ჩემნაირი (თავი 8)
„მიყვარხარ“ „მიყ-ვარ-ხარ“ „სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ“ - რეი ბრედბერი. „ჩაგკიდებ ხელებს გავივლით ქუჩებს ისევ შეგახებ გაყინულს ტუჩებს ოცნებად ქცეულს შენს ლამაზ თვალებს კოცნით წავუშლი სულ ყველა დარდებს“. ********************************* -გინდა რომ წავიდე? თუ მეტყვი რომ წავიდე წავალ, გავუჩინარდები არასდროს შეგაწუხებ ჩემი არსებობით, ვეღარასოდეს მნახავ, იცი რომ ეს გამომივა -მემუქრები? -არა უბრალოდ გეუბები რომ შენს ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი, თუ მეტყვი რომ დავრჩე დავრჩები, მთელი ცხორება შენთან და ჩვენს შვილებთან დავრჩები. გინდა რომ წავიდე? -ჩემს სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი ? მაშინ წადი, გაუჩინარდი ისევ, გადაიკარგე, -ეს ნამდვილად ისაა რაც გსურს -კი ასე მსურს. უშენობას შევეჩვია ადრე მენატრებოდი, ახლა უკვე აღარ მენატრები, აღარც მახსენდები -კარგი წავალ მაგრამ მანამდე ერთ თხოვნას შემისრულებ თუნდაც უკანასკნელს -რა თხოვნა -მათ დავემშვიდობები-ამბობ და ჩემს წამოზრდილ მუცელს უყურებს -კარგი- ვეუბნები, ისიც მუხლებზე დგება და მუცელზე მკოცნის -დედიკოს გაუფრთხილდით კარგი, არ ვიცი ოდესმე მომეცემა თუ არა თქვენ ნახვის და ხელში აყვანის შესაძლებლობა მაგრამ იცოდეთ რომ იმ წამიდან შეგიყვარეთ როცა თქვენი არსებობის შესახებ გავიგე, ვიცი დედათქვენი გაბრაზებულია, ახლა ისეთ მდგომარეობაშია მისი ანერვიულება არ შეიძლება და ამიტომ თავს ვიკავებ გავაკეთო ის რაც ამდენი ხანია თავში მიტრიალებს, იცოდეთ მამიკო ყველაფერს გააკეთებს რომ თქვენს გვერდით იყოს, სამივე ძალიან მიყვარხართ -მეთე ორნი არიან -ვიცი-ამბობს და დგება -მესამე? -იცი მაშინ მთაში სანამ წავიდოდი რაღაცის თქმა მინდოდა და არ დამცალდა, სიკვდილს თვალებში ჩავხედე მეგონა ვკვდებოდი და იცი მხოლოდ ერთადერთ რამეს ვნანობდი, -რაზე საუბრობ რა სიკვდილი -იცი რას ვნანობდი, ვნანობდი რომ ვერ გითხარი თუ როგორ ძლიერად მიყვარდი, იცი შენს გამო მიღირდა მხოლოდ სიცოცხლე, ღმერთისთვის არასდროს არაფერი მითხოვია მაშინ კი საწოლს მიჯაჭვული ღმერთს სიცოცხლეს შევთხოვდი, ვთხოვდი რომ კიდევ ერთხელ მომცემოდა შენი ნახვის შესაძლებლობა მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდი. ახლაც ძალიან მიყვარხარ, იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ წავიდე, არა იმიტომ რომ დარჩენა არ მინდა, არამედ იმიტომ რომ შენ გინდა ჩემი წასვლა. არ ვაპირებდი შენთან მოსვლას საფრთხეში ვერ ჩაგაგდებდი, დაგინახე სასტუმროდან როგორ გამოდიოდი და უბრალოდ უკან გამოგყევი, მინდოდა კიდევ დიდხანს მეყურებინა შენთვის, მაგრამ იმ კაცის სიტყვებმა სისხლი ამიდუღა, იქ სასაფლაოზე თავიდან მოვკვდი, არ მეგონა სიტყვას კაცის მოკვლა თუ შეეძლო. ვერ გავძელი, თავში მიტრიალებდა ეს სიტყვები და მანადგურებდა, შენგან უნდა მომესმინა სიმართლე. ახლა სიმართლე ვიცი მაგრამ ახლა შენ მკლავ შენი სიტყვებით, მეუბნები რომ გავუჩინარდი მიგატოვე, რომ მელოდებოდი, იმაზე კი არ ფიქრობ რად დამიჯდა შენგან წასვლა და რა ძლიერ მინდოდა უკან დაბრუნება. გავშრი გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ვუყურებდი მის ტკივილით სავსე თვალებს და ყველა სიტყვისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა. მინდოდა მეთქვა რომ მეც ძალიან მიყვარდა მაგრამ ვერ შევძელი, ამდენი ემოციით დახულძლულმა გონი დავკარგე. გონს საავადმყოფოს პალატაში მოვედი. გურამიმ მამცნო რომ ძლიერი ემოციური ფონის გამო გული წამივიდა საშიში არაფერი იყო და ბავშვებიც კარგად იყვნენ. გურამის სიტყვები არ მესმოდა, ოთახს ვათვალიერებდი, თვალებით მეთეს ვეძებდი მაგრამ ამაოდ, ისევ წავიდა, ამჯერად ჩემს გამო წავიდა, არ მინდოდა გაშვება. მისი სიტყვების მერე არ. ************************ სავანეთიდან დავბრუნდით და ცხოვრება ისევ იგივე რუტინით გაგრძელდა. მეთე აღარ მინახავს მას შემდეგ აღარ გამოჩენილა ყველგან ვგრძნობდი მის სიახლოვეს. თითქოს ყველგან იყო, მხოლოდ ჩემთამ არ. -კესკააააა რატომ აგვიანებს თათა ვნერვიულობ -ნიკა კიდევ ერთხელ მომმართავ ეგრე და თათა ისე დაქვრივდება შენს ცოლობას ვერ მოასწრებს -ეს ორსული ქალი რას იმუქრები თუ არ გრცხვენია, გქონდეს მაინც რამის თავი ძლივს დაბაჯბაჯებ -ძვირფასო ნიკა ძილში ათასი უბედურება ხდება, გუშინ წავიკითხე სოც. ქსელში ქალს ქმრისთვის ძილში ყელი გამოუჭრია -ნინო შენი დაქალი მაშინებს, ეს სერიული მკვლელი მომაშორეთ -ღრმად გძინავს ხოლმე ღამით,? -ღამე ზოგად არ მძინავს საქმით ვარ დაკავებული-ამბობს და თვალს მიკრავს -თუ არ გრცხვენია გარყვნილო -რატომ უნდა მრცხვენოდეს -მგონი თათა მიხვდა საბოლოოდ ვინც იყავი და ქორწილის დღეს მიგატოვა -მე კიდევ დღემდე მიკვირს ცოლად რატომ მოგყვება, სილამაზე შენ არ გაქვს, არც ფული, სკოლაშიც სულ ორები გყავდა . დავიჯერო მართლა უყვარხარ -დაუნახავი და რომ გეყოლება, პლიუს დაბოღმილი შურს ჩემი, ილიას დღემდე არუთხოვია ცოლობა, დღეს თაიგული მაინც დაიჭირე დაო ეგება გეშველოს -ღირსი კი ხარ გაგილამაზო სახე მაგრამ ვიდეოში ცუდად გამოჩნდება და თავს შევიკავებ -შეგვიძლია გავაქროთ ეგ სილურჯეები-ამბობს გადამღები -მე მიკეთებ ძმაო მაგას -ამბობს ნიკა -მართლა ყვარებიხარ -ვეუბნები ნიკას და საპატარძლო კაბაში გამოწყობილ ჩვენსკენ მომავალი თათასკენ ვიხედები ნიკას და თათას ქორწილმა იდეალურად ჩაიარა, რაც მთავარია წყვილი ძალიან ბედნიერი იყო. პატარძლის თაიგული რომ ჩემს კალთაში აღმოჩნდა თვალები გამიფართოვდა, არადა დასაჭერადაც კი არ გავსულვარ ჩემთვის მშვიდად ვიჯექი. აწ უკვე რვა თვის ორსულს სიარული ისედაც არ შემეძლო -დაო განწირული ხარ არაფერი გეშველება-მესმის ნიკას რეპლიკა ნინოსკენ მიმართული და მეცინება ხო დრომ ელვის სისწრაფით ჩაგვიქროლა. ნინო ჩემთან გადმოცხოვრდა, უკვე მეცხრე თვეში ხარ და მარტო არ უნდა რჩებოდე სახლშიო, თან ახალ დაქორწინებულებს შევარგებ ერთად ყოფნასოო. ნიკას ქორწილიდან ერთი კვირის თავზე გაჩნდნენ დინა და ნოე. ხელში როგორც კი ავიყვანე რაღაც საოცარი და ამოუხსნელი ვიგრძენი, როგორ მინდოდა მეთე აქ ყოფილიყო, მასაც ენახა ხელში არყვანა და მათი სურნელი ეგრძნო. სად ხარ. ყველაფრისგან დაღლილს ერთადერთი დასვენება და ძილი მინდოდა. გონს რომ მოვედი და ბავშვები ვერ დავინახე მაშინვე მათ სანახავად წავედი, ნაცნობი სხეული რომ დავინახე კიდევერთხელ დავრწმუნდი რომ ის ყოველთვის ჩემს სიახლოვეს იყო და ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა, ზურგით იდგა მაგრამ შევნიშნე როგორ შეიმშრალა თვალებზე ცრემლები. სული ამტკივდა. გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა მისთვის, ვიცოდი თუ დამინახავდა წავიდოდა, პალატაში დავბრუნდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. წავიდა ისე რომ არც კი ვუნახივარ. ნეტა რას ველოდი, ჩემივე სიტყვებისთვის ვისჯები, მე ხომ განვუცხადე რომ მინდოდა წასულიყო. ************************* ისევ ახალი წელი ისევ ახალი იმედები, რაღაც ახალის მოლოდინი, ბარგს ვალაგებ და გული ისე მიცემს თითქოს საგულედან უნდა ამოხტეს. გეზს მაღალმთიანი აჭარისკენ ვიღებ. ბავშვებს ნინოს და ჩვენს ძიძას, ნათიას ვუტოვებ რომელიც ძალია კარგია და ამ მოკლე დროში შემაყვარა კიდეც თავი. ბარგი მანქანაში ჩავალაგე ყველას დავემშვიდობე და გზას გავუდექი. არ ვიცი იქ რა მელოდებოდა მაგრამ უნდა წავსულიყავი, ვიცოდი რომ ეს ერთადერთი გზა იყო მის სანახავად. სადგურში მივედი და „ მარშუტკაში“ ჩემი ადგილი დავიჭირე,მგზავრობამ საოცრად დამღალა და ამას ემატებოდა ხალხის უცნაური მზერაც რომელთაც არასდროს ვენახე და ეგონათ ალბათ გზა მეშლებოდა, საოცრად მაღალ ხმაზე საუბრობდნენ და პირველად ვინანე ყურსასმენები რომ არ წამოვიღე,რაღა მაინცდამაინც ახლა გახდა შესაკეთებელი ჩემი გოგო. არ ვიცი უკვე მერამდენედ ვუსმენდი კენჭიაშვილის რამდენი მალოდინეს. ალბათ ყველა ცოდვისთვის ვეწამებოდი არ სიმღერით. გამიხარდა მაღაზიასთან რომ გააჩერა, საჩუქრები და ტკბილეული ვიყიდე, ნათიასთან ალბათ მეასედ დავრეკე და ბავშვების მდგომარეობა მოვიკითხე -კესანე კარგად არიან მაგრამ მე გავხდები ცუდად ყოველ ხუთ წუთში თუ დარეკავ - ნინო ვღელავ არასდროს დამიტოვებია მარტო -მსოფლიოში საუკეთესო დეიდებთან გყავს დატოვებული -ვიცი -ნეტა რატო მიდიხარ ძია თედოსთან -დავპირდიტ რომ მომავალ წელს მასტან აღვნიშნავდიტ ახალ წელს -დაპირდით ? -უფრო სწორად დავპირდი -დადიანის ქალიშვილო თუ გგონია რომ მომატყუებ და ვერ ვხვდები რატომ მიდიხარ ცდები -წერეთელი კიარა კაკულია უნდა იყო გვარად -გინდა გიტხრა რატომ მიდიხარ -ნწ არა -მაინც გეტყვი იმედი გაქვს რომ მეთეს ნახავ -კარგი წავედი მივედი უკვე , ისევ დაგირეკავთ -აღარ გიპასუხებ შევწუხდით „მარშუტკა“ ძია თედოს სახლთამ გაჩერდა, პარკები ავირე და ჭიშკრისაკენ დავიძარი გამოჩნდა კიდეც ძია თედო რომელმაც პარკები გამომართვა და წინ გამიძღვა. სახლში შესული მეთეს ვერ მოვკარი თვალი და გული ჩამწყდა. -როგორ ხარ შვილო -კარგად ვარ დეიდა ნენე -მეგონა არ მოხვიდოდით -პირობას არასდროს ვივიწყებთ - კარგი გოგო ხარ შენ -მადლობა -ქმარი სადაა შვილო შენი-დასვა კიტხვა ძია თედომ რომელზეც პასუხი არ მქონდა - ჩვენ დავშორდით ძია თედო -სამწუხაროა არადა როგორი კარგები იყავით, გახსოვს ნამცხვრები რომ ამოგიტანე კოტეჯში, მეთემ მთხოვა ორ დღეში თუ არ დავბრუნდი ყურადღებაა მიაქციეო ნახე როგორ არისო, ნამცხვარი მხოლოდ თვალის ასახვევად იყო,- -კარგი კაცო ნუ შეაწუხე გოგო ამდენი კითხვით დაღლილი იქება დავასვენოთ-დეიდა ნენეს ოთახში შვყავარ-შვილო დაწექი და დაისვენე ყველაფერი რომ მორჩება გაგაღვიძებ -არა დეიდა ნენე დაგეხმარებით -ნუ მაწყენინებ იცოდე დაისვენე დასვენება მართლაც მინდოდა საწოლში დავწექი და გავითიშე არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, ხმაური ხმა აღწევდა ყურებამდე და ვხვდები რომ სახლი სტუმრებით გაივსო, თავს ვიწესრიგებ და ოთახიდან გავდივარ -დეიდა ნენე დაგეხმარებით რამეში-ვკითხულობდა ოთახს მზერას ვავლებ მეთეს ვერ ვხედავ, სახეზე მოწყენილობა მესახება -სამზარეულოდან საცივი გამოიტანე კარგი-ამბობს დეიდა ნენე, ვხედავ როგორ საყვედურობს თვალებიტ ძია თედო მაგრამ ვერ ვხვდები რატომ, -კარგი გამოვიტან-სამზარეულოს კარებს ვაღებ დაშევდივარ კიდეც. -მეთე-არმოხდა ჩემს ბაგეებს, ახლა გასაგებია ძაი თედოს საყვედურით სავსე თვალები, მეთე სამზარეულოს ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა -კესანე არვიცოდი აქ თუ იყავი-ამბობს და მიახლოვდება -არ მომიახლოვდე -თორემ იკივლებ-ამბობს ჩემს წინ მდგომი -თუნდაც -გგონია ეგ შემაჩერებს-ამბობს და ძლირად მიკრავს გლში-ახლა ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ -მე ნუ მომკლავ თუ შეიძლება გავიგუდე -სულ არ გადაგიარა ბრაზმა -მეც არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდი თორემ არ ამოვიდოდი -გამიხარდა შენი ნახვა -იგივეს ვერ ვიტყვი შენზე -შვილო კესანე რა იქნა საცივი ვერ იპოვე- მესმის დეიდა ნენეს სიცილნარევი ხმა -იპოვა დეიდა ნენე გამოიტანს მალე-პასუხობს მეთე ისე რომ ხელს არ მიშვებ -გამიშვი -მხოლოდ საცივის გამო, საცივმაც კი შეძლო ჩვენი დაშორება- მეუბნება და მშორდება, სიცივე ვიგრძენი, საცივი გარეთ გამაქვს და სტუმრებს ვუერთდები მეთეც მალევე იკავებს ჩემს გვერდით ადგილს სახეზე მზაკვრული ღიმილი დასთამაშებს, -მეთე შვილო, როგორ არ გრცხვენია- იწყებს ძია თედო -რას გულისხმობთ -ასეთ ანგელოზივით გოგოს როგორ დაშორდი -ეგრე თქვა-ამბობს და წარბებს მიწევს -კი -არ დავშორებივართ, უბრალო წამოსვლისას ვიჩხუბეთ და ისევ გაბრაზებულია, -მართლა შვილო -ეგ კი არა ორი ანგელოზივით შვილი გვყავს დინა და ნოე -გილოცავთ ბავშვებო, როგორ მიხარია, -ტყუილი რომ სპორტი იყოს პირველ ადგილს აიღებდი- ვეუბნები მეთეს ჩუმად -ჩენს გაბრაზებაზეც იგივეს ვიტყოდი -არ მაქვს მიზეზი? -არ გინდა რომ მაპატიო -არა -არც გინდა რომ მოისმინო რა მოხდა -არა -კესანე გიყვარვარ? -არა, რაა მოიცაა-ვამბობ და ხველა მიტყდება -პასუხი მივიღე- ამბობს და სადღეგრძელოში უერთება ვიღაც გიორგის, ჭიქას წევს მაგრამ არ სვამს რა ხდება ახალ წელს დარჩიძეების თბილ ოჯახში შევხვდით, იმდენად იდეალური იყო ყველაფერი რომ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, წლის ასეთი დასაწყისის მერე შეუძლებელია რამე ცუდზე იფიქრო. ვუყურებდი მეთეს და მის ჭინკებით სავსე მზერას, არ მასვენებდა არც ტვითონ ისვენებდა, საოცრად ბედნიერი ჩანდა. -მეთე შვილო გამომართვი-ამბობს ძია თედო და გასაღებს აწვდის -მადლობა ძია თედო არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს -რა მოსატანია საერთოდ -საყვარელო ჩვენი წასვლის დროა-მეუბნება მეთე და ხელს მკიდებს -რას ნიშნავს ჩვენი წასვლის დროა -ისედაც საკმარისად შევაწუხეთ ხალხი დროა დავემშვიდობოთ-ამბობს მეთე -შენთან ერთად არსადაც არ წამოვალ -ჩემთან ერთად მოგიწევს მთელი ცხოვრების გატარებე და წამოსვლაზე უარს მეუბნები -დიახაც -კარგი მაშინ - მეუბნება და მოულოდნელად ხელში მწევს -მეთე რასალეთებ დამსვიი -ნუ ფართხალებ თორემ ძირს დამივარდებიი -შენ მთლად გაუბერე ხო-ვყვირი მის მხარზე მოქცეული-რას აკეთებ -გიპაცებ საყვარელო ძია თედომ ნაბადი არ მაქვსო თორემ იქაც გაგახვევდი-ამბობს და იცინის -ძია თედო თქვენ მაინც უთხარით რამე -ცოლ-ქმის საქმეში ვერ ჩავერევი შვილო- ამბობ ძია თედო -არაა ეს ჩემი ქმარი -უკვე მერამდენედ უარმყოფ, გულს მტკენ-მეუბნება და მანქანაში მსვამს -თუ არ გრცხვენია რასაც აკეთებ იმის, -არ მრცხვენია, ადრეც მინდოდა ამი გაკეთება მაგრამ ორსულობის გამო თავი შევიკავე დღეს კი პირდაპირ სენიტ ჩამივარდი ხელებში -არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდი -ტყუილის თქმა საერთოდ არ გამოგდი-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან ვიცი საითაც მიდი, ეს გზა ჩემთვის ნაცნობია, მანქანას კოტეჯთან აჩერებს და კარებს მიღებს -გადმობრძანდით -არ მინდა -გინდა მე დაგეხმარო -არა მადლობა-მანქანიდან გადმოვდივარ გაბრაზებული და სახლში შევდივარ -როგორ მენატრებოდა აქაურობა, დღეს დამღლელი დრე იყო დავიძინოთ -გგონია შენ გვერდით დავწვები - მახსენდება ერთი საწოლის შესახებ -სხვა გზა არ გაქვს -არა მადლობა მირჩევნია აქ გავიყიო ვიდრე შენთან ერთდ დავიძინო - კარგი მაშინ გაიყინე- ამბობს და დასაძინებლად მიდის, ჩემმა გამძლეობამ ერთი საათიც კი ვერ გასტანა საშინლად გავიყინე და დანებება გადავწყვიტე ზევით ავედი და მის გვედით დავიჭირე საწოლში ადგილი. -სულ გაყინულხარ-მეუბნება მეთემ ხელებს მხვევს და მისკენ მიზიდავს -მეთე არ გინდა-ვამბობ მაგრამ მისი თბილი ხელების შეხება ისე მსიამოვნებს არ ვიცილებ ჩემს ხელებსაც ძლიერად ვუჭერ -უნდა მაპატიო-თავი ჩემს თმებში აქვს ჩარგული და მის სუნთქვას ვგრძნობ კისერში- მიყვარხარ კესანე, მინდა შენთან და იმ ორ ჩევენნაირთან ერთად დიდხანს ვიცხოვრო, მინდა ისევ ვნახო როგორ იღვიძებ დილით ბუტბუტით, მინდა ვნახო როგორ ამზადებ ბიოქიმირ საშიშროებებს რომელთა ჭამაც კი მინდა, მინდა ვნახო როგორ გაიზრდებია ჩვენი შვილები, როგორ შეგვეპარება თმაში ჭაღარა, მინდა მთელი ცხოვრება შენ გიყურო, ნუ წამართმევ არ ბედნიერებას -მე რა მინდა ამაზე არ ფიქრობ-ვეუბნები სევდანარევი ხმით ვგრძნობ როგორ მიშვებს ხელს და ნელნელა როგორ მშორდბა ისევ სიცივეს ვგრძნობ, არ მომწონს ეს სიცივე, ვტრიალდები და ახლა მე ვეწებები მთელი ძალით, ახლა მე ვრგავ ხახეს მის კისერში -კესანე -მიყვარხარ მეთე იმდენად მიყვარხარ რომ შენი დავიწყება ვერ შევძელი, არც მიცდია, მეც მინდა რომ მთელი ცხოვრება შენ ერთს გიყურო, მინდა რომ ჩემს გვერდიტ იყო, მინდა ყოველდღე ვგრძნობდე შენი ხელების შეხებას, მინდა ყოველდღე მიმეორებდე რომ გიყვარვარ, მეც შენნაირად მინდა მაკკალისტერების მსგავსად დიდი ოჯახი მქონდეს, მხოლოდ შენთა. -მაპატიე -გაპატიე უკვე დიდი ხანია გაპატიე -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ ისევ ვგრძნობ მისი ხელების შეხებას მის სუნთქვას და ვხვდები რომ ეს იყო ყველაფერი რაც მაკლდა ამდენი ხანი, მეთე ჩემს ყუჩებს ისაკუთრებს, მკოცნის ნაზად და მეც ვყვები კოცნაში -ყველაფერს მომიყვები?-დავუსვი კითხვა -ყველაფერს მოგიყვები-იყო პასუხი ********************** ამ იანვრის სუსხიან და წვიმიან ამინდში იმედი მაქვს ჩემი ისტორი გაგათბობთ <3 <3 ვიმედოვნებ ახალი თავი მოგეწონებათ, მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს პ.ს. სიყვარულით ევაკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.