შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 6 )


7-01-2024, 04:13
ავტორი რუსანა
ნანახია 2 417

თავი 6

ლიკუნას გვერდით იჯდა და ნახევრად ჩაცლილ ღვინის ბოკალს თითს უსვამდა .
-კარგად ხარ? ხმა არ ამოგიღია .
-კარგად ვარ ლიკუნა , კარგად , შენი ბიძაშვილი შეშლილია .
-ხო , ვიცით . -თავი დაუქნია ლიკუნამ .
-მეგონა მოვკვდებოდი. -თვალები აუწყლიანდა ნუცას .
-არ მესმის , მარტომ რატომ გამოგიშვეს იქიდან. -გაბრაზდა ლიკუნა.
-იმიტომ რომ მარტო მოსულიყო. -თვალი აარიდა დარბაზში შემოსულ ირაკლის და გიორგის. .
-არა , ნუცა მე ვთხოვე . - შეცბა ლიკუნა .
- ადვილი დღე არ მქონდა . ფეხზე წამოდგა. -სანამ ყველაფერი გავაფუჭე სახლში წავალ , გული ისევ მერევა.- მუცელზე გაისვა ხელი ნუცამ. ლიკუნას დაემშვიდობა .
-და როგორ წახვალ?
-მოვიფიქრებ რამეს არ იდარდო. -გეზი პირდაპირ ლილისკენ აიღო რომელიც სადღაც მიკაკუნებდა ჯოხით. -ქალბატონო ლილი. ჩემი წასვლის დროა.
-სად მიდიხარ? ახლა? საათს დახედა ლილიმ . ჯერ ძალიან ადრე იყო წასასვლელად მითუმეტეს მაშინ როცა ირაკლი ახლა მოვიდა. დარწმუნებული იყო , გულმა ვერ მოუთმინა შვილიშვილს და იმიტომ მოვიდა. ნუცას უკან გააპარა თვალი და ირაკლის გახედა რომელიც არც კი იყურებოდა მათკენ.
-თავს ცუდად ვგრძნობ. კი ვიცი ძალიან ადრეა ,მაგრამ ჯობია დავბრუნდე .
-რა გჭირს ჩემო საყვარელო? -თითები ნიკაპქვეშ ამოსდო და გაფითრებულ გოგოს დააკვირდა.
- ცოტა გული მერევა. სასმლის ბრალია. ისეთი არაფერი. -უკვე ინანა ნუცამ რაიმეს თქმა .
-მოდი , მოდი დაჯექი . -ხელით უბიძგა იქვე შემაღლებული სცენისკენ და თითქმია ძალით დასვა.
-ქალბატო ლილი , არ მინდა, კარგად ვარ , უკვე გამიარა , ფეხზე წამოხტა .
-არ ხარ კარგად .
-რა მოხდა დედა? -ირაკლის დედაღა აკლდა ნუცას სრული ბედნიერებისთვის, თითქოს ლილიმ საკმარისად არ გააბუქა მისი ცუდად ყოფნა.
-კარგად ვარ ქალბატონო ლალი. არაფერი მიჭირს , უბრალოდ სახლში მინდა წასვლა. -უკვე გაღიზიანებას ვერ ფარავდა ნუცა . - არც გულისრევის შეგრძნება ანებებდა თავს, ზემოდან წამომდგარი ლილის მოთქმა , ნერვებს უშლიდა და ბოლო წვეთი ლუკა აღმოჩნდა , რომელიც არც მეტი არც ნაკლები, გვერდით მოუჯდა . -კარგად ვარ , -ფეხზე წამოხტა და ლილის თვალი
ჯიქურად გაუსწორა. - უბრალოდ სახლში მინდა წასვლა. _
ოფლმა დაასხა , სცენიდან წამოსულ ხმაურს , მძაფრი სიგარეტის სუნი შეერია და გულმა და მისმა კუჭმა ერთიანად იფეთქა. პირზე ხელაფარებულმა ჩაურბინა ირაკლის , თან ისე რომ მხარიც კი გაკრა. რამოდენიმე ნაბიჯში შეკრებილ ოჯახს გახედა . არანაკლებ გაოცებულები იყურებოდნენ ისინიც.
-რა ჭირს , ორსულადაა თუ …
-მეტი აღარ დალიო. _ძმიშვილს ხელი წამოარტყა და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.
ცივად აუარა გვერდი დედას , ირაკლიმ და პირდაპირ დასთან მივიდა. სწორედ იმ ადგილას დაჯდა სადაც ცოტახნის წინ ნუცა იჯდა .
-ნუცას ადგილია.
-მივხვდი . ბოკალის ფეხზე შემოხვეული სამაჯური დაანახა დას .
- ლუკამ ისე ატარა , გული ერევა .
-მაგასაც მივხვდი და შენი ხმით თუ ვიმსჯელებთ დანაშაული მე დამბრალდება არა? _დას გაუღიმა.
-არა , რა სისულელეა . შენ კი არა აქედან მეც გავიქცეოდი რომ შემეძლოს. ბებოზე ვარ გაბრაზებული , რატომ ამოიჩემა ნუცა ასე უცბად ვერ გავიგე.
- ძნელია ლილის ფიქრების გაგება ლიკუნა. _დაუფიქრებლად აიღო ნუცას ღვინის ბოკალი და მოსვა. -არ მიკვირს გული , რომ ერევა. _ზერელედ გახედა შუქზე ღვინოს.
-ნუცააა, უკეეთ ხარ? _გვერდით სკამი გამოუწია ლიკუნამ .
-ხო , ჩემი ჩანთა. _ირაკლისკენ გაიშვირა თითი და მაგიდას შემოუარა . სკამის საზურგეზე გადაკიდებული შავი პატარა ჩანთა გაჭირვებით გამოაცალა ირაკლის ზურგს . თავზე გადაიტარა და მკერდზე გადაჭერილ ჩანთის ყურს ორივე ხელით , ჩაებღაუჭა.
-მიდი ხარ ? არ მეზარება . _ფეხარეული ლუკა წონასწორობის დასაცავად სკამის საზურგეს დაეყრდნო და გაუცინა .-მე წაგიყვან.
-შენ ჩემო ლუკა , იქით თუ წაგიყვანს ვინმე ბიძია აწი. _უფროსი ჯანდიერი მოუახლოვდა ახალგაზრდებს და ლუკას ისე დაჰკრა მხარზე ხელი , შებარბაცდა.
-კარგი რა ბიძაჩემო , ერთი სიფრიფანა გოგო როგორ ვერ უნდა მივიყვანო . წავედი ნუციკო? -ნუცასკენ გაიწია და ხელი წაიღო რომ მოეკიდა . დამფრთხალმა ნუცამ უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი , ურჩევნია მოკვდეს ვიდრე გაყვეს . მუშტი შეკრა იმ შემთხვევისთვის თუ კიდევ ცდიდა რამეს ლუკა , მაგრამ არ შეუმჩნევია როგორ აეფარა ირაკლის მთელი ტანით . მამაკაცმა ორივე ხელი წელზე დაალაგა და ოდნავ გაწია , ფეხზე წამოდგა.
-რაიყო, ჯანდიერო რამე მოხდა ?მოიცა , მოიცა რა გვარი ხარ ადამიანო ? _მხრებში გაიშალა ლუკა ირაკლის დანახვისას. სანამ ირაკლიმ პირი გააღო , ისევ ბაბუამ იმარჯვა .
-ლუკა , საქმე მაქვს შენთან. -თითქმის ძალით წაათრია .
-ნახვამდის . _ ცივად გადაუგდო
ერთი სიტყვა , თითქოს ლიკუნას რამე დაეშავებინოს, მაგრამ თავი ასეთ უსუსრად და არარაობად არსდროს უგვრძნია. მხოლოდ ახლა მიხვდა დღეს ისე ათამაშეს აქეთ-იქით თითქოს მარიონეტი ყოფილიყოს და ყველაფერი ეს რატომ ? იმიტომ რომ მანქანების ეშინია? იმიტომ რომ იმ
წრეს შეერია სადაც მისი ადგილი
არაა, იმიტომ რომ იდიოტია. უკვე კართან იყო მისული როცა კახა შემოეფეთა. -კახა , წამიყვანე აქედან ._ მხოლოდ ერთი წინადადება იყო საკმარისი.
-კარგად ხარ? _მეტიც არ უკითხავს მამაკაცს.მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ნუცა იყო ამ წამს და სხვა არავინ და არაფერი არ ადარდებდა , მაგრამ მანქანაში ჩაჯდომის წინ მანაც ვერ მოითმინა . ზუსტად ის მზერა დაუბრუ რესტორნის ვერანდაზე გამოსულ ირაკლის , რომელიც დილას ირაკლიმ ასე ამაყად გაცვალა მასთან.
არ შეიმჩნია ,რომ ახალახანს კახამ ანგარიში გაუთანაბრა. უშედეგოდ ცდილობდა სიგარეტისთვის მოეკიდა , გამწარებულმა მოისროლა
ეზოში სანთებელა თითქოს მასზე ცდილობდა მთელი თავისი ემოციების ამონთხევას . ისევ გიორგიმ მოძებნა ჯიბეში სანთებელა. არ ეწევა მაგრამ არ იცის რატომ
ატარებს ყოველთვის ჯიბით.
-გიორგი? ამ ქსელში როგორ გავყავი თავი?
-ირაკლი, მაგ ქსელს ეჭვიანობა ჰქვია. -გაეცინა გიორგის.-ისწავლი ძმაო, ისწავლი.
და რათქმაუნდა იმ ღამესაც ვერ დაიძინა..
*******
-აუ ქეთო ვიყიდოთ რა ყავის აპარატი ? _
დაიწყო ნუცამ , რომელსაც დაქალმა სულაც არ ათხოვა ყური.
-დარწმუნებული ხარ რომ წასვლა გინდა? -პირველად ნახა ნუცამ
ასე ადრე გაღვიძებული ქეთო. იცის მის გასამხნევებლად მაღვიძარა ალბათ სამჯერ დააყენა, რომ დაქალი გაცილოს .
-სხვა გზა მააქვს?_ მოიხვია თეთრი შარფი ყელზე და სახეზე აიფარა.
-შენს ადგილზე არ წავიდოდი .შემეშინდებოდა. ადვილი არ იქნება. თუ რამე დაგჭირდა დარეკე რა, ეხლა წავალ ძილს გავაგრძელებ, მერე ცეკვის გაკვეთილები მაქვს უკვე მეორე ჯგუფი დავამატე ამ კვირაში, მაგრამ ნებისმიერ წუთას შენთან გავჩნდები.
-როგორ მიხარია. _ ხელები მოხვია კარგად რომ მიგდის სააქმეები.
-იცოდე ჩახუტებით ვერ გადამირჩები და ზერელე მოყოლით. საღამოს დაწვრილებით მოყვები ყველაფერს გაიგე?
-დავიზეპირებ და მოვყვები ქეთო მასს. _დაპირების ნიშნად ხელი ჰაერში
ასწია . დიდხანს იფიქრა უღირდა თუ არა ველოსიპედით წასვლა, მაგრამ
კიდევ ერთხელ სხვა გზა არ ჰქონდა უკვე 8 საათი იყო , ნახევარ საათში ტაძარში უნდა ყოფილიყო. დასვენების დღე ჰქონდა , მაგრამ ეს დღე დასვენების გარდა ალბათ ყველაფერს უქადდა. ჩვეული სიყვარულით გამოემშვიდობა , საყვარელ კედლებს , ყვავილებს და გზას გაუყვა. გაუთავებლად თოვდა ისევ. ყველა სახლში იყო შეყუჟული, ან იქნებ არც ისეთი ცარიელი იყო და თოვლის ნაბადში არ ჩანდა არავინ. ისედაც წყნარი ქალაქი, იდუმალ სიჩუმეს მოეცვა და მხოლოდ თოვლის მსხვილი ფიფქები ცეკვავდნენ გარშემო . ისეთი უცნაური დილა იყო , სიცარიელე აშინებდა ნუცას .
სიცარიელე და ტკივილი არ უნდოდა არავისთვის და ტაძარში შეკრებილი ბავშვებისთვის მოუწევდა , წინაასახალწლო ანონსის გაკეთება , რომ ვეღარ იზეიმებდნენ ერთად, ვერც ნუცა მოამზადებდა გემრიელ გოზინაყს და ახალიწლის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ვეღარ დაიწყებდნენ ცეკვას .
*****

უძილობისგან ჩაწითლებულ და გამომშრალ თვალებს , წვეთები მიაშველა ირაკლიმ, თითქოს რამეს შველოდეს .
-გზები ჩაკეტილია. _გიორგიმ დაუკითხავად წამოავლო ხელი ყავის ფინჯანს რომელიც მისაღებში იყო .
- ვერტმფრენი.
-ვერა , უხვი ნალექია. რისკია.
- რისი თქმა გინდა , აქ ჩავრჩით?_გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა.
-ხო. ნახე რა სილამაზეა . _თეთრად დაფარული ეზოსკენ ანიშნა.
-იცი მაინც რამდენი საქმე მაქვს?
-ჩვენ კიდე გგვონია, რომ თქვენ მდიდრები არ მუშაობთ. _მეორე ფინჯანი ფრთხილად დადგა ნანამ.
-ფულისთვის რომ არ ვმუშაობთ იმას რა ნიშნავს , რომ საერთოდ არ ვმუშაობთ._გაუღიმა ირაკლიმ. -უბრალოდ ვცდილობთ , რომ ფულმა იმუშაოს ჩვენთვის და ეს არცისეთი ,მარტივი საქმეა.
-ჰჰჰ , არ დააწყებინო ნანა გთხოვ რა . მე წავედი და ხელს არავინ შეგიშლის მუშაობაში.
-აჰჰ , ერთ კვირას როგორ გამოტოვებს .
-საერთოდაც კვირა ჩემი დასვენების დღეა , რომელიც არასდროს არ მაქვს . ასე რომ კვირა დღეს 3 საათი ტაძარში სიარული
შემარგო იქნება და სიკვდილი არც იფიქრო წირვის დასრულებამდე.
-ვეცდები . _წარბი აწია ირაკლიმ .
-რა მოხდება რომ შენც წახვიდე?
-ჯოჯოხეთში ადგილს დაკარგავს . _გადაჭრით თქვა გიორგიმ. -წამოდი ხალხს მაინც დაენახვები და ლეგენდებს აღარ მოყვებიან ორი რქა და კუდი რომ გაქვს.
-მეტი რა უნდა მოყვნენ შვილო. ქალაქს ბავშვთასახლი დაუნგრია და აგერ ჰა ერთი საცოდავი ტბა ჰქონდათ ახალგაზრდებს სასეირნოდ და ეგეც შემოიღობა . _არ მოელოდა , ასე პირდაპირ , რომ მიახლიდა ვინმე თავის უმსგავსობას , მაგრამ ესიამოვნა . კი მისთვის გულწრფელობა და პირდაპირობა ძვირად ფასობს.
-ნანა, ამას ბავშვთასახლი ჰქვია? შიგნით ვინმეს ცხოვრება როგორ შეიძლებოდა? _მაინც თავი იმართლა.
-ბავშვთასახლზე გამახსენდა. _გამოტენილი პირი დაიცარიელა გიორგიმ და ისე განაგრძო.- დღეს პოლიიცის უფროსი მომაწვდის ყველაფერს ნუცაზე. _ვერ გაიგო გიორგიმ რა დააშავა , რადგან ირაკლის გმინვა მოჰყვა მის სიტყვებს.
-უფრო ხმამაღლა იყვირე. _დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გახედა ნანას.-ნანა უბრალოდ მაინტერესებს ვინაა ჩემი დის გვერდით.
-არაფერი მითქვამს._ თავი გააქნია ნანამ.
-როგორ არაა , თვალები ლაპარაკობს .
- რა გაინტერესებთ მაგ საწყალზე? _ხელი დადო ირაკლის მკლავზე.-დამიჯერე მასზე კარგ მეგზურს ვერ იპოვი შენი დისთვის. ისე ვერავინ უგებს ერთმანეთს როგორც , ორი ნატანჯი სული.
-რატომ არავინ მოიძებნა , ამ წყეულ ქალაქში ვინც ცუდს იტყვის ამ გოგოზე? _გაღიზიანება ვერ დამალა.
-არაა ცუდი და რა გინდა რომ ვთქვათ?
- შეუძლებელია ნანა , იდიალური თავად ქრისტეც არ იყო .
-არაა არაა, არაა ._გიორგი სკამიდან წამოხტა ._ ეკლესიაში წასვლამდე ამის მოსმენა არ მინდა . სანამ რამე ისეთი თვქვი რომ პოზიციები აიმაღლე ჯოჯოხეთში , წავედი ჩავიცმევ.
-ნუცა სულ პატარა იყო ოჯახი რომ დაკარგა , მერე ბავშვთასახლში
გაიზარდა, ყველამ შეიყვარა ეს ბავშვი . როცა გარშემო სიყვარულს ხედავ ცუდი ვერ იქნები. _თავისთვის განაგრძობდა ნანა.
-საერთოდ არავინ ჰყავს ?
-არ ვიცი. ყოველშემთხვევაში , მაშინ არავინ გამოჩენილა ისეთი რომ მეურვეობაა აეღო. ისევ მამამ დაიტოვა და საწყალი კაცი სულ წვალებით ზრდიდა.
-მოიცა ნანა , ვერაფერი გავიგე. _გადაშლილი ლეპტოპი დახურა ირაკლიმ.-მამა რანაირად ზრდიდა თუ მშობლები დაკარგა?
- მამამისი ოქრომჭედელი იყო. სოფლის სახლში მუშაობდაო. საკმაოდ შეძლებული კაცი იყოვო . ამბობენ ერთ საღამოს ძალიან დიდი ოქროს პარტია მიიღო, ვიღაცისთვის დიდი შეკვეთა უნდა დაემზადებინაო . მერე ხომ იცი შვილო , ჭორიკნებს და ავაზაკებს რა გამოლევს ამ ცოდვილ დედამიწაზე.
-მოკლეს? _პასუხი ისედაც იცის და ახლა უკვე ისიც რატომ ეშინია იარაღის და საერთოდ ყველაფრის ამ სულელ გოგოს.
-არა . მარა მომკვდაროყო ალბათ ერჩივნა საწყალ კაცს . ნუცას დედას ესროლეს. მერე სახლს ცეცხლი წაუკიდეს და საწყალი ქალი ორ ბავშვთან ერთად იპოვეს დამწვარი. ბევრი იწვალა საწყალმა რომ დაემტკიცებინა მეზობლები ამბობდნენ სროლა გავიგეთო , მაგრამ მაინც ხანძარს დააბრალეს ყველაფერი.
-და ნუცა როგორ გადარჩა ?
-არ ვიცი . _მხრები აიჩეჩა ნანამ .-მაგრამ რა გინდა ქნა ადამიანმა როცა სამყარო არ გწყალობს? რამდენიმე წლის მერე ავარიაში მოყვა და კი წავიდა თავის ცოლშვილთან ის საწყალი და ასე ობლად დარჩა ჩვენი ნუცა .
-რატომ არ გამიგია ხანძრის ამბავი?
-რავიცი შვილო , დახლოვებით 18-19 წლისწინანდელი ამბავია .
-11 წლის ვიყავი მაშინ . _ორი თითი ამოისვა თვალებში ირაკლიმ, თითქოს ცდილობდა უსიამოვნო მოგონება კადრებად რომ მიქროდა მის თვალებში , თითებით შეეჩერებინა. ვერ გაიგებდა , მაშინ მასაც თავისი უბედურება ჰქონდა გადასატანი. ზუსტად იმ დროს დაკრგა მანაც მამა. არაა არ დაუკარგავს , “მხდალმა “ მამამისმა გადაწყვიტა რომ შვილები და ოჯახი მისთვის არაფერს ნოშნავდა.-დაიჭირეს?
-ვინ უნდა დაეჭირათ ირაკლი კარგი რა ? ეხლა არ იჭერენ არავის და მაშინ ვის დაიჭერდნენ იმ შავბნელ დროში. ყველაფერი ხანძარს მიაწერეს და ყველამ გავაგრძელეთ ცხოვრება. კიდე კაი 2-3 წლის ბავშვს არ აქვს მოგონებები , თორემ კიდე როგორაა სრულ ჭკუაზე ეს გოგო არ ვიცი.
-ასეთი რაამები არ ავიწყდებათ ნანა . _გაუღიმა ირაკლიმ . მისი ყველა პანიკური შიში , მოგონებებია. ახლა იცის ირაკლიმ , გუშინ საკუთარი ნებით თუ ლილის, მედგრად უყურა მოგონებების სერიას ნუცამ. იქნებ არც ახსოვს კადრები და მხოლოდ ემოციებს იწვევენ მასში სტრესული დღეები ? ვინ იცის . ყოველთვის ეგონა რომ 11 წლის ასაკში არავინ იყო მასზე მარტოსული ,რომ ყველაფერი დაკარგა მაგრამ იქვე იმ ქალაქში , იყო გოგო რომელმაც ნამდვილად ყველაფერი დაკარგა და არ შეიცვალა. მართალია არ სჯერა მისი უმანკოების მაგრამ ბავშვურ სილაღეს ვერ დაუკარგავს . ახლაც ალბათ სადღაცას ვიღაცას ათოვს , მაშინ როცა მას სითბოსგან ოფლი ასხავს.
“ ამ პრინციპოთ რომ ვიფიქრო , გავგიჟდები “._ დიდი ხანია გაიგო , ცხოვრება შაქარი არაა და ის ვერ შეცვლის ვერაფერს. -რომელზე მთავრდება წირვა?
-ისე მეკითხები გეგონება ყოველ შაბათ-კვირას იქ დავდიოდე ოჰ. დამრჩა სადილი გასაკეთებელი. _ჯიჯღუნით გაუყვა სამზარეულოს გზას ნანა.
უშედეგოდ ცდილობდა , გული დაედო სამუშაოსთვის , არადა ყველაზე მეტად გადადებული სააქმები სძულს.ზარმაცი არასდროს ყოფილა , მაგრამ ამინდიც ისეთი მოჟამულია ხალისს უკარგავს და გიორგიც არ ჩანს . რამე სასაცილოს მაინც იტყვის და ცოტა უკეთებს ხასიათს . ერთი კვირა დარჩა დეკემბრის შუამდე და იცის მერე მისი ყველა თანამშრომელი საახალწლო ციებცხელებაში ჩაერთვება , გინდაც მოითხოვს რაიმეს დასრულება , ვერაფერს გახდება . მოისმენს უამრავ ბოდიშს და გასამართლებელ ფრაზას . ამ წლის ფრაზა მაინც მისი მდივნის იყო , რომელმაც 2 საათიანი დაგვიანება , იმით აუხსნა რომ გზაში მფრინავ სანტას დაეჯახა . თითქმის ორჯერ შემოიარა სახლი . ყველა კედელი დაიზეპირა , ისიც კი იცის სად არაა სწორად წასმული საღებავი . იმიტომ სძულს , დასვენების დღეები . ვერაფერს აკეთებს . დრო გადის და ყოველი უსაქმურად გალეული წუთი დაკარგულია და თანაც მის ჯანმრთელობას და ფსიქიკას ვნებს. აგერ უკვე მესამე ჭიქას ცლის , ანთებული ბუხრის წინ და ზეპირად ისწავლა ცეცხლის ყველა ტონალობა. საათი კი მხოლოდ 1 ს აჩვენებს. როგორ უშლის ნერვებს სიჩუმეში საათის ისრები. თავდაუზოგავად ახსენებს ეს საათი , რომ უკვე უამრავი წუთი გაფლანგა. ის ის იყო ფეხზე წამოდგა რომ ჯავრი ანტიკვარულ საათზე ეყარა , ტელეფონი აწრიალდა და ისრების წიკწიკი გადაფარა. ტელეფონს უინტერესოდ დახედა . საერთოდ არავის ნომერი არ უწერია . გინდაც დახედოს მაინც ვერ ვაიგებს ვინ რეკავს . საერთოდაც გიორგის და ლიკუნას გარდა კიდევ 10 მა ადამიანმა თუ იცის მისი ნომერი , ამიტომ შემაწუხებელ ზარს არ ელოდა. დაუფიქრებლად უპასუხა და გაკვირვება ვერ დამალა დავითის ხმა რომ გაისმა. კარგა ხანს ფიქრობდა რა ჩაიდინა ასე რომ ლოცავდა მეგობარი , მაგრამ ვერაფერი გაიხსენა . ისეთი გაკვირვებული იყო ყელიც კი გაუშრა და თვალები გაუფართოვდა ბაღს რომ გახედა. ჯერ ნუცა შენიშნა მერე დაცვა რომელიც არანაკლები სისწრაფით მოსდევდნენ . -დავით დაგირეკავ . _ტელეფონი გათიშა და მინას კარგად მიაჩერდა. არა კი დალია ,მაგრამ იმდენიც არა რომ მოჩვენებებს ხედავდეს და თან ამ შეშლილს . არა არ ეჩვენება , ნამდვილად ისაა, ხმით მიხვდა ისე მოასკდა მინას და კაკუნი დაიწყო. ამასობაში დაცვაც წამოეწია და მკლავებში წვდნენ.
-კედლიდან გადმოძვრა. _ძლივს სუნთქავდა ორ მეტრიანი ბიჭი რომელსაც გიორგიმ მისი თავი ანდო და 50 კილოგრამმა გოგომ ქანცი გააძრო.
-უნდა დაგელაპარაკოთ. _ხელიდან რაღაცნაირად გაუსხლტა დაცვას და ირაკლის ეცა. -სისულელე ვქენი .
-აჰამ , ნამდვილად . ამ სახლს კარიც აქვს.
-ვიცი , მაგრამ იქიდან უფრო მოკლე იყო . ირაკლი ვიცრუე . _ქუდი მოიგლიჯა თავიდან და თეთრ ხალიჩაზე ტალახიანი ბოტებით გადავიდა .
-დაა გადაწყვიტე აღსარება მე ჩამაბარო ? _ვერაფერს იგებდა ირაკლი , რატომ იყო ნუცა ახლა მის წინ , მაგრამ მისი მოწყენილობა სადღაც ქრებოდა ამიტომ ცოტახანს გაერთობა . ვისკის ჭიქა ისევ აიღო და სავარძელს დაუბრუნდა .
-არა , მართლა დიდი სისულელე ვქენი. _ისე ახურებდა ნუცას ერთ წამში აუწითლდა ლოყები ბუხრის წინ. იქვე მაგიდაზე დადგმულ ვისკს თავი მოხსნა და ბოთლიანად მოიყუდა . მერე ლაბადა გაიძრო და იქვე მოისროლა . ისედაც მოკლე კაბა უფრო მაღლა ჰქონდა ასული. ქვემოთ ჩამოიწია და დივანზე დაეშვა პირდაპირ ირაკლის წინ . ხელები მუხლებზე დაიდო. -ყველა მიყურებდა . ისეთი თვალები ჰქონდათ , ისეთი . ნაპერწკლები იყო იმედის და ვერ შევძელი მეთქვა . _გაზეპირებული გაკვეთილივით ყვებოდა . შიგადაშიგ ფეხებს ამოძრავებდა და მერე ისევ ხელებით აკავებდა მუხლებს . -არ შემიძლია ვერ წავართმევ , იმედს ვერ წავართმევ . ვერ ვეტყოდი თან , თან ახალიწელია . არავნ იმსახურებს ახალწელს გულგატეხილი იყოს. _ენით გამშრალ ტუჩებს ასველებდა და ყოველი
სიტყვის ბოლოს თავისივე ზედა ტუჩს კბენდა. ერთ სიტყვას ვერ იგებდა ირაკლი. არც უცდია გაგება. უძრავად იჯდა და უყურებდა , უყურებდა ისე როგორც ბავშვი უყურებს მაგიდაზე დადებულ ტორტს და შეხების უფლება არ აქვს , რადგან დედამ აუკრძალა. თვალებს აყოლებდა თეთრ ყელს , ოდნავ მოშიშვლებულ მკერდს ნერვიულად რომ აუდიდა მაღლა და ყელი გაუშრა , მარტო ნუცას სუნთქვა არა მისიც გარბოდა. თავში ჰქონდა უკვე მოწოლილი , ვნება თუ ჟინი.არადა რას აკეთებდა მისი დაკვირვების ობოექტი რომ ამ დღეში ჩააგდო? არაფერს. იჯდა და რაღაცას ბოდავდა. შეწუხებული სახე და გაფითრებული ტუჩები. სხვა ნორმალური ადამიანი წყალს მიაწვდიდა ისეთ მდგომარეობაში იყო გოგო , მაგრამ არა მისი ტვინი, გული და სხეული რომ სწორედ ის ნამცხვარი უნდოდა რომელიც არ შეიძლება . დიდი ხანია აღარ უდუღდება სისხლი ქალის დანახვაზე , იცის რაც არ უნდა დავდაჭერილი იყოს აუცილებლად მის საწოლში დაამთავრებს . უკვე დიდი ხანია აკრძალული არაფერია მისთვის. იქნებ იმიტომ იზიდავს ასე ნუცა? მაგრამ არც ნუცაა აკრძალული მისთვის. მაშინ რატო? რატო უღვოძებს ვნებას ერთადერთი გოგო რომელიც არასდროს მოეწონებოდა ? რომელიც არაფრით გავს ისეთ ქალს რომელიც მის იდეებში ცხოვრობს . დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა ირაკლის. რატომ ? რატომ მოწონს ეს შეშლილი , რომელიც უკვე 5 წუთია დაუღალავად ლაპარაკობს.-რატომ? _ბოლოს ხმამაღლა მოუვიდა.
-რატომ ? ხომ გითხარი რატომაც ? _ფეხზე წამოხტა ნუცა.
-ღმერთოოო_ ამოიგმინა ირაკლიმ და ჭერს ახედა. -ნუცა ერთი სიტყვა ვერ გავიგე.
-შენ რა არ მისმენდი?_ წამოიყვირა გოგომ . იმდენი ილაპარაკა და ეს ვაჟბატონი არც კი უსმენს.
-გისმენდი , მაგრამ ვერაფერი გავიგე. რა გინდა ? აქ რატომ ხარ ? ისტორიებს ნუ მიყვები ერთ წინადადებაში მოგვარდი გთხოვ.
-მოვიტყუე. ბავშვთასახლის ბავშვებს მოვატყუე რომ ახალ სახლს ააშენებ ქალაქისთვის და ისევ აქ დაბრუნდებიან და ისევ ერთად იცხოვრებენ და ვერ ვეტყოდი რომ აღარასდროს იქნებიან ერთად არ შემეძლო . ვერ შევძელი .-მხოლოდ ის მინდა რომ იმედი არ დაკარგონ . მე არ მინდა ვიყო ის ვინც ყველაფერს წაართმევს მათ. _ხელები სახეზე აიფარა . თვალსაც კი ვერ უსწორებს . სადამდე მიხვედი ნუცა? სადამდე? საკუთარ თავს უბრაზდებოდა. განა უღირდა ამ სირცხვილად და აქ დგომად ეს ტყუილი.
-იმედის გაცრუება, წართმევაზე უფრო მწარეა იცი? _მიხვდა რატომ ლოცავდა დავითი. გაეცინა . გულწრფელად მოუნდა ეცინა . -ორი ვერსია მაქვს . მოდი შენ მითხარი რომელია სწორი. პირველი , ძალიან სულელი ხარ ან მეორე, ძალიან ჭკვიანი და ამ ტყუილით მაბავ , ცდილობ სინდისმა შემაწუხოს . შენნაირი გოგონებისთვის ხომ ძალიან მარტივია , უხერხულობაში ჩამაგდო და ვთქვა ჯანდაბას სახელს ხომ არ გავიტეხავ .
-რა არაა. არაა არააა. _სახიდან ხელები მოიშორა ნუცამ და ირაკლის მიაშტერდა.
-არა სულელლი არ ხარ თუ არაა არ ცდილობ გამომიყენო? _ართობს ნუცას აწითლებული ლოყების და ამღვრეული მზერის დანახვა რომელიც წამში მოიღრუბლა, თვალები წამში გაავსო პატარა გუბეებმა და სადაცაა მდინარედ გადაიქცეოდა.”რა იდიოტი ვარ.” საკუთარ თავს გაუღიმა. ხელები წელზე დაიწყო და მაღლა აიხედა. რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალები რომ თვალები გაეთავისუფლებინა , სულ ასეა. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. რამდენჯერ გაება გაუგებრობაში ვეღარ ითვლის. სულ
ეჩხუბებოდნენ მასწავლებლები რომ დედა ტერეზა ვერ იქნებოდა , მაგრამ ჭკუა რით ვერ ისწავლა? ისევ 10 წლის ხომ არაა. როდემდე უნდა უყუროს ვარდისფრად და დადებითად ყველაფერს. უნდა შეიგნოს სამყარო ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. სამყარო რომ სამართლიანი იყოს საერთოდ არ დაიბადებოდა .
-სიმართლეს ვიტყვი. _მხოლოდ ორი სიტყვის თავმოყრა შეძლო. -ბოდიში. _მხრებ ჩამოყრილი წაწვდა ქუდს და თავზე გაჭირვებით დაიფარა. მთელი სხეული ჰქონდა დამძიმებული ტყუილისგან რომელიც ალბათ ყველაფერს დააკარგვინებდა მათ შორის იმას რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
-ნუცა ტყუილი , არავის კლავს . გარდა ნდობისა და მეგობრობისა. _ ფეხზე ზანტად წამოდგა ირაკლი და ზუსტად მის წინ მიგდებულ ლაბადას წაწვდა ასე გამალებით რომ ეძებდა ნუცას თვალები, მაგრამ ვერ ხედავდა ისე ღრმად იყო საკუთარი თავის განსჯით დაკავებული. თან თითქოს ესმოდეს მისი ფიქრები ამ კაცს. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია , აშინებს . გული ყელში ამოსდის რამდენჯერაც მის ახლოსაა. რა დებილია? ჰგონია რომ ისეთი ლამაზია ასეთი კაცი ტუჩებზე დაადნება ? ალბათ დედამიწაზე უკანასკნელი გოგოა ვინც ირაკლის მოწონს და თანაც რაც გაიცნო მხოლოდ სისულელებს აკეთებს .სხვა სიტყუაციაში რომ გაეცნოთ ერთმანეთი გამარჯობასაც არ ეტყოდა. არც ეუბნება . ახლა გაანალიზა ნუცამ რომ არასდროს ეუბნება რამეს. ყოველთვის თვითონ ჩნდება მის სიახლოვეს , ალბათ რას ფიქრობს მასზე ? საერთოდ თუ ჩათვალა ღირსად და დაფიქრდა.თვალები გაუფართოვდა და გაფითრდა , აი რატომ ფიქრობს რომ მისი გამოყენება სცადა. ალბათ ფიქრობს რომ მისნაირი გოგოები , ჩემმნაირი , ჩემნაირი ? თავში ერთი კითხვა უტრიალებდა ნუცას .
ირაკლიც მიხვდა როგორ დაფრთხა და ნიშნის მოგებით დახედა ლაბადას . რა ტუტუცია , რა ჰგონია ეცემა და რას უზავს ? მის გარდა საფიქრალი არ აქვს ? მართალია . ამ ბოლოდროს სულ საკუთარ თავს დასცინის რამდენჯერაც მას ხედავს . სხვა საფიქრალი
არ აქვს. სისხლი უდუღს და სიამოვნებით მოიქცევდა ხელებში . აქ და ახლავე დაეუფლებოდა , მერე რა რომ სულ ცოტახნისწინ ტალახით გასვარა მისი თეთრი ხალიჩა , რაღაცაში მაინც გამოადგებოდ გადაგდებამდე. ისიც კი წარმოიდგინა როგორ აირეკლავდა ნუცას თეთრი კანი , ბუხრის ცეცხლს, როგორ შეერეოდა შეშის ტკაცუნს, ნუცას ხმა და იქამდე არ გაჩერდებოდა სანამ სიამოვნებისგან გაგიჟებულ მის კივილს არ გაიგებდა. ნეტა როგორ ფორმებს მალავს წელიდან გაშლილი პატარა კაბა ? უკვე მესამედ გაუშრა ყელი და ამჯერად ისე რომ ჩაახველა. საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა . აშინებს ეს ჭინკა, რამდენჯერაც ხედავს ვერაფერს აკონტროლებს . სასაცილოდ არ ყოფნიდა სანდროს თავგადასავლები . ტვინი და სასქესო ორგანო ერთ ადგილზე გაქვსო სულ უმეორებს დეიდაშვილს და იგივე ემართება?! ოდნავ დაიხია თვითონაც . კიდე რომ მიუახლოვდეს ალბათ იმ სუნს იგრძნობს გუშინდელიდან რომ ვერ ივიწყებს და მერე ღმერთმა იცის რას იზამს. ინსტიქტურად გაუწოდა ლაბადა და პირველად დააკვირდა მის თვალებს . არ შეიძლება მატყუარას ასეთი ლამაზი თვალები ჰქონდეს . ნუცამ ხელებში მაგრად ჩაბღუჯა ლაბადა. ჯერ კიდევ სცხელა .
-ნუცა._კარამდე მისული , ირაკლის ხმამ მოაბრუნა . თავს აიძულა შეტრიალებულიყო. -ეს ტყუილი რომ
დავტოვოთ ისე როგორცაა, რის თქმას აპირებ ახალი წლის მერე?
არა ნამდვილად მის ფიქრებს კითხულობს . რატომ უსვამს ზუსტად იმ კითხვებს რისიც ასე ეშინა . საკუთარი სინდისი არ ეყოფა? თვალები მძიმედა დააჭირა ერთმანეთს. -რომ ნაძირალა ვარ და პირობა პირობად დარჩა?_ირაკლიმ გასცა საკუთარ კითხვას ის პასუხი რომლისთვისაც ნუცა ასე გამალებით ეძებდა პასუხს. თუმცა სიმართლე იყო .ზუსტად იმას ფიქრობდა და აპირებდა ეთქვა. განა რას ცვლის ერთი განებივრებული ეგოისტი მდიდარი კაცის ცოდვების სიას უწყინარ ტყუილს თუ მიამატებს?
“რას ცვლის ? სადამდე დაეცი ქალბატონო . რა მონსტრად იქეცი “ საკუთარ თავს სილა გააწნა წარმოსახვაში მაგრამ ისე ეტკინა ცრემლი ვეღარ დაიკავა მისმა ვიწრო თვალებმა. სინდისი კისერზე ჰქონდა შემოხვეული , მარწუხებს უშვებდა და ისევ უჭერდა. რა დააშავა? ერთი პატარა იმედის ნაპერწკლისთვის პატარა ტყუილი მოიგონა. -უცნაურია , მატყუარასგან სიმართლის მოსმენა. _გაუღიმა და სცადა თავადაც ისეთი გულწრფელი
ყოფილიყო როგორც იმ წამებში ნუცა ეჩვენებოდა.
-არაფერი მითქვამს . _მხრები გაარხია ნუცამ . ისევ ზლაზვნით აითრია ფეხები და კარისკენ დაიწყო სიარული.
“ახლა ამ კარში გავა და ვინ იცის კიდევ როდის გამოჩნდება?” _სწრაფად გამოერკვა ფიქრებში წასული ირაკლი . ერთ რამეს ვერ იგებს რატომ არ უშენებს ერთ წყეულ შენობას კახა? ის რომ მისი გოგო იყოს , იგივე მზერით რომ უყურებდეს როგორც მას ამდენს ანერვიულებდა ? ის რომ
მისი იყოს შენობას კი არა ალბათ ქალაქს აუშენე… და რა უშლის ხელს ? მხოლოდ
ის რომ
ბებიამისის გეგმის ნაწილი არ იყოს? მყარი მიზეზი არაა, საიმისოდ რომ საკუთარ სურვილებზე უარი
თქვას. ერთ წამში შეუძლია ყველაფერი სათავისოდ შემოატრიალოს , მხოლოდ ის კმარა რომ ტყუილი სიმართლედ აქციოს, მაგრამ ახლა ამ ტყუილისთვის ჯადოსნური ჯოხის მოქნევა , იმის აღიარებაა იქნება რომ მისმა გულმა , როგორღაც ტვინს და მთელს სხეულს აჯობა. უნდა , შეუძლია , მაგრამ არ იზამს. ვერ, ვერ იზამს .
-გამარჯობათ ახალგაზრდებო._დაძაბული სიჩუმე გიორგიმ დაარღვია. -ნუცა , სად გაიქეცი მამაო გეძებდა. აუ რაა ცივაა.
-ნახვამდის.
-კარგად ნუცა ._გოგონას ზურგს გაუღიმა და თავი დახარა.
- როდის გადაწყვიტე რომ ბავშვთასახლი აგეშენებინა?
-მას შემდეგ რაც ჯოჯოხეთში დამაწინაურეს.
-ანუ მართლაა ააშენებ ? -პირი დააღო გიორგიმ.
-ჰო . _ამოიოხრა ირაკლიმ.-არ მკითხო რატომ .
-შეხედე. _გიორგიმ პალტოს ქვემოდან პატარა საქაღალდე გამოაძვრინა. _ნუცას საქმეა.
-ცარიელო რატომაა.? _ერთ ფარატინა ფურცელს დახედა ირაკლიმ, სოციალური სააგენტოს დასტური იყო , ბავშვთასახლში მიღების შემდეგ გაფორმებული .
-საინტერესოც ეგაა, რატომაა ცარიელი?
-შერლოკ , შენი სქმე ეგაა და კითხვას მე მისვამ?
-არ არსებობს , შენი ნუცა .
-რას ქვია არ არსებობს?
-ბავშვთსახლამდე არ იძებნება არანაირი ინფორმაცია . არც ოჯახი საერთოდ არავინ . ვიღაცამ იზრუნამ ამ ბავშვის ისტორია გამქრალიყო .
-მაგრამ ისედაც ხომ ყველა იცის ?
-აჰამ , ყველამ , მაგრამ ოფიციალურად ამ ბავშვს და მისი ოჯახის ისტორია არ მომხდარა.
-ძარცვა ხანძრად გაასაღეს, მარტივი ამბავია. ასეთი პატარა ქალაქისთვის ამხელა ამბის გახმაურება არავის აწყობდა და მიჩქმალეს რა._ცარიელი საქაღალდე მაგიდაზე მოისროლა.
- სასწაული ამბავია . რა ნააგავი უნდა იყო , ბავშვს რომ ესროლო.
-და უფრო დიდი ნა**** ისაა ვინც , ხელი დააფარა.
-ნაბ*** რებს რა გამოლევს ირაკლი. მაგაზე გამახსენდა სანდროსი რა ისმის , მხრებზე აქვს თავი ისევ? _გაეცინა გიორგის .
-არ მგონია რამე ქნან ,მანქანაში გამართული პერფომანსის მერე მოიცდიან ცოტას და სანამ იცდინ ჩვენ მივხედავთ , მაგრამ სანამ ამ დედა მ**** სახლში და ქალაქში ვარ გამოკეტილი ვერაფერს ვერ ვშვებით.
-ხელს რა გვიშლის ? ხალხი გვაკლია თუ ქათამზე ნაკლებ თეატრს ვერ დავდგამ . _გაიჯგიმა გიორგი.
-რა მოიფიქრე გიორგი ?
-იმდენი იდია მაქვს თავში . ვერ გადავწყვიტე პირდაპირ , აღვგავაო პირისაგან მიწისა თუ ცოტა გავერთოთ .
-სანდროსთან გაიარე ჯერ კონსულტაცია. მის თავს ემუქრებიან მოჭრით.
-ოოო კაი რა. არ იცი რანაირია ? მთელ გართობას ჩამიშლის. რომელი საათიდან სვამ? ეხლა შენიშნა გიორგიმ ნახევრად დაცლილი ბოთლი.
-დილიდან და მაინც არ გადის დრო. ნეტა ხალხს როგორ გაყვს დრო აქ.
-სად აქვს ხალხს გასაყვანი დრო ირაკლი შვილო. სამსახური , სახლი ათასი საზრუნავი . _თავზე წამოადგა ნანა.-რომელ საათზე ივახშმებთ?
- ექვსამდე .
- ირაკლი დამავიწყდა მეთქვა , მამაომ
დაგპატიჟა ვახშამზე , მარა არ მგონიათქო მოვოდეს .12 ბავშვთან ერთად ვახშამი რომ არ გაგოსწორდება ეგ დანამდვილებით ვიცი .
- ნუცაც იქაა, წავიდეთ. _ისე სწრაფად დაეთანხმა ირაკლი და ფეხზე წამოდგა , გიორგიმ გააზრება ვერ მოასწრო.
-ნუცას ნახვა გინდა თუ …
-და თან როგორ მინდა გიორგი. მილიონს გადავიხდი რომ დამანახა როგორ აუხსნის ბავშვებს ტყუილს.
-რა ტყუილს ?წეღან არ თქვი რომ მართლა ააშენებ?
-აჰამ ვთქვი._ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა . -მაგრამ იმ სულელმა გოგომ ჯერ არ იცის .
-იცი რომ შენივე ანთებული ცეცხლით იწვები ? რომ წავალთ რა გეშველება . თბილისში რომ ნუცა არ გყავს ?
-წავიყვანოთ რა პრობლემაა.
-ვეღარ ვიგებ ხუმრობ თუ რას შვები .

ყველაფერს წარმოიდგენდა , მაგრამ საკუთარ ძმას თუ იქ ნახავდა ვერა.
-მითხარით რომ მძინავს . პირი გააღო ბექამ , რამოდენიმე ბავშვი ერთად მიშტერებოდა , მხოლოდ დავითი უღიმოდა .
-მოდი , მოდი ირაკლი , როგორ გაგვახარე . მამაოს გვერდით ნიკომ დაუთმო ადგილი .
წინსაფარებულ ბექას თვალი აავლო ირაკლიმ.
-დედას არ უთხრა . საჭმლის კეთება დანაშაული არ არის.
-არაფერი მითქვამს . _ხელები ჰაერში აწია ირაკლიმ.
-მოდი დაგინახო ერთი ._მაგიდის კუთხიდან ჭაღარა , წელში მოხრილი ქალი წამოდგა. გაუჭირდა ირაკლის მეგობრის დედა ამოეცნო, ნუთუ შეიძლება 5 წელში ადამიანი ასე გატყდეს? სიტყვა ვერ იპოვა და გამეტებით მოხვია ხელები .
-ნონა დეიდა._არ ელოდებოდა მის ნახვას. თვალწინ ჩაუარა ყველა იმ მომენტმა როცა დედას უნდა მიეცა რჩევა , მხოლოდ ნონა იყო მასთან,ისე აუჩქარა გული , ქალის დანახვამ თითქოს ყველა ძაფი თავისით გაება წარსულსა და აწყმოს შორის.-მეგონა სოფელში იყავით.
- ვიყავი მარა , მამაოს რომ ბავშვები მოყავს ყურადღება ხო
უნდა 12 ბავშვს.დიდი მაგიდი გარშემო მომსხდარ ბავშვებს თვალი მოავლო. ყველაზე დიდი ნიკო იყო , ადვილი გამოსაცნობი იყო . ყველაზე პატარა , ალბათ 3-4 წლის იქნებოდა . ბურთივით იყო გაბერილი , ლამაზი მრგვალი თვალები სათვალეში უფრო დიდი უჩანდა და ხელებში პატარა ცომის ნაჭერს ზილავდა . ბავშვი შიგადაშიგ კაბაზე იწმენდაა ხელებს და თეთრ ანაბეჭდებს ყველგან ტოვებდა.
-მართა ჩვენი პატარა მცხობელია. მართუს აჭამე ირაკლის , შენი ნამცხვარი აბა .
-იყოს არ მინდა . _ბავშვი ისეთი სისწრაფოთ გამოიქცა, თეთრი ხელებით და ფქვილიანი პატარა ჯამით . ირაკლიმ
სკამიანად დაიწია უკან . -არ მინდა , მადლობა . _უხერხულად გაიღიმა და ისე გადახედა ფქვილიან ხელებზე თითქოს რამე საშინელება დაენახოს. გიორგიმ ჩაახველა რომ რამით მიეხვედრებინა , წესიერი სახე რომ მიეღო , მაგრამ გვიანი იყო . პირდაპირ მუხლზე დაუდო ცომი. -ჰმ, მადლობა . _ორი თითით აიღო შარვალზე კარგად გაბრტყელებული ცომი და მაგიდაზე დადო . -მიყვარს ნამცხვრები , მერე შევჭამ . _ბავშვის დაჟინებული მზერისგან რომ თავი დაეხსნა ფეხზე წამოდგა . მაშინ მიხვდა ყველა როგორ მისჩერებოდა და უხერხულმა სიჩუმემ შეაწუხა. -ხელებს დავიბან . გამწარებული იბანდა ხელებს .-მძულს ბავშვები. _ერთი დაიღრინა და ღრმად შეისუნთქა. ბავშვებით სავსე სახლში ამის თქმა მთლად ჭკვიანური ვერაა, მაგრამ რა ქნას. არ უყვარს , არც არასდროს ყვარებია . არც არავის ჰყავს მის გარშემო ბავშვი. ისინი უტვინოები , ხმაურიანები არიან , თან გაუთავებლად ითხოვენ ყურადღებას და თამაშს. ხელები შეიმშრალა და საბაზანოს კარი უნდა გაეღო , ქარიშხალივით შემოეჭრა ნუცა . კარი გადაკეტა. მიუხედავად იმისა რომ ხელსაბანს აეკრო ირაკლი , ადგილი მაინც იმდენად მცირე იყო მათ შორის ნუცას გახშირებულ სუნთქვას სახეზე გრძნობდა.
-ოქეი , პატარა სააბაზანოების წინაღმდეგი არ ვარ , რამენაირაად მოვთავსდებით , მაგრამ არ მგონია ეს კედლები ხმას აკავებდეს. _გაუღიმა , წელით მიაწვა და ხელებით ჩამოეყრდნო ხელსაბანს.
-რაა? _თავი გააქნია ნუცამ რას ბოდავ მზერით .
- ალბათ გახსოვს ფაქტიურად ტაძარში ვართ. შენს სულზე ვდარდობ თორემ ჩემს უკვე ნაყიდი აქვს თავის ადგილი . წელზე მოქნილად გამოსდო ორივე ხელი და წამში
გაცვალეს ადგილები. ისე აეკრო ხელსაბანს ნუცა, ისეთი მონდომებით ცდილობდა უკან გაწეულიყო მიუხედავად იმისა რომ ადგილი აღარ იყო , ცოტაც და ხერხემალი გადაუტყდებოდა. ოდნავ გადაიხარა ირაკლი , კარგად რომ დაენახა მისი სახე , სულ პატარა ნაპერწკალი , ჭირდებოდა ნუცას თვალებში და მისთვის დროს და ადგილს მნიშვნელობა დიდად არ ჰქონდა . წამით დააკვირდა და ისეთი გაფართოებული თვალებით უყურებდა ნუცა სიბრაზე მოერია. ნუთი ასეთი ძნელია გაიგოს რომ გიჟდება ისე უნდა შეეხოს? რამდენჯერაც ხვდებიან სულ , ეს სურვილი აქვს და ერთხელ მაინც ვერ გამოხატა ისე რომ ასე არ უყუროს ? არა ეს სულელი გოგოა , ასექსუალური , თორემ როგორ შეიძლება არაფრით გამოხატოს რომ მასაც მოწონს მის ახლოს ყოფნა . საკუთარ თავში დარწმუნებულია, ზუსტად იცის ნუცას ბრალია , თორემ აქამდე არცერთი ქალი არ გასხლტომია ხელიდან ამ ტუტუცის გარდა , რომელიც ისე ოსტატურად გაუძვრა ხელებიდან და ისევ ადგილი გაცვალა მასთან , განძრევაც კი ვერ მოასწრო .
-უნდა დამეხმარო გთხოვ. _მუდარი სავსე თვალებს , ხელები მიაშველა და ყელი გამოწია. -ისედაც ამბობენ , რომ ბოროტი ხარ , ეგოისტი. არაფერს არ შეცვლის ბავშვთასახლის არ აშენება. გთხოოვ ნუ მაიძულებ ახლა ვუთხრა.
-ააა არა ._სიცილი დაიწყო ირაკლიმ .რისგამო იცინოდა ნუცამ კი არა თვითონაც ვერ გაიგო.
-შშშ. _დამფრთხალმა გახედა კარს . მაგრამ რომ მიხვდა სულ არ აპირებდა გაჩუმებას ირაკლი და ნამდვილად ვინმე გამოიჭერდა . თითისწვერებზე აიწია და ორივე ხელი ააფარა პირზე . -გაჩუმდი , ვინმე გაიგებს .
-არ მაინტერესებს , ეგ შენ უნდა გადარდებდეს , ჩემზე ხომ მაინც ამბობენ რომ..
-იმის თაქმა არ მინდოდა რომ სიმართლეა რასაც ამბობენ , უბრალოდ .. _ამოიოხრა ნუცამ . დაიკიდე . ხელი ჩაიქნია , კარი გამოგლიჯა და პირდაპირ ოთახისკენ აიღო გეზი .
გული ამოვარდნას ჰქონდა . სიმწრისგან მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს და თითქმის დაიყვირა.
-მოვიტყუე. ბავშვთასახლი არ იქნება. ._თვალებდახუჭული ამბობდა სიტყვებს . ყველაფერს იტყვის მაგრამ არ უნდა 12 წყვილი თვალში გამქრალი ნაპერწკლის ყურება.-მოვიტყ..-სიტყვა გაუწყდა . ყელში გაჩხერილმა ბურთმა მეტი არ აცალა და მის თვალებსაც აღარ სურდა ცრემლების შეკავება.
-ნუცა , იმის თქმას ცდილობს , რომ ამ წელს არ იქნება , არა ნუცა ? _ზურგთან დაუდგა .შეეძლო საკუთარ ადგილზე დაბრუნებულიყო, მაგრამ იქიდან კარგად დაინახავს , ნუცას სახეს და საკუთარი სისუსტე აშინებს . სძულს როცა ტირიან და მითუმეტეს მის გამო. -როგორცვე დიდთოვლობა გაივლის , აუცილებლად პირადად მივხედავ ამ ამბავს.
-მართლა? _ინსტიქტურად შეტრიალდა ნუცა.
-მართლა , შეიძლება ათას რამეს იძახიან , მაგრამ მატყუარა არ ვარ . _კბილებში გამოსცრა და ცივად აუარა გვერდი. -სამწუხაროდ ვერ დავრჩებით . _გიორგის ანიშნა ადექიო.სწრაფად გამოემშვიდობა მეგობარს და მანქანის კარი ისე მიიჯახუნა , მძღოლი შეხტა .
-რას დამათრევ აქეთიქეთ ადამიანო?
-გაჩუმდი გიორგი თავი მტკივა.
- ისევ მშივრები მოვკვდებით .
-ღმერთო გიორგი , რომ მოვინდომო
მთელი ქალაქს რაც კი საკვები მოეპოვება იმას გიყიდი , ოღონდ გაჩუმდი. _გამწარებული ისმევდა ორ თითს თვალებში. “ მაინც ამბობენ , რომ ბოროტი ხარ” აი თურმე რატომ არ აღელვებს ირაკლი . მისი მე- 17 საუკუნის რომანის გმირში ვერ ჯდება და თანაც … ფიქრი , მანქანის მინაზე კაკუნმაა გააწყვეტინა . ცალი თვალით აიხედა , ყურებამდე გაღიმებული იდგა დაბურულ მინასთანს და საკუთარ თავს უფრო უღიმოდა. ისიც არ იცის იმ მხარეს იჯდა თუ არა ირაკლი , მაგრამ მაინც ხომ დაინახავს. მადლობას იმსახურებს , მადლობას კი არა მის თვალში ახლახანს სანტად იქცა . გადარჩინა .. როდის იყო ასეთი ბედნიერი არ ახსოვს . როდის აუსრულდა ბოლოს საახალწლო
სურვილი არც ის იცის .
-ნუცა ბევრი დრო არ მაქვს . _ზანტად გადავიდა მანქანიდან . სიამოვნებით არ შეიმჩნევდა , მაგრამ მანერები ჯერ არ დაუკარგავს .
-მადლობა . _ჯიბიდან პატარა შოკოლადი ამოაძვრინა და ხელისგული გაუშალა. ღმერთმა იცის რად დაუჯდა ირაკლის , რომ არ გაეცინა . ბოლოს 120000$ საათი აჩუქა ქალმა, მადლობის ნიშნად .
-შოკოლადები არ მიყვარს .
-მანდარინიც მაქვს . _მეორე ჯიბიდან პატარა მანდარინი ამოაძვრინა და გაუწოდა. გულწრფელად უნდოდა თავი დაეჭირა , წესით როცა რამე უნდა და თან ნამდვილად აუცილებლად აღწევს , მაგრამ მაინც გაეცინა.მართალია ირონიას ვერაფერი მოუხერხა,თუმცა საკუთარი
თავის მიმართ გაჩენილი ირონია იყო
უფრო. ირაკლის სახეს რომ აავლო თვალი , უცბად დაუბრუნდა რეალობას . კაცმა
ოცნება აჩუქა, მატყუარა არ გამოიყვანა . ამ კაცს ყველაფერი აქვს და ის მანდარინს უწვდის . სწრაფად ჩაილაგა ორივე ხელი ჯიბეში. ალბათ პირველია ვინც მადლობის სანაცვლოდ , 3 ლარად ნაყიდი შოკოლადი გაუწოდა. შერცხვა. ლოყები უცბად შეუვარდისფერდა და საყვარელი ატმისფერი დაედო . თვალები აარიდა, მაგრამ მიხვდა იმდენი ზრდილობა უნდა ყოფნოდა სახეში ეყურებინა , ძალით გაუსწორა რამოდენიმე წამით სახე . -მადლობა ._ყველაზე გულწრფელი მადლობა იყო რაც კი ოდესმე პირადად უთქვამთ მისთვის . მადლობა , ყოველგვარი მადლობა “მადლობისთვის “ გარეშე. შეეძლო უბრალოდ ეთქვა “არაფრის” და წასულიყო . ისეთი სიმსუბუქე იგრძნო , თავისუფლად სუნთქვაც კი დაიწყო. ნუცას მადლობა უბრალოდ ლამაზი ატმისფერი იყო. -გადამარჩინე . _სუნთქვას , ამოაყოლა ნუცამ .
-ანუ მთლად ისეთი ნაძირალაც ვარ როგორც ამბობენ ?_ხელები გადაიჯვარედინა და მანქანას მიეყრდნო .
-იცი ირაკლი? ხალხი იმას ამბობს რასაც ხედავს , მერე დანარჩენები იმეორებენ.
-ანუ სიმართლეს ამბობენ და იმეორებენ?
-არრრა. _თავი გააქნია ნუცამ .-ჩვენ რასაც აჩვენებ იმას იმეორებენ , მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ
ასეთები ვართ.
-ანუ არც შენ ხარ წმინდანი , როგორც ამბობენ ?
-მეეე? _გადაიკისკისა. -ხალხმა ჯერ არ იცის კარის სახელური რომ
გავტეხე.
-ეგ არ მიგულისხმია. _ჯიუტად დაუბრუნდა პირვანდელ კითხვას.
-ძირითადად რაღაცას ვაფუჭებ. _არანაკლები სიჯიუტით ცდილობდა , სხვა რამეზე გადასვლას ნუცა. ამ
კაცთან ვერ დაიწყებს , საკუთარ თავზე ლაპარაკს. მასთან კი არა საერთოდ არავისთან ლაპარაკობს . უბრალოდ ისეთია როგორიც უნდა იყოს , უნდა აკეთოს ის რაც საჭიროა, უნდა იცხოვროს და არ უნდა მიზეზების გარკვევა. რომც უნდოდეს ვერაფერს შეცვლის . ასეთი
დაიბადა. ასე დაიწერა მისი ბედის წიგნში , რაღაც მიზანი
ჰქონდა იმ ყველაფერს რაც ნახა და ასე ასწავლეს რომ იქიდან მხოლოდ კარგის დანახვა უნდა შეძლოს. როგორცვე ზედმეტ ფიქრს იწყებს ,ემოციებს ვეღარ ერევა . ემოციები კი კლავს . ყველა ემოცია კლავს გარდა პოზიტივისა.
-ნუცა რამდენი წლის ხარ? _უკმაყოფილოდ გააქნია თავი ირაკლიმ.
-მეე ? 22 ის , არა 21 ის ვარ , მაგრამ მალე 22 ის ვიქნები. _ვერაფრით გაიგო რა დაემართა , წამში მოიქუფრა მამაკაცის სახეზე . ერთი ქვემოდან ამოხედა და ნუცას სახეზე შემშრალ
ღიმილს ბონუსად ძაღლისთვის მიგდებული ნარჩენებივით ნახვამდის დაუმატა
-მართალი ხარ გიორგი . ეს გოგო არ არსებობს. ყველაფერი რასაც ამბობს გამოგონილია . შეუძლებელია , მისნაირი ადამიანები არ არსებობენ. “ან უბრალოდ ძალიან მშიშარაა. “ შეეშველა , ნუცას მეორე ხმა ირაკლის თავში . ყველა მისნაირი გამბედავი არაა თვალი გაუსწოროს რეალობას . განა ცუდია ღიმილით რომ უყურებს იმ სამყაროს , რომელმაც ყველაფერი წაართვა.
-ასე რატომ გიყურებს ?წავიდეთ თუ .. _ვერ იგებდა გიორგი რა უნდა ექნა . მანქანის მინაზე ჰქონდა სახე მოდებული ნუცას და უცინოდა.
-ღმერთო არაა , ეს ნორმალური. _ამოიგმინა ირაკლიმ .
-ჯერ არ წასულან ? _გვერდით ამოუდგა მამაო ნუცას . გიორგიმ სწრაფად გააღო მანქანის კარი გადახტა და მხიარულად შესძახა .
- სასიამოვნო ამბავია , ჩვენი სააქმები დიდთოვლობამ გადადო , ამიტომ დრო თავზე საყრელი აქვს ირაკლისაც . მანქანის კარი გაუღო . -გთხოვთ ბატონო ირაკლი. იძულებული იყო გადასულიყო.
-მობრძანდით , მობრძანდით . _
-სამსახუროდან გათავისუფლებული ხარ. _წასჩურჩულა გიორგის.
-შენი ხუშტურები ვერ მაიძულებს , რომ მშიერი დავრჩე . უკან მიყვა გიორგი ნუცას და დავითს . მხოლოდ ირაკლი მისდევდა ფეხათრევით .
-კარი მიკეტე ირაკლი . ძაღლი შემოდის ხანდახან და ყველაფერს ყრის . მძიმედ დაადო სახელურს ტორი და ხელში შერჩა ლამაზი ოქროსფერი სახელურის ერთი მხარე. მეორე კი ხმაურით დაეშვა ძირს . თითქმის ყველა ერთდროულად შეტრიალდა ირაკლის მიაჩერდა.
-ყოჩაღ. _შეაქო გიორგიმ .
-ირაკლიმ , სახელური გატეხა. _ გაახმოვანა ნუცამ კისკისით. თითქოს ისედაც არ ჩანდა რომ
გატეხილი სახელური ორ ნაწილად დაიშალა.
- ირაკლი ნაკლები უნდა ივარჯიშო მეგობარო . შენ მაგაზე არ იდარდო ._ხელი ჩაიქნია დავითმა .ნუცას სახეზე რომ შენიშნა ეშმაკური ღიმილი , მაშინ მიხვდა რომელ სახელურს გულისხმობდა .
-მანდარინი გინდა ? _ ისევ ამოაძვრინა ჯიბიდან და წინ დაუდგა . დასცინის? არა ნამდვილად დასცინის . ეს პატარა ღლაპი , მის ნევებზე ისე დახტის როგორც პატარა თაგვი ხაფანგებს შორის და ისეთი წარმატებით აკეთებს ამას ყველითაც კი გაიბერა უკვე . ასე მხიარულება , კისკისით იღებს იმას რაც უნდა ყველასგან . მხიარული , უპრობლემო, უბრალო და თან ლამაზი
ადამიანი ყველას უყვარს . მაგრამ ჯერ არ იცის . ირაკლი ის ხაფანგი არაა რომლისაც უნდა ეშინოდეს. ერთი თავით დაბლა დაიწია ირაკლიმ და კარგად გაუსწორა სახე.
-ნუცა , არასწორი ადამიანი აირჩიე სათამაშოდ . უცბად შეცბა და
შუბლი შეჭმუხნა გოგომ. ვერასდროს იგებს რატომ ელაპარაკება სულ ასე უცნაურად .-ბავშვთასახლი საჩუქარია , ბავშვებისთვის და ჩემი სინდისისთვის , რომელიც არ მაქვს. ის რომ რამოდენიმე საათი გვაქვს ერთად გატარებული იმას არ ცვლის რომ 1 კვირაა მიცნობ და მე და შენ მეგობრები არ ვართ. გასაგებია?
-ირაკლი . _გიორგიმ უხერხულად ჩაახველა გიორგიმ და მაშინ მიხვდა ყველას ესმოდა მათი საუბარი. დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი მის წინ. აი ისიც , პატარა უბიწო გოგონა. ყოველთვის იცის ქალებს , უნაკლოდ საკუთარი თავის შეფუთვა შეუძლიათ , მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო როგორ შეუძლია ასე ბუნებრივად მოირგოს ქაღალდი.
-იმედია ამჯერად კარგი ღვინო გაქვს დავით. _გვერდი აუარა ნუცას და მეგობრებს და პირვეული აუყვა კიბეს . პირველი რაც ცხვირში მოხვდა ოდნავ დამწვარი ხორცის სუნი იყო და სამზარეულოს რომ ჩაუარა ბექას გინებაც მოესმა.
-ნეტა როდესმე თუ გადაეჩვევა ბილწსიტყვაობას. დავითმა პირდაპირ სამზარეულოს კარი შეაღო -რა გიქნია ბიჭო ეს. _სამზარეულოდან გამოვარდნილ კვამლს ხელი გაუქნია დავითმა.
-ყველაფერი დაწვი იდიოტო . _ ელვის სისწრაფით ეცა ნუცა ღუმელს , იქვე მიგდებულ პატარა ნაჭერს წაწვდა და ერთი ხელით სცადა გამოეღო. თუმცა ლანგარი საკმაოდ მძიმე იყო და უკან დაბრუნა .
-გაგიჟდი ? დაიწვები ნუცა სადაა ხელთათმანი, ხელთათმანი სადაა. _ წრეზე ტრიალი დაიწყო ბექამ. სანამ ნუცა გრადუსების დარეგულირებას ცდილობდა . ამასობაში პატარა მართაც გამოძვრა ოთახიდან და ბაჯბაჯით შევარდა სამზარეულოში .
-მართა გამოდი აქეთ . _დავითმა ბავში სწრაფად აიტატა ხელში და ირაკლის მიაწოდა . სწრაფად შეაშველა ხელები და ფქვილში ამოვლებულ მსუქან ლოყებს გაუღიმა. ახლახანს გაანალიზა რომ ამ უამრავ ბავშვში მართა ყველაზე პატარა იყო და სავარაუდოს ისიც ობოლი, ან უფრო უარესი . მიტოვებული. რა ცუდი სიტყვაა არა? მიტოვებული და მან ზუსტად იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა . იცის რას ნიშნავს როცა სამუდამოდ ტოვებენ. ისიც იცი , როცა უამრავი ადამიანი გყავს და მაინც მარტო ხარ რა გრძნობაა. ორივე გაიარა, მაგრამ ამ ბავშვებისგან განსხვავებით ყოფითი პრობლემები არ გაუგია . -იცი რა მძიმე ხარ? _ხელში შეათამაშა და ბავშვებით სავსვე ოთახისკენ დაიძრა .
-ნეტა ლილი გხედავდეს . _დასცინა გიორგიმ .
-კარგი ამბავი ისაა რომ ხორცი
გადავარჩინეთ , ცუდი ისაა , რომ… დავითმა შეაწყვეტინა წინადადება ბექას.
-დედა ნუცამ ხელი დაიწვა . რამე გვექნება ყუთში .
-აი ცუდი ესაა. _წინსაფარი მოიხსნა და იქვე მოისროლა . -ნიკო , თუ შურისძიებას გადაწყვეტ მე აქ ვარ ჩემო ძმაო. _სრული სერიოზულობით დაუდგა წინ ნიკოს რომელიც ტელეფონს დაჰყურებდა.
- არაფერია ნონა დეიდა. _დაჭრილი ხორცი მაგიდის შუაში დადგა და საჩვენებელი თითი გაშალა.-გემრიელად მიირთვით.
-წავედით?_ფეხზე წამოხტა ბექა .
- ხვალამდე ბავშვებო . _ხელი გაუქნია .
-მოიცა არ რჩებით?
- ჩვენ მეგობართან ვიკრიბებით ნონა დეიდა. _მაგიდაზე მიგდებულ მანქანის გასაღებს წაავლო ხელი ბექამ.
- არა . _თავი გააქნია ნუცამ .
-გიჟი ხო არ ხარ. 4 კილომეტრია იქამდე.
-ცოტა ჩქარა ვიაროთ.
-ნუცაა, ნერვებს ნუ მიშლი. _ხელი მიჰკრა ბექამ .
-არაა. _თავი ჯიუტად გააქნია ნუცამ .
-ნუცა გარეთ ყინავს . შანსი არაა მე ფეხით არ ვივლი . ზურგზე აწვებოდა შუაგზაში გაშეშებულ ნუცას .
-მე კიდე მანქანაში არ ჩავჯდები .
-ხო და ფეხით წამოდი . დასასრულს მოაღწევ ალბათ.
-საერთოდ არ წამოვალ. _ენა გამოუყო ბექას .
-ხო და ნუ წამოხვალ.
-ხო და ქეთოს ვეტყვი აქ მოვიდეს და არა იქ .
-ხო და ნამდვილი დამპალი ხარ გაიგე ? _მანქანის გასაღები გაუწოდა ბექამ .
-ნუცა მომთვინიერებელი ._თავი ხმამაღლა შეაქო და მხრებში გაიშალა.

კარში იყო გასული უკვე მართას ტირილი რომ მოესმა .
-ისევ ყური სტკივა ალბათ. _შენ წადი ბექა . მანქანის გასაღები გაუწოდა .
-აუ კარგი რა .გაა****ეთ რა .
-ეეეე, წესიერად.
-2 კვირაა ქეთის ნახვას ვცდილობ კარგი რა კარგი .
-წადი და ნახავ ადამიანო . არაფერს ვეტყვი. _პასუხს არც დალოდებია , ისე შევარდა უკან და ყურზე ხელაფარებული მართასთან გაჩნდა . -ჩემო პატარავ . ბავში კარგად მოიქცია კალთაში და მკერდზე მიიყუდა გაგივლის . წამალს დავლევთ .
-აი მართუშ . პატარა კოვზით მიაწოდა დავითმა წამალი .
ყურადღებით აკვირდებოდა ირაკლი სურათს. დავითი? ნორმალურია, მისი მოვალეობაც კია რომ იზრუნოს სხვაზე , მაგრამ არასდროს უნახავს 11 ბავშვის სახე რომოელსაც არაფერი სტკიოდა მაგრამ მართასთან ერთად იტანჯებოდა . ყველამ შეწყვიტა ჭამა , ისე შეუმჩნევლად სუნთქავდნენ , თითქოს მათი სუნთქვა უფრო გაუციებდა ყურს . ნიკო გვერდითაც კი მოუჯდა რომ როგორმე გაერთო . მზერაა აარიდა ირაკლიმ . ამ წამს ზედმეტად მძიმე იქნებოდა ყველა იმ მოგონების ნახვა რომელიც მას და ლიკუნას აქვთ. არასსდროს შიებიათ , მაგრამ ჩვევად ჰქონდა თავისი წილი შოკოლადის მისთვის შენახვა. იცოდა მისი მსუნაგი და საკუთარ დესერტს წამში ყლაპავდა და მერე კნუტის თვალებით იწყებდა ყურებას . ცუდი იდეა იყო აქ დარჩენა . ზედმეტად განსხვავებული და ზედმეტად მსგავსია ამ ადამიანების. არ უნდა ვინმე ახსენებდეს იმას რის დამარხვასაც დიდი ხანია ცდილობს და ყოველი აქ გატარებულო წამი იმ მიწას ფანტავს რომლის დასაყრელადაც წლები დასჭირდა. -უკაცრავად . სიგარეტის კოლოფი დემონსტრაციულად , ამოაძვრინა სკამზე გადაკიდებული ლაბადის ჯიბოდან. თითქოს უნდოდა ყველას დაენახა რომ მოსაწევად გადის და არა იმისთვის რომ ამღვრეული გონება დაიწყნაროს. კარშიც კი არ იყო წესიერად გასული ნერვებმა შუბლის ძარღვები აატკივა და სრული ბედნიერებისთვის ესღა აკლდა :
-გამარჯობა ირაკლი .
-კახა. _რატომღაც ჩათვალა რომ გამარჯობა ზედმეტი იქნებოდა.
-შეიძლება? _კარისკენ გაიწია კახა.
-ჩემი სახლი ხომ არ არის . _ მძიმედ გაეცალა კარს.
-გილოცავ , კარგი ამბავი მოგიფიქრებია . _ზურგსუკან მოესმა კახას ხმა .
-მე არაფერ შუაში ვარ , მხოლოდ ვიხდი .
-კარგია , როცა კორუფცია ყვავის ქვეყანაში , ნებისმიერი მიწის ნაკვეთი თუ შენობა ხელმისაწვდომია .
-ბიჭებო ._დავითის ხმა გამაფრთხილებლად ჟღერდა . პატივს სცემს დავითს , ამიტომ მშვიდად გავიდა , პასუხის გაცემაც არ უფიქრია.
-თეფშს მოგიტან . _წამოდგა მოხუცი.
-ოჰ არა ნონა დედია , ნუცასთან მოვედი . გზაში ქეთო შემხვდა ქალბატონო, კარგ დღეს არ დაგაყრის სახლში რომ მიხვალ. ოჰჰ მართუნა რა დაგემართა ფუმფულიკო . _დათვის ბელივით აიტაცა ხელში კახამ ბავშვი და დაატრიალა.-ცომის დედოფალო . ლოყებზე მიაწება ტუჩები და მერე ყელში მოუღუტუნა . ბავშვის სიცილმა გაავსო ოთახი.
- შოკოტი? _თვალები დააფახულა ბავშვმა .
-შენ კიდე შოკოტი გინდა გოგო ? ხვალ მოგიტან დღეს დაგეგმილი არ იყო შენი ნახვა . ნუცა წაგიყვანო ? იქეთ მივდივარ საქმე მაქვს .
-არა , არ მინდა . მართას ყური
სტკივა და თან გულისრევამდე სმის თავი არ მაქვს .
-კი ბატონო . ბავშვებო გამოგივლით. _წასვლისას კიდევ ერთხელ აკოცა მართას .

მახსოვს იძახდი რომ ადამიანები ვინც თამბაქოს თავს ვერ ანებებენ ლაჩრები არიანო. _გვერდით ამოუდგა კახა კიბის ბოლოს მდგარ ირაკლის.
-და ვინ გითხრა რომ ვერ დავანებე.
-ეჭვიც არ მეპარება რომ დაანებე , მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი მოსაზრება დაგემარცხებინა. საკუთარი თავის და სხვებზე გამარჯვება ყველაზე კარგი სპორტია შენთვის.
-არ მომწონს შენი ორაზროვანი საუბრები კახა და მე და შენ ის ურთიერთობა არ გვაქვს , შენგან ფილოსოფიური მოსაზრებები ვისმინო ჩემზე.
- რა გინდა ირაკლი? მინდა რომ შევხვდეთ ოროვე პირისპირ , ერთხელდასამუდამოდ დავამთავროთ ეს უაზრო გაუგებრობა.
-დიდიხანია გარკვეული გვაქვს მე და შენ ჩვენი საქმე . ორივემ ვიცით რა მოხდა და როგორ დამთავრდა .მე ვიცი რა მინდა. _პირისპირ დაუდგა .- შენ რა გინდა ? რატომ დგახარ ახლა აქ და მელაპარაკები .
ზუსტად იცის რაც აქვთ საერთო , როგორ შეითრია სიცილით ,სასიყვარულო სამკუთხედში კიდევ ერთხელ ვერაფერი გაიგო და სიმართლეც რომ იყოს და საერთოც არ იყოს მათი გრძნობები , მხოლოდ იმიტომ ჩაერთვება ამ ისტორიაში რომ კახა ნახოს გაცეცხლებული. -მითხარი , რა გვაქვს საერთო ? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? იმაზე რომ ერთმანეთი არ მოგვწონს ? ეგ ისედაც ვიცით.
-ნუცაზე . _კბილებში გამოსცრა კახამ. მანაც იცის რომ აიძულებს აღიარებინოს თავის სისუსტე.
-ჰოო , ნუცა . დამშვიდდი . ზედმეტად დახვეწილი გემოვნება მაქვს საიმისოდ რომ ყალბი თოჯინა არ მიყვარდეს ._ცოტახნიანი პაუზა გააკეთა . - მაგრამ როცა ზამთარის ცივი დღეები მოსაწყენი ხდება , არავის აწყენს საბნის გათბობა. _ამაზრზენმა ღიმილმა გადაუარა სახეზე .
-გაფრთხილებ ._ ისე ახლოს მიიწია ირაკლისთან რამის ცხვირით შეეხო მის ცხვირს. - თავი მისგან შორს დაიჭირე.
-როგორც შენ დაიჭირე თავი შორს თათასგან ?
-10 წლისწინანდელ ისტორიას ვერ ივიწყებ და თანაც ისეთს შენ რომ არ გეხება.
-მეგიბრის ისტორია რატომ არ მეხება მე ვითომ? აი შენი კი ისეთივე მეგობარი იყო ის როგორც ახლა შენ იბრალებ ამისას . _სახლისკენ ანიშნა. -რატომაა ეს თათასგან განსხვავებული ? მასაც ხომ შეიძლება ვინმე ისეთი ნაბი****ი შეხვდეს როგორიც შენ ხარ.
-არ მიუახლოვდე. _კისერში წაავლო ხელი კახამ .
-ვოოვ , ვოოოვ . _კიბეზე ჩამოირბინა გიორგიმ . -დავმშვიდდეთ. _ძალით გააშვებინა ხელი გიორგიმ კახას .
-მივუახლოვდე ? _ჩაეცინა ირაკლის .- უკვე მივუახლოვდი კახა. -ისევ ის საზიზღარი ირონია ჰქონდა სახეზე .
-მოგკლავ გესმის , მოგკლავ . _ისევ გაიწია ირაკლისკენ და გიორგის შეეჩეხა.
-ამასაც , თათასავით მოისვრი ქუჩაში როცა მოგბეზრდება? ._არ ჩუმდებოდა ირაკლი. ისე სიამოვნებდა კახას შეშლილი ლურჯი თვალების ყურება. არც კახას ხელში ჩაბღუჯულ იარაღს დაუფრთხია.
-რა ხდება ? _ კიბეზე იდგა პირდაღებული ნუცა და შიშით უყურებდა ჰაერში აწეულ იარაღს .
-გეყოფათ. _ მამაოც მათ შუაში გაჩნდა. ეს ბავშვები უფრო ჭკვიანები , არიან ვიდრე თქვენ .
- მე გაგაფრთხილე . _ჰაერში რამოდენიმეჯერ გაისროლა კახამ . -შემდეგი მჭიდი შენი იქნება . _ინსტიქტურად შეტრიალდა ნუცასკენ ირაკლი. სხვა დროს ან იქ რომ არ ეგულებოდეს ალბათ არც დავითის პატივისცემა გააჩერებდა . შიშველი ხელებით ურტყამდა იქამდე სანამ უკანასკნელ ამოსუნთქვას არ გაიგებდა , ან ვინ იცის იქნებ ხელის გასვრა არც გადაეწყვიტა და გიორგისთვის დაევალებინა ისე გაექრო რომ თმის ღერიც არ დარჩებოდა , მაგრამ არა. მისმა ტვინმა ნუცას დაუწყო ძებნა . წამის წინ კიბეზე იდგა , დაინახა . კარგად დააკვირდა , იქნებ ისე დააბრმავა შუღლმა რომ კარგად ვერ ხედავს. თვალები მოჭუტა და პატარა ცისფერი ლაბადის ნაწილს მოჰკრა თვალი . ქვის კიბის ქვეშ დატოვებული პატარა სივრციდან ჩანდა . შეშლილივით უყურებდა კახა და წვეთებად ემატებოდა სიბრაზეს, ირაკლის ღრმად ამოსუნთქვას ამოყოლილი სიცილი. მინიმუმ საპასუხო რამე შხამით გაჟღენთილ წინადადებას ელოდებოდა მისგან ყველა, მაგრამ ვინ თუ არა მან , კარგად იცის. სიტყვაზე მეტი ფასი მოქმედებას აქვს და თანაც რა ჯობია მოქმედებას თუ ეს თავად უნდა და სიამოვნებს. ნელი ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ . თოვლში ღრმად ტოვებდა კვალს და ნუცას საკუთარ გულის ხმასთან ერთად თოვლის ხრშუნი ესმოდა, მაგრამ მაინც დაუღალავად და მტკიცედ აგრძელებდა დათვლას .
-აქ როგორ შეეტიე ნუცა ? _გაეცინა ირაკლის. ვიწრო სიცარიელს გახედა , მოხრილი იჯდა , თავი მუხლებში ჰქონდა წარგული . ფიზიკურად ვერ გაიშლებოდა ისეთი სივიწროვე იყო . მხოლოდ ერთმანეთზე დაჭერისგან ჩაწითლებული ქუთუთოები აწია და ირაკლის გახედა .
-არ ვიცი .
-მოდი, ნუ გეშინია . თავს ზემოთ ხელი დააუდო გამოსვლისას თავი რომ არ მიერტყა. გაჭირვებით ცდილობდა გამოჩოჩებულიყო , რამოდენმე
ცდის შემდეგ გამოძვრა . პირველი რაც გააკეთა სახლს ახედა , დარწმუნდა ბავშვები შიგნით იყვნენ და ისე გაიქცა კახასკენ , იფიქრებდით უნდა ჩაეხუტოსო.
-შეიშალე? სულ გადახვედი ჭკუიდან ? შიგნით ბავშვები არიან და შენ იარაღით დასეირნობ შუა ქალაქში?
-ნუცა , კონტროლი დავკარგე . _გამშრალი
ტუჩები ძლივს გაატოკა
კახამ.
-და რამდენჯერაც კონტროლს დაკარგავ იმდენჯერ ისვრი და ჰოპ ყველაფერი კარგადაა? რა ჯანდაბა გჭირთ? რა ვერ გაიყავით ? _გამწარებულმა გახედა მომღიმარ ირაკლის . ვერ გაიგო რა აცინებს , რომელი უფრო შეშლილია , კახა რომელმაც მჭიდი დაცალა იმიტომ რომ გამწარდა თუ ირაკლი რომელსაც კინაღამ ესროლეს და მომღიმარი შეჰყურებს .
-უპასუხე კახა რას ვერ მიყოფ? _ სიცილით დაუყვირა ირაკლიმ .
-საკმარისია ირაკლი. _სერიოზულად თქვა კახამ . ბავშვები არ ვართ. მაპატიე , არ მინდოდა ასე მომხდარიყო. და მითუმეტეს არ მინდოდა შემეშინებინე არც შენ და არც ბავშვები . _აწეწილი თმა ხელით შეუსწორა და მხრებზე მძლავრად მოკიდა ხელები . ყველაფერი რიგზეა. _ისე გაუღიმა თითქოს მან არა დაცალა მჭიდი . ახლოს მიიზიდა და ტუჩები თმაში წარგო .მძიმედ მოშორდა და პირდაპირ ირაკლისკენ დაიძრა .
-როდესმე თუ დაივიწყებ , შენს გაბღენძილ ეგოს და დიდივით ლაპარაკს გადაწყვეტ , დარწმუნებული ვარ იცი სადაც უნდა მიპოვო . მოკრძალებულად დაუკრა თავი ყველას და კარში გაუჩინარდა.
****
კახა ? კახა იმ კატეგორია მიეკუთვნება , მშობლები 10 წლმადე თოვლის ბაბუის არსებობას რომ აიძულებდნენ მშობლები. განა სიმართლე
არ იცოდა? იცოდა.. მაგრამ ვერ აწყენინებდა არათუ მშობელს , ალბათ ვერავის..




ისევე სულმოუთქმელად ველოდები თქვენს ყველა კომენტარს , როგორც ალბათ თქვენ მელოდებით უპასუხიამგებლო “მეს” .

მადლობა ადამიანებო
თითოეული
სიტვყვისთვის და იმ ემოციებისთვის რაც ჩემთან მოგაქვთ , იმდენად დიდია პირადში თუ ისე გამოხატული აზრისგან წამოსული , ემოციები ყოველი თავის წერისას მეშინია და ჩემს თავს ველაპარაკები , ნეტავ ხომ არ დავაგდე ტემპი? ნეტა ხომ არ ვწელავ ძალიან , იქნებ უფრომბევრი მოქმედება უნდა ხალხს და სხვანაირად ვერ მეწერინება , ბოდიში მათ ვინ სცენების დაჩქარებას მთხოვს :( სხვანაირად კი არა ხან ვერ თუ არ მეწერინება და ნეტავ ისევ იგივე არ დამემართოს რაც დაუმროჩილებელზე და ჯანდაბს ჩემი თავი.
მიყვარხართ ????????



№1  offline წევრი Mmarriamkk

როგორ გელოდიი!! ძააან კარგი იყო, მომწონს როგორც ავითარებთ ამბავს❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ დაე მუზებით სავსე 2024 წელი გქონოდეთ❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Sally

უკარგესი თავი იყო! ლოგიკურად იკვრება და იხლართება მოვლენები და არ ვფიქრობ, რომ დაჩქარება აუცილებელია, მთავარია თქვენ არ დაიკარგოთ...
მადლობა საშობაო საჩუქრისთვის! ^^

 


№3 სტუმარი Lina

ძალიან კარგად წერთ, მოვლენწბი თანმიმდევრობით მიგყავთ და კარგად გადმოსცემთ გმირების ემოციებს. წარმატებები.

 


№4  offline წევრი რუსანა

Mmarriamkk
როგორ გელოდიი!! ძააან კარგი იყო, მომწონს როგორც ავითარებთ ამბავს❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ დაე მუზებით სავსე 2024 წელი გქონოდეთ❤️❤️❤️❤️

Mmarriamkk
როგორ გელოდიი!! ძააან კარგი იყო, მომწონს როგორც ავითარებთ ამბავს❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ დაე მუზებით სავსე 2024 წელი გქონოდეთ❤️❤️❤️❤️


თქვენც ასევე ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

უმაგრესიააააააააა ❤️

 


№6  offline წევრი რუსანა

Sally
უკარგესი თავი იყო! ლოგიკურად იკვრება და იხლართება მოვლენები და არ ვფიქრობ, რომ დაჩქარება აუცილებელია, მთავარია თქვენ არ დაიკარგოთ...
მადლობა საშობაო საჩუქრისთვის! ^^


ძალიან დიდი მადლობა ❤️

Lina
ძალიან კარგად წერთ, მოვლენწბი თანმიმდევრობით მიგყავთ და კარგად გადმოსცემთ გმირების ემოციებს. წარმატებები.



მადლობა ❤️

სტუმარი ნინა
უმაგრესიააააააააა ❤️

მადლობაა დიდი ❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი maco maco

ყველაფერი ყველაფერი და გიორგის და ირაკლის “იუმორული დიალოგები” მიყვარს:) შენ კიდე ხარ შავი ბრილიანტი :))

 


№8  offline წევრი რუსანა

სტუმარი maco maco
ყველაფერი ყველაფერი და გიორგის და ირაკლის “იუმორული დიალოგები” მიყვარს:) შენ კიდე ხარ შავი ბრილიანტი :))

უდიდესი
მადლობა შენ ????????????

 


№9 სტუმარი სტუმარი მაიკო

ძალიან კარგია, ისეთი კარგი რომ ცოცხლად ვხედავ და ვგრძნობ პერსონაჟებს , ძალიან ბევრ მუზას გისურვებ ამ წელს. სულ
უნდა წერო ❤️

 


№10  offline წევრი რუსანა

სტუმარი მაიკო
ძალიან კარგია, ისეთი კარგი რომ ცოცხლად ვხედავ და ვგრძნობ პერსონაჟებს , ძალიან ბევრ მუზას გისურვებ ამ წელს. სულ
უნდა წერო ❤️


ძალიან დიდი მადლობა ❤️

რა კარგია რომ
არსებობთ და მიზიარებთ ემოციებს ხალხო , წერის დროს მხოლოდ თქვენზე ვფოქრობ ❤️

 


№11  offline წევრი Tatutatu

არაფერია გაწელილი, იდიალურად ვითარდება… ერთ თავში ირაკლის გადარევა ისედაც გააფუჭებს პერსონაჟს… ერთადერთი რაზეც წუწუნი შემიძლია მხოლოდ არმყოფნის????2024 ყოფილიყოს შენი მუზების შემოტევის წელიწადი???? შენი მკითხველი რომ დავტკბეთ მთელიწელი????

 


№12  offline წევრი Annia

ძალიამ მომწონს ის ფაქტი რომ ორდღეში უცბად სიყვარულის ისარი არ მოხვდათ ორივეს და წამში საწოლში არ გაჩნდნენ, მიხარია ასეთი განვითარება მოვლენების, ნუცას იმ ღრმა ფიქრებზე და ემოციებზე ინტერესიც გამიჩნდა, ნეტა რას გრძნობს და რას განოცდის რეალურად, როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს, ირაკლიც ხომ სასწაულად ღრმაა და ნიღაბიაქვს მოსაგლეჯი, გიორგიზე ვგიჟდები ასეთი ბესთი რომ არის, ყველა ბავშვი და საერთოდ ყველა პერსონაჟი მიყვარს.
ძალიან კარგი ხარ შენ.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ამ ისტორიის გაგრძელებას ისევ კვირები უნდა ველოდოოთ?

ერთნაირად დადეთ, ასე ნუ ჭიმავთ და გვაწვალებთ

 


№14 სტუმარი სტუმარი Wero

აუუ რა ძაან გიყვართ გააწელვა ისტორის. რაც ხდება წინა თავში მავიწყდება მერე(((( მალმალე დადე რა((

 


№15 სტუმარი ატმისფერი

ძალიან მომწონს,მადლობა თქვენ❤️ სად მოვიძიო მომდევნო თავები.

 


№16 სტუმარი სტუმარი სალო

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები აღარ გააგრძელებთ?❤️

 


№17 სტუმარი სტასია

ველოდები მოუთმენლად <3 იმედია მალე გააგრძელებთ <3

 


№18 სტუმარი სტუმარი ტასო

თუ აღარ აგრძელებთ ეგ მაინც ვითხარით რომ აღარ გელოდოთ

 


№19 სტუმარი სტუმარი Wero

ეჰ ლოდინიც აღარ ღირს უკვეე((((

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინო

რომ შემოდიხართ საიტზე იქნებ ერთი ორი სიტყვა დაწეროთ მაინც და გვითხრათ გააგრძელებთ თუ არა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent