ისევ.... ( სულ)
ისევ... 1 ოცნებების ახდენისკენ სიარული ზოგჯერ ძალიან რთულია. უამრავი ბარიერის გადალახვა გვიწევს, მაგრამ თუ ოცნება ამად გვიღირს, მაშინ ეს სირთულეები აღარც გვეჩვენება გადაულახავ ბარიერად. მამაჩემი სულ ამბობდა: "გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ისეთი სიტუაციები, რომელთაგან გამოსავალი ჩვენ არ გვაწყობს." და მისი სიკვდილის შემდეგ, დაცემულმა და სულიერად განადგურებულმა, ეს ფრაზა დიდი ასოებით მივაწერე საკუთარი საძინებლის კედელს. და ყველა ახალ დღეს, ახალ გადაულახავ სირთულეებთან და თავს დამტყდარ პრობლემებთან ბრძოლაში ამ სიტყვებით ვიძლიერებდი თავს. მამა ავტოსაგზაო შემთხვვევას შეეწირა. როგორც ხდება ხოლმე, არაკაცმა დაარტყა და გაიქცა, მიატოვა სასიკვდილოდ. როცა მე სკოლა დავამთავრე სწორედ იმ წელს. სხვები რომ სკოლის დასრულების წვეულებაზე ერთობოდნენ, მე მამის ცხედართან ვიჯექი და ვეღარც ვტიროდი მისი არყოფნისგამ გამოწვეული გაოგნებისა და ტკივილისგან. ხანდახან ისე ხდება, რომ ადამიანს თავისი გარდაცვალებით თან მიაქვს მზე და განთიადისწინა ყველა იმედიც. ასე მოხდა მამაჩემის სიკვდილის შემთხვევაშიც მე და დედა, დავრჩით ორი მარტოსული ქალი. სანამ უნივერსიტეტის კარი შევაღე, მანამ ერთ_ერთი რესტორნის მიმტანად დავიწყე მუშაობა. სკოლიდან პირდაპირ მიმტანობამდე, გზა მოკლე და მტკივნეული იყო. მე ხომ მამაჩემივით მასწავლებლობა მსურდა. მამა ჩემი იდეალი იყო. იყო.... ამ სიტყვას დღემდე ვერ შევეგუე, ვერ გავითავისე...ვერ ვაღიარე... როცა მუშაობის გადაწყვეტილბა მივიღე, დედა შემეწინააღმდეგა, მაგრამ მისი დახმარება ახლა ჩემი პასუხისმგებლობაც გახდა. _ ნაი, იქნებ მოეშვა შვილო მაგ სამსახურს? როგორ უნდა მოახერხო თან სწავლა, თან მუშაობა? გადაიქანცები დედიკო! _ თმაზე მომეფერა დედა. შემდეგ, როდესაც ჩავაბარე, პირველი კურსის ბოლოს, როცა საგნები გართულდა, ძალიან გამიჭირდა სწავლის და მუშაობის შეთავსება. ისეთ სამსახურს ვეძებდი, რომ საღამოს ცვლა ვყოფილიყავი და სწავლისთვის მეტი დრო დამრჩენოდა. _ არ ინერვიულო! ყველაფერი გამოვა, აი ნახავ, თავიდან ალბათ გამიჭირდება, მაგრამ მერე მივეჩვევი!_ არ მითქვამს, რომ არ გამიჭირდებოდა, რეალისტი ვიყავი და არც ლამაზი სიტყვებით თავის მოტყუება მჩვეოდა. ის განცხადებაც, რაც ვაკანსიაზე ედო რესტორანს, სადაც მუშაობის დაწყებას ვგეგმავდი, ერთგვარად დამამცირებელი შინაარსის შემცველი იყო ჩემთვის: " გვჭირდება 19_ 25 წლის ლამაზი გარეგნობის მიმტანი გოგონები, კომუნიკაბელურები, ლამაზი ღიმილით." ხვდებით? ლამაზი გარეგნობის ღიმილიანი თოჯინები, განა მომუშავე პროფესიონალი ან გამოცდილი, არა მხოლოდ ლამაზი თოჯინები! თითქოს ჩვენ სათაგურში შეგდებული სურნელივანი ყველის ნაჭრები ვიყავით კლიენტების მისაზიდად . გასაუბრებაზე რაც შეიძლებოდა მოკრძალებულად ჩაცმული წავედი. რათა ზედმეტი ყურადღება არ მიმეპყრო და თან სასიამოვნო შთაბეჭდილებაც მომეხდინა. რესტორანს კარიდანვე ეტყობოდა, რომ აქ ჩემსავით უბრალო ხალხი არ ვახშმობდა ხოლმე. მაღალ კიბეებს ავხედე და კვარცხლბეკზე დედოფალივით შემოსკუპულ თეთრ შენობას ირონიულად ავხედე. _ "ღვთაბავ ჩემო, ჰა ლახვარი განგმირე გული, შენი მიჯნური, მე შენს ფერხთით დავეძებ ალაგს"!_ ხასიათის გამოსაკეთებლად თეატრალურ_ ირონიული რევერანსი გავუკეთე პომპეზურ დაწესებულებას. ჩაცინება მომესმა და იქვე კიბესთან დეკორად გამწკრივებული გამწვანების მოპირკეთებული მოაჯირის კიდეზე ჩამომჯდარი კაცი მომხვდა თვალში. სიგარეტს ეწეოდა და თან ინტერესით მათვალიერებდა. სახეზე ვერ დავაკვირდი, საღამო იყო და როგორც გვანმა შემოდგომამ იცის ნაადრევად ბნელოდა. თავადაც ისეთი ადგილი შეერჩია, რომ მივხვდი ალბათ სიმყუდროვეს ეძებდა. სასიძოსავით გამოწანწკლული იდგა, აშკარად ძვირფას, თანაც თანამედროვე შარვალ_კოსტუმში, ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ამ "ელიტური" რესტორნის ერთ_ერთი ფოე_ფოე კლიენტი. ის იყო უსიტყვოდ ვაქციე ზურგი, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მომაძახა: _ შექსპირი? _ ბატონო?_ მოვტრიალდი მე. _ თქვენი სიტყვები, თითქოს შექსპირს ჰგავს, მაგრამ რატომ ვერ ვიხსენებ?_ მკითხა ინტერესით. სასიამოვნო ხმა ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ცივი და უხეში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენობითში საუბრობდა, თითქოს მაინც გაგრძნობინებდა საკუთარ უპირატესობას. _ არა, შექსპირი არა, ნაია!_ გამეცინა მე. სულ მიყვარდა ხოლმე რითმებით თამაში, ცოტას ვწერდი, ცოტას ვმღეროდი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მამაჩემის პროფესიაზე ვოცნებობდი. უცნობს კიდევ რაღაცის კითხვა სურდა, მაგრამ გასაუბრებაზე მეჩქარებოდა. ზურგი ვაქციე და სირბილით ავიარე დარჩენილი საფეხურები. გასაუბრებამ დადებითად ჩაიარა, უფრო სწორად ჩემმა პარამეტრებმა აშკარად დააკმაყოფილეს მენეჯერი, როგორც ბეიჯზე იკითხებოდა: ეკა ნოზაძე, რამდენიმე ფურცელზე ხელი მომაწერინა, კიდევ რაღაც დეტალებიც დავაზუსტეთ. _ მუშაობას დაიწყებთ ზეგიდან! ჩვენთან მიმტანები შავ გრძელ შარვალს, ან ქვედაბოლოს და თეთრ პერანგს ატარებენ! ეს ხომ გითხარით?_ ისე მკითხა მენეჯერმა, თითქოს თავად იყო მეპატრონე. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ხელფასს არაუშავდა რა! სტუდენტის კვალობაზე კარგიც კი ეთქმოდა. ნახევარგანაკვეთზე მიწევდა, ლექციების შემდეგ პირდაპირ აქ უნდა მოვსულიყავი. თუმცა ბედის საყვედური არ მითქვამს. მე პრობლემა მქონდა და ამ პრობლემის მიღება და მის მოსაგვარებლად ღირსეული გზის პოვნა, ოცნებისკენ მიმავალ გზაზე, არც თუ ცუდი წინაპირობა იყო. მენეჯერის ოთახიდან ღიმილით გამოვედი. ქ.ბ ეკამ სტაფთან წარმადგინა. რესტორნის მიმტანები იყვნენ თუ სამოდელო სააგენტოს მოდელები?! ბიჭიან გოგოიანად სასწაული იერ_სახის და ტანადობის ხალხი აერჩიათ. მე მათ შორის მგონი ნაცრისფერ თაგვს ვგავდი. _ გამარჯობა, მე ნაია ნებიერაძე ვარ!_ რაც შემეძლო გულიანად მივესალმე მათ. ყველამ გულისხმიერი ღიმილით დამაჯილდოვა, ორი გოგონას გარდა. თვალი შევავლე თუ არა მათ, გავიფიქრე:" თუ ვინმეს უხდებოდა სიტყვა " იაზვა" სწორედ ამ ორს!" მათი დამოკიდებულების მიზეზის ძებნა არც მიცდია, ეს ფაქტობრივად არც მადარდებდა. აქ არც მათთან სადაქალოდ ვიყავი მოსული და მით უფრო, არც საომრად. მე ჩემი მიზნები მქონდა და ასეთი სულცარიელი ხალხისთვის ნამდვილად არ მეცალა. მეორე დღე ფორმის მოწესრიგებას და საკუთარ თავს დავუთმე. თმა, ფრჩხილი, სახე წესრიგში მოვიყვანე და პირველი დღისთვის ემოციურად განვეწყვე. გადავწყვიტე, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შემექმნა საკუთარი თავისთვის. _ გამარჯობა, ნაი, მე დათა ვარ!_ მომესალმა აწ უკვე ჩემი თანამშრომელი. _დღეს მე და შენ ამ ტერიტორიას ვემსახურებით! დამაკვირდი, მომბაძე, და თუ რამე გაუგებრობა იქნება, ხელით მომიხმე! ძალიან კეთილი ბიჭი ჩანდა. ქერა თმით და მაღალი ნათელი შუბლით. წელწვრილი, განიერი მხრებით. _ მოდელი ხარ ხომ?_ ვკითხე ღიმილით. ხმამაღლა გაეცინა _ იმედები უნდა გაგიცრუო, მომავალი საავიაციო ინჟინერ_ მექანიკოსი გესაუბრება._ ჩემი გამოჭყეტილი თვალების დანახვისას კიდევ უფრო გაეღიმა. _ არც შენ ჰგავხარ, უბრალო ოფიციანტს!_ დადებითად განვეწყვე მის მიმართ. _ მე ქართულის მომავალი მასწავლებელი ვარ!_ გამეცინა მეც. _ მომავალი თაობის აღზრდა _განათლება სერიოზული განაცხადია!_ აშკარად კარგი ბიჭი იყო დათა. ალბათ კარგად შევეწყობიდით ერთმანეთს _ დათა, რაზე იცინი ახალთან?_ ხელკავი გამოსდო იმ ორი "იაზვადან" ერთ_ერთმა. _ნაი გაიცანი, ჩემი შეყვარებული ლილიკო! ლილიკო ეს ნაიაა!_ განმეორებით გაგვაცნო დათამ ერთმანეთი. ხელი გავუწოდე მისალმების ნიშნად. ლილიმ ერთი დახედა ჩემს ხელს და ირონიულად ჩაიცინა. _ გავიცანი უკვე, გუშინ!_ ჩაილაპარაკა თავხედურად. ხელი ჩავწიე. ოდნავ ჩამეცინა, მაგრამ აღარაფერი მითქვას საპასუხოდ. დათას კი აშკარად შერცხვა შეყვარებულისგამო. _ რა საუბარია ლილ?_ხმა გაუმკაცრდა. _ არაფერია!_ ვუთხარი და გვერდი ავუარე ორივეს. ზურგს უკნიდან მესმოდა , როგორ წაკამთდნენ. უკან აღარ მიმიხედია. მოსვლისთანავე სულაც არ მსურდა ვინმეს თვალში გავჩხერვოდი, მაგრამ ჩემდაუნებურად მაინც ასე მოხდა. დარბაზი მოვათვალიერე , ჰაერი ჩავისუნთქე და ღიმილით შევაბიჯე შიგნით. ორ კვირაში ყველაფეს ალღო ავუღე. ხშირი კლიენტებიც კი დავიმახსოვრე. ყველაზე თვალშისაცემი მაინც ერთი მოფარებულში მგდარი, მყუდრო მაგიდა და მისი მუდმივი კლიენტები იყვნენ. ოთხი ახალგაზრდა კაცი, ლამის ყოველ საღამოს ერთად ვახშმობდა. ხშირად ლამაზმანებთან ერთადაც. იმ მაგიდას დათა ყოველთვის თავის თავზე იღებდა ხოლმე. მის გადაწყვეტილებაში არ ჩავრეულვარ, ალბათ ასე იყო საჭირო. ვატყობდი მასა და ლილის შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ბიჭი თითქოს აიგნორებდა, გოგო კი მუდმივად უთვალთავალებდა. ვცდილობდი ზედმეტი გამარჯობაც კი არ მეთქვა დათასთვის. როგორც კი ერთად დაგვინახავდა ის ალქაჯი, თვალებს საეჭვოდ მოწკურავდა და ფეხის წვერს ნერვიულად აბაკუნებდა ხოლმე იატაკზე. იმ დღესაც "ოთხეულის", ასე ეძახდა დათა, მაგიდამ ვისკი და მსგავსი სასმელები შეუკვეთა. დათამ ჩვეული ყურადღებით დააწყო შეკვეთა ვერცხლისფერ ლანგარზე და სწორედ მაშინ, როცა დარბაზში უნდა გაეტანა ლილი ვითომ შემთხვევით შეეჯახა და სასმელი პირდაპირ თეთრ პერანგზე გადაასხა. _ რას აკეთებ გოგო!_ შეუყვირა ბრაზით ბიჭმა, მაგრამ ვერაფერს ვეღარ შეცვლიდა. ოთხეულის მაგიდას გახედა და უიმედოდ შეითვალიერა სამოსი. _ ნაი, უნდა მიშველო!_თხოვნით გამომხედა._ ამ ერთხელ გთხოვ! რაც აქ მოვედი, დახმარების გარდა დათას ჩემთვის სხვა არაფერი გაუკეთებია, ამიტომ უსიტყვოდ ჩამოვართვი ლანგარი, შეკვეთა თავიდან დავაწყვე და ღიმილით გავემართე მაგიდისკენ. სასმელი უსიტყვიდ ჩამოვარიგე. და დამატებითი შეკვეთის მოლოდინში შეკვეთების რვეული მოვიმარჯვე. _ კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?_ ვიკითხე ზოგადად. კონკრეტულად არავისთვის მიმიმართავს.არც არავისთვის შემიხედავს კონკრეტულად. პასუხად ხმადაბალი ჩასტვენის ხმა მომესმა და ხმის მიმართულებით გავიხედე ინსტიქტურად. გამიკვირდა, აქ მსგავსი ქცევები არავისთვის შემემჩნია მანამდე. _ ახალი ხორცი?!_ ჩაიქირქილა ერთ_ერთმა. აშკარად მე მგულისმობდა. _ აქამდე რატომ ვერ შევნიშნე?_ გადახედა დანარჩენებს. მისი სიტყვები შეურაცხყოფად არ მიმიღია, მამა ხშირად მეუბნებოდა: " ბინძური სულისგან წამოსული ბინძური სიტყვები მთქმელსვე სვრის მანამ, სანამ მას საკუთარ თავზე არ მიიღებს გამგონიო". ამიტომ სულ ოდნავი ირონია გამიკრთა სახეზე. მაგრამ ვცადე არც ეს ყოფილიყო შესამჩნევი. მათ ოდნავ თავი დავუკარი და გაცლა ვარჩიე. _ აქ მოდი!_ მომესმა ზურგს უკან, მბრძანებლური ხმა. შევდექი, თავს მოთმინებისკენ მოვუწოდე და ისევ ღიმილით შევბრუნდი მათკენ. _ გისმენთ! _ რაღაც მინდა, კი ნამდვილად მინდა!_ საზურგეს თავხედურად მიეყრდნო ის საზიზღარი კაცი. _ შენზე არ ვიტყოდი უარს!_ მითხრა და თვალი ბილწად ამატარ_ ჩამატარა. _ შეკვეთებს მხოლოდ იმაზე ვიღებთ, რაც მენიუშია!_ ვუპასუხე მშვიდად და ღიმილიც არ დამვიწყებია. დანარჩენებმა ხმადაბლა ჩაიქირქილეს. _ დამცინი ტოო?_ გაიოცა ტიპმა. _ ინებებთ რამეს?_ ვკითხე ისევ ზრდილობიანად _ კი, შენ, ჩემს კალთაში!_ ხელი მუხლებზე დაირტყა მან. _ მუშაობის დროს დაჯდომა გვეკრძალება!_ უკვე თავადაც მიკვირდა საკუთარი სიმშვიდე. _ სამსახურის მერე ჩამიჯდები ტოო?_ სურვილმა მომიარა, ის ვერცხლისფერი ლანგარი იმ გასიებულ თავში ჩამერტყა მისთვის, მაგრამ მის დონემდე არაფრით დავეშვებოდი. _ თუ შეკვეთას არ იძლევით, უნდა დაგტოვოთ, სხვა კლიენტებსაც უნდა მოვემსახურო!_ ვუთხარი უკვე მკაცრად და ზურგი ვაქციე. _ ეს ნახეთ რაა ტოო!_ გაიოცა მან. ძმაკაცების სიცილის ფონზე. _ მაგრად მევასება ჯიუტი ნაშები!_ აგრძელებდა საზიზღარი. ახლა კი მივხვდი, რატომ ემსახურებოდა დათა მათ მაგიდას და რატომ არ ავალებდა გოგონებს მათ მომსახურებას. გულში კიდევ ერთხელ გადავუხადე დათას მადლობა. _ რაო რა გითხრეს?_ ჩემი აღელვება არ გამოპარვია დათას. _ ამ დონის რესტორანს არ შეეფერება ასეთი კლიენტები!_ ვთქვი გაბრაზებულმა. დათას ჩაეცინა. _ ესენი მეპატრონის პარტნიორები არიან! ის ტიპი კი შენ რომ გესაუბრა, სულაც მისი ალალი ბიძაშვილია! ახლა კი მივხვდი, რატომ თავხედობდნენ ასე თამამად. ზიზღით გავხედე მათ მაგიდას. შემდეგი შეკვეთები კვლავ დათამ აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ იმ თავხედმა მაშინვე გააპროტესტა. _ ის ახალი სადაა?_ აგდებულად ჰკითხა ბიჭს. _ ის მოგვემსახუროს!_ თითქოს პატარა ჟინიანი ბავშვი იყო. როგორ მძულდა ასეთი საძაგელი ტიპები. ვხედავდი დათა რაღაცას უხსნიდა მათ მშვიდად და მოზომილად. მაგრამ ვერაფერს აგებინებდა. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ის ტიპი დათას ფეხზე წამოუხტა და მოჩხუბარი მამალივით გამოეჭიმა მასზე ლამის ორი თავით მაღალ მიმტანს. _ ახლა კმაყოფილი ხარ?_ წამსისინა ყურში ლილიმ. თითქოს ჩემი ბრალი იყო დათას სასმელი რომ გადაასხა. ტვინში ამასხა მისმა თავხედობამ. იმ საძაგელზე გაცოფებულმა ბრაზი ლილიზე ვიყარე. _ ახლა კარგად მომისმინე ქათამო!_ მივიმწყვდიე კუთხეში. წამში შეეცვალა თავხედი სახე და თვალებში შიში ჩაუდგა. ჩემგან არ ელოდა ასეთ მოქცვას. _ შენ მე შენი წკვიტინა დაქალოჩკა ხომ არ გგონივარ? კიდევ ერთხელ გამეჩხირები თვალში და მაგ მიწებებულ თმებს ღერა_ღერა დაგაცლი გესმის შენ? ასეთ რეაქციას არ ელოდა ჩემგან. მგონი არც არავისგან. კედელზე აიწურა და თავი დამიქანქარა. _ მარტო მე კი არა, დათასაც შეეშვები! გაიგე ქათამო?_ ამნაირებთან სხვაგვარი საუბარი არ ჭრის. სკოლაშივე მივხვდი ამას, როცა რამენიმე მისნაირმა ჩემი დაჩაგვრა მოინდომა. მერე მამამ მითხრა, "თუ გინდა თავის დაცვა შეძლო, შენი თავის იმედი უნდა გქონდესო!" და კრივზე შემიყვანა. ხოდა რაღაც ხნის შემდეგ, მოულოდნელად რომ გავუტეხე ის ლამაზი ცხვირი, ჩემს მჩაგვრელს მარტო მე კია არა საერთოდ შეეშვა კლასში ბავშვების ჩაგვრას. ასე რომ საერთოდ არ ვარ ის ადამიანი, თავდაცვა რომ არ ეხერხება. არც მშიშარა ვარ, ან ძალიან ნაზი. თუ მჭირდება თავსაც მშვენივრად ვიცავ. სწორედ ამიტომ მივუჩინე ლილისაც ასე ადვილად კუთვნილი ადგილი. მამა იმასაც ამბობდა: "ქალი სულ მოწოდების კვარცხლბეკზე უნდა იდგეო, მაგრამ ძალიან ვინც გამოგიყვანს წყობიდან, მისთვის შეიძლება კიდეც ამ კავრცხლბეკიდან დაეშვა, კუთვნილი ადგილი მიუჩინო და მერე ისევ აბრძანდე შენს კვარცხლბეკზეო." როგორც მიმიხვდით, მე მამიკოს გოგო ვიყავი და მის სიტყვებს მუდამ ვუჯერებდი. 2 დათას აშკარად მყარი ნერვები ჰქონდა, ოდნავადაც კი არ აჰყვა პროვოკაციას, წარბიც კი არ შეუხრია. მაშინვე მიეჭრა მენეჯერი "შემთხვევის ადგილს" და სიტუაციაში გარკვევა სცადა. ერთი_ორჯერ წარბშეკრულმა ჩემკენაც გამოიხედა, მაგრამ შარი ვერაფერზე მომდო. ამასობაში სხვა მაგიდისკენ წავედი და აღარ დამინახავს, როგორ მოგვარდნენ. _ დათა, _ მივუახლოვდი, როცა მარტო დავიგულე._ ბოდიში მინდა გითხრა, ჩემ გამო კინღამ პრობლემა შეგექმნა. დათას გაეცინა. _ შენ რა შუაში ხარ? ადრე ლილისაც აეტორღიალა და მაშინაც ჩემთან მოუწია მოგვარებამ. ასე რომ ..._ ანუ იმ თავხედს დათა ათვალწუნებული ჰყავდა. ბიჭს თავისი ჰყოფნიდა და ჩემ გამო კიდევ დაემატა. _ არ ინერვიულო ნაი, არ ღირს ნერვიულობად._ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ცვლა საკმაოდ გვიან დამთავრდა. დაღლილი და ხასიათწამხდარი გამოვედი შენობიდან. სწორედ ის დრო იყო, ბოლო ავტობუსი რომ აწერია ტაბლოზე. გაჩერებაზე ჩამოვჯექი. ხვალ დილით ადრე ვიყავი ასადგომი და თან თავი მტკიოდა ისევ. უცნაური ტკივილი მაქვს ხოლმე ეს ბოლო დროა, ამყვება, ამყვება და მთელი დღე აღარ ჩერდება. ალბათ გადაღლილობის ბრალია. _ საღამო მშვიდობისა!_ გვერდით მომიჯდა ვიღაც. ცერად გავხედე, სულ არ ვიყავი საუბრის ხასიათზე და არც საღამო იყო დიდად მშვიდობიანი. თავი დავუქნიე მხოლოდ. "სალამი ღვთისააო!" მხოლოდ ამიტომ, მაგრამ მაინც თვალში მომხვდა სიმპატიური კაცი იყო. შავი პალტო, შავი ფეხსაცმელი, შავი შარვალი, შავი კაშნი, თვალებიც მგონი შავი ჰქონდა. ნეტა გლოვობდა ვინმეს თუ რა სჭირდა?! _ მიქაელი!_ მითხრა და ხელი გამომიწოდა. გამეცინა, მართლა მიქელ_გაბრიელს ჰგავდა. სიკვდილის ანგელოზივით სულ შავებში გამოწყობილი. _ ჩემს სახელზე იცინი არა?_ მკითხა ღიმილით. თავი დავუქნიე ისევ. _ შენ სახელს არ მეტყვი?_ ისევ მკითხა და თვალებში მომაცქერდა. ვიფიქრე, რომ მისი ხმა მეცნობოდა, მაგრამ თავი ისე მტკიოდა ვერ ვაზროვნებდი. _ მამამ მასწავლა, რომ უცხოებს ხმა არ გავცე!_ ვუპასუხე ხმადაბლა. _ ჭკვიანი მამა გყოლია!_ ისევ გაიღიმა, უცნაურად სვდიანად და ლამაზი თეთრი კბილები გამოუჩნდა. ლამაზი და სასაცილო. პატარა ბავშვივით კბილებს შორის დაშორებებით. ისევ გამეცინა. რაღაცნაირად საყვარელი იყო. _ ახლა ჩემს კბილებზე იცინი!_ ისევ მიმიხვდა. ამასობაში ავტობუსი ჩამოდგა. ავდექი და ავედი. ცარიელ ავტობუსში ფანჯარასთან დავჯექი. ის ისევ გაჩერებაზე იჯდა, სიგარეტი გაენთო და ეწეოდა. უცებ მივხვდი, ის იყო, რესტორნის წინ რომ შემხვდა გასაუბრებაზე მოსულს. ოდნავ წამოვიწიე და მიმავალი ავტობუსიდან მისკენ შევბრუნდი. დავინახე გაჩერების უკან ის ოთხეული იდგა. თვალი იმ თავხედსაც მოვკარი, იდგა და წარბებშეკრული მიქელას მისჩერებოდა. ავტობუსი გაჩერებას გასცდა. სკამზე დავჯექი. რატომღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მიქაელასგან დავალებული ვიყავი. თითქოს სწორედ მათგან დასაცავად მომიჯდა გვერდით. თორემ ავტობუს რომ არ ელოდა, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა. _ ნაი დედიკო მამიკოსთან უნდა ავიდე დღეს, წამოხვალ?_ შემომძახა დილით დედამ. _ კარგი რა დეეე! მამასთან შენი მტერი წავიდეს! თქვი რა ადამიანურად, საფლავზე ავდივარ! რანაირი თქმა იცი რა!_ ავბუზღუნდი ლოგინშივე, წინა ღამინდელი თავის ტკივილის კვალს აჩრდილად მაინც ვგრძნობდი. დედა არაფრით ამბობდა სიტყვას საფლავი, ან გარდაცვალება, მამას ისევ ახლანდელ დროში იხსენიებდა და ამით თითქოს მის წასვლას აპროტესტებდა, ან იქნებ ასე უფრო უადვილდებოდა?! არ ვიცი. მე კი, როგორც თავგადაკლული რეალისტი, ვერ ვიტანდი ამბის გაიოლებას. რაც იყო ის იყო, აღიარება და შეგუება ცხოვრების შემდგომ საფეხურებზე გადასვლას მიადვილებდა. თუმცა კი ძველებურად მტკიოდა უმამობა და ისევ მენატრებოდა. _ დეე ასპირინი ამიშუშხუნე რაა!_ გავძახე დედაჩემს. _ ისევ თავი გტკივა ნაი?_ სევდიანმა შემოიხედა დედამ ოთახში. _ ნეტავ კი მიხვიდოდე ექიმთან ჰა? ან მაგ თავზე გადაიღებდე, იქნებ რატომ გტკივა შვილო?_ ძალიან მშიშარა გამიხდა მამაჩემის მერე. ამიტომ ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა, როცა პრობლემა მქონდა, ან რამე მტკიოდა. _ კაი რა დეე, პირველი დღე იყო და გადავიღალე, თან ვინერვიულე და ამიტომ!_ საწოლიდან წამოვდექი. _ ექიმი კი არა ასტრონავტი! კაი რაა! _ გამოვტანტალდი ფეხშველა. _ აბა ახლავე, ჩუსტები ფეხზე!_ ისე დასჭექა დედამ, თითქოს ისევ ბავშვი ვიყავი. გამეცინა. ან იქნებ ვიყავი კიდეც, ოცი წელი, განა ბევრია?! ოცი წელი, ანუ ოცი, ორი ათეული, ოთხი ხუთეული ვერანაირად ვერ გამოვიდა ბევრი. უსიტყვოდ შევბრუნდი ოთახში და სადღაც საწოლის შორეულ კუთხეში შვარდნილ ჩუსტს დავუწყე ჯაჯგური. _ ოჰ ნაი, ნეტავ შენ დაჭკვიანდებოდე და მე რაღა მომკლავს! კაი დე, ჩაიცვი და გამო სამზარეულოში!_ დედა შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. როგორც იქნა ჩუსტი მოვიხელთე და ფეხზე სწრაფად ავდექი. მოულოდნელად ოთახი დაბნელდა და დატრიალდა. შეშინებული საწოლზე ჩამოვჯექი და ხელები მუხლებზე დავიწყე. ვცადე მშვიდად მესუნთქა თვალდახუჭულს. თავბრუსხვებამ წამში გამიარა. ვერ მივხვდი რა მჭირდა, ახლა ამის დრო იყო? რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, ეტყობა დახრილი რომ ვიყავი იმიტომ მომივიდა,დავიმშვიდე თავი. სახეზე ღიმილის ნიღაბი ავიფარე და სამზარეულოს მივაშურე. ცივ დღეებში დედამ, როგორც წესად ჰქონდა, ლიმნიან_თაფლიანი ჩაი დამისხა. თეფშზე დაბრაწული ყიყლიყო გადმომიღო და ტყემალიც დამიდგა. არ ვიცი, როგორ უნდა გავიზარდო ისე, რომ ეს უბრალო საუზმე აღარ მიყვარდეს. ალბათ ვერასდროს გავიზრდები იმხელა, რომ დილა ყავით დავიწყო და არა დედისეულა მრავალფეროვანი ჩაით, რომელსაც სეზონის მიხედვით ამზადებს. ხან ჰიბისკუსის, ხან მალინის,ხან ლიმნის, ხან პიტნის და ასე შემდეგ. სახლიდან ერთად გავედით. დედა მამის უკანასკნელ გზას გაუყვა ბეჭებში უცნაურად მოხრილი, მე კი უნივერსიტეტისკენ ვქენი პირი. დღე ნელა მიიზლაზნებოდა. ლექციებს შორის თავისუფალ ფანჯრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონსპექტი დავამუშავე. საქმე ცოტათი წინ წავიგდე. ლექციების შემდეგ ახალი სამსახურისკენ გავეშურე. გასახდელში თავი მოვიწესრიგე, ფორმა ჩავიცვი. გრძელი თმა გულიანად ავიკოსე მაღლა. სარკეში ჩავიხედე და მომეწონა საკუთარი თავი. ნებისმიერი გოგო ხომ მამისთვის პრინცესაა, ხოდა მამა მეც პრინცესას მეძახდა. მით უფრო თმას რომ ასე ავიკოსავდი ხოლმე. "დაელოდე შენს ოცნებას და არ იჩქარო, სიჩქარით არ აურიო ოცნება და არსებული მახინჯი რეალობა ნაი! სიყვარულს დაელოდე და გაუფრთხილდი! ამ სამყაროში არაფერია სიყვარულზე მნიშვნელოვანი შვილო!" მახსენდებოდა მამაჩემის სიტყვები და ყელში მისი არყოფნა მიჭერდა მარწუხებს. დარბაზს გავხედე. ის ოთხეული გამოჭიმული იჯდა უკვე თავის პოსტზე. _ ვის უთვალთვალებ?_ მომესმა დათას ხმა. ჩემს უკან დახრილიყო ზუსტად ისე, როგორც მე და დარბაზს აცქერდებოდა. გამეცინა. ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. მეტისმეტადაც კი. _ ნუ ნერვიულობ! გუშინ უფროსმა ადგილზე მოსვა ეგენი! ასე რომ არ იდარდო!_ ისევ თვალი ჩამიკრა და დარბაზში გავიდა. ვინ უფროსმა, ეკამ? შანსი არაა! კარგად დავინახე გუშინ როგორ ელაქუცებოდა მათ. ალბათ კიდევ სხვა უფროსი იგულისხმა, რომელსაც მე ჯერ არც ვიცნობდი. ის დღეც და მომდევნო კვირაც მშვიდად გავიდა. ხანდახან ზუკას, ასე ერქვა თურმე იმ უზრდელ ტიპს, ზიზღით თუ რაღაც ამოუცნობი ემოციით სავსე მზერას ვეჩეხებოდი, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. იმ საღამოს ჩვეულზე გვიან დავამთავრეთ. დაღლილობისგან ფეხები ძლივს დავიმორჩილე. ლასლასით გამოვედი გარეთ. ვგრძნობდი ერთ ხელს ავტობუსშივე გამოვიძინებდი ისე ვიყავი დაღლილი. ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე ჩამოვჯექი. ტაბლოს ავხედე 15 წუთი ეწერა. თავი კედელს მივაყრდენი და თვალები დავხუჭე. ცოტა დასვენება მინდოდა, ვგრძნობდი, როგორ ავად მიფეთქავდა შუბლი. ტკივილის პიკზე მისულს გახელილი თვალებიც კი მტკენდა თავს. როგორ დამეძინა ვერ გავიგე. მოულოდნელად ძილშივე მივხვდი, რომ ჩამთვლიმა. თავლები გიჟივით გამოვჭყიტე და აღმოვაჩინე, რომ ვიღაცის მხარზე თავჩამოდებულს მეძინა ბედნიერად. _ მიქელა?_ გავოცდი რომელია, ან გვერდით როდის მომიჯდა, ან მე რატომ დავეყრდენი კაი ფუმფულა ბალიშივით. ტაბლოს ავხედე და გავშრი. ორი იყო დაწყებული, ჩემს ავტობუსს კარგა ხნის წინ გაევლო. _ რატომ არ გამაღვიძე, რატომ!_ მივუბრუნდი კაცს,მხარს რომ იზილავდა ფრთხილად. _ ტკბილად გეძინა!_ აიჩეჩა მხრები. _ ახლა რა ვქნა?ტაქსის გამოძახება მომიწევს!_ ჩანთაში მობილურის ძებნა დავიწყე. _ არა სულ შენი ბრალია რა! ან თავად როგორ აპირებ წასვლას? იქნებ აქვე ცხოვრობ?_ ვქაქანებდი თან ჩანთას ვჩხრიკავდი. _ სადაა ჩემი ტელეფონი კი მაგრამ? ალბათ სამსახურის კარადაში დამრჩა!_ ისევ მიქელას გვერდით ჩამოვჯექი. _ მიქელა დამარეკინებ?_ ვთხოვე სევდიანად. _ ჯერ ერთი მიქელა არ მქვია, მიქაელი ვარ მე! და მეორე, ტელეფონი არ მაქვს!_ მიპასუხა მან ცივად _ ხუმრობ არა?_ სახელს მოვუყრუე. _ ტელეფონი როგორ არ გაქვს? _არ მჭირდება!_ მხრები აიჩეჩა მან. _ ჰოო, შენ არც სოც.ქსელი გექნება მაშინ!_ ურწმუნოდ ჩავიცინე. _ არც ეგ მაქვს!_ ამოვიოხრე. მამაჩემის შემდეგ მეორე ადამიანი იყო, ვინც ტელეფონს არ ატარებდა. რაღა ახლა და რაღა მე შემხვდა ეს ტექნოლოგია მოძულე ადამიანი?! _ შემიძლია მანქანით გაგიყვანო! თუ გინდა!_ ამდენი ხანი მანერვიულა და ახლაღა მეუბნებოდა, რომ მანქანა ჰყავდა? მისი მოხრჩობა მომინდა. _ მინდა , აბა არ მინდა?_ შევუღრინე მე. _ ისე მანქანა თუ გყავს, გაჩერებაზე რას უზიხარ ხოლმე?_ რატომღაც მაინც ამალაპარაკა ეჭვმა. უცნაურად გამომხედა, თითქოს გაბრაზებულმა. _ ავტობუსის ლოდინი მამშვიდებს ხოლმე!_ მიპასუხა ცივად. იქვე იდგა მისი მანქანაც. საკმაოდ თანამედროვე შავი ჯიპი. _ ფერი გამოვიცანი!_ ისევ ირონია შმეპარა ხმაში. გამომხედა და მანქანას მოუარა საჭის მხრიდან. კარი გამოვაღე და სანამ ჩავჯდებოდი მუქარით გავხედე. _ იცოდე, არაფერი მიქარო, კარატე ვიცი!_ გავაფრთხილე ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად. მორჩილების ნიშნად ორივე ხელი გაშალა. დავჯექი და მერეღა გავიაზრე, რომ ისევ თავი მიწყებდა ატკიებას. საფეთქლები მოვისრისე. _ მიქელა, სადმე აფთიაქი იქნება ახლა? _ მიქაელ!_ შემისწორა ისევ მშვიდად და სადღაც მთავარ ქუჩაზე გადაუხვია. რომელიღაც სადღეღამისო აფთიაქთან გადავიდა. და მალევე ქაღალდის პარკით ხელში დაბრუნდა, ციტრამონი და კიდევ რამდენიმე წამალი იდო სიძლიერის მიხედვით. _ თავი ხშირად გტკივა ხო?_ გამიკვირდა. _ საიდან მოიტანე? _ შევუბრუნე კითხვა. პარკი მოვქექე ჩეკს ვეძებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იდო. _ რამდენი მმართებს შენი?_ ვკითხე ღიმილით. ისევ უცნაურად გამომხედა. _ შენ არაფერი გმართებს ჩემი!_ ვიგრძენი, რაღაც იმაზე მეტი მითხრა, ვიდრე ამ სიტყვებს შეეძლო დაეტია. მაგრამ მკითხავი ნამდვილად არ ვიყავი, რომ ქვეტექსტები ამომეკითხა სიტყვებს შორის. _ მადლობა!_ ვუთხარი, რადგან ჩავთვალე, რომ ფულს დიდად არ საჭიროებდა და უბრალოდ ადამიანურად დამეხმარა. მამა ამბობდა ხოლმე: " ადამიანებს სიკეთის კეთების შანსი უნდა მივცეთ, რადგან ხშირად ხდება ამ უცნაურ დროში, რომ უნდა კაცს, მაგრამ სიკეთის გაკეთებისაც კი ერიდებაო!" სამაგიეროდ ტკივილის მიყენება არ ერიდებათ ადამიანებს ერთმანეთისთვის. ათასი სიკეთის შემდეგაც, კი ერთ სიტყვას გამოეკიდებიან და გულს ისე მოგიკლავენ, მთელ ნაკეთებ მადლს წყალში გადაგიყრიან. კი ნამდვილად მართალი იყო მამაჩემი, ხალხს კარგის კეთების შანსი უნდა მივცეთ. ამიტომ აღარ გამიწევია წინააღმდეგობა. ამასობაში ჩემი ქუჩისკენ გადავუხვიეთ. და აი აქ გამკრა ეჭვმა. რა იცოდა სად ვცხოვრობდი?! _ მიქელა რა გვარი ხარ?_ ეჭვზე არაფერი არ მითქვამს, მაინტერესებდა დამთხვევა იყო თუ მართალი ვიყავი. _ მიქაელ სიხარულიძე!_ მიპასუხა და ზუსტად ჩემი სახლის წინ შეაჩერა თავისი მანქანა. ვიჯექი და ვფიქრობდი. მეკითხა თუ არა. რადგან წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. _ საიდან იცი სად ვცხოვრობ?_ გავხედე მოქუფრულმა. _ შენ სივში ეწერა მისამართი!_ მიპასუხა და ჩემს ფანჯრებს ახედა. _ დედა გელოდება ნაი!_ დაამატა სევდიანად. _ აი ეგ კი ნამდვილად არ ეწერა!_ შევუღრინე ავად._ მითვალთვალებ? მანიაკი ხარ?! გამომხედა თავისი შავი სევდიანი თვალებით. ცოტა ხანს მიყურა და ისევ მშვიდად მითხრა. _ გვინდოდა თუ არა, ჩვენ ისევ გადავეკვეთეთ! ალბათ ბედია, მაგრამ თან ძალიან უცნაური! _ მისმა პასუხმა ვერაფერი ამიხსნა. _ საიდან გაქვს სივეზე წვდომა?_ დავინტერესდი მე. _ ჩემს რესტორანში მუშაობ ნაი!_ თვალი ისე ამარიდა, თითქოს რესტორნის ფლობა სირცხვილი იყო. _ მადლობა!_ ვუთხარი და მანქანიდან გადავედი. წამლების პარკისთვის ხელი აღარ მიხლია. არც რესტორნის მფლობელთან მსურდა ნაცნობობა. შინაგანად ვგრძნობდი ეს ყველაფერი ბევრად უფრო გართულდებოდა. მანქანს გავხედე. იჯდა და უცნაურად მიყურებდა. თითქოს ჩემი არსებობა მისთვის მტკივნეული იყო. ზურგი ვაქციე და სადარბაზოში შევირბინე. უკვე ღამის სამი საათი სრულდებოდა. ვიცოდი, მომდევნო დღე ჯოჯოხეთი იქნებოდა ჩემთვის. "ყველაზე დამღლელი რუტინააო!" ამბობდა მამა. "თუ შენი პროფესია რუტინად გექცა ადამიანს, ეს თავსაც შეგაძულებს, პროფესიასაც და შენს პოროფესიაზე დამოკიდებულ ხალხსაცო!" და არც ამაში ცდებოდა. ჩემი ცხოვრება მთლიანად რუტინა იყო. იმ განსხვავებით, რომ ორმაგად მსტრესავდა. მაღვიძარას ხმაზე ძლივს ავწიე დამძიმებული თავი. კარგა ხანს ვიდექი ცხელი შხაპის ქვეშ, მაგრამ თავში დაჭიმული ნეირონები არაფრით მოდუნდა. მარჯვენა საფეთქელი გამწარებული ფეთქავდა. არც ძლიერმა შავმა ყავამ მიშველა. ერთი აკვიატება მჭირს, ტკივილს მანამ ვითმენ, სანამ ამისთვის ძალა მეყოფა და როცა ვხვდები, რომ გაუსაძლისის ზღვარს ვუახლოვდები, აი მხოლოდ მაშინ ვსვამ წამალს. ჭიქა წყლით გავავსე და დედაჩემისგან მალულად ჩავიყარე შიგ წამლის ფხვნილი.დაახლოებით 15 წუთში მოვიდა ნანატრი შვება. _ ნაი დეე, ამ დილას რაღაც პაკეტი მოიტანეს შენს სახელზე!_ შემომძახა დედამ. და სამზარეულოში ქაღალდის გადახვვეული პარკი შემომაწოდა. გულმა მიგრძნო რაც იყო. ამიტომ დედასთან არ გავხსენი. ოთახში გავიტანე და პარკი გავხიე. მგონი ერთი წლის სამყოფი ტკივილგამაყუჩებელი და ექიმის სავიზიტო ბარათი იდო. კიდევ ჩემი სამსახურში დარჩენილი მობილური, რომელიც ჩემი ჭკუით კარადაში მქონდა შენახული. არა დედაჩემი არ მყოფნიდა და მიქელაღა მაკლდა! გაბრაზებულმა უჯრაში ჩავტენე "საჩუქარი" ჰუდი გადავიცვი, ბოტასები, ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და უნივერსიტეტისკენ დავეშვი. დღეს შუალედური წერა მქონდა. ამიტომ საკუთარ თავს სიმშვიდისა და მობილიზაციისკენ მოვუწოდე. უნივერსიტეტი კმაყოფილმა დავტოვე. ნაბიჯ_ნაბიჯ მივდიოდი მიზნისკენ. რამდენიმე წელიც და მეც მამასავით მასწავლებელი ვიქნებოდი. ამ ფიქრზე სიამოვნების შეგრძნება ჩამეღვარა სხეულში. გაჩერების კიდეზე დავდექი, ჩემი შაბიაბნისფერი უზარმაზარი ყურსასმენით თავზე, რომელიც თბილ ქუდს ზემოდან მეკეთა. დაკვირვებული ვიყავი, თუ თავი თბილად მქონდა ნაკლებად მაწუხებდა. უცებ თეთრმა მანქანამ დაამუხრუჭა ჩემს ფეხებთან. შევხტი და უკან დავიხიე. თან ცალ ყურზე ყურსასმენი ავიწიე, მეტი ყურადღებისთვის. შუშა ჩაეშვა და იმ იდიოტი ზუკას საძაგელი სიფათი გამოჩნდა. _ ვაა თოჯინააა! ძლივს გიცანი ტოოო!_ ტოო და ჯანდაბა შენ. გავიფიქრე გულში. როგორ მძულდა ეს "ტოები" და ის ადამიანებიც არ მეხატებოდნენ გულზე, ვინც ამ 'ტოებით" საუბრობდა. _ "აურაში" მიდიხარ არა?_ აურა რესტორანს ერქვა. _ წამო გაგიყვან,ტოო!_ სახე დამეღრიჯა ზიზღით. არც კი ვცდილობდი საკუთარი უსიამო შეგრძნება დამეფარა. _ კაი რაა, ისევ ბრაზობ? მაპატიე ერთი შემეშალა! მთვრალი ვიყავი!_ ხმაზე ეტყობოდა არ ნანობდა. _ მოდი დავმეგობრდეთ, ხმას არ მცემ ტოო?!_ ჩაეცინა ირონიულად. ისე რომ მისთვის პასუხიც არ გამიცია, ყურსასმენი ყურზე ჩამოვიწიე და დემონსტარაციულად ავუწიე მუსიკას. დავინახე სახე როგორ შეეცვალა. რაღაც მომაძახა, რაც უკვე აღარ გამიგია. და უკნიდან ავტობუსიც მოადგა. მიხედა. აშკარად შეუკურთხა და მანქანა წააბღუილა. არ მინანია ჩემი საქციელი. რადგან მე იმ მომენტში სამსახურში არ ვიყავი და კლიენტთან ზრდილობიანი მოქცევა საერთოდ არ მევალებოდა. ამნაირ ხალხს ოდნავ თუ ადამიანურად მოექცევი ჩათვლიან, რომ იმსახურებენ, და შემდეგ ჯერზე მოთხოვნილებები გაეზრდებათ. "ზოგი კაცი კაცია, ზოგი მხოლოდ ადამიანი, ზოგი კი არც კაცია და არც ადამიანი შვილო, მხოლოდ ცხოველია და ასეთებს თავი აარიდე, მათგან სიკეთეს ვერ ეღირსებიო!" მარიგებდა მამა. ეს თავხედი კაცი კი სწორედაც არც კაცი იყო, არც ადამიანი. ცხოველი იყო თანაც თავი მტაცებლის კატეგორიაში გაჰყავდა. ამიტომ მისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. სანამ სამსახურში მევედი ხასიათი საერთოდ გამომიკეთდა. კარგი დღე იყო მზიანი, სასიამოვნო მუსიკა, კარგად დაწერილი შუალედური და მეც მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. კიბეები ცეკვა_ ცეკვით ავირბინე. იქვე მწეველთათვის განკუთვნილ კუთხეში დათას მოვკარი თვალი, ხელი ავუწიე და შენობაში შვედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. თმა ჩვეულად ავიკოსე და ასე მშვენიერ ხასიათზე შევაბიჯე დარბაზში. ბევრი არავინ იყო, რამდენიმე მაგიდა მუშაობდა მხოლოდ . ესეც გამიხარდა. იმ შემთხვევის შემდეგ, ლილი რომ მოვიყვანე ჭკუაზე, თავი დამანება მანაც და მისმა დაქალმაც. დანარჩენ ბავშვებთან ჩვეულად ნელ_თბილი დამოკიდებულება მქონდა. მხოლოდ დათას დავუახლოვდი. ალბათ იმიტომ, რომ თავად იყო ჩემდამი კეთილადგანწყობილი და ეს ემოცია მოქმედებდა ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზეც. _ გეტყობა მშვენიერ ხასიათზე ხარ!_ ამომიდგა ცოტა ხანში გვერდით. _ ხოო, კიიი!_ გამეცინა მე. მაგრამ დათას რომ შვხედე, აშკარად ვერ ვიტყოდი მასზე იგივეს. _ შენ რა მოგივიდა?_ ვკითხე ინტერესით. _ მე და ლილი საბოლოოდ დავშორდით._ მის ხმაში აშკარად ვიგრძენი, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამ გოგოს მიმართ გულცივი. _ ძალიან შეიცვალა, რაც აქ მოვედით, ნაი! ადრე საერთო მიზნები გვქონდა, ახლა ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს!_ ამოიოხრა მან. _ გინდა სამსახურის შემდეგ ვისაუბროთ?_ მეგობრულად დავადე მხარზე ხელი_ საკმაოდ კარგი მსმენელი ვარ! გამიღიმა და თავი უარის ნიშნად გააქნია. შინაგანად ჭორიკანა კაცი არ იყო. ამ თვისებასაც პატივს ვცემდი ადამიანში. _ დღეს ოთხეული იგვიანებს!_ მხიარულად ჩამიკრა თვალი._ ვერ გამიგია ყოველ დღე სმა და რესტორანი როგორ არ ბეზრდება ამ ხალხს! დღემ მშვიდად ჩაირა. რამდენჯერმე ეკას მოვკარი თვალი, უცნაურად მიყურებდა. თითქოს მაფასებდა და დიდად არ მოვწონდი. თუმცა რატომ ამას კი ვერ ვიგებდი, იმიტომ რომ მთელი მონდომებით ვმუშაობდი. თავიდან არც ერთ შეკვეთას არ ვიცილებდი, არ ვზარმაცაობდი და განუწყვეტლივ ვიღიმოდი. რაღა ჯანდაბა სურდა ჩემგან ნეტა?! ხალვათი დღე იყო და მეც ასე ხალვათად და მშვიდად დავასრულე სამუშაო. ისევ ყურსასმენები მოვირგე და გაჩერებისკენ გავიქეცი. თან დედაჩემს გადავურეკე, ვკითხე რამე ხომ არ სურდა, რომ უბნის მაღაზიიდან სახლში ამეტანა. ადრე მამა რეკავდა ხოლმე ასე, ამოწმებდა რამე თუ გვაკლდა , რამე თუ გვჭირდებოდა. "კაცის კაცობის საზომი მისი ოჯახის ქალების ბედნიერებაა და სიმშვიდეა შვილო!" ხშირად მაგონდებოდა მისი სიტყვები და ჩემს გონებაში, აგურ _აგურ შენდებოდა სუპერგმირის ხატი. არ ვიცი რეალურად კარგია თუ ცუდი, როცა საპირისპირო სქესისგან რაღაც კონკრეტულ თვისებებს ელი, რადგან პირიქითაც შეიძლება იყოს, რომ შენგან ელოდოს ადამიანი რაიმე თვისების ქონას, კონკრეტულ კრიტერიუმებს გიწესებდეს და ასე გაფასებდეს, როგორც პარტნიორს. მაგრამ მე სწორედ ასე ვუყურებდი კაცთა მოდგმას, მამაჩემისეული ვიწრო ჭრილიდან. ანდაც იქნებ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არასდროს არავინ შემყვარებია სინამდვილეში? ამბობენ: სიყვარულს რას გაუგებო? შესაძლოა სწორედ ის შეგიყვარდეს, ვისაც ვერასდროს წარმოიდგენდი ყველაზე ფარულ ფიქრებშიც კიო. ვინ იცი?! ამ ფიქრებში გართული ჩამოვჯექი რკინის გაყინულ სკამზე. ღამე იყო და საკმაოდ ციოდა. გაყინული ხელები ჰუდის წამოჩაჩულ მკლავებში შევმალე. ვიგრძენი სკამმა როგორ დაიწია, როცა გვერდით ვიღაც მომიჯდა. გავხედე და მიქელა იყო. მხოლოდ თავი დავუკარი. ყურსასმენი არ მომიხსნია. ამით ვანიშნე, რომ მასთან საუბარი არ მსურდა. ცხვირი გამეყინა, ჰუდის საყელო ამოვიწიე და ცხვირი შიგ ჩავმალე. მაგრამ როგორც კი ხელი გავუშვი ჰუდი ცხვირიდან დაბლა ჩაცურდა. რამდენჯერმე კიდევ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. მოულოდნელად დიდი, შავი და ღუნღულა კაშნი მომეხვია ყელზე. გაოცებულმა გავხედე გვერდით მჯდომს. ყურადღებით რომ მაფუთავდა ყელზე სითბოს და სიამოვნების ნამცეცს. ისე ახლოს იყო ჩემს სახესთან, მის სურნელსაც კი ვგრძნობდი. წამითაც კი არ შემოუხედავს თვალებში, მხოლოდ მზრუნველად მომახვია ყელზე თავისი კაშნი. წინ სასაცილოდ გამინასკვა და კმაყოფილი სახეთ დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. ვიჯექი გამშრალი და სადღაც გულის თუ მეხსიერების სიღრმეში განცდილი და გადანახული შეგრძნება ჩემიდან გარეთ გამოღწევას ლამობდა. მზრუნველობის ამ მოუქნელმა, მხოლოდ მამაკაცისთვის დამახასიათებელმა, მაგრამ საოცრად გულწრფელმა და სასიამოვნო ქმედებამ ჩემში უცნაური მღელვარება გამოიწვია. კაშნის უგერგილო, ულამაზო კვანძს დავხედე გულზე რომ მაჯდა ბუშტივით და თან გამეღიმა და თან ამეტირა ერთდროულად. ეს სასაცილო კვანძიც ისეთი ნაცნობი იყო. არ მეგონა, ოდესმე ისევ თუ ვიხილავდი ჩემზე. ყურსასმენი ავწიე. _ მთავარია თბილად ხარ!_ ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის. სწორედ ასე იმართლებდა ხოლმე მამაც თავს, როცა სკოლაში მიმავალს,რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ასე ულამაზოდ გამიკვანძავდა კაშნს. ორივე ხელით დავებღაუჭე უზარმაზარ ქსოვილს. მოვეფერე თითებით. ცხვირი შიგ ჩავმალე. არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, ან მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, რომ მოგონებებს ხშირად აღვიძებს სურნელი. მაგრამ ამ შემთხვევაში სულაც პირიქით მოხდა.თბილმა მოგონებამ გააცოცხლა საყვარელი ადამიანის მონატრებული სურნელი, თითქოს სწორედ ამ კაშნს ასდიოდა. მამას არასდროს ჰქონია ასეთი ძვირფასი სუნამო, როგორიც მიქელას კაშნს ესხა ალბათ, მაგრამ საქმე სუნამოში არ იყო. საქმე შეგრძნების, მოგონების და განცდილის ერთობლიობაში იყო. იმ წამს მივხვდი, რომ ეს უცხო კაცი რაღაცით ჩემთვის ახლობელი გახდა, რომ შემდეგ საღამოსაც მომინდებოდა მისი ნახვა და კიდევ იმის შემდეგ საღამოსაც. მალულად გავხედე. სიგარეტს ეწეოდა და საკუთარ სევდიან ფიქრებში გართული, თითქოს ვეღარც მამჩნევდა. _ მადლობა მიქელა!_ ვუთხარი ხმადაბლა. თავი ღიმილით გააქნია. უხდებოდა ღიმილი, სასაცილო კბილები მოუჩანდა. _ ლამისაა ისე შევეჩვიო, რომ დავიჯერო კიდეც მიქაელი კი არა მიქელა მქვია!_ ისევ ჯიუტად შემისწორა საკუთარი სახელი. _ წავიდეთ?_ მკითხა და ჩამწვარი სიგარეტი ჩააქრო. მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ზოგჯერ მთელი ცხოვრება არ კმარა, რომ ადამიანს ენდო, ზოგჯერ რაღაც უმნიშვნელო მომენტი ხდება გადამწყვეტი და შენ ფიქრობ, როგორ შეიძლება სხვანაირად მომხდარიყოო. 3 რა დამალულ თვისებებს ვეძებთ ადამიანებში? ან როგორ ადამიანებს ვეძებთ საჩვენოდ? ალბათ ვიღაც ისეთს, ვინც რაღაცით ნაცნობია ჩვენთვის. მაგალითად თავისი აზრებით და ამით არის სანდო. მაგრამ რას ჰქვია სანდო? როგორ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, თუ ვინაა სანდო?! აი მაგალითად, რატომ მივიჩნიე მიქელა სანდო ადამიანად, ალბათ იმიტომ რომ მამაჩემი მომაგონა. არა უფრო სწორედ, მასში ის თვისებები დავინახე, რაც მამას, ანუ ჩემთვის გაღმერთებულ კაცს ჰქონდა. სწორედ ამიტომ ვენდე ასე ლამის უპირობოდ. იმითაც კი არ დავინტერესებულვარ, ამხელა რესტორნის და კიდევ, კაცმა არ იცის, რისი პატრონი რატომ ზრუნავდა ჩემსავით უბრალო გოგონაზე. თუმცა "უბრალოც" რაღაც პირობითი სიტყვაა, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ატარებს საკუთარ თავში ფასეულ ღირებულებებს და ამიტომ უბრალო უბრალოდ ვერავინ იქნება. მიქელამ მანქანა გააჩერა და საჭეზე თითები ააკაკუნა. თითქოს სათქმელი ჰქონდა და თქმა ვერ გადაეწყვიტა. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი, დამეპატიჟა თუ არა დედაჩემის საფირმო ჩაიზე. გადასვლა რომ დავაყოვნე ინტერესით გამომხედა. _ სახლში მარტო ცხოვრობ?_ ვკითხე მე. თავი დამიქნია . _ ჩაი გიყვარს?_ გაეცინა. _პირდაპირ მითხარი, რის თქმას ცდილობ._ მიეყრდნო სკამის საზურგეს. _ ჩაიზე გეპატიჟები, გრილა და იაკოს მენიუში სავარაუდოდ ლიმნიან_თაფლიანი ჩაი იქნება!_ ვუთხარი გაუბედავად და სახლის ფანჯრებს ავხედე. სამზარეულოში სინათლე ანთო. ალბათ გაზზე ჩაიდანიც დუღდა უკვე. ალბათ ღვეზელიც ცხვებოდა ღუმელში. სწორედ იმ წამს გავიაზრე მთელი ის სიმყუდროვე, რაც ამ სახლის მეოთხე სართულზე მელოდა. შემეცოდა მიქელა, მარტო რომ უნდა გაეტარებინა ის ცივი საღამო. ან იქნებ სულაც არ აპირებდა მარტო ყოფნას. ვიფიქრე, რომ მეტისმეტი მომივიდა და მანქანის კარი გამოვაღე. _ კარგი, არაფერი, ვითომ არაფერი არ მითქვამს!_ ვუთხარი შეუხედავად და მანქანიდან გადავედი. _ მოიცა, ანუ გადაიფიქრე და აღარ მეპატიჟები ჩაიზე?_ გაოცებულმა შვხედე. სადღაც მეგონა უარს მეტყოდა. მომერიდა კიდეც, რომ დავპატიჟე. ის კი მიყურებდა და თვალებში სითბო და სევდა ერთდროულად მოუჩანდა. მაინც რატომ იყო ასეთი სევდიანი ეს კაცი? ალბათ ადრე თუ გვიან ამასაც გავიგებდი. _ მართლა ამოხვალ?_ გამიხარდა მისი თანხმობა. _ ასე ხელცარიელი? მერიდება!_ ისევ იღიმოდა. _ შენ იაკოს არ იცნობ, თორემ მაგას არ იტყოდი!_ დედაჩემი ის ქალი არ იყო, სხვის მოტანილ ტკბილეულს რომ ელოდება. მის სამზარეულოს მუდამ ვანილის, ჯემის, კრემის და ხილის სურნელი ასდის. მიქელა მანქანიდან გადმოვიდა და უკან მორჩილი ბავშვივით გამომყვა. კიბეებს ფეხით ავუყევი. არ გაუპროტესტებია სხვებივით. ლიფტი არის და ფეხით რატომ დადიხარო, თქმა იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა. უბრალოდ ოცი წლის ასაკში თუ მეოთხე სართულზე ლიფტით ვივლი, სამოცი წლის ასაკში ალბათ მეორემდეც ვერ ავალ ქოშინის გარეშე. კარზე დავაკაკუნე. ჩვენ ზარი არ გვაქვს. მამა ხუმრობდა ხოლმე: "კარის მთავარი ფუნქცია დაკაკუნებაა, და მოდით სულ მთლად უფუნქციოდ ნუ დავტოვებთ და ნუ გავაზარმაცებთო!" იამ კარი რომ გააღო და უცხო კაცი დაინახა ჯერ გაოცდა, მერე შეშინდა. _ მშვიდობაა შვილო?_ მითხრა ხმადაბლა. _ დეე, გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია,მიქელა!_ ვუთხარი და სახელი ისევ ჩემებურად შევუცვალე. კარში შევედი და მიქელაც შევიყვანე. _ გამარჯობა ქალბატონო, მე მიქაელი ვარ !_ ზრდილობიანად ჩაასწორა მან ჩემი ნათქვამი. _ მოდი შვილო, შემოდი!_ მისაღებისკენ ანიშნა დედამ. მაგრამ მე წინ გადაუდექი. _ არა! მანდ არა! აქეთ წამოდი!_ მიქელას ხელი ჩავავლე მაჯაში და სამზარეულოსკენ გავაქანე. _ მოიცადე ნაი! პალტოს მაინც გავიხდი._ გამხიარულდა ის. პალტო ჩამოვართვი. მეც გავიხადე ქურთუკი და მისი უზარმაზარი კაშნი. სამზარეულოს კარში მორიდებულად გახირულს ზურგზე მივაწექი ხელებით. _შედი, შედი! აი სწორედ აქ არის ამ სახლის მთელი სიმყუდროვე!_ მაგიდასთან უხერხულად ჩამოჯდა. რატომღაც ასეთი ჩვევა მაქვს, ამას თუ შეიძლება ჩვევა ეწოდოს. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ჯდომა. მიყვარს, როცა მეგობრები სამზარეულოში მიმასპინძლდებიან და არა მისაღებში. მიყვარს სახლის ჩუსტებს რომ მთავაზობენ და ყავასაც უბრალო შინაურულ სასაცილონახატებიან ფინჯანში მისხამენ. არ ვიცი, რატომ მიყვარს ეს ყველაფერი, ალბათ თავის სტუმრად წარმოდგენაზე მეტად ის მსიამოვნებს, თავს შინაურად და სასურველ ადამიანად რომ ვგრძნობ, ვისთანაც მოსარიდებელი არაფერია. აი ესაა ჩემთვის პატივისცემა სტუმრად ყოფნისას და არა ის, კარადის თაროზე შემოსკუპული მდიდრული სერვიზი, რომელსაც პატიმრობიდან მხოლოდ საპატიო სტუმრის მოსვლისას ანთავისუფლებენ. ვინც მიცნობს იცის, რომ ეს უცნაურობა მჭირს და აღარ უკვირთ. _ნაი, კარგი რა დედა!_ შემეწინააღმდეგა ია, როცა მიქელას წინ გაკრეჭილსმაილიანი უბრალოზე უბრალო ფინჯანი დავუდგი, ჩემთვის კი ჩემი საყვარელი სამკუთხედი პირჩამომტვრეული ფინჯანი გადმოვიღე. _ არაუშავს ქალბატონო! არ შეწუხდეთ!_ უფრო აირია მიქელა. _ სულ ასე იცის, არაფრის მორიდება არ აქვს_თავი იმართლა დედამ._ მამამისმაც ასე იცოდა! დააყოლა სევდიანად. მამაჩემის ხსენებაზე, სწრაფად ახედა მიქელამ იას. ალბათ ახალგაზრდა ქვრივი ქალის დანახვამ დაზაფრამეთქი, გავიფიქრე. _ მიქელა სტუმარი არ არის დედა! მიქელა მეგობარია!_ გამოვართვი იას ჭიქა და ისევ წინ დავიდგი. _ლიმნით ხომ შვილო!_ ჩაიქნია ხელი იამ და დამნებდა. _ თუ შეიძლება!_ დაეთანხმა მიქელა. _ ნაი დაჭერი ღვეზელი, და თუ შეიძლება ლურჯი თეფშები გამოიღე!_ სამივეს გაგვეცინა. მთელი საღამო მშვიდად ვსაუბრობდით, ჩაის ვსვამდით, ატმის ჯემიან ღვეზელს ვატანდით და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ის სიცარიელე ამოავსო მიქელამ, რომელსაც მიუდმივად გვრძნობდი და განვიცდიდი. არ მიფიქრია მაშინ, თუ რას მომიტანდა შემდგომში ეს უცნაური სიმშვიდე, რაც ამ ჯერაც უცხო კაცს მოჰქონდა ჩემამდე. არ მიფიქრია, რომ ამ სიმშვიდეს შეიძლება შევჩვეოდი და მერე, როცა ყველაფერი დასრულდებოდა, რადგან დასასრული ყველაფერს აქვს, შეიძლება მე გული ძალიან მტკენოდა. იმ საღამოს შემდეგ, მიქელა ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ხან ჭიქა ჩაიზე, ხან ისე უბრალოდ. ვისხედით სამივენი სამზარეულოში და ათას რამეზე ვსაუბრობდით. დედა ძალიან მიეჩვია მიქელას. თუ ისე მოხდებოდა, რომ რამდენიმე ხანი სტუმრობას შეაგვიანებდა, მასზე ღელავდა კიდეც. ჩემი დღის რუტინაც არ შეცვლილა, უნივერსიტეტი რესტორანი და ასე ყოველ დღე. ერთ საღამოს თავისუფალი დრო მოვიხელთე და აივანზე გამოვიპარე ათი წუთით. სუფთა ჰაერი მესიამოვნა. იქვე ჩამოვჯექი და მფეთქავი შუბლი ცივ მოაჯირს დავაყრდენი. აივანი უკანა ქუჩაზე გადიოდა, ჭადრის ფოთლებისგან გაძარცვლ ხის ტოტებს შორის ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. _ ავი ძაღლივით რომ იქცევი თუ ატყობ, ტოო?!_ მე კი არა მგონი თქვენც მიხვდით, ვისი ხმა იყო. _ მე ახლოს არ მაკარებ, თავადაც არ ეკარები. რა ხდება ძმაო?_აშკარა იყო ვიღაც გოგოზე საუბრობდა. ზიზღით დამემანჭა სახე. უკვე ვიცოდი, რომ ზუკას ცოლიც ჰყავდა და 18 წლის გოგონაც, ჩემზე სულ რაღაც ორი წლით პატარა. ალბათ პატრა ასაკში იქორწინა, აბა რა მოათმენინებდა დაღვინებამდე, თუმცა არც ამ ასაკში ემჩნეოდა დაღვინება, დაჭკვიანების რამე. _ შეწყვიტე გესმის? შეწყვიტე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!_ ზუკას მოსაუბრის ხმამ შემაკრთო. მიქელა იყო. ოდნავ წამოვიწიე და უფრო კარგად დავუგდე ყური. _ რა უფლებით მიშლი? ვინ არის შენი, ჰა ძმაო?_ არ თმობდა თავისას ზუკა. _ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ ცოლი გყავს. შვილი გყავს! შვილი! გესმის? რა გინდა მითხარი? ის გოგო შენი შვილის ტოლაა! იმ შვილის, რომელმაც..._ მოულოდნელად მიქელამ აივანზე გადაკიდულს თვალი მომკრა და საუბარი, უფრო სწორედ ყვირილი შეწყვიტა. დავინახე, როგორ მძიმედ სუნთქავდა, როგორი აღელვებული იყო და ვიფიქრე, რომ სირცხვილი იყო ადამიანების პირადი საუბრის მოსმენა. დიდად კი არაფერი გამკვირვებია, ზუკას რით უნდა გავეოცებინე. მეც მასე არ მეტორღიალებოდა? ჩემამდე ლილის და კიდე ვინ მოსთვლის რამდენს. მის ცოლს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად ამაზრზენი კაცის გვერდით იწვა. მე უფრო იმან დამაინტერესა, თუ ვისზე ზრუნავდა მიქელა ასე ძალიან, რომ დეიდაშვილთანაც კი მოსდიოდა კამათი. მაგრამ მეტის მოსმენა ვეღარ გავბედე, ისედაც ალბათ ძალიან შევირცხვინე მასთან თავი. რას იფიქრებდა, რომ მე რიგითი ჭორიკანა გოგო ვიყავი?! მთელი დღე თავს ვარიდებდი. მრცხვენოდა და მერიდებოდა მისი. თანაც მისი სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა. ცვლის შემდეგ. სწრაფად გამოვიცვალე და სირბილით გავიქეცი გაჩერებისკენ. ვიცოდი აუცილებლად დამელოდებოდა და წაყვანას შემომთავაზებდა, მაგრამ მე მისი ნახვა არ მინდოდა. _ ნაი! ნაია!_ მომესმა ზურგსუკან, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ვითომ ყურსასმენები მეკეთა და ვერ გავიგე მისი ხმა. _გაჩერდი! მოიცადე!_ ორ ნაბიჯში დამეწია. აღარც თანამშრომლებს აღარ მორიდებია. მკლავში ხელი მომკიდა და მისკენ შამაბრუნა. _რა მოხდა?_ მკითხა და ჩემს თვალებს დაუწყო ძებნა. _ შემომხედე, რა მოხდა? _ არაფერი!_ გავინთავისუფლე ხელი._ მეჩქარება! _ მოდი, გაგიყვან!_ მანქანისკენ გაიშვირა გასაღებიანი ხელი. _ არ მინდა! არ მივდივარ სახლში!_ ვიუარე მე. _ სადაც მიდიხარ, იქ წაგიყვან!_ ხმაში სიცივე შეეპარა მას. მის მხარს უკან დათა დავინახე. გაოცებული გვიყურებდა, მათ ხომ არ იცოდნენ ჩვენი ნაცნობობის ამბავი. _ დათა!_ დავუქნიე ხელი. გაუბედავად მოგვიახლოვდა. ჯერ მე შემომხედა, მერე მიქელას, მერე ისევ მე. _ დათა შენ გელოდებოდი! მზად ვარ, წავიდეთ! _ ხელკავი გამოვდე, ნაჩქარევად დავემშვიდობე მიქელას. ვითომ მარათლაც დათასთან ერთად ვაპირებდი წასვლას და პირველივე ავტობუსში ავარბებინე გაოცებული ბიჭი. მიქელასკენ კი ერთხელაც არ გამიხედავს. ცოტა ხანს დუმდა დათა. გაჩერებისკენ იყურებოდა. მერე წარბები მაღლა ასწია. _ აბა გისმენ!_ ხელებიც პასუხის მოლოდინში გულზე დაიკრიფა. _უბრალოდ, მასთან ძალიან შევრცხვი!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის. _ რას ჰქვია შერცხვი? ანუ რა გააკეთე? ან საიდან იცნობ ასე ახლოს! აქამდე არ გიხსენებია, რომ იცნობდი!_ აშკარად დაინტერესებული იყო დათა. დაეჭვებული მიყურებდა. _ ჩვენ მეგობრებივით ვართ! _ამის თქმისას დავფიქრდი, და მართლაც ვინ იყო მიქელა ჩემი? რატომ მოდიოდა ჩემთან სახლში? ვაღიარებ, ამაზე მანამდე არ მქონდა ნაფიქრი. _ და რა დააშავე?_ ინტერესს ვერ იკმაყოფილებდა დათა. _ მის პირადულ საუბარს მოვუსმინე შემთხვევით!_ დათასიც კი შემრცხვა ამის თქმისას. _ ანუ შემთხვევით?!_ გაეცინა დათას _ შემთხვევით! ახლა უფრო ხმამაღლა გაეცნა. _ კი არ მოუსმინე, შემოგესმინა ხომ მართალი ვარ?_ მგზავრებსაც არ ერიდებოდა, ისე იცინოდა და მეც ამიყოლია. _ ზუსტად!_ ხასიათი გამომიკეთა._ აივანზე ვიყავი და ის და ზუკა ჩხუბობდნენ ვიღაც გოგოს გამო! _ ზუკასთანა არაკაცი მეორე არ დადის დედამიწაზე!_ დასერიოზულდა დათა._ მიქაელი კი რამდენადაც ვიცი, ძალიან განსხვავდება მისგან. ისე სად მივდივართ, ჰა? მკითხა და ფანჯრიდან გარემო მოათვალიერა. მეც ახლაღა გამახსენდა, რომ სულ სხვა მიმართულებით მივდიოდი. _ რახან ჩემ გამო გზა გაიმრუდე, ყავაზე გეპატიჟები სადმე!_ შევთავაზე დათას._ თუ გეგმები არ გქონდა, მოდი სადმე შევიდეთ! როგორღაც ისე ხდებოდა, რომ ბიჭებთან ბევრად ადვილად ვპოულობდი საერთოს, ბავშვობიდან ასე იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი ირაკლი დავაძე, ჩემი მეზობელი და შემდგომში ჩემი კლასელი, ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. დათა სწორედ იკას მახსენებდა. თითქოს გარეგნულადაც ჰგავდა. იქვე რომელიღაცა ბარში შევედით, ვითომ ყავის დასალევად, არადა ყავის გარდა ყველაფერი დავლიეთ, რაც ხელში მოგვხვდა. მასაც რთული პერიოდი ჰქონდა ლილის გამო და მეც არ მაწყენდა ტვინის განიავება. შევყევით და ბოლოს მკვდარი მკვდარს ეკიდებოდაო, ისე გამოვასვენეთ ერთმანეთი ბარიდან. _ მომკლავს დედაჩემი!_მოსალოდნელი ხიფათის მიუხედავად რატომღაც მაინც მეცინებოდა. _ მე არავინ მომკლავს, ალბათ უფრო ჩემით მოვკვდები!_ სახეში შემოილაწუნა დათამ. ბანცალით მივედით და იქვე სკამზე დავსხედით. _ აქვე დავიძინებდი სიამოვნებით!_ ენა ებმოდა დათას. _ ცივა!_ შევეწეინააღმდეგე მე. _ ორივე დასხედით მანქანაში!_ მოგვესმა ზურგს უკან და ზუსტად ერთდროულად შევბრუნდით ხმისკენ. _ ვაა ბოოს!_ გაიკრიჭა დათა. _ ვააა მიქელა!_ გავიკრიჭე მეც. მიქელამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მანქანის კარი ფარყოდ გამოაღო. _ არის ბოს!_ ვითომ სამხედრო სალამი მისცა დათამ და ოთხით შეღოღდა მანქანაში. _ მე არ მინდა!_ გამახსნდა, რომ თავს ვარიდებდი. _ გინდა! გინდა!_ ხელი მომკიდა და ფრთხილად ჩამსვა. უკვე მშვიდად მიძინებულ დათას მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ისეთმა თავის ტკივილმა გამაღვიძა მტრისას. მგონი წინა საღამოს რომ დაიწყო სამყარომ ბრუნვა ჯერ კიდევ არ იყო შეჩერებული. მიქელას სახლში მოვეყვანე და ჩემი თავი იასთვის გადაელოცა პატიოსნად. თუმცა მე არაფერიც არ მახსოვდა. _ ვაიმე თავი!_ ამოვიკვნესე და საწოლში ძლივს წამოვჯექი. ფეხზე ავდექი და მაშინდელივით ჩამობნელდა ოთახი. ხალიჩაზე ჩავიკეცე. ხელებით იატაკს დავეყრდენი. ტკივილი კეფის ზენიტში ატანდა . ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაც იყო თავი ამეხდებოდა და დაგროვილი წნევა ჰაერის ცხელ ნაკადად გაიშლებოდა გარშემო. _ ვაიმე, ნაი, ნაი შვილო!_ მესმოდა დედაჩემის კივილი, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი ყურადღების კონცენტრაციას. როდის როდის გამოვფხიზლდი. ხან ცივი წყლით მბანა სახე იამ, ხან ხელები და ყურები მიზილა. ნაბახუსევს ვიცნობდი, მაგრამ ეს არ იყო ნაბახუსევი, მივხვდი, რაღაც სხვა რამ იყო. მაგრამ მაინც ყველაფერი წინა საღამოს დალეულ ალკოჰოლს დავაბრალე. და როცა დედაჩემი ოთახიდან გავიდა, იმ ექიმის სავიზიტო ბარათი მოვძებნე ადრე მიქელამ რომ გამომიგზავნა. დავხედე და მერე ისევ უჯრაში მოვისრილე. რა მეთქვა ექიმისთვის? დავლიე ღორივით და მეორე დღეს ალკოჰოლით ინტოქსიკაცია დამემართა ოცი წლის გოგოსთქო?! თუ იმაზე მეწუწუნა, რომ მამა დამეღუპა, და ახლა სწავლა და მუშაობა ერთად მიწევს, ძალიან ვიღლები და ამის ბრალიამეთქი. საკმარისი იყო ერთხელ შემძვრალიყო ეჭვი გონებაში და ჭირივით მოსდებოდა მთელ ფიქრებს. მართლაც რა მჭირდა? მანამდეც მტკიოდა, მაგრამ ეს რამდენიმე თვე სულ გამაგიჟა. ლამის იყო გაუთავებლად მტკიოდა. უკვე ის კი აღარ მიკვირდა , რომ მტკიოდა, პირიქით ის მაოცებდა , როცა ტკივილს ვერ ვგრძნობდი. ორი აბი საკმაოდ ძლიერმოქმედი წამალი დავიდე ხელისგულზე და ერთდროულად დავლიე. უბრალოდ მეტის გაძლების თავი აღარ მქონდა. იმ დღეს პირველად გამიჭირდა სხეულის დამორჩილება. მოულოდნელად ხელი ამიკანკალდა და ჩემი სამკუთხედი ფინჯანი მეტლახზე დაიფშვნა. შევეცადე ღრმად მესუნთქა და ისეთი სახე მიმეღო, ვითომ შემთხვევით დამემართა. მეც ისევე , როგორც სხვებს ყველას, არაფრით მსურდა იმის აღიარება, რომ პრობლემა მქონდა. უნივერსიტეტში აღარ წავსულვარ. ვიფიქრე, თუ ერთი დღე დავისვენებდი , ქვეყანა არ დაინგრეოდა. სანამ რესტორანში წასვლის დრო მოვიდა ნელ_ნელა ტკივილმაც დამტოვა. და საიდანღაც მეწყერივით მოვარდნილი შიშიც თან გაიყოლა. უბრალოდ ნაბახუსევი და მეტი არაფერი! ამოვისუნთქე. თავი მოვიწესრიგე და სამსახურში წავედი. გამოსაცვლელში, თმა აღარ ამიკოსია. რადგან ყრუდ მფეთქავი გაუსაძლისი ტკივილისგან გადაღლილი საფეთქლები შემეცოდნენ. უბრალოდ ცხენისკუდად მსუბუქად შევიკარი. შავი გრძელი წინსაფარი მოვირგე და დარბაზში გავედი. იმ დღეს ვიღაც გოგოს დაბადების დღე ჰქონდა. მეგობრებთან ერთად ილხენდა, ცეკვავდა და თუ რამე დარდი ჰქონდა, სადღაც რესტორნის კედლებს მიღმა ჰქონდა დატოვებული. ტორტის გატანის მომენტი რომ დადგა, რაც მე დამავალეს, შუშხუნები ავანთე, სანთლებიც , 23 წლის ხდებოდა იუბილარი და ურიკა მათი მაგიდისკენ გავაგორე. ხმამაღალა უკრავდა დაბადების დღის სიმღერა. ჩაბნელებულ დარბაზში ტორტის შუშხუნები ბრწყინავდნენ. და მე მივხვდი რომ დარბაზმა მოულოდნელად ისევ ტრიალი დაიწყო. იმის გაფიქრება მოვასწარი, რომ არ შეიძლებოდა ამ გოგოსთვის ჩემი ცუდად ყოფნით ეს დღე ჩამეშხამებინა და ხელით დათას მოვუხმე. მაშინვე მიხვდა, რაღაც ვერ იყო რიგზე. ურიკა მას შევაჩეჩე და ფეხარეულმა დავტოვე დარბაზი. კედელ_ კედელ გამოვყევი დერეფანს. ინსტიქტურად ღია სივრცისკენ და სუფთა ჰაერისკენ მივიწევდი. უკანა კარი გავაღე და სწორედ იმ აივნის ქვეშ აღმოვჩნდი, საიდანაც წინა დღეს მიქაელის და ზუკას კამათს შევესწარი. _ ოჰ, თოჯინა შენ ხარ?_ საიდანღაც სწორედ ზუკა გამოტყვრა. _ რა გჭირს ტოო? ფერი არ გაქვს!_ წამით შეიცხადა. ალბათ მართლა ცუდად გამოვიყურებოდი. _ მოდი, სადმე ჩამოჯექი!_ ხელი შემაშველა. მიმოიხედა და სკამი რომ ვერ დაინახა, საკუთარი მანქანის კარი გამომიღო. წინააღმდეგობის თავი არ მქონდა და არც ზუკას უნდა ჰქონოდა ცუდი განზრახვა. მართლა მხეცი ხომ არ იყო, უბრალოდ ქარაფშუტა კაცი იყო და მეტი არაფერი. _ რა გჭირს, ტოო?_ ჩვევაში გამჯდარ საუბრის მანერას აღელვების დროსაც არ ჰკარგავდა. მინდოდა მეთქვა: "არაფერიმეთქი!" მაგრამ პირი არ მემორჩილებოდა. გაბრუებული და გაბუჟებული მქონდა სხეული. _ მე შენ რა გითხარი!_ მოგვესმა უცებ მიქელას ცივი და მბრძანებლური ხმა. _ მაინც არ იშლი შენსას, არა!_ საყელოში ჩაავლო ხელი და მუჭი მოუღერა ზუკას. მივხვდი, ამ ჯერად სულაც ტყუილად მოსდებდა დეიდაშვილს. ძლივს ავდექი ფეხზე და სამყარო თავიდან დატრიალდა. მერე უბრალოდ თითქოს სინათლე ჩაქვრა. და მე გავითიშე. გონს საავადმოყოფოს პალატაში მოვეგე. მიქელა მართლაც სიკვდილის ანგელოზივით მადგა თავს და ჩემი ხელი ხელში ეჭირა. თან ექიმს ყურადღებით უსმენდა. 4 ყველაზე სახიფათო ის პროცესებია, რომლებიც სხეულში უჩუმრად მიმდინარეობენ და მხოლოდ მაშინ გვახსენებენ თავს, როცა მიათი განვითარება კულმინაციას აღწევს. შესაძლოა ეს მტკივნეული სიჩუმე მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს ყოველგვარი რისკფაქტორებისა და გენეტიკური დარღვევების გარეშე. და ერთ დღესაც მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდეს დიაგნოზი, რომელზეც აქამდე არაფერი გსმენია. არ გსმენია კი არადა, სამედიცინო სერიალების ყურებისას, სულაც გამოგონილი ავადობა გეგონა და აი, ახლა სწორედ შენ მოგიწევს მიიღო და აღიარო საკუთარი ერთდროს დაუჯერებელი დიაგნოზი, როგორიცაა, მაგალითად თავის ტვინის სისხლძართვთა ანევრიზმა. როცა ექიმმა სავარაუდო დიაგნოზი ახსენა, რატომღაც გავიფიქრე, რომ სადღაც ტვინის რომელიღაცა არტერიის მაგისტრალზე გრძელი საცობი იდგა. სწორედ მანქანების უსაშველო მწკრივი წარმომიდგა თვალწინ და გამეღიმა. აბა როგორი გრძნობაა, როცა პირდაპირ ტვინში გაქვს საცობი? _ ეწევით?_ მკითხა ექიმმა და მე გაოცებით შევანათე თვალები. _ ამას მოწევა იწვევს? არა არასდროს არ მომიწევია!_ რატომღაც ამის თქმისას შვება ვიგრძენი. საულაც არ მსურდა, ეს უცნაური დიაგნოზი ჩემივე მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული. _წნევას ატარებთ?_ მხრები ავიჩეჩე. აქამდე არასდროს მაწუხებდა მსგავსი პრობლემები. მხოლოდ წლინახევრის უკან დამეწყო ეს გაუსაძლისი პერიოდული ტკივილი, ისიც უფრო დაღლილობის ან ნერვიულობისას. _ ვინმეს ნათესავებში მსგავსი დიაგნოზი ჰქონია?_ მამას ვინ დააცალა, რომ მაქამდე მისულიყო. დედას კი არაფერი აწუხებდა, სრულებით ჯანმრთელი ქალი იყო. ასაკი და ნარკოტიკებიც თავისთავად გამოირიცხა. _იქნებ სიმპტომები განვიხილოთ,_ სიტყვებს არჩევდა ექიმი და ჩემს თავთან აყუდებულ მიქელას თვალებში ამოწმებდა ყველა სათქმელს. აშკარად კარგად იცნობდა და პატივსაც სცემდა. _ ძლიერი თავის ტკივილები მაქვს, პერიოდული სიხშირით, ტკივილის დროს სინათლისადმი მგრძნობელობით, უფრო ნერვიულობისას ან დაღლილობისას მეწყება, ხან უეცრად, ხან კი თანდათან მიტევს. ხან ემორჩილება ტკივილგამაყუჩებელს, ხან კი რამდენიმე დღეც მტკივა გადაბმულად, ყრუდ ან ძლიერად_ ვცდილობდი არაფერი გამომჩენოდა. _გულისრევა, მხედველობის გაორება, ან გულყრა ხომ არ გქონიათ?_ ჩამეკითხა სიმპატიური, სანდო სახის ექიმი. _ არა, ეგ არა, მაგრამ ამას წინ თვალთ დამიბნელდა ორჯერ, მერე კი ხელები მიკანკალებდა და ჭიქა გამივარდა. აი ახლა სულაც გონებაც დავკარგე._ ერთიანად მივაყარე, თითქოს გული გავინთავისუფლე. _ ზაზა ექიმო, ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭიროა._ მტკიცე და ოდნავ მომთხოვნი ხმა ჰქონდა მიქელას. _ რა თქმა უნდა, მიქაელ, ტომოგრაფიას მოვითხოვ და მეტი სიზუსტისთბის სჯობს თუ ანგიოგრაფიით გადავუღებთ. მისი სიმპტომები ვეჭვობ ანევრიზმასთანაა კავშირში . _ თუ შეიძლება ცალკე გაგესაუბროთ?!_ სთხოვა მიქელამ და მივხვდი, რაღაცა რომ ყოფილიყო, შეიძლება დაემალა კიდეც ჩემთვის. _ საშიშია?_ ვკითხე ექიმს. _ როგორ გითხრათ, გააჩნია ანევრიზმის ზომას, ფორმას და მდებარეობას. ზუსტად ყველაფერს ტომოგრაფიის შემდეგ გავიგებთ._ მითხრა ექიმმა და ოთახი დატოვა. _ მიქელა, დედას რომ არ ვუთხრა დანაშაულია? არ მინდა ჩემზეც ინერვიულოს, თან იქნებ რამე მარტივია და ტყუილა რატომ გავაგიჟო ქალი?_გავხედე ფანჯრიდან მომზირალს. დაძაბული სახე ჰქონდა. საფეთქელზე ძარღვი უფეთქავდა. მივხვდი, იმაზე მეტად ნერვიულობდა, ვიდრე მოეთხოვებოდა. _ სტუდენტური დაზღვევა მაქვს, მაგრამ ეს ეყოფა ნეტავ?_ ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის. მოულოდნელად ჩაეცინა. _ გგონია ეგ მაღელვებს ახლა მე? ან შენ მაგაზე უნდა ფიქრობდე ახლა? მისმინე ხვალიდან სამსახურში გამოსული არ დაგინახო!_ ისე ცივად მითხრა, გაოცებისგან სიტყვაც ვერ დავძარი. ვიფიქრე, რომ უბრალოდ თავიდან მიშორებდა. ხო, რაში სჭირდებოდა ავადმყოფი თანამშრომელი, რომელსაც შესაძლოა ნებისმიერ წამს გახეთქვიდა ის ოხერი საცობი ტვინში და მისი თავში სახლელი გამხდარიყო მერე. სახე ავარიდე და საწყლად მოვიბუზე. ესეც შენი ჩაი ლიმნით! _ მისმინე!_ ახლოს მოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა. სახე ავარიდე და ვცადე არ მეტირა. _ რა მოგივიდა?_ გაოცდა, როცა განწყობის ცვლილება და ცრემლები შემატყო. _ რა გატირებს? არ გადამრიო ახლა!_ ხელი მომკიდა ნიკაპში და სახე მისკენ შემატრიალებინა._ რა ხდება? _ არაფერი, გასაგებია ყველაფერი, ხვალვე გავენთავისუფლები ეკას და აღარ შეგაწუხებ!_ ვუპასუხე სლუკუნით. რა ჯანდაბა მატირებდა? ალბათ თითქმის დასმული საშიში დიაგნოზი მოქმედებდა. ან თავი მისთ ის მნიშვნელოვან ადამიანად მიმაჩნდა და მის მიმართ სხვაგვარი მოლოდინები მქონდა. მიქელამ მიყურა , მიყურა და სიცილი აუტყდა. _ აღარ შემაწუხებ? მგონი პირიქით, აწი შემეხვეწები, რომ მე აღარ შეგაწუხო! გგონია თავიდან მომიშორებ? სანამ ზაზა არ მეტყვის, რომ ასი პროცენტით ჯანმრთელი ხარ! ახლა მართლა მიქელ_გაბრიელივით შენს აჩრდილად ვიქცევი! გასაგებია? მუშაობა კიდევ დაივიწყე, მანამ მაინც, სანამ არ გამოკეთდები და სწავლაზეც უარს იტყვი დროებით!_ ვუყურებდი და არ მჯეროდა რასაც ამბობდა. წამის წინ მეგონა ტვირთად ვექეცი და ჩემი თავიდან მოშორება სურდა. ახლა კი ის მიკვირდა, რომ ამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის. _ ხუმრობ?_ ვკითხე თვალებდაჭყეტილმა. _ ვხუმრობ? შენ რა ჩემი ხუმრობა გინახავს სადმე?_ უარის ნიშნად თავი გავაქნიე. მიქელას გასვლის შემდეგაინც იმაზე ვფიქრობდი, ღირდა თუ არა იასთვის სიმართლის მოყოლა. მთელი წელი ვიყურებდი, მამას შემდეგ, როგორ ნაწილ_ნაწილ ააწყო საკუთარი თავი თავიდან. ეს ჩემი ხათრით გააკეთა, რადგან თვლიდა, რომ მჭირდებოდა. ძლივს დადგა ფეხზე. ღიმილი ახლიდან ისწავლა. შავიც ჩემი ხათრით გაიხადა. ახლა როგორ მეთქვა მისთვის: "გამარჯობა დედა! მე შეიძლება მოვკვდე!" არა! ამის თქმა იასთვის არაფრით არ შეიძლებოდა. ყველაფერს გადაიტანდა დედაჩემი და ყველაფერს გაუძლებდა ჩემი ცუდად ყოფნის გარდა. ასე მეგონა, რომ მამამ მისი თავი მე ჩამაბარა და მე ვერ მივცემდი დედას დარდის უფლებას! გადავწყიტე მისთვის არაფერი მეთქვა. მიქელაც გავაფრთხილე სიტყვა არ დასცდენოდა. სამწუხაროდ ზაზა ექიმის პროგნოზი გამართლდა. მე ნამდვილად აღმომაჩნდა ის წყეული ანევრიზმა, თანაც საკმაოდ საშიშ ადგილას და არც თუ პატარა. ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა დამეწყო. უნდა გვეცადა მისი ზომაში შემცირება რათა შემდგომში ოპერაცია შესაძლებელი გამხდარიყო. _ როგორ აუხსნი იას, რატომ ანებებ თავს მოულოდნელად მუშაობას და სწავლას?_ მკითხა მიქელამ._ ან როგორ აპირებს სიმპტომების კონტროლს? ხომ გაიგე ნებისმიერ წამს შეიძლება გული წაგივიდეს ან კიდე რამე უფრო უარესი?! დავფიქრდი. მიქელა მართალი იყო. თუ მედიკამენტები არ იმოქმომედებდა და შედეგს არ მომცემდა, კაცმა არ იცის რა შეიძლება მომხდარიყო. თანაც როგორე უნდა დამემალა ამდენი წამლები?! სამსახურის გამო იას არაფერი უთქვამს. პირიქით გაუხარდა კიდეც, ძალიან იღლებოდი და სწავლის დრო აღარ გრჩებოდაო. მაგრამ როცა უნივრესიტეტში აკადემიური ავიღე, აქ კი იეჭვა, რაღაცას მიმალავ და არ მეუბნებიო. ძლივს დავაჯერე, რომ გადაღლილობის ვაჩერებდი სწავლას, თანაც უმუშევრობა სწავლაში ხელს შემიშლიდა. ხომ იცით სტუდენტის ხარჯები და საჭიროებები. ერთი სიტყვით აქტიური ცხოვრებიდან სახლურ სიტუაციაზე გადავერთე. პერიოდულად ექიმებში დავდიოდი. რაღაც პერიოდი უამრავ უცნაურ და რთულ გამოკვლევებს და ანალიზებს მიკეთებდნენ და წამლებსაც საკმაოდ ძლიერმოქმედს მიწერდნენ. მიქელას ერთი ვიზიტი არ გამოუტოვებია. მუდმივად თან მახლდა და იმასაც აკონტროლებდა, რიგის მიხედვით თუ ვიღებდი წამლებს. არ ვიცი მკურნალობის შედეგი იყო თუ დასვენების და სიმშვიდის, მაგრამ ბოლო დროს ტკივილმა და თავბრუსხვევამ საგრძნობლად იკლო. თუმცა რამდენად შასაძლებელია ამ დროში ადამიანმა შვიდად იგრძნოს თავი, როცა ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს სრულიად სხვა კუთხეში მოხდარი ტრაგედია, იმდენად ახლოს გვეჩვენება, თითქოს აქვე ჩვენს გვერდით ხდება. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზში საკონცრტო დარბაზ "ბატაკლანზე" ტერაქტი განხორციელდა, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი. როცა რაიმე ამგვარ ინფორმაციას იღებ, პირველი ის ახლობელი ადამიანები გახსენდებიან, რომლებიც იქ იმ ამბის ეპიცენტრში ცხოვრობენ. ჯერ მშვიდად ვცადე იკასთან დარეკვა, მაგრამ არ მიპასუხა. შემდეგ მის დას შევეხმიანე და ვერც მას დავუკავშირდი. შემდეგ მის სოც. ქსელს შევყევი და როცა სწორედ იმ საკონცერტო დარბაზში გადაღებულმა ფოტომ შემომანათა უკანასკნელ პოსტად პანიკა დამეწყო. ვრეკავდი, ვრეკავდი და გაუთავებლად ვრეკავდი. თანდათან შიში და პანიკა მავსებდა და საღი აზროვნების უნარს მიკარგავდა.სწორედ იმ მდგომარეობაში მიპოვნა დედჩემმა, როცა სტრესის გამო ტვინში თითქოს რაღაც გადამრთველი გამოირთო. თითქოს აზროვნების უნარი დავკარგე. საკუთარ თავს, ემოციებს და გრძნობებს ვეღარ ვიმორჩილებდი. იამ ძლივს მომიყვანა გონზე და მერე ძალაგამოცლილი ისევ ჩემი მისახედი გახდა. რამდენიმე საათში იკა თავად შემეხმიანა. ღმერთს მადლობას ვწირავდი მისი გადარჩენსთვის. მაგრამ განცდილმა ნერვიულობამ, როგორც ჩანს, რაღაც უარესობისკენ შეცვალა. იმ საღამოს ტრემორი დამეწყო. შიგადაშიგ ოდნავ შესამჩნევად მიკანკალებდა ხელები. ყველაზე უფრო დისკომფორტს მესიჯის წერიასას ვგრძნობდი. მიქელასთვის არ დამიმალავს. მან მაშინვე ზაზასთან გამაქანა და როგორც ვვარაუდობდი ესეც განცდილი სტრესის ბრალი აღმოჩნდა. _ შვილო! ასეთი ნერვიულობა კი არა, ძლიერი დაცემინებაც კი გეკრძალება! _ მკაცრად გამაფრთხილა ექიმმა. სწორედ ამის გაგონებაღა აკლდა მიქელას. იმ საღამოს ულტიმატუმი წამიყენა. _ან დედაშენს ყველაფერ ეტყვი, რომ შენზე იზრუნოს, ან ჩემთან წამოხვალ და ჩემი ყურადღების ქვეშ გააგრძელებ მკურნალობას!_ პირველი მაშინვე უარვყავი, თანაც მტკიცედ. მეორეზე კი გულიანად ვიცინე. _ რა გაცინებს?_ მიქელა აშკარად არ იყო ხუმრობის ხასიათზე. _ ჯერ ისიც ვერ გამიგია, ასე რატომ ზრუნავ ჩემზე, ახლა ეგ საიდანღა მოიგონე?_ ვერაფრით დავსერიოზულდი მე. _შენთან როგორ წამოვალ? ან იას რას ვეტყვი? გინდა ჩემს ავადმოყოფობას მოუკლავს, გინდა მაგ ფაქტს, რომ მისი შვილი ზდასრულ, ასაკით უფროს კაცთან გადავა საცხოვრებლად. _ ანუ ეგაა პრობლემა? ესეიგი დიდი ვარ?_ გაეღიმა მიქელას. _ კი ბატონო, მთელი 15 წლით თან! თავის დროზე ცოლი რომ მოგეყვანა, ლამის ჩემხელა შვილი გეყოლებოდა! _ კიდევ უფრო მომინდა მისი გაბრაზება _ ანუ შენხელა შვილი არა?_ წარბი ასწია მან უკმაყოფილოდ. _ რა იყო, თავად ვერ ატყობ, რომ ჩემთვის ბებერი ხარ?_ ისევ გავახელე მე. მოულოდნელად გაბრაზების ნაცვლად წელზე ხელი მომხვია და ჩემსკენ დაიხარა. ინდენად ახლოს აღმოვჩნდი მის სახესთან, მის სურნელთან, რომ უცებ ძალიან დავიბენი. უნებურად თვალი მისი ტუჩებისკენ გამექცა. ამგვარ საქმეებში დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნიდი და თვითკონტროლიც ალბათ ამიტომ მიჭირდა. _ და დავიჯერო შენ ასე გაღელვებს ბებერი კაცები?_ისევ ღიმილი გაუკრთა თვალებში. _მიქელა, ნუ მაბნევ!_ მისგან გაწევა ვცადე და მანაც მაშინვე გამიშვა ხელი. _ მოკლედ გადაწყვიტე! ან იას სიმართლეს უყვები ან ჩემთან მოდიხარ! დღეს ამოვალ და თუ ისევ უარზე იქნები, თავად მოვუყვები ყვლაფერს, გასაგებია?!_ ხმა ისევ ჩვეულად ცივი გაუხდა. _ რატომ აკეთებ ამას ?_ თვალი ამარიდა. _ მითხარი, რატომ არის შენთვის ეს ყველაფერი ამდენად მნიშვნელოვანი? მხოლოდ რამდენიმე თვეა მიცნობ და ისე ზრუნავ ჩემზე, როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანი._ წინ დავუდექი და თვალებში შემოხედვა ვაიძულე. _ იმიტომ რომ შენ შენ ხარ!_ მეტი ვერაფერი ვათქმევინე. 5 ისევ, ამ არც თუ დიდი სიტყვის მიღმა ხშირად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დგას, ეს შეიძლება იყოს: ისევ გახარება, ისევ ბედნიერება, ისევ დაბრუნება, ისევ და ისევ ბევრი ლამაზი მომენტის გამეორება, მაგრამ ხდება პირიქითაც, რომ ჩვენს ცხოვრებაში ამ სიტყვის გამოჩენის სიკვდილზე მეტად გვეშინია. რადგან არსებობს: ისევ დარდი, ისევ ტკივილი, ისევ ტირილი და არაფრით არ გვსურს, ისევ განვიცადოთ ის, რამაც ერთხელ უკვე დაგვშალა ნაწილებად. სიმართლე გითხრათ ვერ ვიაზრებდი, რომ მე თავად ვიყავი რეალური საფრთხის ქვეშ, ანუ იმას, რაც ფაზიკურად არ მეტყობოდა ვერც აღვიქვამდი რეალობად. მაგრამ ძალიან მეშინოდა იას გამო. საყვარელი ადამიანის დაკარგვით ერთხელ უკვე განცდილი მწუხარება არ მსურდა ახლიდან განეცადა. ვაითუ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ შვილიც დაეკარგა? ვიცი, ამას გაიფიქრებდა, ჩემი ავადმყოფობა რომ გაეგო. ვიცი, რომ შეეცდებოდა ჩემს წინ ძლიერი ქალი ეთამაშა, მაგრამ შინაგანად ისედაც დაცლილის და ხათრით მოარულს ჩემი ამბავი საძირკველს საბოლოოდ გამოუთხრიდა. მეტყვით: დედა იმისთვისაა, რომ შვილს გასაჭირისას საყრდენად ექცესო, მაგრამ მაშინ ამ კითხვაზეც მიპასუხეთ: და მაშინ რისთვისაა შვილი?! რომ გაიზარდოს და მასთან ერთად პრობლემებიც გაიზარდონ?! მე მინდოდა თავად ვყოფილიყავი იას საყრდენი, მინდოდა სცოდნოდა, რომ მე ვყავდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩემს გამო ისევ ტკივილი და მწუხარება ელოდა. ამიტომ ნებისმიერ წინადადებაზე ვიყავი თანახმა და არა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემს აღარასდროს ეტირა, მით უფრო ჩემ გამო! თუმცა ეს ორი რამ აშკარად ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, მიქელას სიტყვები სერიოზულად მივიღე, თუმცა მისი გადაწყვეტილების ქვე მიზეზებს ვერ ვხვდებოდი და ეს მაბრკოლებდა. შეუძლბელია ციდან მართლაც მფარველი ანგელოზივით დამცემოდა თავზე ხსნად და შველად. იყო რაღაც, რაზეც ჯერჯერობით საუბარი არ სურდა. მიზეზი, რის გამოც ჩემს პრობლემებს იზიარებდა. არა, ნუ მეტყვით, რომ ეს კაცი უბრალოდ ფილანტროპი იყო, ან ამ მოკლე ხანში ისე შევუყვარდი, რომ ჩემს იქით გზა აღარ ჰქონდა. _ მიქელა, თუ ამიხსნი შენი საქციელის მიზეზს გამიადვილდება გადაწყვეტილების მიღება! თორემ ვერ ვიგებ, რატომ მიბრალებ ასე ძალიან!_ ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ აწვიმდა მტვრიან ასვალტს. მიყვარდა წვიმა, არც დასველების მეშინიდა ხოლმე. ახლა ესეც, როგორც სხვა ათასი რამ, აკრძალული მქონდა. უბრალო გაციებაც კი არ იყო ხელსაყრელი ჩემს მდგომარეობაში. როდის გავხდი ასეთი მყიფე და მსხვრევადი?! როდის ვიქეცი თაროზე შემოსადებ ფაიფურის თოჯინად?! მაგიჟებდა ჩემი იმჟამინდელი უმწეობა. _ შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ! _ მითხრა შეცვლილი ხმით მიქელამ._ მისმინე, გპირდები, რომ მოგიყვები ყველაფერს, მაგრამ ახლა არა! აი იმ დღეს, როცა ზაზა იტყვის, რომ შენ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუ ისევ მთხოვ, მე ყველაფერს გეტყვი! მაგრამ ახლა ნურაფერს მკითხავ! მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ არ ვცდებოდი. _ იას არ გაუკვირდება, თუ ჩემთან გადმოხვალ! _ მითხრა მან და ახლა თავად ამარიდა მზერა. _ რატომ? რატომ არ გაუკვირდება?_ შევხედე ჯიქურ. _ იმიტომ რომ, _ გაჩუმდა , ტუჩი მოიკვნიტა. ყოყმანობდა, არ იცოდა ეთქვა თუ არა. _ მითხარი რატომ?!_ მოვთხოვე პასუხი. _ იმიტომ რომ იმას ამჩნევს, რასაც შენ ვერა!_ რასაც ქვია, წარბები შუბლზე გამექცნენ გაოცებისგან. _ და რისი თქმა გინდა ამით? _ არაფერი, უბრალოდ ია მენდობა!_ აშკარად სხვა რამის თქმა სურდა და სულ სხვა რამე მიპასუხა. _ კარგი! შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია ჩემო მიქელ_ გაბრიელ!_ გამეცინა მე. _ სხვა გზას არ მიტოვებს ეს ოხერი სიტუაცია! სამწუხაროდ არც სამკურნალოდ სამყოფი ფული მაქვს და თან არც სიკვდილი მინდა! ამიტომ გისმენ და გემორჩილები! ხუმრობა ვცადე, მაგრამ ეშაფოტზე ამავალივით კი ამოვთქვი ეს სიტყვები! მიქელამაც იგრძნო, ჩემი დამოკიდებულება. _ თავი შენი ჯალათი მგონია, მაგრამ რადგან იაზრებ სიტუაციას ძალიან კარგი!_ გაეღიმა მას. მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავედით. იასთან უნდა გველაპარაკა. ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი. _ მოიცა! ვუთხარი ზუსტად სახლის კარებთან!_ ინტერესით შემომხედა. _ ვინ იცის, იქნება მანიაკი ხარ?!_ გეფიცებით, არ ვხუმრობდი. აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო სინამდვილეში. _ რაა?_ მკითხა და ღიმილი სახეზე შეეყინა. _ რა და მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ მანიაკი არ ხარ! _ მთელ სერიზულობას მოვუხმე, რომ არ გამცინებოდა. გაოცებისგან ისე საყვარლად აკვარკვალებდა შავ თვალებს. _ დამცინი ხომ?_ მკითხა მთელი სერიოზულობით. _ არ ვიცი, ვაითუ შენს ბუნაგში შემიტყუო და ჩემი სისხლით ამოივსო მუცელი! რა ვქნა, თუ ანგელოზზე მეტად ვამპირს მაგონებ!_ ხელით მზრუნველად შევუსწორე მისი შავი ფერის პალტო. მის ძლიერ სხეულს პალტოს მიღმაც ვგრძნობდი და ცოტა არ იყოს მისი შეხება მსიამოვნებდა კიდეც. _ დამცინი თუ მეფლირტავები?_ მაჯაში წამავლო ხელი. _ შენ რომელი გირჩევნია? და თან არ დაგავიწყდეს, რომ კარატე ვიცი!_ მის ხელშივე გავაკეთე მუჭი. _ მე არცერთს არ გირჩევ და სულ არ მეშინია მაგ შენი კარატის!_ გაეცინა მას. ხელი გამიშვა და კარზე თამამად დააკაკუნა. _ არ ეშინია ბიჭს!_ დავეჯღანე ზურგს უკან და მუჭი მოვუღერე მუქარით. _ ისე რომ იცოდე, დღეიდან კარატეც აკრძალულია!_ უკან მოუხედავად მითხრა მან. მგონი კეფაზეც ჰქონდა თვალები. _ სუნთქვა? სუნთქვა შეიძლება?_ გაბრაზებულმა დავიკრიფე გულხელი. _მხოლოდ ზომიერად!_გაეცინა მას. _ რას აპირეებთ?_ მართლა არ მეგონა, ია ასე თუ გაბრაზდებოდა. _ გაგიჟდი არა?_ მომიბრუნდა გაცოფებული დედაჩემი_ ჯერ მუშაობას ვანებებ თავსო და კარგი! მერე სწავლასო! ეგეც გავიგე! ახლა გათხოვება საიდან მოიტანე?! _ გათხოვება რა შუაშია?_ მინდოდა მეთქვა მასეთი არაფერია მეთქი. გათხოვება არც კი მიფიქრია, მაგრამიქელამ თვალები დამიბრიალა. _ გამაგიჟო გინდა!_ წყალი მოსვა აღელვებულმა იამ და ჩემს კითხვას მოუყრუა. _ რას უწუნებ, მშვენიერი სასიძოა! შენ არ ამბობდი რამდენიმე დღის წინ, როგორი კარგი ბიჭიაო?!_ ირონია რომ დამემალა მაგიდაზე დავჩერებოდი ლამაზად მიხატულ ვარდებს. _ ხოო არა? _ფეხზე წამოხტა ია._ შენ მთლად ბავშვი ხარ! მიქელას მაინც ვერ აკადრა ასაკის გამო გიწუნებო. გამეღიმა. _ კიი, მართალი ხარ! ბებერი ნამდვილადაა, ვაღიარებ! _ მართლა ვხალისობდი მიქელას სახეზე. _ მე ეგ არ არ მითქვამს!_ გაიბუსხა ია. _მთავარია, რომ მე სერიოზულად ვარ განწყობილი და თქვენს გოგონას ზრუნვას და სიყვარულს არ მოვაკლებ! დავიჯერო ასაკი ასეთი მნიშვნელოვანია?_ მიქელაც ძლივს იკავებდა სიცილს. _ მიქელა არადა იცი, მამა იაკოზე 16 წლით იყო დიდი?_ ია გაშრა, არ ეგონა, ამასაც თუ გავახსენებდი. _ ანუ მამაშენს ერთი წელი ფორაც მოუცია ჩემთვის, არა?_ მხარი ამიბა მიქელამ. _ ახლავე ორივემ შეწყვიტეთ! _ ისევ დაჯდა ია._ კარგი ვთქვათ და ასე გადაირიეთ ერთმანეთზე ამ მოკლე ხანში! დაეჭვებით მოგვათვალიერა. _ მაგრამ არაოფიციალურად აპირებთ ერთად ყოფნას?_ აი აქ კი მართლა არ ვიცოდი, რა მეთქვა. ანუ ასაკი არაფერ შუაში იყო, აი რისი დარდი კლავდა დედაჩემს. _ სიმართლე გითხრა, მე მინდა ოფიციალური სახე ჰქონდეს ყველაფერს, მაგრამ თავად ამბობს უარს! ხომ იცით, რა ჯიუტია ზოგჯერ!_ ისე გულწრფელად თქვა მიქელამ, ლამის მეც დავიჯერე, რომ ამაზე ჩვენს შორის თუნდაც ერთი სიტყვა ითქვა მანამდე. მაგიდის ქვეშ ფეხი მაგრად ჩავარტყი მუხლში. სახე დაემანჭა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მარტო თვალები დამიქაჩა. _ ნაი რა უქენი ახლა? საძაგელო გოგო!_ მუქარით ჩემსკენ დაიხარა ია._ანუ მართლა შენ არ გინდა? _ რომ გამაჩუმოს, წიხლებს მირტყამს მაგიდის ქვეშ და იჩქმიტება!_ ისევ მოისაწყლა მიქელამ თავი. _გოგო, არ გადამრიო ახლა! ან ისე გაყვები, როგორც წესი და რიგია, ან არსად არ წახვალ! მომინდომა აქ ევროპა და თავისუფლება! გასაგებია?_ისე გავხედე მიქელას, თვალებით მოვკალი ლამის. _ ხო კარგი! მაშინ არსად არ წავალ! ვრჩები სახლში!_ ის იყო იას სახე გაებადრა, რომ მიქელამ შემპარავი ხმით დაიწყო. _ სინამდვილეში ნაი ..._ მივხვდი, რომ დათმობას არ აპირებდა და ყველაფერს ეტყოდა. მომინდა მისთვის ის შავი მატყუარა თვალები დამეთხარა. ისე გავბრაზდი ისე გავცოფდი, უკანდასახევ გზას არ მიტოვებდა, მაგრამ მაინც, მიქელა რა შუაში იყო, სამყარო შემძულდა. რატომ? რატომ ვიყავი იძულებული მისი წესებით მეთამაშა. _ კარგი! მხოლოდ ხელს მოვაწერთ და ეგ იქნება! ჩემთვის მაგ საბუთს მაინც არა აქვს ფასი! _ თვალებზე შვატყე ეწყინა. მაგრამ არაფერი უთქვამს. ია დამშვიდდა, მაგრამ მაინც დაეჭვებით გვათვალიერებდა. არ გამოჰპარვია ჩემი გაფუჭებული განწყობა. _ უნდა წავიდე, დავიძინო! დავიღალე! სიძე სასიდედროს გისურვებთ მშვიდობიან საღამოს!_ საძინებლის კარი მოვიჯახუნე და საწოლზე მოვიკუნტე. ეს ყველაფერი ხუმრობას აღარ ჰგავდა. კი არც ჩემთვის და მითუმეტეს არც მიქელასთვის ეს ნამდვილი ქორწინება არ იქნებოდა, მაგრამ დედაჩემისთვის ხომ იყო?! _ არაუშავს, თუ სიკვდილი მიწერია, გაუთხოვებლად მაინც არ მოვკვდები!_ ჩავიბუტბუტე და ამოვიოხრე. სწორედ მაშინ გაბიაზრე, რომ ცხოვრების წინასწარ დაგეგმვა ერთი დიდი უაზრობაა. რადგან ყველა ახალი დღე ახალ სიურპრიზებს მალავს სახელოში. ჯერ კიდევ გუშინ სტუდენტი ვიყავი, არაფრის მქონე უბრალო მიმტანი. დღეს კი ამ უცნაური კაცის საცოლე მერქვა, თან სიცოცხლის დღეების ლიმიტირებული რაოდენობა მეჭირა ხელში. ალბათ მიქელასა ჰქონდა ამ ამბიდან რაღაც სარგებელი. მასზე ძალიან ვბრაზობდი. _ შენ თუ არ გაგიმწარო ცხოვრება ნახავ!_ დავემუქრე წარმოსახვით საქმროს. არავითარი ქორწილი და თეთრი კაბა მე არ მქონია. ესეც ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და ერთი ჩვეულებრივი ხელმოწერა. მაგრამ ია მაინც ისე ღელავდა, ვერც წარმოიდგენთ. ორიოდე მეგობრის გარდა, მიქელას რამდნიმე ნათესავიც გვესწრებოდა. მათ შორის ზუკა და მისი ცოლ_შვილიც. _ მაპატიე რძალო, თუ რამე გაუგებრობა იყო ჩვენს შორის!_ მე არ მიყურებდა თვალებში ზუკა, როცა მომილოცა. მიწას დასჩერებიდა უცნაურად სევდიანი. _ არაუშავს, არ იდარდო მაგაზე!_ ვიფიქრე, ეშინოდა მისი გადაპრანჭული და საკმაოდ ლამაზი ცოლისთვის არ მომეყოლა რამე. _ გაიცანი ეს ანია, ჩემი გოგონა!_ საკუთარი შვილი გამაცნო ზუკამ. გამხდარი, ცისფერთვალა, ფერმკრთალი, უპეებჩაშავენული გოგო იყო. დედასავით ლამაზი, მაგრამ თითქოს შინაგანად ჩამქრალი. ხელი გავუწოდე და მანაც გაყინული აკანკალებული თითები შემაგება გაუბედავად. "ალბათ ჩემსავით ავადაა ესეც!" გავიფიქრე მე. მართლა უცნაურად გამჭვირვალე გოგონა იყო. ასე 17_ 18 წლის. გაოცებულმა გავხედე მიქელას. ინტერესით გვადევნებდა თვალს დაძაბული. მე არა, უფრო ანის აკვირდებოდა. ანიმაც დაიჭირა ბიძამისის მზერა და თავი კიდევ უფრო ჩახარა. ეშინოდა მისი თუ ერიდებიდა? რა უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა ბიძის მიმართ. _ სასიამოვნოა ანი!_ გავამხნევე მე_ იმედია მეგობრები გავხდებით! გულწრფელი ვიყავი, მაგრამ მის თვალზე გაელვებულმა ცრემლმა დამაბნია. ცოტა ხანში უჩუმრად გაგვეცალა და თავისთვის დაჯდა მოშორებით საკუთარ ფიქრებში გართული. ყველაზე მეტად რესტორანში ჩვენმა გამოჩენამ გამამხიარულა. დათას გაოცება მალევე შეცვალა გულიანმა ღიმილმა. _ როდის მოჩანგლე ჩვენი შავი ბატონი?_ ჩამჩურჩულა ანცი ღიმილით. _ როგორც სჩანს მოსვლის წამიდანვე!_ გავუცინე მეც. აი ლილი და ეკა კი ვერაფრით მოერიენ ბრაზსს და გაოგნებას. ვხედავდი, როგორ იდგნენ გვერდიგვერდ ბოღმისგან გადამწვანებულები და თვალსაც არ ახამხამებდნენ. კი ვიცოდი, რასაც ჩემზე იჭირავებდნენ ზურგს მიღმა, ალბათ როგორ გაუხარდებოდათ ამ ქორწინების ნამდვილი მიზეზი რომ სცოდნოდათ. მაგიდას დათა ემსახურებოდა. და კიდევ ერთი ახალი გოგონა. ახალს ერთ _ ერთი შეკვეთის მოტანისას ლანგარი ხელიდან დაუცდა და ვარდისფერი შამპანური მუხლებზე გადამასხა. ისე დაიბნა, ისე აელეწა სახე. შემეცოდა. მოულოდნელად სანამ სიტყვას ვიტყოდი, ზუკას ცოლი წამოუხტა ფეხზე. _ რა ჯანდაბას აკეთებ გოგო! თვალები მიხატული გაქვს?_ დაჰკივლა ისედაც შერცხვენილს. ზუკამ ხელზე დაქაჩა გაბრაზებით. რაც ქმარი ის ცოლიმეთქი, გავიფიქრე. _ კარგით, არაუშავს! არაა პრობლემა! მეც საქორწილო კაბა არ მეცვას ახალა!_ დავამშვიდე გავეშებული ქალი, რომელსაც სისხლში ჰქონდა მასზე ქვემდგომის დამცირება აშკარად. ავდექი და იმ საწყალ გადაფითრებულ გოგოს ხელი მოვხვიე. _ წამოდი, მომეხმარე!_ ვუთხარი, რათა სიტუაცია განმემუხტა და საპირფარეშოსკენ გავიყოლე. _ მაპატიეთ ქალბატონო ნაი! იმედია ამის გამო არ დამითხოვთ, მე ეს სამსახური ჰაერივით მჭირდება. სტუდენტური სესხი მაქვს სახდელი და..._ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა.მაგრამ გავაჩუმე. საკუთარი თავი გამახსენა ამ გოგომ. _ რა გქვია? _ თამუნა ქალბატონო!_ მიპასუხა მორცხვად. _ ჯერ ერთი ქალბატონო აღარ დამიძახო, თუ ღმერთი გწამს! ნაი ვარ მე! მერე არავინ არსად არ დაგითხოვს! პირობას გაძლევ გესმის? _ მაგრამ ქალბატონი თაია?_ ზუკას ცოლს ერქვა თაია. _ თაია არაა აქ მთავარი, მიქელაა!_ გაოცებულმა შემომხედა. _ ხო, ანუ მიქაელია მთავარი!_ გამეღიმა მე მის რეაქციაზე. _ ასე რომ ვამპირს კი ჰგავს, მაგრამ კეთილი ვამპირია და მისი ნუ შეგეშინდება!_ სალფეთქით გავიწმინდე კლასიკური შარვალი. მიქელას და იას ჯინაზე კაბის ნაცვლად რომ მეცვა. _ აჰა, შავია ნაჭერი და არაფერიც არ ეტყობა! მორჩა , პრობლემაც!_ გავუღიმე და სანამ მადლობებს დაიწყებდა ოთახიდან გავუშვი. სანამ სარკის წინ შარვალს ვამოწმებდი კარი გაიღო და ლილი შემოვიდა, დამცინავი სახით. _ რაო კონკია გამოკარი პრინცს ხელი?_ მკითხა ირონიულად. გამეცინა მის ვერ დამალულ ბოღმაზე. _შენ რა არ გასვენებს?_ ვუპასუხე ღიმილით. არა მართალა ამას რომ სცოდნოდა ჩვენი ერთად ყოფნის ნამდვილი მიზეზი, რას გაიხარებდა?! რატომ იბადებიან ასეთი საზიზღარი არსებები და მერე რატომ უყვარდებათ დათასნაირ საყვარელ ბიჭებს?! მე რომ დათას და ვყოფილიყავი ალბათ არჩევანს არ მოვუწონებდი ჩემს ძმას. აშკარა იყო ამ გოგოს მხოლოდ გარეგნობა მოსწონდა დათაში და ის რომ მუდმივად შეიძლებოდა ამ ბიჭის იმედი გქონოდა. _ როგორ მოახერხე იქნებ გაგვიზიარო შენი საიდუმლო ხრიკები?_ ირონიას არ იშლიდა ლილი. _ შემეშვი რა, წადი, გაქრი აქიდან!_ ავუქნიე ხელი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე. _ ჯერ დათას აეკიდე და დაგვაშორე, მერე უფრო დიდი თევზი მოგინდა!_ გადამიდგა წინ თავხედურად. _ ნერვი არ მოიშალო ნაი!_ ვუმეორებდი საკუთარ თავს გონებაში._ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება! _ რაო გარბიხარ? პასუხი არ გაქვს არა?_ ენას არ აჩერებდა ის და არც გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. ხოდა გადამეკეტა გონებაში ის პატარა მუხრუჭიც, რაც მქონდა. _ შენ რა მალე გავიწყდება გაკვეთილები ჰა?!_ ვუთხარი ავად და მისკენ გავიწიე. დამფრთხალმა დაიწია სარკისკენ. _ მაგრამ შენნაირი ქათმისტვინასგან რა არის გასაკვირი? მე ერთხელ უკვე გაგაფრთხილე და ახლა ისე გაგალამაზებ, არასდროს დაგავიწყდეს, ვისთან ატარტალო ეგ შენი ბინძური ენა!_ მუშტი მოვუღერე ვითომ დასარტყმელად. არა, რა თქმა უნდა, მის ცემას არ ვაპირებდი. უბრალოდ მსურდა შეშინებოდა და გამცლოდა. მაგრამ იმ მომენტის დაძაბულობის გამო თუ ზოგადად მთელი დღის გამო არ ვიცი, ჩემს გონებაში ის, უკვე კარგად ნაცნობი, გამომრთველი ამუშავდა. ვიგრძენი, როგორ მეხვეოდა თავბრუ. და როგორ თანდათან ტოვებდა სინათლე ოთახს. იმ სულელმა კი ჩემი დაბნეულობით ისარგებლა, ხელი მკრა, კედელს შემაჯახა და ოთახიდან გაიქცა. მე კიდე შეჯახება მინდოდა? ნელ_ნელა ჩავიკეცე კედელთან ისე , რომ მშველელის მოხმობაც ვერ შევძელი. _ ნაი, ნაიი!_ სახეში შემოლაწუნებამ და ცივმა წყალმა მომიყვანა გონს. თვალი გავახილე და ულამაზესი, შეშინებული, ცისფერი თვალები დავინახე. _ ანი? რა მოხდა?_ ძლივს მოვეგე გონს. _ გული წაგივიდა, მოიცა აქ იყავი, მე ბიძაჩემს მოვიყვან._ წამოდგა და მიქელას დასაძახებლად დააპირა წასვლა. გამახსენდა მიქელას გარდა იქ დედაჩემიც რომ იყო და კიდევ სხვა სტუმრები. არა, სულაც არ მსურდა მათ ასეთ მდგომარეობაში ვენახე! _ მოიცადე ანი! არავის დაუძახო. უკეთ ვარ! აი მიყურე!_ მის დასარწმუნებლად ფეხზე წამოვდექი. _ რა გჭირს? ასე რატომ მოგივიდა? ნუთუ ორსულად ხარ?_ გამეცინა, ჩემს ბედნიერებას სწორედ ორსულობაღა აკლდა. _ შენ ძალიან ბევრ სერიალებს უყურებ საყვარელო!_ ვუთხარი გოგონას. _ არ ვიცი ხდება ხოლმე, ნერვიულობის გამო ან გადაღლილობის! ავიჩეჩე მხრები. _ კარგი! წამოდი დავბრუნდეთ!_ მუხლები მიბჟუოდა და სიარული მიჭირდა. _თუ შეიძლება დამეხმარე!_ ვთხოვე გოგონას. ყოყმანით გამომიეოდა მკლავი. მის მკლავს დავეყრდენი და დარბაზამდე მივედი. იქ კი ძალა მოვიკრიბე და უდარდელი ღიმილით მივუახლოვდი მაგიდას. დავინახე ანამ როგორი უცნაური მზერით გახედა ლილის. თითქოს ინტერესით, თან ბრაზით. _ რა მოხდა, კარგად ხარ? ფერი არ გადევს?_ ყურთან მიჩურჩულა მიქელამ. _ არაფერი უბრალოდ დავიღალე!_ ვუპასუხე მე და დავუმალე, რომ ცუდად გავხდი. _ კარგი, ცოტაც და სახლში წავალთ!_ ისე მითხრა , თითქოს ძალიან მიხაროდა მის სახლში გადასვლა. უიმედოდ ამოვიოხრე. ჯერ არ გვქონდა ჩვენი თეატრი დაწყებული და უკვე დასასრულზე ვფიქრობდი. _ რატომ აკეთებ ამას მიქელა?_ ვუჩურჩულე მე. მიქელამ ჯერ მე შემომხედა, მერე ანის გახედა და ისე, რომ მისთვის მზერა არ მოუცილებია მიპასუხა: _ "ყოველ მზეს მოაქვს თავისი წვიმა და ყოველ წვიმას თავის ნაყოფი!"_ ვერ მივხვდი რა იგულისხმა, მაგრამ გამაოცა ამ არც თუ ცნობილი ლექსის ცოდნით. _ მამას უყვარდა ეგ ლექსი იცი?!_ ვუთხარი გაოცებულმა._ გამიკვირდა რომ შენც იცი! _ შენ ბევრი რამე არ იცი ჩემზე,_ გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა._ იმედია კიდევ ბევრჯერ გაგაოცებ ასე სასიამოვნოდ. მშობლების მაგიდიდან ისევ მოშორებით იჯდა ანა და სევდიან მზერას არ გვაცილებდა. რამდენჯერაც მის თვალებს წავაწყდი იმდენჯერ გავიფიქრე, რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ რა? იმედია ამ წუხილის მიზეზი მე არ ვიყავი. იმ საღამოს პირველად დავტოვე იაკო მარტო მამის სიკვდილის შემდეგ. თავს მოღალატედ ვგრძნობდი. " ოდესმე, როცა შენს გზას იპოვნი და წახვალ, არასდროს იგრძნო ჩვენს მიმართ დანაშაული შვილო! რადგან ჩვენ ჩვენი ეგოისტური მიზეზებისთვის არ გაგვიჩენიხარ! ჩვენ შენივე ბედნიერებისთვის გაჩუქეთ სიცოცხლე!" ხშირად მიმეორებდა მამა ამ სიტყვებს. რადგან დედისერთა ვიყავი და ვხუმრობდი ხოლმე, რომ არასფროს გავთხოვდებოდი და მშობლებს მარტო არ დავტოვებდი. ახლა მამა აღარ იყო, მე კი იძულებული ვიყავი ია სულ მარტო დამეტოვებინა, არა მარტო ჩემ, არამედ მამის გარეშეც. აი ეს მომენტი კი მართლა არსდროს წარმომედგინა მაშინ. ყველას დავემშვიდობეთ, მიქელამ მანქანის კარი გამიღო და ჩემი ახალი ამოუცნობი ცხოვრებისკენ წამიყვანა. გარე განათება მის ლამაზ სახეზე ირეკლებოდა, ხან ჩრდილი ეცემოდა სახეზე, ხან სინათლე. ვუყურებდი და კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ ეს კაცი ამას მარტო ჩემი ლამაზი თვალების გამო არ აკეთებდა. რა მოტივი ჰქონდა მას?! რა სურდა?! რატომ ერეოდა იმ პრობლემაში, რომელუც მას საერთოდ არ ეხებოდა?! მიუხედავად ამ ეჭვებისა, მე მაინც მადლიერი ვიყავი მისი. ვაკვირდებოდი მის პროფილს და უეცრად გავიაზრე, რომ მისი ყურება მსიამოვნებდა. ამ აღმოჩენამ დამაფრთხო. სწრაფად ავარიდე თვალი და ფანჯრიდან გავიხედე. რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს ამბავი ოდესმე დასრულდებიდა. ავად თუ კარგად არ ვიცოდი, მაგრამ აუცილებლად დასრულდებოდა. ჩემი განკურნების, თუ ვერ განკურნების მიუხედავად ჩვენი გზები ბოლოს აუცილებლად გაიყოფოდა და არანაირად არ მსურდა, რომ გზებთან ერთად ჩემი გულიც გაყოფილიყო. " მისი შეყვარება არ გაბედო ნაი! არ გაბედო და მას არ მიეჩვიო! " ვუმეორებდი საკუთარ თავს გონებაში. " სიყვარული სწორედ მიჩვევით იწყება მა!"_ ჩამესმოდა მამაჩემის ღიმილნარევი ხმა. თუმცა არ მახსოვდა, რომ მას ეს სიტყვები ოდესმე მართლა ეთქვა ჩემთვის. 6 სახლი არც თუ ისეთი პომპეზური ჰქონდა, მე რომ წამომედგინა. უცნაურია, რომ აქამდე არ მიკითხავს, სად უნდა გვეცხოვრა. ის კი ვიცოდი, რომ მშობლები არ ჰყავდა. პატარა ასაკში დაობლებული დეიდას და ბიძას გაუზრდიათ. ალბათ ამ ამაგის გამო ზრუნავდა ზუკაზე ასე და ამიტომ უთმენდა ამდნს, მიუხედავად მისი აუტანელი ხასიათისა. ძმებივით იყვნენ. მოხდენილი, პატარა, კერძო სახლის წინ გააჩერა მანქანა. _ რა იყო? არ მოგეწონა?_ მკითხა ინტერესით, როცა შეამჩნია ჩემი გაკვირვება. _ არ მომეწონა?_ გამეცინა მე._ პირიქით! ყოველთვის ვოცნებობდი ეზოიან სახლზე. მამა დამპირდა, რომ ოდესმე აუცილებლად მიყიდიდა, მაგრამ აღარ დასცალდა, სამწუხაროდ! _ მოგწონს, მაგრამ მაინც ძალიან გაგიკვირდა!_ მიმიხვდა ემოციას. _ ხოო, იმიტომ რომ სხვა რამეს ველოდებოდი შენგან და არა ასეთ მყუდრო და მოკრძალებულ სახლს._ მანქნიდან გადავედი. _ მაინც რას ელოდი?_ მანქანა იქვე ჩაკეტა და პატარა შავი ჭიშკარი შეაღო. _ რა ვიცი, დრაკულას პენსილვანიის სასახლეს, სულ ცოტა!_ მხრები ავიჩეჩე და თამამად შვაბიჯე სახლში. უხმოდ შემომყვა. ეზო შიგნიდან კიდევ უფრო საყვარელი იყო. ლამაზი ძველებური ქვაფენილით მოპირკეთებული, იქვე კედელთან მყუდროდ იდგა ძელ_სკამი. გარშემო სხვადასხვა ყვავილებით და დეკორატულიული ბუჩქებით. უბრალოდ ისეთი დრო იყო, არაფერი არ ყვაოდა, თორემ დარწმუნებული ვიყავი სულ ფერადი ეზო იქნებოდა. აშკარად ამოვიცანი ვარდის გაკრეჭილი ნერგები. _ დარწმუნებული ხარ, რომ შენი სახლია?_ მოვუბრუნდი უკვე მართლა გაკვირვებული. თავი დამიქნია. _ ამ მცენარეებს ვინ უვლის? არ მითხრა, რომ მებაღეობაც გეხერხება._ მაინც ვერ ვიჯერებდი. _ რატომ, არ შეიძლება რამე ჰობი მქონდეს?_ მართლა გულწრფელად გაიოცა მიქელამ. _ არაა, აშკარად გიყვარს სიურპრიზები! _ ხელი ჩავიქნიე დანებების ნიშნად_ შენთან აშკარად არ მოვიწყენ! _ წამოდი, ალბათ დაიღალე! ხომ არ გავიწყდება აქ რატომ ხარ!_ ისე შემახსენა იმ საძაგელმა, თითქოს ანის დავიწყება წამით მაინც შეიძლებოდა. _ კარგი ბატონო სულთამხუთავო! მაჩვენე, სად არის ჩემი ოთახი!_ამოვიოხრე და ჩემი მოზრდილი ჩანთა გავუწოდე. მეორე სართულზე ამიძღვა. რაც უფრო ვათვალიერებდი სახლს, მით უფრო მიკვირდა. მიქელას გარეგნული ბრწყინვალების და რესპექტაბელური სასტუმროს მიუხედავად, სახლი ისეთი ჩვეულებრივი ჰქონდა, ვერც კი იფიქრებდით, ამ კაცს რამე შემოსავლიანი ბიზნესი აქვსო. ჩვენ ყველა ისე მივეჩვიეთ ჩვენი თუ სხვა ადამიანების სტატუსის საჯაროდ ალამივით ფრიალს, რომ ახლა უბრალოება და სისადავე უკვე გვაოცებს. სწორედ ასე გამაოცა მიქაელის უბრალო და დახვეწილმა შინაგანმა სამყარომ. ყველა სახლი ხომ პატრონის შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია. ეს თუ მართალი იყო, მიქელა უბრალო მშვიდი და საკუთარ თავში ბოლომდე გარკვეული ადამიანი უნდა ყოფილიყო. კაცი, რომელსაც ვეღარ აბრმავებდა ეს ბრჭყვიალა სამყარო. და ამ ყალბი ციმ_ციმის მიღმა გადამალული ჭეშმარიტების განჭვრეტის უნარს შესანიშნავად ფლობდა. რა ძალიან განსხვავდებოდა ჩემგან. მე რომ ამდენი შესაძლებლობა მქონოდა, ალბათ ათასი არასაჭირო ხარახურით ავავსებდი სახლს, ვითომ ცხოვრების გაიოლების მიზნით, მაგრამ სინამდვილეში ხომ ისეა, რომ სწორედ ხარახურა და არასაჭირო რამეები ამძიმებს სულსაც, სხეულსაც და ცხოვრებასაც. სამიდან ერთ_ერთი ოთახის კარი შემიღო. _ ნაი, ეს შენი ოთახი იქნება. ეს კაბინეტია._ მიმითითა შუა ოთახზე_ ეს კი ჩემი საძინებელია. მე არ დაგირღვევ პირად სივრცეს და იმედია შენც არ იქნები ძალიან მავნე! მისვლის წამიდანვე უხილავი ბარიერი გაავლო ჩვენს შორის. არა, არ ვამბობ, რომ ამ ბარიერის დარღვევის სურვილი მქონდა, მაგრამ რატომღაც მისგან სადღაც მაინც არ ველოდი ასეთ უინტერესობას და ამან დამაბნია. თან ოდნავ მეწყინა, თუ იმედი გამიცრუვდა ვერ მივხვდი. იქვე დამემშვიდობა და ასე უბრალოდ მარტო დამტოვა. _ ააჰა, ესეც შენი პირველი ღამე ქალბატონო ნაი!_ ჩავილაპარაკე მოწყენილმა და გაუხდელად შევძვერი საწოლში. რაღაცნაირად ყველაფერი სულერთი მეჩვენებოდა იმ საღამოს. თვალები დავხუჭე და უბრალოდ დავიძინე. დილით მაშინვე ვერც მივხვდი, თუ სად ვიყავი. თვალი უაზროდ მოვავლე ვარდისფერ ჭერს. _ რა ჯანდაბაა ვარფისფერი საძინებელი?_ ჩავიბუზღუნე და წამოვჯექი. ოთახი ყურადღებით მოვათვალიერე და ახლაღა აღვიქვი, რომ თინეიჯერი გოგონას საძინებელში ვიწექი. ვარფისფერი კედლები, ასეთივე ჭერი , ბაცი იისფერი ფარდები. მოჩუქურთმებული თეთრი კარადა, ასეთივე სარკე და პატარა უჯრებიანი, ალბათ ფეხსაცმლის კარადა. გულებიანი ტორშერი, სარწეველა თეთრი სავარძელი ფუმფულა ბალიშებით, თეთრივე ხალიჩა, _რა უბედურებაა ჩემი საძინებელია თუ ბარბისი?_ წინა ღამით ნამდვილად არ შემიმჩნევია ეს ახირებული ფერი. არც ამდენად მომხვედრია თვალში. ნეტავ სინამდვილეში ვისი ოთახი იყო?! ანუ ჩემამდე ვისი იყო? თავი მოვიწესრიგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, თავისუფალი სპორტულები გადავიცვი და კიბეზე დავეშვი. უკვე კარგად გათენებულიყო. სამზარეულოს ინტუიციით მივაშურე და იქ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი დამხვდა. ეს ჩემი ვამპირივით მუდამ შავ ტანსაცმელში მოარული მიქელა, ყვითელ ჰუდში, და ლურჯ წინსაფარში გამოწყობილი ფუსფუსებდა ქურასთან. აი რასაც ჰქვია, ერთიანად შემომემსხვრა ხელში მასზე შექმნილი დიადი ხატი. _ ოჰო, მძინარა გაიღვიძე?_ გამიღიმა ბედნიერი სახით. _ რას აკეთებ?_ მივუგე მე პასუხად. _ საფირმო ომლეტს!_ გამიღიმა მხიარულად. _ რა ჯანდაბა გაცვია მიქელა?_ ორი თითით გამოვწიე ის ლურჯი წინსაფარი. _ ეს ჰუდი მიყვარს და ცხიმის შხეფებით ვერ მოვსპობ!_ აიჩეჩა მხრები. _ რა უყავი ჩემს სიკვდილის ანგელოზ მიქელ _გაბრიელს?_ მიმოვიხედე უმწეოდ. _ რა იყო იმედი გაგიცრუვდა?_ მკითხა შემცბარმა. _ იმედი გამიცრუვდა?_ მოვიღუშე მე_ იმედი კი არ გამიცრუვდა, აღფრთოვანებული ვარ! ავხარხარდი თავშეუკავებლად. _ ისეთი საყვარელი ხარ, მეშინია არ შემიყვარდე, ან იქნებ უკვე მიყვარხარ კიდეც?!_ ორივე ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე. აშკარად გაუხარდა ჩემი აღფრთოვანება. _ აქამდე სად მალავდი ამ საყვარელ კაცს?_ ვკითხე და მკლავზე ვუბწკინე. _ ხოდა საძაგელი კაცი ხარ, იცი?_ ვკითხე ბოლოს, როცა მისი წვალებით გული ვიჯერე. _ უბრალოდ მინდოდა თავი შინაურულად გეგრძნო! _ გამიღიმა მან ისევ და თეფშზე ფერადი ბულგარულებით მორთული ომლეტი გადმომიღო. _ არ მიყვარს ბულგარული!_ დავიჯღანე მე. _ სამაგიეროდ ბულგარულებს უყვარხარ!_ მტკიცედ მიპასუხა მან. ჭამის შემდეგ ორი აბი წამალიც თავისი ხელით მომიტანა. შემდეგ მაცივარზე გამოაკრა უზარმაზარი, დასალევი წამლების და დიეტის სია. და ასე ერთი ხელის მოსმით ჩვეული არეული ცხოვრების სტილიდან ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადამისროლა. ისე რომ ჩემი აზრიც კი არ უკითხავს. _ წამო, დანარჩენი სახლიც დაგათვალიერებინო!_ მითხრა და ისევ მაღლა სართულზე გამიყოლა. თავისი საძინებლის კარი შეაღო. ისეთი იყო, როგორსაც ველოდი. სადა ნაცრისფერში, მინიმალისტური. მხოლოდ აუცილებელი ნივთებით. აი ზუსტად ისეთი, მე რომ მიყვარდა _ მიქელაა, არ გინდა ოთახი გამიცვალო?_ ხვეწნა გავურიე ხმაში. _ რატომ შენი არ მოგწონს?_ეშმაკურად გამომხედა მხარს მიღმიდან. _ არა, განა არ მომწონს , როგორ გითხრა, ის მეტისმეტად გოგოშკურია! კარატისტ გოგოს რომ არ შეეფერება!_ გაეცინა. _ ადრე ანის ოთახი იყო. მანამ სანამ უყვარდა ვარდისფერი და ყველაფერი ნათელი და მხიარული. ახლა თითქმის აღარ მოდის აქ._ მითხრა სვდიანად. _ რატომ აღარ მოდის?_ მაშინვე ჩავეძიე მე. _ რამდენ კითხვბს სვამ?!_ ჩემკენ მობრუნდა და ზუსტად მის წინ აღმოვჩნდი. ძალიან ახლოს. ზედმეტად ახლოს. მიყურა, მიყურა და ლოყაზე მომეფერა. _ერთ დღეს ხომ შენც წახვალ, არა?_ ჩაილაპარაკა ისევ მოწყენილმა._ მაგრამ იქამდე უნდა გამოჯანმრთელდე! ის მთელი დღე არსად წასულა, საღამოც სახლში გაატარა. შემდეგ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. აშკარად აღელდა. წამოდგა გამოიცვალა და დამიბარა: _არ დამელოდო ნაი! დაწექი და დაიძინე! არ ვიცი, როდის მოვალ!_ მეტი არაფერი აუხსნია. მეც მომერიდა და არაფერი ვკითხე. ის კი გავიგონე, როგორი ბღუილით მოსწყვიტა ეზოს მანქანა და სადღაც გავარდა. არც კი მეგონა მანქანის ასეთი გიჟური ტარება თუ იცოდა. კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ამ კაცს ლამის ბრმად ვენდობოდი, რადგან მასზე არაფერი ვიცოდი. მაგალითად არასდროს მენახა ის ზომაზე მეტად ნასვამი, არ მენახა გაბრაზებული, საერთოდაც არ ვიცოდი, სად გადიოდა მისი მოთმინების საზღვარი. არ ვიცოდი, რა სწყინდა და უხაროდა სინამდვილეში. რა დამოკიდებულება და შეხედულება ჰქონდა რიგი საკითხების მიმართ და აი, ასე სრულიად უცნობ ადამიანს გამოვყევი ამ უცნაურ ერთდროულად ძველ და თანაც ახალ სახლში. ფიქრებისგან გამოვერკვიე. ავდექი და მთელი სახლი დეტალურად მოვიარე. ყველგან შევიჭყიტე, ყველაფერს დავხედე. არა! უჯრებში და პირად ნივთებში არ მომიქექია, მაგრამ კუთხე არ დავტოვე შეუხედავი. მხოლოდ ერთი სავარაუდოდ სარდაფისკენ ჩამავალი კარი ვერაფრით გავაღე. იმანაც გამაოცა, რომ სახლს შიგნით რკინის კარი ჰქონდა დამონტაჟებული. თანაც აშკარად ეტყობოდა რომ ახალი გაკეთებული იყო. ისე განსხვავდებოდა მთელი ინტერიერისგან. ცოტა ხანს ვიდექი და ვფიქრობდი. ალბათ უსაქმურობის ბრალი იყო, იმ ოხერ სარდაფში მოხვედრის იდეა ასე რომ ამეკვიატა. რადგან შიგნიდან ვერ მოვახერხე ახლა გარეთ გამოვედი და სახლს წრე დავარტყი. სადაფში გამავალი რამდენიმე პატარა და ლამის მიწის დონეზე მყოფი ფანჯარაც დაბურული იყო და ცხაურებით საგულდაგულოდ დაკეტილი. ბოლოს ფარეხის კარს მივადექი. იდეაში ფარეხიდანაც კი შეიძლებოდა სარდაფში მოხვედრა, მაგრამ აქაც არ გამიმართლა. ფარეხის კარიც რომელიმიც წესით ავტომატურად უნდა გაღებულიყო სიმძიმის ცენტრთან მიახლოებისას დაკეტილი აღმოჩნდა. _ აჰა! თუ მართალი არ ვიყავი! ბატონო ჩემო! ანუ რაღაცას მაინც მალავ!_ ვუთხარი გულში მიქელას და გამახსენდა, რომ წინა ღამესაც მანქანა ჭიშკართან დატოვა და ფარეხი არ გაუხსნია. პირში ჩალაგამოვლებული დავბრუნდი სახლში. მაცივარზე მიკრულ წამლების სიას გადავხედე, საჭირო აბი გადავყლაპე და იქვე დივანზე მოვიკუნტე უცნაურად გაბრუებული. გაფრთხილებული ვიყავი, რომ ზოგიერთი წამალი ძილიანობას იწვევდა და არ შემშინებია. თვალები დავხუჭე და ორფეოსის არფის ხმას ავედევნე. უცნაურმა რწევამ გამომაღვიძა. თვალი გავახილე ძილ_ბურანში და მიქელას სახე დავლანდე. ხელში აყვანილი მივყავდი. _ რომელი საათაია?_ეჭვიანი ცოლივით რატომღაც მაინცდამაინც ამის გაგება მეწადა. _ სამი!_ გაეცინა მას. ოთახის კარი შეაღო. დაიხარა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. მაგრამ მისი კისრიდან ხელების გაწევა რატომღაც სასიამოვნო იდეად არ მომეჩვენა. _ არ გამიშვებ?_ მკითხა ეშმაკურად. _ არა!_ თავი გავუქნიე მე. _ კარგი მიიწიე ცოტა!_ მაშინვე მივჩოჩდი და ადგილი გავუნთავისუფლე. ჩემს გვერდით დაწვა ახლოს, მაგრამ მაინც საკმაოდ შორს. _ დაიძინე ნაი!_ მითხრა და ხელის გული თვალებზე ამაფარა. გავშრი. ჩემი უდარდელი ცხოვრებიდან გამახსენდა ერთი მომენტი. როცა ჩემდაჭირად სტივენ კინგის "ნისლი" წავიკითხე. მერე კი მთელი კვირა ვერაფრით დავიძინე. დავიძინე კი არა და საძინებელშიც კი ვერ ვრჩებოდი მარტო. ყველაგან ის ოხერი საცეცები მელანდებოდა. ერთ საღამოს მამა გვიან დაბრუნდა სახლში და დივანზე მთვლემარე მიპოვნა. _ ნაი რა მოხდა, მა? აქ რატომ გძინავს?_ მკითხა და ფეხზე წამომაყენა. _ წამოდი მა, საწოლში დავიძინოთ!_ მითხრა ღიმილით და საძინებელში შემომყვა. საბანი მზრუნველად, მაგრამ როგორც მამაებს სჩვევიათ მოუხეშავად გადამაფარა 19 წლის გოგოს და შუქი გამორთო. _ მამა,_ დავუძახე მე._ მოდი რა, სანამ დამეძინება აქ იყავი! ვთხოვე და გვერდით მივჩოჩდი. _ გეშინია მა?_ გაეცინა მას_ ჩემი დიდი_ პატარა გოგო! ჩემი მშიშარა კარატისტი! შემდეგ ხელი აიღო და სწორედ ისე, როგორც იმ წამს მიქელამ, თვალებზე დამაფარა. _ დაიძინე ნაი!_ მითხრა და ამ სიტყვებზე მყუდროება გამეფდა ოთახში. ამ სიტყვებზე უკან დაიხია ყველა შიშმა და კოშმარმა. მე მამა მყავდა, სამყაროში ყველაზე მტკიცე ფარი! ყველაზე ერთგული მცველი, ყველაზე მამაცი მფარველი. კინგისეული საცეცები კი არა თავად ზღაპრიდან გადმომხტარი წითელქუდას ავი მგელიც კი ვეღარაფერს დამაკლებდა. და აი წლების შემდეგ, მაინც მომწვდნენ ის წყეული საცეცები. მაინც მომიხელეს და მაინც შემბოჭეს, სწორედ მაშინ მიპოვნეს, როცა საყრდენი გამომეცალა. აბა მითხარით, როგორ არ მერწმუნა სასწაულების არსებობა, როცა ამ წყეულ შიშთან სრულიად მარტო მყოფს, სამყარომ სხვა ახალი ფარი, მგობარი, მცველი და იმედი გამომიგზავნა. ისე მშვიდად ჩამეძინა მისი სურნელის საბურველში გახვეულს, არც კი მიგრძვნია, როდის გათენდა დილა. 7 ადამიანი რამეს რომ ჩაიდებს გულში, ჭიასავით რომ შეუძვრება გონებაში ინტერესი, თითქმის შეუძლებელია რამემ დაამშვიდოს. სანამ თავის ცნობისმოყვარეობას არ დაიკმაყოფილებს, მანამდე საშველი არ დაადგება. სწორედ ასე ვიყავი მეც შეპყრობილი მიქელას სარდაფისა და ავტოფარეხის საიდუმლოს გაგების სურვილით. ვაკვირდებოდი, იქნებ ერთხელ მაინც გაეღო კარები და გეფიცებით პირველი მე აღმოვჩნდებოდი იმ წყეულ ფარეხში, მაგრამ მიქელა ისე იქცეოდა, თითქოს საერთოდ არ ჰქონდა ამ სახლს ეს ორი სათავსო. ბოლოს, ერთ დღეს, რასაც ქვია, გამაგიჟა ამ ინტერესმა. და როცა ის სახლიდან გავიდა, რამდენიმე ხელსაწყო მოვიტანე და სარდაფის კარს ჩამოვუჯექი წინ. გამწარებული ვცდილობდი საკეტის გახსნას და ისე გავერთე, რომ გარშემო სამყარო გაჩერდა. _ იქნება ამიხსნა, რას აკეთებ?_ მიქელას ხმამ ადგილზე გამაშეშა. არადა ვიცოდი, რომ რესტორანში იყო წასული და გვიანობამდე არ დაბრუნდებოდა. უკან ფაქტზე გამოჭერილი ბავშვივით მივბრუნდი. ინტერესით მიყურებდა. შიშის ან რამე მსგავსის ნატამალიც არ ემჩნეოდა სახეზე. _ უბრალოდ არ იღება და ვიფიქრე, საკეტს შევაკეთებდი!_ წამითაც კი არ დავბნეულვარ. _ და საიდან მოიტანე, რომ შეკეთება სჭირდება?_ გაეღიმა მას. ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარი გახსნა და ის_ის იყო წამოვიმართე შიგნით შესასვლელად , რომ ისევ ჩაკეტა. აი რასაც ჰქვია, გავცოფდი. მივხვდი დამცინა . სახრახნისები ძირს დემონსტრაციულად დავყარე და ფეხზე წამოვდექი. _ რას მალავ შიგნით?_ მივუთითე სარდაფზე. ღიმილით მიყურებდა, უცნაური სევდიანი ღიმილით. თითქოს მისთვის ჩემი ნებისმიერი ხუშტური ასატანი და მისაღები იყო. _მე არაფერს არ ვმალავ! უბრალოდ შიგნით რაცაა სხვისი ამბავია და მე არ მაქვს მისი გამხელის უფლება. _ ჩვენს სახლში სხვის საიდუმლოს რა უნდა მიქელა?_ ისე გულწრფელად გავიოცე, თითქოს მართლაც მე ვიყავი ამ სახლის დიასახლისი. _ ჩვენს სახლში?_ ახლა კი მართლაც გამხიარულდა. _ ხომ აქ ვცხოვრობ არა?_ ავიჩეჩე მხრები დაბნეულობის დასაფარავად. _ წამოდი სასეირნოდ წავიდეთ სადმე!_ აშკარად ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა. ხელი მომკიდა და ძალით წამიყოლა. _ რატომ არ მოდიან შენები სტუმრად?_ ვკითხე და თითქოს ამ კითხვას ელოდა, თითები საჭეზე ააკაკუნა. _ ანა ვერაა კარგად, ამიტომ მარტოს არ ტოვებენ!_ მითხრა მოწყენილმა. გამახსენდა მისი გამჭვირვალე კანი და მოწყენილი თვალები და მივხვდი, მაშინ არ შევმცდარვარ. _ და რა სჭირს ანის?_ ნეტავ რა დიაგნოზი ჰქონდა მას? _ ჩემს გოგონას კრონის დაავადება აქვს._ დავფიქრდი და აზრზე ვერ მოვედი, ეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო . _ რა არის კრონის დაავადება?_ ვთხოვე განემარტა. _ ნაი, ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული ანთებაა. უმეტესად ახასიათებს კვანძოვანი გრანულომები ნაწლავებში და ძალიან ბევრ თანდართულ ავადობებს იწვევს._ მოკლედ ამიხსნა მან. _ ანემიასაც?_ აი რატომ იყო ანი ასეთი გამჭვირვალე. _ ეჰ მარტო ანემია რომ იყოს, რა უჭირდა,_ ამოიოხრა მიქელამ და გულიც თან ამოატანა_ ზრდის განვითარების შეფერხებიდან დაწყებული ნაწლავის დანეკროზებით დასრულებული. მუდმივი დიარეა, სახსრების ტკივილი და რა აღარ. გაიტანჯა ბავშვი. ვიგრძენი, როგორ განიცდიდა, აშკარა იყო ძალიან უყვარდა ძმისშვილი. _ განკურნება არ ხერხდება? რატომ თქვი ქრონიკულიო?_ ახლაღა გავიაზრე, რომ ქრონიკული ნიშნავდა მუდმივს, განუკურნებელს. _ გააჩნია როდის გაიგებ, ჩვენ კი საკმაოდ გვიან გავიგეთ. ორჯერ აქვს ნაწლავი ამოჭრილი. _ გაჩუმდა და მძიმედ გადააქნია თავი. _ თავად არის ძალიან დათრგუნული, არც ხალისი აქვს, არც სურვილი უკეთ გახდომის! მოკლედ მეღა ვაკლდი მის ბედნიერებას , მე და ჩემი ტვინის საცობი. აი რა სჭირდებოდა ამ კაცს ბედნიერებისთვის! საკუთარ თავზე გავბრაზდი. საკუთარ ავადმყოფობაზე. თავისი გასაჭირი ჰქონდა, მე კი ალბათ სიბრალულის გამო წამომიკიდა მხრებზე. ამის გააზრებამ ყველაფრის ხალისი დამიკარგა. ალბათ ჩემშიც ანის ხედავდა და უბრალოდ ვეცოდებოდი. უფულო, მომაკვდავი ვიყავი მისთვის, მეტი არაფერი. საერთოდ ღირდა ასეთი განკურნება?! _ სახლში მინდა!_ ამოვილაპარაკე ჩამწყდარი ხმით. _ რა თქვი?_ შემომხედა და მაშინვე მიხვდა, რაღაც ვერ იყო კარგად. _ სახლში მინდა!_ გავუმეორე გაბრაზებულმა. _ იასთან?_ ვერ მიხვდა რომელ სახლში მინდოდა. _ არა შენ სახლში მინდა! დავბრუნდეთ!_ მუჭები შევკარი, რომ გულის ტკივილი და ცრემლები ჩემშივე შემეკავებინა. _ რა მოხდა ნაი?_ მკითხა, სვლა შეანელა. და მანქანა გააჩერა _ არაფერი უბრალოდ სახლში დამაბრუნე, არ გესმის ? სახლში მინდა!_ თავს ვეღარ ვიკავებდი, ის ორი წვეთი მოთმინებაც ამომეწურა და ცრემლები ვეღარ შევიკავე. რაც უფრო ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მით უფრო მიტანდა ნერვები. ბოლოს, როცა არ მომეშვა კარები გავაღე და გადავედი. გარეთ ციოდა, ძალიან ციოდა, მაგრამ ეს სიცივე მამშვიდებდა. გარს ისე მეკვროდა, თითქოს დამამშვიდებელი ხალათი იყო. სუნთქვა ამერია. მძიმედ და ქოშინით ვსუნთქავდი. ვხვდებოდი პანიკური შეტევა მქონდა, მაგრამ მის კონტროლს ვერ ვახერხებდი. მიქელა მაშინვე გადმომყვა, არც მანქანებს მორიდებია, არც გაბმული სიგნალებისთვის მიუქცევია ყურადღება. _ ნაი! შემომხედე ნაი! აქ ვარ შენთან!_ ცდილობდა ხელები მოეხვია, მაგრამ ჩემი ტვინი რაღაც ამოუხსნელ სიგნალებს უგზავნიდა ჩემს სხეულს. კანკალმა ამიტანა. მიქელამ ხელები გამიკავა, მკლავებში მომახრევინა და ისე ძალიან ჩამეხუტა საკუთარი ხელები თავად ჩემივე სხეულით დავატყვევე. ისე მოხერხებულად და სწრაფად გააკეთა ეს, რომ მივხვდი ამასაც არ აკეთებდა პირველად. ვტიროდი, ის კი უბრალოდ მშვიდად ელოდა ჩემს დამშვიდებას.ბოლოს მხოლოდ გადაღლილი სხეულიღა მიკრთოდა . მიქელამ მანქანასთან მიმიყვანა, უკან ჩამსვა და თავად საჭესთან დაბრუნდა. ცოტა ხანს უსიტყვოდ იჯდა და საკუთარ თითებს დასცქეროდა. მე მოკუნტული ვიჯექი უკანა სავარძელზე. _მითხარი რა დაგემართა!_ მკითხა დაღლილი ხმით. არაფერი მითქვამს. საკუთარ მუხლებში ჩავმალე სახე. რა მინდოდა? რა "სხვა მეტი" უნდა ვყოფილიყავი მისთვის? ნუთუ მართლა ეს მსურდა? მე უყველაფრო ადამიანს, ჯანმრთელობაც კი რომ არ გამაჩნდა, რა მსურდა ამ ღმერთივით კაცისგან იმ გულმოწყალებაზე მეტი, რასაც მართლაც ღმერთის საჩუქარივით მაძლევდა. ვინ ვიყავი მე? რა უფლება მქონდა?! მაშინღა გავიაზრე, რომ მთელი ეს დრო ქორწინების ბეჭედს მოუხსნელად ვატარებდი. თითქოს ისე მომწონდა ჩვენი დადგმული სპექტაკლი, რომ ნელ_ნელა ვიჯერებდი კიდეც მის რეალურობას. _ სახლში მინდა!_ ვუპასუხე ჩურჩულით. ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ შინ დამაბრუნა. ოთახში ჩავიკეტე და ვინატრე იმ ოთახში დასრულებულიყო ეს უცნაური ბოროტი ზღაპარი. გარეთ რომ ჩამობნელდა, მივხვდი დაღამდა. სახლში ისეთი სიჩუმე იდგა ვიფიქრე, რომ მარტო ვიყავი. ფანჯარასთან მივედი და ეზოს გადავხედე. მისი მანქანა ჩვეულ ადგილზე ეყენა, გამიხარდა, რომ მარტო არ დამტოვა, ისევ საწოლზე მოვიკუნტე და საკუთარი თავის სიბრალული გავაგრძელე. ცოტა ხანში კარებზე დააკაკუნა. _ ნაი, გამიღე!_ მითხრა მშვიდი ხმით. საკუთარ სახლში ოთახის კარებს ხომ ვერ ჩავუკეტავდი. ავდექი და გავაღე. და საკუთარი თავი მისი დანახვის სურვილში გამოვიჭირე. ხელში ლანგარი ეჭირა და ზედ საჭმელი და საღამოს დასალევი წამლები ეწყო. _ ნაი ვჭამოთ და წამალი დალიე რა!_ მთხოვა და ლამაზად გამიღიმა. საწოლის წინ ხალიჩაზე ფეხმორთხმით დაჯდა და ლანგარიც წინ დაიდო. _ მოდი!_ მითხრა და თავის გვერდით ხელი დაატყაპუნა. მივედი და მის წინ დავჯექი, მეც ზუსტად მასავით ფეხმორთხმით. დანა აიღო და ჯემი თეთრ, ფუმფულა პურს გადაუსვა. გამეღიმა , მიქელამ სულ მალე შეისწავლა ჩემი ჩვევები თან ისე, რომ მისთვის არაფრის ახსნა არ დამჭირვებია. მაგალითად ის, რომ გახუხულ პურს ჩვეულებრივი რბილი და თეთრი პური მირჩევნია. რომ კარაქი არ მიყვარს და რომ საღამოობით ჩაი და ჯემიანი პური ყველა ვახშამს მირჩევნია. ეს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური სიმარტივეებია სწორედ ადამიანს რომ ადამიანად ქმნიან. თუ რას აკეთებს ის, როგორ და რანაირად. თუ რას ჭამს , რას უყურებს, რაზე იცინის ან რაზე ტირის. აი ესაა ადამიანი, მეტი არაფერი. პური გამოვართვი და ჭამა დავიწყე. _ მე არ მეცოდები ნაი!_ ისე მითხრა, რომ დანისთვის პურის ნაჭერს რომ უსვამდა თავლი არ მოუშორებია. პირთან მიტანილი ხელი გამიშეშდა. _ უბრალოდ, მე ეს შემიძლია! და კიდევ.._წყნარად ამოიოხრა_ ამის მიზეზი მაქვს! _ ანას უკავშირდება ხომ ეგ შენი მიზეზი?_ ვკითხე და პური ლანგარზე დავაბრუნე. ანას ავადმყოფობამ გახადა მიქელა ასეთი მგრძნობიარე. ამიტომ ვერ ამიარა გვერდი უემოციოდ. _ გგონია მე თუ გადამარჩენ, სამყაროს ბუმერანგის პრინციპი ამოქმედდება და ანაც აუცილებლად გადარჩება? _ ჩემი ხმა თავადაც ვერ ვიცანი. რას ვამბობდი? მიქელა ამას არ იმსახურებდა. ჩემი ნათქვამი არაადამიანური და ეგოისტური იყო. _ თუნდაც!_ ისეთი ხმით მიპასუხა, ტანში გამცრა._ თუნდაც! გაიმეორა. წამოდგა და ოთახიდან გავიდა. _ საჭმელი ჭამე და წამალიც დალიე!_ მითხრა გასვლისას და მე ისევ მომაწვა ცხელი ცრემლები. _ ნაი, უმადურო!_ ვუთხარი საკუთარ თავს და ცრემლებს პურის ნაჭერიც თან მივაყოლე. ლანგარი სამზარეულოში ჩავიტანე. ჭიქა წყლით გავივსე და ისევ მაღლა ავედი. მიქელა არ ჩანდა. თუმცა ვიცოდი, რომ აუცილებლად სახლში იქნებოდა. უბრალოდ თავს მარიდებდა და ჩემი ნახვა არ სურდა. მე კი ეს ბავშვივით მწყინდა, მაგრამ მე სწორედ ამის ღირსი ვიყავი. მეორე დღეს, ჩემდა გასაკვირად, თავად ანი გვესტუმრა. ცდილობდა მხიარული ყოფილიყო. ხუმრობდა და იღიმოდა, მაგრამ აშკარა იყო უწინდელი საკუთარი თავისგან აჩრდილიღა იყო დარჩენილი. ახლა უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდი იმ დეტალებს, რომლებიც მის ავადმყოფობაზე ყვებოდნენ. გამხდარი იყო და ასაკისთვის შეუსაბამოდ პატარა. დაუსრულებელი ქალური ფორმებით მართლა ბავშვს ჰგავდა. თვალების გარშემო სიწითლე და ოდნავ დახეთქილი ტუჩები ჰქონდა. თითებიც სიფრიფანა და ოდნავ მოლურჯო. თმაც უცნაურად თხელი. რაღაცნაირად წმინდა ანგელოზს მოჰგავდა, თითქოს ამ ქვეყნიური არცერთი ცოდვა მას არ შეხებოდა. ყველაზე საშინელი ის მომენტი იყო, როცა ჩვენ სადილად დავსხედით, მან კი მხოლოდ ფაფა გადმოიღო, მეტი არაფრისთვის პირი არ დაუკარებია. ყელში ბურთად გამეჩხირა ჩემი საჭმელი. ხველა დამაწყებინა. მიქელამ წყალი მომაწოდა და სული ძლივს მოვითქვი. _ რა დაგემართა?_ მკითხა თავისი ნაზი ბავშვური ხმით ანამ_ კარგად ხარ ნაი? მის თვალებში ის შეშფოთება დავინახე , რაც მაშინ რესტორნის საპირფარეშოში. ცალი თვალით ბიძამისს გახედა და ისევ მე მომიბრუნდა. _ თავბრუ ისევ გეხვევა?_ მკითხა ჩურჩულით. მივხვდი, ჩემზე ზრუნავდა და არც ის ქონდა ბიძამისისთვის მოყოლილი , რაზეც მაშინ დუმილი ვთხოვე. _ უბრალოდ ლუკმა გადამცდა საყვარელო!_ დავამშვიდე და მის დასანახად ჭამა გავაგრძელე. ამ სიტუაციაში მყოფიც სხვაზე ნერვიულობდა. ესეც კმაროდა, რომ მის კარგ ადამიანობაში ეჭვი არ შემპარვოდა. ანიმ მთელი დღე ჩვენგან გაატარა, საღამომდე დარჩა, საოცრად ინტერესიანი იყო და მზრუნველი. კიდევ ერთხელ მოვიხიბლე ამ პატარა გოგონათი. მიქელა ჩვენთან ერთად იყო, წამითაც არ გასულა არსად, იქვე იჯდა და ტელევიზორს უგულისყუროდ უყურებდა. ჩვენს საუბარშიც არ ჩარეულა დიდად. ალბათ საშუალება მოგვცა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. გვიან, საკმაოდ გვიან, წაიყვანა ანი საკუთარ სახლში და შვატყვე გოგონას სულაც არ უნდოდა შინ დაბრუნება. ერთი პირობა ვიფიქრე, დარჩენას შევთავაზებმეთქი, მაგრამ რადგან მიქელამ მისი წაყვანა გადაწყვიტა, ესეიგი ასე იყო საჭირო. ისე იმ საძაგელ ზუკას და თავში ავარდნილ თაიას ასეთი ნაზი და სათნო ქალიშვილი როგორ ჰყავდათ გამიკვირდა. ხასიათით საერთოდ არ ჰგავდა მშობლებს. მიქელას არ დავლოდებივარ, რაღაცნაირად წინა საღამოს მერე დისტანციას ვიჭერდი მასთან. ამიტომ წავედი და დასაძინებლად დავწექი. თუმცა ვერაფრით მოვისვენე. შინაგანად ველოდი. ის კი არა და არ ბრუნდებოდა, ორი გახდა და მალე სამსაც გადაცდა, მაგრამ მიქელა არ დაბრუნებულა. რამდენჯერმე ტელეფონისკენ გამექცა ხელი. მსურდა დამერეკეა. მომეკითხა, თუმცა ვერ გავბედე. რა განა მართლა მისი ცოლი ვიყავი, რა უფლება მქონდა?! იქნებ მას თავისი პირადი ცხოვრებაც ჰქონდა. ამის გაფიქრებისას სულ დამიფრთხა ძილი. ვიჯექი და უაზროდ შვყურებდი ქუჩის განათებით განათებულ ოთახის კედლებს. ოდნავ რომ ირეკლავდა სინათლე კედლის ვარდისფერ ტონალობას. _ რატომ ცხოვრობდა ანა მიქელასთან?_ გავიფიქრე უცებ. მას ხომ მშობლები ჰყავდა და ის მაინც აქ ცხოვრობდა, თან იმხელა დროით , რომ ოთახის რემონტიც კი თავის გემოვნებით გააკეთა. როგორ მოხდა, რომ მამაზე უფრო ახლოს მიქელასთან იყო. ან შემდეგ რა შავმა კატამ გაირბინა მათ შორის? რატომ დაბრუნდა მშობლების სახლში?! წეღანაც ერთხელ არ მონდომებია თავის ყოფილ ოთახში ცალი თვალით შემოეჭყიტა. ან რომ შემოეჭყიტა, როგორ აუხსნიდა მიქელა, რომ ცოლ_ქმარს ერთად არ ეძინა?! საბანში ჩავძვერი და თავზეც წამოვიმხე. თითქოს საკუთარ არეულ გრძნობებს ასე დავემალებოდი. _ ნაი, შე სირაქლემა! _ შევამკე საკუთარი თავი. ის_ის იყო თვლემა მომერია, რომ მანქანის ხმაც გავიგე. ფეხზე წამოვხტი და ფანჯარას ვეცი. მიქელა იყო. მანქანა ჩვეულ ადგილას გაეჩერებინა, მაგრამ რატომღაც არ გადმოდიოდა. კარგა ხანს ვუთვალთვალე. მაგრამ კარიც კი არ გააღო. ფარები ჩააქრო და ეგ იყო. საათს დავხედე ხუთი იყო დაწყებული. ნეტავ ცუდად ხომ არ გახდა? გამკრა გონებაში და შეშინებული, როგორც ვიყავი ეგრევე, საღამურებით დავეშვი კიბეებზე. ეზოდან გავედი და მანქანის კარი გამოვაღე. მიქელას ბავშვივით ეძინა. ალკოჰოლის სუნმა მიმახვედრა, რომ ნასვამი იყო. _ ყოჩაღ!_ მართლა ცოლივით ავქოთქოთდი. _ აბა რა! ასე უნდა! უნდა გამოთვრე და მერე საჭესათან დაჯდე! მხრებში ხელი მოვკიდე და შევაჯანჯღარე. ალბათ რესტორანში იყო და იქ მოახერხა ასე უგონოდ დათრობა. აშკარად ზუკაც იქ ბრძანდებოდა. ვფიქრობდი და რატომღაც მიქელაზე კი არა მის დეიდაშვილზე ვბრაზობდი. _ გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო!_ რამდენჯერმე შევაჯანჯღარე. თვალები ძლივს გაახილა. _ ადე, ადექი მალე!_ ვუთხარი მკაცრად. _ ნაი?_ ისე გაიოცა, თითქოს უცხოპლანეტელს ხედავდა. _ აქ რა გინდა?! _ სად აქ აბა? სადა ხარ?_ ვკითხე სიცილით. მანქანა მოათვალიერა. _ გადმოდი!_ ხელში ხელი მოვკიდე და მოვქაჩე. ციოდა ეს ოხერი, ლამის ყინავდა. მიქელას რა ენაღვლებოდა, ალკოჰოლი ათბობდა, მე კი კბილები მიკაწკაწებდა უკვე. მანქანიდან გადმოვიდა და წელში გაიმართა. კარები მივხურე. _ მანქანა კი გყავს ტანკივით, მაგრამ დაძინება მაინც სახლში ჯობია!_ ვუთხარი და გაჯიქებულს სახლისკენ მივაწექი. ხელი გადამხვია, არა კი არ გადამხვია, სულ დამფარა საკუათარი სხეულით. _ გცივა ჩემო პატარა ცოლო?_ მკითხა ღიმილით. თვალებში ჭინკები დაუხტოდა. არიან ხოლმე ასეთი კაცები , სიფხიზლეში ძალიან სერიოზულები, თითქოს სამყაროს დარდს საკუთარი მხრებით დაატარებენ, მაგრამ სიმთვრალეში სრულებით იცვლებიან, თვალებში მხიარული ციმ_ციმები ენთებათ, თითქის ამ დროს ყველა ის ბედნიერი ემოცია იღვიძებს მათში, რომლებსაც ასე მონდომებით თრგუნავენ სიფხიზლეში. სწორედ ასეთი კაცი აღმოჩნდა მიქელაც. _ წამოდი სახლში!_ ვუთხარი მის მკლავებში გამოხვეულმა. ისე მეყრდნობოდა, ვითომ ვერ ახერხებდა თავისით სიარულს და ძალიან ხალისობდა ამით. მეც მსიამოვნებდა მასთან სიახლოვე და თავს ვაჩვენებდი, ვითომ მჯეროდა მისი. საძინებლამდე მივაცილე და ოთახის კართან ინსტიქტურად შევჩერდი . _ ფეხზე გამხადე ცოლო?_ მითხრა და საწოლთან ისე მიბარბაცდა, რომ სინათლე არ აუნთია. ჩამოჯდა და გრძელი ფეხები წინ გაშალა. ხელებით უკან საწოლს დაეყრდნო. ისე გამომხედა, გულში ვიფიქრე : "მაგ ფრთიან გამოთქმაში ფეხსაცმლის ნაცვლად რატომ მაისური არ არისმეთქი!" და მგონი ეს ფიქრი სახეზეც წარმატებით დამეტყო. ნელა მივუახლოვდი. მის გაშლილ ფეხებს შორის ვიდექი და გარე განათებისგან მკრთალად განათებულ ლამაზ სახეზე დავცქეროდი. ვხედავდი, აშკარად ვხედავდი მის თვალებში გაელვებულ მძაფრ სურვილებს. ხელის გულით ლოყაზე მოვეფერე, თვალები დახუჭა და ხელზე მაკოცა. საკუთარ სიმორცხვეს და გაუბედაობას ვებრძოდი. მაგრამ ვერა, ვერ ვიყავი საკმარისად თამამი. ის კი სულ არ ცდილობდა ამ ომში დამხმარებოდა. მხოლოდ მელოდებოდა, თითქოს ჩემს გადაწყვეტილებას ანდობდა საკუთარი სურვილის ბედს. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. გაეღიმა და ისე რომ თვალები არ გაუხელია, სრულიად ფხიზელი ხმით მითხრა. _ ღამე მშვიდობისა ნაი!_ ზურგი ვაქციე და მისი ოთახიდან გამოვიქეცი. ისევ საკუთარ ოთახში დავემალე საკუთარ ჯერ კიდევ უცნობ სურვილებს. _საძაგელი, საძაგელი კაცი!_ გული ისე მიცემდა, მეგონა ღამის სიჩუმეში მიქელასაც კი ესმოდა. _ როგორ მივხვდე მა, რომ ვეყვარები?!_ ვკითხე ერთხელ მამაჩემს. _მაშინ, როცა კაცი საკუთარ სურვილებზე წინ დაგაყენებს მამი, ყველაზე ხელსაყრელ მომენტში კი არჩევანის საშუალებას მოგცემს, იცოდე, რომ შენ ის ერთადერთი მამაკაცი იპოვნე!_ მიპასუხა მაშინ მამაჩემმა. საწოლზე დავჯექი ამ მოგონებით აღელვებული და გულზე ხელი დავიდე. _ ნუთუ? ნუთუ ეს იყო ის მომენტი?_ ჩავილაპარაკე ჩუმად. არ ვიცი, როდის და როგორ მოდის სიყვარული, ან რატომ არჩევს მილიარდიდან იმ ერთს, მიზეზები მართლა არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ის გრძნობა, რასაც მაშინ განვიცდიდი, მახსოვს საკუთარი გულის ფეთქვა, მახსოვს ამ აღმოჩენით მოგვრილი უნებური ღიმილი, მახსოვს, რომ იმ ღამეს ვერ დავიძინე. და რაც ყველაზე უცნაურია მახსოვს, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ისევ მენახა მისი თვალები. თვალები, რომლებიც მე ამოვირჩიე საკუთარი სიხარულისთვის. 8 _ნაი, გაიღვიძე!_ მხარზე შემეხო და ფრთხილად გამაღვიძა. _ რა იყო?_ ვკითხე და ჯერ ისევ გაუთენებელ, მოჟამულ დღეს გავხედე ფანჯრიდან. როგორ არ მიყვარდა ესეთი მოღრუბლული ჩამობნელებული დილები. ხასიათს რომ ადრიდანვე გიფუჭებენ და მთელ დღეს რომ გიშხამავენ. _ დღეს დილით კონსულტაცია გვაქვს და გამოკვლევები! ასე რომ ადე მალე!_ წინა ღამეს ისეთ განწყობაზე დავიძინე, დღეს სულ ცოტა პაემანზე მსურდა წასვლა, მაგრამ როდის ყოფილა ცხოვრება საჩვენოდ გეგმავდეს თავის გზას?! _ ჩამო, დაბლა გელოდები!_მომაძახა და კიბეები ჩაირბინა. ძლივს ავიზლაზნე ფეხზე. ვცადე კომფორტულად ჩამცვა უფრო მოხერხებულად. რადგან კაცმა არ იცის, იმ ოხერ საავადმყოფოში რამდენ ხანს მოგვიწევდა ყოფნა. როგორ ეტყობოდა მიქელას, რომ აქ დიდი დრო ჰქონდა გატარებული. ყველა საჭირო საპროცედუროს მდებარეობა იცოდა. აშკარა იყო, ჩემამდე აქ ანის დაჰყვებოდა ხოლმე. ბედი არ უნდა? ამ ხარივით ჯანმრთელ კაცს დღე და ღამე საავადმყოფოში რომ უწევდა ბოდიალი.?! _ ამ ეტაპზე ანალიზები სრულებით დამაკმაყოფილებელია, ერთი თვეც წამლობით ვიმკურნალებთ და ოპერაციას დავგეგმავთ._ ისე გვამცნო ჩემმა ექიმმა, თითქოს სამივე ერთ მკურნალობას ვიტარებდით და საოპერაციო მაგიდაზეც ერთად ვაპირებდით დაწოლას. _ მანამდე კი ნერვიულობას მოერიდეთ და მითითებები მკაცრად დაიცავით!_ მიქელა მგონი ჩემზე მეტად იყო გახარებული, რომ რაღაც მცირედი მაინც სასიკეთოდ იცვლებოდა. აი მე კი, უკვე იმაზე ვფიქრობდი და ვდარდობდი, რომ ამ მოკლე პერიოდში მას უზომოდ მივეჩვიე და სულაც არ მსურდა ოპერაციის შემდეგ მისი ცხოვრებიდან გავმქრალიყავი. მიქელას გავხდე. მუსიკის რიტმზე საჭეზე თითებს აკაკუნებდა და აშკარად რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდა. ისე დამაინტერესა მისმა ფიქრებმა, რომ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: _ მიქელა რაზე ფიქრობ ახლა? _ შენზე!_ გამიღიმა და ისე შემომხედა მუცელში მონარქების მთელი ფარა ამიფარფატა. დაბნეულობის და სიმორცხვის დასაფარად ფანჯარას შევაფარე თავი. _ გინდა იაკოს გავუაროთ? რამე გემრიელი ვიყიდოთ და ჩაიზე ვესტუმროთ, რას იტყვი?_ დიდად ხალხმრავლობის მოყვარული კაცი არ იყო, მაგრამ არც ისეთი უხასიათო სიდედრების ნახვა ჭირის დღესავით რომ სძულთ ხოლმე. დედაჩემთან სასაუბრო და საინტერესო თემას მშვენივრად პოულობდა. კარგახანს შემოვრჩით იასთან. დედაჩემი ბედნიერი იყო ჩვენს შორის თანხმობას და ურთიერთგაგებას რომ ხედავდა. და წამით მაინც რომ წარმოვიდგენდი, რა დაემართებოდა, სიმართლე რომ გაეგო ჩვენ ქორწინებაზე, გული მისკდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა?! ნეტავ ოპერაციის შემდგომ პერიოდს როგორღა დავუმალავდით? როგორც ვიცოდი, თავს ლამის ნახევრად გადამპარსავდნენ და ფაქტობრივად პირდაპირ სკალპს ამხდიდნენ. არა, ჯობდა ამაზე არ მეფიქრა. ოპერაცია გარდაუვალი იყო და აცილება არაფროთ შემეძლო. ამიტომ რა აზრი ჰქონდა მასზე ნერვიულობას?! ასე თუ ისე ეს აუცილებლად მოხდებოდა. გადავწყვიტე სახლში რომ მივიდოდით, მიქელას ჩუმად, ჩემი მომავალი ოპერაციის სიმულაცია მენახა. აზრზე რომ ვყოფილიყავი წინ რა მელოდებოდა. როცა იადან წამოვედით ანამ დაგვირეკა. რესტორანში ვართ და გამოიარეთო. სიმართლე რომ ვთქვა, სახლში მინდოდა ყოფნა, რადგან უკვე წვიმდა კიდეც და სავარაუდოდ ამინდი გაუარესებას აპირებდა, თოვლსაც ურევდა შიგა და შიგ, მაგრამ ანას უარი ვეე ვუთხარი. წარმოვიდგინე გადაპრანჭული თაია და გაბღენძილი ზუკა. და მათ გვერზე მოწყენილი საწყალი ანა და სურვილის არ ქონის მიუხედავად, რესტორნისკენ გადავუხვიეთ. დათას დანახვა გამიხარდა. მიქელა პირდაპირ მაგიდისკენ წავიდა, მე კი ჯერ მეგობარს ჩამოვუჯექი ბართან. _ რას შვები ნაი? სულ არ მიდიხართ თქვენ!_ მე და მიქელას გვგულისხმობდა._ ესენი კიდე დილიდან საღომდე აქ ზიან მგონი. თავი ზუკასკენ გააქნია. _ არა, ზუკა კი მესმის ვის გამოც მოდის, მაგრამ ცოლს რაღას დაატარებს თან ვერ ვხვდები!_ რაღაცნაირად ზიღით საუბრობდა მას ასე არ სჩვეოდა. _ რა ხდება? რამე ახალია?_ვკითხე ინტერესით. მივხვდი რაღაც ხდებოდა. _ ლილი ოფიციალურად მისი საყვარელია!_ ჩაეცინა გაღიზიანებულს. _ თქვენ დაშორდით არა?_ დავაზუსტე მაინც. _ კი, მაგრამ მაინც არ მემეტება ამ ნაგვისთვის! ვფიქრობ, შორს არაა ის დღე, თაია რომ გაიგებს და შერცხვენილს მოისვრის აქიდან! უბრალოდ გული მტკივა! _ მივხვდი, რასაც გულისხმობდა. მათ მაგიდას გავხედე. მაგიდას თავად ლილი ემსახურებოდა. და ყველანაირად ცდილობდა კაცთან თვალით კონტაქტი არ დაეკარგა. ამაზრზენი საყურებელი იყო. უცებ შევამჩნიე, რომ ანაც არ აცილებდა თვალს ლილის. დავინახე როგორი იმედგაცრუებით გადახედა მამამისს და შემეცოდა. იმ სულელ ზუკას იმის ნაცვლად შვილის ჯანმრთელობაზე ედარდა ერთი კაბიანი არ ეცლებოდა ხელიდან. რა ძალიან განსხვავდებოდნენ მიქელა და ზუკა ერთმანეთისგან. რა თვალსაჩინო იყო მათ შორის კონტრასტი. მივედი, ცოლ_ქმარს მივესალმე, მოვიკითხე და მერე ანას ვთხოვე გამომყოლოდა. მაშინვე ადგა და უსიტყვოდ გამოიქცა, არც კი უკითხავს, სად ვეპატიჟებოდი. თავს იმდენად არაკომფორტულად გრძნობდა მშობლებთან, რომ ერთი სული ჰქონდა მათი სიახლოვისთვის თავი დაეღწია. _ წამოდით ქალაქში გავისეირნოთ!_ შევთავაზე მხიარულად ანის და დათას. _ გავისეირნოთ? გარეთ გიჟივით წვიმს!_ თავით მანიშნა ფანჯრისკენ დათამ. _ მოიცა, მაშინ აქვე დავიმალოთ სადმე მყუდროდ და ნაყინი ვჭამოთ თან ვიჭოროთ!_ ბავშვივით გახალისდა ანი. არ ვიცოდი მისთვის ნაყინის ჭამა თუ შეიძლებოდა, მაგრამ ერთ ნაყინს რა უნდა დაეშავებინა?! _ წამო!_ ქურდულად გავხედე მიქელას. აშკარად შეამჩნია ჩვენი საიდუმლო თათბირი და რა ხდებაო? თვალებით მეკითხებოდა. ის ის იყო წამოიწია ფეხზე, რომ ორივეს ხელი ჩავავლე და კიბეებზე დავეშვი. მხიარულად იცინოდა ანი, _ შენ ქმარს უთხარი, რომ ჩემი ბრალი არაფერია !_ იცინოდა დათაც. გასახდელის გვერდით ცარიელ პატარა ოთახში შევიმალეთ და მაცივრებიდან მოპარული სხვადასხვანაირი ნაყინები მაგიდაზე დავყარეთ. _ მე შოკოლადის მინდა!_ მაშინვე ხელი დაავლო ანიმ სასურველს. წამით ისევ გავიფიქრე, რამეს ხომ არ ვაშავებდით, მაგრამ ხელი ჩავიქნიე. ერთი ნაყინი ვერაფერს იზამდა! _ მარტო ერთი იცოდე!_ ვუთხარი მკაცრად. _ რა ბოროტი დედინაცვალივით ექცევი ბავშვს!_ შემომიტია დათამ. _ მე ბავშვი არ ვარ!_ მაშინვე იუარა ანიმ და გაფითრებულ ლოყებზე სიწითლემ გადაურბინა. ვისხედით და ათას სისულელეზე ვჭირაობდით. თანდათან ვამჩნევდი, რომ ანი დათას ინტერესით აკვირდებოდა. სევდიანად გავიფიქრე: " ანის უიღბლობას ცალმხრივი სიყვარულიღა აკლიამეთქი. ცოტახანში მიქელამ რეკვით ამიკლო. რომ არ ვუპასუხე, "სად ხართ?!" მომწერა მესიჯი. "იქ, სადაც ვერასდროს მომაგნებ!" _ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი. " მასე გეგონოს!" ასე ძახილის ნიშნით მიპასუხა. უცებ დათას მობილური ამღერდა. _ ოჰ,ბატონი დირეხტორი მირეკავს!_ გაეცინა ბიჭს._ უნდა ვუპასუხო, სხვა რა გზაა! არც აცია და არც აცხელა და ჩვენი სამალავის ადგილი ჩაუკაკალა ამ ბედოვლათმა. წამი არ იყო გასული მიქელაც მოვიდა. _ არ მითხრათ ახლა, რომ ეს ნაყინები შენ ჭამე?_ თვალები დაუბრიალა ანას. დათამ გაოცებით გადმომხედა. თავი გადავაქნიე, მერე გეტყვიმეთქი. _ შენები წავიდნენ რა ხანია! შენ მე უნდა მიგიყვანო! ჰა, არ მოდიხართ?_ სამივე გარეთ გამოგვყარა და წინ წაგვასხა. უკვე გვიანი იყო და კოკისპირულად წვიმდა. ერთ_ერთ შუქნიშანზე გავჩერდით. წყნარი მუსიკა გვქონდა ჩართული. დათა რაღაცას უყვებოდა ანის, რომ უეცრად საიდანღაც გიჟივით გამოვარდა მანქანა და პირდაპირ ჩვენკენ გამოქანდა. წამის მეასედი დასჭირდა მიქელას, რომ გაეზარებინა და გაზისთვის ფეხი დაეჭირა. სულ წამით გადავრჩით საშინელ ავარიას. სიტუაციის ისე არ შემშინებია, როგორც ანის კივილმა შემძრა. კიოდა და სახეზე ხელებს იფარებდა. ასეთი პანიკა არასდროს მინახავს. წამით ვიფიქრე, გაგიჟების ზღვარზე იყო. მიქელა მანქანიდან გადახტა. ანის კარი გამოაღო და მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ანიმ არ გაიკარა. თვალები დახუჭული ჰქონდა და კანკალებდა. თან შიგადაშიგ კიოდა. დათამ ინსტიქტურად ჩაიხუტა შეშინებული გოგო. ანამ მკლავები წელზე მოხვია და მის მკერდში სახით ჩაიმალა. ვერ მივხვდი, რა ჯანდაბა ხდებოდა. ასე რისი და რატომ შეეშენდა ანას. დათამ თავის ხელით შემოიყვანა ანი სახლში. ის ისე საწყლად იყო გასუსული. თვალებშიც კი არ გვიყურებდა არცერთს. მიქელა მობილურზე საუბრობდა ემოციურად. ალბათ თაიას და ზუკას უხსნიდა მომხდარს. ყველაზე უფრო იმან გამაოცა, რომ იმას, ვინც კინაღამ დაგვეჯახა, არც კი ეჩხუბა. მხოლოდ შეამოწმა, ხომ კარგად იყო. არა, არ მოგესმათ, მიქელა მივიდა იმ მანქანასთან და მგზავრების მდგომარეობა შეამოწმა. და მხოლოდ ამის შემდეგ წამოგვიყვანა სახლში. როცა ოთახში შემოვიდა ანი ტახტის კუთხეში იჯდა მოკუნტული. მიქელამ დათას დახმარებისთვის მადლობა უთხრა და ჩემზე არანაკლებ დაბნეული ბიჭი სახლში გააცილა. _ ანა წამოდი, დაწექი!_ შვთავაზე უაზროდ გაშტერებულ გოგონას. უსიტყვიდ ადგა და უკან გამომყვა. ოთახში შევიყვანე. ჩემი საღამურები ჩავაცვი და საწოლში დავაწვინე. მეც გვერდით მივუწექი. ისეთი გაოგნებული თვალები ჰქონდა, რომ მგონი არც კი შეუმჩნევია ჩემი ნივთები. როცა ვიფიქრე, რომ ეძინა. ფრთხილად ავდექი და კარებისკენ გავემართე. მოულოდნელად ანის ჩურჩული გავიგონე. _ მაპატიე ნაი!_ ცრემლიანი ხმა ჰქონდა. გამეღიმა. _ არაფერია საბოდიშო, მეც შემეშინდა!_ ვცადე მისი დამშვიდება. წამით ვიფიქრე, რომ კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამოიოხრა და კედლისკენ გადაბრუნდა. ღამე მშვიდობისა ვუსურვე და ოთახიდან გამოვედი. მიქელა მოსული დამხვდა. _ დაიძინა?_ მკითხა ნერვიულად მიქელამ. _ დამშვიდდა ყოველშემთხვევაში! დაანებე თავი, ხვალ დაელაპარაკე. ახლა სიმშვიდე და დასვენება სჭირდება!_ გავუღიმე გამამხნევებლად. _ რატომ შეეშინდა ანის ასე?_ მივხვდი, რომ იმ მომენტის გამო დაემართა ისტერიკა, მანქანა რომ გვეჯახებოდა. _ ადრეც მოყვა ავარიაში და ..._ მიქელა წამით გაჩუმდა._ სტრესში იყო, ლამის მთელი წელი საერთოდ არ ლაპარაკობდა. ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. ეს რა მომივიდა, ჩემი ბრალია, უფრო ყურადაღებით უნდა ვყოფილიყავი! თავს რატომ იდანაშაულებდა ვერ მივხვდი. მამაჩემი ამბობდა, რომ უკვე ჩავლილი ამბის გამო თვითგვემას აზრი არ ჰქონდა. რადგან თვითგვემას და დანაშაულის შეგრძნებას ადამიანის ცხოვრების დანგრევაც კი შეეძლო. სინდისის ქენჯნა ყველა ნორმალური ადამიანის მდგომარეობაა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ უაზრო და არაფრის მომცემ თვითგვემას, სასარგებლო საქმით დანაშაულის გამოსყიდვა აჯობებსო. ავდექი და ეს აზრი მიქელას გავუზიარე. _ მაგალითად რა სასარგებლო საქმეს გულისხმობ?_ გაეცინა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა. _ მოდი, ჩემთან ერთად რამე მხიარულს უყურე! თორემ საშინლად მოწყენილი ვარ!_ წავედი და დივანზე მოვეწყვე. მიქელა ღიმილით წამოვიდა, მაგრამ დაჯდომა არ ვაცადე. _ იცი რა უხდება კარგ კინოს?_ ვკითხე ეშმაკურად. _ პოპკორნი?_ მკითხა დაეჭვებულმა. _ პოპკორნი თუ კინოთეატრში ხარ, მაგრამ სახლში აშკარად ჭიქა წითელი ღვინო ჯობია!_მოვჭუტე თვალები. გაუხარდა კიდეც ეს რომ ვუთხარი. _ კი, მართლაი ხარ, ღვინო არ მაწყენდა ახლა! მიდი ფილმი შეარჩიე და მე ღვინოს გავხსნი._ სამზარეულოში გაბრუნდა. ვიფიქრე რისი ყურება სჯობდა?! ეს ხომ ჩვენი პირველი ოჯახური კინოჩვენება იყო? ხოდა რამე დასამახსოვრებელი მინდოდა, რამე რომანტიული მელოდრამა? არაა! იფიქრებდა, რომ რამე მინიშნებას ვაძლევდი. იქნებ საშინელებათა ფილმი?! მოვაჩვენებდი ვითომ მეშინიდა და ჩავეხუტებოდი ხოლმე. თავი გავაქნიე! _ აბა, აბა ახლა წესიერად!_ შევუძახე საკუთარ თავს. ბოლოს საოჯახო კომედიაზე შევაჩერე არჩევანი და ჩემი საყვარელი ასჯერ გადაზუთხულ, გადმოზუთხული "მარტო სახლში" ჩავრთე. _ აუუუ, რა მაგრად მიყვარს!_ მომიჯდა მიქელა და ჩემი ღვინის ბოკალი, ლამაზად დაჭრილი ყველი და თხილეულის ასორტი მომაწოდა. გამიკვირდა ამ მარად სერიოზული კაცისგან. რატომღაც მეგონა გაგონილიც კი არ ექნებოდა. ამან კიდე მიყვარსო. ვიჯექით და გულიანად ვიცინოდით ყველა იმ საყვარელ მავნებლობაზე, რასაც კევინი ხლართავდა. ვიჯექით გვერდიგვერდ და ერთმანეთის სიხარული გვიხაროდა. სულ ცოტა ხნით დამავიწყდა დარდიც და ტკივილიც. სულ ცოტა ხნით სრულებით ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ამ ადამიანთან სიახლოვე იყო მგონი სინამდვილეში ჩემი წამალი. კინო რომ დამთავრდა, სიცილით წავედით მაღლა დასაძინებლად და მერეღა გავიაზრეთ, რომ ანას აწ უკვე ჩემს საწოლში მშვიდად ეძინა. კარი შეაღო და წამით დახედა ძმიშვილს. შუბლზე ხელი მიადო, თითქოს სიცხე გაუსინჯა და ოთახიდან გამოვიდა. _ ახლა რა ვქნათ? _ ვკითხე დაბნეულმა. _ ერთად დავიძინოთ!_ გაეცინა მას. _ ერთად?_ რამდენი კონტექსტი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ "ერთადს?" _ ხოო საწოლი დიდია!_ ისებ გაეცინა ამ საძაგელს. გრძელი და ფართხუნა საღამური ავარჩიე. ისეთი, ზედმეტს რომ არაფერს გულისხმობდა და ისე შევიძურწე მიქელას საძინებელში. _ მოდი, ნუ გრცხვენია!_ გამიხარდა რომ ჩემი საყვარელი მარცხენა მარე ცარიელი იყო. საბანი ავწიე და შევძვერი. მიქელას ხელები თავქვეშ ამოედო და ჭერს უყურებდა. ფანჯრიდან შემოსული სინათლე ჭერზე და კედელზე უცნაურ ჩრდილებს ათამაშებდა. იდუმალი სიჩუმე გაყურსულიყო სახლს მიღმა. თითქოს სამყარო რაღაცას ელოდა და ამ მოლოდინში გატრუნული იდგა. მიქელა ჩრდილებს უყურებდა. მე კი მისი სხეულის სიბნელეში ჩაძირულ კონტურებს. _ ნაი!_ მითხრა მოულოდნელად. _ ჰო?_ გავეპასუხე მე. _ თოვლი მოსულა!_ ისეთი იდუმალი ხმით მითხრა, რომ ვერ მივხვდი ეძინა, თუ ფხიზლობდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და ჭერსა და კედელზე აშკარად დავინახე მოფარფატე ფიფქების ჩრდილების შრიალი. საწოლზე მუხლებზე დავდექი და ფარდა ბოლომდე გადავწიე. თოვდა. თოვდა სასწაულად. ისე თოვდა თითქოს უკანასკნელი თოვლი იყო ამ სამყაროში და თითქოს სამყარო მის დამახსოვრებას და გონებაში ჩაბეჭდვას ცდილობდა, ისე, როგორც ჩვენ ვცდილობთ საყვარელი ადამიანის დამახსოვრებას ხანგრძლივი დამშვიდობებს წინ. ამის გაფიქრებისას თვალებიდან უნებურად ცრემლები ჩამომიგორდა. _ შენ რა ტირი?_ მკითხა გაოცებულმა და თავადაც წამოიწია. თითით ლოყიდან ცრემლი მომაშორა. _ რა ლამაზი ხარ ნაი!_ მითხრა ჩურჩულით. სილულ ოდნავ მოიწია, ლოყაზე მომეფერა. მისი ხელი დავიჭირე და ხელის გულზე ვაკოცე. _ არ გაიქცევი?_ მკითხა ჩურჩულით. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ხმა ალბათ არც დამემორჩილებოდა. მოიწია და მაკოცა. ჩემი ხელები ჩემდა უნებურად მოეხვივნენ კისერზე. არ ვიცოდი, რას მიმზადებდა მომავალი. არ ვიცოდი, რა იქნებოდა ერთი თვის შემდეგ, მაგრამ მსურდა მის გულში სულ პატარა საჩემო ალაგი მაინც მქონოდა. პატარა თოვლის სითეთრით განათებული მყუდრო კუთხე. სადაც ვიქნებიდით ის მე და თოვლის მსხვილი ფანტელები. და ფანტელები ისე ამოავსებდნენ ჩვენს შორის არსებულ სივრცეს, რომ არანაირი დარდისა და ტკივილისთვის არ დატოვებდნენ მცირე ადგილსაც კი. 9 დილით მარტოს გამეღვიძა. პირველი მაშინვე თოვლი გამახსენდა. საწოლზე მუხლებზე დამდგარი მივხოხდი ფანჯარასთან და როცა ფარდის მიღმა გადათეთრებული ქალაქი დავინახე, ჩემდაუნებურად სიხარულის შეძახილი აღმომხდა. სწრაფად ავდექი. ჩავიცვი და სამზარეულოსკენ ჩავირბინე. _ არ შემიძლია ასე მიქაელ! არ ვართ მართლები! ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, რატომ არ გესმის?!_ ანას ხმამ ადგილზე გამაშეშა. ასეთი მომთხოვნი და ასეთი მტკიცე, ნუთუ მართლა ანა იყო?! _მესმის!_ვიგრძენი მიქელა თავშეკავებას ცდილობდა. _თუ გესმის ამას რატომ აკეთებ? რა გგონია როცა ეტყვი გაგიგებს? როგორც არ უნდა გაუჭირდეს წავა! _ ვიცი, რომ წავა!_ გული მატკინა მიქელას ხმაში გაჟღერებულმა ტკივილმა. _ რატომ მოუშვი ასე ახლოს? თუ დასასრული იცოდი?! მიეცი ნება წავიდეს, ასე მას მაინც არ ეტკინება. არც ახლაა გვიანი!_ გულმა მიგრძნო, ეს სიტყვები მეც მეხებოდა. კიბეზე ვიდექი და ქურდულად ვუსმენდი მათ პირად საუბარს. _ მხოლოდ ერთი თვე! მერე ყველაფერს გავაკეთებ, მე თავად მოვუყვები ყველაფერს!_ ამ სიტყვებს ნაბიჯების ხმაც მოჰყვა და მე ვერც უკან აბრუნება მოვახერხე და ვერც წინ წავედი. რაზე საუბრობდნენ? რას ვერ მეუბნებოდნენ? ან რატომ იყო მიქელა ჩემთან დამნაშავე? სამზარეულოდან ორი ყავის ფინჯანით ხელში გამოვიდა სახემოღუშული და კიბეზე უხმოდ აწურულს შემეჩეხა. შეკრთა და ისევ უკან ანას გახედა. თითქოს რაღაც ანიშნა, ან მომელანდა. _ გაიღვიძე?_ ისე გულწრფელად გამიღიმა, თითქოს მათი საუბარი მე საერთოდ არ მეხებოდა. _ შენთან მოვდიოდი ახლა!_ კიბის ძირთან მოვიდა და დაკვირვებით ამომხედა. _ მოდი!_ გამომცდელად მიყურებდა. მე კი გამალებით ვფიქრობდი , მეთქვა რომ ყველაფერი გავიგონე, თუ ისეთი სახე მიმეღო თითქოს არაფერი მომხდარა. თუ ჩვენი ქორწინების მიზეზს გულისხმობდნენ, ან იმას, რაც წინა ღამეს ჩვენს შორის მოხდა. მიქელას მე დამნაშავედ არ ვთვლიდი. რა სისულელე იყო?! მე თავად მსურდა ეს. სხვა კი რა უნდა ყოფილიყო, ვერ ვხვდებოდი?! ნერვიულად გამეცინა. _ მოუთოვია!_ ვცადე საუბრის სხვა თემაზე გადატანა. სულ ოდნავ გადაუარა სახეზე სევდამ. მიხვდა, რომ ერთი სიტყვაც კი არ გამომპარვია მათი საუბრიდან. მაგრამ რატომღაც მანაც თავის მოჩვენება არჩია. დივანზე დაჯდა და ფინჯნები წინ მაგიდაზე დაიწყო. მე კი ვიდექი და არ ვიცოდი, საკუთარ თავი სად წამეღო. _ მოდი ჩემთან!_ გამომაფხიზლა მიქელამ და მკლავი დივნის თავზე გადაშალა. სწრაფად მივირბინე და მის მკლავქვეშ მყუდროდ შევძვერი. ხელი მომხვია. თავზე მაკოცა და ამ კოცნას თითქოს სუნთქვაც თან ამოატანა. გაოცებულმა ამოვხედე. _ რამე მოხდა?_ ვკითხე და გეფიცებით მისი სულ ერთი სიტყვაც იკმარებდა, რომ ბავშვივით ავღრიალებულიყავი. _ იმის გარდა, რომ უკვე რეალურად მყავხარ?_ გამიღიმა მან. _ არ ვიცი, თითქოს მომეჩვენა... _ გოგოებო გუნდაობა არ გინდათ? _ სიტყვა შემაწყვტინა და ანას გასძახა. _ მინდა რომელია?! ისე მინდა, რომ ლამისაა საკუთარ თავს ვეგუნდაო!_ გამაოცა ანას მხიარულმა ხმამაც. წამის წინ სულ სხვა ტონი ჰქონდა. ახლა კი.... თითქოს ფიქრის და აზრების დალაგებას არ მაცდიდნენ. ქურთუკების ასაღებად რომ მივედით, კიდევ ერთი უცნაურობა შევამჩნიე. ანამ ისეთი სახით შეხედა სარდაფის კარს, თითქოს მის მიღმა ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი ჰყავდა გამოკეტილი და იმის ეშინოდა, რომ ეს კარი წამის წამზე თავისით გაიღებოდა იმ დაწყევლილ კოშმარს გამოანთავისუფლებდა, რომელიც ჯერ ანას და მერე მთელ მის სამყაროს ჩანთქავდა. _ იცი რატომ აქვს მიქელას სარდაფის კარი სულ ჩაკეტილი?_ ვკითხე ანას, ვიცოდი, რომ იცოდა. უბრალოდ მისი პასუხი მაინტერესებდა და უფრო კი მისი უცნაური ემოცია. _ არ ვიცი!_ ცივი ხმა ჰქონდა მას. _ როგორ არ იცი, ამ სახლში არ გაიზარდე?_ ვკითხე ინტერესით. _ შენ რატომ გაინტერესებს სხვისი ოჯახის საიდუმლოები?!_ მოულოდნელად ისე უხეშად მიპასუხა ანამ. ისე ცივად და ისე სუსხიანად რომ შევცბი. გაოცებულმა შევხედე. წამიერად მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. მზერაში გაელვებული უცნაური ტკივილი ისევ სადღაც თვალების სიღრმეებში გადამალა და მოულოდნელად სრულიად უცერემონიოდ ჩამეხუტა. _ ნაი არ წახვიდე კარგი? ამ სახლიდან არასდროს წახვიდე!_სულ დავიბენი, ვერაფერი გავიგე. წამის წინანდელმა მისმა სიტყვება ისე მატკინეს გული, რომ ახლა ამ ჩახუტებაზე რეაქცია აღარ მქონია. საპასუხოდ ხელიც კი ვერ გადავუსვი გამხდარ ბეჭებზე. იგრძნო, რომ რაღაც მჭირდა. _ მაპატიე. ასე თქმა არ მინდოდა! ჩემი ნერვების ბრალია!_ ზურგი სწრაფად მაქცია და ეზოში გავიდა. ვიდექი ქურთუკით ხელში და სარდაფის დაკეტილ კარს მივჩერებოდი უაზროდ. უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ იქ იმალებოდა ყველაფრის პასუხი. მათ შორის იმისაც, რომ მე ახლა ამ კარის წინ ვიდექი. მაგრამ იმასაც ვიაზრებდი, როცა ამ ამოცანას ამოვხსნიდი მიქელას დატოვება მომიწევდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა ან სიმართლე, ან კაცი, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვეღარ დავთმობდი საკუთარი თავის შინაგანი, სულიერი დაზიანების გარეშე. _ მიქელა!_ დავუძახე მას. იმ ოხერ კარს ზურგი ვაქციე და ეზოსკენ გავიქეცი. მერე, მერე გავიგებდი რას მალავდა იქ ჩემთვის ძვირფასი კაცი. ახლა ამის დრო არ იყო! მთელი დღე ვცდილობდი მათი დილანდელი საუბარი თავიდან ამომეგდო, მაგრამ ხან გამომდიოდა, ხან არა. საღამოს ანა სახლში წავიდა. წასვლისას ისევ ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. თითქოს დილანდელი სიუხეშის კომპენსირება სურდა. სახლში შევდით და პირველად ვიგრძენი მიქელასთან მარტო ყოფნის უხერხულობა. _ მოდი ჭამე და წამლები დალიე!_ როგორც ყოველთვის წამლის დალევის დრო არ გამოპარვია. _ ჩაი დაგისხა?_ მკითხა და სანამ ვუპასუხებდი ფინჯანი ჩამოიღო მაღალი უჯრიდან. _ კიი! _ რომ ვუპასუხე, ის უკვე ასხამდა. საამო სურნელი დადგა ოთახში. თაფლიანი ჩაის მოტკბო და რაღაც კენკრის კექსის, რომელიც საცხობიდან მოეტანა მას. სანამ ჩაის ვსვამდი გვერდით მიჯდა და ჩემს თმას თითებზე იხვევდა. ხმას არ იღებდა, მაგრამ ფიქრებით აშკარად შორს იყო ჩვენი სამზარეულოდან. _ გამიჭირდება, როცა შენ წახვალ!_ მითხრა უცებ და ჩაი კინაღამ გადამცდა სასულეში. _ ნეტა იცოდე, რა ძალიან მინდა, რომ ჩემთან დარჩენა გთხოვო! არასდროს წახვიდემეთქი, შეგეხვეწებოდი კიდეც, თუ ეს რამეს შეცვლიდა!_ თვალებში მიყურებდა. _ რატომ ლაპარაკობ მასე?_ ვკითხე და ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. _ იმიტომ რომ ძალიან მეშინია! იმ დღის მეშინია, როცა შენ წახვალ! _ და რატომ გეშინია? ან რატომ გგონია, რომ წავალ? _ არაფერი აღარ უთქვამს. უბრალოდ მაკოცა. ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურეთ. მაგრამ აშკარად არცერთს არ გვახსოვდა რა გადაცემა გადიოდა. საკუთარ ფიქრებში ჩაფლულები ვიჯექით და ერთმანეთის სიახლოვე გვსიამოვნებდა. მერე იმაზე დავფიქრდი, თუ რა უხერხული იქნებოდა, საძინებლის კართან ბანალური დამშვიდობება. ამიტომ პირველი წამოვდექი. მეძინებამეთქი და უხერხული მომენტის თავიდან ასაცილებლად ოთახისკენ წავედი. _ წვები?_ გამომძახა მიქელამ, თან ტელევიზორისთვის თვალიც არ მოუშორებია. _ხოო!_ კიბიდან გამოვეპასუხე მე. _ ძალიანაც კარგი, გამითბე საწოლი და მეც მალე მოვალ!_ ისე უბრალოდ მითხრა, თითქოს სულ არაფერი. ყველა უხერხულობას და გაურკვევლობას უცებ მიუჩინა ადგილი. სიხარულით ავირბინე კიბეები, ოთახში შევირბინე და საბანში შევძვერი. ბოლო პერიოდი უცნაურ სისუსტეს, არა უფრო სწორედ დაღლილობას, ვამჩნევდი საკუთარ თავს. რომ არა მიქელას აქტიურობა ალბათ საწოლიდან არც ავდგებოდი და გადაბმულად ვიძინებდი. ექიმის თქმით ეს ყველაფერი წამლებისგან გამოწვეული მოთენთილობა იყო. ადრინდელი მებრძოლი სული თითქოს ამომაცალეს და რაღაც გადაღლილით და მომჩვარულით ჩამინაცვლეს. რომ მახსენდებოდა, ახლა სამსახურიდან ლექციებზე უნდა მერბინა წესით, ჟრუანტელი მივლიდა. ძველი აქტიური ნაისგან მხოლოდ სახელიღა იყო დარჩენილი. საბანში გახვეული მაინც ბედნიერი ღიმილით ვიწექი და ფანჯრის მიღმა თოვას ვუყურებდი. როდის დამეხუჭა თვალები არ გამიგია. მხოლოდ სადღაც სიზმრების გზაგასაყარზე ვიგრძენი მისი სიახლოვე და უცნაური სევდიანი ჩურჩული ჩემს ყელში. _ ნეტავ უფლება მქონდეს დარჩენა გაიძულო!_ თუმცა მეგონა სიზმარს ვხედავდი, მაინც ჩურჩულით ვუპასუხე. _ რომ მაიძულო, მაინც არ წავალ! _ არ დაივიწყო ეგ სიტყვები, როცა დრო მოვა!_ მთხოვა სევდიანად მიქელამ. მკლავები მომხვია და პატარა ბავშვივით გამარწია. _მამა, არაა რთული, რომ შენი ყოველდღიურობა სხვის ყოველდღიურობას ისე მოარგო, რომ შენი ცხოვრება რუტინას არ დაემსგავსოს?_ ვკითხე ერთხელ მამაჩემს, იაკოს ცქერაში გართული რომ გამოვიჭირე. _სანამ ადამიანი საკუთარ თავზე არ გამოსცდის, რას ნიშნავს ბედნიერება რომელიც მხოლოდ მისი სიახლოვით რომ გეუფლება, სანამ არ გამოსცდის, რას ნიშნავს მყუდროება, რომელსაც საყვარელი ადამიანი თან დაატარებს და სადაც არ უნდა იყო, თუ ის ახლოსაა შენც გამშვიდებს ეს სიმშვიდე, სანამ ამ ყველაფერს არ გამოსცდის ადამიანი, ასე უბრალიდ ვერ აუხსნი მაგას მამი! ერთ დღეს ყველაფერს მიხვდები. _ მიპასუხა მან ისე, რომ დედაჩემისთვის, რომელიც ფარდის რომელიღაც ნაოჭს გულმოდგინედ აუთოვებდა თვალი არ მოუშორებია. სწორედ ამ მოგონებას ვხედავდი სიზმარში, და უცებ გამომეღვიძა. უცნაური დანაკარგის გრძნობით. მონატრების გაუსაძლისი ტკივილით, რომელსაც ეს დანაკარგი იწვევდა ჩემში. საწოლში წამოვჯექი და გამალებით მოფართხალე გულს ხელი მაგრად დავაჭირე. რას არ მივცემდი, რომ ახლა მამაჩემის ნახვა შემძლებოდა. _ რა მოხდა, კარგად ხარ?_ ჩემმა უეცარმა მოძრაობამ მიქელაც გამოაფხიზლა და შეაშინა. ჩვენს თავზე დაბალი განათების ბრა აანთო და შემომხედა. _ არაფერია, უბრალოდ სიზმარი ვნახე!_ დავამშვიდე და სინათლე ჩემი ხელით გამოვრთე. _ სიზმარი?_ თითქოს არ დამიჯერა._ სიზმრის შეგეშინდა ამხელა გოგოს? ისევ დაწვა და მკლავი გაშალა, რომ ჩავხუტებოდი. _ არა, არ შემეშინდა, მამა დამესიზმრა! _ მამა?_ მკითხა ხმაჩამწყდარმა._ რაო მერე მამამ? _ მითხრა, რომ საყვარელი ადამიანები მყუდროებას თან დაატარებენ და სადაც თავად არიან, შენი სახლიც იქააო! _ მართლა მასე გითხრა? _ სულ აერია ხმა. თავი დავუქნიე. ვერ დამინახა, მაგრამ მიხვდა. _ მართალია მამაშენი, ამ წამიდან ჩემი სახლი იქ იქნება, სადაც შენ წახვალ და თუ წახვალ მე უსახლკარო გავხდები! _ რატომ მიმეორებ მაგას სულ? იქნებ გინდა კიდეც, რომ წავიდე?!_ძალიან გავბრაზდი მასზე. ზურგი ვაქციე გაბრაზებულმა, მაგრამ მისი მკლავიდან არ გავწეულვარ. _ დაიძინე ნაი! დღეები ისე გადიოდა, ვეღარც კი ვიგებდი. ჩემი სისუსტე განუყრელი ტყუპისცალივით თან მახლდა. ანა იშვიათად მოდიოდა, როგორც მიქელასგან გავიგე, დათას დაუახლოვდა და მთელ დროს მასთან ატარებდა. გამიხარდა, დათა ის ადამიანი იყო, ვინც ანას მოსაწყენ და ხელჩაქნეულ ერთფეროვნებას სინათლით აავსებდა. დათა საიმედო დასაყრდენი იყო. საიმედო ადამიანი, საიმედო მეგობარი. მაგრამ შემეცოდა დათა. ძალიან გაუჭირდებოდა იმასთან შეგუება, რომ ანას ასეთი რთული დიაგნოზი ჰქონდა. თუმცა დათას ჰქონდა არჩევნის უფლება. თავად უნდა გადაეწყვიტა, რა რად უღირდა. ისევე როგორც ჩვენ ყველას!... ბოლოს ის დღეც დადგა, როცა კონტროლზე მივედით და ექიმმა ოპერაციის თარიღის დათქმა გადაწყვიტა. ერთდროულად შვებაც ვიგრძენი და შიშიც. ხსნაც და ფორიაქიც. ვიაზრებდი, რომ საქმე სერიოზულ ოპეაციასთან მქონდა, და რომ ამ ოპერაციას რამდენიმე არც თუ სახარბიელო დასასრული შეიძლებოდა ჰქონოდა. _ გაფითრდი ნაი!_ ხელი მაგრად მომკიდა მიქელამ._გეშინია? მეშინოდა? ალბათ მეშინოდა. ალბათ მარტო სულელს თუ არ შეაშინებდა თავისქალის ახდის პერსპექტივა. ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე იაკოს ავუარეთ. მისთვის ბოლომდე არ ვაპირებდი რამის გამხელას. მიქელა მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რა აზრი ჰქონდა?იაკოს ნერვიულობა რაში დამეხმარებოდა? თუ ყველაფერი დასრულდებოდა მაინც ვერაფერს შეცვლიდა მისი ცოდნა არ ცოდნა. ხოლო თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლიდა, მოყოლას მერეც მოვასწრებდი. მიუხედავად ყველაფრისა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბოლოჯერ ვსვამდი მის მოდუღებულ ჩაის და ბოლოჯერ ვაგემოვნებდი დედაჩემის გამომცხვარ სურნელოვან კექსს. ყელში მიჭერდა ბოღმა და სადღაც, გონების სიღრმეში, მაინც ხმიანობდა უცნაურად ეგოისტური კითხვა: "რატომ მე?!" თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა, დანებება უკანასკნელ წამამდე უნდა გადადოს ადამიანმა, რადგან რაც არ უნდა დაბალი იყოს კეთილი დასასრულის მოლოდინი, ანდაც სულაც სასწაულს უკავშირდებოდეს, შანსის სულ მეასედიც რომ იყოს, ცდად ნამდვილად ღირს. საოპერაციომდე მომყვა მიქელა. ხელი არ გაუშვია ჩემი გაყინული თითებისთვის. _ ხომ არ გეშინია?!_ რიხით მკითხა, მაგრამ მის თვალებში უფრო მეტ შიშს ვხედავდი, ვიდრე საკუთარში. _ დამელოდები?_ ვკითხე და ხელები გავუწოდე. _სულ შენთან ვიქნები!_ მითხრა, მაგრამ ისე მაკოცა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ დამშვიდობებისას კოცნიან. ალბათ ყოველი დამშვიდობება სადღაც მაინც საბოლოო გამომშვიდობებასაც ნიშნავს. _ სანამ შენ მელოდები, რისი უნდა მეშინოდეს მიქაელ?_ ვკითხე და ასე ორაზროვნად დავუძახე მისი ლამაზი, მაგრამ თან საოცრად საშიში სახელი. _ასე ადვილად ვერ მომიშორებ, მნახავ ისევ! ვუთხარი სიცილით და კარებიც ცხვირწინ მიუხურეს. გამოღვიძება ძალიან გამიჭირდა. ვერ ვიგებდი სად ვიყავი. ხან მამაჩემს ვხედავდი, ხან ვიაზრებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ მისი სიახლოვის შეგრძნება იმდენად მსიამოვნებდა, თავს ვერ ვერეოდი და ბურანს მივყვებოდი. _ მამა! მამა!_ ვეძახდი, როცა თვალს ეფარებოდა_ დამელოდე მამა! _ როგორ გაზრდილხარ ნაი! _ მომენატრე მამა! _ როგორ მოგენატრე, მე ხომ სულ შენთან ვარ! ვერ გრძნობ ამას? _ ვიცი მა, მაგრამ შენი ჩახუტება მენატრება, შენი ხმა! _ ეგ არაფერია ჩემო პატარა! ოდესმე დიდი ხნის შემდეგ ჩამეხუტები! _ მამა, მგონი შეყვარებული ვარ! _ რამდენად? _ გულის წასვლამდე! _ ნაი მამიკო იმით იცხოვრე, რაც გაქვს! გესმის, წარსულს არ გაეკიდო! მანდ დარჩი!_ მამაჩემი თანდათან მშორდებოდა. მე კი არაფრით მყოფნიდა მისი ხმის გაგონება. კიდევ მსურდა რაღაც ეთქვა. არ მეთმობოდა . ვცდილობდი უკან გავყოლოდი . _ მასთან დარჩი ნაი! ის აირჩიე! ეს იყო მამაჩემის ბოლო სიტყვები, რაც იმ უცნაური, ცხადი სიზმრიდან დამამახსოვრდა. _ მასთან დარჩი! ის აირჩიე! მიქაელთან დარჩენა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს სიცოცხლის არჩევას ნიშნავდა და მეც სიცოცხლე ავირჩიე. გამეღვიძა.... 10 მე დავიბადე, ისევ ახლიდან... მეორედ მომეცა სიცოცხლის შანსი. გაღვიძებისთანავე თვალებით მას ვეძებდი და როცა დავინახე ღიმილმა ბედნიერებამ და სიმყუდროვემ მოიცვა ჩემი ჯერაც ახალთვალახელილი სამყარო. რამდენიმე დღის შემდეგ მიქელამ ია მოიყვანა პალატაში. მისი მკლავი ეჭირა და გვერდით მოჰყვებოდა. მივხვდი, სანამ აქ მოვიდოდა დედაჩემი ცუდად გახდა. რომ დამინახა თავგადახვეული თავი ვერ შეიკავა და მაინც ატირდა. საყვედური არ უთქვამს. საყვედურების თქმა არ სჩვეოდა დედაჩემს. გაწერის დღეს სახლში ზარ_ზეიმით წამიყვანეს. რამდენიმე ხნით იაც ჩვენთან გადმოვიდა და ორი დესპოტი ზედმეტ სუნთქვასაც კი მიკონტროლებდა. მიქელა ჩემს მნახველებს არ იღებდა, სასაცილოა არა? როგორც ახალნამშობიარებ დედას არ უხარია ჩვილთან მოსული ათასი ჯურის მნახველი, სწორედ ისე დამფოფინებდა თავს ეს სასწაული კაცი. მხოლოდ ანას ვერ უთხრა უარი. დათა კი არაფრით ამოუშვა ჩემს სანახავად. _ ეს როგორ დამიმალეთ არანორმალურებო? მეც კი არ მითხარით?! ისეთი ნაწყენი ვარ თქვენზე!_ ბრაზობდა ანა და ამას არც მალავდა. _ სხვა დროს აუცილებლად გეტყვი!_ გამეცინა მის ბავშვურ გაბუტვაზე. _ ღმერთმა დაგიფაროს, რას ამბობ!_ ახლა ჩემზე გაბრაზდა. _ ის მითხარი, შენ და ის ვაჟბატონი როდის დაახლოვდით ასე?_ თითი დავუქნიე მუქარით. გაეღიმა. მუდამ გაფითრებული ლოყები შეეფაკლა. _ მამას არ მოსწონს იცი? _ მამაშენს საკუთარი თავის გარდა მოსწონს ვინმე?_ გამეცინა მე. _ კი ის საძაგელი ლილი!_ მოულოდნელად ისეთი გულისწყვეტით თქვა ანამ, რომ მისგან არც მოველოდი. _ დედა არაა იდეალური ქალი! არც ცოლია იდეალური, არც დედა, მაგრამ ლილის საძაგელი დამცინავი სახის დანახვაზე გული მერევა. მე არასდროს დავემსგავსები ზუკას და თაიას! აი თქვენსავით მინდა! როგორ გიყურებს ხოლმე მიქაელი. _ ბედნიერად გაეღიმა. _ მაგას თუ ვინმე მოარჯულებდა, რას წარმოვიდგენდი? _ აბა ვის ჭორავთ გოგოებო?_ უცებ ოთახში შემოვიდა და ბედნიერება შემოიტანა.. მიქელასი არ ვიცი, მაგრამ ალბათ მე კი ვუყურებდი ხოლმე, როგორც პრინცს მასზე უგონოდ შეყვარებული, აღფრთოვანებული პატარა გოგონა. გვერდით მომჯდა და ხელზე მაკოცა. _ მორჩა! ვიზიტის დრო ამოიწურა, _ გამოუცხადა მკაცრად ანას._ იმას უთხარი, ქვემოთ რომ გელოდება, დროზე მიგიყვანოს სახლში! თორემ გავულამაზებ ისედაც მშვენიერ სახეს. სახე შეეცვალა ანას. ფეხზე წამოხტა და გასვლისას მაინც მიუბრუნდა ბიძამისს. _ მაგას გააკეთებ და არასდროს გაგცემ ხმას ! ხომ გაიგე? არა მართლა გამკვირვებია შენი, ასეთ ანგელოზ გოგოს ეს მტარვალი რამ შეგაყვარა?!_ ისე გაოცებულმა ჩაილაპარაკა, თითქოს წამის წინ არ ამბობდა: თქვენსავით მინდაო. გავიდა და კარი გაიხურა. _ რაო, რა თქვა?_ ღიმილით ჩამომხედა მიქელამ წარბაწეულმა. _ რა თქვა?_ ავირიე მე. _ ეს მონსტრი რაო?_ ასე ხმამაღლა თითქმის არ თქმულა ჩვენს შორის სიტყვა სიყვარულზე. _ არ გამიგონია!_ ჩავიჩურჩულე მე. _ ანუ არ გაგიგია?_ დაიხარა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა, თვალებში თუ სულში?! _ გიყვარსო!_ ვუყურებდი მის შავ თვალებს და რატომღაც ვფიქრობდი, რომ ღამესავით კი არა, წყვდიადივით შავი ფერი ჰქონდათ და ერთ დღეს თუ მათი პატრონი მოისურვებდა მე ეს წყვდიადი სულაც გამაქრობდა. არასდროს მიგრძვნია თავი ამდენად უმწეოდ. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ საკუთარი ეს სისუსტე პირველად მსამოვნებდა. მისი გავლენა კი დღითიდღე იზდებოდა, ბევრდებოდა, მთლიანად მავსებდა. სიცარიელის ნამცეცს აღარ ტოვებდა ჩემს არსებაში. _რას ფიქრობს ჩემი გოგო?_ მომეხვია ერთ საღამოს თავისი მყუდრო მკლავები, როცა ჩაფიქრებული ვიჯექი ფანჯარასთან. _ იმაზე ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ ვერ შევხვედროდით ერთმანეთს?_ ცხვირი მის ყელში შევყავი და მისი სურნელი ხარბად ჩავისუნთქე, როგორღაც არასდროს მყოფნიდა. _ ჩვენი შეხვედრა გარდაუვალი იყო!_ დარწმუნებით მიპასუხა მან. _ გარდაუვალი? რომ არა ის ვაკანსია, არა რომ არა ჩემი ხარჯები, თუმცა არა!_ მივყევი ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაბმულ მიზეზებს, რომლებმაც მიქელა მაპოვნინეს. _ რომ არა მამაჩემის სიკვდილი... მე არ დამჭირდებოდა შენს რესტორანში მოსვლა._ვიგრძენი, როგორ შეკრთა და დაიძაბა. _ რაც არ უნდა უცნაური იყოს, შენი თავი მამამ მაპოვნინა!_ გავიმეორე დაფიქრებულმა._ იცი, რომ ნარკოზში როცა ვიყავი მამაჩემს შევხვდი? _ მერე, რა გითხრა მამამ? გაიქეცი მაგ საშინელი კაცისგანო? ასე გირჩია არა?!_ სევდიანი კი არა, სულ გამქრალი ხმით მიჩურჩულა მიქელამ. _ სხვათაშორის სულაც არა!_ მისკენ შევბრუნდი და ხელები ყელზე მოვხვიე_ ასე მითხრა, მიქელა სიცოცხლეა და ის აირჩიეო! მეგონა ეს სიტყვები გაახარებდა, მაგრამ რამხელა იყო ჩემი გაოცება, როცა მან ფერი დაკარგა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. _ მეხუმრები ხომ?_ მკითხა და ჩემი ხელები ყელიდან შეიხსნა. _ არა! მართლა ასე მითხრა! მე ნუ ამირჩევ, ის აირჩიეო! _ მპირდები? მპირდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ამირჩევ?!_ მაჯებში ისე ჩამაფრინდა, თითქოს სადმე გავრბოდი. _ რა გჭირს? ასე უცნაურად რატომ იქცევი?_ ვერაფრით ვეჩვეოდი მის უცნაურ გამოხტომებს. ხან ისეთი მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. ხან კი მეგონა არაფრით იჯერებდა, რომ ჩემთვის ძვირფასი იყო. _ არ ვიცი მიქელა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მე შენზე უარი ვთქვა!_ ხელი გავინთავისუფლე და სახეზე მოვეფერე. _ არ ვიცი, როგორ შევძლებ ცხოვრებას, თუ შენი თვალები მომენატრება და ვერ დავინახავ მათ! ან თუ შენი ტუჩები მომენატრება და ვერ შეგეხები!_ ისე ვეჩურჩულებოდი, თითქოს ვინმე გვისმენდა. _ თუ წასვლა გინდა, თუ ოდესმე ჩემგან წასვლა უნდა მოინდომო, ჯობია ახლავე გაიქცე, სანამ ჯერ კიდევ შემიძლია შენი გაშვება! რაც დრო გადის, ვატყობ უფრო და უფრო გამიჭირდება! ბოლოს ისე არ გამოვიდეს, რომ გალიაში აღმოჩნდე გაბმული!_ მითხრა და მაკოცა. არ ვუსმენდი. _ კიდევ მაკოცე!_ მისი გაგიჟება მინდოდა. _ ალბათ მერე შემიძულებ ამის გამო, მაგრამ დაე მოხდს, რაც მოსახდენია! _ იმ წამს მე გვრძნობდი, რომ ის უფრო იყო ჩემი, ვიდრე მე მისი და ჭკუიდან მშლიდა ამის გააზრება. დღეები ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ ამას ერთფეროვნება აღარ ერქვა. ეს ბედნიერების უსასრულო ფესტივალი იყო. იმდენად უნაკლო, იმდენად არარეალური, იმდენად ზღაპრული, რომ მუდმივად თან მდევდა უცნაური დაძაბულობა, როგორც თითში ღრმად შერსობილი უჩინარი ეკალი. რომ მე მეძინა და სადაც იყო გავიღვიძებდი. ამიტომ ვცდილობდ, რაც შეიძლება ძლიერად დამეხუჭა თვალები და ჩემი ლამაზი სიზმარი გამეხანგრძლივებინა. ამიტომ ყველაფერი, რაც მიქელას უშუალოდ არ ეხებოდა, თვალთახედვიდან ნებაყოფლობით გამოვტოვე. არ ვიმჩნევდი მის სევდიან თვალებს, როცა ეგონა, რომ არ ვხედავდი. არ ვიმჩნევდი ანასა და მის გაუთავებელ ჩურჩულს და რაც მთავარია კეთროვანივით გავურბოდი სარდაფის მჭიდროდ დახურულ კარს და იმ ფაქტს, რომ ფარეხის მიუხედავად მიქელა მანქანას მაინც ეზოს გარეთ ტოვებდა. სანამ ერთ დღეს არ მოხდა ის, რამაც სამყარო ერთი ხელის მოსმით დამამხო თავზე და ჩემი ლამაზი მირაჟი ნისლივით გაფანტა. მიქელა რესტორანში იყო. დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდებოდა. მე გადავწყვიტე ლამაზი საღამო მომეწყო ისეთი, როგორიც ლამაზ მელოდრამებში მენახა. მაგიდა გავაწყვე, სანთლები ავანთე, სახლი ჩამოვაბნელე. სწორედ იმ წამს, როცა წითელ ღვინოს მუცელგაბერილ გრაფინში ვასხამდი ტელეფონმა დარეკა. მიქელა მეგონა, ყოველთვის რეკავდა ხოლმე, რა გამოგიყოლოო. ისე ვუპასუხე, არც დამიხედია ზარზე. _ ნაი, ანა შენთან ხომ არაა?_ შეშფოთებული ხმა ჰქონდა დათას. _ არა, ანა რამდენიმე დღეა არ მინახავს. რა ხდება დათა?_ ქოშინით სუნთქავდა. აშკარად რაღაც ხდებოდა. _ არ ვიცი, უფრო სწორად, ჩემი ბრალია, ანამ დაგვინახა და გაიქცა ვეძებ, მაგრამ არსად არაა! ვერაფერი გავიგე ლილი ... ჯანდაბას ლილი!_ არეულად საუბრობდა. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ვინ ან რა დაინახა ანამ ასეთი? სანამ კითხვას მოვასწრებდი დათამ ტელეფონი გამითიშა. ვურეკე და აღარ მიპასუხა. ახლა ანას გადავურეკე რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა. _ სად ხარ ანა, რა ხდება?_ ვკითხე ანერვიულებულმა._მოდი სახლში გთხოვ! შევეხვეწე, რადგან ისე ტიროდა სიტყვებს ვერ აბამდა ერანეთზე. მართლაც მოვიდა ცოტა ხანში. ტირილისგან დაოსებული და სრულებით წაშლილი. _ დათას არ დაურეკო ნაი!_ შემეხვეწა და სახე ხელებში ჩარგო. _ რა მოხდა, ამიხსნი ბოლო_ბოლო?_ ვეღარ გავუძელი სიჩუმეს. _ თაიას ლილიზე ყველაფერი მოვუყევი!_ ამოიკვნესა საწყლად. _ მერე? ადრე თუ გვიან უშენოდაც ხომ გაიგებდა! _ მივიდა და ლილი ყველას თვალწინ თმით ითრია. დათამ ძლივს დააწიწკნა ერთმანეთს. ატირებული ლილი დარბაზიდან გაიყვანა. მე დედაჩემთან დავრჩი. ზუკა კიდე რესტორნიდან გიჟივით გავარდა გინებით. მიქელა გაჰყვა. მერე თაია რომ ცოტა დავამშვიდე, დათას და ლილის სანახავად წავედი. და..._ გაჩუმდა და ტირილი აუტყდა. _ რა მოხდა ანა?_ მხრებში ხელი მოვკიდე და სახე ავაწევინე. _ მერე ერთმანეთს ჰკოცნიდნენ. არა კი ვიცოდი, რომ ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ... _ ანა, მომისმინე! დათა არაა მასეთი კაცი! რაღაც გაუგებრობააა, დაფიქრდი, დამშვიდდი!_მინდოდა გონზე მომეყვანა. მივხვდი, ლილიმ ანაზე შური ასე იძია. ლილისგან არაფერი მიკვირდა, მაგრამ დათაზე საშინლად გავბრაზდი. ასე როგორ გაასულელა იმ საძაგელმა გოგომ?! _ ეს არაა მთავარი!_ ჩურჩულით დასცდა ანას._ ლილიმ ყველაფერი მოუყვა დათას, ახლა რა ვქნა? ახლა რა ვქნა? მაინც წამომეწია მისი ცოდვა! ღირსი ვარ, მე სიკვდილის ღირსი ვარ! ანა გიჟივით საუბრობდა, თვალებს უცნაურად აცეცებდა. შემეშინდა რამე არ მოსვლოდა სტრესზე. წამით გამოვედი და მიქელასთან დავრეკე. _ ნაი, რას ამბობ, მანდ მოვიდა? მოვდივართ ახლავე! _ ტელეფონი გავთიშე და მისაღებში გავედი, მაგრამ ანა დივანზე აღარ იჯდა. _ანა! _ დავუძახე და ძებნა დავუწყე. სახლი მოვიარე, არსად იყო. მერეღა დავინახე სარდაფის ღია კარი. შიშით მივუახლოვდი. საშინელი წინათგრძნობა დამეუფლა. მთელი გონება და სხეული მკარნახობდა, რომ შიგნით არ უნდა შევსულიყავი, რომ იმ კიბისთვის ზურგი უნდა მექცია, მაგრამ ვერ შევძელი. ინტერესმა წინ მიბიძგა. ნელა ჩავიარე მკრთალად განათებული ოცამდე საფეხური და პატარა ოთახში მოვხვდი. განსაკუთრებული არაფერი, ხელსაწყოები და რაღაც ძველი ნივთები ეწყო თაროებზე. ის იყო შვებით ამოვისუნთქე, რომ უაზრო ბუტბუტი მომესმა. ხმას მივყევი და ფარეხში გამავალ თაღს მივადექი. ოთახში ბნელოდა. დაბალი ცხაურებიანი ფანჯრებიდან შემოსული სინათლე არ კმაროდა. ამიტომ იქვე ჩამრთველი გადავატრიალე და უცნაური სცენა გადაიშალა ჩემს წინ. მუქი წითელი, ლამის შინდისფერი მანქანა , ნაავარიები და განადგურებული იდგა შუა ოთახში. დამტვერილი იყო მანქანაც და ირგვლივ ყველაფერი. ანას დაჭაჭყილი, სანახევროდ მოგლეჯილი კარი გამოეღო და საჭეს მისჯდომოდა. თავი ზედ ჩამოედო და გაურკვევლად ბუტბუტებდა ყური მივუგდე, ვიღაცას ბოდიშს უხდიდა. პატიებას ევედრებოდა. ვიფიქრე, რომ ანა გაგიჟდა. გაოცებულმა მოვუარე მანქანას და გონსგადასულ გოგონას მხარზე ოდნავ შევეხე. ჩაწითლებული თვალებით ამომხედა. თითქოს მე კი არა, ჩემს მიღმა უყურებდა ვიღაცას. _ მაპატიე!_ მითხრა ხმაჩამწყდარმა. _ რა გაპატიო ანა?_ ვკითხე და მოსალოდნელი პასუხისგან მუხლები ამიკანკალდა. უცებ მიქელას არაადამიანური ღრიალი მომესმა სახლიდან. _ ანა! არ გაბედო! ანა! კიბეებს გავხედე გაოგნებულმა და სწორედ იმ წამს, როცა მიქელამ შეშლილი სახით შემოირბინა ოთახში, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ანას საბედისწერო სიტყვებიც ჩამესმა: _ მე ვარ მამაშენის მკვლელი! უცებ ვერ გავიაზრე. უცებ ვერ მოვიდა ჩემს ცნობიერებამდე მისი ნათქვამი. მიქელა მეცა და ხელები მომხვია. _ არ მოუსმინო ნაი! გაგიჟდა! არ მოუსმინო!_ და ორივე ხელი ყურებზე ამაფარა, მაგრამ უკვე ძალინ გვინი იყო. კადრებად ირეოდა ის საშინელი წვიმინი ღამე ჩემს თვლწინ და მოგონებებში გაცოცხლებული ხმები საშინლად ხმამაღლა ჩამესმოდა. _ მიიმალა.....მკვლელმა დაზარალებული გზაზე მიატოვა და გაუჩინარდა... თვითმხილველთა თქმით, შინდისფერი სპორტული მანქანა იყო.... შინდისფერი... მიქელას ხელები მოვიშორე და მანქანს წინიდან შემოვუარე. თითქოს შენელებულ კადრში ვხედავდი ყველაფერს. მანქანას ცხვირი ლამის აღარ ჰქონდა. ჩამტვრეული წინა შუშიდან კი ანას შეშლილი, მწუხარებით აღსავსე და არეული თვალები მომჩერებოდა. ყურებმა წუილი დამიწყო. ხმა თანდათან გაძლიერდა და ყველა სხვა ხმა გადაფარა ჩემს გონებაში. მერე კი უბრალოდ ვიღაც უჩინარმა ჩემს ტვინში არსებული ჩამრთველი გადასწია და მე წყვდიადში ჩავიძირე. ბოლო ცხად წამს გამიკვირდა, წყვდიადს რატომღაც მიქელას თვალების ფერი ჰქონდა. 11 საწოლზე გულაღმა ვიწექი და არაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ კედელზე მობორიალე ჩრდილებს ვუყურებდი უაზროდ და თვალმოუშორებლად. თითქოს ყველა გრძნობა მკვდარი იყო ჩემში და ვერაფერს ვგრძნობდი. ვერაფერს სიცარიელის გარდა. თითქოს სამყარო ჩემთვის ცოტა ხნით გაჩერდა. თითქოს ეს სიცარიელე ბლანტი და მათრობელა ოკეანე იყო. სინამდვილეში არც არსებობდა, მაგრამ თუ თავს ტირილის უფლებას მივცემდი, თუ იმ გრძნობებს, რომლებიც ჩემს გარშემო ბორიალობდნენ ემოციების გადარაზულ კარს გავუხსნიდი, იმ ბლანტი ოკიანის მორევი ჩამითრევდა და მისი არარსებული სიმძიმე ჩემს მყიფე სხეულს საბოლოოდ გასრისავდა. ვიწექი სიჩუმეში და თავადაც მიკვირდა, რატომ არ მტკიოდა თავი. რატომ არ მეგლიჯებოდა სული სხეულისგან. მიკვირდა, რატომ არ ფეთქავდა გული შეშლილივით. მიკვირდა, რატომ არ მსურდა ამ სახლის და შიგ მყოფი ლანდადქცეული ადამიანების განადგურება. მესმოდა მათი შორეული ჩურჩული. ვგრძნობდი, რომ მოდიოდნენ და კარიდან მიყურებდნენ. ახლოს მოსვლას ვერ ბედავდნენ. თითქოს რაღაცას მესაუბრებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემგან შორს ხდებოდა. თითქოს მე აღარ ვეკუთვნოდი მათ სამყაროს. _ მა, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?_ ვკითხე ერთხელ მამას. დაფიქრდა. იმაზე დიდხანს, ვიდრე სჩვეოდა ხოლმე. _ ალბათ ყველაფერს ვაპატიებდი მას, ვინც მიყვარს._ მიპასუხა მცირე ხნის შემდეგ შუბლშეჭმუხნულმა. _ ტყუილს? _ ტყუილსაც! _ ღალატსაც? _ მე საკუთარ თავს უფრო ვერ ვაპატიებ საყვარელი ადამიანისგან ღალატს! _ ეგ როგორ? _ ერთდროს საყვარელი ადამიანი თუ გიღალატებს, ამას აუცილებლად ექნება რაღაც მიზეზი ნაი. რადგან ასე ცამოწმენდილზე საყვარელ ადამიანებს არ ღალატობენ შვილო! _ მე ვერ ვაპატიებ ადამიანს ღალატს და ტყუილს! როგორ უნდა იცხოვრო მატყუარასთან და მოღალატესთან? არ მესმის მამა! _ პატიება და მასთან ცხოვრება სხვადასხვა რამეა შვილო! ყველა ტყუილი და ღალატი შინაგანად განგრევს და რაც არ უნდა შეეცადო ღალატის შემდეგ საკუთარ თავს წინანდელის ასლად ვეღარ ამოაშენებ. სადღაც აუცილებლად დაგრჩება ბზარი. და მერე პირველივე ბიძგისას ახლიდან ჩამოინგრევი, შეიძლება აპატიო და მაინც წახვიდე. პატიება დარჩენას არ ნიშნავს შვილო. მაგრამ თუ პატიებას ვერ შეძლებ, საკუთარ სულს დაიზიანებ! თავში ეს სიტყვები ჩამესმოდა. თავიდან და ისევ თავიდან. დარჩენა არ ნიშნავს პატიებას და პირიქით, პატიება არ ნიშნავს არ წასვლას! მიქელასთან დარჩენა?! გულმა გამჭვალა, როგორც ბასრმა დანამ. კაცთან, რომელიც ჩემი არსებობის მიზეზი გახდა. კაცთან, რომელიც ჩემი სამყარო გახდა?! ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მასთან დარჩენა კითხვისნიშნის ქვეშ დამიდგებოდა. ამ მისგან გაქცევა სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენდა ჩემთვის. საწოლზე წამოვჯექი. მესმოდა მიქელასი. თან იმდენად კარგად, რომ ალბათ არც სხვაგვარ საქციელს ვაპატიებდი, რომ არა ...... მამაჩემი!!! ამის გაფიქრებისას გულმა თითქოს დაჟანგულანჯამებიანი კარივით დაიჭრიალა. მეტკინა. ხელი მივიდე. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემი ხელის თითები სხეულს გაივლიდა, ნეკნებს შორის გაძვრებოდა და ჩემს დაკუჭულ მტკივან გულს ამომგლიჯავდა მკერდიდან. ისე მინდოდა იმ წამს გულის სხეულისგან ამოცლა, როგორც მტკივანი კბილის. _უნდა წავიდე!_ ავდექი. უხმოდ ჩავიცვი. ჩანთა ავიღე და კიბეზე დავეშვი. მისაღებში გაფითრებული ანა იჯდა. მიქელა არ ჩანდა. ისედაც ფურცელივით თეთრი გოგო ახლა სულ მთლად გამჭვირვალე გამხდარიყო. _ ნაი!_ ჩემი დანახვისას ამოიკვნესა და წამოდგა. შევჩერდი. დავაკვირდი. მინდოდა მის მიმართ რამე მეგრძნო. სიბრაზე მაინც, ან ზიზღი, ან სიძულვილი. რამე ადამიანური გრძნობა შემრჩენოდა, მაგრამ არა! თუმცა მაინც კარგად მესმოდა მათი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მესმოდა. ანა ციხეს ვერ გადაიტანდა. ანა და მისი სასიცოცხლოდ სახიფათო ავადმყოფობა. ვუყურებდი და არ ვბრაზობდი მასზე. ჩემს წინ ჩემი ანას ნაცვლად უბრალოდ სიცარიელე იდგა, არა საყვარელი და ნაზი, სიფრიფანა ანა, არამედ სიცარიელე. ცარიელი ადგილი. _მაპატიე ნაი! თუ შეგიძლია... გვერდი ავუარე უხმოდ, მე მისგან ბოდიშის და პატიების თხოვნის მოსმენა არ მსურდა. მან ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა. და თუნდაც საკუთარ თავთან მეღიარებინა, რომ არ მსურდა მისი ციხეში სიკვდილი. ეს იმ რეალობას ვერ ცვლიდა, რომ ანა მამაჩემის მკვლელი იყო. _ ნაი... არ წახვიდე.. მე წავალ და არასდროს დავბრუნდები აქ. ახლოს არ მოგეკარებით, მაგრამ არ მიატოვო! მიქაელს არაფერი დაუშავებია! ხომ ხვდები არა?! _ ჩემს შეჩერებას ცდილობდა. ვერ ბედავდა და ვერ მეხებოდა, მაგრამ უკან მომყვებოდა და დარჩენას მემუდარებოდა. სარდაფის კარს გავუსწორდი. ღია იყო. ფუნქცია დაკარგული საფლავის კარივით ღია. იქ იმ სარდაფში ჩემი გარდაცვლილი სიყვარულის დაუმახავი გვამი იხრწნებოდა. ნერწყვი ძლივს გადავიტანე გამხმარ ყელში და კარისკენ წავლასლასდი. გარეთ გავედი. თოვდა. ისედაც გაყინულ ხელებზე სიცივემ ჩამკიდა გათოშილი თითები და კვალწაშლილი ცარიელი ქუჩისკენ გამიყოლა. უმისამართოდ დავუყები მოყინულ ქვაფენილს. სად, არ ვიცოდი, ოღონდაც შორს! რაც შეიძლება შორს! ის იყო მოსახვევს გავუსწორდი. მისი ხმა გავიგონე. ინსტიქტურად შევბრუნდი მისკენ. _ ნაი!_ ყვიროდა და მორბოდა. ვერ გავუძელი მის ხმას. ვერც მის შეშლილ თვალებს გავუძლებდი ალბათ. ზურგი ვაქციე. წამში დამეწია. მხრებში ხელი ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა. _ რას აკეთებ? სად მიდიხარ?_ ამღვრეულ ჩაწითლებულ თვალებში ჩვეული სიმშვიდის ნატამალიც კი აღარ ჰქონდა. რატომღაც ჯერ ისევ საკუთარივით მტკიოდა მისი ტკივილი. ხმა არ მქონდა. სიტყვები არ მახსოვდა. საუბარი არ შემეძლო. _ გარბიხარ არა? ასე უსიტყვოდ მიდიხარ? არც კი მომისმენ? _ ორივე ხელი მომხვია. ისევ დაიჭრიალა ჩემმა გულმა. და მე ისევ მომინდა მისი ამოგლეჯვა. _ არა! ვერა!_ მაჯაში ისე ჩამაფრინდა, რომ ტკივილისგან დავიკვნესე. სახლისკენ შებრუნდა და თან გამიყოლა. რობოტივით მივსდევდი უკან. სახლში შემიყვანა და კარები ისე გადაკეტა, თითქოს ეს რამეს შეცვლიდა. ანა აღარ იყო. იყო მხოლოდ მიქაელი და სიცარიელე. მეც კი აღარ ვიყავი. _ მისმინე,_ თავზე ხელებშემოჭდობილმა გაიარ გამოიარა._ მისმინე! ვიცი, რომ დაგიმალე! რომ მოგატყუე! რომ ანას ხელი დავაფარე და მეც დამნაშავე ვარ! შენს თვალში ალბათ მეც მკვლელად ვჩანვარ, მაგრამ მე ამ საქციელს ახლაც არ ვნანობ გესმის?! ანა ციხეში მოკვდებოდა! ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო გესმის? წვიმდა იმ ღამეს, გზა არ ჩანდა და ... თუმცა... მესმის, ვხვდები, რომ გაქცევა გინდა, მაგრამ ვერ გაგიშვებ! მოვიდა და თვალებში ჩამაჩერდა. ვუყურებდი და ვეღარ ვხედავდი. აქ ვიქნებოდი თუ სადმე სხვაგან, განა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?! _ ხმა ამოიღე! იტირე, იყვირე, გამლანძღე! _ მხრებში ხელი ჩამავლო და მაგრად შემაჯანჯღარა. _ რამე გააკეთე! ასე ნუ მიყურებ! ასე ცარიელი თვალებით ნუ მიყურებ ნაი! გინდა შემიძულო, შემიძულე! მაგრამ ერთი სიტყვა მითხარი! ვგრძნობდი უკანასკნელი ძალებიც ტოვებდნენ ჩემს დაღლილ სხეულს.თავი მიბრუოდა, ყურებიც დამიგუბდა. ნელ_ნელა ტრიალი დაიწყო ოთახმა. მიქელამ ხელი მომხვია და შემდეგ ისევ წყვდიადმა ჩამყლაპა. ამ ჯერად ჩაძირვა მესიამოვნა. წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ვინატრე კიდეც, რომ ეს დასასრული ყოფილიყო. ვიგრძენი ერთი მდუღარე ცრემლი როგორ დაგორდა ჩემს ლოყაზე. _ნაი, ნაი!_ სადღაც შორიდან ჩამესმა ისევ მიქელას ღრიალი. _ ეს რა ადგილია მა?_ ვრცელ ამწვანებულ მინდორს გავხედე. ნიავი ქროდა და მაღალ ბალახებს ტალღებივით დრიკავდა წელში. _ ეგ მე უნდა გკითხო შვილო!_ გაეცინა მამაჩემს._ ეს ხომ შენი სიზმარია! _ მეე? რატომ?_ ისევ მინდორს გავხედე და სიმშვიდე ვიგრძენი. სიმშვიდე და თავისუფლება. ეს ორი ძველი მეგობარი. _ბალახი სიმშვიდეა! ნიავი თავისუფლება?_ გავუღიმე ჩემი მიხვედრით გახარებულმა მამაჩემს. _ კარგად დააკვირდი ნაი!_ მიპასუხა მან და ისევ მინდვირკენ მიმითითა თავით. ისევ მინდორს გადავხედე. მინდვრის ბოლოში სიყვარული იდგა. სიყვარულს კი რატომღაც მიქაელის სახე მიეღო. იდგა და მოთმინებით მიცდიდა . _ მამა რას ნიშნავს ეს?_ ახსნა ვთხოვე მამაჩემს, მაგრამ უკვე წასული იყო. ის წასული იყო, აი მიქელა კი იქ იდგა, ჩემგან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით და ჩემს მისკენ გადადგმულ თუნდაც სულ უმცირესს ნაბიჯს მოთმინებით ელოდა. _გაიღვიძე?_ ოთახის კარი ფრთხილად შემოაღო მიქელამ. _ როგორ ხარ ნაი?_ კიდევ უფრო ფრთხილად შემოაბიჯა. ყველანაირად ცდილობდა ჩემში აგრესია არ გამოეწვია. _ როცა მზად იქნები ვილაპარაკოთ! ახლა კი ჩამოდი ჭამე და წამალი დალიე. საბანი გადავიხადე და ავდექი. ტანსაცმლიანად ვიწექი. ისე თითქოს წამი წამზე მზად ვიყავი წასასვლელად. თუმცა იმ ღამეს მიქელას დივანზე ეძინა და მდარაჯობდა. ან ეძინა კი? ვიცოდი არ გამიშვებდა, სანამ ყველაფერს არ მეტყოდა. გვერდი უსიტყვოდ ავუარე და კიბეზე დავეშვი. სწარფად გამომყვა უკან. _ მოდი!_ სამზარეულოს მაგიდასთან ჩემს აკვიატებულ ადგილზე სკამი გამომიწია. რაღაც გულისრევის მაგვარი ვიგრძენი მის ამ მზრუნველ ჟესტზე და პირველივე სკამზე ჩამოვჯექი უცხო სტუმარივით უხერხულად. ამოიოხრა. თეფში მომიწია და წინ დამიჯდა. _ჭამე!_ მეორე დღე იყო პირში ლუკმა არ მქონდა ჩანადები და თავი საშინლად მტკიოდა. _ ჭამე!_ გამიმეორა ჯიუტად და ჩანგალი დაარჭო საჭმელს. არც კი დამიხედია თეფშისთვის. ჩანგალი დადო და თავით ხელებს დაეყრდნო. _ მითხარი, რა ვქნა და გავაკეთებ! სასჯელს საკუთარ თავზე ავიღებ თუ მეტყვი! ვიტყვი, რომ მე ვიჯექი მაშინ საჭესთან! ასეც ვაპირებდი იცი? _ თვალებში შევხედე. მიქელას ტყუილი საუბარი არ სჩვეოდა. _ მაგრამ ანა დამემუქრა, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერს აღიარებდა! მე მას არ მივეცი უფლება. მან კი მე!_ ხელი მაგიდაზე დადებული ჩემი ხელისკენ გამოაპარა. სწრაფად გავწიე, მაგიდის ქვეშ დავმალე. _უნდა წავიდე!_ არ მინდოდა, რომ მიქელა შემზიზღებოდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ლაპარაკაობდა მით უფრო მძულდა მისი ყოველი სიტყვა. _ თუ იმიტომ არ მიშვებ, რომ გგონია ანას ციხეში გავუშვებ, მშვიდად იყავი! ასე რომ ჩემი აქ დარჩენის აზრს ვერ ვხედავ!_ უცებ საშინელმა სურვილმა მომიარა მიქელასთვის ტკივილი მიმეყებებინა. მინდოდა დამენახა, რომ ჩემი წასვლით ძალიან მნიშვნელოვანს ვართმევდი. რომ გული მარტო მე არ მტკიოდა. დაე მეგრძნო, რომ ეს იყო მისთვის საკმარისი სასჯელი. _ გგონია მაგიტომ არ გიშვებ?_ მისი ტკივილი სასიამოვნო იმედგაცრუება იყო ჩემთვის. _ ანუ ამისთვის იყო ეს ყველაფერი?_ ირონიულად ჩამეცინა. _ რას გულისხმობ? _ ჩემი სიცოცხლე მამაჩემის სიცოცხლის სამაგიეროდ არა? ახლა ვალში აღარ ხართ ჩემთან?_ მახსოვს გავიფიქრე, რომ ჯობდა ხმა საერთოდ არ ამომეღო. რადგან პირიდან მხოლოდ შხამი ამომდიოდა. მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემეძლო. ისე ვიცლებოდი ტკივილისგან, ბრაზისგან და სიძულვილისგან, როგორც წყლით სავსე გაბზარული დოქი. _ რა კარგია არა, რომ ჩემი სიცოცხლის გამოსყიდვა შესძელი! თუ თქვენი ცოდვების? რა გამოისყიდე მიქაელ შენი ბინძური ფულით?_ სახე წაეშალა. _ ამას როგორ ამბობ ნაი?_ ფეხზე ადგა. _ ნუ იქცევი ასე? _თუ არჩევანი მექნებოდა, ჯობდა, რომ არასდროს შემხვედროდი! _ სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. ალბათ სწორედ ასე გამოიყურება უიმედობა. შეხება სცადა, თავი ავარიდე. _ კარგი, ყველაფერი მესმის, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩემი შეხება როგორ გაბედე? როგორ მიეცი საკუთარ თავს ამის უფლება? _ გაიყინა. _ ნაი! გთხოვ!_ ყველა ჩემი სიტყვა მიზანში ხვდებოდა. ისევ კარისკენ წავედი, მაგრამ წინ გადამიდგა. თავი უარის ნიშნად გააქნია. _ ვერ შემაჩერებ! რაც უფრო მეტ დროს ვატარებ შენთან, მით უფრო მეტად მძულხარ! _ არ მჯერა! _ რა ბანალურია ეს ყველაფერი, ხვდები არა?! _ ნუ წახვალ! ერთი შანსი მომეცი! _ ვუყურებდი და არ მინდოდა დაჯერება, რომ სამყარო ასე გამეხუმრა. ნებისმიერ რამეს ვაპატიებდი ალბათ, ნებისმიერ ტყუილს, იქნებ ღალატზეც დამეხუჭა თვალი, მაგრამ მამის სიკვდილი როგორ მეპატიებინა მათთვის?! ნებით თუ უნებლიეთ, რა აზრი ქონდა, მამაჩემის სისხლი მათ ხელებზე ეცხო. და კიდევ მილიონჯერ რომ გადაერჩინა ჩემი სიცოცხლე, ეს ვერ შეცვლიდა იმ ფაქტს, რომ ... ღმერთო ჩემო, თქმაც კი მიჭირდა. მათ მამაჩემი მიატოვეს... _ არ შემიძლია!_ ხმა გამებზარა. ამ ხნის ნაკავები ცრემლები ერთიანად მომაწყდნენ. _ რატომ ნაი?_ ჩემი სახე ხელებში მოიქცია._ რატომ არ შეგიძლია? თვალებში შევხედე. მხოლოდ ტკივილი და სიყვარული ჩანდა მათში. და კიდევ სინანული, ვიცოდი, ვხვდებოდი, რომ შესძლებოდა სულსაც კი გაცვლიდა და წარსულს გამოასწორებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო. _ თქვენ მამა იქ მიატოვეთ! იქ მიატოვეთ და გაიქეცით!_ მისი ხელები ზიზღით მოვიშორე. _ მასე არ იყო, მე როცა იქ მივედი, მისი დახმარება ვცადე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო! ანა კი .... შემდეგ ანას გადარჩენა მინდოდა მხოლოდ! ხომ ხვდები, რომ ... რომ არა მისი ავადმყოფობა ჩემი ხელით ჩავაბარებდი, მაგრამ ვერ დავუშვი მისი სიკვდილი, მაპატიე ნაი! _ მანქანა რატომ შეინახე მიქაელ? რატომ არ გააქრე მისი კვალი? ჯობდა, რომ არასდროს გამეგო ეს ამბავი! ამ სახლში რატომ მომიყვანე? ხომ ხვდებოდი ადრე თუ გვიან ყველაფეს გავიგებდი არა? ანა რატომ გამაცანი? რა გეგონა, ისე შემიყვარდებოდა, რომ მამის მკვლელობას ვაპატიებდი?! ან შენ ...შენ შეგიყვარებდი ამდენად? ამის იმედი გქონდა? თუ იმის, რომ მადლიერების გამო... _ ტირილი ამივარდა. ასე როგორ მომექცა? ასე როგორ გადამიარა?! _ იმიტომ, რომ არასდროს დამვიწყებინა ჩემი სასჯელი! ამიტომ არ გავანადგურე მანქანა! გადავწყვიტე, რომ ეს სახლი ჩვენი სასჯელი ყიფილიყო. ანამ ვერ გაუძლო, მშობლებთან დაბრუნდა, მაგრამ წასვლით ხომ ხედავ დანაშაულის გრძნობა ვერ მოიშორა! რაც გინდა ის თქვი, მაგრამ იმას ნუ იტყვი, რომ შენი დახმარება ვალის გამოსყიდვის გამო გადავწყვიტე. ამას ნუ მეტყვი ნაი! გთხოვ! _ არადა ასეა! აბა ყველა გამვლელს ასე უანგაროდ ეხმარები?_ ირონიულად გამეცინა. ისევ კარისკენ გადავდგი ნაბიჯი. _ არა!_ მითხრა მან და ისევ წინ გადამიდგა. _ შენ ჩემი ცოლი ხარ! ასე ვერ წახვალ! _ მგონი დაგავიწყდა, რომ ჩვენი ქორწინება შენსავით ყალბია! _ ყალბი?_ ხმა გაუმკაცრდა_ ყალბი მანამდე იყო სანამ ჩემი გახდებოდი! _ შენი? შენი? ამას მართლა ამბობ?! _ ეს უკვე მეტისმეტი იყო. უკონტროლო სიბრაზე წვეთ _წვეთად იღვრებოდა ჩემს გონებაში. შემდეგ კი მთელ სხეულში იდგამდა ფესვებს. ვგრძნობდი, ცოტაც და ჩვენს შორის ნამდვილი ომი დაიწყებოდა და ამ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლებოდა. _ შენს ოთახში ადი ნაი! შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება!_ეტყობოდა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო. ალბათ იმდენად ეშინოდა, რომ მის ძვირფას ანას პოლიციას ჩავაბარებდი, რომ საკუთარ, პირად ტყვედ მაქცია. _ ნუ პირფერობ მიქაელ! შენ ჩემზე არ დარდობ ახლა და არ გვინდა ეს უაზრო სპექტაკლი! არ ვაპირებ თქვენთვის სამაგიეროს გადახდას. საერთოდ აღარ მაინტერესებთ! დაე დაიხრჩვეთ საკუთარ ცოდვაში! მე კი თავისუფალი ადამიანი ვარ და აქ ძალით ვერ გამაჩერებ! განქორწინება მინდა! პატარა ყალბი ფურცელიც კი არ მსურს, რომ თქვენთან მაკავშირებდეს!_ ხელი ვკარი, მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი. _ შენს ოთახში ადი ნაი!_ ასეთი მიქელა არასდროს მენახა. ყინულის თვალებით მიყურებდა და აშკარად არ აპირებდა ჩემს გაშვებას. _ მე აქ არაფერი არ მაქვს ჩემი! უფრო უკეთესი იქნება, თუ ყველაფერს საკუთარ სახელს დავარქმევთ, იცი? მითხარი, მამაშენის მკვლელის ოთახში ადი ნაი და უსიტყვოდ ავალ, გეფიცები! _ ნუ მაგიჟებ! ჭკუიდან ნუ მშლი!_ ხელები მკლავებში ჩამავლო და შემანჯღრია. მერე კი გულში ჩამიხუტა. _ გაგივლის ეგ სიბრაზე! ადრე თუ გვიან გაგივლის და ისევ ჩემი ნაი იქნები! ამიტომ შენი წასვლა არ შეიძლება! აქ დარჩები ნაი!_ უცებ მხარზე მომიკიდა და კიბისკენ დაიძრა. ოთახში შემიყვანა ჩემი ყვირილის და კივილის მიუხედავად. საწოლზე დამსვა. ჩანთიდან ტელეფონი ამომაცალა. გასვლისას ერთი შემომხედა სევდიანმა და ოთახის კარები გარედან გადამიკეტა. განა რას შეცვლიდა ჩემთვის ოთახის კარის გადაკეტვა, მაშინ როცა მე მისთვის ჩემი გულის კარები გადავრაზე და უზარმაზარი ბოქლომიც დავადე ზედ. _ ყველაფერი დასრულდა მიქაელ! ამაოა შენ ყველა მცდლობა!_ მივაძახე სანამ კარს გაიხურავდა 12 კარზე კაკუნი გაისმა. ვიცოდი ვერ გაძლებდა და მოვიდოდა, მაგრამ ასე მალე არ ველოდებოდი. _ ნაი შეიძლება შემოვიდე?_ იკითხა და პასუხი რომ ვერ მიიღო კარი შემოხსნა. ოთახი მოათვალიერა და საწოლზე მჯდარი რომ დამინახა, გაეღიმა. _ მეგონა კარს უკან იდექი დიდი, მძიმე ვაზით ხელში!_ ხუმრობდა კიდეც. ტუჩები ზიზღით დამებრიცა. _ არ გინდა გთხოვ!_ მაშინვე მიხვდა, რასაც ვფიქრობდი._ მასე ზიზღით ნუ მიყურებ! მინდა ყველაფერი მოგიყვე, თუ მომისმენ, იქნებ ჩემი გაგებაც შეძლო მერე! _ რაც საჭირო იყო უკვე გავიგე, მიქაელ!_ ვიცოდი სწყინდა მიქელას რომ აღარ ვეძახდი. თითქოს ასე ხაზს ვუსვამდი იმ კედლის სიმაღლეს, ერთ ღამეში რომ ამოვაშენე ჩვენს შორის. _ ნაი, უნდა დამშვიდდე!_ მოვიდა და გვერდით დამიჯდა. მიუხდავად ბრაზისა და ტკივილისა, გულით ვნატრობდი, რომ შემხებოდა. და თუმცა ვიცოდი, ისევ ხელს ვკრავდი, მაინც მინდოდა თუნდაც წამით ისევ ჩემს ნაწილად მეგრძნო. ვერაფრით ვეგუებოდი აზრს, რომ ახლა ეს კაცი ჩემი ცხოვრებიდან უნდა წამეშალა. რომ მისი დავიწყების აუცილებლობა ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. განა შესაძლებელია ადამიანი ერთდროულად გიყვარდეს და გძულდეს კიდეც? მე მაშინ დავრწმუნდი, რომ სრულებით შესაძლებელი ყოფილა. _ იმ ღამეს წვიმდა. ზუკამ და თაიამ მორიგი კონცერტი გამართეს, თაიამ საყვარლის მიმოწერა უპოვნა და თავზე დაალეწა მთელი სახლი. არადა ორ დღეში ანას ოპერაცია იყო ჩანიშნული. იმ დღემდე რამდენიმე თვით ადრე ანას მანქანის მართვა ვასწავლე, უბრალოდ მსურდა მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ცოტა გამერთო. არასდროს მიფიქრია, თუ ეს ახიერება ასე შემომიბრუნდებოდა. განქორწინებით დაემუქრა თაია ზუკას. ზუკამაც უყვირა, რა ხანია მაგაზე ვოცნებობო! და სახლის კარი გაიჯახუნა გაცოფებულმა. თაიას ისტერიკები დაეწყო. ანა არავის არ ახსოვდა და არ ადარდებდა. მან კი გასაღები აიღო და სახლიდან გაიქცა. ეგოისტი მშობლების საგიჟეთს გაერიდა. შენ ალბათ გაგიჭირდება მისი ტკივილის გაგება, მაგრამ აი მე მისი ძალიან კარგად მესმოდა. ხოდა წვიმდა, ძალიან წვიმდა. ანამ როგორც მომიყვა, კახეთის გზადკეცილისკენ აიღო გეზი. გზაზე საიდანღაც ქუჩის მაწანწალა ძაღლმა გადაურბინა. იმას აარიდა, მერე დაპანიკდა, გამოუცდელი იყო და დაიბნა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ბედის ირონიით ძაღლს აარიდა და კაცი კი შემოაკვდა. არ ვიცი, რატომ გავიდა მაინცდამაინც იმ მიყრუებულ გზაზე იმ ღამეს, ალბათ ის გზა არჩია, სადაც მისი აზრით მოძრაობა არ იქნებოდა, მაგრამ ..._ თვალები დავხუჭე. გამახსენდა იმ საღამოს კახეთიდან გვიან გამოვიდა მამაჩემი, სწორედ იგივე მიზეზით, რომ გზადკეცილზე ნაკლები მოძრაობა იქნება და მშვიდად ვივლიო. ბედის ავი თამაში იყო ეს ყველაფერი. თითქოს განგებას გადაეწყვიტა, რომ იმ ცარიელ ტრასაზე ერთმანეთს საბედისწეროდ უნდა გადაჰკვეთოდნენ ანა და მამა. და სწორედ ასეც მოხდა. _ არ ვიცი, როგორ მოახერხა ჩემთან დარეკვა! ალბათ მანამ დარეკა, სანამ საბოლოოდ დაკარგავდა საღად აზროვნების უნარს. მაშინვე გავემართე მისკენ. გზიდან თაის და ზუკას ვურეკავდი. თაიამ არ მიპასუხა, როგორც სჩვევია დამაიგნორა. თავისი სადარდებელი ჰქონდა და სულ არ ადარდებდა დანარჩენი სამყარო. ზუკა კი გახეთქილი მთვრალი ეგდო მაშინდელ საყვარელთან. იმ ქალმა მიპასუხა, სძინავს, ნასვამიაო. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, წამები წყვეტდა ყველაფერს. ზუკა, როგორც ანას მამა, ვალდებული იყო ქალიშვილის გვერდით მდგარიყო. მისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება, აი ეს იყო ყველაზე სწორი საქციელი მისგან. როცა მივედი, ანა უკვე საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა იჯდა დამსხვრეულ მანქანაში და დამცავი ბალიშის შეჯახებისგან თავი გახეთქილი ჰქონდა. მისი შრამი ხომ შეგინიშნავს მარჯვენა წარბთან? არ მახსოვს, როგორ მივაღწიე ანამდე, ძლივს გავბედე და პულსი გავუსინჯე. ცოცხალი იყო და ამოვისუნთქე. მანქანიდან გადმოვიყვანე და შემდეგ მეორე მანქანისკენ წავედი. გაჩუმდა და გახევებულს გამომხედა. ვხედავდი გული სტკიოდა და ახლაც ძალიან სწუხდა მომხდარს, მაგრამ სათქმელი უნდა თქმულიყო. ისედაც დააგვიანდა და ყველაფერი გართულდა. მაგრამ მანამდე როგორ მომიყვებოდა? პირველად რესტორნის წინ დამინახა თურმე მიქელამ, დამინახა და დააინტერესა ვინ ვიყავი, _მიმიზიდე, გამაღიმე!_ მითხრა მან. გამახსენდა ჩემი ლექსი. გამახსენდა ის ირონიული რევერანსი და გამეღიმა. _მერე კი როცა შენი სივი ვნახე, თითქოს ძარღვები ჩამწყდა სხეულში. ბედი იყო, უთუოდ ბედი, შენი მოსვლა. თითქოს გადამალულმა ცოდვამ მეძება, მეძება და აი მომაგნო კიდეც. წამომეწია და პირისპირ შემეჩეხა. მერე ზუკას უაზრო ფლირტი შენთან და აქ კი დავკარგე წონასწორობა. აქ კი მიმტყუნა სიმშვიდემ. ჩარევა ვცადა და ... კი ვნახეთ სადამდეც მიმიყვანა შენთან სიახლოვემ. ახლა კი მიყვარხარ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არავინ და რაში ვარ მაინც დამნაშავე? რატომ მქენჯნის სინდისი?_ მეკითხებოდა და უსაზღვროდ მსურდა მისთვის დამეჯერებინა. ის ხომ კაცი იყო არა? ეგოისტი და თავისებურად მესაკუთრე. რატომ უნდა დასჯილიყო სხვისი ცოდვების გამო მაშინ, როცა თავად მართლაც არაფერი შეშლია, ტყუილის გარდა?! _ მე რომ მივედი, ის გარდაცვლილი იყო, საჭის ნაწილი გულში ჰქონდა! მე მას ვერაფერს ვუშველიდი! იქ ყოფნით კი ანას სიცოცხლეს ვაგდებდი საფრთხეში! ერთადერთი ვინც უნდა დასჯილიყო ზუკა იყო, მაგრამ ის მოხდა, რაც უკვე შენც იცი. ანაც და მისი მანქანაც დავმალე. ხელი დავაფარე. მისი გადარჩენა მსურდა, მაგრამ საკუთარი სინდისისგან კი ვეღარ დავიხსენი! ისევ რომ დამაბრუნა, იმ დროში ისევ იგივეს ვიზამდი! ვნანობ თუ არა? კი ვნანობ! მაგრამ მაინც ამას გავაკეთებდი, ანას ვერ მივცემდი სიკვდილის უფლებას ნაი, ვერა! _ გაჩუმდი! გაჩუმდი გესმის? ახლა რა გინდა ჩემგან? ტაში დაგიკრა? უი, როგორი გმირი ბიძა ხარმეთქი შეგაქო? იცი რა მომივიდა, როცა მამა გულგაპობილი მომისვენეს სახლში? იცი იას რა მოუვიდა? იცი რას დაემსგავსა ჩვენი ბედნიერი ცხოვრება?_კი არ ვყვიროდი, ვხაოდი. _ რას ელი ჩემგან? გინდა, რომ ისევ მიყვარდე? მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მძულხარ! უნდა წავიდე აქიდან! კანი მეწვის შენს სიახლოვეს!_ მისი ტკივილი მიხაროდა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად ვასობდი გულში შხამიანი სიტყვების ეკლებს. _შენ მე დამპირდი! ხომ დამპირდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, არ წახვიდოდი!_ საკუთარ პირობას მახსნებდა. პირობას რომელიც მაშინ დამტყუა, როცა სიმართლის ნამცეციც არ ვიცოდი. _ რატომ არ მითხარი მიქაელ? ნუთუ იმდენად ვერ გამიცანი, რომ ჩემი გადაწყვეტილების არ შეგშინებოდა? ნუთუ ამდენად უგულო ქალად მხედავ? _ არ ვიცი მისგან რისი მოსმენა მსურდა. არ ვიცი, რა უნდა ეთქვა, რომ მე ამის გაძლება და მიღება შემძლებოდა. _ რომ მეთქვა, იმკურნალებდი? სიმართლე მითხარი!_ თვალებში მიყურებდა და მისი ყოველი მზერა ტკივილით იყო სავსე. პასუხე ვერ გავეცი. ტირილი დავიწყე. _ რომ მეთქვა, შენ მოკვდებოდი! არ ვიცი, ყოველთვის ვიღაცის სიცოცხლე ან სიკვდილი რატომ დევს ჩემს ხელებში?! რატომ არის დამოკიდებული ეს ყველაფერი ჩემს გადაწყვეტილებაზე? არ ფიქრობ, რომ ისედაც ძალიან დავისაჯე? არ ფიქრობ, რომ ჩემი სასჯელი უკვე მივიღე?_ გული მომეწურა, წამით შემებრალა კიდეც, სულ წამით მისი ტკივილით მეტკინა, თავი კალთაში ჩამიდო. და მუხლებზე მაკოცა. _ დავიღალე ნაი! ძალიან დავიღალე! ჩემთან დარჩი და რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ! თავად იყავი ჩემი სასჯელი, მაგრამ აქ იყავი! ნუ წახვალ! სიყვარული აირჩიე ნაი!_ ჩურჩულებდა და მის ხმაში თხოვნაზე მეტი წუხილი და სევდა ისმოდა. მთელი მისი არსება სევდას გაეჟღინთა, რადგან იცოდა, რომ მე უნდა წავსულიყავი. მოზრდილ, გიშერივით თმაში თითები ავხლართე. როგორ მიყვარდა ამ თმის სურნელი. წინასწარ ვიცოდი, რომ მისი მონატრება შემშლიდა. რომ სწორედ ამ წამებს გავიხსენებდი ყველაზე ბნელ წყვდიადში, და ყოველი გახსენება, სინანულის დანით დამისერავდა გულს. ეს სინანული კი ფერებისგან დაცლიდა ჩემს სამყაროს. მიქელა მკოცნიდა გახელებული, მუხლებზე, მუცელზე, მკერდზე, ყელზე. მსურდა ყველა ეს კოცნა ღრმად შემენახა მეხსიერებაში. რადგან ეს მოგონებები იქნებოდა ჩემი ღუზა იმ სამყაროსთან , რომელსაც სულ ცოტა ხანში მივატოვებდი. ბოლოს ხელები მომხვია მუცელზე დამადო თავი და გაყუჩდა. ვიფიქრე, რომ დაღლის და ემოციურად გადაქანცულს ჩაეძინა. _ როდესაც მიხვდები, რომ დაბრუნება შეგიძლია, დაბრუნდი ნაი! ისევ დაბრუნდი!_ მითხრა ჩურჩულით. ადგა და უკან მოუხედავად გავიდა ოთახიდან და მივხვდი რატომაც არ მოიხედა უკან. საკუთარ სველ მაისურს დავხედე თავად გამშრალმა. იმ დღეს სახლში დავბრუნდი იას კითხვებს ვერაფრით ვუპასუხე. მხოლოდ ის ვთხოვე, რომ დრო მოეცა. ოთახში შევედი და საწოლზე მოვიკუნტე. _ მამა დამეხმარე, მჭირდები მა!_ ვეჩურჩულებოდი მამის აჩრდილს, მაგრამ ის ჩემს დაძახილზე არ მოსულა. მივხვდი, სულ მარტო დავრჩი. საკუთარი ამაყი, უგულო და ცარიელი თავის ამარა. როდისღაც გათენდა, მაგრამ არაფერი არ შცვლილა. ასე უცვლელად გათენდა კიდევ რამდენჯერმე. ვგრძნობდი იაკოს სიახლოვეს. მის მზრუნველობას. მის ინტერესს, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი და ვერაფერი ვერ მოვუყევი. მერე ისევ იაკოს ხათრით ავდექი. დრო იყო ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი. დრო იყო საკუთარი თავი მეპოვნა და ცხოვრება გამეგძელებინა. ოთახიდან რომ გამოვედი, ია ისე შემომეგება თითქოს მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე ვიყავი. მაგრამ როცა მიხვდა, გარეთ მივდიოდი ისევ შეშფოთდა. _ ნაი? სად მიდიხარ ნაი? არაფერს გეკითხები, მაგრამ ნუ გამაგიჟებ დედი? _ შემრცხვა დედაჩემის. მე უკანასკნელი ეგოისტივით დავტიროდი საკუთარ ბედნიერებას და სულ დამავიწყდა, რომ ჩემს ღიმილზე იაკოს ღიმილიც იყო დამოკიდებული. _ ცხოვრებას ვაგრძელებ დედა, ნუ ნერვიულობ ჩემზე!_ დავამშვიდე დედაჩემი. _ მიქელა დედი? იჩხუბეთ შვილო?_ ტუჩებზე სპაზმივით დამიარა ტკივილმა. თვალები დავხუჭე და ჰაერი ჩავისუნთქე. _ ცუდად ხარ შვილო?_ მომვარდა ია._ რა გაწყენინა ასეთი ჩემი ლამაზო? სულ არ ვახსენებ თუ გინდა! _ მენატრება დედი! უბრალოდ მენატრება და მტკივა, მაგრამ მამაც მენატრებოდა და მტკიოდა და ცხოვრებააინც გაგრძელდა არა? ახლაც გაგრძელდება! მენდე დედი!_ სახლიდან გამოვედი და უნივერსიტეტის გზას დავადექი. აკადემიური უნდა გამეუქმებინა და ლექციები აღმედგინა. შემდეგ კი ახალი სამსახური მომეძებნა. ზუსტად თვე და ცამეტი დღე იყო მიქელა მშიოდა. სხვა სიტყვა ვერ აღწერს, რამდენად მენატრებოდა და როგორ მიჭირდა სიმშვიდის ნიღბის ტარება. ვცდილობდი, მაგრამ დეპრესიის წებოვან საცეცებს თავს ვერ ვაღწევდი. პირველად მაშინ მივხვდი, რაღაც რომ ვერ იყო რიგზე, სარკისწინ მჯდომმა ერთი ხელის მოსმით რომ მოვიჭერი ჩემი საყვარელი თმა. მოვიჭერი რადგან გაუსაძლისად მომინდა იმ წამების აღქმა, როდესაც ის თმაზე მეფერებოდა ხოლმე ძილის წინ. ხელში შერჩენილ ცხენისკუდად შეკრულ თმას დავხედე და შემზარა საკუთარმა სუსუსტემ. მეორედ მაშინ შემეშინდა საკუთარი თავის, გზის მეორე მხარეს ანას და დათას რომ მოვკარი თვალი და ვინატრე დათას მიეტოვებინა და ისიც ჩემსავით უბედური ყოფილიყო. როცა საკუთარი ფიქრები გავიაზრე ზურგი ვაქციე მათ და სირბილით გავიქეცი მიწისქვეშა გადასასვლელისკენ. რათა მათაც არ დავენახე და ის ყველაფერი, რაც გულში მიდუღდა სახეში არ მიმეფრქვია უამისოდაც გაწამებული გოგოსთვის. ვინ ვინ და მე ხომ კარგად ვიცოდი, რა დღეში იყო და ჩემი არ იყოს, ისიც მთელი ძალით ცდილობდა თავის გადასარჩენად მდნარის საწინააღმდეგოდ ცურვას. სამსახურს გამალებით ვეძებდი. ბავშვების მომზადება დავიწყე და ყურადღება ამაზე გადავიტანე. ერთ საღამოს მოსწავლის სახლიდან გამოსულს სადარბაზოსთან დათა გადამეყარა. თავი ვეღარ ავარიდე. დათას კი არაფერს ვერჩოდი, უბრალდ ვიცოდი მასთან შეხვედრა მიქელაზე და ანაზე საუბარს რომ მოასწავებდა და ამიტომ გავურბოდი. _ ნაი! მოიცა ნაი!_ გავჩერდი და უსიამოვნო საუბრისთვის მოვემზადე._ გირეკავ და სულ მიუწვდომელი რატომ ხარ? _ მობილური არ მაქვს! პრინციპში თავსაც გარიდებ!_ გამეღიმა მისი უნდო მზერის შემხედვარეს. _ მიყვარს, არა ვგიჟდები შენს პირდაპირობაზე!_ გაეცინა მასაც. _ წამოდი, დავსხდეთ სადმე! თორემ ვიფიქრებ, ჩემზეც ხარ გაბრაზებული!_ ხელკავი გამომდო და თან გამიყოლა. ვიგრძენი, როგორ მესიამოვნა მისი სიახლოვე. ამ ბიჭს კარგად ესმოდა ჩემი და მეც მიადვილდებოდა მასთან ურთიერთობა. _ აბა მოყევი, რა ხდება?_ ისე მკითხა თითქოს რამე მქონდა მოსაყოლი. _ რა ვიცი ვსწავლობ, ვმუშაობ! შენ იქ ცხოვრობ?_ იმ შენობაზე მივანიშნე, სადაც შევხვდი. _ხოო, იქაა ჩემი ბუნაგი! ისე თბილისელ ხოხბებში ჩამოთრეული სოფლელი ყვინჩილა ვარ მეც!_ გაეცინა და გამაცინა. ბიჭი კი არა სასწაული იყო. _ შენ როგორ ხარ დათა?!_ ვიცოდი ამ კითხვას ანას ხსენება მოჰყვებოდა, მაგრამ აუცილებლად დასასმელი კითხვა იყო. _ შეყვარებული ვარ ნაი! მაგრამ ძალიან მეშინია იცი?_წამიერად დასევდიანებულ თვალებში შევხედე. _ რა ხდება დათა? _ ხანდახან რთულდება ის ოხერი დაავადება! ძალიან რთულდება! ის კი ისეთი ჯიუტია! არ ვიცი, რა მეშველება, მას რომ..._ ხელები მომუჭა._ ხსნა რომ არაა, საშველი რომ არაა ვერაფრით ვეგუები ნაი! ხელზე ხელი მოვკიდე და მაგრად მოვუჭირე. _ მარტო არ ხარ დათა! მეც შენთან ვარ! _ ამ სიტყვების გარდა არ ვიცოდი სხვა რით დავხმარებოდი. _ ცოლობა უნდა ვთხოვო ნაი! თორემ მეშინია ისე არ დავკარგო, მითვის ბედნიერების გაზიარებაც ვერ მოვასწრო! _ ამდენად ცუდადაა?_ ვიგრძენი ხელები როგორ გამეყინა. _ ცდილობს არ შევატყოთ, ცდილობს ძლიერი გამოჩნდეს, მაგრამ ალბათ ისევ მოუწევს ოპერაცია! ნეკროზული კერები ჩნდებიან ნაი, მედიკამენტები ვეღარ ერევიან იმ ოხერ დაავადებას! _ თვალებშიც ვერ მიყურებდა, მაგიდას დასცქეროდა და ხელები უცახცახებდა. იმ დღეს ანაზე ბევრს ვფიქრობდი. განა მისი დასჯა არ მსურდა იმ დილით?! განა მის უბედურებას არ ვნატრობდი? მაშინ რატომ მტკიოდა ახლა გული? _ მამა, როგორ მოვიქცე? მითხარი, რა გავაკეთო?!_ მამაჩემის აჩრდილს ვეკითხებოდი, მაგრამ მისი პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი. იმ საღამოს დედას დავუძახე და სამზარეულოში დავსვი. ჭიქა ცივი წყლით გავუვსე და ყველაფრის მოსაყოლად მოვემზადე. ია მისმენდა მშვიდად. აუღელვებლად. ერთი ძარღვიც არ უტოკავდა საფეთქელთან. ბოლომდე ისე მომაყოლა, ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს. მოყოლას მოვრჩი და გავჩუმდი. _ შენ რას აპირებ ნაი? შენ რას ფიქრობ?_ მკითხა და მის ხმაში საოცრად დიდი მოთმინება ვიგრძენი. _ ის ისედაც ცუდადაა დედა, უნდა მაპატიო, მაგრამ დამნაშავე ვერ დაისჯება, დე. _ თავი დავხარე და ამოვიოხრე. _ და რადგან დამნაშავე ვერ დაისჯება, საკუთარ თავს ისჯი ნაი?_ დედაჩემისგან ყველაფერს ველოდი ამ სიტყვების გარდა. _ დედა ვერ ხვდები, რას გიყვები? იმ მანქნასაც კი ინახავდა, თავის წყეულ ფარეხში! _ აბა რას ელოდი მისგან? გაექრო? ყველა კვალი წაეშალა? მართლა მასეთი სულელი ხარ ნაი?!_ ფანჯარას მზერა მოსწყვიტა და მე შემომხედა. სიბრაზის კვალიც კი არ აჩნდა სევდიან თვალებში. _ აბა რატომ დამალა მანქანა?_ მინდოდა ფაზლის ის დეტალი დამენახა, რაც ერთიან სურათს აკლდა. _ იმიტომ რომ ოდესმე, როცა საჭირო გახდებოდა პასუხიც ეგო! _ ვერ მივხვდი? _ წადი და მიქელას უთხარი, რომ გინდა სასჯელი მიიღოს და მაშინ მიხვდები, რატომ ინახავდა მანქანას ამდენი ხანი! მიქელა მანქანას კი არა, უტყუარ სამხილს ინახავდა შვილო! _ ნერწყვი ყელზე დამადგა. ამ ფაქტისთვის ასე არასდროს შემიხედავს. _ მამა რას იტყოდა მომხდარზე დედა_ ვკითხე და ამ კითხვაზე პასუხიც წინასწარ ვიცოდი. _ მამა, რომ გადარჩენილიყო, თავად გააპარებდა და გადამალავდა იმ საცოდავ ბავშვს! ასეთი მართალი კაცი იყო მამაშენი და შენ? შენ თუ ჰგავხარ მამას ნაი?!_ მიპასუხა იამ წამოდგა ჩანთა აიღო, თბილი თავშალი და კარისკენ წავიდა. _ მე მამასთან მივდივარ! კარგი იქნებოდა შენც თუ ესტუმრებოდი! აშკარად გჭირდება მასთან სიახლოვე!_ მითხრა და კარი მშვიდად გაიხურა. 13 "ადამიანი სუსტი არსებაა ერთი შეხდვით, მიდრეკილია სიავისკენ და სიბნელისკენ, მაგრამ ამავდროულად სიკეთის მარცვალი უღვივის სულში. თუ მზის გულზე მოხვდა, აუცილებლად აყვავდება." ასე ამბობდა ხოლმე ჩემი ძალიან კეთილი მამა და მუდამ ცდილობდა, რომ ჩემის სულის ყვავილს გასახარებლად საკმარი მზე მუდამ მქონოდა. მაგრამ როგორ ხდებოდა, რომ ანას, ვის სულზეც მის უგულო მშობლებს არასდროს უზრუნიათ, ყვავილივით ლამაზი სული ჰქონდა?! ნუთი ამაში მხოლოდ მიქელას ხელი ერია? იქნებ თავისთავად მოხდა, რომ ჭაობში ჩავარდნილმა მარგალიტმა თავის საოცარი თვისება შეინარჩუნა და გული არ ამოულპა?! დროის გასვლასთან ერთად, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ანას მიმრთ ბრაზს და სიძულვილს სულაც არ ვგრძნობდი. და იმაშიც დავრწმუნდი, რომ მიქელა სიგიჟემდე მენატრებოდა. მხოლოდ ვერაფრით ვინელებდი, რომ მან ყველაფერი არ მომიყვა, არა არც ტყუილზე მწყდებოდა გული, მხოლოდ ტყუილის მიზეზი არ მიშვებდა მასთან. ასე ვთვლიდი, რომ მას ეგონა, თუ სიმართლეს მომიყვებოდა, მე ანას სიკვდილისთვის გავიმეტებდი. თუ ვუყვარდი, ასე როგორ ფიქრობდა ჩემზე?! მათი იდუმალი საუბრებიც მახსენდებოდა, როცა ანა სთხოვდა სიმართლის თქმას და სწორედ ის ამბობდა უარს. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მენატრებოდა. ვნატრობდი, ჩხუბის მიზეზი მოეცა, რომ ასე მაინც მენახა სულ ცოტა ხნით. თანდათან ჩემი სიბრაზე წყენამ ჩაანაცვლა. იმის გამო, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მოვიდა! ერთხელაც არ სცადა ჩემი ნახვა. ერთხელაც არ მოინდომა, რომ სახლში დავებრუნებინე. ნუთუ ჩემი მონატრება ამდენად ცალმხრივი იყო?! ვფიქრობდი და ბავშვივით ვჭირვეულობდი. ამასობაში მოხდა ის, რომ დათამ ანას ხელი სთხოვა. სიცილით მიყვებოდა, როგორ გაგიჟდა თაია ამის გაგონებისას და როგორ ეძახა: ტილიანი სოფლელი! დათა არ იყო სუსტი ადამიანი, რომელსაც გულს სულელური სიტყვებით ატკენდა თაიასნაირი სულით მდაბიო. არც თავდაჯერება აკლდა და არც კომპლექსები აწუხებდა. თაიას წივილ_კივილს და ზუკას გაფხორვას სულ ცალ ფეხზე იკიდებდა. მისთვის ანა იყო მთავარი და მისი ბედნიერება. ანაც ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო მისთვის, მაგრამ დათას თქმით, დღითი დღე ცოტავდებოდა. ხო სწორედ ასე_ ცოტავდებოდა, ქრებოდა და ილეოდა! მაგრამ ადამიანებს ხომ ჯიუტად გვგონია, რომ ერთმანეთისთვის სამყოფი დრო მუდმივად თავზესაყრელად გვაქვს! ამიტომ არ ვჩქარობთ მობოდიშებას, ამიტომ არ ვჩქარობთ, სიყვარულის ახსნას, არც პატიებას ვჩქარობთ, რატომღაც მხოლოდ სამაგიეროს გადახდა გვეჩქარება. მხოლოდ შურისძიებისკენ მივისწრაფვით ამიოუსუნთქავად. ასეთები ვართ ჩვენ ადამიანები და კი, სწორედ ასეთი ვიყავი მეც. მიუხედავად იმისა, რომ გაგიჟებამდე მსურდა ანასთან საუბარი ჯიუტად არ ვიძვროდი მისკენ ერთი მილიმეტრითაც კი. და თუ ანასკენ მიმავალ გზაზე ერთ ადგილას ვიყავი გაყინული, მიქელასთან სულაც ნაბიჯ_ ნაბიჯ ვიხევდი უკან. ვგრძნობდი, რომ თანდათან ვშორდებოდი და ვკარგავდი მას. მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი საჩემოდ. თუმცა გარეგნულად თავშეკავებას ვცდილობდი, შინაგანად მჭამდა უმისობა. რამდენჯერმე უცნაური უჰაერობის შეგრძნება დამეუფლა. იაკოს თვალს გარიდებული ვიწექი საკუთარ საწოლში სპაზმებით მოკრუნჩხული და უსიტყვოდ ვიტანდი საკუთარი თავისთვის დაკისრებულ ხარკს. როგორც მაზოხისტი ისე ვიკვებებოდი საკუთარი მწუხარებით. სემესტრის ბოლო ახლოვდებოდა. ჯგუფელებმა გადაწყვიტეს გამოცდების დასრულების აღნიშვნა. და როცა ერთ_ერთ სავარაუდო ადგილად მიქელას რესტორანი დაასახელეს, სიხარულის ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა. ხმა არ ამომიღია, მაგრამ ვინატრე, სწორედ ეს ადგილი შეერჩიათ, რათა მისი ნახვის მიზეზი მომცემოდა. უკვე ორ თვეზე მეტი იყო რაც თვალიც კი არ მომეკრა მისთვის და ამის გამო ორმაგად მძულდა. როცა საერთო ჩატში ჩვენი რესტორნის სახელი ამოვიკითხე, სიხარულით აღარ ვიყავი, მაგრამ სიხარულმა სწრაფად გამიარა, შემდეგ ავნერვიულდი. ვაითუ მიქელას სულაც აღარ ვანაღვლებდი? ვაითუ არც კი შეემჩნია ჩემი იქ ყოფნა? იქნებ დარწმუნდა, რომ ჩივილს არ ვაპირებდი და ამიტომაც აღარ ვაინტერესებდი. იქნებ სულაც ტყუილი იყო ის ყველაფერი, რაც ჩვენს შორის მოხდა? სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს ყურადღებით ვაკვირდებოდი. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ნაავადმყოფარი და დასუსტებული. ოპერაციამდე კიდევ რა მიშავდა, ახლა ... ტუჩი სიმწრით მოვკვნიტე. რა ძალიან ვცდილობდი, რომ ლამაზი ვყოფილიყავი, მაგრამ სულ ეს ვიყავი, რასაც ახლა სარკეში ვხედავდი. უცებ ისეთი არაფრობის შეგრძნება დამეუფლა, გული ისე დამიმძიმდა, ფეხზე დგომაც ვეღარ შევძელი. უკან დავიხიე და საწოლზე ჩამოვჯექი. რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს? მიქელას რომ ვყვარებოდი, განა ამდენ ხანს ასე მიმატოვებდა? ბოლო_ბოლოს სულ არ გამომიშვებდა იმ წყეული სახლიდან. გასვლის ბოლო წამს ისევ შემომიტია ეჭვმა, ერთი გავიფიქრე, ხომ არ ჯობდა სახლში დავრჩენილიყავი, რადგან დიდი შანსი იყო, გული ძალიან მტკენოდა. ამ ფიქრის მიუხედავად ანდამატივით მიზიდავდა მისი თუნდაც შორიდან დანახვის სურვილი. და ამ სურვილს დავნებდი. რესტორანში ისე შევაბიჯე, თავიც არ ამიწევია. მაგიდასთან რომ დავსხედით, მხოლოდ ამის შემდეგ, მოვათვალიერე დარბაზი ქურდულად. ახალი სახეები მომხვდნენ თვალში. დათასგან ვიცოდი, რომ ლილი სამსახურიდან გაუშვეს თავის გველაძუა დაქალთან ერთად და ამიტომ არ გამკვირვებია ახალი გოგონების დანახვა. თამუნაც დავინახე. გამიღიმა და მეც ხელი დავუქნიე. უცებ ბართან მდგომ მიქელას მოვკარი თვალი. წარბშეკრული დაჟინებით მიყურებდა. ის ღიმილი, თამუნას რომ მივესალმე სახეზე შემეყინა. ვერც თვალი მოვაშორე, ვერც საკუთარი სახის დაწყობა შევძელი. ვუყურებდი გაშტერებული და ვერ ვიგებდი, რას ფიქრობდა ჩემზე. უხაროდა ჩემი დანახვა, თუ ვაღიზიანებდი. ან უფრო უარესი საერთოდ არ ვადარდებდი. დარბაზში დათა შემოვიდა, მენიუ აიღო და ჩვენსკენ გამოემართა. მაგრამ მიქელამ შეაჩერა. მიიხმო და რაღაცა ისეთი უთხრა, რომ დათამ ჯერ მას შეხედა გაოცებით, შემდეგ ჩვენს მაგიდას გამოხედა და როცა დამინახა პირი ყურებამდე გაეხა. სწრაფად მოიძრო უნიფორმის გრძელი შავი წინსაფარი და მიქელას გაუწოდა. მანაც მშვიდად შეიბნია წელზე. რამდენიმე მენიუ აიღო და მშვიდი ნაბიჯით გამოემართა მაგიდისკენ. გავშრი. რა ჯანდაბას აკეთებდა?! გული ყელში მოებჯინა. თვალები დავხარე და კალთაში ჩაწყობილ საკუთარ ხელებს დავაჩერდი არეული. _ გამარჯობა, რას ინებებთ?_ იკითხა თავის ხავერდოვანი ხმით და მე უკვე ჟრუანტელმა დამიარა. რამდენი ხანი იყო ამ ხმის გაგონებას ვნატრობდი. ცრემლები მომადგა თვალზე. თავის შეკავება რად დამიჯდა, რომ არ მეტირა, მხოლოდ მე ვიცოდი. მენიუ ჩამოარიგა და ზუსტად ჩემს ზურგს უკან გაჩერდა. ნელა დაიხარა და მხარს უკნიდან გამომიწოდა. _აბა რა გსურს ჩემო პატარა ცოლო?_ ლამის ყურში მიჩურჩულა. სანამ დანარჩენები კერძებს არჩევდნენ, მე უაზროდ დავჩერებოდი ნაწერებს. ვერაფერს ვხედავდი. ასოები უაზროდ იდღაბნებოდნენ. _ რა უყავი ჩემს თმას?_ ისევ ისე დახრილმა მკითხა ხმადაბლა. და ცხვირით თმაზე გამეხახუნა ყურს უკან. გაოცებულმა ავხედე. უცებ ვერ გავიაზრე შეჭრილ თმაზე რომ მეკითხებოდა. ინსტიქტურად თმის ბოლოებს წავეტანე ხელით. თვალს არ მაშორებდა, ისე მაბნევდა მისი სიახლოვე. _ რესტორანში მოხვედი, თუ ჩემთან?_ ტუჩებზე დამაცქერდა წარბშეკრული. _ რა არის, ეს რა გიქნია?!_ მკითხა გაბრაზებულმა. ვერც ახლა მივხვდი, რას მეკითხებოდა. მერეღა გავიაზრე, რომ ტუჩები სულ დაჭმული მქონდა. მტკიოდა კიდეც ამის გამო. ამასობაში დანარჩენები შეთანხმდნენ და მენიუ აარჩიეს. მიქელამ მშვიდად მიიღო შეკვეთა და მაგიდა დატოვა. _ აუუ რა ბიჭები ჰყავთ?!_ ჩაიცინა მაიკომ, ჩემმა ერთმა ჯგუფელმა. _ ის ქერა დაინახეთ? დათაზე მიუთითა გოგონებს. _ მე ეს ბევრად მესიმპატიურა, ვინც გვემსახურება! რა ერქვა ვერ გავიგე, ბეიჯი არ უკეთია!_ თქვა მეორემ და მერე ისე უცნაურად გამომხედა, თითქოს რამეს ხვდებოდა. . _ რაო, რას გეჩურჩულებოდა, იცნობ მაგ ტიპს?_ მკითხა ინტერესით. _ კი, ვიცნობ!_ დავუქნიე თავი. _ მე არ გამაცნობ?_ მკითხა რაღაცნაირად გამომწვევად. ისედაც არ მიყვარდა ეს გოგო და ახლა ხომ სულ მოვიძულე. ჩემი ქმრის გაცნობა სურდა თურმე ქალბატონს?! _ მიდი და თავად გაიცანი, მეეჭვება გაგიჭირდეს!_ ვუპასუხე დამცინავი ღიმილით. _ არც ეგაა პრობლემა!_ ინტერესით გახედა მან მიქელას და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. მიქელამ და დათამ კერძები ერთად გამოიტანეს, რაც იყო შეკვეთილი და რაც არა, ყველაფერი მოზიდეს. _ უკაცრავად! მგონი შეგეშალათ, ჩვენ ხომ ეს არ შეგვიკვეთია?_ დაბნეულმა იკითხა ნუცამ. _ ეს ყველაფერი ჩვენი რესტორნისგან ჩემი ცოლის მეგობრებს!_ ისე უბრალოდ უპასუხა მიქელამ. ვითომ აქ არაფერი. _ შენი ცოლის? _ ახედა გაოცებით თამთამ. მიქელას ჩაეცინა._ მე თამთა მქვია! უადგილოდ გამოაკვეტა თავისი სახელი. და მიქელას ხელი გაუწოდა, ის კი დაიხარა და ჯენტლმენურად ხელის მტევანზე ოდნავ შეახო ტუჩები. _ სასიამოვნოა!_ უთხრა და თამთამ, გამარჯვების ღიმილით გადმოგვხედა. სისხლმა ტვინში ამასხა. ამათი ფლირტიღა აკლდა ჩემს ისედაც გაწვრილებულ ნერვებს. _ არაფერ უთქვამს არა? ძვირფასო ასე როგორ შეიძლება?_ თამთას ხელი უშვა და ჩემკენ წამოვიდა. ხელები მხრებზე დამაწყო და მტკივნეულად მომიჭირა. სახე დამეჯღანა ტკივილით. _არ გამაცნობ შენს მეგობრებს საყვარელო?_ დაიხარა და ტუჩებზე საკოცნელად წამეტანა. სიბრაზემ ყელში მომიჭირა. ასე მეგონა, რომ დამცინოდა და მათ თვალშიც მამასხარავებდა. _ რაოო?_ თვალები მოწკურა თამთამ._ შენი რესტორანია? _ ჩემი არაა, მისია!_ თავის გაქნევით მიქელაზე ვანიშნე მე. _ ჩემი შენი რას ქვია ნაი? _ მიამიტად გაიოცა მან. გოგოებმა უცნაურად დამიწყეს ყურება. ვიგრძენი, მეტის გაძლება აღარ შემეძლო. ნელა ავდექი ფეხზე. _ უკაცრავად მე დაგტოვებთ!_ ვთქვი ლამის ჩურჩულით და დარბაზიდან გამოვედი. _ რაო? ქმარიო და საკუთარი რესტორანიო?_ უკან გამომყვა ჯგუფელების ჩურჩული. კიბეებზე დამეწია მიქელა. _ ნაი! გაჩერდი ნაი!_ მისი ხმის გაგონებაც არ მინდოდა. ნამდვილად არ მიფიქრია, ასეთ ცირკს თუ დადგამდა. _გაჩერდიმეთქი! _ მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ შემაბრუნა. _ ხელი გამიშვი!_ ძლიერად ვკარი ხელი. _ ოჰ, გაიღვიძა მიძინებულმა კარატისტმა არა?_ გულიანად გაეცინა._ გინდა ვიჩხუბოთ, ვინ მოერევა? ზიზღით გავხედე და გზა გავაგრძელე. _ რაო, ვეღარ გაუძელი?_ გაოცებული შევბრუნდი მისკენ. _ რას ვერ გავუძელი?_ ვკითხე დაეჭვებულმა. _ უჩემობას ნაი! უჩემობას ვერ გაუძელი და მოხვედი ბოლოს! _ შენ რა შუაში ხარ? მე რესტორანში მოვედი, მაგრამ აქაც ასეთი ცირკი დადგი!_ ვუყვირე გაბრაზებულმა. _ ნუ ყვირი! შენნაირი ბავშვი აღარ ვარ ნაი! რამდენი რესტორანია თბილისში? ჩემი ნახვა რომ არ გდომოდა, დღეს აქ არ იქნებოდი!_ სიმართლეს ამბობდა და მე ძალიან შემრცხვა ჩემი სულელური მოუთმენლობის. ისე გამოვიდა, რომ პირველი მართლაც მე მივედი მასთან. მთავარი ეს იყო და ჩემი იქ ყოფნის საბაბს მიქელასთვის, როგორც სჩანს, მნიშვნელობა არ ჰქონდა. _ ბავშვი აღარ ხარ? კი ვიცი, გეტყობა კიდეც რომ აღარ ხარ! ბებერი ბერბიჭა!_ მისი გაბრაზება მინდოდა. _ ბერბიჭა, გავიწყდება რომ წიწილასავით გოგო მყავს ცოლად!_ ხუმრობის ხასიათზე იყო ნამდვილად. _ დალიე რამე? რა ჯანდაბა გჭირს?_ ვკითხე გაოცებულმა. მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. _ კიდევ დიდხანს გააგრძელებ ნაი?_ მკითხა სრულიად სერიოზულად. _ რას გავაგრძელებ?_ ვკითხე ხმაარეულმა. _ ჩემს წამებას! აი ახლაც დგახარ ჩემს წინ, ჩემი ქალი, ჩემი ცოლი და... _ თვალები დახუჭა. _ იცოდე ერთ დღესაც მოთმინება მიღალატებს. _ და რას იზამ? წახვალ და შენსავით ბებერს გაეკიდები? ან თამთასნაირ სულელ ქათამს?_ გამეცინა ირონიულად. _ თამთა ვინ ჯანდაბაა?! როგორ მომწონს, რომ ეჭვიანობ! ვგიჟდები შენზე, ისეთი სასურველი ხარ ამ დროს! ისე ან რატომ ვითმენ ამდენ ხანს? _ ჩაილაპარაკა რაღაცნაირად ბოროტულად. _ და ნუ ითმენ მერე? რატომ ითმენ? გგონია უშენოდ მოვკვდები? აჰა მიყურე! ვგავარ მკვდარს? _ გავკიოდი უკვე გაცოფებული. _ შენი თავი ვინ გგონია? ერთხელ არ მომწერე, არ მოხვედი, პატიებაც კი არ მთხოვე! _ და რომ მოვსულიყავი შენ გამომყვებოდი სახლში?_ ისეთი ხმით მკითხა , მივხვდი მასაც მართლაც წკიპზე ჰქონდა ნერვები. _ არა! არ გამოგყვებიდი! არც მაშინ, არც ახლა, არც არასდროს! ხვალვე წავალ იუსტიციაში და გაგეყრები! თავისუფალი ვიქნები შენგან და ჯანდაბამდე გზა გქონია მერე!_ ზურგი ვაქციე და გამარჯვებულის ნაბიჯებით წავედი გაჩერებისკენ. ბოლო სიტყვის თქმამ ჩემი პატივმოყვარეობა დააცხრო. _ გამეყრები არა?!_ ჩაეცინა ჩემს ზურგს უკან_ მაგასაც ვნახავთ! მოულოდნელად ხელი მომხვია, მხარზე მომიკიდა და მანქანისკენ გაემართა. _ გამიშვი! გამიშვი მიქელა! გამიშვი, რომ გეუბნები!_ დავცხე მუშტები ბეჭებზე. _ გაგიშვი, უკვე! ვიფიქრე გონს მოხვიდოდი! დამშვიდდებოდი, დროც მოგეცი, მაგრამ არა! გამეყრება თურმე! თავისუფალი იქნება!_ თავის თავს ესაუბრებოდა მგონი მე კი არა. კარები გააღო და მანქანაში შემისროლა. _ არ გინდოდა კეთილი მიქაელი? ხოდა მიიღებ ნამდვილ სიკვდილის ანგელოზს! შეყავი ხელი თორემ კარებში მოგაყოლებ გეფიცები!_ თვალები შეშლილს მიუგავდა. წამით მართლა დავიჯერე, რომ შეეძლო ჩემთვის რამე დაეშავებინა. ხელი სწრაფად გავუშვი კარის ჩარჩოს. მან კი კარი მთელი ძალით მომიჯახუნა. სწრაფად მოუარა მანქანას, ჯერ ისევ წელზე მოხვეული წინსაფარი მოიგლიჯა და ძირს დაახეთქა. ჩაჯდა და დაქოქა. გაგიჟებული მართავდა მანქანს. თან შიგადაშიგ თავისთვის ბურდღუნებდა. _ გამეყრება თურმე! ყელში ამოვიდა შენი ბავშვური ბუტიაობა! გამომივიდა აქ ჯიუტი გოგო! სკამის კუთხეში აწურული ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი. ასეთი მიქელა არასდროს მენახა. ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მკაცრი, მაგრამ არასდროს ზღვარდაგადასული. ფანჯრიდან უცხო ხედს გავხედე. _ სად მივდივართ?_ ვკითხე, რაც შემეძლო მშვიდად. _ ოჰ, დატკბა ქალბატონი?_ ჩაეღიმა სიამოვნებით_ მართალი ყოფილა, რომ ამბობენ: შიში შეიქმს სიყვარულსაო, ხომ იცი?! _ მიქაელ! რას აპირებ?_ ვკითხე ისევ შეძლებისდაგვარად მშვიდად _ რას ვაპირებ? ცოლი მომენატრა და ვაპირებ ეს ღამე მასთან გავატარო, ვაპირებ ქმრის უფლებებით ვისარგებლო ბოლოჯერ, სანამ გამეყრება და სანამ ამ კანონიერ უფლებას წამართმევს!_ ჩემთვის არ გამოუხედია. გზას უყურებდა და საჭეზე თითებს აკაკუნებდა. _ მიქაელ! გაგიჟდი მგონი? _ გავგიჟდი ხო! გავგიჟდი და შენ კიდევ არ იცი თან როგორ, მაგრამ არაუშავს მალე გაიგებ!_ ჩაილაპარაკა რაღაცნაირად ჯინიანად და თვალი ჩამიკრა. 14 "სიჯიუტე ღირსება არ არის ნაი, ღრსება შენგან გადადგმული ის სამართლიანი ნაბიჯებია, რომლებსაც აღარავინ ელოდება!" მამაჩემის ეს სიტყვები ხმიანობდა ჩემს გულშიც და გონებაშიც, მაგრამ მაინც ჯიუტი ბავშვით ვაგრძელებდი მქელასთან ჩხუბს. _ რაც არ უნდა გააკეთო! სულ ერთია, აი ნახავ, მაინც გაგეყრები!_ დავიკრიფე გულზე ხელები. თან თვალი ავარიდე და წინ უსასრულობაში მიმავალ გზას გავუშტერე თვალი. _ და აქამდე რას ელდებოდი?_ გაეცინა მას. _ ვინ დაგიშალა? _ აქამდე? _ აქამდე აზრადაც არ მომსვლია მასთან ოფიციალური განქორწინება. აზრად მომსვლია კი არა, ძალით რომ მივეყვანე იუსტიციამდე განქორწინებას ხელს მაინც არ მოვაწერდი. რადგან ჩემს ფიქრებში ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მასთან ჯერ ისევ მაკავშირებდა. ქორწინების ბეჭედი ინსტიქტურად დავიტრიალე თითზე. _ აქამდე უბრალოდ არ გამხსენებია! _ვხედავ მაგ ბეჭედსაც ძალიან მიეჩვიე!_ ისევ ირონიულად გაეღიმა. _ ამით ჩემს ყეყეჩ თაყვანისმცემლებს ვაფრთხობ!_ რა ჯანდაბად მინდოდა მისი გაბრაზება?! არ ვიცი, მაგრამ მსურდა, რომ ჩემს არარსებულ თაყვანისმცემლებზე ეეჭვიანა. _ და ბევრნი არიან? ეგ შენ თაყვანისმცემლბი?_ ცერად გამომხედა. _ საკმაოდ!_ გავუღიმე თავმომწონედ. არადა რა თაყვანისმცემლები? მთელი ეს დრო ისე ჩამომტიროდა თავ_პირი ვინ ჯანდაბას შეიძლებოდა მოვწონებოდი? _ ვაღიარებ ერთი_ორი იდიოტის გამოფხიზლებამ მართლა მომიწია, ასე რომ, პრინციპში, შენ მართალი ხარ, ბეჭედი გეკეთოს, ნამდვილად გეხმარება!_ გაოცებულმა კი არა პირდაღებულმა გამოვხედე. _ რა ქენი?_ ვკითხე გაოგნებულმა. მან კი მხრები უდარდელად აიჩეჩა. _აი ის ცისფერთვალა მათე და კიდევ ის მამიკოს ბიჭი ლუკიტო!_ ისე უდარდელად ახსენა მათი სახელები. _ მოიცადე? მათე და ლუკა? ანუ..._ კიდევ ვერ გავიაზრე მისი ნათქვამი. _ ანუ მათაც, შენი დაქალებივით, რატომღაც არ იცოდნენ ქმარი რომ გყავს!_ ხმა გაიმკაცრა მიქელამ. მისგან ნათქვამმა "ქმარმა" სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელად დამიარა. _ ისინი არ არიან ჩემი დაქალები და მათთან შენზე ვერ ვიჭორავებდი, მაგრამ ანუ გინდა მითხრა, რომ მათეს მე მოვწონვარ?_ ლუკას თავადაც ვერ ვიტანდი, მაგრამ მათე, სიმართლე რომ გითხრათ, მეც მომწონდა მანამდე, სანამ ამ აუტანელს ჩავუვარდებოდი კლანჭებში. _ ოჰო, ვატყობ ლუკამ არ დაგაინტერესა გოგონი? _ ისე დაცინვით გამომხედა, მერეღა მივხვდი, რომ თავი გავეცი._მეც მათე უფრო მომეწონა! _და რა უქენი მათეს?_ ისე შევათვალიერე, როგორც სრულებით უცხო ადამიანი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მიქელა ასეთ რამეებს გააკეთებდა, თანაც ჩემ გამო. _ არაფერი, უბრალოდ რესტორანში წამოსვლა გადაიფიქრა! იმის მაგივრად მასზე გავბრაზებულიყავი, მეყვირა, მელანძღა და მეჩხუბა, ჩემდაუნებურად, სიამოვნების ღიმილი გამეპარა ტუჩებზე. _ უყურე შენ, როგორი პატივმოყვარე ყოფილა ჩემი პატარა ცოლუკა! რაო მოგწონს შენს გამო რომ ჩხუბობენ კაცები? მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო, ჩხუბამდე არც მისულა საქმე, დაფრთხა და მალევე დაგთმო! "შენ რომ დაგინახავდა ყორანივით ჩაშავებულს და წარბშეკრულს, დაფრთხებოდა აბა რას იზამდა?"_ გავიფიქრე გულში. _ ვერ გიტან, იცი?_ ჩავილაპარაკე ხმადაბლა. _ მე მიყვარხარ სამაგიეროდ! _ გამიღიმა. ხელზე ხელი მომკიდა და ძალით მაკოცა. _ სად მივდივართ არ მეტყვი? საერთოდ არ აქვს აზრი, მაგრამ მაინც ჯობია ვიცოდე! _ იქ სადაც ერთმანეთს ახლიდან ვიპოვნით!_ მიპასუხა უდარდელად და მუსიკა ჩართო. ფანჯრიდან გავყურებდი სიბნელში ჩაფლულ ჰორიზონტს. " ისევ დაიწყება ყველაფერი, რაც გვიყვარდა თავიდან და რაც დასრულდა... მე ხომ ჩემში უშენობა მკლავდა, როცა მარტოობა მსურდა..." ( Saly betly_ისევ) ვითომ შემთხვევით შერჩეული სიმღერის სიტყვებს ყურადღებით ვუსმენდი და ძალიან კარგად ვხვდებოდი, რომ მიხაროდა, ახლა და ამ წამს მის გვერდით ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიოდა იმის გააზრება, რაც გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ ანას ნახვა არც ერთი წამით აღარ მინდოდა, რომ ვეღარ ვენდობოდი მათ. მაინც მიხაროდა, მიქელამ ჩემზე უარი რომ ვერ თქვა. მართალი იყო, ალბათ საკუთარ თავსაც არ ვიცნობდი იმდენად კარგად, რომ მცოდნოდა რამდენად პატივმოყვარე ვიყავი სინამდვილეში. _ აი რატომ არ წამოვიდა თურმე მათე!_ ვფიქრობდი გულში და მაინც ვერ ვიჯერებდი, ნუთუ მთელი ის დრო ეს საძაგელი კაცი სინამდვილეში სულ ჩემ გვერდით იყო? მაშინ როცა მეგონა, არ ვახსოვდი და ცხოვრებას უჩემოდ აგრძელებდა, ის ჩემთან იყო. ნუთუ დათამ ეს არ იცოდა? შანსი არაა! აი რატომ მელაპარაკებოდა ყოველთვის ასე გულმშვიდად, როცა მნახულობდა და აი რატომ დუმდა მიქელაზე ასე ჯიუტად. _მოვედით ნაი! გაიღვიძებ, თუ ხელში აყვანილი წაგიყვანო?_ მხიარული ხმით გამაღვიძა თვალებაციმციმებულმა. _არ მჭირდება! მე თვითონ!_ შევუღრინე და მანქანიდან გადავედი. თოვლში ჩაფლული მყუდრო გარემო ინტერესით მოვათვალიერე. აშკარად რომელიღაც სოფელი იყო. არც თუ ხალხმრავალი და არც თუ მჭიდროდ დასახლებული. ყველაფერი უცნაურად ძველი და სხვანაირი ჩანდა. _ სად ვართ ბატონო მიქაელ?_სიბნელის მიუხედავად მაინც გარკვევით ირჩეოდა გარს მოჯარული მთები. ჰაერიც აშკარად წმინდა და ჟანგბადით გაჯერებული იყო. თუმცა სოფლისთვის ჩვეული ღამის ხმაური არ ისმოდა. თითქოს რაღაც აკლდა იქაურობას, მაგრამ რა? _ ეს სოფელი ამღაა! დედაჩემის დედის სოფელი!_ მის ხმაში გაპარული სიყვარული ადვილად ამოვიკითხე. _ ამღა? არასდროს მსმენია!_ ავიჩეჩე მხრები. _ ნეტავ რატომ არ მიკვირს ქალაქელი გოგოსგან?!_ ირონიულად ჩამილაპარაკა და ქვითნაშენი პატარა სახლისკენ თამამად გასწია. სახლი აშკარად ძალიან ძველი იყო. და ერთი შეხედვით საცხოვრისად არც კი გამოდგებოდა. _ დარწმუნებული ხარ, რომ აქ ღამის გათევა უსაფრთხოა?_ ვკითხე შეშფოთებულმა. _ ჰმ, კომფორტი შენ არ შეიფერე და იქნებ აქ მაინც მოხვიდე ჭკუაზე!_ ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა, ვერც კი მივხვდი. რაღას ვიზამდი, უკან გავყევი. _აქ რატომ მოვედით მიქაელ?_ სპეციალურად ვეძახდი ასე, ვიცოდი ჩემგან მიქელას დაძახებას იყო მიჩვეული და გულში ბრაზობდა. _ უნდა მოვილაპარაკოთ! _ შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!_ მაგიდის წინ მდგარ ძველებურ ხის სკამზე ჩამოვჯექი და გაყინული სახლი მოვათვალიერე. _ ზუსტად შეგეფერება ეს ადგილი იცი?_ ვერ ვაჩერებდი ენას. ინტერესით გამომხედა, ღუმელთან დახრილმა. _ შენსავით ბნელი, ცივი და პირქუშია!_ დავუკონკრეტე უფრო მეტად. _ კარგი! ჯიუტო გოგო! არადა ხომ ვიცი, სიხარულით აღარ ხარ! _ ცეცხლის ანთება განაგრძო ღიმილით._ თვალები გიბრწყინავს! _ თავდაჯერებული კი ხარ, მაგრამ როცა ვერაფერს მიიღებ, ხომ მიხვდები და ხომ დაიჯერებ, რომ მაინც დაგშორდები!_ მისი სიტყვები გულზე მომხვდა, ნუთუ ასე მეტყობოდა, რომ მის გვერდით ყოფნა მიხაროდა. უფრო სწორედ ის მიხაროდა, რომ ვერ გადამივიწყა. ადრეც გითხარით, სიყვარულში დიდად გამოცდილი არ ვყოფილვარ და არ ვიცოდი მაშინ რომ საყვარელ ადამიანებს ასე უბრალო მიზეზით, სიჯიუტე რომ ჰქვია, არ კარგავენ ნამდვილი მამაკაცები. მიქელას მაშინაც კი არ ვიცნობდი კარგად საიმისოდ, რომ მისი გრძნობების სერიოზულობა ჩემგან ნასროლი უგულო სიტყვების რაოდენობით და სიღრმით არ გამეზომა. ახლა რომ ვფიქრობ, ის დრო, რაც მიქელამ ჩემგან შორს გაატარა, მგონი თავად მასაც სჭირდებოდა, რათა საკუთარ თავში სინდისის ქენჯნას მორეოდა და საბოლოოდ დაეჯერებინა, რომ თავად ბრალი არაფერში მიუძღვოდა. და როცა ამას ბოლომდე დაიჯერებდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაწონიდა ჩემში გამეფებულ ბავშვურ სიჯიუტეს. _ მისმინე ნაი! დაჯექი!_ სკამზე მიმითითა, როცა ღუმელი აანთო. _ არ მინდა დაჯდომა!_ ახლა ამაზეც გავჯიუტდი. ხელი მომკიდა და წინააღმდეგობის მიუხედავად ჩამეხუტა. _ კარგი ასე ვილაპარაკოთ, მე ასე უფრო მომწონს!_ მეც კი მომწონდა ასე, თანაც ძალიან, მაგრამ თავმოყვარეობა მელახებოდა თითქოს. მინდოდა ეთხოვა, ბოდიში მოეხადა, შემხვეწნოდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მსურდა ეს ყველაფერი გაეკეთებინა, თითქოს ასე გულს მოვიფხანდი, მაგრამ არა! ის ქედს არ მიხრიდა.თანაც ისიც მაცოფებდა, რომ მისი შეხება ასე ჯადოსავით მოქმედებდა ჩემზე. _ მე არასდროს დაგაძალებ ანასთან შეხვედრას, თუ ეს არ გენდომება თავად, თუ გინდა იმ სახლიდანაც გადავალთ და სადაც მეტყვი იქ ვიცხოვრებთ, თუ სურვილი გექნება ზუკასთან ბიზნესის წილზეც უარს ვიტყვი და რესტორანს დავუთმობ, ერთი სიტყვით, მზად ვარ მივიღო შენი ნებისმიერი წინადადება, იმის გარდა, რომ მე ვკრავ ანას ხელს! ამას ვიცი არც მომთხოვ! მაგრამ განქორწინება და ეგეთი სისულელეები დაივიწყე კარგი? მე რომ მჯეროდეს, შენ არ გიყვარვარ, ახლა აქ არ იქნებოდი!_ თმა ყურებზე გადამიწია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. _ აბა, რას იტყვი?_ ნელა დაიხარა ჩემკენ და თვალებში ინტერესით ჩამხედა. _ რა უცნაურია ცხოვრება ნაი? რაღა მაინცდამაინც ჩემთან მოხვედი? მაგრამ რადგან მოხვედი, ანუ ასეც უნდა მომხდარიყო! ზუსტად სულზე მომისწარი იცი? შენ გგონია მე გადაგარჩინე? არა, შენ ზუსტად მაშინ მოხვედი, როცა სინდისის ქენჯნის წყვდიადი სულს მიჭამდა. იმ ამბიდან პირველად მოხდა, რომ ვიღაცამ დამაინტერესა იმდენად, რომ მასზე კითხვები დამესვა. დაგინახე და გულწრფელად გამეღიმა, გესმის? მაგრამ ვერ გაიგებ! იცი რამხლა გაოგნება იყო ჩემთვის, როცა შენი ვინაობა გავიგე? როგორც უზარმაზარი მაგნიტი ისე მიზიდავდა შენი არსებობა.არ გეტყვი, რომ დანახვისთანავე შემიყვარდი, არა! ეს ინტერესი იყო და ერთგვარი თვითგვემა, როცა შენ მამაშენზე მიყვებოდი! იმ მართალ კაცზე, რომლის სიკვდილის მიზეზიც საკუთარ ფარეხში საკუთარი თავის სასჯელად შემოვნახე. _ არასდროს ყოფილა მიქელა ჩემთან ასეთი გულწრფელი. არასდროს უსაუბრია ასე ღიად. ხმას ვერ ვიღებდი და მის შავ თვალებში თითქოს ფილმივით ვხედავდი, რასაც მიყვებოდა. _ მერე, როცა შენი ავადმყოფობა გავიგე... ნაი! ძალით რომ დამჭირვებოდა შენი გადარჩენა, შენით რომ არ გამომყოლოდი, ძალით მოგიტაცებდი! გესმის ჩემი? შენი სიცოცხლე გახდა ჩემი არსებობის მიზანი! ჩემი სულის ხსნა და გადარჩენა გახდი! და მერე..._ ორივე ხელი ისე მომიჭირა სახეზე, მეტკინა კიდეც. თითქოს მის გრძელ თითებში გაბმული ჩიტი ვიყავი, ჩიტი, რომლის სიცოცხლეც საკუთარ ხელში ეჭირა. _ და მერე მოულოდნელად შემიყვარდი! გაიგე? გაიგე თუ ვერა? ათასჯერ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ უნდა მოგრიდებოდი. ვცადე კიდეც, მაგრამ არ იყო ეს ასე მარტივი და მერე ჩემდა გასაკვირად შენც შემომხედე. შენც დამინახე და დამაჯერე, რომ მეც ვიმსახურებ ბედნიერებას. მიქაელი იმსახურებს ნაის! ხოდა აქ მანამდე დავრჩებით, სანამ საპირისპიროს არ დამიმტკიცებ! და გეფიცები თუ დავიჯერე, რომ არ გიყვარვარ... მე თვითონ დაგაბრუნებ უკან!_ მივხვდი ყველაფრისთვის მზად იყო. ის ჩემს ყველა წინადადებას მიიღებდა და მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ჩემი ცხოვრებაც, სიყვარულიც, ბედნიერებაც და თავისუფლებაც, ყველაფერი ერთად, ჩემს ხელში იყო. არასდროს, მთელი ცხოვრების მანძილზე, არ მიგრძვნია თავი ასე მნიშვნელოვნად, ასე ძლიერად და ამან თავდაჯერება შემმატა. მესიამოვნა ეს შგრძნება. რატომაც არა? სხვისი შეცდომის, თუ უნებური დანაშაულის გამო, მე რატომ უნდა დავრჩენილიყავი არასრულფასოვანი ადამიანი? მე რატომ უნდა დამეკარგა საყვარელი ადამიანი? ნუთუ ერთი დანაკარგი საკმარისი არ იყო? "სიცოცხლე აირჩიე ნაი!"_ გახმიანდა ჩემს გონებაში მამაჩემის სიტყვები. ახლაღა მივხვდი, რომ მარტო პირდპირი მნიშვნელობით არ უთქვამს მაშინ ეს სიტყვები. ბედის უცნაურობით მიქაელი იყოს ჩემთვის სიცოცხლის აზრი. მიქაელი, ვინც მე მეორე სიცოცხლე მაჩუქა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მამაჩემი. სრულიად ინსტიქტებს მინდობილი ფეხისწვერებზე ავიწიე და ვაკოცე. არ გაკვირვებია, თითქოს სწორედ ამას ელოდა. ორივე ხელი წელზე მომხვია, ჰაერში ამწია და კოცნაში ამყვა. ეს იყო ერთგვარად პირველი კოცნა, პირველი კოცნა ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ხანგრძლივი წყენის, ტკივილის, ბრძოლის და მწუხარების შემდეგ განცდილი თავდავიწყება. ეს კოცნა არ ჰგავდა პირველს, რადგან არ იყო ნაზი და გაუბედავი, არც ვნებიანი ღამის კოცნას ჰგავდა, რადგან ჯერ ისევ მწუხარების და ტკივილის გემო დაჰკრავდა, მაგრამ ეს იყო ხსნის და თავისუფლების უცნაური შეგრძნება. სხვას ვერაფერს დავარქმევდი ამ კოცნას, გარდა შვებისა. დიახ ეს იყო საოცარი განცდა, რომ ყველაფერი ცუდი უკვე დასრულდა და ზურგს უკან დარჩა. და ვიგრძენი, რომ მამაჩემის სიკვდილიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, თავისუფლად ამოვისუნთქე. ისევ.... არ დაგვითვლია რამდენი ხანი გავატარეთ იმ პატარა სულ რვა კაციან, ქვის სახლებიან და გადათოვლილ სოფელში. ყველა იქაური სათითაოდ მოინახულა მიქელამ და კაცმა არ იცის, რა დროს შეძენილი წამლებით და პროდუქტებით მოიკითხა. მე იქაური ამოუხსნელი სიმყუდროვით და ნეტარებით ავივსე გულიც, გონებაც და სხეულიც. არ ვიცოდი კვირის რა დღე იყო, რადგან ტელეფონები გამოვრთეთ და სამყაროსთან კავშირი დროებით გავწყვიტეთ, თუ სწორედ მაშინ დავუკავშირეთ ჩვენი არსი სულიერ სამყაროს, არ ვიცი. სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით, მიუხედავად კომფორტის არ ქონისა. ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა და არც არავინ და არაფერი გვჭირდებოდა.... მაგრამ ერთ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე: ვითომ ეზოდან ნაბიჯების ხმა მომესმა. ავდექი, მიქელას ნაჩუქარი მოლურჯო ნაქსოვი შალი მოვისხი თეთრ საღამურზე და ფეხშველა გამოვედი გარეთ. კოჭამდე თოვლი იდო და ტერფებით მის სიცივეს ვგრძნობდი. მაგრამ არ მაწუხებდა ეს სიცივე. ნაკვალევი იყო ეზოში, კარიდან პატარა ჭიშკრისკენ მიმავალი და შორს მთებისკენ მიიკლაკნებოდა უჩინარი ბილიკივით. უცნაურ, ნაცნობ სურნელს ტოვებდა ნაკვალევი. _ მამა?_ ვიცანი მისი ნაბიჯების ხმა და უკან გავეკიდე თოვლში მიმავალს. _ მამა მცივა, დამელოდე!_ გავძახე და ასე ფეხშველა ავედევნე უკან. ტკივილის და სიცივის მიუხედავად. გაჩერდა და უკან მოიხედა სევდიანმა. _ მამა,_ გული დამიმძიმდა. წინათგრძნობა მქონდა საშინელი. _ დასამშვიდობებლად მოვედი ნაი!_ მითხრა მან სევდიანად. _ სად მიდიხარ მამა?_ ვკითხე შეშინებულმა. _ აწი შენზე აღარ ვიდარდებ შვილო! წასვლის დრო მოვიდა!_ მინდოდა მეთქვა რაღაც, ისეთი რომ წასვლა გადამეფიქრებინა მისთვის, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. _ ჩვენი წასვლის დროა!_ გასძახა ვიღაცას და ხელი გაუწოდა. _ ვისი თქვენი?_ გული მომეწურა. ტკივილი ვიგრძენი. სივივე ფეხის ტერფებიდან გულისკენ დაიძრა. როცა მამას გაწვდილ ხელს ანამ ჩაჰკიდა ლამის გამჭვირვალე ხელი. _ არა!_ ამოვიკვნესე მე. _ არა ანა, არა! მამა გაუშვი ანას ხელი! გაუშვი მამა ხელი! მუხლებზე დავეცი და ვქვითინებდი. მამაჩემზე არ ვდარდობდი. რატომღაც მხოლოდ ანას გამო მეშინოდა. _ არ იდარდო ნაი ჩემზე, მე აღარ მეშინია, მე მარტო არა ვარ! მხოლოდ მის გამო მწყდება გული! მხოლოდ მის გამო!_ ჩაილაპარაკა ანამ. ზურგი მაქციეს და ხელჩაკიდებულები გაუყვნენ თოვლის ნამქერში ჩაფლულ მხოლოდ მათთვის ხილულ ბილიკს. ფეხზე წამოვხტი და მათკენ გავიქეცი. ნაპრალის თავზე მივწვდი ანას კაბას. ხელი მაგრად ჩავჭიდე და ჩავებღაუჭე. _ არ წახვიდე ანა!_ შევევედრე გულამოსკვნლი. მამაჩემს გაეღიმა. _ სწირედ ეს არის ნაი ღირსება!_ მითხრა და ანას ხელს ხელი გაუშვა... გულამოვარდნილს გამეღვიძა. მშვიდად მძინარე მიქელას ჩავაფრინდი მხრებში და შევანჯღრიე. _ რა ხდება ნაი?_ წამოჯდა შეშინებული. _ ცუდად ხომ არ ხარ? _ დროზე მივდივართ! დროზე, ჩქარა! ანასთან მივდივართ!_ ვყვიროდი და გიჟივით ვიცვამდი ტანზე. დამშვიდებას ვერ ვახერხებდი, ხელები მიკანკალებდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. _ რა ხდება? გამაგებინე, დაგირეკა ვინმემ?_ ჩემზე არანაკლებ შეშინებული მიყურებდა მიქელა. _ გაჩერდი და ამიხსენი, რა ხდება?_ რომ ვერ მომიყვანა გონზე, ორივე ხელით შემანჯღრია._ ნუ გადამრიე, რას აკეთებ, რა ხდება?. _ სიზმარი ვნახე მიქაელ! საშინელი სიზმარი. ანა უნდა ვნახო სასწრაფოდ!_ ჯერ გაეღიმა, მერე გაეცინა. მერე მაგად ჩამეხუტა. მისმა შეხებამ და სითბომ ცოტათი დამამშვიდა. _ სიზმარი ნახე? კარგი, დაჯექი! სიზმარი იყო ნაი, უბრალოდ სიზმარი, ხომ ხვდები, არა?_ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და დამშვიდება ვცადე. _ კარგი! უბრალოდ სიზმარი იყო, მაგრამ უნდა წავიდე და ანა ვნახო! _ გავიმეორე ჯიუტად. მიქელამ თავისი ტელეფონი მონახა. მშვიდად ჩართო და ნომერი აკრიფა. _ არაფერი არ ხდება, ..... კარგი ნუ დაფეთდი, .... არა მშვიდობაა, .... მხოლოდ შენი ხმის მოსმენა მინდოდა.... ვიცი, რომ შუაღამეა..... კარგი ბოდიში, კარგი!_ ტელეფონი ღიმილით გათიშა და ხელები გაშალა. _ აჰა, რა გითხარი? ანა კარგადაა, ეძინა და გული გავუხეთქე ჩემი ზარით!_ გულზე ხელი მივიდე. მაინც ბაგაბუგი გაუდიოდა. არა, ეს არ იყო უბრალოდ სიზმარი. რაღაც ხდებოდა. რაღაც ძალიან ცუდი და მე ანა უნდა მენახა. _ ახლავე თბილისში ვბრუნდებით!_ გადაწყვეტილად გამოვუცხადე. გაეცინა და ხელი ჩაიქნია. _ კარგი, მივდივართ!_ გასამზადებელიც არაფერი გვქონდა. სახლის კარი გამოვიხურეთ და მანქანაში ჩავჯექით. _მაინც რა ნახე სიზმარში ნაი?_კარგა ხნის ფიქრის მერე მკითხა მან. _ რატომ მეკითხები, შენ ხომ სიზმრების არ გჯერა?_ მაინც ვერ ვუთხარი, მამაჩემს ანა წაყვანა სურდა მეთქი. _ მერე რა, შენ ხომ გჯერა სამაგიეროდ?!_ თითებს საჭეზე აკაკუნებდა. ვერ მივხვდი ნერვიულობდა, თუ უდარდელობით მოსდიოდა . _ უბრალოდ ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სულ ესაა!_ თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს. სავარძელზე ფეხები ავიკეცე და თვალები დავხუჭე. 15 "ცხოვრება მუდმივი წრეზე ბრუნვაა, როცა გგონია, უკვე საკმარისად მოშორდი ათვლის წერტილს, აღმოაჩენ, რომ შენდაუნებურად ისევ თავდაპირველ საწყისს დაუბრუნდი. ისევ... ისევ... და ისევ... სწორედ ამიტომ გაქცევით ვერაფერს შეცვლი და უშველი შვილო. გამბედაობა მოიკრიბე ნაი! ყოველთვის, როცა გაქცევა მოგინდება გაჩერდი. ღრმად ჩაისუნთქე და ათამდე დაითვალე. ნახავ, რომ შენი არეული გულისცემა კვლავ რითმში ჩადგება. პირისპირ დადექი პრობლემისკენ, იმისკენ, რაც გაქცევისკენ გიბიძგებს და გაიმარჯვე! მაგრამ თუ მიხვდი, რომ შენი გამარჯვება შენვე გამარცხებს, მაშინ უკანმოუხედავად გაიქეცი შვილო!" ვერასდროს ვიგებდი, რას გულისხმობდა მამაჩემი. როგორ შეიძლებოდა, საკუთარ გამარჯვებას დაემარცხებინე?! ამიტომ ამ დარიგების მხოლოდ პირველი ნაწილი დავიჯერე და გავითავისე. მაგრამ ახლა, როცა პრობლემასთან პირისპირ მდგარს მოწინააღმდეგედ მიქელა შემრჩა ხელთ მივხვდი, მასზე გამარჯვება საკუთარი თავის დამარცხებას ნიშნავდა სწორედ, მაგრამ არც ამ შემთხვევაში შემეძლო მისგან გაქცევა. ამიტომ ისევ საკუთარ სიჯიუტეს და ამპარტავნებას გავექეცი. ახლა კი როცა ანას დაკარგვის საფრთხემ სახეში სილასავით შემომილაწუნა, საბოლოოდ მივხვდი, არაფრად მიღირდა ასეთი გამარჯვება. თბილისში ჩავედით. მიქელას არ უკითხავს სად მივსულიყავით. გეზი პირდაპირ თავისი სახლისკენ აიღო. მხოლოდ მანქანა გარეთ აღარ გაუჩერებია. ჭიშკარი გააღო და ფარეხში შეაყენა. ვიჯექი და თვალწინ ისევ ის საშინელი სცენა მედგა. დამტვრეული მანქანის საჭესთან მჯდარი სახეშეშლილი ანა და კიბეებზე ღრიალით მომავალი მიქელა. _ არ გადმოხვალ ნაი?_ კარის გაღებამ გამომაფხიზლა უსიამო ფიქრებისგან. _ არც ისე მარტივია იცი, აქ ყოფნა!_ აღარც ემოციების დამალვას ვაპირებდი. დაე მიქაელს კეთილი ენება და საკუთარი ხელით პირგახსნილ ჩემს ჭრილობაზე საკუთარივე ხელით დაედო მალამო. ჩვენ უნდა შევგუებოდით ამ რეალობას, უნდა გვესწავლა წარსულის მიღება და მასთან ერთად ცხოვრება. და ეს პირველ რიგში საკუთარი გრძნობების ღიად გამოხატვით უნდა დაგვეწყო. მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ ამავალ კიბეებს ავუყევი. სარდაფის კარი არც კი დაუხურავს, ეს პირველი ცვლილება იყო ამ სახლში, პირველი ნიშანი იმისა, რომ ამ კედლებში საიდუმლო ფესვს ვეღარასდროს გაიდგამდა. _ სად წაიღე მანქანა?_ ისე უბრალოდ ვიკითხე, რამდენადაც შევძელი. _ ხელოსანთან!_ გამომხედა დაფიქრებით. _ ეშველება ვითომ?_ გამეღიმა მე. _ ეშველებაო!_ დამიქნია თავი._ ანას უნდა დავუბრუნო! ამ სიტყვებზე შევკრთი. შემეცოდა ანა. _ რა საჭიროა ასეთი სისასტიკე?_ ვკითხე მკაცრად. _ ერთგვარი შოკური თერაპიაა. საკუთარ თავს უნდა აპატიოს, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლოს! არ გგონია, რომ მართალი ვარ?_ დავფიქრდი. სადღაც იყო კიდეც მართალი, მაგრამ ანა რამდენად შეძლებდა ამ ამბავთან გამკლავებას არ ვიცოდი. თუმცა თუ შეძლებდა, ბევრად დიდ ნაბიჯს გადადგამდა გამოჯანმრთელებისკენ. მისი ფსიქო_ემოციური მდგომარეობა იყო სწორედ ერთ_ერთი მთავარი მიზეზი რომ ის თანდათან ილეოდა. თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. დრო იყო ჩვენ სამივეს წარსულისთვის ხელი გაგვეშვა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაგვეწყო. მამამ თუ შეძლო ეს და ანას უფსკრულის პირთან ხელი გაუშვა, მეც შევძლებდი. აუცილებლად! იმ ღამეს მივხვდი, რომ სიმშვიდისთვის მიქაელი მაკლდა. სახლი მხოლოდ ჭერი და კედლები არ ყოფილა. აღმოვაჩინე, რომ სახლი სულაც აბსტრაქტული ცნება იყო, რადგან მე მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი თავს სახლში. და მაინც სულ სხვანაირი სიმყუდროვე იყო იქ, იმ მყუდრო კედლებში. _ხვალ იაკოსთან ავიდეთ კარგი?_ თავად შემომთავაზა მიქელამ. საიდან ჰქონდა ამ კაცს ასეთი სიმამაცე? მე მის ადგილას დედაჩემთან შეხვედრას დიდი ხნით ავიცილებდი ალბათ თავიდან. _ დარწმუნებული ხარ?_ ვკითხე და მის თითეზე წამოცმულ ქორწინების ბეჭედს თითი გადავუსვი. _ იქნებ ჯობდეს ჯერ მე დაველაპარაკო? ვიგრძენი, როგორ გაეღიმა. _ ხვალ დედაშენს ვესტუმრებით, _ გაიმეორა მტკიცედ და თავზე მაკოცა._ რას იტყვი დიდი ნამდვილი ქორწილი ხომ არ გადავიხადოთ? _ მეჯვარეებით და თეთრი კაბით?_ გავმხიარულდი მე. _ ხოო და ცეცხლოვანი თაფლობის თვით!_ თავი დამიქნია მან. _ შენ მაგის დარდი თუ გკლავს, ქორწილი რა საჭიროა, პირდაპირ თაფლობის თვით დავიწყოთ!_ გავეხუმრე მე. _ არა! მინდა ვნახო როგორი დედოფალი იქნები! მინდა დავიმახსოვრო ყველა ლამაზი მომენტი შენთან ერთად! იდეალური ისტორია უნდა დავწეროთ მე და შენ! და იმდნი ლამაზი წამი შევაგროვოთ, რომ წარსულის ყველა მტკივნეული მოგონება გადავწონოთ!_ ხელები მომხვია და ჩამეხუტა. იცით როგორი კაცი იყო მიქელა? მის გვერდით მოგინდებოდათ თავი სუსტ ქალად გეგრძნოთ, ქალად რომელზეც ის ცხოვრების ბოლომდე იზრუნებდა. მასთან არ იყო საჭირო მებრძოლის პოზიციაში დგომა და თავის გადარჩენაზე ფიქრი. მის გვერდით ჩემში მცხოვრები კარატისტი გოგო მშვიდად და უდარდელად იძინებდა და საკუთარ არსებობას ივიწყებდა. ვიღაცამ შეიძლება არც მიიჩნიოს ეს გრძნობა სასიამოვნოდ, ვიღაცას არ მოეწონოს საკუთარი სისუსტის ამდენად გაშიშვლება საკუთარ პარტნიორთან, მაგრამ მე სწორედ ეს უსაფრთხოების შეგრძნება, მიქმნიდა სიმყუდროვის და დაცულობის განწყობას. მე მთელი ცხოვრება ვიბრძოდი. ვიყავი თუ არა ძლიერ, სულ ვცდილობდი საკუთარი თავი ასეთ ქალად წარმომეჩინა და როგორც ზღარბი ისე ვიმრავლებდი სხეულზე თავდაცვით ეკლებს. ახლა კი, როგორც სჩანს, დრო იყო მოვშვებულიყავი და უბრალოდ საკუთარი ბედნიერებით დავმტკბარიყავი. _ დეე, როგორც იქნა გაგახსენდით არა?_ ისე შეგვეგება დედაჩემი, თითქოს არაფერი მომხდარიყო და სიმართლის გაგებას მისთვის ტკივილი არ მიეყენებინა. _ ჩაის ხომ დალევთ, ახლა დავაყენე სწორედ!_ სამზარეულოსკენ გაგვიძღვა ღიმილით. მიქელასთვის ხელი არ გამიშვია ისე გავყევი უკან. ისევ ძველებურად ვუსხედით მაგიდას ჩვენ სამნი და ძველებურად მშვიდად ვსაუბრობდით. იაკო არ თამაშობდა სიმშვიდეს. მას არც ბოდიში სჭირდებოდა მიქელასგან, არც რამის ახსნა_განმარტება. ის კმაყოფილი იყო იმით, რომ მე ვყავდი. და არ ავიწყდებიდა მადლიერება იმ სასწაულისთვის, რაც მიქელამ მის შვილს გაუკეთა. ცოტა ხნის შემდეგ მიქელას დაურეკეს. მოიბოდიშა, ხელოსნები მირეკავენ ცოტა ხნით გავალო და დაგვტოვა . _ დე იცი სად წავიდა ახლა მიქელა?_ ვკითხე იას. _ სად დეე? _ იმ ოხერ მანქანას არემონტებს, ამბობს რომ ანას უნდა დაუბრუნოს! რას იტყვი ამაზე? მე მგონია მეტისმეტი უსულგულობაა მისი მხრიდან. მაგრამ ის თვლის, რომ ამით ანას დაეხმარება._ წამით გავჩუმდაი. იამ ამოიოხრა. _ ტკივილით ტკივილს უნდა რომ უშველოს? _ გაეღიმა სევდიანად._ ანას მართლა სჭირდება დახმარება. ალბათ მიქელამ ყველა რესურსი ამოწურა და ესღა დარჩა იმედად. _ არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ. მე ეს ხსნა კი არა სასჯელი მგონია!_ თავი გავაქნიე მე. _ როგორ არის ანა? _ დათამ თქვა, რომ ცუდად. არ მინახავს ჯერ. მაგრამ ნახევარიღაა დარჩენილიო, ისედაც სუსტი იყო და ახლა მეშინია კიდეც მისი ნახვა! თავიდან თითქოს დათამ გამოაცოცხლა, მაგრამ იმ ამბის შემდეგ... მგონი ცხოვრების ხალისი დაკარგა დედა ანამ!_ თვალები ამიცრემლიანდა._ არ უნდა გავქცეულიყავი! არ უნდა მიმეტოვებინა! _ შენ კი არა დედიკო, მის უვარგის მშობლებს არ უნდა დაეტოვათ საკუთარი შვილი გასაჭირში. ხედავ? შენი მკვდარი მამა, ბევრის ცოცხალს რომ ჯობია კაცობით და ღირსებით?_ გაბრაზდა იაკო ზუკაზე. ის რომ სცოდნიდა თავიდან მე მეტორღიალებოდა, სულ გაგიჟდებოდა. იმ საღამოს კიდევ ერთხელ ვცადე, რომ მიქელას გადაეფიქრებინა ომ ოხერი მანქანის ანასთვის მიცემა. მაგრამ ისე სჩანდა თითქოს უამისოდაც ყველაფერი ძალიან ცუდად იყო და ეს ამბავი დიდად ვერაფერს შეცვლიდა უარესისკენ. დაფიქრებული ვიჯექი სამზარეულოში. ბოლოს ტელეფონი ავიღე და დათას დავურეკე. _ გამარჯობა ნაი!_ დაღლილი ხმა ჰქონდა, მაგრამ მაინც სცადა მხიარულად ეპასუხა. _ დათა რაღაც მინდა გთხოვო. ანას ხელი მოკიდე და ჩვენ სახლში მოიყვანე! _ ჩვენ სახლში? მოიცა არ მითხრა, რომ დაბრუნდი!_ მის ხმაში მაშინვე გაიჟღერა სიხარულმა. _ ასეც ვიცოდი, დროის საკითხი იყო უბრალოდ!_ გაიცინა ბედნიერმა და დაღლილობა მაშინვე გაუქრა ხმიდან. _ ხო დათა, შე საძაგელო! იცოდი არა, რომ უკან დამყვებოდა ვაჟბატონი! იცოდი და არაფერი მითხარი!_ გულიანად გაეცინა და ეს სიცილი ნამდვილად თანხმობა იყო. _ კარგი ამაზე სხვა დროს მოგთხოვ პასუხს. ახლა კი ანა წამოიყვანე და წამოდი! ფრთებმომტვრეული ანგელოზივით შემოვიდა სახლში ანა. მხრებჩამოყრილი და თავდახრილი. თვალებს აცეცებდა, როგორც პატარა ბავშვი სასჯელის მოლოდინში. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მისი კანი ლამის გამჭვირვალე, ყველა მოცისფერო ვენას ლანდავდა. საფეთქელზე მკვეთრად უჩანდა, როგორ პულსირებდა წვრილი ძარღვი. თითები ისეთი მყიფე და გაწვრილებული ჰქონდა გული მომეწურა. და მაინც ლამაზი იყო ანა. თავისი, ახლა კიდევ უფრო დიდი, თვალებით. თითქოს მთელი ქვეყნის სევდას მის კამკამა ზეცისფერ თვალებში მოეყარა თავი. გრძელი წამწამების რკალქვეშ დარდის უძირო მორევი მოუჩანდა და არავითარი სიხარულის ნაპერწკალი. არავითარი სურვილი და არავითარი იმედის ნიშან_წყალი. ანა უბრალოდ უძლებდა და დასასრულისკენ მორჩილად მიმავალი წინააღმდეგობას აღარ უწევდა საკუთარ დაღლილ ორგანიზმს. შემზარა მისმა ამ უდრტვინველმა მორჩილებამ. იდგა და განაჩენს ელოდა. განაჩენს ანუ ჩემს რეაქციას. სწრაფად მივედი და ჩავეხუტე. ხელები ძლიერად მოვხვიე და ვერ ვიგრძენი მისი სხეულის წონა. ვერ ვიგრძენი ხორცის სირბილე. ვერ ვიგრძენი ქალი ჩემს მკლავებში. ინსტიქტურად მის უკან მდგარ დათას შევხედე თვალებში და დავინახე, რომ მიხვდა ჩემს ფიქრებს. ტუჩი მოიკვნიტა სიმწრით. _ მაპატიე ნაი... მე ... არ ვიცი ან აქ მოსვლა როგორ გავბედე... ან მაშინ...მე არ ვარ პატიების ღირსი, მე ხომ ადამიანი.. _ გაჩუმდი ანა! ღმერთო ჩემო უბრალოდ გაჩუმდი! რას ჰგავხარ? რა არის ეს? ასე უნდა დაიბეჩავო თავი? რა იყო, გადაწყვიტე საკუთარ თავს ინკვიზიცია მოუწყო, თუ როგორაა შენი საქმე?_ გავაწყვეტინე არეული ლუღლუღი. გაოცებულმა შემომხედა, სხვა რამეს ელოდა. ალბათ ბრალდებას, ლანძღვას, ან საყვედურს მაინც, მაგრამ არა მზრუნველობას. _ ნუ მიყურებ მასეთი გაოცებული თვალებით ანა!_ თვალზე მომდგარი ცრემლები ცერა თითების ბალიშებით ამოვუწმინდე. _ მამაჩემმა გაპატია და მე ვინ ვარ, რომ რამეში ბრალი დაგდო?_ ვუთხარი გაოგნებულს._ ნუ მკითხავ საიდან ვიცი, უბრალოდ დამიჯერე! მამას წამითაც არ მიაჩნდი დამნაშავედ! მხოლოდ ერთი რამე გვთხოვა ორივეს, რომ სიცოცხლე და ბედნიერება ავირჩიოთ! ხოდა მე სიცოცხლეს ვირჩევ ანა? შენ? შენ რას აპირებ?_ კარგად ვერ იაზრებდა რას ვამბობდი, მაგრამ შვებას გრძნობდა, მას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ჩემგან ამ სიტყვების მოსმენა. მიქელამ თავისი არ დაიშალა და ანას მანქანა მიუყვანა. ვერ გავყევი, რადგან არ შემეძლო იმ სცენის ყურება. არ შემეძლო იმ სისასტიკის ნახვა, რასაც მიქელა აკეთებდა. თუმცა თუ ეს ანას დაეხმარებოდა, ცდად ღირდა. დათაც მიქელას მხარეს იდგა. ისიც ფიქრობდა, რომ საკუთარ ტკივილს და შიშებს დამალვით ვერ მოერევა ადამიანი. ერთ დღეს იამ დაგვირეკა და რამდენიმე ძირი პატარა დეკორატიული ნაძვის და იასამნების ყიდვა გვთხოვა. გამიკვირდა, იასამანი მამას საყვარელი ყვავილი იყო. და მისი სიკვდილის შემდეგ დედა დასანახად ვერ იტანდა ამ საოცარ მცენარეს. ამბობდა, მისი სურნელიც კი სულს მტკენსო. ხოდა ახლა რაში დასჭირდა მათი ყიდვა, ვერ მივხვდი. _ ანა და დათაც წამოიყვანეთ და მამასთან ამოდით!_ ბრძანებასავით გასცა იაკომ და კიდევ უფრო გამაოცა. მაგრამ რას ვიზამდი?! არასდროს არაფერი უთხოვია, არასდროს დაუჟინია, რომ მამას საფლავზე ავსულიყავი. ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ჩემს გადაწყვეტილებებს. მაგრამ ახლა არა მარტო მე , არამედ ანასაც იქ უხმობდა. დათას დავურეკეთ და ვუთხარით, რომ იქ დაველოდებოდით. თუმცა იმედი არ მქონდა, რომ ანა საკუთარ თავდი იქ მოსვლის ძალას იპოვნიდა. თუმცა ადამიანი ხომ საოცარი არსებაა, სწორედ იქ და იმ წამს გაგაოცებს, სადაც არ ელი. სასაფლაოს შესასვლელს შინდისფერი მანქანა რომ მოადგა ყელში ბურთივით გამეჩხირა ცრემლები. დათა მანქანიდან გადმოვიდა და ხელი დაგვიქნია. ანა საჭესთან იჯდა. რას ფიქრობდა, რა ქარიშხალს იმორჩილებდა გულში სულ ადვილად წარმოვიდგინე. წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ მანქანას შეაბრუნებდა და გაიქცეოდა, მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომ მოვიდა მამასთან სწორედ იმ მანქანით, რომ ვეღარ გაქცეულიყო. მანქანით თუ მარწუხით ესეც საკითხავი იყო?! კარი გააღო და გადმოვიდა. ხელები უკანკალებდა. სასაფლაოს კარებთან იასამნის ნერგები ავიღეთ ხელში, თითქოს მხრებზე მოვიკიდეთ მე და ანამ გოლგოთაზე ასატანი, ერთი საერთო ჯვარივით და მამას საფლავისკენ მიმავალ კვიპაროსებში მოქცეულ ბილიკს ავუყევით. უკან მიქელა და დათა მოგვყვებოდნენ დეკორატიული ნაძვებით ხელში, მოგვყვებიდნენ, როგორც მცველები, რომ ვინიცობაა დავცემულიყავით ჩვენი ტვირთისთვის ხელი შეეშველებინათ. რატომღაც საოცრად მძიმე გამხდარიყო ის ორი ძირი იასამანი. შავებს არ ატარებდა დედა. მხოლოდ შავი აბრეშუმის თავსაფარი ჰქონდა მუდმივად თავზე გაკრული. მაგრამ არა როგორც მგლოვიარე ქალის თავშალი, არამედ როგორც ჯერაც ლამაზი ქალის სამშვენისი. თუმცა მე ვიცოდი, ამ პატარა თავსაფარში სიმბოლურად ჰქონდა მთელი ძაძები ჩატეული. ეს იყო მისი გაუთავებელი უხმო გლოვის სიმბოლო. საფლავის ქვასთან იდგა დედა. ისე როგორც ცოცხალი ადამიანის გვერდით. _ გამარჯობა ბავშვებო!_ მოგვესალმა მშვიდი თბილი ხმით. _ მშვიდობაა დედა?_ ვკითხე გაოცებულმა. _ თქვენი დახმარება მჭირდება ბავშვებო! რა ხანია მაგ გამწვანების დარგვა მინდა და მარტომ ვერ მოვახერხე. კუთხეში აყუდებულ ორ ნიჩაბზე გვანიშნა. _ სანამ ბიჭები ნაძვებს დარგავენ, თერმოსით ყავა მაქვს წამოღებული და ხომ არ დაგველია?_ შემოგვთავაზა წყნარად. შავად შეღებილ ღობეს მივაყუდე ჩემი იასამანი. ანას ჯერ ისევ ხელში ეკავა და ამოსუნთქვას ვერ ბედავდა. გაუნძრევლად იდგა და ქვაზე დახატულ მომღიმარ მამაჩემს თვალებში შესცქეროდა. ვხედავდი, როგორ უკრთოდა სხეული. მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. ისევ დედა მოეგო გონს. მივიდა და ნერგი გამოართვა. _ აქ დადე შვილო, სანამ ბიჭები ორმოებს ამოთხრიან და მერე დარგეთ შენ და ანამ. ახლა კი მაგიდასთან მოდით! აბრაამის ბატკანივით მორჩილად მიჰყვა ანა იაკოს. ჩანთა მიაწოდა დედამ. ანიშნა ამოალაგეო და თავად თერმოსს ახადა თავი. გაოცებული ვუყურებდი და დედაჩემით აღფრთოვანება სისხლს მიჩქროლებდა. საიდან, როგორ მოიფიქრა შერიგების და პატიების ასეთი უცნაური რიტუალი? _ ანა რას მოგვჩერებიხარ, მოდი აქ და ნამცხვარი დაჭერი!_ თავისი გამომცხვარი ლიმონის ბისკვიტი მომაწოდა. _ მამას უყვარდა, ძალიან!_ ერთი ნაჭერი აიღო და ანას დაუდო პატარა თეფშზე. თან თავად ჩამოაჭრა ჩანგლით კუთხე თავის ნაჭერს. _ მიაგებოს!_ თქვა თითქოს უბრალოდ. მეც მას მივბაძე და ანას გავხედე. თეფში ორივე ხელში ეკავა და თვალმოუშორებლად დასცქეროდა. _ გამისინჯე შვილო!_ შეაგულიანა დედამ. ხელის კანკალით აიღო პატარა ჩანგალი ანამ. ნამცეცი ჩამოაჭრა ნამცხვარს და ლამის ჩურჩულით თქვა: _ მიაგებოს!_ შემდეგ ის ნამცეცი პირში ჩაიდო. მეტი ვეღარ გაუძლო თავშეკავებამ და ბავშვივით აქვითინდა. თან ის ნამცხვრიანი თეფში ისევ ისე ეჭირა ორივე ხელით. იაკოს სევდიანად გაეღიმა. მივიდა და ანას ხელები მოხვია ფარატინა ბეჭებზე. _ კარგი, დამშვიდდი შვილო! დამშვიდდი. _ მაპატიეთ...გთხოვთ მაპატიეთ!_ ტიროდა ანა და შიგადაშიგ პატიებას სთხოვდა მამას, დედას, მე და საკუთარ თავსაც ერთდროულად. ბიჭები იდგნენ უძავად, ხელში ნიჩბებით და ამ საოცარ სცენას უსიტყვოდ უყურებდნენ. ბრძენი ქალი იყო დედაჩემი და მე ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ჩაი დაგვისხა და თითქოს ამით შერიგების, თუ პატიების სადღეგრძელო შეგვასვა იამ. ბიჭებს მოუხმო მაგიდასგან. მოულოდნელად ანა ფეხზე ადგა. კუთხეში მიყუდებული ნიჩაბი აიღო. იასამნის ერთი ნერგიც და საფლავზე შეაბიჯა. დაატა წამოიწია, იამ გააჩერა. თავით ანიშნა_არაო! ფრთხილად ჩაუშვა მცენარე ანა წინასწარ გაჭრილ ორმოში და მიწა მიაყარა. და როცა ბოლოს ფეხით დატკეპნა ყვავილის ძირი, მე შვებით ამოვისუნთქე. ანამ გამომხედა, უკვე სულ სხავნაირად ენთო მისი თვალები. მადლიერებით, სიყვარულით, რწმენით და მზით გამთბარი. _ ანა, მოდი მოგეხმარო!_ დამიძახა და მეორე ნერგზე მიმანიშნა. ჰაერი ჩავისუნთქე და ზეცას ავხედე. მზის სხივები კონუსებად ცისკენ აჭრილ კვიპაროსებს შორის წვრილ სინათლის სვეტებად მოძვრებოდნენ და საფლავების შავ მარმარილოს ქვებზე ირეკლებოდნენ. ქვებიდან კი თითქოს უხმო მაყურებლებივით შემოგვცქეროდნენ იქაურობის მასპინძლები და გვიღიმოდნენ თავიანთი მარადიული ღიმილით. იმ უცნაურ სიცოცხლისა და სიკვდილის გზაგასაყარზე უცნაურო სიმშვიდე სუფევდა. წამოსვლისას დედამ თავისი შავი თავსაფარი აიღო და საფლავის გამოხურულ კარს გამოაბა. _ დროებით ძვირფასო!_ ცოცხალივით დაემშვიდობა მამას და ისევ ღიმილით დაუყვა სიცოცხლისკენ მიმავალ ბილიკს. ალბათ იაკოსაც ურჩია მამამ, რომ სიცოცხლე აერჩია! ისე წამოვედი უკან აღარ მიმიხედავს, ბეჭებს მიწვავდა მზერა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მიმეხედა მამას დავინახავდი. ალბათ ამიტომ არ მივიხედე სწორედ. არ გიამბობთ ჩვენს ქორწინებაზე, არც ჩვენი თაფლობის თვით და იდეალური ოჯახური ცხოვრებით მოგაწყენთ თავს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ანამ მკურნალობა გააგრძელა და ახლაც აგრძელებს. სულ მალე დათაზე იქორწინა და ლამაზი ბიჭუნაც გააჩინა. ბიჭუნა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ანამ თავის ბიჭს ლევანი დაარქვა.... ცხოვრება გაგრძელდა, როგორც უნდა მომხდარიყო კიდეც. ჩვენ მართლაც დავიწყეთ ლამაზი წამების მოგროვება, რომლებიც წარსულის ტკივილებს გადაწონიდნენ. თუმცა არასდროს დამვიწყებია, რომ მე ყველაზე კარგი მამა მყავდა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და არ გამხსენებია თქვენთვის მეთქვა, რომ მამაჩემსა ლევანი ერქვა. საოცარია არა, ამ ცხოვრებაში ყველაფერი მართლაც რომ წრეზე ტრიალებს ისევ და ისევ..... დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.