შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 8


2-06-2016, 23:28
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 792

***
-გიგა ძია კიდე მოვა?-ჰკითხა საწოლში შემძვრალმა ტასომ ნენეს და ხელები საბნის ზემოდან დააწყო.
-არ ვიცი,ტასო,დაიძინე!-მკაცრი ხმით მიუგო ნენემ და საბანი შეუსწორა
-გაებუტე?-მოუსვენრად ცქმუტავდა გოგონა
-ძილინებისა,-უთხრა ქალმა,ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.ტასო ბუზღუნით გადაბრუნდა და დაძინება სცადა.
ნენე შხაპის მისაღებად აბაზანაში შევიდა.დამღლელი დღის შემდეგ სრული ნეტარებაა წყლის ქვეშე დგომა.ქოქოსის სურნელით გაჟღენთილი თმა და სხეული.გაბრუებულ ქალს ლამის მიეძინოს აბაზანაში.დამშვიდებული ასრულებს შხაპს და სველ ტანზე პირსახოცს იხვევს.თმას იჩეჩს და მხრებზე დაფენილს იწურავს.ლასლასით შედის მისაღებში და დივანზე წვება,თვალებს ხუჭავს და სწყდება ყველაფერს.
რამდენიმე ხანი ასე გრძელდება,ქალი თითქმის მშვიდდებოდა კარის ხმა რომ გაისმა.
ბუზღუნით წამოდგა და გასაღებად მივიდა
-რომელი ხარ?
-გიგა ვარ!-
-ერთი წუთით,-გაოგნებული ძლივს გაინძრა,ოთახში შევარდა და რაც ხელთ მოხვდა გადაიცვა.მუქი ბორდოსფერი საზაფხულო სარაფანი.
-ბოდიში,-ნენეს დანახვაზე გიგა შეცბა,ხმის კანკალით უთხრა,-ძილინებისა,-და უკან მიბრუნდა
-არაუშავს,რამე მოხდა?-ჰკითხა ქალმა
-შეიძლება შემოვიდე?-ნენეს ძალიან ეუცნაურა გიგას საქციელი
-კი,-ნებართვა მისცა და მამაკაციც თავისუფლად შევიდა სახლში,-რა მოხდა?
-ბოდიში,ასეთ დროს არ უნდა მოვსულიყავი,უბრალოდ ისეთი ამბავი გავიგე ვინმესთვის რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა
-რა მოხდა?-ინტერესით მიაცქერდა ნენე
-ნახევარ-ძმა მყავდა და მინდოდა მეპოვნა,გამეცნო,მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ვერ მოვახერხე,-ამოიოხრა,-ძალიან მტკივა,გაუსაძლისად,-თვალები აემღვრა,-დედაჩემის შვილი იყო მეორე ქმრისგან,დაკარგვის დღიდან ყველა ეძებდა.
-როდის დაიკარგა?
-13 ივნისს,მამაჩემმა მითხრა რომ ცოლმა მოკლაო,მაგრამ არ მჯერა,სტიქიის დროს დაიღუპა,-ძლივს იკავებდა გიგა ცრემლებს,ნენესი ძალიან ერიდებოდა.
-გინდა?-ქალმა ძალიან განიცადა მისი ამბავი
-რა?-დაიბნა გიგა
-ტირილი,-უპასუხა ნენემ მშვიდი ხმით
-არა.. მე...,-დაიბნა გიგა
-შეგიძლია ჩამეხუტო და იტირო,-თამამად მიუგო ნენემ და ხელები გაშალა.გიგა გაოგნებული შეჰყურებდა ქალს და ნაბიჯს ვერ დგამდა რომ მისულიყო და ჩახუტებოდა,-მოდი,არაფერია,-მიუგო ნენემ.გიგა კანკალს აეტანა.
-ჩემ გამო?-ჩაილაპარაკა მან
-არაუშავს,-ურყევი იყო ნენე.გიგა მიუახლოვდა,ცახცახით შემოხვია წელზე ხელები და თავი მხარზე,როგორც კი დაადო მისი თმების სურნელით გაბრუებულმა ტირილიც ვეღარ შეძლო.ქალის სხეულმა ერთიანად მოადუნა და თვალები დახუჭა,-კარგად ხარ?-ჰკითხა ნენემ
-ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ,-ლუღლუღით უპასუხა გიგამ და თამამად ჩარგო ნესტოები ნენეს სველ თმაში,-რაღაც რომ გითხრა გაბრაზდები?-ყოყმანით ჰკითხა მამაკაცმა და ჩამოსცილდა
-რა?-დაიბნა ნენე,-რა არის ამისთანა?
-მგონი შეყვარებული ვარ,-ეჭვით მიუგო გიგამ.ნენეს ცივმა ტალღებმა დაუარეს მთელ სხეულში.
-ვისზე?-რატომღაც საკუთარ თავს მოელოდა.წინასწარ გაიარა სიცოცხლის ნახევარი სანამ გიგა პასუხს ეტყოდა
-არ იცნობ!
-მასთან რატომ არ წახვედი?
-შენ რა,ეჭვიანობ?
-რა შუაშია ეჭვიანობა,სხვა გიყვარს და ჩემთან მოდიხარ ტკივილის გასაყუჩებლად
-დამშვიდდი ნენე,-ქალს შესამჩნევი კანკალი დაეწყო და თავს ვეღარ თოკავდა,-რომ მეთქვა შენ შემიყვარდი-მეთქი,ერთს გემრიელად გამლანძღავდი,ლექციას წამიკითხავდი და გამიშვებდი,არ ჯობია სხვა მიყვარდეს,შენც მშვიდად იქნები და მეც
-რა თქმა უნდა, არ დამიძალებია შენთვის შემიყვარე-მეთქი,უბრალოდ ცუდად ხარ და მასთან წადი,ის უფრო დაგეხმარება
-შენ მჭირდები,ამჯერად,-ხმა კვლავინდებურად გაიმკაცრა გიგამ
-ეს მოთხოვნაა?
-როგორც გინდა ისე გაიგე
-ისევ ისეთი უხეში ხარ,საერთოდ არ უნდა შემომეშვი,მე კიდევ ჩახუტების უფლება მოგეცი
-რა შემცვლიდა,ჩახუტებისთვის კი მადლობ,ნამდვილი ნეტარება იყო,თან ქოქოსი. . .,-ენის წვერი მოისვა ზედა ტუჩზე
-რა ქოქოსი?
-მიყვარს,როცა ქალს ქოქოსის სურნელი აქვს
-აფრენ!
-კიდევ კარგი მიხვდი,-გადაიხარხარა
-სულ უფრო მეტად მძულდები,-გაგულისებული ჩამოშორდა და სავარძელზე ჩამოჯდა,-შეგიძლია წახვიდე,უკვე უკეთ ხარ,-მიუგო და ზურგი აქცია.გიგა უხმოდ ჩამოჯდა მის გვერდით,-არ მომეკარო,-წამოიყვირა ნენემ და ტასოს გახსენებაზე სიმწრით მოკუმა პირი.
-მაპატიე,-ნაღვლიანი თვალებით მიაცქერდა გიგა,-არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა,მართალი ხარ,შენთან არ უნდა მოვსულიყავი,მაგრამ მინდა ამიხსნა,რატომ მემართება შენთან ყოფნის სურვილი?
-რა გემართება?-ცინიკურად ჰკითხა ქალმა
-კიარ მემართება,მინდება,-სრული სერიოსულობით განუცხადა გიგამ
-მგონი მისამართი შეგეშალა,ყველა ბრუნვაში აფრენ!
-მე ვაფრენ,შენც აფრენ,ასე რომ ჩუ!
-აბა სცადე!
-მე გაგაჩუმო გინდა?
-არა!
-როგორ არა,-ზედმეტად ათრთოლებული მის ტუჩებს დაეწაფა.საკუთარ თავს ვეღარ შეეწინააღმდეგა,ძალიან უნდოდა რომ ნენეს შეხებოდა.ქალი სიბრაზისგან გაწითლდა და ძლივს მოიცილა გიგა.
-ვინ მოგცა უფლება,-გაღიზიანებულმა უთხრა და გარტყმა დააპირა,მაგრამ ხელი დაუკავა მამაკაცმა
-გითხარი,შენი სიახლოვე მალე დამღუპავს,რა გაქვს ასეთი რაც შენთან მაჯაჭვებს
-შემეშვი,-ხმაში მუდარა იგრძნობოდა,-მოგზავნილი ხარ?
-არა,გააქრე წყეული მიზიდულობის კანონი და წავალ
-ჭკუა დაკარგე?
-ტასო რომ არა. . .,-აღარ გააგრძელა გიგამ.მწარედ იკბინა ტუჩზე და წამოდგა,-მიცნოდეთ მე გიგა მაისურაძე ვარ და ვიღაც უბრალო,ულამაზო ქალმა მიმიზიდა.ნენეს მოთმინება აღარ ჰქოფნიდა.
-გულს მირევ!-გამოსცრა ნენემ და ატირებული ტასოს ოთახისკენ გაიქცა.გიგამ ხელები თავზე მოიკიდა და ჩაფიქრდა.
-მიყვარხარ,-ძლივს გასაგონად თქვა და სახლიდან გავარდა.
-დედა ლატო ტილი?-გამოეღვიძა ტასოს ნენეს ხმაზე.გოგონა საწოლიდან წამოხოხდა და დედამისს შემოხვია წელზე ხელები.
-არ ვტირი,-ქალი შეეცადა მშვიდად ეპასუხა შვილისთვის
-ახალმა მამიკომ გაგაბრაზა?
-ვინაა ახალი მამიკო ტასო?-დაჟინებით დააცქერდა გოგონას
-გიგა,-ამაყად მიუგო ტასომ და ყელი მოიღერა
-გიგა არაა შენი ახალი მამიკო,ის უბრალოდ დაგვეხმარა პიცის გამოცხობაში
-მაგრამ,მე რომ მინდა გიგა ჩემი მამიტო იკოს?-მოიწყინა ტასომ
-მეც ბევრი რამე მინდა,-გაგულისდა ნენე
-შენ დიდი ქალ,მე პატალა,იცოდე თუ ალ მომიკან გიგა მამიკოს გაგებუტები
-მას სხვა უყვარს,წადი,დაიძინე!
-ალა,დე კაცები მათთან ალიან ვინც უკვალთ
-მერე ხედავ სადმე გიგას,ესეიგი არ ვუყვარვარ,შეწექი ჩქარა,თორემ მოგცხებ
-მე ვიცი,-თავისას აგრძლებდა ჯიუტად ტასო და ნენე უკვე სიმწრით იღიმოდა,თან თითებს ტუჩებზე ისვამდა,ისევ გრძნობდა მისი ტუჩების გემოს და გახსენებაზე არაამქვეყნიურად უვლიდა სხეულში რაღაც .



№1  offline წევრი isterichka123

ნუ აგვიანებ კაია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent