ღვინით სველი ტუჩები (დასასრული)
საღამოს ყველამ ახლოდ მდებარე სახლში გადავინაცვლეთ. ეს სახლი ლილიკოს ახლობელ ქალბატონ მზიკოს ეკუთვნის, კაცები გარეთ საუბრობდნენ ღვინოს ასხავდნენ და იქვე მაყალს ამზადებდნენ. მზიკომ შინ შემიპატიჟა, ცხელი ჩაი გააკეთა ჩვენთვის და გვერდით ჩამომიჯდა. - დიდი გოგო გაზრდილხარ დეაკო, ადრე მხოლოდ ფოტოებში მყავხარ ნანახი და ერთი ორჯერ თქვენთან სტუმრობისდროს, მერე სასწავლებლად წასულხარ შენი კარიერა აიწყვე, ისწავლე, და შენს გზაას დაადექი უკვე ზრდასრული. ლილიკო ბევრს მიყვებოდა შენზე, სხვანაირად ყავხარ გულში. ლილიკოს დამოკიდებულებას სულ ვგრძნობდი, მისგან სითბო მოდიოდა თუმცა პატარაობის დროს ვერ ვაფასებდი, გული მწყდება, უნდოდა დედის სითბო ცოტა მაინც გამოეხატა ტუმცა ამის საშვალებას არ ვაძლევდი, ლილის შვილი არ უჩნდებოდა, შეგუებული იყო მის განაჩენს, მამაჩემმა ბევრი ეცადა ემკურნალა მისთვის საუკეთესო ექიმებს თუმცა ამაო იყო ყველაფერი. გაზრდის შემდეგ , როცა ირგვლის ყველაფრის გაანალიზება და ფიქრი დავიწყე, როცა ჩემი ჩაკეტილი სივრციდან გამოვედი, ვხედავდი როგორ უნდოდა ჩემთვის ისეთი რამ გაეკეთებინა რაც გამაბედნიერებდა, მეც გულს არ ვწყვეტდი და ესე მოვედით აქამდე ერთმანეთის გაგებით და სიყვარულით - მზიკო ბებო იოსები თქვენი შვილიშვილია? - ოხ ბებო , ეგ შემიწირავს მე , ჩემი ვაჟის ბიჭია, ორი შვილი მყავს, ზიადი და თამარი , და ეს ერთი შვილიშვილი, ბებოს სიხარული. - აქ მარტო ცხოვრობთ? - არა შვილო აქ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ იოსები, ჩვენს გოგოსთან არის წასული ხვალ ჩამოდის და გაგაცნობ შვილო, ეხლა ისეთი რაღაცეები უნდა განახოო… სირბილით აირბინა მეორე სართულისკენ მიმავალი კიბე, მისაღებ ოთახში უამრავი სურათები იყო კედლებზე, იქედან მომღიმარი მზიკო ბებო და მისი მეუღლე სიყვარულით შეცქეროდნენ ერთმანეთს. კარი ჩქარა იღებაა და მზიკო ბებოც აქ არისს დიდი ალბომებით ხელში. ყველა თავის ახალგაზრდობის სურათი მაჩვენა პროფესიით მედდა ყოფილა, მისი მეუღლე კი ხისგან ულამაზეს ნაკეთობებს ქმნიდა. - ეს ჩემი ვაჟი და გოგონაა. იოსები მართლაც ძალიან გავდა მამას - ეს იოსების დედა მართაა , აი პატარა იოსებიც, ჩემს შვილებს დიდად არც უყვართ სოფელი, ბუნება, სიმშვიდე. იოსები კი პირიქით, აქაურობა საოცრად უყვარს, თავის პაპას გავს და მის გზასაც გაყვა, მეღვინეობას მიჰყო ხელი. - ეს მედა ლილიკო ვართ აქ ახალი დამთავრებული აქვს სასწავლებელი. ლილიკო როგორც ეხლა ადრეც შესანიშნავად გამოიყურებოდა. - ეს სულ პატარა იოსების ფოტოებია დაათვალიერე შვილო თუგინდა. რამდენიმე გვერდის ნახვის შემდეგ კარებიდან კაცები შემოდიან, იქვე ბაღში მოკრეფილი ხილით, ცხელი მწვადებითა და შოთებით, მზიკო ტრიალდება და ორწუთში მაგიდას შლის მეც ვდგები და ვეხმარები, იოსებიც შემოდის ეზოში დაკრეფილი ყვავილებით, ერთს მართას აწვდის, მიახლოვდება და პატარა მინდვრის ყვავილს თმაში ყურთან ახლოს მიმაგრებს, რაღაცის თქმა მინდა პირს ვაღებ მაგრამ ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ გაკვირვებული სახე მაქვს. უკან ვბრუნდები მზიკოს ვეხმარები, თეფშებს მაწვდის, მაგიდაზე ვალაგებ, თითქმის ყველაფერი მზად არის, მზიკო დასხდომისკენ უბიძგებს ხალხს, ყველანი ვსხდებით, თედო პაპა ღვინით ავსებს ჭიქებს… სიგრილე,სიმშვიდე,სუფრასთან ჟრიამული , ყველა ერთმანეთს იცნობს, ათას ისტორიებს იხსენებენ, იცინიან, სევდა შემოაწვებათ, აღშფოთდებიან, ყველა ემოციას გულით გამოხატავენ, იმას გადმოცემენ რასაც ნამდვილად გრძნობენ, დიდი ხანია ესეთ ოჯახურ გარემოში არ გამიტარებია დრო, სადაც ნამდვილიხარ, არავინ გკიცხავს იმის გამო თუ რამდენს მიირთმევ ან დალევ. - ჩემო კარგებო თქვენთან დროის გატარება ძალიან კარგია, მაგრამ მე და დეას სამუშაო გვაქვს, დაგემშვიდობებით. მზიკოს თავზე აკოცა და ყველას მშვიდი საღამო უსურვა ,მეც მოვეხვიე მზიკო ბებოს იქვემყოფთ მადლობა გადავუხადე ესეთი კარგი საღამოსთვის და ეზოსკენ წავედი სადაც უკვე მელოდება მანქანაზე მიყრდნობილი იოსები. - გასაღები მომეცი მე დავჯდები საჭესთან. ხელს ვუწვდი რომ გასაღები მომაწოდოს, ჩემს ხელზე თავის ხელს აგებებს,ახლოს მივყავარ თავისთან. - შენც დალიე ხოარ გავიწყდება ? ერთ ხელს წელზე მიცურებს - მე ძალიან ცოტა დავლიე შენ კი როგორც გატყობ უფრო მეტი. თვალებით ჩვეს სიახლოვეზე ვანიშნებ. - კარგი თანახმავარ. გასაღებს მაწვდის და წინ მგზავრის ადგილს იკავებს. უკვე გზაზე გავედით მალე სახლში ვიქნებოდით ,სიგარეტს იღებს კოლოფიდან უკიდებს, რამდენიმე ნაფაზს არტყავს, ხელს ჩემკენ წევს ტუჩებთან მოაქვს, მეც ვართმევ , სახლამდე სრული სიჩუმეა , მანქანას ეზოში ვეჩერებ, სახლში შევდივართ, მანქანის გასაღებს ვაწვდი და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. - დეა, რომ მოწესრიგდები მომიკაკუნე, პროექტის ნახვა მინდა. - კარგი მაგრამ ხვალ ხომ არ ჯობია ნახო? - არა გელოდები ნახევარი საათიგაქვს , წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტს შენს ოთახში ვნახავთ. თვალს მიკრავს . უკვე მართლა ძალიან დაღლილივარ 11 საათია ალბად ესეთ დროს არასდროს დამეძინებოდა თუმცა სუფთა ჰაერი და ეს ატმოსფერო თავისას შვება, იოსები კი უფრო და უფრო მაბნევს , მისი უეცარი შეხება, დაჟინებული ყურება , დაკვირვება, მისი სურნელი, გამოხედვა… აბაზანიდან გამოვედი, მოვწესრიგდი, ჩემი ლეპტოპი ავიღე და მისაღებისკენ ავიღე გეზიი, იოსები აქ არ არის ანუ თავის საძინებელშია, მის კართან ვდგები ნელ ნელა ვაკაკუნებ, სიჩუმეა, სახელურს ვწევ, შიგნით არ არის თუმცა აბაზანიდან წ*ლის ხმა ისმის, გაოცებულივარ, მისი ოთახი სავსეა ნახატებით, პეიზაჟებით, ნატურმორტებით, საწოლზე პატარა ბლოკნოტი დევს, გადაშლილია, გვერდით შავი ფანქარი დევს, ბლოკნოტს ვიღებ, ფურცელზე გამოსახულ ჩანახატს დავცქერი, მე ვარ! ღვინის ჭიქით ხელში, თვალებ დახუჭული. ეს ის მომენტია მანავის მწვანეს რომ მაგემოვნებინებდა, შემდეგ ფურცელს ვნახულობ, აქაც მე ვარ პირველად სახლში რომ მოვარდა ეს მომენტია, ჩანახატზე ლეპტოპით ხელში ვდგავარ ჩემი მოკლე სარაფნით, შემდეგ ფურცელზე ისევ მე ვარ ამჯერად სასტუმორს ვერანდაზე მუშაობის პროცესში. აბაზანის კარი იღება, მე გაშეშებული ვდგავარ ის კი პირსახოცით წელს ქვემოთ მოხვეული დგას, ცოტა გაბრაზებული და აღშფოთებული სახე აქვს, ვდგავართ და ერთმანეთს ვუყურებთ რომელი ამოიღებს პირველი ხმას. - არვიცოდი თუ ხატავდი… პირველივე ბანალური სისულელე წამოვროშე. - კი თავისუფალ დროს და მაშინ როცა რაღაც ან ვიღაც ძალიან მომწონს. - ანუ? - დეა მისაღებში დამელოდე თუ წინააღმდეგი არხარ, ან დარჩი დაა… - არა მისაღებში ვიქნები. ბლოკნოტს ისევ თავის ადგილას სწრაფად ვაბრუნებ, გიჟივით გამოვდივარ და მისაღებში ვჯდები, ლეპტოპს ვხსნი და არვიცი რას მაგრამ ჩქარა ვათვალიერებ. გამოვიდა… პირველად ვხედავ თავისუფლად და სპორტულ ფორმაში ჩაცმულს… - ღვინო თუ ყავა ? - ყავა.. ვპასუხობ მე და ისევ ლეპტოპს ვუბრუნდები. ორ ფინჯანს დებს ჩემს გვერდით, სკამს წევს და ახლოს ჯდება ჩემთან. - აბა მაჩვენებ? პროექტს ვრთავ და მისკენ ვატრიალებ ნელნელა ვიწყებ ახანას, ეს პირველი სართულია, მთლიანი სასტუმრო ვფიქრობ იყოს ცოტა ვინტაჟურ, ძველ სტილში, პირველი სართულის მისაღებში დიდი როიალით… ყველაფერი გავაცანი…მინდა ვთქვა რომ სახე ნამდვილად კმაყოფილი აქვს.. - მოგეწონა? - მომეწონა, თან როგორ მომწონსს. თმას მიწევს, ყელთან ვგრძნობ მის სუნთქვას, ნელა მეხება ტუჩებით, ალბათ ამ წამს გიჟივით წიოკს დავიწყებდი მაგრამ, ვერ ვმოძრაობ, მხოლოდ თვალები მაქვს დახუჭული და მისი სიახლოვით გაბრუებულივარ. დგება და სახლიდან გადის, არვიცი ესე რამდენი ხანი ვზივარ შემდეგ ოთახში შევდივარ საწოლში ტანსაცმლიანად ვწვები და ვითიშები. დილით კარზე კაკუნია, იოსები შემოდის და თავზე მადგება.. - დეა, ბევრი საქმე გვაქვს ჩემს მენეჯერს პროექტი გადაუგზავნე რომ მასალების და ხარისხის საქმე მოაგვაროს, და კიდევ , მარანში გელოდები 1 საათში. და ოთახიდან სასწრაფოდ გადის, საათი 11ს უჩვენებს, დიდხანს მძინებია, ვემზადები მის მენეჯერს მართლაც ვუგზავნი პროექტს, შემდეგ ვწესრიგდები ვსაუზმობ და მარნისკენ მივდივარ. შესულს მხვდება უამრავი შუშის ბოთლი ყველანაირი შეფუთვის გარეშე, იოსებიც გამოდის პატარა სარდაფიდან, ღვინით ნახევრად შევსებულ ჭიქას მაწვდის. - გასინჯე, ეს ჩემი საყვარელი ღვინოა, უსახელოური, ბაზარზე ერთ-ერთი ძვირად ღირებული, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში დიდი მოთხოვნაა ამ ღვინოზე, რომლის ახალი დიზაინიც შენ უნდა შექმნა. ვსინჯავ მართლაც რომ გემრიელი და არომატულია, წითელი ფერის მოტკბო გემოთი და ჩემს გადაუჩვეველ ჟესტს ვაკეთებ თვალებს ვხუჭავ და ენას ტუჩებზე ვიტარებ. - გახსოვს ბოლოს რაგითხარი? ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ სიტყვის სათქმელად… ჩემსკენ იხრება,ხელს თმებში მიცურებს და ჩემს ბაგეებს თავისას აგებებს,ნელა და ვნებიანად მკოცნის, თავს ოდნავ წევს. - ღვინით სველი ტუჩები გაქვს, თან ჩემი საყვარელი ღვინის, ჩემს საყვარელ ქალს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.