შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 7)


31-12-2023, 22:47
ავტორი ერკე
ნანახია 820

პ.ს.
გილოცავთ დამდეგს. მრავალს დაესწარით ყველა, ბედნიერებითა და სიხარულით.
მალე მოგიცუნცულეთ ახალი ტკბილ-ტკბილი, ღუმლიდან ახალი გამოღებული თავი.
ვიცი ახლა არავის არ გეცლებათ კითხვისთვის, მეც ცოტა აგატასეული პუაროს კითხვისგან ცოტა წავუპუარე მგონი :დ და როგორც პუარო იძიებს საქმებს ხალხის დაკითხვით ასევე ირაკლიც დაემგვანა :დ იმედია გაუგებთ ირაკლის, ჯერ ცდილობს საქმის ვითარებაში გარკვევას, ცდილობს მიხვდეს სად მოხვდა, და გაიაზროს რა საფრთხეები შეიძლება ელოდოს. ასე რომ სჯობს მოკალათდეთ, გემრიელი ნამცხვარი და ყავა მოიწყოთ თან და დაიწყოთ კითხვა:
მადლობა ყველას heart_eyes
............


ბაკურმა მორიდებით შემოაბიჯა კაბინეტში. ირაკლის მოპირდაპირედ ჩაჯდა სავარძელში და დაელოდა საუბრის წამოწყებას.
-კიდევ ერთხელ გამარჯობა ბაკურ.
-შეგიძლია ბაკუ დამიძახო. გუგასთვის ძვირფასი ადამიანი, ჩემთვისაც ძვირფასია.
-მადლობა ბაკუ. პირველ რიგში მინდა შენზე მიამბო, შენს წარმომავლობასა და ოჯახზე. - თითები ერთმანეთს მიადო გამომძიებელმა, შეტყუპებული თითები ტუჩებზე დაიდო და თვალები დახუჭა. კონცენტრირებას ცდილობდა და თითქოს ასე უკეთ გაიაზრებდა ნაამბობს.
-აქ დავიბადე, სიცილიაში, ოჯახი მხოლოდ ორ წლამდე მყავდა, შემდეგ როგორც ვიცი გადმოცემით და სხვების ნაამბობით ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევების დროს მამა დანით დაჭრეს, ჩვიდმეტი ჭრილობა მიაყენეს, დედა კი ჩემს ძმაზე ფეხმძიმობისას წიხლებით ჩაქოლეს და მოკლეს. - ირაკლი განცვიფრდა, თვალები გაახილა და ბაკურს შეხედა, რომელიც ისე იხსენებდა ყველაფერს, თითქოს სასეირნოდ გასულს მეზობელთან საუბარს იხსენებსო. - მარტო ვიზრდებოდი, მეზობლებთან, ოჯახის და სიყვარულის გარეშე, თუმცა ადამიანობა არ დამიკარგავს. ცხოვრება არ გამჭირვებია, ხანდახან ვთაღლითობდი, ისეთ ხალხს ვპარავდი, ვინც სხვების მოკვლითა თუ ტანჯვით სიამოვნებას იღებდა და ბევრი მტერიც გავიჩინე, ყველას ჩემი თავი უნდოდა ლანგარზე დასადებად, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ყველგან ვახერხებდი დამალვასა და შეძრომას. არ შეეძლოთ ჩემი ამოცნობა, ვერავინ მადებდა ხელს და ასე გამოვძვერი სრულწლოვანობამდე, შემდეგ კი შრომა წესად მექცა.
-ბელადზე რას მეტყვი? ჩვენ ხომ ამის გამო ვართ აქ. რამდენი ხანია რაც ის მართავს აქაურობას.
-დიდი ხანი. საკმაოდ დიდი ხანი. ჯერ კიდევ ათი წლის ვიყავი, როდესაც მისი გამოსვლები მახსოვს, ოჯახში შეჭრები და საჯაროდ თავის მოკვეთები რომ შემოიღო. რთული იყო წინ აღდგომოდი მის ნებას ისე საშინლად ექცეოდა ხალხს, ყველას ეშინოდა. მაშინ უდრეკი, თავქარიანი ახალგაზრდა იყო, გვარიანად რომ ცდილობდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუმცა მაშინ ბავშვი ვიყავი და ეს სადიზმი ნორმალურობად მეჩვენებოდა, ვინაიდან ასეთ ტრაგიზმში გავიზარდე.
-გამოდის ვერ იხსენებ მისი ბელადად კურთხევის ზუსტ თარიღს. - მოსაუბრეებმა ერთმანეთს შეხედეს.
-ვერა, მიჭირს... რადგან რაც თავი მახსოვს ის მართავს აქაურობას. ვერაფერ მსგავსს ვერ ვიხსენებ რა იყო იქამდე, სანამ ის გამოჩნდებოდა.
-მისი ნამდვილი სახელი და გვარი თუ იცი?
-ბევრი ამბობდა რომ მას შუქრი ერქვა, ზოგიც იძახდა რომ სხვებისგან მოისმინეს და იმათ კიდე სხვებისგან რომ მისი სახელი ლონგინოზი იყო, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რადგან ყველა ბელადს უწოდებს.
-ლონგინოზი ან შუქრი. - ხელები გაასავსავა ირაკლიმ და გვერდით გადაატრიალა თავი. - საინტერესოა და ძალზედ ძველი სახელები, რომელსაც ჩვენ დროში, ყოველშემთხვევაში იმ სამყაროში, საიდანაც მე ვარ, არავინ იყენებს და სადღაც ას წელზე მეტია ახალ თაობაში არსად გვსმენია. ძალზედ ასაკოვანი უნდა იყოს, თუმცა მის მდგომარეობაზე ამას ვერ ვიტყვით. მისი დანაოჭებული სახე, მსხვრევადი ძვლები და ავადმყოფობები კი მოწმობს მის ასაკზეც, მაგრამ მაინც მხნედ დაიარება. მისი ხმა... ხმა ვულკანში ჩავარდნის პირას მყოფ დრაკონის ამოხავლებას ჰგავს, მაგრამ მისი შემართება კვლავ მაფიქრებს რომ ჯერ სიკვდილს არ აპირებს.
-საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობთ. - განუცხადა ბაკურმა და პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა.
-რამე კონკრეტულის გახსენებას თუ შეძლებთ? შესაძლოა მტკივნეულ თემას უნდა შევეხო, მაგრამ მომიყევით თქვენს შვილზე. რა დაემართა მას?
-..ე..ე.. მას ხვამლი ერქვა. ყველაზე ჭკვიანი, საოცარი ადამიანი იყო მთელ სიცილიის ზურგზე. ყველაზე კეთილი, გულიანი, დახმარების აღტყინებით სავსე. აინტერესებდა მედიცინა, საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა დამოუკიდებლად რათა დაჩაგრულების დასაცავად გამოეყენებინა, 18 წლის ბიჭმა იმდენად იცოდა მედიცინა გუგასაც კი ეხმარებოდა და პაციენტის მდგომარეობას კურირებდა ხშირად. თანამედროვე გმირი იყო ჩემი ხვამლი, ჩემი საყვარელი კაცი, რომელმაც ისედაც დიდი სტრესი გამოიარა დედის გარეშე რომ უწევდა გაზრდა.
-რა დაემართა დედამისს? - ჩაეძია გამომძიებელი და ცდილობდა სახეზე დაკვირვება გაეგრძელებინა. ბაკურს ტანჯვა ეხატა სახეზე, მთელი სხეულით კანკალებდა წარსულის გახსენებაზე, რაც თავის ცოლ-შვილს შეეხებოდა, თუმცა ვაჟკაცურად ცდილობდა ყველაფრის მოყოლას, თუკი ამას რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა, მცირედი მაინც რათა ირაკლის ამ საშინელ ადამიანზე წარმოდგენა შექმნოდა.
-ხვამლის დედა, აირა, მაშინ მოკლეს, როდესაც საბავშვო ბაღიდან გამოჰყავდა შვილი. სახლისკენ მოდიოდა და თან მე მესაუბრებოდა ტელეფონით, როდესაც ორი ზორბა მამაკაცი აედევნა, ბავშვი ხელში აიყვანა და გაქცევა სცადა, თან საუბარს აგრძელებდა, ცდილობდა ის ორი მამაკაცი აეღწერა ჩემთვის. მესმოდა როგორ გამოჰგლიჯეს ხვამლი ხელიდან, მისი გამკინავი ხმა მესმოდა. ვისმენდი დარტყმებს და მოძალადეთა სიამოვნების ამოძახილებს. ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა, ვღრიალებდი და მათ ვეძახდი ქალს რომ ცემით კლავდნენ უმიზეზოდ, მხოლოდ სიამოვნებისთვის და ბელადის შთაგონების წყალობით, რომელიც იძახდა რომ სისასტიკეა ნამდვილი სასწაული ადამიანთა ცხოვრებაში, სიკვდილი კი თავისუფლება. ვემუქრებოდი და როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონი აიღო და სიხარულით მამცნო ჩემი ცოლის მკვლელობა გარკვევით დავემუქრე არ გაცოცხლებ, გიპოვი და არ გაცოცხლებ-მეთქი.
-იმ ქუჩაზე რომ მივედი ხვამლი მტირალი დამხვდა, სასწრაფოდ ავიყვანე ხელში და დამშვიდება ვცადე მისი, დამაგვიანდა. ძალიან დამაგვიანდა, აირა მკვდარი იყო. - აგრძელებდა საუბარს და ირაკლიმ ცრემლები შენიშნა ბაკურის სახეზე. „ვინმე მოიძებნება სიცილიაში ბედნიერი წარსულით?“ გაიფიქრა მან და შეძრწუნებული უცქერდა როგორ იშლებოდა მის წინ ადამიანი. - ჩემი ბიჭი მაშინ ხუთის იყო, თუმცა იმდენად კარგად ახსოვდა ეს მომენტი, მას შემდეგ მსგავსი ძალადობის შემყურე ყოველთვის ერეოდა და ცდილობდა დახმარებოდა უსუსურს. მართალია თავადაც უწევდა ძალადობა, თუმცა მხოლოდ მოძალადის მიმართ, მაგრამ ვუწონებდი მის საქციელს და ვამაყობდი მისით. ერთ დღესაც ბელადის საქმეში ჩაერია. მისი ჯალათები ერთ საბრალო ქალს აწამებდნენ, აშიშვლებდნენ, აუპატიურებდნენ და ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდნენ, როგორც ხდება ხოლმე, დაუნდობლად მოქმდებდნენ, ვინაიდან ამ ქალის სიტყვამ ბელადის ინტერესებს გადააბიჯა. ოთხნი იყვნენ, ჩემმა ბიჭმა ერთი განაიარაღა და მისი დანით მყისვე გამოჭრა ყელი სამს, ხოლო მეოთხემ ფეხში ესროლა და ძირს დააგდო. ქალი გადარჩა, მე მისგან ვიცი რომ ბოლომდე მედგრად იდგა ჩემი ბიჭი, წარბი არ შეუხრია და გმირულად დაიღუპა. ქვით თავი გაუტეხეს და იქამდე ურტყეს, სანამ ისე არ დაუჩეჩქვეს, ცნობა რომ გაჭირდებოდა, მაგრამ ვიცანი... მისი ბავშვობის იარა ნიკაპთან არავისში არ შემეშლებოდა.
-ვწუხვარ ბაკუ. - ცდილობდა გაემხნევებინა და დაემშვიდებინა მოსაუბრე, მაგრამ საუბარი აღარ შეეძლო. კარამდე მიაცილა და გუგას ანიშნა მისთვის მიეხედა.
კარში ნუგო შემოვიდა, ნოდარი გუგას ეხმარებოდა მეგობრისა და ძმის გადასაყვანად.
-ნუგო არა? - ჰკითხა ირაკლიმ როდესაც ორივე ჩამოჯდა და გულდამშვიდებულნი საუბრის დაწყებას ცდილობდნენ.
-დიახ. - უპასუხა დაახლოებით სამოცდაათი წლის მამაკაცმა, რომლის ასაკსაც ასევე მისი სახე გასცემდა. სიარულით ბევრ ახალგაზრდას სჯობდა, თეთრი ქათქათა კბილები, საუკეთესო სმენა და მხედველობა ჰქონდა. ასევე ძალაც ერჩოდა, რაც იმაზე მეტყველებდა რომ პერიოდულად საუბრისას მაგიდას მუშტებს გაცილებით ძლიერად ურტყამდა და ხმას უწევდა, თითქოს თეატრალურ წრეში რომელიმე შექსპირისეულ პიესას თამაშობდა.
-ვფიქრობ ერთ-ერთი უხუცესთაგანი ხარ სიცილიაში, რომელსაც წესით ძველი დრო კარგად უნდა ახსოვდეს. - დაიწყო საუბარი ირაკლიმ და ნუგოს მზერაში ეჭვი დაიჭირა.
-ვერ გეტყვი მთლად უხუცესი-მეთქი, მაგრამ საშუალო ასაკის კი ვარ. სიცილიაში ბუნებრივი გარდაცვალების რიცხვი ძალზედ ნაკლებია, ვინაიდან უმრავლესობა ან ძარცვისას კვდება, ან ქუჩაში უაზროდ ატეხილ სროლაში ყვება, ქუჩურ გარჩევებს ან ბელადის ხელს ეწირება. უამრავი მიზეზთაგანი არსებობს, რომელთა ჩამოთვლა დიდ დროს წაიღებს.
-გეთანხმები, ამას უკვე მივხვდი აქ გატარებული მცირე დროის მანძილზეც კი.
-თუმცაღა ვინც ბუნებრივად გარდაცვლილა მისი ასაკი ას ოც წელსაც აჭარბებდა. ასე რომ თუ ძველი ამბების გახსენება გვინდა მსგავსი ადამიანების გამოკითხვა იქნება საჭირო, რომლებიც დაწვრილებით გაიხსენებენ ძველ დროს, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია.
-მინდა გკითხო თუ გახსოვს როდის გამოჩნდა ბელადი პირველად?
-მე არ მახსოვს, მაგრამ ვიცნობდი მათ ვისაც ეს ახსოვდათ და ახლა ცოცხლები აღარ არიან. მოიცა თუ გავიხსენებ. დაახლოებით ათას...ათას ცხრაას ოცსა თუ ოცდახუთ წელს. ზუსტად ვერ ვიხსენებ და ასევე გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ შესაძლოა მთლად სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. როგორც გამიგია კარგი ცხოვრებაც არსებობდა, რის გამოც სიცილია დაარქვეს ამ სამყაროს. დედაჩემი იხსენებდა ხოლმე ამ დროებას, სულ სიმღერა, გართობა, ერთმანეთის ლხინით მოლხენა და სასიყვარულო ურთიერთობები სუფევდა. რამდენად მართალია არც ვიცი, მაგრამ სიცილით იგონებდა დედაჩემი რომ სანქციები ტარდებოდა მათზე, ვინც ქუჩაში მოღუშული, დამწუხრებული და სასოწარკვეთილი გაივლიდა. ისინი ჯარიმდებოდნენ ან დაპატიმრებაც კი ემუქრებოდათ. ამიტომ ყველა მოქალაქე ვალდებული იყო, თუკი ვინმეს სევდიანს შენიშნავდა მისი გაღიმება და გამხიარულება ეცადა, რათა სამწუხარო ქმედება მათდამი აცილებული ყოფილიყო.
-ძალზედ საინტერესოა. და ერთმა კაცმა ეს ყველაფერი ასე შეცვალა? - ჩაეძია გამომძიებელი და თითქოს ულვაში ქონოდა ისე გაისვა ხელი მის ასაპრეხად, შემდეგ თავადვე გაეცინა.
-ადამიანის ძალისხმევა, ყველაფერი შეცვალოს და სამყარო თავზე დაიმხოს თუ ძალზედ დიდია, თავად სამყარო ემორჩილება მას. - დანანებით ჩაილაპარაკა ნუგომ და თემა შეცვალა. - ამას წინ კარზე კაკუნი შემომესმა, როდესაც გავაღე იქ აღარავინ დამხვდა, თუმცა დავინახე სილუეტი როგორ გარბოდა სადღაც. ვერ გეტყვი ქალი იყო თუ კაცი, ვერ ვიტყვი რა ასაკის იყო, თუმცა დავინახე როგორ მიჰყვებოდნენ ბიჭების გაძვალტყავებული ბრბო და დასცინოდნენ, ქვებს ესროდნენ, იარაღს იღებდნენ ბუდიდან და ჰაერში ისროდნენ შესაშინებლად. ერთობოდნენ რომ გეკითხა მათთვის. იმ ასაკში ვარ ვერაფერს გავაწყობდი და კარი მივხურე. მომდევნო დღეს კი მდინარის პირას თავში ტყვიით მოკლული გვამი იპოვეს ახალგაზრდა გოგოსი, ჩემს სახლთან ახლოს. ჩემმა უმოქმედობამ ერთი საბრალო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია და ასე ხდება ყოველდღე, უმოქმედობა შობს ძალადობის ახალ სტანდარტებს და ახალ საფეხურზე აჰყავს სისასტიკის ზღვარი. ბოლოს აღარ შეგვეძლო და ნოდარმა თქვა: ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი.
„რას გულისხმობ?“ - ჰკითხა გუგამ და ჭიქა ღვინო მოსვა.
„ძალადობას.“ - ჩაილაპარაკა ნოდარმა და კია მოიქნია.
„მერე და რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ - ბაკურმა ამოიღო ხმა და მეც ჩავურთე. – „ვერაფერს ვიზამთ, ეს ძალადობა ოდითგან არსებობდა და მარად იარსებებს.“
ეს უფრო ჰგავდა ხელჩაქნეული ადამიანის სიტყვებს და მეგობრებმა არ მომიწონეს.
„ბაბუაჩემმა აქ კაცი მოიწვია.“ - თქვა ექიმმა და ყურადღებით ვუსმენდით მის ნაამბობ ისტორიას.
„მერედა რით დასრულდა? კაი დღე არც ერთს არ დაადგა.“ - ვთქვი მე.
„ამჯერად ასე არ მოხდება.“ - გადაჭრით თქვა გუგამ და შევთანხმდით. ყველაფერზე ვიმსჯელეთ რა და როგორ უნდა მომხდარიყო. წერილში აუცილებლად ახსენებდა, რომ საქმის საუკეთესო სპეციალისტი გამოეყოთ ამ საქმისთვის და სიცილია გადაწყვეტდა ღირსი იყო თუ არა ის აქ მოხვედრის, მხოლოდ იმედი დაგვრჩენოდა რათა მას შემოეშვით და ეს მოხდა.
-არ მესმის. - ჩაილაპარაკა ირაკლიმ. - შემოეშვიო ისე საუბრობ, თითქოს რაიმე სახის კონტროლი აქვს დაწესებული ამ ჯურღმულს. - ნუგოს არ ესიამოვნა ჯურღმულად სიცილიის მოხსენიება და სახეზე შეატყო იკამ.
-ამ ყველაფრის შემხედვარემ რაც გამოიარეთ, ვფიქრობ ამას აღარ უნდა კითხულობდეთ. - შეუღრინა ნუგომ და ხელები გადააჭდო ერთმანეთს, თითქოს გაბუტული ბავშვივით პირში წყალჩაგუბებული ხმის ამოღებას აღარ აპირებდა.
-არასდროს გიფიქრიათ საიდან გაჩნდა ეს ბარიერი? რამ შექმნა, რა არის მისი საწყისი და რატომ გაკავებთ ყველას აქ?
-არა. - მოკლედ მოუჭრა ნუგომ.
-თუმცა უნდა დაინტერესებულიყავით. ვფიქრობ უნდა მივაგნოთ გასაღებს, იასამნისფერი კარის და გარეთ გავიდეთ ყველანი, ვინც კი...
-სისულელეა! არა... - დაიღრიალა ნუგომ. - ეს არ მოხდება, არავითარ შემთხვევაში. ეს ბარიერი ტყუილად არ შექმნილა. ის ასეთი სიბოროტის დასამწყვდევად შეიქმნა, რაც აქ ბუდობს და შენ მისი გარეთ გამოშვება გინდა რადგანაც მთელი სამყარო მოიცვას?
-ეს უკვე აღარ არის აზრს მოკლებული. - თქვა ირაკლიმ და გაიღიმა. - არასდროს იცი რა იმალება ადამიანთა გულებში, რა სურვილი და აღტყინება. სიბოროტე გარეთაც საკმარისადაა, თუმცა არა იმდენად როგორც აქ...
-სიცილია ბოროტების სათავეა. - შესძახა ნუგომ. - სიცილია ჯოჯოხეთია, ვფიქრობ აქ ხვდებიან მიცვალებულთა სულები, რომლებიც სამოთხემდე ვერ აღწევენ და ისინი კვლავ ადამიანებად იბადებიან, თუმცა ვერასდროს აღწევენ ამ ადგილს.
-საინტერესო თეორიაა. - უპასუხა ირაკლიმ და თავი დაუკრა. - ჯოჯოხეთი დედამიწაზე. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ მისი რეალური მიზანი და ამაში თქვენ დამეხმარებით. - წამოდგა გამომძიებელი და ოთახში სიარულს მოჰყვა.
ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. გავარდა მეხი და დაწესებულებიდან გავარდნილი ხალხი შეჰყურებდა როგორ მოიწევდა ზეციდან რაღაც აუხსნელი, წითელი ნათება, რომელიც ცოტა ხანში სიცილიის ნაყოფიერ მიწას უნდა დასცემოდა.
„კომეტა?“ - გაიფიქრა ირაკლიმ და თვალებზე ხელი აიფარა.
ძლიერი ბიძგი იგრძნო, სამყარო შეირყა, თითქოსდა განრისხებისგან თავად ბუნება ეწინააღმდეგება ადამიანსო. არც ისე შორს დაეცა წითელი სხივი მათგან, რამაც საკმაო კვალი დატოვა და ნიშანი თითქოსდა სავარაუდო აღსასრულის მოახლოებისა.



№1  offline წევრი EllaTriss

მარტო ახლა კი არა, თავიდანვე წაუპუარე, როდის გამოჩნდა ეგ ჯერ კიდევ.
მსგავსება ხო, მაგრამ ირაკლი მაინც ირაკლია.
თეორიები მომეწონა.
ზოგადად ვერიდები ხოლმე მასეთ რაღაცებზე ფიქრს, ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა რაღაცები მაინც რომ არსებობს ფაქტია, გვინდა თუ არა. საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ იყო.
ალბათ მაინც ძალიან მილიმეტრებშია ყველა ნაბიჯი გასათვლელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მგონია რამე კარგად დასრულდეს. ირაკლი ერთია, ისინი ბევრად მეტნი.
პ.ს ისე, სიცილიაში ამ რაღაც არარსებულ სახელებთან თანამედროვესთან ნაზავზეც დავფიქრდი. ცდომილება თან არის და თან არ.
პ.სს არა, რა ვიცი, ეგ სახელები თუ ოდესმე მართლა არსებობდა, მომიტევეთ, ორ საუკუნეში არ მიცხოვრია :დ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
მარტო ახლა კი არა, თავიდანვე წაუპუარე, როდის გამოჩნდა ეგ ჯერ კიდევ.
მსგავსება ხო, მაგრამ ირაკლი მაინც ირაკლია.
თეორიები მომეწონა.
ზოგადად ვერიდები ხოლმე მასეთ რაღაცებზე ფიქრს, ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა რაღაცები მაინც რომ არსებობს ფაქტია, გვინდა თუ არა. საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ იყო.
ალბათ მაინც ძალიან მილიმეტრებშია ყველა ნაბიჯი გასათვლელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მგონია რამე კარგად დასრულდეს. ირაკლი ერთია, ისინი ბევრად მეტნი.
პ.ს ისე, სიცილიაში ამ რაღაც არარსებულ სახელებთან თანამედროვესთან ნაზავზეც დავფიქრდი. ცდომილება თან არის და თან არ.
პ.სს არა, რა ვიცი, ეგ სახელები თუ ოდესმე მართლა არსებობდა, მომიტევეთ, ორ საუკუნეში არ მიცხოვრია :დ

რა ვქნა მკითხველზეც ცოტათი ვფიქრობ :დ რო სუ არ დავაბნიო და ამ სახელების დამახსოვრება რო რთულია ფაქტია. ამ ცხოველების სახელებზე კი ნამდვილად ვფიქრობ რომ რაღაც განსხვავებული ჩვენგან უნდა ქონდეთ და რაღაც ნაცნობიც :დ რამდენმა თაობამ შემოაღწია სიცილიაში. რაღაც თანამედროვესაც შემოიყოლებდნენ სიკვდილამდე :დდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი jBOf

NAjv),))"()'.)

NAjv'RzrFLu<'">JItjoi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent