შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (ნაწილი 3)


22-01-2024, 16:23
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 730

ჩემმა ჭრილობამ შემახსენა თავი. ბარგი კარავში შევიტანე. ალბათ ეს ნაკაწრი გამეხსნა, რაც კარგი ნამდვილად არაა.თვალს არ მაცილებდა. რაღაცას ამჩნევს.

ის:რა გჭირს?კარაგდ ხარ?

მე: კი, კი .

ის: მოიცა, ეგ რა არის?

დალაქულ მაისურზე მანიშნა.

მე:ა ეს ...

ის:შენ რა დაჭრილი ხარ? 

ფეხზე ადგა და მომიახლოვდა.

მე:ისეთი არაფერი, უბრალო ჭრილობაა.

ის:რათქმაუნდა, რომლიდანც სისიხლის გდის . დაჯექი მანდ .

მე: რა?

ის: რამე გაუგებარი ვთქვი?
მანდ დაჯექი და დაისვენე . გუშინდელია ხო?

მე: უბრალო ნაკაწრია.

ის: რომელსაც შეხორცება სჭირდება და თუ გგონია, რომ ასე აქეთ-იქით  სიარულით შეხორცდება შემცდარხარ. იმედია, აქ ასე სიკვდილს არ აპირებ.

მე:ასე ძალიანაც ნუ აზვიადებ.

ის: ვითომ? მოდი აბა ვნაოხთ.

მე: რაა?

ის: რა ?! რამეს თუ არ მოვიფიქრებთ შეიძლება ინფექცია შეგეჭრას.ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ შენს მესაფლავეობას არ ვაპირებ.ჩამეცინა.

მე:დარწმუნებული ხარ, რომ ამის გაკეთება შეგიძლია?

ის:მაგას ერთად გავიგებთ, თუ დამეხმარები ვფიქრობ შევძლებ არ მოგკლა.

მე:კარგი ასე იყოს. მანდ ტომარაში სუფთა ნაჭრებია. ეგ მოიტანე, წყალი და აი მანდ მალამოა.

მოიტანა და წინ ჩამოჯდა. 

ის:ხელში გაითავისუფლე.

მე:რაა? მართლა გამიკვირდა. .

ის:რა? ისე როგორ შეგიხვიო. ნუ ღელავ, შენი სხეულით ვითუმეტეს ამ სიტუაციაში დაინტერესებული არ ვარ.

ნელა მოვიცილე ლისამი. ხელზე გრძელი ნაკაწრი მქონდა.

ის:არა, უბრალო ნაკაწრი ხო ?

მე:არც ისე სერიოზული.

სველი ნაჭერი აიღო და სისხლს მაცილებდა.

ის:ბოდიში თუ გტკენ მოხერხებული არ ვარ.

მე:არა, არ მტკივა. მერე სუფთა ნაჭერი მომახვია.

ის:დავასრულეთ,ხედავ? შემძლებია.

ხელები მოიბანა და დაჯდა იქვე.მისი შეხებისგან კანი მიხურდა. გულიც მიცემდა . თვითონ კი ისე მშვიდად იჯდა. მილაგებით იყო დაკავებული. წაბლისფერი თმა ჩამოშლოდა. და ძალიან ლამზი იყო.ერთ-ერთი აბგა აიღო და გადადო იქით, მაგრამ ფეხი გადაუტრიალდა და ძირს დავარდა. მალევე ადგა და იქვე ჩამოჯდა.

მე:კარგად ხარ?რა დაგემართა.

ის:არაფერი, უბრალოდ ეს ფეხი გადამიბრუნდა და იმიტომ დავეცი.

მე:კოჭი გტკივა ?

ის: ცოტა .

მე:ფეხზე გაიხადე.

ასე მოიქცა. კოჭი მთლიანად დალურჯებული ჰქონდა.

მე:ასე ეხლა დაგემართა?რაღაც მეეჭვება.

ის:აქამდე არ მტკიოდა.

მივუახლოვდი ოდნავ მოვკიდე თითები. ამოიკივლა.

მე:მატყუებ, ეს გუშინ დაგემართა ხო?

ის:ჰო, მგონი ასეა.

მე:აქამდე უნდა გეთქვ.ა

ის:სერიოზულად არ ვთვლიდი.

მე:გავლას შეძლებ?

ის:მგონი კი.

მე:კაი ახლა დაისვენე.

იქვე მიეყუდა, ფეხები მოხარა და თავი ზედ ჩამოდო.სახეს თმა უფარავდა. ჩვენთან თმის გამოჩენა მიღებული არაა, მაგრამას მართლა ლამაზი თმა აქვს. თან ის აქაურ გოგოებს არაფრით ჰგავს.ის უფრო სხვანაირია თამამი,გამბედავი,მებრძოლი და თან ნაზი და დაუცველი. მასზე ფიქრებმა ძილში გამიტყუა. სიზმარს ვხედავდი: "ჩემს ცხენზე ვიჯექი და სადღაც მივქროდი, ძალიან სწრაფად.უცებ გავჩერდი.აქეთ- იქით ყურება დავიწყე, მას ვეძებდი,მაგრამ არსად არ იყო.მერე ხელებში სიმძიმე ვიგრძენი, დავიხედე.ხელები სულ სისიხლიანი მქონდა. უცებ ჩემს წინ ის გაჩნდა. უფროსწორედ, ცხენზე ჩემ მუხლებზე უგონოდ იწვა. თვალები დაეხუჭა და სახეზე აუღწერელი ტკივილი ესახა. გაჩერებული, დავყურებდი.მერე შევანჯღრიე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა.ხელები უფრო და უფრო მიწითლდებიდა. თეთრი გრძელი კაბა ეცვა .მხრებზე თმა ჩამოშლოდა და ანგელოზს ჰგავდა. ვერაფრით ვაღვიძებდი
ხელებში მაკვდებოდა. მის  სუნთქვას ვგრძნობდი და უცებ შეწყდა." შევხტი და თვალები გავახილე. შვებით ამოვისუნთქე რომ გავიაზრე სიზმარი იყო .გავხედე, ისევ მშვიდად ეძინა.გული ისე მქონდა აჩქარებული სადაცაა გამისკდებოდა. ცოტა წყალი დავლიე და გული დავიმშვიდე.დავჯექი და ჩავფიქრდი.სიზმარი გაფუჭებული დისკის კადრივით მიტრიალებდა. ეს ნიშანი იყო, ნიშანი ორი უკიდურესობისა. მე უნდა გამეკეთებინა არჩევანი.მის მიმართ გრძნობების გაღმავება ჩემს დაბნევას და ყურადღების გაფანტვას გამოიწვევდა. რაც იმ შედეგამდე მიგვიყვანს რაც სიზმარში, ან მეორე უკიდურესობა, ისე მოქცევა, როგორც ამას ჩემი წესი და ტრადიცია მოითხოვდა. ასე ის გადარჩებოდა, მაგრამ ჩემგან შორს და ეს სწორი იყო. ის სიცოცხლეს და მშვიდ ცხოვრებას იმსახურებს.მისი მომღიმარი სახე ტანჯვას ვერ აიტანს. ამასობაში მზეც გადავიდა და ბარგის ჩალაგება დავიწყე. ცხენს ავკიდე. იქვე დადებულ ლურჯ ლისამს შევხედე, რომელიც მისი ნახვის შემდეგ ერთხელაც არ მკეთებია. მოვიხვიე და თვალები დავიტოვე.ჩემს თავს დავპირდი, რომ ისე მოვიქცეოდი, როგორც ამას წესი მოუთხოვდა.ხმაური გავიგე და მივხვდი გაეღვიძა. ვხედავდი ადგომას აპირებდა. და ხელით მივუთითე ჩარდახის საყრდენს დაბჯინებოდა, ასეც მოიქცა. აშკარაა სიარული უჭირდა. ცოტა თავს დამნაშავედაც ვთვლიდი . ცხენი დავაჩოქე და ვანიშნე დამჯდარიყო.უცნაურად მიყურებდა, უკვირდა ასეთი ცვლილება, მაგრამ დუმილს არც ის არღვევდა. ამჯერად წინ იჯდა თავზე აღვირი გადავატარე და ვანიშნე ცხენს მოჭიდებოდა. ახლა საერთოდ არ ვეხებოდი.დიდიხანს უნდა გვემგზავრა. დიუნები, ხედები სწრაფად იცვლებოდა და ძალიან ლამაზ პეიზაჟებს გვთაბვაზობდა. მთვარე ცენტრში ბრდღვიალებდა, ცხენი რომ შევაჩერე. მასაც ვანიშნე ჩამოსულიყო და ჩარდახის გაშლა დავიწყე. ცხენს მიყრდნობილიყო და მზერა მთვარისთვის გაესწორებინა. ქვიშაში ორმო ამოვიღე და ნაკვერჩხალი ჩავყარე. ცეცხლი მალევე დავანთე და ზედ კარკადეს ჩაი შემოვდგი. აბგიდან ქილა შესქელებული რძე და თითქმის გამხმარი პური ამოვიღე. ვანიშნე მოსულიყო, ასეც მოიქცა. მსუბუქად ვივახშმეთ.ცხენი კარავში შევიყვანე და ბარგი დავაწყვე. ახლა კარავს შუაზე ცხენი ჰყოფდა. ერთ მხარეს თვითონ შევდია.

მე:გამთენიისას გაგაღვიძებ.

თავი დავუკარი და მეორე მხარეს შევედი. კარგად მეძინათქო ვერ ვიტყვი.გამეღვიძა, ბარგი ცხენს ავკიდე და მალევე ტანზე გამოვიცვალე. ქვიშისფერი აბაია და ამავე ფერის ლისამი მოვიხვიე. ხმაურზე მივხვდი, მასაც გაეღვიძა და თავის დაკვრით მივესალმე.თვითონაც იგივე გაიმეორა. ჩაით ვისაუზმეთ და სანამ ავიბარგებდით გამოველაპარაკე.

მე:დღეს ჰამადში შევალთ, კლდეებში.ყურადღებუთ უნდა იყო, სიმაღლემ თვალი არ აგიჭრელოს და ცხენიდან არ დაცურდე, თორემ სამივე დავიღუპებით.

თვალებში შიშმა გადაურბინა და მალევე დამეთანხმა. ავიბარგეთ და გზას დავადექით. გათენებულიც კი არ იყო, მაგრამ საშინლად ცხელოდა. სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო და ცხენის მიერ ამტვერებული ქვიშა გვწვავდა.მე სამოსი მოიცავდა.მას ისევ ის ეცვა რაც თავიდან.ნაშუადღევს ჰამადში შევდით.აქ ერთი სამალავი მქონდა, სადაც წყალი, საკვები და ცხენის საჭმელი იმალებოდა. მზე ცის წვერზე იყო, რომ ჩამოვქვეითდით და უსიტყვოდ მიავდექით გამოქვაბულს. ბარგი ჩამოვაწყვე და პატარა ჩარდახი გავშლე. გამოქვაბულში აბგები მოვჩხრიკე და ლაჟვარდისფერი ჰიჯაბი ვიპოვე.მაშინღა გამახსენდა, ეს ფარაფრაში ერთმა მოხუცებულმა მომცა, დამიჯერე გამოგადგებაო.მე შემთხვევით წამოვიღე და აქ აღმოჩნდა. გამეცინა მართლა გამომადგა. აბგა მივაწოდე და ცხენი გავატარე. ცოტახანში დავბრუნდი, ისიც გამოჩნდა. წამიერად მზერა გამიშეშდა .ძალინ უხდებოდა. ამ გადამთიელ ქალს არაბული ტრადიციული ჰიჯაბი საშინლად უხდებოდა. ერთადერთი თმას არ ფარავდა. ნელა მივუახლოვდი და მოსახვევი გავუკეთე.ახლა თმაც აღარ უჩანდა. აშკარად თვითონაც გაკვირვებული იყო ახალი სტილის სამოსით. მზერა ავარიდე .

მე:მე ჩარდახში ვიქნები, შენ გამოქვაბულში გრილად დაიძინე გაგაღვიძებ.

თავი დამიქნია და შებრუნდა. მეც შევედი.დაღლილი ვიყავი, მთელი დღე საშინელი სიცხით. გულით ქვემოთ დავწექი და მშვიდად ჩამეძინა.არ ვიცი რა დრო იყო გასული მაგრამ მისმა ხმამ გამაღვიძა. მალევე გამოვფხიზლდი.

მე:რა მოხდა?

ის:ხმა გავიგე მიწიდან.

მაშინვე მიწას დავადე ხელი ვიბრაცია მართლაც იგრძმობოდა.

მე:მართალია, რაც უნდა იყოს ახლოს არის.

გამოვედით, ჩარდახი უცებ მოვშლაე .

მე:გამოქვაბულში შევიდეთ, მალე გავიგებთ რა არის .

შევდით და სიჩუმეს მივაყურადეთ. მალე უკვე ახლოს ცხენების ფლოქვების ხმა გაისმა.სამი თუ ოთხი იქნებოდა.აქ გაჩერდნენ და ჩამობარგდნენ. ამას ხმებით ვიგებდით.გამოაქვაბული ძნელი შესამჩნევი იყო.ცეცხლის ხმაც გავიგე აშკარად.მერე საუბარი დაიწყეს ბევრი ხმა ისმოდა ექვსამდე.

ის:ვინ არიან? ძალიან ჩუმად მკითხა.

მე:არვიცი, მაგრამ მომთაბარეები არ არიან. უცხოელი ტურისტები იქნებიან. ასევე ჩუმად ვუპასუხე. მერე ორივე გავჩუმდით. მან მოსმენა დაიწყო.

ის: რუსები.

მე:რა?

ის:რუსები არიან.ჩემი ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობენ, მათი დაბყრობის ქვეშ ბევრი წელი ვიყვით.

მე:მათი გესმის?

ის:ისევე, როგორც ჩემი მშობლიური.

სმენად იქცა. რაღაც მომენტში სახეზე ფერი დაკარგა. თვალებში შიში აუელვდა.

ის: ჩემზე ლაპარაკობენ.

მე: შენზე? საფრთხე მეც ვიფრძენი.

ის:ჩემი ქვეყანა ალბათ მეძებს და ჯილდო ახსენეს თუ გადამცემენ, ფულს მიიღებენ, ბევრ ფულს.

მე:ისინი შენს ქვეყანაში დაგაბრუნებენ. ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ.წყალიც გექნება და არც დაგცხება .წამოდი დაელაპარაკე. აყენებას ვუპირებდი.

ის:არა არა, ეს არ შეიძლება.ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ისინი და ვენდოთ თუ არა. ასე უბრალოდ ვერ გავყვები ვერსად .თანც მათი სახელმწიფო ჩემი ქვეყნის ტერიტორიებს ფლობს. ისინი ჩემით შანტაჟს დაიწყებენ და ბოლოს შეიძლება ჩემი გვამი გადაასვენონ ან ეგეც ვერ. მათ არსად გავყვები. ჩვენი ბიჭები მათ დახოცეს, ძალიან ბევრი და მერე საზღვარზე გადმოყარეს. მზარავდა ამას რომ ყვებოდა, თვითონ ცრემლები სდიოდა.

ის:თუ მიპოვეს აუცილებლად წამიყვანენ და კაცმა არ იცის რა მომივა, ამას ვერ დავუშვებ. ტიროდა. ვერაფერს ვამბობდი.

მე:ვიფიქრე ასე მარტივად დაბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ ყოფილა.

ის:მაგას მირჩევნია აქ უწყლოდ და უსაჭმელოდ დამტოვო და მოვკვდე, ვიდრე იმათ გავყვე სადმე.როცა ომი იყო გოგოებს, პატარა ბავშვებს მამების თვალწინ აუპატიურებდნენ და კლავდნენ.ისინი არაადამინაები არიან მათთან არ მინდა .ტირილს უმატა.

კინაღამ გულ გამისკდა რომ წარმოვიდგინე და შეიძლება დამართონ. და თავი გავაქნიე.

მე:დამშვიდდი ვერ გიპოვიან არსად წაგიყვანენ.

ის:მართლა აქ სიკვდილი მირჩვენია იმას, რომ მაგათმა მოიპოვონ .

მე:დამშვიდდი მარტო არ ხარ, მე აქ ვარ არაფერი მოხდება .

ვცდილობდი დამემშვიდებინა.მალე დაწყნარდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.

ის:მგონი იძინებენ.ჩუმად ვერ გავალთ?

მე:ვერა, უნდა მოვიცადოთ. ცხენები მაშინვე იგრძნობენმ ხმაურს და გაიღვიძებენ.

თავი დამიქნია. მართლა ჩამოწვა სიჩუმე.კედელს თავი მივადე და თვალები მოვხუჭე. ზუსტად არ ვიცი რა დრო გავიდა, მაგრამ სავარაუდოდ ერთი ორი სააათი იქნებოდა გასული და შემოსული სინათლით თუ ვიმსჯელებდით, მზეც გადასული იქნებოდა.ქარავანი ახმაურდა. აბარგება დაიწყეს. უკვე გადიოდნენ, უცებ ქვიშა ჩამოიშალა აქედან არ ჩანდა. ვანიშნე გაჩუმებულიყო და გავისუსეთ. ვიღაცეებმა აქვე სიარული დაიწყეს. ერთმა იყვირა.შეშინებულმა გამომხედა.

ის:გვიპოვეს.

მე:რა ვქნათ?

ის:ვერ უნდა მიცნონ.

მე: ვთქვათ, რომ ჩემი ცოლი ხარ და მამულში მივდივართ და შევისვენეთ.ჰიჯაბი შევუსწორე .

მე:არ ისაუბრო და ხელები დამალე ეცადე თვალებში არავის შეხედო.
ის:რატომ?

მე:გიცნობენ შენი თვალების გამო.

ის:რანაირად?

მე:აქ არავის აქვს შენნაირი თვალები .

თავი დამიქნია. თავი მოვიმძინარეთ.ვიღაც შემეხო და გავახილე თვალები.თავი დააქნიეს .ინგლისურად მივესალმე. ის მშვიდად იჯდა .

რუსი:აქ რა გინდათ?

მე:მე და ჩემი ცოლი მამულში ვბრუნდებით და გზად აქ შევისვენეთ.

რუსი:ცოლი?იცით, ჩვენ ერთ გოგოს ვეძებთ, დაიკარგა, უცხოელია თეთრი კანით და ცისფერი თვალებით ხომ არ გინახავთ?

მე:ნამდვილად არა, გზაზე არავინ შეგვხვედრია.

რუსი:უნდა გადავამოწმოთ, იქნებ ის გოგოა, შენი ვითომ ცილი. უთხარი ჰიჯაბი მოიხსნას.

მე:მაგას არ იზამს, ამას ჩემი ტრადიციები კრძალავს. ის თქვენთან არ მოიხსნის ჰიჯაბს.

რუსი:უბრალოდ დავრწმუნდებით, რომ ის გოგონა არ არის.

მე: თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ, არ გინდათ. ეს ქალი ზაჰრაა და ჩემი ცოლია, ბავშვობიდან ვიცნობ.

რუსი:კარგი კარგი, მაშინ სანამ წავალთ ჩაიზე დაგვეწვიეთ თქვენ და ქალბატონი ზაჰრა.

მე თავი დავუქნიე.

მე:არ ილაპარაკო, მგონი გამოვძვრებით. თვალები და ხელები დამალე მაქსიმალურად.

თავი დამიქნია.გავედით, პატარა ნაჭერი გაეშალათ და ძირს ისხდნენ, ჩვენც დავსხედით.  ჩაი დაასხეს.მას გავხედე რაღაც უცნაურად მიყურებდა.ვერ მივხვდი რას ცდილობდა. ჩაის ვსვამდი თითქოს რაღაცას მანიშებდა, ალბათ ეშინოდა. მერე დავიბენივით და ძილი მომერია ყველაფერი ჩაშავდა.

გოგო:

ჩაის დასალევად გავედით.მე მათი ჩურჩული გავიგე, როგორ გაურიეს მის ჩაიში რაღაც, რათა მე წავეყვანე.ვცდილობდი რამენაირად მენიშნებინა არ დაელია, მაგრამ არ გამომივიდა. მალევე მიეძინა .ისინი ადგნენ.

რუსი:აბა ზაჰრა მოიხსნსი ჰიჯაბს, თუ მე გავაკეთო ეს?

მე:არ შეიძლება .

ის:თუ შენი ნებით არა მაშინ ჩემი ძალით. და ჩამომაგლიჯა.

ის:ოჰ ოჰ ოჰ ჩვენი ზაჰრა სინამდვილეში ქალბატონი ე'ლენა ყოფილა.ვერ მოგვატყუე ლამაზო, ჩვენთან მოდიხარ.

მე:მე ელენე მქვია. ვუყვირე. ამჯერად რუსულად.

ის:ვაა ვაა რუსულიც გესმის, ყოჩაღ, ეგ როგორ ვერ გავთვალეთ.არაუშავრს გავითვალისწინებთ. წამოდი ”გრუზიაში„ მიგვყავხარ.

მე:რა ჯანდაბა დაალევინეთ, რა უქენით, არსად არ მოვიდვარ .

ის:რა ფიცხი ხარ ლამაზო დამშვიდდი, ისეთი არაფერი ცოტას წაუძინებს და ეგაა რა .დაღამებამდე გაეღვიძება და თავისი ზაჰრა ფაა... ფუ.  გაიცინა.

მე:მოკეტე! არსად მივდივარ .

ის:აქ სიკვდილი გინდა ქალო?

მე:არ მოვკვდები და გინდ მოვკვდე, არ მოვდივარ!.

ის:საერთოდ რატომ ვკითხულობ .გააკავეთ!.

ორი კაცი მეცა და დამიჭირა თოკებით შემკრეს .

მე:გამიშვით! გამიშვი შე ცხოველო, ველურო. გიჟი ხო არ ხარ?! მე მონა კი არ ვარ, რომ ასე მექცევი.

ის:ახლა მონა ხარ ლამაზო და ენა დააყენე, სანამ დაგიკარგავს, გეცოდინება შენნაირ ლამზ გოგოებს რა ვუქენით რვა წელს. ხოდა მოკეტე, ამ უდაბნოში ვერავინ გიშველის.

სხვა გზა არ მქონდა. უკვე ცხენზე ვიჯექი გაკოჭილი .

მე:მოიცა, მოიცა, ერთი თხოვნა შემისრულე და მთელი გზა ხმას არ ამოვიღებ, გეფიცები.

ის:აბა გისმენ .

მე:ის გამოქვაბუში შეიყვანე .

ის:სურვილს მაგაზე ხარჯავ ?კაი ბატონო შენი ნებაა.

ასე მას ამ სიცხეში მზის დარტყმა დაემართებოდა.

ის:შეგიყვარდა?

მე:არ ვარ ვალდებული ნაშრომი ჩაგაბარო

ის:ასეა, რომანტიულია გეთანხმები, მაგრამ ხო იცი ეგეთები ცუდად რომ მთავრდება.

წავედით ახლა ჭკვიანდ. დიდი გზა გავიარეთ, ჩქარა მივდიოდით.ვერაფრს ვაკეთებდი, საერთოდ ვერაფერს, გარდა ტირილისა და  ამასაც ჩუმად .მთვარე კარგა ხანია ცაში იყო დაკიდებული ცოტა ხანს, რომ გავჩერდით.ჩამომაგდეს და ცეცხლთან მიმათრიეს..წყალი მესროლა.ცოტა დავლიე.

ისინი:ვხედავ პატარა ძუკნას მოსწყურებია

მე:ძუკნა დედაშენია! შე ნა**ვარო! ქალებს ასე არ ექცევიან, ეს განუვითარებული ხალხიც კი, თქვენ კი სუფთა უნახავი ღორებივით იქცევით.

ის:მოკეტე შე ძუკნა .ხელი გამარტყა ორჯერ.

მე:სულ ეს ხარ?!  წიხლი ჩამრტყა გამეცინა.

ის:გაგიმართლა ცოცხალი რომ გვჭირდები შე *ოზო.ახლა ჩვენ ცოტას წავუძინებთ შენ გვიყარაულე.

გაიცინა. დაიძნეს საოცარი სიჩუმე ჩამოდგა.გარემოს თვალიერება დავიწყე, რომ რამე მეპოვა და ალილუია! ვიპოვე. აბგასთან დაგდებული დანა, სულელები. მივხოხდი და თოკები ძლივს გადავჭერი. ახლა სადმე უნდა დავიმლო.  ისევ ჰამადში ვიყავი, კლედეებისკენ წავედი, რამე უნდა მეპოვა და დიდი ძებნის, მუხლების დატყავების და თავის გატეხვის შემდეგ ერთ, გრძელ ორმოს მივაგენი. ძალიან ვიწროა. ისეთი, რომ მეც ძლივს შევძვერი აქ ვერ მიპოვიდნენ. ცოტა ხანში ახმურდნენ და ყვირილი დაიწყეს.მეძებდნენ.ყვიროდნენ, ჩხუბობდნენ.რამოდენიმე მათგანმა მეც ჩამიარა და ვერ შემამჩნია. ჩემი ვარაუდით, ამ მომენტიდან ნახევარი საათი იქნებოდა გასული, რომ ისევ შეიკრიბნენ.მათი ლიდერი ყვიროდა და ილანძღებოდა .ამ დროს რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. უცნაური ამოკივლებების, ტკივილნარევი კვნესის ხმების და საიდანღაც "იარაღი აისხით" ყვიროდნენ.ოდნავ გავწიე თავი, რომ დამენახა. ვიღაც კაცი იყო, შავებში ჩაცმული მისი ხმალი მთვარის შუქზე ბრწყინავდა.ძალიან სწრაფად მოძრაობდა და მალე საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. კაცი კარვებს ჩხრეკდა, რაღაცას ეძებდა, ალბათ ქურდია . მერე აქეთ წამოვიდა და რაღაცას ათვალიერებდა.მივხვდი მე მეძებდა, მაგრამ გასვლა ვერ გავბედე. ამ მანძილიდან ვერ ვხედავდი, იქნებ ისიც ვინმე ყაჩაღი იყო, ჩემით სარგებლობის ინიციატივით.მალევე ნაცნობი ხმა შემომესმა. ის იყო, მე მეძებდა.გვირაბიდან ძლივს ჩამოვძვერი, კოჭი ისე მტკიოდა ლამის მეკივლა. ასვლისას დავიზიანე და შიშით ვერ ვგრძნობდი, ახლა კი თავი შემახენა. უფრო ახლოს მივედი, მაგრამ ჩავიკეცე.ფეხს ვეღარ ვდგამდი, თითქოს ყველა დღეს განვლილმა ერთად დამატყდა თავს და მთელი სხეულის ტკივილისგან ოთხად მოვიკეცე.ზურგით კლდეს ვეყრდნობიდი, ვცდილობდი დამეძახა, მაგრამ თითქოს ხმა ჩაწყდა.ახლომახლო ქვა ვიპოვე და კლდეს ვურტყამდი ბოლო ძალებით. მანაც ხმა უცებ გაიგო და აქეთ წამოვიდა. ეს ქვა დავდე და უკევ ეს იყო ბოლო რაც გავაკეთე. გონზე ვიყავი, მაგრამ საერთოდ არაფრის ძალა არ მქონდა. წამის მეასედში ჩემთან გაჩნდა შავი ლანდი და ჩემს სიმაღლეზე ჩაიხარა .უცებ შევხტი მოულოდნელობისგან. შავი ლისამი მოიხსნა.

ის:ნუ გეშინია მე ვარ. კარგად ხარ? დაშავდი?

პირველ კითხვაზე თავი დავუქნიე. მეორე უპასუხოდ დავტოვე.

ის:წამოდი წავიდეთ.

მე:ვერ ავდგები, კოჭი მტკივა. რეალურად მთელი სხეული საშინლად მტეხდა.

ოდნავ მომადო თითი ისე მეტკინა გული ლამის გამისკდა.

ის:კარგი კარგი, მოდი წყალი დალიე და გამოფხიზლდი.

მომაწოდა ჰიჯაბის მოხსნა არ მინდოდა ჩემი ჩალურჯებების გამო . მიმიხვდა.

ის:რატომ არ იხსნი? შენ მას არასდროს იკეთებდი და ახლა მოხსნა არ გინდა. მოიცა, იქნებ იმიტომ, რომ სახეზე რაღაც გჭირს. თავი გავაქნიე.

ის:იცი რომ ცუდი მატყუარა ხარ?

ოდნავ მომიახლოვდა და თვალები გაუფართოვდა. მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებდით, საშინელ დღეში ვიყავი. ღრმად ამოისუნთქა და წყალი მომაწოდა, დავლიე. გავუწოდე. ხელი დამიკავა და მთლიანად ყველა ძვალთან ჩასისხლებეს მიაშტერდა.მაჯებზე კი თოკების კვალს.ოდნავ გადამატარა თითი.

ის:გტკივა?

მე:ცოტათი.ამოვიჩურჩულე.

მე:კარგია, რომ მოხვედი. მე ძალიან მეძინება. ახლა მშვიდად ვარ .  მ

აშინვე თავი გააქნია და შემაჯანჯღარა.

ის:არა, არ დაიძინო. ილაპარაკე.

მე:დავიღალე, მეძინება.

ის:უნდა ადგე და წავიდეთ .

მე:არ მგონია ადგომა და ცხენზე დაჯდომა შევძლო.

ის:დაგეხმარები აქ ვეღარ გავჩერდებით.

მოდი აგაყენებ. ნატკენ ფეხს არ დაეყრდნო.

მე:ისე როგორ უნდა ავდგე?

ის: მართალი ხარ, ისე ვერ ადგები. ფეხს კი ვერ დაეყრდნობი. მაშინ მე მიგიყვან ცხენამდე შენი ნებართვით.

მე:სხვა რა გზა მაქვს.

თავი დავუქნიე. ფრთხილად მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა. ცხენზე დამსვა და თვთონაც დაჯდა.

ის:ხო არ დაშავდი?

თავი უხმოდ გავაქნიე დავიძარით. იმ ადგილს ჩავუარეთ

ის:არ უყურო.

ცხენი ქვიშაზე აცეკვდა. ხელები ზურგიდან მოვხვიე და თავი ჩამოვადე.ვიცი, რომ ეს არ შეიძლბა, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მეძინება.

აბდ ალ-ქარიმი

გამოქვაბულში გამეღვიძა.უკვე ღამდებოდა. ვერაფერს მივხვდი, სანამ მისი მზერა გამახსენდა .იმ ჩაიში რაღაც იყო და ამის თქმას ცდილობდა.ამის გაფიქრებაზე წამოვხტი და ცხადია ის აქ არ იყო . წაიყვანეს და გაქრნენ .კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.ასე იდიოტურად რატომ ვენდე. ცხენზე შევჯექი. სად მეძებნა არ ვიცოდი. აქ თუ გაჩერდნენ, ალბათ ლიბიის გზით გავლენ. მაგრამ მანამდე ბაჰარას და ფარაფრას ოაზისები უნდა გაევლოთ.მე ბაჰარას გვერდს ვუვლიდი, რადგან ხამსადანი მოგვისწრებდა. მათ ამაზე არ ეცოდინებათ. ქვიშის ქარიშხალი ბაჰარადან გასულებს მოუსწრებთ და დაიხოცებიან .ის რუსები არ მადარდებს, მაგრამ ის, ის არ იმსახურებს ქვიშაში დაკარგვას სამუდამოდ, ისე, რომ საფლავიც არ ჰქონდეს.მე მას დავპირდი, რომ ფარაფრამდე უსაფრთხოდ მივიყვანდი .ის მე მენდობოდა, მაგრამ ვერ შევასრულე, ვერ დავიცავი.ვიღაც ველური ღორების ხელში ჩავუგდე.უნდა ვიპოვო, რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვო. ბაჰარასკენ წავედი. ბევრი ვიარე თითქმის ცენტრში იყო მთვარე ცეცხლი რომ შევნიშნე.მის გარშემო კი ადამიანები. სილუეტებს ვარჩევდი. მათ შორის ისიც ვიპოვე .მაშინევე მისვლა სისულელე იყო . შორიდან ვადევნებდი თვალს . ცხენს ვაჭამე და როცა ჩაჩუმდნენ უფრო მივუახლოვდი.დავინახე, როგორც გადაჭრა თოკები და გაიქცა. ეს ძალიან კარგი იყო, არ მინდოდა აქ ყოფილიყო. მალევე წამოხტნენ და მისი ძებნა დაიწყეს, სად დაიმალა მეც არ ვიცი . ვერ იპოვეს მათი ლიდერი ყვიროდა .დრო იყო გამეჩუმებინა . ალბათ ხუთ წუთში ყველა ჩაჩუმდა.კარვებში მოვძებნეზ მერე კლედეებისკენ წავედი. ვიფიქრე, რომ არ გამოვიდოდა .ამიტომ ვეძახდი, რომ მე ვიყავი.არაფერი ისმოდა. მალე კლდეებზე კაკუნის ხმა გავიგე და იქით წავედი. ვიპოვე .გონზე იყო, მაგრამ დაღლილი და ეძინებოდა.ფეხი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა და სახეს არ აჩენდა, მივხვდი რომ დაზიანებული იყო და ჰიჯაბი ფრთხილად მოვხსენი . თვალები გამიფართოვდა, როცა დავინახე. ისეთი საშინელი ბრაზი ვიგრძენი, მათი დახოცვა მომინდა იმისთვის, რომ ამ დღეში ჩააგდეს ასეთი ნაზი არსება როგორიც ისაა.ტუჩი ორივე ბოლოს გატეხილი ჰქონდა და სისხლი შეხმობოდა. ერთი თვალი გაწითლებული და მალე გაულურჯდებოდა. მეორე მხარეს ლოყაზე ადამიანის ხელის კვალი ეტყობოდა, ისე კარგად თითქოს ვინმემ მიახატაო. შუბლიც გატეხილი ჰქონდა. საშინელებას ვგრძნობდი, ბრაზს საკუთარი და იმ რუსების მიმართ. არ ლაპარაკობდა, მაგის თავიც არ ჰქონდა. ვხვდებოდი გონს  კარგავდა .ფეხზე ვერ ადგებოდა, ეს ცხადი იყო. ხელებში მოვიქციე და ცხენზე დავსვი. გზას დავადექით.მალევე მისი ხელები შემომეხვია წელზე და ბეჭზე სიმძიმე ვიგრძენი. წამიერად გავხევდი გული ამიჩქარდა .მივხვდი რომ გონება დაკარგა .მისი ხელები ისეთ სითბოს ასხივებდა. როგორც კი  იქაურობას მოვშორდით ისე, რომ ვეღარ მოეგნოთ, კარავი გავშალე .ცხენიდან ფრთხილად გადმოვიყვანე და დავაწვინე. სიმყარეს რომ შეეხო ტკივილიანი ხმა გამოსცა. მგონი ზურგი სტკიოდა. მაჯებზე თოკების კვალები წითლად ეტყობოდა. გაწოლილის ჰიჯაბიც ოდნავ ასწეოდა და იგივე ფეხებზეც შევატყვე. საშინელი გრძნობა იყო, როცა მისნიარ ნაზ არსებას ასეთ დღეში აგდებდნენ .მე ვერ დავიცავი. თავიდან მოსახვევი მოვაცილე. იქვე ჩამოვჯექი.უცებ მის კაბაზე ლაქა შევნიშნე, სისიხლის ლაქაა, მაგრამ ეს არც მოსახვევი იყო და არც ხელ- ფეხის ადგილი.ნეკნებთან ჰქონდა ლაქა. ჯერ კიდევ სველი იყო. დაჭრეს? არამგონია, მათ ის ცოცხალი სჭირდებათ მაგრამ სისიხლი საიდანაა აქ. არვიცი . მათ იქნებ მასზე ძალა გამოიყენეს. ათასი ფიქრი მომივიდა თავში.თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი, მის გარეშე გატარებული ამ საათების გამო. არც კი ვიცი რა გადახდა და ეს არის თუ არა ყველაფერი რაც სტკივა. ვწუხდი, მართლა ვწუხდი.

მე:მაპატიე ჩემო ანგელოზო, რომ ვერ დავიცავი. ისინი ყველა დასჯას იმსახურებენ.
_____________________________მესამე თავიც მზადაა.????????

 



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

♥️♥️♥️♥️????????????

 


№2  offline წევრი Ninit

✨სასწაულად არის დაწერილი!✨

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent