შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითლის ეპოქა 1


28-01-2024, 12:31
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 979

ჯერ კიდევ არ იყო მზე სრულად ამოწვერილი,დედაჩემი რომ შემოვიდა და ჩემს ლოგინიდან აყენებას შეუდგა.მანჯღრევდა.

დედა:ანა დე გაიღვიძე,რვა ხდება უკვე.მიდი მიდი ადექი.

თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ნელა გადმოვედი საწოლიდან.ნათბილარევს უცებ შემცივდა და უცებ გადავიცვი ჩემი გრძელი მუხლებს ქვემოთ შალის ძოწისფერი კაბა.თმა ასე თუ ისე მოვისწერიგე და ჩემი ოთახიდან ვიწრო ჰოლის გავლით პატარა სამზარეულოში გავედი,რომელსაც ჩვენი ხალხი "კუხნას "ეძახის.იქ, მრგვალ მაგიდასთან დედაჩემი იდგა და გუშინდელ პურზე მარგანინს თხლად უსვამდა.მაგიდასთან დავჯექი, რომელსაც გაფორმებული თეთრი გადასაფარებელი ჰქონდა.ეს დედაჩემმა მოქსოვა ყაისნაღით და ჩვენს მაგიდას ძალიან უხდებდოა.ზუსტად მაგიდის ფერ ხის სკამზე დავჯექი, რომელსაც მაღალი, მომრგვალებული, ზურგი ჰქონდა.დედამ წინ ერთი მარაგნიანიანი პური დამიდო და კეთილად გამიღიმა.მეორე ოთახიდან ბუზღუნის ხმა გაისმა და აგერ ჩემმა ბებიკომ ჩემო უფროსი ძმა გააღვიძა.ოთხივენი მაგიდასთან დავსხედით.ჩემი ძმა ახლახანს გადავიდა მეთერთმეტე კლასში, მე კი მეათეში. ის წელს სკოლას ამთავრებს და მიზეზი იმისა, თუ დღეს რატომ დაგვირღვიეს გამტკბარი იდლია, ისაა რომ დღეს პირველი სექტემბერია.ამ მწირი საუზმის მერე, ოთახში შევდივარ და გუშინ საღამოსვე გამზადებულ, ჩემივე ხელით გაუთოვებულ ტანსაცმელს ვიცვამ.ღია ატმისფერი მაისური მაცვია, რომელიც ახალ წელს მივიღე საჩუქრად და შავი ქვედაბოლო მუხლის სიგრძეზე, რომელიც ბებიამ მე და ჩემს მეზობელს , საუკეთესო მეგობარს და ამასთანავე კლასელს სულ რაღაც, ორი კვირის წინ შეგვიკერა.გზას მარტო ვადგები, აბა ეხლა ჩემს ძმას, უკვე დამამთავარებელი კლასის მოსწავლეს, თავის პატარა დასთან ერთად სიარული როგორ ეკადრება. თანაც როგორც იქნა, მის კლასსაც ეღირსა ეს სტატუსი, როცა ყველას თავი სკოლის ბატონ-პატრონი ჰგონია და პირველ გაკვეთილზე მოვსლა მათთვის, მაგრად "ტეხავს".სამ, ერთმანეთზე მთვრალი კაცივით მიხუტებულ სახლს გავდივარ და ჩემს აწ უკვე ზემოთ ნახსენებ მეგობარ ნატალიას, იგივე ნატას ვხედავ.მასაც, ჩემი არ იყოს შავი ბოლოკაბა აცვია და ახალთახალი მაისური, რომელიც ბიძამისმა მოსკოვიდან გამოუგზავნა.მე და ნატას ეს განგვასხვვებს, ჩვენი ფინანსური სტატუსი. თორემ, დანარჩენი დაბადებიდან ერთად მოვდივართ.ერთმანეთს ისე ვეხუტებით, თითქოს გუშინ ტანსაცმელი ერთად არ აგვერჩიოს.მას ლამაზი, გრძელი თმა დასწორებული აქვს და რომ მამჩნევს, მეუბნება დედაჩემმა დილით უთოთი დამისწორაო. ეს საკმაოდ პოპულარულია ამ ბოლო დროს. თმის დასწორება უთოთი, ოღონდ არ გეგონოთ ეს სპეციალური თმის უთო იყოს. აბა მაშინ, მე რომ თექვსმეტი წლის ვიყავი, ეგეთი რაღაცეები სად იყო.არა ჩემო ძვირფასებო, ეს ჩვეულებრივი ტანსაცმლის უთოა.გზას ერთად ვადგებიდთ და განვიხილავთ ვარაუდებს, ვის რა ეცმება და როგორ იქნება შეცვლილი სამი თვის შემდგე.იმაში ნამდვილად გაგვიმართლა, რომ სკოლა სულ რაღაც ორი უბნის იქით გვაქვს.როგორც კი, გრძელ ორღობეს ამოივლი და მარცხნივ გაიხედავ, დაინახავ დიდროვნად გადაჭიმულ მუქ შინდისფერ ღობეებს, რომელსაც წლებმა ჟანგისფერი მოჰკიდა .ეზოში რომ შეხვალ, მაშინღა ჩნდება თეთრი აქა- იქა საღებავ აცვენილი, ორ სართულიანი სკოლა. დიდი, გრძელი, კიბეებით.მაგრამ აბა, ის რა სკოლა იქნება, გრძელ ეზოს ცენტრში არსებულ მოკენჭილ ბილიკთან რამოდენიმე დიდი ბიჭების "კამანდა" თუ არ ზის და სიგარეტის "ქაჩვით"არ განიხილავს სხვების ამბებს .ამ ჯგუფებში მე და ნატა, რამოდენიმე ჩვენ კლასელ ბიჭსაც ვამჩნევთ. რომელებიც სულ რაღაც შარშან, ჩვენთან ერთად დარბოდნენ ეზოში .ნუ რას ვიზამთ, ესენიც ის მაგარი ბიჭები გახდნენ.საკლასო ოთახი საკმაოდ დიდია.ღია, საზიზღრად ცისფერ კედლებს, აქა-იქა საღებავი შემოსძარცვია.კლასში უკვე შეკრებილან გოგო ბიჭები.თუ დაინტერესდებით, გოგოები უფრო. და ერთამენთს უყვებიან, ვინ რა გააკეთა, რა იყიდა, რა წაიკითხა, ვინ გაიცნო და ა.შ.ჩემს ადგილას ვჯდები, მას შემდეგ რაც ყველას სათითაოდ გადავკოცნი.როგორც კი, კლასში ჩვენი საშუალო ასაკის მასწავლებელი შემოდის, ყველა ადგილზე ჯდება .გაგიკვირდებათ თუ არა, არ ვიცი მაგრამ რა თქმა უნდა, კლასში სრული დასწრება არ არის.გაკვეთილი ახალი სასწავლო წლის მოლოცვით იწყება და ტრადიციულად გრძელდება.დასვენებაზე, როცა უკვე სრულად ვიკრიბებით, ყველა ქაოსურად საუბრობს და თავს იწონებს რით და რით.ხუთ წუთიან დასვენებაზე მე ნატალია და ნუნუ ეზოში ჩავდიავრთ და ორ ჭადარს შორის, ჩვენივე სპორტის მასწვალებლის მიერ ჩადგმულ ხის სკამზე ვსხდებით.ეზო სავსეა ხალხით.პატარები ქაოტურად დარბიან, დიდდები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობენ და ბაასობენ.ზოგიც, ჩვენსავით მშვიდად ზის და აქაურობას თვალს ავლებს. თავზე ჩვენი კლასელები და სხვა ბიჭები დაგვადგნენ .ეს ისინი, მაგათი ჯგუფი, "კამანდას" რომ წარმოადგენს.

ვაჩე:ვაა გოგოები, როგორ ხართ?

ნატა: კარგათ ვართ ვაჩე, შენ?

ის:მე საკაიფოდ ვარ .

მალე, აქ უკვე ჩემი ძმის კლასის ბიჭები მოდიან და ხელების ჩამორთმევას, დიდი პოლიტიკოსებივით იწყებენ. ყველანი საპირისპიროდ ბრუნდებიან და სკოლის ბატონ-პატრონებს, გვინღა ახსენდებათ სალამის თქმა.ჩვენც მჟავედ ვუგდებთ გამარჯობას და ამით მთავრედება უინტერესო დიალოგი.კლასში მალევე ავდივართ, მაგრამ მასწავლებელს მაინც ვერ ვასწრებთ.კლასში გრძელ, ხის მერხთან გაფოფინებული ზის და თავისი ვიწრო სათვალეებიდან, ამრეზით გვიყურებს.

მე: ბოდიშით ციცო მას, აღარ განმეორდება.

სამივე თავდახრილები ვდგავართ, როგორც ბატკნები მეცხვარის წინ.

ციცო:ვერ გავიგე, გაკვეთილზე პირევლ დღესვე დაგვიანება რა საქციელია?ბარემ გაიჩერეთ თქვენც პირში "პაპიროსი" და დადუდექით თქვენ ლენჩ კლასელებს გვერიდთ.დასხედით დროზე და აღარ განმეორდეს.

ციცო მასი ჩემ სამეზობლოში ცხოვრობს და მათემატიკის ფანატიკოსია.ვაღიარებ და ცოტა უჟმური ქალია და დიდი კრიტიკოსი ვინმე გახლავთ, ამან ვინმე ამოიჩემოს, თვეში ერთხელ შენმა ოჯახმა მაგის სახლში "ბანბანერკებით" უნდა იაროს.გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმა ისმის, მანამ სანამ ღაი ფანჯრებიდან ყვირილის, უწმაწური სიტყვების ხმა არ შემოდის.ვხედავ, პირევლ დღესვე მოუწევს მანდატურ გივის სასწრაფოს გამოძახება.აბა ციცო რის ციცო მასწი იქნება, თავისი გრძლი ცხვირი რომ არ ჩაყოს და ფანჯარაში აქვს თავი გაყოფილი და აკვირდება მოვლენებს.ჩვენი კლასის პირდაპირ სტადიონია და სკოლის "გარჩევები" სხვაგან სად უნდა მოხდეს, თუ არა სტადიონზე.მალევე იკმაყოფილებს ცნობიერებას და მერხთან ჯდება.ამ მომენტიდან, ალბათ რამოდენიმე წუთია გასული, გაჭაღარავებული გივი ქაქანით რომ ხსნის საკლასო ოთახს და მარიკა მასწავლებელს კითხულობს. მარიკა მასწი, შავგრემანი, ახალგაზრდა ქალბატონია.ჩვენი კლასის დამრიგებელია და ალბათ ყველაზე კარგი მასწავლებელიც, მთელ სკოლაში.ესეიგი, ჩვენი კლასელები გაეხვნენ ჩხუბში.ეს დიდად არ მანერვიულებს.მივეჩვიე უკვე და დიდ სასწაულად მიმაჩნია, სკოლის დღე სასწრაფოს თუ არა, "მილიციის"გარეშე მაინც.ექვსი გაკვეთილის შემდგე, მე ნატა და ნუნუ ერთად მოვუყვებით გრძელ ორღობეს .ნუნუ ჩვენი ახლო მეგობარია და ერთამენთს, მხოლოდ ერთი უბანი გვაშორებს .გვემშვიდობება და გვაპირებს, ხვალ მეც შემომძახეთ და ერთად წავიდეთ სკოლაშიო. ჩვენ თავს ვუქნევთ.

ნატა:ნეტავ რა მოხდა ?ჩვენმა კლასელებმა იჩუხებეს ?ნეტა ვისთან?

მე:ნატა ნუ ხარ ასეთი ინტერესიანი, გავნებს შენ ეგ გრძლი ცხვირი იცოდე.

სიცილით ვაფრთხილებ.ისიც მიცინის და გზას ვაგრძელებთ.

ნატალია:ვაიმე შენთვის ისეთი ამბავი მაქვს, გაგიჟდები .

მე:რა მოხდა, მშვიდოდბაა?

ნატა:კი კი,გახსოვს წინა კვირა დღეს ტაძარში რომ არ წამოხვედი?

თავს ვიქნევ.ხო კიდევ, ჩვენთან ყოველ კვირა დღეს წირვაზე მისვლა უსიკვდილოა .

ნატა:მოკლედ იცი ვინები მოვიდნენ?

მე:ჰე ეხლა აღარ ამბობ?
თვლები დავუქაჩე.

ნატა:ᲕᲘᲜ ᲓᲐ კოტაშვილები.

პირი დავაღე.საიდან სად? .

მე:რას ამბობ?კოტაშვილებს ჩვენ ტაძარში რა ესაქმებოდათ? ვინები იყვნენ კონკრეტულად?.

ნატა:ლევანი, აკაკი და მათე.მაგათი დედები და ორი და. ესენი ყველანი დედმამიშვილები არ არიან, არ დიაბნე.მოკლედ ლევანი და მათე ძმები არიან.აკაკი კიდე მაგათი ბიძაშვილი.ტყუპი დები აკაკის ჰყავს .

მე:აა.გავიგე ეხლა.

ნატა:ნეტა აქ რა უნდოდათ?იცი რა მაგრად გამოიყურებოდნენ.? დიდი ჯვრები ეკეთათ სამივეს, და აკაკის იცი რა ეცვა?

თვალებს ვატრიალებ.

მე:"ლევისები" ხო?

ის:კიი, საიდან იცი?

მე:კაი რა, სხვა რა ეცმევოდა აკაკი კოტაშვილს, გეხვეწები?

ნატა:ხო, შენც მართალი ხარ.აკაკის დები ნუცა და ნიცა ხო იცი?.

თავი დავუქნიე.მაგათ იცი რა მაგრად ეცვათ, სულ ახალ-ახლები და უცხოურები.

მე:გეხვეწები, შენ რა გიკვირს თორე?

ნატა:გაგიჟდი, იცი რა მაგარია. და მთავრი არ მითქვამს.

მე:რა?

ის:ნუცა მოვიდა და მომიკითხა, მერე სხვებიც მოვიდნენ და ლევანი იცი როგორ მიყურებდა?!.

მე:გაგიჟდი, რა გიხარია? ან საერთოდ, ნუცა შენთან საიდან.იცოდე ნუ მატრაკვეცობ, მე გაგაფრთხილე.

ნატა:ნუ ხარ შენ მშიშარა, რა უნდა მოხდეს?!.

მე:კაი კაი, რა აზრი აქ.წავედი და გნახავ ხვალ .

სახლის კარი შევაღე და მისაღებში შევედი.ბებო და დედა ისხდნენ წინ კიდე ჩემი ძმა იჯდა ცხვირგატეხილი.იქ მივედი.

მე:დღეს შენც იჩხუბე?

ის:აი შენ, ვინ გკითხავს? ხო ვიჩუხბე, რამე პრობლემაა?!.

დედა:წესიერად ელაპარაკე შენ დას, იცოდე.

მკაცრად უთხრა .

მე:ბებო რა მოხდა, რაზე იჩუხბა? ამჯერად?

ამ სიტყავს ხაზი გავსუვი.

ბებო:რაზე და ამან და ჩვენმა უბნელმა ბიჭებმა 24-ე საჯაროს ბიჭებს "გაურჩიეს" საქმე და აჰა?

ვაჩე:აუ ბებო, რა ?!

მე: ბიჭო რას გადაეკიდეთ ამ ოცდამეოთხეს, რას ერჩით ჰა?

ვაჩე:გოგო შენ ენა?!

მე:უი დე, ნატამ მითხრა, ჩვენს ტაძარში კოტაშვილები ყოფილან და...

ბებო:ხო ბე აქ იყვნენ. მეც ისე გამიკვირდა, რომ რა ვიცი...

დედა:ისე, კოტაშვილები აქ საიდან ნეტა?

ვაჩე:ეს ქალები, რა იცით ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა რა?აი თქვენ ვინ გკითხავთ, საიდან და რატომ?! დაეტიეთ ადგილებზე ხომ არ გავიწყდებათ, ვისზეა ლაპარაკი?!.

მე:აი მე, სულ არ მაინტერესებს, კოტაშვილების მოქმედება, მაგრამ ნატალიაა გაგიჟებული, ლევანი მიყურებდაო.

დედა:მართალს ამბობს დე. ის ისე უყურებდა.

მე:ხო ეგ ცუდია, ნამდვიალდ.

ვაჩე:ეგ ნატაც, კაი ცხვირგძელი გყავთ თქვენ .

მე:ყველა გოგო ეგეთია და შენ, მაგ გოგოებზე აბოდებ .

ის:არა, ყველა არა. აი შენ, არ ხარ. შენ ჭკვიანი მყავხარ. იცი რომ ცუდ ბიჭებს არ უდნა ელაპარაკო და ძმა შარში არ გახვიო ხო?!.

თვლები ავატრიალე.

დედა:კაი დე, მოდი ჭამე და იმეცადინე მერე.საღამოს ლამარასთან უნდა მივიდეთ და წამო შენც, გაერთობი.

სამზარეულოში ცოტა წიწიბურა ვჭამე და პური.ლამარა, ჩვენი კარის მეზობელია.მისი ქმარ-შვილი, კარგ ადგილებზე არიან დასაქმებულები და სახლში "დვიჟოკი* აქვთ, ჰოდა ასე, იქ მიდის მთელი უბანი ხოლმე.დღესაც აქვთ ეგეთი შეკრება .მეცადინეობის შემდეგ, რვა საათი იქნებოდა, დედასა და ბებოს მეც რომ გავყევი ლამარასთან.ჩვენზე ორჯერ არა, მაგრამ კარგად დიდი სახლი აქვთ.სახლში კაცები იშვიათად არიან ხოლმე, გვიან ბრუნდებიან.ამიტომ, ლამარას სულ ვართობთ.ახლაც ბევრი ქალები შეკრებილიყვნენ და გაცხარებით ლაპარაკობდნენ. მეტალის ''ფეჩზე" მრგვალი, ალუმინის ტაფა იდგა და შიგ ახალი მზესუმზირა იხალებოდა.ყველანი აქეთ-იქით ვისხედით.მათ, ჩვენგან განსხვავებით რბილი სკამები ჰქონდათ.გრძელ, ოთხკუთხა მაგიდაზე ხილის ლარანკი იდგა.ვაშლით გავსებული.ლამარამ ტრადიციული საუბარი დაიწყო .

ლამარა:რა კარგია რომ შევიკრიბეთ, დღსაც მარტო ვარ.
ისე ვიწყენ.ჩემები სულ გასულები არიან.ღამე, ისე გვიან მოდიან სახლში დარჩენა მეშინია კიდეც,მაგრამ აბა რა ვქნათ?! ამ ცხოვრებაში ბევრი ფული თუ არ იშოვე, არაფერი გექნება.

(მეზობელი):ლამარა, ჩვენ ეკლესიაში კოტაშვილები რომ იყვნენ, შენ გეცოდინება რამე.

მან მორცხვად ჩაიცინა და ამაყად დაიწყო საუბარი.

ლამარა:კოტაშვილები ჩემი ქმრის ზემდოგომს შეხვდნენ და დააწინაურეს ორივენი.ახლა ჩემი ქმარი და შვილიც მაღალ თანამდებობებზე არიან.ჩემი რამაზი, პირადად შეხვდა კოტაშვილების ვაჟებს .და რაღაცეებზე ისაუბრეს.

ეს იყო და მისმა ქმარმა, რამაზმა, კარი ქოშინით შემოხსნა და სანამ დაგვინახავდა, სწრაფად თქვა.

რამაზი:ლამარა, ქალო დროზე. გაშალე სუფრა, კოტაშვილები მოვიდნენ.

ყველა აფორიაქდა.ლამარამაც კი ვერ გაიგო, რა მოხდა.ჩვენ ყველანი სწრაფად გამოვიკრიფეთ.კართან უკვე ახალი, დიდი, შავი მანქანა იყო გაჩერებული და კოტაშვილები ლაგდებოდნენ.პირდაპირ კართან შევეჩეხეთ ერთამენთს. გზა მოწიწებით დაგვითმეს და ზედ არცერთისთვის შემიხედავს. გველნაკბენივით გამოვვარდი სახლში.კარი რომ მოვიხურე, ღრმად ამოვისუნთქე .და მაშინღა გავიაზრე, რომ რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა.თითქოს ზურგი მეწვის. სამივე ქანც გაწყვეტილები ვეყარეთ მაგიდასთან და ვაჩემ რომ დაგვინახა, გაკვირვებული მოგვაშტერდა.

მე:ლამარასთან კოტაშვილები მოვიდნენ.

მისაც პირი ჩამოუვარდა.

დედა: გამოვვარდით, მაგრამ კარში შევეჩეხეთ.

ვაჩე:ნეტა რა მოგარბენინებდათ. პირდაპირ იაღარს კი არ დაგაცლიდნენ, გამარჯობა რომ გეთქვათ.

ეს იყო და კარზე კაკუნი გაისმა და გული გადამიტრიალდა.დედამ ძლივს გააღო, ლამარა იყო.

ლამარა: კოტაშვილები გეძახიან.

მე:ჩვენ?

ოთხივემ სინქრონში ვთქვით.

ლამარა:არა, რა თქვენ?! მთელ უბანში ვიარე, სტუმრები გყავდათ ჩვენ კი გაგიქციეთო. დაუძახეთ ყველანი მოვიდნენო. პრობლემა არააო.ჰოდა ეხლა ყველას, უკან გეპატიჟებით ჩვენც და კოტაშვილებიც.

გავდია.ოთხივე ერთმანეთს ვუყურებდით.

დედა:სხვა რა გზაა, ყველა მივა. ჩვენც უნდა მივიდეთ, უხერხულია რას იტყვის ის ხალხი .

ვაჩე:კი, ეხლავე წავიდეთ .

მე:მე არ წამოვალ, რა ვახსოვარ ეხლა მე კოტაშვილებს ვიყავი თუ არა იქ?!.

ბებო:რატო წამოდი შემც .რატო? უნდა წამოხვიდე .

ვაჩე:უეჭვლად, რას იტყვის ხალხი?.

მე:კაი ჰო.

გარეთ რომ გავედით, ყველა შეკრებილიყო და ნატალია რომ დავინახე, ცისფერ, მუხლამდე კაბაში. თეთრი ახალთახალი შარფით და ტუჩებზე დედამისის, მარწყვისფერი პომადით, თვალები დავქაჩე.ეს მანამდე არ ყოფილა და ეხლა აქ რა უნდა. ხელი დამიქნია და ლამის სიხარულით ხტუნვა დაიწყო.

მე:გოგო გადიარიაე? მაშინვე ყურადღებას მიიქცევ, მოიცილე ეგ პომადა და შარფიც შეინახე.

ნატა:რატო? მინდა ყურადღების მიქცევა, რაა ამაში ცუდი?

თვალები ავატრიალე და ვუთხარი შენ მერე მოგივლი მეთქი.ჩემ ძმას დავეწიე და გვერდით ამოვუდექი.ყვეაინი შევედით ლამარას გრძელი გასაშლელი მუხის მაგიდა გაეწყო და სკამები შემოელაგებინა.კოტაშვილები როგორც აღმოჩნდა სულ ხუთნი იყვნენ ვაჟები დედები და ერთის მამა.დივანზე ისხდნენ და რამაზს გაცხარებით ელაპარაკებოდნენ. გიორგიც ლამარას და რამაზის შვილი თავს უქნევდათ.თვალები ავატრიალე ხმაურზე შემოტრაილდნენ. სიტყვა აკაკიმ ითავა.

აკაკი: ჩვენ ასე გაუფრთხილებლად მივადექით ამ კაცს და სტუმრები გავუქციეთ. გთხოვთ ყველა დაბრუნდეთ, არ მოგერიდოთ არაფრის და ყველამ ერთად გავატაროთ კარგი საღამო.ხალხი მიესია ფუტკრები თაფლს რომ დაესევიან ზუსტად ისე.ხელს ართმევდნენ ეცნობოდნენ.მათ პურფერულ ქცევებზე მხოლოდ ამოხვნეშა და თვალების ატრიალება თუ შემეძლო.ნატა ცალკე მოვიხელთე.ერთად ვისხედით და თვალებს ვუბრიალებდი რომ როგორმე, მისი ყურადღება ლევანისგან ჩემზე გადმომეტანინებინა.მერე ხელზე წავჩკმიტე, იმანაც რომ შეხედა და ეს უცოდველი კრავივთ უპარპაშებდა იმ მწვანე თვალებს.გარეთ გამომყევითქო ვუთხარი და რასაც ქვია ძალით გავათრიე.ბუზღუნით გამომყვა და კარი როგორც კი გამოვიხურე ეგრევე დავიწყე ლაპარაკი.

მე:ნატალია იმედაძე სულ შეიშალე?! გოგო ხომ იცოდი სად მიდიოდი? რომ გამოიპრანჭე და უკვარკავრებ ამ ლევანს თვალებს რა გგონია ერთი?!

ნატა:აუ ანა შენ ეგრე ნუ იცი რა?! არაფერი არ მგონია უბრალოდ ვერთობი .

მე:გაგართობს კოტაშვილი როგორც საჭიროა შენ.მოიცილე ეგ პომადა დროზე.

ვეჩხუებოდი, ბოხი ხმა რომ გავიგე და შიშისაგან და მოულოდნელობისგან შევიკივლე. აკაკი იდგა სიგარეტის ბოლში გახვეული, კედელს მიყუდებოდა.

აკაკი:რამე პრობლემაა "ძევაჩკი"? უი, შეგაშინე? არ მინდოდა.

მე:არაუშავრს.

ძლივს გადავაბი ორი სიტყვა.

მე: არანაირი პრობლემა .უბრალოდ ჰაერზე გამოვედით.

ხელი დავავალე, ამჯერად აკაკის მიმართ გაპრანჭვის მცდელობით მოწადინებულ ნატას და სახლში შევათრიე.

დივანზე განმარტოებით დავსხედით.

მე:ხედავ? იმდენი ქენი იმ ვიღაცის ყურადღება მიიქციე, გინდოდა ეს?

ნატა:მე რას მეუბნები, იმხელა იკივლე.

მე:აბა რა ეგონა, შუაღამისას კვამლში გახვეული მოულოდნელად გაბრიელივით რომ დამადგა? ნატა პომადა მოიცილე!.

ნელა და დამაჯერებლად ვუთხარი როცა ლევანის მზერა დავიჭირე მასზე.თავი სიცილით გამიქნია და უფრო მოიღერა ყელი. თვალები ავატრიალე და დივანს მივეყუდე. ყველა სუფრასთან დაჯდა მათ შორის ჩვენც.კოტაშვილები ერთ თავში მასპინძლები მეორე ბოლოში.უფროსმა კოტაშვილმა ალექსამ შესვა ოჯახის და სტუმრის სადღეგრძელო და ყველამ მიბაძა.წინ უამრავი საჭმელი ეწყო.არაფრის ჭამი არ მინდა ,მაგარმ ვინმესთან გამოლაპარაკების თავიდან აცილების მიზნით  "გაროხს"დავუწყე ლოღვნა.ერთ გვერძე ნატა მეჯდა მეორე მხარეს ჩემი ძმა.ხალხი მათ გასუსული უსმენდა. აქებდა, ლოცავდა და ყველაფერს აკეთებდა რომ "შეტენვოდა".ეს მართლა გამაღიზიანებელია.ჭიქის წკარუნის ხმამ ყურადღება მიიქცია და ამ ხმის გამომწვევ ბატონ აკაკის გავხედე არამარტო მე.ფეხზე იდგა.ყველას მზერა რომ დაიმსახურა თავმომწონედ ჩაიღიმა და საუბარი დაიწყო.

აკაკი:ხალხო მე მინდა ყველა ქალბატონს გაუმარჯოს.ჩვენს დედებს , შვილებს ,დებს (ამ სიტყვაზე მე გამომხედა და მზერა სანამ არ მოვაცილე დაჟინებით მაშტერდებოდა,რომ გავიხედე სხვაგან, ჩაეცინა) ასეთი ლამაზები რომ ხართ კარგები რომ ხართ, ბატონებო გთხოვთ ფეხზე ᲐᲕᲓგეთ ამ ღვთიური არსებების წინაშე.თქვენ გაგიმარჯოთ .

ყველას ისე გაუხარდა თითქოს აქამდე არავის დაულოცია თუ ეს კოტაშცილი რომ იყო ამიტომ.ნატა თვალებს აცეცებდა.ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს ხან მესამეს.ამას ხვალ მე მოვუვლი დამაცადოს.მალევე უფროსები გაიფანტნენ.დედა და ბებო წავიდნენ.მეც მინდოდა, მაგრამ ვაჩესთან დარჩი, აი ნატაც დარჩაო.მოსაკლავი მყავს რა .მასპინძლებიღა იყვნენ დიდები თორემ დანარჩენები სულ ტოლ ბიჭები დარჩნენ.სულ ხუთი გოგო ვიქნებოდით და დანარჩენი კაცები.ჩემი ძმა რომ არა, აქ ერთ წამს არ გავჩერდებოდი, თან ეს აკაკი მართლა მაშინებს. ყოველ წამს მიყურებს აღარ ვიცი საით გავიხედო.კიდვე ცოტახანს გავჩერდით და მერე ინებეს დაშლა.

ლევანი:ეხლა ჩვენ დაპატიჟებულ სტუმრებს ჩვენვე გავაცილებთ

ამაზე თვალები ვჭყიტე. მაშინ კი ვითუმეტეს ნატას რომ გახედა. ვაჩეს ჩუმად გადავუჩურჩულე ნატა მარტოა და გაჰყევი ხო იცი რა მატრაკვეცაა, რამე არ მიქაროს თქო.თავი დამიქნია.ნატა, ლევანი და ვაჩე იმ გზით წავიდნენ და კიდევ რამოდენიმე ადამიანი.მეც გამოსვლას ვაპირებდი კარში აკაკი მომეწია .

აკაკი:გაგაცილებ მარტო არ წახვიდე.

მე:არ შეგაწუხებთ პირდაპირ ორ ნაბიჯში ვცხოვრობ.

გამოვეცალე,მაგრამ უკან მომყვა სხვა  რაღა გზა მქონდა.

მე: დიდი მადლობა დღევანდელისთვის. თქვენ და თქვენს ოჯახს და მადლობა მოცილებისთვისაც. კარგ ღამეს გისურვებთ.

გამოკევთილად მრავლობითში ვესაუბრებოდი.რომ კარგად დაინახოს ჩემი დამოკიდბულება.ჩაეცინა.

აკაკი: ღამე მშვიდობის და შენ მადლობა რომ გამილამაზე საღამო.

გატრიალდა თვალებ დაჭყეტილი ვიდექი. ჯანდაბა, მგონი მაგარ შარში ვარ მე სახლში შევედი. ძველ ხის "ვეშოლკაზე" ჩამოვკიდე ჩემი მოსაცმელი და მაგიდასთან მსხდარ ქალებს შევუერთდი.

დედა:ვაჩე სადაა დე.?

მე:სად და კოტაშვილებმა ჩვენივე სტუმრებს ჩვენვე გავაცილებთო ჰოდა ნატას ლევანი გაჰყვა ვაჩე მე გავაყოლე რამე არ მიქაროს ნატამ თქო .

ბებო:კაი გიქნია ბე.ნატა მართლა სხვანაირი გოგოა.

მე:მე ვერ გამოვძვერი. აკაკი გამომყვა ვუთხარი ორ ნაბიჯში ვარ არ შეწუხდეთქო მაგრამ მაინც გამომყვა.

დედა:მერე?

მე:რომ დავემშვიდობე, სპეციალურად მრავლობითში ველაპარაკე და ძაან ფორმალურად .

ბებო:კაი გიქნია ბებო გენაცვალოს. ზედმეტად ციდად გიყურებდა.

ამ დროს ვაჩეც მოვიდა.

მე:რა ქენი აბა, მიაცილე ის მატრაკვეცა?

ვაჩე:კი და გააჩერა ენა კიდე კაი. დვ
დავინახე აკაკი რომ გამოგყვა რამე ხომ არ გითხრა?

მე:ის რავი კი ,მადლობა საღამო რომ გამილამაზეო. მე კი მაინც ძაან ფორმალურად და თქვენობით  ველაპარაკე მაგარმ არ მომეწონა მე მისი ქცევა სულ ნატას ბრალია რა??!

ვაჩე:კაი ამ ერთხლე შეხვდი და ვსო არაუშავს .

მეორე დღით გზად ნატას წესიერად არ ველაპარაკებოდი.

ნატა:კაი რა ანა, ნუ მიბრაზდები. გაპრანჭვა ყველა გოგოდ უყვარს შენ გარდა.

მე: კაი ხო კაი, მაგრამ აწი ჭკუით იცოდე.მომისმინე ვაჩემ კი მითხრა ჭკვიანად იყა მაგრამ მინდა შენი პირიდან მოვისმინო რომ არაფერი მიგიქარია ლევანთან.

ნატა:მართალი უთქვამს ვაჩეს.რამის თქმა რომც მნდომოდა შენი ძმა ისე მიბღვერდა ადგილზე მიმაკლავდა.

თავი კმაყოფილად დავაქნიე და გზა ნუნუსთან ერთად განვაგრძეთ. ტრადიციულად სკოლაში "კამანდები" ჩავიარეთ და ზუსტად ზარის ხმაზე დავჯექი მერხთან.ნატას კი ხელი დავუქნიე. რადგან, ჩემს უკან რიგში გვერდით მერხზე იჯდა.საერთოდ ამ სკოლებში აკვიატებული აქვთ, რომ ერთ მერხთან გოგო-ბიჭი ისხდნენ.ჰოდა მეც, როგორც ყველა, ჩემს ერთ-ერთ ბიჭ კლასელს ვუზივარ გვერდით.ბოლო ხუთი წელია უკვე ერთ მერხს ვიზიარებთ და ზუსტად ბოლო ხუთი წელია, რაც ჩემი ხელი ლურჯი მელნის ლაქის გარეშე არ დამინახავს .თავიდან ძაან ვბრაზობდი ამაზე, მერე უკვე მივეჩვიე და გუშინ ერთი ხაზიც რომ ვერ დავინახე, გამიკვირდა.მაგრამ იმ აზრში, რომ ეს ჩვევა შეცვალა ბატონმა ნიკოლოზმა ძალიან შევცდი.გასუსული ვუსმენდი გაკვეთილს, როცა ჩემს ხელზე კალმის წვერის შეხება ვიგრძენი და თვალები ავატრიალე.ეს ბიჭი ხან რას მაჯღაპნიდა ხან რას. სრულიად უაზრობებეს.დღეს ჩემი ახალი"ტატუ" ასეთი იყო."1+1=3".სახლში ორის წუთებზე მივედი და ხელები მრავალ გზის დავიბანე მაგრამ როგორც ყოველთვის ლაქები დამრჩა.საღამოს საკმაოდ გრილოდა. გოგოებმა თავის გართობა გადავწყვიტეთ.ნატას სახლში ხის იატაკზე ვისხედით და ქალაქობანას ვთამაშობდით.უბანში ხუთიოდენ გოგო ვიყავით და მათ შორის მე და ნატალია ყველაზე უფროსები ვიყავით.და აბა თუ გამოიცნობთ, რატომ ეწერათ სამივეს ზუსტად სამჯერ სახელის გრაფაში ხუთ ხუთი ქულები? იმიტომ რომ ასოებზე:ა;ლ;მ.მხოლოდ ბატონი კოტაშვილების სახელები გაახსენდათ.და მეც ზედიზედ ზუსტად სამჯერ ავატრიალე თვალები. სწცალის პირველი კვირა კარგად ჩამთავრდა.და კვირა დილით ზუსტად შვიდ საათზე ავდექი რომ გავმზადებულიყავი წირვისთვის.დღეს ყველა უცნაურად მეჩვენებიან.ჩვებ ოთხს ხალხი შემოგვიერთდა და გზა ერთად გავაგრძელეთ ტაძრისკენ.და ქალბატონი ნატალია რომელიც საოცრად გამპორაჭულიყო ჩემ მზერას შეეჩეხა. გადამეხვია .

მე:დღეს ყველა ისე რატომ გამოეწყვეთ თითქოს ვინმეს დაბადების დღეზე მიდიხართ?

ბებო:უი ბე შენ არ იცი?

მე:რა?

დედა:კოტაშვილები ჩვენი ტაძრის მრევლი გახდნენ.იმხელა ამოვიყვირე ჰა-თქო? მთელმა ქვეყანამ გაიგო.

მე:მაგას ეხლა უნდა ვიგებდე?.

ვაჩე:კაი რა, რა პანიკაში ხარ? ტაძარია რა უნდა მოხდეს.

თვალები ავატრიალე და გზა განვაგრძე.ხალხუ უკვე შეკრებილიყო.ტრადიციულად მეორე სვეტთან დავდექი, ფეხები გადავაჯვარედინე და კედელს მივეყუდე.ხელები კალთაზე დავიკრიფე.წირვა დაწყებული იყო კარი ჩუმად რომ შემოიხსნა და მთელი კოტავშვილობა შემოლაგდა.ხალხი აფორიაქდა.არ ვიმჩნევდი.წირვა ქადაგებას ვუსმენდი და გარშემო არაფერი მაინტერესებდა.ნატამ მხარი გამკრა, ჩემ გვრდით იდგა. გავხედე და თვალით მათზე მანიშნა. რომელიც პირდაპირ სვეტთან შეგროვილიყვნენ და გაცხარებით საუბრობდნენ სტიქაროსანთან. სულ რაღაც ორ წუში გარეთ გავედი.

თქვენი აზრები გამიზიარეთ.



№1  offline წევრი Ninit nini

მაპატიე მაგრამ ასეთი მოთხრობა არ მომწონს <3

 


№2  offline წევრი Elizabedi.girl from nowhere

Ninit nini
მაპატიე მაგრამ ასეთი მოთხრობა არ მომწონს <3

იმედი მაქვს მომდევნო თავები აზრს შეგიცვლის

 


№3  offline წევრი Ninit nini

Elizabedi.girl from nowhere
Ninit nini
მაპატიე მაგრამ ასეთი მოთხრობა არ მომწონს <3

იმედი მაქვს მომდევნო თავები აზრს შეგიცვლის

ვნახოთ იმედია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent