პაპასკირი და ბაბუციძე 10
-ჯანდაბა გაგვექცა. დუდუ მანქანას ურტყამდა წიხლებს. -დაწყნარდი საპატრულოში დავრეკავ, კორძაია აქეთ მუშაობს და დაგვეხმარება. ქებურიას მაშინვე თავისი სიძე გაახსენდა, რომელიც უკვე წლები იყო საპატრულოში მუშაობდა. -რო ვიპოვი ყელს გამოვჭრი. ბაბუცა უკვე გეგმებს აწყობდა როგორ უნდა მოეღო ბოლო დათო როსტომაშვილისთვის. ტელეფონის ზარი რო არა არც გაახსენდებოდა რომ თბილისში დედამისი უკვე კვდებოდე კატოზე დარდით. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ელაპარაკა . „ -გიორგი გამაგებინე შვილო რა ხდება იპოვეთ? -ვეძებ ლია , დამშვიდდი უვნებელს ჩამოგიყვან. -გიორგი იცოდე სისულელე არ ჩაიდინო შენც ჩემი შვილი ხარ მარტო კატოზე არ ვდარდობ ვიცი რაც შეგიძლია როცა გაგიჟებული ხარ -დედა ეხლა მაგის დროა ? კარგადაა კატო , მალე ჩამოგიყვან ვთიშავ . -თქვენ მე ბოლოს მომიღებთ.“ აღარ დააცადა ბაბუცამ დასრულება ეხლა მისი წუწუნის და მოთქმის მოსმენის დრო არ ჰქონდა .უნდა ეფიქრა საღ გონებაზე უნდა ყოფილიყო რომ ეაზროვნა. კორძაიას დიდი დრო არ დასჭირვებია მალევე მიაგნეს როსტოვსკის მანქანას, იოცდენენ სოფელი საითაც გადაუხვია გზატკეცილიდან და იქით გაემართნენ. -დუდუ შენ რას გერჩის გავიგე მარა აი ბაბუცასგან რაღა უნდა იმ ავადმყოფს ?! -მე რავიცი ექნება მიზეზი.რომ მორჩება ყველაფერი გავიგებთ, პროსტა კატოს თითიც რომ დააკაროს არ ვიცი რას ვიზამ. -დაწყნარდი შენთან ვართ , რადგან ჯერ არაფერი ჩაუდენია ესეიგი სხვა გეგმები აქვს . -ხოდა ეგ გეგმები მაშინებს ,რას აპირებს იმ ავადმყოფი ტვინით არ ვიცი. ამ დროს კატო როსტოვსკისთან ერთდ ერთ სახლში იყო და ფიქრობდა როგორ გაქცეულიყო, ახლა არც ხელები ჰქონდა შეკრულიდ აარც თვალები ახვეული,, არც სარდაფში იყო გამოკეტილი, ისიც უფრო მოდუნებული ეჩვენა , ვერაფრით ხვდებოდა რატომ ,მაგრამ ფაქტი იყო ადამიანური მოქცევა მასზე მოქმედებდა. მშვიდად დააბიჯებდა სახლის მისაღებში და ჩვეულებრივად აიგნორებდა როსტოვსკის მზერას რომელიც წამითაც არ შორდებოდა. -ეგრე რატო მიყურებ. -ვცდილობ გავიგო რას გეგმავ.მშვიდად დაუბრუნა პასუხი. -რას უნდა ვგეგმავდე. -მაგალითად გაპარვას. -გგონია აქ ვერ მომაგნებენ? -შენ ნუ ნერვიულობ მაგაზე მე ვიდარდებ. -ცუდად ხარ? -რატო მეკითხები არ მითხრა რომ ჩემზე ნერვიულობ. -ოფლი გასხავს და კანკალებ. სისხლიანი გაქვს მაიკა ,დაჭრილი ხარ ? -ვიყავი, ალბათ გამეხსნა. მივხედავ. კატო მიუახლოვდა და ძლივს მიადო ხელი შუბლზე. -იწვი სიცხე გაქვს, თუ ჭრილობა გაქვს ალბათ ინფექცია შეგეჭრა. მაჩვენე . -შენ მგონი დაგავიწყდა რო მოგიტაცე და შენ მოკვლას ვაპირებ. -ჩემზე ადრე თუ მოკვდი ვერ მომკლავ, ნუ გეშინია მკვლელი არ ვარ არაფერს დაგიშავებ. ნუ მიყურებ ეგრე ადამიანი ვარ , არ შემიძლია ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ვუყურო. გაიხადე მაიკა და მაჩვენე. -რას მიპირებ. -უბრალოდ ვნახავ არ ვიკბინები . გადაიძრო მაიკა და კატოს თვალები შუბლზე აუვიდა ,ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ჭრილობა. -ღმერთო ჩემო, რამდენი დღეა ას ეგაქვს , ინფექცია შეგჭრია სიცხეც იმიტომ გაქვს , ექიმი გჭირდება. -ხო და ბარემ შუბლზე დავიწერ ამ რამდენიმე დღის ისტორიას . თავი დაანებე გამივლის პირველად არ ვარ ესე, ნაკაწრია. -რა ნაკაწრი დაჭრილი ხარ და შეხედე საფენი რას გავს დამუშავება და ანტიბიოტიკი გჭირდება სასწრაფოდ. ექიმთან უნდა წახვიდე. -ისევ ბევრს ლაპარაკობ. წამოდგომა სცადა როსტოვსკიმ მაგრამ კატომ გააჩერა. -კარგი დაჯექი მე გაგისუფთავებ მინახავს როგორ ხდება. აფთიაქის ყუთი იქნება სადმე . -აი მანდ კარადაში ნახე. კატომ გამოიღო ყუთი და დამუშავება დაიწყო, ბოლოს წამლებიც დაალევინა რაც იპოვა . -ვსო , გადაგარჩინე , ეხლა დავალებული ხარ ჩემგან. - გაშვების გარდა რაც გინდა ის მთხოვე. -შენ მგონი ძაან შემეჩვიე, ბოლოს ჩემები რომ მიპოვნიან გაშვება გაგიჭირდება . ნერვები მოეშალა როსტოვსკის, ზუსტად საჭირო ადგილას მოარტყა კატომ და ვერც კი ხვდებოდა. მოკიდა ხელი და საძინებელში ჩაკეტა. -გაქცევაზე არც იფიქრო, ფანჯარას გისოსები აქვს კარი ჩაკეტილია გასაღები მე მაქვს. გაიხურა კარი და გავიდა. თუმცა ოთახს არ მოშორებია იქვე კართან ჩაიკეცა. -რა ჯანდაბამ მოგიარა , გამიღე კარი მარტომ რა ვაკეთო. ცხოველო გამიღე კარიიი. ყვიროდა კატო მაგრამ ხმას არავინ სცემდა. დათო როსტომაშვილის თავში , ისეთი არეულობა იყო , ვერაფერი რომ ვერ დაალაგებდა. ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა და რატომ აკეთებდა. თავდაპირველი გეგმიდან საგრძნობლად გადაუხვია და არ მოსწონდა. შური უნდა ეძია, იცოდა რომ უნდა გაემწარებინა ყველა ვინც თავისი ცხოვრების განადგურებაში დამნაშავედ მიაჩნდა , კოზირი უკვე ხელში ჰყავდა მაგრამ ვერ იყენებდა.ჩახმახზე თითის გამოკვრა უფრო ადვილი იყო მისთვის ვიდრე გრძნობა. ადვილი იყო, ბრაზი , ზიზღი, სიკვდილი მაგრამ სიყვარული არა . კატოს კარის უკან მძიმე სუნთქვა ესმოდა.თვითონაც ჩამოჯდა და ზურგით მიეყრდნო. -ვიცი რომ აქ ხარ შენი სუნთქვა მესმის. მისმინე , უკვე სამი დღეა შენთან ვარ , ჩემი მოკვლა რომ გდომნოდა აქამდე მომკლავდი. არ ვიცი რატომმ მომიტაცე, გასაგებია რომ დუდუზე და ბაბუცაზე ხარ გამწარებული, მაგრამ არ ვიცი რა დაგიშავეს ასეთი. ხმას არ სცემდა თუმცა ესმოდა , ყველაფერი ესმოდა და ვერ ხვდებოდა უნდა ეპასუხა თუ არა . -ვიცი რომ აქ ხარ . რა მოხდა მაინტერესებს , იქნებ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია და უბრალოდ გაუგებრობაა , ბოლოსდაბოლოს ხომ ვიმსახურებ მაინც ვიცოდე რა ხდება არა ? -ისევ ბევრს ლაპარაკობ. როგორც იქნა ამოიღო ხმა. -კაი რააა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ . როცა პასუხის დაბრუნება არ გინდა ეგრე მაშინ მეუბნები. მართალია მაშინ გამარტყი , მატკინე და გამთიშე მაგრამ ცუდად არ მექცევი და ვხვდები რომ არ ხარ ცუდი ადამიანი. -ცუდი ადამიანი ვარ . -ანგელოზი არავინააა , არც შენ , მაგრამ ისეთი ცუდიც არ ხარ . -შენმა ძმამ და პაპასკირმა ჩამიშვეს, მილიარდები დამაკარგვინეს , კინაღამ დამიჭირეს, დედაჩემს გული გაუსკდა ნერვიულობისგან, ჩემი ძმაც ამ ამბავს შეეწირა. აღარც სახელი მაქვს , აღარც ოჯახისწევრები მყავს . - ვწუხვარ. -ხო აბა რა . -მართლა არ მჯერა რომ იმათ ეგეთი რამე გააკეთეს ,დარწმუნებული ხარ ? -სხვა მაგას არავინ იზამდა. -ანუ არ იცი ზუსტად .! -ტვინს მირევ და არ მომწონს. -არაფერსაც არ გირევ უბრალოდ ვაზუსტებ, მინდა გავერკვე რა ხდება იქნებ დაგეხმარო. ან რავიცი მეც არ ვიცი რატომ მაგრამ მინდა ვიცოდე ყველაფერი. როსტოვსკი წამოდგა , მისაღებში აპირებდა გასვლას კატომ რომ დაუძახა. -დათო ! წახვედი? -უნდა დავლიო. -არ შეიძლება ანტიბიოტიკები დაგალევინე წეღან ცუდად გახდები. პასუხის გაცემა აღარ დასცალდა , ტელეფონზე ბიჭები ურეკავდნენ. შეატყობინეს რომ ისევ კვალში ედგნენ და სადაცაა მიაგნებდნენ. „-მოვიდეთ? -არა წადით თქვენ დაბრუნდით უკან , დანარჩენს მე მივხედავ, -ხო მაგრამ ხო იცი ცოცხალს არ გაგიშვებენ - დანარჩენს მე მივხედავ რო ჩახვალთ შემეხმაინეთ.“ ჩაფიქრებული გაყურებდა ჰორიზონტს ფანჯრიდან და ფიქრობდა. გაქცევას აღარ აპირებდა აზრი არ ჰქონდა, უნდა გადაეწყვიტა კატოს რას უზამდა. მასზე ხელის ამწევი რომ არ იყო უკვე თვითონაც ზუსტად იცოდა, ამიტომ გადაწყვიტა მშვიდად დალოდებოდა როდის მივიდოდნენ და დანარჩენი პირადად მათთან მოეგვარებინა. კატოს კარი გაუღო და გამოტრიალდა. კატოც გამოვიდა ოთახიდან და მასთან მივიდა, ფანჯარასთან მის გვერდით იდგა და ისიც ფიქრობდა. -მოდიან? ძლივს ამოიღო ხმა . -მოდიან -ხომ იცი ცოცხალს არ გაგიშვებენ და ჩემი გაშვებაც მოგიწევს. -ვიცი. -მისმინე შეგიძლია წახიდე და მე აქ დამტოვო, ამოიგდე თავიდან შურისძიება და შენი გზით წადი, ისინიც არ მოგძებნიან. -გავიქცე? არასდროს გავრბივარ. -მოგკლავენ -შენ რა გადარდებს. ბოლობოლო მოგიტაცე და დაგარტყი, დაბმული მყავდი და ცუდად გექცეოდი. თან შენი შეყვარებული სასიკვდილოდ ვცემე. - შენ დაესხი ამშინ დუდუს თავს? -არ იცოდე? ხო არ გაგიკვირდა? -მადარდებს რაა უბრალოდ... -რა უბრალოდ -უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო ვინმე მოკვდეს თორე .... -კეთილი გოგო ხარ ესეიგი და მეტი არაფერი. -ხოო დაახლოებით. -დაახლოებით, ჩაილაპარაკა დათომ და ჩაიცინა ისე რომ არ შეუხედავს მისთვის. ნახევარი საათი ელოდნენ მათ გამოჩენას და აი ისინიც როგორც იქნა იპოვნეს. რაკეტასავით შევარდა ოთხი მანქანა ორღობეში და კიდევ უფრო რაკეტასავით შეცვიცვდნენ ბიჭები სახლის ეზოში. როსტოვსკი გარეთ დახვდა , კატოსთან ერთად. კატომ როგორც კი ბიჭები დაინახა მაშინვე მათკენ გაქცევა დააპირა მაგრამ მერე გაჩერდა. -წადი რაღას ელოდები. -მოგკლავენ. - ვიცი. წადი ! -არა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.