შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითლის ეპოქა 2


1-02-2024, 16:05
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 572

ძალიან დიდი ბოდიშ, რომ მეორე თავმა ასე დააგვიანა. რაღაც პრობლემა იყო. ახლა კი ნაკლულად დაიდო. ამიტომაც ხელახლა ავტვირთავ. იმედია მოგეწონებათ.



დიდი ხის სკამზე დავსხედით. თავსაბურავი დროებით გადავიწიე და თმა შევისოწრე.

მე:ნატა გაბრთხილებ ეს კოტაშვილები ჩვენს ქუჩებს ცუდად შემოეჩვივნენ და შარში არ გაება იცოდე

ნატა:კაი რა ანა, არ დაიწყო ისევ.

მე:რატო გამომიყვანე?

ის:ისე უბრალოდ დავიღალე დგომით და ცოტახანს დავჯდებითქო.

მე:მერე შიგნით სკამები არ იყო?

ნატა:ეგღა მაკლია, კიტაშვილებს ვათქმევინებ სუსტი გოგოა დაიღალა  და დაჯდაო.

თვალები მგონი ამჯერად 360 გრადუსით ავატრიალე.

მე:ნატალია იმედაძე, მე გამიფრთხილებიხარ და მერე არ თქვა , რატომ არავინ  არაფერს მეუბნებოდითო.

ის:არაფერი მოხდება, არ იდარდო.წამო შევიდეთ.

შევდიოდით, კარიდან ახლაგაზრდა ბატონიშვილები რომ გამოვიდნენ და იქვე დასხდენნ.

მათე:ვაა გოგოები.. შეგეწიოთ.

ნატა: თქვენც ბიჭებო, გეწოედეთ.

მწველი მზერა ჯერ ხელებზე და მერე სახეზე რომ ვიგრძენი, ხელები მაშინვე უკან წავიღე.ამაზე ჩაცინება დავინახე და ნატა უკან დასჯილი ბავშვივით მივიყოლე.ჩემს ადგილას ჩამოვდექი და ხელები ზურგს უკან შეთეთრბულ კედელს მოვაწყვე.წირვა დასრულდა თუ არა ყველანი გამოვედით ეზოში.ბევრი ხალხი ერთმანეთში ირეოდა. ჩემები სულ ბოლოს მოდიოდნენ და მამა თევდორეს გაცხარებით ელაპარაკებოდნენ. ეხლა ესენი როდის დაასრულებენ სჯა ბაასს.აგურის, სტაფილოსფერ კედელს მხრით მივეყუდე და ერთიანად გავრინდდი, წინ აკაკი რომ ჩამომიდგა .ადგილიდან არ განვძრეულვარ, ჩემებიც ჯინაზე არ ამთავრებდნენ  საუბარს.თეთრი, ყვავილებ დაკონილი თავსაფარი მოვიხსენი და ყელზე შევისწორე. მერე იმათკენ წავედი, რით ვერ მორჩენენ?!.ხმამ გამაჩერა.

ის:რა გჭირს?

შევტრიალდი და ხელებზე მანიშნა. მაშინვე დამალვა ვეცადე, რას იფიქრებს რომ ბავშვი ვარ.

მე:აა.. ეს, ისეთი არაფერი, მელნისგანაა.

ჩემებთან მივედი და სულ ძალით გამოვათრიე.გზაში ვეჩხუბებოდი.

მე:რა ლაპარაკი გააბით?

დედა:არაფერი ისეთი დე, მამაო გველაპარაკა რაღაცაზე.

ვაჩე: იმან რა გითხრა?

თვალით კოტაშვილებზე მანიშნა.

მე:ამაზე მკითხა.

ხელებზე მივანიშნე.თავი დააქნია და თავის კლასელებს დანახვისთანავე შეუერთდა.გიორგიც(რამაზის შვილი) იქვე იდგა და ალექსს ელაპარაკებოდა, მამასთან ერთად.ბიჭებიც იქ იდგენენ.მათ შორის  ჩემი ძმა თავისი კამანდით.მე ნატას დავეჭიდე და ტაძრის ეზოდან გავედით. იმ საღამოს ირემაძეებში (ლამარას ოჯახი) თავი შეიყარა ყველა ახლაგაზრდამ, მათ შორის ჩემმა ძმამაც. ღამე გვიანობამდე გამოდიოდა მბჟუტავი ლამპის სინათლე. მეორე დღით სკოლაში ჩვეულებრივ წავედით.იმ დღით, ჩემი მერხის მეზობელი არ  იყო.დიდ შესვენებაზე პარკში ჩამოვსხედით მე და ნატალია, ნუნუც გვაკლდა დღეს.

მე:ხომ არ იცი, დღეს ნიკოლოზი რატომ არ არი? ხელები არ გამილურჯდა და მეუცნაურება.

ნატა:მოიცა, შენ ახალი ამბები არ იცი?

მე:რა ამბები?

ის:რა და ნიკოლოზმა ხელი მოიტეხა.

მე:რა ?როდის ან რანაირად ?

ნატა:მოკლედ, როგორც გავიგე ნიკოლოზს უჩხუბია. კი არადა ნიკოლოზს ეჩხუბნენ, ხელი აქვს მოტეხილი, მარჯვენა და თითები დამტვრეული.სხვა არაფერი არ სჭირს ნაკაწრიც კი არ აქვს.

მე: ანუ, ვიღაცამ სპეციალურად მოატეხა ხელი და თითები?რატომ უნდა ექნათ ეგ?

ნატა:არ ვიცი ...

მე:ნამდვილად გამიკვირდა.იმ ნიკამ იჩხუბა, მთელი კვირა ხელებს რომ მიფერადბედა?!.მომკალით არ მჯერა, ვისთან ?

ნატა:არ ვიცი, მაგრამ ამბობენ ოცდამეოთხეს დამამთავრებლები იყვნენო და ხომ იცი, ეგ ვისი ხალხიცაა...

მე:კოტაშვილები .ოხვრას ამოვაყოლე.რა უნდოდათ ნიკასთან? რას უშავებდათ, ეგეც ვინმე ძველი ბიჭი არ ყოფილიყო? ცოდოა, როდის მოვა სკოლაში?

ნატა:ხვალ მოვა უკვე .იცოდე ანა არ გადაირიო, მაგრამ ვფიქრობ აკაკის ხელი ურევია ამაში.

მე:მე რა შუაში ვარ მერ,ე ვისიც  ურევია. ჩემთვის რა აზრი აქვს?

ნატა:ის აზრი აქვს ანა, რომ მარჯვენა ხელი მოატეხეს, თითები .

მე:მერე?

ნატა:ზუსტად მაგ ხელით და მაგ თითებით გაფერადებდა ანა, რას ვერ ხვდები?!

მე:რაა?! რას სულელობ?შანსი არაა.. კოტაშვილს რა ჩემი ლურჯი ხელებით?.

ამ დროს ზარიც დიარეკა, არ მჯერა ამის. თუ ეს სიმართლეა, საქმე ცუდად ყოფილა.
მთელი დღეა მასზე ფიქრი არ მომშორდა.სახლშიც დაღონებული მივედი.ყველანი ერთად ისხდნენ.ცოტა ვჭამეთ მე და ვაჩემ.

მე:ვაჩე წუხელ როგორ გაერთეთ?ყველა ბოლომდე დარჩით.

ვაჩე:კი ყველანი ვიყავით, დაჟე ოცდამეოთხეს ბიჭები მოვიდნენ ცოტახანს და ეგრევე წავიდნენ.

ამაზე ნატალიას ნათქვამი გამახსენა.

ვაჩე:შენ რატომ კითხულობ? უი, ნიკოლოზის რამე ხომ არ გაგიგია?

მე:ნატამ როგორც მითხრა, ოცდამეოთხეს ბიჭებს უცემიათ. ხელი აქვს მოტეხილი და თითები.ისე ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს.

დედა:რა უცნაურია. თითქოს სპეციალურად

ვაჩე:ეგრეც იყო .ვიცი მე ვისი ნახელავიცაა ეგ.

ოღონდ ეხლა აკაკი არ ეხსენებინა და გინდ ეთქვა ეს მე ვქენიო.ოთახში შევედი და ვიმეცადინე.მეორე დღით კლასში რომ შევედი ნიკოლოზი უკევ მერხთან იჯდა, ხელ მომტვრეული .

მე:უი ნიკოლოზ მოხვედი?გავიგე შენზე და მეწყინა, როგორ ხარ?

ის:კარგად მადლობა მოკითხვისთვის.

ესე ფორმალურად რატომ მელაპარაკება? გაკვთილებზე ვისხედით და თითქოს ველოდი როდის გამაფერადებდა, მაგრამ ეს არ მომხდარა რა თქმა უნდა.ფისკულტურაზე არ დარჩა ნიკა, რა აზრი აქვსო და ზაზა მასწმაც გაუშვა.ჩვენ უკვე დაძველებული ბურთი გადმოგვიგდო და გოგოებმა ხელბურთი ითამაშეთო.ბიჭები სტადიონზე გაუშვა, თქვენ იქ ფეხბურთს გავარჯიშებთო.ასე გრძელდებოდა, სანამ სტადიონიდან აურზაური არ მოგვესმა.ეს ნორმა იყო და არავის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ როცა უკვე ქალების წიოკი და მასწავლებლების ყვირილი გეყოფათ გაჩრდითო გავიგეთ, ყველანი ფანჯარას მივცვივდით.სტადონზე ძალიან ბევრი ბიჭი შეკრებილიყო და ერთამენთს გამეტებით ურტყამდნენ.მათ შორის, ჩვენი მეათეებიც ამოვიცანი.რა ხდებოდა, ვერაფერი ვერ გავიგე.ყველა ყვიროდა, ილანძღებიდა. მასწავლებელი, დირექტორიც კი მათ გაშველებას ცდილობდა. პატარა მოსწავლეები აქეთ-იქით დარბოდნენ შიშისგან.და ამას სერიოზულად კიდევ ის ამძაფრებდა რომ ზოგს რა ეკავა ხელში, ზოგს რა. ბიტით დაწყებული, საკეცი დანით დასრულებული რას აღარ დიანახავდი.ზაზა მასწი ამოვარდა ჩვენთან.

მასწი: გოგოებო დროზე გასახდელებში შედით და იქ დაიცადეთ .არ გაბედოთ გამოსვლა, სანამ  მე  არ მოვალ ან სხვა სანდო პირი.იცოდეთ არ ვხუმრობ.

ძალით გაგვყარა გასახდელებში, რომელიც სამად იყოფოდა და გოგოები იქ გაგვანაწილეს.ისე მეშინოდა, ამ ღრიანცელის გამო ლამის  გავგიჟებულიყავი.გული სასწაულად მიცემდა, ნეტავ რა ხდება?!.გასახდელის ვიწრო ფანჯრიდან გავყურებდით ამ საშინელებას და გული გვისკდებოდა, რადგან იქ ჩვენი კლასელები იყვნენ .კიდევ კაი ნატალია ჩემთან იყო, თორემ უფრო ვინერვიულებდი. საერთოდ, ესეთი რაღაცეების ძაან მეშინია.ახლაც მაგრად ვუჭერდი მის თხელ თითებს და მის კანკალს ვგრძნობდი.მალევე მანქანების ხმა გაისმა და სტადიონის გარშმეო შავი მანქანები გაჩერდა.იქიდან კი ბიჭები ჩამოვიდნენ.იარაღ ასხმულები.კოტაშვილები, გავიფიქრე ჩემთვის და ახლაღა ვიგრძენი სიტუაციის სიმძაფრე. ესეიგი ძალიან ცუდი რამ ხდება თუ კოტაშილები მოვიდნენ.აქაურობა ტყვიის გაცლის ხმამ რომ გააყუჩა, იმ წამს ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით.გოგებს ყურებზე ხელი აეფერებინათ და ტიროდნენ კიდეც.მე მათთან შედარებით კიდევ რა მიჭირდა.ნატა ისე იყო, ლამის აქვე ჩამაკვდა ხელებში.ყველა ფანჯრიდან ყურებას არიდებდა თავს, მაგრამ მე პირიქით, იმის იმედით რომ ჩვენებს ცოცხლებს დავინახავდი.მაგრამ ჩემი შიში მაშინ გენახათ, ტყვია რომ გაიცალა და გატეხილი ფანჯრის შიგნიდან, სულ რაღაც სანტიმეტრებით ამცდა და მწვანე ცარცის კედელში გაიჭედა.რომ გავიაზრე სად გადავრჩი, მეც დავპანიკდი.ნატამ საერთოდ გონება დაკარგა, გოგოები ისე ტიროდნენ, ვერაფერს გაარჩევდი.მე კი პანიკაში მყოფი, უფრო საღად ვფიქრობდი.ყველა იატაკზე დავსვი, რომ განმეორების შემთხვევაში ტყვია არ მოგხვედროდა.მე კი ფანჯრიდან ფრთხილად გავიხედე . ვხედავ სამი კოტაშვილი, "კალაშნიკოვებით" სტადიონის მხრიდან სპორტ დარბაზისკენ, რომ წანოვიდნენ.ალბათ ამოწმებენ, ვინმე ხომ არ მოკლეს.ძალიან მეშინია,აი ძალიან.ჩვენი გამოსაცვლელები კი იკეტება, მაგრამ ამ საკეტს მე რომ დამჭირდეს, მე გავხსნი და ისინი ერთ ჩამოწევაზე გააღებენ. საერთოდ დაბნეული ვიყურებოდი. ვიწრო დერეფანში ნაბიჯების ხმა და ლაპარაკი რომ გავიგე.კარების ჩხაკუნი იყო.მერე დააკაკუნეს და გამყინავად ცივი ხმა გავიგე.

აკაკი :გოგონებო მანდ ხართ? ყველა კარგად ხართ? ნუ გეშინიათ, მე აკაკი კოტაშვილი ვარ, კარი გააღეთ.

ყველა ერთამენთს უყურებდა და ფეხზე მხოლოდ მე ვიდექი, ჯერ კიდევ.კარისკენ გავედი და ღრჭიალა საკეტი ნელა გავაღე.კართან სულ დასვრილი, დაღლილი ,აქოშინებული აკაკი იდგა.ასეთი არასდროს მენახა.რაღაცანაირად შემომხედა .

ის:ტყვია აქ შემოვიდა,  ყველა კარგად ხართ?

მე:კი, კარგად ვართ კედელს მოხვდა.

ამის თქმაზე, კიდევ ერთხელ გაიმტვრა მოლურჯო ფერს, თხელი მინა და ხელი რომ არ მოეკიდა და არ შევეტრიალებინე, პირდაპირ შუბლს გამიხვრეტავდა.ამის მაგივრად კი კარს მოხვდა, მაგრამ აკაკის პერანგის გავლით.კარში გაყრილი ტყვია, აკაკის გახეული სისხლისფერი პერანგი და სულის წამღები ტირილი, რომ გავიგე უსულოდ გავითიშე. გონს რომ მოვედი, პირველი რაც დავინახე, თეთრ კედელზე ჩამოკიდებული, ყვითელი ნათურა იყო .ანუ დირექტორის კაბინეტში ვარ.ოდნავ წამოვიწიე.ორ სკამზე ვიყავი გაწოლილი და თავი დედას კალთაზე მედო.გვერძევე, იატაკზე ნატა იჯდა ჩაკეცილი,ნამტირალევი.თავზე ვაჩე დამდგომოდა და მარიკა მასწავლებელი.კარში კი კოტაშვილები გაცხარებით ელაპარაკებოდნენ დირექტორს.ყველას ყურადღება ჩემმა ადგომამ მიიქცია, გარს შემომეხვივნენ.დედა ჩამეხუტა.

დედა:ნატა დე,შენ მოგიკვდეს დედა,კარგად ხარ?შეგეშინდა დე?

ნატა:ანაა,იცი როგორ შემეშინდა?შენ უნდა მოგეხედა ჩემთვის და პირიქით მოხდა.ტირილით მითხრა.

მარიკა:საყავრელო, ხომ კარგად ხარ?

მე:კი, კარგად ვარ.ყველაფერი რიგზეა.ცოტა თავი მტკივა და მორჩა.

აქეთ-იქით დიაშალნენ.მოსწავლეები, ნატას გარდა ყველა კლასელი გავიდა.ჩვენღა ვიყავით.

დირექტორი:კარგით, მაშინ ბოდიში მომხდარისთვის და ანას თუ სურვილი ექნება, რამოდენიმე დღე დაისვენოს პრობლემა არ იქნება.

მე: მადლობა მას.საჭირო არაა, ვივლი სკოლაში ჩვეულებრივ.ასე მირჩევნია.

დირექტორი:კარგით მაშინ, შეგიძლიათ წახვიდეთ.

დედამ მომკიდა ხელი და ამაყენა.თითქოს ავადმყოფი ვიყო.დერეფანში ჩამწკრივებულ ბიჭებს ავარიდე თვალი, ნახევარი მეათე კლასი აქ იდგა.ზოგს სად ეცხო სისხლი, ზოგს სად.დერეფნის ბოლოში კი, კოტაშვილები განიხილავდნენ ამბებს.

ვაჩე: მადლობა უნდა გადავუხადოთ, მან გადაგარჩინა.

მე:ვიცი.გადვაუხდი.

გავჩერდით მათთან.

ვაჩე: ძალიან დიდი მადლობა ჩემი დის გადარჩენისთვის, თქვენ რომ არა, ახლა ასე არ იქნებოდა ყველაფერი.თქვნი სიკვდილამდე ვალში ვართ, მადლობა ძაან დიდი.

დედა:ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო. მადლობა დიდი.

აკაკი:ეხლა კარგად ხარ? არა მადლობა, საჭირო არ არის. ვალი აღარც ახსენო ვაჩე, თორე მაწყენინებ.

მე:ბევრად უკეთ ვარ შენი წყალობით. მართლა დიდი მადლობა გადარჩენისთვის.

გზა გავაგრძელეთ.

აკკაი:გაგიყვანთ სახლში ,ფეხით ნუ წახვალთ.

დედა:ვერ შეგაწუხებთ ბუჭებო, მადლობა ძაან დიდი.

ლევანი:რა შეწუხებაა, არ გრცხვენიათ, წამოდით ჩვენ წაგიყვანთ.

და ნატას გახედა, რომელიც უკან მოგვდევდა.მაშინვე ხელი ჩავკიდე და შავ ვოლგაში ჩავსხედით. წინ ვაჩე დაჯდა, უკან მე, დედა და ნატა.დანარჩენები სახლებში წავიდნენ. მიგვაცილეს.მანქანიდან რომ გადმოვედი,  საფეთქლები ისე უცებ ამტკივდა, ადგილზე გავჩერდი.თვალებში დამიბნელდა და ვაჩეს მივეყუდე.იმანაც ხელები მომკიდა.

დედა:ანა დე კარგად ხარ?რა მოგივიდა?

მე:თავი ამტკივდა დედა, ნუ გეშინია .

ლევანი: ჩვენ წავალთ მაშინ, თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ იცოდე.

ვაჩე:აუ ძმები ხართ. ძაან დიდი მადლობა, ყველას მართლა დიდი მადლობა.გადამეხადოს სიკეთით.

აკაკი:კაი რა, არ გრცხვენია.მალე გამოჯანმრთელდი .გამომხედა.

მე:დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უღრმესი მადლობა, მართლა.

შევედით, ისინიც წავიდნენ.დივანზე დავჯექი.ყველა თავზე მევლებოდა.

მე:ვინე მეტყვის, რა ჯანდაბიტო ვარ ასეთ დღეში, რა ჩხუბი იყო?

ვაჩე:მოკლედ ნიკოლოზის ამბებია რა...

მე:დაიცა, ჩვენი ნიკასი?

ვაჩე:ხო, მაგ ნიკასი ზუსტად.მამამისს აბულაძეებთან ჩაუწყვია და იმან კიდევ, ხალხი გამოუშვა .ოცდამეოთხეებიც მოვიდნენ და მოხდა ეს.მერე კოტაშვილებიც მოვიდნენ და იმხელა ჩხუბი იყო, რავი.ბიჭები ნაცემები არიან.აი ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი, აკაკის ცხვირი აქვს გატეხილი ტო...

მე:რა? საერთოდ არ ემჩნეოდა.

დედა:კაი რა დე, კოტაშვილია, ხო იცი ცხვირი კი არა, ცეცხლი რომ წაუკიდო, წარბს არ შეხრის.კაი დე, წადი დაიძინე შენ. თუ გინდა ხვალ ნუ წახვალ.

მე:არა დე, წავალ ყურადღებას გადავიტან, თან გოგოების ნახვაც მინდა. ისინიც არ არიან კარგად ალბათ.

მეორე დღეს ყველა ისე იყო დაბნეული.ნახევრი ბიჭები სკოლაში არ იყვნენ,ჭრილობების გამო.დასვენებაზე ნატასთან ერთად ვიჯექი .

ნატა:მართლა ძაან შემაშინე გონება რომ დაკარგე, ლამის უკან მიგყევი.

მე:კაი რა რამ შეგაშინა?ისეთი არაფერი კარგად ვარ უკვე.აბა როგორია, ცხვირთან ტყვია რომ გაგივლის.

ნატა:ჰო.არ ველოდი აკაკისგან ამას.

მე:მე უფრო არ ველოდი, მაგრამ მართლა მადლობელი ვარ, სიკვდილს გადამარჩინა.

ნატა:მერე, შე კაი ადამიანო, იმ მჟავე სახით რომ უხადე მადლობები, ერთი გაგეღიმა რა იქნებოდა?.

მე:როგორ გგონია, იმ მომენტში კბილების კრეჭის თავი მქონდა.?

ნატა:შენც მართალი ხარ.

მე:შენ როგორ ხარ? ძაან ინერვიულე ხო.ისე დირექტორთან რანაირად ამოვყავი თავი.

ნატა:აუ არ გახსოვს ხო? მოკლედ, გონება რომ დაკარგე, ვერაფრით გაგაღვიძეთ.შეგვეშინდა .აკაკიმ აგიყვანა და არაფრით არ დავრჩი გასახდელში.ჩვენთან უნდა შეგვეყვანე კლასში, მაგრამ იქ დიდი ამბები იყო.მერე ეს კოტაშვილები ხო ოცდამოთხეს მხრიდან იყვენენ, რაღაც პონტში.თან გასაშველებლად მოვიდნენ.და ამოუცვივდნენ ეს ჩვენი ბიჭები.იმხელა ამბავი იყო.მანდ გაიტეხა აკაკიმ ცხვირი.იცი როგორ გიჭერდა? მემგონი, ღმერთი ვერ გამოაცლიდა შენ თავს. ძლივს გავიარეთ და მეტი რომ ვერ მოვახერხეთ, დირექტორთან შევედით და კარი დავკეტეთ.მერე ბიჭები გავიდნენ და ცოტა მაოგვარეს სიტუაცია.მერე შენები მოვიდნენ და გაიღვიძე შენც რა.

მე:რეები მომხდარა.ისე მომკალით და ცხვირგატეხილი კოტაშვილი ჩემს ფანტაზიას სცდება.

ნატა:აბა, თან შენ გამო. შენ კიდე ისე მჟავედ ელაპარაკე, ლამის მე მოგკალი .ერთი ღიმილი არ გაიმეტე.

მე:უიმე, მალდობა გადავუხადე და ხელზეც ხომ არ ვემთხვეოდი.

ნატა:აუ შენ რა უჟმური ხარ რა,კაი წამო კლასში. მოგივლი მე შენ, მაცადე?! .ეს ოთხი დღე ჩემი ხარ.

ხვალიდან, ორშაბთამდე ვისვენებთ.დღესასწაულია და მაგიტომ, ჰოდა ნატას ოთხი დღე აქვს, ჩემს მოსავლელად .დღესასწუალს კარგად შევხვდით,მეც უკეთ ვარ ბევრად, დავისვენე.ხუთშაბათს დილით იყო წირვა, მაგრამ დედას ვთხოვე,ახლა დავრჩები და ამ საღამოს ღამის თევაზე, სულ არ დავჯდებითქო.მანაც შემიცოდა და კაი როგორც გინდაო.დილის წირვა გამოვტოვე, მაგრამ საღმაოს თერთმეტს ათი რომ დააკლდა, უკვე გამზადებული ვიყავი და თბილადაც მეცვა.სადაცაა ოქტომბერი მოვა.ნატა ვერ წამოვიდა და ძაან მეწყინა.მარტო მოვიწყენდი მთელი ღამე.რიტუალი თერთმეტზე დაიწყება და დილის ექვსამდე გრძელდება.ჩემს ადგილას დავდექი და კედელს მივეყუდე.სკამებზე სულ მოხუცები სხედან ხოლმე და ღამის თევებზე ყოველთვის ოთხჯერ მეტი ხალხია, ვიდრე საკვირაო წირვებზე.ახლაც ასე იყო .გადატენილი იყო თეთრი ტაძარი.ამიტომ ვდგევარ ყოველთვის კედელთან მიყუდებული ვარ და არ ვიღლები. დედა და ბებია ხან სად იყვნენ, ხან სად. ნაცნობებს ხედავდნენ და კითხულობდნენ.ვაჩეც თავის ძმაკაცებთან ერთად იდგა.მე კიდევ, ცოტა დავიღალე და გარეთ გამოვედი.უკვე კარგად იყო დაბნელებული, იქვე ეზოში სკამზე ჩამოვჯექი და წყალი დავლიე.გამიკვირდა, ახლაღა რომ გამოჩნდნენ კოტაშვილები შავი მანქანებით და მთელი ოჯახით გადმობარგდნენ.ვინც ეზოში იყო, ყველა გარს მოეხვია, ულოცადვენნ.მეცინება ამ სანახაობაზე .ნელ-ნელა შელაგდნენ, თან ამ შავებში წესიერად არც ჩანდნენ.მეც შესვლას ვაპირებდი, აკაკი რომ ჩამომიჯდა.

ის:გამარჯობა,შეგეწიოს.

მე:ასევე.

ის:გამოკეთდი?

მე:კი, ბევრად უკეთ ვარ.მადლობა.

ის:არ არის საჭირო.

მე:მართლა, გულწრფელად გეუბნები მადლობა ყველაფრისთვის. იმათგან განსხვავვებით.

და გამეცინა.თვითონაც ჩაიცინა .

ის:ხო ვიცი ,მჯერა.და მეც მართლა გეუბნები, რომ საჭირო არაა,კიდევ გტკივა რამე?

მე:ისე სერიოზულად არაფერი,ხანდახან ფეხებზე ნაკაწრები წამომივლის ხოლმე.შენ როგორ ხარ?, გავიგე დაშავებულხარ.

ის:მეც კარგად ვარ, ისეთი არაფერი. მაგრამ ჩემები ცოტა პანიკობენ, საავადმყოფოში წადიო.

მე:მათაც უნდა გაუგო,ისე გივლიდნენ, ფეხი არ გადაგბრუნებია და ეხლა, ასე ერთიანად ინერვიულეს.

ის:ჰო ასეა.ისე, ეგ შენი სკოლელები კი არიან ღირსები, თითები ძირში დავამტვრიო.

მე:ნუ, ეგ მე აღარ მეხება.კინაღამ სერიოზულად დაგჭრეს, თანც ცხვირიც გაგიტეხეს.

ის:ეგ არ მიგულისხმია, დიდის ამბით გაიძახოდნენ, ეგ გოგოები ჩევნი კლასელები არიან, შეეშვითო. და ის კი არ იციან, რომ დანების ტრიალით მხოლოდ ჩვენ არ დაგვაზარალეს. როგორც ვიცი ნატასაც აქვს ხელები დაკაწრული, შენ ფეხები. მართლა დავამტვრევ თითებს მაგათ .

მე:ხო, ნუ როგორც არის. დიდი მადლობა მართლა ყველაფრისთვის.მე ახლა შეიძლება ბევრად უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილიყავი, მართლა დიდი მადლობა. (ამჯერად ვიკადრე და გავუღიმე.)ახლა შევალ მე, ნახვამდის და დიდი მადლობა .

ტაძარში შევედი და თვალი აღარსად მომიკრავს იმათთვის, კარგი ხანი. ხალხი სადაც იკრიბებოდნენ, ესეიგი, კოტაშვილებიც იქ იყვნენ . მშვიდად, ჩაფიქრებული ვიდექი, ლევანი რომ ამესვეტა წინ და კინაღამ გული გამიხეთქა.გულზე მოვიდე ხელი და ღრმად ამოვისუნთქე.

ლევანი:გამარჯობა ანა.როგორ ხარ?უი ბოდიში შეგაშინე?

მე:კარგად ვარ, მადლობა მოკითხვისთვის. არაუშვარს, ჩავფიქრდი და. როგორ გამოაღწიე იმ ბრბოსგან? ყოჩაღ შენ.

მათი ოჯახის გარშემო შეკრებილ ხალხზე ვანიშნე.

ლევანი:აუ ხო. იქ ისე სივიწროვეა, ძლივს გამოვედი.

კედელს ჩამოეყუდა თვითონაც .

ლევანი:ნატა არ არის?

მე:დღეს ვერ მოვიდა.ისე, ლევან ცუდად არ გამიგო და ნატა თავისებური გოგოა, ცოტა მეტიჩარაცაა,იმ დროს ძალიან შეეშინდა. ლამის ხელებში ჩამაკვდა, მივხვდი რომ შენ დაეხმარე. დიდი მადლობა რა... ჩემი საქმე გააკეთე, მადლობა რომ მიხედე.შეიძლება, ჩვენ გაგიჟებული ბიჭებს რამე ექნათ და მოკელდ, მადლობა დიდი.

ლევანი:კაი რა მადლობა .ხო, ხელები აქვს დაკაწრული მარტო. მე ასე ვიცი.ხო, ნატა მართლა არ გგავს შენ,მაგრამ ისიც განსხვავებულია. არცერთი არ გავხართ იმათ..პირველი ხარ, ვინც ასე პირდაპირ მელაპარაკება. მეც და სხვებსაც და არ მეპირფერება .კარგი გოგო ხარ შენ.კაი წავედი მე იმათთან, შევეშველბი და გილოცავ.

მე:მეც გილოცავ .

იმაზე ჩავფიქრდი, რომ ხალხს როგორებიც ჰგონიათ ეს კოტაშვილები, მთლად ეგეთები არ არიან.ან ეს ბოლო თაობაა უეკთესი.მე არ მეგონა, რომ ყველა ჭორი სიმართლე იყო ან ისინი არიან ზედმეტად კარგი მსახიობები.მე არ ვიცი, რა უფროა სიმართლე. ის, რომ ასეთი სადისტები არიან როგორც ხალხი ყვება, თუ ის, რასაც ვხედავ მათში.ღამე მალე გათენდა და დღესასწაულმა შემოაბიჯა.შვიდი იყო დაწყებული, სახლში რომ მივედი და წავუძინე ცოტა.შუადღით გამეღვიძა და ვჭამე.შემდეგ მე, დედა და ბებო სხვა მეზობლების მსგავსად, ლამარასთან მივედით.ვაჩე თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდა აღსანიშნავად.ნატაც იქ ვნახე და ძაან გამიხარდა.მივულოცე.დიდები ჭორაობენ, ჩვენ კიდევ სიცივის მიუხედავად გარეთ გამოვედით და ქუჩასთან მდგარ სკამზე ჩამოვსხედით.

ნატა:ბევრი ხალხი იყო წუხელ?

მე:კი, საკმაოდ ბევრნი იყვნენ.

ნატა:ჰო ასე იქნებოდა.ისე, ხმები მომივიდა კოტაშვილებს ხალხი ესეოდაო.

მე:ხო. ყველა ზედ ეხვია, შემეცოდნენ ცოტა.ლევანი ძლივს გამოძვრა ცოტა ხნით.

ის:გელაპარაკა ?

მე:ხო, ვილაპარაკეთ. მადლობა გადავუხადე მასაც და აკაკისაც, ამჯერად ღიმილი გავიმეტე.

ნატა:უი რა კაია?ყოჩაღ.აკაკის რაზე ელაპარაკე?

მე:ჰო.არაფერი, შიგნით შევდიოდი რომ მოვიდნენ და ცოტა ვილაპარაკეთ.ისეთი არაფერი, მერე აღარც დამინახია.

ნატა:აა,კაი.წამო შევიდეთ შემცივდა.ლამარასთან შევბრუნდით.ქალები ჭორაობდნენ.

ლამარა:უი იცით რა მოხდა?კოტაშვილებმა მთელი ოჯახი შაბათს თავისთან დაგვპატიჟეს, ხო მაგარია.

ყველას გაუხარდა და გაუკვირდა.კოტაშვილებთან ვახშამი ცუდი არაა.მშვენიერიც კია.
შაბათს თვითონ მოაკითხეს კოტაშვილებმა და წაიყვანეს. ლამარა ქსე გამოპრანჭული, ბებიაჩემის თქმით, საკუთარ ქორწილშიც კი არ ყოფილა.კვირას დილით, ყველანი წირვაზე წავედით.ყველა  ლამარას ეკითხებოდა, როგორ ჩაიარა ვახშამმა და განაცხადა დღეს გადმოვიპატიჟეთ და თქვენც მოდით, მეზობლებოვო.მე არ მინდა წასვლა, მაგრამ დედა მაძალებს. შენი რაღა მიდის, წამოდიო.ნატაც მეხვეწება .ჰოდა, მეც ჯანდაბას წავალ.ყველა გამოეწყო, გალამაზდა.მე გრძელი, შინდისფერი, მაისური და შავი სწორი ქვედაბოლო მეცვა.თმა კი გაშლილი მაქვს.ნატალია ძაან ლამაზი იყო. მწვანე, ლამაზი, გრძლი კაბა ეცვა სწორი და ტანზე მორგებული.ყველანი შევიკრიბეთ. მეზობლები დილიდან ლამარას სუფრის გაშლაში ეხმარებოდნენ.კოტაშვილები მალევე მოვიდნენ.ოთახში ღუმელი ენთო, უკვე დილიდან და ისე კარგად თბილოდა, შეგშურდებოდა.ყველა რომ შეიკრიბა, სუფრასთან დავსხედით. პირველი სადღეგრძელო მასპინელმა, სტუმრების სამადლობელი თქვა და დაიწყო ტრადიციული ქეიფი.ყველა მოწიწებული იყო მათთან."ფეჩთან"ზურგით ვიჯექი და ძაან დამცხა. ამიტომ მე და ნატა გარეთ გავედით.ვიწრო აივანზე დავსხედით და გორებს გავუსწორეთ თვალი.მალევე ვიღაცეები გამოვიდნენ.აკაკი და ლევანი იყვნენ, დღეს მათე აკლდათ კოტაშვილებს.აივნის მოაჯირზე მიეყდნენ და ჩამოდგნენ.

ლევანი: თქვენც დაგცხათ ხო?

ნატა:კი, ძაან ცხელა შიგნით.ისე, ლევან ანამ მითხრა, რომ ჩემ მაგივრადაც გადაგიხადა მადლობა. მაგრამ მე მაინც კიდევ პირადად გეუბნები, ძალიან დიდ მადლობა ჩემი დახმარებისთვის. მართლა უღრმესი მადლობა.აკაკი შენც დიდი მადლობა, ყველაფრისთვის .

ლევანი:კაი რა მადლობა ტო..

აკაკი:ისეთი არაფერი გაგვიკეთებია.

ნატა:ნუ მაინც, მე ვალდებული ვიყავი მადლობა გადამეხადა.

მე:ხო, ნატალია მართალია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით და მართლა ყველანი მადლიერები ვართ და ყველა იქ მყოფის მაგივრადაც მადლობას გიხდით.

ლევანი:ეგ არ გინდა , მოტყუება გამოგივა. ყველა თქვენი სკოლელი არ თვლის, რომ მადლობას ვიმსახურებთ.

მე:ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ მათი მოწინააღმდეგეების მხარეს იყავით, თორემ ისე მართლა ყველა პატივს გცემთ ეს ხომ იცით არა?

აკაკი:და შენ ეგრე არ ფიქრობ?

მე:არა,მე რატომღაც მგონია, რომ ამ აურზაურის ჩასახშობად მოხვედით და გასაშველებლად  და არა რომელიმე მხარის "საპადიეშკოდ".

ლევანი:ვაა,მაგარია.მგონი მარტო თქვენ ფიქრობთ ეგრე.

მე:არვიცი, ეს ვარაუდი რამდენად შეეფერება სიმართლეს, მაგრამ რაც მთავარია. თქვენ მე და ნატალია გადაგვარჩინთ და ამისთვის იმსახურებთ მადლობას.კაი, შევალთ ჩვენ ეხლა .

შიგნით დავსხედითმ.ეს საღამო გვიან დამთავრდა და სახლებში დავიშალეთ.ორშაბათს, სრულმა დასწრებამ ჩემი გაკვირვება აშკარად გამოიწვია.ნიკოლოზს ხელი ისევ თაბაშირში ჰქონდა. რამოდენიმე ბიჭს ნაკაწრები ისევ ემჩნეოდათ.თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და სამშაბათიც გათენდა .პირველი ოქტომბერი.ჩემი დაბადების დღე.ბევრ ჩემს ნაცნობს უთქვამს, რომ შურს ჩემი დაბადების დღის თარიღის.აი ნატასაც, მას აგვისტოში აქვს და ვერავინ ნახავს, მის გამოპრანჭულობას და ნაირ-ნაირ საჩუქრებს.მე კი, ამ დღეს გრანდიოზულად არასდროს მივიჩნევდი და დღესაც, დილით როგორც წესი სამივე მოდიან და მაღვიძებენ.მილოცავენ, მიღიმიან და ყველაფერი.

______________________________________
მეორე თავიც დაიდო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent