შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 8 თავო


12-01-2024, 02:56
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 654

-მატკინა, თან ძალიან- ჩავილაპარაკე და მზერა გავუსწორე, კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ისე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი არეული, ნაცრისფერი, ჩამქრალი თვალებისთვის ხმა დაბალი ტონით ვკითხე- რატომ მექცევა ასე სასტიკად?-და სანამ სანდროს რამეს მეტყოდა ჩემს კითხვას თავადვე ვუპასუხე-იმიტო რომ ის...მთელი 20 წელი... ჩემს გამო იტანჯებოდა მამაჩემის გვერდით... მე რომ არა ახლა ის თავისუფალი და შემდგარი ქალი იქნებოდა... მაგრამ...
-ნინი-უემოციო ტონით გამაწყვეტინა სანდრომ საუბარი-იმის მიუხედავად რომ შვილები მშობლების გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენენ, პასუხეს არ აგებენ!!! გესმის რას გეუბნები?-მკაცრი მკითხა და სათვალე კიდევ ერთხელ შეისწორა
-ხო მაგრამ, მე რომ არა-რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ უფლება არ მომცა
-შენ რომ არა სხვა ბავშვი ჩაისახებოდა და გაჩნდებოდა- ჩვეული ციმიზმით მითხრა და ბლოკნოტში რაღაც გაჯღაბნა- ისიც შენსავით დაიტანჯებოდა
დედაშენმა შეცდომა დაუშვა! არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ცხოვრება დაინგრია! მაგრამ ამის აღიარება არუნდა! იმიტომ კი არა რომ ძალა არ შესწევს რეალობას თვალი გაუსწოროს?! არა! უბრალოდ მას ამ ყველაფრის გააზრება, გათავისება და მიღება არუნდა
-რას გულისხმობთ?-ავნერვიულდი და სიტყვა გავაწყვეტინე
-იცი რასაც ვგულისხმობ! დედაშენი მიზანმიმართულად, მაგრამ გაუაზრებლად დაგადანაშაულებთ შენ და მიას მომხდარში! არადგან არ შეუძლია ან უბრალოდ არუნდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იმ ყველაფრის გამო რისი გადატანაც სამივეს ერთად მოგიწიათ მისი გაუზრებელი ქმედებების, შეცდომების, შიშების და უმეცრების გამო! ხვდები რას გეუბნები?- მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე ამიტომ, კარგა ხნის სიჩუმის მერე ისევ მან გააგრძელა საუბარი- ნინი! ვცდილობ აგიხსნა რამდენად უმნიშვნელო იყო შენი არსებობა ან არარსებობა დედაშენის იმ 20 წლიან ჯოჯოხეთში, რომელშიც რეალურად ის, თავისი ნებით და სურვილით ცხოვრობდა.
-ხო მაგრამ დედაჩემს წასასვლელი არსად ჰქონდა...ვერ წავიდოდა...
-სწორედ ეგაა მიზეზი მისი 20 წლიანი ტანჯვისა! იაზრებ ამას?- ჩამეკითხა და თავის დასმულ კითხვას თვითონვე უპასუხა- და არა შენ!!! ამ ყველაფრის საბოლოო და სავავლალო შედეგი კი ის არის რომ შენც გაუაზრებლად და უსიყვარულოდ შექმენი ოჯახი- უემოციო ტონით მითხრა და მზერა გამისწორა. მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა.
-ჩემს მშობლებს და ახლობლებს არაფერში ვადანაშაულებ, იმის მიუხედავად რომ მე და გეგა მათ დაგვაახლოვეს! შეცდომა მე დავუშვი! არასწორი გადასყვეტილება მივიღე!- როგორღაც მოვახერხე სათქმელი სიტყვებისთვის თავი მომეყარა და მისთვის პასუხის დაბრუნება
-შენი მესმის, კარგად მესმი- ცინიკურად გაეღიმა- ცდილობ დედაშენს არ დაემსგავსო- ხაზგასმით მითხრა და საუბარი ისევ იგივე ტონალობით განაგრძო- მაგრამ ახლა, ამ საუბრით შენ, საკუთარ თავს ეწინააღმდეგები!
-???
-დაგაბნიე, ვიცი...-მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და ცივად გამიღიმა- ნინი, შენ სწორად იქცევი, რადგან ცდილობ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ რეალურად... ამის ძალა არ შეგწევს...
-ასე არაა!- უეცრად წყობრიდან გამოვედი
-ისევე როგორც დედაშენს!- აუღელვებლად დაასრულა სანდრომ გაწყვეტილი წინადადება და უემოციო მზერით მომაჩერდა სახეში. გამეღიმა. უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა მაგრამ თავს უფლება არ მივეცი რომ მეტირა.
-დედაჩემი ფიქრობს რომ შიში არაფერ შუაშია და გეგასთან დღემდე მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ რომ მის მიერ შემოთავაზებულ უკეთს ცხოვრებაზე უარს ვერ ვამბობ... მაინტერესებს თქვენც ასე ფიქრობთ?-ხმა დაბალი ტონით ვკითხე და უეცრად მზერა გავუსწორე. მინდოდა პასუხი მის დანისლულ ნაცრისფერ სფეროებში ამომეკითხა, მაგრამ ამაოდ, რადგან როგორც ყოველთვის ახლაც შუშის თვალებით მიყურებდა.
-ნინი!- მომმართა მკაცრი ტონით-ამ კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში უნდა ეძებო
-მინდა რომ ჩემს კითხვას უპასუხოთ...
-ნინი-გამაწყვეტინა საუბარი
-როგოც ფსიქოლოგმა და არა როგორც სანდრო შერვაშიძემ-ხმის ამოღება არ ვაცადე
-ჩემი აზრით დედაშენზე და გეგაზე მეტად საკუთარი თავის გეშინია-მითხრა ხაზგასმით და სათვალე შეისწორა-სწორედ ამიტომ ვერ იღებ გეგასთან დაშორების გადაწყვეტილებას! წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ნაბიჯები უკვე გადადგმული გექნებოდა! გახსოვს? ერთხელ გითხარი ერთადერთი რამ რისიც უნდა გეშინოდეს ეს შენი შიშებია-მეთქი?-მკითხა უემოციო ტონით. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნი ინსტიქტურად საათს გავხედე-ახლაც იმავეს ვფიქრობ! ერთადერთი ადამიანი ვისაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია ეს თავად შენ ხარ! მარტო ბრძოლა და გადარჩენა უნდა ისწავლო! თუ არ გინდა რომ მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება ცრემლებში ღვრაში და სინანულში გაატარო!-ხმა დაეძაბა-დანდობას ნუ ელოდები დედაშენისგან, მეგობრებისგან, მეზობლებისგან, ნათესავებისგან, მითუმეტეს გვერდში დგომას!- ცინიკურად გაეღიმა- ისინი არც კი ეცდებიამ რომ გაგიგონ! მომხდარში ყოველთვის შენ დაგადანაშაულებენ! მაგრამ ამ ყველაფერისთვის მზად უნდა იყო! გესმის რას გეუბნები-აღელვებულმა მკითხა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი მშვიდად დაამატა-ნინი, გამიჯერე თუ მარტო გადარჩენას ისწავლი შეუძლებელს შეძლებ!
-ძალიან რთული და მტკივნეულია ეს გზა რადგან არა მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან მიწევს დაპირისპირება არამედ საკუთარ შვილთანაც-უმისამართოდ ვთქვი-რადგან ნიცას სიტყვა განქორწინების ხსენებაც კი არ უნდა
-ნუ გეშინია-კარგა ხნის სიჩემის მერე თანაგრძნობით მითხრა სანდრომ და გამიღიმა. გაოცებისგან ლამის პირი დავაღე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მისი მხრიდან სითბოს და ზრუნვის გამოხატვა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent