ჩემნაირი (თავი 6)
დრო მიდის სეზონები ერთმანეთს ენაცვლება წინ მივიწევთ. ცხოვრების ფათერაკებით აღსავსე გზაზე ვიღაცეები ჩვენს გვერდით განაგრძობენ სვლას ვიღაცეები გვისწრებენ გინდა დაეწიო ხელს იწვდი მაგრამ იმდენად შორს არიან ვერ წვდები. ვიღაცეები უკან რჩებიან, მერე კი ქრებიან.საბოლოოდ სიცივის შიშით მერცხლებიც კი ტოვებენ თავიანთ ბუდეს და თბილ ქვეყნებში მიემართებიან. უკან დაბრუნებულები ან ვეღარ პოულობენ ძველ ბინას ან პოულობენ, მაგრამ მაინც ახლის შენებას იწყებენ სხვაგან და სხვასთან. ერთ დღეს შენს ცხოვრებაში გამოჩენილი შენად ქცეული ადამიანებიც წავლენ და მერე კი ნამდვილად იგრძნობ სუსხს და სიცივეს რომელიც ძვლებამდე ატანს, რომელიც შინაგანად ყინავს. მიდიან და გიტოვებენ მოგონებებს რომელთა გახსენება ბედნიერების მონიჭების ნაცვლად ტკივილს უფრო გაყენებს, მერე ჩნდება კითხვები და ბევრი „რა იქნებოდა რომ“. მათ დატოვებულ სიცარიელეს ვერავინ ავსებს. თავიდან ეს სიცარიელე გტკივა და გაწუხებს მაგრამ დროთა სვლის პარალელურად ეჩვევი მას და გგონია თითქოს ამ სიცარიელით დაიბადე ყოველთვის შენთან იყო. რთულია ადამიანები რომ გტოვებენ ჯერ თომა წავიდა მერე დედა, დინა და ონისეც კი დავკარგე და რატომღაც იმედი მქონდა ეს უკანასკნელი იქნებოდა, იმედი მქონდა ამ გრძნობას თავიდან აღარ გამოვცდიდი. ცხოვრება მაშინ გიშენს მუშტებს ძლიერად როცა არ ელი და იქ გირტყამს სადაც ყველაზე ძლიერ გეტკინება პირდაპირ გულში. იმედის გარეშე ცხოვრება მარტივია. თავისუფალი ხარ. არაფერს ელოდები და შესაბამისად არასდროს რჩები იმედგაცრუებული. თუმცა ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია იმედების გაქრობა ისინი თავისით ჩნდებიან ისევე როგორც ბნელ ცაზე ვარსკვლავები და მერე გონებაშიც ჩნდება ბევრი „იქნებ“. სწორებ ეს „იქნებ“ გვანადგურებს და გვაძლებინებს კიდეც სწორედ ეს „იქნებ“ გვაიძულებს ლოდინს, სუნთქვას არსებობას. სიკვდილის უკანასკნელ წუთებშიც კი არ გვტოვებს, ჩვენს შემდეგ კვდება, უკანასკნელ ამოსუნთქვას მოჰყვება. „სანამ სიცოცხლეა იმედიც არსებობს“-რამდენადაც მომწონს იმდენად ვერ ვიტან ამ ფრაზას. *************************************** -მეთე რას აკეთებ?-ახლად გაღვიძებული მაშინვე ვეკითხები როგორც კი ჩემოდანს ვხედავ -ბარგს ვალაგებ-ამბობს და აგრძელებს ტანსაცმლის ჩალაგებას -ეგ ისედაც შევნიშნე მაგრამ რატომ ალაგებ? -მივდივარ-მოკლედ მიჭრის და ვხვდები რომ ერთ დღეს მისი სიტყვა ძუნწობა შემიწირავს -შეგილია ნორმალურად ამიხსნა? -დამვიდდი ძვირფასო შენს მიტოვებას არ ვაპირებ, სამსახურში რაღაც პრობლემა შეიქმნა, ორ დღეში დავბრუნდები-ამბობს და მიღიმის -მეთე დილის ხუთი საათია ამ დროს აპირებ წასვლას საშიშია -მარტო არ ვიქნები მელოდებიან გარეთ, შენ გააგრძელე ძილი - ანუ ორი დღე ? -კი -იცოდე ორ დღეში თუ არ დაბრუნდები მერე აქ აღარ დაგხვდები- ვამბობ წარბის აწევით - დიდხანს არ გალოდინებ -იმედია თორემ მომიწევს ახალი ოცნების მამაკაცის ძებნა -ჩმენაირს ვერსად იპოვი -უკეთესს ვიპოვი აუცილებლად-ვამბობ და ვხედავ სიბრაზისგან როგორ ენთება თვალები -ანუ უკეთესს? -კი მაგალითად ნიკას ძმაკაცი გურო -გურო თუ გურამი? -შენთვის გურამი მე მითხრა შენ შეგიძლია გურო დამიძახოო -დიდ პატივში ყოფილხარ-ცრის კბილებს შორის -იცი რა გამოხედვა აქვს, ცისფერი სფეროებით რომ შემოგხედავს როგორ გინდა გული არ გაგიჩერდეს-ვამბობ და სპეციალურად ვიქცევ ქვედა ტუჩს კბილებს შორის -კესანე ჩემს მწყობრიდან გამოყვანას ნუ ცდილობ -იცი ჩემი პირველი კოცნა მას ეკუთვნის მან მოიპარა-ტყუილების თქმა სპორტი რომ იყოს პირველი ადგილი და ოქროს მედალი ჩემი იქნებოდა -შეცდომებს ყველა ვუშვებთ-ხმაშიც კი ეპარება სიბრაზე. ვხვდები რომ უნდა გავჩერდე მაგრამ არ შემიძლია თავისით მოდის - მისი ტუჩების შეხება ახლაც მახსოვს, მისი ხელები რ...-მეთე სწრაფად მიახლოვდება და ჩემს ბაგეებს ეტანება... კოცნით მაჩუმებს -არ მაინტერესებს ვინ ეხებოდა ამ ბაგეებს ადრე, მე ყველას კვალი წავშალე ისინი ახლა მე მეკუთვნიან-ამბობს და ცერა თითს დაატარებს ჩემს ბაგეებზე -ეს შენ ფიქრობ რომ ყველა წაშალე- ჯანდაბა კესანე რით ვერ მშვიდდები -ანუ კიდევ დარჩა -ამბობს და ისევ მკოცნის - კი არც ახლა წაიშლა-ვამბობ და ახლა მე ვეტანები მის ტუჩებს -აბა-ზემოდან მიყურებს და წარბებს წევს -მგონი ცოტა წაიშალა-ვამბობ და ვცდილობ სიცილი შევიკავო -ანუ ცოტა ხო -ცოტა -ვუდასტურებ მეც, ჩემს დასტურს მოყვება მეთეს თავბრუდამხვევი კოცნა ნეტა სად ისწავლა, ალბათ უამრავ ქალზე აქვს ნაკოცნი, გამოცდილება თავისას შვრება, კესანე ახლა თინეიჯერივით ეჭვიანობ, -მგონი საკმარისია, ორი დღის სამყოფი ენერგია გაქვს უკვე -მე ეგრე არ ვფიქრობ, კიდევ მინდა ვამბობ და ტუჩებს საკოცნელად ვწევ -რა მოგიხერხო? -მაჭამე მასვი და მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარე -სულ ესაა თუ არის კიდევ რამე მოთხოვნა -არის მაგრამ ეს მოთხოვნა არაა -კესანე ახლა რასაც გეტყვი მინდა კარგად გაიგო და დაიმახსოვრო, შეიძლება არ დაიჯერო , მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არცთუ ისე დიდი ხანია რაც გიცნობ ამ მოკლე დროში მოახეხე და...-მეთეს საუბარი მანქანის გაბმულმა სიგნალმა შეაწყვეტინა -მითხარი -ჯანდაბა შენთან ერთად დრო სწრაფად გადის -მეთე რის თქმას აპირებდი -რომ დავბრუნდები მერე გეტყვი- შუბლზე მკოცნის ბარგს იღებს და მიდის, საწოლიდან ვდგები ფანჯრიდავ ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში და „უჩინარდება“. ვუყურებდი მიმავალს და უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, ვერ აღვწერ, არ მინდოდა გაშვება, მინდოდა აქ ჩემთან დამეტოვებინა, სამუდამოდ ჩემს გვერდით. ორი დღე საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა, ამ ორი დღის განმავლობაში პირველად გამიჩნდა შეგრძნება რომ თითქოს დრომ სვლა შეანელაა, თითქოს გაიყინა, საათის ისრების წკრიალიც კი ნერვებს მიშლიდა. უცნაური გრძნობა მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვიშორე. ამას ისიც ემატებოდა რომ მეთე არ რეკავდა. საღამოს ვეღარ მოვითმინე და დავრეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა. მთელი ღამე არ მეძინა, უაზროდ დავჩერებოდი ტელეფონს ეკრანს და მის ზარს ველოდებოდი, მაგრამ უშედეგოდ. დილით ისევ დავრეკე-ამაოდ. გადავწყვიტე დავლოდებოდი, გადავწყვიტე მეთეს ორი დღისთვის დამეჯერებინა. ფანჯარას მიველუსმნე იმის მოლოდინში რომ დავინახავდი მომავალს, მერე მოვიდოდა მომხვევდა ხელებს და გაფანტავდა უაზრო ფიქრებს ჩემს გონებაში. ორი დღე გავიდა და არა მარტო ორი სად ხარ? ხომ თქვი რომ დაბრუნდებოდი ნუთუ თამაშობდი ნუთუ ეს ყველაფერი შენთვის გართობა იყო ნუთუ მხოლოდ მე მომეწონა მხოლოდ მე შემიყვარდი ნუთუ... ნუთუ... ნუთუ... არ მინოდა დამეჯერებინა რომ მეთე ჩემთან უბრალოდ ერთობოდა და მეტი არაფერი ყოფილა ჩვენ შორის. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ის რასაც ვგრძნობდი მხოლოდ ჩემი წამოსახვის ნაწილი იყო. ეს რომ დამეჯერებინა კიდევ ერთხელ დავიშლებოდი დაწილებად. მიუხედავად იმისა რომ გული საშინლად მტკიოდა გონება ფიქრს არ წყვეტდა და ისედაც განგმირულ გულზე მარილს მაყრიდა. ხომ ვიცოდი რომ ყველაფერი შეიძლება ასე დასრულებულიყო, გონებაში უამრავჯერ მქონდა წარმოდგენილი ყველაფერი, მარგამ მაინც სხვაგვარი დასასრულის იმედი მქონდა. იმედი ყველაზე სასტიკი ემოციაა იმ ემოციათა შორის რაც ადამიანს გააჩნია. ფიქრებიში ღრმად წასულს კარებზე კაკუნის ხმა მაფხიზლებს -მეთე-ვყვირი ხმამაღლა და კარისკენ გავრბივარ -მეთე არ ვარ -კარს უკან მხვდება ძია თედო -არაუშავს-ვამბობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმედის სისასტიკეში-შემობრძანდით -შვილო ბუხარი რატომ არ გინთია ასე გაიყინები -არ მცივა ძია თედო -სახეზე ფერიც არ გაქვს სიცხე ხომ არ გაქვს - ამ ამინდში ამხელა გზა რატომ გამოიარეთ ძია თედო -ჩემმა ნენემ ნამცხვარი გამოაცხო თქვენთან გამომატანა და თან იმის გადამოწმება მთხოვა რამე ხომ არ ჭირდებათო -კარგად ვარ ძია თედო სულ დამავიწყდა ყავას ხომ არ დალევთ-ვამბობ და ძია თედოს სიტყვებზე მეღიმება -დავლევ ოღონდ ჯერ ბუხარი დავანთოთ ძია თედო ბუხარს ანთებს, ყავას ვადუღებ და მასთან ერთად შევექცევი. ოთახი თბება. მიუხედავად იმისა რომ ჭამის მადა არ მქონდა ერთი ნაჭერი ნამცხვარი მაინც მივირთვი ძია თედოს ხათრი ვერ გავუტეხე. ვესაუბრებოდი ძია თედოს და სხვაგან ქროდა ჩემი გონება. წასვლისას ქალბატონ ნენესთან მადლობები გავატანე. ნელნელა ბრაზი იკიდებდა ჩემში ფეხს. მეთეზე აღარ საკუთარ თავზე ვბრაზობდი. სასოწარკვეთილი ველოდებოდი კაცს რომელიც გაქრა, კაცს რომელიც ჩემს ზარებს არ პასუხობდა, მივედი დასკვნამდე რომ აქაურობას უნდა გავცლოდი, ეს სახლი უკვე მახრჩობდა, აქ ყველაგან მეთე იყო, ყველგან მისი სურნელი იყო, სახლის ყველა კუთხე მასზე მოგონებებით იყო სავსე. რა იქნებოდა რომ მართლა ჩემი ყოფილიყავი რა იქნებოდა რომ მართლა მქონოდა შენი ცოლის სტატუსი რა იქნებოდ რომ ეს სახლი ერთად დაგვეტოვებინა ხელ ჩაკიდებულებს რა იქნებოდა რომ... რა იქნებოდა რომ... ცაამმეტი იანვრის დილას საბოლოო დავტოვე სახლი, წარსულს ჩავაბარე მეთეზე ფიქრები. გადავწყვტე რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა. ისე მოვქცეულიყავი თითქოს ის ჩემს ცხოვრებაში არასდროს გამოჩენილა... ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა ვიცოდი რომ მარტივი არ იქნებოდა, ვიცოდი რომ არაფერი გამომივიდოდა მაგრამ მაინც. როგორღაც უნდა მეცხოვრა. დავუბრუნდი ბათუმს. სახლში მისულს ნინო უკვე იქ მელოდებოდა -მომიყვები-მეუბნება და ხელებს შლის -ნი- მეც სწრაფად გავრბივარ მისკენ და ვეხუტები- წავიდა ნი, დამტოვა, -დამშვიდდი და ისე მომიყევი -არ შემიძლია მინდა მაგრამ არ გამომდის -კესანე ყველაფერი კარგად იქნება მე შენს გვერდით ვარ -მითხრა რომ დაბრუნდებოდა, ორ დღეში დაბრუნდებოდა, მითხრა რომ დავლოდებოდი, არ დაბრუნდა ნი-ცრემლებს გასაქანს ვაძლევ, ვაკეთებ იმას რაც ამდენი ხანია მინდოდა ემოციებს ვათავისუფლებ ვტირი და ჩემთან ერთად ტირის ნინოც -იტირე, გათავისუფლდი -სულელი ვარ ნი, ვენდე, გული გავუხსენი, ამდენი ხნის შემდეგ ვიღაცისთვის გული გავხსენი და რა მივიღე, იქნებ ლიკა მართლი იყო იქნებ მათლა დაწყევლილი ვარ, იქნებ მართლა არავინ შემივარებს არასდროს -სისულელეებს ნუ ამბობ ლიკა მაგას შენს გასამწარებლად ამბობდა და უკვე ძალიან დიდი ხარ იმისთვის რომ ეგ სიტყვები დაიჯერო. -არ მპასუხობს, ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობს -დამშვიდდი გამოჩნდება არვიცი როგორ მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებ დამშვიდებას ბარგისამოლაგებას ვიწყებ, რესტორნიდან საჭმელებს ვუკვეთთ.მიუხედავად იმისა რომ მთაში არ გამოგვივიდა შეკრება გადავწყვიტეთ აქ მაინც მოგვეხერხებინა. სუფრა მალევე გავშალეთ. უფრო სწაორად მაგიდაზე დავალაგეთ კერძები რაც კურიერმა მოიტანა რესტორნიდან. ილია და ნიკაც შემოგვიერთდნენ. -აბა სადაა შენი სატრფო-მომიბრუნდა ნიკა -არ მყავს მე სატრფო -სადაა გოგო მეთე ახლოდან მინდა მისი გაცნობა არ მოვა -არ მოვა-ამბობს ნინო და თვალებს ქაჩავს ცდილობს ნიკას გააგებინოს რომ შეწყვიტოს ამ თემაზე საუბარი მაგრამ ამაოდ -რა ხდება -არაფერი არ მინდა საუბრიი -არადა ვფიქრობდი რამოდენიმე დღის წინ ოქტაგონზე მაინც ბევრი მოხვდა და მე აღარ დავუმატებ ნორმალური ადამიანივით მოვიქცევითქო -ნიკა რას ამბობ-თვალები მიფართოვდება მე -არ იცოდით, ხუთი დღის წინ ბრძოლა ქონდა, ბრძოლა წესების გარეშე. საოცარი გამარჯვება აჩვენა ცოტა კი მოხვდა მაგრამ მაინც - რას გულისხმობ-ერევა ნინო საუბარში -თქვენ თვითონ ნახეთ- გვეუბნება მეთეს ბრძოლის ვიდეოს რთავს ტელეფონში. -შენ საიდან გაქვს ეს ვიდეო -საკმაოდ დახურული ორთაბრძოლა კი იყო, ზოგადად ყველა არალეგალური ბრძოლა ეგეთია მაგრამ არ არსებობს ადგილი სადაც მე ვერ შევაღწევ -არალეგალურ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას ? -მე მხოლოდ სამი ბრძოლა მაქვს ნანახი, -ნიკა ნუ გამაგიჟებ ეგ ბრძოლები ხომ სიკვდილამდეა და გინდა თქვა რომ მეთე ეგეთ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას -კი ასეა-მხრებს იჩეჩს ნიკა რა გამოდის რამოდენიმე დღის წინ არალეგალური ბრძოლის გამო წავიდა თუ გაიმარჯვა ესეიგი ცოცხალია მაგრამ ვიღაც მოკლა. ღმერთო ჩემო. მიხაროსეს თუ მწყინდეს ვერ გამიგია, მიხარია რომ ცოცოხალია მაგრამ ის ფაქტი რომ ვიღაც მოკლა თავზარს მცემს... აივანზე გავდივარ, სუფთა ჰაერი მჭირდება თორემ ვეღარ ვაზროვნებ, ნინო მაშინვე ამჩნევს ყველაფერს და ნიკას ეჩხუბება ასე პირდაპირ არუნდა გეთქვა ყველაფერიო. ინსტიქტურად ვიღებ ტელეფონს და ნაცნობ ნომერზე ვრეკავ. ამაოდ. „მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან „ მესმის დინამიკიდან ხმა და ტკივილს ვგრძნობ მკერდთან. იქნებ ისიც ფიქრობს ჩემზე იქნებ რამე დაემართა იქნებ ახლა იქაა ჩვენ ქიხში იქნებ... იქნებ... ***************************** ერთი თვე გავიდა, ისე სწრაფად რომ ვერც კი შევამჩიე. მეთე არ გამოჩენილა მასთან დარეკვასაც აღარ ვცდილობდი. იმის იმედით ვაგრძელებდი ცხოვრებას რომ ერთ დღეს აუცილებლად გამოჩნდებოდა. მაგრამ არვიცი კიდევ რამდენ ხანს დაველოდები რამდენ ხანს შევძლებ ამას. ტელეფონის ზარის ხმა რომ გავიგე კიდევ ერთხელ და ვინ დაითვლის მერამდენედ გავიფიქრე რომ ეს მეთე იყო. ტელეფონის ეკრანს დავხედე უცხო ნომერი იყო მაგრამ მაინც ვუპასუხე -გისმენთ -გამარჯობა კესანე დადიანს ვესაუბრები -დიახ მე ვარ -მე თორნიკე ვარ შენი კლასელი -რა სურპრიზია -კლასელებმა შეკრება გადავწყვიტეთ და მინდა რომ შენც იყო ამ შეკრებაზე შენც ხომ ჩვენი კლასის ნაწილი ხარ -ძალიან კარგი, მოვალ ადგილი და დრო მომწერეთ -კარგი მოგწერთ - მაშ შეხვედრამდე თორნიკე -შეხვედრამდე ყურმილს ვკიდებ და ცივი ოფლი მასხამს, ლამის თვალ წინ ჩამიარა გავლილიმა წლებმა, ყველაფერი გამახსენდა, თორნიკემ მისამართი და დრო მომწერა. ხვალ იკრიბებოდნენ საღამოს შვიდ საათზე ზღვისპირა რესტორანში. დიდი დრო გავიდა ვერ ვიფიქრებდი მათთან შეხვედრის სურვილი ისევ თუ გამიჩნდებოდა. ნინოს დავურეკე და ვთხოვე მისი კაბა ეთხოვებინა მე ყიდვის არც დრო მქონდა და არც სურვილი. ერთი თვეა ნორმალურად არსად გავსულვარ. ნინოს კაბა გამოაქვს ჩემთან, ბაგრატიონიდან რუსთაველზე გადმოსვლას იმდენი დრო მოანდომა ლამის დავბერდი და თმაში ჭაღარა შემეპარა. მის მოსვლამდე ვიბანავე თმები გავიშრე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. ნინომ სადა მაკიაჟი გამიკეთა, თმები ზევით ავიტანე და კოსად შევიკარი, კაბა მოვირგე, რომელსაც გახსნილი ზურგი ჰქონდა, ფეხზე მაღლენი მოვირგე და მზად ვიყავი უკვე წასასვლელად. -აჩვენე მათ რომ შენ ძლიერი ქალი ხარ -მაგიტომაც მივდივარ ხომიცი თორემ არავინ მომნატრებია -ჩემნაირო -კარგი წავედი ტაქსი მოვიდა. ტაქსის მძღოლს მისამარტი ვუკარნახე და ისიც მალევე მოსწყდა ადგილს. რესტორანში განზრახ დავაგვიანე. მინდოდა რესტორანში შესულს მთელი ყურადღება ჩემზრ ყოფილიყო მოპყრობილი და გამომივიდა კიდეც. მალევე ამოვიცანი ნაცნობი სახეები და მაგიდისაკენ გავემართე, არ დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები ჩემი დანახვისას. -კესანე როგორ ხარ-თამთა -შესანიშნავად თქვენ როგორ ხართ, ძალიან მომნატრებიხართ ყველა-ვამბობ ნაძალადევი ღიმილით -მე მოგენატრებოდი ყველაზე ძალიან-ამბობს ლიკა და თავს ხრის, დავიჯერო მასში სირცხვილის გრძნობამ გაიღვიძა -ბოდიში დამაგვიანდა-ზურგსუკან მესმის თორნიკეს ხმა რომელიც ჩემს გვერდით იკავებს ადგილს- დიდი დრო გავიდა არა კესანე -ჩვენი ბოლო საუბრიდან კი -იმედია დაგეხმარა -ვერ წარმოიდგენ როგორ, მაშინ ზღვაზე ისეთი რამ მითხარი რამაც დამაფიქრა -მიხარია რომ რაღაცით შევძელი შენი დამარება -მეც მიხარია. ყველაფერმი კარგად მიდიოდა, სახალისო მომენტებს იხსენებდნე სვამდნენ და იცინოდნენ. თორნიკემ საცეკვაოდ გამიწვია და მეც დავთანხმდი, ცეკვა ერთადერთია რაც კარგად გამომდის და ძალიან მიყვარს, თომა მართალი იყო მოცეკვავე უნდა გამოვსულიყავი, ვიხსენებ და მეღიმება. -იმ ავად სახსენებელი დღის შემდეგ ერთმანეთთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა, დიდი დრო გავიდა -ნელ მელოდიას ვაყოლებ სხეულს და წელზე მოხვეულ თორნიკეს ხელებს ვაიგნორებ მიუხედავად იმისა რომ არ მსიანოვნებს. -საკმაოდ მთელი 10 წელი -მაშინ რაც გითხარი სიმართელე იყო -ანუ გიყვარდი -მიყვარდი, მაშინ შემეშინდა - მივხვდი ასეც ვიფიქრე -ახლაც მიყვარხარ-მომენტალურად ვჩერდები და თორნიკეს ვუყურებ, არვიცი სახე სასმლისგან აქვს აწითლებული თუ სირცხვილის გრძნობისგან მაგრამ ისევ იმ 17 წლის ბავშვს მაგონებს სიყვარულს რომ მიხსნიდა, -მაშინ არა მაგრამ დღეს მჯერა შენი-ვამბობ და ვაგრძელებ ცეკვას -თუ შესაძლებელია, მინდა შენი ცხოვრების ნაწილი გავხდე -თორნიკე ჩემი გული უკვე დაკავეებულია, ამდენი წლის შემდეგ ვიღაცისთვის უკვე გავხსენი ის, შენდა სამწუხაროდ ეს ვიღაც შენ არ ხარ -სამწუხაროა-სევდა ერევა ხმაში -შენზე ნაწყენი არ ვარ არც გაბრაზებული, მე მაშინ გაპატიე ყველაფერი იმ სიტყვების მერე რაც ზღვაზე მითხარი. უბრალოდ მხოლოდ ისე გიყურებ როგორც კლასელს- მუსიკა მთავრდება მაგისდისკენ მივდივარ და ჩვენსკენ მომავალ გაბრაზებულ ლიკას ვხედავ რომელიც მანიშნებს საპირფარეშოში გამოდიო და მეც მივყვები -შენსას არ იშლი არაა-მიბრუნდება მე -რას გულისხმობ -თორნიკეს თავს ვერ ანებებ ხომ -უკაცრავად -თორნიკესაც გინდა ავნო ხომ შენი ბინძური ხელებით მას აღარასდროს შეეხო -შენ ნამდგილად არ გკითხავ რას გავაკეთებ, თორნიკეს მინდა შევეხები მინდა ცოლადაც გავყვები და შენ ვერაფერს ვერ მიბრძანებ, უბრალოდ იდგები და შორიდან გვიყურებ -ბინძურო კახპა- ამბობს გაბრაზებული და ცდილობს სილა გამაწნას მაგრამ ხელს ჰაერშივე ვაკავებ -არც კი გაბედო, ის სუსტი ბავშვი არ გეგონო სკოლაში რომ ჩაგრავდი, ის სუსტი ბავშვი არ გეგონო სიკვდილის პირას რომ მიიყვანე, ჩემზე ხელი აღარასდროს აღმართო თორემ გპირდები ძირზე მოგამტვრევ-ვამბობ და ხელს ვუშვებ - მე გაგაფრთხილე -შენსას არ იშლი არა, ადამიანები არ იცვლებიან, როგორიც იყავი ისეთად დარჩი, თორნიკე გიყვარს არა? იმიტომ ხარ ასე გამძვინვარებული, სამწუხაროდ მას არ უყვარხარ -შენ არ გაქვს მაგის თქმის უფლება-ამბობს და კიდევერთხელ იწევს ჩემსკენ ახლა მე ვარტყამს სახეში სილას გაოცებული მიყურებს -რამოდენიმე წუთის წინ თორნიკე მე გამომიტყდა გრძნობებში, მაგრამ მე მისი სიყვარული არ მჭირდება, თუ გიყვარს შეეცადე ასეთი საძაგელი არ იყო და ყველგან ბოღმას არ ანთხევდე, სხვების დაჩაგვრა და მათზე დაცინვა კარგ ადამიანად არ გაქცეს ეს იცოდე. ასე თორნიკეს არასდროს მოეწონები, ასეთს არავინ შეგიყვარებს, ასეთი არავის შეუყვარდები -შენგან რჩევის მიღებას არ ვაპირებ,შენ არ გაქვს ამ სიტყვების თქმის უფლება -მაშინ კიდევ დიდხანს მოგიწევს თორნიკეს შორიდან ყურება, ერთ დღეს გამოჩნდება ვირაღაც ვისაც ნამდვილად ეყვარება ის და საბოლოოდ დაკარგავ მას -არ მითხრა რომ ის ვიღაც შენ იქნები წყეულო -არ გეტყვი რადგან ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს მამაკაცი რომელიც მიყვარს და ეს მამაკაცი თორნიკე ნამდვილად არაა. სამწუხაროა რომ არ შეცვლილხარ და ცხოვრებამ ვერაფერი გასწავლა, იმედია ისეთი ვინმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინც შეძლებს მაგ რქების მომტვრევას, რქების რომელიც საოცრად სწრაფად გეზრდება. -შენი წიგნი წავიკითხე, საოცრად გულ ნატკენი ყოფილხარ, ყველაფერი ჩემზე გადმოგიბრალებია, კარგია ხომ სხვებზე ხელების შეწმენდა -არ მითხრა რომ სინდისმა შეგაწუხა და თავი დამნაშავედ იგრძენი -არაფერი მაგდაგვარი უბრალოდ გამეცინა, იმაზე საცოდავი ყოფილხარ ვიდრე მე ვიფიქრებდი მაშინ -წიგნში რაც დავწერე ყველაფერი სიმართლე იყო, შენს შესახებაც სრული სიმართლე დავწერე. მას შემდეგ არ შეცვლილხარ ისევ იგივე ავ სულად დარჩი, ერათადერთ რამეს ვნანობ მხოლოდ, მაშინ პოლიციაში თქვენი სახელები რომ არ ვახსენე, და გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდით ყველა, არადა თქვენი ადგილი ნამდვილად იქ არის-ვამბობ და გარეთ გავდივარ -შენ არავის შეუყვარდები, არავინ შეგიყვარებს-მემსმის ლიკას ყვირილის ხმა და მისი სიტყვები სულაც არ მხვდება გულზე არ მწყინს, სიამაყით ვივსები, საკუთარი თავით ვამაყობ რომ მე შევძელი საკუთარი თავის დაცვა. მაგიდას მივუჯექი ლიკაც მალევე შემოგვიერთდა. მიმტანს შემწვარი ნეკნები მოაქვს მაგიდასთან და როგორც კი სუნს ვგრძნობ მაშინვე გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. ძლისვს მოვასწარი საპირფარეშოში შესვლა. ეს რა იყო. მაგიდასტან დავბრუნდი და ყველას ვაცნობე რომ კარგად ვიყავი. საკმაოდ გვიანი იყო რომ დავიშალეთ. მთვრალმა თორნიკემ დაიჩემა მე უნდა გაგიყვანო სახლშიო და მანქანის გასაღების წვალება დაიწყო. ძლივს დავაჯინეთ ტაქსში და ლიკაც გვერდით მივუსვით. კარის დახურვისას თვალი ჩავუკარი ლიკას და კიდევ ერთხელ მოვახერხე მისი გაბრაზება. არც თუ ისე რთული ყოფილა. სახლში ვერ წავედი ნინოს სახლისკენ ავიღე გეზი. მასთან ასვლამდე აფთიაქში შევიარე და ორსულობის ტესტი ვიყიდე. გული საშინლად მიცემდა. კარზე ზარს ვრეკავ და ველი როდის გამიღებს ნინო -აბა რამოხდა- მეკითხება ყველაფერს მომიყვები თორემ დაგახრჩობ გამომეტყველებით -ყველაფერმა კარგად ჩაიარა იმაზე კარგად ვიდგრე ვიფიქრებდი -მაშინ რატომ გქვს ასე გაფითრებული სახე ნინოს ვუყვები ჩემი შიშების შესახებ და სააბაზანოში შევდივარ ტესტს ვიკეთებ. დრო საშინლად ნელა გადიოდა. ხუთი წუთი უსასრულოდ მომეჩენა. ხუთი წუთის გასვლის შემდეგ პასუხს ნინო მამცნობს -კესანე ორსულად ხარ, დედა გახდები **************************** ესეც ახალი თავი, ვიცი ვაგვიანებ ატვირთვას ხოლმე მაგრამ, სხვანაირად ვერ ვახერხებ, სამსახური სწავლა, პლიუს გამოცდები, დრო ისე სწრაფად გადის ვერც ვამჩნევ. იმედია გამიგებთ და რაც მტავარია იმედია მოგეწონებათ რაც დავწერე. ველი თქვენს შეფასებებს. პ.ს.სიყვარულით ევაკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.