრე რა - ოცდათორმეტით გაუღიმა ანოს და გულში მაგრად ჩაიკრა - შენ, რომ ბედნიერი ხარ და იცინი, მე როგორ მოვიწყენ...


ამის შემდეგ, ბათუმი მოლში მალევე მივიდნენ.
ერეკლეს ანოს ხასიათზე მოსაყვანად არაჩვეულებრივი იდეა დაებადა. სანამ ბავშვისთვის ტანსაცმელსა და სათამაშოებს აარჩევდნენ, თვითონ იხალისებდნენ ცოტას.
ქალისა და კაცის საერთო ტანსაცმელების მაღაზიაში შეიყვანა ანო და ქალების სექციასთან დააყენა.
გაკვირვებულ გოგონას ავის მომსაწავებლად გაუღიმა და ახსნა დაუწყო.
- მოკლედ, ქალბატონო ანო, ახლა თქვენ ჩამოუვლით ამ განყოფილებას და როდესაც მე გეტყვით, მაშინ შეჩერდებით. რაზეც ხელი მიგიწვდებათ იმას აიღებთ და ჩაიცვამთ. შემდეგ, იგივეს გავაკეთებ მეც... - აუხსნა აგონიაში მყოფ გოგონას.
- აჰა, ის ტრენდი, რონ არის... სტოოპს, რომ ამბობ და იმას იცვამ, რაც ხელში მოგყვება, მაგაზეა საუბარი ჰო?
- ოჰ, გცოდნიათ ჩემო ქალბატონო - გაუღიმა გოგონას.
- დიახ, ბატონო ჩემო, დიახ - ანოს გაღიმებული სახის დანახვისას, საკუთარი იდეით კმაყოფილმა ერეკლემ თმაზე ხელი გადაისვა.
- მაშ ასე, ვიწყებთ....

იმაზე მეტად იხალისეს, ვიდრე წარმოედგინათ. ერეკლეს ბედად, ანოს იმდენად კარგი ლუქი გამოუვიდა, რომ ცოტა შეშფოთებულიც კი დარჩა.
მთლად ასეც არ ელოდა, მოკლე შორტში და ზურგ ამოღებულ, თეთრ მაისურში იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა ანო, რომ ბიჭმა თავი ძლივს შეიკავა იქვე, არ წაქცეულიყო. რასაც ვერ ვიტყოდით ერეკლეს ჩაცმულობაზე.
ბიჭს ვარდისფერი, მოტკეცილი შარვლის, მწვანე მაისურისა და შავი კოსტუმის ჩაცმა მოუწია. იმდენად სასცილოდ გამოიყურებოდა, რომ ანო სიცილსაც კი ვერ იკავებდა და ბოლო ხმაზე კისკისებდა.
ერეკლე კი საკუთარი იდეითა და ანოს ასე გახალისებით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ საერთოდაც არ შეუმჩნევია, როგორ ეღიმებოდა მისი დანახვისას მაღაზიაში მყოფთ.
უამრავი სამახსოვრო ფოტო თუ ვიდეო გადაიღეს.
მალევე დატოვეს მაღაზიაც და ახლა, საბავშო მაღაზიისკენ გაეშურნენ.


გზად ფრიად გაკვირვებულები დარჩნენ ერთამენთის ხილვით და-ძმა შერვაშიძეები.
არც ერთი, არც ანო და არც ილია, არ ელოდებოდა იმ დღეს, იქ ერთმანეთის ხილვას, თან ასეთ სიტუაციაში.
ანოს ერეკლეს მხარზე ედო თავი და ისე მიაბიჯებდა ბიჭთან ერთად, ხოლო ილია და თამთა ხეკჩაკიდებულნი, უმარავი ცელოფნით ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში და ისე მოაბიჯებდნენ.
როდესაც გზა გადეკვეთათ, ცოტა მოულოდნელობით აღსავსე და გაკვირვებული სახეებით მიესალმნენ ერთმანეთს.
მალევე უკან მოიტოვეს ერთმანეთი და ერთდროულად ერთიდაიგივე შეტყობინება მიიღეს-გადაუგზავნეს ერთურთს:
,, სახლში დაგელაპარაკები "


***


უკვე ათი ივნისიც გამხდარიყო.
თოთხმეტში კვიპროსში მიფრინავდნენ, ხოლო ჩვიდმეტში საქართველოსა და კვიპროს შორის ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი უნდა ჩატარებულიყო.
დღეს საღამოთი ჰქონდათ ანოსა და ერეკლეს გადაწყვეტილი ბავშვებისთვის მომავალი მოგზაურობის შესახებ თქმა.
ორი დღე იყო, რაც ნენე არ ენახათ და მასთანაც უნდა გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა მის თავს.
ყველანი ნელ-ნელა ამჯერად ერეკლესთან იკრიბებოდნენ.
სანამ კვიპროსზე იტყოდნენ რამეს, მანამდე ნენეს მიადგნენ.
თავიდან, ორივე კიიფიქრა ამდენ ხალხში ( ბავშვებს გულისხმობდნენ ) არ ვკითხოთო, იქნებ ეუხერხულოსო, მაგრამ სანამ რაიმეს იტყიდნენ, ნენემ თვითონვე დაიწყო:
- ბავშვებო, თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი - ფოლადივით მტკიცედ ჟღერდა მისი ხმა.
- ხომ მშვიდობაა? - შეშინდა კესო.
- რაღაც, არ მომწონს - მასვე აჰყვა კატოც.
- კაი დააცადეთ ადამიანს - ლევანმა დაუბღვირა ორივეს.
- მოკლედ, ხომ იცით - გაუბედავად დაიწყო ნენემ - ნუ ყველამ თუ არა, უმეტესობამ ხონ იცით, რომ ჩემები სოფელში ცხოვრობენ და მე აქ მარტო ვარ ნაქირავებში.
თანხმობის ნიშნად ერეკლემ, ანომ, კატომ და კესომ თავი დაუქნიეს.
როგორც ეტყობედოდა ბიჭების ოთხეული აზრზეც კი არ იყვნენ, ნენე მარტო თუ ცხოვრობდა.
- ხოდა ჩემმა სახლის მეპატრონემ, მომთხოვა გინდა თუ არა ერთ კვირაში სახლი დამიცალეო ან ბინის ქირას გაგიზრდიო... მე კიდევ ვერც ჩემ ოჯახს მოვთხოვ, რომ უფრო მეტი თანხმა გადამიხადონ, ისეც ჩემ გამო წელზე ფეხებს იდგამენ, თანაც ეგეც, რომ არა, ჩემი პატარა ძმა წელს აბიტურიენტია და აბარებს, ყველაზე უმცროსი კი სკოლაში მიდის... - აკანკალებული ხმით, ცოტა ხნით შეისვენა და მალევე განაგრძო - უკვე ოთხი დღე გავიდე, მე კიდევ ვერაფერი ვნახე საქირავებლად და გადასასვლელად - ღლაპა-ღლუპით სცვიოდა თვალებიდან ცრემლები - თან ახლა ზაფხულია და საქირავებელ სახლებს ისეთი ფასები აქვს, რა უნდა ვქნა ვერც კი ვხვდები - ძლივს ჩაამთავრა მონოლოგი და სახე ხელებში ჩამალა.
ნენეს მოსმენისას, კესოს სათუთმა გულმა ამდენს ვეღარ გაუძლო და დაქალთან ერთად ისიც ასლუკუნდა.
ნენეს გვერდით ანო მიჯდა და გულში ჩაიკრა სახეზე აწითლებული გოგონა.
კესოს კი მისი ძმა გაფართოებული თავალებით შეჰყურებდა, ვერასდროს წარნოიდგენდა ლევანი მტირალ დას თუ ნახავდა.
ფეხზე ძლივს წამოიმართა და დას მაგრად ჩაეხუტა.
დამუნჯებული ბიჭები ვეღარ ხდებოდნენ რა მოემოქმედათ.
- ყველაზე ცუდი დღეც მხოლოდ 24 საათია. არაუშავს, მალე ეს დღეც ჩაივლის... - ძლივს ამოიღო ანდრომ ხმა და ნენეს გაუღიმა.
- არა, რა უბრალოდ არ შეიძლება ცუდად მოექცე ვინმეს ან რამეს და ელოდო, რომ გაიმარჯვებ - ახლა შეშფოთებულმა იოანემ ხმამაღლა წარმოთქვა საკუთარი აზრი და გოგონას სალფეთქი მიაწოდა.
- არ ინერვიული, ნენ... ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება, ვიდრე შენ წადმოიდგენ - თემომ უთხრა გოგოს, ფეხზე წამოაყენა და ძლიერად ჩაიკრა გულში.
- ჩათვალე უკვრ მოგვარებულია, ნენეკო - გაუღიმა გოგონას ლევანმა და მეორე ხელი ახლა უკვე მას მოხვია.

,,განსაცდელის დროს მხარში, რომ გიდგას, აი ის არის შენი... დანარჩენნი, სხვა ყველაფერი, ხელოვნურია!"


***


რა თქმა უნდა, იმ დღესაც ვეღარ მოახერხეს და აზრად კი არ მოსვლიათ, კვიპროსის შესახებ რაიმეს თქმა.
მალევე დაიშალნენ.
იოანე და ანდრო ერთად წავიდნენ.
და-ძმა ქაჯაიებმა, კატოსთან ერთად ნენე წაიყვანეს სახლში ნივთების შესაგროვებლად, გადაწყდა, რომ ბინას ლევანთან და კესოსთან დაიდებდა, ხოლო თემო, ერეკლე და ანო ერთად დააადგნენ თემოს სახლისკენ გზას.
ეკატერინე მის მაზლთან და მაზლის ცოლთან, ანუ არჩილთან და ნონასთან იყო, თემომაც აიტეხა ერეკლე შენც წამოდი და ანოც წავიყვანოთო...
ალბათ, მიხვდით თემომ, რომ მისი გაიტანა, არა?
ანოს კი ეუხერხულებოდა, მაგრამ ბიჭმა ყველა გზა გადაუკეტა.
ვერც კატო მიჰყვებოდა, რადგან ნენეს გაჰყვა დასახმარებლად და, საბოლოოდ, ასე აღმოჩნდა ორ თავდგირიძეს შორის.
რა თქმა უნდა, ხელ ცარიელი იქ ფეხის მიმდგმელი არ გახლდათ ანო, ამიტომ დიდი ძალისხმევისა თუ წუწუნის ხარჯზე, ბიჭები ძლივს დაითანხმა სუპერმარკეტში შესვლაზე.
ტკბილი, ხილი, სასმელი ბლომად მოიმარაგა და ახლა კი, ნამდვილად დიდი შემართებით დაადგა თემოსა და კატოს სახლისკენ მიმავალ გზასს.
თემოს და ერეკლეს, ვერანაირმა წუწუნმა, საყვედურმა, რჩევამ თუ დარიგებამ ვერ მოახერხა გოგონას შეჩერება თუ გადაბირება, ამდენი რამ არ ეყიდა.
ახლად გაღებულ ლიფტის კარში კმაყოფილმა შეაბიჯა და დაბღვერილი ბიჭებიც თან გაიყოლა.
- დეე, მოვედით - კარის გაღებისთანავე დაიყვირა თემომ.
- მოდით, დე მისაღებში ვართ - მისაღებიდან გამოსძახა ნონამ.
- იმედია, ერეკლე თან გახლავს - დააყოლა არჩილმა.
- ერეკლეც თან მახლავს - მისაღებში შეაბიჯა და მიუგო მათ - და ჩვენი ცქრიალა გოგოც - თვალი მოავლო სამივეს და გაუღიმა.
ამასობაში ერეკლე ანოს ამხნევებდა და მისაღებისკენ მიჰყავდა.
- გამარჯობა, იმედია ხელს არ შეგიშლით - მორიდებით დაუკრა თავი ყველას და იატაკს მიაშტერდა.
- ანოო, ჩემო საყვარელო - პირველი ნონა წამოიმართა ფეხზე - როგორ გამახარე - გადაეხვია გოგოს.
- დედა, ეგ ანომ კი არა, მე გაგახარე - უთხრა თემომ დედამისს და მაგიდიდან ახლად აღებული მწვანე ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა.
- ანო, რა კარგია, რომ აქ ხარ - ახლა არჩილი გადაეხვია დაბნეულ გოგოს.
- კარგით, რას შეუჩნდით ახლა მაგ გოგოს, მომხედეთ მეც - დაიწყო ისევ თემომ.
ამის საპასუხოდ ერეკლემ თემოს დაუბღვირა და იქვე მყოფ დედას ზურგზე ხელი შემოჰხვია.
- დე, ნახე ვინ მოგიყვანე - ჩუმად უთხრა ქალს.
- ანო, როგორ ხარ? - ერეკლეს ჩამოშორდა ეკატერინეც და გოგონა გადაკოცნა.
- მადლობა, კარგად თქვენ როგორ ხართ? - ღიმილით მოავლო იქვე მყოფთ თვალები.
- ესენი, შენზე უკეთ არიან, ანო - თემო გვერდში ამოუდა გოგონას, საპასუხოდ კი, ანომ შეუმჩნევლად ხელზე უჩქმიტა ბიჭს.
- მოდით, დასხედით ცივ ყავას დაგალევინებთ - დატრიალდა ნონა.
- არა, დე, არ შეწუხდე. ანომ იმდენი რაღაც ამოიტანა, ეგეც იქნება აქვე სადმე - უთხრა ქალს და ლოყაზე აკოცა.
- რაა, ანო? - ავის მომასწავებლად გახედა არჩილმა გოგონას.
- არ შეწუხდეთ, მე არაფერი არ მინდა. თემო მართალია, რაღაცები წამოვიღეთ მაღაზიიდან, ხელცარიელი მაინც ვერ ამოვიდოდი - უთხრა ყველას და მრგავლ მაგიდასთან ერეკლეს გამოწეულ სკამზე, ადგილი დაიკავა.
- აბა, როგორ მიდის საქმები უნივერსიტეტში, მორჩით გამოცდებს? - ჰკითხა ნონამ.
- არა, ჯერ არც დაგვიწყია - გაუღიმა ქალს.
- უი, დედა... დაიწყო ზაფხული, რა იყო უნდა ამოიხუთოთ კი მაგრამ? - შეწუხდა ქალი.
- მართალი, ხარ დედაა. რა დროს გამოცდებია ამ სიცხეში - მხარი აუბა ნონას თემომ.
- თინა და დიმიტი როგორ არიან, ანო? - შეეკითხა ეკატერინე.
- კარგად არიან. გინახულებენ ამ დღეებში, აპირებდა მამიდაჩემი.
- ძალიანაც კარგი, საქმე მაქვს დიმიტრისთან თან - თქვა არჩილმა.
- აბა, ხო მშვიდობაა რატომ გინდოდა ჩემი ნახვა, ბიძია? - ჰკითხა ერეკლემ კაცს.
- მშვიდობაა თუ არა, მაგას შენ მეტყვი - საჩვენებელი თითი დაუქნია ბიჭს.
- ვაუ, მამა როგორ გიხდება სიმკაცრე - განეიტრალებას ცდილობდა თემო.
ერეკლემ კი ამ თემოს 'ღლიცინში' კარგად შეამჩნია ბიჭის შეშინებული თავალები, რომელიც სულ საპირისპიროს ამბობდნენ.
- ხომ მშვიდობაა, აჩი? - ჰკითხა ქმარს ნონამ.
- კიი, საყვარელო უბრალოდ ბიჭებთან მაქვს სალაპარაკო, მაგრამ ეს სხვა დროს - აუხსნა ქალს და ფეხზე წამოიმართა - ბავშვებო, თქვენთან მაქვს საქმე, ყველასთან - ანოსაც მოავლო მზერა - საქმე, რა შემოთავაზება.
- აბა, გისმენთ - უთხრა ერეკლემ.
- მთელი გულისყურით გისმენთ - დაეთანხმა ანოც.
- ხომ იცით და თუ არიცით, მე გასწავლით, სიცოცხლეში ადამიანმა აუცილებელი სამი პირობა უნდა შეასრულოს - ცოტახნიანი პაუზა გააკეთა და მალევე განაგრძო - ხო და ამიტომაც, მოემზადეთ ხვალ ყველანი, თქვენ და თქვენი მეგობრები მოდიხართ ჩემთან ერთად, პირველი მოვალეობის შესასრულებლად - დაამთავრა თუ არა დაუფშტვინა და მისაღები კმაყოფილმა დატოვა.
ანო ყველაფერს მიხვდა და ღიმილით შეეგება ახალ ამბავს, რასაც ვერ ვიტყოდით ბიჭებზე.


***


გუშინ გვიან ღამით გააგებინა თემომ მეგობრებს მეორე დღის გეგმები.
თხოვა დილით 8ისთვის, სპორტულებში გამოწყებულნი დახვედროდნენ სადარბაზოსთან.
ერთი გაკვირვება კი გაუკვირდათ ბავშვებს და იფიქრეს თემო რაღაცას გვეხუმრებაო, მაგრამ როდესაც ანომ და ერეკლემაც დაადასტურეს ეს ინფორმაცია კეთილი ინებეს და შესაბამისი ზომებიც მიიღეს.
ყველანი, უკლებლივ რომელიმესა დილის 8 საათზე, მართლაც სპორტულებში გამოწყობილნი დახვდნენ მამა-შვილ თავდგირიძეებს სადარბაზოსთან.
არჩილს ტრანსპორტიც ამბავიც მოეგვარებინდა, ყველანი ერთად ერთი სამარშრუტო ტაქსით გაემგზავრებოდნენ მაღალმთიან აჭარისკენ, კერძოდ, აჭარის წყლის ხეობაში, სადაც, მდინარე ჭოროხთან ახლოს, იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს დარგავდნენ.
ამის შესახებ, მაშინ გაიგეს, როდესაც თავინთ კუთვნილ ადგილებზე მოკალათდნენ და არჩილმა საუბარი დაიწყო:
- მოგესალმებით ყველას ბავშვებო - თითქოს კლასის დამრიგებელი იყო და ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა - იმედი მაქვს ამ ერთხელ ძილის დაფრთხობას მაპატიებთ და იმასაც, რომ საკუთარ სააქმეებს ასე თვალდახელშუა მოგწყვიტეთ.
მოკლედ, ახლა რაშია საქმე... დარწმუნევული ვარ აქედან უმეტესობამ იცის, რა არის ცხოვრებაში თითოეული ადამიანისთვის მათი სიცოცხლის მანძილზე შესასრულებელი სამი უმნიშნელოვანესი მოვალეობა თუ ვალდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი ჩემ ვაჟიშვილზეც - ალმაცერად გადახედა გაკვირვრბულ თემოს და მალევე ისევ ბავშვებს მიუბრუნდა - მოკლედ, ამ სამი მოვალეობიდან, რომლებშიც იგულისხმება, სიცოხლის მანძილზე ერთი ხის დარგვა მაინც, შვილის გაჩენა და სახლის აშენება, მათთგან ერთის, რა თქმა უნდა, პირველის შესრულებაში, დიახ, დიახ, მე არჩილ თავდგირიძე დაგეხმარებით - დაამთავრა თუ არა მონოლოგი, იქაურობა ტაშის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა, საპასუხოდ კაცმა ქედი მოიხარა ბავშვების წინაშე და სანდომიანად გაუღიმა.

,,შენ იმიტომ არ ხარ, რომ მხოლოდ იცხოვრო, არამედ იმისთვის, რომ მსოფლიო გახედო უკეთესი შენი დიდებული ხედვებით, სულისკვეთებითა და მიღწევებით."

ესეც, ასე... პირველი და უმნიშნელოვანესი ცხოვრებისეული ვალდებულება შესრულებული გახლდათ.


***


ხეების დარგვას ახლახანს მორჩენილიყვნენ და იქვე ტრიალ მინდორში მისვენებულიყვნენ ყველანი, უცებ ანო და ერეკლე, რომ გამოეყვნენ მათ.
- ბავშვებო - დაიწყო ერეკლემ - თქვენთვის, ყველასთვის არაჩვეულებრივი ამბავი გვაქვს მე და ან... - თემონ დასრულება არ აცადა ბიჭს.
- ქორწინდებიიით? - წამოიყვირა.
- რაა? - ახლა არჩილი წამოდგა ფეხზე.
- მართლა?
- რაა, როდისს?
- ასე, მალულად როგორ გადაწყვიტეთ, ჰა?
ერთს შეძახილს ან კითხვას მეორე მოჰყვებოდა. არადა არ ჩერდებოდნენ, ვერცერთმა ვერ მოახერხა სიტყვის ჩაგდებაც კიი. აი ზუსტად ეს გამოიწვია თემოს დაუფიქრებელმა საქციელმა.
ამდენი შეძახილით შეწუხებულმა ანდრომ ყველა მიამშვიდა და საშვალება მისცა წყვილს რაიმე მაინც ეთქვათ.
- თემო, მოსაკლავი ხარ, რაა - დაუბღვირა ერეკლემ - არა, რა ქორწილი აგიტყდა.
- აბა, რაა ბიძია ვხდებიი?
- ვაიმე, მიშველეთ ვინმემ - ანომ შუბლზე შემოირტყა ხელი.
ერეკლემ დალანდა თუ არა ყველას რაღაცის სათქმელად გაღებული პირი, დაიყვირა...
- ხალხნო, რა გჭირთ... დაგვაცადეთ, რას ვამბობთ... აი შენ კიი - თემოს მიმართა - მე თვითონ მოგხედავ - და გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი დაუქნია.
- ჰე, იტყვით ახლა - ზედმეტად შეწუხებული დარჩა კატო.
- ვაიმე, მოემზადეთ სამ დღეში კვიპროსში მივფრინავთ - პაუზა გააკეთა და ყველას თვალი მოავლო - ერთი კვირით...
- ანოო, არ მითხრა, რომ - დაიწყო კატომ ბუტბუტი - რო...მმ...
- კი, კატო კიი - თავი დაუქნია თამხმობის ნიშნად და მისკენ უსწრაფესი სიჩქარით გამოვარდნილ დაქალს გადეხვიაა
- ხალხნოოო, ნაკრებიის თამაშზე მივდივართთთ - ბოლო ხმაზე დიყვირა, ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა კატომ...


***


შუადღისკენ უკან დაბრუნებულები ყველანი სახლებში გადანაწილებულიყვნენ მოსაწესრიგებლად თუ დასასვენებლად, მხოლოდ ერეკლეს ამოეყო თავი ბიძამისთან სახლში.
ბიჭი კარგად ხვდებოდა, რომ იქ მისი ყოფნის მიზეზი წინა ღამით ბიძამისის სიტყვებს უკავშირდებოდა.
ელოდებოდა.
სანამ არჩილი წესრიგდებოდა, ერეკლე და თემო აივანზე ისხდნენ.
- არა, დღეს რაა ამბავი ამიტეხე ჰა? - კითხა ბიძაშვილს.
- კაი, რა... ცოტა ვიხალისე, თორე მე ხომ ისეც ვიცოდი ეგ კვიპროსის ამბავი... - გაუღიმა ერეკლეს.
- კაი ბატონო, ეგ ამბავი მორჩა, მაგრამ აი გუშინ რას გვინამიოკებდა არჩილი? დარწმუნებული ვარ შენ იცი რაც ხდება - გახედა ერთადგილას მოქანავე ბიჭს.
- ერეკ... - პირი გააღო თუ არა, აივანზე არჩილიც გამოჩნდა.
- აბა ბიჭებო, ნონა არ არის სახლში, მაგრამ ჩემ ცოლს ცივი საზაფხულო ნამცხვარი გაუკეთებია და დაუტოვებია, ვენეცვალე მას... ხოარ შეჭამთ? - ჰკითხა გაკვირვებულ ბიჭებს.
- კაი, რა აჩი... რა ნამცხვარი და ჭამა. რა ხდება ეს ბოლო ორი დღეა, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი? - ახედა ბიძამისს.
არჩილმა თემოს გახედა, რაც ერეკლეს არ გამორჩენია.
- ჰა, ახლა იტყვით.... - იკითხა ისევ.
- ერეკლეე, პირველ რიგშიიი მოდი, მე წავალ, სახლს გავცდები, ქუჩასაც, ბათუმსაც, ქვეყანასაც და მერე დაიწყეთ, მა რა - ახლა მუდარით კაცს ახედა.
- აჰჰა, ვსო მივხვდი ყველაფერს - გაუღიმა ორთავეს და თემოს მიაშტერდა - ამან - საჩვენებელი თითი გაიშვირა თემოსკენ - ამან შენ გითხრა ჩემი პირველი გიტარის ამბავი, არა? - ახლა ბიძამისს ახედა.
- ზუსტად - დაეთანხმა კაციც.
- ოხ, თემოო - ანერვიულებულ და სახეზე აპილპილებულ ბიჭს გადახედა... - ჰო, მერე რაა... გავყიდე რაა...
- ნუ, აქამდე უნდა მეკითხა, რატო თქო, მაგრამ დღეს კი გავიგე მიზეზი - მანამდე მომხდარ ამბავზე მიუთითა - კვიპროსში მიდიხართ თურმე, თანაც ყველანი...
- კაი, რა აჩი, ვითომ შენ ჩემზე უარესები არ გაგიკეთებია, რაა
- ხოდა, რო გამიკეთებია იმიტომ მინდოდა მცოდნოდა შენგანაც რა და როგორ, ან რატომ...
- კაი, რა... რა, რატომ? შეყვარებულს, როგორ ვაჩუქე საჩუქარი თუ მეგობრები როგორ დავპატიჟე სადღაც? მართლა მაგას მეკითხები? - გაკვირვებულმა ახედა.
- აი შენც ხომ იცი, არა რას გულისხმობს, ერეკლე - ახლა თემო ჩაერია...
- შენ ხმა არ ამოიღო - ხუმრობით დაემუქრა ბიჭს...
- არა, ერეკლე უბრალოდ შგეძლო გეთხოვა და არ გაგეყიდა შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი.
- თქვენზე ძვირფასი მე არავინ მყავს და არაფერი მაქვს, ამიტომ ნუ იღელვებ რაა - წამოდგა, მხარზე ხელი დაჰკრა ბიძამის და ერთ ადგილზე მიწეპებულ თემოს წამოდგომა აიძულა.
- რაა? - კითხა თემომ.
- მოდი, ჩაგეხუტო - გადეხვია - არ გამიტყდა, არ ინერვიულო შენ მაგაზე - დაამშვიდაა.


არჩილი კი, უზომოდ კმაყოფილი, ბედნიერი და ნასიამოვნები შესცქეროდა მისთვის ორ ყველაზე ძვირფას ადამიანს დედამიწის ზურგზე.


***


ლევანი ალბათ ცხრა წლისა თუ იქნებოდა, როდესაც სულ მარტო დარჩა პატარა, ხუთი წლის კესოსთან ერთად. დედამ ბავშობაშივე მიატოვა ორივენი და დარჩნენ მხოლოდ მამის ამარა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
ყველას ისე არ უმართლეობს, როგორც შენ. ყველას არ აქვს ია-ვარდით მოფენილი, ფერადი, ვარდისფერი ბავშობა. ყველას მშვიდი ძილით სულაც არ სძინავს, თან მათი ძილის სადარაჯოზე მშობლები ან მშობელი, რომ ეგულებოდეს.
ცხრა წლის ბავშვი, მამის გარდაცვალების შემდეგ მთელ სამყაროდ იქცა მისი პატარა, ორ ნაბწნავიანი დისთვის.
ერთმანეთით სუნთქვადნენ და ერთმანეთისთვის არსებობდნენ და-ძმა ქაჯაიები.
უამრავი ცხოვრებისეული დაბრკოლებისა, კრახისა თუ წინაღობის მიხედავად, მათ შეძლეს ერთად მოსულიყვნენ იქ, სადაც ახლა არიან... მათთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი ერთად ყოფნა იყო, სხვა არაფერი და აი ზუსტად ამიტომაც ამოსდიოდათ ერთმანეთზე მზე და მთვარე.

ორ საძინებლიან სახლში, ლევანმა თავისი საძინებელი ნენეს დაუთმო და თვითონ პატარა დას შეუსახლდა.
თავიდან კი გააპროტესტა ნენემ, საძინებელი საერთოდ არ მინდა, მისაღებში დივანზე დავწვებიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნება არ დართეს. მაშინ, კესოსთნ ერთად დავიძინებო, მაგრამ ლევანმა ვერ შეძლო ამ შანსის ხელიდან გაშვება და თვითონ შესახლდა კესოს საძინებელში.
საბოლოოდ კი, ასე აღმოჩდნენ და-ძმა ერთ საწოლში.
ნენე ზედმეტად შეწუხებული გახლდათ ამ აბით, ახლა ორმაგი ძალითა და სისწრაფით ცდილობდა ახალი სახლის მოძებნას და იქ მალევე გადაცხოვრებას, თუმცა, მან რა იცოდა, რომ მისი მეგობრები ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ.


***


- არაა, არაა და არააა.... არ მჯერააააა, კვიპროსში მივდივართ, თან ნაკრების თამაშზეეე - არ ჩერდებოდა კატო, უფრო ვერ აჩერებდნენ - ერეკლეს, უყურე შეენნნ.... ეს რა სიძე მეყოლებაა, ეს რა პატივში ვყავარ... - კისკისებდა და შეუჩერებლივ მიდი-მოდიოდა მისაღებში.
- ვინმემ, გააჩერეთ ეს გოგოო, გული შემიწუხდა - ლილე იყო.
- დედა, კაი რაა... რა სასაცილოა უყურე და დატკბი, მთლიანად მიწაში ამოთხვრილი, შეუჩერებლივ ლაპარაკობს და დადის, შეარგეთ რა - ახლა ილიამ აუბა მხარი კატოს.
- დედა, იქ ჭკვიანად, ბარგი არ დაკარგოთ და კატოს მოუარე - დაარიგა ქალმა შვილი.
- არა, რა ჯერ არ წასულა და უკვე შეჭამა ბავშვი - შეწუხდა კიტა - მორჩი ქალო, ქოთქოთს - ხელი გადახვია ანოს და მიიხუტა შვილი.
- არა, ერთი ამას დამიხედეთ, აგერ ახლა მე მაშვიდებს და მერე შემჭამს, ბავშვს დაურეკე, ეს უთხარი, ეს არქნას, ეს არ დაემართოს, რა კაია რა - აქოთქოთდა ლილე და ქმარს დაუბღვირა - ერთი მეც ასე არხეინად გადავიდებ ფეხს ფეხზე და დანარჩენი თქვენ იკითხეთ - გაიბუსხა.
- ჩემო დედიკონა, მოდი ჩემთან - ილია მოეხვია ქალს.
- არა, არა, არ მჯერაა - აგრძელებდა კატო ისევ.
- ვინმემ გააჩერეთ, ეს - ვეღარ ისვენებდა ლილეც..
- არა, რა გვეშველება? - დანანებით დახედა კალთაში მოკალათებულ შვილს კიტამ და თავი ღიმილით გააქნია.
- თქვენ, კი გეშველებათ რაღაც, აი მე ვიკითხო, მე რა მეშველება - თქვა კატომ და იქვე სავარძელში ჩაესვენა.
- ძლივს არ აღიარა - თქვა თუ არა ილიამ, ყველას ერთად სიცილის ტალღამ გადაუარათ.


***


- ანო, გაემზადე, ახლა ათ წუთში გამოგივლი და ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო - ერეკლე ურეკავდა
- კარგი, სახლში ვარ ჩემებთან ერთად, მზადვარ ისეც, გამომიარე და წავიდეთ - უთხრა ბიჭს.
ზუსტად ათ წუთში ანოს სახლს ტოვებდნენ ერთად.
- აბა, სად მივდივართ? - ჰკითხა.
- ალექსანდრესთან - გაუღიმა გოგოს.
- რაა, მართლაა? - გულწრფელად გაუხარდა ანოს.
ზუსტად თხუთმეტ წუთში სასაფლაოზე იყვნენ.
- ნახე, მა - გოგოს გახედა - ვინ მოვიყვანე შენთან?! - ხელი გაუწოდა ანოს და უფრო ახლოს მიიყვანა სურათთან.
- გამარჯობა, მიხარია თქვენი გაცნობა - სურათს მოეფერა - თქვენ უკვე ალბათ მე მიცნობთ - ერეკლეს გახედა.
- ჰო, რა თქმა უნდა, გიცნობს - ჯერ ანოს შეხედა, შემდეგ ალექსანდრეს - მა, ჩვენ ორ-სამ დღეში მივდივართ, ცოტა ხანი ვეღარ გინახულებთ, მაგრამ ხომ იცი, რომ შენ სულ აქ ხარ?! - ხელი გულზე დაიდო - მინდოდა, სანამ წავიდოდით ანო შენთვის პირადად გამეცნო - ერთ ადგილზე გახევებულ გოგოს გახედა - ხომ, ძალიიიან ლამაზია, მა? -
ანოს ლოყები აუწითლდა, აღარ იცოდა რა ექნა - ისე უნდოდა აქ მოსვლა, შენ ვეეც კი წარმოიდგენ.
- კარგი, ერეკლე - თვალები დაუბრიალა ბიჭს - თქვენ არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ, მეუღლე, შვილი, ძმა.... არ ვიცი, ყველას ვერც ჩამოვთვლი, ასეთი ხალხი სანთლით საძებნელია დღეს... ისე გამიმართლა, ისე, რომ არც კი ვიცი, რითი ან როგორ დავიმსახურე ეს ყველაფერი - მამა-შვილ თავდგირიძეებს მოავლო თვალი და იქვე ახლოს სანთელიც დაანთო.
- კაი, მა... ჩვენ ახლა წავალთ, უკვე გვიანია და წასვლამდე კიდევ მოვალ, არ ინერვიულო დედასაც მივხედავ და საკუთარ თავსაც - დაიხარა, სურათს აკოცა, შემდეგ კი ანოსთან ერთად ნელი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.

,,სანამ ერთ კაცს მაინც ახსოვხარ და უყვარხარ, მ
ანამ იმედიც არსებობს."


***


მეორე დღეს, უნივერსიტეტის შემდეგ ქაჯაიებთან იყვნენ ყველანი. ნენეს და ერეკლესაც ახლახანს დაემთავრებინათ რეპეტიცია.
ყველა რაღაცას აკეთებდა, სულ ცოტა დრო რჩებოდა გამგზავრებდამდე და მათ კიდევ აუარება საქმე ჰქონდათ წინ.
ლევანი და ნენე ჩანთებს ალაგებდნენ, ბიჭები ტელევიზორში რაღაც ახალ გადაცემას უყურებდნენ, კესო, კატო და ანო კი სამზარეულოში მაგიდასთან ისხდნენ.
- კესო, მთელი დღეა ხმას არ იღებ, ხომ მშვიდობა გვაქვს? - ეუცნაურა ანოს დაქალის სიმშვიდე.
- ხო, მეც დღეს ლექციის შემდედ, რომ შევხვდი ვკითხე რა სჭირდა და არაფერი მიპასუხა - უთხრა ანოს კატომ.
- კი, მაგრამ რა გჭირს? კარგად ხარ? - ახლა მართლა შეწუხდა ანო.
- კი, გოგოებო, კარგად ვარ - ძლივს ამოიღო ხმა - კარგად კი ვარ, მაგრამ დღეს რაღაც უცნაურობა შემემთხვა და მაგაზე ვფიქრობ მთელი დღეა - აუხსნა.
- რა მოხდა კი, მაგრამ? - ჰკითხა კატომ.
- დღეს ხო, ინგლისური ლექცია გვქონდა - შეხედა კატოს.
- კი - დაეთანხმა გოგოც - მაგრამ მე არ ვყოფილვარ, რაღაც საქმე მქონდა ბიბლიოთეკაში და...
- ხოდა, ინგლისურზე ისეც ძალიან ცოტა ვართ ჯგუფში, ყველას ვიცნობ, ნუ აქამდე ესე მეგონა, რომ ყველას ვიცნობდი - თავი გააქნია - ხოდა ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილას ვჯდები ხოლმე ინგლისურზე და დღეს ჩემ მერხზზე აი ეს ბილეთები დამხვდა - ჩანთიდან ამოიღო და მაგიდაზე დადო - ზუსტად ცხრა ცალი, ზუსტად ცხრა, ანუ გამოდის, რომ ისეთი ვიღაცაა, ვინაც ყველაფერი თუ არა ის მაინც იცის, ყველაზე ახლო ცხრა მეგობარი, რომ ვართ - უცებ გადათვალა კატომ თითებზე ცხრავე - ხოდა ვერ გამიგია ვინ შეიძლება იყოს. არც რაიმე წერილი დამხვდა არც არაფერი...
ოცდაერთი ივნისის საღამოს ბილეთებია ტანგოს შეჯიბრისო თუ რაღაც, რომელიღაც სასტუმროს რესტორანში იმართება და ერთი ხდება გამარჯვებული... ვაბშე, ვერ გავიგე რა ხდება - სულ დაიბნა კესოც.
- ვაა, ანუ თაყვანისმცემელი გყავს, რომელიც სავარაუდოდ შენი და ჩემი ჯგუფელია ინგლისურზე და თან ცეკვავს? - ჰკითხა კატომ.
- ცეკვავს? - თავი მოიღერა - ხო რავიცი ალბათ... ან მისი კონკურსია ან პროსტა საღამოზე დაგვპატიჟა...
- დაგვპატიჟა? ანუ ჩვენც? - ჰკითხა გაკვირვებულმა ანომ.
- ჰო, გოგო... რა იყო კი, მაგრამ შენ არ მისმენდი?!
- არა, კი გისმენდი, მაგრამ თან ვფიქრობდი ვინ შეიძლება ყოფილიყო.
- ხო, რავიცი, არვიცი... - ხელები დანებების ნიშნად ზემოთ აწია კესომ.
- არაუშავს, ერთ კვირაში წავალთ და გავიგებთ - თქვა კატომ.
- ანუ, მივდივართ? - გულუბრყვილოდ იკითხა კესომ.
- რა თქმა უნდა - განაცხადა ანომ - ასეთ შანს გავუშვებ ახლა მე ხელიდან? - კატოსს გახედა - დაქალი მითხოვდება - გადაიკისკისა ანომ.
- მოორჩიი - დაუბღვირა ანოს - გითხოვდები არა, ვმშობიარობ უკვე...
- არაუშავას, არც ეგაა შორსს, ერთი ცხრა თცეც და ეგაა - სამივემ ერთად გადაიკისკისა და შემდეგ მისაღებისკენ აიღეს გეზი დანარჩენებისთვისაც, რომ მოეყოლათ ახალი ამბავი...


***


ქაჯაიების სახლი ოთხეულმა: კატოს, თემოს, ანოს და ერეკლეს სახით ერთად დატოვეს.
კატოს თხოვნით ანო დღეს მასთან რჩებოდა, ერთად ჩაალაგებდნენ კატოს ნივთებს და მეორე დღეს ანოსას მიხედავდნენ. რა თქმა უნდა, ერეკლეც მათ გაყვა ბარემ მიგაცილებთ და თან თემოსთან ავუვლი ჩემებსო, სინამდვილეში კი ანოსთან ერთად კიდევ უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა... კატო ისეთი მელა იყო, ამას ვერ გაშიფრავდა თუ რა? შესთავაზა ბიჭებს თქვენც ამოდით ცოტა ხნით, მარტო ვართ და რაიმეს ვუყუროთ ან ცივი ნაყინი მაინც ვჭამოთო, ალბათ არც გაგიკვირდებათ, უარი არავის რომ არ განუცხადებია, არა?
ჰოდა ასე აღმოჩდნენ ოთხივენი კატოსთან.
ფილმის ყურების თავი და დრო ნამდვილად არ ჰქონდათ, ამიტომ სიმღერებს და ნაყინს დასჯერდნენ.
კატომ ეშმაკობით თემო თან გაიყოლა ნაყინების მოსატანად სამზარეულოში და წყვილი მარტო დატოვა მისაღებში ამღერებულ ტელევიზორთან ერთად.
ანოს არაჩვეულევრივი იდეა მოსვლოდა, შესაბამისად, შანსიც არ გაუშვია ხელიდან.
მალევე ტელევიზორში ის სიმღერა მოძებნა, რომელიც სჭირდებოდა და ერეკლეც ფეხზე წამოაყენა:
- აბა, მზად ხარ? - ჰკითხა.
- რისთვის? - გაუკვირდა ერეკლეს.
- აი, ნახავ... - ხელში ტელევიზორის გადამრთველი მოიმარჯვა და სიმღერის კარაოკეც ჩართო.
პირველი ნოტი გაიგო თუ არა ერეკლემ, ეგრევე იცნო სიმღერა და ანოს გახედა, თანხმობის ნიშნად კი ანომ ბიჭს თავი დაუქნია და ერეკლეც ამღერდა:

,,ამბობენ რომ სიყვარული ცარიელი ფურცელია

თავისთავად იწერება ვისაც რა დაუწერია

სიყვარულით სავსე დღეებს ზოგჯერ ცრემლიც ურევია

გამოხტავის ფორმები და შინაარსი უცვლელია" - ერეკლემ ანოს გახედა და მიანიშნა, რომ ახლა მისი დრო იყო:

,,გული გაგიჟებული და აფორიაქებული

სული დამშიდებული და სუნთქვა აჩქარებულია


ვერ გაიგებ წამიერია თუ მარადიული

თითქოს ერთნაირია და ყველა თავისებურია"

ახლა ორივეს ჯერი ერთად იყო. ანომაც ერეკლეს ხელი გაუწოდა, რომელშიც ბიჭმაც მალევე ახლართა თავისი თითები.

,,ხელი მომკიდე რაა

მაგრად მომკიდე ძაან

ისე მომკიდე რა

ეს სიყვარულის ზღვაა"

ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ და ოცდათორმეტით უღიმოდნენ.
კვლავ ერეკლემ განაგრძო:

,, ცხოვრება ზოგჯერ მკაცრი და ზოგჯერ დაუნდობელია

ორი სიმართლიდან ვერ არჩევ ტყუილი რომელია

რადგან სიყვარულით ყველა ასე გაოცებულია

ერთად შევქნათ სიცრცე სადაც ყველა შეყვარებულია"

და ანოს ლოყაზე გავარვარებული ტუჩები მიაწება. ერეკლეს იმდენად ცხელი ტუჩები ჰქონდა, რომ ანომ ძლივს შეძლო გონზე მოსვლა და სიმღერის გაგრძელებაც:

,,სიყვარული გვამოძრავებს ზოგი გაჩერებულია

ფიქრი რეალობაა და კოცნა აჩქარებუალია

თუკი მისი სუნთქვა შენში ჩუმად შეპარებულია

გაუფრთხილდი მოეფერე ის ხომ შეყვარებულია"

ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ბიჭს თვალი თვალში გაუყარა, ერეკლე კი ცერა თითით ანოს მტევანს მიეფერა. კვლავ ერთად განაგრძეს:

,,ხელი მომკიდე რა

მაგრად მომკიდე ძაან

ისე მომკიდე რა

ეს სიყვარულის ზღვაა"

ამის შემდგომ, ანომ ერეკლეს გასაჩუმებლად საჩვენებელი თითი მიადო ტუჩებზე და ახლა მხოლოდ თვითონ განაგრძო სიმღერაც:

,, მიყვარხარ,

გიყვარვარ,

მიყვარხარ,

მიყვარხარ

ხელი მომკიდე რა

მაგრად მომკიდე ძაან

ისე მომკიდე რა

ეს სიყვარულის ზღვაა"


ბიჭის მტევანი ტუჩებთან ახლოს მიიატანა და ძალიაან, ძალიიან ნაზად აკოცა.

ამასობაში კი, სიტუაციით კმაყოფილი კატო და გაკვირვებული, თანაც მოჯადოებული თემო არავის აღარც ახსოვდა... ეგ კი არა, აღარც იქვე კარებში მდგომნი შეუმჩნევიათ...


***


კვირა დღე იყო, ოთხშაბათს უკვე ფრენა ჰქონდათ.
ანოს საძინებელში საწოლზე გაწოლილიყო კატო და ახლად შემოსულ ლილეს ხელიდან მარწყვით სავსე ჯამი გამოსტაცა, ქალიც იქვე სავარძელში მოკალათდა და კარადასთან აყუდებულ შვილს გახედა:
- დე, ბევრი რამ არ გინდათ, თანაც მხოლოდ ერთი კვირით მიიდხართ - უთხრა ანოს.
- დე, არ მიცნობდე მაინც, ეგ ყველაფერი მაგ ქალბატონს უთხარი, სამი ჩემოდანი, რომ გაავსო უკვე - თავით კატოსკენ მიუთითა ლილეს.
- კაი, რა ანოო - დაუბღვირა დაქალს - ტყუის ჩემო ლილეკო, ორი ჩემოდანი და ერთი მხარზე გადასაკიდებელი ჩანთაა მხოლოდ - გაუღიმა ქალს.
- დიდი შეღავათი - უთხრა კატოს და შვილს მიუბრუნდა - საიდან და რომელ საათზე გაქვთ, დე ფრენა?
- ოთხშაბათს დილით 10ზეა ფრენა ქუთისიდან - მალევე უპასუხა ქალს და უჯრიდან საცურაო კოსტუმი ამოიღო.
- ანუ, დილით ადრე უნდა გახვიდეთ აქედან...
- არა, ლილეკო - დაიწყო კატომ - ქუთაისში იოანეს ბიძია და ბიაშვილები ცხოვრობენ, სამშაბათს წავალთ, დავრჩებით და იქედანვე გავფრინდებით, რომ არ დავიგვიანოთ.
- უი, ეგ რა კარაგად მოგიფიქრებიათ - შეუქო ქალმა კატოს იდეა - არც იჩქარებთ და არც ჩვენ გვანერვიულებთ.
- ხო, დე - ქალთან ანო მივიდა და ლოყები სასაცილოდ გაუწელა - როგორ გავძლო აბა, ახლა მე თქვენ გარეშე, ჰა? - ჰკითხა ქალს.
- ერთი კვირა, დე - უთხრა ანოს და გემრელად აკოცა ლოყაზე - თუმცა, არა... ერთი კვირა კი არა, ორი კვირა გამოდის...
- ორი, რატო? - ჰკითხა კატომ.
- იმიტორო, მამაშენს აჩუქეს ორი ბილეთი საირმეში და ალბათ იქ წავალთ ერთი კვირით - უთხრა ანოს.
- უი, რა კარგია - გაუხარდა ანოს და კატოსთან ერთად მოეხვია ქალს.
- ანუ, ქალბატონო ანო, როცა ჩამოვალთ მე, შენ და ილიკო ვრჩებით თურმე სახლში - თქვა კატომ.
- ოჰჰ, ჯერ არ წასულხართ დე და ეს უკვე შემოგვეხიზნა - კატოს გასაგონად უთხრა ლილეს.
- უმადურო - დაუბღვირა დაქალს და ისევ საწოლზე გაიშხლართა.


მალევე სამეულს თინაც შემოუერთდა და ოთხივემ ერთად აივანზე გადაინაცვლეს:
- აუ, ბავშევებოო - დაიწყო თინამ - ესეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიყო - მუცელზე დაიხედა - მეც წამოვიდოდო თქვენთან ერთად, თან ისე მინდა, რომ ავიცი რაა - სამივეს მოავლო თვალი.
- თინნ, არაუშავს, შემდეგზე წავალთ ერთად - განსამხნევებლად კატომ თვალი ჩაუკრა თინას.
- ხო, მაგრამ მე ახლა მინდა - არ ჩერდებოდა თინა.
- აჰა, ჰორმონებიც აჩუხჩუხებულან - გაუღიმა ლილემ თინას.
- კაი, თიიი თვალები სითხით აგევსო, არ იტირო ახლა - ფეხზე წამოიმართა ანო და ქალს უკნიდან მიეხუტა.
სანამ, ოთხეული აივანზე ჭუკჭუკებდა, სახლში კიტაც დაბეუნებულიყო.
- კაი ხალხს ვახლავარ - დაინახა თუ არა აივანზე მსხდნომმი, მათკენ დაიძრა - ქალნატონო კატო, ეს რა პატივში ვართ, გვიკადრე? - გაეხუმრა კატოს და ხელები განზე გაშლა.
- კაი, რა კიტა ბიძია, ეგრე მიცნობთ - ფეხზე წამოდგა და კაცისკენ დაიძრა - არა საკადრისი თქვენ რა გჭირთ, ჰა? - ჰკითხა კაცს და საკმაოდ დიდი ხნის უნახავს მაგრად გადაეხვია.
- არა, რატომ მოგვანტრე ვითომ თავი? - კვლავ განაგრძო კიტამ - შენებმა ხო სადრთოდ დაგვივიწყეს...
- თქვენ კი არა, მაგათ ერთმანეთის გარდა სულ არავინ ახსოვთ და უნდათ... ეს ერთადერთი შვილიც კი - ვითომ გაუწყრა მის მშობლებს კატოც.
- კიტა, დიმიტრიც ხომ არ მოსულა? - ახლაღა ამოიღო ხმა თინამ.
მალევე იგრძნო კიტამ დის ხმაში სევდა.
- თიი, რა გჭირს? რაღაც არ მომწონხარ.. - დისკენ დაიძრა.
ქალიც ფეხზე წამოიჭრა, ძმას გადაეხვია და მის მხარზე აქვითინდა.
- თიიინ - სუ დაიბნა კაცი - რა გჭირს? - ახლა თავი ააღებინა ქალს და მისი სახე ხელებში მოიქცია - რა გატირებს, ჩემო ლამაზო? - ქალს გამამხნევებლად გაუღიმა.
- არ...ც მე ვ...იიიცცი - დაიწყო ლუღლუღი - ასე უბ...რრალოო..დდ ამეტირა - და შესამჩნევად გაუღიმა ძმას.
- ოხ, ეს მაიმუნი - კაცი ყველაფერს მიხვდა - ოხ, ეს მაიმუნი ჯერ არ დაბადებულა და უკვე აწვალებს დედიკოს, არა? - თავით მუცლისკენ მიუთითა და ფრთხილად მოეფერა.


***


- იმედი მაქვს, არ გამიბრაზ... - დასრულება ვერ მოასწრო ილიამ, რადგან კაფის კარი ანომ შემოაღო.
თვალებით ილიას ეძებდა, იპოვა თუ არა, მისკენ დაიძრა, სულაც ვერ ხედავად ძმის წინ, სავარძელზე მოკალათებულ გოგონას.
- ილი, მოვედი - თქვა თუ არა ფეხზე ილიაც წამოდგა და მაგიდასთან ახლა ნათლად გამოჩნდა, ლოყებ აწითლებული გოგონა.
- ანო, რა ადრე მოსულხარ - ავის მომასწავებელი სახით გახედა დას, შემდეგ კი, ერთ ადგილზე მიწეპებულ გოგოს მიმართა - თამთ, გაიცანი ჩემი და, ანო - სიტუაცის განსამუხტად გაუღიმა.
- გამარჯობა, თამთა - ხელი გაიწოდა ანომ გოგონას, და განსამხნევებლად გაუღიმა - მართალია, ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს შოროდან... - ძმას გახედა - თუმცა მიხარია, რომ ახლა ასე პირადად შეგხვდი.
ილიამ თავისი ადგილი დაუთმო ანოს და თვითონ თამთას გვერდით მოკალათდა.
- იმედია, დღეს სახლში ცოცხალი შევძლებ დაბრუნებას - ღიმილით მიგო დას და თამთას გააგონა.
- ილო, ალბათ ხვდები ხომ, რომ დღეს ერთი სიკვდილი არ აგცდება და აი კატო, რო გაიგებს, შემდეგ, რავიცი, რავიცი - გაუღიმა ძმას.
- არა, კატოსთან მოვაგვარებ, დღეს ვიკითხო თორემ - ნერვიულად გაიღიმა და მაგიდასთან ახლახან მოახლოებულ გოგონას შეკვეთა მისცა.


***


- უჰჰ, რა სურნელია - სახლში შემოსული არ იყო ბოლო ხმაზე, რომ დაიყვირა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
- ნენე, გახდები ჩემი და? - ფრიად გაკვირვებული დარჩა დის მაგივრად ნენე, რომ შერჩა სამზარეულოში გაზქურასთან მგდომმი - ეს რა გემრიელი სურნელი ტრიალებს, გოგო - იქვე მაგიდაზე დადო პროდუქტით სავსე ცელოფანი და ნენესთან ახლოს, ქვაბში თავი ჩაჰყო სურნელის უკეთ შესაგრძნობად.
- გაიწიე, დაიწვები - მხარზე დაჰკრა ხელი და მოიშორა ლევანი.
- არა, რა დღე დამიდგა, აწი სახლში გემრიელად შევჭამმ, არც დამწვარი კვერცხის ჭამა მომიწევს და არც ნახშირიანი ტოსტის - ბედნიერმა დაუფშტვინა და ახლად გამოჩენილ კესოს მხარზე ხელი გადაჰხვია.
- უმადურო - დაუბღვირა ძმას - თუმცა, ჰო ვაღიარებ, დღეიდან ჩვენი ცხოვრება იცვლება - ძმას ჩამოშორდა და ნენეს მიუახლოვდა - ნენეკო, აწი შენ იტრიალებ სამზატეულოში... აი ასე - სისრულეში მოიყვანა თავისვე ნათქვმი და დატრიალდა - უჰჰ, მგონი თავბუ დამეხვა - თავზე ხელი მიიდო და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
- ვნახოთ თუ ისევ ეგრე იჭუკჭუკებთ დაგემოვნების შემდეგაც - გაუღიმა და-ძმას და თაროდან თეფშები ჩამოიღო.
- არა, ქალბატონო - შეაჩერა ლევანმა გოგონა - შენ მოამზადებ, თორემ მაგიდის გაშლა, ალაგება, ქურჭლის დარეცვხა ჩვენზეა - თავლი ჩაუკრა გოგოს და თეფშები ხელში გაკვირვებულ კესოს შეატენა.
- კესო დაალაგე და მერე ჭურჭელს მე გავრეცხავ - განაცხადა ბიჭმა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად სამზარეულო დატოვა.
უკან დაბრუნებულს მაგიდაც გაშლილი დახვდა, რომელსაც გოგონები უკვე შემოსხდომოდნენ.
- სად ხარ ამდენი ხანი, უჰჰ - ჰკითხა ძმას - შენ გელოდებოდით.
- მოვედი, ვსო - სკამი გამოწია და ადგილიც დაიკავა ლევანმა.
- მე, რომ მარტო ვცხოვრობდი, სადილობაც, ვახშმობაც, რავიცი ყველაფრის გაკეთებაც მარტო მიწევდა, შესაბამისად ვერც ვერავის ველაპარაკებოდი ხოლმე სახლში, ახლა კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვერც მოვიწყენ - და-ძმა ქაჯაიებს გაუღიმა და პირველი ლუკმაც ჩაიდო.
- ვაიმეე, ესსს რა ხელებმა გაააკეთა - ისე დაიკივლა კესომ, გული გაუხეთქა ძმას - რა გემრიელია - არ ჩერდებოდა.
- გოგო, არ ხარ შენ ნორმალურიიი, გადამცდა - გულკერდზე ხელი მიიბჯინა ლევანმა.
- აჰა, გამომართვი - ამასობაში ნენემ წყალი ჩაუსხა ჭიქაში ლევანს და მიაწოდა.
- მადლობა - გაუღიმა გოგოს და ერთი ჩასუნთქვით გამოცალა მთლიანი ჭიქა - ახლა კიდევ ქალბატონო - დას მიუბრუბდა - ვინ გეპატიჟება ტანგოზე? უიი, უკაცრავად, ცხრა ბილეთი დაგიტოვაა, ვინ გვეპატიჟება? - დაეჭვებულმა დას გახედა.
- აუ, ისე კესო, ეგ მეც ძაან მაინტერესებს - ნენეც აჰყვა.
- და ახლა რას ელოდებით? რა უნდა გიპასუხოთ, როცა მე თვითონ არ ვარ აზრზე, ჰა? - ორივეს შეხედა.
- კაი, როდისააო ეგ მაინც გამახსენე - ჰკითხა ნენემ.
- აი, როგირც კი ჩამოვფრინდებით, მეორე დღეს - უპასუხა.
- გაუმართლა. - თქვა ლევანმა.
- რატომ?
- ვიის?
- გაუმართლა, ანუ რო მაგ რიცხვში - დაიწყო ლევანმა.
- ოცდაერთში - შეახსენა კესმოაც.
- ჰო, ოცდაერთში, რომ აქეთ ვიქნებით.
- ჩვენ, რა? მართლა მივდივართ? - იკითხა გაკვირვებულმა ნენემ.
- რა თქმა უნდა - ორ ხმაში ერთად დაეთანხმნენ ლევანიცა და კესოც გოგონას.
- გიჟები ხართ, რა - დაასკვნა ნენემ და მაგიდიდან თავისი თეფში აიღო.


***


- დეე
- ჰო, დე - საძინებლიდან გამოსძახა ერეკლემ - რა არი?
- ჭკვიანად იყავით დე, რა - ოთახში შეუკუსკუსდა - არ მანერვიულოთ, უცხო ქვეყანაში მიდიხარ, აბა შენ იცი... ყველას მიხედე, დამირეკე ხოლმე - ერეკლეს წინ დაუდგა - არ დაიკარგოთ, იცოდე.. ერთად იარეთ სულლ - ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.
- რა გჭირს, დე.... ჯერ არ წავსულვარ და უკვე ნერვიულობ - ჰკითხა ქალს.
- უცხო ქვეყანაში იქნებით აბა - აწუწუნდა ქალი.
- მერე რა, დე - მოეხვია ქალს - ხშირად დაგირეკავ ხოლმე, არ ინერვიულო - თმაზე აკოცა.
- ალექსანდრესთან იყავი?
- კი, დღეს დილით რეპეტიციამდე ავიარე, შენი თავი მას ჩავაბარე, მისი კი შენ - გაუღიმა - იცოდე, ეს დღეები სანამ არ ვიქნები მაქსიმალურად გამოიყენე დრო, შენც დაისვენე და ჩემ არ ყოფნაში ეს თმებიც დაასვენე - დედის დაბწნილ თმაზე მიუთითა.
- კაი, დედა, ამ დღეებში თინასაც შევუვლი და დაგირეკავთ თან ერთად.
- კარგი, მე და ანოც შეგეხმიანებით.
- ჰო, ანო - ჩაფიქრდა ქალი - გოგო არ აწვალო იცოდე, გავიგებ - საჩვენებელი თითი დაუქნია მეტი სიმკაცრისთვის...
- შენ გარეშე რა მეშველება, ჰაა? - ჰკითხა ქალს და ორივე ლოყა სასაცილოდ გაუწელა.
ამასობაში ეკატერინეს ტელეფონიც ამღერდა, ნონა ურეკავდა.
- ჰო, ნონ.
- ეკაა, რამე მიშველეთ რაა - სიცილს ძლივს იკავებდა ქალი - გთხოვ, ერეკლეს მოკიდე ხელი და მოდით, თორე შეიძლება სიცილისგან მოვკვდე - ვერ ჩერდებოდა ნონა.
- რა ხდება, ნონ? - ახლა ერეკლემ გამოართვა დედამისს ტელეფონი და კამერაში სახეზე აწითლებულ ქალს მიაჩერდა...
- აუ რადაა - ძლივს საუბრობდა - თურმეეე, ჩემ გიჟ შვილსს - თემოსკენ შეატრიალა ახლა კამერა - თურმე თემოს, თვითფრინავების ეში..ნნნნ..იიააა და ახლა არჩილი - ხელის დანიავებას მოჰყვა ნონა დასამშვიდებლად - და ახ..ლლლა არჩილიი, ამშვიდებს და თან ეჩხუბება თუ დასცინის, როგორ ეშინია და რას ქვია კვიპროსში არ გამოფრინდება თქვენთან ერთად - გულზე ხელს იბჯენდა ქალიი - ვაიმეე, ვინმემ მიშველეთ, ძალიიიან, ძაა...ლლლია..ნნ ცუდად ვააარ - ერეკლე და ეკატერინე ძლივს გაერკვნენ სიტუაციაში....
- არა, შენ ახლა ჩემი შვილი გქვია და თან თავდგირიძე ხარ - შორიდან ისმოდა არჩილის ხმა - ტფუი შენ კაცობას - ამას ემატებოდა ნონას განწირული კისკისი და თემოს წუწუნიი.
ახლა ნამდვილად ვერ შეიკავა თავი ვერც ეკამ და ვერც ერეკლემ.
ორ ხმაში აკისკისდნენ და ნონას იმის იმედად გაუთიშეს, რომ მალე მივიდოდნენ მათთან...


***


12 ივნისი იყო, უკვე ორი დღე გასულიყო, რაც ერთმანეთი არ ენახათ.
ხვალ ქუთაისში მიდიდოდნენ და ზეგ დილით კვიპროსშიც გაფრინდებოდნენ.
იმის მიუხედავდ, რომ ანომ უარი განუცხადა ვერ მოვახერხებ დღეს შენ ნახვას, მამიდაჩემთთან მივდივართ ოჯახიო, ვერ მოისვენა ერეკლემ და ახლა ხელში ტელეფონ მომარჯვებული ელოდა გოგონას, თინაასს სახლთან ახლოს.
- ჰო, ერკე - ძალიან ბედნიერი ხმით უპასუხა ანომ ბიჭს.
- ორი წუთით, გთხოვ სულ ორი წუთით, აქვე ვარ ახლოს, გამოდი გნახავ, ჩაგეხუტები და გაგიშვებ, რაა - ემუდარებოდა გოგოს, ანომ კი სიტყვაც არ უთხრა ისე დაუკიდა ყურმილი.
ერეკლეს თავიდან კი გაუკვირდა, ანგარიში ხოარ დამიმთავრდა ან ტელეფონი ხოარ დაჯდაო, მაგრამ რომ შეამოწმა ყველაფერი მწყობრში იყო, ის ის იყო თავიდან უნდა დაერეკა ბიჭს, ზურგიდან უეცრად ვიღაცამ თვალზე ხელის გულები, რომ ააფარა.
გოგონას მტევანს თავისი დაადო და მისკენ ისე შეტრიალდა, რომ ანოს ხელები ბიჭის კისერზე შემოხვეული დარჩენოდა.
- ქალბატონო ჩემო - გაუღიმა გოგოს - ნეტა ახლა არ მელანდებოდე - ბოლოს იმედს ებღაუჭებოდა ერეკლეც.
- სულაც არა, აქ ვარ და თან არა მხოლოდ ორი წუთით - მომაკვიდნებლად გაუღიმა ბიჭს, რამაც ერეკლეს რამდენიმე გულისცემაც გამოატოვებინა - წამო, ზღვის პირას გავისირნოთ - ჯერ კიდევ აგონაში მყოფს ხელი ჩასჭიდა და მისკენ დაქაჩა.

ზღვის ნაპირთან ძალიან ახლოს ფეხზე იდგნენ და ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში.
ულამაზესი პანორამა იშლებოდა მათ ირგვლივ.
ნელი სასიამოვნო სიო ქროდა, ამას ერთვოდა ტალღების სასიამოვნო ხმა და შავი ზღვა, რომელსაც ზემოდან უამარავი კაშკაშა, მანათობელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰნათოდა.
ერეკლემ იგრძნო, რომ ახლა მისი სიტყვებისა თუ მოქმედების დრო იყო.
მისკენ მობრუნებულ გოგონას თვალი თვალში გაუყარა, ანოს მრგვალი სახეც ხელისგულბს შორის მოიქცია და მთელი ემოციებითა თუ გრძნობებით უნაზესი, დაბოხებული ბრაიტონით ამეტყველდა:
- ალბათ გაინტერესებს, რა დავინახე შენს თვალებში პირველად რომ გნახე? სითბო... რადგან მე სითბოს ვეძებდი და შენმა თბილმა მზერამ თვალი მომჭრა... მე ჭერს ვეძებდი და შენს მზერაში ვპოვე თავშესაფარი... ახლა რას ვეძებ? არაფერს ძვირფასო... რადგან ჩემი ცხოვრება შენში დაიწყო და მე შენში ახლა სუნთქვას განვაგრძობ...რა არის ჩემი ოცნება? არაფერი... და იცი რატომ? რადგან მე შენში ვპოვე მყუდრო სავანე, სადაც სიცოცხლე სიყვარულს ერწყმის... სადაც შენ ხარ, იქ გამხმარი ყვავილებიც სიცოცხლეს გრძნობენ... სადაც შენ ხარ იქ მხოლოდ სითბოა... რადგან შენ ხარ ყველაზე დიდი სითბო... მე მიყვარს შენი ღიმილი, რადგან შენ სიყვარულს აფრქვევ... მე მიყვარს შენი მზერა, რადგან იქ სიკეთეს ვპოულობ... მე მიყვარს შენი ჩურჩული, რადგან ის ყოველთვის მესმის... მე მიყვარს შენთან ერთად სიცოცხლე, რადგან შენ ხარ ჩემი სიცოცხლე... შენ ყოველთვის ჩემში ხარ და სულ ჩემთან იქნები... - დაასრულა თუ არა, გარინდულ ანოს, მარჯვენა თვალთან ობლად გადმოვარდნილი ცრემლი ცერა თითის მოწმინდა.
- ერ..ეკლ..ეე - ანოს ხმა ჩახლეჩვოდა, ძლივს მოახერხა რამდენიმე სიტყვის ერთმანეთზე გადბმა და ოდნავ მაღალ, გასაგონ ხმაზე საუბარი - სულ ვფიქრობ, ნეტა, როგორ შევხვდით ერთმანეთს - გზადა გზა ჩერხებოდა ხოლმე, ანო - რომ არ ავცდით, არათუ გზაზე, არამედ დროსა და სივრცეში, საუკუნეებში - გაუღიმა მისით მონუსხულ ბიჭს და კვლავ განაგრძო - ნეტა, რომელმა დავიმსახურეთ ჩვენი ერთად ყოფნა, ერეკე? - აკაშკაშებული თვალებით ახედა ბიჭს და მის პასუხს დაელოდა...
ერკლემაც არ დააყოვნა, უფრო მაგრად შემოჰხვია გოგონას წვრილ წელს თავისი მარწუხები, დაიხარა და ანოს ათრთოლებულ ტუჩებს თავისი გავარვარებული ტუჩებით შეეხო.


ერთი წამია ყველაფრიდან არაფრამდე და არაფრიდან ყველაფრამდე.


***


თავის ოთახში საწოლზე იწვა და გაშტერებული სიბნელეში, ჭერს ვერ აშორებდა თვალს.
სახეზე ღიმილი გადაჰკრვოდა და გონებაში ჯერ კიდევ ორი საათის წინანდელი სცენა უტრიალებდა.
ვერაფრით ვერ მოისვენა, ხან საით გადაბრუნდა, ხან საით, მაგრამ არა... აზრი არ ჰქონდა.
უკვე ძალიან გვიანი იყო და არ უნდოდა ანო გაეღვიძებინა თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხავი იყო მასაც თუ ეძინა.
ის ის იყო, ფეხზე უნდა წამომდგარიყო, აივანზე გასულიყო და ცოტა გაინავებულიყო, რომ ტელეფონიც ამღერდა.
ანო იყო.
- ერკე - უსაშველოდ ბედნიერი და თანაც მორცხვი ხმა ჰქონდა ანოს - მითხარი, რომ არ გაგაღვიძე - ხმაში მუდარა ერია თან.
- არა, ანო - ღიმილით უპასუხა - არ მეძინა... მეც მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ მინდოდა, რომ გამეღვიძებინე.
- ჰოო - ამოიღლუღა
- ახლა, რომ მოგაკითხო - ცოტა ხანი პაუზა გააკეთა ერეკლემ - ანო, ახლა, რომ სახლთან მოგაკითხო, ცოტა ხნით მაინც შეძლებ გამოსვლას? - მუდარანარევი ხმით ჰკითხა.
ტელეფონში რაღაც ხმა მოესმა
- ერკე, უკვე ავდექი და ვემზადები, მალე მოდი, რაა - აჟიტირებულმა და უზომო კმაყოფილმა ყურმილი დაუკიდა.

როგორც კი მივიდა, დაურეკა...
- მოვ.. - არ დააამთავრებია ანომ.
- კიბეებზე ჩამოვდივარ - გაუთიშა.
ბოლო სამი საფეხური უსწრაფესად ჩამოირბინა და ერეკლეს ძალიიან მაგრად ჩაეხუტა.
- აი, ჰოო ზუსტად ეს მჭირდებოდა ახლა - ამოკრუსუნა ანომ და ერეკლეს კისერში თავი ჩამალა.
- ანო, არ ვიცი რას მიშვრები - თან ზურგზე ეფერებოდა და თან ძალიან დაბალ ხმაზე ყურთან ახლოს ეჩურჩულებოდა - ბავშვივით აჟიტირებული ვარ, ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებ და მინდა, რონ სულ შენთან ვიყო... - მხრებზე მოჰკიდა ორივე ხელი ანოს და სხეულიდან მოიშორა - ანო, რომ შემეძლოს შენთვის ერთი რამის მოცემა ამ ცხოვრებაში, მე მოგცემდი იმის საშუალებას, რომ ჩემი თვალებით დაგენახა საკუთარი თავი! - ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა და აიძულა თვალებში შეეხედა მისთვის - მხოლოდ ასე თუ გაიგებდი რამდენს ნიშნავ ჩემთვის და როგორ მიყვარხარ! - ანოს თვალებში დაგროვებულ სითხეს არ მისცა საშვალება ჯებირები დაეტოვებინა და ძალიან ნაზად გოგონას ათრთოლებულ ბაგებს თავისი მიაწება.

სურვილი არასდროს არაა საკმარისი, უნდა იმოქმედო, უნდა გააკეთო.

ეგრეა... დამიჯერეთ, სურვილი არასდროსაა საკმარისი, საჭიროა მონდომებასთან ერთად სცადოთ, გააკეთოთ, იმოქმედოთ... მხოლოდ ასე მიიღწევა სასურველი შედეგი...


***


სახლში დაბრუნებულმა გეზი ძმის საძინებლისკენ აიღო და დაუკაკუნებლად, ძალიან ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი.
უნდოდა ილიას გვერდით დაეძინა.
არ უნოდა ძმისთვის ძილი დაეფრთხო, მაგრამ ფრიად გაკვირვებული დარჩა, როდესაც ილია გაღვიძებული დახვდა.
- ილი? - გაუკვირდა - ხომ მშვიდობა გაქვს, ამ დროს რატომ არ გძინავს? - საწოლისკენ დაიძრა.
- როდესაც ჩემი უმცროსი და სახლში არ არის, მე მშვიდად რა დამაძინებს ჰა? - გაუღიმა.
- მართლა, ჩემ გამმ.. - შეაჩერა ილიამ.
- არა, ანიკო არ იღელვო, შენ გამო არ მღვიძავს ამ დროს... ჩემმა მომავალმა სიძემ ეგ ამბავი ისეც მოაგვარა - თვალი ჩაუკრა - თამთაზე ვფიქრობდი და იმიტომ არ მძინავს...
- ოჰ, რა არის ეს სიყვარული არა? - გაუღიმა ძმას - მოიცა, მოიცა, რაო? რა მოაგვარაო სიძ.. ფუ რა სიძემ, ერეკლემ - ახლაღა გაიზრა ძმის ნათქვამი.
- კაი, გოგო დამშვიდდი - გვერდით დაისვა ანო - სანამ შენ გაგაპარებდა სახლიდან, იქამდე ჩემთან მოაგვარა, არ იღელვო - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა სახეზე აწითლებულ ანოს.
- რაო, შენ და თამთას რამე პრობლემა გაქვთ? - ჰკითხა და ილიას გახედა, არდა ჯერ კიდევ გონებაში ილიას ნათქვამი უტრიალებდა ერეკლეზე.
- ეჰ, ჩემო ანო - დაიწყო ძალიან ნაღვლიანი ხმით ილიამ - ,,ყველაზე მეტ შეცდომას იმ ადამიანთან ურთიერთობაში ვუშვებთ, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს... - ანომ ჩუმად ტელეფონი მოიმარჯვა ხელში - ზოგჯერ ისე დაუნდობლად ვექცევით და გაუცნობიერებლად იმდენ ტკივილს ვაყენებთ არაფრის გამო სიყვარულის სახელით, არადა ყველაფრის თავიდათავი მხოლოდ ეგოიზმია. - თავზე ხელი გადისვა ილიამ და კვლავ ჩახლეჩილი ხმით განაგრძო - მხოლოდ ის გრძნობაა ჭეშმარიტი, რომელშიც ,,შენ,, ,,მეზე,, მეტია - გახევებული იდგა ფანჯარასთან ძალიან ახლოს და სიბნელეში მღელვარე შავ ზღვას თვალს არ აშორებდა - გვეუბნებიან _ საკუთარ თავზე წინ არავინ უნდა დააყენოო.
საკუთარ თავზე მეტად, რომ გეძვირფასება, გეფიქრება, გიხარია, გედარდება ადამიანი სწორედ ესაა სიყვარული - გარინდული ანო ძმას გვერდში ამოუდგა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ ილიას თვალები დახუჭული ჰქონოდა და ისე საუბრობდა - ამიტომ: ,,მე შენ მიყვარხარ,, კი არა ,,შენ მე მიყვარხარ,,." ( მეგი კაკაბაძე )

ანომ ძალიან ჩუმად ერთ ადგილზე გახევებულ ძმას ლოყაზე ხანგრძლივად ტუჩები მიაწება და მალევე, უკუსვლით მარტო დატოვა ილია.
ბიჭის საძინებელი თვალს მიეფარა თუ არა, თითი გაგზავნის ღილაკს დააჭირა და ხმოვანიც ადრესატამდე გააგზავნა.

გამთენიისას კი ილიამ ტელეფონზე შეყტობინება მიიღო:

,,გათენებას გავხარ ჩემი ფანჯრიდან ცის..."

თამთა.


***


- აბაა, რავაა საქმე... მზადა ხართ? - ომახიანად შემოსძახა იქვე მყოფთ იოანემ.
- არა, რა ჯერ არ ჩავსულვართ, ჩავსულვარ კი არა, ჯერ არ წავსულვართ და ეს უკვე რა დღეშია - თავი გააქნია დანანებით თემომ.
- ერთი ამას დამიხედეთ, რაა - იქვე მყოფთ თვალი მომავლო - ოე, მშიშარ - თემოს მიმართა - ქიიფ ქალლ, ბეიბიი... თორე თვითფრინავის ჩამოვარდნამდე აქვე გაგაფრთხობინებ სულს - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
- აჩიკოოოო - მანქანაში ჩასკუპებულ კაცს ვეღარ მიუსწრო - არაა, არვიცი რას გზიამ, მამააა - გაბრაზების ნიშნად მინაზე მუშტი დაურტყა კაცს - ეს მინდოდა კიდე მეე - დანანებით თავი ჩაქინდრა თემომ...
- არა, რა დაუვიწყარი დრო გველოდება - დაასკვნა კატომ და ავტობუსში თავისი ადგილი დაიკავა...


***


ბათუმიდან ქუთაისმადე სულ რაღაც ორი საათი სჭირდებიდათ, რომლიდანაც ერთი უკვე გასულუყო.
- იო - დაუძახა ნენემ ბიჭს - ახლა სადაც მივდივართ, ბიძაშენთან რაა... არ შევაწუხებთ? არის ამდენი კაცის ადგილი?
- ნენე, რას მკადრებ ჰაა? - მიაშტერდა გოგოს - დედაჩემი ქუთაისიდანაა, მისი მთელი ოჯახი იქ ცხოვრობს, მის ძმაც, ანუ ბიძაჩემიც იქაა, ჩემი ბიძაშვილებიც და ამას პლიუს ჩემი ბავშობის მეგობარიც აქედანაა - პაუზა გააკეთა - და თუ რამეა მასთანაც დავრჩებით, ეგ არ იქნება პრობლემა... ჰა, აბა ჩამოგიყალიბე, ხო? - ჰკითხა გოგოს.
- მაშ, დანებების ნიშნად ხელები ამიწევია - სისრულეში მოყვანა თავისივე ნათქვამი ნენემ.
- ხო, ისე ლევან - ერეკლე მიუბრუნდა ძმაკაცს - შენ რა ქენი შენი პოეზიის საღამოს ამბავი 19ში, რომ უნდა გქონდოდა?
- მოვაყუმარე - გაუცინა ერეკლეს - რო ჩამოვალთ მერე მექნება...
- ძალიანაც კარგი, ანუ რო ჩამოვალთ აქაც საქმეები დაგვხვდება, გამოცდებთან ერთად - თქვა კატომ.
- გამიცდების გარდა კიდევ რა საქმეები, კატუს? - ჰკითხა ანომ.
- რომ ჩამოვალთ 21ში ხო ტანგოს საღამოზე მივდივართ - გახედა გვერდით მოკლათებულ კესოს - და ამას პლიუს ლევანის პოეზიის საღამოზეც, უჰ რა მაგრად ჩავაბარებთ ფინალურებს და დავხურავთ მეორე კურსს...
- ეგ თქვენ იკითხეთ, თორემ ჩვეენ... - თქვა იოანემ და ლევანს და ანდროს გადახედა.
- ცოტა ხანი მოკეტეთ, რაა... მეძინება - დაიწუწუნა თემომ.
- ხო, ალბათ გუშინ გაათენა თვითფრინავზე ფიქრში - გაიხუმრა ლევანმა.
- თუ პირიქით, ბიჭო... - დაიწყო იოანემ - უეჭველი, კოშმარი ესიზმრებოდა, რომ ჩამოვარდა თვითფრინავი და ყველანი დავიხოცეთ... - იცინოდა იოანე.
ფეხზე წამოჭრილი თემო კი ანდრომ ძლივს გააკავა.
- კაი, ბიჭო რაა... ამას უსმენ... შენზე მეტად ეშინია და არ იმჩმევს - დაამშვიდა ძმაკაცი ანდრომ.
- მართლაა? - ლეკვის თვალებით ახედა.
- ნუ შეიძლება ახლა ფრენის და თვითფრინავის არ ეშინია, მარა ექიმების ხო ეშინია, არა? - ძლივს მოაფიქრდა ანდროს.
- ჰო, ეგ კიიი - ოდნავ დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა და ყურსასმენები გაიკეთა.

დარჩენილი გზა ყველამ თავის სტიქიაში გაატარა.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ ქუთაისს, მით უფრო იმატებდა იაონეში მღელვარება, რაც ლევანს არ გამორჩენია.
- მიიწი, იო - გვერდით მიუჯდა ბიჭს - ხომ მშვიდობა გაქვს? - ნერვიულად ათამაშებულ ფეხზე მიუთითა ლევანმა.
- კი, რა - ხმაშიც შეატყო ძმაკაცს მღელვარება.
- ჰე, ახლა მითხარი რაარი?
- აი წეღან, რომ ვთქვი ჩემი ბავშობის ძმაკაციც იქ ცხოვრობს თქო, აი მაგაზე რაღაც გამახსენდა...
- რა არი? ნაჩხუბრები ხოარ ხართ?
- არა, კაცო რა ნაჩხუბრები, პროსტა ბავშობის რაღაც ამბავი გამახსენდა...
- ხოდა, რა ამაბავი? მოთხარი თუ გინდა - მხარზე დაჰკრა ხელი ბიჭს.
- ძმა ხარ, ლევან - გაუღიმა და ამით მიხვდა, რომ თავის არიდებას ცდილობდა ბიჭი, ამიტომაც ბევრი აღარ გაუგრძელებია, დაანება თავი, როცა მას მოუნდება და თუ მოუნდება, ისეც მეტყვისო...

,,სიყვარული მორცხვს მამაცს ხდის და პირიქით, მამაცს მორცხვს..."

ვინ იცის...


***


- არა, ამ სიცხეში რა მუშაობა აგიტყდათ, სიმონ? - ჭიკრიდან შესძახა ეზოში მყოფს და ღობეს გადაახტდა.
- იოანეე, შენ ხარ? - საქმეს თავი მიანებმა საშუალი ასაკის კაცმა და ბიჭისკენ დაიძრა.
- ნიკოლოზ, შე ძველო - კაცს გადაეხვია და უეცრად ხელში წამოწეული დაატრიალა - მომენატრე, ძიაა
- დამსვი, შენ ვირ*სშვილო - მხარზე დაჰკრა ხელი დისშვილს და ჩამოშორდა - არა, არ იშლი შენ შენსას, ხომ? - გაუწყრასავით და ახლაღა შეამჩნია ჭიშკართან ატუზული ხალხი - გამარჯობა ყველას - მიესალმა და მათკენ დაიძრა - რას დაგიყუდებია ბიჭო, ეს ხალხი აქ, ჰა? - გახედა დისშვილს - შემოდით, ბავშვებო... მე ნიკოლოზი ვარ, ამ ვირის ბიძია - ყველას სათითაოდ ხელი ჩამოართვა...
- ნიკო ძია - ჭიშკრიდან შემოსძახა ბიჭმა - აი მოგიტანეთ, მინდვრის საცელი.... - და ეზოში მყოფთ თვალი მოავლო - გამარჯობაა.... არაა? იოანე შენ ხარ? - ახლაღა შეამჩნია ოდნავ მოშორებით მდგომი ბიჭი და მისკენ დაიძრა - რატო არ დამირეკე, თუ ჩამოდიოდი, ბიჭო? - უნახავები ძალიან მაგრად გადაეხვივნენ ერთმანეთს - ბავშვებო, აი გაიცანით... გზაში, რომ გეუბნებოდით ჩემი ბავშობის ძმაკაცი ცხოვრობს იქვე თქო - მხარზე ხელი გადახვია ბიჭს - იკა, ირაკლი - გააცნო ყველას მისი თავი - ნუ მე იკას ვუძახი და თქვენ როგორც გინდაით ისე მიმართეთ.

მოკლედ გაიცნეს ერთმანეთი, გაიგეს, რომ იოანეს ბიცოლა და ბიძაშვილები თბილისში იყვნენ წასულები და სახლში მხოლოდ იოანეს ბიძია, ნიკოლოზი იყო ერთი კვირით.
იოანემაც უთხრა ბიძამიის და ირაკლის, რომ ერთი ღამით ქუთაისში დარჩებოდნენ.
ამასობაში ოთახებშიც გადანაწილდნენ და სანამ ყველანი წესრიგდებოდა იოანე ეზოში ბიძამისის დაწყებულ საქმეს ასრულებდა ირაკლისთან ერთად.
- ნატა, რომ გაიგებს ჩამოხვედი, გაგიჟდება - ახლაღა მოაგონდა ირაკლის პატარა და.
- ჰოო, ეგ ჭინკა - გაეღიმა იოანეს - სადაა ამდენ ხანს?
- წელს აბიტურიენტია ხო იცი, მალე აბარებს და გამოცდებისთვის ემზადებოდა ნაინასთან ერთად.
იოანეს გული გაუჩერდა, საქმეს თავი მიანება და ძმაკაცს გახედა.
- ნაინაც აქ არის, ირაკლი? - მოსმენილში დასარწმუნებლად ჰკითხა ბიჭს.
- ხო, ბიჭო... ჩამოვიდა ერთი ორი კვირით, ნატას დავეხმარებიო, ხომ იცი მაგის ამაბავი, არა? - თავი არც აუწევია ისე უთხრა იოანეს.
- კი, როგორ არ ვიცი - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
- კაი, მორჩით ახლა - აივნიდან გადმოსძახა ნიკოლოზმა ბიჭებს - მორჩით მაგას და მოდით სუფრა გავშალოთ, მოშიებულები იქმებით, ნამგზავრები
- მართალია, ნიკოლოზი იო... წავალ ახლა მე მოვწესრიგდები, გოგონებსაც ვეტყვი, რომ ჩამოხვედით და გადმოვალთ, დაგეხმარებით - უთხრა ერთ ადგილზე გაშტერებულ ბიჭს და ხელსაწყოები იქვე, კიბესთან ლამაზად დაალაგა.


***


უკვე მაგიდა გაეშალათ.
არ სხდებოდნენ.... ირაკლის, ნატას და ნაინას უცდიდნენ.
მალევე შემაღო ჭიშკარი გოგონამ და სირბილით დაიძრა იოანესკენ.
- როგორ მომენატრე - ჩაეხუტა ბიჭს - რა არი კი, მაგრამ ასე უნდა მოგვანატრო თავი? - დაიწუწუნა და ლოყაზე მაგრად აკოცა.
- პატარა ჭინკავ, აი თურმე რა მაკლდა მთელი ეს დრო - გაუღიმა გოგოს და მისი თავი ყველას გააცნო.
- ნაინა, სად არის, ირაკლი? - თითქოს ბიძამისმა იოანეს ფიქრი წაიკითხა და კითხვაც დაასწრო.
- ჩვენი მეზობელი, იზო ბებო იყო შეუძლოდ და მასთან დარჩა - ნიტამ დაასწრო ძმას პააუხის გაცემა და ყველას გასაცნობად მაგიდისკენ დაიძრა.
იოანე მიხვდა, რომ გოგონა თავს არიდებდა. არა, შეიძლება, მართლაც იზო ბებო შეუძლოდ გამხდარიყო, მაგრამ გოგონას ეს სიტუაცია მიზეზად გამოეყენებინა.
- თქვენ დაიწყეთ, მოშინაურდით და მეც მალე მოვალ - მიუგო იქვე მყოფთან და უკან მოუხედავად დატოვა ეზო.

იზო ბებოს სახლისკენ დაიძრა. ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა, ამიტომ ჭიშკარი უკითხავად შეაღო და კიბისკენ დაიძრა.
- იზო ბებო, სახლში ხართ? - კარზე დააკაკუნა და შესძახა.
კარი მალევე გაუღეს.
- იოანე? ჩემო ბიჭო როდის ჩამოხვედი? - ქალს სახე გაუნათდა და თბილად მოეხვია ბიჭს - ნიკოლოზსს არ უთქვამს, ჩამოსვლას თუ აპირებდი - ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
- როგორ ხართ, იზო ბებო? - გაუღიმა ქალს - ხო, არც თვითონ იცოდა და იმიტომ ვერ გითხრა. ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, ხვალ უკვე მივდივარ - აუხსნა ქალს - რა არის კი, მაგრამ თეონა და თორნიკე აღარ ჩამოდიან საერთოდ? - თვალი მოავლო იქაურობას.
- სად ცალიათ ბებო ჩემთვის, ჰა? წავიდნენ ამ თბილისში და დარჩნენ იქ - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა.
- ნატამ, შეუძლოდ არისო... რამე ხომ არ გჭირდება? მარტო იქნება, აბა ახლა შენ - თვალებით ყველგან ნაინას ეძებდა.
- შენ გენეცვალე მე - გაუღიმა ბიჭს - არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვს, ბებო. ნატა და ირაკლი თავს მყვებიან.
- ჰო, ეგეთები არიან ეგენი - ვერადა ვერ დაემშვიდობა ქალს, თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა.
იზო ბებო კი ყველაფერს მიხვდა და უთხრა:
- ნაინა იყო ჩემთან, ძლივს გავუშვი ახლახანს სახლში... ძლივს დავაჯერე, რომ უკეთ ვარ... რაღაც ანერვიულებული იყო და არ მინდოდა კიდევ მე შემეწუხებინა ზედმეტად.
ახლა შვებით ამოისუნთქა იოანემ და ქალს შეხედა.
- კარგი, იზო ბებო ახლა ბიძაჩემი მელოდება, აი აგერ ჩემი ნომერი - იქვე ფურცელზე დაუწერა - რა დროც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გჭირდებოდეთ, დამირეკეთ - მოეხვია ქალს და მალევე დატოვა ეზოც.


- ოხ ეს ჯიუტი, ჯინიანი გოგო - მისთვის ლაპარაკობდა იოანე და თან ირაკლის სახლისკენ მიდიოდა.
ჭიშკარი უხმაუროდ შეაღო და მისაღებისკენ დაიძრა.
უცებ დალნდა ეზოში ხეებს შორის ძალიან ნელა მოქნავე ჰამაკი და მისკენ დაიძრა.
გულ ამოვარდნას ჰქონდა.
ყველა ნაბიჯის გადადგმაზე უორმაგდებოდა გულისცემა.
ორი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი ჰამაკში ჩაძინებული გოგო, რომ დალანდა.
დარჩენილი მანძილი ძალიან ნელა დაფარა და ფრთხილად დაიხარა ჰამაკთან.
ისე უნდოდა შეხებოდა... წამით მაინც ეგრძნო გოგონას თმის სურნელი.
ძალა მოიკრიბა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მუხლებზე დადგა.
უნდოდა, შეხებოდა.
ხელი უკანკალებდა.... ის ის იყო, ძალა მოიკრიბა, ხელი აწია და თმაზე უნდა შეხებოდა, რომ შემოესმა:
- სიფრთხილე და სიმხდალე ეს ორი სხვადასხვა რამეა!
ხელი ჰაერში გაუშეშდა. ისეთი მონატრებული ჰქონდა მისი ხმა, რომ ისიც კი დააიგნორა გოგონამ, რომ გამოიჭირა.
ახლა ყველაზე მეტად მისი ჭრელი თვალების დანახვა უნდოდა, მაგრამ გოგონა ჯიუტად არ ახელდა. იცოდა, რომ ამით ტანჯავდა იოანეს.
ერთ ხანს მხოლოდ ორივეს აჩქარებული სუნთქვისა და გულისცემის ხმა ისმოდა, რომელსაც ფოთლების შრიალი ერთვოდა თან.
იოანე საერთოდ მოწყვეტილი იყო სამყაროს, ერთ ადგილას მუხლებზე დაჩოქილი, გახევებული იდგა.
- "და უშენობა როცა მაშინებს, თვალებს ვახელ და ისე ვიძინებ." (ვახტანგ ჯავახაძე) - თქვა გოგონამ ძალიან სევდიანი, სინანულით სახვსე ხმით და თვალებიც გაახილა.
იოანემ კი მასთან ძალიან ახლოს მყოფ გოგონას თავლი თვალში გაუყარა და მიხვდა, დიდი დავიწყების შემდეგ, რომ უცაბედად გაგახსენდება, ეს გახსენება ყველა იმ დღის ტოლფასი იქნება, რომელშიც დავიწყებული გყავდა ის ერთადერთი...


***


სახლში უკან დაბრუნებულს არაფრის ხალისი აღარ ჰქონდა, მაგიდასთან მსხთომთ მოუბოდიშა და გეზი ეზოს სიღრმისკენ აიღო.
ირაკლიმ კი სცადა უკან გაყოლა, თუმცა იოანეს ბიძიამ შეაჩერა, მე გავყვებიო და დისშვილს უკან მიჰყვა.
ხის ჩრდილში ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა.
- ბავშობაში, როცა ვინმე გაგაბრაზებდა სულ აქ მოდიოდი, ჯდებოდი და სახლში მყოფთ შორიდან გვაკვირდებოდი...
- ჰო, მახსოვს და როგორც ხედავ ვერც ახლა მოვიშორე ეს ჩვევა - ცალყბად გახედა ბიძამისს.
- ეჰ, რა კარგი დრო იყო... არც თქვენ გქონდათ რამე სადარდებელი და არც მე ვიყავი ასე გაჭაღარავებული.
- კაი, ნიკოლოზ რა... ჯერ რა დროს შენი ჭაღარაა - გაუღიმა კაცს.
- რა დროს და აგერ კი ვხვდები ორ თვეში ორმოცდარვის.
- მოიცა, რაა - ხელი აიქნია და ისევ თვალი გაუშტერა შორს მყოფთ.
- იო, ხომ იცი ჩემო ბიჭო, როცა სიამაყე იმარჯვებს, ადამიანები მარცხდებიან - მხარზე ხელი გადაჰხვია ბიჭს.
- მე კიდევ ყოველდღე მაოცებს საკუთარი თავი, თურმე რამდენი რამის გადატანა შემძლებია...
- იოანე, ამ ორმოცდაშვიდი წლის მანძილზე სიცოცხლეში თუ რამეს მიმხვდარვარ ეს არის ის, რომ რაღაცების მიღწევა ბევრი წვალების ხარჯზე გვიწევს... მაგრამ რაც უფრო რთულად მისაღწევია მიზანი, მით უფრო სასიამივნოა გამარჯვება. შენც ხომ ძალიან კარგად იცი ეს, არა? - გახედა ბიჭს - ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა ამ სამყაროში თუ ამის სურვილი ამოძრავებს მას, ძლიერი იქნები თუ მოინდომებ და ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს გადალახავ ამ წყეულ სამყაროში თუ შენ ამის გჯერა და გწამს... დამიჯერე, ყველაფერი აი აქედან მოდის - გულზე დაადო თითი - ცხოვრებაში არ არსებობს შეზღუდვები, გარდა იმისა, რომლებიც ჩვენ თვითონ საკუთარ თავს დავუწესეთ... - თავზე აკოცა ჩაფიქრებულ ბიჭს და უკან მოუხედავად დატოვა ათას ფიქრში გახვეული იოანე.
უკვე კარგა დაშორებულ ნიკოლოზს იოანეს ჩახლეჩილი ხმა მისწვდა:
- ხანდახან ეშინიათ დიდი გრძნობების და გარბიან...




,,სულში კი მთელი სიმძიმით წვანან დღეები უკვე გადატანილი."

ოთარ ჭილაძე


***


შუადღე იყო.
კატომ და კესომ აიტეხეს გინდა თუ არა სადმე გავისირნოთ, რამე მაინც ვნახოთ ან დავათვალიეროთო, წინააღმდეგობა არც არავის გაუწევია და ყველანი მოსამზადებლად ოთახებში გადანაწილდნენ.
ნატამ ჩვენც წამოვალთ, ცოტას დავისვენებ, გულს გადავაყოლებ, თორემ სულ ვმეცადინეობ, სადაცაა ტვინი უნდა გადამეწვასო.
ირაკლიმ ნაინასაც ვეტყვით, ყველაზე კარგი ადგილები მან იცის აქო და და-ძმა სახლისკენ გაემართნენ მოსამზადებლად და ნაინას მოსაყვანად.
იოანე ამჯერად არ აპირებდა გოგონასთვის თავის არიდებას, ბიძამისთან საუბრის შემდეგ მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა გონებაში, რომლის სისრულეში მოყვანას აპირებდა.

რადგან ძალიან ბევრი დრო არ ჰქონდათ და უკვე შუადღეს გადაცილებული იყო, გეზი ქუთაისის ბოტანიკური ბაღისკენ აიღეს.
გზაში გაიგეს, რომ ნატა წელს აბარებდა ბათუმში იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ნაინა უკვე მეოთხე კურსს ხურავდა და ამთავრებდა ტურიზმის ფაკულტეტს ბათუმში.
გიდობა სურდა და ამ პროფესიით უკვე დასაქმებულიც იყო.
ბავშვების თხოვნით ახლაც თვითონ უწევდა გიდობას მათ.
- ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა მე-19 საუკუნის შუა წლებში და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს - აცნობდა ინფორმაციას იქვე მყოფთ და თან შესაბამისი ადგილებისკენ მოუთითებდა.
ნელ-ნელა ყველანი გაიფანტა, ზოგი რის სანახავად ზოგიც რის და დარჩნენ მხოლოდ ოთხნი: ნატა, ირაკლი, ნაინა და იოანე.
- აქვე პატარა მაღაზია დავინახე იკა, წამო რა წყალი ვიყიდოთ - ნაინას და იონაეს მარტო დატოვება ჰქონდა განზრახული და გეგმაც სისრულეში მოჰყავდა. დააიგნორა გოგონას გაბრაზებული სახე, გაფართოებულ თვალებთან ერთად და იოანეს შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა.
იოანეს მზერა იქამდე არ მოუშორებია და-ძმისთვის სანამ თვალს არ მიეფარნენ...
შემდეგ კი იქვე მოაჯირთან ხედის შემყურე გოგონას მიუბრუნდა, ნელა დაიძრა მისკენ...
ზურგს უკან ამოუდგა და ძალიან ახლოს ისე, რომ მისი ცხელი სუნთქვა გოგონას ყელს ეცემოდა, ყურში ჩასჩურჩულა:
- მე არ ველოდები იდეალურ მომენტს. მე ვდგამ ნაბიჯს და ვხდი ამ მომენტს იდეალურს... - ჩასჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულ გოგოს ყურში და წინ ჩამოგდებული თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია.
ნაინა კი, გაგიკვირდებათ და, საერთოდ არ დაბნეულა და არც იოანეს ანკეს წამოცმულა.
ბიჭისკენ ნელა მობრუნდა და თვალი თავლში გაუყარა.
- მოვა დრო და ყველა ინანებს შანსებს, რომლებიც ეძლეოდა... - პაუზა გააკეთა - და ვერ დააფასა - გულმკერდზე მიაბჯინა ხელი იოანეს და მოიშორა.
იოანეს კი მყარად ჰქონდა საკუთარი სიტყვების სისრულეში მოყვანა და მომენტის გაიდეალურება, ამიტომაც არ თმობდა ასპარეზზს.
- ზოგჯერ, ცხოვრებაში ისეთი შანსი გვეძლევა მანამდე, რომ შანსი არ იყო - უთხრა ჩახლეჩილი ხმით და გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს თავისი მიაწება.


დაიჭირეთ წამი...
სწორედ წამებში გვეძლევა რაღაც შანსები და წამებშივე ქრებიან, თუ მყარად არ დავიჭერთ მათ...


***


- ჩიტო, სადა ხარ? - შინ დაბრუნებულებს ნატა ოთახში შეუვარდა გოგონას - აბა, გვერდზე მიიწიი - საწოლზე გულაღმა დაწოლილს გვერდით მიუწვდა - აბა, გისმენ...
- რას მისმენ? - გაუკვირდა ნაინას.
- რას მისმენ და მაგ ღიმილის მიზეზის მოსმენა მინდა - მარცხენა გვერდზე გადაბრუნდა და თავ ქვეშ ხელი ამოიდო - არა, მთელი თვრამეტი წელია გამჩნევთ თქვენ ორს ამ ყველაფერს, მაგრამ თუ აქამდე მივიდოდა საქმე, რავა წარმოვიდგენდი, ჰა? - სასაცილოდ დაიჭყანა ნატა.
- ნატა, ისეც ხომ ყველამ იცით ყველაფერი და აბა ჩემგან რისი მოსმენა გინდა, გაფიცებ? - მიაშტერდა გოგოს.
- დეტალებიიის, საერთოდდდ ყველაფრიიიიის - გაწელა სიტყვა და გაბრუებულ ბიძაშვილს თავზე ბალიში დაადო...


***


აივნის მოაჯირთან ჩაფიქრებულ ძმაკაცს გვერდში ამოუდგა.
- არ იდარდო წარსულის შეცდომებზე, შენ ხომ უბრალოდ ცხოვრებას სწავლობდი. - გულიდან წამოსული სიტყვები უთხრა იოანეს.
- ერეკლე
- სილამაზე სახეზე არ არის, სილამაზე გულის სინათლეშია - მისკენ შენოტრიალებულ ბიჭს გულზე საჩვენებელი თითი დაადო - იცი, ცხოვრებაში რა არის მთავარი, იო? - თვალი თვალში გაუყარა ბიჭს და უთხრა - გვერდით თანამგზავრი გყავდეს და არა მგზავრი... განსაცდელის ნუ შეგეშინდება... შენ ყველაფერს გადაიტან მითუმეტეს, რომ ჩვენ გყავართ გვერდით - თითქოს იოანეს გულის ნადევს მიხვდა ერეკლე - ზოგჯერ უბრალოდ არ იქნება სხვა დრო, სხვა შანსი. ზოგჯერ არის ან ახლა ან არასდროს!
ამიტომ თუ ფიქრობ, რომ დროა - მხარზე დაადო ხელი - იცი, რაც უნდა ქნა, იო!


,,ადამიანს მთელი გულით უნდა უერთგულო, არ უნდა განიკითხო და არ უნდა გაასამართლო, რადგან ადამიანები ერთმანეთის მსაჯულები კი არა დამხმარეები უნდა ვიყოთ..."

გურამ დოჩანაშვილი



ყველაზე მთავარი რამ, რაც სულ უნდა გვახსოვდეს!


***


სიბნელეში მხოლოდ ნაბიჯების ხმა არღვევდა ღამის წყვდიადს.
- ,,არ მაძინებს ტელეფონის ხმა,
რომელიც არ რეკავს,
არ მაძინებს შენი ხმა,
რომელიც არ მესმის..."
- არა, ეს აუცილებლად უნდა მოისმინოს ლევანმა.
- იოანე? - საწოლიდან წამოხტა - შენ აქ საიდან?
- პოეზია? როდის მერე დაიწყე ლექსების წერა? - იქვე საწოლთან მდგარი სავარძლისკენ დაიძრა.
- მაგას შენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელიბა აქვს? - ისევ საწოლზე დაბრუნდა და ზურგით კედელს მიეყრდნო - შემიძლია, სხვებიც წაგიკითხო... ხომ, იცი მე არ მაწუხებს მსგავისი რაღაცები - მომაჯადოვებლად გაუღიმა ბიჭს.
- გითმობ ასპარეზზს - ხელებით გააკეთა იმიატაცია იოანემ.
- ,,მე თვითონ გამოგიგონე,
ვერ წაგშლი, არ ვარ თანახმა!
ხელის შეხება თქვი, თორემ
შენ ჩემთან როგორ არა ხარ."
(თაიელ თოდუა)
- შემიძლია ძალიან მარტივად აიგიხდინო ეგ სურვილი - ნელა წამოიმართა ფეხზე და გოგონასკენ დაიძრა - აქ ვარ, სრულიად რეალური და შეგიძლია შემეხო კიდეც - ხელი გაუწოდა ნაინას ფეხზე წამოსადგომად - ,,ვერ მოახერხებს გული ვერასდროს, უკანასკნელად გითხრას - მშვიდობით..."
- გალაკტიონ ტაბიძე - თქვა და ბიჭის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
- ყოჩაღ, ესეც გცოდნია - გაუღიმა მასთან ძალიან ახლოს მდგომს.
- ახლა ისევ ჩემი დროა, ხო? - ჰკითხა იოანეს.
მხრების აწევით უპასუხა ბიჭმა.
- ლექსის რა მოგახსენო, მაგრამ ერთი ორი სიტყვა ნამდვილად მინდა გითხრა, იო - და თითქოს მხოლოდ ეს მიმართვა იყო საჭირო ბიჭისთვის ყველაფერს, რომ ნათელი მოჰფენოდა.
- მომენატრა შენი მოწერილი "სად ხარ?" მომენატრა შენი მოწერილი "რას შვები" მომენატრა ყველა ის დილა, როცა შენ მირეკავდი - ძალიან წყნარი ხმით დაიწყო ნაინამ - ის ხმა მენატრება ნახევრად მძინარეს, რომ ჩამესმოდა ყურში, მენატრება დილით გაღიმებულს, რომ მეღვიძებოდა და თვალის გახელისთანავე ტელეფონს ვამოწმებდი, ვიცოდი იქ შენი მოწერილი “დილა მშვიდობისა" "როგორ გეძინა" ან რამე მსგავსი დამხვდებოდა. მენატრება ჩხუბი,რომელიც უფრო და უფრო მაახლოებდა შენთან. ჩახუტება მენატრება, დარცხვენილი
სახეებით ერთმანეთის ყურება.
მენატრება, ის ოდნავი უხერხულობა მენატრება, ჩვენს შორის რო იყო,სულ თავიდან. ჩემი თავი მენატრება,ისეთი,შენს გვერდით რომ ვიყავი. ის თვისებები, მხოლოდ შენს გვერდით, რომ მქონდა,ის მუსიკა, ერთად რომ ვუსმენდით, ის ღამეები ერთად რომ ვათენებდით და ის დღეები დილიდანვე ერთად რომ ვიწყებდით. მენატრება, ყველაფერი მენატრება, რაც შენ გიკავშირდება, იოანე - დაასრულა თუ არა თვალებიდან ცრემლებმაც იწყეს დენა...
გახევებული იოანე ეგრევე გონს მოეგო, ცრემლები დალანდა თუ არა.
ნაინას სახე ხელისგულებს შორის მოიქცია და ცერა თითით ცრემლები შეუმშრალა.
ერთ ხანს ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ, თუმცა მალევე იგრძნო გოგონამ იოანეს ხელები ზურგზე.
იოანე მას ეხუტებოდა.
ნაინას სახე კი ღიმილმა გააპო.


და არცერთი ურთიერთობა არ არის შეცდომა, თუ მისი გახსენების დროს გეღიმება...


მეორე დღეს, დილით კვიპროსში იოანეს გარეშე გაფრინდნენ.


***


თვითფრინავში ყველანი ერთად, ახლოს ისხდნენ...
მართალია ერეკლე და ანო გვერდიგვერდ უნდა მსხდარიყვნენ, მაგრამ ერეკლემ ადგილი თემოს გვერდით დაიკავა გზაში, რომ დამშვიდ-გაემხნევებინა.
ბევრი ხვეწნა მუდარის შემდგომ, ძლივს დაითანხმა თემომ ბიჭი ანოსთან გადაჯდომით იმ პირობით, რომ მასთან კატოს დაიჯენდა, რომელუც აუცილბლად გადაატანინებდა ყურადღებას ბიჭს.
მართალია, ანო პირველად იჯდა თვითფრინავში, თუმცა არ ღელავდა, ან ყოველშემთხვევაში, თავს ეგრე აჩვენებდა ყველას.
ღვედები გაიკეთეს და სადაც იყო უნდა აფრენილიყვნენ, ანომ ხელზე შეხება, რომ იგრძნო.
ერეკლეს გაუღიმა და უთხრა - ,,თუ შენი ხელი მიჭირავს ხელში, ყველგან სახლში მგონია თავი."
( პოლ ელუარი )


***


ფრენით საკმაოდ დაღლილებმა გადაწყვიტეს იმ დღეს სასტუმროში დაესვენათ და არსად არ გასულიყვნენ.
სასტუმროს ნომრებში ორ-ორნი გადანაწლიდნენ ერთად: ნენე და კესო, ანო და კატო, ლევანი და ანდრო, თემო და ერეკლე.
ყველანი ერთ სართულზე, გვერდიგვერდ ნომრებში იყვნენ, სადაც ოთხივე ნომერებს აივნები ერთ მხარეს ჰქონდათ.
მალევე მოწესრიგდნენ და სასტუმროს რეატორნისკენ აიღეს გეზი.
- აბა, რას მიირთმევთ ქალბატონებო და ბატონებო? - იკითხა ანდრომ და იქვე მყოფთ თვალი მოავლო.
- როგორც ვატყობ და შევამჩნიე მე, თვითფრინავში არავის არაფერი არ მოეწონა - თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დაუქნია ლევანს - ამიტომ რაც შეიძლება ბევრი კერძი შევუკვეთოთ.
- ვეთანხმები ჩემ ძმას - მხარზე ხელი დაჰკრა კესომ ლევანს და გაიღიმა - ამ ერთხელ და უკანასკნელად, დაიმახსოვრეთ.
- კარგი, ხალნო ადამიანი რამდენ ხანს გველოდება უკვე - იქვე ატუზულ ახალაზრდა ბიჭზე მიუგო კატომ და-ძმას - უხერხულია, შევუკვეთოთ უკვე.
- კარგი, ბატონო - დაიწყო ლევანმა და იმდენ ხანს გააგრძელა საუბარი, იმდენი რაღაც შეუკვეთა, რომ იქვე თავისუფალი სკამი გაუწოდა თემომ მიმტანს ჩამოჯექი, დაიღლებოდიო.
- გავიგე, თურმე დღეს ლევანი გვეპატიჟებაო - როგორც კი ბიჭი მოშორდა მათ მაგიდას, ნენემ ლევანს უთხრა.
- თურმე გველს უბეში ვზრდიდი - დაუბღვირა ნენეს - კარგი, ბატონო რა გაეწყობა, მე გადავიხდი.
- რაღაც არ მომწონს მე ეს ამბავი, ძალიან მალე დაგთანხმდა ნენე - მიუბრუნდა კესო გოგოს.
- ჰო, რაღაცას არ ხლართავდეს - დაეთანხმა თემოც გოგონას - უეჭველი დარჩენილი ექვსი დღე მოსვენებას არ მოგვცემს.
- აუ, რა უმადურები ხართ - დაუბღვირა ყველას - ვითომ პირველად გპატიჟებდეთ, გამადლიდეთ ან უკან სამაგიეროს გთხოვდეთ როდესმე.
- კაი, ჰო ხუმრობენ, ლევან - ხელი გადახვია ანდრომ - ჰო რა იყო, დავამშვიდო ხომ უნდა, თორე მთელი ღამე მე დამტანჯავს ნომერში, თქვენ კი არა - აუხსნა გაკვირვებულ საზოგადოებას.
გერმიელად მიირთვეს და ამის შემდეგ, აუზში ჩასვლა გადაწყვიტეს.
სანამ ყველა ნომერში გადანაწილდა და ემზადებოდნენ, ანომ და ერეკლემ გასეირნება გადაწყვიტეს.
- ერკე, შენ რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდით - მიუბრუნდა ბიჭს.
- მე კი არა, შენ რომ არა ეს ყველაფერი არ იქნებოდა - ხელები გაშალა ბიჭმა.
- წამო, ცივ წვენზე დაგპატიჟებ - არ ჩაეხუტა ხელებ გაშლილ ბიჭს და წინ წაკუსკუსდა.
- ეგრე, ხო ქალბატონო? - თავისთვის ჩაილაპარაკა ერეკლემ და წინ წასულს გვერდში ამოუდგა.
- ისე, თქვენ არ იცნობით აქამდე იოანეს მეგობრებს? - ჰკითხა.
- სხვათაშორის, არა, მაგრამ ნაინაზე გაგვიგია.
- მართლა? - ჰკითხა აჟიტურებულმა - ძალიან მომეწონა ეგ გოგო, თანაც იოანეც ქუთაისში დარჩა...
- მეჩვენება, თუ ინფორმაციის გამოძალვას ცდილობთ, ქალბატონო ანო? - მისკენ მოაბრუნა და ცხვირზე თითი ჩამოჰკრა - არ გამოგივათ, ნაწყენი ვარ თქვენზე.
- ერკე, რა თქვენობით მესაუბრები რა არის? მოიცა, მოიცა, რა თქვი?
- ჰო, რა?
- ჩემზე ნაწყენი ხარ? რაა? რატომ? - იმდემად დამწუხრებულმა იკითხა ერეკლემ ვეღარ გაუძლო ცდუნებას.
- კაი, ანო ეგრეე ნუ შვრებიიი
- რას ვშვრებიიი?
- თვალებს როგორ აფახუნებ, გავაფრინო უნდააა - გაბუსხულ გოგოს მხრებზე ხელი შემოჰხვია და გვერდიდან მიიხუტა - წავედით, ცივი წვენი დავლიოთ, თორევ ვატყობ მესაჭიროება - და თავისუფალი ხელის დანიავებას მოჰყვა...



,,გიყვარდეს - ნიშნავს ხედავდე მას ისეთს, როგორიც ის ღმერთმა ჩაიფიქრა."

ფიოდორ დოსტოევსკი.


***


სანამ ყველანი აუზში ხელბურთს თამაშობდნენ, ლევანმა დასთან საუბარი გადაწყვიტა, მისთვის მარტივი შესამჩნევი გახლდათ დის უხასიათობა, მითუმეტეს ეს უკანსაკნელი თუ უარს ამბობდა გართობასა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე.
შეზლონგზე გაწოლილს თავზე დაადგა.
- გაიწი, რა... მზეს მიჩრდილავ - თვალები არც გაუხელი ისე უთხრა.
- მაშინ შენც ჩამოდი წყალში - კომპრომისი წაუყენა.
- ნწ, აქ მირჩევნია ნებივრობა
- მარტოს?
- ხო, რაიყო მერე?
- რაღაც ვერ ხარ შენ ხოდზე, ხო?
- დავიღალე გაზაში.
- ეგ ტყუილები ვის აჭამე იცი?
- ვისს?
- ვისთანაც გაგივა - გვერდზე ჩამოუჯდა დას.
- აუ სველი ხაარ - დაიწუნა კესომ - გაიწი რაა
- ანუ არ მეტყვი, რა გჭირს ხო? - ბოლოჯერ გაიბრძოლა.
- აი რა უნდა გითხრა, არ მჭირს არაფერი და გამოვიგონო?
- მაშინ, ეგრევე რატო ენთები?
- რას ვშვრები? - გაეცინა კესოს.
- ეგრევე აენთე და შემეეწინაღმდეგე, არ ხარ შენ ეგეთი, კეს - ხმა მოულბა ლევანს
- აბა, როგორი ვარ? - ჰკითხა.
- ძლიერი - ეგრევე უპასუხა ლევანმაც.
- ნუ, ეგ თავისთავად - გაიპრანჭა თუმცა ხმაში მაინც ეტყობოდა უხასიათობა.
- კაი, მაშინ მოდი ასე ვქნათ...
- როგორ? რა უნდა ქნა? - გაუკვირდა კესოს.
- ახლა, მე ლექსს წაგიკითხავ და შენც ყველაფერს მიხვდები - გაუღიმა პატარა დას და დაიწყო -
,,ძლიერებს რთული აქვთ ხასიათი, არ უყვართ ზედმეტი ხმაური. ძნელად თუ მიხვდებით – რა ახარებთ... ძნელად თუ მიხვდებით – რა უჭირთ...

ჭკვიანებს ფიქრები ათასი აქვთ, ათასგზის ტკეპნიან ბილიკებს... -პატარა სიკეთესაც იმახსოვრებს... წყენასაც გპატიობს, ივიწყებს...

ძლიერებს,რთული აქვთ ბედისწერა, და ვერ ენდობიან ადვილად. ძლიერი იციან სიყვარულიც - ფიცს აღარ გატეხენ ნამდვილად!

შემთხვევით არაფერს აკეთებენ, და ბევრი ფიქრებით დადიან... არადა, ამდენი დაფიქრება, ხან და ხან, არაფრად არგიათ...

მუდამ დაეძებენ ალალ გულებს... დარდები მათ აღარ აკლიათ თვალებში სული და სიღრმე უჭვრეტთ - ხან და ხან ღრუბლებზე დადიან...

ძლიერებს რთული აქვთ ხასიათი, არ უყვართ ზედმეტი ხმაური. ძნელად თუ მიხვდებით – რა ახარებთ... ძნელად თუ მიხვდებით-რა უჭირთ..."

(წყარო: დაიჭირე წამი)

დაასრულა თუ არა შუბლზე ხანგრძლივად აკოცა აცრემლიანებულ გოგონას და მალევე დატოვა მარტო ათას ფიქრთან ერთად.


***


საწოლში ვერდავერ მოისვენა, ფრთხილად შეეცადა წამოდგომას ნენესთვის მშვიდი ძილი, რომ არ დაეფრთხო.
თხელ ატლასის კაბაზე ამავე ნაჭრის ხალათი მოიცვა და აივნისკენ დაიძრა.
იქვე სარწეველა სავარძელში ადგილი დაიკავა და ცას ახედა.
მალევე შეამჩნია გვერდით აივანზე, მოაჯირთან მდგომი ანო.
- ასე იცის სიყვარულმა ღამეების თენება - უთხრა ჩაფუქრებულ ანოს და ფეხზე წამოიმართა - რატომ არ გძინავს, ანო?
- კესო? როდის გამოდი არც კი შემიმჩნევიხარ...
- ახლახანს და ჰო, შევამჩნიე შენ, რომ ვერ შემამჩნიე.
- რაო წეღან რას მეუბნებოდი?
- ასე იცის სიყვარულმა თქო.
- რა იცის?
- ღამეების თენება...
- აჰ, არაა... შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ ამჯერად მაგიტომ არ მათენდება თავზე
- ხომ მშვიდობა გაქვს? - შეშინდა კესო.
- კი კი, ჩემ ძმას აქვს რაღაც პრობლემა მის შეყვარებულთან და მას ვესაუბრებოდი, ჰოდა მაგათზე ფიქრი გამომყვა და ოთახში ვეღარ მოვისვენე თანაც კატოს ძინავს - თავით ოთახზე მიუთითა - მას კი ძინავს, მაგრამ აი შენ რატომ არა? შემთხვევით, როგორც შენ თქვი სიყვარული ხომ არ გათენებინებს ღამეს? - ღიმილით ჰკითხა.
- რა გამოვიდა, რომ ჩემივე დაგებულ მახეში გავები? - გულუბრყვილოდ იკითხა.
- რაა? კესო, შენ მარ... - დაიწყო ანომ.
- არა, არა ვხუმრობ ანო - გაუღიმა დაბნეულ გოგოს - სიმართლე თუ გაინტერესებს, სიყვარული არა, მაგრამ ჩემივე ფიქრები არ მასვენებენ.
- გინდა ვისაუბროთ? - ჰკითხა ანომ.
- ასე?
- როგორ? - გაუკვირდა ანოს.
- შენ მანდ და მე აქ?
- თუნდაც, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ თუ შენ არ გინდ...
- არა, მინდა.
- მაშ, კარგი ცოტა აქეთ მოიწიე და ეგაა - ორივეს გაეცინათ.
- მოკლედ, ანო ხომ იცი მე და ლევანს თქვენ გარდა სუ, სუ არავინ გვყავს - თქვა ნაღვლიანად კესომ - მარტო გავიზარდეთ და შეიძლება ითქვას ერთმანეთი გავზარდეთ... ზოგადად, არანაირი შიში არ მაქვს, მხოლოდ ორი: საყვარელი ადამიანების დაკარგვის და წარუმატებლობის შიში... ამ შემთხვევაში მეორე მაფორიაქებს, ანოო - თვალი თვალში გაუყარა გოგონას - ცხოვრებაში ახლა ჩემ ირგვლივ ბევრი გაურკვეველი რამ ხდება, თუნდაც ეს ტანგოს და ამ ბილეთების ამბავი, რომელუც ძალიან მაფორიაქებს და საკუთარ თავზე ვბრაზდები, როგორ არ ვიცი ვინ არის და როგორ გამომრჩა ეს ამბავი, საერთოდ... იმდენად მოქმედებს ეს გაურკევლობა ჩემზე, რომ ვერაფერზე ვკონცენტრირდები... და ეს ძალიან ბევრ რამეში შემიშლის ახლა ხელს...
თან გამოცდებიც მოდის... არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ...
- კესო, მოიწი
- რაა? - გაუკვირდა კესოს.
- მოიწი, რა ჩაგეხუტო მინდა - გაუღიმა და დაბნეულს ხელები ძლივს მოჰხვია - ზოგადად ადამიანებს გვიჭირს რაღაცების გადახარშვა, დასვენება არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხარ... ან კიდევ აზრის შეცვლა არ ნიშნავს, რომ მანამდე ტყუოდი... დროებით გვერდზე გადგომა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ... დასახული გზიდან გადახვევა, არ ნიშნავს შენს მიზნებზე უარის თქმას... ზოგჯერ, უბრალოდ, საჭიროა გაჩერება... ზოგჯერ რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმაც კი გვიწევს... და ეს ყველაფერი, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ შევძლოთ წინსვლა... რადგან წარმატება სწორხაზოვანი არ არის, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, ამიტომ არასდროს არ შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში, კარგი? - თავი ააწევინა და გაუღიმა.
კესომ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ანოს, ძალიან მაგრად ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა:
- ,,უკუნში, რომ ციცინათელა შეფრინდეს, წყვდიადს ვერ გაანთებს, მაგრამ არც უკუნიც აღარ იქნება." - და ზუსტად ეს ციცინათელა ხარ შენ ჩვენ ცხოვრებაში, ანო...

ოტია იოსელიანი


***


კვიპროსი არის ბერძნული, ასურული, სპარსული, რომაული და თურქული გავლენის იდუმალი ნაზავი.
გასაკვირი არ არის, რომ კვიპროსი სავსეა უძველესი სოფლებით, არქაული ნანგრევებით და შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებით ტურისტებისთვის.
ასე, რომ მეორე დღეს დილით ადრე ზუსტად ღია ცის ქვეშ არქეოლოგიური მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ქალაქ პაფოსში, კატო პაფოსის ნავსადგურთან ახლოს აიღეს გეზი.
გზა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა ნამდვილად ღირდა ამად.
ულამაზესს ადგილას ამოჰყვეს თავი, თუმცა ტემეპარტურა იმდენად მაღალი იყო, რომ შესაბამისი შედეგიც გამოიღო.
სანამ ხედითა და ღიშესანიშანობით შეძლებდნენ დატკბობას, იქამდე მხოლოდ ჩრდილის, ნიავისა და წყლის ძებნაში იყვნენ.
- ერეკლე თავდგირიძე, კვიპროსი და ჯანდაბა შენ - მუხლებზე ხელებდაყრდნობილმა ამოხედა ბიჭს ლევანმა.
- არა, მადლობელი კი ვარ - დაიწყო კატომ - თუმცა ეს რა საშიმელებააა, გავწყდიი....
- ვინმემ დამინიავეთ, ცუდად ვარ - განაგრძობდა კესო.
- დღეს თუ გადავრჩით - დაემუქრა ბიძაშვილს თემო.
- უმადურები ხართ, მეტი არაფერი - თქვა ანდრომ და ერეკლეს ხელი გადახვია...
- კაი, ბიჭო მაგათ კი არა, მეც რა მინდოდა - გაეცინა ერეკლეს.
- წამოდით, რადგან მოსულები ვართ ბარემ დავათვალიეროთ - თქვა ანომ და პირველი გაიჭრა.

მთელი დღე სიარულსა თუ წუწუნში გატაარეს, სასტუმროში დაბრუნებულებს არც ჭამის თავი ჰქონდათ, პირდაპირ თავიანთ ნომრებსა და საწოლებს მიაშურეს...


***


- არა, თინ ჯერ მაღაზიებში არ ვყოფილვართ - ჩუმად ესაუბრებოდა კატო, რომ არ გაეღვიძებინა
- იცოდე, არ დაგავიწყდეს თორემ მაგის გარეშე ფეხს ვერ დაადგამ საქართველოში - ღიმილით დაემუქრა ქალი ძმისშვილს, თუმცა ანომ იცოდა, ამ ღიმილა უკან, რაც იმალებოდა.
- თიიინ - უცებ გამოსტაცა ვითომ მძინარე კატომ ანოს ტელეფონი - როგორ მომენატრეთ... ბავშვი როგორაა? შენ როგორ ხარ? ხომ არ გაწვალებს? თუ დიმიტრი გაწვალებს და რო ჩამოვალ დავსაჯო? - აქოთქოთდა კატო.
- გაფიცებ, ანო მაგას ახლა მართლა ეძინა თუ რეპეტიციობდა? - გაუკვირდა ქალს - სიტყვა ვერ ჩავაკვეხე... დიმიტირი და ბავშვი კი არა, შენ დამღალე აგერ ოც წამში
- უმადურო, არადა ვიფიქრე აქედან ნაკრების მაისურს ჩავუტან თქო - კიდევ უფრო გააგიჟა ქალი.
- კატუუუსს - დაიწყო თინამ აფერისტულად
- ნურას უკაცრავად - შეაჩერა ქალი - აზრი აღარ აქვს - დაეჭყანა სასაცილოდ და თხელი პიჟამოების ამარა ფეხზე წამოდგა - სჯობს ანოს შეახსენო ხოლმე, რაც თხოვე იმის წანოღება, რომ არ დაავიწყდეს... - თქვა და სააბაზანოს მიაშურა.
- არა, რა მაგ გოგოს არაფერი ეშველება - დანანებით ჩაიქნია თინამ ხელი და ანოს გაღიმებაც მოახერხა...
- მესმისს - შხაპის ქვემოდან გამოსძახა ქალს.
- უჰ, ათ წუთში დამღალეთ რა - თავი მოიღერა თინამ - წავედი, გაკოცეთ... თავს მიხედეთ - ანოს გაუღიმა და სიტყვის თქმა არ აცალა, ისე გაუთიშა.
სანამ კატო ბანაობდა, ანომ მანამ საწოლში ნებივრობა გადაწყვიტა, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, აზრი არ ჰქონდა გარეთ გასვლას, გუშინდელი ღამის შემდეგ დარწმუნებული იყო ჯერ კიდევ ყველას ეძინებოდა.
ათი წუთის შემდეგ, როდესაც გაიგო წლის ჯაჭვლის დაკეტვის ხმა, ფეხზე წამოიმართა და კარადისკენ დაიძრა, თავისი ნივთების ასაღებად და მოსაწერსრიგებლად, უეცრად წყლის წვეთები, რომ იგრძნო ზურგზე.
- არააა - წამოიკივლა - მოგკლავ, კატო - უკან შემობრუნებაც კი ვერ მოასწრო, სრულიად გაწუმპული, რომ აღმოჩნდა - აი, როგორ გადამირჩი არც კი იცი დასაბანად, რომ ვაპირებ შესვლას, კატუს - გაუღიმა კატოს და მისკენ დაიძრა
- ანნ...ოო, რა..სსს აპ..რრ..ეებ - დაიწყო კატომ ლუღლუღი უკან სვლასთან ერთად - არ...რ, გინ...დდ...ა, გთთ..ხხოოვ - დაიკივლა - ვაიმეე, რა სახით მიყურებ - საწოლზე ავარდა.
- აბა, მზად ხარ, კატუს? - მომაკვდინელბლად გაუღიმა გოგონას და კამოდზე დადებულ წყლით სავსე გრაფინს დასტაცა ხელი...


***


- ხვალ თამაშზე მივდივართ - დაიყვირა კატომ - ხვააალ
- ვაიმე, ხოოო - დაეთანხმა ნენეც.
- ერეკლე - გახედა ბიჭს ანომ და ტკიპასავით მიეწება - ხვალ თამაშზე მივდივართ...
- უეჭველი მოვიგებთ - დაასკვნა თემომ.
- წყალი არ გაუვა - დაეთანხმა ლევანიც.
- მოდი, ფსონები დავდოთ - იდეა მოუვიდა ანდროს.
- რა ფსონები? - დაინტერესდა ნენეც.
- რას გულისხმობ? - ჰკითხა კესომც.
- მოდი, ყველამ გამოთქვას ვარაუდი - თავლი მოავლო ყველას - ყველამ ვთქვათ ანგარიში, რითი დასრულდება ხვალინდელი თამაში..
- და? - შეაწყვეტინა კესომ.
- და, რა? - იკითხა გულუბრყვილოდ ანომ.
- რა და, ცოტა მუღამი მივცეთ თან - უპასუხა თემომაც.
- ანუ? - დაინტერესდა ნენეც.
- მოდი, ვიმც მოიგებს, იმას დანარჩენ ყველასთან თითო სურვილი ჰქონდეს - მოიფიქრა ანდრომ.
- მოდი - დასთანხმდა ლევანიც.
- რატომაც, არა?! - მოეწონა იდეა ნენესაც.
- მგონი, არავინაა წინააღმდეგი, ხო? - თვალი მოავლო ყველას თემომ.
- მაშინ, ახლა მე ვიშოვი ფურცელს და კალამს - დაიწყო კატომ - და ყველამ დაწეროს ანგარიში, თან ჩვენი სახელებიც მივაწეროთ და ხვალ თამაშის მერე გავიგებთ ვინ მოიგო.
- ვაა, ეგრე უფრო საინტერესოა - მოეწონა იდეა ანდროსაც და ფურცლს და კალმის საპოვნელად გაეშურნენ ის და კატო...


***


საღამოს და-ძმა ქაჯაიების ატეხვით გეზი უზარმაზარი მოლისკენ აიღეს.
ხუთ სართულის მოვლა ჰქონდათ გეგმაში და სანამ რომელიმე წუწუნს დაიწყებდა იქამდე ჩაავლეს ერთმანეთს ხელები და შეუდგნენ საქმეს.
- მოკლედ, ან ყველანი ერთად დავდივართ ან გოგონები ერთად ბიჭიები ერთად - დაიწყო კესომ.
- ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტი სჯობს - განაცხადა თემომ.
- არა, რატომ? - გაიკვირვა ერეკლემ.
- მერწმუნე, ძმაო - ხელი გადაჰხვია თემომ ერეკლეს - ესენი ქალები არიან, ხომ არ გავიწყდებათ? - თვალი მოავლი ყველას - რომ დაიწყებენ, ალბათ ჩვენ უკან გაფრენამდეც ვერ მორჩებიან - და ხუთ სართულს ახედა.
- არა, ამ შემთხვებაში თემო მართალია - მხარი აუბა ლევანმა ბიჭს - გავწყდეთ გინდათ? - გახედა ანდროს და ერეკლეს.
- ნუუ - უარყოფის ნიშნად ანდრომ თავი გააქნია და ლევანს ამოუდგა გვრდით, თემოსთან ერთად.
- არა, რა - დაიწყო კატომ - ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს - დაუბღვირა ბიჭებს.
- წამოდით გოგონებო ვაჩვენოთ ამათ კლასი - ალმაცერად აყოლაა თვალი ბიჭებს კესომ და ხელკავი გამოდო ანოს.
- ერკე - გაიბუსხა ანო და ბიჭს მიეკრა - იცოდე მე ამათ თავს მალე დავაღწევ და აქ დაგელოდები - თვალებში შესციცინა გოგონებს და ბიჭს მოეხვია.
- კარგი, ორ საათში ისევ აქ - ყურში ჩასჩურჩულა და ხელი გაუშვა გოგონას.


გაგიკვირდებათ დასამი სართული გოგონებმა უფრო მალე მოიარეს ვიდრე ბიჭებმა, რადგან სამივეზე უფრო მეტი მამაკაცის მაღაზია აღმოჩნდა, ვიდრე მათი.
აი მეოთხე სართულზე, რომ უზარმაზარ მაღაზიაში შედგეს ფეხი, რომელშიც ბიჟუტერია, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშვალებები და საერთოდ ყველაფერი, რაც ქალს ესაჭიროება ერთ სივრცეში აღმოჩნდა, თავიც კი ვეღარ გამოჰყვეს იქედან.
ერთმანეთს ნაირნაირ ლუქებს უწყობდნენ და მოსარგებად ამწესებდნენ.
- აბა, გამოიხედე ანო - შესძახა კატომ.
- არააა?! - პირი დააღო კესომ.
- ვაიმე, ანო რა ლამაზი ხარ - ნენემ ძლივს თქვა.
- მართლა? ძალიან გამომწვევი არ არის?
- ვაიმე, რა გამომწვევი როგორ გიხდება - დაატრიალა კესომ.
- ანო, შეიძლება ყველა შოკში ჩააგდოო.
- კარგი, კატო რა - ლოყები აუწითლდა.
- ერეკლე, რომ გნახავს, ალბათ გული წაუვა...
- ვაიმე, ერეკლე - ახლაღა გაახსენდა ანოს და გამოსაცვლელად შებრუნდა ისევ.
- მითხარი, რომ ამ ორეულს ყიდულობ, ანო - შესძახა კესომ.
- ვნაა.. - დაიწყო კატომ, რომ შეაჩერა.
- რა ვნახოთ, გოგო შენ ხომ არ აფრენ? - გასახდელში შეუვარდა გოგოს კატო - შენ თუ არ იყიდი, მე გიყიდი.
- კაი, რა კატო, სად უნდა ჩავიცვა? - გაიკვირვა.
- ნებისმ... - დაიწყო კესომ თუმცა ნენემ შეაჩერა.
- თუმდაც, რომ ჩავალთ ტანგოს საღამოზე - მხრები აიჩეჩა ნენემ და თითქოს ეს აკლდა კესოს კინაღამ, რომ გადაქანდა.
გამოიცვალა თუ არა, ანომ კატოს ხელში შეაჩეჩა ორეული, შენ გადაიხადე მე დამაგვიანდაო და მაღაზია უკამ მოუხედავად დატოვა.
პირველ სართულზე, დათქმულ ადგილას არავინ დახვდა.
გული შეუწუხდა, დავაგვიანე და ალბათ ახლა ერეკლე მე მეძებსო, წელზე ხელი რომ იგრძნო:
- აქ ვარ, ნუ ღელავ - უკნიდან ამოუდგა ერეკლე და წინიდან სახესთან ახლოს ანოს პარკი აუთამაშა.
- ეს რა არის? - მისკენ მიტრიალდა.
- ეს? - გაიკვირვა ერეკლემ.
- დიახ - თვალები მომაჯადოებლად აუფახუნა ბიჭს ანომ.
- ეს ჩემი საჩუქარია - ცელოფანი გაუწოდა - მინდა, რონ ხვალ თამაშზე ჩაიცვა - და საფეთქელზე მიაწება გაბრუებულ გოგოს ტუჩები.


***


მეორე დილით ნომრის კარი ანომ გაუღო ერეკლეს.
- ან... - გვერდში იყურებოდა და ისე დაიწყო საუბარი, თუმცა როგორც კი მზერა კარში ატუზულ გოგონას გაუსწორა, მომზადებული სიტყვები, რომ აგვიანდებოდათ და საუზმობა უნდა მოესწროთ, პირზევე შეახმა.
- აბა, როგორია? - დატრიალდა ანომ.
- ანნ..ოოო - დაიწყო ლუღლუღი - მომაჯადოებელი ხარ - გოგონასკენ დაიძრა და წელზე შეჰმოხვია ხელები.
- აპ, აპ, აპ - დაიწყო კატომ - ორი წუთით დამაცათ, თვალებზე ხელს ავიფარებ ან მარტოს დაგტოვებთ - სიცილით თქვა გოგომ.
- შე საძაგელო - დაუბღვირა კატოს და მხარზე ხელი გადახვია ერეკლემ - ვიმახსოვრებ იცოდე - საჩვენებელი თითიც დაუკრა მეტი სიმკაცრისთვის.
- მგონი, ჩვენ ვაგვიანებდით - ხელიდან დაუსხლტდა ერეკლეს და წინ გაიჭრა.
- პატარა ეშმაკია - უთხრა ანომ ერეკლეს და ჩანთა გადაიკიდა მხარზე.
- მხოლოდ, თქვენს შემდეგ, მადადამ - გზა დაუთმო კარში ანოს და კვერი დაუკრა.
- შენც არანაკლები ცანცარა ხარ, რა - გაუღიმა ბიჭს და კარში პირველი გავიდა.


***


საქართველოს თამაშამდე ჯერ კიდევ ხუთი საათი იყო დარჩენილი, თუმცა უკვე ყველანი შესასვლელ კარებთან აყიდებულიყვნენ, რომელოც ზუსტად ათ წუთში გაიხსენებოდა.
უამრავ ქართველ გულშემატკივარს მოეყარა თავი.
ზოგი საქართველოდან ჩამოსულიყო, ზოგიც უცხოეთიდან, ერთიორი კვიპროში მცხოვრებიცც მოსულიყო სამშობლოს საგულშემატკივროდ.
- ღმერთო ჩემო, რა სიცხეა - აწუწუნდა კესო.
- კარგი კიდევ წ....ბი თან გვაქვს - დაეთანხმა თემოც.
- დაიკო, გინდა გაგაგრილო? - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა ლევანს, უკვე სისრულეში, რომ მოჰყავდა თავისი სიტყვები.
კესოს მზრებზე ცივ წყალს ასხმადა.
- კარგი, კიდევ ზურგ ამოღებული მაცვია, ლევან - დაუბღვირა ძმას.
- ნეტა, იოც აქ იყოს - ინატრა ანდრომ.
- აბა, ვინმემ მახსენა? - ზურგს უკან ნაცნობი ხმა შემოესმათ.
- არა? - სანამ ყველანი აგონიაში იყვნენ, ანომ დაასწრო - იოანე? ნაინა? - წყვილს მზერა გაუშტერა და მათკენ დაიძრა - ვაიმე, რა კარგია, რომ აქ ხართ... - ორთავეს გადაეხვია.
- რეალურები ხართ? - ახლა თემომ შეახო ხელი იოანეს მხარს - ნამდვილია, ეს ... - და ბიჭს გადაეხვია.
- ნაინა, რაკარგია რომ აქ ხართ - კესო გადაეხვია გოგონას.
- ირაკლი და ნატაც აქ არიან? - დაინტერესდა კატო.
- სამწუხაროდ, არა - უპასუხა - ნატას მალე ეროვნულები აქვს და ვერ შეძლო წამოსვლა, ირაკლიმ კი ვერ დატოვა და - აუხსნა ყველას - მეც, ძალით გამომიშვეს - გვერდით გაღიმებულ ბიჭს ახედა - ამის დამსახურევით ვარ აქ - იაონეზე მიუთითა.
- ვსო, დღეს უეჭველი ვიგებთ - დაასკვნა ბედნიერმა ერეკლემ და მონატრებულ ძმაკაცს გადაეხვია.

ბედნიერი ის კი არ არის, ვისაც ყველაფერი საუკეთესო აქვს, ადამედ, ის, ვინც ყველაფერს საუკეთესოს იღებს იმისგან, რაც აქვს...


***


თამაშის დაწყებამდე სულ რაღაც ოცი წუთიღა იყო დარჩენილი.
ერთმანეთში ამ სამი დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ცვლიდნენ.
მალევე დაიწყო შემადგენლობების გაცნობაც და უზარმაზარ სტადიონზე ორივე გუნდის ნაკრები გამოჩნდა.
ყველაზე ამაღელვებელი უცხო მიწაზე საკუთარი ჰიმნის მოსმენა და შესრულება იყო.
მთელი გულითა და ემოციებით შეასრულეს ჰიმნი.
თამაშიც მალევე დაიწყო.
თავიდანვე დიდი შემართებითა და ძალებით უტევდა საქართველოს ნაკრები მასპინძლებს, რამაც მალევე გამოიღო შესაბამისი შედეგი და ანგარიში ოცდამეთერთმეტე წუთზე, გიორგი მიქაუტაძეს გოლით 1 : 0 გახდა.
ამ ანგარიშს პასუხიც თან მოჰყვა, იმდენად იმქომედა კვიპროსის ნაკრებზე წნეხნა, რომ მალევე აგრესიულად თამაშის შედეგად პენალტი დაიმსახურეს.
ანგარიში მეორმოცე წუთზე გათანაბრდა და პირველი ტაიმიც ყველანაირი დამატებითი დროის გარეშე დასრულდა.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები მაინც არ კარგავდნენ იმედს და, შესაბამისად, არც ფარ-ხმალს ყრიდნენ.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, მოგებისთვის ბრძოლისთვის უამრავი ყვითელი ბარათი დაიმსახურა ორივე გუნდმა.
იყო ზედიზედ რამდენიმე შეცვლაც ორივე გუნდში, თუმცა საქართველოს ნაკრებში ორმა შეცვლამ განსაკუთრებული როლი ითამაშა მატჩში. ზურიკო დავითაშვილისა და საბა ლობჟანიძის ტანდემმა საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
მატჩის მეორე ტაიმში, ოთხმოცდამეოთხე წუთზე, საბა ლობჟანიძის პასმა ზურიკო დავითაშვილზე გუნდს მეორე გოლი მოუტნა, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა...


***


ყველას ერთად გოგონების ოთახში მოეყარათ თავი.
- აბა, ვინ მოიგო? - იკითხა კესომ.
- საქართველომ არ მოიგო? - იკითხა გაკვირვებულმა იოანემ.
- არა, იო - შეაჩერა ლევანმა - მაგას არ ვგულისმობთ - და გაკვირვებულ წყვილს აუხსნეს ვითარება.
- ანუ, რა გამოდის, რომ ანოა გამარჯვებული? - ფურცლების გახსნის შემდეგ იკითხა თემომ.
- დიახაც - ამაყადა გადახედა ბიძაშვილს ერეკლემ და გოგონას ხელი გაადახვია - გილოცავ, ქალბატონო - უთხრა და ლოყაზე აკოცა ანოს.
- გმადლობთ - ყველას მოავლო თავლი - დღეს დაისვენეთ, ხვალიდან დავიწყებ ნელ-ნელა ყველას გამწარებას - გაიხუმრა.
- მგონი, დაგვერხა - თქვა შეშინებულბა კატომ - ნაინა, ხომ არ გინდა დღეს ჩემ საწოლში დაიძინო? - ლეკვის თვალებით გახედა ერთ ადგილზე აწურულ გოგონას.
- ნურას უკაცრავად - იოანემ დაასწრო გოგონას პასუხი.
- კარგი, უკვე ძალიან გვიანია - საათს დახედა თემომ - დავიშალოთ, რომ ხვალ შევძლოთ დილით ადგომა და სადმე წასვლა.
კატოს მუდარისა თუ თხოვნის მიუხედავად, მაინც ყველამ დატოვა იგი გახალისებულ ანოსთან მარტო ნომერში.


***


- მე მაქვს ძალიან მაგარი იდეა - საუზმობისას განაცხადა ნენემ - რადგან ჯერ ძალიან ადრეა და გარეთ სასწაულად ცხელა, მოდით იცით რა ვქნათ? - თვალი მოავლო მაგიდასთან მსხდომთ - სანამ არ მოსაღამივდება და ცოტა აგრილდება, წავიდეთ მოლში და ერთმანეთს საჩუქრები ვუყიდოთ, ანუ ფურცელზე ერთმანეთის სახელები დავწეროთ და ვის ვინც ამოუვა იმას უყიდის, რაც მას უნდა.
- ვაა, მაგარია - დაეთანხმა თემო.
- მეც თანახმა ვარ, ოღონდ საჩუქრები ერთმანეთს ბათუმში მივცეთ და არა აქ, კაი? - იკითხა ლევანმა.
- კარგი ბატონო - დაეთანხმა ერეკლე.
- მეც, მაწყობს, ჩემებისთვისაც მაქვს რაღაცები საყიდელი - ანოც კმაყოფილი დარჩა ნენეს იდეით და ყველანი ნომრებში გადანაწლიდნენ, მოსამზადებლად.


***


ერთიდაიგივე ტანსაცმელების მაღაზიაში ანო და კესო აღმოჩდნენ ერთად.
- კესო - ანო დაიძრა გოგონასკენ - ეს შენ... იმედი მაქვს, მოგეწონება - გაუღიმა.
- ხო, მაგრამ ანო აბა ბათუმში ვაძლევთ ერთმანეთს საჩუქრებსო? - გაუკირდა კესოს.
- არა, არა... ეს ჩემი საჩუქარია შენთვის, თორე ისე შენ არ მყავხარ მე - აუხსნა.
- ხო, მაგრამ რისთვის? - სულ დაიბნა.
- მინდა, რომ ტანგოს საღამოზე ეს კაბა ჩაიცვა, უბრალოდ დამპირდი, რომ იქამდე არ ნახავ სანამ ამის ჩაცმის დრო არ დადგება - უთხრა და ცრლოფანი თვალ წინ აუთამაშა.
- მოკლედ, შენ ვინც არ გიცნობს, რაა - თავი გააქნია დანანებით და ხელიდან გამოსტაცა წითელი მუყაოს ცეოფანი კმაყოფილ ანოს.


***


ყველანი თემოს და ერეკლეს ელოდნენ.
- ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან - სანამ ბიჭები მოვიდოდნენ იქამდე განაცხადა იოანემ - გთხოვთ, სანამ რაიმეს სანახავთ წავლთ, სადმე ვისადილოთ რაა.
- მხოლოდ ერთი პირობით - დაიწყო ახლად გამოჩენილმა თემომ - მხოლოდ იმ პირობით, თუ ყველანი ჩვენ-ჩვენ ბარათებს გავუწოდებთ მიმტანს და ის ამოარჩევს ვინ გადაიხდის, ცოტა გავხალისდეთ რაა - რა გაეწყობოდა ყველანი ერთ ხმაში დასთანხმდნენ აჟიტირებულ თემოს, რომელიც საერთოდ არ გრნობდა იგივეს სადილობის შემდეგ, რადგან მიმტანმა ზუსტადაც, რომ მისი ბარათი ამოარჩია გადასახდელად...


***


ღამის ორ საათზე აივანზე ეკატერინეს ესაუბრებოდა:
- სახლში მარტო, ხომ არ მოიწყინე, დე?
- შენ გარეშე ისეთი ცარიელია, დე - ნაღვლიანად უპასუხა.
- მალე ჩამოვალ, იქამდე თუ გინდა ნონასთან და არჩილთან დარჩი.
- არა, დე ალექსანდრესგან შორს ვერ ვიქნები, თანაც აქ შენ ოთახში მძინავს - წამოცდა.
- დედა - გაეღიმა - მალე ჩამოვალ ძალიიან, რა ჩამოგიტანო? - ჰკითხა.
- სურნელოვანი სათლები.
- ეგ თავისთავად, გიყიდე უკვე.
- დღეს თინასთან ვიყავი და ერთად გიყურებდით.
- გვიყურებდით?
- გიყურებდით, რა თამაშს ვუყურებდით და ერთი-ორჯერ თქვენც გამოჩნდით.
- მართლა?
- ჰოო, თინას ისე უნდოდა თქვენთან ერთად ყოფნა.
- შემდეგზე, ყველა ერთად წავიდეთ.
ხომ კარგად არის თინა და ბავშვი?
- კი, დე იზრდება და არის.
- ნეტა გოგოა თუ ბიჭი?
- მე ვფიქრობ, რომ ბიჭი.
- რატომ ფიქრობ ეგრე?
- ბიჭის მუცელი აქვს..
- კაი დედა რა - გაეცინა ერეკლეს.
- არა, მართლა - ქალსაც გაეღიმა.
- კაი, მაშინ, რო ჩამივალ, დავაკვირდები - გეცინა და თან შეტყობინებაც მიიღო. ანო იყო.
წერდა, რომ ვერა და ვერ იძიებდა.
- კარგი, დეე უკვე ძალიან გვიანია. დაიძინე შენც, ხვალ ბევრი საქმე გაქვს - გაუღიმა - ტკბილი ძილი, გკოცნი უამრავჯერ.
- ტკბილი ძილი, დე. მიყვარხარ.
- მიყვარხარ ჩემო ერთადერთო დედიკო - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ქალს და ყურმილიც დაკიდა.

,,ორ წუთში გამოდი, შენ კარებთან ვიქნები" - მისწერა ანოს და მაისური გადაიცვა.

- ერეკლე - კარი დახურა თუ არა, წინ ატუზულ ბიჭს მოეხვია - ვერ დავიძინე, ვიწრიალე, ვიწრიალე მაგრამ მაინც ვერა.
- არაუშავს, ჩემო ლამაზო - წინ ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადაუწია.
- ხომ, არ გაგაღვიძე? - დამწუხრებულნა ჰკითხა.
- არა, ეკატერინეს ვესსაუვრებოდი... წამოდი - ხელი ჩაჰკიდა გოგოს.
- სად მოვდივართ, ერეკე?
- წამოდი და ნახავ - გაუღიმა და ხელზე დაქაჩა გოგოს.

სასტუმროს სახურავზე იყვნენ:
- ერეკლე, ეს საიდან აღმოაჩინე?
- დღეს ვიკითხე რეცეფშენში, მინდოდა წასვლის დღეს ამომეყვანე.
- მე კიდევ სურპრიზი ჩაგიშალე.
- არა, რატომ, როცა საჭირო იყო მაშინ ამოვედით.
თვალებაკაიფებულ გოგონას მიუახლოვდა და წელეზე ხელები შემოჰხვია.
- ზემოთ აიხედე.
ცაზე უამარავ ვარსკვლავს მოეყარა თავი.
- ულამაზესია - გაუღიმა ანომ და ერთად დასხდნენ იატაკზე.
ხმას არცერთი იღებდნენ.
ხედითა და სიჩუმით ტკბებიდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები.

,,როცა ადამიანთან შეგიძლია წყნარად იჯდე და არაფერი არ მოსთხოვო - ესეც სიყვარულია"

ზურა მხეიძე.



ერეკლემ მალევე იგრძნო კისერში ანოს ცხელი სუნთქვა.
ჩასძიბებოდა.


***


აია ნაპაში იყვნენ სასეირნოდ.
- რა ლამაზია აქაურობა - თქვა კატომ.
- კარგი ვქენით, რომ წამოვედით - თემომ ერეკლეს გადახედა.
- ბათუმში, რომ დავბრუნდებით 26 ივნისიდან ფინალურები გვეწყება - შეახსენა ანომ ბავშვებს.
- სანამ თქვენ ფინალურებისთვის მოემზადებით, მე ტური მაქვს თბილისში - თქვა ლევანმა.
- რა ტური? - გაუკვირდა თემოს.
- პოეზიის სამდღიანი ტური ტარდება თბილისში - აუხსნა ლევნმა.
- რომელში მიდიხარ? - ჰკითხა ერეკლემ.
- მართალია, როგორც კი ჩავალთ 21შივე უნდა წავსულიყავი მოსამზადებლად, მაგრამ 22ში მიწწევს...
- რატომ?
- ტანგოს საღამოზე უნდა წამოვიდე აუცილებლად - კესოს გადახედა.
- აუ ეგ ტანგოს საღამოც, რა - ამოიზმუილა გოგონამ.
- ხომ, მივდივართ? - ანომ ჰკითხა კესოს.
- სხვა გზა მაქვს, რო? - იქვე მყოფთ მოავლო მზერა.
- მაშ, მივდივართ - ტაში შემოჰკრა ნენემ.
- მე არ ვიცი რამდენად შევძლებ - თქვა იოანემ.
- რატო იო? - ჰკითხა კატომ.
- სხვა გეგემები მაქვს.
- რა გეგმები, ვაჟბატონო? - დაინტერესდა თემო.
- კაი, რა თემო - ხელი ჩაიქნია ანდრომ - ქუთაისში აქვს საქმეები - იოანეს გახედა და თავლი ჩაუკრა.
- მოკლედ, ეს სიყვარული, რაა... - ხელი ჩაიქნია თემომ.
- იოანე? - ნაინამ ბიჭს ახედა - ქუთაისში?
- ჰო, ცოტა ხანი მეც დავრჩები...
- ნურას უკაცრავად - შეაწყვეტინა გოგონამ - არ არის საჭირო საქქმებზე მოწყვე...
- დიახც, რომ საჭიროა - შეაწყვეტინა.
- არა, იო... მეც მალე ჩამოვალ, მინდა ცოტა ნატას დავეხმარო და გავამხნევო გამოცდებამდე, შენც ბათუმში შენ სააქმეებს მიხედე და მეც მალე ჩამოვალ, კარგი? - იმდენად მშვიდად ესაუბრებოდა იოანეს, რომ ბიჭის მოაჯადოებაც კი მოახერხა.
- მაშ, რა გაეწყობა - დანებების ნიშნად ხელები ზემოთ აწია.


***


შემდეგ დღეს მცირე ტური ჰქონდათ ლარნაკაში დაგეგმილი.
- თემო, მე გადავივლებ და ცოტა გვიან ჩამოვალ სასაუზმოდ - აივნიდან ახლად შემოსულ ბიჭს უთხრა და კარადისკენ აიღო გეზი ერეკლემ.
- ახალი პირსახოცები სააბაზანოშია, ძვირფასო - უთხრა სიცილით ბიჭს და ნომერი იქამდე დატოვა, სანამ ერეკლეს გამოქნეული ბალიში მოხვდებოდა.
სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო, კარზე კაკუნი, რომ ატყდა.
- ერთი წუთით - დაიყვირა და რის ვაი-ვაგლახით, სწრაფად ტანსაცმლის ჩაცმას შეეცადა.
კარისკენ მიმავალმა ამოიცვა ნაჭრის შარვალი და მაისურის გადცმა ვეღარ მოახერხა.
- დია... - სიტყვა პირზე შეახმა ანერვიულებული ანოს დანახვისას - ანო?
- ერეკლე - ბიჭისკენ დაიძრა და გადაეხვია - ხომ კარგად ხარ?
- ანო - გოგონა ოდნავ სხეულიდან მოიშორა და მისი სახეც ხელებში მოიქცია - რა მოხდა მშვიდობაა?
- არა, ცუდად ყოფნის შენ არაფერი გეტყობა - წამში შეეცვალა ხასიათი და ბიჭს ახედა - კარზე ვინც გიკაკუნებს, ყველას ასეთ ფორმაში უღებ? - სასაცილოდ დაუბღვირა ბიჭს.
- კი, მაგრ.. - აღარ დაამთავრებინა.
- რა მოხდა და შენმა იდიოტმა ბიძაშვილმა მომატყუა, ერეკლე ძალიან შეუძლოდაა საწოლიდან ვერ დგებაო - აუხსნა - ხოდა მეც ეგრევე აქ გამოვიქეცი...
- ოხ, თემო - ამოიგმონა - და თვითონ სად არის ახლა?
- ვაიმე - შუბლზე ხელი შემოირტყა ანომ - მე ვუთხარი ბავშვებს, ერეკლეს ვერ დავტოვებ და თქვენ წადით თქო.... არა მართალია, ანდრომ და კატომ კი მითხრეს სად უნდა წავიდეთ, ჩვენც დავრჩებით, იქნებ რა ხდებაო, მაგრამ თემომ დაიწყო მთალად ეგრე ცუდად არც არის, აბა ახლა მე აქ ხოარ ვიქნებოდიო და ორივეს თვალები დაუყლიპა, წამოდით ჩქარაო - მისთვის საუბრობდა ანო და ნომერში აქეთ-იქეთ აგრძელებდა სიარულს, ერეკლე კი გახევებული იდგა ერთ ადგილას და სასაცილოდ მოქოთქოთე ანოს მზერას აყოლებდა, მაისურის ჩაცმა აზრად ჯერ კიდევ არ მოსვლია - არა, მოვკვლავ, რომ დაბრუნდება - იმუქრებოდა ანო - რა მანერვიულა - და მხოლოდ ახლა მიიბჯინა ხელისგული გულმკერდზე დასამშვიდბლად და იქვე საწოლზე ჩამოჯდა.
- თემო, რომ მოვა, უნდა ჩავკოცნო - თქვა ერეკლემ და ანოსკენ დაიძრა.
- რა უნდა ქნა? - გვერდით ჩამომჯდარ ბიჭს ახედა.
- უნდა ჩავკოცნო - ანოს შეხედა - ჯერ იმიტომ, რომ ასეთ შენ თავს მაყურებინა - თმა ყურს უკან გადაუწია - და მერე მაგრად ვცემო, რომ განერვიულა - და ლოყაზე მიაწება ტუჩები.
- და ჩვენ ახლა, რა უნდა ვქნათ? - ძლივს ამოიღლუღა ანომ - ისინი, უკვე გზაში არიან...
- ძალიანაც კარგი, მე და შენ გავისერინებთ, შევჭამთ, ფილმს ვუყურებთ...
- ძალიანაც კარგი, თუ პირველ რიგში უნდა გავისირნოთ მაისური ჩაიცვი - თვალებში შესციცინა.
- ნწ - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად - გარეთ ჯერ ძალიან ცხელა, ამიტომ ბოლოდან ვიწყებთ...
- ანუ?
- ჯერ ფილმს ვუყუროთ და დანარჩენი თანდათან იქნება - გაუღიმა და ნომრის ტელეფონისკენ დაიძრა ოთახში ხილისა და ტკბილის გამოსაძახებლად.
- კარგი, მაშინ მე ფილმს ჩავრთავ.
- აარჩიე უკვე?
- ვიცი, უკვე რასაც ვუყურებთ.
ნომრის ტელევიზორში საკმაოდ ძველი სასიყვარულო რომანი მოძებნა და დააპაუზა, სანამ ერეკლე ტელეფონზე საუბრობდა.
- ესეც, ასე - ტაში შემოჰკრა ერეკლემ - ათ წუთში ყველაფერს მოიტანენ - ანოსკენ დაიძრა - ქალბატონო, რას ვუყურებთ? - ჰკითხა და საწოლზე ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა.
- დაუსრულებელ სიყვარულს
- რაღაც მეცნობა...
- გეცოდინება, მაგრამ იმდენად კარგი ფილმია ნანახიც, რომ გქონდეს თავიდან უყურებ.
- აჰ, უკვე ვბატონობთ ჩემზე არა?
- მაშ... - გაუღიმა ბიჭს და მისკენ საეჭვოდ დახრილს თვალი თვალში გაუყარა - ერეკლე, რას აპირ... - დასრულება ვეღარ მოასწრო ერეკლეს თითები მუცელზე, რომ იგრძნო...
- გთხოვ, არ გინ...დ..ააა - უკვე გვიანი იყო, მუცელზე უღიტინებდა ანოსს...
- ერკ...ერკკლ..ეეე, ვეე...რ ვს..უუნნქა..ვვვ, გთხოვ გეყ...ოო - ვეღარც სუნთქვადა და ვეღარც საუბრობდა... იქვე დაგდებულ ბალიშს გადასწვდა და ბიჭს მოუქნია...
- ანუ, ეგრე ხო? - ხელიდან გამოსტაცა ბალიში და ახლა თვითონ მოუქნია - არაადა მე მხოლოდ ღუტუნს ვჯერდებოდი, მაგრამ შენ ბრძოლაზე შეაჩერე არჩევანი, რა გაეწყობააა... - საწოლზე მუხლებზე დამხობილ გოგონას ერთი ბალიში გაუწოდა და მეორე თვითონ მოიმარჯვა.
- ერეკლე, ხუმრობ? - სუთქვის დარეგულირების შემდეგ ჰკითხა.
- შენ, თვითონ არ მოინდომე პატარა ჭინკა? - ცხვირზე თითი დაკრა და ანოც საწოლზე დააყენა - სამ თვალზე... ერთ, ორ.... - დასრულება ვინღა აცადა? ისეთი ძალით მოუქნია ანომ ბალიში ერეკლეს, რომ ბიჭი წაბარბაცდა.
ხტუნვა-ხტუნვით, სიცილში, კისკისსა და თამაშით გული ვერადავერ იჯერეს.
ის ის იყო საწოლიდან იატაკზე უნდა ჩამომხტარიყო ერეკლე, რომ წაბარბაცდა და ანოც თან გაიყოლა.
უამრავ ბუმბულში გახვეულნი იატაკზე გაწოლილიყვნენ და სიცილში იგუდებოდნენ.
- აუუ.... აღარ შემიძლია - ერეკლე ძლივს ითქვამდა სულს..
- რამ....ეე ხომ არ იტ...კკკინე? - ლუღლუღებდა ანოც და ბიჭს უფრო ეკვროდა.
- მე მგონი ამდენი ერთად არასდროს მიცინია - გაუღიმა თვალებ აცისკროვნებულ ანოს და თქვა - არა, თემო საცემი კი არა, ერთი კარგად დასაჩუქრებელი მყავს - ამოიგმინა და ანოს აზრზე მოსვლა არ აცალა, ისე მოიქცია მის ქვეშ - ხო იცი, როგორ მიყვარხარ? - ღიმილით ჰკითხა ლოყებ აწითლებულ გოგონას, ანომაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაუღიმა - ჰოდა, იმაზე მეტად მიყვარხარ, ანო.... - ანოს და თავისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა, რომელიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა...
- ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება - დახშული ხმით უთხრა ერეკლემ - რა კარგია შენ, რომ ჩემთვის დაიბადე... - თვალებში უყურებდა და სუთქვის დარეგულირებას ცდილობდა, როცა თვითონ ანომ მიაწება ერეკლეს ბაგეებს თავისი.


,, იბადება ორი ადამიანი სრულიად განახვავებულ გარემოში. არაფერი აქვთ საერთო. არანაირი ვალდებულება - უყვარდეთ ერთმანეთი. მერე ხვდება ეს ორი ადამიანი და ერთმანეთის ცხოვრებას ცვლიან. ერთმანეთით ცოცხლობენ, ერთმანეთით უხარიათ, ერთმანეთს ესისხორცელებიან."


რომანი ,,დღემდე აგვიანებ"


***


მეორე დილით ჩურჩული აღვიძებს, უფრო თემოს ვითომ დაბალ ხმაზე მუქარა.
- ერთი, შენ ჩემთვის არ გაგიკეთებია მსგავსი რამ, ყველაფერს ცხვირიდან გადენინებ...
- გადი, ბიჭო არ გააღვიძო - გულმკერდზე ხელს ჰკრავადა სასტუმროს ჰოლში, ღია კარებში აყუდულ ბიძაშვილს - ამ დილაა ადრიან რა გეტაკა...
- რაღა დილაა ადრიან, მთელი ღამე თეთრად გამათენებინეს ვითომდა ჩემმა მეგობრებმა - წინა ღამით ლევანთან და ანდროსთან ნომერში მოუწია დარჩენა და ამას გულისხმობდა - მე არ ვიყო თემო თავდგირიძე, შენ თუ უარესი არ დაგმართო - თითი დაუქნია მეტი სიმკაცრისთვის.
- კარგი, თეიმურაზ... ახლა წადი - გულმკერდზე მიარტყა ხელი და ბიჭი ძლივს ჩამოაშორა კარს, რომ დაეხურა.
საწოლისკენ ფრთხილად დაძრულს ანო თვალებდაჭყეტილი დახვდა.
- კარგი რაა... - ამოიზმუილა.
- რაა? - გაუკვირდა ანოს.
- ყველაფერი თემოს ბრალია, რაა - ამოიწუწუნა - მაინც, გაგაღვიძა, მე კიდევ ჯერ არ მინდოდა...
- რა არ გინდოდა? - გაუღიმა და საწოლში წამოჯდა.
- რომ გაგეღვიძა, გიყურებდი - ბავშვივით დაიწუწუნა და იქვე ჩამოჯდა.
ანოც მისკენ მიიიწია.
- მატყუარა... - ცხვირზე თითი დაჰკრა.
- რატომ? - გაკვირვებულმა ახედა გოგოს.
- აბა, რას მიყურებდი, მთელი ღამე გაგუდულს გეძინა - წამოსცდა.
- მეძინა? რა შენ არ გეძინა? - ჰკითხა უფრო მეტად გაკვირვებულმა და აჟიტირებულმა.
- ოო... - ამოიწუწინა და თავის დასაძვრენად სააბაზანოსკენ დაიძრა გზად ერეკლემ, რომ შეაჩერა.
- ანო? - საყვარლად შესციცინა - შენც, ხომ გეძინა? - ჰკითხა, მკლავებში მოქცეულ გოგონას.
- კი, დილით...
- დილით?
- ჰო - თვალი თვალში გაუყარა ბიჭს - მანამდე მეც გიყურებდი...


***


სანაპიროზე სეირნობდნენ ნაინა და იოანე.
- ხვალ მივფრინავთ - თქვა და მხარზე ჩამოადო თავი იოანეს.
- ჰოო და კიდევ რამდენი ხანი ვერ ვნახავთ ერთმანეთს
- არაუშავს, იო... ძალიაან მალე გავა დრო, აი ნახავ - უთხრა მხიარულად ბიჭს.
- კარგი იყო, აქ არა? - ჰკითხა - კიდევ კარგი ჩამოვედით და უფრო ახლოს გაიცანით ერთმანეთი - შუბლზე აკოცა - ნატა, რომ მორჩება გამოცდებს, ყველანი ერთად წავიდეთ სადმე - გაუღიმა.
- ძალიიან კარგი მეგობრები გყავს და იმიტომაც ხარ შენ ესეთი კარგიც - ღიმილით უთხრა და ლოყაზე მიაწება ტუჩები.
- მართალი ხარ, თქვენი დამსახურებაა ასეთი, რომ ვარ - გაუღიმა.
- როგორი?
- აი ისეთი შენ, რომ მოგწონვარ... - გაუცინა და გამხიარებული გოგონა მხარზე გადაიკიდა.
- დამსვი, იოო - წამოიკივლა, თუმცა უკვე გვიანი იყო...
იოანე მუხლებამდე წყალში შესულიყო...


***


ქუთაისში დაბრუნებულებს აეროპორტში ნატა და ირაკლი დახვდნენ.
გეზი ნაინას სახლისკენ აიღეს, თუმცა მალევე უნდა წასულიყვნენ ბათუმში:
- იცოდე, მალე ჩამოდი - ვერ ტოვებდა გოგონას იოანე.
- ძალიიიან მალე - დაამშვიდა და მოეხვია ბიჭს.
- არა, ოდესმე ინებებ წამოსვლას, იოანე? - მანქანის ფანჯრიდან გამჰყო თავი თემომ.
- დააცადე ხალხს - მეორე ფანჯრიდან ახლა ანდრომ გამოჰყო თავი და თემოს აიძულა უკან დაბრუნება - მე ბოდიში - გახალისბულ წყვილს ხელი აუწია და უკან დაბრუნდა თვითონაც.
- არა, რა თქვენ მომიღებთ მე ბოლოს - ამოიგმინა თემომ და მის გვერდით მჯდარ ერეკლესა და ანოს წყვილს თავლი მოჰკრა თუ არა, სულ გაგიჟდა - ასეთი რა დავაშავე? - ცისკენ აღაპყრო ხელები - სიყვარული და ჯანდაბა თქვენ.
ყველას ერთად, თემოს ჩათვლით, სიცილის ტალღამ გადაუარა.


***


სახლებში შუადღის სამი საათისთვის გადანაწილდნენ, იმის იმედად, რომ პირდაპირ რვა საათისთვის ტანგოს საღამოზე შეხვდებოდნენ, ერთმანეთს.
- მგონი, სახლის გასაღები ლევანს თან გაჰყვა - ამოიგმინა დანანებით კესომ და იქვე კართან იატაკზე დაჯდა.
- კესო, ხომ კარგად ხარ? - სახეზე ხელებ აფარებულ ანერვიულრბულ გოგოს ჰკითხა ნენემ და მის წინ ჩაიმუხლა - შემომხედე...
თვალი თვალში გაუყარა კესომ.
- ხომ მშვიდობაა? რა პრობლემაა დავურეკავ ახლავე ლევანს და დაბრუნდება - ჩანთისკენ წაღებული ხელი დაუჭირა ნენეს.
- არა, მოიცა, ცოტას დამდშვიდდები და მერე რა - მუდარა ნარევი ხმით თხოვა კესომ.
- რა პრობლემაა - გვერდით მიუჯდა გოგოს - უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვი მხოლოდ - გვერდულად შეხედა კესოს - ერთი კაცია რა, ამერიკრლი მეწერალია - თეოდორ დრაიზერი და მის ერთ-ერთ პირველ რომანში მსგავსი სიტყვები წავიკითხე, რომელმაც საერთოდ შემიცვალა დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ...
- და რა სიტყვებია ეს? - შეაწყვეტინა კესომ.
- ,,ყველა სწორი აზრი მას შემდეგ მოგდის თავში, როცა ემოციები დასრულდება."
- რომანი ,,კერი"
- იცი? წაგიკითხავს? - გაუხარდა ნენეს.
- კი, წამიკითხავს - ნაღვლიანად გაჰხედა ნენეს - თუმცა, ამის წაკითხვამ დიდი შედეგი ვერ მომიტანა, რადგან ვერ შევძელი ამ სიტყვების გულითა თუ გონებით სისრულეში მოყვანა...
- კესო, რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ და შენც იგივეს გირჩევ - აღელვებულ გოგონას მხარზე ხელი დაადო გვერდში დგომის ნიშნად და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო ლევანთან დასარეკად.


***


- მამა? - კიბეზე ჩამომავალ ქალიშვილს მზერა მთელ სხეულზე აატარა - მამა, რა ლამაზი ხარ - ანოსკენ დაიძრა კაცი - სადმე მიდიხარ? - ჰკითხა და ცალი ხელით უკეთ სანახავად დაატრიალა.
- წყლის დასალევად ჩამივდიოდი, შენ როდისღა მოხვედი, ხმა არც კი გამიგ.... - შეაეყვეტინა კაცმა.
- შენ ამ ფორმაში წყლის დასალევად დადიხარ ხოლმე?
- კარგი, მამა რა - გახალისებულ კაცს დაუბღვირა და სამზარეულისკენ დაიძრა.
- შემიძლია, დღეს "კავალერობა" გავუწიო, ამ ულამაზესს მანდილოსანს?
- შენ, რა არ მუშაობ დღეს? - წყლის დალევის შემდეგ ჰკითხა, თვალებაკაიფებულ კაცს.
- კი, როგორ არ ვმუშაობ, თუმცა ერთადერთი და განუმეირებელი ქალიშვილის გამო, რას არ იზამს კაცი - გაიხუმრა და ანოს შუბლზე აკოცა - იდეალური ხარ, მა...


მართლაც, უარი განუცხადა ერეკლეს ანომ გამოვლაზე, მამა მომიყვანსო და აგერ უკვე ხუთი წუთია საკმაოდ სოლიდურადა და თან თავისუფალ სტილში, რადგან კეტებზე და კომფოტულ ფეხსაცმელზე ვერასდროს ამბობდა უარს ერეკლე, ელოდა მამა-შვილ შერვაშიძეებს.
დაინახა თუ არა კიტას მანქნა ეზოში შემოსული, მისკენ დაიძრა.
კიტას კი ბიჭის მისვლამდე მოესწრო მანქანის დაპარკინგება, გადმოსვლა და ანოსთვის კარის გაღებაც.
ანომაც მამას ხელკავი გამოდო და ერთ ადგილზე გახევებული ბიჭისკენ ღიმილით დაიძრა.
- ერეკლეს ვახლავარ - ხელი ჩამოართვა - იცოდე, ჩემი თვალის ჩინს გაბარებ და კარგად მოუფრთხილდი.
- კარგი, მამა, რა - კაცს მკაცრად გახედა.
- ანო, მგონი გონზე ვერ მოდის - ბიჭისკენ მიუთითა - პირი მაინც დახურე - გაეღიმა კაცს ერეკლეს მდგომარეობაზე და ჩუმად ჩამოშორდა წყვილს.
- ანო, შეუდარებელი ხარ.
- შენ კიდევ ძალიან გიხდება ორივე სტილი - კლასიკურ-სპორტულ სტილზე მიუთითა და ლოყაზე მიაწება ტუჩები - წამოდი წავიდეთ, ბავშვები გველოდებიან...
კარისკენ მიმავალმა ღია ზურგზე ერეკლეს ცხელი ხელისგული და თითები, რომ იგრძნო აი მანდ მიხვდა ყველაფერს, თუ როგორ შარში გაჰყო თავი.

უზარმაზარ რესტორანში ყველას მზერა მათკენ იყო მიმართული... იქვე რამდენიმე ფოტოგრაფს მოეყარა თავი, ბოლოს და ბოლოს, ლათინური ცეკვების საღამო იყო, ასე რომ, თვითუნებურად რამდენიმე კამერის ობიქტშიც მოხვდნენ.
- ეს რა მშვენიერი წყვილი მიბრმავებს თვალთახედვას - ოვაციებით განაცხადა თემომ.
- ანო, ერეკლე უძალიიიიანმაგრესები ხართ... - თვალი ჩაუკრა კატომ მოწონების ნიშნად წყვილს.
- დანარჩენები სად არიან? - იკითხა სკამზე დაჯდომის შემდეგ ანომ, რომელიც ერეკლემ გამოუწია.
- მალე მოვლენ ისინიც - უპასუხა იოანემ და თვალი მოავლო დარბაზს - სხვათაშორის ძალიან ბევრი ხალხია და გავიგე, რომ დღეს ლათინური ცეკვების საღამოა.
- ეგ როგორ? - ჩაეკითხა ანო ბიჭს.
- თურმე ამ რესტორანში ყოველ საღამოს იმართება სხვადასხვა მიმდინარეობის ცეკვის საღამო...
- მაგალითად?
- ანუ კვირაში ერთი რომელიღაც დღე გამოყოფილია ქართული ცეკვებისთვის, რომელიღაც ლათინურისთვის, რომელიღაც ბალეტისთვის, რომელიღაც ქუჩის ცეკვებისთვის და აი ასე, რა...
- შესბამისად, ხალხიც იმ დღეს მოდის, რომელი მიმდინარეობაც აინტერრესებს - დაასრულა ანომაც.
- აი ზუსტად - თანხმობის ნიშნად თავიც დაუქნია იოანემ.
- აი და-ძმა ქაჯაიებიც, ანდროც და ნენეც გამოჩდნენ ჰორიზონტზე.
- თანაც წყვილ-წყვილად - დაეთანხმა ერეკლეც - ანდრო და კესო, ლევანი და ნენე.
- რა კარგები არიან - თქვა კატომ.
- ცოტაც და ვიფქრებდით, რომ საერთიდ აღარ მოდიოდით - უთხრა ახლად მოახლორბულნს იოანემ.
- არა, რა გამომატოვინებდა ამ არაჩვეულებრივ საღამოს - ამოიგმინა ცინიზმით კესომ და ანდროს გამოწეულ სკამზე დასკუპდა.
- ხო, გეტყობა სახეზე როგორ გინდოდა შენც მოსვლა - უკბინა თემომაც გოგოს და არემარეს მოავლო თვალი.
- მგონი მალე იწყება - თქვა კატომ.
- რა იწყება? - იკითხა გულუბრყვილოდ კესომ.
იოანემ კი თავიდან დაიწყო ახლად მოსულებისთვის ახსნა.
- ნენე, ჩუმად რატომ ხარ რაც მოხვედი იმის შემდეგ?
- ერეკლე, შენი და ანოს სილამაზით დავტყვვევდი - უპასუხა კმაყოფილმა - რა ძერსკი წყვილი ხართ.
- არა, დაიწყო ახლა ამან - ხელი ჩაიქნია დანანებით ლევანმა.
- მართალია, ანო და ერეკლე ულამაზესები არიან, თუმცა რაც სიმართლეა უნდა ითქვას - ხელები აწია თემომ - კესო, დღეს დამატყვევე.
- გაგიკვირდებათ და, მეც ვეთანხმები ამ ბედოვლათს - ხელი გადახვია გვერდით მჯდომს იოანემ - არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- ანოს დამსახურებით - თქვა კესომ და გოგონას გაუღიმა, ანომ კი საპასუხოდ ლოყაზე აკოცა გვერდით მჯდომს და ყურში ჩასჩურჩულა - ყველაფერი ბუნებრივია, ჩემი და ჩემი არჩეული კაბის არაფერი ურევია აქ, ახლა და აქ შენი დამაჯერებლობა თამაშობს ყველაზე დიდ როლს...

საღამო მალევე დაიწყო.
ტანგოს არაჩვეულებრივი ჰანგები ისმოდა ირგვლივ.
ორი წყვილი უკვე წარმდგარიყო დარბაზის წინ.
საღამოს ძალიან აქტიური და სასიამივნოდ მოსაუბრე ახალგაზრდა ბიჭი უძღვებოდა.
- და ახლა, კი დროა, თქვენ წინაშე წარსდგეს ყველასთვის საყვარელი, ყოველთვის და ყოვლად განსხვავებული, მომაჯადოებელი წყვილი... - დარბაზში ხშირად სტუმრად მოსიარულთაგან კარგად იცოდნენ ვისზეც იყო საუბარი და შესაბამისი ჟრიამულიც ატყდა, გამაყრუებელ ტაშთან ერთად - როგორც ყოველთვის, დღესაც სრულიად განსხვავებულ, ქართულ სიმღერაზე შემოგვთავაზებენ თავიანთ შედევრს - წამყვანი კვლავ განაგრძობდა საუბარს, რომელსაც საგრძნობლად მოემატებინა ხმის ტემბრი და ტონალობა დარბაზში გამოწვეული ხმაურის გადასაფარად.
კესოს კი ამდროს გული ამოვარდნას ჰქონდა.
მთელი სხეულით გრძნობდა, რომ ახლა მოეფინებოდა ყველაფერს ნათელი... ანოს ხელს მაგრად ჩაებღაუჭებინა თავისი და დარბაზის შუაგულისკენ მიეპყრო მზერა.

დარბაზი ქართული ჯგუფის - მგზავრების სიმღერას, სახელად ,,ტანგო"-ს ნოტებს სრულიად მოეცვა.

https://youtu.be/4u3J_iYe0LI

,,შენ ფაქტიურად ვერ შემმაჩნიე, როცა მე წითელს გჩუქნიდი ვარდებს...

შენ ფაქტიურად არც დაგინახავს, უბრალო ბიჭის უბრალო სახე...

იცი, შენ ყოველთვის გაღიზიანებდა ჩემი ყველაფერგაჩუქებ გამომეტყველებაც, რომელიც დღემდე შემომრჩა და უიმედოდ ელის შენ გამოჩენას...

იცი, შენ არ დაგინახავს, არ შეგიმჩნევია, ნუ ვერ შეამჩნიე...

საერთოდ, ასეა..

ასეა, საერთოდ...

როცა არ უყვართ, ვერ ამჩნევენ..."

და დარბაზის შუა გულში, თეთრი განათების ფონზე, გამოჩნდა ულამაზესი წყვილი, რომელთგანაც ერთის მზერა მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული...
შავგრემან გოგონას, უალამაზესი, ერთ ფეხზე ბოლომდე ჩახსნილი წითელი კაბა ეცვა, ბიჭს კი შავი ნაჭრის შარვალი, შავ პერანგთან ერთად, რომლის გახსნილი ღილებიდანაც კარგად სჩანდა მისი განიერი მხარ-ბეჭი და დაკუნთული სხეული...
მართალია, ერთი შეხედვით, ვერავინ იტყოდა მასზე მოცეკვავეაო, თუმცა...
იმდენად, საოცრად და მოქნილად მოძრაობდნენ, იფიქრებდით იატაკს საერთოდაც კი არ ეხებიანო...
იმდენად, მომაჯადოებელი და სერიოზული სახე ჰქონდა ბიჭს, რომ დარბაზის არა-მარტო ქალთა წარმომადგენლების უმეტესი ნაწილი, არამედ მამაკაცებიც კი ნეტარებით შესცქეროდნენ მას.

იმის მიუხედავად, რომ წამითაც კი ვერ შეძლო კესომ ბიჭისთვის თავლის მოცილება, გონებაში კარგად ჩაებეჭდა, სპეციალურად მისთვის შერჩეული სიმღერის ტექსტი:

,, დროს დაბრუნება არ უყვარს,
დროს დათვლილი აქვს წუთები.
გავლილ ქუჩებს, ჩავლილ გზებს, ლამაზ ტუჩს, ლამაზ წარბს
ვერ ვუბრუნდები.

დროს დაბრუნება არ უყვარს,
დროს დათვლილი აქვს წუთები.
გავლილ ქუჩებს, ჩავლილ გზებს, ლამაზ ტუჩს, ლამაზ წარბს
ვერ ვუბრუნდები.

ჩაიქროლებს, გავა,
ჩაიქროლებს, გავა წლები.
რაც არ უნდა სდიო,
მაინც ვეღარ დაეწევი

ჩაიქროლებს, გავა,
ჩაიქროლებს, გავა წლები.
რაც არ უნდა სდიო,
მაინც ვეღარ დაეწევი

დროს დაბრუნება არ უყვარს,
დროს დათვლილი აქვს წუთები.
შენ ვერასდროს ვერ გაიგებ, შენ ვერასდროს ვერ მიხვდები
ამ გულის ძგერას.

დროს დაყოვნება არ უყვარს,
არ უყვარს, არ უყვარს…
მომეცი ძალა, მომეცი ძალა,
რომ შეგეძლოს.

ჩაიქროლებს, გავა,
ჩაიქროლებს, გავა წლები.
რაც არ უნდა სდიო,
მაინც ვეღარ დაეწევი

ჩაიქროლებს, გავა,
ჩაიქროლებს, გავა წლები.
რაც არ უნდა სდიო,
მაინც ვეღარ დაეწევი..."


დამთავრდა თუ არა, დარბაზი ტაშის გამაყრუებელმა ხმამ სრულიად მოიცვა.
არავის შეუმჩნევია მაგიდიდან საეჭვოდ გამქრალი გოგონა, გარდა ერთისა, რომელიც დარბაზის შუაგულში მისთვის კუთვნილ აბლოდისმენტებს იღებდა.
მალევე დატოვა მანაც სცენა და ეზოში ერთი ხელით მუხის ხეზე მიყრდნობილ, მეორეთი კი გულმკერდზე მიბჯენილი გოგონასკენ ძალიან ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა.
- არასდროს წარმომედგინა, თუ დადგებოდა ის დრო და მომენტი, როდესაც შევძლებდი შენთვის მეთქვა ეს სიტყვები: იცი რამდენ ხანს გნატრობდი? - და მდუმარედ თუმცა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას ხეზე მიბჯენილ მტევანზე ნაზად ეამბორა და საკუთარი თავი გააცნო - ვაჩე ჯავახიშვილი.



„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ, საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია..."

ოტია იოსელიანი





როცა გგვგონია, რომ დამთავრდა, აი ზუსტად მაშინ იწყება თურმე ყველაფერი...


***


მაგიდას მიუახლოვდა.
- კესო, სად გაქრი? - ჰკითხა ლევანმა.
- ათი წუთია რაც გასული ხარ, ხომ მშვიდობაა? - დაინტერესდა ნენეც.
- გინდა გავისეირნოთ მე და შენ, კესო? - ჰკითხა ანომ.
- რატო თქვენ ორმა? - გაუკვირდა ლევანს - ხომ მშვიდობაა მართლა? - სკამთან გაშეშებულ დას ჰკითხა და მისკენ დაიძრა.
- კი, ყველაფერი რიგზეა - გახედა ლევანს - უბრალოდ თავი ამტკივდა ძალიან და წავალ რა - მუდარანარევი სახით გახედა ბავშვებს.
- ჩვენც წამოვალთ, კაცო... მარტო სად წახვალ - ფეხზე წამოდგა იოანეც.
- არა, არა სულ ახლა მოვედით და სად უნდა წავიდეთ - და ანოს გახედა - მე და ანო გავისეირნებთ, თქვენ იყავით
- კეს... - შეაწყვეტინა ერეკლეს ანომ.
- მართლა, ისე ჯობია, როგორც კესო ამბობს - ისეთი თვალებით გახედა ანომ ყველას, რომ მიხვდნენ სჯობდა ისე ყოფილიყო ყველაფერი, როგორც კესო ამბობდა.


***


ზღვის ნაპირზე მისერინობდნენ ფეხშიშველა.
რაც რესტორანი დატოვეს, იმის შემდეგ ხმა არ ამოუღიათ.
ანო საშვალებას აძლევდა კესოს დამშვიდებულიყო და ცოტა მისთვის ეფიქრა.
- ანო...
- კესო...
ორივემ ერთდროულად დაიწყო.
- მოდი, ჯერ შენ თქვი - უთხრა და გაუღიმა ანოს.
- მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, დღეს ჩემთან დარჩი თუ შენ გირჩევნია თქო, უფრო დამშვიდებოდი და დაფიქრდებოდი მარტო... მართალია თინასთან უნდა დავრჩენილიყავი მე თვითონ დღეს, მაგრამ დავურეკავ და ვეტყვი, რომ ვეღარ ვახერხებ...
- არა, ანო უარი რატომ უნდა უთხრა...
- მაშინ, შენც თინასთან წამოდი - მოუვიდა იდეა.
- არა, უხერხულია - იუარა.
- არა, რა უხერხული - გახალისდა ანოც და ტანით კესოსკენ მიტრიალდა - წამოდი, რა... ძალიან გაუხარდება, თან გავერთობით - თვალიც ჩაუკრა.
- ნამდვილად? - ჯერ კიდევ ყოყმანობდა კესო.
- რა თქმა უნდა - ტაში შემოკრა გახარებულმა და ხელი ჩაკიდა - წამოდი, ისეთ რელაქსაციას ჩაგიტარებს თინაა.... - სულ სირბილით დაატივებინა სანაპირო.


***


ვერანდაზე ისხდნენ და ანოს ელოდნენ, რომელიც ერეკლეს ესაუბრებოდა.
- გააგებინე? - იმწუთას დაბრუნებულ ძმისშვილს ჰკითხა.
- გავაგებინე - სკამზე ჩამოჯდა - ლევანსაც უთხრა, რომ გამოვლა არ გვჭირდება და არც სახლში დატოვება - კესოს გახედა - იციან აქ, რომ ვრჩებით.
- თინა, მაპატიე - ლეკვის თვალებით გახედა ქალს - ამ ღამეს ასე დაუკითხავად შემოგეჭერით სახლში...
- რა უნდა გაპატიო, კესო... მგონი სულ გააფრინე... სად დაიკარგა ის გიჟი გოგო მე, რომ გავიცანი?! - ეჭვისთვალით ჰკითხა.
- ეს ბოლო პერიოდია, მართლა საერთოდ აღარ ვგავარ საკუთარ თავს - დანანებით ამოილაპარაკა და ჰორიზონტს გახედა.
- მოდი, მე დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ - სკამიდან ადგომა დააპირა კესომ, რომ შეაჩერა.
- არა, თინა არაფერი მაქვს დასამალი და მითუმეტეს მოსაყოლი.
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვისთვალით გახედა ანომ.
- რავიცი, რაც მოხდა მაგას თუ მოსაყოლი ამბავი ჰქვია...
- უჰ, რაღაც ვგრძნობთ მე და ჩემი შვილი, რომ წინ დიდი ამბავი გველოდება - მუცელზე დაისვა ხელი - მიდი, აბა კესს დაიწყე, ახალგაზრდობა უნდა გავიხსენო - გადაიკისკისა.
- მოკლედ..... - ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ორივეს.
- და ამაზე ამბობდი შენ, რომ მოსაყოლი არაფერია? - ჰკითხა თინამ.
- მოიცა, მოიცა... - სულ დაიბანა ანო - ანუ, ასე უბრალოდ მოვიდა, გითხრა გნატრობდიო, გაგეცნო, ნუ გაგეცნო რა სახელი და გვარი გითხრა და ვსო, გაქრა? - მიაშტერდა კესოს.
- ზუსტად, მაგ თანმიმდევრობით ანო - გაუღიმა მასზე არანაკლებ შოკში მყოფ დაქალს.
- მაპატიეთ ჟარგონისთვის და იმენა, საოცნებო ბიჭია - უთხრა გოგონებს თინამ - იდუმალი, მისტიური, თავდაჯერებული, რომანტიკული...
- თინა, შენ მე რაღაც არ მომწონხარ, ხოარ დავურეკო დიმიტრის შუა გზიდან მობრუნდეს?
- მაიმუნი გოგო ხარ, ანო - დაუბღვირა - ქალს, ოცნებაც არ მაცალოთ - გაეცინათ სამივეს.
- და ახლა რა უნდა ქნა? - ჰკითხა ანომ.
- და უნდა ვქნა რამე, რო? - გულუპრყვილოდ იკითხა კესომაც.
- დიახაც - მზერა ანოდან კესოზე გადაიტანა თინამ - ხშირად ამბობენ დაიჭირე შანსიო... ჩემი აზრით კი, ამას ისევ სჯობს თავად შექმნა შანსი... დამიჯერე, ეს უფრო საიმედო და საამაყოა...




შანსი არ უნდა დაიჭიროთ, ხალხნო, არამედ, შექმნათ...


***


შუადღით სახლში მისულს ადამიანების მაგივრად, სახლი წითელი ვარდებით სავსე დახვდა.
- ალო
- ნენე, სად ხარ?
- უნივერსიტეტში, შენ სახლში ხარ?
- ლევანი? - ნენეს კითხვაზე არ უპასუხია.
- დილით წავიდა თბილისში, პოეზიის სამდღიან ტურზე
- ვაიმე - შუბლზე მიირტყა გაშლილი ხელი - როგორ დამავიწყდა.
- არაუშავს, მალე ჩამოვალო დამიბარა - ტელეფონში გაუცინა - შენ სახლში ხარ, კესო?
- ორანჟერიაში... - უპასუხა.
- სააად?
- მოხვალ და ნახავ, თუ უკვე ნანახი არ გაქვს - გაუთიშა და იქვე სავარძელში ჩაესვენა სულ დაბნეული.
დიდი ხანი ფიქრი არც დასჭირვებია, იცოდა ვისი ხელიც ერია ამ მაბავში...
აი გუშინდელი საღამოდან ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც კი გაახსენდა, მაშინ 100% დარწმუნდა თავისივე ვარაუდში.


,,შენ ფაქტიურად ვერ შემმაჩნიე, როცა მე წითელს გჩუქნიდი ვარდებს..."

მგზავრების ,,ტანგო"


***


ალექსანდრეს სასაფლაოზე იყო.
- კარგა ხანია არ გამოჩენილხარ, შვილო - გვერდით საშუალო ასაკის მამაკაცი მიუჯდა ერეკლეს.
- ნოდარი ბიძია - კაცს გადაეხვია - რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი...
- მესაფლავეები, აბა ვის რაში სჭირდება შვილო ცოცხალ კაცს - მხარზე ხელი დაჰკრა ერეკლეს.
- რა ლაპარაკია ახლა ეს - გაუწყრა - თქვენ, რომ არა...
- კარგია, ალექსანდრესთან ხშირად, რომ დადიხართ - ალექსანდრეს სახეს გაუსწორა მზერა - ვიცნობდი, მე მამაშენს, ხშირად დადიოდა თავისი მშობლების სასაფლაოზეც... კარგი კაცი იყო, მამაშენი, კეთილი, ყურადღებიანი, მზრუნველი... ნამდვილი ადამიანი - ახლა ერეკლეს გაუსწორა მზერა
- ნამდვილად - სიამაყით გახედა ალექსანდრეს
- როცა შენს უკან მამა დგას ყველაზე დიდი ციხე-კოშია აგებული, რომელსაც ვერავინ გატეხს... - თანადგომის ნიშნად მხარზე დადებული ხელი მოუჭირა ერეკლეს და უსიტყვოდ დატოვა მარტონი მამა-შვილი.


ასე მგონია, მამის გარეშე ცარიელი ეზოა ადამიანი...


***


- ფქვილი არის, კვერცხიც, კარაქიც... - შუბლზე ხელი მიიდო გასახსენებლად - ვაი ჩემ თავს, ყველაზე მთავარი ყველი მავიწყდებოდა...
- ყოჩაღ, დედა - აქოთქოთებულ ქალს სავსე საგორიალებელი კალათა გამოსტაცა ხელიდან
- არა, ამ სიცხეში რა აჭარული ხაჭაპური მოგინდა, თემო - გახედა წინ წასულ შვილს და მარაო ამოიღო ჩანთიდან.
- ნუ წუწუნებ, დედა. ჩემზე მეტად შენ გაგიხარდება მაგიდასთან, რომ დავჯდებით...
- მე შენ გეტყვი, შენზე მეტად გამიხარდება უკვე მაგიდასთან დამჯდარს გაკეთებული, რომ მექნება...
- კარგი, რაა... მე გავაკეთებ, მაშინ და შენ დაისვენე.... მერე იტყვი შვილმა მომართვაო...
- ვაი, შე გლახა - თავზე წამოარტა ხელი - შენ რა უნდა გამიკეთო... არა სანამ გაკეთებამდე მივა საქმე, როგორც კი სამზარეულოში შეხვალ და ღუმელს დაანთებ, უკან გამოიქცევი, დარწმუნებულიც კი ვარ... ამ სიცხეში რა გამაჩერებსო...
- ვცადოთ? - ჯინაზე დადგა თემო...
- კაი, გეყოს თემო, თორე შეიძლება ისტერიკა დამემართოს და ვერავინ ვერ გამაჩეროს იმხელა ხმაზე დავიწყებ ამ მაღაზიაში სიცილს
- ერთი მივიდეთ სახლში და მაგასაც ვნახავთ, ქალბატონო ნონა - ქალს ალამცერად გაუღიმა და კონულტანტს მიუბრუნდა ყველის ჩამოსაჭრელად...


***


- ანო რამე მიშველე, რა - ოთახში შეუარდა დას.
- ხომ მშვიდობა გაქვს, ილო - საწოლში წამოჯდა და სანათი აანთო - რომელი სააათია, კი მაგრამ?
- აუუ, გეძინაა?! - შეიცხადია ილიამ.
- არა, ვცეკვავდი - გაიხუმრა ანომ - არა, ნამდვილად მეძინება, ეს რაებს ვამბობ - მასაც გაუკვირდა და გაკვირვებულ ძმას ახედა - ჰო, კაი ნუ ჩამოგივარდა ყბა, რა გინდოდა მითახრი...
- ჩაიწიე
- არ მითხრა, რომ ჩემთან წვები...
- ხო, რა იყო გაიჩინე შეყვარებული და უკვე დიდი გოგო ხარ?
- ამის გამო შემომივარდი ამ შუაღამეს ოთახში? - ბალიში ჩაარტყა თავში ილიას.
- აუ, ანოო - გაახსენდა და ისევ დაიწყო - თამთაა ჩემზე გაბრაზებული... - დაიწყო წუწუნი.
- გაფიცებ, ასეთს რას უშვრები ამ საწყალ გოგოს დღეში სამჯერ, რომ გიბრაზდება...
- ოოო, ისეთი არაფერი გამიკეთებია...
- კარგი, ბატონო, მოყოლას თუ არ აპირებ, შეგიძლია მიბრძანდე - სანათი ჩააქრო და გვერდზე გადაბრუნდა.
- კარგი, ანო რაა - დაიწუწუნა ისევ ილიამ და შუქი აანთო - ნახე არადა რა საყვარლად მივწერე და მაინც აზრი არ აქვს - გოგო მისკენ მოაბრუნა და ტელეფონი აუფრიალა წინ:
,,გაბრაზებულებმა არ დავიძინოთ"
,,შევრიგდეთ ჯერ"
,,არ გიშვებ"
ხმამაღლა წაიკითხა ანომ.
- გაფიცებ, ოთხი წლის გოგოს წერ ეს თუ რა არიიის? - გადაიკისკისა ანომ - შენ არ ხარ საღად - ღიმილნარევი სახით უთხრა და ისევ გვერდზე გადაბრუნდა...
- ანო, გთხოვ რაა.... - ისევ აზმუილდა ილია...

ალბათ, თქვენც და ანოც მიხვდით ხომ, რომ იმ ღამეს ძილი არ ეწერა?!


***


- და რა უნდა უქნა ამდენ ვარდს? - ჰკითხავ გაკვირვებულმა ნენემ კესოს.
- ეგ მე ვიცი... - უპასუხა და ტელეფონი მოიმარჯვა ბავშვებთან დასარეკად.


***


- ნელა, ბიჭო, არ ჩამოვარდე - ქვემოდან იჭერდა ანდრო.
- გაჩუმდები თუ უკან დავბრუნდე და მე გაგაჩუმო? - დაუბღვირა ზემოდან ერეკლემ.
- მეტი მეკუთვნის, რომ წამოგყევი....
- კარგი, მაშინ მეც გავითვალისწინებ მაგას მომავალში - უთხრა და ფეხი მეორე სართულის ფანჯრის რაფას დაადგა.
- ერეკლე...
- ჰოოო - გასძახა ისე, რომ არ გაუხედია ანდროსკენ.
- ერეკლე...
- ჰოო, ჰოოო... რა ჯანდაბა გინდა, ბიჭო? - გახედა მეორე სართულის აივნისკენ მიპყრობილ მზერიან ანდროს.
- სალამი, ბიჭებს - მიესალმა გაკვირვებულ ძმაკაცებს.
- ილია? - ახლა ერეკლე მიაშტერდა - ისა, ჩვე....ნ - დაიწყო ლუღლუღი.
- კარგი, გთხოვ... რამე არ დაგემართოს - გაუღიმა დის შეყვარებულს და ხელი გაუწოდა დასახმარებლად.
- აქ რას აკეთებთ? - როგორც კი უსაფრთხოდ, მის გვერდით აივანზე დაიგულა ერეკლე ჰკითხა.
- მე არაფერ შუაში ვარ, პროსტა გამოვყევი - გაიცინა ანდრომ.
- ნწ, აწი მე აღარ ვთხოვდი შენ ადგილას ამას დახმარებას - უთხრა ერეკლეს ანდროზე - კაი, მიდი ანო ოთახშია - მხარზე დაჰკრა ხელი.
- ოპა - წამოიყვირა ანდრომ.
- ჩაკვდიიიი - ილიას წყლის ბოთლი ესროლა ერეკლემ ანდროს - ილია, უნდა დამეხმარო - მუდარით სავსე თვალებით გახედა ბიჭს - ანო, უნდა გამოიყვანო ცოტა ხნით მისი საძინებლიდან...
ილიას კი გაუკვირდა, თუმცა თავი გააქნია და სიტყვებით: ეს ხალხი გადამრევს - აივანიც დატოვა.


ილიას ანო სააბაზანოში შესული დახვდა, ამიტომაც ერეკლეს ნიშანი მისცა, ყველაფერი მზადააო და თვითონ ქვემოთ ანდროსკენ დაიძრა.


***


საწოლზე გაწოლილი ანო დალანდა თუ არა, მისწერა:
,,ზემოთ აიხედე"
ანოს კი მისი საწოლის ზემოთ, კედელზე თავისი და ერეკლეს უზარმაზარი ფოტო დახვდა, რომელიც ტანგოს საღამოზე იყო გადაღებული, როდესაც კარებში შედიოდნენ.
სავარუდოდ, რომელიმე ფოტოგრაფის გადაღებული უნდა იყოსო, იფიქრა, რადგან ამ სურათის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.
ეგრევე ერეკლეს დაურეკა:
- სად ხარ? - ხმაური შემოესმა ტელეფონში.
- შენთან სახლში
- რაა? - გაუთიშა თუ არა პიჟამოების ამარა, ეგრევე კიბეზე დაეშვა.
ხმაური მისაღებიდან შემოესმა და იქეთკენ დაიძრა.
- აი, ჩემი გოგოც მოსულა - კიტა დაიძრა კარებში გახევებული ქალიშვილისკენ - მოდი, მა ნახეე ილიამ სტუმრად ვინ და ვინ მოგვიყვანა?! - სუფრასთან მოკალათებულ უხერხრულად აწურულ ანდროს და ერეკლეს გაუსწორა მზერა, იქვე აფერისტულად მომღიმარი დიდი ძმაც დალანდა, მხიარულ დედასთან ერთად.
- თქვენ აქ? როგორ? რანაირად? - კიტამ თავის გვერდზე დაიჯინა თუ არა ანო, იკითხა.


***


რეპეტიცია ჰქონდათ გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საღამოს კონცერტისთვის.
- მგონი, დღეს მოვრჩით ხო? - იკითხა იატაკზე გაწოლილმა ბენდის ერთ-ერთმა წევრმა.
- მგონი, კი - დაღლილი ხმითვე უპასუხა ნენემაც.
- ბავშვებო - ბენდს გამოეყო პიანისტი - რამდენიმე ბილეთი მაქვს რეგიონის კონცერტის, 30 ივნიისს აქვთ ბათუმში, მე და ჩემი მეგობრები მივდიოდით, მაგრამ აქედან ორი ავარიაში მოხვდა და შესაბამისად, ვეღარ მივდივართ... - ერეკლემ შეაწყვეტინა.
- ხომ კარგად არიან?
- კი, კი, უბრალოდ ერთს ფეხი აქვს მოტეხილი და მეორეს მცირე ტვინის შერყევა - გაეცინა - ზუსტად ეგ აკლდათ... ჰოდა, მოგცემთ ბილეთებს და თქვენ წადით ვისთან ერთადაც გინდათ.
- დარწმუნებული ხარ? - იკითხა აჟიტირებულმა ნენემ.
- გიყვარს რეგიონი? - ჰკითხა დრამერმა
- მერედა როგირ... - ეგრევე უპასუხა.
- ხოდა, გუგა ჩემი ბილეთიც ნენეს მიეცი, მე 30ში ქორწილში მეჯვარე ვარ.
- მართლა? - გადაეხვია ბიჭს - მადლობააა - ყურში ჩაჰყვირა.
- მშვენიერი - ბავშვებისკენ დაიძრა გუგაც - ასე ეს თქვენ და როგორც გინდათ ისე გადაინაწილეთ - მხარზე დაჰკრა ხელი ერეკლეს და ბედნიერ ნენეს თვალი ჩაუკრა.


***


- ჯანდაბა - მტვერვის ხმა შემოესმა ლევანს სამზარეულოდან და იქეთკენ დაიძრა.
- დაიცა, მე ვიზამ - ნამსხვრევების ასღებად დახრილ კესოს მიუახლოვდა - ხელი არ გაიჭრა, შენ -
ამასობაში კესოც მაგიდასთან ჩამოჯდა.
- ხომ კარგად ხარ? - წყლით სავსე ჭიქა დაუდგა წინ ლევანმა.
- თუ ამასაც კარგად ყოფნა ჰქვია - ჩაილაპარაკა და სავსე ჭიქა მიიყუდა.
- მე გამოვიცნო რა გჭირს ეს დღეები თუ შენ თვითონ მეტყვი? - გაუღიმა პატარა დას.
- ისეც, ხომ ყველაფერს ხვდები ? - ლეკვის თვალებით ახედა ძმას.
- ნუ ისეთი პროფესია მაქვს, სულ რომ ვერაფერს ვხვდებოდე ჩემით, ის მიმახვედრებს - წინ ჩამოუჯდა.
- არადა, ზეგიდან ფინალურები მაქვს - ამოიღლუღა.
- არანაირი დრო არი იცის...
- რა?
- რამ და მე კესო, მე - ჩაიქნია ხელი.
- ცოტა უნდა მოვბილიზდე - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები.
- შეძლებ?
- შევძლებ? - იქეთ შეუბრუნა კითხვა.
- თუ მოინდომებ ყველაფერს, კეს... - მიუახლივდა, თავზე აკოცა და უთხრა - სხვის იმედზე არასდროს არ იყო, ერთადერთი ძალა საკუთარი თავია - საფეთქელზე მიადო საჩვენებლი თითი და მალევე, მარტო დატოვა სამზარეულოში კიდევ უფრო არეული გოგონა.


***


- ვწუხვარ, მათ გამო, ვინც მხოლოდ ბნელი მხრიდან მხედავს... ადამიანის თვალში კი არა, ყველა სარკეში სხვანაირი ვჩანვარ.
- ვაჩე, ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტე შენთან შეხვედრა - გააწყვეტინა ლევანმა - მე არ მჯერა სხვის ნათქვამი რაღაცების, რადგან ხანდახან საკუთარი თვალი და ყურიც კი მატყუებს...
- აბა, მაშინ რატომ შემხვდი, ლევან?
- ჩემი და გიყვარს?
- მაგის საკითხავად შემხვდი?
- ვაჩე, საერთოდ იცნობ?
- დავიჯერო, სიყვარულს ცნობა და ახსნა სჭირდება?
- ახსნას არც არავინ გთხოვს, ვაჩე... სიყვარულს ახსნა არ აქვს, უბრალოდ უნდა იგრძნო...
- მაშინ, რაღატო ვსაუბრობთ?
- არ მინდა, რომ გული ატკინო...
- კაი, ლევან, რა... სამყაროში საერთოდ რაიმე არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა?
- და შენ რა გინდა?
- სიცოცხლე... - ვარსკვალავებანთებული თვალებით შეხედა ლევანს.
- ანუ, შენ მართლა გყვარებია, ვაჩე კესო.... ხელები ამიწევია - სინამდვილეშიც ხელები ასწია ლევანმა და....


,,სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია!"


***


- გავიგე, ფინალურებზე ნერვიულობსო - საძინებელში შესულს სავარძელში დახვდა მოკალათებული.
- შენც, მაინდამაინც, ზუსტად წინა დღით გადაწყვიტე გამოჩენა, არა? - მისკენ დაიძრა და იქვე ფანჯარსათან დადგა - ასე, უკითხავად კიდევ მერამდემედ უნდა შემოხვიდე ჩემ სახლში? - ზურგით იდგა სავარძლისკენ და ისე ესაუბრებოდა.
- მერამდენედ? - უკან დაუბრუნა კითხვა.
- მეორედ - კესომაც უპასუხა, რაც იცოდა
- მეორედ - გაეღიმა და ფეხზე წამოდგა - კარგი, იდეა იყო ვარდების ქუჩაში, ხალხისთვის დარიგება... - ყურში ძალიან დაბალხმაზე უჩურჩულა და უკან ამოუდგა ისე, რომ მისი ცხელი სუნთქვა კესოს კისერს ეცემოდა პირადპირ.
- აბა, ქაჯივით და უმადურად, ხომ არა მოვიქცეოდი, არა? - ბიჭისკენ აუღელვებლად შემოტიალდა და თვალი თვალში გაუყარა - არადა, მეგონა გეცოდინებოდა ყვავილები, რომ არ მიყვარს.. - ცინიზმით უთხრა.
- რომ ვიცოდი, ზუსტად მაგიტომაც ყველა ხელოვნური იყო და არც ერთი ბუნებრივი - წინ ჩამოყრილი თმა ძალიან ნაზად ყურს უკან გადაუწია - მიდი, რას ელოდები?! მკითხე - მზერა არ მოუშორებია კატოს ჯიუტი თვალებისთვის.
- აქამდე სად იყავი? - მანაც პირადპირ კითხა.
- აქამდე თუ ზოგადად სად ვიყავი? - მომაკვდინებლად გაუღიმა.
- მე აქამდე მაინტერესებს, მაგრამ თუ გინდა შენ ზოგადადაც მითხარი...
- კესო - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა კესოს სახელი - პირველ რიგში, ადამიანს უნდა გინდოდეს მთელი ცხოვრების გატარება საკუთარ თავთან, შემდეგ, რომ სხვასთანაც შეძლო იგივე...
- და შენ, უკვე გინდა?
- კესო, მე კი არა, შენ გინდა ნამდვილად?
- რა? საკუთარ თავთან მთელი ცხოვრების გატარება? - ვითომ ვერ მიუხვდა და გაიკვირვა.
- კესო - გოგონას გულუბრყვილობაზე გაეღიმა - თუ თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვაბისგან ბევრს ნუ ველოდებით...
- და შენ, უკვე გინდა? - კვლავ ჯიუტად ეკითხებოდა ბიჭს.
- კესო, ბოლოს ყველა იმედგაცრუება, ტკივილი, შიში, შფოთვა, გაურკვევლობა - ყველაფერი ქრება, როცა ვიღაცაში იმედს იპოვნი.
იმედს - რომ მარტო არ ხარ...
მოტივაციას - რომელსაც დიდხანს ეძებდი...
ერთგულება - რომელიც დაგავიწყდა როგორია...
ზრუნვას - რომელსაც იმსახურებ...
და ბედნიერებას, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი - პაუზა გააკეთა, ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ხელი ჩამოისვა და მეორეთი კესოს მტევანი მოიქცია მუჭში - და, ჰო, უკვე მინდა კესო, რადგან მე შენში იმედი ვიპოვნე...




როცა ვიღაცაში იმედს იპოვნი, თქვენ ერთი მთლიანობა გახდებით...


***


ტელეფონის ხმამ გააღვიძა დილით.
- მმმ - ამოიგმინა.
- ალო... ანო?
- ჰმმმ...
- გაიღვიძე, უკვე ათი დაიწყო, თერთმეტზე გამოცდა გაქვს დღეს, ხომ არ დაგავიწყდა? - ტელეფონშივე იგრძნო როგორ გაეღიმა ერეკლეს.
- ერკეე... - ამოიწუწუნა.
- ჰოო?
- მოდი რაა..
- სად მოვიდე? - გაუკვირდა.
- მომაკითხეე, ჩემით ვერ ავდგებიიი...
- კარგ...
- ქალბატონო... ოჰჰ, მეც არ ვიფიქრე გავაღვიძებ თქო, თურმე მოუსწრია უკვე იმას - ოთახში შემოსული სახტად დარჩა ილია - კაი, გამარჯობა შენი, ერეკლე - ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი ანოს და თან თხელი გადასაფარებელი გადააძრო - შენც ადექი უკვე - თითი დაუქნია და ანოს ტელეფონთან ერთად საძინებელი დატოვა.
- სიზმარია? - ამოიგმინა ანომ და თავზე ბალიში დაიფარა.


***


გამოცდიდან კმაყოფილს კატო დახვდა იქვე.
- რა კარგია აქ, რომ ხარ - გადაკოცნა.
- ხოო, მშვიდობ... - ვინღა დაასრულებინა უკვე ტელეფონზე საუბრობდა ანო.
- არა, მიჯნურს, რომ არ შეეხმიანოს ისე როგორ შეიძლება - დაიწუწუნა და ოდანავ წინ წასულს გვერდით ამოუდგა.
- არა, ხო.. ასე ერთ საათში გამოგივლით და სადმე მაქვე დავსხდეთ, მერე შენც, რომ არ დააგვიანო... - კატო გაკვირვებული უსმენდა, ვერ მიმხვდარიყო ერეკლეს თუ ვის ესაუბრებოდა ანო - კი, კი, როგორ არაა... მე და კატო - დაქალს გახედა - არაა პრობლემა, რომ მოვალთ, დაგირეკავ.... კარგიი, დროებით - გათიშა და გზა ხმის ამოუღებლად გააგრძელა, ელოდებოდა კატოს ვულკანივით ამოფრქვევას.
- არაა.... სპეციალურად იშტერებ თავს ხო? იცი, რო უნდა ავფეთქდე და შენც მელოდები? - მისკენ მოაბრუნა ანო - ვინ იყო? მეგონა შენს მიჯნურს, ერეკლეს ესაუბრებოდი - ლეკვის თავალებით ახედა დაქალს - ანოოო...
- კარგი, ჰოო... არ შემიძლია შენი ასეთ მდგომარეობაში ყურებაა - გვერდიდან მიიხუტა დასამშვიდებლად - ერეკლეს გამოცდა აქვს და რომ მორჩება თვითონ დამირეკავს, ახლა კი, თამთას ვესაუბრებოდი....
- ჰოდა - შეაწყვეტინა.
- მოუთმენელო - გაეღიმა - ხოდა ახლა მე და შენ სამსახურში გავუვლით და მერე სადმე კაფეში წავიდეთ, არა? უკეთ გავიცნოთ გოგო და ცოტა ყურადღებაც გამოვიჩინოთ მის მიმართ...
- მაგგ გოგოს ილო არ ეყოფოდა? კიდე ჩვენი გაგიჟება აკლდა? - გიცინა.
- კატო....
- კარგი, ჰოო


***


- ანუ, როგოც ყველას, შენთანაც არ კარგავს მის მავნე ჩვევებს და გაგიჟებს, არა? - ჰკითხა კატომ ამ ჯერად, მათთან საკმაოდ გახსნილ გოგონას.
- ძალიან ხშირად ვჩხუბობთ - თავი გააქნია - ნუ სერიოზულად არა, მაგრამ ხშირად ვტომი-ვჯერობთ...
- ვაა, ეს რაღაც ახალი გამოხატვის ფორმაა...
- ახალი გამიხატვის ფორმა ახლა ნახეთ თქვენ - თქვა შემოსასვლელი კარისკენ მიშტერებულმა ანომ.
- ანო? - მის მზერას კესომაც გააყოლა თვალი - უიჰ, რა კარგია თამთა ზურგით, რომ ზიხარ...
- რა ხდება? - გაკვირვებულმა ჰკითხა გოგონებს და ის ის იყო კარისკენ უნდა მიბრუნებულიყო, მის წინ მაგიდაზე ვიღაცის ხელი, რომ გამოჩნდა....
- სალამი გოგონებს - მომაკვდინებლად გაუღიმა დას და დასავით მყოფს.
- ილია? - ბიჭის ხელს ატაარა მზერა და მალევე მის სახესაც გაუსწორა თვალი თამთამ.
- არა, რომ დაადეთ თავი და გაუფრთხილებლად წამოხვედით, ტელეფონებზე მაინც, რომ ჩაგერთოთ ხმა, არცერთს არ მოგსვლიათ აზრად ხო?
- რა იყო კი მაგრამ? - გაუკვირდა კატოს.
- მე დამიჯდა - უდარდელად თქვა თამთამ.
- დაგიჯდა, ხო? - ალმაცერად ჰკითხა გოგონას და მისი სკამი ოდნავ გამოსწია.
- ილია, რას აკეთ..... - დასრულება ვეღარ მოასწრო, რადგან უკვე მხარზე გადაკიდული ჰყავდა ბიჭს და კარისკენ ისე დაიძრა, თითქოს, დის ძახილი საერთოდ არ მისწვდომია მის ყურთასმენას...


***


ნატას პირველი ეროვნულის, ქართულის გამოცდისთვის ეხმარებოდა, ტელეფონზე წერილი რომ მოუვიდა:
,,არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო..."
იოანე იყო.
წაიკითხა თუ არა, მარტო დატოვა ნატა თავი ოთახში, აივანზე ფეხშიშველა გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო და დაურეკა:
- სიგიჟემდე მომენატრე, იო...
- მე კიდევ ასი ათასჯერ გინატრე... - დაბალი ბრაიტონით ჩასჩურჩულა ყურში ტელეფონიდან კიდევ უფრო აღელვებულ გოგონას.


დრო გადის ძალიან ნელა, როდესაც ვიღაც გენატრება...
და ამასთან ერთად, დისტანცია არ ამცირებს სიყვარულს, ძვირფასი რჩება ძვირფასი, თუნდაც ის შორს იყოს მხედველობისგან...


***


- ალოო, ანო... სად ხარ? - ჩაჰყვირა ყურმილში.
- ხომ მშვიდობაა, კატო... რა ხმა გაქვს?! - შეშინდა გოგონა.
- იზო ბებომ, ისევ პატარა ქალბატონი დამიტოვა - გახედა საწოლზე გაწოლილს - ხოდა, შენც მოდი, რაა... - დაიწუწუნა.
- გული გამისკდა - ამოისუნთქა - მე და ერეკლე ვართ ბულვარში, გამოდი შენც და გავასეირნოთ ბარტყიკო - ღიმილით უთხრა.
- არა, შენ და ერეკლე თუ ხართ, არ შეგიშლით ხელს - ამოილაოარაკა და ის ის იყო, ყურმილი უნდა დაეკიდა ანოს ტელეფონიდან ერეკლეს ხმა, რომ შემოესმა - ქალბატონო, ახლა მოგინდა შენც ანგელოზის როლის მორგება, ხომ?! მოკიდე ბავშვევს ხელი, ჩემ ბიძაშვილს, შენ ქვედა მეზობელეს, თემოს შეუარე და ბულვარში მოდით ტბასთან - სიტყვის თქმა აღარ დააცალა, გაუთიშა.
- უჰჰჰ, აბა ქალბატონო, გავემაზდოთ? - დახედა მისკენ წამოწეულ ბავშვს და ახლა ტელეფონზე თემოს ნომერი აკრიფა...


***


- ამ სიჩქარე, სიჩქარეში ჩუსტებით ჩამოვსულვარ - დახედა თუ არა თავის ფეხებს, თქვა.
- მერედა, რატომ ჩქარობდი? - ყურს უკან თმა გადაუწია დამწუხრებულ კესოს.
- შენ არ მითხარი, მალე ჩამოდიო?! - გაკვირვებულმა ჰკითხა.
- მე გითხარი, გაემზადე და მალე ჩამოდი თქო - გაეღიმა გოგონას გულუბრყვილობაზე ვაჩეს...
- ხოდა, მეც ეგ არ ვთქვი?
- კარგი, კარგი, მოდი ჩაჯექი - ხელი მოკიდა და მეორეთი მანქანის კარი გაუღო - რა? - გაკვირვებულ გოგონას ჰკითხა.
- სად მივდივართ?
- ხუთ წუთში ნახავ.
თეთრი, უამარავი ფანჯრით, ორ სართულიანი შენობის წინ გააჩერა მანქანა.
ხმის ამოუღებლად შევიდნენ და ავიდნენ მეორე სართულზეც.
უცებ უამარავი ბავშვით სავსე ოთახში აღამოჩნდა კესო.
- მგონი, უნდა იცოდე, რომ შენი შეყვარებული ქორეოგრაფია, არა? - კესოს ზურგს უკან ამომდგარმა, ყურში ჩასჩურჩულა ერთ ადგილზე გახევებულ გოგონას.


***


- რა კარგია, რომ მოხვედი, ერეკლ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა - ანო?
- გამარჯობა, ეკატერინე - ქალს გადაეხვია - ერეკლეს, არ სცალია, გამოცდა აქვს და მე ვთხოვე, რომ არ ეთქვა თქვენთვის ჩემი მოსვლის შესახებ, რადგან ვიცოდი, უარს ეტყოდით - გაუღიმა ქალს - არადა, რამდენი საქმე გაქვთ...
- ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ანო - გაეღიმა ქალს - მოდი, ჩამოჯექი ყავა დავლიოთ.
- არა, მადლობა - შესციცინა თვალებში - ყავა არ მიყვარს და თან მე აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი... - მხარზე ხელი დაადო ქალს და საუველირო მაღაზიაში ახლად შემოსული კლიენტებისკენ დაიძრა.


აკეთო სიკეთე არაფრის გამო, დიდი შინაგანი ბედნიერებაა...


***


თემოსთან იყვნენ.
- რა კარგია, დღეს კვირაა - თქვა ლევანმა და სავარძელში ჩაესვენა.
- რამდენი ხანია, ყველანი ერთად არ ვყოფილვართ - თვალი მოავლო მისაღრბში მსხდომთ ნენემ.
- მოდი, ზღვაზე წავიდეთ - წამოაყენა ახალი იდეა თემომ.
- მაშინ, მე ვაჩეს ვეტყვი - ეგრევე დაეთანხმა კესოც.
- აუ, ეს შეყვარებული წყვილები არ გვინდა, რა - დაუბრღვირა თემომ.
- ანუ, მე და ანოც არ წამოვიდეთ? - ერეკლემ გახედა თემოს.
- კაი, რა იყო ტოოო... ვიხუმრე
- კაი, ერეკლე შეეშვი ბიჭს, თავისი გასაჭირი აქვს - ხელი გადაუსვა თავზე ანდრომ.
- ხელი ბიჭო - მოიშორა ანდროს ხელი - რა გასაჭირი ერთი, აბა მითხარი?
- რადა, რომ დაყიალობ მარტო - უაპასუხა სიცილით ლევანმა.
- და შენ, ბევრი გყავს? - ჰკითხა ლევანს.
- ეს, მართალი გითხრა, ძამიკო - ხელი გადახვია ლევანს კესომ.
- ანუ, გავემზადო, მივდივართ? - იკითხა კატომ.
- ჰო, მიდით და წავიდეთ. ოღონდ, არ უნდა ახლა ორი საათი მომზადება - თქვა ლევანმა.
- არ დაგვაყუდოთ, რა - მუდარით სავსე თვალებით ახედა ერეკლემ ანოს და დაიშალნენ.
შუადღის ორ საათზე სანაპიროზე იყვნენ.
- არა, ჩვენც მაგრები ვართ - მცხუნვარე მზეს ახედა - ამ დროს, რამ მოგვიყვანა?
- არაუშავს, გამოცდებზე დამწვრები მივალთ - უპასუხა კატომ თემოს.
- და ვინც ვმუშაობთ? - ჰკითხა ვაჩემ.
- მაშინ, თქვენ სამსახურში - გაუცინა ბიჭს და ზღვაში პირველი შევიდა თემოსთან ერთად.
- მე მეზარება, ჩადით თქვენ და მერე ჩამოვალ - თქვა იოანემ და იქვე შეზლონგზე გაწვა.
- რა იყო, იო მონატრება ხომ არ შემოგაწვა? - ჰკითხა სიცილით ლევანმა.
- აი ეგ მონატრება იქნება ახლა შენ, რომ შემოგაწვება - ზღვისკენ გაქცეულს უკან დაედევნა იოანეც.
- ორი წლის ბავშვები არიან - გაიცინა ანომ და ფეხზე წამოიმართა - აბა, მოდიხარ? - მისკენ მომზირალ ბიჭს ჰკითხა.
- შენი აზრით, შემიძლია შენ რამზე უარი გითხრა? - მომაკვდინებლად გაუღიმა და ფეხებში სტაცა ხელი.
- ერეკლე, დამსვიიი - მხრებზე ურტყავდა ხელებს - დამახრჩოოობ...
- ეგრე მიცნოოობ? - მიარბენინებდა ხელებში აყვანილს და თან უღიმოდა.
- ლევააან, ტელეფონზე გირეკავრეენ - გასძახა წყალში მყოფ ძმას, რომელიც იოანეს დახრჩობას ცდილობდა.
- უპასუხე რა - გამოსძახა.
- უცხო ნომერია, ამოდი და შენ თვითონ უპასუხე - დაუყვირა ხმის გასაგონად და ჩანთიდან კრემი ამოიღო.
- არ ჩამოდიხარ? - ჰკითხა ვაჩემ.
- ნწ, მეზარება... ჯერ ზაგარს მივიღებ - ახედა ფეხზე მდგომ ბიჭს.
- კაი, რაა.. აბაა, მე მარტო ჩავიდე?
- რა იყო, ზვიგენი შეგჭამს?
- როგორ ხუმრობ - დაუბღვირა.
- კაი, მოდი ეს წამისვი ზურგზე - კრემი გაუწოდა ბიჭს - და დავფიქრდები...
- შენ მომიღებ, მე ბოლოს... - თქვა ძალიან ჩუმად ვაჩემ და კესოს ზურგათან მოკალთდა.
- ალოო, დიახ, მე ვარ... კი. კიიი.. რა თქმა უნდა... პირველი? მე?.... მართლა... კარგით.... მადლიბა.... ნახვამდისსს - მორჩა თუ არა დაიყვირა - არიიიის.. - ფეხზე ჩამოხტა და სასცილოდ ცეკვა დაიწყოოო
- ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა კესომ ძმას და სათვალე თავზე აიწია - ლევააანნ..
- ფუუუ - უცებ შეზლონგზე ახტა - ფეხები დამეწვაა...
- ვინ იყო? - წყლიდან ახლახანს ამოსულმა იოანენ ჰკითხა...
- იოოი - ზურგზე მოახტა ბიჭს - თბილისისს სამდღიან პოეზიის ტურში გავიმარჯვეეე - ყურში ჩაჰყვირაა
- ალბათ, ბოლოს წინა ადგილზე გადი, ხო? - გაუცინა ლევანს.
- შურიანო - დაუბღვირა და მხარზე უკბინა ბიჭს...
- ეგრე, ხო? - სიტყვის თქმაც არ აცადა, მხურვალე ქვებზე მოადო ზღვართანი ლევანმა..
- ვაი ზურგიიი....
- და რა მოიგე, ლევან? - ჰკითხა ინტერესით კესომ.
- ორი საგზური...
- ალბათ, თბილისში, ხო? - გაეცინა თემოს.
- არა, ვენეციაში... - გაუღიმა ბიჭს.
- მართლაა? - გაუხარდა კესოს.
- ჰოოო, კეესს - ხელში აიყვანა და და დაატრიალა.
- მერე, შენ და ვინ მიიდხართ? - დაინტერესდა კატო.
- მე ვერაა, ვმუშაობ და თან რა მინდა ვენეციაშიი...
- ვერააა ეს ბიჭი ჯანსაღად, ხომ ვამბობ არა, მე?! - თავზე შემოურტყა ხელი ანდრომ.
- ჩემს ქალბატონებს - ნენეს და კესოს გადახვია ხელი - ჩემ სახლში მცოვრებბბს მივცემ და წავლენ, ხო? - დას დახედა.
- რაა? - გაუკვირდა ნენეს.
- ლევაან - დაიწყო კესომ და ვაჩეს გახედა - მე, ვერააა....


***


კვირას ზღვის შემდეგ სახლში დაბრუნებულთაგან, იოანემ ვეღარ მოითმინა და გეზი ქუთაისიკენ აიღო.
- ნატა - დაურეკა და ხმა მაღალზე ჩართო - მარტო ხარ? თუ არა ისეთ ადგილას გადი სადაც მხოლოდ შენ იქნები.
- ისეც, მარტო ვარ იოო... ხომ მშვიდობაა?
- ნაინა სად არის?
- ირაკლის ეხმარება ყვავილების დარგვაში.
- ძალიან კარგი - გაუხარდა - მოვდივარ მე და ირაკლის უთხარი დიდხანს გააჩეროს მასთან...


"სიყვარული ქორწინების მერეა ძნელი მოსათხრობი, თორემ იქამდე პოეზიაა."

ლევ ტოლსტოი


***


რეგიონის კონცერტი იყო ღია სივრცეში.
მხოლოდ წყვილები: ერეკლე და ანო, კესო და ვაჩე იყვნენ, ნენესთან და კატოსთან ერთად.
დანარჩენები თავიან საქმეებზე იყვნენ გადანაწილებულნი.
- ძალიიიან მიყვარს რეგიონი - სანამ ახალი სიმღერა დაიწყებოდა თქვა ნენემ.
- მე მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ვიცი მათი ისიც იმიტომ, რომ ანო უსმენს ხოლმე - ერეკლეს მკლავებში მოქცეულ დაქალს გახედა.
- მიხარია, რომ გაგიცანით და დღეს თქვენთან ერთად ვარ - ყველას მოავლო თვალი ვაჩემ და ბოლოს მის წინ მდგარ გოგონას გაუსწორა მზერა - არ მჯერა, რომ რეალური ხარ... - გაუღიმა.
- დაგაჯერებ - უთხრა თუ არა მის ბააგებს შეუერთა თავისი - შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ - კისერზე მოჰხვია ხელები, ცერებზე აიწია და სასიამოვნო მელოდიას თან ააყოლა ტანი.

,,Სხვა ფიქრებს, როგორც ტყვიებს, ნასროლს უმისამართოდ

Მეტს ვეღარ ვიცილებ და მოაქვს უშენობის დროს

გული გადახტება წინ, რომ ასწრებს ხოლმე გონს

ყინვაში ვერ ძლებს, ის მზეს ეძებს არ ღალატობს და

შენს მაძებრად მიმაქანებს აწყვეტილი ასე შორს, Რაც წლები მოგიხატავს ქარი ცდილობს წაიღოს


Სიტყვას თუნდაც ერთხელ ნათქვამს მაინც შეგვინახავს დრო

Ჩამომდგარი გაზაფხული ზამთრის ქარებს დაათბობს..."

ზურგს უკან ამოუდგა ანოს და, ყურში, მხოლოდ ანოსთვის გასაგონ ძალიან დაბალ ხმაზე გააგრძელა სიმღერა:


,,Სად არ იარა ( ვიარე ) და მაინც შენსკენ ეძებს ( ვეძებ ) გზებს

Შეხვედრის ჟრუანტელს გულს რა გადაავიწყებს

Ეს ლექსიც წინას გავს და ვიცი გაგახსენებს ბევრს

Მასშივე იწყება არ მთავრდება, უძლებს წლებს

Ბევრი ვცადე და მაინც ვერ დავმალე

Მოლოდინში ვარ თვალი ვერ დავღალე

უხმო დღეები რამდენი გადავთვალე,

გზები მივანდე, დიდხანს ვაცალე

Სავსე თასებიც ბევრი გამოვცალე

Შენზე ნამღერით რამდენჯერ დავიცალე

Რა არ ვცადე და მაინც ვერ დავმალე

მოლოდინში ვარ, თვალი ვერ დავღალე

უხმო დღეები რამდენი გადავთვალე

აფრებს მივენდე, დიდხანს ვაცალე

Სავსე თასებიც ბევრი გამოვცალე

Შენზე ნამღერითაც ბევრჯერ დავიცალე...."


რეგიონის ,,ბარათი"

https://youtu.be/QSLMVtE98uE



იქვე ყურს უკან, სველი კოცნა დაუტოვა მის მარწუყებში მოქცეულ ათრთოლებულ გოგონას...


***


- შენთვის შესაფერისი ყველა კომპლიმენტი, რომ ქაღალდზე ამოვბეჭდო მსოფლიო ტყის გარეშე დარჩება - ხის ჩრდილში, ჩალისფერ კაბაში გამოწყობილ დასასვენებლად ჩამოჯდარ გოგონას უთხრა.
- ფუ, რა ბანალური ხარ, იო - სანამ გოგონას მიუახლოვდებოდა მხარზე ხელის დარტყმა იგრძნო, ირაკლი იყო.
- იც... - რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ვეღარ მოახერხა, რადგან მინდორზე გაწოლილი აღმოჩნდა.
- იოანე - ჩუმად ამოიჩურჩულა ბიჭის გულმკერდზე მოქცეულმა და სიტყვის თქმა არ აცადა, ისე შემოჰხვია მის კისერს თავისი პატარა მტევნები.
- მოდი, მე დაგტოვებთ - ამოიგმინა ირაკლიმ და უკანმოუხედავად დატოვა წყვილი მარტო.


***


- მოდი, სანამ ქალბატონი ლილე მოვა, გავხსნათ და ავაწყოთ - აჟიტირებულ გოგონას უთხრა ერეკლემ.
- აუ, როგორ გაუხარდებააა - ერთ ადგილზე ხტუნვას მოჰყვა ანო - ძაან მოეწონებააა...
- მართლაც, არაჩვეულებრივი დაბადებისდღის საჩუქარია - გაუღიმა გოგონას და პიანინოსკენ დაიძრა - მოდი დამეხმარე, ქალბატონო.
- აუ, ერკე - უცებ მოიღუშა - მე, რო არც დაკვრა ვიცი და არც პიანინოს აწყობა... როგორ დაგეხმარო?
- ვაიმე, ეს მოღუშული სახეც როგორ გიხდება, ანო - ამოილაპარაკა და მისკენ დაიძრა - მოდი, ახლა ეს ცელოფნები მოვაძროთ, მე ავაწყობ და თან ცოტა დაკვრასაც გასწავლი - ხელისგულებში მოიქცია ანოს სახე.
- მართლაა? - თავალები აუბრჭყვიალდა ანოს.
- მართლა - გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
ცელოფნები სულ მოაშორეს პიანინოს და სანამ ერეკლე მას აწყობდა, ანო წვენისა და ნამცხვრის მოსატანად გავიდა სამზარეულოში.
- ესეც ასე - ფეხზე წამოიმართა და ტაში შემოჰკრა - მზადაა
- მართლა?
- დიახ... - ანოს ხელიდან წვენის ჭიქა გამოართვა, პიანინოსთან დასვა და ზურგს უკან დაუჯდა ისე, რომ ერეკლეს მარწუხები ანოს მტევნებს ედებოდა ზემოდან.
- ერკ...ელლლ...ეე - ძლივს ამოისუნთქა ანომ და შეძლებისდაგვარად ბიჭისკენ მიბრუნა - ასე არ გამოვა - მორცხვი თვალებით ახედა და შესამჩნევად გაუღიმა.
ბიჭმა კი საპასუხოდ წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია ანოს და ისევ პიანინოსკენ მიაბრუნა - შენი თითები ჩემსას დაადევი ზემოდან და სადაც წავიღებ, შენც თან გამომაყოლე, კარგი? - სუნთქვა აჩქარებულ გოგონას ჰკითხა და მხოლოდ, ანოს თანხმობის შემდეგ, მოღეღილ კისერზე, სველი კოცნა დაუტოვა.


ნეტავ, რატომ და როგორ ირჩევენ ადამიანები ერთმანეთს...
საოცარია, ამხელა სამყაროში ადამიანს, რომ იპოვი.
ა დ ა მ ი ა ნ ს.
შენეულს, შენებურს და უბრალოდ,
ბედნიერი რომ იქნები.
გამოუთქმელად.
სიტყვების გარეშე.
ღიმილით.


***


- დეიდა... - კაბაზე ექაჩებოდა პატარა ბიჭუნა.
- მე? - გაკვირვებულმა დახედა ბავშვს და აქეთ-იქეთ მიიხედ-მოიხედა, ხომ არ ვეშლებიო - პატარავ, მე მეუბნები? - დაიხარა და პატარა ბიჭუნას გაუსწორა მზერა.
- აი ეს შენ - კესოს გაუღიმა და ერთი ცალი ხელოვნური ვარდი გაუწოდა.
- ოჰჰ, ვაჩე - ბიჭს ლოყაზე აკოცა და ბავშვი გაიქცა თუ არა, ტელეფონი მოიმარჯვა ვაჩესთან დასარეკად, თუმცა არ დასჭირვებია, რადგან ბიჭი წინ აესვეტა.
- არა, მგონი, დეიდასთან გადავაჭარბე - მოჰკრა თუ არა მზერა კესოს გაფართოებულ თვალებს, ამოიგმინა.
- ბაბუ, შემთხვევით ჩემი და შენი ასაკი, ხომ არ აგერიათ? - ჭინკებათამაშებული თვალებით ჰკითხა და ერთადგილზე გახევებულ ბიჭს კისერზე შემოჰხვია ხელები - ვარდისთვის მადლობა.
- არა, ანუ... - დაიწყო ლუღლუღი და თან კესოს ხელები მოიშორა კისრიდან - შენზე ექვსი წლით, რადგან ვარ უფროსი, ბაბუა ვარ?
- აბა, მე დეიდა ვარ? ამხელა ოცი წლის ბავშვი? - დატრიალდა და ბიჭის ვარესად გაგიჟებას მოჰყვა.
- არა, ნამდვილად შენ გამიჩენ მე ჭაღარას - თავი გააქნია და წელზე მოჰხვია ხელები გახალისებულ კესოს.
- არა, კიდევ მე ვარ დეიდა და შენ საუბრობ ჭაღარაზე, ხო? კარგი, არაუშავს, მოგაშორებ მაგ შიშებს მე შენ..... - უთხრა და ხმის ამოუღებლად, მიჰყვა მანქანისკენ წასულს.
- სად მივდივართ?
- მაგას ნახავ - მომაკვდინებლად გაუღიმა და იქვე ბავშვთა გასართობი საქანელებისკენ დაიძრა - გაბი, მოდი მივდივართ... - წაღან კესოს, რომ პატარა ბიჭუნამ ვარდი მიუტანა, ისევ ის ბავშვი გამოჩნდა.
- გაბი?
- ჰო, ჩემი პატარა ძმაა - უთხრა გაკვირვებულ გოგონას ვაჩემ.
- აი თურმე დეიდა, რატომ დამიძახა წეღან.... - თქვა ჩაფიქრებულმა.
- მოვედით - დიდ შავ ჭიშკართან გააჩერა თუ არა, გაბრიელი უკანმოუხედავად გადახტა მანქანიდან.
- ვაჩე - გაკვირბეულმა გახედა ბიჭს - სად ვართ?
- ჩემებთან სახლში......
- რაააა?


***


- იოო
- ჰო, ლევან... საჭესთან ვზივარ და მალე მითახრი რა - ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული.
- ნაინაც შენთან ერთად ხომ არ არის შემთხვევით? - იკითხა მხიარული ხმით.
- კი, აქ ვარ - ტელეფონშივე გაუღიმა ლევანს.
- ხოდა ძალიანაც კარგი - პაუზა გააკეთა და მალევე დაიყვირა - ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით ვენეციაში მიემგაზვრებით თქვენ.....
- რაა? ლევან... - მანქანა გზიდან გადააყენა იოანემ და ტელეფონი ყურზე მიიდოო.
- კარგი.. რააა... არაა, საჭირო.... მართლა... შენ, რომ წასულიყავი?.... მარტო, რა გინდაა?.... დარწმუნებულები ხართ..... ლევაან.... ხო, რავიცი.... კარგი, ვეტყვი.... მადლობა უღრმესი, ძმაო.... არ იყო საჭირო... ჰოჰო.... აუცილებლად, წამოგიღებ.... კაი, ასე ორ საათში ვქინებით.... კარგი.... მე თვითონ დავურეკავ კესოსაც და ნენესაც.... კაი, აბა შენ იციი.....
- რაო? რა ვენეცია, იო? - მორჩაა თუ არა საუბარას, ჰკითხა ნაინამ.
- მოკლედ, ლევანს ორი საგზური აქვს ვენეციის, ხოდა ნენეს და კესოს მისცა, თუმცა ვერ ახერხებენ და გვინდა თქვენ ორი წახვიდეთოო... რავიცი რა... შენც, თუ იქნები თანახმა.... - საყვარელი თავლებით ახედა გოგონას.
- მარტო, მე და შენ? - ჰკითხა.
- რავიცი, თუ გინდა უარს ვეტყვი და არ წავიდეთ - დაიწყო ლუღლუღი იოანემ.
- მერე, ირაკლი და ნატა? - თუმცა მოჰკრა თუ არა იოანეს თვალებს მზერა, ვეღარ გაუძლო და დასთანხმადა - კარგი, წავიდეთ...
- მართლა? - გაუხარდა ბიჭს.
- ჰო, მართლა - გაუღიმა - როდის მივდივართ?
- ხვააალ.... - გაეცინა იოანესაც.
- რაააა??????


***


- არა გამაგიჟებს ეს გოგო რაა - თავისთვის საუბრობდა ლევანი და მანაქანას უახლოვდებოდა - როგორ შეიძლება სულ სადღაც ეკარგებოდრს ან უვარდებოსდეს ეს ტელეფონიიი - იპოვა თუ არა ნენეს ტელეფონი მანაქანის წინა სავარძელზე კარიც ჩაკეტა და ქუჩაზე გადასასვლელი ზებრიკსენ დაიძრა.
გამწვანებას ელოდებოდა, რომ გადასულიყო.
გვერდით გოგონამ ჩაუარა ისე, რომ არც კი შეუმჩნევია მისი გზა იყო თუ არა.
ის ის იყო, მამქანა უნდა დასჯახებოდა ლევანმა წელზე ხელი, რომ შემოჰხვია და გზის მეორე მხარეს, ტორტუარზე დასვა.
- მე... მე... არ.... - ლუღლუღს მოჰყვა უცნობი გოგონა თუ არა, თვალებიდან რამდენიმე ცრემლიც გადმოუვარდა.
- კარგად ხარ? - თმა ზურგზე გადაუყარა და ჰკითხა - რამე ხომ არ იტკინე?
- არ...რააა - ძლივს გასაგონ ხმაზე უთხრა და თვალები დახუჭა.
- მოდი, ჩამოვჯდეთ - იქვე, ბორდიულზე ჩამოაჯინა და გვერდით მიუჯდა.
- წავალ, წყალს გიყიდი - ფეხზე წამოიმართა თუმცა უცნობმა შეაჩერა.
- არა, მადლლ...ოობბა, არ მინდა - ხელზე ინსტიქტურად დაჰქაჩა ლევანს შესაჩერებლად.
- აბა, სხვანაირად შევძლებ შენს დახმარებას? - ჰკითხა აკანკალებულს.
- არაა... უბ...რალო...დდ, მეგობრებს ვეჩხუბე... - ვეღარ გაუძლო და ხმით ატირდა - დავღალე, ყველა ჩემი პრობლემებითა თუ ქცევებით....
- არა, არა - გოგონასკენ მიბრუნდა და სახე მის ხელებში მოიქცია - ყოველთვის გახსოვდეს - თვალი თვალში გაუყარა აცრემლიანებულ უცნობს - სწორი ადამიანები, არასდროს დაიღლებიან შენით...
ყველა ადამიანს რაღაც ფუნქცია აქვს ჩვენს ცხოვრებაში... ვიღაცამ რაღაც გასწავლა, ვიღაცამ გაჩვენა, როგორი არ უნდა იყო... ვიღაცამ სიძლიერა გასწავლა.... ვიღაც გამოცდილებისთვის მოვიდა მხოლოდდამხოლოდ.... ზედმეტი ადამიანები არ არსებობენ....
- ხო, მაგ...რაამ
- არავითარი მაგრამ... დამიჯერე ასეა... და ისევდაისევ შენთვის სჯობს, შეწყვიტო ფიქრი, რომ ადამიანი შენზე გაბრაზებულია. შეწყვიტო ადამიანების აზრების წაკითხვა. შეწყვიტე სხვისი აზრებისა და ემოციების მართვა. ნება მიეცი ადამიანებს იყვნენ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. თუ მათ აქვთ რაიმე სათქმელი შენთვის- გეტყვიან. ...და თუ არა, ეს მათი პასუხისმგებლობა არის და არა შენი. შეწყვიტე ყველაფერზე ზედმეტი ფიქრი. შეწყვიტე იმის გარკვევა, თუ რატომ არ უპასუხეს შენს კითხვებს, ან რატომ არ უყვარხარ, ან რატომ ხარ მარტო ამდენი ხნის განმავლობაში. საკუთარი თავის სიყვარული გამო გაუშვი, მეგობარო. გაუშვი ეს ყველაფერი. დაე, ცხოვრებამ გაიაროს შენში. დაე, გამოცდილება მოვიდეს შენთან. მერწმუნე, ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე მიიღო.
- ხომ მაგრამ, მეგობრის დაკარგა ხომ არასდროს არის მარტივი....
- ზოგადად, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფრის სულ სხვანაირად დანახვასა და აღქმას იწყებ. აღარ ბრაზდები, აღარც ნერვიულობ, უბრალოდ წარმოდგენა და დამოკიდებულება გეცვლება რაღაც- რაღაცეებზე, ვიღაც-ვიღაცეებზე. უკვე სხვანაირად აკვირდები ვინ როგორ გეპყრობა, რადგან სწავლობ, რომ ადამიანები თავიანთ რეალურ დამოკიდებულებას სწორად, რომ ქმედებებით გამოხატავენ.
- და როდესაც საკუთარი თავი აღარც კი განაღვლებს თუ გედარდება?
- როდესაც გიყვარს საკუთარი თავი, შინაგანად ანათებ და იზიდავ იმ ადამიანებს, რომლებიც პატივს გცემენ. ყველაფერი იწყება იმით, თუ რა გრძნობა გაქვს საკუთარი თავის მიმართ - იმდენად ემოციებში შევიდა ლევანი, ამ უმწეო გოგონას დანახვისას, რომ უკვე ვეღარ ჩერდებოდა, უნდოდა მისთვის სწორი გზა თუ აზროვნება ჩამოეყალიბებინა - აუცილებლად, მოვა დრო და მიხვდები, რომ არ არის საჭირო ყველას თან გადაყვე. ისე მოექეცი ადამიანებს, როგორც იმსახურებენ.... ცხოვრებაში ორი ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც ვისწავლე არის ის, რომ არ ვაიძულო არავის არაფერი.
საუბარი, ურთიერთობა, მეგობრობა, ყურადღება, სიყვარული.
რაიმე იძულებულისთვის უბრალოდ არ ღირს ბრძოლა, მოხდეს რაც მოსახდენია, დაინგრეს რაც დასანგრევია, რაც არის ეგ არის... ეს ერთი და მეორე ის, რომ გაგების გარეშე, არ არსებობს ურთიერთობა.
პატივისცემის გარეშე, არ არსებობს სიყვარული.
და ნდობის გარეშე, არ არსებობს მიზეზი, რომ გააგრძელო..... შენი პრობლემები, იმედგაცურება, თუნდაც მეგობრები უკვე წარსულში დარჩნენ, თუ არ დარჩრნენ, აუცილებლად, უნდა დატოვო ისინი...
აწმყო უნდა შექმნა ისეთი, რომ წარსულზე და მომავალზე ფიქრის დროც კი აღარ დაგრჩეს... დამიჯერე, რაც უფრო კარგია შენი აწმყო, მით უფრო ნაკლებად იფიქრებ წარსულზეც.... ამიტომ, დააგროვე და შექმენი უფრო კარგი დღეები შენს ცხოვრებაში დღეიდან, აი თუნდაც, ახლა, ამ წამიდან....
- მეშინია, ვერ გავუძლებ... - ამოიგმინა - მგონი, სრულიად მარტო ვრჩები...
- არა, წამითაც კი, არ შეგეშინდეს.... არ გაბედო და არ იფიქრო, რომ არ შეგიძლია და ვერ გაუძლებ.... ჯობია, გერჩივნოს და შეეგუო სხვების არ ყოფნას შენს ცხოვრრბაში, ვიდრე იმედგაცრუებული იყო მათ ყოფნით...
- ყოველთვის მაფიქრებდა და მუდამ მაწუხებდა ეს კითხვა -მიტოვებული ადამიანი უფრო განიცდის, თუ ის, ვინც წავიდა? - თვალი თვალში გაუყარა ლევანს და ჰკითხა.
- მაგაზე პასუხი მართლა ძალიან რთულია - ხელი მიიდო საფეთქელზე - და თუ გაინტერესებს, გეტყვი, რომ არც კი ვიცი, მაგრამ სამყაროში არსებობს ორი სახის ტკივილი. ტკივილი, რომელიც გადანგურებს და ტკივილი, რომელიც გცვლის.... მთავარია ისაა, რომ არცერთის არ შეგეშინდეს კარგი?
მორჩილად თავი დაუქნია ოდნავ დამშვუდებულმა...
- ალბათ ბევრჯერ დაფიქრებულხარ რატო მემართება ეს ყველაფერი მე,
მე ვიპოვე პასუხი ამაზე - მხოლოდ შენ შეძლებდი ამის გადატანას და ამიტომაც. ესაა
მხოლოდ. დამიჯერე, შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე წარამოგიდგენია, ირგვლივ მყოფი ადამიანები გიწესებენ საზღვარს. დრო მოვიდა დაიხსენა თავი ბორკილებისგან და გაშალო აფრები - თქვა თუ არა ამის იმიტაციაც გააკეთა, ხელები გაშალა და გოგონასაც მომაკვდინებლად გაუღიმა.
ერთმანეთს ისე დაემშვიდობნენ, რომ არცერთმა არ იცოდა ერთმანეთის სახელებიც კი...
სინამდვილეში კი, ლევანი მხოლოდ მაშინ დაემშვიდობა გოგონას, როდესაც სახლში მშვიდად მისული დაიგულა....
გაცილება არ შეუთავაზებია, რადგან იცოდა უარს ეტყოდა, მარტო დარჩენა ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, თუმცა ლევანიც ვერ შეძლებდა სახლში დაბრუნებული ბალიშზე თავის მშვიდად დადებას და ძილს, ამიტომ უხმოდ, შეუმჩნევლად მიაცილებდა გოგონას შინ.... და გზად მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალდებდა თავში: რამდემ ადამიანს სჭირდება გულახდილი იყოს, თუნდაც ერთ ადამიანთან, ისე როგორც საკუთარ თავთან...


,,არის გზა, არის ნელი თამაში....
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!"

გალაკტიონ ტაბიძე.



დაე, სიყვარულმა იქ და იმ დროს მოგისწროთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით მას...


***


გამოცდიდან დაბრუნებულს ხმა მისაღებიდან შემოესმა და იქითკენ დაიძრა, თუმცა შესვლა ვეღარ მოახერხა.
- მინდა, ხვალ საღამოს მარტო ვთხოვო ხელი...
- ილია... დარწმუნებული ხარ, მამა? ხომ იცი, ოჯახი და ქორწინება თამაში არ არის...
- მამა, შენც ხომ იცი, რომ თამთას გარდა ჩემთვის სხვა ქალი არ არსებობს და არც იარსებებს, არა? - კიტას მიუბრუნდა - ამდენ ჩხუბს, კინკლაობას თუ გაბუტვას ხომ უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასასრულიც, არა?
- ილია - შვილს მიუბრუნდა, მხარზე ხელი დაადო გვერდში დგომის ნიშნად და უთხარა - შეიძლება, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ,,არავინ, საერთოდ არავინ უნდა იცოდეს, რა ხდება ცოლსა და ქმარს შორის, სანამ მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი კამათიც არ უნდა მოუვიდეთ, საკუთარი დედაც კი არ უნდა მოიყვანონ მოსამართლედ და ერთმანეთზე სხვებთან არ უნდა ილაპარაკონ. თვითონ არიან საკუთარი თავების მოსამართლეები. სიყვარული - ღვთის საიდუმლოა და რაც არ უნდა მოხდეს ის ყველა უცხო თვალისგან უნდა იყოს დამალული. ასე ისინი უფრო დიდი პატივისცემით შეხედავენ ერთმანეთს, პატივისცემაზე კი ბევრი რამ არის დაფუძვნებული." ( დოსტოევსკი ) ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრო და გადახარშო, ხომ იცი, არა? და ისე კი, ყოველთვის შენ გვერდში გვიგულე, მეც, ლილეც და ანოც...
- კარგია, რომ ჩემი სახელიც ახსენეთ - უცებ შეაჭრა მისაღებში - ილ..... - დასრულება ვერ მოასწრო კარზე ზარი, რომ გაისმა - ამ ჯერად გადამირჩი - საჩვენებელი თითი დაუქნია ძმას და კარის გასაღებად დაიძრა ანო.
- თინა? დიმიტრი? - კარში აყუდებულ მამიდა/ბიძამისს მოავლო მზერა - არ გელოდით, მოდით, მოდით, შემოდით - კარი უფრო ფართოდ გააღო და სახლში შემატარა ორივე.


***


აუდიტორიიდან გამოსულს თემო დახვდა იქვე აყუდებული.
- დღეს მხოლოდ მე ვარ... აბა, რა ქენ... - დასრულება ვეღარ მოასწრო ისე წამოსცვივდა კატოს ცრემლები...
თემო სულ დაიბნა, ძლივს მოეგო გონს და გოგონასკენ დაიძრა..
- კატუს, რა დაგემართა - მხრებზე მოკიდა ხელები - მშვიდობაა?
- გადაბარება მაქვს - ამოისლუკუნა.
- ვაიჰჰჰ... მეც არ გამისკდა გული - ამოისუნთქა თემომ.
- შენ არ გესმის - დაიწყო ისევ - გადაბარებასაც ვერ ჩავაბარებ....
- მესმის, როგორ არ მესმის - მიიხუტა კატო გულმკერდზე და ფიქრობდა, რა შეიძლებოდა ეთქვა მისთვის, რომ დაემშვიდებინა - არასდროს შეგეშინდეს იმის გაკეთება, რაც გგონია რომ არ შეგიძლია.. სინამდვილეში ძალიან კარგადაც შეგიძლია.... - თავიი გააწევინა გოგონას - დაიმახსოვრე, კიდობანი მოყვარულმა ააგოო, პროფესიონალებმა ააშენეს ტიტანიკი... არ დანდებდეე... აი ზუსტად ეგ არის პრობლემა, კატუს - თმა ყურს უკან გადაუწია - ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ ადამიანები სწრაფად ვნებდებით... არად, ზოგჯერ იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვსურს, უბრალოდ უნდა ვცადოთ ხელახლა...
- თემო - ამოისლუკუნა - შეიძლება ახლა ძალიამ სასაცილოა, საგნის გადაბარების გამო, რომ ვტირი, მაგრამ ხომ იციი.... ყველა ადმიანი ინდივიდუალურია, ზოგს უმნიშვნელოც კი ენაღვლება, ზოგს კი პირიქით, მართლა რაც სანერვიულოა, იმაზე არ აქვსს რეაქციაა.... - ხმის ტემბრი ეცვლებოდა და ისე საუბრობდა - ეს ახლა, ჩემთვის ფსკერია...
- კატო, რატომ მიხსნი? - თვალებში შეხედა და ჰკითხა - როდესაც ცდოვრება ფსკერისკენ გექაჩება, იცი რა უნდა გააკეთო? ცურვა უნდა განაგრძო, იცურო, უბრალოდ, იცურე, იცურე, იცურე.... დაუსრულებლად.
კატო მოეხვია...
- ხომ, იცი მე მაქვს შენი იმედი? - სახე გააწევინა და ჰკითხა.
- აუ, ვიტირებ რაა - ლეკვის თვალებით ახედა ბიჭს.
თემომ თანხმობის ნიშნად მხარი მიუშვირა კატოს.
- აი ბურთი და აი მოედანიც...

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იმდენად გინდა იტირო, რომ მზად ხარ ყველა სევდიანი წუთი ერთად გაიხსენო.
შემდეგ, კი ჩნდება ცრემელები, სითხე, რომელიც ადიდებული ოკეანესავით გადაუვლის სევდას...

და, ჰო რაც შეეხებოდა, თემოს იმედს....
,,თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს შენი იმედი, საკმარისია იმისთვის, რომ არ დანებდე...."

,,ნარუტო"


***


- ორი დღით ეკატრინეს მივყვები თბილისში - უთხრა ანოს.
- რაა? რატომ? - დამწუხრებულმა ჰკითხა.
- რატო მოიწყინე? სულ ორი დღეა - თავი ააწევინა - ერთი და ორო - თითებით აჩვენა.
- ჰო ერთი მთელი დღე, მერე ერთი მთელი ღამე, მერე მეორე ერთი მთლიანი დღე, მეორე მთლიანი ღამე, და მესამე დღეს ძლივს ჩამოხვალ....
- მგონი, მართლა რაღაც ბევრია - ანოს ახსნის მერე გაიზარა - არა, არა, უფრო მალე, აი თვალები დახუჭული და მერე გახელილი არ გექნება უკვე აქ, რომ ვიქნები - ნიკაპზე აკოცა.
- აი ასე? - თვალები უცებ დახუჭა და გაახილა ანომ - ურაა, უკვე აქ ხაარ - გაიცინა და მოეხვია...
- რა საყვარელი ხარ, ანო - თმებზე მოეფერა.
- არა, მართლა, უნდა წაყვე ეკა დეიდას, აბა ისე როგორ? - უთხრა - ყკველთვის უნდა იზრუნო მშობლებზე - ლოყაზე აკოცა.
- ანო?
- ჰოოოუ - ცაში ჩიტებს უყურებდა და ისე უპასუხა.
- ნახე რა საყვარელია - ამასობაში ერეკლე დაიხარა - ეეი, შენ ვინმეს ხომ არ დაეკარგე?
- აშკარად, არა - უპასუხა მისგვერდით დახრილმა გოგონამ - ყელსაბამი არ უკეთია....
- ვისი, ხარ შენ - თავზე მიეფერა პატარა ძაღლს - არა აშკარად ქუჩისაა ან დიდი ხანია დაკარგულია, ნახე რა ბინძური და მტვირიანია, თეთრი ბეწვი სულ შავი აქვს.
- ისე, ჰასკია თუ ლაიკა? ვერ გავარჩიე.
- ჰასკი უნდა იყოს, ნახე როგორი ყურები აქვს - გვერდულად გახედა ანოს და ძაღლს თავზე მოეფერა - რა ვუყოთ ახლა ამას?
- აუ, არ ვიცი - ახედა ფეხზე წამოდგარ ერეკლეს - ძალიან საყვარელია, და სხვათაშორის, არც ისე დიდი არ უნდა იყოს....
- ეგ ნამდვილად არ ვიცი....
- მოდი, ჩემთან წავიყავნოთ... ეზოც მაქვს, სახლში გამოკეტვაც არ მოუწევს - ტაში შემოჰკრა - თან ფოტოებსაც ამოვბეჭდავ და გვაკრავ, თუ ვინმემ დაკარგა, ნომერს მივუთითებ და დამირეკავენ...
- სხვათაშორის, ეგ არ არის ცუდი იდეაა - თვალი ჩაუკრა ანოს - მაშინ სახელიც მოვუფუქროთ და რაღაცებიც რაც სჭირდება ვუყიდოთ.
- ურააა - ვითომ ძაღლიც მიხვდა, ანოსთან ერთად ხტუნვა მანაც დაიწყო.
პირველ ეტაპზე რაც შეიძლებოდა ძაღს დასჭირვებოდა, საჭმელი, საყელური, სათამაშოები, ბურთი ყველაფერი უყიდეს და ანოს სახლისკენ აიღეს გეზი.
უკვე საკმაოდ მობნელებულიყო.
- სახელი რა დავარქვათ? - ჰკითხა სახლთან თითქმის მისულმა ანოს.
- ჰმმ.... - მოსაფიქრებლად ნიკაპზე თითი მიიდო - ორი, ირო....
- რა? - ვერ მიხვდა ერეკლე.
- მოდი რადგან ორი დღით მიდიხარ და დღეს ვიპოვეთ, ირო დავარქვათ....
- ლამაზი სახელი კი არის...
- თანაც სიმბოლური გამოვა - ერთ ადგილას მოცქმუტუნე ძაღლს დახედა - უკვე მიდიხარ? - სახლის დანახვისას ჰკითხა ერეკლეს - მალე ჩამოდი იცოდე, უკვე ორი გელოდებით - ძაღლს დახედა - მე და ირო....
- ისევ, ორი - დაეთანხმა ერეკლეც და გოგონას მტევნები თავისაში მოიქცია - სულ მალე ჩამოვალ და მერე ერთად გავასეირნებთ - გაუღიმა და სულ სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი ანოს...



,,და ის რაღაც, რისთვისაც ეს უაზრო ცხოვრება ღირს, სიყვარული ჰქვია თურმე..."

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.


***


ვიდეო ქოლით ესაუბრებოდა ერეკლეს.
- რატომ გაქვს ეგეთი დაღლილი სახე, ანო?
- დაგავიწყდა? - თვალებში მიაშტერდა გაკვირვებულ ბიჭს - ხომ, გითხარი გუშინ, დილით ადრე უნდა ავდეგე, ნაინა და ანდრო უნდა გავაცილოთ ბავშვებმა-მეთქი - თვალები სასაცილოდ აატრიალა.
- ნუ შვრები ეგრე, თორემ, იცოდ... - თითს უქნევდა თან გამაფრთხილებლად ერეკლე ტელეფონიდან ანოს.
- თორემ, რაა? - შუა გზაში გააწყვეტინა ბიჭს - ვითომ, აქ გაჩნდები შენც - ჩაისისნა.
- ანოო, შენ მომიღებ მე ბოლოს
- აუ მალე ჩამოდი, რა - დაიწუწუნა - ჯერ მხოლოდ გუშინ ღამით წახვედი და ზეგ დილით ჩამოხვალ, რაა ამბავია - გაიბღუზა საყვარლად და საწოლზე მიწვა.
- ოხ, ესეთი ჭირვეულიც როგორ მიყვარხარ, შენ ხომ არ იცი?! - თვალებ აკაიფებულმა მიუალერსა შორიდან.
- გელოდებით, ორნი, მე და ირო - ახსენა თუ არა პატარა ლეკვის სახელიც, ეს უკანასკნელიც კუდის ქნევით აბობღდა საწოლზე და ანოს წინ გაწვა საყვარლად.
- ოხ, ნეტა იცოდეს ახლა მაგ ჭინკამ - ძაღლზე მითითა - იცოდეს, როგორ ვნატრობ მის ადგილას ყოფნას - თავი გააქნია - ჩემი ბრალია, რაა...
- ერეკლე - შემოსმა ანოს ეკატერინეს ხავერდოვანი ხმა - მოდი, ნახე აბა ეს ავარჩიე და მგონი კარგია, არა?
- ანო - გოგონას მიუბრუნდა ერეკლე - უნდა გაგითიშო, დედაჩემი შენთვის არჩევს საჩუქარს და ... - თუმცა, მოჰკრა თუ არა თვალი ანოს დახუჭულ თვალებს, რასაც თან დაერთო გოგონას მშვიდი სნუთქვა, მიხვდა, ჩასძინებოდა. ჩაეღიმა, ფოტოც გადაუღო, გასათიშად ძალიან კი დაენანა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ტელეფონი ტუჩებთან ძალიან ახლოს მიიტანა და ამოიჩურჩულა: ,, მიყვარხარ " ძილბურანში მყოფ ანოს, მაინც დაეტყო სახეზე კმაყოფილება და ამით გაბადრულმა, ერთი ხელის მოძრაობით ერეკლემ, სისურლეში მოიყვანა ზემოთ ნახსენებიც... ( ყურმილი დაკიდა )

,, მიყ-ვარ-ხარ:
მიყ-ვარ-ხარ, რადგან ვარ და ხარ,
რადგანაც ერთნი ვართ,
მიყ-ვარ-ხარ, რადგან ყოველთვის იყავი-ვიყავი,
ასე უტეხად გაყრის პირას იმიტომ ვდგავართ,
რომ კიდევ უფრო მოგენატროს ჩემი ხელკავი!
და სიყვარული, ჩემო მირქმავ, ის კი არ არის,
რომ ერთად ვიყოთ, ყოველ დილით ჩამისუნთქავდე,
არამედ ის, რომ უბრალოდ ხარ და ღამღამობით,
მოხვალ გაშოლტვად, პოეზიად გადაქცევამდე! "

გიორგი ტუღუში.


***


ღამით სიცივისგან გაეღვიძა. ტანზე სულ გადძრომოდა თხელი ნაჭერი და იატაკზე დაედო ბინა.
ნომერში აივნის და სააბაზანოს კარებიც ღია იყო, ამიტომაც ორპირი ქარი ქროდა.
დააიგნორა ღია აივნის კარიც და მეორე გვერდზე გადაბრუნდა, მაშველი რგოლის საპოვნელად, თუმცა საწოლის მეორე მხარე ცარიელი დაუხვდა.
ნელა წამოჯდა საწოლში და სიბნელეს ნელ-ნელა თვალი გაუსწორა. აივანზე, ნომრისკენ ზურგით მდგომ ბიჭის ანარეკლს მოჰკრა თვალი.
საწოლიდან წამოდგა და ფეხშიშველა, ფეხისთითებზე აწეულმა აიღო გეზი მისკენ.
ზურგიდან მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა.
- ასე სულ გამიცივდები, იო - და იქვე, სველი კოცნა დაუტოვა.
ბიჭიც ნელ-ნელა მოეგო გონს და ნაინასკენ მოტრიალდა ისე, რომ არც გოგონას მკლავები მოშორებია მის კისერსა და მხრებს და არც ბიჭის მარწუხები გოგონას წვრილ წელს.
- მადლობა, რომ ჩემთან ხარ - ნაზად დასჩურჩულა ტუჩებზევე - ჩემი ხარ - და თავისი გავარვარებული ტუჩები გოგონას ათრთორებულ ბაგეებს შეუერთა.


***


- თამთა, ძალიან გთხოვ ფანჯრიდან გადაიხედე, რა ხმა შემოდის გარედან, რა ხდება? - ოთახიდან გამოსძახა ქალმა - ვერაფრით დავაძინე, მია... ღამით ისევ გათენება მოგვიწვევს ყველას, გაწამდა, ბავშვი - თავისთვის ქოთქოთებდა საძინებელში ქალი და ატირებულ ბავშვს იქეთ-აქეთ დაატარებდა, რომ უფრო მალე დასძინებოდა.
- შენ ნორმალური ხარ? - განრისხებული და ცოტა შიშით შეპარული თაველებით მიუგო ილიას - აქ რა გინდა? ან ეს რა არის? არ გეშინია, ადამიანო? რამე არ დაგემართოს - უკვე სრულ პანიკაში იყო გოგონა.
- კარგი, რა თამთა... რამდენხანსაც არ გაჩერდები და არ მომცემ ხმის ამოღების საშვალებას, იქამდე მომიწვეს მეც ამ მდგომარეობაში ყოფნაც...
- ახია ჩემზე, რა - გაბრაზებული მზერა მოავლო ბიჭს და ის ის იყო ფანჯარა უნდა მიეხურა, ილიამ ხელით, რომ გააკავა.
- გთხოვ, ხომ იცი ისედაც ძლივს დავძლიე ლიფტის და კლაუსტროფობიის შიში და ახლა ახალს, სიმაღლისას ნუღა გამიღვიძებ - თქვა თუ არა, შიშით ამწედან გადაიხედა - რა არის კი მაგრამ, უფრო მაღალ სართულზე ვერ იყიდეთ ბინაა...
- არ გვიყიდია, ილია, ბაბუაჩემმა აჩუქა მამაჩემს...
- თამთა, ახლა ამის დროაა - გააწყვეტინა გოგონას - მოკლედ - დაიწყო ისევ, თუმცა მის ხმას უკვე საკმაოდ შეპარვოდა შიშიც და პანიკაც და, სხვათაშორის, არა მხოლოდ სიმაღლის - მომეცი ეგ ხელი - სხეულზე გადაჯვარედინებული მკლავებიდან ერთ-ერთი გამოსტაცა გაოგნებულ გოგონას და თავისივე მარჯვენაში მოიქცია - ოხ, ანო და კატო, მე თქვენ გაჩვენებთ. ეს, რა დამმართეთ, ეს რა მაიმუნობა მოიგო...
- ოდესმე, მორჩებიი?! - შეაწყვეტინა ბიჭს და თვალები მომაბეზრებლად აატრიალა.
- მოკლედ, თამთა - გოგონას ორივე მტევანი თავისში მოიქცია - მამა, ბავშობაში მასწავლიდა, რომ თუ გიყვარს ადამიანი ხარ, თუ უყვარხარ, ღმერთიო, ხოდა ხომ ხვდები რა, კიარადა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ და მეც ხომ ვიცი, რომ მიყვარხარ... აღარ მინდა ასე ხშირად ვჩხუბობდეთ და ვკინკლაობდეთ, ყველაზე ნაკლებად მინდა შენ, რომ გაწყენინო, ყველაზე ნაკლებად კიარა, საერთოდ არ მინდა... მინდა, სულ ერთად ვიყოთ, შენ ჩემ გვერდით, მე კიდევ შენ გვერდით...
არ შემიძლია, ეს ახსნები და მტკიცებები, შენ ხომ იცი.
მინდა შენ ჩემი მეუღლე გერქვას, მე კიდევ შე.... - ვეღარ მოახერხა დასრულება, გოგონამ ისე სწრაფად შეამცირა მანძილი და ბიჭის გვერდზე აღმოჩნდა ამწეკრანის კაბინაში.
- ჩემი სულის ნაწილი ხარ, ილო - ყურში ჩასჩურჩულა და გულზე თავი დაადო - და, რომ გითხრა, ღმერთი ხარ-მეთქი?! - სულ დააბნია კიდევ უფრო დაბნეული ბიჭი და ლოყაზე მიეფერა - თანახმა ვარ, მერქვას შენი მეუაღლე, შენ კიდევ ჩემი... - ბიჭმა გააზრება ვერ მოასწრო, იქვე იატაკზე რაღაცის დავარდნის და მსხრევის ხმა, რომ შემოესმათ.
თამთას დედას, ქალბატონ ნინოს პატარა მიას, წყლის ბოთლი დავარდნოდა ძირში ფანჯარაში დანახულისგან და იმწამს გაგონილისგან.
ღლაპა-ღლუპით სცვიოდა სიხარულის ცრემლებიც.

,, თუ გიყვარს ადამიანი ხარ, თუ უყვარხარ ღმერათი! გვეცხოვროს ისე, რომ ღმერთობა თუ ვერა, ადამიანობა მაინც შევძლოთ! "

ნოდარ დუმბაძე


***


- უკაცრავააად - უკნიდან შემოსმა თან ძალიან ნაცნობი და თანაც უცნობი ხმა - უკაცრაცად, ეს დაგივარდათ - ერთი სული ჰქონდა, როდის მიაპყრობდა მზერას გოგონა.
ბოლო დღეებია საერთოდ არ სძინებია, ყველგან უცნობ გოგონას დაეძებდა, რომლის სახელიც კი არ იცოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა და გაიგებდა, თუ როგორ იყო, ბოლო საუბრის შემდეგ.
- მე მითხარით, რამე? - ბიჭისკენ ნელა შეტრიალდა და ცალი ყურსასმენიც მოიძრო - თქვეენ?
- რა სასიამოვნო სურპრიზია - მთელი სახით გაუღიმა - იმედია, მიცანით, არა?! - ვითომ დაეჭვებული მზერა მოავლო, კეკლუცად მომღიმარ გოგონას.
- ადამიანებს შეიძლება დაგვავიწყდეს მძიმე დღეები, თუმცა არასდროს გვავიწყდება ვინ შეგვიმსუბუქა ისინი - გულწრფელად გაუღიმა.
- ანუ, გახსოვარ - ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ლევანსაც.
- რა თქმა უნდა - დამალვა არც უცდია უცნობს.
- რაღა დაგიმალო და ძალიან სასიამოვნოა - არც ბიჭს უცდია რაიმეს დამლვა თუ შენიღბვა.
- რას მეუბნებოდით მანამდე?
- მანამდე?
- აი სანამ ერთმანეთს გავიხსენებდით.
- ააა, უი ხოოო - დაიწყო სასაცილოდ ლუღლუღი ლევანმა და თავი მოიღერა - ეს დაგივარდათ - ხელში მოქცეულ ბენდენაზე მიუთითა.
- უი, არაა, ნამდვილად არაა ჩემი
- ხო, რა თქმა უნდა, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ გეთქვა ჩემიაო - ბოლო სიტყვები ჩაილუღლუღა მისთვის.
- რამე მითხარი? - ჩაეძია ისევ.
- აა, არა, არაფერი - თავი გააქნია აზრზე მოსასვლელად, თავისი თავი მასვე, რომ არ გაეყიდა და ისევ გოგონას სახეს მიაპყრო დაჟინებული მზერა - სადმე აქვე, ცივ ნაყინზე დაგპატიჟებ თუ თავხედობაში არ ჩამითვლი.
გოგონას გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ლილუ - მიუგო უკვე აღარცთუისე უცნობმა.
- სახელიც, როგორი შენნაირი განსხვავებული და ლამაზი გგქვია - ჩაიბურტყუნა მისთვის.
- რა მითხარი?
- ლევანი მქვია-მეთქი, მეტი არაფერი - თვითონაც გაეცნო და შეეცადა თავი დაეღწია თავისივე დაგებულ მახეს.


***


- ვაჩე, შენ გეძებს ვიღაც ბავშვი - საგრიმიორო ოთახში შეაკითხა მისმა მეწყვილემ.
- ვინ ბავშვი? სულ რაღაც ოცი წუთი დარჩა საღამოს დაწყებამდე და ჩვენ გამოსვლმდე, პირველები ვართ ხომ გახსოვს, ნატა? - ჰკითხა გოგონას, ფეხზე წამოდგა და უკან მოუხედავად, ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი ისე, რომ ნატას სიტყვები სულ აღარ გაუგონია.
- ვაჩე, ბაბუუუ, ვაჩე, ბაბუუ - მისკენ გამოქცა პატარა კინინებიანი გოგონა - ვაჩეე - გაგკვირვებულ ბიჭს, პერანგზე დაქაჩა ქვემოდან.
ერთ ხანს გაკვირვებული უყურა და მერე თავის ტრიალს მოჰყვა, ნამდვილად მე მეძახის თუ უკანაა ვინმე მოხუცი და იმაში ავერიო.
- პატარავ, ვინმეში ხომ არ აგერიე? - ჩაიმუხლა და ლოყაზე მოეფერა - სად არიან შენი მშობლები?
- ჩემი მშობლები, აი იგერ - ერთ-ერთი მაგიდისკენ გაიშვირა ხელი - და შენ კითხვაზე პასუხი კიდევ, არაა - თველებში ჩააშტერდა გაკვირვებულს.
- რომელ კითხვაზე? სულ დავიბენი - ღრმად ჩაისუნთქა და თავზე გადაისვა ხელი.
- არავისში არ ამრევიხარ - დაიწყო ისევ ტიტინი - კესო დეიდამ გამომაგზავნა და აი ესეც შენთან გამომატანა - ზურგს უკან დამალული პატარა გვირილების თაიგული გაუწოდა - მართალია, ვარდები არ არისო, თუმცა იმაზე უკეთესიაო - ყურში უჩურჩულა გახევებულს და პირზე ხელი აიფარა სიცილი, რომ დაემლა.
პატარა ჭინკა ძალიან მალე კი მოშორდა, თუმცა პატარა ბავშვების ნაკადი არ სრულდებოდა, რომლებიც იგივენაირ თაიგულებს აჩეჩებდნენ ხელებში გაკვირვებულ ბიჭს.
მთელი დარბაზი ღიმილთ და ზოგიც გაკვირვებით მისშტერრბოდა ამ სანახაობას, თუ როგორ ჩუქნიდნენ პატარა თაიგულებს ამხელა ახმახ ბიჭს.
- ვაი, კესო შენი ტყავის ბრალი - ერთი დაიმუქრა და გაუაზრებლად გადაუშვა გვირილების საოცარი არომატი ფილტვებში.
გონს რესტორანში რამდენიმე ადამიანის სიცილიმა თუ კისკისმა მოიყვანა.
კესო კი ჩუმად გადაღებულს ფოტოს დასჩერებოდა კმაყოფილი ღიმილით, რომლის გადაღებაც მხოლოდ რესტორნის ავნიდან, ფანჯრიდან შეძლო, რათა ვაჩეს არ შეემჩნია გოგონა.

ჩემი რჩევა თქვენ: ყოველთვის გადაუღეთ ფოტოები იმ ადამიანებს, ვინც გიყვართ.
გადაუღეთ ფოტოები თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი უბრალოდ დადიან, ცეკვავენ ან მღერიან.
გადაიღეთ სურათები, როდესაც ისინი ბედნიერები და მოწყენილები არიან.
როცა ატარებენ ლამაზ სამოსს, როცა ყიდულობენ ახალ ნივთებს, როცა აღფრთოვანებულები არიან ან თუნდაც, როცა უცნაურად იქცევიან.
სურათები რჩება და მასთან ერთად მოგონებიბიც, რომელბიც სამუდამოდ ძლიერად იდგამენ ფესვებს.


***


ვეღარ გაუძლო, და მეორე საღამოსვე დაბრუნდა ბათუმში დედასთან ერთად.
ანოსთვის არც კი შეუტყობინებია, ისე დაიძრა გოგონას სახლისკენ.
იქვე მისულს საოცარმა აზრმა გაუელვა თავში და ლევანს ტელეფონზე წერილი მისწერა.
გონზე, აივანზე გამოსულმა სილუეტმა მოიყვანა.
ანოს წამი არ დასჭირვებია ვინაობის გასარკვევად, რომ სირბილით დაეშვა ერეკლესკენ.
- აბა, ორ დღეშიო?! - მასზე მჭიდროდ შემოჰხვეულმა, სირბილისგან შეცვლილი ხმით ჰკითხა.
- მერე დღეს მოერე დღე, არაა? - გაუღიმა და კისერში ცხელ სუნთქვასთან ერთად, სველი კოცნაც დაუტოვა.
- კი, დღეს ნამდვილად მეორე დღეა...
- ანო, მგონი ვეღარასდროს დაგტოვებ ამდენი ხნით.
- ძალიანაც კარგი, ეგ მინდოდა მეც - მიუგო და გადაიკისკისა - სანამ ჩემით აივანზე არ გამოვიდოდი და დაგინახავდი, მანამდე აზრადაც არ მოგსვლია, დარეკვა ხო? - ოდნავ სახე მოაშორა და თვალებში ვარკვლავებ აკაიფებულმა ჰკითხა.
- ,, მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა,
როგორც დასიცხულ მიწას - ღრუბელი.
მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ,
ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი. "
( ოთარ ჭილაძე )
- აი პასუხიც ამას ჰქვია - მთელი სახით გაუღიმა დაბნეულ ბიჭს და ბაგეები მისას შეუერთა.
- ლევანმა მასწავლა 5 წუთის წინ - მოაშორა თუ არა ტუჩები, ყურში ჩასჩურჩულა, სულ განაბულს.


***


უნივერსიტეტში იყო სრულიად მარტო. გადაბარება ჰქონდა და ცოტათი მაინც ღელავდა.
საათნახევრიდან მხოლოდ ორმოცდაათი წუთი დასჭირდა.
პასუხები გაიგო თუ არა აუდიტორიის კარიც გამოიხურა და დელეფანში ფანჯარასთან ასვეტებულ მომღიმარ თემოს გაუსწორა მზერა.
- ცოტათი დამაგვიანდა და უკვე შესული დამხვდი - ფანჯრის რაფას მოშორდა თუ არა, კისერზე სუსტი ხელების შემოხვევა იგრძნო.
- ოცდაათიდან ოცდარვა ავიღეე - ბრდნიერმა მიუგო და მაგრად მოეხვია.
თემომაც ძლიერად შემოჰხვია წელზე ხელები და თავზე აკოცა კატოს.
- ვაა, შენ მაგრად გიმუშავია.
- ნწწ, შენი დამსახურებაა - ოდნავ მოშორდა და თვალებში შესციცინა - წამოდი ცივყავაზე და ნამცხვარზე უნდა დაგპატიჟო - ხელზე დაქაჩა და გასავლელისკენ წაიყვანა ამაღლებულ განწყობაზე მყოფი ბიჭი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, მისი ( კატოს ) დამსახურება იყო.

"სიჩუმესაც აქვს თავისი ჟღერადობა და, სხვათა შორის, უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სხვა რომელომე ხმაური."

სალმან რუშდი


***


- როგორც იქნა დაბრუნდით - მათი დანხვა და რამდენიმე პლაკატის აფრიალება ერთი იყო.
- ღმერთო, როგორი გიჟები ხართ - გაეცინა იოანეს - და როგორ მომენატრეთ, ამ ერთ კვირაში - ყველას ერთად მოჰხვია ხელი და ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
- დავიხრჩეთ - დაიწყეს ბუზღუნი ბიჭებმა.
- ასე, ძალიან მოგენატრეთ, იო? - ღიმილით ჰკითხა ნენემ და ახლა ცალცალკე მოეხვია მონატრებულ სხეულებს - როგორ გიხდება ნაინა რუჯი - კომპლიმენტებიც არ დაიშურა.
- აქედან ყველანი მივდივართ, ჩემთან - აშკარად ფხიზელმა ანდრომ წამოიყვირა.
- ხო კარგადა ხარ? - შუბლზე ხელი დაადო სიცხის გადასამოწმებლად კესომ ბიჭს.
- თქვენც აშკარად ძალიან მოგნატრებივართ - მიუგო ყველას ნაინამ და ახლა კატოს გადაეხვია.
ანდროსთან მისულს, როცა ნაინამ საჩუქრების ჩამორიგება დაიწყო ყველასთვის, მერეღა გაახსენდა დედამისის დანაბარები და შუბლზე შემოირტყა ხელი.
- ანოო - გასძახა დივანზე მსხდომ გოგონებს, რომლებიც აშკარად ვენეციის ამბებზე საუბრობდნენ.
- ხო, ერკე - თავთან ასვეტებულს ააყოლა თავლები.
- პარდონ, გოგონებო, ორი წუთით მოგტაცებთ - უკვე აშკარად გაჩუმებულ გოგონებს თეატრალურად მოუბოდიშა და გაკვირვებულ ანოს მაჯაში ჩასჭიდა ხელი.
- ხომ, მშვიდობაა, ერკე? - აივანზე გასლისთანავე ჩაეკითხა.
- ერთი წუთით - უთხრა და ჯიბიდან მოგრძო, წვრილი ყუთი ამოიღო - სულ მავიწყდებოდა ამის შენთვის მოცემა და იმედია, ეკატერინესთან არ ჩამიშვებ, თორემ მოგიკლავს შეყვარებულს - უთხრა და გაკვირვებულს ზურგიდან ამოუდგა.
- რა ცანცარა ხარ, ერ... - არ დასცალდა ანოს ყელზე გავარვარებული ცხელი თითების შეხება, რომ იგრძნო და მალევე ამას მოჰყვა ცივი ყელსაბამის შეხება - ღმერათო, რა ლამაზია - თქვა მონუსხულმა და ბიჭისკენ მიტრიალდა.
- არა, რა, რაც იცის, იცის, ეკატერინემ - ჯერ კულონს მოავლო მზერა და მერე ანოს თვალებს გაუსწორა თავისი - თბილისში, ხომ არჩევდა დედაჩემი ახალ სამკაულებს თავისი მაღააზისთვის, ხოდა ამას ეძებდა, შენ არ იცი, რამდენი ხანი - თავზე გადაისხვა ხელი - რო გელაპარაკებოდი და ჩაგეძინა, აი იმდღეს იპოვა, ძლივს და მე კიდე არც შემიხედავს, ისე მოვუწონე - წელზე შემოჰხვია ხელები ლოყებ აწითლებულს და ამოიჩურჩულა - განა, როგორ უნდა შემეხედა, მძინარეს მოგშტერებოდი - კიდევ უფრო გააწითლა ანო და ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა... მერე ყელზე, მფეთქავ არტერიაზე ნაზად მიეფერა და ფილტვებში ბლომად გადაუშვა, მეორე ხელში ბღუჯად მოქცეული ანოს ოქროსფერი თმის სურნელი.
არც ანომ დააყოვნა და ყურს უკან სველი კოცნა დაუტოვა ბიჭს, რომელსაც წამშივე მთლიანად დაეჭიმა სხეული.
ძალიან ესიამოვნა, როცა გაიაზრა, მას ეკუთვნოდა ერეკლეს ასეთი რეაქცია, თუმცა დიდხანს არ დასცალდა, მის ყურთასმენას ერეკლეს ხმა მისწვდა
- ანო, მეორ...ეჯ..ერრრ - ძლივს ამოიგმინა - ამის გაკეთება, არც კი გაბედო - დაბოხებული, ხრინწიანი ხმით მიუგო და სიყვარულით სავსე მზერა სტყორცნა, სულ დაბნეულს.
თუმცა ანო მალოვე მოეგო გონას და იგივე გაიმეორა, რაც წეღან, თუმცა, ამჯერად მეორე ყურის ძირას.
ერეკლეს გააზრებაც არ დასცალდა, ისე მალე მოშორდა გოგონას სხეული თავისსას.
ცოტახნის წინანდელი სითბო, უცებ გამეფებულმა სიცივემ შთანთქა და მას თან აივნის კარიდან სახლში შემავალი გოგონას კისკისი დაერთო, რომელიც მალევე მისწვდა გახევებული ბიჭის ყურთასმენას.


***


- ანოო, გამოვდივარ, სად ხართ? - ყურმილში ჩაჰყვირა კატომ.
- მივედით თითქმის, კატუს, აზრი აღარ აქვს შენს გამოსვლას, აღარ იწვალო, როგორცკი მოვრჩებით, დაგირეკავთ.
- კი მაგრამ, რა სიჩქარით იარეთ, ჰაა? არ მითხარი ფეხით მივდივართო? - ჩაეკითხა ისევ.
- ვაპირებდით, მაგრამ მოგვისწრო, მამა და უკვე საავადმყოფოში ვართ, უნდა გავთიშო, გადმოგირეკავ, კატუსს - პირზე შეახმა მომზადებული სიტყვები, ანომ ყურმილი, რომ გაუთიშა.
- კაი, რა კიტააა.... ჩემ წინააღმდეგ მიდიხარ? დავიმახსოვრებბ.... - ბუზღუნებდა თავისთვის და საიმედოდ ჩაკეტილ კარს, დაუწყო ჯაჯგუნი.


***


- ექიმო, ხომ რიგზეა ყველაფერი? - ეკრანზე დაჟინებით შემყურეს, ჩაეკითხა თინა.
- კი, ყველაფერი რიგზეა - ახლა ქალს გაუსწორა მზერა და კვლავ განაგრძო ღიმილით - გნებავთ, სქესის გაგება?
- არაა - დაასწრო მამიდამისს ანომ.
- დარწმუნებულები ხართ? არც იმის გაგება გინდ...... - ახლა თინამ შეაწყვეტინა ექიმს.
- დიახ, დარწმუნებულები ვართ - ანოს ახედა და ისე დაემწომა ექიმს.
- კარგით, აი ეს ამით მოიშორეთ - სალფეთქი გაუწოდა - მე კიდევ დანიშნულებას დაგიწერთ, შემდეგ ვიზიტამდე რა, როგორ უნდა გააკეთოთა და მიიღოოთ, თუ რაიმე დაგჭირდებათ, აუცილებლად, შემეხმიანეთ - სანდომიანი ღიმილით გაუღიმა ქალს და მაგიდისკენ დაიძრა.
- მადლობა დიდი და ნახვამდის - დაემშვიდობა ქალს თინა და ის იყო, ანოც უნდა დამშვიდებოდა, ექიმმა, რომ თხოვა, შეყოვნება.
- ხომ მშვიდობაა, ექიმო? - როგორც კი, დიდი მუდარისა და დამშვიდების შემდეგ, დაარწმუნეს თინა, რომ ყველაფერი კარგად იყო და გაისტუმრეს, ექიმს მიუბრუნდა ანოც.
- დიახ, ქალბატონო - თავიც დაუკრა მეტად დარწმუნებისთვის და განაგრძო - თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ ეს მაინც მეთქვა, თანაც თქვენთვის მაინც, რომ - შეყოვნდა - სქესის გაგება იმდემად არ გინდოდათ, რომ ამის თქმაც კი ვერ გავბედე - მოჰკრა თუ არა ანოს შეშინებულს თვალებს მზერა, გადაიკისკისა - დამშვიდდით, ყველაფერი მართლა ძალიან კარგადააა, დედაც და პატარებიც კარგად არიან - გააზრება არ დააცადა, ისე წამოდგა, ჭიქაში წყალი ჩაუსხა და წინ მაგიდაზე დაუდო ჯერ კიდევ გახევებულს - აი დაილეთ, იქნებ ცოტა მაინც დამშვიდდეთ - ღიმილით გახედა და ხელზე ხელი დაადო გოგონას დასამშვიდებლად და აზრზე მოსასვლელად.
თავლის დახამხამებაში, ერთი ყლუპით ჩაცალა თუ არა ჭიქა დაჟინებული მზერით მიაშტერდა ექიმს - ანუუ, ორ....რრი... ტყუპებიიიიი....იიი, ეყოლლლლ....ეებაა ჩემ თინნნნააა...ს და მეც.... ორი მამიდაა...შვილლლიიი.... ორი ცქნაფიიი.... - ლუღლუღებდა თავისთვის, ორივე ხელით თითებით ორს აჩვენებდა ექმის და თვალებიდან სიხარულის ცრემლები სცვიოდა.
- გილოცავთ - ფეხზე წამოდგა - ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, მართალია სქესსი არ იცით, თუმცა ტყუპები არიან - ღიმილით თავი დაუკრა უცებ წამომხტარ გოგონას და კარისკენ გაუძღვა - ნახვამდის
- ნახვამდის ექიმო და მადლობა - ოცდათორმეტით გაუღიმა და ხელები მოჰხვია მის წინ ასსვეტებულ, ანერვიულებულ მამიდას...
მთელ საავადმყოფოში, ეზოში თუ ქუჩაში, ყველა უზომოდ ბედნიერ, აცკმუტებულ და აჟიტირებულ ანოს მისშტერებოდა და შემდეგ თვითონაც ღიმილი უხევდათ სახეს.

ბედნიერება გადამდებია.


***


- ანოო, რა ხდება? - გოგონასთან მიახლოვებული არიყო, ისე დაიწყო საუბარი - მართალია, ცუდი არაფერი უნდა იყოს, ისეთი ხმით დამირეკე და სახლთანაც კი მომაკითხე, თუმცა დილის ათი საათიც კი არ არი.... - ვინღა აცადა დასრულება, მთელი ტანით აეკრო გოგონა მას.
- ანოოო - ერეკლემაც არ დააცალა და ძალიან ჩქარა დაატრიალა გოგონა.
გარემო ანოს კისკისმა მოიცვა.
- ერკე - დასვა თუ არა თვალებში მიაშტერდა - პირველი შენთვის უნდა მეთქვააა - თან ადგილზე ხტუნავდა, თან ტაშს უკრავდა და ხმამაღლა იცინოდა - თინააა ტყუპებს ელოდებააააა - ბოლო ხმაზე დაიყვირა და ბიჭს გააზრებაც არ აცალა, ისე დაუწყო ლოყებზე, ნიკაპზე, შუბლზე, ცხვირზე კოცნაა.
- ერკეე - ერთი ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და მეორეთი მის გულმკერდს მიეყრდნო - შენც გაშტერდი? - ღიმილით ჰკითხა და ახლა კისერზე მოჰხვია ხელები - ერკეე, ორიიი კნოპკა, ორი პატარა, ორი ცალიი - ისევ თითებით დაუწყო ახსნა.
- ანოოოო - შუბლზე შუბლით მიეყრდნო და გაუღიმა - ამაზე მაგრად დღე ჯერ არ დაწყებულა - ყურს უკან თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა - ახლდი, ხო? - ჰკითხა.
- ეგრე ნუ შვრები - თითებზე, რომლითაც მის კულულს ეთამაშებოდა, მოუჭირა - ვახლდი, მაგრამ თვითონ ჯერ კიდევ არ იცის...
- ააა, ანუუ წეღარ მაგას გულისხმობდი, პირველი შენ გეუბნებიო - ჩაიცინა.
- აუ, შენ თურმე რა გვაინ იღვიძებ - მის გვიან გადახარშულ ნათქვამზე მიუთითა და მისკენ მორბენალს, შეეცადა ხელიდან დასხტომოდა.
- ერკეე - დაიწყო ისევ - ახლა შენ მოემზადები, მე კატოს და თემოს დავურეკავ, ვეტყვი რაც უნდა ქნან და მერე მე და შენ გავისეირნებთ.
- ოჰ, გასცა განკარგულებები - მისი სახლისკენ მიმავალს მომღიმარი მზერა მოავლო და უკან დაედევნა.
- იმედია, ქალბატონი ეკატერინე, სახლში არ არის... - გვიანღა გაახსენდა და იკითხა.
- მოგეხსენება, დღეს შაბათია, თუმცა დღესაც მუშაობს - დივანზე წამომჯდარს გვერდში მიუჯდა და განაგრძო - და რომ გაგიგოს, ისევ ქალბატონოთი მიმართავ, ძალიან ეწყინება და გაგაიბრაზდება, ალბათ კიდეც - უთხრა და მისკენ შემოტრიალებულს ცხვირზე დაჰკრა თითი.
- და მეც იმედი მაქვს, რომ ვერ გამიგებს - ბიჭს კეკლუცად ჩაუკრა თვალი და გაუღიმა.
- ოხ, შენ ვინ ხარ და ვინც არ გიცნობს - ღიმილით საჩვენებელი თითი დაუქნია და საძინებლისკენ გაემართა, მაისურის გამოსაცვლელად.
- მეც მზად ვარ - რამდენიმე წუთში სამზარეულოში შეყუჟულს, ტელეფონზე მოსაუბრეს ამოუდგა გვერდში.
- მეც მოვრჩი - ყურმილიც წამსვე დაკიდა და ბიჭს მიაჩერდა - არა, რა, როგორ გიხდება ეს პერანგები და მითუმეტეს ეს ფერი - მისთვის ნაცნობ ცისფერ პერანგს დაჩერდა და ერთი ღილი თვითონ შეუკრა მომღიმარ ბიჭს - ესეც ასე - მორჩა თუ არა, ახედა და მისკენ სიყვარულით მომღიმარს ლოყაზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები.
- ანო - დაიწყო თუმცა, ანომ შეაწყვეტინა.
- სანამ წავალთ, რამე მაჭამე რა - მუდარით სავსე თვალებით ახედა და წამში გაზქურასთან ატუზული ბიჭის დანახვისას, გამარჯვების ღიმილი აიკრა სახეზე.
- რას მიკეთებ? - ვეღარ შეძლო თავის შეკავება და მთლიანად საქმეში ჩაფლულს ჰკითხა.
- ომლეტს და სალათს - ერთ ადგილზე მცქმუტავს ღიმილით მიუგო და ჭიქაში ატმის წვენი ჩამოუსხა.
- მმმმ, რა გემრიელია - ერთი ყლუპით გამოცალა და სკამზე გადაწვა.
- ასე ესეც მზად არის - თეფშზე თავისი ხელით გადაუდო ომლეტიც და მის წინ კმაყოფილი მოკალათდა.
- მმმმ - ამოიგმინა და ტუჩზე ენა გადაისვა - და შენ მეუბნები ძალიან გერმრიელად ამაზადებო? - სკამზე მიყრდნობილ, სახეზე ღიმილ აკრულს ბიჭს მიაშტერდა - აბა, მე რაღა უნდა გითხრა შენ? - გაიკვირვა და მოსაფიქრებლად თითი მიიდო შუბლზე - შეეენ, უძალიიიიან მაგრესად ამზადებ, ერკე - წინ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა - ომლეტსაც კიიი - უკან დაბრუნდა და კვლავ განაგრძო გემრიელად საუზმობა.
ერეკლეს თეფშზე დადებული ომლეტი კი, უკვე გაყინული გახლდათ.


***


- არა, რა ხდება კი მაგრამ?! - ამოიგმინა თემომ, როცა ბოლო სკამის ზიდვას მორჩა კატოს სახლიდან თავისთან.
- რამეს ავღნიშნავთ? - იკითხა გაკვირვებულმა ნონამ - თუ მე გამომრჩა რამე.
- არა, დედა - მიუგო ქოშინით - ანომ დარეკა, თინას ძალიან მოუნდა თქვენთან სახლში ქეიფიო, თანაც ისე, რომ, აუცილებლად, ყველა უნდა იყოსო - აუხსნა და წყლის დასალევად გეშურა სამზარეულოსკენ, გზად კატო, რომ შეეფეთა, წყილით სავსე ჭიქით, რომელიც ისეც მისთვის მოჰქონდა გოგონას.
- კარგი, მაშინ მე არჩილს დავურეკავ, მალე მოვიდეს და სამწვადე ხორციც თან გამოაყოლოს, მე კიდევ რაღაცეებს მოვამზადებ - თქვა და ფეხზეც წამოემართა ნონა.
- ნონა დეიდა, მალე ბავშვებიც მოვლენ მზა საჭმელსაც და პროდუქტსაც მოიტანენ.
- კი, მაგრამ ეგ როგორ შეიძლება? - აქოთქოთდა ქალი - რატომ უნდა შეწუხდეთ, მე ყველაფერი მაქვს სახლში...
- კაი, დედა რა - უთხრა ქალს და კარის გასაღებად დაიძრა - ძაღლი ახსენეო, და....
- კიდევ დიდხანს იდგები კარში თუ შემოგვიშვებ? - ჰკითხა ღრენით იოანემ.
- კი, მაგრამ ბანკი გაძარცვეთ? - პარკებით დახუნძლულებს ჰკითხა.
- აბა, დღეს იმედნი ვიქნებით, ჩევნ რა სასმელ-საჭმელი გვეყოფა - მხარი გაჰკრა კარში ატუზულს და დერეფანში შეაბიჯა. - თანაც ზოგი ჩვენთვის უცნობ-ნაცნობ პიროვნებებსაც მოიყვანენ თან.
- ნაინა, იოანე, რამე დარჩა მაღაზიაში?
- კი, თაროები - უპასუხა ბიჭმა და კატოს გვერდით სავარძელში ჩაეშვა.
- დღეს, ირაკლი და ნიტაც ჩამოდიან - თქვა ნაინამ.
- ხომ მოვლენ? - ჰკითხა თემომ.
- უხერხულია - შეიშმუშნა ნაინა.
- ვაი ჩემო თავო - შუბლზე შემოირტყა ხელი თემომ - არა, იო, შენ კიდევ დიდიხანი და ბევრი რამის სწავლება მოგიწევს, ნაინასთვის - გადახედა ბიჭს და განაგრძო - რა უხერხული, ნაინა, ნორმალური ხარ? მომეცი ნომერი, მე დავურეკ...
- არაა საჭირო, მოვაგვარე მე უკვე - გადახედა იოანემ თემოს და დადუმებულს გოგონას ხელი მოჰხვია.
მალევე შეუერთდა მათ ნენე და ანდროც, დანარჩენებიც ნელ-ნელა მოვიდოდნენ.


***


- თიიინ, საღამოს თავდგირიძეებთან სუფრაა და გაემზადეთ შენ და დიმიტი, რა - ჩასძახა ყურმილში.
- რა ხდება საღამოს? - გაუკვურდა ქალს, არაფერი არ უთქვამს აქამდე არავის მისთვის, არც არჩილს და არც ნონას.
- მოემზადეთ და გამოგივლით მე და ერკე, უფფ, ერკე კიარა და ერეკლე - მაჯაზე უბრწკინა მის გვერდით მოფხუკუნე ბიჭს და მალევე გაუთიშა თინას, კითხვებისთვის, რომ აერიდებინა თავი.
- გაგაცინებ მე შენ - დაემუქრა ბიჭს და ხმამაღლა დაიწყო ფიქრი - ვინმე ხომ არ დამრჩა? ჰმმმ - თითი მიიდო ლოყოზე და გაახსენდა - ალოოო, ილოო, მართალია ახლა იდილიას გირღვევთ, მაგრამ საღამოს 7ზე, შენც და თამთაც იყავით თემოსთან, 7ზეე, არც გვიან და არც ადრე, იცოდე... - უთხრა მკაცრად ძმას და გაუთიშა სანამ ბუზღუნს დაიწყევდა.
- წამო მე და შენ გავისეირნოთ.
- თუ მორჩი, წამო, გავისეირნოთ მაინც, თორემ დანარჩენი ყველაფერი უკვე სხვებს დაავალე.
- აბა, როგორ? სანამ არ იციან, ისაქმონ, თორე მერე მეც მეყოფა - თავლი ჩაუკრა და მაჯაზე ხელი მოჰხვია - წამო, ზღვის პირას რა...
- არაა, წამო იქამდე ბამბის ნაყინი ვჭამოთ, რაა - დაექაჩა გოგოს ხელზე.
- რა იყო, ორუსლად ხომ არ ხარ, ერკე? - ჰკითხა და ბიჭის გაფართოებულ თვალებს, რომ მოჰკრა თავლი, ბოლო ხმაზე გადაიკისკისა.
ბამბის ნაყინიც იყიდეს, ბულვარში ფანტანების ქვეშასაც ირბინეს, საპნის ბუშტებიც გაბერეს, პანინებიც ჭამეს, ეშმაკის ბორბალზეც იკატავეს და დაღლილები ზღვის პირას გაწვნენ.
- შვიდიც დაიწყო, ერკე.
- რა მალე გასულა დრო.
- რაღა მალე, რაც შეიძლებოდა და რაც არა, მგონი დღეს ყველაფერი გავაკეთეთ... - ბიჭისკენ გადატრიალდა და ხელის გულს დაეყრდნო - თინას მივწერ, ჩვენ გავრეშე მივიდენენ და ჩვენც აქედან პირდაპირ იქ მივიდეთ, თორემ სანამ მათ გავუვლით, ძალიან დავაგვიანებთ....
- მეც, ეგ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჯერ ჩვენ არ წავიდეთ, რა
- ხო, ჯერ არა - გაუღიმა, წერილიც მიწერა თინას და გულმკერდზე ჩამოადო თავი ერეკლეს, რომელსაც ორივე ხელი თავს ქვემოთ ამოდო.
მოკალათდა თუ არა ანო, თმაზე ერეკლეს თითები იგრძნო, რომელიც ძალიან ნელა, ნაზად და რიტმულად ეფერებოდა.
- ერკე, ეგრე ჩამეძინება - ცხვირი გაუხახუნა ბიჭს და ნიკაპით მის გულ მკერდს დაეყრდნო - როგორ უხდებით შენ და ზღვა ერთმანეთს, მითუმეტეს ამ პერანგით - გაუღიმა და თვალებში ვარსკვლავებმა იწყეს ხტუნვა.
- წამო, მუხლებამდე შევიდეთ - უცებ წამოაყენა ანო მასთან ერთად და წამში აღმოჩდნენ ზღვაში, ხელჩაკიდებულნი.
მალევე აზუზუნდა ორივეს ტელეფონი.
- თინა მირეკავს.
- მე კიდევ არჩილი.
10 წუთში ზღვაც დატოვეს და ბულვარიც.

- ყველაფერი აქ დაიწყო - უკვე ლიფტში იყვნენ.
ორივემ გადაავლო უკვე დაზეპირებულ დიალოგს თავლი.
- აქ დაიწყო ყველაფერი გარდამტეხი, თუმცა არა ზოგადად.
- ეგ ნამდვილად.
- არ ვიცი, რითი დაგიმსახურე.
- ორივემ დავიმსახურეთ ერთმანეთი.
ერთმანეთის ათრთოლებულმა ბააგების შეხებამ ორივეს სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა.


ზოგჯერ, არც ერთი სიტყვა არ კმარა.
არც ,,მიყვარხარ",
არც ,,მენატრები",
არც ,,მინდიხარ",
არც ,,მჭირდები",
და ვხვდები, რომ არის სიყვარულზე რაღაც უფრო მეტი,
რაღაც უფრო სხვა,
როცა მხოლოდ მისი სხეულის კი არა,
მისი სულის ნაწილი ხარ,
მისი სულის ყველა'ფერი გიყვარს.
როცა, სამყაროს მისით გრძნობ,
მისი თვალებით ხედავ,
მას ემსგავსები...
,,ერთ ხორც" კი არა, ,,ერთ სულ" ხდებით.
არაფერია ამ გრძნობაზე უზენაისი ქვეყნად.


თავდგირიძეების სახლში კი, ზოგს კენტად, ეულად, ზოგს კი წყვილად, ლუწად, ჯამში კი ყველას ერთად, დიდ ოჯახად მოეყარა თავი.




დ ა ს ა ს რ უ ლ ი




ღამე მშვიდობის.
გუშინ, როდესაც უნდა დამედო, მთლიანად დარედაქტირებული მოთხრობა წამეშლა…
დღეს არ ვიცი, რაც შევძელი ეს არის.
რაც მახსოვდა ყველაფერი შევასწორე, ფიზიკურად თავიდან გადახედვის არც დრო მქონდა და არც საშუალება, თუმცა, დანაპირებს ვასრულებ და სრულად მოთხრობას წელს ვტვირთავ.
ამ ოცდაათი თავის, ერთი თანაც შეკრული და თანაც უამრავი ადამინის ისტორია გადავიტანეთ ამ ისტორიის პერსონაჟებმა და, რა თქმა უნდა, მეც მათთან ერთად. ბევრი რამ ვისწავლეთ, გამოვიარეთ, გადავიტანეთ, გადავლახეთ, გამოვცადეთ. თითოეული მათგანის ცხოვრება გამოვიარე და შევისისხორციელე.
მართალია ეს ერთი ისტორიის დასასრული, მაგრამ, უამრავი ახლის საწყისია.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც წაიკითხეთ, თავლი შეავლეთ, ერთი თავი მაინც გახსენით, წაიკითხეთ და ეს რა სისულელეო, თქვით ან გაიფიქრეთ, მათაც კი.
იმედი მაქვს ძალიან მალე დავბრუნდები.
გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს, გისურვებთ ულევ ბედნიერებას, სილაღეს, სიმშვიდეს და, რაც ყველაზე მთავარია - ჯანმრთელობას.
მინდა, რომ ეს წელი თქვენი და ჩემიც საუკეთესო წლების საწყისი წელი იყოს.
ყველა წამი მნიშვნეოლოვანი და განუმეორებელია.
ერთად დავაფასოთ ისინი.
დროებით



№1 სტუმარი ნაესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა საინტერესო საოცარი ნაწარმოები სიტყვები არ მყოფნის ყველა წყვილი საოცარი იყო ყველა ადამიანი ისეთი მეგობრული და თბილი ერეკლე და ანო განსაკუთრებული სიყვარულით ჯერ არ მინდოდა დასრულებულიყო კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????

 


№2 სტუმარი ნაესტანი

გილოცავთ საუკეთესო სურვილებით საუკეთესო წელი ყოფილიყოს თქვენთვის ❄️❄️❄️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

კითხვა მივატოვე ეს კითხვა რომ დამესვა შენთვის⭐️მერე დამავიწყდებოდა ვატყობ ???? ოზურგეთიდან ხარ?????როდესაც შემოქმედის მონასტერი ახსენე გამიკვირდა ასე კარგად საიდან იცნობს ოზურგეთსთქო????

 


№4  offline წევრი დეასი

ნაესტანი
Share


მსგავსი სიახლეები




უღრმესი მადლობა თქვენ ❤️❤️❤️

ნაესტანი
გილოცავთ საუკეთესო სურვილებით საუკეთესო წელი ყოფილიყოს თქვენთვის ❄️❄️❄️♥️♥️





მადლობა დიდი ❤️ საუკეთესო წელი თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს ❤️❤️❤️

სტუმარი ნინი
კითხვა მივატოვე ეს კითხვა რომ დამესვა შენთვის⭐️მერე დამავიწყდებოდა ვატყობ ???? ოზურგეთიდან ხარ?????როდესაც შემოქმედის მონასტერი ახსენე გამიკვირდა ასე კარგად საიდან იცნობს ოზურგეთსთქო????



არა, გურული არ ვარ, აჭარელი ვარ ???? თუმცა დიდი ბაბუ მყავს გურული, ხიდისთავიდანაა და შესაბამისად ყოველ წელს, ზაფხულში ვარ გურშიაში ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატა

გამიხარდა რომ ჩემებური ყოფილხარ.ე.ი.ხიდისთავიდან.
საერთო ჯამში მომეწონა,ოღონდ თუ არ გეწყინება შენიშვნას დავამატებ.მართალია ტექნიკური შეცდომაა მაგრამ ხიდისთავის კი არ გვაქვს ს მარტში თხილი და შესაწვავი სიმინდი.თხილს მოსაკრეფს ვგულისხმობ თორემ მაგის მეტი რააა.
წარმატებები ჩემო კარგო

 


№6  offline წევრი დეასი

სტუმარი ნატა
გამიხარდა რომ ჩემებური ყოფილხარ.ე.ი.ხიდისთავიდან.
საერთო ჯამში მომეწონა,ოღონდ თუ არ გეწყინება შენიშვნას დავამატებ.მართალია ტექნიკური შეცდომაა მაგრამ ხიდისთავის კი არ გვაქვს ს მარტში თხილი და შესაწვავი სიმინდი.თხილს მოსაკრეფს ვგულისხმობ თორემ მაგის მეტი რააა.
წარმატებები ჩემო კარგო



ღამე მშვიდობის ❤️ არა რა უნდა მეწყინოს, პირიქით მადლობა ❤️ უბრალოდ, რაც მოთხარით ეგ ვიცი, ეგ თავი როდესაც დავდე, სადაც მეწერა იქაც ამიღნიშნეს ეგ ფაქტი, უბრალოდ შეცვლა აღარ მომინდა და აქაც ეგრე დავტოვე ❤️ მადლობა უღრმესი ❤️

 


№7 სტუმარი Mount Alvernia Hospital

თირკმელის ყიდვა გინდა თუ თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას $500,000 დოლარად და სიცოცხლისა და სამედიცინო დაზღვევის ჩათვლით. შენი თირკმელი. მე მქვია DOCTOR GUS, ვარ საერთაშორისო ნევროლოგი კონსულტანტი MOUNT ALVERNIA HOSPITAL-ში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმელებისა და სხვა ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ სინგაპურში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ,
ფოსტა: [email protected]

Საუკეთესო სურვილებით
DR GUS TEO.
საერთაშორისო სამედიცინო კონსულტანტი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent