შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ქუჩის ბოლოდან ( თავი 1 - 2)


22-01-2024, 23:08
ავტორი Deucex
ნანახია 834

Შესავალი

2024 წლის 6 იანვარი, დღეს ჩემი დაბადების დღეა ირგვლივ მყოფ სიცარეილეს ჩემი სივრცე დაუფარია,არადა ახლა ხომ წესით შაპანიურების ბათქაბუთქი და ჟრიამული უნდა ჩამესმოდეს ყურში. Თუმცა ეს ერთგვარი მოსაწყენი აქტივობა უკვე ცოტა გაუფასურდა დღევანდელ თანამედროვე ციფრულ სამყაროში, დღეს ჩვენ ელექტრო მიმოწერებით ვიწონებთ თავს , სახლიდან გაუსვლელად კომფორტულად ვიხდით მოვალეობას წლიდან წლამდე და იმ წუთიერ სიაომოვნებას ბოლომდე ვირგებთ რასაც ლოგინში კოტრიალი ჰქვია.დღეს უამრავმა ფიქრმა მოიცვა ჩემი თავი ბევრი რამე გამახსენდა ბევრიც დამავიწყდა, თუმცა ერთს კი მივხვდი ჩვენი არანორმალური და ბოროტი სამყაროს გადამკიდე არავინ იცის რა მოხდება. Არავინ იცის მექნება თუარა საშუალება შვილო შენთან დაჯდომის,ანდაც შენთან საუბრის. Არავინ იცის შევძლებ თუარა, რომ მოგიყვე ჩემი ისტორია ამას ხომ დიდი თავდადება სჭირდება. Ამიტომაც ვწერ ამ მოთხრობას ახლა ამ ღამე , მე შენ მოგითხორბ ჩემ ამბავს ჩემ ნაცრისფერ და ეკლიან ცხოვრებას.დაჯექი და წაიკითხე ეს მოთხრობა მაშინ როცა შეძლებ მაშინ, როცა გადაწყვიტავ გაიგო მეტი მამაშენზე მის ცხოვრებაზე , მის შეცდომებზე. Მე ამ მოთხრობას ვტოვებ შენთვის დროში გაყინულ კაფსულად და როცა მოგესურვება მაშინ გახსენი და შეიცანი მამაშენი.ვიცი მოთხრობის სათაური გაგაკვირვებს შეიძლება ვერც გაიგო მიზეზი თუ რატომ დავარქვი ეს სახელი, მაგრამ დამიჯერე თუ ბოლომდე წაიკითხავ ამ მოთხრობას ყველაფერს მიხვდები.

თავი I


2000 წლის სუსხიანი ღამე ქარები ანგრევენ ისედაც გაცვენილ და გატიტვლებულ ტოტებს ირგვლივ ყველა ათრთოლებული და აბუზული დაიარება ქუჩებში. ქუჩებიც ლამაზი თეთრი თოვლით შემოსილა.იცედაც ჩაბურულ ღამეს შორიდან ატოკებს თეთრად მოციმციმე შუქი რომელიდანაც გამაყრუებელი ხმაური აპობს იგრვილ გაბატონებულ სიჩუმეს. ალბათ იფიქრებთ განა რა იყო ასეთი, რომ ასე გააბედნიერა ხალხი და ამ სიჩუმეში ყვირილის ხაისათზე მოიყვნა. საქმე იმაში გახლავთ რომ ეს თეთრი შუქი ჩემი ქალაქის ერთი პატარა სავადმყოფოდან მოჩნადა და ის ხალხი რომელიც ბედნიერებისგან გაავდრებულად ყვიროდა ჩემი მშობლები გახლდენენ და ჩემ დაბადებას აღნიშნავდნენ.დიახ ზამთრის ცივ და სუსხიან ღამეს დავიბადე ალბათ ამიტომაც გავხდი ყინულივით ცივი. თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგახსნებეთ ახლა კი მოკლედ და ლაკონურად მოგითხრობთ ჩემს ამბავს.ჩემი ამბავი იწყება საქართველოში კერძოდ თბილისის ერთ პატარა უბანში სადაც ჩემი ბავშობის საუკეთესო წლები გავატარე. ჩვენი უბანი გამორჩეულად მწავანე და ჯამრთელი იყო ირგვლივ მდგარი ცაცხვის და ნაძვის ხეები საოცარ ჟაგბადს გამოყფდნენ ჩვენი ფილტვებისათვის. აქ ზაფხულის ცხელი დღეებში ისეთი გრილი სიო ქროდა გეგონებოდა მაღალმთიან რეგიონში იყავი და მთიდან მონაბერი სიო გიგრილებდა სხეულს.სწორედ ამიტომაც ჩვენ ეზო სავსე იყო ბავშვებით ზოგი დაჭერობანას თამაშობდა ზოგი საქანელაზე ერთობოდა ზოგიც კი სტადიონზე ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშით კავდებოდა.ასე და ამ რიგად სისცოცხლით სავსე იყო ჩვენი პატარა ეზო ამიტომაც ყველა იქ იყრიდა თავს დიდიც და პატარაც, თუმცა არა მე. არვიცი ხალხის მეშინოდა თუ არა, მაგრამ ხალხს გაურბოდი სახლში ჯდომა და ინტენეტში ქექვა მერჩივნა ყველაფერს თან მე იმ გამონაკლის ბავშვებში შევდიოდი რომელსაც კომპიუტერი ედგა სახლში. ბევრი ახალრგაზრდა გაიკვირვებს ამის კითხვის დროს განა რა ამაში ასეთი გასაოცარიო მაგრამ მაშინ. 2006 ში ჩემი ქვეყანა 90იანების ჭრილობებს კიდევ ძლივ ძლივობით იშუშებდა, ასერომ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე იყო გაბატონებული ქვეყანაში და ამიტომაც იყო მაშინ კომპიუტერი ფუფუნების საგანი.დიახ ასეთი მოკრძალებული დროში ვიზრდებოდი.ამიტომაც მე როგორც გამორჩეული ფუფუნებაში მყოფი ბავშვი ვიჯექი კომპიუტერთან და თითეულ დღეს ვანდომებდი საათობით ათასი სხვადასხვა ვიდეო თამაშის თამაში. ეს ჩემთვის ყველაფერზე უკეთესი იყო რადგან ის ვირტუალური სამყარო ჩემთვის ძალიან მისაღები და საყვარელი იყო რადგან აქ მე ვიყავი ვინც წყვიტავდა ყველაფერს ამიტომაც ეს ჩემი ადამიანური მანკიერი ამბიციების გამოვლინება არანორმალურ სიამოვმენას მანიჭებდა.თუმცა ეს ბედნიერება საბოლოდ დასრულდა როცა დრო მოვიდა სკოლაში შესვლის.


თავი II

2006 წლის 1 სექტემბერი ჩემი ცხოვრების ყველაზე სევდიანი დღე იყო რადგან მივდიოდი იმ საშინელ შენობაში რომელსაც სკოლა ერქვა, თუმცა ამ დღეს მე შევხვდი იმას ვინც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე. თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ ახლა კი გავაგრძელებ სკოლის პირველი დღის აღწერას. ჩემი სკოლა იქვე ჩემი სახლიდან არც თუ ისე მოშორებით სულ რამოდენიმე წუთის სავალზე იდგა ამიტომაც მე და დედამ ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა.5 წუთიანი სეირნობის შემდეგ სკოლასაც მიუახლოვდით გული გამალებით მიცემდა ძალიან მეშინოდა იმის რომ რომელიღაც კლასში უნდა ჩავკეტე საკუთარ მშობლებს. ეს ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო ისთი ინტროვერტი ბავშვისთვის როგორიც მე ვარ.დედამ სკოლის პირველ სართულზე ჩამიყვანა და ერთ ერთ საკლასო ოთხაში შემიყვანა ეს იყო ჩემი მეორე სახლი მომდვნო 12 წლის განმავლობაში და ამას უნდა შევგუებოდი. დედამ შემომხედა თავზე ხელი გადამისვა მერე მასწავლებელს ყველაფერი აუხსნა და წყნარი ხმით მომიგო:
- იცოდე ჭკვიანად მოქეცი არ იტირო დიდი ბიჭები არ ტირიან შენ ხო დე დიდი ბიჭი ხარ.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე. როგორც კი დედაჩემი გაცდა ჩვენი საკლასო ოთახის კარს და თვალს მიეფარა მაშივე ცრემლები მომადგა თვალზე და თავი ძლივს შევიკავე.ღრმად ამოვისუნთქე და მიმოვიხედე ირგვლივ უამრავი ბავშვი ირეოდა ზოგი ცელქობდა ზოგიც ტიროდა მხოლოდ მე ვიყავი უცნაურად ჩუმად და ადგილზე გაქვავებული.რაღაც მომენტში ჩემთვის ყველაფერი აუტანელი იყო, თუმცა უეცრად რაღაც სინათლემ მომჭრა თვალი თავი მაშინვე მივატრიალე მარჯვნივ და დავინახე ჩვენი საკლასო ოთახში შემომავალი ულამაზესი გოგო.ეს გოგო არა ამ ქვეყნიური სილამაზის მფლობელი გახლდათ მისი ღიმილი ასხივევდა და ბედნიერებით ავსებდა ირგვლივ მდგარ ყველა სულიერსა თუ უსულოს. პატარა ლამაზი თვალები მწავენედ ანათებდა მის ლამაზ ნატიფ სახეს და ტუჩებს ეფარებოდა ლამაზი პატარა ხალი რომელიც საოცრად ავსებდა ამ ერთიან იდალური ქალის პორტრეტს.როგორც კი შემომხედა მაშინვე რაღაცამ გამკრა გულში, რაღაც თბილი ვირგძენი სხეული, რაღაც სხვანაირ ყაზარმულ რეჟიმში გადავიდა ყველაფერი ირგვლივ გაქრა მთელი დედამიწა. აორთქლდა ყველა კონტინენტი ყველა ოკეანე მხოლოდ ერთი თბილი სფერო რომლის ცენტრში ლამაზად კიაფებდა მისი მწვანე ხასხასა თვალები. აი აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა ეს ულამაზესი გოგონა ჩემი კლასელი იყო სახელად ანა. რომელიც ასევე ჩემი მეზობელიც გახლდათ რომელიც ჩემ წისქვილზე ასხვდა წყალს და ძალიან მაბედნიერებდა.ის დღე ძალიან ბედნიერმა გავატარე, დავრუნდი სახში სრულიად ბედნიერი. არავისთვის არაფერი არ მითქვია თუმცა სხეულში წარმოუდნელ ძალას ვგრძნობდი.მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ოდესმე შეიცვლებოდა.იმის შემდეგ ყოველდღე დროულად ვდგებოდი რადგან როცა ჩავიცვავდი და ჩანთას ავიღებდი ისეთ დროს გავსულიყავი, რომ გზაშიც ანა შემხვედროდა და ერთად მივსულიყავით სკოლამდე. ეს ჩემთვის ყველაფერზე მეტი იყო ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებდი რომ სკოლიდანაც ერთად წამოვსულიყავით. ეს 5 წუთიანი საუბარი და მასთან ერთად სეირნობა ჩემთვის უბედნიერესი წამები იყო ამ დროს საერთოდ არაფერი არ მაღელვებდა. ირგვლივ ყველაფერი ცარიელდებოდა და მხოლოდ მის გარშემო ტრიალებდა ყველა ცოცხალი ორგანიზმი მხოლოდ ის იყო ამომავალი და ჩამავალი წერტილი სამყაროსი.იმ სამყაროსი რომელიც ჩემ გონებაში შენდებოდა მის გარშემო. ასე სერინობაში და მხოლოდ მეგობრულ საუბარში ვერც შევამჩნიე ისე გავიდა 8 წელი გავიზარდეთ უკვე დიდები გავხდით თუმცა ჩემთვის ისევ ისე რთული იყო ჩემი გრძნობების გამემხილა ანასთვის როგორც ეს მაშინ პირველ კლასში. ვფიქრობდი თუ მას ყველაფერს ვეტყოდი საბოლოდ დავკრგავდი, მისი უარი ჩემ სამყაროს ნაკუწებად დაქუცმაცებდა და ყველანაირ კავშირს გაწყვიტავდა, ამიტომაც ვტკბებოდი იმ ბოძებული ხუთი წუთით და არ ვჩარობდი სიმართლის თქმას. თუმცა ყოველ წამს და ყოველ წუთს მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი მეტი არაფერი მიტრიალებდა თავში გარდა ერთისა მომესმინა ის ტკბილი სიტყვები მისი პირიდან რომელიც ყველა ჩენთაგანს სულის დამსხვრეულ ნაწილებს უღდგენს. თუმცა შიში იყო ჩემში გაბატონებული და ყოველგვარ გონებას და ოცნებას სწორედ ის იყო დაპატრონებული.ცხოვრების ბილიკმა ისე წამართა ყველაფერი რომ ჩემი ტანჯვა უფრო გაახანგრძლივა. Ყოველ დღე ვუყურებდი მის ცისფერთვალებს და იმას ვნატრობდი ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის სიყვარულით სავსეს. Ყოველ დღე ვიღვიძებდი ისეთ დროს რო დამემთვხია ვისი და ჩემი სახლიდან გასვლა რადგან გზაში მასთან მესაეუბრა , არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რაზე ვილაპარაკებდი მთავარი ის იყო რო ის ჩემს გვერდით იყო მე კი ყოველი წამით ვტკბებოდი.სკოლაში რომ მივიდოდით ვცანცალკდევდებოდით ძალიან გასხვავებული აზრები გვქონდა ყველა საკითხში, ამიტომაც მეგობრებიც სრულიად განსხვავებული გყვავდა. Მე ძირითადად კლასის ხულიგნებთან ვმეგობრობდი ის მოწესრიგებულ ხუთოსნებთან რომლებიც რატომღაც ერთი საგნის გარდა ვერაფერში მიდებდნენ ტოლს. Ამოტიმაც ბავშობიდან შურთან და ბოღმასთან მიწევდა გამკლავება ჩემი ასე თუ ისე განხვავებულობის ყველას შურდა ყველა ფიქრობდა მე თითებზე აწყობილი ცხოვრება მქონდა და მე სულელი ძალით ვირთულებდი გზას. Სინამდვილეში ასე არ ყოფილა ჩემი მშობლები ჩვეულებრივი საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ თუმცა თუ სხვების ლაპარაკს მოუგდბდი ყურს როკფელერებს არაფრით ჩამოუვარდებოდით ფულით და ქონებით. Ეს მიდგომა რათქმაუნდა სკოლაშიც თან დამყვებოდა განსაკუთრებით მასწავლებლები იყვნენ ისინი ვინც ამას ყოველ მეორე წუთას წამომაძახებდნენ ხოლმე. თითქოს დედაჩემს მათვის წაერთვას რამე და ისე ეშოვოს ფული. Დედაჩემი ამავე სკოლაში რუსულს ასწავლიდა და მათ შორის ჩემ კლასაც ეს ერთგვარად უხერხულიც იყო და რთულიც. Ამიტომ რუსულს ყოველთვის განსაკუთრებულად ვმეცადინობდი დედაჩემისთვის რომ არ მიმეცა სირცხვილის მიზეზი. Თუმცა ზოგი მასწავლებელი მაინც ახერხებდა ჩემი ნაცრისფერი საქციელების გაშავაებას და დედაჩემისათვის გულისგახეთქვას. Არვიცი მათ ამით რისი მიღწევა სურდათ ან ამას რატო აკეთებდნენ, დავიჯერო ასეთი მდაბიო სულის იყვნენ პედაგოგი ხალხი, რომ სხვის დამცრირებით სურდათ ეგოს ცოტათი გაახარება?.ასე იყო თუ ისე ეს გახლდათ მათი ასე ვთქვათ გართობა ამიტომაც ვდილობდ უბრალოდ გულთან არ მიმიეტანა მათი გველურად გამოსროლილი ფრაზები. Თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ იყვნენ გამონაკლისები ვინც სტიმული მომცა და საკუთარ თავში დამარწმუნა. Ერთ ერთი ასეთი ჩვენი ისტორის მაწავლებელი გახლდათ. Თუ ვინმე იმსახურებს ძეგლის დადგმას განათლების დარგში შეტანილი წვრილისთვის ეს ქალი გახლდათ. Ის არ გვთხოვდა სხვა მასწავლებლებივით უაზროდ დაზეპირებას ისტორიული ფაქტების და თარიღების პირიქით ისტორიული ფაქტების გააზრებასა და დასკვენის გამოტანას გვასწავლიდა, სწორედ ასეთმა ანალიტუკურმა აზროვნებამ მომიყვანა აქამდე. ყველა საკითხის გაანალიზებამ ბევრჯერ გამიმართა ხელი და ეს ნიჭი ჩემში სწორედ ამ ქალმა გამოწრთო. Დიახ ქალბატონი მარინა ის ერთადერთი იყო ვინც ჩემ აზრებში პროგრესს ხედავდა და ყოველთვის დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველბდა. Ამიტომაც მისი ეს ერთგვარი შეგულიანება ჩემთვის დიდ სტიუმულად იქცა და ამიტომაც შევძელი გავმხდარიყავი წარმატებული. Ეს იქით გადავდოთ და რომ გავაგრძელო ეს ჩემი ამბავი ერთისხმრივ მარტვი მეორესხმრივ სევდიანი, დიახ ასეთი არეული სინთეზი გახდათ მიზეზი ჩემი უცნაური ხასიათის ჩამოყალიბების. Მოკლედ ერთ დღესაც სკოლაში მისულს დიდი სურპრიზი დამხვდა, გავიგე რომ გოგოს რომლის გამოც სიცოცხლესდ დავთმობდი თურმე ჩემი მეგობარი გიორგი მოსწონდა. Ამ წუთას ჩემი გული თითქოს დაიმსხვრა ბოღმა და შურმა ამოხეთქა ჩემში , სიყვარული სრულიად გადაფარა ზიზღმა რომელიც მთელ კაცობრიობას და მის მოდგმას ეხებოდა, ამ დღიდან სრულიად დავკარგე ცხოვრების ხალისი. ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთურ ცეცხლად იქცა და ამ ცეცხლს ჩემი სულის ბოლომდე დაფერფვლა ეწადა. Ამის შემდეგ საერთოდ აღარავის აღარ ვეკონტაქტებოდი დიდად. ბიჭებთანაც ვცდილობდი ისეთი ვყოფილიყავი რომ ჩემი ტკივილი არავის შეეტყო ჩემთვის სახეზე , ბედნიერი კაცის როლს ვთამაშობდი და ჩემ ტკვილი მხოლოდ ჩემთვის შიგნით სიღრმეში ვტოვებდი. Სხვა გვარად რომ თქვათ რომც არ დამეტოვა ვის რაში აინტერესებდა ჩემი ტკივილი, ანდა გასაჭირი ეს ყველაფერი მაინც ბავშური გონებისთვის მიუღებელი და სულელური იყო ,ამიტომაც ვიტოვებდი ჩემთვის ყველაფერს. ერთ მშვენიერ დღეს როცა ჩვენი სკოლის ფანჯრებს ყვითელი ფოთლების კოლონა მოაწყდა ჩვენ კლასს ერთი მშვენიერი გოგონა შეემატა.საშუალო სიმაღლის ტალღოვანი თმებით მორთულ გამომწვევ სახეს გიშრის ფერი თვალები ამშვენებდა. ეს გოგო რაღაც მისტიურს და თითქოს უცნაურ სილამაზეს ფლობდა, თუმცა მისი ეს მშვენება ჩემთვის შავი ფერით იყო დაფარული რაგან ფერადს უკვე ვეღარაფერს ვხედავდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent