შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები ( თავი 5)


4-01-2024, 15:59
ავტორი თუკა
ნანახია 3 254

ნირწამხდარი იჯდა ქეთო დივანზე ფეხებაკეცილი და ჩართულ ტელევიზორს გაშტერებული უყურებდა. როგორ უნდოდა დედასთან დარეკვა და მასთან საუბარი ,მაგრამ იცოდა აზრი არ ჰქონდა. ნაწყენი იყო და არ მოუსმენდა. ისედაც დიდად არ უნდოდა შვილის გათხოვება და ალბათ ამ ამბავმა ისე იმოქმედა ხმას კარგა ხანს არ გასცემდა. ხატობის დღეს იმდენჯერ ჰკითხა ნამდვილად უნდოდა თუ არა გიგასთან ოჯახის შექმნა, ბოლო ნაწყენმა განარიდა თავი.
- კარგად ხარ?- გიგას ხმაზე შეკრთა და ინსტიქტურად მიიფარა ხელები მუცელზე.
- შემაშინე..
- უკვე სამჯერ დაგიძახე და ვერ გაიგე. ეგ კი არა რომ მოვედი ეგეც ვერ გაიგე.
- დედაჩემზე ვფიქრობდი, ახლა როდის შემირიგდება.
- შეგირიგდება, ხომ იცი დიდ ხანს ვერ გაძლებს უშენოდ - თბილად შემოხვია ცოლს მხარზე ხელი და საფეთქელთან აკოცა. - მე იმაზე ვდარდობ პაპა რომ გაიგებს ამას რა იქნება.
- ახლა ამაზე უნდა ვინერვიულო - სწრაფად წამოხტა ფეხზე ქეთო და დამფრთხალი გაჩერდა.
- ნელა გოგო , რას დახტიხარ ვერ გავიგე. ორი წლის ხარ?
- ავნერვიულდი გიგა.
- დამშვიდდი-თქო. ასჯერ გითხარი. მე მოვაგვარებ ყველაფერს. სულ არაა საჭირო პაპამ იცოდეს რა მოხდა მანამდე. როგორც ვიცი ბავშვები ნაადრევადაც იბადებიან.
- ანუ მოატყუებ?
- არ მოვატყუებ, უბრალოდ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ
- იქნებ მასე ჯობდეს მართლა- ღიმილით უთხრა ქმარს და დივნიდან წამოაყენა.- წამოდი რა გაგიმზადე. ხომ გშია?
სიყვარულით უყურებდა ქეთო საყვარელ ქმარს და გულში არსებული ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ეშინოდა რომ ერთ დღეს მაინც მიატოვებდა გიგა. მიუხედვაად შვილისა მისგან წავიდოდა. უბრალოდ ვერ გაუძლებდა უსიყვარულოდ ყოფნას. ბოლომდე არ შერჩებოდა მოთმინება. ქეთო კი ამას ვერ გადაიტანდა. რამდენი წელიწადი უცდიდა ამ დღეს. თხუთმეტი წლის იყო პირველად რომ სიმართლე უთხრეს და გიგა დაანახეს. პირველად მაშინ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხებში ძალა და როგორ აუდუღდა მუცელში რაღაც. მაშინ მიიჭირა ხელი გულზე პირველად და მდინარისკენ გიჟივით გაიქცა. მას მერე ყოველ ღამეს მასზე ოცნებაში იძინებდა და ყოველ დილით იმ იმედით დგებოდა ფეხზე რომ დარეკავდა პაპა და იტყოდა რომ დრო იყო. ათი წელიწადი შეალია ლოდინს. ბოლოს იმედიც კი გადაეწურა , მაგრამ მაინც გაისმა საბედისწერო ზარი. მთაში ასვლას ითხოვდა ბერდია. დროაო შვილს მოახსენა და დიაურებიც მაშინვე მთისკენ დაიძვრნენ. მაგრამ რა იცოდა რომ გიგა მზად არ იყო, რას იფიქრებდა რომ ბიჭმა არც კი იცოდა მისი არსებობის შესახებ.
ცრემლებით აევსო თვალები და ყელში ნერვიულად გაეჩხირა სევდა.
- რა გჭირს? - შეშინებულმა დააბრუნა ჩანგალი გიგამ და ფრთხილად შეახო ხელი ცოლსს.
- უბრალოდ ვფიქრობდი.
- რაზე?- ნერვიულად ამოიოხრა და შუბლი მოისრისა. -თუმცა ვიცი რაზეც, იმაზე რომ არ მიყვარდი და ასე უცებ როგორ მოგიყვანე, თუ იმაზე რომ შენგან გაქცევა მინდა?
- ყველაფერზე..
- ქეთო დავიღალე !- ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. ხუთიოდე წუთის მერე დაბრუნდა , სკამი ქეთოს წის მიაცურა და კიდეზე ჩამოჯდა. მიდი პატარა ხელები მუხლებზე დაიწყო და თავისი ზემოდან მოათავსა. - მართლა ძალიან დავიღალე, უსინდისო ვიყო. ჯერ ამდენმა თავს დატეხილმა ამბავმა დამცა და ახლა ყოველ საღამოს შენი ეს ფიქრები მიღებს ბოლოს. ვიცი რომ ბევრს ფიქრობ მაგრამ ჩემზეც იფიქრე კარგი? - ცოტა შემიბრალე. ვიცი ათას რამეს დარდობ მაგრამ როგორ დაგაჯერო აღარ ვიცი. შენთან ბედნიერი ვარ, კარგად ვარ, სახლში მოსვლა მიხარია და არა სახლიდან გაქცევა. მეტი რა გინდა რომ გავაკეთო?
- არ გიყვარვარ, ყველაფერს მეუბნები გარდა იმისა რომ გიყვარვარ.
- შენთვის სიყვარული რა არის? მარტო სიტყვის თქმაა მთავარი? გირჩევნია გითხრა რომ მიყვარხარ და შენგან გავრბოდე?- აბა შენ როგორ ფიქრობ რა არის ჩემი შენდამი დამოკიდებულება. გგონია შემეცოდე და ამიტომ ვთქვი თანხმობა?
- ხო რა არა? მე კი არა ხევისბერი შეგეცოდა.
- სერიოზულად ამბობ ახლა ამას? მოდი შენს ჰორმონებს დავაბრალებ ამ ყველაფერს კარგი? უბრალოდ ზედმეტი მოგდის, თუ ყოველ საღამოს ამაზე აპირებ ლაპარაკს შენ თვითონ მაიძულებ სახლში არ მოვიდე. შენთან ბედნიერი ვარ ადამიანო , მიყვარხარ თუ ეს ასე გჭირდება გეტყვი რომ მართლა მიყვარხარ და ასე მგონია რომ სულ მიყვარდი, იმდენად კარგი ხარ.
- მართლა?- სლუკუნით კითხა და აქამდე შეჩერებული ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა.
- მართლა - სიცილით უთხრა და მკერდზე მიიკრა ცოლი.
**
- აუ რა კარგია შენთან ყოფნა დას მხარზე დაადო თავი ქეთომ და გაიტრუნა..
- იცი მზეო ჩამოვიდა?
- ჰა?- უცებ წამოსწია თავი და დას ახედა. - მერე სადააა?
- სად იქნება ქეთევან სახლშია, დამირეკა და მითხრა საღამოს მინდიასთან გავალ და მოდითო. ბოლოს და ბოლოს დეიდაშვილთან ურჩევნია დარჩენა..
- მესმის. უბრალოდ არ დაურეკავს ჩემთვის და გამიკვირდა. გიგამაც არაფერი იცის, როგორც მივხვდი თორემ მეტყოდა..
- ალბათ დაო. რა მნიშვნელობა აქვს . წავალთ და ვნახავთ , დროს გავიყვანთ და გავერთობით .
შვიდი ხდებოდა მეგობრებმა თავი რომ მოიყარეს, ყველა ერთად იყო. არ ჩანდა მხოლოდ თაია. მაქსიმალურად ცდილობდა მინდია ნერვიულობის დამალვას. ოთახიდან მალი-მალ გადიოდა რომ გიგასთვის თავი აერიდებინა მაგრამ იცოდა მაინც ვერაფერს გამოაპარებდა...რვისკენ გაბმული ზარის გაგონებაზე გულზე მოეშვა მინდიას მაგრამ თაიას სანაცვლოდ ოთახში შემოსულ ხარჯის და თათას დანახვაზე ნირი წაუხდა. უმალ იგრძნო ჯარჯიმ ძმაკაცის დაძაბულობა და ეჭვით სავსე მზერა მიაპრყო. ოდნავ შესამჩნევად გაიქნია თავი და ოხვრით გაათავისუფლა ფილტვები ჰაერისაგან. ხვდებოდა გიგა რომ მის ძმას რაღაც დარდი ეწვა გულზე, მაგრამ არ უნდოდა საუბარი. არ უნდოდა თავად დაეწყო და მისი დარდი კიდევ უფრო გაეღრმავებინა.
- სად იყავი?- კარებში შემოსულ დას სრული სერიოზულობით ჰკითხა და თავისზე მიყუდებული ქეთო განზე გასწია.
- ლექციებზე.
- ლექციებზე? საინტერესო იყო?
- რა?
- ლექციები თაია. საინტერესო იყო?
- ისე რა. მაგრამ რატომ მეკითხები გიგა- დაბნეულობა გაერია ხმაში და მინდიას გახედა.
- ტელეფონი სად გაქვს? - ფეხზე წამოდგა და დას წინ აესვეტა.
- ჯიბეში. რა ხდება არ იტყვი????
- მომეცი ტელეფონი და ვიტყვი რაც ხდება.
- ინებე - ხელში ჩაუდო და ოთახიდან გავიდა. გაავებული მიჰყვა უკან გიგა , ნერვიულობას ატანილი საძინებელში შეაგდო და კარები მიხურა.
- რამდენჯერ დაგირეკე და რამდენჯერ მოგწერე ხედავ? შენს ქმარს ცალკე ურეკია, დედას ცალკე. რატომ აქვს ამ დედა აფეთქებულ ტელეფონს ხმა გათიშული გოგო?- შეეცადა ხმა დაერეგულირებინა და დას მაგრად მოუჭირა მკლავში ხელი.
- ლექციებზე ვიყავი ადამიანო, არ მესმოდა, და ხმას სულ ვთიშავ.
- მოიცაა, მოიცა, შენს ლექციებს შესვენებები არ აქვს? ან როდიდანაა ამ ლექციებზე ასე გიჟდები და ასე ერთვები სწავლაში რომ ტელეფონს ხელს არ კიდებ?
- გიგა რა გინდა ??
- პასუხი, რომელიც დამაჯერებს რომ ტელეფონს გამიზნულად არ პასუხობდი.
- კარგი გეტყვი . მე და მინდიამ ვიკამათეთ. ხოდა მინდოდა ენერვიულა, ახლა დაისვენე?
- საოცრება ხარ დაო !- ტაში შემოჰკრა და დას თვალებში ჩააშტერდა.- ძალიან კარგად ვიცი როდის მატყუებ და ისიც ძალიან კარგად ვიცი როდის არის ჩემი ძმაკაცი ცუდად. ჯერ ერთი თვე არცაა რაც ოჯახი შექმენი და უკვე აქამდე დახვედით? იკამათეთ და შენ სამაგიეროს ასე უხდი.
- იქნებ ჯობდეს შენ, შენს ოჯახს მიხედო ახლა.
- აააა, შენ ჩემი ოჯახი აღარ ხარ? - ხმა გაუტყდა გიგას და დას მოსცილდა. - ვააა. დღეს რა კარგი ამბები გავიგე. გავითვალისწინებ და დავიმახსოვრებ. მაგრამ იცოდე კისერს წაიმტვრევ და ძალიან ინანებ მერე.
- არაფერს არ წავიმტვრებ გიგა. ყველაფერს რატო ართულებ. მოდი რა მე და მინდია მივხედავთ ჩვენს პრობლემებს და არაა საჭირო მაშინვე ჩაერიო. ჩვენ ხომ არ ვერევით შენი და ქეთოს ურთიერთობაში?!- ხმა გაიმკაცრა და კარისკენ დაიძრა.
- როგორც გინდა- ხმა გაბზარულმა უთხრა დას და ოთახიდან გასვლა დაასწრო.
სახეზე ფერი არ ედო. ნერვიულობას ერთიანად აეტანა თაია. ნირწამხდარი იჯდა საწოლის კიდეზე და საკუთარ თავს ვერ ცნობდა. არ უნდოდა, თუ უნდოდა ეს ყველაფერი თვითონაც არ იცოდა. უყვარდა მინდია თუ უბრალოდ მიუწვდომლობის ეფექტი აგიჟებდა ვერც ამას ვერ ხვდებოდა.. სახეზე ჩამოგორებული ცრემლები მოიშორა და მისაღებისკენ დაიძრა.
ყველანი სიცილით განიხილავდნენ რაღაცას თაიას დანახვაზე ნელა წამოდგა მინდია და ცოლს ხელი შემოხვია.
- ხვალ მთაში ავდივართ , პაპამ დარეკა .
- მშვიდობააა? - აღელვებულმა იკითხა და თვალებით დაუწყო ძებნა ძმას რომელიც ზედ არ უყურებდა..
- რა თქმა უნდა მშვიდობაა. მგონი წესები დაგავიწყა, ქორწილს ვიხდით.
- რა? ნერვიულად იკითა და მინდიას ხელი გააშვებინა. - რამდენ ქორწილს ვიხდით ვერ გავიგე.
- რატომ ნერვიულობ მე ის უფრო ვერ გავიგე, გაოცება გამოეხატა მზეომ და დივნიდან წამოდგა. - შენ რა მთაში არ გაიზარდე? არ იცი მთის წესები? არ იცი რომ ქორწილი მთაშიც უნდა შედგეს? - რაზე ანერვიულდი?
- უბრალოდ ვიკითხე ხალხო რა პრობლემაა.
- ძალიან დიდი - გადაჭრით უთხრა მეგობარმა და გაუღიმა.- სამწუხაროა თუ ვერც კი ხვდები შენს უადგილო კითხვებს თაია.
- რამე საწყენი ვთქვი და ვერ ვხვდები?- ვალში არ დარჩა და წითელი თმები უკან გადაიყარა.
- შენ რაღაცა შეიცვალე . მაგრამ მე ეს არ მეხება. მე ის ვთქვი რაც დამაბარეს. ისედაც იციან თქვენმა მშობლებმა. თუ მუცოში ქორწინება და მოლოცვა არ გინდა პაპაშენს უთხარი მე ნუკი მებღვირები დაი - ჩემი საქმე არც არს - ჯიქურ მიახალა და ოთახიდან გავიდა.
ერთხანს ყველანი ჩუმად ისხდნენ, ბოლოს მყუდროება ისევ ქეთომ დაარღვია და გიგას გახედა.
- ამხელა გზაზე როგორ წამოვიდე ?
- როგორმე ავალთ. სალოცავებს მოვილოცავთ. როდის ყოფილა ჩვენს სალოცავებს რამე უკუღმა გაეკეთებინოთ ქეთო. საშიში არაფერია. ცოტა ხანს დავრჩეთ ყველანი მთაში , მოგვიხდება.
- მართალი ხარ - თბილად გაუღიმა ქმარს და მხარზე მიადო თავი.
**
ვერტიკალურ ტერასებზე მუცო - არდოტის ხეობის თავზე მზე ახალი ამოწვერილი იყო. ფილა ქვით ნაშენები ციხე-კოშკები ამაყად იწონებდნენ თავს და გამოდარებულ ამინდს საკუთარი კედლების ანარეკლით ჭრიდნენ თვალს. ნამდვილი შემოდგომა იდგა, მალულად შეპარვოდა სიყვითლე ტყეებს.
შათეკაურების უბანში დილით ადრიანად დაეწყოთ ჟრიამული. წინა დღეს ხევისბერმა ყველა გააფრთხილა ქორწილი იქნება და არ შემარცხვინოთო. შუა ეზოში შემოედგათ ქვაბები და მთელი უბანი ელოდა ნეფე-პატარძალს. მიუხედავად გადასხვაფერებული ტრადიციებისა, ხევისბერი მაინც არ თმობდა თავის წესებს და ცდილობდა ისინი ყველასათვის ერთნაირი ყოფილიყო.
- რაის დგახარ მანდ ლელავ? - გაბრაზებულმა დაუძახა ცოლს და მისკენ წავიდა.
- არც რაის, ვიცდი.
- რაის იცდი მანდ. ამოვლენ ისედაც ბალღები. საქმე არ გაქვს.
- ისე ძალიან მინდოდა შენ ნახვა დილიდან მაგრამ ვეღარც გნახ- მშვიდად უთხრა ქმარს და მისკენ გაიწია
- რა ამბავია?- თვალებში შიში ჩაუდგა ხევისბერს და ლელას დააშტერდა..
- გოჩა ვნახ. მითხრა თაიას ამბავი. რას დამიმალე ხევისბერო? რად არ იცი თქმა.
- ძველია ეგ.
- მერე რა თუ ძველ. - რაის ხარ ჩაფიქრებულ ასე? მას მერე რაც გიგია დააქორწილე სულ ვზივარ და ვფიქრიბ. რად დამალე მათი დანიშვნის ამბავი.
- არ გინდა ლელავ. ძველ-თქო - არაა ქალის საქმე შენ იც, ასე ჩაყოფა ცხვირის.
- მაგრამ რაღაცას მალავ ბაღათერა. მალავ და იცოდე ვიღაცა იტყვის.
- თქოს.
- შენ უკეთ იცი ხევისბერ ხარ - ნიშნისმოგებით უთხრა ცოლმა და ეზოსკენ მიმავალ კიბეებს დაუყვა.
მზე სააჭიროზე მეტად აცხუნებდა. იშვიათად ნახავდი ასეთ სიცხეს შემოდგომით მთაში. ქვითკირით ნაშენები სახლის მეორე სართულის ფანჯრები ერთიანად დაეხსნა ლელას და სუფთა ჰაერს საშუალებას აძევდა ოთახებში ენავარდა..
ძველი უკვე მზის სხივებისაგან გახუნებული ფარდები ნიავის ყოველ დაბერვაზე პატარძლის თეთრი კაბასავით ცეკვავდა და გულმოღერებული ტრიალებდა.
ეზოში მოფუსფუსე ქალებს ჟრიამული ეტყობოდათ და საქმის კეთებას სიმღერას აყოლებდნენ თავს..
სადაც იყო მივიდოდნენ. მანქანების მცირედი კოლონა ფრთხილად ადიოდა მუცოს დაგრეხილ მთაზე და წიმა ღამით ნაწვიმარი გზა კიდევ უფრო აფერხებდა საბურავების მარტივად გადატარებას.
- კიდევაც , ვნახავ ხევსურეთს, კიდეც ვილოცებ გუდანს - ენთუზიაზმით სავსემ შემოსძახა გიგამ და მის გვერდმა მჯდარმა ჩაძინებულმა ქეთომ ერთიანად დააჭყიტა თვალები.
- გადაირიე? - ინსტიქტურად მიიდო ხელი მუცელზე და გიგას გახედა.
- მაპატიე, შეგეშინდა? გინდა გავაჩერო ?
- არაფერია, უბრალოდ ბავშვი შეაშინე .
- როგორ შევაშინე ბავშვი გოგო. ჯერ არც კი მოძრაობს - სიცილით უთხრა და მაგრად ჩაკიდა ხელზე ხელი.
- გიგა მაბრაზებ. და იცოდე ბავშვს ესმის და ეწყინება ასე რომ ლაპარაკობ.
- კარგი ჩუმად ვარ. - თქვენ უკან მშვიდობით ხართ? - ერთმანეთზე მიწოლილ ჯარჯის და თათას გახედა სარკეში და გაიცინა..
- დაგვეძინა ძმაო- სიცილით უთხრა და ჯერ კიდევ სიმწვანე შეპარებულ მთებს მოავლო თვალი.
- მე კიდევ მომშივდა- დარცხვენილმა თქვა თათამ და ჯარჯის გახედა.- იმედია რამეს მაჭმევ რომ მივალთ.
- გაჭმევ რომელია.. ყველაფერს გაჭმევ..
- კი როგორ არა. თუ პაპაჩემა ძველი ტრადიციები გააქტიურა ბევრს აჭმევ კი- სიცილით უთხრა და თათას თვალი ჩაუკრა..
- ეგ როგორ, საჭმელს არ ჭამთ ხევსურეთში?
- ვჭამთ რა თქმა უნდა. უბრალოდ ძველი ტრადიციების თანახმად დიდი ჭამა- სმა არ უყვარდათ მთაში. ამაზე ბევრ დროს და ენერგიას არ ხარჯავდნენ. მხოლოდ შაბათ დღეს აკეთებდნენ საჭმელს დანარჩენი დრო მუშაობაში ატარებდნენ და მათი ჭამაც ყველით და პურით შემოიფარგლებოდა.
- საოცრებაა. პირველად გავიგე. არადა მეგონა მთის ხალს უფრო უყვარდა ღრეობა და ქეიფი.
- ღრეობა?- წყენა ვერ დამალა ჯარჯიმ და თათას შეხედა.- არა ჩვენ კარგი პურის ჭამა გვიყვარს. ღრეობა ჩვენი საქმე არც არაა. - მარტოდენ ჭამა-სმაი ვიცით კარგი გგონია?
- არა რას აბობ არც მიფიქრია. უბრალოდ ვიკითხე..
- ისე, მე ის უფრო მენერვიულება ახლა თათას ამბავს რომ იკითხავენ -ამაზე იფიქრე ჯარჯი? - ინტერესით გახედა ძმაკაცს გიგამ სარკეში და საკუთარი გულის ძგერა იგრძო.
- არ მიფიქრია და არც ვფიქრობ. რაცაა ესაა. გავაცნობ ჩემებს და ეგაა.
- ძალიან კარგია რომ ასე ფიქრობ. ხო იცი ძმაო, თუ რამე მე შენთან ვარ.
- ვიცი ძმაო, ოღონდ ახლა თქვენი ქორწილია და არა ჩემი . მოდი ეს საქმეც ჩავამთავროთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება
- იქნება აბა რა. - ენთოზიზამით სავსემ თქვა და ქეთოს გახედა.
კავკასიონის მთაგრეხილის ორთავ კართაზე გადაჭიმული ხევსურეთი პატარძალივით იწონებდა თავს. ასსა და არგუნი თქეშით ეშვებოდა თავქვე და უკვე შემოდგომა შეპარებულ ტყეებში ღრიალით მიედინებოდა. ჭაუხებსა და ცროლის მთის მუდმივად შეყინული თოვლი უფრო მეტად ალამაზებდა მთათა სისტემას და ოცნებაშიც კი მოუწვდომელს ხდიდა.
მიუხედავად იმ პატარა ადგილისა რასაც ხვსურეთი ჰქვია და იკავებს. აქაურები მას სამოთხეს ეძახდნენ. მიუხედავად მათი განსხვავებული ბუნებისა , მათი კლდოვან- ტონოვანი კლდეებისა. ხევსურეთის არსებობა კიდევ ერთხელ აფიქრებდა გიგას რომ ღმერთმა თავისი დალოცვილი კალთა სოწრედ აქ ჩამობერტყა.
- მოვედით , გვეშველა - სიხარულით დაიძახა ჯარჯიმ და თათას მანქანიდან გადასვლაშ დაეხმარა. ფრთხილად გადაიტანა ჩანთა და გიგას მხრიდან შეოუარა მანქანას.
- ჯარჯი ხო იცი ..
- ვიცი ძმაო. ნახევარ საათში თქვენთნ ვართ. გამოვიცვლით და ეგააა. შარვლით ხომ ვერ წამოვა თათა ეკლესიაში.
- მიდი და დროულად. - უკვე დაძრული მანქანიდან დაუძახა და ქეთოს გახედა.- რა გჭირს შენ?
- არაფერი არ მჭირს რა უნდა მჭირდეს.
- არ ვიცი, რომ ვიცოდე არ გკითხავდი.
- რომ გითხრა შენს დაზე ვფიქრობ-თქო დამიჯერებ?
- რატომაც არა. მაგრამ რატომ ფიქრობ ჩემს დაზე და არა ჩემზე. - ეჭვის თვალით შეხედა ცოლს და მანქანა გააჩერა.
- იმიტომ რომ შენს დას რაღაც სჭირს . შენს დასაც და მინდიასაც გიგა.
- ხო მითხრა ვიკამათეთო.
- გასაგებია - ჩუმად ჩაილაპარაკა და კარებში მდგარი ხევისბერისკენ გააპარა მზერა ქეთომ.
ათი ხდებოდა ყველანი რომ დაიშალნენ. ხევსურ ხალხს დიდად არ უყვარდა ზომაზე მეტად სმა-ჭამა. ოთახში მხოლოდ ოჯახის წევრები ისხდნენ და გულიანად იცინოდნენ გიგას ბავშობის გახსენებაზე.
კარგა ხანს იჯდა თაია. ბოლოს ნერვებმა ვერ გაუძლო. ქურთუკი აიღო და ეზოში გავიდა.. ალმაცერად გააპარა მზერა შვილისკენ ნინომ და ორიოდე წუთის შემდეგ ისიც უკან გაყვა..
უკვე საკმაოდ ციოდა. ნისლი მოსდებოდა მთელს სოფელს. მთის მწვერვალებს თეთრი ატლასივით შემოჰხვეოდა და დაღმა ხევხუვებში სქლად გაწოლილიყო დარჩენილი მასა.
- რამე პრობლემაა? თაია დედიკო შემომხედე- ნელა შეახო შვილს ხელი მხარზე და თავისკენ დაატრიალა.
- არა დედა. არანაირი.
- ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს. რამეს მიმალავ? მინდიასთან გაქვს პრობლემა?
- არანაირი პრობლემა არ მაქვს დედა. უბრალოდ დავიღალე და სულ ესაა.
- აქამდე გზა არ გღლიდა.
- ახლა რომ დამღალა რამე პრობლემაა? თუ აუცილებლად პრობლემას ეძებ ჩემს ცხოვრებაში?- განაწყენებულმა უთხრა და ზურგი აქცია.
- შემომხედე ! შემომხედე-თქო!- გაბრაზებულმა უთხრა შვილს და მხრებში ჩაავლო ხელები. სწრაფად დაატრიალა თავისკენ და ამღვრეულ თვალებში ჩახედა.- პრობლემა გაქვს და ვერ გამომაპარებ. კარგი თუ თქმა არ გინდა შეგიძლია არ მითხრა. უბრალოდ ვიცი როდის აწუხებს ჩემს შვილებს რაღაც. - არ მეგონა ასე მალე თუ დადგებოდი პრობლემების წინაშე. მეგონა შენ და მინდიას დაუვიწყარი სიყვარული გქონდათ, გიგა ისეთ ამბავში იყო.
- ხო გიგა ძალიან დიდ ამბავში იყო. მაგრამ გიგა მინდიას გამო იბრძოდა.
- რას ამბობ თაია, არ გრცხვენია? ამას როგორ ამბობ. შენი გულისთვის ამოვიდა, რომ არა გიგა ახლა გოჩას ცოლი იქნებოდი , და მისი ლოთობის ყურებაში გაილეოდა შენი წლები.- იცი რა არის შვილო?- მკერდზე მიიკრა და გვერდით დაისვა. - ოჯახი რთული საქმეა. მითუმეტეს დასაწყისში. ვიცი არ მოგწონს რომ ქმარი გყავს. რომ გიწევს ვიღაცაზეც იყო დამოკიდებული მაგრამ მინდია საოცარი ადამიანია. საოცრად კარგი ბიჭია. არ მინდოდა შენი გათხოვება ასე მალე. მაგრამ მშვიდად ვარ , მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი არასოდეს მოგადენს თვალზე ცრემლს და მუდამ ეცდება შენს გაბედნიერებას.
- ვიცი დედა. საოცრად კარგი ადამიანია და ყველაზე მეტად იმის მეშინია გული არ ვატკინო.
- რატომ უნდა ატკინო შვილო? რატომ ფიქრობ ასე? იქ სადაც სიყვარულია გულის ტკენაც არაფერია. რა გგონია ახლა მამაშენს არ უტკენია ჩემთვის გული? - მაგრამ ისევ ისე მიყვარს როგორც ადრე, ან იქნებ უფრო მეტადაც კი. ახლა მისი სათითაო ჭაღარაც კი მიყვარც შვილო. გავა დრო და თავად მიხვდები რა არის ბედნიერება.
- ხო დედა, ასეა- დანანებით ჩაილაპარაკა და ლოყაზე მალულად ჩამოგორებული ცრემლები დამალა.
**
მხრებზე თბილი შალი ჰქონდა შემოხვეული და როგორც ბავშობაში ახლაც საყვარელ საქანელაში იჯდა. სახეზე ფერი არ ედო. დარდი და მწუხარება დამჩნეოდა მის ლურჯ თვალებს. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსდიოდა ლოყებზე და მიწაზე უსასრულოდ იფანტებოდა.
როგორ ნანობდა საკუთარ ნაბიჯს, როგორ ნანობდა რომ ასე მოიქცა. რამდენი ადამიანის იმედს გადაუარა ფეხით, პირველ რიგში კი საკუთარი ძმის იმედს. ძმის რომელიც გვერდში დაუდგა, რომელმაც ხევისბერის წინაშე გაილაშქრა და საკუთარი დის სიყვარული დაიცვა. ახლა როგორ უნდა ეთქვა რაც გააკეთა . ამ ცოდვას როგორ ჩამოირეცხავდა სხეულიდან და სულიდან. მზერას როგორ გაუსწორებდა ქმარს რომელიც ქორწილის მერე ერთი დღე არ ყოფილა ბედნიერი. როგორ აღიარებდა რომ ყველაზე წმინდა რაც ამდენი წელი გულით დაჰქონდა მინდიას იქ ჩააფურთხა. ის დააბინძურა. ის გადათელა ბინძური ხელებით.
გულში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო და სწრაფად წამოხტა ფეხზე.
სირბილით წავიდა ეზოს ჭიშკრისკენ და მდელოსკენ მიმავალ გზას დაუყვა. ქარი კი ურცხვად უწეწავდა მზის სხივებზე უფრო მეტად აალებულ თმას . ბოლოს დაღლილი დაეშვა მიწაზე და აცახცახებული ხელები შემოხვია საკუთარ სხეულს. მაგრამ ამაოდ. ტკივილისა და შფოთვისაგან სათითაო კუნთი უკრთოდა. სათითაო ამოსუნთქვა სტკიოდა.
რამოდენიმე ხანს გაშტერებული უყურებდა თეთრად შეღებილ მწვერვალებს და იხსენებდა როგორ ესაუბრებოდა მათ მინდიას სიყვარულზე. დიახ იმ სიყვარულზე მას რომ არარეალური ეგონა და რეალურად უქციეს. მას რომ მასზე მხოლოდ ოცნება უყვარდა და გვერდით დაუყენეს.
როგორ ნანობდა სათითაო ნაბიჯს. მაგრამ გვიანი იყო.. ძალიან გვიანი დიდი შეცდომების გამოსასწორებლად.
- აქ რას აკეთებ?? ტიროდი??? - ქმრის ხმაზე შეშინებული შეხტა და ფეხზე წამოდგა. მაშინვე გაცლა დააპირა რომ მაგრამ მოუჭირა ხელი მკლავში და უკან დააბრუნა.
- გამიშვი წავალ.
- თაია რა ხდება? ძალიან,ძალიან დავიღალე გეფიცები შენს თავს. მთელი თვეა გამირბი და უკან დაგდევ. რა გაწუხებს მითხარი ჩემო სიყვარულო და გპირდები დაგეხმარები.
-შეუძლებელია - ძლივს ამოღერღა და მიწაზე დაეშვა.
- რა არის შეუძლებელი? და რატომ ჯდები ამ ცივზე ამიხსენი.
-მე ვერავინ დამეხმარება და მითუმეტეს შენ.
- რა ხდება ამიხსენი- ორივე მხარში სტაცა ხელი და ფეხზე წამოაყენა. -შენმა თამაშმა დამღალა. მოთმინება აღარ მყოფნის გოგო. რა გინდა ამიხსენი. გამაგებინე. ან მე რატომ მტანჯავ, ან შენს თავს რას ერჩი,. ამიხსენი რას ვერ ვაკეთებ ისე რომ ბედნიერი იყო. რა გინდა ჩემგან?- გამწარებულმა უყვირა ორივე ხელი შეუშვა ცოლს და თავზე წაიჭირა.- გავგიჟდები ..
- განქორწინება მინდა- მოულოდნელად ნათქვამმა ფრაზამ მთებში ელვასავით გაიჭექა და ბანად მოედო მუცოს.
- გამიმეორე რა მითხარი! - გამიმეორე მალე- მთელ ხმაზე იღრიალა და გაყინულ თვალებში ჩააშტერდა ცოლს.
-განქორწინება მინდა! და რაც შეიძლება მალე! - ახლა გაიგე?
- რატომ? მიზეზი მითხარი. მინდა ვიცოდე რატომ უნდა განქორწინება ქალს რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა. მინდა ვიცოდე სად დავუშვი შეცდომა.
- შენ შეცდომა არსად არ დაგიშვია. მე დავაშავე.
- მაინც??
- ასე მალე არ უნდა დავქორწილებულიყავით მინდია.
- ასე მალეა რამოდენიმე წელი? - შენ ეხლა თვალებში მე მაყრი ნაცარს თუ შენს თავს აჯერებ რომ მიზეზი ეგაა. - გასაგებია ყველაფერი ნათელია. - გოგოს ზურგი აქცია და მიგდებულ ქვაზე ჩამოჯდა. - ვიცი მიზეზი არ მითხრა.
- რა?? - გაოცება ვერ დამალა თაიამ და მის წინ დაიხარა.
- იმ ახვარის გამო მშორდები არა?? ის შენი ლექტორია შენი ახალი სიყვარული? თუ ძველია და მე მეთამაშებოდი!!.- ოდესმე მაინც გიყვარდი?? მაგრამ შენ რა იცი რა არის სიყვარული გოგო. შენს გამო რომ გეთხოვა მთებს გადავდგამდი, ხევისბერსაც კი დავუპირისპირდებოდი და შენ რა გამიკეთე. - ხმა ჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და ლოყაზე ჩამოსრიალებულ მოღალატე ცრემლს საშუალება არ მისცა გულამდე ჩასულიყო. - რატომ თაია, რატომ? რა დაგიშავე ასეთი. ალბათ ჩემი სიყვარული ძალიან დიდი და აუტანელი იყო შენთვის. - ზანტად წამოდგა ფეხზე და თაიას ხელები თავის ხელებში მოიქცია. - მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე და გპირდები მეტს არაფერს გკითხავ. უკანასკნელად მითხარი ნამდვილად გინდა დაშორება? ნამდვილად გინდა რომ ჩემი ცოლი არ გერქვას? ნამდვილად არ გინდა ჩემი სიყვარული??
- მინდია ..
- უბრალოდ მითხარი კი ან არა თაია. უბრალოდ მიპასუხე. - მაგრამ შენი დუმილი ისედაც ყველაფერს ამბობს. გასაგებია- იმედწართმეულმა უთხრა და მისი ლამაზი სახე ხელებს შორის მოიქცია. ნელა შეახო აცახცახებული ტუჩები შუბლზე და ტკივილით სავსე კოცნა დაუტოვა ცოლს. - ნელა შეაქცია ზურგი და მდინარისკენ დაუყვა თავქვე.
- გიღალატე- მოულოდნელად ნათქვამმა სიტყვებმა ერთ ადგილს მიაყინა კაცი. იგრძნო როგორ შეწყვიტა მისმა სხეულმა არსებობა. - გიღალატე და ამას ვერ ვუძლებ გესმის? შენს გვერდით ვერ ვიქნები მიუხედავად იმისა რომ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ახლა სხვა ქალი ვარ. ის თაია არ ვარ შენ რომ კოცნის გეშინოდა. მაგრამ სულ მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ მინდია. რომ შემეძლოს ყველაფერი გამოვასწორო, გეფიცები სხვანაირად მოვიქცეოდი. - სლუკუნით უყვიროდა ქმარს და საკუთარი ემოციების დამშვიდებას ვერ ახერხებდა.
- რომ შემეძლოს ყველაფრის უკან დაბრუნება არასოდეს შეგიყვარებდი.- ზიზღით სავსე მზერა ესროლა ქალს და ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა. - შენ არავინ გიყვარს, საყვარელ ადამიანებს არ ღალატობენ. სხვისკენ არ იხედებიან .- შენს ძმას შეხედე, ის ქალი ყავს გვერდით რომელიც ქორწილამდე ორჯერ ნახა, მაგრამ იცი რა მოხდა? შეუყვარდა. შენ კიდევ მეცოდები,მართლა მეცოდები თაია. არ ვიცი რამ გადაგასხვაფერა ასე. მე რომ თაია მიყვარდა ის სულ სხვა იყო. მისი თმები შემოდგომის ფოთლებზე კიდევ უფრო მოწითალო და ცასავით ლურჯი წმინდა თვალებით დაიარებოდა აი ამ ბილიკებზე. ეხლა კი გიყურებენ და სხვა ხარ. სხვა ქალი რომელიც მთელი გულით მძულს- გულიდან წამოსულ ტკივილს გასაქანი მისცა და სირბილით დაეშვა თავქვე.
გახევებული იდგა კარგა ხანს ერთ ადგილას. ბოლოს ფეხებში ძალა გამოეცალა და გაყინულ მიწაზე დაეშვა მოწყვეტით. ახლა რა იქნებოდა? ახლა რა მოხდებოდა. მაგრამ არაფრის ეშინოდა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა მინდია სახლში საღ-სალამათი დაბრუნებულიყო. მხოლოდ ეს ადარდებდა ახლა.
ნამსხვრევებად დაფანტული სხეული აკრიფა და სახლისკენ მიმავალ ბილიკს ნელა აუყვა.
რამოდენიმე საათის განმავლობაში იჯდა ოთახში და თავსხმა წვიმას გაშტერებული უყურებდა. ყურებზე ხელები ჰქონდა აფარებული და საკუთარი ტირილის ხმას გულამდე არ უშვებდა.
საათი უკვე ათს უჩვენებდა.
მინდია კი არსად ჩანდა..
ბოლოს ძალა მოიკრიბა. დასიებული სახე შეინიღბა და კიბეებზე დაეშა. გამეფებულმა სიმშვიდემ ერთიანად შემატა ძალა და ეზოში გავიდა.
- გეგა დამეხმარე - ეზოს ბოლოში მჯდარ ძმას და რძალს ზედ მივარდა და მის წინ დაიმუხლა.
- რა მოხდა? - გაავებული წამოენთო ფეხზე და თაიაც წამოაყენა.
- მინდია არ მოსულა.
- სად წავა მოვა. ხომ არ დაიკარგება თაია, დამშვიდდი - ამაოდ სცადა ქეთომ მისი დამშვიდება და ნაზად გადაუსვა ხელი თავზე.
- დილით ვიჩხუბეთ . მდინარისკენ დაეშვა. არ მოსულა. არ მისმენ?- გამწარბულმა უყვირა ძმას და ტირილს უმატა. ვიჩხუბეთ და არდოტისკენ დაეშვა..
- დამშვიდდი კარგი. - აღრიალებულ მდინარეში ხომ არ შევიდოდა გულის გასაგრილებლად . მაგრამ ჯარჯის დავურეკავ და ჩავალთ . მიდი სახლში შედით თქვენ - თბილად უთხრა ცოლს და თაიაზე ანიშნა შეიყვანეო.
მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ ბიჭები მინდიას. ურცხვად გაფანტულ ხეებს შორის გზას ტელეფონის და ფანრის შუქზე იკვალავდა გეგა და ამაოდ ეძახდა ძმაკაცს.
დილით გარიჟრაჟს მივიდა სახლში. შემოდგომის მზეს ამოსვლა შეგვიანებოდა. ნისლი ჰქონდა მოდებული ისევ მთის კალთებს . გადაღლილი შევიდა ეზოში და მიწაზე მოწყვეტით დაეშვა. მაგრად მიიჭირა ხელები თავზე და ფილტვები დამძიმებული ჰაერისაგან დაცალა.
ვერაფრით ხვდებოდა სად უნდა წასულიყო მინდია. საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა ყველა ადგილს. დაკარგვის შანსი არ იყო.
გული ცუდს უგრძნობდა.
სიმძმე უფრო და უფრო ემატებოდა მის სხეულს.
- გიგას სალამი - ეზოში შემომავალმა გოჩამ დაუძახა და მისკენ წავიდა. - ცუდი ამბით ვარ .
- რა მოხდა? - სხეულში დარჩენილი უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა.
- მინდია უპოვნიათ ჩემებს ნადირობისას. როგორც ჩანს არდოტის გადაცურვა ჰქონდა გეგმაში მაგრამ წყალმა იმარჯვა და ნაპირზე გამორიყული იპოვეს ბიჭებმა ნადირობისას.
- რას ამბობ გოჩა? რა გადაცურვა, ვინ ცურავს ამ დროს ყინულივით ცივ წყალში.
- ვერრსას გეტყვი ძმაო - ჩვენსაა, წამოდი გონებაზე არც არს ჯერ.
**
მთელი კვირა მოჩვენებასავით დადიოდა გიგა საავადმყოფო -სამსახური- სახლი. თითქმის არ ლაპარაკობდა. ამის არც სურვილი ჰქონდა და არც ხასიათი.
დილით ადრიანად მივიდა სამსახურში და სავარძელში ჩაასვენა დაღლილი სხეული. იცოდა ცოტა ხანში თათბირი ექნებოდა და მანამდე ცხელი ყავის დალევა და ფიქრი ერჩივნა ყველაფერს.
- ბატონი გურამი გიბარებს - ოთახში შესულმა ღიმილით ამცნო მაიკომ გიგას და მისკენ წავიდა.
- მადლობა მოვალ - ისე გაეპასუხა არც შეუხედავს ზედ.
- გიგა - ბოლოს მაინც დაუძახა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა. - დიდი ხანი უნდა ვიყოთ ახლა გაბუტულები?
- ვერ გავიგე - ალმაცერად ამოხედა და ფეხზე წამოდგა. - მე და შენ გაბუტულები არ ვართ .
- ამე კიდევ მგონია რომ ვართ.
- საიდან მოიტანე?
- იქიდან რომ ზედ არ მიყურებ, არ მელაპარაკები, არ მეხები. ასე იმიტომ მსჯი რომ მაშინ გამწარებულ გულზე ვილაპარაკე?
- გსჯი?- სიცილით დაუბრუნა კითხვა და მის წინ გაჩერდა. - მაიკო , შენ მგონი ზღაპრებიდან ვერ გამოხვედი. მე ცოლი მყავს და ამიტომ არ გეხები. ოჯახი შევქმენი და ღალატს არ ვაპირებ.
- მაგრამ მე ხომ მიღალატე გიგა.
- მე შენთვის არ მიღალატია. მე და შენ დავასრულეთ ურთიერთბა. და მანამდეც იცოდი და რამდენჯერ გითქვამს , ოჯახის შექმნის სურვილი რომ არ გქონდა. მოღალატე არასოდეს ვყოფილვარ და მითუმეტეს არ ვაპირებ ჯერ არ დაბადებულ შვილს ვუღალატო
- ესეიგი მალე მამა გახდები? - ირონიულად ჰკითხა და უფრო მეტად მიუახლოვდა გიგას, გაყინული თითები შეახო ლოყაზე და საკოცნელად გაიწია რომ მაშინ უკან დაიხია გიგამ და სწრაფი მოძრაობით გასწია ქალი გვერდზე.
- მეტჯერ არ გაბედო ! - თორემ ამას არ ავიტან იცი .
- ვნახოთ - ჯიბრზე უთხრა და გიგაზე ადრე გავიდა ოთახიდან.
დამღლელი თათბირის მერე ორიოდე წუთი შეყოვნდა გიგა და უფროსის კაბინეტისაკენ წავიდა.
- ბატონო გურამ შეიძლება? - ინტერესით სავსემ ჰკითხა გიგამ
- მოდი , მოდი რა კითხვაა შეიძლება მოდი. ახლა შენზე ვესაუბრებოდი გიორგის .
- მეც ამაზე საუბარი მინდა ბატონო გურამ.
- მშვიდობა შვილო? - ანერვიულებულმა ჰკითხა და სკამზე ანიშნა დაჯექიო.
- ბატონო გურამ გერმანიაში ვერ წავალ. და მითუმეტეს თანამგზავრად მაიკოს ვერ გავიხდი. მისმინეთ ვიცი ახლა იფიქრეთ რომ უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ , მაგრამ ვიცი რასაც გეტყვით გამიგებთ და როგორც მამას ისე გეუბნებით. - მოკლედ მე და მაიკოს წარსული გვაკავშირებს. კარგად იცით რომ ცოლი ახლა მოვიყვანე, არ მინდა ზედმეტი პრობლემა, თანაც მალე მამა გავხდები და არ მინდა ვანერვიულო ქეთო.
- გასაგებია, ყველაფერი გასაგებია შვილო. მოდი ასე მოვიქცეთ. შენი პროექტის წარმდგენათ გიორგი გავუშვათ მაიკოს ასისტენტობით შენ კიდე აქედან ჩაერთვები. თანახმა ხარ?
- დიახ, რა თქმა უნდა თანახმა ვარ. მადლობა ბატონო გურამ .
- ახლა შეგიძლია წახვიდე და შენს ორსულ ცოლს რამე მიუტანო .
- მადლობა და ნახვამდის - ღიმილით დაუბრუნა პასუხი და კაბინეტიდან გავიდა.
სიტყვით გამოდიოდა ჯარჯი და გადაქანცული უსმენდა გიგა ძმაკაცის საოცარ აზრებს. იცოდე წინ კიდევ ერთი ომი ელოდებოდა ჯარჯის და თათას დაქორწილების ამბავზე და წინასწარ უწუხდა გული. მეტის ატანის და გადატანის ძალა არ ჰქონდა. უბრალოდ მარტო ყოფნა და დასვენება უნდოდა.
- ჩემები თანახმა არიან - ღიმილით თქვა და ერთიანად მოეშვა გულზე გიგას.
- ვაახ, ომს გადავრჩით რა.
- შენ რას ნერვიულობ მერე ძმაო. მე დავრჩებოდი უცოლო.
- ხო არა? არ ვინერვიულო?
- კაი გეხუმრე- მხარზე გაჰკრა და მინდიაზე ანიშნა ..
- შენა და. ღირს ეგ გოგო ამად? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ორივე გააოცა და მინდიას გახედეს. –
- თათაზე ამბობ?
- თათაზე ვამბობ. როგორ გგონია შენს დანახვაზე მასაც ისევე ეცლება ფეხქვეშ მიწა როგორც შენ? ისიც ისევე განიცდის შენგან სიშორეს როგორც შენ? ისიც ფიქრობს რომ მისთვის ერთადერთი ხარ და შენს იქით კაცს არ გახედავს? მხოლოდ თუ შენი ლამაზი სახე და სხეული იზიდავს არაფერი გამოვა ძმაო. სიყვარულს ყველა პრინციპის და ყველა „არ შემიძლიას“ გადალახვა უნდა შეეძლოს, აიტანთ ამას? დარწმუნებული ხარ რომ ისიც ამას ფიქრობს? არ შეცდე ჯარჯი, თორემ შეცდომა ძალიან მწარეა და მერე უფრო დიდი დრო დაგჭირდება ფეხზე წამოსადგომად.
- შენ რა გჭირს? პრობლემები გაქვთ ისევ? - აღელვებულმა ჰკითხა ძმაკაცს და მის მზერაში შეეცადა პასუხის დაჭერას.
- არა, ჩვენ ყველაფერი იმაზე კარგად მოვაგვარეთ ვიდრე გგონიათ.
- მინდია მოეშვი თამაშს. ხო იცი რომ არ გამოგივა. მე ვერ გამომაპარებ.
- მე დაგტოვებთ და ილაპარაკეთ - მოწიწებით ჩაერთო ჯარჯი და ბიჭებს ახედა.
- არა, ჩვენც მოვდივართ, სახლში ვილაპარაკოთ . ქეთო დედამისთანაა მარტო ვარ, ავიდეთ ჩემთან.
- გიგა, ვიცი რომ ძმა ხარ, მაგრამ ოჯახის საქმე, ოჯახის საქმეა. ძმაო ჩემს გარეშე გაარჩიეთ. მე ისედაც საკმარისზე მეტი დრო ვიტანე ტვირთ.
- ნუ ახურებ !- -ხელი აუქნია ძმაკაცს ადექიო და ბარიდან სამივე ერთად გავიდა.
სასმლის ბოთლი უკანასკნელ წვეთებს ითვლიდა. ხმას არც ერთი არ იღებდა. არ უნდოდა გიგას ძალა დაეტანებინა. იცოდა რომ თავად დაიწყებდა ლაპარაკს. თავად იტყოდა რა აწუხებდა. რა სტკიოდა.
ვერაფრით იაზრებდა რა პრობლემა ჰქონდათ ასეთი გადაუჭრელი. რა იყო მინდიას ნერვიულობის და საკუთარი დის გაუცხოვების მიზეზი.
ერთხანს ორივე ჩუმად იჯდა. ხმას არ იღებდნენ. მაგრამ გრძნობდა გიგა რომ რაღაც წესრიგში არ იყო. ჯიბიდან სწრაფად ამოაცურა სიგარეტის კოლოფი მინდიამ და აივნისკენ დაიძრა.
- ეს როდიდან ეწევა- გაოცება ვერ დამალა და ჯარჯის ნელა შეახო მუხლზე ხელი. - რა ხდება ძმაო, მაშინებთ მაგრამ.
- ცუდადაა ძმაო, ძალიან ცუდადაა. ბარშიც ძლივს მოვიყვანე შენამდე.
- ჩემთან მოსვლა არ უნდოდა? - მე ვარ პრობლემა? მოიცააა პაპაჩემმა ხომ არ უთხრა რამე?? - ჯარჯი თქვი! - სიმკაცრე გაერია ხმაში და ნახევარი ტანით გადაიწია მისკენ.
- არა ძმაო, არც ერთი და არც მეორე, მაგრამ მიზეზი მინდიას კითხე, მე ნუ გამხვევ რა.
- გავიჟდები რა - რა ხდება მინდი?? - კარში შემოსულ ძმაკაცს ჯიქურ მიახალა და მის წინ გაჩერდა.
- არაფერი ძმაო რა ხდება?
- სულელის როლი არ გიხდება ხევსურ კაცს! - გაღიზიანებულმა უთხრა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. - იტყვი თუ გათქმევინო როგორც ბავშობაში.
- მისმინეთ დასხედით და ვილაპარაკოთ - ამაოდ შეეცადა ჯარჯი მეგობრების დამშვიდებას.
- რამდენი ხანია გაკვირდები და მაგრად შეიცვალე, ჩემთან ლაპარაკს თავს არიდებ, ვიფიქრე პრობლემა აქვს და დალაგდება- თქო, მაგრამ რადგან ასე ჩუმად ხარ, ესეიგი პრობლემაც უფრო დიდია და ვხვდები. პრობლემა ჩემი დაა არა?
- რადგან არ იშლი ..
- არც დავიშლი ძმაო, თვენი გულისთვის მთებს შევძრავ, თქვენ მარტო თქვით რა ხდება.
- გიგა, არანაირი ჩვენ არ არსებობს, - ემოციას ატანილმა თქვა და მზერა აარიდა. მოკლედ ვიტყვი - ბოლოს ძალა მოიკრიბა და დაიწყო. - ან იქნებ მოკლედ არც გამომივიდეს. უბრალოდ იმას გეტყვი რაც არის და რაც მაწუხებს. იმდენი ხანია შენი და მიყვარს გიგა. იმდენი წელიწადი ვოცნებობდი მასზე რომ მეგონა ეს ქორწინება ზღაპრული იქნებოდა. მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა ძმაო რომ ზღაპრული აღმოჩნდა. ოღონდ ჩემს ზღაპარს ბოროტი დედინაცვალი ჰყავს ცოტა სხვანაირი და უფრო ბოროტი. ეხლა გგონიათ რომ ვხუმრობ და ვიგონებ მაგრამ არა. ჯერ კიდევ კაი ხნის წინაც ვუთხარი ჯარჯის რაც მაწუხებდა, და ხო ხედავ მართალი აღმოვჩნდი.
- რა პრობლემა, რა ბოროტი დედინაცვალი ძმაო, ზომაზე მეტი ხო არ დალიე?- სიცილით უთხრა და ხელი შემოხვია ძაკაცს.
- ჩემი ყველა ოცნება დაამსხვრიეს ძმაო, ალბათ ვეღარასოდეს ვიქნები ის ძველი მინდია. სიყვარულით სავსე ამაყად რომ დააბიჯებდა ხევში. აღარც სიამაყე შემრჩა და აღარც არაფერი. ცარიელი სახელი დავრჩი. გიგა მისმინე - მისკენ შეტრიალდა და ისე როგორც ბავშობაში ხელი მაგრად დაჰკრა მუხლზე . ვიცი რომ გადაირევი, გაგიჟდები, დალეწავ მაგრამ თუ ოცდნავ მაინც გიყვარს შენი და მიეცი უფლება რომ წავიდეს.
- სად უნდა წავიდეს რას მეუბნები მინდია - შეშფოთება ვერ დამალა და აქამდე ხელში შეყინული ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
- ჩემგან წავიდეს !- გადაჭრით უთხრა და ხელი აუშვა. ბედნიერი არაა. დამიჯერე. პირიქით ძალიან უბედურიც კი არის. წავიდეს ჩემგან მიეცი უფლება. იყოს თავისთვის. შენებთან დაბრუნდეს. არ ვიცი რაც უნდა ის გააკეთოს უბრალოდ მეტი აღარ შემიძლია. ყოველ საღამოს სახლში შესული თავიდან ვიხრჩობი არდოტში ძმაო.
- განქორწინება გინდა?- ძლივს ამოღერღა და ჯერ ჯარჯის შეხედა მერე ისევ მინდიას ჩააშტერდა აცრემლებულ თვალებში. - მიზეზი მითხარი. შენ არ გიჟდებოდი ჩემს დაზე? შენ არ კვდებოდი მისი სიყვარულით ბიჭო??? შენ არ დამაპირისპირე ხევისბერთან? მინდია შემომხედე ძმურად, რას მეთამაშები ამხელა კაცი, იცი რა იქნება? ცოცხლად დაგვაკლავს პაპა სამივეს და პირველ რიგში მე! ჩვენს გვარში და თემში სად ნახე განქორწინება თან ასე მალე. მიზეზი მითხარი . არ გგონია რომ სიმართლე უნდა ვიცოდე??
- სწორი ხარ ძმაო. მე გაიძულე !- მე მიყვარს ! მე ვგიჟდები მის გარეშე ყოველ წამს ! მე და არა ის ! არ გინდა კარგი?? მიზეზებს ნუ ჩამეძიები. სხვა გზა არ მაქვს. - ხო მე ვიყავი და მე ვარ ვინც გიჟდება შენს დაზე, ვინც მარტო ხევისბერს კი არა მთელს ხევს დაუპირისპირდებოდა თაიას გამო. მაგრამ ასე მოხდა ძმაო. ასეც ხდება თურმე გიგა.- დანანებით თქვა და თვალებში ჩამდგარი ცრემლის დასამალავად განზე გაიხედა.
- ბავშობიდან ცუდად იტყუებოდი ხო იცი, - ჯარჯი შენ თქვი რა ხდება. - გასაგებია მიზეზი ჩემი თაიაა და არა შენ ხომ ასეა? - გასაგებია ძმაო ყველაფერი გავიგე.
- სწორად გამიგე გიგა, ბედნიერი არაა, ჩემთან კარგად არაა. ძალით ვერ გავაჩერებ.
- გასაგებია -თქო ძმაო. - კბილებში გამოსცრა და ფეხზე წამოდგა. - მოვაგვარებთ არ ინერვიულო. გპირდები რომ ყველაფერს მოვაგვარებ, ხვალ თაიას დაველაპარაკები და გადავწყვიტოთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ.
- კარგია, ყველაფერი კარგია მაგრამ კიდევ ხომ არ დაგველია? - ალმაცერად მოავლო მზერა ძმაკაცებს მინდიამ.
- საკმარისია რაც დალიე. ორი კვირაა გადაბმულად სვამ, გინდა მოკვდე?! - დავლევთ კი, ყავას, წავალ და ძლიერ ყავას მოგიტან ახლა, იქნებ ტვინი გამოგიფხიზლდეს. - გაბრაზებულმა თქვა და ოთახიდან გავიდა.
- ჩემს დას არ უყვარხარ?
- მისმინე !- გაბრაზება შეერია ხმაში და ფეხზე წამოდგა. ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. - შენ ჩემი ძმა ხარ. ჩემთვის ყოველთვის ასე იქნება. უბრალოდ ახლა კარგად არ ვარ, კარგად კი არა ძალიან ცუდად ვარ - ცრემლები გადმოსცვივდა და აივანზე გიჟივით გავარდა .
კარგა ხანდ იჯდა გაშტერებული და ერთიანად გამოფიტული გიგა, ტვინში რაღაცას ვერ ალაგებდა, ვერ აწყობდა ასე ერთიანად რა მოხდა. რამ გააჩინა ამხელა ბზარი.
ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა და გიგას. მის გამო ყველას და ყველაფერს უპირისპირდებოდა. მზად იყო ეკამათა მამასთან თუნდაც იმის გამო რომ თაია გვიანობამდე ყოფლიყო გარეთ. მზად იყო მთელი ღამე არ დაეძინა და საყვარელი და მშვიდობით დაეუბრუნებინა სახლში.
არასოდეს სწყინდებოდა მასთან ყოფნა. ის მისი გაგრძელება იყო, მისი სულის და სხეულის ნახევარი. ახლა კი ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის გულში და გონებაში. რა ტკივილის დაატარებდა მისი ლურჯი თვალები .
აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ ძმაკაცს გახედა და ნერვიულად გაიქნია თავი.
**
უნივერსიტეტის კიბეები სირბილით აიარა გიგამ და მითითებულ აიდიტორიაში დაუკაკუნებლად პირდაპირ შეაჭრა.
ერთხანს გაოცებული იდგა და ვერ აანალიზებდა მომხდარა. ან არ უნდოდა რომ დაეჯერებინა.
საკუთარ ლექტორს მიყიდებული იჯდა თაია და რაღაცა ფურცელს ჩაჰყურებდა ორივე.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ სწავლის პროცესში?- ირონიულად იკითხა და გაავებული მზერა შეავლო დას.
- ვინ ბრძანდებით?? - მაშინვე ფეხზე წამოდგა დემნა და თაიას გახედა.
- ჩემი ძმაა. - აცრემლებულმა უთხრა და მაგიდაზე უდიერად მიგდებულ ჩანთას დასტაცა ხელი. - წავიდეთ , წამოდი- მკლავში მოკიდა ხელი და კარისკენ გასწია რომ გაძალიანება იგრძნო.
- ჩემს დას ოდნავადაც რომ მიუახლოვდე ხერხემალში გადაგამტვრევ მასწავლებელო დაიმახსოვრე! - ზიზღით სავსემ უთხრა და ხელის კვრით გაიყვანა გოგო ოთახიდან.
მანქანა თბილისს რომ გასცდა მიხვდა თაია რომ ძმას ყველაფერი გაეგო. უმეტესი ნაწილი მაინც არსებული სიტუაციისა. ხელის თითებით მაგრად შეკრა მუშტები და ფილტვებში დაგუბებულ ჰაერს სითავისუფლე მისცა.
უხმოდ გადაჰყვა მანქანიდან ძმას და რკინის ჭიშკარის ზღურბლს უემოციედ გადააბიჯა. რამოდენიმეჯერ გადაატრიალა გასაღები აქამდე საგულდაგულოდ დაკეტილ კარებში და თვალებით ანიშნა გოგოს შედიო.
სამზარეულოს უზარმაზარი მაგიდის გარშემო ისხდნენ და უგემურად სვავდნენ ცხელ სითხეს.
- ვილაპარაკოთ? - ბოლოს ისევ თვითონ ჰკითხა დას და ჭიქა მაგიდის შუაგულისკენ გააცურა.
- კარგი- ოდნავ დაძაბულმა დაუბრუნა პასუხი და მზერა აარიდა.
- არ გინდა მომიყვე რა ხდება?
- უკვე ყველაფერი იცი გიგა, რისი გაგება გინდა? მინდია ისედაც გეტყოდა.
- არაფერი არ ვიცი. და შენ წარმოიდგინე არაფერი არ უთქვამს მინდიას. რომც ეთქვა მინდა შენგან გავიგო სიმართლე, ის ჩემი ძაკაცია და მისი მოვისმინე, ახლა შენგან მინდა მოვისმინო და შენგან გავიგო თაია.
- შენ რა დიდი ხანი უნდა გქონდეს მორგებული მოსამართლის როლი?
- რას მეუბნები? ახლა გავხდი მოსამართლე?- ერთიანად იხუვლა მასში ხევსურმა გენმა და ფეხზე წამოხტა. - რომ მომადექით ორივე შენ არ იყავი? მაშინ არ ფიქრობდი არაფერზე?
- რა გითხრა მინდიამ?
- არაფერი -თქო !- ხმამაღლა უყვირა დას და სკამზე დაეშვა.- არაფერი არ მითხრა გოგო. გარდა იმისა რომ ბედნიერი არ ხარ და განქორწინება უნდა.
- გიგა ასეცაა.
- ხოდა რატომ თაია? რა მოხდა ასე მალე? როგორ დახვედი აქამდე ამიხსენი . რა დააშავა მინდიამ ასეთი რომ ასე წირავ მასაც და შენს თავსაც. კარგი ჩემს თავზე არაფერს ვამბობ, არც ხევისბერზე. თქვენზე არ ფიქრობ? მაგრამ რას გეკითხები, ბიჭი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, გუშინ არყის ბოთლს ძლივს გავაშვებინეთ ხელი და შენ ლექტორთან ერთად ჭუკჭუკებ. მხოლოდ ერთ რამეზე გამეცი პასუხი , თუ არ გიყვარდა და მზად არ იყავი რატომ გაყევი ცოლად, რატომ მიეცი უფლება რომ შენზე ასე თამამად ეფიქრა.
- საიდან მოიტანე რომ არ მიყვარს მითხარი? - გაბრაზება მოერია და ძმას აცრემლებულმა გახედა. - მიყვარს , უბრალოდ არ ვიცი რა ხდება გიგა, მართლა არ ვიცი. უბრალოდ ახლა ამაზე ლაპარაკი არც ღირს, იმიტომ რომ მე და მინდიამ უკვე ვილაპარაკეთ და უკვე გავარკვიეთ ყველაფერი. სწორად ამიტომ გვინდა განქორწინება.
- სწორედ ამიტომ გინდათ? - შენ გინდა !- მას არ უნდა !- ამიტომ მას ნუ აბრალებ. ! შენ გინდა მისგან წასვლა და გაქცევა და სხვა გზა აქვს ამ ბიჭს?
- რა თქმა უნდა შენ მინდია უფრო მეტად გიყვარს ! მინდია არის შენთვის ყველაფერი, მე ვინ ვარ ?
- რა უსინდისო ხარ თაია !- წყენა შეეპარა ხმაში და დას მზერა აარიდა. შენ რა გგონია მე ეს ყველაფერი მინდიას გამო გავაკეთე ? შენზე არ ვიფიქრე? ზუსტად შენს თვალებში დავინახე სიყვარული იქ იმ დღეს ხევში, ისე მოხვედი, ისე იდექი, ვიფიქრე რომ მისი სიყვარულით კვდებოდი. ვიფიქრე რომ მის გარეშე ყოფნა არ გინდოდა და შენ კიდევ სადამდე დამიყვანე გოგო !- რა ვუთხრა პაპას! რა პასუხი გავცე? შენს გამო გული ვატკინე და კიდევ ასე უტიფრად მეუბნები რომ გიყვარს.
- გიგა რა გინდა რომ გითხრა ?
- რაღა უნდა მითხრა მეტი ისედაც ვხედავ. იმ ახვარს ხვალ ძველბში დავამტვრებ რომ თავ-გზა აგირია. და მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებს.
- გიგა- ფრთხილად შეახო ხელი ძმას და ოდნავ მიიწია მისკენ. აზრი არ აქვა არაფერს. ძალიანაც რომ მინდოდეს მინდია არ მაპატიებს. ძალიანაც რომ ვნანობდე ამ ყველაფერს ჩემკენ აღარასოდეს გამოიხედება.
- რა გააკეთე თაია ასეთი, რომ ხმას არ იღებს. თავის თავს აბრალებს. ვფიქრობ და ვერაფრით ვიაზრებ .
- მე და შენ ცხოვრებამ მრუდე ბილიკები გვარგუნა გიგა. ორივემ უცნაურად დავგეგმეთ ჩვენი ცხოვრება. შენ გაიძულეს მე კი შევცდი. ახლა არც ამ შეცდომას და არც ჩემს ნაბიჯებს გამოსწორება არ უწერია. ის გავაკეთე რასაც არასოდეს მაპატიებს მინდია. რის გამაოც მთელი ცხოვრება შემიძულებს და ზურგს მაქცევს. ახლავე რომ მოვკვდე მკვდარსაც კი არ დამხედავს ზედ.
- თვალები დახუჭა და ბაგეები ერთმანეთს დააშორა გიგამ. აცახცახებული ტუჩები მწყობრში მოიყვანა და შეკრული მუშტი დაჰკრა მაგიდას. - გახსოვს რა გითხარი იმ დღეს მუცოში როცა რაფაზე იჯექი და სიტყვით გამოდიოდი?- მითხარი თაია გახსოვს-თქო?- კი არ უყვირა უღრიალა და ცრემლებით დანამული სახე ააწევინა.
- მახსოვს- ძლივს გასაგებად ჩაილაპარაკა და ტირილს უმატა.
- ეს როგორ გააკეთე? ასე როგორ გადააბიჯე შენს თავს გოგო?
- გიგა აგიხსნი..
- რას მიხსნი რას?- ღალატი უნდა გაამართლო? ასეთი როდის გახდი ამიხსენი. ძლიერი ხელები სტაცა მკლავებში და სკამიდან წამოაგდო. - მინდიას უთხარი რომ უღალატე? ახლა გასაგებია რატომ კვდება ზეზეურად ეს ბიჭი.
- არ მინდოდა, გიგა, მეც არ ვიცი როგორ მოხდა, გეფიცები მინდია მართლა მიყვარს. არ მინდა მასთან განშორება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ამ ტვირთით მის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი.
- გიყვარს? - ეს სიყვარულია გოგო , საყვარელ ადამიანებს არ ღალატობენ.
- არა? აბა შენ არ უღალატე იმ გოგოს? ვის გამოც თბილისში გავარდი?
- მე ვის ვუღალატე ?- ის ჩემი ცოლი არ იყო. შენ განსხვავებას ვერ ხედავ ? სექს პარტნიორს და ცოლს შორის? რა გინდა რომ გაიგო ჩემგან? რის გარკვევას აპირებ? შენგან განსხვავებით ღალატი ჩემი სფერო არ არის. დიახ უსიყვარულოდ შემრთეს ცოლი. მაგრამ არასოდეს არ დადგება დღე როდესაც ქეთოს ვუღალატებ და შენ რა გააკეთე?? კაცს მთელი ცხოვრება უყვარდი, შენზე ოცნებობდა და ეს ოცნება ისე მალე ჩაუკალი გააზრებაც ვერ მოასწრო. ჩემი და რომ არ იყო აქვე მოგკლავდი ისე რომ წამით არ დამენანებოდი.
- ახლა რა უნდა ვქნა?- სლუკუნით კითხა ძმას და იატაკზე დაეშვა.
- რა უნდა ქნა? არ ვიცი - აი ახლა მართლა არ ვიცი. ერთი ვიცი ზუსტად რომ მინდია არასოდეს დაგიბრუნებს უკან. შენზე კარგად ვიცნობ დამიჯერე. მეორე უნივერსიტეტში სიარული შეამცირე სანამ ეგ ცოცხლად დავაკალი და მესამე პრობლემას შენ მოაგვარებ მამაშენთანაც და პაპასთანაც. მე უკვე მივქარე როცა ორივეს დავუპირისპირდი შენს გამო.
- გიგა ახლა არ მიმატოვო რა - ამღვრეული მზერა მიაპყრო ძმას და წამიერად შეწყვიტა ტირილი.
- არ მიგატოვო არა? ყველაფერს გავიგებდი გეფიცები. ყველანაირ მიზეზს განქორწინებისათვის და ამას ვერ გავიგებ . წავიდეთ კარგი? სახლში მიგიყვან . დედასთან იყავი ცოტა ხანს. შეეშვი მინდიას.
- გიგა- ბოლო იმედად დაუძახა ძმას და უკნიდან შემოხვია ხელები. - დამეხმარე რომ მინდია შემირიგდეს გთხოვ. გპირდები რომ საუკეთესო ცოლი ვიქნები. არ ვიცი რა დამემართა. მეგონა ფრთები დამამტვრიეს ისე ვიყავი. მეგონა არავის ესმოდა ჩემი. - გთხოვ დამეხმარე რომ ოჯახი არ დამენგრეს.
- არ ვიცი რა გითხრა თაია. ეს ხო უბრალო ტყუილი არაა. შენ მას უღალატე და თანაც როგორ. თანაც როდის . კაცი შენზე აგებდა კოშკებს და შენ კიდევ სულში ჩააფურთხე. ეს ის მომენტია როცა ხელ-ფეხ შეკრული ვარ და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
- გთხოვ- სლუკუნი ამოაყოლა და ძმა თავისკენ დაატრიალა.
- ვეცდები , მაგრამ არ გპირდები - ჩუმად უთხრა და კარებში სწრაფი ნაბიჯით გავიდა.



პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ❤️ ბედნიერ და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებ❤️
თაიას გაგლეჯვა რომ მინდა ნორმალურია?! სულელი გოგო! ღალატზე უკეთესი გამოსავალი ვერ იპოვა სიტუაციიდან? თუ ნანობს თავის საქციელს კიდევ იმ ლექტორს ეჭუკჭუკება? ან ის ლექტორი ასეთი არაკაცი როგორაა? რაღაც საკითხში მესმის თაიასი. უნდოდა როგორც შეყვარებულებს ისე ევლოთ ცოტა ხანს, ამათმა კიდევ პირდაპირ ქორწილიო, ამხელა პასუხისმგებლობამ შეაშინა და დააბნია, მაგრამ რაც გააკეთა ყიველგვარ ზღვარს სცდება :( ჯერ საკუთარი თავის პატივისცემა სად წაიღო მაგ ნაბიჯს რომ დგავდა და მერე ოჯახის :(
ძალიან გაბრაზებული ვარ თაიაზე.
გიგიას და ქეთოს ურთიერთობა ჯერ ყველაზე სტაბილურია და გიგას გადაწყვეტილებაც მომეწონა მაიკოს მიმართ. იმედი მაქვს ის ქალი რამეს არ დაუშავებს ამ ორს და დამშვიდდება.

ხევისბერების საიდუმლო როდის იხილავს მზის სხივს ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად.

ველოდები შემდეგს და რაც შეიძლება მალე❤️

 


№2  offline ადმინი თუკა

რუსკიმარუსია
პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ❤️ ბედნიერ და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებ❤️
თაიას გაგლეჯვა რომ მინდა ნორმალურია?! სულელი გოგო! ღალატზე უკეთესი გამოსავალი ვერ იპოვა სიტუაციიდან? თუ ნანობს თავის საქციელს კიდევ იმ ლექტორს ეჭუკჭუკება? ან ის ლექტორი ასეთი არაკაცი როგორაა? რაღაც საკითხში მესმის თაიასი. უნდოდა როგორც შეყვარებულებს ისე ევლოთ ცოტა ხანს, ამათმა კიდევ პირდაპირ ქორწილიო, ამხელა პასუხისმგებლობამ შეაშინა და დააბნია, მაგრამ რაც გააკეთა ყიველგვარ ზღვარს სცდება :( ჯერ საკუთარი თავის პატივისცემა სად წაიღო მაგ ნაბიჯს რომ დგავდა და მერე ოჯახის :(
ძალიან გაბრაზებული ვარ თაიაზე.
გიგიას და ქეთოს ურთიერთობა ჯერ ყველაზე სტაბილურია და გიგას გადაწყვეტილებაც მომეწონა მაიკოს მიმართ. იმედი მაქვს ის ქალი რამეს არ დაუშავებს ამ ორს და დამშვიდდება.

ხევისბერების საიდუმლო როდის იხილავს მზის სხივს ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად.

ველოდები შემდეგს და რაც შეიძლება მალე❤️

მეც გილოცავ ახალ წერლს. <3 ხანდახან ადამიანები შეცდომას უშვებენ და მერე გამოსწორებას უნდებიან დიდი ხანი მაგრამ ვნახოთ რამდენად შეძლებს თაია .
--------------------
4love.ge

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

მე უბრალოდ არ მესმის როგრ ან რანაირად
როდის სად?არ ვიცი ვერ ვხვდები მაგ დროს რაზე ფიქრობდა ეს გოგო მაგრამ შეცდომა რომ დაუშვა ვხვდები უბრალოდ ვერ ვხდები რატოო??აი აზრად არ მომდის საერთოდ??როცა მეგონა რომ ის ბიჭი უყვარდა მაგაში შევცდი???რისი გამოსწორება უნდა თაიას როცა არ ვიცი შეიძლება ეს სულაც გააზრებულად გააკეთა??არ ვიცი ვერ ვიგებ ძალიან დაბნეული ვარ

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დაიდება შემდეგი თავი? არ დააგვიანო გთხოვ♡

 


№5 სტუმარი Nnn

როდის დაიდება გაგრძელება?

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

როდის დაიდება შემდეგი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent