შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(17)


17-01-2024, 22:55
ავტორი sati
ნანახია 1 596

**
არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი გათიშული, აშკარად საკმაოდ ძლიერი დამამშვიდებელი გამიკეთეს. ჩემს პალატასთან ჩოჩქოლის ხმა ისმოდა, აშკარად ბევრი ხალხი შეკრებილიყო, მაგრამ ნერსეს დაცვა ჰყავდა დაყენებული და არ უშვებდა არავის შიგნით. ძლივს წამოვდექი საწოლიდან და კარი ნელა შევაღე. გიგა და თემო იდგნენ კართან და პეტრე და ლაშას ეკამათებოდნენ.
-ნენე-ლაშა ჩემთან ჩასახუტებლად გამოიწია, მაგრამ გიგამ ხელით გადაუღობა.
-ნენე შედი შიგნით-გიგამ მთხოვა, მაგრამ მინდოდა მათთან დალაპარაკება და ხელი გავაწევინე.
-გიგა ხო არ გააფრინე, ჩემი ბიძაშვილები არიან.
-ნერსეს ბრძანებაა, რომ შენს პალატაში არავინ შემოვუშვათ.
-მე ვგავარ ვინმეს საკუთრებას გიგა? ჩემი ბიძაშვილებია და შემოუშვი, სანამ შენობის დაცვას დავუძახე და შენი და თემოს თავი გავათრე...გავაყვანინე აქედან-თემოც უხეშად გავწიე გვერდით და პეტრე და ლაშა პალატაში შემოვიდნენ. პეტრე თავს ძლივს იკავებდა, მუშტები ჰქონდა შეკრული და ემზადებოდა აქაურობის დასალეწად. ორჯერ ამათვალიერა და კედლისაკენ გაბრუნდა იმედგაცრუებული, მაგრამ ამავდროულად გაბრაზებული გამომეტყველებით. ლაშამ კარი მიუჯახუნა ბიჭებს, მერე მოვიდა და ჩამეხუტა.
-როგორ შეგვაშინე-ლოყაზე მაკოცა და თმაზე მოფერება დამიწყო-დებილო-თვალები აუცრემილანდა, მერე ჩემი სახე მოიქცია ხელებში და ატირებულმა შემომხედა. ლაშა ატირებული ბოლოს ბიცოლაჩემის პანაშვიდზე ვნახე და მეთითონაც ტირილი დავიწყე-კარგად ხარ?-თავი დავუქნიე პასუხის ნიშნად-გეტყობა-საწოლთან მიმიყვანა და დამსვა-რა მოხდა?
-არ ვიცი, ნერსე ატარებდა მანქანას, ტელეფონზე დაურეკეს... ვაჟა გარდაიცვალაო უთხრეს-პეტრემ ეგრევე ჩემსკენ გამოიხედა და მერე ლაშას გახედა, მაგრამ ვერ გეტყვით რომ გაუკვირდა.
-გარდაიცვალა?-პეტრე ახლოს მოვიდა, მარტო ეს აინტერესებდა?-თუ მოკლეს?
-არ ვიცი-ნეტა მომეტყუებინა. მაგრამ არაფერი არ უთქვამს, ლაშას აჩერდებოდა ეჭვის თვალით. ლაშაც გაშტერებული უყურებდა, თითქოს რაღაცა იცოდნენ და არ ამბობდნენ. ცოტახანი სიჩუმეში ვიყავით სანამ ერთმანეთს აჩერდებოდნენ და გარკვევას ცდილობდნენ რაღაცაში-რა ხდება?
-არაფერი. ლაშა დარჩება ეხლა შენთან, მე საქმე მაქვს-თვალს მარიდებდა, ხმაც ცივი ჰქონდა და გულუბრყვილოდ მექცეოდა-ექიმებს..უსმინე-მხარზე ხელი დამადო, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს, როგორც შორეულ ნაცნობს მოუთათუნებენ ზურგზე ხელს წასვლისას ისე მოიქცა და წავიდა. ბოლო შეხვედრის შემდგომ არც მიკვირდა ასე რომ მექცეოდა, ორივეს ისე ვატკინე გული, ისიც მიკვირდა რომ ჩემს სანახავად მოვიდნენ.
-ფეხმძიმედ ხარ?-ლაშამ მკითხა.
-საიდან მიხვდი?
-ექიმებს ვკითხე შენი მდგომაროება და მითხრეს ბავშვი კარგად არისო. შენ დიდიხანია ბავშვი აღარ ხარ-სევდიანი თვალებით მითხრა-ბავშვი, რომ იყო, ეხლა აქ არც ვიქნებოდით.
-მართალი ხარ, შენ და პეტრე ჩამკიდებდით ხელს და წამათრევდით სახლში. ამას არ აკეთებდით მთელი ბავშვობა? სათამაშოსავით დამათრევდით. ახლა... პრინციპში ამას ნერსე აკეთებს-ამოვიოხრე, დიდი არაფერი არ შეცვლილა ჩემ ცხოვრებაში. ჩემს ნებაზე არასდროს არ ვყოფილვარ და ალბათ ვერც ვიქნებოდი, მით უმეტეს ისეთ ადამიანთან როგორიც ნერსეა-რატომ არ მკითხეთ რა დაემართა ვაჟას? როგორ მოკვდა?
-არ მადარდებს და იმიტო-ლაშამ ცივად მიპასუხა და ზურგი შემაქცია-მთელი ოჯახიც რომ ამოწყდეს, არ გკითხავ რა დაემართათ.
-ამ დონეზე გეზიზღებიან?
-მაგას სერიოზულად მეკითხები?-ზიზღით სავსე სახით შემომხედა-და შენ გიყვარს? მკვლელი ვაჟა სამხარაული გიყვარდა? ან წამით გინდა მითხრა, რომ დაგწყდა გული მის სიკვდილზე?
-ნერსეს გამო დამწყდა.
-ნერსეს არ დაწყდა და შენ რანაირად დაგწყდა?
-ნერსე ნახე?
-მანქანაში ჯდებოდა, არაფერი ეტყობოდა დარდის და განცდის. ნერსეც იმავენაირად ვერ იტანს მამამისს როგორც მე და პეტრე. გიაც.
-ვაჟას რაღას ერჩით? ვაჟას ცოლი არ ვყოფილვარ.
-იცი, მემგონი ვცდები-ახლოს მოვიდა და სკამზე დაჯდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მიჩქმიტა-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, რომელიც ვერ არჩევს ერთმანეთისაგან რა არის ცუდი და რა არა.
-ზუსტად რომ ვარჩევ რომ ყველაფერი შავი და თეთრი არ არის ცხოვრებაში, იმიტომ აღარ ვარ ბავშვი. თქვენთვის მარტო ან ერთი არსებობს ან მეორე.
-არ არის ეგრე. ცხოვრებაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ აქ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცოცხალი ხარ. კიდევ კაცმა არ იცის რამდენი ხანი იქნები ასე, მაგრამ შენ ხო არ გაინტერესებს ეგ. მთავარია ნერსესთან იყო და ალბათ მაგანაც რომ მოგკლას მაგითაც ბედნიერი იქნები.
-ნუ მელაპარაკები ეგრე ლაშა.
-საერთოდ არ დაგელაპარაკები აწი, ნუ დარდობ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ-გაბრაზებული წამოდგა, მაგრამ მერე უკან მოიხედა, შუბლზე მაკოცა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. რაღაც რიგზე არ იყო. ყველა რაღაცას მიმალავდა, ყველა სადღაც გიჟივით გარბოდა და მე ამ დროს საავადმყოფოში ვიწექი. ექიმს დავუძახე და გაწერა ვთხოვე, ისე რომ გიგა და თემოსთვის არაფერი არ ეთქვათ. შემომიტანეს საბუთი, ხელი მომაწერინეს რომ ჩემი ნებით ვეწერებოდი დროზე ადრე და პასუხისმგებლობას ვიღებდი ნებისმიერ ჯანმრთელობის გართულებაზე. დავიცადე, სანამ გიგა და თემო მოსაწევად არ გავიდნენ და პალატა ეგრევე დავტოვე. უკანა გასასვლელიდან გავედი, ტაქსი გავაჩერე და ელენესთან წავედი სახლში. იქ უკვე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. თუმცა, საუცხოო სიჩუმე იყო. არავინ ტიროდა ირგვლივ. ყველას შავი მზის სათვალე ეკეთეა, შავებში ეცვათ, ჩუმად იდგნენ და ხმას არ იღებდნენ. ზოგი ეზოში ეწეოდა, ზოგიც ისე იდგა, ზოგი ელენეს გვერდით ეჯდა და ვითომ ამშვიდებდა. რეალურად ელენეც კი არ ტიროდა. საოცარი სურათი იყო. ალბათ ნახატი რომ ყოფილიყო დავარქმევდი ,,გლოვა თბილისურად’’. მისაღებში, რომ შევედი ელენე წამოხტა და მომმვარდა.
-ნენე, ვინ გამოგიშვა შენ საავადმყოფოდან?-გაოცებულმა შემომხედა-ნერსე სად არის?
-ნერსე... ნერსე აქ არ არის?
-არა, მე მეგონა შენთან იყო.
-არა, მითხრა, რომ პანაშვიდის საქმეებს მოაგვარებდა და მოვიდოდა. ელენე, მართლა არ იცით სად არის თუ მე არ მეუბნებით?
-არ ვიცი-ამოიოხრა და ისევ ჩამოჯდა, ცუდად იყო ეტყობოდა.
-ელენე.. ვიზიარებ-მხოლოდ მერე მივხვდი, რომ თავიდანვე უნდა მეთქვა ეს, მის წინ ჩავიმუხლე და მხარზე ხელი დავადე-ვწუხვარ.
-მადლობა-სევდანარევი ხმით მიპასუხა-ნენე, ადი შენ დაწექი ცოტახანი. მალე მოვა ნერსეც.
-ეზოში გავალ, ვაჩეს და ჩემი მე...-ვაჩე. ვაჩე ეხლახანს გამახსენდა. საავადმყოფოდან გამოწერეს და ალბათ გაიგო ყველაფერი-ვაჩე სად არი?
-ზევით ოთახში. არ გამოდის და არ მელაპარაკება. იქნებ ნახო?-წამოვდექი, ჩქარი ნაბიჯებით ავედი ვაჩეს ოთახში. კარი ჩაკეტილი იყო. ჩემს საძინებელში შევედი, ნერსეს ყველა საძინებლის ოთახის გასაღები ჰქონდა, ავიღე და კარი გავაღე. ოთახში საშინელება ტრიალებდა. შესასვლელთან ჩამოგლეჯილი და აბაზანის სარკის ნამსხვრევები იყო მიმოფანტული, საწოლი გატეხილი, ტანსაცმლით მოფენილი იატაკი, ჩამოხეული ფარდები, დალეწილი ტელეფონი, ძირს დაგდებული მეტრანახევრიანი კარადა და კუთხეში ძირს მჯდომი ვაჩე... რომელიც სიგარეტს ისე ეწეოდა, თითქოს აპოკალიპსი არ მოეწყო ოთახში. თვალები ჩაწითელბული ჰქონდა, სახე დასიებული, ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო. ვერც შემამჩნია, რომ შევედი. შეშლილს ჰგავდა. თვალები ერთ წერტილს მიჩერებოდა და თითქოს.. თითქოს ვაჩე გაყინნული იყო და მისთვის დრო აღარ არსებობდა. მიახლოებაც კი შემეშინდა. მარჯვენა ხელით სიგარეტს ეწეოდა, მარცხენა კი უკანკალებდა. მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი და თვალები გამომაყოლა, გამომხედა.
-მოდი-თითქმის ჩურჩულით მითხრა და სიგარეტი კედელს მიაწვა-მოდი-კიდევ ერთხელ დამიძახა, ამჯერად უფრო ხმამაღლა. ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. ნერსე შეილება არ განიცდიდა მამის სიკვდილს, მაგრამ ვაჩესთვის... მიუხედავად იმისა, რომ ვაჩესთვის ვაჟა არასდროს ყოფილა მამა, სწორედ ის უფრო განიცდიდა მის სიკვდილს. ამდენი წელი მამასთან დაახლოებას ნატრობდა, ახლა , როდესაც საშუალება მიეცა მასთან ერთად ემუშავა კომპანიაში, ცოტათი მაინც დაახლოებოდა, დაკარგა. სიმწრით სავსე თვალები ჰქონდა. მუშტები ჰქონდა შეკრული და თავს იკავებდა ტირილისაგან. ამ ოჯახში ტირილი, თან მამაკაცისთვის ყველაზე დიდი ცოდვა იყო. მასთან მივედი, გვერდით დავუჯექი და მხარზე თავი დავადე.
-ვწუხვარ-ჩურჩულით ვუთხარი, მაგრამ ვიცი, რომ გაიგო. მანაც თავი დამადო. სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, მთელი ტანით ცახცახებდა და ვერ მშვიდდებოდა. თავი ავიღე და გავხედე, მინდოდა რომ რაიმე ეთქვა, ეყვირა, გაბარზებულიყო ან წყენოდა, ასე უკეთ მაინც იგრძნობდა თავს. მაგრამ ჩუმად იჯდა. მთელი ოთახი დაანგრია, ალბათ მთელი მსოფლიოც რომ გადაეწვა თავს უკეთ ვერ იგრძნობდა. არ ვიცოდე მაინც, რა არის მამის დაკარგვა. ჩემზე უკეთ მას ვერავინ გაუგებდა. ახლა რაც არ უნდა მეთქვა თავს უკეთ ვერ იგრძნობდა, სიტყვები ზედმეტი იყო. ჩემი თქმის გარეშეც იცოდა, რომ ვწუხდი, რომ მიყვარდა და მის გვერდით ვიქნებოდი ნებისმიერ დროს.
-ბოდიში-ამოღერღა და ისევ იმ წერტილს მიაჩერდა-არ უნდა მეთქვა... ის ყველაფერი მაშინ საავადმყოფოში.
-ვაჩე, გიჟი ხო არ ხარ-მხარზე დავადე ხელი-ეხლა რა დროს ეგ არის?-ისევ თავი დამადო და თვალები დახუჭა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექით ასე, სანამ ვაჩეს არ ჩაეძინა. ნერსე შემოვიდა ოთახში, ჯერ ირგვლივ რომ მიმოიხედა კინაღამ გული გაუსკდა, მერე ჩემთან მოვიდა და ალბათ მხოლოდ ჩაძინებული ვაჩე შეიცოდა, თორე ეტყობოდა, რომ ღრიალს აპირებდა.
-ადექი-ჩურჩულით მითხრა, მკლავზე მომკიდა ხელი და ოთახიდან გამიყვანა. მეგონა ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ წელზე შემომხვია ხელები და ჩამეხუტა.
-ნერსე სად იყავი?-ოდნავ უკან გავწიე.
-საქმეებზე. ყველაფერი მოვაგვარე-ბედნიერი სახით გამომხედა.
-რას ქვია ყველაფერი მოაგვარე?
-ყველაფერი მოვაგვარე, ცოტახნით უნდა წავიდე.
-სად უნდა წახვიდე?
-სად და.. ამერიკაში.
-ამერიკაში რა გინდა?
-იქ უნდა მოვაგვარო საქმეები, უნდა გადავაბარო ანდრონიკაშვილებს ბიზნესი. აქედან არ გამოდის.
-რას ბოდავ? ჩვენ ხო მაგათ დაჭერას ვაპირებდით?
-არა.
-რა არა? აბა რომ გამდიდრდებიან და ფული ექნებათ რა გარანტია გვაქვს რომ ისევ შურისძიებას არ ეცდებიან?
-არ ეცდებიან, იმიტომ რომ უკვე იძიეს ნენე. მამა მომიკლეს. მეტი რა უნდა ქნან? ვაჩე დაასახიჩრეს, ჩვენი ავარიაც მაგათი ორკესტრირებული იყო. მორჩა.
-ნერსე, ეხლა შენ გგონია, რომ მე შენ.. რაღაც ამერიკებში გაგიშვებ, რომ იქ გაურკვეველ ადგილას ჯანდაბაში, კარტელებით სავსე ადგილას გადააბარო ანდრონიკაშვილებს ბიზნესი?
-ნენე მარტო ხო არ მივდივარ რა დაგემართა? ალექსანდრე და ბესოც წამოვლენ, ვანოც იქნება. და ჯერ ეს ერთი, მარტო არალეგალურ ბიზნესს იფორმებენ. გაღლეტილები და დაცვის გარეშე კი არ ვრჩებით.
-რა შუაშია გაღლეტილი! სად მიდიხარ! ფეხმძიმედ ვარ ნერსე გესმის? ბავშვი უმამოდ უნდა დატოვო? მე უქმროდ?
-რატომ გადაწყვიტე რო სიკვდილს ვაპირებ იქ? თან მარტო არ ხარ, ვაჩე რაც არ უდნა მოხდეს სულ გვერდით გეყოლება. შენებიც უკვე შეგირიგდებიან, დედაშენიც ჩამოვა დაგეხმარება, ელენეც აქ არის.
-რას ქვია.. რაში მაინტერესებს ჩემები და შენები ნერსე! ბავშვს მამა არ უნდა?
-გითხარი, ჩამოვალ მალე. სანამ ბავშვს გააჩენ უკვე უკან ვიქნები-სახეზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმიზიდა საკოცნელად, მაგრამ უკან გავწიე.
-არ წახვალ!-თითი დავუქნიე და დავუყვირე-სცენების მოწყობა არ მინდა ახლა. მამაშენის პანაშვიდია და ეს დღეები პატივი ვცეთ მის სულს. მერე ვილაპარაკოთ.
-მერე არ გამოვა ნენე. გასვენების მერე მივფრინავ-ტვინში სისხლმა ამასხა. სახეზე სულ გავწითლდი, ბოლო ძალებს ვიკრებდი, რომ აქვე არ მეცემა ვაჩეს ოთახში დამტვრეული საწოლის ფეხით.
-მაშინ მეც წამოვალ.
-არა-გადაჭრით მითხრა და საძინებელში შევიდა, მეც გავყევი.
-რას ქვია არა?!
-შენ ნორმალური ხარ?-დამიყვირა, მაგრამ ეგრევე დაუწია ხმას და ოთახის კარი დაკეტა-სად უნდა წამოხვიდე? ჩემი წასვლის გეშინია და ეხლა ფეხმძიმე ცოლი წავიყვანო ნარკოტიკებზე სავაჭროდ? ნენე... გახსოვს დაგპირდი რომ 6 თვეში უკვე აღარ ვუხელმძღვანელებდი არალეგალურ ბიზნესებს? ხომ შეგისრულე, თან 3 თვეში. ხოდა ეხლაც მენდე, რომ გეუბნები, რომ უკან მალევე დავბრუნდები-რაც არ უნდა მეთქვა აზრს არ შეიცვლიდა, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა, არც მე შევიცვლიდი აზრს. იქ წასვლა მის პირდაპირ სიკვდილს ნიშნავდა და არ ვაპირებდი ასე დანებებას. იმდენი იმისთვის არ მიწვალია, რომ ნერსე 3 თვეში დამეკარგა და მარტოხელა დედად დავრჩენილიყავი. არ გავუშვებდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა.
-იცი რას მიაღწევ ამით? მუცელი მომეშლება ნერსე-სხვა გზა არ მქონდა, მანიპულირებაღა დამრჩენოდა.
-არ მოგეშლება-ეცადა დავემშვიდებინე და ჩამეხუტა, მაგრამ ისევ უკან გავწიე.
-ეხლა არ ვაპირებ შენთან ამაზე ლაპარაკს, დღეს-ცრემლები მოვიწმინდე თვალებიდან-მამაშენის პანაშვიდია.
-ხვალ გაასვენებენ.
-რა? ერთ დღეში?-გამოვშტერდი, ცხოველივით რატომ ექცეოდნენ ვერ ვხვდებოდი. შეიზლება ნამდვილად ანგელოზი არ იყო, მაგრამ ერთ დღეში გასვენება მიცვალებულის რომელი კულტურიდან გადაიღეს?
-ხო, რაც შეილება მალე უნდა გავფრინდე-ჩემს წინ რობოტი იდგა. არ არსებობდა, რომ მამის გარდაცვალების მერე ესე მშვიდად ყოფილიყო.
-ნერსე, მამა. მამა გარდაგეცვალა-მასთან მივედი და მისი სახე ხელებში მოვიქციე-გესმის? მამა! ვაჩე.. ვაჩე ნორმალური ადამიანივით იქცევა, ზის ოთახში და ცრემლებს ძლივს იკავებს, იმიტომ რომ.. იმიტომ რომ თქვენს დედააფეთქებულ ოჯახში ტირილზე დიდი სისუსტე არ არსებობს. ელენეც კი არ ტირის ქმარს. არავინ აქ არ ტირის-ისეთი მშვიდი გამომეტყველებით მიყურებდა, თითქოს მამაჩემის პანაშვიდზე ვიყავით და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
-ნენე იცი რატომ არ ტირიან?-ახლა მან მომკიდა სახეზე ხელები და თვალებში ჩამხედა- იმიტომ რომ მკვლელია. ასობით ადამიანის სიცოცხლე მაინც შეიწირა, უმეტესობა მათგანი საკუთარი ხელით დაბრიდა, რომ ის ყველაფერი შეექმნა რაც დღეს ჩვენ გვაქვს. და რაც საბედნიეროდ მალე აღარ გვექნება. იცი რატომ არ ტირიან?! იმიტო რო მკვლელი, ყოვლად უბადრუკი ადამიანი, უღირსი ქმარი და მამა იყო. და იცი ვაჩე რას ტირის? განა მამას ტირის, არა. იმ ადამიანის ილუზიას დასტირის, რომელსაც მამას ეძახდა მთელი ბავშვობა. იტიროს, ნამდვილად სატირლად აქვს საქმე. მამა აქამდე ფიზიკურად მაინც ჰყავდა და ერქვა, რომ მამა იყო, ახლა ასეც აღარ ჰყავს.
-ჰყავს? შენ?! ორივესთვის ერთნაირი მამა იყო.
-არა-გაეცინა და უკან დაიხია, თავზე შემოიწყო ხელები და სიცილი დაიწყო-არ იყო ორივესთვის ერთნაირი მამა-თითი დამიქნია-ვაჩეს, არანაირად არ ექცეოდა ისე, როგორც მე. ვაჩე რო შეცდომას დაუშვებდა, უბრალოდ ამოიხრებდა, ოხ ვაჩეო და დამთავრდა. მე რო შეცდომას ვუშვებდი-ისევ სიცილი აუვარდა. თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ სიცილისაგან და არა იმიტომ რომ ტირილს აპირებდა-თავისი ყველაზე მძიმე ქამრით მცემდა. გამიმართლა ალბათ, შრამი რომ არ დამრჩა. თორე განახებდი, როგორი ერთნაირი მამა იყო ორივესთვის.
-არ ვიცოდი-მასთან მისვლა და ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ისევ უკან დაიხია. სიცილს არ წყვეტდა.
-ერთნაირი მამა ორივესთვისო... ვაჩე ერთხელ არ უცემია. ვაჩეს გამოც მომხვედრია. ჩემი დის გამოც... ჩემი და რომ მოკვდა-პერანგი შეიხსნა და ზურგით დამიდგა. მარცხენა მხარეს ნატყვიარი ეტყობოდა-გახსოვს ადრე რომ მკითხე ეს საიდან გაქვსო? ხოდა იმ ღამეს მამაჩემმა დამჭრა. ვაჩემ კი ისე მცემა, მარცხენა თვალში რამდენიმე დღე მხედველობა მქონდა დაკარგული-მალევე შეიკრა პერანგი და ჩემკენ შემობრუნდა-მიხარია, რომ ვაჩე შენს თვალში ყოველთვის ანგელოზია, ყოველთვის სამაგალითო მეგობარი, ძმა და შვილი. იცი ყელში ამომივიდა, მართლა. რაც არ უნდა გავაკეთო, შენთვის მოსაწონი არაფერი არ არის. კი მამა გარდამეცვალა მეც დღეს, მაგრამ რატომღაც ვაჩეს დამშვიდება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შენთვის, ვიდრე საავადმყოფოში ჩემი მოცდა. იქნებ მეც მჭირდებოდა .. უბრალოდ რომ ჩამხუტებოდი? ან სითბო გამოგეხატა? გიფიქრია ამაზე? საავადმყოფოდან რისთვის წამოხვედი, რომ ჩემ ძმასთან მჯდარიყავი იმ ოთახში? რამდენი ხანია თავს ვარწმუნებ, რომ მეჩვენება, მაგრამ ზოგჯერ მგონია...
-არც გაბედო-უხეშად გავაწყვეტინე-არც გაბედო მაგ წინადადების დამთავრება. მე შენთვის არასდროს მომიცია მაგის საბაბი, რომ გეფიქრა, რომ ვაჩე მიყვარს. როგორ.. იფიქრე საერთოდ მსგავსი რამ?
-როგორ ვიფიქრე?! ბოლოს როდის ჩამეხუტე ნენე?! ბოლოს როდის გამოხატე სითბო აბა გაიხსენე ჩემს მიმართ. ბოლო პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ვჩხუბობთ, სულ მსაყვედურობ, სულ პრეტენზიები გაქვს. ჩემთან ერთად შვილიც კი არ გინდოდა სულ ცოტა ხნის წინ. რა უნდა ვიფიქრო? მართლა ტირანი ხომ არ გგონივარ? გგონია, ისეთ ქალთან ვიცხოვრებ, რომელსაც არ ვუყვარვარ? ან სხვა უყვარს? გგონია, რომ ძალით დაგაკავებ აქ?
-არ მჯერა, რომ ახლა ამას სერიოზულად მეუბნები. შენ მე დებილი გგონივარ? ვაჩე, რომ მყვარებოდა, შენ რატომ გამოგყვებოდი? რა დამიშლიდა? ვაჩეს რამდენი ხანი ვიცნობდი შენამდეც. ნერსე, მე შენ მიყვარხარ. გაიგე? თუ სითბოს არ გამოვხატავ.. იმიტომ რომ კი, გაბრაზებული ვარ შენზე, რომ ამდენი ტანჯვის გავლა გვიწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხარ.
-ჰო, არ გეტყობა-თვალი ამარიდა და უკან დაიხია.
-მაშინ საკმარისად კარგად არ მიცნობ-მასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე-ძალიან მიყვარხარ. ვაჩე, უზომოდ მიყვარს, მაგრამ როგორც მეგობარი ნერსე. და კარგად იცის მანაც ეს. არასდროს ამაზე მეტი გრძნობა მის მიმართ არ მქონია და ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი ხანი ინახავდი გულში ამ ეჭვებს-არაფერი აღარ უთქვამს, მაგრად ჩამეხუტა და მხარზე დამადო. საწოლთან მივედით ასე ჩახუტებულები და დავწექით. ნერსეს თავი ჩემს გულმკერდზე ედო და ასე ჩაეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

გამარჯობა.. აღარ აგრძელებთ?

 


№2 სტუმარი სტუმარი BOBGA

გამარჯობა,
ძსაინტერესოა,,, ველოდები მოვლენების განვითარებას,

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატო

გაგრძელება აღარ დევს თუ მე ვერ ვნახულობ არადა როგორ მომწონს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

სტუმარი ნატო
გაგრძელება აღარ დევს თუ მე ვერ ვნახულობ არადა როგორ მომწონს

18იანვარს იყო ბოლოს შემოსული ავტორი❤️ აღარ დაუდია

 


№5 სტუმარი სტუმარი Maia

Rato ar agdrdelebt

 


№6 სტუმარი სტუმარი Maia

Agar apirebt gagrdelebas

 


№7 სტუმარი სტუმარი Maia

Rato agar agrdeleb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent