შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 12 თავი


12-02-2024, 04:04
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 404

-სხვა არ არსებობს გესმის? არც ჩემს გულში, არც გონებაში და არც ცხოვრებაში! არსად!
-მოვწევ და მოვალ-საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა.
უეცრად ცხვირი ცამეწვა და ცრემლები მომეძალა. მომხდარის გამო თავს საშინლად ვგრძნობდი. ისეთი განცდა მქონდა თითქოს დავიკარგე. საერთოდ ვეღარ ვაზროვნებდი.
-ტირი?-გეგას ხმამ შემაკრთო
-არა-ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე ძლივს აზრზე მოსულმა და საბანის კიდე ისევ ნიკაპამდე მივიტანე. მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა და თავზე წამომადგა
-ნინი ცოლად რატომ გამომყევი- ინტერესით მკითხა და ზემოდან დამაცქერდა
-მე უბრალოდ... მე არვიცი... მე უბრალოდ კარგი ადამიანი მეგონე
-მხოლოდ ამიტომ?-ბრაზნარევი ტონით მკითხა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-მოდი ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ- ვუთხარი ხმა აკანკალებულმა და მოხრილი მუხლები მკერდზე მივიბჯინე.
-და რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!- ხმა გაიმკაცრა
-ჩვენზე-უმისამართოდ დავიჩურჩულე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე რადგან თავს უხერხულად ვგრძნობდი
-სალაპარაკო აღარაფერია- საუბრის დასრულების ნიშნად ზურგი მაქცია და აივანზე გავიდა. ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ შინაგან ღელვას და ფორიაქს მაინც ვგრძნობდი, ამიტომ კიდევ დავლიე დამამშვიდებლები. გეგას ოთახში დაბრუნებამდე ჩამეძინა. დილით, ნიცას სახეზე ფერებამ გამაღვიძა
-დედიკოს პრინცესა- მაშინვე გულში ჩავიკარი- როგორ მომენატრე
-როგორც იქნა-სადღაც შორიდან მომესმა მიას დაძაბული ხმა და ოთახში მოღუშული სახით შემოვიდა
-ბებოც აქააა?- ხმა დაბალი ტონით ვკითხე ნიცას, მიას რომ არ გაეგო ისე. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ბებოს ძახილზე ოთახიდან გაიქცა.რაღაცნაირად გული მეტკინა მაგრამ სახეზე არაფერი შევიმჩნიე -რომელი საათია?-მიას გავხედე რომელიც გაბრაზებული სახით მიყურებდა
-თორმეტი
-რაა?
-გეგამ მითხრა უამრავი დამამშვიდებელი დალიაო და ამდენხანს იმიტომ სძინავსო
-ხო თავს ცუდად ვგრძნობდი
-ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე
-ვიცი
-რატომ გამოყევი? ხომ თქვი მასთან ერთად ყოფნა აღარ მინდაო?
-სხვა არჩევანი არ მქონდა
-ნინი!
-ვერ შევეწინააღმდეგებოდი
-კაიფში იყო?
-რა მნიშვნელობა აქვს?!
-რომ მოვიდა რატომ არ გვითხარი? უფლებას არ მივცემდით რომ წამოეყვანე
-აზრი არ ქონდა, მაინც იმის გაკეთებას მაიძულებდა რაც მას სურდა, ტყუილად თქვენც აგანერვიულებდით, თან ხომ იცი დედას არ უნდა გეგას რომ გავშორდე და...
-დედას გამო ცხოვრება უნდა დაინგრიო?
-სამსახური არ მაქვს, არც განათლება რომ პრეტენზია უკეთეს ცხოვრებაზე მქონდეს... არც რაიმე ფინანსური შესაძლებლობა რომ ნიცა მარტომ გავზარდო
-ეგ დედას სიტყვებია-სევდიანად გაეღიმა
-გგონია მარტივია?- ხმა ამიკანკალდა
-ნინი შენი მესმის... ვიცი გეშინია... მაგრამ რა აზრი აქვს ამ ქვეყნად უსიყვარულოდ ცხოვრებას?
-არანაირი!
-მაშინ ძალა მოიკრიბე და იბრძოლე საკუთარი ბედნიერებისთვის
-რაზე მიმანიშნებ?-უეცრად წყობრიდან გამოვედი- გგონია გეგას იმიტომ ვექცევი გულგრილად რომ ვიღაც სხვა მიყვარს?
-მე ეგ არ მითქვამს
-მაგრამ იგულისხმე! დედაც ასე ფიქრობს? იმიტომ არ უნდა გეგას რომ გავშორდე?
-მსგავსი არაფერია
-თქვენ თუ ასე ფიქრობთ წარმომიდგენია გეგა და დედამისი ჩემზე რას ფიქრობენ
-გეგას ისე ცივად ექცევი რომ აშკარაა მის მიმართ გრძნობები არ გაქვს
-და ამიტომ ფიქრობთ რომ...
-მსგავსი არაფერია!- ხმას აუწია- მე უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო!
-იცი? ზოგ ადამიანს ბედნიერება აკრძალული აქვს
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! უნდა იბრძოლო საკუთარი ბედნიერებისთვის
-და ვის ვებრძოლო? საკუთარ დედას, შვილს და ქმარს?
-ნინი
-მია გთხოვ... დავასრულოთ
-კარგი როგორც გინდა -ნაწყენი ტონით მითხრა და ჩემეხუტა.
-გეგამ მოგიყვანათ?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ვკითხე და თმაზე მოვეფერე
-კი
-როდის მოვიდა?
-დილით, გვითხრა გვიან ღამით მე და ნინიმ ვილაპარაკეთ და მოვგვარდითო, ახლა ნიცა უნდა წავიყვანო სახლშიო.
-დედამ რა უთხრა?
-არაფერი.
-გეგას შენი სურვილით გამოყევი? თუ დედამ გთხოვა
-ჩემი სურვილით. უნდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად იყავი.
-მიკვირს დედამ ჩვენთან დარჩენის უფლება მოგცა
-ხო მეც გამიკვირდა.
-არც კი დაურეკია
-იცოდა რომ გეძინა, გეგამ გვითხრა სახლში რომ მივიყვანე თავს ცუდად გრძნობდა და დამამშვიდებლები დალიაო
-შეეძლო შენთან დაერეკა
-გაბრაზებულია
-ხო რა თქმა უნდა- ნაწყენი ტონოთ, უმისამართოდ ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
ჩემდა გასაკვირად სოფოს ერთი სიტყვაც არ დასცდენია მომხდარზე. თავს ისე იჭერდა თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. არც ვაჩე იღებდა ხმას ამ საკითხზე,
ამიტომ ჩვეულ მდგომარეობას იმაზე მალე დავუბრუნდი ვიდრე მე წარმომედგინა. საღამოს დამირეკა დედამ და გულგრილად მომიკითხა, დარწმუნდა თუ არა რომ კარგად ვიყავი მაშინვე გამითიშა. რაღაცნაირად გული მეტკინა მაგრამ სახეზე არაფერი შევიმჩნიე და ოთახში შემოსულ მიას გავუღიმე
-ნინი ვიცი ახლა ამის დრო არ არის მაგრამ რაღაც უნდა გითხრა-ხმა დაბალი ტონით მითხრა დაბნეულმა და საძინებლის კარი ნელა მიხურა.
-რა მოხდა?- ავღელდი
-ისეთი არაფერია დამშვიდდი- ჩვეული სიდინჯით მითხრა და ნელა მომიახლოვდა
-მია! -მისი სიმშვიდე მაგიჟებდა
-ვაჩეს მეგობარმა ანდრიამ დამირეკა შუაღამისას
-რაა?-გაოცებისგან ლამის პირი დავაღე რადგან ანდრიას ასეთ პირდაპირობას არ ველოდი- როდის დაგირეკა?
-გაცნობიდან მეორე დღეს, უფრო სწორად შუაღამისას
-არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ხო?
-არ ვიცი, ვერ მივხვდი
-ზუსტად რომელ საათზე დაგირეკა?
-არ მახსოვს
-რაზე ილაპარაკეთ?
-არაფერზე
-მია!
-რომ ვუპასუხე და მითხრა ვინც იყო ისე დავიბენი ხმის ამოღება ვეღარ გავბედე
-რა გითხრა?- არ ვეშვებოდი
-ისეთი არაფერი- უემოციო ტონით მითხრა თავი დახარა. რატომღაც ჩემს კითხვებს თავს არიდებდა
-მია! იცი რააა? მაგ ბიჭისგან თავი შორს დაიჭირე!- მკაცრი ტონით ვუთხრი და სწრაფად მივუახლოვდი. დაიძაბა. მივხვდი რომ რაღაცას მიმალავდა ამიტომ მისი სახე ხელებში მოვიქციე და მკაცრი ტონით ვკითხე- თქვენ შორის რამე სერიოზული ხდება?
-რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომაკითხა მანქანით- თვალები აუწყლიანდა
-იოანესთან ერთად?
-არა მარტო იყო
-რას ფიქრობ?
-რასთან დაკავშირებით?
-მია! მაბრაზებ!
-არ ვიცი ნინი, ძალიან დაბნეული ვარ- გულწრფელი ემოციით მითხრა და სევდიანად გამიღიმა.
-მასთან ურთიერთობის გაგრძელების არ გირჩევ
-რატომ?-აღელდა
-შენს თავს შეხედე!-ვუთხარი ბრაზნარევი ტონით- აღფრთოვანებული ხარ მისით
-ასე არაა
-ასეა!
-ნინი- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში
-თავს დაგაკარგვინებს! ვერც კი გაიაზრებ ისე აღმოჩნდები მის მკლავებში მოქცეული
-ჩემზე მართლა ასე ფიქრობ? გგონია ისეთი სუსტი და უნებისყოფო ვარ რომ შეიძლება პირველივე შემხვედრს...
-სულელო- გამეცინა -სხვა რამ ვიგულისხმე!
-მაინც რა იგულისხმე?- ნაწყენი ტონით მკითხა და მზერა გამისწორა.
-ანდრიას კარგად არ ვიცნობ, არც იმ მეორეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგ ორნი ყველაფერზე არიან წამსვლელები სასურველის მისაღებად!
-ასე რატომ მელაპარაკები?- გაბრაზდა
-იმიტომ, რომ არ მინდა ზუსტად იგივეს გადატანა მოგიწიოს რაც მე გადავიტანე!
-ნინი!- რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ მივეცი
-ვიცი რის თქმას ცდილობ!-ვუთხარი ნაწყენი ტონით -ანდრია გეგას არ გავს
-არა ასეა არააა, ამის თქმა არ მინდოდა!-უეცრად ცრემლები მოეძალა. გამეღიმა.
-დაიკიდე- მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხრი და ხელები ჩავკიდე ატირებულს
-ძალიან დაბნეული ვარ
-მია, ჩემო ლამაზო, ანდრიას მოსწონხარ და შენზე სერიოზულად ფიქრობს!- ვუთხარი დარწმუნებით- ასე რომ არ იყოს შუაღამისას შენ არ გახსენდებოდი, არ დაგირეკავდა და არც სკოლასთან მოგაკითხავდა მაგრამ...- პაუზა გავაკეთე
-მაგრამ რა?-აღელდა მია
-მაგრამ არ ვიცი ეს ყველაფერი-გავჩუმდი და თავი დავხარე- მია მე უბრალოდ მინდა სკოლას რომ დაამთავრებ ისწავლო! მინდა ძლიერი და შემდგარი ქალი გახდე რომ ჩემსავით არ დაიტანჯო...ეს ურთიერთობა... არ ვიცი...ასე მგონია ანდრია გასაქანს არ მოგცემს...
-ადრე გითხარი გათხოვებას არ ვაპირებ-მეთქი გახსოვს? ისევ იმ აზრზე ვარ...ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო სწავლას გავაგრძელებ...
-ერთი მეორეს ხელს არ უშლის-გამეღიმა მის გულუბრყვილობაზე
-ნინი, რის თქმას ცდილობ?- ვერაფერს მიხვდა
-ქორწინება და სწავლა ერთმანეთს ხელს არ უშლის, თუ რა თქმა უნდა წყვილის ურთიერთობა სიყვარულს, ნდობას და ურთიერთპატივისცემას ემყარება.
-არ ვიცი შეიძლება ასეც იყოს მაგრამ მე მაინც არ გავთხოვდები- მხრების აჩეჩვით მიპასუხა და ოთახში შემოვარდნილი ნიცა ხელში აიტაცა.
.......
სეანსზე დავაგვიანე. ცხოვრებაში პირველად, მაგრამ კაბინეტში შესვლისას დანაშაულის შეგრძნება საერთოდ არ განმიცდია. პირიქით აღფრთივანებული ვიყავი იმის გამო რომ წესები დავარღვიე.
-მეგონა არ მოხვიდოდი-კარის გაღებისთანავე უემოციო ტონით მითხრა ზურგშექცევით მდგომმა სანდრომ და ნელა შემოტრიალდა ჩემსკენ
-ვფიქრობ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა-დაუფიქრებლად ვუპასუხე და ზედმეტად მივუახლოვდი
-შთაბეჭდილების მოხდებას ცდილობ ჩემზე?- ცინიკური ტონით მკითხა და ცივი მზერა ტუჩებზე მომაყინა
-შეიძლება ასეც ითქვას-სევდიანად გავუღიმე
-მოხდა რამე?
-როგორც მითხარი ისე მოვიქეცი ჩემს შიშებს დავუპირისპირდი, ბარგი ჩავალაგე და ნიცასთან ერთად სოფელში წავედი- ვუთხარი ისე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი ამღვრეული ნაცრისფერი თვალებისთვის
-უკან რამდენ დღეში დაბრუნდი?- მის ხმაში ირონიაც იგრძნობოდა და ბრაზიც.
-რამდენიმე საათში- ცივად ვუპასუხე და ზურგი ვაქციე.
-შეცდომა დაუშვი
-ვიცი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent