შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (თავი 9)


8-01-2024, 12:10
ავტორი ეველინა
ნანახია 811

„ადამიანები მთელ თავიანთ ცხოვრებას ატარებენ ბედნიერების ძიებაში, თითქმის ყველას უწევს ამ გზაზე სხვა ადამიანებთან ბრძოლა, რადგან ჰგონიათ, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან მათი უბედურების მიზეზი, თვლიან მათ მტრებად. ეს ბრძოლა ადამიანებს უამრავ ძალას ართმევს, მაგრამ რა მოაქვს შედეგად…?

დამარცხებული მოწინააღმდეგის ადგილს მუდამ იკავებს სხვა, ახალი მოწინააღმდეგე, ზოგჯერ კი რამდენიმე მათგანიც კი“.
საბოლოოდ კი ავიწყდება ყველაზე მთავარი ბედნიერებისკენ სწრაფვა და საკუთარი თავი.

***********************************
<მეთე>
-რა მოგიხერხო?
-მაჭამე მასვი და მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარე
-სულ ესაა თუ არის კიდევ რამე მოთხოვნა
-არის მაგრამ ეს მოთხოვნა არაა
-კესანე ახლა რასაც გეტყვი მინდა კარგად გაიგო და დაიმახსოვრო, შეიძლება არ დაიჯერო , მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არცთუ ისე დიდი ხანია რაც გიცნობ ამ მოკლე დროში მოახეხე და...- წინადადების დასრულებას არ მაცლის მანქანის სიგნალის ხმა
-მითხარი
-ჯანდაბა შენთან ერთად დრო სწრაფად გადის
-მეთე რის თქმას აპირებდი
-რომ დავბრუნდები მერე გეტყვი- შუბლზე ვკოცნი, ბარგს ვიღებ და ბექას მანქანისაკენ მივდივარ, ვხდავ ფანჯარასთან მდგომმ კესანეს და არ მინდა წასვლა მინდა ფეხებზე დავიკიდო ყველაფერი, გავაქრო მთელი სამყარო და მხოლოდ ის დავტოვო.
-მეთე უნდა ვიჩქაროთ
-ეს ბოლოა ხომიცით
-ირაკლის უთხარი ეგ
- ვესაუბრე უკვე და მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი რომ ეს ბოლო იქნებოდა, ამ ბრძოლით საბოლოოდ გავასწორებ მასთან ვალს
-ეს ქალი ვინაა
-მას ნუ ჩავრევთ, ირაკლის არაფერი უთხრა მასზე
-ვინ გგონივარ
-მისი ყურმოჭრილი მონა
-ჩავთვლი რომ არაფერი გამიგია, ბრძოლა ღამე გაიმართება ათ საათზე. ფსონები საკმაოდ მაღალია, ამ ბრძოლას თუ მოიგებ ირაკლის ვალსაც ამოხვალ და დაგრჩება კიდეც
-შენც ხომ იცი რომ არ მჭირდება ეგ ფული, სისხლიანი ფული
-აბა რასაპირებ მხატვრობით გამდიდრდები ფიროსმანო
-ხალხის ცემას ჯობია.
-სულ გაუბერე ხომ
-ზაზას ბიზნეს გადავიბარებ და ეგიქნება, ეს ვალიც ხომ ამ ბიზნესის გამოა, ზაზას გამოა რომ არ გაკოტრებულიყო
საუბრის თავი ნამდვილად არ მქონდა გზა ჩემს სახლამდე ძალიან გაიწელა. ბექამ კორპუსთან დამტოვა და მამცნო რომ საღამოს გამომივლიდა, მანამდე კი უნდა მოვმზადებულიყავი. სახლში ასვლისთანავე გადავწყვიტე კესანესთვის მიმეწერა რომ კარგად ვიმგზავრე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ტელეფონი ბექას მანქანაში დამრჩა , ამიტომ გეგმა სისრულეშ ვერ მოვიყვანე. არ ვიცი ზოგადად ბრძოლისთვის როგორ უნდა მოემზადე, უფრო სწორად ამ ბრძოლაში ადამიანის მოკვლისთვის, შეიძლება ბოროტულად ჟღერს მაგრამ ყველა ვინც ასეთ ბრძოლას თანხმდება ფაქტობრივად თანახმაა იმაზეც რომ მოკვდეს, თავს იკლავს სხვისი ხელით, ამიტომ არ ვთვლი რომ მათ სიკვდილში მე ვარ დამნაშავე, ამ საქმეში ისეთივე უდანაშაულო ვარ როგორვ ის ადამიანი იქნებოდა ვინც მე მომკლავდა ბრძოლის დროს. ბრძოლა წესების გარეშე, იატაკქვეშა ბრძოლები, ან ბრძოლა სიკვდილამდე, რომელიც გინდათ ის დაუძახეთ, ყველა ბრძოლა სადაც სიკვდილი ტრიალებს საშინელებაა, აბ ბრძოლაში ორი წლის წინ ჩავერთე და მხოლოდ 5 ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა, ეს მეექვსე იქნება. პირველად რომ ავედი ოქტაგონზე თავი საშინლად ვიგრძენი, დარბაზს თვალი მოვავლე და დავინახე ცხოველები რომლებიც ადამიანის სიკვდილზე ფსონებს დებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი ფილმში ნანახი კადრები რეალობა თუ იქნებოდა და ამას საკუთარ ტყავზე გამოვცდიდი. არასდროს მქონია სურვილი რომელიმე ბრძოლაში გამარჯვების. არასდროს მქონია მოწინააღმდეგის მოკვლის სურვილი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ახლა მისგამო მინდა გამარჯვება, მისგამო მინდა სიცოცხლე, მისი სევდისფერი თვალების გამო მინდა სიცოცხლე რომელიც ჩემი დანახვისას ბედნიერებისფერი ხდება.
დღეს საბოლოოდ დავაღწევ თავს სიბინძურეს და ცხოვრებას ახლიდან დავიწყებ, მასთან ერთად მისთვის, მისით.
ბექამ საღამოს გამომიარა და წავედით დანიშნულების ადგილისაკენ. გზად ტელეფონიც დამიბრუნა. კესანეს გამოტოვებული ზარები ვნახე და გადავწყვიტე ბრძოლის შემდეგ დამერეკა.
დიდხანს რომ არ გავაგრძელო როგორც ყველა არალეგალური ბრძოლა ეს ბრძოლაც დახურული იყო, გამივირდა ოქტგაგონზე გასულმა დარბაზში მაყურებელთა შორის ნიკა რომ ამოვიცანი, აქ როგორ მოხვდა. დიდხანს ფიქრი არ დამცალდა ჩემი მოწინააღმდეგე უკვე ჩემს წინ იდგა. საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი ჩანდა, საინტერესოა ამ ბრძოლას რატომ დათანხმდა. დაკვირვების გარეშეც ვხვდები რომ აქ პირველადაა თავალებში შიში უკრთის. არ მინდოდა მასთან ბრძოლა ბრძოლაზე უარის თქმა სიკვდილს ნიშნავდა ისევე როგორც ბრძოლაში დამარცხება.
ბრძოლამ ჩემი გამარჯვებით დასრულდა მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა, ბევრიც მომხვდა, ახალგაზრდობის მიუხედავად საოცარი მებრძოლი იყო და სამწუხაროა რომ ასე დაასრულა სიცოცხლე.
გარეთ გამოვედი მინდოდა კესანესთვის დამერეკა, ბექა მანქანის მოსაყვანად გავიდა, ნომერი ვიპოვე ტელეფონში დარეკვას ვაპირებდი, ზურგში ტკივილი რომ ვიგძენი, ეს ტკივილი რამდენჯერმე განმეორდა,
- შენს გამო უამრავი ფული წავაგეთ, გეგონა შეგრჩებოდა- მესმის და ირგვლვ წყვდიადი მეფდება.
გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ, როგორც აღმოჩნდა ორი კვირა უგონოდ ვიყავი, და ჩემი მდგომარეობა ისევ მძიმე იყო.
არ მანაღვლებდა როგორ ვიყავი. მხოლოდ მასთან მინდოდა დარეკვა. მხოლოდ ორი დღე ვთხოვე დამლოდებოდა, რას იფიქრებდა, ფიქრებს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა ნამდვილად შეუძლია, ნეტავ მეთქვა რომ მიყვარდა. იდეალურ დროს ველოდებოდი განსაკუთრებული მინდოდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ახლა კი შეიძლება ეს იდეალური დრო არასდროს დადგეს, მრავლობითი, დანისგან მიყენებული ჭრილობით ვწევარ რეანიმაციაში და შეიძლება ნებისმიერ წამს გამიჩერდეს გული. კიდევ ორი კვირა გავიდა და ჩემი მდგომარეობა სტაბილური იყო.
-როგორ ხარ ?-ბექა
-რაც არ გკლავს გაძლიერებს
-შეგვაშინე
-მეც შემეშინდა
-იმ ნაბი*ვრებს დავიჭრთ
-ვიცი
-ირაკლი გაცოფებულია, ამას არელოდა
-ბექა ჩემი ტელეფონი სადაა
-არვიცი ვერ ვიპოვეთ შეიძლება იმ ნაბიჭვრებმა ზღაში გადააგდეს, შენც გიპირებდნენ გადაგდებას რომ არ მომესწრო
-მადლობა რომ გადამარჩინე
- ჯობია ცოტახანი არ გამოჩნდე, იქამდე მაინც სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ და არ გავიგებთ ვინ დგას მათ უკან
-კარგი
-ყველაფერს ირაკლი მიხედავს შენ არაფერზე არ იღელვო
-ჩვენი შეთანხმება
- ვალი გასწორებულია, მორჩა შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო
-აქედან თუ გავედი დავიწყებ
-უნდა დაიიმალო
-ეგღა მაკლდა
-ჩემი სოფლის სახლში უნდა გადაცხოვრდე
-მისი ნახვა მინდა
-საფრთხეში ვერ ჩააგდებ
-ალბათ არაკაცი ვგონივარ
-სიმართლეს რომ გაიგებს გაპატიებს
-გინდა მაგით ვინუგეშო თავი
-სხვა გზა არ გაქვს
-როგორ დამამშვიდე
-არც კი მიფიქრია ეგ
- წადი დავიღალე დასვენება მინდა
-მაგდებ ტო
-კი
საავადმყოფოდან გამომწერეს თუ არა სვანეთისაკენ გავეშურეთ ბექას სახლში, და დაიწყო ერთფეროვან დღეთა ნელი დაუსრულებელი სვლა, დღე დღეს მისდევდა, მაგრამ ახალი არაფერი იყო, უმოქმედობა მაგიჟებდა, ასე ჯდომა და არაფრის კეთება ჭკუიდან მშლიდა, ის რომ კესანეზე არაფერი ვიცოდი მაგიჟებდა, მონატრება შემომეჩვია და ჩემს გულში დაიდო ბინა. მისი ნახვა მინდოდა თუნდაც რამოდენიმე წამით, ბექას ვთხოვე მის შესახებ ყველაფერი გაერკვია. თურმე არც მე მცოდნია არაფერი.
-წიგნი რად მინდა?-ვეკითხები ბექას რომელიც წიგნს მაწვდის
-ყდას დააკვირდი
-„შესაძლებელი შეუძლებელი“-დამაფიქრებელი სახელია წიგნისთვის ცუდი არაა-,,შესაძლებელი და შეუძლებელი ერთმანეთისგან არსით კი არ განსხვავდება, არამედ სიხშირით, ხოლო ის, რაც ხშირად ხდება, შესაძლებლად წინასწარ არის მიჩნეული\"-მშვენიერი ციტატაა ავტორი განათლების ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს ვფიქრობ ჩემთვის- ავტორი კესანე დადიანი -ვკითხილოვ და თვალები მითართოვდება. ბექას ტელეფონს ვართმევ და სოცილაურ ქსელში ვწერ მის სახელ გვარს და ჩემს წინ იშლება ინტერვიუთა უამრავი ვიდეო, წიგნის მიმოხივები და სხვა. დამეფიცება ბექას წასვლის შემდეგ ყველა ვიდეოს და ინტერვიუს ვუყურე. რომ გავიგე წიგნი მის ცხოვრებაზე იყო ეგეც კი წავიკითხე, თავი კიდევ უფრო დიდ არაკაცად ვიგრძენი. მის ისედაც ტკივილით სავსე გულს კიდევ ერთი ტკივილი დავუმატე
-ბექა უნდა ვნახო
-ძლივს დადიხარ ტო ვინ უნდა ნახო,
-შრიდან უბრალოდ შევხედავ
-ეგრე ძალიან გიყვარს
-მიყვარს
- სწორედ მაგიტომ უნდა დაიცოდო
უკვე სამი თვეა ციხედ ქცეულ ბექას სახლში ვიმყოფები სული მეხუთება, სიარულს უკვე გამართულად ვახერხებ მაგრამ მოძრაობა ჯერ კიდევ მიჭირს. მანქანას ვქოქავ და მესტიისკენ მივდივარ პროდუქტის საყიდლად შიმშილისგან რომ არ მოვკვდე
მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებდი სასტუმროდან გამოსული კესანე რომ დავინახე და გულმა ფეთქვა შეწყვიტა, მინდოდა მივსულიყავი და ჩემს მკლავებში მომექცია მაგრამ არ შემეძლო, მის გვერდით მდგომი მამაკაცი რომ დავინახე ბრაზი მომაწვა, მაგრამ გამახსენდა ბექას მოწოდებული ინფორმაცია, რომ კესანე არავის ხვდებოდა და მაქსიმალურად ვცადე ფიქრების გაფანტვა, ინსტიქტურად სადღაც მიმავლებს უკან გავყევი და მოვისმინე ის რაც არუნდა მომესმინა. „ჩემი შვილია“. ვიღაც გურამი ამბობდა რომ კესანე მისგან ბავშვს ელოდებოდა და ახლაღა ვაკვირდები მის მუცელს. „ჩემი შვილია“ არ წყვეტს გონება ფიქრს, მოსვენებას არ მაძლევს, შიგნიდან მღრღნის. სახლში ვბრუნდები სადაც ბექა მხდება
-რატომ არ მითხარი -საყელოში ვკიდებ ხელს და კედელზე ვანარცხებ
-მეთე დამშვიდდი და ამიხსენი რა არ გითხარი
-კესანეს ორსულობა რატომ დამიმალე
-რომ მეთქვა მაშინვე მასთან გაიქცეოდი და ორივე საფრთხეში აღმოჩნდებოდით-ამბობს და თავს ვერ ვიკავებ მთელი ძალით ვარტყამს მუშტს სახეში
-ნაბი*ვარო არუნდა დაგემალა
-და რაიცი რომ შენი
-არ თქვაა არც კი გაბედო
-სად მიდიხარ
-თუ არ გავიგებ გავგიჟდები
სასტუმროში წავედი მასთან სასაუბროდ, გავიგე რომ მალე მამა გავხდებოდი გავიგე რომ მუცლით ჩემს შვილებს ატარებდა, ჩემი შვილების დედა იქნებოდა და გულში სითბო ჩამეღვარა, ვიცოდი რომ გაბრაზებული იქნებოდა და სიამაყე არ მისცემდა საშუალებას ეპატიებინა ჩემტვის, მინდოდა ხელი დამევლო მისთვის ჩემთან წამეყვანო სამუდამოდ ჩემთან დამეტოვებინა მაგრამ, მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი, ამბობდა რომ უნდოდა წავსულიყავი, მმაგრამ მისი თვალები დარჩენას მთხოვდნენ. წასვლა და დანებება გადავწყვიტე, დანებება მანამ სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა.
ამ დღის შემდეგ მისი ჩრდილი გავხდი, ყველგან ვიყავი, მასთან არა.
ორი თვის შემდეგ ბექამ მამცნო რომ გაარკვია ვინ სცადა ჩემი მოკვლა და შემეძლო ამაზე აღარ მეღელვა,რაც იმას ნიშნავდა რომ თავისულფად შემეძლო მოქმედება.
ბავშვების დაბადების ამბავი რომ გავიგე, ვერ მოვითმინე მათი ნახვა მინდოდა, პალატაში შესულს მძინარე კესანე რომ დამხვდა გამიხარდა, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მადლობა გადამეხადა ყველაფრისთვის და მათ შორის იმისთვის რომ ჩემი შვილების დედობა არ გადაიფიქრა. შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და პალატა დავტოვე. ბავშვების სანახავად წავედი. სამწუხაროდ ხელში აყვანის უფლება არ მომცეს მხოლოდ შორიდან ვუმზერდი მათ და სახეს სიხარულის ცრემლი მისველებდა. რომ დავინახე მივხვდი რომ მათგან შორს ყოფნას ვერ გავუძლებდი.
რომ გავიგე ძიძას ეძებდნენ მაშინვე დავრეკე ნათიასთან, ის ძალიან კარგი გოგო და ბექას დიდი ხნის სიყვარულია, ნათია მეხმარებოდა ბავშვების ნახვაში და მისი მადლობელიც კი ვარ. მისგანვე გავიგე რომ კესანე ძია თედოსთან მიდიოდა, გავიგე რომ ჩემი ნახვა უნდოდა, ეს იყო ბოლო შანსი რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. უმოქმედობა დასასრულს ნიშნავდა.

*************************************
-კესანე რას აკეთებ
-წინააღმდეგობას ნუ მიწევ-ვეუბენები და მაისურს ვხდი-მაჩვენე
-კარგი-ამბობს და ტრიალდება, ვუყურებ ზურგზე მის ნაიარევს და გული მეკუმშება, ფრთხილად ვახებ თითებს
-ასე თუ გააგრძელებ ეჭვი მაქვს კარგად არ დასრულდება
-მეთე ძალიან ღრმაა-ვამბობ და ნაიარევზე დავატარებ თითებს
-ესენიც-მეუბნება და ჩემს მაჯებს იქცევს ხელებში
-არც კი მახსოვდა
-აქ რომ მოვდიოდით მაშინ შევნიშნე მაგრამ არაფეერი მიკითხავს ახლა კი ვიცი
-რა იცი
-შენი წიგნი წავიკითხე
-ალბათ გეცოდები ხომ
-სულაც არა, ძლიერიც კი მგონიხარ
-რას გულისხმობ
-იცი რაოდენ დიდია სიკვდილის შიში ადამიანში, არიცი სივდილის მერე რახდება, უბრალოდ იცი რომ დასრულდები, ამისდა მიუხედავს საუთარ თავში პოულობ ძალას გადალახო შიში და დათმო საკუთარი სიცოცხლე, ნაცნობი სიცოცხლიდან გადაეშვა უცნობ სიკვდილში. მე ასეთი ხალხი ყველაზე ძლერები მგონიან, მაგრამ მაინც ვთვლი რომ თვითმკვლელობა ცოდვაა, ღმერთმა გაჩუქა სიცოცხლე და მხოლოდ მას აქვს მისი წართმევის უფლება, ღვთის საჩუქარზე კი უარს არ ამბობენ.
-ვიცი უბრალოდ მაშინ არაფერზე ვფუქრობდი
- შეცდომებს ყველა ვუშვებთ მთავარია მათგან ვისწავლოთ. იცი რა
-რა მოგაფიქრდა
- ჯვარი ხომ არ დავიწეროთ
-გაგიჟდი
-აქვე სხალთის მოვასტერში
-ნინო მომკლავს მისგარეშე რომ ჩაიაროს ჯვრისწერამ
-მხოლოდ ეგაა პრობლემა ანუ თანახმა ხარ
-კი, მაგრამ ბეჭედი მინდა
-კარგი გექნება, თან დაფიქრდი ძია თედოსთვის ნათქვამი სიტყვები ტყუილი არ იქნება ჩემი ცოლი რომ გერქმევა.
-მხოლოდ მაგიტომ მოგყვები
-მხოლოდ მაგიტომ ?
-და იმიტომ რომ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ.

************************

ესეც ბოლოს წინა თავი, იმედია მოგეწონებათ, დასასრულიც მალე იქნება <3 <3 ველოდები თქვენს შეფასებებს <3 <3
პ.ს. სიყვარულით ევაკო



№1 სტუმარი სტუმარი ფიქრია

ძალიან კარგი იყო მეთეს გადმოსახედიდან რეალობის დანახვა მომეწონა ყოჩაღ შენ და შენს ფანტაზიას

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

საბრალო მეთე თურმე რამდენი რამ გადაუტანია. მიხარია რომ ერთად არიან და მწყინს რომ ასე მალე სრულდება. იმედია მალე გიხილავთ ახალი ისტორიით.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი ხარ. ველი დასასრულს ულევი წარმატება შენ

 


№4  offline წევრი Ninit

რაღაც ნაწყვეტები წავიკითხე და კარგია!

 


№5  offline წევრი ეველინა

სტუმარი ფიქრია
ძალიან კარგი იყო მეთეს გადმოსახედიდან რეალობის დანახვა მომეწონა ყოჩაღ შენ და შენს ფანტაზიას

უსაზღვროდ დიდი მადლობა <3 <3

სტუმარი ლიკა
საბრალო მეთე თურმე რამდენი რამ გადაუტანია. მიხარია რომ ერთად არიან და მწყინს რომ ასე მალე სრულდება. იმედია მალე გიხილავთ ახალი ისტორიით.
საკმაოდ გაიწელა მგონია <3 <3 ახალი ისტორია რამდენად იქნება არვიცი <3 <3 ვერაფერს დაგპირდებით

სტუმარი ნინო
ძალიან კარგი ხარ. ველი დასასრულს ულევი წარმატება შენ

მადლობა და შენც წარმატებები <3 <3

Ninit
რაღაც ნაწყვეტები წავიკითხე და კარგია!

მადლობა ჩემო კარგო <3 <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი ისტორიაა, მოუთმენლად ველოდებოდი ახალ თავებს. კარგია, კარგად რომ მთავრდება და მეთე და კესანე ერთად არიან.
წარმატებას გისურვებ ევაკო.

 


№7  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნინო
ძალიან კარგი ისტორიაა, მოუთმენლად ველოდებოდი ახალ თავებს. კარგია, კარგად რომ მთავრდება და მეთე და კესანე ერთად არიან.
წარმატებას გისურვებ ევაკო.

მადლობა ჩემო კარგოო <3 <3 მეც იმდენ წარმატებას გისურვებ რამდენსაც მოერევი <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ლინდა

მოკლედ...მინდა ვთქვა რომ მომეწონა... მე და ჩემი შინაგანი ქალღმერთი აღფრთოვანებულები ვართ... ტაშს გიკრავთ.. . დაუსრულებელ ისტორიებს არ ვკიტხულობ ხოლმე.... მაგრამ ამაზე ვერ მოვითმინე... როგორღაც გავძლებ ,,, წავედიი აბაა....

 


№9  offline წევრი ეველინა

სტუმარი ლინდა
მოკლედ...მინდა ვთქვა რომ მომეწონა... მე და ჩემი შინაგანი ქალღმერთი აღფრთოვანებულები ვართ... ტაშს გიკრავთ.. . დაუსრულებელ ისტორიებს არ ვკიტხულობ ხოლმე.... მაგრამ ამაზე ვერ მოვითმინე... როგორღაც გავძლებ ,,, წავედიი აბაა....

როგორ მიხარია ასეთი შეფასევებების კითხვა <3 <3 მადლობა შენ და შენს შინაგან ქალღმერთსაც <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent