სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე ( ნაწილი 1)
გზა ერთი იყო. ეს გზა კი ფარაფრას ოაზისზე გადიოდა. ეს მანძილი მაქსიმუმ სამ კვირაში უნდა გამეარა, თორემ უდაბნოს ქარიშხალი აქ ისე გამაქრობდა, როგორც ათას სხვას. მიუხედავად ამხელა საფრთხისა, რომელსაც ბედუინის ცხოვრება მოითხოვს,მე აქაურობა მიყვარს . თვალუწვდენელი ქვიშის ზღვა. კამკამა ლურჯი ცა. ამწავანებული ოაზისები. ესაა ჩემი სამშობლო. ამ ფიქრებში გართული ცხენით მივუყვებოდი გონებაში დასახულ რუქას. მოულოდნელად ცხენი გაჩერდა. ფეხების ქვიშაზე ბაკუნი დაიწყო.ნესტოებს ბერავდა. გამიკვირდა, ვუბრძანე წასულიყო,მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.მაშინ ცხენიდან ჩამოვედი და გარემო მოვათვალიერე. არაფერი იყო უცნაური. ყველაფერი სამარისებურ სიწყნარეს მოექცია მარწუხებში.ჩემგან 15-20 ნაბიჯის სავალზე დიდი ლოდი იყო. თითქოს იქ თვალი რაღაც შავ წერტილს მოვკარი. ვაკვირდებოდი. ეს ცხოველს არ გავდა. უცნაურად მოგრძო ფორმა მიეღო მის სხეულს. ნელა მივუახლოვდი. რაც ვახლოვდებდი ვრწმუნდებოდი, ეს სხეული ადამიანს ეკუთვნოდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. ყველაზე მეტად მაშინ გავვოცდი, როცა შორიახლოდან მისი ქვიშაზე ჩამოყრილი წელამდე დალალები დავინახე . ქალი იყო, შუა უდაბნოში სრულიად მარტო და უმოძრაობით თუ ვიმსჯელებდით ალბათ დაშავებული უნდა ყოფილიყო. ეჭვი შემეპარა, ასეთი მახეები ნაცნობი იყო საჰარასთვის. ქამარზე მიმაგრებული დანა შევიმოწმე ადგილზე იყო. გარემო მოვათვალიერე მის გარდა აქ არც ერთი სულიერი არ იყო. თვითონ ზურგით იწვა ქვიშა მიჰკრობოდა სხეულზე. დავიხარე. მის ხელზე სიყვითლეს უცნაური ფერი მიეღო. ნელა გავაცილე სხეულიდან. გამუქებულ ადგილს რომ შევეხე, პირიდან კვნესა ამოუშვა. განსკაუთრებით ნელა მოვაცილე ქვიშა. ხელზე არც თუ მარტივი ჭრილობა ჰქონდა. წრიალებდა. აშკარაა გონზე არ იყო, მაგრამ ტკივილისგან თავის დახსნას ცდილობდა. ოდნავ დავუსველე ის ადგილი და ჭუჭყისგან გავწმინდე. მეცოდებოდა ცოცხალი არსება აქ მოსაკლავად. ხელი ფრთხილად გადავუხვიე. ამ დროის მანძილზე ცდილობს გონზე მოსვლას, მაგრამ წარუმატებლად. ოდნავ ტუჩებიც გავუსველე წყლით. ცას ავხედე მზე ცენტრში გადმოგორებულოყო. ახლა მეც უნდა გაჩერებულიყავი და კარავი გამეშალა. აქვე მოსწორებულზე დავიწყე გაწყობა. თვალს არ ვაცილებდი მის სხეულს უმოძრაოდ რომ იყო. უკვე გადამეწყვიტა მას აქ არ დავტოვებდი. ახალი დასრულებული მქონდა ჩარდახის გაშლა მოძრაობის ხმა რომ გავიგე . მგონი გონზე მოდის. ნელა მივუახლოვდი და მასთან დავიხარე. აშკარაა გონზე მოდიოდა მაგრამ დაჩქარება არ მიცდია . მალევე შეიშმუშნა და ოდნავ გადმოტრიალდა ახლა აშკარად შევძელი მისი სახის დანახვა. ტანში წამიერად რაღაცამ გამცრა. მალევე თვალები რომ გაახილა იგივე განმეორდა. სწრაფად აფახულებდა გრძელ აპრეხილი წამწამებს. მერე თითქოს გონს მოეგო უკან გახოხდა. და ზურგით მეორე ლოდს შეეჯახა. ამოიკვნესა . თვალებს გალიაში გამოკეტილი ჩიტივით აცეცებდა, გასაქცევ გზას ეძებს და ვერ ხედავს. არ ვმოძრაობდი ველოდი აზრზე მოსულიყო. მერე მე შემომხედა. თითოქოს უფრო შეეშინდა. თვალები ცრემლებით აევსო. თავის ქნევა დაიწყო. მივხვდი მეც და ეს უკიდეგანო ყვითელი მარცვლების ზღვაც სასწაულად ვაშინებდით. მე:ნუ გეშინია არაფერს გერჩი. ვუთხარი ჩემს ენაზე. შემომხედა და თავის ქნევა განაგრძო. თვალებიდან ბუთქუჩა ცრემლები აწითლებულ ლოყებზე გადმოუგორდა და ნიკაპთან გაენასკვა. იგივე გავუმეორე. მან კი, თითქოს არაფერი გაეგო მუხლები მოიკეცა ზედ ხელები შემოიხვია და თავი ჩამოადო. თხელი მრგვალი მხრების მოძრაობით ვხვდებოდი ტიროდა. შემეცოდა საბრალო გოგო, ამხელა უდაბნოში სრულიად მარტო სიკვდილს თვალებში ჩახედა, თანაც ჩამი ეშინოდა.გაქცევაც კი არ შეეძლო. მერე რაღაც სიტყვების თქმა დაიწყო ნაწყვეტ ნაწყვეტ . მაგრამ ვერაფერს ვამსგავსებ . მეც ისევე ვუყურებდი როცა ის მე რომ ვლაპარაკობდი.მივხვდი, ერთმანეთის ენები არ გვესმოდა. ის თავის ენაზე და მე ჩემსაზე ვცდილობდით რაღაც გვეთქვა. მერე ოდნავ გამოვარჩიე ნაცნობი სიტყვები რუსულს ჰგავდა. მაგრამ ეს ენა არ ვიცოდი. მივხვდი ჩემთან კონტაქტს ცდილობდა. ამჯერად იგივე სიტყვები ინგლისურად გავუმეორე. მივხვდი ჩემი ნათქვამი რომ გაიგო, როცა თავი წამოაწია და თავისი მუქი ზღვისფერი თვალები შემომანათა. რა ვიგრძენი ამ დროს სიტყვებით ვერ აღვწერ. თითქოს ათასმა ჭიანჭველამ ერთად დამიარა. აღარ ტიროდა, მაგრამ მაინც ეშინოდა. მისი მზერა ჩემს ქამარზე რომ დავაფიქსირე მივხვდი, ფიქრობდა მოკვლას ვუპირებდი. მე: ნუ გეშინია. არაფერს გიპირებ. აქ გიპოვე და დაგეხმარე. გაიგო ეს აშკარაა. წამიერად დადუმდა მერე გამომეპასუხა. ის: გთხოვთ ნუ მომკლავთ! მე არაფერი ვიცი, არაფერი გამიგონია მართლა უდანაშაულო ვარ. სლუკუნებდა ინგლისურად. საბრალო როგორ კანკალებდა. მე: არ მოგკლავ დამშვიდდი. არანაირი განზრახვა არ მაქვს . მინდა დაგეხმარო. ის: მართლა? ისეთი იმედი ჩაუდგა თვალებში ზუსტად ვიცოდი რომ ამას შევასრულებდი. მე: კი მართლა. მომისმინე, დაჭრილი ხარ, ამ მზის გულზე დიდიხანს ვერ გასტან. აქვე კარავია, იქ წამოდი დასვენება და მშვიდი ძილი გჭირდება. თავი ნელა დამქნია. ქვას მიეყრდნო და ფეხზე ნელა წამოდგა. გასწორდა და თავისი გრძელი ფართხუნა შარვალი დაბერტყა. ხელებიდანაც მოიცილა ქვიშა. ლოყებზე დაბუდებული ცრემლები გაისტუმრა და წინ გამიძღვა. შევყურებდი მაინც როგორი იყო. კარავი დიდი არ იყო მაგრამ მაინც საკმარი ორისათვის. ჩვენს შორის ცხენი და ბარგი იდო. ის თავის მხარეს მოკალათდა და ფეხებიც მოიკეცა. მე: ახლა სიცხემ რომ არ შეგაწუხოს უნდა დაიძინო. თავი დამიქნია და მიწოლილმა ამოღერღა მადლობა. ვეღარ ვხედავდი, ალაბთ მალევე ჩაეძინა. იმაზე ვფიქრობდი რომ დავინახე რა უცნაურად ვიგრძენი თავი. უდავო იყო, ევროპელი ტურისტი იყო რომელიც აქ უნებურად ჩარჩა და კინაღამ მოკვდა.თეთრი იყო საჰარას თეთრ ქვიშაზე თეთრი. წაბლისფერი თმა ჰქონდა წელამდე ოდნავ ტალღოვანი.სიარულისას წელზე ერტყმოდა. გამხდარი იყო. საშულაო სიმაღლის. წვრილი ნაზი ხელებით და ფეხებით. წვრილი წელი ჰქონდა და მრგვალი მხრები. მაღალი ყელი და გამოკვეთილი ყბის ძვლები. თმისავე ფერის წარბ წამწამი.თვალები კი სასწაულად ლამაზი ზღვისფერი, ისეთი ღრმა და უძირო როგორც ზღვა ისეთივე ამოუცნობი. ადმაიანს მისი თვალების გამო ცისკენ ახედვა აღარც გაახსენდებოდა. ლამაზი ნუშისებრი ჭრილი ჰქონდა. სწორი ოდნავ აპრეხილი ცხვირი. თხელი ლამზი ტუჩები. . ბედუინმა თავისი თავი იმაში გამოიჭირა რომ ეს უცხოელი ერთი დანახვით შეისწვალა თვითეული დეტალი გონებაში ჩაიხატა. რა ექნა თუ მისი ზღვისფერი თვალები სხეულზე ბეწვს უშლიდა.მისი ათრთოლებული ტუჩები კი გულს აძგერებდა. არ უნდოდა თავის თავი ამაში გამოეჭირა, მაგრამ ამ უზარმაზარ უდაბნოშო მოგზაურობისას იმდენჯერ უფიქრია ასეთ რამეზე რომ თავის თავს გამოუტყდა ეს გოგო ნამდვილად გულში ჩამივარდაო.ამ ფიქრებში გართულს საათები გაჰპარვოდა. არც ნანობდა რომ დასვენებას თავისი ახლაი გრძნობების შესწვალა არჩია. ჯერ კიდევ საათები რჩებოდა მზის ჩასვლამდე, ცხენი კუნტრუშებდა ამიტომ ბედუინმა გარეთ გაუშვა .აფსოლიტურად ენდობოდა ერთგულ პარტნიორს ზუსტად იცოდა არასდრის მიატოვებდა.კარავში დარჩნენ ის და გოგო. ალ კაბირი პირით ჩემსკენ ეძინა. მეც მივწექი მაგრამ ვერ დავიძინე. ვუყურებდი და ვუყურებდი წამით არ მინდოდა გამეხადა ისეთი მშვიდი იყო, ნაზი და დუაცველი. მალევე შეიშმუშნა და თვალები დააფახულა. ნელა წამოჯდა მუხლებზე. თმა მხრებზე გადიაყარა და თვალები დააცეცა. უბრალოდ ვუყურებდი და სხვა არც არაფერი შემეძლო ეს გოგო ისე რომ ვერც იაზრებდა სრულიად მაჯადოებდა. მზერა ჩემზე გააჩერა. მერე ისევ გარეთ გაიხედა. მზე ჯერ კიდევ ახლა მიდიოდა დასაველთით. ______________________________________ გამარჯობა! ეს ამ ისტორიის პირველი თავია.გთხოვთ მაპატიოთ გრამატიკული შეცდომები .ვეცდები ყოველ ჯერზე გავაუმჯობესო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.