შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 9 თავი


16-01-2024, 04:46
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 615

-ნიცა ყოველთვის იქ მოინდომებს ყოფნას სადაც შენ ხარ!-კარგა ხნის სიჩუმის მერე დარწმუნებით მითხრა და მზერა გამისწორა
-ნიცას მამამისი ძალიან უყვარს- შევეწინააღმდეგე
-დანაშაულის შეგრძნება მოსვენებას არ გაძლევს ვიცი- ხმა დაბალი ტონით მითხრა და ბლოკნოტში რაღაც მოინიშნა- მაგრამ დარწმუნებული იყავი შენი უმოქმედობა უფრო მეტად დააზარალებს ნიცას ვიდრე წინ გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც არასწორი!
-იცით?- ვუთხარი ჩავარდნილი ხმით-ბავშვობაში, მე არასოდეს მქონია ტორტი დაბადების დღეზე-უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა- არც ველოსიპედი მქონდა სხვა ბავშვებივით, არც ბურთი, არც ლამაზი ნახატებიანი ზღაპრების წიგნები, არც თოჯინები და ბარბები, რადგან ფინანსურად ძალიან გვიჭირდა! ჩემს მშობლებს არაფერში ვადანაშაულებ მაგრამ გული დღემდე ძალიან მტკივა იმ ყველაფერის გამო რსი გადატანაც ჩვენ 4 მოგვიწია ფინანსური კრიზისის გამო.
-ვიცი არ გინდა ნიცამაც იგივე გადაიტანოს რაც შენ გადაიტანე ბავშვობაში, მაგრამ...- უეცრად ხმა დაეძაბა- უბედური მშობლების გვერდით ბედნიერი მაინც ვერ იქნება!
-საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ ვიყო დღესვე გავშორდებოდი გეგას და სოფელში დავბრუნდებოდი ნიცასთან ერთად, მაგრამ...მეშინია, ძალიან მეშინია! რადგან ვიცი რომ ვერ შევძლებ... გეგას გარეშე ცხოვრების გაგარძელებას ვერ შევძლებ!
-ნინი-მითხრა სანდრომ დაღლილი ხმით და სათვალე შეისწორა-ის რაც შენ შიში გგონია, რეალურად ტოქსიკური ურთიერთობისთვის დამახასიათებელი მიჯაჭვულობაა და მეტი არაფერი.
-გასაგებია-გესლიანად ვუთხარი და გავუღიმე
-ნინი შენი მესმის
-არა არ გესმით! ჩემი არავის ესმის! დარწმუნებული ვარ არც თქვენ გესმით! მე ხომ თქვენთვის რიგითი პაციენტი ვარ, რომელსაც ვალდებული ხართ რომ უსმინოთ, რადგან ფულს გიხდით!
-ჩემზე მართლა ასე ფიქრობ?- ჩვეული ცინიზმით მკითხა და მომღიმარი სახით ფეხი ფეხზე წადაიდო
-დიახ ზუსტად ასე ვფიქრობ!-დაუფიქრებლად ვუპასუხე
-თუ ასეა რატომ დადიხარ ჩემთან სეანსებზე?
-უბრალოდ მინდა რომ ვინმემ მომისმინოს-გულწრფელი ემოციით ვუთხარი და მზერა გავისწორე
-მხოლოდ ამიტომ?-ჩამეკითხა
-სხვა მიზეზიც უნდა არსებობდეს?
-არასწორი კითხვა დამისვი-გამომწვევი ტონით მითხრა და ნაცრიაფერი თვალები შემომანათა
-გინდა რომ არსებობდეს?- მისი გამოწვევა მივიღე
-შენი აზრით? მინდა რომ არსებობდეს??-კითხვა შემომიბრუნა
-ჩემი აზრით თქვენთვის სულ ერთია, ყველა ის მიზეზი რისგამოც მე თქვენთან დავდივარ სეანსებზე- უემოციო ტონით ვუთხარი და გავუღიმე. საუბრის გაგრძელება აღარ ვისურვე ამიტომ ფეხზე წამოვდექი და გულგრილად დავემშვიდობე.
-ხუთშაბათს მოხვალ?-მკითხა როცა კართან მივედი.
-არ ვიცი-ისე ვუპასუხე რომ მისკენ არ მიმიხედია.
-დაგელოდები!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და მოულოდნელად ფარდები გადასწია. წამიერად ადგილზე გავიყინე. არ ვიცი რა დამემართა. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი აქაურობას მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ძალა არ მყოფნიდა. საშინელი სიცარიელის განცდა დამეუფლა როცა მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი ზურგს უკნიდან, ამიტომ უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და კარის სახელური ჩამოვწიე. ამ დროს რაღაც უმნიშვნელო ხმაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ამიტომ ოდნავ შეღებული კარი ისევ დავხურე. გამეღიმა. მივხვდი რომ სათვალე მოიხსნა. ამ დროს ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს სანდრომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საიდუმლო გამანდო. წამიერად მისკენ მივტრიალდი, მაგრამ როგორც კი მზერა გამისწორა მაშინვე მოვტრიალდი და წამოვედი რადგან ძალა არ მეყო გავმკლავებოდი მის შუშის თვალებს.
....
სახლში მისვლისთანავე დამამშვიდებლები დავლიე და დასაძინებლად დავწექი, რადგან მეგონა რომ ასე უფრო მარტივად გავუმკლავდებოდი იმ ზღვა ემოციებს რომლებიც სანდროსთან საუბრის შემდეგ დამატყდა თავს, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით შევძელი დამშვიდება არა თუ დაძინება, ამიტომ ავდექი და დაბლა ჩავედი. ყავა გავიკეთე, მისაღებ ოთახში ტელევიზორი ჩავრთე და დივანზე დავჯექი, მაგრამ მარტო ყოფნა და სიმშვიდე დიდხანს არ დამცალდა. ჯერ გაბრაზებული ვაჩე დაბრუნდა სახლში შემდეგ კი გაავებული გეგა რომელმაც სახლში შემოსვლისთანავე მკითხა
-საჭმელი რა გვაქვს?- და მაგიდასთან ხელებდაუბანელი დაჯდა
-არ ვიცი-ბრაზნარევი ტონით ვუპასუხე და სამზარეულოში გავედი- დედაშენს ოლივიე მოუმზადებია გინდა?
-ოლივიე რა ჩემს ფეხ*ბად მინდა?!- გამომძახა- რამე გემრიელი და ნორმალური გამიკეთე!-მიბრძანა და მოსაწევად აივანზე გავიდა. ცოტა ხნის ფიქრის მერე ძეხვი და კვერცხი შევუწვი
-შენ არ შეჭამ?-მკითხა როცა სუფრა გავუშალე
-არ მშია!
-ეგრე უხეშად რატომ მელაპარაკები?-ხმა დაეძაბა
-არ გელაპარაკები-ტონი შევარბილე
-დაჯექი!-გვერდით მდგომ სკამზე მიმითითა- ხო იცი მარტო ჭამა არ მიყვარს- მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და უეცრად სხვა თემაზე გადავიდა-იმ ს*რთან კიდევ დიდხანს აპირებ სიარულს?
-ჯერ არ ვიცი
-რა არიცი! ვერ ხედავ ტვინს უარესად რომ გირევს?-აგრესიული ტონით მკითხა და მაშინვე შეცვალა სახის გამომეტყველება როგორც კი ნიცა და სოფო შემოვიდნენ ოთახში- რა ალამაზი ხარ მამიკო?-მიმღიმარი სახით უთხრა ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ ნიცას და თავზე აკოცა, შემდეგ კი სოფოზე გადაიტანა სიყვარულით სავსე მზერა- აბა დე როგორ ჩაიარა ღონისძიებამ?
-კარგად დედას ცხოვრებავ -გაუღიმა სოფომ და ცინიკური მზერით მე გამომხედა
-ესე იგი ჩემმა გოგომ უშეცდომოდ იცეკვა ქართული?- ჩაეკითხა გეგა, სოფომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- ხედავ მამიკო?-ახლა ნიცას მიუბრუნდა თვალებჩაწითლებული -თურმე სულ ტყუილად ნერვიულობდი ამდენს
-მასწავლებელმა მითხრა რომ ანსამბლში აპირებს ნიცას გადაყვანას
-მართლა?-შეიცხადა გეგამ
-დედიკოს ფერია-აღფრთოვანდი მე და ხელში ავიყვანე.
-დე-მძიმედ დაიწყო გეგამ საუბარი- ერთი 200- 300 ლარი არ გაქვს? ხელფასამდე რომ მასესხო?- და ყველას გაგვიფუჭა ხასიათი
-გუშინ ხომ მოგეცი 100 ლარი?- წამიენთო სოფო
-დამეხარჯა
-რას ნიშნავს დაგეხარჯა?!
-აუ ნუ შემ*ცი რააა!- ავარდა გეგა და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა -თუ მაძლევ მომეცი ეს დედამოტყნული ფული! თუ არ გაქვს თქვი რომ არ გაქვს და მორჩა!
-მთვრალი ხარ?! შენ რა ისევ დალიე?!-ვერ მოითმინა სოფომ და მაინც კითხა
-აუ სოფო ყოველდღე ტვინს რატო მ*ტყნავ?!- ავარდა უეცრად გეგა და სკამი ფეხი ჰკრა. შეშინებული ნიცა ჩამეხუტა.
-კარგი დაწყნარდი-გამაღიზინებელი სიმშვიდით უთხრა სოფომ და სამი 50 ლარიანი გაუწოდა, გეგამ მთელი ფილი გამოართვა და 1 ორმოცდაათლარიანი მე გამომიწოდა
-რას აკეთებ- აგრესიული ტონით ვკითხე
-ფულს გაძლევ
-არ მჭირდება შენი ფული
-რა არ გჭირდება გოგო ბავშვი სკოლაში ხომ უნდა ატარო!-დამიღრინა და ჩემთვის გამოწვდილი 50 ლარიანი მაგიდაზე დაადგო. ინსტიქტურად სოფოს გავხედე რომელსაც აშკარა კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-წამოდი დე გამოვიცვალოთ-ვუთარი ნიცას და სოფოს გავხედე რომელსაც უმალ შეეცვალა სახის გამომეტყველება როგორც კი გეგამ კიდევ სთხოვა ფული
-შეეშვი-უეცრად ოთახიდან ვაჩე გამივიდა რამდენიმე ასლარიანით ხელში და საერთო ,,მხიარულებას" შეუერთდა- აიღე- უთხრა გეგას და მშვიდად გაიწოდა. ჩემდა გასაოცრად გეგამ არ გამოართვა. ვაჩემ ფული მაგიდაზე დაყარა და ისევ ოთახში შეიკეტა. გეგას წავლის შემდეგ მთელი ფული ავიღე და ვაჩეს შევუტანე ოთახში
-ისევ იქ დადე ნინი სადაც იყო!
-ხომ იცი დახარჯავს
-ვიცი
-მასეთი უთავმოყვარეო გგონია შენი ძმა?- მოულოდნელად ღია კარში გაავებული სოფიკო შემოვარდა
-თქვენ რა მართლა არიცით რომ თამაშობს?-ძლივს შეკავებული აგრესიით კითხე გაგიჟებულ ქალს და გამომწვევი მზერით მივაჩერდი სახეში
-დიდი ამბავი ათასში ერთხელ თუ ითამაშა- ცინიკური ტონით მითხრა და ცივად გამიღიმა- ახლაგაზრდა ბიჭია-მივხვდი ამას მხოლოდ ჩემს გასაღიზიანებლად იძახდა ამიტომ სიტყვის უთქმელად დავუბრუნე ვაჩეს კუთვნილი ფული და ოთახში ავედი. მძინარე ნიცას ჩავეხუტე და მთელი დღის ნაგროვებ ბრაზს, ზიზღს, სევდას და სასოწარკვეთას უფლება მივეცი ყველასგან მალულად ცრემლებად დაღვრილიყვენენ ჩემს სახეზე.



№1 სტუმარი ბეატრის

მშვენიერი ისტორიაა.
დღევანდელი უმრავლესი დაქორწინებული ქალების რეალობას ასახავს:((
ბევრი "გეგაა" რეალურ ცხოვრებაშიც.
სიყვარულის და პატივისცემის გარტყმაში რო არ არიან:)
ნინის დედასნაირი ქალები გეგასნაირ კაცებზე უარესები არიან.
ცალკე მისი დედამთილი.
ძაან ცოდოა ეს გოგო((((
რაღაცნაირად ვგრძნობ რომ, ნინის სიმპათიები გაუჩნდება სანდროს მიმართ.
მაგრამ ეს რამდენად იქნება სიყვარული არ ვიცი. ბოლოსდაბოლოს სანდრო ერთადერთი ადამიანია რომელსაც ჯანსაღი დიალოგი აქვს ნინისთან და შესაძლოა ნინის ეს სხვა რაღაცაში აერიოს...


მეცხრე თავი რატო აკლია?

წარმატებები;)

შემოვირბენ ხოლმე კომენტარებში.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ბეატრის
მშვენიერი ისტორიაა.
დღევანდელი უმრავლესი დაქორწინებული ქალების რეალობას ასახავს:((
ბევრი "გეგაა" რეალურ ცხოვრებაშიც.
სიყვარულის და პატივისცემის გარტყმაში რო არ არიან:)
ნინის დედასნაირი ქალები გეგასნაირ კაცებზე უარესები არიან.
ცალკე მისი დედამთილი.
ძაან ცოდოა ეს გოგო((((
რაღაცნაირად ვგრძნობ რომ, ნინის სიმპათიები გაუჩნდება სანდროს მიმართ.
მაგრამ ეს რამდენად იქნება სიყვარული არ ვიცი. ბოლოსდაბოლოს სანდრო ერთადერთი ადამიანია რომელსაც ჯანსაღი დიალოგი აქვს ნინისთან და შესაძლოა ნინის ეს სხვა რაღაცაში აერიოს...


მეცხრე თავი რატო აკლია?

წარმატებები;)

შემოვირბენ ხოლმე კომენტარებში.

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის❤️❤️❤️❤️❤️❤️

სამწუახროდ ეს ყივეკივე ბევრი ქალის ყოველდღიურობა და მწარე რეალობააა :(

ეს მე-9 თავია, სათაური შემეშალა უბრალოდ

 


№3  offline წევრი შარზენ

ძაან პატარა თავებია ნეაკო(((

 


№4  offline მოდერი ნეაკო

შარზენ
ძაან პატარა თავებია ნეაკო(((

ძალიან ვეცდები გამოვასწორო ეს ,,შეცდომა" ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent