შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვინით სველი ტუჩები


18-01-2024, 00:28
ავტორი asiiluss
ნანახია 1 912

ისევ ღამე ,ისევ უძილობა .
მე და ჩემი აივანი ,
მე და ჩემი განუყრელი პარლამენტი
ერთ ღერს ვიღებ, ტუჩებ შორის ვიქცევ და ვუკიდებ.
დღეს მძიმე დღე იყო, გრაფიკული დიზაინერობა ნამდვილად არ არის მარტივი
უკვე თვალები მტკიოდა თითები თვალებთან მივიტანე რომ დამეზილა და ..
ჩემი სახლის კარს ბრახუნი იკლებს
ცოტა ავნერვიულდი და შევცბი ჩემი მეგობრების გარდა არავინ იყო ისეთი ვინც მოვიდოდა მაგრამ ესე ისენიც არ აბრახუნებენ
კარებისკენ წავედი,გავაღე
უეცრად სახლში ვიღაც მაღალი საკმაოდ კარგ ფორმაში შავ პიჯაკსა და ამავე ფერის ფერნაგში გაბრაზებული გამომეტყველებით მიყურებ და მიყვირის:
- ნუთუ შეიძლება შავი ღვინის დიზაინი ივესე შავი იყოს?!იცით თქვენი დაუდევრობის და არაპროფესიონალიზმის გამო რამდენი გაყიდვა ჩაუვარდა ჩემს კომპანიას?

მეცინება მაგრამ ვატყობ უნდა გავბრაზდე და მეც იერიშზე გადავიდე რადგან ეს უცხო კაცი ბედავს, სახლში მივარდება, მიყვირის და მე რომელიც წლებია ამ სისტემაში ვარ არაპროფესიონალს მიწოდებს.
- როგორ ბედავთ ამ შუა ღამეს და მივარდრბით სახლში მიყვირით და შეურაწყოფას მაყენებთ საერთოდ ვინ ხართ? რომელ ღვინოზე მესაუბრებით იცით დღეში რამდენ დიზაინს ვაკეთებ? მაგრამ არმახსოვს რომელომე შავ ფონზე ყოფილიყოს!
- გინდათ თქვათ რომ მე მეშლება
და აქ მე პირადად, ტყუილად მოვედი?
- საერთოდ რა ქვია თქვენს ღვინის ფირმას ?
- ,,დადიანების მარანი’’ არაფერს გეუბნებათ ?
რათქმაუნდა გამახსენა საკმაოდ დიდი შეკვეთა იყო თუმცა დარწმუნებით ვიცი რომ მუქ ფერებში არაფერი გამიკეთებია
ჩემს ლეპტოპთან მივირბინე სულ დამავიწყდა როგორ ფორმაში ვიყავი თეთრი ძალიან მოკლე ტილოს კაბა მეცვა თუმცა ის შემოვარდა დაუკითხავად მე არავის ველოდი.
- მოდით , ხედავთ ამ დიზაინში შავ ან საეროდ მუქ ფერს ?
- მაშინ როგორ დაიბეჭდა 1000ცალი ბოთლი რაღაც უაზრო ფერებში
- ეს თქვენი სტაფის პრობლემაა ალბად არ იციან დაბეჭვდის დროს რა ცვლილება უნდა შეიტანონ .
ცოტახანი დგას მიყურებს და ალბად ეხლა აანალიზებს როგორ ფორმაშიცვარ ურცხვად მაშტერდება და სხეულის ყველა დეტალს დაჰყურებს
- თუ მორჩით ჩემს თვალიერებას იქნებ ხმა ამოიღოთ, წეღან ძალიან კარგად ყვიროდით.
- ყველაფერს ისევ შენ გამოასწორებ, არის თუ არა შენი ბრალი ამ საქმეს ხელი თავიდან შენ მოკიდე სხვას ვეღარ ავრევ თუმცა ყველა დეტალს ჩემთან შეათანხმებ წინააღმდეგ შემთხვევაში კონსულტაციებს მამაშენთან გავივლი. გავიდა და კარიც თან გაიყოლა .
და აი მივხვდი ვინც იყო ალბად რომელილმე მამაჩემის პარტნიორი ისიც ხო მთელი ცხოვრებაა მეღვინეობის ბიზნეშია და თავი პაპისეულ ანდერძს აგრძელებს თუმცა აი ჩვენი ურთიერთობა კი ცოტა არიყოს ძალიან მძიმეა
რაც დედა დავკარგე მის შემდეგ მამამ მეორე ცოლი შეირთო.
ლილიკო, საყვარელი ქალი არის თუმცა ალბათ დედის დაკარგვის გამო პროტესტი მქონდა
მამაჩემს მუდამ თავს ვატკიებდი ჩემი ურჩობით. ისეთ საქმეებში ვყოფდი ცვირს რაც არც მაინტერესებდა უბრალოდ მამაჩემს გააბრაზებდა ასე და ამჟამად ჩვენ ცალცალკე ვცხოვრობთ ის რათქმაუნდა ცდილობს ყურადღება მომაქციოს მაგრამ ისევ უკარებას როლს ვთამაშობ არვიცი რატო ვერ გამოვდივარ ამ სიტუააციდან მაგრამ მართლა მინდა მივიდე და მოვეხვი მოვუბოდიშო ყველა ჩემი უაზრო საქციელისთვის და ჩავეხუტო.


.
დილით ჩვეულებრივსამებრ ყავა მივირთვი უკვე 2კვირა გასულიყო იმ სულელი კაცის მოვარდნიდან მის იმეილებს არ ვპასუხობდი.
ჩემი საყვარელი ტანისამოსი ყოველთვის კლასიკური და აკადემიკური სტილი იყო
მოვემზადე და ოფისში წავედი რადგან რამდენიმე შეკვეთა მქონდა დასამთავრებელი და დანარჩენის კი სახლიდან მუშაობაც შემეძლო
ტაქსში ჩაჯდომის დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა:
- გისმენ მამა
- დეა როგორხარ ? საღამოს 8საათზე ვახშამზე გელოდები შენთან სასაუბრო მაქვს საკმაოდ სერიოზულ თემაზე
- კარგი მამა
- არდააგვიანო დეაკო

უკვე ვფიქრობდი მამაჩემის სერიოზული თემა ის კაცი უნდა ყოფილიყო მისი მუქარიდან გამომდინარე და უფრო მეტად ვბრაზდებოდი.
საღამოს რათქმაუნდა მივედი სახლში შესულს ლილიკო შემეგება გადამეხვია და ჩამეხუტა
რამდენიმე თვეა აქ არ ვყოფილვარ დედას გარდაცვაკების შემდეგ ლილის არაფერი შეუცვლია, ალბად ყველაზე მეტად ამიტომ ვაფასებდი მას რომ დამიტოვა ისეთი რამ რაც მას გამახსენებდა.
უკვე შინ შესულს დალიკოც შემეგება ისევ გემრიელი ხაჭაპურის სურნელით
დალიკო ჩვენი ოჯახის დამხმარე და უკვე წევრი გახლადთ პატარაობიდან მისი თბილი ზღაპრები და ხაჭაპურები არ დამავიწყდება.
და აი ისიც დიდ გრძელ მაგიდასთან სხედან მამაჩემი, მისი მეგობარი დავითი და ეს თავის ტკივილი კაცი.
მამაჩემი ფეხზე წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია
შემდენ დავითს მივესამე ძალიან მიყვარდა ეს კაცი ბავშობიდან სისხლს ვუშრობდი მე და მისი შვილი ნიკოლოზი.
- დეა ეს იოსებ დადიანია ჩვენი პარტნიორი, მეღვინეობა დადიანების მწარმოებელი.
- იოსებ , ეს ჩემი ქალიშვილი დეა ამაღლობელია.
- დეა მაგიდასთან
თავით მიმანიშნა იოსების მოპირდაპირე მხარეს
- დეა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შენ იოსებთან ერთან იმუშავებ, მისი ღვინის დიზაინსა ფა ახალი სასტუმროს დაგეგმარებაში დაეხმარები.
შეუვალი იყო მამაჩემის მზერა თითქოს არც უნდა მეკითხა უჩემოდ რატომ გადაწყვიტა
- იქნებ აზრი ჩემთვისაც გეკითხათ სანამ თავად გადაწყვეტდით?!
- დეა ის ჩვენს ღვინის ბიზნეს ეხმარება რომელიც კარგად მოგეხსენება გაკოტრების პირასაა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ღვინის ბიზნესი შენ გრჩება მინდა ისეთი გადმოგაბარო ბევრი წვაკება რომ არ მოგიხდეს?
- მამა კარგი რა , ხომ იცი რომ არ მინდა არ არის ბიზნესი ჩემი მუდამ ამას ვამბობ და ეხლაც წრეზე მივდივართ.

- იოსების ღვინის დიზაინზე მუშაობას ხვალიდანვე შეუდგებით შემდეგ მისი მარანის და სასტუმროს მოსანახულებლად წახვალთ რათა უფრო უკეთესად მიხვდე რაარის დიზაინისთვის საჭირო და ყველფერში კარგად გაერკვე.
მამა და დავითი ვერანდაზე გავიდნენ სიგარას მოსაწევად და ვისკიც თან გაიყოლეს

- დეაა.. მრავლის მეტყველად ამოილაპარაკა ჩემი სახელი
- ბატონო იოსებ ვფიქრობ ერთად მუშაობა ძალიან გაგვიჭირდენა ხომ არ ჯობია აქედანვე დავიშალოთ?!
- მე პირიქით ვფიქრობ შენთან მუშაობა საინტერესო იქნება.
სახეზე ბოროტული ღიმილი აიკრა და ნაზად მოსვა ღვინო, ენა ტუჩებზე გადაიტარა თან თვალს არ მაშორებს.
უნდა ვაღიარო ეს კაცი ძალიან სიმპატიურია რამდენჯერაც შევხვდი სულ კლასიკურ ფორმაშია , და ეჭვიც არ მეპარება სულ ესე მოძრაობს,მარცხენა ხელზე საათი, მუქი შავი დაბალზე შეჭრილი თმა ცოტა კეხიანი ცხვირი ზომაზე დიდი თუჩები, წვერი და შავი თვალები,სხეული საკმაოდ კარგად ნავარჯიშები.
ფეხზე წამოდგა დაიხარა მომიახლოვდა და მითხრა:
- ხვალ დილით 8ზე შენს სახლთან დაგელოდები მანავში მივდივართ არ დააგვიანო არმიყვარს დაგვიანება.

უკაცრავად ამას კიდევ ჩემთან აქვს პრეტენზიები?
მამაჩემს და დავითს დაემშვიდობა და წავიდა.
ცონახანში მეც ავდექი მაგიდიდან ლილიკოს გადავეხვიე ვერანდაზე მყოფთ დავემშვიდობე და გამოვედი.
ეზოდან გამოსულს იოსები შავ შუშებ დაბურულ მანქანას იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა.
ეს მე მიცდის თუ აქ რისთვის შეყოვნდა?
- ჩაჯექი გაგიყვან.
- გმადლობ,მაგრამ ჩემით წავალ არ ვაპირებ იმასთან ერთან მგზავრობას ვინც უაზროდ სახლში მივარდება და პერეტენზიებს მიყენებს
- მეგონა უკვე დაივიწყებდი. ჩაჯექი ჩაჯექი . და ტუჩის კუთხე ჩატეხა
მანქანაში სიჩუმე იყო ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე თუჩებს შორის მოვიქციე და მოვუკიდე.
- ნახევრად მოწეულ ღერს მართმევს და ფანჯარაში ისვრის
- გაგიჟდი?
- მანქანაში არ ვეწევით
- მაშინ მანამდე გაგეფრთხილებინე.
უცებ ჩემსკენ იხრება ტუჩებზე თითს მისმევს
ცოტა არ იყოს შოკირებულივარ რას აკეთებს. მის ხელს ვიშორება ეს ესაა ერთი ამბავი უნდა ავტეხო რომ სახლთან მიჩერებს.
- მოვედით.
მანქანაიდან გაცეცხლებული გადმოვდივარ
რატო მირევს ეს კავი გონებას.
- დეაკო როცა ვინმეს კარს გაუღებ ჯერ სარკეში ჩაიხედე და ისეთ ფორმაში არ დახვდე როგორც მე , იმ კაბით მოშიშვლებულს მარტო მე უნდა გხედავდე.

და მანქანა იქაურობას მოწყდა

სახლში ასული ცოტა შოკში მყოფი ვიყავი აბაზანა ავავსე ცოტახანი შიგნით ვინებივრე შემდეგ მოვწესრიგდი და ჩემს საყვარელ საწოლს მივაშურე.
დილით ისევ ბრახუნი მაღვიძებს…



№1 სტუმარი ნი-კე

გააგრძელე აუცილებლად..

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო დასაწყისია ,ვფიქრობ წინ დეაკოს სასიამოვნო და ემოციური თავგადასავალი გველის..გელოდებით..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent