მეგზური. 1
- დაა გამარჯვებულიააა.... დემეტრე ნავერიანიი.. - კაცი მიკროფონით აცხადებს და ტრიბუნაზე მისგან მარჯვნივ მდგომი კაცის ხელს ჰაერში მაღლა წევს, ნატალია სამზარეულოში ტრიალებს, სამსახურიდან ახალი მოსული ცდილობს დაისვენოს და გემრიელი ვახშამიც მოიწყოს, სულ არ მიუქცევია ყურადღება ტელევიზორისთვის მაშინაც არ დაინტერესებულა როცა მისი ქმრის გამარჯვება გამოაცხადეს ტელევიზიით, მაგრამ როცა მის ერთ-ერთ კოლეგას მოკრა თვალი ჟურნალისტ გიორგი გიორგაძეს, ტელევიზორის პულტი აიღო და ბოლომდე აუწია ხმა, ეს არ ყოფილა არც კონკურენტული დაკვირვება კოლეგის მიმართ, ეს იყო მისი ჟინი და დაუკმაყოფილებლობა, გიორგის კარგად იცნობს იმ დონემდე კარგად რომ როცა ქმარი სახლში მისვლას ვერ ახერხებს ნატალია მასთან იყოფს სარეცელს და ასე გაყავს დრო, სინამდვილეში თავიდან დემეტრესთანაც ასეთ მიზიდულობას გრძნობდა, თუმცა დემეტრე ნატალიათი დაინტერესებული არასდროს ყოფილა, მხოლოდ მომაკვდავი მამის გამო შეირთო ცოლად 5 თვის წინ, და ისე უჭირდა ახალგაზრდა 29 წლის კაცს იმ ადამიანთან თანაცხოვრება რომელიც სულაც არ იზიდავდა, სახლში თითქოს არასდროს იყო. დემეტრე ნავერიანი, 29 წლის MMA-ს მებრძოლი, მიზანდასახული ჯიუტი კაცი, ყველასთან ცივი, მხოლოდ ოჯახთან ატარებს კარგად დროს, დაქორწინებულია ნატალია დარბაიძეზე, თუმცა მათი ურთიერთობა არც ისე საინტერესო თემაა, მხოლოდ ფორმალობაა მაგრამ ეს ამბავი ოჯახის გარეთ არ გადის. დაასრულა დემეტრემ ბრძოლა, გამოვიდა ტრიბუნიდან ამაყი და თავდაჯერებული, სიმართლე გითხრათ ბოლო წლის მანძილზე სულ ასე გამოდის ჩავარდნა არც კი ქონია, ჟურნალისტების ბრბო მიაწყდა დემეტრეს,თუმცა ახლა მხოლოდ დასვენება სურდა, მეტი არაფერი, ამდენი ხალხის ყიყინი თავს უფრო მეტად ატკიებდა, მხოლოდ იმის შემდეგ გადაწყვიტა კომენტარის მიცემა ყველასთვის ერთად როცა აღარ მოასვენეს. - მეგობრებო, დაწყნარდით! - გაისმა დემეტრეს საშინლად სექსუალური ბოხი ბარიტონი. - ბანალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ გავჩერებულვარ, ახლა დასვენების გარდა არაფერი მსურს, მადლობა რომ გიხარიათ ჩემი გამარჯვება, მადლობა, და გაფასებთ, როგორც ყოველთვის ჩემს გამარჯვებას საყვარელ დედას ვუძღვნი რომელიც დარწმუნებული ვარ მიყურებს და ნერვიულობს, დე მიყვარხარ! - სიტყვა დაასრულა და გამოსაცვლელი ოთახისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა, არც არავისთვის მიუქცევია ყურადღება, მხოლოდ იმის შემდეგ ატეხა სიცილი როცა გამოსაცვლელში მისი ყველაზე ახლო მეგობარი ირაკლი მერლანი დაინახა, შუბლზე მარკერით მიწერილი "დემეტრეა ჩემპიონი!"-თ. - ღმერთო ჭკუა არასდროს მოგემატება. - ხარხარით მიუახლოვდა მეგობარს და გადაეხვია. - გამარჯვებას გილოცავ ძმაო! - ირაკლიმაც გულით გაიცინა და ძმას მოეხვია, ორივე ბავშობიდან ერთად იზრდებოდნენ და სასწაულად ერთიანი და ძლიერი მეგობრობა აქვთ, ერთი ოჯახი არიან. - არ წამოხვალ გასართობად გოლიათო? - ჰკითხა ირაკლიმ მეგობარს. - არა ირა მაგრად დავიღალე, ხვალ კიდე დარბაზში უნდა მივიდე ბავშვები უნდა ვავარჯიშო. - ციცო დეიდამ დამირეკა, როგორც კი დაამთავრე ბრძოლა ისეთი გახარებული იყო მგონი ტიროდა კიდეც. - უთხრა ირაკლიმ, დემეტრეს დედამისის უზღვავი სიხარულის ამბავი. - მხოლოდ მის გამო მიღირს ყველაფერი. - ამოიხვნეშა დემეტრებ და ტვინში ამოუტივტივდა სახლში მისული საყვარელ ცოლს რომ უნდა შეხვედროდა, ისე მოქმედებდა ეს ყველაფერი კაცზე, ადგილს ვერ პოულობდა დასამშიდებლად. - დაწყნარდი სვანო, ყველაფერი კარგად იქნება. - მხარზე მიჰკრა ხელი ძმაკაცს ირაკლიმ და გაიაზრა ახლა მარტო რომ უნდა დაეტოვებინა ამიტომ სწრაფად დატოვა გამოსაცვლელი ოთახი და დატოვა დემეტრე მის ფიქრებთან ერთად მარტო. შენობა მალევე დატოვა მებრძოლმა, თავის შავ მერსედესში მოთავსთდა, ჩანთა მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე დადო და სახლისკენ აიღო გეზი, სადაც საყვარელი ქალი კიარა, ფორმალური ცოლი ელოდებოდა რომელსაც სულ ფეხებზე ეკიდა მისი ქმრის წაგება და მოგებაც. დააპარკინგა მანქანა, სადარბაზოში შევიდა და ლიფტით სულ მალე გაჩნდა 12 სართულზე, თეთრ კარს გასაღები მოარგო, სახლში შევიდა და მისაღებისკენ გაეშურა. - დაბრუნდი ძვირფასო? - ყალბი ტონით კითხა ნატალიამ და კისერზე ჩამოეკიდა მეუღლეს რომლისგანაც საჩუქარს ელოდა რატომღაც, ჰო ის ხომ მიჩვეულია, განებივრებული მამიკოს გოგოა და სურს დემეტრეც მის ჭკუაზე ატაროს. - ძვირფასო? - კითხვასავით გააჟღერა ფრაზა ნავერიანმა და მეუღლის ბინძური ხლები მოიშორა, - დღეს იცი ბრძოლაზე შენი კოლეგა ჟურნალისტი იყო. - ნატას ამის გაგონებაზე სისხლი აუდუღდა, არაფერი უნდა ცოდნოდა დემეტრეს მმისი და გიორგის ურთიერთობის შესახებ. - მართლა? ვინ? - ისე ჰკითხა ქალმა თითქოს არაფერი იცოდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ამ თამაშს დიდი ხანი ვეღარ გაააგრძელებდა. - გიორგი გიორგაძე იყო. - უი, კარგია. დემეტრეს სახეზე სიმწრის სიცილი გამოესახა არ იცოდა ასეთი მიუხვედრელი თუ იყო მისი ფორმალური ცოლი, და მის ხელში უნდა გადასულიყო მამამისის კომპანია? სასაცილოა პირდაპირ, დარწმუნებული იყო სვანი რომ ნატა მარტო თავს ვერაფერს გაართმევდა, თუმცა მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი ქალიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებდა. იმ ღამეს ნატალიასთან არ იწვა დემეტრე, ჰაჰა სასაცილოა, მხოლოდ იმ ღამეს? მგონი მხოლოდ ქორწილის ღამეს ეძინათ ერთად, ისიც მხოლოდ ეძინათ, ნატალიამ კი სცადა ყველაფერი მაგრამ დემეტრეზე ეს ქალი საერთოდ ვერ მოქმედებდა, ამიტომ ცოლ-ქმარი მეზობლებივით ცხოვრობდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.