შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (ნაწილი 2)


21-01-2024, 11:36
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 849

მივხვდი რომ წასვლას ელოდა.

მე: კიდევ ერთი საათი ვერ წვალთ, დაიძინე.

ის:არ მეძინება, შუადღის ძილის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.

მე: გასაგებია . თუ საიდუმლო არაა აქ როგორ მოხვდი?

ის: ხო ეგ... მე საქართველოში ვცხოვრობ, ასე ჰქვია ჩემს ქვეყანას. იქ დავიბადე და გავიზარდე. ევროპისა და აზიის გასაყარზეა. ჩემი ოჯახი ახლა იქაა. ამის ხსენებაზე ცრემლები მოერია. სიმართლე გითხრა, ბავშვობიდან მიზიდავდა ეგვიპტე, პირამიდები, სფინქსი და ნუ ყველაფერი აქაური. საჰარაც კი მაგნიტივით მიზიდავდა თავისკენ. აქაური ქვიშის მორევი და უამრავი დაფლული საიდუმლო. დაბადების დღეზე საჩუქრად ეგვიპტის ბილეთი მოვიღე. ჩავედი იქ და ჩემი სურვილი ავიხდინე.ერთ კვირიანი იყო ეს პატარა მიგზაურობა. გადავწყვიტე რომელიმე ჯგუფს შევერთებოდი და საჰარა მენახა. აქედან მის გარეშე ვერ წავიდოდი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ჯგუფი ვერ შევარჩიე სწორად. ერთი დღის შემდეგ შემთხვევით მოვისმინე, რომ თურმე ეს გიდები ლიბიის საზღვარზე მონებად გაყიდვას გვიპირებდნენ. ელდა მეცა. ჩუმად მინდოდა წასვლა და სხვებისთვის თქმა მაგრამ ხმაური გამოვიწვიე.მიმიხვდნენ, ვეცადე მომეტყუებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე.  დამიჭირეს და ჩვენი ბანაკიდან მოშორებით გამათრიეს. ალბათ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ. ვუძალიანდებოდი ამიტომ დამჭრეს და აქ სასიკვდილოდ დამტოვეს. მერე კი შენც გამოჩნდი.ალბათ დანარჩენები უკვე რა მდგომარეობაში არიან.ახლა არ ვიცი, მე უფრო საცოდავი ვარ თუ ისინი. 

ჰო, ალბათ ამიტომ ბოდავდა არაფერი ვიციო.

მე:სამწუხაროა ასეთი რამ რომ გადაგხდა. ასეთია საჰარა, რაც არ უნდა დრო გავიდეს ისევ ისეთი ანტიკური . მონობა აქ ისევ არსებობს . და კინაღამ ამას ემსხვერპლე.

ის: ჰო მართალია კიდევ,... კიდევ მინდა მადლობა გადაგიხადო შენ რომ არა, ახლა ალბათ ქვიშას უკვე დახრჩობილი ვეყოლებოდი. სიცხისგან და წყურვილისგან მოვკვდებოდი. სიკვდილს გადამაჩინე. სამწუხაროდ ამის გადახდა არ შემიძლია, მაგრამ მართლა ძალიან მადლობელი ვარ.

მე: არაფერია. გადახდას არც გთხოვ. მართლა მინდა დაგეხმარო. მე აქედან ფარაფრას ოაზისში მივდივარ. იქიდან შეგიძლია ეგვიპტეში დარეკვა. ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და იქ წახვალ.ეგვიპტიდან კი ოჯახთან დაბრუნდები. ფარაფრამდე ერთი თვის სავალია. არ გეტყვი რომ ეს გზა მარტივია, პირიქით. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სახლში უსაფრთხოდ დაგაბრუნო, მაგრამ ამას მარტო ჩემი სურვილი არ ეყოფა და შენ ეს იცი. არ უნდა დანებდე და ძალა გეყოს  იქამდე მისასვლელად . გზად ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება და ამას უნდა გაუძლო. მე ყველანიარად დაგეხმარები.

ის:მართლა უღრმესი მადლობა, თქვნთან სიკვდილამდე ვალში ვარ.

მე: არ ღირს . მზე უკვე გადავიდა სჯობს ავბარგდეთ და გზას დავადგეთ, დროის დაკარგვა არ შეიძლება. 

მალევე ავშალე კარავი და თხუთმეტ წუთში ჩვენი კვალიც აღარ ემჩნეოდა აქაურობას.  მას გავხედე, მზერა ცხენისთვის გაეშტერებინა.

მე: კარგი აბა ცხენზე ჯირითი შეგიძლია? ჯერ მე შემომხედა მერე არაბულ შავ ბედაურს და  თავი გააქნია.

მე: ნუ მაგას ვუშველოთ.

ბარგი ავკიდე ცხენს და მეც ზედ მოვექეცი. ხელი გავუწოდე. მომკიდა.ხელები როგორი თბილი აქვს. მალევე ჩემს უკან იჯდა.

მე:ჯაფარს უყვარს სწრაფად ჯირითი ასე რომ, ყურადღებით იყავი და მომეჭიდე.

ის:ჯაფარს?

მე: მას ასე ჰქვია .

  ცხენი ნელა დაიძრა, ჯერ სიმძიმე შეამოწმა შემდეგ კი, როგორც სჩვევია ჰაერში აცეკვდა. მის ხელებს ჩემს წელზე ვგრძნობდი და ეს უცნაურ შეგრძნებას მიტოვებდა. ალბათ ერთი საათი ვიარეთ კარგადაც დავივაკეთ.

ის: ის რა არის?

მე: რა?

ის: აი იქით ოთხი შავი წერტილი რომ ჩანს რამე ცხოველია. ? ხელი ჩვენს უკან მავალი ოთხ წერტილზე შეაჩერა.

მე: როდის შენიშნე.

ის: ახლახანს.

მე: ხო ნუ... ეგ ცხოველები არ არიან, ცხენებზე ამხედრებული ტურაგები არიან.

ის: ტურაგები?

მე: ისინი მიმტაცებლურ ცხოვრებას ეწევიან. ქარავნებს თავს ესხმიან და ძვირფასეულობას პარავენ .ალბათ კვალი აიღეს და გამოგვყვნენ. უნდა ვიჩქაროთ.

ის: საშიშები არიან?

მე: როგორც წესი მე არ მისაფრდებიან, მაგრამ ახლა შენიშნეს და სიტუაციის გამოყენება გადაწყვიტეს.

ის: ამაში მე მგულისხმობ?

მე: ნაწილობრივ კი .

ის: მათ ხომ არ იციან რომ მე გოგო ვარ არა, იქნებ ბიჭი ვარ ეს ხომ არ აწყობთ?

მე: მათ შენსავით მახვილი თვალი აქვთ. ესეც რომ არა, არავინ იჯდება მეორე კაცთან ერთად ერთ ცხენზე. 

ის: და შენ რამე ისეთი გაქვს რისი წაღებაც უნდათ?

მე: კი წყალი და საკვები კიდევ... ბედუინს არ უნდოდა გოგო დაეფრთხო, თორემ თვითონ კი იცოდა, რომ იმ ტურაგებს ახლა ეს გოგო უნდოდათ და არა სხვა რამე. 

მე: მათი ცხენები საკმაოდ სწრაფია, მანძილი კი არც ისე დიდი.  მათგან თავის დაღწევას ვერ შევძლებთ. მხოლოდ ერთი გზაა, დრო უნდა მოვიგოთ და შენი დახმარებაც დამჭირდება.

ცხენს აღვირი გადაჰკრა და ისიც გაფრინდა.

მე: ახლა მომისმინე ყურადღებით. ჩათვალე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე შენ მათთან მუნჯ მონად გაგასაღებ და ვიტყვი, რომ აქ გიპოვე და მიმყავახარ ჩემს ოჯახში, რათა მშობლებს დაეხმარო. შენ ერთი ბგერაც კი არ უნდა დაგცდეს გაიგე? თორემ ჩათვალე დავიღუპეთ. შენი ცხენიდან უხეშად ჩამოგდება მომიწევს.
ფრთხილად იყავი და კიდურებს არ დაეყრდნო, დაიმახსოვრე არანაირი სიტყვა. ისინი დაეჭვდებიან. ამიტომ მონას უნდა დაემსგავსო . თავიდან ლისამი მოიხსნა და გოგოს ყავისფერ თმაზე დააფარა. კარგად შეუკრა მხოლოდ თვალები უჩანდა. 

მე: აი ასე ჯობია. ხო კიდევ, სამკაულები უნდა მოიხსნა .

მან თითებიდან ბეჭედი წაიძრო და სამაჯურები. ყურიდან საყურეები მოიხსნა. ყელიდან კი ორი მძივი.  ხელში ჩამიდო.

მე: კარგია აი ასე. მომისმინე ცხენი ახლოვე იქნება. როგორც კი განიშნებ გაიქცევი, მე ამას მათ დავაბრალებ და ამით დაპირისპირებას თავიდან ავიცილებ . ისინი წავლენ, შენ ერთი დღე უნდა იარო ცხენით. კლდეებთან მიხვალ, ღამეს იქ გაატარებ. მეორე დღით კი მეც მოვალ.  ფრთიხლად იყავი გზაზე, ახლა ორივეს სიცოცხლე შენს ხელშია.

შეშინებული მიყურებდა არმინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ მის თვალწინ მათ ვერ შევებრძოლები. არ მინდა უარესად დავსტრესო. თავი დამიქნია, ხელი ჯიბისაკენ მიმქონდა მისი სამკაულები რომ ჩამეწყო. გამაჩერა. ერთი ყელსაბამი ამოიღო და მუჭში მოიქცია.

ის: ამის გარეშე ვერსად წავალ, ესაა ჩემი მცველი . დანარჩენი შეგიძლია აქვე გადაყარო, უბრალოდ აი ის ყელსაბამი დაიტოვე და მოუარე სანამ ჩემთან დაბრუნდება. დედაჩემისაა და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ კარგად, ასე რომ მოუბრთხილდი და მალე დამიბრუნე.

მე: ესეც აიღე.

ის: არა, ახლა შენ იცი ეს ჩემთვის რამდენად ძვირფასია. ასე რომ იძულებული ხარ კიდევ მნახო. ასე რომ ვთქვათ გარანტია მაქვს რომ კარგად იქნები . უკვე გვეწეოდნენ.

მე: მოემზადე. მალე მოვლენ. ყველაზე მეტად ის არ მინდა რომ გატკინო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მხოლოდ ასე დაგიცავ. უკან არ მობრუნდე იქ დამელოდე . აუცილებლად მოვალ.
თავი დამიქნია . მისი ზღვისფერი თვალები აწყლიანებულიყო. შავი ცხენები გარს შემოგვეხვივნენ. სულ ოთხნი იყვნენ. მარტო რომ ვყოფილიყავი მათ გავუმკლავდებოდი, მაგრამ მასთან ერთად ვერა.ცხენიდან ჩამოვედი მათაც გაიმეორეს. მომესალმნენ მეც იგივე გავიმეორე. მათი მეთაური მესაუბრებოდა.

ის: გამარჯობა ალ ქაბირ.

მე: გაგიმარჯოს. აქ რამ მოგიყვანა?

ის: დარწმუნებული ვარ იცი ჩვენი წესები. ერთ ქარავანს მივყვებოდით  და რა შევნიშნეთ, ჩვენი დიდიებული ალ ქაბირი ცხენზე ქალთან ერთად. თანაც ისეთთან რომელსაც უფრთხილდება. ვიფიქრეთ ცოლი შეირთე და მოსალოცად მოვედით და ძღვენსაც ველით.  ნეტავ ასე იყოს. გავიცინე.

მე: როგორ შემცდარხართ. ეს ქალი აქვე ახლოს ვიპოვე, ცხენმა ინიშნა ალბათ. მკლავშია დაჭრილი და საბრალო მუნჯია. შეშინებული იყო. შემეცოდა აქ სასიკვდილოდ. ჩემებთან მიმყავს ფარაფრაში, იქ ცუდად არ მოექცევიან და არც მოკვდება ასე რომ, არა ის ჩემი ცოლი არ არის.

ის: სამწუხაროა, მაგრამ უნდა გვანახო ეგ შენი მონა ქალი.

თავი დავუქნიე . ცხენთან მივედი. ხელზე დავქაჩე და ძირს დაეხეთქა. იმედია კარგადაა. ახლა მგონი მე უფრო ცუდად ვარ ვიდრე ის, ასე რომ ვუყურებ. ისინი მოგვიახლოვდნენ. არცერთს არ გვიყურებდა. 

ის: ანუ მუნჯია ხო? თავი დავუქნიე

ის: და დაჭრილი.

მკლავში ჩაავლო ხელი. ლამის მე ვიყვირე  და მან რანაირად არ ამოიღო ხმა არ ვიცი. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა .

ის:ესეც მართალი ყოფილა. კარგი როგორც არის. მართალი ყოფილხარ ალ ქაბირ, მაგრამ ასე ხომ ვერ გაგვიშვებ .

მე: სამწუხაროდ არანაირი ძვირფასეულობა არ მაქვს თან. სხვა დროს გაგისტუმრებთ. ახლა დაგემშვიდობებით მონას ეშინია და არაა გამორიცხული გაიქცეს.  ნამიოკს მიმხვდა  და თვალის დახამხამებაში ცხენზე აღმოჩნდა. ისე გაქროლდა თვალიც ძლივს მოვკარი. ასე კარგად თუ გაართმევდა თავს არ ველოდი.

მე: ჯანდაბა! მართლა გაიქცა, ახლა რა ვქნა მითხარით?! მონაც გამიქციეთ ცხენიც და მასზე არსებული საკვებიც . რას მეტყვით ახლა? არ გთხოვთ ანაზღაურებას ახლავე მომცილდით თავიდან საშინლად ვარ გაღიზიანებული.

ის: კარგი რა ალ ქაბირ ერთი მონის გამო ასე ნუ გაგვიშვებ. თან სიმართლე რომ გითხრა, სულაც არ გავდა მონას ხელები ისეთი ნაზი ჰქონდა .და ისეთი თეთრი აქ ასეთი თეთრები პატარა ბავშვებიც კი არ არიან. სად იპოვე ეგ შენო ვითომ მონა, გამოტყდი .

მე:ის მონა ჩემ ოჯახში უნდა მიმეყვანა . ამასთანავე, მასში ფულიც არ გადამიხდია, თქვენ კი ის ცხენთან ერთად დამაკარგვინეთ. მის ხელებს რაც შეეხება, არავის მოუცია უფლება ასე შეხებოდი. ეს ჩემი შეურაცხყოფაა, რომელიც წესით არ უნდა გაპატიო. აქ ყველამ იცის რომ ქალის ასე შეხება კანონის დარღვევაა.

ის: ვალდებული ვიყავი გადამემოწმებინა . მაშინ ხელებზე რას იტყვი ასეთი ნაზი უნდა იყოს?

ძალინ ვბრაზდებოდი . როგორ ბედავს ასეთი რამის თქმას. ამ საკითხში ყველა ერთნაირად მკაცრია. ის მართლა იმსახურებს დაისაჯოს. იქიდან მეორე კაცი გამოეხმაურა.

ის: კარგით რა უფროსო, ყველას სამუშაოს ხომ არ ასრულებინებენ. ალბათ ისიც ასე იყო. თან როგორი ლამაზია მას ყველა სხვა რამისთვის გამოიყენებდა. ერთხმად გადაიხარხარეს.

მე: როგორ ბედავთ და ასეთ რამეს ამბობთ! ეს მისი კი არა ჩემი შეურაცხყოფაა და ამისთვის პასუხს აგებთ.

ხმალი ვიშიშვლე. ამის ასე დატოვება არ შემიძლია  ის მართლა რომ მონა იყოს, ასე მაინც არ უნდა ისაუბრონ და ვითუმეტეს, რომ მონა არაა და ჩემთვის ასეთი ძვირფასია.მათაც იგივე გაიმეორეს. ბრძოლა დიდიხანს არ გაგრძელებულა . მალევე ჩამიცხრა ის ბრაზი და შევწყვიტე . ორი დაჭრილი იყო. მესამე გაკაწრული. მე ახლა შევნიშნე, რომ მკლავზე მქონდა ნაკაწრი. არც კი ვფრძნობდი მას.   ისინი მართალც მომცილდნენ. იქაურობას თვალი მოვავლე და ქვიშაზე წითელი ლაქები შევნიშნე . ჯანდაბა სისიხლი დაედინა ეს იდიოტები . ჭრილობა დიდად არ მაწუხებდა შეუჩერებლად მივდიოდი. მასთან მალე მინდოდა მისვლა. ალბათ ეშონოდა და მელოდებოდა. თანაც დაჭრილი იყო. ის ნამდვილად ვერ გავთვალე რომ საკვები და წყალი დამჭირდებოდა. არაუშავს მეტიც გამიძლია უწყლოდ.  ჩაფიქრებული მივდიოდი გზაზე, რაღაც ტომარა რომ დავინახე. ხელში ავიღე. ეს ჩამი იყო, წყალი და საკვები იყო შიგნით. ეს აქ სპეციალურად დააგდო? ვაღიარებ ჭკვიანიც ყოფილა. წყურვილი დავიკმაყოფილე და ჭრილობაც მოვიბანე. არ გავჩერებულვარ, ამიტომ იმავე ღამეს თითქმის გამთენიისას მივედი კლდეებთან, მაგრამ კარავი ვერსად დავინახე. მოვათავლიერე კვალი სადღაც ქრებოდა. რა მოხდა,სად არის?

მე: ჰეი სად ხარ? გამოჩნდი მე ვარ .

კლდეებთან ვეძებდი. და ვეძახდი .მისი სახელი არ ვიცოდი. საიდანღაც გავიგე ჩუმი ხმა და მალევე მივაგენი, კლდეების შუაში იჯდა. ფეხებზე შემოეხვია ხელები და მთლიანად კანკალებდა. აქ რას აკეთებს. მივუახლოვდი . მთლიანად კანკალებდა. გონზე არ იყო. ფერი უარესად დაეკარგა და ტუჩები გალურჯებოდა. ასეთი რომ დავინახე, გულში რაღაც ვიფრძენი, თითქოს ძაფები გამიჭირეს. ხელი მაჯაზე მოვკიდე და შვებით ამოვისუნთქე, პულსი ნორმაში ჰქონდა. მაშინვე დავიწყე კარვის გაშლა. მალევე მოვრჩი.მასთან მივედი. ხელებში მოვიქციე და კარავში მივიყვანე. აქლემის ტყავზე დავაწვინე უგონოდ მყოფი. საწყლად კანკალებდა . რას ვფიქრობდი აქ მარტოს რომ ვუშვებდი. ხელზე დავხედე. ჭრილობიდან ბლომად სდენია სისიხლი,მაგრამ მალევე შეწყდომილა. გავუსუფთავე და შევუხვიე. თმიდან მოვაცილე ლისამი და ტანზე გადავაფარე. არაფერს ცვლიდა, მაგრამ მაინც. წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოეყარა.  სახიდან ფრთხიალდ მოვაცილე კულულები. ასეთიც კი როგორი ლამაზი იყო, ანგელოზს გავდა. იქვე ლოტუსის პაზაში მოვიკეცე და ხელი მაჯაზე მოვკიდე. მისი პულსის მოსმენა საოცრად მამშვიდებდა.  ნელ-ნელა ხელები გაამოძრავა, ანუ გონზე მოდიოდა. მშვიდად ვიცდიდი. თვალები არ გაუხელია, მაგრამ იმდენს მივხვდი, რომ ახლა უბრალოდ მშვიდად ეძინა და საშიში არაფერი იყო. მეც იქვე მივწექი, მაგრამ საერთოდ არ მეძინებოდა. შვება იყო რომ ცოცხალი გადარჩა . ხანდახან გამოძრავდებოდა ხოლმე. სახით ჩემსკენ შემობრუნდა. ახლოს იყო . ძილბურანში ვიყავი მკლავზე შეხება რომ ვიგრძენი და გავიხედე. მშვიდად ეძინა, მაგრამ თავი ჩემს მხარზე ჩამოედო და აქეთ მოჩოჩებულიყო. უცნაური გრძნობა იყო თავისებური სითბო ჩამიდგა სხეულში. ხელი არ შემიშლია, მშვიდად ვუყურებდი. მაგრამ მისი ხელი ჩემს სხეულს რომ შეეხო, გული ისე ამიჩქარდა ალბათ მალე გამისკდებოდა. ხელი ჩემს მუცელზე ჩამოედო და სულ არ აწუხებდა ის ფაქტი რომ სუნთქვა გამეყინა,სხეული დამეჭიმა მისი შეხებისგან .სუნთქვა შემეკუმშა. ჩემი გული კი უკვე საგანგაშოდ სწრაფად ფეთქვადა. ალბათ გადაწყვიტა ჩემი ასე მოკვლა .გავირინდე.მის მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი.  ახლა ალბათ ვერც კი დავიძინებ. 

თვალები გავახილე. როდის ჩამეძინა ვერც გავიგე. კარგა ხნის გათენებული იქნებოდა. თავი მისკენ გავატრიალე. მშვიდად ეძინა. მალევე გამოძრავდა და თვალებიც გაახილა. რამხელა შვება იყო ვერ ავღწერ .გუშინ იმ მდგომარეობაში რომ ვნახე შემეშინდა რომ მის თვალებს ვეღარ ვნახავდი . მაგრამ ახლა ისევ მიყურებდა. მალევე ადგა. თვალები მოისრისა.

ის: როდის დაბრუნდი?

მე: წუხელ და რომ ვერ დავინახე კარავი ნამდვილად გამიკვირდა, მერე კლდეებში გიპოვე. კანკალებდა სიცივისგან და აქ გადმოგიყვანე, ისე გციოდა მართლა მეგონა რომ რამე დაგემართა, მაგრამ მადლობა ღმერთს კარგად ხარ.

ის: ჰო ეგ... კარავი ვერ გავშალე, არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ. ამიტომ თავი და ბოლო ვერ გავუგე. აქამდე ლაშქრობებში რომ მივდიოდით სულ ჩემი ძმა და მეგობარი ბიჭები შლიდნენ კარავს ჰოდა არ გამომივიდა.

მე: ეგ არაფერი მთავარია კარგად ხარ.

"ჩემი ბიჭი მეგობრები" ეს სიტყვები ცუდად მომხვდა. როცა მასზე ვფიქრობდი არცერთხელ გამიფიქრია, რომ შეიძლება თავის ქვეყანაში შეყავრებული ან საერთოდ ქმარი ელოდება, ასე უპირობოდ მივისკაუთრე. ამაზე ფიქრმა დიდად არ გამახარა.

ის: ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ. და დიდი ალბათობით უწესო ადამიანი გგონივარ რომელიც ბევრ ბიჭს ემეგობრება. თავის იმით მართლებას არ ვაპირებ, რომ ის ევროპაა და იქ ყველაფერი სხვანაირადაა. სიმართლე გითხრა საპირისპირო სქესის ადამიანებს ვერასდროს ვემეგობრებოდი . თავს მათთან უხერხულად და შევიწროვებულად ვგრძნობდი, მაგრამ წრე ჩემს გარშემო ბევრი ბიჭისგან შედგებოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე, რომ მიწევდა მათთან ურთიერთობის დალაგება და შემდეგ ეს ჩვეულებრივად იქცა. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ჩვენი კულტურები ერთმანეთისაგან ძალინ განსხვავდება, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც კი არ ვარ ცუდი გოგო, მართლა. სულ მაკოპლექსებდა ის ფაქტი რომ ბიჭებს ვერ ვუგებდი, მაგრამ დიდად აღარ მანაღნლებს. შეგიძლია ჩათვალო რომ უსირცხვილო და გარყვნილი ვარ მაგრამ სიმართლე სხვაა. ახლა ცოტა ნანობ კიდეც არა, რომ გადამარჩინე?

მე: არ დაგიმალავ და შენც იცი. მართალი ხარ, ჩვენი კულტურები სრულიად სხვაა,აქ ასეთი ურთიერთობები მიუღებელია .მაგრამ  არ მაქვს ამ საკითხზე ასეთი შეხედულება.  ჩვეულებრივ მესმის იმის, რომ გოგოს და ბიჭს მეგობრობა შეუძლიათ. ასე, რომ იმის თქმა, რომ შენს გადარჩენას ვნანობ სრული უაზრობაა. ასეთი ფიქრით თავს ნუ დიაღლი.

კიდევ დღეს საღამომდე აქ გავჩერდებით, ორივეს დასვენება გვჭირდება. ახლა თუ გინდა ძილი განაგრძე ან უბრალოდ დაისვენე, მე ბარგს ამოვალაგებ და ცოტა ვჭამოთ. წამოვდექი. ჩანთა ცხენიდან ჩამოვიღე, მაგრამ ჩემმა ჭრილობამ შემახსენა თავი.
_____________________________
გამარჯობა????????. ესეც მეორე თავი.



№1 სტუმარი მია

<3 <3 <3 რომ არ გინდა რომ დამთავრდეს❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

♥️♥️♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

დაგიზეპირებია ნეფერტიტი....
"ბედუინი" - ს ცუდი ვარიანტია...

 


№4 სტუმარი ნასწია

მე კი მინდა გაგრძელდეს გინდ ნეფერტიტი იყოს და გინდ სხვა ძალიან მომწონს და თუ შესაძლებელია ბოლომდე დაწერეთ ეს რომანი.წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent