Mr.Snowman and MeMr.Snowman and Me ,,Dear Thomas, ...Leaving me was okay. People leave me all the time; I'm used to it. What hurts like hell is when you made me feel so damn special yesterday and then make me so unwanted today..." ხელები უკანკალებდა. კლავიატურაზე თითქმის გაუცნობიერებლად კრეფდა ასოებს. მთლიანი ტექსტი აღარც გადაუკითხია ისე გაგზავნა შეტყობინება, შემდეგ კი ტელეფონს ხელი გაუშვა და თევზებს გადაუგდო საჭმელად. არაუშავს თუ არ ეყოფოდათ, მალე ვახშამს თვითონაც შეუერთდებოდა. ერთხანს გახევებული იდგა ერთ ადგილზე და უბრალოდ ტალღების ხმას უგდებდა ყურს. ამავდროულად კი თავისი არეული სუნთქვის დარეგულირებას და გულის დაწყნარებას ცდილობდა, რაც საშინლად ცუდად გამოსდიოდა. –ვიცოდი, რომ ს აპირებდი, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაინც და მაინც ასეთ ბანალურ გაზას აირჩევდი ამისთვის. –ეს შენ არ გეხება. თავს როგორც მინდა ისე მოვიკლავ.–კბილებში გამოსცრა მის გვერდძე მდგარ, მკერდძე ხელებგადაჯვარედინებულ მამაკაცს. –როგორც გენებოთ თქვენო აღმატებულებავ, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ამის გაკეთება გიღირს? იაზრებ მაინც თუ როგორ ეგოისტურად იქცევი?– ცოტახანი შეყოვნდა და ქალის პასუხს დაელოდა. სიჩუმე. -წარმოიდგინე, შენი ქმარი, რომელთან ერთადაც ოთხი წელი იყავი, რომელსაც ყველაფერში მხარს უჭერდი, რომელსაც მთელ შენს არსებას არაფრის საანცვლოდ უძღვნიდი... ახლა სხვა ქალთან ერთად იღიმის და სიცოცხლით ტკბება... -გეხვეწები ალექს, პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადადი, დროს ნუ მაკარგვინებ.- ცივი ტონით მიუგო და ცივსისხლიანობის ბოლომდე შენარჩუნება სცადა. ახლა ყველაზე ნაკლებად ამ მამაკაცის წინაშე უნდოდა პატრა ბავშვივით ბღავილი და ბოლომდე გახსნა. –ის შენ არ გიმსახურებს ელის.- ქალს სახეზე შეხედვა სცადა, მაგრამ ის ახლოსაც არ იკარებდა.-ნუთუ ამ ყველაფრის ასე დატოვებასა და თავისმოკვლას აპირებ. ნუთუ არ გინდა, რომ ყველაფრისთვის სამაგიერო გადაუხადო. მიპასუხე ელის!–მიუგო მამაკაცმა და ტროტუარის მაგივრად ახლა შუა გზაში დადგა. –ვერ გამიგია, ასე ძალიან ჩემი აზრის შეცვლას რატომ ცდილობ. ამ წინადადების წარმოთქმა და მანქანის ძრავის ღმუილის ხმა ერთი იყო. ელისს სიტვაციაში გამოსარკვევად დიდი დრო არ დასჭირდა. უკან სწრაფად მიტრიალდა და მამაკაცისკენ დაუფიქრებლად გაემართა. შემდეგ რაც მოხდა, ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა. თვალისმომჭრელი სინათლე, სისხლის მძაფრი სუნი, წითლად შეღებილი ხელები, მამაკაცის გულისცემა, რომლის სიხშირე თანდათანობით იკლებდა. აჰა, სურვილი მაინც აისრულა! მაგრამ ალექსის თან გაყოლება ნამდვილად არავისთვის უთხოვია და არც მის გეგმებში არ შედიოდა. საერთოდ ამ ხიდზე, შუაღამეს რას აკეთებდა?!ახლა, თავისი ყბედობით ჯოჯოხეთშიც აღარ მოასვენებდა. •┈┈┈••✦ ˚ʚ♡ɞ˚ ✦••┈┈┈• ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ზურგზე ძლიერმა ტალღამ დაარტყა, რის შედეგადაც წინ რამოდენიმე ნაბიჯი ბორძიკით გადადგა და წელში მოიხარა, მაგრამ ხელით შეიკავა თავი და ცივ ბიტონთან ჩახუტებას ბეწვზე გადარჩა. წელში გასწორდა, შემდეგ კი არემარეს მისი დიდრონი, წაბლისფერი და დამფრთხალი თვალები მოავლო. ესეიგი... ანუ... მოკლედ.... რა ჯანდაბა მოხდა?! წეღან მანქანამ არ დაარტყა მას და ალექსს?! ისე ხსენებაზე, ალექსი სადღაა? წეღან მის უსულო სხეულს არ აწვა ზემოდან? ან ხიდი სადღა გაქრა? ან მანქანა და მისი მძღოლი სადღა არიან? დაბნეული და ამავდროულად შეცბუნებული უკან მიტრიალდა და რუხი ფერის, მრავალ განყოფილებიანი, მავთულებით შემოზაზღვრულ შენობას კარგად დააკვირდა და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა. ერთიანად აკანკალებულმა ბარბაცით გადადგა უკან რამოდენიმე ნაბიჯი და ისევ დაფეთებულმა დაიწყო აქეთ-იქით თვალების ცეცება. შემდეგ თავის ტანსაცმელზე გადაიტანა მზერა, მაისური ცოტათი წამოწია და პრესს მიაშტერდა რომელიც ხუთი წლის წინ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარც ჰქონია. არა, ეს მისი სიზარმაცის ბრალი არ ყოფილა, პირიქით უნდოდა ასეთი აღნაგობის შენარჩუნება, მაგრამ აწ ყოფილ ქმარს მასზე ძლიერი ქალები არ მოსწონდა, რის გამოც ვარჯიშს თავი დაანება რაც შემდგომ ძალიან ინანა. მოკლედ, თემას გადავუხვიეთ, სად გავჩერდით?... ხო, ციხეზე ვლაპარაკობდით. თუ ელისი სწორედ მიხვდა ახლა ის ჯოჯოხეთში იყო და რატომღაც მისი ციხიდან გამოსვლის დღეს ხედავდა. ჯოჯოხეთში მოხვედრისას ცეცხლის, უბედური ხალხის წივილ-კივილის გაგონებას, ან რამე მაგდაგვარს ელოდა; მაგრამ მისდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ შეცდა. არ იყო დარწმუნებული ეს კარგი იყო თუ ცუდი, ისე ჰქონდა თავგზა აბნეული, რომ უკვე აღარაფერში იყო დარწმუნებული. ყველაფერი ისეთი რეალისტური იყო. ის ტაქსიც კი, რომელიც მისკენ მოემართება ძალიან რეალისტურად გამოიყურება. თუ სწორედ ახსოვდა მძღოლი შეამჩნევს თუ არა მაშინვე გაუჩერებს, შემდეგ კი უფასოდ მგზავრობას შესთავასებს, რადგანაც ჩვენს ქალბატონს ფული თან არ ჰქონდა, ან საიდან უნდა ჰქონოდა. ელისს თავისდაუნებურად გაეღიმა. ოღონდ ეს ის მხიარული და გულწრფელი ღიმილი არ იყო რომელზეც ალბათ თქვენ იფიქრეთ. არა, ეს სულ სხვა; მანიაკური ღიმილი იყო. ელისი ვერ იჯერებდა რასაც ხედავდა. რაღა ამ დღეს ახსენებდნენ, რა სხვა უიღბლო დღე ვერ მოძებნეს მის ცხოვრებაში. შეიძლება სხვარამით არა, მაგრამ მათი სიუხვით კი დაიკვეხნიდა. მანქანა უფრო და უფრო უახლოვდებოდა, რამაც განგაშის ნიშანი აუნთო თავში და გონზე მოიყვანა. მაგრამ რა იყო საშიში? ეს ხომ სინამდვილე არ იყო, დიდი ამბავი! ტაქსი ალბათ აღარც გაუჩერებდა და უბრალოდ ჩაივლიდა. -ელისაბედ!-მოესმა ზურგსუკნიდან უცნობი, მაგრამ თან ნაცნობი ქალის ხმა. -მ?-სახეზე ღიმილ გადაკრულმა მიატრიალა უკან თავი და შუახნის ქალი რამოდენიმეჯერ კარგად აათალიერ-ჩაათვალიერა. საშუალო სიმაღლის, შავთმიანი ქალბატონი, რომელსაც აქა-იქ ჭაღარა შეპარვოდა ორად გაყოფილ, სწორ თმაში, პირქუშად უყურებდა სახეარეულ ელისს. თვალის უპეები ჩაშავებოდა, რაც სინამდბილეში ოდნავ წაგრძელებული ფორმის, ლურჯი ფერის თვალს კიდევ უფრო უმუქებდა და შავ ფერს აძლევდა. რომაული ქანდაკებასავით გამოკვეთილი ყვრიმალები ჰქონდა. ოდნავ აპრეხილი, იდეალური ცხვირი. მსხვილი, ბუნებრივად წითელი ტუჩები, ალბათ კბენისგან ასწითლებოდა და დასკდომოდა კიდევაც. იდეალური სახე და ფიგურა ჰქონდა მისი ასაკის ქალისთვის. ჩაცვენილი თვალები და არც ისე ბევრი ნაოჭი, რომ არ ჩავთვალოთ, რომლებიც მინდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ შუბლის არეში, წარბებ შუა ჰქონდა; პირის არეში თითქმის არ შეინიშნებოდა, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. -ელისაბედ, მისმენ? ხმაც ცოტათი ბოხი და მჭექარე ჰქონდა. -ბოდიში, კეტრინ ფიქრებში გავერთე. რას ამბობდი? ამხელა დაკვირვების ჩატარების შემდეგ როგორციქნა გაახსენდა ქალის სახელი. ის და ელისი ერთ დღეს გამოვიდნენ ციხიდან. ერთი შეხედვით მკაცრი, ძლიერი და უჟმური, შუახნის, შინაბერა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც სიმართლე იყო. თუ წამიერ გამონათებებს არ ჩავთვლიდით კეტრინი ზუსტად ასეთი იყო. -რამდენჯერ უნდა გითხრა? კეტრინი არა, ეკატერინე.-წარბები უკმაყოფილოდ შეკრა როგორც იცოდა ხოლმე და დაღლილი მზერა ესროლა მის წინ მდგარ აფორიაქებულ ელისს.მან გონებაში ამოიხვნეშა, ხმამაღლა კი თქვა: -ვიცი, მაგრამ რა ვქნა? კეტრინი უფრო გიხდება.-მხიარულად უთხრა, ხელკავი გამოსდო და იქვე გაჩერებული თეთრი თუ ვერცხლისფერი...BMW-სკენ თითქმის ძალით წაათრია ამხელა ქალი. -რას აკეთებ?-ისევ ისეთი ტონით ჰკითხა, თან გოგონას ბავშვურ საქციელების შემხედვარე სიცილის შეკავებას ცდილობდა. -ვიცი, რომ მანქანით წაყვანა უნდა შემოგეთავაზებინა ჩემთვის. და კი, თანახმა ვარ. იმ დაწყევლილი ტაქსით მგზავრობას ყველაფერი ერჩივნა. -მოიცადე, მგონი ის კაცი ჩვენსკენ მოდის. რა თქმა უნდა ელისს არ გასჭირვებია მიხვედრა თუ ვისზე მიუთითებდა კეტრინი. "მათ", მისი გატაცება მართლა ასე ძალიან უნდოდათ? "მათ"–ით იმიტომ მოვიხსენიე, რომ დღემდე ვერ გაურკვევია იმ დღეს ვინ, ან რატომ გაიტაცა. ჩვენს ქალბატონს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა და დამერწმუნეთ ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ არც ერთ მათგანს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა მკვლელის დაქირავება და სპექტაკლის დადგმა. –გავიქცეთ.–გადაჭრით უთხრა და მკლავში ძლიერად ჩააფრინდა. –რატომ? შეხედე ამ ბებერს, მარტოც მშვენივრად გავუმკლავდები.–ცალყბად გაუღიმა და ელისსისგან გათავისუფლება სცადა. –დამიჯერე, ვერ გაუმკლავდები. პიჯაკის შიდა ჯიბეში იარაღი აქვს, თან მარტოც არაა. ნუ მახვეწნინებ და წამოდი თუ არ გინდა, რომ ისევ შიგ შეგვატრიალონ. ჩურჩულით, მაგრამ მაინც მკაფიოდ საუბრობდა. დაჟინებით უყურებდა კეტრინს თვალებში და შეპასუხების საშუალებას არ აძლევდა. -კარგი. როგორც იტყვი, მაგრამ მერე ყველაფრს ნორმალურად ამიხსნი. 〰・♡・〰 -სერიოზულად გოგოებო,ასე არასდროს აღარ მოიქცეთ. რამის გული გამიხეთქეთ.–დაიწუწუნა ლიზიმ და კეტრინს მხარზე ძლიერად გაჰკრა ხელი სანამ ის კარებს აღებდა. –ვერ გამიგია რა დაგეტაკათ. ვიცი, რომ ციხის დატოვება გიხარიათ და იქით გახედვაც კი აღარ გინდათ. მაგრამ ელისი როდესაც საჭესთან დაჯდა მეგონა, რომ ქვეყნის აღსასრული დგებოდა. –აბა მე რა ვიცოდი თუ უკანა სიდენიაზე გეძინა?–ჩაიბურტყუნა ელისმა და სასტუმრო ოთახში, დივანზე კარგად მოკალათდა. ლიზიმ ცხვირი აიბზუა და დაეჯღანა გოგონას, სანამ უფროსი და არ უყურებდა. გამხიარებულმა ელისმა საათს დახედა. უკვე რვა საათი იყო. დეკემბრის შუა რიცხვები დამდგარიყო, რის გამოც ამ დროს გარეთ უკვე გვარიანად ჩამობნელებულიყო. მოსწონდა ზამთარი, რადგანაც გრძელი ღამეები... თოვლიც და რსაკვირველია შობა–ახალიწლის აღნიშვნაც უყვარდა. წესით ამ დროს მამა შვებულებას იღებდა და შობა–ახალიწლის აღსანიშნავად მარტასთან, მის ძიძასთან მიდიოდნენ ხოლმე. იმის მერე რაც დედა დაკარგა თერთმეტი წლის ასაკში, მარტა მამამის ძალიან ეხმარებოდა მის აღზრდაში. მარტა, დედას ადგილს რა თქმა უნდა ვერასდროს დაიკავებდა, მაგრამ მარტა მაინც მარტა იყო. მისი მეგობარი და მფარველი ანგელოზი. თავშესაფარი, რომელსაც ყველასგან მიტოვებულ და გულნატკენი ელისი არაერთხელ შეუფარებია. მართალია ელისს, კეთილი და მზრუნველი მამა ჰყავდა, რომელიც თავისი პრინცესას გასაბედნიერებლად ძალ–ღონეს არ იშურებდა; მაგრამ მას მარტას ნაირად, ტკბილეულებით და სასმელებით მომარაგებული ვერ მიადგებოდა შუაღამეს და მთელ ღამეს საკუთარი პრობლემების მოყოლით თავს ვერ მოაბეზრებდა. ორმოცდახუთი წლის კაცს ისედაც ათასი საქმე ჰქონდა, ბიზნესი, კომპანიებინ და ა.შ. ხოლო სამი წლის შემდეგ მთელ ამ უზარმაზარ ავლადიდებას თავის ერთადერთ ქალიშვილს გადასცემდა, რის სწორე და გონივრულად სამართავად ელისს ბავშვობიდან ამმზადებდნენ და ეს კარგად გამოსდიოდა კიდევაც. –ელის, არ მომიყვები ბოლოს და ბოლოს რა ხდება შენს თავს? დილიდან მოყოლებული უცნაურად იქცევი.–ფიქრებიდან გამოარკვია კეტრინის როგორც ყოველთვის მკაცრმა ხმამ. –არც არაფერია დიდად მოსაყოლი... კეტრინმა ამის გაგონებაზე უნდობი მზერა ესროლა. მაგიდას მიეყრდნო და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და წარბები ჭეშკრა, ამით თითქოს ამბობდა "ვის ატყუებ შვილო, შენ, რომ მიდიოდი მე უკვე მოვდიოდი, ეგკიარა და მეორე კრუგზე ვიყავი. აბა, ყველაფერი დაფქვი" ელისმა კეტრინის სიჯიუტის შემხედვარემ ამოიხვნეშა, ბალიშიდან თავი ასწია და თავის დასაძვრენად მოკლე და ამომწურავი პასუხის მიცემა დააპირა, რომელიც სიმართლესთან ცოტათი მაინც იქნებოდა ახლოს. -იცი, ეს წლები რაც ციხეში გავატარეთ...-ცოტახნით ჩაფიქრდა, სიტყვების სწორე შერჩევას ცდილობდა-ერთად ბევრი რამე გამოვიარეთ, ორივენი გარკვეულწილად შევიცვალეთ. მე ყოველ შემთხვევაში, რადგანაც შენ მანამდე არ გიცნობდი. ბევრ რამეს სხვანაირად დავუწყე ყურება და ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ ჩემს ცხოვრებაში. ამ ცვლილებებს კი ჩემი ქორწინებიდან დავიწყებ. საუბარი შეწყვიტა და თითქოსდა ერთ ადგილზე მიმხმარი კეტრინის უემოციო სახეს მიაშტერდა. არც ერთმა არ იცის ასე რამდენ ხანს, ან რატომ იყვნენ. კეტრინი გოგონას უბრალოდ თვალებში უყურებდა, ელისს კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეს შავთმიანი კუდიანი მის აზრებს კითხულობდა. -კატო~ ხომ არ იცი ახალი ტელეფონები რომელ პარკში დევს? ლიზის წკრილა ხმამ ჩამოწოლილი დამთრგუნველი სიჩუმე გაფანტა და ორივე გონზე მოიყვანა. -კი, ისინი... ელისს წინადადების დასასრულისთვის ყური აღარ დაუგდია. ისე იყო დღევანდელი დღის თავგზააბნეული და დაღლილი, რომ ამ დივანზევე მიეძინებოდა. რაც მოხდა კიდევაც... დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ჩვენი ზემოთ ნახსენები კუდიანი დაბრუნდა ოთახში და პატარა ბავშვივით მძინარე, ლოყებდაბერილ და ცოტათი პირგაღებულ ელისის დანახვაზე გულში სითბო ჩაეღვარა. ცდუნებას ვერ გაუძლო, ახლოს მივიდა და ლოყაზე უჩმიტა, რაზეც გოგონა შეიშმუშნა, მაგრამ არ გაუღვიძია. -ჩემო, ნატანჯო გოგონავ.-თავისთვის ჩაიბურტყუნა კეტრინმა და გოგონასთვის გადასაფარებლის მოსატანად ოთახიდან გავიდა. 〰・♡・〰 თავისი ოთახის დალაგებას მორჩა, რის შედეგადაც საწოლზე დაღლილ-დაქანცული მიესვენა. გუშინ საღამოთი დაემშვიდობა კეტრინს და ლიზის, შემდეგ კი საკუთარ სახლში დაბრუნდა და საწოლში დაწვა თუ არა მაშინვე ჩაეძინა. ბოლო დროს გამუდმებით დაღლილობასა და მოთენთილობას გრძნობდა რაც უცხო იყო მისთვის, რადგანაც საერთოდ ძალიან ენერგიული და მხიარული გოგო იყო. ახლა კი გამუდმებით გადაღლილი, ხან დივანზე, ხან სავარძელში, მაგიდაზეც კი ზეზეულა ჩამოეძინებოდა ხოლმე. მხიარული ხუმრობების მაგივრად კი ირონიულ და მწარე-მწარე ფრაზებს ისვრიდა. ეს არ ჰგავდა იმ სიცოცხლით სავსე ელის როჯერს, რომელსაც ყველა იცნობდა. ის საკუთარ თავს უკვე აღარ ჰგავდა... 20:05 გარეთ უკვე გვარიანად ჩამობნელებულიყო. არემარეს მხოლოდ სახლის გარეთ ჩამწკრივებული ლამპიონები ანათებდა. ელისი სავარძელში იჯდა, ნაირ-ნაირ პლედებში შეფუთნული, გვერდით კაკაოთი სავსე ფინჯანი მოედგა და სოციალურ ქსელს თავისთვის, მშვიდად სქროლვდა. მარი, მისი მოსამსახურე კი ფანჯრებს ფარდებს აფარებდა. სახლში სიჩუმე სუფევდა. ამ სიჩუმეს, დრო და დრო ელისის ხვნეშის და მარის ნაბიჯების ხმა თუ არღვევდა. 21.12.2023 ისევ 2023 წელი. ელისისთვის უკანასკნელი, მშვიდი და ბედნიერი წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ციხეში გაატარა... მაინც. თომასის და მისი საყვარლების ყურებას, კეტრინთან ერთად ერთ კამერაში ჯდომა ერჩივნა. და ზუსტად ამ დროს, სანამ ელისი თავის დეგენერატი ქმრის საყვარლის ვინაობის გამოცნობდას ცდილობდა უბრალოდ დროის გასაყვანად; კარზე ჯერ ზარის, შემდეგ კი კაკუნის ხმა გაისმა. ელისს მხიარულად აუციმციმდა თვალები, რადგანაც იცოდა, რომ ეს მამამისი იყო. პლედები ერთი ხელის მოქნევით გადაიხადა და სავარძლიდან წამოდგა კი არა, წამოფრინდა. როგორციქნა, მამიკო! მარი, მისი მოსამსახურე კიბეებზევე შეაჩერა და უთხრა მე გავაღებო, გოგონამაც მორჩილად დაუკრა თავი და თავის საქმეებს მიუბრუნდა. ელისმა სწრაფად გააღო კარები და ყურებამდე გაღიმებულმა წამოიძახა: -მამიკო! (Daddy!) მეორე მხრიდანაც არ დააყოვნა ცოტა არ იყოს გაკვირვებული მამაკაცის პასუხმა. -ბოდიში ცუნცულ, შენი მამიკო ნამდვილად არ ვარ. მარა თუ გინ... არ აცალა წინადადების დასრულება შეცბუნებულ ალექსს, რომ კისერზე ჩამოეკიდა და ძლიერად მოუჭირა მკლავები. ალექსი, ალექსი, ის ცოცხალი იყო! ესეიგი არ შემცდარა, მარტო თვითონ არ გადარჩენილა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი შვება იგრძნო, როდესაც მის წინ მდგარი საღ–სალამათი და რა თქმა უნდა ცოცხალი მამაკაცი დაინახა. მაგრამ მოულოდენლად თავში ერთმა აზრმა გაუელვა, რის გამოც სახიდან ღიმილი მაშინვე გაუქრა. "ეს ხომ ის ალექსი იყო?!" გოგონამ უცბათ მოაშორა ხელები მამაკაცს, ლოყებზე მოჰკიდა ხელები, შემდეგ კი დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში. -ალექს, გიცნობ?-მისდა გასაკვირად ცოტათი ჩახლეჩილი ხმით იკითხა. ქერათმიანმა ცალი წარბი მაღლა აზიდა, შემდეგ კი ელისს სარკასტულად მიუგო. -არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ადრე ერთმანეთს სადღაც შევხვედრივათ. გოგონასკენ გადაიხარა და ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუტანა. ჩვენმა ქალბატონმა კი უემოციო, მაგრამ თან ძლივს შესამჩნევი აწითლებული სახე შეაგება. -კი, ეს ნამდვილად შენ ხარ.-მამაკაცის სახეს ხელები მოაშორა და სახლში შეუძღვა.-რაღას უცდი? მოსაწვევს ელოდები?–ზღულბზე მიყინულ მამაკაცს ალმაცერად შეხედა. ალექსმა ყოყმანით შეაბიჯა სახლში. მოსამსახურეს ისე მისცა მოსაცმელი, რომ თვალების აქეთ იქით ცეცება წამითაც არ შეუწყვეტია. ასე გაგრძელდა ელისის ოთახამდე. –ალექს, რამეს ეძებ?–ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა ჰკითხა მის სავარძელში წამოსკუპებულ მამაკაცს. –არა. არაფერს.–ცოტახნით შეყოვნდა.–უბრალოდ მეგონა, რომ თომასი, ან ქრისტი მაინც მოვიდოდა შენს სანახავად. –მათ ჩემთვის ჯერ არ სცალიათ. ყოველშემთხვევაში თომასს ნამდვილად არა.–ღიმილნარევი ტონით მიუგო და მის მოიპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა. –ასე, რომ...–რამდენიმე წუთიანი უხერხული დუმილის შემდეგ ისევ ელისმა წამოიწყო საუბარი.–ასე გვიან ჩემთან რამ მოგიყვანა. –ვფიქრობ, თვითონაც მშვენივრად მოგეხსენაბა.... ჩვენ ორივე ცოცხლები ვართ, რაც ან ღვთის წაყალობაა, ანდაც რისხვა. –ვფიქრობ, უფრო ღვთის... ელისს შუაზე გაუწყდა წინადადება, რადგანაც მისი აივნის კარებზე ძლივს გასაგონარი კაკუნის ხმა გაისმა. შეწუხებული წამოდგა ფეხზე. სახლის გარეთ დიდი ხე იზრდებოდა, რომლის ტოტები აქამდეც კი სწვდებოდა, ძლიერი ქარის დროს კარებს ეხებოდა და ხმებს გამოსცემდა. –ელისს, არ გინდა. დაჯექი.–მოულოდნელად პანიკაში ჩავარდა ალექსი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ელისმა სახელური ჩამოსწია და დანახულმა თუ გაგონილმა საუბრის უნარი დააკარგვინა. კარები შიშისგან ხელაკანკალებულმა მიხურა და უკან რამოდენიმე ნაბიჯი ბარბაცით გადადგა. –გამარჯობა.–მოესმა ზურგსუკნიდან.–ისე სტუმრებისთვის ცხვირწინ კარის მიხურვა და გარეთ, ამ გამყინვარებაში მიტოვება არც ისე კარგი საქციელია. თქვა და რამოდენიმე ნახტომი გააკეთა ჩვენი ელდანაცემი ქალბატონისკენ. შემდეგ მისი უზარმაზარი, შავი ცილინდრი მოიხადა და თავი დაუკრა ჯერ ელისს, შემდეგ კი ალექსს. აქ უკვე ელისმა თავი ვეღარ მოთოკა და ბოლო ხმაზე იწივლა. მარი, რომელიც ერთი სართულით დაბლა, ჭურჭელს ალაგებდა კარადებში, თეფში ხელიდან გაუვარდა. ელისის საწყალ თუთიყუშს კი, რომელიც ოთახში იმყოფებოდა გული გაუსკდა და მოკვდა. საწყალი თუთიყუში... ალექსმა პირზე ააფარა ხელი, შემდგომ ყურში რამოდენიმე დამამშვიდებელი სიტყვა ჩასჩურჩულა. ძალით ჩასვა სავარძელში, თვითონაც გვერდძე მიუჯდა, საკუთარ მხარზე დაადებინა თავი და მისი ჟღალი თმის ფერებას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი, სულ ცოტათი დამშვიდა მისგან ორ მეტრში მდგარ თოვლისკაცუნას წამითაც ვერ აშორებდა თვალს. თუ მილიმეტრით მაინც მიუახლოვდებოდა, ეს რატომღაც ცოცხალი არსება, იცოდა კედლებზე ასვლა არ გაუჭირდებოდა. -მის, არ ღირს ჩემს გამო ასე ნერვიულობა. მეშინია რამე არ დაიმართოთ. ელისი მოიღუშა და მის გვერდით მდუმარედ მჯდარ მამაკაცს კიდევ უფრო მიეკრო. -ასე მოულოდნელად რატომ გამოგვეცხადე, ჯობდა კიდევ ცოტახანით მოგეცადა.-შეწუხებულმა ამოიოხრა ალექსმა.-ხომ გითხარი შეეშინდება მეთქი. ახლა შოკიდან კიდევ კარგა ხანი ვერ გამოვა. -რატომ? ვერ ვხდები ასე რამ შეაშინა. მოლაპარაკე თოვლისკაცუნები არ უნახია? ელისი გაშტერებული უყურებდა მოლაპარაკე... მოლაპარაკე თოვლისკაცუნას... სიტყვები არ ჰყოფნიდა სიტვაციის აღსაღწერად. ალექსიც როგორ მშვიდად ელაპარაკებოდა! მისნაირად შოკირებული რატომ არ იყო? საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა?! ვის გაუგია უსულო საგნები ლაპარაკობდნენ. -ქალბატონო ყველაფერი კარგადაა? თქვენი ხმა მთელმა სახლმა გაიგო.-აღელვებული ხმით იკითხა კარების უკან მდგარმა მოსამსახურემ. ელისმა პირი გააღო რამის სათქმელად, მაგრამ პირიდან მხოლოდ საცოდავი ხავილის ხმა აღმოხდა. რამოდენიმეჯერ ჩაახველა და ხმისკანკალით უთხრა: -ყველაფერი კარ-რგადაა მარი. შეგიძლია შენს ს-საქმეებს მიუბრუნდე. შეპასუხება და ოთახში შესვლა მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გატაწყვიტა. მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და გატრიალდა. იფიქრა: ალბათ ყველაფერი კარგადაა. მართლა რამე, რომ ყოფილიყო ხომ მეტყოდაო. -მოკლედ-წამოიწყო თოვლისკაცუნამ იმის მერე რაც დერეფანში მარის ნაბიჯენის ხმა მიწყდა-მე ჩემს სათქმელს გეტყვით და მერე გინდა პანიკენში, გინდათ კრუნჩხვებში ჩავარდით. ელისმა ერთი, დიდი ბურთი გადააგორა ყელში და ამ უცნაური არსებისთვის ყურის დაგდება გადაწყვიტა. -ესეიგი, ალბათ ორივეს გახსოვთ, რომ მანქანამ დაგარტყათ. არა, ეს არ ყოფილა სიზმარი, ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. სიკვდილის პირას კი რომელიღაცა თქვენგანმა სურვილი ჩაიფიქრა. მას ყველაფრის გამოსწორება და კიდევ ერთი შანსის მიცემა უნდოდა. სურვილი ისეთი გულრწფელი იყო, რომ მისი ყურადარღება უბრალოდ არ შემეძლო. იმის გამო, რომ ვერ მივხვდი რომელმა ჩაიფიქრა სურვილი, ორივეს უკან დაბრუნება მომიწია. მაგრამ ახლა მგონი ვხვდები ასეთი სასოწარკვეთილი ძახილით ვინ გაალღო ჩემი ყინულის გული.-თქვა და თვალი ჩაუკრა ელისს. ელისი შეხტა, რამის სავარძლიდან გადავარდა. -განა შენნაირებს გული აქვთ? წესით ახლა, რომელიმე სახლის ეზოს დეკორაციას უნდა წარმოადგენდე, ჩვენ კი არ უნდა გველაპარაკებოდე.-უთხრა ალექსმა და ელისის თმებთან თამაში გააგრძელა. -ოხ, რას ამბობ?!-შეიცხადა-სად მე და სად ის უხარისხო კოპიები. თემას გადავუხვიეთ, რას ვამბობდი? ხო! ალბათ ორივეს შეგინიშნავთ, ამ ბოლო დროს ცვლილებები თქვენს სხეულში. უფრო სწრაფად იღლებით, გამუდმებით მოთენთილები ხართ, ზეზეულა გეძინებით. ელის, შენ ხელისგულს დახედე. არა, ეგ ხელი არა, მეორე.-შეუსწორა დაბნეულ გოგონას, რომელიც თავის ხელისგულზე არსაიდან გაჩენილ შავ, პატარა ხაზს აკვირდებოდა. -ეს პატარა ხაზი მხოლოდ დასაწყისია. გარკვეულ დროში გაიზრდება, ფორმას შეიცვლის და საბოლოოდ რომელიმე ყვავილის გამოსახულებას მივიღებთ. სანამ ნახატი დასრულდება, გეძლევათ დრო, რომ თქვენი სურვილები აისრულოთ, წარსული გამოასწოროთ. ხოლო როდესაც ნახატი საბოლოო სახეს მიიღებს...-მოულოდნელად დადუმდა. -რა? მაშინ რა მოხდება?- მოუთმენლად იკითხა ელისმა. თოვლისკაცუნამ, ცალი ხის ხელი სახესთსნ მიიტანა, მეორე კი ზურგსუკან წაიღო. ბრძენის გამომეტყველება მიიღო, რის შედეგაც აუღელვებლად თქვა: -აბა, მე რა ვიცი! ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი. მოკლედ, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ახლა კი სამწუხაროდ უნდა წავიდე, საქმეები მიხმობენ. თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ, ან რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ არ დაგეზარებით და მაშინვე თქვენთან გავჩნდები. აბა, შეხვედრამდე.-ამის თქმა და მისი გაქრობა ერთი იყო. ელისმა უხეშად მოიშორა ქერათმიანის ხელები. ფეხზე ბორძიკით წამოდგა და სუნთქვა არეული დადგა მამაკაცის წინ. -აბა, არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?! 〰・♡・〰 -აი, ესაა და ეს. ყველაფერი გითხარი რაც ვიცოდი. -წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი..-დაუსრულებლად იმეორებდა ელისი და ბოლთას სცემდა ოთახში. უყურა, უყურა, უყურა ალექსმა ელის და როდესაც მიხვდა, რომ თვითონაც უკვე თავბრუ ეხვეოდა, ჟღალთმიანს თვალი მოაშორა, შემდგომ კი ფანჯარა გამოაღო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპვად. -ელის, დამშვიდდი. თავს ტყუილად იგიჟებ. თავიდან მეც შოკში ჩავვარდი, მაგრამ მერე თან და თანობით შევეჩვიე.-ტონს აუწია, როდესაც მიხვდა, რომ გოგონა საერთოდ არ უსმენდა.-ამას სხვა კუთხით შეხედე. ორი წლით უკან დავბრუნდით, ყველაფრის გამოსწორების და ახლიდან დაწყების შანსი გვაქვს. ჯობია დამშვიდდე და შენს შემდეგ ნაბიჯზე იფიქრო. -შენი აზრით ამდენი ხანი რას ვაკეთებ. ცოტა ხანი მოკეტე და ფიქრის საშუალება მომეცი.-კბილებში გამოსცრა მამაკაცს და ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა. “ოღონდაც ამას შეხედეთ, სულ რაღაც ათი წუთის წინ აცახცახებული მეკრობოდა სხეულზე. ახლა კი ზედაც აღარ მიყურებს.“ თავისივე ფიქრებზე გაეცინა ალექსს. -ნეტავ ვიცოდე რაზე იკრიჭები.-თქვა და თმებზე პატარათი მოქაჩა. -აი, დატკბი საყვარელო. ახლა მესმის რატომ გაგექცა ქმარი. შენნაირ უჟმურს სახლში რომელი მამაკაცი გაუძლებს. -შენ-ისეთი სახე მიიღო თითქოს გაგონილს ვერ იჯერებდა- სიცოცხლე მოგბეზრდა? და უკვე ქერათმიანისკენ გაწევას აპირებდა, რომ პირველი სართულიდან მამამისის ხმა მოესმა. უკმაყოფილომ უშვა ხელი ალექსის საყელოს. -არ გაინძრე. ოთახიდან არ გაბედო და არ გამოხვიდე.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მასზე ხუთი წლით დიდ მამაკაცს. -და თუ გამოვალ?-გამომწვევად იკითხა, შემდეგ კი ელისს ახლოს მიუტანა სახე და თვალებში მოჯადოებულივით ყურება დაუყწო. -იმ თოვლისკაცუნას ვთხოვ, რომ უკან დაგაბრუნოს.-უკან დაიხია და კარები გაიჯახუნა. -უჟმურო! მაინც დაეწია გზაში მამაკაცის სიცილნარევი ხმა. -დამპალო!-თვითონაც გასძახა და მამამისის შესახვედრად კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა. მამაკაცის დანახვისთანავე ერთი შეჰკივლა მამიკოო და ორმეტრიანი ქალი მოხუცს ზედ კოალასავით ჩამოეკიდა. კაცს როგორც ყოველთვის ათასი რამე უყიდია შვილისთვის, მა როგორ გინდათ? ასეთი ანგელოზივით გოგოსთვის მშობელ მამას რა უნდა დაგენანოს? მხოლოდ დაუსრულებელი გადახვევების, ჩახუტებების და მოკითხვების შემდეგ შეამჩნია ელისმა კუთხეში, დასჯილი ბავშვივით მდგარი მასავით ჟღალთმიანი, ასაკით უმცროსი გოგონა. -ნინი, როგორ ხარ?-თქვა და ახლა მის ჩასახუტებლად გაექანა, მაგრამ გოგონამ ჩემი ნაცრისფერი კატასავით ცხვირი აიბზუა და ელისი ზედაც არ მიიკარა. ჩვენმა ჟღალთმიანმა ამოიხვნეშა, შემგომ კი მამასა და ბიძაშვილს სასტუმრო ოთახში შეუძღვა. 21:15 -ნინი, ნუთუ ისე წახვალ, რომ ზედ ერთხელაც არ შემომხედავ? -სულელურ კითხვებს ნუ სვამ ელის.-ცივად მიუგო მის მოპირდაპირედ მჯდარ ქალს. -ნინი, მინდა, რომ რაღაც გთხოვო და თუ ჩემი ფეხსაცმელების თვალიერებას გააგრძელებ, შენთან დალაპარაკებას ნორმალურად ვერ შევძლებ. -მთხოვო?-გაიკვირვა გოგონამ და მამიდაშვილს როგორციქნა სახეზე შეხედა. -აი ასე კარგია.-მისი რეაქცია არაფრად არ ჩააგდო და მშვიდად განარძო საუბარი.- და კი, რაღაც მინდა, რომ გთხოვო. -ანუ, ერთი წუთით. მე, მე ვისაც შენი ქმრის საყვარელს ეძახიან გინდა, რომ რაღაც მთხოვო.-ბოლომდე შეიცხადა ნინიმ. -პირველ რიგში, ჩემი ქმრის საყვარელი არ ხარ და ვერც იქნებოდი. ხალხმა უბრალოდ ის დაინახა და გაიგონა რაც უნდოდა. შენ კი უბრალოდ არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილას აღმოჩნდი. ამ შემთხვევაში შენ, ჩემო საყვარელო მამიდაშვილო უბრალოდ მსხვერპლი ხარ. და მეორე რიგში, გგონია ასპროცენტიანი დარწმუნებული, რომ არ ვყოფილიყავი შენს უდანაშაულობაში, კიდე მოვიდოდი და რამეს გთხოვდი? გოგონამ ელისის სიტყვების გაგონების შემდეგ რამის პირი დააღო. პირველად დაიჯერა ვიღაცამ, რომ ის უდანაშაულო იყო. ეს ვიღაცა კი მაინც და მაინც მისი ბიძაშვილი აღმოჩნდა. ბედი ალბათ ახლა დასცინოდა, მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ, ჯერ ჭორაობისთვის ნამდვილად არ გვცალია. -ესეიგი თხოვნა არა? აბა გისმენ. ერთი სული მაქვს გავიგო თუ რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ძვირფასი ბიძაშვილისთვის. 22:45 მის საწოლზე წამოწოლილ მამაკაცს დაღლილმა გადახედა. ისე იყო გათხლაშული საწოლზე, რომ რომც ძალიან მოემდომებინა ვერ ააყენებდა. სხვა გზა არ იყო, ტანსაცმლის გაუხდელად, ზურგშექცევით მიუწვა მამაკაცს. ახლა მისთვის წიხლის კვრის და საწოლიდან გადაგდების ძალაც აღარ შესწევდა. ნინი და მამამისი იმ დღეს ელისის სახლში დარჩნენ, რადგანაც შემდეგ დღეს, შობის ერთად აღსანიშნავად მარტას ესტუმრებოდნენ საქართველოში. ელისისა და თომასის განქორწინებამდე საათებიღა რჩებოდა. ნინის დახმარებით მალე ყველაზე სანუკვარ ოცნებას აიხდენდა, მხოლოდ მოთმინება უნდა გამოეჩინა. მალე ყველაფერი დასრულდებოდა... 〰・♡・〰 -საქართველოში? სერიოზულად თან უნდა წამიყოლო? აუ, გემუდარები ელის, ახლა ყველაზე მეტად ეგ მეზარება. -წამოხვალ მეთქი და მორჩა. წერტილი. ნუთუ ჩემს საქმროსთან ერთი ერთზე დამტოვებ.-თავი მოისაწყლა და ტუჩები საყვარლად გამობურცა ელისმა. -პირველ რიგში კი და მერე რა. მასზე გაცილებით სახიფათო და ძლიერი შენ ხარ. მეორე რიგში მარტო რატომ იქნები? შენი დაქალი უკვე იქ არ გელოდება? ის ხომ შენი საუკეთესო მეგობარია, ხოდა გამოგყვეს. მე თავი დამანებეთ. -სად ძლიერი და სიმპატიური მამაკაცი და სად სუსტი, ლამაზმნი დაქალი. -შენნაირი აფერისტი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრია. -როგორ გეკატრებათ! ოცდასამი წლის ახალგაზრდა გოგო ვარ.-თქვა და ალექს ბალიში სახეში გაუქანა. მოკლედ, რომ ვთქვათ, საბოლოოდ, დიდი დავი დარაბის და ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ალექსი ძალით, მაგრამ მაინც თან წაიყოლა სამოგზაუროდ. მუხედავად იმისა, რომ მამამისმა გარკვეული უკმაყოფილება გამოხატა ამ ამბავთან დაკავშირებით, ქალიშვილისთვის გადაჭრით უარის თქმა მაინც ვერ შეძლო. ნინის კი დიდად არც აინტერესებდა წამოიყვანდა მისი ბიძაშვილი ვინმეს თან, თუ არა. ამაზე ფიქრისთვის უბრალოდ არ ეცალა, რადგანაც მთელი მისი ფიქრები მათ გუშინდელ საუბარზე იყო მიჯაჭვული. მისი ბიძაშვილი მთლად გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მზად იყო, რომ დახმარებოდა. მიახლოებით, თორმეტ საათიანი ფრენის შემდეგ, ძლივს ჩააღწიეს ქვეყანაში. ყველანი ისეთი დაღლილ-დაქანცულები იყვნენ, რომ სახლში მისვლისთანავე, ნახევარ საათში უკვე ყველას საწოლებში, სრულებით გათიშულებს ეძინათ. მეორე დილით, ყველაზე ადრე ნინიმ გაიღვიძა. ყოველშემთხვევაში თვითონ ეგონა ასე, მანამ სამზარეულოდან მომავალი, მადისაღმძვრელი ხაჭაპურების არომატი არ იგრძნო. მშიერმა კუჭმა მაშინვე თავისებური ხმების გამოცემა დაიწყო. მანაც აღარ დააყოვნა და ქალაბატონ მარტას ხაჭაპურებს შეუტია, ხოლო როდესაც ამბობდა მორჩა მეტს ვეღარ შევჭამო, ქალს რამის ძალით ჩაეტენა პირში, მისთვის კიდევ ერთი ნაჭერი. ასე, ერთი ხაჭაპური შეჭამა. ამასობაში კი ელისმაც გაიღვიძა, მას მალევე ალექსიც და ბატონი დიეგოც მიჰყვნენ. ასე დაიწყო მათი დილა სხვა ქვეყანაში. შუადღისას ნინი სადღაც გადაიკარგა. ელისმა და ალექსმა ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს სანამ მარტა და დიეგო ზოგად საკაცობრიო თემებზე საუბრობდნენ. –ელის!–ბოლო ხმაზე დაუძახა ვიღაცამ, როდესაც საქანელაზე ნელა ქანაობდა და თან,მის წინ ფეხზე მდგარ ალექსს გატაცებით ელაპარაკებოდა, ჩვენს თოვლისკაცუნას შესახებ. ელისმა ალექსის მიღმა გაიხედა და დიდი ხნის უნახავ დაქალს მოჰკრა თვალი, რომელსაც თან სამი ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა. ერთის ვინაობას მაშინვე მიხვდა, მაგრამ დანარჩენი ორი ნამდვილად არ ეცნო. ფეხზე წამოდგა და მისკენ გამოქანებულ დაქალის შესაგებებლად მოემზადა. მანაც არ დააყოვნა, ელისს ისე ჩაეხუტა, რომ რამის იქვე, გონება დააკარგვინა. როდესაც ქრისტის თავი დაახწია, მის შეყვარებულს ირაკლისაც მიესალმა. –იკა, ამ ორი, სიმპატიური მამაკაცის ვინაობას არ გამიმხელ?–სახეზე მომხიბვლელ ღიმილ გადაკრულმა იკითხა, რის შემდგომაც იკას უკან მდგარ ქერათმიანს ხელი გაუწოდა. მანაც ხელი ჩამოართვა, შემდგომ კი თვითონაც დაუბრუნა თვალისმომჭრელი ღიმილი. –აქ რას აკეთებთ, მეგონა ბებიას მოსანახულებლად იყავით წასულები?–მოულოდენლად ჩაეჭრათ ალექსი. –ჯერ ეგერთი, უკვე ვიყავით ბებიასთან ზოგ–ზოგიერთებისგან განსხვავებით და მეორე, ჩემი დაქალის მონახულებას ვერავინ ვერ დამიშლის.–თქვა ქრისტიმ და ალექსს ბავშვურად დაეჯღანა. მამაკაცმა შემდგომ, მეორე ქერათმიანს მიაპყრო კითხვისნიშნის გამომხატველი მზერა. –ყველაფერი ისეა როგორც ქრისტიმ თქვა, ჩემი ძმა ნამდვილად ვერ დამიშლის ჩემი მეგობრის მონახულებას.–მანაც თქვა და მის გვერდით ჩუმად მდგარ, შავგვრემანს გადახვია ხელი. –მოიცადეთ. ძმა? ანუ შენ ძმა გყავს?–გაკვირვებული მზერა სტყორცნა ელისმა ალექსს.–რატომ არ ვიცოდი? –არც გიკითხავს.–მხრები აიჩეჩა. –შენ რაღატო არ მითხარი, რომ უმცროსი ძმა გყავდა?–ახლა ქრისტის შეუტრიალდა. –რავიცი...არც არასოდეს გიკითხავს და...–ისე დაიწყო თავის მართლება, გეგონება დანაშაულზე წაასწრესო. ოხ ეს დედმამიშვილები... ელისი დაქალის მკლავებისგან გათავისუფლდა და ისევ მის საქანელაზე მოკალათდა. ანდრიამ რაღაცაზე წამოიწყო საუბარი და ყველა მას აჰყვა, მის გარდა. მოულოდნელად სხეულში უცნაურმა, ცხელმა ტალღამ დაუარა, რის გამოც მთელი სხეული აუხურდა. სახე პამიდორივით აუჭარხლდა, სუნთქვა გაუხშირდა, შუბლზე ცივმმა ოფლმა დაასხა, ამასთან ერთად საშინელი გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ისე სცხელოდა, რომ ტანსაცმელის იქვე შემოხევა ნამდვილად არ მოერიდებოდა, მაგრამ ამისთვისაც კი, ზედმეტად სუსტად გრძნობდა თავს. თავის გამაგრების და თავის სწორე დაჭერის ძალა აღარ ეყო, მოიკუნტა, ხელები მუხლებს შემოაჭდო და კვნესის მაგვარი ხმების შეკავებას შეეცადა. ასე მოულოდნელად და ერთიანად რამ დაუარა არ იცოდა, თავს საშინლად, საშინლად გრძნობდა. ნუთუ ყველაფერი ამ ნახატის ბრალი იყო, რომელიც მის ხელისგულზე თანდათანობით სრულყოფილ ფორმას იღებდა. მგონი ეს იმის ნიშანი იყო, რომ მოქმედება უნდა დაეწყო, თორემ ფიზიკურად დრო არაფრისთვის აღარ ეყოფოდა. -ელის, შემომხედე?-ყურში ალექსის ნაზი ხმა ჩაესმა, შემდგომ კი მისი ცივი ხელების შეხება იგრძნო მის შეფაკლულ ლოყებზე, რამაც მცირედით, მარა მაინც შვება აგრძნობინა. ჟღალთმიანმა მარცხნივ გადააგდო თავი და ქერათმიანის ხელს დაეყრდნო, შემდგომ კი ნახევრად დახუჭული თვალები და მთლიანად აჭარხლებული სახე შეაგება. ელისმა ალექსის მიღმა გაიხედა და როდესაც ვერავის ვერ მოჰკრა თვალი, მისუსტებული ხმით იკითხა: -დანარჩენები სად გაქრნენ? -მანქანებში სხედან, ჩვენ გველოდებიან. მაგრამ, ადგომას შეძლებ? ასე მოულოდნელად ნეტავ რატომ... -არაფერია-ელისმა წინადადების დასრულება აღარ აცადა, მის ყელში ჩარგო თავი და მამაკაცის სურნელი ხარბად შეისუნთქა. მას ისეთი თავბრუსდამხვევი არომატი ჰქონდა... მგონი ცოტაც და გული წაუვიდოდა, ან… გული აერეოდა. არც ერთი ვარიანიტი იყო გამორიცხული. -თუ ახლა გული ჩემზე აგერევა, დამიჯერე აქვე მიგაკლავ.-ხუმრობით თქვა ალექსმა და რამოდენიმეჯერ გადაუსვა ხელი თავზე. -მჰმ-უპასუხასავით გოგონამ და სრულიად გაინაბა. . . . -ოღონდაც ამას უყურეთ. ამათზე საყვარელი წყვილი ჯერ არ მინახია.-წამოიძახა მანქანაში მჯდომმა ქრისტიმ და ფანჯრის მინას კიდევ უფრო აეკრო, გარეთ განვითარებული მოვლენების უკეთ დასანახად. -ერთად მართლაც კარგად გამოიყურებიან.-დაეოწმა შეყვარებულს ირაკლი, შემდგომ კი ზე ცნობისმოყვარე გოგონა ფანჯარას მოაშორა და ძალით ისევ სავარძელში ჩასვა. -განა, ქალბატონი ელისი დაქორწინებული არ არის?-იკითხა უკანა სავარძლებზე გაშოტილმა ანდრიამ, რომელიც საწყალ იოანეს ძალიან ავიწროვებდა. -კი, მაგრამ გაგონილი მაქვს, რომ ცოლს საერთოდ არაფრად აგდებს. ნასკებზე ხშირად კი საყვარლებს იცვლის. ასე არაა ქრისტი?-ახლა ქრსიტინეს ჰკითხა იოანემ და ანდრიას თავის მოშორება სცადა მისი მუხლებიდან. დღეს რაღაც ეს ბიჭი ზედმეტად აქტური იყო და ზედმეტად ხშირად ეკრობოდა მას. -კი, მართალი ხარ...-ჩაფიქრებულმა მიუგო ქრისტიმ და როდესაც მათკენ მომავალი ალექსი და ელისი დაინახა, მანქანიდან გადმოხტა, რათა ცოტათი უკეთ მყოფ ელისისთვის დაეთმო ადგილი. როგორც ჩანს, მისდა საბედნიეროდ ეს ციებ-ცხელების შემოტევები დროებითი იყო. მაგრამ თავის კვალს მაინც ტოვებდა სხეულზე. ალექსმა ელისს მანქანაში ჩაჯდომისას დაეხმარა და თავის არტყმას გადაარჩინა, შემდეგ თვითონ მიუჯდა საჭეს და მანქანაც დაიძრა. ჩვენი მეორე შეყვარებული წყვილი, კი სხვა მანქანაში გადაჯდა. კარგად ნამხიარულებმა და გემრიელად შეზარხოშებულმა ელისმა და ალექსმა, კი სახლს მხოლოდ ღამის ათ საათზე მიაღწიეს. 〰・♡・〰 –ელის, დაუჩქარე! –ხო, ხო, უკვე მოვდივარ! ელისი საათნახევრიანი მომზადების შემდეგ, პირველ სართულზე, უკვე მოთმინება დაკარგული ალექსისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. გზაში კიბეებზე რამის ორჯერ დაგორდა. არა, რა! ეს მაღალქუსლიანები მისთვის არ იყო. ჩვენს ქალბატონს, ოქროსფერი, გვერდით ჩაჭრილი კაბა ეცვა, რომელიც მარცხენა ბარძაყს მადისაღმძვრელად კვეთდა, გამოყვანილი თეძოები, სავსე მკერდი, ორივე მხარეს მკაცრად გამოყვანილი ლავიწის ძვლები, გრძელი კისერი და ბოლომდე ჩამოშლილი, ხვეული ჟღალი თმა. მოკლედ, რომ ვთქვათ სრულყოფილება. დიახ, სრულყოფილება. ზუსტად ამ სიტყვით აღწერდა ალექსი მის წინ მდგარ, ულამაზეს ანგელოზს. ელისმაც შეათვალიერა ალექსი. ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ალექსი, უბრალოდ უზადოდ გამოიყურებოდა, შარვალი მის ტრაკს ისე მადისაღმძვრელად გამოკვეთდა, რომ ელისს უბრალოდ არ შეეძლო არ მისულიყო და არ ეჩმიტა. რაც კი, გააკეთა კიდევაც. მისი გარეგნობით მოჯადოებული მამაკაცი, მხოლოდ ამის მერე მოვიდა გონზე და ელისს ისეთი სახე შეანათა, რომელიც პირდაპირ კითხულობდა: სერიოზულად? უკვე მერამდენედ? მანაც უცოდველი სახით შეხედა, რომელიც თითქოს ამბობდა: ასე რატომ მიყურებ? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. აი უბრალოდ... რატომ იყო ისე, რომ ამ დემონს მასზე უკეთესი ჰქონდა? რატომ? ეს ხომ უსამართლობაა? –აბა, აღარ მივდივართ?–მკლავი გაუწოდა ელისს და მომხიბვლელად გაუღიმა. გოგონა გაშეშდა, დღეს ეჩვენებოდა თუ ეს დემონი გაცილებით მომხიბვლელად გამოიყურებოდა. მისი ცოტათი მოზრდილი, ქერა თმა უკან წაეღო და პატარა კუდი შეეკრა. ხელი გაუყარა გამოწვდილ მკლავში და ძლიერად მოეჭიდა. ეს ღამე ნამდვილად ზღაპრული იქნება. "კარგი ერთი? ვინ გითხრა?" გაიფიქრა თოვლისკაცუნამ, რომელიც ამ გულისამაჩუყებელ სცენას შორიდან ადევნებდა თვალს. და რომელსაც სხვათა შორის ელისის აზრები ისე ესმოდა, თითქოს მათ ხმამაღლა ამბობდა. ელისი და ალექსი უკვე შენობის დატოვებას აპირებდნენ, როდესაც კარებში მათ ელისის ქმარი, თომასი შეეჯახათ. დიახ, ეს ადამიანი ისაა ვის დასახასიათებლადაც უწინ არაერთ, მაღალფარდოვან სიტყვას იშურებდა ელისი. –თომას?–დასცდა ჟღალთმიანის აკანკალებულ ბაგეებს მისი სახელი. მამაკაცს ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარად ეტყობოდა თუ როგორი გაკვირვებული იყო ელისის და ალექსის ერთად ნახვით. –ელის, მეგონა ჩემთან ერთად წამოხვიდოდი წვეულებაზე.-თქვა და ჟღალთმიანის მარცხენა ხელს ჩაეჭიდა- გამარჯობა ალექს. იმედია ნებას მომცემთ, რომ ჩემი ცოლი მეთვითონ... -და იქნებ წინააღმდეგია?-გულგრილად გააწყვეტინა შუაზე წინადადება, რის შედეგადაც ქმრისგან ცივი მზერა დაიმსახურა. -დიახ, მე და ელისი ერთად ვაპირებთ წასვლას, ამიტომაც თუ არ შეწუხდებით ცოტათი გვერდით ჩაიწიეთ. გზას გვიღობავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა თომასმა ასე მარტივად უკან არ დაიხია. ელისს უხეშად მოუჭირა ხელი მაჯაზე და მისკენ მიზიდვა სცადა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. ელისმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და რამოდენიმეჯერ “ნწ“ მაგვარი ხმა გამოსცა. -ალექს, შეგიძლია ცოტახნით მარტო დაგვტოვო? ჩემს ძვირფას მეუღლეს მიდა, რომ ცალკე დაველაპარაკო.-ღიმილით უთხრა ქერათმიანს და ხელი გაუშვა. მარა ვაი, ამ ხელის გაშვება როგორ არ უნდოდა. ალექსი, რამოდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ მაინც გავიდა სახლიდან და წყვილი მარტო დატოვა. -აბა, ამისხსნი ეს რას ნიშნავს?-შეუღრინა თომასმა და ქალს მკვლელი თვალებით შეხედა. -რაც დაინახე იმას ნიშნავს. რა გეგონა, სანამ შენ ქალებში დადიოდა ჩემი ფულებით, მე მარტო ვიჯდებოდი სახლში? მაგრამ სანერვიულო არაფერია, ალექსი უბრალოდ ჩემი ძალიან, კარგი და ერთგული “მეგობარია“. -რეებს ბოდავ, ელისს. რა ქალები? საიდან მოიტანე ეს ყველაფერი?!-დაიღრიალა მამაკაცმა და ელისს ორივე მკლავში ძლიერად ჩააფრინდა. ელისმა თვალები მობეზრებულმა აატრიალა და მხარზე გადაკიდებული პატარა ჩანთიდან, თეთრი კონვერტი ამოიღო. შემდგომ ამ კონვერტიდან ათიოდე, ამობეჭდილი სურათი მაინც ამოაძვრინა და თომასს ერთი ხელის მოქნევით, ყველა სახეში შეაყარა. მამაკაცმა დაბნეულმა დაიხია უკან და როდესაც სურათებს თვალი შეავლო სახეზე მიტკლისფერი დაედო. -ელისს, მე...-რაღაცა ამოილუღლუღა. ჟღალთმიანისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. -რა, თომას, რა, რა?!-საბოლოოდ მეტი ცივსისხლიანობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო, იფეთქა და ბოლო ხმაზე დაუღრიალა მის წინ ჩამუხლულ მამაკაცს.-რამე გაქვს სათქმელი? საერთოდ კიდევ ბედავ და ხმას იღებ?! შენს გამო რამდენი ადამიანის წინააღმდეგ წავედი?! რამდენი რამე დავკარგე, რამდენი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი?! შენს გამო ციხეშიც კი ამოვყავი თავი! რაც კი მქონდა ყველაფერი შენ მოგიძღვენი. მაგრამ არა, არა... გამაგებინე რა გავაკეთე ცუდად?! სად დავუშვი შეცდომა, რომ ეს დავიმსახურე?!-წამით შეჩერდა სულის მოსათქმელად.-მითხარი, გიყვარს მაინც? მოდი კითხვას გაგიმარტივებ. ჩემზე მეტად გიყვარს? ღირდა იმად, რომ ჩემთვის გეღალატა?! რატომ ხარ ჩუმად?! ხმა ამოიღე! ოთახში გულისგამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ელისის ღრმა სუნთქვა არღვევდა. თვალები ამღვრეოდა, ცრემლები გათავისუფლებას და მის ღაწვებზე ადგილის დასაკავებლად იბრძოდნენ. აი, სულ ასე რატომ იყო? ყოველთვის რატომ ტიროდა, როდესაც ბრაზობდა. -ელის...-ხმჩამწყდარმა დაიწყო საუბარი.-შენ არაჩვეულებრივი ქალი ხარ... მაგრამ... მე… ის… მართლა... აჰა, მორჩა. ყველაფერი გასაგები იყო, სიმართლე მაინც ითქვა და ელისმაც ცრემლების შეკავება მეტად ვეღარ შეძლო. ჩანთიდან კიდევ ერთი ფურცელი ხელისკანკალით ამოიღო და მამაკაცს გაუწოდა. -შენი ხელმოწერაღა აკლია. აი აქ მოაწერე ხელი და შენს სიყვარულთან ერთად ყოფნას, უკვე ვეღარავინ ვეღარ დაგიშლის.-ფურცელი და კალამი გაუწოდა, კარებში გასვლის წინ კი ჩაიჩურჩულა: -მშვიდობით თომას, ბედნიერებას გისურვებ. სახეში უმალვე ცივი ნიავი ეცა, რამაც მთლად ააცახცახა. არ სჯეროდა. მორჩა, ყველაფერი დასრულდა. ისე მაინც არ მოკვდა, რომ აწ ყოფილი ქმრისთვის ყველაფერი სახეში არ ეთქვა. მაგრამ რატომ ტიროდა, რა ჯანდაბა ატირებდა? ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, ცივ ბიტონზე მოიკუნტლი დაჯდა. ცრემლებს ხელისგულებით იწმენდავდა და თან ხმადაბლა სლუკუნებდა. ხელებზე დაიხედა. ჯანდაბა! მთელი მაკიაჟი გათხაპნოდა. ესღა აკლდა. სიმწრისგან გაეცინა. მოულოდნელად ვიღაცამ ბუბმბულივით აიტაცა ხელში და მკერდზე მიიხუტა. სხვისი სხეულის სითბო იგრძნო თუ არა, გაინაბა. -ელის, უკეთ ხარ?-ჰკითხა ალექსმა როდესაც ჯერ ელისი ჩაჯდა მანქანაში, შემდგომ კი შემოუარა მანქანას და თვითონაც შიგ ჩაჯდა. ელისმა პასუხის ნიშნად წაიკრუტუნასავით. მარცხენა ხელი ასწია, თვალდახუჭულმა იპოვა ალექსის ხელი და ძლიერად მოუჭირა მას. მამაკაცმა ჟღალთმიანის ხელი თავისკენ წაიღო, შემდგომ კი ნაზად ეამბორა მას. გოგონას სახეზე სუსტი ღიმილი გამოესახა. -ალექს, იცი თუ არა, რომ დღითიდღე ჩემთვის უფრო და უფრო მეტს ნიშნავ. -დამიჯერე, ჩემზე კარგად ეგ არავინ არ იცის.-თქვა და კიდევ ერთხელ ეამბორა ხელზე.-აბა კიდევ ვაპირებთ წვეულებაზე წასვლას? -არა, მაგრამ. ერთი ადამიანის ნახვა მინდა და უაღრესად მადლობელი დაგრჩები თუ მასთან მიმიყვან. -როგორც მიბრძანებთ დედოფალო. -დამპალო.-უთხრა ელისმა და ახლა ალექსის ხელი თავისკენ გამოსწია. -უჟმურო.-ისიც არ დარჩა ვალში. 〰・♡・〰 შობის ღამე იყო. ცა მილიარდობით მოკაშკაშე ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი. ელისი მდინარის პირას ფეხშიშველა იდგა, ხელში ეჭირა მისი ქუსლიანები, დრო და დრო გატანტალდებოდა ხოლმე წყალში. ისეთი თბილი იყო. მხრებზე ალექსის ქურთუკი მოესხა, რის გამოც ცივი სიო დიდად ვერაფრს ვერ აკლებდა. ალექსს, მანქანა იქვე გაეჩერებინა და ჟღალთმიანს შორიდან ადევნებდა თვალს. ახლო მივიდოდა, მაგრამ არ უნდოდა, რომ ელისის და მისი უმცროსი დის საუბარში ჩაჭრილიყო, ამიტომაც ამჯერად მხოლოდ დამკვირვებლის როლს ირგებდა. -ელის, რამე მაინც თქვი. უკვე მაშინებს ეს შენი სიჩუმე. წესით ასეთ დროს რამე საშინელება უნდა მომიყვე ხოლმე.-ცემინებით თქვა ქრისტიმ. -საშინელება არა... იცი, ერთი ახლო მეგობარი მყავს. შენ ძალიან გგავს, წარმოიდგინე ისიც ქერათმიანია. გუშინ მიყვებოდა, რომ მის ერთ მეგობარს ქმარი ჰყავდა, ძალიან სიმპატიური მამაკაცი. ცოლი თავიდან ძალიან უყვარდა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ამ ჩემი დაქალის გამო ცოლს უღალატა და ეს ჩვენი ქერათმიანი შეუყვარდა. ეს მისი ცოლი კი ისე დარჩა. -ელის, ვერ ვხვდები ამით რისი თქმა გინდა.-ხმა აუკანკალდა გოგონას. -დარწმუნებული ხარ? აქამდე ყველაფერს ახსნა-განმარტებების გარეშე ხვდებოდი ხოლმე, ნეტავ ახლა რა დაგემართა?-კიდევ ერთხელ ჩაყო ფეხები წყალში და ფეხი რამოდენიმეჯერ გაიქნ-გამოიქნია. -როდის მიხვდი?-ხმააკანკალებულმა იკითხა ქრისტიმ რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. -არც ისე დიდი ხნის წინ. მაგრამ ჯერაც ვერ დამიჯერენია,რომ ეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გამიკეთა.-და ისევ სიჩუმე-ქრისტინე, ხომ იცი როგორ გენდობოდი? ეს რატომ გააკეთე? -არ მინდოდა ელის. მართლს არ მინდოდა, მაგრამ.... რა ვქნა? მე ის შემიყვარდა!-ქერათმიანი უკვე ნიანგის ცრემლებს ყრიდა. ელისი წყლიდან გამოვიდა, ქრისტისთან ახლოს მივიდა და ისეთი სილა გააწნა მარჯვენა ლოყაში, რომ ალექსმაც კი გაიგო მისი ხმა. -მთელ მსოფლიოში ამდენი თვალისმომჭრელი მამაკაცია და შენ მაინც და მაინც ის შეგიყვარდა?-ყვირილისთვის ხმა აღარ ჰქონდა, თორემ აქაც კარგად იჯერებდა გულს.-შენ არამარტო შენი საუკეთესო მეგობრის ქმართან ერთობოდი, არამედ იმ ადამიანსაც უღალატე, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად უყვარდი. მე, ჯანდაბას, მაგრამ ირაკლისთვის, ეს როგორი უნამუსოც არ უდა ყოფილიყავი, არ უნდა გექნა. -უნდა გახარო და გითხრა, რომ მე და თომასი უკვე ცოლ-ქმარი აღარ ვართ.-მიუგო, როდესაც ცოტათი ნერვები დაიწყნარა.-ახლა აღარავინ დაგიშლის შენ პრინცთან ყოფნას.-მწარედ ჩაისისინა და სახეგაცისკროვნებულ ქრისტის შეხედა. -ესეიგი მორჩა? ანუ, წინააღმდეგი არ ხარ? -როგორც გითხარი ჩვენ ცოლ-ქმარნი აღარ ვართ. ვისთან ერთად იქნება თომასი მომავალში, ეგ უკვე ჩემი საქმე აღარაა. -ელის!-სიხარულისგან დაიწივლა გოგონამ და დაქალს გადაეხვია.-საუკეთესო ხარ! ვიცოდი, რომ გამიგებდი! -რა საკვირველი საყვარელო, რა საკვირველია... . . . - ასე მარტივად გაუშვებ?-ჰკითხა რამოდენიმე წუთის წინ გამართული სცენის შემსწრე ალექსმა. გოგონას სახეზე მსუბუქად, რომ ვთქვათ არაკეთილი ღიმილი გადაეფინა, შემდეგ კი ქერათმიანს ერთი მოულოდნელი კითხვა დაუსვა. -ძვირფაო ალექს.-მითხარი, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ზღაპარას ბედნიერი დასასრული ჰქონდეს?-თმები უკან გადაიწია და მამაკაცს მხარზე ჩამოადო თავი. -ბედნიერი დასასრული?... ალბათ, ავტორის კეთილი ნება? -ეგეც რა თქმა უნდა, მაგრამ ზღაპარს, რომ გარანტირებული, ბედნიერი დასასრული ჰქონდეს დამთანხმდი, რომ ეს ორი რამაა აუცილებელი. -კონკრეტულად რა? -ზღაპარს ბედნიერი დასასრული მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც. პრინცი ზღაპრულად მდიდარი, ხოლო პრინცესა ენითაღუწერელად ლამაზია. როდესაც აქედან ერთი რამე მაინც არ ექნება ზღაპარს, ჩვენს წყვილს რა ბედი ეწევა? -ახლა ქრისტიზე და თომასზე საუბრობ? -კი, თომას თავისი ქონება არ გააჩნია. თავიდანვე მისი ვალების გადასახდელად შემირთო ცოლად. ქრისტიც თითქმის იგივე მდგომარეობაში, იმის მერე რაც მშობლებთან ჩხუბი მოუვიდა ორივემ ფაქტიურად უარი თქვეს მათ ქალიშვილზე. შენი და აქამდე იკას ფულებით ნებივრობდა. ახლა კი, ყველანაირი ფუფუნების გარეშე როგორ იცხოვრებენ ჩვენი გვრიტები? და მართლაც, შეძლებს თუ არა ამ შემთხვევაში, სიყვარული ფულის გადაწონას? 〰・♡・〰 ამ მოვლენების შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა. ქრისტიმ არც აცია და არც აცხელა, ელისთან საუბრის შემდეგ ეგრევე ირაკლისთან წასულა და ყველაფერი დაუმთავრებია, რამაც ბიჭი ფაქტიურად გაანადგურა. ელისს, თომასისთვისაც იმ დღის მერე თვალიც კი აღარ მოუკრავს. მათზე ფიქრით ჩვენს ქალბატონს თავი დიდად არც შეუწუხებია, ზედმეტად იყო დაკავებული ალექსთან ერთად სხვა და სხვა საქმეებით. აქამდე ნეტავ თავის გრძნობებს მის მიმართ როგორ ვერ ამჩნევდა? ასეთი ბრმა როგორ იყო? თავის თავზე ბრაზობდა. იმ ღამესაც ვინც თვითმკვლელობისას ხელი შეუშალა ალექსი იყო და არა თომასი. ნუ... ყოველშემთხვევაში გვიანს სჯობს, ვიდრე არასდროს არა? . . . ელისი, დილით იღვიძებდა და პირველს ვისაც ხედავდა ალექსი იყო, რაც გულში ისეთ სითბოს უღვრიდა და ისე აბედნიერებდა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ამის შემდეგ მარტასთან და მამამისთან გავიდოდა ხოლმე და მათ საუბარს უსმენდა, თან ყავას შეექცეოდა ხოლმე. მერე ანდრიასთან (ალექსის ძმასთან) და იოანესთან გავიდოდა ხოლმე სასეირნოდ. ამ ორს უსაყვარლესი და უმხიარულესი დუეტი ჰქონდა. მათი კონცერტების ყურება კი ელისს ვერაფრით ვერ სწყინდენოდა. იკასგან უკვე დიდი ხანია რაც არაფერი ისმოდა,. ეს ამბავი კი მას ცოტათი ცუდ წინათგრძნობას უქმნიდა, მაგრამ ამაზე დიდხანს ვერ ფიქრობდა რადგანაც ამისთვის უბრალოდ ძალა არ ჰყოფნიდა. მის ხელისგულზე ნახატს უკვე თითქმის საბოლოო სახე მიეღო, რაც ელისს საშინლად ტანჯავდა და სხვათაშორის არამარტო მას. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის და ალექსი სულს ღაფავდნენ. სახლიდან ძალიან იშვიათად გადიოდნენ, ამ ბოლო დროს კი მარტო თვითონ გადიოდა. ალექსი კი დაბრუნებულს ძირითადად სულ საწოლში ხვდებოდა, მაგრამ დღეს ასე არ მოხდა. რიგითი გასეირნების შემდეგ, ალექსი სახლში არ დახვდა, რამაც რამის ჭკუიდან ასწია. მამაკაცი მხოლოდ თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოცხადდა და როდესაც ოთახში შევიდა, ელისი მაშინვე კისერზე ჩამოეკიდა. -ალექს, ქალის სუნამოების სუნი რატომ აგდის?-მშვიდი ტონით იკითხა და მამაკაცს ნელ-ნელა მოსცილდა. -ერთ ქალს შევხვდი ამიტომაც... ალბათ მისი სუნამოს სუნი გამომყვა. ელისმა რაღაცნაირი მზერა ესროლა, რის გამოც ქერათმიანს დაჰბურძგლა. -ეჭვიანობ ელის?-ღიმილით უთხრა და მისი ჩახუტება სცადა, მაგრამ გოგონა გაუძალიანდა. -და შეიძლება ვიკითხო თუ ვინ იყო ეგ ქალი? -ემ... ჩემი ყოფილი ცოლი. შემთხვევით შევხვდი, როდესაც სუფთა ჰაერის ჩასაყლაპვად ვიყავი გასული. -ჰა?-შეჰყვირა ელსიმა და ალექსის მარწუხებივით მკლავებისგან გათავისუფლდა. -პანიკებში ნუ ვვარდები ძვირფასო მართლაც ეგრე იყო.-და ამ დროს სცენაზე გამოჩნდა ჩვენი თოვლისკაცუნა.-დასამშვიდებლად მაინც და მაინც დამამტკიცებელი საბუთები გინდა? -არა, მადლობა.-თოვლისკაცუნას მოულოდნელი გამოჩენით შეშინებულმა, ალექსის ზურგსუკან დაიმალა. და უეცრად ალექსმა, ყველასდა გასაკვირად პირიდან სისხლი არწყია, რის შედეგადაც მუხლებზე დაეცა და ხველება გააგრძელა. ელისი მაშინვე ანერვიულდა, ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მანამ სანამ თვითონაც იგივე არ დაემართა. შეშინებულმა მოჰხვია მამაკაცს ხელები. ტკივილიგან გამოწვეულ ცხარე ცრემლებს ძლივს იკავებდა. -ჩემო ძვირფასებო, მინდა მოგილოცოთ.-თქვა და მისი ხის ხელები ერთმანეთს რამოდენიმეჯერ დაჰკრა-ორივემ აისრულეთ თქვენი სურვილენი და დარჩენილი საქმეები გაათავეთ.-ჯერ ალექს მიუტრიალდა-ყოფილ ცოლთან ყველანაირი უთანხმოება აღმოფხვერით და ერთმანეთს თქვენს მეორე ნახევრებთან ბედნიერება გულწრფელად უსურვეთ.-ახლა ელის მიუბრუნდა.-ქმარი და დაქალი ამხილეთ, მათთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეთ და ყველას კარგი რამ გვასწავლეთ. ყოჩაღ ელის! გულწრფელად მიხარია თქვნ გამო და ერთად ბედნიერებას გისურვებთ.-მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო- როგორც მოგეხსენებათ ყველაფერს აქვს დასასრული, ისევე როგორც ამ ჩვენს თავგადასავალს. მშვიდობით მეგობრებო. არასოდეს დამავიწყდებით. წამიერად ისევ ყველაფერი დაბნელდა, ამას სხეულში მწვავე ტკივილი და თვალისდამაბრმავებელი სინათლე მოჰყვა. 〰・♡・〰 სანაპიროზე, მოგიზგიზე კოცონის გარშემო იჯდნენ და მზის ჩასვლას უყურებდნენ. ფიქრებში გადაკარგულ ელისს როგორც ყოველთვის ალექსის მხარზე ჩამოედო თავი. ალექსმა მის ცოტათი გონზე მოსაყვანად ლოყაზე უჩქმიტა. დედამიწაზე დაბრუნებულმა გოგონამ საყვარლად დაბერა ლოყები და მამაკაცს კატასავით, თავით გაეგლასუნა. -ელის, მოეშვი იმ სიზმარზე ფიქრს და დაისვენე. ჩვენ გოგოს არ უყვარს, როდესაც დედიკო ნერვიულობს.-უთხრა და მუცელზე მოეფერა, რაზეც ჟღალთმიანს თბილად გაეღიმა. ადვილი სათქმელი იყო. ამ სიზმარში ყველაფერი, შეგრძნებები, მოვლენები ისეთი რეალისტური იყო, რომ ელისისთვის რამდენეჯრაც არ უნდა გეთქვათ “ეს უბრალოდ სიზმარიაო“ ამას მაინც ბოლომდე ვერ დაიჯერებდა. ელისისთვის მოლაპარაკე თოვლისკაცუნაც კი იმაზე რეალური იყო, ვიდრე ის, რომ ალექსი და ის უკვე ცოლ-ქმარნი იყვნენ და სულ მალე პატარა გოგონა ეყოლებოდათ. -რას ფიქრობთ, გოგო დედასავით ჟღალთმიანი იქნება, თუ მამასავით ქერათმიანი?- მოულოდელად წამოაყენა ეს საკითხი ანდრიამ. -არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ჟღალთმიანი იქნება.-საიდანღაც დაასკვნა იოანემ. -არა, დაგენაძლავები ქერათმიანი იქნება.-გამოესარჩლა ანდრია. "ოღონდაც ისევ ეს არა!" გაიფიქრა ელისმა. ისევ კამათს იწყებდნენ. -ორივემ მოკეტეთ და მოისვენეთ, სანამ არ აგახიეთ ეგ ყურები.-გაქანებულები ჩხუბებდნენ, როდესაც კეტრინი მიეპარა ორივეს უკნიდან და თავზე წამოსცხო ხელი.-მთავარია ჯანმრთელი იყოს, თორემ თმის ფერს რა აზრი აქვს. -რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩვენი გოგო ელის დაემსგავსება, გადასარევი იქნება.-თქვა მომავალმა მამამ და ცოლს თმები სასაცილოდ აუჩეჩა. ელისმა გულიანად გადაიხარხარა, როდესაც უცბათ მუცელში მწვავე ტკივილი იგრძნო და სიცილი შეწყვიტა. -ელის კარგად ხარ? რამე მოგიტანოთ? სავაადმყოფოში დავრეკოთ?-სამივემ ერთად დააყარეს კითხვები. რაზეც ელის კიდევ ერთხელ აუვარდა კისკისი. სამივე მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა. -საგანაგაშო არაფერია, უბრალოდ შენი გოგონა ძალიან მოუსვენარია და გამუდმებით წიხლებს მირტყამს. -უკვე ჩანს ხასიათით ვის გავს.-თქვა იოანემ, რის გამოც კეტრინმა ორივე ყური აუწია.-კარგი, კარგი, სიტყვები უკან მიმმაქვს.-ყვიროდა სასოწარკვეთილი იოანე. -შენ რაღა გაცინებს.-კეტრინი ახლა ანდრეას მიუბრუნდა. -არაფერი მემ.-მანაც მაშინვე იუარა. -აბა, ხალხო ადექით! ყველაფერი მზადაა, შეესიეთ!-დაიძახა თუ არა ბატონმა დიეგომ ბიჭები ადგილს მოსწყდნენ და სახლისკენ გაექანნენ. -მსუნაგები.-თქვა კეტრინმა და ბიჭებს უკან აედევნა. ალექსი წამოდგა, შემდეგ კი ცოლს ხელი შეაშველა, რომ დახმარებოდა წამოდგომაში. მანაც მჭიდროდ ჩასჭიდა ხელი და წამოდგა ფეხზე. -ელის, ბედნიერი ხარ?-ელისის გასაკვირად იკითხა ალექსმა, როდესაც ისინიც სახლის გზას დაადგნენ. -რა კითხვაა, ვინ არ იქნება ბედნიერი, როდესაც შენნაირი მოსიყვარულე, მზრუნველი და უუუუსიმპატიურესი ქმარი ეყოლება.-თქვა და თვალი ჩაუკრა.-და შენ? ჩემთან ბედნიერი ხარ? -ეგ რა საკითხავია?! როდესაც კაცს შენნაირი მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი და საერთო ჯამში მზესავით ცოლი გეყოლება, ბედნიერი კი არა ზღაპარში გეგონება თავი.-თქვა და აკისკისებულ ელისს ცხვირზე აკოცა. -მოიცადე-მოულოდნელად შეწყვიტა სიარული ჟღალთმიანმა და ქმარიც შეაჩერა-მგონი ტელეფონი დამრჩა. ცოტახანი დამელოდე ავიღებ და მოვალ. და უკვე უკან გატრიალებას აპირებდა ელისი, როდესაც ალექსმა შეაჩერა და ცოლი, რომ არ შეეწუხებინა მის მაგივრად გაიქცა ტელეფონის მოსატანად. ჟღალთმიანმა გააყოლა თვალი მამაკაცს, შემდეგ კი მზერა ისევ მათ სანაპირო სახლს მიაპყრო. უცბათ რაღაცამ შეაკრთო, თვალები ცოტათი მოჭუტა, რომ უკეთ დაენახა ეს ნაცნობი, თეთრი სილუეტი, რომელიც მხოლოდ მისთვის კარგად ნაცნობ არსებას ეკუთვნოდა. -ინებეთ დედოფალო.-შეაწყვეტინა დაკვირვება ალექსმა და ტელეფონი გაუწოდა. გოგონამ ყური არ დაუგდო და ისევ იმ ადგილს მიაპყრო მზერა წამების წინ სადაც თოვლისკაცუნა დალანდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ამჩნევდა. ეხ, ამ სიზმარმა მართლა გავლენა მოახდინა მასზე. უკვე რაღაცეები ელანდებოდა კიდევაც. და ელანდებოდა კია? ვინ იცის იქნებ მართლაც ზღაპარში იყო, როგორც ალექსმა უთხრა? მოლაპარაკე თოვლისკაცუნებით და საშობაო სასწაულებით. ვინ იცის? დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.