ნენე (17&18)
მე-17 და მე-18 თავს ერთად ვდებ, რადგან იმდენი ხანი არ დამიწერია, ალბათ აღარც გახსოვთ არ ხდებოდა. ბოდიშს გიხდით ლოდინისთვის, ფინალურები მქონდა და ახლა უფრო სტაბილურად დავდებ. 3-4 თავში დამთავრდება ისტორია, დაუსრულებელს არ დავტოვებ გპირდებით. მადლობა ერთგულ მკითხველებს <3 *** მე-17 თავი არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი გათიშული, აშკარად საკმაოდ ძლიერი დამამშვიდებელი გამიკეთეს. ჩემს პალატასთან ჩოჩქოლის ხმა ისმოდა, აშკარად ბევრი ხალხი შეკრებილიყო, მაგრამ ნერსეს დაცვა ჰყავდა დაყენებული და არ უშვებდა არავის შიგნით. ძლივს წამოვდექი საწოლიდან და კარი ნელა შევაღე. გიგა და თემო იდგნენ კართან და პეტრე და ლაშას ეკამათებოდნენ. -ნენე-ლაშა ჩემთან ჩასახუტებლად გამოიწია, მაგრამ გიგამ ხელით გადაუღობა. -ნენე შედი შიგნით-გიგამ მთხოვა, მაგრამ მინდოდა მათთან დალაპარაკება და ხელი გავაწევინე. -გიგა ხო არ გააფრინე, ჩემი ბიძაშვილები არიან. -ნერსეს ბრძანებაა, რომ შენს პალატაში არავინ შემოვუშვათ. -მე ვგავარ ვინმეს საკუთრებას გიგა? ჩემი ბიძაშვილებია და შემოუშვი, სანამ შენობის დაცვას დავუძახე და შენი და თემოს თავი გავათრე...გავაყვანინე აქედან-თემოც უხეშად გავწიე გვერდით და პეტრე და ლაშა პალატაში შემოვიდნენ. პეტრე თავს ძლივს იკავებდა, მუშტები ჰქონდა შეკრული და ემზადებოდა აქაურობის დასალეწად. ორჯერ ამათვალიერა და კედლისაკენ გაბრუნდა იმედგაცრუებული, მაგრამ ამავდროულად გაბრაზებული გამომეტყველებით. ლაშამ კარი მიუჯახუნა ბიჭებს, მერე მოვიდა და ჩამეხუტა. -როგორ შეგვაშინე-ლოყაზე მაკოცა და თმაზე მოფერება დამიწყო-დებილო-თვალები აუცრემილანდა, მერე ჩემი სახე მოიქცია ხელებში და ატირებულმა შემომხედა. ლაშა ატირებული ბოლოს ბიცოლაჩემის პანაშვიდზე ვნახე და მეთითონაც ტირილი დავიწყე-კარგად ხარ?-თავი დავუქნიე პასუხის ნიშნად-გეტყობა-საწოლთან მიმიყვანა და დამსვა-რა მოხდა? -არ ვიცი, ნერსე ატარებდა მანქანას, ტელეფონზე დაურეკეს... ვაჟა გარდაიცვალაო უთხრეს-პეტრემ ეგრევე ჩემსკენ გამოიხედა და მერე ლაშას გახედა, მაგრამ ვერ გეტყვით რომ გაუკვირდა. -გარდაიცვალა?-პეტრე ახლოს მოვიდა, მარტო ეს აინტერესებდა?-თუ მოკლეს? -არ ვიცი-ნეტა მომეტყუებინა. მაგრამ არაფერი არ უთქვამს, ლაშას აჩერდებოდა ეჭვის თვალით. ლაშაც გაშტერებული უყურებდა, თითქოს რაღაცა იცოდნენ და არ ამბობდნენ. ცოტახანი სიჩუმეში ვიყავით სანამ ერთმანეთს აჩერდებოდნენ და გარკვევას ცდილობდნენ რაღაცაში-რა ხდება? -არაფერი. ლაშა დარჩება ეხლა შენთან, მე საქმე მაქვს-თვალს მარიდებდა, ხმაც ცივი ჰქონდა და გულუბრყვილოდ მექცეოდა-ექიმებს..უსმინე-მხარზე ხელი დამადო, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს, როგორც შორეულ ნაცნობს მოუთათუნებენ ზურგზე ხელს წასვლისას ისე მოიქცა და წავიდა. ბოლო შეხვედრის შემდგომ არც მიკვირდა ასე რომ მექცეოდა, ორივეს ისე ვატკინე გული, ისიც მიკვირდა რომ ჩემს სანახავად მოვიდნენ. -ფეხმძიმედ ხარ?-ლაშამ მკითხა. -საიდან მიხვდი? -ექიმებს ვკითხე შენი მდგომაროება და მითხრეს ბავშვი კარგად არისო. შენ დიდიხანია ბავშვი აღარ ხარ-სევდიანი თვალებით მითხრა-ბავშვი, რომ იყო, ეხლა აქ არც ვიქნებოდით. -მართალი ხარ, შენ და პეტრე ჩამკიდებდით ხელს და წამათრევდით სახლში. ამას არ აკეთებდით მთელი ბავშვობა? სათამაშოსავით დამათრევდით. ახლა... პრინციპში ამას ნერსე აკეთებს-ამოვიოხრე, დიდი არაფერი არ შეცვლილა ჩემ ცხოვრებაში. ჩემს ნებაზე არასდროს არ ვყოფილვარ და ალბათ ვერც ვიქნებოდი, მით უმეტეს ისეთ ადამიანთან როგორიც ნერსეა-რატომ არ მკითხეთ რა დაემართა ვაჟას? როგორ მოკვდა? -არ მადარდებს და იმიტო-ლაშამ ცივად მიპასუხა და ზურგი შემაქცია-მთელი ოჯახიც რომ ამოწყდეს, არ გკითხავ რა დაემართათ. -ამ დონეზე გეზიზღებიან? -მაგას სერიოზულად მეკითხები?-ზიზღით სავსე სახით შემომხედა-და შენ გიყვარს? მკვლელი ვაჟა სამხარაული გიყვარდა? ან წამით გინდა მითხრა, რომ დაგწყდა გული მის სიკვდილზე? -ნერსეს გამო დამწყდა. -ნერსეს არ დაწყდა და შენ რანაირად დაგწყდა? -ნერსე ნახე? -მანქანაში ჯდებოდა, არაფერი ეტყობოდა დარდის და განცდის. ნერსეც იმავენაირად ვერ იტანს მამამისს როგორც მე და პეტრე. გიაც. -ვაჟას რაღას ერჩით? ვაჟას ცოლი არ ვყოფილვარ. -იცი, მემგონი ვცდები-ახლოს მოვიდა და სკამზე დაჯდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მიჩქმიტა-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, რომელიც ვერ არჩევს ერთმანეთისაგან რა არის ცუდი და რა არა. -ზუსტად რომ ვარჩევ რომ ყველაფერი შავი და თეთრი არ არის ცხოვრებაში, იმიტომ აღარ ვარ ბავშვი. თქვენთვის მარტო ან ერთი არსებობს ან მეორე. -არ არის ეგრე. ცხოვრებაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ აქ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცოცხალი ხარ. კიდევ კაცმა არ იცის რამდენი ხანი იქნები ასე, მაგრამ შენ ხო არ გაინტერესებს ეგ. მთავარია ნერსესთან იყო და ალბათ მაგანაც რომ მოგკლას მაგითაც ბედნიერი იქნები. -ნუ მელაპარაკები ეგრე ლაშა. -საერთოდ არ დაგელაპარაკები აწი, ნუ დარდობ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ-გაბრაზებული წამოდგა, მაგრამ მერე უკან მოიხედა, შუბლზე მაკოცა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. რაღაც რიგზე არ იყო. ყველა რაღაცას მიმალავდა, ყველა სადღაც გიჟივით გარბოდა და მე ამ დროს საავადმყოფოში ვიწექი. ექიმს დავუძახე და გაწერა ვთხოვე, ისე რომ გიგა და თემოსთვის არაფერი არ ეთქვათ. შემომიტანეს საბუთი, ხელი მომაწერინეს რომ ჩემი ნებით ვეწერებოდი დროზე ადრე და პასუხისმგებლობას ვიღებდი ნებისმიერ ჯანმრთელობის გართულებაზე. დავიცადე, სანამ გიგა და თემო მოსაწევად არ გავიდნენ და პალატა ეგრევე დავტოვე. უკანა გასასვლელიდან გავედი, ტაქსი გავაჩერე და ელენესთან წავედი სახლში. იქ უკვე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. თუმცა, საუცხოო სიჩუმე იყო. არავინ ტიროდა ირგვლივ. ყველას შავი მზის სათვალე ეკეთეა, შავებში ეცვათ, ჩუმად იდგნენ და ხმას არ იღებდნენ. ზოგი ეზოში ეწეოდა, ზოგიც ისე იდგა, ზოგი ელენეს გვერდით ეჯდა და ვითომ ამშვიდებდა. რეალურად ელენეც კი არ ტიროდა. საოცარი სურათი იყო. ალბათ ნახატი რომ ყოფილიყო დავარქმევდი ,,გლოვა თბილისურად’’. მისაღებში, რომ შევედი ელენე წამოხტა და მომმვარდა. -ნენე, ვინ გამოგიშვა შენ საავადმყოფოდან?-გაოცებულმა შემომხედა-ნერსე სად არის? -ნერსე... ნერსე აქ არ არის? -არა, მე მეგონა შენთან იყო. -არა, მითხრა, რომ პანაშვიდის საქმეებს მოაგვარებდა და მოვიდოდა. ელენე, მართლა არ იცით სად არის თუ მე არ მეუბნებით? -არ ვიცი-ამოიოხრა და ისევ ჩამოჯდა, ცუდად იყო ეტყობოდა. -ელენე.. ვიზიარებ-მხოლოდ მერე მივხვდი, რომ თავიდანვე უნდა მეთქვა ეს, მის წინ ჩავიმუხლე და მხარზე ხელი დავადე-ვწუხვარ. -მადლობა-სევდანარევი ხმით მიპასუხა-ნენე, ადი შენ დაწექი ცოტახანი. მალე მოვა ნერსეც. -ეზოში გავალ, ვაჩეს და ჩემი მე...-ვაჩე. ვაჩე ეხლახანს გამახსენდა. საავადმყოფოდან გამოწერეს და ალბათ გაიგო ყველაფერი-ვაჩე სად არი? -ზევით ოთახში. არ გამოდის და არ მელაპარაკება. იქნებ ნახო?-წამოვდექი, ჩქარი ნაბიჯებით ავედი ვაჩეს ოთახში. კარი ჩაკეტილი იყო. ჩემს საძინებელში შევედი, ნერსეს ყველა საძინებლის ოთახის გასაღები ჰქონდა, ავიღე და კარი გავაღე. ოთახში საშინელება ტრიალებდა. შესასვლელთან ჩამოგლეჯილი და აბაზანის სარკის ნამსხვრევები იყო მიმოფანტული, საწოლი გატეხილი, ტანსაცმლით მოფენილი იატაკი, ჩამოხეული ფარდები, დალეწილი ტელეფონი, ძირს დაგდებული მეტრანახევრიანი კარადა და კუთხეში ძირს მჯდომი ვაჩე... რომელიც სიგარეტს ისე ეწეოდა, თითქოს აპოკალიპსი არ მოეწყო ოთახში. თვალები ჩაწითელბული ჰქონდა, სახე დასიებული, ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო. ვერც შემამჩნია, რომ შევედი. შეშლილს ჰგავდა. თვალები ერთ წერტილს მიჩერებოდა და თითქოს.. თითქოს ვაჩე გაყინნული იყო და მისთვის დრო აღარ არსებობდა. მიახლოებაც კი შემეშინდა. მარჯვენა ხელით სიგარეტს ეწეოდა, მარცხენა კი უკანკალებდა. მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი და თვალები გამომაყოლა, გამომხედა. -მოდი-თითქმის ჩურჩულით მითხრა და სიგარეტი კედელს მიაწვა-მოდი-კიდევ ერთხელ დამიძახა, ამჯერად უფრო ხმამაღლა. ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. ნერსე შეილება არ განიცდიდა მამის სიკვდილს, მაგრამ ვაჩესთვის... მიუხედავად იმისა, რომ ვაჩესთვის ვაჟა არასდროს ყოფილა მამა, სწორედ ის უფრო განიცდიდა მის სიკვდილს. ამდენი წელი მამასთან დაახლოებას ნატრობდა, ახლა , როდესაც საშუალება მიეცა მასთან ერთად ემუშავა კომპანიაში, ცოტათი მაინც დაახლოებოდა, დაკარგა. სიმწრით სავსე თვალები ჰქონდა. მუშტები ჰქონდა შეკრული და თავს იკავებდა ტირილისაგან. ამ ოჯახში ტირილი, თან მამაკაცისთვის ყველაზე დიდი ცოდვა იყო. მასთან მივედი, გვერდით დავუჯექი და მხარზე თავი დავადე. -ვწუხვარ-ჩურჩულით ვუთხარი, მაგრამ ვიცი, რომ გაიგო. მანაც თავი დამადო. სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, მთელი ტანით ცახცახებდა და ვერ მშვიდდებოდა. თავი ავიღე და გავხედე, მინდოდა რომ რაიმე ეთქვა, ეყვირა, გაბარზებულიყო ან წყენოდა, ასე უკეთ მაინც იგრძნობდა თავს. მაგრამ ჩუმად იჯდა. მთელი ოთახი დაანგრია, ალბათ მთელი მსოფლიოც რომ გადაეწვა თავს უკეთ ვერ იგრძნობდა. არ ვიცოდე მაინც, რა არის მამის დაკარგვა. ჩემზე უკეთ მას ვერავინ გაუგებდა. ახლა რაც არ უნდა მეთქვა თავს უკეთ ვერ იგრძნობდა, სიტყვები ზედმეტი იყო. ჩემი თქმის გარეშეც იცოდა, რომ ვწუხდი, რომ მიყვარდა და მის გვერდით ვიქნებოდი ნებისმიერ დროს. -ბოდიში-ამოღერღა და ისევ იმ წერტილს მიაჩერდა-არ უნდა მეთქვა... ის ყველაფერი მაშინ საავადმყოფოში. -ვაჩე, გიჟი ხო არ ხარ-მხარზე დავადე ხელი-ეხლა რა დროს ეგ არის?-ისევ თავი დამადო და თვალები დახუჭა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექით ასე, სანამ ვაჩეს არ ჩაეძინა. ნერსე შემოვიდა ოთახში, ჯერ ირგვლივ რომ მიმოიხედა კინაღამ გული გაუსკდა, მერე ჩემთან მოვიდა და ალბათ მხოლოდ ჩაძინებული ვაჩე შეიცოდა, თორე ეტყობოდა, რომ ღრიალს აპირებდა. -ადექი-ჩურჩულით მითხრა, მკლავზე მომკიდა ხელი და ოთახიდან გამიყვანა. მეგონა ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ წელზე შემომხვია ხელები და ჩამეხუტა. -ნერსე სად იყავი?-ოდნავ უკან გავწიე. -საქმეებზე. ყველაფერი მოვაგვარე-ბედნიერი სახით გამომხედა. -რას ქვია ყველაფერი მოაგვარე? -ყველაფერი მოვაგვარე, ცოტახნით უნდა წავიდე. -სად უნდა წახვიდე? -სად და.. ამერიკაში. -ამერიკაში რა გინდა? -იქ უნდა მოვაგვარო საქმეები, უნდა გადავაბარო ანდრონიკაშვილებს ბიზნესი. აქედან არ გამოდის. -რას ბოდავ? ჩვენ ხო მაგათ დაჭერას ვაპირებდით? -არა. -რა არა? აბა რომ გამდიდრდებიან და ფული ექნებათ რა გარანტია გვაქვს რომ ისევ შურისძიებას არ ეცდებიან? -არ ეცდებიან, იმიტომ რომ უკვე იძიეს ნენე. მამა მომიკლეს. მეტი რა უნდა ქნან? ვაჩე დაასახიჩრეს, ჩვენი ავარიაც მაგათი ორკესტრირებული იყო. მორჩა. -ნერსე, ეხლა შენ გგონია, რომ მე შენ.. რაღაც ამერიკებში გაგიშვებ, რომ იქ გაურკვეველ ადგილას ჯანდაბაში, კარტელებით სავსე ადგილას გადააბარო ანდრონიკაშვილებს ბიზნესი? -ნენე მარტო ხო არ მივდივარ რა დაგემართა? ალექსანდრე და ბესოც წამოვლენ, ვანოც იქნება. და ჯერ ეს ერთი, მარტო არალეგალურ ბიზნესს იფორმებენ. გაღლეტილები და დაცვის გარეშე კი არ ვრჩებით. -რა შუაშია გაღლეტილი! სად მიდიხარ! ფეხმძიმედ ვარ ნერსე გესმის? ბავშვი უმამოდ უნდა დატოვო? მე უქმროდ? -რატომ გადაწყვიტე რო სიკვდილს ვაპირებ იქ? თან მარტო არ ხარ, ვაჩე რაც არ უდნა მოხდეს სულ გვერდით გეყოლება. შენებიც უკვე შეგირიგდებიან, დედაშენიც ჩამოვა დაგეხმარება, ელენეც აქ არის. -რას ქვია.. რაში მაინტერესებს ჩემები და შენები ნერსე! ბავშვს მამა არ უნდა? -გითხარი, ჩამოვალ მალე. სანამ ბავშვს გააჩენ უკვე უკან ვიქნები-სახეზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმიზიდა საკოცნელად, მაგრამ უკან გავწიე. -არ წახვალ!-თითი დავუქნიე და დავუყვირე-სცენების მოწყობა არ მინდა ახლა. მამაშენის პანაშვიდია და ეს დღეები პატივი ვცეთ მის სულს. მერე ვილაპარაკოთ. -მერე არ გამოვა ნენე. გასვენების მერე მივფრინავ-ტვინში სისხლმა ამასხა. სახეზე სულ გავწითლდი, ბოლო ძალებს ვიკრებდი, რომ აქვე არ მეცემა ვაჩეს ოთახში დამტვრეული საწოლის ფეხით. -მაშინ მეც წამოვალ. -არა-გადაჭრით მითხრა და საძინებელში შევიდა, მეც გავყევი. -რას ქვია არა?! -შენ ნორმალური ხარ?-დამიყვირა, მაგრამ ეგრევე დაუწია ხმას და ოთახის კარი დაკეტა-სად უნდა წამოხვიდე? ჩემი წასვლის გეშინია და ეხლა ფეხმძიმე ცოლი წავიყვანო ნარკოტიკებზე სავაჭროდ? ნენე... გახსოვს დაგპირდი რომ 6 თვეში უკვე აღარ ვუხელმძღვანელებდი არალეგალურ ბიზნესებს? ხომ შეგისრულე, თან 3 თვეში. ხოდა ეხლაც მენდე, რომ გეუბნები, რომ უკან მალევე დავბრუნდები-რაც არ უნდა მეთქვა აზრს არ შეიცვლიდა, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა, არც მე შევიცვლიდი აზრს. იქ წასვლა მის პირდაპირ სიკვდილს ნიშნავდა და არ ვაპირებდი ასე დანებებას. იმდენი იმისთვის არ მიწვალია, რომ ნერსე 3 თვეში დამეკარგა და მარტოხელა დედად დავრჩენილიყავი. არ გავუშვებდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა. -იცი რას მიაღწევ ამით? მუცელი მომეშლება ნერსე-სხვა გზა არ მქონდა, მანიპულირებაღა დამრჩენოდა. -არ მოგეშლება-ეცადა დავემშვიდებინე და ჩამეხუტა, მაგრამ ისევ უკან გავწიე. -ეხლა არ ვაპირებ შენთან ამაზე ლაპარაკს, დღეს-ცრემლები მოვიწმინდე თვალებიდან-მამაშენის პანაშვიდია. -ხვალ გაასვენებენ. -რა? ერთ დღეში?-გამოვშტერდი, ცხოველივით რატომ ექცეოდნენ ვერ ვხვდებოდი. შეიზლება ნამდვილად ანგელოზი არ იყო, მაგრამ ერთ დღეში გასვენება მიცვალებულის რომელი კულტურიდან გადაიღეს? -ხო, რაც შეილება მალე უნდა გავფრინდე-ჩემს წინ რობოტი იდგა. არ არსებობდა, რომ მამის გარდაცვალების მერე ესე მშვიდად ყოფილიყო. -ნერსე, მამა. მამა გარდაგეცვალა-მასთან მივედი და მისი სახე ხელებში მოვიქციე-გესმის? მამა! ვაჩე.. ვაჩე ნორმალური ადამიანივით იქცევა, ზის ოთახში და ცრემლებს ძლივს იკავებს, იმიტომ რომ.. იმიტომ რომ თქვენს დედააფეთქებულ ოჯახში ტირილზე დიდი სისუსტე არ არსებობს. ელენეც კი არ ტირის ქმარს. არავინ აქ არ ტირის-ისეთი მშვიდი გამომეტყველებით მიყურებდა, თითქოს მამაჩემის პანაშვიდზე ვიყავით და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. -ნენე იცი რატომ არ ტირიან?-ახლა მან მომკიდა სახეზე ხელები და თვალებში ჩამხედა- იმიტომ რომ მკვლელია. ასობით ადამიანის სიცოცხლე მაინც შეიწირა, უმეტესობა მათგანი საკუთარი ხელით დაბრიდა, რომ ის ყველაფერი შეექმნა რაც დღეს ჩვენ გვაქვს. და რაც საბედნიეროდ მალე აღარ გვექნება. იცი რატომ არ ტირიან?! იმიტო რო მკვლელი, ყოვლად უბადრუკი ადამიანი, უღირსი ქმარი და მამა იყო. და იცი ვაჩე რას ტირის? განა მამას ტირის, არა. იმ ადამიანის ილუზიას დასტირის, რომელსაც მამას ეძახდა მთელი ბავშვობა. იტიროს, ნამდვილად სატირლად აქვს საქმე. მამა აქამდე ფიზიკურად მაინც ჰყავდა და ერქვა, რომ მამა იყო, ახლა ასეც აღარ ჰყავს. -ჰყავს? შენ?! ორივესთვის ერთნაირი მამა იყო. -არა-გაეცინა და უკან დაიხია, თავზე შემოიწყო ხელები და სიცილი დაიწყო-არ იყო ორივესთვის ერთნაირი მამა-თითი დამიქნია-ვაჩეს, არანაირად არ ექცეოდა ისე, როგორც მე. ვაჩე რო შეცდომას დაუშვებდა, უბრალოდ ამოიხრებდა, ოხ ვაჩეო და დამთავრდა. მე რო შეცდომას ვუშვებდი-ისევ სიცილი აუვარდა. თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ სიცილისაგან და არა იმიტომ რომ ტირილს აპირებდა-თავისი ყველაზე მძიმე ქამრით მცემდა. გამიმართლა ალბათ, შრამი რომ არ დამრჩა. თორე განახებდი, როგორი ერთნაირი მამა იყო ორივესთვის. -არ ვიცოდი-მასთან მისვლა და ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ისევ უკან დაიხია. სიცილს არ წყვეტდა. -ერთნაირი მამა ორივესთვისო... ვაჩე ერთხელ არ უცემია. ვაჩეს გამოც მომხვედრია. ჩემი დის გამოც... ჩემი და რომ მოკვდა-პერანგი შეიხსნა და ზურგით დამიდგა. მარცხენა მხარეს ნატყვიარი ეტყობოდა-გახსოვს ადრე რომ მკითხე ეს საიდან გაქვსო? ხოდა იმ ღამეს მამაჩემმა დამჭრა. ვაჩემ კი ისე მცემა, მარცხენა თვალში რამდენიმე დღე მხედველობა მქონდა დაკარგული-მალევე შეიკრა პერანგი და ჩემკენ შემობრუნდა-მიხარია, რომ ვაჩე შენს თვალში ყოველთვის ანგელოზია, ყოველთვის სამაგალითო მეგობარი, ძმა და შვილი. იცი ყელში ამომივიდა, მართლა. რაც არ უნდა გავაკეთო, შენთვის მოსაწონი არაფერი არ არის. კი მამა გარდამეცვალა მეც დღეს, მაგრამ რატომღაც ვაჩეს დამშვიდება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შენთვის, ვიდრე საავადმყოფოში ჩემი მოცდა. იქნებ მეც მჭირდებოდა .. უბრალოდ რომ ჩამხუტებოდი? ან სითბო გამოგეხატა? გიფიქრია ამაზე? საავადმყოფოდან რისთვის წამოხვედი, რომ ჩემ ძმასთან მჯდარიყავი იმ ოთახში? რამდენი ხანია თავს ვარწმუნებ, რომ მეჩვენება, მაგრამ ზოგჯერ მგონია... -არც გაბედო-უხეშად გავაწყვეტინე-არც გაბედო მაგ წინადადების დამთავრება. მე შენთვის არასდროს მომიცია მაგის საბაბი, რომ გეფიქრა, რომ ვაჩე მიყვარს. როგორ.. იფიქრე საერთოდ მსგავსი რამ? -როგორ ვიფიქრე?! ბოლოს როდის ჩამეხუტე ნენე?! ბოლოს როდის გამოხატე სითბო აბა გაიხსენე ჩემს მიმართ. ბოლო პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ვჩხუბობთ, სულ მსაყვედურობ, სულ პრეტენზიები გაქვს. ჩემთან ერთად შვილიც კი არ გინდოდა სულ ცოტა ხნის წინ. რა უნდა ვიფიქრო? მართლა ტირანი ხომ არ გგონივარ? გგონია, ისეთ ქალთან ვიცხოვრებ, რომელსაც არ ვუყვარვარ? ან სხვა უყვარს? გგონია, რომ ძალით დაგაკავებ აქ? -არ მჯერა, რომ ახლა ამას სერიოზულად მეუბნები. შენ მე დებილი გგონივარ? ვაჩე, რომ მყვარებოდა, შენ რატომ გამოგყვებოდი? რა დამიშლიდა? ვაჩეს რამდენი ხანი ვიცნობდი შენამდეც. ნერსე, მე შენ მიყვარხარ. გაიგე? თუ სითბოს არ გამოვხატავ.. იმიტომ რომ კი, გაბრაზებული ვარ შენზე, რომ ამდენი ტანჯვის გავლა გვიწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხარ. *** მე-18 თავი მეორე დილით, უკვე გასვენება იყო. დილით ადრე ავდექით. მე და ნერსე საუზმისთვის ჩავედით, ელენე და ვაჩე ჩუმად იჯდნენ მაგიდასთან და საჭმელს არც ეკარებოდნენ. ნერსე დედამისთან მივიდა და ლოყაზე აკოცა, მე ვაჩეს გვერდით დავჯექი და ისე გავხედე, თითქოს ვაჩე ყოფილიყო მიცვალებული და არა ვაჟა. სასადილოდან პირდაპირ ჩანდა მისი სასახლე, ნერსე მივიდა გასასვლელთან და კარი მოხურა, რომ აღარ ეყურებინათ მისთვის. მერე ჩემს პირდაპირ დაჯდა და ჭამა დაიწყო, თან ელენეს აძალებდა და ხელით აჭმევდა. -ვაჩე-ვაჩეს დაუძახა-ჭამე რამე, დღეს ბევრი საქმე გვაქვს-ვაჩეს არ მოუსმენია, სადღაც შორს იყო წასული ფიქრებით-ვაჩე-ხმას აუმაღლა-ჭამე მეთქი რამე, ამდენი ხელი არ მაქ სათითაოდ ყველას გაჭამოთ-ვაჩე წამოდგა მაგიდიდან და ოთახიდან გავიდა. გაყოლა მინდოდა, მაგრამ გუშინდელის მერე მეშინოდა ნერსეს კიდევ კუდები არ გამოება ჩემი საქციელისთვის. თვალებით მანიშნა გაყევიო. ყავა ავიღე და ეზოში გავედი, სიგარეტს ეწეოდა. -გაიწიე-ხელით გამწია-არ შეილება შენთვის ამის სუნთქვა. -როგორ ხარ?-გაეცინა. -კარგად-თვალებში ჩამხედა, სახე ფაქტობრივად ამძვრალი ჰქონდა. ადამიანს არ ჰგავდა-შენ?-ვაჩე ასეთი არ მინახავს. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა მისთვის-რაზე იჩხუბეთ გუშინ? -შენი ძმა... ვიცოდი, რომ ანგელოზი არ იყო, მაგრამ თვითმკვლელი ტერორისტი თუ იყო ეგ აღარ ვიცოდი. -ბატონო? -ამერიკაში მიდის, რომ ანდრონიკაშვილებს ბიზნესი გადააბაროს. არალეგალური. -ა, ეგ ვიცი. -იცი? -კი, გუშინ ჩვენც ვიჩხუბეთ მაგაზე. -მოიცადე.. ოთახში რომ შემოვედი, გუშინ. თქვენ დაანგრიეთ იქაურობა?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. -ნერსე ის ადამიანია, რომელიც არავის არ უსმენს, ტყუილად დახარჯავ ნერვებს მასზე ნერვიულობით. -რა გითხრა? -არაფერი, მე და ნერსეს იშვიათად გამოგვდის ცივილურად ლაპარაკი. რომ მითხრა, ბუნებრივია გავღიზიანდი, ეგრევე ჩხუბი დავიწყეთ და ვერ მოვითმინე და მე დავარტყი. -თვითონ? -ხელიც არ დაუკარებია-ცინიკურად გამომხედა-მართლა. მერე ამაზე გავღიზიანდი და ოთახს რაც ჭირს ის დავმართე. გარედან ჩამკეტა, იმიტო რო ნასვამი ვიყავი და წავიდა. ეს იყო და ეს. -თვითონ არ მოუყოლია ჩემთვის. -არც მოგიყვებოდა. კიდევ ბევრი რამ არის ისეთი რაც შენ ჯერ არ იცი და ნერსეს თუ ასე უნდა ვერც გაიგებ. -მაინც?-გაეცინა. -შენ გგონია მოგიყვები? არა მადლობა, მეყოფა ჯერჯერობით ხელჩართული ომი ჩემს ძმასთან. ნენე, რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო ადვილი იქნება შენთვის ნერსეს გვერდით გაჩერება დამიჯერე. -ვაჩე, რამე უნდა მოვიფიქროთ, ასე ვერ გავუშვებ ამერიკაში. -მოვიფიქროთ, ოღონდ დღეს არა გთხოვ. -კარგი-ლოყაზე ვაკოცე და ნერსე და ელენესთან შევბრუნდი, ვაჩეც ეგრევე გამომყვა და ორივე მაგიდას მივუჯექით ისევ. ვაჩემ გადაიღო თეფშზე სალათი და ჭამა დაიწყო. -ნენე, ჭამე შენც-ნერსემ თეფშზე უამრავი რამე დამიდო-ბავშვს ჭირდება-გულმა კინაღამ დამარტყა, არ მეგონა ელენემ თუ იცოდა ბავშვის შესახებ. მეგონა ახლა ისტერიკას გამართავდა, მაგრამ როგორც ჩანს ნერსესგან იცოდა. ოღონდ ვერ ვხვდებოდი ახლახანს უთხრა, თუ უკვე დიდიხანია რაც იცოდა. ელენე არ იყო ვინც ასე ეწინააღმდეგებოდა ჩემსა და ნერსეს შვილს? ცოტახანში ხალხმაც დაიწყო მოსვლა, უამრავი ადამიანი იყო მოსული. ეზოში ვიდექი მარტო, ველოდებოდი, როდის გამოიტანდნენ სასახლეს. ვანომ დამინახა შორიდან, სიგარეტი გადააგდო და მოვიდა. -ნენე, შენ მე წაგიყვან. -ნერსე რატომ არა? -ასე ჯობია, ვაჩე, ნერსე და ელენე ერთად წავლენ-ვერ მივხვდი რა მიზეზი იყო ამის უკან, მაგრამ არ ვაპირებდი ახლა კამათს. ვანოს გავყევი და მის მანქანაში ჩავჯექი. უცნაური იყო, მეგონა გიგა ან ვინმე დაცვის ბიჭიც ჩაგვიჯდებოდა. -ვანო, შენც გეცოდინება ალბათ რო ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა ხო?-უკან ვიჯექი, სარკიდან გამომხედა წარბ აწეულმა, არ ელოდა ჩემგან ასეთ პირდაპირ კითხვას. -რძალო, არაფერი გაქვს შენ სანერვიულო ისეთი ქმრის გვერდით, როგორიც ნერსეა-ოსტატი იყო კითხვებზე პასუხის გაცემის არიდებაში. -რატომ არაფერს ეუბნები? რატომ არ აჩერებ? შენი ესმის. -ნერსეს?-ვანოს გაეცინა-ნერსეს მამა ღმერთის არ ესმის ნენე და ჩემსას გაიგებს? დამიჯერე, იცის რასაც აკეთებს. არ შეილება შენთვის ნერვიულობა. -და ქმარი რომ მიდის ჯანდაბაში და მტოვებს ეგ შეილება? -გტოვებს რა ლაპარაკია? ამდენი ხალხი რისთვის არის აქ?-აზრი არ ჰქონდა ვანოსთან ლაპარაკს, ისე იყო გაწვრთნილი, სუსის აგენტებს შეშურდებოდათ, რომ მათთან არ მუშაობდა. ვანომ მალევე მიმიყვანა, ფაქტობრივად მეორეები მივედით ,,კატაფალკის’’ შემდეგ. მანქანიდან გადმოვიდა, კარი გამიღო და გადმოსვლაში ისე დამეხმარა, გეგონება ფეხმძიმედ კი არა ავად ვიყო და სიარული მიჭირდეს. ზუსტად წამებში მოვიდა ნერსეც, დედამისიც და ვაჩეც. მალევე მოვიდა დანარჩენი მანქანებიც და დაიწყეს სასახლის ჩასვენება. ვერ ვიტანდი ამ მომენტს, ამ დროს მიცვალებულსთვის უნდა გადაეხადათ ბოლოჯერ თავზე, ასეთი წესი იყო, რომ მზის სხივი ბოლოჯერ მოხვედროდა. გადახადეს სუდარა, ვაჟას სახე სულ ჩამომჭკნარი ჰქონდა, ნახევარიღა იყო დარჩენილი, თითქმის ჩონჩხს ჰგავდა. ყველა არიდებდა თავს, ვერ გეტყვით მე რატომ ვუყურებდი ასე დაჟინებით. თუმცა, ერიკოს სახის შემდეგ ალბათ აღარაფერი არ შემაშინებს. ნერსეც ჩემს გვერდით იდგა და ისიც ვაჟას სახეს უყურებდა, სანამ საბოლოოდ არ დააფარეს და არ ჩაასვენეს. შემდეგ ერთმანეთს შევხედეთ, მივხვდი რომ ახლა ყველაფერი დამთავრდა. ორ კვირაში იგივე ადგილას ვიდგებოდი და ამჯერად ნერსეს სხეულს მივაჩერდებოდი. ქელეხში უამრავი ხალხი მოვიდა. თითო მაგიდას მგონი თავისი თამადა ჰყავდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იჯდა დარბაზში. ყველა თავის მოგონებას ყვებოდა ვაჟაზე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და ერთი ადამიანისგან მაინც არ მომისმენია სიტყვები ,,ვაჟა ალალი და ღვთისნიერი კაცი იყო’’. ამ დროს ქელეხში ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ, ამას ნებისმიერ მიცვალებულზე ამბობენ. იხსენებდნენ სახალისო მოგონებებს, თავგადასავლებს და რთულ ცხოვრებას, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ არავის ვაჟა არ მოუხსენებია ალალ და მართალ კაცად. ყველამ იცოდა რასაც წარმოადგენდა მისი ცხოვრების მანძილზე. შეიძლება საშინელი ადამიანი ვარ ასე რომ ვფიქრობ მისი გასვენების დღეს, რომ არ მეცოდება წამითაც კი და შესაძლოა ჩემ თავს ვერ ვუტყდები ამაში, მაგრამ თქვენ გეტყვით, რომ მომენტებში მიხარია კიდეც მისი სიკვდილი. კი საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ რაც მან ნერსეს და ვაჩეს დამართა, უპატიებელია. ახლა დაისვენებდნენ მაინც და არც ერთს აღარ მოუწევდა მამის ყურადღებისთვის თუ კმაყოფილებისთვის ბრძოლას. ვაჩე და ნერსეც გვერდიგვერდ ისხდნენ, არც ერთი არ ლაპარაკობდა. მე, ისინი ელენე და მათი რამდენიმე ახლო ნათესავი ალექსანდრე და ბესოსთან ერთად ვისხედით ერთ მაგიდასთან. ალექსანდრე და ბესო ცდილობდნენ ბიჭების გამხნევებას, ამგრამ არაფერი. ელენე სულ ძალით ტენიდა საჭმელს ორივეს, განიცდიდა ასე რომ იყვნენ. თვითონ ელენეს კი არაფერი არ ეტყობოდა გლოვის. კი, შავები ნამდვილად ეცვა, რომ გარდაიცვალა იმ დღესაც იტირა, მაგრამ ახლა მშვენივრად გამოიყურებოდა. ან მართლა ძალიან ძლიერი ქალი იყო, ან უბრალოდ ისიც ჩემსავით ბედნიერი იყო ვაჟას თავიდან მოშორებით. ამ დროს თამარა მოვიდა, მოუბოდიშა ნერსეს მოგვიანებით მოსვლის გამო და ალექსანდრეს მიუჯდა გვერდით. -ნენე, შენ როგორ ხარ? -ნორმალურად თამ-თამარასთან იმდენი ხანია არ მილაპარაკია. რაც გავთხვოდი საერთოდ გავუცხოვდით ერთმანეთისგან. არ მინდოდა ჩემს გამო საფრთხეში ყოფილიყო, მაგრამ ალექსანდრემ არ დამაცადა. ინტერესით ვკვდებოდი იცოდა თუ არა უკვე ყველაფერი, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო აუცილებლად მეჩხუბებოდა, რატომ არ მითხარი თავის დროზეო. ამ დროს ნერსესთან ვიღაც ქალი მოვიდა უკნიდან და გადაკოცნა, შავებში ეცვა. ნერსე ეგრევე ცოტა დაფეთებული წამოდგა და გადაეხვია ამ ქალს. -ვიზიარებ-ვაჩეს თავზე აკოცა, შემდეგ ელენესთან მოვიდა და მასაც ჩაეხუტა. -ჩემო გოგო-ელენე საკმაოდ თბილად შეხვდა-როგორ ხარ? არ მეგონა თუ ჩამოსული იყავი. -რამდენიმე დღეა ჩამოვედი და რომ გავიგე ვაჟას სიკვდილი გული ამომიტრიალდა. ნინოც ძალიან მომენატრა, ამ დღეებში გამოგივლით და ვნახავ. -კი, კი. აბა რა-ელენემ უხერხულად გადმომხედა, ვერ ვხვდებოდი ეს ქალი ვინ იყო. ნინოს დედა? რომელიც ასე ცივად კითხულობდა თავის შვილს? რაღაც მეეჭვება. ან ვაჩესთან ასე ახლოს რანაირად იყო? -კარგი, აღარ მოგაწყენთ თავს მეჩქარება, მოკლედ ამ დღეებში შემოგივლით. კიდევ ერთხელ ვიზიარებ. -არა, რას ქვია, დაჯექი შვილო-ელენემ ხელზე მოქაჩა, მაგრამ ის გოგოც გაუძალიანდა. -რაღაც შეხვედრაზე მაგვიანდება სამსახურთან დაკავშირებით ელენე, თორე ხომ იცი აუცილებლად დავრჩებოდი. აბა თქვენ იცით-კიდევ ერთხელ სათითაოდ გადაეხვია სუ ყველას და წავიდა. ნერსემ ეგრევე მე შემომხედა და შეამჩნია ჩემი გაოგნებული სახე. -ეს ნინოს დეიდაა-ელენემ დაასწრო ნერსეს თქმა-უცხოეთში სწავლობს. -და ნინოს დედა რატომ არ არის აქ?-და მაინც, თუ ნინოს დეიდაც კი ახერხებდა აქ მოსვლას, ნინოს დედა, ნერსეს ყოფილი ცოლი, ამ ოჯახის რძალი როგორ ვერ მოვიდა ან პანაშვიდზე და ან გასვენებაში? ამ ქალის არსებობაში უკვე სერიოზულად მეპარებოდა ეჭვი. ელენემ, ვაჩემ და ნერსემ ერთმანეთს გადახედეს. -კიდე დიდხანს უნდა ატყუო?-ვაჩემ როგორც იქნა ხმა ამოიღო და რამდენიმე სიტყვა ამოღერღა, რაზეც საპასუხოდ ნერსესგან მკვლელი მზერა დაიმსახურა. -რა უნდა მატყუოს? -ეხლა აქ ამის არც დრო და არც ადგილი არ არის-ელენემ მკაცრად გადმოგვხედა სამივეს-სხვა დროს გაარჩევთ. პატივი ეცით ვაჟას სულს-პატივი ვცეთ ვაჟას სულს? პატივი ვაჟასთვის ცხოვრებაში არ მიცემია, ახლა რითი დაიმსახურა? რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ სიკვდილი გარდაცვლილს აკეთილშობილებს ან ყველა ცოდვას უქარწ....ბს? რით დაიმსახურა ვაჟა სამხარაულმა პატივისცემა? ადამიანების მკვლელობით? ოჯახების გაუბედურებით? ათასობით მოზარდისათვის და ადამიანისათვის ფსიქოტროპული წამლების არალეგალურად მიყიდვით? ნერსეს გამო ვიყავი ჩუმად, ჩემი მეუღლის გამო, რომელიც მართლა იმსახურებდა ჩემგან პატივისცემას, თორე უკვე იმდენ ტყუილში მყავდა ეს ოჯახი გამოჭერილი, ცოტა მაკლდა გაფრენამდე. ქელეხში დიდხანს არ გავჩერებულვარ, ამდენ საჭმლის სუნზე ცუდად გავხდი და გული ამერია აბაზანაში. ელენემ შემომაკითხა. -შე საწყალო, რა ცუდი ტოქსიკოზი გქონია-სახე მომბანა წყლით-სახეზე ფერიც არ გადევს. ეხლა ვეტყვი ვანოს სახლში წაგიყვანოს. -არა სირცხვილია-ასე მასწავლეს ბავშვობაში, მამის ქელეხშიც რომ ვიყავი და ადრე მოვითხოვე სახლში წასვლა ცხონებულმა ბიცოლამ და დედაჩემმა დამაყარეს. -რა სირცხვილია ნენე, ცუდად ხარ-ელენემ გამომიყვანა აბაზანიდან და ხელი დაუქნია ვანოს, რომელიც ეგრევე ჩვენსკენ წამოვიდა-ვანო, მიდი გიგას და ლეოს უთხარი ნენე სახლში წაიყვანონ და დარჩნენ იქ. -თქვენთან თუ ნერსესთან? -მგონი.. ნერსესთან ჯობს. ის სახლი ძალიან არეულია ახლა. და ოთახთან იყავით მაინც, გული არ წაუვიდეს. -კარგი, მანქანამდე მე მიგიყვან წამოდი-ვანოს დავეყრდენი და გარეთ გავედი. ნერსე და ვაჩე რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ეწეოდნენ. იშვიათი სურათი იყო, ამ ორის ასე მშვიდად მუშტი კრივის და სისხლის გარეშე დანახვა. -რა გჭირს?-ორივემ სიგარეტი გადააგდო და ჩემკენ წამოვიდნენ. -ტოქსიკოზი, არაფერი ისეთი. სახლში წავალ, ცოტას დავისვენებ. ბოდიში ნერსე. -რა ბოდიში-ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა-ცოტახანში მოვალ მეც. დაწექი იცოდე და დაისვენე. თუ ცუდად გახდები დამირეკე და ექიმსაც გამოვიძახებ. -არა, არ მინდა. ჩვეულებრივი ტოქსიკოზია. ვაჩე აბა თქვენ იცით-გიგამ და ლეომ სახლში მიმიყვანეს, საძინებლამდეც კი ამაცილეს. გიგა კართან დარჩა, გარეთ იდგა და ლეო ქვევით ჩავიდა ეზოში, პერიმეტრს აკონტროლებდა. სხვა დაცვის ბიჭებიც აქ იყვნენ, მაგრამ ვანო და ნერსე ძირითადად მათ ენდობოდნენ. დავწექი თუ არა ეგრევე გავითიშე, ძალიან დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც. კი ვნანობდი, მარტო რომ დავტოვე ნერსე და ვაჩე, მაგრამ საჭმლის სუნზე სულ გული მერეოდა. არ ვიცი რომელი საათი იყო, რაღაც ბრახუნის ხმამ რომ გამაღვიძა. რაღაცის დალეწვის ხმა მომესმა, მეგონა სახლში შემოიჭრნენ, კამოდი გამოვაღე, ნერსეს იარაღს დავავლე ხელი დაუფიქრებლად, გადავტენე და ქვევით ნელი ნაბიჯებით ჩავედი. სიბნელე იყო, შუქები არ ენთო. არც გიგა და ლეო არ ჩანდნენ არსად, ალბათ რამე უქნეს, ან მოკლეს. მოულოდნელად შუქი აინთო და გათხლეშილი მთვრალი ნერსე და ვაჩე დავინახე, ხელიხელგადახვეულები შემოვიდნენ მისაღებში. ნერსემ იარაღით რომ დამინახა სიცილი ატეხა. -თქვენ ნორმალურები ხართ?!-იარაღი ეგრევე დავაცარიელე და მაგიდაზე დავდე. -ხედავ ვაჩე? ერთი თვეა ჩემი ცოლია და უკვე იარაღის ხმარებაც იცის-რა აცინებდათ ვერ ვხვდებოდი. ნერსეს საერთოდ არ ჩვეოდა ასე დალევა. რომ არ ვიცნობდე, ვიტყოდი, რომ ვაჟას სიკვდილს განიცდიდა. -როგორ დაალევინე ვაჩეს გააფრინე სულ?-ოთახში შემოსვლაში დავეხმარე და ცალ-ცალკე დივნებზე წამოწვნენ. -ვაჩე, ჰა ეხლა, სანამ მთვრალი ვარ მოვუყვე ყველაფერი ჩემს ძვირფას მეუღლეს? ვაჩემ თავი წამოყო და გაკვირვებულმა გადახედა ნერსეს. -შენ მემგონი მართლა ზედმეტი დალიე-ვაჩე წამოჯდა და ვანოს დაუძახა-ვანო, მიდი რა ეს სტუმრების საძინებელში აიყვანე, ნენეს შეაწუხებს ხვრინვით და სასმლის სუნით, ცუდად არ გახდეს ისევ. -ეხლავე-ვანო მივიდა ნერსეს წამოსაყენებლად, მაგრამ ამან ჯიკაობა დაუწყო და არ გაყვა. -მაცადეთ ვა, მაცადეთ!-წამოდგა და ჩემთან მოვიდა, ძლივს დადიოდა, ბარბაცებდა-ჩემო ძვირფასო მეუღლე. ხვალ მივფრინავ, ეგ კი იცი. -არსად არ მიფრინავ, ხვალ ვილაპარაკებთ. -არაფერსაც არ ვილაპარაკებთ. სანამ ვაჩემ მოგიყვა, იმიტომ რომ გრძელი ენა აქვს, გინდა მოგიყვე რა ბედი ეწია ჩემს ყოფილ ცოლს?-სახე მომითათუნა ხელი და ლოყაზე მაკოცა, ზიზღით გავწიე. ატანა არ მქონდა მთვრალი კაცის-ნწ, მაკოცნინე წესიერად-ტუჩებში კოცნა სცადა, მაგრამ ისევ გავწიე. -კარგი მე ავიყვან ზევით-ხელი მოვკიდე და წაყვანა ვცადე, მაგრამ არც მე გამომყვა. -ნერსე, გეყოფა წააქცევ ეხლა-ვანომ ხელი მოკიდა მკლავში და საძინებელში ამაყვანინა. -ნენე დაიძინე შენ, მივხედავ ამას. -არა, მე მივხედავ. -ცოდო ხარ, ეხლა ფეხზე უნდა გავხადო და აბაზანაში შევაგდო, რო გამოფხიზლდეს ცოტა. ვერ მოერევი. -ვანო-მკაცრად გავუმეორე, ვხვდებოდი, რომ არ უნდოდა ნერსეს ჩემთვის რაიმე მოეყოლა-ჩემი მეუღლეა, როგორმე მოვგვარდებით-ვანოს აღარ უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა, ერთი ნერსეს გადახედა უცნაურად და გავიდა ოთახიდან. -მომიყევი რისი მოყოლაც გინდოდა-წამოჯდომაში დავეხმარე, სანამ მთვრალი იყო უნდა გამომეყნებინა ეს დრო. -რისი მოყოლა მინდოდა? -ნერსე ნუ იდებილებ თავს! შენს ყოფილ ცოლზე მეუბნებოდი-სასოწარკვეთილი ვუყურებდი, ერთი სული მქონდა ბოლოს ეთქვა რასაც მიმალავდა ამდენი ხანი და რისი ეჭვებიც მეთითონ მქონდა მას შემდეგ რაც ცოლად გავყევი. -ჩემს გარდაცვლილ მეუღლეზე? -გარდაცვლილ?-რომ გითხრათ, რომ გამიკვირდა, მოგატყუებთ. გულის სიღრმეში მეშინოდა, რომ სწორედ ამ პასუხს მივიღებდი მისგან. ალბათ ანდრონიკაშვილებმა ან სხვა მტრებმა მოუკლეს. -ჰო, თავი მოიკლა. -თავი.. მოიკლა?-ამას კი ნამდვილად არ ველოდებოდი. -სანამ თავს მოიკლავდა, წერილი დამიწერა, დაწყევლილი ხარო, შენც და შენი მთელი ოჯახიცო. აგერ წაიკითხე-მოულოდნელად სწრაფად წამოდგა და სეიფთან მივიდა, კოდი აკრიფა, გამოაღო და წერილი მომიგდო. ეგრევე გავხსენი, მეშინოდა, რომ გადაიფიქრებდა და წამართმევდა. ნელ-ნელა თვითონაც ფხიზლდებოდა, აღარ უჭირდა სიარული. ქვემოდან ხმაური მესმოდა, ვანოს ვაჩე აჰყავდა საძინებელში და ახლა ის ეწინაღმდეგებოდა. ,,ნერსე, აღარ შემიძლია ამდენის ატანა. შენს გვერდით მშვიდი ცხოვრება წარმოუდგენელია. დაწყევლილი ხარ... შენც და ახლა უკვე ჩვენი შვილიც. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. ერთადერთი თხოვნა მაქვს, ნინოს არ უთხრა, რომ ასე დავასრულე სიცოცხლე. ახლა ასეთს რომ მიპოვი ალბათ გაბრაზდები ჩემზე, შეგზიზღდები, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე. მაპატიე, მარტოს რომ გტოვებ -ეკატერინე’’. -რ... თავი მოიკლა? კი მაგრამ რას ნიშნავს სხვა გზა არ დამიტოვე? -აბა მე რა ვიცი ნენე!-ბოლო ხმაზე დაიღრიალა-აბა მე რავიცი!-ორივე ხელი თავზე მოიკიდა და ზურგი შემაქცია-გაშორებას ვაპირებდით, მშობიარების შემდგომი დეპრესია ჰქონდა, ვერ ეგუებოდა ნინოს.. ჩემს საქმიანობას, ოჯახს, წესებს და ვეღარ გაუძლო-ისევ მომიბრუნდა-იცი რატომ გიყვები? განა იმიტომ, რომ საჭიროა რომ ეს იცოდე და ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო. იმიტომ, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვა და არ გეგონოს რომ სხვა გზა არ არის. ეკატერინე სულელი და სუსტი ქალი იყო, რომელმაც მხდალი ადამიანის არჩევანი გააკეთა. -ნუ ლაპარაკობ მასზე ეგრე! ყველა ვერ გაუძლებს იმ ცხოვრებას რომელიც შენ და შენმა მართლა დაწყევლილმა ოჯახმა შექმენით! -თვითმკვლელობის რომანტიზირება არ დამიწყო ეხლა აქ თორე ჭკუიდან შევიშლები! შვილი დატოვა, მე დამტოვა! თავისი და დატოვა! ჩემი ბრალია, ვაღიარებ. არ ვუშვებდი, ნინო მეცოდებოდა. -ამიტომ გამიშვი მე?-ახლა მივხვდი, რატომ არ დამიშალა გაშორება, როდესაც აბორტის თემაზე ვიკამათეთ. -კი. იგივე შეცდომა რომ დამეშვა და დამები აქ ბავშვის გამო, შენც ეკატერინეს გზას გაუყვებოდი. მაგრამ ახლა.. ნენე, როცა უკვე ყველაფერი იცი, როცა ყველაფერს ვაგვარებ, არ გაბედო, გესმის? 2 კვირაში ყველაფერი დალაგდება. -რა დალაგდება ორ კვირაში?-ჩემთან მოვიდა, სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. -ყველაფერი. მე ჩამოვალ და რამდენიმე კვირით წავალთ დასასვენებლად, მე შენ და ჩვენი შვილი. -ნერსე. სადაც გინდა იქ წადი. -რას ნიშნავს ეგ? -იმას რომ სადაც გინდა იქ წახვიდე, გინდ ამერიკაში, გინდ ჯანდაბაში და გინდ პაპაჩემთან საიქიოში-მისი ხელები მოვიცილე სახიდან, ოთახიდან გავედი და ცხვირწინ მივუჯახუნე კარი. ამ ხმაურზე ნინოს გაეღვიძა, საძინებელში შევედი და ხელში ავიყვანე. -ნინო, ბოდიში დე-როგორ მეცოდებოდა, დედა არ ჰყავდა. ახლა მამასაც დაკარგავდა თავისი კრეტინული სიამაყის გამო და გაუბედურებული, ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლის ჩამოუყალიბებელი და უმუშევარი დედინაცვალი რჩებოდა მომვლელად. უკვე თვალწინ მიდგას როგორ იკლავს 14 წლის ასაკში თავს, ან როგორ ფეხმძიმდება 16 წლის ასაკში ან საერთოდ როგორ ემართება რაიმე ფსიქიკური აშლილობა მამამისის და ამ ოჯახის გადამკიდე. ვაჩესნაირი ნარკოდამოკიდებული ბიძა, ბიპოლარი დედინაცვალი და უკვე ცალი ფეხით საფლავში ჩასული მაფიოზი მამა. მემგონი დროა ტელენოველა გადაიღონ ჩვენს ამბავზე. ვიცი სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე, მაგრამ მითხარით ტირილს რა აზრი აქვს? რას შეცვლის? ან ჩემს მომავალ შეცვლის? ან ამ ბავშვის? ნერსე შემოვიდა ოთახში. -დამშვიდდა?-ნინოს მართლაც ჩაძინებოდა, საწოლში ჩავაწვინე და ოთახიდან გავედი. ძალიან მინდოდა ჩემოდანი ჩამელაგებინა და წავსულიყავი, მაგრამ ნინოს ამათ ვერ ვუტოვებდი. ნათიას და ვაჩეს იმედად ვერ ვიქნებოდი. ისიც ისევ შემომყვა. -ნერსე-ღრმად ამოვისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი და ყვირილი არ დამეწყო-ბედი შენი რომ ნინო მეცოდება, თორე მამაჩემის სულს გეფიცები 3 წამნახევარში გავქრებოდი ამ სახლიდან და სულ რო მთელი ამერიკის თავდაცვა და სპეცრაზმი დაგეყენებინა, მაინც ვერ გამაჩერებდი აქ. -გინდა ვცადოთ? მიდი, წადი. არ დამჭირდება არანაირი სპეცრაზმი. -რა ჯანდაბად გინდა ასეთი ცოლი? რომელსაც ვეღარასდროს ნახავ. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის მე ეხლა წავალ თუ 2 დღეში? შენ ხო ამას მაინც ვეღარ გაიგებ. -ნუ ლაპარაკობ ჩემზე წარსულში. ჩამოვალ... -ჩამოხვალ?! რა შუაშია აქ ჩამოსვლა, რამდენი ტყუილი გაქვს ჩემთვის ნათქვამი? 3 თვეც არ არის რაც დავქორწინდით და ტყუილი ტყუილზე, საიდუმლო საიდუმლოზე. -შენ კკარგად იცოდი ვის მიყვებოდი ცოლად ნენე-ნერსე სამხარაულის ცნობილი ფრაზა და გამართლება. ,,მე ასეთი ვარ, ვერ შევიცვლები’’. შენი ბრალია ნენე, წინდაუხედავი და ერთი სულელი უპატრონო გოგო ხარ. ჩემნაირებზე არის ნათქვამი რასაც დასთეს, იმასვე მოიმკისო. -მართალი ხარ ჩემი ბრალია-კარადიდან საღამური გამოვიღე და ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ წინ დამიდგა. -ხვალ მივფრინავ და არ მინდა ასე დავემშვიდობოთ ერთმანეთს. -წამიყვანე. -არა-გადაჭრით მითხრა და კარი ჩაკეტა-მოდი არ გვინდა ჩხუბი, ფეხმძიმედ ხარ, შენთვის ამდენი სტრესი არ შეიძლება. -კარგი, მაშინ ეხლა სექსი გვქონდეს, მე შენ მოგეფერები, კარგ ხასიათზე გაგიშვებ, ისე მოვიქცევი როგორც ღირსეული მაფიოზის ცოლი მოიქცეოდა და აქ სახლში დაგელოდები, ნინოს მოვუვლი, ვაჩეს მივხედავ, ელენესაც გავუვლი ხოლმე. გაწყობს ხომ? -კი-გაღიმებულმა მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ხვდებოდა ჩემი ნათქვამის სარკასტულობას-ნამდვილად მაწყობს-ვეღარ მოვითმინე და სახეში გავარტყი. რეაქცია არ ჰქონდა, ისევ ღიმილით გამომხედა. მეორე ლოყაც მომიშვირა. -ნენე, ეხლა გინდა მცემე, გინდა სულ მთელ ოთახში რაც არის ის მესროლე, მაგრამ ხვალ მაინც გავფრინდები. ამიტომ გთხოვ ნუ მეჩხუბები. -კარი გააღე. -არ გავაღებ. -გააღე ნერსე, თორე ისეთ ამბავს დაგმართებ, რომ ამერიკა, ანდრონიკაშვილები და ვაჟა მონაგონი გაგიხდება. გააღე! -ბავშვს გამიღვიძებ-ტუჩებზე მომადო თითი, წელზე შემომხვია ხელი და უცბად მიმიხუტა-არ ჯობია ესე ტკბილად...-ამოვარტყი და უკან დავიხიე. ოდნავ მოიკრუნჩხა ტკივილისაგან-გოგო-ამოიკვნესა-შენ სულ დაკარგე ჭკუა? -შენს ხელში კიდე ბედნიერად ვარ. კარი გამიღე. -არ გაგიღებ, აი ჯინაზე ეხლა არ გაგიღებ-გასაღები ჯიბეში ჩაიდო და მოგებული სახით გამომხედა. -კი ბატონო, სავარძელზე დავიძინებ და სანამ არ წაშავდები ამ სახლიდან არ გავიღვიძებ-ბალიში ავიღე და სავარძელზე დავწექი მისკენ ზურგით. კიდეზე ჩამოჯდა და თმაზე მოფერება დამიწყო. -ნუ გეშინია-თავზე მაკოცა-გითხარი დავბრუნდები მეთქი. ტყუილად ნერვიულობ. -არ მაინტერესებს დაბრუნდები თუ არა, გამანებე-მისი ხელი უხეშად მოვიშორე, მაგრამ მაინც არ იშლიდა თავისას. -ნინოს დედაზე რომ მოგატყუე მაგაზე გაბრაზდი, მართალი ხარ. ეკა გარიგებით მოვიყვანე ცოლად, არ მიყვარდა. კი საყვარელი გოგო იყო, მაგრამ...-გაჩუმდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა-მაგრამ არ მიყვარდა და მორჩა. მაშინ ასე ჭირდებოდა ბიზნესს, ეკას მშობლები..-ისვე პაუზა და სიჩუმე. -ნერსე, თუ 3 წამში ერთხელ უნდა გაჩუმდე და იფიქრო როგორ მომატყუო, აღარაფრის მოყოლა არ მჭირდება. დიდი ხანია გავიზარდე და ზღაპრების მოყოლა არ მჭირდება ძილის წინ-გაეცინა და მისკენ გადამაბრუნა. -მაგიტომ არ ვჩერდები. არ არის ჩემთვის ადვილი ეკაზე საუბარი. ეკას მშობლები ჩვენსავით არიან. მაშინ გვჭირდებოდა მათთან ახლო ურთიერთობები და კარგად იცი ნდობის საკითხი როგორ არის როცა ასეთ საქმეში ხარ გარეული. ჭირდებოდათ გარანტიები, ხოდა ვაჟამ ფაქტობრივად მაიძულა ცოლად მომეყვანა. ნინოს გაჩენა ფაქტობრივად დავალებასავით იყო. შვილიშვილი ერთგვარი კავშირის გამყარება იყო-გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ბავშვი მათთვის კავშირის და ნდობის გამყარება იყო ნარკოტიკებით სავაჭროდ?-ვიცი რასაც ფიქრობ. როგორ შეიძლება ბავშვს ასე გულგრილად უყურებდნენო, მაგრამ შენ არ იცნობ ეკას მშობლებს. არც ვაჟას არ იცნობდი, ამიტომ ვერ მიხვდები რა ტიპის ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი. -დაახლოებით წარმომიდგენია-თვალი თვალში გავუყარე და ვაგრძნობინე რომ მას ვგულისხმობდი. რამდენი რამე მქონდა ნერსესთვის ნათქვამი, რა არ მიწოდებია, მაგრამ ახლა ... ახლა ისეთი სახე მიიღო, როგორიც მამის სიკვდილის მერეც არ ჰქონია. გაოცებული მიყურებდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითოეულ სახის ნაკვთს მითვალიერებდა, თითქოს ცდილობდა დარწმუნებულიყო რომ ნამდვილად მე ველაპარაკებოდი და არა ჩემში ჩასახლებული ბოროტი სული. მე და ნერსეს შორის რაღაც გაწყდა. ცოტახანი ასე ვიყავით სიჩუმეში, ნერსე თვალს არ მაშორებდა. ახლა ბოდიშს ვერ მოვიხდიდი. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ამის გამო პატიებას ნამდილვად არ ვთხოვდი. მაგრამ ის ლაპარაკს არ აგრძელებდა და ეტყობოდა, რომ თავს ებრძოდა ოთახიდან რომ არ გასულიყო. ღრმად ამოისუნთქა და გულჩაწყვეტილმა გააგრძელა მოყოლა-ეკასაც არ ვუყვარდი თავიდან, მერე თითქოს რაღაც გრძნობები გაუჩნდა, მაგრამ ნელა-ნელა რომ გააცნობიერა რა ოჯახში შემოვიდა. განსაკუთრებით ჩემი დის სიკვდილის მერე, დეპრესიაში ჩავარდა. ოღონდ არა ჩვეულებრივ დეპრესიაში ნენე, ხალხი რომ იგონებს იმიტომ რომ სევდიანად გრძნობენ თავს 2 კვირა. კლინიკური დეპრესია ჰქონდა. მე დრო არ მქონდა მიმეხედა, ვერც მოსიყვარულე ქმარი ვერ ვიყავი მისთვის. ეს ცალკე ტანჯავდა, ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელსაც არ უყვარდა. თან პატარა იყო, ძალიან. 19 წლისაც არ იყო. ვერ გადაიტანა ეს ყველაფერი და თავი მოიკლა. იმიტომ არ გატყუებდი, რომ მეშინოდა ამის გამო დამშორდებოდი. -აბა? -მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ვიცი ეკას სიკვდილი ჩემი ბრალია. ერთია.. ერიკოს სიკვდილი და ისეთი ადამიანების, რომლებმაც მართლა დაიმსახურეს დღეს მიწაში ყოფნა, მაგრამ მეორეა რომ ეკასნაირმა ანგელოზმა თავისი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე ჩემნაირი ნაძირალას გამო. -შენ არ დაგიძალებია მისთვის ოჯახის შექმნა. -რა უნდა მოვთხოვო 19 წლის ბავშვს ნენე? პატარა იყო. მე უნდა შევწინააღმდეგებოდი ვაჟას, მაგრამ სანამ შენ გამოჩნდებოდი ცხოვრებაში, არც გამივლია თავში აზრად ვაჟასთვის წინააღმდეგობა გამეწია. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრება იყო და მორჩა. ამის იქით არაფერი არსებობდა. ჯერ ჩემი დის ავარია, მერე ეკას ამბავი და საერთოდ ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. ჩემთვის აღარაფერი არსებობდა ნინოს გარდა. იცი რა ადვილია ? წამიერად გეტკინება, მერე დამთავრდა. აღარ ხარ. დარჩენაა რთული. ნენე, შენც რომ დაგკარგო, ჩემს ცხოვრებას საერთოდ აღარ ექნება აზრი. შენს გარეშე ზუსტად ის ნაძირალა ვიქნები, როგორიც მამაჩემი იყო. აქ რომ არ დამხვდე, ჩათვალე მე აღარ ვიარსებებ-ჩემს პასუხს ელოდებოდა, მაგრამ არ მქონდა პასუხი. რა პასუხი უნდა მქონოდა? ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ბოლომდე რა ხდებოდა ჩემს თავს. თითქოს ბურუსში გახვეულ ტყეში დავდიოდი და დრო და დრო გამოანათებდა მზის სხივი, მაჩვენებდა გზას და ნაბიჯს გადავდგამდი თუ არა, ეგრევე ქრებოდა. ნერსესთან გატარებული 3 თვე უსასრულო ლაბირინთს მაგონებდა, რომელსაც გასასვლელი არ ჰქონდა. ყველა წერტილი ერთ ადგილთან მიდიოდა - ნერსესთან. ლაბირინთი კი სავსე იყო მისი დაუსრულებელი ტყუილებით და სიმართლის მარცვლებით. ვიცი ეგოისტი ვარ. არ ვითვალისწინებ რომ რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ აღარ შემიძლია. ყოველდღე საკუთარ თავთან ბრძოლა იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება. 2 კვირაც ნენე. 2 კვირაც და თუ ამ 2 კვირაშიც არაფერი არ შეიცვლება გაშორდები, ნინოსაც წაიყვან და შენს შვილსაც მარტო გაზრდი. გადაიკარგები ჯანდაბაში, მაგრამ სამხარაულებისკენ აღარ გამოიხედავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.